შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადი (სრულად)


8-07-2024, 13:15
ავტორი დეკა
ნანახია 17 212

უჩვეულოდ ნაზი იყო დეკა, მისი სახელისთვის დამახასიათებელი, სილამაზით და ხასიათით გამოირჩეოდა მუდამ.

ერთხელ თუ ნახავდით, აუცილებლად გაიხსენებდით მეორედ ნახვისას. არ ავიწყდებოდა თვალსა და გულს.

გამოირჩეოდა ყოველთვის, თანატოლებისგან. მისთვის პრიორიტეტები, განსაზღვრავდა ქალის ბუნებას და მისი პრიორიტეტიც თავისივე ქალობა, ღირსეულობა იყო.

ღირსეულად ეცვა შავი ძაძები, ღირსეულად უჭირისუფლა ნაძირალა ქმარს, ნაძირლურად მოკლულსა და გათელილს.

-დეკააა
ისმოდა ეზოდან ყურის წამღები ყვირილი.
-გისმენთ დოდო დეიდა, მოდით.
-არა შვილო, გამოდი უნდა მიშველო, ნუგზარს ისევ წნევამ აუწია და მომეშველე.
-ნიკოს ჩავაცმევ და გამოვალ

შინ შემობრუნებულმა, თავის პატარა ნიკოლას თბილი ჟაკეტი მოაცვა, ფეხზე მეზობლის ბავშვის, გამონაცვალი, უკვე კარგად გაცრეცილი ვალინკები ჩააცვა, ნაზად დაუკოცნა ფუმფულა
ლოყები და გაუყვა მეზობელი დოდოს სახლის გზას.

-ნუგზარი ბიძია, მოდი წნევას გაგიზომავ და მოგცემ წამლებს.
-ეჰ ჩემო დოდო, იმ უდღეურმა ეს გოგო რითი დაიმსახურა, თუ მეტყვის ვინმე და დღესვე მოვუკლივარ მაღალ ღმერთს.
-მასე ნუ ამბობთ, ქმარი იყო თორნიკე ჩემი.
-ქმარი კიარა და შვილო, არაკაცი იყო ეგ და გეყოფა, როდემდე უნდა შეაკლა თავი ამ სოფელს და შენი უღირსი ქმრის სასაფლაოს?
-ნუგზარი ბიძია ნიკოლას ესმის. მამა იყო მისი და უნდა უყვარდეს, პტივს სცემდეს.
-დოდო გამოდი, გამოდი გოგო უფრო ამიწია წნევამ, უთხარი რაზეც დაიბარე, არმინდა ეს აპარატი, გამოდიმეთქი.
მსუბუქად შესძახა კაცმა, რომელსაც ზღვისფერ თვალებში, ნაღველი და სიამაყე ერთად ჩასდგომოდა. განა რაარის ადამიანი? პატარა მეზობლის გოგო იამაყა, ეამაყა დედა, რომელიც იცოდა ღირსეულს გაზრდიდა ნიკოლას.

-დეკა შვილო, ჩვენ იცი შვილი არ გვყავს, რაც შენ მოგიყვანა იმ უდღეურმა მას შემდეგ ვიგრძენით სითბო.
-დოდო დეიდა, მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გაგიკეთებიათ…
გააწყვეტინა დოდომ სიტყვა, ლამაზად მომღიმარ მეზობლის რძალს.
-სამადლობლად არაფერს გეუბნებით და ვაკეთებთ ჩემო კარგო, ხომ იცი თბილისში სახლი გვაქვს, ჩვენ არ ვართ იქ ჩამსვლელები. დემეტრეც არ ჩამოდის ჯერ, ან რათუნდა ჩემს ძმიშვილს ის სახლი, როცა სხვაც აქვს. წადი დედიკო, ქალაქში სამუშაოს რა დალევს, იმუშავე, ნიკოს განათლება მიეცი, ცხოვრებაში შენც გაიხარე ჩემო გოგო.
-დოდო დეიდა რასამბობთ, ნანი და გელა არ დამანებებენ, თან თორნიკეს საფლავს ვინ მიხედავს?
-ნანი და გელა შენ სუნთქვასაც აგიკრძალავდნენ რომ შეეძლოთ. გელას რომ აკლავ თავს, თითქოს მშობელი მამა იყოს, როდემდე უნდა ემსახურო?
-თქვენ ხომ მაინც იცით, სხვა გზა რომ არმაქვს?
-აგერ სხვა გზა, დანაზოგიც გვაქვს, ვიცით არ იჩუქებ, და არ აიღებ თუ ამას არ ვიზამთ, ამიტომ გპირდები როცა გექნება დავიბრუნებ უკან, ოღონდ ეს აიღე და გაეცალე ამ უბედურ ადგილს.
-ვიცი რომ ჩემთვის გინდათ სიკეთე, თუმცა მე მარტო თბილისში რავქნა?
-დემეტრეს ხომ იცნობ? მისი დაა იქ ლილე, ვეტყვით თავიდან ცოტას დაგეხმარება
-არა დოდო დეიდა, უცხოს ხომვერ შევაწუხებ?
უხერხულად შეიძმუშნა დეკა, ყურს უკან გადაიტანა თმა და უცებ გაახსენდა სილურჯე, უცებ დაიფარა ისევ სახე, ნერვიულად ახლართა თითები ერთმანეთში.
-ისევ დაგარტყა?
ყბა დაეჭიმა ნუგზარს ნერვებისგან.
-არა რასამბობთ…
აზრი არ ქონდა ამაზე გაგრძელებას, იცოდნენ ისევ დაარტყა მამამთილმა, ისევ გაჩუმდა ქვრივად დარჩენილი ქალი, ებღაუჭებოდა მომავლის იმედს და იტანდა ყველაფერს, ვერ იმეტებდა შვილს ულუკმაპურობისთვის.

-დეკა, შვილო, ისე გეუბნები როგორც ჩემს თაიას ვეტყოდი, მის საფლავზე ასვლისას სულ ვეუბნები, რომ შენ მყავხარ მის ადგილას. გთხოვ როგორც მამამ შვილს, და როგორც მშობელმა საკუთარს, ისე მომეცი უფლება გვერდით დაგიდგე. წადი აქედან. შენს შვილს ნუ გაზრდი ამათთან, ნიკოლას მომავალზე იფიქრე
-არვიცი რავთქვა
-ნურაფერს იტყვი დედი, იფიქრე სად გვეჩქარება?!
ჩაერია დოდო, ქოთქოთით.
-მადლობა, არვიცი ეს სიტყვა თუ ეყოფა თქვენს ამაგს ჩემს მიმართ.
-მადლობა ის იქნება ბედნიერს თუ გნახავთ…


მიდიოდა სახლში, რომელიც მისი არ იყო. მიდიოდა სახლიდან რომელიც უნდოდა, მისი ყოფილიყო, მთელი გულით.
მიდიოდა დედამთილთან და მამამთილთან, რომლებიც გაემწარებინა ცხოვრებას, შვილის სიკვდილით, თუმცა მანამდეც არ ყოფილან ტკბილად მოაზროვნენი.
მიდიოდა შვილის სიკვდილით გამწარებული მშობლებისგან, რომლებიც ყოველთვის იყვნენ ადამიანები, უნდოდა მისი ყოფილიყო ეს სითბო, რქმეოდა მათი შვილი და ეგრძნო რას ნიშნავს, როცა ეყრდნობი, დაღლილი მხრებით მშობელს.

ნუგზარი და დოდო ყოველთვის იყვნენ მისი პატრონები, რამდენჯერ სიცივეში გარეთ გამოგდებული, ნაცემი და მშიერი, ორსულად მყოფი დეკა თბილ ხალათში გაუხვევია დოდოს და მიუხედავს, როგირც მიხედავდა საკუთარ ქალიშვილს.
რამდენჯერ დააპირა ნუგზარმა, დეკას გამო ჩხუბი, თუმცა კვლავ გოგონამ შეუშალა ხელი, არუნდოდა ზედმეტად გაერთულებინა, ისედაც რთული ცხოვრება.


გადაწყვიტა.
იცოდა გაუჭირდებოდა, იცოდა, მოუწევდა ბევრი წვალება, თუმცა უღირდა.

-მისმინე შვილო, იქ ლილე დაგხვდება, აი სურათი. ის გიცნობს, რომ ჩახვალ დამირეკეთ.
არიგებდა დოდო და არ წყვეტდა ლაპრაკს, თვალებში ცრემლჩამდგარი.
-შვილო, იცოდე როცა დაგჭირდები დამირეკავ და იცოდე,დამირეკავ როგორც დაურეკავდი გიორგის.
ხმა შეეცვალა დეკას მამის ხსენებაზე ნუგზარს, ტკიოდა მეგობარი, ყოველთვის ღირსეული და ამაყი. ტკიოდა რომ ვერ გაუფრთხილდა მის დატოვებულს და ვერ მოუარა ისე, როგორც მოუვლიდა თავისას, ვერ მიუსწრო და ვერ გადაარჩინა.

დიდხანს ეფერებოდნენ პატარა ნიკოლას, იცოდნენ ვეღარ ნახავდნენ მალე, ბიჭუნაც მონდომებით ხვევდა ჩასუქებულ ხელებს კიზერზე, მის საყვარელ ნუგზარი ბაბუას.

წავიდა.
უშველა თავს.
უშველა მომავალს.
უშველა, ჯერ არაკაცი მამისთვის და შემდეგ უმამობისთვის განწირულ შვილს.


დაბინავდა დოდოს და ნუგზარის ბინაში, თავისი ხელი დაატყო ყველაფერს, დააკრიალა და სიმყუდროვის ნოტები შეიტანა, ისედაც პატარა და ლამაზ სახლში.
-დე მოდი ეხლა დაიძინე შენ, მე აქ ვიჯდები და ამას წავიკითხავ კარგი?
საწოლში მოათავსა და რამდენჯერმე აკოცა აბრაწულ ლოყებზე.
-დედაა, ხოიცი არ მიყვარს ბევრს რომ მკოცნი?
-მე მიყვარს ნიკო, არ მაქვს უფლება?
-შენ გაქვს ყველაფრის უფლება.
სასაცილოდ დაიჭყანა ბიჭუნა.
-არა დე, არავის აქვს უფლება ის გააკეთონ რაც უნდათ, მაშინ როდესაც სხვებს უქმნიან დისკომფორტს, კარგი?
დამყოლი მზერით დააქნია თავი, პატარა ნიკომ.
-დე, ხვალ ბაღში წამიყვან?
-ხვალ არა, ორშაბათს მივხედავთ ამ საქმეს, ხვალ ახალ ტანსაცმელს ვიყიდით და იმ ნივთებს რაც გვჭირდება.
-მიხარია აქ რომ ვართ.
-იქ ხომ გიყვარდა ცხოვრება, ბებო და ბაბუ ხომ გიყვარს? ხომიცი ნიკო, მამა არ უნდა დაივიწყო, ყოველთვის როცა შევძლებთ მივალთ მასთან საფლავზე.
-აქ კარგია, აქ მარტო ვართ, მე არ გატირებ შენ, ისინი კიდევ ყველა გატირებდნენ. მე შენ არ დაგარტყავ დედა, ისინი გირტყავდნენ და არ მინდოდა იქ, არასდროს მინდოდა.
ტირილი აუვარდა ნიკალას, ხმით ტიროდა და ამდენი წლის ნაგროვებ ემოციას გარეთ უშვებდა.

როდის გაიზარდა ასეო, დაფიქრდა დეკა.
როდის გახდა შესამჩნევი მისთვისო?!
თუკი ეჭვობდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეს, ახლა დარწმუნებული იყო, იცოდა რომ სწორად მოიქცა.
5 წლის ხდებოდა ნიკოლა და პირველად მოხდა, როცა ამდენი ემოცია ერთად გამოხატა, ყოველთვის ჩუმად მყოფმა და გულჩათხრობილმა.

-დე, დამშვიდდი, რატომ არ მითხარი, რომ არ გინდოდა იქ?
-თუ გეტყოდი, თუ რამეს ვიტყოდი, შენ ისევ იტირებდი.
-შენ ხარ ჩემი საჩუქარი დე, შენ ხარ ყველაფერი რაც მაძლიერებს, იცოდე არასდროს გაჩუმდე იმაზე რაც არ მოგეწონება, ყოველთვის მითხარი, კარგი?
-ყოველთვის?
-კიდევ გინდა რამე მითხრა ხო?
მსუბუქად ჩაეღიმა ქალს, რომელსაც ყველაზე მეტად უხდებოდა, შეუჩვეველი წრფელი ღიმილი.გაუღიმა მის ერთადერთს.
-არ მომწონს როგორც გაცვია, სხვა დედებს ლამაზად აცვიათ, შენ ყველაზე ლამაზი ხარ, მაგრამ არ გაცვია ლამაზად.
-გპირდები ჩავიცვამ ისე, შენ როგორც შემარჩევინებ კარგი?
-დავიძინებ მალე რომ გამეღვიძოს და ვიყიდოთ ხო?
-დავიძინოთ.
მოიქცია მკლავებში შვილი და მასთან ერთად მიეძინა დაღლილს, გადაშლილი წიგნის ფურცლები უმზერდნენ გვერდიდან, თუმცა მოუწევდათ მოცდა, აღარ ეცლებოდა დეკას მისთვის, ახლა უნდა აეწყო ცხოვრება შვილისთვის, რომელიც იმედის თვალებით შეჰყურებდა დედას, როგირც ერთადერთ საყრდენს.

მზიანი დილა გათენდა თბილისში. თითქოს ბუნებაც გრძნობდა ახალი ცხოვრების დასაწყისს. მაღაზიის კარი მხიარულად შეაღო პატარა ნიკალამ და შეატარა დედა, როგორც ქალი და როგირც წინ, კარში პირველად შესატარებელი. ასწავლა დედამ როგორი იყოს ქალთან, 5 წლის ნიკოლას ასწავლა კარის გაღება ქალისთვის. არაკაცებში გაზრდილს, მთელს კაცობას უნერგავდა დაბადებიდან.

მაღაზიაშივე დაიჟინა ნიკომ, დედას ახალი კაბის ჩაცმა. მორცხვად გაიხადა შავი სამოსი ქალმა, იისფერი, მუხლამდე სარაფანი მოირგო დეკამ, წვრილი ყვავილები ამშვენებდა ლამაზ ქსოვილს. თავზე გაკრული შავი თავშალიც ძველი ტანსაცმლის გზას გაუყენა და ჩალისფერი გრძელი ნაწნავი მხრებზე დაეფინა.
-დედაა
აღმოხდა, დედის მშვენიერებით გაოცებულ ბიჭუნას.
-არ მოგეწონა? სხვას ჩავიცვამ.
შეშფოთდა ქალი.
-დედა არა, ასე გეცვას, სულ ასე ლამაზად გეცვას ხო?
მხიარული გაუხდა ნიკოს ხმა.

ძალიან ბევრი იცინეს ნიკოლას ტანსაცმლის არჩევისას, პირველად შეძლო ბიჭუნამ შეერჩია ტანისამოსი და არ ჩაეცვა მეზობელი ცოტნეს გამონაცვალი.
საკმაოდ ბევრი რაღაც იყიდეს, ნუგზარისა და დოდოს გამოტანებული ფული საკმარისზე მეტი იყო მათი საჭიროებებისთვის. უბრალო მობილური იყიდა დეკამ, სახლში მისულმა,პირველი რაც გააკეთა დოდოსთან საუბარი იყო. ნიკოც არ ჩუმდებოდა და აჟიტირებული უყვებოდა მოხუცებს, თუ რა ბედნიერად გაატარეს დღე.

თვალცრემლიანმა ნუგზარმა, მიაკითხა მეგობრის საფლავს, რომელიც გვერდით სოფელში იყო.
-ვერ დავიცავი გიო, ვიცი შენ ასე არ გაწირავდი ჩემსას. მაგრამ არ მეყო ძალა. დღეს პირველად ვარ მოსული, თითქოს მომესვლელებაო იმის მერე რაც მოხდა. შენი დეკა თავისუფლად სუნთქავდა დღეს და მეყო გამბედაობა შემეხედა შენი საფლავისთვის. ვიცი ზემოდან მფარველობ მას, ვიცი არ ვარ იმდენად მართალი კაცი ეს გითხრა და არც გჭირდება ჩემგან, ისედაც იცი, მაგრამ დაიფარე ჩვენი გოგონა. ზეციდან შენ და სანამ ვიცოცხლებ მე ვიქნები მისი პატრონი. გპირდები, მაშინ შეშინებული ტყვიას, ახლა აღარ შევუშინდები, რომც დამიმიზნონ. დეკა იქნება ბოლო საზრუნავი, ბოლო ამოსუნთქვამდე.

პირობა მისცა ძველ მეგობარს, დაუმშვიდა სულიო თითქოს, თვითონაც შეძლო ამოსუნთქვა, მშვიდად ამდენი წლის შემდეგ და გზად, ბედნიერად მოტეხა რამდენიმე იასამნის ტოტი, თავის დოდოს უყვარდა იასამნები, გაახარებდა, შინ მომლოდინედ მყოფს.

ორი დღე ისე გავიდა, სახლიდან არ გასულან დეკა და ნიკოლა. თამაშობდნენ, წიგნებს კითხულობდნენ, ერთობოდნენ და ტკბებოდნენ, აქამდე არარსებული სილაღით და თავისუფალი დროით.
დეკას არასდროს ეცალა, ნანის და გელას მომსახურებას მოანდომა, მთელი ძვირფასი დრო. ნანი მარად წნევიანი და რეალურად ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო. რომელსაც არ შეეძლო ფიზიკური შრომა, თუნდაც სახლის გამოგვა. საბჭოში ნაცნობობით მოეწყო და, მთელი დღე იჯდა ენაზე ტყავგადამძვრალი და ყვებოდა სოფლის ამბებს, ყვებოდა რა უვარგისი რძალი ყავდა და შინ მისულს, დაღლილ დაქანცულს უნდა მოევლო ყველაფრისთვის. ამდროს კი დეკა დადიოდა ეზოდან სახლში, საქათმიდან-საბძელში, საღორეში და უვლიდა ყველაფერს, შინ მოსულ ნანის, მაინც არაფერი მოსწონდა ამ სამყაროში.
გელა კიდევ საერთოდ სხვა ფენომენი იყო, სოფელში ყველაზე მშრომელი კაციც ეთქმოდა. რომ შეხედავდით, იფიქრებდით, ეს რომ ოჯახშია ის ოჯახი ბედნიერიო, თუმცა დეკასთვის არც მამამთილს გაუმართლებია. გაბრაზებულ გულზე, რძალზე ჯავრის ამოყრა სჩვეოდა, სოფელში ღირსეულად მოარულს.

არ იღებდა ხმას ობოლი გოგონა, არასდროს უთქვამს არსად თავისი გაჭირვება. იცოდა აზრი არქონდა მცდელობას. ითმენდა და იტანდა თავისი შვილისთვის. უკან ვერ მიაკითხავდა ლოთ მამინაცვალს, საკუთარი მამის სახლში გაბატონებულს.

მზიანი გაზაფხული იყო, ორშაბათი დღე. ავტობუსის გაჩერებაზე იდგა დეკა, ძლიერად ჩაჭიდებოდა მოუსვენარი შვილის მაჯას და ცდილობდა არ გამოპარვოდა 21 ნომერი ავტობისი. ლამაზად უფრიალებდა ატმისფერი კაბის ბოლოები, მხრებზე ჩამოშლოდა ჩალისფერი თმა და ნაზი ნიავი, ისე ლამაზად ურხევდა თმას, იფიქრებდით სიო ეფერება მის მშვენებასო.

-რასაკეთებ ბიჭო?!
გაოცებულმა შეყვირა მგზავრის სავარძელზე მჯდომმა დემეტრემ.
-დემე შენც ხედავ?
-რას ვხედავ ლუკა, რასაკეთებ კინაღამ მომკალი.
-შეხედე იქ გაჩერებაზე, იმ გოგოს შენც ხედავ?
-ვხედავ ხო მერე?
-არა, რასაც მე ვხედავ იმას ვერ დაინახავდი, მარტო მე უნდა დამენახა.
-შენ მაგარი გაგიფრენია ჩემს არყოფნაში! რა დაინახე ისეთი რომ კინაღამ ავარიაში მომაყოლე, ასე ვინ აჩერებს მანქანას?
-კაი ნუ წუწუნებ ლალიკოსავით, წავედით.
-მოიცა ეს გოგო მეცნობა, სადღაც მინახავს. არა ზუსტად ვიცი მინახავს!
-რაა, ის ბავშვთან ერთად რომ დგას?
-არა მაგის გვერდით.
-რა მაგის გვერდით ქალი დგას 80 წლის
-გამარჯობა, კი ეგ გოგო მეცნობა.
-არაა?
-კიი
-წამო გადავიდეთ ახლოდან შეხედე.
-რა ახლოდან ბიჭო, ვერ ხედავ შვილი ყავს, ქმრიანი ქალის დევნა გვინდა ახლა?
-კარგი, მართალია, ეგ ჩემი ცოლი ვერ გახდება. ანუ მე ცოლი არ მეყოლება.
გაოცებულმა ჩაუშვტვინა დემეტრემ.
-შენ ჩემო ძმაო სამკურნალო ხარ, გიშველოთ იქნებ, სანამ მედიცინა უძლური არ გამხდარა.
-დემეტრე, იქ რომ გოგო იდგა, ის იქნებოდა ჩემი ცოლი, ის არაა, არ იქნება სხვა.
-ვახ! დაქოქე რა, რას ჩამოდექი ტაქსივით.
-დავქოქოთ მანქანა, არ ჩამოვდგეთ ტაქსივით. ფრენისგან დაღლილ ძმაკაცს არ დავუმატოთ ტვირთთი.
-მაგრად გარეკე, მაგრად უბერავ.
როგორი სისწრაფითაც გაჩერდა, იმავე სისწრაფით მოწყდა ადგილიდან, შავი როლს როისი.

-ლილეე, ლილე, ლილე გოგო შე არ დასაყრუებელო. გამოდი გარეთ, მონატრებული და მოსასიყვარულებელი, ტკბილად სახსენებელი ძმა მოგიყვანე.
ყვიროდა ლუკა ეზოდან და მიდიოდა კარისკენ ჩქარი ნაბიჯით.
-ბიჭო სიურპრიზიათქო და შენ სამეზობლო კრებას მიწყობ პირდაპირ?
-კაი რა შე ბანძო, ევროპაში არ გასწავლეს? სიურპრიზები არის გოიმობა, ჩუმად თავზე დადგომები არის ბანალურობა, უნდა გელოდნენ, უნდა ფორიაქობდნენ გესმის?
-ვაიმე ჩემს არ ყოფნაში, ეწეოდი რამეს? რას გავხარ ბიჭო, რა ხასიათი აგიკიდებია?!
-შენ რომ მიყყვარხარ, შენ რომ პატივს გცემ და ახლა ჩემთან მყოფი მიხარიხარ, გამოვხატო მაცადე კაი?
-კარგი ლუკა გამოხატე, ოღონდ სახლში გამოხატე, დაჯექი და ისე გამოხატე ხო?
-აუ ეს კიდე უჟმურია, ბიჭო ევროპამ ვერ გიშველა, ამერიკა ჩემი არააო და რუსეთისკენ ხოარ იხრები? გრუზინი ხარ ბიჭო? ჭკუაზე არ ამარყიო!
-შენს ჭკუას მხოლოდ არყევა აკლდა და გილოცავ.
-ლილე გოგო გამოხვალ დღეს?
-რა აყვირებს ამ არანორმალურს?!
-ძმა მოგიყვანე და მადლობას ასე მიხდი? მადლი ვქენი ქვაზე დავდე და სულ თავში მირტყი ის ქვა? ესაა ადამიანმა სიკეთე არ უნდა დათესო, ამას არ ჯობდა კარტოფილი დამეთესა?! რა ფასიაქვს თან?
აჟიტირებული იყო ლუკა დემეტრაძე, წლების უნახავი მეგობარი დაუბრუნდა, უხაროდა კვლავ დაბრუნებული ოჯახი. მისთვის მხოლოდ ლალიკო დ
საბა და დემეტრე წარმოადგენდნენ ოჯახს. დედისა და ორი მეგობრის, როგორც თვითონ ამბობდა, ჩინური ძმების გარდა არ ყავდა არავინ. რეალურად ბევრი ნათესავი იყო მის გარშემო, თუმცა ოჯახი მხოლოდ ეს სამი.


საბავშვო ბაღში მოაგვარა საქმე თუარა, მაშინვე სამსახურის გასაუბრებაზე წავიდა, დეკა. რამდენიმე ადგილი ქონდა მონიშნული, პირველად რესტორანს მიაშურა, სახლთან ახლოს რომ იყო. არ გაუმართლა, უკვე აეყვანათ მიმტანი.
რამდენიმე ქუჩის მოშორებით, კაფეს სჭირდებოდა დამხმარე გოგონა. ძალიან თბილი და ლამაზი გარემო დახვდა, სამსახურის ძიებაში მყოფს.
-გამარჯობა, მე დეკა აფციაური ვარ, გუშინ გესაუბრეთ მობილურზე.
-კი მახსოვს…
სანდომიანად გაუღიმა გოგონამ. სავარაუდოდ მენეჯერმა.
მოკლედ აუხსნეს სამუშაო პირობები, დილის 10 დან, საღამოს ხუთამდე ქონდა გრაფიკი. შემდეგ სტუდენტი გოგონა ჩაანაცვლებდა. ხელსაყრელი გამოდგა მისთვის ეს ვაკანსია, ხელფასი მცირე იყო, თუმცა ნიკოლას ბაღში ყოფნას ემთხვეოდა, მისი სამსახური და მასზე უკეთესს ჯერ ვერ ნახავდა. კადრის არ ყოლის გამო, თანახმა იყვნენ დეკას ხანდახან პატარა ნიკოლა მოეყვანა კაფეში. იცოდა დეკამ გაუჭირდებოდა ბავშვთან ერთად, თუმცა სხვა გამოსავალი არ ქონდა.
თავიდან ერთი კვირით პრაქტიკაზე იყო, თვითნასწავლი ინგლისურითა და ცოტა ესპანურით გააოცა თანამშრომლები. არ უჭირდა უცხოელ კლიენტებთან კომუნიკაცია.
-დეკა, შენ სად ისწავლე ეს ენები ფშავში?
ბარის მაგიდას ჩამოეყრდნო დეკას ახალი თანამშრომელი, ნათია და ინტერესიანი მზერა მიაპყრო გოგონას.
-ინგლისური სკოლიდან ძალიან მიყვარდა, ესპანური კიდევ ლექსიკონით, თითქმის ყველა სიტყვა დავიმახსოვრე და ვცდილობ წინადადებები ავაწყო.
-მესმის მონდომებაა…
ტუჩები, გაკვირვების ნიშნად, დაბრიცა ნათიამ.
-ყოველთვის მინდოდა ენათმცოდნე ვყოფილიყავი, ვფიქრობ როდესაც ბევრი ადამიანის გესმის, სხვანაირად ყალიბდები, მინდა ყველა კუთხე მოვინახულო მსოფლიოში და ყველგან ჩასულმა, იმ ენაზე ვიმეტყველო.
-შორი ოცნებები გქონია ჩემო კარგო.
გაეცინა ლაღად, თანამშრიმელს.
-ოცნებას მაინც მივცეთ უფლება შორს წაგვიყვანოს.
სევდიანად ამოილაპარაკა გოგონამ.


-გოგონა ატმის წვენი თუ შეიძლება.
დაუძახეს იქვე მდგომი მაგიდიდან.
ნათიამ ჭიქა წვენით გაავსო და ლანგარზე დადო, საწრუპ მილთან და ხელსახოცთან ერთად. დეკამ ფრთხილად აიღო ლანგარი და შეკვეთა მიუტანა ადრესატს.
თითქოს იცნოო, მაგიდასთან მჯდომი. გაახსენდა დოდოსთან გადასულს, ღუმელთან მჯდომი ახალგაზრდა, დაძაბა გონება, სახელი რომ გაეხსენებინა და მორიდებულად ჰკითხა.
-თქვენ, უკაცრავად თქვენ დემეტრე ხომარ ხართ?
-მიცნობ?
-არვიცი, თითქოს გიცნობთ, ჩემს მეზობლებთან გნახეთ ერთხელ.
-დეკა? დეკა ხომ?
თვალებმოჭუტული დააკვირდა, გოგონას სამკერდე ნიშანს.
-დიახ, დოდო დეიდამ მითხრა ჯერ არ აპირებს ჩამოსვლასო. კარგია რომ გნახეთ. მადლობა მინდა გითხრათ ბინის გამო. თუ თქვენ დაგჭირდებათ შემიძლია ქირით ავიღო, როგირც ხედავთ ვმუშაობ.
-არა, არა რასამბობ? მე ლილესთან ვცხოვრობ, მარტო არ მინდოდა ყოფნა, ლილეც მარტოა თან. შეგიძლია იმდენხანს გაჩერდე რამდენხანსაც დაგჭირდება.
-მე, არვიცი როდესმე მადლობის გადახდას თუ შევძლებ, თუ შევძლებ ეს სიკეთე დაგიბრუნოთ.
თვალებში სითხე ჩაუდგა, მადლიერებით აღსავსე გაუხდა მზერა.
-ჩემმა დოდოშკამ, ჩათვალე ჩემი შვილია მანდ და დასავით მიხედეო. ვაპირებდი ისედაც მენახე.
მოხდენილად გაუცინა მამაკაცმა.
-ბიჭო ატმის წვენი ევროპაში აითვისე? მაგან გაგუდა სტალინიც და ტენიან საწყალ ბერიას, თითქოს მოწამლაო. არადა იქ ვიყავი, ატმის წვენი გადაცდა.
შემოვიდა ქოთქოთით ლუკა და ისე, რომ არცკი შეუხედავს იქ მდგომი მიმტანისთვის, სავარძელში ჩაეხეთქა, დემეტრეს მოპირდაპირედ.
-ერთი უშაქრო, თურქული ყავა მომიტანეთ რა.
მიმართა დეკას და ზემოთ რომ აიხედა, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ამოუხსნელი მზერა შეავლო ქალს.
-დიახ ახლავე.
ჩქარი ნაბიჯით გაემართა ბარისკენ და მალევე დაბრუნდა ყავით ხელში.
-ინებეთ.
-დეკა, ეს ლუკაა, ჩემი მეგობარი, იცოდე მაინც, თუ რამე დაგჭირდებათ აუცილებლად გამაგებინე კარგი? შეგიძლია ლუკას იმედიც გქონდეს. დოდომ და ნუგზარმა ისე მთხოვეს მენახე, მიხარია რომ შეგხვდი. სალაპარაკო მაქვს შენთან.
-იცით, ისედაც ბევრს აკეთებთ ჩვენთვის. არ მინდა რამეზე შეგაწუხოთ.
უხერხულად აწურულიყო და ცდილობდა ლუკას არიდებული მზერის მიზეზის ამოხსნას. ფიქრობდა და ვერ მიხვდა რატომ შეხედა მამაკაცმა, ისე, როგირც არასდროს არავის შეუხედავს მისთვის.
-რომელზე ამთავრებ? წაგიყვან სახლში, თან ვისაუბროთ.
არ ეშვებოდა დემეტრე. ზუსტად წინა ღამით დაურეკა ნუგზარმა და ანდო, ისე როგორც ანდობდა თაიას. ჩამოართვა პირობა, რომ ძმობას გაუწევდა, მარტოდმარტო დარჩენილს.
-იცით, არაა საჭირო. არ გიცნობთ, არ მინდა ამდენად შეგაწუხოთ.
-დეკა რახდება?
ბარიდან გამოვიდა, ლაშა, დეკას თანამშრომელი.
-არაფერი ლაშა, ნაცნობები არიან და ცოტა ვესაუბრე.
-უკაცრავად, მეგონა პრობლემა იყო. კარგი, მაინც გადიხარ 5 წუთში და იყავი, ჩვენ მივხედავთ მაგიდებს.

თავი დაუქნია მადლობის ნიშნად, უხერხული ღიმილით გადახედა დემეტრეს.
-გინდა გაგიყვანო? მანქანით ვართ.
-საბავშვო ბაღში უნდა გავიარო, ნიკოლა მყავს წამოსაყვანი, ნუ შეწუხდებით.
-დეკა, მე და შენ გვაქვს რაღაცეები დასალაგებელი, უნდა ვისაუბროთ. ეხლა ლუკა მიგვიყვანს ბაღში და ყავაზე დამპატიჟე. მინდა გესაუბრო, თუ რათქმაუნდა სხვა გეგმები არ გაქვს და არ შეგაწუხებ.
-კარგი, იყოს ასე.
გაურკვეველი ემოციები დათამაშებდნენ სახეზე, ქალს. ვერ გაიგო, ასე უცებ როგორ ენდო ადამიანს, როგორ დასთანხმდა, ჯერ მანქანაში ჩაჯდომაზე, მერე კი სახლში წაყვანაზე. მაგრამ იცოდა, ნუგზარი და დოდო მის თავს არ ანდობდნენ, რომ ყოფილიყო სარისკო.

-ლუკა, ჩემო ტაქსისტო ძმაკაცო, ავდექით გავედით, მდივანი ხომ გყავს?! ყავას როგორმე დაგალევინებს.
-თვითონ მიირთვა ნატურალური გორული წვენი, რა ენაღვლება?!
ისე ამოილაპარაკა თავი არ აუწევია. იცოდა, არ ეკუთვნოდა ის მზერა, რომელითაც ქალს შეხედავდა. იცოდა იქნებოდა არასწორი, თუ გაუსწორებთა თვალს.
-ატამი არის სიყვარული და ურთიერთობა, გორის გარდა სხვაგანაც მოდის, ეს ისე მაინც, სხვებთან რომარ შერცხვე.
იცინოდნენ და ნელი ნაბიჯით ტოვებდნენ კაფეს.

მობუზული იჯდა უკანა სავარძელზე, ღაწვები ასწითლებოდა და თითებს ისე იწვალებდა, თითქოს პირველი კლასის გამოსაშვებ ზეიმზე, დირექტორს ლექსს აბარებდა.
მხოლოდ ერთხელ გამოხედა სარკიდან ლუკამ. მხოლოდ ერთხელ და იქაც გაკიცხა საკუთარი თავი, არ გაქვსო უფლება, უყურო სხვის ცოლს. არ შეგიძლია გიყვარდესო სხვისი. იცოდა ლუკამ, დაინახა თუარა, იმ წამიდან იცოდა, რომ უყვარდა და ისიც იცოდა, არ აკადრებდა თავის თავს, სხვისი ცოლისთვის შესამჩნევი და შემაწუხებელი გაეხადა, საკუთარი გრძნობები.
საჭეს ძლიერად უჭერდა დაძარღვულ ხელს და ვერაფერს უხერხებდა შინაგან ღელვას, სულს რომ უხუთავდა თითქოს.
-აი ეს ბაღია…
გაისმა ქალის ნაზი ხმა, საჭესთან მჯდომმა ფრთხილად გააჩერა მანქანა და ჩამოადო თავი საჭეს.
გადავიდა დეკა, ლამაზი, გრაციოზული ნაბიჯებით მიდიოდა. ვერ დაემჩნია კვალი, სოფლის მძიმე ჯაფას. მუდამ ასეთი იყო, მუდამ ლამაზად, წელში გამართული დადიოდა, თითქონ მიწაზე არ ადგამს ნაბიჯებსო. წელამდე თმა მხრებზე ეყარა და სახეს უმშვენებდა შვილისთვის განკუთვნილი, ნაზი ღიმილი.

-ლუკა კარგად ხარ?
-დემე, რაღა მაინცდამაინც ის? მითხარი რატო მაინცდამაინც ის იჯდა ახლა ჩემს უკან და მე არ მქონდა უფლება შემეხედა?!
-ბიჭო, ამ ერთი ნახვით ქალზე გადარევა ახალია რამე? ჯერ იმდღეს კინაღამ დამამტვრიე, ახლა აქ მესვენები ხელებში. ქალი გამოილია ამხელა ქალაქში?!
ცდილობდა არ დამჩნეოდა მეგობრის გამო ღელვა, უნდოდა ლუკასთვის ნუგეში მიეცა. თუმცა იცოდა, არასდროს იტყოდა დემეტრაძე ისეთ რამეს, რასაც ნამდვილად არ განიცდიდა.
-ყველაზე დიდი არაკაცივარ დემე? ეს ქალი სახლში მივა, იქ ქმარი დახვდება, მე კიდევ ვზივარ და სხვის ცოლზე ვფიქრობ. ხოუცი არ ვარ მე ეს კაცი დემე, ხოიცი არ მივლია იმ ნაბიჯებით რისიც შემრცხვებოდა, რა დამემართა ბიჭო?!
დემეტრეს ეშმაკურად ჩაეღიმა, მიხვდა აღარ ღირდა მეგობრის წვალება.
-იცი? ქმარი არყავს.
მშვიდად ამოილაპარაკა, თითქოს უბრალო გამვლელზე მოუყვა რაღაც.
-რაა?!
თვალები კინაღამ გადმოუცვივდა, გაოგნებულ ლუკას. იმხელა ხმაზე შეყვირა სავარძელზე შეხტა მგზავრის ადგილზე მჯდომი.
-ბიჭო აფრენ?! რა გაღრიალებს?!

აღარ გაუგრძელებიათ საუბარი, მანქანის კარი ნაზად გამოაღო გოგონამ.
-დედკიკო, ფრთხილად არ იტკინო რამე.
დაუყვავა შვილს და მშვიდად მოათავსა უკანა სავარძელზე, ლამაზი მანქანით აღფრთოვანებული ნიკოლა.
-დე, ეს მანქანა ჩვენია?
-არა დე, აი წინ რომ ბიძიაა, ლუკა ბიძია, მისია. მადლობა ვუთხრათ რომ მიგვიყვანს ხომ?
ლუკას ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში, თურმე რა გრძნობა ყოფილა იმ ერთადერთისგან, საკუთარი სახელის გაგონება.
-მახსოვს დედა, ყველას მადლობას რომ ვეუბნებით, ვინც კარგად მოგვექცევა.
სასაცილოდ მოჭმუხნა ცხვირი, ბიჭუნამ.
წინ მჯდომი დემეტრე მთელი ტანით მობრუნდა მოსაუბრეებისკენ.
-სალმი პატარა კაცი, მე ვარ დემეტრე, შენ ნიკოლა ხო? მე გიცნობ, ნუგზარი ბაბუმ თქვა მაგნაირი ბიჭი მეორე არ დადისო…
მხიარულად სცადა საუბრის დაწყება დემეტრემ, თუმცა არ დაუხვდა პატარა ბიჭი მხიარული გუნებით.
-მოიცა გაბრაზებული რატომხარ?
კითხა გაკვირვებულმა.
-გაბრაზებული არ ვარ, არ მინდა დედა ატიროთ, აქ რატომ ხართ?
-დედა რატომ უნდა ვატიროთ?
ჩაერია საუბარში დაძაბული დემეტრაძე. მოსვენება დაუკარგა ბიჭის სიტყვებმა.
-არაფერია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. თვალებით ანიშნა შვილს, გაჩუმებულიყო. ბიჭუნაც დაჰყვა დედის ნებას. ასე ინტერესში მყოფი დატოვეს ლუკა, რომელსაც ფიქრად გადაექცეოდა, პატარა ნიკოს სიტყვები.

-ჯიგარი ხარ, ძმა ხარ.
-კიდევ ვინ ვარ?
-კიდევ ტაქსისტი ზეგამდე.
-დღეს აღარ მეცლება, სამსახურში მივდივარ აქედან, ამიტომ საღამოს გვიან თუ შემომივლი, საკუთარი ტრანსპორტირებით, გიმასპინძლებ ჯიგრულად. ლალიკოს გავაკეთებინოთ საცივი.
-ჯიგარი ხარ, ძმა ხართქო რომგითხარი ხომ გახსოვს? დაივიწყე. შენ ხარ უფრო მეტი ჩემო ლუკა. შენ ხარ ურთიერთობა და ამაგი.
-გადადი ბიჭო, ნუღა მაიმუნობ მაგვიანდება.
უკანა სავარძლიდან უსმენდა დეკა, მეგობრების საუბარს. დაასრულებინა და გაისმა კიდეც სალონში სასიამოვნო ბარიტონი.
-ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში, შეგაწუხეთ.
მძღოლის სავარძელში მყოფმა მხოლოდ მტკიცე, ბრაზნარევი მზერა შეავლო ქალს და ჩუმად ჩაილაპარაკა.
-მადლობა არაა საჭირო.

სხეული დაეჭიმა ქალს, ძლივს გადმოვიდა მანქანიდან, ვერ მიხვდა რას ნიშნავდა მამაკაცის ეს ქცევა. ნიკოლას მოხვია მსუბუქად მკლავები. სწრაფად მოსწყდა მანქანა ადგილიდან.
-მგონი ძალიან შევაწუხეთ.
მორცხვად გადაულაპარაკა დემეტრეს.
-ლუკა არასდროს წუხდება ჩემით, იცოდე არც შენით შეწუხდება. ეჩქარებოდა უბრალოდ.
-დედიკო მშია, მე არ მიყვარს ის გერკულესი, არ მიჭამია.
ფეხზე ექაჩებოდა ანცად მიმავალი შვილი და ეწუწუნებოდა ფაფის არ სიყვარულზე.
-დე, შვრიის ფაფაა ეგ. არ ვისაუბროთ ისეთი სიტყვებით რაც არაა ქართული ხო?
-ახლა შვრიის ფაფაც დაარქვეს იმ საზიზღრობას.
უკმაყოფილოდ ბუტბუტებდა ბიჭუნა, თან გაბრაზებული, დემეტრეს შეავლებდა ხოლმე მკაცრ მზერას.

სოსისით და ერბოკვერცხით დანაყრებული დემეტრე და ნიკო ტელევიზორის წინ ისხდნენ, რაღაცას საუბრობდნენ ისე რომ არ გაუგია დეკას.
-დე მოგწონს დემეტრე?
ღიმილით გამოვიდა სამზარეულოდან დეკა.
-არვის ესაუბრება ამდენს, შენ აშკარად მოეწონე.
აუხსნა სიტუაცია დივანზე მჯდომს.
-კარგი კაცია ნიკოლა, ვიძმაკაცებთ ჩვენ.
გაუცინა დემეტრემ ფეხზე მდგომ ქალს და მოსვა მისთვის განკუთვნილი ყავა.
ნიკოლას სათამაშოები გადმოულაგა დედამ და მისაღებში დემეტრეს მოპირდაპირე სავარძელში დაიკავა ადგილი.
სევდიანად დახარა თავი და გამტყდარი ხმით წამოიწყო საუბარი.
-იცი? არმინდა ვინმეს ვაწუხებდე. გაგიგებ თუ მეტყვი, რომ ბინა გჭირდება. არ მინდა ჩემს გამო სხვაგან იცხოვრო. ბოლოსდაბოლოს შენი სახლია.
-ჩემი არაა, დოდოშკასია.
გაუღიმა თბილად მამაკაცმა.
-მისმინე დეკა, აქ ამისთვის არ ამოვსულვარ რომ ამაზე გესაუბრო. მე ყველაფერი ვიცი, რა თქმა უნდა ისე დეტალურად არა, მაგრამ ვიცი რასაც გამოექეცი აქ და ვიცი რისი გადატანაც მოგიწია. გესაუბრები ისე, როგორც ლილეს ვეტყოდი. მინახავს ადამიანები, ვისაც სწორი და არასწორი ვერ გაურჩევიათ. არ მინდა მე ეგ კაცი ვიყო. ამ ორ საათში რომ ვუყურებ შენს დედობას, შენს ქალობას, აღფრთოვანებულიც კი ვარ იცი? არავინ მოითმენდა იმას რაც შენ გადაიტანე, არავინ ასწავლიდა ხუთი წლის ბავშვს იმას, რაც ნიკოლას ასწავლე და ადამიანურად ვგრძნობ ვალდებულებას, მინდა შენს გვერდით ვიყო. როცა დაგჭირდები, მინდა ნუგზარი ბიძიასთვის მიცემული პირობა ავასრულო. არასდროს იუხერხულო, იცოდე ამ ქალაქში ძმა გყავს, იცოდე მარტო არასდროს იქნები, რათქმაუნდა თუ გენდომება გყავდე.

რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა, გოგონას ლამაზ თვალები ცრემლებს ამოევსოთ. გულის ძგერას ვერ იმორჩილებდა, არავინ ყოლია აქამდე, ვისგანაც ამას მოისმენდა. სიჩუმე კვლავ დემეტრემ დაარღვია.
-ვიცი, იქიდან გამომდინარე, რაც გამოიარე გიჭირს ენდო ადამიანებს. მე ყოველთვის დაგანახებ იმას, რომ არსებობს სხვა სამყაროც, სადაც შეგეძლება მარტო არ იყო, არ გპირდები, შენს პრობლემებზე ვიზრუნებთქო, თუმცა ვიქნები შენს გვერდით მაშინ როცა პრობლემის წინ იქნები და დაგჭირდება ვინმე, გვერდით მყოფი.
-არ ვიცი რა ვთქვა, მართლა…
ცრემლებს გასაქანი მისცა და განაგრძო ატირებულმა, თან შეპარვოდა ღიმილი ცრემლიან სახეზე.
- არ ვიცი რითი დავიმსახურე, რომ ცხოვრებამ ნუგზარი და დოდო გამომიგზავნა. ახლა კიდევ შენ ხარ აქ. მართლა ვერ ვიჯერებ ღმერთისგან გამომეტებულ ამ დახმარებას. იცი? აქამდე ძილისწინ იმას ვლოცულობდი და იმაზე ვუხდიდი ღმერთს მადლობას, ნიკოლა რომ მაჩუქა. ახლა ვფიქრობ, ბევრი რამისთვის მაქვს მადლობა სათქმელი, ღმერთმა არ დამტოვა იმ ჭაობში, სადაც ადამიანებმა უმოწყალოდ ამომსვარეს. მე არ ვარ ის ადამიანი ვინც გასაჭირში გამოგადგება. მაგრამ შენ თუ ძმა იქნები ჩემი, იცოდე, და გყავს. ლილეს არ ვაკადრებ მის ადგილზე დადგომას, დედმამიშვილობა სხვა რამაა ვიცი. არ გამომიცდია მაგრამ ვიცი მაიც. არ გეტყვი მასსავით გიყვარდე, ან მეყვარებითქო, მაგრამ იცოდე, გახსოვდე რომ ვარ და თუ გაგიჭირდება იმდენად, რომ მე გაგახსენდე, აქ ვარ და გელოდები.

ლამაზად უღიმოდა თვალცრემლიანი ქალი წინ მჯდომ მამაკაცს. დაძმობას ეუბნეოდნენ ერთმანეთს. განა მარტივია?! ადამიანი რამდენიმე საათში გაიხადო ოჯახის წევრი, თუმცა რატომღაც ემარტივათ, ერთმანეთის თვალებში ჩამდგარი იმედის სხივის, გამართლება ეპოვნათ საკუთარ გულებში. ისხდნენ პირისპირ და იცოდნენ, რაც თქვეს იქნებოდა სამუდამო. იაზრებდნ, რომ ერთმანეთის ცხოვრების კარი შეაღეს და დაიდეს ბინა, იქ სადაც ვერ იფიქრებდნენ ადრე.

ცოტა კიდევ ისაუბრეს, ნიკოლას ლეგოს აწყობაში დაეხმარა და ლალიკოს საცივის სიყვარულმა აიძულა, წასულიყო დემეტრე დაიაური, ლუკას სახლისკენ. თან არ უნახავს დედობილი, რაც სამშობლოში დაბრუნდა. უბრაზდებოდა კიდევაც საკუთარ თავს, რომ ვერ გამონახა დრო.
-შენც გაგაცნობ ლალიკოს, იცი რა საცივს აკეთებს?
მხიარულად ემშვიდობებოდა დემეტრე გოგონას.
-ჩემი გაკეთებული საცივიც უნდა გაგასინჯო. მონა ყოფილხარ და მორჩილი მუცლის.
იცინოდა დეკა, სუფთად, ლაღად და თამამად იცინოდა. იღიმოდა იმ ღიმილით, რომელიც თითქოს დავიწყებოდა მის თვალრემლიან სახეს.
წასვლამდე გადაეხვია დემეტრე გოგონას. თავზე აკოცა და კვლავ მოავლო თვალი დედაშვილს. შეხედა მომავალ პასუხისმგებლობას, რომელიც სიამოვნებით აოღო თავზე.
სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა სახლში შემობრუნებულ დედას, რომელიც პტარა ბიჭუნას სიხარულით შესცქეროდა, უხაროდა რომ გაუჩნდა მის მეტი, სხვა დამლაპარაკებელი ნიკოლას. უხაროდა, რომ შეძლებდა კაცურად ესაუბრა ვინმესთან, იმაზე რასაც ვერ გაუმხელდა დედას.

მოუთმენლად ელოდებოდა ლუკა მეგობარს. ადგილს ვერ პოულობდა იმაზე ფიქრით გაგიჟებული, რაც მანქანაში მოხდა.
-ჩემო ლალიკო, კაი რა, რაგატირებს?!
მოესმა მისაღებიდან ხმა აბაზანიდან გამოსულ დემეტრაძეს.
-რასქვია რა მატირებს?! როგორ მომენატრე ჩემო ბიჭო, კიდეც წახვალ და იცოდე, აღარ დაგხვდები ჩამოსულს.
-აღარ წავალ ლალიკო, მე ამდენი ხნით არსად წავალ.
თბილად მოეხვია მეგობრის დედას, დემეტრე, უყვარდა ლალის შვილის მეგობარი, ისე როგორც საკუთარი. გულწრფელი, სიხარულის ცრემლები დაახვედრა, ინგლისიდან დაბრუნებულს.
-გაბრაზებული ვარ ისე, 10 დღეა აქ ბრძანდები, რატომ არ მნახე დემე?
-საქმეები მქონდა ლალიკო, ბოდიში რა, ხოიცი ვერ მომიშორებთ აქედან, არ მეჩხუბო კაი?
-არა ვინმეს უნდა რომ მოგიშოროს?! არ ვეჩხუბო თურმე, თურმე საქმეები ქონია, გაიზრდებიან და აღარ უნდათ დედები.
-მართლა ძალიან გაწყენინე?
სევდიანად შეხედა დემეტრემ ქალს.
-იმდენად რომ ეს შარფებიც ვერ მიშველის? თან ინგლისიდანაა, სამწუხაროა, უკან წაღება მომიწევს.
-შენ ხარ ყველაზე გაფუჭებული ბავშვი, შენ ხარ მაიმუნი, 27 წლის მაიმუნი.
იცინოდა ქალი და ქოთქოთით ართმევდა საჩუქრებს, შვილადწოდებულს.

-გამარჯობა დედა, გამარჯობა დემეტრე, მეც აქ ვარ, აა ზედმეტი ვარ? კარგი, ნახვამდის დედა, ნახვამდის დემეტრე!
ბუზღუნით შემობრუნდა ლუკა და კიბეს აუყვა.იცოდა ააკითხავდა მეგობარი, ეს უნდოდა მასაც.
-ეს ვერაა ხო? არა ლალიკო დედიკო, გამაგებინე რაჭირს?!
-რავიცი შვილო, რაც ჩამოხვედი იმის მერეა ასე, ვერ გავიგე, მგონი სწყინს, მგონი არ გაუხარდი.
სიცილით წავიდა სამზარეულოსკენ ქალი, იცინოდა დემეტრეც და მიუყვებოდა ლუკას, უკვე ავლილ კიბეებს.

-ებიჭო, ბავშვობაში არ გამბუტვიხარ, ლალიკოს მე რომ ვუყვარვარ შენზე უფო და ახლა აგიჩუყდა გული?!
-შენ აგიჩუყებ ყველა ორგანოს სინქრონში. რას ნიშნავს ქმარი არ ყავს?! დაჯდები და მოყვები ყველაფერს. ან საიდან იცნობ?! ხომ გამომაშტერე დღეს, ხო გამიშვი ყველაფრის აუხსნელდ?!
-რომ გითხარი მეცნობათქო, მართალი ვყოფილვარ. თან მამიდაჩემის სახლში ცხოვრობს, გლდანში.
-ნუღა მაწამებ დემეტრე, გამაგებინე ვინაა.
-ლუკა, რა გინდა დეკასგან?!
დაეძაბა ხმა დემეტრეს, იცნობდა მეგობარს და იცოდა, არ დაინტერესდებოდა ასე ძალიან. ტყუილად არაფერს იტყოდა ლუკა.
-მიყვარს!
მკაცრი, მტკიცე ხმით გააჟღერა საკუთარი გრძნობა.
-ადამიანი დაინახე და შეგიყვარდა?!
ჩაიფრუტუნა, მოსმენილით გაოცებულმა.
-კი აი ასე, რომ დავინახე, შემიყვარდა.
-აზრზე ხარ რასამბობ?! შვილიან, ქმრიან ქალზე რას ამბობ?
-აბა არ ყავს ქმარიო?
-და ხომ არიცოდი ეგ სანამ შეგიყვარდა, სანამ მაგას გეტყოდი, შენთვის ხომ ქმრიანად მოიაზრებოდა. როგორ გაუბედე შენს თავს ლუკა? ქმრიანი ქალის შეყვარება როგორ აკადრე ლუკა დემეტრაძეს?!
-არვიცი დემეტრე, დავინახე და თითქოს გაჩერდა ყველაფერი, ხო აი ასე მარტივად, დავინახე და მივხვდი ან ის იქნებოდა, ან არავინ.
-და მისი მდგომარეობა არაფერს ნიშნავს? არ მჯერა რომ შენ ხარ და ამას მეუბნები. არა, ამას როგორ ამბობ ბიჭო, ამბობ კიარა, საერთოდ როგორ გაიფიქრე?!
-დემეტრე, რაღაცეებს მაგრად ურევ. მე ვთქვი ან ის, ან არავინ, ხომ არ მითქვამს, რომ მასთან მივიდოდი? ვახსენე რომ ვაპირებდი რამეს? ქმრიანი რომ იყო, შვილი რომ ედგა გვერდით, ეგ ჩემთვის უკვე ნიშნავდა იმას, რომ ჩემთვის უნდა მყვარებოდა, მხოლოდ მე უნდა მყოლოდა გულში, მხოლოდ ჩემთვის იარსებებდა ეს გრძნობა და ვიცხოვრებდი ამასთან ერთად. არაკაცობად იცი რა მიმაჩნია?! ქმრიან ქალს რომ აეკიდები, გაცნობას რომ დაუპირებ და ეცდები შენსკენ გამოიწიოს. ესაა არაკაცობა ჩემო დემნა. ვინმეს სიყვარული, როდიდან გახდა უღირსი?! არ ვწყვეტთ ვინ გვიყვარდება, ასე რომ იყოს, დედაჩემი ყოველ დილით, შუადღით, საღამოს და უკვე შუაღამისას, სიზმარშიც ჩამძახის, ჩემი ცოლის მოყვანის, არარსებულ ვარიანტებს, შევიყვარებდი ვინმე ლალიკოსთვის მოსაწონს და ვიცხოვრებდით ბენიერად. მაგრამ ხოიცი ჩემთვის ქალი რას ნიშნავს? ხომ იცი სიყვარულს და ცოლს როგორ ვუყურებ?
-არ დაიწყო თუ ძმა ხარ, რა წმინდაა კავშირი და გულების ერთმანეთთან დაკავშირება, თორემ ავუტეხავ თავს რამეს. ვიცი! მჯერა! გეთანხმები, ოღონდ არ დაიწყო და არ ამიხსნა.

სიცილით გააჩერა მეგობარი. მრავალჯერ მოსმენილი მონოლოგი, თუ რა არის სიყვარული და რამდენად წმინდაა ის, აღარ უნდოდა კვლავ მოესმინა.

-ქვრივია! ორი წელიც არაა რაც დაიღუპა მისი ქმარიო, დოდომ მითხრა, მამიდაჩემის მეზობლად ყოფილა გათხოვილი. ორი კვირის წინ ძლივს დაითანხმეს დოდომ და ნუგზარმა აქ რომ გამოეშვათ.

თითქოს ოთახს ექოსავით მოედო მისი ხმა. ლუკამ თვალები ჯერ ფართოდ გაახილა, შემდეგ კი ძლიერად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს და ხელებში ჩარგო თავი.

-ქვრივი ჭრელი სარაფნებით?
ჩაიცინა ირონიულად.
-არ იყო მისი ქმარი, მისგან შავების ტარების ღირსი, ანდაც აუცილებელია, შავი გეცვას რომ იგლოვო? რა გჭირს შენ, რა დედაქალივით მოთქვამ?
-მისმინე, შავი გლოვას არ ნიშნავს, მინახავს შავები ცმიათ, ძაძებში გახვეულს, მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად უვლიათ მსგავსად, მაგრამ როცა გიყვარს, როცა გიკვდება ის ერთი, ცხოვრებაში შენს სავალ გზაზე, გვერდით რომ ჩაიჩოჩებ და მას ამოიყენებ, აი მერე არ გეფერადება გესმის? სულს და გულს უნდა იგლოვო, გამოხატო რამით ტკივილი, თან ორი წელიც არააო, ცხოვრებაში მეორე ნახევარს ირჩევდე და ორ წელში მისი გლოვა შეწყვიტო? აი არ მჯერა, აი არ მწამს ეგ ერთგულება ხვდები?!

მიხვდა დემეტრე რასაც ამბობდა ბავშვობის მეგობარი, მიხვდა რაც მოხვდა გულზე მონათხრობიდან. თითქოს იმ ქალის კერპი ჩამოუშალეს, რომელიც ერთი დანახვით გააღმერთაო. ვერ აპატია, მივიწყებული ქმრის ხსოვნა.

-არ იყო მისი ქმარი, ის ვისაც დეკა აირჩევდა ცხოვრების მეგზურად, არც დაუმსახურებია მისგან გლოვა. რაც იგლოვა, რაც აგლოვეს და ატირეს ეყო, აღარ ჭირდება მეტი შავი და მეტი ცრემლი.
-მომიყევი რა, მინდა ვიცოდე ყველაფერი. მინდა იქ დავბრუნდე პირველად რომ დავინახე.

ღრმად ამოისუნთქა დემეტრემ,დაიწყო თხრობა ჩუმი ხმით.

-დოდომ რაც მითხრა, ის ვიცი მარტო. ნუგზარი და დეკას მამა, გიორგი, მეგობრები ყოფილან. გიორგი დაღუპულა, როცა დეკა 9 წლის იყო, სიმსივნე ქონია საწყალს. დედამისი მალევე გათხოვდა და დიდი მამინაცვალი დაუჯინა სახლში, ბავშვს. ეს ქალიც არ გამოირჩეოდა დიდი ხეირიანობით, ნორმალური და ადამიანური ვინც ყავდა ის კი დაეღუპა. 14 წლის იყო დეკა, დედაც რომ მოუკვა. დარჩა ამ კაცთან მარტო. ლოთი და უვარგისი, ყოფილა თურმე. ცემასაც არ იშურებდა საწყალი გოგოსთვის. ამუშავებდა, აკეთებინებდა ყველა საქმეს სახლში, ყანაში, საბძელში, ერთისიტყვით კარგ დღეში ყოლია რა. ხოდა თავისივე დაბადებისდღეზე, გახდა თუარა სრულწლოვანი, მოუტაცია ნუგზარის მეზობელს. უპატრონოს და ობოლს არც ქონია მეტი გზა. დარჩა იქ სადაც მიიყვანა, უკვე ქმრის სტატუსით მოსარგებლე ნაგავმა. 6 წელიც არ იქნება, რაც გათხოვილი იყო, უძლებდა შეშლილს და პათოლოგს, ორსულის ცემასაც არ ერიდებოდა თურმე. ორი წლის წინ გოგო გაუუპატიურებია და მის ძმებს მოუკლავთ. ამ საწყალს კიდევ მამამთილი და დედამთილი დარჩა სასჯელად და სატკივრად. ნუგზარს და დოდოს ვეღარ მოუთმენიათ და გამოუპარებიათ სოფლიდან. ნუ არც ეძებენ დიდად, სარჩენი მოაკლდათ, თუმცა მოსამსახურის უკმარისობას განიცდისო დედამთილი. გუშინ ველაპარაკე ნუგზარს და დოდოს, მთხოვეს მიმეხედა.

მოსმენილისგან შოკში მყოფი ლუკა, ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ნერვიულად დადიოდა ოთახში და სახეალეწილი, წრიალებდა უმისამართოდ. თითქოს შიგნიდან ჭამდა ტკივილი, თითქოს ყველა დეკასკენ მოქნეული ხელი ერთდროულად მოარტეს მას. ძვლები ტკიოდა და ვერ უძლებდა იმას რაც მოისმინა.

-ფუ ბიჭო, რას მეუბნები დემე. რას ამბობ, იმ გოგომ, იმ პატარა გოგომ ამდენი გამოიარა?! რას მელაპარაკები ბიჭო თუ ხვდები, რაგინდა მითხარი, ესენი რა მომიყევი დემეტრე. ჯერ რამდენი წლისაა, თითქოს ბავშია ისევ და ესენი მართლა გადახდა თაავს?!
-ლუკა, იცოდე, იმ გოგოს აღარც სატირალი მიზეზი და აღარც ტკივილი სჭირდება. ამყოფოს ცხოვრებამ რაც დააკლო.
გაოცებულმა შეხედა მეგობარს ლუკამ.
-მე მას თუ მივუახლოვდები, იცოდე, მხოლოდ სიხარულისგან ავატირებ. მასთან თუ მივალ, ხომ გჯერა, მივალ ისე, რომ დავავიწყო ყველა ის დღე, რაც გაუტარებია ტირილში.
-დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა?!
-მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ღიმილისთვის ვიცოცხლებ. მის სიყვარულში მოვკვდები. ხომიცი თუ ვამბობ, ვამბობ ნამდვილად.

იცოდა დემეტრემ, იცოდა, რომ ლუკა იტყოდა და აასრულებდა კიდეც. ჯერ ვერ გადაეწყვიტა გახარებოდა თუ არა ეს ამბავი. შინაგანმა შიშმა შეიპყრო, მომავლის.

დილა იყო, წვიმა არ იშურებდა სუსხიან წვეთებს. საბავშვო ბაღის ჭიშკრიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა დეკა, გაჩერებისკენ მიმავალს, ნაცნობი მანქანა გაუჩერდა ფეხებთან. თითქოს შემთხვევით შეხვდაო, მოიკატუნა თავი მანქანაში მყოფმა.
-გამარჯობა დეკა, შემთხვევით დაგინახე და ვიფიქრე, ამ წვიმაში ასე სულ დასველდები, მოდი დაჯექი.
-გამარჯობა, არა ლუკა, არ შეგაწუხებთ, ავტობუსი მოვა მალე.
დაბნეულმა მოავლო მზერა,საჭესთან მჯდომს.
-ვფიქრობ არ შევწუხდები.
ლამაზად გაუღიმა მამაკაცმა. გოგონას აღარ დაუწყია ზედმეტი თავის დაფასება, ისედაც აგვიანდებოდა სამსახურში.

დაძაბულობა იყო მანქანის სალონში, მამაკაცი სიტყვებს არჩევდა დიალოგის წამოსაწყებად. ცხოვრებაში, ლუკა დემეტრაძისთვის, არასდროს ყოფილა საუბარი ასეთი რთული.

-ძალიან კარგი ბიჭია ნიკოლა.
ღიმილით შეუქო შვილი, გვერდით მჯდომს.
-მადლობა და ბოდიში, იმდღეს ბავშვურად რაღაც წამოსცდა.
-ბავშვებს უყვართ გულწრფელი საუბარი, საბოდიშო არაფერია.

მკრთალმა ღიმილმა გაუპო ბაგე დეკას.
არაფერი მინახავსო ამაზე მშვენიერი, გაიფიქრა ლუკამ. სულისწასვლამდე მოუნდა, ეკოცნა იმ ნაოჭზე, თვალთან რომ გაუჩნდა ღიმილისას. უცებ გაატრიალა თავი, სცადა დაემალა სურვილი.

უჩვეულოდ გრძნობდა გოგონა თავს. აღარ იცოდა საით გაეხედა, უხერხულობისგან, საქარე მინას მიაპყრო მზერა და დააკვირდა მოცეკვავე წვეთებს, ურცხვად რომ ასველებდნენ არემარეს.

-არასდოს გამიგია, ვინმეს რქმეოდეს დეკა.
კვლავ გაისმა ლუკას ხმა, რომელიც ნაზი მზერით გადმოხედავდა ხოლმე უხერხულობისგან დაბნეულს.
ჩუმი ღიმილით აჰყვა საუბარში დეკაც.
-მამამ დამარქვა, არც მე მსმენია ვინმეს რომ ერქვას.
-ლამაზია, დეკა.
-ნამდვილად ლამაზი ყვავილია. ვფიქრობ სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანის ცხოვრებაში. მგონია ყველა ადამიანს, თავისი შესაფერისი სახელი უნდა ერქვას.
-ანუ ფიქრობ რომ შეგეფერება?
-რატომაც არა?!
-ამბობ რომ ლამაზი ხარ?!
უცნაურმა სიამოვნებამ დაუარა მამაკაცს, გადმოხედა მის გვერთით მჯდომს, მართლაც ულამაზესს.
-რა თქმა უნდა, ვფიქრობ ლამაზი ვარ, ღმერთმა ასეთად გამაჩინა, ღმერთი არ ქმნის მახინჯს. ადამიანის ფიზიკურობას, თვითონ მისი ბუნება უნდა ალამაზებდეს. როცა ვხედავ სარკეში ჩახედვისას ქალს რომელიც მე ვარ, მომწონს ძალიან. ამიტომ ვფიქრობ რომ ლამაზი ვარ.

გაუკვირდა ლუკას მისი პსუხი, ელოდა ქალისგან თავმდაბლობასა და მორცხვობას, თუმცა ესიამოვნა ის ფაქტი, რომ გულწრფელად გამოთქვა თავისი აზრი, თანამოსაუბრემ. თანაც სრულებით ეთანხმებოდა მის მოსაზრებას.

-და სახელი?
-მე რომ დეკა მქვია…
სევდიანად გაიღიმა გოგონამ.
-ეს ნიშნავს იმას რომ ვამართლებ ჩემს სახელს. სადმე გინახავს დეკა? ვინმესთვის მიურთმევიათ საჩუქრად? გინახავს მოერთოთ მისით, ლამაზად შესამკობი ადგილები?!
მე არ მინახავს.
ვფიქრობ ვგავარ ჩემი სახელის თანამოზიარე ყვავილს. ვგავარ,მარტოდ მარტო, მდინარის პირას აყვავებულ დეკას. ვარ ჩემთვის, ხშირად ფეხით გათელილი, მივიწყებული, ლამაზი, თუმცა შეუმჩნეველი.

აქ დაიჭირა ქალის სახეზე მოთამაშე ემოცია ლუკამ, მიხვდა რამდენი გამოევლო მის გვერდით მჯდომს, თითქოს რაღაც ჩასწყდაო გულს. ეტკინა გოგონასგან მოსმენილი შეხედულება, მისსავე თავზე.

-მე ვფიქრობ, დეკა განსაკუთრებული ყვავილია, ყველას არ შეუძლია დაინახოს. მას ვერ გამოიყენებენ ვერსად ხვდები? ის ისეთია, მხოლოდ ერთეულების თვალი თუ მისწვდება მის სილამაზეს. არაა საჭირო ეხებოდეს ყველას ხელი.
მე ასეთად ვხედავ დეკას. ხედავ?!

მსუბუქად ჩაიცინა და განარძო საუბარი.

-მედალს რომ ორი მხარე აქვს, ჩვენს საუბარშიც ნათელია. გააჩნია რომელი კუთხით აღიქვამ. მე ესე ვხედავ მის სილამაზეს, მე ესე ვგრძნობ მას. ვარდი რომ იყოს, ან ტიტა, ყველასთვის მიღწევადი და ხელშესახები, ხომ აღარ იქნებოდა თავისი ისტორიით ასეთი საინტერესო?! რამდენი ვარდი გაუთელავთ, რამდენი იისთვის გადაუვლიათ, მაგრამ ასეა, წესია ბუნებაში ასეთი, გაქვს მომენტი, როცა გაგთელავენ ბინძური ფეხით, არ ანაღვლებთ ვინ ხარ, მაგრამ არის დღეები, ლამაზ ლარნაკში თავმომწონედ ამშვენებ არემარეს.

ღრმად ამოისუნთქა ლუკამ, ღიმილით შეხედა აწითლებულ ქალს, სმენად რომ ქცეულიღო გარინდული.

საშინლად შერცხვა დეკას, გმირულად აიგნორებსმდა ლუკას სიყვარულნარევ გამოხედვას. თავი დახარა და დააჩერდა ერთმამეთში ახლართულ თითებს.
არ გამოპარვია ლუკას მზერას მისი ღელვა, მიხვდა, მიუხვდა ქალი სიტყვებში დამალულ აზრს. ესიამოვნა, ეგოისტურად მოსწონდა მისი შეფაკლული ლოყების მიზეზი, თვითონ რომ იყო.

გაჩერდა მანქანა კაფის წინ. დაეძაბა სხეული ქალს, ძლივს მოახერხა მადლობის თმა და გაღიმება.

-მადლობა ლუკა.

და ისევ გააჟრჟოლა მამაკაცს. ნაზად წარმოთქმული მისი სახელი იწვევდა მასში ამოუხსნელ ემოციებს.

მსუბუქად დაუკრა თავი, ნიშნად დამშვიდობებისა.
-თუ დაგჭირდება, იცოდე, რომ ვარ, კარგი?

არ გაუცია ქალს ხმა. აღარ გაუგრძელებია სიტყვა. აჩუქა მხოლოდ ღიმილი, ის ღიმილი, ყველა მადლობაზე, ყველა ართქმულზე ლამაზი რომ იყო, ლუკასთვის.გამოაღო მანქანის კარი და ჩვეული ნარნარით გაემართა სამსახურისკენ. აღელვებულს, აცილებდა მამაკაცის თბილი მზერა, მხრებზე გრძნობდა თითქოს, რომ მიაცილა შესასვლელამდე. მხოლოდ კარში შესვლის შემდეგ დაიძრა მანქანა.


-გამარჯობა ბავშვებო.
მიესალმა ჩვეული ხალისით, თანამშრომლებს.
-ჰააი გირლ…
გამოსძახა ნათიამ.
-ეს სულ ასეთ ხასიათზე რომაა, არ ვიცით საიდუმლო რაშია?!
სიცილით დაიძრა ბარის სიღმისკენ, სადაც დაწმენდილი ჭიქების შეწყობა ევალებოდა.
-იცი რაა არიის? მე თუ არ გავიხალისებ ცხოვრებას, მე თუარ გავიცინებ, მე თუ არ გაგახალისებთ, იდგებით აქ ჭირისუფლებივით. არაა, გვამს ხედავთ რომელიმე? რას ჩამოგტირით სახე? ხალხს უნდა უხაროდე, შემოსვლა უნდა მოანდომო, უნდა იცინოდე, ეპტიჟებოდე. თქვენ შემოსულსაც გააქცევთ.

ჩაიდუდღუნა ბოლოს, კოპებშეკრულმა.
-ვაიმე ლაშა, არ გაჩუმდება ეს ხო?
-პოლემიკაში ნუ შეხვალ, დასასრულამდე ვერ მიაღწევ.

იცინოდნენ ლაღად და აწესრიგებდნენ სტუმრების მოლოოდინში მდგარ მაგიდებს.
კარის გაღებას მოჰყვა ნაცნობი სილუეტის დანახვაც.

-დემეე, რაკარგია რომ მოხვედი
გულწრფელად გაუხარდა მისი დანახვა.
-ატმის წვენზე მე გპატიჟებ.
ღიმილით მიუახლოვდა ახალმოსულს, მანაც ჩვეული სითბოთი თავზე აკოცა და დაელოდა კუთვნილ ატმის წვენს.

-არ გშია დემეტრე?
მზრუნველად კითხა გოგონამ.
-არა, დილით არ ვჭამ მე.
-რა დილა, 11 საათია.
-დილაა ჩემო კარგო 11 საათი, აბა 7 საათზე რომ ადგები ადამიანი, რაა მოზგი უნდა იყო პროსტაა…
-აუ დემეტრე, იმეტყველე ქართულად, თუუ მაინცდამაინც, მოშველიება გინდა სიტვების, ინგლისურად. კარგი ჯანდაბას იყოს ფრანგული, ოღონდ რუსულად ნუ იტყვი ნურაფერს.
-გოგო შენ რა საყვარელი ყოფილხარ, შენ რა პატრიოტი ყოფილხარ.
იცინოდა გულიანად გახალისებული სტუმარი. და აცნობდა სტუმრად მოსვლის მიზეზს მომღიმარს.
-მანქანა ჩამომივიდა, გვერძე ქუჩაზე სახელოსნოა, იქ შევამოწმებინე და ვიფიქრე ბარემ ვნახავთქო. რამე ხოარ გჭირდება?!
მზრუნველი ტონი გაერია ხმაში მამაკაცს.
-არა, მადლობა, გამიხარდა რომ მნახე. იცი ზეგ ნიკოს დაბადებისდღეა, მხოლოდ მე და ნიკომ უნდა ავღნიშნოთ, შენ და ლილეც შემოგვიერთდით, ძალიან გაახარებთ ნიკოლას.
-აუცილებლად მოვალ მე, ლილესაც ვეტყვი.
-ძალიან კარგს იზამ, თან საფირმო კენკრის ტორტს ვაცხობთ.
-ტორტები და კრემები ლუკას სტიქიაა წამოვიყვანო? მე უფრო ჩაქაფული, საცივი. უფრო კლასიკას ვემხრობი, უფრო ღრმა სამზარეულოში ვიძირები ხვდები?!
-მონა ხარ დემეტრე დაიაურო, მუცლის მონა ხარ! თუ ენდომება, რა პრობლემაა, უთხარი ლუკასაც.
ნელნელა ხალხით ივსებოდა კაფე.
დატოვა დემეტრემ ბართქნ მდგომი.


ორმა დღემ მშვიდად ჩაიარა.

კენკრის ტორტის მორთვა დაასრულა ჯინსის კომბინიზონში გამოწყობილმა დეკამ. თავზე წაკრული ბენდენა ისე უხდებოდა, პატარა გოგონას გავდა, თუმცა, არც ისე იყო დიდი.

უკვე ყველაფერი მზად ქონდა და ელოდებოდა საღამოს სტუმრებს.

-ღმერთო ეს რა უბედურებაა…
შეკივლა მოულოდნელობისგან დეკამ.
-ნიკო დე, სათლი გამომიტანე აბაზანიდან, მალე ხელს ვერ ვუშვებ ამას, მალე რა.
ეძახდა შვილს და ნიჟარის ქვემოთ მილს, მონდომებით უჭერდა ხელს, თითქოს შეაკავებდა წყლის ნაკადს.
-რა ხდება დედა?
ქოშინით შემოარბენინა სათლი ბიჭუნამ.
-მილი გასკდა დე, მომეცი ეგ და გადი მისაღებში არ დასველდე.

სათლი დაუდგა მილს, ქვემოდან. აიკაპიწა შარვლის ტოტები და საკუჭნაოდან გამოიტანა ქანჩების ნაკრები.
დიდი ოსტატობით არ გამოირჩეოდა, თუმცა მარტო მყოფს აქამდეც შეუკეთებია სახლში, გაფუჭებული ნივთები.

ლოთობას აყოლილ ქმარს არ სთხოვდა არასდროს დახმარებას, აზრი მაინც არ ქონდა, ჭიქის აწევის და ქალზე ძალმომრეობის მეტი მაინც არაფერი იცოდა თორნიკემ.
ამიტომ იყო მომენტები, როცა კაცის საქმეს დეკა ასრულებდა, ოჯახში.

მოქნილად ცვლიდა მილის სათავეს და ახვევდა წყლის შემაკავებელ ლენტს, როცა ზარის ხმა მოსწვდა სმენას.
-ნიკოლა, დე, კარი გაუღე დემეტრე იქნება.
გასძახა შვილს და მონდომებით გააგრძელა საქმიანობა.
-პატარა ძმაკაცს დიდი სალამი, გილოცავ.
დემეტრეს ხალისიანი ხმა მოესმა ქალს და გული გაუთბო, იმ ფაქტმა რომ თავისი შვილი, პირველად ადამიანურად აღნიშნავდა დაბადებისდღეს.
-ნიკოლა პატარავ, გილოცავ შენს დღეს, ესენი ნახე თუ მოგეწონება ხო? თუ არა და მითხარი მერე ერთად ავარჩიოთ ის რაც შენ მოგინდება კარგი?
ლილეს ნაზმა ხმამაც არ დააყოვნა, კვლავ გაეღიმა სამზარეულოში მყოფს.

ელოდებოდა მესამეს ხმასაც, დაწყდა გული. მიხვდა არ იყო იქ. კვლავ გაუჯავრდა თავის თავს, რა ვალდებულიაო გაიფიქრა და განაგრძო საქმიანობა, უცებ შემოსასვლელი კარიდან ხმა გაიგო.

-კარი ღია დაგრჩენიათ, მოდი დემეტრე მომეშველე არ ეტევა ამ კარში.

გულაჩქარებულმა გაიღიმა დეკამ. მისი ხმის გაგონებაც ეყო ხასიათზე მოსასვლელად. თუმცა მაინც ვერ წყდებოდა დაწყებულ საქმეს, რომ გაეხედა სტუმრებისთვის. მისაღებში ჩოჩქოლი შეწყდა და თავი შემოყო დემეტრემ, სამზარეულოს კარში.

-გოგო დეკა, გავიგე სანტექნიკობა შენი მოწოდება ყოფილა, არ გეტყვი დაგეხმარებითქო, მე რომ მანდ მოვიდე, წყალდიდობის მეორე ლეველს იხილავს სამეზობლო.
-არ მინდა ვამთავრებ უკვე.
მხიარულად გაიცინა გოგონამ და ბოლო დეტალების დასრულებას შეეცადა.
-დახმარება ხომ არ გინდა?
ლამაზი მზერით შეათვალიერა ლუკამ, გაწუწული გოგონა.
-გამარჯობა ლუკა, არა მოვრჩი, სულ ეს იყო.
წამოდგა ფეხზე და ლამაზად გაუღიმა ბიჭებს.
დემეტრემ თავზე აკოცა მომღიმარს და გავიდა სამზარეულოდან.
-მისაღებში მოთავსდით, 10 წუთი მაპატიეთ, უცებ მივხედავ აქ და გამოვალ. მეშინია, მეზობელს არ გავუფუჭო რემონტი.
კვლავ გაუღიმა ლუკას და აპირებდა მიბრუნებოდა საქმეს, ხმა რომ გაიგო მისთვის საამური.
-პირველად ვნახე, ქალი ცვლიდეს მილს.
გაუღიმა თბილად.
-არადა გასაკვირი არაფერია, ქალებს არ შეგვიძლია ვაკეთოთ მსგავსი საქმე? გენდერულ თანასწორობას ვაწვები აქ მე.
უცნაურად გაეცინა ლუკას ქალის სიტყვებზე, დაიხარა და იატაკის ჯოხით და ტილოთი დაიწყო სამზარეულოს კაფელის გამშრალება.
-არაა საჭირო, მე გავაკეთებ.
შეიცხადა დეკამ.
-რატომ? მეც თანასწორობისკენ ვარ.
ლაღად გაეცინა ლუკას.
-ვიფიქრე დაისვრებოდი. ეგ არ მიგულისხმია.
უხერხულად შეიშმუშნა გოგონა.

აღარ დაუბრუნებია პასუხი მამაკაცს.

მალევე მორჩნენ სამზარეულოს დალაგებას. მისაღებში გასულ დეკას, თვალები შუბლზე აუვიდა გაკვირვებისგან.

-ამდენი რამე საჭირო იყო? კარგით რა, უხერხულია. თქვენი მოსვლაც საკმარისი იქნებოდა.

საყვარლად, გაბუსხული, წარბებშეკრული უბღვერდა სტუმრებს. შემდეგ კი მადლიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
ლუკამ მზერა ვერ მოარიდა მის ბავშვურ სახეს.

უყურებდა და ფიქრიბდა, უყურებდა და ოცნებობდა.

-ლუკა, მოდი, სად იყიდე ბიჭო ეს არ გასწავლეს როგორ იწყობა?

ფიქრებში და საკუთარ ოცნებებში გახვეულს, დემეტრე უკვე მესამედ ეძახდა. ძლივს აზიდა სხეული, რომ მისულიყო, მექანიკურ ინჟინერიაში უხეიროდ განათლებულ დემეტრესთან და ასევე ვერშემდგარ დამხმარესთან, რომელსაც ნიკოლა წარმოადგენდა.
სიცილით მიუახლოვდა მათ და დაიწყო საბავშვო მანქანაზე ბორბლების დამაგრება.

-დე ნახე, პულტიც აქვს, მე რომ დავჯდები შენ ატარებ და არაფერს ვიტკენ.

გახარებული ტიტინენდა პატარა ბიჭი და აღარ იცოდა რომელი საჩუქარი ეჩვენებინა დედისთვის.

ლამაზად გაშალა მოკრძალებული სუფრა დეკამ.

-აუ, საცივი, აუ ჩაქაფული.
აღფრთოვანებულს აღმოხდა დემეტრეს.
-დეკა გოგო, შენ მოამზადე ესენი? რა უღმერთოდ ნიჭიერი ხარ. ხან სანტექნიკოსი ხარ, ხან მზარეული, ხან ლინგვისტი, ათვისების და შეთვისების კურო ხარ მოკლედ.
-ჯერ გეჭამა, არ მოგწინს იქნებ?!
სიცილით გადმოხედა დეკამ სუფრას და თვალით ანიშნა ლილეს, ჩაექრო შუქი.

რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ, რომ დღეს ნიკოს, დაბადების დღეა.

შესრულდა ოთხ ხმაში სიმღერა. ბიჭის თვალებში იკითხებოდა, ის არ ღირსებული ბედნიერება, რაც ცხოვრების ხუთმა წელმა მოუტანა. პირველი იყო მისთვის, მეხუთე, მაგრამ მაინც პირველი.
უხაროდა, პტარა ხელებით, მონდომებულად უკრავდა ტაშს და აციმციმებული თვალებით შეუბერა სული,დედის ხელებით გამომცხვარ ტორტზე, დარჭობილ სანთლებს.

ცრემლი მოადგა ქალს, შვილის ბედნიერებით გაცისკროვნებულ სახეზე. ცრემლი მოადგა და ურცხვად გადმოკვეთა ჯებირები, მწვანე თვალებიდან.

იყო მხიარულება, იყო ჟრიამული.
მობილურის ზარმა აიძულა პატარა აივანზე გასულიყო იუბილარის დედა.

-გისმენთ.
-არ შეგრჩება იცოდე, ჩემს შვილს საფლავში ძვლები ეწვის, შენ ლხინი და ლაღი ცხოვრება მოგინდა?! არ შეგრჩებათქო გპირდები და აგისრულებ აუცილებლად!

ქალის საძულველმა ხმამ, შეაკრთო დეკა. გულში რაღაც აეწვა, თითქოს შიშმა საცეცები მოუჭირა მფეთქავ ორგანოს.

გაბმული სიგნალის შემდეგ, გაწყდა ყურმილსიქიდან მომავალი, არასასურველი ხმა.

-დეკა, კარგად ხარ? ფერი არ გადევს სახეზე.
მის წინ იდგა ლუკა და შეწუხებული აკვირდებოდა მობილურზე დაშტერებულს.
-კი კი კარგად ვარ. ნომერი შეეშალათ უბრალოდ და ვუხსნიდი, რომ სხვაგან მოხვდნენ.
გაუღიმა გახევებულ ლუკას და აუარა გვერდი, ძალას ატანდა საკუთარ თავს, არ მოკვეთოდა ფეხები.

ლილემ დაიჩემა მიგალაგებინებთო, ოთხივე მხიარულად ალაგებდა მაგიდას, თან იცინოდნენ დემეტრეს მაიმუნობაზე. ისიც გაგულისებული ყვებოდა ინგლისელი ნევასა და მისი სიყვარულის არარსებულ ისტორიას.

-ჩასძინებია.
მდივანზე მიწოლილ შვილს დააჩერდა და ნაზად აკოცა საფეთქელზე.

ხელში აყვანას აპირებდა მხარზე შეხება რომ იგრძნო.
-მე დავაწვენ, შენ მაჩვენე სად შევიყვანო.
ჩურჩულით გადაულაპარაკა ლუკამ და დაიხარა ბავშვისკენ. დეკამ ოთახის კარი შეაღო და საწოლი გადაშალა. მოათავსეს პატარა ბიჭუნა საწოლში. ემოციებისგან და ყველა სათამაშოს დატესტვისგან იმდენად იყო დაღლილი, რომ წარბიც არ შეურხევია, ისე განაგრძო მშვიდი ძილი. კიდევ ერთხელ აკოცა შვილს შუბლზე, მთელი სიფაქიზითა და რუდუნებით.
შემობრუნებულს, კარში მდგომი მამაკაცი რომ დახვდა შეცბა.

-მეგონა გახვედი.
-ბოდიში, უბრალოდ ვერ მოგწყვიტეთ თვალი.
გაიღიმა და შებრუნდა გასასვლელისკენ.
ლილე და დემეტრე კართან იყვნენ და ელოდნენ.

დახურა კარი სტუმრების ზურგს უკან, ჩამოჯდა იქვე და აუვარდა ტირილი.
ტიროდა თავის ცხოვრებას.
ამდენი მსუბუქი და ბედნიერი დღის შემდეგ, ამდენი უცრემლოდ გატარებული საათის შემდეგ.ახლა იჯდა და ქვითინებდა ხმით.
ტიროდა შვილის დაკარგულ წლებს, ტიროდა ზარს, რომელმაც მაინც ჩაუშხამა სიმწრით ნაკოწიწები სიხარული. სახე ხელებში ჩაერგო და აცახცახებოდა სიფრიფანა მხრები.

წამოდგა ზლაზვნით, დაღლილმა და ემოცია გამოცლილმა, საღამურების ჩაცმა ძლივს მოახერხა. დახედა შვილს ზემოდან. გაიფიქრა, რას ვერ დავძლევო მისთვის?! მიეცა ძალა, მხნედ გადაშალა საბნის კუთხე და გულზე მიიკრო პატარა სხეული. ნიკომაც იცვალა მხარი და თავისი პატარა მკლავები მოხვია დედის კისერს. შეიგრძნო შვილის სურნელი. ისევ წაიღო ფიქრებმა. იცოდა მთას გადადგამდა, იცოდა აიტანდა ყველაფერს, ნიკოლას ბედნიერებისთვის, მისი მომავლისთვის.

-ლუკა დე, ასე ადრე დაბრუნდი?
სახლში შესულს დივანზე მოკალათებული დედა შეეგება.
-ვა ლალიკოო, არგძინავს შენ?
გაუღიმა და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე, სახეგაბადრულ ქალს.
-არა, გელოდებოდი.
-მოხდა რამე?
დაიძაბა ლუკა, არასდროს ენახა დედა ასეთი, თითქოს თვალებით ეუბნებოდა სათქმელს.
-არვიცი ლუკა, მოხდა რამე?!
-რატომ მეკითხები დედა?
-შვილო, ჩემზე კარგად გიცნობს ვინმე?! ვფიქრობ უნდა მომიყვე რაც გჭირს, მაგრამ თუ გინდა რათქმაუნდა მოყოლა.

ლუკამ იცოდა, მეტად აღარ ჰკითხავდა ლალი. იცნობდა დედას და იაზრებდა, საჭირო იყო მასთან ლაპარაკი.

- შემიყვარდა.
სახეზე სიხარული გამოესახა ქალს, პირველად მოისმინა შვილის პირიდან ეს სიტყვა. ბავშვობაშიც კი არ უთქვამს, მსგავსი რამ.
-ქვრივია დედა, შვილი ჰყავს.
-რასამბობ დედა?!
ხმა დაეძაბა ქალს.
-ხო ლალი, ან ის იქნება, ანდაც არავინ.
-მას არ უნდიხარ დედი? რა არის პრობლემა მომიყევი. მისი ცხოვრება უშლის ხელს, შენსკენ გადმოდგას ნაბიჯები, თუ შენთვისაა დაბრკოლება მისი წარსული?
-არ იცის ლალი, არ მითქვამს ჯერ. ჯერ მე ვსწავლობ როგორ მიყვარდეს, ჯერ მე ვებრძვი ჩემს თავს, როგორ ვიყო მისთვის საკმარისი.


ისეთი აღფრთოვანებით საუბრობდა, გული შეეკუმშა მსმენელს. მიხვდა, იყო ის ერთადერთი, ვინც თავის შვილს სჭირდებოდა. იცნობდა საკუთარ გაზრდილს, იმდენად რომ, სულ დაივიწყა გოგონას ქვრივობა, მიიღო მისი შვილიანობაც.

-ლუკა, ქალია ისიც. ქალში ყველაზე მეტად მისმა ღირსებამ უნდა მიგიზიდოს, ასე გაგზარდე, ასე გასწავლე. თვლი რომ მისი ღირსება, შენსას გასწვდება? თუ ფიქრობ, რომ ისაა, ვინც ცხივრებაში გვერდით გჭირდება. იყოს ქვრივი და ჰყავდეს შვილი, მე რომ გავიგო ამან შეგაშინა, ჩავთვლი ლაჩარი გავზარდე. სიყვარულია შვილო, ამას ვერ შეაჩერებ. ვერც გადამალავ და ვერც დაივიწყებ. თუ თვლი რომ ისაა, ის ყოფილა. თუ ატკენ დაუამებ კიდევაც ტკივილს. როცა გიყვარს, იმას ტკენ და მისგან გტკივა ყველაზე ძალიან. მთავარია ამ ტკივილს როგორ გარდაქმნი.
-არ ვიცი როგორ მოვიქცე მასთან. ალბათ არ არსებობს მასსავით ძლიერი ქალი. გამოხედვაში ეტყობა, ძლიერებაში ჩამალული სინაზე.
-რა ლამაზად საუბრობ ლუკა, რა ლამაზად შეგყვარებია.
ცრემლიანად გაეღიმა ქალს.

-მომიყევი მასზე.

-დეკა ქვია. იცი რა ლამაზია?! გაჩერებაზე დავინახე, სულ ერთი წამით მოვკარი თვალი, თითქოს გულში დანა ჩამარტყეს. სუნთქვა შემეკრა. გეფიცები ლალი, 27 წელი ისე ვიცხოვრე, არ განმიცდია მსგავსი რამ. ვუყურებდი და ვიცოდი ის იყო, ამდენი წელი რასაც ქალში ვეძებდი, ყველაფერი აქვს მას. იცი როგორი შვილი ყავს?! 5 წლის კაცია. რომ მიხვალ და დაელაპარაკები, ღირსებას რომ დაუნახავ ბავშუვურ თვალებში, ეგეთი კაცია. მხოლოდ ასეთ ქალებს შეუძლიათ, ეგეთი შვილები ყავდეთ.

ლალის ეღიმებოდა შვილის სიტყვებზე, ნაღვლიანად. იცოდა არ იყო მარტივი, ის გზა რაც უნდა გაევლო მის ერთადერთს, თუმცა არც არასდროს უსწავლებია სიმარტივე მისთვის. კაცობა არაა მარტივი, სისწორე, გულწრფელობა არაა მარტივიო, ასწავლიდა პატარაობიდანვე. გვერდში დაუდგებოდა თავის შვილს, სიმწრით გაზრდილს. რაც არ უნდა გადაეწყვიტა.

-რას აპირებ ლუკა?!
-ჯერ არაფერს. ეხლა სწავლობს თავისუფალ სუნთქვას. ამხელა ნაბიჯი გადადგა წინ. ბევრი რამე აქვს დასალაგებელი ჯერ, მოვიცდი, სანამ არ დავინახავ რომ მზადაა. სანამ არ ჩავთვლი საჭიროდ ჩემს თავს მის ცხოვრებაში.
-კი მაგრამ, იქნებ არ დასჭირდე არასდროს?!
შეიცხადა ქალმა.
-დედა, ღმერთი როდესაც კაცს ბადებს, მისივე ნეკნით ქმნის, მეორე ნახევარს მისას. გადავეკევეთებით თუარა მას, ეგ უკვე ჩვენს იღბალზეა. ვიცი, დეკა ჩემი ნახევარია, არ არსებობს, ასე არ შევცდებოდი. მის თვალებში ვხედავ ჩემს თავს. ვიცი დავჭირდები, ისევე როგორც მე მჭირდება.
-ღმერთო როდის მოასწარი ასე შეყვარება?!
-რომ დავინახე, აი ზუსტად იმ წამს.
მხიარულად გაიცინა ლუკამ.
-ლალი, იცი რატომ მიყვარს ჩემი ცხოვრება?!
-რატომ გიყვარს აბა?
სიცილით შეუბრუნა კითხვა, ცრემლმორეულმა.
-სხვა ცხოვრებაში, სადაც შენ დედაჩემი არ ხარ, რა გამაჩერებდა გოგო? რა შემაყვარებდა უშენო დღეებს?

სიცილით ჩაეხუტა დედას. ყველაზე დიდ სითბოს დედისთვის იმეტებდა დემეტრაძე ლუკა. არ იყო გახსნილი და ლაღი ბავშვი ყველასთან. მაგრამ დედასთან შეეძლო მთელი დღის ნაგროვები ემოციები დაეცალა. რაც გაიზარდა, იშვიათი ქონდა დღეები სადაც ასე მოესიყვარულებოდა ლალის. მაგრამ, ამ იშვიათობაშიც ატევდა მის პატივისცემას და სიყვარულს დედის მიმართ.

ძლივს შეკავებულ ცრემლებს მისცა უფლება მოენახათ გზა. ღაწვებზე დაედინა ცხელი წვეთები ქალს. ამაყობდა თავისი გაზრდილით, ენდობოდა მის კაცობას ყველაფერში. იცოდა გაუმართლებდა იმედებს. თვითონ კი დაუდგებოდა უკან, მტკიცედ და შემართულად, ვაი თუ, წაბარბაცებულს დედის შეშველებული ხელი დასჭირვებოდა.

მობილურის ეკრანს თითი გადაუსვა საწოლზე გადაწოლილმა მამაკაცმა, ჩუმად გადაღებულ ფოტოს დახედა, ყველა გაპრანჭულ და ლამაზად ჩაცმულ ქალზე ლამაზი ეჩვენა ლუკას, უბრალო კომბინიზონში და ბენდენაში, ღიმილიანი დეკა.
ფიქრიანი ღამეები ელოდა წინ.
სიზმრებიან ბნელს უქადდა მომავალი დღეები.

2 თვე მშვიდად გავიდა, აღარ განმეორებულა ზარი დეკას ტელეფონზე, არც არავის შეუწუხებია მუქარებით. ჩათვალა ნანის გამწარებული გამოხტომა იყო, ის ერთი ზარიო და მიივიწყა კიდეც. არც ლუკა გამოჩენილა მის სიახლოვეს, დიდად. მხოლოდ დემეტრე იყო, ვინც ყოველთვის აგრძნობინებდა მის ახლოს ყოფნას. დაყავდა ნიკოლა ბაღში, მუშაობდა თვითონ და ხელფასიდან მცირე თანხას აგროვებდა, დოდოსა და ნუგზარს აუცილებლად დაუბრუნებდა გამორთმეულ ფულს. ღამით, როცა ნიკოლას დააძინებდა, ვიდეო გაკვეთილებს უყურებდა და თითქმის აითვისა, მისთვის ასე საყვარელი ესპანური ენა. უხაროდა რომ შეეძლო იცნებები რეალობად ექცია.
ხელფასიდან იტალიურის ლექსიკონი იყიდა. იმდენად უხაროდა თავისი თავისთვის, ეს მცირე შენაძენი, რომ ბედნიერ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.

წიგნების მაღაზიიდან გამოსულს, მომღიმარს, თეთრ სარაფანში გამოწყობილს, შორიდან უყურებდა ლუკა დემეტრაძე და ვერ იმორჩილებდა გულის ფეთქვას.

თავის შვილთან ერთად, ახალ ფურცლებზე, სუფთა გვერდიდან დაიწყო ისტორიის შექმნა. ნიკოც ბედნიერი იყო ახალი გარემოთი. მთავარი მისთვის ის იყო, რომ დედა აღარ უნახავს მტირალი. ახარებდა დემეტრესთან ურთიერთობა. ის სითბო იპოვნა მასში, რასაც ეძებდა ახლობელ ადამიანებში და ვერასდროს მიეგნო.


კარზე გაბმული კაკუნი იყო.
ფართოდ გამოაღო კარი პატარა ნიკოლამ და სიხარულისგან შესძახა, როცა კარის ზღურბლთან დემეტრე დაინახა.

-აბაა, მზად ხარ ავიკლოთ და დავიმხოთ მთაწმინდა?!
მხიარულად დაკრა ცხვირზე, საჩვენებელი თითი, კარში მდგომ ნიკოს.
-დედაა ავად, ვერ წავალთ.
მოწყენილად ამოილაპარაკა პატარამ და სახლში შემოატარა სტუმარი.
-რა დაგემართა დეკა?
შეშფოთებული დააჩერდა დივანზე მწოლიარეს,პლედში გახვეულს.
-ალბათ გავცივდი, მაღალი სიცხე მაქვს. თვალებს ვერ ვახელ დემე.
კნავილით ამოილაპარაკა პირბადიდან გოგონამ.
-კი მაგრამ ვერ დამირეკე? წამოგიღებდი წამლებს.
-მაქვს, დავლიე. შეგიძლია შენ წაიყვანო ნიკო? ძალიან უნდოდა წამოსვლა და ჩემს გამო არ მინდა მოიწყინოს. თან დავიძინებ. იქნებ გამიაროს ეგრე.

-ასე დაგტოვო მარტო? ხოარ გაგიჟდი, ლილეც არაა, მამიდასთან წავიდა. რა მოგიხერხო დეკა?!
-არაფერი მინდა მართლა, ვირუსია უბრალოდ. თუ შეგიძლია წაიყვანე ნიკოლა. გამოვიძინებ მე.
-ისედაც მაგის გამო მოვედი, მაგრამ შენ? არა ასე ვერ დაგტოვებ.
-დემეტრე ბავშვი ხომ არ ვარ?!
გაუწყრა ქალი თავზე წამომდგარს.
-მივხედავ ჩემს თავს, დაძინებაზე მეტად არაფერი მინდა ისედაც.

უკმაყოფილოდ დატოვეს სახლი დემეტრემ და ნიკომ. არ უნდოდათ მარტო დაეტოვებინათ ავადმყოფი. თუმცა ასე უფრო დაისვენებსო იფიქრა და გასართობად წაიყვანა პატარა ნიკოლა. უსრულებდნენ აქამდე ვერგაბედილ ოცნებებს, შეძლებისდაგვარად.


ღრმად ჩაძინებულს, ცივი ოფლი ასხავდა, ესიზმრებოდა გარდაცვლილი ქმარი და ბორგავდა საწოლში. ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა დაძინებულ თვალებს. სიზმრად მოაკითხეს განვლილმა წლებმა, კვლავ აატკიეს ჭრილობები, სულზე დაღადდასმული.

-დეკა, დეკა გაიღვიძე რა, გთხოვ რა გაახილე თვალები, მიდი რა ასე ნუ მაშინებ…

ანერვიულებული ლუკა ცდილობდა გონზე მოეყვანა გათიშული ქალი. პანიკურად აკანკალებდა მწოლიარეს. ფრთხილად გადაუსვა მამაკაცმა სველი ტილო შუბლზე, იქვე აკოცა მორიდებით და მოხვია ძლიერი მკლავები, დასამშვიდებლად.

ტკივილისგან ძლიერად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს. სტკიოდა იმ ქალის ტკივილი, რომელიც გულის ნაწილად გაიხადა. ესმოდა სიზმრად მყოფის ჩამწყდარი ხმა, როგორ ითხოვდნენ შველას. როგორ ევედრებოდნენ გაჩერებას, სიზმარში შემოჭრილს. კბილები სიმწრისგან დააჭირა ერთმანეთს და კვლავ შეეცადა გაეღვიძებინა სიცხისგან გათიშული.

თითქოს მოიფხიზლა, გონს მოდიოდა სიზმრადმყოფი. სუსტი მკლავები მოხვია მასთან მჯდომს და დაუსველა გულმკერდი ცრემლით. მამაკაცმა უფრო მჭიდროდ შემოხვია ხელები, ეცადა მისი ტკივილის გაზიარებას.

დამშვიდებულმა, ინსტიქტურად მოხვეული ხელები, დენდარტყმულივით შეუშვა მამაკაცს, უკან დაიწია და გაკვირვებულმა ამოილაპარაკა.
-ლუკა?
-კარი ღია გქონდა. დემეტრე გირეკავდა, ჯერ ვერ მოდიან, რაღაც წარმოდგენაზე გავჩერდებითო და მთხოვა მოვსულიყავი. არ პასუხობდი შენ მობილურზე.
-უი, არც გამიგია, როგორ ინერვიულებდა.
აწრიალდა და თვალებით დაუწყო მობილურს ძებნა.
-რა გჭირდა დეკა? ასე ხშირად გემართება?
გამტყდარი ხმით მიმართა ლუკამ.
-არა, სიცხემ იმოქმედა ალბათ.
სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს. საშინლად უნდოდა წყალი და მორცხვად ახედა ლუკას, რომელსაც მკლავები ჰქონდა შემოხვეული მის თხელ მხრებზე.

-შეგიძლია წყალი დამალევინო?
-ახლავე.
ფრთხილად შეუშვა ხელი და სამზარეულოში წყილის მოსატანად გავიდა.

ფიქრის თავიც არ ჰქონდა დეკას,სიზმრისგან დატოვებული კანკალი და შიში, კვლავ ემჩნეოდა მის სხეულს.

წყლის ჭიქით ხელში ჩამოუჯდა საწოლის კიდეზე,მიაწოდა ჭიქა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია, მის წინ მჯდომისთვის.

-მადლობა.
მხოლოდ მაშინ შეძლო ხმის ამოღება, წყალი რომ მოსვა.
-დეკა გცივა?
-არა?! რატომ მკეკითხები?
-სულ კანკალებ, თითქოს გცივა.
-არა პირიქით, ფანჯარას გავაღებ.
-იყავი, გავაღებ მე.
სიყვარულით აღსავსე მზერა მოავლო ქალის სუსტ სხეულს და იქვე ფანჯრის რაფას დაეყრდნო ხელისგულებით.

სუფთა ჰაერი ესიამოვნა ოთახში მყოფს,მანაც გაუსწორა მზერა ინტერესით მომზირალს.

-ასე რატომ მიყურებ?
-როგორ გიყურებ დეკა?!
-არვიცი, როგორ მიყურებ?! შენ გაქვს პასუხი ამაზე?
-მე მაქვს პასუხი ყველაფერზე, რა კითხვასაც დამისვამ. მზად ხარ მოსასმენად, ჩემი პასუხების?
-ასე რატომ მიყურებ ლუკა?!
-და როგორ გიყურებ, შენგან როგორ ჩანს?!
-ისე, როგირც არასდროს არავის შემოუხედავს.
-ალბათ იმიტომ, რომ არასდროს დაუნახიხარ, ვინმეს ჩემი თვალებით.
-და როგორ მხედავენ შენი თვალები?!
-ისე, როგორც არასდროს, არავინ დაუნახავთ.

გაჩუმდნენ.

ფანჯარაში ღრუბლებს გახედა ქალმა.

კვლავ უყურებდა მის პროფილს, ლუკა.

არ აშორებდა, ჯიუტ მზერას ცის კაბადონს.

ვაჟის თვალებიც ჯიუტად მიშტერებოდნენ, იმ ერთის სახეს.

ცრემლი ჩამოუგორდა ქალს სახეზე. შეცბა ლუკა. ეტკინა რაღაც.

წყლის ჭიქის გვერდით, წამლები დაულაგა, მისაღებში ვიქნები თუ დაგჭირდიო, დაუბარა უხმოდ და გაიხურა საძინებლის კარი, სადაც მისთვის სასურველი, მისთვის საყვარელი დატოვა მარტოდ.

ჩარგო ბალიშში თავი, ობლად დადენილ ცრემლს, სხვებმაც მიჰბაძეს, დაედინა პატარა ნაკადულებად გოგონას სახეს.

ტიროდა ქალი.

გამოიტირა შეუძლებელი.

ტიროდა ქალი.

ჯერ არ არსებულს, ისე დაუსვა წერტილი, არც უკითხავს საკუთარი თავისთვის.

ტიროდა კვლავ.

მისტიროდა იმ დასასრულს, რასაც არ ჰქონდა დასაწყისი.

ტიროდა ისევ.

თითქოს გლოვიბდა ვერ გაბედილს, ვერ ნაოცნებარს.

ტიროდა უხმოდ.

მისტიროდა, ტკივილებს, ჯერ არ გაყუჩებულს.

ტიროდა გულით.

იმ გულით სადაც ფიქრობდა, არ ესაქმებოდა სიყვარულს.

ტირილს ვერ წყვეტდა.

ტიროდა ისე, როგორც ტირიან მხოლოდ ერთისთვის.

მჭიდროდ დახუჭა სველი თვალები.
იმედი ჰქონდა.
გამოღვიძებულს, კვლავ ექნობოდა მსუბუქი სუნთქვა.
მხოლოდ იმედი.

გამოღვიძებულს აღარ დაუხვდა შინ არავინ.

ალბათ ესააო სწორი.
ჩასწყდა გულს რაღაც.

შემოდგომის სუსხმა დაიწყო შემოპარვა, თბილისის ქუჩებში.
იმოსებოდნენ ხეები ყავისფრით. იმოსებოდნენ რათა მალევე მოეძარცვა ქარს მისთვის, ხმელი ფოთლები.
წვიმები შემოეჩვია, სიცხისგან დაღლილს, მზისგან გამთბარ ლამაზ თბილისს.

გამოვიდა სამსახურის კარიდან დეკა.
თხელი ჟაკეტის ჯიბეში ჩაიწყო ნაზი ხელები. მიდიოდა შვილთან, ბაღში რომ უცდიდა დედას გამალებით.

-დეკა…
დაუძახა ზურგს უკან გოგონამ.
-ლილე? ჩამოხვედი?! რაკარგია რომ გნახე.
მიბრუნებული, ღიმილით გადაეხვია, ახლად შეძენილ მეგობარს.
-დეკა როგორ ხარ? ნიკო როგორაა? მომენატრა ძალიან.
ნაზად გაუღიმა გოგონამ და ამბების გამოკიფხვას შეუდგა.
მიდიოდნენ ნელი ნაბიჯით გაჩერებისკენ, ცვლიდნენ ამბებს, უყვებოდა ლილე სოფელში მომხდარს.
-მე ვაპირებდი ამ დღეებში გამოსვლას. ისე ენატრებით დოდოს და ნუგზარის. ამბობენ ჩამოსვლა გვინდაო, ნიკოს ახსენებდა ყოველწუთს ბიძია. ყველაფერი გამომკითხა და ფულიც გამომატანა.

შეცბა დეკა. ფულის გაგონებაზე სირცხვილის ტალღამ დაუარა სხეულში.
-რასამბობ ლილე?! ჯერ რაც მასესხეს ის არ დამიბრუნებია. გავუგზავნოთ უკან. დავურეკავ მე დოდო დეიდას.
დაბნეული ბუტბუტებდა სიტყვებს. გული უთბებოდა, იმის გამო კიარა, ფული რომ მისცეს, იმის გამო, რომ მშობლებივით ზრუნავდნენ მასზე. ესიამოვნა, რომ უყვარდათ უანგაროდ და ახარებდა მასზეც რომ ფიქრობდა ვინმე.
-ოხ დეკა
ჩაიცინა ლილემ
-ბევრი არაა, საჩუქრად გამომატანეს, ისიც მითხრეს არ გამოგართმევსო და დამავალეს ნიკოსთვის მეყიდა რაღაცეები. ვიცი გერიდება, მაგრამ აცადე, თაიას მონატრება მოიკლან შენით . აცადე ბიძაჩემს ღირსეულად მივიდეს მამაშენის საფლავზე და ახაროს, რომ ზრუნავს შენზე. მათთვის ესაა სიხარული დეკა, ხომიცი როგორ უყვარხართ?! ადროვე იცხოვრონ თქვენს სიყვარულში.
გაჩუმდა დეკა, მიხვდა მართალი იყო ლილე. მიხვდა შვილობა ეკუთვნოდა მათი, ვინც მშობლის ხელი გამოუწოდა. გაახარებდა დოდოს იცოდა, თუ გაიგებდა, რომ მისი ფულით ნიკოს საოცნებო ინტერნეტი შეუყვანა სახლში. სულ წუწუნებდა პატარა ბიჭი, მეგობრის სახლში ნანახი ანიმაციის გამო. უნდოდა მასაც შეძლებოდა, ეყურებინა მსგავსად.
ფული გამოართვა ლილეს, გამოჩნდა კიდეც ავტობუსი, ლაღად დაემშვიდობა და წავიდა კიდეც. დატოვა ბედთან მომღიმარი, გაჩერებაზე.

-ნიკოლა, ორი წინადადება მაქვს, მოდი შემოთავაზება დავარქვათ. შენ გირჩევნია დავაყენოთ ინტერნეტი, თუ ვიყიდოთ ახალი ბოტასები და ქურთუკი შემოდგომისთვის?
ნიკოლას ჭინკები აუთამაშდნენ თვალებში, ანცად წამოიწყო საუბარი.
-დედა, არ მცივა მე, აი ხომ მაცვია ბოტასები? ინტერნეტი უფრო გვჭირდება ხო?
სასაცილოდ გაეკრიჭა ქვემოდან მომზირალი.
გაეცინა დეკას, ისედაც იცოდა წინასწარ პასუხი, დასმულ კითხვაზე. შვილს ლოყები დაუკოცნა და მხიარულად ავიდნენ ავტობუსის კიბეზე. ფიქრობდა როგორ ეყიდა საშემოდგომო ტანისამოსი შვილისთვის. მოუწევდა ხელფასიდან ფულის დახარჯვა, ფულის რომელსაც ვალის გადასახდელად ინახავდა ყოველ თვე.

არ ეყოფიდა ის სამსახური, სადაც მუშაობდა. ახალი საფიქრალი გაუჩნდა, უნდა ენახა რამე უკეთესი, ან დამატებითი მაინც.

ბედნიერი იყო პატარა ნიკო. იჯდა ტელევიზორის წინ და უყურებდა მისთვის სასურველ ანიმაციებს.
-მხოლოდ ერთი ნიკო, ხომიცი მთელი დღე არ გაქვს უფლება. თვალები გეტკინება დე, არ მაწყენინო კარგი?
-დე ამას ვუყურებ და ვსო.
ნაზად გაუღიმა შვილს და გაემართა კარისკენ, საიდანაც ნელი კაკუნი მოესმა.

-გამარჯობა დეკა.
-ლუკა? გამარჯობა.
-არ შემომიშვებ?
-კი მოდი, კიკი შემოდი.
თვალების ფახუნით შემოატარა კართან მდგომი, მისი დაბნეულობა და გაოცება უფრო გამძაფრდა, როცა გადმოიხარა და ნაზად აკოცა ლოყაზე მამაკაცმა.

-ნიკო როგორ ხარ?
მხიარულად დაუჯდა გვერდით პატარა ნიკოლას.
-კარგად ვარ, შენ? ნახე ჩვენ ინტერნეტი გვაქვს და ჩემს ტელევიზორშიცაა მულტფილმები.
-რა მაგარია?! შეიძლება ერთად ვუყუროთ?
-ვუყუროთ კი. ნახე “ნადირობის სეზონი”ქვია.
-ვიცი ეს, ძალიან მიყვარს მეც.

გაოცებული უყურებდა დეკა, დიალოგში გართულებს. ისე იქცეოდა ლუკა, თითქოს ტელევიზორის საყურებლად მოვიდაო. არ იმჩნევდა იქვე მდგომ ქალს.

-ლუკა, მოხდა რამე?
-მოიცა დეკა, ვერ ხედავ? ვუყურებთ.
ეშმაკური ღიმილით მიმართა ქალს.
-კარგი, მაგრამ გამიკვირდა შენი სტუმრობა.
-დედა კარგი რა, დამთავრდება და მერე ილაპარაკეთ.
აბუზღუნდა პატარა ნიკოც.

მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა ქალმა. სამზარეულოში გავიდა ფრატუნით და ვახშმისთვის წვნიანის მზადებას შეუდგა. გამოხედავდა ხოლმე ლაღად მოცინარ ლუკას და ნიკოს. კაცის მხარზე მიედო თავი პატარა ბიჭს და გულიანად იცინოდნენ, ცალრქიან ირემზე.

გაეღიმა მსუბუქად დეკას.

უყურებდა, ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ სურათს.

უყურებდა ბევრჯერ ნანატრს, თავისი შვილისთვის.

უყურებდა და ღელავდა.
რატომ ღელავდა?!
იცოდა თვითონ?!
არა.
ასე, უბრალოდ ვერ აწყნარებდა სულის ფორიაქს.

დამთავრდა ანიმაცია. სიცილით შემოლაგდნენ სამზარეულოში.

-დე მშია.
-გაგახსენდა დედა და საჭმელი?
მოჩვენებით გაბუტვით მიუბრუნდა შვილს.
-დედა კარგი რა, ხოიცი არ დამავიწყდი. შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ.
-ჩემო პატარა, ჩემო სიყვარულო.
მიეჭრა შვილს და დაუკოცნა ლოყები.
-აუ დაიწყო ისევ.
თვალები მობეზრებულად გადაატრიალა ბიჭუნამ.
იქვე კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი ლუკა, სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა, დედაშვილის შემყურე.

-ლუკა, ხომ შეჭამ შენც?
გამოარკვია ფიქრებიდან დეკას ხმამ.
-რავი, თუ მაჭმევთ მეც?!
მაცდურად გაეღიმა კაცს.
-მოდი ლუკა, დედა აკეთებს ყველაზე გემრიელ სუპს.
-ვაიმე ნიკოლა, ბოსტნეულის წვნიანითქო ხომ გითხარი? სუპი არ თქვა, ნუ ამბობ რუსულ სიტყვებს.
ხარხარი აუვარდა ლუკას. ხმით იცინოდა ქალის სიტყვებზე.
-რაიყო?
გაეცინა ქალსაც
-დემეტრე მიიბარო არ გინდა? ჩვეულებრივი გრუზინია, “პროსტას”და “კაროჩეს” გარეშე ვერ სუნთქავს, ვერ არსებობს.
-მივხედავ მაგასაც მე.
კვლავ გაეცინა და მიუბრუნდა ქვაბს, საიდანაც ჯამებში გადაანაწილა ცხელი წვნიანი.

გემრიელად შეექცეოდა პატარა ნიკო საჭმელს, თან უყვებოდა ლუკას, როგორ არ დაუჯდა გვერდით მისი ბაღელი, მართა.

-კიმაგრამ რატომ არ დაჯდაო რა თქვი?
ჩაერია საუბარში დეკა, რომელიც აქამდე ონკანთან იდგა წყლის ჭიქით ხელში.
-დედა კაცების საუბარში რატომ ერევი? შენ იმ გოგოს გაამართლებ და არმინდა ეგრე, ლუკას ვუყვები მე.
სასაცილოდ შეჭმუხნა წარბები პატარა ბიჭმა.
-მოუყევი ლუკას, გყავდეს ლუკა, წავედი მე სამეცადინო მაქვს.

სიბრაზე შეერია ქალს ხმაში, აგრძნობინა შვილს რომ ეწყინა მისი სიტყვები, თუმცა მაინც აკოცა სამზარეულოდან გასვლამდე და შეიკეტა თავის ოთახში.

ასე როდის მოასწრო ლუკას შეყვარებაო, ფიქრობდა. თან სიამოვნებდა, თავისი შვილი რომ სწავლობდა ხალხთან კონტაქტს.

ნახევარი საათიც არ იყო გასული, კარზე მსუბუქად დაუკაკუნეს.
-დეკა, ვილაპარაკოთ რა.

ამოყო თავი ლექსიკონიდან და ნელი ნაბიჯებით გავიდა მისაღებში, სადაც ნიკოლაა ნოხზე იჯდა და ფაზლებს ეწვალებოდა.

-რას კითხულობ?
ინტერესით შეხედა კაცმა.
-იტალიურ სიტყვებს, ლექსიკონი ვიყიდე, ჯერ სიტყვებს ვისწავლი და შემდეგ წინადადებებზეც ვივარჯიშებ.
-ოჰო?!
წარბები გაკვირვებულად აზრიდა მაღლა, მოსმენილკსგან გაოცებულმა.
-შენით აპირებ იტალიურის სწავლას?
-ესპანური თუ ვისწავლე, არც ეგ მგონია შეუძლებელი, უფრო მარტივია.
თავმომწონედ ამოილაპარაკა ქალმა.
-ანუ ესპანური იცი?
-ინგლისურიც.
-და იტალიურს სწავლობ?
-კი.
ნაზად დააქნია თავი თანხმობის ნიშნად.
-სანტექნიკიც ხარ.
გაეცინა კაცს.
-მასე გამოვიდა.
-თან რა კონდიტერი? იმ კენკრის ტორტს მივტირი დღემდე.
სიცილით განაგრძო საუბარი ლუკამ.
-კარგი ლუკა, ჩემს შესაძლებლობებს ვერ გავწვდებით დღეს, რომ ჩამოვთვალოთ.
-იამპარტავნე ახლა?!
-სიმართლე ვთქვი.
-სადაა ქალური სიმორცხვე და თავმდაბლობა?
-არ ვარ მორცხვი, არც თავმდაბალი, თუ შემიძლია ვაკეთებ. რა პრობლემაა?!
-არანაირი, არავითარი. პირიქით, ყველაზე მაგარია იცი?
-რა არის მაგარი?
-როცა გვერდით გყავს ძლიერი.

გაჩუმდა დეკა. დახარა თავი…
-რატომ მოხვედი ლუკა?
-რაღაც უნდა იცოდე.
-ხოდა ვიციდე, გისმენ.
-ასე არა, ნიკოსთან არა.
-აბა როგირ? აბა სად?
-აივანზე ვისაუბროთ.
გამოაღო აივნის კარი, გაატარა კარში გოგონა, მიჰყვა თვითონაც ფეხდაფეხ.

-გისმენ.
-დეკა, არვიცი როგორ უნდა აგიხსნა ეს. ძალიან ბევრი დღეა ვფიქრობ და ვერ გამიგია, არ ხარ შენ ჩვეულებრივი, ვისაც ჩვეულებრივად ვეტყვი.

მიხვდა ქალი, ისედაც ნათელს, აღარ სჭირდებოდა სიტყვები. ადრევე მიხვდა, როცა მზერაში გაკრთა რაღაც, განსხვავებული.

-ლუკა, ნუ იტყვი გთხოვ. არ გინდა ის რასაც არ მივიღებ. ნუ დამიკარგავ ჩემს თავზე წარმოდგენას.
-რა შუაშია დეკა? შენ რატომ უნდა დაგეკარგოს წარმოდგენა?
-ლუკა, მე ღირსებით ვცხოვრობ. ჩემი და მერე ჩემი შვილის ღირსებით. დედაჩემს არ ჰქონდა ეს ერთიბეწო რამ ხასითში. მე კიდევ ღირსება გავიხადე ხასითად. არ მივიღებ იმას რაც არ მინდა ჩემს ცხოვრებაში, მე რომ მოგისმინო, მე რომ გათქმევინო, შეიძლება აწყობილი ყველა აგური, რომელითაც ნიკოლას ცხოვრებას ვაშენებ, ერთად ჩამოიშალოს. დამეკარგება წარმოდგენა ჩემს თავზე, არ ვიქნები დედა, ვინ ღირსია ყავდეს ნიკოლა. გთხოვ დაამთავრე. არ გამიბედო, არ მაკადრო.

სიტყვები გაეყინა კაცს. მზერა მორიდა წინ მჯდომს.
კვლავ ქალის მკაცრმა ხმამ დარრვია სიჩუმის ყვირილი.

-იცი? როდესაც თორნიკემ მომიტაცა, როდესაც ის გააკეთა რამაც დამანგრია, რამაც ჩემს ქალობას, ადამიანობას ტალახი ესროლა, მას შემდეგ გავხდი ის ვინც ვიყავი ექვსი წელი.

თვალები დაეხუჭა სიმწრით ლუკას. უნდიდა ყურებზე აეფარებინა ხელი და არ გაეგო არცერთი სიტყვა.

-მთელი 24 წელი, მამის სიტყვებით ვცხოვრიბ. დაბადებიდან მასწავლიდა ვყოფილიყავი მე. დაბადებიდან ჩამძახოდა, არ დავმგვანებოდი სხვას. სიკვდილის წინ მითხრა, უმამო გოგოებს თვითონ უწევთ თავისი ღირსება დაიცვანო. უმამო გოგოებს ღმერთი სხვანაირად აძლიერებთ, იმხელა ტვირთს არ დაგადებს მხრებზე რასაც ვერ გასწვდებიო.

სევდიანად შეხედა წინ მჯდომ მამაკაცს. სმენად ქცეულს, სულატკიებულს.

-მაშინ ვერ მივხვდი რატომ მითხრა ასე. დედამ რომ ის კაცი მოიყვანა, გამიხარდა, ვიფიქრე სხვებივით მეც მიტარებდა სკოლის მძიმე ჩანთას, გრძელ გზაზე მამინაცვალი. არ ვიქნებოდი უმამო. მეგონა მომეხმარებოდა როგორც, სხვებს ეხმარებოდნენ მამები. შევცდი. ერთ კვირაში მივხვდი, მაშინ როცა ძროხების მოსაყვანად მგზავნიდა, მძიმე სათლებს მათრევინებდა, რძით სავსეს. ყანის გზაზე ხშირად გავუშვივარ მარტო სამუშაოდ. სკოლიდან დაღლილს, ძლივს მოთრეული ჩანთას ვიხსნიდი ზურგიდან და ვუსრულებდი იმ სურვილებს, რომლის გაკეთებაც თვითონ ეზარებოდა.
შემძულდა დედაჩემი. ჩემს გვერდით რომ შრომობდა მაშინ. შემძულდა. მარტო იმიტომ შემძულდა, რომ მამაჩემს ვერ უერთგულა. ვერ დაიცვა ჩემი ტკივილი და ვერც სიხარულისთვის გახდა საკმარისი.

ცრემლი გადმოუგორდა ქალს.

-დეკა, შენი ქმარი იყო ერთგულების ღირსი? მე ვარ, ის ვინც უნდა დააყენო იმ კაცის გვერდით, ვინც ბავშვობა არ დაგაცადა?

-დამასრულებინე ლუკა.
მორჩილად დაუქნია მამაკაცმა თავი და საშუალება მისცა, გაეგრძელებინა თხრობა.

-ჩემი ქმარი, ყველაზე ბინძური ნაწილი იყო ჩემი ცხოვრების. არ გავიხადე ქმრად. ხითჯერ მხოლოდ იმისთვის მცემა, არ დავანებე ჯვრისწერა. რომც მოვეკალი, მე არ დავდგებოდი საკურთხევლის წინ, მის გვერდით. ბოლოს დანებდა.
მე ტკივილი ვარ ლუკა. ჩემს სულს არ განუცდია არაფერი სხვა. მე რომ მოგისმინო. მე რომ გათქმევინო, რა ქალი ვიქნები? ძლივს წამოვდექი, ძლივს ვდგავარ მყარად. ჩემს შვილს ვაჩვენე, რომ არ დანებებაა ცხოვრება. დავანახე, რომ ფერებს მივცემდი მის არსებობას. მან ჩემთან ერთად გაიარა ეს გზა. არ მაქვს უფლება გადავიდე გზიდან. არ მაქვს უფლება გავუშვა ხელი, რათა ჩავკიდო სხვას. და შენ ლუკა? შენ ახლა იწყებ ცხოვრების გრძელ საფეხურზე ასვლას. მე რათ გინდივარ, მე ათასჯერ ამ კიბეზე დაგორებული?!

-დეკა, მორჩი ხო?

მსუბუქად დაუქნია ქალმა თავი.

-მე დაგანახებ რომ არ მოგიწევს გზიდან გადმოსვლა, მაგ გზაზე მინდა მეც სიარული, არის ადგილი? არც შენს შვილზე გაშვებული ხელი მჭირდება, თავისუფალი ხელი რომ გაქვს მეორე მხარეს, ეგეც მეყოფა. შენი წარსული, მხოლოდ ადრე იყო. შენ ძლიერი ქალი ხარ დეკა. შემეშინდებოდა მე ამის, რომ არ გავეზარდე შენსავით ძლიერს. მაგრამ მასწავლეს, როგორ ვიცხოვრო, იქ სადაც ყველას არ შეუძლია არსებობა.

ღრმად ამოისუნთქა, თვალებში ჩააშტერდა მასზე ორი თავით დაბალს. საფეთქელზე მიაკრო ცხელი ტუჩები.

-არ გამოგივა უჩემობა, არ გამიბედო მეორეთ შემადარო, შენს წარსულში მყოფ კაცებს. ნუ შეეხები ჩემს კაცობას ასე. მე შენი შვილი ისე დავინახე, როგორც ჩემსას შევხედავდი. არ იჩქარო დეკა, არ გაჩქარებ მე. მარტო ის გახსოვდეს რომ ვარ. შენს შიშებს, გაგებით ვეკიდები. ვიცი მართალი ხარ, ვიცი არ მაქვს უფლება რამე მოგთხოვო, არც ვაპირებ. უბრალოდ გთხოვ მომეცი უფლება შენს გვერდით ვიყო, თქვენს გვერდით ვიყო. როცა დაგინახე, პირველად რომ შეგხედე, ვიცოდი შენს იქით ვერ დავინახავდი სხვას, თან მაშინ არ ვიცოდი რომ ქმარი არ გყავდა. მაინც იმას ვფიქრობდი, შენს სიყვარულში ამოვისუნთქებდი ბოლოჯერ. ვერც გაიგებდი ისე გავიყოლებდი ამ გრძნობას. ისე ვუერთგულებდი სხვისი ცოლის სიყვარულს, არ გავცდებოდი ჩემს ღირსებას, არ ვაკადრებდი ჩემს თავს და სიყვარულს, შენს შეწუხებას. დაგანახებ შენც, ამხელა გზა ჩემამდე მოსასვლელად რომ გატარა ღმერთმა.

ლოყაზე ჩამოუსვა ხელის ზურგი. დატოვა ცრემლებთან მარტო. თავზე აკოცა ნოხზე მჯდომ ნიკოლას. გაიხურა ის კარი, საიდანაც შემოვიდა.

მიდიოდა ფიქრებით დამძიმებული, თითქოს ზურგზე მოჰკიდეს, მისი საყვარელი ქალის განვლილი წლები. მანქანის საჭეს ჩამოადო ატკიებული თავი და ძლიერად დახუჭა თვალები. ისევ დეკას ხმა ჩაესმოდა, მის შიშნარევს მზერას ხედავდა, დახუჭული თვალებით.
ძვლების ატკიებამდე მოუჭირა საჭეს ხელები. ამოისუნთქა ღრმად, თითქოს ამოაყოლა ყველა ფიქრი ამ ერთს. დაძრა მანქანა და წავიდა იმ ერთადერთ ქალთან, ვისთანაც ყოველთვის, უპირობოდ მიესვლელებოდა. ყოველთვის ერთნაირად მიიღებდა, სუსტსა და ძლიერს.

-ლალი, შეგიძლია ყავა გამიკეთო? თავი მისკდება.
სახლში შესულმა მიმართა დედას.
-მიდი დე, წყალი გადაივლე და დაგახვედრებ.არ გშია? წამალი მოგცე?
-არა ვჭამე გარეთ. არ მინდა, წამალი, ისეთი არაფერია.
-გარეთ?!
ეშმაკურად აწკიპა წარბები ქალმა.
ჩაეღიმა ლუკას.
უხმოდ აუყვა კიბეებს, შეიკეტა აბაზანის კარი. წყლის ჭავლის ქვეშ მყოფმა კვლავ დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს, დაიწყო ღრმად სუნთქვა და საკუთარ თავს მატებდა მხნეობას. არ აპირებდა აქ გაჩერებას. განა თავისი თავისთვის?!
არ გაჩერდებოდა იმ ერთის გამო, ვისაც მივიწყებულ ოცნებებზე მტვრის დიდი ფენა დადებოდა.

-დე შენი მარწყვის სმუზი გავაკეთე.
-აუ დედა, ყველაზე დედა ხარ ლალიკო რა.
-ისე იმ გოგომ იცის?
-რაა?!
-რა და ამხელა კაცი, მარწყვის სმუზში რომ გაცვლი დედასამშობლოს?
-დედა, ჩემი მეგონე, გრძნობები განდე, შენ რას მიკეთებ ლალი? ასე ურტყამენ შვილს დანას ზურგში?!
-შენ რომ მარწყვის სმუზში გამცვლიდი უპირობოდ?!
-შენ ხარ მარწყვის სმუზზე მეტი, ამ სამყაროში.ვსო მეტჯერ არ გავიმეორებ, გრძნობს ჩემი სმუზი, არმინდა ეტკინოს.

მათ სიცილს მოეცვა მთელი სახლი.
არსად ასეთი სიმშვიდე არ დახვედრია ლუკა დემეტრაძეს, სიმსუბუქე რომელსაც დედა ახვედრებდა შინ მისულს.

აივნიდან სხეული ძლივს შემოათრია დეკამ. უღონოდ ჩაეშვა სავარძელში.
-დე, ისევ იტირე?!
მიუახლოვდა პატარა ნიკო.

-არა დე, თვალში მოვირტყი თითი და გამიწითლდა.
-ხომ მითხარი ტყუილი ცუდი საქციელიაო?!
-არაფერია ნიკო, ცოტა ვიტირე, ცოტს ხომ ყველა ტირის?
-ლუკამ გატირა? იცი არმინდა ვინმე რომ გვყავდეს, მარტო მე და შენ წავიდეთ რა. არავინ იყოს ახლოს. ყველა შენ გატირებს. არ მინდა მე ასე, მე ხომ არ გატირებ დედა? ჩემსგამო ხოარ ტირიხარ?
-არა ნიკო, ლუკამაც არ მატირა, უბრალოდ დავიღალე, არ მოიწყინო კარგი?!
-თუ გატირებს ხომ მეტყვი? ვინმემ რომ გატიროს მითხარი და მე ვცემ იმას.
-დე, ცემა არის ყველაზე ცუდი რაც ადამიანმა შეიძლება თავის თავს აკადროს. შენ რომ ვინმეს სცემ, ის კიარაა ცუდი, შენ მასზე უარესი ხარ. იმდენად დიდი უნდა იყო, შენს მოქნეულ ხელზე მეტად შენმა სიტყვამ გამოიღოს შედეგი, კარგი?
-ყველაფერი ვერ გავიგე, მაგრამ ცემა არ შეიძლება, ეს გავიგე.
-შენ ხარ ყველაფერი ნიკო, ჩემთვის ყველაფერი ხარ იცოდე.
-მეც ყველაზე ძალიან მიყვარხარ, მართაზე ძალიანაც.
-მართაზე არ მომიყევი, მეწყინა იცი?
-ვიცი, ლუკამ მითხრა შენ რომ წახვედი.
-რაო ლუკამ?
-არ აწყენინო მას ვისაც ყველაზე ძალიან უყვარხარო, გერჩივნოს ის გეჩხუბოს, ვიდრე სხვა მოგეფეროსო.
ატიტინდა დედის კალთაში მჯდომი ნიკოლა. უყვებოდა დედას იმ დარიგებას, რაც მისცა იმ ერთადერთმა, ცხოვრება ოჯახის წევრად გახდომას რომ უპირებდა.

-კიდევ რა გითხრა?
-კიდევ შენზე მითხრა, საიდუმლო.
-ჩვენ საიდუმლოებს ხომ ვუყვებით ერთმანეთს?
-ჩემი და ლუკას საიდუმლოა.
-ჩემიც რომ იყოს შეიძლება?
-არავის ეტყვი? არც ლუკას?
-არავის ვეტყვი, გპირდები.
-ასე მითხრა, არავინ იღიმის დეკაზე ლამაზადო, ჩვენ კიდევ ვიყოთ ის კაცები, ვინც სულ გააღიმებსო.

აღარაფერი უთქვამს დეკას. მიიხუტა შვილი და ღრმად შეისუნთქა, მისთვის ასე საყვარელი სურნელი, რომ ავიწყებდა ყველაფერს.
დააწვინა შვილი დასაძინებლად. ახლად გახსნილ სოციალურ ქსელს ეწვია, უნდოდა ვაკანსია ენახა.
ნახა კიდეც, ეძებდნენ სახლისთვის დამლაგებელს, კვირაში სამჯერ, საღამოობით.
მოინიშნა ნომერი და კვლავ მიუბრუნდა მომლოდინედ მყოფ ლექსიკონს.
გადაფურცლა და შეუდგა საყვარელ საქმეს.

გულით სასურველ სულ სხვანაირად სწავლობს გონება, ყველაზე მეტად უყვარდა ეს საქმე, ენების ცოდნა იყო მისი ოცნება, ბავშვობიდან.
მამა პირდებოდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისწავლო შენთვის სასურველი, ოღონდ მოინდომეო.
ვერ გააკეთა.
არ აცადა ცხოვრებამ.
ვერ შეუსრულა, შვილს ის რაც დაჰპირდა, პირველად რომ აიყვანა ხელში.
უთხრა, ვიქნები შენი დღეების გამფერადებელიო, ვიქნები შენი მიზნებისთვის იმ ეტლისთვის მეეტლე,რომელსაც შენ მისცემ მიმართულებასო.უთხრა ვიქნები ის ფარი, მტკივნეულ ისარს რომ ააცილებს შენს გულსო.
ვერ შეასრულა, არ დააცალა მოკლე დღეებმა, სიცოცხლისამ.

ოცნებად დარჩა ის რასაც, მამას უმხელდა საუბრისას.
არასდროს ყოფილა დეკა მორცხვი. ყოველთვის ამაყობდა, თავისი მიღწევებით. ძალიან მონდომებული მოსწავლე იყო. იმდენს ახერხებდა რომ, მამინაცვლის მსახურების გარდა ესწავლა კიდეც.
ეროვნულ გამოცდებზე გავიდა მალულად. მის მეზობელს, ჩუმად ნაგროვები ყველი გაატანა გასაყიდად, ბაზარში, რომ ეშოვნა ფული რეგისტრაციისთვის.
მიზნისკენ მუდამ შემართებით მიიწევდა.
დაწერა გამოცდები.
ელოდა შედეგებს.
მაგრამ მოხდა ის, რამაც გატეხა, მტკიცე გოგონა.

მოიტაცეს.
თავისივე სრულწლოვანების დღეს.
სადღაც მიკარგულ სახლში მიიყვანა, ქმრობას რომ იჩემებდა იმან.
ძლიერი აღმოჩნდა თორნიკე, ვერ გაუწია წინააღმდეგობა,მოუხდა ცოლობა შეესრულებინა.
ასე გათელილი მიიყვანა დედამთილთან, უთხრა რძალიაო შენი.

გატყდა გოგონა.
გატეხა ცხოვრებამ.
როცა მამინაცვალმა, “ვიღაცის ნათრევის, უკან მიბრუნებაზე” ცივი უარი განაცხადა.
არადა როგორ თხოვდა?
მთელი ცხოვრება შენ მოგემსახურებიო.
ყველა საქმეს მე გავაკეთებო.
მოგივლი როგორც მშობელ მამასო.
არ დამტოვოო, ევედრებოდა.
მაინც არ წაიყვანა. დატოვა მასთან, ქმარი რომ დაირქვა უნებართვოდ.

მობილურის წკრიალმა გააღვიძა, უქმე დღის ძილში მყოფი გოგონა.
-გისმენთ
-დეკა, გაგაღვიძე დედი? დოდო ვარ.
-დოდო დეიდა, გისმენთ, არაუშავს დრო იყო ისედაც.
-დედი, ქალაქში მოვდივართ მე და ნუგზარი, საქმე გვაქვს რამდენიმე დღით. მიგვიღებ?
-რასამბობთ, თქვენს სახლში ნებართვა რათგინდათ? თანაც თქვენ როგორ არ უნდა მიგიღოთ? ასე ბოლოს რა გამიხარდა არ მახსოვს.
მხიარულად ლაპარაკობდა მობილურზე, საწოლზე წამომჯდარი.

ნიკოლას უთხრა სიურპრიზი მაქვსო.
არ გაუმხილა სტუმრების ამბავი.
მოამზადა ნუგზარის საყვარელი ოსტრი.
მშობელი მამისთვის მომზადებულს გავდა, ისეთ სითბოს აქსოვდა შიგნით.
გამოაცხო დოდოს საყვარელი კექსი. იცოდა ქალის სუსტი წერტილი, ყავა და ალუბლის კექსი რომ იყო.

ელოდა სტუმრებს.
გახარებული.
გაღიმებული.
ნიკოს კითხვებს არიდებდა თავს. უნდოდა გახარებოდა სტუმრების ხილვა.

კარზე კაკუნი არ წყდებოდა.
-დედა, კაკუნია კარზე.
ოთახში, ნივთების მილაგებაში გართულს შეაკითხა შვილმა.
-უი, ვერც კი გავიგე.
ნარნარით გაემართა კარისკენ, გაისმა კიდეც დემეტრეს ხმა.
-რომ ჩამომაყუდეთ დედაშვილმა, აღმაშენებლის ძეგლივით, კი მაგრამ კარს ვერ გააღებ? კაცი მოვედი, პიროვნებად წოდებული, ვერ მაჩერებს ტყვია და თქვენმა კარმა არ ჩამომაყუდა?!
-გამატარე ერთი, ნუ ცანცარებ ამხელა კაცი.

სიცილით გამოსწია ლილემ ძმა და თბილად გადაეხვია მასპინძელს.

-მეც მინდა ჩახუტება, მეც მჭირდება სითბო. ბოლოს და ბოლოს კართან ვიდექი გმირულად. თაფლი და მზე არ მქონდა, თორემ ცოტნე მაჯობებდა?!
-ლილე რა ჭირს ამას?
-ვიღაც გოგომ სცემა, ორი დღის წინ. იმის მერე უკონტროლოა, რა შემოარტყა ასეთი, რომ დაუმშვიდებლად აატკრიაცა არ ვიცი.
სიცილით გაუმხილა ძმის მდგომარეობა მომღიმარ დეკას.
-ჩემო ვაჟკაცო, ჩემო ძმაკაცო. შენ მაინც ჩამეხუტე ნიკოლა.
დაიძრა იქვე მდგომი ბიჭისკენ, რომელმაც მხიარუდალ შემოხვია მკლავები, მის საყვარელ დემე ბიძიას.

-შენც გცემეს დემე? მეც ჩამარტყა მართამ ბალიში. მაგრამ ხელი არ შევუბრუნე, შენც ხომ არ შეუბრუნე ხელი დემე?!
-ვინ აცადა თორე?!
ისევ აკისკისდა ლილე.
წარბებით ანიშნა დეკამ რახდებაო. სიცილ სიცილით, შეაკოწიწა ისტორია ლილემ და დაიწყო დემეტრეს წვალებაც.
-ესეიგი, დარბაზიდან მოდიოდა ეს ვაჟბატონი…
ჩამოჯდა ხივნის სახელურზე და მხიარულად გადახედა დაბღვერილ ძმას.
-ჯიმი შე გოიმო.
შეუსწორა ამრეზით დემეტრემ.
-ჯიმი და ჰაჯა ვიცი მე ინდოეთში, დარბაზითქო რომ ვამბობ ესეიგი დარბაზიდან მოდიოდი. საღამო იყო, ბნელოდა უკვე.ხოდა, ერთ გოგონას დავარდნია ბარათი, ამ ჯენტლმემებში ყველაზე უთვისტომომ, აიღო ეს ბარათი და გაყვა უკან, ამ გოგომაც აუჩქარა ნაბიჯებს, ესეც მისდევს. უკვე გარბოდა გოგონა, ესეც უხმოდ მისდევდა, მოფიქრება ხომ უნდოდა დაეძახებინა? ეთქვა ბარათი დაგივარდაო? არა, მანიაკივით მისდევდა. ხოდა იმ გოგომ ჩიხში შეიტყუა, შემოუბრუნდა და, წიწაკის სპრეი შეასხა თვალებში, მერე კუჭისთავში ჩაურტყამს და ძირს წაქცწეულს, ამ ცოდოს, ხრიალით რომ უთქვამს ბარათი დაგივარდა, ამიტომ მოგსდევდიო, იმან კიდევ დააყოლა ერთი წიხლიც, ვერ დამიძახე რო მარბენინე ამდენიო?! მერე უნანია, წამოაყენა ჩვენი რაინდი და წაიყვანა სახლში. იქვე ცხოვრობდა თურმე.

ცრემლებამდე მისულები, ორ ხმაში იცინოდნენ გოგონები. დეკას სულ გასწითლებოდა ლამაზი სახე. ხმით კისკისებდა.

-მერე?!
-მერე, ფიზიოლოგიურით ამომირეცხა თვალები და წამოვედი სახლში.
-ნუ ცრუობთ ახალგაზრდავ!
შესძახა ლილემ.
-მერეე, რა წამს მოჰფინა ნათელი, ვაჟის მზერას ფიზიოლოგიურმა, თვალი მოსჭრა წითური გოგონას სილამაზის სხივებმა და იმის მერე დადის ასე, ხან იცინის, ხან მოთქვამს. ოღონდ არ ჩუმდება, სულ ლაპარაკობს.
-ლილე, შენ ჩემი და ხარ თუ დათვის?!
-დათვის ჩემო დათუნია, დათვის.
ლოყაზე უჩქმიტა ფეხისწვერებზე აწეულმა გოგონამ, ორი თავით მაღალ ძმას და საყვარლად დაბრიცა ტუჩები.
იყო მხიარულება, ლაღად შემოსული, დეკას სახლის ფანჯრიდან.

სტუმრების დანახვაზე, ნიკოლას გაბრწყინებული სახე ღირდა სანახავად.

კისერზე შემოხვია პატარა ხელები, მისთვის ყველაზე საყვარელ პაპას.
ნუგზარის ჩახუტებით რომ იჯერა გული, დოდომ დაუკოცნა, სიხარულისგან აჭარხლებული ლოყები.

შემდეგ დეკა ჩაიკრეს გულში, შვილივით მიეკრო მამის მეგობარს, სუსტ მკერდზე. მანაც გადაუსვა ხელი თავზე, ქალიშვილივით საყვარელს.
დოდომ ქოთქოთით ჩაკოცნა მოცინარი მასპინძელი.

სოფლის პროდუქტებით გატენილი ჩანთები, ძლივს შეიტანა დემეტრემ სამზარეულოში.
-ბიძაჩემო და დოდოშკა, სოფელში დატოვეთ რამე? ქვემოთ ჭრელა ხომარაა გამობმული?! ამოვიყვანოთ უხერხულია მეზობლებთან.
-ვინ ჭრელა, დედი?!
სიცილით ჰკითხა დოდომ.
-ძროხა მამიდაჩემო, ჭრელა არ ქვია?
-მამიდა ხოიცი ამისთვის ყველა ძროხა ჭრელაა და ყველა ძაღლი ჯეკა. ნუ აყვები, დაანებე.
ლილე სიცილით მიუსკუბდა საყვარელ მამიდას.

მოილხინეს კარგად.
დეკას გაშლილი სუფრა იუხერხულეს სტუმრებმა, როგორ უწვალიაო.
საღამო იყო ბედნიერი. ისხდნენ ოთახში და იცინოდნენ ყველაფერზე და არაფერზეც. უხაროდათ ერთმანეთი და გამოხატავდნენ ამგვარად.

ნიკოს ჩაეძინა და ფრთხილად მოათავსა დედამ საწოლში.
გამობრუნებულს სიმშვიდე დახვდა.
ნიკოლა არ გავაღვიძოთო და ჟრიამული შეეწყვიტათ სტუმრებს.
სიჩუმე ნუგზარის ხმამ გაფანტა.
-დეკა, თედო ჩამოვიდა.
შეცბა გოგონა. ეხამუშა მოსმენილი.
-როდის?
ძლივს დასვა კითხვა.
-3 დღე იქნება, ჩვენც ჩამოვედით სალაპარაკოდ შენთან. თან რაღაცეები ჩამოგიტანეთ. თან რაც ხდება უნდა იცოდე. ნანიმ დაურეკა თედოს, უთქვამს, შვილიშვილი მოგვტაცაო. ცუდი საქმისთვის წავიდა ქალაქში და ჩვენ კი შევნატრით თორნიკეს დანატოვარსო.
გაბრაზებულია თედო, დაჰპირდა ნიკოს დავაბრუნებო. თავს იწონებდა ნანი, იმდღეს თამილას დაბადების დღეზე. ჩემს შვილიშვილს ვის დავანებებო. წამოვიყვან და მის დედას რაც უნდა ის უქნიაო.

ცრემლები ჩაუდგა გოგონას თვალებში. მოსმენილისგან გახევებული, სიტყვებს ვერ უყრიდა თავს.

ძლივს მიღწეული მსუბუქი სუნთქვა, შეუწყვიტესო თითქოს.

იჯდა დივანზე, უყურებდა ირგვლივ მყოფთ და შიშის მარწუხებს უხრიდა თავს.

ისევ ჭაობში ექაჩებოდა, რაღაც ძლიერად.

ისევ დაუცდა ფეხი, იმ კიბეზე რომელზეც, ასვლა დაიწყო ახლად.

დაგორდებოდა ისევ?!
ვინ იცის.
რას გვიმზადებს განგება, წინასწარ რომ ვიცოდეთ, ალბათ ცოდვილი არ იარსებებდა, არც იქნებოდა ცოდვა.

ბურუსიდან გამოსულს, სინათლის შემდეგ, კვლავ ნისლი დახვდა.

რა იცოდა გოგონამ, რას იფიქრებდა, რა მოხდებოდა?!

თედო ნანის დის შვილი იყო, ბელგიაში ცხოვრობდა წლები. მხოლოდ ერთხელ ნახა გოგონამ, სტუმრად დეიდასთან ჩამოსული და მაშინაც ეუცნაურა მისი ქცევა.
მხოლოდ ერთხელ შეხედა თედომ და არ დავიწყებია მისი თვალები.
ფიქრობდა დეკა, რას გახდებოდა იმ ძლიერ კაცთან? ცრემლით დაასრულა მაინც, მაინც სცვიოდა წვეთები მის ლამაზ თვალებს. ბედნიერებას არ აცდიდა, თითქოს განგება. ან იქმებ ამზადებდა ყველაზე დიდისთვის? ყველაზე კარგისთვის?!
არავინ იცის.
ბედის მწერალი, როგორ დაგვიწერს ჩვენს ისტორიას.
არავინ იცის, ვის როდის მოახრევინებს ქედს, უზენაესის წინაშე.
არავის სცოდნია აქამდე, არც ამის შემდეგ ეცოდინებათ, მომავლის დღეების შესახებ.



კვირა დღე იყო.
დოდოს დაუტოვა ნიკოლა და მეორე სამსახურის სანახავად წავიდა, გასაუბრებაზე.

-გამარჯობა, დეკა აფციაური ვარ. გუშინ გესაუბრეთ.
-კი შვილო, შემოდი.
სანდომიანად გაუღიმა კარში მდგომმა.
-ესეიგი ეს სახლია. გევალება მტვერსასრუტით მტვის აღება, იატაკის მოწმენდა, ფანჯრების დაწმენდა და ყვავილების მორწყვა, ხო კიდევ, ავეჯიდან მტვრის მოშორებაც. 2-3 საათის საქმეა, ორშაბათს ხუთშაბათს და შაბათს მოხვალ. თითო დღეში 85 ლარს გადაგიხდით, წინა დამხმარესაც ესე ვუხდიდით. არაფერი რთული არაა, უბრალოდ არ უნდა გააცდინო, სამშაბათს პარასკევს და კვირას, წვეულებებს აწყობს ხოლმე ნინო. დალაგებული უნდა დახვდეს ყველაფერი.
-ძალიან კარგია, ვფიქრობ თავს გავართმევ. ოღონდ თხოვნა მექნება თუ შევთანხმდებით.

ღრმად ამოისუნთა და განაგრძო.
-შვილი მყავს, 5 წლისაა. ამ დროს ვერავისთან დავტოვებ. არადა სამსახური ძალიან მჭირდება. თუ შესაძლებელი იქნება მოვიყვან ხოლმე. ხელს არ ახლებს არაფერს, ძალიან ჭკვიანი ბავშვია, პრობლემას არ შექმნის.
უხერხულად დაამთავრა სიტყვა დეკამ. მის წინ მომღიმარი იდგა, მასპინძელი.

-მთავარია არაფერი გააფუჭოს შვილო. სუფთად მოარულს ცხოვრების გზაზე, ადამიანებმა უნდა გავუღიმოთ ერთმანეთს, უნდა გავიტანოთ ერთმანეთი. ესაა უფლისგან საცხონებელი. ამაზე როგორ გითხრა უარი? შვილის ლუკმისთვის, ღირსეულად ნაშრომს როგორ დაგიკარგვინებ?!

გული გუთბო თანამოსაუბრემ გოგონას.

შეთანხმდნენ.
ბედნიერი გამოვიდა დეკა ახალი სამსახურიდან.
თავს გაართმევდა ყველაფერს. გადალახავდა ამ სირთულეებს და მიაღწევდა მიზნებს, რომლის გზაზე მიმავალ ეტლსაც ნიკოლა მართავდა, თვითონ კი იყო მეეტლე.

ავტობისში ავიდა თუარა, მობილურის ზარი მისწვდა მის სმენას.
-დეკა გამარჯობა.
-ლუკა? გაგიმარჯოს.
-გცალია? მინდა რომ გნახო.
-ლუკა, ხომ ვისაუბრეთ?
-დეკა, მერე და რაზე ვისაუბრეთ?
-და თუ არ მინდა შენი ნახვა?
ბუტბუტებდა ჩუმად, ავტობუსის უკანა სავარძელზე მოთავსებული გოგონა.
-დეკა, არ გინდა ჩემი ნახვა?
-მე არ მინდა, იმედს ვებღაუჭებოდეთ, არარსებულს.
-დრომ გადაწყვიტოს, არსებულია თუ არარსებული, კარგი?
-ძალიან ცოტა ხნით გნახავ, დოდო დეიდასთანაა ნიკო, მომიკითხავს და არმინდა განერვიულდეს.
-სად ხარ?

15 წუთში გაჩერდა ავტობუსი, თავისუფლების მოედანზე. აქ უკვე იდგა შავი როლს როისი, მომლოდინედ.
მანქანიდან გადმოვიდა მამაკაცი, მსუბუქად გადაკოცნა ავტობუსიდან ჩამოსული და გაუღო კარი.

-სად მივდივართ?
-რამე ვჭამოთ, ან ყავა დავლიოთ არ გინდა?
-არ მშია, უბრალოდ ვისაუბროთ, როგორც გითხარი მეჩქარება.
-დეკა, თუ გინდა მიგიყვან სახლში, არ მინდა გაიძულებდე რამეს. არ ვისაუბროთ, თუ ეს არ გინდა.
-არა ლუკა, ეგ არ მიგულისხმია. არ მინდა ნიკომ ინერვიულოს.
-ნიკო გაგიგებს ნახევარი საათით დაგვიანებას. არ გშია? რა გიყვარს ისიც არ ვიცი.
-არ ვიცი, ეს კითხვა არასდროს დაუსვამთ ჩემთვის. არც დავფიქრებულვარ რა მიყვარს.
-ეხლა რას შეჭამდი? მაშინ ესე გკითხავ.
-სოკოს.
-სოკოს?
-კი.

მყუდრო რესტორნის წინ გააჩერა მანქანა. გადავიდნენ, მოთავსდნენ მაგიდასთან.

-ინებეთ მენიუ, მოიფიქრეთ რას მიირთმევთ და დავბრუნდები.
-არა, არ გვინდა მოფიქრება. სოკო მოგვიტანეთ, სულგუნით და რას დალევ დეკა?
-წყალს.
-ორი წყალიც, ხო კიდევ, პიცაც, ეგეც სოკოთი.
-კარგი.
მსუბუქად დაუკრა თავი მიმტანმა და დატოვა წყვილი მარტო.
-აბა? რაზე გინდოდა საუბარი?!
-შენი ნახვა მინდოდა ძალიან.
-მეგონა საქმე გქონდა.
-საქმეა ეგეც, რომ მინდა გნახო.
-ლუკა, უხერხულად ვარ. რა ქვია ჩვენს შეხვედრას? ისიც კი არ ვიცი რა უნდა ვუწოდო ამას.
-თუ გინდა პაემანი იყოს.
-ასე ბანალურად?
-ასე ჩვეულებრივად.
-და თუ არ მინდა?
-მაშინ, უბრალოდ მეგობრების შეხვედრა იყოს, შიმშილთან საბრძოლველად.
გაეცინა ლუკას და გაეღიმა დეკასაც.
მამაკაცის თვალებში იკითხებოდა, წინ რომ უჯდა ის ერთადერთი, ვინც არ იქნებოდა სულ ერთი. ვინც ვერ იქნებოდა, უბრალოდ მეგობარი.

-ისე, პაემანზე არ ვყოფილვარ არასდროს.
მხიარულად ამოთქვა დეკამ.
-არც მე ვყოფილვარ, საყვარელ ქალთან პაემანზე არასდროს.
-რაოო? მართლა?!
-კი მართლა, საყვარელ ქალთან პაემანი ჯერ არ მქონია. იმედია მალე დამთანხმდები.
-ლუკაა…
შესძახა გაბუსხულმა.
-კარგი ხო.
გაიცინა და დანებების ნიშნად ასწია ხელები.
დააკვირდა დეკა, არც მას უნახავს აქამდე, ასეთი სუფთა ღიმილი. შეამჩნია, აქამდე ვერშემჩნეული თვალები, როლებიც ყველაზე ლამაზად იყურებოდნენ, იქით სადაც ეგულებოდათ საყვარელი.

დასევდიანდა, რა მოხდებოდა მენახა ადრეო, რა იქნებოდა არ გადავყროდი ყოფილ ქმარსო.
უცებ გაკიცხა თავი.
გაუჯავრდა მის ფიქრებს.
არ გეყოლებოდა ნიკოლაო, ჩასძახა უცხო ხმამ.
შეწყვიტა ფიქრი.

-მომიყევი რამე.
-რისი გაგება გინდა ლუკა?
-ყველაფრის, სულ ყველაფრის, ოღონდ ილაპარაკე, თუგინდა ქუჩის კატაზე მომიყევი, ოღონდ გისმენდე.
-მე მოსაყოლი რა უნდა მქონდეს?! ღირს მოსასმენად?!
-გააჩნია მსმენელს, უღირს თუ არა.
-ჩემს მსმენელს ვკითხავ? ღირს მოსაყოლად ჩემი ცხოვრება?!
-მაშინ გავხადოთ მოსაყოლი, ის რაც მოხდება შემდეგ.

მოუტანეს შეკვეთა. მორიდებით შეექცეოდა დეკა, მის წინ მყოფ საჭმელს. ყელში არ გადასდისო თითქოს ლუკმა.
მალევე მორჩნენ ჭამას. წავიდეთო გამოთქვა სურვილი. დაჰყვა მის ნებას მამაკაცი.

მანქანის სალონში გამეფებული ქალის სურნელი, თავბრუს ახვევდა საჭესთან მჯდომს. გული უხტოდა მღელვარებით.
გააჩერა მანქანა მყუდრო ადგილას.
-იცი? თუ მეტყვი გაგიგებ. თუ მთხოვ აღარ გნახავ დეკა. არ დამიმალავს მე შენთვის ჩემი სიყვარული. არც დავმალავ არასდროს. მეყვარები სულ. ჩემს მთელ ცხოვრებას შენს სიყვარულს მივუძღვნი, მაგრამ შენ თუ ცუდად იქნები, თუ დაგიმატებ კიდევ ჭრილობებს, არ მინდა. შორიდან დანახულიც მეყოფი, ბედნიერი.

თავჩახრილი საუბრობდა კცი.
ვერ უსწორებდა მზერას იმ ერთადერთს.

-მე არ შემიძლია დეკა, არ შემიძლია ასე. რამდენი თვეა არ გიახლოვდები. დიდი დროა რაც გაცდი ფიქრს.უბრალოდ მითხარი, მაქვს უფლება მოგიახლოვდე? არ გთხოვ გიყვარდე, არაფერს გთხოვ საერთოდ, ერთის გარდა, მე დაგანახო ჩემი თავი. მხოლოდ ის მითხარი, თუ მაქვსს უფლება მოგიახლოვდე?!
-ლუკა, არ ვიცი რა ვთქვა. იცი მე რისთვის ვცხოვრობ. ხომიცი ნიკოლა არის ჩემი ცხოვრება მხოლოდ. მას რომ გავუცრუო იმედი? როგორც მე მძულდა დედაჩემი ბავშვური გრძნობით, მასე რომ შემომხედოს, ვერ გადავიტან. ვერ გავუძლებ ხვდები?
-მე არ გპირდები დეკა, არ ვაპირებ ფიცზე და პირობებზე დავაყრდნო ჩემი მომავალი, ჩემი სიყვარული და ცხოვრების დღეები. მე გთავაზობ დამინახო, მაცადო დაგენახო. თუ ვიქნები საკმარისი, თუ გეყოფით შენ და ნიკოს.
სწორად გამიგე, არ ვარ მე თინეიჯერი, არც იმდენად პატარა რომ შენთან ბავშვური გრძნობით მოვიდე. ვიცი რომ გიჭირს, ვაფასებ მაგ ფიქრებს. ერთი მხრივ ეგაა მიზეზი რომ მიყვარხარ ასე ძალიან. შენ არ ხარ სხვების მსგავსი, შენს ღირსებაზე, შვილზე და მის კაცობაზე ფიქრობ უპირველესად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის და იცოდე, არ იარსებებს არაფერი, რაც არ გენდომება. ნიკოლა კიდევ, მიხვდება, დღეს თუ არა ხვალ მაინც, რომ არ მოიქცეოდი არასწორად.

ცრემლებს გასაქანი მისცა, მოსმენილისგან გულატკიებულმა. ვერ გაეგო რას გრძნობდა. არ ეთმობოდა მის გვერდით მმჯდომი. ვერ ემშვიდობებოდა და ვერც ესალმებოდა. გაურკვევლობაში გახვეულს სიტყვები დაკარგვოდა გონებაში.

-ჩემთვის ტკივილი არაფერია, ვფიქრობ რა უნდა გადავიტანო რომ ვერ გავუძლო, მაგრამ ნიკოლას იმედგაცრუებას, მის ტკივილს ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, ხვდები?!

არაფერი უპსუხია ლუკას. მანქანის საჭეზე დაწყობილ მკლავებს, დაეყრდნო სახით და გამოხედა გვერდითმყოფს.

-მაინცდამაინც, ნიკოლა რატომ?

ვერ გაიგო კითხვა ქალმა, მიუხვდა მამაკაცი.

-ნიკოლა რომ დაარქვი შენს შვილს, რატომ?
-მინდა ნიკოლასნაირი იყოს.
-ვინაა ნიკოლა?
-წიგნი წავიკითხე, არ მავიწყდება ამ წიგნის პერსონაჟი. ასეთი ადამიანები თითქმის არ არსებობენ. იცი როგორია კოლა? აი რომ ვისურვებდი ჩემი შვილი იყის ეგეთითქო, ხოდა ბიჭი რომ შემეძინა, ვიცოდი ნიკოლა იქნებოდა მისი სახელი. მე, როგირც დედა, ვეცდები ჩემი შვილი იყოს მისი პიროვნებისნაირი, მინდა იმ უფლის წამდეს, რომლისაც წამდა ნიკოლას, იმ წიგნში მე რომ წავიკითხე.
-და როგორია იმ წიგნში ნიკოლა?
-უფლის გზაზე დადის.
-უფლის გზაზე დავდივართ ყველანი, გინახავს სხვა გზა? არსებობს კი?
-ყველანი იმ გზას გავივლით რომელსაც ავირჩევთ, უფლის გზაზე მიმავალს, არ უნდა გვავიწყდებოდეს, ის ჯვარი რომელიც უფალმა ატარა, იმისთვის რომ ჩვენ წელში გამართულს გაგვევლო ეს გზა. უნდა დავიმსახუროთ აქ სიარული. ბოლოში გასულები, გზის დასასრულს მყოფები, უკან რომ მოვიხედავთ არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი ნაბიჯების. იქ მისულს ღმერთი რომ დაგვხვდება, მადლობა უნდა ვუთხრათ ბოდიშის ნაცვლად, მადლობა თითოეული წაშველებული ხელისთვის და მადლობა გზისთვის, დამძიმებულმა და ნაწამებმა რომ გაირა, რათა ჩვენ გვევლო მსუბუქად. ასეთია კოლა იმ წიგნში, მას არ დავიწყებია, რომ სისუფთავე არაა მარტივი, მაგრამ არ შეშინებია რთულის. მინდა ჩემი ნიკოც ასეთი იყოს. არ მინდა იცხოვროს მარტივ კაცად. გაუჭირდება, თუმცა არც უფალს გაუადვილდა მხრებზე დადებული, მძიმე სიწმინდით გაევლო გოლგოთა.
-შენ საოცრება ხარ დეკა. მიკვირს იცი? შენმა ცხოვრებამ რომ ვერ გაგაბოროტა, გულწრფელად მიკვირს.
აღმოხდა მოსმენილით მონუსხულ მამაკაცს, რომელიც თვალს ვერ წყვეტდა, ერთ წერტილს მიშტერებულ, ჩაფიქრებულ გოგონას. ვერ წარმოედგინა ვერასდროს, ქალი რომელსაც ასე შეხედავდა. უყურებდა და ფიქრობდა, თუ ცხობრებაში უნდა დასჯილიყო, იმის გამო რომ უხაროდა, მის წინ მჯდომის ქვრივობა. მზად იყო ამ სასჯელისთვის, მზად იყო ყველაფრისთვის, მაგრამ მაინც მადლობელი, რომ ჰქონდა უფლება ამ ქალისთვის შეეხედა ისე, როგორც უყურებენ მომავალს.

გაუღიმა თბილად მამაკაცმა. შეავლო სიყვარულით სავსე მზერა.

-იცოდე დეკა, არ იქნება არაფერი, რასაც შენ არ მოისურვებ. მაგრამ იმ ერთი ბეწო იმედის გამო, შენს თვალებში რომ ვხედავ, მაგ იმედის გამო მიღირს ცხოვრება. მიღირს საკუთარი თავი.

აღარ უპასუხია ქალს. ფანჯარას მიადო თავი და დახუჭა თვალები.

დაიძრა მანქანა. კორპუსის ეზოში შესული როლს როისიდან გადმოვიდა დეკა. ნაზი ღიმილით დაემშვიდობა მამაკაცს და სადარბაზოსკენ აიღო გეზი.
შედგა თუარა კიბეზე ფეხი. მოესმა ხმა, რომელმაც მოიცვა მისი სხეული შიშის კანკალმა.

-რძალო? როგორ ხარ?!
-თედო?! აქ რა გინდა?
ძლივს ამოილაპარაკა შეშინებულმა.
-მაზლს როგორ ხვდები? არ გრცხვენია?! სადაა სიხარული?
-თედო, რატომ მოხვედი?!
-რატომ?! შვილიშვილი უნდა წავუყვანო დეიდაჩემს. თან ვატყობ არ გცალია შენც, თავისუფლად შეხვდები მამაკაცებს. ხომ ხედავ ხელი გეშლება ბავშვით?!
ირონიულად უყურებდა მამაკაცი, შიშისგან აწურულს. ცრემლი გადმოუვარდა დეკაც თვალებიდან.
-რა უფლებით მელაპარაკები ასე?! ვინ მოგცა მაგის უფლება?
-და ვის უნდა ვთხოვო უფლება?! რომელიმე საყვარელს, შენ თუ ჩემს ძმისშვილს, მაღლა რომ გიცდის ბავშვური სისუფთავით?! არ დავუჯერე ნანის, რომ მითხრა ვუპასუხე, გადავამოწმებ, არ გააკეთებდა იმას რასაც აბრალებენთქო. ჩემი თვალებით რაც დავინახე, არც იმას დავუჯერო დეკა?! ხომ მოგაცილა საყვარელმა, თან მდიდარი ჩანს. კარგია მარტივად ნაშოვნი ფული?! ერგება შენს შვილს ადამიანო?!

მუხლები მოეკეცა გოგონას. ატირდა მწარედ,რომ გაიაზრა როგორ აკადრეს და რა აკადრეს. სული შეუხუთა მოსმენილმა. თავს ძალა დაატანა, შეიშრო ცრემლები.

-მისმინე თედო, შენ კი არა, თვით ღმერთიც რომ ჩამოვიდეს, ჩემს შვილს ვერავინ წაიყვანს, ვერსად.
მიჩივლებთ?! ხოდა მიჩივლეთ. დაინახავ ვინაა საჩივლელი და დასასჯელი ამ ისტორიაში. ამ ცხოვრებაში, რაც თავი დავუხარე, იმ ოჯახს, იმ კაცს, ვის ღირსებასაც ასე იცავ. მეტად დამჩაგრა ბედმა. ხოდა იცოდე, არ გამიბედო, ის მითხრა რაც არ იცი. წაიყვანე ნიკოლა, მიდი წაიყვანე, თუ მოიპოვებ უფლებას. თუ მაჯობებთ ღირსებაში, თუ გადამიდგებით.

ხარხარი აუვარდა კაცს.
-რაიყო, სამართლის სფეროშიც გყავს საყვარლები?! “კრიშა” გქონია გილოცავ.
ირონიული სიცილით ელაპარაკებოდა წინ მდგომს და აიგნორებდა მის სახეზე გამოხატულ ბრაზს.

-დაარქვი “კრიშა” თუგინდა. ჩემთან ღმერთია, რითი მაშინებთ?! სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიკმარებ იმ ექვს წელს. მე არ გეუბნები არაფერს, ღმერთის სამართალს სად მიუდიხარ?! გაგერკვია ჯერ, შენი არაკაცი დეიდაშვილის, კაცობა.
გაგერკვია და მერე მომდგომოდი ქალს, საქმის გასარჩევად. მიმიფურთხებია შენი ღირსებისთვის, ასე გამალებით რომ იცავ ჩემგან. შენ რომ ღირსება გქონოდა, დეიდაშენის ნაბოდვარს, არც კი გადაამოწმებდი.
-ღმერთის ხსენებაც არ გრცხვენია ქალო?! იმის მერე რასაც აკეთებ, კიდევ ახსნებ?!
-და რას ვაკეთებ, რა დაინახე?
-არ ვაპირებ გავაგრძელო შენთან ლაპარაკი. დაიმახსოვრე, თორნიკეს ხსოვნას, ასე უღირსად რომ ადგამ ფეხს, ასე უმოწყალოდ რომ თელავ ყოველდღე, არ შეგარჩენ. წავიყვან ნიკოს. შენ მაინც არ დაგიტოვებ, ბინძურ ცხოვრებაში.
-ჯერ გაიკითხე, შენი დეიდაშვილის საფლავიდან, რა უნამუსობა ყვირის. გაიკითხე არაკაცის ნამუსის დამცველად, ღმერთის მოყვარეს რომ მოაკითხე და მერე მედავე ღირსებაზე.

ყვიროდა უკვე, ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. კედელთან ჩაკეცილი მუშტებს კრავდა, ისე რომ საკუთარი ფრჩხილები უსერავდა ხელის გულებს.

ისევ წამოდგა.
ისევ გაიმართა მხრებში.
ისევ შეიმშრალა ცრემლები.
ისევ აწია თავი ამაყად.
ისევ შეაღო სახლის კარი და გაუღიმა შვილს. იმ ღიმილით, რომელიც მალავდა ტკივილებს, დარდებს.


“7 წლის წინანდელი, იქ სადღაც, მთებში.”
-თორნიკე, ეს გოგო ვინაა?!
მანქანაში მჯდომ დეიდაშვილს მონუსხულმა გადახედა, თედომ.
-ეს დეკაა, აქ ცხოვრობს.
-იცნობ?!
-მაგას ვინ არ იცნობს?!
-ვინაა ასეთი?
ინტერესიანი მზერით გახედა გოგონას.
-ჩემი მომავალი ცოლია თედო.
-რასამბობ თორნიკე?! ეს?
თვალები დაექაჩა გაოცებისგან.
-კი, რაიყო? 4 წელია მიყვარს. ჯერ ბავშვია ვაცდი და შემდეგ მე ვიცი.
-იცის თვითონ? უთხარი რომ გიყვარს?
-იცის.
-და რაო?
დაბნეული უსვამდა კითხვებს, დეიდაშვილს.
-მე არ მიყვარხარო. არადა არ ეტყობოდა ეგრე. უბრალოდ ბავშვია ჯერ, ცოტას დავაცდი. მაგრამ ცოლი გახდება ჩემი, აუცილებლად.
აღარ უპასუხია თედოს. ანდაც რა ეპასუხა?! შენ რომ ოთხი წელია გოგონა გიყვარს, მე სულელს ერთი შეხვედრით ჩამივარდა გულშიო? არა! ეს არ იყო თედოს კაცობა. ასე ახლობელს, არ აკადრებდა, მისი სიყვარულისთვის შეხედვას, თუნდაც არასდროს დათანხმებოდა დეკა, თორნიკეს.დახარა თავი.


“აწმყო, ტკივილებით და სიხარულით სავსე დღეებით”

გათენდა, კვლავ დაიწყო ახალი დღე, ძველის მივიწყებას ცდილობდა ღამესთან ნაბრძოლველი ქალი.
უყურებდა გვერდით, მწოლიარე შვილს და ფიქრებით დაჰქროდა სხვაგან.

-ნიკო დე, მოდი გავიღვიძოთ რა, ბაღში დააგვიანებ.
-აუ დეე, ციტასაც დავიძინებ.
ძლივს ამოილაპარაკა ბიჭუნამ.
გაუკვირდა ქალს, არასდროს ყვარებია ნიკოლას ძილი, ყოველთვის ასწრებდა დედას გაღვიძებას.
-დედი დააგვიანებ და აღარ შეგიშვებენ. მეც სამსახურში უნდა წავიდე.
თბილად შეაღვიძა ისევ, მძინარე. შვილის ლოყაზე საკოცნელად მიდებული ტუჩები აეწვა ქალს.
-ვაიმე ნიკო, რა ცხელი ხარ. დე გამოფხიზლდი რა. ნიკოლა.

აღვიძებდა ბავშვს, უშედეგოდ.
ამოახველა თვალებდახუჭულმა და აუტყდა უეცარი ღებინება. გონზე ვერ მოჰყავდა დედას. პანიკაში ჩავარდნილმა შვილის მოფხიზლება დაიწყო.
სასწრაფოში დარეკა ქალმა თან ცდილობდა, დასვრილი ტანისამოსი მოეშორებინა ბავშვისთვის.
-წყალი მინდა
ამოიხრიალა ფერდაკარგულმა ბიჭუნამ.
სირბილით გაიქცა სამზარეულოსკენ ქალი, კარში დოდო შეხვდა.
-რახდება შვილო რა სახეგაქვს.
-ნიკოა ცუდად დოდო დეიდა. წყალი შემოგვიტანე რა.
ეს უთხრა და შებრუნდა შვილთან.
-დე, ჩემო სიხარულო. მოდი წამოჯექი მაისურს გაგხდო.
-აი დედი წყალი, როგორაა?
შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით, დოდო.
-აღებინებს და სიცხე აქვს. სასწრაფოში დარეკილი მაქვს, გონზე ვერ მომყავს.
აფორიაქებულმა ამოილაპარაკა გოგონამ.
-კარგი დედი, მოდი გამოვუცვალოთ, ჩაიცვი შენც. კარგად იქნება ყველაფერი, ვირუსია ალბათ რამე.
მზრუნველად გადახედა დედაშვილს და საქმეს შეუდგა.
კარზე გაბმულ კაკუნს, ორი გოგონას შემოსვლა მოყვა, ოთახში.
-პაციენტი რომელია?
იკითხა ერთ-ერთმა.
-აი ექიმო, ღამით კარგად იყო, არაფერი შემიმჩნევია. ვაღვიძებდი და გონზე ვერ მოვიყვანე ამ დილას. სიცხე აქვს და აღებინა.
-ჯობია გადავიყვანოთ კლინიკაში. უკეთ გავსინჯავთ და სისტემასაც დავუდგავთ.
საუბრობდა ექიმი, თან ბიჭუნას გასინჯვით იყო დაკავებული.
-დიახ, როგორც მეტყვით.
თავი დაუქნია და მორჩილად მიყვა უკან.

ხელში ჰყავდა აყვანილი პატარა ნიკო. გულზე მიხუტებულს მიჰყავდა მანქანისკენ. კვლავ მარტო იყო, თავისი შვილის ერთადერთი იმედი. კვლავ მას ეკუთვნოდა, ყოფილიყო ძლიერი, არ გაშვებოდა ხელი, შვილის მტევანზე ჩაჭიდებული.

-დეკა, ჩვენ აუცილებლად უნდა წავიდეთ. ხოიცი ყველაფერი როგორ გვაქვს მიტოვებული. ადგილიც დავჯავშნეთ მარშუტკაზე. ნუგზარის წამლებიც სოფელშია. მარტო არ ხარ დედი, დემეტრე მოვა, ლილე მოვა და არ შეგეშინდეს. დაგირეკავ და ნიკოს ამბავი მითხარი დედი.
სასწრაფოს მანქანაში ასულს თბილად დაემშვიდობა დოდო. მანაც თბილი მზერით დაუკრა თავი ქალს. დაიძრა მანქანა, დაჰყურებდა საკაცეზე მწოლიარე პატარა სხეულს და გული ეწვოდა.

სასწრაფოს მანქანას უკან მიჰყვებოდა, ვერცხლისფერი მერსედესი. საჭესთან მჯდომი, ნერვიულად აკაკუნებდა თითებს საჭეზე და ცდილობდა არ ჩამორჩენილიყო, წინ მიმავალთ.

საკაცეზე დააწვინეს პატარა ნიკო. ფეხ და ფეხ მიყვებოდა დეკა. მჭირდოდ ჩაეჭიდა შვილისთვის ხელი და პანიკურ კანკალს ვერ იჩერებდა.
მოუხურეს კარი, უნდა გავსინჯოთო და დატოვეს კარს მიღმა ანერვიულებული.

კედელთან ჩაიკეცა, ცრემლები უნებართვოდ მოსდიოდა მწვანე თვალებიდან. მხრები უცახცახებდა და ვერ აწყნარებდა თავს.

-წყალი დალიე, დამშვიდდები.
-შენ? შენ აქ რა გინდა?!
-ახლა ამის დროა? დალიე წყალი.
-მადლობა.

წყლის ჭიქა გამოართვა მამაკაცს. მალევე წამოდგა ფეხზე და ახლა ნერვიულად დაიწყო სიარული, საავადმყოფოს დერეფანში.

-რა დაემართა?!
-თედო აქ რა გინდა?
-ჯერ გამაგებინე რა სჭირს ბავშვს.
-არვიცი, მაღალი სიცხე და ღებინება. გონზე ვერ მოვიყვანე.
ტირილით ამოილაპარაკა.
-კარგად იქნება, მოიწამლა ალბათ.
-არაფერი უჭამია ისეთი, რომ მოწამლულიყო.
-რაიცი შენ? გასართობად წასულს ძალიან არ განაღვლებდა რას შეჭამდა?!
-არ მიკვირს იცი? შენგან ეს სიტყვები.
მაგრამ დადგება დღე, როცა ბოდიშის მოსახდელად თავის დახრა მოგიწევს, არ დაგავიწყდეს ჩემი თვალები. ჩემს ატკიებულ სულს შენი ბოდიში არ დასჭირდება. შენ დაგჭირდება ჩემგან პატიება, ღვთისგან შენდობა და არ მოგერიდოს თედო. არ მოგერიდოს შერცხვენილმა ინანო რა კაციც დღეს ხარ.

ცრემლებს ამოყოლა სიტყვები, ორი თავით მაღალ მამაკაცს, მტკიცედ უდგა წინ და არ აშორებდა, ნამდვილ თვალებს, მართალს და სუფთას.

-ნიკოლა გოგოჭურის მშობლები თქვენ ხართ?
-დედა ვარ. რა სჭირს ექიმო?
ძლივს აკავებდა ცრემლებს.
-ენტეროვირუსული ინფექცია აღენიშნება, რამაც გამოიწვია მაღალი სიცხე და ღებინება. გადამდებია და შესაძლოა ვინმესგან მოხდა ინტოქსიკაცია. საშიში არაფერია. დროულად მოხვედით. სისხლში არაფერი აქვს. გადასხმას გავუკეთებთ, მკურნალობის კურსს დავუნიშნავთ და ორ დღეში კარგად იქნება.
-კი მაგრამ გონება რომ დაკარგა?!
ჩაეკითხა დეკა, რომელიც მაინც ვერ მშვიდდებოდა.
-მაღალმა სიცხემ გამოიწვია. ყველაფერი რიგზეა, სისტემას დაუდგამენ და ექთანი შესვლის უფლებას მოგცემთ, მაგრამ როგირც გითხარით, გადამდებია და ნუ შეხვალთ ბევრი ადამიანი. მხოლოდ დედა თუ შევა, უმჯობესია.
უკან მდგომ თედოს შეხედა ექიმმა და აშკარად მას მიმართა ბოლო სიტყვები. თავი დაუკრეს ექიმს. მადლობა გადაუხადეს და თეთრხალათიანიც მოეფარა დერეფნის კუთხეს.

-მისმინე, მეც მინდა ვნახო ნიკოლა. მაქვს უფლება როგორც ბიძას და არ დამიშალო იცოდე.
-თედო ეს რა ტონია?! ვინმე მოვიდა და შვილი დავუმალე?! მობრძანდით და ნახეთ დაგიშალეთ? ნეტა კი ნახავდეთ, ნეტა კი მოიკითხავდეთ ბავშვს, რომელსაც აინტერესებს სად ყავს ახლობლები და რატომ არ უყვართ მათ. ვის მოუნდა ენახა ბავშვი და არ მივეცი უფლება?!
-ნანის და გელას, ხომ არ აჩვენებ?
-ნანის და გელას ბავშვის ნახვა, არც კი უცდიათ თედო. არ მოსულან არასდროს, ერთი თვის წინ დაბადების დღეც არ მოულოცეს და კიდევ მე ვარ დამნაშავე?
-და თუ არ იკარებ საწ....ბს?
-სანამ შენი მეზღაპრე, კარგად წერს ამბებს, მანამ ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. ბავშვის ნახვა გინდათ? ნახეთ. მაგრამ ზედმეტად, შეხება და გულის ტკენა რომ მოინდომოთ ვინმემ, მთებს შევძრავ დაიმახსოვრე. ჩემს ბოლო ამოსუნთქვას იმაზე დავხარჯავ, რომ ნიკო იღიმოდეს. არ გაქვთ უფლება რამე მედავოთ, ნუ მოინდომებ, არ გამოგივა. ჩემს სისუფთავეს, ჩემს სიმართლეს ღმერთი ხედავს, თქვენ რა გგონიათ რამეს გახდებით?!

-დეკა, დეკა რა მოხდა? აქ რატომხართ? ნიკოლა როგორაა? რატომ არ დამირეკე?
დერეფანში ლუკა შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით.
-კარგი ბიჭო, ცალცალკე კითხე, ვერ ხედავ რასგავს?!
-რას გვხარ შენ თუ კარგია.
ბრაზით გადახედა ლუკამ უკან მომავალ დემეტრეს.
-აქ რა გინდათ?
-დოდოშკამ დარეკა. პანიკაში იყო, ბავშვებს მიმიხედეთ მალეო. ლილე სამსახურში იყო უკვე და ლუკას დავურეკე.

ქოშინით უხსნიდა დემეტრე, სიტუაციას.

-აუ რეებს ლაპარაკობთ ხალხო? რადროს ეგაა? ბავშვი როგორაა დეკა?! რა სჭირს ნიკოლას?!
ლუკა ერთ ადგილს ვერ პოულობდა, გულწრფელად ღელავდა ნიკოზე და არც უცდია დაემალა ეს გრძნობა.
-ახლა კარგადაა ლუკა. გადასხმას დაუდგამენ და შევალ მერე, ენტეროსვირუსული ინფექციაო.
ამოილაპარაკა და შუბლით მიეყრდნო დემეტრეს მკერდზე.
-დავიღალე დემე. შეგიძლია წყალი ამომიტანო?!
-ახლავე. გოგო ნუ გადამრევ, ყველაზე “ვოლკი” მყავსთქო ვამბობდი და, შენ მართლა რას გავხარ?!
-დავჯდები რა.
თავდახდილი წავიდა სკამისკენ, თითქოს დემეტრეს დანახვამ, ძალა მისცა, ყოფილიყო ცოტა ხნით სუსტი.
-ამან ვოლკი რო ვთქვი არ მცემა, მართლა ცუდადაა. ლუკა მიმიხედე, ახლავე ამოვალ.
-შენ მიგიხედავ მე კარგად.
მრისხანედ შეხედა ლუკამ მეგობარს.

-დეკა, დამშვიდდი რა, ექიმმა თუ თქვა კარგადააო, რა გჭირს?! გაივლის ყველაფერი ხომ იცი?!
მის წინ ჩაიმუხლა ლუკა.

ცრემლიანი, ჩაწითლებული თვალებით ამოხედა გოგონამ, გულში რაღაც მწარედ ეტკინა ლუკას, მისი ერთადერთი ქალის თვალები, ეტკინა ისე, როგორც სტკივათ საკუთარი ტკივილი.
-რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, ნიკოს რომ რამე დამართნოდა?!
-დამშვიდდი, შენთან ვარ, ხომ ხედავ?!შენთან ვარ. ხომიცი ასე იქნება, შენ ოღონდ დაგჭირდეს, მე სულ აქ ვიქნები შენს წინ, შენს გვერდით. აი ნახავ, ნიკო რა მალე გამოჯანმრთელდეს.
-მადლობა ლუკა.
ესღა თქვა ქალმა და ცხელმა ცრემლებმაც იწყედ დენა. მიიხუტა გოგონა მკერდზე. უცემდა გული, ჯერ არ განცდილი ფეთქვით.
იქვე, კედელზე მიყუდებული თედო, უყურებდა სანახაობას და ვერ გაერკვია რა ხდებოდა, რა უნდა ექნა.

-ბოდიში, ჟღურტულში ხელს თუ გიშლით გვრიტებო, მაგრამ საქმე მაქვს დეკა.
-ეს ვინაა დეკა?
გაოცებულმა ჰკითხა ლუკამ.
-ნიკოლას ბიძაა, გისმენ თედო.
-მე დავფარავ ხარჯებს. ნიკოლა რომ გამოკეთდება, მინდა პირდაპირ სოფელში წავიყვანო დეიდასთან, ხომ ხედავ ვერ უვლი სათანადოდ და არ მინდა ზედმეტი პროცედურები, საქმე რომ წამოვიწყო, მაინც მე გამატანენ და ნუ გაიხდი საქმეს, ასე რთულად.

დეკას სახეზე იტყოდით, ძუ ლომი განრისხდაო. მისი მზერა ამბობდა ყველაფერს. წამოდგა ფეხზე. შებარბაცებულს წააშველა ხელი ლუკამ.

-ჩემს შვილს შეეხები და მოგენატრება მშვიდი სიცოცხლე. მე ნიკოლას იქით არაფერი გამაჩნია საარსებოდ. ჯერ მე მაჯობე, მომიყვანე პოლიცია, წამოიწყე ეგ შენი, უკვე მონაგები პროცესი და ვნახოთ, როგორია ნიკოლას შეეხოთ. მე ხმას არ ვიღებ, დეიდაშენის და ბიძაშენის ასაკის გამო, მაგრამ იცოდე, ნუ დამაჭირვებთ ლაპარაკს.
-დეკა დამშვიდდი რა, სულ კანკალებ, დაჯექი და დამშვიდდი უბრალოდ. ვერავინ შეგეხებათ. ვერავინ გაბედავს.
ელაპარაკებოდა ლუკა და მხრებზე მოხვეული ხელით, კვლავ სკამზე აბრუნებდა.
ამ დიალოგში, წყლის ჭიქით, ხელში შემოვიდა, დერეფანში დემეტრეც.
-და შენ ვინ ხარ?! ვინ ხარ ესეთი, რომ ერევი ჩვენს საუბარში?!
-მისმინე კარგად, მე არ ვიკადრებ დეკას წინ გელაპარაკო, თავისი დარდიც ბევრი აქვს. შენ თუ ის გინდა გაიგო, მე ვინ ვარ, ქალის წინ ნუ მკითხავ. დაინახე მარტო მყოფი? კარგია ქალთან “ხიპიში?!” რაო იჩაგრება ადვილად?! არა მეგობარო, ასე არ ხდება. ჯერ რომც მოინდომო, მის დაჩაგვრას ძალა ჭირდება, გააქვს მაგდენი?! სიმართლე ჭირდება, გემართლება ბიჭო?
-და შენ რატომ აძლევ, თავს იმის უფლებას, მის წინ დადგე და მელაპარაკო?
-გითხარი თედო, არ მინდა აქ, არ მინდა დეკას წინ. შენც ნუ ჩამოხვალ ესე ქვემოთ. ნუ იქნები ის კაცი, ქალს მის ძალას რომ აჩვენებენ. ვილაპარაკებთ, შენ დეკას თუ ამდენ უბედავ, მე არ დაგტოვებ ულაპარაკოს, შენ რომც არ გინდოდეს. ოღონდ აქ არა, ახლა არა.

მშვიდი იყო ლუკა, არ აღელვებულა წამითაც.
-მისმინე ძმაო
ჩაერია საუბარში დემეტრე.
-ჩათვალე ძმას ელაპარაკები მისას, არ გეგონოს მარტოა, არ იფიქრო მარტივია მისი გადავლა. ჯერ მე გამცდი, ჯერ ჩემთან დაამთავრე, მაგის მერე შეგეძლება დეკასთან მისვლა.

მრისხანება აღებეჭდა თედოს სახეზე. გამწარებული მზერა მიაპყრო ბიჭების ზურგს ამოფარებულს.
-იცოდე დეკა, თორნიკეს ხსოვნაზე დაფურთხებას, მის კაცობაზე გადავლას, მე არ შეგარჩენ არასდროს. არ დაგიტოვებ ნიკოლას შენს სამყაროში. არ მოგცემ ამ ბავშვის გასვრის უფლებას.
დაეძაბა ლუკას, აქამდე მშვიდი სახე. ვერ აიტანა დეკასკენ მიმართული მსგავსი ტონი, მსგავსი სიტყვები.
-თქვენ კი, გნახავთ. აუცილებლად გნახავთ, ამ ქალისთვის თუ კი ღირს რამე.

სწრაფი ნაბიჯით მიბრუნდა და ჩაირბინა კიბეები. მიმღებში ხარჯების გასანულებლად მისულს, გადახდილი დახვდა. დემეტრეს მოუსწრია, წყალზე ჩასულს გადაეხადა ბარემ.

გაბრაზებულმა გააქნია თავი თედომ. მანქანის კარი, მძიმედ მიიჯახუნა და დაადგა გუდამაყრისკენ მიმავალ გრძელ გზას.

“6 წლის წინანდელი”
გუდამაყრიდან გამოვიდა ლურჯი ოპელი, მამის მანქანაზე თავმომწონეთ იჯდა თორნიკე გოგოჭური.
-თოკო, იცოდე ცოლი უჩემოდ არ მოიყვანო რა. ორ წელიწადში ჩამოვალ და მერე.
-მოიცა ბიჭო, შენ თუ გელოდე, დავრჩები შვილმომავლის გარეშე და გელას როგორ ჩავხედავ თვალებში?!
-ბავშვი ხარ ჯერ, რადროს ცოლია ?!
-ბავშვი ხარ შეწნ, ჩემზე ორი წლით დიდი ბავშვი, აი თარიღი რო მეტყველებს მხოლოდ, თორემ განვითარება და კაცობა ჩემგან გაქვს ნასწავლი.
-არ უნდა გამეზარდე, კიარა და, ხეზე ასვლა არ უნდა მესწავლებინა. დამნაშავე მე ვარ მხოლოდ…

იცინოდნენ გულიანად და მიდიოდნენ გვერძე სოფელში, სადაც ცხოვრობდა დეკა.
ჩოხში იყო ის მაღაზია, სადაც თორნიკე სიგარეტის საყიდლად დადიოდა. თან მალულ მზერას შეავლებდა ხოლმე, იქ დაგულებულ მომავალ ცოლს.

მოდიოდა გოგონა, სკოლის ჩანთა მოეკიდებინა, სიცხისგან ლოყები წითლად ჰქონდა შეფაკლული. გრძელი ნაწნავი მხარზე ჰქონდა გადმოშლილი და მწვანე თვალებში უელავდა, რაღაც, არაამქვეყნიურად ლამაზი.

ერთხელ შეხედა თედომ. გაახსენდა, თორნიკეს სიტყვა, ცოლია მომავალიო, კვლავ დახარა თავი და მწარედ დახუჭა თვალები.
ღიმილით შეხედა თონიკემ, გოგონას. ცინიკურმა გამომეტყველებამ გადაჰკრა სახეზე.
-ისე იფასებს თავს, თითქოს ამდენად ღირდეს.
ჩაიბურდღუნა ამრეზით.
-რაო?!
გაიოცა თედომ.
-არაფერი, არაფერი. წავედით ნანი გვიცდის.

“დღევანდელი დღე”
იმ ღამით დატოვეს ნიკოლა საავადმყოფოში, დეკამ სამსახურიდან თავისუფალი დღეები ითხოვა. ხელფასიდან დაუქვითავდნენ, მაგრამ ნიკოს ხომ ვერ დაყოვებდა?!
გვერდიდან არ მოშორებიან დემეტრე და ლუკა, საღამოს, 6 ხდებოდა, დემეტრეს რომ დაურეკეს. მის მინი კომპანიას პატრა პრობლემა ჰქონდა და სასწრაფოდ მოუხდებოდა წასვლა.
-დეკა, წასასვლელი ვარ, მაგრამ იცოდე, კონტაქტზე ვარ და რამე თუ დაგჭირდება მაშინვე დამირეკე.
-არაფერია დემე, ყველაფერს მოვაგვარებ აქ მე.
-მიმღებში ანგარიში გავასწორე მე და აღარ იწვალებ არაფერზე. დამირეკე რა, თუ დაგჭირდები. დილანდელივით აღარ მოიქცე.
-რატომ დაიხარჯე?! მაქვს დანაზოგი მე გადავიხდიდი.
-მერე მე რომ დავვირუსდები ენტერულად, შენ გადაიხადე.
-მადლობა დემე.
ღიმილით ჩაეხუტა მიმავალს. მანაც თბილად ჩაიკრა გულში დადწოდებული და ჩქარი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ.
-ლუკა, წადი შენც, ნუღარ გაწვალდები მეტად.
მიუბრუნდა სკამზე მჯდომს.
გაბრაზებული მზერა შეავლო მამაკაცმა.
-დეკა, მე თუ შენით გავწვალდე, აბა ვისითღა ვიქნები კარგად?
-არ გინდა გთხოვ. ისედაც საკმარისზე მეტი გააკეთე, არ მინდა ასე ხდებოდეს, არ ხარ ვალდებული.
-ვალდებულებებს არ ვასრულებ მე, მხოლოდ იმას რისი გაკეთებაც მინდა. ეს ისაა რასაც გულით ვაკეთებ. შენს გვერდით ყოფნაა ჩემთვის სურვილზე მეტი და ნუღა მელაპარაკები.

მორჩილად დაუქნია დეკამ თავი, აღარ ქონდა იმის ძალა, რომ რამე ეთქვა მამაკაცისთვის. სკამის საზურგეზე მიადო თავი და დახუჭა ჩაწითლებული თვალები.
უცებ წამოხტა, უცებ გაახსენდა ახალი სამსახური, დღეს ხომ ორშაბათი იყო, საღამოს შვიდზე დასალაგებლად უნდა მისულიყო.
-ვაიმე, როგორ დამავიწყდა.
-რა მოხდა?!
გაოცებულმა შეხედა ლუკამ.
-სამსახურში უნდა წავსულიყავი, პირველ დღესვე რომ ვერ მივალ, ალბათ დავკარგავ ამ სამუშაოს.
ნაღვლიანად ამოილაპარაკა და ტელეფონს დაუწყო ძებნა, იმ დღეს დამხვედრთან, ქალბატონ ნანასთან რომ დაერეკა.
-მოიცა დეკა, რა სამსახური?! შენ ხომ მუშაობ ისედაც?
-არა, დამატებითიც ვნახე, მაგრამ რომ ვერ მივალ, ალბათ გამომიშვებენ.
-ხოდა წადი, ნიკოსთან მე გავჩერდები. თუ რამე დასჭირდება დაგირეკავ, დიდი დრო გინდა იქ? რომ გიკითხოს და ავუხსნა, მაგიტო გეკითხები, თორემ მე რამდენი ხანიც საჭიროა, იმდენი ხნით მეყოლება ნიკო.
-არა 2-3 საათი, მალე დავალაგებ, ვიჩქარებ იქნებ უფრო ადრეც მოვრჩე.
ამ ერთხელ ლუკა, უბრალოდ ისეთი ადგილია, ვერ დავკარგავ, ძალიან მჭირდება ეს სამსახურიც.
ცრემლები აუკიაფდა მწვანე თვალებში. არ უნდოდა შვილის დატოვება. თუმცა არც უთქვამს უარი, იმ დახმარებაზე, რაც შესთავაზეს. თავისი შვილისთვის ჭირდებოდა, ვერ დაკარგავდა სამსახურს, მაშინ როდესაც შეეძლო ესარგებლა ამ გამოსავლით.
გული შეუფართხალდა ლუკას, ასეთ ქალს, ასე რატომ ჩაგრავსო ცხოვრება. ნაზად გაუღიმა.
-დამშვიდდი დეკა, საავადმყოფოში ვართ, აქ არაფერი მოხდება, რომ ვერ მივხედოთ ნიკოს. წადი, მე მივხედავ, გპირდები თუ დასჭირდი დაგირეკავ მაშინვე.
-მადლობა ლუკა, ვერასდროს გადაგიხდი სათანადოდ ამ სიკეთისთვის.
-ნიკოსთან დარჩენის გამო, მადლობა არ მინდა დეკა. მინდა გაიგო, ნიკოლა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე გვერდიდან ჩანს.
ნელა მიუახლოვდა ქალს, მისი მტევანი მოიქცია თავისაში და ნაზად აკოცა ხელის გულზე.
დაიბნა დეკა, ვერ მიხვდა, რა გრძნობა იყო ასეთი, თითქოს მიწამ იწყო ფეხქვეშ გამოცლაო. ნაზად გაუღიმა მამაკაცს. შვილის პალატაში შევიდა, მძინარეს ფრთხილად აკოცა შუბლზე და ჩუმად გამოიხურა კარი.
-თუ დაგჭირდებით დარეკე რა, მაშინვე წამოვალ.
-დეკა დაგაგვიანდება ასე, მივხედავ მე, არ ინერვიულო.
ნაზად უღიმოდა აღელვებულ ქალს. ამშვიდებდა დეკასაც მისი მშვიდი გამომეტყველება.
წავიდა.
ფიქრები დატოვა იმ პალატაში, სადაც ეძინა პატარა ნიკოს.
ფეხები უკან რჩებოდა და თავს ეძალებოდა, მიეხედა საქმისთვის.

პალატაში ჩუმად შევიდა ლუკა. ნაზად გაეღიმა საყვარლად მძინარე ბიჭის დანახვაზე. იქვე სავარძელში ჩამოჯდა და დააკვირდა ნიკოლას სახეს.
როგორ გავს დედასო გაიფიქრა. მასსავით, მშვიდია, მისი სახეო. გაეღიმა, დეკას გახსენებაზე, უნებურად გაუპო ბაგე ნაზმა ღიმილმა.
ნელა გაახილა თვალები, პატარა ნიკომ.
-დედა სადაა?
ოთახში რომ ვერ დაინახა, მისთვის ერთადერთი, უცებ იკითხა საწოლზე წამომჯდარმა.
-სამსახურში წავიდა. ამ დრომდე აქ იყო, მაგრამ რომ არ წასულიყო, მერე აღარ მიიღებდნენ და სხვა გზა არ ქონდა.
-ვიცი, რომ შეძლებოდა არ წავიდოდა.
-საიდან იცი შენ?!
-დედა ასეთია, თუ შეუძლია სულ ჩემთანაა. როცა სხვა გზა არ გვაქვს მერე უწევს წასვლა.
მსუბუქად გაეცინა ლუკას. სახეზე ჩამოისვა ხელები და კვლავ მიუბრუნდა ნიკოლას.
-რამე ხომ არ გტკივა, ან რამე ხომ არ გაწუხებს, ექიმს დავუძახებ.
-არა არაფერი მინდა. დედას დაველოდები.
-ერთად დაველოდოთ, მეც აქ ვიქნები ხო?
-კარგი.

სიჩუმე ჩამოვარდა, ფიქრობდა ლუკა, რა რთულია როცა ადამიანი გეძვირფასებაო, რა ძნელია შეარჩიო სიტყვები, მასთან მისასვლელადო.
კვლავ დაარღვია სიჩუმე, კაცმა.

-ნიკო, არაფერი გინდა რომ ჭამო?
-კი მშია, მაგრამ აქ რა უნდა ვჭამო.
ამოიბუზღუნა საყვარლად.
-მოდი მობილურს მოგცემ, რამეს უყურე. მე გავალ ვიკითხავ რა გეჭმევა და ამოგიტან კაფიდან კარგი?!
-დედამ თქვა მობილური, დიდებისთვის განუკვილი ნივთიაო.
ხმით გაეცინა ლუკას, ბიჭის სიტყვებზე.
-ალბათ განკუთვნილიო ხომ?
-ალბათ, ეგ სულ ეგრე მელაპარაკება და ყველაფერს ვერ ვიმახსოვრებ.
-არაუშავს, ნელ-ნელა ყველა სიტყვას ისწავლი და ნახავ რა მაგარი კაცი იქნები.
-მართლა დამიტოვებ ტელეფონს?
-დედას თუ არ ეტყვი, შეიძლება…
ეშმაკურად ჩაუკრა თვალი, ფეხზე წამომდგარმა.
-დედას ვეტყვი, მაგრამ ისე რომ არ გაგვიბრაზდეს.
-ნიკო, შენ როგორი კაცი ხარ ჰა? შენ როგორი ბიჭი ხარ იცი?
-კარგი და საუკეთესო.
თავმომწონედ ამოიტიტინა.
-ეგ საიდანღა იცოდი?
გაეცინა ლუკას.
-დედა სულ მეუბნება ხოლმე.

ღიმილით დატოვა პტარა ბიჭუნა,
ექთანმა ფუნთუშების და ჩაის მიღების უფლება მისცა პაციენტს. ლუკამაც მალევე შეაღო პალატის კარი, ლანგარით ხელში.
-აი მოგიტანე.
-მიყვარს მე ბულკი, ოღონდ დედიკოს არ უთხრა ბულკი რომ დავუძახე.
ისევ გაეცინა მამაკაცს.
-ფუნთუშებთან რამე პრობლემა გაქვს?
-არა, უბრალოდ ყველა ბულკს ეძახის და მეც მეზარება დამატებით სახელების სწავლა.
-არადა ნახე, რალამაზი სიტყვები გვაქვს ქართველებს, რათ გვინდა სხვისი ენა?!
-დედაც მაგას ამბობს, ყველაზე ლამაზად ჩვენ ვლაპარაკობთო.
თან ფუნთუშებს შეექცეოდა, თან კი ლაპარაკს არ წყვეტდა პირგამოტენილი. განსაკუთრებით უყვარდა ლუკასთან საუბარი.
შეგრილებული ჩაი ჩაუსხა პატარა ჭიქაში მამაკაცმა, წინ დაუდო, საწოლზე წამომჯდარს.
-მომიყევი აბა, მართა შეგირიგდა?
-არვიცი ლუკა, სულ მეჩხუბება. ნინის ჩემი ფანქარი ვათხოვე და გვერძე აღარ მიჯდებოდა. მერე შემირიგდა, თოჯინის ფეხი მოუძვრა და რომ გავუკეთე გაეხარდა. ახლა ისევ გამიბრაზდა, თათიასთან ერთად რომ ვძერწავდი. არა და თვითონ არ ძერწავს ხოლმე ჩემთან, ასე მეუბნება არ შეიძლებაო.
-როგორ დაგვიტანჯა ბიჭი, მართა ნახე?!
ხმით გაეცინა ლუკას და თმები აუჩეჩა გაბუსხულ ნიკოს.
-მისმინე ნიკოლა, ქალია, მერე რა, 5 წლისაც და 25 წლისაც ერთნაირად ქალები არიან. შენ გევალება, გიყვარდეს, გაუფრთხილდე და პატივი სცე. არ გაუბრაზდე, აცადე გაბუტვა.გაბუტულს რომ ლამაზად შემოირიგებ, ნაწყენს რომ გაახარებ, აი მანდ ხარ ყველაზე დიდი კაცი. არ აწყენინო შენ, გამიზნულად. თუ შენ გიყვარს მართა, რაც მომიყევი იქიდან ჩანს რომ მასაც უყვარხარ. ხოდა მოუფრთხილდი ამას.
-როგორ გავაკეთო? სულ მეჩხუბება.
-როგორ და, სხვასთან როცა გენდომება თამაში, მართაც წაიყვანე და ერთად ითამაშეთ. ყურადღებით იყავი მასთან და ყოველთვის ეცადე გააცინო.
-მე რომ ვეთამაშები ისედაც სულ იცინის.
-აი ზუსტად ჩემო კაცო. ზუსტად ჩემო ნიკო. საყვარელი ადამიანები ხშირად უნდა გავაცინოთ, ამაშია ჩადებული მთელი აზრი.
-რისი აზრი?!
-სიცოცხლის. იცი რითი იზომება კაცი? იცი რითი იზომება მისი ღირსება?
-რითი?
ინტერესი გაუმძაფრდა ნიკოლას. არასდროს მოესმინა, დედის გარდა, ვინმესთვის ასე, არასდროს დალაპარაკებია არავინ ამგვარად.
-ჩვენს გვერდით მყოფი ქალით. ის ვინც გვიყვარს, ჩვენი ღირსებაა ნიკო. ის თუ ბედნიერია, ესეიგი ჩვენ ვღირვართ საცხოვრებლად ამ ქვეყანაზე მიხვდი?!
-ოო დედაჩემივით, დიდურად მელაპარაკები შენ. ყველაფერი ვერ გავიგე, მაგრამ თუ გვიყვარს უნდა გავაბედნიეროთ, ამას მივხვდი.
-მთავარი გაგიგია, რაღა გინდა?!

კიდევ ბევრი ისაუბრეს, იცინოდნენ და ერთობოდნენ, შეძლებისდაგვარად. საწოლის თავზე იყო მიყრდნობილი ლუკა, მის მკერდზე ზურგით მიყრდნობოდა ნიკოლა და მობილურში სასაცილო ვიდეოებს უყურებდნენ. მათ სიცილს მოეცვა, მრავალი ტირილის მნახველი კედლები.

-აბაა ჩემიი პატარა როგორაა?!
კარში მხიარულად შემოვიდა დეკა. ისეთი ლამაზი იყო. მოესწრო სახლში შევლა. შავი შარვალი, ატმისფერი ატლასის პერანგი და თხელი მოსაცმელი ეცვა. ნათელი ღიმილი დაჰქონდა თან.

დანახულ სურათზე გული გაუთბა. ახლადმოსულს. ისეთი სითბოთი ეპყრობოდა ლუკა მის შვილს, შეუძლებელია ეს გამორჩენოდა ვინმეს მზერას.
-დეე…
კისერზე მოხვია პატარა მკლავები შვილმა.
-ჩემო სიყვარულო, ჩემო პატარა, დედიკოს გულო.
კოცნიდა შვილს და არ იშურებდა სიტყვებს, მოსაფერებლად.
-როგორ ხარ დეე?
-კარგად, არაფერი მტკივა.
-ჩემო ყველაზე მაგარო…
არ წყვეტდა შვილის მოფერებას.

-მადლობა ლუკა, ძალიან კი ვიჩქარე, სახლშიც შევიარე და ბოდიში თუ დავაგვიანე.
-ერთხმად და ხმამაღლა ვიმეორებთ აბა, მადლობა და ბოდიში არ ვუთხრათ ლუკას.
გაეცინა ქალს, წრფელი გრძნობა ჰქონდა მადლიერების, ან იქნებ არც იყო მადლიერება?! და იქნებ მეტი იყო, იმაზე, ვიდრე მადლიერებაა?!
მის სიცილზე, სიხარულის სხივები აუკიაფდა თვალებში მამაკაცს. იცოდა ღირდა ეს ცხოვრება ამად.

-ისე, ძალიან მალე მოხვედი… რახდებოდა ახალ სამსახურში? მოგწონს?
დაძინებული ნიკოლას გვერდით, სავარძელში იჯდა ლუკა. შვილის საწოლზე ჩამომჯდარიყო, დაღლილობიგან გათიშული დეკა. ეჭირა შვილის მტევანი და უკოცნიდა დროდადრო, პატარა თითებს.
-მოწონების რა გითხრა, მე სხვა ინტერესები მაქვს და ვერ ვეგუები ჩემს ვერ შესრულებულ მიზნებს. ისე კარგია, ანაზღაურებაც მაქვს და დროც მაწყობს.
-არ დაიღლები?! სამსახურიდან, მეორე სამსახურში სიარულით?
-არ დავიღლები ლუკა, არასდროს დამღლის ნიკოს მომავლის აწყობა.
-იცი? რომ ვფიქრობ, რა ძალა აქვს დედობას, ხანდახან მიკვირს, როგორ შეგიძლიათ იყოთ ასეთები?
-და როგორები ვართ მაინც?
-დედაჩემს ვუყურებ მთელი ცხოვრებაა, დიდუბეში ავტობუსების სადგომს ალაგებდა და იმ ფულით, საჭმელს მყიდულობდა, არა და ისე ლამაზად ხატავს, მაგრამ გადახაზა ყველაფერი ჩემს გამო. თავისი ოცნებები, გამოკეტა იმ სკივრში, რომელიც აღარ გაუხსნია.
სევდიანი ღიმილით ამოხედა ქალს.
-ახლა,შენ გხედავ, იგივე გზაზე და ვამაყობ იცი? მე რომ დაგინახე, რომ შეგამჩნიე,უკვე ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ისე ამბობთ ყველა ოცნებაზე უარს, ისე აჭმევთ თქვენს წილ ლუკმას შვილებს, ისე უყურებთ შვილის ნაფეხურებს, რომ შეუძლებელია, არ დაგიფასდეთ ეს ყველაფერი. მაინც როგორ დაუნდობლად გექცევათ ღმერთი. რომ ვუფიქრდები, ძალიან ვბრაზობ ხანდახან, არ იმსახურებდა ლალი, ასეთ ცხოვრებას. არც შენ დაგიმსახურებია დეკა.
ნაზად გაეღიმა გოგონას, თბილი მზერა აჩუქა მის წინ მჯდომს.
-ღვთისმშობელი დედა იყო ლუკა, მან სამყაროს ხსნა მოუვლინა და დაუფასდა, დალურსმული, ეკლის გვირგვინით გაწამებული შვილი, რომ ჩაუსვენეს ხელებში?! დედა იყო ისიც, არ დაუწუწუნებია ღმერთთან, არ დამიფასე, არ ვიმსახურებდიო. ყველაზე მეტად ის არ იმსახურებდა, მაგრამ გული მაინც დაუფლითა, ჯვრიდან გარდამოხსნილი შვილის ტკივილმა. მე არ ვედრები, რა ღირსი ვარ შევედარო. უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ ესაა ჩვენი არსებობა ლუკა. ღმერთი არ მოგვივლენს, არაფერს ისეთს, რასაც ვერ გავუძლებთ, რომელი სიმძიმისთვისაც არ გვეყოფა მხრები. მე რომ ბედს ვუჩიოდე, რა ქალი ვიქნები? ღვთისმშობელმა სამყაროს შესწირა წმინდანად დაბადებული შვილი, ისე რომ არ გადადგომია ღვთის გზას, არ უჩიოდა განგებას. მე ვინ ვარ ლუკა, ჩემს ცხოვრებაში არსებულ ტკივილებზე ვუბრაზდებოდე ღმერთს და განგებას? მას არასდროს უნდა, თავისი შექმნილისთვის ცუდი, მაგრამ ცხოვრებაა ასეთი. ჩვენ ვცხოვრობთ და უნდა ვიბრძოლოთ, ღმერთზე გაბრაზებას და განაწყენებას არაფერი უნდა. ისაა რთული, როგორ განვაგრძობთ ჩვენს გზას მართლად და როგორ მივალთ უფლის კარებზე.

მონუსხული უსმენდა მამაკაცი, გულში პატარა ისრებივით ერსობოდა ქალის სიტყვები. ყოველ ჯერზე აღემატებოდა მისი გრძნობა, წინანდელს. ყოველ ჯერზე აღარფრთოვანებდა და მეტად აყვარებდა, მრავლის გადამტანი, მაგრამ მაინც ღირსეული ქალი. უბოროტოდ ნატარები ცხოვრების წლები, ვერ სვრიდნენ ლაფში მის ქალობას. უყვარდა ლუკას, მთელი არსებით გრძნობდა, გულში გაჩენილ იმ ადგილს, რომელსაც დეკა ავსებდა, დეკასთან ერთად ნიკოლა, რომელსაც არასდროს გამოარჩევდა თავისი ნაწილისგან, საკუთარისგან.

-მართალი ხარ ალბათ. მე რომ გიყუდებთ, ვერ ვეგუები, თორემ, ნამდვილად არაა სწორი უფალს განვუდგეთ, რთული ცხოვრების გამო. საბოლოო სიმსუბუქე და შვება, სწორედ მის კალთის ქვეშ ჩაგვკიდებს ხელს. სწორი ნაბინებით სიარულს რომ შევძლებთ, მრავალი სიავის შემდეგ, დამსახურებულ ხსნას, და სიმშვიდეს აუცილებლად მოგვცემს უფალი.
გაეღიმა ქალს, გულწრფელად გაეღიმა ლუკას სიტყვებზე.
-მომწონს როგორც საუბრკბ იცი? არ არიან ბევრნი, ვისაც ასე დაელაპარაკები.
-არა და ბევრნი ვართ დეკა, უბრალოდ ყველას თავისი მოსაუბრე სჭირდება. ყველა ადამიანს თავისი მსმენელი ყავს, ცხოვრების გზაზე. შენ ვერ მოგეწონება ყველას საუბარი, იმიტომ რომ ვერ მოუსმენ ყველას. როდესაც ერთმანეთის თვალებით შევხედავთ სამყაროს, მერე კი ვხვდებით იმ სიმართლეს რომელიც ჰქონდა ამბის მთხრობელს.

ჩაფიქრდა გოგონა, ამ სიტყვებზე კვლავ გაახსენდა თედო. ნუთუ შესაძლოა ქონოდა მასაც, თავისი სიმართლე?!

-თედო რომ ბავშვზე მედავება, მასაც აქვს სიმართლე ლუკა?!
-თავისი წილი სიმართლე ყველას აქვს ამ სამყაროში. იქნებ რა უთხრეს? იქნებ რა სტკივა?! იქნებ როგორ შეხედა შენს სიმართლეს, რომელი კუთხით რომ ვერ გაგიგო?!
-ვიცნობ დეიდამისს, 6 წელი მან მეტად მაწამა, ვიდრე მისმა გაზრდილმა. ვინ იცის რა უთხრეს?! ვინ იცის რა დააჯერეს?! ალბათ ჩვენება, რომ მივეცი, მაგას არ მპატიობენ. ალბათ ეგაა მიზეზი, რომ მიმწარებენ სიცოცხლეს.
ვერ გაიგო ლუკამ, რა ჩვენებაზე იყო საუბარი.
-რა ჩვენებაზე საუბრობ?
ღრმად ამოისუნთქა ქალმა, გაახსენდა ყველა სიმწარე, აქამდე მის თავზე გავლილი.
-თორნიკემ გააუპატიურა გოგო, 16 წლის ბავშვი იყო. არ დაუჯერა არავინ იმ პატარა გოგონას ცრემლებს. მისი ძმები აქეთ სწამებდნენ გარყვნილებას, არ დანებდა, მაინც უჩივლა, იმ არაკაცს, ჩემი ქმარი რომ ერქვა ოდესღაც. ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს, პარალელურად ჩვენც დაგვკითხეს, მე როგორც ცოლი, მთავარი მოწმე ვიყავი.

ღრმა სუნთქვას ამოაყოლა ეს ყველაფერი.
-წინა დღით ნაცემი ვყავდი თორნიკეს, იმ გოგოს საჩივრის შემდეგ სულ გაგიჟდა და ჩემზე იყარა ჯავრი. რომ დამიბარეს მოვყევი. მეც გამაუპატიურა და ცოლად მას შემდეგ დამისვათქო. მოვყევი ყველა მისი არაკაცობა. ვუთხარი გააკეთებდათქო, ვუთხარი არ ტყუის ის ბავშვითქო.
16 წლის ბავშვს ისე აუბედურებდნენ, არ დაუხამხამებიათ თვალი. მე რომ გამოვიარე, მე რომ არ დამიჯერეს, მე რომ დამტოვეს ბედის ანაბარა, იმ პატარა გოგოს ასე ვერ მოვექცეოდი. ვაღიარე სიმართლე. ჩემი ქმარი ხომ არაკაცი იყო, მისი მშობლები უარესები, ამიტომაც გაზარდეს ასეთი უღმერთო. ისე აფარებდნენ ხელს, თითქოს ანგელოზი ეჯდათ სახლში, ცივსისხლიანი მოძალადის ნაცვლად.
ექსპერტიზამაც დაადასტურა, ჩემი ჩვენებაც თავზე დაადეს და სასამართლოდანვე მიჰყავდათ ციხეში. იმ გოგოს ძმამ, გამწარებულმა. დარბაზშივე მოკლა, ყელი გამოჭრა პატარა დანით, ჩვენს წინ. ისე უცებ მოხდა, წამში გაიარა ყველაფერმა. ვერ მოასწრეს ეშველათ, პირდაპირ არტერიაზე გადაუსვა ჯიბის დანა.
თავი ჩახარა, მოგონებებით დაღლილმა. მის წინ მჯდომი, თვალებში სითხე ჩამდგარი უსმენდა. ყველა უჯრედი სტკიოდა მოსმენილისგან. ვერ გაეგო, თუ არსებობდა, სადმე ასეთი ტანჯვა. მითუმეტეს სულს უკაწრავდა ის ფაქტი, რომ მისთვის ერთადერთს გადახდა, ყველაფერი ეს.
-და შენ არ გეშინოდა დეკა? ჩვენებას რომ აძლევდი, რაზე ფიქრობდი?!
-რისი შემშინებოდა? მომკლავდნენ?! ასე პირდაპირ გამბედავებიც არ იყვნენ ისინი. ცემით და გამწარებით, ისედაც არ დაუკლიათ არცერთი და რას შევეშინებინე? მართალი რომ ხარ, სხვანაირად გეთქმის ხომ იცი? მართალს თითქოს შიში არ გეკარება, იცი ვერ გაჯობებს სიტყვა და ვერც შეგაშინებს ტყვია. მართალ კაცს ფარად ღმერთი ყავს, მკვდარსაც რომ ცოცხლად უნახავს ამ ქვეყანას.
-არ ვიცი რა გითხრა. მარტო ის ვიცი, რომ აღფრთოვანებული ვარ შენით.
-სწორედ ესაა ლუკა. მე რომ სუსტი მნახო, მე რომ ასეთი არ ვიყო როდესმე, მეშინია იცი? ამ აღბრთოვანებამ რომ გადაგიაროს. ისევ იმ დასაწყისს დავუბრუნდები, ისევ მოვყვები ჩემი ხელებით აშენებული ცხოვრების, ნანგრევების ქვეშ.
თბილად გაეღიმა ლუკას, მიუხვდა ქალს შიშებს. ესიამოვნა აღიარება და არ დამალული მომავლის ხედვა.
-ჩემო დეკა, შენ გეშინია? გგონია გადამივლის? გგონია არ მეყვარები როდესმე?
თავი დახარა მორცხვად ქალმა, გამოიჭირეს იმ გრძნობებში, რაზე ფიქრის უფლებაც კი არ მიუცია საკუთარი თავისთვის.
ნელა წამოდგა სავარძლიდან მამაკაცი. ნიკაპის ქვეშ საჩვენებელი თითი ნაზად შეახო დეკას, ააწევინა თავი და ნაზად აკოცა თვალის კუთხეში.
- ამ თვალებისთვის ვისუნთქებ დეკა, ამ მზერაში დავიმარხები. შენს შიშებს ვუშველი, არ ხარ შენ მარტო, აღარ ხარ. შენი სისუსტე იქნება, რაც გამაძლიერებს, ორმაგად მტკიცე გავხდები, დაცემულს რომ დაგეხმარო წამოდგომაში.

მისი სახე მოიქცია ხელებში. თვალებში უყურებდა და ესაუბრებოდა, ანდობს თითქოს საიდუმლოსო, ჯერ არ თქმულს, არ განცდილს, არ ნაღიარებს.

-იცი დეკა, ამ ბოლო დროს სულ მეფიქრება. შენ რომ გეყო, შენ რომ გაგწვდე, ვარ კი ისეთი?! არ ვარ მე კაცი, ვინც პირობას დაგიდებს, მომავლის გაფერადებაზე. არც ის კაცი ვარ, რომ ვიფიცო, იმაზე, რაც წინასწარ არ ვიცი.
ძალიან უბრალო ვარ დეკა. მინდა ვღირდე შენს გვერდით სამყოფელ ადამიანად. ეს ვარ სულ, ჩემი ტკივილებით, ჩემი გაჭირვებით და ნატანჯი დღეებით.
მხოლოდ ის ვიცი, რომ შენთვის დავდივარ ამ სამყაროში. ყველა ნაბიჯი, იმისთვის იყო, შენამდე რომ მოვსულიყავი. არ გეფიცები, არც გპირდები, გეუბნები მხოლოდ იმას, რომ შენს ღიმილს, შენს ბედნიერებას გავიხდი ცხოვრების მიზნად, მხოლოდ შენსას არა, ნიკოლა ყოველთვის იქნება ჩემი ნაწილი, ჩემს სულში, განცდებში სულ იქნსება ნიკოს ადგილი.

კვლავ გაეღიმა ქალს, გაურკვებელი ემოციით ჩატეხა ტუჩის კუთხე.
ლოყაზე მიადო თბილი ხელის გული, მის წინ მდგომს,მანაც დახუჭა თვალები, ჩამოაყრდნო სახე, ქალის მტევანს.

-მეძინება ლუკა, ძალიან დავიღალე.
-დაისვენე. მე აქ ვიქნები.
-წადი გთხოვ, ნუ გაჩერდები, ცოდო ხარ შენც, მთელიდღეა აქ ხარ. არ მინდა ასე.
-დაიძინე დეკა. მშვიდად დაიძინე.

ნაზად გაუღიმა მამაკაცმა. ტუჩები მიაკრო ქალის მტევანს. მიბრუნდა და წავიდა, იქ სადაც, ყოველთვის ელოდნენ.

“გუდამაყარი”
დეიდაშვილის საფლავის ქვის წინ იჯდა, ნირწამხდარი, გულდაფლეთილი, ტკივილებით დატვირთული მამაკაცი.

-რა გავაკეთო თორნიკე?! ეს მართლა ხოარ გააკეთე ბიჭო? ეჭვი არ შემიტანია შენს სისწორეში, არ დავფიქრებულვარ, ნეტავ თუ მართალიათქო?! იმ გოგოს თვალებს როცა ვუყურებდი, ვერ მემართლებოდი ბიჭო. როგორ უნდა გაპატიო, ეს რომ მართალი იყოს, როგორ მოვუხადო ბოდიში, იმ სიყვარულს, შენ რომ ვერ გაგიბედე… გადავხაზე ხოიცი, მიცვალებულები ზემოდან ხომ ყველაფერს ხედავთ? ხო ხედავ რამხელა გრძნობა გადავხაზე, შენ რომ ცოლი დაარქვი, იმ წამიდან?! ვერ ვუძლებ თორნიკე, შენ რომ მართალი კაცი არ იყო, შენ რომ სწორი კაცი არ იყო, მე ვერ გავუძლებ. ეს რა გააკეთე ბიჭო? აქამდე არც კი ვიეჭვე, ისე წავედი დეკასთან, არც გადავამოწმე, ნანის მონაყოლი, დისე ვართმევდი შვილს. ახლა როგორ ვისუნთქო, შენ რომ მართალი არ იყო, წინ როგორ დავუდგე ბიჭო? ერთად გავიზარდეთ, მე გაგზარდე, ყველა ნასწავლ, კაცურს, ღირებულს შენ გინაწილებდი. არ გამიცრუო იმედი რა, არ გადამთელო გეხვეწები. არ დავიჯერე რისთვისაც მოგკლეს. არც კი დავუშვი, მაგრამ გავიგებ, თუ შენ ტყუილად მყავხარ მანდ, თუ ტყუილად მიყურებ მაგ ცივი ქვიდან, მუჭა-მუჭა ვაჭმევ საფლავის მიწას, ყველას ვისაც, შენი ეს მდგომარწობა რამედ უღირდა. თუ არა და იცოდე, საფლავზე კარსაც არ შემოგიღებ, ერთხელ არ გამოვიხედები შენი სამყოფელისკენ, ბოლო იქნება ჩემი სტუმრობა.

მიწა მუჭში მოიქცია, აკოცა ცრემლიანი თვალებით. გულის დიდი ნაწილი დატოვა, იმ ძელის კიდეზე, სადაც წუთების წინ თვითონ იჯდა. გადმოუგორდა, ის ცრემლი, დეიდაშვილი, რომ ვერ დაიტირა უწინ. პატარა ძმასავით, თავისი ხელებით გაზრდილი, რომ ვერ გააცილა, ვერ გადაარჩინა.

მიდიოდა, იმ სახლისკენ, სადაც არ დახვდებოდა, ის ერთი, ასე რომ ელოდა ყოველთვის. ეძნელებოდა დეიდასთან სტუმრობა, სადაც შავებში ჩაცმული ქალი, შვილ მკვდარი დედა, გაუღებდა კარს. მიდიოდა და რაღაც ნაწილი ექაჩებოდა არ მისულიყო.

-დეიდა, მოხვედი ჩემო თედო?! მოდი, რახანია გიცდით, მოდი რას დამდგარხარ?
-როგორ ხარ ნანი დეიდა?
-მე რა მიშავს შვილო?! ვებრძვი, დამძიმებულ სიცოცხლის დღეებს.
შენ როგორ ხარ ჩემო იმედო?
ღრმად ამოისუნთქა თედომ, გულში ჩაიკრა ორი თავით დაბალი ქალი.

-ნანი უნდა ვილაპარაკოთ.
სახლში შესვლისთანავე დაიწყო თედომ.
-გისმენ შვილო, მოხდა რამე? ჩემს ბიჭს არ გატანს ხო ის უღირსი?
-რატომ მისცა დეკამ ჩვენება?! მართლა სცემდა თორნიკე?
-რას ამბობ თედო?!
შეიცხადა ისე, თითქოს ბინძურად სწამებდნენ ცილს.
-ხომ იცნობდი ჩემს თოკოს? ვინმეს ცემა, თან ცოლის შეეძლო? ის გოგო მოყვანის დღიდან, არ მომეწონა. სულ წასვლაზე ეჭირა თვალი, სულ ვიღაცას ეპრანჭებოდა და ეკურკურებოდა. აგერ ლევანო ხომ იცი?! თორნიკეს ძმაკაცი იყო ბავშვობიდან, გადადი ჰკითხე, ცოლი მიატოვე, ერთად გავიქცეთო, ორი კვირის ქვრივი როგორ ეტორღიალებოდა?! ასეა ჩემო თედო, შენც დაგაბრმავა ხო? შენც გათქმევინა უარი, ჩემი ნიკოს წამოყვანაზე ხო?
-ნანი, ვარკვევ მე ჯერ და მერე გადავწყვეტ რას ვიზავ, ბავშვს ასე როგორ წამოვიყვან? დედაა, კანონი მისკენაა, თუ რამეს არ ვნახავ მტკიცებულებად.
-რად უნდა მტკიცებულება?! აგერ ჩვენი მეზობელი, დოდოს ძმიშვილი როა, დემეტრე, მაგისი საყვარელი ყოფილა, სულ აღარაფრის რცხვენია თურმე, ეგეთ ქალთან ჩემი პატარა ბიჭი როგორ გავაჩერო?!

მოთქვამდა ქალი, გული ეწვოდა, მის გაზრდილ დის შვილს, რომელსაც შვილის ლუკმას ორად უყოფდა.

-ვნახავ ლევანსაც, იქნებ რამე მოვახერხო.

გაიხურა კარი. მიდიოდა და იშლებოდა ნაწილებად, მისი არსება. ენგრეოდა ხატი, იმ ქალის, ვის სიყვარულსაც ატარებდა, ასე უჩუმრად. ენანებოდა დეიდაშვილი, მისი ღირსება, მისი კაცობა, ასე მიწაში რომ ჩააყოლეს, გათელილი, ზედ გადავლილი.


“თბილისი”
დემეტრემ მიაკითხა საავადმყოფოში, ნიკოლა ბევრად უკეთესად გრძნობდა თავს.
-დემეე, ეს რა არის?
მხიარულად შემოხვია პატრა მკლავები მამაკაცს, თვალი გააპარა ყუთისკენ, რომელიც ხელში ეჭირა ახლადმოსულს.
-ეს, სახლში რომ მივალთ, მერე გავხსნათ ხო?!
-ჩემია?
-კი შენია.
-აუ ყველაზე მაგარი მყავხარ დემე!
მხიარულად შესძახა ბიჭმა და კვლავ მოეხვია მამაკაცს.
-როგორ ხარ დეკა?
-არამიშავს.
-ხო, მეც კარგად.
-უი, რაშვები შენ?
დაბნეულად ამოილაპარაკა ქალმა.
-ნუ იყურები მასე, არ მოვა.
-რატომ?
-რატომ თუ ვინ? რომელი კითხვა უფრო ლოგიკური იქნებოდა დეკა?
-აუ, კარგი დემე რა. მერე ვისაუბროთ მაგაზე.
-მერე მე აქ არ ვარ გოგო?! ილაპარაკეთ, ამოთქვით. ჭკუიდან ნუ გადამიყვანთ ოღონდ.
-კარგი ხო, დილიდან ამხელა ენერგია, როგორ გაქვს. ბუზღუნის ულიმიტო ტარიფი გაქვს რამე?!
მიდიოდნენ მანქანისკენ და მათი ხმები შორდებოდა, საავადმყოფოს კედლებს. მსუბუქად მიაბიჯებდა დეკა, დემეტრე უმართლებდა, მუდამ ნანატრი ძმის იმედს.

სახლში მისულებმა, ყავა დალიეს, ნიკოლამ ყუთი რომ გახსნა, ასეთი გახარებული არასდროს მინახავსო, პირველი ეს გაიფიქრა დეკამ.
-დემეე, ეს ჩემია? მე მიყიდე?! აუ დედა, ნახე რალამაზია, მე მიყიდა.
-კარგი ნიკოლა დამშვიდდი, მეც ძალიან მიხარია, თუმცა წესები აქვს მაგას თავისი.
-უკვე წესები? ჯერ ახლა მომიტანა.
-ჯერ მობილირისთვის ძალიან პატარა ხარ, იმიტომ გრთავ საერთოდ ნებას, რომ შესაძლოა, დაგჭირდეს ჩემთან დაკავშირება. ბაღში მასწავლებელს მისცემ და სახლში გექნება განკუთვნილი დრო, ნახევარი, ასე ერთი საათი რომ გაერთო, კარგი?
-კარგი რა დედა, ჩემია და მე მექნება სულ.
-ნიკო, მისმინე დე. სამსახურში რომ შევდივარ, მეც ვტოვებ მობილურს, კარადაში. ყველგან მისი ტარება არ შეიძლება, ყველაფერს თავისი წესი აქვს, აი დემეც ტოვებს კაბინეტში, როცა თათბირი აქვს.
გადახედა იქვე მჯდომს, ტელეფონში რომ ჩასჩერებოდა გამალებით.
-კი ნიკო, დედა მართალია.
დაეთანხმა დემეტრეც.
-კარგი ხო, დიდები ბოროტები ხართ რა, მე სულ პატარა ვიქნები, არ გავბოროტდები.
გაეცინა დეკას, დაიძრა შვილისკენ, საწვალებლად შემართული.
-ახლა მე შენს ბუზღუნს, მაგ ლოყებს იცი რას ვუზამ?!
-დედა არაა… აუ დეე გეყოფა, აღარ შემიძლია, ნუ მაცინებ დედა.
ისმოდა ხმები, იყო სიხარული. არ გაუგია არაფერი დემეტრეს, მობილურში თავჩარგულს, პაემანზე ვერ დაეთანხმებინა, წითირი გოგონა.

-დემე, გთხოვ რა. არ მინდა გათამამდეს, არ მინდა იხარჯებოდე და ამხელა საჩუქრებით ანებივრებდე. ისედაც რამდენს აკეთებ ჩვენთვის, ამის გადახდას ვერასდროს შევძლებ.

სამზარეულოში ისხდნენ პირისპირ. უმხელდა დეკა თავის გულში გაჩენილ ფიქრებს.

-დეკა, შენ ვინმე გთხოვს გადახდას? შენი აზრით რატომ ვაკეთებ?! ნიკოლა და შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდით, მე ესე მიმაჩნია, ესე გგრძნობთ, შენ არა? შენ რას უხერხულობ?!

ქვემოდან ამოხედა მამაკაცმა, შეავლო შეფიქრიანებული მზერა თავდახრილს.

-რა გჭირს დეკუნა? რამე გჭირდება?!
-დემე, არეული ვარ ძალიან, ლუკასთან მიმართებაში, ფიქრებს ვერ ვალაგებ.
-გიყვარს?
-არ ვიცი, არ მყვარებია არასდროს, რომ ვიცოდე, რომ შემეძლოს, ყველაზე სწორი ადამიანია ვინც უნდა მიყვარდეს.
-და პრიბლემა რაშია მაშინ?!
-მე არ ვარ სწორი გესმის? მის სუფთა ცხოვრებასთან, მე რა მოსატანი ვარ? ცარიელი შიში, ცარიელი ტკივილი და მუდამ ბრძოლა ვარ გესმის? რომ დაიღალოს, რომ ვერ შევძლო ლუკასთვის ვიყო, ის ვინც გასწვდება, მის ადამიანობას? თან ნიკო მყავს მე. მის ცხოვრებაზე ვაწყობ ჩემსას. მისი დღეებით ვითენებ დილას. რომ ვერ შეეგუოს? რომ ვერ აიტანო? არ ვიცი. არ შემიძლია.
-დეკა, დამშვიდდი ჯერ ხო? ლუკას ვანდობდი ჩემს სიცოცხლეს, ჩემს თავს. რომ ვიცოდე თვალებ ახვეული, მიდის წვრილ ბილიკზე, მის სისწორეს გავყვები, არ გავიფიქრებ, რომ ვერ ხედავს და იქნებ გადამჩეხოსთქო. ლუკაა გესმის? თუ უყვარხარ, უყვარხარ. თუ უნდიხარ, თუ შენამდე მოვიდა, ესეიგი იცის რასაც აკეთებს. მიეცი თავს უფლება, გქონდეს ბედნიერი დღეები. პატარა ხარ ძალიან ჯერ, რისთვის იტანჯავ თავს? რისთვის უკრძალავ შენს ცხოვრებას, ბედნიერებისკენ მიემართოს? რატომ გადაწყვიტე, რომ ტკივილი ხარ?

თავი დახარა დეკამ, აუწყლიანდა ცოტა ხნის წინ, სიხარულის სხივებით აკიაფებული თვალები.
-დემე მე გათხოვილი ვიყავი. არავინ იცის რისი გადატანა მიწევდა, რას გავუძელი და რას შევეწინააღმდეგე. მეშინია, ადამიანების სიახლოვის. ძლივს მივეჩვიე იმას, რომ ახლოს მოსული ადამიანი, საცემად არ იწევს. ორსულს ისეთი სტრესი მაქვს გამოვლილი, იმ ცხრა თვეს ვერ ვიშუშებ ჯერ მარტო.

ხელებში ჩარგო სახე დემეტრემ. მძიმედ დახუჭა თვალები. ხელის გულს დაეყრდნო ნიკაპით და გაუსწორა მზერა, მის წინ მჯდომს.
-ლუკა ყველაზე კარგი ადამიანია. იცი რა მართალია?! მესამე კლასში იყო, ჩვენთან რომ გადმოვიდა. მაშინაც მართალი იყო. სუფთა იყო დეკა.მას შემდეგ ჩემი ნაწილია. მისი სიტყვა იყო, ყველა მოქნეულ ხელზე მეტი, მისი აწეული ტონი, მისი დაკარგული სახე არ მახსოვს მე, ამდენი წელია ვიცნობ, კი არ ვიცნობ და ნაწილია ჩემი. მხოლოდ ერთხელ სცემა ადამიანი. მეშვიდე კლასელმა, მასზე უფროსი. სიტყვა რომ ვერ გაიტანა და ვერ მოაშლევინა, არაკაცობა. არ მახსოვს დანარჩენად მისი ჩხუბი. განა ეშინოდა?! ერთხელ ჩემს კლასელ ლიზიზე ნასროლ გუნდას თავი მიუშვირა, იცოდა, გუნდის შიგნით ქვა რომ ჩატენეს, დაინახა და გადაეფარა. არ ეშინია ტკივილის, არც ჩხუბის, უბრალოდ ერიდება, სხვის ტკენას არასდროს დაუშვებს ხვდები?
-ასეთი რომაა, ზუსტად ამიტომაა რთული, მე რომ ვატკინო? მე რომ ვერ გავწვდე? იცი, სულ მეფიქრება მასზე. ერთხელ დაჭერილი მისი მზერა, არ იშლება ჩემი მხედველობიდან და მეშინია, ამ ტკივილს რომ ვერ გავუძლო, მეტს ვეღარ გადავიტან.
-ლუკამ მითხრა ერთხელ. რომ ვიბადებით, ღმერთი ხურჯინს გვაძლევს. იმ ხურჯინში ტკივილებს და სიხარულს ვაგროვებთ. მთელი ცხოვრება მხრებით დავატარებთ, და არ არსებობს ის სიმძიმე, რასაც სიცოცხლის დასასრულამდე ვერ დავძლევთ. არ არსესბობს ისეთი ტკივილი, არც სიხარული, რომელსაც ამ ხურჯინში ვერ ჩავტევთ, ხოლო მასში ჩატეული ტვირთი, უკვე ის სიმძიმეა რისი ტარებაც შეგვიძლია. ამიტომ დეკა, დაფიქრდი, შენ აღარ ხარ პატარა, ცხოვრებამ გაგზარდა საკმარისად. შენი ხურჯინი რამხელაა?! გეყოფა იმ მომავლისთვის, რომელიც წინ გაქვს?!
-არვიცი დემე, მხოლოდ მე არ ვარ, მხოლოდ ჩემი ცხოვრება არ მაბარია. ლუკა ყველაზე ლამაზი რამაა რაც ცხოვრებაში შემხვედრია, ესეთი გრძნობები არასდროს მქონია. მეშინია.

თავდახრილი საუბრობდა, დაჰყურებდა ერთმანეთში ახლართულ თითებს და არ აძლევდა ცრემლებს, ჯებირების გადმოკვეთის ნებას. მომღიმარი სახით უყურებდა დემეტრე. ადგა და ზურგიდან მოეხვია გოგონას.

-სიყვარული საშიში არაა, მითუმეტეს თქვენთვის და მითუმეტეს შენთვის. აცადე ცხოვრებამ ბედნიერი გაგხადოს, მოვიდა ეს დროც.
ჩუმად ესაუბრებოდა თავდახრილს. თავზე აკოცა და დატოვა მარტო, ფიქრებში გახვეული.

დემეტრე და ნიკოლა თამაშში იყვნენ გართულები, დეკა რომ შევიდა.
-ხელები დაიბანეთ, სუფრას ვაწყობ, ვჭამოთ.
ნაზი ღიმილით მიმართა ოთახში მყოფთ.
-აუუ როგორ მშია..
აწრიალდა დემეტრე.
-მჭამელთა ასოციაციის უპირობო ლიდერი ხარ დაიაური.
სიცილით შებრუნდა სამზარეულოში და სუფრის გაწყობას შეუდგა. მალევე შემოვიდნენ აბაზანიდან გაწუწული ნიკოლა და დემეტრე.
-დეკა, 26ში ლილუშას დაბადებისდღეა, ავღნიშნავთ და დამაბარა მეთქვა შენთვის, თვითონაც დაგირეკავს, მაგრამ ასე წინასწარ მეც გეტყვი, რომ მოემზადო რა.
-დღეს ხომ ოცდასამია? მაზეგ ანუ?! აუ რანაირად? ნიკოლა მერე, ან სამსახური, არა რა დემე. ისე ვნახავ მერე ლილეს.
-კარგი რა, წავიყვანოთ ნიკოც. დიდი კაცია უკვე. ხო წამოხვალ ძმაკაც?
მხიარულად მიმართა გვერდით მჯდომს, რომელიც რესტორანში არასდროს ყოფილიყო აქამდე. მანაც აჟიტირება ვერ დამალა.
-დე შეიძლება? ძალიან მინდა, თან ხომ არ ვყოფილვარ რესტორანში?! წავალთ?
-შენ თუ ასე ძალიან გინდა, წავიდეთ დედი.
ნაზად გაუღიმა სუფრასთან მსხდომებს, წამოდგა და ყავის გასაკეთებლად ქურას მიუბრუნდა, თან ფიქრობდა რას ჩაიცვამდა, არ ემეტებოდა ფული, რამის საყიდლად.

გააცილეს დემეტრე, საღამო იყო უკვე, ტელევიზორთან ისხდნენ და იცინოდნენ, ჯერის ოინებზე, ტომის რომ მოსვენება დაუკარგა. (ანიმაცია, ტომი და ჯერი)

-ალო, გისმენთ.
-გამარჯობა თედო.
-რომელი ხარ?!
-ლუკა ვარ. როდის შეძლებ, რომ მნახო?!
-ხვალ მოვდივარ გუდამაყრიდან, რომ ჩამოვალ დაგირეკავ და შეგხვდები.
-გელოდები.

გათიშა ყურმილი, მანქანის ფანჯრიდან გახედა კორპუსის იმ ფანჯარას, სადაც ეგულებოდა მისთვის ძვირფასი.
დინჯი მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან და აუყვა კიბეებს.

-როგორ ხარ დეკა?
-ლუკა?! საღამომშვიდობისა, კარგად შენ?შემოდი.
კარში მდგომმა ქალმა, გზა დაუთმო ახლადმისულს და შეატარა მისაღებში.
-ნიკოლა ვერ ვნახე დღეს, ძალიან ბევრი საქმე მქონდა. როგორაა?
-კარგადაა, დემეტრე იყო აქ და გაერთო კარგად. ვაბანავე და ახლა დაწვა, არ ეძინება ჯერ, შედი თუ გინდა.
ნიკოს ოთახისკენ წავიდა ლუკა. საბანში გახვეულიყო პატარა სხეული და თვლემდა. ფრთხილად მიუახლობდა, შუბლზე მიაკრო ტუჩები და იქვე დაიჩურჩულა.
-არ გეგონოს დამავიწყდი, ბევრი საქმე მქონდა, გვიან მოვედი მაგრამ მინდოდა მენახე.
ახლა ლოყაზე აკოცა გახარებულ ნიკოლას და გამოიხურა ოთახის კარი. დეკას ცრემლებით აევსო თვალები, რომ დაინახა, რა მნიშვნელოვანი იყო, ნიკოსთვის ეს. რომ შეამჩნია შვილის სახეზე, იმედისა და ბედნიერების სხივები.

-ყავას დალევ?!
მისაღებში გამოსულმა ჰკითხა ლუკას.
-აუ ძალიან თუ არ იწვალებ კი, სამსახურიდან მოვდივარ და გაბრუებული ვარ.
-უი, მაშინ საჭმელსაც ხომ არ შეჭამ?
ლუკას გაეღიმა, უნებურ მზრუნველობას გრძნობდა და უთბებოდა გული.
-არა არ გაწვალებ ამდენად.
-კარგი რა ლუკა, აქ მხოლოდ იმიტომ მოხვედი, რომ ნიკოლა გენახა, თან ასე დაღლილი და მე ვიწვალებ კიდევ?!
-კარგი, მაშინ მშია.
კვლავ გაუღიმა მის წინ მოფუსფუსე ქალს და, სამზარეულოს მაგიდასთან დაიკავა ადგილი. მკლავები მაგიდაზე დააწყო, სახე ჩამოაყრდნო და თბილი მზერით აკვირდებოდა დეკას.
-ლუკა, ეგრე ნუ მიყურებ.
-სხვანაირად როგორ შემოგხედო?!
-ანუ, ყველას მასე უყურებ?!
-არ მითქვამს მე ეგ, შენ ვერ გიყურებ სხვანაირად.
წინ დაუწყო საჭმლის თეფშები და უყურებდა, იქვე ჩამომჯდარი.
-შენ არ შეჭამ?!
-მე ვჭამე წეღან, ჩაის გავიკეთებ. შენ დალევ?
-არა, მადლობა.

ცოტახნით სიჩუმე იყო სამზარეულოში. ლუკამ დაღლილობისგან, რამოდენიმე ლუკმის შეჭმა მოახერხა, მალევე მორჩა ვახშმობას.
-სულ ეს იყო?
-ძალიან დაღლილი ვარ, ვერ შევჭამ მეტს. ძალიან გემრიელი იყო.
მხოლოდ გაუღიმა მამაკაცს და დაიწყო მაგიდის ალაგება, წამოდგა ლუკაც, ნიჟარაში ჩააწყო გასვრილი ჭურჭელი. მთელი სხეულით იგრძნო დეკამ, ლუკას განსხვავებულობა. 4 წელი ქმარი ყავდა, ამდენი წელი მამინაცვალი ზრდიდა, მერე მისი მამამთილი და არც კი გახსენებია რომელიმეს, დახმარებოდნენ დეკას. ყოველთვის ის აკეთებდა საქმეს, ისე რომ არავის მოსვლია აზრად რაიმეთი მიშველებოდნენ.

მისაღების დივანზე იჯდა ლუკა, მის გვერდით, მოშორებით ჩამოჯდა დეკაც.
-ცოტა ვისაუბროთ და წავალ რა. არ მინდა შენთან ლაპარაკის გარეშე დაძინება.
გულწრფელად ამოთქვა და ნაზი მზერა შეავლო ქალს. მანაც არ დაიშურა სიყვარულნარევი გამოხედვა. დაიჭირა ეს წამი ლუკამ.
-ლილეს დაბადებისდღეზე შენც იქნები?
-გინდა რომ ვიყო დეკა?!
-სულ ასე რატომ იქცევი?
-როგორ ვიქცევი მაინც?!
-გინდა რამე ისეთი მათქმევინო, დავუშვათ მინდა, მერე?
-ეგ დავუშვათ და მერეა?! შენ გინდა რომ მეც ვიყო და მერეო კიდევ მეკითხები?!
-ნუ მაწვალებ.
-ბიჭი ნაწუწნ კამფეტს დამამვბანე და კიდევ მე გაწვალებ?!
ხმით გაეცინა დეკას, ეს უნდოდა ლუკას მზერასაც, უნდოდა დაენახა ყველაზე ლამაზი რამ, იმ ქალის ღიმილი, რომელიც უყვარდა.
მიიწია ახლოს, მომღიმარს თმაზე ჩამოუსვა ხელის ზურგი, გაუღიმა მანაც, ისე როგორც უღიმის მხოლოდ მას.
-მაინც როგორი ლამაზი ხარ?!
ჩურჩულით ამოთქვა, მიეალერსა სიტყვებით, თითქოს. ნაზად აკოცა თმაზე, შეიგრძნო მისთვის, ყველაზე საყვარელი სურნელი.
-ვიქნები ლილეს დაბადებისდღეზე მეც.
გაეღიმა დეკას, არ უპასუხა აღარაფერი. წამოდგა მამაკაცი და მოემზადა წასასვლელად.
-წავალ მე. დაისვენე შენც, ღამემშვიდობის.
-ღამემშვიდობისა ლუკა.
კარის ზღურბლთან იდგნენ, დაჰყურებდა ზემოდან, სტუმრად მოსული, ლამაზ მასპინძელს.
მიუახლოვდა, ნაზად მოხვია მხრებზე მკლავები, ჩაიხუტა, თითქოს ყველაზე სათუთს, ყველაზე სუფთას ეხებაო, იმდენად ნაზი იყო მისი ეს ქცევა. შემოხვია ქალმაც მკლავები, წელზე. ღრმად შეისუნთქა მამაკაცის სურნელი, დახუჭა თვალები და მოშორდა უცებ.
-კარგად ლუკა.
დაიხურა კარი. ჩაირბინა კიბეები გახარებულმა, თითქოს სხვა სუნთქვა, სხვა გულის ცემა ჰქონდა.
ახლის დასაწყისთან, მარტოდ დარჩენილი ქალი, იდგა კართან და ცდილობდა ესწავლა, როგორ ეცხოვრა.


მალე გავიდა 3 დღე. ლილეს დაბადების დღისთვის ახალი კაბა იყიდა დეკამ. მუხლამდე, ტანზე მომდგარი მუქი მწვანე კაბა იყო. მარცხენა ფეხზე ოდნავ ჰქონდა ჭრილი. მის თვალის ფერს განსაკუთრენით უსვამსა ხაზს. გვერდით პატარა ნიკო ედგა, ვარდისფერ პერანგსა და მუქ ჯინსში გამოწყობილი. ლამაზად იღიმოდნენ, იდგნენ სარკის წინ და უღიმოდნენ მომავლის დღეებს.
მობილურის ზარმა შეაწყვეტინა ფიქრი დეკას.
-ხო დემე. კარგი, ნიკოს მოვაცმევ და ჩამოვდივართ.
დაკიდა ყურმილი და მიუბრუნდა ქურთუკით ხელში, მომლოდინე შვილს.
-დე, ყველაზე ლამაზი ხარ, ყველას ჯობიხარ საერთოდ.
-დე, ყველა დედა ლამაზია, ყველა შვილს ელამაზება საკუთარი მშობელი.
-ოო, რომ არ იყო დედაჩემი, მაინც ლამაზი ხარ ყველაზე.
-შენ როგორი კომპლიმენტები ისწავლე?! როგორ გამეზარდე, უყურეთ ამას?!
თან კარს კეტავდა, თან ესაუბრებოდა სიყვარულით სავსე ნიკოლას, რომელსაც ეამაყებოდა დედა.
მხრებზე ჩამოშლილი გრძელი თმა, უკან გადაიყარა და სადარბაზოდან გავიდა.

-ეს რა სილამაზეა?! გოგო, ასე თუ გააგრძელე, გაგათხოვებ მე შენ.
-დემეტრე, ნიკოლა გჯობია კომპლიმენტებში, ჩაეწერე გასწავლის.
-ოჰ, ჩემი კაცია ეგ. ყველაზე მაგარი კაცი, მასწავლი ნიკო?!
-გასწავლი, ქალს ის უნდა უთხრა, რაც თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს. თან ისეთ ქალს ვინც ყველაზე მეტად გიყვარს.
უცებ ამოთქვა პატრა ბიჭმა.
გაოცებული შემობრუნდა დემეტრე უკან.
-რაო ახლა ამან?!
-რაც გაიგონე, წინ იყურე.
სიცილით მიაბრუნა დეკამ მამაკაცი.
-მოიცა ეს ვინ გასწავლა შენ?!
-ლუკამ.
-ხო, კი, რათქმაუნდა, მეც არ ვიფიქრე რა, ესეიგი ლუკა რეებს ასწავლის ბავშვს ნახე?! მოწოდების სიმაღლეზეა ჩემი მორალის თიჩერი.

მალე მივიდნენ რესტორანში, 20 პერსონაზე გაეშალათ ლამაზი სუფრა, ლილეს მეგობრებს და ახლობლებს მოეყარათ თავი. ლუკა არსად ჩანდა. თვალებით დაუწყო ძებნა, ახლად მისულმა დეკამ.
-მოვა, დაჯექი, ნუ იტყობ მიჯნურობას, ნუ გადამრიეთ.
-რა გინდა დემეტრე?!
მობეზრებულად გადმოხედა დეკამ.
-მე არაფერი ჩემო კარგო, მაგრამ ერთ ბრძენ კაცს ვიცნობ, კარგი რაღაც აქვს ნათქვამი.
-რაო აბა? რა თქვა შენმა ბრძნადმეტყველმა?!
-“სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა მონაპარსაო”
-მონაოარსაო თუ ნაპარევსაო?!
-დეკა რაღა ნახე? შენ რაიცი რა თქვა?!
-მეც ვიცნობ მაგ ბრძენ კაცს, ჩემო დემეტრე.
იცინოდა ლაღად, დემეტრესთან ერთად იცინოდა კვლავ. ლამაზი ყუთით ხელში მოუახლოვდა ლუკა, მაგიდას. მუქ შარვალზე, შავი ტილოს პერანგი ეცვა, თხელი წვერი და თმა უკვეთავდა, სახის ნაკვთებს. არ ტოვებდა გულგრილს, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. მისი თაფლისფერი თვალები, ყოველთვის სიკეთეს ასხივებდნენ.

-ლილუშაა, დავაგვიანე ისევ, მაგრამ ნახე რა მოგიტანე?!
თბილად გადაეხვია მეგობარს და გაუწოდა ლამაზად შეფუთული ყუთი.
-აუ ლუკაა, სად იშოვე?! როგორ მიყვარს.
მხიარულად გაშალა ნაკრების მაისური.
-ვაიმე, ავტოგრაფები, ვაიმე ორიგინალია?
-არა ლილოში გადავირბინე, უცებ ვიყიდე ეგ.
სიცილის ტალღამ გადაუარათ სუფრაზე მსხდომთ.
-შენ ხარ საუკეთესო, შენ სულ იცი როგორ გამახარო, შენ სულ იცი რა მიყვარს.
ეხუტებოდა და სიხარულის დამალვას არ ცდილობდა იუბილარი. მათი შემხედვარე, დეკამაც ვერ მოიშორა ღიმილი სახიდან. მალული მზერა შეავლო ქალს, ახალმოსულმა.
რა ლამაზიაო გაიფიქრა და დაჯდა სუფრასთან, ნიკოლას გვერდით.

ერთობოდნენ, ხალისობდნენ და სვამდნენ. სასიამოვნო გარემო იყო. ლუკაც სვამდა ცოტას, მხოლოდ დემეტრე იჯდა გაბუსული, რომელსაც სტუმრების დარიგება ევალებოდა.
-და რომ მძღოლად დაგიქირავებ, დაბადებისდღეზე, რა ველაპარაკო?!
-კარგი რა დემე, შენ მითხარი თვითონ და დაგთანხმდი მეც, ტაქსით გავალთ ყველა, დალიე რა შენც.
-არა, საქმე მაქვს მე თან.

დარბაზში ლაზურის ჰანგები გაისმა. ყველაზე მეტად უყვარდა დეკას ეს ცეკვა. სკოლის გამოსაშვებისთვის დაადგმევინა მასწავლებელმა და მას შემდეგ აღარ უცეკვია. არა და ყველაზე ლამაზად მას გამოუვიდა მაშინ, სიყვარულითბისწავლა და მთელი მონდომება გამოიჩინა.

დაიწყო დემეტრემ ცეკვა, გადაიყოლა ლილე. სასწაული სანახავი იყო, და ძმის შესრულება. ცეკვავდნენ გრძნობით. დემეტრემ ანიშნა დეკაც, მანაც თავი დაუკრა და, შემოვლით გაიწვია სცენაზე გოგონა.
მისი ჩალისფერი თმა რხევით ეფინებოდა მხრებზე, ტანი ააყოლა მუსიკას.
უყურებდა ლუკა.
ვერ წყვეტდა თვალს.
ვერ სუნთქავსო თითქოს.
როგორ ელამაზებოდა, როგორი განსაკუთრებული იყო. ეფერებოდა მზერით, სცენისნცენტრში მყოფ ქალს, რომელიც იყო მისთვის.

ნიკოლას ესაუბრებოდა დემეტრე, თან ვაშლს თლიდნენ და ჭამდნენ.
ნაზად წამოდგა დეკა, ტერასაზე გავიდა ცოტხნით.
ფიქრებიდან საყვარელმა ხმამ გამოარკვია.
-არ წყვეტ ჩემს გაოცებას.
მონუსხული უყურებდა გოგონას, ლუკა.
-და რამ გაგაოცა მაინც?!
ეშმაკურად გაუღიმა მანაც.
-შენმა ცეკვამ. ასეთი ლამაზი ცეკვა არ მინახავს, არასდროს არსად.
-გამოსაშვებისთვის ვისწავლე, კარგად არც მახსოვდა.
ნელა მიუახლობდა ლუკა, თვალებში უყურებდა დაბნეულ ქალს.
-შენს თვალებს სინათლე დააქვთ, ჩემს სულს ავსებენ ნათელი ფერებით…

აივნის მოაჯირს დაეყრდნო კაცი, მოიმწყვდია, პატარა სხეული, მკლავებს შორის.
შეცბა გოგონა, ისტერიულად ეშინოდა ნასვამი ადამიანების. ძველმა ტრამვებმა, ძვლებზე შემოხხვიეს ბინძური კლანჭები. დაეჭიმა სხეული ნერვიულობით, ძლივს იმორჩილებდა ფეხებს, არ მოჰკვეთოდათ.

-გთხოვ გაიწიე.
-რა გჭირს დეკა?!
-არ მიყვარს ასე ახლოს რომ არიან.
-აქამდეც ვყოფილვარ შენთან ახლოს.
-მაშინ ნასვამი არ იყავი.

სასწრაფოდ მოაშორა მაჯები, რკინის მოაჯირს. დაიწია ორი ნაბიჯით უკან და ტკივილიანი თვალები მიაპყრო, მის წინ მდგომს.

-ყველა დღეს გაგიფერადებ, რაც წარსულმა, დაღად დაგასვა. შიშს ნუ დამანახებ, უნდობლობას ნუ დამანახებ, გთხოვ. ნასვამი კიარა, მკვდარიც შენი ღიმილისთვის განვაგრძობ არსებობას.
-ცუდად ნუ გამიგებ გთხოვ, მე ძალით არ მინდა, ყველაფერი ვერ გადავლახე.
-ერთად ვუშველით, შენს გადაულახავ შიშებს.

კვლავ მიუახლოვდა ქალს, მისი მტევანი გულზე მიიდო.

-გესმის?! გრძნოობ?!
თავი დახარა ქალმა, ცრემლი გადმოუვარდა, ლამაზად შეღებილი თვალიდან.
-რატომ ტირი დეკა?!
-მეშინია, ერთ დღეს, ესე რომ არ გიცემდეს გული, ყველა ტანჯვაზე უარესი იქნება, ალბათ.
-შენი ღიმილისთვის, ამ ფეთქვას არასდროს შეწყვეტს ეს გული.
ნაზად ჩამოაწევინა მკერდიდან ხელი, სახესთან მიიტანა და ნაზად შეახო ტუჩები თითებზე.
-სიყვარულზე მეტია, რასაც განვიცდი, როცა გიყურებ.

მშვიდად მოშორდა არემარეს. მოაჯირზე მიეყრდნო ქალი. აღარ ჰქონდა შიში, იმისა, რომ რამეს დაუშავებდნენ.

იცოდა, ლუკა იყო იმედი, იყო ის ვისაც დაეყრდნობოდა.

იაზრებდა, რომ იმ გზას დაადგა, რომელსაც უკრძალავდა თავის ფიქრებსაც კი.

გაეღიმა. მამაკაცის მზერა გაახსენდა და მის ბაგეებს მოსწყდა ღიმილი. უყვარდა მასაც. მის მზერაში დანახული, საკუთარი თავი შეიცნო სხვანაირად.

ცოტახანი კიდევ იყო ტერასაზე, შემდეგ შებრუნდა რესტორანში.ნიკოლას და ლუკას დანახვაზე გული გაუთბა. ჩასძინებოდა ბიჭუნას. ხელები კისერზე მოეხვია ლუკასთვის და მიხუტებოდა გულზე. მამაკაცსაც მოეხვია მკლავები მისთვის და იკრავდა სხეულზე მძინარეს.
ბაგე გაუპო ღიმილმა დეკას. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და საფეთქელზე აკოცა შვილს.
-წავალთ ჩვენ უკვე, ცოდოა ნიკო, ძალიან კარგად გავერთეთ ლილე. მადლობა ყველაფრისთვის.
ნაზად გადაეხვია იუბილარს და დაემშვიდობა.
-მადლობა რომ მოხვედი დეკა, ძალიან გამახარეთ, საჩუქრისთვისაც მადლობა, ულამაზესია.
-კარგი, ნახვამდის. როცა შეძლებ გამომიარე.
დაემშვიდობნენ ერთმანეთს, წამოდგა დემეტრეც.
-წავდით?
-იყოს დემე ტაქსით წავალთ. დარჩი შენ.
-ტაქსის და ტრამვაის მოგცემ შენ ახლა.
სიცილით გაუჯავრდა წასასვლელად მომზადებულს.
-წამო წამო.
გაეღიმა დეკას და ნიკოლას ასაყვანად მივიდა.
-იყოს, მე წამოვიყვან, მაღლებით ხარ და მძიმეა.
საყვარლად ამოიჩურჩულა ლუკამ, არ უნდოდა ნიკოს გაღვიძებოდა.
-გაერთეთ თქვენ რა, წავიდოდი ჩემით.
-დემეტრე, ამ გოგოს უთხარი, ცოტას რომ ლაპარაკობს მაშინ უფრო კაი ტიპია.
სიცილით გააკანტურა თავი და ბავშვიანად წავიდა კარისკენ.
-ოჰ, ვხხუმრობთ და “ვშუტკაობთ” ტრფობაი საკვირველის გმირები?!
ეშმაკურად გადმოხედა დეკას, მასზე მაღალმა.
-დემეტრე, ვშუტკაობთ არა, ოკუპანტი ხარ ჩვეულებრივი, მასე როცა საუბრობ. ეგ ტრფობაი საკვირველი კიარა, ძლევაი საკვირველი იყო.
-თქვენ ტრფობაი საკვირველს დაგიწერთ მე პირადად.
კვლავ გაეცინა დემეტრეს და მკლავი მოხვია მხარზე, გვერდით მდგომს, მიიხუტა გულზე პატარა სხეული.
გაირინდა დეკაც, უყვარდა დემეტრესგან მსგავსი სითბო რომ მოდიოდა, ყოველთვის ნანატრი დედმამიშვილი დაინახა მასში და ცდილობდა მაქსიმალურად მიეღო ის ემოციები, რაც ცხოვრებამ დააკლო.

ლუკა უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო, კვლავ გულზე ყავდა მიხუტებული პატარა ბიჭუნა და სავარძლის საზურგეზე მიედო თავი.
-მოდი ბიჭო მალე, გაიყინა, ვერ ხედავ?!
მიანიშნა დეკასკენ და ჩურჩულით გაუწყრა მეგობარს ლუკა, როცა მანქანაში ჩაჯდა დემეტრე.
დეკაც მალევე მიუჯდა გვერდით, უკანა სავარძელზე, შვილთან დაიკავა მანაც ადგილი. სარკიდან გახედა დემეტემ, უკან მსხდომებს. გაეღიმა, ლამაზ სურათს რომ შეხედავ და გაგაღიმებს, სწორედ ისე.

ნაზად მოკიდა პატარა ხელზე, ხელი, აკოცა შვილს მტევანზე ისე, რომ არ გაჰღვიძებოდა.
-მომიყვანე მე, ცოდოხარ რამდენი ხანია გიჭირავს?!
ჩუმი ხმით გადაულაპარაკა ლუკას.
-იყოს, გაეღვიძება, თან კიბეზე მაგ ფეხსაცმლით ვერ აიყვან.
-კარგი.
აღარ გაუგრძელებიათ საუბარი, დემეტრე გამოაპარებდა ხოლმე ეშმაკურ მზერას სარკიდან და უთბებოდა გული, მათ შემყურეს.

ნელა გააჩერა მანქანა, კორპუსის წინ.
-დემე ტაქსით გავალ მე, პირდაპირ სახლში. შენ წადი ნუ დამელოდები.

საჭესთან მჯდომმა თავი დაუკრა, დამშვიდობების ნიშნად დეკას გაუღომა და დაძრა მანქანა.
-შენ აღარ აპირებდი იქ დაბრუნებას?!
-არაა, ნასვამი ვარ. თან რაღა მინდა მალე ყველა წავა, ისედაც.
-ჩემს გამო, შენც მოგიწია წამოსვლა.
დანანებით და ნაწყენი მზერით გადახედა, კიბეზე მის გვერდით მიმავალ მამაკაცს.
-დეკა, ჩემს გამო, ჩემი გულისთვის, მადლობა, ბოდიში და მსგავსი სიტყვები ჩემთან არ გინდა რა. იმას გავაკეთებ შენს გამო, რაც საჭირო იქნება. იმას ვიზამ რაც შენ თავს კარგად გაგრძნობინებს და არ მინდა ზედმეტი უხერხულობა იყოს, ჩვენს შორის.
-კარგი, უბრალოდ ვფიქრობ, ყველაფერი ისე მალე ხდება, ვერ ვეჩვევი.
-პირიქით, ძალიან დააგვიანა ყველაფერმა, მაგრამ სჯობს გვიანო ხომ გაგიგია?!
საკეტი გადაატრიალა დეკამ, ჩუმად შეაღო კარი და შეატარა ბავშვით ხელში მყოფი. ძალიან ფრთხილად გახადა ფეხსაცმელი და შარვალი, პერანგის გახდას აპირებდა, რომ შეეღვიძა ბიჭუნას.
-დე სად ვართ?!
-სახლში ვართ დე, მოდი ეს გაიხადე და დაიძინე ხო?!
აღარაფერი უთქვამს ნიკოს, მორჩილად გაახდევინა პერანგი და გაეხვა საბანში. ნაზად აკოცა შვილს ლოყაზე და იქვე ჩამუხლულ ლუკას ანიშნა გავიდეთო. მამაკაციც დაიხარა, უჩუმრად შეახო ბაგეები პატარა ბიჭუნას შუბლზე, გაჰყვა უკან მასპინძელს.

-ისე, შენც მათნაირად დალიე, მაგრამ ყველაზე ფხიზელი მაინც შენ იყავი.
-ზოგადად არ მიყვარს დალევა, ესეთ სიტუაციებში მხოლოდ და ისიც, იმდენი რომ სიტუაციაზე კონტროლი არ დავკარგო.
-ანუ შენი დოზა გაქვს.
-მე ვიტყოდი, სასმელმა დოზა არ იცის, შეტყუება სჩვევია, თუმცა ყველაფრის ბალანსია შესაძლებელი, თუ არ მიენდობი მოცემულ სიტუაციას და გააკონტროლებ შენს ქცევებს.

გაეღიმა დეკას, ესიამოვნა მსგავსი ხედვა რომ ქონდა ლუკას. არ უყვარდა, როცა უნორმო და გადამეტებული ქცევები ჰქონდათ ადამიანებს.

-მე წავალ, არ მინდა დაძაბული იყო.
-არა, არ ვარ დაძაბული.
-ანუ მეუბნები, რომ დავრჩე?!
-მე ეგ არ მითქვამს.
-აჰა, ანუ ახლა გამაგდე?!
-არც ეგ მითქვამს ლუკა.
-ეს ქალური გაურკვევლობა, რა გინდა?! დავრჩე თუ მაგდებ ბოლოსდაბოლოს?!
ერთობოდა ლუკა, ქალის დაბნეულობით. ხალისობდა იმ ფაქტზე, რომ გოგონას დაბნეულობის მიზეზი იყო, მისი სიახლოვე.
-ანუ, შენ როგორც გინდა, როგორც გადაწყვეტ.
-და შენ რა გინდა?! მე ის მინდა რაც შენ უკეთესად გაგხდის.
-დალევ რამეს?! ყავას ან ჩაის?!
-ანუ დარჩენას მთავაზობ?!
-მასპინძელი ვარ, უნდა შემოგთავაზო რაიმე, არ შეიძლება ისე.
სიცილით უთხრა გოგონამ.
-ყავას დავლევ.
-კარგი, მანდ დაჯექი მოვამზადებ და გამოვალ.
-სამზარეულოში დავლიოთ.
უკან მიყვა სამზარეულოში მიმავალს და ჩამოჯდა მაგიდასთან.
დეკამ ყავის გაკეთება დაიწყო, არ შეუხედავს მისთვის ლუკას. მაგიდაზე დაეწყო ხელები და ერთმანეთში გადახლართულ თითებს დაჰყურებდა.

-უშაქროდ ხო?
-კი.
-ბავშვობაში მეგონა, მანიაკები სვამდნენ უშაქრო ყავას და ჩაის.
გაეღიმა ლუკას, გაუსწორა მზერა, გაზქურასთან მდგომს.
-იქნებ მხოლოდ შენი წარმოსახვა არ იყო, იქნებ და მართლა მანიაკი ვარ?!
-ღმერთის მოყვარე მანიკი, არასდროს მინახავს. საინტერესო იქნებოდა.
-ღმერთის მოძულე ბევრი გინახავს?!
-საკმაოდ.
სევდიან ღიმილს ამოაყოლა ბოლო სიტყვები. გაუშეშდა მზერა ლუკასაც.
-რატომ გეშინია მთვრალი ადამიანების?!
-შენი არ მეშინია ლუკა.
-კითხვას თავს არიდებ?
-არ მინდა, დაგამძიმო ჩემი წარსულით.
-მე მინდა ვიცოდე ყველაფერი, მინდა შენი წარსულისთვის, ლამაზი მომავლის შექმნა.
შეხედა ქალმა, ამღვრეულ მზერაში იკითხებოდა მამაკაცის გულწრფელობა. ნათელი იყო მისთვისაც, რომ ლუკა იქნებოდა მის ცხოვრებაში, იქნებოდა ის ერთი, რომელსაც ვირჩევთ მეგზურად.
დახარა თავი, ჩუმი საუბრით დაიწყო მოყოლა.
-რომ მომიტაცა, ნასვამი იყო, უფრო მეტიც, მთვრალი. უკონტროლო იყო, ვერც ხვეწნა გავაგებინე, ვერც ყვირილი, არც ტირილმა და არც თავს მოვიკლავთქო იმის ძახილმა. მიიღო რაც უნდოდა. მას შემდეგ მეშინოდა, ნასვამს რომ ვხედავდი, ყოველთვის ვიცოდი, რაღაცას მავნებდა. შიში მაშინ გამიმძაფრდა, ორსულად რომ ვიყავი. დეკემბერი იყო, საახალწლოდ ვამზადებდი რაღაცეებს, ძალიან მთვრალი მოვიდა.

ცრემლებით აევსო ქალს თვალები. სხეულის ყველა ნაწილი დაჭიმული ჰქონდა მამაკაცს. თავიდან სტკიოდა ყველა ის, ტკივილი, რაც მისმა საყვარელმა ქალმა გამოიარა. ეძნელებოდა მოსმენა, თუმცა უნდოდა, გაეგო, უნდოდა სცოდნოდა რა გამოიარა დეკამ.
-დეკა, თუ გინდა, არ გააგრძელო, ცუდად არ იყო რა.
ნაღვლიანი მზერა მიაპყრო ქალს.
-არა, მოვყვები რახან დავიწყე.
ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო თხრობა.
-ტოლმას ვხარშავდი, მშიაო რომ მითხრა. თუ დაელოდები მალე იქნება, თუ არა და სხვა რამეს მოგიტანთქო ვუთხარი. ხომ იცოდი რომ მოვიდოდი, აქამდე რატომ არ გააკეთეო. თმაში მომკიდა ხელი, ახადა ქვაბს და ცხელ ორთქლზე შემაშვერინა სახე.
გადმოუგორდა ცრემლები, მაინც ვერ შეძლო შეკავება.
მოსმენილისგან შოკირებული ლუკა, ფეხზე წამოდგა, მიეჭრა გოგონას და ჩაიმუხლა მის წინ.
-ვიგუდებოდი, გესმის?! ვეღარ ვსუნთქავდი, ვგრძნობდი ნიკოლა როგორ მოძრაობდა მუცელში და ვერ ვშველოდი.
ხმით ამოიტირა გოგონამ, ვეღარ გაუძლო ლუკამ, აიფარა ყურებზე ხელები და დახუჭა თვალები სიმწრისგან. გული უცემდა ისე, თითქოს ყველა დარტყმას ერთ წამში აკეთებსო, თითქოს ამოხტომას აპირებს ბუდიდანო.
-გთხოვ დეკა, გთხოვ გაჩუმდი, არ მითხრა, არ გააგრძელო, გავგიჟდები, გეფიცები გადავალ ჭკუიდან.
-მომისმინე ლუკა, გაიგე რატომ ვამბობ, რომ ტკივილი ვარ, სხვა არაფერი გამაჩნია რომ მოგცე. მხოლოდ ტკივილი, მხოლოდ შიში და ფიქრი იმაზე, რაც იყო ჩემს წარსულში. ამიტომ არ მინდა, ამიტომ გაბრუნებ ყოველთვის უკან, როცა მოდიხარ ჩემამდე. ეს ვარ მე, ეს შემიძლია მხოლოდ.

გაჩუმდა მამაკაცი, წამიერად დაფიქრდა რაღაცაზე. მტკიცე მზერა გაუსწორა სკამზე მჯდომს.
-განაგრძე, გისმენ.
-რა?!
-რასაც მიყვებოდი, დაასრულე.
-ლუკა, არ მინდა…
-უკვე დაიწყე, ხო და გისმენ.
-მერე მიხვდა, ალბათ ბავშვის გამო შემიბრალა, მაგრამ იყო ეს შებრალება?! თმით ნათრევი და სახეაწითლებული, დეკემბერში, თან გუდამაყარში დეკემბერი და ზამთარი, ალბათ იცი რანაირიცაა, გარეთ გამაგდო და მომიხურა კარი. ის ღამე სასიმინდეში გავათიე, სიცივეზე მეტად შიში მკლავდა, სიბნელისა და მარტოობის. დოდოსთანაც ვერ გადავედი, ვიცოდი, უარესს მიზამდა, რომ გაეგო, ვინმემ მნახა ასეთი.ბავშვის გამო, ვერ დავუშვებდი რამე ევნო.

კვლავ ტიროდა ქალი, ცრემლებს აყოლებდა სიტყვებს და ეკვროდა სუნთქვა.
-რატომ არ უჩივლე? რატომ ჩერდებოდი მასთან?!
-სად წავსულიყავი?! თან ორსული, მერე ნიკო რომ გაჩნდებოდა როგორ მივხედავდი?! ველოდებოდი, როცა გაიზრდებოდა ნიკოლა, როცა შევძლებდი ფეხზე დგომას, იმ დღეს ველოდებოდი წამოსასვლელად.
მერე ის მოკლეს. ამოვისუნთქე ცოტა, სანამ მამამისმა არ დაიწყო თავისი ძალის გამოჩენა, სანამ ბოღმამ არ სძლიათ და ჩემი ჩვენების გამო, ყველა დღე ჯოჯოხეთად არ გადამიქციეს.
ტიროდა დეკა, იხსენებდა არ გასახსენებელს.
მის წინ ჩამუხლი იატაკზე დამჯდარიყო და ისე უსმენდა. უცებ დაქაჩა მაჯებზე, მასთან იატაკზე ჩამოსვა ქალიც. შემოხვია ძლიერი მკლავები და აიკრო გულზე. გოგონაც აღარ შეწინააღმდეგებია, წელზე მოხვია ხელები და ჩარგო თავი მის ყელში. ჩალისფერ თმაზე ნაზად უსვამდა ხელს, სულატკიებული ეფერებოდა, იმ ერთადერთს, მისთვის საყვარელს, რომელსაც ასე დაუნდობლად მოექცნენ ადრე. გული ეფლითებოდა, ყველა სიტყვის გაანალიზებისას. რომ წარმოიდგენდა მონაყოლს.
-არასდროს მითხრა, რომ ჩემთვის არაფრის მოცემა შეგიძლია. ყველაფერი ხარ შენ, რაც მჭირდება, რისთვისაც ვიცხოვრებ, ნუ მატკენ ასე ძალიან, გთხოვ.

გულამომჯდარი ტიროდა ქალი, ვერ იმშვიდებდა აჩქარებულ სუნთქვას. თითქოს ყველაფერი თავიდან მოხდაო, თითქოს გაეხსნა ის ჭრილობები, რომლებსაც ასე მონდომებით აშუშებდა.
-ჩშშ, დამშვიდდი, აქ ვარ მე. შენთან ვარ. არასდროს იქნები მარტო, არასდროს იქნებო დაუცველი. გთხოვ აღარ იტირო რა. ბოდიში, მართლა ბოდიში, რომ გაიძულე მოყოლა, რომ გაგახსენე თავიდან. მაპატიე რა, გთხოვ ნუღა ტირი.

ნერვიულად ელაპარაკებოდა და ცდილობდა დაემშვიდებინა, მის მკლავებში მოქცეული, ატირებული ქალი.

-დეკა, შემომხედე რა. აი ესე. ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი კარგი, როგორ ფიქრობ რომ არ შეგიძლია რამე?! შენ რომ შვილი გყავს, შენ რომ შვილებს გაზრდი, რას მეუბნები ხვდები?! შენსავით ჭკვიანს, ნაზს და დახვეწილს ბევრს ნახავ გგონია?! ამ თვალებისთვის მიღირს ყველა დღე, შენ მეტი რა უნდა გააკეთო?! მეტი რითი უნდა გამახარო?!
ნაზად წმენდდა, თითის ბალიშებით, მომდინარ
ცრემლებს.
-ლუკა, მგონია, არარეალური ხარ იცი?! რანაირად ხარ ასეთი?
-რეალური ვარ, სრულებით. რეალობაა ეს დეკა, შენ რომ ჩემს გულში, ჩემს არსებაში შემოხვედი, შენს გარეშე რომ არ მინდა გათენებული დღეები, ესაა ჩემი რეალობა. მინდა შენთვისაც რეალობა გავხადო, მინდა დაგაჯერო, რომ წინ გაქვს ყველაფერი და რაც გადაგხდა უკან დარჩა, წარსულს გაყვა, დაიმარხა იმ მიწის ქვეშ, სადაც შენი წარსულის შემქმნელი განისვენებს. მინდა რომ მენდო, შენს თავს ენდო და არ გეშინოდეს.

აწია დეკამ თავი, შეხედა ლუკას თაფლისფერ თვალებს, სიყვარულით რომ უმზერდნენ. ნაზად შეახო ხელის გული ლოყაზე. მიეფერა იმ სინაზით, მას რომ სჩვეოდა.
-შენ რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ, ალბათ განვლილი დღეების გამო, დავსაჩუქრდი.
-მე რომ შენს ცხოვრებაში ვარ, ჩემთვისაა საჩუქარი.
აკოცა ხელის გულზე და კვლავ ჩაიხუტა საყვარელი სხეული.
რამდენ ხანს ისხდნენ ასე, არავინ იცის. ლუკას მკერდზე მიხუტებულს ჩაეძინა, ემოციებისგან დაღლილს. მსუბუქად აიყვანა ხელში და ჩუმად შეაღო საძინებლის კარი, სადაც ეძინა პატარა ნიკოს. ნაზად გადაწია საბანი და ტანსაცმელითვე შეაწვინა ლოგინში. გადააფარა საბნის ნახევარი, თვალის კუთხეში დაუტოვა შეუმჩნეველი კოცნა და გაიხურა კარი.

კიბეები რომ ჩაიარა, იქვე ჩაიკეცა. გულზე ძლიერად მიიჭირა ხელი, დაიწყო ღრმა სუნთქვა. სპაზმები მოაწვა ყელში, თავბრუ ეხვეოდა და ცრემლებს ვერ აკავებდა, რომ არ გადმოეკვეთათ ჯებირები.
რამდენიმე წუთი დასჭირდა გონზე მოსასვლელად. ბარბაცით გავიდა ცენტრალურ ქუჩაზე გააჩერა ტაქსი და უკარნახა მისამართი, სადაც კვლავ ელოდნენ.

დილით გაღვიძებულს თავი უსკდებოდა. ჩუმად აეცალა შვილს გვერდიდან და ფეხისწვერებით გაიარა ოთახი. საათი რვას უჩვენებდა. აბაზანაში შევიდა, მოწესრიგდა და საუზმის გაკეთება დაიწყო.
-ნიკო, გაიღვიძე დე, დავაგვიანებთ.
ლოყები დაუკოცნა პატარას და გააღვიძა.
-დილამშვიდობისა ჩემო სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო, ჩემო პატარა.
კოცნიდა გაბრუებულ ნიკოლას.
-დედაა, დიდი ვარ უკვე. ხომ გავიზარდე? ჩემო პატარას რომ მეძახი, სხვებმა რომ გაიგონ დამცინებენ.
-მისმინე დე, როცა ადამიანი ვინმეს დასცინის, აშკარად რაღაც ვერ აქვს რიგზე. შენ თუ იმის გამო დაგცინეს, რომ დედას უყვარხარ, მაშინ თვითონ აქვთ პრობლემა. განიცდიან მსგავსი სიტყვების დანაკლისს და შენთან ეუცნაურებათ. ამიტომ თუ ვინმე მსგავსი რამის გამო დაგცინებს, ნუ შეწუხდები, ნუ წაეჩხუბები. ჩათვალე, რომ შენ ის გაქვს რაც მას არა და ეცადე აუხსნა, არაა სირცხვილი, თუ ვინმეს ასე უყვარხარ.
-ხო ეგ ვიცი, ლუკამ მითხრა, დაცინვა და დამცირება ისეთი ხალხის საქმეა, ვინც ცხოვრებაში ვერაფერს აღწევსო.
-შენ და ლუკა, ესეთ საუბრებს როდის ასწრებთ?!
წარბების აწევით გაიკვირვა დეკამ.
-სულ კარგ რაღაცეებს მეუბნება, როცა ვერ ვიგებ რა გავაკეთო, ვეკითხები და მასწავლის ხოლმე. გუშინაც ვლაპარაკობდით, გარეთ რომ იყავი.
-რაო, რას ლაპარაკობდით აბა?!
-რას და ის მითხრა, თუ დაგჭირდება ვინმე, ვისაც შენს პრობლემას ანდობ, იცოდე მე გყავარო.
-და შენ გინდა, რომ გყავდეს ლუკა?!
-მე არავინ მინდა შენს მეტი, მაგრამ ლუკა კარგია, დემეტრეც კარგია. მიხარია რომ ჩვენთან არიან ხოლმე.
-ანუ მოგწონს მათთან.
-ლუკასთან უფრო მომწონს. დემეტრე ბევრს მაცინებს, მაგრამ ლუკა, ისეთ რაღაცეებს მასწავლის. ბაღში მასწავლებელმა მითხრა, დიდი კაცი გაიზრდებიო, ლუკასავით მოვიქეცი და მაგიტომ.
-რა გააკეთე ნიკო?
-სესილი ტიროდა, მე ვუთხარი, გოგონებს ტირილი არ უხდებათ, თქვენი საქმე სიცილიათქო, მაშინვე გაჩუმდა. მასწავლებელი იქ იდგა და ეგრე მითხრა.
-დე, ძალიან გაიზარდე იცი?! იმაზე მეტს ხვდები, ვიდრე საჭიროა, ვიდრე შეგეფერება.
-კაცი ვარ მე, დემეტრეს ძმაკაცი ვარ და კაცობას მასწავლის.
-ეს მან გითხრა?!
-კიი
სასაცილოდ გაიჯგიმა ბიჭუნა. სიცილი აუტყდა დეკას, ნიკოლას ამაყ მზერაზე.
-წამოდი ვჭამოთ და საღამოს დემეტრე გამოგიყვანს ბაღიდან, სადღაც აპირებს შენს წაყვანას. ალბათ კაცობის გაკვეთილებზე.
სიცილით დაუჩქმიტა ნიკოს ლოყები.
-ეგეთი გაკვეთილებიცაა?!
-არა დე, გეხუმრე. პაემანზე მიყავხარ.
-პაემანი რა არის?!
-როდესაც გოგონას და ბიჭს მოსწონთ ერთმანეთი და შესახვედრად მიდიან სადმე. დემეტრეს მოსწონს ერთი გოგო, მასთან შესახვედრად მიდის და შენც უნდა რომ გაგაცნოს.
-მე რომ გავიზრდები, მართას დავპატიჟებ პაემანზე.
-დაპატიჟებ აუცილებლად.
გაუღიმა შვილს და აბაზანისკენ წავიდნენ საუბრით. მოაწესრიგა, ისაუზმეს და დატოვეს სახლი. ნიკოლას დატოვებას აპირებდა ბაღში.
სადარბაზოდან გასულებს, ნაცნობი მანქანა დახვდათ კიბესთან.
-ლუკაა…
შესძახა ნიკოლამ და მანქანიდან გადმოსულ ლუკას მოხვია პატარა მკლავები.
-ნიკო, რა სიმპატიური ხარ შენ?! აბა კარგად დამენახე…
უკან გასწია პატარა სხეული და დაკვირვებით შეათვალიერა, მის წინ ჩამუხლულმა.
-არაა, უდავოდ სიმპატიურად გამოიყირება.
-პაემანზე მიდის ბაღის შემდეგ და გამოიპრანჭა.
-პაემანზე?! უკვე? როგორ გაიზარდე ნიკოლა ასეე?
-დემეტრეს პაემანზე მივდივარ.
სიცილით წამოდგა ლუკა, ნაზად გადაკოცნა დეკა და გაუღო მანქანის კარი, წინა სავარძელზე დაიკავა ადგილი ქალმა. ხოლო უკანა სავარძელზე ლუკამ მოათავსა პატარა ბიჭი.
-დიდიხანია იცდი?! რა იცოდი რომ გამოვდიოდით?
-ნიკო 15 წუთში ბაღში უნდა იყოს, ამ დროს გამოდიხართ ხოლმე.
-შენ საიდან იცი?
-ერთხელ გნახეთ და დამამახსოვრდა, საჭირო რაღაცეებს სულ ვიმახსოვრებ.
ღიმილით გახედა ქალმა. ესიმპატიურა გვერდით მჯდომი. მის პროფილს უყურებდა და სულისწასვლამდე მოუნდა შეხებოდა ლოყაზე. ვერ გაბედა. არ დაანება მისმა თავშეკავებამ.
სიჩუმეში მკაფიოდ გაისმა ნიკოს ბუზღუნი.
-არ მიყვარს მე ეს ფეხსაცმელი, გოგოსას გავს.
-რატომ ჩაიცვი? მეორეც ხომ გაქვს, ეს აირჩიე შენ თვითონ.
-მართამ მითხრა ლამაზიაო.
-და მე მიბრაზდები, იმის გამო, რომ ლამაზი ფეხსაცმელი გიყიდე?
-არ გიბრაზდები, ისე ვბრაზდები ჩემთვის. რაღაცნაირი ფერია, გოგოსნაირი.
წარბის აწევით გაიხედა ლუკამ სარკეში. მობუზულ ნიკოს შეხედა და გაეღიმა უნებურად.
-გოგოს ფერი რომელია?
-ეს რაც მაცვია.
-მაშინ ბიჭის ფერი რომელია, ის მითხარი.
-ლურჯი და შავი, თეთრიც.
-ეგ სად მოისმინე ნიკო?! დე, ხომ იცი, გოგოს და ბიჭის ფერებს შორის განსხვავება არაა, არც კი არსებობს მსგავსი რამ.
-დანიელს ეცვა ლურჯი ბოტასები. ბიჭისფერიაო ამბობდა და ყველას მოსწონდა.
-შენი ბოტასიც ხომ მოეწონა მართას?!
ჩაეკითხა ლუკა, მშვიდი ტონით.
ღელავდა დეკა, ამოუხსნელი ემოციით.
-კი, მაგრამ მხოლოს მართას.
-შენ ხომ გიყვარს მართა?!
-კი
ამაყად მოიღერა ყელი ბიჭუნამ.
-მერე, რა მნიშვნელობა აქვს, რას იფიქრებენ სხვები?! როცა ის ვინც გიყვარს გიწონებს რაღაცას?! ყველას რომ მოეწონო, ძალიან არასწორი იქნება. ყველას მოსაწონი, ყველასთვის ერთნაირად ლამაზი რამე არ არსებობს. შენ მოგწონდეს და მას ვინც შენთვის მნიშვნელოვანია. დანარჩენები უბრალოდ სხვები არიან და არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი მათი აზრი, ხვდები?!
-ისევ დიდურად მიხსნით. მაგრამ გავიგე, ვინც მნიშვნელოვანი არაა, იმათი აზრიც არარის მნიშვნელოვანი.
-ყოველთვის, ყველაზე მთავარს გებულობ , ჩემი სუპერ კაცი ხარ შენ.
ღიმილით გადმოხედა ლუკამ და ჩაუკრა თვალი, უკვე გახალისებულ ბიჭუნას.
-მადლობა.
უხმოდ ამოილაპარაკა დეკამ, კმაყოფილების ღიმილით გახედა მამაკაცს.
მანაც გადმოხედა, იმ მზერით, რომელიც მხოლოდ დეკასთვის იყო.

დატოვეს ნიკოლა ბაღში.
მიიყვანა დეკაც სამსახურში.
-საღამოს ნიკო თუ არ იქნება სახლში, სადმე ვივახშმოთ არ გინდა?!
-სამსახურის მერე, დასალაგებლად მივდივარ, ნიკოც მაგიტომ მიყავს დემეტრეს.
-ნიკო იმიტომ მიყავს დემეტრეს, რომ გაიგო, მის წითურ კარატისტს, ბავშვები ძალიან უყვარს.
-შენც მოგიყვნენ ცემის ამბავს?
-ლილე მაგას გამოტოვებდა?!
-იმდენი ვიცინე, თან დემეტრე რომ არ ტყდებოდა მაინც.
-ეგეთია ეგ, სხვებზე სულ ხუმრობს, თვითონ ეძაბება ნერვები, თუ რამეზე დასცინებენ.

მხიარული ნოტები იყო მანქანის სალონში.
ლაღად სუნთქავდა დეკა.
ახარებდა მისი სუნთქვა ლუკას.

-ანუ საღამოს ჩემთვის არ გცალია ხო?!
-სამწუხაროდ.
-კარგი, მაშინ დილით გნახავთ.
-კარგი რა ლუკა, ასე ყოველ დილას, უნდა გვატარო?! უხერხულია. თან შენც ხომ მუშაობ?!
-რა პრობლემაა დეკა?! მე არ ვწუხდები, შენ?
-რა თქმა უნდა არა, უბრალოდ არ მინდა იწვალო.
-დილას რომ თქვენით დავიწყებ, ეგ წვალებაა?!
-არ ვიცი.
მორცხვად დახარა თავი დეკამ. გაბრაზდა ლუკა, ეწყინა თითქოს მისი არ ვიცი.
-დეკა, როდის ისწავლი ჩემს ნდობას? როდის გადალახავ იმ ფიქრებს, რომ მეზედმეტები ჩემს ყოველდღიურობაში?! შენ თუ არ გინდა, არ გნახავ, თუ წუხდები, არ ვარ მე ეგ კაცი, შენი დისკომფორტის მიზეზი ვიყო. უბრალოდ გავარკვიოთ და აღარ იქნება ეს დაძაბულობაც.
-არ მინდა ლუკა გესმის?! ვერ ვეგუები, მგონია გზის ბოლო არ იქნება ლამაზი, არ იქნება სწორი, არ იქნება სასიხარულო. მეშინია, ნიკოლას და შენს გამო. ჩემს თავზე ვფიქრობ გგონია?! თქვენს გამო მეშინია, ყველა ჩემი გადადგმული ნაბიჯის.
-ვერ დაგაჯერე ხო?! ვერ მიგახვედრე რამდენს ნიშნავ ჩემთვის. გაივლის ეს დღეებიც დეკა. შენ არ ინერვიულო კარგი? შენ ნუ იგრძნობ თავს ცუდად. მიდი, ნუ დააგვიანებ. თუ დაგჭირდება რამე, დამირეკე.
-ნუ წახვაალ ნაწყენი, არ მინდოდა ასე.
-რა უფლება მაქვს მეწყინოს? გულწრფელობა და სიმართლე როგორ ვიწყინო?! ნუ ინერვიულებ შენ რა. კარგად იქნება ყველაფერი.
-მადლობა, რომ მომიყვანე.
-არაფერს დეკა.

გადავიდა ქალი, კვლავ აწვებოდა ცრემლები ყელში. მიდიოდა და მიჰყვებოდა იმ ერთის მზერა, ვისაც ანდობდა ყველა იმ გრძნობას, რასაც გულწრფელად განიცდიდა.
ლუკას თვალებში ამოიკითხა, ყველა ის ტკივილი, რაც მამაკაცს მიაყენა, დისტანციითა და უარყოფით.
მიდიოდა და მიჰყვებოდნენ ფიქრები, ლუკას თვალებიდან ამოკითხული.

მობრუნდა, კვლავ იდგა მანქანა, საჭეზე ჩამოედო თავი მამაკაცს და არ ჩქარობდა ძრავის ამუშავებას. სწრაფი ნაბიჯით მივიდა მანქანასთან, დააკაკუნა ფანჯარაზე. გაიღო კარი, გაკვირვებული გადმოვიდა საჭესთან მჯდომი.

მოხვია ნაზი მკლავები მამაკაცს, წელზე. გულზე მიადო თავი.
-გენდობი ლუკა, ისე, როგორც არასდროს არავის.
იგრძნო, გულის ფეთქვა, თითქოს კედლების გამონგრევას ცდილობსო.
იგრძნო, კაცის სხეულში დავლილი ჟრუანტელი.
მანაც მოხვია ძლიერი მკლავები. ამოისუნთქა ღრმად.

-ნდობას ნუ დამინგრევ ოღონდ, არ მანანებინო, გთხოვ.

უკან დაიწია მამაკაცმა, მოიქცია დეკას პატარა სახე მტევნებში, უყურებდა თვალებში და გრძნობდა, აქამდე განუცდელს.

ნაზად მიაკრო შუბლზე ტუჩები. შემდეგ, თვალის კუთხეზე, ბოლოს ლოყაზე, ღიმილისას რომ უჩნდებოდა პატარა ნაოჭი.
-მიყვარხარ.
აღმოხდა მამაკაცს, ჩუმი ტონით.

აღარაფერი უთქვამს ქალს. დახარა თავი, პატარა გოგოსავით, შეეფაკლა თეთრი ღაწვები, თითქოს თვალებში სინათლის სხივებმა დაიდეს ბინა, სულ სხვანაირად უცემდა გული, სულ სხვანაირი განცდით იწყებდა ცხოვრებას.
-წავალ მე, ძალიან ვაგვიანებ.
-წადი, საღამოს აქედან ვერ წაგიყვან, საქმე მაქვს ბევრი. მეორე სამსახურიდან რომ გამოხვალ, იქ დაგხვდები ხო?! მისამართი გამომიგზავნე.
-კარგი.
აღარ შეწინააღმდეგებია, მასაც სურდა მიეკითხა ლუკას. აიწია ფეხის წვერებზე და ლოყაზე აკოცა მამაკაცს. სიამოვნებისგან დაეხუჭა თვალები ლუკას. რომ გაახილა, აღარავინ იდგა მის წინ. გაეღიმა, სიმსუბუქით და იმ ღიმილით დატოვა კაფის ტერიტორია, რომელიც დეკამ გაიმეტა მისთვის.


თედოს მობილურზე გაბმულად შევიდა ლუკას ზარი. წინა დღის ნამთვრალებმა ძლივს მოაბა თავი, ეპასუხა მობილურისთვის.
-გისმენთ.
-ლუკა ვარ, გცალია, რომ მნახო?
-ორ საათში შევძლებ.
-ლისზე ვიქნები, მანქანას ალბათ იცნობ.
-კარგი, ამოვალ.


ლუკამ სამსახურში საქმეს გული ვერ დაუდო, ფიქრებით დეკასთან იყო. უხალისოდ გალია ორი საათი და ლისისკენ აიღო გეზი.
მიდიოდა შავი როლს როისი და საჭესთან მჯდომი, შესაშური სიმშვიდით მართავდა მას. რასაც ვერ იტყოდით თედოზე. ლევანისგან მოსმენილმა, უფრო გააბოროტა და დაუკარგა სიმართლის აღქმა. უფრო აატკია, საფლავში მწოლიარე დეიდაშვილის ხსოვნა. უფრო შეზარა იმ ქალის ნამუსმა, ვის სიყვარულსაც იჩემებდა წლები.

ვერცხლისფერი მერსედესის გვერდით გაჩერდა ლუკა დემეტრაძის მანქანა.
გააღო კარი და დინჯი ნაბიჯებით გადაჯდა თედის მანქანაში.
-გამარჯობა.
-გამარჯობა ლუკა.
-პირდაპირ თემას შევეხები, რა პრობლემა გაქვს დეკასთან?
-დეკა შენი საზრუნავია?!
-აქ რომ ვზივარ, უკვე პასუხია, ხო?!
-და როგორ გავიგო, რა კუთხით ზრუნავ ჩემს რძალზე?!
-ალბათ ყოფილ რძალს გულისხმობ ხო?!
-დავუშვათ.
-რა დავუშვათ ბიჭო?! ეს ის თემაა სადაც რამე უნდა დავუშვათ და სადაც შესაძლებელიას მოვიყვანთ სიტყვის მასალად?!
კვლავ მშვიდი ტონით ესაუბრებოდა გვერდით მჯდომს.
-მე და დეკას გასარკვევია, ის რაც მისგან მინდა, მხოლოდ ნიკოლაა ჩემი საფიქრალი. დეიდაჩემს დავუბრუნებ ბავშვს, არ დავტოვებ მაგ ქალთან.
-როცა დეკაზე დაიწყებ საუბარს, მაგ ქალთან და მსგავსი აგდებული სიტყვები, არ გინდა თედო. მხოლოდ ერთხელ ვაფრთხილებ ადამიანებს, ჯერ რა კაცურში დაგიჯდა, ქალს რაღაცას სთხოვ და თან ასე უნამუსოდ?! თან რას, შვილს ედავები?! ორ სამსახურში, დაუღალავად მუშაობს დილიდან საღამომდე, ნიკოლას რომ არაფერი მოაკლოს, თვითონ ყველაფერს იკლებს და შენ რას ეჩემები?! მის გაზრდილს, როგორ ედავები?
-უღირსი ქალია ეგ შენი დეკა, თორნიკეს ძმაკაცსაც კი ეტენებოდა თურმე, ქმრის ბავშვობის ძმაკაცს სთხოვდა, გავიპაროთ ცოლშვილი დატოვეო, ყველაფერი გავიგე, გავიკითხე და სამართლიანად ვედავები მე ჩემს ძმიშვილს. არ მინდა ასეთმა ქალმა გაზარდოს.
-ახლა მარტო იმიტომ არ გკლავ აქვე, რომ არ მიღირს ჩემი ხელები, შენს სისხლზე შესახებად. სადღაც გაკითხულზე, ვიღაც ნაბ…ჭვრის მონაყოლზე ადებ ქალს ხელს?! შენ რომ კაცობის მისხალი გქონდეს, თავს რომ ღირსების დამცველად გვისაღებ, სად იყო შენი სიმართლე, ეგ შენი ჩაძაღლებული დეიდაშვილი, რომ ძალადობდა ქალზე?! სად გქონდა ის კაცობა ახლა, რომ მიფრიალებ დროშასავით, როცა მოიტაცა და გააუბედურა პატარა გოგო?! სად იყო შენი ადამიანობა, ორსულს სიცივეში გარეთ რომ აგდებდა? სადაა საერთოდ შენი სინდისი, ახლა მიწა რომ არ გისკდება და შიგნით არ ვარდები?!

ხმა დაეძაბა ლუკას, ვეღარ ინარჩუნებდა მშვიდ ტონს.
-არაა ეგ მართალი, დეკას მოგონილია ყველაფერი.

-აქ მართლის და მტყუანის გასარჩევად არ ამოვსჯლვარ, არც შენი სიმართლე მაინტერესებს და არც დეკას ცუდს დავიჯერებ. ერთს გეტყვი თედო, ამ საქმეში, მართალი კაცი არ ხარ შენ. დაბრმავებული ყავხარ იმ მიცვალებულის ხსოვნას, ფურთხსაც რომ არ იმსახურებს შენგან. თუ შენ რამედ გიღირს შენი კაცობა, თუ შენ მართლა ნიკოლაზე ფიქრობ, გაჩერდი. თუ არკვევ და იძიებ, სადაც ერთი მხრისას უსმენ, მეორეც გაგეგო იქნებ?!
-მომიყევი, მიდი რა მაქვს გასაგები?!
-შენთან საჭორაოდ და ამბების გასაცვლელად არ ამოვსულვარ, მე აქ. ვისაც ეჭორავე, ხეირს ვერ გაჩვენებს შენ ეგ. იცოდე, დეკას ზურგს უკან მე ვარ, წინაც დავუდგები, თუ დასჭირდება ჩემი თავი ფარად, ის სიტყვები, რაც დეკაზე თქვი, მთელი ცხოვრების ტვირთი იქნება შენთვის, მის სისუფთავეს რომ დაინახავ, ამიტომ არ გაგეცი მე პასუხი. მაგრამ თუ გავიგებ, თუ დავინახავ, როგორ ტკენ, ვაკადრებ ჩემს ხელებს, შენს თავს იცოდე.
-ერთი ჩვეულებრივი კა…პაა ეს გეში დეკა, ასე თავგამოდებით რომ იცავ.

აღარ გააგრძელებინა სიტყვა, განრისხებულმა გააღო კარი და შემოუარა მანქანას. გამოგლიჯა მძღოლის მხარე და გადმოითრია საჭესთან მჯდომი.
-შენ ვის ღირსებას ეხები ბიჭო?! ვისი სახელი ახსენე ასე?! ხომ გითხარი არ გაგაფრთხილებ მეტჯერთქო?!
მთელი ძალით მოუქნია მუშტი თედოს, არ მოუზომავს ძალა.
-შენ ვისი სახელი, გასვარე ბინძური სიტყვებით?!

შებარბაცდა თედო, არ აცადა გონზე მოსვლა, კვლავ რომ დაარტყა მეორედ. წაიქცა.

-შენ ვის სისუფთავეს სვრი, შენი არაკაცობით?!
დასაბმელ ცხოველს გავდა ლუკა, არ უფიქრია მოეზომა მუშტებისთვის ძალა. მხრებზე შეხება იგრძნო, გამვლელები აშველებდნენ. მოესწროთ პოლიციაში და სასწრაფოში დარეკვაც. მალევე გაჩნდა ეკიპაჟი ადგილზე, გონზე იყო თედო, თუმცა სასწრაფოს ჩარევა მაინც დასჭირდა.
ბორკილები მოარგეს გაწვდილ ხელებზე ლუკას. შეხედა მტრული მზერით საკაცეზე მწოლიარეს. ჩაჯდა მორჩილად სირენებ აკივლებულ მანქანაში და მიადო თავი, სავარძლის საზურგეს.
-
დაკითხვის ოთახში იჯდა, არ იღებდა ხმას.
-ბრალდებულო დემეტრაძე, აღიარებთ რომ, თქვენ განახორციელეთ ძალმომრეობითი ქმედება, ვინმე თედო ბასილაძის მიმართ?!

მდუმარედ იჯდა ლუკა.

-რა გახდა მოტივი, თქვენი ამგვარი ქმედების?!

არ გასცა კითხვაზე პასუხი.

-ბრალდებულო დემეტრაძე, რა გახდა მოტივი?!
კვლავ არ გაუცია პასუხი.
-ბატონი თედო თუ საჩივარს დაწერს, აუცილებლად მკაცრი ზომებით დაისჯებით, გირჩევნიათ ილაპარაკოთ.
-დავით ბლუაძე მალე მოვა?
-დავით ბლუაძეს იცნობთ?!
-მალე მოვა?!
-ესაუბრა ვინმე მას?!
-მე დავურეკე, ერთი ზარის უფლებით.
-ალბათ მალე მოვა.
გაკვირვებულმა შეხედა გამომძიებელმა, მთავარი მოსამართლის ხსენებაზე, დაუთბა ტონი.
კარი შემოაღო თმაშევერცხლილმა მამაკაცმა.
-ლუკა, აქ რა გინდა ბიჭო?!
-ცალკე ვილაპარაკოთ რა.
-დიმა, დაგვტოვე რა ძმურად.
-ახლავე ბატონო დავით.
წამოდგა გამომძიებელი და დატოვა ოთახი, ჩქარი ნაბიჯით.

-რა ხდება ლუკა?!
-დათო, შემთხვევით შემომეცემა, გამიზნულად საცემი არაკაცი. ხო და, რა შანსები მაქვს?!
-შენ ცემე ვინმე?! ლუკა, შენ?
-ხო, შემთხვევითთქო, ვერ გავიაზრე როგორ ვცემე, გადაკეტილი მქონდა რა.
-შენ გქონდა გადაკეტილი?! შვილო, კარგად ხარ?
-არსებობაში ერთხელ, მეც მომიტევეთ ხო შეიძლება?!
-გამიკვირდა თორემ, ეგეთები გაგვიძვრენია აქედან?!
-კორუმპირებულ მოსამართლეს ვეძმაკაცები ამდენი წელია?!
ჩაიცინა ლუკამ.
-ხომ ხედავ დაგჭირდა შენც?! დაწერეს საჩივარი?!
-არ ვიცი, ბოლოს საკაცეზე იწვა, რომ დავინახე და თუ მოიყვანეს არ ვიცი.
-ლუკა, არ მომიყვები, რამ გაგაგიჟა ასე?!
-ქალზე რომელიც მიყვარს, ის თქვა, რაც არ უნდა ეთქვა.
-ქალი გიყვარს?!
თვალები დაექაჩა გაკვირვებისგან მოსამართლეს.
-რა გაგიკვირდა?! კაცები არც არასდროს მომწონდა.
-შენ მაიმუნობის ხასიათზე ხარ და მე ერთ დღეში, კიარა და ერთ საათში, გავიგე ყველა შეუძლებელი ინფორმაცია შენზე.
ქალი გიყვარს, რაღაც აკადრეს, თავი დაკარგე, ადამიანი სცემე. ლუკა, ხო შენ ხარ კაცო?!
-აუ დათო, დაღლილი ვარ მაგარი, თუ არ გამიშვებთ, დამაპატიმრეთ იქ მაინც წამოვწვები კამერაში.
-შენც მოგხვდა?! თუ რანაირად ლაპარაკობ?!
-კარგი ხო.
გაეცინა ლუკას და სახით დაეყრდნო მაგიდაზე დაწყობილ მკლავებს. გაკვირვებული უყურებდა, მისი ლექტორი და მეგობარი.

სარჩელი არ შეუტანია თედოს. მალევე გამოაშვებინა დავითმა, ლუკა.


სახლის დალაგება არ ჰქონდა დამთავდებული დეკას, შეტყობინებამ რომ გაანათა მობილურის ეკრანი.
“უკვე აქ ვარ, გელოდები”
“მალე მოვრჩები და გამოვალ”
“არ იჩქარო, გელოდები”
გაეღიმა დეკას და სწრაფათ განაგრძო საქმე.
15 წუთი არ იყო გასული, ეზოდან რომ გამოვიდა გოგონა. ჩქარი ნაბიჯით გაემართა მანქანისკენ. გადმოვიდა ლუკაც. გაუღო კარი, მგზავრის მხარეს.
-აბა?! სად მივდივართ?
-ჯერ სახლში მინდა, მთელი დღეა ვმუშაობ ტანსაცმელს გამოვიცვლი.
-არის, მივდივაეთ სახლში.
-როგორი დღე გქონდა?!
-ჩვეულებრივი…
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კვლავ მამაკაცის ხმა გაისმა მანქანის სალონში.
-არა, გატყუებ, არ მინდა მოგატყუო. ყველაზე უჩვეულო დღე იყო დეკა. მიგიყვან სახლში და ვისაუბროთ.
დაიძაბა გოგონა, ლუკას სერიოზულმა ტონმა მთელს სხეულს მოჰგვარა დაძაბულობის შეგრძნება.
-კარგი, ხომ მშვიდობაა?!
-სხვანაირად არ შეიძლება.
მოკიდა მტევანზე, თავისი ხელი მამაკაცმა, მსუბუქად გაუღიმა და აკოცა დაღლილ თითებზე, ათასი საქმის გამომვლელი რომ იყო მთელი დღე.

მივიდნენ სახლში, გადმოვიდა დეკა მანქანიდან, ეტყობოდა დაღლილობა და მთელი დღის დატვირთულობა.
ნელა აიარა კიბეები და შეაღო კარი.
-უცებ წყალი რომ გადავივლო?!
-მიდი, დაისვენებ თან უფრო.
მზრუნველი ტონით მიმართა ქალს.
სანამ დეკა გამოვიდოდა, ვახშამი მოამზადა ლუკამ, ლამაზად გაწყობილი მაგიდა რომ დაინახა, გული გაუთბა გოგონას.
-ეს შენ მოამზადე?!
-ვეცადე რაღაც გამომსვლოდა.
-მეგონა გავდიოდით, ამიტომ მაცვია ასე.
-თუ გასვლა გინდა, არაა პრობლემა. ძალიან დაღლილი მომეჩვენე, ვიფიქრე ასე გერჩივნა.
-სწორად იფიქრე, თან არ მიყვარს ხალხმრავლობა.
-მოდი, დღეს ჭამე საერთოდ რამე?
-კი კაფეში ვჭამე.
-ასე გაქრები მალე.
-არაფერია, ახლა ხომ შევჭამ?! თან ისე მოგინდომებია…
ღიმილით გახედა გვერდით მდგომს. მიუსხდნენ სუფრას.
-რაზე გინდოდა საუბარი?!
-ჯერ ვჭამოთ რა.
-კარგი, ნიკოლას ველაპარაკე, მგონი აღარ დაბრუნდება სახლში, გააგიჟებს დემეტრე მაგას.
-სად არიან?!
-ზოოპარკში იყვნენ, ახლა ვენდისში.
-მაგ იმბეცილმა, გოგო, პაემანზე ვენდისში და ზოოპარკში წაიყვანა?!
-ბავშვიც ახლავს, ნიკოს გართობა აქვს გასეირნების მიზეზად.
-მეც რა მიკვირს, დემეტრეზე ვსაუბრობთ. იცი? პირველი სიყვარული, სპორტის მასწავლებელი რომ იყო, მაგისი?
-რაა? მასწავლებელი და თან სპორტის.
გულიანად გაეცინა გოგონას.
-კიი, თან კაცი იყო, უბრალოდ კიკინას ატარებდა და ნაზი ხმა ქონდა, ორი წელი ქალი ეგონა.
-ვაიმეე, რომელ კლასში?
-მეხუთეში, ერთხელ ყვავილები დაუტოვა დარბაზის წინ და იმ კაცმა ისტორიის მასწავლებელს მოსდო შარი, გეი ხარ და მეპრანჭებიო.
-ვაიმე, ეს ბიჭი ბავშვობიდან რანაირია?!
ხმით იცინოდა დეკა, ლუკას მონაყოლზე. სულ დაავიწყდა ლუკას, მთელი დღის სიმძიმე.
-ყავას გავაკეთებ.
წამოდგა გოგონა, ვახშმობის შემდეგ.
-მე გავაკეთებ, თან აქ მივალაგებ. მისაღებში დამელოდე შენ.
-დღეს მასპინძელი შენ ხარ?!
-თანახმა ვარ, ყოველდე გიმასპინძლო.
-მაცდურად ჟღერს.
-მიდი და მოვალ მეც ახლავე.
სანამ წყალი ადუღდა ლუკამ მაგიდის ალაგება მოასწრო. ფინჯნებით ხელში შევიდა მისაღებ ოთახში. ფეხები დივანზე აეკეცა დეკას, თავი დივნის საზურგეზე მიეყრდნო და ტელევიზორისთვის მიეპყრო მზერა.
-ეს უნდა ჩართო, სანამ ყურებას დაუწყებ.
სიცილით მიუჯდა მამაკაცი გვერდით და ანიშნა ტელევიზორზე.
-უი, არ ვუყურებდი, ვფიქრობდი უბრალოდ.
-რაზე?!
-ყველაფერზე ერთად, რა იქნება ხვალ?!
-ახალი დღე და ყველაფერი ლამაზი.
გაუღიმა გოგონას, მიაწოდა ყავის ფინჯანი და თმის ბოლოებზე ჩამოუსვა ხელის ზურგი.
-დეკა, ლევანი ვინაა?!
შეცბა გოგონა, ლუკას უეცარ კითხვაზე.
-ლევანი?! თორნიკეს მეგობარზე მეკითხები?!
-კი, რა კავშირი აქვს შენთან?! სანამ რამეს იფიქრებ გეტყვი, თედო ვნახე. არ გეგონოს ვინმეს ნაბოდვარს დავუჯერე და შენ იმიტო გეკითხები, რომ რაღაცის გადამოწმებას ვცდილობ. უბრალოდ სიმართლე უნდა ვიცოდე, სამომავლოდ შეიძლება დამჭირდეს და ბრმად ვერ განვაგრძობ ამ ყველაფერს.
-რაა? როდის ნახე თედო, ან რატომ?! რა გითხრა?
-მაგას მოგიყვები მეც. მანამდე ლევანზე მინდა გავიგო, რა კავშირი აქვს შენთან?
-ჩემთან არანაირი, თორნიკეს ბავშვობის მეგობარია, ახლოს ცხოვრობდა ჩვენთან. ხშირად მოდიოდა ხოლმე, ერთად იყვნენ სულ. ერთხელ ძალიან ნასვამმა მითხრა, არ გიმსახურებსო თორნიკე. ვიფიქრე შეამჩნია თავის ძმაკაცს არაკაცობათქო. მას შემდეგ არაფერი ყოფილა. თორნიკე რომ მოკლეს, ორი კვირის დასაფლავებული გვყავდა, ძალიან წვიმდა. მე მარტო ვიყავი და რამდენიმე ხბო არ მოვიდა, ვიფიქრე არ დაიკარგონთქო, ნიკოლას წვიმაში ვერ წავიყვანდი და ლევანის ცოლთან გავედი, ცოტახნით დაიტოვეთ ნიკოთქო.

ყავა მოსვა დეკამ, განაგრძო კვლავ.

თეონას არ უთქვამს უარი, იმ არაკაცმა კიდევ დაიჩემა, მეც მოგაძებნინებო. წყაროა ჩემს სახლთან ახლოს, ქვემოთ ჩასასვლელია, იქ შევნიშნე ჩემი ხბოები, ჩავედი და ჩამოვიდა ისიც.
მითხრა მივატოვებო ყველაფერს, წავიდეთ აქედან და გაცხოვრებ ისე, როგორ ცხოვრებაზეც ვერც იოცნებებდიო. ახლოს რომ მოვიდა და შეხება დამიპირა, სახლიდან წამოღებული ჯოხი მეჭირა, ის მოვუქნიე და დავპირდი, ყველას გავაგებინებ შენს არაკაცობასთქო. გამოვიქეცი იქიდან. თეონას ვერაფერი ვუთხარი, შემრცხვა, ალბათ უფრო შემეცოდა და აღელვებულმა ვერ მოვიფიქრე, რომ უფრო უარესს ვაკეთებდი, ქმრის არაკაცობა რომ დავუმალე. ჩემს დედამთილს რომ მოვუყევი, არ დამიჯერა, მამამთილმა მაშინ დამარტყა პირველად. მითხრეს თავს გვჭრიო. ლევანმაც უკუღმა მოყვა ყველასთამ, თქვა, თითქოს მე ვთხოვდი ჩემთან ურთიერთობას. მას დაუჯერეს. რათქმაუნდა, თორნიკეს ხსოვნას როგორ უღალატებდა?!

მრისხანე ჰქონდა ლუკას სახე. ვერ თოკავდა იმ ემოციას, რომელსც დეკაც ტკივილი ანიჭებდა.
-რა არაკაცი ყოფილა, ასე როგორ მოგექცა, ეს როგორ იკადრა?! რატომ აქამდე არ გაგიცანი დეკა?! რატომ აქამდე არ გიხსენი იმათგან?!
-რა არის შენი ბრალი ლუკა?!
-ვერ ვიგრძენი შენი ტკივილი დროულად.
-ეს ხომ შეუძლებელია?! ასე უნახავაად როგორ იგრძნობდი?! არც კი მიცნობდი.
-მე ბედნიერად ვატარაბდი ამ წლებს, შენ რას ებრძოდი თურმე?! როგორ გაუძელი? როგორ მოხვედი აქამდე?!
-ნიკოლას გამო, მხოლოდ ნიკო იყო. ჩემი ძალაც და სისუსტეც. მხოლოდ ის მაძლევდა ყველაფრის მოტივაციას და ამასთანავე მართმევდა ყველა გასაქანს, ამ ცხოვრებაში.
-საოცარი ხარ დეკა. ყველა ჯერზე მაოცებ შენი ძლიერებით იცი?!
-ჩვეულებრივი ვარ, ვფიქრობ.
-რანაირად ხარ ჩვეულებრივი?! განთიადი ხარ დეკა. მაგალითი, იმისა თუ როგორ უნდა განათდეს ბნელში, ადამიანი.
-მიყვარს როგორც მხედავ, შენი თვალებით დანახული ჩემი თავი, სულ სხვანაირია.
-ზუსტად იმას ვხედავ რაც ხარ, ზუსტად ის ხარ, ვისზეც ვაგებდი ჩემს მომავალს ყოველთვის.
-რატომ?! მაინც და მაინც მე, რატომ?!
-ჩემს შვილებს, შენნაირი დედა უნდა ყავდეთ. მართალი კაცი რომ ვიყო, შვილი რომ შემომხედავს და მადლიერი მზერა, რომ ექნება, იმის გამო, რომ შენ აგირჩიე მის დედად, აი ამიტომ დეკა. მე რომ მთელი ვიყო, ჩემი ნაწილი რომ შეივსოს, აი ამიტომ. ცხოვრების მადლიერი რომ ვიყო, ღმერთისთვის ნათქვამი, ყველა ლოცვა, ყველა მადლობა, ყველა ოცნება რომ იყოს სწორი, აი ამიტომ.

მიუახლოვდა ქალს, ჩამოუსვა ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი. მოწმინდა ცრემლი, სიხარულს და მადლიერებას რომ დაედინათ ქალისთვის.
გაუნაწილა გულში მყოფი, ყველაზე დიდი გრძნობა.

მიიწია გოგონაც მისკენ, ზურგით მიეყრდნო მკერდზე და ხელი ჩასჭიდა მამაკაცის თითებს. აკოცა მაჯაზე, პულსი რომ ფეთქვდა, იმ წერტილზე.

სულ სხვანაირმა ღიმილმა, გაუნათა სახე, მრავალ ტკივილთან ნაომარს.

სულ სხვანაირი, ჰქონდა თვალები, მრავალ ცრემლთან მებრძოლს.

სულ სხვანაირად ესმოდა, გულის ცემა, საკუთარი მკერდიდან.

სულ სხვანაირი იყო ის დღე.

იყო განთიადი.

აღარ ბნელოდა.

ანათებდა სხივები, თითქოს ღმერთი უღიმოდა, საკუთარ შვილებს.

თითქოს, მწერალმა, ქალის ბედისამ, დაუსვა წერტილი, ტკივილებით დატვირთულ ისტორიას.

თითქოს ახალ ფურცელზე, ახალი სიტყვებით, ახალი ემოციებით, იწყებოდა წერა, გრძელდებოდა ისტორია, სხვა, უფრო ნათელი გაგრძელებით.

ქალის თმაში ჩარგო სახე, მჭიდროდ მიიხუტა სუსტი სხეული.
კვლავ განიცადა, გრძნობა, სისწორის.
დარწმუნდა, ისედაც ნათელში, ეს იყო, რისთვისაც უვლია აქამდე.
ეს იყო, რისთვისაც ელოდა განთიადს.

ვენდისის დიდ შენობაში, კუთხის მაგიდასთან ისხდნენ სამნი. დემეტრეს გვერდით დასკუპებულიყო პატარა ბიჭუნა, მათ პირისპირ კი იჯდა ის წითური გოგონა, ძლივს რომ დაითანხმა შეხვედრაზე.
-კარგად გაერთე ნიკო?!
თბილი ტონით მიმართა გოგონამ.
-კი, აქამდე ამდენი ცხოველი არ მინახავს, მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცოდი.
-განსაკუთრებული ბავშვია, მისი ასაკისთვის, უფრო გაზრდილი.
ნიკოლაზე ანიშნა დეამ მამაკაცს. თბილ მზერას არ აშორებდა ბიჭუნას.
-ყველაზე მაგარი კაცია ჩემი ნიკო.
თავზე ხელი გადაუსვა დემეტრემ და აუჩეჩა, საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა.
-ზოგადად ყველა ბავშვი განსაკუთრებულია, ჩემთან რომ მოდიან ხოლმე, ყველას აქვს რაღაც ნაწილი, რომლითაც შეგაყვარებს თავს.
-პედიატრი ხარ?!
-არა, ბავშვთა ფსიქოლოგი. ნუ პედიატრიც შეიძლება ითქვას.
-წარმომიდგენია რა რთულია, თან როგორი საინტერესო იქნება?!
-საინტერესოზე მეტად, დამთრგუნველია, სულ სხვა სიტუაციას ველოდი, როცა ვაბარებდი, ახლა კი ვხვდები, არ ვყოფილვარ მზად.
-დარწმუნებული ვარ შენი საქმის პროფესიონალი ხარ.
-კი, ბავშვებთან ყველაფერი კარგადაა, ძირითადად ვართმევ ხოლმე თავს. უბრალოდ მე ვარ შინაგანად დათრგუნული, დღის ბოლოს რომ ვფიქრობ, რამდენი არასტანდარტული ოჯახია, სადაც ბავშვს წნეხის ქვეშ მოაქცევენ, იმდენი მშობელია, რომელიც არ იყო შვილისთვის მზად და ახლა ბავშვზე გადადის მისი არა მზაობა. ასეთ დროს ბავშვები ძალიან ისტრესებიან, ოჯახების დიდ ნაწილს, კანონზომიერების კუთხით ყავთ შვილები გაჩენილი და მათი გაზრდა მხოლოდ, ჩაცმა გამოკვება და მსგავსი მატერიალისტური კუთხეა. თუმცა ამ დროს ყველაზე მთავარი ავიწყდებათ.

მილქშეიკის ჭიქას დაწვდა გოგონა, მოსვა სასიამოვნო სითხე და გაუსწორა მზერა, უცნაურად მომზირალ მამაკაცს.

-და მთავარი რა არის? ის რაც ავიწყდებათ?!
გაიღიმა გოგონამ, მშვიდი ტონით განაგრძო საუბარი.
-არცერთ ბავშვს არ უთხოვია მშობლისთვის გამაჩინეო, ეს მხოლოდ მშობლების გადაწყვეტილებაა ხო?!
თავი დაუქნია დემეტრემ, თანხმობის ნიშნად.
-მაშინ, თუ გადაწყვეტ, რომ შვილი გყავდეს, საკმარისი ნერვული შესაძლებლობა, დრო და ბავშვზე მისაყოლი ენერგია უნდა გქონდეს. სკოლაში ბევრი მშობელია, რომელსაც ვიბარებ, თუმცა დროის გამო ვერ მოდიან. მათი შვილები, ყველაზე მეტად დასტრესილები და ემოციურად დათრგუნულები არიან, მშობლისგან ის ყურადღება აკლიათ, რომელიც ბევრ ძვირადღირებულ სათამაშოზე მეტს ნიშნავს მათთვის. ბევრ ბავშვს, კონტროლი და ლმობიერების განცდა აკლია, მშობლისგან მოდის ეგეც, შვილს უნდა დაანახო, რომ მანაც გაიმეოროს.
თუ არ გეცალა, თუ არ შეგეძლო, თუ ვერ გაართმევდი თავს, მაშინ არ უნდა მიგეღო ეს გადაწყვეფილება ხო?! თუ გააჩინე, კეთილი ინებე და მიუჩნდი ისე, როგორც მოგეთხოვება.
-ვფიქრობ დაუნდობლად ექცევი მშობლებს, რომლებსაც სხვა გზა არ აქვთ, სამსახურში უნდა წავიდნენ, ბავშვს ხომ უნდა მატერიალური კუთხეც?
-ვერ გამიგე დემეტრე, დედამ, თუნდაც მამამ, შეიძლება ნახევარი საათი გაატაროს შვილთან და უდრიდეს მთელ დღეს, იმდენად პროდუქტიული და ბევრის მომცემი იყოს ეს წითები. შეიძლება მთელი დღე, შვილის გვერდით იყო, თუმცა ვერაფერი მისცე, რაც სარგებელს მოუტანს, მიხვდი?
-და შენ?! შენს შვილზე რას იტყვი?
-მე ჯერ არ ვგეგმავ შვილის ყოლას, ის ფსიქოლოგიური და მორალური მზაობა არ მაქვს, რაზეც ვისაუბრე.
-და იქნებ არასდროს იყო მზად? მგონია, როცა მშობელი ხდები, ნელ ნელა ყალიბდება ყველა ინსტიქტი.
-ასეცაა, მაგრამ მშობლად გახდომის ინსტიქტი და მზაობა, შვილის ყოლამდე უნდა იყოს შენში. მინახავს 19 წლის გოგონას, შვილისთვის იმდენის მიცემა შეეძლო, რასაც 29 წლის სხვა ქალი, ვერ აძლევდა თავის გასაზრდელს, არც ასაკშია ეს. სულიერ და შინაგან ინსტიქტში უნდა გქონდეს მშობლობა. შენს შვილთან მართალი უნდა იყო, შვილი კი არ უნდა გაზარდო, კი არ უნდა მართო, გზაზე კი არ უნდა დააყენო, არამედ უნდა მისცე არჩევანი, უნდა აღზარდო და უნდა იყო მისთვის მაგალითი. შრომა უნდა ასწავლო, ოღონდ კიარ უნდა აშრომო, კი არ უნდა დააძალო, უნდა მოანდომო, ისე დაანახო, რომ მოუნდეს მანაც გაიმეოროს.

მონუსხული უსმენდა დემეტრე, ეთანხმებოდა ყველა ნააზრს, გოგონასას, თუმცა მაინც უსვამდა კითხვებს, ბოლომდე უნდოდა შესცნო ქალის ბუნება.

-შვილი მშობელმა არ უნდა დააყენოს გზაზე?
-ზუსტად ვიცი, ხვდები რასაც ვგულისხმობ, უბრალოდ ჩემგან გინდა ამომწურავად მოსმენა, ხომ ასეა?!
ეშმაკური ღიმილით შეხედა წინ მჯდომს დეამ. მანაც თავი დაუკრა, კმაყოფილი ღიმილით უღიმოდა გოგონას.
-შვილი გზაზე კიარ უნდა დააყენო, მის გვერდიგ უნდა იარო ნებისმიერ მის არჩეულ ბილიკზე, თვითონ გადაწყვიტოს, თუ უფსკრულის პირას მივა, უნდა ურჩიო, უნდა დაანახო უფსკრულის სიღრმე, ამ პრინციპით, არასდროს გადახტება იმ სიღრმეში. მაგრამ თუ კი უძახებ, მაგ ბილიკის ბოლოს ხრამიაო, თუ კი დაუშლი, თუ კი შეცნობის საშუალებას არ მისცემ, უთუოდ გადაიჩეხება, ნახვა მოუნდება, გზის დასასრულს მყოფი ხიფათის და არ ეყოლები, სიღრმის შეცნობაში რომ დაეხმარო, მანდ კი აუცილებლად გადაეშვება თავით და დაიღუპება. მშობლების უმრავლესობა, ჩემ აღწერილ მეორე ვარიანტს აწვება. უკრძალავს, მხარს არ უჭერს, არ აცნობს სიტუაციას და მათი შვილები, ყოველთვის აკრძალულის და მკაცრად დაშლილის მარწუხებში ექცევიან. ამიტომ ვამბობ, მშობლობას სჭირდება ყველაზე მეტი მზაობა, ყველაზე დიდი ფიქრი და მორალური შემზადება.
-გაკვირვებული ვარ იცი?!
-რამ გაგაკვირვა მაინც?
-ლუკასავით ლაპარაკობ, ძმაკაცი ხო ასეთი მყავს, ახლა ცოლიც ასეთი უნდა მყავდეს, ცხოვრება რაღაც მაგარს მიმზადებს.
-ცოლი?!
თვალები დაექაჩა გოგონას გაკვირვებისგან.
-არ მითხრა არაო, ნუ ახლავე კიარა, მერე რომ შეგიყვარდები.
-და რომ არ შემიყვარდე?! ან იქნებ მიყვარს სხვა უკვე?
-არაა, ჩემთვის შექმნილს სხვა როგორ შეგიყვარდებოდა?
-არ ხარ შენ კარგად.
სიცილით გააქნია გოგონამ თავი. მაგიდაზე დაეყრდნო იდაყვებით დემეტრე, ლამაზი მზერა მიაპყრო გოგონას და ჩუმი ხმით ამოთქვა.
-ვიცი, ჩემს მომავალში მხოლოდ შენ გხედავ.
აღარაფერი უთქვამს დეას, თითქოს ვერ გაიგოო, თითქოს არ დაუჯერა ყურებს. მოსწონდა მასაც დემეტრეს სიახლოვე. თუმცა ძალიან ადრე იყო, რაზეც მამაკაცი ესაუბრებოდა.

-წავიდეთ ხო?!
კვლავ ქალმა წამოიწყო საუბარი.
-ნიკო თუ აღარ ჭამ წავიდეთ კარგი?
-კი, თან დედა მოიწყენდა მარტო.
-მარტო კიი, ვინ დატოვებდა მაგას მარტოს?!
ჩუმად ჩაიქირქილა დემეტრემ, არ გამოჰპარვია მისი სიტყვები დეას.

-ჯერ ნიკოს დავტოვებ და მერე გაგიყვან, კარგი?
-როგირც გინდა.
ჩასხდნენ მანქანაში, მობილურზე ურეკავდა დეკას.
-ხო დემე.
-სახლში ხარ?
-კი, მოდიხართ? გშიათ?
სიცილით დაეპასუხა ყურმილის მეორე მხრიდან დეკა.
-არა, ვენდისიდან მოვდივართ, ვჭამეთ. ნიკოს მოგიყვან და წასასვლელი ვარ, დაბლა დახვდები?
-ხომ მშვიდობაა?
-კი, დეაცაა და სახლში უნდა მივიყვანო.
-ლუკაც აქაა, თუ ამოხვალთ კარგი იქნება.
-უი ლუკა მანდაა? არ ვიცოდი, რომ ვურეკავ მთელი დღეა, ცოცხალიც აღარ მეგონა.
-ნუ ამბობ დემეტრე ეგეთებს. ამოდით რა.
-კარგი, დეას თუ არ აქვს სხვა გეგმები ვკითხავ.
დაძრა მანქანა, გვერდით მჯდომს გადმოხედა.
-დაგპატიჟა დეკამ, ავიდეთ?
-უხერხული არაა?
-რატომაა უხერხული?
-არ ვიცნობ, თან პირველად მივდივარ, ესე დაუგეგმავად და ხელცარიელი. თან გვიანია უკვე.
-ხელცარიელები ნუ ავალთ, ვიყიდოთ რამე. თუ გეტყვი, რომ არაა უხერხული? სულ სხვანაირია დეკა, რო ვერ იუხერხულებ მასთან ყოფნას, ზუსტად ისეთი.
-წამოდით რა, თან ლუკას ნაყიდ ლეგოს გაჩვენებთ. გუშინ ავაწყვე.
უკანა სავარძლიდან თავი გამოყო ნიკოლამ.
-კარგი ცოტა ხნით ამოვალ.
მორცხვად ამოილაპარაკა გოგონამ.


კვლავ ზურგით მიყრდნობოდა მამაკაცს დეკა. ლუკას მხარზე ედო თავი და ტკბებოდა, ძლივს მოპოვებული სიმშვიდით. თვალები ჰქონდა დახუჭული ლუკას, გრძნობდა ქალის მდგომარეობას, ახარებდა ფაქტი, რომ დეკას ცხოვრებაში სიმშვიდე შეიტანა.
-ამოვლენ?
ჩუმი ტონით ჰკითხა ლუკამ.
-მომწერა დემემ, მოვლენ სადაცაა.
მისკენ შებრუნდა დეკა, თხელ წვერზე თითები ჩამოატარა, დაუჭირა მტევანი ლუკამ, შეახო ბაგეები ლამაზ თითებზე.
-ხანდახან მგონია სიზმარში ვარ, იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, რაც გამოვიარე, ასე მგონია კარგ სიზმარს ვნახულობ და გაღვიძებული ისევ, იმ ბნელ რეალობაში აღმოვჩნდები.
სევდიანად ამოილაპარაკა დეკამ, გული შეუქანდა მის გვერდით მჯდომს.
-არა, ის იყო ძალიან ცუდი სიზმარი და გაგეღვიძა უკეთეს რეალობაში, ასე ფიქრი არ ჯობია?!
-ალბათ ასე სჯობს. ნიკოლასი მერიდება, უფრო მეშინია.
-და რას აკეგებ შენ მოსარიდებელს? საშიშს მითუმეტეს?!
-ლუკა, ბიჭის პირველი ღირსება დედაა, ზოგადად, შვილის, თუმცა ბიჭები მეტად სპეციფიურად ეკიდებიან ამ საკითხს. ჯერ პატარაა, მაგრამ რომ გაიზრდება, მისი ამაყი თვალები მინდა და არა ჩემზე არიდებული მზერა გესმის?
-დეკა, მისმინე კარგად, დედაჩემი ჩემს გამო არ გათხოვდა, არასდროს უთქვამს, მაგრამ ვიცი, ჩემს გამო გააკეთა. რომ შემეძლოს ამის შეცვლა, რომ ჰყოლოდა გვერდით ვინმე, მე არასდროს ავარიდებდი მზერას, მას. პირიქით, მე არასდროს მდომებია გაწვალებული დედა გვერდით, საღამოობით დაღლილს ჭამის თავი არ ჰქონდა ხოლმე, ვამჩნევდი როგორ ტკიოდა მკლავები მუშაობით და სულ ვოცნებობდი, ყოლოდა ვინმე, ვინც მიეხმარებოდა. 14 წლისამ დავიწყე მუშაობა, საწყობებს ვალაგებდი, მაშინ როცა ჩემი ტოლები, ფეხბურთს თამაშობდნენ. დედაჩემს არ უნდოდა, სულ მთხოვდა და მიშლიდა, მაგრამ არც მე შემეძლო მეყურებინა, მუდამ დაღლილს და მუდამ ნაწვალებს, როგორ ენატრობოდა საკუთარი თავისთვის ყველაფერი. დღეს არაფერი უჭირს, არც მუშაობს, მე ყველაფერი შევიქმენი იმისთვის, რომ ახლა მაინც იყოს კარგად, მაგრამ მგონია ახლა უფრო უჭირს იცი? მე როცა არ ვარ, მე როცა ვერ მესაუბრება რამეზე, როცა რაღაც სჭირდება და ჩემთან დახრილი თვალებით მოდის, ახლა უფრო რთულია მისთვის. მას რომ ვინმე ყავდეს და უყვარდეს, აფასებდეს, მეტად ბედნიერი იქნებოდა და მეც უკეთ ვიგრძნობდი თავს. ხანდახან დანაშაულის გრძნობაც კი მაწვება ხოლმე, მე რომ არ ვყოფილიყავი, მეტად ბედნიერი იქნებოდა ალბათ.

ღიმილით გააქნია თავი მამაკაცმა, დეკას სახის კონტურზე, ჩამოატარა საჩვენებელი თითი. თბილი მზერით უყურებდა, უღიმოდა ლაღად.

-არ უნდა იგრძნო დამნაშავედ თავი, მე რომ ნიკო არ მყავდეს, არვიცი, ვერც წარმომიდგენია.
-ამიტომ დეკა, რამდენი ქალია ვინც შვილს ტოვებს და მიდის? ვინც საკუთარი თავის გამო, უარს ამბობს შვილის აღზრდაზე და მრავალი სხვა კიდევ.
შენ სხვანაირი ხარ, ამიტომ ვარ აღფრთოვანებული შენით, ამიტომაა, რომ სულ სხვანაირად გხედავ. ამიტომ მინდა ჩემს მომავალში შენ იყო, ხო ეგოისტურად მინდა, რომ სულ ჩემთან იყო…
ვეღარ გააგრძელა საუბარი, კარზე ზარის ხმამ, გააწყვეტინა სიტყვა.
-ალბათ მოვიდნენ.
წამოდგა დეკა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ.
ღიმილიანი მზერა გააყოლა მამაკაცმა.

-გამარჯობა, შემოდით.
ღიმილით დაუხვდა კარს მიღმა მყოფეს დეკა, შემოიპატიჟა სახლში, ჩვეული სინაზით გადაეხვია დემეტრე, მათ შემყურეს გული სითბოთი აევსებოდა ადამიანს.
-დემეე, რაკარგია რომ მოხვედით.
ღიმილით მოშორდა გოგონა და ახლა დეას მიუბრუნდა.
-ძალიან გამიხარდა, რომ მოხვედით. წამოდით შევიდეთ.
მისაღებში შეუძღვა სტუმრებს, გაისმა ნიკოლას ლაღი შეძახილიც.
-ლუკაა, აქ ხარ რა მაგარია.
-მოდი ჩემთან.
ხელში აიყვანა ნიკოლა ლუკამ, საფეთქელზე აკოცა, მასზე მოხვეულს.
-ხომ იქცეოდი კაცივით?
-კი როგორც მასწავლე, გოგოს წინ ვატარებდი, კარში ადგილს ვუთმობდი და სულ ვცდილობდი გაეღიმა.
-ჩემი კაცი ხარ შენ.
-მე აქ არ ვარ ხომ?
დეკას ნაწყენმა ხმამ გააწყვეტინა საუბარი.
-დე იცი რა მაგარი იყო? ყველა ცხოველი ვნახე, სპილო იმხელა იყო, დემეტრეზე მაღალი იყო.
სიცილის ტალღამ გადაუარა ოთახში მყოფთ, ლუკას მკლავებიდან, დედის ხელში გადაინაცვლა ნიკოლამ და მოხვია პატარა მკლავები დეკას.

-მე ლუკა ვარ, დემეტრეს მეგობარი.
ნაზი ღიმილით გაუწოდა გოგონას ხელი.
-მე დეა.
-ძალიან ლამაზი სახელია.
თქვა დეკამ და თბილად შეხედა გოგონას.
-ხო, ეს ეხლა გკითხავს, რატომ გქვია, ვინ დაგარქვა, რა წარმომავლობის სახელია და ასე დაუსრულებლად.
ქოთქოთით ჩაერია დემეტრე საუბარში, გამოაჯავრა დეკას.
-ეგეთ კითხვებს, მესამე, მეოთხე შეხვედრაზე სვამს, ზოგადად.
სიცილით აჰყვა მეგობარს ლუკაც.
-ეხლა ეს ორი მე დამცინის? დეა, შენგანაც მასე ჩანს?!
მოჩვენებითი ბრაზით გადახედა ბიჭებს დეკამ. აიბზუა ცხვირი სასაცილოდ. არავინ იცის, რად დაუჯდა ლუკას, თავის შეკავება, რომ არ ჩახუტებოდა.
-დაცინვა რა მოსატანია ჩემო დეკა?! გავაცანით გოგოს, შენი ინტერესის სფერო.
-დემეტრე, სანამ მოგხვდეს შენ, გაჩერდი მანდ.
სიცილით მიუბრუნდა დეკა, დემეტრეს.
-მომხვდეს თუარა მომერევი, 7 კილოხარ, ტანსაცმლიანად.
-ბატონო?!
წარბის აწევით გამოხედა დეამ, აქამდე რომ ჩუმად უყურებდა მის წინ მდგომებს.
იყო სიცილი, ლუკას ვერ ასულიერებდნენ.
-ანუ ამან მართლა მოგიყვათ, რომ ვცემე?!

გაოცებულმა გადახედა დეკას და ლუკას.
-არა, ამან დას გაუმხილა საიდუმლოდ, აი იმან კი ჩვენთვის ერთი დიდი პიესა დაწერა.
სიცილით უთხრა ლუკამ და ნიკოლასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე.
-დასხედით თქვენც, ყავას მოვიტან მე და მოვალ. დეა ხომ დალევ?
-კი, უშაქროდ თუ შეიძლება.
-მე და დეა ვიძმაკაცებთ, ასე მგონია.
ღიმილით შეხედა წითურ გოგონას, ლუკამ.
-ხომ გეუბნებოდი, ლუკას გავხართქო.
დემეტრემ მიმართა გოგონას.
-იცი რანაირად ლაპარაკობს? აი შენ რომ დამიწყებ და გაგირბივარ ხოლმე, ზუსტად ეგეთებს ამბობს, ოღონდ დეასგან ჯერ არ გავქცეულვარ. ახლა უშაქრო ყავაო, შენ უეჭველი მარწყვის სმუზიც გეყვარება.
-ვაიმე, მარწყვის სმუზი, მწარე შოკოლადით.
თვალები აენთო გოგონას, სმუზის წარმოდგენაზე.
-აუ, შენც მწარე შოკოლადით ჭამ? დემეტრე ამბობს, მარწყვს სინაზეს უკლავსო.
-პირიქით, გამოკვეთს მის არომატს.
ღიმილით შეხედა დეამ ლუკას.
-ამან რა იცის ჩემო დეა? ამას აჭამე ხაშლამა, მეტის ღირსი არაა.
-ლუკა, შენ მართლა გიყვარს მარწყის სმუზი?
-კი, აი მწარე შოკოლადთან ერთად არის სამყაროს აღმოჩენა.
-რა მაგარია, ყველა დამცინის, როცა ვამბობ რომ მიყვარს.
-რა დამთხვევაა?! მე მთელი ცხოვრებაა, დემეტრე მაგაზე დამცინის.
-ეს ხაშლამის ღირსიც არაა.

საუბრობდნენ და იცნობდნენ ერთმანეთს. დემეტრეს არსებობა, ივსებოდა დეას ფერებით.

-ნიკო, მიდი დე მოვწესრიგდეთ და დაწექი შენ კარგი?
შვილს გადმოხედა დეკამ, ლუკაზე მიხუტებულს, თვალები ეხუჭებოდა.
-კარგი დე.
-დეა ბოდიში, 5 წუთში მოვალ, ცოდოა დავაწვენ.
-რა პრობლემაა, არაფერია საბოდიშო.
ღიმილი გაცვალეს გოგონებმა ერთმანეთში.
დეკამ სწრაფად დაბანა ნიკოლა, აბაზანაში იყვნენ, პირსახოცი მოახვია და ხელში აყვანას აპირებდა, ხმა რომ გაიგო.
-მე ავიყვან, მძიმეა.
-იყოს, დაგასველებს სულ.
-გავშრები, რა პრობლემაა?!
პირსახოცში გახვეული ნიკოლა, ნაზად აიყვანა ხელში და ოთახისკენ წავიდა. მანვე გაამშრალა და პიჟამოების ჩაცმაში მიეხმარა. სანახაობით ტკბებოდა დეკა.
-იცი ლუკა, ფარშევანგი თავს მიწაში არჭობს.
აღფრთოვანებულმა ამოილაპარაკა ნიკომ.
-კი, ასე ჰგონია სხვებიც, ვერ ხედავენ, თითქოს იმალება. საფრთხისგან იცავს თავს.
-დემეტრემაც ასე ამიხსნა.
-ვა, დემეტრე ჭკვიანურსაც ამბობს რამეს? მაგარია.
-კი ასე თქვა, ძალიან ლამაზია დეაო, მართლა რა ლამაზია ხო?
-კი, დეა ძალიან კარგი გოგოა.
-იცი რა კარგად მექცეოდა? ჩემთან ერთად ეშმაკის ბორბალზე ამოვიდა, დემეტრეს დავცინეთ, იმას შეეშინდა.
-მართლა დეე?
სიცილით ჩაეკითხა შვილს დეკა.
-კიი, მაგას ბავშვობიდან ეშინია სიმაღლის.
სიცილით უპასუხა ლუკამ.

დააწვინეს ნიკოლა, ოთახში დაბრუნებულებს გაბუტული წყვილი რომ დახვდათ, ღიმილით ჩაუკრა თვალი ლუკამ, გვერდით მდგომს.
-ბოდიში რა, მთელი დღეა გარეთაა და რომ არ დამებანა, ვერ დავაწვენდი ისე.
-საბოდიშო არაფერია.
მშვიდი ტონით უპასუხა დეამ.
-დეა, შენ რამდენი წლის ხარ?
-24
-უი, ჩემი ტოლი ხარ ზუსტად.
-ვაიმე, შენ უკვე ამხელა შვილი გყავს, რა მაგარია.
-კი მე ძალიან პატარა გავთხივდი.
სევდიანად დახარა თავი დეკამ.
-საუკეთესო დედა ხარ, ნიკოლას ეტყობა ეს.
-ვცდილობ, თუმცა ამ ბოლო დროს, საკმარისი დრო არ მაქვს, მასთან გასატარებლად.
-ძალიან კარგი ბავშვია, უსაყვარლესია.
-დემეტრე ამბობდა, ბავშვები ძალიან უყვარსო, მართალი უთქვამს.
-კი, ბავშვები არიან სამყაროს ძალა.
-ამას რა სჭირს?
წარბებშეკრული დემეტრესკენ მიუთითა ლუკამ.
-არაფერიც არ მჭირს.
-აბა რას იბღვირები?!
-არ ვიბღვირები.
-აუ შენ მართლა გაბუტული ხარ?
სიცილით გახედა მეგობარს ლუკამ.
-ვერ ეგუება ეგ სიმართლეს და მაგიტომაა მასე.
მკაცრი სახით შეხედა დეამ, გაბუტულს. თან ეღიმებოდა მის ბავშვურობაზე.
-რა არის სიმართლე?! ცოლად არ გამოგყვებიო, ეგ რანაირი სიმართლეა?
-ეს კარგადაა ახლა? ხალხო ნორმალურია ეს?
გაკვირვებულმა მოავლო მზერა გოგონამ, სიცილისგან შეწუხებულ დეკას და ლუკას.
-ბიჭო ცოლობას ასე ვინ ითხოვს?
-მე ახლავე კიარ ვეუბნები, ასე ვუთხარი შენ იქნები ჩემი ცოლითქო და არაო.
-ნიკოლას და მართას ისტორია, ბებრად დიდურია გეფიცებით.
ხარხარით ამოილაპარაკა ლუკამ.
-მოვიტაცოთ?
-ახლა თქვენ მოგიტაცებთ კარგად მე, უყურე ამათ.
წარბები შეჭმუხნა დეკამ.
-დეა, ყურადღებას ნუ მიაქცევ, ცანცარის საათი აქვთ, გადაუვლით.

წელზე მოხვია ხელი ლუკამ, მიიხუტა მომღიმარმა, დეკა. უხერხულობა იგრძნო გოგონამ, დემეტრეს აარიდა მზერა.

გაკვირვებულმა შეხედა, მათ წინ მჯდომმა. თვალებით ჰკითხა მეგობარს, მანაც უპასუხა. თითქოს თავისი ენა ჰქონდათ, უსიტყვოდ მიახვედრეს ერთმანეთს სათქმელი.

-მე წავალ უკვე, ძალიან გვიანაა.
სიჩუმე დაარღვია დეამ. წამოდგა, წასასვლელად მომზადებული.
-გამიხარდება, თუ ვიმეგობრებთ.
ღიმილით გადაეხვია დეკა.
-აუცილებლად.
-წავედით აბა გვრიტებო, გააგრძელეთ თქვენ ჟღურტული.
ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი დემეტრემ.
-იყავი, მე გავალ ტაქსით.
-კარგი მართლა კიარ მოგიტაცებ, აი ნახე, შენით გამომყვები.
-დემეტრე გეყოფა, აღარ მეცინება უკვე.
-მეყოფა, თორემ მცეემ?!
-მოგიწევს,ვატყობ.
მათი ხმა იკარგებოდა კიბეზე, კართან მდგომებმა ღიმილით გადახედეს ერთმანეთს.
-მეც წავალ ხო?
-კარგი.
-ხვალ არაფერი დაგეგმო, საღამოს სადმე წავიდეთ.
-ნიკო?
-ნიკოც რა თქმა უნდა.
-და სად წავალთ?
-მოვიფიქრებ, შენ ის გადაწყვიტე რას ჩაიცვამ.
-როგორ ჩავიცვა?
-ყველაზე გამორჩეულად. ნიკოლას კაცურად უნდა დაველაპარაკო, შენზე.
-უკვე? ვფიქრობ ძალიან ჩქარობ.
-ვფიქრობ, ერთი წუთის დაკარგვაც არ ღირს.
-ვნერვიულობ.
-ლოგიკურია.
-რომ ვერ გაგვიგოს?
-გაგვიგებს, ხომ მენდობი?
-კი
თვალები დახარა დეკამ. მწველი მზერა ჰქონდა მის წინ მდგომს. მოხვია წელზე ხელი და ჩაიკარგა, გოგონას თმის სურნელში.
-პატარა დეკა, მთის ფერდობზე, ალამაზებდა, მდინარის პირეთს. მასსავით ნაზი, მასსავით ურჩი, ქალი მაძლევდა, სიცოცხლის იმედს.

ჩურჩულით დასცდა მამაკაცის ბაგეებს.

-ეს სად წაიკითხე?! რა ლამაზია.
-თუ გეტყვი, რომ შენთვისაა?!
-ჩემთვის?
გაოცებამ და სიხარულმა, აუკიაფა ქალს მზერა.
-კი შენთვის, ჩემგან.
-ასე უცებ?
-ხო ახლა დაწექი და იფიქრე, პოეტობაც რომ ამათვისებინე.
-მადლობა.
-ოღონდ არ უთხრა დემეტრეს რა, ჩვენ ვიცოდეთ, არავინ გაიგოს.
-რატომ?!
-მაგის ინტელექტი ვერ გაწვდება, ჩემს ნიჭს და თავს მაცემინებს.
სიცილით ჩამოუსვა თმაზე ხელი, გოგონას.
-კარგი რა, მე მინდა ყველამ გაიგოს, როგორ გიჟდები ჩემზე.
-შენ გათამამდი ხო, ქალბატონო?!
-გარემოებაა ესეთი.
-ოჰ, ამის მაიმუნობებს უყურეთ.
-კარგი რა ლუკა, მაცადე გართობა, მაცადე შევიფერო. განა ყველას უწერენ ლექსებს?!
-მზად ხარ?!
-სხვა ლექსიც გაქვს?
-არა, ცხოვრებაში ბევრი შესაფერებელი მომენტისთვის, ხარ მზად?
-მე არ ვიცი, ამ ყველაფრისთვის როგორ დაგიბრუნო, ბედნიერება.
-უბრალოდ იყავი, გიყვარდე და არ დაგეზაროს, ჩემთვის, მარწყვის სმუზის მომზადება.
-ისე, ამხელა კაცი, ამ კრემებზე და სმუზებზე, რომ გიჟდები, როგორი არასტანდარტული ხარ?
-თემა შეცვალე? ანუ არ მომიმზადებ?
-მე ეგ ვთქვი?
-აბა რა თქვი?
-მადლობა ლუკა, მართლა, არვიცი რა გავაკეთე ამ ცხოვრებაში, იმის ფასი, შენ რომ ხარ ჩემთან.
თვალებში ცრემლები უკიაფებდა გოგონას. მოხვია ლუკამ მკლავები.
-იცოდე, ყველაფერს შევძლებთ, მე შენ და ნიკო, ჯერ ჯერობით ჩვენ. დანარჩენს მერე განვიხილავთ. წავედი ახლა, ლალიკო მელოდება ალბათ.
-რომ მიხვალ დამირეკე, ან მომწერე.
-ეს უკვე მომწონს.
ეშმაკურად ჩაეღიმა ლუკას.
-რა მოგწონს?
-ჩემზე რომ ღელავ.
აღარაფერი უთქვამს დეკას, ფეხის წვერებზე აიწია, ნაზად აკოცა ლოყაზე. კვლავ ჩაიხუტა გოგონას მსუბუქი სხეული ლუკამ, არ ეთმობოდა დასამშვიდობებლად, თუმცა დრო იყო წასვლის.
სიმსუბუქით და თავისუფლებით სავსე, შევიდა დეკა ოთახში. მიუწვა მთელი დღის მონატრებულ შვილს, საყვარელ სურნელში ჩაეფლო მთლიანად. ჩუმად აკოცა ლოყაზე პტარა ნიკოს. მოუვიდა შეტყობინება.

“დაიძინე, უკვე სახლში ვარ”
“შენ არ იძინებ?”
“ლალიკოს ვეჭორავები ჯერ”
“ჩვენზე უყვები?”
“იცოდა ისედაც”
“კარგი რა ლუკა, უხერხული არაა?!”
“მშვიდად დაიძინე, არ იფიქრო, დილით გამოგივლით”
“კარგი, ღამე მშვიდობისა”
“ღამე მშვიდობის”

დაიძინა მშვიდად, ყოველგვარი ტკივილისა და მოგონებების გარეშე.
დილით სადარბაზოსთან იყო ლუკა, ჯერ ნიკოლა დატოვეს ბაღში, შემდეგ დეკა მიიყვანა სამსახურში.
-საღამოს ლალიც რომ იყოს, პრობლემა ხომ არ გექნება?
-არვიცი, მხოლოდ უხერხულობა და დაძაბულობის შეგრძნება მაქვს, მგონია არ მოვეწონები, შენც დაიძაბები და მაგიტო ვარ ესე.
-დეკა მისმინე, ლალი არასდროს გააკეთებს და მოიქცევა ისე, რომ მე დავიძაბო. თუ მე მიყვარს, მასაც უყვარს. არასდროს შეშლია ამ სამყაროში, კარგი და ცუდი. ნუ ხარ ესე რა.
-ცუდად ნუ გამიგებ, ვღელავ უბრალოდ.
-მესმის, არ ვბრაზობ, გიხსნი, რომ ცოტა შეგიმსუბუქდეს მდგომარეობა.
-კარგი, მეც სიამოვნებით გავიცნობ, საშიში არაფერია.
-ნამდვილად. აი ესეთი დეკა მიყვარს მე, შეუპოვარი, უშიშარი, სადედამთილოს წინ მტკიცედ მდგომი.
სიცილით გამოაჯავრა ლუკამ გოგონა. გაეცინა მასაც.
-მასხარა ბრძანდებით, ლუკა დემეტრაძე.
-დიდი პატივია, მშვენიერი ქალბატონისგან მსგავსი შეფასება.
-წავედი, ვაგვიანებ.
-ჭკვიანად.
-რა საჭიროა?
-ახლა შენ მიწვევ?
-გამომივიდა?!
-დასახვეწი გაქვს, ივარჯიშე.
-მეზარება.
სიცილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ერთმანეთის არსებობა მოიცვეს თითქოს.


საღამო იყო, ლუკამ მიაკითხა დეკას და ნიკოლას.
-ლუკა, მოხვედი?
კარი ნიკომ გაუღო.
-მზად ხართ? შენ რა სიმპატიური ხარ?!
-დედამ მითხრა მნიშვნელოვანი საქმეაო, სერიოზულად ჩავიცვი.
-სადაა დეკა?
-ოთახშია, ისეთი რაღაცეები წაისვა, აქამდე ასეთი ლამაზი, არ ყოფილა.
-სულ ლამაზია.
-არა, აქამდე, მოწყენილი იყო, ლამაზი ძალიან იყო ყოველთვის, მაგრამ ამდენს არ იღიმოდა, დღეს სხვანაირია.
-ძალიან კარგი, ჩვენც ხომ ეს გვინდა?
-კი
-აბა, მეც მზად ვარ…
ოთახიდან გამოვიდა დეკა, კრემისფერი სარაფანი ეცვა, ნაზი ყვავილები ჰქონდა ამოქარგული, ბეჭები ამოჭრილი ჰქონდა და წვრილ წელს უკვეთდა, წვრილი ქამარი.
-დე მე ქურთუკს ავიღებ და გამოვალ.
-კარგი ნიკო, შუქიც ჩააქრე.
სირბილით წავიდა ბიჭუნა ოთახისკენ.

-ულამაზესი ხარ.
სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა ლუკა.
-მადლობა.
ღიმილით შეხედა გოგონამ და თმა გვერდზე გადმოიწია, გამოუჩნდა მხარზე შრამი.
-ეს რა არის დეკა?!
მამაკაცის ღიმილი, გაკვირვებამ და შეშფოთებამ გადაფაფა, უცებ.
-ეს არაფერია.
თმა მხრებზე ჩამოიშალა გოგონამ, ეცადა დაემალა ნაიარევი.
-ეხლავე გამაგებინე რა გაქვს მხარზე, ნუ მაგიჟებ.
-ძველია, არ ღირს გახსენებად, არ მინდა.
-მან გააკეთა? შენმა ქმარმა?!
-კი, მან გააკეთა, ამიტომ არ მინდოდა ეს კაბა, ამიტომ არ მინდოდა.
ცრემლმორეულმა ამოილააპარაკა და ოთახისკენ მიბრუნდა. მკლავში მოკიდა ხელი ლუკამ, გაჩერდა გოგონაც. ნაზად გადმოუწია თმა მხრიდან, ნაიარევზე მიაკრო თბილი ტუჩები.
-ყველაზე ლამაზი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს ამას?! მაგიტო კიარ გითხარი, შევშფოთდი უბრალოდ. ეს ნაიარევი ვერ შეცვლის, იმ ფაქტს რომ საოცარი ხარ.
-გთხოვ, არ მინდა სხვებმაც დაინახონ.

თითი ჩამოატარა ბეჭის ძვალზე, ხაზად დატყობილ , მოშუშებილ ჭრილობას. ჟრუანტელმა დაუარა მთელს ტანში დეკას. კვლავ აკოცა, ერთ დროს, მტკივნეულ იარაზე.
-დაინახონ, შენი დანაშაული ხომ არაა?! ნაიარევი შეიძლება ყველას ქონდეს. მისი ისტორია მე და შენ ვიცით, შენ უფრთხილდები ამას, მაგრამ, სხვებმა ხომ არ იციან? ამიტომ დასამალიც არაფერია.
-კარგი, წავიდეთ დავაგვიანებთ.
დაბნეულმა ამოილაპარაკა გოგონამ.
-ერთიც შემოგხედო, მოიცა რა, ახლა ცხოვრებაში პირველად ვიეჭვიანებ. მართლა ულამაზესი ხარ.
ღიმილით შეათვალიერა, ლამაზ კაბაში გამოწყობილი გოგონა. იამაყა, თავის გვერდით რომ იდგებოდა ეს ქალი. ჩალისფერ თმაზე ნაზად ჩამოატარა ხელი, ყბის ძვალზე გაბუჟება იგრძნო დეკამ, ეხებოდა მამაკაცის, თბილი ბაგეები.

-მოვედი დე, ჩავაქრე შუქიც.
-კარგი ბიჭი ხარ, წავედით?
უცებ გამოერკვა დეკა და ოთახში მორბენალი ბიჭუნასკენ გადაიტანა მზერა.
-სად მივდივართ?
მანქანაში ჩასხდომისთანავე იკითხა ქალმა.

-ლალი წამოვიყვანოთ სახლიდან, მერე კი, ერთი მაგარი ადგილი ვიცი.
-კარგი.

გააჩერა ლამაზი ორ სართულიანი სახლის წინ მანქანა.
-დე, გამო მოვედით.
-კარგი, ეხლავე.
-დედაშენი მოვა?
ცნობისმოყვარედ იკითხა ნიკოლამ.
-კი, მოვა და გაგაცნობთ.
-უკან გადავჯდები, უხერხულია ასე.
-ჩემი საყვარელი ქალი, ჩემს გვერდით უნდა იჯდეს დეკა.
-ნიკოლა გვისმენს.
-ისიც გაიგებს მალე.
გაიღო ეზოს კარი. სადა ლურჯ კაბაში გამოწყობილი ქალი გამოვიდა ეზოდან. ვერ დაეკლო წლების ტკივილებს მისი დახვეწილობისთვის და სილამაზისთვის, ბევრი. მშვიდი ღიმილით მოაბიჯებდა. გადავიდნენ მანქანიდან ლუკა და დეკაც.
-გამარჯობა.
-გამარჯობა.
-ლალიკო, გაიცანი დეკა, დეკა ეს დედაჩემია.
-ძალიან სასიამოვნოა.
მორცხვად ამოილაპარაკა დეკამ.
-მეც მიხარია, რომ გაგიცნობ.
-წავიდეთ უკვე.
მანქანისკენ ანიშნა ლუკამ.
მობრუნებულ დეკას, გადაასწრო ლალიმ. გამოაღო მანქანის კარი და უკანა სავარძელზე, ნიკოლას გვერდით დაიკავა ადგილი.
ამოუცნობი მზერა და ღიმილი გამოესახა ლუკას სახეზე. სიამაყით აივსო დედის საქციელზე, ესიამოვნა ეს წვრილმანი, მისგან. დეკასთვისაც ნათელი გახდა, რატომ იყო ლუკა ასეთი, გაიფიქრა, ასეთი ქალის შვილი, სხვანაირი ვერც იქნებაო.

გამარჯობა, შენ ნიკოლა ხარ ხომ?
თბილად მიმართა ლალიმ, პატარა ბიჭუნას.
-კი ნიკოლა ვარ, რა ლამაზი დედა ყოლია ლუკას?!
-პატარა კაცს როგორი კომპლიმენტები სცოდნია?!
ნაზად აკოცა ლოყაზე, შექებით ამაყ ნიკოს, მომღიმარმა ქალმა.

მცხეთაში გადაუხვია შავმა როლს როისმა. მყუდრო რესტორნის წინ გააჩერა მანქანა ლუკამ.
-რა ლამაზი ადგილია…
აღფრთოვანებულმა შეხედა დეკამ.
-შენ და ლალიკოს არ შეგეფერებოდათ სხვანაირად.
-როგორი სიმყუდროვეა დედი, აქ აქამდე რატომ არ მოვდიოდით?
ღიმილით გაჰყვა გვერდით წყვილს.
-ახლახანს აღმოვაჩინე მეც. ნიკო მოდი, ხელი მოგვკიდე.
-მე წამოვიყვან, შედით.
ხელი ჩაკიდა ნიკოლას, ქალმა, ნელი ნაბიჯით გაჰყვა უკან წინ მიმავალთ. აფასებდა შვილის არჩევანს, პტივს სცემდა მის გადაწყვეტილებას და ისე შეხედა დეკას, როგორც უყურებდა ლუკა, ისე მიიღო, როგორც თავის შვილს ეკადრებოდა.

დასხდნენ მაგიდასთან, შეკვეთა მისცეს.

-ძალიან კარგი გარემოა.
-კი, ნამდვილად ლამაზია, ლუკას არ ეპატიება აქამდე, რომ არ მომიყვანა.
-დედა, დემეტრემ მაჩვენა მეც არ ვიცოდი.
-დემეტრეს მოვთხოვ მაშინ პსუხს, სულ ვავიწყდები ამ ბოლოს.
-მაგას შენ კი არა, მეც ვავიწყდები ლალი, გახვეულია ალისფერ ტრფობაში.
-ეს რაღა მოიგონა ახლა, რამდენჯერ გითხარი ნუ აგიჟებთქო?
-დედაჩემი ხარ შენ, იმას რატომ იცავ სულ?
-დედამისი არ ვარ?
-ჩემი უფრო ხარ.
-ანუ, როგორი ეგოიზმია ლუკა? გეკადრება ამხელა კაცს?
-იმას უკადრებელს პატიობ, მე თურმე ეგოისტი ვარ.
-დეკა ახლა გაიბუტება, უყურე როგორ იბუტება.
სიცილით შეხედა, სანახაობით მონუსხულ გოგონას, დედისა და შვილის ურთიერთობით ტკბებოდა დეკა.
ღიმილით მიუბრუნდა ლუკას, მის გაბუსხულ სახეზე, ჩუმი ხმით ჩაიცინა.
-აჰ, დემეტრე ისეთია, ძალაუნებურად გიყვარს, ნუ ბრაზდები შენ.
-აჰა, შენც დემეტრეს სიყვარულს გაიძახი.
-ისე ნუ ამბობ, თითქოს შენ არ გიყვარდეს ყველაზე ძალიან.
-მე მიყვარს, ძმაკაცია.
-ჩემი გაზრდილია, შვილივით ვზრდიდი, მეც რომ მიყვარს რატომ გიკვირს?
-და შენ რაღატო გიყვარს ეგეც გვითხარი ბარემ.
მოჩვენებითი სიბრაზით შეხედა დეკას.
-ჩემთვის იმ ძმად იქცა, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
სევდიანი ღიმილით წარმოთქვა დეკამ.
გულზე მოხვდა ლალის, გაახსენდა, თავის ვერ ახდენილი ოცნება, დედმამიშვილს რომ ნატრობდა,ყოველთვის.
-არ გყავს და ან ძმა?
-არა, ნიკოლას გარდა არავინ მყავს.
-მერწმუნე, მასზე უკეთესი, ვერ გეყოლებოდა ვერავინ.
-დიახ, ცხივრებაში ყველაზე დიდი მოტივატორია.
-მოტი რაა? ეგ რას ნისნავს?
სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი ნიკომ. ვერ გაიგო, კარგი თქვეს მასზე თუ ცუდი.
-მოტივატორი ნიშნავს, რაღაცის ძალას რომ აძლევ ადამიანს, რისი გაკეთებაც გულით უნდა, იმისკენ რომ უბიძგებ.
აუხსნა ლუკამ.
-ანუ კარგი ვყოფილვარ, ვერ გავიგე შემაქო თუ რაქნა.

გაეცინა ლუკას, აუჩეჩა რამდენიმე საათის ნავარცხნი თმა.

შეკვეთა მოვიდა. გემრიელად ივახშმეს, ოჯახური გარემო იყო, ხუმრობდნენ, საუბრიბდნენ და უსმენდნენ ნიკოლას ბაღის ამბებს.
-ნიკო აღარ ჭამ?
-არაა, დავამთავრე.
-მაშინ უკან ბაღია, იქ გავისეირნოთ მე და შენ.

სხეული დაეძაბა დეკას, ერთის მხრივ იმის ღელვამ აიტანა, რას ეტყოდა ლუკა მის შვილს. მეორეს მხრივ ის ადარდებდა, მარტო რომ რჩებოდა ლალისთან.

-წავიდეთ კი.
სწრაფად ჩამოხტა ბიჭუნა სკამიდან. გვერდით გაჰყვა მამაკაცს.

-დეკა, დაძაბული ნუ ხარ. მესმის ეხლა რასაც გრძნობ. დაელაპარაკება, აუხსნის თქვენს სიტუაციას. ლუკამ იცის როგორ მოაგვაროს ეს.
-უბრალოდ ვღელავ, ნიკოლა სხვანაირი ბავშვია. ძალიან ბევრი რამ ნახა, უჭირს ადამიანების მიღება.
-მესმის, ლუკაც მასეა, დემეტრეს და საბას მეტი მეგობარი არ ჰყოლია, სულ იმას ამბობდა, რა საჭიროა ზედმეტი ადამიანებიო. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მერე ამასაც გონივრული ახსნა მოვუძებნე. იმედგაცრუებისგან იცავდა თავს.
-მესმის, ნიკოლაც მასეა. იმდენი რამე ნახა, ჰგონია ყველა ჩემს ატირებას შეეცდება.
-როგორი გაზრდილია, ხუთი წლის ბავშვის კვალობაზე, ძალიან დიდია.
-ესეც გამოვლილმა დღეებმა ასწავლა.
-დეკა, დაავიწყე ეგ დღეები, შენც დაივიწყე.
-მეც მაგას ვცდილობ, ნიკოლას მეხსიერებიდან ვშლი ბევრ რამეს, თუმცა მე, ვერ ვეგუები რაღაცეებს. იმდენ შიშს აქვს ერთად თავი მოყრილი, შებოჭილი ვყავარ.
-არ მითხრა, შენი გაცნობისაც მეშინოდაო.
ხუმრიბა სცადა ლალიმ, შეატყო გოგონას დაძაბულობა.
-გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდი თქვენგან ესეთ შეხვედრას. მეგონა, დაძაბულობა იქნებოდა, ვფიქრობდი გამიჭირდებოდა თქვენთან საუბარი.
-მესმის მე შენი დეკა, იმ გზას ახლა გადიხარ, რომელიც წლების წინ გამომატარა ცხოვრებამ. მე რომ შენ დაგძაბო, ვერ გაგიგო და ცუდ მდგომარეობაში ჩაგაყენო, რა ადამიანი ვიქნები?!
-ბევრი არ ფიქრობს მასე, ისეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, ხანდახან მგონია, ლუკა არაა რეალური, არც დემეტრეა ნამდვილი და უბრალოდ ლამაზი წარმოსახვაა, რომელიც აღარ გაგრძელდება.
-შენს თავს არ მისცე ასე ფიქრის უფლება. მე ყველა ლამაზი რეალობა გადავუხაზე ჩემს თავს. იმ ცუდ სიზმრებში დავრჩი, ცხოვრებამ ტვირთად რომ მომივლინა.46 წლის ვარ და ცხოვრების ყველა დღეს, იმის მცდელობაში ვატარებ, რომ არ გამაბორიტოს ყოფამ. ისეთი დღეები გამოვიარე ლუკასთან ერთად, ხანდახან მეგონა ვეღარ გავუძლებდი.

ღრმად ამოისუნთქა ქალმა, დარდიანი გაუხდა თვალები.

-მე ალბათ ყველაზე უკეთ გაგიგებთ. ჯოჯოხეთსაც არ შევადარებ, ჩემს განვლილ დღეებს.
-და მაინც გიყვარს ადამიანები.
-ყველა ადამიანი, ხომ არაა ერთნაირი?!
-ყველას შეუძლია გატკინოს.
-მეც შემიძლია ვატკინო სხვას.
-შეუძლიათ ცხოვრება ჩამოგანგრიონ თავზე.
-ეს მეც შემიძლია, ყველას შეუძლია.
-და მაინც არ უყურებ ცხოვრებას ცუდად, მაინც გჯერა რომ არსებობს სადღაც ბედნიერება?!
-ნამდვილად ასეა.
-შენგან მინდოდა ამის გაგება. ცხოვრება რომ ვერ ამარცხებს ეგეთი ადამიანი ხარ დეკა. მინდოდა შენი თვალებით მენახა, უკვე ჩემგან დანახული. ღმერთის გზაზე იდექი მუდამ, ბედნიერება მოვა, ნუ ააჩქარებ, ნუ დააძალებ, იბრძოლე და აუცილებლად მიიღებ შენს წილ სიხარულს.
-რა კარგად საუბრობთ.
-მსმენელის ყურს გააჩნია, რისი გაგება უნდა.
-ვფიქრობ ტყუილი იყო ჩემი ღელვა.
-ასაღელვებელი არაფერია, მე ერთადერთი რამ მინდა, ჩემი შვილი ბედნიერი იყოს, მასზე ზრუნავდნენ და უყვარდეთ. მუდამ დახეთქილი, ნაწვალები ხელებით გავზარდე მე ლუკა, ამ დღემდე მოვედით ერთად და არ ვაპირებ, რაიმეს გამო ბედნიერებაში ხელი შევუშალო. შენ თუ ეყოფი მის ბედნიერებას, ჩემგან მეტად გახარებული იქნები მუდამ.
-ლუკას ხასიათი და მიდგომა, ყოველთვის მაკვირვებდა. ახლა არ მიკვირს, თქვენი გაზრდილი შვილი, სხვანაირი ვერ იქნებოდა.
-მადლობა ჩემო კარგო. იგივეს ვიტყოდი ნიკოლაზეც, საოცარი ბავშვია.
-რაღაც მინდა გკითხოთ, თან მერიდება.
-მკითხე რაც გინდა, ჩათვალე არ ვარ ლუკას დედა, მეგობრულად მკითხე.
-როგორც ლუკას დედასთან, ისე მაქვს კითხვა. არ გიჭირთ ჩემი მიღება? მე ქმარი მყავდა, შვილი მყავს. ამდენი რამ გამოვიარე და თქვენ მაინც ასე მშვიდად ხართ. ბევრს არ ვიცნობ ასე უდგებოდეს მსგავს საკითხებს, საერთოდაც არავის ვიცნობ და არ დაგიმალავთ, გაკვირვებული ვარ.
-მესმის რასაც განიცდი. არა, არ მიჭირს შენი მიღება. რა მნიშვნელობა აქვს გუშინ სად იყავი? ახლა მთავარია დღეს სად ხარ, ხვალ სად იქნები. მე რომ მთელი ცხოვრება, კისერი უკან ვაბრუნო, წინ გზას ვერასდროს დავინახავ. თუ მუდამ გუშინდელ დღეზე ვიფიქრე, ხვალინდელს როგორ დავგეგმავ? ახლა ჩემს წინ, ღირსეული დედა და ქალი ზის. რა მნიშვნელობა აქვს ნიკოლა, ლუკას შვილი რომ არაა?! მერწმუნე, ბევრ ბიოლოგიურ მშობელზე, კარგ თანადგომას გაუწევს მას.
-და არ გაწუხებთ ის ფაქტი, ლუკას შვილი რომ არაა?!
-და რა თქვენი ბრალია ეს? არც შენი, არც ლუკასი და ყველაზე მეტად არც ნიკოლას ბრალი არაა ეს. შენ იცი ის ისტორია? მეძავს რომ ჩაქოლვას უპირებდნენ? მაშინ იესომ თქვა, პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც თავის თავს უცოდველად მიიჩნევსო. მე რომ შენ არ მიგიღო, ვარ უცოდველი? მე რომ გაგკიცხო, ანდაც რა გაქვს გასაკიცხი?! მაგრამ, რომ ვიყო ეგეთი, ტყუილად რომ სჯიან ადამიანებს, ვარ უცოდველი, მაქვს უფლება ვისროლო პირველი ქვა? მე ღმერთი მიყვარს დეკა, მან მასწავლა, შემწყნარებლობა, მიმღებლობა და არ მაქვს უფლება შენ ვერ მიგიღო. ლუკამ თუ დაგინახა, ესეიგი ასე იყო საჭირო.
-თქვენ, არვიცი, მართლა არ ვიცი რა ვთქვა, საოცარი ადამიანი ხართ.
-იცი ლუკას მარწყვის სმუზი რომ უყვარს?
შეცვალა ლალიმ თემა, სიცილით, გააქრო ღელვა და დაძაბულობა.
-კი, დემეტრე დასცინის სულ.
-დემეტრეს რა უყვარს ეგ არ იცის ლუკამ, თორემ მერე იქნებოდა ამბავი.
-მე მეტყვით?
-ლუკას თუ არ ეტყვი, კი.
-არა, მაგას არ ვიზამ.
ლაღი სიცილით გამოსტყუა ქალს ინფორმაცია.
-დემეტრე გიჟდება გოგრის პიურეზე.
-რა?
სიცილით დაუბრუნა კითხვა გოგონამ.
-კიი, კიი ჩემო კარგო, თავი რომ მოქვს ხაშლამისტად.
-ვაიმე და სმუზი უკვირს მაგას?!
-რას ვიზამთ, მის საიდუმლოს ვუნახავდი დღემდე ერთგულად, დღეს შენ გაგინაწილე.
-არ ვეტყვი, არაფერს.

საუბრობდნენ. არასდროს ყოფილა დეკასთვის საუბარი, ამდენად ღირებული. მთლიანად მიენდო მის წინ მჯდომ ქალს. აცადა საკუთარ თავს, ყოფილიყო, ის ვინც ყოველთვის უნდოდა.

-ნიკო, მინდა რაღაც იცოდე და მინდა ჩემგან იცოდე ხო?
ლამაზ ბაღში გავიდნენ სეირნობით, საკუთარი პიჯაკი დაუფინა ლუკამ ბიჭუნას და მინდორზე დააჯინა. დაუჯდა პირისპირ.
-ახლა დიდი კაცებივით ვილაპარაკებთ?
აჟიტირდა პატარა ბიჭი.
-კი, მინდა დიდი კაცივით გამიგო, რასაც გეტყვი.
-კარგი.
დაბნეულმა და მოლოდინში მყოფმა ნიკოლამ თავი დაუქნია ლუკას.
-ნიკო, რას ფიქრობ, მე რომ თქვენთან ვიყო სულ?
-არ მინდა.
-მოიცა, გითხრა ბოლომდე.
მე ძალიან მინდა, შენთან და დეკასთან. მე მინდა, რომ ერთად ვიყოთ, მინდა, როცა დაგჭირდება გვერდით ვინმე მე გყავდე და დეკასთან ერთად შენს გვერდით ვიდგე. შენთვის მიუღებელია?
-კი
-რატომ?
-დედასთან ვინც მოვიდა, ყველა ატირებდა. ქალებიც, კაცებიც და ყველა, ვინც მოდიოდა. შენც ატირე დედა, მითხრა ლუკას ბრალი არააო, მაგრამ ვიცი, შენ ატირე. არ მინდა მე ეს.
-და მე რომ არ ვიყო, ამის გამო თუ იტირებს?
-მე ხომ ვარ?
-შენ ხომ გინდა მართა?
-კი.
-ჩვენც გვინდა ერთმანეთი.
-რას მეუბნები, დედაჩემი პაემანზე უნდა წაიყვანო და მერე ცილადაც მოიყვანი?
-მართასთან ამას აპირებ შენ?
მსუბუქად გაუცინა პატარა ბიჭს.
-კი, რომ გავიზრდები, აუცილებლად მოვიყვან ცოლად.
-მისმინე ნიკო, დეკასაც რომ უნდოდეს ჩემთან, გპირდები, ძალით არასდრის ავატირებ, უნებურად ყველაფერი ხდება, უნებურად შენს გამოც შეიძლება იტიროს, ამას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ მე ყოველთვის გავაღიმებ ტირილის შემდეგ, ყოველთვის, როცა უნებურად ეწყინება, აუცილებლად გამოვასწორებ ამას.
-გიყვარს შენ დედაჩემი.
კითხვა არ იყო ეს, პატარა ბიჭუნამ დასკვნა დადო, თითქოს ზუსტ პასუხს მიაგო.
-მიყვარს.
-მას?
-არ უთქვამს, ალბათ მასაც.
-სიყვარული კარგია.
-ყველაზე კარგია, ყველაფერს სჭირდება.
-მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ გიყვარდეს, მასაც უყვარდე. მაგრამ ცუდად არ გახადო რა. იცი? რამდენი ღამე იყო, როცა ეგონა დამეძინა, დაჯდებოდა საწოლზე და ტიროდა, როგორ ტიროდა იციი? ხმას არ იღებდა რომ არ გამეგო, მაგრამ ვერ სუნთქავდა და ვიცოდი, ვიცოდი ცუდად იყო. ვითომ მეძინა, არაფერს ვეუბნებოდი. რაც აქ ჩამოვედით, აღარ აკეთებს ასე. ერთხელ იტირა და შენ რომ იყავი ეგეც მაშინ. შემეშინდა, კიდევ იქ რომ დააბრუნო, მაშინდელივით, რომ გაათენოს, ცუდად რომ იყოს?
-შენ როგორი კაცი ხარ ნიკოლა? 5 წლის ბავშვს ველაპარაკები ნამდვილად?
-მე სულ დედას ნატკენ სახეს, ცრემლებს და დამალულ ნაცემებს ვუყურებდი. არ მახსოვს მამაჩემი, დედამ მითხრა არ მცემდაო, მაგრამ ვიცი, ვიცი არ იყო კარგი კაცი. მამააო ასე მითხრა, არ თქვა ცუდიო. მამა რომ ყოფილიყო, კაცი რომ ყოფილიყო, არ ვიქნებოდით ასე ჩვენ. შენც რომ ასე მოიქცე?
-შენ შენი თავის არ გეშინია ხო? ერთხელ არ გითქვამს ცუდად მომექცევიო, სულ დეკაზე ლაპარაკობ.
-მე ვერ მომექცევი ცუდად, დედაჩემი სანამ იქნება, სანამ მყავს დედა, ვერავინ გააკეთებს ისეთ რამეს, რასაც დედა ვერ გამილამაზებს.
-გეფიცები, ცუდად ვარ ნიკო. არ მეგონა შენთან ლაპარაკი თუ გამიჭირდებოდა, ასე ძალიან. მე მიყვარს დეკა, შენც მიყვარხარ მასთან ერთად, როგორც მისი ნაწილი. მინდა მე ვიყო თქვენთან, დეკასაც უნდა, ვფიქრობ. შენ ედარდები, შენი აზრი აინტერესებს, მეც, შენს გარეშე არ გადავწყვეტ არაფერს.
-მე რომ გითხრა, არ მინდა ჩვენთან იყოთქო, წახვალ?
-ვფიქრობ არ მთხოვ მაგას, არ მომიცია მიზეზი მე მაგის.
-რომ გითხრა, არ მინდა დედასთან იყოთქო, არ წახვალ მაინც?
-შენ მთხოოვ მაგას?
სხეული აუთრთოლდა ლუკას, დაუმძიმა სული, პატარა ბიჭუნას სიტყვებმა. გულზე ეკრებივით ჩხვლეტდნენ, ნიკოლას ტკივილები.
-მე გთხოვ, დედას არ ატკინო.
-მაგას ნუ მთხოვ, მაგას არ ვიზამ მე თვითონაც.
-რატომ არ მითხრა თვითონ?
-ერიდება, ეშინია შენი.
-ერიდება?
-მეც მომერიდა ახლა, შენ ასეთი რომ ხარ, ბავშვიც კი მართალი ხარ, ზრდასრულებთან. ასეთი პატარაც კი სუფთა ხარ, გეთქმის სიტყვა.
-დედამ მასწავლა, როგორ ვიყო ასეთი. დედამ თუ გადაწყვიტა, ცუდს არ გააკეთებს, მჯერა მე მისი.
-შეიძლება ჩაგეხუტო?
-არ მეკითხებოდუ აქამდე, ახლა რატომ მკითხე?!
-ნიკოლა, მომცემ ნებას, შენთან ერთად გავაგრძელო ცხივრება? შენთან და დეკასთან.
-დედამ გიპასუხოს ამაზე, მე მასთან ვიქნები სულ.
-შეიძლებათქო ჩაგეხუტო?!
-შეიძლება.

მოხვია ხელები პატარა ბიჭუნას, ვერ გრძნობდა, სხვის შვილს გულზე მიკრულს, გრძნობდა მხოლოდ თავისას. პირველი შვილი ჰყავდა მიხუტებული, იგრძნო მამობა, იგრძნო გულში ის ფეთქვა, მშობლებს რომ უცემთ, შვილის მაგივრად.
-იმედს არ გაგიცრუებ ნიკო.
-კარგი ხარ შენ ლუკა.


თითქოს გაიზარდა პატარა ნიკოლა.

თითქოს იცავდა დედას, აქეთ დასაცავი, თავად უსუსური, ჯერ მხოლოდ ბავშვი.

გაუყო ცხოვრების დღეები ლუკას.

მიენდო დედას, მის სისწორეს, მის სიმართლეს და ღირსებას, შეუფასებელს.

კაცი,ხუთი წლისაც კაცია. ბავშვობიდან მართალია, ის ვინც ცხოვრების წლებს, სისუფთავეში ატარებს.

მიიყვანა ლუკამ სახლში, დედა და შვილი.
ბედისგან, გაწვალებული, წარსულის ტკივილებისგან დაღლილები, მაგრამ მებრძოლები, ძლიერები და ადამიანობით სავსეები.

თვითონაც წავიდნენ სახლში.
თვითონაც გამოვლილი ჰქონდათ ლალის და ლუკას, სიმწარე, ტკივილი და განცდა, დაუცველიბის, უძლურების.

სახლის კარი შეაღო დეკამ. სხვანაირი იყო ჰაერი, მსუბუქი იყო უფრო, თითქოს ფილტვებს აღარ უჭირდათ, ჩასუნთქულის დამუშავება. სხვანაირი ეჩვენა ღამე, მეტად წყნარი, მეტად ლამაზი.

ხმაურის წინ, რომ სჩვევია, ზუსტად ეგეთი იყო საღამო, ჩუმი და წყნარი.

მობილურის ხმამ გაჭრა სიჩუმე, გაგონილმა დაამძიმა, ის ჰაერი, წუთების წინ, რომ არ ეძნელებოდათ ფილტვებს სათრევად.

-დეკა, დედი როგორ ხართ? გირეკავ მთელი საღამოა.
-დოდო დეიდა, კარგად თქვენ? როგორაა ძია ნუგზარი?! არ ვიყავი სახლში, მშვიდობაა?
მხიარულად დაეპასუხა გოგონა.
-კარგად ვართ შვილო. დეკა, თავს გაუფრთხილდი, გეხვეწები კარი დაკეტე, დემეტრეს ნუ მოსცილდები.არაა მშვიდობა.
-რა ხდება დოდო დეიდა?
-რა და დილით…
-ბოდიში, კარზე ზარია დაგელაპარაკები ეხლავე.
-არ გააღო შვილო კარები…

არ გაუგონია ყურმილში ნათქვამი, კარის სახელურს მოჰკიდა ხელი. გაწყდა ზარი. რამდენჯერ დაურეკეს დეკას, ვინ იცის?!

დემეტრეს მობილურზე შევიდა ზარი. ის ნომერი რეკავდა, დეკას რომ საფრთხეს ატყობუნებდა წუთების წინად.
-ვა დოდოშკას სალამი, როგორ ხარ მამიდაჩემო?
ლაღად, როგორც ჩვეოდა ისეთი ხალისით უპასუხა, ერთადერთი მამიდის ზარს.
-სად ხარ დემეტრე?!
-ყაზბეგიდან მივდივარ ახლა, საჭესთან ვარ დოდოშკა, დაგირეკავ მალე.
-უშველე დეკას შვილო.
-რახდება დოდო?!
მკვეთრი მუხრუჭით გადააყენა გზიდან მანქანა.
-გელა და ნანი წამოვიდნენ მასთან, დილით იძახდნენ, ჩვენებურად აღვასრულებთო სამართალს, ვერ გავიგე რას ამბობდნენ, ამ საღამოს წამოვიდნენ მანქანით. ზინამ თქვა შვილიშვილი უნდა დაიბრუნონ, რა ეგონა იმ აშარს, სისხლს და ხირცს, თორნიკეს დანატოვარს შეარჩენდნენო?!
ამოიტირა ქალმა, ხმა უკანკალებდა ღელვისგან.
-კარგი დოდო მივხედავ.
გათიშა ყურმილი და სასწრაფოდ აკრიფა ლუკას ნომერი.

-ოჰ, მთის ჰავაში გახვეულს, გაახსენდა ძმაკაცი?
-ლუკა, სად ხარ?!
-დეკა დავტოვეთ სახლში, მე და ლალიკომ გზად მაღაზიაში შევიარეთ, რა იყო?
-მიბრუნდი დეკასთან, მოვდივარ მეც, მიდი მალე.
-რახდება დემეტრე, ნუ მაგიჟებ.
-დროზე წადი, სოფლიდან წამოსულან, არაფერი დამართონ გოგოს. მოვალ მეც მალე.

არ აცადა გათიშვა, გამოგლიჯა მანქანის კარი და მაღაზიაში შევარდა, სინათლის სისწრაფით.

-დედა, დადე ეგ კალათა და წავედით.
-რა ხდება ლუკა?
-მალე ლალი, გზაში გეტყვი.

აუხსნა გზაში ვითარება დედას. გაჰყვა ლუკას ისიც.

ნიკოლას ოთახის კართან იდგა დეკა, დანა ეჭირა ხელში. არ ატარებდა ოთახში, არც ერთს, არ აკარებდა მის შვილს.

-რომ დავინახო, ფეხი გადმოდგით, არ შევუშინდები არაფერს, ჩემს შვილს ხელს მოკიდებთ და მე არ ვიყო ქალი, მე არ მერქვას დეკა, თუ ცოცხალი გახვალთ ამ კარიდან რომელიმე.

-შენ, ყველაზე უკანასკნელი ქალი ხარ, ჩემი შვილი მიწის ქვეშ დაიგულე და, მიწის ზემოდან შენ რა დღეში ხარ?
-წადით აქედან, რა გინდათ? ხომ არ გაწუხებთ რამეზე, სისხლს დავღვრი და ჩემს შვილს არავის გავატან.

ძუ ლომს ჰგავდა გოგონა. ვერ მოერევაო თითქოს ჯარი. ვერ დაუდგებოდა წინ ლაშქარი. შემართულიყო, მასზე მაღალი, მასზე ძლიერი მამაკაცის წინ, კედელივით აღიმართა შვილის ოთახთან, ვარ გაიარეს, ვერ გაუვიდნენ მის ძალას.

-პოლიციაში დავრეკავთ ახლავე.
-მიდით დარეკეთ, როგორ მივარდებით სახლში ამაღამ, როგორ მემართლებით საწყლად გაზრდილს, რა დღეები გამომატარეთ, იმის ფონზე რომელი პოლიციის ნომერს აკრიფავ? მიდი დარეკე.
-შენ როგორ შეუცვლიხარ ქალაქს? გასწავლეს ლაპარაკი ფულიანმა საყვარლებმა? ჩემს შვილიშვილს რომ აყურებინებ შენს უღირსობას, არ გრცხვენია ქალო?
-წადით აქედან, არ გამიბედოთ ამ კარის გაღება, იმ ნიკოლას თავს გეფიცებით, შიგნით რომ მიცდის, არ დავინანებ არავის სიცოცხლეს.

-დეკა, დეკა რა ხდება?
კარში შემოვარდა ლუკა, მოჰყვა ფეხ და ფეხ ლალიც.
-ოჰ, ვახსენეთ და მოვიდა, დაღამდა და მოაკითხეთ, თავის შემყოლიებელს?
ირონიული ხმა ჰქონდა გელას. ყოფილ რძალზე ამბობდა, რომ არ ეკადრებიდა ისეთს.
-სიტყვები შეარჩიე მასზე საუბრისას.
-თორემ თედოსავით მეც მცემ, სიკვდილამდე?!
გაოგნებამ და შიშმა გადაუარა დეკას სახეზე. ლუკაზეც მოისმინა ის, რასაც ვერ წარმოიდგენდა ვერასდროს.
დასწია, შვილის დასაცავად შემართული დანა. თითქოს აღარ სჭირდებოდა, იგრძნო გვერთით, რომ ჰყავდა ვინმე.
-ბიძასთან მიჩივლა თედომ? რაო გამლახა, მიშველეთო?
ირონიულად მიუბრუნდა ცოლ-ქმარს, ავი საქმისთვის რომ მოსდგომოდნენ, დაუცველს, კართან.
-ამ ქალზე ხომ არ ვამბობთ რამეს? გაგვატანეთ ჩვენი ნიკოლა, ამის სახეს თქვენც მალე დაინახავთ. მიხვდებით რა გველიცაა.
მოჩვენებითად ამოიტირა ნანიმ. თითქოს ნიკოლა ყოფილიყოს მისი სადარდებელი.

-წადით აქედან. ჩემს შვილს, სანამ გული მიცემს ვერ შეეხებით, რატომ ვერ მიდიხართ, იმ თქვენს სანაქებო პოლიციაში?! თქვენი ვერ გაზრდილი შვილის არაკაცობა, ხომ უდევთ წინ?! მართლები თუ ხართ, მართალი გზიდ მოჰკიდეთ ხელი და წაიყვანეთ, ასე ღამით რომ მომდგომიხართ, გგონიათ ძალით გახდებით რამეს?!

-შენ ვისზე ამბობ არაკაცს?!
წაიწია მისკენ ყოფილმა მამამთილმა. აღმართული ხელი გაუშეშდა ჰაერში. დეკას წინ იდგა ლუკა, მედგრად, ურყევად.
-მაგ ხელს მოგამტვრევ, აღარ შევხედავ შენს თავზე ჭაღარას. დეკასკენ მოქნეულ ხელს, მე არ შეგარჩენ იცოდე.
-და ვინ ხარ შენ?! რიგითი კაცი, მობეზრდები ცოტახანში, დაგაყენებს ჩემი ჩვილის გზაზე, არ უჭირს ეგეთები, გვიუბედურებდა ცოლ-შვილიან მეზობელსაც, ორი კვირის ქვრივი.
-მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ასე ლაპარაკი, მე შენ გასწავლი როგორ უნდა მოექცე ქალს.

მამის ასაკის იყო გელა, უკანკალებდა მოსაქნევად გამეტებული ხელი ლუკას. არ ეთმობოდა სუფთა ხელები, ბინძური კაცის შეხებისათვის.

გამოუჩნდა მაშველად ხმა. დედის ხმამ გააჩერა წინ წაწეული.

-არ გაბედო ლუკა, ქალის სახლში მოსულმა, არაკაცზე ხელის გასვრა არ გაუბედო შენს თავს.

ლალის ხმამ მიიქცია ყველას ყურადღება. შეჩერდა ლუკაც.

-შენ ვინღა მიგდიხარ, გამაგებინა?
გაისმა ნანის საზარელი ქირქილიც.
-მე ვინ ვარ, ეგ არაა აქ მთავარი. პოლიციაში დავრეკავ, აქედან თუ არ წახვალთ ახლავე.
-რამდენი დამცველი გაუჩენია, ამ ბინძურს ამას.
არ აჩერებდა ავად მოსისინე ენას.
-ღმერთი არ გიყვარს საერთოდ? შენ რა ქალი ხარ, მკვდარი შვილის, შავებში მოარული დედა ხარ ქალო, მაგ ბოროტებით, შენ რომ დაათრევ გულით, შენი შვილი იტანჯება იქ მაღლა. დაანებეთ ამ გოგოს თავი, მოგთხივათ რამე? წადით, შეეშვით.
-ჩემი შვილი, გათელილი, ცოლისგან ნაღალატევი სინდისით არის დამძიმებული იმ ქვეყნად. ახლა წავალ და იცოდე დეკა, ჩემი შვილის საფლავს გეფიცები, ყველა წამს შენს გამწარებას მოვანდომებ, ყველა გაღიმებას ცრემლებში გადაგიცვლი. შავებში ჩაცმული დედის წყევლა არ გაგახარებს, დაიმახსოვრე.

წავიდნენ.
ხმა იყო, ვარდნის, დანა დაეცა იატაკზე, ისტერიული ხელის კანკალით, მოისროლა ცივი იარაღი. აღარ სჭირდებოდა მის პატრონს.

ტუჩის კუთხეში პატარა ნახეთქი ჰქონდა, უწინ დანამომარჯვებულს. თმა არევოდა, გამოჩეჩილი ჰქონდა თმის სამაგრიდან.
გაქვავებული ჰქონდა სახე, არ ტიროდა, ცრემლი, არც კი უკიაფებდა ლამაზ თვალებზე.

ინერციით გამოაღო კარი, იჯდა ნიკოლა საწოლზე, იჯდა გმირულად, დიდი ადამიანივით, ელოდა დედას, მხოლოდ მის ხილვას.

-წავიდნენ?!
-წავიდნენ დე, მოდი ჩემთან.

ჩაიხუტა პატარა სხეული, შეიგრძნო ის სურნელი საკუთარს რომ ჰგავდა ძალიან.


მოათავსა საწოლში ბიჭი. აკოცა ნაზად, ცრემლდადინებულ ლოყაზე.
-შენ ჩემთან იქნები სულ, მე სანამ ვარ, არ შეგეშინდეს არაფრის.
-მე შემეშინდა, შენ რომ დაგარტყა ბებიამ, რომ წაიქეცი, მაშინ შემეშინდა.
-ხომ იცი ნიკო, თუ წავიქცევი, ავდგები შენს გამო, მეტად აღარ შეგეშინდეს არაფრის, კარგი?!
-ლუკა მოვიდა?
-აქაა კი.
-ისიც მოვიდა, არ მეშინია, დავიძინებ მე.

იცვალა გვერდი პატარა სხეულმა, დახუჭა თვალები მჭიდროდ. დედას ვერ აკადრა ცრემლები, ვერ დაანახა შიში და ღელვა. კარს გაცელილი რომ დაიგულა, ატირდა მწარედ.

-ქალბატონო ლალი, ბოდიში, თქვენც რა დღეში გაგატარეთ.
-ნუ მებოდიშები ჩემო გოგო, შენ რა შუაში ხად?!
-როგორ ხარ?
ტუჩის კუთხეზე გადაატარა ცერა თითი ლუკამ, წუთების წინ ვერ შემჩნეულს, ამობერილ ქვედა ტუჩს გადაუსვა თითი ნაზად.
-ძალიან გტკივა? იმ კაცმა დაგარტყა?
-არა, ნანიმ, არაფერია გაივლის ეს.
გულგრილად დაუბრუნა პასუხი.
-როგორ მოხდა? შეგიძლია მომიყვე?

კარში შემოვარდა დემეტრე, პირდაპირი გაგებით, შემოგლიჯა კარი, ადამიანისას არ მიუგავდა სახე.
-ჩემო პატარა, ჩემო ლამაზო, როგორ ხარ? ვინმემ რამე დაგიშავა?
ეხუტებოდა დეკას, ვერ იმორჩილებდა აკანკალებულ კიდურებს.
-არაფერია დემე, დამშვიდდი რა.
-შენ იფრინე ბიჭო? ასე მალე როგორ ჩამოხვედი?
-არ მახსოვს.
მიხუტებული ჰყავდა გულზე, დადწოდებული. მის სიმძიმეს იზიარებსო, თითქოს.
-რას გიგავს ტუჩი? რა გჭირს საერთოდ? რამოხდა მომიყევი, გადავალ ჭკუიდან.
-რა გჭირთ თქვენ? რა დაკითხვა მოწყვეთ აქ, გოგოს კიდევ ეგ უნდა? განერვიულებულია, ნუღა უმატებთ.

დატუქსა ლალიმ ბიჭები. თვალებით ანიშნა გაჩერებულიყვნენ. დივანზე ჩამოჯდა დეკა, ლუკას მიახლოებაზე, შეცბა, გაახსენდა, სიკვდილამდე რომ იყო ნაცემი თედო, მისი ხელებით.

მიუხვდა ლალი, მასზე მეტად ვერც მიხვდებოდა ვერავინ.

-დემე, ხოიცი წამლის დრო მაქვს, წამიყვან სახლში?
თვალებით ანიშნა ესააო საჭირო.
მიუხვდა კაციც.
-წაგიყვან.
-დეკა, არ იდარდო შენ, ხვალ მივიდეთ პოლიციაში, შემაკავებელს დაუწერენ, ჩვენ ვიყოთ კანონთან მართლები, შეიტანე საჩივარი.
-არ ვიცი, მეცოდებოდნენ ყოველთვის ამისთვის.
-ნიკოზე იფიქრე ჩემო გოგო. ცოდოა ბავშვი, კიდევ რომ მოგეჭრან, ხომ განიცადა მანაც?!
-წავალ ხვალ პოლიციაში. ძალიან დიდი მადლობა, ვერ წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავდა, ეს გვერდში დგომა ჩემთვის.
-გეიმედებოდე შვილო, ლუკა რომც არა, ისე მიგულე შენთან, როგორც შენს გზაზე უკვე გავლილი, უკვე განცდილი და ნაომარი.
-მადლობა.
დახარა თავი დეკამ. მუხლებზე დაიწყო იდაყვები, ჩადო სახე ხელებში. მისცა თავს უფლება ტირილის, ცხელი ცრემლებკ სცვიოდა მის მწვანე თვალებს.

-მოდი რა ჩემთან.
მისკენ მიიწია ლუკამ, მიიხუტა გოგონა გულზე.
-მართალია რაც თქვეს?!
-თედოზე თუ ამბობ, კი.
-და არ მითხარი.
-გითხარი რომ ვნახე.
-რომ ცემე ეგ არა.
-საჭირო იყო?
-იყო.
-ახლა რომ იცი, რა შეიცვალა?!
-ახლა ვიცი, რომ შენც შეგიძლია ადამიანებს ასე ატკინო.
-დეკა, შენ დანა გეჭირა ხელში, მოკვლით იმუქრებოდი, ცემა გაგიკვირდა?
-რას მეუბნები ლუკა? მე ნიკოლა მედგა ზურგს უკან.
-და ჩემს ზურგს უკან ვინ დგას?
გაჩუმდა ქალი, მიხვდა, არ იმსახურებდა ლუკა ამას.
-დეკა, როცა გითხარი მიყვარხართქო, ჩემთან დაგაყენე შენ, ჩემს ზურგს უკან შენ იდექი, როცა თედოს ვერ მოვუზომე მოქნეული ხელი. ვინანე, მაშინვე, როცა ამწიწკნეს მის სხეულს. მაგრამ იგივე რომ მომხდარიყო, დღეს შეიძლება კიდევ მექნა ეს. როცა შენს წინ ვარ, ფარად, როცა ჩემს ზურგს უკან დგახარ, მაშინ ვერც მე მოვუზომავ ჩემს თავს დეკა. ადამიანური ბუნებაა ასეთი, ინსტიქტია ასეთი. ვინც გიყვარს იცავ. მე ხომ გითხარი რომ მიყვარხარ? თუ იმდენად მაბნევ, რომ დამავიწყდა?

ღიმილით მოკიდა ნიკაპზე თითები, ააწევინა თავი მაღლა, აცრემლებულ მწვანეებში ჩაიკარგა მისი მზერა. ეცადა ეხუმრა, ეცადა შეეწებებინა, ნამსხვრევებად ქცეული საღამო.


-არ მყავრებია მე არასდროს, ხომ იცი შენ ეს?!
-ვიცი.
-არვიცი როგორ მიყვარდეს, ყველა სინათლე დაბნელდა ჩემთვის.
-და თუ გეტყვი, რომ შენ ხარ სინათლე?!
-რანაირად ვარ სინათლე მე?! ხედავ? შენს ცხოვრებაში ყველა დარდი ერთად აგატკივე.
-შენ არ გტივა ჩემი დარდები დეკა?
-მტკივა.
-შენ არ გიხარია, ჩემი სიხარული?
-მიხარია.
-შენ ხომ გიყვარს ჩემი ყოფნა?
-მიყვარს.
-და თუ მენდობი?
-ყველა ადამიანზე მეტად, ვისაც ჩემს ცხოვრებაში გაუვლია.
-სიყვარული რა არის დეკა?
-შენ რომ ხარ, მე რომ მჭირს, ეგ არის უეჭველად.

იპოვნეს ერთმანეთის ბაგეები.

დღემდე განუცდელს განიცდიდა ქალის არსება.

დღემდე არ თქმული, ითქვა მისგან.

დღემდე არ დანახული, დაინახა.

ვერ ნაოცნებარი, იოცნება.

ოცნებას, სუფთად ნანატრს, უზიანოს, გულწრფელად ნააზრს, არ ტოვებს ღმერთი რწმენის გარეშე.

ასეთ ოცნებები, სრულდება ყოველთვის.

-მადლობა, რომ ხარ ჩემთან ლუკა.
-კოცნის შემდეგ, მადლობა გაგახსენდა მხოლოდ?
-კარგი რა…
მორიდებულად გაიხედა გვერდით გოგონამ, ვერ გაუსწორა თვალი, გულით საყვარელს.
-შენ თვალს მარიდებ გოგო? არ თქვა, რომ შეგრცხვა.
-არ ვიტყვი.
-რა ლამაზი ხარ, დეკა.

ვერ დამალა, გულწრფელად ნააზრი კაცმა.

მისკენ მიიჩოჩა გოგონამ, მიადო გულზე თავი. ისვენებდა, საშინელი განცდისგან.

-რა გააკეთეს კიდევ?
-არაფერი, რაც დაინახე.
-ვფიქრობ უნდა მეშინოდეს შენი, ქილერშასავით გეჭირა დანა.
სიცილით გააკანტურა თავი ლუკამ.
-კარგი რა, დასაცინია ახლა ეს?
-არ დაგცინი, ისეთი საყვარელი ხარ.
-ვარ დიახ.
სასაცილოდ გაიჯგიმა დეკა, გადაიჭდო ხელები გულზე.
-როგორ გაგამწარეს, რას იზავდი რომ არ შეშინებოდათ, მოუქნევდი იმ დანას?
-რა კითხვებია ლუკა? არა რათქმაუნდა, დრო გავწელე, ვიცოდი მოვიდოდა ვინმე, არ დაგიმალავ დემეტრეს უფრო ველოდი.
-რატომ?
-დოდოსთან საუბრისას შემომივარდნენ სახლში, ვიცოდი მას დაურეკავდა.
-ასეც იყო, მაგრამ ყაზბეგში იყო ის, მე გამომგზავნა.
-დედაშენი რომ შევაწუხე, ძალიან მრცხვენია, რას იფიქრებდა?
-ლალი არ იფიქრებდა ისეთს არაფერს.
-როგორი ადამიანია? სამაგალითოა.
-ასეთია ლალი, ესმის, ყველაფერი, ყველა სიტუაციაში იცის რა ქნას.
-ეხლაც, დემეტრე რომ გაიტყუა.
სიცილით განაგრძო დეკამ.
-შენც შეამჩნიე?
-რა შემჩნევა უნდოდა?
-დაისვენე შენ არ გინდა?! აქ ვიქნები მეც.
-აქ ვიყოთ ცოტა ხანს, მელაპარაკე.
-რა გინდა რომ გითხრა?
-აქამდე, არავინ გყოლია? არ გყვარებია?
-არ მითხრა ეჭვიანი ვარო.
-არა, რა შუაშია? მაინტერესებს ისე.
-არა, არ მყვარებია აქამდე.
-მაგრამ გყოლია ვინმე?
-არ გამიცვნია ლალისთვის არასდროს არავინ.
-მაგრამ იყო ხო?
-რა გინდა დეკა? გოგოები იყვნენ კი, ასეთ სიმპატიურს ვინ გამიშვებდა ხელიდან?
თვალები დააკვესა დეკამ, გაეცინა მის რეაქციაზე ლუკას.
-გაპათოლოგდი?
-რა შუაშია?
-აბა, რას დასდევ, ვინ მყავდა აქამდე, ამის მერე რომ შენ იქნები, ეგ არაა საკმარისი?
ღიმილით ელაპარაკებოდა, თმის ბოლოებზე ეთამაშებოდა, საჩვენებელი თითით.
-ვის დავსდევ? ყველაფერი მაინტერესებს უბრალოდ შენზე.
გაიბუსა დეკა.
-მერე გეკითხა, ბაღზე, სკოლაზე, მეგობრებზე, ოჯახზე. ვინ მყავდა პირველი ეგ რომ გაგახსენდა.
აწვლებდა გოგონას ლუკა, თითქოს ეწყინა მისი კითხვაო.
-კარგი ხო, ცოტათი მესაკუთრე ვარ. თუ მეტყვი რომ გიყვარვარ, ვერ გაპატიებ სხვისკენ გახედვას.
-გესმის რას მეუბნები? მე ჩემს კაცობას არ ვაკადრებ, ქალი მიყვარდეს და მის ღირსებას ლაქა მოვაცხო. არ გინდა რა, ნუ დამელაპარაკები ასე.
ნაწყენი გაუხდა ხმა ლუკას. გაბრაზდა საკუთარ თავზე დეკა, გაუწყრა თავის თავს, ვერ გაჩუმებული ენის გამო.
-მაინც როგორი კაცი ხარ ლუკა?
-როგორი ვარ მაინც, აბა?
-საუკეთესო.
-კიდევ?
-ადამიანური.
-კიდევ?
-ჰუმანური.
-კიდევ?
-პრინციპული და ღირსეული.
-ერთი სარკე მომაწოდე, სიმპატიურს ტყუილად ხომ არ ველოდები, გადავამოწმებ.
გაეცინა დეკას, გაეღიმა კაცსაც.
-სიმპატიური რომ ხარ, მაგას რად უნდა თქმა?
-ანუ მასე ფიქრობ?
-ვფიქრობ გამიმართლა.
-გიხდება, რომ გათამამდები ხოლმე.

მიიხუტა გოგონა მჭიდროდ. უცემდათ გული, იმ ფეთქვით, შიგნიდან რომ ამცნობდა რაღაც კარგს, ამაღელვებელს.

დემეტრეს ზარმა დაურღვია იდილია, წყვილს.
-ხო დემს.
-შენ ხუმრობის ხასიათზე ხარ? გაგიჟებას ვარ კინაღამ.
-ხვალ ვილაპარაკოდ ძმურად.
-გაგიჟდით ორივე? არა, მე მაგიჟებთ ხო?
-კარგი რა, ნუ აიჭრები ხოლმე, გნახავ მე დილით.
-დილამდე მანდ უნდა იყო?
ხმა დაეძაბა ყურმილსიქიდან, გაეღიმა მის ამ ქცევაზე ლუკას.
-არ მაძლევ ნებას?
-ჩემი ნებართვა რა შუაშია? ვიცი მე რა კაციც ხარ ლუკა.
-კიდევ კარგი, თორემ მეგონა უკვე, ძმაკაცობა გადამიხაზე.
-აუ შემეშვი, საჭესთან ვარ.
-შეგრცხვა პატარავ?
-ვთიშავ.

ღიმილით გადმოხედა დეკამ.
-ძმობას იფერებს ეს უდღეური.
გაეცინა ლაღად, მოჰხვია მკლავები, ქალისას.
-რა ბედნიერებაა დემეტრეს არსებობა, იცი რამდენჯერ მიოცნებია? ყანაში ყოფნისას, მძიმე სათლებს რომ დავათრევდი, ძმა რომ მყოლოდა ხომ მიშველიდათქო. სკოლაში, მე რომ ვცემე თანაკლასელი, ატირებული, იმას ვნატრობდი, ჩემს ძმას მოეთხოვა პასუხი მისთვის. თორნიკემ რომ პირველად მნახა, ვაცეცებდი თვალებს, მინდოდა გავქცეულიყავი და მიმერბინა ძმასთან, ვინც არ მისცემდა უფლებას, კვლავ შემოეხედა ჩემთვის. არცერთ დროს მყოლია მე ასეთი საყრდენი, ახლა მეტად ვგრძნობ რა მაკლდა, ახლა უკეთ ვიცი რას ვნატრულობდი ამდენ ხანს.
-ახლა ხომ გყავს დემეტრე? იცი რა კაცია? ძალიან მართალი.
-ვიცი.
ამაყად მოიღერა ყწლი გოგონამ.
წამოდგა ლუკა, თვალი გააყოლა მიმავალს დეკამ. შეაღო კარი, სადაც მშვიდად ეძინა პატარა ნიკოს. ჩაიმუხლა საწოლთან. დასტყობოდა ტირილის კვალი პატარა სახეს. აკოცა ფრთხილად საფეთქელზე, სკამზე დადებულ პლედს დასწვდა, ჩუმი ნაბიჯით გამოვიდა იმ კარიდან, დეკა რომ ჩამდგარიყო დანით ხელში, უწინ.
-გაეღიმა გოგონას, უნებურმა ზრუნვამ აუჩქარა გული. ნიკოლას რომ ჰყავდა ლუკა, ეგ უკვე ნიშნავდა რაღაც კარგს, რაღაც იმედისმომცემს.

-მოდი ჩემთან.
ზურგით მიეყრდნო დივნის სახელურს, ასწია ფეხები დივანზე.
მიიწია მისკენ დეკამაც, მოითავსა სხეულზე ქალი.
ლუკას ყელში ჰყონდა სახე ჩარგული. სუნთქავდა იმ სურნელს, სიმშვიდისას რომ წააგავდა.
თმაზე ეფერებოდა გოგონას, ცალი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული.

-დაიძინე შენ.
-არ წახვალ ხომ?
-შენ გინდა ვიყო?
-მინდა.

აკოცა თავზე გოგონას, მიიხუტა უფრო მჭიდროდ და დახუჭა თვალები მანაც.


ნაცრისფერ სფეროს გაენათებინა ის ღამე.

ციდან იწონებდა თავს სავსე მთვარე.

ეძინათ, მშვიდად.

-უყოფდნენ სუნთქვას, უყოფდნენ გრძნობებს, ეგებებოდნენ ერთმანეთს, საკუთარ ცხოვრებაში.

უცებ, აღარ იყო სიმშვიდე.
ბნელში ჩაიძირა, ძლივს განათებული, ტკივილმა მოიცვა მთვარის ნათება.

მირბოდა გოგონა, ფეხ და ფეხ მისდევდა მდევარი. დაქაჩა თმიდან, შემობრუნებულს დაუხვდა, ორი წლის წინათ დასაფლავებული.
იგუდებოდა, ყელში წაევლო ბოროტი ხელი, სუნთქვას უკრძალავდა, თითქოს.
ცახცახებდა მთელი სხეულით, ოფლში გახვეული. კიოდა განწირული ხმით. ვერ მოიყვანა გონს, მასთან მყოფმა. კვლავ ცხადად ხედავდა, ტანზე შემოფლეთილ ტანსაცმელს. გრძნობდა საძულველ ხელებს სხეულზე, გრძნობდა გულის რევას.

-გამიშვი, ნუ მეკარები!
-გამოფხიზლდი დეკა, მოდი გონს გთხოვ.
-გაიწიე, გამიშვი, მიშველეეთ.

მხრებში ჩაფრენოდა მამაკაცი, გამოღვიძებას ცდილობდა ქალისას.
-გამიშვი.
არაადამიანური ხმა ჰქონდა გოგონას.
-დეკა, გთხოვ გაახილე თვალები, მე ვარ, შენთან ვარ, გთხოვ შემომხედე.

გაახილა მჭიდროდ დახუჭული თვალები ქალმა. შეხედა მისთვის საყვარელს.
გული აეწვა ლუკას, შიშს და ტკივილებს მოეცვათ ქალის მზერა.
-ცუდი სიზმარი იყო, მხოლოდ სიზმარი, მოდი ჩემთან.
თმაზე ჩამოატარა ხელი, შეუმშრალა ლოყაზე ღვარად დადენილი ცრემლები.
მთელი ძალით მოეხვია ქალს, მანაც მოჰხვია აცახცახებული მკლავები.
-დამშვიდდი, წყალი ხომ არ გინდა?!
-არა, კარგად ვარ, კარგად ვიქნები.
-შემაშინე ძალიან.
-საშინელება იყო, თითქოს მართლა ხდებაო, ისე ცხადი იყო ყველაფერი.
-დამშვიდდი, ვერავინ შეგეხება, ვერავინ მოვა ახლოს შენთან.
-ვერ ვივიწყებ, ვერაფერს ვივიწყებ, აღარ შემიძლია უკვე, ყველგან დამყვება წარსული.
ყურებზე მიიჭირა ხელი, კვლავ მოიცვა ისტერიკამ.
-შემომხედე მე, არ მოგცემ უფლებას გეშინოდეს, ხომ ხედავ აქ ვარ, ჩემთან ხარ, ნუ გეშინია, ყველაფერს დავალაგებთ, შეძლებ ბედნიერ ცხოვრებას აი ნახავ.
-შევძლებ, აუცილებლად შევძლებ.
აქნევდა თავს და ვერნიმორჩილებდა სხეულის ცახცახს.
-აი ესე, აღარ იფიქრო არაფერზე, ჩემთან მოდი.

კვლავ მიიხუტა გოგონას სხეული, ძილი არ მიჰკარებია თვალზე არც ერთს.
ისე ამოვიდა შემოდგომის მზე, კვლავ ფხიზლად მყოფნი შეეგებნენ მის ნათებას. განთიადი იყო უჩვეულო.

-რა გეგმები გაქვს დღეს?
მზრუნველობა იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში.
-ჯერ ნიკოს დავტოვებ,ბაღში. სამსახურში ვიქნები ხუთამდე, მერე წამოვიყვან და საღამოს მეორე სამსახურში ვარ, ნიკოლასთან ერთად წავალ იქ.
-მე მეყოლება ნიკო, გამოვიყვან ბაღიდან და ჩემთან იქნება.
-არა, ნუ იწვალებ ასე.
-დეკა, თავიდან აგიხსნა, რომ ნიკოლა არაა ის ვინც მეზედმეტება?
-არ მითქვამს ეგ, სამსახურში არ გაქვს საქმე?
-მივხედავ მაგ საქმესაც.
-კარგი, ვკითხავ თუ მოისურვა, იყოს მასე.

მობილურის ზარმა გააწყვეტინა საუბარი.
-გისმენ დოდო დეიდა.
-როგორ ხარ დედი? რამე ხომ არ დაგიშავეს?! ვნერვიულობ წუხანდელს მერე.
-კარგად ვარ, მადლობა. თქვენ როგორ ხართ?
-ჩვენ რა საკითხავები ვართ შვილო, ჩვენ რა გვიჭირს?!
-კარგად ვარ მეც, არ ინერვიულოთ თქვენ.
-დეკა, მამინაცვალი დაგეღუპა, დღეს თქვეს ნახირს რომ მივდენიდით, იქ ლაპარაკობდნენ.
-რას ამბობთ? როგორ?
-მთვრალი გაპარულა ძილში, უწია ცოდვებმა მაგ უდღეურსაც.
-არ თქვათ მასე, ცოდოა სიკვდილისთვის ყველა.
-ჩამოდი შვილო, დაასაფლავე, დაიბრუნე შენი სახლი, მამაშენის დანატოვარი.
-ახლა, იმდენი პრობლემა მაქვს აქაც, მოვიფიქრებ რამეს.
-შენი ნებაა, გაქვს უფლება არ ჩააგდო არაფრად, მაგრამ ნუ დაკარგავ კარ-მიდამოს, მამაშენმა თავისი ხელებით შექმნა ყველაფერი, ხომ იცი?! გვერდში დაგიდგებით ყველაფერში ჩვენც.
-კარგი დოდო დეიდა, წავალ ახლა, გავემზადო დავაგვიანებ სამსახურში, მადლობა რომ გამაგებინე. მომიკითხე ძია ნუგზარი.
-მშვიდად იყავი შვილო, იცოდე გეიმედებოდეთ ყველაფერში.
-არ ვიცი ამ სიკეთეს თუ გადაგიხდით როდესმე.
-შენ რომ ბედნიერს გნახავთ, ესეც გბეყოფა ჩემო გოგო.
-მადლობა, დროებით.
-დროებით.

გათიშა მობილური. ფეხები ააწყო დივანზე, მოიკეცა და მუხლებს დააყრდნო შუბლი. ეტკინა, მაინც ეწყინა, გარდაცვალება, იმ ადამიანის, ვისაც იცნობდა წლები.

-მოხდა რამე?
-ჩემი მამინაცვალი დაღუპულა.
-სამწუხაროა, რა შემიძლია გავაკეთო?
-არ ვიცი, მეც არ ვიცი რას ვაპირებ, ასე ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო, მალე ავფეთქდები.
-დამშვიდდი და მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეიძლება.
-დასვენება მინდა, ციტა ხნით მინდა დავისვენო.

არაფერი აღარ უთქვამს ლუკას, აივანზე გავიდა. აკრიფა ნაცნობი ნომერი და ძილისგან დაბოხებული ხმაც გაისმა ყურმილიდან.
-ახლა რამე მნიშვნელოვანს თუ არ მეტყვი, გეფიცები მოგკლავ.
-აუ შე ძილის მონა, მნიშვნელოვანია თანაც ძალიან.
-იტყვი თუ გავშალო ტარო?
-ახალ გაღვიძებულზეც იუმორის ზევსი ხარ.
-ანუ გავშალო?
-ნიკოს მიხედავ დღეეს?დეკას წავიყვან სადმე, საღამოს დავბრუნდებით, ცუდადაა, დაისვენოს ცოტა.
-რა სჭირს?
-გუშინდელი ამბავი, მერე ამ დილით გაიგო, მამინაცვალი დაეღუპა. მინდა ერთი დღით მოვწყვიტო ყველა ფიქრს.
-ლილუშაც სახლშია დღეს, ვეტყვი და მივხედავთ ნიკოს, შენ დეკაზე იზრუნე კარგი?
-ძმა ხარ დემე.
-ძმაც ვარ და ცოტა მეტიც, ჯერ ვერ იაზრებთ უბრალოდ.
-ბაღში დავტოვებთ ნიკოლას, იქიდან გამოიყვანე და გყავდეს მერე ხო?
-კარგი.

შებრუნდა ოთახში, კვლავ იმ ფორმაში დაუხვდა ქალი, როგორც დატოვა.
ჩაიმუხლა მის წინ. აკოცა მაჯაზე, შემდეგ თითებზე.
-დღეს მინდა ჩემთან იყო, შეძლებ?
-ერთ საათში სამსახურში უნდა ვიყო.
-დარეკე ორივეგან, აიღე შვებულება, უთხარი მამინაცვლის დაღუპვაზე.
-კი მაგრამ…
-ხომ არ ატყუებ? მართლა ესეა და , გაგათავისულებენ, დაისვენებ ცოტას.
-ნიკო მყავს წასაყვანი ბაღში.
-მოვამზადოთ ნიკოლა, მე წავიყვან, მანამდე შენ გაემზადე, სადღაც მინდა წაგიყვანო.
-საად?
-სიურპრიზია.
-ჯერ დავრეკო, თუ გამანთავისუფლებენ სამსახურიდან.
-მიდი, მე ნიკოს გავაღვიძებ.

მოაწესრიგეს ნიკოლა. მზად იყო ბაღში წასასვლელად.
-დე, დღეს დემე ბიძია მოგაკითხავს, ლილესთან და დემესთან დარჩები?
-შენ?
-მე ცოტახნით არ ვიქნრბი, მაგრამ საღამოს დავბრუნდები.
-კარგი, მიყვარს მე დემეტრესთან.
-ჭკვიანად ხო? არ გააბრაზო ლილე.

ლუკამ წაიყვანა ბაღში.
-ნიკო, გპირდები მერე ერთადაც წავალთ სადმე, ახლა დეკას წავიყვან ხო?
-კარგი.
-ხომარ ბრაზობ?
-არა, დემეტრესთან კარგად ვერთობი, ვიქნები მასთან.
უდარდელად აიჩეჩა მხრები ბიჭუნამ.
-მაგარი ბიჭი ხარ შენ.
-დედას ძალიან ატკინეს გუშინ.
-ვინ?
-ბებიამ, უთხრა ამ ბავშვს არ დაგიტოვებო, არ მინდა მე იმათთან, ცუდები არიან.
-სულ დეკასთან იქნები და კიდევ ჩემთან, არ მოიწყინო მაგის გამო, კარგი?
-დედას რომ დაარტყეს წაიქცა, არ მინდა მე ასე, სულ ასე აკეთებენ ეგენი.
-შენ არ ინერვიულო,ვერავინ მიეკარება დეკას, ამის მერე სულ თქვენთან ვიქნები.
-მადლობა ლუკა, დედა იღიმის შენ რომ ხარ ხოლმე.
-შენ ნიკო? არ გიყვარს მე რომ შენთან ვარ?
-მიყვარს, შენნაირი მინდა ვიყო.
-არა, შენ იქნები ჩემზე მაგარი.
-მართლა?
სიხარულის სხივები აუკიაფდა პატარა თვალებში.
-მართლა.

გადმოსვა მანქანიდან, ჩააბარა ბაღის აღმზრდელს და მიბრუნდა უკან.

მზად დახვდა დეკა, სპორტულ სამოსში გამოწყობილი.

-ულამაზესი ხარ.
ღიმილით უთხრა მამაკაცმა კარში მდგომს.
-უბრალოდ მაცვია.
-უბრალოდ ხარ ძალიან ლამაზი, ყველა ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე.
-მადლობა.
გაეღიმა გოგონასაც. ემოციებით დაღლილი სახე, გაუნათა ლამაზმა ღიმილმა.


თბილისთან ახლოს, ტბის პირას იდგა პატარა ხის სახლი. უკან ტყე ჰქონდა, წინ ულამაზესი ტბა. სამოთხეს გავდა იქ დანახული.
-რა სილამაზეა ლუკა, რა სიმშვიდეა?!
-მოგწონს?
-ძალიან.
-მეც მიყვარს აქაურობა, სიმშვიდეში ყოფნა რომ მინდა, მაშინ მოვდივარ ხოლმე.
კარი შეაღო ლუკამ, სიმყუდროვეს იტევდა მომცრო ხის სახლი, მისაღები და სამზარეულო იყო მთლიანად, კარით კი პატარა საძინებელში შეხვიდოდი, გვერდით სააბაზანო იყო.
ძალიან გემოვნებით იყო ავეჯი შერჩეული.
-ეს შენია?
-მე ავაშენე, ყველაფერი ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული.
-ძალიან კარგია, აქედან არასდროს წავიდოდი.
-როცა მოგინდება, მაშინ მოდი.
მკლავებზე პერანგი აიკაპიწა ლუკამ, გზად ნაყიდ პროდუქტებს სამზარეულოს მაგიდაზე მოუყარა თავი. საუზმის მომზადება დაიწყო, იქვე ჩამოჯდა დეკა, იდაყვი ჩამოაყრდნო მაგიდას და ხელის გულს დაეყრდნო ლოყით.
უყურებდა მის წინ მყოფ მამაკაცს, სხეულში უცნაური ტალღა უვლიდა, თითქოს დაავიწყდა ყველაფერი, აქამდე მომხდარი.
-რას ამზადებ? დაგეხმარები.
-მოდი დღეს სტუმარი იყავი, მე მოგემსახურები.
-როგორ პატივში ვარ?!
-შესაშურია პირდაპირ.
კიტრს პატარა ნაჭერი ჩამოაჭრა და მიაწოდა გოგონას, თავისივე ხელით აჭამა, მიწოდებული ლუკმა.
-იცი?! არასდროს ვყოფილვა ასეთ ლამაზ ადგილას.
-გუდამაყარზე გამიგია, ულამაზესიაო.
-კი, მაგრამ სილამაზე მხოლოდ ადგილი ხომ არაა? ბუნება შეიძლება ყველგან იყოს, შენი სული სად გრძნობს თავს კომფორტულად, რა გელამაზება ყველაზე მეტად, მთავარი ეგაა.
-ანუ მე გელამაზები?
ეშმაკური ღიმილით დააჩერდა მამაკაცი.
-შენ მიქმნი ისეთ პირობებს, რომ შეუძლებელია, ეს სილამაზე ვერ აღვიქვა.
-უკვე კარგია.
-ერთ დღეს, მეც გავხდები ის, ვინც გაგილამაზებს გარემოს.
-და რატომ გადაწყვიტე, რომ ახლა ასე არაა?!
-ახლა, მხოლოდ საზრუნავი და სადარდებელი ვარ შენი.
-ახლა, ყველაზე ლამაზ ქალთან, ყველაზე ლამაზ ადგილას ვარ, ლამაზი მიზნებით. მეტი რა უნდა მინდოდეს?!

წამოდგა დეკა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქურასთან მდგომს. მოხვია მკლავები კისერზე და ყბის ძვალზე მიაკრო ცხელი ტუჩები.
-ჩემს ცდუნებას აპირებ?
-ეს მჭირდება?
-სარგებლობ ხო?!
-თითქოს არ მოგწონდეს.
კვლავ გაამეორა კოცნა გოგონამ. ოსტატურად გათიშა ქურა მამაკაცმა. მოჰხვია მკლავები სუსტ სხეულს.
-რაო აბა, რას ამბობდი?
-გამიშვი, ვჭამოთ.
-ახლა გაგიშვა ანუ?!
ელაპარაკებოდა და უკოცნიდა სახეზე ყველა წერტილს.
-კი ახლა.
-რომ მიწვევდი მაშინ გეფიქრა.
-რომ მეფიქრა არ გამოგიწვევდი.
-მაშინ არ იფიქრო ხოლმე, ასე უფრო მაწყობს.
-ცუდი კაცი ხარ.
-ჯერ არ იცი როგორი ცუდი.

ბაგეებს მისწვდა, ქალისას. ღელვამ დაუარა უცნაურმა დეკას. აუფორიაქდა გული. არ აპირებდა ლუკა ამაზე მეტს, იცოდა ქალის მდგომარეობა, არ ააღელვებდა მეტად.
მალევე მოწყდა გოგონას, თმაზე ჩამოუსვა ხელის ზურგი და ახლა მან აკოცა კისერში.
-მოდი ვჭამოთ.
ამოისუნთქა გოგონამ, თითქოს ყველა
მარწუხი შემოხსნეს, რაც აქამდე სხეულს უბოჭავდა.
ძველი შიშები, ძველი განცდები არ ანებებდნენ თავს. სულს უხუთავდა სიახლოვე, თუნდაც საყვარელი კაცის. მაგრამ ცდილობდა დაეძლია, გაემარჯვა საკუთარ შინაგან შფითვაზე.
-ძალიან გემრიელია.
სტეიკის ნაჭერს კვლავ დაარჭო ჩანგალი.
საპასუხოდ ღიმილი მიიღო კაცისგან.
-ჭამე და გავისეირნოთ.
-კარგი.
მალევე მორჩნენ საუზმეს. ახლა არ ადროვა დეკამ, თვითონ მიალაგა სამზარეულო. ტბის ნაპირს მიუყვებოდნენ ფეხით, მხრებზე მოეხვია ლუკას ხელები, მის გულზე ედო თავი გოგონას.
-რა იქნებოდა, აქამდე მენახე?
-მთავარია ახლა ჩემთან ხარ.
თავზე აკოცა მამაკაცმა.
-ახლა უფრო მეშინია, ახლა უფრო განვიცდი.
-რისი დეკა?
-აქამდე მხოლოდ ნიკოლასთან, ჩემს ღირსებასთან ვიყავი ვალდებული, ახლა შენ. თან ისეთი ხარ, მგონია ვერ გავწვდები შენს მორალს, ვერ გეყოფი და გატკენ.
-სულელი ბავშვი ხარ ჯერ ისევ, ასე რომ ფიქრობ, უკვე პასუხია დეკა. იმდენად სხვანაირად აზროვნებ, იმდენად სხვა განცდები გაქვს, ჩემზე რომ ფიქრობ, ჩემს გრძნობებზე, ჩემს კარგად ყოფნაზე, ცხოვრებაში ქალისგან ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს? შენ რომ მე გაღელვებ, ესაა უკვე პსუხი ყველაფერზე.
-რანაირად შეგიძლია, კარგი დაინახო, ამდენ ცუდში?!
-და ცუდის თვალიერებას რატომ შევალიო ორი დღის სიცოცხლე?! მირჩევნია ხუთი წუთით ვიყო ბედნიერი, ვიდრე მთელი დღით უბედური.
-ამდენი პრობლემის მიუხედავად?!
-არსებობს მოუგვარებელი პრობლემა? სანამ ვცოცხლობთ, ყველაფერი ჩვენს ხელშია, სანამ ძალა გვაქვს და აზროვნების უნარი, პრობლემებს დარდი და ცრემლის ღვრა არ სჭირდება, ფიქრი სჭირდება, როგორ მოაგვარებ მას. როცა უნარს გაძლევს უფალი, როცა რესურსი გაქვს დაძლიო, რატომ უნდა დახარჯო დღეები უბრალოდ დარდში?!
-დავიღალე მე, იმდენად დამღალა ყველაფერმა, ასეთად ვიქეცი.
-შენ რაც გადატანილი გაქვს, იმის ფონზე, არც შენ ხარ დანებებული დეკა, შენც იბრძვი, აგვარებ პრობლემებს. დაღლა ბუნებრივია, მეც ვიღლები, ყველა იღლება, მაგრამ ბოლო წერტილს მაინც უფალი სვამს, თუ რამე ისე არ დამთავრდა, რომ შენს სულს სიმშვიდე მოუტანა, გულს ბედნიერება, ესეიგი არ დაუსვია უფალს წერტილი, უნდა გააგრძელო სვლა.
-როგორი ხარ შენ?! როგორ გამიმართლა.
-ნუ ეხლა, იღბალი კი დაგყოლია, ვაღიარებ.
-ახლა შეიფერე? თავში აგივარდა?!
-მასე შემეტყო? ძირითადად ვმალავ ხოლმე.
მათი სიცილი ისმოდა ტბის ნაპირზე. შემოდგომის მზე დაჰყურებდა მაღლიდან. იმ მზეში ჩანდა, ღვთის ღიმილი, თავის შვილებს უღიმოდა, უქადდა ახალს, ბედნიერს, ნათელს.

დაბრუნდნენ სახლში, დივანზე დაჯდა დეკა, სიმშვიდით მოცულმა, დივნის საზურგეს მიადო თავი, დახუჭა თვალები.
-გეძინება?
ლუკას მზრუნველმა ტონმა, ჟრუანტელად დაუარა, ქალის სხეულს.
-კი.
-დავიძინოთ.
-დაბრუნება, რომ დავაგვიანოთ?!
-მაღვიძარას დავაყენებ.
საძინებლის კარი შეაღო ლუკამ, მიჰყვა ფეხ და ფეხ გოგონაც.
მიიხუტა სუსტი სხეული, ქალმაც საყვარელ სურნელს მიანდო თავი. ნაზად ეფერებოდა სახეზე მამაკაცი, თმაზე უსვამდა ნატიფ თითებს. მალევე ჩაკარგა ძილმა, მის წყვდიადში, გადაღლილი.

უყურებდა ლუკა, მშვიდი ძილი ეხატა სახეზე გოგონას. ტკბებოდა იმ სიახლოვით, რაც ქალთან ჰქონდა.

მალევე დაეძინა მასაც.

ერთ ოთახში, ორი გულის ფეთქვა ისმოდა.

ერთ ოთახში, ერთიანდებოდა ეს გულები.

ერთ ოთახში ორი სუნთქავდა, საერთო ჰაერს.

სიმშვიდის ნოტებს უკრავდა, ტბიდან მონაბერი, სუსხიანი სიო.

სითბოს უნაწილებდნენ ერთმანეთს, შემოდგომის გრილ დღეში, მძინარედ მყოფნი.

რამდენიმე საათში, მაღვიძარის ხმამ დაარღვია მათი ძილი. თვალების ფშვნეტით წამოდგა ქალი. თვალს არ ახელდა ლუკა.
-ლუკა, ხომ გღვიძავს?!
-არა.
-ანუ მე უნდა გაგაღვიძო ახლა?!
-არვიცი.
დაიხარა გოგონა, შუბლზე გადაუტარა წვრილი თითები, მომძინარებულს. ჩამოატარა ლოყაზე ხელი. ხელის კვალს გაუყენა ტუჩები.

-ასე თუ გააგრძელებ, არ გავიღვიძებ.
-ნუ მაიმუნობ, დაგვაგვიანდება.
-მოდი რა ჩემთან.

მკლავებში დაქაჩა გოგონა, კვლავ დააბრუნა საწყის ადგილას. მოხვია მანაც მკლავები, თუმცა ბუზღუნს არ წყვეტდა მაინც.
-ავდგეთ რა, ნახე ღამეა გარეთ უკვე.
-კარგი ხო, მაინც არ მომეშვები შენ.
წამოიწია მამაკაცი, წელზე მოხვეული ხელით, წამოიყოლა დეკაც. გადაიჯინა მუხლებზე.
-ყველაზე სასურველი რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში, არასდროს დაიყვანო შენი თავი, იმ სიდაბლეზე, სადაც მე ვერ გამწვდები, კაი?!
-რა კარგია, რომ ხარ. ნათელი წერტილივით გამოუჩნდი ჩემს ცხოვრებას.

აციმციმებული, ცრემლებ ჩამდგარი თვალები შეანათა, კაცის თაფლისფერ სფეროებს. სიყვარული ეკითხებოდათ მზერაში.

კვლავ თბილისის გზას დაადგნენ,დემეტრესა და ლილესკენ აიღეს გეზი, პატარა ნიკოს მიაკითხავდნენ.

მეორე დილით გადაწყვიტა ჩოხში წასვლა. დაკრძალავდა მამინაცვალს, დაიბრუნებდა მამისეულ სახლს. მასთან ერთად, ლილე და დემეტრეც მიდიოდნენ.

ჩოხში შესულ დემეტრეს მანქანას, ინტერესით ათვალიერებდნენ, საჭორაოდ გამოსული სამეზობლო.

ორ სართულიანი სახლის წინ გაჩერდა მანქანა, გადმოსულებს მზადყოფნაში დაუხვდათ მიცვალებული, დასაკრძალად გაემზადებინათ მეზობლებს.

დაკრძალვამ მშვიდად ჩაიარა.
საღამო ხანს დასრულებული ჰქონდათ დალაგება, შავმა როლს როისმა რომ მოანათა ფარები ეზოს.

-შეენ?
-არ მელოდი, დიდი სახლის პატარა დიასახლისო?
-არ გელოდი.
ჩაეცინა დეკას ლუკას სიტყვებზე.
შუბლზე აკოცა მამაკაცმა და ხელში აიტაცა იმ წამს გამოსული ნიკოლა.

ივახშმეს მშვიდად, სახლის სურნელი მონატრებოდა დეკას. თავს გრძნობდა თავისთან.

დილით აცილებნენ დემეტრეს და ლილეს. გოგონას სამსახურის გამო უწევდა წასვლა, დემეტრეს მიჰყავდა მანქანით.

დემეტრეს მანქანა გავიდა თუ არა, გუდამაყრიდან ჩამომავალი დოდო და ნუგზარი შემოვიდნენ დეკას სახლის ეზოში.

-როგორ ხარ ჩემო ლამაზო?
თბილად მოეხვია დოდო.
-როგორ გამიხარდა თქვენი მოსვლა, თქვენ როგორ ხართ?!
სათითაოდ მოიკითხა მშობლების ალერს მოკლებულმა, დედ-მამის სიყვარულით მომზირალი ცოლ-ქმარი.

ყავას და ტკბილეულს აწყობდა მაგიდაზე დეკა, ნიკოსთან თამაშს ვერ სწყდებოდა დოდო.

სახლის უკან, სიგარეტმომარჯვებული ნუგზარი, ლუკასთან საუბრით იყო დაკავებული.
-გიორგი იყო ჩემთვის ძმაკაცზე, მეგობარზე მეტი. ვერ ვუპატრონე დეკას, რომ მოიყვანა იმ არაკაცმა, წამოყვანა მინდოდა, ტყვიამ შემაშინა, დამიზნებულ თოფს შევუშინდი და ვერ ვპატიობ ჩემს თავს დღემდე. რომ ვხედავ ეხლა რა კარგადაა, ასე მგონია თავიდან დავიწყე არსებობა.
-საოცარი ადამიანია, მასსავით ძლიერს არ ვიცნობ ბევრს.
-ნატანჯია ძალიან, მის ტკივილებს ბევრი ვერ გაუძლებდა.
-მესმის.
-გიყვარს შენ ჩემი გოგონა?
-მიყვარს.
-როგორც მამამისს, ასე ამაყად მიცხადებ, რომ გიყვარს?
-როგორც მამამისს, ასე გულღიად, გეჩემებით მის სიყვარულს.
-არ გამიწვალო, არ ამიტირო, ცრემლში და ოფლში გაზრდილი.
-მისი ღიმილის, მისი კარგად ყოფნის მეტი, არაფერი მინდა მე.

პირობასავით გაჟღერდა ლუკას სიტყვები, არ იყო პირობა. არასდროს დებდა დემეტრაძე პირობას, არ სჭირდებოდა ფიცი მის სიტყვას.

ყავა მიირთვეს, ისაუბრეს ლაღად.

-წავიყვანთ ნიკოს დღეს, მოვესიყვარულებით ჩვენს ბიჭს.
-საშიში არაა იქ მისი მიყვანა?
-არაა, არ ბრძანდებიან სოფელში.
-გინდა დე ნუგზარი პაპსთან წასვლა?
-ასე მითხრა ცხენზე დაგაჯენო, მართლა დამაჯენთ?
-კი პაპი.
-წავალ რა დედა.
-არ გააბრაზო დოდო ბებო ხომ?
-რას გამაბრაზებს დედიკო ეს?
-კარგი, თუ არ მოისვენებს, დამირეკეთ და წამოვიყვანთ.
-ჯავრი ნუ გექნება, დაისვენე ცოტახნით მაინც.

გააცილეს. შუაში ჩაეყენებინათ პატარა ნიკოლა. ხელჩაკიდებულებს მიჰყავდათ, მამის სოფელში, მაგრამ არა მამის სახლში.

დეკას ეხმარებოდა სახლის მოწესრიგებაში ლუკა, იხსენებდა გოგონა, ამ კედლებს შიგნით მომხდარს.

გარედან ხმა იყო საზარელი, გელას და ლევანს, სანადირო თოფები ჰქონდათ შემართული.

-გამოეთერი გარეთ, შენს ავხორცობას უნდა მოვუღო ბოლო.
ყვიროდა გელა, ეშმაკს შეეპყრო მისი არსება.
-არ გაბედო, კარის გაღება არ გაბედო დეკა.
გამაფრთხილებლად გადმოხედა გოგონას ლუკამ.
-რას მეუბნები? შენ იქ გახვალ და ასე გელოდო?
-მოგიწევს.
ტუმბოდმზე დადებულ გასაღებს დასწვდა ლუკა. სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი და გადაკეტა კარი გარედან.

ფანჯრებს მივარდა გოგონა, დროს ჩამოელპო აქამდე გაუღებელი ფანჯრის რაფები, მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა იღებოდა, იქაც შეუძლებელი იყო, ადამიანის გადასვლა.
ვერ გადავიდოდა მეორე სართულიდან, ვერ გარისკავდა ასე.

-ოჰ, საყვარელთან ერთად დაიდო ბინა, ჩვენმა რძალმა, გელა ბიძია?
-ფრთხილად, დეკაზე საუბრისას!
ავად გამოსცრა ლუკამ კბილებში.
-თორემ?
-თორემ, და შემდეგ, რაც მოხდება მერე განვიხილოთ.
-გამოათრიე შიგნით რომ გყავს, მაგასთან გვაქვს ჩვენ საქმე.
-ფრთხილადთქო. მისი საქმე ჩემი საქმეა, პატარა გოგოს თოფებით რომ მოსდგომიხართ, ტერორისტს ებრძვით ვაჟკაცებო?
-მოსაკლავია ეგ ქალი, მივხედავთ მაგას.
-და თქვენ წყვეტთ, მის სიცოცხლეს, ან სიკვდილს?
-კი.
-არაკაცობა გამიგონია, უღმერთობაც, მაგრამ ასე ლაჩრული, მშიშრული და არარაობა საქციელი ჯერ არ მინახავს.
-მე მთხოვდა საყვარლობას ეგ გოგო, ჩემზე ეჭირა თვალი, უკეთესი დაგითრია, ვერ დაუწუნებ გემოვნებას.
-უკეთესი ნამდვილად ვარ კი.
-როგორ მთხოვდა მასთან ყოფნას, როგორ ცდილობდა ვეცდუნებინე, სანახავად ღირს მისი ალერსი…
ვერ დაამთავრა ლევანმა. მთელი ძალით მოქნეული ხელი რომ მოხვდა სახეში.
-ნაბ…ვარო, რომ გაგიგონო, მისი სახელი, კარგად ახსენე თუნდაც, მაგ ენას ამოგიღებ, სულს ამოგაცლი!
-შენ ვის დაარტყი? ვის გამო ბიჭო?!
შებარბაცებული ლევანი წამოიმართა, მხარზე გადაკიდებული იარაღის ლულა, მიადო მხარზე, მყარად მდგარ ლუკას.
-იმხელა კაცობა მაქვს, არც დამენანები აქვე დაგამთავრებ.
-მაგას კაცობა არ სჭირდება, არაკაცების საქმეა.
-ეს თავის გადარჩენის უმწეო მცდელობა იყო?
-არა, სიმართლე.
-რამდენს ელაპარაკები ამ ახ…რს?

ესღა თქვა გელამ, გაისმა თოფის ხმა. მოწყვეტით დაეცა ლუკა მიწაზე. წითელ მდინარედ გადმოუდინდა, ნატყვიარიდან მეწამული სითხე.

როგორ წავიდნენ, როგორ დატოვეს, სიკვდილთან მეომარი მამაკაცი. ზუსტადაც, რომ არაკაცის საქმე შეასრულეს, ისე როგორც ეკადრებოდათ, მათ სინდისს.


ვერ შეაჩერა ჩარაზულმა კარმა, ფანჯარას შემოუქნია სკამი, თავის თავს არ ჰგავდა. მთლიანად ჩამოიფშვნა მინა, ავიდა რაფაზე და გადმოხტა გამწარებული, ვერ გრძნობდა ფეხის გულების წვას, შუშებზე დამხტარს, სისხლი ღვარად მოსდიოდა, თუმცა სულ ერთი იყო.

დაემხო წაქცეულს გულზე, ნატყვიარზე დააჭირა, იმ წამს გახდილი მოსაცმელი.

-არ მოკვდე გთხოვ, არ დამტოვო.
-რა უნდა მოვკვდე გოგო? ახლა ვიწყებ სიცოცხლეს.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა მამაკაცმა.
-ჩემთან იყავი, მელაპარაკე, გემუდარები არ დახუჭო თვალები.
ღვარად სდიოდა დეკას ცრემლები, მთელი ძალით აჭერდა ჭრილობაზე, ნაჭერს.
-გაუძელი, გთხოვ გაუძელი, ჩემთვის.
-არაფერი მომივა, შენს ღიმილში უნდა დავბერდე, შენს თვალებში უნდა ვიცოცხლო, მრავალი წელი.
-მიყვარხარ ლუკა, მიყვარხარ ძალიან.
-ღირდა ეს ტყვია, ამად…
-ხუმრობის დროა? მოვა სასწრაფო მალე, გაუძელი, ჩემთან იყავი.
-მაკოცე რა.

დასწვდა მამაკაცის ტუჩებს, ყველა ნაკვთი დაუკოცნა სახეზე. თვალები მიენაბა ლუკას. კარგავდა გონებას.
არსაიდან გამოჩნდა ნაცნობი მერსედესი, პირველად რომ მტრობას უქადდა გასაჭირში მყოფთ.
იმედი იყო, თუ უიმედობა, ვერ მიხვდა დეკა, თედოს დანახვისას.

იმედი შობს, ბედნიერებას.

რწმენა შეიქმს ახდენას, სუფთად ნანატრის.

უფალი არ ივიწყებს, ადამიანებისგან მივიწყებულს.

ტკივილს არ უშინდება, ის ვისაც ეკუთვნის, უმტკივნეულო არსებობა.

გოლგოთისკენ მიმავალს, ეკლის გვირგვინით დაკაწრულს, მხრებზე იმისთვის არ მოუკიდებია, ჯვარი, რომ ადამიანებმა დავივიწყოთ მისი ამაგი.

გოლგოთის გზაზე, წაბარბაცებული, იმისთვის არ წამომდგარა, რომ ადამიანში ჩასახლებულ იუდას, კვლავ გაეყიდა ოცდაათ ვერცხლად.

მაგრამ ჰყიდიდნენ, უხვევდნენ უფლის გზიდან.

ის არ იცოდნენ, რომ ყველა გზა, უფალთან მიდის, ბოლო ხილვა, მისი თვალები იქნება.

გასროლილ ტყვიას, უფლის გზაზე მდგომის მკერდი დაუხვდა წინ.
მკერდში ფეთქავდა გული, სიკეთის ფეთქვით, სიყვარულის ძგერით.

ასეთ ადამიანებს არ ივიწყებს ღმერთი, ასეთ ადამიანებს გულში იხუტებს, იმ მართლით, აქამდე რომ უვლია.

ეზოში გამოჩენილი მერსედესიდან, ჩქარი ნაბიჯით გადმოვიდა თედო.
-მიშველე გთხოვ.
სასოწარკვეთილებას შეეპყრო ქალის არსება, შიშისა და თხოვნის თვალები შეანათა, ახალმოსულს.
-სასწრაფოში დარეკილი გაქვს?
-კი, რომ გაისროლეს მაშინვე დავრეკე, მაგრამ აქ როდის ამოვლენ ეგენი?!
-მოდი წავიყვანოთ, შეძლებ დამეხმარო?
-კი, მალე რა.

უკანა სავარძელზე მოათავსეს ლუკა, ქალის კალთაში ედო თავი. გოგონას თლილი თითები, სისხლის ფრად იყო შეღებილი, მთელი ძალით აწვებოდა ნატყვიარს, ცდილობდა, სისხლის ყველა წვეთს გაფრთხილებოდა, არ ანებებდა ფუჭად დაქცევას.

სარკიდან გამოხედა თედომ, გული მოეწურა ქალის ნატანჯ სახეზე, თავის დანაშაულს კითხულობდა, დეკას გამომეტყველებაში.

სიჩქარეს არ უკლებდა თედო, ისე მიჰქროდა, თითქოს ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს დარაჯობს, მის სუნთქვას ითვლის და ეშინია არ დაუგვიანოს, მიყვანაო.

ტიროდა ქალი, ერთადერთს დასტიროდა, ტკივილის ცრემლებით, მის პულსს უყურადებდა, გარინდული სმენით.

საკაცეზე გადაიყვანეს ლუკა, მეწამულისფრად შეფერილ თითებს, არ უშვებდა კაცის მტევანს გოგონა.

ის ხელი, ამდენჯერ ძლიერად რომ ჩასჭიდა ქალს, ახლა უღონოდ იყო, შიშის ზარი რეკავდა, დეკას გონებაში, მხოლოდ დაკარგვის შიშს ვერ მოერია, გულის კანკალით შეაცილა, სისხლგამოცლილი.

ცხვირწინ მოუხურეს, კარი. დარჩა გოგონა კარს აქეთ, ღონემიხდილი. მოეკეცა მუხლები, ძირს დაეცემოდა, რომ არა ძლიერი მკლავები საყრდენად. სკამზე ჩამოსვა თედომ გოგონა, აკანკალებული ხელით, გადაუწია, სისხლით დასველებული თმა.

-დაგეხმარები, აბაზანაში შევიდეთ, ჩამოიბანე ეს სისხლი.
-შენ, ალბათ კარგად გრძნობ თავს ხომ? ალბათ გიხარია, ის რომ იქაა ახლა.
საჩვენებელი თითი, კანკალით გაიშვირა საოპერაციოსკენ.
-რას ამბობ?! ადამიანის სიკვდილი როგორ გამიხარდება?!
-არვიცი, ისიც არ ვიცი, თქვენ რა ადამიანები ხართ საერთოდ, რა გიტრიალებთ, მაგ ბოროტებით გატენილ თავებში.
-დეკა, დამშვიდდი, ვერ მოვუსწარი, ხელის შესაშლელად მოვდიოდი, ვერ მოვასწარი.
-რატომ უშლიდი ხელს?! ხომ აღსრულდა თქვენი ნათქვამი, ბოლომდე ხომ ჩამომანგრიეთ, მეტი რა გინდათ ჩემგან?
ბუტბუტებდა ქალი, თითქოს მისი ნათქვამი არცააო, გონებას არ ეკითხრბოდა პირი, ისე ამბობდა სიტყვებს.

-კარგად იქნება, ოღონდ ნუ მიმადარებ რა იმათ, ხომ ხედავ, აქ ვარ. ბოდიშისთვის, მადლობისთვის, დახმარებისთვის. შენს გვერდით ვარ,ყველაფერს გავაკეთებ შენთვის. ყველა შენს სიტყვას ავიტან, ყველა გამოხედვას, ღირსი ვარ ვიცი.

-უშველი მას? რომ მოკვდეს გააცოცხლებთ?! რამე რომ მოუვიდეს რას იზავ მითხარი.

ვერ უპასუხა მამაკაცმა. წამოდგა დეკა, კედელს მიყრდნობილი ბარბაცით გაუყვა გზას საპირფარეშომდე. დიდი სარკის წინ მდგომი, ხედავდა საყვარელი მამაკაცის სისხლს მის სხეულზე. ფრჩხილებით დაუწყო კანიდან სისხლს მოშორება. სულ დაუწითლდა მკლავები, ფრჩხილების კვალი დაეტყო შიშველ მაჯებზე. ისტერიკაში იყო, სულ უცახცახებდა სხეული, თმას იგლეჯდა, ხელების კანკალით მიეყრდნო კედელს. მიადო შუბლი ცივ ბეტონს. ამოიცუნთქა ღრმად, მიბრუნდა ონკანისკენ და მოიწესრიგა თავი. თავის თავს შეხედა სარკეში, გაუსწორა ცრემლიანი მზერა ანარეკლს.

-არ მიმატოვებს, კარგად იქნება. რომ გაიღვიძებს ასე არ უნდა დავხვდე, არ უნდა ვანერვიულო.

ესაუბრებოდა თავის თავს, თითქოს დამჯერი ბავშვი იდგა მის წინ და არიგებდა ჭკუას.

მაღლა აიკეცა, ჩამოშლილი თმა. სახე დაიბანა და მტკიცე ნაბიჯით გავიდა დერეფანში.

თედო იჯდა, ხელებში ჩაერგო თავი.

-ბოდიში, შენი ბრალი არ იყო რაც მოხდა.
-მე მიხდი ბოდიშს? კიდევ აქეთ მეუბნები მაგას?!
-კი, შენ არ გისვრია, შენ რა შუაში იყავი?!
-და რაც გითხარი, აქამდე როგორც ვიქცეოდი, მაგას ჩემი ბოდიში ეყოფა დეკა?!
-შენ რომ აქ მომიყვანე, იქ სისხლის გუბეში რომ არ დაგვტოვე, უკვე ბოდიშიცაა და მადლობაც ღმერთისთვის ნათქვამი.

გაკვირვებისგან დადუმებული მამაკაცი, ქვემოდან უცქერდა, მყარად მდგომ ქალს.

რამხელა ღირსება დაჰქონდა, სუსტი მხრებით?!

რამხელა სიმტკიცეს ატევდა, ნაზ ხმაში?!

რამხელა სიყვარულს დაატარებდა, სულ ერთი ციცქნა გულით?!

და მაინც, რამხელა ღმერთი ჰყავდა სულში?! რამხელა იმედი და რწმენა, უფლისა.

-შეგიძლია დამარეკინო? მობილური ჩოხში დამრჩა.
-აიღე.
გამოუწოდა, ნომრის ასაკრეფად გამზადებული ტელეფონი.
აკრიფა ნაცნობი ნომერი, ქალმა.

-დემე, სად ხარ?
-დეკა შენ ხარ?! ახლაც მე მირეკავ გოგო?! შეირგე, შემთხვევით მარტო დატოვება და მშვიდი საათები.
როგორც ყოველთვის, მხიარულ ნოტაზე იყო, ყურმილს იქიდან, დემეტრე დაიაური.

-დემე მისმინე, საავადმყოფოში ვარ, მისამართს ჩაგიგდებ, დოდო დეიდას ნომერი არ ვიცი, ნიკოლა მასთანაა, თხოვე დაიტოვოს ცოტახნით. შენ მოდი რა.
-დეკა კარგად ხარ? ლუკა სადაა? ნუ მაგიჟებ, რა საავადმყოფო?!
-ლუკა დაჭრილია, საავადმყოფოში ვართ.
-მისამართი გამომიგზავნე, მოვდივარ.

შეშლილს გავდა დემეტრე. დეასთან ერთად იყო რესტორანში, დეკამ რომ დაურეკა. გიჟივით წამოვარდა ფეხზე და წასასვლელად მოემზადა.
-დეა, ლუკაა საავადმყოფოში, უნდა წავიდე, ბოდიში რა.
-რას მებოდიშები, მეც გამოგყვები, არ გინდა?!
-კი მინდა, დეკაც იქაა, მაგრამ თუ გინდა იყავი, ნუ იწვალებ ასე.
-წავედით.

ხელი ჩასჭიდა გოგონამ. დემეტრეს თვალი გაექცა გადახლართული თითებისკენ. ძალა მისცაო, თითქოს ამ უბრალო ქმედებამ. მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას, გამოგზავნილი მისამართისკენ.
საავადმყოფოს დერეფანი, როგორ გაიარა არ ახსოვს. დეკას დანახვისას, მასზე მოდებული სისხლის ლაქების აღქმისას, თითქოს გაჩერდა ყველაფერი.
-რა ხდება დეკა?!
-დემე, ლუკას ესროლეს იმ უღმერთოებმა.
-ვინ?!
-ჩემმა ყოფილმა მამამთილმა ესროლა.
-ახლა როგორაა?!
-შეყვანილი ყავთ, არვიცი.

შეცბა დემეტრე, გაცხარებული მიუბრუნდა თედოს.
-შენ, შენს გამო, თქვენს გამო ჩემი ძმა იქ წევს, რამე რომ მოუვიდეს, ყველას ერთად ამოგწყვიტავთ და საფლავსაც არ გაღირსებთ, დამტირებელს არ დაგიტოვებთ გვარში, თუ რამე დაემართება.
-დამშვიდდი დემეტრე.
მკლავზე დაექაჩა დეა.
-რა დამამშვიდებს, არაკაცულად აქ რომ ზის კიდევ, აქ რომ მენახება კიდევ.
-მან მოგვიყვანა, ის რომ არა, ალბათ ვერც მოვუსწრებდით დემე.
-ისინი რომ არა, არც იქნებოდანიქ ლუკა, თვენ ბიჭო რა ხალხი ხართ?

ხმას არ იღებდა თედო, გმირულად იტანდა, დამსახურებულსაც და ზედ დამატებულს, დაუმსახურებელს.

-რამე რომ მოუვიდეს, რა თქვა ექიმმა დეკა?!
ახლა გოგონას დააცქერდა ამღვრეული თვალებით.
-შემომხედე, დაიმახსოვრე, არ დაემართება არაფერი. ფიქრი არ გაბედო, არა თუ თქმა, ხომ გაიგე?! არ მიმატოვებს და არაფერი მოუვა იცოდე.
-ექიმი მოდის.

ზურგს უკან დეას ხმამ გააწყვეტინა საუბარი.

-როგორაა ექიმო?!
ექიმს მიუბრუნდა დემეტრე.
-ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, გაუმართლა, რომ სისხლის ბანკში გვქონდა მისი სისხლის დონორი. ყველაფერი გავაკეთეთ რაც საჭირო იყო, ახლა უკვე მასზეა, მან უნდა იბრძოლოს გამოფხიზლებისთვის.
-ანუ?! რას ამბობთ, რომ შეიძლება ვერ გადარჩეს?
-ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე საათში უნდა გაიღვიძოს, თუ ეს მოხდება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ყველა მაჩვენებელი, დავასტაბილურეთ, ახლა ყველაფერი მასზეა.
-მადლობა ექიმო, ვერ შევალ რომ ვნახო?
-შესვლა არ შეიძლება.
-ძალიან გთხოვთ, ან მხოლოდ დანახვაც მეყოფა.
სასოწარკვეთილება იკითხებოდა დეკას ცრემლჩამდგარ თვალებში. ვერ გაუძლო ექიმმა მის ტკივილს.
-მხოლოდ ორი წუთით, ექთნები დაგეხმარებიან ფორმის ჩაცმაში.
-უღრმესი მადლობა.
ესღა თქვა და ობლად ერთი წვეთი ცრემლი, მოსწყდა მის თვალებს.

ჩააცვეს სპეციალური ფორმა. ჩუმად შეაღო კარი გოგონამ, სადაც ყველაზე ძვირფასი ეგულებოდა.

ნელა მიუახლოვდა საწოლს, ჩაიმუხლა და მზერა შეავლო, მილებში გახვეულ სხეულს. გულში დანის ჩარტყმასავით იგრძნო ტკივილი, ვერ ეგუებოდა ასე უგონოდ მყოფს.

-გეხვეწები რა, აქ არა, ახლა არ დამტოვო. ძლივს ვისწავლე სუნთვა, ძლივს ცხოვრებაში გავიხარე, ახლა ნუ გამიკეთებ ამას. ნუ გამამწარებ ასე, მეყოფა რა, გეხვეწები მეყოფა, უშენობას ნუღა დამიმატებ.

ცხელ ცრემლებს აყოლებდა, მასზე უფრო მხურვალე სიტყვებს, ტკივილშერეულს. ხელის თითებზე კოცნიდა და მუდარასავით ამოდიოდა ხმა პირიდან.

-ხომ შემიყვარდი, ხომ გამომაცდევინე ესეც. ახლა მადროვე, ბოლომდე მაცადე შენთან ერთად არსებობა. თუ გიყვარვარ, თუ არ გინდა ცოცხლად მკვდარი გამიყოლო, არ გაბედო, ჩემგან წასვლა არ გაბედო ლუკა.

მუხლების კანკალით წამოდგა, დაცვარულ შუბლზე მიაკრო ტუჩები.

-გელოდები იცოდე, ყველაზე დიდ გრძნობას ვატევ ამ სიტყვებში ლუკა. მიყვარხარ და ნუ დამტოვებ უსიყვარულოს.

ძლივს გააღწია კარიდან, თითქოს რაღაც ნაწილს ტოვებდა კარს მიღმა. თითქოს სული გაეყო ორად, გული გაეხლიჩა და ნახევარი, იმ საწოლზე დატოვა, სადაც უგონოდ იწვა, მისთვის მხოლოდ ერთი.

-დემე, დარეკე დოდო დეიდასთან?
-კი კი, მაგაზეც ნუ ინერვიულებ, მოვაგვარე.
-შენ რომ არ მყავდე…
-ლალის არ დავურეკოთ?!
არ გააგრძელებინა მადლობის თქმა
გოგონას.
-მოვიდეს გონს და ვუთხრათ მერე.
-რომ არ გამოფხიზლდეს?!
-გაჩუმდი დემეტრე, ეგ არ გამაგონო, არ გაიმეორო. ლუკა არ დამტოვებს, არ დაგვტოვებს, ხომ იცნობ?!

დემეტრემ აღარაფერი უთხრა, შოკშია ჩავარდნილიო გაიფიქრა. აღარ აწვალა საუბრით მეტად. გულის სიღრმეში გაჩენილ წვას, უმკლავდებოდა შეძლებისდაგვარად. სიმწრისგან სტკიოდა ყველა ძვალი, ყველა ორგანო.

-დეა, მოდი რა.
-რაა?! რაიყო?!
-მოდი რა ჩემთან.
კედელთან მდგარ გოგონას მიუახლოვდა, წელში მოხრილმა, მხარზე ჩამოადი თავი და მთელი ძალით მოჰხვია მკლავები.
მანაც არ დააყოვნა, კისერზე შწმოხვია ხელები და ჩუმად ეჩურჩულებოდა.
-კარგად იქნება, აი ნახავ.
-არ შემიძლია, ჩემი ნაწილია, ვერ ვეგუები.
-არაფერია შესაგუებელი, რომ გაიღვიძებს ვეტყვი, ძალიან ბევრი დაგცინოს.
-მადლობა, რომ ჩემთან ხარ.
-ვფიქრობ იმ ეტაპზე ვართ, ერთმანეთთან, რომ უნდა ვიყოთ, ასეთ დროს.

დაიწია უკან მამაკაცმა, შუბლზე მიაკრო ტუჩები გოგონას, კვლავ ჩარგო თავი მის ყელში და ეცადა დამშვიდებოდა სუნთქვა.

დეკა, კუთხეში, იჯდა. მოეხსნა კისერზე დაკიდებული ჯვარი. ხელით დაეჭირა სახის წინ და ლოცუდობდა, ისე როგორც ეკუთვნით, ისე როგორც იმსახურებენ, ჩვენთვის გაჩენილი ადამიანები.

ღმერთს ავედრებდა, მის სიცოცხლეს.

არ დაუთმობდა სიკვდილს, ძლივს ახდენილ ნატვრას.

-ლუკა დემეტრაძესთან თქვენ ხართ?!

ექთნის ხმამ შეძრა თითქოს კედლები.

-დიახ ექიმო.
-გილოცავთ, მებრძოლი აღმოჩნდა ჩვენი პაციენტი.სიცოცხლესთან დაკავშირებული საშიშროება გადალახა.

ღრმა სუნთქვას ამოაყოლა, გულზე ლოდად დაწოლილი დარდი, ცოტა ხნის წინ, გულმხურვალედ მლოცველმა.

ჩუმი მადლობა შესწირა ღმერთს, ისეთი, რომელსაც მხოლოდ ის ისმენს.

ღრმად ამოისუნთქა, დემეტრემაც, უფრო მჭიდროდ მიიხუტა გვერდით მდგომი და შვების ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

-ძალიან გაუმართლა, პირველი დადებითი, სისხლის ჯგუფი აქვს. იშვიათობა არაა და დროულად გადავუსხით.
-აუ ლუკაა სტანდარტულად რა, სისხლის ჯგუფიც დადებითი აქვს.

სიცილით ამოიფრუტუნა დემეტრემ, რაზეც მსუბუქად ჩაეცინა ყველა იქ მყოფს.

თედო, შვების ოხვრით წამოდგა სკამიდან. ისე გაეცალა მათ , რომ მისი არ ყოფნა არ ყოფილა შესამჩნევი.
მანქანაში ჩამჯდარმა საჭეს რამდენიმეჯერ დაარტყა შუბლი.

დაურრკეს ლალის, აცნობეს შვილის მდგომარეობა.

ღვთისმშობლის ხატთან დამხობილი, მადლობას სწირავდა უფალს. ამის შემდეგ წავიდა საავადმყოფოში, გულის კანკალს ვერ იწყნარებდა, თითქოს უმძიმესი ლოდი ეკიდა გულზე.

დერეფანს დაბუჟებული ფეხებით გაუყვა. თავდახრილი იდგა დეკა, თითქოს მან დააშავა, თითქოს ელოდა პასუხის მოთხოვნას.

-როგორ ხარ შვილო? შენც ხომ არ დაგიშავეს რამე?!
-მე, ჩემს გამო, ლუკა ასეა, მეკითხებით როგირ ვარ?!
-შენ ესროლე?
-არა, რა თქმა უნდა.
-აბა შენს გამო რატომ?!
-ის ხომ ჩემს გამო დაჭრეს, მე რომ არა, ვერ გადაეყრებოდა იმ ხალხს.
-ხვალ რომ იგივე მოხდეს, მის გამო, ტყვიას არ გადაუდგები?
-გადავუდგები.
მტკიცე იყო გოგონას მზერა. მსუბუქად გაეღიმა ლალის.
-ხედავ? თუ გადაწყვიტეთ ერთნი ყოფილიყავით, ერთმანეთის გამო უნდა აკეთოთ რაღაცები, თუნდაც ასეთი. მე ამაყი ვარ ჩემი შვილით, მტკივა სულზე დასმული სისხლის ყველა წვეთი, მას რაც გადმოედინა, თუმცა ამაყი ვარ, საყვარელი ქალისთვის, ტყვია რომ არ ჩააგდო არაფრად.
-ლალუშ, შენ იქნებოდი სამასი არაგველის დედა, არა, ცხრა ძმა ხერხეულიძის. იქნებ ალუდას დედა იყავი ქეთელაურის?!
უკნიდან მოეხვია ქალს დემეტრე, გაეღიმა მსუბუქად, შვილობილის ცანცარზე.
-შენ სულ როგორ მაიმუნობ?!
-არა, რას ვმაიმუნობ ქალო, რაინდებს და მებრძოლებს გაზრდა ხომ უნდოდათ?! წინა ცხოვრებაში შენ გაზარდე ყველა ალბათ.
-ცანცარა ბავშვო.
-ეს დეაა, ჩემი დეა.
მიუთითა მის გვერდით მდგომ წითურ გოგონაზე.

ლამაზად შეფარკლოდა ლოყები გოგონას. ბევრი გაეგო ამ ქალზე, დემეტრესგან. თუმცა დანახულმა და მოსმენილმა, გააოცა.

-სასიამოვნოა, დემეტრე ბევრს მიყვება თქვენზე.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა შვილო, აი მე საერთოდ აღარაფერს მიყვება.
მოჩვენებითი ბრაზით გადახედა ორი თავით მაღალ, შვილობილს.

გაეღიმა მასაც.

-არ შემიშვებენ, რომ ვნახო ლუკა?!
ძლივს ამოთქვა ეს კითხვა ქალმა, შვილის მდგომარეობის მოლოდინი, მისი დანახვა იმ საწოლზე, ყველაზე დიდი დარტყმა იქნებოდა. სიმწრით გაზრდილის მხარში ნასროლი ტყვია, მას მეტად ეწვოდა.

-ექიმი მოვა და შეგიყვანთ.
-ნიკოლა სადაა?! თქვენთან იყო? შეაშინებდნენ ბავშვს.
-არა, ჩემს ახლობლებს ჰყავთ, ცოტახნით ადრე წაიყვანეს.
-კიდევ კარგი.

ექიმმა შეიყვანა ლალი პალატაში. შესთავაზა დეკას, თუმცა მან მოისურვა, პირველი ლალი შესულიყო. არ დააყოვნა, შვილის ნახვა, ეჩქარებოდა ყველაზე მეტად.

-ლუკი, გტკივა დე?!
კარის შეღების თანავე დააცქერდა შვილს, ამღვრეული თვალებით. კათეტერიან ხელზე აკოცა.
-კარგი რა ლალიკო, არ მტკივა, არაფერი საერთოდ.
ჩუმი სიტყვებით ამოთქვა საწოლზე მწოლიარემ.
-არ გეტკინოს, ხომ იცი, შენ არ გეტკინოს მთავარია.
-არ მტკივა დედა, კარგად ვარ.
-ახლა გამაგებინეს, აქამდე არაფერი ვიცოდი.
-კარგადაც მოქცეულან, სადაა დეკა?! რამე ხომარ დაუშავეს იმ არაკაცებმა?!
-არა, გარეთაა, გიცდის, გავალ და შემოვა.
-როგორ შეეშინდებოდა.
-ადამიანს აღარ ჰგავს. ისეთი ნანერვიულებია, ისეთი შეშინებული.
-კიდე ვინაა აქ?!
-დემეტრე, მისი დეა და დეკა. რა ლამაზია დეა, დემეტრესთვის რომ მინდოდა სულ, ეგეთია.
-კი, კარგი გოგოა.
-გავალ მე, სხვა მნახველებიც გელოდებიან. მერე ვისაუბრებთ ჩვენ.
ეშმაკურად ჩაიღიმა ქალმა, შუბლი და სახე დაუკოცნა, ერთადერთს.

-შედი, გელოდება.
ნაზი ღიმილით გადმოხედა დეკას, პალატიდან გადმოსულმა.
-მადლობა.

პალატაში შესულს თვალებ დახუჭული დახვდა ლუკა. საწოლთან მისული, მოიხარა და ნაზად შეახო ბაგეები ლოყაზე, შემდეგ შუბლზე.
-როგორ ხარ?!
-უკეთესადაც ვყოფილვარ, უარესადაც დაჟე.
-ხომ არ გტკივა?!
-არა, შენ რა გჭირს?! როგორ გინერვიულია. მკლავებზე რა გაქვს?! იმათმა ხომ არ დაგიშავეს რამე?
-ლუკა, დამშვიდდი, ახლა გაღვიძებულის კვალობაზე, ზედმეტად ბევრი შეამჩნიე.
-მითხარი რა, რა გჭირს?!
-მე, სისხლიანი ვიყავი და დაბანისას მომივიდა ასე.
-ჩემო ლამაზო, შენი თვალებისთვის ღირს ყველაფერი.
-რამე რომ მოგსვლოდა?!
ესღა თქვა გოგონამ. მისცა ემოციებს გამოხატვის უფლება. ნაგროვებმა ცრემლებმაც არ დააყოვნეს.
-აქ ვარ, არაფერი მჭირს, შენთან ვარ, რაღატო ტირი?!
-ალბათ ეს შიში მეყოფა, მთელი ცხოვრება საზიდად.
-მთელი ცხოვრება, ჩემთან ერთად ბედნიერება უნდა ზიდო, შიში და ტკივილი დავამთავროთ რა.
-მეშინია ძალიან, კიდევ არაფერი გააკეთონ. პოლიციაში უნდა წავიდე.
-დავალაგებთ ყველაფერს, არ ინერვიულო, მოდი რა ჩემთან.

მეორე მხარეს მოუარა გოგონამ, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ჯანმრთელ მხარზე დაადო თავი.

-მიყვარხარ ლუკა.
სიამოვნებისგან მიეხუჭა თვალი მამაკაცს.

მზისგან გამომეტებულ სხივებს ჰგავდა, მოსმენილი.

სხეულს მოედო, სითბოდ.

სინათლედ ეფინებოდა, კაცის არსებობას.

მის გულის ცემას უსმენდა, მკერდზე დაყრდნობილი გოგონა.

ყველა ამოსუნთქვას ითვლიდა, ყველა ჩასუნთქვას უყურადებდა.

სადღაც, ცის კაბადონზე, ამოქარგულ ადამიანთა ბედს, სულს უდგამდა შემოქმედი. არავის უქადდა ცუდს, არავის წარმოიდგენდა ბოროტს, ყველა ანგელოზად მოვლენილმა, თავად აირჩია, ცუდიც და კარგიც.

იქ მაღლა, ცის კაბადონზე ამოქარგულ, ადამიანთა ბედს, თვითონ ადამიანი, უწერდა მომავალს. არ ივიწყებდნენ ზოგნი, ბოლოს რომ ღმერთის თვალები იქნებოდა, უკანასკნელი, რასაც დავინახავთ. ბევრმაც მიივიწყა და ცხოვრების, იმ ნაწილს შეალია თავი, სადაც, ხორცი სულზე მაღალი იყო, სადაც უფალს უცრუებდა იმ იმედს, ჯერ კიდევ ანგელოზად მყოზე რომ ამყარებდა.


პოლიციამ აიყვანა გელა გოგოჭური.
მისი მეზობელი ლევან თორდიაც.

ნანის განწირულმა კივილმა შეძრა გუდამაყარი.

-შვილის სიკვდილით გამწარებული, ღმერთს ვთხოვ, შავებში მენახე მთელი ცხოვრება დეკა. ჩემი წყევლა არ გაგახარებს, ყველა ძილის წინ, ჩემი წყევლა დაგიფრთხობს სიზმრებს. ერთადერთი მიზანი მაქვს, შენი ყველა
ბედნიერი წუთი უბედური გავხადო.

მოთქვამდა ქალი, შავი თავსაფარი ეჭირა ხელში. შვილის სულს აწრიალებდა მისი სიბოროტე. საფლავში ძვლებიც კი შეირხა, დედის ცოდვით დამძიმებულ სულზე, შვილს არ ჰქონია მოსვენება, იმ ქვეყნად.

სახლის კარი შეაღო თედომ. სისხლისფრად მოელვარე თვალები დაუხვდა, მუდამ ლაღად მოცინარი დეიდისგან.

-შე მოღალატე, შე არაკაცო, თორნიკე ამას გაგიკეთებდა?! მიგხარი ამისთვის გაგიმეტებდა ჩემი შვილი?!
-გეყოფა ნანი!

გუდამაყრის მთებში, ფრინველთა ფრთის შრიალი მოისმა. ცხოველივით დაიღრიალა თედომ.

-არ გამიბედო, არ გამიბედო ხმის გაცემა. არ გამიბედო იმის ფიქრი რომ ვარსებობ საერთოდ. არაკაცი ვარ კი, თქვენს სიტყვას რომ ავყევი, თქვენი ტყუილი, რომ მემართლებოდა, თქვენს უღირსობას, ღირსებას რომ ვაწერდი.
არაკაცი ვარ, იმ გოგოს გამწარებულ ცხოვრებას, ჩემი წილი სიმწარეც რომ დავუმატე.

მოწყვეტით დაეცა დივანზე კაცი. ზევიდან დაჰყურებდა, ავად მოელვარე თვქლებით ქალი.

-გავამწარებ იმ უბედურს, სიკვდილს ვანატრებ დღეც და ღამეც.
-გაბედე, მიდი გაბედე, სულ დავივიწყებ, ყველა შენი მოწოდებული ლუკმის გემოს. სულ დავივიწყებ ყველა იავნანას, ჩემთვის ნამღერს. არაკაცის ძმობა მაამაყეთ, საფლავში კიარა, აქ უნდა იყოს, მე უნდა ვკლავდე იმას.
-შენ საიდან დაასკვენი, ჩემი შვილის არაკაცობა?!
-შენი შვილის არაკაცობა, იმ 16 წლის გოგოსგან გავიგე, თქვენ რომ ასე გამალებით იცავთ მისგან, თქვენს გაზრდილ სატანას. დეკას თვალებშია, თქვენი შვილის არაკაცობა. მისი ძმაკაცი, ბავშვობის მეგობარია ყველაზე დიდი არაკაცობა, მეტი სიმართლე მინდა ნანი? მამამისია არაკაცი, ქალის წინ, ტყვიას რომ ისვრის, შეუიარაღებელს, გულში იარაღს, რომელი კაცი უმიზნებს?! ეგაა თქვენი სიმართლე, ეგ ხართ თქვენ. დეკას, შეხება გაუბედეთ მარტო, დავივიწყებ, ჩემს სახელსაც და გვარსაც, ისე გადაგივლით, როგორც, მტერს, შეუბრალებლად.

-შენ ვის ელაპარაკები?! როგორ მელაპარაკები საერთოდ?!
-ხომ იცოდი ნანი, იცოდი ცუდად ვიყავი, იცოდი ამდენი წელი, მკურნალობას, ფეხზე დადგომას შევალიე, იცოდი, შენზე კარგად ვინ იცოდა ჩემი მდგომარეობა?! ჩემს ფსიქიკას, ჩემს აზროვნებას ეგ უნდოდა კიდევ?! გამაგებინე, აქ რომ მიბარებდი, შურის საძიებლად, საერთოდ არ იფიქრე ჩემზე?!
-ჩემი შვილი მიწაში წევს, სხვაზე რაზე ვიფიქრო?!
-გულით გეუბნები, მეცოდები. სულით დაცემული ქალი ხარ დეიდა. შხამად გადამქცეოდეს ყველა ლუკმა ამ სახლში ნაჭამი. გაფრთხილებ, დეკას არ მიეკარო, მიცნობ შენ კარგად, იცი რა შემიძლია.
-რამე რომ შეგძლებოდა, შენი რძალი, სხვას არ აეტორღიალებოდა.
-ჩემი რძალი ის ქალია, ვინც ვერასდროს გახდები შენ. მისი ღირსების მისხალი რომ გქონოდა, მინიმუმ შეგეცოდებოდა, შენი არაადამიანი შვილის ხელში.
მივდივარ ნანი, და არ დაივიწყო, დეკა დასრულდა შენთვის, თუ გააგრძელებ, მე დაგიდგები პირველი წინ.

მშვიდი ნაბიჯით დატოვა სახლი თედომ. ის ტვირთი დატოვა, ბავშვობის მოგონებებით დახუნძლულ სახლში, რომელიც მხრებზე აჰკიდეს, ბოლო დროს.


შემოდგომისფერ თბილისს, ცის გაშლილი ველიდან, გადმოჰყურებდა კაშკაშა მზე.
შემოდგომისფრად შეღებილ ფიქრებს, სინათლეს სძენდა ნაზი გრძნობები.


ერთი თვე გავიდა მომხდარიდან. ლუკა სახლში გადიოდა რეაბილიტაციას.

დაუბრუნდა დეკა სამსახურს, დაუბრუნდა ნიკოლასთან ერთად ჩვეულ ცხოვრებას.

საღამო იყო, უზარმაზარი სახლის ეზოდან გამოვიდა ნიკოლასთან ერთად. დალაგებას მორჩა თუ არა, თავისი პატარა ბინისკენ აიღო გეზი. მთელი დღის დაღლილს, ქანცი გამოსცლოდა.

უღონოდ მიუყვებოდა ავტობუსის გაჩერებისკენ გზას.

-დე, ლუკასთან როდის წავალთ?
პატარა ნიკოს ინტერესიანმა მზერამ გამოარკვია ფიქრებიდან.
-გუშინ ხომ ვიყავით?! ყოველ დღე სტუმრობა უხერხულია.
-ლუკამ მითხრა, სულ მოდი ხოლმეო, ასე თქვა, გვიხარია აქ რომ ხართო.
-ვიცი დე, მაგრამ არის რაღაცეები, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. ცოტა დრო გავიდეს და კიდევ ვესტუმროთ.
-კარგი ხო.
ამოიბუზღუნა ბიჭუნამ.

ავტობუსის გაჩერებასთან არ იყვნენ მისულები, დემეტრეს მანქანა რომ გაჩერდა მათ წინ.

მომღიმარი გადმოვიდა მანქანიდან და მოეხვია დეკას. ხელში აიტაცა ნიკო.
-როგორ ხართ? ასე გვიან მორჩი მუშაობას?!
-არამიშავს, შენ? კი, ბევრი საქმე იყო და.
-სახლში მიდიხართ?! გაგიყვანთ მე.
-სად მიდიოდი?! არ გეჩქარება?
-არა, ლუკას შევუვლითქო ვიფიქრე, დაგტოვებთ და გავალ მერე.
-აი, დემეტრეც იყო გუშინ, მაგრამ დღესაც მიდის, აბა უერხულიაო?!
წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა ბიჭმა და გაბრაზებულმა გადმოხედა დედას, დემეტრეს მკლავებიდან.
-ლუკასთან გინდა შენ?
-კი და დედამ არ შეიძლებაო.
-წამოდით რა, გაეხარდება ლუკას.
-ძალიან დავიღალე დემე, თან უხერხულია მართლა, სულ იქ ხომ არ ვიქნებით?!
-როგორც შენ გადაწყვეტ, მაგრამ ძალიან გაახარებ, ხომ იცი?!
-კარგი ხო.
დანებების ნიშნად აწია ხელები მაღლა, თვითონაც უნდოდა ენახა. მანქანას მოუარა და დაიკავა მგზავრის სავარძელი.

-აუ დემე, გააჩერე სადმე, ვიყიდოთ რამე, არ მინდა ესე წამოსვლა.
-კარგი, რა ვიყიდოთ?!
-ლუკას რომ უყვარს, მარწყვის ტარტები, აი ეგ.
-ლუკას რა უყვარს, როგორ გისწავლია?!
-გოგრის პიურეც ვიცი, სხვათაშორის.
-აუ, საიდან?! ვინ გითხრა, მითხარი რა.
-შენ მითხარი, ნასვამი რომ იყავი, არ გახსოვს?!
-დეკა, რანაირად იტყუები გოგო? სახეზე გაწერია, დემეტრე ნახე გატყუებ.
წრიპინით გამოაჯავრა გოგონა.
ნიკოლას სიცილი გაისმა მანქანის სალონში.
-აუ დე, მართლა მასე ლაპარაკობ.

დეკას მობილურის ხმამ გააჩუმა, მხიარულად მოცინარნი.
-გისმენ ლუკა.
-რას შვები?!
-სახლში მივდივარ, რომ ავალ დაგირეკავ, ავტობუსში ვარ.
-კარგი.

ღიმილით გადავიდა მანქანიდან, ენთუზიაზმით არჩევდა ლუკას საყვარელ ტკბილეულს.
-ისე, კაცს ასე ტკბილი უყვარდეს, არვიცი რა.
-რახან კაცია, მოდი არ ვაჭამოთ.
სიცილით გააკანტურა თავი დეკამ.
-ოჰ, როგორ იცავს, აბა ძმა ხარო რომ მეუბნები? სულ იმისკენ ხარ.
-ნერვებს უშლი და მაგიტო.
-მოღალატე.
სიცილით გამოიხურეს საკონდიტროს კარი.

მალევე მივიდნენ ლუკასთან. კარი ლალიმ გაუღო.
-რას შვები, ჩემო ლალიკო? მოგენატრე და მოვედი აგერ.
-მოდით, ამას კიდევ ამოუწურავი ლაპარაკის უნარი აქვს?! არ დაიღალე შვილო? ხომ მუშაობდი მთელი დღე?
-დავიღალე, ლალი ლუკაზე უფრო დედაჩემო. მიდი მაჭამე და მომიარე.
ლოყები დაუკოცნა დედობილს.
-შენ ხარ მასხარა.
-ვარ!
-ხელები დაიბანე, გავაწყობ სუფრას.
სიცილით გასძახა, მისაღებში შეჭრილ დემეტრეს და კარში შემოატარა დეკა.
-როგორ ხართ? როგორი დაღლილი სახე გაქვს, მოდით.
-კი, დღეს ორივეგან მქონდა სამუშაო და. თქვენ როგორ ხართ?
-მე კარგად. მოშიებულები იქნებით, ნიკოც იქ გყავდა?
-კი.
-დამიტოვე ხოლმე მე, მაინც სახლში ვარ სულ.
-არა, ვერ შეგაწუხებთ ასე.
-კარგი რა დეკა, როდის მიმიღებ შენიანად?!
-რას ამბობთ, ეგ არც მიფიქრია, უბრალოდ ბავშვია, რომ გაგაწვალოთ?!
-დემეტრეზე მეტად, მეეჭვება ვინმემ გამაწვალოს, თან ამ საყვარელმა თვალებციმციმამ რა უნდა დააშავოს?!
მსუბუქად აკოცა ლოყაზე და შეუძღავ მისაღებში, სადაც სპორტულ სამოსში გამოწყობილი ლუკა, ტელევიზორის წინ იჯდა. მათ დანახვაზე წამოდგა უეცრად.
-ნელა, გეტკინება.
უცებ მიეჭრა დეკა და ეცადა შეშველებოდა.
-არაფერი აღარ მაქვს, რა უნდა მეტკინოს?
-ჭრილობა ხომ გაქვს?!
-აღარ მტკივა, ხომ გითხარი გუშინაც.
-კარგი ხო.
ბუზღუნით ამოილაპარაკა გოგონამ.
-აბა სახლში მივდივარო?
-სიურპრიზიი…
სასაცილოდ გაეკრიჭა გოგონა.
გაეცინა ლუკას და მსუბუქად აკოცა საფეთქელზე.

თბილი ღიმილი მოჰგვარა ლალის სახეს დანახულმა.

-დასხედით, სუფრას გავაწყობ და ერთად ვივახშმოთ.
-დაგეხმარებით მეც.
-შენ დაღლილი არ ხარ?! მოდი აქ, დემეტრე დაეხმარება.
-უხერხულია.
თვალები დაუბრიალა გოგონამ, ლუკას.
-დაისვენე შვილო, გეყო რაც ფეხზე იყავი დღეს, ოთხი თეფში ვერ დამიდია მაგიდაზე?!
-კარგი.
უხერხული ღიმილით ჩამოჯდა დივანზე დეკა. გვერდით მიუჯდა ლუკაც.

-ძმაკაც, წამო მივეხმაროთ ლალიკოს.
ხელში ააფრიალა ნიკოლა, დემეტრემ. სამზარეულოსკენ წავიდნენ თამაშით.

-ძალიან დაიღალე?
თმაზე ჩამოატარა ხელის ზურგი გოგონას.
-არც ისე, ჩვეულებრივი დღე იყო.
-რა ლამაზი ხარ.
-ძალიან.
სიცილით გააქნია გოგონამ თავი.
-კი, კი ძალიან.
-რას აკეთებდი დღეს?!
-იალბუზი დავლაშქრე.
-ყოჩაღ, მესმის შემართება.
ტუჩები დაბრიცა, გაკვირვების ნიშნად.
-რას ვიზამდი, ვიწექი დივანზე, ჯერ საქონლის ხორცს მაძალებდა მთელიდღე ლალი. რომ ვერაფერს გახდა, ბოსტნეულის წვნიანებზე გადავიდა. მერე ვაშლს მაძალებდა, რკინა გჭირდებაო, მერე წვენებს მიწურავდა და ამ ორ კვირაში, მომასუქა, მგონი დაკვლას მიპირებს.
-მე რა მოგიტანე იცი?!
ღიმილით აწკიპა წარბები გოგონამ.
-არ ვიცი, რა მომიტანე?
-მარწყვის ტარტი.
-მართლა?
თვალები აუციმციმდა ლუკას, იმ უმცირესმა დეტალმა, რომ მის საყვარელ ქალს, ახსოვს რა უყვარს და ცდილობს გაახაროს, სიხარულის ტალღად დაუარა სხეულში.
-კი მართლა.
მსუბუქ სიცილს ამოაყოლა სიტყვები გოგონამ.
-რა კარგი გოგო ხარ.
-როგორ კომპლიმენტებში ვარ, ჯერ ახლა მოვედი.
-ჯერ სად ხარ?!
-სამსახურში როდის გადიხარ?
-5 დღეში მიმთავრდება შვებულება.
-ბიზნესის სამყარო, იურისტის გარეშე, თავს უსუსურად გრძნობს.

ოთახში თავი შემოყო დემეტრემ.
-სამაგიეროდ, მასხარა იქ ხარ, გაართობ ცოტას.
-მე ვარ კიდევ მასხარა?! დეკანოსიძე, კიდე არ დადის სამსახურში იცი?!
-აუჰ, მე რა შუაში ვარ მერე?
-მოვყვე?
-როგორც გინდა.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულებით.
-ანუ, ეს ბედოვლათი, მოსწონს თამარ დეკანოსიძეს, კომპანიის ყველაზე მაღალ, ყველაზე ტანად და ლამაზ გოგოს, ამან კიდევ ძმა ხარო, ანუ გოგოს უთხრა ძმა ხარო გესმის?!
-და?
-რა დაა, დეკა? ქალს, რომელსაც მოსწონხარ, ძმა ხარ რატომ უნდა უთხრა?!
-აბა რა უნდა უთხრა დემეტრე?!
სიმწრის ღიმილით ახედა ფეხზე მდგომს. დივნის საზურგეს მიეყრდნო ლუკა, თავი გვერდზე გადაწია და დააკვირდა, დეკას აჭარხლებულ სახეს.
-რა და, რავიცი, მადლობა, რა ლამაზი ხარ, ან მოდი ერთად დავლიოთ ყავა. ამან ძმა ხარო, ანგელოზივით გოგოს მიახალა.

არ ეშვებოდა დეკას წვალებას, დემეტრე.
-ფრთებიც აქვს?
-დეკა, შენ ახლა ეჭვიანობ?
-რაზე? ლუკამ ძმა ხარო რომ უთხრა?
-არა, ანგელოზივით რომაა, მაგაზე.
-კარგი დემეტრე, გეყოფა რა. ანგელოზივითაც და ანგელოზიც გვერდით მიზის, და თამარ დეკანოსიძე არის ლუციფერის ძმაკაცი.
-და შენი ძმა?!
-აუ, ამდენი წელია გპირდები, ერთხელ მართლა გცემ.
-ორი ხელით ვერ მერეოდი, ცალი ხელით მეჭიმები?
-მე დავეხმარები.
სასაცილოდ გაიჯგიმა დეკა.
ხმით გაეცინათ ბიჭებს, მის საყვარელ ქცევაზე.
-ხედავ? ჩემი მაკგრეგორი, არ დაგინდობს.
-დიახაც, არ დაგინდობ. ლუკა ვინაა ეგ?! მაკგრეგორი?
-შერეული საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონია.
-მაშინ ძალიან გაგიზვიადებია, მაქსიმუმ თმები მოვაწიწკნო.
-მაკგრეგორი და ჩაკ ნორესი მყავს მე. ამას სულს რომ შეუბერავ გაფრინდება, შე სუსტო, შე უძლურო.

ეცინებოდა დეკას გამომეტყველებაზე ლუკას.
-ლალი ბებომ, სუფრა მზადაა მოდითო.
ოთახში შემოფრატუნდა ნიკოლა.
დემეტრე მაშინვე გაჰყვა უკან.

-ესეიგი თამარი.
-რა თამარი?!
-დეკანოსიძე.
-რა შუაშია?
-ანგელოზივით ყოფილა.
-მერე?
-თან მოსწონხარ.
-რანაირი ხარ? ეგ რანაირი ეჭვიანობაა, გეღიმება.
-ოო, არ გამომდის ესეთები, სამუშაო მაქვს.
-სულ ასეთი იყავი რა. იცი რა საყვარელი ხარ?!
-არ ვიცი.
სასაცილოდ გადაიჭდო გულზე ხელები.
-ახლა რაღატო ბუზღუნებ?!
-არა, ძმა ხარო, ანგელოზივით გოგოს როგორ უთხარი?!
კისკისი აუტყდა დეკას. მის სიცილზე ეღიმებოდა მამაკაცს.
-კარგი, ყავაზე აუცილებლად დავპატიჟებ, გამოვასწორებ მაგ შეცდომას.
-იხუმრე ახლა?
-არაა.
-თითქოს ხუმრობა სცადე, ჩემგან ასე ჩანს.
-ჩემგან იცი რა ჩანს?
-არ ვიცი.
-შენი თვალები, მხოლოდ.
წამოდგა მამაკაცი, ჩაჰკიდა ხელი და გაიყოლა სამზარეულოში, მოსმენილით კმაყოფილი.

მხიარულად ივახშმეს. ლალი დაფუსფუსებდა სამზარეულოში და თავის საყვარელ
ბავშვებს, თავს ევლებოდა.
-ჩაის გავაკეთებ, მისაღებში დავსხდეთ თან.
-დაგეხმარებით რა, მართლა არ ვარ ძალიან დაღლილი.
-კარგი ხო, ჩაი შენ გააკეთე, მივალაგებ მე მანამ.
გული უთბებოდა ლუკას, უყურებდა დედას და სიამაყით ევსებოდა ყველა ფიქრი, ამ ქალზე.
უყურებდა მის მომავალს, მისთვის საყვარელს და ყოველ წამს რწმუნდებოდა, გადაწყვეტილების, გრძნობების სისწორეში.
ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან მათი შემხედვარე.

ბიჭები ნიკოლასთან ერთად მისაღებში გავიდნენ. ლუკას უყვებოდა რაღაცას გამალებით, პატარა ბიჭი.
-როგორ უყვარს ლუკა.
-კი, ძალიან მალე მიიღო, უცებ ენდო და მიეჩვია, ლუკასაც და დემეტრესაც. არა და ხალხთან კონტაქტს სულ გაურბოდა.
-ბავშვები ყოველთვის გრძნობენ, გუმანი აქვთ ეგეთი, არასდროს ცდებიან ადამიანებში.
-ნამდვილად.
ქურის წინ ფინჯნები დაეწყო დეკას, ლალი ნიჟარას მისდგომოდა და გასარეცხ ჭურჭელს აწყობდა. იმდენად შინაურული, იმდენად ოჯახური იყო ეს ყველაფერი, უცხო თვალით შემხედვარე, იფიქრებდა, წლებია ასე ხდებაო.
-სულ მამამისს გავს ლუკა, ლადოც გიჟდებოდა ბავშვებზე.
-მართლა?
-კი, რომ ვუყურებ, მის სიარულს, ხასიათს, მზერას, სიტყვებს, სულ ლადოსი აქვს ყველაფერი, ყველა ღირსება მისგან აქვს.
-არასდროს უსაუბრია მამაზე.
-არ იცნობდა, არ ახსოვს.
-სამწუხაროა, სადაა? ლუკას მამას ვგულისხმობ.
-არ ვიცი, ისიც არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ისიც არ ვიცი, გადაურჩა თუ არა, იმ სიბოროტეს რაც ქვეყანაზე ტრიალებს. აფხაზეთის ომში გაწვეულს, დღესაც ველოდები. ერთი დღით არ ჩამიცვამს შავები, კვლავ მაქვს იმედი, ერთ დღესაც კარის გაღებისას, ის დამხვდება.
-რას ამბობთ? ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს.
-ასეა ჩემო კარგო. 92 წელი იყო, 8 თვის ფეხმძიმე დამტოვა და წავიდა, მითხრა დავბრუნდებიო. ისე ელოდებოდა ლუკას, ისე გვიფრთხილდებოდა. ნაბიჯს რომ ავუჩქარებდი, მსაყვედურობდა, ბავშვი წუხდებაო, შენც იღლებიო. 2019 წელია და დღესაც ველოდები, თუ მოსასვლელია, მოვა. თუ აქ ვერა, ზემოთ მაინც შევხვდები, აუცილებლად.
-როგორი ცხოვრება გქონიათ, მე კიდევ ჩემს ცხოვრებას ვუჩიოდი.
-ცხოვრებაში ყველას თავისი გასავლელი აქვს, ჩემი ტკივილი, შენსაზე დიდია, ან პირიქით, შენი ჩემსაზე, ამას ასე ვერ გაზომავ. შენ შენი გრძნობით გტკივა, მე ჩემით. ვიღაცა, ფეხსაცმელზე მოტეხილ ქუსლს, მეტად განიცდის, ვიდრე მე განმიცდია, მძიმე ტვირთის ტარებისგან ატკიებული ხელები. მასე ვერ იტყვი, ყველას განცდა, თავისთავად ფასდება.
-რთულია, ის ღირსება დაიტოვო, რაც თქვენ გაქვთ. ადამიანები გაბოროტებაში პოულობენ ხსნას.
-ლადო რომ არ დაბრუნდა, სახლიდან ისე გამომაგდეს, თითქოს მათი შვილის ცოლი, მისი სიყვარული კი არა, ქუჩის ძაღლი ვიყავი და არასასურველ ლეკვს გავუჩენდი, ზედმეტ ხარჯს. არ ვიცოდი სად წავსულიყავი, არ მყოლია არავინ, ლუკას ნათლიის გარდა. ჩემი თეონა, რომ არა, ვერ გავივლიდი ამ დღეებს. მაშინ შევპირდი ჩემს შვილს, მამამისს იმ კაცს დავახვედრებდი, როგორადაც თვითონ გაზრდიდა. მაშინ ვლოცუდობდი ლადოზე და ვპირდებოდი, ოდესმე თუ შეხვდებოდა თავის შვილს, მხოლოდ იამაყებდა მისით.
-არ ბრაზობთ?
-მხოლოდ ერთ რამეზე ვბრაზობ. ერთხელ გავუწყერი, არ დაბრუნებულს, ძალიან რომ გამიჭირდა, ამოვიტირე, როგორ გაბედე, ასე როგორ დამტოვეთქო. ამაზე ვბრაზობ, ჩემს წამიერ სისუსტეზე, თორემ, სამშობლოს გამო, ომში წასულზე, სამშობლოს გამო, გულანთებულზე, ტყვიისთვის მკერდ მიშვერილზე და ამაყზე, ვერ გაბრაზდები. ვერ გეწყინება მისი სისწორე. ერთი მყავს მხოლოდ ამ ქვეყანაზე, რომ დასჭირდეს, ვიცი, მამამისივით მყარი ნაბიჯებით მივა, სამშობლოს დაცვის ხაზთან. ჩემი ხელით ჩავაცმევ ფეხსაცმელს, იქვე დავუკოცნი იმ ფეხის ტერფებს და გავაყოლებ დედის ლოცვას.
-აღფრთოვანებული ვარ თქვენით. მართლა.
-ლუკამ შენში ეს ჟინი დაინახა, ვიცი, შენს თვალებში დაინახავდა, სიტყვაზე და საქციელზე მეტს.

-რძალდედამთილურ ჭორაობას თუ მორჩით, ჩაი გვინდა დამსწრე საზოგადოებას.
მხიარულად შემოყო სამზარეულოში თავი, დემეტრემ.
-დააგვიანე,გვაკლდი.
სიცილით მიუბრუნდა დეკა და ორი ჩაის ფინჯანი მიაჩეჩა ხელში.
თბილად მოუთათუნა მხარზე ხელი ლალიმ, გოგონამაც გაუღიმა, მთელი გრძნობით.

მისაღებში ისხდნენ, ლუკას კალთაში პატარა ნიკო მთელი ენთუზიაზმით ყვებოდა ისტორიას, სადაც მართას ცოლობა სთხოვა.
-მოიცა, აბა დიდი რომ გავიზრდები მერეო?!
ჩაეკითხა დემეტრე.
-რა მოიცდის დიდობამდე? მოდი რა დე, წამოვიყვანოთ ჩვენთან.
-ამას ახლა შევჭამ.
სიცილით ამოილაპარაკა ლალიმ.
-დე, ჯერ ადრეა, დიდები რომ გახდებით, მერე წამოვიყვანოთ.
-დიდები რომ გავხდებით, თვითონაც კი წამოვა.
-ჯერ დემე ბიძიას მოვაყვანინოთ დეა.
-აუჰ, ძალიან რთულს ეხები ჩემო ძმაო.
სიცილით დაჰკრა ხელი მხარზე მეგობარს, დემეტრემ.
-ნელა არ ატკინო.
დეკას შეწუხებულ ხმაზე, თბილმა ღიმილმა გადაუარა სახეზე, ოთახში მყოფთ. ლალის გულში, აყვირდა ხმა, ეს გინდოდა ყოველთვისო, ასეთი გინდოდა ყოფილიყო, შენი შვილის გვერდით ვინც იდგებოდაო.
-წავიდეთ უკვე, ნიკოლას ჩაეძინება მალე და ცოდოა.
-მე წაგიყვანთ.
-მე არ მენდე?
მოჩვენებითი წყენა აიკრო სახეზე დემეტრემ.
-არა.
-ასე პირდაპირ?
-ასე პირდაპირ.
-შენ მე აღარ გიყვარვარ ლუკა.
-აქამდეც არ ვგიჟდებოდი შენზე.
-გულს მტკენ.
-ეგეც გაქვს?
-დაუკრეფავში ნუ გადაჯლაგუნდები ახლა.
-თორემ?
-ლალიკო რა უნდა? რატომ დაივიწყა 21 წლიანი, ძმობა და ერთობა?
-ნუღა მაიმუნობთ ამხელა კაცები, გამიგია სულ ცანცარი?
-იუმორის გარეშე, ერთი წუთიც არ მაცოცხლოს ღმერთმა.
-ეგ სიყვარულზეა პატენტო ბურნუთა.
სიცილის ტალღამ გადაუარა ოთახში ყველას.


-იცოდე დეკა, თუ დაგჭირდეს ნიკოს დატოვება, მომიყვანე მე, ნუ ატარებ სამსახურში, ცოდოა ბავშვი.
-უღრმესი მადლობა.
-ღამე მშვიდობისა პიტერ პენო.
მომღიმარი სახით დააჩერდა ნიკოლას.
-პიტერ პენი თქვენც იცით?
-კი მეც ვიცი.
-მე ძალიან მიყვარს.
-მეც ძალიან მიყვარს და ჩემთან რომ მოხვალ კიდევ, ერთად წავიკითხოთ.
-მე დედა მიკითხავს, ჩემით არ ვიცი წაკითხვა.
-მე შემიძლია წაგიკითხო.
-დე ნახე, ლუკას დედა შენნაირად მაგარია.
-უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ.
-კარგი ქენი რომ მოხვედით.
-ღამემშვიდობისა.

თბილი ღიმილი გააყოლა, სახლიდან გასულებს.
ლოცვად სათქმელი,მადლობა ჰქონდა ღმერთისთვის ქალს.

ლადო რომ მოსწრებოდა, მისი შვილის ამ მზერას, ყველაზე ამაყი იქნებოდაო, გაეფიქრა უნებურად.

27 წლის წინანდელ სიყვარულს, დღემდე რომ გულით დაატარებდა, ამაყად უთხრა, ხომ დაგპირდი დიდი კაცი იქნებოდა ჩვენი შვილიო, მე შევასრულე ეს პირობა,სადაა შენი ჯერ არ შესრულებულიო?

-რა კარგია რომ მოხვედით, მე მაინც გამოვიდოდი, მაგრამ, შენ რომ გააკეთე ეს, უკეთესი იყო.
-ნიკოლამ აიჩემა, მერე დემეტრეც აჰყვა და ამათთან რას გავხდებოდი?!
-ანუ, შენ არ გინდოდა გენახე?
-ეგრე გამომივიდა?
-რავი, მასე გამოვიდა.
-მეც მინდოდა შენი ნახვა, მე მინდოდა რა თქმა უნდა, უბრალოდ უხერხულია დედაშენთან.
-დედაჩემთან უხერხული და სასირცხვილო, უფრო სხვა მეტრებში იზომება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ლალიკოსთვის.
-ძალიან გაგიმართლა, ძალიან კარგი ადამიანია.
-მამაზე მოგიყვა ხო?
-კი.
-ამ ისტორიებით გამზარდა, მისნაირი კაცი უნდა იყოო, სულ ამას მიმეორებს.
-კარგია, როცა შენს შვილს, მამის მაგალითს დაუდებ წინ, როცა საამაყო აქვს მისი სახელი. მამაჩემი იყო ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე დიდი. 9 წლამდე მასწავლა იმდენი, რასაც მთელი ცხოვრება ვერ უნერგავენ შვილებს მამები.

საჭეზე აათამაშა თითები ლუკამ, მშვიდი მზერით გადმოხედა გოგონას გვერდით.
-შენს შვილებს ჩემი მამობა, ეყოფათ სამაგალითოდ?
-ამას რატომ მეკითხები?
-ჩემს შვილებს შენი დედობა, ყველაზე დიდ გამართლებად ჩაეთვლებათ ამ ცხოვრებაში. მინდა ვიცოდე, გჯერა შენ ჩემი?!
-ახლა არ ვილაპარაკოთ ამაზე, ნიკოლაც აქაა.
-მართალია, მაგრამ აუცილებელია, ეს საუბარი, ჩემთვის არა, შენთვის.
-კარგი.

დაძაბულობა მოედო ქალის სხეულს. ერთიანად მოიცვა ყველა შიშმა, ყველა დარდმა.

ენდობოდა ლუკას, იცოდა, მასთან ყველა დღე სწორი იქნებოდა. თუმცა განვლილ დღეებს ვერ უხერხებდა ვერაფერს, შიშის აჩრდილად დაყვებოდა, ექვსივე წელი, ყველა გაუმართლებლობა, ყველა იმედგაცრუება.


იმ საღამოს დეას მობილურზე მიუვიდა შეტყობინება.
იმ საღამოს გოგონას განწირულმა კივილმა, მთვარის კიდეზე ჩამომსხდარ ვარსკვლავებს, ძილი დაუფრთხო.

ფეხშიშველი მორბოდა ტროტუარზე გოგონა, როდესაც მანქანის ფარებმა მიანათეს.

დემეტრეს გვერდით სავარძელზე, ლილიების დიდი თაიგული იდო, მიჰქონდა იმ გოგონასთვის, ვინც სხვანაირად შემოეჭრა არსებობაში.

მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა.

-დეა, მოიცადე მე ვარ, სად გარბიხარ, რა გჭირს?
-დემე, მიშველე გეხვეწები, ჩემი ძმა, კაიფიდან ვერ გამოჰყავთ, ყველამ მიატოვა, მხოლოდ მომწერეს რომ კვდება, მიშველე, უნდა მივუსწრო.

არეულად ლაპარაკობდა გოგონა, დადენილ ცრემლებს იწმენდდა მუშტებით.

-ჩაჯექი მანქანაში, ნუ დგახარ ასე, მალე.

მხრებზე მოხვია ხელი, კარი გამოხსნა და თაიგული უკანა სავარძელზე გადადო, მოათავსა გოგონა და თავისივე ხელით შეუკრა ღვედი.


ადგილს ვერ პოულობდა მანქანაში მყოფი .

გული ამოხტომას ლამობდა, იმხელა შიშს მოეცვა, ქალის ფიქრები.

მიადგნენ მიტოვებულ საწყობებს.
-არ გადმოხვიდე დეა, აქ დამელოდე.
-რას მეუბნები?! ის იქაა და მე რა მინდა აქ?!
-მისმინე დეა, მენდე რა, ნუ გადმოხვალ.
შუბლზე აკოცა გოგონას და გამოაღო მანქანის კარი.
-5 წუთში თუ არ მოხვალ, გადმოვალ.
-კარგი.

ნაბიჯებში იგრძნობოდა მამაკაცის ღელვა.
მხრებზე დასწოლოდა, წითური ქალის დარდები, ამძიმებდა გათავისებული, მისი ტკივილი.

საწყობის კარი შეაღო, პატრა ბიჭი ძირს იწვა, პირიდან ქაფი გადმოსდიოდა, უცახცახებდა მთელი სხეული.


აშკარად ზედმეტი მოუვიდა, წამლის დოზა, უგონოდ მყოფს, თუმცა არც ისე, რომ სიკვდილს ეჯობნა, მის ახალგაზრდა სიცოცხლეზე.

კარებამდე მიაჩოჩა უგონოდ მყოფი, გრილ ადგილას დააწვინა, გვერდულად. ჯიბიდან ამოღებული ხელსაცოცით მოსწმინდა პირი.

სასოწარკვეთილი, ტირილით შემოვიდა დეა.

-მითხარი რა, ხომ ცოცხალია? გეხვეწები მითხარი დემე.
-ცოცხალია და კარგად იქნება, რამდენი წლისაა?
-17
-წავიყვანოთ, შენ კარი დაიჭირე.
-ხომ არაფერი მოუვა?
-ნუ გეშინია, ცოტათი მეტი მოუვიდა.
-მე მოვკლავ, გამოიღვიძოს და მე უნდა მოვკლა.

რომ იგრძნო, სიკვდილის საშიშროება არ იყო, თითქოს მაშინ გაიაზრა, რის გამო მოხდა ეს.
-დემე, პოლიცია?
-ვერ გაიგებენ.
-საავადმყოფიდან ხომ დარეკავენ პოლიციაში?
-არ მიმყავს საავადმყოფოში.
-აბა სად?
-ჩემთან, ლილუშა და თათო მიხედავენ.
-შენი და?
-კი, მისი დაქალი ექიმია, დაგვეხმარება.

კალთაში ედო ძმის უგონო სხეული. მამამისის შეცდომას დაჰყურებდა ზემოდან. იცოდა, მხოლოდ ამ კაცის გამო, გახდა დანი ესეთი. იცოდა მხოლოდ მამამისის ჯინაზე აკეთებდა ყველაფერს.

-მამა მოკლავს.
-ნუ ეტყვი შენც.
-თვითონ ეტყვის.
-რატომ?
არ დამალა გაკვირვება დემეტრემ.
-მის გასამწარებლად გააკეთა, ასეთი არაა. დარწმუნებული ვარ, ისიც არ იცის რა დალია.
-აშკარად ახალბედაა კი.
-არ გაიმეორებს.

შუბლზე გადაატარა, ათრთოლებული თითები გოგონამ. უგუნოდ იყო დანიელი, კვლავ მის სუნთქვას დარაჯობდა უფროსი და.
-შეიძლება გკითხო? ანუ ძალიან ოჯახურში არ მინდა შემოვიჭრე, უბრალოდ მინდა ვიცოდე, პრობლემები ხომ არ გაქვს?
-მე არა, მას აქვს მამასთან გამუდმებული მტრობა და ასე უხდის ყოველ ჯერზე სამაგიეროს.
-ალბათ განიცდის მამაშენი ძალიან.
-მას მხოლოდ ის ადარდებს, ხალხმა არ გაიგოს და არ შევრცხვეთ.
-კაი?
-კი, ასეა, სამწუხაროდ.
-შენ? კარგად ხარ?
-მე კარგად ვარ, მამიკოს დამჯერი გოგო ვარ.
ირონიულად გაეღიმა გოგონას.
-შენი ძმა გამოჯანმრთელდეს და ცოლად უნდა მოგიყვანო.
-დავუშვათ არ დაგთანხმდი, მერე?
-ანუ, თუ დავუშვათ და თუ პირდაპირ უარზე არ ხარ, მქონია შანსები.
-ნუ კარგი, არ ვარ თანახმა.
-მაშინ მოგიტაცებ.
-გიჩივლებ.
-მიჩივლე.
-იქ უჩემოდ იცხოვრებ.
-შენ აქ იცხოვრებ უჩემოდ.
-არ გითქვამს რომ გიყვარვარ, პირდაპირ ცოლობით რატომ იწყებ?
-ის ქალი ხარ, ვისაც ჩემი ოჯახი დავარქვი, ვის თვალებშიც ჩემს კაცობას, ღირსებას ვხედავ და შენს სახელს ლოცვისას ღმერთს ვავედრებ, მიყვარხარ ეყოფა ამას გოგო?
-რანაირი ხარ დემეტრე? პასუხსაც ვერ გცემ, ისე მიმიმწყვდევ ხოლმე კუთხეში.
-მოვედით.

სახლში მისულებს, თათო და ლილე კართან დახვდნენ. დემეტრემ ხელში აყვანილი შეიყვანა, ოთახში უგონოდ მყოფი.
-რამდენი ხანია ასეა?!
საქმიანი იერით იკითხა თათულიმ.
-შეტყობინება მომწერა მისმა მეგობარმა, დაახლოებით საათ ნახევრის წინ.
-საშიში არაფერია, უკეთესი იქნებოდა გამოკვლევა ჩაგეტარებინათ, თუმცა, იმდენი არ აქვს მიღებული, ჩვენ რომ ვერ მივხედოთ, თითქმის გონზეა. დემე ფანჯარა შეაღე რა.

თათულიმ შესაბამისი პროცედურები ჩაუტარა ინტოქსირებულს. სიმშვიდე სჭირდებაო განაცხადა, მხოლოდ ის დარჩა ოთახში, სხვები კი მისაღებში გაისტუმრა.

-ვერ გავიცანით ერთმანეთი, მე ლილე ვარ.
-ძალიან სასიამოვნოა. მე დეა, ბოდიში, ასეთ დროს და ასეთ ვითარებაში რომ გაწუხებთ.
-რას ამბობ? არაფერზე ინერვიულო, მთავარია შენი ძმა კარგადაა.
-მადლობა.

-ააუ დემეე, მიდი რა გთხოვ…
ოთახიდან სასაცილოდ გაკრეჭილი გამოვიდა თათო.
-ამ შუა ღამეს გოგო?
-თუ გეზარება ეგ თქვი შენ.
წარბები შეჭმუხნა, უკმაყოფილოდ.
-ოხ თათული, არ იზრდები შენ.

სიცილით წამოდგა დემეტრე, სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
-წამო დეა, ცივი ყავის ხელოვნებას გაზიარებ.
-შენ აკეთებ?
-ნუ სახეზე არ მეტყობა, თორემ, ისე ბევრ საქმეში ვარ ხელოვანი მე.
სასაცილოდ გაიმართა მხრებში.
ღიმილი მოეფინა წითურის სახეს.


სამზარეულოში შევიდნენ, ბართან ჩამოჯდა დეა და აკვირდებოდა დემეტრეს მოძრაობას.

თანმიმდევრობით გადმოალაგა, ყველა საჭირო მასალა.

-ანუ, კონკურენტი მყავს, მეც ძალიან კარგ ყავას ვაკეთებ.
-მე არ ვთვლი მასე, შეგვიძლია ძალები გავაერთიანოთ.
-დარიჩინს შენც უმატებ?
-არ მითხრა, რომ შენც.
-ასეა.
-მოდი აბა აქ.
ხელი დაავლო გოგონას და ბარის მაგიდასთან გვერდით ამოიყენა.

დეა ნაყინს ანაწილებდა ჭიქებში, დემეტრე ყავას თქვეფდა.

-ისე, დანიელზე მინდა გკითხო, სკოლაში არ დადის?
-კი, წელს ამთავრებს.
-ესეთ წრეში რომაა, ცოტა რთულადაა საქმე.
-არა, არაა მათ წრეში, საერთოდ, ზოგს არც იცნობს. ერთადერთი მეგობარი ყავს. აი ვინც შეტყობინება მომწერა, ის კი ნამდვილი არარაობაა.
-რატომ?
-მომაკვდავი როგორ მიმიტოვეს? როგორ წავიდნენ ასე უგულოდ? კიდევ კრგი, მომწერეს მაინც.
-აბა საიდან აღმოჩნდა იქ?
-ძალიან დიდი ამბავია. წელს ამთავრებს სკოლას და გრაფიკული დიზაინი მოსწონს, იქ აპირებს ჩაბარებას. მამას უნდა, რომ ჩვენს სფეროში იყოს და სამედიცინო განხრით, აირჩიოს რომელიმე პროფესია. ვერ თანხმდებიან და ეს მუდმივად ბოიკოტს უცხადებს.
-ასე როგორ შეიძლება? თავს ვნებს ასე მხოლოდ.
-ჯაბამ უთხრა, თუ არ ჩააბარებ იქ სადაც გეუბნები, ყველა დაფინანსებას შეგიწყვეტო. ესეც ადგა და თურმე რა სისულელის გასაკეთებლად გავარდა სახლიდან.
-ყველაფერი კარგად იქნება, შენ ნუ მოიწყინე რა.
-იცი რა ნიჭიერია? არ არსებობს პროგრამა რასაც, ალღო ვერ აუღო, მის ნახატებზე, ნახაზებზე, ყველა მის ნამუშევარზე საუბრობს სკოლაში. არ მესმის მამა როგორ დავარწმუნო თავი დაანებოს. ეს არ შეეგუება, ვიცი საბოლოოდ წავა სახლიდან და მეშინია. დანი ერთადერთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ვინც ასე მიყვარს.
-ძალიან კარგი, თუ ასე ისწრაფვის მიზნისკენ, სანერვიულოც არაფერია, გაიღვიძოს და ამ წამლებზეც დაველაპარაკოთ.
-არ სჭირდება ლაპარაკი, მე რომ დამინახავს, ყველაფერს ისედაც მიხვდება.
-შენ? შენც ხომ არ გაძალებს რამეს? ანუ, პროფესია შენით არ აგირჩევია?
-მე მომწონს რასაც ვაკეთებ, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს მინდოდა. საქმე გამიმარტივა ჩემმა მიზნებმა, თუმცა სხვა რამ რომ მდომოდა, არ შევეკითხებოდი მამაჩემს.
-არ გაქვს კარგი ურთიერთობა?
-ანუ, არ აინტერესებს ჩვენ რა გვინდა, რა გვიყვარს, რა მოგვწონს და რისთვის ვცხოვრობთ. მისთვის მთავარია, გვერდით ამოგვიყენოს და ყველასთან იტრაბახოს, ნახეთ რა მაგარი მამა ვარ, ნახეთ რა მაგარი შვილები მყავს. მორჩა.
-ამიტომ ამბობდი ხომ? მშობლებზე რომ მესაუბრებოდი ადრე.
-ნაწილობრივ კი, ჩვენ არ ვიცით მზრუნველი მშობლების სითბო, დანი კიდევ იმდენად ვერ იაზრებს, მე მივეცი ყველაფერი რაც ჩემმა მშობლებმა დააკლეს, სულ ვცდილობდი, რაც არ მქონდა მე, მასაც არ მოკლებოდა.
-როგორ მაგიჟებ, რომ იცოდე.
-ანუ, სანამ მე გამოვჩნდებოდი, ჭკვიანი იყავი?
სიცილით ახედა გოგონამ, მასზე მაღალ მამაკაცს.
-როგორ გამითამამდი შენ?!
-არ მოგწონს?
-ძალიან მომწონს.

დაიხარა და კისერში აკოცა. უჩვეულო იმპულსებმა დაუარეს გოგონას, სხეულში. თითქოს, აქამდე შეუცნობ გრძნობას, ერთიანად შეენარცხა.

-მზადაა, ახლა თათოს ვუსმინოთ, თუ როგორი კარგი ვყავარ და რა ოქროს ხელები მაქვს.
-აუუუ დემეე, რა კარგი ხარ, ჩემო ოქროს ხელებააა…
მისაღებში შესულებს, თათულის ხმა მოესმათ. დემეტრემ დეას გადმოხედა, ხომ გეუბნებოდი მზერით.
-როგორაა დანი? შევალ რა დავხედავ.
-გადასხმა დამთავრდება მალე, შედი.

ჩუმად შეაღო ოთახის კარი. გახელილი თვალები უცებ დახუჭა ბიჭმა.
-ვიცი არ გძინავს, ნუ მომარიდებ თვალებს, ერთადერთი დამნაშავე ყავს ამ ამბავს და ეს შენ არ ხარ.
-როგორ დაგტოვო მაგ ნაბ…ვართან, თორემ წამოვიდოდი ხომ იცი?!

ამოიხრიალა ბიჭმა და აწყ…ბული თვალები გაუსწორა, ერთადერთ საყრდენს.

-ხომ იცი, ვერაფერს ვეღარ მავნებს. ისიც ხომ იცი, როგორ ვუმკლავდები მის ხრიკებს. შენი მიზნისკენ იარე, მე შენთან ვარ და არ ვაპირებ გითხრა, ასე აღარ მოიქცეთქო, ვიცი, ჩემს გამო, ისედაც არ გააკეთებ მსგავს სისულელეს.
-არაფერი დამილევია, ნამდვილად გამირიეს რამე, არ ვარ ის კაცი, ვიღაცაზე გაბრაზებულმა, ჩემს თავს ვავნო, თან ამ გზით.
-მანდ რა გინდოდა დანი? რამ მიგიყვანა?!
-გოგამ მოგწერა შენ?
-კი, მაგ არაკაცმა მომწერა.
-კარგი რა, უყვარხარ ბიჭს, შენ როგორ მოიხსენიებ.
ირონიულად ჩაიცინა დანიელმა.
-არ მითხრა, ჩემს გამო იყავი იქ? არ მითხრა იცოდე, ჭკუიდან გადავალ.
-არ გეუბნები კარგი.
-ანუ, მართლა ჩემს გამო? მან დაგიბარა?
-ეგ მაკლია, გოგას დაბარებულზე მივიდე სადმე. ეგ მაკლია მაგის დაძახილზე ვირბინო, ეგ ვარ შენს თვალში?
-აბა, რა გინდოდა?
-ვიცოდი იქ იყო, ნახვა მინდოდა.
-და გაგირია რაღაცა ხო? ფუ ეგ ნაგავი, ეგ არაკაცი. სადმე რომ შემხვდეს მოვკლავ იცოდე.
-ეს ვისი სახლია? ეს ხალხი ვინაა?!
-დემეტრესთან ვართ, რომ გიყვებოდი.
-აჰა, პოტენციურმა სასიძომ გადამარჩინა. არ გამოვუქვითავ შენს თავს, მაინც მოუწევს დამელაპარაკოს იცოდე.
-არაა ეგ კაცი, გამოქვითვა რომ სჭირდება, ან ლაპარაკი უჭირდეს.
-გიყვარს?
-კი.
-მას?
-მითხრა, შენს სახელს მადლობად ვუძღვნი ღმერთს, ლოცვისასო.
-ეგ უკვე სხვაა, ეგ უკვე მეტია, უბრალოდ სიყვარულზე.
-შენ როგორ გაიზარდე ასე? როგორ მელაპარაკები?
-ნუ გადაგაქვს თემა.
-სად შემამჩნიე, ეგ მცდელობა?
-ავდგები რა, წავიდეთ უხერხულია.
-დამთავრდეს ეს და წავიდეთ.

კარზე მსუბუქმა კაკუნმა, შეაწყვეტინათ საუბარი. საწოლში წამოჯდა დანიელი.
შემოაღო კარი, დემეტრემ.
-შეიძლება?
-მოდი.
-გამარჯობა, მე დემეტრე ვარ.
-დანიელი.
-მიხარია, კარგად რომ ხარ.
-მადლობა, ძალიან დაეხმარე დეას, მეც რა თქმა უნდა.
-არაფერია.
ნაზი ღიმილით გადმოხედა, ძმის გვერდით ჩამომჯდარს.
-გოგონები გელოდებიან, არ დალიეს ყავა უშენოდ.
-კარგი, გავალ მე. დამთავრდეს ეს და წავიდეთ.
გადასხმისკენ მიანიშნა გოგონამ და კარს იქით გაუჩინარდა.

-არ მინდოდა ასე გამეცანი.
-ყველა სიტუაციაში, სადაც გაგიცნობდი, დეას ძმა იქნებოდი, ესეც საკმარისია.
-მართლა მადლობა, მარტო გაგიჟდებოდა ალბათ.
-დეამ თქვა, არ მოიხმარს წამალსო, შეგიძლია მითხრა, როგორ აღმოჩნდი ამ სიტუაციაში.
-არაფერია, ერთ საქმეზე მივედი, რომ ვერაფერი მითხრეს ეს გამიჩალიჩეს რა.
-ვფიქრობ ეგ საქმე დეაა.
-საიდან მიხვდი?
-თქვენს სახლთან, აუდი შევნიშნე რამდენიმეჯერ, ერთხელ უკანაც გამოგვყვა მთაწმინდის გზაზე მე და დეას, იმ საწყობთანაც ის იყო. არ მიყვარს გაცვეთილი ლაპარაკი, შენი და მიყვარს და ასე შემდეგ. მაგრამ დეას პრობლემა, ჩემიცაა, მისი წუხილი, ჩემიცაა და ვინც შეაწუხებს ის ჩემზეცაა. როგორც ძმას, წინ არ გადაგიხტები, ჯერ მაგის უფლება არ მაქვს, მაგრამ არც უკან სიარულს ვაპირებ, შეგიძლია არაფერი მითხრა, ჩემითაც გავიგებ.
-არ მინდა გაცვეთილი ლაპარაკის მოსმენა შენგან. ჩემს დას ისე დავიცავ, ჩემს კაცობას როგორც შეეფერება. არც უკან სიარულს გთხოვ და წინაც არ გაგიშვებ. როგორც თქვი არ გაქვს უფლება. ის აუდი, ერთი ძალიან არასწორი ტიპისაა, არასწორად შეუყვარდა ჩემი და და არასწორად ცდილობს შესამჩნევი გახდეს დეასთვის. ამიტომ ვერ ეყო ჩემი ლაპარაკი მაგას, ახლა სხვანაირად გავაგებინებ.
-რამდენი წლის ხარ შენ?
-17
-ის?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-არა, მართალი უთქვამთ, ჭკუა ასაკში კი არა, ჭკუა თავშიაო. ღირსება და კაცობა, ასაკში კი არა, გულში გაქვს შენ.
-აღარ დამთავრდა ეს?
მობეზრებულად ახედა პლასმასის მილებს და მოარიდა მზერა, წინ მჯდომს.
-რას აპირებ?
-ჯერ არაფერს.

ნემსი გამოიძრო ხელიდან, ფეხზე წამოდგომა სცადა, თუმცა თავი ვერ შეიმაგრა და ისევ საწოლზე აღმოჩნდა.

-ფრთხილად, რას აკეთებ?
-არაფერია, ავდგები.
კვლავ წამოდგა და სუსტი ნაბიჯებით გავიდა მისაღებში.
-რატომ ადექი?
შეწუხებული სახით ახედა ძმას.
-წასვლის დროა და მაგიტო.ექიმო, დამრთავთ ნებას?
-რომ არ დაგრთო, იმ ნემსს დააბრუნებ ვენაში?
-მაგდენი გამოცდილება არ მაქვს, მხოლოდ გამოძრობა ვიცი ჯერ.
-თვითნასწავლის კვალობაზე, კარგად გამოგივიდა.
-ნიჭიერი ბავშვი ვარ, ხშირად უთქვამთ.
-წავიდეთ მაშინ. რახან ადექი.
საუბარში ჩაერია დეა.
-კი რა, შუაღამეა ისედაც, შევაწუხეთ ყველა.
-არაფერია, არ ვწუხდებით.
ლამაზად გაუღიმა ლილემ და-ძმას.


დემეტრემ დაიჩემა, მე წაგიყვანთო. უკანა სავარძელზე მოთავსდა დანიელი.

-გავიგე, გრაფიკული დიზაინი გიზიდავს. თემა რომ გამოგიგზავნო, მარკას დაამზადებ? თუ გცალია რა თქმა უნდა. დიზაინერი რომელსაც ვიცნობდი, მივლინებაშია და უარი მითხრა.
-რას ეხება თემა?
-ავტო ნაწილებზე ვმუშაობ. დიდი ხანია, უცხოეთიდან შემომაქვს პრიდუქტი, აქამდე მცირე ფართი მქონდა და არ ვაქცევდი ამ დეტალებს ყურადღებას. ახლა კომპანია მაქვს უკვე და ფილიალები ყველა დიდ ქალაქში, ლოგოს განახლება მინდა.
-არ ვიცი, გამოცდილება არ მაქვს.
-სცადე, თუ მომეწონება, გადაგიხდი ჩვეულებრივად, როგორც დიზაინერს ვუხდი.
-არ ვიცი, მოვიფიქრებ.
ძალიან მშვიდად საუბრობდნენ. დეა მიუხვდა დემეტრეს ჩანაფიქრს, უნდოდა დანიელს დახმარებოდა ისე, რომ უხერხულობა არ შეექმნა მისთვის.

ნაცრისფერი ღობის წინ გააჩერა მანქანა.
-მადლობა ყველაფრისთვის. შევხვდებით.
სწრაფად უთხრა დემეტრეს და მანქანის კარი გამოაღო.
-იფიქრე ჩემს ნათქვამზე, მართლა მჭირდება დახმარება.
-კარგი.

მალევე დატოვა მანქანა და ეზოს ჭიშკართან დაელოდა დეას.

-მადლობა დემე, შენ რომ არა.
-ვფიქრობ იმ ეტაპზე ვართ, სადაც ერთმანეთს უნდა ვეიმედებოდეთ.

გაიმეორა გოგონას სიტყვები. მსუბუქად აკოცა ტუჩის კუთხეში.
-იცოდე, როცა დაგჭირდები, სულ აქ ვიქნები, შენთან. მიდი, გელოდება დანიელი.
-ღამე მშვიდობისა.
-ტკბილი სიზმრები.

დაემშვიდობა გოგონას და აამუშავა ძრავი. სახლისკენ მიმავალ გზაზე, შეურაცხადივით გადაუჭრეს გზა და უკნიდან მომავალი მანქანა, წინ ჩაუდგა, დიაგონალურად.
იცნო დემეტრემ მანქანა, მშვიდად გადმოვიდა და მიეყრდნო მანქანის წინა ნაწილს.
ირონიული ღიმილით გადმოვიდა შავი აუდიდან, გაგა ნემსაძე.
-შენ ბიჭო, რა პონტში მიგყავს სახლში დეა, ამ დროს?
-მომართვისას ცოტა ფრთხილად. შენ რა სტატუსით მისვამ ამ კითხვას?
-ეგ გოგო მე მიყვარს ძმაო.
-მაგ გოგოს დეა ჰქვია “ძმაო”
-გიმეორებ, რა პონტში იყო შენთან ამ დროს?
-შენთან ამის გარკვევას არ ვაპირებ. დეას არ მიეკარო, თორემ მე დაგისვამ მერე ისეთ კითხვებს, რაზეც პასუხი არ გექნება, უპასუხოდ დარჩენილი კაცი, იცი რასაც უნდა მოელოდეს. თუ არ იცი?
-შენ რა პასუხი უნდა მომთხოვო? რა უბნელი ხარ ვაბშე?
-იმ ვითარებაში ვართ, უბანი კაცობას მიწყვიტავდეს? მანქანა გაწიე, ჩემს გზაზე გამატარე, შენ შენსაზე წადი. დაანებებ დეას თავს, თუ არა და სხვანაირად ლაპარაკიც ვიცი.
-მაგ გოგოს, ვერავინ წამართმევს, წლებია ვუყურებ.
-მაგ გოგოს დეა ქვია, არავის წართმევას არ ვაპირებ, ნივთი არაა, მოვიდე წაგართვა. თუ გადაწყვეტს რომ შენ უფლება გაქვს, ეგ მკითხო და განმისაზღვრო, მე რა მინდა მასთან, მაშინ ვერასდროს მნახავ მის სიახლოვეს. მაგრამ თუ თქვა, რომ შენ არავინ ხარ მისთვის, მერე შენი მანქანა, მის სახლთან, სამსახურთან და საერთოდ მის სიახლოვეს რომ დავინახო, ჩათვალე, ყველაფერს დავივიწყებ, რაც წმინდა გამაჩნია. ბოლო ვიქნები, ვისაც დაინახავ.
-ბიზნეს კაცუნას უყურეთ, რამდენზე იწევს, მომისმინე ბიჭო. მე ვერავინ გადამიწყვიტავს. ეგ გოგო ჩემია, ჩემსას კიდევ ვერ შეეხები, ხო გაიგე?
-ანუ შენთან ლაპარაკი ვერ შვება ვერაფერს.
ესღა თქვა დემეტრემ, აუდის კაპოტზე ააკრა, დიდ გულზე მყოფი. ხელები ზურგს უკან გაუკავა.
-დაიმახსოვრე, არ გამიბედო მე, არ გაუბედო დეას, შენი ბინძური არსებობის ჩვენს ცხოვრებაში გამოჩენა, მერე ასე არ დავამთავრებ იცოდე.

მანქანის კარი მშვიდად მიიხურა. უკან სვლით დაძრა და გზიდან გადასულმა, როგორღაც გვერდი აუარა, გზატკეცილზე უხეიროდ მდგომ მანქანას.

ერთი კვირა გავიდა მომხდარიდან.
თითქოს ყველაფერი მიწყნარდა.

-ამ დილა ადრიან, აი რააატო მაღვიძებ?
-კაი რა, ხვალ დეკას დაბადებისდღეა, ძილის დრო მაქვს?
-მერე და ნუ დაიძინებ, თუ არ გაქვს დრო. მე დამაძინე, მე!
-დემეტრე, დეკას ხელი უნდა ვთხოვო.
-კარგია, აბა ჰე.
გათიშა მობილური. გვერდით გადადო და ძილისთვის გამზადებულმა, უეცრად ჭყიტა თვალები.
-ამან ახლა რა თქვა?!
საწოლში წამომჯდარმა, ფეთიანივით აიღო მობილურო ხელში.
-რა თქვი შენ?
-გამოგიფხიზლდა ეგო და ცნობიერება?
-როდის მოიფიქრე ახლა ეგ, მე ახლა რატომ ვიგებ? ბარემ ნიშნობაზე გამეგო.
-მთელი ღამე ვფიქრობდი. არ მინდა მეტის მოცდა.
-ფიქრობ დეკა მზადაა ამისთვის?
-ვისაუბრეთ ამაზე. ასე პირდაპირ მზად ვარ არ უთქვამს, მაგრამ არაფერი გვიშლის ხელს, რას ვუცადო?
-ანუ, ვყიდულობთ ბეჭედს და მივდივართ?
-არა, ყველაფერს იმდენად ლამაზს იმსახურებს, რამე უნდა მომაფიქრებინო.
-ჩემი რომანრიკის კრიშნა და განეშა ვინაააოო?
-ხომ გითხარი, ნუ უყურებ ინდურ სერიალებსთქო?
-გაუნათლებელო, მარტო სერიალებში კი არაა ესენი.
-დემეტრე, სულ მაიმუნობა შეიძლება? გამაგებინე, სულ შეიძლება ჯამბაზივით მოიქცე?! ვნერვიულობ, მაცადე რა.
-მიდი ინერვიულე, წყალს გადავივლებ და გამოვალ. მანამდე მოასწარი.
-რა მოვასწრო?
-ნერვიულობა.
-მაგრად გცემ.
-დედაჩვენს და უფრო ჩემს დედაჩემ ლალის, გადაეცი მოვდივარ და დამხვდეს.
-ანუ სამზარეულოში, ყველაფერი ცოცხალი გააწყვოს და ტაფაზე დადოს?
-ნუ დაახლოებით, შე სმუზისტო.
-დამანებე თავი.
ზმუილოთ დაკიდა ყურმილი.

მთელი დღე,მომდევნო დღისთვის ემზადებოდნენ. ყველაფერი მოაგვარეს, ყველა დეტალზე პირადად იზრუნა ლუკამ.

საღამო იყო, აბაზანაში იყო დეკა, ნიკოლას ხმა რომ მოესმა.
-დე კარზე არიან, გავაღო?
-იკითხე ვინაა.
-კარგი.

მალევე კვლავ განმეორდა კართან ბიჭუნას ხმა.
-ლუკა მოვიდა.
-კარგი, გამოვალ მალე.
მისაღებში გავიდა ნიკოლა, დივანზე იჯდა ლუკა და მობილურს ჩასჩერებოდა.
-გამოვალო დედამ მალეო.
-კარგი, შენთან მინდა საუბარი ისედაც.
-კარგი.

-რას ფიქრობ ნიკო, მე და დედამ, ერთად რომ ვიცხოვროთ. მე, შენ, დეკამ და ლალიმ?
-შენ მამაჩემი იქნები?
-შენ გინდა, რომ ვიყო?!
-მინდა, ყველას ყავს მამა, აკითხავენ ხოლმე ბაღში. ჩემთან არასდროს მოსულა მამა. მართლა იქნები?

იმედის სხივებით აკიაფებულ თვალებში უჩანდა, პატარა ნიკოლას, მის წინ მჯდომის ნდობა და სიყვარული.
-ვიქნები. შენც მოგაკითხავს ხოლმე მამა, სადაც დაგჭირდება. დაიმახსოვრე, სანამ მე ვარ, მარტო არასდროს იქნები.
-რა კარგია, თან ყველაზე მაგარი ხარ შენ, იცი, სულ შენნაირად ვიქცევი და ყველას მოვწონვარ.
-არა ნიკო, ჩემნაირად არა, შენნაირად მოიქეცი ყოველთვის, რაც სწორია ის გააკეთე და მასე უფრო მოეწონები ყველას, თან როცა რამეს აკეთებ, არაა აუცილებელი დაელოდო ვის მოეწონები. ღმერთს უნდა მოსწონდე, მასთან უნდა იყო მართალი.
-გავიგე.
-დეკას არაფერი უთხრა, საიდუმლოს შემინახავ?
-კი.
-მინდა ხვალ ვუთხრა, ის რაც შენ გითხარი ახლა, ოღონდ უფრო ლამაზად და სიურპრიზი მინდა იყოს. არ უთხრა კარგი?
-არ ვეტყვი, დედას გეფიცები.
-არ დაიფიცო, ისედაც მჯერა. არავისთან დაიფიცო, არასდროს.
-რატომ?
-ამას დროთა განმავლობაში ვისწავლით, კარგი?
-კარგი.

ადამიანებს, ყველაზე მეტად ბედნიერება ამშვენებთ.

ქალი, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, მისი დღეების უფერულობა, აუფერულებს მის გარეგნობას.

როგორი ლამაზი თვალებიც გინდა ჰქონდეს, სევდა შებყრობილ მზერას, ვერ დაინახავ ისე ლამაზად, როგორც ბედნიერების ვარსკვლავებით, აციმციმებულ გამოხედვას.

არაგვისპირეთიდან, საგულდაგულოდ ჩამოტანილ თეთრ დეკას, დაემშვენებინა კაფის ტერასა.

თეთრს, სუფთას და ლამაზს მოეცვა არემარე.

თავს იწონებდა, ვარდზე, მიხაკზე, პიონზე მეტად.

ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო, იმდენად სადა, იმდენად კარგი.

-ლუკა, რა ლამაზია. ჩემთვის გააკეთე?
-დაბადების დღეს გილოცავ.
ყურთან უჩურჩულა გოგონას და ლოყაზე მიაკრო ტუჩები.
-არ ვიცი, მადლობა თუ ეყოფა, იმ ემოციებს, რაც მომანიჭე.
-სულ გაიღიმე, ესეც საკმარისია.

ტერასის ცენტრში, ორ პერსონაზე გათვლილ მაგიდასთან, სკამის საზურგეს დასწვდა ლუკა. გამოუწია გოგონას სკამი და მიეხმარა დაჯდომაში, მის პირდაპირ მოთავსდა თვითონ.

-ეს ყვავილები, სად იშოვე?
-დუშეთიდანაა.
-ამიტომ მითხარი, არ მცალია საღამომდეო? ამას აკეთებდი?
-მინდოდა, დაუვიწყარი ყოფილიყო ეს დღე შენთვის.
-გამოგივიდა კიდეც.
-მინდა, დრო რომ გავა, ბუხრის წინ, ჩაით ხელში იჯდე, ჩვენს შვილიშვილებს უყვებოდე ჩვენს ამბავს. ამ დღით დაიწყე თხრობა.
-როგორი ლამაზია, წარმოსახვაშიც კი.
-ყველაფერი ლამაზი იქნება დეკა, შენ რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, უკვე ლამაზი გახადე ყველაფერი.
-რითი დაგიმსახურე ლუკა?
-ნუ ეხლა, მაგაზე პასუხს აღმოაჩენ იმედია.
ხუმრობა სცადა მამაკაცმა, ფარული ღელვა შეჰპრვოდა მის ფიქრებს.
-დეკა, ვიცი, შეიძლება მითხრა, ჩქარობო, ან შესაძლოა შენთვის არ იყოს მარტივი ეს ყველაფერი, მაგრამ ხომ იცი, ჩემთვის რამდენს ნიშნავ. გაგიგებ, ნებისმიერი პსუხის შემთხვებაში, ვეცდები შენი კუთხით შევაფასო სიტუაცია.

ფეხზე წამოდგა მამაკაცი, შარვლის ჯიბიდან ოქროსფერი ყუთი ამოიღო და ქალის წინ ჩაიმუხლა.

-გახდები ჩემი ცოლი?
ამღვრეული თვალებით ამოხედა ქვემოდან.

პირზე აიფარა ორივე ხელი გოგონამ, სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. მწვანედ მოელვარე სფეროებიდან, თამამად გადმოკვეთეს ცრემლებმა ჯებირები.
მამაკაცის პირდაპირ ჩაიმუხლა ისიც.
-კი!
-რა თქვი? შენ რა თქვი?
-თანახმა ვარ!
-მიყვარხარ, ყველა იმ გრძნობაზე მეტს ნიშნავ ჩემთვის, რასაც სიტყვებით გადმოვცემ.
-მეც მიყვარხარ.

მამაკაცის ყელში ჰქონდა თავი ჩარგული. ირგვლივ სამყარომ შეწყვიტა ბრუნვა. თითქოს საათზე მოწიკწიკე ისარი, დადუმდა და გააჩერა წამი.

-წავიდეთ, ახლა ავღნიშნოთ ეს ამბავი.
-საად?
-სიურპრიზია.
-კიდევ?
-კიდევ.

რესტორანში ელოდნენ მეგობრები. ლალიც მათთან ერთად უცდიდა წყვილს. გუდამაყრიდან ჩამოსულიყვნენ დოდო და ნუგზარი. ყველა ბედნიერი, ელოდა მათ მოსვლას.

ლუკამ გადაწყვიტა ასე. არ სთხოვდა ხელს, ამდენი ხალხის წინაშე. არ უნდოდა, თანხმობა, შექმნილ ვითარებას მოეტანა. თუ დეკას არ ენდომებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, შეიძლება ხალხმრავლობას სხვანაირად ემოქმედა მასზე. ამიტომ განმარტოება არჩია ლუკამ.

რესტორანში მისულს, ნიკოლა დახვდა, დიდი ვარდების თაიგულით.
-დე, გილოცავ.
-ჩემო ერთადერთო.

აცრემლებული თვალებით ჩაიკრა შვილი გულში. სტუმრების დანახვაზე, ვერ შეიკავა ცრემლები და საშუალება მისცცა, საკუთარ თავს, დაცლილიყო გრძნობებისგან.

ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, იყო ძალიან ბევრი მილოცვა, ბევრი ღიმილი, სიყვარული და გულწრფელი ემოციები.

დეკა და ნიკოლა მიჰყავდა სახლში, ლუკას. ლალიც მათთან ერთად იჯდა მანქანაში. უცებ გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან. მობილურზე მოსულმა შეტყობინებამ, გააოგნა საჭესთან მყოფი.

“დეა მოვიტაცე, ჩვენს კოტეჯზე დარეკე, ბოლნისში, უთხარი მზად დამახვედრონ. და ხო, მეჯვარე შენ ხარ.”

რამდენიმეჯერ გადარეკა, თუმცა გათიშული დაუხვდა დემეტრეს ნომერი.

გააკეთა ის, რაც ეწერა შეტყობინებაში.

ენდობოდა დემეტრეს, იცოდა, რაც გააკეთა, სწორი იქნებოდა.

დაძინებამდე, უფლისთვის ნათქვამი, ყველა მადლობა, ყველა მაპატიე, მეტია იმაზე, რაც გვისწავლია, ფურცლებიდან.

დაძინებამდე, განვლილი დღის ცოდვით დაღლილი, გულიდან ნათქვამ ბოდიშს რომ ეტყვი, აუცილებლად შეისმენს ღმერთი.

დაძინებამდე, განვლილი დღისთვის, მადლიერება რომ დაგაქვს გულით, ეს კმარა უფლისთვის, იყოს ბედნიერი, შენით.

ლოცვად ნათქვამი ყველა ოცნება, აუცილებლად ახდება.

განთიადივით, მოეფინება სულს სინათლე, როცა ხარ სუფთა, როცა გულში, მხოლოდ გამიზნული სიკეთე, ბედნიერებისკენ სწრაფვა გაქვს.

ყველა გრძელ ღამეს, განთიადი მოჰყვება.

ცის კაბადონზე გამეფებულ ბნელს, ოქროსფერი სხივები მოჰფენენ ნათელს.

გაიღიმე!

დემეტრესა და დეას ამბავმა, ყველა მათი ნაცნობი ჩართო, ქორწილის სამზადისში.

-ისე, გოგოს რომ იტაცებ, რომელი საუკუნეა?!
ლილე ჩაჰყვიროდა მობილურში და ძმის ბედნიერებით გამოწვეულ სიხარულს, მოჩვენებითი ბრაზით აიგნორებდა.
-რა იყო გოგო?! შენც მოგატაცებინებთ საბას, დამშვიდდი.
-ლუკა, გამომართვი მობილური, უთხარი ამას, რომ და დაკარგა. ოფიციალურად ვთქვი უარი, მასთან კავშირზე.
-კაი რა ლილუშ. ასეც ნუ გემჩნევა, სამ დღეში ჩამოვა ის ბიჭი და ნუ გადაგვირევ.
-რა გინდათ?
-თქვენი კარგად ყოფნა.
-კარგად ვარ ძალიან, ამისთვის საბა არაა საჭირო.
ყურმილი დაკიდეს, ახლა ლუკას ესაუბრებოდა მხოლოდ.
-მე მატყუებ ლუ? ხომ იცი, ვერ გამომაპარებ.
-რა ვქნა ლუკა?! ამდენი წელი, წასულია, არც კი მოვუკითხივარ, ალბათ ჰყავს კიდეც ვინმე.
-კიდევ გიყვარს?
-ასე ძალიან მეტყობა?
-მასაც უყვარხარ, მე ვიცი ეს, ტყუილად არაფერს ვიტყვი, შენ ხომ გესმის ეს?!
-კარგი რა, რა აზრი აქვს? ეს სიყვარულია?!
-ესაა ზუსტად სიყვარული, თავისი თავისთვის ვერ გაგიმეტა.
-იქნებ მიღირდა?
-მას არ უღირდა შენი ცუდად ყოფნა, შენი დარდი.
-მარტო თვითონ რატომ წყვეტს?
-შენ რას იზამდი მის ადგილას ლილე?
-არ ვიცი.
-ხედავ?! ქვეცნობიერში, შენც ვერ იმეტებ შენს თავს, მკვლელის ცოლობისთვის.
-საბა არაა მკვლელი, ხომ იცი, არასდროს მიფიქრია ასე. მისი ნება არ იყო. ერთი წამით რომ ჰქონოდა ფიქრის შანსი, არ გააკეთებდა ხომ იცი?!
-მისმინე ლუ, მის ხელებზე ადამიანის სისხლია, წითელ ლაქად. მის სიზმრებში, სხვისი სახეა, მის ლოცვაში, უცხო ადამიანის სახელია და მის ნატვრაში, მსუბუქი სუნთქვაა. შენ რომ ხელი ჩაგჭიდოს, ის ხელი სუფთა უნდა ჰქონდეს, მას სხვისი სისხლი აქვს იმ მარჯვენაზე, შენთვის რომ იყო ოდესღაც.
-რას ამბობ ლუკა?! მისი სინდისი, მისი ადამიანობაა ყველაზე სუფთა, მის ხელებს ვუყურებ? მის გულში არსებული ყველა ფიქრია, ყველაფერზე წმინდა. ხომ იცნობ რანაირია?! რას მეუბნები, მმხოლოდ იმიტომ წავიდა ასე უსიტყვოდ, რომ ვერ გამიმეტა თავისი ცხოვრებისთვის?
-შენც ხომ იცი, ასე რომაა?!
-ვიცი, ჩემმა სიამაყემ არ გამიშვა, არ მომცა უფლება, ხელი შემეშალა მისთვის.
-იცი? იმ ღამით, როცა ის არაკაცი შემოაკვდა, ერთადერთი რამ მითხრა, ლილემ არ მნახოს, დასვრილი ვარო.
-ეს აქამდე რატომ არ მითხარი?
-შენი ჯერია ლუ, საბას სჭირდები.
-ყველა დღე, მისი დაძახებული ეგ სახელი მჭირდებოდა, ახლა რომ მთელი სითბოთი, შენ მეძახი. მისი ხმით ნათქვამი ლუ მომენატრა ყველაზე ძალიან და მაკლდა ყველაზე მეტად. არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე, როცა ვნახავ.
-ისე ნუ იზამ, მეჯვარის გარეშე დამტოვო.
-დაგინდობ. მხოლოდ შენს გამო.
-ისე, ამ ცხოვრების შეცდომას, რაგომ მოუნდა ასეთი ქორწილი, შენც არ იცი?
სიტუაციის განმუხტვა სცადა ლუკამ.
-ცხოვრების შეცდომაა და მაგიტო.
-ის ფსოქოლოგი გოგო, როგორ გააგიჟა, მიკვირს რა.

კარზე გაბმულმა კაკუნმა, ლუკას სახეზე ღიმილი გამოიწვია.
-დეკა იქნება, მე გავაღებ.

კარში შემოსული დეკა, ფართოდ უღიმოდა, ლუკას.
-რას შვებით? გადაწყდა ყველაფერი?
საუბრით გაიარა დერეფანი და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
-კი, ქორწილი ერთ კვირაშია, განკარგულებები გასცა ბატონმა, რომ ჩამოვლენ მზად დახვდებათ ყველაფერი. ძალიან პატარა და სადა ქორწილი იქნება.
-კაბა არ უნდა დეას?!
-ლილუშა და დეას მეგობარი მიხედავენ.
-ეგ როგორ?!
-ფოტო გამოგვიგზავნა, ვიცით როგორიც უნდა.
საუბარში ჩაერია ლილე.
-გადამრევენ მე ეგენი, რანაირად არ ღელავენ?
-და რატომ უნდა იღელვონ?
-ქორწილი აქვთ ლუკა, აბა რა უნდა ქნან?
-შენ ამათ ქორწილზე როგორ ხარ და ჩვენს ქორწილზე ალბათ გაქრები, ნერვიულობით.
-ჩვენს ქორწილზე?
-კი ჩვენს ქორწილზე.
-რა ქორწილი ლუკა? ამაზე არ გვისაუბრია ჩვენ.
-თუ არ გინდა, არ იქნება.
-ანუ, ასე გადაჭრით არა, უბრალოდ არ მოველოდი, თან მხოლოდ ჩემზე ხომ არაა?
-ჩემზე არ იფიქრო, ჩემთვის ისიც საკმარისია, ჩემთან რომ იქნები, უბრალოდ მეგონა, როგორც ყველა ქალი, შენც თეთრ კაბაზე და ქორწილზე ოცნებობდი.

ლილე უჩუმრად ადგა, სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
-ვფიქრობ, ზედმეტი იქნება, თან, მსგავსი ოცნებები, დიდი ხანია დამავიწყდა.

სავარძელზე ჩამომჯდარს წინ დაუდგა ლუკა, ნელი მოძრაობით ჩაიმუხლა გოგონას წინ.
-მისმინე კარგად, ყველა ოცნება, ყველა სურვილი მინდა ვიცოდე შენი. ხომ ვისაუბრეთ, ყველა წარსულ დღეს, დავივიწყებთ. რატომ ხარ შებოჭილი?
-უბრალოდ, აქამდე ასეთი ფაქტი არ მქონია, ცოტას ვღელავ, არ მინდა სადმე, შენზე თქვან, რომ შვილიანი, განათხოვარი ქალი გყავს გვერდით, მითუმეტეს, ქორწილი, ვფიქრობ ბევრ საუბარს გამოიწვევს.
-შენი აზრით, მე მაინტერესებს ვინ იტყვის რამეს? შენზე ვერავინ ვერაფერს იტყვის, სანამ მე ვიქნები. დანარჩენს კი თავი დაანებე, რამეს ვაშავებთ? ანუ რომ მიყვარხარ, რომ მინდა ჩემს გვერდით იყო, ვინმეს უნდა დავემალო, ვინმეს ვკითხო?
-არა, უბრალოდ საქართველოა, აქ ბევრი გიცნობს, არ მინდა ხელი გამოიშვირონ შენსკენ.
-ერთადერთი ქალი, ვინც შემიყვარდა, ჩემი ცოლი ხდება. სხვას მე ვერაფერს ვამჩნევ ჩვენს ურთიერთობაში.
-არ ვიცი, თავს უჩვეულოდ ვგრძნობ.
-რაღაც მოხდა ნამდვილად ხომ?
-ნუნუმ დამირეკა ამ დილას.

უღონოდ ამოილაპარაკა გოგონამ.
-რაღა უნდა? რა ვერ აჩერებს?
-მითხრა, ყველა ლუკაზე გამოიშვერს ხელსო, მითხრა ბევრი პრობლემა ექნებაო. მართალიცაა.
-ახლა მე ჭკუიდან გადაგყავარ? ანუ, ნუნუმ იბოდა შენთან რაღაცეები და შენ მე ასე მაგიტო მელაპარაკები?
-რატომ არ გესმის ლუკა? პრობლემებში გაეხვევი შენც, ერთხელ უკვე დაგჭრეს ჩემს გამო, არ ვიცით კიდევ რა მოხდება, დავიღალე იცი? ცხოვრებაში რა არ გამოვცადე, ახლა ვგრძნობ,რომ დავიღალე.
-ვიჩქარე ხო? არ იყო ჯერ ჩვენი ქორწილის დრო.
-რა შუაშია?
-აბა რა არის შუაში? ვერ ვხვდები რატომ ვერ დაგაჯერე, რატომ ვერ მოგხსენი ბეჭებიდან ეს ყველაფერი.
-შენი ბრალი არაა, შენ არაფერს აკეთებ არასწორად.
-მაშინ რა არის დეკა პრობლემა? მე ზუსტად ვიცი, ჩემთვის ის ხარ, ვინც მინდა ცხოვრებაში. შენც დარწმუნდი, დალაგდი და მე აქ ვარ, მე ყოველთვის ვიქნები, როცა გენდომება.

ნაზად აკოცა ქალს შუბლზე. სწრაფად გაიხურა ლილეს სახლის კარი, არ უნდოდა დეკას თვალებზე, ცრემლის დანახვა.

ხვდებოდა, იმაზე უკეთ, ვიდრე სხვა გაუგებდა, ქალს რომელიც უყვარდა.

იცოდა, მისი შიში, მისი დარდი, ყველა ემოცია.
რატომღაც, არ ბრაზობდა, არ ჰქონდა განცდა, უკმაყოფილების.
აუცილებლად დალაგდებოდა ყველაფერი, უბრალოდ უნდოდა, დამოუკიდებლად მისულიყო დეკა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე. უნდოდა მიეცა ფიქრის, განცდის და აზროვნების უფლება. არ აპირებდა ჩარეულიყო, ამ ბრძოლაში, რომელიც მხოლოდ დეკას ეკუთნოდა.

დივნის საზურგეზე მიყრდნობილიყო გოგონა. ფიქრებში გახვეულმა, ვერც შეამჩნია, როდის მიუჯდა ლილე გვერდით.
-ლუკა წავიდა? ცივი ყავა გავაკეთე.
-კი.
-კარგად ხარ?
-არ ვიცი ლილე, ასეთი დაკარგული, უსუსური და მტყუანი არასდროს ვყოფილვარ.
-თუ გინდა, შემიძლია მოგისმინო.
ღიმილით გახედა დეკამ გვერდით მჯდომს. კალთაში ჩაუდო თავი და მოიკეცა.
-იცი, არ მქონია აქამდე ასეთი შეგრძნება. ვიცი ძალიან ვაწყენინე ლუკას, მაგრამ ვერ ვიგებ რა არის სწორი და რა არასწორი. ყველაფერს აკეთებს ჩემთვის, ყველაზე ლამაზი დღეები შემიქმნა, მაგრამ მე რისი მიცემა შემიძლია, არც კი ვიცი, რა შეიძლება გავაკეთო, მსგავსი გრძნობები რომ გამოვიწვიო მასში.

სევდიანად გაეღიმა ლილეს.
-ლუკას არასდროს ყვარებია, პირველი ხარ იცი?
-ვიცი.
-იცი მისთვის რა არის მთავარი? თუ ოდნავ მაინც ვიცნობ, ზუსტად გეტყვი, ის შენზე არ ბრაზობს. დროს გაძლევს და ფიქრის საშუალებას. მისთვის მთავარია, მის გვერდით იყო, ენდობოდე და გენდობოდეს. ერთმანეთზე მიყრდნობა არ გეძნელებოდეთ, ხვდები?
-ეს, რასაც მე ვაკეთებ, ყველას ეწყინებოდა. ეხლა რაც ვუთხარი.
-ლუკა ყველა არაა, ის იმაზე კიარ იფიქრებს რა უთხარი, იმაზე იფიქრებს რატომ უთხარი. არასდროს გაბრაზდება სხვის საქციელზე, მანამ სანამ არ გაიაზრებს რატომ მოიქცნენ ასე. სხვანაირია ლუკა, სულ სხვანაირი იყო. არ ვიცი გიყვება თუ არა, მაგრამ, ლუკას და დემეტრეს, მესამეც ჰყავთ, საბა. ბავშვობიდან, მხოლოდ მას ვხედავ, მხოლოდ მისი ხმა მესმის და მხოლოდ ის მიყვარს, ისე რომ გრძნობა არ შემცვლია. მაგრამ, ისიც კი არაა ლუკასნაირი. მასაც კი არ შეუძლია, ამდენად სუფთა იყოს.
-ზუსტად ეგაა ლილე, მეშინია, მის იმედებს რომ ვერ გავამართლებ, ასეთი რომაა, საკმარისი ვარ მისთვის?!
-არასდროს შეხედავდა ისეთ ქალს, ვისი იმედიც არ აქვს.
-საბასაც უყვარხარ?
-იმდენად, რომ თავის თავს მამჯობინა.
-ეგ როგორ?
-კაცი შემოაკვდა, სახლში მისულს, დედამისზე ძალადობდნენ, ორნი, ერთი ადგილზე მოკლა, მეორე კი დაჭრა.
-ღმერთო რა საშინელებაა.
-მას შემდეგ არ ვუნახივარ, ამერიკაში ცხოვრობს წლებია, ციხეში, სანახავად რომ მივედი, არ გამოვიდა საკნიდან, აღარ მივსულვარ. მანდ დავაშავე, რატომ ვიკავებთ თავს, რატომ მივეცი სიამაყეს უფლება, ისიც და საკუთარი თავიც გამეუბედურებინა, არ ვიცი.
-დემეტრემ იცის?
-პირველი მას ვუთხარი, საბამაც მას უთხრა პირველს.
-როგორ უძლებ?
-არ ვიცი, ალბათ ჩემს თავს ვსჯი ასე.
-ეხლა რომ ჩამოვა?
-რომ ჩამოვა, წარმოდგენა არ მაქვს რას ვიზამ.
-ეს ყველაფერი არ ვიცოდი.
-ვიცი, არ ვსაუბრობ ხოლმე, ეხლა უბრალოდ იმიტომ ვახსენე, რომ დაგანახო, არ ღირს დროის დაკარგვა არაფრის გამო. ამ გადმოსახედიდან, 7 წლის წინანდელი ლილე მტყუანია. ყოველ დღე უნდა მიმეკითხა, ერთხელ მაინც მნახავდა. ჩემს თვალებში, იმედი უნდა დაენახა, არ დაიკარგებოდა ასე.
როცა ვჭირდებოდი, მაშინ მძლია, იმ გრძნობებმა რომლებიც ღუპავთ ადამიანებს. არ არსებობს სიყვარულზე დიდი პრინციპი. თუ გიყვარს, თუ შენს თავს, მისი თავი გადაუწყვიტე, არაფერს არ უნდა მისცე უფლება, ბზარი გააჩინოს თქვენს შორის. შციდი წელია, ადამიანის სიყვარულით ვკვდები, მისი ლოდინით და ერთხელ არ დავანახე ჩემი თავი. აი აქ ვცდებით, რომ მენახა, რომ დამერეკა, რომ დავდგომოდი გვერდით, სხვანაირი ცხოვრება გვექნებოდა ორივეს. არ გინდა დეკა, ნუ დაკარგავ იმ დღეებს, დარდში, რომელიც შეგიძლია სიხარულში გაატარო.
-შეგიძლია ლუკას დაურეკო? გამიგე სადაა.
-ახლავე.
ღიმილით გადარეკა გოგონამ. რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ დეკას შეხედა გაღიმებულმა.
-კოტეჯშია, იცი შენ დემეს და ლუკას კოტეჯი?
-ტბასთან?
-კი.
-ნიკოლას გამოიყვან ბაღიდან? არ დავაგვიანებ ძალიან.
-გამოვიყვან და მეყოლება, როცა მოახერხებ მერე დაბრუნდი.
-ძალიან დიდი მადლობა, ასეთ სიგიჟეს პირველად ვაკეთებ.
-მიხარია, თანამძრახველი რომ ვარ.

სიცილით გააცილა დეკა. ნიკოს გამოყვანამდე რამდენიმე საათი იყო, გადაწყვიტა, წვრილმანი საქმეები მოეგვარებინა, დემეტრეს ქორწილისთვის.

პუფში ჩამჯდარიყო ლუკა, წიგნს კითხულობდა. სიმშვიდეს მოეცვა არემარე. უცებ კარზე გაბმული კაკუნი ატყდა, გაუკვირდა, არავის ელოდა, მითუმეტეს აქ.

კარის სახელური ჩამოსწია და სახეზე გაოგნება აღებეჭდა.

-21 ოქტომბერს, ძალიან ლამაზი თეთრი კაბით, ბევრი ხალხის წინ, მინდა შენი ცოლი დავირქვა, მინდა ყველამ დაინახოს, როგორ მეყვარები სულ.
-სულ გაგიჟდი ხო?
სიცილით ამოთქვა, გაკვირვებულმა მასპინძელმა.
-სხვა გზას მიტოვებ? ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. არ მინდა შენთან გასატარებელი დრო, სისულელეებში დავკარგო.
-21 ოქრომბერს?
-კი, შენს დაბადებისდღეზე.
-ახლა, თანახმა ვარ უნდა ვთქვა?
-არ მიკითხავს.
-ანუ მაძალებ?!
-დემეტრეს სკოლაა, შეიძლება, მოგიტაცო კიდეც.
-უკვე მომწონხარ.
-მეგონა გიყვარდი.
-მოძალადე ქალი ხარ.
-აჭარბებ, მსხვერპლის როლი არ გიხდება, დიდი ბიჭი ხარ უკვე.
-21 ოქტომბრამდე ცოტა დროა, მოვასწრებთ?
-კარში რატომ არ მიშვებ, ვინმე გყავს შიგნით?
-არ მინდოდა ასე გენახა, ეს ის არ არის რაც შენ გგონია.
-მაქსიმუმ ეძმაკაცო გოგოებს.
-როგორ გამიბლატავდი?
-გასაქანს მაძლევ, რა ჩემი ბრალია?!

ქალის სხეულზე, მოთარეშე მამაკაცის ხელებს, არ გამოუწვევიათ შიში.

გოგონას შიშებს ერთიანად მოერია, ყველა ნაზი შეხება.

დეკაში არსებულ ყველა ძრწოლვას, სადაც მიახლოებისას, სული ეხუთებოდა, ერთიანად მოეღო ბოლო.

ცხოვრებაში ნაპოვნ ბედნიერებას, ძალა სჭირდება, შესანარჩუნებლად.

ყველა სიახლოვე, მარტივი გახადა ლუკამ. არ ყოფილა დაძაბულობა, არც შიში, არც ზიზღი.

სიყვარულს მოეცვა ხის სახლი, ორი ბინადრით.

დემეტრესა და დეას ქორწილზე, საბა ჩამოვიდა. ლუკას და დემეტრეს მეგობარი, ლილეს ბავშვობის სიყვარული, დღემდე რომ არ აძლებდა მოსვენებას.

ატმისფერ კაბაში გამოწყობილ დაიაურის ქალს, ძმის ბედნიერება, უნათებდა ლამაზ სახეს. გამორჩეული იყო ლილე.

კაბისფერი თავსაფარი უფარავდა, დახვეულ თმას. ანთებულ სანთელს დაჰყურებდა.

-მოგენატრა?!
-უფრო მეტია, უფრო სხვაა ეს, მონატრება არაფერია.
-ხომ იცი, შენ გელოდება, სულ დაგელოდება.
-ლუკა, არ მემეტება, მკვლელის შვილების დედობისთვის, გესმის?
-არ მესმის, არც მას და დროა გაარკვიო მასთან.
მკაცრი მზერა დაუტოვა მეგობარს და შემოსულ ნეფე-დედოფალს, გვერდით ამოუდგა.
ჯვრისწერა დამთავრდა, ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო. ეკლესიიდან გამოსულ წყვილს, ლუკა მიჰყვებოდა გვერდით, მეორე მხარეს კი, დეას მეგობარი.

დეკა, როგორც ყოველთვის, სიმშვიდეს და სინაზეს ატარებდა თან.
-კარგია რომ ჩამოხვედი.
-ბარემ დავრჩები თქვენს ქორწილამდეც.
გვერდიგვერდ მიდიოდნენ საბა და დეკა.
-კარგს იზამ, ენატრები აქ ყველას, ბევრს საუბრობენ შენზე.
-ლილეც საუბრობს?
ეშმაკური ღიმილით შეათვალიერა მეგობრის საცოლე.
-რა წესია? მეგობრის გაცემას მთხოვ?
-მეორე მეგობრის დახმარებას, თუ არ ვართ ჯერ მეგობრები?
-მას ყველაზე მეტად ენატრები, ცხოვრებაში, იმდენი წუთი დავკარგე ფუჭად, ყველა ადამიანი მეცოდება ამისთვის. ძალიან ხანმოკლე სიცოცხლე გვაქვს, ნუ მისცემ დღეებს უფლებას, უსიხარულოდ დაღამდნენ და გათენდნენ. რისთვის ტანჯავ მას?!
-არ გესმით. მე არ ვარ ჩვეულებრივი.
-და არც უნდა იყო, განსაკუთრებული ხარ ლილესთვის, რატომ გინდა გაჩვეულებრივდე?
-მისი შესაფერი ღირსების კაცი არ ვარ, სისხლიანი მაქვს ხელები.
-არ ვიცი, ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ, სისხლიან ხელებს იბანენ ადამიანები საბა. სულში არ უნდა გქონდეს ჩაღვრილი სხვისი სისხლის წვეთები. შენ რომ კაცი მოკალი, ეგ კაცი, შენი დამძიმებული გულისთვის, არ ღირდა. ძნელია, წარმოუდგენელიც, როცა სხვის ცოდვას შენს ბეჭებზე გადმოიტან და შენს ჯვართან ერთად უნდა ათრიო მისი წილი სიმძიმეც, მაგრამ ცხოვრებაა ეს. თუ რამე მისწავლია ამ ცხოვრებისგან, ერთი ნამდვილად ვიცი, ადამიანს ღმერთი არ ტოვებს, ჩვენ არ მივატოვოთ ის, თორემ, სულ ჩვენს გვერდითაა თვითონ. ჯვარზე გაკრულის ლოცვაც კი, შენთვის იყო, ჩემთვის იყო. ჩვენს შენდობას ევედრებოდა უზენაესს, არ იციან რას სჩადიანო. ღმერთი გყავდეს გულში, შენს შვილებს შენი ღმერთი დაანახე, უფლის სიყვარული ასწავლე და სისხლის ლაქებს შენი ნაშრომი ხელები გადაფარავენ. ნუ მისცემ თავს უფლებას, ღმერთი დაკარგო.

-ახლა გასაგებია, რატომ უყვარხარ ლუკას. მართლა არსებობენ მონათესავე სულები.
-შენ მე რომ დამიდექი აქ, შენი მონათესავე სული, ძლივს დადის იმ ქუსლებით, ვფიქრობ ხელკავი არ აწყენდა.
-ყველაზე მაგარი ხარ.
თავზე აკოცა გოგონას და ჩქარი ნაბიჯით ამოუდგა ლილეს გვერდით.
ცრემლიანი თვალებით ახედა გოგონამ.
სიყვარულს ჰგავდა მათი მზერა.
არ ჰგავდა, ნამდვილად იყო, ის ერთადერთი, რაც სამყაროს ბრუნვას აიძულებს.

21 ოქტომბრის დილას.

თეთრ აბრეშუმის კაბაში გამოწყობილ დეკას, ლამაზი ღიმილი უმშვენებდა სახეს.

-ღმერთო, რა ლამაზი ხარ?
-მართლა?
-ლუკას ვალიდოლს მივცემ და მოვალ.
სიცილით გავიდა ოთახიდან ლილე. დეასთან ერთად დარჩენილი პატარძალი, გულის ცემაც ვერ იმშვიდებდა.

-ძალიან ვღელავ.
-მესმის, მაგრამ ჯობია დამშვიდდე, ლუკა რომ გნახავს, გადაირევა.
-მართლა კარგად გამოვიდა?
-საუკეთესოდ.
ოთახში თავი შემოყო ლილემ, დოდო შემოჰყვა უკან და აცრემლებული თვალებით შეხედა, სარკის წინ მდგომს.
-ყველაზე ლამაზი ხარ ჩემო გოგო, ბედნიერება როგორ გიხდება.
-მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა, მშობლები რომ მყავს დღეს გვერდით.
-ჩვენ გიხდით შვილო მადლობას, თაიასთვის ნაგროვებ სიყვარულს, რომ არ გვიკლავ გულში და ისე გვექცევი როგორც მშობლებს.
-თქვენ რომ არ მყოლოდით, ალბათ ვერაფერს მივაღწევდი, ვერაფერს გავხდებოდი ამ ცხოვრებაში.
-გეყოფა სევდა, ახლა სულ გაიღიმე, ნუგზარს უნდა შემოსვლა, თუ შეიძლება.
-კი, შემოვიდეს.

მამაკაცმა თრთოლვით შემოდგა ფეხი, პატრძლის ოთახში. გულზე გაჰკრა, საკუთარი ქალიშვილის ვერ ჩაცმულმა, თეთრმა კაბამ. გულზე გაჰკრა, მეგობრის ვერ დანახულმა, შვილის ბედნიერებამ.

ოთახიდან ყველა გავიდა, დეკას წინ ჩამოჯდა მამაკაცი.
-გიორგის რომ ენახე, ალბათ მასზე ბედნიერი არავინ იქნებოდა.
-მამა რომ ყოფილიყო ჩემთან, მე ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი.
-ეს საყურეები გამომართვი, თაია რომ დაიბადა, დედაჩემმა მომცა, ქორწილის დღეს აჩუქეო.
-რას ამბობთ? ეს ხომ მისი უნდა ყოფილიყო.
-უფალმა შენი თავი მომცა შვილო, მინდა დღეს მამა იგრძნო გვერდით, მინდა მშობელი გეგულებოდე. იცოდე, აქამდე რაც გადაგატანინე და მოვითმინე დამთავრდა. არასდროს მოითმინო, სანამ ვიქნები, ყოველთვის ჩემი იმედი გქონდეს. მე აქ ვარ, გიორგის დანატოვარს, მასსავით გავუფრთხილდები, მხოლოდ დამიძახე.

თვალები ცრემლებით აევსო დეკას.
-არ იტირო, როგორ ამბობენ? ეგ საკრასკავები არ აგეთხიპნოს.
ცრემლნარევინღიმილი მოეფინა, კაცის სიტყვებზე.
-მადლობა, ყველა გვერდით დგომის და მხარდაჭერისთვის.
-გაიკეთე ესენი, ვნახოთ როგორია.

მარგალიტის საყურეები მოირგო ყურებზე. მართლაც მშვენიერი იყო.

ადგილზე შებარბაცდა ლუკა, ოთახიდან გამოსულ მის ერთადერთ სიყვარულს, ვერ შეხვდა უემოციოდ.
ბროლის წვეთები აუკიაფდა თვალებში. ოცნებებს გაუღიმა, ყველა ნანატრს, ყველა ნაფიქრს.

ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-ამ სილამაზეზე, მხოლოდ ოცნება შემეძლო.
ყურთან ჩუმი ხმით უთხრა, გოგონას. იქვე დაუტოვა კოცნის კვალი.
მხოლოდ გაუღიმა დეკამ. მხოლოდ სიხარულის თვალები შეანათა, მომავალ ქმარს.
-დე, რა ლამაზი ხარ?
-მართლა დედი?
-ყველაზე ლამაზი დედა მყავს, ყველა ქალზე ლამაზი.
-მადლობა ჩემო ერთადერთო.

გულში ჩაიკრა, დედის ხილვით აღფრთოვანებული, პატარა ნიკო.

ყველაფერი იყო, იმაზე უკეთესი, ვიდრე დეკას ოცნებებში.
21 ოქტომბერს, საკურთხევლის წინ, ღვთის კარზე მისულმა წყვილმა, სიყვარული შეჰფიცეს ერთმანეთს.

ათი წლის შემდეგ ამ დღეს, კვლავ უყვარდათ ერთმანეთი, იმაზე მეტად, ვიდრე იქ, იმ დღეს, საკურთხევლის წინ, მყოფთ.

პატარა მაშო დემეტრაძე შეემატა მათ ლამაზ ოჯახს. ყველაზე ბედნიერ ოცნებას ჰგავდა, მათი ამბავი.

10 წლის შემდეგ, საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა დეკა. მიზნებისაკენ სწორმა სიარულმა, აუხდინა ყველა ნანატრი. ხელს უწყობდა ლუკა, გვერდით ედგა ყველა გამოცდის, ყველა გათენებული ღამის, ყველა სირთულის დროს.

ყველა წარმატებას, ყველა მიზანს ერთად დაარქვეს, ასრულებულის სახელი.

-მამა, ნიკოლას რამე უთხარი.
ბუზღუნით შემოვიდა მისაღებში, თმა გაბუძგული და ატირებული მაშო.
-რახდება მაშკა?
-ნიკო მკბენს და მაწვალებს, კიკინებიც სულ მომაცალა.
სიცილი აუვარდა ლუკას, მისაღების კარი შემოაღო ნიკოლამ.
-მოგიტანა ენა?
-რატომ აწვალებ?
სიცილით ახედა თავზე წამომდგარს.
-ისე საყვარლად ტიტინებს, რა ვქნა აბა?!
-მაშკა დავსაჯოთ ნიკოლა?
-კი კი.
ჭინკები აუთამაშდნენ, პატარა გოგონას, თვალებში.
-დასჯილი ხარ ნიკო, წახვალ და მარწყვის ნაყინს მოგვიტან.
სიცილით ჩაუკრა თვალი.
-მაშკა თუ წამოვა, წავალ. ისე 40 წლის კაცს, არ გიხდება მარწყვის ნაყინის სიყვარული.
სერიოზული ტონით მიმართა ლუკას.
-ნუ მებლატავები ბიჭო.
-დედას ვეტყვი, მებლატავები რომ თქვი, მაშოს თანდასწრებით.
-15 წლის კაცს არ გიხდება ჩამშვებობა.
-ბარი ბარში ვართ, წავედით მააშ.
ხელში ააფრიალა, პატარა და.
-ამას მე წავიყვან, გავერთობი გზაში.


-სად გაუშვი ბავშვები?!
ოთახიდან აჩეჩილი თმით გამოვიდა დეკა, ძილისგან დაბოხებოდა ნაზი ხმა.
-ნაყინზე.
-თქვენ ამ ზაფხულში, მოგკლავთ ამდენი ნაყინი.
-შენ რატომ გეძინა ამდენ ხანს? გადაიღალე ხო?!
-არ დავღლილვარ.
-მოდი აქ.
დივანზე გვერდით მოისვა ქალი. მიეხუტა მამაკაცის გულ მკერდს.

-ლალიკო არ მოსულა ჯერ?
-არ გამოუშვა თეონამ, ერთი კვირაც დავიტოვებო.
-მომენატრა, სახლი ცარიელია უმისოდ.
-ჩამოვა მალე.
-ვერ ვითმენ რა, აი არ შემიძლია.
-რა ხდება?
-მინდოდა ორიგინალურად მეთქვა, მაგრამ ვერა, ახლავე მინდა გითხრა.
-ბოლოს და ბოლოს მეტყვი, რამდენი ხნის ორსული ხარ?!
-იცოდი?
გაოგნებულმა ახედა მამაკაცს.
-სხეულის ყველა წერტილი ვიცი შენი, ხასიათის და გონების მითუმეტეს, რატომ გეგონა, არ მეცოდინებოდა?!
-კარგი რა, მაშოზეც შენ მითხარი, ორსულად ხარო, ახლაც შენ დამასწარი, არ მაცდი არაფერს, მე რომ გაგახარო არ შეიძლება?!
სასაცილოდ ბუზღუნებდა დეკა.
-გამახარო?! მეტად როგორ უნდა გამახარო? შენ, თქვენ რომ ხართ, მეტი რა მინდა?!
-საიდან მიხვდი?!
-მჭადს და ტყემალს რომ ჭამდი და ქათმის ბარკალს აყოლებდი,აი მანდედან.

-ლუკა, გითხრა ბოლოს და ბოლოს?!
იმ წუთას კარში შემოსულმა ნიკოლამ, მიმართა მისაღებში მჯდარ მამაკაცს. კისერზე შემოეჯინა პატარა და, ხელში კი ნაყინებით სავსე პარკი ეჭირა.
-მოიცა, შენც იცოდი?!
გაკვირვებისგან წარბები აწკიპა დეკამ.
-დედა, ჟოლოს ჯემს და კარაქიან პურს ტყემლის კომპოტს რომ აყოლებ, მგონი რაღაცა უცნაურია ხო?! ჩვენც ვხვდებით რაღაცეებს.
სიცილი აუვარდა ლუკას, ნიკოლას სიტყვებზე.

ჟრიამული იყო, ლუკა დემეტრაძის სახლში. მეხუთე წევრის მოლოდინში, ყველა ბედნიერი იყო.

მაინც რა არის ადამიანი?
რამდენის გაძლება შეუძლია?!
არ მთავრდება არცერთი ისტორია, ცუდად. სანამ კარგ დასასრულამდე არ მივალთ, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ გზა.
ბრძოლა მაშინაა წაგებული, თუ დანებდები.

ღმერთი არ გვტოვებს მარტო.
ჩვენ ნუ მივატოვებთ მას.

უფალს ყოველთვის უყვარს, თავისი მოვლენილი ამ ქვეყნად.
ჩვენ ვიყოთ ღირსები, ამ სიყვარულის.

ცის კაბადონზე გამეფებულ ბნელს, აუცილებლად აჯობებს განთიადი.

გაიღიმე!



№1  offline წევრი Elizabedi.girl from nowhere

საოცრება იყო მართლა. რამდენადაც რეალური, იმდენადვე სრულყოფილი. თანაბრად მწარე და ტკბილი. ეს პერსონაჟები სამუდამოდ დარჩებიან ჩემს მეხსიერებაში, როგორც ძლიერი ადამიანები. მადლობა იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიამ მომანიჭა.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ცის კაბადონზე გამეფებულ ბნელს, აუცილებლად აჯობებს განთიადი❤️ მადლობა ამ ისტორიისთვის საოცრება იყო

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

საუკეთესოოოო...მადლობა...ბევრი დაწერე ,რომ ვისიამოვნო????❤️

 


№4 სტუმარი ცისია

ძალიან ლამაზი და საინტერესო ისტორია იყო. მადლობა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან საინტერესო და ლამაზი ისტორია იყო, დიდი მადლობა

 


№6 სტუმარი სტუმარი თამარი

დეკა, წარმატებები მინდა გისურვო.
ვხედავ, როგორ შეგიძლია შექმნა ღირებული ნაშრომი.
განაგრძე...
მე კი ყოველ ჯერზე სიამოვნებით დაგელოდები.

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

სასწაული ემოცია დამიტოვა....წარმატებები....

 


№8 სტუმარი mari

მერამდენედ წავიკითხე არ ვიცი????????

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინიკო

ყოველთვის ვცილობ ამ საიტზე წავიკითხო ისეთი ისტორიები,რომელიც რაღაცას მომცემს,მასწავლის და სწორ გზაზე დადგომაში დამეხმარება,მადლობის მეტი არ შემიძლია გითხრა,ძალიან კარგი მწერალი ხართ,ვისურვებდი ამ ისტორიას წიგნად,ვისიამოვნე, ყველა ტკივილი ვეცადე მეც შემეგრძნო....
არ შეწყვიტოთ,მეტად გაგვაოცეთ..
"ცის კაბადონზე გამეფებულ ბნელს ყოველთვის აჯობებს განთიადი"

 


№10  offline წევრი დეკა

Elizabedi.girl from nowhere
საოცრება იყო მართლა. რამდენადაც რეალური, იმდენადვე სრულყოფილი. თანაბრად მწარე და ტკბილი. ეს პერსონაჟები სამუდამოდ დარჩებიან ჩემს მეხსიერებაში, როგორც ძლიერი ადამიანები. მადლობა იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიამ მომანიჭა.



უღრმესი მადლობა თქვენ, რომ წაიკითხეთ ????????????

სტუმარი მარიამი
ცის კაბადონზე გამეფებულ ბნელს, აუცილებლად აჯობებს განთიადი❤️ მადლობა ამ ისტორიისთვის საოცრება იყო


მადლობა❤️

სტუმარი ნინიკო
ყოველთვის ვცილობ ამ საიტზე წავიკითხო ისეთი ისტორიები,რომელიც რაღაცას მომცემს,მასწავლის და სწორ გზაზე დადგომაში დამეხმარება,მადლობის მეტი არ შემიძლია გითხრა,ძალიან კარგი მწერალი ხართ,ვისურვებდი ამ ისტორიას წიგნად,ვისიამოვნე, ყველა ტკივილი ვეცადე მეც შემეგრძნო....
არ შეწყვიტოთ,მეტად გაგვაოცეთ..
"ცის კაბადონზე გამეფებულ ბნელს ყოველთვის აჯობებს განთიადი"


ძალიან სასიამოვნოა, მსგავსი შინაარსის კომენტარის ნახვა, უღრმესი მადლობა ❤️

სტუმარი ლილე
საუკეთესოოოო...მადლობა...ბევრი დაწერე ,რომ ვისიამოვნო????❤️


მადლობა თქვენ❤️

სტუმარი თამარი
დეკა, წარმატებები მინდა გისურვო.
ვხედავ, როგორ შეგიძლია შექმნა ღირებული ნაშრომი.
განაგრძე...
მე კი ყოველ ჯერზე სიამოვნებით დაგელოდები.


ვფიქრობ, ყველაზე დიდი მოტივაცია, მკითხველისგან მსგავსი დამოკიდებულებაა ❤️ უღრმესი მადლობა❤️

 


№11  offline წევრი მარიამ. ნ

აი ეს რაიყო ვერც კი ვხსნი ♥️ მადლობა მინდა გითხრა ამ გრძნობებისთვის , სასწაული იყო .

 


№12  offline წევრი მირცა

სასიამოვნოო წასაკითხი იყო❤️ გულს რომ გაგითბობს ისეთიი❤️ შემიყვარდა ყველა პერსონაჟი... მადლობა.

 


№13  offline წევრი Salome Salu

დეკა ???? ლუკა ????

 


№14  offline წევრი TamoTi

რა კარგი იყო♥️♥️♥️საოცრად წერთ,უნაკლოდ♥️♥️ძალიან შემიყვარდა და აუცილებლად რომ მივუბრუნდები ისევ ისეთი ისტორიაა♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent