ატმისფერი ( სრულად )
თავი 1 “ზამთარი ცივია მათთვის ვისაც თბილი მოგონები არ აქვს “ სადღაც წაიკითხა ,მაგრამ არ ეთანხმება. უამრავი ბედნიერი მოგონება აქვს ტკივილიანზე მეტიც კი , მაგრამ ზამთარი სულ ცივია , დღეები ნაცრისფერი , არც ყვავილებია და არც სიმწვანე , ჩიტების ხმაც არ ისმის , თითქოს სიცოცხლეს სძინავს და ყველაფერი დადუმებულია , მას კი ისე უყვარს სიცოცხლე , არაფერი ურჩევნია , ყოველი წამი უფლის საჩუქარია . განვლილი წამის დაბრუნება ის მაგიაა რომელსაც არავინ ფლობს , ის კი ყოველ წამს აფასებს. ღმერთმა უამრავი გრძნობა მისცა ადამიანებს ისინი კი ყოველთვის უარესს ირჩევენ . რატომ არ შეიძლება გიყვარდეს მის ძველი სახურავში გაშენებული პატარა სახლი? რატომ უნდა სძულდეს ? ის ხომ მისია , სიძულვილი ადამიანებს ანადგურებს, სიყვარულლი კი აშენებს . ისე უყვარს და უვლის რომ ყველაფერი მოძველებულია მაგრამ მისი სამოთხეა, სულ თბილა ზამთრის მიუხედავად . იმდენი სიკვდილი ნახა , იმდენი სიცივე და გაყინული ადამიანები, შეუძლებელია უსიცოცხლობა და სიცივე უყვარდეს . დიდი ხნის წინ გადაწყვიტა რომ ყველაფერი უფლის ნებაა, რომ ყველაფერს ბუნება გვაძლევს , რომ ამ ყველაფერს გაფრთხილება ჭირდება , ღიმილით დაუსხა ბოლო ყვავილს წყალი და სიცივისგან შეწუხებული გაყინულ ლოგინში შეწვა, საბანში კარგად გაეხვა და თვალდახუჭულმა გონებაში ლოცვა დაიწყო . რწმენაც ერთერთი მათგანია იმ გრძნობებისგან რომელიც უყვარს ,სჯერა სწამს უნდა რომ დედამიწა ანათებდეს სიკეთით სიყვარულით ზუსტად ისე როგორც ფილმებშია ერთი სიტყვით ძალიან დიდი მეოცნებაა და ვერაფერს უხერხებს ამ თავის ხასიათს ამ დაუნდობელ სამყაროში ,არც დარდობს მთავარია თვითონა კმაყოფილი. არ სჯერა რომ სამყაროს შეცვლის მაგრამ იცის რომ შეუძლია იმ ადამიანების ცხოვრება მაინც შეამსუბოქოს ვინც მის გარშემო ცხოვრებენ თუ “ არსებობენ” ძნელი სათქმელია . ************ -ეშმაკი მალე სახლში იქნება ._დარწმუნებით თქვა ბექამ და დივანზე დაეშვა , ნახევრად შეხსნილი თასმას გახედა მაგიდაზე ფეხების კომფორტულად შემოწყობის შემდეგ და ვაშლის ნხევარი ერთ პირის გაღებაზე გააქრო . - გეფიცებით ჩემი მოგონილი არაა ტელევიზორში თქვა ვიღაც ქალმა ეშამაკიაო. -მაგიდიდან ფეხები ჩამოწიე , გამოიცვალე რაიმე წესიერი ჩაიცვი , ისეთი მაგხელა ნახვრეტები რომ არ ჰქონდეს და ადამიანს დაემსგავსე. -ვოოვ ვოოოვ… კარგი რა დედა შვილი ჩამოგდის მოეშვი ცოტა . _მეორედაც ხმაურანად ჩაკბიჩა ვაშლი და პირის წკლაპუნით გააგრძელა . - ხომ იცი რომ ფეხებზე კ*** ია რა მაცვია, ან შენ რა გაცვია ან რისთვის ემზადები , აქ მაინც არ მოვა . _ხმაში ირონია გაერია . - არ გაბრაზდე საყვარელო დედუნა , მარა როგორ არ უნდა გაბრაზდე ტო . მაინც რა გააკეთე? უეჭველი იმასაც ბარათი დაუბლოკე ? -ეხლა კარგად მომისმინე ._ დედის გვერდით მჯდარმა ქერა გოგომ ტელეფონიდან ამოიხედა და ძმას თავზე წამოადგა წვრილ წელზე ხელები მაგრად შემოიდო და ფეხი ააბაკუნა. _-დედას უნდა რომ ყველაფერი შეიცვალოს, ის ჩვენი ძმა, ნახევარ ძმაა ეშმაკი თუ უცხოპლანეტელი ჩვენია და ისე მოიქეცი რომ ნერვები არ დაგვაწყვიტო გაიგე ? - მე რას მიწუნებ , ცუდი ტიპი ვარ ?_ ტყავის ქურთუკი შეისწორა . -გაიგე რაც გითხარი ? -გავიგე ნანუ , მაგრამ რატო იტანჯებით ვერ გავიგე , არაფერი შეიცვლება , 5 წელია არ დაურეკია . რეზო ბაბუსთან წავა . ბაბუს და ბებოს გამო ჩამოდის ან ვაფშე თავის სახლში . ეეე ისე ჩვენი ბებრები აპირებენ ჯვრის დაწერას შენ კიდე შეყვარებულიც ვერ გიპოვია. ისე მაგრად მშია ._ ენერგიულად წამოხტა თასმა შეიკრა და გეზი სამზარეულოსკენ აიღო . ტიპიური ახალგზარდა იყო , უზადო გარეგნობით , მომნუსხველი თვალებით , ხშირი წვერი და ბიჭისთვის იშვიათი ლამაზი ტუჩებით . საერთოდ არავინ უჩიოდა გარეგნობას მათ ოჯახში , მაგრამ ხასიათი ჰქონდა , განებივრებული პატარა ბიჭის , 22 წლის 13 წლის მოზარდს ჰგავდა . უნდოდა და ყველაფერი ჰქონდა , უსრულებდნენ ყველაფერს და თითქმის არასდროს იყო დაინტერესებული რა ხდებოდა მის გარშემო , საკუთარი სამყარო ჰქონდა . სამყარო სადაც მხოლოდ მუსიკა , ალკოჰოლი და ბევრი სიცილი იყო . -დედა ._ ნანუკამ თმა შეისწორა და ზუსტად დედის წინ ჩამოჯდა , რომელიც არც კი უსმენდა , მწვანე თვალები კედლისკენ ჰქონდა მიმართული და თხელ თითებს იმტვრევდა .-დედაააა. ჩვენც წავალთ ბაბუსთან საღამოს თუ მამას უნდა დაველოდოთ ? - იქ მოვა . _ როგორც იქნა თვალები კედელს მოაშორა და შვილს შეხედა . – 5 წელი ნანუ , 5 წელი . ხუთი წელია საკუთარ შვილს გამარჯობაც არ უთქვამს . ბედნიერება ვერ მაპატია._ თვალზე ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა . -კარგი რა დედა არ ინერვიულო ჩვენ აქ ვართ . მამაც აქაა, თანაც ეხლა მამსაც ელაპარაკება . ბებომ თქვა რომ ბაბუ მოაგვარებს ყველაფერს . თან ლიკუნაც უკეთესადაა , აი რომ ნახავს რომ ჩვენ ყველა ერთად კარგად ვართ , ლიკუნაც ბედნიერია თვითონვე მოუნდება ჩვენთან ყოფნა . _დედამ იმედით გახედა , შვილს და ისევ ღრმა ფიქრებს მისცა თავი . ***** ის რაც ადამიანს ბავშვობაში უყვარს სამუდამოდ რჩება გულში .სიბერემდე გვახსოვს , გემო , საყვარელი ადგილი , სუნი , მაგრამ ის რაც სძულს ადამიანს ? ისიც სამუდამოდ რჩება გულში? მის შემთხვევაში?! კი . ამ ქალაქის ყველა კუთხე სძულს , უფლება რომ მისცენ საკუთარი ხელით გადააქცევდა უღრან ტყედ და სამუდამოდ გააქრობდა , მაგრამ არ შეუძლია , ბევრი რამე შეუძლია , იმდენი ფული აქვს ქვეყანას იყიდის ,მაგრამ მისი გაქრობა არ შეუძლია . ყველამ იცის , მისი სახელი და სძულს მისი ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილი რომაა, მისი ბავშვობა. ბავშვობა რომელიც ასე ტკბილია ყველასთვის , მისთვის კი მხოლოდ ცუდი მოგონებაა. ალბათ იმიტომ რომ არასდროს ყოფილა ბავშვი . ბავშვობა იმ ქვეყანამ წაართვა სადაც მისი ბაბუის გვარი ყველამ იცოდა და გამუდმებით ეპირფერებოდნენ . სადაც მამამისმა თავი მოიკლა. ყოველი ხე სძულს, მცენარე კი არა უბრალო ქვაც კი . ბავშვობა იმ ქალაქმა წაართვა სადაც მისი სახელი ყველამ იცის მაგრამ სახე არავინ , თუმცა შეუძლიათ ერთი საათი ილაპარაკონ მის პოროვნებაზე კამერების წინ. ქალაქმა წაართვა დედა 10 წლის ბიჭს , რომელმაც გადაწყვიტა რომ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ეფიქრა . ბავშვობა იმ გზამ წაართვა რომელსაც ახლა გადის მისი ქალაქისკენ. გზამ რომელმაც მისი და ეტლს მიაჯაჭვა და სადაც არ უნდა წავიდეს ეს გზა აბრუნებს უკან . აქაურობას სამშობლო ჰქვია . სამშობლო სადაც უყვართ და სძულთ, სადაც შეუძლიათ ბოროტი და ქველმოქმედი უწოდონ . მას არავინ ეკითხება , რას გრძნობს , მასაც უყვრს თუ სძულს. ამ ქალაქის შვილად შერაცხეს და ისე ავალდებულებენ მასზე და ქვეყანაზე ზრუნვას თითქოს თავად შეექმნას. ვერაფერს უხერხებს , ალბათ უყვარს კიდევაც იქნებ იმდენადაც რომ მისი სიყვარული სიძულვილია. -ქალაქში შევდივართ . ენერგიულად ჩასძახა გადამცემში გიორგიმ , შემდეგ მთელი ტანშემობრუნებულმა გაუღიმა . -მალე ვიქნებით ირაკლი. -ჰო , ორი თითი ამოისვა თვალებში და წელში გამართვა სცადა . მუხლზე ჩამოდებული წიგნი გვერდით გადადო და მანქანის მინა აწია .- სახლი რა ეტაპზეა? _უინტერესოდ იკითხა . პასუხი ისედაც იცის სანამ ადგილზე არ დაინახავენ არავინ გაინძრევა .-უსაქმურებით სავსე ქალაქი . _ხმამაღლა ჩაილაპარაკა . -მივხედავთ ირაკლი. არა მაინც რა სიცივეა , დეკემბერი არ მახსოვს ჯერ ესეთი . ****** -ქეთუშ , ახალ წელს ყავის აპარატი ვაჩუქოთ რა ჩვენს თავს . _ფინჯანში მდუღარე წყალი ჩაასხა და მაშინვე მოსვა . პირი მეწვის ააააა. _თან ხელით ინიავებდა . თეთრი ქუდი მოხერხებულად ჩამოიმხო თავზე და თმა შეისწორა. -მმმმ რა ლამაზი ხარ ნუცი ? _ოთახიდან გამოსულმა მეგობარმა მთქნარებით და ცალი თვალით გამოხედა. -არაფერი შემიცვლია . _მხრები აიჩეჩა .-ყვავილებს წყალი დაუსხი .შეიძლება დამაგვიანდეს . ის ჩამოდის , ღმერთო 6 თვეა ველოდები. _ფინჯანი მაგიდაზე დადო და ფეხსაცმელების თასმების შეკვრა გულმოდგინედ დაიწყო. -თვითონ თუ იცის რომ ელოდები და მის სახლში ჯაშუშივით შეიპარე?_ სავარძელში ჩაეხეთქა და დაქალის ფინჯანს დაუკითხავად წაავლო ხელი. -ჯერ არა , მაგრამ მალე გაიგებს .-თან არ შევპარულვარ , მამაშენმა მიმიყვანა და თანაც ძალიან მჭირდებოდა ეს სამსახური . -ფრთხილად დაო , სახუმარო ამბავიი არაა რა და მითუმეტეს არ გაგიგია მაინც რა საზიზღარი კაცია ? -არ მაინტერესებს , 6 თვეა ვცდილობ ხმა მივაწვდინო ,სხვა გზა არ მქონდა ეგეც რომ არა, კარგად იხდიან . თან ლიკუნა ძაან საყვარელი გოგა . -თან ლიკუნა კარგი გოგოა , თან მისი ბებია და ბაბუა მილიონრები არიან თან მანებივრებენ , თან ლიკუნას ძმა ბექა სიმპათიურია , თან მისი მამიდაშვილს ჰერკულესივით იდიალურია . მეორე ძმა ქვეყნის ბატონია თან ეს თან ის._ გააჯავრა დაქალმა . -მარტო ჩემთვის არ მოიძებნა ამ ქვეყანაში სამსახური_ ამოიოხრა . -ვეჭვიანობ . -შენ ჩემი ნაწილი ხარ , ის სხვაა ის ადამიანია ვინც განსაკუთრებულად ჭირდება სხვა ადამიანები . -ხო , ვიცი უცბად დასერიოზულდა . -ხომ იცი რომ ვხუმრობ , ყველა ამბობს რომ საყვარელი გოგოა . დაგეხმარება? ცალი თვალი მოჭუტა ქეთამ . -აბა რა . თან ამბობენ რომ დედამიწაზე ლიკაზე მეტად არავინ უყვარს. - ტელევიზორში თქვეს რომ ვაჩნაძეს მხოლოდ ერთი ვინმე უყვარს და ისიც ირაკლი ვაჩნაძეაო .მამა ამბობს რომ სულაც არაა სიმართლე რასაც ამბობენ მაგრამ მე მგონია რომ ძალიან რისკავ , თან უკვე გვიანია რა ნუცი , ბავშვები წაიყვანეს , შენობას სადაც არის დაანგრევენ და რა გინდა ვერ გავიგე ? -რა მინდა , რა მინდა და ვინმემ პასუხი აგოს იმ ბავშვობის დანგრევაზე , ვინმემ იზრუნოს რომ ერთად გაზრდილი ბავშვები ისევ ერთად იყვნენ . -ღმერთო ჩემო ნუცა , ჩვენი ქალაქის მერიამაც კი ვერ შეცვალა ვერაფერი , შენმა პრინცმა კახუნამაც და გგონია რაიმე საყვარელ ნამცხვარს გამოუცხობ და ხელებში ჩაგადნება ? -ღმერთო რა პესიმისტი და არაფრის მოიმედე ქალი ხარ._ დაუღრინა ნუცამ და ცისფერი პალტო ენერგიულად შემოიცვა. - საყვარელი ნამცხვარი თუ არა ვაშლის კეკსი მაინც მოეწონება . - ან სექსი. _გადაიკისკისა ქეთიმ . -ღმერთო რა გარყვნილი ქალი ხარ. -დროააა ქალო დროოოოოოოოო . _უფრო უმატა სიცილის . - ისე ქალიშვილად მოკვდომას ბარემ ყოვლისშემძლე ამა ქვეყნისა არ გირჩევნია ? -თუ ეგ იცოდი რატომ ჩაადნი ხელებში ზაზას ? გამახსენე სადაა ? აააა საბერძნეთში საცოლემ წაიყვანა. დაქალის მოწყენილი სახის დანახვაზე მთელი ტანით შემობრუნდა და დაიძრა -მოდი მოდი , არ ინერვიულო, ერთ დღესაც ჩვენთვისაც ამოვა ცისარტყელა._ მაგრად მოხვია ხელები და შარფი რომელზეც ქეთა იჯდა წვალებით გამოაცალა . ცხვირამდე მოიხვია და ამოიოხრა . ტაში შემოკრა და კარიდან ისეთი სიმამაცით გავიდა თითქოს უკვე გარანტირებული ჰქონდა წარმატება. ეზოში გასვლისას იქვა მოფუსფუსე გამოსულ ფუმფულა ქალს აკოცა. ქეთას და მის დედიკოს უნდა უმადლოდეს ჭერი რომ აქვს ,საყვარელი შვილივით მიღეს, ბინა უფასოდ დაუთმეს სანამ სამსახურს იპოვიდა, მართალია ქეთა დაბლა სართულიდან მაღლა ასახლდა და შეუსახლდა დამოუკიდებლობას მოწყურებული , მაგრამ კმაყოფილი იყო მარტოს რომ არ ეძინა. ქეთას მამამ უპოვა პირველი სამსახურიც , სახლის მამასახლისად ითვლებოდა ამიტომ არ გაჭირვებია იქ მოხვედრა. თანაც კი არ მოინდომა , თავად ლიკუნა შეეხვეწა დარჩენას . მფარველ ანგელოზებად მოევლინენ მისი გიჟი ქეთოს ფუმფულა მშობლები .ენერგიულად გადატრიალა თავისი ცისფერი ველოსიპედის პედლები . ერთი სიყვარულით გამოიხედა უკან. ჩვევად აქვს უკან მოხვედა , ორი სახლი გამოიცვალა უკვე , და ორივე წაართვეს , მას შემდეგ იცის რომ მხოლოდ მოგონენბების და გრძნობების წართმევა არ შეუძლიათ , ამიტომ ყოველთვის ყველაფერს უყურებს და აკვირდება , იმახსოვრებს რომ ვეღარავინ ვეღარ წაართვას . გაყინულ ცხვირზე ხელი დაიდო და ცას ახედა.- რა დაგემართა დედა ბუნებავ ? რატომ გაგიჟდი ? რატომ გვყინავ? _სულ პატარა აღმართი უნდა ჩაიაროს ვიწრო ქუჩაში და სამშვიდობოს იქნება გზას გადაკვეთს და საფეხმავლო ზოლში ჩადგება, მიუხედავად იმისა რომ სამანქანო ჰგონია მოსახლეობის უმრავლესობას . მისია მარტივია , მთელი სიფრთხილით დაიწყო დაღმართის ჩავლა მაგრამ ისეთი სიჩქარით დაეშვა წამოიკივლა , ცოტა გაყინულმა გზამაც მიაშველა ხელი და დაღმართიანი ქუჩის ბოლოში წამში ჩაგორდა , ზუსტად გზის შუაში გაწვა და ველოსიპედიც ზემოდან დაეცა.- ააააააააა, კარგად დავიწყე აიიიიი. ნერვიულად წამოიკივლა და ბოლოს სიხარულით გადაიკისკისა . ვუუუუ , ეს აი ესააა ადრენალინი ხელები გაშალა , წამოდგომა არ უჩქარია , იცის მანქანა არ გამოივლის გზები ჩაკეტეს , აწ უკვე მისი უფროსი ჩამოდის . გაფიქრება ვერ მოასწრო რომ მანქანამ ცხვირთან გაუჩერა . ისეთი სისწრაფით დაამუხრუჭეს ესკორტის მანქანებმა წინ მჯდარმა გიორგიმ ხელები წინ გაწია რომ თავი როგორმე შეემაგრებინა. შემდეგ ინსტიქტურად გაიხედა უკან და ირაკლის სახეზე რომელიც გამწარებული ეძებდა წიგნს გაეცინა . - გვერდის პოვნა სადაც გაჩერდი გაგიჭირდება . -რა ჯანდაბა მოხდა ._შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაწია , შავი თვალები მოჭუტა და წინა შუშაში გახვედა სცადა. - მიხვდა მერი რომ ფულის ჭამას უნდა მორჩეს და შუქნიშნები დააყენეს თუ … -ხო ეს შუქნიშანი აშკარად ცისფერია . - აი რა ხდება როცა ქალაქში ყველა იდიოტის გამო ქუჩას კეტავენ . ხმამაღლა წამოიყვირა და ველოსიპედიანად წამოდგა .- დაკეტილია , ეს გზა დაკეტილიიიიააა კითხვა არ იცი ? ბუზღუნით მანქანებს წინა გზიდან გაჭირვებით გადაჩოჩდა რამის მატლივით მიჭყლიტეს და არც კი აპირებს ვინმე გადმოსვლას .. ენაზე იკბინა კარგად რომ მოავლო თვალი მანქანების რაოდენობას . ძნელი მისახვედრი არ იყო ვინ იჯდა იქ . ქუდი თვალებამდე ჩამოიწია და ცხვირი შარფში ჩაყო ველოსიპედიანად ზურგით შეტრიალდა და თავი დახარა . იქნება ვერ იცნონ სახლში რომ მივა . ყურადღებით გახედა ირაკლიმ ცისფერ პალტოს . საინტერესოა ახლა რომ გადავიდეს გაუმეორებს რომ იდიოტია ? ეჩვენება თუ დაემალა? ეჭვი არ ეპარება იცნო და დაიმალა . ხო ასე ხდება ყოველთვის. არავინ , ეუბნება სიმართლეს წინ. -ყველა იდიტისთვის? კიდე ვისთვის კეტავენ გზას ამ ქალაქში გიორგი ?_ სიამაყემ სძლია . ისეთი სისწრაფით გააღო კარი და გადავიდა გიორგიმ გამორკვევა ვერ მოასწრო . -გაგირკვევ _ სრული სერიოზულობით დაქნია თავი გიორგიმ- ოღონდ დაბრუნდი მანქანაში . მალე თითქმის ყველა მანქანის კარი გაიღო . იქამდე ჰქონდა გადაწყვეტილი სირაქლემასავით დამალვა ნუცას და თვალები დახუჭული სანამ მაქანების წასვლის ხმას არ გაიგებდა , მაგრამ მიხვდა როგორ მიჰკრა ვიღაცამ ხელი მისი ქუდის პომპონს . მთელ სახეზე ჩამოწეული ქუდი ხელის გულით აიწია შუბლზე . ჯერ ცალი თვალი გაახილა , მერე მეორე და ამოიოხრა . -ვიცოდი რომ რამე სიდებილეს გავაკეთებდი ._ გაუღიმა და მამაკაცის ცივი სახის დანახვაზე ისევ მოკუმა პირი . -გამარჯობა გიცანით ის ხარ ირაკლი . _ენა თავისით გაექცა . რომ მიხვდა რომ მისი გამარჯობა სულაც არ შეუმჩნევია უკან გაიხედა . მერე ისევ დაბნეულმა წინ გამოიხედა და კარგად აათვალიერა .-სულ არ გავხართ ფოტოებს _მხიარული ხმით სცადა ისევ საუბრის დაწყება . -ეს ჩემი ხელთათმანია ._ჯერ ირაკლის ტორს შეავლო თვალი ხელში მაგრად რომ ჩაეკუჭა ერთიცალი ხელთათმანი მერე მეორეცალი ჯიბიდან ამოიღო რომ დარწმუნებულიყო მართლა თავისი იყო , უკან მოიხედა.- ნამდვილად ჩემია , ალბათ დაცემის დროს გადმომივარდა,_ თითი გაიშვირა ირაკლისკენ .- ხო აი ეს . ავიღებ თუ შეიძლება. _ხელი გაწია რომ გამოერთმია ,მაგრამ ისევ არავინ უპასუხა . ხელი უკან გაწია დაბნეულმა კიდევ ერთხელ ამოისუნთქა ღრმად . -როგორ ცივა არა ? უკან მდგარ გიორგის შეხედა ამჯერად . -სიცივე უფრო გაწუხებს თუ ის რომ ყველა იდიტისთვის კეტავენ გზას ?_ როგორც იქნა ამოიღო ხმა და ფეხებიდან დაიწყო მისი თვალიერება. ისეთი ცივი ხმა ჰქონდა ვერ გარჩია ნუცამ ნამდვილად რეალური იყო თუ არა. შეუძლებელია ადამიანის ხმა ასეთ უცნაურ სიცივეს ატარებდეს . შავი ფერი დაკრავდა თვალებზე , კარგად ნათალი ცხვირი და გამოკვეთილი ყბა უფრო განსაკუთრებულ იერს აძლევდა , ერთდროულად სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა მაგრამ კარგად დაკვირვების მერე უსიამოვნო გრძნობა გაუჩნდა ნუცას , არანაირი ემოცია არ ეხტა, არც მას და არც არავის გარშემო , თოჯინებს გავდნენ , ყველა სხვადასხვა პოზაში იყო გაშეშებული თითქოს ასე გაყინაო.თეთრმა ფერმა გადაჰკრა ნუცას და ცისფერი ფერი კიდევ უფრო ფერმკრთალს აჩენდა . თეთრი კანი ლოყებზე ოდნავ შეწითლებოდა და მქრალი ვარდისფერი პომდაც კი ვერ ფარავდა სიცივისგან გალურჯებულ საყვარლად მომრგვალებულ ტუჩებს. ცდილობდა არ შემჩნია მაგრამ პატარა ცხვირი ისე ჰქონდა გაყინული სუნთქვის დროს სტკიოდა . თვალები გაუფართოვდა , დაბნეულობისგან ტუჩზე ისევ იკბინა და მხარზე ჩამოგდებული თმის ბოლოს წვალება დაიწყო -საერთოდაც სიცივე უფრო მაწუხებს . ამოილუღლუღა პატარა ბავშვივით . -ხშირად კეტავენ გზებს ? _უფრო მეტი ირონია გაურია ხმაში . -არა მარტო თქვენთვის . -ანუ მე იდიოტი ვარ . _უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა , წელში გაიმართა და გზას თვალი მოავლო. დიდი ხანი გაჩერდა , არ უყვარს გამოჩენა და მითუმეტეს აქ არ უნდა გამოჩნდეს. - ანუ არ მინდოდა მეთქვა ყველა იდოტისთვის კეტავენთქო მინდოდა მეთქვა რომ თქვენთვის დაკეტეს , მაგრამ არ ვიცოდი რომ თქვენ იყავით. -ანუ გინდოდა გეთქვა მხოლოდ ერთი იდოტისთვის დაკეტეს , ჩემთვის ?. . ახლა მთელი ტანით შებრუნდა -კი . არა , მოკლედ გზა თქვენთვის დაკეტეს მაგრამ იდიოტისთვის არა .ღმერთო მოკეტე ნუცა . _თავის თავს ხმამაღლა მისცა შენიშვნა და ველოსიპედს ორივე ხელით ჩააფრინდა . -უნდა წავიდე , მაგვიანდება, ისევ ვერ შეიმაგრა ენა . სისწრაფით შესკუპდა ველოსიპედზე და დაიძრა , ვერც კი მიხვდა რომ სწორედ ამ კაცთან შესახვედრად მიეჩქარებოდა . - ხელთათმანი დაგრჩა ნუცა.ხმამაღლა მიაძახა . გაეღიმა , ჩუმად მაგრამ თავისდაუნებურად სახეზე მომდგარმა ღიმილმა არ გააკვირვა უყვარს როცა , არ იციან რა ქნან მის წინ , მაგრამ დიდი ხანია ასე გულწრფელად დაბნეული , ადამიანი არ უნახავს . ირაკლის ხმა არც გაუგონია , ისე ჰქონდა გახურებული სახე სირცხვილისგან ხელთათმანების კი არა პალტოს არ ქონასაც ვერ შეამჩნევდა . ხელთათმანი ხელში შეათამაშა ირაკლიმ და გიორგის ნიშანი მისცა რომ წასულიყვნენ. -ჯერ სახლში გაიარე მინდა ვნახო . - როგორც გინდა. გაჭირვებით მიაღწია ჯანდიერების მამულამდე იჩქარა , ისე იჩქარა თითქოს ოცნების სამსახურში აგვიანდებოდა ისე თოთქოს ყველაზე კარგი დღე ელოდა წინ გადაყვლეფილი ფეხის მიუხედავად . ოცნების სამსახური არ იყო მაგრამ იმდენს უხდიდნენ , იმდენად მოწონდა ყოველი მისი მომზადებული კერძის მერე შექება და გაღიმებული სახეები კმაყოფილი იყო . თავისი პატარა ოცნება რომ საკუათარი პატარა რესტორანი ჰქონოდა თითქოს მათ სახლში აუხდა , ულამაზესი სამზარეულო ჰქონდა აქ და აუდიტორია , ჯანდიერები. ჩვევად ექცა ყოველ დილას ლიკუნას ოთახში შევლა . -ლიკუნაა მოვედიი . კოჭლობით შევიდა პირდაპირ საწოლზე შემოსკუპდა და სარკის წინ ეტლში მჯდომ გოგოს , რომელსაც თვალი არ დაუხამხამებია ყურადღებით დააკვირდა. -ჰეიი ლიკუნაააა . -მაპატიე ._ სწრაფად შემობრუნდა ეტლიანად და გაუღიმა .- ისეთი ხმაურია , არ მესმის ისედაც ყველამ იცის რომ ხათრით ჩამოდის. _ღიმილს სევდა გამოაყოლა და საკუთარ ფეხებს დააშტერდა. -ვერაფერს ვიგებ , ლუკუნა არ გეწყინოს . - ერთ დროს გაიგებ ყველაფერს ,მოგიყვები აუცილებლად . -კარგი როგორც გინდა , მაგრამ ვერ ვიგებ ყველა ელოდება და ყველამ იცის რომ არაფერი იქნება კარგად ცოტა უცნაურია რა.არა უცნაური კი არა სიგიჟეა. _ჩვეულებრივი მხიარული ხმით შემოსძახა . -გზაში ვნახე ._ ცოტა სხვანაირია ვიდრე ფოტოებზე. - მოთმინებ აშკარად ბევრი აქვს შენს ძმას იმდენი სისულელე წამოვროშე. -5 წელია არ გვინახავს იცი ? ასე მგონია იმ ბოთლს ვალღვობთ რომელიც 5 წლის წინ გავყინეთ . -ხო და ნუ დარდობ გამლღვალი ნაკლებად ცივი იქნება. დაილაპარაკებთ , ძველ დროს გაიხსენებთ ერთი სისხლი ხართ ._ ხელები გაუხახუნა ერთმანეთს -მასთან არ ლაპარაკობ, ნუცა. შენ ამბობ შენსას ის გისმენს შემდეგ კი გეტყვის რა მოხდება , როდის როგორ და წერტილს დასვამს. ის არ საუბრობს ადამიანებთან , გისმენს და წყვიტავს. -ნუ მაშინებ. _ტუჩები დაბრიცა ნუცამ . -არ გაშინებ , მინდა მზად იყო რომ შეიძლება ის რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია მისთვის არაფერი ღირს . -ხომ დამეხმარები ? - რითიც შემიძლია . _დამფრთხალმა ლიკუნამ ფანჯარას შიშით გახედა . სახლის ეზო წამში გაივსო , ისეთი ხმაური შემოვიდა ბაბუამისის როხროხმა დააყრუვა მთელი ეზო - მოვიდა. _ნუცას ხელი აუკანკალდა და ტუჩი ტუჩს მაგრად დააჭირა. -ხო უნდა წავიდე , სამზარეულოში ._ სწრაფად წამოხტა საწოლიდან . -არ დამტოვო რა ამოიკნავლა გოგომ . - აქ რომ მოვიდეს ? რა უნდა ვუთხრა ? ისედაც თვალს ვერ ვუსწორებდი ბოლოს , ახლა.. ახლააა ამაში მნახავს , ეტლს დახედა და აჩქარებულ გულზე ხელი დაიდო. -ლიკუნა სისულელეს ნუ ამბობ, ეტლში ჯდომა დანაშაული არაა. სიბრაზემ წამოუარა ნუცას , განა რა უნდა იყოს ადამიანი რომლისაც ეტლით სარგევლობა დანაშაული ჰგონია და საკუთარ დას ასე სცხვენია. -დანაშაულია ნუცა . ჩემი დანაშაული ._ ამოიკნავლა ლიკუნამ. დიდხანს ათვალიერა უხმოდ ირაკლიმ მისაღები , ოჯახის წევრები რომელიც ასე სიხარულით შეჰყურებდნენ , უნდოდა ეგრძნო , ეჩვენებინა ოდნავი ღიმილით მაინც რომ ისიც კმაყოფილია , მაგრამ მისთვის საკუთარი თავისთვის ჯობნა და გადაბიჯება შეუძლებელი იყო , ამიტომ წარბი არ შეუხრია. თვალებით ეძებდა დას , რომელიც ასე უსამართლოდ შეეწირა მათი მშობლების უთავბოლობას , მის უპასუხისმგებლობას , თითქოს ყველას უნდა ეზრუნა მასზე მაგრამ ყველამ საკუთარ თავზე იზრუნა. მანაც კი დატოვა, მშიშარასავით გაიქცა , დამალვა ამჯობინა იმის აღიარებას რომ ერთადერთი საზრუნავი ჰყავდა და ვერ გაუფრთხილდა. დაღლილმა მოავლო თვალი კიდევ ერთხელ მისაღებს , ისედაც იცის რომ აქ არ იქნება. ოთახიდან არ გამოდის , ბოლოს რომ ნახა ლაპარაკიც კი არ შეეძლო , მაგრამ იქნებ რაიმე შეიცვალა , იქნებ წარსულის სისასტიკესთან შეხვედრა კიდევ ერთხელ არ მოუწიოს ? მძიმედ დახუჭა თვალები , მიეჩვია , არასდროს უკეთებს ცხოვრება მას საჩუქრებს. უინტერესოდ გახედა უზარმაზარ მოოქროვილ კიბეს რომელიც ჯანდიერების მამულის მთავარ სიამაყედ ითვლებოდა და თითქმის 3 საუკუნე შეუცვლელი სახით იდგა . ამ ისტორიულ კიბეს თუ გაივლის იცის იმ ერთადერთს შეხვდება ვისგამოც ასე შორს გაიქცა და მხოლოდ მის გამო დაბრუნდა . -ლიკუნას ვნახავ. _ოდნავ გაუღიმა ბაბუას რომელიც მთასავით იჯდა სავარძელში განიერი მხრებით ფარავდა საზურგეს და ისეთი გაბრწყინებული შეჰყურებდა ასევე ბრგე შვილიშვილს იფიქრებდით რაიმე ხელოვნების ნიმუშს უყურებსო. უფრო გამხდარი ახსოვდა უკვე მთლიანად შევერცხლილ ჯანდიერს შვილიშვილი რომელიც მისი სიამაყე და ტკივილი იყი . ზუსტად ისეთი კაცი დადგა როგორიც უნდოდა . როცა ფიზიკურ მსგავსებაზე უსვამდნენ ხაზს , პატარა ბავშვივით უხაროდა . სიამაყით იყო სავსე ირაკლის სილუეტის დანახვისას როგორ მიაბიჯებდა კიბეზე , კარგად გამოკვეთილი მხრებით . დინჯი აუჩქარებელი ნაბიჯებით . კიდევ ერთხელ ნახა , ახლა შეუძლია მოკვდეს კიდეც . ჩვეული სიდინჯით გაიარა ჰოლი ირაკლიმ . ლიკუნას ოთახი სულ ბოლოშია , იცის ბავშვობიდან ეს ოთახი მოსწინდა ეზოს რომ გადაყურებდა , ფანჯარასთან იმალებოდა იქიდან აკვირდებოდა ეზოში შემომავალ და გამსვლელ ხალხს . მისი მოუსმენელი და დაუნახავი რომ არაფერი დარჩენილიყო . ახსოვს როგორ ახარა ლიკუნამ ყველას ვახშამზე როცა ირაკლიმ სახლის ეზოში ჩუმად აკოცა შეყვარებულს. 5წლით დიდი იყო ირაკლი მასზე , ლიკუნასთვის ის მამა იყო რომელიც არასდროს ჰყოლიათ , მამა რომელმაც ობლობისთვის გაიმეტა და სიკვდილი არჩია. ყოველი ამ ჰოლის გავლისას იღვიძებდა მოგონებები , ცოტა ტკბილი , ცოტაც მწარე , უფრომეტად სასიამოვნოდ შემაწუხებული. კედლებიდან უყურებდა მთელი ისტორია , საგვარეულო ისტორია, სისხლით და ოფლით აქამდე მოტანილი ტრადიციები, ქონება, გვარი. გვარი რომლის ტარებაც ასეთი პატივი იყო მაგრამ ის მაინც მამის გვარს ატარებდა .ჯანდიერებისთვის ის ერთადერთი ვაჟი არ იყო , მაგრამ ბაბუამისისთვის ერთადერთ საიმედო მემკვიდრედ ითვლებოდა, თავის ძმისგან და დეიდაშვილისგან განსხვავებით ის ყველაზე მეტად გავდა ხასიათით უფროს ჯანდიერს . ბექა გატუტუცებული ბავშვი იყო , რომელმაც დიპლომიც კი ვერ აიღო , მისი დეიდაშვილი სანდრო თითქოს ყველაფერს იდიალურად აკეთებდა , ყველას მარჯვენა ხელი იყო , მაგრამ ყველაზე კარგად მითითებების შესრულება გამოსდიოდა . ლიდერის თვისებები ნაკლებად ჰქონდა და ყველაზე მეტად ეს აწუხებდა ჯანდიერს . აი ირაკლი გამორჩეული იყო , საკუთარ თავს ხედავდა მასში იმ განსხვავებით რომ მას საკუთარი წარმომავლობა სძულდა. თუმცა არასდროს შეურცხვენია . - იცი რა თუ ასე აპირებ ნერვიულობას ჯობია საერთოდ არ ნახო ._ კართან მიახლოვებულს ნაცნობი ხმა შემოესმა .დაუფიქრებლად შეაღო კარი. ზღურბლთან გაჩერდა და პირველი რაც დაინახა ნუცა იყო რომელმაც უმისამართოდ გაიხედა უკან , მერე მოტრიალდა ხელი ჰაერში ასწია და ურცხვად გაუღიმა .- გამარჯობა . _ხმის კანკალით ლიკუნას გადახედა და კარისკენ დაიძრა- დაგტოვებთ მე , დროებით ._თავდახრილმა აუარა გვერდი ირაკლის და ცოტა შორს რომ დაიგულა თავი ამოისუნთქა. დანახვაც კი ეშინია და აპირებს დაელაპარაკოს თანაც სერიოზულად და თანაც საქმეზე . -დილამშვიდობისა . -გამარჯობა ვარსკვლავო . _გაუღიმა უფროსმა ჯანდიერმა და თვალი ჩაუკრა . ნუცას ოდანვ სიმორცხვემ გადაჰკრა და ლილის შეხედა . -აბა ხარ ციმციმის ხასიათზე ? ლილიმაც ღიმილით გააგრძელა და ახლა უკვე კარგად გააწითლდა. -წავალ , საქმეს მივხედავ. _კიდევ ერთხელ ჩვეული სილაღით გაუღიმა . -ამ გოგოს რამის დავეჯახეთ . _გადაჭრით თქვა გიორგიმ და ბუხართან ახლოს ჩაიმუხლა. საწოლის კიდესთან ჩამოჯდა , თავს ვეღარ იმაგრებდა ფეხზე მდგომი. გულმა ისე მოუჭირა სადაც იყო უჰაერობისგან გაიგუდებოდ . სისხლი მოაწვა თვალებში , ზიზღის გრძნობას ვერაფერი მოუხერხა , ვერ იგებდა რა უფრო სძულდა ამ წამს უსამართლო ცხოვრება თუ საკუთარი თავი , რომ ვერაფერი გააკეთა საკუთარი დის გადასარჩენად .ერთი ღრმად ჩაისუნთქა და სცადა არ შეემჩნია . უხერხულად შეკრა ხელები წინ და დას რომელმაც არ იცოდა სად წაეღ თვალები გაუღიმა . -როგორ ხარ ლიკუნა ? - კარგად შენ ? _ლიკუნამაც ოდნავ გაუღიმა და კარგად დააკვირდა ძმას . -ცოტა შეიცვალე . -არ მოგწონს?_ ხმა შეარბილა .- შენც შეიცვალე . -ხოოო ._ ლიკუნამ ფეხებს დახედა და ირაკლი მიხვდა , არასწორად რომ გაიგო მისმა დამ მისი სიტყვები . სწორედ ის დრო იყო რომ უნდა ეთქვა , ის რაც ასე სჭირდებოდა ლიკუნას ჯერ კიდევ 5 წლის წინ ის კი ლაჩარივით გაიქცა .-ეგ არ მიგულისხმია, ხომ იცი რომ ჩემთვის სულ ერთია , მთავარი შენ ხარ, მე კი უბრალოდ.. . -არ გინდა ._ ტუჩები დაბრიცა ლიკამ . -გთხოვ . არ აცადა სიტყვის დამთავრება . - უნდა ვთქვა , იმიტომ არ წავედი რომ რამეში გადანაშაულებ , შენი ბრალი არაა. ხანდახან ცხოვრება ასეთ სიურპრიზებს გვიმზადებს . იმიტომ წავედი რომ შენი დანახვა არ მინდოდა ამ მდგომარეობაში . იმიტომ არა რომ არ მითხარი რა გიჭირდა , იმიტომ რომ უნდა მივმხვდარიყავი. -არ გინდა , არ მინდა ამაზე ლაპარაკი დიდი ხანია იმ დღის დავიწყებას ვცდილობ . _მოკლედ მოუჭრა დამ და აკანკალებული ხელი მუხლზე დაიდო. - მიხარია რომ აქ ხარ . -ხო , როცა შენი 75 წლის ბაბუა გეტყვის რომ ქორწინდება ძნელია უარი უთხრა. - ცოტა აჭარბებ ჯვარს იწერენ. გაეცინა ლიკუნას . - სჯობს გვიან ვიდრე არასდროს არა? უფრო მოდუნდა._სხეული მოეშვა , თავისუფლად სუნთქვა დაიწყო ირაკლიმ . - ისევ ბებოზე ალბათ ხო ? ჩაეცინა ირაკლის . სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა , ისე საუბრობდა დასთან თითქოს არც არასდროს წასულა. გულზე იმხელა რაღაც მოეშვა, ლიკუნამ კარი არ მიუკეტა ცხვირ წინ , ვერც კი იჯერებდა . -ბებოს არ უთხრა ეგ . სულ ნერვიულობს ამ ბოლო დროს . - ჰოო ნორმალურია , ყოველდღე ხომ არ არის პატარძალი . -გეყოფა ირაკლი . _ლიკუნასაც გაეღიმა . წინ ჩამოყრილი თმა გადაიწია უკან . - გიხდება წითელი თმა . ალქაჯს გავხარ ._ მომხიბვლელად გაიღიმა და თვალი ჩაუკრა დას . - ხო ნუცას იდია იყო ._ გაეცინა ლიკუნას . ცოტა ადრე რომ ჩამოსულიყავი ვარდისფერი მქონდა . გაიცინა ლიკუნამ . - ჰმმ , საინტერესო იდეებს გაწვდის ნუ”ც”ა ._ უცნაურად გამოთქვა სახელი . -ნუცა კარგი გოგოა ._ შენიშვნასავით გამოუვიდა. - საწინაღმდეგო არ მითქვამს . - ალბათ დაგელაპარაკება . საძირკველის მომზადება სცადა ლიკუნამ. - რათქმაუნდა დამელაპარაკება . _ჩაეცინა ირაკლის . ამ ქალაქში ყველა ელაპარაკება როგორცვე საშუალება აქვს. -ნუცას საქმე აქვს . ცხვირი აიბზუა ლიკუნამ მიუხვდა ძმას დამოკიდებულებას . ეტლი ოდნავ ძმისკენ მიიწია კარგად რომ გაესწორებინა თვალები .-მინდა რომ მოუსმინო , ირაკლი ._ ხმა დაისერიოზულა ლიკამ . -ეს მაინც უნდა გამიკეთო . აქამდე არაფერი მითხოვია ._ მტკივნეულ წერტილს შეეხო და ირაკლი მიხვდა საითკენაც მიჰყავდა დას საუბარი და გაეღიმა . დის გულუბრყვილობაზე , ნუთუ ჰგონია რომ საჭირია შეახსენოს წარსული მისთვის რომ რამე გააკეთოს? აქამდე როგორ მიიყვანა ურთიერთობა რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ? -ხომ იცი რომ თხოვნა არ გჭირდება. დის წინ ერთ მოძრაობაში გაჩნდა და მის წინ ჩაიმუხლა. - უნდა იცოდე , რომ … ხელი მხრებზე დაადო დას . - არა არ ვიცი . კარგად იცოდა რომ არ უნდა დაეჟინებინა მასთან ლაპარაკი .არც უნდოდა ისე შეეკუმშა გული ერთ სიტყვასაც ვეღარ გამოთქვამდა . ძლივს აითრია სხეული თოთქოს ყველა ემოციისგან ამ 5 წუთში დაცალეს . ნელი ნაბიჯებით გავიდა და გამბედობაოც ვერ მოიკრიბა რომ დის ზურგისთვის შეეხედა . უაზროდ ჩაუყვა სახლის კიბეს ისეთი დაღლილი იყო იქვე კიბეზე ჩამოჯდებოდა სიამოვნებით მარტო რომ ყოფილიყო და ყველას თვალი არ მისჩრებეოდეს. ზუსტად იცის რა მოხდება უახლოესი დღეების განმავლობაში , მოუწევს იდიალურად ითამაშოს როლი ოჯახის წევრის რომელიც ძალიან კმაყოფილია სხვების ბედნიერებით . კოლექტიური ბედნიერება . საზოგადოებას ხომ ასე ძალიან მოწონს თამაში თითქოოს ყველა ბედნიერია იმ ერთის ბედნიერებით და ის ერთი ყველა სხვას ბედნიერებით, არაადა არავინ ფიქრობს იმაზე , რომ ადამიანს არასდროს დაუვიწყებია თავისი წარმოშობა. მისი აზრით ერთადერთი ინსტიქტი რომელიც ადამიანს აქვს რეპტილისაა. რაც არ უნდა ბევრი ეცადოს ადამიანმა შექმნას უამრავი ილუზია საკუთარ აშენებულ სამყაროსი ვერასდროს დაივიწყებს იმას რაც ასე უნდა , ვერასდროს ოტყვის საკუთარ “მე”-ზე უარს , ადრე თუ გვიან მაინც წასძლევს სული , სული რომელსაც ასე უფრთხილდებიან და შემდეგ სწორედ ის სული იყიდება მათივე მანკიერებებზე . რა ეშველებოდა სამყაროს ვიღაცას რომ არ გამოეგონა , ყველა ის წესი , კანონი , რელიგია . რა ეშველებოდა? ადამიანები თავისუფლად დაიწყებდნენ იმ შეფარული სურვილების გაჟღერებას რომელსაც ასე ღრმად მალავენ ადამინების მიერვე შექმნილი ბარიერების გამო . ვერასდროს იტანს საზოგადოების ფარსს , რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო მეტად სძულს საზოგადოების მასკარადი , სიყალბე . მოუწევს , მოუწევს იყოს ამ საზოგადოების ნაწილი, მითუმეტეს რომ საკმაოდ გამორჩეულ ნაწილად მიიჩნევა ამ საზოგადოებაში და უფლება არ აქვს უგულვეყოფობის , უნდა თუ არა სხვა სისტემა ჯერ არ შექმნილა ადამიანების ჯგუფის ფუნქციონირებისა და უნდა თუ არა , ავტომატურად ხდება ყოველი ადამიანი ამ საზოგადოების ნაწილი . თანაც ჯერ კიდევ 17 წლისამ დაიწყო იმაზე ფიქრი რომ იმ საფეხურზე მოხვედრილიყო სადაც ახლაა. ყველაფერი გააკეთა, რომ ჰქონდა ის რაც აქვს , ყოფილიყო ის ვინც ახლაა და ახლა დროა თვალი გაუსწოროს იმას რაც შექმნა . ერთი სიტყვა არ გაუგია რა მოხდა , ინსტიქტურად ჩამოართვა ხელი დედას , რომელიც ისევ თითების მტვრევით დაბრუნდა თავის ადგილას და შვილს ცრემლმორეული თვალები აარიდა. მის წინ იჯდა დედა და და რომლებიც არცერთ ემოციას აღარ იწვევდა მასში , ნახევარ და-ძმას ყალბად გაუღიმა , სასიამოვნოდ მიესალმა მამინაცვალსაც რომელმაც არაფერი გაუკეთა ცუდი , მაგრამ რატომღაც ვერასდროს აღიქვამდა მის ცხოვრებაში ავტორიტეტად . ისეთი საღამო იყო რომელიც სძულს , დაძაბული , მაგრამ ყალბი ან იქნებ ნამდვილიც. ვინ იცის იქნებ ნამდვილად ბედნიერებიც იყვნენ მისი დანახვით რას გაიგებს . ფიქრებიდან მომღიმარმა სახემ გამოარკვია. მის წინ ოდანვ გადახრილი გოგო ყურებამდე უღიმოდა და ხელში ლანგარი ორი ხელით მაგრად ეჭირა . შიგა და შიგ სიმძიმისგან უკანკალებდა და ერთი სული ჰქონდა დაცლილიყო . -ალუბალი თუ ლიმონი ? კიდევ ერთხელ გაიმეორა ნუცამ და ლანგარზე დალაგებულ ჭიქებს სიამაყით დახედა. -უკაცრავად . სწრაფად გამოერკვა ირაკლი და ოდნავ შეირხა . -ლიქიორია , ალუბალი და ლიმონი . თვალით ანიშნა ლანგრისკენ . -ლიმონი ნუცას გამოგონებაა. სიამაყით წამოიყვირა ბექამ და ძმას თვალი ჩაუკრა , ისე თითქოს უსიტყვოდ ესმოდეთ ერთმანეთის . ყურადღება არ მიუქცევია ირაკლის , ნუცას გაუსწორა თვალი რომელსაც აშკარად ეხატა სახეზე ლანგრის ჭერისგან გამოწვეული დისკომფორტი. -ლიმნის ლიქიორი ძალიან ბევრი საუკუნეა არსებობს იტალიაში და ახალი არაა. ლიმონი შაქარი და კარგი ხორბლის არაყია საჭირო. დამცინავად დააშორა ტუჩები ერთმანეთს, პატარა ჭიქას დემონსტრაციულად მოკიდა ხელი. -ვფიქრობ ცოტა მეტად უნდა ერკვეოდე სასმელებში , ბოლოს და ბოლოს სასმლის იმპერიის ერთერთი მემკვიდრე ხარ. _დარწმუნებით თქვა და ძმას რომელსაც სახეზე შეაშრა ღიმილი ორი სიტყვით მოჭრა თავი ოჯახის წინ . სწორედ ამიტომ ვერ უგებდა ვერავინ ოჯახში. წამში შეეძლო ყველაფრის გაფუჭება და თანაც ისე რომ აშკარას ხდიდა თავს ყველაზე ჭკვიანად და მათზე მაღლა მდგომად თვლიდა. ირაკლის რეპლიკა არ შეუმჩნევია ნუცას , მაგრამ სახეზე ისეე შეახურა ბექას მიხრჩობა მოუნდა. ბავშვობიდან სულ ესე იყო , სულ ენა უსწრებდა ბექას . რამდენჯერ დატუქსეს სკოლაში ‘ გრძელი ენის გამო ვეღარ ითვლიდა. ირაკლიმ გაბედულად მოსვა სასმელი, იცის ბაბუის სახლში ლიქიორი და კონიაკი წმინდა სითხედ რომ ითვლება , ამ სითხის გამო იქცა ისტორიად მისი ოჯახი ამიტომ იცის უხარისხო სასმელს ვერც იპოვის ამ სახლში რომ უნდოდეს , მაგრამ სასიამოვნოდ რომ მოელამუნა ენას ოდნავ შეპარული ვანილის გემო არ მოელოდებოდა. ახლა მიხვდა რატომ მიაწერეს ნუცას ეს გემო , ოდნავ გაეღიმა და გამოჭოლი მზერა ესროლა გოგოს რომელმაც ბოლო ჭიქა ბექას მიაწოდა და თან დაინახა, როგორ მიჰკრა ფეხის წვერი ბექას . უნდოდა ეთქვა რომ ვანილი ახალი რაღაც იყო , მაგრამ მის წინ ორი ახქლგაზრდა სილაღით სავსე ადამიანი იყო, რომლებსაც აშკარა პაექრობა ჰქონდათ თვალებით გამართული და გაეღიმა . მის ძმას ის პერიოდი ჰქონდა როცა სისხლი უდუღდა უკვე დიდი იყო , მაგრამ ჯერ კიდევ იმ ასაკში როცა შიშველი ხელებით შეეძლო შეჭიდებოდა მთებს . ნუცაც ასეთივე უნდა იყოს. რაც ნახა სულ იცინის . მხიარულია , სიცოცხლით სავსე , ცოტა უშიშარი და თან როგორ ლამაზია . ახლახანს დააკვირდა სხეულის ფორმებს , გამოყვანილ თეძოებს ხარბად შეავლო თვალი. იქამდე უყურა მონარნარე სხეულს სანამ თვალს არ მოეფარა, რამოდენიმე წამის შემდეგ მოაშორა ცარიელ გასასვლელს მზერა და ბაბუის მომღიმარ სახეს წააწყდა, დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაადაგორა ნერწყვი გამშრალ ყელში და ხელში შერჩენილი ლიქიორი ბოლომდე ჩაცალა . უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა მისაღებში და არავის უფიქრია მისი დარღვევა . უფროსწორად ყველა ცდილობდა მოეფიქრებინა რაიმე თემა რომ დაერღვიათ, მაგრამ ადვილი არ იყო. სწორედ ამიტომ ირაკლის მამინაცვალმა გადაწყვიტა რომ ოჯახისთვის მაგალითი მიეცა , ეჩვენებინა რომ დრო იყო ყველა გაუგებრობა ჩამოეტოვათ და რატომღაც გადაწყვიტა რომ საქმეზე ლაპარაკი მათ მძიმე სიჩუმეს გაფანტავდა. -ირაკლი მართალია რომ ყველა აქციის გაყიდვას აპორებ მეტალურგიული ქარხნის. _იმდენი ჭორი გავრცელდა.. თითქმის ყველა პანიკაშია. -აი რატომ არ უნდა მისცე ჭორს უფლება ანდრო რომ შენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს . _ორაზროვნად გაუღიმა მამინაცვალს. -ჩემთვის სულ ერთია._ მხრები აიჩეჩა ანდრომ და ჭაღარა შეპარულ თმაზე ხელი გადაისვა . -ანუ შენმა კომპანიამ არ იყიდა აქციების 3 პროცენტი? მმმ შეიძლება მე მეშლება და სხვა ანდრო გაბრიჩიძე იყო. -კარგი გვეყოფა საქმეზე ლაპარაკი._ ხელი აიქნია ლილიმ და შვილიშვილს გაუღიმა. რამდენი ხანი დარჩები შვილო? მოვამზადებინე ოთახი . ყველაფერი ისეა როგორც შენ გიყვარს . -ეეე მე რატო არავინ მიკეთებს ყველაფერს ისე როგორც მე მინდა ._ დაიჯღანა ბექა. -გაგიკეთებ ბებო , არ ინერვიულო უკვე ვუთხარი კარგი ჯოხი დამიმზადონ , ეგ არი შენ რაც გინდა. _თბილი ხმით დაუყვა შვილიშვილს რასაც ყველას სიცილი მოჰყვა. -აი ლილუ რო გეუბნებოდი ბაბუ ვაფშე გავაგიჟოთ მოტოთი მოგახევინებ ეკლესიიდანთქო დაივიწყე ეგ ამბები რა ._ ვითომ გაბრაზდა ბექა. მის კომენტარს თითქმის ყველას სიცილი მოჰყვა -როგორც იქნა ._ ხელები აღმართა უფროსმა ჯანდიერმა კარში შემოსული მეორე შვილის დანახვაზე. ფუმფულა თეთრი ქალი ნელ ნელა მოდიოდა და თან მოსთქვამდა. ჩემი ბრალი არაა . ამან დააგვიანა შვილს მხარზე მიჰკრა ხელი რომელსაც არც შეუმჩნევია დედის რეპლიკა . ჯერ დაელოდა დეიდას კარგად ჩაეკრა გულში ირაკლი და შემდეგ თვითონ გადაეხვია ისე თითქოს დიდი ხანი არ ყავდა ნანახი. არადა თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა დეიდაშვილთან. მისთვის ის ოჯახის წევრი იყო , რომელსაც დაუფიქრებლქდ ანდობდა საკუთარ თავს, ოჯახის ამ ერთ წევრში მაინც გაუმართლა , სანდრომ ძაღლივით ერთგულება იცოდა და მეტი არც ჭირდებოდა ირაკლის. – რადგან ყველა ვართ სუფრას მივუსხდეთ. ბაბუამ მხარზე დაჰკრა შვილიშვილებს ხელი და სასადილო ოთახისკენ ანიშნა წასულიყვნენ.სულ არ შია , მითუმეტეს მათთან ერთად არ უნდა მთელი ვახშმის გატარება . პირველი რასაც გააკეთებს ხვალიდან ყველას ისეთ სტრესში ამუშავებს რომ ერთ კვირაში დაუმთავრონ სახლი. მაგიდასთან ყველას თავის ადგილი ჰქონდა. ვერ გაიგებდით რა პრინციპით ანაწილებდა ადგილებს ოჯახის უფროსი მაგრამ მაგიდის ბოლოში ჯდომა თითქმის იგივეს რომ ნიშნავდა რასაც თავში ყველამ იცოდა , სწორედ ამიტომ ვერავინ ბედავდა იმ ადგილს გაკარებოდა . არც არავის ჰქონდა სურვილი უფროსი ჯანდიერის ყბაში მოხვედრილიყო. ჩვეული სიმშვიდით ელოდებოდა სხვების დაჯდომას , რადგან ისედაც იცოდა მისი ადგილი ზუსტად ბაბუის წინ მაგიდის ბოლოში იყო . მისთვის არასდროს ნიშნავდა ამ ადგილის დაკავება რაიმეს , მაგრამ ყოველთვის საჭირო იყო პატარა შეხსენება ყველასთვის , რომ განსაკუთრებულია. სანამ საკუთარი სახელებს ეძებდნენ მაგიდასთან ჩოჩქოლი საყვარელმა კისკისმა დააწყნარა . -კარგი რა ნუცა . არ მინდა ხო გითხარი ? დუდღუნი ისმოდა თუმცა არავინ ჩანდა . -ბევრს ნუ წუწუნებ , თქვა ყველაო , ესეგი შენც . იცოდე მაგ მუხრუჭს თუ არ გაუშვებ ხელს გაგიტეხავ და ნახავ მერე იქ წაგიყვან სადაც მინდა . გაუშვი ხელი . -არა , არააა , რა შეშლილი ხარ ._ კისკისებდა ლიკა და თან გამეტებით აწვებოდა ყველა ღილაკს . შუა დერეფანში გაჭედილი იდგა, გამწარებული ნუცა აწვებოდა უკნიდან და მისი ოხვრა და ბუზღუნი ყველას ესმოდა . ისე ჰქონდა გადაწყევტილი ლიკუნას ოთახიდან გამოყვანა და ვახშამზე მიყვანა ვერავინ გადაფიქრებინებდა აწვებოდა თან გაოფლილი სახეზე ჩამოფხატებულ თმას უბერავდა . -ერთი ორიი სამიიი მიდი რა ლიკუნა , ხომ შემპირდი ? წავიდა ერთი ორიიიი . _მთელი ძალით მიაწვა და არ მოელოდებოდა რომ იმ დროს აუშვებდა ლიკა ხელს მართვის ღილაკს . ისე გაგორდნენ ორივე ლიკუნა პირდაპირ მაგიდასთან შეგორდა ნუცამ თავი ვერ შეიმაგრა სცადა ეტლს გაყოლოდა მაგრამ პირდაპირ სანდროს ფეხებთან გაგორდა , თმას კიდევ ერთხელ შეუბერა და ჯერ ლიკუნას შეხედა რომელსაც ცრემლები სდიოდა სიცილისგან , მერე სანდროს და ირაკლის. -ჰაი , სანდრო . _ხელი ჰაერში აწია . -ნუცა , როდესმე დაწყნარდები ?_ სანდრომ თავი გაადაქნია და მკლავებში წვდა რომ წამოეყენებინა . _სწრაფად წამოწია და საყვარლად გაუღიმა . -გამარჯობა ლალი დეიდა სანდროს დედას ხელი დაუქნია და ლიკუნას გადახედა.შემდეგ დიანას რომელიც ლიკუნას დანახვისას გაბრწყინდა. გეფიცები სამაგიეროს გადაგიხდი . დაიჩურჩულა . -უკვე გადამიხადე აქ მომიყვანე ._ დაეჯღანა ნუცაც და თვალებ გაფართოვებულ დედას შეხედა რომელიც გაოცებას და შვილის დანახვით გამოწვეულ ღიმილს ვერ ფარავდა . ლიკას ხილვა მართლაც რომ იშვიათი სიამოვნება იყო ოჯახისთვის და თანაც მისი ოთახის გარეთ. ისე შეჰყურებდნენ თითქოს სასწაული დაენახოთ. -წესიერად მოიქეცი._ზურგს უკან ამოუდგა ნუცა მაგიდასთან უფრო ახლოს მიაგორა , ხელსახოცი ფეხებზე დაუფინა ოჯახს სრული შემადგენლობით თვალი მოავლო და სწრაფად გაუჩინარდა. -მიყვარს . _ამოიკნავლა სანდრომ და ლიკუნას მოუჯდა გვერდით .-უთხარი რომ მიყვარს ? ._ ირაკლი უინტერესოდ ჩამოჯდა და ტელეფონისთვის თვალი არ მოუშორებია. -მეც მიყვარს . _მოპირდაპირე მხრიდან გამოსძახა ბექამ და ბაბუას გაუღიმა რომელმაც თავი გაადაქნია . -შენ მთელი 12 წელი გქონდა , რომ რამე გექნა . _ხელსახოცი ესროლა სანდრომ ბექას . - და ბოლოს კახას დარჩება . _დამცინავად ჩაილაპარაკა ნანუკამ . რომელიც მთელი საღამო ჩუმად იყო პირველად თქვა რაღაც და პირველად შეხედა ირაკლიმ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ყველა დაიძაბა , ოჯახის წევრების მზერა ორად გაიყო , ყველამ იცოდა ირაკლის და კახას ისტორია ,ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ გადაეკიდნენ როცა სულ ახალგაზრდები იყვნენ . თითქოს არც არასდროს უცდიათ ურთიერთობის გამოსწორება , მიუხედავად იმისა რომ საერთო მეგობარი უამრავი ჰყავდათ მათი ყოველი შეხვედრა დაძაბული იყო . ალბათ იმიტომ რომ კახაც არა ნაკლებ გამორჩეული პიროვნება იყო . საკუთარ ნარცისიზმს ვერცერთი ვერ უხერხებდა ვერაფერს და გამუდმებით ცდილობდნენ ერთმანეთზე უკეთესები გამოჩენილიყვნენ . ერთმანეთის ჯიბრით ააშენეს და აყვავეს ქალაქი . კახა თუ სავადმყოფოს აფინანსებდა , ირაკლი სკოლას და ასე დაუსრულებლად. ხალხი კი ხშირად ხუმრობდა რომ მართლაც სასიამოვნო იყო სხვისი მტრობის ყურება. დიდად არ აინტერესებდა კახის პირადი ცხვოვრება ირაკლის, მითუმეტეს რომ არც თავად უჩიოდა მრავალფეროვნებას , მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარად იყო . ერთია კახი და მისი ქალები , მაგრამ სულ სხვა როცა ეს ქალი ღრმადაა შემოსული მის ოჯახში და ოჯახის ნახევარი სიყვარულს ეფიცება . -სისულელეს ნუ ბოდვ ერთი ოჰ . ლალიმ ნანუკას მხარი მიკრა და დას შეხედა რომელიც შვილს ასევე ინტერესით შეჰყურებდა. - სისულელე არაა დედა. თავი დააქნია სანდრომ . -კახისაც ისევე მოწონს , როგორც ჩვენი ქალაქის ბიჭების 80 პროცენტს. მერე რა მოხდა. - გეყოფათ , ნივთი კი არაა . ნუცას არავინ მოწონს და არც სურვილი აქვს . ასე რომ დაიწყნარეთ თქვენი მამაკაცური ეგო. ლიკუნამ თითქმის მთელი თავისი სიმკაცრე გაურია ხმაში. - როცა აქ ვართ სულ ამ გოგოზე ვსაუბრობთ . უნდა მიეჩვიო ირაკლი._ პირველად გაუსწორა დიანამ შვილს თვალი და გაუღიმა . პასუხად დუმილი მიიღო ამიტომ მთელი საღამო ხასიათ წამხდარი იჯდა. ვახშამმა მონოტონურად ჩაიარა , თუმცა ბექა თავისი თავქარიანობით მაინც ახერხებდა ცოტა გაეხალისებინა ოჯახი . თავიდან ფოქრობდა რა კარგი იქნებოდა ვინმეს რომ ჭკუა ესწავლებინა ამ ბიჭისთვის მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ ამისთვის ცოტა გვიანი იყო და რამოდენიმეჯერ გაეცინა კიდეც . თითქმის 10 საათისთვის გადაწყვიტეს წასვლა სტუმრად მოსულმა ოჯახის წევრებმა და როგორცვე სახლი დაიცალა მიხვდა რამხელა შვება იგრძნო . მხოლოდ ლიკუნა და ბებია ბაბუა შემორჩნენ მასთან ერთად . ისე როგორც ადრე ძველ დროს , საღაამოობით ჩაის რომ სვავდნენ და ცდილობდნენ როგორმე სიმარტოვე შეევსოთ. ისევ უხერხული სიჩუმე იყო . მხოლოდ ლიკუნა აკვირდებოდა მისაღების ყიველ კუთხეს . ხშირად არ გამოდიოდა ოთახიდან ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს მისი მეორე გამოსვლა იყო ისიც ნუცას წყალობით ამიტომ ყოველ ჯერზე ამ ხელით მოხატული და მოჩუქურთმებული ნაწილების დანახვისას საოცარი გრძნობა ეუფლებოდა. -ცხელი ჩაი და ძალიან გემრიელი ორცხობილებიი. _ხმაურით დადგა ლანგარი შუაში ნუცამ . უკვე პალტოში იყო გახვეული და წასვლას აპირებდა როცა ჩაი მოითხოვეს . მისი მოვალეობა მხოლოდ მომზადება ისიც ძირითადი კერძების მაგრამ ისე ვერ წავიდოდა ლიკუნა რომ არ ენახა ამიტომ თავად ითავა ჩაის მირთმევს . ისე თბილოდა სახლში და ისეთი ოფლი ასხავდა ლოყები საყვარლად ჰქონდა შეწითლებული . -მივდივარ. ღამემშვიდობისა სულ ყველას. ლიკუნას მხრებზე მოჰკიდა ხელი და მაგრად აკოცა ლოყაზე. -ფრთხილად იარე. _ლილიმ ხელი გაშალა მისკენ იმის ნიშნად რომ მასაც უნდოდა კოცნა. -ჩვენი ბრალია , გვიანობამდე დაგტოვეთ. -ნუცა მძღოლს ვეტყვი._ ბაბუამ სათვალე მოიხსნა და ნუცას გაუღიმა . -არა , როგორ გეკადრებათ. ხომ იცით რომ არ მიყვარს მანქანები მითუმეტეს ღამე და მითუმეტეს ამ ყინვაში. მადლობა . ჯერ კიდევ დიდხანა უნდა ვიცოცხლო. _მხიარულად ჩამოიფარა თეთრი ქუდი და თითქმის ხტუნვა ხტუნვით დაიძრა კარებისკენ . გარეთ გასულმა , ღრმად ჩაისუნთქა . როგორი გრძელი იყო , მთელი დღე აქეთიქით ტრიალებდა . -რა კარგია , სუფთა ჰაერი . _ღრმად ჩაისუნთქა კიდევ ერთხელ ჰაერი და ხელები ჯიბეში ჩაიყო . მხოლოდ ერთი ხელთათმანი ამოყვა ხელს და ამოიოხრა .დილანდელი ინციდენტი გაახსენდა . წესით უნდა დალაპარაკებოდა , მაგრამ პირველივე დღეს ხომ არ მივარდება ? მაგრამ დრომ რომ არ იცდის ? იქნებ ხვალ მიდის ? თან რა უცნაური კაცია? ეხლა რომ დაელაპარაკოს ? . რა უნდა უთხრას , უკაცრავად შენთან საუბარი მინდა? უკაცრავად შეგიძლიათ დრო დამითმოთ ? ბუტბუტით დაიწყო კითხვების დასმა. გამარჯობა , გარეთ ძალიან ცივა შენ კი ჩემი ხელთათმანი გაქვს, ხუთი წუთი შეგიძლიათ დამითმოთ ? გამარჯობა .. -გამარჯობა , კი შენი ხელთათმანი მაქვს . შემიძლია 5 წუთი დაგითმო . _ზურგს უკან მოესმა მამაკაცის ხმა და შეხტა . სწრაფად შემობრუნდა და სიცივისგან გაყინული ქვედა ტუჩი მოიკვნიტა სიმწრისგან დაიჯღანა . -ამმ , მე მე მე_ დაუსრულებლად იმეორებდა და სიტყვას თავს ვერ აბავდა . -მივდიოდი . პატარა ხესთან მიყუდებულ ველოსკენ გაიშვირა თითი -ჰმ , სულ ასეთი დაბნეული ხარ ?_ ჩაიღიმა ირაკლიმ. -სულ არა , მაგრამ ხშირად . _გამოტყდა ნუცა თანაც უარყოფას რა აზრი ჰქონდა დილიდან რამდენჯერაც ნახა იმდენჯერ სისულელე გააკეთა. -გულწრფელობა იშვიათი თვისებაა._ გაუღიმა ირაკლიმ. სიგარეტის კოლოფთან ერთად ნუცას ხელთათმანი ამოაყოლა. ნელი ნაბიჯებით დაიძრა და გაუწოდა. -ახლა მე ჩემს მენთოლის სიგარეტს მოვწევ რომლისთვისაც 5-7 წუთი მჭირდება._ იქვე მთავარი შესასვლელის წინ მარმარილოთი მოპირკეთებულ კიბეზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა , კარში მდგარ დაცვას გახედა რომლებიც აშკარად დაძაბულები იდგნენ და თვალს არ შორებდნენ. -ბიჭებო , დაისვენეთ . სამზარეულოში ცხელი რამით გაგიმასპინძლდებიან. _იშვიადათ გასცემდა ბრძანებას თავად , ასევე იშვიათი იყო მისი კომუნიკაცია არასდროს იცოდნნე რა ეპასუხათ , გაპროტესტებას არ ექვემდებარებოდა სწრაფად შეუსრულეს სურვილი და გაეცალნენ იქაურიბას.-ნუცა 1 წუთი გავიდა უკვე . _ამჯერად გაუნძრევლად მდგარ გოგონასკენ მიმართა .- 6 დაგრჩა შეიძლება უფრო ნაკლებიც სიგარეტს გადახედა ნიშნის მოგებით .- დაიწყე ._ წელში გაიმართა და მთელი ყურადღება ისევ მისკენ მიმართა . -ჰამმ , მე მინდოდა რომ დაგლაპარაკებოდით ბავშვთვა სახლზე , რომელიც დახლოვებით 120 წელია არსებობს . -და მე რა შუაში ვარ ამ 120 წლის თავშესაფართან . -თავში ხართ , _გაუბედავად დაიწყო თუმცა თანდათან დაალაგა ყველა აზრი ნუცამ . -თქვენი ბრძანებით ამ შენობას დაანგრევენ . ბავშვები წაიყვანეს და ახალ რაღაცას ააშენებენ სავარაუდოდ -მოიცა , შენ გგონია რომ თავად ვარჩევ ყველა შენობას ? -არ ვიცი , მაგრამ ფაქტია შენობა და მიმდებარე ტერიტორია ახლა თქვენია და15 ბავშვი მოაშორეს შენობას რომელიც მათი სახლი იყო . _სწრაფად ამოაძვრინა ტელეფონი და რაღაცის ძებნა დაიწყო შემდეგ სწრაფად მიირბინა მამაკაცთან და ეკრანი მიუტრიალა . -აი ეს შენობაა . -არ მიკვირს რომ ანგრევენ . მზერა სწრაფად მოაშორა . -აქ ცხოვრობეა შეუძლებელია მითუმეტეს ბავშვების და გასაკვირიც არაა თუ წაიყვანეს . შესაბამისად შენობა გაიყიდა და ალბათ ჩვენ ვიყიდეთ. -ვერაფერი გაიგე არა ? _უცბად წამოენთო ნუცა მამაკაცის უდარდელი საუბრის გამო . -უკაცრავად ?_ გაკვირვება ვერ დამალა . -15 ბავშვი წაიყვანეს , მშობლიური ქალაქიდან , სკოლიდან უცხო ქალაქში უცხო ადამიანებთან და გასაკვირი არაფერია ? -ნამდვილად არაფერი , კიდევ ერთი ძველი შენობა შეიძენს ახალ სიცოცხლეს , 15 ბავშვი უკეთეს პირობებში გადაიყვანეს და თუ იმას დარდობ რომ ამ ქალაქიდან წაიყვანეს ვინ იცის იქნებ უკეთეს ქალაქშიც ისღა დაგრჩენია იქ წახვიდე. _სიგარეტის ნამწვავი იქვე გადაგდო და ფეხზე წამოდგა . -კი მაგრამ , ისინი აქ გაიზარდნენ . აქ იყო მათი ცხოვრება ახლა მარტო სახლი კი არ წართვეს სხვაგან წაიყვანეს და ერთმანეთს მოაშორეს. -იყო . _თითქმის კბილებში გამოცრა ირაკლიმ და ზუსტად მის წინ ჩამოდგა . -ვერაფრით დაგეხმარები , ზოგჯერ ცვლილებები კარგიცაა. -ხომ შეგიძლია დააბრუნოთ? რას ცვლის ის პატარა შენობა თქვენთვის? -მართლა გინდა რომ იმ ობიან კედლებში დააბრუნო ბავშვები ? კარგად დაფიქრდი . _გაბედულად აქცია ზურგი და სახლისკენ დაიძრა . -ტყუილად გელოდეთ. _ნუცამ მხრები ჩამოყარა - სულ ტყუილად . სიმართლეა რასაც თქვენზე ამბობენ ._ ბოლო სიტყვები გაბედულად მიაძახა და ველოსიპედს ხელი მოკიდა. -რატომ? რატომ მელოდებოდი? რატომ გგონიათ მ ქლაქის ყველა მაცხოვრებელს რომ აუცილებლად უნდა შევძლო და გავაკეთო ყველაფერი ადამიანებისთვის რომელსაც ერთდერთი რისი მოცემაც შეუძლიათ სიყალბეა._ ისევ ნუცასკენ დაიძრა . რამოდენიმე წამში დაფარა მანძილი და პორდაპირ წინ დაუდგა ისევ, მაგრამ ამჯერად თვალი კარგად გაუსწორა. - ისინი ბავშვები არიან , რა უნდა ქნან , რა უნდა მოგცენ?_ ცივ სუნთქვას ამოაყოლა ნუცამ სიტყვები . - ვერ დაგეხმარები ნუცა . უბრალოდ შენი სურვილი რომ 15 ბავშვი აქ გყავდეს ამ ქალაქში იმ ფაქტს არ ცვლის რომ სხვაგან უკეთესად არიან. -ხომ შეგიძლია დააბრუნო ? ვიცი რომ ყველაფერი შეგიძლია . _დაუფიქრებლად გადავიდა შენობით მიმართვაზე . -მერმაც კი თქვამ , რომ შეგიძლია . ვიცი რომ შეგიძლია ერთი სიტყვით მისცე ყველაფერი რაც მათ ჭირდებათ. -და რატომ მათ და არა სხვა უპატრონო ბავშვებს? რატომ მე და არა პასუხიამგებელმა ინსტანციებმა ? რატომ მე და არა მერიამ ? -იმიტომ რომ შეგიძლია . _აშკარა იყო რომ მისი უკანასკნელი იმედი უკან მოუხედავად მიფრინავდა და თან მიჰქონდა ნუცას თვალებზე მომდგარი ცრემლიც .-იმიტომ რომ რატომღაც ყველა ამ სამსახურზე მეტად შენი სიტყვა ფასობს ამ ქვეყანაში . _ირაკლიმ თავი დაუქნია რამოდენიმეჯერ გაილოკა ქვედა ტუჩი და მიწას მიაშტერდა . -რათქმაუნდა და ამიტომ მელოდებოდი. ყველას ამიტომ უნდა ჩემთან საუბარი . იცი თბილისში ჩემი სახლის მარჯვენა ნაწილში პატარა ოთახია , უფრო სათავსო ჩემი თანაშემწე იქ იმ საჩუქრებს და წერილებს ათავსებს რომელსაც აი ასე შენნაირი ხალხი მიგზავნის . ის ოთახი რომ არ არსებობდეს ჩემი სიტყვა ყველა იმ ინსტანციაზე მეტად არ დაფასდებოდა. -ჩემნაირი ხალხი ? ჩაეცინა ნუცას . მერე , რას უშვებით ჩემნაირების წერილებს ? რა ხდება იქ ? . _ამოილუღლუღა გოგომ . ყელში გაჩხერილმა ბურთმა მეტის უფლება არ მისცა მის ხმას . -ის ოთახი სავსეა._ დამცინავმა ღიმილმა გადაუარა სახეზე . -ყველა ის სურვილი რომ შევასრულო რაც იქაა , უბრალოდ ირაკლის არა , წმინდა ირაკლის დამიძახებდი. მე კი ძალიან შორს ვარ წმინდანისგან ._ ნუცას ქუდს ისევ ხელი მიჰკრა პომპონზე და გაუღიმა . - ორმაგი დრო დაგითმე ვიდრე გინდოდა._ ზურგი შეაქცია და ჩვეული სიმძიმით წავიდა სახლისკენ -მშვიდობით ნუცა._ გამოემშვიდობა ,იმაში ღრმად დარწმუნებული რომ ხვალ აქ აღარ იხილავდა , რადგან როგორც წესი როცა ასეთ ცივ უარს გასცემს უკან აღარ ბრუნდებიან ხოლმე . სახლში შესული ბუხრის წინ სავარძელში ჩაესვენა და მეორე მხარეს მჯდომ ბაბუას გაუღიმა, რომელიც იგივე ნაირად უყურებდა როცა ბავშვობაში რაიმე სისულელეს რომ ჩადიოდა და მისთვის ჭკუის სასწავლებელ ლექციას კითხულობდა . აკანკალებულმა ნუცამ გაჭირვებით , მიიტანა საკუთარი ველო სახლამდე და პირდაპირ სამზარეულოში შევიდა . გამთბარი სახლი ვერაფერს შველოდა ათთროლებულ სხეულს . გაჭირვებით ჩამოისხა ჩაი და ქეთოს ჩამოუჯდა წინ. -არაფერი მკითხო .უბრალოდ მანუგეშე._ ტუჩები მობრიცა და სავარძელში მოიკუნტა . -კარგი ._ მხრები აიჩეჩა ქეთომ .-მაგრამ როგორ დაგამშვიდო თუ სულ ცოტა ინფორმაცია მაინც არ მაქვს? -რა ინფორმაცია გინდა ? იმ საძაგელმა კაცმა თქვა რომ არა , ერთ თითსაც არ გაანძრევს ჩვენი ბავშვების დასახმარებლად , რომ მე ვარ ეგოისტი , ისევ ამ დანგრეულ შენობაში რომ მინდა დავაბრუნო . -მართალი უთქვამს . _პირდაპირ მიახალა სახეში ქეთამ . -სერიოზულად? შენც ? -რა მეც ? ყველა მაგას არ გეუბნება რომ სისულელა რასაც ითხოვ ? უკეთეს პირობებში წაიყვანეს . -ისინი ერთმანეთს დააშორეს არავის არ გინდათ გაგება იმიტომ რომ არ იცით რას გრძნობენ ისინი . წამოიყვირა ნუცამ . -ნუცა ხო , არ ვიცი მაგრამ ვცდილობ გავიგო , მესმის რაც მოხდა საშინელებაა მაგრამ მათი უკან ამ ქალაქში დაბრუნების თხოვნა რომ შენი მიჯაჭვულობის ბრალია მათზე , შენც ხომ ხვდები? არავინ დაგთანხმდება მათ უკან მოყვანაზე და მოვითხოვოთ რომ ერთად ჰყავდეთ იქ სადაც ჰყავთ. მაგას კახიც მოგიგვარებს . _დამამშვიდებლად მოქმედებდა ქეთას ხმა მასზე . -ეე ისე სანდრომ ვერაო ? - ჰო, სანდრომ თავიდანვე თქვა რომ რაც შეეძლო იზამდა . -მაგრამ რა აზრი აქვს თუ იმისი შენობა ? ამოიოხრა ქეთამ. -ჰო და არ მინდა ზედმეტად შევაწუხო ._ ისედაც ძალიან დაგვეხმარა . ჰმმ რაც არის არის , მხრები ჩამოყარა ნუცამ. - რატომაა ასეთი სასტიკი ცხოვრება , რატომ არ შეიძლება ყველა ბედნიერი იყოს ? - კარგი რა ნუცა , ნუ მოიწყენ , აი ნახავ მოგვარდება ყველაფერი . ისეთივე ლაღები და ბედნიერები იქნებიან . თანაც არც ისე შორია , შეგვიძლია ყოველ კვირა დღეს ვიაროთ. - ქეთა , იმის ნახევარიც რომ იცოდე რა ხდება შენს თავს როცა სახლს გაცლიან , როცა ისედაც უსახლკარო ხარ . არცერთი ბავშვი არ უნდა გრძნობდეს ამას. - ნუცა , გეყოფა მალე გაგიჟდები ამაზე ფიქრით , გეხვეწები უბრალოდ წინ გაიხედე . -როგორ მინდა შენნაირად შემეძლოს უბრალოდ წინ გახვედა . -შევძლებთ , ყველაფერს შევძლებთ . აქამდე ყველაფერი გამოგივიდა აი ნახავ . -რა გამომივიდა ქეთა? სკოლა დავამთავრე კულინარიის კურსები გავიარე და მზარეულად ვმუშაობ და ქირით ვცხოვრობ შენს ბინაში . _უხმოდ ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა . -ჩემი მშობლების ბინაში , მერე რა , მზარეულად მუშაობ ერთერთ ყველაზე ცნობილ ოჯახში და ჯერ 21 წლის ხარ. ყველაფერში პოზიტივი უნდა დავინახოთ. _სამზარეულოდან ჩიფსების დიდი შეკვრით დაბრუნდა და გვერდით მოუჯდა . -ვიცი რაც გვიშველის . რამე კარგი კომედია . მოძებნე . _უბრძანა ნუცას ქეთამ და ისევ სამზარეულოში გავარდა . - პოპკორნსაც გავაკეთებ. ისე როგორიაა? სამზარეულოდან გამოსძახა ქეთამ . -ვინ ? გაეცინა ნუცას . უფროსწორად რომელი გაინტერესებს? -ბექა და სანდროს ვიცნობ ._ ენა გამოყო ქეთამ . - სიმაპტიური , დიდი და ბოროტი მგელი ._ არ გაჭირვებია აღიარება იმის რაც ფაქტი იყო. -და თან ისეთი ხმა აქვს რომ ძვლებში გრძნობ ვიბრაციას . მეორე დილით ის ადრე გაეღვიძა ირაკლის ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო . ასე ადრე არასდროს იღვიძებდა , მაგრამ იმდენად იყო გადაჩვეული ამ სახლში ყოფნას , ოთახი რომელიც მისი იყო უჩვეულო გრძნობებს უღვივებდა . პორველი რაც გაკეთა უზარმაზარ ეზოს გახედა რომელიც ისევ თეთრში იყო გახვეული და არც აპირებდა რომ საფარი მოეშორებინა. ჩვევად ექცა დილით სირბილი ტრადიცის დარღვევას არც ამჯერად აპორებდა . თუმცა მთავარი პრობლემა ის იყო რომ გიორგი არასდროს იყო კმაყოფილი მისი ქუჩაში გასვლის და მითუმეტეს ამ ქალაქში ამიტომ მაქსიმალურად სცდა ჩუმად გასულიყო . ჭიშკრამდეც ვერ მიაღწია . -საით ?_ კარში გიორგი აესვეტა . -როდესმე გძინავს ? თავი გააქნია ირაკლიმ და სპორტულის ელვა ბოლომდე შეიკრა . -საკმარისი იმისთვის რომ შენ გაკონტროლო . გიორგიმ ქურთუკი გაიხსნა და ქუდი შეისწორა . - რადგან სავარჯიშო აპარატებს პროტესტს უცხადებ , დაე ერთად დავიტანჯოთ ._ კარში პირველი გავიდა. ნელი ნაბიჯებით მიყვა ირაკლიც . შემდეგ თვალი მოავლო ადევნებულ დაცვას -ანუ ჯგუფურად ?_ წარბი აწია . -აჰამ , ჯგუფურად , შენ ჩემს გვერდით უნდა იყო ორი წინ და ორო უკან._ ისეთი სიცილი აუტყდა ყველას ვერ გაერკვა გიორგი რას მოჰყვა სიცილი და რომ დაფიქრდა თავადაც გაეცინა . -გარყვნილი კაცი ხარ ირაკლი . სწრაფად გადანაწილა ბიჭები თითებით და როცა საბოლოდ დარწმუნდა რომ ყველაფერი ისე იყო როგორც უნდოდა . ნელი სირბილით დაიძრა .დახლოვებით 30 წუთის შემდეგ თითქმის ქალაქის შესასვლელთან გაჩერდნენ . განაპირას იყო ჯანდიერების მამული . მხოლოდ ერთი გზა მიდიოდა მისკენ ორივე მხარეს ულამაზესი ჭდრის ხეები მიუყვებოდა ქალაქიდან ამ გზას ერთი პატარა ხიდი ჰყოფდა . -უფრო შორს ვერ წავალთ ირაკლი . -ვიცი ._ გზის ბოლოდან ხიდის მეორე მხარეს დათოვლილ ქალაქს გახედა. ისეთი უცნაურ სითეთრე იდგა უნდა ეღიარებინა , მართლაც ულამაზესი სანახობა იყო . თვალები დახუჭა , სუფთა ჰაერის შესუნთქვა უნდოდა, ღრმად გადაუშვა გაყინული ჰაერი ცხვირში და თვალებ დახუჭულმა სცადა, ჯერ კიდევ ნახევრდ გაღვიძებული ქალაქისთვი ყური მიეგდო . სიმშვიდე რამდენიმე წამი გაგრძელდა . ხიდზე მათკენ მომავალი სილუეტი დალანდა . ცოტახანში კარგად გამოჩნდა ნაცნობი ცისფერი ლაბადა და თეთრი ქუდის პომპონი რომელიც აქეთ იქით ინძრეოდა პედლების ტრიალისას . -დილამშვიდობისა . _მხიარული ყიჟინით მიმართა ყველას და პირველი რაც გააკეთა ირაკლის აარიდა მზერა . პირდაპირ გიორგის გაუღიმა . ველოსიპედიდან სწრაფად ჩამოვიდა, ველოზე მიმაგრებული კალათიდან პატარა ყუთი გადმოიღო , სწრაფად გახსნა და გიორგის გაუწოდა . -ორცხობილები ? _სწრაფად ეცა ცხვირში ჯერ კიდევ თბილი ორცხობილების სუნი . - კი სულ ახალია . ინებეთ ._ გიორგიმ ერთი აიღო . სათითაოდ ჩამოუარა ყველას. ირაკლიმდეც მიაღწია პატარა ლურჯმა ყუთმა და ცივად გაუქნია თავი უარის ნიშნად . კარგად დაკვირდა და არ გამოპარვია მის ნაწყენ თვალებს უარყოფით გამოწვეული სიბრაზე რომ გაერია . სწრაფად დახურა თავსახური და ასეთივე სისწრაფით შეტრიალდა . თითქმის გამეტებით ჩააგდო ყუთი ისევ კალათაში და გზა გაგრძელა. -ეს გოგო ნერვებს მიშლის . _ისევ ხიდისკენ შებრუნდა. -აჰამ ნამდვილად აგიშლის . _გაეცინა გიორგის . -იუმორს ვერ მიგიხვდი. -იუმორი არ იყო დაგეთანხმე . _გაუცინა გიორგიმ და ნიშნის მოგებით ჩაკბიჩა ორცხობილა. -შენც ნერვებს მი***ავ ._ დარწმუნებით გამოცრა კბილებში ირაკლიმ და ჩქარი ნაბიჯებით დაიწყო სიარული შემდეგ ნელა გადავიდა სირბილზე . არ ახსოვს როგორ გაიარა მამულამდე გზა ნუცამ . -ორცხობილებმა რა დამიშავა? აამოიკვნესა როცა ორცხობილების ლანძღვას მორჩა. თავისთვის ჩაილაპარაკა . საერთოდ რატომ გაჩერდა ან რატომ შესთავაზა. მაგრამ ამ უზრდელი კაცის გამო ყველას ხომ ვერ გაუბრაზდება ? ისინიც ისეთივე თანამშრომლები არიან როგორც სხვები . ტრადიცია არ დაურღვევია ლიკუნას შეუარა პირველად. შემდეგ თითქმის ყველა ოჯახის წევრს მიესალმა და ჩვეული მზიანი თვალებით და ხმურით შეირბინა სამზარეულოში. -კოტე ბიძია, მაინც ვერ ვიგებ რანაირად მოდიხართ ესე ადრე . ქეთას მამას თავი მიადო მხარზე. უკვე ასაკში შესულმა კაცმაც არ დააყოვნა , თბილად გადაუსვა თავზე ხელი . -გამარჯობა სუყველას . რამოდენიმე მოფუსფუსე ქალს თვალი მოავლო . ცოტახანში ყველა მაგიდას მიუჯდა , რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ირაკლისთვის ლიკა მასზე ადრე იყო მაგიდასთან კომფორტულად მოწყობილი და საუზმის მოლოდინში ძმას თვალს არ აშორებდა. ჯერ კიდევ ახსოვდა დის ეს სახე. ავისმომასწავლებლად აწვალებდა ჩანგალს ლიკუნა ცარიელ თეფშზე. სცადა მზერა აერიდებინა , მაგრამ სიჩუმე კიდევ უფრო ამწავებდა უსიამოვნო გრძნობას. ისედაც ნათელი იყო მისი და ოთახიდან უმიზეზოდ არ გამოვიდოდა. -კარგი ლიკუნა, რატომ მიყურებ თითქოს მე შენს თეფშზე დადებული საუზმე?_ სცადა დისთვის გაეღიმა და ოხვრით შემოსულ ბაბუას მიესალმა. -არ გიყურებ . _ტუჩები აიბზუა გოგომ. -მიყურებ .- გაეცინა ირაკლის .-გისმენ. -სათქმელი არაფერი მაქვს .-მტკიცედ თქვა და წითელი თმები შეისწორა. -კარგი . სწრაფად მოუჭრა.. კარგად იცის დის ხასიათი ძალიან უყვარს როცა ანებივრებენ, ახლა თუ ჩააცივდება კითხვებით შემდეგ უარს ვეღარასდროს ეტყვის. -კარგი ? _წამოენთო ლიკუნა რომ მიხვდა სულაც არ უფიქრია ჩაძიება მის ძმას . –ბაბუ ირაკლიმ ნუცას დახმარებაზე უარი თქვა . _სწრაფად დაბეზღა ძმა . ისე როგორც ბავშვობაში და ამაყად აწია თავი , სახეზე ეწერა ნახავ ეხლა რაც მოგივაო. მომღიმარ ძმას თვალებმოჭუტული უყურებდა ბაბუის რეაქცის მოლოდინში . -ალბათ ხვდები რომ თითქმის 31 წლის ვარ და ბაბუა ვერ შემაშინებს . -ბაბუუ. გააკეთე რა რამე . -რა გავაკეთო ბაბუ ?_ გაეცინა ბაბუასაც შვილიშვილის ჭირვეულობაზე . -ხომ იცი როგორ მინდა დახმარება ,მაგრამ ამას რომ არავის ხათრი არ აქვს არ იცი ბაბუ? -კარგი რა ირაკლი რა . რა მოხდება რომ დაეხმარო ნუციკოს ? _არც ბებიამ მიიღი ლიკაზე ნაკლებად გაბრაზებული სახე . -ანუ მთელმა ოჯახმა გადაწყვიტეთ რომ უნდა დავეხმარო? მაპატიეთ იმედების გაცრუება მომიწევს. სისულელეა რასაც ითხოვს . მხოლოდ მისი აკვიატება რომ უნდა ის ბავშვები აქ ჰყავდეს და იმ რაღაც ქოხს ბავშვთა სახლი ერქვას თანაც ამ ქალაქს არ უხდება ეს შენობა ერთით ნაკლები ლაქა მოშორდება . მორჩა ამაზე ლაპარაკი. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ მის წინ მაგიდაზე ვიღაცამ თეფში ხმაურით დაახეთქა და შარვალზე დაეცა რამოდენიმე ფრანგული ომლეტის ნამცეცი. სწრაფად გამოიწია სკამიანად უკან , წამოდგა და ხელი ჩამოისვა . -ის რაღაც ქოხი ვიღაცისთვის სახლია, ვიღაცისთვის თავშესაფარი , ვიღაცისთვის სამუშაო და შემოსავლის წყარო _ ისე გამოსცრა კბილებში ყბები ეტკინა რამოდენიმეჯერ დაახამხამა თვალი ნუცამ,კარგად გასწორებულ ირაკლის საჩვენებელი თითი გულზე მიჰკრა და თვალები დააკვესა. -შენ კიდევ ერთი საკუათარ თავზე შეყვარებული , გაბოროტებული ვინმე ხარ , აქაო და რაღაცას წარმოვადგენო გგონია რომ სამყარო მარტო შენნაირებს იმსახურებს და ჩემნაირები დედამიწას ვამძიმებთ. თვალს თუ გაახელ , ერთხელ ქუჩაში თუ გახვალ აღმოაჩენ რომ ჩვენზე დგას ეს ქალაქი და ქვეყანაც . სიტყვა გაუწყდა როცა ირაკლი მკლავში წასწვდა და ტკივლისგან კვნესა აღმოხდა . -ირაკლი. _ფეხზე წამოდგა უფროსი ჯანდიერი . -ხელი გაუშვი შვილო .- ბების ხმაც მისწვდა მის ყურს. სწრაფად შეუშვა ხელი . მხრებში კიდევ უფრი კარგად გაიმართა და ერთი თავით ზემოდან გადმოხედა. -ვიზრუნებ , გპირდები პირადად ვიზრუნებ რომ მტვერიც კი არ დარჩეს მაგ შენობიდან და გაჩვენებ ვინ ვარ მე და ვინ შენ და შენნაირები . . ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო უკან დაბრუნდა . მაგიდასთან კარგად გასწორდა , ხელსახოცი მუხლზე გადაიფარა და მაგიდაზე დადებულ თეფშს ხელი მიჰკრა. -ახალი მომიტანე , გაცივდა . ისე დაიბნა ნუცა ვერ მიხვდა რა უნდა ექნა . ინსტიქტურად შებრუნდა სამზარეულოსკენ . უნდა გაიქცეს ? უკან მოუხედავად უნდა გაიქცეს . განა რა დარჩენია აქ . ერთადერთი ეს კაცი ეიმედებოდა და მწარედ შეცდა. ხელფასი ? განა უღირს ამ დამცირების ატანა ფულის გამო , ასეთი არასდროს ყოფილა . თანაც ადვილად იპოვის სამსახურს იმდენს ვერ გადაუხდიან რასაც აქ , მაგრამ.. -ნუცაა, არ იტირო რა . _პირველად შევიდა სამზარეულოში ლიკუნა და გაკვირვებულ მსახურებს ნაზად გაუღიმა .ლიკუნა ლიკუნა დარჩენია აქ . თითქოს კითხვას პასუხი გასცა და გაშტერებული თვალები დახამხამა . უყვარს , ლიკუნაზე ზრუნვა . უნებურად წამოსცვივდა ცრემლები და ეჭვით მომზირალ კოლეგებს თვალი აარიდა. -როგორ იქცევი ირაკლი ? არ გრცხვენია ? დატუქსა ბებიამ . -მე უნდა მრცხვენოდეს? -_თავი გადაქნია . -არ ვიცი რითი მოგაჯადოვათ , მაგრამ აშკარად დაგაბრმავათ. -ნუცას რეპლიკაც არაა გასამართლებელი . დინჯად დაეთანხმა შვილიშვილს რეზო. იცის ახლა თუ არ დაუყვავა ისე გახელდება ვერაფრით დაამშვიდებენ . -მაგრამ ირაკლი შენც არა ხარ მართალი , იმის მიუხედავად მოგწონს თუ არა ხალხი ან თუნდაც შენობა , პატივი უნდა სცე. ისინიც ისეთივე ნაწილი არინ აქაურობის როგორც ჩვენ. -აქაურობის ნაწილი არ ვარ . აქაურობის ნაწილი მაშინ ვიქნები როცა ისეთი გახდება აქაურობა როგორიც მე მინდა. -ამ ქალაქის პატრონი მხოლოდ შენ არ ხარ._ ხმას აუწია ბაბუამ . -არა , არ ვარ მაგრამ იმათი პატრონი ვარ ვინც ამ ქალაქს მართავს . -_ბაბუის აწეულ ტონს მშვიდი ხმის ტემბრი შეახვედრა. ისე თითქოს არც აინტერესბდა მისი აზრი და გაციებული ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა . -სოფლის სახლში გავუშვებ მაინც მინდოდა ვინმე გამეგზავნა დასახედად. გაუბედავად ამოთქვა ლილიმ . - კარგი რა ბებო ? გაეცინა ირაკლის. -ბაღის ბავშვი აღარ ვარ დანებე თავი . -ნეტავ იყო . _წუწუნით წამოდგა ლილი . - ბაღის მერე სულ ასეთი ხარ.ცოტახანში ახალი საუზმე მოუტანეს ირაკლის , თუმცა ამჯერად სხვა მსახურმა და არც გაჰკვირვებია. დაუფიქრებლად გააპარა თვალი სამზარეულოს შესასვლელისკენ. საერთოდ რატომ დაბრუნდა ეს გოგო დღეს გუშინდელი უარის შემდეგ? რათქმაუნდა ფული , მთავარი მიზეზი ხომ ფულია. გემრიელად მოიქცია ლუკმა ყბებს შორის და ჩაფიქრებულ ბაბუას გახედა . დაღვრემილი ლიკა დაუბრუნდა მაგიდას და უკანასკნელი ძალა მოიკრიბა . -ირაკლი შეიძლება .. -ჭამე ლიკუნა . სიტყვის დამთავრება არ აცალა დას . იცის ახლა მისი თხოვნა და არ შესრულება მისი გულისტკენის ტოლია . -ისეთ რაღაცას ნუ მთხოვ რასაც ვერ შევასრულებ გთხოვ.უფროსწორად არ შევასრულებ. _თავადვე ჩაასწორა თავისი წინადადება . -მინდა შაბათს ტაძარში წახვიდე ჯვრისწერაზე, მამა დავითი დაწერს ბაბუს და ბებოს ჯვარს . _დიდი ხანია გელოდება . თქვა სულ დამივიწყაო . . -წასვლას ხვალ ვაპირებდი ასე რომ მაგაზე არ იდარდო. -ხვალ სამშაბათია. -ზუსტად . შაბათს ჯვრისწერა და იმედია ხვდები რომ ხალხით გაჭედილ ტაძარში არ დავდგები და მამაო ჩვენოს თქმას არ დავიწყებ . _ცივად დააბრუნა ჩანგალი მაგიდაზე და ფეხზე წამოდგა . -გემრიელად მიირთვით. დის აწყლიანებულ თვალებს მზერა აარიდა . ბაბუას თავი დაუკრა და გავიდა . -არ მჯერა რომ ეს ირაკლია.ამოიოხრა ლილიმ - აცადეთ , ცოტა ამოისუნთქოს . - ქალების დამშვიდება სცადა უფროსმა ჯანდიერმა და მადა დაკარგულმა გახედა კარს სადაც ცოტახნის წინ მისი შვილიშვილი გაუჩინარდა . -როცა ვარსკვლავი ღრუბელს ხვდება გვიან ჩნდება ხოლმე სინათლე ცაზე. -ლიკუნას უცბად მიუხვდა ბაბუას ნათქვამს და ეშმაკურმა ღიმილმა გადაჰკრა. -მანანდე ყოველ ღამე იწვიმებს არა ? -რაზე ლაპარაკობთ ? ვერაფერი გავიგე ლილიმ უკმაყოფილოდ მოსვა უკვე გაციებული ყავა. ბაბუის სამუშაო ოთახში დაუკითხავად შეაღო კარი და დაუფიქრებლად ჩაჯდა მის სავარძელში. გაყინული მზერა ვერ აარიდა ბუხრის თავზე ჩამოკიდებულ ბაბუის პორტრეტს . შემდეგ მაგიდას გადახედა და სწრაფად იცნო მისი ხელ მოწერა ცარიელი ფურცლის ბოლოს მხოლოდ ერთი აბზაცი “მე რეზო ჯანდიერი “ -ვხედავ ადგილი გიპოვია . ვერც კი გაიგო ისე წამოადგა თავზე ბაბუა და მის უკან მოყოლილი დეიდაშვილი . -ანდერძს წერ? თვალით ფურცლისკენ ანიშნა ირაკლიმ . -ხო ვწერ. დრო აღარაა? -კარგი რა ბაბუ .- ალექსანდრე მაგიდის წინ ჩამოჯდა . - ჯერ რა დროს ანდერძია ეხლა ქორწინდები. _ირაკლის განძრევა არც უფიქრია . პირიქით ფართოდ გაიშალა მხრებში ბაბუის სავარძელში და თვალი კარგად გაუსწორა. - სულ არ გაინტერესებს ჯვრისწერა და ეკლესია ჯანდიერო.- თვალები მოჭუტა ირაკლიმ.-ეს მასკარადი იმიტომ დადგი რომ აქ ჩამოგეყვანე . ცივად მოისროლა ფურცელი მაგიდაზე. -გული უნდა დაგწყვიტო ჩემო ალექს , დეიდაშვილის გახედა .- ამ ცარიელ ფურცელზე სავარაუდოდ მეორე აბზაცში დაიწერები . -ირაკლი. ხმა დაიბოხა ალექსანდრემ . -ჩემთვის სულ ერთია სად ვიქნები .პირველობა არასდროს მდომებია. -ვიცი , არც მე . _ტუჩი მარჯვენა მხარეს გაწია ჩაცინების ნიშნად .- შენი აზრით აქ აინტერესებს ვინმეს რა გვინდა ან შენ ან მე ? ნიშნის მოგებით ახედა ბაბუას. -აქ იმიტომ ჩამომიყვანე რომ შეგწმოწმებინა ვიმსახურებ თუ არა ამ სავარძელში ჯდომას? იმიტომ დამირეკე რომ გინდოდა შენი მნიშვნელოვანი დღე გამეზიარებინა არა ? რომ ჩვენი ბოლო ერთად გატარებული ცერემონია ყოფილიყო ? მაგრამ გიცნობ. გაინტერესებდა ვინ აიღებს ხელში სადავებს რომ სიკვდილის მერეც დარწმუნებული იყო ჯანდიერების დიდებულებაში . გაინტერესებს ვიმსახურებ თუ არა ამ სკამს ? სახელურებს დემონსტრაციულად დაარტყა ხელი და ფეხზწ წამოდგა. - ვიმსახურებ . საკუთარი შევქმენი , შენის ტარება არ გამიჭირდება . ასე გამზარდა ცხოვრებამ რომ უნდა ვმართო ან მე მართავენ . ვიმსახურებ ამ ოჯახში ერთადერთი ღირსეული გვარის ვარ . ვიმსახურებ კი , მაგრამ არ მინდა. -გეყოფა ირაკლი. ალექსანდრე ფეხზე წამოდგა. -სიმართლე იცი არა? ამოიხრიალა რეზომ და ირაკლის წინ სავარძელში ფეხმოწყვეტილი ჩაეშვა . -მე სხვების სიმართლე ვიცი , უკვე ბევრი წელია და შენი ჯერ არ მომისმენია. იცი სულ მეგონა რომ დედამიწაზე ყველაზე უცოდველი კაცი იყავი . გაეცინა ირაკლის ,ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს ისე ვზომავდი, მეშინოდა იმ კაცის კრიტიკის რომელიც ერთადერთი შეუცდომელი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, , მაგრამ უცოდველი ადამიანი არ არსებობს . ბავშვიც კი არ არსებობს უცოდველი. -ჩემი ბრალი არ იყო . -თავად რომ არ გამოკარი სასხლეტს ხელი იმას არ ნიშნავს რომ შენი ბრალი არ იყო . - მე საკუთარი შვილი დავიცავი. ხმას აუწია რეზომ . შვილიშვილის მიერ მოწყობილ სამსჯავროს ვეღარ უძლებდა . - სხვისი შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ ? . -გეყოფა . დაიღრიალა ჯანდიერმა და ფეხზე წამოხტა - მამაშენი ერთი სუსტი არაფრის გამკეთებელი კაცი იყო რომელსაც მხოლოდ ცოლის ცემა გამოსდიოდდა კარგად. ხო წავართვი ყველაფერი წავართვი და დავიფიცე რომ ვეღარასდროს მიეკარებოდა ცოლ-შვილს . მაგრამ ნორმალური კაცი იბრძოლებდა , შეიცვლებოდა , ყვირილით მიახალა და შეტორტმანებული ირაკლის დანახვისას გული შეეკუმშა. დამნაშავეს თუ ეძებ აქ ვარ კი ბატონო , მაგრამ არასდროს მინანია თქვენი იქიდან წამოყვანა. -მართალი ხარ რეზო . თავი დაუქნია ბაბუას.- აქ იმიტომ არ ვარ რომ დამნაშავეს ვეძებ . პირიქით ალბათ მადლობაც უნდა გითხრათ ჩვენზე ზრუნვისთვის . არ ინერვიულო საყვარელო ბაბუა . აქ იმიტომ ვარ, რომ ამჯერად იმას გავაკეთებ რაც მინდა და შენ ქვას არ მესვრი , უფროსწორად ვერ მესვრი . -რა დაგემართა ირაკლი . ამოიგმინა რეზომ. -გავიზარდე , ვისწავლე. სანდრო წამოდი გავისეირნოთ. დეიდაშვილს ისე ჩაუკრა თვალი თითქოს ორი წუთის წინ მან არ მოაწყო წარმოდგენა . ისე გავიდა ბაღში ჩაცმა არც უფიქრია . დათოვლილ ბაღს გახედა და ღრმად დაიწყო სუფთა ჰაერის სუნთქვა . -არ რა გჭირს ? თავზე წამოადგა დეიდაშვილინდა კოლოფიდან ამოღებული ღერი ხელიდან გამოაცალა . თავად ჩაიდო და ანიშნა მომიკიდეო. -მეგონა შეეშვი . -შევეშვი . მტკიცედ დააქნია თავი და გაიცინა -ნებისყოფა უბრალოდ შესაძლებლობა კი არა ხელოვნებაცა . - არ მიყვარს ხელოვნება და შენც არ მევასები . რაც ჩამოხვედი სუ გა***ების ხასიათზე ხარ. -ავიდეთ დავითასთან ? საუბრის თემა შეცვალა ირაკლიმ . -მამა დავითთან ირაკლი . -და მან იხილა ღმერთი პირისპირ და გადაწყვიტა განშორებოდა ამ სოფლის ფარისევლობას არა ? _ცალყბად ჩაიცინა ირაკლიმ . -შენც რომ გეხილა რამე და გერწმუნა ურიგო არ იქნებოდა . _ხმაში ირონია გამოურია გიორგიმ , დინჯად ჩამოუდგა წინ და გაყინულ ხელებს ერთმანეთს უხახუნებდა . -მაკოს ველაპარაკე , მოკლედ შენმა საინვესტიციო ჯგუფმა იყიდა ეგ ადგილი დახლოვებით 6 თვის წინ და ახალი ბიზნეს ცენტრი უნდა აშენდეს. -ვთქვი რომ ბიზნეს ცენტრი ჩემს სახლთან ახლოს უნდა აშენდეს და არა ქალაქის ცენტრში . -ქალაქის ცენტრში არაა . _ამოიგმინა სანდრომ . -ანუ ისე ყიდულობ ანგრევ აშენებ არც კი იცი სად და რას ? _სიბრაზე გაერია ხმაში. -შენობების და აგურების ყურების თავი არ მაქვს , ციფრებიც მეყოფა . თანაც ერთი ცენტრია , წელიწადში ერთხელ თუ ჩავატარებთ რაიმე შეხევდრას ._ მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. -და ის გოგო მზადაა ამ შენობის გამო მოკვდეს . _თავი უკმაყოფილოდ გაქნია სანდრომ . -შენობა პირდაპირ ტბის მოპირდაპირე მხარესაა. ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა გიორგიმ . -შენი სახლი კი ტბის მეორე მხარეს . -მაგრამ ტბა ჩემი არაა ? _ინტერესით ახედა სანდროს და გიორგის . -ირაკლი ტბა ქალაქისაა._ ხელები გაშალა სანდრომ . -მერე რა , ბავშვთა სახლიც ქალაქის იყო . ჩემი მიწაც. სულ არ მინდა სახლის წინ ტბაზე მოტივიტივე ხალხი ვნახო. ტბაც მჭირდება . მინდა რომ მთელი ის ტერიტორია შემოიღობოს . -შეუძლებელია , ტბას არავინ მოგყიდის. გეყოფა ირაკლი ზედმეტ ყურადღებას იქცევ უკვე და არ გაწყობს ახლა ეკრანებზე შენი სახის ტრიალი კორუფციის რუბრიკაში.მითუმეტეს მაშინ როცა წინ არჩევნებია და შენი გეგმები სხვაა. ჯერ კარგად შეეავსე რიგები შენი ხალხით._ ცდილობდა დამარწმუნებელი ხმა ჰქონდა სანდროს. - ტბა მინდა და სანამ ცუდ რუბრიკაში მოვხვდებით რამე კარგიც ვქნათ . თვალი ჩაუკრა ანერვიუელებულ დეიდაშვილს . - 5 წუთში მზად ვიქნები . წელში გაიმართა . -გაემზადეთ , მერიაში მივდივართ . დროა გავაგებინოთ ამ ქალაქის მთავრებს ვინაა მთავარი . -დავურეკავ და მოვა რა საჭიროა ქალაქში გახვიდე ? -უნდა ვნახო ვისზე დგას ეს ქალაქი . ნუცას სიტყვები გაახსენდა და გაეცინა . -გარეთ გავლა მინდა და მორჩა . შემდეგ მამა დავითთან მივიდეთ. -შენც ატყობ რომ უცნაურად იქცევა ? -ამ ბოლო დროს არა დიდი ხანია ეგრეა , სანამ დავბრუნდებოდით მანამდეც . -თანდათან კარგავს კარგ თვისებებს . ამოიგმინა სანდრომ . -მანერებსაც . _გიორგის სიცილი აუტყდა . - ბატონი ირაკლი გელოდებათ . მსახურის ენით შემოუთვალა ირაკლიმ და არც დალოდებია ისე წავიდა მანქანებისკენ. კარგად მოკალათდა და დაბურული მინიდან გარეთ მდგარ დაცვას გახედა . წარბშეურხრელად იდგნენ და არც კი იმჩნევდნენ მინუსებში წასულ ტემპერატურას . ლოდინი , ლოდინი ის გაფლანგული დროა რომელიც ძვირად ფასობს . მას კი სძულს დროის გაფლანგვა . ყოველი წამს მნიშვნელობა აქვს , ერთმა წუთმა ხან შეიძლება სიცოცხლე გადაწყვიტოს . ცოტაც და მოთმინების ფიალა აევსებოდა , სახლის გვერდითა კუთხიდან გამოსული ნუცა რომ არ შეემჩნია, მინას მიაჩერდა და თითქოს ვინმე გაიგებდა მის სუნთქვას , ისიც კი შეაჩერა რამოდენიმე წამით. კარგად შეფუთული იყო , გარეთ გამოსვლისას კარგად ჩაისუნთქა და საყვარელ ველოსიპედს გახედა .მერე კართან აყუდებულ დაცვას გაუქნია ხელი მისალმების ნიშნად და უკან შებრუნდა სირბილით . -ეს გოგო ნერვებს მიშლის . _ხმამაღლა ამოილაპარაკა თითქოს მარტო არ ყოფილიყო მანქანაში და თავი საზურგეს მიაყრდნო . სიმშვიდე ისევნ ნუცას ხმაურმა დაურღვია მხიარულად უვლიდა სათითაოდ და ყველას ქაღალდის ჭიქებს ურიგებდა . - ერთი ესეთი გოგო ჩვენც გვინდა თბილისში . ხმაურით ჩაჯდა გიორგი მანქანაში . -სანდროს ჰკითხე თუ გამოუშვებს. -მე რა შუაში ვარ ? გაშტერებული თვალი მოაცილა ნუცას და ირაკლისკენ მთელი ტანით შემოტრიალდა . -ნეტა ახლა შენი სახე დაგანახა . _სიცილი აუტყდა ირაკლის, პატარა ბავშვივით ანერვიულებული სანდროს დანახვისას. -და შენ რატომ გადარდებს ? -შენ გადარდებს რომ მე მადარდებს ? ღიმილი სიცილში გადაიზარდა . - შენ თუ ეს გადარდებს ძმაო ხელები ამიწევია ._სანდრომ ხელები მართლა ზემოთ აწია. -ისე რა კარგი იქნებოდა ვინმეს რომ შეიყვარებდეს.გადაიტანდა ყურადღებას და ხო ამივისუნთქებდით ჩვენ ყველა . - სიყვარული უარესს ხდის ადამიანებს არ დაგავიწყდეთ ბიჭებო . კარგად ათვალიერებდა , მანქანის მინიდან თითქმის ყველა შენობას , უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა ალაგალაგ აივნებს ჟანგი რომ მოსდებოდათ. გადათეთრებულ ქალაქში შავ ლაქებად ჩანდნენ ადამიანები. მხოლოდ ბაზრის წინ თუ შეამჩნევდი სიცოცხლის არსებობას , ალბათ სხვა გზა არ ჰქონდათ თორე როდის იყო ქართველი კაცი თავის ნებით -5 გრადუსში გარეთ დგებოდა ? სიმწრისგან ჩაეცინა როცა შუქნიშანზე შეჩერებულმა მოხუცი ბებო იქვე ქვაზე ჩამომჯდარი აკანკალებულ ხელებს გასათბობად უბერავდა . განა რა ღირს ვაშლი ? თავისთვის ჩაილაპარაკა უფრო. -რათქვი ? -არაფერი . მზერა აარიდა ქუჩაში გამოფენილ ცხოვრების უსამართლობას . საკუთარ ხელებს დააშტერადა იქამდე არ მოუშორებია თვალი სანამ მანქანის კარი არ გაუღეს. « ქალაქის მერია « ოქროსფერ ასოებს თვალი დაკვირვებით მიაყოლა. - რაო მწვანე კარგად ფარავს შიგნით რაც ხდება ? - ბატონი ორაკლი , ვინ შემოეგება კართან ვერ მიხვდა - არ ვიცოდით , სასწრაფოდ შეუძღვა წინ და აშკარად დაბნეულ თანამშრომლებს თვალი მოავლო. ყველა ერთ ადგილზე მიყინული იდგა და ისე უყურებდნენ თითქოს მოჩვენება დაენახოთ. -მობრძნადით მობრძანდით . აგაცილებთ. -არაა საჭირო , უკვე აქ ვარ. _იშვიათად უნახავთ მათი მერი ვინმეს შესახვედრად ჩამოსულიყოს , მაგრამ არავის გაკვირვებია. გაჭირვებით ჩამოგორდა კიბეზე , სახე გასწითლებოდა და გზადაგზა კისერთან იჭერდა ჰალსტუხს. -შალვა , მოიხსენი ეგ ჰალსტუხი თუ ღმერთი გწამს თავი არ შემოიხრჩო შემთხვევით._სანდრომ ვეღარ მოითმინა ისე წვალობდა . -გამარჯობა , გამარჯობა . ხელი შეაგება სანდროს და ირაკლისკენ შეტრიალდა მთელი ტანით. რომელმაც ზანტად ამოწია პალტოს ხელიდან მტევანი. -წამობრძანდით. ბატონებო . _ ხელით ანიშნა კიბისკენ და პირველი ირაკლი გაატარა. უკნიდან სანდროს დიდი კითხვის ნიშნით სავსე თვალებით გადმოხედა. სანდრომაც თავი გაუქნია ისეთი არაფერიაო და მშვიდად მიჰყვა უკან. შალვა დობორჯგინიძე თითქმის მამისტოლა კაცი იყო , ირაკლის დახმარბით მოხვდა იქ სადაც იყო და პატარა ბავშვივით ეშინოდა მისი. დიდი ხნის წინ მისი ქალიშვილს და ირაკლის სასიყვარულო ისტორია რომ არა ალბათ მასაც გაუყენებდნენ ციხის გზას მაგრამ ირაკლის სხვა გეგმები ჰქონდა მისთვის . - დაბრძანდი ბატონო, აბა მითხარი რით გაგიმასპინძლდე ? ყავა ჩაი , კონიაკი ვისკი შენ მარტო თქვი. -ტბა ._ მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ და სკამის საზურგეს კარგად მიაწვა . -ბატონო ? ვერ მიხვდა შალვა და დაბნეული თვალები გიორგის და სანდროსკენ მიმართა ხომ არ მომესმაო. -შალვა რამდენი წლის ხარ? _უეცრად წამოდგა ირაკლი და ფანჯრისკენ დაიძრა . არც კი შეუხედავს მერისთვის რომელიც დაბნეულობას ვეღარ მალავდა. - 63-ის . -ჰმმ, შენი აზრით პენსიაზე გახვალ?_ ლაბადის გახდა დაიწყო და იქვე სავარძელზე დადო . მერე ისევ ფანჯარას მიუახლოვდა და უმისამართოდ გახედა ჰორიზონტს. -გავალ აბა რას ვიზამ . მაქამდე მივახწიო კაცო . _მაგიდას ეცა უჯრიდან პატარა ჭიქები ამოაძვრინა და კარადისკენ დაიძრა. -მე კი მგონია რომ პენსიის საცოდავ 280 ლარსაც აიღებ და ათასებსაც რომელსაც ყოველ თვე ვგზავნი აი ამ დამპალი ქალაქისთვის ._ მინას მიარტყა თითი და სწრაფად შემობრუნდა . -მგონია რომ რაღაც ეშველა აქაურობას , მაგრამ ერთი წესიერი ბავშვთა სახლიც კი არაა. - ოჰჰ რა . _ამოიოხრა შალვამ და დასხმა შეწყვიტა. - ნუცამ მოახწია შენამდე მაინც არა ? გიჟია ეს პატარა გოგო რა . აბა რა გითხრა ვერ გავაგებინე მე არ მეხება ამ ქალაქში სოციალურ სამსახურებს და ეგრე გადაწყვიტეს რომ არ ჭირდება ამ ქალაქს ეგ სახლი მას შემდეგ რაც ეგ ტერიტორია მოითხოვე შეგახსენებ. ნუციკოს კიდე გაგება არ უნდა .- სიმწრისგან გაადაგორა ნერწყვი პატარა ჭიქა წამებში ჩაცალა და ისევ შეავსო. - ინებეთ . _ჭიქებს წამოავლო ხელი და ჯერ გიორგის და სანდროს მიაწოდა მერე ირაკლისთვის მიტრიალდა . -არ მინდა კონიაკი._მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ. -აბა რა გინდა ? ყავა ? ჩაი ? -ტ-ბ-ა ._ კბილებში გამოსცრა . -ირაკლი , რაც გინდა მთხოვე მაგრამ ტბას ვერ მოგცემ შვილო ._ ხმა დაირბილა შალვამ. -რატომ? ხალხი აჯანყდება ? _გაეცინა ირაკლის . - ტბა ხალხისაა , ტბა ქალაქისაა რანაირად უნდა მოგყიდო.ეგეც რომ არა მარტო მე ხო არ ვარ არა? - შენ საბუთები გაამზადე , პრემიერს მე დავურეკავ . არ იდარდო. - ხალხი ცოცხლად დამწვავს . -თავზე ხელი დაიდო შალვამ . -პრემიერს კი არა მე მე დამწვავენ . -რას იზამ . პატარა კაცზე ტყდება ჯოხი . წლების გამიცდილი ამბავია. -რა გენაღვლება შენ , მაგ ბავშვთა სახლის გამო ეკლესიაშიც ვერ შევდიოდი .-შენ ხომ არ გიწევდა ყოველდღე ხალხთან ომი. - შალვა ვინაა ხალხი ?ისე მარიამი როგორა? გავიგე გათხოვილა. _უცბად გადაიტანა კითხვა. - ორსულადაა._ ამოიხრიალა შალვამ. -რა კარგია , რომ მშობლები ეყოლება მაგ ბავშვს არა? ირონიული აღმოხდა სანდროს, თორე ამ დედამო*** ლ ქალაქში ერთ შენობაშიც ვერ შეიფარებდნენ. -კარგი რა შე კაცო . 10 ბავშვი ცხოვრობდა მაგ გაუბედურებულ შენობაში. ნუცა აზვიადებს ყველაფერს ოჰ . არ იცით რა ემოციური ვინმეა . ვერ ელევა . მესმის კიდეც . ბავშვობა გაატარა მანდ და უჭირს განშორება. ისევ ჭიქა აიღი ამჯერად ნელა მოსვა. -იქ გაიზარდა ? მთელი ტანით შემობრუნდა ირაკლი და დეიდაშვილს დააკვირდა. გაკვირვება არ შეუმნიშნავს ამიტიმ ჩათვალა რომ ყველამ იცოდა . კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უყვართ “ობოლო” ბემბი . -აჰამ . მანდ გაიზარდა , მაგრამ თქვენს კოტესთან ცხოვრობს, ნუცა მთელი ქალაქის შვილობილია ,კახა რო გადარია ეგ ვიცი მაგრამ შენამდეც თუ მოვიდოდა არ მეგონა . თავი უკმაყოფილოდ გადაქნია .ააწრიალა მთელი ქალაქი რა. -ასეა ყველა იბრძვის მისთვის ძვირფასისთვის._დარწმუნებით თქვა სანდრომ . - საბუთებს მიხედე._უცერემონიოდ ჩაიცვა და ისე გავიდა გარეთ არც დალოდებია თანმხლებთ. უკვე მანქანაში იყვნენ სანდროს გვერდიდან გახედა. -ნუცა , ჩემთვის მოვიდა სახლში არა? -ყველამ იცის ეგ . გაეცინა სანდროს . ისე გელოდებოდა როგორც პრინცს ელოდებიან. -და მაინც შემოუშვით სახლში დატოვეთ , აცადეთ კარგად გარეულიყო თქვენში, ებოდიალა ყველგან , მოისმინოს ყველაფერი და ეს იმის მიუხედავად რომ 63 წლის ბებერიც კი ხვდება რომ კახას გოგოა? -ხო არ ღადაობ ?_ მანიაკი ხარ რა . წამოიყვირა სანდრომ. -გოგოს სამსახური ჭირდებოდა ეგ ერთი, მეორე ლიკუნამ სთხოვა დარჩენა პირადად და მესამე კახასი არაა. -და შენი აზრით გუშინდელი უარის შემდეგ რატომ მოვიდა ისევ? რატომ არ მიდის ? ბოლოს ვინ ნახე ვის გამოც კახამ თავი შეიწუხა ? -იქნებ იმიტომ რომ ჩვენნაირ ხელფას სხვა არავინ გადაუხდის და თან ჭირდება ? არ შეიძლება ყველაფერში შეთქმულებას ხედავდე ირაკლი. _წამოეშველა სანდროს გიორგიც. -საით? -ტაძარში. _უხასიათობა ხმაშიც შეეტყო ირაკლის. ულამაზესი იყო , ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი , ბოლოს როდის იყო არ ახსოვს , მაგრამ ამ ტაძრის დანახვისას ყოველთვის უცნაურიგრძნობა ეუფლებოდა. არასდროს უნახავს სილამაზე და სიმშვიდე ასე ბუნებრივად შერწყმული. ტაძრის ეზოში მომარაგებული სარემონტო მასალა არ გამოპარვია მხედველობიდან. ინტერესით მოათვალიერა ტაძრის ეზო და მათკენ მომავალი მამაოს დანახვისას გაეღიმა. როდის გადაწყვიტა მისმა ბავშვობის მეგობარმა მსახურება არ იცის მაგრამ ის დღე არასდროს დაავიწყდება ირაკლის რომ გაანდო სურვილი. იმდენი დასცინა სანამ ცრემლები არ წამოუვიდა მაგრამ ჯერ კიდევ უწვერომ ჩაიცვა ანაფორა . -ირაკლი. _ორივე ხელი ფართოდ გაშალა და დიდი ხნის უნახავი მეგობარი კარგად მოიქცია მკლავებში. -როგორ გამიხარდა შენი ნახვა. -მეც ._ მხარზე მეგობრულად დაკრა ხელი და კიდევ ერთხელ ახედა ტაძარს . - გაგიახლებიათ. -ღვთის წყალობით ._ დაუქნია თავი. -და ჩემი. _ზურგს უკან ბოხი ხმა მისწვდა და მიუხედავად იმისა რომ ზუსტად იცოდა ვინ იყო , ისეთი სახით შეტრიალდა თითქოს გაუკვირდა . -რა თავმდაბლობაა ._ გაეცინა სანდროს და სწრაფად გაუწოდა ხელი , მაღალ მოხდენილ მამაკაცს . -როგორ ხარ კახი? -კარგად , თავად ? _ირაკლისკენ გაწია ხელი სანდროს რომ მოაშორა და პირდაპირ გაუსწორა სახე . ისე თითქოს თვალებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსო ხელის ჩამორთმევის დროს არცერთს არ დაუხამხამებია . საოცარ სიმშვიდეს წამში შეერია დაძაბულობა და ყველას გადაედო. -ირაკლი , რა ქარმა გადმოგაგდო აა?-_ისე მოიკითხა თითქოს ცოტახნისწინ მათ არ ჰქონდათ უხილავი დუელი გამართული. -გავიგე რომ ერთი საყვარელი გოგო დიდიხანი მელოდებოდა . შიგნით ხომ არ შევიდეთ ცივა რაღაც . სახე გაუცივდა კახის ისედაც ჟღალი წვერი წითელ ფერს მატებდა თეთრ კანზე და თითქოს თვალებიც ჩაუწითლდა. -ჰჰ, გვერდით გაიხედა და ორი თითი ჩამოისვა წვერზე თითქოს ამით ცდილობდა ნერვების დაწყნარებას . მიუხვდა რეპლიკას, კარგად იცნობს ირაკლის იმდენად კარგად რომ ხან საკუთარი თავი აშინებს როცა მას ხედავს. იცის რომ აღიზიანებს და ამით ერთობა . ძმებივით გაზრდილებმა, ერთმანეთი როდის გადაიკიდეს ვერ იგებს, მაგრამ დიდი ხანია არაფერს უთმობს გათავხედებულ და ძალაუფლებით გაბღენძილ კაცს . -თქვენ შედით მე უკვე მივდიოდი._ თვალი ჩაუკრა წინ მდგომთ. -ნუციკოს უნდა გავუარო მამაო დავით. ცოტა გვიან გამოვალ.არც კახი მოერიდა ნუცას ხსენებას. თუმცა ეფექტი არ ჰქონია. ზუსტად, იცის ნუცა ახლა მასთანაა სახლში და სავარაუდოდ სამზარეულოში რაღაცას აკეთებს ან ლიკუნას ეჭორავება. როცა კახი გაეცალა სანდრომ ვერ მოითმინა . -ეს რა იყო ?_ თითი ჰაერში აწია და დეიდაშვილს რა ჯანდაბ გჭირს მზერა მიაპყრო. -სანდრო ვცდილობ მეტოქე ჩამოგაშორო. -რა მეტოქე შენ ში*** გაქვს? რას სიყვარულს მტენი ვერ გავიგე. -ბიჭებო იმედია ხვდებით რომ ეკლესიაში ხართ არა? -დავითი ჩაერთო დიალოგში. ს -მამაო , ირაკლი შეშლილია . დარწმუნებით თქვა სანდრომ . -შეშლილი ბოლოს სიყვარულის გამო იყო მახსოვს. გაეცინა დავითს. -ხო და შეყვარებულია . _უფრო მეტი სიმტკიცე გაურია ხმაში სანდრომ. - და რომ დამალოს მე მტენის . -შეყვარებული ვარ მამაო გუშინ გაცნობილ ნუცაზე . _სწრაფად დაეთანხმა ირაკლიც მხოლოდ იმიტომ რიმ სანდროს რეაქცია ენახა . -მართლა ?_ პირდაღებული მოუბრუნდა დეიდაშვილი. -ალელუია ამას ვინმე შეყყვარდეს თან პირჯვარი გადაიწერა . -ოღონდ გიყვარდეს და.. -გეყოფათ ახლა . _ხმა გაიმკაცრა დავითმა.თუ გინდათ სატრაპეზოში გამომყევით მარა მოეშვით უაზრო ღლაპუცს . პატარა ბიჭები აღარ ხართ და არც ნუცაა სათამაშო. ორი დღეა აქაა ირაკლი და კარგად გაიგო , მთელს ქალაქს მძაფრი რეაქცია აქვს ნუცაზე.უხმოდ იჯდა , დროდადრო რაღაც კითხვებს პასუხობდა და ისევ მშვიდად ადევნებდა ყურს მეგობრის საუბარს რომელიც ქადაგებას უფრო ჰგავდა. -ირაკლი, ყოველდღე ვიგებთ შენ ამბებს . -რაო ამჯერად კუდი აქვსო თუ ადამიანის სისხლს სვამსო რა თქვეს ? -ირაკლი , ვერ იყო კარგი საქციელი ბავშვთა სახლის დანგრევა. -ჯერ არ დაუნგრევია ._ შეასწორა სანდრომ . - მაგრამ აპირებს. -მალე ტბასაც მიაყოლებს ._ დაამატა გიორგიმ. -და თან ცუდად იქცევა სულ. - თქვენ ის ბავშვები ხართ პატარა ძმას რომ აბრალებენ ყველაფერს? _გაეცინა ირაკლის. -ირაკლი , შენი საქამის შენ იცი. პატარა ქალაქი გვაქვს .არც ისე მზრუნველი ხელმძღვანელობით. ეცადე გიყვარდეს. სიყვარული აშენებს და აფერადებს. უფრი მეტი დრო უნდა გაატარო აქ. -ჯერჯერობით აქ ვარ. ჩაეღიმა ირაკლის. -დარჩი ჩვენთან ვახშმად . -მადლობა , სახლში მელოდებიან. ხომ იცნობ რეზოს . რიტუალია საუზმე-ვახშამი. კარგახანს შემორჩა მეგობართან სასაუბროდ. ისე ჰქონდა მონატრებული კარგი ამბების გახსენება ღიმილში გაიარა ორმა საათმა . ემოციებით სავსემ დატოვა იქაურობა და სახლამდე მიჰყვა კარგი განწყობა. -ნერა, ჩამოვიყვანეთ._ სახლში შესულს ახარეს. -შენი ოცნების გოგო ჩამოსულა. _დასცინა გიორგიმ. -მე წავედი._კარიდანშეტრიალდა სანდრო. მაგის დანახვა არ მინდა. კაცი ჭამია. - კიდევ ერთხელ იტყვი რამეს ნერაზე და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ._ ენერგიულად აირბინა სახლისკენ მიმავალი კიბე .-სადაა? -ბუხართან დავაბით. ხალხზე იწევს. -ნერაა , ნერააააა . მოვედი. მისაღებში შევიდა თუ არა გაშეშდა . ზურგთან გიორგი და სანდროც წამოადგნენ. ბუხარს მიშტერებოდა ირაკლი და საყვარელ ნაგაზს რომელსაც მის გარდა არავინ უყვარდა ზედაც კი არ შეუხედავს მისთვის. ერთი დაზარებით მოატრიალა თავი და ისევ ნუცას კისერში ჩარგო თავი. -ყველას გახსოვთ 12 აგვისტო ? ნიშნის მოგებით თქვა ლიკუნამ. ძმის გაოცებული სახის დანახვაზე . -ირაკლის ცოლის შერჩევის კრიტერიუმი? რა დაგვავოწყებს . დაუდასტურა გიორგიმ. და ყველას სიცილი მოადგა სახეზე. -ნერაა . არ შეიმჩნია რეპლიკა . მედგრად გაემართა ბუხრისკენ . თავზე წამოადგა ნუცას და კარგად დააკვირდა. -ძალიან საყვარელია . ლოყა გაუსვა ნუცამ ძაღლს. პირველად ვხედავ . -ჩვენც პირველად ვხედავთ ამას . სანდრომ დარწმუნებით თქვა. ძირითადად ხალხს წელში გაწყვეტამდე ათრევს ხოლმე აქეთ იქით. -ნერა , გამარჯობა . გვერდით ჩაიმუხლა ირაკლიც და ხელი გადაუსვა . მანაც არ დააყოვნა და ახლა ირაკლის ჩამოადო თავი მხარზე . ფეხზე წამოდგა ნუცა. მიხვდა ზედმეტი იყო და თან დილანდელი ინციდენტის შემდეგ ირაკლის დანახვისას თავს უცნაურად გრძნობდა. მთელი დღე იმაზე იფიქრა რა დაემართა . ასე როგო დაესხა ადამიანს . განა მისი ბრალია ყველაფერი? მან უბრალოდ სიტყუაცია გამოიყენა. ირაკლის ბრალი ხომ არაა უნიათო სისტემა რომაა ამ ქვეყანაში. ბოდიშს მოუხდის. აუცილებლად მოუხდის. ასეც რომ არა ადამიანს თავზე დაამხო საუზე საკუთარი ოჯახის წინ. -ვახშამს მივხედავ. თვალი ჩაუკრა ლიკუნას და სამზარეულოს კართან მისწვდ ძაღლის ყეფვა და ფუმფულა ნერაც გაჰყვა სამზარეულოში. -კარგად ხარ ირაკლი? ხმა მოისაწყლა სანდრომ -არ ინერვიულო გულში მაინც ეყვარები. -ბაბუუ , შენ გახსოვს ირაკლის ცოლის მოყვანის კრიტერიუმი? მისაღებში შემოსულ ჯანდიერს არ აცალა ლიკუნამ . -მახსოვს ბაბუ. ნერა რომ ქალს არ შეუღრენს იმას მოვიყვანო? -ნერა სამზარეულოშია ნუცასთან ერთად. -რატომაც არა ? ფეხზე წამოდგა, წელში გაიმართა და ამაყად გადახედა დეიდაშვილს. ხელს რა მიშლის ან ვინ? -ერთი დღეა აქ ხარ და უკვე ნერვული სისტემა მო***ი. -გეყოფათ ეხლა . არ მომწონს მე ეს ხუმრობა. შეუღრინა შვილიშვილებს ბაბუამ. -რატომ? ცისფერი სისხლი , რომ არ აქვს? -ირაკლი. ხმა დაისერიოზულა ჯანდიერმა. -ვახშამი მზადაა .მსახურმა დინჯად მოახსენა. ცოტახანში ყველა მაგიდას მიუჯდა,სასიამოვნო სუნს აფრქვევდა მის წინ დადებული თეფში თუმცა ვერ არკვევდა რა იყო. -დღეს უნდა გაგაოცოთ. თავი დაუკრა მსახურთ უფროსმა კოტემ და წითელი ღვინო შეუვსო. -აბა დღეს რას მივირთმევთ ნუცა ვარსკვლავო . -უძველესი რეცეპტით მომზადებულ ქართულ კერძს._ მაგიდის შუაში მარილი დადო . მხიარულად აიჩეჩა მხრები. -არ ვიცი რა ქვია . ინტერნეტში ვიპოვე. -დღევანდელ ახალგაზრდებს ინტერნეტი რომ არ გქონდეთ რა გეშველებოდათ. ამოიგმინა ლილიმ. -ამ კერძს ვერ შევჭამდით._ მეუღლემ ღიმილით უპასუხა და ღვინის ჭიქა ჰაერში აწია. -ინტერნეტს გაუმარჯოს. -მე მოვამზადე რეზო ბაბუ , ინტერნეტმა კი არაა._ შეუბღვირა ნუცამ რეზოს . ირაკლი რომ არ იცნობდეს ბაბუას არ გაუკვირდებოდა, მაგრამ აკვირვებს საკუთარი კუდაბზიკა ოჯახის დამოკიდებულება ამ გოგოს მიმართ. ინტერესით დააკვირდა ნუცას . ურცხვად შეავლო თვალი და არ აინტერესებდა თავად ნუცამაც რომ შეამჩნია მისი მზერა. “ვარსკვლავო” მართალია თვალები უბრწყინავდა დაბღვერილი სახის მიუხედავად. თეთრი სახეზე ლოყები ოდნავ შეუწითლდა ირაკლის მზერის დანახვისას მაგრამ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. ბავშვივით აღტკინებული აცეცებდა თვალებს.- აბა როგორია? -მმმ, აღმოხდა გიორგის რომელმაც ყველას დაასწრო პირველი ლუკმის დაგემოვნება. -გემრიელად მიირთვით. კიდევ ერთხელ გაუღიმა._შეიძლება ნერა გავასეირნო სანამ ვახშამი დასრულდება? კარგად შეტრიალდა ირაკლისთვის. არ იცოდა როგორ მიემართა ამიტომ იფიქრა თუ მისკენ მიტრიალდებოდა მიუხვდებოდა რომ მას მიმართავდა . ხმა არ გაუცია .მშვიდად მიიტანა ღვინის ბაკალი ტუჩებთან დააგემოვნა და ისევ უხმოდ შეხედა. წესით დუმილი თანხმობის ნიშანია , გაუგია ნუცას მაგრამ ირაკლის სახე უფრო არას გავდა. თავი უხერხულად დაუქნია გავიგეო და თითების მტვრევით შეტრიალდა უკან . -ეზოშია. საბმელი არ გაუკეთო სწრაფად დადის შეიძლება წაგაქციოს. ინსტრუქტორივით ჩამოუთვალა ირაკლიმ. მადლობის ნიშნად კიდევ ერთხელ დაუქნია თავი. სინამდვილეში ძაღლს რომ ჩააბარებს მტკიცედ აქვს ბოდიშის მოხდა გადაწყვეტილი. უბრალოდ შეამოწმა უპასუხებდა თუ არა . “ანუ ღირს დალაპარაკება “ ღიმილით მიაშურა ეზოს . ვახშამმა მშვიდად ჩაიარა , დესერტის _დრო იყო თითქმის ძაღლის ყეფვა რომ შემოესმა. სულ პატარა ლეკვი იყო რომ აჩუქეს კარგად იცის რომ ასე მხოლოდ მაშინ ყეფავს როცა რაღაც აწუხებს. -უკაცრავად. ბოდიში მოიხადა . სწრაფად გავიდა ეზოში და კართან მდგარ ძაღლს დაუძახა . -ნერა მოდი აქ . -არ შემოდის . ჭიშკართან დგას . კართან მდგარმა დარაჯმა ცოტა წინ გამოიწია. -ნერა, რა მოხდა ? ჭიშკრისკენ დაიძრა ირაკლი. როცა თითქმის მიუახლოვდა ძაღლი უფრო შორს გაიწია. -ნერაა , მარტო ხარ? მოდი აქ . ჭიშკარში გავიდა და ნახევრად ჩაბნელებულ გზას გახედა. ლამპიონები მხოლოდ მათი სახლის წინ ენთო. ძაღლი უფრო ჩაბნელებული ადგილისკენ მიიწევდა და დრო და დრო ჩერდებოდა და ყეფვას აგრძელებდა. -გინდა რომ გამოგყვე? ნაბიჯს აუჩქარა ირაკლიმ. მიხვდა მარტო დაბრუნებული ძაღლი მის ნუცასთან წაყვანას ცდილობდა . ერთ ადგილას ყეფვას უმატა და გზის ნაპირას გაჩერდა. ჩავარდნილ ხევს გადახედა და ყეფვა გააგრძელა . -ნერააა, აქ ვარ ნუ გეშინია მალე ამოვალ დამელოდე რა. _სადღაც ქვემოდან ნუცას ხმაც მოესმა . უნდოდა რამე ეკითხა , მაგრამ რატომღაც ხმა ვერ ამოუშვა დაუკითხავად ჩაუყვა დაღმართს , ერთი ლამპიონი ძლივს ანათებდა ბილიკს . რამოდენიმე მეტრის ჩასვლის შემდეგ მოჰკრა ძლივს თვალი იქვე ხეს მიყუდებოდა და მძიმედ სუნთქავდა. ისე შეკრთა ფეხის ხმაზე ხეს უფრო მეტად აეკრო . -ვინაა? ნერაა? თვალები მოჭუტა , შუბლიდან ხელი მოიშორა და სისხლიან თითებს დააკვირდა. -დამალობანას ეთამაშები ძააღლს ? ნაცნობი ხმა რომ გაიგონა გოგომ ამოისუნთქა და ისევ შუბლზე მიიდო ხელი. ცოტაც მიუახლოვდა მამაკაცი და კარგად გაარკვია შუბლიდან ჩამოსული სისხლით ხელი და ცისფერი ლაბადა როგორ ჰქონდა ამოსვრილი. -რა მოგივიდა ნუცა ?_ სწრაფად ჩაიმუხლა მის წინ და შუბლიდან ხელი ფრთხილად მოაშორებინა.მიხვდა როგორ შეიშმუშნა ნუცა უხერხულობისგან -ნუ გეშინია , მანახე. სიბნელეში სცადა რამე გაერკვია თუმცა მხოლოდ სისხლს ხედავდა. სიარული შეგიძლია? _მკლავებში მოკიდა ხელი და წამოაყენა. -ირაკლიი._ გიორგის ყვრილიც გაისმა ზურგს უკან. -აქ ვართ._ ხმამაღლა გასძახა. ცოტახანში სანათებით გამოჩნდა გიორგი და რამოდენიმე ბიჭი. -5 წუთი ვერ უნდა მოგაშორო თვალი ? ირაკლი უკვე ნერვე… ეეეეი ნუცა? რა მოხდა? _ვიღაცამ პირდაპირ ნუცასკენ მიანათა . შუქმა ისე მოჭრა თვალები ხელების აფარება სცადა თუმცა ირაკლის ისე ეჭირა მკლავებით ვერც კი გაანძრია და თავი დახარა. -თვალები, ჩაიჩურჩულა ნუცამ.არ გაუგია ირაკლის თუმცა ჟესტით მიუხვდა რა აწუხებდა და უფრო კარგად ამოეფარა წინ. მკლავევიდან ორივე ხელი გაუშვა და ხელები თავზე მოკიდა . -გეფარები , მოდი თავი აწიე კარგად ვნახო. კარგად დააკვირდა სისხლის და თმის მასაში გახსნილ კანს და სცადა არ შეემჩნია ჭრილობის სიდიდე , სისხლი რომელიც ეგონა შუბლიდან მოსდიოდა სინამდვილეში თავიდან მოსდიოდა. -არაფერია. პატარა ნაკაწრი გაქვს . ხმა დაიმშვიდა . ნუცას გაეღიმა , არ იცოდა სინამდვილეში ასეთი ხმა თუ ჰქონდა. ყოველი მათი დიალოგი ირონიით და სიცივით იყო გაჯერებული აქამდე.-კიდევ რამე გტკივა? ცოტა მოშორდა და სხეულს შეავლო თვალი. ნუცამ უხმოდ გაუქნია თავი. -თავბრუ მეხვევა. გაუბედავად ამოთქვა და შეტორტმანდა . -ნუ გეშინია. სწრაფად მოიქცია ისევ ხელებში ირაკლიმ და თავი ოდნავ მაღლა აწია რომ კარგად დაედო თავი მის მკერდზე ნუცას . -დაგსვრით. _თავის განზე დაჭერას ცდილობდა გოგონა. -ჰმმმ, ჩაეცინა ირაკლის. დამიჯერე ბევრი პერანგი მაქვს . ცოტახანს უყურა გიორგიმ არ უნდოდა მომენტი გაეფუჭებინა , თუმცა დიდხანს აქ დარჩენაც არ უნდა ყოფილიყო კარგი იდია. სანამ ნაბიჯი გადადგა სანდროც გაჭირვებით ჩამოვიდა და პირდაპირ მათ წინ მიიჭრაა. რა დაგემართა ? წაიქეცი ? ხელი გაუწოდა ნუცას , მანაც გაბედულად მოკიდა დიდიხნის ნაცნობს ხელი და ირაკლის ხელებისგან გათავისუფლდა . -სიარული შეგიძლია ნუცა? უკნიდან წამოაძახა გიორგიმ , სხვა გზა არ ჰქონდა საერთო ღელვას უნდა შეერთევოდა რადგან ამ წამს ირაკლი დეიდაშვილს იმ მხეცივით უყურებდა რომელსაც ვიღაცამ ნადავლი გამოსტაცა და მზად იყო უკან დასაბრუნებლად კბილებით დაეგლიჯა . -კი , კი . სანდროსაც გაუშვა ხელი ნუცამ და გიორგისკენ დაიძრა . ძაღლს გამოყევი და ფეხი დამიცდა . -სირბილში ეჯიბრებოდი? ადამიანო როდის უნდა დაჭკვიანდე? შენიშვნებს არ აკლებდა სანდრო . . მხოლოდ ირაკლი იდგა უძრავად და რაზე ფიქრობდა კაცმა არ იცის. როცა თვალს მიეფარნენ ძაღლმა ისევ ყეფვა დაიწყო. ჩაიმუხლა და ორივე ხელით მოეფერა ერთგულ მეგობარს . -ჭკვიანი გოგო ხარ . დამშვიდდი , ღიმილით სცადა ცხოველი დაეშოშმინებინა . შენი ახალი მეგობარი კარგადაა. რამოდენიმე წუთიანი პანიკის შემდეგ ყველა დამშვიდდა, თუმცა გადაწყდა რომ ნუცა აუცილებლად ჯანდიერებთან რჩებოდა . უფროსწორად როცა ლილი ბრძანებას სცემდა და ჯოხს დააკაკუნებდა იატაკზე ,ყველამ იცოდა რომ გაპროტესტებას არ ექვემდებარებოდა. გიორგიმ მთელი თავისი სამედიცინო ცოდნა გამოავლინა. ლიკუნამ , სიამოვნებით გაუნაწილა საწოლის ნახევარი. -ოოოოჰ არასდროს გაჩუმდება ეს ძაღლი თუ რა ჭირს? ამოიგმინა ლიკუნამ. ბალიში თავზე დაიფარა. - რატომ არ გიყვართ? სწრაფად მივარდა ფანჯარას.-ნახე რა ფუმფულიკოა.- სწრაფადვე დაიხია უკან ფანჯრიდან, როცა იქვე ეზოში მდგარი ირაკლი დალანდა . -თვითონაც არავინ უყვარს .ირაკლის და შენ გარდა და იმიტომ . -ბოდიში უნდა მოვიხადო . უმისამართოდ გახედა კარს. შეგიძლია ეს მათხოვო?-ფუმფულა ხალათისკენ თითი გაიშვირა. -რათქმაუნდა . სად მიდიხარ? -დაბლა შენს ძმას უნდა დაველაპარაკო. -ალბათ იცი, რომ მაგ ხალათს უკან ყურები აქვს ხო? -მერე რა. მხრები აიჩეჩა ნუცამ . ჩამქრალ შუქში ძლივს გაიკვლია გზა ნუცამ და კარებამდე რომ მიაღწია გაუბედავად გაიხედა , უკან შეტრიალება გადაწყვიტა ირაკლის გაბრაზებული ხმის გაგონებისას ვიღაცას თითქმის ყვირილით რომ გაუთიშა ტელეფონი, მაგრამ ძაღლმა შენიშნა და მისკენ გაიქცა. იძულებული იყო გარეთ გასულიყო. -ღმერთო. ამოიგმინა ირაკლიმ თითქმის კურდღლის ფორმაში გამოწყობილი ნუცას დანახვისას .სახლში შესვლა დააპირა. -მოიცადეთ. ფეხზე წამოხტა ნუცა და შეტორტმანდა .-უუი. იქვე კიბის საფეხურს ჩამოეყრდნო. -თავი დაარტყი , თან ორჯერ,ორ დღეში , მგონია რომ მსუბუქი შერყევა გაქვს. დაუსვა დიაგნოზი ირაკლიმ და ისევ კარისკენ შეტრიალდა. -მე ვთქვი მოიცადეთქო. უცნაური ტონით გამოუვიდა მისი შეჩერება. - შენ თქვი მოიცადეო. ნუ რახან შენ თქვი მოვიცდი.დემონსტრაციულად შემოტრიალდა ირაკლი .ხელები გადაიჯვარედინა და დამცინავი მზერა ვერ მოიშორა. -ბოდიშის მოხდა მინდოდა დილანდელისთვი და მადლობის საღამოსთვის. -მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება დაიწყო დილა და დაასრულოს ადამიანმა რომელიც ენას ვერ იმორჩილებს . მიღებულია. თავჯ დაუკრა. უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, ელოდებოდა რომ წავიდოდა თუმცა არც კი განძრეულა . ამიტომ თვითონ შეირხა რომ წასულიყო , როცა მოულოდნელად დაიძრა მისკენ ირაკლი და ისე ახლოს გაჩერდა იძულებული გახდა კიბის სახელურებს აკვროდა ისევ. - რატომ არ მიდიხარ სამსახურიდან? -კითხვა ისე დაუსვა თვალი არ მოუშორებია თვალიდან. -მე , მიყვარს ეს სამსახური , ხალხი._ დაბნეულმა ამოილუღლუღა . -ჰმმ, _თვალები მოჭუტა ირაკლიმ და ისეთი სისწრაფით ჩააფრინდა მკლავებში ნუცამ შეჰკივლა. - შენს შეყვარებულს არ აწუხებს ეს ამბავი ? რას ფიქრობს კახუნა ? -რაა?_ შეიშმუშნა , გათავისუფლება სცადა , მაგრამ გაბრძლოებამ მხოლოდ ის მოუტანა რომ უფრო მაგრად გააკავა და უფრო ახლოს მიიზიდა . -გამიშვი შეშლილიხართ? -აჰამ, ვარ ეს ყველამ იცის . შენ ვინ ხარ ? ჰა? რა , რაას მალავ ამ ანგელოზივით უმანკო სახის უკან? სად მიგაქვს აქედან ამბები ? ვის ელაპარაკება ეს ლამაზი ტუჩები? -მეშინია. _თვალები აუწყლიანდა ნუცას ირაკლიმ ხელი მისი სახისკენ წაიღო, მაგრამ მიხვდა რომ თავი დაკარგა.საკუთარი გულის ცემა ყელში იგრძნო და ორივე ხელი ერთდდროულად შეეუშვა. ერთი ნაბიჯით უკან გაიწია. ჩვეული მშვიდი სახე მიიღო და გაუღიმა. - ბოდიშის მოხდა დიდი სიმამაცეა. ღამემშვიდობისა ნუცა . მთელი ღამე ყელში ბურთი ჰქონდა გაჭედილი . ვეღარ მოითმინა და ლიკუნა შეაჯანჯღარა . -გაიღვიძე ლიკუნა . -არაა რა გთხოოოვთ დამაძინეთ რა . -რატომ ფიქრობს ყველა რომ მე კახას შეყვარებული ვარ? -ალბათ იმიტომ რომ უყვარხარ არაა? -და რატომ არ უყვარს შენ ძმას კახა? -კახას უყვარს?_ ნახევრად მძინარემ ამოილუღლუღა ლიკუნამ. -არ ვიცი არასდროს მიკითხავს. -მოიცა მოიცა რა ?_ უცბად გამოერკვა ლიკუნა . ირაკლიმ რამე თქვა ? -ხო გონია რომ ენა მიმაქვს კახასთან , მაგრამ რა უნდა გავიტანო ? რა სადილი ჭამეთ? მაპატიე მაგრამ შენი ძმა ცოტა ვერაა. -მისმინე ნუცა . ირაკლიმ თუ ამოგიჩემა ძალიან ცუდია , ცუდია , ძალიან ძალიან და მითუმეტეს, ცუდი თუ გონია და მაგისთვის ამოგიჩემა . ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა იმეორებდა გაუთავებლად. -მოვერიდები სანამ აქაა . -დაიმალე , გაქრი თორე იმდენს იზამს გაგიშვებს გესმის? ბაბუს და ბებოს უფროსი კიდე ეგაა. კახა და ჯანდაბა შენ. -რა გინდა ლიკუნა? გაეღიმა ნუცას . -მაინც ვერ ვიგებთ, თუ მოგწონთ ერთად რატომ არ ხართ და თუ არ მოგწონთ კიდე , რაღას ეწებებით ერთმანეთს.მოკლედ ,- კარგი მთხრობელივით დაიწყო.- ირაკლი და კახა, ჯგუფელები იყვნენ. ხო და ერთ დღესაც ერთი გოგო შეუყვარდათ ხო და ის გოგო ნუ იქნები გთხოოვ რა . -რა სისულელეს ბოდავ._ სიცილი აუტყდა ნუცას. დაიძინე რა . -არ ვბოდავ, არადაა მანამდე განუყრელები იყვნენ. -გოგოს გამო რომ გაიყარნენ, არ ყოფილან მთლად განუყრელები. ანუ ბავშვობის მერე ვერასდროს შერიგდნენ . -ირაკლის რომ კედელია, კი მიხვდი ალბათ და როგორც ვიცი არც კახას აქვს კარგი ხასიათი. -მშვენიერი ხასიათი აქვს და შენი ძმისგან განსხვავებით . ბოროტება ვარო არ ახატია სახეზე. -ანუ მალავს ._ თვალი ჩაუკრა ლიკუნამ. -არაფერს არ მალავს._ ცხვირი აიბზუა ნუცამ. -სიყვარული ბრმააო ხომ გაგიგია ? -არ მიყვარს შეიგნეთ რა , უბრალოდ ვმეგობრობთ. -აჰააა მეგობრობთ კი. ისე გემრიელად ეძინა , საკუთარ საწოლშიც არ სძინებია ასე . ტელეფონის მაღვიძარას გაბრაზებულმა გადაუსვა ხელი და ამოიკვნესა. ზანტად წამოჯდა და გვერდით მწოლ ლიკუნას ხელი მიკრა . -გაიღვიძე ქალბატონო. -არა რა . -კი დღეს ჩემთან ერთად უნდა გაგეკეთებინა საუზე. -აუ არაა რა . -იცოდე შემეხვეწები მასწავლეო და ვერ ეღირსები. წამებში გაემზადა თმები ლამაზად შეიკრა და კიბეს ჩაუყვა. -დილამშვიდობისა . ღიმილით დაუქნია ხელი მისაღებში მოფუსფუსე ლილის . -როგორ ხარ ქალბატონო მოუსვენარო? დოინჯი შემოიდო წელზე ლილიმ . -კარგად . _თითი შუბლზე ლამაზად მიკრულ სახვევზე დაიდო . - დილამშვიდობისა ირაკლი._ კარში შემოსულ შვილიშვილს სალამი შეაგება ლილიმ. -გიორგი შვილო რას იკლავ თავს ამ სირბილით აა?_ სახეზე აწითლებულ და სირბილისგან აქოშინებულ გიორგის დაუცაცხანა ლილიმ. -სამსახური მოითხოვს . _ამოაყოლა გახშირებულ სუნთქვას გიორგიმ . -ნუცა როგორ ხარ? -კარგად . _ჩვეული მხიარული ხმით შესძახა და გაუღიმა. -არ გტკივა ? -ცოტა , მაგრამ არ მაწუხებს .ჰეიი მისაღებში შემოვარდა ძაღლი და პირდაპირ მასთან გაჩერდა. -გამარჯობა ფუმფულიკო. _ნუცაც ჩაიმუხლა და მიხვდა როგორ აუარა გვერდი ირაკლიმ უხმოდ აუყვა კიბეს . -საუზმე უნდა გავაკეთო მერე მოგეფერები . -ცხვირი გაუხახუნა და სწრაფად წამოხტა ჩვეული ენერგით. წამებში დაუბნელდა თვალთ ყველაფერი დატრიალდა კიბის სახელური სცადა ეპოვა მაგრამ იატაკზე ჩამოჯდა ისევ დაცემას ეს ამჯობინა . -ნუცა _ გიორგი მივიდა პირველი. ცოტახანში თითქმის ყველა შემოეხვია . -უცბად ავდექი . უკვე კარგად ვარ . გაუღიმა და თვითონვე წამოდგა. მხოლოდ მაშინ შენიშნა კიბის თავში მდგარი ირაკლი , თვალს რომ არ აშორებდა. -საუზმე მალე იქნება . ლილის გაუღიმა და სცადა დინჯად გაეარა. საუზმემ მშვიდად ჩაიარა . სახლში ისეთი სიწყნარე იყო პატარა ხმაც კი ხმაურად მოგეჩვენებოდათ. -რაც ეს ბავშვი ჩამოვიდა ჰაერიც კი დაძაბულია. _სამზარეულოშ შემოვიდა ასაკიანი ქალი . -ლიანა, ვინაა ბავშვი ქალო მაგ მთასავით კაცზე იძახი? _გამოეხმაურა მეორე . -ისეთი ფუმფულა იყო პატარა . სახე გაუთბა ლიას . სუ ერთიბეწო მახსოვს. -ყავა გინდათ გოგოებო? გაუღიმა ნუცამ .დედისტოლა ქალები იყვნენ გამუდმებით ცდილობდა ესიამოვნებინა სანაცვლოდ უამრავ სითბოს და სიყვარულს იღებდა მთელი დღე ჰყოფნიდახოლმე . -მინდა ნუციკო მარა ცოტა ბევრი შაქარი ჩაყარე რა. -კარგი რა ლიანა . ყავას კი არა სიროფს ვსვამთ შენს გამო . -მიყვარს თქვენი კამათები . გაეცინა ნუცას . -ნუცა მისაღებში გელოდებიან. ქეთოს მამა შემოვიდა და სინანულით შეხედა შუბლზე. -რატომ? _პასუხს არც დალოდებია ისე გავიდა და მხოლოდ ირაკლი დახვდა უცხო ასაკიან კაცთან . ზრდილობიანად დაუკრა თავი და მოემზადა, რომ მოესმინა რას მიირთმევდნენ მაგრამ დაიბნა როცა ირაკლი უხმოდ დაიძრა ბაღისკენ. -გამარჯობა ნუცა . -გამარჯობა. _დაბნეულმა გახედა კიდევ ერთხელ ნელა მიმავალ ირაკლის . -ექიმი ვარ . _სცადა გაერკვია ნუცა . -ირაკლის ექიმი, მაგრამ ამჯერად აქ შენთვის ვარ. -ჩემთვის ? რატომ ?_ დაუფიქრებლად დასვა კითხვა და მერე გაახსენდა რატომაც. -აჰ დიახ. წავიქეცი, მაგრამ კარგად ვარ . საჭირო არაა._ უხერხულად შეიშმუშნა და ისევ ჩუმად გააპარა თვალები . ყველაფერს იფიქრებდა მაგრამ მის ექიმს ვერა. -მაინც გაგსინჯავ . -არა ._თითქმის წამოიყვირა ნუცამ. ეშინია ექიმების . სიტყვა ექიმიც კი გულს უჩქარებდა მაგრამ სავარუდოდ თავის დახსნა გაუჭირდებოდა რომ მიხვდა ექიმმა ჩანთის გახსნა მისი არას მიუხედავად მაინც დაიწყო. -დაჯექი._ ანიშნა კაცმა. -საჭირო არაა , მართლა . ვერც კი ვგრძნობ რომ რამე მაქვს . -ნუცა , მისმინე მეც ვხვდები რომ არაფერი გაქვს , თავის ტრამვა რომ გქონდეს ამდენი ლაპარაკის თავი არ გექნებოდა და ასეთი ატმისფერი, მაგრამ 3 საათი ვიმგზავრე იმისთვის რომ შენ გამესინჯე და კიდევ 3 საათი უნდა ვიმგზავრო რომ უკან დავბრუნდე და თუ ერთი პროცენტიც არის შანსი რომ თავი ცუდად იგრძნო ისევ უკან ჩამომიყვანს. გაეღიმა კაცს . _ნუცას სახეზე რომელიც მთელი მიმიკებით გამოხატავდა თანაგრძნობას . -გთხოვ უბრალოდ გაგსინჯავ და წავალ . 10 წუთი მეტს არ წაგართმევ. -10 წუთის გამო იმგზავრეთ ამდენი? პირი დააღო ნუცამ და წნევის აპარატის დანახვისას მაჯა ინსტიქტურად აწია . -ერთხელ 6 საათი ვიფრინე, მაგ ძაღლის მსხვერპლის გამო. _გაეცინა ექიმს. დამჯერი პაციენტი აღმოჩნდა ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც ეუბნებოდა . -კარგადაა შენი გოგო . _თვალებიდან სინათლე მოაშორა და ირაკლის შეუტრიალდა . როგორ შემოვიდა ვერ დაინახა ნუცამ , მაგრამ ექიმის რეპლიკაზე რომ გაეღიმა კარგად დაინახა . -შვილო ეცადე დღეს აღარაფერი მოიწიო . ნუცას ღიმილით მოუტრიალდა .-თორემ კიდევ ერთ 3 საათიან გზას ვეღარ გადავიტან. -ვეცდები._ სერიოზულად უპასუხა ნუცამ. არც კი შეუმჩნევია ექიმი რომ ხუმრობდა ისეთი დაბნეული იყო. თავად ირაკლიმ მიაცილა , კარამდე ექიმი და თითქმის ლოცულობდა რომ შემობრუნდებოდა ნუცა იქ არ დახვედროდა . ალბათ მთელი თვალებით და შეიძლება სიტყვითაც მოეთხოვა აეხსნა მისი მოქმედება , რომელიც თვითინაც არ იცის რატომ გააკეთა. მაგრამ როდის იყო ასე ადვილად უხდებოდა ყველაფერი. დახვდა და თან როგორ ? ოდნავ შევარდისფერებული ლოყებით და ჩვეულებრივი გაბრწყინებული თვალებით. ჯიბეში ჩაიწყო ხელები და თიქმის წინ ჩამოუდგა იმ კითხვის მოლოდინში რომელზეც უპასუხებდა რამე სარკასტულს. -მადლობა. _გაუღიმა ნუცამ და ახლა შეამჩნია ლოყის მაღლა პატარა ნაჩვრეტი ირაკლიმ . -არაფერს . არ მკითხავ რა საჭირო იყო? -არა , ვიცი ._ გაუცინა ისევ. -ნერას პირველი მსხვერპლი არ ვარ . -ხო . _ჩაეღიმა ირაკლის . -მაგრამ მაინც მიყვარს . _თავი ოდნავ გვერდზე გადაწია ნუცამ. ექიმები აქაც გვყვავს , საწყალმა კაცმა ამხელა გზა გამოიარა. გულწრფელი სინანული დაეტყო სახეზე. როგორ უყვარს ემოციების ყურება ირაკლის . სწავლობს , იმახსოვრებს და თითქმის ამ ჰობის გამო იქცა ექსპერტად . ზუსტად იცის როდისაა ისინი ყალბი. ამ გოგოსთან კი ყველა ემოცია ნამდვილი ნახა. ჯერჯერობით. ტკივილიც , სიხარულიც , სიკეთეც . იშვიათია ასეთი ადამიანები და ალბათ ამიტომაცაა ყველა ასე ბრმად შეყვარებული მასზე. თუმცა როგორც წესი , არაფერია უნაკლო დედამიწაზე . მისნაირ გოგოებსაც აქვთ ყველაზე ბნელი მხარე და ადრე თუ გვიან გამოაჩენს . რომელი ნუცაა ნეტა ბნელი ? იქნებ შეყვარებული ? -ნუცა , შეყვარებული ხარ? მოულოდნელად ხმამაღლაა გააჟღერა და მთელი ინტერესი სახისკენ მიმართა. -რა ? დაიბნა გოგო. სწრაფად გაუფითრდა ვარდისფერი ლოყები . სწორად გამოიცნო , საკუთარ თავს მიულოცა. -შეყვარებული ხარ?_ ვნება შეურია ხმაში და გაუღიმა . -არ მგონია თქვენი საქმე იყოს ეგ . სიბრაზე ვერ დამალა და გვერდის აქცევა სცადა რომ წასულიყო . თუმცა ისევ ირაკლი გადაუდგა . ორი თითით ნიკაპი დაუჭირა და თვალი გაუსწორა. -ახლა უკვე ვიცი , ვის ელაპარაკება ეს ლამაზი ტუჩები . ისც ვისაც ეალერსება. სახეზე შეახურა , ტანში კი ისეთი სიცივე იგრძნო წამში გაეყინა ხელები ნუცას . უკან გაიწია . უნდოდა გაქცეულიყო მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამდა და შეტევა არჩია. -ის გოგი არ ვარ უნივერსტეტში რომ გიყვარდათ. _დაუფიქრებლად წამოისროლა და მიხვდა სახე როგორ შეეცვალა ირაკლის . - მე და კახა მეგობრები ვართ . კარგი მეგობრები . ზოგიერთებისგან განსხვავებით ადამიანებს იმიტომ არ იჩემებს რომ მათი მეგობარი არ მოწონს . - ნუცა ,_ სიცილი აუტყდა ირაკლის. - ის გოგო არასოდეს მყვარებია . ენაზე იკბინა მიხვდა ისევ სისულელე ქნა კარგად რომ არ მოაყოლა ლიკუნას ისტორია. - ის გოგო კახას უყვარდა . -მაპატიეთ. ჩემი საქმე არაა , პატივს ვცემ თქვენ სივრცეს ამიტომ იგივეს მოვითხოვ. გაუბედავად დაიწყო. -არანაირი სხვა მიზანი არ მქონია აქ რომ მოვედი გარდა იმისა რომ თქვენთვის ხმა მომეწვდინა , მაგრამ ეს სამსახური მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს ოჯახი მნიშვნელოვანია ჩემთვის და არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას რაც ლიკას ატკენს . არ მომწონს თქვენი თამაშები. -თამაშები? გაეცინა ირაკლის. -ერთადერთი რაც მინდა ისაა რომ ყველა ბედნიერი და კარგად იყოს . ვეცდები თავი შორს დავიჭირო თუ ეს გაწუხებთ . სამზარეულოს არ გავცდები , მაგრამ აღარ მინდა ეს ეს .. გული აუჩქარდა და სიტყვას ვერ მოაბა თავი . -ღმერთო რა სიცივეა. გარედან შემოსულმა ბაბუამ ნუცას გაუღიმა და მერე ირაკლის რომელსაც არც კი შეუმჩნევია თვალდაუხამხამებლად უყურებდა ნუცას . -ნუცა ცხელი ჩაი დამალევინე რა . ერთი ირაკლისაც მოუტანე . -ახლავე. ისე გავარდა მისაღებიდან თითქმის გაიქცა და პირდაპირ ონკანს ეცა . რამოდენიმე ჭიქა წყალი ზედიზედ დალია და ამოიკვნესა. -რამოგივიდა გოგო . -ლია , მემგონი მალე გამაგდებენ . -ლიკუნასთან იჩხუბე? -არა იმასთან. ორი თითი თავზე დაილაგა რქებისთვის რომ მიემსგავსებინა. -ოჰ კარგი ერთი. ლიკუნას ხათრით არ გიზავს არაფერს . ჩაის მომზადებას ბევრი დრო არ დასჭირვებია , მაგრამ ესიკვდილებოდა მისი მიტანა . კიდევ ერთხელ ვერ გადაიტანდა იმ კაცის უცნაურ მზერას , მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა . რამდენიმე დღე უნდა გაუძლოს შემდეგ წავა და წლები დაიკარგება . ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება . თანაც მარტო ის ხომ არაა, ყველა მის აზრრზეა რომ აუტანელია , მისი საკუთარი დაც კი ასე ფიქრობს. სწრაფად დაიმშვიდდა გონება და ლანგარით დინჯად გაემართა მათკენ. ჩაი ისე დადგა მაგიდაზე ერთხელაც არ გაუხედია მისკენ . მხოლოდ ბაბუას გაუღიმა .:- გემრიელად მიირთვით. ზურგი ეწვოდა. იცოდა თვალს არ აშორებდა და ერთი სულო ჰქონდა გასცლოდა იქაურობას ,გაიქცეოდა რომ არ სცხვენოდეს , თუმცა ჩვეული ნაბიჯებით გაუყვა სამზარეულოს გზას. იქამდე უყურა სანამ თვალს არ მოეფარა. შავი თვალები ჩამუქებოდა და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე . ზუსტად იცოდა როგორ უნდოდა გაქცევა ამ სიფრიფანა გოგოს რომელიც 5 წუთის წინ ეუბნებოდა რომ მისი ეშინია და მაინც მშვიდად მინარნარებდა. -ნუცა კარგი გოგოა. ჩაის მორევას რომ მორჩა ბაბუა და თან ირაკლის მზერის შესწავლას მხოლოდ ამის მერე გაბედა ეთქვა. -რა იცი ? ეჭვნარევი მზერა ესროლა ბაბუას. -ვიცი , და მიხარია ჩვენი ოჯახი წევრი რომაა. -და რატომაა ჩვენი ოჯახის წევრი? -დეიდაშენი კარგად იცნობს მას . მისი დამრიგებელი იყო სკოლაში. -აჰჰ, გასაგებია. რატომაც მოწონს სანდროს. -და შენც. ფინჯანი მიიტანა ტუჩებთან და ქვემოდან გამოხედა შვილიშვილს. -მეც. თავი დაუქნია .ბაბუიის მიზანი სწორედ ის იყო რომ ირაკლის არა ეთქვა.-ლამაზი გოგოა. უბრალო, იმდენად უბრალო და სათნო ეჭვიც კი შეიძლება შეგეპაროს ნამდვილია თუ არა. ირაკლიმაც აიღო ფინჯანი და მოსვა .- კარგი ხელი აქვს . ჩაი მისმა ცხვირმა და ყელმა ერთიანად შეიგრძნო და იმდენად ესიამოვნა თვალები დახუჭა. -თუმცა ორივემ ვიცით რომ ასეთ უბრალოებს ისეთივე უბრალო და სათნო ჭირდებათ. მე კი ძალიან შორს ვარ უბრალოებისგან . ფინჯანი ცივად დადგა და ფეხზე წამოდგა . -სააქმები მაქვს . ვახშამზე არ დამელოდოთ. სინამდვილეში მისი საქმე ახლა მისი ახალი სახლის მალე დასრულება იყო , რომ რაიც შეიძლება სწრაფად დაეხწია თავი ოჯახისგან და კვლავ მაარტოობის სიამოვნებაში ჩაძირულიყო. ახრჩობდა ჯანდიერების მოგონებებით გაჟღენთილი მამული. ყველაფერი ზედმეტად სავსე იყო ემოციებით , ადამინებით. სძულს , ძალიან სძულს სავსე ადამიანების ცხოვრება. მარტოსული იყო , არის და აპირებს დაბერებას . თითო ჯერზე თითო ემოცია საკმარისია მისთვის. არ სჭირდება ყოველდღიურობის უფერულობა და ადამიანური ურთიერთობები. ემოციები სისუსტეა . დიდიხანია მიაძინა, ყველა ემოცა და მხოლოდ იმას იყენებს რომელიც მისსთვისაა უკეთესი. ამბიცია. ახალი სახლი ლამაზი იყო , მაგრამ იმდენად განსხვავებული გარემოსგან , ოდნავ რომ სცხვენოდეს რაიმესი , აუცილებლად მოერიდებოდა იმ ხალხის რომლებსაც თავზე სასახლე წამოუჭიმა . ყველაფერი ისე იყო როგორ უნდოდა. დიდი სივრცე , ულამაზესი ნახატები , მინიმალისტური ავეჯი და არცერთი მცენარე. მხოლოდ ეზოს მოპირკეთება იყო დარჩენილი და გადასახლებასაც შეძლებდა , რომ არა ახალი პრობლემა . გაყინულ ტბას შორიდან გახედა და თავი გააქნია . გამხმარი ხეებით შემორტყმულ ტბის მიღმა ჩანდა პატარა შენობა . -ესსაა თავშესაფარი? -სავარაუდოდ . დაეთანხმა გიორგი და პალტოს საყელოში ჩარგო თავი. თუმცა გათბობა არ დასცალდა . -ირაკლი , არაა მოიცადე . თითქმის სირბილით მიყვა სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს . 15 წუთიც არ დაჭირვებია . პატარა ორსართულიანი შემურული კედლების წინ იდგა და რედგენივით ავლებდა თვალებს .. -გააღე ._ ანიშნა გიორგის უკან მდგარ არიტექტორს . -ღიიაა. კარები მძლავარდ გამოწია ბიჭმაც. გუშინ გავაკეთეთ ნახაზები აი ესეთი იქნება . ფურცელი ამოაძვრინა ჯიბიდან თუმცა ისე აუარა გვერდი ირაკლიმ არც უფიქრია შეხედვა . შიგნით უფრო ციოდა ვიდრე გარეთ . სინესტის სუნი ცხვირს წვავდა. ცივად მოავლო თვალი და თავი გააქნია . რა შეშლილი უნდა იყო ადამიანი რომ აქ ბავშვები გააჩერო . -რამდენი ოთახია ? -7 საძინებელი და სახურავში მერვე ოთახია . წამობრძანდით. დაუღალავად უხსნიდა რგორ აპირებდნენ გადაკეთებას თუმცა ერთი სიტყვა არ გაუგია. უნებურად თავში მხოლოდ ის უტრიალებდა, რომ ხის ჭრიალა იატაკზე რომელიც სიარულისას ზანზარებდა ბავშვები დადიოდნენ. სიბრაზე მოაწვა თვალებში. სიბრაზე იმ უთავბოლო სისტემის მიმართ , რომელსაც ისედაც ყველაფრის გარეშე დარჩენილ ბავშვებს, აქ ყოფნას აიძულებდა. ერთ დროს თავადაც ობლად დარჩა , მაგრამ მხოლოდ ემოციურად იყო ობოლი ბავშვი . არასდროს შიებია . ჰმ , როგორ გაუმართლა ? სიმწრისგან ჩაიცინა .-აქ სახურავში პატარა ბიბლიოთეკას მოვაწყობთ, პატარა საკითხავი სივრცით. კარს დაეჯაჯგურა არქიტექტორი და პირველი შევიდა . აქ უფრო მეტად დაიწყო იატაკმა ზანზარი და სწრაფად გამოვიდა . -ჯობია სათითაოდ შევიდეთ. უხერხულად გაიღიმა და ირაკლის დაუთმო გზა. -გამარჯობა ნუცა . ხმამაღლა აღმოხდა როცა კედელზე ფერადი საღებავებისგან დახატულ ნუცას პორტრეტს თვალი ვერ აარიდა. თითქმის მთელი კედელი ეკავა. მომღიმარი ნუცას ხელისგულები ედო ლოყებზე და ეშმაკურად იყურებოდა კედლიდან . -სად ნახე ნუცა . თავი შემოყო ოთახში გიორგიმ. -ოჰო გაოცება ვერ დამალა . -ხო ამ ნიკას ეს გოგო ძაან უნდა ჰყვარებოდა აკრილით კედელზე რომ მოხატა . -ვის ?_ მთელი ტანით შეტრიალდა ირაკლი. -პორტრეტის ბოლოს ხელი აქვს მოწერილი . ლამაზი ნამუშევარია , მაგრამ ხვალ ისტორიას გაჰყვება. თერმოსს თავი მოხსნა და მოსვა. -ეს კედელი დაუზიანებელი უნდა დარჩეს . -რაა? ყავა გაჭირვებით გადაყლაპა . -შეუძლებელია. -იქნებ იმას გადავუხადო რამდენიმე ათასეული ვინც შეძლებს ? -კედელს ვერ დავტოვებთ , ბატონო ირაკლი . ხომ გესმით რომ .. სიტყვა გიორგის მოძრაობამ გააწყვეტინა რომელიც ანიშნებდა გაჩუმდიო.არც გაუგია არქიტექტორის ყევლა ის დამაჯერებელი არგუმენტი რომელიც ამტკიცებდა რატომ იყო შეუძლებელი მისი დატოვება. -მაშინ მთელი შენობის მარცხენა მხარე უნდა დავტოვოთ. რაც მოითხოვს დროს ფულს და რესტავრატორებს -ორივე ბევრი მაქვს . მესამე კი შენი საქმეა . მხარზე ხელი დაარტყა . კიბეს სირბილით ჩაუყვა . გასვლისას კიდევ ერთხელ ახედა შენობას და გაფითრებულ არქიტექტორს რომელიც გიორგის რაღაცას ეჩურჩულებოდა გამჭოლი მზერა ესროლა . - როცა ვთქვი რომ ხელუხლებელი მინდა არ მიხუმრია . -ნეტა რას აკეთებ თუ იცი . გიორგი მოუჯდა გვერდით და გაყინულ ხელებს შეუბერა .-დავითასთან მივდივართ? -ხო . მივდივართ. კიდევ ერთ ოჯახირ ვახშამს ვერ გადავიტან . -ამ ტემპით თუ გააგრძელებ მალე აღსარებასაც ჩააბარებ. -ხო და მარხვასაც დავიცავ. -სრული სერიოზულობით უპასუხა. -მართლა ? -გულწრფელი გაკვირვება გამოეხატა გიორგის. -არა დებილო._ ხელი მიჰკრა ირაკლიმ . -რა ლამაზია არა ? - მოთოვლილ მდელოს გახედა გიორგიმ. -უბრალოდ თოვლია.-ტელეფონს ინტერესით ჩაჰყურებდა . -შენი ტელეფონი მომეცი . -რატო ვითომ? _ წარბი აწია . -იმიტომ რომ შენ გევასება სოციალური ქსელები და რაც რამე ინტერნეტ *** არსებობს. -მასე ზრდილობიანად რომ მთხოვ იმიტომაც გაძლევ. -ჯიბიდან გაჭირვებით ამოიღო ტელეფონი გაუწოდა. გაიცებისგან თვალები გაუფართოვდა , როცა წამებში მოხსნა კოდი. -ეეე, შე გესტაპო კაცო , საიდან იცი ჩემი კოდი? -შენი კოდი , ბანკის პინი და კიდვ რა პოზა გირჩევნია მარიამთან .-_ოდნქვ გაუღიმა და რაღაცის ძებნას შეუდგა. -რააა?_ თავი ვეღარ შეიმაგრამ გიორგიმ. -ვხუმრობ . სიცილი აუტყდა ირაკლის . -ისე შორს არ მიდიხარ ძირითადად ჩემს სტაფს ნომრავ ხო ? -ღმერთო რა დავაშავე._ თითი ამოისვა თვალში გიორგიმ. -არა მესმის . არ განგიკითხავ. ლამაზი გოგოები გვყავს . ისე ბიჭებიც . არაა თედო ? -მძღოლს ომახიანად გასძახა. მის უცნაურ ხუმრობებს ყველა შეჩვეული იყო , ამიტომ უხმოდ გამოხედა სარკეში და საჭეს მაგრად ჩააფრინდა. -რა გვარია ნუცა ? -მე რა ვიცი რა გვარია ნუცა . -წამოენთო გიორგი. -აბა როგორ ვიპოვო სოც ქსელში? -ტელეფონი თითქმის გადაუგდო გიორგის . დაჭერა რომ არ მოესწრო მანქანის მინას ნამდვილად მოხვდებოდა. -და რატომ უნდა იპოვო? -თვალები მოჭუტა.თუმცა მალევე მოუშვა როცა მეგობრის ოდნავ მომღიმარ სახეს კარგად დააკვირდა . დიდიხანია იცნობს . მისი ღიმილის ყველა ვერსია აქვს ნანახი და ეს რაღაც ახალი იყო. -რაღაც აქვს .- სრული სერიოზულობით დაიწყო ირაკლიმ . იდაყვი მანქანის მინას მიადო და ხელის თითი ტუჩებზე მიიდო . -არ ვიცი რა , ზედმეტად უცოდველი ჩანს . ჩემი ჰობი კი ადამიანების შესწავალაა. -ისევ ეშმაკებმა გადაურბინეს სახეზე და გიორგის წამიერი სიმშვიდეც რომ რაღაც ახალი ხდებოდა მისი მეგობრის თავს ამ ეშმაკებს გაჰყვნენ . -რატომ არ გჯერა რომ ამ მიყრუებულ პატარა ქალაქში , სადაც არც ბევრი ღამის კლუბია. ბევრი კი არა საერთოდ არ არის მგონი. არც ნარკოტიკი. საერთოდ არაფერი არაა , ცხოვრობდეს და არსებობდეს გოგო რომელიც უბრალოდ უბრალოა? -უბრალოდ უბრალო არ არსებობს გიორგი . -შეხედე მამა დავითს . -მამა დავითამდე , დავითა იყო , რომელმაც მე- 7 კლასში დაიწყო მოწევა, მეთერტმეტეში კლასელი სასიკვდილოდ სცემა და… -მაგრამ ეხლა სხვაა უნდოდა და განიწმინდა ,მარტო შენ არ იცვლები. -სინანული შეერია ხმაში. -რატომ უნდა შევიცვალო თუ მე არ მინდა და ქვების სროლას რომ მორჩები საკუთარი ცოდვების ქისაში ჩაიხედე. ცვლილები კარგია ჩემო გიო მაშინ როცა ეს მართლა ცვლის რამეს. ეჩვენება რომ ამ ქალაქში უფრო მალე ღამდება, უყვარს როგორ მიაძინებს ხოლმე ცის სიშავე ყველაფერს .ის კი რჩება და დაუღალავდ უსმენს სიჩუმეს . დიდი ხანია განუყრელ ნაწილად ექცა უძილო ღაამეები. ძილი არც ადრე უყვარდა ირაკლის. სიზმრებს ვერ უხერხებდა ვერაფერს . სიზმრები ერთადერთი იყო რასაც ვერ აკონტროლებდა ამიტომ ერჩივნა თავი არ მიენდო მათთვის. ისინი დაუნდობლები იყვენენ , გამეტებით აჭერდნენ ფეხს ყოველ ღამეს მის კარგად გამოკეტილ ფიქრებს და შიშებს . წამში ფილმად შეკრავდნენ და დაუსრულებლად უყურებდა ამ ფილმს ძილში. მისი რუტინა მარტივი იყო . 4 საათი. სრულიად სამკარისი რომ ფეხზე მდგარიყო, მაგრამ რაც აქ ჩამოვიდა ისიც ვერ ძინავს , საჭმელსაც ვერ ჭამს , არ ჭამს ერთი სული აქვს თავი დააღწიოს ოჯახურ ვახშამებს . სული ეხუთება . როცა ძველმა მეგობარმა ვახშმად მიიპატიჟა პირველი რაც გაიფიქრა ის იყი რომ თავისუფლად ისუნთქებდა და გაქცევა არ მოუწევდა . მანქანიდან გადასულს აღმზრდელივით წამოადგა თავზე თითქმის ცამდე აზიდული ტაძარი. კარში შესვლისას არსაიდან გადმოსულმა პატარა ბიჭის აჩრდილმა გაურბინა , შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცმა რომელსაც ბავშვს კისერში წაავლო ხელი სწრაფად აიტაცა და მხარზე მოიკიდა. ტაძრის კედლებამდე ასე სიცილით მიიყვანა და კედელში ისე გაუჩინარდნენ თითქოს არავის დაენახოს. სწრაფად დახუჭა თვალები ირაკლიმ , ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ისე გააგრძელა გზა ტაძრის მოპირდაპორე მხარეს მდგარ პატარა შენობისკენ თითქოს მას არ ჩაურბინა საკუთარმა პატარა მემ 5 წამის წინ. -მობრძანდით . ხელგაშლილი და საოცარი მშვიდი სახით შემოხვდა მეგობარი. რამდენ მამაოს შეხვედრია , ვერასდროს გაიგო რა აძლევთ მღვდლებს ასეთ მშვიდ გამომეტყველებას. ყველანაირი ეკლეესიის მსახურს შეხვედრია მანკიერსაც , ხალხზე მზრუნველსაც და ყველას ერთი იერი აქვთ. იქნებ წვერი ? აგერ გიორგისაც აქვს წვერი მაგრამ ხან ირაკლისაც აშინებს როცა ცუდ ხასიათზეა. პატარა ოთახისკენ შეუძღვა . სახელდახელოდ გაეშალა პატარა სუფრა მამაოს. -როგორც შეგპირდი სხვა არავინ , მაგრამ ჩემს ხელს უნდა დასჯერდე ირაკლი. - პატივია . ეს ვინაა ? შეშის ღუმელთან ჩამუხლულ დაახლოვებით . 11-12 წლის ბიჭუნას თვალი შეავლო . ბიჭმაც სწრაფად დაიჭირა მასზე რომ ლაპარაკობდნენ. -ეს ნიკოლოზია . სტუმრად არის ჩვენთან. -გამარჯობა ნიკოლოზ._დიდივით გაუწოდა ხელი და მოზარდმაც არ დააყოვნა მარჯვედ შეაგება მტევანი . მერე ისევ ღუმელს მიუტრიალდა რკინის საჩხრეკი მოიმზადა. - რაც აქ ჩამოვედი პირველად მცემს საჭმლის სუნი და თან რა სასიამოვნო სუნია . რა გააკეთე? -კარტოფილი . -ხმამაღლა გამოსძახა დავითმა . -მეტი მაინც არაფერი ვიცი. -მამაო აქ ცხოვრობთ? თვალი კარგად მოავლო გიორგიმ ოთახს. -აჰამ აქ ცხოვრობს . თავის სახლი დეიდა დიანას დაუთმო. -თითქმის ჩურჩულით უთხრა ბავშვმა . ისე თითქოს რაღაც საიდუმლოს გათქვავდა . -დიანას 6 შვილი ყავს და თავის სახლს ფანჯრები არ ჰქონდა . ირაკლიმ რატომღაც ბავშვს მზერაა არიდა . შერცხვა? არა სირცხვილი დიდი ხანია დაივიწყა , საკუთარი მე ეამაყება კიდეც , მაგრამ შეაწუხა, რაღაცამ მოუჭირა მარწუხები . კიდევ ერთხელ შეწუხდა თავის წარმომავლობის და ოჯახის გამო, რომელსაც არაფრად ღირდა გარდა ისტოორისაა და მაინც ყველაფერი ჰქონდათ. ისეთი უხერხულობა იგრძნო თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს ადამიანის ყველა პრობლემა. -მოდით მოდით. -ხელები გაასავსავა მამაომ .-გემრიელად მიირთვით . ამ თავად კაცს გლეხურ სუფრაზე გეპატიჟები . -დამიჯერე ეს ყველაზე გემრიელი რამეა რაც აქ ჩამოსვლის მერე ვჭამ. - გემრიელად გაღეჭა ლუკმა და ნიკოს ავად მოჭუტულ თვალებზე ჯერ ჩაეცინა მერე თვითონაც დაიბღვირა . -რა მოხდა? რამე პრობლემაა? -პრობლემაა. -მტკიცედ განაცხადა. დიდივით გაიშალა წელში . იცოდა ბავშვი არ ხუმრობდა , მაგრამ ისეთი ძალისხმევით ცდილობდა სერიოზული გამოჩენილიყო , თავს ძლივს იკავებდა არ გასცინებოდა. -ნუცა , მშვენივრად ამზადებს . -წამში გაუქრა მხიარულება ირაკლის. მაგიდაზე ჩამოდო იდაყვი და თვალები ისე დააჭირა დახუჭვის დროს ერთმანეთს ეტკინა , რამოდენიმე წამიანი პაუზის და უშედეგო მცდელობის არ ამოეხეთქა ვერ გაუძლო. -რატომ იქცა ეს გოგო ჩემ წყევლად ვინმე ამიხსნის ? -გამწარებულმა წამოავლო ხელი ღვინის ჭიქას და ჩაცალა . -ერთი ლუკმა ვერ გადამიყლაპავს დავით. ნაბიჯი , ნაბიჯი არ გადამიდგია ჰკითხე თუ გინდა გიორგის . ვერაფერს ვაკეთებ ისე რომ თვითონ თუ არ გამომეჩხირა თვალებში , სხვები აკეთებენ მისი სახელით . -ისე იყო ემოციებში შესული ვერც კი მოხვდა რომ 11 წლის ბავშვს უმადლოდა თავის სიბრაზეს. –თითქოს წყეული ქალაქი არ მყოფნიდეს . - ისე მისჩერებოდა პატარა, მაგრამ დიდი ნიკოლოზი ვერაფერი გაიგო რა თქვა ცუდი. ირაკლიც მიხვდა სინანულით ამოიგმინა . -მომიტევთ წამიერი სისუსტე . -საკუთარ თავზე გაეცინა კიდეც და მთელი შემართებით წაავლო ისევ ჩანგალს ხელი . სადაც იყო პირთან უნდა მოეტანა . -მამაო, ნიკოლოზ მოვედიიიი .მითხარით რომ ღუმელი ანთია გავიყინე . კარში თითქმის სირბილით შემოვარდა და ზურგს უკან კარგად დაკეტა კარი ნუცამ . კარის დაკეტვის ხმას ირაკლის ჩანგლის თეფშზე დახეთქება მოჰყვა. სკამის საზურგეს მიაწვა, თავი უკან გადაიწია და კიდევ ერთხელ ამოიგმინა . -შეუძლებელია . -ჭერში უმისამართოდ აიხედა და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს . მისი ყბების ჭრიალს გიორგის და დავითის ფხუკუნიც შერია . დინჯად მიმართა მზერა ნუცასკენ და თითქმის თვალის დაუხამხამებლად აკვირდებოდა, სიცივიგან გაწითლებულ თეთრ სახეზე . - საღამომშვიდობის ,ხელს არ შეგიშლით , გააგრძელეთ .- ჩვეული ღიმილი აიკრა სახეზე . - მიდი ნიკუშ გაემზადე იმედია ბევრი არ ჭამე , წინ ქეთოს უაზრო სერიალი და ძალიან ბევრი ჩიპსი გველოდება . ბავშვიც უცერომონიოდ წამოდგა . -მოდი დაჯექი . ხელით ანიშნა მაგიდისკენ მოძღვარმა . -არა იყოს , აქ ვიქნები . ცეცხლი მირჩევნია. -ღვინოც ათბობს . სწრაფად შეუვსო გიორგიმ და გაოგნებისკან ოდნავ პირიც გააღო როცა გააზრებაც ვერ მოასწრო როგორ გამოართვა ხელიდან . -ეგეც მართალია . წამში გაჩნდა მაგიდასთან ბოკალი აიღო , პატარა ყლუპი მოსვა დაგემოვნა და პირი გააწლაპუნა. -ცოტა ტკბილია. ნიშნის მოგებით გადახედა მღვდელს. მაგიდაზე დადგა დაწუნებული ღვინო და ღუმელს აეკრა . -რატომ გაიგიჟა თავი ამ ამინდმა? ვის ჰკითხა ვერავინ გაიგო . პასუხის გაცემა არც უფიქრია ირაკლის , მაგრამ დაჟინებით აკვირდებოდა როგორ გაუთბა სახე ნუცას, ღუმელთან უფროდაუფრო ახლოს მიჩოჩდა გაყინული და პატარა , ვაშლებმა ლამაზი წითელი მიიღეს მის სახეზე .დაძაბული სხეული მოეშვა და გალურჯებული ტუჩები გაუატმისფერდა . დაძაბული თითები მოეშვა და გაბედულად ამოძრავებდა რომ გაესინჯა ნამდვილად გრძნობდა თუ არა სითბოს. მომღიმარი დაჰყურებდა საკუთარ ხელს , ჰაერში ათამაშებდა და ცეცხლის ფონზე წითელიც კი ეჩვენებოდა საკუთარი თითები. საკუთარ თავით ტკბობისგან ნიკოს ხმამ გამოარკვია . ირაკლის კი წარბიც არ შეუხრია. ისევ ისე აგრძელებდა მის ყურებას. რატომ ? არ იცის . უყვარს ადამიანების ყურება და სწავლა . მისი ეს ჰობი ყველანაირ ინტერსს ამართლებდა. იდიალური პასუხი იყო, ყველა დასმული კითხვა :- რატოსთვის . - ნუციკოო , მზად ვარ . -აჰ , ოდნავ შეირხა . -უნდა წავიდე. ბედნიერ საღამოს გისურვებთ . მხოლოდ მაშინ შეამჩნია ირაკლის დაჟინებული მზერა, უხერხულად შეიშმუშნა , მისმა ტვინმა უარი განაცხადა ნორმალურად რეაგირებაზე და ისევე სწრაფად გაქრა კარში როგორც შემოვარდა . კიდევ ერთხელ გააქნია ირაკლიმ თავი უკმაყოფილოდ და რომ მიხვდა ჩვეული სიმშვიდე დადგა ოთახში უკვე გაციებულ ლუკმას ისევ გამოსდო ჩანგალი და დინჯად მიიტანა პირთან . -ისევ მე ვარ . ყიჟინით შემოირბინა ოთახში . -ღმერთოო რა დაგიშავე . თვალები აატრიალა ირაკლიმ . -ქუდი დამრჩა . თვალი მოავლო ოთახს . იქვე სავარძელზე მიგდებული ქუდი თავზე ჩამოიმხო და ისევ კარისკენ დაიძრა . მოულოდნელად მოტრიალდა ისევ წამში გაჩნდა მაგიდასთან ,ღვინის ბოკალს წაავლო ხელი და დაცალა . მაგიდაზე ხმაურით დადგა და ღრმად ამოისუნთქა . - ყინავს .- გადაჭრით თქვა და თითქმის ხტუნვით გავიდა კარში . -რა ენერგია აქვს ამ გოგოს მაოცებს . გაკვირვებას ვერ მალავდა გიორგი. -ვამპირის . -კბილებში გამოსცრა ირაკლიმ და ღვინო მოსვა. -ჩემო ირაკლი , არცისეთი მაგარი ნერვები გგქონია. -გაეცინა დავითს . -ყველა ასე მომღიმარი რომ იყის სამყარო ბედნიერი იქნებოდა . ყველა ადამიანს რომ შეეძლოს შავ წრეში , ერთი თეთრი წერტილის დანახვა განა ცუდია ირაკლი? ამ გოგომ სიკვდილის და გლოვის მეტი არაფერი ნახა ცხოვრებაში და მაინც სიცოცხლე უყვარს . უფრო მეტად დააფასა . უფრო მეტად გრძნობს, უფრო მეტად უხარია , უფრო მეტად უყვარს , უფრო მეტად სტკივა . განა დანაშაულია რომ ის ხელი უნდა გაუწოდოს ყველას , რომელიც ღმერთმა მისცა და რომელსაც ასე ელოდება უამრავი ნიკოსნაირი? იცი ჩვენ ვერასდროს , გავიგებთ იმიტომ რომ არ განგვიცდია და გაგვივლია ეს გზა . -და ვინ იცის რომც გაგვეარა დავრჩებოდით მისნაირები? -და რა იცით რომ დარჩა ? ეჭვი გაერია ხმაში ირაკლის . -არ გინდა ირაკლი. -თავი გააქნია დავითმა. -და რა შეემთხვეა ? - იკითხა გიორგიმ , მარტო იმიტომ რომ იცის აქედან გავლენ თუ არა პირველი დავალება , ნუცას წარსულში ხელის ფათური იქნება . საქმე გაიმარტივა . -გრძელი ისტორიაა , სევდიანი და თანაც სხვისი ცხოვრებაა . არ მგონია ჩვენი ბატონი ხასიათზე იყოს ისედაც ლუკმა ვერ ჩაყლაპა . მომეცი შეგითბო შე ბედოვლათო . ირაკლის თეფშს წაწვდა დავითი . კარში გავიდა თუ არა მთელი ტანით შეტრიალდა ირაკლი გიორგისკენ და ისე მიაშტერდა ლუკმა ყელზე დადგა და ძლივს ამოისუნთქა. -გავიგე . -არაფერი მითქვამს. -წარბი აწია ირაკლიმ. -რამდენი დღე მაქვს ? -2 . მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ. -ორ დღეში შე კაცო ნახევარ ქალაქს ამოვთხრი მიწიდან. უდარდელად გააგრძელა ჭამა გიორგიმ . რამოდენიმე ჭიქის შემდეგ სულ გადავიწყდა ირაკლის , სიბრაზეც ,ეჭვიც , ყველა გეგმა. მოეშვა და დროს მიენდო , ისე სასიამოვნოდ გაატარა საღამო ვერც კი შეამჩნია შუაღამე რომ იყო. გარეთ გამოსვლისას ცივმა ჰაერმა რომ დაჰკრა ფეხიც კი აერია კარგად შეზარხოშებულს და გაეღიმა . ჭიშკართან შედგა და რატომღაც ვერ გაუძლო ისევ შემოწოლილ მელანქოლიას . ჩუმად გააპარა თვალი იმ ბილიკისკენ სადაც ცოტახნის წინ პატარა ირაკლი მირბოდა და სწრაფადვე გაიხედა წინ . ვერ იტანს და არ უნდა , არ აქვს სენტიმენტალობის დრო. ზუსტად კართან იყო მისული თოვლში შავი ლაქა რომ შენიშნა . -მეტიჩარა. -ამოიბუზღუნდა და დაიხარა. ერთმანეთში ახლართული ნახევრად გორგალს ქმნიდნენ. -ვერ ვიგებ რა საჭიროა ხელთათმანის ქონა თუ სულ კარგავ და იყინები . კარგად დაფერთხა თოვლი , რომ მოეშორებინა და ხელისგულზე დაიდო , მისი მტევანის ნახევარიც ვერ დაფარა . -ტუტუცი . -ისევ უკმაყოფილოდ გაქნია თავი. ახლა უკვე მარტოც ლაპარაკობს მისი გადამკიდე . წამში წამოუარა სიბრაზემ . კარგად მომუჭა ხელი და ლაბადის ჯიბეში ჩაიდო. -ჰაერიიი , აი რატომ მიყვარს თოვლი . ღრმად შეისუნთქა გიორგიმ ჰაერი და სასმლისგან აწითლებული თვალები დახუჭა. ტაძრისკენ შეტრიალდა და მთელი პომპეზურიბით გადაიწერა პირჯვარი . იმ ღამესაც ვერ დაიძინა , ხვალ ხუთშაბათია . შესაბამისად ხვალიდან დაიწყება სავარაუდო საქორწინო ორომტრიალი. რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს , სახლი მზადაა , ეზოს არ ქონას აიტანს როგორმე -3 გრადუსში. ისედაც ორი ჩემოდანი აქვს . არც უფიქრია რომ დიდხანს დარჩება , მაგრამ ვინ იცის იქნებ უკანასკნელად ხედავს მოხუცებს . ისეთი სასტიკიც არაა რომ ბედნიერების წინა დღეს მიატოვოს . ბებიას და ბაბუას რომ უყურებს ხანდახან ჰგონია რომ სიყვარული არსებობს , რომ რეზოს და მისნაირი კაცებიც იმსახურებენ ბედნიერებას , მაგრამ რაც უფრო ხშირად უსმენს მათ წარსულ ისტორიებს , კარგად ხვდება რომ სიყვარული არაფერ შუაშია . ერთმანეთ შემორჩნენ. ერთმანეთი გამოსცადეს ყველაფერში და მაინც ერთმანეთს შემორჩნენ. -იქნებ სიყვარულიც ესაა? - ხმამაღლა დასვა კითხვა და გვერდი იცვალა საწოლში. რომც იყოს რა აზრი აქვს ? რატომ უნდა გინდოდეს ადამიანს დაიმატო ზედმეტი პასუხისმგებლობა ? ოჯახი , შვილები . ალბათ მისმა მშობლებმაც ვერაფერი გაიგეს . ალბათ კი არა ნამდვილად რადგან კიდევ 3 და-ძმა ჰყავს . მართლა ვერ იგებს ადამიანების რატომ მოჰყავთ ბავშვები ამ სამყაროში და მერე გამუდმებით იმაზე წუწუნებენ რა რთულია. მშობლებს მთელი დრო და არჩევანი აქვთ შვილის ყოლის , მაგრამ არავინ ამზადებს ბავშვებს , მშობლებისთვის. არავინ! არავინ ეკითხება უნდათ თუ არა მათ შვილებად ყოფნა. გაზრდიან , აჭმევენ ჩააცმევენ და მერე ავალდებულებენ რომ მადლიერები იყვნენ. ყოველთვის ასეა , მისი ფიქრები ყოველთვის ბავშვებთან სრულდებოდა . კარგად გაიაზრა უკვე წლებია რომ მისი პიროვნების ყველა პრობლემა ბავშვობიდან და მშობლებიდან მოდის, მაგრამ მოსწონს საკუთარი სამსჯავროსავით აწყობილი ხასიათი. თავს კომფორტულად გრძნობს. დიდიხანია თავისმა ეკლიანმა ხასიათმა , სხვა პასუხისმგებლობებისგან გაანთავისუფლა. ნათლიობასაც კი არავინ სთხოვს . ეშმაკირად ჩაეღიმა.: . “კაცი , რომელსაც სამყარო სძულს!” ერთხელ სტატიაც კი მიუძღვნეს , მაგრამ ვერაფერი გაიგო .რატომაა მარტოსულობის სურვილი , სამყაროს სიძულვილი ?! . ამ ფიქრებში ჩაეძინა , სასმელმა თავისი ქნა , ისეთ ღრმა ძილს მისცა თავი , მაღვიძარას ხმაც კი ვერ გაიგო. სწორწდ ამიტომ სძულს სასმელი და ყველანაირი ნარკოტიკი , ზედმეტად ლამაზია და მარტივია ცხოვრება , რამოდენიმე საათით , მაგრამ მაინც. კარგი თვისება ის აქვს რომ ნაბახუსევი არასდროსაა, ცუდი კი ის რომ ზედმეტი ძილისგან გამუდმებით დაღლილია. ვერ იტანს რუტინის დარღვევას , მაგრამ სირბილი არც უფიქრია , რომც ეფიქრა გიორგის კამპანიაზე არც უნდა ეოცნება, იცის რა მდგომარეობაშიცაა ახლა . არც შემცდარა . -არ ვიცი რა დალიეთ , მაგრამ აშკარად კარგ დღეში ხართ ბიჭებო. გაახმოვანა მათი მდგომარეობა საუზმის დროს ბაბუამ , თითქოს ნათელი არ იყო გიორგის გაფითრებული სახე თვალებს ძლივს რომ ახელდა ტკივილისგან . ირაკლი შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა გიორგის გვერდით და უხაროდა კიდეც . -რა დალიეს და მამა დავითის ტკბილი ღვინო. საიდან მოუახლოვდა ნუცა ვერ დაინახა და გიორგის წამოადგა თავზე წყლით და პატარა აბებით. -წითელი? გაეცინა ბაბუას . -ტკბილი ეძახე და კი მოგვსპო ორო კაცი .ამოიკვნეს გიორგიმ და არც უკითხავს ისე გადაყლაპა. -მე მშვენივრად ვარ . დაიქადნა ირაკლიმ . -და ხელი დინჯად გაუქნია უარის ნიშნად რომ დაინახა მეორე ჭიქა წყლის მომზადება დაიწყო ნუცამ . -რა კარგ ვიდზე ხარ გიორგი. სიცილი აუტყდა ლიკუნას შემოსვლისთანავე . - არ ინერვიულოთ უცბად გამოგიყვანთ , დღეს მე მოვამზადე საუზმე . სიამაყით განაცხადა . -ოღონდ ეს არა . ოთახში შემოსული ბექა ზურგით შებრუნდა . -ჩემი ბედი რა ვთქვი . გვერდით გაიწია და გზა სანდროს დაუთმო რომელიც უზარმაზარ ყუთს მოათრევდა . -დედამ გამომატანა , ბებიას ანიშნა. -მეზიზღებით. ძალდატანებული ღიმილით გამოსცრა ლიკუნამ. -უკვე ? ჯერ არაფერი მითქვამს . მხრები აიჩეჩა სანდრომ . -გირჩევ არ თქვა .- იგივე ღიმილით უპასახუა ნუცამაც . - როგორ არ ვთქვათ კვებითი ინტოქსიკააცით მიპირებთ მოკვლას . -კედელს აეყუდა ბექა. - და რას გიყვებოდი ლიკუნა ? - მთელი ტანით შეტრიალდა ლიკუნასკენ, -აჰ ჰო , გიყვებოდი რომ გუშინ ნიკოსთან ერთად ვბრუნდებოდი სახლში და ხომ იცი პატარა სკვერი რომაა აი თითქმის არსაიდან შუქი რომ არაა იქ დავინახე .. -დაგეხმარებით. ისეთი სისწრაფით წაწვდა ბექა ლიკუნას ეტლს და გააქროლა სამზარეულოსკენ , ლიკუნამ შეკივლა . -ჩვენ დროს მაგის მოპირდაპირე ადგილი იყო ხოლმე . სიცილით დაჰკრა მხარზე ხელი სანდრომ ირაკლის. ბევრი არაფერი შეცვლილა ჩვენი ახალგაზრდობის მერე. გახსოვს მატარებლების გაჩერების უკანაც .. -ააააჰ სანდროო , საზიზღრები ხართ კაცები . თავი გააქნია და ყურებზე აიფარა ხელი. -არ მინდა მოსმენა . -სწრაფად მიყვა უკან ბექას და ლიკუნას გზას . -რა ვთქვი ისეთი , შენ დროს არ იყო პატარა დამალობანები ბაბუ? ბაბუას შეუტრიალა კითხა თან ისე რომ ირაკლის მხარზე რტყმა არ შეუწყვიტავს . -სანდრო , ხელს გამიშვებ თუ ავდგე ? -წარბაწეულმა ახედა ქვემოდან. -ჩემზე 10 კილოთი მეტი რომ ხარ იმას არ ნიშნავს რომ რამე უპირატესობა გაქვს , “პროსტა “ მსუქანი ხარ რა . არა იმის თქმას ვცდილობდი რომ ცოტა ძვალი გაქვს მსხვილი. -ხმა ძალით მოისაწყლა როცა მომღიმარი ირაკლიც წამოდგა ფეხზე. მათი პატარა ვითომ კამათი სამზარეულოდან გამოსულმა ხმამ გადაფარა . ცოტახანში მთლიანად ფქვილში ამოვლებული ლიკუნა გამოგორდა სიცილით და ერთი შეკვრა ფქვილით. -აშკარად სამზარეულოში უფრო კარგად ერთობიან. -გულდაწყვეტილი მოუდგა დეიდაშვილს გვერდით სანდრო. -იცოდე , მოგკლავ ბექაა . არ გაბედოოო. ყველაზე ახლო მანძილი სანდრომდე და ირაკლიმდე იყო დარჩენილი ამიტომ პირდაპირ მათკენ გაიქცა. არც ბექა იყო ნაკლებად სხარტი . გახსნილი ფქვილის შეკვრა მოიქნია და ამაყად გაიშალა მხრებში საკუთარ , გამარჯვებაში დარწმუნებული . რამოდენიმე წამში ფქვილის ბორიანდელიც ჩადგა და ყელი გაუშრა სიმწრისგან , ნერწყვის გადაყლაპვასაც ვერ ახერხებდა . -მკვდარი ვარ . -ძმის და დეიდაშვილის გაქვავებულ ბიუსტებს თვალი მოაშორა და მათი ზურგიდან რომ გამოძვრა ნუცა , მისკენ დაიწყო ხელის გაშვერა. -დღეს მშვივრები მოვკვდებით. -ხელი ჩაიქნია ჯანდიერმა . -ირაკლი? -დეიდაშვილისკენ მიიწია სანდრო. თათბირი 5 წამიც არ გაგრძელდა .ისე მოწყდა ადგილს სანდრო სანამ ბექა გაერკვა უკვე მის თავთან იყო . კარგად წაავლო ხელები ძირს დააგდო და ხელები მკლავში წაავლო , ასე თრევით მიიყვანა სასადილო ოთახის კართან რომელიც ბაღზე გადიოდა. კარიდან მსუბუქი ტომარასავით მოისროლა თოვლში და ხელები დაიფერთხა . კარები არ დაუკეტავს , მომლოდინე თვალებით მიაჩერდა ირაკლის . აშკარად ნუცას ჯერი იყო , მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც არ უფიქრია . -დამავიწყდა ჯელტმენი რომ ხარ , გაგიმართლა ქალბატონი ჭინკა. პასუხი არ გაუცია ნუცას მაგრამ ენა საყვარლად გამოუყო სანდროს. -გემრიელად მიირთვით . ზრდილობიანად დაუკრა თავი ბაბუას და ფქვილი მხრიდან ჩამოიბერტყა . -რას გავს აქაურობა ? -კივილით შემოვიდა ლილი . -ირაკლი არ გრცხვენია ? სანდროოო ამხელა კაცი ხარ . -ბებოოო მიშველეე , როგორც იქნა თოვლიდან ამოყო თავი ბექამ . ხელის ქნევით მოაწყდა კარს , მაგრამ სანდრომ ცხვირწინ მიუკეტა. -ლიკუნა შენც? თვალები გაუფართოვდა ქალს . -ჩემი ბრალი არაა. ორივე ხელი აწია ლიკუნამ. ყველამ იცოდა როცა პირველი იწყებდა თავის გამართლებას , დამნაშავე ყოველთვის ის იყო. ირაკლის გაეღიმა . და მშრალი ფქვილის გემო რომ შეჰყვა ისევ მოიღუშა . უხმოდ დააპირა გასვლა როცა ბებიის ხმა მისწვდა. -ირაკლი ვაჩნაძევ , 20 წუთში აქ იყავი. -ჯოხი დააკაკუნა იატაკზე და ქმარს მარჯვნივ მოუჯდა . -20 წუთში ყველა სუფთა და ლამაზი უნდა იჯდეს ამ მაგიდასთან , გასაგებია ? -შენ ქალბატონო ნუცა მაისურაძევ , უკვე სუფთა ხარ და ლამაზიც . -ჯოხით ანიშნა სკამისკენ .-დაჯექი . ისეთი ტონით უბრძანა შეპასუხება ვერც კი გაიფიქრა . სკამის კიდესთან ჩამოჯდა და უხერხულად შეიშმუშნა . ცოტახანში ყველა მაგიდასთან იდგა . მხოლოდ ნუცა იჯდა . მიხვდა როგორ აეწვა ზურგი დარწმუნებული იყო თვალებით ბურღავდა ირაკლი . ბოლოსდაბოლოს მის ადგილზე იჯდა . გაუბედავად გაიხედა უკან და კედელს ერთი მხრით მიყუდებულ ირაკლის , მკლავები გადაეჯვარედინებინა . დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და კაცმა არ იცის რას ფიქრობდა მასზე. ამ წამს ვისი დანახვა უფრო ძაბავდა უფროსი ჯანდიერების თუ ირაკლის ვერ წონიდა . -ზეგ ჯვრისწერა მაქვს . ხვალიდან მინდა რომ ყველა ამაზე ფიქრობდეს. ყველა . თვალები დააკვესა. სანდრო რესტორანს მიხედავს . ლიკუნა ყვავილებს. ბექა , ბექაა მიხედავს … წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა და სიცილი აუტყდა ყველას.-ბექა თავის თავს მიხედავს , რომ რამე არ ჩაიდინოს ბექამ. -სრული სერიოზულობით განაცხადა.-შშშ -ჯოხი დააკაკუნა ისევ. -გიორგი ტრანსპორტს მიხედავს . -დიახ შეფ დაგიგეგმავთ . -შესძახა გიორგიმ. -მაგრამ იმას ფიზიკურად ვერ მოვშორდები . ირაკლის მიმართულებით გადაწია თავი. -არ მოშორდე , ტრანსპორტთან ერთად ისიც გევალება რომ ზუსტად იმ დღეს არ გაქრეს და ბაბუამისზე ნაკლებად არ იყოს ჩაცმული . ჰმმმ.-თვალები მოჭუტა მოხუცმა და დაძაბულ ნუცას ეშმაკურად გაუღიმა .-შენ ქალბატონო , შენ ჩემთან ერთად იქნები დილიდან საღამომდე . -მე ქორწილში ? არა არაა . -ხელები გაასავსავა ნუცამ . -ვერ ვიქნები . ხომ იცით რომ ყოველ შაბათ ტაძარში დავდივარ . ისედაც იქ გნახავთ ქალბატონო ლილი. მადლობა მოპატიჟებისთვის. -გაუბედავად წამოდგა . -დაჯექიი. -ისევ აქ? სკამისკენ გაიშვირა ხელი . -ადგილს ვიკავებ . -მე ბექასაც მივხედავ ბეე და ნუცასაც . ბექა ნუცას ამოუდგა გვერდით . -კავალერი უკვე ყავს . -პირთან მიტანილი ჭიქა წყალი უკან გადმოაფურთხა უფროსმა ჯანდიერმა . ცოლს წამით მიაშტერდა თითქოს თვალებში წიკითხა რაღაცო და ისევ მშვიდად გაგრძელა წყლის სმა . -ქალბატონო ლილი , იცით მე არცისეთი კარგი მეგზური ვარ თან თქვენი ჯვრისწერისთვის .ქუსლიან ფეხსაცმელსაც კი ვერ ვიცმევ. -იტყუება. ნანახი მაქვს როგორ ცეკვავ 40 სმ-იანი ფეხსაცმელებით. -დაადასტურა ბექამ რასაც ისედაც ყველა მიხვდა . -უარი , არა და ვერა არ მიიღება . ერთი დღე მაქვს სიკვდილამდეე . -ყველაზე მგრძნობიარე წერტილს დააჭირა ყველასთვის ლილიმ და თავი აწია . -ახლა , ერთი საათის დაგვიანებით , მაგრამ მაინც იქნებ გვაღირსო საუზმე ლიკუნა ? -მეე ? აქ კიდე სხვა ლიკუნაა? გუშინდლიდან საუზმეს მე ვამზადებო და . -ხო რათქმაუნდა. ნუცაა . -ფიქრებში წასული ნუცა რომელიც თავს იწყევლიდან ლიკუნამ გამოაფხიზლა . თავი 4 -რა კარგია , სიარული რომ არ შემიძლია. -რაა? -ფიქრებიდან გამოერკვა .-რას ბოდავ ლიკუნა? -სიარული რომ შემეძლოს , შენს მაგივრად მე მათრევდა ბებია , თოჯინასავით შაბათს. -სრული სერიოზულობით განაცხადა . -ვერ ვიგებ რა საჭირო ვარ . რა მინდა იქ ? - დახმარება ჭირდება რა , დაიკიდე . დროდადრო პომადა მიაწოდე, რიმ თავის “კნეინა” დაქალებს ზემოდან გადახედოს და ეგაა. 8 საათზე მაინც ძილი მოერევათ. გამხიარულდა ლიკუნა. განსაკუთრებით მაშინ გათამამდა როცა ყველამ შეაქო მის მიერ მომზადებული ტოსტები, მეტი არც არაფერი იცოდა . -ნუცამ ბლინები გაგიკეთათ. მაგიდისკენ გაიშვირა თითი . -ირაკლი ეს უნდა ჭამო , ზუსტად ისეთია როგორც ჩვენს ბავშვობაში სკოლაში იყიდებოდა გახსოვს? უხმოდ აიღო ერთი და თვალებსაც კი დახუჭავდა და სიამოვნებას მიეცემოდა, მაგრამ საჭმლის მიმართ ასეთ სისუსტეს ვერ გამოიჩენს . ყავის გემრიელი სურნელიც შეერია . -ლიკუნა. საუზმის მერე ჩემს ოთახში გელოდებით. -შენ და ნუცას . -მოვალ, მაგრამ ნუცა წავიდა . -რას ქვია წავიდა? -საქმე ჰქონდა , მალე დაბრუნდება . მე გავუშვი . - წარბი აწია ლიკუნამ. -ნუცა ჩემია და არა თქვენი. ხელი გააყოლა მთელს მაგიდას პატარა მესაკუთრე ბავშვივით და ხელები გადაჯვარედინა . -მეც მჭირდება პატარა დახმარება . -გაუბედავად ითხოვა ბაბუამ. -ვერაფერს ვიგებ ამ თქვენი ახალი მოდის . -ბაბუ შენ არ იდარდო მაგარ ვიდზე გაგჩითავ . -ყბის ქნევით გამოთქვა ინიციატივა ბექამ. -მე ვერ დაგეხმარებით . უკანასკნელი დეტალები დამრჩა სახლის შესათანხმებელი. წავედით გიორგი ? -პასუხი ვერც გასცა გიორგიმ, ისე ჰქონდა პირი გამოტენილი, მაგრამ წამოდგომისას ერთი ბლინი მაინც გაიყოლა . -გულისრევამდე აპირებ ჭამას ? -გინდა? -პირი გაითავისუფლა და ნახევრად მოკბეჩილი ბლინი გაუწოდა. პასუხი ვერ მიიღი ამიტომ დაუფიქრებლად გადაყლაპა უკანასკნელი ნაწილიც. - ეს გოგო რომ გვყვავდეს თბილისში ალბათ 100 კილოები გავხდებოდით. -103 ხარ . -უინტერესოდ მიუგო და წიგნი გადაშალა . -შენ რა იცი ? - გაფართოვებული თვალებით შემოუტრიალდა გიორგი. - შენი სამედიცინო ისტორია წავიკითხე . ნუ მიყურებ , უნდა ვიცოდე ვის ვანდობ თავს . -მანიაკი ხარ . -ვიცი , ყოველდღე მეუბნები . 2 გვერდის წაკითხვაც ვერ მოასწრო , უკვე საკუთარ ახალ სამფლობელოსთან იდგა . რაც უფრო დიდ დროს ატარებს ამ ქალაქში უფრო პატარა ეჩვენება . კმაყოფილმა გაუღიმა არქიტექტორს უკვე , შეფუთული ავეჯი რომ დაინახა, მაგრამ უჩვეულოდ ანერვიულებული ეჩვენა თითქმის ყველა. ტელეფონზე საუბრობდა, როცა გიორგისაც შეატყო უკმაყოფილება და გათიშა თუ არა , თავადვე იკითხა რა ხდებოდა. პირი გააღო არქიტქტორმა და აზრი რომ ვერ დაალაგა და ვერც ირაკლიმ გაიგო რა უნდოდა , მეორე ჩაერია . -გიორგი რა უნდათ? - იქვე დადებულ ლამაზად შეფუთულ საყვავილეს წაწვდა და ჰაერში აწია. -არავითარი ყვავილები. -შენი ნახატი ვიღაცამ წაშალა . -რა ? მთელი ტანით შემობრუნდა . -გეფიცებით გუშინ აქ იყო . დარაჯმაც თქვა რომ ყველაფერი შეამოწმა . -რანაირად შემოძვრა ის ლაწირაკი არ ვიცით . -თვალები დააკვესა ახალგაზრდა ქალმა. -გამახსენე შენ ვინ ხარ? -ახალგაზრდა გოგოს მიაჩერდა . -მე მე ინტერიერზე ვმუშაობ . -დავიჭირეთ . -ვინ დაიჭირეთ ? გიორგი ჩაერთო რადგან ირაკლისთვის რომ მიემართათ კიდევ ერთხელ., ზუსტად იცის ისეთ ამბავს ატეხდა , ისედაც გასკდომის პირას მყოფი თავზ ახდიდა ყვირილით. -დამნაშავე , მერე ვიღაც მოვიდა და მოკლედ დგანან კარებთან ასე და არ გვიშვებენ შიგნით . არც ჩვენ ვუშვებთ გარეთ. -ამაყად აწია თავი გოგომ. -რას ქვია არ გვიშვებენ . -სიცილი აუტყდა ირაკლის . -ზედ ხომ ვერ გადავუვლით ბატონო ირაკლი? -რატომ ვერა ? წამოიყვირა უცებ და კიდევ ერთი ლარნაკი გამოჩხრიკა საიდანღაც . ამჯერად იატაკზე მოისროლა. ლაბადის საყელო კარგად აიწია და გეზი სავარაუდო პრობლემისკენ აიღო. 7 წუთში დაფარა თითქმის 15 წუთის სავალი გზა და რამოდენიმე მეტრში გაშეშდა .უფროსწორად ნაბიჯი აღარ გადადგა . გიორგიმ გააკავა და ხელი იარაღისკენ წაივლო . კარგად აეფარა და რაღაცას მიაჩერდა . გალავანი თითქმის დასრულებული იყო და საკმაოდ მაღალიც , რანაირად აძვრებოდა იქ ვინმე ვერავის წარმოედგინა , მაგრამ ნამდვილად საკუთარი თვალებით დაინახეს როგორ გადმოაგდო , ჯერ ცისფერი ლაბადა და მერე თვითონაც გადმოხტა. ნახტომით ვერ იამაყებს , შუბლი გაეკაწრა , ამჯერად მეორე მხარეს , მაგრამ არაუშავს . თოვლი ჩამოიბერტყა , ლაბადა შემოიცვა და მხოლოდ მაშინ შემოტრიალდა შესამოწმებლად ვინმემ ხომ არ დაინხა , როცა გაახსენდა . ჯაშუშად ვერ გამოდგება . ორი წყვილი თვალი და ერთი იარაღი ისე იყო მისკენ მიმართული ხელები ინსტიქტურად აწია ჰაერში . -ნუცაა , რამის გესროლე . -ამოიოხრა გიორგიმ. - შენ არ მითხარი რომ გალავანი მიუდგომელია? -გაეღიმა ირაკლის და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ნიშნის მოგებით გადახედა . -ხო . ყბა მოეღრიცა გიორგის . -მიუდგომელია . -თავი დააქნია ნუცამ . -მაგრამ მე აქ გავიზარდე . ყველა წერტილი ვიცი. -მაპატიეთ უნდა გავიქცე. -მათკენ მომავალი არქიტექტორის დანახვისას ისე გაიქცა თვალიც კი ვერ მოჰკრეს . -ეს გოგო ნერვებს მიშლის . -საკუთარი ყბების ჭრიალის ხმა ყურში ესმოდა . - მინდა რომ გაქრეს . -დინჯად გააგრძელა გზა . მალე თავშესაფრის კარსაც მიუახლოვდა . რამოდენიმე მეტრი ჰქონდა გასავლელი და არცცმხედველობა უჭირდა . კარგად გაარჩია ვიღაცა ახმახმა , როგორ მოისროლა ნუცა მიწაზე , როცა კარში შესვლა სცადა . გარშემო 1 მეტრამდე თოვლი იყო , მაგრამ იმ ადგილას ერთი სანტიმეტრიც კი არა . არც ნუცა ჩანდა ნაკლებად შემართული . ისევ წამოდგა და კარისკენ გაიქცა . ამჯერად უფრო მაგრად ჰკრა ხელი კაცმა და ნამდვილად არ ასცდებოდა ტვინის შერყევა ირაკლიმ რომ არ დახვედროდა უკან. მძლავრად წაავლო ხელი და წონასწორობის დაცვაშიც მიეხმარა. -რა ჯანდაბა ხდება აქ . -ქოშინით მოსულ არქიტექტორს შეუღრინა . -შიგნით ნიკოა.- ამოიდგა სული ნუცამ , ისე ეწვოდა მუხლი , ვერ მოითმინა და ხელი გაისვა. -ნიკო ? მამა დავითის ნიკო? სწრაფად აღიდგინა გიორგიმ ბიჭის სურათი. -აჰამ . დაიჭირეს და არ უშვებენ . -იმიტომ გადმოძვერი 3 მეტრიან კედელზე ? -გაეცინა გიორგის. -მაგ თქვენმა ნიკომ ნახატი წაშალა . -ნახატი თავისია , რასაც უნდა იმას უზამს . -წამოენთო ნუცა . -შეუშვით . მშრალად გასცა ბრძანება ირაკლიმ. ავტორი ნიკო იყო , გაიგო , მაგრამ ახლა ის უფრო ადარდებს , ნუცამ რომ გაიგოს როგორ დაჟინებით ითხოვდა ნახატის დატოვებას . -კი მაგრამ .. ხელები ჰაერში აწია არქიტექტორმა. -მოკეტე . -გიორგიმ მხარზე დაადო ხელი და მაგრად მოუჭირა. ისე შევარდა ნუცა თითქოს დანიშნული დრო ჰქონდა და უნდა მოესწრო შესვლა და გამოსვლა . პირდაპირ კიბეზე აირბინა და გაუჩინარდა. საინტერესო ის იყო რომ ირაკლის ყველა საფეხურზე ასვლისას კიბე ჭრიჭინებდა , ნუცას სირბილისას კი საოცარი სიმშვიდე იდგა . სახლის სიძველის ამბავი რომ არ იცოდეს და ცრურწმენების სჯეროდეს, იფიქრებდა რომ სახლი აპროტესტებს მის აქ შემოსვლას. -ეს რატომ ქენი ? -ეჩურჩულებოდა ნუცა . -მაინც დაანგრევდნენ. -ნაწყენი თვალები არიდა კარში მდგარ ირაკლის ნიკომ და თავი დახარა. -ნიკო . გამარჯობა . - სინანულით გახედა კედელს ირაკლიმ . ჯერ კიდევ გუშინ ნუცა იცინოდა კედლიდან ახლა კი მხოლოდ უზარმაზარ წითელ წრეს ხედავდა . ბიჭმა , გვერდი აურბინა ორივეს და უთქმელად გაიქცა . -ნიკოოო, მოიცადეე .-უშედეგოდ სცადა ხმა დაეწია მისთვის ნუცამ .- ბოდიში. მის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს. -ღია კარისკენ გაიშვირა ხელი. -არაფერია . -საკუთარი თავის სიმშვიდემ გააკვირვა ირაკლი. -ყველა თავისებურად უმკლავდება სტრესს. -ალბათ , მასეა.- ხელები წელზე დაილაგა და ზურგი შეაქცია . ყურადღებით აკვირდებოდა რაღაცას . პირველად შეაწუხა უხერხულმა სიჩუმემ ირაკლიც.-აქ ჩემი ოთახი იყო . -ენერგიულად შემოტრიალდა ნუცა და მოულოდნელად გაუღიმა. -ეხლა რას გააკეთებთ? -არ ვიცი . -დაიბნა მამაკაცი.-მართლა არ იცის , ერთი სიტყვაცვარ გაიგო იმ დღეს. -ჰმმმ, აქ ბევრი არაფერი გამოვა , მაგრამ სამაგიეროდ ხედი აქვს . -ფანჯრის მინაზე აკრულ ქაღალდს მიწვდა და ჩამოგლიჯა. უკანასკნელად უნდოდა გაეხედა , იმ ფანჯრიდან რომელიც მისი ცხოვრების ნახევარის მოწმე იყო. -მთელი ტბა ჩანს. -ღამე ყველაზე ლამაზია. თავადაც ნახავთ ალბათ . -ტბისი იქით მთასავით წამოჭიმულ სახლს გახედა. -ნუცა აქ რამდენი წელი იცხოვრე ? -ხმის ამოღება გაბედა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და გვერდით დაუდგა , ზუსტად იმ მიმართულებით გაიხედა სადაც ნუცა იხედებოდა. -მართლა ლამაზია . -10 წელი. სამწუხაროდ სისტემა სრულწლოვნების შეფარებას არ ითვალისწინებს . -სულ ამ მდგომარეობაში იყო? -ჭერს ახედა ირაკლიმ. ცდილობდა გამოეცნო რა პირობებში იცხოვრა 10 წელი ნუცამ და მაინც თვალები უბრწყონავდა ამ კედლების ყურებისას . -თითქმის .-სინანულით ამოილაპარაკა .-ბევრჯერ ვცადეთ , რომ ვინმეს მოეხედა , მაგრამ ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთეულებს უსმენენ. -დიდი ნერწყვი გაადაყლაპა ნუცამ, ცოტახანს ჩაფიქრდა და ისევ თვალები გაუბრწყინდა.-მართალო იყავით, ახალ სიცოცხლეს იმსახურებს ეს ადგილი. ერთხელ ხომ მაინც უნდა იზრუნოს ვინმემ მასზე , ამდენი გამოზრდილი ობოლის ხათრით. გპირდებით , პრობლემას აღარ შეგიქმნით და ნიკოსაც უნდა აპატიოთ. -ნიკოს არაჩვეულებრივი ხელი აქვს. -სინანული გაერია ხმაში ირაკლის უზარმაზარ წითელ წრეს რომ წააწყდა ისევ. - რომელი საათია ? მკლავში წაწვდა ირაკლის და მაჯა ისე დაუჭირა რომ საათი დაენახა . -მაპატიეთ, უნდა გავიქცე, ლილი მომკლავს , ნიკო უნდა დავტოვო ტაძარში , მერე მაღაზიაში წავიდე .-თითებზე დაიწყო ჩამოთვლა თავისით და კარისკენ დაიძრა . -ვახშამზე დააგვიანებთ? -კარიდან მოტრიალდა . -რა ? -ისევ დაიბნა ირაკლი , სენტიმენტალური მოგონებებიდან ვახშამზე როგორ აღმოჩნდა ვერ გაიგო . -დააგვიანეთ რა? -ორივე ხელი შეატყუპა თხოვნის ნიშნად და გაუღიმა . -დრო არ მაქვს . -ნუცა უცნაური ვინმე ხარ.-თავადაც უცნაურად გაეღიმა . -ვიცი . -ტაში შემოკრა და კიბეზე დაეშვა. -წავედით ნიკო. -ბავშვს ხელი მოკიდა და ნაბიჯის გადადგმაა დააპირა. -ვერავინ ვერსად წავა . სანამ ეს პატარა ღლაპი დანაშაულს არ აღიარებს და არ დაისჯება. გააპროტესტა არქიტექტორმა. -რა უნდა აღიაროს და როგორ დაისაჯოს ? 11 წლის არის . - გაკაპასდა ნუცა . -მეგობრებო , თავი მისკდება , მოდი დავმშვიდდეთ. -ხელები ჰაერში აწია გიორგიმ. - წავედით . -არა . -თითქმის დაიყვირა არქიტექტორმა. - არქიტექტორო! - გიორგიმ სცადა სახელი გაეხსენებინა , მაგრამ უშედეგოდ. -საბა. -თვითონ შეახსენა სახელი. - აი ირაკლიც . მოხედე თუ ძმა ხარ , თავი ამეხადა. -შეგიძლია წახვიდეთ. -ამჯერად კარიდან შეგიძლია გახვიდეთ.-დაუკონკრეტა გიორგიმ და მათთან ერთად სვლა დაიწყო. თან ხელი გადახვია პატარა ნიკოს და ზურგით მდგარ ირაკლის მათი კისკისიც შემოესმა . სანამ ახალი შეხევდრა დაანონსა არქიტექტორ საბასთან, რომლის სახელიც ამდენი თვის მერე პირველად გაიგო , კისერიც აეწვა. რამოდენიმე წამში სიცივე იგრძნო და მიხვდა, თოვლი ცრემლებად დაიღვარა მის კისერში და მთელს ტანს ჩაუყვა . ცოტა გულიც აუჩქარა მოულოდნელმა შეხვედრამ თოვლთან და გამწარებული შეტრიალდა , მეორე გუნდამაც არ დააყოვნა და ამჯერად მის მხარზე დაიფშვნა . -ცუდად ვამზადებ არაა ? შეგიძლია საერთოდაც მშიერი მოკვდე . განწირული ყვიროდა ნუცა და ხელში თოვლის ბურთის კარგად მომრგვალებას ცდილობდა . ძნელი მისახვედრი არ იყო ისევ ნიკოს უნდა უმადლოდეს “საჩუქარს”. სახეზეც ეტყობა ისე უმზერს. ამჯერად თავში მოხვდებოდა რომ არ გაწეულიყო. თუმცა ნუცა დანებებას არ აპირებდა ,ისევ დაიხარა და ხელში კარგად მოიმარაგა თოვლი და მიუხედავად ამისა ისევ გაუშვა. ერთადერთი თავში რაც მოუვიდა გაქცევა იყო. ისეთი სისწრაფით უახლოვდებოდა ირაკლი გაქცევა თუ უშველიდა , გაიქცა კიდეც . თითქმის ტბამდე ირბინა და რომ მიხვდა გული ამოვარდნას ჰქონდა გაჩერდა . იქვე ტბის პირას მდგარ ხის სკამს ჩამოეყრდნო და უკან შეტრიალდა საკუთარი სისულელის ხარისი რომ შეემოწმებინა . -ყელში ამომიხვედი . - კარგად არც დასცალდა შეტრიალება, მკლავში წაავლო ხელი ირაკლიმ . -რატომ გგონია რომ ყველაფრის უფლება გაქვს ? თავხედო ბავშვო. -ბოდიში, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს რომ ცუდად ვამზადებ. -ხომ გითხარი შემდეგში ბოდიში არ გიშველისთქო. - ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს . -ბოდიში არც მომიხდია -გაავდა ნუცა. ერთიორჯერ სცადა მკლავი გამოეცალა , მაგრამ ვერაფერს გახდა. - მხეცი.-ისე დაიჩურჩულა თვითონაც ვერ გაიგო თავის ხმა . -რადგან ბავშვური თამაშები მოგწონს , კი ბატონო. - ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ხის სკამზე კარგად ჰქონდა თოვლს გასქელებული ტანი. ხელი გადაუსვა მუჭაში მოიქცია და ნუცას გაუღიმა. - იმედია კარაგდ გახურდი სირბილის დროს . -კარგად გააკავა და მთელს სახეზე მოუსვა. - ამის მერე ჭკუას ისწავლი , ტუტუცო. კმაყოფილმა გაუშვა ხელი და გაყინული ხელები ერთმანეთ გაუსვა. მომღიმარი შეჰყურებდა სანამ ნუცა სახიდან იწმენდდა ნახევრად დამდნარ გუნდას . მისდაგაოსაცრად , სიბრაზის ნაცვლად გაბრწყინებულ თვალებს ხედავდა , ნელნელა ღიმილი ტუჩებსაც მიეპარა და ბოლოს გულიანი სიცილი დაიწყო გოგომ. -უარესს ველოდი. მინიმუმ ტბაში ბანაობას . -ისევ გადარჩი . ღიმილს ვერ იშორებდა ირაკლი. -მართლა უნდა წავიდეთ, ყველაფერი უკუღმა მიდის . თავისთვის ჩუმად დაიწყო დუდღუნი ნუცამ . -უკან მომავალ გიორგის და ნიკოს გახედა , ნაბიჯის აჩქარებას არცერთი აპირებდა . ნუცას სახეზე კი ხან სერიოზული ემოცია ჩნდებოდა , ხან თვალები უბრწყინავდა . -უცნაური ვინმე ხარ ნუცა.იმდენი ემოცია გაქვს და ეს ყველაფერი 1 წუთში, შეუძლებელიც კია . -ვიცი. -მხრები უდარდელად აათამაშა. -როგორც იქნა . - ნიკოს ხელი წაავლო და თითქმის სირბილით წაიყვანა. -კარგი იყო გუნდაობა? -კი. -რამე აგრესიულ პასუხს ველოდი. წამო რა გავიყინე. გზას ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ: -ნიკოს ველაპარაკე, სანამ შეყვარებულებივით თოვლში თამაშობდით. ნუცა მან დახატა . -მივხვდი. -არ შეიმჩნია გიორგის რეპლიკა ირაკლიმ. -ნიკოც ერთერთია იმ ბავშვებიდან ვინც აქ ცხოვრობდა . ოღონდ ნიკოს ნათლია დავითია . ხო და არდადეგებზე მასთან მოდის . ნუცა კი ამ ბვშვთა სახლში მოხალისედ მუშაობდა. შაბათ-კვირას სამზარეულოში. ხო და მათი სიყვარულის ისტორიაც მანდედან იწყება. -რაა? -სიცილი ვერ შეიკავა ირაკლიმ. -ხო , სერიოზული კონკურენტია არ დაგავიწყდეს ხატავს. -ნუცაზე რა გაიგე? -როდის უნდა გამეგო რამე ირაკლი? გუშინდლიდან ერთად ვართ. -ცოტა წყენა გამოეხატა გიორგის. -არც კი ვიცი რა ჯანდაბად მინდოდა ეს წყეული სახლი? -სახლის წინ გაჩერდა და ზიზღით ახედა . -შეგვიძლია უკვე აქ დავრჩეთ? -ალბათ. -მხრები აიჩეჩა გიორგიმ. -დასალაგებელია რა. -არაუშავს , ხვალ ლილის ვეტყვი ხალხი აიყვანოს , ან სულაც გამოგზავნოს. -ანუ ვახშამზე არ წავალთ? მშივრები მოვკვდებით , ოთხნიშნა შემოსავალი მაქვს თვეში და მშიერი დავიძინებ მაინც . -მოსთქვამდა გიორგი. -თავს ნუ მაცოდებ . ასი ბიჭი გყავს სამსახურში გაგზავნე ვინმე და რესტორანს მოგიტანენ , ბევრად უკეთეს და გემრიელს თან . -დაგავიწყდა შენ ეტყობა რა დღე დაგადგა ნუცას ხელის დაწუნებისთვის. -ტუტუცი გოგო. -უკმაყოფილოდ გაისვა კისერზე ხელი . -ტანსაცმელიც კი არ გვაქვს ირაკლი . -მოატანინე. -მე მივდივარ საღამოს და შენი არ ვიცი . -მარტოს მტოვებ? -აჰამ როგორც თქვი ასი კაცი მყავს , ასივეს დავტოვებ შენს სათვალთვალოდ . -გიორგი ერთ დღეს შენი კუჭი შეგიწირავს დაიმახსოვრე. - ახალ დივანზე მოწტვეტით დაეშვა ფეხსაცმლიანი,კომფორტულად წამოწვა და ხელები გადაიჯვარედინა. თვალები დახუჭა და თავი ღრმა ძილს ვერა, მაგრამ ფიქრებს მისცა . რამდენჯერაც სცადა თავიდან გაექრო ყველაფერი რომ ჩასძინებოდა იმდენჯერ ნუცა დაუდგა თვალწინ .- რა ჯოჯოხეთია. -გამწარებული წამოდგა .-წამოდი , გეფიცები გიორგი , კვირას დილის 8 საათზე დავბრუნდებით თბილისში. წყალდიდობა რომც იყოს და ნავით მოგვიწიოს წასვლა. **** ლიკუნა დასჯილი ბავშვივით იჯდა ბაბუას წინ და ლილისთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა. სახეზე აწითლებული ქალი ნერვიულად სუნთქავდა და ჯოხს გაუჩერებლად აკაკუნებდა . -ლიკუნა , სიმართლე თქვი . -დაანებე ქალო თავი რას გადაეკიდე ამ ბავშვებს ოჰ. -როგორ დავანებო? როგორ გაბედა ჰა იმ წუნკლიანმა თაიამ, არაა თან რა დიპლომატიურად შემომაპარა . არაა ეგრეა თავს რომ გაუყადრებ ვიღაც უგვაროს. -ბებოო , კარგი რა . -სიცილი ვეღარ შეიკავა ლიკუნამ . -რა გაცინებს ? - შეუღრინა შვილიშვილს . სიმართლე არაა თუ რა, აბა გინახია ვინმე ქალი ირაკლისთან ? -ღმერთო ჩემო, რეებს ბჟუტურობ , -თვალები აატრიალა ბაბუამ.- ქალო მეც 27 წლისამ მოგიყვანე ცოლად და რა “იმნაირი “ ვიყავი? -გააჩუმე ენა , შენი გათახსირებულობის ამბავი ყველამ იცოდა. -ირაკლისიც ჰა რა გინდა , ხან ტელევიზორში სუ ეგ არი გამოჭიმული. - უნდა უთხრა რაღაცაა .-ქმარს მუჯლუგუნი წაკრა. -მისიმინე თუ რამეს არ გააკეთებ იცოდე არ ვიცი რას ვიზამ . -ვაიმე ღმერთო, რა ქნას თუ მოსწონს ერთი ღამით გართობა კაცმა. ნეტა მეც ჭკუა მეხმარა , ახლა ტვინს ხო არ ამხდიდი. -ეხლა ჭკუიდან გადავალ. -დაიყვირა ლილიმ . -ბებო , ჯერ ვერ იპოვა ალბათ ვინმე ვინც მოწონს . -ჩემი აზრით ერთი უბრალო მხიარული გოგო ჭირდება ჩვენს ირაკლის და არა თავის სწორი.-არ დაეთანხმა შვილიშვლის ბაბუა. -რამეს ხომ არ ინებებთ ? - შეუმჩნევლად წამოადგა ნუცა თავზე და იქვე ბუხართან დაბმულ ძაღლთან ჩაიმუხლა , ხელები მოხვია და კარგად ჩაეხუტა. ძაღლმაც რამოდენიმეჯერ აუსვა ენა ხელებზე და გაიყურსა. ისეთი უცნაური სიჩუმე იყო ინსტიქტურად გაიხედა და ვერ მიხვდა ყველა უცნაურად რატომ მისჩერებოდა. -თქვენც იმას ფიქრობთ რასაც მე ? - ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ლილის. - ნერას კრიტერიუმებს კი აკმაყოფილებს. -დაეთანხმა ლიკუნა. -მე დამცინით ? -ნწუუ ,- თავი გააქნია ლილიმ. -ნუცა რას იცმევ ? -კაბას . -რომელს ? -ავარჩევ რამეს . არ ინერვიულოთ ქალბატონო ლილი . -არ ვნერვიულობ . -დამხმარეები მჭირდება. -ქარიშხალივით შემოიჭრა ირაკლი კარში -ჯერ გამარჯობა . -შენიშვნა მისცა ბაბუამ . -სახლი დამთავრდა , პერსონალი მჭირდება . -ნერვიულად ჩამოჯდა ბებიის წინ და ლაბადის გახსნა მერე დაიწყო . -ავარჩევთ ვინმეს . -ვინმე არ მჭირდება . -ვინმეს აგირჩევ ჩვენი სახლიდან . -დაუყვავა შვილიშვილს , სიბრაზე ხმაში ეტყობდა ირაკლის მაგრამ ისე რომ თვითონაც ვერ გაიგო რატომ იყო გაბრაზებული . იქნებ იმიტომ მის საუკეთესო კომპანიონს ნუცას კალთაში ჰქონდა თავი ჩარგული და ენა გადმოგდებული ქოშინებდა სიამოვნებისგან . ან იქნებ იმიტომ რომ ყველგან ამ გოგოს ხედავდა ? რა მნიშვნელობა ჰქონდა ? შედეგი ერთი იყო , კონტროლს კარგავდა. -ირაკლი დაქორწინებას როდის აპირებ? პირდაპირ საქმეზე გადავიდა ლილი. -ბებოოოოო. კარგი რა -დაუყვირა ლიკუნამ . - რატომ? საკუთარი ქორწილი არ გყოფნის ბებო ? -შვილთაშვილები მინდა. -და მე რატომ მთხოვ ? -ყველაზე უფროსი შენ ხარ . -ჩემსა და სანდროს შორის ერთი წელია სხვაობა . -ეგ ისეთი აბდალაა კი ეყოლება სადმე და არ იცის. - დაიროხროხა ბაბუამ. - როცა გადავწყვეტ ბავშვის ყოლას გაგაგებინებ. -ბავშვის კი არა შე არანორმალურო ჯერ ცოლის ყოლა უნდა გადაწყვიტო . -ბავშვის ყოლისთვის სულ არაა საჭირო ცოლი. -რაა? -წამოენთო ლილი და ჯოხს მაგრად წავლო ხელი . კამათი ლიკუნას მობილურმაა გააწყვეტინათ. -უპასუხებ თუ არა , დილიდან რეკავს ოჰჰ. წაიდუდღუნა ბებიამ და ისეთი თვალებით მიაჩერდა სხვა გზა არ ჰქონდა , გაუბედავად მიიდო ყურზე ტელწფონი და ყველა ერთიანად გაიყურსა . უფროსმა ჯანდიერმა უსიტყვოდ დატოვა ოთახი . დიალოგის კარგად მოსმენის შემდეგ , ლილიმ ცრემლი ვერ დამალა , მარტო ირაკლი იჯდა ურეაქციოდ და ვერ გაერკვია რა ხდებოდა, გაიგო მისმა დამ ჩვეული მბრძანებლური ტონით განუცხადა ადრესატს უარი და გათიშა. -ბებიკუნა , ლიკუნა იქნებ გეცადა ბებო ? -რა ხდება ? -დასერიოზულდა ირაკლიც . - არაფერი . -ძმას ზერელედ მიუგდო და თვალი არიდა. -იქნებ გეცადა ? -ისევ შეაპარა ბებიამ. -არაათქო , დავიღალე. -რითი დაიღალე ? -ფეხზე წამოხტა ნუცა და წელზე დაილაგა ხელები. -რითი? ხმას აუწია .-არაფრის კეთებით? ოთახში გამოკეტვით და თვითგვემით? -ვინმე ამიხსნის რა ხდება ? -მიდი ქალბატონო აუხსენი შენს ძმას როგორ უშვებ შანს ხელიდან მარტო იმიტომ რომ ცოტა წვალება არ გინდა და გეშინია. -გეყოფაა. -დაუყვირა ლიკუნამ . -არა არ მეყოფა ვიღაცამ სიმართლე უნდა გითხრას , ვიღაცამ სილა უნდა გაგარტყას რომ გამოფხიზლდე. იმდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ნატრობს ამ შანს , შენ კიდევ საკუთარი ხელით აგდებ ნაგავში.-აქ მიხვდა , მისმა დამ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი მკურნალობაზე და როცა ლიკუნა არას ამბობდა იძულება შეძულებას ნიშნავდა ,თუმცა ნუცას გამბედაობა ? ამ წამს ისეთი გმირი ეჩვენებოდა გაეღიმა კიდეც . ნუცა იმ გზას ადგა რომელიც თავად გაიარა ლიკუნას ავარიის შემდეგ. თავიდან თვითონ ცდილობდა , მერე ექიმებს არეკინებდა , ბოლოს მაშინ შეწყვიტა, როცა გაიაზრა რომ არის შეცდომები რომელსაც მარტო ვერ გამოასწორებ. -მიდი , თქვი როგორ ამბობ უარს გადარჩენაზე . -არ ცხრებოდა ნუცა . -შენ, ხომ არ უნდა იტანჯო ? შენ ხომ არ ზიხარ ამ წყეულ სავარძელში ? -დაიკივლა ლიკუნამ. -კარგი , ბავშვებო დამშვიდდით . -ფეხზე წამოდგა ლილი . -არაა , არ ვზივარ. -თვალები აუწყლიანდა ნუცას .- მერჩივნა , ეტლი , სულ უფეხობას ავირჩევდი რომ შემოეთავაზებინად და მერე წლები ვიწვალებდი ფეხზე დადგომისთვის , ჩემი სახლის მისაღებში ასე გარშემო რომ დამეგულებინა ჩემი ოჯახი. -ხმაში , ცრემლი შეერია , ასე მოეჩვენა ამ წამს ირაკლის. -ლიკუნა , შეხედე .-ორივე ხელი გაშალა.-ნახე რამდენი ბედნიერება გაქვს . საკუთარი თავისთვის კი არა მათთვის იბრძოლე. შეხედე იმდენი სიმდიდრე გყავს , ფულიც რომ არ გქონდეს უნდა ბრწყინავდე . შენს ტკივილს გგონია ვერ ვიგებ ? ვიგებ , მაგრამ ვერ ვიგებ როგორ შეიძლება ხელი ჩაიქნიო როცა გვერდით ამდენი ადამიანი გყავს. რომ მიხვდა ისეთი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი და ყველა მისჩერებოდა სწრაფად დაბრუნდა რეალობაში. -მაპატიე.-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ეგონა ეს ხმა ყველამ გაიგო. -ზედმეტი მომივიდა , დიდი ბოდიში ქალბატონო ლილი , როგორც ყოველთვის ენა წინ გამირბის . -უხერხულად იმტვრევდა თითებს . -უცნაური დღე მქონდა . შეიძლება ვახშმის შემდეგ წავიდე? -ლილიმ უხმოდ დაუქნია თავი და გაფითრებულ შვილიშვილს სინანულით გადახედა. -ჩემს ტკივილს ვერ გაიგებ ნუცა . -ხმა აუკანკალდა ლიკუნას და თვალი მოავლო ოჯახის წევრებს .მერე ნუცას მიაშტერდა რამოდენიმე წამით და გაუღიმა . -ჩემსას ვერ გაიგებ , შენს ტკივილთან შედარებით , ჩემი არაფერია. აუცილებლად ვიფიქრებ . -გაეცინა ლიკუნას და თვალზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა . - გპირდები. რა უცნაურია ცხოვრება , ხანდახან ხუთი წუთია საჭირო იმის გასაგებად , რის გაგებასაც 5 წელი ცდილობდა . თურმე მხოლოდ კარგი მაგალითი სჭირდებოდა, რომ ის გაეგო რაც ცხვირ წინ ჰქონდა . წინ ედგა გოგო რომელსაც ორივე ფეხი ჰქონდა , მაგრამ არავინ ელოდებოდა , არავის ადარდებდა. იმ ტანსაცმლისთვისაც კი გარჯა უწევდა რომელიც ეცვა . მას კი , ყველაფერი ჰქონდა , დიდი ოჯახი რომელიც მის ერთ გაღიმებას დღესასწაულად აღიქვამდა . ძმაც კი დაუბრუნდა . თითქოს ერთიანად მოაწვა მის ტვინს კარგახნის დავიწყებული გრძნობა რომელსაც ბედნიერება ერქვა . ერთიანად შეიჭრა ჯერ ტვინში , შემდეგ სხეულში . ათასი აზრი უტრიალებდა წესით უნდა თავი დაედანაშაულებინა , რომ ამდენი დრო ეძებდა იმ ბედნიერებას , სტიმულს , მოტივაციას რომელიც თურმე ყოველთვის მის გვერდით იყო . ისტეტიკული ტირილი დაიწყო, შემდეგ სიცილი და მიხვდა ბედნიერებისგან ტირილი რას ნიშნავდა . -ლიკუნა კარგად ხარ . -ნერვიულად წამოდგა და მის წინ ჩაიმუხლა. თავის შეკავებაც კი გაუჭირდა ჩამუხლულს , როცა დამ თელი ძალით მოხვია ხელები და მკერდზე მიეკრა. -აღარ დამტოვო . ბედნიერება დიდხნას რომ სცალდება კარგად იცის. ეზოში მანქანების პიპინმა გააყრუა ყველაფერი . ლიკუნა ძმას მოშორდ და ყურში უჩურჩულა.- ბავშვობის ჯოჯოხეთი იწყება. -აუ არააა . -თვალები აატრიალა ირაკლიმ . - ლუკა და ვაჟიკო. -აჰამ . მამიდა ლილის სიყვარულები . -სიხარულით ჯოხიც კი დაავიწყდა ლილი კართან ისე მივიდა . -ჩემი ვაჟკაცები მოსულან . -ორივე ხელი გაშალა და ძმიშვილები ჩაიკრა. ირაკლი ფეხზე წამოდგა და ახლა შენიშნა მთელი ეს დრო ბუხართან იდგა გაშეშებული ნუცა და თვალგაშტერებული მისჩერებოდა რაღაცას. მალე ბიძაშვილები წამოადგნენ ზურგთან და იძულებული იყი თვალი მოეწყვიტა გოგოსთვის , რომელიც უფროდაუფრო იზიდავდა და აუმოხსნელი გრძნობა ქონდა გაეგო რა ჰქონდა ისეთი რომ ასე ზემოქმედებდა ყველაზე. უინტერესოდ ჩამოართვა ხელი ახალსტუმრებს და გზა დაუთმო დისკენ. ლიკუნას მოკითხვის შემდეგ ორივე ნუცას მიაშტერდნენ . -ეს ნუცაა. -იმარჯვა ლიკუნამ და საკუთარი სახელის გაგონებამ ნუცაც დაბრუნა რეალობაში. თვალი ერთ წერტილს მოაშორა და ორ უცნობს ისე მიაშტერდა ვერც კი მიხვდა საიდან გაჩნდნენ იქ. - გამარჯობა ნუცა . -ორივე ძმამ ერთდროულად გაუწოდა ხელი. -გამარჯობა . - სანდრომ ლეგენდები მოგვიყვა შენზე. - ერთერთმა რომელიც , თითქმის ნუცაზე ორჯერ მაღალი იყო გაუღიმა . -მე ვაჟა ვარ . -მე ლუკა . - მომნუსხველად გაუღიმა მამაკაცმა . თვითინაც ოდნავ გაეღიმა , რომც არ გაღიმებოდა მამაკაცს ნუცა იქნებოდა პირველი. არასად ენახა ასეთი ლურჯი თვალები . იდიალურად გაწყობილი სახის ნაკვთები. როგორც მისი გიჟი ქეთო იტყოდა , ჟურნალიდან გადმოვარდნილი ტიპი იდგა მის წინ . -ოჰჰ ვინ მოსულან. მხარ გაშლილი გამოჩნდა სახლის პატრონი , სანდროსთან ერთად . მეტი რაღა უნდა ინატროს ? მთელმა ახალგაზრდობამ ჩაუარა ერთ წამში უფროს ჯანდიერს მეხსიერებაში. ღიმილი და ცოტა სევდა იკითხებოდა მის თვალებში . ახსოვს რამდენი ყვირილი ჭირდებოდა ბიჭების დასაწყნარებლად ახლა კი ყველა მთასავით ლამაზი ედგა წინ . იმდენი იმხიარულეს , კარგახანია ამდენი არ უცინია ირაკლის, განსაკუთერბით არ ეცინება როცა ბავშვობას ახსენებენ , მაგრამ რაც ბიძაშვილებთან მოგონება ჰქონდა ყველა დასჯით სრულდებოდა. არ მოელოდა , იმდენად სასიამოვნო დასასრული ჰქონდა მის დღეს . რას წარმოიდგენდა რომ ლიკუნას ერთი გატკაცუნება სჭირდებოდა სახესთან რომ ცხოვრების ხალისი დაბრუნებოდა. ყველაფერს იფიქრებდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისას , მაგრამ იმას ვერა რომ საკუთარი დის თხოვნას არ დაეტოვებინა ასე საწრაფად მოისმენდა. ყველაფერი კი ნუცას წყალობით. დახუჭულ თვალებში , კადრებად ჩაირბინა ნუცას სახემ - ვინ ხარ? -ხმამაღლა დასვა კითხვა და ჭერს მიაჩერდა . - შენი უნდა მეშინოდეს? -გაეღიმა ირაკლის, შეუძლებელია 50 კილოგრამი აშინებდეს. მას სიყვარული აშინებს . ნუცა კი მისგან განსხვავებითყველას უყვარს.მას ურჩევნია მისი ეშინოდეთ , პატივს სცემდნენ ან სულაც რაღაცას მოელოდნენ ვიდრე უყვარდეთ. ვერ იტანს უანგრო გრძნობებს , მათი გათვლა არ შეუძლია . გაუმართლა რომ დიდიხანია აღარ ეკარება ეს გრძნობა , თუმცა მადლიერება იცის რომ საჩუქარია. კარგად აქვს გაზრებული რომ მადლობის თქმა ღირსება და რაღაც კუთხით ნუცას უნდა უმადლოდეს დის უეცარ ფერიცვალებას . -ნუცას ან მის ტკივილს? რა შეგემთხვა ? . აუცილებლად უნდა გაიგოს ? გაგება ადვილია , მაგრამ იმდენად დიდი ადრენალინია ადამიანების გამოცნობა მისთვის, ხომ შეიძლება ცოტა გაერთოს ? იშვიათად ხვდება ამ ბოლო დროს საინტერესო ადამიანებს და მითუმეტეს საპირისპირო სქესს.დრო არ აქვს . ისევ გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა. მიუხედავად იმისა რომ დიდი ხნით ვეღარ წავა საკუთარი დის გულუხვი ჩახუტების წყალობით , თუმცა ამ სახლში დარჩენასაც ვერ შეძლებს . პატარა გამოცანა არ უღირს ძალიან ბევრ უძილო ღამეებად.სასიამოვნო დღე ჰქონდა თუმცა არც იმ ღამეს უძინია. მზეზე ადრე ადგა და სარბენად მოემზადა. წესით ზუსტად 6 საათზე ელოდება გიორგი კართან , მაგრამ ამჯერად მხოლოდ დაცვა დახვდა, არცთუ ენთუზიაზმით აღსავსე სახით. ხანდახან გიორგისაც სჭირდება დასვენება, ანუ თითქმის არასდროს , მაგრამ თავისუფალ დილას ღვინოს დავითის ღვინოს უნდა უმადლოდეს . მიხვდა აზრი არ ჰქონდა , მარტო გასვლის უფლებას კარის იქით მაინც არ მისცემდნენ. კარგად იცნობს გიორგის , ბევრი არც უცდია . ნელი სირბილით გაუყვა ჯერ კიდევ ჩაბნელებულ გზას . ჩვეული ტემპით მივიდა ხიდამდე და გაჩერდა. ნაცნობ ხედს უინტერესოდ გახედა და პირდაპირ გზას მიაჩერდა. რას ელოდებოდა ? საკუთარ თავს ისე ჰკითხა თითქოს სხვა პიროვნება ყოფილიყოს. -და აი პასუხიც ირაკლი. ხმამღლა უპასუხა საკუთარ მეს და სიცილი ვერ შეიკავა ხიდზე მომავალი სილუეტის დანახვისას. როგორ იცის რომ ისაა? მისი ქუდის პომპონს და ცისფერ ლაბადას ყველგან ცნობს. უნდა დაელოდოს? რათქმაუნდა . პატარა ბიჭი არაა უკან გაიქცეს ან რატმ უნდა გაიქცეს. იქნებ იმიტომ რომ ყველაზე მეტად ლოდინი სძულს , ის კი ნაბიჯს არ უჩქარებს . -დილამშვიდობისა. -გალურჯებული ტუჩები ძლივს გაამოძრავა ნუცამ. -გამარჯობა. - გზა გაყინულია. -ხიდისკენ გაიშვირა თითი . -ამ ქალაქში ტრანსპორტი არ დადის? ფეხით რომ დადიხარ. -არა სამწუხაროდ , განსაკუთრებით ზამთარში. -მართლა ? - ირაკლიმ გაოცება ვერ დამალა. არ გაკვირვებია , ქალაქს რომელსაც პარკიც არ აქვს , რა გასაკვირია ტრანსპორტი არ ჰყავდეს . -არა , ვიხუმრე . - გაიცინა ნუცამ.-მაგრამ აქამდე არ დადის . -აჰ და ფეხით რატომ ხარ? . ხელით ანიშნა ირაკლიმ წავიდეთო. ნუცამაც ინსტიქტურად აუწყო ფეხი . -ზედმეტად გაყინულია გზა . ფეხით უფრო უსაფრთხოა . -ალბათ ხვდები რომ წინ რამის ერთი საათის გზაა . -საათი და ოცი წუთი. ხიდამდე ოცი წუთი ვიარე . ძნელი არაა , სირბილი? ყოველდღე ვიძახით მე და ქეთა , ქეთა ჩემი დაქალია, ვიძახით რომ სპორტს უნდა მივყვეთ , მაგრამ არასდროს გამომდის. -ისე სწრაფად ლაპარაკობდა ნუცა , არც კი ამოუსუნთქია.- თუ უნდა გაიქცეთ , შეგიძლიათ . მე ნუ დამელოდებით. -ნუცა , -ირაკლი გაჩერდა , ავტომატურად ნუცაც .- გაცნობის დღეს იდიოტი დამიძახე , მეორე დღეს თავზე საუზმე დამამხე, ჩემს სახლში შემოიპარე და საერთოდ მგონი ჩემს სატანჯველად ხარ ამ ქალაქში . იქნებ დროა რომ შენობით მომმართო? -ნუცას მომღიმარი სახის დანახვაზე თავადაც ვერ შეიკავა თავი. რამოდენიმე მეტრი სიჩუმეში გაიარეს . უხერხული სიჩუმე იყო ,თუმცა არცერთს უფიქრია დარღვევა , გაბრწყინებული თვალებით შეეგება ნუცა ჩამოვარდნილ ფიფქებს , ისე თითქოს პირველად ენახოს . -თოვს . -ტაში შემოკრა ნუცამ და ხელის გულები გაშალა. -არ მოგბეზრდა ? წარბი აწია ირაკლიმ. - არა . ყველაფერს თავის მიზანი აქვს, წვიმას , ქარს , თოვლს . -მაგალითად? -მმმმმ მაგალითად , შეგიძლია ეს გააკეთო . - რამოდენიმეჯერ გაცურდა ყინულზე. -ან შეიძლება თავი გაიტეხო . -ნიშნის მოგებით გადახედა ირაკლიმ. -თან ორჯერ. -ორი თითი აწია ნუცამ. -ცოტა სწრაფად უნდა ვიაროთ .დავაგვიანებ. -მადლობა . -თავისდაუნებურად გამოთქვა და მერე დაფიქრდა . -რისთვის? - ირაკლისკენ შეტრიალდა , თვალები გაუფართოვდა და გამოყოფილი ენა რომლითაც, თოვლის ფიფქების დაჭერას ცდილობდა , სწრაფად დამალა. -ჰჰჰჰჰჰ ბავშვი. -ამოიგმინა ირაკლიმ. - ლიკუნასთვის. -მოკლედ მოუჭრა. - არაფერი გამიკეთებია. სიმართლე ვუთხარი. -მხრები აიჩეჩა , ზურგი აქცია და სცადა შეუმჩნევლად გამოეყო ენა.- არაფერი გადაუწყვიტავს. -დიდი გავლენა გაქვს , შენმა სიტყვებმა ნამდვილად იმოქმედა . , ვფიქრობ რამეს გადაწყვიტავს . - იცით , თქვენ ადამიანები პატარა თილისმით? ან არ ვაფასებთ იმას რაც გაქვთ. -პატარა თილისმით? -ჰო , ადამიანები ვისაც გაქვთ ის რასაც სხვები მხოლოდ ნატრობენ. რატომღაც სახე შეეცვალა ირაკლის., ანგარებიანი ადამიანები არასდროს აკვირვებდნენ, მაგრამ გული დაწყდა , ეგონა მინიმუმ ათას ნაწლიანი გამოცანა იქნებოდა ნუცა . -შეიძლება , შენგან სხვანაირად ჩანს , მაგრამ ოქრო ანათებს , ანათებს მაგრამ არ ათბობს.. -რაა? -წმოიყვირა .-არაა . -ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -აი დამამტკიცებელი საბუთიც.მაშინვე მატერიალურ რაღაცეებთან აკავშირებთ ყველაფერს . სწორედ ამიტომ ბედნიერებას , იქ ეძებთ სადაც არაა. -არ ვხუმრობ. -ხმაში სიმკაცრე შეეპარა. -მინდა რომ ლიკუნა დაარწმუნო.-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ირაკლი. -უკაცრავად. -გაიკვირვა ნუცამ. -რა შემიძლია? შენ გგონია რომ მე არ მინდა დარწმუნდეს? -სიბრაზე ვერ დამალა. -დაწყნარდი ცეცხლო. -გაეღიმა ირაკლის.-უბრალოდ ვფიქრობ რომ მოტივაცია გაკლია , რომელიც შემიძლია მოგცე. -არაფერი მაკლია. ლიკუნასთვის კარგი მინდა . -სიჯიუტე მთელი სხეულით გამოხატა. - და თუ გეტყვი რომ მზად ვარ ამ ქალაქს ის მივცე რაც შენ გინდა? - ახლახანს მოიფიქრა . ყველა ირაკლი მის თავსინერთდროულად დათანხმდა იდეას , რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ, მას უანგარობის არ სჯერა. – ყველა ადამიანს ყავს თავის ეშმაკი . -გეთანხმებით მაგრამ ისეთი სუსტი არ ვარ ეშმაკს ვუსმინო. ამ ქალაქისთვის რამის მიცემა თუ გინდათ მიეცით. პირველ როგში სიკეთეს საკუთარი თავისთვის აკეთებენ რომ ცხონდნენ და მერე სხვებისთვის . -ალბათ მიხვდი რომ მორწმუნე არ ვარ. -შუბლზე გაწერია ეშმაკი . -გაუცინა. -უკაცრავად? - ისევ ვბოდავ . -ხელი აიქნია ნუცამ. -ნუ მომისმენ. არ გცივა ? ირბინე, მე ვივლი, ასე გაიყინები. საერთოდ რატომ დარბიხართ? ბევრად ადვილი არაა დარბაზში ვარჯიში . რაიმე წესები არსებობს სირბილის? აი მე მაგალითად მალე ვიღლები არადა არცისეთი მძიმე ვარ რომ მიჭირდეს, მაგრამ პატარაობიდან არ გამომდის არანაირი სპორტი. არც ცეკვა . ცეკვაზეც ვიარე . საერთოდ არ მიყვარს სპორტი , მაგრამ ეხლა პოპულარულია . -ღმერთო რამდენს ლაპარაკობ ნუცა . -დაიღრინა ირაკლიმ -ნუ მომისმენ ხომ გითხარი. -არც ნუცამ დააკლო ხმას აგრესია . -როგორ არ მოგისმინონ, როცა ენას არ აჩერებ ? -მაშინ თუ არ გინდა ჩემი ხმა გაიგონო წინ წადი. -რაგომ ვიფიქრე რომ შენთან ნორმალურად ლაპარაკი შეიძლებოდა . -იმიტომ რომ მე ნორმალური ვარ. -ანუ მე ვარ არანორმალური? -მე არაფერი მითქვამს ეგ თქვენ თქვით. -ანუ თქვენ გავხდით. -უკვე ღიმილს ვეღარ ფარავდა ირაკლი. -დიახ. ტუჩები დაბრიცა ნუცამ და გვერდით დაიწყო ყურება . -იბუტები ? ქუდზე მიჰკრა ისევ ხელი .-წინ თუ არ გაიხედავ წაიქცევი . -სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ირაკლის თოვლში კარგად ჩაფლულ ქვას წამოჰკრა ფეხი და სახით ჩაეფლო თოვლში. - პირველად ვნახე ნიუტონის კანონი ვინმეზე ასე რომ მოქმედებდეს - ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად. -სულ ესე ვარ რაღაც მემართება , მემგონი დაწყევლილი ვარ. -ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა ვერ გაიგო ირაკლიმ. -დაურეკე რომ მანქანა გამოგზავნონ . -დაცვას მოუტრიალდა. -სანამ კისერი მოიტეხა. -არაა . -წამოიყვირა ნუცამ. -მანქანა არა. მანქანაში არ ჩავჯდები. სწრაფად ვივლი ან სულაც ვირბენ თუ გინდა . ან შენ წადი. მე არა , არ მინდა . - ზურგი აქცია და სწრაფად დაიწყო სიარული, თითქმის მირბოდა. -კააარგიი, ასეთ რეაქციას არ ველოდი. რაიმე ფობია გაქვს ? -სიცილით წამოეწია ირაკლი და გაუსწორდა. -პანიკური შეტევა ? 21 საუკუნეში ადამიანს მანქანაზე ასეთი რეაქცია რომ აქვს ცოტა გასაკვირია . -მანქანები საშიშები არიან. -სამი წლის ბავშვივით ამოიბურტყუნა. -რისი გეშინია? -სიკვდილის . - სრული სერიოზულობით უთხრა, მიხვდა რომ დასცინოდა. -რაა? შეხედე ლიკუნას . -ნუცა , ლიკუნა სასმლისგან გათიშული იჯდა საჭესთან ალბათ იცი. -ირაკლიც დასერიოზულდა. -სამაგიეროდ მამა იყო ფხიზელი . - შედგა , მთელი ტანით შეტრიალდა ირაკლისგენ და თვალი გაუსწორა. -მანქანები კლავს . ანადგურებს და ადამიანებს ანგრევს. თუმცა სამწუხაროდ გადასაადგილებლად ჯერ უკეთესი არაფერი მოუგონიათ. -ისევ ჩქარი ნაბიჯებით გააგრძელა სიარული. -ანუ მანქანაში არასდროს ჯდები ? -იშვიათად თუ სხვა გზაა არ მაქვს. -ავარია როდის მოხდა ? -10 წლის წინ. -მშრალად გასცა პასუხი. სწრაფად დააკავშირა ნუცას ბავშვთასახლში მოხვედრის წლები ერთმანეთთან. -და ბავშვთა სახლშიც ასე მოხვდი. -კითხვა არ იყო, უფრო რიტორიკულად დასვა კითხვა , რადგან პასუხში ოსედაც დარწმუნებული იყო. -არ მინდა ამაზე ლაპარაკი . -ხმა გაებზარა ნუცას . -კარგი . -არაა აუცილებელი ილპარაკოს, ისედაც ყველაფერს გაიგებს . გაიგებს , მაგრამ მაინც გამოცანად დარჩება რანაირად შეუძლია ასე მალე გამოიდაროს მის სახეზე . ნელა გააპარა თვალი , პატარა ცხვირი გაწითლებოდა , ლოყები კი ისევ ისეთი უცვლელი ატმისფერი იყო. გამომშრალ ტუჩებს ილოკავდა და სიცივისგან იბუზებოდა.-რატომ ცისფერი? -ბატონო? -ვერ მიუხვდა გოგო . -თითქმის სულ ცისფერს ატარებ. -რატომ შავი? -მხიარულად შეუტრიალდა ნუცა. -მომწონს. -მე ცისფერი მომწონს . ყველაფერი რაც მამშვიდებს ცისფერია ან დაჰკრავს მაინც . ცა, ღრუბლები , ვარსკვლავები. -გამოუსწორებელი რომანტიკოსი უნდა იყო . -გაეცინა ირაკლის. -ალბათ უკანასკნელი. - გულდაწყვეტით თქვა გოგომ. -ადამიანებს პატივისცემა აღარ აქვთ ერთმანეთის მიმართ. ყველაფერი პრაგმატული გახადეს , სიყვარულიც კი. -ადამიანებმა დროის გამოყენება ისწავლეს ნუცა . ცუდი არაა მხოლოდ იმის კეთება რაც პრაქტიკულად სასარგებლოა. -და რატომაა არასასარგებლო, სეირნობა, ფილმის ყურება ან სულაც პიკნიკებზე სიარული? . -თვალები უბრწყინავდა ნუცას და ერთი წინადადებით გააცნო საკუთარი სამყარო ირაკლის. ახლა დანამდვილებით იცის როგორი წარმოდგენა აქვს სიყვარულზე . - უფლება რომ მქონდეს , შუასაუკუნებში დავიბადებოდი . -და დაუღალავად მოუსმენდი სატრფოს მიერ მოძღვნილ პოემებს? -გაეცინა ირაკლის . -შენ ? - მე ძირითადად საწოლიდან ვიწყებ ხოლმე , ამიტომ ვფიქრობ მშვენიერ ეპოქაში დავიბადე . -ყველა კაცი საზიზღარია და ყველა ქალი უტვინო-თავი გააქნია ნუცამ. -შენ როგორი ხარ ნუცა ? - მე ჭკვიან ვარ. -ადრე თუ გვიან თავს შეგაყვარებს ვინმე . -მმმმ , არამგონია. - თვალები მოჭუტა ნუცამ .- პოემებს აღარ წერენ . როგორც იქნა. მამულის კართან მოიხარა და მუხლებზე დაილაგა ხელები.-მოვედით , ღმერთო სხულს ვეღარ ვგრძნობ . სახლში თითქმის სირბილით შევარდა და არც დალოდებია ირაკლის, რომელიც ისევ გაღიმებული იდგა და იმ კარს მისჩერებოდა სადაც ცოტახნისწინ ნუცა გაუჩინარდა. მთელმა დღემ ისე გაიარა არც კი გახსენებია გარეთ გამოსვლა , თითქმის ყველას ერდდროულად მოუნდა პრობლემების მოგვარება. ადამიანების მიერ საახალწლოდ გადადებული სააქმები . მისთვის ყველა გადადებული საქმე კი წააგებაა. არც ვახშამი გახსენებია , არც ის შეუმჩნევია როგორ დაღამდა . მხოლოდ მაშინ გახედა ფანჯრებს , როცა გიორგი შემოეჭრა ოთახში. -არ ვიცი რომელი კოსტუმის მოტანა ითხოვე მარაა სუპერ მძიმეა . - სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს . -ბებიაშენმა , უფროსწორად საპატარძლომ ბრძანა რომ ხვალ 10 -ზე გავდივართ. ყველაფერი სპეცოპერაციასავით დაგეგმა . ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს გუნდში ავიყვანდი. გამოიცანი ვინ გერგო მეგზურად. -ბექა სავარაუდოდ. ოჯახის ყველაზე ცელქი ალბათ ყველაზე მკაცრს ანდო. -დოკუმეტებისთვის არ მოუშორებია თვალი. -არა . -არაააა რა ,ნუცა ? -უეპ , ბინგო . არ გაბრაზდე . -გაუთავებლად ლაპარაკობს . -სამაგიეროდ სასაცილოა. -თოვლს ენას უყოფს. -საყვარელია. -სულ რაღაცა ემართება . -სამაგიეროდ ლამაზია. -გეყოფა. სპეციალურად აკეთებ ? -მე ? არაა , ბებიაშენი კი. -გონია რომ პრობლემა გაქვს. -რა პრობლემა ? -დღეს ერთსათიანი დაკითხვა მომიწყო, ყველაფერი მწყობრში გაქვს თუ არა. -უთხარი რომ შეყვარებულები ვართ? -იდიოტი ხარ. -ჰჰჰ, უნდა რომ ვინმე ქალთან ერთად გამოვჩნდე და ნუცაზე უკეთესი ვერავინ მიპოვა. -ხო გითხარი , კიკი უნდა წამოგვეყვანა .იქით შეგწხვეწებოდა ბებიაშენი მარტო მისულიყავი. -გაეცინა გიორგის. -დაიძინე ირაკლი. ხვალ მძიმე დღე გაქვს. ამდენმა უძილო ღამემ თავისი ქნა , დილით ისეთ ხასიათზე იყო , საკუთარი თავის დანახვამაც კი გააღიზიანა სარკეში . უხალისოდ , მაგრამ მაინც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საკუუთარ ჩაცმულობას. სარკეს უღიმღამოდ შეავლო თვალი , მაინც შეამოწმა სააბოლოო შედეგი. გარრგნობას არ უჩივის , არც მამა ყავდა ურიგო და დედავ კიდე უფრო უკეთესი. არასდროს სჭირდებოდა თავის მოწონება , დიდი ხანია გაიგო რომ უზადო გარეგნობა აქვს . თვითშეფასება კინიმაზე მაღალი ვიდრე უნდა ჰქონდეს. სათის შეკვრას გზაში შეუდგა და კიბეზე ისე ჩავიდა არც კი შეუნიშნავს ქვემოთ შეკრებილი ოჯახი როგორ მისჩერებოდა. -დილამშვიდობისა, უძილობისგან გაბზარული ხმა , ეუცნაურა თავისივე ყურს . -რომელი საათია? -ნაწყენმა ტყუპებმა საათს დახედეს. -20 წუთი დავაგვიანე . თანაც თავად წყვილიც არ ჩანს . -უკვე წავიდნენ თვალები აატრიალა ლუკამ. -არაუშავს . რაც გვიან მივალთ მით მალე დამთავრდება .თქვენ რატომ მელოდებით მე ? -იმან ბრძანა. -თითი მისაღებში დაკიდებული ლილის პორტრეტისკენ გაიშვირა. - წავედით. -არც დალოდებია ისე დაიძრა კარისკენ და სიტყვა ბრძანებაზე ამოუტივტივდა რომ ნუცა მიაკერა ბებიამ მეგზურად. -გიორგი, ნუცა ? -გიორგის უმნიშვნელოდ გაეღიმა და კარი გაუღო. ეზოში გაჩერებული მანქანების წინ იდგა ნუცა და რაღაცას მიშტერებოდა. -ეს სილამაზე გოგო ცოდოა ამ ქალაქისთვის. -გვერდით ამოუდგა ლუკა, ირაკლის მსგავსად ჩაიწყო ჯიბეში ხელები და ხარბად დაუწყო თვალიერება ულამაზეს შავ კაბაში გამოწყობილ გოგოს. გაშლილი თმა ლამაზად ჰქონდა მხრებზე დაფენილი, წითელი პომადა უფრო ფერმკრთალს აჩენდა თეთრ ფონზე და ეხლა შენიშნა ირაკლიმ თუ რა გამხდარი იყო .ერთიციდა ეჩვენა თეთრად დაფარულ ეზოში . მოშიშვლებულ ზურგზე და მკლავებზე ხელების შეხებას ცდილობდა და ნამდვილად შორს იყო ფიქრებით , რადგან მასთან მისული ძაღლიც კი ვერ შენიშნა . -გაიყინება. -ლუკამ ჯიბიდან ამოიღო ხელები და პირველი დაიძრა მისკენ. -დაგასწრეს . -ზურგიდან უჩურჩულა გიორგიმ. ვერ გაიგო რა უთხრა ლუკამ , მაგრამ დაინახა როგორ შეცბა ნუცა. რეალობაში დაბრუნებული უხერხულად შეიშმუშნა და ერთი ნაბიჯით უკან გაიწია . თვალებით მოძებნა ირაკლი. მიხვდა ისიც სადმე ახლომახლოს უნდა ყოფილიყო , რადგან ჯერ კიდევ გუშინ გაანდო თავის შიში , რატომღაც იფიქრა რომ უთქმელად გაუგებდა . წამოეშველებოდა და ან სულაც როგორმე აცილებდა ლუკას რომელიც დაჟინებით მოითხოვდა მის მანქანაში წასულიყო. თუმცა სულ ტყუილად არ განძრეულა. ტანიც კი არ გაურხევია . ისევ აარიდა თვალები და ლუკასკენ შებრუნდა . ერთი სიტყვა არ გაუგია რას ელაპარაკებოდა ლუკა . სამსჯავროზე გასასვლელი დამნაშავესავით უცემდა გული. არაფერია გასაკვირი , ყველა მისი მანქანაში ჩაჯდომა სამსჯავროსავით იყო. -წამოხვალ?-ხელით ანიშნა გზისკენ ლუკამ და მომნუსხველად გაუღიმა. მძიმედ გადადგა ერთი ნაბიჯი , როცა ზურგზე სითბო და სიმძიმე ერთდროულად იგრძნო. საკუთარ მხარს გადახედა , შავი ლაბადა კარგად მოახურა ირაკლიმ, მკლავებზე ხელი ჩამოუსვა რომ დარწმუნებულიყო მისი სუსტი მხრები დაიკავებდა მის მძიმე ლაბადას . გაბედულად ჩაუდგა შუაში ლუკას და ნუცას თან ისე რომ მხრებიდან ხელი არ მოუშორებია და არც კი შეუხედავს ბიძაშვილისთვის რომელმაც ძულებით გადადგა ერთი ნაბიჯი უკან და გიორგის , გაურკვეველი სახით შეხედა . -დღეს ის დღეა როცა , სხვა გზა არ გაქვს ხოლმე არა? მივხვდი. -გაუღიმა ირაკლიმ. ამოისუნთქა ნუცამ , ამოისუნთქა და თან ისე მთელს სხეულზე შეეტყო შვება , იმის გააზრებით გამოწვეული , რომ უცხოსთან ერთად არ მოუწევდა წასვლა.-შეხედე . -გიორგისკენ შეატრიალა . -გიორგი ტყუილად არაა სულ ჩემს გვერდდით. სიცოცხლეს ვანდობ , რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირად ფასობს და დამიჯერე , მანქანის მართვა არაფერია იმასთან შედარებით რასაც ის აკეთებს .-გიორგის ანიშნა საჭესთან დამჯდარიყო. -შემდეგ კარი გაუღო და ჩაჯდომაში დაეხმარა , ბოლოს კაბის ბოლოც შეუსწორა და საკუთარ თავზე გაეცინა . ბევრი წინაღმდეგობარ არ გაუწევია ნუცას მანქანის შიში არაფერი იყო , სამსახურის დაკარგვის და ლილის რისხვის შიშთან შედარებით . კალთაში ჩაილაგა ხელები და თითების მტვრევა დაიწყო. გული ისე უცემდა ალბათ , ექსტრემალური სპორტის მიმდევრებს არც დაესიზმრებოდათ. გაუბედავად გახედა ჯერ გიორგის და მერე ირაკლის , რომელიც კომფორტულად მოკალათდა. საათი რომელიც ცოტა დიდად ჰქონდა გახსნა და ახლიდან დაიწყო შეკვრა. მიხვდა დაჟინებით უყურებდა , სწრაფად შეავლო თვალი რომ დარწმუნებულიყო რას ელოდა მისგან და ისევ საათის წვალება დაიწყო. არ შეუძლია , ვერ ჩამოუჯდება გვერდით და მოუყვება ზღაპრებს , მისი ქალებთან ურთიერთობა რამოდენიმე საათს გრძელდება . არ მოსწონს , არ უნდა და ვერ იქნებ ვერავის გმირი… მანქანა დაიძრა თუ არა , ისეთი პანიკა დაეწყო ნუცას ვეღარაფერს ხედავდა . გამეტებით ეძებდა ღვედს და ექაჩებოდა გიორგისაც კი შეეცოდა. რამოდენიმე წამი უყურა მახეში გაბმული ფრინველივით რომ ფართხალებდა და მაინც ვერ მოითმინა, ხელები წაავლო და მუჭში მოიქცია . -ნუცა , შემომხედე. -არა. თვალებს მაგრად ხუჭავდა . -15 წუთი, 15 წუთის გზაა გესმის . -არ მინდა . გიორგი გააჩერე გთხოვ. -ნუცაა, ნუცაა შემომხედე . - არა , არ მინდა . ასე წარმოვიდგენ რომ საქანელაზე ვარ, ხო ჩვენს ეზოში საქანელაზე . ერთი , ორი, სამი , ოთხი … თავის მოტყუება , ადამიანების ყველაზე მავნე ჩვევა . სიმწრისგან გაეცინა ირაკლის, აი რატომ ეშინია ამდენი ხანი , თვალი არასდროს გაუსწორებია საკუთარი შიშისთვის . -15 , 16, 17. -დაუღალავად აგრძელებდა . -ნუცა შემომხედე . თვალი გაახილე . -ისე დაუყვირა გიორგიც არ მოელოდებოდა და შეხტა. - აი ესე ყოჩაღ. -პატარა ბავშვივით შეაქო და გაუღიმა . -შიშს რომ მოერიო თვალი უნდა გაუსწორო. მანქანაში ხარ , 15 წუთი დაგრჩა და გპირდები არფერი მოგივა. ყოველშემთხვევაში დღეს და ჩემთან ერთად. -ისეთი დამარწმუნებელი იყო ირაკლის ხმა , ინსტიქტურად დაუქნია თავი ნუცამ . -მშვენიერია . გაუღიმა და გაწევა სცადა მუჭში მოქცეული ხელები შეუშვა და მხრიდან ჩამოვარდნილი ლაბადა შეუსწორა, ამაყიც კი იყო , როცა ფანჯრის მინას გახედა ნუცამ და ინტერესით დაიწყო თვალიერება . -კაბა ქალბატონმა დედოფალმა შეგირჩია? -უხმოდ დაუქნია თავი , ისე უკანკალებდა სხეული შეეშინდა ხმა რომ ვერ ამოეღო. -რათქმაუნდა , შენით ხომ არ აირჩევდი გაყინვას, ლამაზი ხარ. -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და სარკეში გიორგის გახედა რომელიც ტუჩებს ერთმანეთს აჭერდა რომ არ გასცინებოდა. თავი 5 საცოდავად გახედა ტაძრის ეზოში , თავმოყრილ უამრავ ხალხს . -არ მითხრა რომ ხალხისაც გეშინია. - გაღიზიანება ვერ დამალა ირაკლიმ ხალხის დანახვისაა. -არა , ხალხი მიყვარს . -ნუცას ღელვა უეცრად სადღაც გაქრა , თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა , მანქანის კარი დაუკითხავად გააღო და ისე გადახტა კარის დახურვა არც უფიქრია . კაბის ბოლოები კარგად აიწია და თვალისდახამხამებაში შეერია ხალხის ნაკადს. -არაფრის . -გაეცინა ირაკლის. - წამით სუნთქვაც კი შემეკრა ისეთი საყვარლები ხართ. -დამცინავი ღიმილი აიკრა გიორგიმ და კარი გაუღო. -გაფრთხილებ არც კი იფიქრო რომ მხედველობიდან დამეკარგო. -კარგი დედიკო. -პიჯაკი შეისწორა სიცივემ კარგად შეახსენა მისი ლაბადა ნუცამ რო გაიყოლა . -მხოლოდ ლილის თუ შეუძლია პატარა ჯვრისწერა ნაციონალურ დღესასწაულად აქციოს. ხალხს თვალი გაუსწორა , სხცა გზა არც იყო, ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული უზარმაზარი წრე შეიკრა , ზოგი ისე უათათუნებდა მხარზე ხელს , თითქოს გუშინაც ერთად ივახშმეს . ნელ-ნელა მიიწევდა ტაძრის კარამდე , გზა რომ არ გალეულიყო ალბათ ისე დაიყვირებდა და უკან მოუხედავად გაიქცეოდა , თვალსაც ვერ მოჰკრავდნენ. ტაძარშიც არანაკლები რაოდენობა სანათესაო დახვდა, თუმცა სიტყუაცია უკეთესი იყო. ხალხი ხმაურს ერიდებოდა. თავდაჭერილი გამოჩენას ცდილობდა ყველა. ნორმალურიცაა , როგორც დედამისი იტყოდა “უგვარო” არავინ იყო. რათქმაუნდა არც დღეს დაანებებს თავს მის ფოქრებს ეს ჭინკა. უგვაროზე ნუცა გაახსენდა და შეუმჩნევლად დაუწყო ძებნა . მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში ბევრი ხალხი არ იყო , მაინც ვერსად შენიშნა . რა გასაკვირია , სულ არ ეგონა ასეთი პატარა და სიფრიფანა , რომ იყო, მადლობა ცისფერ ლაბადას და უზარმაზარ სვიტრს უნდა უთხრას . მის დღეს ბედნიერებისთვის კახა და დედამისი აკლია . პირდაპირ მისკენ აიღო გეზი , მაგრამ მერე გაანალიზა რომ თავად ბაბუის გვერდით იდგა და მასთან მისალმება არც უფიქრიათ ანთააძეებს. მოკრძალებულად დაუკრა თავი კახამ და ხელი მხოლოდ ჯანდიერს გაუწოდა. -რა კარგი იდეა მოგსვლიათ. მართლაც დიდებულია. -შეუქო ლილის თამარამ და თავი ისე მაღლა აწია თითქოს ისედაც არ ჩანდა მისი სტატუსი. - შვილებს დავასწარით. - გაუცინა ლილიმ. -ვინმემ უნდა გახსნას სეზონი, არა ირაკლი? -ეჰ ახლაგზრდები არ იცი ჩემო ლილი? -შვილს ხელმკლავი გამოსდო და სიამაყით აღსავსემ ახედა. კახა რაღაცას მიშტერებოდა ირაკლის ზურგს უკან . როგორც იქნა დაამთავრეს , ზრდილობის გულისთვის გაბმული მუსაიფი, ქალბატონებმა და კახაც დედას გაჰყვა . ტაძრის მეორე მხარეს დადგნენ ზუსტად მათ პირდაპირ . -გიორგი უკან გაიხედე . -ვიხედები ადამიანო, არ მგონია ვინმემ ტაძარში უკნიდან დანა ჩაგარჭოს . -გიორგი , ვინ დგას უკან . -არავინ . -მხრები აიჩეჩა გიორგიმ. -არც ვიცნობ . ბექა და ნუცას გარდა არავის. გაეცინა ,გამშრალ ტუჩებს ენა გაუსვა და თავი გააქნია . ისეთივე დაჟინებული მზერა მიაპყრო კახას , რომ უკანასკნელმაც ვერ აარიდა თვალი. მიხვდა , იცნობს. კარგად იცის ირაკლის ხასიათი და ახლა უსიტყვოდ ეუბნებოდა რომ იცის , მისი სუსტი წერტილი იცის . ირაკლის ეგოს მხოლოდ ერთი რამ აკმაყოფილებს შიში და კახი ერთადერთი იყო ვისაც არასდროს შეშინებია მისი. არც მეგობრობისას და არც მათი უცნაური გადამტერებისას. მხოლოდ ახლა აშინებს მისი ეს მზერა , რადგან წლებთან ერთად ირაკლის ადამიანობა იმ იარაღივით იწვრთნებოდა რომელსაც მჭედელი , ღამე ყველასგან ჩუმად აწრთობს. რაც უფრო მეტად მაგრდებოდა , მით უფრო ბასრი ხდებოდა . კი ამჯერად აშინებს , აშინებს რადგან მისი ნაცნობი ირაკლისგან მხოლოდ გარეგნობა დარჩა . ირაკლი რომელსაც მტრობდა , ღირსეული მეტოქე იყო , მაგრამ ირაკლი რომელსაც სახეზე ველური ამოუცნობი ღიმილი ჰქონდა აკრული , არ იცნობს. ტ მალე სანდროც შემოუერთდა ოჯახს და არც მეტი არც ნაკლები ბაბუასა და ირაკლის შორის ჩადგა. -ირაკლი პრობლემა მაქვს . - ხმა წასვლოდა ნერვიულობისგან. ოდნავ გახედა დეიდაშვილს , იცის საქმე სერიოზულადაა, სანდრო არასდროს ითხოვს დახმარებას , სანდრო ის პიროვნებაა საათის სიზუსტით , წესების დაცვით რომ მუშაობს. სანდროსთვის არ არსებობს პრობლემა რომელსაც თავისი დიპლომატიურობით ვერ აგვარებს. სანდრო ოჯახის ის თითით საჩვენებელი კაცი იყო ნიმუში რომ უნდა აეღო ყველას , მისი სისუსტე ქალების მიმართაც კი ოჯახში რატომღაც პლიუსად აღიქმეოდა. -ახლა ? - არა , საღამოს . -ნერვიულად გადააგორა ნერწყვი . -დარწმუნებული ხარ? -არა . თვალით ანიშნა გარეთ გამოდიო , ირაკლიმ და პირველი დაიძრა გასასვლელად , სწორედ იმ ადგილს ჩაუარა სადაც ნუცა უნდა მდგარიყო მაგრამ ვერც ძმას მოჰკრა თვალი და ვერც ნუცას. ტაძრის კართან მამა დავითს გადააწყდნნე , გულთბილად მოიკითხა და ზრდილობიანად ითხოვა ნებართვა სატრაპეზოში განმარტოების. კარი კარგად დაკეტა ზურგს უკან გიორგიმ , პირდაპირ იმ ოთახს მიაშურა ირაკლიმ სადაც ღუმელი ენთო , უხმოდ მიჰყვებოდა სანდროც . -ბექა შენ დიდი ნაჭერი რატომ აიღე ? -გამოტენილი პირით ძლივს დაიბუზღუნა . პატარა პურის ნაჭერი ჰქონდა ხელში მოქცეული . -იმიტომ რომ მე დიდი ვარ ტანით. ბევრს ნუ ლაპარაკობ ჭამე თორე საღამომდე ვერაფერს შევჭამთ. -შეგერგოთ ახალგაზრდებო. - გაეცინა გიორგის. დანაშაულზე წასწრებული ბავშვებივით შემოტრიალდნენ და ნუცამ პურიანი ხელი უკანაც კი დამალა. საკუთარ ლაბადას დახედა ირაკლიმ . ზუსტად ცხელი შოთების გვერდით ჰქონდა მიგდებული, მაგიდაზე . რომ იცოდეს ამ ლაბადის შემქმნელმა , სად მოუწევდა მიგდება,მის ქმნილებას მიუხედავად 4 ნიშნა ციფრისა მაინც უარს იტყოდა , ირაკლისთვის მიყიდვაზე. -ნახევრად შიშველი რატომ ხარ ამ -10 გრადუსში ? -სანდრომ თვალი აავლო ნუცას, ყელი გაუშრა ისეთი ლამაზი იყო და იმის მაგივრად რამე სასიამოვნო ეთქვა რაღაც მობოდა. -მადლობა ბებიაშენს . - მარტო დაგვტოვეთ. -ბრძანებასავით გაისმა ირაკლის ხმა. ერთწამში გაქრნენ ოთახიდან და დეიდაშვილს რომელიც ისევ კარს მისჩერებოდა თვალწინ გაუტკაცუნა. -გისმენ. -მიყვარს . -ამოიგმინა სანდრომ. გიორგიმ ისე ჩაახველა გეგონება იხრჩობოდაო , სინამდვილეში იფიქრა ხველით გადაფარავდა სანდროს ფრაზას მაგრამ , ირაკლის სახის დანხვისას მიხვდა უშედეგოდ დაიხეთქა ფილტვები. -პრობლემა თუ ესაა , მაშინ მართლაც სერიოზული პრობლემა გაქვს. -ხმა არც კი შეუცვლია , ისეთი სერიოზული იყო , ვერ გაიგეს ხუმრობდა თუ არა . -ჩემთან და კახასთან.- ბოლოს დააყოლა და ყბები ისე მაგრად დააჭირა ერთმანეთს ღრჭიალი თავადაც გაიგო. -სერიოზულად? - პირი დააღო გიორგიმ. -რა ხდება? -ვერ გაიგო სანდრომ მის ერთ ფრაზას რომელსაც ყველა ლამაზი გოგოს დანახვისას ამბობდა რატომ მოყვა ირაკლის გაბრაზება. -ააააა , აჰაჰჰა , -გულიანად გაიცინა სანდრომ და სკამზე ჩამოჯდა . ხელები სახეზე აიფარაა და გიორგიც აიყოლია. -ერთი ნახვით ვერა , მაგრამ ერთ კვირაში შეუყვარდა . -დაადასტურა გიორგიმ. - მე არ მიყვარს . თუმცა იმათ უყვართ ვინც მე მჭირდება. -ხალხს და იმ ს***ს . მცირე პაუზის შემდეგ დაამატა - ლიკუნასაც. ერთი გასროლა ერთი დახარჯული ტყვია. -შანსი არ გაქვს ირაკლი. -თავი გააქნია სანდრომ. - ცხენს თუ იყიდი და თავიდან აღიზრდები ან კახასნაირი კეთილშობილი თუ იქნები . არამგონია ყოველ კვირას საჭმლის დარიგება დაიწყო უპოვართათვის. -ვიცი საიდანაც უნდა დავიწყო , ვფიქრობ სადარდებელი საკმარისი გაქვს , რადგან ჩემს წინ აპირებ შენს პრობლემებზე საუბარს. -პრობლემები რომ არ მადარდებს იცი. გაღიზიანდა სანდრო . -მაგრამ ჩვეულებრივი პრობლემა არ მაქვს . -ანუ არაკანონიერად გინდა გადაჭრა შენი პრობლემა და ვინ გაგახსენდა თუ არა შენი შავბნელი დეიდაშვილი . ხელები გაშალა ირაკლიმ , პატარა სავარძლისკენ დაიძრა . -ორი თვის წინ ვიღაცამ ჩემს ფერმაში მოწამლული საკენკი შეიტანა. -ჩვენს ქარხანაში. -შეუსწორა ირაკლიმ. -ხო . ყველამ ვიცით ვის ფულს ვრეცხავთ. -დაეთანხმა სანდრო. -როგორც იქნა გავედი კვალზე , პატარა ფაბრიკაა, ახლები არიან ბიზნესში , მაგრამ სხვა რააღაცებში გამოცდილები. -ანუ ფრინველების მოწამვლაში. -პირდაპირ ამბობდა ირაკლის და დეიდაშვილზე ეღიმებოდა. ალბათ სიჩქარეც კი არასდროს გადაუჭარბებია სანდროს. - მოკლედ , ავაწრიალე ნაცნობები , უცნობები და ინსპექცია გავუგზავნეთ . წარმოება რამდენიმე ხნით აუკრძალეს , რათქმაუნდა კანონიერად. -რათქმაუნდა კანონიერად სცადე მოგვარება , შენგან სხვა რამეს არც მოველოდით. ვამაყობთ შენით. -გაეცინა ირაკლის. -გეყოფა ირაკლი. აი ამიტომ არ გითხარი აქამდე. -ეხლა რა შეიცვალა ? -მეგონა სიტყუაციას ვაკონტროლებდი , თითქმის ერთი თვეა სიწყნარე იყო , ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიდა , მაგრამ გუშინ.-წამოდგა შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ირაკლის გაუწოდა. -ოოო, სანდრო , იმედი მაქვს მანქანა კარგად გაარეცხინე . - გიორგის მიაწოდა ირაკლიმ ტელეფონი. -ვინ არიან? სახელი გვარი. -პირდაპირ საქმეზე გადავიდა გიორგი და სინანულით დახედა კიდევ ერთხელ ფოტოს , მანქანის უკანა სავარძელზე თავმოჭრილი მამალი ეგდო სისხლის გუბეში. -ირაკლი , ისეთი რამე არ ქნა რომ ჭია სპილო გახდეს. -სანდრო. ჭია სპილო რომ არ გახდეს ფეხი უნდა დაადგა და გაჭყლიტო . თორემ სპილო ჯერ ქათამს დაგიტოვებს მოჭრილი თავით ხორთუმით, 60 000 იანი მანქანის სავარძელზე , შემდეგ კი მოგახრჩობს. -მძიმედ წამოდგა და მაგიდისკენ დაიძრა , თეთრი ნამცეცებით დაფარული ლაბადა აიღო და მხრებზე მოისხა. -შენ ჩემო სანდრო უკვე აცადე ჭიას სპილო გამხდარიყო. ფრთხილად იყავი. გიორგი იზრუნებს რომ თავი მხრებზე დაგრჩეს. -გამწარებულმა ჩამოიბერტყა ლაბადის კალთიდან ნამცეცები . -ფეთხუმი. ისე დატოვა აქ თითქოს მე ვიყო შიშველი. -ბუზღუნით გაუყვა გასასვლელისკენ გზას. -არაფერი მკითხო. -თავი გააქნია გიორგიმ . -ყველანაირ ირაკლის ვიცნობ.შეყვარებულს არა. -მე ვიცნობ . - ამაყად აწია თავი სანდრომ.- სკოლაში უყვარდა ერთი გოგო. იცი როგორია შეყვარებული ირაკლი? -არ მითხრა გთხოოვ.-ამოიგმინა გიორგიმ და თან ერთი წამით არ მოუშორებია თვალი ირაკლისთვის. -შეშლილი. -ანუ აქამდე ნორმალური იყო? -წინ ვარ მაგრამ ყველაფერი მესმიის იდიოტებო. უცნაური სუნი უღიტინებდა ცხვირში , ცოტა ველური ყვავლების, ვანილის და ატმის . ტკბილი და ძალიან თბილი სუნი იყო იმ ცივი ამინდისთვის რომელიც გარეთ იდგა. რაც უფრო მეტად უჩქარებდა ნაბიჯს , მით უფრო მეტად ერეოდა ეს სუნი მის ცხვირს და ცივ ჰაერს და თავბრუს ახვევდა . ტაძარში შესულს , გზა დაუთმეს რომ ოჯახთან მიეღწია.რიტუალი უკვე დაწყებული იყო, ამიტომ გადარჩა დედის მკითხვას. ზრდილობისთვის ოდნავ დაუკრა თავი, გამარჯობის ნიშნად და მომღიმარ დას გაბრწყინებული თვალებით რომ უყურებდა ბებიას და ბაბუას ლამაზად დავარცხნილ თმაზე გადაუსვა ხელი. სიჩუმე იყო . პირველად ნახა ამდენი ადამიანი და ისეთი სიჩუმე , რომ მამაოს სიტყვას ტაძრის კედლები ექოს აძლევდა. მხოლოდ ლიკუნას წაკისკისებამ დაარღვია , წამიერად სიჩუმე და ისევ დაბრუნდა. დის მზერას თვალი გააყოლა და ტაძრის ბოლოში მდგარ ძმას ჰკიდა თვალი. დაელმებული თვალებით ენას უყოფდა ლიკუნას. თვითონაც გაეცინა . ცოტა უხარია კიდეც , ბექას ასეთი თავქარიანობა. ის იმ წლების ყველა სიამოვნებას ირგებს , რომელიც ირაკლიმ შრომაში გალია. იქვე ედგა ნუცაც გამწარებული სახით. -გეყოფა რა. თავში წამოარტყა ნუცამ ბექას . -რა გინდა ? მოსაწყენია აქ რა . - სერიოზულად მოიქეცი, მოგკლავს ბებიაშენი. -კი აბა , მე ყველაზე მეტად ვუყვარვარ.- ანთებული სანთელი თმასთან მიუტანა ბექამ . ზუსტად იმ დროს გაანძრია თავი ნუცამ და წამში აალდა მისი თმის ერთი კულული. თავში და ზურგში რტყმა დაუწყო ბექამ ჩასაქრობად. ლიკამ ორივე ხელი აიფარა სახეზე რომ თავი შეეკავებინა . ცოტახანში ხალხის უკმაყოფილებაც გაისმა .-შშშშ. -გეყოფათ. -ახლომახლოს მდგარი ხალხიდან , არვინ დაიშურა საყვედური. და სხვა გზა რომ არ იყო ორივე გარეთ გავარდნენ. 10 წუთში მეორე შემოსასვლელიდნან შემოვიდნენ , ბექა ირაკლის უკან დადგა ნუცა ლიკუნას დაუდგა ზურგთან და მხრებზე დაალაგა ხელები. ლიკუნამაც სწრაფად მიაგება ხელისგულები და გადაუსვა . -არ ვიცი ბებიაჩემი რას ფიქრობდა ეს კაბა რომ გიყიდა.გაყინული ხარ. დაიჩურჩულა . -რომ ნახევარი ქალაქის კაცებისთვის დორბლი ედინა . დისკენ გადაიხარა ბექა. -ბექა იდიოტი ხარ. -ჩურჩულებდა ნუცა. -შენ კიდე ენაჭარტალა. -კისერში გრძნობდა ძმის სუნთქვას ირაკლი. -დებილო. -საზიზღარო. - თმა მოქაჩა ბექამ . ნუცამაც არ დააყოვნა და გვერდზე უჩმიტა . ბექა დაიგრიხა და ირაკლის მიეჯახა. რამოდენიმე წამით სუნთქვა შეიკავა ირაკლიმ. წესით ეხმარება ხოლმე, სიბრაზის შეკავებაში , მაგრამ ნუცამ ამჯერად კლავზე უჩმიტა ბექას იმანაც ხელი აიქნია და ზურგში მოხვდა. გამწარებული შეტრიალდა ორივესკენ. ჯერ ბექას მერე ნუცას გადახედა , სიტყვის თქმა არ ჭირდებოდა , სახეზე ეწერა ყველაფერი. ორივე მაშინვე გასწორდა . მკლავში წაავლო ხელი ნუცას . წამის დახამხამებაში დაიყენა წინ . შეამჩნია ხალხს როგორ გაეცინა . ბექა ნუცას ადგილას გაიწია და ძმას დასჯილი ბავშვივით გახედა. -ბექა ხელებს დაგამტვრევ თუ გაინძრევი. -კბილებში გამოსცრა ირაკლიმ. ამჯერად ნუცა გრძნობდა , ზურგს უკან მდგარი ირაკლის სუნთქვას . ისე ახლოს ედგა ხალხით გაჭედილ ტაძარში ძალიანც , რომ სდომნოდა ვერ გაიწეოდა. უკვე ვეღარ არკვევდა რის გამო გაეხორკლა მოშიშვლებული ზურგი. ირაკლის დაჟინებული მზერისგან მის ზურგს რომ სანტიმეტრებში სწავლობდა თუ სიცივისგან. მაშინ შენიშნა პირველად საკურთხევლის კუთხეში კახა. მამაკაცმა გაუღიმა და ტუჩები უხმოდ გაამოძრავა . ნუცამაც უხმოდ გადაუხადა მადლობა და ხელი ოდნავ აწია დასაქნევად და გაუბედავად ჩამოუშვა კახის დედის თვალებს , რომ შეხედა. ერთი ვერაგად გამოხედა ქალმა და მერე შვილს ახედა. არცერთი სცენა გამოპარვია ირაკლის მხედველობიდან. გასაგები იყო , რატომ არ დგავდა კახა პორველ ნაბიჯს , უფროსწორად ვერ დგამდა. ალბათ მხოლოდ დედამისი არ იტყოდა რომ ამ ტაძარში “უგვარო” მხოლოდ ნუცა იყო. ქალბატონი თამარა ყიფიანიც იგივეს ფიქრობდა. მიხვდა როგორ დახარა მზერა ნუცამ ,შემდეგ თავიც და საკუთარ კაბის კიდეებს მიაპყრო მზერა. შერცხვენილი თვალების დასამალად საუკეთესო გზას ვერ იპოვიდა. სწორედ ამიტომ ჰქონდა უცნაური რეაქცია როცა ეუბნებოდნენ რომ კახა მისით იყო დაინტერესებული. ფიქრებშიც კი არ დაუშვია , შეუძლებელია სხვა ადგილი ჰქონდეს იქ მდგარ ხალხს შორის , გარდა ჯანდიერების მზარეულისა. პირველად არ გამოუტყდა თავს რომ მოსწონდა კახა, თუმცა დიდიხანია თავს აუკრძალა. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ყელშიგაჩხერილი ბურთიც გააყოლა. ხელები მკლავებზე შემოიჭდო, გაისვა და მომღიმარ ლიკუნას სიყვარულით დახედა. მხრებზე მოგდებული სიფრიფანა ნაჭრით სცადა დაეფარა მკლავებიც. მაგრამ პატარა ნაჭერმა არჩევნის წინაშეე დაყენა . თავიდან მოსძვრა. ან თავი ან ზურგი. ისევ თავზე მოიხურა და ხელზე გაკეთებული სამაჯურის ტრიალი დაიწყო , ყურადღების გადასატანად. დღეს რამდენჯერ დახუჭა თვალები და შეიკავა სუნთქა ირაკლიმ , რომ ცივი გონება შეენარჩუნებინა აღარ ახსოვს. გამალებით ცდილობდა საკუთარ ირაკლისთან არ ჩაბმულიყო კამათშ. 70 ადამიანი მაინც მისჩერებია. იცის, ხვალ ათას ახალ ამბავს მოყვებიან მასზე. ისედაც არ აკლია ისტორიები, მაგრამ რა ქნას რომ თვალს ვერ აშორებს მის ზურგს და უკვე მეოთხედ დაითვალა სიცივისგან გაჩენილო პატარა წერტილები. ახლახანს გაანალიზა რომ მთელს მისი ავხორცობას ერთიანად გაეღვიძა და ლამობდა მისი ტვინი , გული და სხეული ერთიანად მოეცვა. თანაც სად? ტაძარში. საბედნიეროდ ღმერთის არსებობის არ სჯერა, თორემ ეშმაკისასაც დაიჯერებდა და სინდისს ვერაფერს მოუხერხებდა, მაგრამ იცის მარტივი ბიოლოგიაა, მის ავხორც ფიქრებს ტესტოსტერონს უნდა უმადლოდეს და სინდისი სულაც არ აწუხებს. სიამოვნება , სექსი , ისეთივე მოთხოვნილებაა და ისეთივე საჭირო , როგორც ჭამა,ძილი. კიდევ ერთხელ მოუწია თვალების დახუჭვა , შეუმჩნევლად მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა. აღელვებული სხეული დაიმორჩილა და ძმას ფეხი მიჰკრა. მობილურზე რაღაც აკრიფა და ბექას მიუტრიალა. მანაც სწრაფად დახედა და თავი გაუქნია . ირაკლიმ წარბი აწია . -არ შემიძლია. ტუჩების მოძრაობით ანიშნა . ტყავის კოსტუმში ისედაც სასაცილოდ გამოიყურებოდა , მაგრამ ნახევრად მხარზე გადაწია და ძმას თეთრი მაისურის ბრეტელი დანახა.-მომკლავს .-თითით დედაზე ანიშნა, რომ შესძლებოდა ისეთ სიცილს მორთავდა ვერავინ გააჩუმებდა , მაგრამ ტუჩები დაჭირა ერთმანეთს. სანდროს გახედა , საკმაოდ შორს იდგა და თანაც სანდროს ერთი ჟესტი ირაკლისაზე უარესი იყო. ყველამ იცოდა მისი დეიდაშვილის თავგადასავლები. გიორგისთვის არც შეუხედავს წლებია ერთიდაიგივე სტილის სვიტრი აცვია ყოველდღე. -ჰჰჰჰ, -ერთი ღრმად ამოისუნთქა და სწრაფად გაიძრო საკუთარი ლაბადა , რომელიც სპეციალურად შეკერეს მისთვის და დილიდან სულ 5 წუთი თუ ეცვა. სწრაფად მოახურა მის წინ მდგარ ნუცას და წამში შეუშვა ხელები . ისევ უკან დადგა და დაელოდა თავადვე გახვეულიყო შიგნით. -მადლობა. -ოდნავი ღიმილი გაიმეტა და სითბო რომ მოედო მის სხეულს სიამოვნებისგან გაიყურსა. ირაკლიმ კარგად მოავლო ტაძარს თვალი , მაგრამ ბევრი ემოცია ვერ შენიშნა , თავი დაიმშვიდა, ზედმეტად პოპულარული გონია თავი. მხოლოდ კახის თვალები აკვირდებოდნენ და უცნაურად ელავდნენ. “ალბათ უნდა შემეშინდეს? გეშინია ლაჩარო? გზა დაუთმო ფიქრებს. კიდევ ბევრს ისაუბრებდა საკუთარ თავთან , მაგრამ დროულიც კი იყო ცერემონიის დამთავრება . პირველი რაც გააკეთა ბაბუას და ბებიას მოულოცა. ვალი მოიხადა . -არა მაინც რა ლამაზია ეს თხა ჰა ?- დეიდა ირაკლის ისე გადაეხვია თვალი არ მოუშორებია სანდროსთვის და ნუცასთვის . სანდრო რაღაცას უხსნიდა ხელებით ბექა კი გულიანად ხარხარებდა. -ვეუბნები სანდროს , რამე ქნას . ესეთი გოგოს გაშვება არ შეიძლება დედა, პატარა ხომ აღარაა? უთხარი რამე ირაკლი , ხან ვისთან დაძვრება ხან ვისთან. - ლილის თვალს შვილიშვილის უკმაყოფილო სახე არ ესწავლებოდა. -ეკლესიაში სალაპრაკო თემაა ეგ ახლა? -შეუღრინა შვილს. -ირაკლი სახლში შევხვდებით . საღამოს კი რესტორანში მოვლენ სტუმრები . ცოტა დრო გვექნება , რომ მოვწესრიგდეთ და გამოვიცვალოთ. -ბოდიში , მაგრამ მე არ ჩამთვალო. ნახვამდის. - ნუცა არ დაგრჩეს. -მიაძახა ბებიამ და გიორგის ჩაუკრა თვალი. უცბად გაშეშდა , ბებიისკენ შეტრიალდა და თვალი გაუსწორა. -სანდროს უთხარი. - დამცინავად მიუგო. -არა . წამოიყვირა ქალმა . -ლილი, მისმინე, პატივს გცემ , მაგრამ შენი დახმარება არ მჭირდება და მითუმეტეს ქალებში. ყველაფერს მიგიხვდი , მე მომაჩეჩე ეს ტუტუცი გოგო , იმიტომ რომ შენი სიამაყე დაიკმაყოფილო ხალხში , რომ ეჭვი არავის შეეპაროს შენი ოჯახის ღირსებაში? იმის ღირსებას რა ფასი აქვს არა? მის ძარღვებში წითელი სისხლია და არა ცისფერი. დეიდა ტყუილად ცდილობ , სანდროს უფლებას არ მისცემს უბრალო გოგოს შემოყვანის . სწორედ ამიტომ არ უნდა . იცის შენი შვილის გულის ამბავი ისე გაებმევა სიყვარულისთვის ოჯახს გაყიდის. -გეყოფა ირაკლი ზედმეტი მოგდის. -არა , შენ გეყოფა . შეწყვიტე , შენი არჩეულო სათამაშოებით , შენივე თამაშს არ ვითამაშებ. სათამაშოები არ მომწონს . ტყუილად გამოაწყვე და გაყინე ეს საწყალი , არ მადარდებს. დარწმუნებული ვარ ნუცას ადგილს უპოვი სადმე. -უცერემონიოდ აქცია ზურგი , გაფითრებულ ბებია და დეიდას. -რა პრობლემაა მამიდა , აგერ სუ თავისუფალი ვარ .-ყური მოჰკრა ლუკამ და რატომღაც გადაწყვიტა რომ მანქანების პრობლემა იყო. დაუკითხავად შეერია საუბარს . -შენ .. -სწრაფად შებრუნდა ბიძაშვილისკენ და თითი მკერდზე მიჰკრა. -შენ ნერვებს მიშლი. თავი შორს დაიჭირე გაიგე? -ცოტა ხმამაღლა მოუვიდა . -ირაკლი. -თავი გაუქნია გიორგიმ და ხალხისკენ ანიშნა . -წავედით , მზად ვართ. სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა და მაქანის კართან იყო თითქმის ხალხის ზუილში საკუთარი სახელი მოესმა და ნაბიჯს უფრო აუჩქარა. -ირაკლი , ირაკლიიი . -ცდილობდა დაწეოდა .თან გაუთავებლად იმეოერებდა მის სახელს . -რააა?. -უცბად გაჩერდა და შემოტრიალდა . -უიჰ. - არ მოელოდებოდა რომ გაჩერდებოდა. პირდაპირ შეეჩეხა და ხელებით ოდნავ მკერდზე მიაწვა რომ თავი შეემაგრებინა. მერე უკან გაიწია და წინ გადმოყრილი თმები უკან გადაიწია. -შენი ლაბადა .-მოქნილად მოიძრო მხრებიდან და გაუწოდა. -მადლობა. -ირაკლი უნდა წავიდეთ. -ხალხმაც დაიწყო გამოსვლა ტაძრიდან . ზერელედ გახედა ხალხს და ბრბოს წინ მომავალი კახაც შენიშნა , მანქანის გასაღებს ატრიალებდა ხელში და სწრაფად უახლოვდებოდა კარს . -ნუცა , ან გადამარჩენ ან დამღუპავ იცი ? ერთი თავით მაღლიდან გადმოხედა, ღიმილმა გადაურბინა სახეზე და მანქანის კარს მოშორდა. -დაჯექი. -არა , მანქანები არ… -სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო რომ წამში აღმოჩნდა , მანქანაში . მეორე მხარეს მიჩოჩდა და სანამ ირაკლი გამარჯვების მზერას ცვლიდა კახასთან კარგად დაება. არც კი შეუხედავს , იცის შიშისგან გაფითრებულია , ალბათ თვალდახუჭული უკვე 50-გაცდა ისეთი სისწრაფით ითვლის, მაგრამ ის უფრო უშლის ნერვებს რომ ცოტახნის წინ ბებიის თვალწინ გამართული სცენა წამში წაშალა , მხოლოდ იმიტომ რომ მამაკაცური ეგო დაიკმაყოფილა და კახა აეჭვიანა. ახალი სახლის ეზოში, გაჩერდნენ , სინამდვილეში არც დაუნახავს სად იყვნენ , ისევ თვალდახუჭულმა გააღო კარი და გადახტა . თავი მიწაზე რომ დაიგულა ღრმად ამოისუნთქა და მხოლოდ მაშინ შენიშნა სად იყო. უინტერესოდ ჩაუარა გვერდით ირაკლიმ და სახლში შევიდა. -მოიცა , მოიცა , აქ რა გვინდა ? -წამოეწია ირაკლის. თუმცა ხმის გაცემა არც უფიქრია, კიდევ ერთხელ გადმოხედა ზემოდან და პერანგის ღილების გახსნით აუყვა კიბეს. -გიორგიიიი. -არაფერი მკითხო. -რას ქვია არ გკითხო , ლილი მომკლავს . -5 საათამდე დროა . აბა თქვენ იცით. -მალე დავბრუნდები , თითქოს ირაკლი არ მეყოფოდა ახლა სანდროც მომაბარეს . მარტოდარჩენილმა ნუცამ , სახლს თვალი მოავლო , იმდენად დიდი სივრცე იყო და ცოტა ავეჯი . სიცარიელე ხვდებოდა თვალებში მხოლოდ. . არც დეკორაცია . არც ფარდები , კედლებიც კი ცოტა ეჩვენა ყველაფერი შემინული იყო . ეზოში არცერთი ხე არ იდგა , მხოლოდ დადუმებული სამუშოა ტექნიკა და იქ სადღაც შორს ტბის იქით მოსჩანდა მისი ბავშვობა . კარგად მოსჩანდა თოვლით დაფარული მდელო , გარეთ ყინავდა , მაგრამ სახლში ისე თბილოდა არ გაკვირვებია მოკლე მკლავიან მაისურში და ჯინსებში ირაკლის დანახვა. უხმოდ დააკვირდა როგორ არ იმჩნევდა მის აქ ყოფნას . შეუძლია თავი შეახსონოს , მაგრამ ის უფრო აშინებს რომ შეამჩნევს . რას ეტყვის? ააბნევს , უცნაურად გაუცინებს, გულს აუჩქარებს და მერე ისე დასცინებს და უსულო ნივთივით არ შეიმჩნევს როგორც ეს დღეს ქნა. ჯერ პირველი საათი იყო და ეჩვენებოდა რომ უკვე დაღამდა. იმდენი ენერგია გახარჯა ნუცამ, ყველაფერს გაიღებდა რომ თვალები დაეხუჭა, საკუთარ ბალიშს ჩახუტებოდა და დუსრულებლად ეძინა. -გამარჯობათ. -ნანა დეიდა? პირი დააღო ნუცამ ქალის დანახვისას . -ნუცაა, აქ რას აკეთებ? -თქვენ ? ხელები გაშალა ნუცამ და ქალს მოეხვია. -ლილიმ დამირეკა , რომ ირაკლოსთვის სჭირდებოდა დამხმარე. -მოდი დაგინახო ირაკლი , რამხელა გახდი .-ამჯერად ირაკლისკენ გაემართა . -ნანიკოო. -გულწრფელად გაუხარდა ირაკლის. -ზაფხულის ჯოჯოხეთი ზამთარში რატომ გამომიგზავნა ლილიმ? -ასაკს მაინც ეცი პატივი .-დაუბღვირა ქალმა. - მთელი ზაფხული სულ მე მყავდა ხოლმე ეს მაიმუნებინ, ეხლა კიდე გაიზარდნენ და ვიღას ახსოვს საზაფხულო სახლი, ცხვირზე ბუზს არ ისვამენ. -რა ლამაზი ხარ გოგო ააა? ეგაა დაგირეკავო ? ჩამოხვედით დაისვენეთ და წახვედით ვიღას გავახსენდი მე. -რა დაგავალა? - სავარძელში კომფორტულად მოთავსდა ირაკლი და ასაკიან ქალს გაუღიმა. -არაფერი , ხანდახან უნდა მოვახსენო რა ხდება შენს საძინებელში , მაგრამ .. -ქალი უცბად ჩაფიქრდა , ჯერ ნუცა აათვალიერა , მერე ირაკლი. -არაა? -არა , არაა . -ხელების ქნევა დაიწყო ნუცამ , როცა ქალს მიუხვდა უხმო მზერას.-ნანა დეიდა . გაფითრდა ნუცა. სიცილი აუტყდა ირაკლის. ბებიამისის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს . -ვხუმრობ ოჰ. -ხელი აიქნია ქალმა , ვიცი ჯვრისწერის ამბები. ეგეც რომ არა, ამ ვაჟბატონს , ქერები მოწონს .შენ კიდევ არ ვიცი , იმიტომ რომ არასდროს დამირეკეთ არც შენ და არც ლიკუნამ , ზაფხულის მერე. -თვალები დააკვესა ქალმა . -რამეს დალევთ? -ყავა . -მეც. გაუბედავად დაუქნია თავი. -მოგეხმარები. -დარჩი აქ. მაგ კაბით ვის უნდა დაეხმარო, ყავის ლაქებით წადი ლილისთან კარგ დღეს გაგატარებინებს. უხერხულად ჩამოჯდა სავარძლის კიდეზე ნუცა და იატაკს დააშტერდა , ისე ბზინავდა და სინათლე მოჩანდა თეთრი მარმარილოს სიღრმეში , მაღლა აიხედა რომ დაენახა რა ანათებდა ასე . მერე ისევ თვალი მოავლო მისაღებს და რამოდენიმე პორტრეტის. უცნაური ფიგურების გარდა ვერაფერი შეამჩნია. -არცერთი მცენარე. -თავისთვის ჩაილაპარაკა ნუცამ. -რამე მითხარი? -ტელეფონს მოაშორა თვალი ირაკლიმ და მაგიდაზე დადო , თვალი გაუსწორა და რედგენივით დაიწყი მისი სახის შესწავლა. -არცერთი მცენარე არაა.-ხმამაღლა გაიმეორა ნუცამ და ბაღს გახედა . -არც ხე. - ფეხსაცმელები გაიძრო და იქვე კუთხეში მიალაგა. -შეგიძლია გაიხადო, 5 სათამდე ბევრი დროა . ნანას უთხარი რამეს მოგცემს და მცენარეები არ მიყვარს . ისინი იზრდებიან , კვდებიან , ისევ იზრდებიან და ასე დაუსრულებლად უნდა უარო და იზრუნო მათზე , ფაფუკები და ფაქიზები არიან . დროის ფუჭი კარგვაა. იქვე მიგდებულ სიგარეტის კოლოფს წაავლო ხელი და ტბის მხარეს გზას გაუყვა. ისე უხურდა სახე , სიცივესაც კი არ შეუწუხებია. რა დამღლელია ისეთის გვერდით ყოლა რომელიც შენგან განსხვავებულია. აქამდე სულ ისეთი ადამიანები ეხვია გარს ვინც მის აზრს იზიარებს , ან არ იზიარებს მაგრამ თავს კომფორტულად აგრძნობინებენ და ეთანხმებიან. ნუცა კი მისგან განსხვავებულია, არაფერი არ აქვთ საერთო . იქნებ ამიტომაცაა საინტერეო? ყველანაირი ქალი ჰყავდა , ამბიციური, წარმატებული, მეოჯახეც , მაგრამ ყველას ერთი რამე უნდოდა , ირაკლი . თავს კარგად გრძნობს ასეთ მარტივ ურთიერთობებში, არავითარი პასუხისმგებლობა. ნეტა როგორი იქნება ნუცასნაირ გოგოსთან ყოფნა. სულ არ ადარდებს ირაკლის კომფორტულად ყოფნას . დამღლელი , დამღლელი უნდა იყოს . ისე ჩაიწვა მის თითებში ანთებული ღერი , არც კი გაუსინჯავს . თოვლში გამწარებულმა მოისროლა და მეორეს მოუკიდა. ნელნელა შემოუარა ტბას და საათს რომ დახედა 2 აჩვენებდა უკვე. ცოტა სიცივემაც შეაწუხა და სახლში შევიდა. მაგიდაზე დადგმულ ცივ ყავას სინანულით გადახედა. -ნანააა, დამავიწყდა ყავა . -ახალს მოგიტან -ჩურჩული დაიწყო ნანამ. - რატომ ჩურჩულებ?- ქალმა მისაღების ბოლოში ბუხრისკენ ანიშნა თვალით.ფეხაკრებით გავიდა. ვერაფერი გაიგო , ბუხარი მოჩონდა მხოლოდ . მისკენ დაიძრა , კუთხის დივანს შემოუარა და მაშინ შენიშნა ხალიჩაზე ნახევრად სავსე ყავის ფინჯანი და ნუცა. ფეხმოხრილი იჯდა , შავი კაბა ლამაზდა ჰქონდა გაშლილი ერთი ხელი თავქვეშ ჰქონდა და დივანზე ედო. ლიყით აწვებოდა საკუთარ ხელს და გაბერილი ლოყა თვალს უფარავდა. ღიმილმა და უცნაურმა სიმშვიდის გრძნობამ დაუკითხავად აიღო კონტროლი მის სხეულზე. ფრთხილად ჩაიმუხლა და ახლოდან დააკვირდა. მძინარესაც იგივე იერი ჰქონდა, ნათელი და ბედნიერი . იქვე დეკორააციისთვის დივანზე მიფენილ პატარა პლედს წაავლო ხელი. “როდის აქეთ მადარდებს ვინმეს მშვიდი ძილი” “ ამ წუთიდან” -საკუთარმა მემ დამცინავად უპასუხა და სიბრაზე მოერია , თითქოს ვინმე სიამაყეს ართმევდეს ერთი პატარა ჟესტით. -ოთახები არ გვაქვს ? -პირევლად შევიდა სამზარეულოში და თვალი მოავლო. - ეშინია კაბა არ დაეჭმუჭნოს. -ოხ ეს ქალები. მაგიდას მიუჯდა და ყავაზე ანიშნა.- აპარატის ყავა არ მიყვარს. -არც მე . -გაეცინა ქალს. -ლილიმ რატომ გამოგზავნა ? -ხომ გითხარი? -ფინჯანი დაუდგა წინ და თვითონაც მაგიდას მიუჯდა . -5 წელია არავის უნახიხარ ირაკლი. ნორმალურია რომ ყველაფერი აინტერესებთ. ეშინიათ. იცი როგორ დარდობდა ბაბუაშენი შენს წასვლას. ლიკუნას ამბავი . მერე ის ამბები რასაც ჰყვებოდნენ ტელევიზორში , ინტერნეტში. -ნანა , გავიზარდე . -გაეცინა ირაკლის. -მათ , მათნაირი ირაკლი უნდათ. მათი გვარის. -არა ირაკლი, ბებიაშენს უბრალოდ ბედნიერი ირაკლი უნდა, ოჯახით , შვილებით , ვერ გაუბრაზდები . ჩვენ ბებიებს , დედებს მხოლოდ ის გვინდა რომ შვილების დარდი არ გაგვყვეს . -მაშინ მოუწევს შეეგუოს, რადგან ვფიქრობ ჩემი გვარი , ჩემთან ერთად ჩაქრება . -რააა? -ძლივს გადაყლაპა ყელზე დამდგარი შოკოლადი ქალმა . -ნანა , შეხედე მამაჩემს, მე , ლიკუნას. დაწყევლილები ვართ, რატომ უნდა გავიმეტო კიდევ ერთი ბავშვი იმ ბედისთვის რაც მე და ლიკუნას გვქონდა? -იმიტომ რომ შენ მამაშენი არ ხარ. -რა იცი ? -წამოიყვირა ირაკლიმ. -მიდი მითხარი რომ არ ვგავარ . -ფიზიკურად? მისი პორტრეტი ხარ.აააჰ რა დამავიწყებს მამაშენი რომ გამოივლიდა გული ყელში ჰქონდა ყველას. -ღიმილი მოადგა სახეზე ნანას. -ხასიათითაც ისეთივე ჯიუტი ხარ, რა დამავიწყებს როცა ბაბუაშენმა დედაშენი და ანდრო გამოიჭირა . გვეგონა უკან მოუხედავად გაიქცეოდა , ის კი ყოველ დილას კართან ხვდებოდა დედაშენს. მსგავსება რაღაცეებში , იმას არ ნიშნავს რომ ისევე დაკარგავ თავს როგორც მან. მამაშენი ცუდ წრეში და ცუდ პერიოდში იყო . -ანუ ცუდი პერიოდის ბრალია, ერთი დღე რომ ვერ ძლებდა წამლის გარეშე? პიროვნების ნანა , მისი პიროვნების ბრალია წამალი რომ ერჩივნა შვილებს. -ოჰჰ, გეყოფა ერთი კაცო. რეებს ბოდავ ირაკლი. ეგეც რომ არა იქნება და მეორე 50% ბაბუაშენის ჯანდიერობის გაქვს ? -გენეტიკა ნანო ბევრს … ჯერ გასროლის ხმა გაიგო , იცის გიორგი ამოწმებს ალბათ რომელიმე იარაღს.- გიორგი წმენდს ალბათ იარაღებს. -დაამშვიდა ნანა და რაღაცის გატეხვის ხმაც მოესმა, ამ ხმას ნუცას კივილიც მოჰყვა. წამში გაჩნდა მისაღებში .- ნუცაა რა მოხდა?- თავი პატარა ჩიტივით ამოყო დივნის საზურგიდან . სწრაფად აბობღდა და იატაკზე გადახტა. ირაკლისაც არ შეუწყვიტავს სიარული, ამიტომ ფეხშიშველს ბევრი ნაბიჯის გადადგმა არ დასჭირვებია . წამში აეკრო , ხელებით მაისურში ჩააფრინდა და მოიბუზა. -ისვრიან , ისვრიან , ხმა გესმით? - მალე მეორე გასროლა გაისმა და მეორეს მესამე მოჰყვა. ყველა გასროლისას მთელი სხეული უკრთოდა და უფრო და უფრო მაგრად ეკვროდა . მხოლოდ ირაკლი იდგა ხელ გაშლილი და ხელის დადებას ვერ ბედავდა , მოშიშვლებულ ზურგზე. -ნანა უთხარი , გაჩერდნენ. - ქალიც სწრაფად დატრიალდა . -ნუ გეშინია . გიორგია ან რომელიმე .არაფერია. -მოვკვდებით , მომკლავენ , მომკლავენ. ერთი , ორი , სამი, ოთხი.- აკანკალებულმა დაიწყი ისევ დათვლა და თვალებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს. კიდევ ერთი აკვიატებული შიში სიკვდილის . -არავინ მოგკლავს , დამშვიდდი. მკლავებში ჩააფრინდა ირაკლი და სცადა უკან გაეწია რომ სახეში შეეხედა მაგრამ ტკიპივით იყი მიწებებული და დათვლას აგრძელებდა. -ნუცა მორჩა. თავი მაღლა აწია რომ კარგად ესუნთქა გოგოს, თორემ ისე მაგრად ჰქონდა ცხვირი ჩარგული, მისი სუნთქვისგან ყელი ეწვოდა. კიდევ ერთხელ სცადა ,უკან გაეწია. სცადა კი? ფორმალურად უბიძგა უკან , გიორგის და ნანას დანახვისას , რომლებიც არანაკლებ დაბნეულები იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ. ის კი ისევ ძეგლივით იდგა და ხელები სად წაეღო არ იცოდა. თვალები ავტომატურად დახუჭა , მის ცხვირს დილანდელი ნაცნობი სუნი რომ მიწვდა. თვალები გახილა და დიდად აღარც უდარდია ვინმე თუ უყურებდა , გულიც და ტვინიც მხოლოდლ იმას ლამობდა ეჭვი შეემოწმებინა . თავი ისევ დახარა და ცხვირი ოდნავ შეახო ნუცას თმას . გაეცინა, მართალი იყო სუნი რომელიც მთელი დღე ცხვირში უტრიალებდა მისი იყო . დაძაბული სხეული თავის ნებაზე მიუშვა, ერთი ხელი თავზე დადო და მეორეთი , მაგრად მოიქცია მკლავში. ნელ ნელა დაიწყო უსწორმასწოროდ დახვეულ თმის ტალღებში , თითების გახლართვა. -წყალს მოვიტან. - უხერხულობისგან უმისამართოდ გაიხედა ნანამ. -მეც. -გიორგიმ ისევ ტუჩები დააჭირა ერთმანეთს და ირაკლის გახედა . ისიც მიუხვდა მზერას გიორგის და გაეცინა . მართლა წყალი რომ მოეტანა ნანას , ბედის დაცინვა იქნებოდა. იქნებ მართლა ამდენი დრო ჭირდება წყლის მოტანას? ირაკლისთვის იმ წამს დრო გაჩერდა. ნუცა კი უკვე 130 -ამდე იყო მისული. საკუთარი სახლის ეზოში, წვიმისგან დასველებულ საქანელაზე ფეხებით იდგა და აქეთიქით ქანაობდა . თან ითვლიდა , უფლება ჰქონდა 500-ამდე . შემდეგ ადგილი ძმისთის უნდა დაეთმო რომელმაც 500-ამდე დათვლა არ იცოდა და ყოველ 20 წამში ეკითხებოდა.:-უკვე თუთახია ნუცა? თუთახი როდის იქნება? “ ნელ ნელა მოიცვა სიმშვიდემ გოგოს სხეული, ამშვიდებდა ისტორია რომელიც არასდროს მომხდარა. ყოველ ჯერზე სხვადასხვა სიტყუაციას წარმოიდგენდა და ითვლიდა. ფანტაზია კი უშრეტი ჰქონდა. ყურში უცხო ხმა ესმოდა , რომელიც დაუღალავად უმეორებდა , არაფერი მოგივაო. თმაც სასიამოვნოდ ეწიწკნებოდა , კიდევ დიდხანს იქნებოდა სიმშვიდის მარწუხებში ასე გაყურსული და მიკედლებული, მის ცხვირსაც იმ სხვის სურნელი რომ არ მოლამუნებოდა. ხარბად შეისუნთქა . ნაცნობი სუნი უცნობი სხეულიდან . მუჭებში მოქცეული , მაისურიც იგრძნო ,ხელის გულები გაშალა , თითქოს საქანელას თოკებისთვის გაეშვას ხელი და რომ არ ჩამოვარდნილიყო ისევ მოკუმა. გაბუჟებულ თითებს , მგრძნობელობა დაუბრუნდა და თვალებმაც პროტესტი გამოთქვეს ამდენი დახუჭვისგან. ჯერ ქვემოთ დაიხედა და ირაკლის ფეხები მოხვდა თვალში, მისას მიკვროდა. მერე მაღლა აიხედა ყელთან ამობერილ რამოდენიმე ძარღვს მიაშტერდა და პირველი გრძნობაც მაშინ მოვიდა. -სირცხვილი. სირცხვილის გრძნობა. ლოყები ისე აეწვა , მალე ცეცხლი წაეკიდებოდა . მთელი სხეულით მიაწვა მამაკაცს და უკან გაწია. ირაკლიმაც სწრაფად გაუშვა ხელი და დაემორჩილა , რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და კარგად დააკვირდა. რატომ ელოდებოდა რომ რაღაც შეიცვლებოდა ამ მომენტის მერე არ იცის . ალბათ მასში დარჩენილი პატარა ბიჭის ფიქრებმა , წმიერი სისუსტით ისარგებლა. რადგან ნუცას სახეზე მხოლოდ შეწითლებულ ლოყებს ხედავდა და აღარც კანკალებდა. დრო იყო , მზრუნველ და მგრძნობაირე ირაკლის , ბარგი ჩაელაგებინა. ზედმეტად დიდხანს დარჩა .ღლის , ტვინს ურევს ბევრი ირაკლი და ყველაფერი ამ მეტიჩარას ბრალია. თვალები უცნაურად აუბრიალდა ირაკლის. -ფინჯანი გავტეხე. -გამშრალ ყელში ძლივს გამოეტია სიტყვები . - ფეხი მივკარი . ხალიჩა დავსვარე . -რაღაცას თვალებით დაუწყო ძებნა. -აუცილებლად გავწმენდ . ხო ახლავე . - დაბნეული ტრიალებდა წრეზე და ხელსახოცს ეძებდა . - კიდევ რისი გეშინია ? - ყურადღება არ მიუქცევია ნუცას წრიალისთვის. - მაპატიე. -შუბლზე ხელი გაისვა ნუცამ და ხელი გაშლაა. -მეგონა ვინმე მოვიდა. -ვინმე მოვიდა შენს მოსაკლავად.?-გაეცინა ირაკლის და დივნის ზურგს ორივე ხელით დაეყრდნო. -რატომ უნდა ვინმეს შენი მოკვლა ? ჩემს გარდა რათქმაუნდა რადგან ფეხიც კი არ დამიდგამს მაგ ხალიჩაზე და უკვე გადასაგდები გახადე. -მაპატიე რა . -სახე შეეცვალა ნუცას . პატარა ბავშვივით დაბრიცა ტუჩები და დივანზე ჩამოჯდა. -მეგონა , რომ ისვროდნენ. ხშირად ამბობენ შენზე , რომ .. ცოტახანს წიბორძიკა ნუცამ , არ იცოდა უნდა ეთქვა თუ არა . -რომ რა , მიდი თქვი . -ხელები გადაიჯვარედინა ირაკლიმ და გაუცინა. -ანუ ტყუილად გიმეორებდი ჩემთან არაფერი მოგივათქო , მთავარი საფრთხე მე ვყოფილვარ. -გულში რაღაც ჩაწყდა , ალბათ რა წარმოდგენა აქვს მასზე ნუცას. -არაა, მაგის თქმა არ მინდოდა , უბრალოდ მეგონა რომ ისვროდნენ , ან რავიცი ჩემი მოგონილი ხომ არაა , ნახევარ ქვეყანას რომ არ უყვარხარ? -წამოენთო ნუცა იმაზე გამწარებული, იმის ფიქრის გამო რომ უწევდა თავის მართლება რაზეც ისედაც ყოველდღე ლაპარაკობდა ხალხი . -და ჩემზე ამბობენ რომ ისეთი სუსტი ვარ , შეუძლიათ სახლში შემომივარდნენ ? -ხმაში ირონია გაერია ირაკლის. კუთხეში მდგარი სასმელებიდან ყველაზე მაგარი აირჩია და ახალი ბოთლი წამებში გახსნა. -დალევ? -მე ? - გაიკვირვა ნუცამ. -აჰჰ, ხო დამავიწყდა, არ სვამ , არ ეწევი, იდიალურად ამზადებ, მთელს ქალაქს უყვარხარ, ნუ ქვეყანა არ გიცნობს თორემ ქვეყანასაც ეყვარებოდი. კეთილი ხარ. -ჭიქა შეავსო და პირდაპირ მის წინ დაჯდა წამიერად შეათვალიერა, თითქოს რაღაცას ამოწმებსო და დარწმუნებით თქვა.- და ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი რომ.. -ჰჰჰმ ამოიგმინა სასმლისგან დამწვარ ენას კბილები დაჭირა და თავი დააქნია , ისე აუჩქარდა გული სანამ სიტყვას ეძებდა რისთვის შეედარებინა უკვე არითმიადავადებულივით სუნთქავდა. ნელ ნელა მიიწევდა ვნება ტვინამდე ეჭვიც არ შეპარვია ნუცასაც ესმოდა მისი გულის უეცარი აჯანყება . დააკვირდა, ამ დროს ემოციების წაკითხვა არ ჭირდება ხოლმე , ყველა ქალს უხმოდ ესმის მამაკაცის ეს მზერა და სუნთქვა. ადუღებულ სისხლს ერთი მთლიანი ჭიქა ვისკი მიაშველა რომ გაეზავებინა , რადგან არაფერი ჩანდა მის სახეზე , წესით ამ დროს სხვა ნებისმიერი ქალი თავადვე გაიძრობდა იმ კაბას რომელიც ასე უჭერდა და ვისკის დალევასაც არ დააცდიდა ისე მოექცეოდა მის კალთაში და მერე ალბათ მთელს სახლს გააყრუებდა ვნების მუსიკა . ის კი , უდანაშაულო ბავშვივით იჯდა , რომელიც ვერაფერს იგებდა და თვალებს აფახულებდა. ლამაზი ვარდისფერი ქვედა ტუჩი კბილებში ჰქონდა მოქცეული და თეთრ ფაფუკ ხალიჩაზე ლაქად გამშრალ ყავას და ფინჯნისგან დარჩენილ ნაწილებს სინანულით დაჰყურებდა. თვალები დახუჭა დამშვიდებული სხეული ისეთი მძიმე გაუხდა, გაახელაც კი გაუჭირდა . ფეხზეც ისე წამოდგა თითქოს მთელი მისი სხეულის წონას , მუხლები ვეღრა უძლებდა. -ბუხრის თავზე დადო ცარიელი ჭიქა და გაუღიმა.- არ იდარდო . ალბათ ტელევიზორში იმასაც ამბობენ რომ ახალი ხალიჩის ყიდვა შემიძლია. უცერემონიოდ აქცია ზურგი და ერთერთ კარში გაუჩინარდა. გულმა ვერ მოუთმინა , მაინც გამოსტყუა ნანას , საწმენდი საშუალება და იქამდე ასუფთავა ლაქა სანამ ხელი არ გაუშეშდა დაღლილობისგან. საათ 4 ს აჩევენებდა , ალბათ ლილი მოკლავს . უკვე გაუმზადა სამარე და წამების მინიმუმ 2 ააათიანი სეანსი. არც ტელეფონი აქვს . ალბათ რამდენჯერ დაურეკა . თავი სიმწრისგან გააქნია . სინამდვილეში ლილი , კმაყოფილებისგან ნაბავდა თვალებს , როცა საათს უყურებდა და კიდევ კაი ფიქრებს ხმა არ ჰქონდათ თორემ შერცხვებოდა კიდეც ამ ხნის ქალს . ბევრს კი ყვიროდა მისი ირაკლი , მაგრამ საწოლში თუ არა მინიმუმ მკლავებში უნდა ჰყავდეს მოქცეული. ისეთი მზერა ჰქონდა , ლიკუნა შეშინებული უყურებდა. -რა ჩაიფიქრე ბებო? - ცოლი ირაკლის არ უნდა . -ოოჰ ისევ. - ამოიგმინა ჯანდიერმა და ფეხზე წამოდგა . -გაემზადე უნდა წავიდეთ. -ქალი მაგას არ უნდა. -არ მიაქცია ქმარს ყურადღება და ყავის წრუპვა გააგრძელა. - შვილი გააჩინოს ვინმესთან და მე მივხედავ კაცო . -სუროგატებიც არსებობს ბებო. -გააჩუმე გოგო ენა . ეგღა მაკლია ვინმე უცხოსგან მომიყვანოს ბავშვი და კაცმა არ იცის მერე ვინ იქნება. ისევ ფიქრებმა წაიღო ლილი. ნუცა იდიალური ვარიანტია. ოჯახი არ ჰყავს, არავინ არ ჰყავს , რამეც რომ იყოს ადვილია მისნაირი გოგოების მართვა . კეთილია , ლამაზი . იცხოვრებს მათთან და მერე რა რომ ცოლი არ ერქმევა. ეხლა მოდაში აღარცა დაქორწინებაა. ირაკლი წავა , მაგრამ ადრე თუ გვიან იქ დაბრუნდება სადაც შვილი ეგულება. საათივით ააწყო ირაკლის , მომავალი . ნუცას ისე გადაუწყვიტა ფიქრებში ყველაფერი წამითაც არ დაუშვია რომ რამე წინააღმდეგობა შეხვდება. -მიყვარს ეს გოგო განა არ მიყვარს. -ხმამაღლა მოუვიდა ფიქრები. -ვინ გიყვარს? -ჩაეძია ლიკა. -ნუცა , მიყვარს , მაგრამ სად ჯანდაბაშია ? -ყალბად აიკრა გაბრაზებული სახე. რომ უყვარს და მოწონს იმიტომაც არგო ირაკლის გვარის გადარჩენა. უჭირს აღიარება , მაგრამ ვაჩნაძე ერთადერთი წესიერი გვარის იყო ვინც მათ ოჯახში შემოვიდა, ბედნიერება არ ყოფილა მისი მიღება , მაგრამ ანდრომ ირაკლი მოავლინა , პირველი ვაჟი მათ ოჯახში. ეხლაც ახსოვს ბედნიერებისგან ატირებული ჯანდიერი ,გვარის წყევლის დასასრული იარაღის გასროლით რომ აღნიშნა, 1 საუკუნიანი შიშის შემდეგ რომ ჯანდიერები გაქრებოდნენ , ირაკლიმ აასრულა მათი ოცნება . -უფლებას არ მივცემ თავისთან ერთად ჩააქროს გვარი. -ბებოოოო, თუ რამე გაქვს სათქმელი თქვი რა. - გაეცინა ლიკუნას . -მაქვს . -ჯოხი დააკაკუნა ლილიმ. -გეფიცები მალე შენი ძმა სიყვარულის ცრემლებით იტირებს. -აჰაჰაჰ, -სიცილი აუტყდა ბაბუას . - არ ვიცი რა ყრია მაგ ყავაში ქალო , მაგრამ ყველაფრის გამო შეიძლება იტიროს მარა მაგისთვის ნამდვილად არა. -ერთი შენ არ დაიწერე ჯვარი 70 წლის ასაკში ჩემზე და მეორე ეგ არ შეიყვარებს ვინმეს. -რას გადაეკიდე , დაანებე თავი ქალო ბავშვს . -რომელ ბავშვს , ამხელა კაცია. შენ არ იყავი სავადმყოფოში რომ მოსთქვამდი ისე გავქრებით როგორც მტვერიო? -რაზე ლაპარაკობთ ვერაფერი გავიგე. -ლიკუნა , ირაკლისთან დამირეკე. -ხელში ჩაბღუჯული ტელეფონისკენ ანიშნა. -ნომერი არ ვიცი . -უნიჭოდ იცრუა. -ლიკუნა იციდე არ გამამწარო. -თვალები მოჭუტა ლილიმ. -ცხენებს წავაყვანინებ. დაუფიქრებლად გაუწოდა მობილური ბებიას . ცოტახანს ჯოხის კაკუნით ელოდა ზარს , მაგრამ იცის უპასუხებს. ლიკას ჯოჯოხეთიდანაც უპასუხებს. სწორედ ამიტომ რეკავა მისგან. -გამარჯობა ირაკლი. ბებიკო მოდიხართ? აჰჰჰ , მაგრამ ნუციკო რომ უნდა მოვიდეს ხომ იცი .ცოტახანს დადუმდა და ისეთი სახე მიიღო უკმაყოფილო ჯანდიერმა თავი ვეღარ შეიკავა და დატოვა ოთახი. არა არა , შენ არ იდარდო ბებო ლუკას გამოვუშვებ, მარტო მანქანაში ცოდოა , ალბათ უკვე ნახე როგორ ეშინია. არც დალოდებია პასუხს ისე გაუთიშა , ყოველგვარი ცერემონიების გარეშე. მთავარი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი ირაკლის, ნუცა ? ნუცა არ ადარდებს , ირაკლის უნდა ჰქონდეს გრძნობა და მერე თავად მიხედავს ყველაფერს, თითის განძრევაც არ დაჭირდება. როცა მის შვილიშვილს რამე უნდა , აუცილებლად იღებს. გულში რაღაც წიწკნიდა,მაგრამ მთელი თავისი ცხოვრება იმაში გაატარა რომ , ჯანდიერების სახელი ისეთივე მტკიცე ყოფილიყო როგორც ქვა. შვილების არეული ცხოვრების დალაგებას შეალია წლები და ერთ ძალაუფლებისგან გათავხედებულ ბიჭს რომელსაც გონია რომ ცხოვრებაზე ყველაფერი იცის , უფლებას არ მისცემს ყველაფერი გაანადგუროს . ის და მისი ქმარი ამ სადარდებლით არ წავლენ , ჯერ კიდევ სავადმყოფოში დაიფიცა , როცა მოხუც ჯანდიერს გულზე ოპერაციას უკეთებდნენ . სწორედ ამიტომ იწერს ჯვარს , 70 წლის ასაკში ეხლისება პატარა გოგოსავით ქორწილი? უარესზეც წავა , თუ საქმე მოისთხოვს. -ლუკააა, ლუკაააა მოდი აქ მამიდა . -ნუცა რას აკეთებ? -თავზე წამოდგა ხალიჩაზე დამხობილ გოგოს. -ჩვენც მაგას ვეუბნებით. -გიორგიმ ფეხი ფეხზე გადაიდო და ირაკლის შეხედა.-უთხარი რამე . ეს ახალი ხალიჩა მანანდეც არ იყო ისეთი თეთრი . - ჩაი ხმაურით მოუსვა . -გეყოფა. ადექი .-მკლავში წაავლო ხელი და წამოაყენა . - ვის ადარდებს ხალიჩა . ვიხუმრე როცა გითხარი შენი სიკვდილი მინდათქო. ადამიანებს ამის გამო , არ ვკლავ. -დაა ისე კლაავთ? -თვალები გაუფართოვდა ნუცას . -და მერე ჭამს . -ნუცას შიშს მარილი მოაყარა გიორგიმ. -ფეხსაცმელები მოძებნე. დედოფალი ბალზე გიხმობს. -გიორგის მოუჯდა გვერდით ირაკლი და მუხლზე დაარტყა ხელი . -რა გინდა ? ხელებს რომ მითათუნებ ვიცი რაღაც ყ*** ბა უნდა მთხოვო . -ლუკა მოდის . ნუცას წასაყვანად . -ფეხსაცმელების კაკუნით მოუახლოვდა ნუცა . -მზად ვარ. -გიორგი წაგიყვანს . -კიდევ ერთხელ შეათვალიერა , დიდხანს უყურებდა მისი ნება რომ იყოს , ისე ამშვიდებს , მაგრამ არ შეუძლია. სწრაფად უნდა გაუშვას , თორემ მერე ვერაფრით ახსნის რატომ არ უშვებს ლუკასთან ერთად. -თმა მაინც შეისწორე. -დასცინა ნანამ . -წამოდი. დიდხანს არ დარჩენილა საბაზანოში , სწრაფად შეისწორა ყველაფერი , მაგრამ ირაკლისთვის უკვე გვიანი იყო. არ იცის რა სიჩქარით იარა მისმა ბიძაშვილმა მაგრამ , 10 წუთში ეზოში შემოვარდა და მანქანის ტორმუზს ფეხი გამეტებით დააჭირა რომ გაჩერებულიყო მოყინულ ფილებზე და მოჭარბებული ადრენალისგან წამოიყვირა. გვიან გაახსენდა ლუკას გატაცება , მას ყველაფერი უყვარდა რაც ადრენალინს ანიჭებდა. -ამან უნდა წაიყვანოს? -ხელი ეზოსკენ გაიშვირა გიორგიმ. -ხო. -და გაუშვებ. -რატომ არ უნდა გავუშვა? -ნახვამდის ნუცა . -კარგაად. ხელი გაუქნია და კიბიდან პირდაპირ კარისკენ წავიდა. -გააკეთე რამე , ხო იცი რომ ეშინია? -ფეხზე წამოხტა გიორგი. -მერე რა ? მისი არც ძიძა ვარ და არც … -ირაკლი , ისე ნუ იქცევი თითქოს არ გადარდებს უცხოს რომ ატან ამ გოგოს და თან .. -არ მადარდებს . - სცადა სულერთია სახე მიეღო. -დაგინახე , შენი თავი შეგიძლია მოატყუო, მე ვერა. - დასცინა გიორგიმ . -გადარდებს და თან როგორ ნეტავ შენი სახე დაგანახა. - ყველას რატომ გინდათ რომ ვინმე ქალი მადარდებდეს და თან ეს , ესს -სიტყვას ეძებდა რა ეწოდებინა ნუცასთვის და პირველად ვერ იპოვა , მიუხედავად იმისა რომ აქამდე არასდროს გამოლევია მისთვის დასაძახებელი სახელები. -იმიტომ რომ საჭიროააა. -ნანამ და გიორგიმ ერთდროულად უპასუხეს . -გულს ჭირდება შვილო. -სად აქვს გული ნანა დეიდა. -დაიღრინა გიორგიმ. როგორ მიიტანა , სული რესტორნამდე ? არ იცის. რას ელაპარაკებოდა ლუკა მთელი გზა? არც ეგ . იქნებ უნდა გაეფრთხილებინა და გაემხილა სრულიად უცხო კაცისთვის თავის შიშები ? ალბათ კი , მაგრამ უკვე გვიანი იყო . გაბრაზებული იყო, გული ყელში რის გამო ჰქინდა ამოსული ? ეგეც არ იცის . იმიტომ რომ ასე გამოუშვა სახლიდან თუ შიშისგან. მანქანიდან გადასულმა პირველი რაც გააკეთა სირბილით გაიქცა საპირფარეშოსკენ , გული ერეოდა… სიბრაზისგან და სპაზმებისგან სახეზე ყველა კაპილარი ეტყობოდა. ცივი წყალი უხვად მიისხა სახეზე და საკუთარ თავს სიბრალულით გაუღიმა. -რა გაბრაზებს ნუცა ? ვინ ხარ , ვინ ხარ . ცრემლზე ხელის გული გაისვა და თვლა დაიწყო .-ერთი , ორი , სამი , ოთხი . თავი 6 ლიკუნას გვერდით იჯდა და ნახევრად ჩაცლილ ღვინის ბოკალს თითს უსვამდა . -კარგად ხარ? ხმა არ ამოგიღია . -კარგად ვარ ლიკუნა , კარგად , შენი ბიძაშვილი შეშლილია . -ხო , ვიცით . -თავი დაუქნია ლიკუნამ . -მეგონა მოვკვდებოდი. -თვალები აუწყლიანდა ნუცას . -არ მესმის , მარტომ რატომ გამოგიშვეს იქიდან. -გაბრაზდა ლიკუნა. -იმიტომ რომ მარტო მოსულიყო. -თვალი აარიდა დარბაზში შემოსულ ირაკლის და გიორგის. . -არა , ნუცა მე ვთხოვე . - შეცბა ლიკუნა . - ადვილი დღე არ მქონდა . ფეხზე წამოდგა. -სანამ ყველაფერი გავაფუჭე სახლში წავალ , გული ისევ მერევა.- მუცელზე გაისვა ხელი ნუცამ. ლიკუნას დაემშვიდობა . -და როგორ წახვალ? -მოვიფიქრებ რამეს არ იდარდო. -გეზი პირდაპირ ლილისკენ აიღო რომელიც სადღაც მიკაკუნებდა ჯოხით. -ქალბატონო ლილი. ჩემი წასვლის დროა. -სად მიდიხარ? ახლა? საათს დახედა ლილიმ . ჯერ ძალიან ადრე იყო წასასვლელად მითუმეტეს მაშინ როცა ირაკლი ახლა მოვიდა. დარწმუნებული იყო , გულმა ვერ მოუთმინა შვილიშვილს და იმიტომ მოვიდა. ნუცას უკან გააპარა თვალი და ირაკლის გახედა რომელიც არც კი იყურებოდა მათკენ. -თავს ცუდად ვგრძნობ. კი ვიცი ძალიან ადრეა ,მაგრამ ჯობია დავბრუნდე . -რა გჭირს ჩემო საყვარელო? -თითები ნიკაპქვეშ ამოსდო და გაფითრებულ გოგოს დააკვირდა. - ცოტა გული მერევა. სასმლის ბრალია. ისეთი არაფერი. -უკვე ინანა ნუცამ რაიმეს თქმა . -მოდი , მოდი დაჯექი . -ხელით უბიძგა იქვე შემაღლებული სცენისკენ და თითქმია ძალით დასვა. -ქალბატო ლილი , არ მინდა, კარგად ვარ , უკვე გამიარა , ფეხზე წამოხტა . -არ ხარ კარგად . -რა მოხდა დედა? -ირაკლის დედაღა აკლდა ნუცას სრული ბედნიერებისთვის, თითქოს ლილიმ საკმარისად არ გააბუქა მისი ცუდად ყოფნა. -კარგად ვარ ქალბატონო, არაფერი მიჭირს , უბრალოდ სახლში მინდა წასვლა. -უკვე გაღიზიანებას ვერ ფარავდა ნუცა . - არც გულისრევის შეგრძნება ანებებდა თავს, ზემოდან წამომდგარი ლილის მოთქმა , ნერვებს უშლიდა და ბოლო წვეთი ლუკა აღმოჩნდა , რომელიც არც მეტი არც ნაკლები, გვერდით მოუჯდა . -კარგად ვარ , -ფეხზე წამოხტა და ლილის თვალი ჯიქურად გაუსწორა. - უბრალოდ სახლში მინდა წასვლა. _ ოფლმა დაასხა , სცენიდან წამოსულ ხმაურს , მძაფრი სიგარეტის სუნი შეერია და გულმა და მისმა კუჭმა ერთიანად იფეთქა. პირზე ხელაფარებულმა ჩაურბინა ირაკლის , თან ისე რომ მხარიც კი გაკრა. რამოდენიმე ნაბიჯში შეკრებილ ოჯახს გახედა . არანაკლებ გაოცებულები იყურებოდნენ ისინიც. -რა ჭირს , ორსულადაა თუ … -მეტი აღარ დალიო. _ძმიშვილს ხელი წამოარტყა და საპირფარეშოსკენ აიღო გეზი. ცივად აუარა გვერდი დედას , ირაკლიმ და პირდაპირ დასთან მივიდა. სწორედ იმ ადგილას დაჯდა სადაც ცოტახნის წინ ნუცა იჯდა . -ნუცას ადგილია. -მივხვდი . ბოკალის ფეხზე შემოხვეული სამაჯური დაანახა დას . - ლუკამ ისე ატარა , გული ერევა . -მაგასაც მივხვდი და შენი ხმით თუ ვიმსჯელებთ დანაშაული მე დამბრალდება არა? _დას გაუღიმა. -არა , რა სისულელეა . შენ კი არა აქედან მეც გავიქცეოდი რომ შემეძლოს. ბებოზე ვარ გაბრაზებული , რატომ ამოიჩემა ნუცა ასე უცბად ვერ გავიგე. - ძნელია ლილის ფიქრების გაგება ლიკუნა. _დაუფიქრებლად აიღო ნუცას ღვინის ბოკალი და მოსვა. -არ მიკვირს გული , რომ ერევა. _ზერელედ გახედა შუქზე ღვინოს. -ნუცააა, უკეეთ ხარ? _გვერდით სკამი გამოუწია ლიკუნამ . -ხო , ჩემი ჩანთა. _ირაკლისკენ გაიშვირა თითი და მაგიდას შემოუარა . სკამის საზურგეზე გადაკიდებული შავი პატარა ჩანთა გაჭირვებით გამოაცალა ირაკლის ზურგს . თავზე გადაიტარა და მკერდზე გადაჭერილ ჩანთის ყურს ორივე ხელით , ჩაებღაუჭა. -მიდი ხარ ? არ მეზარება . _ფეხარეული ლუკა წონასწორობის დასაცავად სკამის საზურგეს დაეყრდნო და გაუცინა .-მე წაგიყვან. -შენ ჩემო ლუკა , იქით თუ წაგიყვანს ვინმე ბიძია აწი. _უფროსი ჯანდიერი მოუახლოვდა ახალგაზრდებს და ლუკას ისე დაჰკრა მხარზე ხელი , შებარბაცდა. -კარგი რა ბიძაჩემო , ერთი სიფრიფანა გოგო როგორ ვერ უნდა მივიყვანო . წავედი ნუციკო? -ნუცასკენ გაიწია და ხელი წაიღო რომ მოეკიდა . დამფრთხალმა ნუცამ უკან გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი , ურჩევნია მოკვდეს ვიდრე გაყვეს . მუშტი შეკრა იმ შემთხვევისთვის თუ კიდევ ცდიდა რამეს ლუკა , მაგრამ არ შეუმჩნევია როგორ აეფარა ირაკლის მთელი ტანით . მამაკაცმა ორივე ხელი წელზე დაალაგა და ოდნავ გაწია , ფეხზე წამოდგა. -რაიყო, ჯანდიერო რამე მოხდა ?მოიცა , მოიცა რა გვარი ხარ ადამიანო ? _მხრებში გაიშალა ლუკა ირაკლის დანახვისას. სანამ ირაკლიმ პირი გააღო , ისევ ბაბუამ იმარჯვა . -ლუკა , საქმე მაქვს შენთან. -თითქმის ძალით წაათრია . -ნახვამდის . _ ცივად გადაუგდო ერთი სიტყვა , თითქოს ლიკუნას რამე დაეშავებინოს, მაგრამ თავი ასეთ უსუსრად და არარაობად არსდროს უგვრძნია. მხოლოდ ახლა მიხვდა დღეს ისე ათამაშეს აქეთ-იქით თითქოს მარიონეტი ყოფილიყოს და ყველაფერი ეს რატომ ? იმიტომ რომ მანქანების ეშინია? იმიტომ რომ იმ წრეს შეერია სადაც მისი ადგილი არაა, იმიტომ რომ იდიოტია. უკვე კართან იყო მისული როცა კახა შემოეფეთა. -კახა , წამიყვანე აქედან ._ მხოლოდ ერთი წინადადება იყო საკმარისი. -კარგად ხარ? _მეტიც არ უკითხავს მამაკაცს.მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ნუცა იყო ამ წამს და სხვა არავინ და არაფერი არ ადარდებდა , მაგრამ მანქანაში ჩაჯდომის წინ მანაც ვერ მოითმინა . ზუსტად ის მზერა დაუბრუ რესტორნის ვერანდაზე გამოსულ ირაკლის , რომელიც დილას ირაკლიმ ასე ამაყად გაცვალა მასთან. არ შეიმჩნია ,რომ ახალახანს კახამ ანგარიში გაუთანაბრა. უშედეგოდ ცდილობდა სიგარეტისთვის მოეკიდა , გამწარებულმა მოისროლა ეზოში სანთებელა თითქოს მასზე ცდილობდა მთელი თავისი ემოციების ამონთხევას . ისევ გიორგიმ მოძებნა ჯიბეში სანთებელა. არ ეწევა მაგრამ არ იცის რატომ ატარებს ყოველთვის ჯიბით. -გიორგი? ამ ქსელში როგორ გავყავი თავი? -ირაკლი, მაგ ქსელს ეჭვიანობა ჰქვია. -გაეცინა გიორგის.-ისწავლი ძმაო, ისწავლი. და რათქმაუნდა იმ ღამესაც ვერ დაიძინა.. ******* -აუ ქეთო ვიყიდოთ რა ყავის აპარატი ? _ დაიწყო ნუცამ , რომელსაც დაქალმა სულაც არ ათხოვა ყური. -დარწმუნებული ხარ რომ წასვლა გინდა? -პირველად ნახა ნუცამ ასე ადრე გაღვიძებული ქეთო. იცის მის გასამხნევებლად მაღვიძარა ალბათ სამჯერ დააყენა, რომ დაქალი გაცილოს . -სხვა გზა მააქვს?_ მოიხვია თეთრი შარფი ყელზე და სახეზე აიფარა. -შენს ადგილზე არ წავიდოდი .შემეშინდებოდა. ადვილი არ იქნება. თუ რამე დაგჭირდა დარეკე რა, ეხლა წავალ ძილს გავაგრძელებ, მერე ცეკვის გაკვეთილები მაქვს უკვე მეორე ჯგუფი დავამატე ამ კვირაში, მაგრამ ნებისმიერ წუთას შენთან გავჩნდები. -როგორ მიხარია. _ ხელები მოხვია კარგად რომ მიგდის სააქმეები. -იცოდე ჩახუტებით ვერ გადამირჩები და ზერელე მოყოლით. საღამოს დაწვრილებით მოყვები ყველაფერს გაიგე? -დავიზეპირებ და მოვყვები ქეთო მასს. _დაპირების ნიშნად ხელი ჰაერში ასწია . დიდხანს იფიქრა უღირდა თუ არა ველოსიპედით წასვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ სხვა გზა არ ჰქონდა უკვე 8 საათი იყო , ნახევარ საათში ტაძარში უნდა ყოფილიყო. დასვენების დღე ჰქონდა , მაგრამ ეს დღე დასვენების გარდა ალბათ ყველაფერს უქადდა. ჩვეული სიყვარულით გამოემშვიდობა , საყვარელ კედლებს , ყვავილებს და გზას გაუყვა. გაუთავებლად თოვდა ისევ. ყველა სახლში იყო შეყუჟული, ან იქნებ არც ისეთი ცარიელი იყო და თოვლის ნაბადში არ ჩანდა არავინ. ისედაც წყნარი ქალაქი, იდუმალ სიჩუმეს მოეცვა და მხოლოდ თოვლის მსხვილი ფიფქები ცეკვავდნენ გარშემო . ისეთი უცნაური დილა იყო , სიცარიელე აშინებდა ნუცას . სიცარიელე და ტკივილი არ უნდოდა არავისთვის და ტაძარში შეკრებილი ბავშვებისთვის მოუწევდა , წინაასახალწლო ანონსის გაკეთება , რომ ვეღარ იზეიმებდნენ ერთად, ვერც ნუცა მოამზადებდა გემრიელ გოზინაყს და ახალიწლის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ვეღარ დაიწყებდნენ ცეკვას . ***** უძილობისგან ჩაწითლებულ და გამომშრალ თვალებს , წვეთები მიაშველა ირაკლიმ, თითქოს რამეს შველოდეს . -გზები ჩაკეტილია. _გიორგიმ დაუკითხავად წამოავლო ხელი ყავის ფინჯანს რომელიც მისაღებში იყო . - ვერტმფრენი. -ვერა , უხვი ნალექია. რისკია. - რისი თქმა გინდა , აქ ჩავრჩით?_გაღიზიანებას ვეღარ ფარავდა. -ხო. ნახე რა სილამაზეა . _თეთრად დაფარული ეზოსკენ ანიშნა. -იცი მაინც რამდენი საქმე მაქვს? -ჩვენ კიდე გგვონია, რომ თქვენ მდიდრები არ მუშაობთ. _მეორე ფინჯანი ფრთხილად დადგა ნანამ. -ფულისთვის რომ არ ვმუშაობთ იმას რა ნიშნავს , რომ საერთოდ არ ვმუშაობთ._გაუღიმა ირაკლიმ. -უბრალოდ ვცდილობთ , რომ ფულმა იმუშაოს ჩვენთვის და ეს არცისეთი ,მარტივი საქმეა. -ჰჰჰ , არ დააწყებინო ნანა გთხოვ რა . მე წავედი და ხელს არავინ შეგიშლის მუშაობაში. -აჰჰ , ერთ კვირას როგორ გამოტოვებს . -საერთოდაც კვირა ჩემი დასვენების დღეა , რომელიც არასდროს არ მაქვს . ასე რომ კვირა დღეს 3 საათი ტაძარში სიარული შემარგო იქნება და სიკვდილი არც იფიქრო წირვის დასრულებამდე. -ვეცდები . _წარბი აწია ირაკლიმ . -რა მოხდება რომ შენც წახვიდე? -ჯოჯოხეთში ადგილს დაკარგავს . _გადაჭრით თქვა გიორგიმ. -წამოდი ხალხს მაინც დაენახვები და ლეგენდებს აღარ მოყვებიან ორი რქა და კუდი რომ გაქვს. -მეტი რა უნდა მოყვნენ შვილო. ქალაქს ბავშვთასახლი დაუნგრია და აგერ ჰა ერთი საცოდავი ტბა ჰქონდათ ახალგაზრდებს სასეირნოდ და ეგეც შემოიღობა . _არ მოელოდა , ასე პირდაპირ , რომ მიახლიდა ვინმე თავის უმსგავსობას , მაგრამ ესიამოვნა . კი მისთვის გულწრფელობა და პირდაპირობა ძვირად ფასობს. -ნანა, ამას ბავშვთასახლი ჰქვია? შიგნით ვინმეს ცხოვრება როგორ შეიძლებოდა? _მაინც თავი იმართლა. -ბავშვთასახლზე გამახსენდა. _გამოტენილი პირი დაიცარიელა გიორგიმ და ისე განაგრძო.- დღეს პოლიიცის უფროსი მომაწვდის ყველაფერს ნუცაზე. _ვერ გაიგო გიორგიმ რა დააშავა , რადგან ირაკლის გმინვა მოჰყვა მის სიტყვებს. -უფრო ხმამაღლა იყვირე. _დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გახედა ნანას.-ნანა უბრალოდ მაინტერესებს ვინაა ჩემი დის გვერდით. -არაფერი მითქვამს._ თავი გააქნია ნანამ. -როგორ არაა , თვალები ლაპარაკობს . - რა გაინტერესებთ მაგ საწყალზე? _ხელი დადო ირაკლის მკლავზე.-დამიჯერე მასზე კარგ მეგზურს ვერ იპოვი შენი დისთვის. ისე ვერავინ უგებს ერთმანეთს როგორც , ორი ნატანჯი სული. -რატომ არავინ მოიძებნა , ამ წყეულ ქალაქში ვინც ცუდს იტყვის ამ გოგოზე? _გაღიზიანება ვერ დამალა. -არაა ცუდი და რა გინდა რომ ვთქვათ? - შეუძლებელია ნანა , იდიალური თავად ქრისტეც არ იყო . -არაა არაა, არაა ._გიორგი სკამიდან წამოხტა ._ ეკლესიაში წასვლამდე ამის მოსმენა არ მინდა . სანამ რამე ისეთი თვქვი რომ პოზიციები აიმაღლე ჯოჯოხეთში , წავედი ჩავიცმევ. -ნუცა სულ პატარა იყო ოჯახი რომ დაკარგა , მერე ბავშვთასახლში გაიზარდა, ყველამ შეიყვარა ეს ბავშვი . როცა გარშემო სიყვარულს ხედავ ცუდი ვერ იქნები. _თავისთვის განაგრძობდა ნანა. -საერთოდ არავინ ჰყავს ? -არ ვიცი. ყოველშემთხვევაში , მაშინ არავინ გამოჩენილა ისეთი რომ მეურვეობაა აეღო. ისევ მამამ დაიტოვა და საწყალი კაცი სულ წვალებით ზრდიდა. -მოიცა ნანა , ვერაფერი გავიგე. _გადაშლილი ლეპტოპი დახურა ირაკლიმ.-მამა რანაირად ზრდიდა თუ მშობლები დაკარგა? - მამამისი ოქრომჭედელი იყო. სოფლის სახლში მუშაობდაო. საკმაოდ შეძლებული კაცი იყოვო . ამბობენ ერთ საღამოს ძალიან დიდი ოქროს პარტია მიიღო, ვიღაცისთვის დიდი შეკვეთა უნდა დაემზადებინაო . მერე ხომ იცი შვილო , ჭორიკნებს და ავაზაკებს რა გამოლევს ამ ცოდვილ დედამიწაზე. -მოკლეს? _პასუხი ისედაც იცის და ახლა უკვე ისიც რატომ ეშინია იარაღის და საერთოდ ყველაფრის ამ სულელ გოგოს. -არა . მარა მომკვდაროყო ალბათ ერჩივნა საწყალ კაცს . ნუცას დედას ესროლეს. მერე სახლს ცეცხლი წაუკიდეს და საწყალი ქალი ორ ბავშვთან ერთად იპოვეს დამწვარი. ბევრი იწვალა საწყალმა რომ დაემტკიცებინა მეზობლები ამბობდნენ სროლა გავიგეთო , მაგრამ მაინც ხანძარს დააბრალეს ყველაფერი. -და ნუცა როგორ გადარჩა ? -არ ვიცი . _მხრები აიჩეჩა ნანამ .-მაგრამ რა გინდა ქნა ადამიანმა როცა სამყარო არ გწყალობს? რამდენიმე წლის მერე ავარიაში მოყვა და კი წავიდა თავის ცოლშვილთან ის საწყალი და ასე ობლად დარჩა ჩვენი ნუცა . -რატომ არ გამიგია ხანძრის ამბავი? -რავიცი შვილო , დახლოვებით 18-19 წლისწინანდელი ამბავია . -11 წლის ვიყავი მაშინ . _ორი თითი ამოისვა თვალებში ირაკლიმ, თითქოს ცდილობდა უსიამოვნო მოგონება კადრებად რომ მიქროდა მის თვალებში , თითებით შეეჩერებინა. ვერ გაიგებდა , მაშინ მასაც თავისი უბედურება ჰქონდა გადასატანი. ზუსტად იმ დროს დაკრგა მანაც მამა. არაა არ დაუკარგავს , “მხდალმა “ მამამისმა გადაწყვიტა რომ შვილები და ოჯახი მისთვის არაფერს ნოშნავდა.-დაიჭირეს? -ვინ უნდა დაეჭირათ ირაკლი კარგი რა ? ეხლა არ იჭერენ არავის და მაშინ ვის დაიჭერდნენ იმ შავბნელ დროში. ყველაფერი ხანძარს მიაწერეს და ყველამ გავაგრძელეთ ცხოვრება. კიდე კაი 2-3 წლის ბავშვს არ აქვს მოგონებები , თორემ კიდე როგორაა სრულ ჭკუაზე ეს გოგო არ ვიცი. -ასეთი რაამები არ ავიწყდებათ ნანა . _გაუღიმა ირაკლიმ . მისი ყველა პანიკური შიში , მოგონებებია. ახლა იცის ირაკლიმ , გუშინ საკუთარი ნებით თუ ლილის, მედგრად უყურა მოგონებების სერიას ნუცამ. იქნებ არც ახსოვს კადრები და მხოლოდ ემოციებს იწვევენ მასში სტრესული დღეები ? ვინ იცის . ყოველთვის ეგონა რომ 11 წლის ასაკში არავინ იყო მასზე მარტოსული ,რომ ყველაფერი დაკარგა მაგრამ იქვე იმ ქალაქში , იყო გოგო რომელმაც ნამდვილად ყველაფერი დაკარგა და არ შეიცვალა. მართალია არ სჯერა მისი უმანკოების მაგრამ ბავშვურ სილაღეს ვერ დაუკარგავს . ახლაც ალბათ სადღაცას ვიღაცას ათოვს , მაშინ როცა მას სითბოსგან ოფლი ასხავს. “ ამ პრინციპოთ რომ ვიფიქრო , გავგიჟდები “._ დიდი ხანია გაიგო , ცხოვრება შაქარი არაა და ის ვერ შეცვლის ვერაფერს. -რომელზე მთავრდება წირვა? -ისე მეკითხები გეგონება ყოველ შაბათ-კვირას იქ დავდიოდე ოჰ. დამრჩა სადილი გასაკეთებელი. _ჯიჯღუნით გაუყვა სამზარეულოს გზას ნანა. უშედეგოდ ცდილობდა , გული დაედო სამუშაოსთვის , არადა ყველაზე მეტად გადადებული სააქმები სძულს.ზარმაცი არასდროს ყოფილა , მაგრამ ამინდიც ისეთი მოჟამულია ხალისს უკარგავს და გიორგიც არ ჩანს . რამე სასაცილოს მაინც იტყვის და ცოტა უკეთებს ხასიათს . ერთი კვირა დარჩა დეკემბრის შუამდე და იცის მერე მისი ყველა თანამშრომელი საახალწლო ციებცხელებაში ჩაერთვება , გინდაც მოითხოვს რაიმეს დასრულება , ვერაფერს გახდება . მოისმენს უამრავ ბოდიშს და გასამართლებელ ფრაზას . ამ წლის ფრაზა მაინც მისი მდივნის იყო , რომელმაც 2 საათიანი დაგვიანება , იმით აუხსნა რომ გზაში მფრინავ სანტას დაეჯახა . თითქმის ორჯერ შემოიარა სახლი . ყველა კედელი დაიზეპირა , ისიც კი იცის სად არაა სწორად წასმული საღებავი . იმიტომ სძულს , დასვენების დღეები . ვერაფერს აკეთებს . დრო გადის და ყოველი უსაქმურად გალეული წუთი დაკარგულია და თანაც მის ჯანმრთელობას და ფსიქიკას ვნებს. აგერ უკვე მესამე ჭიქას ცლის , ანთებული ბუხრის წინ და ზეპირად ისწავლა ცეცხლის ყველა ტონალობა. საათი კი მხოლოდ 1 ს აჩვენებს. როგორ უშლის ნერვებს სიჩუმეში საათის ისრები. თავდაუზოგავად ახსენებს ეს საათი , რომ უკვე უამრავი წუთი გაფლანგა. ის ის იყო ფეხზე წამოდგა რომ ჯავრი ანტიკვარულ საათზე ეყარა , ტელეფონი აწრიალდა და ისრების წიკწიკი გადაფარა. ტელეფონს უინტერესოდ დახედა . საერთოდ არავის ნომერი არ უწერია . გინდაც დახედოს მაინც ვერ ვაიგებს ვინ რეკავს . საერთოდაც გიორგის და ლიკუნას გარდა კიდევ 10 მა ადამიანმა თუ იცის მისი ნომერი , ამიტომ შემაწუხებელ ზარს არ ელოდა. დაუფიქრებლად უპასუხა და გაკვირვება ვერ დამალა დავითის ხმა რომ გაისმა. კარგა ხანს ფიქრობდა რა ჩაიდინა ასე რომ ლოცავდა მეგობარი , მაგრამ ვერაფერი გაიხსენა . ისეთი გაკვირვებული იყო ყელიც კი გაუშრა და თვალები გაუფართოვდა ბაღს რომ გახედა. ჯერ ნუცა შენიშნა მერე დაცვა რომელიც არანაკლები სისწრაფით მოსდევდნენ . -დავით დაგირეკავ . _ტელეფონი გათიშა და მინას კარგად მიაჩერდა. არა კი დალია ,მაგრამ იმდენიც არა რომ მოჩვენებებს ხედავდეს და თან ამ შეშლილს . არა არ ეჩვენება , ნამდვილად ისაა, ხმით მიხვდა ისე მოასკდა მინას და კაკუნი დაიწყო. ამასობაში დაცვაც წამოეწია და მკლავებში წვდნენ. -კედლიდან გადმოძვრა. _ძლივს სუნთქავდა ორ მეტრიანი ბიჭი რომელსაც გიორგიმ მისი თავი ანდო და 50 კილოგრამმა გოგომ ქანცი გააძრო. -უნდა დაგელაპარაკოთ. _ხელიდან რაღაცნაირად გაუსხლტა დაცვას და ირაკლის ეცა. -სისულელე ვქენი . -აჰამ , ნამდვილად . ამ სახლს კარიც აქვს. -ვიცი , მაგრამ იქიდან უფრო მოკლე იყო . ირაკლი ვიცრუე . _ქუდი მოიგლიჯა თავიდან და თეთრ ხალიჩაზე ტალახიანი ბოტებით გადავიდა . -დაა გადაწყვიტე აღსარება მე ჩამაბარო ? _ვერაფერს იგებდა ირაკლი , რატომ იყო ნუცა ახლა მის წინ , მაგრამ მისი მოწყენილობა სადღაც ქრებოდა ამიტომ ცოტახანს გაერთობა . ვისკის ჭიქა ისევ აიღო და სავარძელს დაუბრუნდა . -არა , მართლა დიდი სისულელე ვქენი. _ისე ახურებდა ნუცას ერთ წამში აუწითლდა ლოყები ბუხრის წინ. იქვე მაგიდაზე დადგმულ ვისკს თავი მოხსნა და ბოთლიანად მოიყუდა . მერე ლაბადა გაიძრო და იქვე მოისროლა . ისედაც მოკლე კაბა უფრო მაღლა ჰქონდა ასული. ქვემოთ ჩამოიწია და დივანზე დაეშვა პირდაპირ ირაკლის წინ . ხელები მუხლებზე დაიდო. -ყველა მიყურებდა . ისეთი თვალები ჰქონდათ , ისეთი . ნაპერწკლები იყო იმედის და ვერ შევძელი მეთქვა . _გაზეპირებული გაკვეთილივით ყვებოდა . შიგადაშიგ ფეხებს ამოძრავებდა და მერე ისევ ხელებით აკავებდა მუხლებს . -არ შემიძლია ვერ წავართმევ , იმედს ვერ წავართმევ . ვერ ვეტყოდი თან , თან ახალიწელია . არავნ იმსახურებს ახალწელს გულგატეხილი იყოს. _ენით გამშრალ ტუჩებს ასველებდა და ყოველი სიტყვის ბოლოს თავისივე ზედა ტუჩს კბენდა. ერთ სიტყვას ვერ იგებდა ირაკლი. არც უცდია გაგება. უძრავად იჯდა და უყურებდა , უყურებდა ისე როგორც ბავშვი უყურებს მაგიდაზე დადებულ ტორტს და შეხების უფლება არ აქვს , რადგან დედამ აუკრძალა. თვალებს აყოლებდა თეთრ ყელს , ოდნავ მოშიშვლებულ მკერდს ნერვიულად რომ აუდიდა მაღლა და ყელი გაუშრა , მარტო ნუცას სუნთქვა არა მისიც გარბოდა. თავში ჰქონდა უკვე მოწოლილი , ვნება თუ ჟინი.არადა რას აკეთებდა მისი დაკვირვების ობოექტი რომ ამ დღეში ჩააგდო? არაფერს. იჯდა და რაღაცას ბოდავდა. შეწუხებული სახე და გაფითრებული ტუჩები. სხვა ნორმალური ადამიანი წყალს მიაწვდიდა ისეთ მდგომარეობაში იყო გოგო , მაგრამ არა მისი ტვინი, გული და სხეული რომ სწორედ ის ნამცხვარი უნდოდა რომელიც არ შეიძლება . დიდი ხანია აღარ უდუღდება სისხლი ქალის დანახვაზე , იცის რაც არ უნდა დავდაჭერილი იყოს აუცილებლად მის საწოლში დაამთავრებს . უკვე დიდი ხანია აკრძალული არაფერია მისთვის. იქნებ იმიტომ იზიდავს ასე ნუცა? მაგრამ არც ნუცაა აკრძალული მისთვის. მაშინ რატო? რატო უღვოძებს ვნებას ერთადერთი გოგო რომელიც არასდროს მოეწონებოდა ? რომელიც არაფრით გავს ისეთ ქალს რომელიც მის იდეებში ცხოვრობს . დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა ირაკლის. რატომ ? რატომ მოწონს ეს შეშლილი , რომელიც უკვე 5 წუთია დაუღალავად ლაპარაკობს.-რატომ? _ბოლოს ხმამაღლა მოუვიდა. -რატომ ? ხომ გითხარი რატომაც ? _ფეხზე წამოხტა ნუცა. -ღმერთოოო_ ამოიგმინა ირაკლიმ და ჭერს ახედა. -ნუცა ერთი სიტყვა ვერ გავიგე. -შენ რა არ მისმენდი?_ წამოიყვირა გოგომ . იმდენი ილაპარაკა და ეს ვაჟბატონი არც კი უსმენს. -გისმენდი , მაგრამ ვერაფერი გავიგე. რა გინდა ? აქ რატომ ხარ ? ისტორიებს ნუ მიყვები ერთ წინადადებაში მოგვარდი გთხოვ. -მოვიტყუე. ბავშვთასახლის ბავშვებს მოვატყუე რომ ახალ სახლს ააშენებ ქალაქისთვის და ისევ აქ დაბრუნდებიან და ისევ ერთად იცხოვრებენ და ვერ ვეტყოდი რომ აღარასდროს იქნებიან ერთად არ შემეძლო . ვერ შევძელი .-მხოლოდ ის მინდა რომ იმედი არ დაკარგონ . მე არ მინდა ვიყო ის ვინც ყველაფერს წაართმევს მათ. _ხელები სახეზე აიფარა . თვალსაც კი ვერ უსწორებს . სადამდე მიხვედი ნუცა? სადამდე? საკუთარ თავს უბრაზდებოდა. განა უღირდა ამ სირცხვილად და აქ დგომად ეს ტყუილი. -იმედის გაცრუება, წართმევაზე უფრო მწარეა იცი? _მიხვდა რატომ ლოცავდა დავითი. გაეცინა . გულწრფელად მოუნდა ეცინა . -ორი ვერსია მაქვს . მოდი შენ მითხარი რომელია სწორი. პირველი , ძალიან სულელი ხარ ან მეორე, ძალიან ჭკვიანი და ამ ტყუილით მაბავ , ცდილობ სინდისმა შემაწუხოს . შენნაირი გოგონებისთვის ხომ ძალიან მარტივია , უხერხულობაში ჩამაგდო და ვთქვა ჯანდაბას სახელს ხომ არ გავიტეხავ . -რა არაა. არაა არააა. _სახიდან ხელები მოიშორა ნუცამ და ირაკლის მიაშტერდა. -არა სულელლი არ ხარ თუ არაა არ ცდილობ გამომიყენო? _ართობს ნუცას აწითლებული ლოყების და ამღვრეული მზერის დანახვა რომელიც წამში მოიღრუბლა, თვალები წამში გაავსო პატარა გუბეებმა და სადაცაა მდინარედ გადაიქცეოდა.”რა იდიოტი ვარ.” საკუთარ თავს გაუღიმა. ხელები წელზე დაიწყო და მაღლა აიხედა. რამოდენიმეჯერ დაახამხამა თვალები რომ თვალები გაეთავისუფლებინა , სულ ასეა. ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. რამდენჯერ გაება გაუგებრობაში ვეღარ ითვლის. სულ ეჩხუბებოდნენ მასწავლებლები რომ დედა ტერეზა ვერ იქნებოდა , მაგრამ ჭკუა რით ვერ ისწავლა? ისევ 10 წლის ხომ არაა. როდემდე უნდა უყუროს ვარდისფრად და დადებითად ყველაფერს. უნდა შეიგნოს სამყარო ისეთი არაა როგორიც უნდა იყოს. სამყარო რომ სამართლიანი იყოს საერთოდ არ დაიბადებოდა . -სიმართლეს ვიტყვი. _მხოლოდ ორი სიტყვის თავმოყრა შეძლო. -ბოდიში. _მხრებ ჩამოყრილი წაწვდა ქუდს და თავზე გაჭირვებით დაიფარა. მთელი სხეული ჰქონდა დამძიმებული ტყუილისგან რომელიც ალბათ ყველაფერს დააკარგვინებდა მათ შორის იმას რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. -ნუცა ტყუილი , არავის კლავს . გარდა ნდობისა და მეგობრობისა. _ ფეხზე ზანტად წამოდგა ირაკლი და ზუსტად მის წინ მიგდებულ ლაბადას წაწვდა ასე გამალებით რომ ეძებდა ნუცას თვალები, მაგრამ ვერ ხედავდა ისე ღრმად იყო საკუთარი თავის განსჯით დაკავებული. თან თითქოს ესმოდეს მისი ფიქრები ამ კაცს. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია , აშინებს . გული ყელში ამოსდის რამდენჯერაც მის ახლოსაა. რა დებილია? ჰგონია რომ ისეთი ლამაზია ასეთი კაცი ტუჩებზე დაადნება ? ალბათ დედამიწაზე უკანასკნელი გოგოა ვინც ირაკლის მოწონს და თანაც რაც გაიცნო მხოლოდ სისულელებს აკეთებს .სხვა სიტყუაციაში რომ გაეცნოთ ერთმანეთი გამარჯობასაც არ ეტყოდა. არც ეუბნება . ახლა გაანალიზა ნუცამ რომ არასდროს ეუბნება რამეს. ყოველთვის თვითონ ჩნდება მის სიახლოვეს , ალბათ რას ფიქრობს მასზე ? საერთოდ თუ ჩათვალა ღირსად და დაფიქრდა.თვალები გაუფართოვდა და გაფითრდა , აი რატომ ფიქრობს რომ მისი გამოყენება სცადა. ალბათ ფიქრობს რომ მისნაირი გოგოები , ჩემმნაირი , ჩემნაირი ? თავში ერთი კითხვა უტრიალებდა ნუცას . ირაკლიც მიხვდა როგორ დაფრთხა და ნიშნის მოგებით დახედა ლაბადას . რა ტუტუცია , რა ჰგონია ეცემა და რას უზავს ? მის გარდა საფიქრალი არ აქვს ? მართალია . ამ ბოლოდროს სულ საკუთარ თავს დასცინის რამდენჯერაც მას ხედავს . სხვა საფიქრალი არ აქვს. სისხლი უდუღს და სიამოვნებით მოიქცევდა ხელებში . აქ და ახლავე დაეუფლებოდა , მერე რა რომ სულ ცოტახნისწინ ტალახით გასვარა მისი თეთრი ხალიჩა , რაღაცაში მაინც გამოადგებოდ გადაგდებამდე. ისიც კი წარმოიდგინა როგორ აირეკლავდა ნუცას თეთრი კანი , ბუხრის ცეცხლს, როგორ შეერეოდა შეშის ტკაცუნს, ნუცას ხმა და იქამდე არ გაჩერდებოდა სანამ სიამოვნებისგან გაგიჟებულ მის კივილს არ გაიგებდა. ნეტა როგორ ფორმებს მალავს წელიდან გაშლილი პატარა კაბა ? უკვე მესამედ გაუშრა ყელი და ამჯერად ისე რომ ჩაახველა. საკუთარმა ფიქრებმა შეაშინა . აშინებს ეს ჭინკა, რამდენჯერაც ხედავს ვერაფერს აკონტროლებს . სასაცილოდ არ ყოფნიდა სანდროს თავგადასავლები . ტვინი და სასქესო ორგანო ერთ ადგილზე გაქვსო სულ უმეორებს დეიდაშვილს და იგივე ემართება?! ოდნავ დაიხია თვითონაც . კიდე რომ მიუახლოვდეს ალბათ იმ სუნს იგრძნობს გუშინდელიდან რომ ვერ ივიწყებს და მერე ღმერთმა იცის რას იზამს. ინსტიქტურად გაუწოდა ლაბადა და პირველად დააკვირდა მის თვალებს . არ შეიძლება მატყუარას ასეთი ლამაზი თვალები ჰქონდეს . ნუცამ ხელებში მაგრად ჩაბღუჯა ლაბადა. ჯერ კიდევ სცხელა . -ნუცა._კარამდე მისული , ირაკლის ხმამ მოაბრუნა . თავს აიძულა შეტრიალებულიყო. -ეს ტყუილი რომ დავტოვოთ ისე როგორცაა, რის თქმას აპირებ ახალი წლის მერე? არა ნამდვილად მის ფიქრებს კითხულობს . რატომ უსვამს ზუსტად იმ კითხვებს რისიც ასე ეშინა . საკუთარი სინდისი არ ეყოფა? თვალები მძიმედა დააჭირა ერთმანეთს. -რომ ნაძირალა ვარ და პირობა პირობად დარჩა?_ირაკლიმ გასცა საკუთარ კითხვას ის პასუხი რომლისთვისაც ნუცა ასე გამალებით ეძებდა პასუხს. თუმცა სიმართლე იყო .ზუსტად იმას ფიქრობდა და აპირებდა ეთქვა. განა რას ცვლის ერთი განებივრებული ეგოისტი მდიდარი კაცის ცოდვების სიას უწყინარ ტყუილს თუ მიამატებს? “რას ცვლის ? სადამდე დაეცი ქალბატონო . რა მონსტრად იქეცი “ საკუთარ თავს სილა გააწნა წარმოსახვაში მაგრამ ისე ეტკინა ცრემლი ვეღარ დაიკავა მისმა ვიწრო თვალებმა. სინდისი კისერზე ჰქონდა შემოხვეული , მარწუხებს უშვებდა და ისევ უჭერდა. რა დააშავა? ერთი პატარა იმედის ნაპერწკლისთვის პატარა ტყუილი მოიგონა. -უცნაურია , მატყუარასგან სიმართლის მოსმენა. _გაუღიმა და სცადა თავადაც ისეთი გულწრფელი ყოფილიყო როგორც იმ წამებში ნუცა ეჩვენებოდა. -არაფერი მითქვამს . _მხრები გაარხია ნუცამ . ისევ ზლაზვნით აითრია ფეხები და კარისკენ დაიწყო სიარული. “ახლა ამ კარში გავა და ვინ იცის კიდევ როდის გამოჩნდება?” _სწრაფად გამოერკვა ფიქრებში წასული ირაკლი . ერთ რამეს ვერ იგებს რატომ არ უშენებს ერთ წყეულ შენობას კახა? ის რომ მისი გოგო იყოს , იგივე მზერით რომ უყურებდეს როგორც მას ამდენს ანერვიულებდა ? ის რომ მისი იყოს შენობას კი არა ალბათ ქალაქს აუშენე… და რა უშლის ხელს ? მხოლოდ ის რომ ბებიამისის გეგმის ნაწილი არ იყოს? მყარი მიზეზი არაა, საიმისოდ რომ საკუთარ სურვილებზე უარი თქვას. ერთ წამში შეუძლია ყველაფერი სათავისოდ შემოატრიალოს , მხოლოდ ის კმარა რომ ტყუილი სიმართლედ აქციოს, მაგრამ ახლა ამ ტყუილისთვის ჯადოსნური ჯოხის მოქნევა , იმის აღიარებაა იქნება რომ მისმა გულმა , როგორღაც ტვინს და მთელს სხეულს აჯობა. უნდა , შეუძლია , მაგრამ არ იზამს. ვერ, ვერ იზამს . -გამარჯობათ ახალგაზრდებო._დაძაბული სიჩუმე გიორგიმ დაარღვია. -ნუცა , სად გაიქეცი მამაო გეძებდა. აუ რაა ცივაა. -ნახვამდის. -კარგად ნუცა ._გოგონას ზურგს გაუღიმა და თავი დახარა. - როდის გადაწყვიტე რომ ბავშვთასახლი აგეშენებინა? -მას შემდეგ რაც ჯოჯოხეთში დამაწინაურეს. -ანუ მართლაა ააშენებ ? -პირი დააღო გიორგიმ. -ჰო . _ამოიოხრა ირაკლიმ.-არ მკითხო რატომ . -შეხედე. _გიორგიმ პალტოს ქვემოდან პატარა საქაღალდე გამოაძვრინა. _ნუცას საქმეა. -ცარიელო რატომაა.? _ერთ ფარატინა ფურცელს დახედა ირაკლიმ, სოციალური სააგენტოს დასტური იყო , ბავშვთასახლში მიღების შემდეგ გაფორმებული . -საინტერესოც ეგაა, რატომაა ცარიელი? -შერლოკ , შენი სქმე ეგაა და კითხვას მე მისვამ? -არ არსებობს , შენი ნუცა . -რას ქვია არ არსებობს? -ბავშვთსახლამდე არ იძებნება არანაირი ინფორმაცია . არც ოჯახი საერთოდ არავინ . ვიღაცამ იზრუნამ ამ ბავშვის ისტორია გამქრალიყო . -მაგრამ ისედაც ხომ ყველა იცის ? -აჰამ , ყველამ , მაგრამ ოფიციალურად ამ ბავშვს და მისი ოჯახის ისტორია არ მომხდარა. -ძარცვა ხანძრად გაასაღეს, მარტივი ამბავია. ასეთი პატარა ქალაქისთვის ამხელა ამბის გახმაურება არავის აწყობდა და მიჩქმალეს რა._ცარიელი საქაღალდე მაგიდაზე მოისროლა. - სასწაული ამბავია . რა ნააგავი უნდა იყო , ბავშვს რომ ესროლო. -და უფრო დიდი ნა**** ისაა ვინც , ხელი დააფარა. -ნაბ*** რებს რა გამოლევს ირაკლი. მაგაზე გამახსენდა სანდროსი რა ისმის , მხრებზე აქვს თავი ისევ? _გაეცინა გიორგის . -არ მგონია რამე ქნან ,მანქანაში გამართული პერფომანსის მერე მოიცდიან ცოტას და სანამ იცდინ ჩვენ მივხედავთ , მაგრამ სანამ ამ დედა მ**** სახლში და ქალაქში ვარ გამოკეტილი ვერაფერს ვერ ვშვებით. -ხელს რა გვიშლის ? ხალხი გვაკლია თუ ქათამზე ნაკლებ თეატრს ვერ დავდგამ . _გაიჯგიმა გიორგი. -რა მოიფიქრე გიორგი ? -იმდენი იდია მაქვს თავში . ვერ გადავწყვიტე პირდაპირ , აღვგავაო პირისაგან მიწისა თუ ცოტა გავერთოთ . -სანდროსთან გაიარე ჯერ კონსულტაცია. მის თავს ემუქრებიან მოჭრით. -ოოო კაი რა. არ იცი რანაირია ? მთელ გართობას ჩამიშლის. რომელი საათიდან სვამ? ეხლა შენიშნა გიორგიმ ნახევრად დაცლილი ბოთლი. -დილიდან და მაინც არ გადის დრო. ნეტა ხალხს როგორ გაყვს დრო აქ. -სად აქვს ხალხს გასაყვანი დრო ირაკლი შვილო. სამსახური , სახლი ათასი საზრუნავი . _თავზე წამოადგა ნანა.-რომელ საათზე ივახშმებთ? - ექვსამდე . - ირაკლი დამავიწყდა მეთქვა , მამაომ დაგპატიჟა ვახშამზე , მარა არ მგონიათქო მოვოდეს .12 ბავშვთან ერთად ვახშამი რომ არ გაგოსწორდება ეგ დანამდვილებით ვიცი . - ნუცაც იქაა, წავიდეთ. _ისე სწრაფად დაეთანხმა ირაკლი და ფეხზე წამოდგა , გიორგიმ გააზრება ვერ მოასწრო. -ნუცას ნახვა გინდა თუ … -და თან როგორ მინდა გიორგი. მილიონს გადავიხდი რომ დამანახა როგორ აუხსნის ბავშვებს ტყუილს. -რა ტყუილს ?წეღან არ თქვი რომ მართლა ააშენებ? -აჰამ ვთქვი._ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა . -მაგრამ იმ სულელმა გოგომ ჯერ არ იცის . -იცი რომ შენივე ანთებული ცეცხლით იწვები ? რომ წავალთ რა გეშველება . თბილისში რომ ნუცა არ გყავს ? -წავიყვანოთ რა პრობლემაა. -ვეღარ ვიგებ ხუმრობ თუ რას შვები . ყველაფერს წარმოიდგენდა , მაგრამ საკუთარ ძმას თუ იქ ნახავდა ვერა. -მითხარით რომ მძინავს . პირი გააღო ბექამ , რამოდენიმე ბავშვი ერთად მიშტერებოდა , მხოლოდ დავითი უღიმოდა . -მოდი , მოდი ირაკლი , როგორ გაგვახარე . მამაოს გვერდით ნიკომ დაუთმო ადგილი . წინსაფარებულ ბექას თვალი აავლო ირაკლიმ. -დედას არ უთხრა . საჭმლის კეთება დანაშაული არ არის. -არაფერი მითქვამს . _ხელები ჰაერში აწია ირაკლიმ. -მოდი დაგინახო ერთი ._მაგიდის კუთხიდან ჭაღარა , წელში მოხრილი ქალი წამოდგა. გაუჭირდა ირაკლის მეგობრის დედა ამოეცნო, ნუთუ შეიძლება 5 წელში ადამიანი ასე გატყდეს? სიტყვა ვერ იპოვა და გამეტებით მოხვია ხელები . -ნონა დეიდა._არ ელოდებოდა მის ნახვას. თვალწინ ჩაუარა ყველა იმ მომენტმა როცა დედას უნდა მიეცა რჩევა , მხოლოდ ნონა იყო მასთან,ისე აუჩქარა გული , ქალის დანახვამ თითქოს ყველა ძაფი თავისით გაება წარსულსა და აწყმოს შორის.-მეგონა სოფელში იყავით. - ვიყავი მარა , მამაოს რომ ბავშვები მოყავს ყურადღება ხო უნდა 12 ბავშვს.დიდი მაგიდი გარშემო მომსხდარ ბავშვებს თვალი მოავლო. ყველაზე დიდი ნიკო იყო , ადვილი გამოსაცნობი იყო . ყველაზე პატარა , ალბათ 3-4 წლის იქნებოდა . ბურთივით იყო გაბერილი , ლამაზი მრგვალი თვალები სათვალეში უფრო დიდი უჩანდა და ხელებში პატარა ცომის ნაჭერს ზილავდა . ბავშვი შიგადაშიგ კაბაზე იწმენდაა ხელებს და თეთრ ანაბეჭდებს ყველგან ტოვებდა. -მართა ჩვენი პატარა მცხობელია. მართუს აჭამე ირაკლის , შენი ნამცხვარი აბა . -იყოს არ მინდა . _ბავშვი ისეთი სისწრაფოთ გამოიქცა, თეთრი ხელებით და ფქვილიანი პატარა ჯამით . ირაკლიმ სკამიანად დაიწია უკან . -არ მინდა , მადლობა . _უხერხულად გაიღიმა და ისე გადახედა ფქვილიან ხელებზე თითქოს რამე საშინელება დაენახოს. გიორგიმ ჩაახველა რომ რამით მიეხვედრებინა , წესიერი სახე რომ მიეღო , მაგრამ გვიანი იყო . პირდაპირ მუხლზე დაუდო ცომი. -ჰმ, მადლობა . _ორი თითით აიღო შარვალზე კარგად გაბრტყელებული ცომი და მაგიდაზე დადო . -მიყვარს ნამცხვრები , მერე შევჭამ . _ბავშვის დაჟინებული მზერისგან რომ თავი დაეხსნა ფეხზე წამოდგა . მაშინ მიხვდა ყველა როგორ მისჩერებოდა და უხერხულმა სიჩუმემ შეაწუხა. -ხელებს დავიბან . გამწარებული იბანდა ხელებს .-მძულს ბავშვები. _ერთი დაიღრინა და ღრმად შეისუნთქა. ბავშვებით სავსე სახლში ამის თქმა მთლად ჭკვიანური ვერაა, მაგრამ რა ქნას. არ უყვარს , არც არასდროს ყვარებია . არც არავის ჰყავს მის გარშემო ბავშვი. ისინი უტვინოები , ხმაურიანები არიან , თან გაუთავებლად ითხოვენ ყურადღებას და თამაშს. ხელები შეიმშრალა და საბაზანოს კარი უნდა გაეღო , ქარიშხალივით შემოეჭრა ნუცა . კარი გადაკეტა. მიუხედავად იმისა რომ ხელსაბანს აეკრო ირაკლი , ადგილი მაინც იმდენად მცირე იყო მათ შორის ნუცას გახშირებულ სუნთქვას სახეზე გრძნობდა. -ოქეი , პატარა სააბაზანოების წინაღმდეგი არ ვარ , რამენაირაად მოვთავსდებით , მაგრამ არ მგონია ეს კედლები ხმას აკავებდეს. _გაუღიმა , წელით მიაწვა და ხელებით ჩამოეყრდნო ხელსაბანს. -რაა? _თავი გააქნია ნუცამ რას ბოდავ მზერით . - ალბათ გახსოვს ფაქტიურად ტაძარში ვართ. შენს სულზე ვდარდობ თორემ ჩემს უკვე ნაყიდი აქვს თავის ადგილი . წელზე მოქნილად გამოსდო ორივე ხელი და წამში გაცვალეს ადგილები. ისე აეკრო ხელსაბანს ნუცა, ისეთი მონდომებით ცდილობდა უკან გაწეულიყო მიუხედავად იმისა რომ ადგილი აღარ იყო , ცოტაც და ხერხემალი გადაუტყდებოდა. ოდნავ გადაიხარა ირაკლი , კარგად რომ დაენახა მისი სახე , სულ პატარა ნაპერწკალი , ჭირდებოდა ნუცას თვალებში და მისთვის დროს და ადგილს მნიშვნელობა დიდად არ ჰქონდა . წამით დააკვირდა და ისეთი გაფართოებული თვალებით უყურებდა ნუცა სიბრაზე მოერია. ნუთი ასეთი ძნელია გაიგოს რომ გიჟდება ისე უნდა შეეხოს? რამდენჯერაც ხვდებიან სულ , ეს სურვილი აქვს და ერთხელ მაინც ვერ გამოხატა ისე რომ ასე არ უყუროს ? არა ეს სულელი გოგოა , ასექსუალური , თორემ როგორ შეიძლება არაფრით გამოხატოს რომ მასაც მოწონს მის ახლოს ყოფნა . საკუთარ თავში დარწმუნებულია, ზუსტად იცის ნუცას ბრალია , თორემ აქამდე არცერთი ქალი არ გასხლტომია ხელიდან ამ ტუტუცის გარდა , რომელიც ისე ოსტატურად გაუძვრა ხელებიდან და ისევ ადგილი გაცვალა მასთან , განძრევაც კი ვერ მოასწრო . -უნდა დამეხმარო გთხოვ. _მუდარი სავსე თვალებს , ხელები მიაშველა და ყელი გამოწია. -ისედაც ამბობენ , რომ ბოროტი ხარ , ეგოისტი. არაფერს არ შეცვლის ბავშვთასახლის არ აშენება. გთხოოვ ნუ მაიძულებ ახლა ვუთხრა. -ააა არა ._სიცილი დაიწყო ირაკლიმ .რისგამო იცინოდა ნუცამ კი არა თვითონაც ვერ გაიგო. -შშშ. _დამფრთხალმა გახედა კარს . მაგრამ რომ მიხვდა სულ არ აპირებდა გაჩუმებას ირაკლი და ნამდვილად ვინმე გამოიჭერდა . თითისწვერებზე აიწია და ორივე ხელი ააფარა პირზე . -გაჩუმდი , ვინმე გაიგებს . -არ მაინტერესებს , ეგ შენ უნდა გადარდებდეს , ჩემზე ხომ მაინც ამბობენ რომ.. -იმის თაქმა არ მინდოდა რომ სიმართლეა რასაც ამბობენ , უბრალოდ .. _ამოიოხრა ნუცამ . დაიკიდე . ხელი ჩაიქნია , კარი გამოგლიჯა და პირდაპირ ოთახისკენ აიღო გეზი . გული ამოვარდნას ჰქონდა . სიმწრისგან მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს და თითქმის დაიყვირა. -მოვიტყუე. ბავშვთასახლი არ იქნება. ._თვალებდახუჭული ამბობდა სიტყვებს . ყველაფერს იტყვის მაგრამ არ უნდა 12 წყვილი თვალში გამქრალი ნაპერწკლის ყურება.-მოვიტყ..-სიტყვა გაუწყდა . ყელში გაჩხერილმა ბურთმა მეტი არ აცალა და მის თვალებსაც აღარ სურდა ცრემლების შეკავება. -ნუცა , იმის თქმას ცდილობს , რომ ამ წელს არ იქნება , არა ნუცა ? _ზურგთან დაუდგა .შეეძლო საკუთარ ადგილზე დაბრუნებულიყო, მაგრამ იქიდან კარგად დაინახავს , ნუცას სახეს და საკუთარი სისუსტე აშინებს . სძულს როცა ტირიან და მითუმეტეს მის გამო. -როგორცვე დიდთოვლობა გაივლის , აუცილებლად პირადად მივხედავ ამ ამბავს. -მართლა? _ინსტიქტურად შეტრიალდა ნუცა. -მართლა , შეიძლება ათას რამეს იძახიან , მაგრამ მატყუარა არ ვარ . _კბილებში გამოსცრა და ცივად აუარა გვერდი. -სამწუხაროდ ვერ დავრჩებით . _გიორგის ანიშნა ადექიო.სწრაფად გამოემშვიდობა მეგობარს და მანქანის კარი ისე მიიჯახუნა , მძღოლი შეხტა . -რას დამათრევ აქეთიქეთ ადამიანო? -გაჩუმდი გიორგი თავი მტკივა. - ისევ მშივრები მოვკვდებით . -ღმერთო გიორგი , რომ მოვინდომო მთელი ქალაქს რაც კი საკვები მოეპოვება იმას გიყიდი , ოღონდ გაჩუმდი. _გამწარებული ისმევდა ორ თითს თვალებში. “ მაინც ამბობენ , რომ ბოროტი ხარ” აი თურმე რატომ არ აღელვებს ირაკლი . მისი მე- 17 საუკუნის რომანის გმირში ვერ ჯდება და თანაც … ფიქრი , მანქანის მინაზე კაკუნმაა გააწყვეტინა . ცალი თვალით აიხედა , ყურებამდე გაღიმებული იდგა დაბურულ მინასთანს და საკუთარ თავს უფრო უღიმოდა. ისიც არ იცის იმ მხარეს იჯდა თუ არა ირაკლი , მაგრამ მაინც ხომ დაინახავს. მადლობას იმსახურებს , მადლობას კი არა მის თვალში ახლახანს სანტად იქცა . გადარჩინა .. როდის იყო ასეთი ბედნიერი არ ახსოვს . როდის აუსრულდა ბოლოს საახალწლო სურვილი არც ის იცის . -ნუცა ბევრი დრო არ მაქვს . _ზანტად გადავიდა მანქანიდან . სიამოვნებით არ შეიმჩნევდა , მაგრამ მანერები ჯერ არ დაუკარგავს . -მადლობა . _ჯიბიდან პატარა შოკოლადი ამოაძვრინა და ხელისგული გაუშალა. ღმერთმა იცის რად დაუჯდა ირაკლის , რომ არ გაეცინა . ბოლოს 120000$ საათი აჩუქა ქალმა, მადლობის ნიშნად . -შოკოლადები არ მიყვარს . -მანდარინიც მაქვს . _მეორე ჯიბიდან პატარა მანდარინი ამოაძვრინა და გაუწოდა. გულწრფელად უნდოდა თავი დაეჭირა , წესით როცა რამე უნდა და თან ნამდვილად აუცილებლად აღწევს , მაგრამ მაინც გაეცინა.მართალია ირონიას ვერაფერი მოუხერხა,თუმცა საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ირონია იყო უფრო. ირაკლის სახეს რომ აავლო თვალი , უცბად დაუბრუნდა რეალობას . კაცმა ოცნება აჩუქა, მატყუარა არ გამოიყვანა . ამ კაცს ყველაფერი აქვს და ის მანდარინს უწვდის . სწრაფად ჩაილაგა ორივე ხელი ჯიბეში. ალბათ პირველია ვინც მადლობის სანაცვლოდ , 3 ლარად ნაყიდი შოკოლადი გაუწოდა. შერცხვა. ლოყები უცბად შეუვარდისფერდა და საყვარელი ატმისფერი დაედო . თვალები აარიდა, მაგრამ მიხვდა იმდენი ზრდილობა უნდა ყოფნოდა სახეში ეყურებინა , ძალით გაუსწორა რამოდენიმე წამით სახე . -მადლობა ._ყველაზე გულწრფელი მადლობა იყო რაც კი ოდესმე პირადად უთქვამთ მისთვის . მადლობა , ყოველგვარი მადლობა “მადლობისთვის “ გარეშე. შეეძლო უბრალოდ ეთქვა “არაფრის” და წასულიყო . ისეთი სიმსუბუქე იგრძნო , თავისუფლად სუნთქვაც კი დაიწყო. ნუცას მადლობა უბრალოდ ლამაზი ატმისფერი იყო. -გადამარჩინე . _სუნთქვას , ამოაყოლა ნუცამ . -ანუ მთლად ისეთი ნაძირალაც ვარ როგორც ამბობენ ?_ხელები გადაიჯვარედინა და მანქანას მიეყრდნო . -იცი ირაკლი? ხალხი იმას ამბობს რასაც ხედავს , მერე დანარჩენები იმეორებენ. -ანუ სიმართლეს ამბობენ და იმეორებენ? -არრრა. _თავი გააქნია ნუცამ .-ჩვენ რასაც აჩვენებ იმას იმეორებენ , მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ასეთები ვართ. -ანუ არც შენ ხარ წმინდანი , როგორც ამბობენ ? -მეეე? _გადაიკისკისა. -ხალხმა ჯერ არ იცის კარის სახელური რომ გავტეხე. -ეგ არ მიგულისხმია. _ჯიუტად დაუბრუნდა პირვანდელ კითხვას. -ძირითადად რაღაცას ვაფუჭებ. _არანაკლები სიჯიუტით ცდილობდა , სხვა რამეზე გადასვლას ნუცა. ამ კაცთან ვერ დაიწყებს , საკუთარ თავზე ლაპარაკს. მასთან კი არა საერთოდ არავისთან ლაპარაკობს . უბრალოდ ისეთია როგორიც უნდა იყოს , უნდა აკეთოს ის რაც საჭიროა, უნდა იცხოვროს და არ უნდა მიზეზების გარკვევა. რომც უნდოდეს ვერაფერს შეცვლის . ასეთი დაიბადა. ასე დაიწერა მისი ბედის წიგნში , რაღაც მიზანი ჰქონდა იმ ყველაფერს რაც ნახა და ასე ასწავლეს რომ იქიდან მხოლოდ კარგის დანახვა უნდა შეძლოს. როგორცვე ზედმეტ ფიქრს იწყებს ,ემოციებს ვეღარ ერევა . ემოციები კი კლავს . ყველა ემოცია კლავს გარდა პოზიტივისა. -ნუცა რამდენი წლის ხარ? _უკმაყოფილოდ გააქნია თავი ირაკლიმ. -მეე ? 22 ის , არა 21 ის ვარ , მაგრამ მალე 22 ის ვიქნები. _ვერაფრით გაიგო რა დაემართა , წამში მოიქუფრა მამაკაცის სახეზე . ერთი ქვემოდან ამოხედა და ნუცას სახეზე შემშრალ ღიმილს ბონუსად ძაღლისთვის მიგდებული ნარჩენებივით ნახვამდის დაუმატა -მართალი ხარ გიორგი . ეს გოგო არ არსებობს. ყველაფერი რასაც ამბობს გამოგონილია . შეუძლებელია , მისნაირი ადამიანები არ არსებობენ. “ან უბრალოდ ძალიან მშიშარაა. “ შეეშველა , ნუცას მეორე ხმა ირაკლის თავში . ყველა მისნაირი გამბედავი არაა თვალი გაუსწოროს რეალობას . განა ცუდია ღიმილით რომ უყურებს იმ სამყაროს , რომელმაც ყველაფერი წაართვა. -ასე რატომ გიყურებს ?წავიდეთ თუ .. _ვერ იგებდა გიორგი რა უნდა ექნა . მანქანის მინაზე ჰქონდა სახე მოდებული ნუცას და უცინოდა. -ღმერთო არაა , ეს ნორმალური. _ამოიგმინა ირაკლიმ . -ჯერ არ წასულან ? _გვერდით ამოუდგა მამაო ნუცას . გიორგიმ სწრაფად გააღო მანქანის კარი გადახტა და მხიარულად შესძახა . - სასიამოვნო ამბავია , ჩვენი სააქმები დიდთოვლობამ გადადო , ამიტომ დრო თავზე საყრელი აქვს ირაკლისაც . მანქანის კარი გაუღო . -გთხოვთ ბატონო ირაკლი. იძულებული იყო გადასულიყო. -მობრძანდით , მობრძანდით . _ -სამსახუროდან გათავისუფლებული ხარ. _წასჩურჩულა გიორგის. -შენი ხუშტურები ვერ მაიძულებს , რომ მშიერი დავრჩე . უკან მიყვა გიორგი ნუცას და დავითს . მხოლოდ ირაკლი მისდევდა ფეხათრევით . -კარი მიკეტე ირაკლი . ძაღლი შემოდის ხანდახან და ყველაფერს ყრის . მძიმედ დაადო სახელურს ტორი და ხელში შერჩა ლამაზი ოქროსფერი სახელურის ერთი მხარე. მეორე კი ხმაურით დაეშვა ძირს . თითქმის ყველა ერთდროულად შეტრიალდა ირაკლის მიაჩერდა. -ყოჩაღ. _შეაქო გიორგიმ . -ირაკლიმ , სახელური გატეხა. _ გაახმოვანა ნუცამ კისკისით. თითქოს ისედაც არ ჩანდა რომ გატეხილი სახელური ორ ნაწილად დაიშალა. - ირაკლი ნაკლები უნდა ივარჯიშო მეგობარო . შენ მაგაზე არ იდარდო ._ხელი ჩაიქნია დავითმა .ნუცას სახეზე რომ შენიშნა ეშმაკური ღიმილი , მაშინ მიხვდა რომელ სახელურს გულისხმობდა . -მანდარინი გინდა ? _ ისევ ამოაძვრინა ჯიბიდან და წინ დაუდგა . დასცინის? არა ნამდვილად დასცინის . ეს პატარა ღლაპი , მის ნევებზე ისე დახტის როგორც პატარა თაგვი ხაფანგებს შორის და ისეთი წარმატებით აკეთებს ამას ყველითაც კი გაიბერა უკვე . ასე მხიარულება , კისკისით იღებს იმას რაც უნდა ყველასგან . მხიარული , უპრობლემო, უბრალო და თან ლამაზი ადამიანი ყველას უყვარს . მაგრამ ჯერ არ იცის . ირაკლი ის ხაფანგი არაა რომლისაც უნდა ეშინოდეს. ერთი თავით დაბლა დაიწია ირაკლიმ და კარგად გაუსწორა სახე. -ნუცა , არასწორი ადამიანი აირჩიე სათამაშოდ . უცბად შეცბა და შუბლი შეჭმუხნა გოგომ. ვერასდროს იგებს რატომ ელაპარაკება სულ ასე უცნაურად .-ბავშვთასახლი საჩუქარია , ბავშვებისთვის და ჩემი სინდისისთვის , რომელიც არ მაქვს. ის რომ რამოდენიმე საათი გვაქვს ერთად გატარებული იმას არ ცვლის რომ 1 კვირაა მიცნობ და მე და შენ მეგობრები არ ვართ. გასაგებია? -ირაკლი . _გიორგიმ უხერხულად ჩაახველა გიორგიმ და მაშინ მიხვდა ყველას ესმოდა მათი საუბარი. დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი მის წინ. აი ისიც , პატარა უბიწო გოგონა. ყოველთვის იცის ქალებს , უნაკლოდ საკუთარი თავის შეფუთვა შეუძლიათ , მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო როგორ შეუძლია ასე ბუნებრივად მოირგოს ქაღალდი. -იმედია ამჯერად კარგი ღვინო გაქვს დავით. _გვერდი აუარა ნუცას და მეგობრებს და პირვეული აუყვა კიბეს . პირველი რაც ცხვირში მოხვდა ოდნავ დამწვარი ხორცის სუნი იყო და სამზარეულოს რომ ჩაუარა ბექას გინებაც მოესმა. -ნეტა როდესმე თუ გადაეჩვევა ბილწსიტყვაობას. დავითმა პირდაპირ სამზარეულოს კარი შეაღო -რა გიქნია ბიჭო ეს. _სამზარეულოდან გამოვარდნილ კვამლს ხელი გაუქნია დავითმა. -ყველაფერი დაწვი იდიოტო . _ ელვის სისწრაფით ეცა ნუცა ღუმელს , იქვე მიგდებულ პატარა ნაჭერს წაწვდა და ერთი ხელით სცადა გამოეღო. თუმცა ლანგარი საკმაოდ მძიმე იყო და უკან დაბრუნა . -გაგიჟდი ? დაიწვები ნუცა სადაა ხელთათმანი, ხელთათმანი სადაა. _ წრეზე ტრიალი დაიწყო ბექამ. სანამ ნუცა გრადუსების დარეგულირებას ცდილობდა . ამასობაში პატარა მართაც გამოძვრა ოთახიდან და ბაჯბაჯით შევარდა სამზარეულოში . -მართა გამოდი აქეთ . _დავითმა ბავში სწრაფად აიტატა ხელში და ირაკლის მიაწოდა . სწრაფად შეაშველა ხელები და ფქვილში ამოვლებულ მსუქან ლოყებს გაუღიმა. ახლახანს გაანალიზა რომ ამ უამრავ ბავშვში მართა ყველაზე პატარა იყო და სავარაუდოს ისიც ობოლი, ან უფრო უარესი . მიტოვებული. რა ცუდი სიტყვაა არა? მიტოვებული და მან ზუსტად იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა . იცის რას ნიშნავს როცა სამუდამოდ ტოვებენ. ისიც იცი , როცა უამრავი ადამიანი გყავს და მაინც მარტო ხარ რა გრძნობაა. ორივე გაიარა, მაგრამ ამ ბავშვებისგან განსხვავებით ყოფითი პრობლემები არ გაუგია . -იცი რა მძიმე ხარ? _ხელში შეათამაშა და ბავშვებით სავსვე ოთახისკენ დაიძრა . -ნეტა ლილი გხედავდეს . _დასცინა გიორგიმ . -კარგი ამბავი ისაა რომ ხორცი გადავარჩინეთ , ცუდი ისაა , რომ… დავითმა შეაწყვეტინა წინადადება ბექას. -დედა ნუცამ ხელი დაიწვა . რამე გვექნება ყუთში . -აი ცუდი ესაა. _წინსაფარი მოიხსნა და იქვე მოისროლა . -ნიკო , თუ შურისძიებას გადაწყვეტ მე აქ ვარ ჩემო ძმაო. _სრული სერიოზულობით დაუდგა წინ ნიკოს რომელიც ტელეფონს დაჰყურებდა. - არაფერია ნონა დეიდა. _დაჭრილი ხორცი მაგიდის შუაში დადგა და საჩვენებელი თითი გაშალა.-გემრიელად მიირთვით. -წავედით?_ფეხზე წამოხტა ბექა . - ხვალამდე ბავშვებო . _ხელი გაუქნია . -მოიცა არ რჩებით? - ჩვენ მეგობართან ვიკრიბებით ნონა დეიდა. _მაგიდაზე მიგდებულ მანქანის გასაღებს წაავლო ხელი ბექამ. - არა . _თავი გააქნია ნუცამ . -გიჟი ხო არ ხარ. 4 კილომეტრია იქამდე. -ცოტა ჩქარა ვიაროთ. -ნუცაა, ნერვებს ნუ მიშლი. _ხელი მიჰკრა ბექამ . -არაა. _თავი ჯიუტად გააქნია ნუცამ . -ნუცა გარეთ ყინავს . შანსი არაა მე ფეხით არ ვივლი . ზურგზე აწვებოდა შუაგზაში გაშეშებულ ნუცას . -მე კიდე მანქანაში არ ჩავჯდები . -ხო და ფეხით წამოდი . დასასრულს მოაღწევ ალბათ. -საერთოდ არ წამოვალ. _ენა გამოუყო ბექას . -ხო და ნუ წამოხვალ. -ხო და ქეთოს ვეტყვი აქ მოვიდეს და არა იქ . -ხო და ნამდვილი დამპალი ხარ გაიგე ? _მანქანის გასაღები გაუწოდა ბექამ . -ნუცა მომთვინიერებელი ._თავი ხმამაღლა შეაქო და მხრებში გაიშალა. კარში იყო გასული უკვე მართას ტირილი რომ მოესმა . -ისევ ყური სტკივა ალბათ. _შენ წადი ბექა . მანქანის გასაღები გაუწოდა . -აუ კარგი რა .გაა****ეთ რა . -ეეეე, წესიერად. -2 კვირაა ქეთის ნახვას ვცდილობ კარგი რა კარგი . -წადი და ნახავ ადამიანო . არაფერს ვეტყვი. _პასუხს არც დალოდებია , ისე შევარდა უკან და ყურზე ხელაფარებული მართასთან გაჩნდა . -ჩემო პატარავ . ბავში კარგად მოიქცია კალთაში და მკერდზე მიიყუდა გაგივლის . წამალს დავლევთ . -აი მართუშ . პატარა კოვზით მიაწოდა დავითმა წამალი . ყურადღებით აკვირდებოდა ირაკლი სურათს. დავითი? ნორმალურია, მისი მოვალეობაც კია რომ იზრუნოს სხვაზე , მაგრამ არასდროს უნახავს 11 ბავშვის სახე რომოელსაც არაფერი სტკიოდა მაგრამ მართასთან ერთად იტანჯებოდა . ყველამ შეწყვიტა ჭამა , ისე შეუმჩნევლად სუნთქავდნენ , თითქოს მათი სუნთქვა უფრო გაუციებდა ყურს . ნიკო გვერდითაც კი მოუჯდა რომ როგორმე გაერთო . მზერაა აარიდა ირაკლიმ . ამ წამს ზედმეტად მძიმე იქნებოდა ყველა იმ მოგონების ნახვა რომელიც მას და ლიკუნას აქვთ. არასსდროს შიებიათ , მაგრამ ჩვევად ჰქონდა თავისი წილი შოკოლადის მისთვის შენახვა. იცოდა მისი მსუნაგი და საკუთარ დესერტს წამში ყლაპავდა და მერე კნუტის თვალებით იწყებდა ყურებას . ცუდი იდეა იყო აქ დარჩენა . ზედმეტად განსხვავებული და ზედმეტად მსგავსია ამ ადამიანების. არ უნდა ვინმე ახსენებდეს იმას რის დამარხვასაც დიდი ხანია ცდილობს და ყოველი აქ გატარებულო წამი იმ მიწას ფანტავს რომლის დასაყრელადაც წლები დასჭირდა. -უკაცრავად . სიგარეტის კოლოფი დემონსტრაციულად , ამოაძვრინა სკამზე გადაკიდებული ლაბადის ჯიბოდან. თითქოს უნდოდა ყველას დაენახა რომ მოსაწევად გადის და არა იმისთვის რომ ამღვრეული გონება დაიწყნაროს. კარშიც კი არ იყო წესიერად გასული ნერვებმა შუბლის ძარღვები აატკივა და სრული ბედნიერებისთვის ესღა აკლდა : -გამარჯობა ირაკლი . -კახა. _რატომღაც ჩათვალა რომ გამარჯობა ზედმეტი იქნებოდა. -შეიძლება? _კარისკენ გაიწია კახა. -ჩემი სახლი ხომ არ არის . _ მძიმედ გაეცალა კარს. -გილოცავ , კარგი ამბავი მოგიფიქრებია . _ზურგსუკან მოესმა კახას ხმა . -მე არაფერ შუაში ვარ , მხოლოდ ვიხდი . -კარგია , როცა კორუფცია ყვავის ქვეყანაში , ნებისმიერი მიწის ნაკვეთი თუ შენობა ხელმისაწვდომია . -ბიჭებო ._დავითის ხმა გამაფრთხილებლად ჟღერდა . პატივს სცემს დავითს , ამიტომ მშვიდად გავიდა , პასუხის გაცემაც არ უფიქრია. -თეფშს მოგიტან . _წამოდგა მოხუცი. -ოჰ არა ნონა დედია , ნუცასთან მოვედი . გზაში ქეთო შემხვდა ქალბატონო, კარგ დღეს არ დაგაყრის სახლში რომ მიხვალ. ოჰჰ მართუნა რა დაგემართა ფუმფულიკო . _დათვის ბელივით აიტაცა ხელში კახამ ბავშვი და დაატრიალა.-ცომის დედოფალო . ლოყებზე მიაწება ტუჩები და მერე ყელში მოუღუტუნა . ბავშვის სიცილმა გაავსო ოთახი. - შოკოტი? _თვალები დააფახულა ბავშვმა . -შენ კიდე შოკოტი გინდა გოგო ? ხვალ მოგიტან დღეს დაგეგმილი არ იყო შენი ნახვა . ნუცა წაგიყვანო ? იქეთ მივდივარ საქმე მაქვს . -არა , არ მინდა . მართას ყური სტკივა და თან გულისრევამდე სმის თავი არ მაქვს . -კი ბატონო . ბავშვებო გამოგივლით. _წასვლისას კიდევ ერთხელ აკოცა მართას . მახსოვს იძახდი რომ ადამიანები ვინც თამბაქოს თავს ვერ ანებებენ ლაჩრები არიანო. _გვერდით ამოუდგა კახა კიბის ბოლოს მდგარ ირაკლის. -და ვინ გითხრა რომ ვერ დავანებე. -ეჭვიც არ მეპარება რომ დაანებე , მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი მოსაზრება დაგემარცხებინა. საკუთარი თავის და სხვებზე გამარჯვება ყველაზე კარგი სპორტია შენთვის. -არ მომწონს შენი ორაზროვანი საუბრები კახა და მე და შენ ის ურთიერთობა არ გვაქვს , შენგან ფილოსოფიური მოსაზრებები ვისმინო ჩემზე. - რა გინდა ირაკლი? მინდა რომ შევხვდეთ ოროვე პირისპირ , ერთხელდასამუდამოდ დავამთავროთ ეს უაზრო გაუგებრობა. -დიდიხანია გარკვეული გვაქვს მე და შენ ჩვენი საქმე . ორივემ ვიცით რა მოხდა და როგორ დამთავრდა .მე ვიცი რა მინდა. _პირისპირ დაუდგა .- შენ რა გინდა ? რატომ დგახარ ახლა აქ და მელაპარაკები . ზუსტად იცის რაც აქვთ საერთო , როგორ შეითრია სიცილით ,სასიყვარულო სამკუთხედში კიდევ ერთხელ ვერაფერი გაიგო და სიმართლეც რომ იყოს და საერთოც არ იყოს მათი გრძნობები , მხოლოდ იმიტომ ჩაერთვება ამ ისტორიაში რომ კახა ნახოს გაცეცხლებული. -მითხარი , რა გვაქვს საერთო ? რაზე უნდა ვილაპარაკოთ? იმაზე რომ ერთმანეთი არ მოგვწონს ? ეგ ისედაც ვიცით. -ნუცაზე . _კბილებში გამოსცრა კახამ. მანაც იცის რომ აიძულებს აღიარებინოს თავის სისუსტე. -ჰოო , ნუცა . დამშვიდდი . ზედმეტად დახვეწილი გემოვნება მაქვს საიმისოდ რომ ყალბი თოჯინა არ მიყვარდეს ._ცოტახნიანი პაუზა გააკეთა . - მაგრამ როცა ზამთარის ცივი დღეები მოსაწყენი ხდება , არავის აწყენს საბნის გათბობა. _ამაზრზენმა ღიმილმა გადაუარა სახეზე . -გაფრთხილებ ._ ისე ახლოს მიიწია ირაკლისთან რამის ცხვირით შეეხო მის ცხვირს. - თავი მისგან შორს დაიჭირე. -როგორც შენ დაიჭირე თავი შორს თათასგან ? -10 წლისწინანდელ ისტორიას ვერ ივიწყებ და თანაც ისეთს შენ რომ არ გეხება. -მეგიბრის ისტორია რატომ არ მეხება მე ვითომ? აი შენი კი ისეთივე მეგობარი იყო ის როგორც ახლა შენ იბრალებ ამისას . _სახლისკენ ანიშნა. -რატომაა ეს თათასგან განსხვავებული ? მასაც ხომ შეიძლება ვინმე ისეთი ნაბი****ი შეხვდეს როგორიც შენ ხარ. -არ მიუახლოვდე. _კისერში წაავლო ხელი კახამ . -ვოოვ , ვოოოვ . _კიბეზე ჩამოირბინა გიორგიმ . -დავმშვიდდეთ. _ძალით გააშვებინა ხელი გიორგიმ კახას . -მივუახლოვდე ? _ჩაეცინა ირაკლის .- უკვე მივუახლოვდი კახა. -ისევ ის საზიზღარი ირონია ჰქონდა სახეზე . -მოგკლავ გესმის , მოგკლავ . _ისევ გაიწია ირაკლისკენ და გიორგის შეეჩეხა. -ამასაც , თათასავით მოისვრი ქუჩაში როცა მოგბეზრდება? ._არ ჩუმდებოდა ირაკლი. ისე სიამოვნებდა კახას შეშლილი ლურჯი თვალების ყურება. არც კახას ხელში ჩაბღუჯულ იარაღს დაუფრთხია. -რა ხდება ? _ კიბეზე იდგა პირდაღებული ნუცა და შიშით უყურებდა ჰაერში აწეულ იარაღს . -გეყოფათ. _ მამაოც მათ შუაში გაჩნდა. ეს ბავშვები უფრო ჭკვიანები , არიან ვიდრე თქვენ . - მე გაგაფრთხილე . _ჰაერში რამოდენიმეჯერ გაისროლა კახამ . -შემდეგი მჭიდი შენი იქნება . _ინსტიქტურად შეტრიალდა ნუცასკენ ირაკლი. სხვა დროს ან იქ რომ არ ეგულებოდეს ალბათ არც დავითის პატივისცემა გააჩერებდა . შიშველი ხელებით ურტყამდა იქამდე სანამ უკანასკნელ ამოსუნთქვას არ გაიგებდა , ან ვინ იცის იქნებ ხელის გასვრა არც გადაეწყვიტა და გიორგისთვის დაევალებინა ისე გაექრო რომ თმის ღერიც არ დარჩებოდა , მაგრამ არა. მისმა ტვინმა ნუცას დაუწყო ძებნა . წამის წინ კიბეზე იდგა , დაინახა . კარგად დააკვირდა , იქნებ ისე დააბრმავა შუღლმა რომ კარგად ვერ ხედავს. თვალები მოჭუტა და პატარა ცისფერი ლაბადის ნაწილს მოჰკრა თვალი . ქვის კიბის ქვეშ დატოვებული პატარა სივრციდან ჩანდა . შეშლილივით უყურებდა კახა და წვეთებად ემატებოდა სიბრაზეს, ირაკლის ღრმად ამოსუნთქვას ამოყოლილი სიცილი. მინიმუმ საპასუხო რამე შხამით გაჟღენთილ წინადადებას ელოდებოდა მისგან ყველა, მაგრამ ვინ თუ არა მან , კარგად იცის. სიტყვაზე მეტი ფასი მოქმედებას აქვს და თანაც რა ჯობია მოქმედებას თუ ეს თავად უნდა და სიამოვნებს. ნელი ნაბიჯებით დაიძრა კიბისკენ . თოვლში ღრმად ტოვებდა კვალს და ნუცას საკუთარ გულის ხმასთან ერთად თოვლის ხრშუნი ესმოდა, მაგრამ მაინც დაუღალავად და მტკიცედ აგრძელებდა დათვლას . -აქ როგორ შეეტიე ნუცა ? _გაეცინა ირაკლის. ვიწრო სიცარიელს გახედა , მოხრილი იჯდა , თავი მუხლებში ჰქონდა წარგული . ფიზიკურად ვერ გაიშლებოდა ისეთი სივიწროვე იყო . მხოლოდ ერთმანეთზე დაჭერისგან ჩაწითლებული ქუთუთოები აწია და ირაკლის გახედა . -არ ვიცი . -მოდი, ნუ გეშინია . თავს ზემოთ ხელი დააუდო გამოსვლისას თავი რომ არ მიერტყა. გაჭირვებით ცდილობდა გამოჩოჩებულიყო , რამოდენმე ცდის შემდეგ გამოძვრა . პირველი რაც გააკეთა სახლს ახედა , დარწმუნდა ბავშვები შიგნით იყვნენ და ისე გაიქცა კახასკენ , იფიქრებდით უნდა ჩაეხუტოსო. -შეიშალე? სულ გადახვედი ჭკუიდან ? შიგნით ბავშვები არიან და შენ იარაღით დასეირნობ შუა ქალაქში? -ნუცა , კონტროლი დავკარგე . _გამშრალი ტუჩები ძლივს გაატოკა კახამ. -და რამდენჯერაც კონტროლს დაკარგავ იმდენჯერ ისვრი და ჰოპ ყველაფერი კარგადაა? რა ჯანდაბა გჭირთ? რა ვერ გაიყავით ? _გამწარებულმა გახედა მომღიმარ ირაკლის . ვერ გაიგო რა აცინებს , რომელი უფრო შეშლილია , კახა რომელმაც მჭიდი დაცალა იმიტომ რომ გამწარდა თუ ირაკლი რომელსაც კინაღამ ესროლეს და მომღიმარი შეჰყურებს . -უპასუხე კახა რას ვერ მიყოფ? _ სიცილით დაუყვირა ირაკლიმ . -საკმარისია ირაკლი. _სერიოზულად თქვა კახამ . ბავშვები არ ვართ. მაპატიე , არ მინდოდა ასე მომხდარიყო. და მითუმეტეს არ მინდოდა შემეშინებინე არც შენ და არც ბავშვები . _აწეწილი თმა ხელით შეუსწორა და მხრებზე მძლავრად მოკიდა ხელები . ყველაფერი რიგზეა. _ისე გაუღიმა თითქოს მან არა დაცალა მჭიდი . ახლოს მიიზიდა და ტუჩები თმაში წარგო .მძიმედ მოშორდა და პირდაპირ ირაკლისკენ დაიძრა . -როდესმე თუ დაივიწყებ , შენს გაბღენძილ ეგოს და დიდივით ლაპარაკს გადაწყვეტ , დარწმუნებული ვარ იცი სადაც უნდა მიპოვო . მოკრძალებულად დაუკრა თავი ყველას და კარში გაუჩინარდა. **** თავი 7 კახა ? კახა იმ კატეგორიას მიეკუთვნება , მშობლები 10 წლმადე თოვლის ბაბუის არსებობის დაჯერებას რომ აიძულებდნენ. განა სიმართლე არ იცოდა? იცოდა.. მაგრამ ვერ აწყენინებდა არათუ მშობელს , ალბათ ვერავის.. ყველაფერი ნამდვილი უყვარდა , ცხოვრებამ ორი განსხვავებული მშობელი აჩუქა , დედა რომელიც თითებს ფორტე პიანოსთვის ინახავდა და მამა რომლის ხელებიც სულ შავი და მიწაში ამოსვრილი იყო . მიუხედავად იმისა რომ თავზე საყრელი ჰქონდა ყველაფერი მის ოჯახს და არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ჯანდიერებს , მასაც სხვა ბავშვებივით უწევდა შრომა თავი რომ გაეტანა . სტუდენტობისას, ორშაბათიდან -კვირამდე გაწერილი ბიუჯეტი ჰქონდა , ბავშვობის მეგობრისგან განსხვავებით . “რა ყეყეჩიც იყავი ირაკლი იგივე დარჩი “ _გამწარებულმა მიარტყა თავი მანქანის საზურგეს . არადა დღემდე ახსოვს შახმატის თამაში გატარებული ღაამეები. მის გამო ნაცემი ირაკლი . ერთმანეთისთვის შეუცვლელი მეგობრები რამ გაყარა ? ისევ ირაკლის ყეყეჩობამ . ისე გადაწყვიტა რა იყო სიმართლე არც კი მოისმინა. ყველაზე მეტად კარგი, მეგობრის დაკარგვაა ცხოვრებაში მწარე , მაგრამ უსამართლობა უფრო მწარეა. უკვე ათ წელზე მეტია და არაფერი იცვლება მის მოგონებებში, საპატიო ადგილი უკავია ირაკლის . საუკეთესო მაგალითი იყო მისთვის , თუ რა შეუძლია ადამიანს, რომ ძმობიდან მტრობამდე ერთი წამია. არა არ უბრაზდება , შეუძლებელია გაუბრაზდეს , განა იმიტომ რომ დამნაშავე არაა? არა უბრალოდ იცნობს . ისე იცნობს როგორც საკუთარ თავს და რაც არ უნდა კარგად მალოს დიდად არ შეცვლილა . სხვანაირად არ შეუძლია ურთიერთობა ადამიანებთან ვისაც არ ჰყვარობს. სწყინს ? კი სწყინს ასე გადაუსვეს ხაზი თითქმის 16 წლიან მეგობრობას , მაგრამ ვერ იქნება ირაკლის მტერი. ზუსტად იცის გარემოებებმა მოიყვანა ორივე აქამდე და ამ მდგომარეობამდე და ქალებმა ჰო , ქალებმა .. სიმწრისგან დააჭირა ყბები ერთმანეთს. არ უნდა წარსულში ქექვა , მაგრამ ყოველი ირაკლისთან შეხვედრა ამით მთავრდება და ირაკლი ისეთი ხისთავიანია ლაპარაკიც არ უნდა . მთელიცხოვრება იმას ცდილობს ადამიანი დარჩეს და წამში დააკარგვინა წონასწორობა. ვისი ბრალია ვერ იგებს , იმის რომ ნუცა მეგობარზე მეტია მისთვის თუ ირაკლის რომელიც ჩვეულებრივი ეგოისტია , ბევრი ფულით და სახელით. ნუცას სამუდამო დაკარგვის უფრო ეშინია თუ ძველი მეგობრის მეხსიერებაში შემორჩენილი სახის არ იცის, მაგრამ როცა ირაკლის რამე უნდა იღებს. აუცილებლად კახასაც აიძულებს იმ გუბეში ჩაჰყვეს სადაც დიდი ხანია ბანაობს თავდა ირაკლი. რას არ გაიღებდა დროის დაბრუნება რომ შეეძლოს , საერთოდ გააქრობდა იმ პერიოდს როცა ერთმანეთს ვერ გაუგეს , არ აუხსნეს , მაგრამ არ შეუძლია.. არც ის შეუძლია ბედნიერებაზე უარი თქვას თუ რათქმაუნდა ნიცასაც იგივე გრძნობები აქვს. დიდი კვალი დატოვა თათამ. მას მერე არც კი უფიქრია საკუთარ თავზე და გულზე , მაგრამ ნუცა ზუსტად ის გოგოა როგორიც უნდა , ნუცას ზუსტად ის აქვს რასაც ასე ეტრფის და აშენებს , უბრალოება.მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი სული აარიდოს ცხოვრების სიბინძურეს , არ უნდა ისეთი იყოს როგორც სხვები , მედროოვები . ნუცას ისევე არ ჭირდება ბევრი რამ ბედნიერებისთვის როგორც მას , არც მისი ქონება და სახელი. სიამოვნებით აიშენებს პატარა სახლს ქალაქის განაპირას , საკუთარი ხელით მოიყვანს ხილს და ბოსტნეულს . უბრალოდ უნდა რომ უყვარდეს და უყვარდეთ . დაიღალა . სადმე დასახლდება , ეყოლება ბედნიერი ოჯახი , შვილები , იცხოვრებს ბედნიერად. მერე რა რომ დედამისს შეიძლება გული გაუსკდეს , ერთადერთი ვაჟი რომ ეტყვის სოფელში მინდა ცხოვრება , უბრალო გოგო და მიწაზე შრომაო. მზადაა , მაგრამ ვერაფრით გადადგა პირველი ნაბიჯი და აი სადამდე მოვიდა.. მომავლისთვის აწყმო კი არა , საკუთარი წარსულის შეცვლა მოუწევს, შეუძლებელი უნდა შეძლოს . მისი წარსული არ გაახარებს , იქამდე შეუკრავს სუნთქვას სანამ არ დაახრჩობს. მისი წარსული მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონება და ამავდროულად ცუდია. გამოდის ორივე უნდა დაივიწყოს? უნდა ? ის ცუდი ახსენებს დღემდე როგორი ადამიანი არ უნდა იყოს . მაგრამ სხვა გამოსავალი ააქვს კი? მაშინ როცა მის წარსულს თავად ირაკლი ჰქვია და იმ კაცს რომლადაც იქცა , არაფერი არ აქვს საერთო , მეგობართან რომელსაც სიცოცხლეს მისცემდა? ქალის გამო გაბზარული მეგობრობა , საბოლოოდ ისევ ქალის გამო დაიშლევა ნაწილებად იცის.. ****** —არა რა ქნაა ? _პირდაღებული ქეთა , პლედში გახვეულ დაქალს მისშტერებოდა . -რამდენჯერ გაგიმეორო? -მერე? მერე რა მოხდა. -არაფერი , კახა წავიდა და იმან იკითხა ნეტა ხორცი გაცივდა თუ შეეძლო გემრიელად მირთმევა. -არა ეს კაცი შეშლილია , გავიგეთ ყველა ამბობს , მაგრამ კახა ? კახუნა ? ასე მეგონა კახა კოღოს რომ კლავს იმასაც გლოვობს. -მეც . _ნიშნის მოგებით ახედა . -რის გამო იჩხუბეს ? -არ ვიცი , მარტო სახელი თათა , გავიგე. -ვინაა თათა . -ალბათ ის გოგო , უნივერსტეტში რომ უყვარდათ .ლიკუნამ მითხრა. ჩაი დამიმატე რა? _დაქალს ცარიელი ფინჯანი გაუწოდა და თვალები მილულა. -შენ მემგონი ავად ხდები . -როგორ შეიძლება ისე ვინმე გიყვარდეს რომ ბავშვობის მეგობარი დაივიწყო? -არ გყვარებია , ვერ გაიგებ. _სავსე ფინჯანი გაუწოდა. -განა რა არის ისეთი რომ მთელი შენი მოგონებები გაასხვაფეროს? შეგცვალოს ? თან ისე რომ ერთმანეთ იარაღს უქნევდეთ ? კაი რაა. _თავი გააქნია ნუცამ. -მგონია რომ ირაკლია დამნაშავე.-კახას ვიცნობთ. შეუძლებელია მისნაირმა ადამიანმა რამე ქნას ცუდი. -ორივე დამნაშავეა. _გამოიტანა ვერდიქტი ნუცამ. -არ შეიძლება მეგობრობა ასე გაწირო. -არ გაინტერესებს რა მოხდა ? _თვალები მოჭუტა ქეთამ . -ლიკუნას ეცოდინება . -არა. არ ვაპირებ არაფრის ცოდნას . მერე ისევ მე დამბრალდება რომ ხელებს ვაფათურებ მათ საქმეში და არ ვაპირებ ბავშვთასახლის გეგმას რამე საფრთხე შევუქმნა. -რომ გითხრას დამუნჯდიო? _გაუცინა ქეთამ. -დავმუნჯდები. -გაქრიო -გავქრები ქეთა. ყველაფერს ვიზამ , ჩემთვის მთვარი ბავშვები არიან და ამისთვის თუ უნდა დავმუნჯდე იყოს ასე. -და გგონია რომ მხოლოდ შენი მადლობა ეყოფა ამ ყველაფერს? -რატომაც არა, მაგისთვის ეგ ფული ალბათ ერთი თვის სახარჯია. -დაფიქრდი აბა .. ნუცაა ძაან აბდალი ხარ. ღმერთო ჩემო . ეგეთი კაცები უანგაროდ არაფერს აკეთებენ. ერთ კვირაში , გადაგარჩინა ექიმი მოგიყვანა , შენთან ერთად იმგზავრა , სურვილიც კი შეგისრულა . -ჰჰჰ ქეთა, ქეთა .. უკვეე ააგე ფილმის სცენარი ? სრუტუნი დაიწყო და რამდენჯერმე დააცემინა . -არა ფილმები შენ გიყვარს იდიოტო. ჯანმრთელობა . მალე გეტყვის რაც უნდა და მერე არ თქვა არ არ ველოდიო. -გემუდარები ნუ ბოდავ , თავი მტკივდება . -ნუცაა? კახას უყვარხარ. დროზეე დააყენე საშველი , ან შენ უთხარი რამე ან იმან -მე არ მიყვარს , რა შემჭამეთ? _წამოიყვირა ნუცამ .-კი კაი ტიპია, კეთილია , მეოჯახეც ალბათ , სიმპათიური და სასიამოვნია , მაგრამ ვიცი რაცაა სიყვარული და არ გავს ჩემი გრძნობები იმას რასაც… -წერენ? შეწყვიტე მაგ იდიოტური რომანების კითხვა შენი ჭირიმე რა . არ მომწონს მე ეს ამბავი. _ცოტახანს იატაკს მიაშტერდა ქეთა . -არაა , არ არსებობს . ეგაა .მივხვდი . ღმერთო ნუცა მაგარ შარში ხარ. -კიდე რა მოიგონე . _ცხვირზე აფარებული პლედიდან თავი გამოყო . -კახას უყვარახრ. მემგონი კინოს უარესს სცენარში ამოყავი თავი , ფეხზე წამოხტა ქეთა. -კახას უყვარხარ , მოწონხარ კაი ჯანდაბას რაც გინდა დაარქვი. ხო და ამ ტიპს კახა არ მოწონს და გიყენებს… -რაა? -გიყენებს ხო რომ კახა გაამწაროს . გეხმარება , საქვეყნოდ აჩვენებს ყველას რომ სიკეთე უნდა შენთვის და ჰოპ კახას ურტყამს რა . -თავი მტკივა . მეტის მოსმენა აღარ მინდა . _სიცილი აუტყდა ნუცას .-მე კი არა შენ შეწყვიტე მაგ ინტრიგნული რაღააცების ყურება . _ხელი აუქნია დაქალს . -წავედი ვიძინებ მე . ხვალ ვმუშაობ -ხვალ მომაკვდავი იქნები და აი ნახავ მერე მეტყვი რა მართალი ვყოფილვარ.. _მიაძახა დაქალს. არა როგორ შეიძლება გქონდეს ამდენი წარმოსახვის უნარი? პლედიანად შეძვრა სქელ საბანში და ფეხმოხრილი მიეკრო საწოლს . ცოტახანში გათბა მისი გაყინული საბანი და სიცივეზე გადართულის გონება მოუდუნდა , უნებურად მოდიოდნენ ფიქრები და შეწუხებული ვერაფრით იშორებდა. ჩვევად აქვს ძილის წინ საწოლში შემძვრალს პატარა ლოცვის წაკითხვა, მაგრამ ერთი ფრაზის დამთავრებასაც კი ვერ ახერხებდა ისე გადადიოდა მისი გონება სხვა რამეზე. ბოლოს მოეშვა , ბრძოლას და თავი გინებას მიანდო , რომელიც გამალებით ცდილობდა მის შეშინებას და ყველა ფორმით უგზავნიდა განგაშის სიგნალს. არ უნდა დაიჯეროს , მაგრამ იქნებ მართალია ქეთო? იქნებ ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ორმა ერთმანეთზე დაბოღმილმა ადამიანმა საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს? არა კახასგან არ ელის ცუდს. ვერ დაიჯერებს და არც უნდა … იმდენი ხანია იცნობს, თითქმის ჯერ კიდევ მოზარდი იყო ერთმანეთი რომ გაიცნეს . მასშემდეგ სულ მასთანაა, ხელს უმართავს .. ხალხმა ისიც კი დაიჯერა რომ ერთმანეთი უყვართ. მხოლოდ ხალხმა ნუცა ?_საკუთარ მეს ის კითხვა დაუსვა რომელიც ასე აშინებს .პასუხიც იცის და ეშინია. იცის რომ ყველაზე კარგი მეგზური იქნება მისთვის კახა, სულ უმეორებს ქეთოს დედა , რომ ხანდახან კარგად გათხოვება სამარცხვინო არაა და ის გრძნობა რომელსაც ასე გამალებით ეძებს კახაში მერე მოვა, მაგრამ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ჯერ კაცს. ყვავილები აჩუქა , მაგრამ დაბადებისდღეზე , მასე ბექამაც აჩუქა ყვავილები .. მოწონს , დარწმუნებულია მოწონს , გული უფრიალებს როცა ხედავს , როცა ახლოსაა და ისე სიამოვნებს მისი მზრუნველობა თავს უსაფრთხოდ გრძნობს , მაგრამ ვერასდროს გრძნობს იმ პეპლებს მუცელში და ეკლებს კანზე , როგორც აღწერენ წიგნებში. მატყუარა. წამოაძახა ვიღაცამ . გრძნობს , ეკლებსაც და კანის წვასაც , როცა ირაკლი უახლოვდება . -რას ბოდავ ნუცა . _გაყინული ხელი მიირტყა ლოყაზე . მეტი სადარდებელი აქვს ამ კაცს შენს გარდა და რომც ჰქონდეს ვერასდროს იქნება ირაკლის ნაირი ადამიანი კარგი. ამაყი , ეგოისტი , საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანია , არ სწამს დედამიწაზე არაფერი და მართალია ქეთო ._გადაჭრით გამოიტანა ვერდიქტი. მისნაირ ადამიანებისთვის ყველაფერი საქმეა რომელიც წარმატებით უნდა დაასრულოს, შურისძიებაც , ნუცაც და ალბათ ბავშვთასახლი. დარწმუნებულია ატყუებს . ხელს რა შეუშლის ბავშთასახლი თუ დააუნგრია ბავშვებს , მათ მოტყუებაში ხელს რა შეუშლის? როგორცვე დიდთოვლობა გადაივლის , იმ თოვლს გაჰყვება თავად ირაკლიც და მისი დაპირებაც. განა ასე არ ექცევა მათნაირ ხალხს , ყველა ვისაც რაიმე ძალაუფლება აქვს ? მაგრამ მეტს არაფერს ითხოვს, განა ის არ უნდოდა ბავშვების გატეხილი გული ირაკლის სინდისზეე შეეწმინდა ? ნეტა რას ეტყოდა მამა ახლა ? ეტყოდა რომ ის უნდა იყოს ვინცაა და არავითარი გარემოების გამო არ უნდა იქცეს იმ ადამიანად ვინც არ ფიქრობს სხვებზე . სიკეთეზე და მერე რა რომ ირაკლი ასეთია? არც მას არ უნდა მოექცეს ასე . იმიტომ არა რომ არ იმსახურებს . იმსახურებს , ღმერთო ყოველი ირაკლის ამოსუნთქვა სიცივით , ზიზღით და ეგოიზმითა გაჟღენთილი. საკუთარ თავს არ უნდა მოექცეს ასე , თავად ნუცა არ იმსახურებს ცუდად გადაქცევას , მიუხედავად ამისა რომ ბოლო დროს მხოლოდ ცუდს ხედავს . ადრე როცა სულ მარტო დარჩა , როცა ეგინა სამყარომ გადაყლაპა და ჯერ კიდევ ბავშვს ეგონა რომ არ დაწყებული ცხოვრება დასრულდა , სწორედ ადამიანებმა უშველეს. ასწავლეს , როგორ უნდა ყოფილიყო ცოცხალი , მათი ზრუნვით ისწავლა სხვებზე ზრუნვა და როცა თავადვე დაიწყო ზრუნვა სხვებზე , მაშინ იგრძნო ბედნიერება პირველად. მიხვდა ცხოვრება რომელმაც გადაყლაპა მადლობას უხდიდა. გარშემო ყველაფერი უფრო ლამაზი ჩანდა და რაც მთავარია მისი სული იყო მშვიდად . საღამოს აღარ შფოთავდა , ძილის წინ მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა რა შეეძლო გაეკეთებინა მეორე დღეს და არ იმ კვამლის სუნზე ღრმა ბავშვობიდან რომ ახსოვს და ყოველღამე ახრჩობდა . დიდიხანია აღარ ეფიქრება , საკუთარ თავზე და ბედზე . ღრმა კუთხეში მიკუნჭა საკუთარი ფიქრები და სევდა და ბედნიერად ცხოვრებას ეტრფის . მან იცის თუ იცის რომ ყველაზე ხანმოკლეა ცხოვრება , იმისთვის რომ სევდას მისცეს თავი . არ შეუძლია , წამიერი სისუსტე და ისე წაიღებს შავი მდინარე ვეღარ შეძლებს წამოდგომას . წლებია აღარ ფიქრობს რომ არავინ ჰყვას . უნდა რომ ჰყავდეს ვინმე და უდიდესი ოჯახი ჰყავს . ცუდს მხოლოდ კარგი მხრიდან უნდა უყუროს . სხვა გზა არ აქვს . ერთი კვირააში კი ორჯერ მოუწია ბავშვობის კოშმართან შეჯახება ირაკლის წყალობით. ირაკლი ის განსაცდელია რომელიც წრეზე ბრუნავს და აგერ კიდევ 20 წლის შემდეგ დაბრუნდა მისთვის. მზადაა, ყოველთვის იცოდა რომ ცხოვრება ასეთი კეთილი და მშვიდი არაა და აუცილებლად მოუწევდა თვალების გასწორება , მაგრამ არ უნდა შეიცვალოს . იგივე უნდა დარჩეს , ერთხელ უკვე დაეხმარა მისი ეს ხასიათი განსაცდელის დროს ირაკლი ვერ აიძულებს კიდევ ერთხელ დაიხრჩოს . არ შეიცვლება . ტყუილით , მიუხედავად იმისა რომ იმსახურებს ეს გაზულუქებული კაცი ხელების შეწმენდას მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს . ნუცას ბრალი არაა , კახა თუ ასე გაამწარაა, ნუცა როგორ გაუძლებდა ? ვინაა თათა ? ალბათ ისეთი ვინმე ვინც ღრმა კვალს ტოვებს ადამიანებზე.. წესით ირაკლისნაირ ადამიანებზე ვერავინ და ვერაფერი მოქმედებს , მაგრამ ვინაა თათა?? ისე ჩაეძინა, მეორე დილით ვერაფრით გაიხსენა რაზე ფიქრობდა ბოლოს.. ***** -ირაკლი ვინაა თათა ? _ სამუშაო ოთახში შეყუჟულ ირაკლის თავზე წამოადგა გიორგი და წინ ჩამოუჯდა. ცხელ ყავის ფინჯანს შეეუბერა და პასუხის მოლოდინში ირაკლის მიაჩერდა. -ვინაა თათა ? _ სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა სახეზე ირაკლის და სავარძელს ზურგით მიაწვა.-თათა ის ქალია ვისაც ჩემი გული სამუდამოდ ეკუთვნის . _სრული სერიოზულობით განაცხადა და თვალი გაუსწორა გიორგის. -რომ არ გიცნობდე რა უგულო ნაბი*** . დაგიჯერებდი. _უდარდელად მოსვა ყავა გიორგიმ . -ასეთი დაუჯერებელია , რომ შეიძლება ვინმე მიყვარდეს ? _გაეცინა ირაკლის. -ვინაა თათა ? ლეგენდების გარეშე გთხოვ . -თათა ჩვენი მეგობარი იყო უნივერსტეტში . _სწრაფად მოძებნა რაღაც და გიორგისკენ მიატრიალა ლეპტოპის ეკრანი . -მმმ , ლამაზია . _ ქერა ქალის ფოტოს თვალი შეავლო გიორგიმ რომელიც პატარა წითურ ბიჭს ეხუტებოდა . -წარმოიდგინე 10 წლით ახალგაზრდა როგორი იყო . _გაეღიმა ირაკლის. -ყველა ბიჭის საჩალიჩო თემა ეს იყო . -აჰ , გასაგებია და მაგიტომ ჭამთ ერთმანეთს შენ და კახა ? - არა , როცა კახამ თქვა რომ თათა უყვარდა , როგორც მე შემეფერება ანუ ერთადერთ და განუმეორებელს, მეგობრულად გავდექი გვერდზე და გულწრფელად ბედნიერი ვიყავი მათით. -მანამ სანამ .. -მანამ სანამ იმ ყ*** მ არ გადაწყვიტა ყველაფერი გაეფუჭებინა და ორსული თათა ქუჩაში მოისროლა. უნივერსტეტის ბოლო წელი იყო . გადაწყვიტა რომ მზად არ იყო და შვილისთვის არცერთს ეცალათ და თანაც ქალბატონ დედიკოს უბრალო გოგოს და თან ორსულს ვერ მიუყვანდა . -რაა? სერიოზულად? -თათამ მისი სინდისის დასამშვიდებლად თქვა რომ ბავშვი მოიშორა. _ფოტოსკენ ანიშნა ხელით. -რამოდენიმე კვირაში საბუთები გავუკეთეთ , გაუმარჯოს ჯანდიერების ფულს არასდროს მაკლდა , ჰოლანდიაში წავიდა . რამოდენიმე წლის წინ პატარა სალონი გავხსენით და ცხოვრობს საკუთარ შვილთან ერთად . -კონტაქტი გაქვს ? -რათქმაუნდა._გაეცინა ირაკლის . -მიგიხვდი , არა , არაფერი გვქონია . უბრალოდ კარგი მეგობრები ვიყავით და დავრჩით. -და კახამ არ იცის რომ 10 წლის შვილი ყავს? -9 ის . არა არ იცის , მაგრამ ეგ მე არ მეხება . თათას არჩევანს პატივს ვცემ . -და კახა ? კახა არ იყო შენი მეგობარი ? ხომ შეგეძლო დალაპარაკებოდი , აზრზე მოგეყვანა . - გაგიკვირდება და ვცადე კი . თავს არაყში იხრჩობდა და თითქმის სიამაყით გამომიცხადა რომ უკვე გვიანი იყო , კარი ცხვირწინ მომიკეტა. ჩვენი ურთიერთობა გაცივდა , ვერ იგებდა რატომ ვუჭერდი მხარს თათას და არა მას , რომ ქალი რომელმაც ბავშვი მოკლა არ იმსახურებდა ამდენ ფოფინს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა რომ ბედნიერი ვიყავი მათი უბედურებით და ასე გავიყარეთ. -დღემდე არ დაქორწინებულა . -ჰო თათას ნაირ ქალებს ადვილად ვერ ივიწყებენ , მაგრამ ახლა ნუცა ყავს . _ნიშნის მოგებით გადახედა გიორგიმ. -კახა ცუდი ტიპი არაა . აღარც პატარა ბიჭია როგორც მაშინ და თუ ნუცას უნდა ნამდვილად გამოადგებიან ერთმანეთს , მაგრამ პრობლემა ისაა რომ კახა მთელიცხოვრება საკუთარ ოჯახზე ფიქრობს და მისი ოჯახი ამ საწყლ ნუცას ცოცხლად შეჭამს. იგივე ბედი ეწევა რაც თათას . -ვითომ არ გადარდებს . -აჰაჰ . მადარდებს კი . ნუცა იმ ნაყოფს გავს ხე რომ პირველად გამოიტანს და ვერავინ ბედავს მოწყვეტას რადგან არ იცი მწიფეა თუ არა . გეშინია რომ მოწყვიტო , ჭამისთვის უვარგისი გამოდგეს? გადაგდება მოგიწევს, დაუმწიფებლად გაფუჭდება . იმის თქმას ვცდილობ , რომ მართობს კახასთან თამაში და ნუცას რეაქციები. ის , ახალია , სუფთაა, განსხვავებულია , ბრწყინავს , მაგრამ ორივემ ვიცით რა ემართებათ ადამიანებს ჩემთან. დღე და ღამე ვართ. მისნაირ გოგოებს სხვა რამე უნდათ. ძლიან ბევრი სითბო და სიყვარული , ყურადრება და გაუთავებელი სიყვარულის მტკიცება . მე ? მე უბრალოდ ქალი მინდა რომელიც უხმოდ დამელოდება , უხმოდ მომიკლავს სურვილს და პროტესტის გარეშე იქნება თავისთვის კუთხეში. პატარა ბიჭი არ ვარ და პატარაც რომ ვიყავი მაშინაც არ მირბენია ყვავილებით ასე რომ.. -და ასე გადგები განზე ? -რატომ არ უნდა გავდგე ? თავდავიწყებით მიყვარს თუ ვნებას რომელსაც მიღვიძებს სხვა ქალი ვერ შვება ? ღმერთოჩემო 1 კვირაა ვიცნობ . -და უკვე დამოკიდებული ხარ. -დამოკიდებული არ ვარ , უბრალოდ დღე ისე არ გავა რომ თვალში და ყელში არ გამეჩხიროს და ნერვები არ დამაგლიჯოს. _სიბრაზემ წამოუარა ირაკლის. -ირაკლი ლიკუნა და ნუცა მოვიდნენ . _ნახევრად შემოუღო კარი ნანამ. -აჰა . _მაგიდას ხელი დაჰკრა ირაკლიმ და სიმწრიგსან ამოიგმინა. -რას ვამბობდი. -ბედი ძმაო ბედი . -ჩემს ბედს თვითონ ვქმნი , მაგრამ რაღაც არ მახსოვს ეს ჭინკა ჩამეფიქრა ჩემითავისთვის. _მძიმედ წამოდგა . პირველად გამოვიდა ლიკუნა მგონი სახლიდან განსაკუთრებული მიზეზის გამო და თანაც მასთან მივიდა ? იქნებ აქვს კიდეც მიზეზი? რაც არ უნდა იყოს ახარებს . არაპროგნოზირებადი მიმართულება აიღო მისმა მოლოდინებმა , ვერასდროს იფიქრებდა რომ ასე მარტივად მოაგვარებდა დასთან ურთიერთობას . -ლიკუნა , ჩემთან სტუმრობა რამ გადაგაწყვეტინა? _დასთან ერთად მოავლო თვალი სახლს . მერე მისკენ დაიხარა და თავზე აკოცა . -ირაკლი აქაურობა ცარიელია. _გაკვირვებით აკვირდებოდა კედლებს . -ზუსტად ისეთია აქაურიბა როგორც მე მინდა. მშვიდი და ყოველგვარი ზედმეტი ნივთების გარეშე. შეუმჩნევლად გააპარა თვალი ნუცასკენ , რომელმაც გამარჯობაც კი არ უთხრა, გამეტებით უკაკუნებდა ტელეფონს თითებს და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. -ერთი მცენარეც კი არ გაქვს . -მძულს მცენარეები და იცი . -ღმერთო ხეებიც კი არაა . -მორჩი ჩემი სახლის კრიტიკას და გისმენ. -მისმენ? -ვიცი რაღაც მიზეზი გაქვს აქ ყოფნის ასე რომ .. -არაა , ისე მოვედი დღეს ადრე გავიღვიძე და .. -ლიკუნაა._ წამოაძახა ნუცამ. - ნუცა ავადაა და დღეს სახლში რომ არ ემუშავა ჩემი თანხლება ვაიძულე . -ლიკუნააა , ნერვებს მიშლი . _დაიღრინა ნუცამ. -სიცხე აქვს და ახველებს. -გოგოოოო. -და მე ექიმი ვარ? _დის წინ ჩამოჯდა ირაკლი. -იტყუება . დღეს ექიმთან აქვს შეხვედრა და არ უნდა სახლში შეხვდეს რომ ბებია და ბაბუა არ დაესწროონ . _წამში დააბეზღა ნუცამ . -ნუცა ჭორიკანა ხარ. -შენ კიდე მატყუარა. -აღარ გელაპარაკები . -ხო და ნუ დაემლაპარაკები. შენიაზრით ამხელა კაცი დებილია მთელიდღე აქ რომ ვიქნებით და შენი ექიმი აქ მოვა? თან გეგონება ისე ხშირად დადიხარ სტუმრად არავის გაუკვირდება რა . -გიორგი თოვლი ისევ არ გაწმინდეს? _ამოიგმინა ირაკლიმ. მთელი დღე უნდა იტანოს ორი ბავშვი . დღის უარეს დასაწყის ვერ წარმოიდგენდა. -ექიმი რანაირად მოდის აბა ? _ეჭვნარევი მზერა მიაპყრო გიორგის. -მატარებლით. _ლიკუნამ გააქარწყლა ირაკლის ეჭვები. -მშვენიერია . საუზმეს გავაწყობ და სასადილო ოთახში გელოდებით. _ხელები შემოჰკრა ნანამ. -მოგეხმარებით. _სირბილით მიჰყვა ნუცა. -მე ბიჭებთან მაქვს პატარა საქმე. _გიორგიმაც მიზი იპოვა . -ღელავ? -ცოტა, მაგრამ მზად ვარ. რაც არ უნდა იყოს ვცდი . -შრომა ყოველთვის ფასდება. -უფრო ბრძოლა. _გაუღიმა დამ. -მარტო არ ხარ ამ ბრძოლაში . -მომშორდი და დაჯექი ერთ ადგილზე ადამიანო რა . აი აქ იყავი და არ გაინძრე . _მკლავზე ხელმოკიდებულს მოათრევდა ნანა ნუცას . სავარძლისკენ ხელი მიჰკრა და მოისროლა. -რა გატეხე? _გაუცინა ლიკუნამ. -არაფერი , ტუჩი აიბზუა ნუცამ. -გატეხვაღა აკლია აი . აცემინებს ახველებს , კვდება და მომინდომა ნამცხვრის გაკეთება . აქედან არ გაინძრე წამალს მოგიტან. _თითი დაუქნია ნანამ. -წამლებს არ სვამს ._სიცილი აუტყდა ლიკუნას .-ვერ ყლაპავს. -სასაცილო სულაც არაა , მეც არ მევასება წამლები . _ნუცას მოუჯდა გვერდით გიორგი და მხარი მიჰკრა. -სახლს დამათვალიერებინებ გიორგი? _თამამად ითხოვა ლიკუნამ კუთხეში პატარა ლიფტის დანახვისას. სინამდვილეში დიზაინს სწორედ მის გამო ჩაამატებინა ირაკლიმ . იმედი ჰქონდა რომ როდესღაც მისი და სწორედ ასე ითხოვდა მის სახლში ბოდიალს. -შენს სამსახურში მიგულე ქალბატონო. _მძლავრად წაავლო ხელები ლიკუნას ეტლს და სირბილით მიაწვა.-მაგრად მოეკიდე. _ლიკუნას სიცილი ლიფტის მინებიდანაც კი აღწევდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა ცოტახანში და ნერვიულად დაიწყო ტუჩის კვნეტა ნუცამ . მზერა ბაღისკენ მიმართა და გაყინულ ტბას მონუსხული გაჰყურებდა. ისე ამშვიდებდა პეიზაჟი და გადათეთრებული სურათი ცოტახანში მთელი სხეული მოუდუნდა დაძაბულობა სადღაც გაქრა , მთელი ტანით შეტრიალდა სავარძელში შემინული კედლისკენ, ხელები სავარძლის სახელურს ჩამოადო და ისეთი ინტერესით გააგრძელა ყურება თითქოს ფილმს უყურებდესო. ირაკლისთვის კი ფილმი თავად ნუცა იყო . თვალდაუხამხამებლად ათვალიერებდა მომღიმარ სახის ნაკვთებს . მსუქან ნაქსოვ სვიტრში გახვეულ გოგოს . ლამაზი ცხვირი გაწითლებოდა და შიგადაშიგ სრუტუნებდა. ვირუსისგან ამღვრეულ თვალებს რიტმულად აფახულებდა და სადღაც შორს ბავშვობის მოგონებებში დაკარგული ვერც კი ამჩნევდა რომ ისე მისჩერებოდა ირაკლი როგორც მის კედელზე დაკიდებულ ნახატს . -როცა ტბა ასე იყინებოდა , ღამე ვიპარებოდით რომ ტბაზე გვესრიალა. _დაიფიქრებლად გაახმოვანა საკუთარი ფიქრები . - ხანდახან მგონია რომ შენს სახლში მე ვარ სტუმრად . _ სევდიანად გაეღიმა ირაკლის და ნუცაც გამოერკვა ფიქრებიდან. -იმის თქმა მინდა რომ ამ ადგილთან შენ უფრო ბევრი მოგონება გაქვს. -ძალიან ბევრი . _კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა და ცემინებამ შეაწყვეტინა. მერე ცივად გადახედა ტელეფონს და დამფრთხალამა გახედა ირაკლის .დანაშაულზე წასწრებული ბავშვის მზერამ გაყიდა. -დაელაპარაკე . _შენი მშობელი არ ვარ რომ ზარები გიკონტროლო. გაეცინა ირაკლის და ფეხზე წამოდგა. მძიმედ დაიძრა საკუთარი კაბინეტისკენ და გული უცნაურად სჩხვლიტავდა . -ვინაა თათა? _ზურგთან მოესმა ნუცას ხმა და კართან შეჩერდა. -მე რატომ მეკითხები ? _კარი შეაღო და არ დახურა , ნუცასთვის ნიშანი იყო რომ უნდა შეჰყოლოდა. უჩუმრად მოავლო თვალი და ცოტახანს შთაბეჭდილების ქვეშმყოფი გაუნძრევლად იდგა. მერე დაუკითხავად ჩამოუჯდა წინ და თვალებში მიაჩერდა. ენას იკვნეტტდა სიმწრისგან . ჯერ კიდევ გუშინ თითქმის დაიფიცა რომ არფრის ცოდნა არ უნდოდა და მაგრამ კიდევ ერთხელ გაასწრო ენამ. -ვინაა თათაა? უნდა ვიცოდე ? -შენ მითხარი , გინდა ცოდნა ? _ეშმაკურად უღიმოდა ირაკლი. -აი ისევ აკეთებ . _ამოიგმინა ნუცამ. -რას ვაკეთებ? _ხმა მაცდური უხდებოდა ირაკლის. - უცნაურად ლაპარაკს და მერე , მერე ტვინს მირევ და სულ სისულელებს ვაკეთებ. -ჰმმმ, მართალია , ყველაზე დიდი სისულელე ის იყო რომ გადაწყვიტე მონსტრად გაგეყიდე 12 ბავშვის წინ . -ბოდიში, მართლა არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. -მანდარინი გინდა ? _გაუღიმა ირაკლიმ . - შოკოლადი მირჩევნია . _თავი დაუქნია ყურებამდე გაცინებულმა ნუცამ. -კახამ რა გითხრა? ვინაა თათა? - რომ გითხრა მერე სიმართლეს მეტყვი? თქვა რომ თათა გოგოა რომელიც ორივეს გიყვარდათ . მან ის აირჩია და შენ არ ჩამდგარხარ შუაში. გული ჩაწყდა რაღაც მომენტში ირაკლის რომ კახამ არ მოიტყუა . ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ყველაფერი მისთვის მატყუარა რომ შეეძლოს უწოდოს . უჭირს აღიაროს მაგრამ , კახას ერთადერთი შეცდომა თათას უარყოფა იყო. მწარეა მაგრამ სიმართლეა , კახა იმსახურებდა ნუცას და სავარაუდოდ მიიღებდა კიდეც. -კიდევ? -კიდევ ის რომ პატარა და საკუთარ თავში გაურკვევლი ბიჭი იყო და მან გაუშვა თათა და შენ ვერ აპატიე მისი გულის ტკენა. -აჰამ . სრული სიმართლეა , ერთი პატარა დეტალი გამორჩა კახას . თათა რომ მყვარებოდა , ახლა მასთან ერთად ვიქნებოდი. შენი კახა სევდიან იატორიას არ მოყვებოდა დაკარგულ სიყვარულზე და შენ ჩემო პატარა გოგო დაკარგული ბავშვივით ჩემს წინ არ იჯდებოდი სიმართლის მოლოდინში. სიყვარული , აკეთებს ამას , რაც ახლა შენსა და იმ კრეტინის თავს ხდება . სიყვარული კარგი არაა ნუცა . ერთი ჩვეულებრივი ეგოისტი გრძნობა რომელიც თავს გაკარგვინებს და ისეთ სისულელებს გაკეთებინებს როგორიც გუშინ კახამ ქნა ან ახლა შენ აკეთებ ჩემთვის კითხვების დასმით. _ლოყები აუწითლდა ნუცას . ნუთი ასეთი აშკარა რომ ასე ძალიან უნდა იცოდეს მათი წარსული? ერთი ის ამშვიდებს რომ ვერ მიუხვდა , მისი კითხვების უკან მისადმი ინტერესიც რომ მოიკლა ნუცამ.გამშრალ ყელში ცეცხლი ტრიალებდა ისე სტკიოდა და ნერვიულობისგან ხველა აუტყდა. სწრაფად შეუვსო პატარა ჭიქა წყლით და მიაწოდა. ერთი მოყუდებით ჩაცალა და როგორც იქნა ამოისუნთქა. იქვე მაგიდაზე მიყრილ ნახაზებს მოჰკრა თვალი როცა ჭიქა დადგა მაგიდაზე და უიმედო თვალები აარიდა ირაკლის. მთელი ძალით და სხეულით ცდილობდა ენის დამაგრებას რომ იგივენაირი სულელური კითხვა არ დაესვა , მაგრამ გვიანი იყო . ენამ თავისით გაითავისუფლა კბილებისგან თავი. -მართლა ააშენებ ბავშვთასახლს?_ყველაფერს ელოდებოდა , მაგრამ იმას არა რომ კიდევერთხელ შეიტანდა ეჭვს მაშინ როცა საქმე ბავშვებს ეხებოდათ. ნუთუ ისეთი უსინდისო და უგოლო ჩანს მის თვალში რომ ჰგონია გუშინ იმდენი ხალხის წინ ასე თამამად მოიტყუა? გაუჭირდა გამოტყდომა .გულმა ისე მოუჭირა ტკივილისგან სუნთქვა შეეკრა. რა გააკეთა ისეთი ერთ კვირაში რომ ასეთი ნაძირალა წარმოუდგენია? განა არასდროს უნახავს მატყუარები ცხოვრებაში რომ ვერ არჩევს ? იქნებ იმიტომ რომ თითქმის მთელი წლები შესწირა საკუთარი იმიჯის შექმნას? განა თვითონ არ უნდოდა რომ ასეთი რეაქცია ჰქონოდათ მასზე როგორც ნუცას აქვს ? კმაყოფილიც კი უნდა იყოს . თავად ნუცას , რომელიც სულ სიკეთეს ხედავს ,ეჭვს იტანს მასში. ესეგი კარგად შეუსრულებია თავის საქმე , მაგრამ პრობლემა ისაა რომ არ უნდა , ნუცას ეჭვნარევი თვალების ყურება. ნუცასი არა. გადაჭრით თქვა მისმა გონებამ და ეს ინფორმაცია იმ ტალღასავით მიასკდა მის სხეულს და ყველა ძარღვს ყველაფერს რომ ანგრევს . წამში გადაუარაა ყველაფერს მის შიგნით და დააწმინდავა მისი ფიქრები. ახლა უკვე იცის რომ ადარდებს , რას ფიქრობს მასზე . ამისთვი მზად არაა , მზად არაა რომ ვინმე ადარდებდეს , მაგრამ რეალობა სხვანაირია. ადარდებს და თან როგორ სიმწრის სიცილს ვეღარ ფარავს და დამფრთხალ გოგოს უფრო აშინებს . - ნუცა , ვფიქრობ შენთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს , რამდენადაც მახსოვს შენ მოიტყუე პირველმა არა? _ირონიას ვერაფერი მოუხერხა , ვერც სიბრაზეს. - შეგიძლია მარტო დამტოვო , სამუშაო მაქვს . _სახე გაეყინა ნუცას . ყველაფერი სიმართლეა რასაც ამ კაცზე ფიქრობს და ცხოვრებაში ცვალებადი ყველაფერი სძულს. აღიზიანებს მისი ეს ცინიზმი და საკუთარ თავში დარწმუნებული ხმა. ფეხზე წამოხტა და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო კარებისკენ სვლა. არა ვინმემ უნდა უთხრას სიმართლე ამ თავხედ კაცს . ყოველთვის მართალი რომ ჰგონია თავი და ისე უყურებს ზემოდან თითქოს საბანკო ნგარიშის გარდა რამით იყოს უკეთესი. -იცი რა ? _თვალები დააკვესა ნუცამ და მისი ტონით გაკვირვებული ირაკლი მთელი ტანით შეტრიალდა სავარძლიანად რომ კარგად დაენახა ნუცას სახე რომელიც მთელი თავისი გამომეტყველებით და სახით აჯანყებას აცხადებდა. -მე მოვიტყუე იმიტომ რომ სიკეთე მინდოდა, მოვიტყუე რომ ვინმე გამებედნიერებინა . აი შენ კიდევ ._თითი გაიშვირა მისკენ. -იმიტომ იტყუები რომ უბრალოდ მოგწონს, მოტყუებული ხალხის ყურებად და დიახ , სიმართლეა რასაც შენზე ამბობენ . -ნუცა ნერვებს მიშლი და მოთმინებით არ გამოვირჩევი . -ჯანდაბამდე გზა გქონია . შენც და შენს მოთმინებასაც. _ამაყად აწია თავი და კარი გაიხურა. -თავხედო . _დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა ირაკლიმ. არა როდესმე იპოვის მშვიდობას ? საკუთარ სახლში თავს ხომ სტუმრად აგრძნობინებს და თან რომ ლანძღავს კიდეც . არა მისი ბრალია , ასეა როცა ქალს და მითუმეტეს ასე არანაირი მანერის მქონე თავხედს ცოტა მოუდუნდები . დროა ჭკუა ასწავლოს, მაგრამ როგორ? როცა ხედავს იმის გარდა რომ შეეხოს სხვა ვერაფერზე ფიქრობს. ტუტუცი გოგო . არა სიამოვნებას არ მიანიჭებს მშვიდად ისაუზმებს, ბოლოსდაბოლოს საკუთარ სახლში და ისაა სტუმრად . ფეხიც კი აითრია სასადილო ოთახში შესვლამდე , მაგრამ ამაყად შევიდა , მაგიდას ჩვეული სიდინჯით მიუჯდა და ნანასაც ანიშნა დამჯდარიყო. სცადა გაკვირვება დაემალა , ვინ იფოქრებდა რომ საკუთარ მსახურებთან ერთად საუზმობს? იქნებ მთალდ ისეთი თავგადასულიც არაა როგორიც წარმოუდგენია ? ან იქნებ სხვა გზა არ აქვს , მარტოობისგან გაბეზრებულს . მისნაირი ადამიანები ხომ გამუდმებით მარტოსულები არიან , არა გადაჭრით არ იცის , უბრალოდ ასე წარმოუდგენია. შეუმჩნევლად გააპარა თვალი ირაკლისგენ , უხალისოდ აწვალებდა , ბოსტნეულს თეფშზე და ბოლოს ჩანგალი დადო მადა დაკარგულმა . ნეტავ როგორია სინამდვილეში ? იქნებ სულ სხვანაირია და სულ სხვა როლს ირგებს როცა მარტო არაა? ძალიან ბევრი იქნებ აქვს მასზე ფიქრებში ნუცას. ეს კი კარგი არაა. ერთხელ ვიღცამ ბავშვობაში უთხრა სანუგეშოდ რომ ცხოვრებაში ყელაფერი ვერ გვექნება , თუმცა ბედნიერება , სიხალისე არჩევანია. აი მაგალითად ირაკლის ყველაფერი აქვს და მაინც გამუდმებით უხასიათოა . განა მისთვის უფრო მარტივი არაა ბედნიერება? რატომ არიან ადამიანები მარტოსულები ? ან რატომ გინია რომ მარტოსულია ? “რადგან შენ არ გაჩვენებს თავის სახეს? რატომ უნდა გაჩვენოს გასაგებად არ აგიხსნა რომ მეგობრები არ ხართ ?” კიდევ ერთხელ შეუმჩნევლად გააპარა თვალი . პირველად შენიშნა რომ შავი თვალები ჰქონდა, ოდნავ თხელი წვერი და ხშირი შავი თმა . კარგად გამოკვეთილი ყვრიმალები, ცხვირთან პროპორციაში მოდიოდა . სწორად გადაწყვიტა , რომ მართლაც ყველაფერი აქვს . თვალები დაუკითხავად გაექცა , ამჯერად მისი მხრებისკენ და ჩანგალიც კი გაუსხლტა ხელიდან , რომ მიხვდა მისი მზერა დაიჭირა. -ირაკლის დახურული აუზიც აქვს სახლში იცი ნუცა ? _აღრფთოვანებული ავლებდა თვალს ყველაფერს ლიკუნა . -ირაკლის საკუთარი ტბაც აქვს იცი ლიკუნა? . _იგივე აღრფთოვანებული ტონით გაუმეორა . -რამის თქმა გინდა ნუცა ?. _ჩანგალი მაგიდაზე მოისროლა ირაკლიმ . -არრაა . _მხრები აიჩეჩა ნუცამ პატარა ორცხობილას გემრიელად უკბიჩა . -რას გეუბნებოდი გიორგი ? . _გაეცინა ლიკუნას . -100 ლარზე დაგენიძლავები , რომ ესენი ერთიდღეც ვერ გაძლებენ ჩხუბის გარეშე . -მოსულა. _ხელი გაუწოდა გიორგიმ ლიკუნას. -მშვენიერია , ის არ გყოფნის აქეთიქით რომ დამატარებ ახლა ნიძლავებსაც დებ ჩემზე . _თვალები აატრიალა ნუცამ . -50 ლარს დავამატებ , რომ პირველი შენი გოგო დაიწყებს ._ყურადღება არ მიაქცია გიორგიმ ირაკლის სახეს , რომელიც კარგს არაფერს მოასწავლებდა. -ზეგ სანდროს დაბადებისდღეა._ძმას ეშმაკურად გაუცინა. -აქ იქნები ? -არა. -მაგრამ ხომ აქ ხარ ? -არავის დაბადებისდღეს ვესწრები ლიკუნა , სანდრო განსხვავებულია ? -საკუთარსაც ? _თვალები გაუფართოვდა ნუცას . ცოტახანს დაფიქრდა ირაკლი და საკუთარ თავს არ დაუჯერა ნუთუ ადამიანმა შეიძლება ასეთი იდიოტური კითხვა დასვას ? -აჰ ამის დაბადებისდღე ? _გიორგიმ გაიცინა .-ამის დაბადებისდღე არის.. -სახალხო დღესასწაულია არა ? _გაეცინა ლიკუნას . -უარესი._ამოიგმინა გიორგიმ . -სულ ეგრე იყო . _ახალი წელი რომ გაივლიდა იწყებოდა აურზაური, ახალწელზე მეტად ამის დაბადებისდღეს აღნიშნავენ . -გშუურს? _გაუცინა გიორგიმ. -არა . თხის რქის როგორ უნდა შემშურდეს? -აჰჰ , გასაგებია ყველაფერი . _თავისთვის ჩაილაპარაკ ნუცამ. -თხისრქა იყო თითქმის ყველა ტირანი . _გადაუჩურჩულა ნანას. -გემრიელად მიირთვით. _ხმაურით გაწია სკამი და ფეხზე წამოდგა . -ირაკლი არაფერი გიჭამია. -მერე ნანა , ჯერ არ მირბენია . -აუ არააა რა . _ამოიოხრა გიორგიმ. -დამშვიდდი , სახლიდან გასვლა არ მჭირდება , მარტო ტბისთვის შემორბენა მეყოფა. ტყუილად ხომ არაა საკუთარი? _ბოლო სიტყვები კბილებში გამოსცრა. -მემგონი ჩემს ძმას არ უყვარხა . _კართან მისწვდა ლიკუნას ხმა. -დარწმუნებული ვარ სიყვარულიც ტირანული იცის. _ აყვა სიცილში ნუცაც . “ დამშვიდდი ირაკლი “ _ხმამაღლა ამშვიდებდა თავს საკუთარ საძინებლამდე. ტირანი ? განა რა გაუკეთა ისეთი რომ ეს იარლიყი მიაკრა? გადარჩინა, დაეხმარა , ექიმიც კი მოუყვანა , შეიძლება ითქვას თავისი კარგი მხრის მაქსიმუმი აჩვენა ალბათ ცუდი მხარე რომ დაანახოს ისე შორს გაიქცევა უკან არ მოიხედავს ან უარესი შეზიზღდება , მიუხედავად იმისა რომ ერთადერთი რაც ამ გოგოს არ შეუძლია ზიზღია. “ რაში გადარდებს ირაკლი ნუცას აზრი ? “ _მართალია რაში ადარდებს ? არ უნდა რომ ადარდებდეს . სისუსტის ერთი კვირა არ უნდა ერთ თვედ ექცეს . მოეშვა რაც ამ დაწყევლილ ქალაქში ჩამოვიდა . არაფერი არაა ისე როგორც უნდა იყოს და უკვე აღიზიანებს. გაერთო, ახალი ემოციები გატესტა, ადამიანები , ბებია ბაბუა , მაგრამ დიდხანა ასე დარჩენა არაფერს არგებს , აგერ უკვე ერთი პატარა თავხედი გოგო რომელიც , მისი დის პირადი გამრთობი და მზარეულია ტირანის დაძახებას უბედავს. არა სხვისგან შეიძლება კომპლიმენტად მიიღოს , მაგრამ ნუცასგან ამის მოთმენა? თავის დამდაბლების ტოლფასია. დღეს მას გაუტარებს რამეს, ხვალ მტრები გაუბედავენ. ისე ღრმად წასული გაუყვა გზას , ვერც კი მიხვდა როდის გადავიდა სირბილზე . ისეთი სუფთა ჰაერია ალბათ მისი მწევლის ფილტვებისთვის მძიმე მოსანალებელი , ამიტომაც უჭირს ასე სუნთქვა . რამოდენი წრე დაარტყა ტბას და ვერაფრით მოიშორა სიმძიმის შეგრძნება გულიდან. მუხლებს ხელებით დაეყრდნო წელმოხრილი ფეხისხმისგან ახრაშუნებული თოვლის ხმა რომ შემოესმა . ხტუნვა ხგუნვით ჩაუარა წინ ცისფერმა ლაბადამ . თან ცდილობდა ფეხი იქ დაედგა სადაც უკვე ნაფეხური იყო ან თხლად იდო თოვლი. აშკარა იყო თოვლის საფარის გაფუჭება არ უნდოდა. ნუთუ არსებობენ ადამიანები ვინც თოვლს უფრთხილდებიან? -არა არ არსებობენ . მის დასანახად აკეთებს ამას , რაც უფრო მეტად ცდილობს მკაცრი იყოს ირაკლი . მით უფრო მეტად ეჩხირება თვალებში ? არა , ვერ დააბრალებს. იმდენი მომენტი ჰქონდა ერთხელ მაინც აჩვენებდა ,რომ მისი ყურადღების მიქცევა უნდა . მისგან ცოტა მოშორებით გაჩერდა უკვე ირაკლის ნაფეხურებისგან გათელილ კვალზე . -ლიკუნამ მთხოვა რომ დამეძახა . თქვა რომ ექიმი მალე მოვა. _პასუხი არ გაუცია , უცნაურად მისჩერებოდა და თვალებს დაატარებდა მის სილუეტზე . -ირაკლიიიი . -გავიგე. _ცივად აქცია ზურგი და სახლისკენ დაიწყო სვლა. თუმცა ისევ უკან შეტრიალდა რომ მიხვდა არ მისდევდა. ინტერესით ათვალიერებდა სახლს და მერე ისევ ჰორიზონტს გაჰყურებდა . პირველად შეამჩნია ნუცამ რა ლამაზი იყო ეს სახლი და რა სასიამოვნოდ ერწყმოდა ბუნებას . როგორი სიმშვიდე იდგა გარშემო და ალბათ რა ბედნიერება უნდა ყოფილიყო როცა ასე მარტივად შეგიძლია გქონდეს ასეთი სახლი და მაინც რაღაც აკლდა . არანაირი ხე არ ჩანდა სახლის წინ . არცერთი მცენარე და მიხვდა თოვლი ალამაზაებდა , გაზაფხულზე გარშემო ყველაფერი გალამაზდებოდა და მხოლოდ ეს სახლი დარჩებოდა ზამთარივით ცივი . -რატომ არ გიყვარს მცენარეები? -მცენარეებს მოვლა ჭირდებათ. _ისევ ზურგი აქცია . მასთან ლაპარაკის სურვილი არ აქვს მითუმეტეს მცენარეებზე . -არ მითხრა რომ თვითონ უნდა მოუარო. _სირბილით დაეწია . -ხო ფული არ მაქვს. _კბილებში გამოსცრა ირაკლიმ. -მცენარეები ლამაზია . - ჩემთვის არა . -უცნაური ხარ . -შენ კიდე ბევრს ლაპარაკობ . -ვიცი , ენას ვერაფერს ვუხერხებ. _გულწრფელად დაეთანხმა . -ნუცაა მართლა გულწრფელი ხარ ? _ამოიგმინა ირაკლიმ მთელი ტანით შეტრიალდა და მხრებში წაავლო ხელი. -რომ არ ვიყო რა აზრი აქვს , მთელმა ქალაქმა იცის ბევრს რომ ვლაპარაკობ . _გაეცინა გოგოს და სწრაფად მოიღუშა რომ მიხვდა როგორ მძიმედ აჭერდა ხელებს . -გულწრფელობა დასაფასებელია და იშივიათი , მაგრამ არ არსებობს . აღარ არსებობს . ერთი ჩვეულებრივო მატყუარა ხარ , რომელმაც საკუთარ თავსაც კი დააჯერა ტყუილი . -შენ კიდე , ზედმეტად სასტიკი ხარ იმისთვის რომ ადამიანებ გულწრფელები იყვნენ შენთან _ რაღაცნაირად მოიშორა ხელები და გულნატკენ მზერას ვერაფრით მისცა სიბრაზის ელფერი. - ადამიანები იმას ფიქრობენ სხვებზე როგორიც თვითონ არიან. _ირაკლის გაცივებულ სახეს , თვალები აარიდა . -მართალი იყო კახა , შენგან თავი შორს უნდა დავიჭირო .. სირბილით წავიდა სახლისკენ .-შენი იმედი არ უნდა მქონოდა. _უცნაური ხმით მოაძახა . მოეჩვენა თუ ტირის? -შეგიძლია გადასცე რომ უკვე გვიანია ._თითქმის კართან მისულს დააწია ფრაზა. ეშინია , კახას ეშინია და ამაზე დიდ სიამოვნებას ვერ მიღეებს დღევანდელი დღისგან ვიდრე ახალა გრძნობს . პრობლემა ისაა რომ მათ შორის ნუცაა და მისთვის ადგილი არ აქვს ირაკლი ცხოვრებაში . არც უნდა . მისნაირი გოგოები არანაირ ჩარჩოებში არ ჯდებიან , ვერაფრით გააჩერებს. არც ფული , არც ფუფუნება არ აბედნიერებს. ერთი შეხედვითაც ნათელია რომ ზედმეტად მოკრძალებულია, ტანსაცმლითაც ჩანს რომ მატერიალისტი არაა. რას აიჩემა ამდენი წლის მერე ეს უაზრო თამაში. იმიტომ არ უყვარს ეს ქალაქი . ისე იკარგება საკუთარ თავს ვეღარ ცნობს . ან მეორე ვარიანტია , თავად თუ ვერ იქნება ის ადამიანი ვინც ნუცათი ითამაშებს და კახას წაართმევზ , შეუძლია ისეთი ვინმე იპოვოს ვინც ამას სიამოვნებით იზამს . ხანდახან საკუთარი ფიქრები აშინებს . სისულელეა. მოწონს კახას ისევ რომ აშინებს , მაგრამ ნუცას ვერ შეწირავს ამ თამაშს . მიუხედავად იმისა რომ სულაც არ ფიქრობს რომ სინამდვილეში ისეთი უმანკოა როგორც ჩანს. არაფერი დაუშავებია .ისე შევიდა სახლში და აღმოჩნდა სააბაზანოში მხოლოდ წყლის შეხებისას მიხვდა ._ მისი ბრალი არაა რომ ორი არანორმალური კაცის შუაში აღმოჩნდა .არ ანებებდა თავს ფიქრები .ვინ იცის იქნებ , მართლა უყვარს კახას . თანაც გაიზარდა ახლა უკვე კაცია და ისევ მხდალივით არ დაიმალება თუ კი ნუცა ეტყვის რომ ორსულადაა. საშხაპის მინას ხელებით მიეყრდნო. -რას ბოდავ ირაკლი? საკუთარ თავს გაუბრაზდა და გაანალიზა რომ უნებურად გაბრაზდა . თვითონაც ხომ გაიზარდა? განა ცუდია ნუცა თუ უნდა ? რამეს აშავებს ? რატომ არ აქვს უფლება ეფიქრებოდეს .იმიტომ რომ არ ჭირდება . იცის ყველაფერი გართულდება. ნორმალური ურთიერთობები არ გამოსდის . თავს მშვენივრად გრძნობს კიკისთან. ღამე მოდის და გათენებისას მიდის ,უხმოდ დაყვება ყველგან და ჩუმად არის .იდიალური პარტნიორია მისთვის და არც ირაკლი აკლებს მის საფულეს რამეს , მაგრამ რატომ არ შეიძლება მასაც ყავდეს ოჯახი? შვილები არ უნდა ზუსტად იცის , მაგრამ ხომ შეიძლება უყვარდეს და უყვარდეთ ? სიმართლე უთხრა , ზედმეტად სასტიკია ცხოვრება და იმდენად ცდილობს ფეხი აუწყოს , ვერასდროს იპოვის სიმშვიდეს და ბედნიერებას . უფლება არ აქვს , თავი დაკარგოს . გრძნობებს აყოლილი ირაკლი სასაცილოა. უბრალოდ არ ჭირდება . ყველაფერი აქვს , საათივით აწყობილია მისი ცხოვრება და არაფერი ახალი არაა საჭირო ამ ეტაპისთვის. ექიმი ასაკიანი ქალი აღმოჩნდა , თუმცა რეალურად ვერ გაარკვია რა ასაკის უნდა ყოფილიყო , ნამდვილად ეტყობოდა თავს კარგად უვლიდა და ინახავდა . მეგობრულად ჩამოართვა ხელი და კეთილგანწყობის გამოსახატად მეორე ხელი მხარზე დაადო . სძულს როცა ასე ესალმებიან . -საშინელი გზაა . უკვე აღარ მეგონა თუ ჩამოვახწევდი. ბებიათქვენი ჩემზე მეტად ღელავდა. _ხაზი გაუსვა ოჯახის ნაცნობობას . უკვე იცის რაც არ უნდა კარგი ექიმი იყოს და ეჭვიც არ ეპარება ასეა , მაინც ყბელაფერს იზამს რომ მის ხარჯზე გამდიდრდეს , ან უბრალოდ იმ სიაში ჩააეწეროს რომელიც მერე თავისუფლად სთხოვს სერვისს. პირველი 20 წუთი ჩვეულებრივ ორატორად გადაიქცა მათი სტუმარი . ერთი სიტყვაც არ მოუსმენია ,ნუცას გაბუტულ ტუჩებს თვალს ვერ აშორებდა , თეთრი სახეზე კარგად უჩანდა შეწითლებული ლოყები და და ერთხელაც კი არ შეუხედავს მისთვის. როგორც იქნა ნანამ ყავა მიაწოდა და ცხელმა სითხემ ცოტახანს დაადუმა ქალი . მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მოულოდნელად წამოდგა ფეხზე და კუთხეში მჯდარი სავარძელში მიყუჟული ნუცასკენ დაიძრა . ბეჭდებით გადატვირთული ხელი შუბლზე მიადო და ამაყად განაცხადა .- მაღალი სიცხე გაქვს გოგონავ. წითელი ლოყები , წყლიანი თვალები . -ხომ გითხარი ნუცა , წამალი უნდა დალიო . წამო . _ხელით ანიშნა ნანამ გაჰყოლოდა . -ბებიაშენმა კი მითხრა , მაგრამ ახლა კი მივხვდი რატომ მალავ ამ მარწყვივით გოგოს. -რა? _პირთან მიტანილი ფინჯანი თეფშზე ხმაურით დადგა ირაკლიმ. გიორგიმ და ლიკუნამ ჯერ ერთმანეთს შეხედეს მერე მთელი მონდომებით სცადეს არ გაეცინათ მაგრამ ბოლოს ლიკუნას სიცილმა აიკლო იქაურობა . ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუსვავს წერტილი . ხვალ პირველი რასაც გააკეთებს ისაა რომ ბებიამისს შეაგნებინებს კარგად ყველაფერს. -საქმეზე გადავიდეთ არ ჯობია? _სწრაფად შეცვალა საუბრის თემა ირაკლიმ. -კი ბატონო გადავიდეთ. მომდევნო ერთი საათი დეტალებში აცნობდა ყველა პროცედურას , მთელი ყურადღებით უსმენდა ლიკუნა და თავში მხოლლდ ერთი კითხვა უტრიალებდა . ნუთუ უღირს ამდენ წვალებად ? არც კი იცის იმუშავებს თუ არა? თან გარკვევით აუხსნა რომ მარტო დამღლელი კი არა ყველაზე მტკივნეული გზის გავლა მოუწევდა. მიეჩვია უკვე ასე ცხოვრებას , უნდა უნდა რომ იბრძოლოს და ბოლოს შედეგი დამარცხება იყოს? -ბოლო სიტყვა შენზეა ლიკუნა , რათქმაუნდა მთავრი შენ ხარ , თუ მზად ხარ ერთი წელი დაგვითმო ჩვენი კლინიკის მხრიდან სრული მზაობაა . -მაგრამ , კლინიკაში არ მინდა. _თვალებინაუწყლიანდა ლიკუნას. ერთიანად დაუდგა თვალწინ ავარიის შემდეგ გატარებული 3 თვე თვალწინ. -ჩვეულებრივი კლინიკა არაა, დამიჯერე სახლისგან ვერ განასხვავებ. _დამშვიდება სცადა ქალმა. -არა . არ მინდა . _უკან დაიწია ეტლიანად. -ლიკუნა _დამფრთხალ დას გაუსწორა თვალი .იცის რაღაც უნდა ქნას რომ აქამდე მოსული ლიკუნა ისევ უკან არ ჩაიკეტოს , მაგრამ არ იცის რა. გამალებით ეძებდა გამოსავალს რომელიც ენის წვერზე ედგა და კითხვის დასმას ვერ ბედავდა . არ უნდა სულელი გამოჩნდეს . გასაგებად აუხსნა ექიმმა რა რთული პროცესი აქვს გასავლელი . -კარგად უნდა დაფიქრდე . _სცადა მშვიდი ყოფილიყო. -არ შეიძლება სახლში გაიაროს თერაპია ? _სადღაც ოთახის ბოლოდან მოესმა ნუცას ხმა და თითქმის მხსნელაად მოევლინა ირაკლის. მის მაგივრად დასვა სულელური კითხვა და მისგან განსხვავებით ნუცას არ ადარდებდა რომ ექიმს გაეცინა მის კითხვაზე . თვალებს უდარდელად აფახულებდა და მთელი ინტერესით შეჰყურებდა ქალს პასუხის მოლოდინში . -ალბათ ხვდებით , რამხელა პროცესი გვაქვს გასავლელი ,თითქმის მთელი წელი მოგვიწევს პროგრამის მიყოლა და რათქმაუნდა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ექთნების და თერაპევტების თანხლებით ,როგორ ფიქრობთ რანაირად მოხერხდება ეს სახლში? -ანუ მოუხერხებელია მაგრამ შეუძლებელი არა? _ჯიუტად შეუტრიალა კითხვა ნუცამ და პირდაპირ ირაკლის გვერდით ჩამოჯდა რომ ექიმი კარგად დაენახა. -გოგონავ ,შეუძლებელი უკვე არაფერია . _ღიმილს ვერ ფარავდა ექიმი , მაგრამ საჭიროა სავარჯიშო მოწყობილებები , თითქმის პატარა სპორტ დარბაზი გვჭირდება , პროგრამა მოიცავს წყლის თერაპიას , გარდა ამისა მოგვიწევს ჩვენი სპეციალისტების მორიგეობით აქ გამოგზავნა . -მერე რა ირაკლის ბევრი ფული აქვს. _ ირაკლისკენ შეტრიალდა გაბრწყინებული თვალებით ნუცა . ღიმილი ვერ დაფარა კაცმა . ისეთი მონდომებით ცდილობდა მის დას დახმარებოდა . -კი მაგრამ ალბათ ხვდებით რომ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დროს მოითხოვს და რათქმაუნდა ადგილს . ფულზე ხომ არ გითხარით რამე , მემგონი ყველამ იცის და ცოტა უხერხულიც კია ირაკლისთან ფინანსებზე საუბარი. _თვალი ჩაუკრა ქალმა . -თანაც მამულში ნამყოფი ვარ აპრობირებული არაა ასეთი მკურნალობისთვის . -და რატომ ვლაპარაკობთ დანარჩენზე ? _დას გაუღიმა . -დაიწყეთ მომზადება თუ პრინცესა ლიკა ვერ მიდის კლინიკაში კლინიკა მოვა მასთან ._მხრებჩამოყრილ დას ზურგთან დაუდგა და ხელები მოხვია. -ნახე ? რაღაცაში მაინც გამოგვადგება ეს აუზი და ლიფტი. -რაა? _თვალები გაუბრწყინდა ლიკუნას . წარმოედგინა რომ სახლში იმკურნალებდა ალბათ დედაქალაქში, მათი სახლებიდან რომელიმეში და ყურებს არ დაუჯერა ირაკლის სიტყვები . -გინდა რომ აქ ? ჩვენს ქალაქში ? შენს სახლში? - შენ სადაც გინდა იქ , შენი გადასაწყვეტია, თუ გადაწყვიტავ რომ მამულში უნდა დარჩე დარწმუნებული ვარ ბაბუა პატარა არქიტექტურულ ჩარევაზე უარს არ გეტყვის თუ არა და სახლი შენს განკარგულებაშია . . _დის ბენდიერი თვალების დანახვისას თავს , მშვიდად და მსუბუქად გრძნობდა. სულ ასე იყო , მხოლოდ კმაყოფილი ლიკუნა აბედნიერებდა და დრო და პრობლემები ვერაფერს აკლებს მის გრძნობას დის მიმართ. -ალბათ ხვდებით რომ სახლის გადაკეთებაზე დასაკარგი დრო არ გვაქვს. _უკმაყოფილებას ვეღარ ფარავდა ექიმი. -მაინც ვფიქრობ რომ გონივრული იდეა არაა სახლში … -გადაწყვეტილია აქ , აქ ვიწყებბთ მკურნალობას . _პატარ ბავშვივით შემოჰკრა ხელები ერთმანეთს და ნუცას გაუღიმა . - რა გაეწყობა. _ამოიოხრა ექიმაა და ფეხზე წამოდგა. ვეცდები ხვალიდან შევუდგე საქმეს . რაც ნაკლებ დროს დავკარგავთ მით უკეთესი ჩვენთვის. დაგემშვიდობებით . _გარიგებით არც ისე კმაყოფილმა ექიმმა ვახშმად დარჩენა არ ისურვა . -მამულში მელოდებიან , ძველ დაქალს უარს ვერ ვეტყვი. -ბებოს არ უყვარს უარს რომ ეუბნებიან, მაგრამ მთლად დრტალებსაც ნუ მოუყვებით გთხოვთ. -ლიკუნა , ბებიაშენის მეგობრობამდე ექიმი ვიყავი.არ ინერვიულო. _ქალმა სწრაფად შეიკრა პიჯაკი . -მძღოლი წაგიყვანთ._ბოლოწუთას შემოსული გიორგი გაყუნულ ხელებს ერთმანეთს უსმევდა. -ოჰ არ ინერვიულოთ , უკვე მელოდებიან , ყველაფერზე იზრუნა ლილიმ. ახლა ერთადერთი სანერვიულო ეს გოგო გყავს . _ ანიშნა ნუცასკენ რომელიც ლიკუნასკენ მიჩოჩდა და რაღაცაზე ეჩურჩულებოდა. -ალბათ ხვდებით ბებიაჩემს როგორ უყვარს რაღააცების გაზვიადება. კარამდე მიჰყვა ირაკლი. -ოჰ არა ჩემო კარგო , ლილიკოს არ უთქვამს არც სახელი და არც არაფერი . ისე გელაპარაკე 29 წუთი სიტყვა არ გაგიგია . კაცებს თვალებით უყვართ. -ქალებს ? _გაეღიმა ირაკლის. -ქალებს ენით. მიუხედავად იმისა რომ ზედმეტი იყო, სიყვარულზე ლაპარაკი ირაკლისთვის , ფიქრობდა რომ იყო რაღაც აზრი ექიმის ფრაზაში. ირაკლიიიი._ორი წუთიც არ აცადა გარეთ დარჩენა ლიკუნამ . კართან ელოდებოდა . -რა მოხდა? -მოდიი ._ხელით ანიშნებდა და რომ მასთან ახლოს მიწეულიყო. -ისს? _ჩურჩული დაიწყო ლიკუნამ. -ვინ ?_დის წინ მომღიმარი ჩაიმუხლა. -ესს. _თითით ანიშნებდა ზურგს უკან რაღაცისკენ. -ლიკუნაა , შენს უკან კედელია. -უიმეე , ნუცა ადამიანო . _თითქმის დარწმუნებული იყო რაც უნდა ეთქვა , ისიც იცის რას უპასუხებდა და უარყოფითი პასუხის გაცემა არც კი განიხილებოდა .გული ისე აუჩქარდა ვერც კი გაიგო რატომ? -როგორც შენი გინდა ლიკუნა , თუ თვლი რომ შენთვის მნიშვნელოვანია , ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს . მე ის მინდა რაც შენ გაბედნიერებს. -ნუცა , ჩემი ის მეგობარია რომელიც არასდროს მყოლია. _მოიღუშა ლიკუნა, იმის გახსენებაზე რომ მეგობრები რომლებიც ეგონა რომ ჰყავდა მაშინვე დაიკარგნენ როცა გაიგეს რომ სიარულს ვეღარ შეძლებდა. -მზარეულობას ვაბრალებ , მაგრამ მეშინია რომ თუ სამსახური არ ექნება ისიც წავა. -ლიკუნა. ყველა იდიოტია ვინც შენგან წავიდა , ჩემი ჩათვლით გესმის? _ხელები მაგრად მოხვია და მკლავებში მოიქცია. -და თუ წასვლა გადაწყვიტა უნდა გაუშვა , რადგან არ იმსახურებენ შენს ცხოვრებაში ყოფნას . -კი მაგრამ , სიკვდილივით ეშინია შენი , წავა აბა რას იზამს . -ლიკუნა , აქ არასდროს არ ვარ. მაქსიმუმ თვეში ერთხელ მნახო, ისიც იმიტომ რომ ჩემი და ხარ განა მიყვარხარ. _ცხვირზე მოუჭირა ხელი. - ხომ იცი რომ შენს გამო ყველაფერს ვიზამ. -ვიცი . -ვინიცის იქნებ თვითონ არ უნდა აქ წამოსვლა? -მმმ, გააჩნია რამდენი გემეტება ნუცასნაირი მზარეულისთვის? - გააჩნია რას შემომთავაზებს. _ქვედა ტუჩი მოიკვნიტა დის დასანახად. -ოოო ირაკლი . _ხელი მიჰკრა დამ . -მერე იტყვი ბებო საიდან იგონებს რაღააცებს . -ლიკუნა არ უნდა წავიდეთ ? -ვახშმად დავრჩეთ. _ნუცას უკმაყოფილო სახით მიხვდა ლიკა მთლად ადვილი არ იქნებოდა ნუცას აქ გადმოსვლის ამბავი , ამიტომ როგორც სჩვევია საყვარელი კატის თვალებით ძმას შეაჩეჩა პრობლემა. ცოტახანს დის წინ ჩამუხლული უსმენდა ნუცას , რომელიც დაბალი ხმით ცდილობდა მისაღების კუთხეში მიმალული ,კახასთვის ეთქვა რომ ვერ შეხვდებოდ. ძმის თვალებში ,დანახულმა ცეცხლმა უფრო შეაშინა ლიკუნა , წელში გამართული დაიძრა და ნუცას პირდაპირ ჩამოჯდა . შერცხვა ასე რომ იყენებდა თავის ავადმყოფობას , მაგრამ მარტოობას ვერ გადაიტანს კიდევ ერთხელ. მორცხვად დახარა თავი და მიზეზად მოიდო რომ ნახვა უნდოდა ნანა რას ამზადებდა . -ნუცა, აქ იცხოვრებ. _თითქმის ბრძანებასავით ჟღერდა მისი ხმა და გიორგის ჩახველებით მიხვდა რომ არასწორი ტონი აიღო. -იმის თქმა მინდა რომ ლიკუნას უნდა გამოყვე, დარწმუნებული ვარ შენც არ გინდა ლილისთან მარტო დარჩენა. -აქ რატომ უნდა ვიცხოვრო? _დაბნეული ახამხამებდა წამწამებს, თითქოს ახალი ამბავიდან მხოლოდ ეს იყო საგანგაშო. და მართლაც რატომ უნდა ეცხოვრა? საიდან მოიტანა რომ აუცილებელი იყო მისი აქ დარჩენა? მაგრამ აწყობს. უნდა და სჭურდება ზუსტად იცოდეს რომ მის სახლშია. -იმიტომ რომ , საჭიროა. -არა._თავი გააქნია ნუცამ. -შენს სახლში ვერ ვიცხოვრებ, მირჩევნია ყოველდღე ვიარო. პატარა ქალაქია. ასე ჩემს ცხოვრებასაც მივხედავ და … უნდოდა ეთქვა რომ რთული არ იყო მისთვის აქ სიარული ყოველდღე მაგრამ ირაკლიმ მხოლოდ ის გაიგო რომ სხვების აზრი დიდად ადარდებდა ამ გოგოს. -იცხოვრებ. _კბილებში გამოსცრა -ირაკლი იმის თქამს ცდილობს , რომ სავარაუდოდ თავიდან რთული და შეიძლება მტკივნეულიც კი იყოს ლიკუნასთვის ახალი მკურნალობა . _თითქმის ჩურჩულით უთხრა გიორგიმ და წამოეშველა ირაკლის. -არ მგონია მარტო ნანა და ექთნები დაეხმარონ . -გეყოფა გიორგი , მისი დარწმუნება არ მჭირდება . ერთადერთი ის მინდა რომ აქ დარჩე და ლიკუნას მეგობარი იყო , სულ ფეხებზე , რას იფიქრებს შენი რომეო, მე შენ მჭირდები შენ კიდევ ბავშვთასახლი გჭირდება. -რას აკეთებ ირაკლი? _ თვალებით ანიშნებდა გირგი გაჩუმდიო. -იმას რაც ყველაზე კარგად გამომდის . მოლაპარაკებას .სანამ შანტაჟზე გადავალ. _აგრესიას ვეღარ ფარავდა უარით გაღიზიანებული ირაკლი. - მემგონი საქმე გაქვს აარა გიორგი . _უხმოდ გაეცალა გიორგი . იცის თუ ჩარევას მოინდომებს , უფრო გაღიზიანდება . მართალიცაა ისე უცბად მოიცვა სიბრაზემ უკვე ვეღარ არჩევდა რას ამბობდა რას ფიქრობდა . უნდოდა მოსჩვენებოდა და მართლა არ ადარდებდეს ნუცას ხალხის აზრი , კახას აზრი. ჯერ კიდევ დილას გამეტებით ამტკიცებდა რომ ეს ორი ერთმანეთს იმსახურებს და ფაქტის წინაშე კი სრულიად უძლურია. იმაზე უფრო ცოფდება რომ თავს ვერაფერს უხერხებს თუ იმაზე რომ კიდევ ერთხელ უწევს განზე გადგომა კახას გამო . -ისედაც ლიკუნას მეგობარი ვარ. _ყელში ჰქონდა ბურთი გაჩხერილი ნუცას. ვერაფრით გაიგო , რით დაიმსახურა ეს ტონი და ირაკლის ასეთი მიდგომა.რა საჭირო იყო მოლაპარაკება ან შანტაჟი , განა შეიძლება მეგობარი უყიდოს დას ? -მაღაზიაში ხომ არ ვიყიდები. _თვალები აუწყლიანდა . ისედაც სიცხისგან ეწვოდა არ გასჭირვებია ცრემლებს თვალის ჭრილის შევსება. -ყველა და ყველაფერი იყიდება . ბევრად ადვილი იქნებოდა მაღაზიაში იყიდებოდე. _ნერვიულად შემოუარა მაგიდას და პირდაპირ ნუცას წინ ხის თეთრ პატარა მაგიდაზე ჩამოჯდა. კარგად გაუსწორა სახე და ირონია აიკრა.- გიყიდიდი და ნერვებს აღარ მომიშლიდი, ყოველდღე დიდი ლუკმასავით არ გამეჭედებოდი ყელში , მაგრამ არ შემიძლია . ამიტომ შეთანხმების ყიდვა მომიწევს ქალბატონო ,შენ აქ რჩები და ერთადერთი რაც გევალება ლიკუნას მეგობრობა და ჩემი ღამის კომპანიონობაა ან დღის , გააჩნია რა ხასიათზე ვარ . _ეშმაკურად გაუღიმა. მე კი გარანტიას გაძლევ , შენი ბავშვები ლამაზ და თბილ სახლში იცხოვრებენ , ყველა შენს პრობლემას მოვაგვარებ და კიდევ ვისიც გინდა იმის._ ხელი სულერთიას ნიშნად აიქნია.-, ვიცი რომ ნახევარი ქალაქის უსაქმურებზე შენ დარდობ. ორივე კმაყოფილები ვიქნებით. _თავისი თავისაც კი გაუკვირდა როგორ შეძლო ერთ წინადადებაში თავის მოყრა ყველაფრის , მაგრამ კმაყოფილი იყო , საკუთარ მოლაპარაკების უნარს ვერაფერს დაუწუნებს. -ხუმრობ არა? _სიცილი აუტყდა ნუცას .მერე უფრო უმატა ხმას და ბოლოს გულიანად იცინოდა. მომესმა ?არა ნამდვილად მოესმა . კომპანიონობა ? და-ძმამ დაიქირავეს ? დღე დას გაართობს , საღამოს ძმას . როგორია? როდის ? როდის მისცა იმის საბაბი რომ ეს გაუბედა . არა საბაბი არ მიუცია. მისი არსებობაა სააბაბი ირაკლისნაირი ადამიანებისთვის . მის თვალში არანაირი ფასი არ აქვს , იმიტომ რომ მასზე დაბალაა . ვერასდროს წარმოიდგენდა რომ როდესმე ასეთ რამეს შესთავაზებდნენ , ასე დააამცირებდნენ. არანაირი ფასი არ აქვს მის არსებობას ირაკლისნაირ ადამიანებში, ალბათ რამდეჯერ დასცინა.ყველანაირი ადამანი უნახავ ჰგონია , მაგრამ პირველად ნახა ადამიანი რომელმაც “ფასი” დაადო , პირდაპირი მნიშვნელობით. ვინ არის ნუცა? სიმწრის სიცილს ცრემლი შეერია. -შენი აზრით მე ნივთი ვარ? ან ან .. გაუჭირდა სიტყვის მოძებნა .-ან იაფასიანი გოგო რომელიც.. _ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს უშვებოდა. მისი ხმა , შიშთან ერთად მიმალულიყო სადღაც მის სხეულში . ყველაფერს გრძნობდა , სიბრაზე , ტკივილს, დამცირებას მაგრამ არა შიშს. არა არ ეშინოდა . მართალი იყო არაფერი აქვს წამოსაძახებელი .მისი ბრალი არაა , რომ ეს კაცია გახრწნილი . უნდა უპასუხოს , ახლა ამ საზიზღარი ადამიანისთვის პასუხის არ გაცემა უბრძოლველად დანებებას ნიშნავს .რა უნდა უპასუხოს ან როგორ? არცერთი ნერვი არ ემორჩილება. შეწითელბულ სახეზე ხელები აიფარა იმის იმედით რომ ხელები მაინც ექნებოდა ცივი , მაგრამ ხელები სახეზე მეტად უხურდა. გარშემო ყველაფერი ზანზარებდა , ნერვიულობისგან ყურებში უცნაური ხმა ჩაესმოდა . ფეხზე ფრთხილად წამოდგა , მასთან ერთად ირაკლიც და იმდენად არ მოეწონა მისი გამომეტყველება დაუფიქრებლად წატანა ხელი რომ დარწმუნებულიყო კარგად იყო. თუმცა წამში ჩამოწია, როცა გავარვარებული თითები შეეხო სახეზე და საკუთარი კანის ტკაცუნის ხმამ შეაწუხა. სახე თვითონაც აეწვა და ტუჩის კუთხე ენით გაისველა. ამაზრზენი დასანახი იყო ნუცასთვის , ირაკლის გამოხვედა ამ წამს . გულისრევის შეგრძნებაც კი დაეუფლა . სანამ ირაკლი დამცინავი ღიმილით ტექსტს ალაგებდა , სწრაფად გაუსხლტა ხელიდან. ცოტახანში გარედან მოესმა ხმა როგორ ცდილობდა გიორგი მის დარწმუნებას რომ თვითონ წაიყვანდა . თვალები დახუჭა, რომ გაეაზრებინა , რა მოხდა . თითქმის ახლიდან გაიარა მთელი სცენა და მიხვდა სიბრაზისგან დაბრმავებულმა მთლად ისე ვერ განახორციელა გეგმა როგორც უნდოდა. -გეფიცები , ყველაფერს არანორმალური ხარ ._კარში შემოსულმა გიორგიმ ტაში დაუკრა . -კრიტიკა შენთვის შეინახე. - რა ჯანდაბა მოგივიდა? -არაფერი._უდარდელად დაეშვა სავარძელში . -რა დღეში ჩააგდე მაინც თუ მიხვდი ? -ოჰჰ, ნუ დარდობ , დარწმუნებული ვარ დაფიქრდება და ხვალ თავად მოვა . _გიორგიმ სიცილი დაიწყო .უკითხავად შეუვსო ჭიქა და მიწოდა. -მოვა? ელოდე . არაფერი არ აქვს საერთო იმ ქალებთან ვისაც იცნობ. _კარგად დააკვირდა ირაკლის ჩამუქებულ თვალებს.-გასაგებია , აჰჰ აქამდე როგორ ვერ მივხვდი. სწორედ ეგ გადარდებს რომ არ გავს არა? ვერ წარმოგიდგენია როგორ შეიძლება მისნაირი არსებობდეს რადგან , ვერ მიწვდები. ადვილად ვერ მოიქცევ კლანჭებში . შენი სიბრაზე და ეს ცხოველივით თავდასხმა იმ საწყალზე მხოლოდ იმის ბრალია რომ ზედმეტად კარგია შენთვის? -მივწვდები , რომ მინდოდეს არ იდარდო. -იმის მერე რაც დღეს ქენი ?_თავი გაუქნია გიორგიმ. -ვერა ირაკლი ვერ მიწვდები . იმიტომ რომ ერთადერთი რაც იცი შენი საფულის ტრიალია. ღმერთო ასე მოულოდნელად ჩემს თვალწინ , ფაქტიურად კონტრაქტი შესთავაზე . არა რას ფიქრობდი, საერთოდ თუ ფიქრობდი . -ზედმეტად ხომ არ გადარდებს მისი ბედი , იქნებ რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი? -ჰაჰ, და მე რომელსაც მეგონა რომ ოდნავ შეიცვალე. _ გაბრაზებულმა ხმაურით დადგა ჭიქა მაგიდაზე და გაეცალა. ჰო თავის ღორსებების სიაში ადამიანების დამცირების და გაქცევის ნიჭს , საპატიო ადგილი უკავია. უხმოდ ცდილობდა სუნთქვა დაემშვიდებინა. სინანული არ სჩვევია და არ ნანობს . დრო რომ დააბრუნოს იგივეს იზამს , რადგან სხვანაირად არ შეუძლია. სხვანაირად ვერ აუხსნიდა რა უნდა მისგან . ლოგიკურია სანაცვლოდ რომ რაღაც შესთავაზა . უბრალოდ ეს გოგოა ზედმეტად სულელი , ასერომ უკრა ხელი გულუხვ შეთავაზებაზე. რატომ არიან ახალგაზრდა ქალები ასეთი იდიოტები? შეუძლიად სრულიად უფასოდ დაუთმოს ყველაფერი, გული , სხეული იმის მაგივრად რომ შანსი გამოიყენოს . თანაც ხომ იცის რომ ირაკლის ბიუჯეტს საზღვარი არ აქვს ? შეუძლია 22 წლის ასაკში ჰქონდეს ყველაფერი ის რაზეც ასე ოცნებობს ნებისმიერი ახალგაზრდა ქალი , მაგრამ არა ვინ მისცა იმის ბედი რომ ასეთი მარტივად დასარწმუნებელი გოგო შეხვედროდა? რათქმაუნდა დედამიწაზე ყველა მატერიალურ სიამოვნებისადმი ზიზღით განწყობილი გოგო მას უნდა ეპოვა . თუმცა ერთი რამე ავიწყდება მისი ცხოვრეების და ბედის მწერალს, არც ისაა ადვილად დასამორჩილებელი კაცი , რაც უფრო მეტად უძალიანდებიან უფრო მეტად იბრძვის . ზუსტად იცის ათასი უარის შემდეგ ათასმეერთე იქნება კი . შეიძლება ბედნიერება და სიმშვიდე არ იცის რა არის , მაგრამ რაღაცის ვერ მიღება ჯერ არ გამოუცდია და არც ეს პატარა ჭინკაა გამონაკლისი. ყველას და ყველაფერს აქვს ფასი, სიყვარულსაც , ღმერთო ჩემო მღვდლები სულსაც კი ყიდიან უკვე და ვერავინ დააჯერებს რომ ნუცას სხეულს ვერ იყიდის . კი ადამიანები იყიდებიან , იყიდებიან ფულზე , ოქროზე , ძალაუფლებაზე , მთავარია გაიგოს ნუცა რაზე იყიდება… მაგრამ ჯერ ლიკუნას პრობლემა უნდა მოაგვაროს .ზუსტად იცის არაფერს აპატიებს ლიკუნა , დასაწყისისთვის უნდა დაითანხმოს რომ ლიკუნას გვერდით დარჩეს . რაც ძალიან მარტივია ამისთვის რაიმეს შეთავაზება არ ჭირდება გარდა ხელფასისა და სავარაუდოდ კარგი ბოდიშის მოხდა მოუწევს. ერთ მოყუდებაზე ჩაცალა ჭიქა . იცის სავარაუდოდ ფეხით წავიდა, სიცხიანი და ისეთ შოკშია ირაკლის პატარა შეთავაზების შემდეგ . ძალიან შორს არ უნდა იყოს და ამ ამბავს იქამდე მოაგვარებს ვიდრე ლიკუნა რამეს გაიგებს. იკაზეც იზრუნა რომ გარეთ მოუმზადებელი არ გავიდეს . -გიორგი გასაღები._ჰაერში აწია ხელი , ჭიშკართან პატარა ოთახში მიაკითხა , პირველად ნახა ეს ადგილი და არც ისეთი პატარა იყო როგორც გარედან ეჩვენებოდა. ეხლა ხვდება რატომ ატარებს გიორგი უამრავ დროს სულ ასეთ პატარა ოთახში. უამრავი ეკრანი იყო ერთ კედელზე. პატარა სავარძელი , ხელსაბანი . ინტერესით ათვალიეფებდა და გიორგის წარბაწეულ მზერას რომ გადაწყდა , ხელი ჩამოწია . -საით? - გამოუსწორებელი ნაძირალა , ბოდიშს იხდის . -აჰა და ხვალამდე ვერ მოიცდი, მაინდამაინც ამ შებინდებულზე უნდა იარო და თან მანქანით. -კარგი , _ამოიოხრა ირაკლიმ. -იდიოტივით ვიჩქარე , რაც ნამდვილად არ შემეფერება , დამავიწყდა რომ მარტო ჩემი ჰორმონები არ იდო სასწორზე და ლიკუნა მიჭაჭვულია ამ , ამმ … ამ ტუტუც გოგოზე. რაც მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას მით ნაკლებად მოგვიწევს ლიკუნას ცრელმების ყურება. - მე არაფერი მიქნია. _მხრები აწია გიორგიმ . -გიორგი? თავი მისკდება და ნერვები არ მაქვს რომ.. -მოდი. _ხელით ანიშნა შემოდიო. -დრო არ მაქვს დროზე რა . -მოდი მოდი დაჯექი რაღაც უნდა გაჩვენო . სავარძელში ადგილი დაუთმო გიორგიმ. -მადლობა რომ გადაწყვიტე ანგარიში ჩამაბარო რაში ხარჯავ უსაფრთხოებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს , მაგრამ დრო არ მაქვს . უხალისოდ ჩაეხეთქა სავარძელში და ისე ესიამოვნა რბილი საზურგე გაკვირვებული თვალებით ახედა გიორგის. -ოჰჰ გიორგი , ეს სავარძელი მჭირდება . -მანქანა არ გჭირდება . რამოდენიმე ღილაკს დააჭირა გიირგიმ და ორი ეკრანი გაადიდა მის წინ. -ჯანდაბა შენ რა , მთელ ქალაქს უთვალთვალებ ? -არა ნახევარს რომელიც შენი სახლის მხარესაა. _სრული სერიოზულობით განაცხადა . -ეს შენი სახლის შემოსასვლელია , წინა მხარე . ეს უკან . მეორე ეკრანზე თითით აჩვენა. -აი აქ გზაა გადის , რომელიც ქალაქს უერთდება და ავტობუსის ხაზი . -გიორგი ,მომეცი რა გასაღები . -ანუ ჩვენი სამოცდამეჩვიდმეტე კამერა სწორედ ამ გზას უყურებს და ავტობუსის გაჩერებას რომელიც დაახლოვებით 5 წუთშია და აი ისიც . შენი ნამოქმედარის შედეგი . ხელით მიაკაკუნა ეკრანზე . პატარა მინის გაჩერება თოვლით იყო დაფარული და წერტილივით ჩანდა შიგნით სკამზე ფეხებმოხრილი ნუცა . ცისფერ ლაბადაში გახვეული . -უკანა მხარეს უნდა გავიდე? _სწრაფად წამოხტა ირაკლი ფეხზე . -ავტობუსს რომ გაჰყვეს ? -დღეს არცერთს არ გამოუვლია ._კარში გასვლა აცადა ირაკლის და კუთხეში მჯდარ ბიჭებს ანიშნა გაყოლოდნენ .- შორი დისტანციით ბიჭებო. ზუსტად იგივე პოზაში იჯდა როგორც კამერაში ნახა. თავი მუხლებზე ედო . ხელებზე სვიტრის მკლავები ჰქონდა ჩამოფარებული რომ როგორმე გაეთბო, ფეხები ისე ჰქონდა გაყინული თითებს ვეღარ გრძნობდა . მხოლოდ ლოყები უხურდა ისიც სიცხისგან. აკანკალებდა , მაგრამ ვირუსს უნდა უმადლოდეს თუ ირაკლის ? ლოყებზე ჰქონდა შემშრალი ცრემლის კვალი და თავი და თვალები ისე ეწვოდა , თავი იმ ფილმში ეგონა სასოწარკვეთილი გმირები ემოციებისგან განადგურებულები აზროვნებას რომ კარგავენ. ალბათ ქეთა ეტყოდა რომ ცოტა გააზვიადა , მერე რა რომ უხამსი წინადადება მიიღო . ღიმილით უნდა ეპასუხა და გასცლოდა, რომ უფრო მეტად ჭკვიანი უნდა იყოს , მაგრამ მას არ მოსწონს ესეთი თამაშები. უბრალო გოგოა , უბრალო ოცნებებით და ამბიციებით. ბედნიერება უნდა , კარგი შეყვარებული , ოჯახი და არა ვიღაცის სათამაშოდ ყოფნა . მითუმეტეს კაცის რომელიც ასე აშკარად სთავაზობ მეძავობას და თანაც ყველას თვალწინ. არა პირდაპირ არ უთქვამს , მაგრამ რაღა უკლდა? ფულით უნდა იყიდოს მთელი მისი არსებობა . საკუთარ დასაც კი უნდა უყიდოს მეგობარი. შწურაწყოფილია , თავი ასეთ დამცირებულად აასდროს უგვრძნია. არასდროს შერცხვენია საკუთარი ისტორიის , მაგრამ ვიღაცამ მაინც ჩათვალა მის სისუსტედ მარტო ყოფნა და არაფრის ქონა . გადაწყვიტა რომ ადვილად ხელწამოსაკრავია, რომ ორ კაპიკზე გაიყიდება . -არ ვიყიდები . _სრუტუნს ამოყალა თავისთავთან მუსაიფით გაბმულმა . -მე კი გითხარი რომ ყველა და ყველაფერი იყიდება. _ირაკლის ხმამ ისე შეაკრთო მხოლოდ მინას აეკრა და ფეხის ფაშლაც ვერ გაბედა ასადგომად. -მისმინე ნუცა ._გვერდით გაბედულად მოუჯდა და ახალდაგებულ გზას მიაშტერდა. -ჩემთვის ყველაფერა ფასი აქვს . შენთვის შეიძლება არა. ჩემთვის ყველაფერი ფულით და ძალაუფლებით წყდება , შენთვის შეიძლება სულ ერთია. იმის თქმას ვცდილობ , რომ ჩემნაირი ადამიანისგან ასეთი წინადადება არ უნდა გაგკვირვებოდა , ზუსტად ისე , როგორც მე არ მიკვირს შენი რეაქცია , მიუხედავად იმისა რომ მგონია , შენც გაქვს შენი ფასი. მე კი მიყვარს გამოცანები და გამოწვევები . _თავი დააქნია. -ჯანდაბა ნუცა , ძალიან მიყვარს და ზუსტად ასეთი გამოწვევა ხარ ჩემთვის. გესმის რის თქმას ვცდილობ. -რომ კარგად გართობ ? _დაკარგული ხმა მოძებნა და ტირლნარევ ბგერებს თავი მოუყარა. -ხო , ზუსტად . _გაუღიმა . -და იმის გამო ბოდიშს ვერ მოვიხდი , რაც ასე ძალიან მომწონს. რაც უფრო მეტად შემებრძოლები მით უფრო მეტად მოვინდომებ შენი ნამდვილი სახე ვნახო , რომელსაც ამ უბიწო მხიარული გოგოს უკან მალავ. რაც უფრო მეტად შეეცდები თავი ჩემგან შორს დაიჭირო , როგორც კახამ გითხრა მით უფრო მეტად ახლოს ვიქნები , რომ როცა ნიღაბს მოიხსნი წინა რიგში ვიყო . ბოდიშს ვერც იმის გამო მოგიხდი რომ მინდა ჩემთვის დაგიტოვო გემო გაგისინჯო , ყველა კაცს უნდა , ნორმალურია და სურვილში არაფერია მიუღებელი. -არაფერია მიუღებელი ? _წამოენთო ნუცა . -ანუ ნორმალურია შენთვის , შანტაჟი და ფულით ნაყიდი მეგობრობა? -სწორედ იმას გიხსნი რომ , ჩემთვის მიზანი ამართლებს საშუალებებს , თუმცა ნამდვილად მაქვს ბოდიში მოსახდელი , იმის გამო რომ შენი მეგობრობის ყიდვა ვცადე . ვიცი არ იყო საჭირო, ისიც ვიცი რამდენს ნიშნავ ლიკუნასთვის და ისიც რომ არავის თხოვნა არ გჭირდება და მასზე იზრუნებ. დანარჩენს არ ვნანობ და იგივე აზრზე ვრჩები, რომ ცოტა ჭკვიანი რომ იყო ჩემს წინადადებას დათანხმდები . -ავადმყოფი ხარ . _ფეხზე წამოხტა ნუცა . -მოიცადე . _მკლავში წაავლო ხელი. - რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ ლიკუნას გამო. -არ მინდა შენთან შეთანხმება. _გაიბრძოლა რომ თავი გაეთავისუფლებინა . -გინდა. _მეორე ხელიც წაავლო და მაგრად გააკავა. -ლიკას ჭირდები და შენი ძალით დატოვება , რომ მომიწიოს მაინც დაგტოვებ. _სიბრაზე მოერია კაცს . არა ბოდიში მოუხადა , 20 წუთია უხსნის მშვიდად რა უნდა მისგან , მეტი რა უნდა ქნას . -ერთადერთი მეგობარი ხარ მისი და იმ რთულ გზაზე რომელსაც იწყებს შენ ჭირდები. არც ისეთი ანგელოზი ხარ ასე რომ ტოვებ . ხედავ არაფერი შემშლია. _ირონია ვერ დამალა და ხელი შეუშვა . -შენი დის მიტოვებას არ ვაპირებ.შენგან განსხვავებით , მეგობრობის და სიყვარულის ფასი ვიცი . _კბილებში გამოსცრა ნუცამ . სულ ერთი წინადადება თქვა და ზუსტად მოარტყა. არცერთი სანტიმეტრით არ აუცილებია . -დასაწყისისთვის ერთი შეთანხმებაც არაა ცუდი, დამიჯერე ლილიზე უარესი უფროსი არ ვარ . -არ მითქვამს რომ შენთან ვიმუშავებ. _ზურგი ცივად აქცია ნუცამ და გზა გააგრძელა . -მეგობრობას მუშაობა არ ჭირდება . ნაადრევად იზეიმა გამარჯვება ირაკლიმ. სიმწრისგან კბილები დააჭირა ერთმანეთს და სცადა როგორმე რისხვა შეეკავებინა .-ნერვებს მიშლი, ნერვებს რომელიც არ მქონდა მეგონა. სწრაფი ნაბიჯით მიყვა უკან და ისევ ხელი წავლო . -მოდი აქ . ყელში ამომიხვედი . ერთი ხელი წელზე წაავლო და წამში მოიკიდა მხარზე . -რას აკეთებ.გამიშვი . _ჯერ ზურგზე ურტყავდა ბოლოს ფართხალი დაიწყო . -დამივარდები . _ცდილობდა მაგრად გაეკავებინა და ორივე ხელით უჭერდა ფეხებს . სახლის ჭიშკარს რომ გაადაბიჯა , სწრაფად მოზომა თვალით სად იდო ყველაზე სქლად თოვლი და ტომარასავით მოისროლა. -აქ რჩები და ისე მოიქცევი რომ გიორგის ასი ლარი გიორგის დარჩეს . ორი სიტყვის მოსმენა მინდა შენგან , დიახ ან არა . ჩემთან იმ დღიდან იმუშავებ როცა ლიკა გადმოვა და 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი გექნება. ერთი დღე დასვენება , შეგიძლია ხელფასი და დღე თვითონ აირჩიო . -ეეე , მე რატომ არ ვირჩევ ჩემ ხელფას? _ხელები გადაიჯვარედინა გიორგიმ და მომღიმარი დააშტერდა თოვლში ჩამუხლულ ირაკლის რომელსაც ისევ ნუცას ხელები ეჭირა. -არა. _ ისევ გაფართხალდა ნუცა . -შეგიძლია არა თქვა , მაგრამ იმედია იმდენი ეკონომია გააკეთე ჩემებთან მუშაობით რომ შენ მოგიწევს როცა შენი ქეთოს მშიბლების იპოთეკით დატვირთული სახლს ბანკი გაყიდის. ან დავითის სახლში მცხოვრებ 5 სულიან ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე დარჩება. როცა ქეთოს ცეკვის დარბაზს ავარიულობის გამო დაკეტავენ ან როცა ლილი მამამის პენსიაზე გაუშვებს. ეს ისაა რაც ჩემით გავარკვიე თანაც ისე რომ ერთი თითიც კი არ გამინძრევია. წარმოიდგინე რამდენი ასეთი ადამიანის მოძიებას შეძლებს გიორგი რომ დავავალო? -მანიაკი ხარ. _მთელი სხეული მოუდუნდა ნუცას , ძალა აღარ ჰქონდა ისეთი სიზუსტით ლაპარაკობდა ირაკლი , ამჯერად შიშისგან გააკანკალა და თვალები დახუჭა რომ ცრემლები შეეკავებინა . წამით გადაუარა სიბრაზემ ირაკლის , ოჰ, სძულს ცრემლები . მიხვდა ზედმეტად შორს წავიდა , ალბათ სამუდამო მონსტრის იარლიყი აირტყა ნუცას თვალში და გულმა მოუჭირა. -პირობა მარტივია, იმის თქმას ვცდილობ , რომ შენ ყველაფერს აკეთებ ჩემი საყვარელი ადამიანის გამო , მე კი ვეცდები შენს საყვარელ ადამიანებზე ვიზრუნო. _ერთი ხელი შეუშვა , გაცხელებულ ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ცერა თითი გაუსვა და ხელი თავქვეშამოსდო . -მოდი , ადექი . სატირალი არაფერია. კარგი გარიგება კარგი მეგობრობის საწინდარია. არაფერია ამ ამბავში სატირალი , ისეთი არაფერი შემომითავაზებია რომ შენ არ გინდოდეს. _ფეხზე წამოაყენა და თოვლი ჩამოუბერტყა , ქუდიც კი საკუთარი ხელით შეუსწორა და გაფართოვებული თვალებით მიშტერებულს საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამოსდო . -დანარჩენს დრო გვიჩვენებს , რომელიც ძალიან ბევრი მაქვს. რამე მაგარს დალევდა კაცი , ერთმანეთს გაუსვა ხელები და სახლისკენ დაიძრა. ზურგი კარგად აქცია თუ არა და თავი დაიგულა რომ არავინ უყურებდა გაღიმებული სახე შეეცვალა, რა ჯანდაბ ქნა ? რა უნდა? ახლახანს მინიმუმ 10 ადამიანს დაემუქრა , მხოლოდ იმიტომ რომ გაბრაზდა . ვეღარაფერა ვეღარ აკონტროლებს. ვერც თავს , ვერც სურვილებს . ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს და ყველაფერი ეს იმიტომ რომ ერთი კვირის გაცნობილი ატმისფერლოყება გოგო მის ნერვებზე ისე ცეკვავს , ვერც კი აანალიზებს. უყვარს ? არა სისულელეა , ასე მარტივად 19 წლისასაც კი არ უყვარდებოდა. უნდა ? უნდა , მაგრამ ისე არა რომ სხვაზე ვერ გადაიტანოს ყურადღება . ნუცა კი არა თავადაა გაამოცანა , ეშინია აღიაროს რომ საკუთარი თავისას ვერ იგებს. თავი 8 -შენი აზრით შენ დას უნდა ვუთხრა რომ 1 საათში წააგო ? თუ … -მოკეტე. _ ორი თითი ჰქონდა შუბლზე მიდებული და მაგიდას ჩამოყრდნობილი რაღაცას მიშტერებოდა. ვახშამმა ისე ჩაიარა როგორც წარმოედგინა , უხმოდ , არცერთი ლუკმა არ გაუსინჯავთ არცერთს. მხოლოდ გიორგის და ლიკუნას სიცილი არღვევდა უხერხულ სიჩუმეს . თითქმის 9 საათზე დაამთავრა ლიკუნამ ნუცას ჯოჯოხეთად ქცეული დღე . ისეთი დაღლილი და გამოფიტული იყო , ნანასთან გამომშვიდობებაც კი დაავიწყდა , მანქანაში პანიკამ რომ მოიცვა , იმის გამოხატვის თავიც არ ჰქონდა . ხელებით მუხლებს ჩააფრინდა და თვალები დახუჭა. -ნუცა. მე აქ ვარ . _ხელი გაუწოდა ლიკუნამ. -მადლობა . -პირიქით მე უნდა გადაგიხადო მადლობა . იმდენ რამეს აკეთებ ჩემთვის.შენ რომ არა ვინ მომცემდა ამდენ მოტივაციას? -არაფერს ვაკეთებ ლიკუნა . _გაუღიმა ნუცამ . ისე დამაჯერებლად უთხრა , თითქოს ყელში არ უჭერდეს სიბრაზე , დამცირება, თითქოს ლიკუნას გამო არ იყოს იმ შარში სადაც ახლაა. ვერ დააბრალებს ლიკუნას .არა უნდა შეწყვიტოს ფიქრი. ლიკუნას ბრალი არაა მისი ძმა რომ მონსტრია. ვინ იცის ? მასაც რომ ჰყოლოდა ვინმე , ვინმე თუნდაც ირაკლისნაირი მონსტრი .ოღონდ ჰყოლოდა ოჯახში . მასაც რომ ელოდებოდეს ვინმე , ვისი იმედიც ასე უსიტყვოდ ექნებოდა , როგორც ლიკუნას აქვს მისი ძმის. ასე დაამცირებდა ? გაუბედავდა? რათქმაუნდა გაუბედავდა , ირაკლის სითავხედეს საზღვარ არ აქვს , უბრალოდ მას არ შეეშინდებოდა ასე ., თავს ასე დაუცველად არ იგრძნობდა და უფრო თამამად გასცემდა პასუხს. -შენი აზრით ქეთა ასე ადვილი ხელწამოსაკრავი იმიტომ ვგონივარ ყველას , რომ ობოლი ვარ და არავინ მყავს? _საწოლში შეყუჟული ქეთას კალთას აფარებდა თავს . -რას ბოდავ ნუცა , რა სისულელეა. ვინ გითხრა რომ არავინ გყავს ? შეეშვი მაგ ოჯახს , ხომ ხედავ რანაირები არიან ? -არ შემიძლია. სამსახური მჭირდება. _ვერაფრით გააგებინებს ქეთას , რომ მხოლოდ მისი ბინის ქირის ფული არაა მის სამსახურზე დამოკიდებული. რომ სადღაც ვიღაც ზის და თითის დატკაცუნებით შეუძლია გააქროს ის რაც შეიძლება სხვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველად წლების შემდეგ , პირველად და მძაფრად იგრძნო სიძულვილი და მისი სუნი. სუნი რომელიც ირაკლის მძაფრი სუნამოს იდენტური იყო. კარგად იცის რა სუნი აქვს სიკვდილს , მისთვის სიკვდილს მინდვრის ყვავილების სუნი აქვს , მშვიდი , ლამაზი , ჰაეროვანი და თან ისეთი მძიმე და ძლიერი სუნთქვა ეკვრის … ახლა უკვე სიძულვილის სუნიც იცის , სიძულვილს ირაკლის სუნი აქვს . ***** ადრე სიხარულით იღვიძებდა , ყოველი დილა ღვთის დალოცვად მიაჩნდა. იმ დღეს კი პირველად დაიფარა სახეზე ბალიში, მაღვიძარას ხმა რომ არ გაეგო . -ხმა აღარ გაქვს იცი ? _შეახსენა ქეთამ თითქოს თვითონ ვერ ხვდებოდეს რომ ყველა ძვალი სტკივა. -ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჭიკარტები გადავყლაპე . -და სად მიდიხარ მერე ამ მდგომარეობაში ? - არსად . _ჯიქურად განაცხადა ნუცამ . დღეს სახლში ვრჩები . -მეც მასე ვფიქრობ რომ ფიზიკური და მენტალური მომზადება გჭირდება , მომავალი უფროსისთვის . -ვერაფერს მიზამს , ერთი წელი გავუძლებ როგორმე , ფულს შევაგროვებ და წამოვალ . -ფულს ნამდვილად შეაგროვებ , ყველა კი არ ირჩევს თავის ხელფას. -იმდენი რომ შევაგრო ბინა ვიყიდო , საკმარისია . -ვერ შეაგროვებ ნუცა . _გაეცინა ქეთას . -ყველა შეაგროვებს შენს გარდა .უკანასკნელ თეთრსაც კი ხალხს აძლევ . -რაღაც უნდა მოვახერხო ქეთა. ზუსტად ვიცი დიდხანს ვერ გავჩერდები იქ და წამოსვლა მომიწევს . მერე ქირის ფულსაც ვერ გადავიხდი შენებისთვის . პატარა ბინა მჭირდება ერთი ოთხაიც საკმარისია. -და პირდაპირ რომ უთხრა ბინა გიყიდოს არ იზავს ? _თვალი ჩაუკრა სიცილით. -დარწმუნებული ვარ , მეტსაც იზამს , ერთ ღამეს თუ გაიმეტებდი . -არა , მართლა მაინტერესებს რა ხდება შენს ტვინში. სამზარეულოდან გამოსძახა. -საერთოდ თუ გაქვს . -აბა დაფიქრდი . _სირბილით შევარდა და გვერდით ამოუდგა . -სიმპათიური ხო არი ? არ მოიტყუო ფოტოები მაქვს ნანახი . მდიდარი ხო არი? კახასგან განსხვავებით ოჯახს არ ეკითხება არაფერს და არც სამუდამოდ საოჯახო ვალდებულებს გთავაზობს. უბრალოდ უნდა რომ დრო გაატაროს ადამიანმა და შენც გაგატარებინოს . -უბრალოდ შენც ავადმყოფო ხარ მგონი . გინდა უცხო ადამიანთან დავწვე რომელსაც არც კი ვიცნობ და მაშინებს? -მერე რა , იცი რამდენ გოგოს აქვს ერთი ღამის ურთიერთობა? -ნეტა დედაშენი გისმენდეს. -დედაჩემა მასწავლა რომ სიმპათიური და შეძლებულ კაცთან არც სიყვარული იგვიანებს. -ფულით ყველაფერს ვერ იყიდი , რატომ არავის არ უნდა გაგება ? -იმიტომ რომ უფულოდაც არ მოდის სიყვარული . შემომხედე. გიჟივით მიყვარდა . მთელი ჩემი გული , ტვინი, სხეული მივეცი . სხვათაშორის უანგაროდ უფასოდ და გულწრფელად. სადაა ეხლა ? _კედლის საათს გახედა ქეთამ , სავარაუდოდ თავისი ცოლის მკერდს ეფერება. _გულდაწყვეტა ვერ დამალა. -ყველა კაცი მისნაირი ხომ არაა? -არა , ზოგი ირაკლისნაირია და გულწრფელად ამბობს იმას რაც სურს . არ გატყუებს . -ანუ მადლობა უნდა გადავუხადო ? _გაბრაზებულმა დადგა ტოსტების თეფში . -მადლობა არ ჭირდება ._თვალები მოჭუტა ქეთამ .-იცი რაც უნდა . -არა. _სიცილი აუტყდა ნუცას .-22 წელი იმიტომ არ ველოდე ნამდვილ სიყვარულს და პეპლებს , რომ ირაკლისნაირ , გაბღენძილ , საკუთარ თავში დარწმუნებულ , ეგოისტ კაცს , რომელსაც არანაირი გრძნობა , ემოცია და სინაზე არ გააჩნია თავი მივყიდო . აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი . -კარგი , მაგრამ მერე არ თქვა რომ რჩევა არ მოგეცი . -სულელური რჩევა , მაგრამ მაინც . _ვისაუზმებ და შენთან ერთად გამოვალ. ბანკში მივალ და მერიაშიც . -ისევ სახელოსნოს ამბავზე ? -ხო, ახლა როგორც არასდროს ისე მჭირდება რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს სახელოსნოს ამბავი . -ისევ გაყიდვა გინდა? -ხო . ცოტა სესხს დავამატებ და მგონი მომივა რაღაც პატარა ბინა . -იმედია ამჯერად მაინც გაანძრევს ერთ ადგილს მერი . წლებია უკვე სადავოა . -ხო თუ ჩემია მითხრას თუ არაა და თქვას არა. ოჰჰ ქეთა როგორ დავიღალე რომ იცოდე . -მარტივი გზა ვიცი ,მაგრამ … -იდიოტო. გამომყვები? ვიცი რომ დღეს ისვენებ . -გამოგყვები ხო . რამე მოკლეს ჩავიცმევ იქნებ ჩემი ფეხების ყურებისას ხელი ისე მოაწეროს სახელოსნოს დოკუმენტს ვერაფერს გაიგებს. -არა მართლა მინდა ერთხელ დედაშენმა გისმინოს. ****** -იცი რა მაინტერესებს ირაკლი , ვერ ვიგებ როგორ შეიძლება გძულდეს და აშენებდე ? -რა , ქალაქი ? _ პლანშეტს თვალი მოაშორა ირაკლიმ და მანქანის მინას გახედა . -ხო , როგორც წესი რაც არ გიყვარს ანადგურებ . - პირველი , იმედია ხვდები , რომ ქალაქს ვერ გავანადგურებ . მეორე ჩემი გრძნობები ამ ქალაქის მიმართ , შურისძიება არ უნდა იყოს ამ ქალაქის მცხოვრებლებისთვის და მესამე, ყოველთვის არსებობს მეორე ვარიანტი , რთული გრძელი , მაგრამ შესაძლებელი . შეცვლა . ამ ქალაქს იქამდე შევცვლი სანამ აღარაფერი დარჩება იმ ქალაქისგან რომელიც მახსოვს. -და რატომ გძულს ასე, ნახე რალამაზიააა , თეთრსაფარში გახვეულ ქალაქს გახედა გიორგიმ. -ახალი ხელი აწყენს ? -და სწორედ იმიტომ მიდიხარ მერთან ? საწყალს ერთ კვირაში მეორედ ადგები თავზე, ალბათ მალე გულისშეტევა დაემართება. -არაუშავს , შემცვლელს ვუპოვით. ან აქამდე რატო ვაწუხებ ხალხს რომ სკამი შეინარჩუნოს ვერ ვიგებ. -იქნებ თავისი ლამაზი გოგოს გამო . -ხო , მართლა ლამაზი იყო . _ღიმილმა გადაჰკრა ირაკლის , მაგრამ ზედმეტად ტრადიციული. -მერედა როგორ გიყვარს ტრადიციების დაცვა , ქორწილამდე ქალს არ ეკარები ხო ? _სიცილი ვერც გიორგიმ შეიკავა. **** -მისმინეთ , ამ თვეში უკვე ორჯერ მოვედი და არცერთხელ პასუხი არ მიმიღია. - გოგონავ, მე მხოლოდ მდივანი ვარ , მეტ პასუხს ვერ გაგცემთ. -შეხვედრა მინდა მერთან , ვინმესთან ვინც პასუხისმგებელი პირია , ან კომპეტენტური ამ საკითხში . _ნერვიულად აბაკუნებდა ფეხებს , შუახნის ასაკის ქალთან რომელიც არანაკლებ ჯიუტად უყურებდა . -უკვე აგიხსენით , რომ მერი აქ არაა. -ღმერთო ნეტა როდესმე ამ ქალაქს ეღირსებოდეს წესიერი ხალხი სათავეში . _უკვე გაღიზიანებას ვერ ფარავდა ნუცა . ის იყო წასვლა დააპირა , რომ კიბეზე ჩამოსულ მერს თვალი მოკრა და სიმწრისგან გაეცინა . -არა ნამდვილად მასხრად მიგდებთ? _გამწარებულმა გადახედა ქალს და ისეთი სისწრაფით გაეკიდა მერს , თვალის მოკვრაც ვერ მოასწრო მდივანმა . -ბატონო შალვა . _გამეტებით ცდილობდა ხმა დაეწია , მაგრამ ისე გაბიდა გარეთ , მერი არც კი შეუნიშნავს რომ ვიღაც მისდევდა , ან იქნებ არ უნდოდა რომ შეენიშნა ვინ იცი. სამაგიეროდ ნუცამ იცის ძალისხმევის გარეშე ცხოვრებაში და მითუმეტეს ამ ქალაქში არაფერი გამოდის. ნაბიჯს უფრო აუჩქარა , ბოლოს სირბილზე გადავიდა და ნახევრად გაღებულ კარში ძლივს გაძვრა. კარების წინ მოყინულ ქვის ფილაზე ჯერ წაიბორძიკა , ხელით სცადა წონასწორობის დაცვა და მუხლებით დაეცა , ორივე ხელი მიიშველა საყრდენად და მარცხენა ხელი ისე გამეტებით დააჭირა ყინულს ტკივილისგან წამოიკივლა და თვალები სიმწრის ცრემლებით გაევსო . -რათქმაუნდა ამის გარეშე ჩემი დღე როგორ დაიწყებოდა. _მერისთვის ხელისჩამოსართმევად გაწვდილი მკლავი ჰაერში აწია ირაკლიმ და ცას ახედა . -დილამშვიდობისა. _ზურგს უკან მოესმა უცხო ხმა და მიხვდა ვღაცამ როგორ გაჰკრა მხარი გვერდით გავლისას . პირდაპირ ნუცას მიაშურა და მოხერხებულად გამოსდო თითები მკლავებზე რომ წამოეყენებინა . -აქამდე მთელი მაინც რომ ხარ ეგ მიკვირს ცუციკო . “ცუციკო “ კიდევ რამდენ ვერსია არსებობს ამ გოგოსი ? ყველა კაცს საკუთარი ჰყავს და ყველა ისეთი სითბოთი გამოთქვამს ტვინი ეწვის უკვე ირაკლის. -შვილო , ნელა უნდა იარო , ნელა ._წამოეშველა აქამდე გახევებული შალვა მეორე მამაკაცს და იქვე შენობის ეზოში მოპირდაპირე მხარეს, მოსაწევად განკუთვნილი კუთხის სკამისკენ აჩვენა ჩამოჯექიო. -10 წუთი რომ გამოგენახათ დრო , იქნებ ნელა მეარა კიდეც ._ნაწყენი ხმა არ დამალა და შუბლი, შეჭმუხნა . -არ მცალია , ნუციკო . შეხვედრა გვაქვს . აგერ , ნოეც აქაა დაგიდასტურებს. ნოე ქალაქის დაგეგმარების უფროსი იყო , სახელით მიხვდა ირაკლი და მის აქ ყოფნას და იმას რომ გამეტებით უთათუნებს ხელს მხარზე ნუცას საკუთარ თავს უნდა უმადლოდეს. -ორი საათისთვის რომ მოხვიდე კი მოვიცლი . _ხელით ანიშნა ირაკის და გიორგის კარისკენ მობრძანდითო. -რათქმაუნდა , ხალხზე მნიშვნელოვანი ვინაა , თუ არა ეს მონსტრი . შეხვედრა კი აბა ._დუდღუნი დაიწყო ნუცამ დაბალ ხმით. კართან წამით შედგა ირაკლი . გაიგო , გაიგო და ნერვები ბოლო სიმს წყვეტდა , მაგრამ სახლისგან განსხვავებით , შუაქალაქში ვერ დაიწყებს კამათს მასთან.უფლება არ აქვს ასე საჯაროდ გაერთოს , მისი ოდნავ შეწითლებული ლოყებით, ტკივილისგან შეწუხებული სახით და მტკივანი ყელით , რომელიც აშკარად მის ხმას შეხო და ნაზი ხმას ოდნავ უხეში ელფერი მისცა. -შშშ. _გაუღიმა ნოემ .-ორისთვის მოდი ისევ აქ ვიქნები , ცოტას წამოგეშველები . თითქმის ერთი საათი ცდილობდა ნოე , აზრი შეეცვლევინებინა , რომ ტბის შემოღობვა კარგი იდია არ იყო და ხალხის გაჩუმება მარტივი არ იქნებოდა, თუმცა უშედეგოდ . -ირაკლი , მართლა დიდი ამბავი მოყვება , ქალაქს სხვა მოსასვენებელი სივრცე არ აქვს. -იცით ალბათ ამ დილას ეგ ტბა მიზერულ თანხად რომ იყიდა? _არაფრის მომცემი საუბრისვან დაღლილმა გიორგიმ ჩარევა გადაწყვიტა. -ხალხს რომ აუხსნათ , ტბის მაგივრად უტ***ო მთავრობას შეუღრინოს ბევრად უფრო კეთილ საქმეს იზავთ მეგობრებო. -აქ ტბაზე სალაპარაკოდ არ ვარ . ტბა ჩემია , ტბა შემოიღობება და ხალხთან ჩემი სახლის ეზოს გაზიარებას არ ვაპირებ. _მძიმედ წამოდგა და ოთახის მინებს მიუახლოვდა . -რადგან ქალაქის ერთადერთი მოსასვენებელი სივრცე მივითვისე , მზად ვარ ქალაქის ახალი პარკის მშენებლობა დავაფინანსო , წესიერი პარკის და არა ამ საცოდაობის._თითით ანიშნა მინისკენ და თვალებს არ დაუჯერა . ისევ იმ სკამზე იჯდა გვერდით მეგიბართან ერთად და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. ცოტახანს დადუმდა. თუმცა მალევე გაერკვა უცნაური სიჩუმე რომ იდგა და ისე განაგრძო თვალი არ მოუშორებია ფანჯრისთვის. -პარკი, ატრაქციონები პატარებისთვის და სრული ინფრასტუქტურა , უბრალოდ ის გევალებათ რომ წესიერი ადგილი მონახოთ ამისთვის და არც იფიქროთ ჩემს ხარჯზე ფულის ჯიბეში ჩადება , ამჯერად პირადად ვიზრუნებ რომ ნამდვილად ის იყოს რაც ამ ქალაქს სურს. -არც კი ვიცი რა ვთქვა . _აიბნა ნოე. -იცით რომ ძალიან დიდ თანხებზე ვლაპარაკობთ ? - ეს დიდი თანხები , საკმარისი იქნება ხალხის გასაჩუმებლად? _მაცდურმა ღიმილმა გადაურბინა. -სრულიად. _ მერმა უხერხულად ჩაახველა. -ნოე , რას ფიქრობ , სად უნდა იყოს ეს ადგილი? -ასეთი დიდი პროექტისთვის დიდი სივრცე და მშრალი ადგილი გვჭირდება . -სწორედ ამიტომ ხარ აქ ნოე არა ? _გაუღიმა ირაკლიმ. -რათქმაუნდა . სწრაფად გახსნა ჩანთა და რამოდენიმე ფურცელთან ერთად ლეპტოპი ამოაძვრინა. -შენ რაში გვჭირდები ვერ ვიგებ გარდა იმისა რომ რაიმე დასალევი შემოგვთავაზო და მერე იმ გოგოს შეხვდე გარეთ რომ იყინება . _სინანულით გახედა ეზოს კიდევ ერთხელ ირაკლიმ . -ვის? _უკვე სუნთქვა უჭირდა მერს. -ნუცას გარდა სხვა ვინმე გელოდება კიდე მამა ? _ნოემაც ვეღარ შეიკავა მამის დაბნეულობით გამოწვეული სიბრაზე. -აჰ ჰო , ნუცა ? _შალვა ფეხზე წამოხტა .-შევხვდები აბა რას ვიზამ . *** ნერვიულად აბაკუნებდა ფეხებს ნუცა სანამ მერი გამეტებით ეძებდა რაღაცას ფურცლებში. -ნუცა , მოკლედ სულ ესააა რაც მოვიძიე ._ფურცლები გაუწოდა.-არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს რომ ფართი მამაშენს ეკუთვნოდა. -კი მაგრამ , შეუძლებელია . _ხმაში შიში შეეპარა ნუცას . -ყველამ იცის , რომ მამასია , მახსოვს პატარა რომ ვიყავი სკოლის შემდეგ მივყვავდი, რომ მუშაობდა იქ ვმეცადინეობდი . -ვიცი . _ნუცას სახის დანახვისას გული შეეკუმშა კაცს .- მართლა ძალიან მინდა რამით დაგეხმარო , მაგრამ არაფერი შემიძლია. ფართი დალუქულია და ძალიანაც რომ მინდოდეს ასე ვერ მოგცემ . -ჰაჰ, რათქმაუნდა . _სიმწრისგან ყბა მოიკვნიტა.- მე ხომ ის არ ვარ . _გვერდით კედლისკენ რომელიც ირაკლისგან აცალკევებდა თითი გაიშვირა. -ხომ იცი რომ უძლური ვარ. _უმწეოდ აზიდა მხრები კაცმა. -გასაგებია . _თვალები აუწყლიანდა ნუცას და უკანასკნელი ძალით ცდილობდა უიმედობა როგორმე ტვინში შეეკავებინა რომ მთელს სხეულა არ მოსდებოდა . -არქივი დაიწვა , ხანძრის დროს უამრავი დოკუმენტია დაკარგული და დამწვარი . სულ მცირედი შანსი რომ იყოს დამიჯერე ძალას არ დავიშურებდი , მამაშენის ხათრით მაინც ვიზამდი სულ, მაგრამ მართლა არაფერი შემიძლია. -საერთოდ არაფერი ? _უმწეობისგან ხმაც კი აუკანკალდა . -იმედი რომელიც ასე უყვარდა ნელ ნელა ზურგს აჩვენებდა და ყველაზე მტკივნეული მისთვის ის იყო რომ ასე დალაგებით მისდევდა ცუდი ამბები ერთმანეთს . -გამარჯობა ნუცა, ავად აღარ ხარ ? _კარი ენერგიულად შემოაღო ირაკლიმ, დამცინავად აავლო თვალი და პირდაპირ მის წინ მიუჯდა მაგიდას. თვალის გასწორებაც ვერ გაუბედა . სილუეტს სწრაფად შეავლო თვალი და ფეხზე წამოხტა გოგო . -მადლობა ._მხოლოდ შალვას გამოემშვიდობა და კარისკენ დაიძრა. ერთი ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი სახელურამდე რომ იგრძნო როგორ წასწვდა წელზე , ორივე ხელი მაგრად შემოაჭდო და ჰაერში აწია . ისევ სკამთან მიიყვანა და ხელით მსუბუქად უბიძგა . მერე კაცს ანიშნა თვალით რომ მარტო დაეტოვებინა . -თავს რატომ არ მანებებ? _უენერგიოდ მიაპყრო მზერა. ერთადერთი რაც უნდა ისაა რომ სახლში წავიდეს და დაწვეს . რამოდენიმეჯერ იტიროს რომ სხეული არასასიამოვნო ემოციებისგან დაცალოს და ცხოვრება გააგრძელოს. -მე კიდევ მგონია რომ შენ არ მანებებ თავს._ზუსტად მის გერდით მაგიდაზე ჩამოჯდა და ოდნავ გადაიხარა . -ეს რა არის ? _ხელში ჩაბღუჯული ქაღალდები ხელიდან გამოგლიჯა და გადაშალა . -საინტერესოა. ხედავ ნუცა . სწორედ ასეთ პატარა პრობლმებზე გეუბნებოდი , რომ არ შეგაწუხებს თუ .._სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო ისე წამოხტა ნუცა და ხელიდან გამოგლიჯა გადაშლილი საქაღალდე . -შენი არაფერი მინდა , უანგაროთაც რომ შემომთავაზო რამე . გასაგებიაა? _მკერდზე საჩვენებელი თითი მიჰკრა და ზურგის შექცევას აპირებდა . თუმცა ირაკლის ძალის წყალობით , გატოკებაც ვერ შეძლო . ისე აღმოჩნდა მის მკლავებსა და ფეხებს შუა ვერაფრით გაიგო , რატომ ეთამაშება ეს არანორმალური ისე თითქოს წრუწუნა იყოს . გულისცემას ყელში გრძნობდა , მაგრამ მაინც სცადაა მკერდზე ხელებით მიწოლდა , რომ როგორმე მოშორებოდა . უშედეგოდ ფართხალებდა , მანამ სანამ ირაკლი მომღიმარი დაატარებდა მის სახეზე თვალებს. მაგიდაზე შემომჯდარიც კი ერთი თავით მაღალი იყო . -მმმ , საინტერესოა . პირველი მორჩი ფართხალს , ხელს მიშლი , მეორე უანგაროდ არაფერს ვაკეთებ და მესამე უფრო მაღალი მეგონე . _კიდევ ერთხელ აათვალიერა. -გამიშვი რა . - გაგიშვი . _მოულოდნელად შეუშვა ხელი .-ყველა ჩემს ღირსებებთან ერთად არც მოძალადე ვარ . მინდა რომ კარგად დაფიქრდე და გადაწყვეტილება ისე მიიღო სანამ ჩემს შემოთავაზებაზე უარს იტყვი . მოდი 2 დღეს მოგცემ , ნუ ორო დღე მე მჭირდება კონტარქტების მოსამზადებლად , შენ შეგიძლია ახლავე გადაწყვიტო. -რას ბოდავ ? _გაოგნებული ნუცა , ვერც კი ხვდებოდა რომ ხელები გაუშვა და ისევ იგივე ადგილზე იდგა. -არ მითხრა რომ ლილისთან არაოფიციალურად მუშაობ, უფროსწორად მუშაობდი დღევანდელ დილამდე . _შეიცხადა ირაკლიმ.- რავქნა მე ზედმეტად მიყვარს საბუთები , გარდა ამისა შეუცვლელი დამამტკიცებელი საბუთია. _ნუცას სახით ხვდებოდა რომ ვერაფერი. გაიგო და ვერც მის რიტმს მიყვებოდა . -დღეს დილით სამსახურიდან გაგათავისუფლეს. - რატომ გადამეკიდე? -არ გადაგეკიდე, შენმა საყვარელმა ღმერთმა დაგიფაროს მე რომ გადაგეკიდო. -აბა რა ჰქვია ამას ? -სურვილი . მე შენ მინდიხარ ჯერჯერობით. ვინ იცის იქნებ ხვალ გადამიაროს , ვნახოთ ვნახოთ , მაგრამ რეალობა დღეს ასეთია ._საჩვენებელი თითით ტუჩების კონტურს გაუყვა , თუმცა დასრულება ვერ მოასწრო , რამოდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან ნუცამ . გამშრალი ტუჩები სცადა შეუმჩნევლად გაელოკა ისე ეწვოდა.- ოჰჰ ნუცა ,როგორ მინდა რომ… ._თავისდაუნებურად ღიმილთან ერთად აღმოხდა მამაკაცს და წამში გაუცივდა სახე. თითქოს ცივი წყალი გადასხესო და ასეც იყო . ახლახანს გაანალიზა რომ მის სურვილს სახელი ჰქონდა, რომ მისი სხეულზე მეტად ნუცას სულელური მანერები იზიდავდა . საყვარლად ეჩვენებოდა .ყველა იმ ქალისგან განსხვავებით ვისაც იცნობდა , არანირი სექსუალურობა , გამომწვევი ჩაცმულობა და ვნებიანი ხმა არ ჰქონდა და მაინც ისე იზიდავდა , სურვილს ვერაფერს უხერხებდა. -მინდა რომ თავი დამანებო , შენი დის სიმშვიდე თუ გინდა. _მუქარასავით გამოუვიდა ნუცას . - ორი დღე ნუცა . ორიი. _ორი თითი აწია ჰაერში. -შეშლილო, ერთხელ უკვე გითხარი არა და არაფერი შეიცვლება . _ხმა ვეღარ გააკონტროლა ნუცამ. -ნუ ყვირი . _ფეხზე წამოდგა ირაკლი და გვერდი აუარა. -როგორც უკვე გითხარი გადაწყვეტილებას შენ იღებ . თუ ფიქრობ რომ ლიკუნას კომპანიონობა სავსებით საკმარისია , შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ , მაგრამ ჩემთან მოსვლა მაინც მოგიწევს . პასუხისმგებლობას გაფორემება ჭირდება , არ მინდა რამდენჯერაც თავს ცუდად იგრძნობ იმდენჯერ მარტო დარჩეს ლიკუნა. რას ვიზამთ სამსახური სამსახურია და როგორც ვხვდები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ ქალაქის მოსახლეობისთვის. დროებით ნუციკო. _კარი ისე გაიჯახუნა თვითონვე შეაწუხა ხმამ . ***** მეორე დილით უკეთესად იყო , ამიტომ მაინც გადაწყვიტა ჯანდიერების მამულში წასვლა, მიუხედავად იმოსა რომ ინფორმაცია რომ იქ აღარ მუშაობდა ნამდვილად სიმართლე უნდა ყოფილიყო , ერთადერთი რაც კარგად გაიგო , ირაკლი როცა რაღაცას გადაჭრით ამბობდა არ იტყუებოდა. ჩვეულ დროს მივიდა ,თუმცა უჩვეულოდ ადრე დახვდა გაღვიძებული ლილი. რომელმაც არცმეტი არც ნაკლები ჩაი შესთავაზა დილიდან და სამზარეულოდან თითქმის ყველა გაუშვა . ხელები ჩაკიდა და წინ ჩამოისვა. -გუშინ ირაკლი იყო . არ ვიცი როგორ აგიხსნა , მეც ვერ ვიგებ რა ლიკას აკვიატებაა ეს ირაკლისთან გადაბარგება , მაგრამ ჩემო ნუცა არც კი ვიცი როგორ გითხრა._გაუცივებელი ჩაი დაუფიქრებლად მოსვა ლილიმ . -იქ უნდა გავყვე ლიკუნას. _გაუღიმა ლილის. -არ ინერვიულოთ. უკვე გამარკვია დეტალებში თქვენმა საყვარელმა შვილიშვილმა . _გაღიზიანებას ვერ ფარავდა რამდენჯერაც ირაკლის სახელი ესმოდა. -ცოტა რთული ბიჭია . _გაუღიმა გოგოს.- დამიჯერე ისეთი ცუდიც არაა , როგორადაც თავს აჩვენებს ყველას. -არა , ცუდად არ მითქვამს ._კიდევ ის გაიგო კარგად ნუცამ რომ ლილის აბეზარი ირაკლი ყველაფერს ურჩევნია და ფრთხილად უნდა იყოს მის წინ მასზე საუბრისას. -რაც ირაკლი ჩამოვიდა , სულ გაკვირდება . _ჩურჩულით დაიწყო საუბარი ქალმა. -მგონია რომ მოწონხარ. _თვალებმოჭუტულმა მიაბჯინა მზერა ნუცას . ყველაფერს წარმოიდგენს , მაგრამ 78 წლის ქალთან თუ მოუწევს გრძნობებზე საუბარი და თან ლილისთან ვერა. -მემგონი გეჩვენებათ. _უხერხულად ჩახველა ნუცამ . -არა არ მეჩვენება. _ ჯიუტად გააქნია თავი ქალმა. -განა ცუდი ბიჭია ? იშვიათი გარეგნობა აქვს არა? _ისე შეუტრიალა კითხვა უარი არ გაბედოვო სახეზე ეწერა . -ნამდვილად. _ უნდა დაეთანხმოს სხვა გზა არ აქვს თანაც ხომ ვერ მოიტყუებაა? მართლაც უზადო გარეგნობა აქვს . რაღაც მაინც უვარგა . - შენც ლამაზი გოგი ხარ. -ოჰჰ, მადლობთ . _სიწითლემ გადაურბინა სახეზე და ჩაის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა . -წარმოიდგინე როგორი შვილები გეყოლებათ. _მეოცნებეს მზერა აიკრა ლილიმ და ვერაფრით გაიგო რა თქვა ისეთი რომ კინაღამ ჩაით დააიხრჩო ნუცა . - არ მოუსმინო ნუცა , კარგი რა ბებო რა . არ გითხრა გუშინ ირაკლიმ რომ გაგონება არ უნდა მაგ თემის და შეიგნე ერთხელ რა. _ახალგაღვიძებული იყო ლიკუნა თმაზე ეტყობოდა. -გამარჯობა ნუცა . რა კარგია უკვე აქ რომ ხარ დღეს სანდროს დაბადების დღეა , რა ვაჩუქო არ ვიცი . -პატარა სმს გამომიგზავნა მოპატიჟების და თან როგოც ყოველ წელს ბანანის ტორტი ითხოვა ვფიქრობ თუ ერთიორ კვერცხს გატეხავ , კარგ საჩუქრად ჩაგითვლის . -რას იცმევ ?_კვერცხი გაიგო თუ არა თემის შეცვლა სცადა ლიკუნამ . -კვერცხისფერ კაბას . _ნიშნის მოგებით გახედა მაგიდაზე დალაგებულ რამოდენიმე კვერცხს . -არ გამომდის ეს თითხნაობა რა გავაკეთო? - გამოგივა . შენი დეიდაშვილის ხათრით. -ვუთხარი აქ გადავიხადოთქო . მეზიზღება მაგათ სახლში სიარული. _ჯოხს გადახედა ლილიმ. - მაგათი პრიალა იატაკი რომ არა ხომ არ ვივლიდი მესამე ფეხით. -შენ ჯერ ირაკლის ახალი სახლის იატაკი არ გინახავს. -არ დავუპატიჟებივარ შვილო და როდის ვნახავდი? - არც მგონია დაგპატიჟოს ბებო , ისე მაჭანკლობ._დასცინა ლიკუნამ. -აი, რო დარჩებით სულ მარტოები და ინატრებთ ვინმე გვყვოლოდა ნეტაო , მერე გაიხსენე ეს მაჭანკალი. _გამწარებული წამოხტა ლილი ფეხზე . -ეხლა ბაბუს მოუშლი ნერვებს. -უცნაური ქალია ბებიაშენი . როგორ შეხვდნენ შენი გადასვლის ამბებს ? -თავიდან იწუწუნა , მაგრამ რომ ვუთხარი კიბის გვერდით ლიფტის ჩამატება მოგიწევსთქო ხმა აღარ ამოუღია. მართლა რას იცმევ ნუცა? -არ მოვდივარ ლიკუნა, ტორტს გავაკეთებ და წამოვალ . არ მინდა , ხალხში უხერხულად ვარ და თან თავი არ მაქვს , ისევ ავად ვარ . -მაშინ არც მე წავალ. -ლიკუნა ხანდახან მგონია რომ 3 წლის ხარ . -ცოტა მეტის 6 -ის . -ერთად წავალთ , დიანას მივეხმარებით და მერე ვნახოთ. გაემზადე მიდი. -მართლა ეგრე მოდიხარ? -ხო . სამზარეულოს სავსევით აკმაყოფილებს ჩემი ლუქი. -რა ჯიუტი რამე ხარ რა . -ვინ მეუბნება . -ხომ იცი რომ დეიდაჩემი არ გამოგიშვებს , მე გაგაფრთხილე . მერე არ იწუწუნო . -ხო და არაუშავს. ჩემი ჯინსები ძალიან უხდება სანდროს დაბადებისდღეს. იქ შევხვდებით. -არ მითხრა რომ ფეხით აპირებ წასვლას . _ნუცას მომღიმარ სახეს უკმაყოფილო სახე შეახვედრა. -რათქმაუნდა ფეხით აპირებ წასვლას . ფეხით სიარული ჯანმრთელობაა , ჯანმრთელობა კი სიცოცხლის საწინდარია მისთვის. მას კი ისე უყვარს და უნდა სიცოცხლე , როგორც არავის . გზად მაღაზიაშიც შეიარა ,მაღაზიებიც ისეთივე პატარა და მოსაწყენი აქვთ , როგორც თავად ქალაქია , თუმცა სანდროსთსვის საჩუქრის შერჩევა რთული არასდროს ყოფილა . აგერ უკვე 6 წელს ითვლის მათი ნაცნობობა და ყოველჯერზე წიგნს ჩუქნის . დიდი მკითხველი ვერაა ბატონი სანდრო , მაგრამ ნუცას მიტანილ რომანებზე უარს ვერ ამბობს . გამოუსწორებელი რომატიკოსია თავად სანდროც . ხარისხით და ფურცლების სისქით ვერ დაიკვეხნის მისი შერჩეული “სიამაყე და ცრურწმენა “ მაგრამ რა მნიშვნელიბა აქვს , მთავარი ხომ ის ისტორიაა რასაც ფურცლები ჰყვება. რამოდენიმე ბურთიც გააბერინა . 30 წლის კი გახდა , მაგრამ პატარა ბავშვივით უხარია თავის დაბადებისდღე . გაუმართლა ქალაქის ცენტრიდან არცისე შორს ცხოვრობენ . საოცარი კონტრასტია სანდროს ოჯახსა და დანარჩენებს შორის. უბრალო კერძო სახლში ცხოვრობენ ყოველგვარი გადამეტების გარეშე . სანდროს დედას პედაგოგობა არასდროს შეუწყვეტია და როცა ნუცას დამრიგებელი იყო კარგად ახსოვს , მისი დასერილი ხელები , როცა ზამთრისთვის ბოსტენულს ინახავდა . ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა ნუცა , ლალის . ალბათ მისი ისტორიის დამსახურებით , მაგრამ არასდროს უგვრძნია სიცივე მათგან , ამიტომ თავადაც არ იშურებს ენერგიას და თუ უამრავი ბურთი უნდა ატაროს ყინვაში წუწუნს არ დაიწყებს. სანდროს სახლამდე მხოლოდ სამი ბურთი შემორჩა . გახეთქილი ბურთების გაცალკევება სცადა მაგრამ ისე იყო გადაბმული ერთმანეთზე ვერაფრით მოაბა თავი და სხვა გზა არ ჰქონდა . შინაურივით შეაღო ეზოს კარი და კარიდან დაიწყო სიმღერააა. მთელი თავისი ვოკალური მონაცემები გამოავლინა და ენერგია ჩადო სიმღერაში სიმღერის დასასრულოს ერთი ბურთი შემოეცალა ხელს . ისე დაიფშუტა ხმაც კი არ ჰქონდა. -ყოველ წელს უფრო უარესად რატომ მღერი ? _ გაუცინა სანდრომ და ხელები მოხვია . გაბრწყინებული სახე უფრო გაუნათდა სანდროს , ჭიშკარში ირაკლიც რომ შენიშნა . თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა ვითომ ეჩვენებოდა და ნუცას მკლავები მოაშორა , თან ისე რომ თვალი ნ არ მოუშორებია დეიდაშვილისთვის . ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ხელები ჰაერში აწია . -ხალხი ერთმანეთს მადლობის ნიშნად ეხვევა._ხმამაღლა და ხაზგასმით დაიწყო ლაპარაკი. -მეც მადლობა ვუთხარი და ეხლა ერთი მეტრით გავიწევი. დეიდაშვილებს ერთმანეთი უყვართ . იცი ირაკლი დეიდაშვილის მკვლელობა დიდი ცოდვაა.. -რა იდიოტიც ხარ ისევ იგივე რჩები . _უკმაყოფილოდ გააქნია თავი ირაკლიმ .ამასობაში კიდევ ერთი ბურთი აფეთქდა და ნუცაც შეკრთა. საწყლად ახედა ხელში ობლად შემორჩენილ ერთცალ ბურთს და იმის შიშით რომ ის ერთიც ხელებში შემოასკდებოდა , სანდროს გაუწოდა. -მადლობა ნუცა . დედა გელოდება . _უხმოდ გაეცალა იქაურობას . დეიდაშვილის ხელში შერჩენილ წიგნს დააკვირდა. რათქმაუნდა , სხვა თუ არა რომანი და თანაც როგორი იდალური კაცის და ქალის ისტორია. ნუცას. ნერვები ეშლება და მართალიცაა დღე არ გასულა ერთმანეთს არ გადაეყარონ და თანდათან შემაწუხებელი ხდება მათი შეხვედრები. ისე აბნევს , გამარჯობის თქმაც კი დაავიწყდა . აცახცახებული ხელებით ცდილობდა ქუდისგან აწეწილი თმები გაესწორებინა , სანდროს ღრიალმა რომ მოიცვა იქაურობა . -რა აყვირებს? შეშინებული გამოვარდა დედამისი და კარს ეცა . თოვლში დამხობილი შვილი რომ დაინახა ხელები სახეზე აიფარა. -რა მოხდა ? _დაბნეულმა გამოყო თავი კარში ნუცამაც . - არ არსებობს . არ ქენი . მეჩვენება ? _ფეხზე წამოხტა სანდრო . ხელში ჩაბღუჯულ საქაღალდეს კიდევ ერთხელ დახედა და ხელები თავზე აიფარა. -ირაკლიიი . _უაზროდ ყვიროდა და ხტუნაობდა .-დედა ნახე , მაჩუქა , ღმერთო ჩემო , ყველაზე შეშლილი კაცი ხარ დედამიწაზე . -სანდრო 30 წლის გახდი , 3 წლის ბავშვის ტვინი რატომ გაქვს ? _სანდროს ემოციებით გამხიარებულმა ირაკლიმ ახლა შენიშნა დეიდა და ხელი გადახვია . -რა ხდება შვილო , რა აცანცარებს ? -რა ჯანდაბა დაემართა ქალო ? _ღვინის ბოთლებით მარნიდან ამოსული თმა კარგად შევერცხლილი კაცი არანაკლებ გაოგნებული მისჩერებოდა ეზოში ხან თოვლში დამხობილ და ხან მოხტუნავე შვილს . -ოჰ ირაკლის დაუდია პატივი ჩვენთვის. _ცოლს მიაწოდა ღვინის ბოთლები . ხელები ტანსაცმელზე გაისვა და შეუმჩნევლად გადახედა რომ დარწმუნებულიყო სუფთა ჰქონდა თუ არა და ისე გაუწოდა ჩამოსართმევად. არაფერი გამოჰპარვია ნუცას . ერთი ოჯახის ორი სახე იმდენად თვალში საცემი იყო , მძაფრად იგრძნო იმედგაცრუება.-რა აჩუქე ისეთი რომ ვეღარ აეფხიკა მიწიდან ? - გუნდიიი. _ჰაერში აფრიალა ისევ ფურცლები . -საკუთარი გუნდი მყავს . _ხელები თაავზე დაილაგა . -არ მჯერა. - გუნდი , მთლიანად? რათქმაუნდა . _წაიჩურჩულა ნუცამ და ცივად შეტრიალდა ოთახში. რატომაც არა , როცა მთელი ქვეყანა შენი სათამაშოა , როცა შენს საფულეს ძირი არ აქვს და ჩვეულებრივზე მეტად დიდი ფანტაზია გაქვს . ვიღაც სადღაც იქვე მათ ქალაქში ერთმანეთს პურს ჩუქნის . ვიღაც კი დილით იღვიძებს და ამბობს , ოჰ ნახე დღეს დაბადებისდღეზე ვარ წასასველელი , მოდი საფეხბურთო გუნდს წავიღებ საჩუქრად. სიმწრისგან კბილები დააჭირა ერთმანეთს და გამწარებულმა აიწია სვიტრი მკლავებზე. ფქვილის ყუთს წაწვდა და ხელები მიაშველა რომ არ დაპნეოდა. ცხოვრება ესეთია , უსამართლო ,ვიღაც ჭამს ვიღაც კი უბრალოდ ამზადებს , მაგრამ უბედურება ისაა რომ სწორედ მჭამელი ვერ იგებს გემოს , მაშინ როცა სხვა ყველა ინგრედინეტს გრძნობს . ნეტავ ღარიბებიც ისევე კარგავენ გემოს როცა მდიდრდებიან ? თუ მხოლოდ მდიდრები არიან ასეთი თავზე ხელაღებულები ? ნეტავ გლეხსაც ავიწყდება წარმოშობა? რატომაა სირცხვილი შრომისგან მოსვრილი ხელის გაწვდა იმ ადამიანისთვის ვისაც არასდროს უშრომია? როგორც იქნა სანდრომ ემოციების გამოხატვა დაასრულა და სახლში შეიპატიჟა . უცნაური ის იყო რომ ირაკლი რომელიც არასდროს არავისთან მიდიოდა და მითუმეტეს დაბადებიადღეზე , კომფორტულად მოკალათდა სავარძელში და უარიც კი არ უთქვამს დარჩენაზე. რაც უფრო მეტად აკვირდებოდა და ესაუბრებოდა , მით მეტად ხვდებოდა რომ გარშემო ყველაფერი უცნაური იყო პირველად შენიშნა დძაბულობა დეიდაშვილის სახეზე მასთან ლაპარაკისას ,სანდროს მამაც კი ერიდება რაც მოვიდა , მიუხედავად თბილი შეხვედრისა . მხოლოდ დეიდა შეხვდა სიხარულით , მაგრამ სულ სამზარეულოშია. მართლა არავის უნდა მასთან ერთად ყოფნა? -სანდრო , ვის ელოდები ? -არავის , ამინდმა ყველაფერი ჩაშალა , ჩვენები მოვლენ და კიდე ჩემი ორი აქაური მეგობარი . -შემიძლია დავრჩე ანუ ? _ ცინიზმი შეერია ხმაში . -მაგდენს ვერ მოგთხოვ, საკუთარი ხელით საჩუქრის მოტანა უკვე ბევრია. -ანუ , ზრდილობიანად მეუბნენი რომ უნდა წავიდე? - მოიცა მართლა აპირებ დარჩენას ? არ ხუმრობდი? -რავიცი ვიფიქრე , რომ 30 წლის ყოველდღე არ ხდები და გაგიხარდებოდა შენი ერთადერთი და განუმეორებელი დეიდაშვილის გვერდით ყოლა . -ღმერთო როგორ გიყვარს შენი თავი . _ამოიგმინა სანდრომ . -სანდრო , წითელი ხილით თუ ბანანი ? _სამზარეულოდან გამოსძახა დედამ .-ვერ გადავწყვიტეთ მე და ნუცამ . -ბანანი დედა რა . _პატარა ბავშვივით გაუყვა სამზარეულოს გზას სანდრო . -მე ბანანი არ მიყვარს . _ზურგთან წამოადგა დეიდაშვილს და კარის ჩარჩოს მხრით მიეყრდნო . -მაშინ წითელი ხილი უქენი ნუცა. _გადაწყვიტა დეიდამ და ნუცას ალეწილ სახეს თვალი აარიდა . ნერვებს უშლის როგორ ტრიალებს ყველა ამ ყეყეჩის გარშემო . მაშინაც კი მის სიტყვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა , როცა .. -სანდროს დაბადებისდღეა ისაა მთავარი გმირი . _ხმამაღლა დაამთავრა საკუთარი ფიქრები . -მე კი დაბადებისდღეების ქურდი . _ ღიმილმა გადაურბინა სახეზე . ზუსტად იცის რასაც ფიქრობს მასზე, უსიტყვოდ ამბობს მისი სახე ყველაფერს და მაინც რაც უფრო მეტ უარყოფით ემოციას აწყდება , მით მეტად იზიდავს . გაუნძრევლად იდგა და ისე დაჟინებით ათვალიერებდა , სახე აეწვა ნუცას . მთელი მონდომებით ცდილობდა არ შეეხედა და ზედმეტად არაბუნებრივად გამოსდიოდა გამუდმებით თავდახრილი დგომა . უდავოდ ლამაზია . ბუნებრივი სილამაზე აქვს . ქვედა ტუჩს კბილები დააჭირა . ისეთი თხელი და ჰაეროვანია შეუძლებელია ვინმეს არ მოეწონოს და ამიტომაცა ფეხქვეშ რომ ეგება მათი სქესი , თუმცა პირველად გაანალიზა რომ გარეგნობის გამო არ იზიდავს , მასზე ბევრად ლამაზებიც უნახავს . ღრმად წავიდოდა ფიქრებში იმის ძიებაში რა აგიჟებდა ასე ამ გოგოში , რომ არა დეიდის უცნაური მზერა . მარტო არ იყო ნუცა . მარტო ნუცა არ დაიძაბა , გარშემო და ისეთი უხერხულობა გამოიწვია ირაკლის ურცხვმა მზერამ , თავხედურად რომ დაატარებდა თვალებს მის სხეულზე , იძულებული იყო შეეწყვიტა. უცერემონიოდ აქცია ზურგი და მომღიმარი დაუბრუნდა მისაღებს. -დავინახე როგორ უყურებ. _გვერდით ჩამოუჯდა სანდრო. -როგორ ვუყურებ ? -როგორც , საჭმელს . -იქნებ იმიტომ რომ მშია. განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყო სანდრო , მალე მეგობრებიც შემოუერთდნენ . მიუხედავად იმისა რომ არავინ ეცნობოდა , თავს კომფორტულად გრძნობდა იქამდე სანამ ოჯახი არ შემოუერთდა და დედასთან მოუწია პირისპირ შეხვედრა . ზრდილობიანად მოიკითხა და დაძაბული სცემდა დედის მიერ დასმულ კითხვებს პასუხს. ბოლოს ქალიც მიხვდა რომ უშედეგოდ ცდილობდა რაიმე გრძნობის დანახვას გაყინული შვილის სახეზე და თავი დაანება. მალე მისი დისკომფორტი ჯოჯოხეთად გადაიქცა , ბებიის გვერდით მოუწია დაჯდომა სუფრასთან და მზად იყო დაევიწყებინა ყველანაირი კულტურა და უკანმოუხედავად გაქცეულიყო , როცა ბებიამ სწრაფად გაათავისუფლა ადგილი და თითქმის ძალით დასვა უკევ წასასვლელად გამზადებული ნუცა . თავად ქმარს მიეკედლა . სიმწრისგან ჩაეცინა ირაკლის ბებიის სახის დანახვისას . არაფერი განსაკუთრებული , ჩვეულებრივ ვახშამს დაემსგავსა მალე სანდროს დაბადებისდღე , იქამდე სანამ ბექა არ შემოუერთდა და პირდაპირ ლიკუნას და ნუცას შუაში გადაწყვიტა დაჯდომა და მალე ყველას გადასდო თავის ხასიათი. სუფრა რამოდენიმე ნაწილად გაიყო ერთადერთი ვინც დროს კარგად ატარებდა ბექა და ლიკუნა იყო . ცოტახანში ნუცაც გაანთავისუფლეს სიმროცხვისგან . რამოდენიმე ჭიქის მერე აღარც ახსოვდა რომ ცოტახნისწინ უხერხულობისგან ხელები სად წაეღო არ იცოდა და მთელი სხეულში რაღაც უხილავი დაფრინავდა . სასმლისგან გათამამებულმა , გემრიელად ჭამაც დაიწყო , რიცა მიხვდა გვერდით მჯდარი ირაკლი თვალს არ აშორებდა . ყბაში მოქცეული ხაჭაპური დაუღეჭავად გადაყლაპა და რომ არ დამხრჩვალიყო წვენის ნახევრად ცარიელ ჭიქას წაწვდა,მისდა სამწუხაროდ საკმარისი არ იყო , თვალებით დაიწყო ახლოს მდგარი ბოთლის ძებნა, რომელიც ახლოს სულაც არ იყო . ისე უჭერდა ყელში გაჩხერილი ლუკმა , ბევრი არც უფიქრია ყველაზე სავსე ჭიკას წაწვდა და სულმოუთქმელად ჩაცალა . რომ მიხვდა გადარჩა , მაშინღა მოავლო თვალი მაგიდას და რამოდენიმე მიშტერებულ წყვილ თვალს გაუცინა . ცარიელი ჭიქა თავის ადგილზე დააბრუნა და მაშინ გაანალიზა რომ ირაკლის ჭიქას დაეუფლა ცოტახნის წინ და მთელისაღამოს განმავლობაში პირველად შეხედა . -ახალს მოგიტან . _სწრაფად გაწია სკამი უკან და ფეხზე წამოხტა . ნაბიჯიც ვერ გადადგა ისე დატრიალდა ოთახი და უკან დაჯდომა გადაწყვიტა. მანძილი სკამსა და მასშორის იმხელა იყო , მოწყეტით დაეცემოდა და ალბათ კარგახანს იქნებოდა სტუმრების გართობის საგანი ხელი რომ არ შეეშველებინა ირაკლის .მაგრად გამოსდო ხელი წელზე და ფეხზე წამოდგა. უკან მიწეული სკამი ახლოს მიაჩოჩა და მსუბუქად უბიძგა.თავადაც ადგილს დაუბრუნდა და დაცლილი ჭიქა თავადვე შეივსო , არც ნუცა დაავიწყდა . წვენით სავსე ჭიქა გოგოს მხარეს მიაჩოჩა და თვალისდახამხამებაში ააცალა ღვინის ჭიქა . -კარგი რა ირაკლიიი. _ლუღლუღით ამოთქვა ლიკუნამ . -აუუ კაი რააა , არადა რა ჯიგარი მეგონეეეეე._წუწუნს შეუერთდა ბექა. -საკმარისია ბავშვებო , მემგონი მართლა ბევრი მომივიდა . _უხერხულად გაუღიმა ირაკლის და ისევ ფეხზე წამოდგა ამჯერად მთელი ძალით სცადა არაფერი შესტყობოდა და ზრდილობიანად გამოემშვიდობა თითქმის ყველას . -წაგიყვან . გაჭირვებით წამოდგა ფეხზე სანდროც და გაეცინა ნუცას წარბაწეული სახის დანახვისას . -ფხიზელს არ უჯდები მანქანაში არავის . უკან მიმაქვს შემოთავაზება . -მე წაგიყვან . _ ინიციატივა არ დაიკლო ბექამაც და გიორგი მიხვდა რომ უნდა ჩარეულიყო , ზედმეტად კარგად იცნობს ირაკლის . თითების მაგიდაზე თამაშს რომ იწყებს იცის ბევრი არ უკლია აფეთქებამდე და ყველაფერი იმის გამო რომ ახლა ნუცასთვის რაიმეს შეთავაზება მისთვის აღიარებაა რომ აინტერესებს . იცის ორი ირაკლი გამალებით ებრძვის ერთმანეთს და კარგად არასდროს მთავრდება ეს ბრძოლა. -ჩევენს მძღოლს ენდობა ნამდვილად . _გადაჭრით თქვა გიორგიმ. -აპაპ უარყოფა არ გაბედო ქალბატონო. _ფეხზე წამოდგა და ხელმკლავი გამოსდო . კარგახანს ესმოდა ნუცას ჯუჯღუნი კარის უკნიდან და გიორგის სიცილი , ბოლოს ვეღარ მოითმინა და ფეხზე წამოდგა. სიგარეტის კოლოფს ხელი დემონსტრაციულად წამოავლო თითქოს დამამტკიცებელი საბუთი ჭირდებოდა რომ მოსაწვედა გადის და არა იმიტომ იქ ეგულება. -რატომ ეხვეწები ამდენს გიორგი? ან ჩასვი ან გაუშვი . _ხმაში გაღიზიანება შეეპარა ირაკლის და თოვლში შემორჩენილ ფეხარეულ ნაკვალევს დახედა რომელსაც ფიფქები ავსებდა . -სად გავუშვა ამ ღამეში? -პატარა ბავშვი კი არ ვარ . _ხელები გადაიჯვარედინა და ტუჩები გაბერა . - არა მთვრალი ხარ . _ სიგარეტს მოუკიდა მამაკაცმა და მთელი ყურადღება კვამლის პირველ ამოსუნთქვას მიუძღვნა. -მთვრალი არ ვარ და ისე ვიცნობ ამ ქალაქს როგორც საკუთარ თავს . _ჯიუტად დააქნია თავი . -სიჯიუტე ადამიანს ღუპავს. _ირონია შეეპარა ხმაში ირაკლის . -ირაკლი . _ხელით ანიშნა გიორგიმ ჭისკრისკენ ბარბაცით მიმავალი ნუცასკენ . -გიირგი ძიძები ხომ არ ვართ . არ მგონია პირველად ბრუნდებოდეს სახლში მარტო და მთვრალი . მშვიდ მოიქცია თამბაქოს ღერი ტუჩებში და უდარდელად აყოლებდა ბარბაცით მიმავალ გოგოს თვალს.დაინახა , ყინვისგან გაჭედილ სახელურს დაეჯაჯგურა, კარმაც არ გაუწია ბევრი წინააღმდეგობა , ჯერ შუბლში მოხვდა და მერე უკან გადავარდა. ტკივილისგან კვნესაა აღმოხდა და შუბლზე აიფარა ხელი . - ერთი , ჩვეულებრივი ნერვების მჭამელი ჭინკა ხარ . _ნერვებმა უ წამში უმტყუნა ირაკლის , სიგარეტი თოვლში მოისროლა , იმის გაანალიზებისას როგორ უნდა სტკენოდა სიბრაზე მოაწვა . სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდებოდა და თან ეპითეტებს არ იშურებდა . -თავხედი , სულელი და ტუტუცი ._ მხრებში წაავლო ხელი და წამოაყენა . კარგად დაკვირდა , რომ დარწმუნდა არაფერი ჰქონდა ნატკენი . გაგრძელა .- როცა შენზე უფროსი გეუბნება რომ არაა კარგი იდია , უნდა მოუსმინო და 3 წლის ბავშვივით არ იჭირვეულო . -გამიშვი . _გაბრძოლება სცადა და არ მოელოდებოდა ასე სწრაფად თუ შეუშვებდა ხელს . ჰაერმა სასმლის ეფექტი გააორმაგა და უკან გადასადგმელად გამზადებულ ფეხებს ძვრა ვერ უყო და კიდევ ერთხელ დაეცემოდა ირაკლი რომ არ დაეგულებინა ახლოს . მაგრად ჩააფრინდა მხრებში , ხელისგულებში მოიქცია სვიტრიც და ირაკლის კანიც . თავი ფეხზე რომ დაიგულა ხელები გაუშვა და მატეერის გასასწორებლად რამოდენიმეჯერ გადაუსვა ხელი მხრებზე . -რა საოცარი ნაქსოვია? ქაშმირია ? _თვალები ახლოს მიიტანა მხრებთან . _მმმ , რა კარგი სუნი გაქვს . _ურცხვად შეისუნთქა ჰაერი . -ნუცა უსაშველოდ მთვრალი ხარ . ._სიცილი ვერ შიეკავა ირაკლიმ, რომ გამოფხიზლდება და გაახსენდება ზუსტად იცის სირცხვილისგან გული გაუსკდება . -მთვრალი ? აჰაამ ცოტა , მთვრალი ვარ თან უმუშევარი და … შენი წყალობით.რა ლამაზი ცხვირი გაქვს . _თითი გაიშვირა და სცადა ცხვირზე შეხებოდა . - დიდი ხარ , ძალიან დიდი და ძალიან ცუდი . _საჩვენებელი თითი მიჰკრა მკერდზე . -ყველაფერი წამართვი ირაკლი . _პირველად წარმოთქვა მგონი მისი სახელი როცა მიმართა. -არაფერი წამირთმევია ნუცა . ნუ ჯერჯერობით . _თვალი ჩაუკრა. წამში მოხვია ხელი და ჰაერში აიტაცა . -სახლში წასვლის დროა . -სახლი ? _ძალა გამოცლილმა მიადო თავ მხარზე . - სახლი შენ წამართვი და საკუთარი აიშენე . . _სასიამოვნოდ უღიტინებდა ირაკლის სუნამო ცხვირში სასმლისგან დამძიმებულ სხეულს ვერაფერს უხერხებდა რომ წინააღმდეგობა გაეწია . -მეძინება . _დამძიმებულ თვალებს ვერაფრს უხერხებდა . -არ დაიძინო , ჰეიი . -უკვე გითხრეს რომ რომელიმე ღმერთს გავხარ? _თვალი კიდევ ერთხელ თამამად ააყოლა მის სახეს და სხეულს . -ნუცა სად ცხოვრობ? ნუცააა . _ისეთი დაბალი ხმით ცდილობდა შეეფხიზლებინა თავისი ხმა თავად არ ესმოდა . სინამდვილეში დიდად არ ადრდებდა გაიღვიძებდა თუ არა , მისმაართის ცოდნა რომ უნდოდეს სახლში მინიმუმ 10 ადამიანს მაინც იპოვის ვინც იცის სად ცხოვრობს . ფორმალურად ცდილობს თავი თუ გიორგი მოატყუოს რომ სხვა გზა არ აქვს და თავისთან იმიტომ არ უშვებს რომ თვითონ უნდა . -არ მინდა მანქანაში . _გაჭირვებით გაიბრძოლა . -არაფერი მოგივა . გპირდები -არ გენდობი . _მანქანიდან გადმოსვლა სცადა. თუმცა ისევ უკან შეატრიალა და კართან ჩაიმუხლა . -ნუცა მისმინე , ნდობას არ გთხოვ. უბრალოდ გპირდები რომ არაფერი მოგივა . არ მაწყობს რომ რამე მოგივიდეს , ჯერ მჭირდები . იქამდე მჭირდები სანამ შენი სხეულის ყველა ნაწილს არ ვისწავლი . _ყურთან ეჩურჩულებოდა და სასმლის მძაფრმა და გოგონას ტკბილმა სუნმა მასაც თავბრუ დაახვია. ღვედი კარგად შეუკრა და ცხვირზე მიჰკრა თითი . -ჭკვიანად იყავი . სახლში ნანა დაგხვდება . კარი იქამდე მიუჯახუნა სანამ ნუცამ ისტერიკის მოწყობა და გაპროტესტება დაიწყო და მძღოლს ანიშნა წასულიყო . -ნანას დაურეკე უთხარი რომ ყავა და აბაზანა გაუმზადოს. ნახევარ საათში გავდივართ ჩვენც. -მეგონა გაყვებოდი . -აჰჰ , ახლა ? ნუცას და აქედან ? _სახლისკენ სიცილით გაიხედა ირაკლიმ. -რა აზრი აქვს მოცდას , ხვალ ბებიაშენი საგვარეულო ბეჭედს მოგცემს . _ფარდის უკან ნახევრად გამოყოფილი თავი ჰქონდა ლილის და მოჭუტული თვალებით ცდილობდა ყველაფერი დაენახა . როცა ირაკლიმაც გაუსწორა მზერა ფარდა უცბად გადაწია და მიიმალა. -ეს ოჯახი ბოლოს მომიღებს . _უხმოდ გაძლო კიდევ რამდენი წუთი მაგიდასთან და როგორცვე მიხვდა რომ მეტი აღარ შეეძლო სადღეეგრძელოების მოსმენა , საკუთარი ჭიქა რომლესაც მოსვლის წუთიდან წრუპავდა ჩაცალა და ომახიანად განაცხადა რომ მიდიოდა . -მოიცა სად მიდიხარ ირაკლი , შენც ვინმე არ გელოდებოდეს სახლში რა . _ნიშნის მოგებით წამოაძახა ბებიამ. -რა იცი რომ არ მელოდება ? _ინტრიგა არ დააკლო ირაკლიმაც . მხოლოდ სანდროს გამოემშვიდობა ახლოდან და ისე გაუჩინარდა სიტყვის უთქმელად დანარჩენი ოჯახისწევრებისგან როგორც მთელი დღე გაატარა. ელოდებოდა , ელოდებოდა დედა რომ უბრალოდ ნახვამდის არ დაენანებოდა , მაგრამ ვერა , ვერაფრით დაიმსახურა ირაკლის ყურადღება . არაფერი უკეთებია , მაგრამ მაინც დაღლილი მივიდა სახლში და უცნაურ ღიმილს ვერაფრით იქრობდა სახიდან . მანქანიდან სახლმადე მანძილი ისე გაიარა ვერ მიხვდა . “ნეტავ ძინავს ? ბევრი იწუწუნა ? რა ქნა როცა აქ მოვიდა სახლის ნაცვლად ? “ უცნაური სიჩუმე იყო პირველ სართულზე ამიტომ გეზი პირდაპირ მეორესკენ აიღო და კიბეზეე გაადაწყდა ნანას . ხელში ნუცას ტანსაცმელი ჰქონდა ჩაბღუჭული და უკმაყოფილო დაჰყურებდა. -ირაკლი , უკვე დაბრუნდი ? ტანსაცმელს გავრეცხავ . ხვალ დილით სუფთა რომ დაჰხვდეს , ტუტუცი გოგო ამდენი დალევა შეიძლება ? _წუწუნით ჩაუყვა კიბეს ნანა. ძნელი გამოსაცნობი არაა რომელ ოთახში უნდა იყოს , პირველივე ოდნავ შეღებულ კარს ხელი მიაწვა და ჩაბნელებულ ოთახის ნახევარს მოავლო თვალი . გარედან შემოსული სინათლე ოთახს ნახევრად ანათებდა. ღამის სიჩუმე ისეთი იდუკალი იყო , სცადა თავადაც ფეხი აეწყო . მძიმედ და ნელა უახლოვდებოდა ოთახის ცენტრს . ისეთი პატარა იყო უზარმაზარ საწოლში , ღიმილი მოადგა . ნახევრად იყო საბანის ქვეშ სრულიად შიშველი მოქცეული და წაბლისფერი თმა უსწორმასწოროდ ეყარა გარშემო . ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქის გამო ლურჯი ფერი დაჰკრავდა მოშიშვლებულ ზურგზე . მონუსხული იდგა კარგახანს საწოლთან და ისე თითქოს ხელოვნების ნიმუშს უყურებდა. უფროდაუფრო ახლოს მივიდა და გული აუჩქარდა, არ ახსოვს ბოლოს ვინ აუჩქარა გული ასე მაგრამ ,მნიშვნელობაც არ ჰქონდა. ახლა და ამ წამს მისი გული ამოვარდნას ლამობდა და გამშრალი ყელი უკვე აწუხებდა . ისე ღრმად ეძინა სუნთქავდა თუ არა ეჭვიც კი შეეპარა. საწოლის კიდესთან ჩამოჯდა და სხეულზე რომელიც ნახვერად უჩანდა ხელის აყოლება დაიწყო , არა შეხებას ვერ გაბედავს , რამოდენიმე სანტიმეტრი აშორებს რომ იგრძნოს როგორი კანი აქვს. უნდა ,აქმდე თუ ეჭვი ეპარაბეოდა , ახლა ზუსთად იცის. ნუცა , ნუცა უნდა და თან ისე რომ საკუთარ სხეულს ვერაფრით იმორჩილებს. ისე უნდა როგორც , წარმატება უნდოდა, ისე ჭირდება როგორც ის მოტივაცია , რამაც აქამდე მოიყვანა . ისე უნდა დატკბეს მისით როგორც საკუთარი ძალაუფლებით და ისე , ისე იბრძოლებს მისთვის როგორც ცხოვრებაში იბრძოლა რომ გამხდარიყო ის ვინცაა. რამოდენიმეჯერ შეწუხებულმა ამოიკვნესა , ძილში და გვერდი იცვალა , საბანი რომელიც ნახევარს ძლივს უფარავდა , ქვემოთ ჩამოცურდა და უდარდელად გააგრძელა ძილი , რა იცოდა რომ ისე მწარედ მოიკვნიტა ტუჩი სისხლის გემო იგრძნო პირში ირაკლიმ ,იმ მკერდის დანახვისას ასე დაუნდობლად რომ მიატოვა თეთრმა საბანმა . კიდევ ერთხელ თავხედურად ჩააყოლა თვალი მკერდის ღარს, გამოკვეთილ წელს და ღიმილმა გადაურბინ სახეზე. საკუთარ თავზე ეცინება,იმ პატარა ბიჭივითაა აღელვებული პირველად რომ ხედავს ქალის სხეულს.სასაცილოა აბა რაა , ვინიცის მერამდენეა მისთვის ეს სხეული და მაინც იმ 17 წლის ბიჭივით ადგება ნერწყვი. ახლა უკვე ზუსტად იცის მას ის ტორტი უნდა რომელიც მაგიდაზე დევს და სულ თავისთვის უნდა , ვერავის დაელოდება რომ გაუნაწილოს , ყველა ნაჭერი მისია და ვერავინ შეეცილება. პრობლემა ისაა რომ შეიძლება ბევრი ტკბილისგან ავად გახდეს , კარიესი დაემართოს ან დიაბეტი. ზუსტად იცის რომ რაღაც მოუვა , მაგრამ რა ? არ ადარდებს . ისეთი არაფერი დაემართება რომელ დაავადებასაც ექიმებით და ფულით ვერ უშველის . მთავარი ისაა რომ მას ის ტორტი უნდა რომელიც მაგიდაზეა და აუცილებლად მიიღებს. მსუბუქად გამოსდო თითები საბანს და კარგად დააფარა . გვერდებიც კი შეკეცა . გასვლისას კიდევ ერთხელ გამოხედაა რომ დარწმუნებულიყო არ მოეჩვენა და ნამდვილად იქ იყო. იმ ღამეს პირველად ეძინა . ეძინა მშვიდად , ღრმად და მსუბუქად . იმ ღამეს იმ ქალაქში ეძინა რომელიც ძილს უფრთხობდა . დილით ჩვეულებრივზე ადრე გააეღვიძა . ირაკლი იმ კატეგორიას ეკუთვნის წესები და რეჟიმი რომ შეუცვლელია. ვერავინ და ვერაფერი აიძულებს შეცვალოს თავისივე შედგენილი კანონები. ექვსი საათიც არ იყო რომ სარბენად მოემზადა . გულგრილმა ვერ ჩაუარა ოთახის კარს სადაც ნუცა ეგულებოდა. ახალი მიზეზი , გასართობი , ახალი გამოწვევა და ჯილდო . რამოდენიმე ნაბიჯით გასცდა და შედგა . რას დააშავებს რომ თვალი შეავლოს . საიდუმლო თავად ნუცასთვიც არაა რომ თვალი დაადგა. მსუბუქად დაწია კარი და ხმაურის გარეშე სცადა შესვლა. ყველაფერა მოელოდებოდა იმის გარდა რომ უკვე გაღვიძებული დახვდებოდა . საწოლის თავთან მიყუჟულიყო და ფანჯრისკენ რაღაცას ისე გაჰყურებდა ვერც კი შეეამჩნია როგორ შეუუღო კარი. -გამთენიამშვიდობისა. _კარს ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო და გულიდასწყდა , მისი ხმის გაგინებისას ისედც კარგად აფარებული საბანი კისრამდე რომ აიფარა. თითქოს მან არ შეისწავალა მისი სხეულის ნაწილი გუშინ .-ან შემიძლია ნაბახუსევმშვიდობისა გითხრა. _თამამად დაიძრა და პირდაპირ საწოლის წინ მდგარ მაგიდას მიეყუდა. უფრო კარგი ხედი ჰქონდა. აწეწილი თმები , ძილისგან თუ სასმლისგან შესიებული სახე და ატმისფრად შეფერილი ლოყები რომლებსაც მის ვიზიტს ოთახში უნდა უმადლოდეს. -კარგად ხარ ? _იძულებული გახდა ეკითხა , უცნაურად ჩუმი ეჩვენა. კითხვას უარის ნიშნად თავსი გაქნევით უპასუხა და უფრო დაპატარავდა .-თავი გტკივა და პირი გიშრება . გაგივლის . _დამშვიდება სცადა . -აქ რატომ ვარ ?ჩემი ტანსაცმელი სადაა? _საკუთარი კითხვა ძლივს გაიგო . - აჰჰ , შენი ტანსაცმელი . _კეფაზე დაიდო ხელი და უხერხულობა მთელი სხეულით გამოხატა. რამოდენიმე ნაბიჯში საწოლის ბოლოში გაჩნდა და ჩამოჯდა.- მაპატიე , ცოტა ნასვამი იყავი , არც მე ვარ ძალიან მშვიდი ტემპერამენტის ადამიანი და.. -რაა? _ისეთი კივილი ახმოხდა გოგოს ირაკლიც შეცბა. -არა , არაა , არააა . _ სქელი საბანი კარგად შემოიხვია და ფეხზე წამოხტა . -მატყუებ ? _ფანჯარას აეკრა და ერთი ხელით საბანს იჭერდა მეორეს პირზე იფარებდა .-არა , ეს არ ვქენი . -მას შემდეგ რაც გამომიტყდი რომ რომელიღაცა ღმერთს ვაგავარ ?_გადაწყვიტა ცოტაც ენერვიულებინა. -არაა , არააა . _თავს უიმედოდ აქნევდა ნუცა . -არ მჯერა , რომ ეს ვქენი თუნდაც მთვრალმა .მითხარი რომ ტყუილია. -ეს ? _ღიმილმა გადაჰკრა სახეზე ირაკლის- სექსს გულისხმობ? _ნერვებს უშლის ნუცას რეაქცია , ნუთუ ისეთი წარმოუდგენელია მისთვის ირაკლისთან ყოფნა რომ მთვრალიც ვერ დაუშვებს? -არა , შეუძლებელია , შენა არა , შენ ვერ , ვერ იქნები არ მინდა რომ შენ იყო . შეუძლებელია შენ არ გაგიზიარე ჩემი სხეული პირველად . _წამში მოიცვა პანიკამ ნუცას გონება და სხეული ისე აუკანკალდა ყველა კუნთი სხეული გაჭირვებით გადადგა ნაბიჯი და საბანში ახლართული მუხლებზე დაეცა . სამაგიეროდ ირაკლიმ გაიაზრა წამებში რაც მოხდა . ყურებს ვერ დაუჯერა მაგრამ არც ძალიან ეუცხოვა . წამოდგომაში დაეხმარა და საწილზე ჩამოსვა. -გეხუმრე , რათქმაუნდა გეხუმრე . _ღიმილს და დაბნეულობას ვერ ფარავდა. -ნანა, ნანამ მოგხედა. _ რომ მიხვდა დაუჯერა , ფეხზე წმოდგა და ციტახანს დააკვირდა . რომ არ ეცოდებოდეს და დარდობდეს მასზე ალბათ ისე დასცინებდა ვერავინ შეეაჩერებდა. ახლა გასაგებია რატომ აღიქვა მისი წინადადება ასე მძაფრად , მაგრამ შწუძლებელია , ზუსტად 1 კვირაში გაიგო რომ ამ ქალაქის ყოველი მეორე მცხოვრები ნუცას სხეულზე ოცნებობს და ვერავინ შეძლო მისი გულის მოგება ? ? შეუძლებელია , სხვა თუ არა კახა მაინც უნდა იყოს ნუცას სიაში პრველი. უნდა გაუხარდეს რომ არავინ ჰყოლია ? საქმეში მისი სტრატეგიულად მოაზროვნე ტვინი ჩაერთო . რათქმაუნდა არა არ უნდა გაუხარდეს . ყველაფერი რთულადაა . ეს ყველაფერი ერთ რამეს ანიშნებს , მას ნუცა უნდა , ნუცას კი ის პერსონაჟი რომლებსაც ასე ჰყვარობს რომანებში და ეს მისი უბრალო სურვილი არაა , .ელოდება და სჯერა. იმსახურებს. სრული უფლება აქვს.. მაგრამ ჯერ არ იცის ასე გამეტებით რომ ემალება რეალობას სქელი საბნის უკან , თავად რეალობამ ამოიჩემა. ცოტახანს მიაჩერადა .-კიდევ რამდენჯერ გამაოცებ ნუცა? _თვალი გაუსწორა. - სულის სიწმინდეზე რომ გაქვს პრეტენზია გავიგე , მაგრამ სხეული ? _გაღიზიანებას ვერ მალავდა .ნერვები ღალატის პირას იყო . კარგად იცის ნუცას იდეალებთან არანაირი საერთო არ აქვს . -დაუჯერებელია . _თავი სიცილით გააქნია და ფეხზე წამოდგა . -მინდა რომ თავი დამანებო არ ვაპირებ ჩემს პირად ცხოვრებაზე შენთან საუბარს . დაუჯერებელი არაფერია იმაში რომ პირველივე შემხვედრს არ ვეკიდები და ჩემთვის გრძნობები მნიშვნელოვანია შენგან განსხვავებით. -თავი დაგანებო ? არ მინდა . -ჩემთვის სულ ერთია რა გინდა ._ფეხზე წამოხტა და წინ დაუდგა . -სულ არ მადარდებს შენ რა მოგწინს და რა გინდა . არც ის მაინტერესებს ვინ ხარ და ვერ შემაშინებ . შენი არ მეშინია . რა გაცინებს ? -იცი რა საყვარელი ხარ , მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს რა შემიძლია. -არც მაინტერესებს . -ნუცა ისეთი პატარა ხარ . ისეთი გემრიელი უნდა იყო. _ხელები წაავლო და ახლოს მიიზიდა . -რომ არ გაგსინჯო მოვკვდები . _ქვედა ტუჩს კბილები დააჭირა .-ნებით თუ ძალით , მაინც გაგიგებ გემოს. რაც უფრო შორს წახვალ უფრო მოვინდომებ რომ ახლოს ვიყო . რაც უფრო უარმყოფ უფრომეტად მომინდება რომ ჩემი იყო . აზრი არ აქვს, პირველი ვიქნები თუ მეასე , მაინც ვიქნები შენს ცხოვრებაში და ვერაფერს მიზამ. _ტუჩით ოდნავ შეხო მის ტუჩს და თავი რომ გადაწია უკან , წინააღმდეგობის ნიშნად , სიბრაზემ წამოუარა . შეუძლებელია არ მოწონდეს და ასე უარყოფდეს , ჯერ არავის უთქვამს მის ტუჩებზე უარი . ხელი თავქვეშ მოსდო და მაგრად გააკავა . რამოდენიმე წამით დააკვირდა , მაგრამ ჯიუტი თვალების გარდა ვერაფერს წააწყდა . -ამ თვალებისთვის სასჯელს იმსახურებ . _დაუკითხავად მოიქცია ნუცას ლოყა კბილებში. გაფართხალება სცადა თუ არა უფრო მაგრად გააკავა და უკვე თავისუფლად იპოვა მისმა ტუჩებმა , გზა მისი ტუჩებისკენ. იმ ტუჩებისკენ რომელიც ამდენი ხანია იწვევს, ეძახის , უნდა და ჭირდება . მთელი თავისი განოცდილება ჩადო , ამ კოცნაში , მიუხედავად იმისა რომ ვერაფრით აიყოლია მისი ტუჩები, ვნებამორეული ჩაუყვა ყელს და სანამ თვითონ ტკბებოდა მონდომებით ცდილობდა არცერთი მილიმეტრი გამორჩენოდა მის ტუჩებს , მიხვდა როგორ სიმივით დაიჭიმა ნუცას სხეული მის მკლავებში , ქანდაკებასავით უძრავი გახდა და ნახევრად გათენებას უნდა უმადლოდეს მის მიტკალივით თეთრ ფერს თუ საკუთარ თავს არ იცის . სუნთქვა არეული შეეშვა მის სხეულს. რას არ მისცემდა , ერთი სულ პატარა ნიშანი ჭირდება რომ სქელი საბანი ნაწილებად შემოაცალოს და მერე თავი დააკარგვინოს სიამოვნებისგან , მაგრამ ვერაფერს ხედავს გარდა ჩამქრალი წყლიანი თვალების და აკანკალებული სხეულისა. -ნუცა მე შენ მინდიხარ , შენ კიდევ ტირი? -მე არ მინდა გესმის ? არ მინდიხარ არა? _უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და პირველივე კარისკენ გაიქცა რომელიც დაინახა. სააბაზანოს კარი გადაკეტა და მის ბოლოში ჩამოჯდა. გახურებულ ტუჩებს თითები ააფარა და იატაკს მიშტერებული რამდენ ხანს იჯდა არ იცის . თავი 9 სირბილის დროს , ნუცას “არ მინდა “ უტრიალებდა თავში. უკვე მის თავმოყვარეობას ურტყამს , ნუცას არ მინდა. ისე ღრმადაა დარწმუნებული იმაში რომ ყველას ჭირდება ერთი ირაკლი ცხოვრებაში , ნუცა ვერ იქნება გამონაკლისი . აუღებელი ციხესიმაგრე არც ეს გოგოა. უბრალოდ ჯერ არ დასჭირვებია, უფროსწორად ისე არ გაუჭირდა რომ ადგილი უპოვოს თავის ცხოვრებაში. ხანდახან პატარა ბიძგი ჭირდებათ ადამიანებს და სწორედ ეს ბიძგი უნდა მისცეს . პრობლემებს ადვილად აგვარებს . განსაკუთრებით იმ პრობლემებს რომელსაც თავად ქმნის. ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ხანდახან საკუთარი ეშმაკი აშინებს . ნაყოფიერად ირბინა , თითქმის 9 საათი იყო სახლში რომ შევიდა. არც უფიქრია რომ იქ დახვდებოდა , უკან მოუხედავად გაიქცა მართლაც. ისეთი უცნაური ეჩვენა ნანას კარგახანს დარდობდა . კარგი ამბით დახვდა გიორგი . ხილვადობა უმჯობესი იყო ამიტომ წასვლა შეეძლოო. დროულა მისი წასვლა. იქნებ სულაც გადაუაროს ახირებამ სახელად ნუცა ? ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება , ჩვეულ რიტმს და გარშემო იმდენ ქალს რამდენიც უნდა . აღარც გაახსენდება ნუცა თავი ღრმად დაარწმუნა რომ ყველაფერი მალე ჩვეულებრივად იქნებოდა. ისე ესიამოვნა ცხელი წყალი , მთელი ტანი მიუშვირა და საბაზანოს კედელს ხელებით მიეყრდნო . ცდილობდა , გონებაც ისე დაესვენებინა როგორც მისი სხეული ისვენებდა , მაგრამ ტვინი გამუდმებით დილანდელ კადრებს უტრიალებდა თვალწინ . მთელს სხეულს სასიამოვნოდ უვლიდა მოგონებებისგან გამოწვეული ვიბრაცია . ისტერიკული სიცილი მორთო იმის გაანალიზებისას რომ სანამ მისი გული წასვლის და სიმშვიდის გეგმას ალაგებდა , მისი ტვინი და ყველა კუნთი სხვა რამეზე ფიქრობდა. ნაწილებად იშლება , ერთი მთლიანი ირაკლი , ნაწილებად იშლება და ყველა ნაწილი სხვადასხვა მხარეს ლამობს გაქცევას . ასე დანაწევრებული კი ადვილი სამართავია და არ უნდა ვინმესთვის სათამაშო იყოს. თუმცა ვერაფერს უხერხებს თავს . ოთახიდან რამოდენიმე ნაბიჯი გაძლო ისე რომ არ ეფიქრა და იმ ოთახს სადაც ის ეგულებოდა ისევ ვერ ჩაუარა ურეაქციოდ , მიუხედავად ამისა გემრიელად ისაუზმა . ნანას დასევდიანებულ სახეს გაუღიმა . -ნუ დარდობ ნანიკო , სულ მარტო ხომ არ რჩები აგერ გიორგი, რამდენიმე ბიჭს გიტოვებს , მალე პატარა სახლსაც დაასრულებენ პერსონალისთვის და ღამეც გეყოლება ვინმე . ლიკუნაც გადმობარგდება და თვითონ ინატრებ მარტო ყოფნას . -კიდევ 5 წელი ვერ გნახავთ? -ამდენ ხანს არ მოგანატრებ თავს. ვფიქრობ ახალ წელს და დაბადებისდღეს აქ ავღნიშნავთ. -ყველა ? _გიორგიმ გაოცება ვერ დამალა .-შენი დაბადებისდღე ასს კაცს მაინც ითვლის ირაკლი . -არ მგონია ასივეს ისე ვუყვარდე რომ აქ წამოსვლა გადაწყვიტონ. წასვლისას ლიკუნას უნდა შევუაროთ . დაუმშვიდობებლად ვერ წავალ .კიდევ ერთხელ . უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა . -რა უნდა გავამზადო ? -არაფერი ნანა , ტანსაცმლის უკან წაღებას არ ვაპირებ. _გაუცინა ნანას . სანამ ირაკლი გემრიელი საუზმით ტკბებოდა , ნუცა საკუთარ სახეს სწავლობდა სარკეში . თავს დამცირებულად გრძნობდა ? იმაზე მეტად არა ვიდრე ასე თამამად შესთავაზა საყვარლობა . გაბუჟებულ ტუჩებს თითს უსმევდა და საკუთარ გულს ვერაფერს უხრხებდა . -მოგეწონა ? _საწოლზე უდარდელად წამოგორდა ქეთა. -ქეთა გთხოვ . არც თავი მაქვს და არც ნერვები. -ოჰჰ , ნუცა ნუ გიყვარს ყველაფრის დრამატიზება. გაკოცა ხო არ.. _სიტყვა აღარ დაამთავრა ნუცას თვალებს რომ დააკვირდა . -რა უნდა ვქნა ქეთა? _წინ ჩამოუჯდა . - მეშინია , მინდა რომ თავი დამანებოს . უცნაური ადამიანია. არანაირი სინაზე , ზრდილობა . იმას აკეთებს რაც უნდა და როცა უნდა . მნიშვნელობ არ აქვს შენ რა გინდა , არ გეკითხება.მე არ მინდა . მინდა რომ თავი დამანებოს , აღარ მინდა რომ შემეხოს . -არ მოგეწონა ? _ეშმაკურად მოჭუტა თვალები და კითხვა გაუმეორა -ღმერთო ქეთა შენი ტვინი სხვა რამეზე ფიქრობს? -ქალო ღმერთკაცმა გაკოცა და იმის ღირსიც არ ვარ ვიკითხო ? ოჰჰ ნუცა შენი ბედი რომ მომცა , ჯერ კახას გავაცლიდი ტყავს და მერე მაგ შენს ბატონ ყოვლისშემძლეს. _თვალები დახუჭა და გაინაბა.-როგორია ? -ველური . -კარგი რა , როდემდე უნდა ოცნებობდე ჯელტმენზე , ჯოხით , პიჯაკზე მიბმული საათით და თქვენობით მიმართვაზე. -ოცნება , უფასოა, ქეთა და მომწონს. - სულ არაფერი ? აი სულ პატარა ნაპერწკალიც არ იგრძენი ? -არა ._თავი გაუქნია .- შემეშინდა , მაგ კაცთან ყოფნა საშიშია , ვერ ვენდობი -მოგიწევს , ცოტახანი გაუძელი , ცოტა ჭკუა რომ იხმარო მუშაობაც არ მოგიწევს . აყიდინე რაც გინდა და გაუშვი ჯანდაბაში. -შეიშალე? არ მინდა . არავისი არაფერი არ მინდა .მერე წამოსაძახებელი რომ მქონდეს რამე ? არა . ერთხელ ვცხოვრობ , ერთხელ , საკმარისი პრობლემები მაქვს კიდევ პირად ცხოვრებაში რომ არ დავიმატო უბედურება. არ მინდა . _ კომფორტულად მოკალათდა .- ნახე , ბინა ვნახე , ხშირად აგირავებენ 2- 3 წლით , თუ ორი თვე ვიმუშავებ კიდევ საკმარისი მექნება , ქირის გადახდა აღარ მომიწევს , იქ თუ ვიცხოვრებ. ვიცი შენებისთვის ცუდი ამბავია მაგრამ ადვილად იპოვიან მდგმურს . ხო და არ ვიცი რამდენს გადამიხდის ლიკუნა რადგან სამზარეულოში აღარ მომიწევს ყოფნა მაგრამ რაც არ უნდა იყოს ცოტას შევაგროვებ , იმდენს მაინც რომ როცა გირაო მორჩება და ფულს დამიბრუნებენ სადმე წავიდე , სადმე საქართველოდან შორს დარწმუნებული ვარ იქაც არ გამიჭირდება , მიყვარს მუშაობა . _სიბრალულით სავსე თვალებ ვერ აშორებდა ქეთა. თვალწინ ჩაუარა იმ დღემ როცა გაიცნო პირველად . ბინას ეძებდა ერთი ჩემოდანი დაჰქონდა და მათთანაც ასე მოვიდა. ერთი თვის ქირის ფული და იმედით სავსე თვალები ჰქონდა. აგერ უკვე 2 წელია მათთან ცხოვრობს და უკვე მისი ოჯახიც ვერ ანსხვავებს . რამდენჯერ შესთავაზა მამამ რომ მათთან ჩასულიყო და ახალ მდგმურს ნახავდნენ, მაგრამ იმდენად თავმოყვარეა ეს პატარა გოგო არაფერი უთაკილია , რომ თავი მარტოს გაეტანა. -არაფერი მეზარება , შენც ხომ იცი . -ვიცი ნუცა , ვიცი . ყველაფერი გამოგივა ._იცის ყველამ იცის , როგორ არ უნდა იცოდნენ? რამდენჯერ გაუთენებია რომ ღამის სმენები გაადაება , ერთხელ გულიც კი წაუვიდა ჭამა დაავიწყდა , უტვინოს. არასდროს დაუწუწნია , მისგან განსხვავებით . ერთხელაც არ უწყენინებია . გამუდმებით იმედს არიგებს და უანგარო ბედნიერება არ ენანება არავისთვის . პირველად რომ ნუცას ისტორია მოისმინა , იქით ამშვიდებდაა.ნუცა სიმსუბუქეა გარშემო ყველასთვის , შეუძლებელია ვინმემ თავი ცუდად იგრძნოს მის გვერდით . -როგორ მიყურებ? _ეუცნაურა ქეთას მზერა . - გოგოები რომ მომწონდეს , მეც მენდომებოდააა, როგორ გითხრა ? გასინჯვა . -ის მანიაკია , შენ რა ჯანდაბა გჭირს ? _სიცილი აუტყდა ნუცას . -ისე რა უცნაურია არა? ოჯახში ყველა თავისებურია , მაგრამ ირაკლი არაფრით არ გავს მათ. -იქნებ აყვანილია . _შემდეგში სანამ გაკოცებს ეგ უთხარი და გარანტიას გაძლევ აღარ მოგეკარება. -კარგი რჩევაა. კოცნის მაგივრად პირდაპირ მომკლავს. - კარგი ამბავი ისაა რომ მივდივართ , ცუდი ამბავი ისაა რომ კიკიმ ამიკლო. _ მანქანის სავარძელს თავი გამეტებით მიადო გიორგიმ . -ხოო? _უინტერესოდ გამოეპასუხა. - ძნელია ერთი კვირა კაცის გარეშეო.იმედია ფორმაში ხარ , მართლაა გელოდება . _გაეცინა გიორგის -როდის აქეთ საუბრობთ მსგავს თემებზე ? -მას შემდეგ რაც ,შუაგულ ეზოში გამართეთ ორგია და მინიმუმ 10 უსაფრთხოების კამერამ გიყურათ და ჩაგიწერათ. _ამჯერად მძღოლმა წაიფხუკუნა , რაც იმის მანიშნებელი იყო , რომ არ ამეტებდა არაფერს. - კარგად გამოვიყურებოდი? -არ ვიცი , ვიდეო არ მინახია , არ მინდა რამდენჯერაც დაგელაპარაკები და შემოგხედავ შენს შიშველ ტ** ზე ვფიქრობდე . -არადა რომ გეყურებინა , კიკისაზე იფიქრებდი . _ყველაფერს აქვს დადებითი მხარე . _ფურცლებს თვალს არ აშორებდა . -რა საზიზღარი ხარ ღმერთო . მალე ვიქნებით . -გაფრთხილებ , რაც არ უნდა შემოგთავაზონ არ ვრჩებით გაიგე ? საჭმელი , სასმელი , ტკბილეული . ვიცი შენი კუჭის ამბავი . -ჩემი კუჭიც ადამიანია. _ამოიოხრა გიორგიმ. -არ ვხუმრობ გიორგი . -კარგი ხო , კარგი . ნეტა ერთხელ გემრიელად ვჭამო იქ სადაც შენ ხარ . -რაღაც გუშინ არ ეტყობოდა შენს წინ მდგარ თეფშებს რომ ვერ ჭამე. -იმის თავი გქონდა რომ , ჩემთვის გეყურებინა ? მეგონა მარტო ნუცას უყურებდი. - როგორცვე ამ ქალაქს გავცდები ერთი მარტივი წესი შემომაქვს , არავინ ახსენოს ის ტუტუცი . ცოტახანში სავარძელში იჯდა და მოთმინებით უსმენდა როგორ ხვრეპდა ბაბუამისი ჩაის . თან შიგადაშიგ კოვზით ურევდა და ჭიქის კედლების წკარუნი აყრუვებდა ოთახს. კიდევ 5 წუთი რომ დარჩენილიყო ალბათ ნერვები უმტყუნებდა . დას საქაღალდე ჩაუდო ხელში და აუხსნა რომ ნუცას კონტრაქტი იყო . -ამდენი ?_გაკვირვებით დახედა სქელ საქაღალდეს . -აჰამ . _გაუღიმა დას .-ხელფასის გრაფა ცარიელია , ვნახოთ რამდენად აფასებს თავს . _ირონია შეერია ხმაში. -ირაკლიიი._ტუჩები დაბერა დამ. -სახლი შენს განკარგულებაშია . _შუბლზე რამოდენიმეჯერ აკოცა და ლილიმაც კი შეამჩნია, როგორ მილულა თვალები და-ძმამ . -უნდა წავიდე , საკმაოდ დამღლელი გზა მელის. -კიდევ როდის მაღირსებ შენს ნახვას ? _წუწუნით გაყვა შვილიშვილს უკან ლილი. ბავშვები მაინც გვყვავდეს ყურადღებას გადავიტანდი . -ლილიი? _უკანასკნელ ნერვზე ფსონი გააკეთა ირაკლიმ და თავის შემაგრება სცადა. -ბებო , ჩემგან შვილიშვილს ვერ ეღირსები . ასე რომ მოდი აქვე გავარკვიოთ ეგ ამბავი . ან თავს დამანებებ და სხვა შტოს მიაწვები ან აღარასდროს მნახავ. -რას ბოდავ ირაკლი . _წამოენთო ქალი და კარში გაჩერდა. -აბა ვინ უნდა გამრავლდეს ? სანდრო გიორგობიანია , ბექა კიდე არ გაიშვა მაგათი ლომიძეობა . ერთი შენ ხარ ჯანდიერი მამაკაცი . -გეყოფა , საკმარისია. _ხმას აუწია უნებურად. ყველაზე მეტად სძულს როცა იმას ახსენებენ რის მოშორებასაც ასე ძალიან ცდილობს. -არ ვარ . არა . _უკანასკნელი ნერვი რომელზეც ასე ამყარებდა იმედს, გაწყდა. მუჭი პირში ჩაიდო და კბილები დააჭირა. -ხარ . _ჯოხი დაჰკრა იატაკს ლილიმ . -კარგი , ჯანდაბას ვარ , ვარ და მერე რა . ვიღაც ჯანდიერმა , ვაჩნაძესთან რომ ნა*** ვარი გაჩინა და იმის შთამომავალი ვარ შენ რა . ამ დედააფეთქებულ დაწყვევლილ ქალაქს და თქვენი გვარის ისტორიას რა? მაშინ რომ გემააყა ასე როცა შენი შვილი მოგვარეს გაჰყვა და ცხოვრება ჯოჯოხეთად არ გექცია , ვინ იცის იქნებ ახლა მეც არ მძულდეს ეს წყეული გვარი ? მაშინ სად იყავი . სად ? _ყვირილზე ისე გადავიდა ვერ მიხვდა და კართან მოგორებულ ლიკუნას გვიან მოჰკრა თვალი . -გითხრა სად იყავით ? გვარის შეცვლის ამბებით იყავით დაკავებული , ერთადერთი რაც იმ არაკაცს გააჩნდა გვარი იყო და ისიც წაართვით . რომ არ დაგემალაა ვინ იცის ახლა ამ ბორბლების ტრიალი მოუწევდა ? შეხედე ? შეხედე სად არიან შენი შთამომავალი ჯანდიერები ნახე რას დაგვამსგავსეთ . ისე მოდიხარ და ითხოვ იმის გაგრძელებას რაც დიდი ხანია წყევლად გვექცა თითქოს დალოცვად გადაიქცევა . საკმარისია გესმის ? საკმარისია. _ ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა და სიტყვა დაამთავრა თუ არა ღრმად ამოისუნთქა . თავი პირველად იგრძნო მსუბუქად დიდიხნის შემდეგ . მიხვდა როგორ დაიცალა მისი ვენები შხამისგან და აჩქარებულ გულს ყური მიუგდო. როგორ უნდოდა ამოეთქვა . გარდაუვალიც იყო , იცოდა რომ ერთი დამპალი კვირა ზედმეტი ტვირთი იყო მისთვის ამ ქალაქში. გაფითრებულ ბებიას და დას თვალი აავლო . როდის გახდა ასეთი უხეში არ იცის , ალბათ ხუთი წლის წინ როცა ხაზი გადაუსვა ყველაფერ ადამიამურს . მოხუცია , ბებიამისის გარდა მის წინ მდგარი ქალი მოხუცია და სულ მცირედი პატივისცემა უნდა გამოხატოს , მაგრამ არ შეუძლია. აღარ შეუძლია. როცა წარსული საყვარელ ადამიანებს დაღად გასვამს სხეულზე , ყველა იარა გძულს . მისი იარები მისი ოჯახია. ცივად აქცია ზურგი და რამოდენიმე საფეხური უნდა ჩაეარა , რომ მიხვდა მუხლი აუკანკალდა. სადღაც მოისმინა წარსულის გარეშე მომავალი არ არსებობსო . მას კი წარსული , გამუდმებით წარსულში ეპატიჟება , ექაჩება . როცა გონია რომ წინ გადადგა ნაბიჯი უცბად არსაიდან ჩნდება წარსული და უკან ითრევს . ბედის ირონია ისაა რომ მისი წარსულიც კი არაა , გონია რომ სტუმარია ამ წარსულში , მაგრამ თავს მაინც ვერაფრით აღწევს . მამა რომელიც აღარ ახსოვს , დედის რომელმაც თავად დაივიწყაა. იცის თავადაც რომ ადამიანის სახე დაკარგა. ვიღაც ეტყვის რა შენი დარდია , უბრალოდ იცხოვრეო . არ შეუძლია . ზედმეტად მწარედ ახსოვს მამის ავტოფარეხში ჩამოკიდებული სხეული . დედის გრანდიოზული თეთრი კაბა და ესეც რომ არა ლიკას სხეულს , კონსერვის ქილად ქცეულ მანქანაში ვერასდროს დაივიწყებს , მაგრამ ვერავინ აიძულებს კიდევ ერთხელ შეეწიროს საკუთარ გვარს და წარმომავლობას. ვერავინ აიძულებს იმ გვარისთვის გაიღოს მსხვერპლი და ის გააკეთოს რაც არ უნდა , გვარისთვის რომელიც არაფერს იმსახურებს. ამ სახლში , მას ბავშვობა მოუკლეს. _მანქანის მინიდან უკანასკნელად გახედა ჯანდიერების წამოჭიმულ მამულს . -ამ მამულში , ის ყოველთვის , პირველი შვილიშვილი იყო , დიდი ძმა , უფროსი დეიდაშვილი . გვარის გამგრძელებელი . ამ სახლში მას უამრავი სტატუსი ჰქონდა. ამ სახლში მას ყველაფერი მისცეს გარდა იმისა რაც ასე სურდა , ნახევრად დაობლებულ მარტოსულ ბავშვს , რომლის თვალებმაც 10 წლის ასაკში ყველაფერი ნახა . არასდროს უთხოვია რომ პირველი ყოფილიყო , მხოლოდ სიყვარული ჭირდებოდა, სიყვარული რომლისთვისაც არავის ეცალა. ის ხომ უკვე დიდი იყო . დიდი იყო , წუწუნისთვის , დიდი იყო ცუდად მოქცევისთვის , დიდი იყო ტირილისთვის , ავადმყოფობისთვის და ტკივილისთვისაც დიდი იყო . უნდა დაეთმო , ეზრუნა , გაენაწილებინა , ის ხომ პირველი და დიდი ბავშვი იყო ოჯახში. ვეღარავინ აიძულებს , ვეღარავინ ეტყვის რა უნდა გააკეთოს სხვებისთვის , ის უკვე მართლა დიდია. საკმარისად დიდი და იმდენად ძლიერი რომ თავად ამბობს ვინ რა უნდა აკეთოს. სიამაყე და ტკივილი ერთმანეთს ეცილებოდნენ მის თვალებში ადგილს. ამიტომ ოროვე მიაჩუმა . თვალები დახუჭა და დათვლა დაიწყო . სწორედ ისე როგორც …. სახელის წარმოთქმა თავად აკრძალა ცოტახნის წინ და ენის წვერზე ადგია. ღიმილი მოედო , სხეული მოუდუნდა და თვალწინ კიბის ქვეშ მოკუნტული ნუცა დაუდგა. ნეტავ როგორია მისი ფიქრები? იქნებ კარგიცაა , მოყოლილი რომ იცის მხოლოდ და არაფერი ახსოვს? განა შეძლებდა ნუცასნაირი ადამიანი ამხელა ტვირთის ტარებას? როგორი ბავშვობა ჰქონდა ? როგორია ობლის ცხოვრება მაშინ როცა მართლა არავინ გყავს ნეტა? _თვალებით მანქანის ჭერს მიაჩერდა. ნუცასგან განსხვავებით მას ვერცხლის ჩანგლით აჭმევდნენ და მაინც ტრაგედიაა მთელი მისი განვლილი წლები . წარმოდგენაც ვერ შეძლო რა შეიძლება გადაეტანა სკოლაში პატარა გოგოს ან ბავშვთასახლში . ღმერთო რა შემაწუხებული შეცოდების თვალებს რომ დაატარებენ შენზე და ნუცა ყოველდღე აწყდებოდა, მიუხედავად ამისა მაინც ნუცად დარჩა . ობლობა , მარტოობას არ ნიშნავდა ირაკლისნაირი ბავშვებისთვის გარშემო მთელი საგვარეულო შემოევლო , მაგრამ ნუცა ? გაგონილი აქვს ბავშვობაში რას ნიშნავდა როცა “პრიუტის “ ბავშვი იყავი. ერთი კლასელი ჰყავდათ სკოლაში,ვერავინ იგებდა მათ სკოლაში როგორ მოხვდა. ახლაც ახსოვს რა ჯოჯოხეთი გაატარეს . 20 წლის გოგომ კი თავი გაიტანა , საკუთარი ისტორია და წარსული შეიყვარა და მერე სხვებსაც შეაყვარა. არც საკუთარი გრძნობები გაუყიდია და არც თავი. სწორედ ეს განასხვავებს დანარჩენებისგან . მიუხედავად იმისა რომ ისევ ღრმად სწამს რომ მისი ყიდვაც შეუძლია . უბრალოდ ფასი ვერ უპოვა . ახლა სახლში სავარაუდოდ კიკი ელოდება რომელსაც სულაც არ ჰყავს ცუდი ოჯახი მაგრამ ისიც გაიყიდა . საკუთარი სილამაზე იცის როგორ გამოიყენოს. აგერ უკვე 3 წელია , პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს , 2 თვის წინ თავად ირაკლიმ ჩაუდო მანქანის გასაღები ხელში . გაეღიმა . ხო კარგი , თავს ხომ ვერ მოატყუებს ხელში არ მიუცია , მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს . სწრაფად გაახსენდა კიკის და მისი თავაშვებული ექსპერიმენტები და პირველად გახსნა კიკის მოწერილი 20 ესემესიდან ერთი , კვირის განმავლობაში და მოკლედ დაწერა. “ მოვდივარ” რამოდენიმე საათში საკუთარი უაზროდ დიდი სახლის ეზოში იყო და ღრმად სუნთქავდა . აქ არავინ იყო ის ვინც ოჯახთან აკავშირებდა . აქ ის უბრალოდ ირაკლი იყო და საქმეს აკეთებდა, ყველაზე კარგად მხოლოდ საქმის კეთება გამოსდის და .. ტუჩი მოიკვნიტა სახლის შესასვლელის კიბეზე ავაზასავით გაწოლილი ქალის დანახვისას , თხელი ხალათი ეცვა და ვერაფერს მალავდა. გარუჯული კანი ოქროსფრად უპრიალებდა და ლამაზი წაბლისფერი თმა რამდენჯერაც თავს ანძრევდა შუქზე ფერს იცვლიდა. -ოჰჰჰ ნოოოო , არაა რა , კარგით რააა, _კარში შესულმა გიორგიმ წამოიყვირა და ზურგით შებრუნდა. -ავადმყოფები ხართ რა . კარი ხმაურით გაიჯახუნა. -ახლახანს ვფიქრობდი რომ საქმე და სექსი ყველაზე კარგად გამომდის მაგრამ რომელია პირველი? . _კართან დააგდო ლაბადა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა კიბისკენ თან პერანგს იხსნიდა. -მაგას ხვალ გეტყვი? -ხვალ ? _გაეცინა ირაკლის . ხვალამდ არასდროს რჩება მასთან .- კარგი მცდელობა იყო. _ ირაკლის რეპლიკა არ შეიმჩნია და ენით გაისველა წითელი ტუჩები და უკვე ნახევრად შიშველი ირაკლის ტანს თვალი აავლო. როცა მიუახლოვდა წამოდგომა დააპირა თუმცა ხელებით უბიძგა ისევ იატაკისკენ . -შეგვიძლია აქედან დავიწყოთ. უხმოდ მიუხვდა ქალიც რა უნდა ექნა და არც ძალისხმევა დაუშურებია , ერთი კვირა თავის შეკავება , მისი ტემპერამენტის კაცისთვის ძნელია მაგრამ ვერ იტყვის რომ გაუმართლა,ის ვინც ასე უნდოდა მთლად წმინდანი აღმოჩნდა . სანამ კიკი გამეტებით ცდილობდა მთელი თავისი მონატრება , ტუჩების მოძრაობაში გამოეხატა და არც ირაკლის სასქესო ორგანო იყო წინააღმდეგი , ტვინი სადღაც სხვაგან იყო. ირაკლი რის ირაკლია? როცა თქვა რომ ერთერთი რაც ყველაზე კარგად გამოსდის სექსია არ უხუმრია. სწრაფად უბრძანა ტვინს და გულს ცოტახანს დაესვენათ და მთელი სხეული ჰორმონებს მიანდო . რომელ საათზე დაიწყო მათი აღვირახსნილი მოგზაურობა კიბეზე არ ახსოვს მაგრამ გამთენიისას როგორღაც დაოკდნენ . ძალაგამოცლილი და თმააბურდული მიესვენა მის მკერდზე და დაძაბულ ირაკლის ხელი აუსვა. -5 წუთი, ამოვისუნთქებ და წავალ. _კიკიმ იცის რომ ხუთ წუთში უნდა ადგეს და წავიდეს, შეიძლება არც წავიდეს მაგრამ მათი ურთიერთობა იმას არ სცდება რაც ახლა მოხდა და არც არასდროს გასცდება. სწორედ ამიტომ უყვარს ირაკლისთან მოსვლა. ირაკლი არასდროს უქმნის პრობლემებს , არ ეჭვიანობს , არ აიძულებს იმას რაც არ უნდა და რაც მთვარია იმდენად გულუხვია ამისთვის თუ ღამე უნდა გაეცალოს ან სხვაგან დაიძინოს პრობლემა არ აქვს. იდიალური საყვარელია ირაკლი , თუმცა დიდიხნის წინ მიხვდა რომ მეორენახევრად არ ივარგებდა და ოცნებებოდან მიწაზე დაეშვა. ერთმანეთს კარგად ეწყობიან. -რა ფერი კანი გაქვს? _თითი აუსვა მკლავზე .ახლახანს შეამჩნია რომ რუჯის გარეშე არასდროს უნახავს. -თეთრი . _ ეუცნაურა კითხვა. -ძალიან თეთრი? -არა , ნორმალური რავიცი , თოვლს არ ვგავარ. _გაეცინა ქალს. -და რატომ მალავ? - არასექსუალურია , მგონი არცერთ კაცს არ მოწონს ქაღალდივით თეთრი კანი. -რატო? _არ ეშვებოდა ირაკლი. -რავიცი , შენ მოგწონს ? _კითხვა შეუტრიალა უცნაურად მომზირალ კაცს . - თეთრი კანი ლამაზია, როცა ატმისფერი ედება. _გაეღიმა ირაკლის , რომ მიხვდა ფიქრები ისევ სხვაგან აბრუნებდა. -ის თეთრია ? ლამაზია _ეშმაკურად მოჭუტა თვალები კიკიმ. -არა , საყვარელია . _კიკისთან სიყალბე არასდროს დასჭირვებია. -კიდევ როგორია ? _საწოლში წამოჯდა და ინტერესით დააკვირდა მამაკაცს . -მეტიჩარა , ჯიუტი და რომანტიკოსი და ზედმეტად გამოუცდელი . - ოჰ , მასწავლებლის როლში კარგად გაერთე ? - გავერთე? _სიბრაზე მოერია ირაკლის იმის გახსენებაზე როგორ უარყოფს . -როცა გითხარი ჯიუტიათქო არ მიხუმრია და თან შენთან ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანია როცა გამოცდილი პარტნიორი გყავს ._კომპლიმენტი უთხრა თუ დასცინა რომ ბევრი პარტნიორი ჰყავდა კიკისაც, ვერ გაიგო. .-წყალს გადავივლებ . რამე გჭირდება ? -რამე ? _დაბნეულმა გაუმეორა კითხვა . -ხო რავიცი რამოდენიმე ასეული , ან ათასეული. -არაა , უხერხულად შეიშმუშნა კიკი. -შენ არ გეკითხები. შენს პირს ვკითხე. ჩემო ძვირფასო საღამოს გმირი ეგაა. -უხამსი ხარ ირაკლი. _საბაზანოს კართან დააწია , ბალიში. -იმიტომაც მიიღე უარი._ -უარი თქვა , მაგრამ ჯერ არ დავთანხმებულვარ . _საბაზანოდან გამოსძახა , ****** -მიყვარხარ ნუცა . _ გვერდით მჯდომ გოგოს თვალი აარიდა და ქალაქის ხედს გადახედა. - მიყვარხარ . _გაუბედავად გააცურა ხელი მისი ხელისკენ და გაფართოვებულ თვალებს თვალი გაუსწორა კახამ . იმ დღეს არც თოვდა არც უწვიმია. იმ დღეს ქალაქის თავზე სინათლე იდგა . იმ დღეს მარტო ნუცამ არა , ამინდმაც პირი იცვლა. **** თავს მშვიდად გრძნობდა , ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ერთ კვირაში ირაკლის არსებობას მხოლოდ მისი სახლი ახსენებდა , სანამ ლიკუნას გადაბარგებაში ეხმარებოდა , თავის ამბებიც მოაგვარა და ქეთას მშობლებისგან წინააღმდეგობა არ შეხვედრია. არც ლიკუნას გადასვლა ყოფილა ახალ სახლში . ცხოვრებაში პირველად აღფრთოვანებულს ხედავდა კიდეც თითქოს შორს წასულიყვეს , მამულიდან პრობლემა მხოლოდ ის იყო , რომ ვერაფრით შეთანხმდნენ სად უნდა დაეძინა , რამოდენიმე დღიანი კამათის შემდეგ მაინც თავისი გაიტანა და პატარა ერთსართულიანი სახლში რომელიც მორიგე პერსონალისთვის აშენდა ის ოთახი აირჩია რომლის ფანჯრიდანაც ყველაზე კარგად მოჩანდა ტბა. მოჩანდა ცოტა ზედმეტი ნათქვამია თავი მთლიანად უნდა გაეყო და 180 გრადუსით დააეტრიალებინა რომ რაღაც დაენახა, მაგრამ სულ არაფერს ჯობდა . რამდენჯერაც იმ ოთახში დარჩა იმდენჯერ იმაზე ეფიქრებოდა რომ ყველაფერი ტრიალებს , ცხოვრებაც კი. ისევ ერთი ოთახი , ერთი ჩემოდანი და ხედი ტბაზე ჰქონდა. თითქოს მშვიდად იყო , მაგრამ იქ სადაც მისი არაფერი არ იყო . მცენარეებსაც მოუძებნა ადგილი ზოგი საერთო საცხოვრებლის მისაღებში დადგა ზოგი საძინებელში და ნანას წინააღმდეგობის მიუხედავად პატარა ქოთნის კაკტუსი დიდი სახლის სამზარეულოსაც შეუხამა. -ირაკლიმ თუ დაინახა ორივეს გაგვიბრაზდება . -ვერ დაინახავს ნანა , მეც ვერ ვხედავ ისეთი პაწაწუნაა. თან თუ აქ შემოვა ._ქოთანს ხელი წაავლო და სამზარეულოს უჯრაში ჩადგა .-ჰოპ . გაქრება . კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა , მისი ხელფასი იყო . ჯიუტად განაცხადა უარი , თვითონ შეევსო ხელფასის გრაფა და მაგ თემაზე საუბარი აკრძალა . ორი კვირის თავზე შუა დეკემბერსაც გაადაცდნენ და სახალწლო ცციებცხელებაც შეეტყო ქალაქს , ყველაფერი ანათებდა და ბზინავდა , მიძინებული ქალაქი უცნაურად აფორიაქდა . გაბრწყინებული თვალებით დადიოდა ქუჩაში თითქოს პირველი ახალიწელი ყოფილიყოს მისთვის და ბავშვივით უხაროდა ნებისმიერი დეკორააცის და სათამაშოს დანახვა . ერთადერთი რაც ნერვებს უშლის პიროტექნიკაა. ყოველი ფეიერვერკის ხმაზე გული უსკდება და ხან მადლობელიც კია ასე განაპირას რომ დგას ირაკლის სამფლობელო არავის და არაფრის ხმა არ ახწევს . ცოტა მოწყენილობაა, მას კი მოწყენილობა სტკივა , ძალიან ბევრ რამეზე აფიქრებს , მისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ცუდ რაამეებზე არ იფიქროს. -ლიკუნა ამ სახლს საახალწლო განწყობა აკლია. რა მოხდება ნაძვისხე რომ დავდგათ ? -არ ვიცი. _თერააპიის შემდეგ საწოლში მოკუნტული ლიკუნა უენერგიოდ სცემდა პასუხებს. -ხო და დავდგათ. -ირაკლის დიდად არ უყვარს დეკორაციები . -რას გაიგებს ? -შეიძლება ჩამოვიდეს . - პატარა დავდგათ სამზარეულოში . გინდაც რამე თქვას ნანას დავაბრალოთ . -ერთ დღეს ნანა მოგკლავს . თითქმის ერთი კვირა იყო დარჩენილი ახალიწლის მოსვლამდე რომ ირაკლის გრაფიკსაც დაეტყო , ყველა შვებულებაში იყო და ნახევარი დღე ისე გადიოდა ვერაფერს აკეთებდა . ჯერ კიდევ ორჭოფოდა რა უნდა ექნა დარჩენილი ერთი კვირა რომ ლიკუნას მოწყენილმა ხმამ და ტკივილისგან გადაღლილმა სახემ კიდევ ერთხელ გაადაწყვეტინა წასვლა. -დიდხანს დარჩები ? _აბაზანიდან გამოსული კიკი კაბას გაჭირვებით იკრავდა . -წამოხვალ ? _მოულოდნელმა კითხვამ ისე დააბნია ცოტახანს გაშეშდა ? -შენთან ერთაად ? - კიდე სხვა ვინმე გინდა ? მმ შეგვიძლია დავიმატოთ არაა პრობლემა მთავარია შენზე ნაკლებად მოქნილი არ იყოს. _საწოლის საზურგეს კარგად მიეყრდნო . - ნუცაზე რას იტყვი? _წამოსცდა სახელი და ენაზე იკბინა იმის გააზრებისას რომ ახლახანს გიორგი გაყიდა. რამოდენიმეჯერ ჩამოუგდო ლაპარაკი რაც დაბრუნდა თუმცა სახელი არასდროს უხსენებია თავად ირაკლის . ძნელი მისახვედრი არაა , სახელი ვინ უთხრა თუმცა არაფერი შეეიმჩნია მანაც . -არ მგონია უნდოდეს რომ პირველივე ჯერზე ორი პარტნიორით დაიწყოს. _სიცილი ვერ დამალა ირაკლიმ. ყოველ ნუცას ხსენებაზე უცნაური გრძნობა უჩნდება და იმის გაფიქრება რომ ახლა მის სახლშია ართობს , თუმცა ღრმადაა დარწმუნებული რომ მის გამო არ გადაწყვიტა იქ დაბრუნება . იშვიათად თუ გაახსენდებოდა რაც აქაა და აღარც ისე სურს და ბრაზობს . -რა გაცინებს? _ნაწყენი მოტრიალდა კიკი და საწოლზე ჩამოჯდა რომ ფეხსაცმლის თასმები შეეკრა. -სასაცილო სულაც არაა , მისი სხეულია და არჩევანი. - ქალური სოლიდარობა ? გულს და სხეულს ერთი რამე უნდა კარგი ცხოვრება, არა ? - გაგეცინება და ყველა ქალი ერთნაირი არაა. გულწრფელად ვიმედოვნებ რომ მაგ გოგოს გზაზე ერთადერთი მონსტრი ხარ ვისაც გადაეყრება ცხოვრებაში. როგორც წესი მასეთი ადამიანები ვარსკვლავებში ცხოვრობენ და როცა რეალობას ხშირად ეჯახებიან ნაწილებად იპნევიან. ფრთხილად იყავი ირაკლი . -გახსოვს შენი პირველი ვინ იყო ? _გვერდი იცვალა ირაკლიმ და კარგად დააკვირდა . -ასეთ რაამეებს არ ივიწყებენ . _ჩანთიდან ტუჩსაცხი ამოაძვრინა და სარკეს მიუჯდა. -რტომ მაიძულებ კითხვები დაგისვა მოყევი რა ? _გაეცინა ირაკლის . -ვითიმ ძალიან გაინტერესებდეს ჩემი ამბავი . -კარგი რა . ხომ იცი რომ მაინტერესებს , ის რომ ერთად ვწევართ იმას არ ნიშნავს რომ მეგობრობა არ გამოგვივა. -ირაკლი , შენ ის უფრო გაინტერესებს რას ფიქრობს მისნაირი ქალი და ცდილობ ჩემი გამოცდილება გამოიყენო . -აი ამიტომ მომწონხარ კიკი . პირდაპირობა ხარისხიანი თვისებაა. არ მიპასუხე, წამოხვალ ? -რაში გჭირდები ირაკლი ? -იმაში რომ გრძელი და აუტანელი ახალიწლის დღეები გადამატაინო და თანაც დაისვენებ , იმ წყეულ ადგილას არაფერი არ ხდება. -შენები რას იტყვიან ? -იმას რომ როგორციქნა ქალი ნახეს ჩემს გვერდით და ლილის აუტანელი კომენტარების მოსმენა არ მომიწევს. **** გზა საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა , ვერაფრით ისვენებდა და თავი ისე სტკიოდა წამალმაც არ უშველა. ერთი სული ჰქონდა მანქანიდან გადასულიყო , ვეღარ უძლებდა კიკის მძინარე სხეულს თავი მძიმედ ჩამოედო მის მხარზე და ყელში აფრქვევდა სუნთქვას . უხერხულად გამოეცალა და გვერდი უცვალა . მაქსიმალურად შორს სცადა გაეწია და თითქმის მანქანის კარს აეკრა იმის შიშით რომ მძინარე ისევ იპოვიდა მისკენ მისაჩოჩებელ გზას . უკვე აღარ ეგონა თუ დასრულდებოდა ეს გზა. თითქმის სიბნელეში გავიდნენ და უკვე კარგად გათენებული იყო , გიორგიმ რომ დაანონსა ქალაქში შევდივართო. ინტერესით ათვალიერებდა ქუჩებს და ისევ იგივე გრძნობა ჰქონდა . ჯოჯოხეთში ჩასვლას ჰგავს მისი , ყოველი აქ ჩამოსვლა . ეზოში ელოდებოდნენ ნანა და ლიკუნა , სქელ პლედში კარგად გახვეული ეჭვნარევი მზერით აკვირდებოდა მანქანიდან გადმოსულ კიკის და ფეხებიდან თმამდე ათვალიერებდა . მერე ძმასაც იგივე გაურკვეველი მზერით დაუწყო თვალიერება და როცა მის წინ ჩაიმუხლა დის საკოცნელად , წამი იპოვა რომ წაეჩურჩულა .-არ მომწონს. _გაბუტული ტუჩები მიაწება ძმას და ნაძალადევად გაუღიმა კიკის გაცნობისას. -ირაკლი რა ლამაზია აქაურობა. _თვალი აავლო ყურებამდე გაცინებულმა კიკიმ და ღრმად ჩაისუნთქა. -შენ ჯერ უკანა მხარე არ გინახვს. საკუთარი ტბაა აქვს ._ინტერესი უფრო გააუღვივა გიორგიმ. -ჰეეე, ბიჭბოოოოო , მოვედიიიიიი . _რკინის კარზე კაკუნი ატყდა . -ისევ ქვით აკაკუნებს ეს ველური ? _ნანამ პირზე აიფარა ხელი რომ არ გასცინებოდა გიორგის გაოგნებული სახის დანახვისას . -ალბათ იცით რომ ვხედავთ , ვინ მოდის და ვინ არა და კარის გვერდით ღილაკია . _გაოგნებული მიშტერებოდა კარს . -არ იცის გიორგი შვილო , საიდან ეცოდინება , ძირითადად კედელზე დაძვრება . - დაიწყო . _ამოიგმინა ირაკლიმ ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით დას დაუდგა ზურგთან . სანამ პატარა კარი გაუღეს უზარმაზარ ჭიშკარიდან იქამდე არ გაჩერდა. -დილამშვიდობისა . _ხმაურით მიესალმა და ზურგით შევიდა კარში. -მოგეხმარო ? _ინიციატივა აიღო ერთერთმა ბიჭმა. -არა იყოს . _ოდნავ მოხრილი რაღაცას დაეჯაჯგურა და ასე თრევით შეიტანა .-ლიკუნაააა გამოდიი , ყველაზე ლამაზი ნაძვი მოვიტანე ._ფეხზე წამოაყენა ნაძვი და თან უკან გაიხედა რომ კიდევ ერთხელ დაეყვირა ლიკუნასთვის და ირაკლის რომ მოჰკრა თვალი , ნაძვისხეს ხელი გაუშვა . სწრაფად შეტრიალდა მათკენ და სცადა ისე დამდგარიყო რომ ნაძვისხე გაადაეფარა. უდანაშაულო კრავივით აფახულებდა თვალებს და რამოდენიმე წყვილ მიშტრეებულ თვალებს უხერხულად გაუცინა. ხელი ჰაერში აწია მისალმების ნიშნად . საპასუხო ღიმილი და გამარჯობა შეაგება თითქმის ყველამ . დაძაბულმა გააპარა თვალები ირაკლისკენ რომელიც სულაც არ მალავდა რომ მას აკვირდებოდა და შიგადაშიგ უცნაური ღიმილი ურბენდა სახეზე . გაშეშებული იდგა და ცდილობდა ხელები განზე გაეშალა რომ არც ისე თხელი ნაძვისხე ზურგს უკან დაემალა . რა უნდა ქნას ? გინდაც ახლა კარგად დაფაროს სად უნდა წაიღოს ამხელა ნაძვისხე ? არცის ადარდებდა რომ ირაკლის თვალები ყოველ მის სუნთქვას ითვლიდა , არც იმას კიდევ ვიღაც უცხო და ძალიან ლამაზი ქალი , საყვარლად რომ უცინოდა , ერთადერთი ნაძვისხე უტრიალებდა თავში . სულელი არავინ არაა , დარწმუნებულია ყველამ დაინახა . ცოტახანში უდანაშაულო სახე დამნაშავე ბავშვის იერმაა ჩაანაცვლა და მხრებჩამოყრილი გაიწია გვერდით და ნაძვის ხე გამოაჩინა. -ნაძვის ხე მოვიტანე. _ამოილუღლუღა და ნანასკენ წავიდა . -ძალიან ლამაზია . _დაუდასტურა კიკიმ. ადვილად მიხვდა ირაკლის სახით ნუცა უნდა ყოფილიყო. -არა ირაკლი? -არა . _მოკლედ მოუჭრა და სახლში შევიდა. -არ იდარდო , ირაკლის არ უყვარს ესეთი რაამები . _პირდაპირ ნუცასკენ დაიძრა და მხარზე ხელი დაადო .-კიკი . -ნუცა. -მივხვდი . _გაუღიმა ქალმა.-სასიამოვნოა შენი გაცნობა. -ჩემთვისაც . -ნუცა , სამზარეულოში დავდგათ . _ გიორგიმ ნაძვის ხეს წამოავლო ხელი .-იქ მაინც არ შედის . -მგონი ჯობია არ დავდგათ ._მოწყენილმა გააყოლა თვალი კარს სადაც ცოტახნისწინ ირაკლი შევიდა. - ნწუ , რას ქვია არ დავდგათ. ჩვენ ადამიანებს გვჭირდება ახალი წელი . ეგ გრინჩია. - სათამაშოებიც მაქვს . _წამში გადაუარა მოწყენილობამ და ხტუნვახტუნვით მიჰყვა გიორგის . ცოტახანში ყველა სათამაშო ჩამოკიდეს რაც ჰქონდათ და კმაყოფილები შეჰყურებდნენ . მხოლოდ ირაკლი იჯდა უძრავად ბუხართან და წიგნს ჩაჰყურებდა . კიკი ტელეფონს. ბოლოს ვეღარ მოითმინა და კითხვა შეაწყვეტინა . -იქით სხვა გარემოა აქეთ სხვა . -თუ გინდა შეგიძლია იქით წახვიდე . -და რას გიშლის ნაძვი ამხელა ადგილია აქ. -კიკი წლებია ,ვერ ვიტან ამ უაზრო ბრჭყვიალა რაღააცებს ამიტომ იმ სახლის აჯონჯვლას უაზრო სათამაშიებით არ ვაპირებ რომელიც მილიონახევარი დამიჯდა. -მეტი არა ? _ ენაზე იკბინა , ისევ გაასწრო მის ფიქრებს ნუცას ენამ . -შეიძლება უფრო მეტიც . ._წიგნი გვერდზე გადადო და თვალი აავლო . თავხედურად და დაუფარავად ათვალიერებდა , თეთრი ფართო ყელიან სვიტრში კარგად ფარავდა წვრილ ყელს და აჩქარებულ გულს . ახლახანს შეამჩნია ირაკლიმ კონტრასტი კიკისა და ნუცას შორის . არაფერი არ ჰქონდათ საერთო და მაინც ერთმანეთს მონუსხულები შეჰყურებდნენ. არ გამოპარვია მის თვალს როგორ ათვალიერებდნენ ერთმანეთს . -ნანა დაკავებულია ._თითქოს თავი იმართლა იქ ყოფნისთვის.-რამე ხომ არ გინდათ ? -ანუ კიდევ ერთი დახმარე გვჭირდება ? . _მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ. -კი , მე ყავას დავლევ . -ახლავე მოვიტან . -რა , მე წამოვალ . _ფეხზე წამოდგა და ხელმკლავი გამოსდო ნუცას . -სინამდვილეში , იქ მინდა სადაც ნაძვისხეა._ყურში უჩურჩულა და ირაკლის ნიშნის მოგებით გახედა. ისე უშლიდა ნერვებს სამზარეულოდან გამოსული მხიარული ხმები , თავი სამუშაო ოთახს შეაფარა და მაგიდაზე დადებულო საქაღალდე ეცნო . ისეთი სისწრაფით მოისროლა წიგნი უჯრაში და გადაფურცვლა დაიწყო თითქოს რამე სასწაულს ნახავდა , ჯერ დაბადებისდღის გრაფას დააკვირდა ინტერესით , -22 ივნისი , .- ზაფხულის გოგოა . ისევ თავიდან იწყებ ირაკლი . _ნერვებმოშლილმა გახედა ეზოს . ძლივს დამშვიდა , გადავიწყდა კიდეც და ზუსტად 1 საათია რაც ნახა , ყველა აკვიატება ერთად იყრის თავს. მერე ხელფასს მიადგა და სიმწრისგან ხმამაღლა გაეცინა ისევ ცარიელი რომ დახვდა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და სამზარეულში შევიდა. -ნუცა , ვფიქრიბ დროა შენს კონტრაქტს მივხედოთ. _პასუხს არ დაელოდა ისე აქცია ზურგი . სინანულით გადახედა ყავის ფინჯანს და ხელი წამოავლო და თან გაიყოლა . -შეიძლება აქ დავლიო ? _მორცხვად დაუდგა მაგიდის წინ პატარა ვარდისფერი ფინჯნით , რომელსაც უამრავი ყავილი და ბრჭყვიალები ჰქონდა მიკრული . -ყავას იმედია მეც მსგავსი ფინჯნით არ მომიტანენ . _ ხელით ანიშნა დაჯექიო. -არა ეს ჩემია , 4 წელია უკვე . ძალიან მიყვარს . სადაც მივდივარ თან დამაქვს და სულ ამით ვსვამ . მეთვითონ გავაკეთე . _უხერხულად ჩაახველა , როცა მიხვდა რომ სულ არ აინტერესებდა ირაკლის მისი ფინჯნის ისტორია . -სავარაუდოდ კიდევ უამრავ მბზინავ რამეს ვიხილავ ამ სახლში . -არა , მარტო ეს , თან სამზარეულოშია , კიდევ ნაძვისხე ისიც სამზარეულოშია და კიდევ .. _რამის მცენარეებიც გაყიდა და ტუჩები დააჭირა ერთმანეთს. ცოტახანს დაფიქრდა უნდა მოეტყუებინა თუ არა. არა , მაშინ ნუცა აღარ იქნება , ვერ იტანს ტყუილს და სანამ ირაკლიმ გააღო პირი დაასწრო . -ყვავილები მოვიტანე . სახლში მქონდა , ქეთას ვერ დავუტოვებდი არ მოუვლიდა , სულ ავიწყდება წყლის დასხმა , ამიტომ აქ წამოვიღე , გეფიცები შენ ვერ დაინახავ , იქ დავაწყვე , ჩემს ოთახში , პატარა სახლში ხომ მაინც არასდროს მიდიხარ იქ ჩვენ გვძინავს. -ნუცა თავი მტკივა . _შუბლზე ხელი აიფარა ირაკლიმ. -წამალი გინდა? ეხლავე მოვიტან ._ფეხზე წამოხტა . -დაჯექიიიიი ._დაყვირებასავით გამოუვიდა და თავადაც შეწუხდა .-გთხოვ . _ხელით ანიშნა სავარძლისკენ. -ყვავილები , ნაძვისხე , შენთვი წესები არ არსებობს? -არა . _ამაყად აწია თავი და უცბად დასერიოზულდა . -დიახ , არსებობს , მაგრამ მართლა ვერ დავტოვებდი. -პატარა სახლში რატომ აირჩიე ოთახი? -იმიტომ რომ ვმუშაობ. -მერე რა , შენი სამსახური ლიკუნასთან ახლოს ყოფნას არ მოითხოვს ? -არა , თუ დავჭირდები შემიძლია დავრჩე მასთან რათქმაუნდა მაგრამ არ ჭირდება . -და იქ შებარგდი შენი ყვავილებით . რატომ ? -მაშნ აქ უნდა მომეტანა ჩემი ყვავილები და მერე გადაყრიდით. -რატომ? _ღიმილი ედებოდა სახეზე . -უკვე მეორედ მეკითხები . -რატომ ? _არ ეშვებოდა მომღიმარი ირაკლი . -გირჩევნია უცხო ადამიანებთან ერთად გეძინოს იმ სახლში და ჩაკეტილ კარში ვიდრე აქ ? მე გამექეცი? -კარს აქაც ჩავკეტავდი . ასე რომ .. სხარტად სცემდა პასუხებს . ფინჯანს თითები გამოსდო და ორივე ხელით მიიტანა ტუჩებთან. -ფიქრობდი ჩემზე ? _მოულოდნელად დასვა კითხვა ნაცნობი მაცდური ხმით. -ყოველ დღე . _ტუჩები ფინჯანს მოაშორა .- ვფიქრობდი რა ჯოჯოხეთი მელის როცა ეს დღე მოვიდოდა და რა კარგი იყო სანამ აქ არ იყავი. _ ყალბად გაუღიმა . -პროგრესი გვაქვს . უკვე შენობით მომმართავ და თანაც ჩემზე ფიქრობდი . საქმეს მივხედოთ? -აჰამ , ვიცი რაც უნდა მკითხო და წინასწარ ვამბობ ხელფასს მე არ ავირჩევ .უკვე ვუთხარი ლიკუნას. -მაშინ , მოვილაპარაკოთ . როგორც საქმიანმა ადამიანებმა. -კარგი ._მხრები აიჩეჩა გოგომ -ლილი რამდენს გიხდიდა ? - 1000 ლარს , მაგრამ აქ არაფერს ვაკეთებ , ეგ ძალიან ბევრია. _მომღიმარი ირაკლის სახეს რომ წაწყდა მიხვდა აზრი არ ჰქონდა რამის მტკიცებას და სწრაფად წამოხტა ფეხზე . მაგიდას შემოურბინა საქაღალდე გამოაცალა და ხელი წაავლო რომ კალამი აეღო . სწრაფად ჩაწერა რაღაც და გამარჯვებული სახით ზემოდან გადმოხედა -ნახევარი , ნახევარზე თანახმავარ. -მეტი არ გიღირს შენი დრო და რადგან აქ ვარ შენი ნერვები ? _ამღვრეულმა ააყოლა თვალი მასთან ძალიან ახლოს მდგარ გოგოს. ფეხზე რომ წამოდგეს თითქმის ერთმანეთს მიეწებებიან , მაგრამ ვერ იზამს . პირველივე დღეს თავს ასე ვერ დაკარგავს . მზად არაა რომ თავს გამოუტყდეს , როგორ უნდა და გამალებით ცდილობდა არ ეფიქრა . რამოდენიმე კვირის წვალება ასე ერთ წამში გაანიავოს? არა არ შეიძლება . კალამი დაუბრუნა და საყვარელ ფინჯანს დაუბრუნდა . -შეიძლება წავიდე? რა დაწერე? _თვალები მოჭუტა . -ხელი მოვაწერე ._მაცდურად გაუღიმა . -კიდევ ერთი ამბავი. _ამჯერად ეკრანი მიუტრიალა . თავიდან დაბნეულმა შეხედა , მერე მიხვდა ანიშნებდა გადაყევი სურათებსო . ნელნელა ათვალიერებდა ცარიელი შენობის ფოტოებს , რომელსაც სქემა და გრაფიკული ფოტოები მოჰყვა როგორი გახდებოდა ეს შენობა. ვერაფრით გაიაზრდა და დაიჯერა რომ ოთახები რომელიც საოცარი ფერებით იყო მოწყობილი 4 საწოლს იტევდა . თითი აუკანკალდა და მუჭი შეკრა. გაუბედავად მოაშორა თვალი ეკრანს და არ იცოდა უნდა ეკითხა თუ არა , იქნებ ეშლება და ბავშვთასახლს არ აჩვენებს ? ან იქნებ უბრალოდ ისევ ეთამაშება ? ისეთი ლამაზი იყო , თვალები დახუჭა რომ წარმოედგინა რეალურად როგორი იქნებოდა ყვითელი საწოლები . ბავშვების მხიარული ყიჟინიც კი ჩაესმა ყურში . უხმოდ უყურებდა , სავარძელში კარგად მოთავსებული ირაკლი და ყველა ემოციას სწავლობდა. არაფრის გამოტოვება არ უნდოდა და თვალისდახამხამებაც კი დაავიწყდა , ნუცას გამთბარ სახესთან ერთად მისი სახეც გათბა და მხოლოდ მაშინ შეკრთა დღის შუქზე უცნაურად რომ გაიბრწყინეს ნუცას თვალებში დაგუბებულმა ცრემლებმა . - ღმერთო ჩემო , ნუცა მხოლოდ პროექტია. რა გატირებს . _სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ლოყებზე დაუკითხავად ჩამოცურდნენ ცრემლები და სიცილი ვერ შეიკავა , ყბების დაჭერით რომ ცდილობოდა ტირილის შეკავებას. სახეს ძაბავდა და სასაცილოდ იმანჭებოდა. -ახალი ბავშვთასახლი იქნება . მართლა ააშენებ . _ფეხზე წამოხტა და რამოდენიმეჯერ შეხტა ჰაერში ტაშის შემოკვრით.- ახალი , ახალი ოთახები იქნება , ყველასთვის . გამოვიდა ._ტაშს უკრავდა და უაზროდ ხტუნაობდა . -მართალი თქვი , არ მოგიტყუებია . ლიკუნას უნდა ვუთხრა , ქეთოს , მამა დავითს . _თითებზე თვლიდა რომ არავინ გამორჩენოდა . -ყველას უნდა ვუთხრა. _სირბილით და ყვირილით გავარდა კარში და რამოდენიმე წამში უკან შემოვარდა . კარის დასაკეტად წამომდგარი ირაკლი მაგიდასთან გაჩერდა იმ იმედით რომ ამჯერად მაინც გაიხურავდა -მადლობა , შენც მადლობა უნდა გითხრა. _ისევ უკან გაიქცა და კარში შეჩერდა , ამჯერად მთელი ინერციით შემობრუნდა და წამში გაჩნდა მამაკაცთან . -მადლობა ._თითისწვერებზე ჰაეროვნად შემოდგა და თავი მხარზე დაადო. პორველად დაიბნა ირაკლი ,ისე მოულოდნელად გაჩნდა მასთან . გაჭირვებით აწი ხელი ჰაერში და უნდა ზურგზე დაედო რომ ნელნელა ჩამოიწია ფეხისწვერებიდან და უკან გადადგა ერთი ნაბიჯი . მაგიდას გადახედა სადაც ცოტახნისწინ ფოტოებს ათვალიერებდა და მერე ეჭვით სავსე თვალები მიაპყრო. სანამ ნუცა სიტყვებს ეძებდა როგორ ეკითხა თავად ირაკლი მიუხვდა ფიქრებს . უხმოდ , უკითხავად დაინახა როგორ გაათავისუფლა იმედმა , იმედისგაცურეებისთვის ადგილი და ვერც გაამტყუნებს , ყველაფერი გააკეთა რომ ცუდად ფიქრობდეს მასზე , სრული მიზეზი აქვს რომ შიშმა შეიპყრო მის წინ მდგარი გოგო. სწრაფად დაპატარავდა , დამძიმდა , სიხარული სადღაც გაქრა და მოლოდინი , მოლოდინი ეწერე სახეზე , მაგრამ პასუხისთვის კითხვა უნდა დასვას . მან კი არც კი იცის როგორ უნდა ჰკითხოს. -გაუბედავად გააღო პირი და ენისწვერზე მომდგარ სიტყვებს დალაგება დაუწყო . -იმიტომ აკეთებ რომ.. -რომ შენ რამე გაიძულო? _ორი თითი მოუჭირა ცხვირზე . -არა , იმიტომ ვაკეთებ რომ ბავშვებს შევპირდი . _ხელები ზურგს უკან დაიწყო და ოდნავ გადაიხარა , ოდნავ მაგრამ საკმარისად ახლოს რომ თითქმის მილიმეტრები იყო დარჩენილი მათ ტუჩებს შორის. -შენთვის სხვა გეგმები მაქვს . _სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულ პოზას და სავარძელს მიაშურა -კარი დახურე და ეს ჭიქა მომაშორე აქედან. _ხმაც , მზერაც , სხეულიც ყველაფერი ძველებურად იყო. ისე თითქოს ის არ იყო ბედნიერი ნუცას ბედნიერებით. ვერც ნუცამ გაიგო რა შეიცვალა ასე წამებში , თუმცა დიდად არც უფიქრია , საყვარელ ფინჯანს ხელი წამოავლო და კარში გაუჩინარდა. რა შეიცვალა ? ყველაფერი . ირაკლისთვის ის შეიცვალა რომ ახლა ყოველი მისი დიალოგი , მოქმედება თუ მიახლოვება ამ გოგოსთან , მისთვის დაგებულ მახედ აღიქვამდა ნუცა. რა შეიცვალა ? ცხოვრებაში პირველად არ უნდა მახის დამგები იყოს და მაინც , თუ ისე შეშალეს მისმა სურვილებმა იცის რაზეა წამსვლელი , კარგად იცნობს საკუთარ თავს , ყველაზე ჭკვიანია ადამიანების ჟანტაჟში და მახეში მოქცევაში. ისეთი დაღლილია და ჯერ დილა არ გადასულა . ისევ წიგნს დაუბრუნდა , ამჯერად მის სამუშაო ოთახში მდგარ პატარა დივანს მიშურა. ისეთი პატარა იყო , ძლივს დაიტია მისი სხეული . ნერვებმოშლილმა მოისროლა ბალიშები იატაკზე რომ ადგილი გაენთავისუფლებინა და ის ის იყო ერთი გვერდი ჩაიკითხა იგრძნო როგორ დაუმძიმდა თვალები, მგზავრობამ და უძილობამ თავისი გაიტანა და თავს უფლებას მისცა ძლიში წასულიყო. ასეც იქნებოდა , კარი ხმაურით შემოუღო . -მოვედი . წამალი მოგიტანე . _პატარა ხელისგული გაუშვირა რომელზეც თეთრი აბი ედო და წყალი . -წამლები არ მიყვარს . -არც მე , წამლებს ცუდი გემო აქვთ, მარწყვის გემო აქვსო აწერენ , ბავშვებისაც კი ვცადე გეფიცები ბოლოს მაინც მწარეა. _უცბად ააცალა აბი ხელისგულიდან , იმ იმედით რომ გაჩუმდებოდა. -ნუცა სულ ბევრს რატომ ლაპარაკობ ? _ჩვეულ პოზას დაუბრუნდა და ქვემოდან ნახევრად თვალმოჭუტულმა ახედა , ისე სტკიოდა თავი . -როცა ვნერვიულობ ბევრს ვლაპარაკობ._როგორც ყოველთვის გულწრფელი პასუხი დაუბრუნა . -მე განერვიულებ ? -ძალიან . _გაეცინა ნუცას. -ვერასდროს ვიგებ რა ხასიათზე ხარ . ხან ესე ხან ისე , ხან ესე ხან ისე . _უცბად დასერიოზულდა და ირაკლისკენ გადაიხარა . -ლოყები გაგიწითლდა იცი ? მემგონი სიცხე გაქვს . _ხელი დაუკითხავად წაატანა მის სახეს და ცხელი ხელის გული ჯერ ლოყაზე მიადო და შუბლისკენ აპირებდა გადანაცვლებას რომ ხელზე წაავლო ხელი და მოაშორებინა . -კარგად ვარ . დასვენება, სიმშვიდე და მჭირდება რომ ფეხებში არ გამეხლართო . -მე გეხლართები ფეხებში ? -აჰამ შენ . _ნუცას სიბრაზისგან ანთებულ სახეს გაუღიმა. -მისმინე , შენ მაიძულე აქ მოსვლა . ასე რომ სანამ რამეს დამაბრალებ გაფრთხილებ კარგად .. _მუქარაზე გადავიდა და თითი აწია ჰაერში რომ მიხვდა ცოტახნის წინ ყველაზე დიდი ბედნიერება აჩუქა .თითი უხერხულად მოხარა და ორივე ხელით ცარიელ ჭიქას დაეჯაჯგურა რომელიც ისევ ირაკლის ეჭირა. -ვეცდები არ შეგაწუხო . ჩათვალე არ ვარსებობ . _ისე გაქრა როგორ მოულედნელადაც შემოვიდა . -სიამოვნებით ჩავთვლიდი , აქ რომ არ იყო . _შუბლზე ხელი გაისვა და შემდეგ თითები თვალებს მიაჭირა , თითქოს ასე შეიკავებდა ტკივილს . მალევე ჩაეძინა და რამდენმე საათი ეძინა. კიდევ სიამოვნებით გააგრძელებდა , პატარა დივანზე მოკეცილს , ყველა ძვალი რომ არ ასტკივებოდა . როგორც იქნა გამოერკვა ღრმა ძილიდან სახემდე აფარებული პლედი მოიშორა და გაჭირვებით გაიშალა მხრებში. -ვახშმის დროააა გაიღვიძე მზეთუნახავოო . _ კარი გიორგიმ შემოუღო ამჯერად და უკმაყოფილოდ გაუქნია თავი. - უკვე ? _წამოჯდა და თვალები მოისრისა. -რამდენი ხანი მეძინა ? რა ჯანდაბა დამალევინა ? _ხმამაღლა ამოიგმინა ფეხზე რომ წამოდგა. -ირაკლი იცი ბერდები ძმაო . -ბებერიც შენზე სიმპათიური ვიქნები . _წაკბინა გიორგის . -ხო სანამ ფული გაქვს . _ნიშნის მოგებით გახედა გიორგიმ. -და სანამ სიკეთის ნაპერწკალი შეგრჩენია. -გიორგი თავი მისკდება . არც ხუმრობის თავი მაქვს , არც ჭამის და საერთოდ არაფრის . -ავად ხარ? -დღეს ყველა რატომ მეკითხება რომ ავად ვარ . არ შეიძლება მეც ისე როგორც სხვა ადამიანებდა დავიძინო? -ძაან ტრ*** ლ ხასიათზე ხარ . _ხელებაწეული გაეცალა გიორგი . -მემგონი არ შია . _ამცნო მისაღებში ყველას და თვითონ წავიდა პირველი სასადილო ოთახისკენ . ცოტახანში თავადაც შეუერთდა და უხალოსოდ მიუჯდა მაგიდას . ყველა , ყველა იყო ნუცას გარდ .ცარიელ ადგილებს მაგოდასთან შეუმჩნევლად მოავლო თვალი . -მოდი შვილო წვნიანს დაგისხავ , წასვლამდე ნუციკო დამეხმარა . _ქოთქოთით წამოდგა ფეხზე ნანა . - უგემრიელესი ხელი აქვს ._სასიამოვნოდ მილულა თვალები კიკიმ პირველი ლუკმის გასინჯვისას . -სასწაულად გემრიელია . -თვალი მოვკარი რომ მიდიოდა ისეთი საყვარელია . _კომპლიმენტებს არ იშურებდა კიკი. -ვერ ვკითხე რატომ არ დარჩა , მაგრამ მგონი ვიცი ვიღაცას პაემანი აქვს . _ლიკუნას ეშმაკურად გადახედა. -მე არაფერი ვიცი . _მხრები მიწურა ლიკუნამ . - უნდა ჰქონდეს აბა რა , კახა კარგი ბიჭია . _ისევ ხმაურით მიუჯდა მაგიდას ნანა და წარმოდგენა არ ჰქონდა რას იწვევდა კახას ხსნება ირაკლში ამიტომ უდარდელად ლაპარაკობდა .- ნუცაც კარგი გოგოა, დროზე უნდა ჩაბარდეს პატრონს თორემ ისეთი კარგი გოგოა დიდხანს ასე არავინ დატოვებს . -თორემ რა ნანა ? _გაღიზიანება ვერ დაფარა ლიკამ.-რას ქვია ჩაბარდეს პატრონს ? რომელი საუკუნეა ღმერთო .. -არ იცი რეები ხდება ამ ქალაქში ? ისე ლაპარაკობ თითქოს აქ არ ცხოვრობდე რა ? ოჰ , აგერ ისევ იტაცებენ აქ ქალებს და იძახე რომელი საუკუნეაო . _დატუქსა ნანამ . -ირაკლი ჭამე რამე შვილო . -არ მომწონს . -კარგია . _ხელი წაავლო ირაკლის თეფშს და თავისკენ მიიწია გიორგიმ. - რა გჭირს ირაკლი ავად ხარ? _შეშფოთდა ლიკუნა . -არა. გემრიელად მიირთვით . _მძიმედ აითრია ტანი საკუთარ ოთახამდე და ტანსაცმლის გახდის თავიც არ ჰქონდა ისე დაემხო საწოლზე . მკერდზე დაილაგა ხელისგულები და პრიალა ჭერს მიაშტერდა , მის სახეს ნახევრად ირეკლავდა და უცნაური ფორმისას აჩენდა. ******* -ეს რა არის ? _ღიმილით ჩაჯდა მანქანშიდა სავარძელზე დადებული ლამაზი სასაჩუქრე პარკი ხელში აიღო . -გახსენი . _მონუსხული უყურებდა კახა . ხანდახან გონია რომ სიზმარია მათი ურთიერთობის ასე განვითარება. დიდიხნის წინ ჩამქრალი ნაპერწკალი , ნათების პიკზე იყო . შეყვარებულია და თან ისე რომ გამუდმებით ეიფორიაშია . დილით მხოლოდ იმიტომ იღვიძებს რომ იცის , აი ასე მომღიმარი უნდა ნახოს . მერე რამე სისულელეს ეტყვის ,სასაცილოს არა მაგრამ გულიანად აცინებ ისეთ საყვარელ სახეს იღებს . შეუძლია საათობით ჰყავდეს მოქცეული ხელებში და მისი თმის სურნელით დატკბეს . უკვე ორი კვირაა ელვის სისწრაფით დატრიალდა მის თავს ყველაფერი , უკვე ორი კვირაა ბედნიერიაა. -კახა , ყოველკვირას უნდა მაჩუქო საჩუქრები ? _პარკიდან ლამაზი ყელსახვევი ამოაძვრინა . -რა ლამაზია . რა იცოდი რომ დავკარგე ? - ჩიტმა მომიტანა ამბავი . სად წავიდეთ ? -სადაც გინდა ._გაუღიმა . - კაარგი . -მართლა საოცრად ლამაზია . _უამრავი ფორმა სცადა როგორ მოიხვევდა , მერე თავზე მოიხურა და უნდა ეკითხა მიხსდებაო ? რომ შენიშნა ქალაქიდან გადიოდნენ . -სად მივდივართ? ქალაქს ვტოვებთ? რას აკეთებ? -მოგიტაცე . _თვალი ჩაუკრა . -გაგიჟდი ? -დიდი ხანია გაგიჟებული ვარ შენზე ნუცა . _ცოტაც და პანიკას დაიწყებდა რომ არ დაემშვიდებინა .- არ მიყვარს რომ ნერვიულობ , თორემ კიდევ გაწამებდი . პატარა რესტორანში მივდივართ . 15 წუთიც არ იყო გასული , პატარა ხის ერთსართულიანი შენობის წინ გაჩერდნენ . -რესტორანი ესაა? _დაბნეული გადმოხტა მანქანიდან გოგო და თვალი მოავლო. რესტორანს არა ზღაპრებშინრომ ხის დიდი სახლებია , მხოლოდ კვამლი რომ ამოდის იმას უფრო მიამსგავსა . ბავშვობაში დიდიხნის განმავლობაში ოცნებობდა რომ ასეთი პატარა სახლი ჰქონდა თუნდაც ტყეში და სულ მარტოს . -აჰამ , დიდი არაფერი გარეგნულად , მაგრამ ნახავ უგემრიელესი რაღააცები აქვთ. წამო ._ხელი გადახვია თავისკენ შეეატრიალა და სანამ ნაბიჯს გადადგავდა კიდევ ერთხელ წარგო თავი მის თმებში .ცოტახანს თითს უსმევდა ლოყაზე, თითქოს ყოველჯერზე როცა უნდა აკოცოს ნებართვას ელოდება , თუმცა ოროვეს ესმის ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი ცოტა უხერხულობა ნორმალურია. პატარა პაუზის შემდეგ თვითონ ნუცა აიწია თითის წვერებზე და ტუჩები მიადო . რამდენჯერაც კოცნის იმდენჯერ ადარებს და ხან თავს დამნაშავედ გრძნობს . კახას ტუჩები და კოცნა ისეთი ნაზია , უკვე აღარც კი იძაბება , მთელი სხეული მოდუნებას ლამობს და ისე სწრაფად გადის დრო ვერ იგებს. ირაკლის კოცნა ? ოჰ საუკუნედ მოეჩვენა . ყველა ძარღვი ეტკინა და კანი ეწვოდა . არანაირი მანერები ,გრძნობა . კოცნიდა და თვითონ ტკბებოდა . კახასთან ყველაფერისხვანაირადაა , გულს არ უჩქარებს მისი ახლოს ყოფნა , არც იძაბება , არც სუნთქვა უხშირდება . არც მისი ხელები წვავს . თბილია , მზრუნველი და გამუდმებით არ ცდილობს მის საწოლში შეთრევას. თავს მშვიდად გრძნობს კახასი არ ეშინია და არც ლოყები ეწვის მისი შეხებისას. ჰგონია რომ ზუსტად ის იპოვა რაც ასე ძალიან ჭირდებოდა . თუმცა გამუდმებით ეჭვი ღრღნის , იცის რომ იპივა მაგრამ როგორ უნდა მიხვდეს რომ ნამდვილია ეს ყბელაფერი და მერე მწარე რეალობას არ შეეჯახება .მთელი საღამო სახე უცინოდა კახას , იქამდე სანამ აღფრთოვანებულმა არ ამცნო ახალი ამბავი . გაბრწყინებული თვალებით უღწერად როგორი ფერადი იქნებოდა , ახალი ბავშვთა სახლი , რომ ყველას საკუთარი სასწავლო კუთხე და ბიბლიოთეკა ექნებოდათ . მალე ნუცას აღრფრთოვანებაც გაქრა, კახას სახეზე რომ შეამჩნია . -რა მოხდა ? _დაბნეულმა ფრთხილად გააპარაა ხელი რომ მის ხელს შეხებოდა . -ჩამოვიდა ? _ხმა უცნაურად შეეცვალა . -დილაას . -სანაცვლოდ რა ითხოვა ? -არაფერი . _შეშფოთდა ნუცა . არაფერი უთქვამს , ირაკლის შესახებ , არც კოცნის ამბავი მოუყოლია . პირველი რაც თავში მოუვიდა ის იყო რომ საიდანღაც გაიგო . შეუძლებელია ქეთამ იცის , ის კი საკუთარი თავივით ენდობა ასე არ გაყიდიდა . - ირაკლი არაფერს აკეთებს ისე თუ რამეს არ ელის. _ღვინით სავსე ჭიქა რომელისათვისაც პირი არ დაუდია აქამდე ერთჯერზე დაცალა . -მართლა არაფერი უთხოვია . ბავშვებს შეპირდა და .. -ნუცა რა გულუბრყვილო ხარ . _ჩაეცინა კახას . -წამოდი მაგ სახლიდან . -მაგაზე უკვე ვილაპარაკეთ . -ნუცა, წამოდი მაგ სახლოდან , ხომ იცი რომ თავისუფლად შემიძლია დაგეხმარო ? შეიძლება ჩემი ფინანსები ახალ ბავშვთასაახლს ვერ ეყოს , მაგრამ უზრუნველად შემიძლია გაცხოვრო , არ მინდა თავს ვალდებულად გრძნობდე . ზუსტად ეგ უნდა . -კახა , უკვე გითხარი , იქ ლიკუნას გამო ვარ , საკმაოდ მივეჩვიე და ახლა განსაკუთრებით ვჭირდები . -რა საჭიროა მასთან ცხოვრება ? _სრულიად ლოგიკური კითხვა დასვა , იგივე კითხვა გაუჩნდა თვითონაც თავიდან იქამდე სანამ საქმეში მუქარას არ ჩართავდა ირაკლი , მაგრამ ისე უცბად დასთანხმდა თითქოს მართლა შუსრულა მუქარა . ქვეყან ჩალით ხომ არაა დაფარული ? ერთი ადამიანი ვერ გადაწყვიტავს ათასის ბედს და თანაც ჯერ არ დაწყებულ ურთიერთობას რომელიც ასე მოსწონს , სასწორზე ერთი გაბღენძილი კაცისთვის ვერ დადებს .და აი ისიც , შიში . არასდროს უყვარდა გადაწყვეტილებების მიღება იმიტომ რომ არჩევანი არ აქვს , მაგრამ იცის კახას რეაქციიდან გამომდინარე მალე მოუწევს ..-ნუცა , შენი ცხოვრებაა , დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. _ წამში შეეცვალა კახას ხმა და ჩვეულ მშვიდ სახეს დაუბრუნდა .- ვერავინ ვერაფერს გაიძულებს , გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღო და მე პატივს ვცემ . თუმცა ალბათ ხვდები რა არასასიამოვნოა საღამოს შენი იქ დატოვება. - ასე ძალიან რატომ გძულთ ერთმანეთი ? -მძულს ? გეშლება არ მძულს . პირიქით მემგონი იმდენად გვიყვარდა ერთმანეთი რომ პატარა უსიამოვნებაც ვერ ავიტანეთ . შეუძლებელია ირაკლი გძულდეს . ყოველშემთხვევაში დიდხანს ._ჩაეცინა კახას . -რატომ ? მე ვფიქრობ რომ ბოროტია და თან იცის . _უფრო ეძიებოდა ნუცა და თან ცდილობდა მაქსიმალურად უინტერესო სახე მიიეღო . თითქოს ეშინოდა და სცხვენოდა საკუთარი კითხვების . -უბრალოდ ირაკლი , ირაკლია . მისთვის ნორმალურია , როგორიც არის . მისთვის სამყარო ისეთი უნდა იყოს როგორიც უნდა , ესაა ნორმა და არა ის რაც ახლა ხდება. რაღაცის ახსნა თუ გვინდოდა მახსოვს მთელი დღეღამე იყო საჭირო და თუ თვითონ არ სწამს ან არ სჯერა, აზრი არ აქვს . _ღიმილი არ შორდებოდა სახიდან კახას .- ის რაც ჩენთვის არ ჯდება ნორმებში , მისთვის სრულიად ნორმალურია და თან მაშინ როცა გაგდის , უფრო და უფრო უარესი ხდები . ასე მოვიდა აქამდე. შეიძლება ჰუმანისტების სიაში ბოლოში დგას , მაგრამ ბოროტი არაა , უბრალოდ ყოველთვის ცდილობს ყველაფრისგან რაღაც მიიღოს და გამოიყენოს. მშვიდად ჯდომა ლექციის დროსაც არ შეეძლო , გამუდმებით რაღაც სხვას აკეთებდა . ზედმეტად ბევრ რამეს ეჭიდება. -გგონია რომ ისიც ეგრე ფიქრობს? -რას რომ არ ვძულვარ? -არ ვიცი . შეგიძლია ჰკითხო , თუ კიდევ შესაძლებელია ჩემი სახელის ხანებე მისი ყურებისთვის. _ -როგორ შეიძლება ამდენი კარგი თვისება იყოს ერთ ადამიანში ?_ თბილად გაუღიმა კახას. - -გავწითლდები . მოგწონს აქაურობა ? _თემის შეცვლა ყურადღების სხვა რამეზე გადატანით სცადა. -კი . მყუდრო გარემოა , ზღაპრულ სახლს გავს . იცი სულ მინდოდა ესეთ სახლში მეცხოვრა . -ხიის ? _გაეცინა კახას. -ხო. რა გაცინებს ? -არაფერი . უცნაური ოცნებები გაქვს ნუცა . დრო ისე გაეპარათ ვერც კი მიხვდნენ , ღმერთმა იცის როგორ უმძიმდა , ირაკლის ჭიშკრის წინ ნუცას დატოვება და რამდენჯერ შემოაბრუნა და მოიქცია მკლავებში . თითებით წაეთამაშა თმაზე , ისე უმძიმდა მისგან მოწყვეტა , როგორც მწყურვალს წყალთან უჭირს განშორება. ჯერ კიდევ ვერ გააქრო უხერხულობა , რამდენჯერაც ეხება იმდენჯერ პატარა ბავშვივით იშმუშნება და უკან დახევას ცდილობს , მაგრამ სიცოცხლეს გადაიხდის , თუკი დასჭირდება . -არ მომწონს უშენობა . -კახა ._ სცადა ხელებიდან გამოძვრომოდა და ჭიშკარს გახედა . -გეშინია რომ ვინმე დაგვინახავს ? _ხმა აემღვრა მამაკაცს . -არც ისე ბევრი დროა რაც ერთად ვართ . სიმართლე გითხრა კი._ზედმეტად კარგადაა ყველაფერი ნამდვილი რომ იყოს. -ნუცა ნამდვილი ვარ . _მისი ხელები სახეზე მიიდო. -აქ ვარ . -ვიცი . -აბა რატომ ყოყმანობ ? -არ ვყოყმანობ უბრალოდ არ ვიცი , მე არასდროს მყვარებია და ვერ ვიგებ … მსიამოვნებს შენთან ყოფნა ,თუმცა არ უნდა ავჩქარდეთ. მართლა უნდა შევიდე . უკვე 12 საათია . -ნუცა არ მომწონს აქ რომ გტოვებ . მირჩევნია მე მაგვიანდებოდეს და კართან შენი თვალები მელოდებოდეს . _მანქანას მიეყრდნო და უფრო მაგრად მოუჭირა ხელები .-რას იტყვი ? მოდი პატარა სახლი ვიყიდოთ.აი ისეთი წეღან რომ ვნახეთ ხის და უბრალოდ დავიკარგოთ . მე ჩემს მთელს გონებას და გულს გთავაზობ. _სცადა მხატვროვნად ეთქვა და რომ არ გამოუვიდა გულიანად გაეცინა . -მემგონი ცოტა ბევრი დალიე . _გაეცინა ნუცას და სიცილით სცადა შიშის გადაფარვა. ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები მის თავს ისედაც ეშინოდა , მაგრამ ამჯერად ისე მძაფრად იგრძნო გულიც კი აუჩქარდა . ისიც კი არ იცის რას ჰქვი სიყვარული , კახა კი ისე ჩქარობს , თავბრუ ეხვევა და უფროდაუფრო იკარგება თავის ფიქრებში . -ცოლად გამომყევი ნუცა . _დასერიოზულდა მამაკაცი .-არ ვხუმრობ . ზუსტად ვიცი რომ ის ხარ ვისთანაც თავს ყველაზე კარგად ვიგრძნობ მთელი ცხოვრება . -გეყოფა რა . _სიბრაზე შეერია ხმაში, უკან დაიხია . - მგონია რომ მასხარად მიგდებ . ორი კვირის წინ ერთმანეთის ნაცნობები ვიყავით . -ორ კვირაში კი შეგვიძლია ერთად ვიცხოვროთ. _სიცილი დაიწყო , რომ მიხვდა ნუცას სახე უცნაური გაუხდა .-გეხუმრე კარგი . ცხვირზე მიჰკრა თითი , ზუსტად ისე როგორც ირაკლიმ. ნეტავ როგორაა? უშველა წამალმა ? თვალები აეწვა სიბრაზისგან . ასე დაუკითხავად რომ მოაკითხა ირაკლიზე ფიქრმა და თან რომ ადარებს? არა ნამდვილად შეიშალა . შორს ღრმად დაიკარგებოდა ფიქრებში , რომ არა ისევ კახა. -გაიქეცი წადი . ისევ გაცივდები . _ შუბლზე მიაწება ტუჩები და მაგრად მოჭერილი ხელები შეუშვა . დაელოდა სანამ ჭიშკარს გაუღებდნენ და მხოლოდ მერე წავიდა თვითონაც . იმდენხანს იღიმოდა იოდოტივით სახის კუნთები ეტკინა და უფრო გაეცინა. დიდი ხნის შემდეგ კახასაც შეუძლია თქვას რომ ბედნიერია და რა სასიამოვნოთ მსუბუქად გრძნობს თავს . ერთადერთი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი დედა. . სახლში შესულს ქორივით დააცხრა ნინო . -ისევ იმ გოგოსთან იყავი ხო ? -ხო ._მოკლე მოუჭრა და სამზარეულოსკენ დაიძრა . -რა გაგიკეთა ? რა გიქნა ესეთი რომ სხვა ვერაფეეზე ფიქრობ . ნახე ეკუნა , ხვალვე გამოგყვება ცოლად რომ მოინდომო რა ვერ მოგაწონა თავი . რას უწუნებ . გვარი , ოჯახი გარეგნობა თუ -თუ დედა თუუუ .. -იდიოტი ხარ კახა . აი ნახავ როცა მიხვდები რატომ გამოგიჭირა მერე ამოირტყავ ცხვირში . _ცოფებს ყრიდა ქალი . -მერეზე , მერე ვიფიქრებ . _ონკანს მიუშვირა ჭიქა. -შე სულელო , მთელი ქალაქი ლაპარაკობს რომ ირაკლისთან ცხოვრობს . ლილიმ თქვა საკუთარი ენით იმდღეს ტა -მერე რა . -ღმერთო რამ გამოგაშტერა ასე . _სახეში ხელი შემოირტყა ქალმა . -მე მივხვედავ . -დედა გაფრთხილებ არაფერი ქნა , თორემ გეფიცები შვილის დავიწყება მოგიწევს. -ისედაც დაგივიწყებ მაგ გოგოს თუ მომიყვან სახლში . -ხო და არ მოგიყვან შენს სახლში . იმ სახლში მივიყვან რომელიც ჩემი იქნება . _გვერდი აუარა ღიმიმილით დედას . **** -დილამშვიდობისა ._ხტუნვა ხტუნვით შევიდა სასადილო ოთახში და რომ მიხვდა მხოლოდ ის იყო ბოლო და მხოლოდ კიკის გვერდით იდო ცარიელი თეფში , უხერხული ღიმილით მოუჯდა გვერდით . -აბა , ვინაა ის იღბლიანი ? _სრულიად მოურიდებლად დასვა კითხვა კიკიმ . ისე თითქოს დიდიხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ . -დღეს ცოტა დათბება . _გიორგიმ ისე სწრაფად ჩააკვეხა წინადადება , ნუცამ პირის გაღება ვერ მოასწრო . - თოვლიც დადნება მალე . _საუბარში სიცილით აყვა ლიკა გიორგის და ძმას ენა გამოუყო . -გვიან დაბრუნდი ? _თვალები მოჭუტა კიკიმ , გიორგს ჯიბრით უფრო ხმამაღლა აგრძელებდა კითხვების დასმას . - ანგარიში შენ უნდა გაბაროს ? _გაღიზიანდა გიორგი . -რათქმაუნდა არა . ისე ვიკითხე . იმედია ისეთივე სიმპათიურია , როგორი ლამაზიც შენ ხარ . -კიკი საკმარისია . _მოკლედ და გადაჭრით თქვა ირაკლიმ .- ახალწელს აქ შევხვდებით . რამოდენიმე სტუმარი გვესტუმრება. -ორგანიზატორიც თბილისიდან ჩამოვა ? _დაინტერესდა კიკი. -რატომ ? ადგილობრივ ბიზნესს რომ დაეხმაროთ არ შეიძლება ? _ისე თქვა არც უფიქრია ვინმე მოუსმენდა თუ არა , თუმცა ყველამ ერთიანად შეხედა . -ამ ქალაქშიც გვყვავს ადამიანები ვინც კარგ დეკორაციებს აკეთებენ. სულ ესაა. _მხრები აიჩეჩა. -ნუცა შენ უნდა იყო ქალაქის მმართველი . _გაეცინა გიორგის . -ყველაზე მეტად შენ დარდობ ამ ქალაქსა და ქალაქელებზე . -ბევრი დარდობს , უბრალოდ ხმას ვერ იღებს , ან ეშინიათ. _ნიშნის მოგებით თქვა და სცადა შეუმჩნევლად გაეხედა მაგიდის იმ ბოლოსკენ სადაც ირაკლი იჯდა, მაგრამ თვალები დახარა . ოდნავ უღიმოდა მას . -ნუთუ შეიძლება ხმის ამოღების ეშინოდეს ვინმეს ? _შეიცხადა კიკიმ. -ხმის ამოღების კი არ ეშინითა საკუთარ ხმას ყიდიან იმიტომაც არასდროს არაფერი ეშველება ხალხს . ადამიანის ბუნება ასეთია. -ადამიანის ბუნება ? _ხელში ჩაბღუჭული ფინჯანი ხმაურით დადგა . - ხალხს შია . _თვალები დააბრიალა და პირდაპირ კიკისკენ შეტრიალდა მთელი ტანით . -გგონიათ რომ , მამას რომელსაც სახლში მშიერი შვილი ელოდება , იმაზე ფიქრის თავი აქვს რომ ხმა ამოიღოს ? დედას რომელსაც შვილისთვის წამალი არ აქვს ,აუხსნი რომ არა ხმა არ გაყიდო ახლა , ცოტახანში გეშველება ? მის შვილს ახლა სცივა და სტკივა . რა ადვილია ადამიანების განსჯა და მითითება იმისი რა უნდა აკეთოს , როცა თბილ სახლში ზიხარ. -მე არავის არაფერს ვუთითებ. უბრალოდ ხალხის მართვა ძალიან ადვილია . _ცხვირი აიბზუა ქალმა . -ხელის განძრევა არავის უნდა , მაგრამ ფული ყველას. -ღმერთო ჩემო . _წამოიყვირა ნუცამ .-ვინმეს შესთავაზე სამსახური და არავინ დაგთანხმდათ ? ერთი ჩვეულებრივი განათების დასაყენებლადაც კი ვიღაც მოგყავთ ჯანდაბიდან , იმიტომ რომ ყველა თქვენნაირი ფიქრობს , რომ ამ მივიწყებულ ქალაქში შეუძლებელია რამე ან ვინმე საქმეს აკეთებდეს . ასე მიდის უკან ყველაფერი . ყველა რეგიონს ჰყავს ერთი ამის ნაირი შეშლილი მილიონერი ._ხელი ირაკლისკენ გაიშვირა .-რომელმაც სახლის ასაშენებლადაც კი უცხოელები მოიყვანა . რომ ეჩვენებინა როგორ ინვესტირდება საკუთარ ქალაქში , იქნებ ხალხსაც უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეს . _ გაცხარებულს თვალები უელავდა . -შეშლილი? _ხაზი გაუსვა იმას რაც უფრო აწყობდა კიკის და ირაკლის გახედა . გაკვირვება ვერ დამალა მისმა თვალებმა , ისე უცნაურად უღიმოდა სახე და სკამის საზურგეს მიყრდნობილი , ოდნავ გვერდ გადახრილი თავით , თვალს ვერ აშორებდა შეწითლებულ გოგოს . -არა , იმის თქმა არ მინდოდა რომ … იმის თქმას ვცდილობ რომ ყველამ ვისაც რა შეუძლია ის უნდა მისცეს საკუთარ მიწას . _საკუთარ თავზე გაბრაზდა ამჯერად . -ხანდახან იმას ვამბობ რასაც.. -რასაც ფიქრობ? იმას რასაც სხვა ვერ ამბობ ან ვერ ? . _მისი ფრაზა დაამთავრა ირაკლიმ და ოდნავ შეირხა . -არასდროს შეიცვალო ნუცა . _სასიამოვნოდ გაუღიმა. -მოდი ვნახოთ რა შეუძლია ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩემს სახალწლო ღამეს შენ განდობ ქალბატონო პატრიოტო . _იორინია შეერია ხმაში . -მეე? _თითი მკერდე მიიდო ნუცამ. -აჰამ შენ . -მე არაფერი არ ვიცი . -წეღან სხვა რამეს ამტკიცებდი . იპოვე ვინც იცის . -კი მაგრამ .. -მაგრამ რა ? _ისე გაუღიმა ირაკლიმ როგორც საყვარელ ბავშვს და ფეხზე წამოდგა . კიკის გვერდი აუარა და ნუცას ზურგთან გაჩერდა , ორი თითი ცხვირზე მოუჭირა და მერე თმა ოდნავ აუწეწა. - მაჩვენე რატომ უნდა ჩავდო ჩემი ინვესტიცია ამ ქალაქში . გემრიელად მიირთვით , სანამ მთელი ქვეყანა გამოთვრა , რამდენიმე საქმე მაქვს . _ისე გავიდა სასადილო ოთახიდან სამუშაო ოთახში რომ ღიმილი არ მოშორებია სახიდან . არასდროს შეხვედრია ადამიანი ვინც ასე იცავს იმას რაც წესით მისთვის უსიამოვნო მოგონებებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული . საოცარი გრძნობა ჰქონდა ალბათ იმ წამს ყველაზე მეტად უნდოდა ნუცას თვალები ჰქონდა , რომ სამყარო მისი თვალებით დაენახა. ნუთუ რაც იცხოვრა და გამოიარა ვერასდროს გადაეფარა ბინდად ისე რომ ასე არ უყვარდეს ყველა და ყველაფერი. ნუთუ ნამდვილია ? ნუთი მართლა არსებობს ადამიანი რომელიც მართლა ბედნიერია , მიუხედავად იმისა რომ არ აქვს ის რაც უნდა . კარი წამის დაკეტილი ჰქონდა ზურგს უკან კაკუნი რომ შემოესმა . სახელური ჩამოწია რომ გაეღო და ამ დროს მიაწვა მთელი ტანით ნუცაც . კარის მისაწოლად გამზადებული , ირაკლის გამოღებულ კარს გაჰყვა და ხელი რომ არ შეეშველებინა ისევ დაეცემოდა. -ნუცა , არსებობს დღე , როც რამე არ გემართება ? -არა. კი გუშინ და გუშინწინ არაფერი მიტკენია . არა გატყუებ გუშინ თავი მივარტყი კედელს . _ჩვეული ენერგიით დაიწყო ლაპარაკი ნერვიულობის გადასაფარაად . ისევ ირაკლის ხელებს ეჭირა , ძალიან მაგრად და ისე ახლოს მის სუნს მძაფრად გრძბობდა და ყველა მუცლის კუნთი ისე სტკიოდა , პეპლები დაფრინავენო ქეთამ რომ აუხსნა, როცა ადამიანი გიყვარსო , წარმოუდგენლად მოეჩვენა ნამდვილად. ვერაფერი გაფრინდებოდა იმ წამს მის სხეულში , პულსის გარდა. გამოღებული კარს ფეხი მიჰკრა ოდნავ ირაკლიმ , რომ უფრო მეტად არ გაღებულიყო და ხმაურით დაიხურა თუ არა ეს უკანასკნელი , რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა , ხელებში მოქცეულ გოგოსთან ერთად , კარს მსუბუქად აეყუდა რომ არავინ შემოვიდეს , თითქოს ეშინიაო. ინტერესით ჩააყოლა თვალი ჯერ სახეს და მერე მსუბუქ სხეულს, მისი ხელების საფარში რომ კარგად გახვეულიყო და მგონი პირველად იგრძნო საკუთარი გულისცემა . იგრძნო და ზუსტად იცის იმიტომ არა რომ ქალის სხეულს ეხება , რომ სადაცაა მისი ტუჩები და სხეულიც კონტროლს დაკარგავს . იმიტომ არა რომ ასე სურს, უნდა . იმიტომ რომ ქალბატონს არ უჩქარია მისი ხელების მოშორება , იმიტომ რომ გაყურსული დგას და არანაკლები უცნაური მზერით ათვალიერებს ირაკლის სახეს და სხეულს . ქეთასთან 2 საათიანი სატელეფონო საუბრის მერე გადაწყვიტა რომ საკუთარ სხეულს უნდა მოუსმინოს. გრძნობებს და რეაქციებს უნდა მიაქციოს ყურადღება რომ მიხვდეს რა გრძნობა აქვს კახას მიმართ და რა სხვა ჩვეულებრივი კაცების მიმართ რომელიც მის ცხივრებაში არიან . ელვის სისწრაფით დგას ნაბიჯებს კახა მათ ურთიერთობაში . ისე თითქოს ვინმე მოსდევდეთ და მან ზუსტად უნდა იცოდეს , რას გრძნობს რომ არ შეეშალოს. ერთი ცხივრება აქვს და იმ ადამიანთან ვერ გახარჯავს რომელიც შეეცდომაა , მხოლოდ იმიტომ რომ გამოუცდელია და არ შეუძლია გაიგოს რას უნდა გრძნობდეს . ორივეს გული თითქმის სამმაგი სისწრაფით ცემდა და სისხლს ალბათ ვენები გაჭირვებით იკავებდა . ისევ იმ მცირე პატარა ნიშანს ელოდება ირაკლი , მის სახეზე . წამით ყურადღება საათის ისრის ხმაურისკენაც კი გაექცა და ეს წამიც ინანა . სულ ერთი პატარა ნიშანი ჭირდება , ნიშნაი რომელსაც ყოველ მის სიახლოვეს ელოდება რომ საკუთარი ვნების ქსელში გაახვიოს , მაგრამ იგივეს იღებს ყოველ ჯერზე . დაძაბული სხეული, უდანაშაულო წითელი ტუჩები , ატმისფერი ლოყები და უბრალო არაფრის მთქმელი მზერა , სარკესავით თვალები , რომელშიც მხოლოდ საკუთარ ანარეკლს ხედავს. არაფერი არ ჩანს მის სახეზე , საერთოდ არაფერი . ვერაფერს ვერ იგებს ვერც ნუცა . ასწავლა კი ქეთამ , უნდა უსმინოს საკუთარ სხეულს , მაგრამ არაფერი ესმის. ვერაფერს იგება ან როგორ უნდა გაიგოს წელი უხურს სადაც ეხება . წამში გაუთბა სხეული , ისე ფარავს მთელი ტანით . სცხელა კიდეც . რას უნდა უსმინოს როცა სადაცაა ყელში ამოვა მისი გული და ძალა ეცლება . იქნებ სწორედ ესაა ნიშნები და არაა პეპლები ? იქნებ ის კომფორტი რომელსაც კახა აძლევს არაა ყველაფერი და პირიქით , იქნებ ყველაფერია ? იქნებ ის რასაც კახას შეხებისას გრძნობს სწორედ იმას გრძნობენ როცა უყვართ და არა იმას რომ ირაკლის ტუჩები წვავს? შეიძლება არც წვავს , კარგად არც ახსოვს რა იგრძნო როცა პირველად აკოცა . პირველი კოცნა პირველად რჩებაო , გოგოებისგან მოისმინა . მას მხოლოდ შიში ახსოვს . იქნებ ყველაფერი შეიცვალოს და სხვა თვალით შეხედოს თუ მეორედ აკოცებს ? დაუფიქრებლად გადაწია თავი უკან , მუჭები რომელიც ირაკლის მკერდზე ელაგა დემონსტრაციულად , თითქოს მისი ორი პატარა მომუჭული თათით შეაკავებდა მთასავით აკვრულ სხეულს მასზე .გაშალა და ხელისგულები გაუბედავად და მსუბუქად დაალაგა მკერდზე , ისე მსუბუქად რომ არ დაენახა ირაკლის , ვერც კი იგრძნობდა . სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა სახზე . ნიშანი რომელსაც ასე ეძებდა მის თვალებში სინამდვილეში სულ სხვაგან იყო . ბოლოსდაბოლოს ზეპირად იცის სხეულის ენა და სირცხვილიც იქნებოდა რომ ვერ გაეგო. ჯანდაბას ცოდნა , რაც იცნობს ამ ნიშნანს ელოდება . უკანასკნელად გაადამოწმა რომ არ მოეჩვენა და ნუცას დახუჭულმა თვალებმა ყველაფერი თქვა . უკვე დარწმუნებულმა რომ არაფერი შეშლია კმაყოფილი ღიმილი ვერ დააფაარა. იცის რა უნდა და ყოველთვის იღებს. ახლა და ამ წამს შეუძლია დაეუფლოს . ბოლოს როდის იგრძნო ასეთი სიამოვნება გამარჯვებისგან არ ახსოვს . თითის წვერებზეც კი აიწია ნუცა , რომ საქმე გაემარტივებინა მისთვის. წელზე შემოჭერილი ხელები სწრაფად შეუშვა , თავისივე მკერდზე დალაგებულ ხელებს დაალაგა, მუჭში მოიქცია. რამოდენიმე წამი გრძნობდა გახურებულ ხელებს საკუთარ ხელებში . მთელი სხეული ექაჩება, თითქმის მის ყველა უჯრედს სურს ის , მაგრამ მთლად არ დაუკარგავს გონება. ფრთხილად ააღებინა თხელი თითები , სხეულიდა და ისე გააწევინა რომ ხელები არ შეუშვია. შეეშინდა რომ გახურებულ ხელებს შესცივდებოდათ თუ ასე უცბად მიატივებდნენ მის თითებში ახლართული საკუთარი ხელის მტევნები. მაგრამ რატომღაც არ უფიქრია რომ იმწამს თავად ნუცას შესცივდა . ცხოვრებაში პირველად იგრძნო , როგორ გააკანკალა , მის გრძნობებს გონებას და სხეულს იმის გამო , რომ უარყვეს . ცხოვრებაში პირველად მიართვა თავი ადამიანს ასე და უარი თქვეს . გაწითლებულ სახეზე თეთრმა ფერმა გადაჰკრა და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. გაბუჟებული ხელები გამოაცალა ტორებიდან და გაყინულ ლოყებზე მიიდო. -რამე გინდოდა?_უდარდელად აეკრო ისევ კარს ირაკლი და ხელები გადაიჯვარედინა . -დამავიწყდა . _ მოტყუებაც არ შეუძლია .სიმართლე იყო მართლა დაავიწყდა და ბავშვივით გამოუტყდა პირველივე კითხვაზე . სიცივისგან გათეთრებული სახე , სირცხვილისგან ისევ შეუწითლდა. უხერხულად ჩაახველაა და ზურგი აქცია . აზრების მოკრება სცადა , იმ იმედით თითქოს რამე ეშველებოდა იმ ფაქტს რომ მთელი სხეულით შეეხვეწაა იმ უკანასკნელ კაცს კოცნას , რომელიც შეიძლებოდა მის ახლოს წარმოედგინა. - რომ გაიხსენებ , იცი სად უნდა მიპოვო . _კარს მოშორდა და გაუღო , რაც იმის მანიშნებელი იყო რომ უნდა წასულიყო . გაჭირვებით გადადგა გახევებული ფეხებინდა ზღურბლს რომ გადასცდა ზურგთან მოჯახუნებული კარის ხმაზე შეკრთა . უაზრო მზერა გააყოლა კარის ორნამენტებს და ასე გახევებული გაუყვა გზას ეზოსკენ . ისე უცბად აეწვა სხეული ყველაფერი რომ გაიარა ხელახლა თავში. ვერც კი იგრძნო როგორ ყინავდა . თხელ სვიტრის ყელში ცხვირი წარგო და ნახევრად დამდნარ თოვლში ფეხების ჭყაპუნით დაიწყო სიარული . წრეზე დადიოდა თუ სულ წინ დიდად არ მიუქცევია ყურადღება , ფიქრებში დაკარგულს . საკუთარ ფეხებს იყო მიჩერებული და საკუთარი გრძნობების და იმ მომენტის გაანალიზებით რაც ცოტახნისწინ თავს გადახდა. როგორ დაემართა ეს ? როგორ მოვიდა აქამდე ? როგორ აპირებდა იმ კაცის ხელებში მოქცევას რომელსაც ისეთი არა უთხრა განხილვაც არ უფიქრია ? თან როდის ? როცა შეყვარებული ჰყავს ? მთლად შეყვარებულს ვერ დაარქმევს ჯერ არაფერი უთქვამს თავად , მაგრამ მაინც. ჯერ კიდევ გუშინ კახას ტუჩებს ეწებებოდა და დღეს? კახამ რომ გაიგოს ? როდის იქცა ასეთად? მას შემდეგ რაც ირაკლი გამოჩნდა .. -ბავშვები მივატყუე . საკუთარი თავი მოვატყუე. _ხმამაღლა დაიწყო კითხვაზე პასუხის გაცემა და ნაბიჯებს უმატა. - თავი დავიმცირე , კახა ? კახასაც ვატყუებ. -ააჰ , კახას მოტყუებაზე დიდად არ ვინერვიულებდი . უყვარს კიდეც როცა ატყუებენ . _ზურგს უკან მოესმა და იგრძნო როგორ ჩააფრინდა ვიღაც მკლავებში. უკან გაწია და ზურგთან აეკრო. -იმიტომ არ გამომიშვიხარ რომ ტბაში დაიხრჩო . წინ იყურე. _მაშინ გაანალიზა რომერთი ფეხი ტბის გაყინული თხელ ფენაზე ედო . _ისე შეკრთა მთელი ძალით სცადა უკან დახევა და ისე მიაწვა ვერც ირაკლიმ შეიკავა თავი და ერთდროულად დაეცნენ თოვლში . -ნუცაა , მეგონა წეღან რომ წამოგეშველე ერთი დღე მაინც დავამატე შენი უსაფრთხო დღეების სის . -უსაფრთხო დღეები არ არსებობს. _ფეხზე სწრაფად წამოხტა და სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაიწია. -საფრთხე შენ ხარ . _ თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა და პატარა სახლისკენ სირბილით გაიქცა. -როდის აქეთ გადავწყვიტე რომ აი ესეთი ტუტიცები მომწონს ? _ჯერ ცას ახედა ირაკლიმ და მერე ფეხზე წამოდგა. -ვინ დამწყევლა? _უმისამართოდ გახედა ჰორიზონტს განზე გაშალა ხელები. თავი 10 ბოლო დროს ლიკუნას ოთახი მის თავშესაფარად იქცა . ყველაზე მეტ დროს იქ ატარებს. -რა გჭირს ნუცა , არაფერიო არ მითხრა . -კარგი რა . -ნუცა ცუდი მატყუარა ხარ. მეც ხომ შენი მეგობარი ვარ ? შეგიძლია მითხრა . -ლიკუნა არ ვიცი რა ვქნა . _საწოლზე თავით დაემხო მის გვერდით. - კახა მომწონს , კომფორტია , ისეთი თბილია , ყურადღებიანი , მაგრამ სულ იმაზე ვფიქრობ რომ შეიძლება ეს არაა სიყვარული . როგორია სიყვარული ? შენ ხომ გყავდა შეყვარებულები? -ბევრი არა , მაგრამ საკმარისი იმისთვის რომ გითხრა , სიყვარულმა და უაზრო ეჭვებმა ჩამაგდო ამ დღეში . წვავს , სიყვარული წვავს ნუცა. რომ შემეძლოს ყველაფრის თავიდან დაწყება მხოლოდ სიმშვიდეს და უსაფრთხოდ ყოფნას ავირჩევდი. -მაგრამ როგორ გავიგო თუ მიყვარს? -სულ მასზე ფიქრობ, როცა გიახლოვდება თავს ისე უნდა კარგავდე რომ გარშემო ვეღარაფერს გრძნობდე და ხედავდე . თვალს ვერ უნდა აშორებდე და უცნაური დამოკიდებულება უნდა გქონდეს აი მაგალითად ისეთი რააღაცები აღარ უნდა გადარდებს რაზეც ადრე იტყოდი რომ შეუძლებელია ამას არ ვიზამო. -გაჩუმდი ლიკუნა . _ უცბად წამოიყვირა , იმის გააზრებისას რომ კრიტერიუმში ირაკლი ჩააატია.. - კარგი . მაშინ ის მითხარი ირაკლიზე რას ფიქრობ? -არაფერს . _გაბრაზებული ტუჩს იკვნეტდა .-საერთოდ არაფერს. შენი ძმა , საშინელი , ცივი , ყინულის ლოდია . იდიტი , საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს და მალე ალბათ საკუთარი ნარციზისმისგან ისევ საკუთარი თავი შეუყვარდება . ვერასდროს იგებ რა უნდა . მარტო მე კი არა მემგონი თვითონაც არ იცის . -ნუცა ._ჩაახველა ლიკუნამ. -რა , არა შენი ძმაა , გასაგებია , მაგრამ სიმართლეა . მე ეს შემიძლია . _სცადა უხეში ხმა მიეღო. -მე , მე ეს ყვავილები არ მომწონს , ხეები არ მოწონს , ნაძვისხეც კი არ მოწონს . საჭმელი არ მოწონს . ადამიანიები არ მოწონს . არაფერი არ მოწონს საერთოდ არაფერი . _ისე სწრაფად მიაყარა წინადადებები ერთმანეთს ვერც შეამჩნია რომ ლიკა ანიშნებდა უკან გაეხედა. -ეგოიზმის რომელ ხარისხშია ვერ გეტყვი , საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი მოსწონს . უფლება რომ მისცე ჰაერსაც კი შეუწყვიტავდა ადამიანებს რომ არ ვისუნთქოთ . -მმ ,აქამდე ვფიქრობდი რომ შენ მომწონდი , მაგრამ მართალი ხარ , ჩემი თავი უფრო მომწონს , შენგან განსხვავებით ნაკლებს ვლაპარაკობ. - აჰა ეხლა ლაპარაკსაც ამიკრძალავს . _დაუფიქრებლად წამოიყვირა და ორივე ხელი პირზე აიფარა რომ კიდევ რამე არ ეთქვა და შეტრიალებაც ვერ გაბედა . ისედაც მიხვდა ზურგის წვით რომ თვალებით ბურღავდა . -ლილი გირეკავს ლიკუნა და შენ რომ არ პასუხობ მერე მე მიწყობს ჯოჯოხეთს .საიდან გაიგო ჩემი ნომერი არ ვიცი . -დავურეკავ. _ენას კბილს აჭერდა ლიკუნა რომ არ გასცინებოდა . ალბათ ირაკლისაც რომ დაენახა რა სახე ჰქონდა ნუცას , გულიანად გაიცინებდა , თუმცა დიდად არ გამოუხატავს ინიციატივა , კარში გასვლისას ერთხელ კიდევ აავლო თვალი და ჩუმად გავიდა . - ერთ დღეს ნამდვილად მომკლავს. - არ მოგკლავს , უბრალოდ გაწვალებს . ერთობა . -ანუ მე გასართობი ვარ. _იწყინა გოგომ . -კი , დიდად არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა , ამიტომ თავისებურად ცდილობს რა. რომ იცოდეს ლიკუნამ როგორ კარგად გამოხატა გრძნობები მაშინ როცა აკოცა და მაშინაც როცა უარყო ?ასე არ გაამართლებდა . რამდენი საიდუმლო დაუგროვა ამ ერთმა ადამიანმა ? რამდენი ტყუილი ათქმევინა , მიუხედავად იმისა რომ გამუდმებით სიმართლეს ეუბნება თვითონ. ირაკლი ცვლის მას . ეთამაშება . აბნევს. ერთობა . მართალია ირაკლია ის ადამიანი ვის გამოც გამუდმებით ცდილობს ბოდიში მოიხადოს, ვისთანაც გამუდმებით ცდილობს სადღაც კუთხეში მიიმალოს ნამდვილი ნუცა. ირაკლის გამო პირველივე უერთიერთობაში იტყუება. როგორი უსამართლოა კახასთან ,არ იმსახურებს ასეთ მოქცევას , უკვე ლოდათ აწევს მასთან გაბმული ურთიერთობა , იყენებს მასაც და მანამ სანამ საკუთარ გულს უფრთხილდება სხვისას სტკენს . იქნებ სწორედ ეს აწუხებს კახასთან ურთოერთობაში რომ ატყუებს ? სიმართლე , ყოველთვის შვებაა იყო მისთვის . -უნდა წავიდე . _ფეხზე წამოხტა . -სად მიდიხარ ? ნუცა რამე სისულელე არ ქნა . ისეთი სისწრაფით ატრიალებდა , პედლებს , როგორც მისი გული ცემდა . მილიონჯერ მაინც დაალაგა წინანდადება როგორ და რა უნდა ეთქვა კახასთვის . ეტყოდა რომ არ უყვარს , მაგრამ უნდა რომ უყვარდეს, რომ თავს ყველაზე მშვიდად და დაცულად გრძნობს მასთან , რომ ზუსტად იცის მთელმა სამყარომ რომ მიატოვოს კახა მაინც იქნება მასთან და ისევ ისე გაუღიმებს როცა რაღაც სისულელეს ამბობს . ეტყვის რომ პასუხს მათ ურთიერთობაში კი არა , სხვაგან ეძებდა. ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა და კიდევ კარგი რომ ირაკლიმ კარი გაუღო და გამოუშვა . ეტყოდა რომ ირაკლიმ აკოცა , მაგრამ არანაირი საერთო არ ჰქონდა მასთან . იცის ამ დროს იმ ახალ მანქანის სახელოსნოშია რომელიც ახალახანს გახსნა და ძირითად დროს საკუთარ პატარა ოფისში ატარებს . იქვე კართან მიაყუდა ველოსიპედი და არც შეუმჩნევია როგორ უყურებდნენ დანარჩენი თანამშრომლები . კიბეზე ენერგიულად აირბინა და საკუთარი გულის ცემა ყურებში , შემაწუხებელმა ხმამ გადაფრა.-კახა რაღაც უნდა გითხრა . _კარი დაუკითხავად შეაღო და გარკვევით დაინახა როგორ დაიწია უკან ერთი ნაბიჯით აზალგაზრდა ქალის წინ ასვეტილმა მამაკაცმა და სწრაფად მოაშორა ჯერ კიდე მის ყელზე შერჩენილი ხელები . -ნუცა . არ გელოდი - ვხედავ . _ოდნავ გაუღიმა და თვალები აეწვა . -მე დაგტოვებთ. _სწრაფად მოძებნა კუთხეში მიგდებული ჩანთა ქალმა და დაუმშვიდობებლად გავიდა. -ნუცა არ მინდა არასწორად გაიგო. - არა არ გავიგებ, არასწორად როგორ გავიგებ დავინახე . -ნუცა , არასწორად იგებ . მე და ეკა რამოდენიმე თვე ვხვდებოდით და დავშორდით მას შემდეგ რაც შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი როგორ აგიხსნა მაგრამ . არ უნდა გაბრაზდე . მხოლოდ შენი ვარ . ერთი კოცნის გამო ხომ არ.. -მაშინ არც შენ გაბრაზდები თუ გეტყვი რომ ირაკლის ვაკოცე ?_ფრაზა არ დასრულებინა ისე მიახალა. - კახა იმ სიმართლის სათქმელად მოვედი რომელიც შენამდე იყო, მაწუხებს და ვერაფრით გადავწყვიტე რას ვგრძნობ , მაგრამ არ მგონია დიდად იტანჯებოდე ჩემი ორჭოფობის გამო სწრაფად გიპოვია.. -რა ქენი ? _ერთი სიტყვა არ გაუგია , ირაკლის კოცნის შემდეგ კახას . -მე არაფერი , შემეშინდა და აბაზანაში დავიმალე. _გულწრფელად გასცა კითხვას პასუხი მაგრამ კითხვა სხვა პასუხს მოითხოვდა . უნდოდა კიდევ ერთხელ გაეგო ხომ არ მოესმა. - შენამდე იყო. სულ თავიდან როცა , როცა გავიცანი. -სულ თავიდან ? _თვალები დახუჭა კახამ .- სიმართლეა რასაც ამბობენ . უყვარხარ. -არაა . _წამოიყვირა ნუცამ .მიხვდა დრო იყო ბოლომდე დაცლილიყო რომ გათავისუფლებულიყო ტვირთისგან . -იცი გუშინ , ვცდილობდი გამერკვია რას ვგრძნობ . მაპატიე , მე თვითონ მინდოდა რომ _გაგრძელება ვერ შეძლო ცრემლებმა შეაწყეტინა სიტყვა .-არც კი შემეხო გეფიცები . -გაჭირვებით დაამთავრა . -უყვარხარ . _შუბლზე თითს ისმევდა და ცდილობდა ნერვები შეეკავებინა რომ ყვირილი არ დაეწყო . -არა . -კი ნუცა , უყვარხარ . უყვარხარ და იმიტომ აკეთებს იმას რასაც აკეთებს . ბავშვთა სახლი , პარკები . უყვარხარ და როცა ირაკლის უყვარს შეუძლია მთები უკუღმა დადგას . -რას ბოდავ კახა . სისულელეა . -მე ვბოდავ? _ნერვებმა უმტყუნა და მაგიდას ხელი მიჰკრა. - მე ვბოდავ ? იქნებ მთელი ქალაქი ბოდავს . მე რომელსაც მეგონა რომ მხოლოდ ამოგიჩემა . მე რომელსაც მეგონა რომ შემეძლო შენი ნდობა რადგან ვიცი როგორი სუფთა ხარ და ვიცოდი არასდროს დათანხმდებოდი . რადგან გართობის მეტი არაფრის მოცემა შეუძლია, საკუთარი ნებით მიხვედი მასთან . -ჯერ კიდევ გუშინ მითხარი რომ შემეძლო მეფიქრა , არ ავჩქარებულიყავი . -ჯერ კიდევ გუშინ მეგონა რომ შენს თვალში ერთი გაზულუქებული კაცი იყო . რომელზეც ფიქრობდი რომ გრძნობები არ აქვს . -ასეა . -ხო და გილოცავ, მაგ კაცს უყვარხარ .უყვარხარ და იმიტომაა უანგარო ანგელოზი შენთან უყვარხარ და საკუთარი თავისთვის ვერ ემეტები . -ამის მოსმენა არ მინდა . მე აქ ჩვენზე სალაპარაკოდ მოვედი კახა. -რომელ ჩვენზე ნუცა? აქ და ახლა ჩვენ ვართ , შემდეგ იმ წყეულ სახლში დაბრუნდები და შენ და ირაკლი გახდებით? -შეურაწყოფას მაყენებ . _გული ისე უჭერდა უკვე სუნთქვა უჭირდა და მხოლოდ მაშინ გაანალიზა კახამ რომ ყვიროდა. -ნუცა , მიყვარხარ . ისე მიყვარხარ როგროც სიცოცხლე და ვიცი რომ მზად ვარ მთელი ცხოვრება შენთან გავატარო , მაგრამ შენ ? შენ რა გინდა . რას ეძებ , ნუცა . გენდე , პატივი ვეცი შენს არჩევანს. საკუთარი ხელით გტოვებდი იმ კაცის სახლში რომელსაც ალბათ სიცოცხლეზე მეტად ვძულვარ და უნდა რომ მატკინოს . ახლა მოდიხარ და ისე მეუბნები სიმართლეს თითქოს მადლობა უნდა გადაგიხადო რომ ჩემს მტერს რამის კლავებში ჩაუვარდი და ღირსება ეყო რომ არაფერი ქნა . მითხარი რას ელი ჩემგან , რა უნდა გიპასუხო ? რა უნდა ვქნა . ყიველ საღამოს ისევ იქ დაგტოვო ბედნიერმა იმ იმედით და ფიქრებით რომ ერთ ღამეს შენ ან მას ნებისყოფა უმტყუნებს ? რა ჯანდაბა გინდა ამიხსენი ნუცა ? -მე არ ვიცი. _უკვე გულამოსკვნილი ტიროდა. -გითხარი , რომ მიყვარხარ , მილიონჯერ გითხარი. გითხარი რომ მზად ვარ ხვალვე დავქორწინდეთ , მაგრამ რა ხდება მაგ პატარა თავში ვერ ვიგებ . _ ძალაგამოცლილი დაეშვა კუთხეში მდგარ სავარძელში და ფანჯრისკენ გაიხედა. -მეც მინდა რომ მიყვარდე , მაგრამ არ ვიცი როგორ მივხვდე, შეცდომის მეშინია. ტკივილის მეშინია. -თუ არ სცადე ნუცა ვერც ვერასდროს გაიგებ. თუ შეცდომა არ დაუშვი ვერასდროს ისწავლი , ტკივილები გვაჩვენებს გრძნობის სინამდვილეს ნუცა. -მაპატიე კახა , მაგრამ მეშინია . _აკანკალებული ხელი თვალებზე გაისვა . -არ გადანაშაულებ . პირიქით , კარგიცაა ასე რომ უფრთხილდები საკუთარ გულს , მაგრამ სამუდამო არაფერია ნუცა . არც სიყვარული , არც ტკივილი როსიც ასე ძალიან გეშინია. მინდა რომ გააზრებული იყოს ჩემსკენ გადმოდგმული ყველა ნაბიჯი. -მე ვიცი რომ იდიალური ქმარი იქნები ,მაგრამ მინდა რომ მიყვარდე . -როცა გადაწყვიტავ ისევ აქ მიპოვი ნუცა . არჩევნის გაკეთება თუ არ გინდა აქ და ახლავე , მაპატიე მაგრამ ის კაცი ვერ ვიქნები საყავრელ ქალს სხვა კაცის კარზე რომ ტოვებს ყოველ საღამოს. _ცივად აარიდა მზერა გაფითრებულ სახეს, ცრემლებისგან დასველებულ ყელს და აკანკალებულ თითებს . -წადი ნუცა. -არ მინდა. _თავი გაქნია უარყოფის ნიშნად . -მაშინ სამუდამოდ დარჩი . _ მტკიცედ გაუსწორა მამაკაცმა თვალი .- მე გავცემ პასუხს ჩემს კითხვას . არ შეგიძლია. იმდენად წმინდაა შენთვის შენი გული და სხეული ჩემთანაც კი არ შეგიძლია დარჩე . არ მესმის წამით მაინც როგორ დაუშვი ირაკლისი ყოფილიყავი. -მისი არ ვარ . _მძიმე ნაბიჯებით გავიდა კარში . -ჯერ არა ნუცა . ჯერ არა . _ისეთი ღრიალით წამოვარდა ფეხზე და წმში გადაუარა ქარიშხალივით ახალ მოწყობილ სამუშო ოთახს . -იცი რა ? _კარს მთელი ძალით მიაწვა და კაცს წინ აესვეტა . -შენზე რას იტყვი იმის გამო რომ მიბრაზდები რაც შენამდე იყო? -უკვე გითხარი რომ .. -რომ რა ? მე იმისთვის ვარ დამნაშავე რომ გრძნობებში გარკვევას ვცდილობდი, მაგრამ შენ უკვე კარგად გარკვეული გაქვს , სახლში ნუცა , სამსახურში სხვა ? -ბოდავ . -იცი რა , არაფერი არ გამოვა . არ მინდა . _თავი ისევ ტირილით გააქნია . -მარტო უნდა ვიყო . კარგად ვართ მე და ჩემი თავი მარტო ასე არავინ მტკენს და არავის არაფერს ვუშავებ . მაპატიე , მართლა მინდოდა რომ რამე გამოგვსლოდა . მთელი საღამო ეტირებოდა და ბოლოს ისე დაიღალა ტირილის ძალაც აღარ ჰქონდა , არც ჭამა უნდოდა და ვახშამზც არ მისულა , პირველად დაიძინა 8 საათზე და დილამდე ეძინა . დილით მაღვიძარასაც კი არ მიაქცია ყურადღება . გვერდი იცვალა და ძილის გაგრძელებას აპირებდა , რომ გაახსენდა ახალი წელი ანდო უჟმურმა , მერე ქეთო უნდა ენახა რადგან ტელეფინით საუბრისას დიდად ვერაფერი გააგებინა , მხოლოდ ტიროდა . წავა ცოტა გულს მოიოხებს, რამე სასაცილოს ეტყვის და მერე ალბათ მისი გონებაც და გულიც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება . ალბათ არა , უნდა დაუბრუნდეს . სტკივა ასეთი მდგომარეობა . მას კი სიკვდილივით ეშინია ტკივილის. მთელი დღე , ლიკუნასთან იყო . არაფერს აკეთებდა გარდა ფიქრისა რა ხდებოდა მის თავს . ერთი სიტყვა რ გაუგია რას ელაპარაკებიან ამ ბოლო დროს , გამუდმებით საკუთარ თავზე ფიქრობს და ესეც არ ჰგავს მას . შეუძლებელია ადამიანები ასე სწრაფად იცვლებოდნენ . არ უნდა რომ შეიცვალო . სულ ის ცვლიდა ყველას , მამამ ასწავლა რომ საკუთარ თავი არ უნდა ანდოს არავის რადგან სხვები გამუდმებით ცდილობენ თავისნაირები გაგხვადონ . თუ უნდა ნამდვილი ნუცა იყოს, ის უნდა გააკეთოს რასაც მისი თუნდაც გამოუცდელი გული ეუბნება . ასე საკუთარ თავს საჯიჯგნად ვერ მიუგდებს სხვების რჩევებს . მისი გული ამბობს რომ სიყვარული უნდა , მთელი სხეული თუ გონება სთხოვს. მასაც უნდა იცოდეს რა არის ბედნიერება , როცა დილით საყვარელ ადამიანთან იღვიძებ , როცა მასთან ერთად იძინებ , სეირნობ ,ფილმს უყურებ და უბრალოდ იცინი . თუმცა ერთი რამე იცის რომ ის მას რაც უნდა არ არსებობს . ვინმე ატკენს , მიატოვებენ , კიდევ ერთხელ მიატოვებენ , გატეხილი გულით და არაფრით ხელში .მშიშარაა ალბათ , ისეთი მშიშარა რომ თუნდაც წამიერ ბედნიერებას სამუდამო სიმარტოვე ურჩევნია. დასიებულ და შეწითლებულ თვალებს ისრესდა და უაზროდ მიშტერებოდა ბალიშს რომელსაც ლიკუნა ეხუტებოდა . -უფროდაუფრო ცუდად ვარ . _ბალიშს მოუჭირა ხელები .-ყველა ძვალი მტკივა ისიც კი რომელსაც ვერ ვგრძნობ. _ამოიკვნესა ლიკუნამ - უნდა გაუძლი . _სიბრალული ვერ დაფარა ნუცამ . -კარგი ისაა რომ რამდენიმე დღეში ახალიწელია და იქამდე დამასვენებენ , ცუდი ისაა რომ დალევა არ შემიძლია . -სასმელზე დარდობს მარტო ? -გამარჯობათ გოგოებო, შეიძლება ? _კარში შემოყო თავი და პასუხს არ დალოდებია ისე შემოვიდა . პირდაპირ საწოლზე შემოსკუპდა და გაუღიმა. გრძელი თამა ზურგზე გადაიყარა კიმიმ და ყურებამდე გაუღიმა -მოვიწყინე . ირაკლი სულ მუშაობს , მეგონა ცოტას დაისვენებდა , მაგრამ როდის იყო ისვენებდა ? -დიდი ხანია შეყვარებულები ხართ? _ინტერესს ვერაფერი მოუფიქრა ნუცამ . -შეყვარებუები არ ვართ ? -არა? _თვალები გაუფართოვდა ნუცას . -საყვარლები ვართ. _ამაყად განაცხადა და ლიკუნას სიცილში აყვა , ნუცას სახის დანახვისას. -რა სხვაობაა ? _თითქმის ჩურჩულით დასვა კითხვა . -სხვაობა ისაა რომ ხანდახან დიდების თამაშს ვთამაშობთ , მაგრამ მეტი არაფერი არ გვაკავშირებს._ისე დაუმარცვლა როგორც პატარა ბავშვს . -ნუცა ძაან საყვარელი ხარ რა გავაკეთო. -მადლობა , მაგრამ .. მოიცა მოიცა , ანუ ერთმანეთს ხვდებით , მერე ერთად წვებით . -ხან ვდგავართ . _სიცილს უმატა კიკიმ .-მერე მე ჩემი ცხოვრება მაქვს , იმას თავისი. - და როგორ გამოგდის? თუ არაფერს გრძნობ როგორ მოგწონს როცა .. როცააა დიდების თამაშს თამაშობთ? -როცა სექსი გვაქვს ? მმმ , პირველი სიყვარული საჭირო არა ადამიანთან რომ გინდოდეს , ვნებას სიყვარულთან არაფერი აქვს საერთო. მეორე ძალიან მდიდარია და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ დიდების თამაშს იდიალურად თამაშობს . _თვალები დახუჭა და ენა კბილებში მოიქცია. ხანდახან ასეთი ურთიერთობა საკუთარი თავისთვის ყველაზე კარგი გამოსავალია იცი ? არანაირი ვალდებულებები არანაირი კონფლიქტი და ტკივილი . თავიდანვე იცი რა გინდა და არ აგებ ოცნებებს და მერე მიწაზე ისე არ ეცემი რომ ფეხზე ადგომა გიჭირს . ჩემთვის ასეა კომფორტული და მისთვისაც . სულ ესაა. -ჩემს ძმაზე ლაპარაკობთ იმედია ხვდებით. -აჰამ შენი ძმა ჩემო საყვარელო იდიალური საყვარელია. -ვერაფერი გავიგე._თავი გააქნია ნუცამ . -ვერ ვიგებ უსიყვარულოდ როგორ გამოგდით. -უსიყვარულოდ? არანაირი ვალდებულები და მაინც ჩემი ყველაზე კარგი მეგობარია, შეუძლია ჩემთვის ადამიანი მოკლას და გაჭირვებაში ზურგი გამიმაგროს. განა ასეთი მნიშვნელოვანია ის შეშლილი გრძნობა? საკმარისია ის რაც მაქვს . სიყვარული რისკია , ან გიმართლებს ან არა. - ამ ქალაქში სად შეიძლება გართობა ? არაფერია? კლუბი , ბარი . _უცბად შეცვალა საუბრის თემა კიკიმ . -არა. -საერთოდ არაფერი ? რესტორანიც არაა სადაც შეიძლება ცოტა ჭამონ, დალიო მუსიკას მოუსმინო. - რესტორნები კი არის ძალიან ბევრ. -მოდი წავიდეთ . _ფეხზე წამოხტა კიკი. -სად რესტორანში ? ახლა ?_თვალები დააჭყიტა ლიკამ . -საღამოს . ვხედავ სულს სახლში ხართ , ლიკუნა უნდა გავერთოთ , მალე ახალი წელია . მე და ჩემი დაქალები 1 კვირით აადრე ვიწყებთ ხოლმე . -მე თანახმა ვარ . ოღონდ მარტო გოგოები და ვინც ჩემს ექიმს ეტყვის რომ დავლიე ახალწლამდე ვერ იცოცხლებს . -მე ვერ წამოვალ . _თავი გააქნია ნუცამ . -დღეს ქეთო უნდა მენახა . -არ ვიცი ვინაა ქეთო , მაგრამ ეგეც მიგვყვავს. _ფეხზე ენერგიულად წამოხტა კიკი და კარისკენ გაიქცა . -უნდა მოვემზადო , 6 ზე გავდივართ. ხო და ნუცა ._კარში წამით შეჩერდა. -დამიჯერე არავინ , არავინ იმსახურებს ასეთ დასიებულ თვალებს . ტირილი ამშვიდებს , მაგრამ სიტყუაციას არ შველის. ხანდახან იქ ვეძებთ შვებას სადაც არაა , ჩემო საყვარელო. ჯერ ძალიან პატარა ხარ . წინ კიდევ უამრავი ესეთი ისტორია და შეყვარებული გელის. -არ მინდა . _მხრები აიჩეჩა ნუცამ . - სულ მარტოობა მინდა . მარტო კარგად ვარ . - ესეც კარგი შეშლილია . იცი რომ ირაკლი ეჭვიანობს ? _შეპარვით სცადა ეთქვა ლიკუნას . -ისეთი ლამაზი ქალია , რატომაც არა ? -დებილო ამაზე კი არა , შენზე ეჭვიანობს . -არ დაიწყო გთხოვ შენც რა . -იცი გუშინ ვახშამზე რომ არ მოხვედი თვითონაც არ ივახშმა . ალბათ იფიქრა რომ კახასთან ერთად იყვავი ისევ . დილას საუზმეც გამოტოვე.. -მერე რა , ისედაც არაფერს ჭამს . -ვხედავ როგორ გიყურებს ნუცა. დებილი კი არ ვარ . სულ ცუდ ხასიათზეა როცა აქ არ ხარ ნუ ხასიათით არც მანამდე გამოირჩეოდა , მაგრამ რაც მომიყევი აი კახამ რაც გითხრა მგონი მართალია იცი ? -არა , არაა მართალი . შენს ძმას მარტო ერთი რამე უნდა და იმიტომ მიყურებს , იგივე ურთიერთობა რაც ამ ქალთან აქვს და თუ გაინტერესებს უკვე შემომთავაზა. რაც კახამ თქვა გაბრაზებული კაცის სიტყვებია , კაცის რომელიც იმის გამო მიბრაზდება რომ ვერ გავიგე , რომ სათანადო პასუხი ვერ გავეცი მის გრძნობებს . მართალიცაა. _ისევ ტუჩები დაბრიცა და ცრემლებს დაუთმო გზა.- მართალიცაა, მეცხრე ცაზე ვცხოვრობ . ცისარტყელა მგონია ცხოვრება . ყველაფრის მეშინია , ადამიანების მეშინია , ამიტომ ჯობია მარტო ვიყო. ნახე რა კარგად ვიყავი აქამდე, რაც ეს უაზრო შეყვარებულობანა დავიწყე სულ ვტირი. დავიღალე . ******** -სანდრო მოვიდა . _ფანჯარასთან მდგარმა გიორგიმ ამცნო ირაკლის . -დაა შენი ძმა . -ძმა . რა უცნაური სიტყვაა. დივანზე გაწოლილმა ირაკლიმ თავისთვის გაიმეორა . -ვა ვა ვაა. ხმაურით შემოვიდა სანდრო და სახლი მოათვალიერა . -სად არი ალქაჯი ? _ ბექამ ფეხზე ხელი მიჰკრა ირაკლის და ანიშნა ადგილი გამითავისუფლეო . -ნუცააა , იცოდე თუ გიპოვე მოგკლააავ. _ხმამაღლა დაიყვირა ბექამ. -შენს ადგილზე ასე არ გავრისკავდი ბექა . _თვალით ანიშნა ირაკლისკენ რომელიც ისევ უძრავად იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული . -ბექამ პირველი ხელფასი აიღო . _ ამაყად განაცხადა სანდრომ . -23 წლის ასაკში. _თვალები გაახილა ირაკლიმ და წამოჯდა . - ალბათ ამაყობს ოჯახი . -იცი , მაგარი ცინიკოსი ხარ ირაკლი . _ ნაწყენმა ძმას შეხედა . -ჩემი ბრალი არაა ყველაზე პატარა და საყვარელი რომ ვარ და ყველას ჩემი განებივრება უნდა. _შეიფერა ბექამ . -ხო და სანდრომ ხელფასი აიღო და ნუცას დაქალი დაპატიჟა რესტორანში . -რატო მანანდე დასაპატიჟებელი ფული არ გქონდა ? _ წარბი აწია ირაკლიმ. - ირაკლი რატო გშურს მე რო ახალგაზრდა ვარ? -ხო და იმ გოგომ დაადო თან მაგრად . -3 თვეა მაგ გოგოს ვეჩალიჩები , სამი თვე და მაინც იმ დღეს მოუნდა ნუცას დარეკვა, ნუცააააააა გეფიცები მაგრად გცეეემ . არ გეყო სკოლაში რომ გამიმწარე ცხოვრება ხო ? -ბექა ,ვეცდები ნაზი ვიყო მაგ თითების მომტვრევას რომ დამავალებს შენი ძმა . _გაუცინა გიორგიმ. -მართალს გეუბნება შვილო, ორ რამეს არ ვეხებით ირაკლისას , მის ტანსაცმელს და მის ქალებს . ხო და რას ვამბობდი გადაწყვიტა გული სერიოზულ ხალთან მოიიხოს თან პირველი ხელფასი აღნიშვნას იმსახურებს . -რაში აიღე ხელფასი გამახსენე ? _დანცინავად ახედა ძმას . -ბაბუს კონიაკის ქარხანაში კომპიუტერების სპეციალისტი ვარ. რა ქვია ? სანდრექს დამეხმარე რა . -პროგრამისტი იდიოტო . _თავში წამოარტყა სანდრომ . -ისიც არ იცი რაზე მუშაობ? -მაგარი ბოღმიანი ხალხი ხართ , გშურთ თან რომ ვმუშაობ და თან გართობა შემიძლია. ამას რესტოშიც არ შეუძლია ჭამა ყველა პირში უყურებს , რათ მინდა ძმაო ეგეთი ფული ქალიც თუ ვერ წავიყვანე ისე რომ ქვეყანამ არ იჭორაოს. -იცი ჩემო ძვირფასო ძმაო , მაგის გარეშეც ვერ წაგიყვანია ქალი ასე რომ . _მხარზე ხელი დაარტყა ირაკლიმ. -რას დალევთ? -იცი რას მივხვდი ? აშკარად დედის მხრიდან მოგყვებათ ეს საკუთარი თავის სიყვარული . _ცოტახნის დაკვირვების შემდეგ დაასკვნა გიორგიმ. -თორე მამები სხვა კი გყავთ . -თქვენი არ ვიცი და სანამ ამის პირველ ხელფასს ბოლო თეთრამდე არ დავხარჯავ არ მოვისვენებ . ისე უნდა გაგიშრო სისხლი როგორც შენ მიმწარებ ძილს და ცხოვრებას შენი ფულის თხოვნებით. ირაკლის სასმლის იმედათ ვერ გამოძვრები და რადგან საღამოც თავისუფალია დაე გავერთოთ იქამდე სანამ ბექას საფულე არ იტირებს . -მე თანახმა ვარ . _დაუფიქრებლად განაცხადა გიორგიმ . -მეც თანახმა ვარ . იცი ახალ წელს არაფერი გიჩუქებია არასდროს . არ ვიტყოდი უარს ერთ საბანკო ანგარიშზე . _ირაკლის ამოუდგა გვერდით ბექა. - გიშვილოს უკეთესი ვარიანტია ._დასცინა სანდრომ. - მივდივართ ? _ხელები გაასავსავა გიორგიმ. - მშია. სად მივდივართ? ესეც თუ მიგყვავს მაგიდა უნდა დავჯავშნოთ. -მაგიდა უკვე დაჯავშნილია. მაგიდა სადაც 3 ახმახთან ერთად ვიჯდები ლამაზი გოგოს მაგივრად. -თქვენ წადით , რამე შეუკვეთეთ და მოვალ . ცოტახანში ვიდეო შეხვედრა მაქვს . **** - მაგიდის დაჯავშნაც არ იცის ? -აი გეფიცები ეხლა მაგრად ვცემ . _ზურგთან ჩურჩულებდნენ სანდრო და გიორგი . -გეფიცებით დავჯავშნე . _რესტორნის შესასვლელში გაოგნებული იდგა ბექა. -თუ ძმა ხარ კარგად შეამოწმე რა. -უკვე შევამოწმე , ყველა მაგიდა დაკავებულია. -მაგრამ დავჯავშნე და რანაირად ?_ხელები გაშალა ბექამ. -კოლეგას შევეკითხები. _ახალგაზრდა ბიჭმა ტელეფონი აიღო . -მაინცდამაინც იმ რესტორანში რატო აიღე მაგიდა სადაც სულ რიგია? _იღრინებოდა სანდრო . -იმიტო რო ყველაზე პრესტიჟულია და იდიაში შენთან არ მქონდა პაემანი. -დაწყნარდით მეგობრებო ცოტახანში ირაკლი მოვა და სავარაუდოდ რესტორანს იყიდის მთლიანად . _გამხიარულდა გიორგი. -სხვაგან წავიდეთ რა._ამოიოხრა სანდრომ .-არ მაქვს იმის თავი რა . -გამარჯობათ , გამარჯობათ. _კარში ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა . -სანდრო როგორ ხარ ? _მეგობრულად გადაეხვია და დანარჩენებს თავის დაკვრით მიესალმა . -ვა , გიო? როდის ჩამოხვედი . -ორი კვირაა აქეთ ვართ რა მე და ნიტა . ახალწელს აქეთ უნდოდა შეხვედრა და ცოტა ვეხმარები მამასაც . ნახე რა ამბავია ტო ._რესტორანს გახედა. -ბიჭო გადავსებულია ყველაფერი ამ სახალწლოდ მარა მაგაზე არ იდარდო ეხლავე მივხედავ მაგ ამბავს . -უნდა მიხედო თორე სადააცაა ირაკლი მოვა და მაგის დაცინვას ვერ გავუძლებ. -იცი რა ვერ გავიგე ? ყველაზე მაგარი მაგიდა დავჯავშნე _საუბარში შეერია ბექა. -აი ეხლავე გაგირკვევთ მაგ ამბავს მარა , შემოდით ძმებო . სანამ სანდრო შესასვლელში საკუთარ ქურთუკს ტოვებდა უკვე დარბაზში შესული ბექა უკან გამოვიდა - აქ არიან . ეს ნაგლები . ეხლა გავიგე რატო არ მაქვს მაგიდა . ნახე რა . _უკან შეტრიალდა და დაელოდა უკან მიყოლოდნენ სხვებიც . -გეფიცები ხალხში რომ არ ვიყოთ , მაგრად გცემდი . _ზურგთან ამოუდგა სანდრო.-გიორგი , ამათ უყურე რა ._სანდრომაც ვერ დამალა სიბრაზე . -შენც გიორგი ხარ ეხლა მივხვდი . _ერთმანეთს თითქმის ერთდროულად გაუმეორა ორივე გიორგიმ და მერე ზუსტად იმ მიმართულებით გაიხედეს სადაც სანდრო იყურებოდა. -აჰ იმ წითურმა გვითხრა რომ მაგიდა მისმა შეყვარებულმა დაჯავშნა ვინმე ბექამ. _უინტერესოდ ჩაუარა ერთერთმა მიმტანმა -მარტო მე მგონია რომ დაქალებმა მაგრად დაგიჭირეს ძმები? _სწრაფად გამოიტანა დასკვნა გიორგიმ, წითური მხოლოდ მისთვის უცხო გოგო იჯდა და ძნელი მისახვედრი არ იყო ქეთა უნდა ყოფილიყო რადგან დანარჩენი ყველა ეცნო. - თუ მჯეროდეს ._სანდრომ პირზე აიფარა ხელი .-იცი რა აი იქ ჩემი დეიდაშვილი ზის , სადაცაა თავის ძმაც მოვა , ხო და ოთხი სკამი ჩაგვიმატე თუ ძმა ხარ. -ეს ბექაა? . _ისევ გაოცებული იდგა ბექა და არანაკლები გაოცებული სახეები ჰქონდათ გოგოებსაც . -მაგარი ცუდი გოგოები ხართ რა . -აქ რას აკეთებთ?სანდროო, რამდენი ხანია არ მინახიხარ. _ხელები გაშალა კიკიმ და კისერზე ჩამოეკიდა. - ერთობით ? _ სიცილით გადმოხედა გიორგიმ ზემოდან . -დარწმუნებული ვარ ბიჭების გარეშე გინდოდათ აქ ყოფნა . -ჩემს დაჯავშნილ მაგიდასთან . ცარიელი სკამი დადგეს თუ არა პირდაპირ ქეთასკენ მიაჩოჩა და გვერდით მიუჯდა . -მე აქ დავჯდები . ლიკუნა მაინც არ დამითვლის ხინკლის კუჭებს . _კომფორტულად მოკალათდა გიორგი -აქ ხინკალი არ აქვთ . _დაეჯღანა კიკი. -რატო, ამ ქალაქში ძერსკები ხინკალს არ ჭამენ? -ნუცა რა უყავით? -ნუცას სადღაც უნდა გაეარა . მალე მოვა. ****** -სულ რატომ ბნელა ამ ქალაქში ? _გაღიზიანებული გადავიდა მანქანიდან . - შეგიძლიათ წახვიდეთ , გიორგი აქაა. _უკვე ნერვებ მოშლილი იყო , მიუხედავად იმისა რომ ჯერ ფეხიც არ შეუდგამს რესტორანში . პიჯაკი შეიკრა და ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა , რესტორნის წინ მდგარი ძველი ტაქსის ფანჯრისკენ გადახრილ ქალის სილუეტს თვალი აავლო . მოკლე თეთრი ფრიალა კაბა გადახრისას ოდნავ მაღლა აწეულიყო და გამეტებით იჭერდა ხელით რომ უკანალი დაეფარა. ცოტახნისწინანდელმა სიბრაზემ გადაურა , წითელ ქუსლიან ფეხსაცმელს უკვე თვლას ვეღარ სწყვეტდა და სპეციალურად იცდიდა რომ საკუთარი ინტერესის ადრესატი კარგად დაენახა , დიდხანა არ დაჭირვებია ლოდინი. -ხურდა დაიტოვე , შოთა ბაბუ. _ჩვეული თბილი ხმით გამოემშვიდობა მძღოლს . -რათქმაუნდა . _ამოიგმინა ირაკლიმ და თვალები იმ იმედით დახუჭა რომ გაახელდა იქ არავინ დახვდებოდა.-რათქმაუნდა შენ . _ჩაიდუდღუნა ირაკლიმ .გაჭირვებით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ქუსლიანი ფეხსაცმლით გოგომ და პირდაპირ წინ დაუდგა , კაბა ქვემოთ დაქაჩა . მოკლე პიჯაკი კარგად შემოისწორა და მხრებზე ჩამოყრილ თმას ხელი გადაუსვა. -ნუცა? _ნაძალადევად გაუღიმა გოგომ -გოგოებთან მოვედი. -მივხვდი . ბიჭებიც აქ არიან . -ააა. _მოწყენილმა ახედა რესტორანს. ოდნავ შესიებული თვალებზე მკრთალად ემჩნეოდა მაკიაჟი და მხოლოდ წითელი ტუჩსაცხი იქცევდა ყურადღებას . უცერემონიოდ აქცია ზურგი და კარისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა .-მძულს ესეთი ადგილები. _ბუზღუნებდა თავისთვის. -შენ წარმოიდგინე მეც ._უკან მიჰყვებოდა ირაკლი და ყელგამშრალი ათვალიერებდა . ფეხების კაკუნით და ტანის რხევით როგორ მიდიდა . -რატომ არ შეიძლება ნორმალურად ჩაცმულები მოვიდეთ. _წუწუნს აგრძელებდა და ნუცა და გაჭირვებით ადგა კიბეზე ფეხი .-არა არ შემიძლია , მეორე საფეხურზე შეჩერდა და ჯერ ერთი ფეხსაცმლიდან ამოყო ფეხი მერე მეორედან .შიშველი ფეხებს კმაყოფილმა გადმოხედა. ფეხსაცმელები ხელში მოიქცია და თითქმის სირბილით აუყვა დარჩენილ საფეხურებს , კიბის ბოლოში გაჩერდა და მამაკაცს რომელიც სულაც არ ჩქარობდა ზემოდან დაუწყო თვალიერება .ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა , კარგად დავარცხნილ თმას , განიერ მხრებს . ჯიბეში ჩაწყობილ ხელებს და სახეს რომელზეც არაფერი იკითხებოდა. სიმპათიურია ვერ დაუკარგავსვიდიალურ გარეგნობას. შეუძლებწლია ვინმემ არ შეხედოს. გამორჩეულად წარმოსადეგია და სულ კარგად ჩაცმული. სახე აეწვა , ისე შერცხვა როცა მისი მზერა კარგად დაიჭირა ირაკლიმ და ოდნავ გაუღიმა. -რა გადაწყვიტა შენმა ფიქრებმა , როგორ გამოვიყურები ? _ბოლო საფეხური რომ მილია , ამჯერად მან დაუწყო ზემოდან ყურება . -რა ? _ოდნავ გაირხა , რომ გამოფხიზლდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია . იმდენად ახლოს იდგა. დაბნეულმა მოავლო თვალი მიდამოს და უხერხულად ჩაახველა რამოდენიმე ადამიანს რომ მოჰკრა თვალი გარშემო. -ყველა იყურება. -ცოტა ნორმალური მგონია ეგ ნუცა . ძნელია შენი კაბის სიგრძეს თვალი აარიდო. -რა ჭირს ჩემს კაბას ? _კაბაზე დაიხედა . - გარდა იმისა რომ გახდაც არ ჭირდება ? _ჩაეცინ კაცს .-ლამაზია . _კარის სახელური ჩამოწია და პირველი შეატარა . -გამარჯობათ , მობრძანდით . _ახალგაზრდა ბიჭმა ფეხშიშველ ნუცას თვალი ავლო და მერე ისევ ფეხებზე დახედა .-გამოგართმევთ . _ნუცას პატარა მოსაცმელისკენ გაიშვირა თითი . სწრაფად დაალაგა იატაკზე ფეხსაცმელები და გაიხადა.როგორც ჩანს მხოლოდ კაბის სიგრძე არ იყო პრობლემა . წელიდან გაშლილი კაბა , ისე ჰქონდა წელამდე მორგებული და ისე უკვეთავდა მკერდს თვალს მარტო ირაკლი კი არა ვერც კარში მდგარი ბიჭი აშორებდა . სიმეტრიულად შეკრული ბანტები მხრებზე ლამაზად ჩამოჰროდა. თმა ისევ უკან გადაიწია და დარბაზს გახედა . ხელს ლიკუნა და ქეთა უქნევდნენ . ნუცამაც ენერგიულად აწია ჰაერში ხელის მტევანი და ქნევა დაიწყო, მაშინ შენიშნა ჩუმად გამოპარული მზერა თითქმის ახლოსმდგარი ყველა მაგიდიდან და რომ მიხვდა ადრესატი ირაკლი იყო სწრაფად გადაწყვიტა გასცლოდა. პატარა ნაბიჯებით გაძვრა მაგიდებს შორის და მალე მეგობრებთან გაჩნდა ისე რომ დიდად არ უდარდია საკუთარ ფეხსაცმელებზე . -ირაკლი , ამას ვის ვხედავ . საიდანღაც გამოვიდა გიორგიც და ხელი გაუწოდა . ბიჭო ყველაფერს მოვიფიქრებდი დღეს თუ გნახავდი და თან აქ ვერა. -როგორ ხარ ? ნიტა როგორ გყავს? -კარგად , კარგად . ახალწელს აქ უნდოდა და ვერ ვეუბნები უარს ვერაფერზე. -დაქორწინება შენი იდია იყო .ნუ წუწუნებ . -არა არ ვწუწუნებ ხო არ ღადაობ , 5 წელი ველოდე. _სიცილი აუტყდა კაცს . წამო ბიჭები გელოდებიან . -ფეხსაცმელებიც წავიღო ბატონო ირაკლი? _ისევ გაუნძრევლად იდგა ნუცას მოსაცმელით ხელში ახალგაზრდა ბიჭი . ნუცას ფეხსაცმელებს გადმოხედა ირაკლიმ , ოდნავ გაუქნია თავი უარის ნიშნად და ორი თითი გამოსდო წითელ ფეხსაცმელებს . -ტუტუცი . დარბაზისკენ რომ შეტრიალდა მაშინ მიხვდა როგორ უყურებდა ხალხი და სიამოვნებით მოისვრიდა თითებზე კარგად ჩამოკიდებულ ფეხსაცმელებს მაგრამ სავარაუდოდ გვიანი იყო . რამოდენიმე უცნობმა გამარჯობაც კი უთხრა მათ მაგიდას რომ ჩაუარა . -უი ჩემი ფეხსაცმელები . _წამოიყვირა ჯერ კიდევ ფეხზე მდგარმა ნუცამ . დაიხარა და გეომეტრიული სიზუსტით დაულაგა წინ ფეხსაცმელები ირაკლიმ -საღამომშვიდობისა. _მაგიდას გადახედა . -ახლავე მოიტანენ კიდე ერთ სკამს . გვერდიდან მოშორდა ბიჭი . ერთი ფეხი ჩაყო ფეხსაცმელში და მეორე უნდა ჩაეცვა რომ გადაუბრუნდა და მკლავზე ჩამოეკიდა ირაკლის. ისე მოუჭირა ხელები , თითები თვითონ ეტკინა. ოდნავ გადაიხარა და მეორე ხელი ფეხსაცმელს მიაშველა . ჩაიცვა თუ არა და გასწორდა , მაშინ შეამჩნია რამოდენიმე მეტრში მდგარი მაგიდა . რამოდენიმე ქალი იჯდა და თითქმის ყველას თავი მათკენ იყო მოტრიალებული . მათ შორის კახას დედაც რომელსაც არც მეტი არც ნაკლები თვალები ჰქონდა მოჭუტული და მტრულად ათვალიერებდა . გაფითრებული შეტრიალდა ქეთასკენ და ლიკუნას და ქეთას სახით მიხვდა რომ არ ეჩვენებოდა. მოწყვეტით დაეშვა ცარიელს სკამზე და რესტორნის ეზოს გადახედა. ბონუსად ირკლი ერგო . პირდაპირ მის გვერდით ჩაამატეს კიდევ ერთი სკამი და იძულებული იყო ფანჯრისკენ უფრო ახლოს მიწეულიყო რომ, ირაკლისთვის ადგილი გაენთავისუფლებინა რომელიც გაჭირებით ცდილობდა მხრების გაშლას და წინ მჯდარ კიკის უღიიმოდა. მენიუ ინტერესით გადაშალა და მხოლოდ ციფრებს შეხედა , მერე დარბაზს მოავლო თვალი . -ხალხს არც ისე შია . _ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და ისვ ინტერესით გააგრძელა რაღაცის ძებნა . -სავარაუდოდ თქვენი შეკვეთა დააგვიანებს , ცოტა გვიან შემოგვესწარით . - რომელს ინებებთ . ეს ბატონი გიორგისგან . _თავზე წამოადგა გოგო და ორი ბოთლი დახვეწიალად მიატრიალა მასთან . -თეთრი . მმმ, მოდი სტეიკზე შევაჩერებ არჩევანს . -მედიუმი ? -კი . _გოგოს გაუღიმა და მენიუ დახურა . -თქვენ რას ინებებთ ? -არ ვიცი . _დაბნეული ძლივს გამოერკვა ფიქრებიდან ნუცა და მენიუს დაუწყო ძებნა. ღიმილი ვერ დაფარა ირაკლიმ უკნიდან რომ დაუწყო ფურცვლა და თვალს არ აშორებდა. ისე ესაყვარლებოდა , უხერხულობისგან სწრაფად რომ ცდილობდა რამე ეპოვა. შემდეგ ფურცელზე რაც დაინახა პირველივე სალათი შეუკვეთა და უხერხულად გაუღიმა გოგოს და მერე ირაკლის. -მეგობრებო ყველა ვსვამთ? _სანდრომ ხმამაღლა იკითხა. -აქ სხვა რაიმე მიზეზით ვართ ? _ დაეთანხმა ლიკუნა. ერთი სიტყვა არ ესმოდა ნუცას და გამუდმებით გვერდით იხედებოდა . თითქოს არ იცოდეს რომ უკვე დაინხა იმ ქალმა , თითქოს არ იცოდეს , რომ მანამდეხ ა არ მოწონდა ადა ახლა ალბათ მზადაა საკუთარი ხელებით დაახრჩოს თუ რათქმაუნდა უკვე იცის რაც მოხდა . -ვინმეს ემალები ? _მთელი ტანით გადაიხარა , ირაკლი მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ ყველა ბოკალი შეავსო ახლომახლოს და მხოლოდ ნუცა იყო დარჩენილი. -არ ვსვამ . _სცადა ეუარა , თუმცა დიდად არ მიუქცევია ყურადღება მისი არასთვის. ნახევრად შეუვსო თეთრი სითხით ჭიქა და წინ დაუდგა. -მიყვარს როცა მთვრალი ხარ. _მაცდურად გაუღიმა . - ვის ემალები ? _ზურგით შეტრილადა უკან რომ დაენახა ვინ იჯდა და ცოტახნის ძიების შემდეგ პასუხიც იპოვა. -აჰჰ , გასაგებია . უკვე ? ჯერ წესიერად არც გაგიცნიათ ოჯახი ერთანეთისთვის . _ხმაში ირონია შეერია და გვიან მიხვდა რა სისულელე წამოროშა. -იცი , ალბათ სწორედ ეგაა პრობლემა რომ არავინ მყავს გასაცნობი . _სრულიად გულწრფელად თქვა , უფრო თავისთვის და ბოკალს ხელი წაავლო , რომელიც წეღან დარწმუნებით უარყო . -ნუცა , ეგ ქალი ჩვეულებრივი სნობია. ადამიანებს გვარით და ოჯახით არ ირჩევენ და დარწმუნებული ვარ კახაც არ შეცვლილა ეს წლები ისე რომ რამეს ან ვინმეს მაგ კრიტერიუმით აფასებდეს. _ იცრუა . იცრუა და გულმა ისე მოუჭირა ნუცას სახის დანახვისას თითქოს , საკუთარი ხელით უბიძგა, ხაფანგისკენო მხოლოდ იმიტომ რომ გაემხნევიბნა . განა იმიტომ არ გაექცა თათა , რომ საკუთარი ოჯახის გამო ორჭოფობა დაიწყოს კახამ ? და თუ მაინც რამე მიზეზით ხელი გაგიშვა დამიჯერე შენუ თვალები უფრო მეტს იმსახურებს. _სინამდვილეში დიდად არ შეუმჩნევია,მისი ნამტირალევი თვალები კიკის რომ არ მოეხსენებინა სიტყვა სიტყვით ამბავი . -პრობლემა მე ვარ . _მოკლედ მოუჭრა ნუცამ იმის გაანალიზებისას რომ იმ კაცს ელაპარაკებოდა საკუთარ პრობლემაზე ვინც ნაწილობრივ დამნაშავე იყო . -ასეც რომ არა , ამ მაგიდაზე 5 ადამიანს მაინც ვიცნობ ვინც მზადაა შენს გამო ეს ქალი შეჭამოს . ნუ ბექაზე თავს ვერ დავდებ შეიძლება დაიხრჩოს , მაგრამ დარწმუნებული ვარ მარტო გიორგის დესერტად არ ეყოფა . _გიორგისკენ ანიშნა გაეხედა.უზარმაზარი ლუკმა ჰქონდა პირში და საოცარი სისწრაფით ღეჭავდა . -ხანდახან მგონია რომ ყველა ორგანოს ადგილას კუჭი აქვს . _ის ის იყო პირთან მიიტანა ღვინის ბოკალი რომ სიცილი ვეღარ შეიკავა და პირზე ხელი აიფარა. მალე მათი კერძებიც მოიტანეს.-ნუცა სალათი რომ შეუკვეთე მემგონი მართლა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს და პირდაპირ ფოთლები დადეს . _ინტერესით გადახედა ნუცას თეფშს. მერე საკუთარს და სტეიკს დანა მოხერხებულად დაუსვა. -პირველი ლუკმა გასინჯა და თვალები დახუჭა. -რაც საქართველოში ვარ ასეთი გემრიელი სტეიკი არ მიჭამია. - იგივე უნდა ამეღო . _უხალისოდ მოიქცია ყბებში სალათი ნუცამ . -მართლა გემრიელია . გასინჯე . -არა არაა. _გაუცინ გოგომ . -კი კი. _სწრაფად წამოაგო ჩანგალზე პატარა ხორცის ნაჭერი და გაუწოდა. სანამ ნუცა ორჭოფობოდა რა უნდა ექნა , მარტო სხვები კი არა საკუთარ მაგიდაზე მსხდომებიც მათ მისჩერებოდათ, გიორგის გარდა რომელიც თეფშს უყურებდა და მხოლოდ მას მერე გაიხედა მათკენ რაც ლიკუნამ ხელი მიჰკრა მის თეფშს. -მართლა გემრიელია . _მორიდებით გამოართვა ჩანგალი და გადაყლაპული არ ჰქონდა რომ ხელი ჰაერში აწია ირაკლიმ . -იგივე კიდევ ერთი . ოღონდ ნანას არ უთხრა რომ აქ კარგად ვჭამე კაი ? _თვალი ჩაუკრა . რამ გაამხიარულა ასე სხვები კი არა თვითონაც ვერ მიხვდა , სინამდვილეში იცის , თავს კომფორტულად გრძნობდა და იმ წამს მისთვის მხოლოდ ეს იყო მნიშვნელოვანი . თითქმის ყველას კარგად მოეკიდა სასმელი , მხოლოდ ირაკლი წრუპავდა იგივე ჭიქას პირველ ჯერზე რომ შეივსო . ცოტახანში ბექამაც დაკარგა თავი პირდაპირ სცენაზე ავიდა . მთელი დარბაზი აიყოლია და არც ქეთას დაუგვიანია , უკანასკნელი წვეთი ღვინო ჩაცალა და სანდროს წამოავლო ხელი . -მართლა არ მეგონა ასე თუ მღეროდა. _გაოცება ვერ დამალა გიორგიმ . არც ირაკლი იყო ნაკლებად გაკვირვებული და მთელი ტანით იყო მიტრიალებული სცენისკენ , ვერც კი შეამჩნია , როგორ ადგა მაგიდიდან ნუცა და კიკისთან ერთად გავიდა. საპირფარეშოს მიაშურა , იმ იმედით რომ ცოტა თავს გაარიდებდა ხმაურს და სიცხისგან გახურებულ სახეზე ცივი წყალი მოისვა . ტუჩის ხაზს ქვემოთ ჩამოსული პომადა შეისწორა და ის ის იყო ხელები უნდა შეემშრალებინა სარკეში დალანდა ზურგს უკან მდგარი კახას დედა . ზუსტად მის გვერდით მიუდგა ონკანს და ხელის დაბანვას შეუდგა. -საღამომშვიდობისა ქალბატონო ნინო. -გუშინ ჩემი შვილის ხელებში , დღეს ირაკლისი. შენ უნდა თქვა ქალი ვარო ._ ხელები დაიფერთხა და კარისკენ წავიდა .-ჩემი შვილისგან თავი შორს დაიჭირე . კახას რაც ჭირდება შენ არ ხარ. თანაც უფრო დიდ ციფრებს თუ ეძებ სწორი კაცის გვერდით ხარ. მალე მათ ოჯახსაც გავაგებინებ რა ჩიტი ხარ და ქუჩიდან მოსული ისევ იქ დაბრუნდები. ჩემს ოჯახს ვერასდროს ეღირსები გაიგე ? - ნუცა , ღმერთო ჩემო ეს ვინ იყო ? _ერთერთი საპირფარეშოს კარი გამოაღო კიკიმ და იგივ ადგილას გაშეშებულ გოგოს თვალი შეავლო. საკუთარ სახეს ისე შეჰყურებდა თვალს არ ახამხამებდა. მის მაგივრად დაკეტა ონკანი და მხრებში ხელი წაავლო. -მისმინე ეს ქალი ჩვეულებრივი დეგენერატია და შენი შეყვარებული კიდე ჩვეულებრივი კრეტინი ეს ამდენს რომ გიბედავს . არ გაბედო გესმის? _მაგრად შეანჯღრია , აწითლებული თვალები დაინახა თუ არა . -ამ ნაბო***რი ქალისთვის ტირილი არ გაბედო. დავიფიცე რომ აღარ შევიგინებოდი , მაგრამ რა გინდა ქნა ესეთ რამეს რომ ისმენ . _თვალები აატრიალა . -ტყუილია. მე არაფერი მიქნია. _შეჯანჯღარებამ დიდად არ უშველა , წამში დაფარა მისი სახე ცრემლებმა. - ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.. -ვიცი . ნუცა ვიცი. _ლოყებზე ჩამოსულ მაკიაჟს ხელი გაუსვა . -დამელოდე ახლავე დავბრუნდები , ჩანთას მოვიტან . გიკრძალავ ტირილს. _ელვის სისწარფით გავარდა კარში, არ შეუმჩნევია რამდენ ხანში დაბრუნდა კიკი უკან რადგან იმ წამს მისთვის გარშემო ყველაფერი გაჩერდა და გაშავდა , სიბნელეში ჩაიკარგა და განძრევასაც ვერ ბედავდა .ისევ იქ იდგა მხრებში მოხრილი და თავდახრილი . საკუთარი ხელით შეალამაზა კიკიმ და ისევ ხელჩაკიდებულმა მიიყვანა საკუთარ ადგილამდე . აკანკალებულმა გამოსდო თითები ჩანთას და თვალი აარიდა თითქმის ყველას.მხოლოდ იმის თქმა მოახერხა რომ უნდა წასულიყო და საკუთარ კაბას მიაშტერდა . თეთრი კაბის კალთებზე ლაქებად ემჩნეოდა ჯერ არ შემშრალი ცრემლები. გვერდი აუარა ირაკლის, რომელმაც მეასეჯერ დაითვალა კაბის ლაქები და სანამ ძალიან მოშორდებოდა და სანამ დაფიქრდებოდა , სხეულმა გაასწრო. ფეხზე წამოდგა და მკლავში წაავლო თითები. -გიორგი ბიჭებს დაურეკე . -ტაქსით წავალ , მართლა არაა საჭირო. _ამღვრეული თვალები წამით გაუსწორა მამაკაცს . -მეც დავიღალე და ორივეს ერთი გზა გვაქვს . _ ხელით ანიშნა ჩამომჯდარიყო. ბევრი წინააღმდეგობა არ გაუწევია , იმ წამს ტაქსის გამოძახების ენერგიაც არ ჰქონდა და არც სურვილი . ნათელი იყო რომ იმ წამიდან როცა მაგიდას ირაკლისთან ერთად მიუჯდა კახას დედამ განაჩენი გამოუტანა. დიდად არაფერს შეცვლიდა მისი მასთან ერთადა წასვლა . ათ წუთში ამცნო გიორგიმ რომ მანქანამ მოკითხა . ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე ნუცა . თვალებში ჰქონდა შეგუბებულ მთელ თავის უთავბოლო ცხოვრება და გამეტებით ცდილობდა , რომ შეემაგრებინა . ჯერ გიორგის უჩურჩულა რაღაც და მერე ნუცას . -2 წუთი და წავდეთ _ წელზე ხელი გამოსდო და თითქმი აიძულა მისი ნაბიჯებისთვის ფეხი აეწყო . გეზი პირდაპირ იმ მაგიდისკენ აიღო სადაც ნინო და სავარაუდოდ მისი მეგობრები ისხდნენ. ისე დაიძაბა ნუცა, კაბაზე მეტად თეთრი ფერი დააედო და ირაკლიც მიხვდა როგორ ძნელად მიყვებოდა და ფეხს ვეღარ უწყობდა . -გამარჯობათ ქალბატონებო. -ირაკლი. _სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა . იმდენად დამაჯერებლად რომ წამით თვითონვე დაიჯერა ქალმა. და გვერდულად აავლო თვალი ირაკლის ხელში მოქცეულ გოგოს. -ახლა შეგამჩნიეთ ამდენ ხალხში . _არანაკლებად გაუღიმა ირაკლიმ და ფეხზე წამომდგარ ქალს ხელი გაუწოდა. იმედია კარგ დროს ატარებთ. -მეტი რა შეგვრჩება . _ერთერთმა ისროლა რეპლიკა . -მართალია. _მომნუსხველად გაუღიმა ქალებს და ნუცას გახედა.-სამწუხაროდ ჩვენ მივდივართ. ნუცა შენი ქურთუკი მოიტანეს. _კარისკენ ანიშნა და ხელი გაუშვა . სინამდვილეში მიხვდა როგორ აკანკალდა მის ხელში და სხვა გზა არ ჰქონდა გაუშვვა . დაელოდა რომ კარგად მოშორებოდა და ისევ მაგიდისკენ მიტრიალდა. -ქალბატონო ნინო , გაერთეთ , თქვენი მაგიდის ანგარიში გასწორებულია. -უი რას ამბობ ირაკლი შვილო. არა არა , რა საჭიროა . -რათქმაუნდა საჭიროა. -ნუ წუხდები . _და აი ისიც სასურველი ფრაზა , რომლისგამოც მთელი სცენარი დადგა. -არ ვწუხდები ქალბატონო ნინო. _ხმა და სახე წამში დაისერიოზულა . - როგორც თავად თქვით , დიდი ციფრები არ მაწუხებს ,არც ჩიტები._დამცინავმა იერმა წამში წაშალა ქალის სახეზე ღიმილი. -ხა-ღამემშვიდობისა . აჰ დამდეგს გილოცავთ. _კმაყოფილმა აქცია ზურგი და უკვე გარეთ გასულ ნუცას წამოეწია. ის ის იყო ფეხსაცმელი უნდა გაეხადა რომ , წამში მოიქცია ხელებში და ჰაერში აწია . სწრაფად ჩაირბინა კიბე და კიბის ბოლოს დასვა . ცას ა და ნახევარ მთვარეს ახედა თეთრად ემჩნეოდა შავ ცას -ნახე მთვარეც შენი კაბის ფერია. _მანქანის კარი გაუღო. მთელი გზა უხმოდ იჯდა ორივე და შიგადაშიგ მხოლოდ ირაკლი ცდილობდა გამოეცნო რა ხდებოდა ნუცას თავში , რომელსაც თვალო არ მოუშორებია მანქანის მინისთვის და კალთაში ჩალაგებულ თითებს იმტვრევდა . სახლის ეზოში გაჩერდა თუ არა მანქანა ისე გადავიდა და ღრმად ამოისუნთქა თითქოს ვინმე ახრჩობდა მანამდე . -მშიშარა ხარ . _ჩვეული ღიმილით მიჰკრა ცხივრზე ორი თითი და სახლისკენ ანიშნა რომ მასთან ერთად შესულიყო . -გაცივდები . -ცოტას გავივლი ფეხით ._ხელი სახლის მეორე მხარეს გაიშვირა ტბისკენ . -ღამემშვიდობისა. -ამ ფეხსაცმელებით ? - სკამამდე მივაღწევ არ ინერვიულო. _მამაკაცს გაუღიმა და სახლის მეორე მხარეს გაუყვა რომ ტბისკენ აეღო გეზი . ნელი ნაბიჯებით მიაღწია ტბამდე და პირველივე ხის სკამზე ჩამოჯდა . კომფორტულად მოკეცა ფეხები და თავი მუხლებზე დაიდო. მხოლოდ წყლის ხმა ესმოდა რომელსაც შიგადაშიგ ქარი უბერავდა და პატარა წრეებს აკეთებდა ნახევრად გამლღვალ ზედაპირზე . ბავშვთასახლს თვალი გაუსწორა სასაცილოა ალბათ მაგრამ ის დრო ენატრება, იქ რომ ცხოვრობდა . რადგან სხვა არაფერი აქვს მოსანატრებელი. სხვებს ბავშვობა და უდარდელი წლები , მას კი მხოლოდ მამა ენატრება, მასთან გატარებული დრო არა . მამა რომლის თვალებიც გამუდმებით უცნაური იყო და ვერასდროს იგებდა რა აძლევდა ამ ელფერს , როცა მასზე ფიქრობს გამუდმებით სევდა იპყრობს . კარგად ახსოვს როგორ დაატარებდა მხრებში მოხრილი კაცი საფლავზე , შეუძლებელია ის წლები მოენატროს .ახლა გაიზარდა და კარგად იცის . მამამისის თვალებს ტკივილი აძლევდა ასეთ იერს. ვერც გაამტყუენბს ადამიანებს სამუდამო დაღი აზით . მას არ ახსოვს , მამამისმა კი საკუთარი თვალებით ნახა ყველაფერი. მამამისი სევდით ცხოვრობდა და ნუცასაც უნებურად გარს ახვევდა . განა რა უნდა ექნა კაცს რომელსაც ერთდღეში წაართვეს ყველაფერი და ამ ცხოვრებას მხოლოდ ერთი ძაფით იყო მიბმული რომელსაც ნუცა ერქვა. ერთხელ უთხრა მამამ, შენ რომ არა დიდიხნის წინ წავიდოდი ჩემს ოჯახთან და ბედნიერი ვიქნებოდიო. მაშინ ისე ეტკინა , სამუდამოდ დარჩა მის მეხსიერებაში. ახლა კარგად იცის რა იგულისხმა მამამ, მაგრამ მაინც მძიმეა იმის გაფიქრება რომ ოჯახად არასდროს არავის ჩაუთვლია. სწორედ ამიტომ აღარ უნდა რომ ეტკინოს . მერე წლები სტკივა. ბედნიერი იყო ბავშვთასახლში . იქ ყველა მისნაირი იყო, მისთვის ეცალათ , უსმენდნენ .პირველად დაბადებისდღე იქ აღუნიშნეს. მას შემდეგ საკუთარი ადგილი ვერაფრით იპოვა. რომლის უფრო ეშინია არ იცის იმის რომ სამუდამოდ იმ გოგოდ დარჩება რომელსაც ერთი ჩემოდანი აქვს თუ ის რომ გულს ატკენენ? ფიქრი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა . მოკლეტექსტურ შეტყობინება სწრაფად გახსნა და გული გაუჩერდა. მას ეგონა რომ გაჩერდა ? არა არ ეგონა, წამით მართლა გაუჩერდა და კახას გამოგზავნილ ფოტოს ხელი დააჭირა გაადიდა რომ დარწმუნებულიყო , არ ეჩვენებოდა. სწორედ იმ მომენტში იყო გადაღებულ როცა მის წინ იყო ირაკლი ჩამუხლული და ფეხსაცმელებს უსწორებდა . მოყოლილმა წერილმა “საყვარლები ხართ” კიდევ ერთხელ გაუჩერა გული. გვერდით გადადო ტელეფონი და სახეზე აიფარა ხელები რომ ხმით არ ეტირა. მხრებზე სითბო იგრძნო და მალე მთელ ტანზე შემოახვი პლედი. -გაცივდები. _სკამს შემოუარა და ის ის იყო უნდა დამჯდარიყო ჯერ კიდევ ანთებული ტელეფონის ეკრანს დახედა . ხელი წამოავლო და ფოტო გაადიდა. -ჰმმ , მართლაც საყვარელი ვარ . უფროსწორად ჯელტმენი . _თავხედური ღიმილი აიკრა სახზე და გვერდით მოუჯდა . -ამის გამო ტირი ? პირიქით უნდა გიხაროდეს ეჭვიანობს რაც იმას ნიშნავს რომ უყვარხარ. -არაფერი არ იცი . _ თავი გააქნია გოგომ. -მართალია, არ ვიცი იმიტომ რომ nf tfუაზრო ბავშვობაა აი ეს იდიოტური რააღაცეები. სწორედ ამიტომ არ ვუთმობ დროს. კარგი შენ პატარა ხარ. იმას რა ჭირს ? -შენც ტკივილის გეშინია? _თვალები გაუფართოვდა გოგოს. -იმიტომ არ გინდა ვინმე გიყვარდეს? _რომ მიხვდა როგორ გაეცინა , თავი ისევ დახარა . -არა , ტკივილის არ მეშინია. უბრალოდ დრო არ მაქვს . ნახს ტირიხარ , პატარა რაღააცების გამო . შეიძლება იტირო იმიტომ რომ სათანადო ყურადღება არ მოგაქცია , ან მანქანის კარი არ გაგიღი. თქვენ ქალებს დეტალები გიყვართ და გაბედნიერებთ . მე კომფორტი და კარგი სექსი . შენი აზრით როგორ წარმოგიდგენივარ მე ასეთ ურთიერთობაში ? -და თუ მართლა შეგიყვარდებოდა , გარისკავდი ?_საკუთარი თავისთვის გასაცემ პასუხს ირაკლის პასუხში ეძებდა . -რათქმაუნდა. რისკი მთელი ჩემი ცხოვრების აზრია ნუცა . რისკის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის ვინც ვარ . -და თუ დარწმუნებული არ ხარ რომ გიყვარს , მაინც მზად იქნებოდი რომ გაგერისკა? -დაშორდით? _გაეცინა ირაკლის. ახლა გასაგებია მთელი ეს ეჭვიანობის სცენები . რისი გეშინია ? -იმის რომ უბედური ვიქნები , რომ ჩემი ადგილი არ მექნება . -იცი , არ მჯერა ამას რომ ვამბობ , მაგრამ უაზროდ დიდი სიყვარული იცის კახამ . დამიჯერე შეუძლია ბედნიერი გამყოფოს და ვფიქრობ ისე გაიზარდა რომ ოჯახს აღარ უსმენს , თუ ეგ გაშინებს . - ის მაშინებს რომ არ ვიცი მიყვარს თუ არა. _წამოიყვირა ნუცამ . -არ ვიცი, გესმის ? არასდროს მყვარებია როგორ უნდა გავიგო რას გრძნობენ შეყვარებული ადამიანები ? -რჩევის მომცემად არ გამოგადგები ბოლოს სკოლაში მიყვარდა გულწრფელად. _გაეცინა ირაკლის.-გავიგე რისი თქმაც გინდა ნუცა , მაგრამ შენი თავისთვის კარგი გსურს . ეგოისტი არ ხარ , საკუთარ თავზე ზრუნვა დანაშაული არაა . -ამიტომ არ გინდა გრძნობები შენც შენს თავზე ზრუნავ ? -მე ის მაქვს რაც მინდა , ჩემსა და შენს შორის სხვაობა ისაა რომ გინდა უყვარდე და გიყვარდეს. ჩემთვის სულ ერთია.შენ ნამდვილ და დიდ გრძნობას ეძებ. მე მხოლოდ ჩემი ვნების დაკმაყოფილება მინდა. -ასე უფრო მარტივია? -ჩემთვის კი . დარწმუნებული ვარ კახა გაგიგებს . -არ მინდა, რომ გამიგოს. სწორი გადაწყვეტილებაა დაშორება. არ მინდა ვინმეს რამე შევპირდე და მერე ვერ შევძლო . მარტო მე კი არა ის ადამიანიც უბედური იქნება . მალე იპოვის ვინმეს ვინც ასე არ ალოდინებს . - საოცარი ვინმე ხარ . _გაკვირვება ვერ დამალა.-გიყურებ და ვერ ვხვდები , როგორ ვიფიქრე რომ შემეძლო ფულით მეყიდე ? _სიმწრის სიცილი მოადგა სახეზე . -ადამიანს რომელსაც უყვარხარ იმასაც კი ვერ მიეცი საკუთარი გული და სხეული . _ნუცას თმის ბოლო თითებში მოიქცია . -რა საოცარი სიყვარული უნდა შეგეძლოს ნუცა. წარმომიდგენია რა ბედნიერი უნდა იყოს ის ვისაც შეიყვარებ . ერთგულება ყველაზე დიდი საჩუქარია. _მონუსხული შეჰყურებდა, მთვარის შუქზე გაფითრებულ სახეს და ტუჩებს . - არ ვიცი რას მალავს შენი ბნელი მხარე , მაგრამ დარწმუნებულ ვარ ისეთივე საინტერესოა. იცი დიდ ხანია არ შევმცდარვარ ადამიანებში , შენში შევცდი . უფრო მწარე ისაა რომ ამას ვამბობ და ვხვდები რომ არანაირი შანსი არ მქონდა . რომსხვა გზას არ მიტოვებ , რაც უფრო მეტად გიცნობ , მით მეტად ვრწმუნდები რომ თუ შენ მინდიხარ ერთადერთი ხერხი ძალაა. -ირაკლი. _ფეხზე სცადა წამოდგომა . -არ ინერვიულო, არაფერს დაგიშავებ ._ხელი წაავლო და მასთან ერთად წამოდგა . ახლა უკვე ვიცი რა მოყვება შენს გულის ტკენას და არ ვიცი მიღირს თუ არა შენი ტანჯვა იმად რომ შენს სხეულს შევეხო , დაგისაკუთრო. _გულწრფელად გაუღიმა. - იმ დღეს რომ დაგთანხმებულიყავი , ისეთივე ცხოვრება მექნებოდა როგორც კიკის? -შენ კიკი არ ხარ. _გაუღიმა. -იმას ვგულისხმობ, რომ არანაირი ვალდებულებები? არანაირი ზედმეტი გრძნობებ და არც გული მეტკინებოდა? -ის რაც კიკის აქვს , მხოლოდ ისაა რისი მიცემაც მე შემიძლია და ის რაც მას უნდა . ჩემნაირი კაცისგან მეტს ვერ და არ უნდა ელოდო და არ უნდა გინდოდეს. -გასაგებია. _თავი დააქნია . -სამწუხაროა შენი არჩევანი , ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას შენ კი საკუთარ თავს აუკრძალე . -ბედნიერი ვარ . _საჩვენებელი თითი მოხარა , რომ ლოყაზე შეხებოდა ისევ უკან ჩამოწია . - ის მაქვს რაც მინდა , ჩემი ბედნიერება სიყვარულით არ განისაზღვრება . მარტო ვარ და ბედნიერი. ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. ეს შენ გამოუტანე თავს განაჩენად მარტობა გულის ტკივილის შიშით. -მეც მინდა , ბედნიერი ვიყო , ისე რომ გული არავის ვატკინო და არ მატკინონ . _თვალები ისევ აუპრიალდა . -აღარ იტირო. _ორივე ხელის გულში მოიქცია , მისი სახე . - ყველაფერს გავიღებდი , რომ დამთანხმებოდი და ხელი მოგეწერა იმ კონტრაქტისთვის, მაგრამ ეს შენ არ ხარ ნუცა. შიშს უფლებას ნუ მისცემ თავი დაგაკარგვინოს. -ხელი უნდა მომეწერა? _თვალები გაუფართოვა მის ხელებში მოქცეულ სახზე. -შეშლილი ხარ . _ღიმილმა გადაკრა ტუჩებზე . - ყველაფერს აფორმებ რომ დაზღვეული იყო პრობლემებისგან ? -აბა რა გგონია , აქამდე სიტყვაზე ვენდობოდი ყველა ქალს ვინც ცხოვრებაში მყოლია რომ პრობლემებს არ შემიქმნიდნენ? _ნუცას რეაქციაზე თავადაც გაეცინა .-ურთიერთობებიც საქმეა. ცერა თითები ტუჩებზე მიადო ისე რომ ხელი არ მოუშორებია მისი სახიდან .-ვფიქრობ რომ კახა იდიოტია , რაღაც უაზრობის გამო , კარგავს იმ შანს რაშიც მზად ვარ ყველაფერი გადავიხადო. -უაზრობაა არაა._უზარმაზარი ნერწყვი გაადაგორა ნუცამ და მაშინ გაიაზრა , როგორი გაშეშებული იდგა და სულაც არ უფიქრია გაქცეოდა მის ხელებს . უფრო და უფრო უძრავი ხდებოდა მისი ტანი და სუნთქვა ისე აუჩქარდა უკვე ირაკლისაც ესმოდა მისი გახშირებული გულის სუნთქვა. - ვუთხარი რომ ვცდილობდი გამეგო რას ვგრძნობდი და შენთან. -ჩემთან რა ? _ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.-არაფერი მიქნია . მიუხედავად იმისა რომ ხელს არაფერი მიშლიდა. - ვიცი სწორედ იმიტომ გაბრაზდა რომ -რას იზამს მართლა რომ გაკოცო ? _უკვე ვერც თვითონ იმაგრებდა თავს და ბევრი არც უფიქრია . სწრაფად მოაშორა ცერა თითები და ტუჩებს დგილი გაუნთავისუფლა.- ესაა ვნება , ვნება ამას ჰქვია რასაც ახლა შენი კანი გრძნობს . _პატარა ეკლებს თითო გადაუსვა ყელთან.- სურვილი , რომლის გამოც შეიძლება ყველა და ყველაფერი დავივიწყო და უკვე დიდი ხანია ჩემი ვნება და სურვილი შენ ხარ . _ოდნავ მოაშორა სახე რომ კარგად დაენახა მისი სახე. თვალებდახუჭული იდგა და ირაკლი საკუთარ მკერდთან გრძნობდა მის გულის ცემას. ისევ ტუჩებს მიწვდა და როგორცვე მიხვდა როგორ სცადა აყოლოდა ნუცას ტუჩებიც მის რიტმს , საკუთარი სუნთქის დამორჩილებაც გაუჭირდა. - თითქმის ყოველი შენი დანახვისას თავში ერთი აზრი მიტრიალებს , როგორ გხდი ტანსაცმელს და მერე გარშემო ყველაფერი აზრს კარგავს._ხმას ,აქამდე ნუცასთვის უცნაური ტონი შეურია. ხელი წელზე მოხვია და მეორე ხელის თითი ყელს ჩამოაყოლა. მკერდზე გაშლილი ხელის გული დადოო , თითებში მოიქცი და ყელს მიწვდა ტუჩებით. -მხოლოდ ეს მაქვს ვნება , ცეცხლი და ეს ყველაფერია , არა საკუთარი თავისთვის არ ამიკრძალია ბედნიერება , ჩემი სურვილების შესრულება ჩემთვი ბედნიერებაა. -ვერ, ვერ ვინძრევი . _ენა ძლივს გაამოძრავა რომ გაურკვეველი ბგერები ეთქვა. -ვერ ? _გაეცინა ირაკლის და ამჯერად ყურს მისწვდა კბილებით. -გინდა რომ გაინძრე ? ხელს რა გიშლის რომ ჩემი არ იყო ? კახა ? სიყვარული ? მარტო ყოფნა კი გადაწყვიტე, მაგრამ სხეულმა რა დაგიშავა? წარმოიდგინე რამდენი რამის გაკეთება შემიძლია ამ სხეულის გამო და სხეულისთვის? -თავი დამანებე. _მაშინ გამოერკვა ნუცა როცა კაბის კიდე კარგად მოიქცია ხელში ირაკლიმ და ზემოთ აწია . ცივი ხელის შეხება ფეხზე ,ცივი წყლის შესხმასავით იგრძნო და გაქვავებულ სხეულს როგორც იქნა ძვრა უყო , ხელის გულებით მიაწვა რომ უკან გაეწია და ხელი აწია რომ გაერტყა. თუმცა ვერ მოახერხა , მკლავში ხელი წაავლო და ისევ ახლოს მიიზიდა. -ოჰ ნუცა , ზუსტად ვიცი რომ დიდხანს ვერ გამიწევ წინააღმდეგობას . შენი სხეულიც იგივეს ითხოვს რასაც ჩემი და დიდხანს ვერ გამექცევი . შენს გულს ვერაფერს ვუზამ , მაგრამ წარმოდგენაც კი გაგიჭირდება რას ვუზამ შენს სხეულს. მინდა რომ დაფიქრდე. _ხელები შეუშვა და უკან დაიხია. -დაფიქრდი ნუცა , რისი მოცემაც შემიძლია შენი კეთილდღეობისთვის და სხვების. -შენი აზრით ისეთი იდიოტი ვარ რომ კაცს რომელსაც ვუყვარვარ უარი ვუთხარი მხოლოდ იმიტომ , რომ დარწმუნებული არ ვარ რომ მიყვარს და შენ რომელიც პირდაპირ ამბობს რა გინდა ჩემგან თავს მოგყიდი? -არა არ მგონიხარ უკვე გითხარი. _აწითელებულ გოგოს სიყვარულით უყურებდა. -მაგრამ შემიძლია სხვა გზა არ დაგიტოვო და მეორე ალბათ ისეთი უძრავი და მორჩილი არ ხდები იმ კაცის შეხებისას რომელსაც უყვარხარ, როგორც ჩემთან , თორე დამიჯერე ახლა მასთან და მის საწოლში უნდა იყო. _ნუცას გაოგნებულ სახეს ღიმილს ვერ აშორებდა და ისეთი დაბნეული აფახულებდა თვალებს თავის შემაგრება უჭირდა რომ ისევ თავიდან არ დაეწყო მისი მოფერება. -რა გაცინებს . -ვფიქრობ , ისევ გაკოცო თუ პირდაპირ საქმეზე გადავიდე და.. -რა? _წამოიყვირა გოგომ და უკან გადადგა ნაბიჯები. -იცოდე აღარ მომეკარო. _სცადა დამაჯერებლად მკაცრი ყოფილიყო.- ისარგებლე , ჩემი სისუსტით და და საშინელი ვინმე ხარ ირაკლი. -შენი ტუჩები სხვა რამეს ამბობდა. -შენი ბრალია. რაც შენ გამოჩნდი ყველაფერი აირია ჩემთვის, შენ მაბნევ და თავგზას მირევ. სანამ შენ გამოჩნდებოდი დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში და გრძნობებში. -ჩემს გამო დაშორდი ? -ჰაჰა, თავი ზედმეტად კარგი გგონია ბატონო ირაკლი. -მგონია? არ მგონია, ვიცი ნუცა. როცა გადაწყვეტ რომ შენს სხეულს მე ვჭირდები , იმ დღეს დამიჯერე ამ სიტყვებს გაგახსენებ. -ვერ ეღირსები , ადამიანზე ვთქვი უარი რომელსაც ვუყვარვარ და რა გგონია შენ ვინ ხარ ? ._უკვე მისი ჯიბრით ლაპარაკობდა და ისე შეაწუხა ნერვებმა გულმა და სისუსტემ ისევ ტირილი დაიწყო . -კახას მადარებ? _სახე შეეცვალა ირაკლის . სიბრაზემ ერთიანად მოიცვა გონება .- დაგეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში არ ინერვიულო, არ გაგიჭირდება . _დამცინავი ღიმილით აუარა გვერდი. - იმის თქმას ცდილობ რომ თუ მასთან არა ჩემთანაც ვერ იქნები? იქნები . ჩემი “მინდა” მის სიყვარულზე ძლიერია. -შეშლილი ხარ. - დავიღალე შენი ტირილის მოსმენით. შენი გადაწყვეტილება იყო , რომ მასთან მიხვედი, შენ გადაწყვიტე რომ წამოსულიყავი . როცა გადაწყვეტილებას იღებ ისიც უნდა შეგეძლოს რომ მისი არ შეგეშინდეს . _ხმას აუწია და რომ მიხვდა საკუთარ თავზე ისე დაკარგა კონტროლი ვერ გაიგო .ყბები ერთმანეთს დააჭირა. -ნუცა ისეთი გულუბრყვილო ხარ. _შუბლზე გაისვა ხელი და ტბისკენ შეტრიალდა. -შეგაშინე ? -უნდა წავიდე . _სკამზე მიგდებულ ჩანთას და ტელეფონს ხელი წამოავლო და სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა . კარგახანს იჯდა იგივე სკამზე ირაკლი და ვერც ის გაიგო როგორ მოვიდნენ სხვები. ბოლო სიგარეტის ღერი რომ დაამთავარა მაშინ მიხვდა რომ კარგახასნ იყო იქ და საათს დახედა . მალე თავზე დაათენდებოდა . მძიმედ შემოუარა ტბას ერთხელ და პირველად გაიხედა იმ პატარა სახლისკენ ,მხოლოდ ერთი ფანჯრიდან ჩანდა მკრთალი შუქი. როგორც ჩანს მარტო თვითონ არ გაათენა ღამე . უცნაური იქნება რომ შევიდეს ? კიდევ ვინმეს ძინავს იქ ? წესით მსახურები არ ჰყავს სხვა , ნანას და გიორგის დიდ სახლში სძინავთ. ადგილობრივები ჰყავთ დაცვაში ამიტომ მხოლოდ ისინი რჩებიან ვინც წესით უნდა მორიგეობდნენ და ამისთვის ერთი პოსტი აქვთ. ალბათ მათი მძღოლი თუ დახვდება იქ? წლებია იცნობს უცნაური რეაქცია არ ექნება. კარის სახელური დაწია და პატარ მისაღებს თვალი მოავლო . ყველა კუთხეში მცენარე იდგა. პატარა მისაღებშივე მოწყობილი სამზარეულოში ნუცას ჭიქა იდგა . შეუძლებელი იყო არ შეემჩნია ისე ბრჭყვიალებდა.რამოდენიმე საფეხური ჩანდა და პატარა ჰოლი სამი კარით .პირველი რაც გაიფიქრა ისაა რომ ნებისმიერს შეუძლია აი ასე მარტივად მივიდეს მასთან , სრულიად მარტოს ვინ დაიცავს . გიორგი განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს ხალხს და არავინაა ისეთი გიჟი მის სახლში რამე დაუშავონ ვინმეს , მაგრამ ის ხომ ნუცა? თავის თავიც ეგონა ისეთი ძლიერი რომ ყველაფერს უძლებდა და აგერ კი მოაკითხა საკუთარი ფეხით. ხომ მოაჯადოვა ? დაისაკუთრა მისი ფიქრები და სიზმრები? ვინ იცის კიდევ ვის გადარევს ? ცოტახანს შედგა რომ გადაეთვალა რომელი მხარე უყურებდა ტბას და მხოლოდ ერთი კარი იყო . დაწია ფრთხილად კარის სახელური , იმაში ღრმად დარწმუნებულმა რომ დაკეტილი მაინც ექნებოდა და უკმაყოფილომ გააქნია თავი რომ გაიღო. სინათლის გამო ღრმად სჯეროდა რომ ეღვიძა , ამიტომ თამამად შეაღო კარი და სწრაფად შეანელა კარის მოძრაობა, ისეთი პატარა ოთახი იყო კარიდანვე შენიშნა რომ ეძინა. უდარდელად ელაგა ბალიშის ქვეშ თითები. თეთრი კაბა კარის გვერდით ეგდო და წითელ ფეხსაცმელებთან იზიარებდა იატაკს. საწოლის ბოლოს საშუალო ზომის დათუნია იჯდა . პატარა მაკიაჟის მაგიდას ჩაუარა და ვარდისფერი სავარცხლისნდანახვაზე გაეღიმა . ისევე ბრჭყვიალებდა როგორც მისი ფინჯანი და სარკეში ლამაზად ირეკლავდა ფერებს. კარადის სახელურზე ქუდი ჰქონდა ჩამოცმული ,სწრაფად ამოუტივტივდა თავში პირველი შეხვედრა და ღიმილს უმატა. საწოლის გვერდზე ედო სანათი რომელიც ფანჯარას უფრო ანათებდა ვიდრე ოთახს და მიხვდა ანთებულ შუქში ეძინა . ისეთი მშიშარაა მარტო ძილისაც ეშინია? წარმოუდგენელია, კიდევ რითი შეიძლება გააკვირვოს ? სანათის გვერდზე პატარა ხის ჩარჩოს მოჰკრა თვალი და ფრთხილად წაავლო ხელი. თვალები დაძაბა რომ რაიმე დაენახა . ისეთი ძველი ფოტო იყო მზისგან გახუნებულს გავდა , თუმცა ჩარჩოს კუთხეში მოჩანდა შავად დამწვარი კუთხე . ხანძრიდან გადარჩენილი სუვენირი უნდა ყოფილიყო .ახალგაზრდა ქალი და ორი ბავშვი გაარჩია . ნუცას დედა სავარაუდოდ , მსგავსება ძნელად მაგრამ მაინც ჩანდა . ნუთუ ირაკლი ჭირდება ცხოვრებაში ? განა საკმარისი არ იტანჯა? ფრთხილად დააბრუნა ფოტო თავის ადგილას და იქვე ჩაიმუხლა . ცოტახანს ასე დაჰყურებდა უძრავად მძინარეს და ცდილობდა დისტანცია დაეცვა მისი სახესთან , კარგად მართებს დაფიქრება, უღირს იმის გაკეთება რასაც აპირებს? ნუთუ იმდენად ძლიერია მისი სურვილი რომ ურჩევნია , გული ატკინოს. ან ასე მარტივად გადგება კახა გვერდით? ზუსტად იცის შანსი არ აქვს ,კიდევ თუ მოიცდის მოუწევს უარი თქვას მასზე და ცხოვრება გააგრძელოს . რატომ არ შეიძლება ვინმე ისეთი შეხვედროდა , ვინც მის ყველა შეხედულებას გაიზიარებდა . ვინმე ვინც კიკისავით მოერგებოდა მის ინტერესებს? ალბათ მისი სასჯელია მართლა იმ ადამიანის შეყვარება ვინც არაფრით არ გავს . საკუთარ ფიქრებს არ დაუჯერა . იერიც კი შეეცვალა როცა მისმა ტვინმა მისგან დამოუკიდებლად , დაარქვა მის გრძნობებს სახელი. შეუყვარდა ? საკუთარ თავზე გაეცინა ამჯერად. ნუცა ხომ ყველას უყვარს რატომ იფიქრა რომ გამონაკლისი იქნებოდა? შეყვარებული ირაკლი კარგი არაა. სურვილების ჩანაცვლება შეუძლია, მაგრამ მის მიმართ სიყვარულს ვერ ჩაანაცვლებს. შეყვარებული ირაკლი , ბრმაა არაა. “რას ბოდავ ირაკლი” როდი აქეთ არქმევს სურვილს სიყვარულს ? სწორედ ამიტომაა ასეთი გაგიჟებული რომ აქმადე ვერ დაეუფლა , ერთხელ მოიკლავს სურვილს და მერე ვინ იცის როდის გაახსენდება . განა ასე არ ემართება ყველა ქალზე ? ერთი კიკი შემორჩა ისიც იმიტომ რომ ეშმაკი და ჭკვიანია . თუ უნდა შეუყვარდეს სწორედ კიკისნაირი უნდა შეყვარებოდა. ისეთი მის ტემპერამენტს და სიყვარულის რიტმს რომ აყვეს. შეუძლებელია ბრჭყვიალა ფინჯნიანი გოგო უყვარდეს რომელიც ყველა პრობლემას, ღიმილით და ცრემლებით ეჭიდება. შვებას ეკლესიაში ეძებს და ჯანდაბას 22 წლის ასაკში ისევ ნიშანი ჭირდება , პეპლები და ფრთები რომ სექსი ჰქონდეს. სიბრაზე მოერია , რატომ უწევს ასეთ ადამიანთან საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად ხვეწნა. ნუთუ მისნაირი გოგო მეორე არ ასებობს რომელიც ადვილად დასთანხმდება? არსებობს , მაგრამ მას ნუცა უნდა და მიიღებს კიდეც. იქნებ პრობლემა სწორედ ეგაა რომ აქამდე არავინ აზიარა , სიამოვნების ხელოვნებას და ასე ამიტომ უჭირს ნაბიჯის გადადგმა ამ ჭინკას ? დარწმუნებულია ,თავად შეეხვეწებოდა შემდეგში, ერთხელ მაინც ვინმეს რომ დაეყოლიებინა და გაერღვია მის მიერვე აღმართული კედლები. მანქანებისაც ხომ ეშინია მაგრამ თუ სჭირდება იყინებს . სწორედ იგივე უნდა სჭირდეს , მთავარია კომპლექსები და შიში გაადაალახინოს და ისე ადვილად აისრულებს სურვილს თვითონაც გაუკვირდება . მთავარია საკუთარად დაიგულოს , მისგან გასაქცევი გზა მოუჭრას და როცა ეხება ისედაც ხვდება რომ მოწონს მისი შეხება . მძიმედ წამოდგა ფეხზე და გასვლა დააპირა რომ სწორედ იმ დროს გაახილა თვალი და დაიკივლა .-შშშშ. _პირზე ააფარა ხელი და რომ მიხვდა კარგად გამოერკვა ძილიდან და სახეც დაუმშვიდდა ხელი ნელა აუშვა. -კარი ღია იყო. -ჩავკეტე. -არ ჩაგიკეტავს , ღია იყო . იცი მაინც ამ სახლში რამდენი კაცი შემოდის და ძინავს ? -პირველი ხარ ვინც აქ შემოვიდა ქურდივით. -ქურდივით? _ღიმილი ვერაფრით მოიშორა სახიდან და მკერდზე ჩახსნილი საღამურისკენ თვალი გაექცა .ნუცაც მიხვდა როგორ უყურებდა და საბანი თითქმის პირამდე აიფარა. -რა გინდა ? _ჩურჩულებდა გოგო. -არაფერი._ირაკლიც უნებურად ჩურჩულზე გადავიდა . -მინდოდა მენახა რომ კარგად ხარ და მეთქვა რომ არ მინდოდა დამეყვირა. -ხომ თქვი , ეხლა წადი. -წავალ , საწოლის ზომა არ მაწუხებს მაგრამ აი ეს ? _დათვისკენ ანიშნა.-მართლა ყველაფრის სურვილს მიკარგავს . -კარგია , მაშინ სულ თან ვატარებ ყველგან. -ადექი . _მხრებში წაავლო ხელი და საწოლიდან გადმოსვა . -რომ გავალ მინდა კარის დაკეტვის ხმა გავიგო. კარის ზღურბლს დემონტრაციულად გადააბიჯა და შეტრიალება ვერ მოასწრო , რომ კარი ხმაურით მოუკეტა და 4 ჯერ გაადატრიალა გასაღები. -მმმ რთული იქნება , ძალიან რთული , მაგრამ გეფიცები ყოველდღე კოცნებით გაგებინებ პასუხს როცა ჩემი იქნები . _კარს ტუჩები მიადო იმ იმედით რომ გაიგებდა. მძიმე ნაბიჯებით გადაჭრა ეზო , უკვე ღამე გადადიოდა , ტანსაცმლიანი დაწვა და ალბათ 2-3 საათი ეძინა . მალევე გამოფხიზლდა , წყალი გადაივლო და გამოუძინებელი სახეს ცხელმა წყალმაც ვერ დაუწყნარა. სარკეში კარგად შეათვალიერა თავი და სასაუზმოდ ჩავიდა . რატომღაც ეგონა რომ ყველა დააგვიანებდა ადგომას , გუშინდელი საღამოს მერე , თუმცა ყველა საკუთარ ადგილზე იყო და ყავას და მინერალურ წყალს იმედის თვალებით შეყურებდნენ. მხოლოდ ნუცა არ ჩანდა და გულმა მოწიწკნან, იმის გაფიქრებაზე რომ ისე გაურბის, ისე არ უნდა და აშინებს უკვე აღარც მოდის? მადა ისედაც დაკარგული ჰქონდა , უხალისოდ მიიტანა ყავის ფინჯანი ტუჩებთან რომ კარში , ნუცაც გამოჩნდა , ჩვეული ღიმილით . -დილამშვიდობისა. _ ხელში მოქცეული დათუნია გვერდით დაისვა და მაგიდას მიუჯდა. ჯერ ნუცას შეხედა ყველამ მერე დათუნიას და ბოლოს ირაკლიმ მიიქცია ყველას ყურადღება , ხმაურით დადგა ფინჯანი მაგიდაზე , სკამის საზურგეს მიაწვა და ორი თითი ამოისვა თვალებში. -ღმერთო . _ სცადა , რომ სიცილი შეეკავებინა , მაგრამ ისე უბრალოდ უყურებდა თითქოს ის არ გამოცხადდა მართლა დათვით. ცოტახანს ითმინა და ბოლოს ისეთი ხარხარი მორთო კაცმა . ყველას გადაედო. ნამდვილი მიზეზი , ალბათ თავად იცოდა მარტო , მაგრამ მიზეზის უცოდნელადაც სასაცილოდ გამოიყურებოდა. ამიტომ ბევრი კითხვა არავის დაუსვამს. თავი 11 -ხვალ ახალი წელია. _წამოიყვირა ლიკუნამ. - ხო მართლა დღეს დეკორაციებს დაიწყებენ . _უინტერესოდ ჩაამატა ნუცამ წინადადება. -დახმარება გჭირდება ? დროს მაინც გავიყვან. _ინიციატივა გამიიჩინა კიკიმ. -ბიუჯეტი ? _პირველად გაუსწორა თვალი , ირაკლის ნუცამ. -რამდენიც საჭიროა , რა ვიცი. _უინტერესოდ აიჩეჩა მხრები მამაკაცმა . -რათქმაუნდა._თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ . - ყველაფერი მინიმალისტური და ლამაზი უნდა იყოს. _უჩურჩულა კიკიმ და ტელეფონის ეკრანი მიუტრიალა შარშანდელი დეკორაცია რომ ეჩვენებინა . -აქ რამე არის გაფორმებული ? _გაკვირვება ვერ დამალა ნუცამ . -ხო ნახე მაგიდა და კიბის სახელური . _სურათი მოოახლოვა. -კი მაგრამ , ეს ხომ ახალი წელია . ყველაზე ბრჭყვიალა დღესასწაული . _აღტაცებულმა წამოიყვირა .- უამრავი სათამაშოები , ფეიერვერკები , ბურთები . კამფეტები და საჭმელები ._უცბად ჩამოუშვა მხრები რომ მიხვდა არავინ აყვა მის ენთუზიაზმს . - საჭმელებზე არ იდარდო ირაკლის მზარეული და თავის გუნდი ჩამოვა სერვირებისთვის . მე ვიღსას ვჭირდები. _წყენას ვერ მალავდა უფუნქციოდ დარჩენილი ნანა . -ნანა , არასდროს მაპატიებ არა ? _გაეცინა ირაკლის. -არა . -სულ რამდენი ადამიანი იქნება? - წინა წელს ალბათ , ერთ ორმოცი ვიყავით._გაეცინა კიკის . -რამდენი? _თვალები გაუფართოვდა ნუცას. -შენ ჯერ ამის დაბადებისდღე არ გინახავს . _ამოიხვნეშა გიორგიმ. -წელს არავინ იქნება , მხოლოდ მეგობრები . დაბადებისდღის სიას ვერ შევამოკლებ , ტრადიციულად თბილისში იქნება . _დაადასტურა ირაკლიმ. -რამდენი წლის ხდები ? _ ფეხზე წამოხტა და სამზარეულოდან დიდი შოკოლადის ნატეხით დაბრუნდა . -რამდენის ? -კითხვა გაუმეორა და მთელი ინტერესით მიაჩერდა -31 _ის . _თავი გადახარა ოდანვ და ნუცას ტუჩების მოძრაობას თვალს დაუხამხამებლად აყოლებდა. შოკოლადს პატარა ნატეხებს აცლიდ , ისე ჭამდა და დროდადრო ენით ტუჩს ილოკავდა . -ყველაზე პატარა შენ ხარ. _გაუღიმა ნანამ .-კი გეტყობა. _დათვისკენ ანიშნა . -და როდის გაქვს დაბადებისდღე ? -ათ იანვარს. თვალის ფერი შავი , სიმაღლე 1.80 . წონაც გაინტერესებს ? _გაუცინა . -არა , მარტო თარიღი მაინტერესებდა დანარჩენი ისედაც ჩანს . -ხოო ? ანუ იცოდი რომ შავი თვალები მაქვს? -თაგვი და კატა . _ამოიოხრა ნანამ. -არიიის აქ ვინმე ? _ლილის ხმა გაისმა სადღაც შორიდან და ლიკუნამ და ირაკლიმ ჯერ ერთმანეთს შეხედეს მერე ხელები აიფარეს სახეზე და ბოლოს ყველამ გვერდიგვერდ მსხდარ ნუცას და კიკის მიაჩერდა. -დილამშვიდობისა. _სასადილო ოთახში შემოვიდა და მაგიდას თვალი გაადავლო . -ლილი , როგორ გამახარე . _ფეხზე წამოდგა ნანა და სკამი მაგიდის ბოლოში გამოუწია. -რა მოგიტანო შენ მარტო მითხარი. -ყავა . _კბილებში გამოსცრა და ჯერ თავისა და ნუცას შუაში მჯდარ დათვს შეხედა , მერე ნუცას რომელმაც დაუღეჭავად გადაყლაპა შიშისგან შოკოლადი და მერე კიკის რომელიც , ვერაფერს იგებდა რატომ იყო სიჩუმე და სასიამოვნოდ უღიმოდა ქალს . -შენ ქალბატონო დილიდან შოკოლადს რომ ჭამ , შენი აზრით ორგანიზმს ადგება ეგ ? _ცივად დადო თეფშზე შოკოლადის ფილა და ჯერ პირდაპირ მჯდარ ლიკუნას აავლო თვალი მერე მაგიდის მეორე ბოლოსკენ გააპარა თვალი . ისევ იმ პოზაში იჯდა ირაკლი და ისევ მას უღიმოდა. -გამარჯობათ ქალბატონო ლილი. _ხელი გაუწოდა კიკიმ , მე კიკი ვარ . _მხიარული ხმით გადაიხარა რომ ხელო მიეწვდინა . -მე ბებია ვარ . იმის ბებია . _ბეჭდებით სავსე თითი ირაკლისკენ გაიშვირა და სანამ გიორგის და ლიკუნას ათვალიერებდა ,შაქრის ნატეხისკენ წაიღო ხელი რომ აეღო , ისეთი მწარე ეჩვენა შოკოლადის გარეშე ყავა. -რა გითხარი ქალბატონო ? _ შაქრისნატეხებით სავსე შუშის ქილა უფრო შორს გაუწია . -თაფლი, თაფლი აჭამე ამას ბევრი ნანა . -დაანებე თავი ლილი ._ფინჯანი დაუდგა ნანამ და გვერდით მოუჯდა . -სანამ ახალგაზრდაა უნდა ჭამოს რაც უნდა. -ვიტამინებიც , უნდა ამას მგონი . _ნუცასკენ მიიწია და ერთხელში მოიქცია მისი სახე . -ნახე ისევ თეთრია . -ქალბატინო ლილი , სულ თეთრი ვიყავი ._შეპასუხება სცადა ნუცამ . -ნუ მეპასუხები . გრიპმა კინაღამ მოგკლა . _დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით , გააპარა თვალი ჯერ ლიკუნასკენ მერე ნანასკენ . -რას ამბობს გოგო ._გაციებული რომ იყავი? -ხო , გადასხემები გაუკეთეს . ჩემი შვილი მაინც არ იყოს ექიმი , არ გვეტყოდა თუ ? დედათქვენი იყო მორიგე . -არაფერი არ მჭირდა . _ამჯერად გაბედულად შეეპასუხა, უბრალოდ გავცივდი . -უბრალოდ გაცივდა . _გააჯავრა ლილიმ. -თავს უნდა გაუფრთხილდე , ჯანმრთელი ბავშვები გვინდა ოჯახში და _სიტყვა დაამთავრებული არ ჰქონდა ლილის გიორგიმ პირთან მიტანილი წყალი გადმოაფურთხა , სიცილი ვეღარ შეიკავა , ჯერ ნუცას შეხედა რომელსაც ხელში გაუშეშდა ფინჯანი , მერე ირაკლის რიმელიც მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით და სახეზე აიფარა ხელები . ვერაფერს გააგებინებს აზრი აქვს ბებიამისთან ლაპარაკს . წელში გაიშალა და ბებიას გაუსწორა თვალი . -ბებო , გაიცანი ეს კიკია . _კიკისკენ ანიშნა ხელით. -კიკი და მე -კარგი , მეგობრები ვართ. _უცბად წამოიყვირა კიკიმ და ირაკლის თვალებით ანიშნა გაჩუმდიო. -ეს ქალი , აი აქ რომ ხედავ . _ყურადღება არ მიაქცია კიკის რეაქციას.-ქალი რომელიც ნუცას გვერდით ზის , ხომ კარგად ხედავ ? ზუსტად ეს არის.._ჩემი პარტნიორიო უნდა ეთქვა . -გიორგისი. _წამოიყვირა ისევ კიკიმ . -ხო , მე და გიორგი შეყვარებულები ვართ. _ამოუსუნთქავად თქვა და საწყალი თვალებით შეხედა გიორგის რომელმაც დაბნეულობისგან ჭიქას მიჰკრა ხელი და იმის გასწორებას ცდილობდა. თვალებით ანიშნებდა კიკი დამეხმარეო გიორგის რომელიც ენას ვერ იბრუნებდა . -უკვე 3 წელია , შეყვარებულები ვართ . -არა ხუთი. _საუბარში ჩაერთო გიორგი და ირაკლის თვალი აარიდა. -და მერე რა გეამაყებათ? _წარბი აწია ლილიმ. -ხუთი წელი თავი ვერ მოაბით ვერაფერს და ბედნიერები იძახით შეყვარებულები ვართო? 4 წლის ერთი შვილი უნდა გყავდეთ მინიმუმ. უფ რას გაუგებ ამ ახალგაზრდებს. -მეტი აღარ შემიძლია. _ამოიოხრა ირაკლიმ. -გთხოვ ბებიაშენის კლანჭებში ნუ ჩამაგდებ. _მუდარით სავსე თვალებით უჩურჩულა კიკიმ. სანამ ლილი გულმოდგინედ ამზადებდა სენდვიჩს . -კარგი სექსი კი გვაქვს ,მარა მაგის ხათრით შვილებს ნამდვილად ვერ გაგიჩენ . -ჭამე . _გამზადებული თეფში ნუცას მიუწია . -ჭამე თორე ხელით გაჭმევ. _მუქარასავით გაისმა ლილის ხმა . -დაანებე თავი ბებო. _უკვე ლიკუნასაც შეეცოდა ნუცა . - ახალ წელს სად ვხვდებით ? _ყურადღება არ მიაქცია შვილიშვილს და ირაკლის გახედა პირდაპირ. -აქ. _იმანაც მოკლედ მოუჭრა,ისე რომ თვალი არ მოუშორებია ნუცასთვის რომელმაც გაუბედავად გაღეჭა პირველი ლუკმა. -სულ იმაზე წუწუნებ ახალ სახლში არ დამპატიჟეო ხო და გელოდებით ხვალ . -ყველას ? -ყველას . _კბილებში გამოსცრა ირაკლიმ , გაახსენდა რომ ყველაში მამინაცვალი იგულისხმა ლილიმ. -ძალიან კარგი ._ შვილიშვილის გაყინულ სახეს თვალი შეავლო და გაეღიმა, -რას უყურებ ირაკლი ? _ნუცას გადახედა . -იმას თუ როგორ ძალადობ ადამიანზე , რომელიც მხოლოდ იმიტომ გითმენს რომ პატივს გცემს. -არა , მართლა გემრიელია . _სიტყვაციის გასანეიტრალებლად გაიღიმა კიდეც და თითქმის ძალით დაამთავრა სენდვიჩი . ცოტახანი ყველა უხმოდ იჯდა და ისევ ლილის ქოთქოთმა დაარღვია სიჩუმე -ლანდი გასდის ვერ ხედავ? რაც აქ ხარ უფრო გახდი, რამე გჭირს? _ისევ სახეზე მიაშტერდა გოგოს . - კაკლის მურაბა გჭირდება შენ . ხვალ მოვიტან. დილით 1 ცალი უნდა შეჭამო. აი აქ ყოფილა თაფლი . ამჯერად თაფლს წასწვდა და კოვზს დაუწყო ძებნა . -არ მინდა ._თავი გააქნია ნუცამ მაგრამ ტუჩებთან მიუტანა კოვზი და სხვა გზა არ ჰქონდა პორი უნდა გაეღო , წმიც რომ დაეგვიანა ზედ დაეღვრებოდა. მძიმედ გადაყლაპა და ნანას შეხედა იმ იმედით რომ რამეს უშველიდა. - მეტი აღარ მინდა. მშიერი არ ვარ , ვჭამეთ სანამ თქვენ მოხვიდოდით. _თვალებით ანიშნებდა დანარჩენებს დამეხმარეთო. -გაჩუმდი ._ამჯერად ზეთისხილს წაწვდა და პირთან მიუტანა , ჯიუტად იფარებდა პირს ხელზე ნუცა და თავს აქნევდა . -სკმარისია დაანებე თავი .საბავშვო ბაღია ? ფეხზე წამოდგა ირაკლი და წამში გაჩნდა ნუცასთან . -წამოდი. _მკლავზე მოკიდა ხელი რომ წამომდგარიყო და ბებიის გაავებულ თვალებს საკუთარი შეახვედრა. -ნახე რა გამხდარია . _ხელებზე წაავლო ლილიმ ხელი ნუცას და თითები თითქმის ძალით გააშლევინა . -ამაზე რა ბეჭედი მოერგება ?_შვილიშვილის რეაქციებით გართული აზარტში შევიდა ბებია . -ლილი ? სპეციალურად მიკეთებ ვიცი მაგრამ დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი . .წინ გაატარა ნუცა და უკან მიჰყვა თითქოს ეშინოდა რომ ლილი გამოყვებოდა და სამუშაო ოთახისკენ ანიშნა . შესვლისას კარიც კი გადაკეტა . -არ მგონია აქ თეფშით მოგაკითხოს , მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა . -მადლობა . _დივანზე ჩამოჯდა და თავი უკან გადაწია .- გული მერევა . _გაეცინა გოგოს. -რა დავუშავე ? სულ ჩემს ჭამაზე ლაპარაკობს . - შენ ? არაფერი , პირიქით მოწონხარ . მაგიდას მიუჯდა ირაკლი და ეკრანს უინტერესოდ მიაშტერდა. -ლილის მხოლოდ შვილთაშვილები უნდა და გადაწყვიტა ,რომ შენ იდიალური ვარიანტი ხარ. -მე ? _წაიფხუკუნა ნუცამ . -ხო, შენ . ადვილად დაგიჭერს . რადგან ფიქრობს მამული იქნება შენი თავშესაფარი. ადგილო სადაც სიყვარულს მოგცემენ შენ და შენს შვილს . გოგო რომელიც ხმას არ ამოიღებს მადლიერების ნიშნად და ჩუმად დაელოდება შვილის მამას , რომელიც უზრუნველ ცხოვრებას მოგცემა მაგრამ ვინ იცის როდის გაახსენდებით. _ისე დაწვრილებით განუხილა ლილის გეგმა , იმ მომენტში არ უფიქრია რომ უცხო ადამიანისთვის ვინც კარგად არ იცნობს მათ ოჯახს შეიძლება შოკი ყოფილიყო. თვალი მოაშორა ეკრანს და ნუცას გაფართოვებულ თვალებს რომ წააწყდა გაუღიმა . -ნუ გეშინია, შვილები არ მინდა. _ წამოდგა და პირდაპირ ნუცას წინ მდგარ სავარძელს მიაშურა .-თანაც ბავშვები ჰაერით არ ჩნდებიან და ბოლო ინფორმაციით უკანასკნელი კაცი ვარ ვისთან სექსიც გინდა. საერთოდ თუ გინდა საკითხავი ეგაა. როგორ ძლებ ? -ანუ ახლა შენთან უნდა ვილაპარაკო მაგ თემაზე ? -ყველაფერი უცნაური რატომაა თქვენთან? უცნაური ხასიათები, ჩვევები და ურთიერთობები დიალოგებიც კი . ყველა მდიდარი ოჯახი ასეთია? სადარდებელი რომ აღარ გაქვთ პრობლემებს თვითონ ქმნით ? არ მესმის ვერასდროს გავიგებ თქვენნაირების თავში რა ხდება. -იცი , სისტემას ჭირდება რომ ხალხში ფულისადმი ზიზღი დანერგოს . მცდარი შეხედულება გაქვთ , იგივე ხდება ჩემს თავში რაც შენსაში იმ განსხვავებით რომ ცოტა ფართოთ ვაზროვნებთ და არ ვერგები სისტემას. არავინ ასწავლის ხალხს როგორ იყოს წარმატებული სკოლაში. ასწავლიან მხოლოდ იმას რაც საჭიროა სისტემის ფუნქციონირებისთვის , ასწავლიან რომ ამბიციები ცუდია , რომ აუცილებლად ცუდია ადამიანია თუ იმაზე მეტი აქვს , ვიდრე სხვას.თუ საკუთარ ინტერესებს წინ აყენებს დამნაშავეა? -მაგრამ სიმართლეა ირაკლი. ყველაფერს აკეთებ რომ განსხვავებული გამოჩნდე . -რატომ გგონია რომ რამეს ვაკეთებ? იქნებ უბრალოდ ასეთი ვარ არ გიფიქრია? პირდაპირ ფულს აწერ ჩემს საქციელს. ადამიანის პრობლემა ისაა რომ მისი საქციელების განსაზღვრას ფულითვე ცდილობს . აი მაგალითად ვინმემ ახლა რომ გითხრას მოდი საყვარლები ვიყოთ მაგრამ კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელივო , ვინმემ ისეთმა ვისაც არც ფული აქვს და არც სტატუსი ხომ იტყოდი რომ უბრალოდ ასეთი უცნაურია ის პიროვნებაა ? ან ვიღაცამ რომ თქვას მინდა ჩემს შვილიშვილს შვილები ჰყავდეს და შენთვის ეს გეგმა გაენდო ხომ უბრალოდ გაიღიმებდი და იტყოდი რომ საყვარელი მოხუცია .ლილი კი უცნაურია იმიტომ რომ მდიდარია? -იმის თქმას ვცდილობ რომ .. -იმის თქმას ცდილობ რომ კი მაშინ როცა რამეზე არ გაქვს სადარდებელი და საფიქრალი მოწყენილობისგან შეიძლება გაიგუდო და ამის შესაცვლელად ათასები დახარჯო , მაგრამ სინამდვილეში ფული არ განგვასხვავებს. ადამიანები ერთმანეთისგან პიროვნული თვისებებით, გენეტიკით განსხვავდებიან ერთმანეთისგან მაგრამ შესაძლებლობებით არა. ჩემი გენეტიკა კი ისაა._ხელი კარისკენ გაიშვირა , მაგრამ ლილი იგულისხმა .- და კიდევ მასზე უარესი. ვინ იცის? -სისულელეა ._თავი გააქნია ნუცამ .-იმის დამტკიცებას ცდილობ რომ სულ ასეთი იყავი ?რომ გენეტიკის ბრალია ? ვერ დამაჯერებ . -და როგორი ვარ ნუცა ? _მომნუსხველად გაუღიმა . -აი ესეთი . ეგოისტი . _გაუბედავად თქვა და ტუჩი მოიკვნიტა იმის მოლოდინში რომ გაბრაზდებოდა. -თამამად . _სცადა შეეგულიანებინა. -არ მჯერა რომ სულ ასეთი გულჩათხრობილი , ეგოისტი , ძლიერი და პრაგმატული იყავი . ადამიანები ასეთები არ იბადებიან . შენ გგონია შეენს სისხლშია და გვარიდან გვარს გადაეცემა ეს თვისებები? მაშინ შეხედე ლიკუნას დედამიწაზე ყველაზე უწყინარი არსებაა. -რატომ გგონია რომ ეგოისტი ვარ? -შვილებიც კი არ გინდა ირაკლი იმდენად არ გემატება ის ყურადღება რომელსაც შენ გაძლევენ სხვა ვინმესთვის. იცი ბებიაშენის მესმის . -გგონია რომ ყურადღება მადარდებს ? _გაუღიმა ირაკლიმ, იმაში ღრმად დარწმუნებულმა რომ აზრი არ ჰქონდა რამის ახსნას რადგან ნუცას თავის სამყარო ჰქონდა . სამყაროს სხვა თვალებით ხედავდა და ისინი იგივე ფერებს არ აღიქვამდნენ რასაც ირაკლი . მამაკაცის რეპლიკა სყურადღება არ მიაქცია და ფეხზე წამოდგა. -არა არ მგონია. მე მგონია რომ გეშინია, რომ ვერ გაუმკლავდები ოჯახს . რადგან რთულია . ძალიან ბევრი დრო ჭირდება შენ კი როგორც გუშინ თქვი ყველაფერი მარტივი გიყვარს რაც პირად ცხოვრებას ეხება . ბებიაშენს კიდევ ის ადარდებს რომ ჯერ ახალგაზრდა ხარ და უკვე გადაწყვიტე საკუთარი მომავალი . მხოლოდ იმიტომ რომ შენ გინდოდა გადაგეწყვიტა და არა ბედს. ნახე რამდენი რამე გაქვს . _ხელები ჰაერში გაშალა . -შეხედე რამდენი რამე შექმენი , რამდენს მიაღწიე . ვინც რა არ უნდა თქვას დარწმუნებული ვარ თავადაც ბევრი იბრძოლე და ასე შენი გვარის გამო არ მოურთმევიათ ყველაფერი ,მაგრამ რატომ ? რატომ აკეთებ ამ ყველაფერს თუ არაფერს დატოვებ ? სახელი დიდად არ გადარდებს ვიცი ._გაიცინა ნუცამ და ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა. - მითხარი გიფიქრია რას დატოვებ? ბებიაშენი სწორედ ამაზე დარდობს. შენი ბედი აღელვებს და თავისებურად ცდილობს . _გულწრფელმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და შეეძლო დაეფიცა ირაკლის იმ წამს ნუცა ლილიზე მართლა ფიქრობდა რომ ყველაზე საყვარელი ბებიაა მსოფლიოში. -ბედი არ არსებობს . _საკუთარ ცხოვრებას და მომავალს თავად ვქმნით. -არსებობს . _ჯიუტად დაუქნია თავი . -ჩვენ რაც არ უნდა გვინდოდეს თუ არ გვიწერია არ მოხდება. თუ ღმერთს არ უნდა .. -ღმერთს ? რომელ ღმერთზე მელაპარაკები ?_ფეხზე გამწარებული წამოდგა და სამუშაო მაგიდაზე ცალიფეხით ჩამოჯდა რომ ისევ პირდაპირ ეყურებინა მისი სახისთვის. -იმ ღმერთზე რომელმაც შეგვქმნა და ის წყვეტს ჩვენს ცხოვრებას. -ღმერთი სიყვარულია ნუცა ? - კი ღმერთი სიყვარული და სიკეთეა. -მაშინ რატომ იყო ისეთი სასტიკი რომ ყველაფერი წაგართვა ? _ფრთხილად შეაპარა წინადადება , იმის შიშით რომ მტკივნეულ თემას ეხებოდა და გაოცება ვერ დამალა როცა გაუცინა . -იმიტომ რომ ის გავმხდარიყავი ვინც ვარ . წამით დადუმდა , უნდოდა ეპასუხა რაღაც და ცხოვრებაში პირველად მოსაუბრემ დაადუმა ირაკლი. -არასდროს გაბოროტებულხარ ? -კი , როგორ არა ? შენიც კი მშურს , ნახე ბებია გყავს რომელიც შენზე დარდობს , წამით შეიძლება ისიც კი გავიფიქრო რა უსამართლოა ცხოვრება , შენ გყავს , შენ , შენ რომელიც არ იმსახურებ მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ამის გამო რამე ცუდს გავაკეთებ . უნდა დავეთანხმოთ რეალობას . ის რაც მოხდა ჩემს ცხოვრებში , ჩემია და ის რომ შენ ოჯახი გყავს და მე არა შენი ბრალი არაა. თუმცა ის რომ ამ ყველაფერს ვერ ხედავ და ვერ აფასებ შენი ბრალია . იცი მაინც რამხელა ბედნიერებაა როცა სადღაც გელოდებიან ? სადღაც შენი ადგილია , იქ სადღაც შენთვის გამზადებულ სკამზე სავახშმოდ არავინ ჯდება . დაუნახავი არ უნდა იყო ირაკლი . ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გაგაჩნია ხალხია , რომელიც გელოდება და ამ ხალხთან სტუმარი არ ხარ . ამ ხალხის გვერდით ისეთივე ადგილი გაქვს როგორც საკუთარ სახლში . _ ფანჯრის ფართო რაფაზე შემომჯდარმა ფეხები შემოიკეცა და მაშინ შეამჩნია რომ ეს ერთადერთი ოთახი იყო სადაც არც ჟალუზი და არც ფარდა იყო . -საოცარი ვინმე ხარ ნუცა, ხანდახან მხოლოდ იმიტომ მინდა შეგეხო , რომ დავრწმუნდე მართლა რეალური ხარ . _ მონუსხული შეჰყურებდა გოგოს , რომელიც თვალებს აცეცებდა და მთელს ოთახს ათვალიერებდა. რამდენჯერმე იყო ამ ოთახში მაგრამ ახლა შეამჩნია პირველად რომ კედლები წითელი იყო და მასშივე ჩაშენებული შავი ხის თარიები მთელს მარცხენა მხარეს იკავებდა . შავი სამუშაო მაგიდა თითქმის ცარიელი იყო მხოლოდ რამოდენიმე კომპიუტერის გევრდიდთ გაშლილი ფურცელი არღვევდა იდილიას და მაგიდის კუთხეში ერთმანეთზე გეომეტრიული სიზუსტით დადებული საქაღალდეები . იქვე კუთხეში მუყაოს მოზრდილი ყუთი იდო , როგორ ჩანს მათთვის ჯერ ვერ მოიცალა და მთავარი ღირსება ამ ოთახის შუაში დაკიდებული ოქროსფერი ჭაღი იყო , ერთი შეხედვით ჩანდა რომ უაზროდ დიდი იყო ეს ჭაღი ამ სამუშაო ოთახისთვის თუმცა ისე ავსებდა სიცარიელეს და ანათებდა მუქ წითელ კედლებს, გაბრწყინებული თვალებით მიაშტერდა ოქროსფერ ორნამენტებს და მისმა თაფლისფერმა თვალებმაც აირეკლეს ნათურების სიკაშკაშე. ისე შეაკრთო კარზე ვიღაცის მოწყდომამ შიშით შეხედა მამაკაცს . -ირაკლი კარი გამიღე . _აღრიალდა სანდრო და კაკუნს არ წყვეტდა. -დამშვიდდი ადამიანო. _სანდროს ზურგს უკან კიდევ გიორგის ხმა ისმოდა მძიმე ნაბიჯებით მივიდა კარამდე და გააღო თუ არა ისტერიკული ღრიალით შემოვარდა -დამეხმარე მეთქი გთხოვე ადამიანო , გამარჯობა ნუცა . დამეხმარეთქო , დამეხმარეე რომელი ასო ვერ გაიგე ? სახალხო ფეიერვერკი მოაწყემეთქი კი არ მითქვამს . რაზე ფიქრობდი ? _თავზე აიფარა სანდრომ ხელები და სავარძელში ჩაეშვა . -არა მე რაზე ვფიქრობდი შენთან რომ მოვედი? -დაწვი ? _გიირგის ცალყბად გაუცინა ირაკლიმ. -ჩემი ბრალი არაა , ჩვენი ქვეყნის სახანძრო სამსახურს რომ სტაფი არ ყავს . გვერდით მდებარე ოფისიც მიყვა . _მხრები აიჩეჩა გიორგიმ . -არ ხართ ნორმალურები . _წამოიყვირა სანდრომ და ისევ ფეხზე წამოხტა . - ვიფიქრე რამეს იზამდი , ვინმეს დაურეკავდი , მაგრამ არა , არააა , გადაწვი . ადამიანებს მთელი საწყობი გადაუწვი იმიტომ რომ. .. -მხოლოდ იმიტომ რომ , ჩემს დეიდაშვილის მკვდარი ქათამი დაუტოვეს. იმის წარმოსადგენად რომ თუ ვინმეს თმის ღერი ჩამოუვარდება ჩემს ოჯახში რას ვიზამ. _ხმას აუწია ირაკლიმ და მაშინ გაახსენდა ისევ ფანჯარაში შემოსკუპებული ნუცა . ხმა დაიმშვიდა და ღრმად ამოისუნთქა . წამში გაჩნდა ფანჯარასთან და ხელი მოკიდა . პატარა ბავშვივით გადმოსვა ფანჯრის რაფიდან და ზემოდან გადმოხედა. -საუბრის შეწყვეტა მოგვიწევს . შეგიძლია სანდროს ყავა მოუტანო ? ცოტა აღელვებულია. _მაქსიმალური სიმშვიდით ცდილობდა ნუცას თვალებში გამეფებული ინტერესი დაეიგნორებინა ,თუმცა იცოდა რომ ყველაფერი გაიგო და მიხვდა. ოთახიდან გავიდა თუ არა სანდროს ჩამოუჯდა წინ და დეიდაშვილს თვალი გაუსწორა. -უნდა დავლოდებოდი როდის დამიტივებდნენ შენს თავს ჩემს მანქანაში? ეგეთი ყ*** ი გგონივარ რომ ქუჩიდან მოსულ , ვიღაც ორ ნა*** რომელმაც გადაწყვიტა გვერდებში დამარტყას , დარეკვით ვუპასუხებდი ? -შენი აზრით ვის მიაკითხავენ ? როცა გაიგებენ? -მე . _მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ . -არ ინერვიულო , ვიზრუნე რომ გაეგოთ აზრი არ აქვს სხვების გავლით ჩემამდე მოღწევას. -დარწმუნებული ვარ , ისეთი სი*** ც არ არიან ,ეგრე გარისკონ და თუ არიან მაგათი დედაც მო*** ცოტა მოწყენილი ვარ ამ ბოლო დროს . _საუბარში ჩაერთო გიორგი. - არა არ მაწყობს რომ გარისკონ , არ მინდა ახალიწელი ცოდვებით დავიწყო. _ცალყბად გაიცინა და კარში შემოსულ ნუცას გახედა . ლანგარზე ფინჯანი ედო და გაუბედავად შემოყო თავი. - ნუცა შენ მაგივრად ჩვენ ვჭამეთ თაფლი . -ბებო იყო ? _უცბად შეეცვალა სერიოზული სახე სანდროს. -არ ვიცი რა ქენით , მარა მთელი ქალაქი თქვენზე ლაპარაკობს . _სიცილით გახედა ნუცას და მერე ირაკლის . -რას ბოდავ სანდრო ? _სწრაფად დაუდგა წინ ფინჯანი ნუცამ . -არ ნახე ჩვენი ქალაქის ჟურნალი? -ამ ქალაქს ჟურნალიც აქვს ? _დაინტერესდა ირაკლი , თითქოს მხოლოდ ეს იყო საინტერესოვო სანდროს წინადადებაში . -ხო და პირველივე გვერდზეა სტატია და ასე იწყება . “ მილიარდელი და გოგონა წითელი ფეხსაცმელით.” ფოტოს ალბათ თავადაც მიხვდებით რომელია , უკვე ქალაქმა კი არა მგონი ქვეყნამ ნახა. _ კარგად გამხიარულდა ნუცას სახით . - შემიძლია რედაქციაც გადავწვა . _ინიციატივა გამოიჩინა გიორგიმ და გაიცინა მაგრამ მალევე დასერიოზულდა ირაკლის სახეს რომ მოჰკრა თვალი . -უნდა წავიდე. _მაგიდაზე მიაგდო ლანგარი და ისე გაიქცა ოთახიდან თვალი ვერ მოჰკრა ირაკლიმ. -იდიოტი ხარ . _შეუღრინა დეიდაშვილს მამაკაცმა . -უნდა დამეცდია იმ ნაბი*** ისთვის შენი მოკვლა. -ბიჭო რამდენიმე კვირის წინ დედას დაურეკა ლილიმ , ვიღაცა მლოცაავის სახელი უნდოდა . სერიოზულად მუშაობს გვარის გამრავლებაზე . -სანდრო ქენი სიკეთე და გააკეთე ერთი ბავშვი . იქნებ თავი დაანებონ ამ საწყალს. -მაგ ამბავში ვერ დაგეხმარებით ძმებო. შვილის ყოლა არ შემიძლია. სანამ სპერმოგრამის პასუხები არ ვანახე მეც არ მჯეროდა. -ღადაობ ? -არა._წამში დასერიოზულდა სანდრო . -შთამომავლობის დატოვება არ შემიძლია ამიტომ დიდად არ უნდა გენერვიულა ირაკლი ჩემს სიცოცხლეზე. _ცინიზმი გაურია ხმაში სანდრომ.-ესე ნუ მიყურებთ , სამაგიეროდ პრეზერვატივი თუ არ აღმომაჩნდა გვერდით სანერვიულო არ მაქვს და არც ლილის ისტერიკების მოსმენა მიწევს. -ირაკლი , შენთვისაც რამე ეგეთი ფურცელი რო დავითრიოთ? ბიჭო კიკის ქალი თუ შეაშინებდა დედამიწაზე არ მეგონა , გათეთრებული იჯდა ბებიაშენის წინ . -მინდა რომ ეგ ფოტო გქარეს . _ფეხზე წამოდგა ირაკლი და იმ ფანჯრის რაფას მიეყრდნო სადაც ცოტახნისწინ ნუცა იჯდა -რა აზრი აქვს ყველამ ნახა. _მხრები აიჩეჩა სანდრომ . -ხალხი ისედაც იჭორავებს . ფოტოებიც რომ გააქრო 60 -მდე ადამიანმა მაინც გნახათ , როგორ მოხვედით ერთად და წახვედით დაჟე პატარა ვიდეოც ვანხე სადღაც სქროლვისას . ყველაფერი გააკეთე რომ ხალხს მასე ეფიქრა . მსხვერპლის როლს ნუ თამაშობ . - ეს გოგო , მჭირდება . _თავისთვის ჩაილაპარაკა უფრო. -არადა წამით დავიჯერე . _ყბამოქცეულმა შეხედა გიორგიმ და შუბლზე აიფარა ხელები . -რა დაიჯერე ? სახლში არ ექცევა არავის ესე და გჯერა რომ ყველას თვალწინ ვინმეს საკუთარი ჩანგლით აჭამა? _ჩაიცინა სანდრომ და დეიდაშვილის ჩაფიქრებულ სახეს თვალი აავლო.-გამოტყდი. -რატომაა დაუჯერებელი რომ შეიძლება ვინმე მიყვარდეს? _გაეცინა ირაკლის.-ლამაზია , ჭკვიანი , უბრალო და რაც მთავარია გრძნობება უფრო აფასებს ვიდრე ფულს . -პრობლემაც ეგაა , რომ იმას აფასებს რაც არ გაქვს. -სანდრო , ნერვებს მი*** ვ . -შენ გვი*** ვ ნერვებს ყველას . ერთი ქალით მეტს მოგაწერენ თუ იჭორავებენ შენთვის დიდი აზრი არ აქვს . აბა ნუცას ჰკითხე , როგორია , როცა შენ წახვალ და შენი საყვარლის სტატუსს მიარტყამენ . პატარა ქალაქია . ყველა ყველას იცნობს ირაკლი და აქ ჯერ კიდევ სტერეოტიპები მართავს ხალხის გონებას. -ნუ გიყვარს გაზვიადება. _წამოეშველა გიორგი ირაკლის.-ერთი ფოტოა და ისიც ისეთი არაფერი , ნუცას გარდა იქ კიდევ 3 გოგო იყო . თან ისედაც ყველამ იცის რომ კახას ქალია. _ცოტახანს დადუმდა გიორგი.-ჯანდაბა პრობლემაც ეგაა და იმიტომ მიაწებე შენი ქალის სტატუსი . -რატო ფანტაზიორობთ , რესტორნის კარებთან შევხვდი . _ამოიოხრა. -ცოტახანს იჭორავებენ და დაავიწყდებათ. _მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. -გამოთვრება მთელი ერი და ბერი. რახან აქ ხარ ბარემ იანვრის ბიუჯეტი და გეგმები განვიხილოთ. _მაგიდას მიუჯდა ირაკლი. -ადამიანო დამასვენე ახალი წელია. -ახალი წელი ხვალაა , დღეს ისევ სამუშაო დღეა და ძველი წელი . -ხანდახან ვფიქრობ რა კარგია მხოლოდ დაცვის უფროსი რომ ვარ . _არხეინად გაუსვა ხელები გიორგიმ ერთმანეთს და ფეხზე წამოდფა. -გაერთეთ გოგოებო . ****** -რა ხდება ? _მისაღებში გასულს კიკი და ლიკუნა პირზე ხელაფარებულები დახვდნენ და ტელეფონს ჩაჰყყრებდნენ . -ნახა ? _ეკრანი მიუტრიალა კიკიმ გიორგის. -რა ნახვა უნდა იქ არ იყო ? -მისმინეთ , ერთი სიტყვის გაგონებაც აღარ მინდა ამ ამბავზე . _ რესტორანში წასვლაც დანაშაულია? _წამოენთო ნუცა . -რატომ ატყდა ამხელა ამბავი , ადამიანმა ფეხსაცმელი მომიტანა რომელიც დამავიწყდა. _საკუთარი თავისთვის უფრო ლაპარაკობდა რომ დაემშვიდებინა ვითომ არაფერი იყო. -იმიტომ რომ ირაკლია და ბოლოს ესე რომ გამოჩნდა ქალთან ერთად თქვეს რომ თავისზე 20 წლით უფროოს ქალს ხვდებოდა. მერე აღმოჩნდა რომ ეს ქალი მისი ბუღალტერია. _სიცილი აუტყდა გიორგის . -დაიკიდე ნუცა , იქ კიკიც იყო . უბრალოდ ამ ქალაქში არ იციან ჯერ ამათი გარყვნილობის ამბავი. -მართალია. _დაეთანხმა კიკი და იმაზე დაფიქრდა რომ ერთხელაც არ შეხებია ირაკლი რაც აქ ჩამოვიდნენ. სახეზე ღიმილმა გადაურბინა და შეწითლებულ ნუცას თვალი შეავლო. წესით უნდა გაბრაზდეს ? თითქმის სამ წლიანი ურთიერთობის დასასრულის სუნი იგრძნო , მაგრამ ეგოისტი არასდროს ყოფილა. თავიდანვე გააზრებული იყო მისი და ირაკლის ურთიერთობა და ფინანსური კეთილდღეობა ისედც არ აკლდა ირაკლისგან . იმდენი სახლები აქვს უკვე მარტო იმ ქირით იცხოვრებს უზრუნველად, მაგრამ მაინც საინტერესოა რა აქვს , ამ გოგოს ისეთი რაც მან ვერ მისცა ირაკლის?ვერ ? ვერ კი არა არ მისცა . ყველა მისცხოვრებაში განვლილი კაცი აჩრდილი იყო პირველი სიყვარულის რომელიც თავს არ ანებებდა. იქნებ ნუცაც ის პირველია . შეიძლება არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან , მაგალითად ყველა კაცი ვინც კი ყოლოა ყველა მის პირველზე უკეთესი იყო , მაგრამ მაინც მას ეძებდა იმ ყველაში. სწორედ ასეა ნუცაც. ირაკლის გულმა უბრალოდ ნუცა იგრძნო. გულმა რომელსაც არაფრის გრძნობა არ უნდოდა. ნეტავ თუ ხვდება ირაკლი რომ საკუთარი მოთხოვნილებებიც აღარ ადარდებს? ან ეს პატარა ბავშვი , გაბრწყინებული თვალებით რომ შეჰყურებს დიზაინერს უამრავი ბუშტით თუ ხვდება რომ უყვართ ? უყვართ პირველად და ყველაზე ძლიერად? დანაშაულიც კია ასეთი შეყვარების ძალის ქონა , წამით თვალები აუწყლიანდა. დანაშაულია , არ შეიძლება ასე შეყვარებოდა , რომ არ გაეძევებინათ საკუთარი ცხოვრებიდან , ახლა ვინ იცის იქნებ ყველაზე ბედნიერი ქალი ყოფილიყო ისიც . უამრავი შვილით და ბედნიერი ოჯახით. მას ხომ სამყაროს ჩუქება შეეძლო იმ ადამიანისთვის. დანაშაულია სიყვარულის უარყოფაც , სიკვდილით უნდა ისჯებოდეს შეყვარებული ადამიანის გულის ტკენა. რამდენ ხანა იყო ფიქრებში დაკარგული კიკი არ ახსოვს . უხმოდ ადევნებდნენ თვალს როგორ მუშაობდა დეკორატორი სახლის კიბის განათებაზე , მაგრამ ბრჭყვიალა ნაძვის ხე და უამარავი ბურთის გაბერვა რო დაიწყეს მაშინ გამოერკვნენ გიორგი და კიკი . -ნუცა დარწმუნებული არ ვარ რომ კარგი იდიაა ბუშტები . _გიორგი ცდილობდა თავაზიანად აეხსნა. -მოგკლავს . _ კიკი წამოეშველა გიირგის. -კარგით რა . ეს ხომ ახალი წელია? _ბრჭყვიალა ნაძვისხესთან ჩაიმუხლა და ხელი გადაუსვა . მერე იატაკზე გაწვა და ზემოთ აყრილი ნაძვის ხის წვიმებს მთელი ტანი შეაფარა. -აქ რა ჯანდაბა ხდება ? _ ჯერ ჭერში ჩამოკონწიალებულ ოქროსფერ ბურთებს ახედა , მერე კიბის სახელურს უამრავი განათებით და ბოლოს გიორგის და კიკის რომლებიც გვერდზე გაიწივნენ და თითით ანიშნეს ნუცასკენ . გაჭირვებით წამოდგა და თმებში ახლართული წვიმები სცადა სახიდან მოეშორებინა . გაჭირვებით გაინთავისუფლა პირი და გაუცინა . -მე მომწონს . _გვერდი აუარა დეიდაშვილს და პირდაპირ დეკორატორს ამოუდგა გვერდით .-გამარჯობა ._ახალგაზრდა ქალს გაუღიმა და ხელი გაუწოდა სანდრომ. -ეს რა არის ? _ჭერს კიდევ ერთხელ ახედა იმ იმედით რომ იქნებ მოეჩვენა , მაგრამ პირიქით , უფრო კარგად გაარჩია ოქროსფერად მბზინავი ბურთებს როგორ ჰქონდათ მთელი მისაღები დაფარული. -ახალი წელიი._მხიარულად შემოკრა ხელები ერთმანეთს და ხელოვნური თოვლის სპრეის ხელი წამოავლო სწრაფად მოხსნა თავი და ნაძვის ხეს მიასხა . -მოგწონთ? _აღფრთოვანებული მოუბრუნდა ყველას და დადუმებულ სახეების დანახვისას თვითონაც დასერიოზულდა . -ცოტა გადავამეტე? _მხრებჩამოყრილმა ლიკუნას გახედა იმ იმედით რომ დაეხმარებოდა , რომელსაც არც კი უფიქრია რამის თქმა . -ამას მიხედე კიკი . _თითი აიქნია ირაკლიმ.-საბავშვო ბაღისი საზეიმო დარბაზს გავს აქაურობა . _გაღიზიანება შეეპარა ხმაში და ცდილობდა თავი შეემაგრებინა რომ თვითონ არ დაეწყო იქაურობის განადგურება.-სანამ დავბრუნდები . _ზურგი აქცია და კიბეზე უნდა აედგა ნაბიჯი ნუცას ხმა მიწვდა . -ლამაზი არაა? უჟმური , უხასიათო . _ამოიკნავლა საცოდავად და რომ მიხვდა გაიგო და შემოტრიალდა უკან გაიხედა. -ნუცა . ის რომ ხანდახან ადამიანურად საუბარი გამოგვდის იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება გაქვს. _უკვე აღარც უდარდია საკუთარი ხმის ტემბრზე და არც იმაზე რომ ყველა იქ იყო. ყველაზე მეტად ეჯავრება როცა ადამიანები უთამამდებიან და ეს გათამამება სითავხედეში გადადის. -ხო , მაგრამ ეს ხომ ახალი წელია ? _ვერ გაიგო რა შუაში იყო ირაკლის რეპლიკა მასთან და მისკენ წავიდა . -ახალი წელი , ფერებია. სიკაშკაშეა, ფეიერვერკია , ხმაური. ახალი წელი სწორედ იმიტომაა ახალი წელი რომ ყველაფერი ბზინავს და კაშკაშებს . _მკლავში წაწვდა და კიბეზე ერთი საფეხურით ასული თითქმის ძალით ჩამოიყვანა . სცადა რომ თავისთან ერთად წაეყვანა და ძვრა რომ ვერ უყო , მეორე ხელში მოქცეული თივლის სპრეი ჰაერში გაუშვა ზუსტად ირაკლის თავთან და უკანასკნელიც იძულებული იყო ნაბიჯი გადაედგა . -ნახე რა ლამაზია . _ ორივე ხელით ექაჩებოდა რომ როგორმე ნაძვისხემდე მიეყვაანა. –ნახე თან ინთება. _სწრაფად იპოვა ნაძვის ხის ძირში ჩამრთველი და შეაერთა თუ არა გამოწევაც ვერ მოასწრო , ჩამრთველმა ისე გაყარა ნაპერწკლები და თვალი აეწვა . ჯერ დაიკივლა და სცადა უკან გამოეძრი ნახევრად მიმდნარი ჩამრთველი , რომელმაც მისი კანიც მიიყოლა და კივილით გაუშვა ხელები ,ფეხზე წამოვარდა და ხელებზე შებერვა დაიწყო. ისევ გიორგიმ იმარჯვა და მთელი ძალით გამოგლიჯა უკვე კარგად აალებული განათება და ნუცას დახედა ხელებზე. -ნუცა დაიწვი? -მტკივა , მტკივა . _ხელების ჰაერში ქნევა დაიწყო და სამზარეულოსკენ კივილით გავარდა. -ამას მიხედე . _ნაძვისხისკენ ანიშნა ისევ კიკის , ემოცია არ გამოხატვია და ხმაც არ შეუცვლია ისე გაყვა ნუცას კვალს . ონკანი ბოლომდე ჰქონდა მოშვებული და ცივ წყალს ორივე ხელს უშვერდა თვალ დახუჭული და ცდილობდა თანაბრად ესუნთქა. -მეწვის ნანა . მოვკვდები , ვერ გადავიტან მტკივაააააა. -ღირსი ხარ . -ნანააა. _ტუჩები დაბრიცა ნუცამ .-რა მეშველება ? -ხელებს მოგაჭრიან , რომ სისულელეები აღარ აკეთო . _გვერდით ამოუდგა ირაკლი და წყლისქვეშ შეწითლებულ თხელ ხელებს შეხედა . -შენი ბრალია. _მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ. -უჟმური რომ არ იყო , არ დავიწვებოდი. -გასაგებად არ გითხრა კიკიმ რა უნდა გაგეკეთებინა ? რას გავს მისაღები ნუცა? -რას გავს და ახალიწლისთვის მორთულ სახლს. _არ ცხრებოდ გოგო. -მისმინე , ძალიან მომწონხარ მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ თვალებს დავხუჭავ.. -ხო და მოგიწევს . _დაუკივლა და სველი თითი ჰაერში აწია . -იმიტომ რომ ასეთი ვარ. მე ფერები მომწონს და მაშინ ჩემთვის არ უნდა დაგევალებინა დეკორაცია . _ისევ აეწვა ხელები და აწყლიანებული თვალებით შეტრიალდა ონკანისკენ რომ ხელები შეუშვირა.-არაფერი არ მოგწონს. რაც არ უნდა გავაკეთო არაფერი . გამუდმებით დამცინი და ირაკლი ყველამ ნახა ჩვენი ფოტო . _ ასრუტუნდა ნუცა. -აი მთავრი მიზეზიც ?_ ღიმილი მოადგა სახეზე ირაკლის. ონკანი გადაკეტა და იქვე შემოსვა. -მისმინე ხალხი ბრბბოა , შენზე იმიტომ ილაპარაკებენ რომ აწყობთ. იქ იყო კიკი და ყველამ იცის რომ ჩემი საყვარელია, მაგრამ ილაპარაკებენ შენზე იმიტომ რომ დიდი ხანია ელოდებიან შენი ფეხის გადაბრუნებას . არ ვიცი რა უნდა ვქნა , რით დაგეხმარო , თუ გაქვს რაიმე იდია რააც გიშველის და შენს ცრემლებს არ დავინახავ , გპირდები გავაკეთებ ქალაქის დანგრევაც რომ დამჭირდეს , მაგრამ აი ის დედა მო*** ლი ნაძვის ხე მომაშორე იქიდან და კიბეზე დაკიდებული ვარსკვლავები . _ცხვირზე მიჰკრა ხელი და ზურგი აქცია . მაშინ შეამჩნია რომ იქვე იდგა ნანა და პირდაღებული შეჰყურებდა . თვალი ჩაუკრა ქალს და ისე გავიდა . -ბურთებიც ? _სწრაფად ჩამოხტა და უკან სირბილით მიყვა . -ბურთებიც . -მაშინ ვარსკვლავებს დავტოვებ . -ნუცა ნერვებს მიშლი ._კიბეს ღიმილით მიუყვებოდა . -ყველაფერი მოაშორე. -მაგრამ .. -იცოდე , გიორგის ვთხოვ ტბის კამერის ჩანაწერი ნახოს და გაავრცელოს . _სრულიად უბრალოდ მიუგო და კიბეს აუყვა . -ეს მწვანე რაღაცეებიც . _კიბის ბოლოში დალაგებულ ფიგურებზე ანიშნა და რომ მიხვდა აღარ შეეპასუხ შედგა და შემოტრიალდა . დასჯილი ბავშვივით უყურებდა დიდი წყლიანი თვალებით და თვალიც კი აარიდა მისკენ მოტრიალებულს , ზურგი აქცია და ბაღში გასასვლელი კარი გამოაღო.მაინც არავის ჭირდებოდა . ყველაფერი იმდენად ცუდად ეჩვენებოდა იმ მომენტში ის გზა აირჩია რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა, გაქცევა. ****** -შეიძლება ? _დუკაკუნებლად შეუღი კარი კიკიმ და წელს ზემოთ შიშველ მამაკაცს ღიმილით აავლო თვალი. –თეთრი თუ შავი ? _საწილზე მიფენილ პერანგებს ინტერესით დაჰყურებდა ირაკლი . -ოქროსფერი არაფერი გაქვს ? _ფრთხილად მიუახლოვდა და ნაზად აატარა ზურგზე თითები . -იცი რომ რაც აქ ვართ სექსი გვქონია?_ღიმილიან ხმას ვნება შეურია კიკიმ და ტუჩები მიაწება ზურგს. -ძმაკაცის ქალებს არ ვ*** მავ . _ღიმილმა გადაურბინა სახეზე და წამში მოიქცია წინ , ჯერ მკლავებში და მერე საწოლზე მოისროლა . -თუ მხოლოდ ნუცაზე ფიქრობ ? _საწოლში კომფორტულად გაწვა კიკი და ქვემოდან ამოხედა , ვნებაგანელებულ კაცს , რომელიც მის ზემოდან მოსაქცევად ემზადებოდა და ხელი შეუშვა . გვერდით დაუწვა და ჭერს ახედა. -მინდა. ეს გოგო მინდა.ისე მინდა რომ ვეღარაფერზე ვფიქრობ , ის კი არა რომ ვუყურებ მაშინაც ვერაფერზე ვფიქრობ გარდა იმისა რომ გარშემო ადგილების და პოზების ძებნას ვიწყებ. _ტუჩებ გამშრალმა გახედა კიკის . -ამას რა ქვია კიკი? - მაგრად გაები . _სიცილი აუტყდა კიკის . -ხო არა ? _სახეზე ხელები აიფარა ირაკლიმ. -ანუ პრობლემა შენ არ ხარ . ბებიაშენს რომ უთხრა რომ უარს გეუბნება ? -ლილი მძიმე არტილერიაა. ბოლოსთვის ვინახავ. -ანუ ვერ აბამ თუ რა გჭირს ? როდის იყო ვინმე ქალი ამას უძლებდა ? _მკერდზე აუსვა ისევ ხელები. - ჯერ აქამდე არ მოვსულვართ უფროსწორად ვერ. ამის დედაც._ საწოლში წამოჯდა ირაკლი. -გიყვარს , ირაკლი , ვერ კი არა. გიყვარს. რომ არ გიყვარდეს აქამდე უკვე მობეზრებული გეყილებოდა ძალით თუ უძალოდ. -სიყვარულის დრო არ მაქვს კიკი. _ფეხზე წამოდგა და უკვე დაკუჭული პერანგები იატაკზე მოისროლა . მაისური გამოიღო კარადიდან და გადაიცვა . - არაფრის დრო არ მაქვს . დღეს ომი დავიწყე და გონება სრულიად მობილიზებული მჭირდება. _სარკის წინ მიგდებულ საათს ხელი წამოავლო და გაიკეთა. - ყველაფერი ნაზი და სადაა. _ამაყად აწია თავი კიკიმ. -ეჭვიც არ შემპარვია რომ თავს გაართმევდი გაუღიმა მამაკაცმა . -მაგრამ მინდა რომ ნაძვის ხე დადგა , მწვანე და სადა . _ღიმილით შეხედა გაკვირვებულ ქალს. -არ მინდა იფიქროს რომ დავცინე მის გემოვნებას , უბრალოდ მინდა გაიგოს რომ განსხვავებული გემოვნება გვაქვს და ჩემს სახლში მე ვწყვეტ ყველაფერს. -არ მგონია ნახოს , როგორც ვიცი ახალწელს მეგობრის ოჯახში ხვდება და ლიკუნამ გულუხვად დაასაჩუქრა 4 დასვენების დღით. -ვისთან ? -არ ვიცი ეგეთი დაქალებიც არ ვართ ჯერ. ჩემი საყვარლის შეყვარებულია ბოლოსდაბოლოს. -ბექას ნომერი გაიგე და დაურეკე მოვიდეს. -და რა ვუთხრა გუშინ გავიცანი . თან იქნებ არაა ბექა მაგ სასტავში ? -სადაც ნუცას მეგობარია , ბექა ყველგანაა. -და შვეტენო ? -უთხარი რომ მოწყენილობისგან კვდები და გართობა გჭირდება . -საკუთარი საყვარელი სხვა ნაშის დაკერვაში მთხოვს მონაწილეობას _ თვალები აატრიალა ქალმა . -იცოდე მთელს ყურადღებას შენზე გადმოვიტან ნუცა თუ არ იქნება და ნახავ ლილი რა სწრაფად წვავს ყველაფერს . -ნომერს ლიკუნას ვთხოვ. _სწრაფად წამოხტა ფეხზე კიკი. -ჭკვიანი გოგო . _სანამ გავიდოდა ირაკლის ჩაუარა ახლოს და არც მან დაკარგა დრო უკანალზე ხელი მსუბუქად მისცხო და თვალი ჩაუკრა. ცოტახანში ძმის წინ იჯდა ბექა , თავხედური ღიმილით შეჰყურებდა. -ვიცოდი რომ ერთ დღეს დაგჭირდებოდი. _მუხლზე ხელი დაირტყა ბექამ . -არ მჭირდები , უბრალოდ მარტივი გამოსავალი ხარ და თან გადავწყვოტე ცოტა გულუხვი ვიყო ამ ახალ წელს . -ეს რა არის ? _მისკენ გაცურებულ კონვერტს დახედა ბექამ. -ეს შენი ჯიბის ფულია . გაერთე , შენ და შენმა გოგომ მოხიეთ სადმე ამ ახალ წელს . სადმე კარგ სასტუმროში. ქეთას ვგულისხმობ . _დაუკონკრეტა მაინც . -მე და ქეთამ ? -ხო შენ და ქეთამ . -ჯერ მაგ ეტაპზეც არ ვარ ჩემთან ერთად გაგაზოს სადმე თან ახალ წელს . -ხო და ახალწლამდე დრო გაქვს. -ნწუ არაა. _თავი გაქნია ბექამ. -მისმინე ბექა. მინდა რომ ამ ახალწელს ნუცა ჩემთან ერთად შეხვდეს და არა შენს შეყვარებულთან ოჯახში . ამიტომ იმ გოგოს მოტაცება და ცოლად მოყვანა რომც მოგიწიოს გააკეთებ. დღეს უკვე 2 ადამიანს დავემუქრე და აღარ მინდა მესამე შენ იყო იმიტომ რომ კონტროლს ვკარგავ . გაიგე ? -აუ ეს რა შერყეულია ტო? _გიორგის გახედა ბექამ. -პირდაპირ რომ უთხრა აქ დარჩეს არა? მე ვეტყვი თუ გინდა. -ბექა არ მეცინება . აირჩიე რამე ისეთი სასტუმრო რის გამაზვაზეც უარს ვერ იტყვის და დავრეკავ . -კაი ხო კაი და თუ არ გამოვიდა ? -ერთ მაგდენს დავამატებ , კიდე იმ მოტოციკლსაც მობილურის ეკრანზე რომ გიყენია მოტივაციისთვის . -ღადაობ ? -რა ეტყობა ? - ან მაგარი შეყვარებულია ან მაგარი დარტყმული . -მე ვიტყოდი რომ ორივეა. _დაეთანხმა გიორგი. ****** -ნუცა მეგონა ქეთოსთან რჩებოდი. _გაკვირვებული შეჰყურებდა საღამოს უკანდაბრუნებულს ლიკუნა . -მეც მეგონა , მაგრამ ნახევარი ტვინი უმუშავებს ისედაც და ისც დაკარგა რაც შენს ძმას გადაეკიდა. მეჩვენება ეს ნაძვის ხე ? _გარშემო შემოურბინა ჭერამდე აზიდულ ნაძვის ხეს .- რა ლამაზია . _იქვე ჩაიმუხლა და შეფუთულ ყუთებს ხელი წამოავლო . -ეს ნამდვილი საჩუქრებია? -არა ახალწელს საჩუქრებს არ ვჩუქნით . ტრადიციაა ესეთი . მერე ვეღარ ვფიქრობთ დაბადებისდღეზე რა ვაჩუქოთ ერთმანეთს . _სწრაფად გაარკვია ლიკუნამ სიტყუაციაში. -საღამომშვიდობისა ხალხო ._ძლივს სუნთქავდა გიორგი.-წყალი , წყალიიიიი . _მუხლებზე დაეცა და ხელები გაიშვირა. -მომკლა . მეტი აღარ შემიძლია ეს სირბილი . -სირბილის დროს თუ ესე ხრიალე წარმოდგენაც არ მინდა რას შვები .. _სიტყვა გაუწყდა ნუცას დანახვაზე ირაკლის , არ ელოდებოდა ბექა ასე თუ მოინდომებდა . -ნაძვის ხე გვაქვს. _კიბეზე ჩამოსულმა კიკიმ ნუცას გადახედა . -შენი დამსახურებით და ჩემი დიზაინით . _თავი ამაყად აწია . - და რაც მთავარია ჯერ არავინ დამწვარა . წყალს გადავივლებ. -არ ვჭამთ ? -გიორგი ერთი საათის წინ ივახშმე . _შეუღრინა ირაკლიმ. -ხო მაგრამ ხო ვირბინე ? -არ ვიცი როგორ არ სუქდები. -გინდა ტოსტები ? _ფეხზე წამოდგა ნუცა . -შენ გინდა ? -აჰამ , მე გავაკეთებ შენ მოწესრიგდი. -მოდი ბანქო ვითამაშოთ . -გართობის გარეშე ერთი წამი არ შეგიძლია კიკი? -არა . ბიჭებს გამივართმევ . _ცორახანში ბანქოს კოლოფით და ფურცლით დაბრუნდა კიკი და სამზარეულოს მრგვალ მაგიდას მიუჯდა ლიკუნას გვერდით .- ზუსტად ოთხნი ვართ. -მე თამაში არ ვიცი . -ხუმრობ ნუცა ? -არა მართლა არ ვიცი . _ხრაშუნა ტოსტს გემრიელად მოაჭამა კუთხე. -ითამაშე და გასწავლით . -არა , წავაგებ და მერე ყველა იცინებთ . _ჯიუტად გააქნია თავი . -არ დაგცინებთ . ცოტახანში ისეთი სიცილი ესმოდა სამზარეულოდან, ცდილობდა დაეეიგნორებინა , მარტო იჯდა ბუხრის წინ და წითელი ღვინის ბოკალს ხელში ატრიალებდა . რამოდენიმე წუთი მედგრად გაუძლო ინტერეს და სამზარეულოს მიაკითხა. -მეც გამამხიარულეთ. _კარის ჩარჩოს მიეყუდა და სახეზე შეწითლებულ ნუცას თვალი შეავლო . -არაფერია სამხიარულო. თამაში არ ვიცი . _გამწარებულმა დაახეთქა მაგიდაზე რამოდენიმეცალი ბანქო და ხელები გადაიჯვარედინა . -აღარ მინდა . -თუ დაიწყე დაამთავრე . -კაი რა ნუცა რა , რა ბავშვივით იბუტები ვის არ წაუგია. -ერთი სული მაქვს გნახო დაკიდებულ ვაშლს როდის შეჭამ. - გასწავლითო ესაა? -თამაშით სწავლობ აბა რა . -იცით რომ თამაში არ იცის და უეჭველი წააგებს ? _ღვინის ჭიქა სამზარეულოზე შემოდო და ცარიელი სკამი ნუცასთან დადგა . - მოდი ვნახოთ რა გაქვს . _გოგოს გაბრწყინებულ თვალებს გაუცინა . თავიდან აღტაცებით ხვდებოდა ყველა მოგებულ ხელს , ბოლოს უკვე აღარც უყურებდა ფეხები კომფორტულად შემოიკეცა ვიწრო სკამზე და საკუთარ მუხლებს ჩაეხუტა. -გეძინება ? რა გენაღვლება მოგებული გაქვს ფაქტიურად. -არაფერი არ აქვთ მოგებული . _უკვე აზარტში შესული გიორგი მაგიდაზე ატყაპუნებდა ხელებს ნერვიულობისგან. - აზარტში ვარ . -შენ ლინა მოგეწონება . აი ნახავ ხვალ იმის აზარტს ვერც კი გაუტოლდებით. . _სიცილი აუტყდა ლიკუნას . -არა . _ბანქო დაყარა ირაკლიმ და ხელები სახეზე მოისვა .-ლინა არ დაპატიჟე ლიკუნა. -კი დავპატიჟე ყოველ წელს ერთად ვხვდებით ახალ წელს . -არა , არა._ ტელეფონს დაუწყო ძებნა ირაკლიმ სწრაფად აკრიფა ნომერი და დას სასოწარკვეთილმა შეხედა. -დაჩი დაპატიჟე ? _ლიკუნამაც სახეზე მიირტყა ხელები . -ჯანდაბა ირაკლი რაზე ფიქრობდი . -ჩემს მეგობარზე . _კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და დას გახედა . -იქნებ გადაუარათ ? -ბოლოს დანა გაუყარა ხელში , შენი აზრით გაუარათ? _დაიღრინა ლიკუნამ. -დაჩის ვიცნობ ცოტა შერყეულია მარა, შანსი არაა ქალისთვის ეგ ექნა . -დაჩის არ უქნია , მაგ ქალმა უქნა დაჩის . _გაუღიმა პირდაღებულ გიორგის ირაკლიმ. -ირაკლი , ვინმე ქალთან ერთად რომ მოვიდეს? ხო წარმოგიდგენია რა მოხდება ? -გავაფრთხილებ . დავწყნარდეთ , არ მგონია ახალი წლის ღამეს გადაწყვიტონ ერთმანეთის მოკვლა . გადავიტანთ . -ხუმრობთ? _ვერაფრით გაერკვა ნუცა . -არა , არ ვხუმრობთ . რომეო და ჯულიეტას ის ვერსია არიან სადაც რომეო სერიული მკვლელია და მსხვერპლი მასზე უარესი აღმოჩნდა. _დაუდასტურა ლიკუნამ. -მაგრად უნდა ერთობოდნენ არა? - მაგ გოგოს საქმრო მოიტაცა ქორწილიდან ? - ნიშნობიდან ._გაეცინა ირაკლის . -და ეს სასაცილოა? _ამოიოხრა ნუცამ . -ხო რათქმაუნდა სასაცილოა და ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ ვიგებთ თქვენს იუმორს. ტიპმა გოგოს ნიშნობა ჩაუშლა რატომ იმიტომ რომ თვითონაც მოწონდა? -იმიტომ , რომ მიზანი ამართლებს საშუალებებს . იმიტომ რომ სურვილები მნიშვნელოვანია ._გადაჭრით თქვა ირაკლიმ. -იმიტომ რომ შეეძლო . იმიტომ რომ ამ საზიზღარ ქვეყანაში პასუხს არ სთხოვენ თქვენნაირებს. -ჩემნაირებს ? _გაკვირვება ვერ დამალა ირაკლიმ. -რას გადამეკიდე ? რატომ ვარ განსხვავებული მე გიორგისგან? კახასგან ? სანდროსგან ? ბექასგან ? . -მეგობრებო მემგონი ყველას გვეძინება . _სიტყუაციის განმუხტვა სცადა კიკიმ. -რატომ ? რატომ ვარ განსხვავებული ? _არ ცხრებოდა ირაკლი? -რატომ მხარშავ განსხვავებულ ქვაბში ნუცა ? რითი ვარ განსხვავებული . იგივენაირი , ადამიანი ვარ როგორც ისინი , მათაც იგივე მანკიერი თვისებები აქვთ როგორიც მე მაგრამ შენ მხოლოდ მე მხედავ . ვცდილობ მართლა ვცდილობ რომ საუკეთესო მხარე გაჩვენო და მაინც იმ ცუდს ხედავ რომელსაც ასე ვმალავ . აზრი არ აქვს, შენთვის იმ ადამიანის და საზოგადოების სახე ვარ ვინც გძულს . _ხელი ჩაიქნია ირაკლიმ და ფეხზე წამოდგა. - ყველაში კარგს ეძებ .ჩემში დაიწყე მარტო ცუდის ძებნა. _ცალყბად გაუღიმა თვალეგბადიდებულ გოგოს , დაბნეული რომ შეჰყურებდა ცოტახნისწინ მდგომარეობიდან გამოსულ ირაკლის . ოდნავ გადაიხარა მისი სახისკენ .- იცი რა ? პრობლემა მე არ მაქვს . ჩვეულებრივი ადამიანი ვარ . პრობლემ შენ გაქვს ._თითი მიადო ცხვირზე. -ღამემშვიდობისა ნუცა . _ისევ გაუღიმა და მძიმედ გაუყვა გზას საკუთარ საძინებლამდე . როგორ დაიღალა . უკვე დიდი ხანია შეწყვიტა ვინმესთვის რამის მტკიცება . საკუთარ თავსაც კი აღარ უმტკიცებს არაფერს და მითუმეტეს თავის მართლება ? სადამდე მოვიდა ? იმისთვის იმართლებს თავს რაც ასე ეამაყება? როდის მერე სცხვენია იმის რაც და ვინც არის ?მან ხომ იცის რომ არაფერი არ აქვს გასამართლებელი და მაინც გული სჩხვლიტავს . არასდროს მოუტყუებია, მითუმეტეს მისთვის, ცდილობს კიდეც რომ თავი წარმოაჩინოს და სწორედ ესაა პრობლემა, რომ ცდილობს იმისთვის ვისაც დანახვა არ უნდა. ყველა წესი და პრინციპი დაივიწყა, საკუთარ გონებაში იმხელა ადგილი გამოუყო უკვე მთელს ნეირონებს მოედო და სხეულში ვენებად მიჰყვება მის კანს . ისე ედარდება მისი ბედნიერება რომ მზად იყო დაეთმო კახასთვის თუ ნუცა მოინდომებდა. მეტი რა უნდა? რატომ ვერ ხედავს? რატომ ვერ ხედავს რომ უბრალოდ ნუცას სხეული კი არა მთლიანად ნუცა უნდა? რატომ უარყოფს ასე ? რატომ დაადგა განკითხვის გვირგვინი მას მაშინ როცა სხვას არავის განიკითხავს . -დავიღალე. _საწოლში ჩაწვა და ჭერს მიაშტერდა.-მინდა რომ გამოხვიდე. გაქრი , ჩემი გონებიდან გაქრი . უძილობისგან დაღლილი სხეული ყვიროდა და მთელი ძალით ითხოვდა მოსვენებას თუმცა დილით, მისთვის დილით და ვიღაცისთვის ისევ შუაღამე იყო . ისევ იმ უცნაური გრძნობით გაიღვიძა . ისევ არ იცის ეძინა თუ არა. ვერასდროს გაარკვია რა გრძნობაა და ვერც ახსნა გამოსდის კარგად რომ სადმე მოიძიოს. დილით საკუთარ თავს კითხვას უსვამს და ვერა, ვერ სცემს პასუხს უკვე წლებია . ცოტახანს იტრიალა საწოლში და ბოლოს ზურგის ტკივილმა აიძულა წამომდგარიყო . კიდევ ერთი წელი მიითვალა მისმა არსებობამ , კიდევ სიახლით და ემოციებით სავსე წელი . უამრავი ადამიანი გაუშვა , უამრავი გაიცნო , უკვე დიდი ხანია აღარ დარჩა აუხდენელი სურვილი რომ ახალი წლის მიზნად ისახავდეს , თუმცა რაღაც ახალი უნდა ამ წელს . მიბეზრდა საკუთარი ცხოვრება ? არა, არ მობეზრდა , მაგრამ უნდა რომ დააფასოს. აუცილებლად ეცდება და აღმოაჩენს , რატომ უმტკიცებს ნუცა რომ ბედნიერებაა ლილის შემაწუხებული ზრუნვა . ბაბუამისის სიბერის ეგოიზმი . ლიკუნას ბავშვური გამოხტომები. ამ ახალ წელს ცხოვრებით ტკობობას ისწავლის. უკვე იმ ასაკშია როცა აღარფერზე ოცნებობს , არც არსდროს უოცნებია რამეზე , ყოველთვის მიზნები ჰქონდა. იქნებ კარგია ოცნებაც, რაღაცა ისეთს თუ იპოვის საიცნებოდ რაც იცის რომ ადვილად არ მოიოპოვება , ადვილად ვერ შეისრულებს . იბრძოლებს და მაინც ოცნებად დარჩება .გაეცინა საკუთარი ოცნების ყველა კრიტერიუმს ნუცა რომ მოარგო . შეუძლია მასზე იოცნებოს. რატომაც არა. როცა ოცნებას შეისრულებს ბედნიერი იქნება. ადვილად არა მაგრამ აუცილებლად მოიპივებს , საკუთარი ოცნებით დატკბება , გაერთობა და ცხოვრებას გააგრძელებს .ნუცა რას იზამს მერე? როგორ აუხსნის რომ მასთან მომავალი არ აქვს? გული ეტკინება ,რადგან ის ადგილს ეძებს , სადაც ელოდებიან . ადამიანს რომელიც მასთან ერთად გაუყვება გზას . ატკენს , ის იქნება ის ადამიანი ვინც გულს გაუტეხავს ალბათ ცხოვრებაში პირველად და წლების შემდეგაც როცა ერთნანეთს შემთხვევით გაადაეყრებიან მის ნაწყენ თვალებს მზერას აარიდებს . ორგზას შუაა გაჭედილი და საით წავიდეს ვერ იგებს. შეუძლია თავი მოიტყუოს და ისიც და გულმოკლული დატოვოს მერე . ან თავი დაანებოს ან მესამე გზაც აქვს . პირდაპირ უნდა შესთავაზოს ის რასაც ფიქრობს , უნდა და დაითანხმოს რომ რიგითი ქალი იყოს , განა ცუდი მაგალითი აქვს წინ? კიკი, მაგრამ ნუცა კიკი არაა. შეუძლია რამე ქნას , შეუძლია აიძულოს რომ ასე უგულოდ მისცეს სხეული , თუმცა ნუცას მთელი ხიბლი ხომ მისი გულის და სხეულის ერთიანობაშია? -დავიღალე . _ფიქრებისგან ტვინი სტკიოდა . ისე დაათენდა თავზე ვერაფერი გაიგო . დიდხანს არ დარჩენილა სააბაზანოში მაგრამ რომ გამოვიდა ისეთი ხმაური ესმოდა , საათს ინსტიქტურად დახედა . დაბნეული ჩაუყვა კიბეს და ახმაურებულ სახლს თვალი მოავლო. -დილამშვიდობისა მზეთუნახავო . ფრთხილად მანდ ჩემი დანებია .სამზარეულოში დადე. _მკაცრ ხმას , სცადა ეშხი შეერია ახალგაზრდა მამაკაცმა და მეგობარს კიბის ბოლოში დაუდგა. -ლაშა, მთელი რესტორნის პერსონალით რატომ მოხვედი. -იმდენს მიხდი ამ საღამოს მზარეულობაში შეჩე**ა , თვითონ რესტორანი რომ არ მივიტანე აქ არ გიკვირს? _ისე დაჰკრა მხარზე ხელი .ირაკლი შეიჭმუხნა . -150 კერძს ნუ გააკეთებ ეხლა . -ირაკლი ის ქალი ესე რატომ მიყურებს ? მაგრად მაშინებს რაც მოვედი იმის მერე ეგრეა. _ტახტზე ირაკლის მოუჯდა გვერდით და სცადა ეჩურჩულა. -აჰ ეს ნანა ._ კედელთან მდგარ ნანას გაუღიმა.-ჩვენი დიასახლისი . ცოტახნით ადგილი წაართვი და ფიქრობს პირდაპირ მოგკლას თუ ჯერ გაცადოს მომზადება საჭმლის და მერე . -მზარეულიო , რომ თქვი ირაკლი არ გითქვამს ტელევიზორიდან გადმივარდნილი ტატუებიანი ტიპი რომ მოგყავდა. -მზარეული არა შეფი ვარ ქალბატონო. _ფეხზე წამოხტა ლაშა და წამში გაჩნდა ქალის წინ. ხელი თითქმის ძლაით გამოსტაცა და აკოცა. - არ შეგაწუხებთ. -ჯობია. _ერთი ისევ ალმაცერად ახედა ნანამ . -ეს სად მიკაკუნებს დილიდან? _ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმაზე ყველამ კიბეს ახედა . -რატომ მიყურებთ. _ტანის რხევით ჩამოსულმა კიკიმ ლაშას გაუღიმა და აკოცა . - აღარ გაქვს იცი ? _ქალს წრე დაარტყა , ლაშამ . -არ გაჭმევენ აქ ? -ჩემი ს ყურებას რომ მორჩე და საქმეს მიხედო კარგი იქნებოდა . ნანა დეიდა ძალიან კარგად ამზადებს . -ახალიწელია თუ ქორწილი ? _დაბნეული აფახულებდა თვალებს ნუცა და კარში შემოსული ისევ უკან იყურებოდა რომ გაერკვია რა საჭირო იყო ამდენი ხალხი. -მზად ვარ ნუცა . წავედით? -სად მიდიხართ? რა ხმაურია ხალხო , ლაშა 700 ქვაბით რატომ ჩამოხვედი ან სად უნდა დავატიოთ ამდენი პერსონალი? _გაღიზიანებას ვერ ფარავდა გიორგი. -დამშვიდდი გიორგი, ირაკლის მარცხენა ხელმა იზრუნა ყველაზე და ყველაფერზე. _დაამშვიდა კიკიმ. -ისევ შენი დაა? -არა , სისხლი შევიცვალეთ . იდიოტო . _შეუღრინა კიკიმ. -ერთ დას ლოგინში ამუშავეს , მეორეს სამსახურში . დროს არ კარგავს . _თავისივე ხუმრობაზე თვითონ გაიცინა და არავინ რომ არ აყვა უცბად დასერიოზულდა. მზერა ნუცასკენ გადაიტანა და წამში გაჩნდა მასთან. -გამარჯობა . _ნანასნაირად ხელი ხელში მოიქცია და ტუჩები მიაწება . -მე ლაშა ვარ. -ნუცა . ვიცი ვინც ხარ. მემგონი ყველამ იცის . _აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნუცა . -ყველა გადაცემა ვნახე , ყველა რეცეპტი ზეპირად ვიცი . წიგნიც კი მაქვს შენი . _ისე სწრაფად ლაპარაკობდა თითქოს სადმე გაექცეოდა მის წინ მდგარი ოცნების მზარეული , რომელსაც ღიმილი ედებოდა ბავშური აღტაცებული სახის დანახვისას . -ნუცა. _რა ლამაზი სახელია . უფროსწორად სახელიც ისეთივე ლამაზია როგორც შენ . _სცადა მთელი თავისი მომხიბვლელობა გამოემჟღავნებინა და არც უფიქრია მისი ხელის გაშვება. -რა ნაზი თითები გაქვს . ესეთი თითები დანისთვის ცოტა დასანანია _ხელზე დახედა და გაუღიმა. - საშინელი ვიქნები თუ ჩემი საღამოს მეგზურობას მოგთხოვ სამზარეულოში ? -მე , მართლა ? რათქმაუნდა . _წამოიკივლა ნუცამ . იმის გააზრებისას რომ პირდაპირ რამოდენიმე სანტიმეტრში ნახავდა იმას რასაც მილიონჯერ უყურებდა ეკრანებზე . -ხელს მომიწერ? წიგნს მოვიტან. _არ დალოდებია პასუხს ისე გაიქცა . -ნახე ესეც მიცნობს . _ღიმილით შეტრიალდა და გიორგის სახის დანახვისას დასერიოზულდა. -რა ? -არაფერი . _თავი გააქნია გიორგიმ . -რააა ? _ამჯერად კიკის გახედა და ირაკლის წინ ჩამოჯდა. -რა უნდათ ? -მოვედი . _სირბილით შემოვარდა ნუცა და ტალახიანი ბოტებით პირდაპირ შეაბიჯა თეთრ ხალიჩაზე . წიგნი გაუწოდა და ცისფერი ბრჭყვიალა კალამი. -რა ლამაზია . _ხელში შეათამაშა კალამი მამაკაცმა და მომღიმარ გოგოს . წიგნიც გამოართვა . სწრაფად მოაწერა ხელი და გაუწოდა . სანამ ნუცა ბედნიერი დაყურებდა ხელმოწერას წამში გადაიხარა მის ფეხებთან ლაშა და ნუცას ფეხსაცმლის გახსნილი თასმა ლამაზად გაბანტა . -აი ასე. -მადლობა . წავედით ლიკუნა უკვე მანქანაშია. _კიკის ხელმკლავი გამოსდო ნუცამ და აღტაცებული აჩვენებდა წიგნს . თითქმის ეზოდან ესმოდათ მისი მხიარული ღიჟინი . -რა საყვარლობააა. - მკვდარი ხარ ლაშა იცი ? _ღიმილით ჩამოუჯდა წინ გიორგი. -ჯერ ვახშამი მოამზადოს . შეგიძლია ამ ხალიჩაში გაახვიო . _ფეხზე წამოდგა ირაკლი . -მშია . -რა დავაშავე კიდე ? _უკან მიყვა მეგობარს . -რამეს გაგიკეთებ გინდა ? _სამზარეულოში ნანას გვერდი აუარა და მაცივრის კარი გამოაღო . - ჩემი სახლის ხელა სამზარეულო რატომ გაქვს ? -იმიტომ რომ შენ დანას ხმარობ კარგად , მე ფულს . ცოტა მეტი მარილი უქენი. -მე წავედი . _წინსაფარი მაგიდაზე დააგდო ნანამ . -კარგი რა ნანა რა . - ბედნიერი ახალი წელი . _ირაკლის ზურგიდან მიეხვია და გაუღიმა. -არ იდარდო , ამ ტატუებიანი მაიმუნის გამო ხასიათს კი არ გავიფუჭბ. შვილიშვილებს ჩავეხუტები ახალ წელს . - ნანა კარგად . ბედნიერი ახალი წლები . _გიორგიც თბილად გადაეხვია ქალს . -შენზე გემრიელად მარტო ნუცა ამზდაბეს ნანიკო. -ნუცა , ნუცააა ნუცაააა. _ოსტატურად ატრიალებდა დანას და ღიღინებდა ლაშა. -რამდენი წლის არის? სად ცხოვრობს? შეყვარებული ყავს ? ტელეფონი ნომერს ვინ დამითრევს ? ან თვითონ ვკითხავ. _თეფში ირაკლის და გიორგის დაუდო წინ და მაგიდას მიუჯდა. -იცი , სულ მეგონა რომ მეგობრებს არასდროს არაფერს დავუშავებდი მაგრამ _ტოსტი ჩაკბიჩა და თვალები დახუჭა ირაკლიმ სიამოვნებისგან .-თან ისეთი ხელი გაქვს , როგორ უნდა გაგიმეტო , მაგრამ იმ გოგოსთვის რომელსაც ვერაფერზე ვერ ვითანხმებ და შენთან აპირებს საღამოს გატარებას დამიჯერე , დაგიშავებ კი არა , ძვლამდე აგაჭრი ხორცს . _მეგობარს გაუღიმა და ჭამა გააგრძელა. - ააჰააა, გავიგე აი თურმე რატომ გამორბიხარ აქ და რჩები ამდენ ხანს . _სიცილი ატეხა ლაშამ . -ჩვენს ირაკლის უარი უთხრეს ? - უარი ? უარი აღარ ქვია მაგას . -უარი არ უთქვამს უბრალოდ ცოტა ჭირვეულია . მოვარჯულებ . -მერე მოსცხე ერთი ორი და დაჭკვინდება . -იცი რა მაინტერესებს ? ყველა დილით რატო მოვიდა? ეზოში შემოსული მანქანების გაუთავებელი სიგნალისგან გაღიზიანებულმა ირაკლიმ ფანჯარას გახედა. -მძიმედ წამოდგა. -გეფიცები , ისეთი გზაა აქამდე და ისე ცივა ყვ*** ებ ვეღარ ვგრძნობ . _ მეგობარს გადაეხვია ახალგაზრდა ბიჭი . -ახალს გიყიდი გოგა . _გაუღიმა ირაკლიმ . -ბიჭო კიდე კაი ერთი მანქანით წამოვედით თორე ჩემით რომ ვყოფილიყავი უკან გავტრიალდებოდი. -ტარება როდის უნდა ისწავლო ნოდო? _გიორგიმ დასცინა ბიჭს და მის გვერდით მდგარ გოგოს აავლო თვალი. -გაიცანით , ეს სოფოა. -სასიამოვნოა , მორცხვად გაუღიმა ქალს ბიჭებს და უხერულად შეიშმუშნა რომ მიხვდა მხოლოდ თვითონ იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი . -დაჩის დავურეკეთ , ასწორებს ესკორტით სიარული მარა გვიან აპირებბს მოსვლას და მემგონი შევიკარით რა . -მაგან წლის ბოლო დღეს ვიღაცას თუ არ მოუ** დედა ისე ვერ ისვენებს ხო იცი. _თავხედურად გაწვა ლაშა დივანზე . -ირაკლი შეყვარებულია ბიჭებო . _მოულოდნელად წამოიყვირა და სახეზე ბალიში აიფარა. -ნუ ატრა**ბ . _პირი დააღო გოგამ. -ვინაა ? ლამაზია ? კიკიმ უკვე ათრია ? -კარგი . _ხელები ჰაერში აწია ირაკლიმ და ღრმად ჩაისუნთქა.-ჩემი სახლია და ჩემი წესები . ვინც ჩემს სახელს და სიტყვა სიყვარულს ერთად ახსენებს, გიორგის ვთხოვ რომ ყბა ჩამოუღოს. -რატო შენთვითონ ვერ ურტყამ თუ? -ჩემი ნატიფი ხელების გაფუჭება არ მინდა. -სახელი მაინც გვითხარი შემთხვევით არ გავუღიმოთ. -ნუცა . _ისევ ლაშამ წამოიყვირა და ფეხზე წამოხტა მისკენ წასულ ირაკლის რომ მოშორებოდა. -იარაღი გიორგის მიეცი . _გოგამ ამოიხვნეშა და შეუკამათებლად მოიხსნა იარაღის ბუდე შარვლიდან. -კაი რა იკა რა , ერთხელ დავთვერი და გავატრაკე . იმიტო კი არ ვზივარ უშიშროებაში შენ გაბარო იარაღი . -საერთოდ როგორ მოხვდი მანდ ვერ ვიგებ._გაეცინა გიორგის და იარაღს დახედა. -კარგია როცა შენი მეგობრები ნებისმიერ პოლიტიკოს ტ**ვენ. აი ეგრე მოვხვდი მანდ . -მანიაკები ხართ. _უკმაყოფილოდ გააქნია თავი ლაშამ. არ ვიცი რანაირად გავიჩითე თქვენ მეგობრად რა მინდოდა. -საერთოდ ჩვენი მეგობარი არ ხარ , ირაკლის რესტორნის შეფი ხარ და შემოგვეტენე ვახშმების დროს . -გული მომიკალი ნოდარი . რატომ ხარ ესეთი სასტიკი . _ვითომ ცრემლი მოიწმინდა ლაშამ. სინამდვილეში ირაკლი მაგისტრატურაზე გაიცნო და ყველა დანარჩენზე მეტ ხანს ის იცნობდა ირაკლის. გოგა გიორგიმდე მუშაობდა მასთან , მხოლოდ ნოდარი იყო ბოლო შემომატებული მეგობარი დაახლოვებით 6 წლის წინ გაიცნო პირველად , როცა ადვოკატი დაჭირდა და მას შემდეგ მისი კომპანიის ადვოკატია. დაჩი უნივერსტეტის მეგობარი იყო , ყველაზე ძველი და ყველაზე გამოცდილი. განუყრელები იყვნენ კახა დაჩი და ირაკლი. ან მაშინ ეგონა რომ განუყრელები იყვნენ , იქამდე სანამ ქალმა არ გაყარა. საბედნიეროდ დაჩისთან არ გადაყრილა ჯერ და ალბათ აღსასრული უნდა იყოს რომ გადაეკიდოს . -დაჩიკო გვაკლია და ეგაა რა . აუ რამდენი ხანია არ შევკრებილვართ ესე ყველა ერთად. ******* -დარწმუნებული ხარ რომ კარგად აკეთებენ ? _ზედაპირულად მოავლო სალონს თვალი კიკიმ. -დარწმუნებული ვარ . საუკეთესოა. _თამამად მიუჯდა მანიკურის მაგიდას და გვერდით მაგიდასთან ანიშნა დამჯდარიყი . - არც კი ვიცი აქ რატომ გამოგყევით. _თვალები აატრიალა ლიკუნამ. -იმიტომ რომ ლამაზი ფრჩხილები ლამაზია. შავი მინდა , ბევრი ოქროსფერი ბრჭყვიალებით . სახლში თუ არა ფრჩხილებზე და კაბაზე მაინც მექნება ბრჭყვიალები. -გულის შეტევას დამართებ ირაკლის. _გაეცინა კიკის . -ესეგი მართალია ? _წინ მჯდარმა ქალმა ოდნავ გადმოხარა თავი ნუცასკენ . -რას ჩურჩულებთ . კიკის წინ მჯდარმა გოგომ უფრო ხმამაღლა დაიწყო. -ყველა ლაპარაკობს ნუციკო და ირაკლიო, ესაო ისაო. ჩვენ კი ვიძახდით რანაირადო კახა და ნუცა ერთად იყვნენო . -მარა გუშინ ნინო იყო მოსული. რა საძაგელი ქალია . მთელ ქვეყანას გააგებინა ჩემი კახა მაგასთანო რანაირადო ? ირაკლის საყვარელიაო . _გაფართოვებულ თვალებს კიკის არ შორებდა ნუცა და ხელიც კი აუკანკალდა. -ერთად ცხოვრობენო უკვეო . ცოტა ვერაა ეგ ქალი . შენ მაგაზე არ იდარდო, მარა ყველა მაგაზე ლაპარაკობს . -რას ბოდავთ ? _ხელი გამოაცალა და ფეხზე წამოხტა. -ჩვენ რას ვბოდავთ ქალო, ნახევარი ქალაქი ამბობს უკვე მაგას . _შეპასუხა გოგო. -რა სისულელეა . ვის რაში აინტერესებს . აი ასე დგას ეს ხალხი და ლაპარაკობს? რა უნდათ . _თეთრი ფერი დაედო ნუცას . -აბა მეც მაგას არ ვიძახი ადამიანო? თითით საჩვენებელი გოგოათქო ნუცა . რანაირად ბოდავთქო მარა , ხო იცი მოცლილებს მეტი საქმე არ აქვთ. -ნუცა ,დაიკიდე რა . _ჩაერთო ლიკუნა. -ჩემთან მუშაობს და ცხოვრობს . -ჭორები , უყვარს ხალხს . რა განერვიულებს ._დაამშვიდა კიკიმ და ისე გადახედა წინ მჯდარ გოგოს წამში გააჩუმა. ერთი საათი იჯდა გაუნძრევლად და გარშემო არაფერი დაუნახავს . ისიც კი ვერ შეამჩნია როგორ დაასრულა პროცედურა. იჯდა და ფიქრებში წასული ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა მის თავს. ზუსტად იცის ამ ქალაქის ამბავი. ისე სწრაფად ავრცელებენ ჭორმართალს თვალის დახამხამებას ვერ ასწრებს ხოლმე , მაგრამ ამჯერად და პირველად ცხოვრებაში ის იყო ობიექტი . მასზე ლაპარაკობდნენდა თან რას , რომ ირაკლისთან ცხოვრობს და მისი საყვარელია? ერთადერთი რაც გააჩნდა ისაა რომ ამაყად დაიარებოდა ქალაქის ქუჩებში , არასდროს არ შეურცხვენია თავი და ახლა ასე მარტივად მიარტყეს იარლიყი თითქოს არ იცოდნენ როგორია. ნეტა კახამ რა იფიქრა? ან ქეთას დედამ ? ან მამა დავითმა . ბავშვებმაც გაიგეს? სირცხვილისგან ისე აეწვა სახე , ხელით გაინიავა და ფეხზე წამოხტა . შეუძლებელია სიმართლე იყო. შეიძლება ნინომ ილაპარაკა ერთი გაბოროტებული ქალია , მაგრამ ამ ქალაქს შვილივით უყვარს , ამ ქალაქში მას არავინ ესვრის ტალახს . რატომაა ირაკლის შეყვარებულობა ასეთი ტრაგედია? წამით დასვა კითხვა და პასუხი წამშივე გასცა . იმიტომ რომ ირაკლის , არ შეუძლია შეყვარებულობა. იმიტომ რომ ირაკლის მხოლოდ მარტივი ქალები ჰყავს , ქალები რომლებსაც იყენებს და ტოვებს და მერე ეს ქალები სამუდამო სახელისთვის არიან განწირულები რომელსაც მეძავი ჰქვიათ. კიკის გადახედა და თვალი შეავლო. ისეთივე ქალია როგორც სხვები , მაგრამ ისიც ირაკლის ბო**ა. საკუთარი ნებით , მაგრამ ყველამ იცის როცა ირაკლისთან მორჩება ურთიერთობას ალბათ ნებისმიერი კაცი შეეცდება , მის დათრევას , ნებისმიერი ჩათვლის , რომ ადვილად მისაღები ქალია . ის ხომ ერთხელ უკვე იყო ვიღაცის საყვარელი. იგივე ელის ?დაუმსახურებლად , მაგრამ იგივე ელის. სახეზე აიფარა ხელები და ამოიკვნესა. ტყუილია , ესე არ მოექცევიან. ყველას იცნობს. საფულეს წამოავლო ხელი და გარეთ გავარდა . უნდა შეამოწმოს . პირველივე მაღაზიაში შევიდა და დახლიდან პატარა შოკოლადი აიღო . -გამარჯობა ნაზი და თამარა დეიდა , როგორ ხართ ? _სცადა ჩვეული სითბოთი მოეკითხა ყველა და აკანკალებული ხელით დაადო ბარათი აპარატს . ქალებმაც სიყვარულით სავსე ღიმილი შეაგებეს. -შენ როგორ ხარ ნუცა შვილო? ის ბიჭი მოგვიკითხე , აგერ ახალ პარკს ააშენებსო მართალია? _პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ მოხუცები და ვერც კი შეამჩნიეს როგორ შეტორტმანდა თხელი სხეული . იმის გაანალიზებისას რომ სიმართლეა , მთელი ქალაქი ღრმად იყო დარწმუნებული , იმაში რისიც მას ასე ძალიან ეშინია. მთელმა ქალაქმა გადაწყვიტა რომ ირაკლისია ? არ უჭორავიათ არც კახაზე , არც სხვა ბიჭებზე , მხოლოდ ირაკლი შეაჩეჩეს ხელებში , იმიტომ რომ ირაკლია. იმიტომ რომ ყველამ იცის რა ელის ირაკლის მობეზრებულ ქალა და როცა ის წავა , მხოლოდ ნუცა დარჩება მთელი ქალაქის წინ მარტო , უდანაშაულო , მაგრამ მარტო და სახელგატეხილი. გაუგებრად გამოემშვიდობა ხალს და ქუჩაში გავიდა . შეგრძნება ჰქონდა რომ ყველა გამვლელი მას უყურებდა , რომ როგორცვე მის ზურგს ხედავდნენ ყველა მისკენ გაიშვერდა თითს , რომ ჭუჭყიანი, რომ ადვილად ხელწამოსაკრავია , მიუხედავად იმისა რომ არაფერი ჩაუდენია. სალონის კარის წინ გაჩერდა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი გარეთ ამაყად გამოსულ კიკის . წელში გამართული მიაბიჯებდა მანქანისკენ , გრძელი თმით და ლამაზი ფორმებით. თავ აწეული და გამომწვევი მზერით გადახედა გზის მოპირდაპირე მხარეს მჯდარ რამოდენიმე მამაკაცს . თმა უკან გადაიყარა და ჩაჯდა . ლამაზი იყო კიკი. გამბედავი . მასაც მიარტყეს იგივე იარლიყი , მაგრამ ამაყად ატარებდა . მოსწონდა და დემონტრირებდა. იმ წამს კიკი მისთვის ის ქალი იყო , ვინც უნდოდა რომ თავად ყოფილიყო. ისე გაეარა, თავ აწეულს , ისე შეეხედა იმ კაცებისთვის ვინც იმ წამს კიკიზე ფიქრობდნენ რომ ნაშაა, ვიღაცა ფულიანი ტიპის ნაშა, თუმცა ის კომპლიმენტად იღებდა . საკუთარი მზერით ხელს აწერდა ყველა ჭორს და არ ეშინოდა. ის კიკი იყო, კიკი რომელსაც ყველაფერი ჰქონდა ცხოვრებაში , ის კიკი იყო რომელიც უსიტყვოდ ერწყმოდა ირაკლის. განა თავად კიკიმ არ უთხრა ნუცას რომ მზადაა მის გამო ვინმე მოკლას ირაკლიმ. ის კიკი იყო ქალი რომელსაც ზურგს უმაგრებდა და ამიტომ მიაბიჯებდა ასე ამაყი. ის კი ნუცაა. ამ ქალაქის შვილობილი. ის უბრალოდ ნუცა იყი ბავშვთასახლიდან , გოგო რომელიც ამ ქალაქს უყვარდა და ეცოდებოდა . გოგო რომელიც არასდროს წაიქცა , ქეთოს დედამ სახლში შეუშვა მხოლოდ იმიტომ რომ ერთი გადაბრუნებული ამბავი არ მოუსმენია არავის მასზე ახლა კი ესეც წაართვეს. ერთადერთი რაც აქამდე შექმნა საკუთარი რეპუტაციაა , არც ადგილი აქვს სადმე , სიმართლეც კი არაა რომ ირაკლის საყვარელია და ის მაინც ელოდება თუნდაც სექსისთვის . აღარაფერი აღარ დარჩა , თიმცა არც არაფერი ქონია. არაფერს უარსებია მის ცხოვრებაში რასაც მისი ერქმეოდა. სადაც სტუმარი არ იქნებოდა . სადაც გაუხარდებოდათ მისი მისვლა. არაფერი ჰქონდა გარდა სახელისა და ისიც ისევე წააიღო ცხოვრებამ როგორვ სხვა ყველაფერი . ყველაფერი უკუღმა მიდის , მის ცხოვრებაში და ყველაფერი ირაკლის დამსახურებით. რაც ეს კაცი გამოჩნდა აღარაფერი აღარ არის ნორმალურად . თავად ნუცაც კი აღარაა ნორმალური. ისე იზიდავს და ათრობს თავს ვერაფერს უხერხებს. ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა თავის გაყოფა მის ხაფანგში მაგრამ ასე უსამართლოდ ნასროლი ქვა ისეთი მწარეა და მოულოდნელი , დიდ ტრაგედიად ეჩვენება . მძღოლს გაუღიმა და თვალი აარიდა რომელიც მოთმინებით ელოდებოდა ღია კართან . -ქეთოსთან შევივლი . თქვენ წადით . _პასუხს არ დალოდებია , მანქანის საპირისპიროდ გაუყვა გზას და ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა სახლს , რომელმაც შეიფარა. სახლს რომელმაც დააპურა და ცოტახანს ადგილი მისცა. ახლა კი იქაც სტუმარი იყო და ვინ იცის იქნებ არასასურველიც. ქეთოს დედის ხასიათი ქეთოზე მეტად მან იცოდა . საკუთარი შვილის მერე ვინმეზე რა უნდა ეთქვა , მაგრამ საქმეც ის იყო რომ ქეთოს თავქრიანნცხოვრებაზე არაფერი იცოდა , მაგრამ ნუცაზე კი . ალბათ უკვე მასაც მოახსენეს დილის ყავაზე . გაუბედავად დააკაკუნა, არც კი ელოდა ისე სწრაფად გაუღო კარი თეთრმა ფუმფულა ქალმა და ძალა გამოცლილმა მის მხარში ჩარგო თავი. -ტყუილია, რასაც ამბობენ . -უიმე ნუცა ეგ გადარდებს ? სულელო გოგო. ეგრე ჩემი ქეთოც დაწანწალებს კიდე რომელ უნივერსტეტელ მეგობრებთან ერთად წაეთრა არ ვიცი და შენ გგონია იმაზეც არ ლაპარაკობენ? იმაზე უფრო დავიჯერებ ვიდრე შენ . შემოდი კაცო ერთი რას უსმენ ამ უსაქმურ დედაკაცებს . -მაგრამ ტყუილია თინა დეიდა. _უხალისოდ მიყვა სახლში შეტრიალებულ ქალს. -სიმართლეც რომ იყოს რა? ლამაზი გოგო ხარ , ის კიდევ ლალაზი ბიჭი . ცუდია ორ ადამიანს ერთმანეთი თუ უყვართ? _ სამზარეულოში გაუძღვა და ჩვეული სახით გააგრძელა ფუსფუსი. -მაგრამ სიმართლე არაა , არ ვუყვარვარ . -ოჰ ნუცა , ვინ ჩივის სიყვარულულს შვილო, უკვე აღარ ვიცი რომელია კარგი . აგერ, ისევ მოუვარდა ხათოს და ისევ ძლივს გავაგდებინე ხელიდან. აღარცერთი ადგილი არ დარჩა დაულურჯებელი. რათ გინდა ეგეთი სიყვარული ადამიანს ხან მგონია ფული უკეთესია. ფული მაინც რომ ჰქონდეს იმ დეგენერატს ბავშვები შიმშილით ხომ არ დაიხოცებოდნენ . ცოტა საჭმელები გავამზადე . _ყუთებისკენ ანიშნა თვალით.-ამას მოვრჩები და გავუტანოთ. უთხარი რამე შენც . -იქნება უჩივლოს ან რამე ქნას ._გულწრფელად შეწუხდა ნუცა. -ვისთან უნდა უჩივლოს შვილო იმის მამამისთან ? ისაა პოლიციის უფროსი. -გაუსაძლისია ამდენი გაჭირვების ყურება უკვე . გული ვეღრა უძლებს, რომ შემეძლოს ყველას შველა მარა ვაი რომ არაფერი შეგვიძლია. -რა დეგენერატია . ბავშვებიც სახლში იყვნენ? -არა ბიჭო მოერიდებოდა. სანამ არ მოკლავს არ მოისვენებს ეგ საზიზღარი. ******* რომ შეეძლოს სამყაროს შეცვლიდა. ადამიანებს ზღაპრის გმირებს დაამსგავსებდა და ყველას ბედნიერ ცხოვრებას დაანათლებდა. აღარ იქნებოდა სადღაც ქალი რომელიც საკუთარ სილურჯეს მაკიაჟით დაფარავდა. აღარც უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვები იქნებოდნენ და არც 2 მამისგან ტრამვირებული აკანკალებული მცირეწლივანი , მაგრამ არაფერი არ შეუძლია . ერთადერთი რასაც ცხოვრებაში მიაღწია , ირაკლის საყვარლლის სტატუსია და ისიც არაა , მართალი. მართალი რომ იყოს იქნებ უფრო ნაკლებად სწყენოდა , იტყოდა რომ დაიმსახურა . უცხო ხალხიც კი უცინის ქუჩაში. უცნაურად აუარა გვერდი ბაზარს სადაც არავის იცნობდა თითქოს მაგრამ ეგონა რომ ყველა მიაჩერდა , თითქოს მხოლოდ ის იყო მათი საუბრის თემა . -გამარჯობათ. _უხერხულად გაუღიმა მისაღებში შეკრებილ ხალხს და ხელისგულები მუშტებად შეკრა. ეს ხალხიც ისე უყურებს თითქოს ქანდაკება იყოს. ისე ათვალიერებენ თითქოს ფასი კიდია ყელზე და ზომავენ ღირს თუ არა ის რაც აწერია. ისეთი შემაწუხებელი სიჩუმე იყო ნუცას გამარჯობის შემდეგ, სუნთქვაც კი ესმოდა სხვების და ბოლოს ხმა მხოლოდ ირაკლის ნაბიჯებმა დაარღვია სიჩუმე. კიბეზე ჩამორბოდა და გოგოს გაფითრებული სახის დანახვაზე მეგობრებს გადახედა. ამდენი უცხო ხალხი უნდა ყოფილიყო მიზეზი ნუცას აბნეულობის? -ნუცა , მოდი გაგაცნობ . _ხელით ანიშნა მიახლოვებოდა. უკვე მისულს გვერდით ამოუდგა და სათითაოდ წარუდგინა ყველა. ზრდილობიანად ესალმებოდნენ , თბილადაც კი გაუღიმეს და ცოტახნისწინანდელი წამიერი დაძაბულობა წარსულს გაჰყვებოდა , ეზში შემოსული მანქანების მუხრუჭის ხმას სახლამდე რომ არ შემოეღწია. ლაშამ ჭიქა დადო და ფეხზე წამოდგა . -სავარაუდოდ დაჩია და მე სამზარეულოში გავედი . არ მინდა აქ ვიყო როცა ეტყვით რომ ლინაც მოვა . -ნუ გიყვართ ჰორორების შექმნა რა . _ნოდო წამოდგა ფეხზე და პირველი დაიძრა კარისკენ. - უგონოდაა შეყვარებული საკუთარ ცოლზე და ბევრიც რომ ატრაკოს ყველამ იცის. -სად შეუძლია სიყვარული მაგ არანორმალურს . _თითქმის სამზარეულოდან გამოყო თავი ლაშამ. -აბა გავინძერით , ხალხო გავინძერით . ცხელი კერძები ჯერ . _ენერგიულად ყვიროდა და შიგადაშიგ ბოლოხმაზე ღიღინებდა. კარში შემოსულმა შავგვრემანმა მამაკაცმა , ხელთათმანები მოიხსნა და ისე დაჰკრა ზურგზე ირაკლის ხელი , გიორგი შეიჭმუხნა . -მწარე უნდა იყოს. -შენი არქიტექტორის ნომერი მინდა . _სახლს თვალი მოავლო და მერე კმაყოფილ მეგობარს გახედა .-ერთი ესეთი სახლი სადღაც ტრა** ში და მიუვალი გზებით მეც მჭირდება . ეს შეშლილი რომ გამოვკეტო. უკან მოყოლილ ქალს გახედა . შავ ლაბადაში ლამაზად იყო გამოკვართული , დიდი შავი ნაწნავისგან სქელი კუდი ჰქონდა შეკრული და თითქმის წელამდე სწვდებოდა. ლამაზ შავ თვალებს გაბრაზებული აკვესებდა და ვარდისფერ ტუჩს სიბრაზისგან გამეტებით აჭერდა ზედა ტუჩს . ქუსლების კაკუნით აუარა გვერდი მამაკაცს თან ისე რომ მხარიც კი გაჰკრა და ირაკლის აკოცა . ისევ უხმოდ ჩამოუარა ყველას და მხოლოდ ლიკუნას მოეხვია გემრიელად , ბოლოს ნუცას აავლო თვალი . მასაც გაუღიმა და ლაბადის ღილების შეხსნას რომ მორჩა მოხერხებულად გაიძრო და ლამაზი ტანის ფორმების დამალვა არც უფიქრია ისეთი კაბა ეცვა . მხოლოდ მუხლამდე ჩექმა შეისწორა ზემოთ აქაჩა და დოინჯშემოყრილმა გადახედა დადუმებულ საზოგადოებას. -პირველად მხედავთ? - კატის ჩექმებით? კი პირველად გხედავენ . _ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა დაჩიმ მწვანე თვალეები აატარა სასურველ სხეულს . -ერთად რატომ მოხვედით? _ სამზარეულოდან გამოსულმა ლაშამ ლინას ხელი თმის ნაწნავს ჩამოატარა. -ღმერთო ლინა მარტო შენი თმა ღირს არ ვიცი რად მაგრამ ძალიან ძვირფასად. -ერთად რანაირად ? _უხერხულად ჩაახველა და სწრაფად შეუშვა ხელი , დაჩის დანახვისას ლაშამ . - -ერთად არ მოვსულვართ გარეთ შევხვდით. -სახლიდანაც ერთად გამოვედით. -რანაირად მოხვედით ერთად და ცალკე ვერ გავიგე. _სიცილი აუტყდა ლიკუნას - ცოლის ოჯახს ვესტუმრე . -აჰჰ , წეღან რომ ვთქვი ვიღაცასთქო , ვიღაცა არაა სიმამრისთვის დაუთმია ბოლო დღე. _ გადაჭრით თქვა ლაშამ. - ასი მანქანით რატომ ხართ მოსულები . დედაბუნებაზე მაინც რატომ არ დარდობთ.ამხელა პარკინგიც არ გვაქვს აქ. _ბუზღუნით შემოვიდა გიორგი. -დაიკიდე ლინას ხალხი მაინც მიდის. _დემოსნტრაციულად დაჯდა ზუსტად ლინას წინ და ფეხი გადაიდო . -მე წაგიყვან არ ინერვიულო მაინც მამიკოსთან ვრჩებით ორივე . -ხო და მე დიდხანს ვერ დავრჩები მეგობრებო. _ყურადღება არ მიაქცია დაჩის რეპლიკას ქალმა. - მამასაც სტუმრები ყავს . - მამიკოს სიყვარული . _უფრო თავისთვის ჩილაპარაკა დაჩიმ ვიდრე ხმამაღლა . -თქვენი აზრით ამათ შვილი რომ ჰყავდეთ როგორი ხასიათი ექნება ? -იმიტომაც არ გვეყოლება შვილი , საერთო თორე დარწმუნებული ვარ ყავს და მალავს . -დასამალი შვილი არ მყავს ლინა და იმხელა წონაც არ გაქვს რამეს ვმალავდე შენს გამო . -და ვინ გითხრა რომ ჩემს გამო მალავ? - ლინა ხომ შევთანხმდით რომ ერთ დღეს გავატარებდით მშვიდად . - შენთან ერთი დღის გატარებაც არ შეიძლება მშვიდად . -ალქაჯი რომ არ იყო შევძლებდით. -ხო და არჩევანი დიდი გაქვს . შეგიძლია წახვიდე . -მე ჩემს მეგობართან ვარ. -მეც ჩემს მეგობართან ვარ . _ამაყად აწია თავი . - მოთმინებას ვკარგავ. -ააჰ რომელ მოთმინებას დაჩი ? მოთმენა რომ შეგეძლოს დარჩებოდი შენს კლუბში და გერთობოდი რომელიმე წითურთან. იცით ამჯერად წითურების ფეტიში აქვს . _ხმამაღლა დაანონსა . - ხო როცა შავგვრემანი გბეზრდება გემოვნებაც იცვლება . -იცი რა ენაში უნდა ჩამერტყა დანა ._ნიშნის მოგებით გადახედა ჯერ კიდევ კარგად შესამჩნევ ნაკერისგან დარჩენილ შრამზე . . -იცი რა ციხეში უნდა გამეშვი. - იცი რა ? ვერ გიტან ._ენა გამოუყო მწვანე თვალებს . -იცი რა ლინა ? პაწაწინა ბავშვი ხარ. _ხმა გაუთბა დაჩის გაბუტული სახის დანახვისას. -დამშვიდდით ?თუ კიდე იქნება გაგრძელება . ტუალეტში მინდა წასვლა , მარა არ მინდა რამე გამოვტოვო . _ფეხზე წამოდგა გოგა. რაც უფრო ახლოვდებოდა საღამო მით უფრო მეტად ემატებოდა ნერვიულობა, ირაკლის . მეგობრების ხმაურს უსმენდა და იტანდა მიჩვეულიც კია , მაგრამ ცოტახანში ოჯახიც დაემატებოდა და მხოლოდ ნუცას კი არ გრძნობდა როგორ დაიკარგა მის შემოკრებილ საზოგადოებაში საკუთარ თავსაც ვეღარ გრძნობდა მათ ნაწილად. ხედავდა როგორ უღიმოდა ხანდახან აქაიქ წამოსროლილ ხუმრობებს ლამაზი ატმისფერი ტუჩებით , თუმცა უფრო და უფრო მიიწევდა სამზარეულოსკენ ალბათ იმიტომ რომ იქ უფრო ეგონა გამოდგებოდა . ბოლოს უხმოდ წამოდგა და გავიდა. არაფერი არ აქვს ირაკლის მეგობრებთან საერთო. მხოლოდ ლიკუნა ეგულებოდა და მანაც ლინას შეაფარა თავი. სპეციალრად არავის მოუკლია მისთვის ყურადღება , პირიქით , ისე მოწიწებით ეპყრობოდნენ , ის უფრო აწუხებდა . კიკი წამში აირია მეგობრებში და არც გახსენებია სხვა არაფერი. უადგილოდ დაეხეტებოდა სამზარეულოშიც , როლებში შესული ლაშა მთელი გონებით იყო გადასული პროფესიაში. ცოტახანს სცადა გაჩერებულიყო მაგრამ მოსამსახურე პერსონალით გაჭედილ სამზარეულოში და ფუსფუსში თავი უფრო ზედმეტად იგრძნო. აქამდე უკვე ნაცნობი გრძნობა არ ტოვებდა. არც კი სტკენია, მისი ადგილი რომ არაა იქ ეს უკვე დიდიხანია იცის . დიდიხანია იცის რომ აქ კი არა არსად არაა მისი ადგილი . და ისევ გაიმეორა , ისევ ის ქნა რაც ასე კარგად იცის , გაიქცა . ფეხაკრებით გაუყვა კოლიდორს და თავი გარეთ რომ დაიგულა , ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი. ეზოშიც კი უამრავი უცხო კაცი ირეოდა. არც სახლში და არც გარეთ არავინ არ იყო მისი . პირველი ახალი წელია ალბათ რომელსაც სულ მარტო შეხვდება . არც ისეთი ცუდი უნდა იყოს , პატარა სამზარეულოს მაგიდაზე , ხილი შემოალაგა. რამოდენიმე სახის ტკბილეული იმ შემთხვევისთვის თუ ვინმე გადაწყვეტტდა მოსვენებას . ღვინის პატარა ბოკალი მკერდზე მიიყუდა და მაცივრიდან გამოღებულ შამპანიურის ბოთლთან ერთად ოთახისკენ გაუყვა გზას. რამოდენიმე საათში ახალი წელი დადგებოდა , ახალი რაღაც ახალის მომასწავლებელი უნდა ყოფილიყო, მისთვის კი უკვე წლებია არაფერი იცვლება . ისევ თვითონ , თავის თავი და პატარა დათუნია . კარადის კარზე ჩამოკიდებულ ლამაზ ოქროსფერ კაბას სინანულით გახედა და გაუღიმა . -იცი რა არ მოიწყინო. ჩაუცმელი არ დარჩები . მაყურებლებიც კი გვეყოლება . სწრაფად გადაიცვა თხელ სხეულზე და სარკის წინ დატრიალდა , ნახე ერთი გოგო უკვე გიყურებს. დათუნიაც . შოკოლადებიც გვაქვს . უჯრებიდან და ჩანთიდან შოკოლადები ამოალაგა და პარფიუმერის მაგიდაზე დაალაგა . პატარა დათუნიაც იქვე შემოსვა და ერთი შამპანიურის ფუჟერი დაუდო წინ . -ისე როგორც ბავშვობაში , ჩაის საღამოებს რომ ვაწყობდით. ისვ მე და შენ . ნახევრად შეუვსო და საკუთარი ბოლომდე სავსე ბოკალი მიუჯახუნა. ცოტახანში ,დათვიდან მზერა სარკისკენ გაექცა და ღიმილო სახეზე შეაშრა. საკუთარ სახეს თვალი გაუსწორა და პირველად შეაშინა საკუთარმა თვალებმა. მარტოსულობა პირველად ამოიკითხა . შეეშინდა კი და ისე შეეშინდა სარკეს მოშორდა და უკან დაიხია . მას ხალხი ჰყავდა მარტო არასდროს ყოფილა. უამრავი ადამიანი ეხვია გარს და სიმარტოვის არასდროს შეშინებია. პირველად წლების შემდეგ ,მამის გარდაცვალების შემდეგ , იმ დღის შემდეგ როცა ბავშვთასახლში მიიყვანეს , პირველად იგრძნო მაარტობაა. მიხვდა კი არა? მთელი სხეულით გრძნობდა . ხელები გაყინულ მკლავებზე აისვა და სარკის მხედველობიდან გავიდა. უკვე საკუთარი ანარეკლმაც კი მიატოვა. გაჭირვებით ჩამოჯდა იატაკზე , გათბობას ზურგით მიეყრდნო და თვალი მოავლო პატარა ოთახს , რომელიც მისი აზრით სულ არ იყო პატარა. დიდი კარადა ეტეოტა რომელიც ნახევარზეც არ იყო სავსე ,პარფიუმერიის მაგიდაც კი ჰქონდა და კომფორტული საწოლი . ჯერ კიდევ კრასკის და ავეჯის ახალი ხის სუნი ერთმანეთში იყო შერეული და ლამაზი ნაცრისფერი ხალიჩა ასე სულგრძელად რომ ასრულებდა სკამის ფუნქციას ლამაზად ერწყმოდა ნაცრისფერ ხის ავეჯს და თეთრ კედლებს . ასეთი ლამაზი და ახალი ოთახი არასდროს ჰქონია. კარიც კი იდიალურად იყო ზომებში გამოჭრილი და ლამაზი ოქროსფერი სახელური მთავარი მშვენება იყო, ამ ოთახში ყბელაფერი მოწონდა ჭერში ჩატანილი ნათურების გარდა, რომელიც ისე ანათებდა თვალებს სტკენდა და ამიტომაც მთავარი განათების ფუნქციას საწოლის გვერდით მდგარი სანათ ასრულებდა. მალე გათბობის რადიატირმა კანი აუწვა და იძულებული იყო ბალიში მიეყუდებინა . გვერდით მოიმარაგა შოკოლადი და შამპანიურის ბოთლიც არ დადგა ძალიან შორს და არც ისე ახლოს რომ არ გამთბარიყო. ფუმფულა ოთახის ფეხსაცმელს პლანშეტი მიაყუდა და პირველივე ფილმი რაც იპოვა საახალწლო პოსტერით ჩართო . კარგად ვერ იგებდა ფილმის შინნარს , ხანდახან ფიქრებს მიყავდათ მერე ისევ მოყავდათ და არც გარეთ გამეფებული მუსიკის ხმა ეხმარებოდა . მიხვდა სავსე უნდა ყოფილიყო ირაკლის სახლი , პირველად ესმოდა ამ ტბასთან ასეთი ხმაური. ნეტავ როგორია როცა დიდი ოჯახი გაქვს? გარეთ სავსეა ყველაფერი . წინ მჯდარ დათუნიას გაუღიმა . მე და შენ ყველაზე მშვიდი ახალი წელი გვაქვს ნახე რა კარგია . ისე მეც რომ პატარა დათუნიად გადავიქცე რა კარგი იქნებოდა ? წარმოიდგინე რა კარგი წყვილი ვიქნებოდით ყველაზე კარგად ერთმანეთს ვიცნობთ. _სიცილი აუტყდა საკუთარ თავზე . ვინმემ რომ დაინახოს ალბათ პირდაპირ ფსიქიტრიულში უკრავენ თავს . -მაგრამ რა ვქნა , როცა არავინ არ გყავს საკუთარ თავთან ლაპარაკი დანაშაული არაა. -კარი ისევ არ ჩაგიკეტავს . _მომღიმარი კარის ჩარჩოს მიეყუდა. -აქ რას აკეთებ. _ოდნავ შეირხა და ფილმი გამორთო . -ლილი ტვინს ჭამს და იქამდე ცდის ჩემს ნერვებს სანამ არ დაგინახავს. მერეც გააგრძელებს , მაგრამ იმედია იმ დოზით არა რომ წვეულება 23სათზე დავასრულო. _მძიმედ დაიძრა და ნუცას მოწყობილ პატარა ბუნაგს ღიმილით გადახედა. დათუნიას ფეხი მიჰკრა , ჩაიმუხლა და მის წინ მდგარ ჭიქას ხელი წამოავლო . ტუჩები მიადო ნახევრად გამთბარ სითხეს , გასინჯვამდე ცხვირი მოატარა. მერე ბოთლს გადახედა .-გემრიელია . ჯანდაბას ზედმეტად გემრიელიც კი. გაჭირვებით ჩამოჯდა და კარადას მიეყრდნო ზურგით. ხელში შერჩენილი საქაღალდე ფეხებზე დაუდო . -რატომ გამომეპარე? -არ გამივპრულვარ.უბრალოდ არავის ვიცნობ . ისენი თქვენი მეგიბრები არიან და სტუმრები . -შენ ? შენ ვინ ხარ ნუცა შენი აზრით? -მე შენი თანამშრომელი იმ დანარჩენი ხალხის მსგავსად რომელიც გარეთ იცდის. ან ნანასი რომელიც თავის ოჯახთანაა. იმ განსხვავებით რომ მე წასასვლელი არ მაქვს. -ჩემს ოჯახს ჩემზე მეტად შენ უყვარხარ იცი ? _ხმაში ირონია შეეპარა. -მაგრამ ის შენი ოჯახია. _თვალი არ მოუშორებია , მუხლებზე დადებული საქაღალდისთვის . -ეს რა არის ? -საჩუქარი. _გაოცებულ თვალებს ცალყბად ჩაღიმება დაახვედრა და ანიშნა გადაშალეო. -მე არ მაქვს საჩუქარი. ლიკუნამ თქვა რომ არ ჩუქნით საჩუქრებს . -ხო , მართალია მაგრამ შენ ხომ ოჯახი და არც მეგობარი ხარ. თავად თქვი . -მითუმეტეს . _ეჭვნარევი მზერა შეავლო მამაკაცს . -ვიცი ისევ რაღაც მოიფიქრე რომ.. -რომ რა ნუცა ? გგონია შენს გარდა სხვა ვერაფერზე ვფიქრობ? _სცადა დამაჯერებლად უარმყოფელი ხმა ჰქონდა . –არ ვიცი რა არის მაგრამ ვერ ავიღებ. _თხელი საქაღალდე ამჯერად ირაკლისკენ გააჩოჩა . -რამე მაჩუქე. _გაუღიმა ირაკლიმ. -მიდინდარწმუნებული ვარ რამე მოგეპოვება ამდენ სიბრჭყვიალეში ისეთი რაც არ გჭირდება და მაჩუქე . _ნუცას გაკვირვებულ თვალებს თვალს ვერ აშორებდა და სასმლისგან გამომშრალ ტუჩებს ენით ისველებდა. -შენ ჩემს საჩუქარს აიღებ , მე შენსას . -მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემი საჩუქარი შენის ნახევარიც არ ეღირება . -ფასი არ მაინტერესებს .ყველა ძვირფასი საჩუქარი რომელსაც მჩუქნიან გიორგისთან და მის ბიჭებთან ასრულებს . საჩუქრები ფერადი ადამიანებისსთვისაა , ვისაც გულწრფელად უხარიათ. ისე როგორც მაგალითად შენ . _პატარა ყლუპი მოსვა და ხელი წაავლო . -ადექი იპოვე რამე და თუ ჩათვლი რომ ჩემი საჩუქარი არ გჭირდება არ დაგაძალებ . თავიდან გაუბედავად წამოდგა ფეხზე და ეჭვნარევი მზერით დახედა კიდევ ერთხელ კაცს , რომელსაც არაფერი შეუმჩნევია .ქვემოდან აავლო თვალი . შიშველი ფეხებიდან კაბაში კარგად გამოყვანილ თეძოებს მიაშტერდა ცოტახანს . საღერღელი აეშალა და ყელამდე შეკრული პერანგის ღილები ჩაიხსნა რომ ესუნთქა. პატარა უჯრებისკენ გადახრილი ნუცას კაბა გაჭირვებით , ფარავდა საჯდომს და რომ მიხვდა თავს ვერაფერს უხერხებდა გამშრალ ყელს მთელი ბოკალი მიაშველა . გვერდით გაიხედა და თვალები დახუჭა. საკუთარ სუნთქვას ყური მიუგდო. მართალია , მის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა . -აი _მის წინ ჩაიმუხლა და ხელის გული გაუწოდა. გაჭირვებით ეტეოდა პატარა ხელის გულზე ტყავისგან დაწნული სამაჯური . -სისულელეა. _გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა თავისთვის და ხელის გაწევა დააპირა , მაჯაჭი ჩაავლო ძლიერო ხელი და გამოართვა. ცოტახანს ხელში ათვალიერა სამაჯური , სათუთად და თანაბრად დაწნულ ორნამენტს თითი გადაუსვა და გაუღიმა , -ლამაზია . -მე გავაკეთე . როცა მამას სკოლიდან მოვყავდი და სახელოსნოში მუშაობდა ,ხელი რომ არ შემეშალა პატარ ტყავის თოკებს მაძლევდა. -ეს ძალიან ძვირფასია ნუცა . ვერ ავიღებ. -მაშინ ვერც მე ავიღებ შენს საჩუქარს რომელიც ზუსტად ვიცი რომ ძვირფასია. იმაზე მეტად ძვირი ვიდრე ტყავის თოკები, რომელსაც ვიყიდი და ისევ გავაკეთებ. მაგრამ თუ უნდა გაადაგდო ან ვინმეს მისცე , უკან დამიბრუნე . _თვალები დააკვესა გოგომ. -ნაჩუქარს უკან მართმევ ? რა სიბოროტეა. _ცხვირზე მიჰკრა თითი და წამში შეიბა მაჯაზე.- შენი ჯერია . _საქაღალდისკენ ანიშნა და ჯიბიდან ლამაზი შავი კალამი ამოაძვრინა . ყდაზე დადო და ნუცასკენ მიაცურა. კარგახანს უყურა თვალდაუხამხამებლად როგორ ცვლიდა ემოციები ადგილს ნუცას სახეზე და ისე გულაქარებული ელოდებოდა მის გამოხედვას , სწორედ მაშინ ვერ შეძლო თვალის გასწორება და ოდნავ გვერდით გაიხედა. -ირაკლი. -ჰო. -ამას ვერ ავიღებ. შეგიძლია ჩემი სამაჯური დაიტოვო , მაგრამ ეს ძალიან ბევრია. - რატომაა ბევრი , ვინ შეიძლება შენზე უკეთესი ვიპოვო პასუხისმგებელ პირად? ყველაზე მეტი შენ იბრძოლე ნუცა მაგ მიწისთვის და შენობისთვის. -პასუხისმგებელი პირი ? ირაკლი აქ წერია ნაჩუქრობის ხელშეკრულება. -მერე რა . მთვარია შენი იქნება. ვერავინ ვეღარ წაგართმევს და სახლს აიშენებს მის ადგილზე. შენს გარეშე ერთი თეთრიც კი არ დაიხარჯება, რომელსაც ბავშვთასახლისთვის გამოვყოფთ. ვერავინ შეძლებს სახლი წაართვას ვეღარცერთ ბავშვს. შენთვის თუ არა მათთვის გააკეთე. დამეხმარე რომ ჩემი ბინძური სინდისი დავიმშვიდო და ეგო დავიკმაყოფილო , კიდევ ერთხელ შენს ხარჯზე. -მაგრამ ეს ძალიან ბევრია .ასეთ საჩუქარს ვერ ავიღებ. ისედაც ყველა ჭორაობს ირაკლი. შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა ჯოჯოხეთს გამატარებენ._მთელი დღის ტკივილი ერთ წინადადებაში ჩაატია. -რას ჭორაობენ ? რომ ჩემთან ცხოვრობ?ხომ სიმართლეა? ამბობენ რომ ჩემი ქალი ხარ? სიამოვნებით , მაგრამ ვერაფრით დაგითანხმე. საკმარისია კიკისთან ერთად გამოვჩნდე ღიად და ნახავ როგორ მალე დაიკიდებენ მაგ ჭორს . კიდევ რა გადარდებს ნუცა ? რომ სხვა არავინ შემოგხედავს , ჯანდაბას მაწყობს და მინდა კიდეც ეგრე იყოს. თუ ჩემი არ ხარ ვერ წარმოგიდგენ სხვის ხელებში. _გატეხილი ღიმილით აუსვა მოშიშვლებულ მკლავზე ხელი . -ირაკლი არ გინდა . -არ მინდა ? შენ არ იცი რა მინდა ნუცა . _გაეღიმა ირაკლის.-მე სამყარო მინდა და მერე ამ სამყაროს დაუფიქრებლად გავცვლიდი შენში . _ვნება დაუკითხავად მიეპარა მის ხმას და თვალი არ მოუშორებია პატარა სუსხებისგან დაფარული კანისთვის.-თავს ვერ დაგანაბებ . წლებიც რომ გავიდეს სამუდამოდ დარჩები ჩემს მეხსიერებაში . გოგო რომელიც ვერ მივიღე თუ არ. ჯერ არ ვიცი . -როგორ ვერ მიმიღე , მთელი ქალაქი ფიქრობს რომ შენი ვარ . _სიმწრისგან ჩაეცინა ნუცას. -და რატომ არ გინდა რომ სიმართლე იყოს ? ასე ხომ ნაკლებად გეტკინება ნასროლი ტალახი და მეც ხომ მომიშორებ თავიდან? ისედაც ხომ ლაპარაკობენ რა შეიცვლება შენს სხეულსაც რომ მისცე თავისუფლება ? -ასეთი არ ვარ . -როგორი ნუცა ? დანაშაული არაა , ის რომ ასე მოგწონს როცა გეხები . დანაშაული ისაა ამდენი ლაპარაკი რომ მიწევს იმისთვის რაც შენც გინდა. -არა . _ჯიუტად გააქნია თავი -არა? შენს თავს მოუსმინე . _მოხრილი თითი მკერდის ღარს ჩააყოლა სადამდეც კაბამ მიუშვა . -თავბრუს მახვევ ._ამოილუღლუღა ნუცამ და ოდნავ შეირხა. -რა გინდა ნუცა ? ყველაფერი შემიძლია მოგცე . ისე ვარ შენით შეპყრობილი მთელს ქონებად რომ დამიჯდე უკვე პრინციპის საკითხია._გაეცინა ირაკლის.-ვერ შეგპირდები რომ იდიალური მეწყვილე ვიქნები მაგრამ გპირდები რომ საყვარელი ნამდვილად იდიალური ვარ. -ისევ ჩემს ყიდვას ცდილობ. _ირაკლის შეხებისგან გამოწვწული ტრანსიდან გამოერკვა და თვალებში შეხედა. -აი ასე ,თავხედურად . _სიცილი ვეღარ შეიკავა ნუცამ . -თან ისე რომ იმის მაგივრად თავი შეურაწყოფილად ვიგრძნო, ნორმალური მგონია და მეცინება კიდეც იმიტომ რომ მარტო შენ შეგიძლია იყო ზრდილობიანი თავხედიური , გარყვნილი და ძალიან მდიდარი. -კომპლიმენტად მივიღებ , მაგრამ არ ვხუმრობ . შემიძლია ყველაფერი მოგცე , აღარასდროს იქნები ვინმეს თანამშრომელი ნუცა. შემიძლია იმდენი სახლი გიყიდო , რომ.. -სახლი ისაა , სადაც საყვარელი დამიანები გელოდებიან . სევდა გაერია ხმაში და ღიმილში. -მე არავინ არ მყავს ირაკლი , ამიტომ მჭირდება ვინმე სამუდამოდ , ვინმე ვინც ჩემი ოჯახი იქნება გესმის? -მესმის ,მაგრამ სანამ იპოვი ხომ შეგიძლია ცხოვრება მოიწყო ? -შენს ხარჯზე? -არ მაწუხებს . იმ ერთის ძებნაში ფუჭად რომ არ გალიო დრო ხომ შეიძლება? ასე ოროვე კმაყოფილები ვიქნებით. დაფიქრდი ნუცა . -გულს მატკენ ირაკლი. _ უმისამართოდ გაიხედა რომ მზერაა ააერიდებინა . -არ შემიყვარო . ადვილია . შეხედე კიკის . -კიკი ძლიერია . -კიკი რეალისტია . შენგან გამსხვავებით არარეალურ რაღაცას არ ეძებს. ცხოვრებას დაეწია და გამჭვირვალე სათვალით უყურებს . -მას ეიმედები . -ნუ მაგიჟებ ნუცა. კიკის თუ მე ვეიმედები შეგიძლია წარმოიდგინო შენთვის რას ვიზამ? -ნეტავ შენ თუ გჯერა შენი სიტყვების? _გულიანად გაიცინა ნუცამ . ისევ გათბობისკენ მიჩოჩდა და საკუთარ ბოკალა წაწვდა . -არც კი მიცნობ, საკმარისია დაგთანხმდე , რომ მეორე დილას მიმატოვებ . მხოლოდ იმიტომ რომ მე კიკი არ ვარ და არ შემიძლი მოვითმინო შენი უაზრო წესები და ფურცელზე დაწერილი კანონები . -გამუდმებით რატომ ადარებ თავს კიკის? იმიტომ რომ დიდხანს შემოვრჩი ? -იმიტომ რომ კიკიმ დაგიმუღამა._ღიმილმა გადაურბინა ისევ ტუჩებზე ნუცას . -მაგრამ შენ კიკი არ ხარ შენ რაღაც ახალი ხარ. ვინ იცის რას გვიმზადებს ცხოვრება? -შენთან ერთად ?კარგს არაფერს. _სიცილი წასკდა ისევ. -მაპატიე , სპეციალურად არ ვაკეთებ სასმლის ბრალია. _პირზე აიფარა ხელი.-შენთან ერთად ირაკლი კარგი რა უნდა დამემართოს ერთი წყეული თვეა გიცნობ და ამ ერთ თვეში , სამსახური , შეყვარებული და რეპუტაცია ისე დამაკარგვინე ვერაფერი გავიგე. -ჩემი თავის დასაცავად გეტყვი რომ , შენი შეყვარებული მაგრად მკი**ა . რა შუაში ვარ მაგ ამბავთან არ ვიცი, მაგრამ მაინც რამეს ვიზამდი რომ დაშორებულიყავით. მეორე .._ორი თითი აწია ჰაერში .-სამსახური დაგაკარგვინე კი , მაგრამ ლილისგან გაგანთვაისუფლე და უკეთესი უფროსი გყავს და მესამე.. _სამი თითი გაშალა ჰაერში ირაკლიმ , კარგახანს ეძება რა უნდა ეპასუხა.-ასე ძალიან გადარდებს ადამიანების აზრი ნუცა ? -ადამიანები მადარდებს ირაკლი , ადამიანები , რომელთა სიყვარულიც მასულდგმულებდა იცი ? -ანუ მთელს ქალაქთან მომიწევს ბრძოლა , რომ შენ მიგიღო? -ვღირვარ მაგდენი ?_ თვალები მოჭუტა ნუცამ . -არ ვიცი , არც კი გამისინჯიხარ , რანაირად გითხრა? უნდა დავფიქრდე -ვიხუმრე . - მეც ვიხუმრე , იმაზე ბევერად მეტი ღირხრარ ვიდრე შენ გგონია , მაგრამ მაინც უნდა დავფიქრდე რა შემიძლია შენი რეპუტააცისთვის . მანამდე კი სანამ უკვე გარყვნილი ქალი ხარ ,მე როგორც გამოუსწორებელი ეგოისტი ამ დროს ჩემი თავისთვის გამოვიყენებ . -არა, _თავი გააქნია ნუცამ .-არა , არააა . _ფეხზე წამოხტომა სცადა მაგრამ ისე მსუბუქად წაავლო ხელი და წამში აღმოჩნდა იატაკზე ვერ გაიგო. -ვიყვირებ . _გაურკვეველი ბგერები ამოუშვა პირიდან . -ვიყვირებ. _გაიმეორა იმ იმედით რომ უფრო გარკვევით თქვა . თუმცა დიდად არ მიუქცევია მისი რეპლიკისთვის ყურადღება ირაკლის. კარგად მოიქცია მისი სახე ხელისგულებში და სანამ სანატრელ ტუჩებამდე მივიდოდა ცხვირზე მიაწება ტუჩები, მერე ოდნავ შეწო ქვედა ტუჩს და კარგად დააკვირდა, სცადა ფრთხილი ყოფილიყო სანამ ბოლომდე დაისაკუთრებდა ცხელ ტუჩებს . აჩქარებული სუნთქვისგან მკერდი მაღლაადაბლა აუდიოდა და თვალებდახუჭული ელოდებოდა , იმაზე ფიქრში ღრმად დაკარგული რომ რაც არ უნდა ბევრი ეყვირა , მის ხელებში დნებოდა და ისე სიამოვნებდა სიამოვნებისგან გამთბარი სხეული , ვერაფერზე შეეძლო ფიქრი.წამი დასჭირდა ირაკლის რომ გაერკვია ხელს არაფერი უშლიდა , ისე აჰყვებოდა მის ვნებას ნუცა. ერთი ნაბიჯი უკლდა სანამ ყველაფერს დაივიწყებდა და ოცნებას აიხდენდა ,სანამ ასე მარტივად მიიღებდა იმას რაც სურდა . წყურვილს მოიკლავდა და ცხოვრებას გააგრძელებდა. გამარჯვების სიამოვნებისგან საკუთარი გულის ცემამ და სუნთქვის ხმამ გამოარკვია .იცის ახლა თუ თავს ვერ შეიკავებს ნუცა სხვა რეალობაში გაიღვიძებდა ხვალ . მის რეალობაში . იქნებოდა მისი , როცა მოისურვებდა , იქ წაიყვანდა სადაც თავად ენდომებოდა , მხოლოდ იმიტომ რომ ამ სულელ გოგოს შეწინააღმდეგებაბარ შეუძლია მისი ტუჩებისთვის. გამოუცდელია და მისი სხეული ირაკლის მაცდურ თითებს ვერ გაურბის . მერე მათი სხეულები ერთმანეთით დაიღლებიან, აღარც პიროვნებები იქნებიან მიმზიდველები ერთმანეთისთვის ისედაც არაფერი აქვთ საერთო. პირველად ნაკლებ აიამივნებას მიიღებენ , გაუცხოვდებიან , ნელნელა მისგან დაიცავაა დიატანციას , მერე ახალსააურველ ქალს იპოვის , მისთვია იზამს ყველაფერს ან არაფერს , ნუცაა შეხვდა მხოლოდ უკარება. უკარება რომელიც მხოლოდ მასთანაა ასეთი დაუცველი და მაინცდამაინც ის გადაიკიდა. მერე ყველაფერი დამთავრდება და ხალხი ნუცას არ აპატიებს , არ აპატიებს სიკეთეს , სიყვარულს . ისინი არ აპატიებენ საკუთარ თავზე ზრუნავს . მერე ყველა იფიქრებს არაფერად ღირს , რომ ნებისმიერს შეუძლია შეწვდეს არადა მან ხომ იცის რა ნერვების ფასი უღირს მისნაირ კაცსაც კი. მერე მისი არამწვეყნიური გოგო , ზეხმეტად აქაური გახდება, მიხვდება რომ სხვებს უნდა დაემაგავსოს გადასარჩწნად და ის ის არ იქნება ვინც სინამდვილეშია . მთელიცხოვრება იმ ქალის ახეულში იცხოვრებს, რომელიც გამოიყენეს, ნაწილებად დაშალეს . მერე გონს მოვა და გდაწყვიტავს რომ ის ჰქონდეს რაც ასე სჭირდება. პირველივე ადამიანს ვინც თავს მოაჩვენებს ღირსეულად ცოლად გაყვება და ვინ იცის მერე რა იქნება . ეს ქალაქი არავის არაფერს პატიობს და არც ყველაზე უდანაშაულო ნუცა იქნება გამონაკლისი. არ აპატიებენ. ის კი , მას არ აპატიებს და შეძლებს კი მერს საკუთარ თავს აპატიოს , როცა სადმე შემთხვევით გადაეყრებ მისგან ნაწილებდ დაშლილ ნუცას? კი , შეძლებს. მას ხომ არ გააჩნია არაფერი წმინდა. იმსახურებს ნუცა ირაკლის , ან თავად იმსახურებს მას ? არა არ იმსახურებს, მაგრამ რა ჰქვია იმ გრძნობას რასაც ამ გოგოზე ღელვისგან გრძნობს? სინდისის ქეჯნა ?! სწრაფად მოაშორა ხელები სახიდან შიშველ მკლავებზე ნაზად მოუჭირა ხ და გაუღიმა.- მოვიფიქრე , რა შემიძლია შენი რეპუტაციისთვის და იმისთვის , რომ მშვიდად მიგიღო. ცოლად გამომყევი ნუცა . ნუცას გაფართოვებულ თვალის წერტილებს საკუთარი გაუსწორა და ჩახლეჩილი ხმა აიძულა უფრო მტკიცე და დამაჯერებელი ყოფილიყო . -ხალხისგან გადაგარჩენ ნუცა, ასე ჩემი დამძიმებული სინდისი რომელიც ჯერ კიდევ შემრჩა ერთი გრამი , სამუდამოდ არ გაქრება. ისინი არ იტყვიან რომ ვინმეს ქალი ხარ. საკუთარი ქმრის ქალობა კი ღირსებად ითვლება თან ჩემნაირი კაცის._ირონიამ გადაურბინა სახეზე . -მე კიდევ ისე მინდიხარ არ მინდა შენი მკერდის ფერებისას იმაზე ვფიქრობდე როცა ჩემი საძინებლიდან გადიხარ , როგორ გტკივა მის ქვეშ მკერდი. ვიცი რომ შენც გინდა ჩემთან , ვგრძნობ ნუცა და ჩემზე მეტად კიდევ ის გინდა რომ ისევ ისე ამაყად გაიარო შენს ქალაქში. როცა სამდე გადაგაწყდები არ მინდა თვალი აგარიდო . -ნამდვილად მთვრალი ხარ. -იმდენს არასდროს ვსვამ გონება დავკარგო . -მაშინ შეიშალე. -იდიალური ვარიანტი ვიპოვე ნუცა. -ვისთვის ? _სიბრაზე შეერია ხმაში ნუცას . -ჩემთვის , შენთვის . -ჩემთვის რითია ეს ვარიანტი კარგი გარდა იმისა რომ შენი საყვარლის სტატუსიდან ცოლისაზე გადამიყვანე ? -განქორწინებული ქალის სახელი არ გირჩევნია ? -რას მიდი თქვი . რატომ ყოყმანობ .თქვი მიდი ბოზს ? დარწმუნებული ვარ შენი მოფიქრებულია ფოტოების გამოქვეყნება. მიზანი ამართლებს საშუალებებს არა? რა გეგონა? -დამშვიდდი . -რატომ გადაწყვიტე რომ ერთადერთი გამოსავალი ესაა? იქნებ მეც დავიკიდო ხალხის აზრი ? იქნებ მეც გადამიაროს და ცხოვრება გავაგრძელო და საერთოდ არ მინდა შენს სათამაშოდ ყოფნა? გამოსავალი ვისთვის იპოვე ირაკლი ? ვისთვის ? შენთვის რომ თამამად გაერთო ? - არცერთ ქალთან მიცხოვრია იცი ? _გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა თავისთვის კაცმა. -მზად ვარ ამაზეც წავიდე. რა ვქნა მეტი ნუცა , რით გიშველო. -მიშველო? მასხრად მიგდებ ? ორი წამის წინ მითხარი რომ ცოლად მომიყვან რომ ჩემით დატკბე . ჩემთვის შველა რომ გინდოდეს შენს ხორციელ ვნებებს არ ჩააკვეხებდი წინადადებაში . სანაცვლოდ შენს მეძავობას არ მთხოვდი. -ეგ არ მითხოვია . ისე ნუ იქცევი თითქოს შენც არ მოგწონდეს ჩემთან ყოფნა , ჯანდაბა ნუცა , რატომ მე , რატომ მიწევ მე ასეთ წინააღმდწგობას . ღმერთო ჩემო, ქველომოქმედებისთვის დააქორწინება წმინდანი კი არ ვარ ? _თაავ უკან გადაწია და კარადას მსუბუქდ მიარტყა . -ირაკლი . შენი არაფერი მინდა . ყვითელი საქაღალდე უკან დაუდო ფეხებზე . -არასდროს არაფერი მიმიღია პატარა საჩუქრების გარდა სხვისგან , 7 წლიდან ვუძლებდი ყველანაირ ეპითეტს . მეძახდნენ , ობოლს , საწყალს , საცოდავს , უპატრონოს, მერე , გავიზარდე და ყველაფერი შეიცვალა . ახლაც ასეა , დრო გავა და ყველაფერი შეიცვლება. _ფეხზე წამოხტა და მაღლა ასული კაბა ჩამოიწია. კარი გამოაღო და ჩვეული უდარდელი ღიმილით გახედა.-სტუმრები გელოდებიან. -მე ? ნუცა ყველა სტუმარი გზაში შეხვდება ახალ წელს თუ არ წამომყვები და ლილის არ დააშოშმინებ ან თვითონ მოგაკითხავს როცა ვეტყვი რომ მისი ნახვა არ გინდა . _იქვე კუთხეში მიწყობილ პატარა ფეხააცმელებს წამოავლო ხელი და შორიდან გადაუყარა . -მეშინია ვინმემ არ გადაგვიღოს მაპატიე. -იმაზე მეტს მაინც ვერაფერს იტყვიან რაც თქვეს . _ამოიოხრა ნუცამ და გაჭირვებით ჩაყო ფეხი და კოლიდორის კედელს მიეყუდა . -ანუ ამაზე რამე ახალი კატასტროფა არ გველოდება? _ უკან მიყვა ირაკლი და დაძვრა არ აცადა . ისევ კედელთან მოიმწყვდია და ერთი თავით ზემოდან გადმოხედა . გაწეული თავი ხელით მოატრიალებინა და სანამ კიდევ გაიბრძოლებდა მანამდე დაეწაფა ატმისფერ ტუჩებს. მიხვდა როგორ აეწვა ქვედა ტუჩი და სწრაფად შეეშვა . -მიკბინეე. _ენა გაუსვა , საკუთარ ტუჩებს და მერე თითი გადაისვა . -საბოლოო ჯამში მგონია რომ ტემპერამენტს არ უნდა უჩიოდე იცი ? -ვინ იცის . _ თავი მისი ხელის ქვეშ გამოატარა რომლითაც კედელს ეყრდნობოდა ტანის ქნევით გაუყვა კოლიდორს. -მწარეა. -საწყალი ჯერ არავის უკბენია შენთვის? _ სახლისკენ გზას ნელა გაუყვნენ. თითქმის ეზოს შუაში იყვნენ მისულები როცა ცაზე და მიყოლებით ჩნდებოდა ფეიერვერკები და ტბის პრიალა ნაწილზე ფერადად ირეკლებოდა . -რომელი საათია ? _მთელი ტანით შეტრიალდა ტბისკენ და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა . -ახალ წელს გილოცავ ნუცა . _ გვერდით ამოუდგა და წამითაც არ მოუშორებია თვალი გაბრწყნიბებულ თვალებისთვის ტბასავით რომ ირეკლავდა ფერად ნაპერწკლებს, ყურებამდე უცინოდა ცას. ზურგს უკან რომ მიწვდა ეზოში გამოსული ხალხის ხმა და შეძახილები. ტაშის კვრით დაიწყო ხტუნვა. ახალი წელია . ახალი წელია , გაუთავებლად იმეორებდა და ცას თვალს არ აშორებდა სანამ ზუსტად მის წინ არ ამოიფრქვა ტბის ნაპირას დალაგებული ფეიერვერკები ხმისგან შეშინებული ირაკლის მიეკრო . - მშიშარა. -რა ლამაზია . _მალე უფროდაუფრო მიუახლოვდა სტუმართა უმრავლესობა და უხერხულობისგან დაძაბული გოგოც ფრთხილად ჩამოშორდა და ზურგი აქცია . -ეს ხმაური ნერვებს მიშლის . _ხელი აიქნია დაჩიმ და ირაკლის უკმაყოფილომ გაუქნია თავი .-მე შევდივარ. ცივად აუქცია გვერდი ეზოში შეკრებილებს და იქვე კუთხეში მდგარ ცოლს თვალი აავლო. მომღიმარი შეჰყურებდა ცას და თხელი მკლავების გათბობას გადაჯვარედინებული ხელებით ცდილობდა. სწრაფად გაიძრო პიჯაკი და მხრებზე მოახურა , ნაჭრის ქვეშ მოყოლილი ნაწნავი , ფრთხილად ამოწია და ხელის გულში მოიქცია . აბრეშუმივით მიელამუნა მის კანს თმის სინაზე. - ცივა ლინა. -ახალი წელია დაჩი . -მივხვდი . _ გაეცინა კაცს. -იცი ? საჩუქარი გამოგიგზავნე , არ მეგონა რომ შევხდებოდით . -ჩვენი ბოლო ღამის შემდეგ?_ხო . არც მე . _ გაყინულ ლოყაზე ხელი ჩამოუსვა მამაკაცმა . -იქ დამხვდება არ ინერვიულო . -ჰო . -იცი , ხანდახან მენატრები ლინა . _თავისკენ შეაბრუნა და წელზე გამოსდო ორივე ხელი . -არ შემიძლია , სახლში ყოფნა უშენოდ. -ისევ თავიდან არ გინდა გთხოვ. ამ წელსაც იგივე წრეზე ვერ წავალთ . -ვიცი . ვიცი. ახალი წელი , ახალი გზა . _შუბლზე დაადო ჯერ ცხვირი და მერე ტუჩები . -წასვლა რომ მოგინდება მითხარი. _ცივად გაუშვა ისევ და სახლს მძიმე ნაბიჯებით გაუყვა. საკუთარ ადგილს დაუბრუნდა სუფრასთან და ირაკლის რომელიც რატომღაც ფეხდაფეხ მიჰყვა და მაგიდის თავში სკამზე მოწყვეტით დაეშვა გუცინა. შამპანიურის ჭიქა შეუვსო და მერე საკუთარს მიხედა. ცოლის ფუჟერსაც გადაწვდა და მაშინ შეამჩნია რომ იგივე ბოკალი ედგა, რაც პირველად გაუწოდა და როგორც ჩანს ვიღაცამ იზრუნა კიდევ , შამპანიურის გვერდით ღვინით სავსე ბოკალიც იდგა . ნახევრაად სავსე გაზიანი სასმელი და თითქმის ხელუხლები და და გაუსვრელი თეფში . -წარმოგიდგენია რა დონემდე შეიძლება სძულდე საყვარელ ქალს რომ ჭამა-სმის სურვილს უკარგავდე? -არ სძულხარ. _ მეგობარს გაუღიმა ირაკლიმ და მის ჭიქას მიარტყა თავისი. - შენ რომ იყო მიზეზი დამიჯერე დალევაზე უარს არ იტყოდა , პირიქით . -მეგობარო, დარწმუნებული ვარ ირაკლის სარდაფში მარტინი მოიპოვება. ახალგაზრდა ბიჭს რომელიც მაგიდიდან ზედმეტ საჭმელს აშორებდა და დესერტის თეფშებს ალაგებდა სწრაფად შეწყვიტა საქმე . ცოტახანში მარტინის ჭიქით და ბოთლით დაბრუნდა და მის თვალწინ ჩამოასხა . -ბოთლი დატოვე , თვითონ მივხედავ. კარგად შეავსო ჭიქა და პირდაპირ ლინას თეფშის შუაგულში დადო. -როგორ მიხვდი რომ გიყვარდა ? _დაღლილი მზერაა მოავლო ცარიელ მაგიდას , რომ დაჩის ირონიისთვის თავი აერიდებინა . -ლინას შემთხვევაში ადვილია, როცა მისი მოკვლა აღარ გინდა ესეგი გიყვარს. -მაინც? - როცა , გადავწყვიტე რომ უნდა გამეშვა . როცა ლინას თვალები გამუდმებით სევდიანი იყო, ჩემთან ერთად კი რუტინად იქცა მისი ტირილი და უბრალოდ გავუშვი , დავიღალე მისი უხასიათობის ყურებით . -მაგრამ არ დაღლილხარ? -სინამდვილეში ის დაიღალა , დაიტანჯა და მივხვდი რომ მისი ბედნიერება ბევრად მნიშვნელოვანია. -მაგრამ ახლა მარტო ხარ მის გარეშე, არ მესმის. -მაგრამ სამაგიეროდ ლინას თვალები ანათებს . _გაეღიმა დაჩის .-სიყვარულიც ალბათ ეგაა, როცა საკუთარი თავი ყ***ზე გკიდია იმ ერთის ბედნიერების გამო. -იცი რა დაჩი , სიყვარულია თვითონ ყ*** ბა. -არა სიყვარული ჩვენი ცხოვრების ციკლია რომელსაც შენი ნებით შენს გულში ატრილებ ქარიშხალივით . ის ბრუნავს და გზად ვის გამოიყოლებს არ იცი. მერე თავის წრეეში მოიქცევს ადამიანებს და მერე ყველფერი შენზეა, გააჩნია რა სიმძლავრით შეუბერავ. თავი 12 -ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო ._უკვე კარგად მთვრალი გოგა , ბარბაცით შემოვარდა, სკამის საზურგეს გვერდით მიეჯახა და დაიღმუვლააა უკან გადაქანდა , წონასწორობა დაკარგა და ლინას მიეჯახა რომელიც ფეხდაფეხ მიყვებოდა . ამჯერად ლინა შექანდა მძიმე მასის მიჯახებისას და უკან გადავარდა , იატაკზე . ერთი ხელი ჯერ წელზე დაიდო. მერე გვერდზე გაისვა. -შენი აზრით , ესეთი დაიბადა თუ მერე გახდა ესეთი ლოქო ? _ამოიგმინა ირაკლიმ. -ლინა , ვერ დაგინახე . _წამში გამოფხიზლდა ორმეტრიანი გოგა და იატაკზე აკრული ლინას წინ დაიხარა.-აუ გატკინე რამე . -არაფერია , არ ინერვიულო . _ქმარს რომელიც თავზე წამოადგა ორივეს და მსუბუქად წამოაყენა გოგო , გაუღიმა . საკუთარ სკამამდე მიაცილა. ფრთხილად ჩამოჯდა და მუცელსა და გვერდზე ხელი სცადა შეუმჩნევლად გაესვა ისევ. -გეტკინა? _დაჩი მოუჯდა გვერდით და ზუსტად იმ ადგილას გაუსვა ხელი სადაც ცოტახნის წინ თავად . -ეს რა არის ? _არ შეიმჩნია დაჩის მღელვარება . -შენი საყვარელი სასმელი . რადგან არ სვამ სხვა არაფერს. -სხვა არაფერს კი არა , საერთოდ არ ვსვამ . _გარკვევით თქვა. - და რატომ არ სვამ ?როდის იყო უარს ამბობდი ? -ეხლა ვამბობ უარს . რა პრობლემა გაქვს? გადავწყვიტე ჯანმრთელი ცხოვრება დავიწყო. - ავად ხარ ? _გაიკვირვა მამაკაცმა . - ვინ ხარ და რა უქენი ნამდვილ ლინას ? - ლინა ვარ ._მხრები აიჩეჩა ლინამ . -არა ავად არ ვარ. _ჭიქას ხელი წამოავლო ტუჩებთან მიიტანა და სცადა პატარა ყლუპი მოესვა . -ცოტა დავმშვიდდი . _გაუღიმა , არ წავიდეთ ? -ეხლა დავიწყე. _ ჭიქა ჰაერში აწია გოგომ . -ვიცი რომ არ გინდა ლინა, ჩემს დასარწმუნებლად ნუ დალევ . -დიდი ხანია შენს დასარწმუნებლად აღარაფერს ვაკეთებ. ნუცამ ვერ გაიგო რანაირად აღმოჩნდა ზუსტად წყვილის წინ და სცადა ინტერესი არ შეიმჩნია . ნერვიულად იმტვრევდა თითებს და გაბრაზებული ლილის თვალებს მზერას არიდებდა . -ერთმანეთი როგორ გაიცნეს ? _ინტერესს ვერაფერი მოუფიქრა ნუცამ და ლიკუნას უჩურჩულა . -ნუცაა აინტერესებს ერთმანეთი როგორ გაიცანით. _ხმამაღლა განაცხადა ლიკუნამ . -ჩვენ ? _გაეცინა დაჩის . -ყველაზე რომანტიკული ისტორიაა. -მართლა ? _სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინ სახეზე ნუცას . -ნუცა გიჟდება რომანტიზზმზე . _თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ. - რომელი ვერსია მოვყვე ლინა ჩემი თუ შენი ? -ნამდვილი , დაჩი ნამდვილი მოყევი ._დაიღრინა ლინამ. -კარგი , ერთმანეთი ბარში გავიცანით , ჩემს ბარში სადაც ჩემს სანახავად მოვიდა და ჩემს ლოდინში უგონოდ დათვრა. _ერთ წინადადებაში ჩაატია დაჩიმ . -არ დავმთვრალვარ . _წამოენთო ლინა და მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ . -დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა . -კარგი შევასწორებ დაღლილიბისგან და სასმლისგან ჩაეძინა. -დაჩიიიი . გატყუებს ნუცა . -ღამის 3 საათამდე მალოდინა. -გავაგრძელო? _გაუცინა ლინას .-მერე კიბეზე ცხვირი გაიტეხა .რათქმაუნდა დაღლილობისგან , კოკტეილები არაფერ შუაშია. -კარგი საკმარისა. _პირზე ხელი ააფარა ლინამ. -გატყუებს ეგ გაცნობის დღე არ იყო. -სინამდვილეში ლინა , მამამისის ქორწილში გავიცანი . _დასერიოზულდა დაჩი . -და თქვენ? _თვალები მოჭუტა ლინამ და ნუცას ეშმაკურად გაუღიმა . -აჰ , ჩვენ ? ისეთი არაფერი ჩემი მეგობრის მამა მამულში მუშაობს და მან გამაცნო ლიკუნა. _სრულიად უბრალოდ ჩამოარაკრაკა და ვერაფრით გაიგო რატომ აუტყდა ყველას სიცილი ვინც კი გაიგო . -ნუცა ბაბუ რა მინდოდა მეკითხა , ხვალ აღავლენს წირვას მამა დავითი ? _პირველად ამოიღო ხმა უფროსმა ჯანდიერმა მთელი საღამოს განმავლობაში და სამარისებური სიჩუმე მოჰყვა მის ხმას . -კი ხვალ შაბათია , როგორც ყოველთვის იქნება, მაგრამ სამ საათზე ოთხის მაგივრადო . მერე ბავშვები ეყოლობიან. -და ბაბუამაც მიხედა სულის ცხონებას ? ახალგაზრდებს რა გვეშველება თორე. _იორნია იყო სანდროს სიტყვა თუ უბრალოდ ნათქვამი დიდად ვერავინ გაარჩია. - პატარა შესაწირი მაქვს ტაძრისთვის . _თავი იმართლა ჯანდიერმა . -ლინა, მართლა კარგად ხარ? _ისევ წეღანდელ ინციდენტზე ფიქრობდა გოგა. -კარგად ვარ, შენ მაგაზე არ იდარდო , დაგავიწყდა ცხენიდან რომ გადმოვვარდი ? ეს წაქცევა რას მიზამს . -აუ ეგ დღე არ გამახსენო გეხვეწები . -რა ერქვა ? ისევ ისეთი ურჩია ? _გაეღიმა ლინას. გოგამ ჯერ დაჩის გახედა რომელმაც თვალებით ანიშნა მოკეტეო მერე ლინას რომელიც აშკარად პასუხს ელოდებოდა -გავყიდეთ . _პირველივე რაც ენაზე მოადგა ის წმოიყვირა. ბევრი არჩევანიც არ ჰქონდა ან უნდა ეთქვა რომ საწყლი არსება მისი ქმრის ტყვიამ შეიწირა ან უნდა ეცრუა. -კი მაგრამ ხომ გითხარი რომ თუ გაყიდიდი მინდოდა? - დაჩის ვუთხარი. _ნიშნის მოგებით გადახედა მეგობარს . -დაჩიიი … კარგი რა . _ამოიკრუსუნა ლინამ. -კატა გვყვავს . -გვყვავდა . _შეუსწორა ლინამ. -ხო , ძაღლიც , ცხვარი . -პატარა ბეკეკა იყო . - თუთიყუში . _უკვე თითები გაშალა ჩამოსათვლელად .-კუ, თევზები , ბოლოს გოჭი მოიყვანა . _თვალებში ორი თითი ამოისვა დაჩიმ იმის გაანალიზებას რამდენს უთმობდა . -ერთი ცხენი რას დაგაკლებდა ?_ტუჩები დაბრიცა ლინამ. - მაინცდამაინც ის ცხენი გინდა რომელმაც რამის მოგკლა? - ხო. -ხო და გვიანია , უკვე . -ღმერთო აასე არავინ შემაყვარო, რომ სახლში ფერმა გავხსნა . _ამოიოხრა ირაკლიმ და სასმელი ბოლომდე დაცალა. -ლინა ვერ ვიგებ რატომ არ ჭამ . _იწყინა ლაშამ . -არ მშია, თორემ ხო იცი ხვეწნა არ მჭირდება . -მადის დაქვეითება ნორმალურია._სამედიცინო ახსნა მოუძებნა და ირაკლის დედამ ლინას უმადობას ისე რომ არ დაფიქრებულა და მხოლოდ მაშინ გაანალიზა , რომ მხოლოდ მისმა ექიმის თვალებმა შეამჩნია ლინას უკვე კარგად ,მომრგვალებული ფორმები . -განქორწინების? _სცადა ხუმრობაში გაეტარებინა და თითქმის თვალებით შეევედრა ქალს რომ მეტი აღარაფერი ეთქვა. -რათქმაუნდა , სტრესი ძალიან ცუდი რამეა . _წამოეშველა ლინას კიკი და ყელგამშრალ დაჩის რომლის გულმაც რამოდენიმე წამით ფეთქვა შეწყვიტა და მთელი ჭიქა წამში ჩაცალა გაუღიმა. **** სტუმრები როდის შემოეცალნენ არ ახსოვს არც ის რომელზე დაიძინა , მაგრამ გაღვიძებისას გაკვირვება ვერ დამალა. არასდროს უძინია ამდენი . თითქმის ორ სათს უჩვენებდა ეკრანი , თავი მოიწესრიგა და ძილისგან შესიებულ თვალებს უკმაყოფილომ შეახო თითები. -დილამშვიდობისა . _ უხალისოდ მიურტყა მუშტი გამოწვდილ მუშტზე გუშინდელი ხალხიდან შემორჩენილ ლაშას.-კიკი , უთხარი რომ ესენი დაშალონ . -არ მინდა რა ნუცა . დამანებე თავი . _ლიკუნას კივილი მაღლიდან ესმოდა. -გინდა . _გაჭირვებით გამოიყვანა ლიფტიდან . . – -უთხარით რა რამე. ტაძარში მიმათრევს. -ხომ შემპირდი ? ვერავინ ვერაფერს ვერ მეტყვის . ახალი წლიდან ვივლიო ხო და გამარჯობა ახალი წელია შობა მოგვადგა კარზე . ნახევარ საათში გავალთ . -ირაკლიიიი . -თავი მტკივა ლიკუნა და აი მაგ ჯიუტთან კამათის არც ენერგია მაქვს და არც სურვილი . _ნუცას გამარჯვებული სახის დანახვისას ჩაეცინა. -აბა ლაშა , გავიგეთ რომ მაგრად ამზადებ , ყავას როგორ აკეთებ? -მაგისთვის აპარატი არსებობს და სამზარეულოში 11 ამდე ადამიანია ვინც შენს სამსახურშია . -არ ვიცოდი ახალიწლიდან კონტრაქტის შეწყვეტას თუ აპირებდი . ოქეი. -მე გავაკეთებ . _ინიციატივა გამოიჩინა ნუცამ და ირაკლისთან ერთ ოთახში ყოფნას ისევ გაქცევა ამჯობინა . -აუტანელი კაცი ხარ . _ზლაზვნით წამოდგა ლაშა და ნაბიჯის გადადგმა ვერ მოასწრო , დივანზე ყვირილით ახტა და ფეხებიც აწია . ცოტახანში კიკიმაც იგივე გაიმეორა . მალე ირაკლის ყურებს ძაღლის ყეფვა მისწვდა და მთელი ტანით შებრუნდა . გიორგიმ ძაღლს საბმელი მოხსნა და კარს აეკრო თვითონაც. -რა სჭირს რატომ იზრდება შრეკივით ? _ლაშამ გვერდულად გახედა ძაღლს .-რატო მიყურებს რა უნდა ? შენი დედაც . გააჩერე . გააჩერ რა . _ამჯერად დივნის საზურგეზე შემოჯდა მათკენ წამოსულ ნაგაზის დანახვისას . სირბილით მივარდა იმ ადგილს სადაც კიკი და ლაშა იყო და ღრენა დაიწყო . -ნერაა , მოდი აქ . _მუხლზე დაირტყა ხელი ირაკლიმ და ძაღლმაც მორჩილად აიღო გეზი . ორი თათით აიწია და პატრონს მხრებზე დაუწყო თათებით თამაში . -მოგეწონა მთაში ? ჭკვიანი გოგო . _ფუმფულა საფარზე ხელებს რიტმულად უსმევდა . -კიდევ გაიზარდე? ნახე რამხელა ხარ . _მომღიმარი თვალს ვერ აშორებდა საყვარელ ცხოველს . -ნუცა . _წამოიკივლა კიკიმ. -უკან წადი. არ გამოხვიდე ._უკვე მისაღების შუაში მოსული ლანგრიანი ნუცას გაფრთხილებას ცდილობდა . -ირაკლი, დაიჭირე . არ გაუშვა. საყელურზე ინსტიქტურად წაავლო ხელი ირაკლიმ ძაღლს , იქამდე სანამ ლანგარი არ დადგა კუთხის მაგიდაზე და ძაღლისკენ შებრუნდა . -ნერააა. _ სახე გაუნათდა გოგოს და ნაბიჯის გადადგმაც არ დასჭირვებია თვითონ ცხოველი გაუსხლტა ხელიდან ირაკლის . ორ სავარძელს შორის გაძვრა და სირბილით გაიქცა. -აააააააა, ვერ ვუყურებ . _თვალებზე აიფარა ხელი ლაშამ . -ესროლეთ რამე ქენით . _პანიკა ეწყებოდა და მის აღშფოთებას არავინ რომ არ აყვა ერთი თვალი გაახილა . იატაკზე ჩამომჯდარი ნუცას ხელებში გაყურსული ძაღლის დანახვისას გაეცინა , ცხვირი კისერში ედო და სიამოვნებისგან ხრუტუნებდა. -არაფერი თქვა ლაშა თორე დაგარტყავ . _შეუღრინა ირაკლიმ. -გულით ილოცე. _დას თავზე აკოცა. -მეც მივდივარ ._თავი ახლოს მიუწია გიორგიმ და ტუჩებით ანიშნა მაკოცეო . -საზიზღარი ხარ . _მუშტი მიჰკრა მხარში . ლაშამ გასართობი იპოვა სამზარეულოში და უკვე მარტო დარჩენილმა კიკის ოთახს მიაშურა დაუკითხავად შეაღო კარი . -შემომიშვებ? -უკვე შემოხვედი მისკენ გადმობრუნდა და გვერდით ჩაჩოჩდა . -რა დრო მოვიდა, მეგობრებივით ვწევართ ერთ საწოლში . _გვერდით მიუწვა ირაკლი . -შეგვიძლია მეგობრული სექსი გვქონდეს , მეტი არც არასდროს მომითხოვია. _წამში მოექცა ირაკლის ზემოდან და მოზერხებულად აიძრო თხელი ზედა. ***** გვიან დაბრუნდნენ ლიკუან და გიორგი, ნუცა არსად ჩანდა თუმცა დიდად არ შეუმჩნევია , იცის გაურბის . სამზარეულოში შეიყუჟა ყველა , ლაშასთან ერთად. შებინდებული იყო კარგად . ბუხრის წინ ჩამომჯდარი ძაღლს ეფერებოდა და ცეცხლის ტკაცუნის ხმა სასიამოვნოდ ამშვიდებდა, თვალებიც კი დახუჭა და ალბათ თავს ღრმა ძილს მისცემდა , სტუმარი რომ არ დასდგომოდა თავზე. მოწიწებით შემოაცილეს შავ ანაფორაში გამოწყობილი დავითი ,რომელიც თეთრ იატაკს დასჩერებოდა და ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა. -დავით , მოდი . მანდ რას დგახარ. _თვითონ გადადგა პირველი ნაბიჯი და მხარზე გადახვია ხელი . იმ სავარძლისკენ ანიშნა სადაც თავად იჯდა ცოტახნის წინ და თვითონ მის წინ ჩამოჯდა. -რით გაგიმასპინძლდე , ღვინო , ვისკი ? ყავა ? -არა , არაფერი ირაკლი მადლობა. მოულოდნელად გესტუმრე . -შენი ნახვა სულ მიხარია . -ხო , აბა შენი ნახვა ისეთი იშვიათობაა ესე დაუპატიჟებლად შემოგეჭერი . _მშვიდი ხმა ჰქონდა დავითს. -ცოტა დრო უნდა გამომინახო სალაპარაკოდ ირაკლი . პატარა საქმე მაქვს და სათხოვარი. -რაც გინდა გისმენ . _მთელი ყურადღება მოიკრიბა ირაკლიმ და მეგობარს თვალი გაუსწორა. -ჩათვალე ისე მოვედი როგორც შენი მეგობარ , რადგან ასე უფრო მეტ პატივს მცემ ვიცი . -ისედაც პატივს გცემ , მაგრამ მირჩევნია მეგიბარივით პირდაპირი იყო. -ნუცა -რათქმაუნდა , ნუცა. _თავი დააქნი ირაკლიმ და ორივე ხელის გული სახზე მოისვა . -ამჯერად რა ვქენი ? -არაფერი . იმიტომაც ვარ მოსული . სანამ რამეს იზავ ასჯერ მინდა რომ გაზომო. -რა პრობლემაა ვერ ვხვდები . -პრობლემა ისაა რომ დღეს პირველად ვნახე ტაძრის კუთხეში სირცხვილისგან დამამლული . ჩვენი ქალაქი შეცდომებს არ პატიობს და მითუმეტეს ისეთ შეცდომას რომლითაც იციან საკუთარს გადაფარავენ. იქ დიდ ქალაქში შეიძლება თავისუფლად ცხოვრება მაგრამ აქ არავის აინტერესებს მიზეზები.ნუცა კარგი გოგოა , მესმის შენი ძნელია გვერდი აუარო , მაგრამ -მაგრამ ირაკლის არ შეეფერება არა ? მაგრამ ირაკლის არ შეიძლება ვინმე კარგი მოწონდეს არა ? მაგრამ ირაკლის ხომ ყველა იცნობს არა ? -არასწორად არ გაიგო . -შენ ხომ ბავშვობიდან მიცნობ და იმიტომ ხარ აქ მორალის წასაკითხად ? _სიმწრისგან ჩაეცინა . - წამითაც კი არ დაგიშვია რომ შემიძლია , სერიოზული გრძნობები მქონდეს ? იქნებ მართლა მადარდებს ? იქნებ თქვენზე მეტად მე ვდარდობ მის სახელზე ? იქნებ უბრალოდ ნუცა ჭირდება ირაკლის რომ რაღაც ეშველოს ? -ირაკლი , არ მინდოდა ასეთი რეაქცი გქონოდა. _ხმაში შფოთვა შეერია დავითს . -არ იდარდო დავით , ისეთს არაფერს ვიზამ რომ რამე დაუშავდეს. ყვავილები არ მიყვარს მაგრამ მოწყვეტა არ უხდება ვიცი, დიდხანს ვერ ცხოვრობენ. _სევდანარევმა ირაკლის ღიმილმა დავითიც გაღიმა. -ხო იცი , მეგობარო აქ იმიტომ მოვედი რომ არ მიფიქრია რომ გადარდებდა . შევცდი ირაკლი . შევცდი . იმსახურებ კარგს შენც კი . ისეთივე უფლის შვილი ხარ როგორც ყველა. _ფეხზე წამოდგა დავითი . ხელი ჩამოართვა და მერე გადაეხვია . მანქანამდე თვითინ მიაცლილა და უკე ჭიშკრისკენ შეტრალებულს ზურგთან დააწია . -ირაკლი , ყვავილებს მოწყეტა არ ჭირდებათ , შეგიძლია გადარგო .ნაყოფიერი მიწა მიაყარო და წყალი დაუსხა , მაგრამ მინც დაჭკნება თუ იგრძნო რომ მომვლელს არ უყვარს. კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ჭიშკარში ნუცაც გამოჩნდა , პატარა ლამაზად შეფუთული ლანგრით ხელში და ცოტახანს გაკვირვებული ათვალიერებდა ჯერ ირაკლის და მერე მამა დავითს . -საით ნუციკო წაგიყვანო ? -არა , მე სხვა მხარეს მივდივარ . დარიკო ბებოს ცოტა გოზინაყი გავუკეთე . მადლობა მამაო. -ნახვამდის ბავშვებო. _ხელი აუქნია დავითმა და მანქანა დაძრა. -დარწმუნებული ხარ ? თუ დავითის შეწუხება არ გინდოდა, ბიჭებს ვთხოვ. -ფეხითაც ჩავირბენ , აი იმ გზის ბოლოს რომ პატარა სახლია იქ მივდივარ._საპირისპირო მხარეს გაახედა და თითით ანიშან . წერტილივით სახურავზე. -მანდ სახლია ? არ შემიმჩნევია . -მოხუცი ბებო ცხოვრობს . წავედი ._ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს გაღიმების ნიშნად და გზას გაუყვა . -რომ წამოვიდე , უცნაური იქნება ? -რატომ უნდა წამოხვიდე ? _შედგა . -ისე უბრალოდ , მაინტერესებს . საკუთარი ბებო მიშლის ნერვებს , მაგრამ სხვა ბებოები მიყვარს._მიხვდა ყალბად ჟღერდა მისი პასუხი და გაეცინა.-მაინტერესებს რა ხდება გალავნის გარეთ, როგორია ხალხი. -უცნური იქნება კი . - კარგი . - ქურთუკის გარეშე ამ სიცივეში . _წინადდებაა დაამთავრა და უკვე კარგად გაუცინა.-დაგელოდები . _ჭიშკარში შეტრიალდა ისევ და იქვე გაჩერებული ერთერთ მანქნაზე ჩამოდო გოზინაყი,გარეთ გამოსულმა გიორგიმ ხელი წაატანა ცელოფანს რომ აეწია და ისე ჩაარტყა ხელში გოგომ დაიყვირა. -არ მიეკარო .მოგკლავ. -ერთი მაჭამე. -არა , ლაშამ ხო გააკეთა. -რაღაც ყლ*** ები დაამატა არ მომწონს. _ჯუჯღუნებდა გიორგი. -ერთი თეფში შეჭამე ეხლა არ მოგწონს ? _თავზე წამოადგა ირაკლი და ლაბადის საყელო შეისწორა. -საით ბატონო ? -სახლთან რომ გზა ჩადის იმის ბოლოს . _სრული სერიოზულობით უპასუხა. -მარტო. _ხელები გადაჯვარედინა გიორგიმ. -არა ნუცაც -ოჰ , ნუცა ხო პროფესიონალი მცველია ნამდვილად არ გვაქვს სანერვიულო . ყურადღება არ მიუქცევია გიორგის რეპლიკისთვის და პირველი დაიძრა ჭიშკრისკენ რამოდენიმე მეტრი გაიარა და ნუცამ უკან გაიხედა . ადევნებულ ბიჭზე გაეღიმა . -ირაკლი , მართლა გჭირდება ამდენი დაცვა ? -არა, გიორგიც საკმარისია , მაგრამ ეზარება ყველაფრის კეთება. თან ასე რამოდენიმე ადამიანს ვასაქმებთ ცუდია ? _სიარული შეანელა , რომ წამოწეოდა ნუცა და მის ტემპს აეწყო. -და გიორგი უკვე დაგჭირდა ? -ანუ გაინტერესებს უსაფრთხოა თუ არა ჩემთან ერთად სიარული ? -არა , ეგ არ მიკითხავს , ისედაც ვიცი ორი ადამიანი მოგვყვება . უკვე დაგესხნენ თავს ? -ორჯერ. _მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ. -მართლა ? _პირი დააღო ნუცამ . -მართლა . -რატო ? -იმიტომ , რომ ყველასთან ისეთი ტკბილი არ ვარ როგორც შენთან . -ტკბილი ეს გოზინაყია ირაკლი . _გაეცინა ნუცას . აოცებს , არასდროს შეხვედრია ირაკლისნაირი ადამიანი რომელსაც თვითშეფასება ასი აქვს და თან არ ერიდება საკუთარ თავზე ლაპარაკი . რაც უფრო იცნობს უფრო მეტად ამსგავსებს ცეცხლს . იცის რომ წვავს , მაგრამ უფრო მაგრად უნდა მიეკრას რომ გათბეს , სასიამოვნოდ გაუთბოს კანი და სისხლი აუდუღოს. უცნაური გრძნობა აქვს , უცნაური და ფიქრიც კი აშინებს . ჯერ კიდევ დილას მკაცრად ჰქონდა თავის შორს დაჭერა გადაწყვეტილი ახლა კი შუა გზაში მისეირნობს მასთან ერთად . როცა ირაკლისთანა მის მისტყვა სსაკუთარ თავთანაც კი არ აქვს ფასი . თვალი კიდევ ერთხელ შეავლო , შავ ლაბადაში კარგად გახვეულ სხეულს . განა რა განასხვავებს ამ კაცს კახასგან , ორივე ერთნაირად ილტვის მისკენ უფრო მეტიც პირდაპირ ეუბნება რომ სერიოზული გრძნობა არ აქვს , სახიფათოა მისთვის . ირაკლი ის საფრთხეა რომლისაც ასე ძალიან ეშინია და მაინც საშინლად იზიდავს. ალბათ სწორედ ესაა, ვნება . საკუთარმა ფიქრებმა , გააკვირვა. პირველად გამოუტყდა თავს რომ მოწონს . როგორ შეიძლება არ მოწონდეს. ერთი ნაბიჯით ჩამორჩა ,რომ თამამად შეეთვალიერებინა. ნეტავ რა სიამოვნებაა მისნაირი ადამიანის გვერდით ყოფნა ? ალბათ რამხელა ენერგიააა საჭირო რომ მიანაირი შეყვარებული გყავდეს. ტუჩებზე ღიმილმ გადაურბინა იმის გააზრებისას რომ , ისე გახდა ფიქრებში მისი შეყვარებული ვითომ ყველაფერი მარტივია . ხელს რა უშლის? იდიალურ ცხოვრებას სთავაზობს . რამოდენიმე ხნიან ბედნიერებას. არ ატყუებს , არც არასდროს მოუტყუებია მისთვის. გამეტებით ამტკიცება რომ მისი არაფერი უნდა , მაგრამ საკმარისია შეხოს ყინულივით ლღვება და დუღილის იწყებს. -რაო ნუცა ? რაზე ფიქრობ? -იმაზე რომ შენთან ერთად მივყვები გზას და მეშინია რომ ვინმე გამოივლის. შენ არ გაწუხებს? -რომ მაწუხებდეს არ წამოვიდოდი. შენ გაწუხებს მაგრამ მაინც დამთანხმდი . იცი ნუცა მე და შენ გარდაუვალია . ერთადერთი რაც მაშინებს შენ ხარ . არ მინდა იქამდე დაგგკარგო სანამ ჩემი გახდები . ასე სიამოვნებას ვერცერთი მივიღებთ . მე კი მაღელვებს შენი გრძნობები. რატომ დაიმალე ტაძარში? ასე გეშინია ხალხის? - ისინი უცნაურად მიყურებენ . ისე როგორც -როგორც ჩემს ქალს? - რომ გითხრა თანახმა ვარ შენს წინადადებაზეთქო რას იზამ ირაკლი .მართლა ყველაფერს იზამ ? მართლა ამარიდებ ხალხის ამ მზერას ? _სახე და ხმა ერთდროულად შეეცვალა ნუცას . -იცი, ცოტა მეტად რომ გეცადა ჩემი სხვა კაცად დანახვა , რომ არ გამირბოდე შენს თავს ცოტა მეტის უფლებას რომ აძლევდე ახლა სულელურ კითხვებს არ დამისვამდი . _მოულოდნელად გაჩერდა და მისკენ შებრუნდა. -შენი თანხმობა არ მჭირდება იმისთვის რომ დაგეხმარო , თუმცა გამოსავლი რომელიც ვიპოვე დიდად არ მოგწონს. არადა არ ვიქნებოდი ცუდი მეუღლე. _მხრები აიჩეჩა და გზაა გაგრძელა. - იქნებ მე არ გამოვდგები მეუღლედ? _ღიმილით წამოეწია . -ეგ ჯერ არავინ იცის , გამოუცდელი ხარ . -ანუ აქამდე საყვარლობის ხიბლში გახვეულ შენს სურვილებს მტენიდი ახლა შეფუთვა დახვეწე. - ვერავინ ვერაფერს დაგაძალებს ნუცა . -ანუ ასე პლატინურად გეყვარება ცოლი? _გაეცინა ნუცას . -არ მიყვარხარ , პლატონური სიყვარული არ არსებობს ,ურთიერთობა სადაც სექსი არაა , უინტერესოა , მომაბეზრებელი და დამღლელია. - აბა რატომ გინდა ჩემი დაცვა ? -შენ წარმოიდგინე ჩემი თავისთვის . არავინ მაპატიებს შენს თავს. -სინდისი გინდა რომ მშვიდი გქონდეს ? -სინდისი არ მაქვს . მინდა რომ შენ იყო მშვიდად და არ იმალებოდე . ჯნდაბა რომელ საუკუნეში ლაპარაკობენ კიდევ ადამინებზე მხოლოდ იმიტომ რომ ერთად ვიყავით სადღაც.არასდროს არაფერი ეშველება დამპალ აზროვნებას. - წარმოიდგინე მერე მართლა რომ მოგინდეს ცოლის მოყვანა და უარი გითხრა განქორწინებაზე ან მთელი შენი ქონება მივითვისო . _გამხიარულდა . -წარმოიდგინე მართლა , რომ შემიყვარდე და მე გითხრა უარი გაშვებაზე ან ისეთი მოძალადე აღმოვჩნდე რომ ცოლს ვცემდე. გარეთ არ ვუშვებდე. -ეგ სახუმარო არაა იცი . საშინელებაა ტერორში ცხოვრება. ვიცნობ ეგეთ ოჯახს. -ანუ ფიქრს იწყებ ჩემთან ოჯახობანას თამაშზე ? გასართობი უნდა იყოს არა ? ჩემთან იმდენ დროს გაატარებ ადრე თუ გვიან გატყდები. კანში გაგიჯდები , ყველგან მე დაგხვდები , თავბრუს დაგახვევ ._ხმაში ვნება შეეპარა .- ჯანდაბას გასწავლი, როგორი უნდა იყოს ქალი. შემეხვეწები ნუცა , შემეხვეწები რომ არ გავჩერდე . _ენა გამშრალ ნუცას , რომელიც ირაკლის ხმაში ჩაიკარგა და ნერწყვის გადაყლაპვას ვერ ბედავდა გაუცინა.-რა ძვირფას დროს და სხეულს აცდენ ? არც კი დავიღლებოდი რომ ._რამოდენიმე ნაბიჯით მიიწია უკვე აზარტში შესულმა ირაკლიმ რომ ცივი წყლის გადასხმასავით ჩაესმა ნუცას ხმა . -მოვედით. _დაჟანგებული კარის წინ შედგა და ოდესღაც თეთრი აგურით აშენებულ სახლს აღარფერი რომ არ შემორჩენოდა მთელი თვალი შეავლო . სცადა საკუთარი გრძნობა დაემალა , მაგრამ სახეზე ეწერა კითხვა . მართლა ცხოვრობდა თუ არა ვინმე იქ . ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა . შერცხვა . კიდევ ერთხელ შერცხვა და საკუთარი სახლისკენ გაიხედა , რომელიც შორიდანაც კარგად ჩანდა და ყბები დაეჭიმა . კარი შეაღო და უხმოდ შეატარა ჯერ ნუცა. ალაგალაგ დაბზარულ ქვისგან აშენებულ კიბეს ფეხი შეახო და იგრძნო როგორ შეჰყურებდა ნუცა. უყურებდა კი , უყურებდა და იმ წამს უხმოდ გაიგო მისი. ირაკლისი რომელსაც ვერაფერს უგებდა , გაუგო . სახეზე ეწერა როგორი ძლიერი და უმწეო იყო . უყურებდა კაცს , რომელსაც სინდისი არ ჰქონდა და წამით თუმცა მაინც დაინახა , რაღაც . არც სიბრალული , არც ზიზღი , უაზროდ დაბინდულ თვალებში მხოლოდ სინანული დაინახა. იმ წუთას პირველად იფიქრა რომ ისევე აღიქვამს რაღაცეებს , როგორც თავად და იქნებ ამ ამაყი კაცის უკან მალავს ნამდვილ ირაკლის. ან სულაც თვითონ უნდა , მთელი გული სთხოვს რომ მისმა გონებამ ახვანაირად აღიქვას. ბოლო ორი დღეა ვეღარაფერზე ფიქრობს , ირაკლის ხელების გარდა და მანამ სანამ მისი ტვინი აჯერებს რომ გაიქცეს, გული ირაკლისკენ გარბის. ხო გარბის , უკვე იცის როგორ უნდა განასხვავოს გრძნობები , მისი გული კახასთან ათასჯერ არ ცემდა წამში. მართალია , ირაკლი გარდაუვლები არიან ერთმანეთისთვის , კიდევ ერთხელ ცდის მის შეხებას , კიდევ და კიდევ და ისიც უფრო კარგავს თავს. უფრო ღრამდ უშვებს საკუთარ გულში , ყოველი ერთად გატარებული წუთის შემდეგ. არც თავად იქნება გამონაკლისი, ისიც მიანდობს გრძნობებს თავს , ადრე ან გვიან მოუწევს ვინმესთან , მაგრამ მას ირაკლი უნდა . იმიტომ არა რომ მოწონს , ისედაც ნათელია , ირაკლი ყველას მოწონს. არც იმიტომ რომ ყველაფერი შეუძლია, ხანდახან მხოლოდ იმიტომ უწევს გული მისკენ რომ არასდროს ატყუებს. არც გრძნობები მოუტყუებია. არც ბედნიერ ოჯახს შეპირებია. პირდაპირ და ნათლად უხსნის რა უნდა და რას უნდა ელოდოს . იმისგან განახვავებით ვინც სამყაროს დაპირდება და მერე მიატოვებს. უკე 7 ამდე ოჯახი იცის სიყვარულით შექმნილი რომ ხუთ წელსაც ვერ გასტანა . იქნებ მთავარი სიყვარული არაა , მთავარი ხომ მზრუნველობაა. ლიკუნამ ხომ უთხრა კომფორტს და მზეუნველობას ავირჩევდი ვიდრე სიყვარულსო, დროის დაბრუნება რომ შემეძლოსო. უკვე ერთი კვირა გაუთავებლად ფიქრობს ,აფასებს ? ისევე დაუდგება გვერდით როგორც კიკის ფარავს ? შეძლებს , საკუთარი თავი დაითანხმოს რიგითი ქალი იყოს ? ან სულაც არ იქნება რიგითი , ერთიც შეიძლება იყოს იქამდე სანამ არ ჩაანაცვლებს ვინმე ახალი ნუცა . -ნუცა . ხელი გაუტკაცუნა თვალ წინ , რომ ფიქრებიდან გამოერკვია . -ჰო , მოდი . _სიძველისგან ფერგადასულ სახელურს ნაზად დაუსვა ხელი ნუცამ და ყიჟინით შევარდა . -დარო ბებოოო ._ ნუცას ხმაზე გაეცინა ირაკლის და სახეზე მიეყინა ღიმილი . უამრავ შალის სახვევში გახვეული მოხუცის დანახვისას. თეთრი თმა ლამაზად გადაევარცხნა უკან და თეთრ ნაოჭიან კანზე გამოკვეთილად ჩანდა ორიცალი უცნაური მწვანე თვალი . მას უღიმოდა. ნამდვილად არ მოეჩონა . ნუცასკენ გაიხედა , ოთახის სხვა მხარეს გაიქცა რომ საჭმელი დაელაგებინა, ქალი კი ისევ მას უყურებდა ნამდვილად . -გამარჯობათ. _ჩაახველა , რატომ თვითონაც არ იცის და ჯერ კიდევ სუფთად შემონახულ შელესილ კედლებს შეავლო თვალი და მასზე დაკიდებულ ჩარჩოებში ჩასმულ ულამაზეს ნაქარგებს. პატარა შეშის ღუმელი დალანდა კუთხეშიც , ნუცა რომ გულდაწყვეტილი დაჰყურებდა და მაშინ მიხვდა რომ ოთახში შემოსვლისას ტემპერატურის ცვლილება არ უგვრძნია . -დარო ბებო კარგი რა , ღუმელი ისევ არ აანთე ? -ვერა ნუციკო , ვერ ავანთე . არ ცივა შვილო დაანებე თავი . როგორ გამახარე , ამ ახალ წელს ჩემი თავი გქონდა ? -რათქმაუნდა მქონდა და რაღააცებიც მოგიტანე. როგორ უნდა დამავიწყდე? _ხტუნვით გაიქცა და ხელები მოხვია . -ახლავე გვათბობ აქაურობას . _გვერდი აუარა ირაკლის და გარეთ გავიდა. ცოტახანში პატარა შეშის ნაჭრებით დაბრუნდა და ერთ ადგილზე გაშეშებულ ირაკლის გაუცინა . -დაჯექი . -იყოს, უხერხულად შეიშმუშნა კაცი , არ ეგონა რომ დარჩენა მოუწევდა . -დაგეხმარები . _ლაბადა გაიძრო და სკამზე ლამაზად მიფინა . შავი სვიტრის კლავებიც ნაკეცებად აიკკაპიწა და ასანთი გამოართვა ხელიდან. -ირაკლი , არ მგონია ღუმელი აგენთოს აქამდე . გიორგი მომკლავს იცოდე. -ზედმეტად პრინცი გგონივარ ნუცა . -პრინცი არა ქალაქელი . პრინცები იდიალურები არიან შესაბამისად ყველაფერი იციან. ორცხობილები მოგიტანე , ცხელი წვნიანი და გოზინაყიც . რომელს გასინჯავ. -მე ხაჭოს , ნამცხვარი გამოვაცხე. _გაჭირვებით წამოდგა ქალი ფეხზე და კოჭლობით და ავეჯზე დაყრდნობით გაუყვა მანძილს. ცოტახანშ ლამაზად დაჭრილი ნამცხვრიანი თეფში მაგიდაზე დადო და ნუცას გოზინაყს მოუდო გევრდით . -ვარდის ლიქიორზე დაგპატიჟებთ ბებო . -დარიკო ბებო , ირაკლის არ შეუძლია დიდხანს დარჩენა , მაგრამ შენ არ იდარდო მე დავრჩები . _სწრაფად გამოუკეთა მოწყენილი სახე მოხუცს. - ლიქიორი მეც მიყვარს. _ამაყად გადახედა აგიზგიებულ ცეცხლს და მხრებში გაშლილი მიუჯდა მაგიდას . -დროც ბევრი მაქვს . _თბილად გაუღიმა მოხუცს. -ნუცა ბებო ეს ის ბიჭია ? _ეგონა ჩურჩულით თქვა ქალმა . -არა , ეს სხვა ბიჭია ._ყურთან მიუტანა სახე ნუცამ და დაძაბულმა მზერა აარიდა ირაკლის. -ეს შენი მეზობელია, აი ამისია ის ლამაზი სახლი შენი ეზოდან რომ ჩანს. _სცადა მარტივად აეხსნა ნუცას , თუმცა ირაკლის აემღვრა სახე , იმის ხაზ გასმისას რომ ირაკლისი იყო , ღარიბი ქალაქის თავზე წამოჭიმული მისი სახლი. - აჰ , ჯანდიერების შვილიშვილი ხარ ? _კისერზე ჩამოკიდებული სათვალე მოირგო ქალმა და კარგად შეათვალიერა . - ლამაზი ბიჭი ხარ . _დანაოჭებული ხელი ირაკლის ჩამოუსვა მკლავზე . -მამაშენიც ლამაზი ბიჭი იყო . _სახე შეეცვალა ირაკლის და ყურადღების გადასატანად ღუმელთან მივიდა ისევ . ცოტახანში ჩაის ფინჯნები დადგა ნუცამ მაგიდაზე და მოხუცს მოუჯდა გვერდით , თავი მხარზე ჩამოადო . - შენც ლამაზი გოგო ხარ ნუციკო . -აქ სულ მარტო ცხოვრობთ ? _ისევ ადგილს დაუბრუნდა ირაკლი და კოპლებიან ლიქიორის ჭიქებს გაუღიმა . -ოჯახი არასდროს შემიქმნია . ახალგაზრდობაში სიბერეზე არ მიფიქრია . იმიტომ ვეუბნები ნუცას ქალს შვილები მაინც უნდა ყავდეს. -აუცილებლად მეყოლება . ბევრი ძალიან ბევრი შვილები. უკვე შუაღამეს მიუკაკუნებდა საათის ისარი, როცა მოხუცმა მთელი თავისი ცხოვრების მოყოლა დაასრულა . ყურადღებით უსმენდნენ . ნუცას ასჯერ მაინც ჰქონდა მოსმენილი როგორ გააცილა ჯერ კიდევ 17 წლის დარიკომ ვარლამი და აღარასდროს დაბრუნდა , მაგრამ ყოველ ჯერზე ისეთ სახეს იღებდა თითქოს პირველად ესმოდა . არ ეთმობოდა მარტობაში დაკარგულ მოხუცს სტუმრები , მაგრამ მაინც მოუწია გამომშვიდობება . კარი კარგად გადაკეტა შიგნიდან და ფანჯრიდან გამოსძახა ირაკლის რომ რკინის კარი კარგად გაეხურა . -ვინმეს გამოვგზავნი რომ შეაკეთონ. _სინანულით გახედა ჭიშკარს. -მაოცებ იცი ? უკვე დაჯერებას ვიწყებ რომ ადამიანი ხარ . -ცოტა მეტი დრო რომ გაატარო ჩემთან მოგეწონები კიდეც და მერე ვინ იცის აა? -მარტოობის არ გეშინია ირაკლი? ნახე დარო ბებო როგორ ნანობს . -შენ ? -მე ადამიანების მეშინია , მაგრამ არ მინდა ამ მოხუცივით დავრჩე მარტო სახლში .სახლი მაინც აქვს მას . _თავის თავზე გაეცინა ნუცას . -შემიძლია სახლი გაჩუქო. აი აქედან რომელიმე . _ხელი გაიშვირა რიგად ჩამწკრივებული სახლებისკენ.- და მერე როცა დავბერდებით , შენთან მოვალ ხოლმე ჩაიზე . იმ ერთადერთ ქლთან რომელსაც სულ ფეხებზე ჰკ***ა ირაკლი . _ამჯერად ირაკლიმ დასცინა საკუთარ თავს . -საუკეთესო მეგობრები და მეზობლები ვიქნებით . ცალცალკე და მარტო . -ყველა ქალთან მეგობრობ ვინც კი გყოლია ? - ყველა გააზრებული ურთიერთობა იყო . იცოდნენ დასაწყისი და დასასრული. -ანუ ვინც შენთან ურთიერთობას იწყებს აუცილებლად იცის რომ დასრულდება . ცოტა სტრესულია დასაწყისშივე დასასრულზე რომ გეფიქრება არა? -არა , არ ვიცი . ერთმანეთს ვხვდებით , რამდენიმე საათს ვატარებთ და მერე ყველა თავის ცხოვრებას უბრუნდება . -ანუ არ გაწუხებს ახალა კიკიმ შეყვარებული რომ გაიჩინოს და ცხოვრება შექმნას. -არა . უფროსწორად არ შეუძლია სხვა კაცი ჰყავდეს კონტრაქტში უწერია , მაგრამ თუ გადაწყვიტა რომ სხვა უნდა სკანდალს არ მოვუწყობ , თავის გზას გააგრძელებს მე ჩემსას,მარტივია _მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. -არც მას აწუხებს დიდად ,აკვიატებად რომ მექეცი . -ანუ აკვიატება ვარ . -წყევლა უფრო . _გაეცინა ირაკლის. -მომეცი რაც მინდა და ორივე ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ შენთვის არაფერია ისეთი რაც უარს გათქმევინებს შენს სიჯიუტეზე. შემიძლია ყველაფერი მოგცე , რომ ამ მოხუცის ბედი არ გაიზიარო . შეგიძლია მერე სიყვარულიც კი იპოვო და წარმოიდგინე არაფერზე გექნება საფიქრალი. -ჩემი საყვარლის საფულით არა? _სიცილი აუტყდა ნუცას . -გამარჯობა საყვარელო , არ ინერვიულო ფულზე , ჩემს საყვარელს დავურეკავ. -ყოფილ საყვარელს. _სიცილით შეუსწორა ირაკლიმ, სანამ ჩემთან იქნები შენც იგივეს გაკეთება მოგიწევს რაც კიკის . -მაჩვენებ ? -რას ? -მაინტერესებს რა წერია კონტრაქტში . ანუ რამდენად დიდი ფანტაზია გაქვს ? -ეს უკვე დააცინვაა . -არა , გთხოვ , მართლა მაინტერესებს . _მხარზე ჩამოეკიდა . -გთხოოოვ ირაკლიიი. ყოველ წელს ახალს უფორმებ კიკის? ხელფასს თვიურად უხდი თუ ? -ნუცა , ჩემი ნერვების მოშლას იწყებ. -მე რამდენ ხნიანს შემომთავაზებ ?_არ ჩერდებოდა . -შეენ? ალბათ ერთი კვირა . -მეტი არა ? _ტუჩები დაბრიცა .-გული მეტკინა. -გამოუცდელი გოგოები დიდად არ მომწონს და სწავლებაში დროის დაკარგვა არ მიყვარს . პრინც თუ იპოვი შეიძლება მადლობაც გითხრას თავი რომ შეუნახე და შეშის ნაჭერივით იქნები საწოლში . -პრაქტიკა ბევრს , ნიშნავს , მაგრამ ვინ გითხრა რომ თეორია არ ვიცი და საკუთარ სხეულს არ ვიცნობ ? -ხო ? _ტუჩებზე მაცდურმა ღიმილმა გადაჰკრა. - საინტერესო საყურებელი უნდა იყოს , როგორ სწავლობ საკუთარ სხეულს . - იცი პლატონურ სიყვარულზე აზრი შევიცვალე , შემიძლია კუთხეში დავჯდე უბრალოდ და გიყურო . არანაირი სექსი . -საზიზღარი კაცი ხარ ._მხარზე მიჰკრა ხელი . -ბევრ შვილებს , თეორით ვერ იყოლიებ იმედია იცი . -იცი რა ? როგორც დარომ თქვა კაცი სულ არაა საჭირო. გავაჩენ ერთ შვილს ვინმესგან და ვიქნები ბედნიერი. _გადაჭრით გააჟღერა უკვე წლების წინ ნაფიქრი ნუცამ . გულიის სიღრმეში ყოველთვის იცოდა რომ მარტო არასდროს იქნებოდა . გამოსავალიც ნაპოვნი ჰქონდა თუ ვერ იპოვიდა ვინმეს , კახასთან დაშორების მერე სხვა ვერაფერზე ფიქრობდა სწორედ ამიტომ ჰქონდა მთელი რიგი გეგმა შემუშავებული რომ უნდა წასულიყო საზღვარგარეთ. იქ სადაც ნაცნობ სახეს ვერ ნახავდა და იქნებოდა ბედნიერი და თავისუფალი . -შენ ? შენ რომელიც ხალხს ერთი ფოტოს გამო ემალები ? - მე ხომ არ მითქვამს რომ აქ ვაპირებ ? წავალ, აქედან ძალიან შორს წავალ, მერე უამრავი ქალი აჩენს შვილებს ანონიმური მამისგან , მაგრამ ჯერ უნდა ფეხზე დავდგე. _სასმლიაგან გაბრუებული აჭიკჭიკდა და მთელი თავისი გეგმა გაანდო. -მარტო არაასდროს ვიქნები . არა .მარტო დავიბადე , გავიზარდე მაგრამ მარტო ვერ მოვკვდები არ მინდა . _წამში შეეცვალა სახე ნუცას . ტვირთი რომელსაც სულ თან დაატარებდა ერთიანად იგრძნო ზურგზე და მხრები მოხარა . - ამ ქალაქში მოხუცებსაც ვერ იფარებენ . -დაგეხმარები . _თავისკენ მიიზიდა და გაჩერდა , რომ კარგად მოეხვი ხელები . - აუცილებლად დაგეხმარები უფლებას თუ მომცემ ._იმ წამს გაუელვა თავში რომ შეიძლება საკუთარი სულისთვის კიდევ ერთი სიკეთით ეშველა და გზას ნუცა აჩვენებდა . გული ისე აუჩქარდა წამით სუნთქვაც კი შეეკრა. -რომ ერთი კვირა შენი ვიყო? - არა , იძულებით ჩემთან შენს ყოფნას აზრი არ აქვს , ასე სიამოვნებას ვერცერთი მივიღებთ . მინდა რომ არ გეშინოდეს ,ჩემს სურვილებს როგორმე დავიკმაყოფილებ , მალე გადამივლის აკვიატება , მაგრამ შენნირი ადამიანის დაკარგვა სამუდამო სისულელეა . არ მინდა ის პირველი ნაძირალა ვიყო ვინც ამ ცხოვრების ბინძურ გუბეში ჩაგაგდებს. იქამდე ცოტა პრაქტიკასაც მოაგროვებ , ისწავლი კიდეც, დაიკიდებ ხალხის აზრსაც და მგონია რომ მერე უფრო მაგრად გავერთობით . თვალი ჩაუკრა ._ტუჩები შუბლზე მიაწება და თვალები დახუჭა რომ სურნელი რომელსაც ქარი ართმევდა ნუცას კარგად შეეგრძნო . -თუ ბავშვთა სახლს აიღებ . გპირდები ხვალვე დავიწყებ ადგილის ძებნას მოხუცთა სახლისთვისაც . ჯერ ეგონა მოესმა გოგოს. მერე ჩათვალა ხუმრობა იყო და უკან დაიხია, თვალებში ხუმრობის მსგავსი ვერაფერი შენიშნა და ღრმად ამოისუნთქა.პირი გააღო რომ რაღაც ეთქვა და ენას ძვრა ვერ უყო . -წვიმა დაიწყო . _ სინანულით ახედა ჩაშავებულ ცას და ნაბიჯს აუჩქარა ირაკლიმ. უხმოდ მიჰყვებოდა მის ნაბიჯებს და არც კი შეუმჩნევია როგორ სველდებოდა . რაღაც შეიცვალა , ნუცაში იმ ღამეს . რაღაც რის გააზრებასაც ცდილობდა და არ გამოსდიოდა. გაუჭირდა აღიარება რომ ირაკლი მონსტრი სულაც არ იყო . არადა მისთვის უფრო ადვილი იყო , რომ ყოფილიყო. ასე აჩქარებულ გულს, დაჭიმულ კუნთებს და ეკლებს კანზე გამართლებას უძებნიდა , მაგრამ არა , ირაკლიც ადამიანი იყო, თავისი წესებით, კანონებით, პრინციპებით. ტკივილით და გამოცდილებით . გაიგო , ნუცას გამოცდილებამ აჩვენა , რომ მარტობაა სააჯელია, რომ ოჯახი ყველაფერია , რომ წმინდა სიყვარულის პოვნა ცხოვრების გამოცაანაა. ირაკლის კი თავის გამოცდილებები ჰქონდა და ამიტომ იყო ისეთი როგორიც არის .ნუცა იმას ეძებდა რაც არ ჰქონდა მიუხედავად იმისა რომ იცის რამდენჯერ ეტკინებოდა ამ გზაზე , ირაკლის კი უბრალოდ არ უნდოდა იმ გზის გავლა. გაიაზრა , უზარმაზარი სახლის ჭიშკართან გაიაზრა , როცა პირველი შეატარა და ქოლგა რომელიც მას გაუწოდეს , მთლიანად ნუცას დააფარა. ირაკლი ადამიანი იყო , გულწრფელი ადამიანი , რომელმაც ზღაპარი არ აუგო , ოცნების ცხოვრება არ მისცა , მიუხედავად იმისა რომ შეეძლო, ეიფორიაში არ აცხოვრა თუნდაც ის ერთი კვირა და მერე იმ ნაძირალასავით არ დაამთვარა როგორც უმრავლესობა უშვება გოგოებს. ირაკლიმ იდიალური შეყვარებულის როლი არ ითამაშა. ის ზრდასრული ადამიანია , რომელმაც უთხრა რა ხდება ორი ადამიანის ურთიერთობისას . რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, რომ ცხოვრება ასეთია, რომ იმას არ შეპირდება რაც არ იცის რომ გამოვა, სამაგიეროდ შეუძლია შეპირდეს ბავშვთა სახლს და იცის რომ ყოველთვის უსრულებს დაპირებას . განა მეტი უნდა უნდოდეს ქალს? გარდა მამაკაცისა რომელიც გვერდით უდგას ,არ ატყუებს და მერე პრინციდან ცხენად არ იქცევა ? მერე რა რომ არასდროს ეტყვის სიტყვა მიყვარხარას , ხომ შეიძლება მიყვარხარზე ძვირფასი და ბედნიერი ამყოფოს ის ერთი კვირა ? განა ვერაგი და იაფასიანი გოგო იქნება ? ცოტა საკუთარ თავზეც რომ იფიქროს, ერთხელ , ერთხელ რომ აიღოს თავზე ხელი რამე დაშავდება ? ფულის გამო ხომ არ აკეთებს , სხეულს ვერ იმორჩილებს თავადაც ისე მოწონს მის მკლავებში რომ ეხვევა. მის სხეულსაც უნდა ირაკლი და ნუთუ თავი შესძულდება თავადაც რომ მიიღოს სიამოვნება და მატერიალური კეთილდღეობა? ნუთუ ისეთი მტკივნეული იქნება როცა დამთავრდებიან რომ ვერ გაუძლებს ? რას შეცვლის ირაკლი იქნება თუ სხვა , მაინც ხომ ეტკინება? მატერიალისტს დაინახავს სარკეში თუ მარტო დარჩენილი, ირაკლის ფულით გააჩენს შვილს და ოჯახი ექნება? ნუთუ ასეთი სამარცხვინოა იმაზე ფიქრი რომ მდიდარ და ღარიბ გულისტკენას შორის არჩევანი ირაკლიზე შეაჩერა? როდის გახდა ესეთი ? ალბათ იყო . იქ ღრმად ეძინა ნუცას თავში მეორე ნუცას რომელსაც მთელი გულით უნდოდა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი . ფიქრებში ისე იყო დაკარგული ვერც მიხვდა როგორ მიყვა სახლის კარამდე და გამოემშვიდობა . -კარი ჩაკეტე ნუცა . -თანახმა ვარ . -რა ?_ქოლგა ცოტა მაღლა აწია ირაკლიმ , წვიმის ხმაში დააკარგული ნუცას ბგერები რომ კარგად გაეგო . - თანახმა ვარ , ირაკლი, ხელს მოვაწერ. -საქაღალდე ისევ შენთანა . ხელს რომ მოაწერ დახლოვებით 3-4 დღეში შენი იქნება . _გაუღიმა . -არა , ვერ გაიგე . _აკანკალებულ ხმას გულის ბაგიბუგი უშლიდა რომ გარკვევით ეთქვა სიტყვები .- მე , მე და შენ . მე … _უშედეგოდ ცდილობდა წინადდება დაელაგებინა . -ხელს მოვაწერ . -გავიგე ნუცა .მიდი ._კარი გაუღო და ანიშნა შესულიყო . -გაცივდები . -ირაკლი ._საკუთარ თავზე და ენაზე გამწარებულმა მას დაუყვირა .- არ ვიცი როგორ გითხრა . -გავიგე ნუცა . _გარკვევით გამოთქვა ირაკლიმ. -გავიგე , მიგიხვდი , მაგრამ ნასვამი ხარ ._ გაყინული ლოყა ხელისგულში მოიქცია . - ხვალ რომ გაიღვიძებ , სხვა დილა იქნება , მე კი ისევ ირაკლი და ალკოჰოლიკის ფიქრები გაქრება . ახლა ფიქრობ რომ ბევრ რამეს ვაკეთებ შენთვის , რომ არაფერს არ გთხოვ და თავს ვალდებულად თვლი რომ სანაცვლოდ რაღაც უნდა მომცე და ისეთი ძვირფასი რაც ჩემს საქციელს გაუტოლდება მხოლოდ შენი თავი გაქვს. -არა . _თავი გააქნია ნუცამ . - კი. მინდა რომ დაიძინო და არ იფიქრო რას და რატომ ვაკეთებ. ან თუ დაგამშვიდებს გეტყვი . ჩემი თავისთვის ვაკეთებ , რომ ადამიანობა არ დავკარგო ნუცა . შენი მადლობა , თან ამ ფორმით არ მჭირდება . თუმცა მჭირდება რომ სველი ტანსაცმელი გაიხადო, ცხელი წყალი გადაივლო და კარი კარგად ჩაკეტო , რომ ჩემივე სიტყვები არ დავივიწყო იმაზე ფიქრისას როგორ იხდი და როგორ მინდა ის წყალი ვიყო რომელიც მთელს შენ სხეულს ჩაუყვება. _თითქმის ხელისკვრით შეუშვა შიგნით და გახურებული სახე ცივი წვიმის წვეთებს მიუშვირა. ხვალ.. რიგორ მოკლედ ჟღერს ერთი სიტყვა და მათთვის რამოდენიმე დღედ გადაიქცა. ხვალე იყო , ნუცას სირცხვილი , რომ უარყო იმაში ღრმად დარწმუნებული რომ ნასვამი არ ყოფილა. ხვალე იყო ირაკლისთვის ნუცას გაქცევა , არიდებული მზერა ხვალე იყო ძალიან ბევრი ემოცია , ფიქრი , თავგზა არეული გონება.. ხვალე შობა იყო და არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ იმ ღამეს ირაკლიმაც გადაწყვიტა სახლიდან გასულიყო . მიზეზი კიკის გაუთავებული წუწუნი იყო რომლის გასართობადაც ირაკლი იქცა და ერთი კვირა სახლიდან გაუავლელობის გამო. დეპრესიას ვერაფერს უხერხებდა . შობის ღამეს კიკის რომელსაც ღრმად სჯეროდა რომ ტაძარი ამ ქალაქში გასასვლელად საუკეთესო დგილი იქნებოდა წინააღმდეგიბა არ გაუწია. იმ ღამეს პირველად ნახა ნუცა შავი თავსაბურავით და შავი ქურთუკით. ყველაზე პირველი წავიდა სახლიდან ლიკუნასაც კი არ დაელოდა . ტაძრის ეზოში პირველად რომ შედგა ფეხი მაშინ მიხვდა რატომ . უხმოდ გაიარა ტაძრის ეზო თუმცა , იძულებული იყო თავის დაკვრით შეგებებოდა ყველას . სატრაპეზოს შესასვლელთან გაჩერდა რადგან იქ იდგა ბაბუა და რაღაცს ხელებით უხსნიდა მამა დავითს. გაჩერდა და იმ წამსვე ინანა. საუბარი შეწყვიტეს ორივე ზუატად იმ გაცისკროვნებული სახით მოუტრიალდა რომელსაც არასდროს იცის როგორ უპასუხოს. ზურგს ხალხი უწვავდა , სახეს კი ბაბუიის მზერა . -ნამდვილი სუპერ ვარსკვლავი ხარ. _გაყუჩებულ ხლხის მასას თვალი მოავლო გიორგიმ . -ხალხს სანახაობა უყვარს გიორგი. _სინანულით ჩაილაპარაკა მღვდელმა და შეუმჩნევლად ახედა, თავისი პატარა უკვე სახლად ქცეულ სატრაპეზოს. აივნის მოაჯირების ორნამენტებს შორის მოჩანდა ხის სკამზე მჯდარი ნუცა . პატარა გადაშლილი წიგნით და ისეთი კონცეტრირებული იყო , ვერაფერს ამჩნევდა გარშემო. ვერც ხალხს , ვერც სიცივეს და ვერც დამშეული ხალხის თვალებს უჩუმრად რომ ათვალიერებდნენ ჯერ ირაკლის და მერე ნუცას . პირველად ვერ გაიგო რა უნდა ექნა ირაკლის. პირველად არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო რომ ბრბო ემართა. ალაგალაგ ესმოდა ხალხის ჩურჩული. -დამალავს? -აბა , როდის იყო ვინმე საჯროდ ყვიროდეს საყვარლები ვართო . -შშშ, ტაძარში ვართ. _ეყო ვიღაცას ჭკუა . -ჯერ არ შევსულვართ შე ქალო . -მაგდენი ფული აქვს ბავშვთა სახლში გაზრდილი ნუცას **** რატო უნდა გინდოდეს? -კახა რიგს ელოდება .-ჰაჰაჰ . აფრაზა მოესმა ძალიან ახლოს, მოესმა ტაძარში სადაც ყველაზე ავხორცი თავი ეგონა , ტაძარში სადაც ახლა იგივე ადამიანი სანთელლს აანთებდა და ღმერთს შეევედრებოდა შველას, ტაძარში სადაც ნუცაც შევიდოდა იგივე ადგილას აანთებდა სანთელს , მათი სანთელი გვერდიგვერდ ჩაიწვებოდა. შეიძლება ამ ადამიანს ნუცასთვის გაეცინა, გამოლაპარაკებოდა . ისმოდა , ხალხის აზრი უხმოდ ისმოდა , ზოგი თვალებით ამბობდა სათქმელს. რამოდენიმე ახალგაზრდა გოგოს სახესაც წააწყდა , დამცინავს , მომღიმარს და მოკეკლუცეს . ახალგაზრდა ბიჭებისაც რომლებმაც ასჯერ აიარჩაიარეს ნუცას წინ და ყველა გავლაზე უყურებდნენ , მხოლოდ ის იჯდა , საკუთარ პატარა ლოცვის წიგნში დაკარგული და ვერც კი გაიგო როგორ ახრჩობდა ხალხის ტალღა საკუთარ სიბინძურეში. შორს იდგა ხალხისგან მაგრამ ისე ახლოს რომ გარკვევით გაიგონა, ისე ახლოს რომ ეტკინა , იმ წამს საკუთარი სახელი . რეპუტაცია . რომ მისი ქალთან გამოჩენა ამ ქალისთვის. ავტომატურ ავხორცბას ნიშნავდა. რიგი? საკმარისია მარტო დატოვოს , ის ამდენი კაცი მასავით რომ ეტრფის ნუცას გამბედაობას შეიმატებს. ვიღაცა ეტყვის რას იპრანჭები თითქოს ირაკლის ბ**ი არ გერქვა ცოტახნის წინო? სინდისი რომელიც ეგონა რომ არ ჰქონდა ყელში უჭერდა , ან უნდა გაჩერებულიყო და ეცდია ხალხისთვის და ნუცასთვის ბრძოლა და დრო აჩვენებდა შედეგს , ან? “ან “არ იყო . არაფერი არ იყო , მხოლოდ ნუცა იყო და ჯანდაბას , ეს გოგო ყველაფრად ღირდა იმ წამს. იმიტომ არა რომ ერთი სული ჰქონდა , საკუთრებად ექცია . იმიტომ რომ იმ ათასი ქვიდან რომელსაც გარშემო ხედავდა ერთი პატარა ყვავილი იყო . სულ პატარა , უწყლოდ გაზრდილი , მაგრამ მაინც მწვანე და ლამაზი. დაუფიქრებლად და გაბედულად ადგა ფეხი საფეხურზე , მერე მეორეზე და ბოლოს თამამად და მხრებში გაშლილი წამოადგა თავზე. ისედაც გაჭირვებით არჩევდა პატარა ნათურის შუქზე წვრილ ასოებს და მთლიანად ჩრდილი წამოეფარა, მხოლოდ მაშინ აწია თავი და ჯერ კითხვისგან გამშრალი თვალები დაახამხამა და მერე ყელი აეწვა . დაბნეულმა გაიხედა აქეთიქით და თვალებით უთხრა , რომ რასაც ახლა ის აკეთებდა ნუცასთვის სასიკვდილო განაჩენი იყო. წყენა, შიში და იმედგაცრუბა ერთდროულად ჩანდა და შავებში გამოწყობილი პატარა ნუცა უფრო მოიხარა მხრებში. -ხალხი, შეგჭამს ნუცა . დამალვით ვერ მოერევი . _ზუსტად მის წინ ჩაიმუხლა და აკანკალებული ხელი ხელში მოიმწყვდია.-საზოგადოებად წოდებულ ცხოველების ფარას , უფლებას ვერ მივცემ რომ საკვებად გაქციონ , მხოლოდ იმიტომ რომ ამ საკვების ყიდვა გადავწყვიტე . ვერავინ , ვერავინ გატკენს ჩემს გამო . -რას აკეთებ ირაკლი. _ხმა და გული ერთიანად მიეწურა ნუცას . -ხელებს გითბობ . _მუჭი მოუჭირა და გვერდით ხის სკამზე ჩამოჯდა. დაბნეულ სახეს გაუღიმა და სვეტივით აზიდულ ტაძარს თვალი ააყოლა . -ხალხს სანახაობა უნდა, ხო და მივცეთ , ნუცა და ირაკლი , ირაკლი და ნუცა . -ვერ გავიგე. _სცადა ხელი გამიეცალა , თუმცა ისე ჰქონდა მუჭში მოქცეული მისი ხელი ვერაფერს გხდა . -მათ გონიათ , რომ ძვირფასი და ნაზი ქსოვილი ხარ , რომელააც ვიყენებ , დავსვარ და მერე ამ ქსოვილს ხელს თავადაც შეაწმენდნენ და ერთი სული აქვთ . მე კი ამ ქსოვილის დაზიანების მეშინია , ხო და რომ არ დაზიანდეს , თავად შევინახავ, ჩემად ვაქცევ და ჩემს ინიციალებს ამოვქარგავ ვერავინ , ვერავინ შეძლებს რომ ჭუჭყიანი ხელებით შეგეხოს . -არ გინდა . _კიდევ ერთხელ სცადა გამოსცლოდა გვერდიდან და უფრო, მაგრად მოუჭირა ხელი . - არ მინდა, ხო . არც შენ გინდა , მაგრამ საჭიროა და ვერავინ მაიძულებს ხელი გაგიშვა . გპირდები ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ქალი იქნები ამ ქალაქში . _კიდევ რაღაც უთხრა , მაგრამ ვერ გაიგო . ზარებმა გადაფარეს ირაკლის ხმა . ზარებმა გადაფარეს , ორი გზა აბნეული ადამიანის გულის ცემა, უკვე ერთ რიტმში რომ ცემდა და გარშემო უამრავი ადამიანის გარემოცვაში ვერაფერს ამჩნევდნენ , გარდა ერთმანეთის სახისა . ვერც გაიაზრა , ნუცამ ირაკლის უკვე კარგად გააზრებული ნაბიჯი . იქამდე მიჰყვებოდა გაბრუებული და ხელჩაკიდული , სანამ ადგილი არ დაიკავა ბებიის გვერდით ირაკლიმ და გვერდით დაიყენა. მაშინ გაიაზრა , როცა წინა რიგებში მდგარი კახას და ირაკლის თვალებით დუელი ჰქონდათ გამართული . ბოლოს საკუთარ სახეზს იგრძნო კახას მზერა. ჯერ დამცინავად გაუღიმა , მერე მთელი ზიზღი დაინახა მის სახეზე და ასე აქცია ზურგი . მჭიდროდ შემდგარი ბრბოს რიგები გაარღვია და ტაძრიდან გავიდა . უჩუმრად გააპარა მზერა ჯერ ირაკლისკენ, რომელიც უდარდელად დაჰყურებდა ხელებში ნახევრად ჩამწვარ სანთელს და გულმა ისე უჩხლიტა , ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ყელს იქით ვერ გადაუშვა . თითქმის 5 წუთი ცდილობდა, ხალხისგან გადაჭედილ ტაძარში ის მცირედი ჟანგბადი რომელიც მისთვის იყო გათვლილი არ გაეფლანგა , მაგრამ ვერაფერს ახერხებდა . ბოლოს მიხვდა რომ , ჰერის უკმარისობისგან აღარც მისი თავი და გული მუშაობდა მწყობრში . უკანასკნელად მოიგროვა ჟანგბადი ცხვირში და მთელი ძალით სცადა ფილტვებამდე მიეტანა . უშედეგოდ .. მერე ყველაფერი დატრიალდა . მერე ორად ხედავდა ირაკლის შეშფოთებულ სახეს , რომელიც სველი ხელით ცდილობდა მის გონზე მოყვანას. რამოდენიმე წამით , სულ წამით დაუბნელდა თვალებში და ისეთი სიმძაფრით დაუბრუნდა რეალობას , თავის ტკივილისგან ამოიკვნესა. საიდანღაც ნათურა ისე ანათებდა თვალები ეწვოდა. ხალხის ზუზუნის ხმით მიხვდა , რომ ისევ ტაძარში იყო . ფერად კედლებს თვალი , მოავლო, მალე ყველა შეგრძნება დაუბრუნდა , თაფლის სანთლის და საკმევლის სუნი სასიამოვნოდ მოელამუნა ცხვირში და დაჭიმული სხეული მოუდუნდა თუმცა მაშინ მიხვდა როგორ ციოდა. კანკალმა აიტანა, მიუხედავად იმისა , რომ კარგად ჰყავდა მოქცეული მხრებში , ისე მაგრად რომ განძრევასაც ვერ ახერხებდა . მხოლოდ მაშინ გაბედა კაცმა მისი შეხედვა, მისი უკვე გონებაზე მოსული სახე , ხელისგულში რომ მოიქცია და თავისკენ მიატრიალებინა, რომ დარწმუნებულიყო მისმა სისუსტემ გაიარა. -კარგად ვარ. _გაჭირვებით თქვა და სცადა გარხეული იყო . ირაკლიც მიხვდა ადგომას ლამობდა და ბუმბულივით მსუბუქად აწია რომ ფეხზე დაეყენებინა , თუმცა ხელი არ შეუშვია. ინტერესეით აკვირდებოდა მის სახეს , სიმწრისგან ენას დააჭირა კბილი , ისეთი დამაჯერებელი იყო ირაკლის ღელვა. ერთი ნაბიჯით გაიწია უკან რომ სააბოლოოდ გათავისუფლებულიყო მისი ხელებისგან. გარშემო შემოკრებილი ხალხისგან მხოლოდ დავითს მოუბოდიშა, შექმნილი უხერხულობისგან და ხალს გაუღიმა . რიტუალი ნორმას დაუბრუნდა , მაგრამ ვერაფრით მოიშორა ხალხის მზერა. ისე აწუხებდა ხალხთან ერთად ირაკლის მის მხართან აკრული სხეული. შიგადაშიგ წელზე რომ ხვევდა .რა იცოდა ამ სულელმა გოგომ , რომ იმ წამს ნუცაზე მეტად მას შეეშინდა , რომ ნუცაზე მეტად ის გახდა ცუდად , ნუცას სისუსტე ფიზიკური იყო , ირაკლის სრულიად ჯანმრთელი სხეული გაიყინა , დაცარიელდა, რომ მილიმეტრით არ უნდოდა მოშორება მისგან , ასე დარწმუნებული იყო რომ განმეორებითი ინციდენტის შემთხვევაში ,ისევ ხელებს შეაშველებდა. გოგომ სცადა გაყინული სხეულის კანკალი დაეფარა. თვალებს აფახულებდა და ერთი სიტყვა არ ესმოდა .მხრებზე ისევ ნაცნობი სიმძიმე იგრძნო , სასიამოვნოდ თბილი წონა და ირაკლის ხელები რომელმაც ჩვეული მოძრაობით შეუსწორა ლაბადა , რომ არ ჩამოვარდნილიყო . არ მოშორებია , ბოლომდე დარჩა. ცხოვრებაში პირველად გაათენა ღამე ტაძარში. ტაძრიდან გამოსვლისას , კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელი წელზე და მასთან ერთად გაიარა გზა მანქანამდე . - კარგად ხარ ?_თავი უხმოდ დაუქნია . ექიმი გჭირდება ? რამე გჭირდება? _ყველა კითხვაზე თავის ქნევით პასუხობდა . -ნუცა ამოიღე ხმა , რამე მითხარი . ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ყველაფრის გარეშე იყავი მზად ჩემთან რომ კონტრაქტი გაგეფორმებინა და ვიცი რომ გახსოვს . -მთვრალი არ ვყოფილვარ ირაკლი როცა გითხარი , რომ ხელს მოვაწერდი კი , მაგრამ ეს? _ხელი გაიშვირა ტაძრისკენ . -ხო და გადაფიქრების საშუალება არ მოგეცი . ახლა ნამდვილად მოგიწევს მოწერა. -არ მინდა შენზე დაქორწინება , ვიცი იმიტომ აკეთებ რომ დამეხმარო და არ მინდა . - ქორწილამდე არ მივალთ არ იდარდო , თუმცა თუ მეტი დამაჯერებლობისთვის გჭირდება თანახმა ვარ თანაც ეს ხომ ჩვეულებრივი ქორწინებაა არაა , მოდი სახელი დავარქვათ. კარგი გარიგება , რომელიც ორივეს გვაწყობს . -რა მევალება? _თვალები აუწყლიანდა ნუცას . -გარდა იმისა რომ საწოლი გაგითბო. -დიდი ბიჭი ვარ , საწოლის გათბობა არ მჭირდება, საერთოდ სხვა ავეჯიც არსებობს . თუ არ გინდა არავინ დაგაძალებს ჩემთან ყოფნას . არ იტირო, ._გული მიეწურა ნუცას სახის დანახვისას ირაკლის . -არ გატყუებ,მართლა იმიტომ არ ვაკეთებ რომ .. -რა აზრი აქვს რატომ ან რა მინდა. ღმერთო მთელმა ქალაქმა გვნახა . -შენი აზრით კარგი წყვილი ვართ? - რანაირად ვართ კარგი ირაკლი ? _უკვე აღიზიანებდა მამაკაცის მხიარულება. -რა გვაქვს საერთო , სტატუსი თუ.. - ფიზიკურად . _გადაჭრით თქვა და გაფითრებულ სახეს თვალი შეავლო . -ნუცა რამოდენიმე თვე დადავშორდებით ან დავრჩეთ დაქორწინებულები ჩემთვის არაფერი იცვლება . როცა გადაწყვეტ რომ იპოვე ის ვინც გინდა გამშორდები , მშვიდად იცხოვრებ. ჯანდიერების რძლობა სახუმარო არაა ამ ქალაქისთვის. ზედმეტ გამარჯობასაც კი ვერ გეტყვის ვინმე . არცისეთი უბედურებაა და ტრაგედია . ნახე ლინა და დაჩი 5 წელია ერთად არიან და თან ცალკე . არა ცუდი მაგალითია, მთლად ეგეთი საგიჟეთიც არ გვაწყობს . _გადაიფიქრა. - ჰაერი არ მყოფნის . _თავისთვის ჩაილაპარაკა და ცდილობდა გაერკვია რამდენ ხანში გაჩერდებოდა მანქანები. -მალე მივალთ. _ ჩაერთო გიორგი და უკან მჯდარი ირაკლისკენ მთელი ტანით შეტრიალდა . კოდი 20 გვაქვს . -რა ეხლა ? მეღადავები? _ნუცას გახედა რიმელიც თვალდახუჭული ცდილობდა სუნთქვას და სულ არ შეუმჩნევია როგორ გაუწოდა იარაღი გიორგიმ ირაკლის. -მოტოა , ტაძრიდან მოგვყვებიან .მშვიდად იარეთ , სწრაფად ჩაჰყვირა ყურსასმენში . ჩვეული სიჩქარით და ერთ ხაზში. მინდა რომ კარები უკვე ღია იყოს. სავარაუდოდ ჭიშკრის გაღებამდე წამიერ გაჩერებას ელოდებიან . ირაკლი ფსიქოპატის როლში ნუ შეიჭრები . ნუცას მიხედე . ზრდილობიანად გთხოვ. _გაუღიმა გიორგიმ . -რა ხდება ? _სწრაფად გააჭყიტა თვალები ნუცამ . -არაფერი . _ მკლავზე წაწვდა ირაკლი და ძალით უბიძგა დაწოლილიყო . -ნუ გეშინია, აკანკალებულ სხეულს ზემოდან გადაეფარა . სწრაფად გადატენა იარაღი და გაფითრებულ სახეს , რომელიც უკვე აღარ სუნთქავდა და ვეღარც მოძრაობდა ზემოდან დახედა .-ნუცა . _ გაყინულ სახეზე შეახო ხელი . -ისუნთქე , ისუნთქეე. აქ ვარ . შენთან ვარ . მოვკლავ . გეფიცები მივკლავ იმ ნაბი*** . _ხელის შეშვება ვერ გაბედა . სინანულით უყურებდა გიორგის რომელსაც 5 წუთიც არ დაჭირვებია. .სახლამდე მისვლამდე , მოახერხა ყველაფრის მოგვარება . არაფერი გამოპარვია ირაკლის , არც ის როგორ გადავიდა მათი მანქანა წინ . საპირისპირო მხარეს მომავალი ჯიპს , ნიშანი მისცა გიორგიმ და სულ 3-4 გასროლაში მოაგვარეს საქმე . რამოდენიმე წამში თავადაც გადავიდა მანქანიდან და გიორგის ადგილი სხვამ დაიკავა საჭესთან . ნუცას გაყინულ სახეს ხელები გამოაცალა , ვინ იცის იმ წამს რად დაუჯდა მასთან განშორება. -ირაკლი. _თვითონ ჩაებღაუჭა მკლავზე ,ნუცა . ძალა მოიკრიბა გაყინულ სხეულს უკანასკნელი ენერგიის წვეთი მისცა. - არ წახვიდე, არ წახვიდე ._თითქმის ძალით გამოაცალა მკლავი ხელებიდან და თვალი გააყოლა მანქანას რომელშიც ისტერიკაში მყოფი ნუცა ეგულებოდა , სანამ შორს არ დაიგულა ვერ გაინძრა. -თქვენი დედაც **** -გზის მეორე მხარეს გადავარდნილ მოტოციკლს და ორ ადამიანს თავზე მხეცივით წამოადგა გიორგი და სანამ რეაგირება მოასწრო ერთერთს რომელიც ფეხათრევით წამოდგა რომ გაქცეულიყო ქურთუკში წაწვდა ირაკლი. -ირაკლი. _გიორგიმ სცადა გაეგონებინა რომ ცოცხალი ჭირდებოდა , თუმცა აზრი არ ჰქონდა იქამდე ურტყა მოხსნილი ჩაფხუტი სანამ ძალით არ გააკავა . სახლში შესულმა პირველი რაც გააკეთა სისხლიანი ხელი შესასვლელში ახლად დადგმულ შადრევანში დაიბანა და სველი ხელით თმა შეისწორა . ლაბადა შეიკრა წითლად დაკოპლილი პერანგი რომ დაეფარა . მხოლოდ კიკის კივილი ისმოდა, ირაკლის ეცა რომელსაც სულ არ შეუმჩნევია კიკის ისტერიკა. დის თვალებს აარიდა თვალი მხოლოდ , ჯერ კიდევ გამოუძინებელი რომ ცდილობდა გაერკვია რა მოხდა და ბოლოს სავარძლის კუთხეში მიკუნჭული ნუცაც დალანდა. ისევ კანკალებდა , უზომოდ თეთრი იყო და ისევ ის თვალები ჰქონდა , ღრმა , შეშინებული, დაკარგული და გაყინული. -ერთი დღისთვის მეტისმეტია . _თავისთვის ჩაილაპარაკა და სავარძლის წინ ჩაიმუხლა გაყინულ ხელებს, უკვე სუფთა ხელები გაბედულად დაალაგა და თავადაც მგონი მაშინ ამოისუნთქა პირველად მთელი ინციდენტის განმავლობაში როცა , გაირხა და მზერა კარგად გაუსწორა. -ირაკლი .ცოცხალი ხარ ? -ხო . ცოცხალი ვარ ნუცა . _ ღიმილი ვერ შეიკავა, წესით უნდა უხაროდეს ღელავს . -დამტოვე , დამტოვე . _თვალები აუწყლიანდა გოგოს. -გავიგონე , ისროდნენ. -დაგტოვე . ხო ცოტახანი დაგტოვე იმიტომ რომ არაფერი მოგსვლოდა. _პატარა ბავშვივით ცდილობდა აეხსნა და სატირლად გამზადებულ სახეს ხელისგულები შეაგება.-სანამ ჩემთან ხარ არაფერი მოგივა . _საკუთარ თავში დარწმუნებული ირაკლის ხმა ნუცასთვის დამაჯერებლად ვერ ჟღერდა , იმის გააზრებისას რომ რაც უფრო ახლოს იქნებოდა ირაკლისთან მით მეტი ასეეთი დღეების გადატანა მოუწევდა. მხოლოდ ერთი რამე სურდა , მარტო დარჩენა , მისი ხელების მოშორება , ისევ მაგრად რომ უჭერდნენ ხელებზე . ისე უყურებს თითქოს რამე ადარდებდეს ნუცაში , ნახევარად განაღდებული მისი სხეულის გარდა . ყურებში გარშემო მყოფი ხალხის ხმასთან ერთად ყურებში უცნაური ზმუილი ესმოდა და მხოლოდ მაშინ შეწყდა .როცა ირაკლის ხმა ზარივით გაისმა . ფეხზე წამოდგა და დივნის კიდეზე ჩამოჯდა . -ხვალ თბილისში ვბრუნდებით . _წმიერი პაუზის შემდეგ დააყოლა.-ყველა . - ისედაც ვაპირებდი , ეს რკინის ხმა არაა საჭირო. _მხრები აიჩეჩა ლიკუნამ. -გამოკვლევებზე უნდა წავიდეთ . _ნიშნის მიგებით გადახედა ნუცას იმის შესამოწმებლად რამე ხომ არ შეიცვალა . ემოცია რომ ვერ შეამჩნია მხრები აიჩეჩა ლიკუნამ .-მაინც ვერ გავიგე რა მოხდა . -წავალ . _დაღლილი და დასუსტებული ტანის წამოთრევა გაუჭირდა -სად ? _შეშფოთდა გიორგი რომელიც აქამდე ტელეფინს არ აშორებდა თვალს ირაკლის, დაჟინებული მზერა მიაბყრო. ირაკლის რომელიც ისე დაიძაბა ერთი შეხედვითაც ჩანდა . წამში გაერკვა კიკი , რა ხდებოდა გიორგის თავს , რომელსაც ფარეხში მალავდა დამნაშაავებს და სულ არ უნდოდა ნუცას ოთახს რომელიც პირდაპირ სარდაფის თავზე იყო რამე გაეგო . -ამაღამ მაინც ვერ დავიძინებ . _შუბლზ გაისვა ხელი . -მარტო არ დამტოვოთ რა . _ამოიკვნესა და მხარზე აეკრა ნუცას . -დავიღალე . _ამოიკვნესა ნუცამ . -ჩემს ოთახში დიდი საწოლია . რას იტყვი ლიკუნა ? _დაუკითახვად წაწვდა ლიკუნას . როცა ყველა მაღლა დაიგულა გიორგიმ მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა და მეგობარს რომელიც შუბლს ირი თითით ისრესდა გვერდოთ მოუჯდა. -მალე მოვლენ გონებაზე, ნუ ერთერთი მაინც . -არ ველოდებოდი . ან შეშლილები არიან შემკვეთები ან სულელელბი . -ან დიდი კვერცხები აქვთ ._დაასრულა სანდრომ რომელიც არცმეტი არც ნაკლები სპორტულებით იყო მოსული და უხმოდ შემოვიდა მისაღებში -იმხელა რომ ირაკლისნაირს დაეჯახონ არ მგონია. -იცოდნენ, განწირულები იყვნენ ორი კაცით ესკორტს აეკიდნენ ._გაეცინა ირაკლის . – იმის თქმა უნდათ რომ ყველაფერზე არიან წამსველელები? -ან უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენა უნდათ , ხელწამოსაკრავი ხალხი რომ არ გვეგონოს . -ან უბრალოდ არ იციან კარგად შენც რა შეშლილი ხარ. _ დედიაშვილს გაეკრიჭა და სისხლიან პერანგზე შეავლო თვალი. -ჭკვიანად მოიქცა , გვერდით ნუცა ყავდა სხვა გზაც არ ჰქონია . _შეაქო გიორგიმ -მალე უნდა დავმარხოთ ეს ამბავი. _ფეხზე წამოდგა ირაკლი . -წამო ვნახოთ ვინ არიან . _გზად ნუცას კივილი ჩაესმოდა ყურებში , ხელის გულებზე ისევ გაყინულ კანს გრძნობდა. - სახელები მჭირდება და ისეთ დედის ტ****ს მოვუწყობ სამუდამოდ დავავიწყებ სახელს და გვარს . მეორე დილა გუშინდელზე მძიმე იყო ირაკლისთვის , უძილო ღამეზე მეტად ნუცას ჩანგლის ნერვიული კაკუნი აწუხებდა საუზმის დროს . არცერთი ნათქვამი სიტყვა , არც ჩვეული ღიმილი სახეზე . ასე უძრავად აწვალებდა ომლეტს . -ყველა მზადაა ? -არა გიორგი არ ვარ მზად . ისიც არ ვიცი რა საჭიროა ეს გამოკვლევები , ისედაც ნათელია რომ არაფერს მშველის. _გაღიზიანება ვერ დამალა ლიკამ. - ჯერ ეხლა დაიწყე ._მთელი საუზმის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა ნუცამ და შეეპასუხა ლიკუნას . -შენ მზად ხარ ნუცა ? -რათქმაუნდა , ფინჯნის გვერდით დადებულ პატარა ტაბლეტზე აჩვენა . - ამას დავლევ და უახლოესი 3 საათი ჩემს ხმას ვერ გაიგებთ._გაუცინა გიორგის და სწარაფად გადაყლაპა, ჯერ წყალი მიაყოლა და მერე სცადა რამოდენიმე ლუკმა შეეჭამა . -ბებომ თბილისის სახლის გასაღები მომცა ნანა , შეგიძლია უკან მისცე? ირაკლისთან დავრჩებით . _ისე მოულიდნელად დაანონსა ლიკუნამ , ნუცას სახეზე გაეცინა ყველას . -ფინჯანს გავრეცხავ . _უხერხულობისგან თავის დასაღწევად საკუთარი ვარდისფერი მხსნელს წამოავლო ხელი . -ეგეც მიგყვავს ? ეტყობა ირაკლის ფინჯნები არ აქვს იქ . _დასცინა ნანამ . -რატო ნანა მე ძალიან მომწონს . მეც უნდა გამიკეთო ერთი ესეთი ფინჯანი ._ შეევედრა კიკი . -აუცილებლად . ****** ერთ პატარა ჩემოდანში ჩაეტია მთელი ნუცა. გიორგიმ კი არა დანარჩენებმაც ვერ დამალეს გაოცება . მალე წამალმა თავისი ქნა და ლიკუნას მხარზე ისე მიეძინა ვერც კი გაიგო რა დამღლელი იყო გზა. რა ჯოჯოხეთად ექცა ირაკლის უძრავად ჯდომა და გზის ყურება, ათასი საფიქრალის ფონზე. სწრაფად უნდა ემოქმედა , მალე უნდა მოეგვარებინა პრობლემწბი და იმ ერთადერთ გასართობს დაბრუნებოდა რომელიც სასიამოვნოდ უფორიაქებდა ცხოვრებას . საკუთარ სახლთან უპირებდნენ მოკვლას .ასეთი ხელმისაწვდომი გახდა ყველას თვალში ? შეიძლება , დიდიხანია აღარ დაჭირვებია ძალის დემონსტრირება , უკვე იმ ეტაპზე იყო კარიერის როცა თითებზე ჰყავდა გამობმული მარიონეტები და სცენის უკან არ ჩანდა . ძალიან მალე ამოთხრის მიწიდან ახალ მტერს, ტყებუჩავა , ისეთივე არაფრისმთქმელი გვარი ჰქონდა როგორც მოქმედებები. ამოთხრის და ღრმად დამარხავს. მოენატრა კიდეც ეს გრძნობა . სუნი , შურისძიების სუნი , ცივი გონება . ადრენალინი . ისე გაერთობა , ალბათ ნუცა სულ დაავიწყდებოდ ვინ იცის ძალიან გვიანი რომ არ იყოს. პასუხისმგებლობას გრძნობს .. ნუცა ცხოვრების ის დავალებაა რომელიც უნდა შეასრულოს . თვალებთან გაუელვა , იმ შიშმა მის სახეზე რომ ამოიკითხა , დასაწყისისთვის ისიც ეყოფა რომ დარდობს . სანამ ლიკუნა ნუცას შეფხიზლებას ცდილიბდა ცალი თვალით ძმის სამფლობელოს ათვალიერებდა მანქანის მინიდან და ყბა დაღებული უყურებდა. სანამ ჭიშკარი გაუღეს მისმა ორნამენტებმა დააბრმავა და შემდეგ ამ უკანასკნელსა და სახლამდე მანძილს ვერ იჯერებდა . ერთი ტყე ჰქონდა წინ ირაკლის სახლს და მასში გამავალ სამანქანო გზას ხეები ფარავდა . მიზ გაოცებას მალე ნუცაც შეუერთდა და სანამ კარგად გამოერკვეოდა , თვალები მოიფშვნიტა, მერე მანქანის მინა ჩაწია რომ კარგად აღექვა ფერები და თვითონაც ვერ გაიგო რატომ აიტანა შიშმა . მანქანებმა ჯერ ნახევარ წრე დაარტყეს უზარმაზარ თეთრ ქანდაკებას რომელსაც უცნაური წრის ფორმა ჰქონდა და თითქმის ერთდროულად გაჩერდნენ . კიბეზე 4 ამდე ადამიანს მოჰკრა თვალი , ერთ პოზაში იდგნენ. მაშინ მიხვდა პირველად ნუცა , რომ წინ კიდევ სხვა ირაკლი ელოდებოდა . მან ჯერ მშობლიურ ქალაქში და სახლში დაბრუნებული ბიჭი ნახა , რომელსაც ეგონა რომ საკუთარმა მწარე გამოცდილებამ ხასიათი გაუფუჭა და სხვანაირად არ შეეძლო. ცდილობდა კიდეც მის გაგებას, აქ კი ირაკლი სხვა იყო . იმ ირაკლის რომელიც მანქანიდან გადავიდა კიბეზე ოთხი ფორმიანი მსახური ელოდებოდა, იმ ირაკლის რომელსაც ზურგიდან უმზერდა აქ ოჯახი არ ჰყავდა და აქ ნამდვილი ირაკლი იყო და არა ის ვინც იქ მათ პატარა ქალაქში იცნობდა თუ ახსოვდათ. აქ ირაკლი ალბათ ამ ხალხთან ერთად არ საუზმობდა . გამარჯობაც კი ვერ გაიმეტა იმ ხალხისთვის ამ სიცივეში შავი პერანგებით რომ ელოდებოდნენ გარეთ. ასე უცერემონიოდ აიარა კიბე და ღია კარში გაუჩინარდა. გიორგიმ ითავა მასპინძლის როლი . ჯერ ლიკუნას დაეხმარა მერე კი წინ გაუძღვა . თავაზიანად მიესალმა ისევ კიბეზე მდგარ ორ ქალს და მამაკაცს და დაბნეულმა ახედა კიდევ ერთხელ პირველ სართულზე ჩატანილ მინებს რომელიც მხოლოდ მის სახეს ირეკლავდა . ოქოროსფერი სახელური ალბათ ყველაზე უბრალო ნივთი უნდა ყოფილიყო ამ სახლში და ისე ბზინავდა ალბათ ხელის მოკიდებასაც ვერ გაბედავს . ზღურბლს გაადაბიჯა თუ არა თავი პირდაპირ მისაღებში ამოყო და იქვე გაშეშდა. შეეშინდა , ნაბიჯის გადადგმა შეეშინდა . მარმარილოს იატაკს , საკუთარი ფეხის შეხება ვერ გაუბედა . თავის უკან გადაწევაც კი დაჭირდა ჭერში ჩატანებული ბრდღვიალა ჭაღები რომ დაენახა და აბრჭყვიალებულმა ჭაღის თვლებმა თვალები აუჭრელა , თუმცა ისე მოეწონა , თვალის მოწყვეტას ვერ ბედავდა . ორი კიბის საწყისს შორის რომელიც მაღლა ერთიდაიგივე შესართავით მთავრდებოდა , შავი როიალი იდგა , მარტო და ეულად , კიდევ კარგახანს გაგრძელებდა მისი გონება ნანახის შთაბეჭდილების ქვეშ ყოფნას , ახალგაზრდა მამაკაცი რომ არ წმოსდგომოდა წინ . რომელსაც ხელზე უკვე ჰქონდა ლიკუნას ქურთუკი გადაკიდული . ნაზად გაუწოდა საკუთარიც და მადლობა გადაუხადა . -რამეს ინებებთ . -არა , გმადლობთ . - წამალი , თავისთვის რამე წამალი მჭირდება . _კიბეზე ჩამოდიოდა ფეხშიშველი ირაკლი , რომელსაც გამოცვლა მოესწრო და მოკლემკლავიანი პოლოს ყელს ისწორებდა . -და ცივი წყალი . _ექოსავით ისმოდა მისი ხმა . - ირაკლი , როცა სანდრო მიყვებოდა შენზე , არ მეგონა რომ .. -რა . -არაფერი . _თავი გააქნია ლიკუნამ და მისაღების თვალიერება გააგრძელა . -ვინმე მომიტანს ამ წყეულ წამალს ? _ყვირილზე გადავიდა ირაკლი და სწრაფად დაიწყნარა ხმა იმის დანახვისას როგორ შეხტა ნუცა და ერთი ნაბიჯი გადადგა უკან . გაფართოვებული თვალებით წაივლო ჩანთაზე ხელი და რაღაცის ძებნა დაიწყო . მერე თითქმის მიირბინა ირაკლისკენ რომელიც ბარის მაგიდასთან ბოთლს ხანიდა და ხელისგულში მოქცეული წამალი გაუწოდა . -მე მაქვს . _უფრო ახლოს მიუწია ხელი და ამღვრეულ თვალებს გაუღიმა ღელვა რომ არ შეემჩნია . - ნუცა, ჯინი ხარ . _დაუფიქრებლად ააცლა ხელიდან და უწყლოდ გადაყლაპა , მერე ვისკის ბოთლს თავი მოხსნა და იქიდანვე მოსვა. -ყველა დაყრუვდა ? _ ამჯერად ყვირილს მოერიდა თუმცა ისეთი ხმა ჰქონდა არაფერი უკლდა . -აქ ვართ ბატონო ირაკლი . _თითქმის ყველა ერთდროულად გამოჩნდა . -ლიკუნა და ნუცა აქ რჩებიან . _ნუცასკენ გაიშვირა თითი ირაკლიმ . -დიახ ოთახები მზადაა. _ახალგაზრდა გოგომ იქნებოდა 30-35 წლის გაბედა პასუხის გაცემა და ნუცას გაუღიმა -ნუცას , საკუთარი ფინჯანი აქვს, შვილივით უნდა გაუფრთხილდეთ . -ირაკლი. _ სირცხვილისგან სახე აეწვა , ნუცას . -ლიკუნას , წუწუნი უყვარს თუმცა ყველაფერს ჭამს . მოკლედ სანერვიულო არ გაქვთ. ერთადერთი რასაც ვერ ვიგებ ისაა როცა ვიძახი რატომ არავინ მოდის. _კბილებში გამოსცრა. - იქნებ იმიტომ რომ არ ესმით ამხელა სახლში ? _თავისთვის ჩაილაპარაკა ნუცამ . -ოთახები აჩვენეთ. _ხელი აიქნია ირაკლიმ. -მე და შენ საქმე გვაქვს გოიორგი . ჩავიცმევ და გავედით. **** ცოტახანში , ტყებუჩავას პატარ ოფისსში დაუპატიჟებელ სტუმარს გაკვირვებული ათვალიერებდა თავად ტყებუჩავა . პერანგი ღიპზე ასკდებოდა და ყველა სიკეთესთან ერთად განრევაც კი გაუჭირდა რომ ფეხზე ამდგარიყო ხელის ჩამოსართმევად . -არ მელოდი ? _ხელი აუქნია გამოწვდილ მტევანზე და მის წინ ჩამოჯდა. -არა არ გელოდი . სასიამოვნოა ბატონო სასიამოვნო , შენნაირი სტუმარი ყოველდღე არ გვყვავს . -ჰოო , ცოცხალს არ მელოდი ? -რას ამბობ ირაკლი . -ისე არ მოვსულვარ საჩუქარი მოგიტანე . _გიორგიმ დემონსტრაციულად დაუდო წინ პატარა კოლოფი .- ორმა ყ** თითები დაკარგა , შენი ყლ** ძმიშვილის ან შვილის ან ორივეს გამო .ასე რომ ეგ შენი სტუმართმოყვარეობა ტრა*** ი გაიკეთე და მომისმინე . -რას ამბობ კაცო , არაფერი ვიცი ._ხელები გაასავსავა ტყებუჩავამ . -ანუ ისეთი სი*** ი ხარ საკუთარი შვილი და ძმიშვილი აღარც გეკითხებიან არაფერს? -რა ჩაიდინეს . -გაარკვევ მაგას როგორმე თავადაც და იმასაც რომლის იდია იყო ჩემი მკვლელობა . მერე საკუთარი ხელით მომიყვან . -თვითონ მივხედავ , ირაკლი , გეფიცები ჭკუას ვასწავლი _ხრიალი დაიწყო გაფითრებულმა კაცმა. -ვინ გითხრა რომ მე ჭკუის სწავლებას ვაპირებ . გაქცევა არც იფიქრონ , მიწიდან ამოვთხრი და იქამდე ვაწამებ სანამ ძარღვებს საკუთარი პირით არ გამოგლეჯენ -ან ვინ იცის იქნებ ერთმანეთი იქამდე ვა***ნოთ სანამ თავს არ მოიკლავენ?_გიორგიმ გააგრძელა მუქარა და მალევე გაჩუმდა , ირაკლის გაოცებულ სახეს თვალი აარიდა. -ან რაღაც ისეთი უნდა შემომთავაზო რომ ჭკუაში დამიჯდეს . -მოკლედ ორ დღეს გაძლევ , რო მოგვარდე. 10 ში შეგიძლია წვეულებაზე მოხვიდე და ლამაზად შეფუთული საჩუქარი მჭირდება . შენობიდან გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი , არ იცის რა წამალს აძლევს ყოველ ჯერზე რომ ეძინება . ისეთი დაღლილობა იგრძნო, მანქანის საზურგეს მიესვენა . -გიორგი ბოლოს როდის იყავი ქალთან ? თუ ძმა ხარ უშველე რამე შენს თავს . -ვინ მაცდის ? ან გკლავენ ან გწვავენ . -გააჩერე . -სად აქ ? _პირი დააღო გიირგიმ . -ხო აქ . _ნახევრად გაჩერებული მანქანიდან გადავიდა ირაკლი დაა ხეებს შეერია . მალე გიირგიმაც მოჰკრა თვალი სახლის წინ გაშენებულ ხეებში ნუცას და უკვე გადასული უკან დაბრუნდა. -სეირნობ ? -ხო . აქაურობა იმდენად ლამაზია და ისეთი უცნაური . მეგონა ხეები არ გიყვარდა. -ხეები არ მიყვარს , ეს ნაძვებია და მათი მოჭრა კაციობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია . -შობას გილოცავ ნუცა . -გაგიარა ? _თავისკენ ანიშნა ნუცამ . - მეჩვენება თუ ჩემზე დარდობ ? -მას შემდეგ რაც ჩემს თვალწინ რამის მოგკლეს? -და შენც ჩემთან ერთად . -შემეშინდა. _სიარული გააგრძელა და იძულებული იყო დაღლილი სხეული გააენძრია ირაკლისაც. -ნუცა , ჩემს დაბადებისდღეზე რომ გთხოვო მოდითქო რას იზამ , როგორც სტუმარი და არა ლიკუნას გამყოლი რას მიპასუხებ . -ირაკლი , იქ ხალხი იქნება . მე არ მომწონს და არასდროს ვყოფილვარ მსგავს ადგილებში . -ხო და ნახავ , გპირდები გვერდიდან არ მოგშორდები . -პრობლემაც ეგაა. _წამოიყვირა ნუცამ . -არ მშორდები ირაკლი . გამუდმებით ჩემთან ხარ , ყველგან შენ ხარ , გესმის შენ და უკვე აღარ ვიცი რას ვფიქრობ და რას ვაკეთებ. _საუბარი ნერვიულ ტონში გადაუვიდა .-ჩემს თავს არ ვგავარ მას შემდეგ რაც გაგიცანი , არაფერი არაა რიგზე არაფ.. ფრაზის დასრულებაც ვერ მოასწრო ისე სწვდა ხელში და მერე კარგად მოხვია ორივე ხელი .ყველაზე ახლოს მდგარ ნაძვს ააყუდა და შუბლი მიადო შუბლზე . -არც ჩემთანაა ყველაფერი რიგზე , ნუცა ნუ გეშინი , მიეცი თავს უფლება წამიერი თავისუფლების და ბედნიერების . საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი ვერ დაიმალები . ისეთი საყვარელი ხარ , მინდა რომ შეგჭამო , თავისუფლად შემეძლოს შენი შეხება , მინდა ჩემთან გიგრძნო .აი ასე როგორც ახლა . _ხმა აემღვრა მამაკაცს. -მითხარი რომ შენც მოგწონს ._ტუჩებით ჩამოუყვა სახეს და პატარა კოცნებით გაიკვალა გზა ტუჩებისკენ. -შენც ხომ გინდა, ვიცი რომ მთელი შენი სხეული გთხოვს , მოუსმინე ნუცა . _ტუჩის კუთხიდან ნელნელა გაუყვა გზას და მალე მთელს ბააგეებს დაესაკუთრა.მომთხოვნი იყო ირაკლის ტუჩები , ისეთი გაბრაზებული და გაწაფული თავბრუდახვეულ ნუცას გაუჭირდა კიდეც რიტმს აყოლოდა , ბოლო მოთმინების ძაფი ირაკლის ენამ გაწყვიტა მოხერხებულად აუსვა ზედა ტუჩზე და დაბინდულ თვალებს ჩახედა , რომელიც სიამოვნებისგან მილულა. არ მოეწონა მის ტვინს და გულს ირაკლის პაუზა , ისე იყო გახვეული ვნების ნისლში , უნდოდა გაგრძელებულიყო , ამჯერად თვითონ წაეპოტინა ირაკლის ტუჩებს და მანაც მორჩილად დაუთმო დომინანტობა პატარა ქალბატონს , აცადა , დაჰყვა და მის რიტმს აეწყო. რამდენად კარგად გამოუვიდა არ იცის თუმცა სცადა ნუცამაც და ბოლომდე მიუშვა საკუთარი თავი და ისე გამსუბუქდა , დაიკარგა სიამოვნების ტბაში ამ წამს აქვე და ახლავე რომ დაუფლებოდა არც კი გაიბრძოლებდა . ნათლად და მკაფიოდ თქვა იმ ნუცამ რომელიც ქალი იყო რომ ალერსი ჭირდებოდა , რომ მოწონდა და კი ყველაფერზე მეტად სურდა. მიხვდა როგორ დამმშვიდდა კაცის აბობოქრებული ბაგეები , რომელიც თურმე პასუხს ითხოვდა . -ახლა უკვე ვიცი, რომ შენშიც ცხოვრობს ერთი ქალი და მას უკვე ღვიძავს. ვნებამორეული მოშორდა .-არ ვიცი აქამდე ვიზე ფიქრობდი , მაგრამ მინდა რომ ამაღამ ჩემზე იფიქრო მაშინ როცა საკუთარი ხელით მოიკლავ იმ სურვილს რომლისაც ასე გეშინია. ***** ვერაფრით დაიძინა ნუცამ . უმისამართოდ წრიალებდა და უკვე ირაკლიზე შემოჩვეულ ფიქრებს ღიმილით შეხვდა . ქვედა ტუჩი მოიკვნიტა მთელი სურათის აღდგენისას . რას უშვება? თავს აკარგვინებს არადა მხოლოდ კოცნა იყო. ახლა ესმის რისი თქმა უნდოდა კიკის . ზუსტად იცის საოცრებებს უზამს ეს კაცი უფლება რომ მისცეს . უნდა , მასაც უნდა , ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხომ უნდა იცოდეს რას ნიშნავს , ირაკლისნაირი კაცის საწოლში ყოფნა , ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე , შეუძლია ღრმად გამოკეტილ ქალს მისცეს თავისუფლება , სწორედ ისე როგორც დღეს და მერეზე მერე იფიქროს. განა ქეთო სულ მასე არ შვება ? ყველაფერს ირაკლი იზამს ? როგორ უნდა მოიქცეს თავად?მტკივნეულია? უნდა დალიოს? კითხვებით გაევსო ტვინი და მაშინ გაანალიზა , რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. **** მეორე დილით ადრე გავიდნენ ლიკუნას გამოკვლევებისთვის, არც უსაუზმიათ. რამოდენიმე საათს გასტანა პროცედურებმა და უკვე ისე ეხვეოდა თვბრუ შიმშილისგან , უკანასკნელი შოკოლადი მოჩხრიკა ჩანთაში და წამში გააქრო . შიმშილზე ფიქრი კიკის ზარმა შეაწყვეტინა -რას შვებით ლამაზებო ? _ენერგიულად ჩაჰყვირა კიკიმ . -საავადმყოფოში ვართ. შენ რას შვები ? -ეხლა გავიღვიძე . _მთქნარებით თქვა . -მერე რას აპირებთ? -მერე ალბათ სადმე ვისაუზმებთ კიკი თორე შეიძლება მოვკვდე. უკვე 12 საათია . - ჩემთან ამოდით . _შორს არ ვცხოვრობ . -საჭმელი არაფერი მაქვს , მაგრამ გამოვწერ არაა პრობლემა . მისმინე რომ მორჩებით დამირეკე მოვალ . -ირაკლის მძღოლი გველოდება . -გაუშვით რა . მერე ჩემი სახლის წინ დააბირჟავებენ და მეზობლები ტვინს მოტ***. სავადმყოფოს გასასვლელთან იდგნენ და ბოლო წუთებს ითვლიდა გონების დაკარგვამდე ნუცა , როცა ჰორიზონტზე წითელი პორშე გამიჩნდა და მათ წინ ხმაურით დაამუხრუჭა . ენერგიულად გადმოხტა წითელ საშობაო პიჟამაში და უგებში გმოწყობილი კიკი და დოინჯი შემოირტყა . -ლიკუნა , რამენაირად უნდა შეეტიო ჩემს მანქანაში რამდენიმე კვრის წინ მაჩუქა ირაკლიმ და უფრო დიდ მოდელს ვერ ვთხოვ. -კიკი არანორმალური ხარ . _რამოდენიმე მცდელობის მერე მოთავსდნენ და ცოტახანში 5 სართულიანი ახალაშენებული კომპლექსის ლიფტში იყვნენ . -კარგი ვიცი რასაც ფიქრობთ მარა მკი** ა . დედოფალივით ვცხოვრობ და თანაც კარგი სექსი მაქვს . ამყად გავიდა ლიფტიდან და ახარხარებულ გოგოებს გზა დაუთმო კარში. ჯერ კიდევ კრასკის სუნი იდგა რაც იმის მანიშნებელი იყო რომ ახალი გადმობარგებული იყო კიკი . იმ წამს თავი ყველაზე ორპირი ადამიანი ეგონა , კიკის სახლში იჯდა, უღიმოდა ჯერ კიდევ გუშინ მის საყვარელს კოცნიდა . ისეთი სიმძიმე იგრძნო მხრებზე , კიკის მიერ გამოწერილი ხაჭაპური ყელზე დაადგა და გაჭირვებით გადაყლაპა წვენის დახმარებით. -ლამაზი სახლი გაქვს კიკი._შეაქო ლიკუნამ -ირაკლის სასახლის მერე ნამდვილი კომპლიმენტია ეგ . აბა როგორ მოგწონთ ?_უხერხულად შეიშმუშნა ნუცა და კიკის მზერა აარიდა. -ნუცა , როდის მერე ვერ მიყურებ თვალებში ? -მას შემდეგ რაც ჩემს ძმას ხელებში ადნება. -ოჰ ნუცა, გაერთე . შენი ცოტა მშურს ახლა იწყებ . ცხოვრების იცით როგორ ეტაპზე ვარ? აი იმაზე როცა ყველაფერი გაქვა მაგრამ მაინც ახალი გინდა რაღაც და მაგ ახალს ირაკლი ვერ მომცემს. _მეოცნებესავით დახუჭა თვლები . -სამაგიეროდ სიბერემდე უზრუნველი ვიცხოვრებ და თან იმ ეტაპზეც ვარ უკვე ახლა ირაკლიზე ახალგაზრდებს უნდა გავუსინჯო გემო .არც კი ვიცი 3 წელი როგორ გავუქაჩეთ ერთმანეთს . -კიკი , არ მინდა ვინმეს უბედურების მიზეზი ვიყო , მართლა . თან არც კი ვიცი რა გვაქვს. -რა გაქვთ ? _გაეცინა კიკის.-არაფერი არ გაქვთ , დატანჯე და აწამე კაცი . როგორ ძლებ არ ვიცი . ისე ერთი ნუცა უნდა ვიპოვო მეც ოღონდ კაცის პონტში რა კარგად გავერთობი . რა აზარტია წარმომიდგენია და რა უნდა იყოს ის დღე ასე ნანატრი სხეულზე რომ შემოვჯდები არა მანამდე იმდენ რამეს ვუზამ . -ღმერთი კიკიიი. _ დაიჯღანა ნუცა. -უი დამავიწყდა რომ ჯერ კიდევ წეროს მოყავთ ბავშვები შენთვის . _ჩემო ნუცა , ან 18+ ფილმები მოძებნე ან პირდაპირ პორნოს უყურე , მთლად ქანდაკება რომ არ ჰყავდე იმ საწყალს . -არ მინდა ამის მოსმენა . _ხელები აიფარა ყურებზე .-მტკივნეულია ? _ თუმცა მაინც გაბედა და იკითხა . -არ ვიცი არ მახსოვს ._მხრები აიჩეჩა ლიკუნამ.- ნასვამი ვიყავი . -ცოტა , ისეთი არაფერი იმ სიამოვნებასთან შედარებით. დალევა ყველაზე ცუდი ვარიანტია თან ირაკლისთან ? დიდად არ უყვარს მოდუნება . სამი მარტივი წესი აქვს . აუცილებლად უნდა იცოდეს რომ სუფთა ხარ დაავადებებს ვგულისხმობ და ნუ ირაკლიმ კი არაა მემგონი ქვეყანამ გაიგო უკვე რომ ქალიშვილი ხარ. თავი აუცილებლა უნდა დაიცვა , ნუ სავარაუდოდ თვითონ მიხედავს მაგ ამბავს პირველ ჯერზე . მეორე , ადგილს და დროს თვითონ ირჩევს და უარის თქმა არც უნდა გაბედო . მალე აეწყობი მის გრაფიკს . _თანმიმდევრობით უხსნიდა კიკი ,ყველაფერს და ნუცას გაფართოვებულ თვალებზე ეცინებოდა. -და მესამე , როცა მორჩებით , არ მგონია ნაგლად მიგახვედროს , მაგრამ მიხვდები რა უნდა წახვიდე , უბრალოდ უნდა გაეცალო , არ ევასება სექსის მერე პროცედურები . მარტივია , არანაირი დარეკვები , მოთხოვნები . კარგი სექსი და ფული . ღმერთო იდიალური საყვარელია . გამიმართლა იცით ? _საკუთარ თავზდ აუტყდა სიცილი კიკის. -რა სიგიჟეა , ახლა აქ ვზივარ ჩემი ძმის მოქმედ და მომავალ ქალს შორის და ვისმენ ისტორიას როგორ ამზადებს ძველი ახალს . -მართლა რა სიგიჟეა. კარგახანს შემორჩნენ კიკისთან და სახლში დაბრუნებულებს არავინ დახვდათ . სახლში არავინ იყო , მაგრამ ყველა მაინც ფეხაკრებით დადიოდა . საწოლი რომელიც უგლოდ გაასწორა დილას ადრე გასვლამდე , ვიღაცას საგულდაგულოდ გაესწორებინა , იატაკი და ხალიჩა რომელსაც დილას მისი ფეხისგულები ეტყობოდა სარკესავით პრიალებდა და ყველაზე გასაოცარი ის იყო რომ საწოლზე უზარმაზარი თეთრი ყუთი იდო, რომელიც მისი ნამდვილად არ იყო . ფრთხილად გაიხადა ფეხზე და თითქმის ფეხის წვერებით მიუახლოვდა ყუთს , მერე რამდენჯერმე შემოუარა საწოლს და ბოლოს რომ მიხვდა საგულდაგულოდ დასმული ბანტი რამე საშიშს არ მოასწავლებდა , გაბედა და თავი ახადა. თეთრი ქაღალდებიც მოაშორა და ლამაზად მომზიეალ ვარდისფერ ნაჭერს თითი ჩამოუსვა. -ეს რა არის? _ფრთხილად ამოაძვეინა და მალე ყვავილივით გაიშალა პატარა ატმისფერი სადა კაბა ჰაერში .აღფრთოვანებული შეჰყურებდა , პატარა კაბას რომელააც არაფერი ჰქონდა ორი წვრილი ბრეტელის გარდა და წელიდან იშლებოდა. საკუთარი თეთრი კაბა გაახსენდა ამ წამს იმ სხვაობით რომ ბანტი ჰქონდა და მისი კუთხეები ეხებოდა მხოლოდ იატაკს . -რა ლამაზია . _უნებურად აღმოხდა და საწოლზე მიფინა , გაცხელებულ ლოყებს ხელები მიადო , მაშინ გაანალიზა რომ კაბა , ავტომატურად წასვლას ნიშნავდა ირაკლის წვწულებაზე და ის უსუსური არგუმენტი რომ კაბა არ ჰქონდა არ გამოადგებოდა . შეუძლია მოიგონოს რომ ფეხსაცმელი არ აქვს. სწრაფად გაქექა ყუთი ისევ .-რათქმაუნდა . _იქვე ლამაზად შეფუთული ფეხსაცმელიც იპოვა და საწოლზე ჩამოჯდა . ტყუილად ცდილობდა რაიმე მიზეზის პოვნას რითიც ცოტა ხელს ჰკრავდა საკუთარ გონებაში და გულში ღრმად შესულ ირაკლის და ვერაფერი იპოვა . თითქმის გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი რომ არ უნდა ბრძოლა მისი თავიდან მოსაშორებლად და მაინც უკანასკნელად იბრძვის ზედმეტად ფრთხილი ნუცა. უბრალოდ თვალები უნდა დახუჭოს და მდინარეში გადაეშვას . აცადოს ცხოვრებას ასწავლოს და გამოცდილება მისცეს. ვახშამიცც გამოტოვა გიორგიმ და ირაკლიმ , იმ საღამოს არცერთი უნახავთ , მხოლოდ მეორე დღეს გაადაწყდა რამოდენიმე წამით ეზოში . შორიდან გაუღიმა და ისე სწრაფად გაუჩინარდა მანქანაში განძრევაც ვერ მოასწრო ნუცამ . უიმედოდ ეძებდა თვალებით, უამრავი კითხვა ჰქონდა , უნდოდა ეკითხა რა მოხდებოდა მერე ? რა უნდა ექნა , მასაც უნდა მოეწერა ხელი რამისთვის ? ყოველ ასეთ ფიქრებზე უცნაური გრძნობა უჩნდებოდა , ხანდახან ბრაზი და ზიზღი , როგორ მარტივდ აღმოჩნდა მარტივი . ხანდახან ისე აუჩქარდებოდა გული როცა მასზე ფიქრობდა გარშემო ყველაფერი ავიწყდებოდა. ელოდა მთელი დღე და ბოლოს ლოდინისგან დაღლილი შეძვრა საკუთარ საწოლში . სანამ ღრმა ძილს მიეცემოდა იქამდე გაიგო , ნაბიჯების ხმა . სცადა ძილისთვის წაერთმია თავი , ოდანავ შეახილა თვალი და იავნანასავით ჩაესმა მისი ხმა. -დაიძინე . _ ყურთან ჩურჩულებდა და თმაზე ეთამაშებოდა , ისე გაიყურსა , ფხიზელიც რომ ყოფილიყო მაინც დაეძინებოდა და მშვიდად მისცა ძილს თავი . - რა უნდა გიქნა ნუცა ? _ფრთხილად იპოვა ადგილი , მის გვერდით და წამოწვა. -გაძლებ ჩემთან ? _გულაღმა დაწვა და ჭერს მიაჩერდა . -არ მინდა ჩაქრე და გაუფერულდე . დილით ჯერ კიდევ გრძნიბდა ირაკლის სუნს ბალიშზე , ალბათ ადრე წავიდა , მაგრამ სუნამო ღალატობდა . დამფრთხალმა გაიწია ოდან შორს და ბოლოს უფრო ახლოს მიჩოჩდა .მოწონს მისი სუნი . არ აღიზიანებს , არც უსიამოვნო გრძნობას უჩენს არც აშინებს . საუზმეზე დააგვიანა , თუმცა მაინც მოუსწრო. რიდით აუარა ირაკლის სკამის საზურგეს და იმ ერთადერთ ადგილს მიაშურა რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი . გაოცება ვერ დამალა , 2 წუთში საკუთარი ფინჯნით მოუტანეს ყავა. მადლიერება ხმითაც გამოხატა და რომ ვერ იცნო კიდევ ახალი პერსონალიაო იფიქრა და ირაკლის გაუღიმა. -დაბადების დღეს გილოცავ ირაკლი. - რატომ ულოცავენ ადამიანები კიდევ ერთი წლით დაბერებას არ მესმის . _მხრები აიჩეჩა მამაკაცმა . -უბრალოდ რომ მადლობა თქვა არ შეიძლება ? _შეეპასუხა და . -მადლობების ეკონომიას ვაკეთებ, დღეს ბევრის თქმა მომიწევს. -ირაკლის დაბადებისდღე მიყვარს . _ხმაურით შემოვიდა გიორგი და ისე დაარტყა მხარზე ხელი ხელში აღებული ფინჯნიდან ყავა დაეღვარა . -გილოცავ . -რა ჯანდაბა გჭირს ხარივით რატომ მირტყავ ? - აბა რომელზე გავდივართ ? 6-ზე ? -ხო . - აუცილებელია ქუსლიანი მეცვას ? _გაიცინა ლიკუნამ . -ხანდახან მგონია რომ საკუთარ თავს მაგრად აბულინგებ იცი ლიკუნა ? _სერიოზული ხმა ჰქონდა გიორგის . - აუცილებელია , მეც წამოვიდე ? _გაუბედავად იკითხა ნუცამ . -შენი აზრით? _ თვალი გაუსწორა ირაკლიმ და უცერწმონიოდ წამოდგა ფეხზე . -კაბა არ აქვს . _ ენა გამოუყო უკვე გასულ ირაკლის , გიორგიმ . -მაგ კაბის ფერისგამო თავის ფეხით წავიდა მაღაზიაში , სხვა გზა არ გაქვს ნუცა . სუ რო ვერ ეტეოდე მოგიწევს ჩაცმა . ნერვიულად დაჰყურებდა ჯერ კიდევ მოუზომავ კაბას , საგულდაგულოდ დახვეულ თმის ბოლოებს იწვალებდა და ვარდისფერ ტუჩსაცხიან ბაგეებს იკვნეტდა . -ნუცა ნერვებს მიშლი . _ნუცას მაკიაჟს თითებით ისმევდა ლიკუნა და საკუთარ შავ კაბას შიგადაშიგ პუდრისგაან ასუფთავებდა . -ჩაიცვი რა . მივალთ დავლევთ წამოვალთ . მე რა შენ დალევ. -არ მინდა . არ მომწონს იმდენი ხალხი. -ჩაიცვიიი . _დაუყვირა ლიკუნამ . მორჩილად მოკიდა კაბას და საბაზანოში გაუჩინარდა . გაჭირვებით შეიკრა კაბა ზურგზე რადგან საბაზანოს სარკეში მხოლოდ ზედა ნაწილს ხედავდა იძულებული იყო გასულიყო . ჯერ თავი გაყო და მერე გაუბედავად მიიტანა ტანიც კარადაში ჩატანებულ სარკესთან . საკუთარ თავს აავლო თვალი და კაბის ნაკერებს ხელები ჩამოუსვა . -რა ლამაზია . _ ერთდროულად აღმოხდათ ორივეს . ისე ჰქონდა მომდგარი , მკერდი ამივარდნას ლამობდა, სიგრძე იდიალურად უჩენდა ფეხებს და მთავარი კაბის ფერი იყო , ატმისფერი იდიალურად ერწყმოდა მის კანს და კაბის სისადავე უფრო ლამაზად აჩენდა სახის და სხეულის ფორმას. ახალ ფეხააცმელებს ქაღალდები მოაცალა და სასოწარკვეთილმა ჩადგა ფეხი . -ამით ვერ ვივლი . -რატომ უნდა იარო , მანქანით მივდივარ იქ დაჯდები . მე გავედი სანამ იქ ჩამაგორებს ვინმე კი მინდა 10 წუთი . აუ მალე ქენი რა ყველას ნუ დაგვაყუდებ . -მაკიაჟს შევისწორებ და მოვდივარ . ბევრი დრო არ დასჭირვებია , დიდად არ გახლდათ მაკიაჟის მოყვარული პატარა შავ ჩანთაში რომელიც განუყრელი მეგზური იყი. მხოლოდ ტელეფონი და პომადაა ჩააგდო. რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა კიბეს , უფრო მკაფიოდ ესმოდა , მამაკაცების ხმა, სანდროს წუწუნი და ლიკუნას კისკისიც .სანამ კიბეზე ჩადგამდა ფეხს , ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მთელი გონებით და სხეულით მოემზადა იმ სამყაროში ნაბიჯის ჩასადგმელად რომელიც ასე არ მოწონდა და ხიბლავდა ხელისგულებიც კი გაუოფლიანდა . კიბის მოაჯირს , მაგრად ჩააფრინდა წინ არ გაუხედავს . საფეხურებზე კონცეტრირდა რომ არ წაქცეულიყო , მხოლოდ ფეხსაცმლის ნემსივით ქუსლის იმედად ხომ ვერ იქნებოდა ? . არ დაუნახავს როგორ ჩაწყნარდა ყველა . როგორ გადმოაფურთხა გაოგნებულმა ლაშამ შამპანიური და ირაკლის მიჰკრა ხელი რომ ტელეფონისთვის მოეშორებინა თვალი . არ დაუნახავს არც ირაკლის გამშრალი სახე , ხიბლისგან აკიაფებული თვალები და მძიმედ გადაგორებული ნერწყვი რომელიც გამომშრალ ყელს ვერაფრით ეხმარებოდა . -საღამომშვიდობისა . _ხელი ნაზად გაუქნია ყველას და თითების მტვრევით მიიმალა სავარძლების უკან . -ნუცააა . _წამოიყვირა ლაშამ და ფეხზე წამოხტა. -მოდი აქ . _ხელი წაავლო და კარგად გამოწია გვერდით . _გარშემო შემოუარა და თვალები დახუჭა .-მემგონი მეჩვენები . -აქამდე ლინა იყო ლამაზი ქალის იდიალი ჩემთვის , ეხლა შენც ხარ. მარტო შენ ხართქო გეტყოდი მარა , თუ გაიგო მაგრად დამენ*** ვა . -იცი რა ვერ გავიგე , დრესკოდი შავი და თეთრი იყო არა ? -ვაგვიანებთ ._ლაზღანდარობა , ირაკლიმ შეაწყვეტინა . ცივად აუარა გვერდი ლაშას და ისე ახლოს აესვეტა ოდნავ უკან გადაიხარა რომ დისტანცია დაეცვა უნდოდა ეთქვა , რომ ლამაზია , რომ დამუნჯდა და თვალს ვერ აშორებს . რომ ყელი ეწვის სიმხურვალისგან ,მაგრამ სიტყვა ვერ წამოსცდა , საკუთარ თავს ვერ გაადაბიჯა , თითქოს უცხო არავინ იყო მათ გარშემო და მაინც სცადა ყველა სახის მიმიკა გაეკონტროლებინა. -წავედით. _ხელი გამოსდო და ისე დაიძრა კარისკენ ხელზე გადაკიდული მოსასხამის მოცმაც არ აცადა . რისგამო გაეხორკლა კანი სიცივიაგან ? თუ პირიქით ირაკლის ხელისგან არ იცოდა , მაგრამ ირაკლიმ უპასუხა მის კითხვას . -გცივა . _მანქანამდე გზა უსასრულო მოეჩვენა ირაკლის. საკუთარი ხელით გაუღო კარი და სანამ ჩაჯდებოდა იქვე მდგარ ბიჭებს თვალი შეავლო . არ მოეჩვენა , მხოლოდ თვითონ არ იყო იმ წამს ნუცათი დაბრმავებული . ისინც ტუჩგამშრალი შეჰყურებდნენ და ნუცას საღამომშვიდობისასზე. , საპასუხოდ სიტყვაც ვერ იპოვეს . -ეეი , დათა ._ ხელი დაუქნია ერთერთს , და თითებით ანიშნა როგორ ხარო . ბიჭმაც არ დააყოვნა ცერა თითი აუწია და თვალი ჩაუკრა . ეჭვი , იმ წამს ირაკლის კიდევ ერთი კარგად მივიწყებული გრძნობა შეხვდა . ეჭვი , ოჰ როგორ სძულდა და როგორ სწრაფად მიჰყიდა ტვინი და გული ამ გრძნობას . კახასთან ნუცას განშორების შემდეგ დაავიწყდა კიდეც , რომ სია გრძელი იყო , არასდროს დაინტერესებულა სხვა ვინმეთი , თითქოს მხოლოდ კახა აინტერესებდა . სინამდვილეში ხომ რეალური მეტოქე შეიძლება ვინმე აი ისეთი , ლამაზი , ქერა განიერ მხარბეჭიანი ბიჭი ყოფილიყო? ვინმე მისი ასაკის, ვინმე ვინც იგივენაირი თვალებით ხედავს ცხოვრებას. ვინმე ვისაც საკუთარი უფროსის წინ არ მოერიდებოდა ამ სახით ყურება. ნერვები , სმოკინგთან და ბაფთასთან ერთად უჭერდა. ხმაურით დახურა კარი და ისეთი მზერით შებრუნდა თითქმის ყველა მიხვდა , წამი უკლდა აფეთქებამდე და ზარმა გაადაატაინა ყურადღება. -გისმენ გოგა . ნუ შე*** თ , მოვდივარ . _წამიერი პაუზა გააკეთა და დანარჩენ მანქანებს ანიშნა წასულიყვნენ.- როდის. _ნერვიულად მოისვა კეფაზე ხელი .- ხო და გააჩერე , უშიშროებაში შენ ხარ. ვინც გინდა ის შეაწუხე და იმ თვითმფრინავიდან ჩამოხსენი ეგ ყ**ე . _ისევ მცირე ხნიანი პაუზა იყო და ბოლო ნერვიც გაწყდა.-ხო და მოკალი მაგის დედაც . რაც გინდა ის ქენი და მომიტანე ან მომიყვანე . _ტელეფონი გათიშა. ცოტახანს ცივ ჰაერს ხარბად სუნთქავდა რომ როგორმე დამშვიდებულიყო . -რა მოხდა ? _ზურგთან წამოადგა გიორგი და კიდევ ერთხელ უმტყუნა ნერვებმა . -ტყებუჩავებმა მოხიეს . ჯანდაბა . _იქვე მდგარ პატარა მაიმუნის ქანდაკებას ფეხი მისცხო და კიდევ გაგრძელებდა ყვირილს , მანქანის კარის გაღების და დახურვის ხმა რომ არ გაეგო . სცადა , ისევ ჰაერის შეკავებით სცადა დამშვიდება დიდად არ იმუშავა თუმცა აწეწილი პიჯაკი შეისწორა და შებრუნდა . გაღიმებისთვის წამიც იპოვა და დამფრთხალ თვალებს მიუახლოვდა . შეწუხდა კიდეც რამოდენიმე ნაბიჯით რომ დაიხია უკან და ორივე ხელი წაავლო წელზე და მიეკრო . - დამამშვიდებელი ხარ იცი ? _ცხვირზე ცხვირით გაეხახუნა და მოშიშვლებულ ზურგზე კარგად შემოაჭდო ხელები ,ისეთი ძალით მოუჭირა თითქოს მისი გაჭ....ტვა სურდა . -რამე მოხდა? -კი . მოხდა , უღმერთოდ ლამაზი ხარ. მოდი წავიდეთ . ცოტახანში , ერთერთ დარბაზში ირაკლისთან ერთად შეაბიჯა და სანამ მამაკაცი , ხალხს ესალმებიდა , ისე ჩამორჩა და გაუსხლტა ხელიდან განძრევაც ვერ მოასწრო ირაკლიმ. იქვე ბართან ლაშა და ლიკუნა მოძებნა, მერე მაგიდასთან გადაინაცვლადა მაგიდის შუაში მდგარი ყვავილების უკან მიიმალა . უხერხულობისგან გამეტებით იფარებდა თხელ მოსაცმელს მხრებზე . ყველას შავი ან თეთრი ეცვა . მათ ფონზე ზედმეტად ანათებდა მისი ატმისფერი კაბა და ვერაფრით გაიგო , რატომ უნდოდა ირაკლის მისთვის დისკომფორტის შექმნა . ორიოდე საათი შეიქცია თავი ლაშასთან რომელსაც აშკარად არ ადარდებდა გარშემო რა ხდებოდა ლიკუნასთან მსოფლიო პოლიტიკის ამბების გარჩევით იყო დაკავებული. ბრწყინავდა ირაკლი . კაშკაშებდა და მომხიბლავი ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. პირველად ნახა , პრემიერ მინისტრი ნუცამ . ნახა სხვა ბევრი თანამდებობის პირი , მსახიობები , ულამაზესი ქალები , ლამაზი სამკაულებით და მამაკაცები რომლებიც ამ ლამაზი ქალებით თავს იწონებდნენ. იმ დღეს ამდენი ხალხისთვის ნაცნობი სახე პირველად ნახა . ადგილი აღარ იყო ერთ კუთხეში მოგროვილი საჩუქრებისთვის და მიმტანები შიგადაშიგ აცარიელებდნენ. კარგად ესმოდა წყნარი მუსიკა და კუთხეში მდგარი ვიოლინოს ხმა . თვალი არ მოუშორებია საკუთარ სამყაროში ჩაკარგული ირაკლისთვის და წამითაც არ შეპარვია ეჭვი რომ ყალბი იყო .ფოტოგრაფის წინაც კი გაჩერდა რამდენიმე წუთით იქამდე სანამ დარბაზის ბოლოში მიმალული დისკენ და ნუცასკენ გაიკვალავდა გზას . ნელ ნელა მიიწევდა ხალხის მოკითხვით და თვალს არ აშორებდა დიდი ლარნაკის უკან მიმალულ ნუცას . ინანა კიდეც რომ ხელი გაუშვა . ახლა კი უხერხულობისგან და სირცხვილისგან სადღაც შორს იყო მისი ნუცა . სადღაც ან ყველგან , მაგრამ არა მასთან და მის გვერდით . -ყველაფერი რიგზეა ? _როგორც იქნა მიაღწია სასურველ ადგილამდე. -კი. სანამ ჩვენათან იყავი დამავიწყდა კიდეც რა ფასი გაქვს საზოგადოებაში ._ საზოგადოება გამოთქმით თქვა ლიკუნამ და თვალი მოავლო ხალხს . -იცი რა ძმაო . არ ვიცი მე რატო არ გამაკეთებინეთ მენიუ მაგრამ მაგარი ყლ*** ბა. არ გეწყინოს . -არ მითხრა რომ აქ ყოფნას სამზარეულოში ყოფნა გირჩევნია . კარგად ხარ ნუცა ? _გვერძე მაგიდიდან სკამი მოაჩოჩა და ლაშასა და ნუცას შორის გაჭირვებით ჩაჯდა. -ვდგები ხო , ვდგებიიიი . _გამწარებული წამოხტა ლაშა ფეხზე .-არ შემარგო , წამო ლიკუნა გავიაროთ ან გავგორდეთ . _გამეტებით მიაწვა ლიკუნას ლაშა . -ბატონო ირაკლი , ნახევარ საათში ტორტს ვჭრით . _გააფრთხილა ვიღაცამ და ისე გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა . -ტორტიც შავია ? -ალბათ ან თეთრი . ჩინ , გაგვიმარჯოს, სავსე ჭიქა მიუჯახუნა ნუცას. -ირაკლი ჩემი კაბა ატმისფერია იცი ? -ვიცი , თვითონ ავარჩიე. -მადლობა , მაგრამ წითელი კვერცხივით რომ განვსხვავდები და ყველა დამცინის მოგწონს ? -ვინ ? _თვალი მოავლო დარბაზს .-წლებია , ყოველი ჩემი დაბადებისდღის დრესკოდი შავი და თეთრია . იცი , ადამიანები ჩემთვის შავთეთრები არიან . _ღიმილმა გაუპო ბაგეე ირაკლის . -შენ ზუსტად შენი კაბის ფერი ხარ . რაფერიო რა თქვი ? -ატმისფერი ._გაეცინა ნუცასაც. -ხო ატმისფერი ხარ . -ყველას იცნობ ? _მაგიდაზე შემოდო ხელი ნუცამ და ჩამოეყრდნო . -თითქმის . მე თუ არა თვითონ მიცნობენ არაუშავს . - სამაგიეროდ საჩუქრები გაქვს ბევრი , იმიტომაც არაფერი გაჩუქე . _თვალები მოჭუტა გოგომ. -მმმ , აქ ხარ . მართალია აქ იმალები სადღაც ბოლოში , მაგრამ ესეც საჩუქარია ისტერიკის გარეშე რომ ხარ აქ და ჩემდა გასაოცრად არც იმაზე დარდობ უკვე ათი წუთია გვერდით რომ გიზივარ . -ისინი მე არ მიცნობენ არაუშავს . _ პირველად მოსვა შამპანიური მთელი საღამოს განმავლობაში და თვალები გაუნათდა .-გემრიელიაა. -ხანდახან მგონია რომ ალკოჰოლიკი ხარ . - ირაკლიიი . _მხართან დაჩი წამოადგა და ორივე ხელი მოხვია მეგობარს . -აი დასასრულს რომ არ მოხვიდე ყოველთვის არ შეგიძლია ? -ჩემი ბრალი არაა , იმას ჰკითხე ეგ . _გაბუსხული ლინასკენ ანიშნა დაჩიმ , რომელიც ზურგს უკან ვიღაცას ელაპარაკებოდა. საუბარს მორჩა თუ არა პირდაპირ ირაკლისკენ გაემართა , მოკლედ მიულოცა და არც უკითხავს დაკავებული იყო თუ არა ადგილი პირდაპირ ირაკლის ადგილზე დაჯდა . -ლინა როგორ ხარ ? _გაუღიმა ნუცამ და წითელ კაბაში გამოწყობილ ლინას თვალი შეავლო . -ვაა ლინუშ ._კითხვა არ იცით თქვენ ორმა ? შავიოო და თეთრიოოოო ადამიანმა . -მოკეტე ლაშა . _დაიღრინა ლინამ. -იქ სადაც მე ვიყავი წითელი იყო წითელიიიი , მაგრამ თავი მსოფლიოს ბატონი რომ გგონია და თან იდიოტი ხარ აბა ერთი კლუბის დაკეტვა რა პრობლემააა . -თქვენ არ გაშორდით ? ._პირზე ხელი აიფარაა ლაშამ რო არ გასცინებოდა . -აუხსნის ვინმე ამ გიჟს სიტყვა დაშორება რას გულისხმობს ? -ლინა , მაკიაჟი გაგიფუჭდება . _ცოლის თმას ხელი ჩამოუსვა დაჩიმ . -არ მომეკარო, გული მერევა . _დაიღრინა ლინამ . -ისევ ? _ხელები ჰაერში გაშალა დაჩიმ. -გზაში 100 ჯერ გავჩერდით ლინა . -ხო ისევ . ეგეც ამიკრძალე აბა . _ფეხზე წამოხტა ლინა და ხალხის მასას შეერია, მხარით გაიკვალა გზა ტერასისკენ . -ნაკლები უნდა დალიოო მოწიო და იარო კლუბებში . _მამაკაცმაც გამწარებულმა მიაძახა . -ნერვებს მი*** ვს . -მაგიტომ არ გიყვარს ? _გაუცინა ირაკლიმ და ფეხზე წამომდგარ ნუცას თვალი რედგენივით აატარა , აშკარა იყო იმ წამს ირაკლის მზერა , გარკვევით ამბობდა მისი სახე და თვალები როგორ მოწონდა . არც ნუცა დარჩა გაურკვევლობაში . გაუგო , მიხვდა , უხერხულად შეიშმუშნა და ლინას გზას გაუყვა. ცოტახანში ცარიელი ტერასის ერთერთ მაგიდაზე შემომჯდარ ლინას გვერდით მიუჯდა და იმ ხედს გახედა , რომელმაც წამში მოაჯადოვა . მონუსხული შეჰყურებდა მის წინ ქალაქზე გაშლილი სანახაობას . ამაყი იყო დედაქალაქი განათებული. სადღაც შორიდან ცამდე აზიდული სამებაც მოსჩანდა . ჰაერში ჩამოკიდებული საბაგიროც ქალაქის რიტმს იყო აყოლილი. -ლამაზია არა ლინა ? -ხო ძალიან . -კარგად ხარ ? _ოდნავ იცვალა გვერდი ჩამომჯდარმა და თეთრ იდიალურად გაწყობილ სახეზე შეავლო თვალი. - რომელი უფრო ლამაზი ხართ არ ვიცი ეს ხედი თუ შენ . -იმედია გოგოები არ მოგწონს, შენც რამეს გიზავს . _შიშნარევი სიცილი გაისმა ჰაერში . -არა არ ინერვიულო . _გულიანად გაიცინა ნუცამ .-ქალური გულწრფელობაა . -იშვიათია . ახლა ქალები უფრო ებრძვიან ქალებს . -შემიძლია რამით დაგეხმარო? -შეგიძლია დაჩის ლინა დაავიწყო ? -სამწუხაროდ არა . განა ცუდია რომ უყვარხარ? -ვუყვარვარ , ოჰჰ არაა ნუცა . შეპყრობილია. მის გარეშე რომ ვსუნთქავ ისიც კი აწუხებს . როცა მეგონა რომ განქორწინებაზე დამთანხმდა საბუთები იყო მიზეზი რომ ისევ მივეტყუებინე , არასდროს ელევა მიზეზები , მარწუხებივით მიჭერს მისი სიყვარული . -მაპატიე , მაგრამ რატომ დაქორწინდით ? - მეგონა მისი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა. _სინანულის ცრემლი მოადგა თვალებზე . -საკმარისი არ იყო? -ხო იყო . საკმარისიც და ზედმეტად ბევრიც კი იყო. ვიხრჩობი ნუცა , ვიხრჩობი იმდენად ბევრია მისის სიყვარული . _უკვე თამამად ატირდა და მხარზე ჩამოადო თავი. - ორსულად ვარ ნუცა . -მივხვდი ._ თავი წამოწია შემცბარმა ლინამ .- ახალი წლის ღამეს , ის მიკვირს აქამდე სხვები რომ ვერ მიხვდნენ . გაეცინა ნუცას .- ნუ გეშინია არავის ვეტყვი. -ჯერ არ ვიცი , რას ვიზამ . რომ ვუთხრა უფლებას არ მომცემს რომ თავად გადავწყვიტო რა მინდა, არ მაცდის ცხოვრებას . მე მისგან მინდა წასვლა , მას ჩემი გაშვება მაგრამ მაინც ერთმანეთთან ვამთავრებთ . -იცი გადაწყვეტილება ორივემ უნდა მიიღოთ . უფლებაა აქვს . -მეშინია , ძალიან მეშინია. _გული ამოუჯდა ლინას . -სულ პატარა ნიშანი მჭირდება . სულ სულ პატარა . -იქნებ სწორედ შენი ორსულობაა ნიშანი ? -არ ვიცი . _ცრემლები ამოიწმინდა თვალებიდან ლინამ და ნუცას გაუღიმა .-საყვარელი ვინმე ხარ . - აი თურმე სად გაპარულან . _თავზე წამოადგნენ დაჩი და ირაკლი გოგოებს და ზუსტად მათ წინ აესვეტა დაჩი ტერასას რომ კარგად დაენახა ლინას სახე. -ლინა , კარგად ხარ ? _წამში ჩაუქრა დამცინავი თვალები დაჩის . -კარგად ვარ ,. გთხოვ, წამიყვან სახლში ? _უკანასკნელად უიმედოთ ითხოვა ლინამ და ნამტირალევი თვალი აარიდა ქმარს. -დავიღალე , ძალიან დავიღალე. -წავიდეთ . _ სწრაფად ჩააქრო სიგარეტი , აივნიდან მოისროლა ჯერ კიდევ ჩაუმწვარი ღერი და ძალა გამოცლილ ცოლს ხელი გაუწოდა. ლინამაც სწრაფად შეაგება ნათალი თითები და ფეხზე წამოდგა . -მადლობა ნუცა . იქამდე ადევნა თვალი ნუცამ მიმავალ წყვილს სანამ თვალს არ მიეფარნენ და ხედისთვის მომღიმარ ირაკლის გვერდით ჩამოეყრდნო სახელურს ისიც. -მოგწონს ? ბუნება ლამაზია . -ნუცა , ეს შენობა ამ ხედის გამო ვიყიდე. _ჩაეცინა ირაკლის . -ბუნება არ მძულს , უბრალოდ არ მიყვარს . -არ სიყვარული არ ნიშნავს სიძულვილს ? - მითხარი , გიყვარვარ? _მოულოდნელად დასვა კითხვა მამკაცმა . სწრაფად მოექცა მის ზურგთან და საჩვენებელი თითი ააყოლა მოშიშვლებულ ხერხემალს. -არა . _წამოიყვირა გოგომ. -აბა გძულვარ ? -არა . -არ სიყვარული არ ნიშნავს სიძულვილს. - მართალია . _თავი დააქნია ნუცამ . -ალბათ მაღლიდან უფრო ლამაზია ყველაფერი . _უზარმაზარ შენობას ახედა და სცადა სახურავისთვის მიეწვდინა თვალი . -ზუსტად იგივე კითხვა დავსვი შენობის ნახვისას მაშინ , მაგრამ იქ მაღლა არაფერი არ იყო . წამოდი . _ხელი ჩაკიდა და თითქმის სირბილით დაიძრა დარბაზისკენ . გზადაგზა შემოხვედრილ ხალხს უღიმოდა , სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთეს მისაღებიც და მხოლოდ ლიფტში გამოერკვა ნუცა რომ დანიშნულების ადგილი მაღლა იყო . მიუხედავად იმისა რომ ლიფტის ოთხ კედელში იყვენ გამოკეტილები , ხელი არ გაუშვია , პირიქით უხერხული სიჩუმე ირაკლის ტუჩებმა დაარღვია , ხელზე ნაზად კოცნიდა და დაძაბულ ნუცას უღიმოდა. მალე ბოლო სართულზე იდგნენ პენტჰაუსში და სანამ ირაკლიმ შუქი აანთო , ნუცა უკვე კედლის მაგივრად ასვეტილ მინებს იყო აკრული და სუნთქვა შეკრული გაჰყურებდა ხელისგულზე გადაშლილი ქალაქს , შთაბეჭდილების ქვეშ იყო თვალწინ გადაშლილი ბუნების სასწაულით და არც კი შეუმჩნევია ,ნომრის სილამზე . სულ ერთი იყო სად იყო , მდიდრულ ნომერში თუ ქოხში , მთავარი მისთვის ის იყო რასაც ბუნების სილამაზე აძლევდა და არც კი შეუმჩნევია , როგორ მიუახლოვდა ირაკლი და ისევ ზურგთან აესვეტა მამაკაცი, თითქოს იმხელა ოთახში ,სხვა ადგილი არ იყო. ისე ახლოს იყო თითქმის ცხვირით ეხებოდა ,მბზინავ თმას და სასიამოვნოდ უღიტინებდა ნაცნობი სუნი , არც არასდროს დავიწყებია. ჯიბეებიდან ხელები გაინთავისუფლა და გაუბედავად დააწყო წელზე , იმის შიშით რომ არ დაეფრთხო. როცა ლარივით დაჭიმული სხეული არც კი შერხეულა უკვე გაბედულად გაასრიალა მუცლისკენ და კარგად შემოეხვია , თავი მხარზე ჩამოედო და უკვე ყელიდან სუნთქავდა ხარბად სასურველ სურნელს . -ნუცა მჭირდები . _ხმაში შერეულ ვნებას ვერაფრით მოერია. ვნებას კი არა ადუღებულ სისხლსაც ვერაფერი მოუფიქრა , ვერც გულს რომელიც ხანდახან დარტყმებს ტოვებდა , ნუცას რეაქციის მოლოდინში . ვერც ხელებს ჯვარედინად რომ გადაადგილდნენ მკერდისკენ და მუჭებში მოიქციეს აღელვებული ისედაც კაბიდან ამოვარდნას მყოფი მკერდი. ვერა , ვერც ტუჩები დაიმორჩილა დაუკითხავად რომ გაექცნენ , მოშიშვლებული მხრისკენ და პატარა მანძილებით მიუყვნენ გზას კისრისკენ და უკან პატარ სუსხებს ტოვებდნენ . მიხვდა როგორ აკანკალდა თხელი სხეული მის ხელებში და ამჯერად სიცივეს ვერ დააბრალებს. საკუთარ თავს უნდა უმადლოდეს . კმაყოფილ ღიმილსაც ვერაფერი მოუხერხა , იცის რას უშვება ნუცას სხეულს და ორმაგდ სწყურია. მარტივად იპოვა გზა მისი სახის დასანახად , მინა ირეკლავდა სახეს და მათ სხეულებს . თვალებ დახუჭული იყო, დაკარგული ირაკლის მიერ დატრიალებულ ქარიშხალში და სულაც არ უნდოდა რეალობის აღქმა . სასიამოვნოდ უვლიდა ყველა კუნთს სიამოვნების ტალღა და პირველად იგრძნო კანზე ალერსისგან გამოწვეული სიცივე. ტუჩების ერთმანეთთან შეხებასაც ვერ ასწრებდა ,დავლილი სიამოვნებისგან ბააგები დამოუკიდებლად შორდებოდნენ ერთმანეთს. პირველად იგრძნო , მუცელში ვიბრაცია და მიხვდა , პეპლებიც აქ იყვნენ . ის პეპლები რომლებსაც ასე ეძებდა ირაკლის მოჰყვნენ . პეპლების ფართხალს გულიც აჰყვა როცა ერთი ხელი შეუშვა და წელზე ლამაზად გაბანტულ კაბას თითი გამოსდო .ნაჭერი რომელიც ასე გამეტებით უჭერდა მკერდზე მოეშვა და ამოისუნთქა კიდეც . ახლა მხოლოდ ორი წვრილი ბრეტელი იჭერდა მის თხელ მხრებზე ატმისფერ ნაჭერს . თითის მოძრაობა ჭირდებოდა და სასურველ ხედს ნახავდა ირაკლიც , მაგრამ დიდად არ უჩქარია. არ უნდა ხვალ დანაშაულის გრძნობით გაიღვიძოს . მოხერხებულად შემოატრიალა და წამში გამოაფხიზლა უკვე საკუთარი სხეულის რეაქციებით გართული ნუცა . -მინდიხარ ნუცა, აქ და ამ წუთას , მაგრამ არ მინდა შენი სურვილის წინააღმდეგ გააკეთო რამე . -აქ ვარ . _საკუთარი ხმა ძლივს გაიგო ნუცამ . -აქ ვარ , ირაკლი ახლა და ამ წუთას. _ვერ გაიგო რატომ შერცხვა , განა სასირცხვილოა , ის რომ მასაც მოწონს ირაკლის ალერსი? სინამდვილეში სულაც არ სცხვენია , საკუთარი გამოუცდელობა უფრო აწუხებს . -აქ ხარ? დარწმუნებული ხარ ? პასუხი ნუცას თვალებმა გასცა , არა ხმა არ ჭირდებოდ თვალებში აკიაფებული ,ნაპწრწკლები იყო პასუხი. დუმილი , დუმილი და ნუცას ტუჩები იყო თანხმობა , გაუბედავად რომ შეეხო , ნაკვერჩხალივით ცხელ ბაგეს და იმ წამს ყველაფერზე მეტად პასუხი , ნუცას ხელები იყო , დაუკითხავად რომ ჩამოეკიდა კისერზე . ბევრი არ უფიქრია და გაჭირვებია ისე აწია ჰაერში და ნელი ნაბიჯებით დაიძრა საძინებლისკენ . გზადაგზა ფეხსაცმელებს ტოვებდა . თითქმის საწოლთან მისული ჩამოსვა უკვე ღრუბლებში მყოფი და კიდევ ერთხელ აკოცა , ამჯერად სულ არ გავდა მისი წინანდელ კოცნებს , უფრო მომთხოვნი იყო და სანამ ცდილობდა რიტმში აჰყოლოდა ვერც კი მიხვდა როგორ გადააცალა მხრებიდაან უკანასკნელი ძაფები რომ იმ კაბისგან გაენთავისუფლებინა რომელიც ისედაც აღარაფერს ფარავდა . წამით დამშვიდდა , უკან დაიხია და სცადა თვალი შეევლო იმ სინათლის ფონზე რის საშუალებასაც მინებიდან შემოსული ღამის და მთვარის კომბინაცია აძლევდა . დაჯერებაც კი გაუჭირდა რომ ნამდვილად წინ ედგა ასე ნანატრი სხეული და სიამოვნებისგან ტვინში ასული სისხლი შემაწუხებლად ატკიებდა თავს . რაც უფრო მეტად ცდილობდა თავის შეკავებას უფრო მეტად უნდებოდა და რომ არ სცოდნოდა პირველია და უნდა გაფრთხილებოდა , კბილებით შემოაცლიდა საცვალს. - რომ იცოდე რას მიშვები ნუცა . _ღიმილმა გაუპო ტუჩის კუთხე და მოქნილად ატარა ხელები მთელ სხეულს . მსუბუქად უბიძგა საწოლისკენ და ისიც ჰაეროვნად დაეშვა ფუმფულა საწოლზე . სანამ თავს გაასწორებდა , იქამდე მოექცა მის ზემოდან და გააზრებაც ვერ მოასწრო რა მოხდა , რომ სიამოვნებისგან თავი ისევ უკან გადაწია და თვალები მილულა . ცხელი ტუჩები და ხან სველი ენა , უმისამართოდ დადიოდნენ მის სხეულზე . პატარა კბილის ანაბეჭდებსაც უტოვებდნენ მკერდზე როცა წამით თავს კარგავდა ვნებისგან გაგიჟებული ირაკლი . ეგოისტი იყო , მასთან ირაკლი . მაქსიმალურ სიამოვნებას იღებდა თითქოს ეს პირველი ღამე უკანასკნელი იყოს. არ უჩქარია . სანამ საკუთარი პერანგის ღილებს იხსნიდა წამით არ მოუშორებია მზერა , იმახსოვრებდა , თვალებით ეფერებოდა სხეულის ყოველ სანტიმეტრს და იმ თვალებსაც შეხვდა , რომელშიც ჩახედვის ასე ეშინოდა , ოდნავ თავი წამოწია , ნუცამ და ურცხვად წააწყდა მის სახეს. მზერა ტანს ჩააყოლა რომელიც თეთრი პერანგისგან განთავისუფლდა და სცადა მზერაა აერიდებინა როცა შარვლის შეხსნა დაიწყო , თუმცა სხეულმა სრული უკონტროლობა გამოუცხადა. მილიმეტრითაც ვერ გაანძრია თვალები . მისი მზერაც ირაკლის ეკუთვნოდა , მთლიანად ჰყავდა მისაკუთრებული მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდათ და მხოლოდ მაშინ გამოერკვა , როცა სრულიად შიშველი მამაკაცი , ფეხებს აუყვა კოცნით და ზემოდან მოექცა , სანამ შიში ჩაუდგებოდა თვალებში იქამდე იმარჯვა ისევ ირაკლის ხელებმა, ოსტატურად რომ გაანთავისუფლა საცვალისგან და გამოცდილმა ხელებმა აიღეს კონტროლი. უნებურად აღმოხდა კვნესა და ღმერთმა იცის რად უღირდა ირაკლის იმ წამს ამის მოსმენა. გაუჭირდა კიდეც თავის კონტროლი , მითუმეტეს მაშინ როცა უნდოდა რომ მაქსიმალურად ეგრძნო . - მინდიხარ გესმის? ისე როგორც არასდროს არავინ. მინდა რომ გიგრძნო ნუცა . მოდუნდი . -ირაკლი , თავი უნდა დავიცვათ ._აკანკალებულმა ამოაყოლა სიამოვნების კვნესას და დიდად არ უმოქმედია მას სურნელში ღრმად დაკარგულ მამაკაცზე. იმ წამს ვერავინ და ვერაფერი გააჩერებდა . არ ადარდებდა გარშემო არაფერი და მისთვის აქამდე მნიშვნელოვანი დეტალი სურვილით დაბრმავებულისთვის იმდენად უმნიშვმელო იყო დაენანა წამით მაინც დაეთმო გონება საფიქრელად . კოცნით დაამშვიდა.- არ მადარდებს, მაგრამ თუ გინდა რომ გავჩერდე გავჩერდები . _ირაკლის არ მინდა , დამაჯერებელი იყო და ესეც რომ არა იგივე სურდა ნუცასაც. სულ არ უნდოდა მისგან მოშორება და ამჯერად თვითონ დაამშვიდა კოცნებით რომ მისი გაჩერება ახლა სასჯელი იყო . . ერთი სურვილით გაერთიანებული სხეული მალევე ჩაიძირა ვნების ბურუსში. ტალღებად იღვრებოდა სიამოვნება ნუცას სხეულიში და შიში და ტკივილი , ამოუხსნელმა გრძნობამ ჩაანაცვლა. საათი 12 აჩვენებდა და ირაკლის დღისთვის გაშვებული ფეიერვერკები ცაში ნაპერწკლებად იშლებოდა . იქ სადღაც მაღლა სულ ბოლო სართულზე კი საღამოს გმირს ერთი ფეიერვერკიც არ შეუნიშნავს და გაუგონია . მხოლოდ მის გრგვინვას აყოლილი ნუცას ხმა ესმოდა და გული რომელიც ყველა გრძნობას უარყოფდა და ახსნას უძებნიდა , უცნაური შეგრძნებებით ჰქონდა სავსე . ადგილზე გაჩერებას უარყოფდა და შეგრძნება ჰქონდა არაფერი არ იყო მასში ნორმალურად იმ წამს . სავსე იყო ამოუხსნელი სიამოვნებით და ემოციებით . არ იცოდა სად მიაქანებდა საყვარელ სხეულს შემოხვეულს ტალღები , მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა ეს ღამე ყველაზე განსაკუთრებული იყო მისთვის . თავი 13 ღამე . იმ ღამეს მთვარე ატმისფრად ანათებდა და გარდა იმისა რომ ლამაზი და განსაკუთრებული იყო ,კიდევ ერთი გრძნობა გაიცნო ირაკლიმ . შიში . შიში იმისა რომ ის რაც მის თავს ხდებოდა , მისი ყოველდღიურობა არ იყო და უკვე ნუცას გვერდით დაღლილობიგან მისვენებული, ენერგიით რომელიც შემორჩა საკუთარ თავს ებრძვოდა და მაინც სურვილით კვდებოდა. კვდებოდა რომ კიდევ თვალდახუჭული ნუცა , რომელიც საკუთარი სუნთქვის დამორჩილებას ცდილობდა, ისევ მკლავებში არ მოექცია და ყველაფერი თავიდან დაეწყო .რაღაც იყო ნუცაში , რაც აიძულებდა საკუთარი წესები დაერღვია . ერთი ღამისთვის ბევრი იყო . დაუცველი ურთიერთობა როდის ჰქონდა ბოლოს ? უნივერსტეტში, მაგრამ მაშინ თავზეხელაღებული ბიჭი იყო რომელსაც ბაბუის ფული თავში უქროდა . ახლა ? ახლა კაცია რომელმაც ყველაფრის ფასი იცის , მათ შორის დისციპლინის და წესების . . სახეზე ღიმილმა გადაურბინა და კარგად გაიაზრა , იმ ჭინკას გამო რომელიც თვალის გახელას ვერ ბედავდა და ვერც განძრევას , ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ისე დაარღვია , კიდევ ერთის დარღვევა არაფერს უზამდა . თანაც ეს ჭინკა არ გავს სხვა ჭინკებს და ისე ვერ მოექცევა როგორც სხვებს .შეიძლება დროთაგანმავლობაში სხვანაირი რუტინა ჩამოუყალიბდეს მასთან მიმართებაში , მაგრამ არა დღეს . განსაკუთრებულად განსხვავებული იყო მისთვის ეს ღამე და აპირებს ასე დატოვოს მეხსიერებაში . იქამდე სანამ ძირს გადავარდნილ თხელი საბანს თითებით ამოითრევდა, წამოდგა , საწოლს შემოუარა და სანამ დააფარებდა , კარგად შეავლო თვალი თხელ სხეულს . ცივი მატეერიის შეეხებისას გაკრთა . ჯერ თვალები გააჭყიტა და თავზე წამომდგარ ირაკლის რომელსაც დიდად არ ადარდებდა საკუთარი სიშიშვლე თვალი შეავლო . ოდნავ აეწვა ლოყები , თითქოს პირველად ხედავდა და თვალები აარიდა .კარგად შემოიხვია საბანი და გაჭირვებით გადმოჩოჩდა საწოლიდან. სცადა საწოლსა და ირაკლის სხეულს შორის გამძვრალიყო ,რომ ფეხი იმ საბნის ბოლოს დაადგა რომელშიც ტოლმასავით იყო გახვეული და ძირს გაგორდა . საკუთარ თავზე გაეცინებოდა რომ არ გახსენებოდა რომ უნდა წასულიყო . ხო, გაახსენდა რეალობაში დაბრუნებულს , რომ ის გახდა ირაკლისთვის, რაც კიკი და კიდევ უამრავი სხვა ქალი, რომ ატმისფერი ზღაპარი დასრულდა და მალე იგივე სტატუსით გაიღვიძებდა როგორც სხვები თუ რათქმაუნდა სურვილის მოკვლის შემდეგ კიდევ გაუჩნდებოდა მასთან ყოფნის სურვილი . რა მნიშვნელობა ჰქონდა მერეს , ან იმას რომ მისთვის ყველაფერი იყო ეს ღამე , მაგრამ მამაკაცისთვის ახლა და ამ წამს ის ერთი ღამის გამრთობი იყო და მასზეც იგივე წესები მოქმედებდა რაც სხვებზე . ანუ ყველაფერი სექსამდე და არაფერი მერე . ამდგარი ირაკლი სწორედ ის ნიშანი იყო კიკიმ რომ უთხრა , უნდა გასცლოდა . -მიზიდულობის კანონი , ესე რატომ მოქმედებს შენზე ? _ღიმილით წამოადგა თავზე და წამოაყენა .კარგად გამოყო ფეხები უზარმაზარი საბნიდან და მზერის არიდება კარისკენ გახედვით სცადა . -ნუცა , რა ხდება ? -არაფერი _ძლივს გასაგონად თქვა და უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით . -სააბაზანო სადაა? _მხოლოდ მაშინ გაანალიზა სად იყო და ერთიანად აღიქვა საძინებლის სიდიდე და დიდებულება . -დერეფნის ბოლოს . -კარგი ._იქვე საწოლის ბოლოს მიგდებულ ტანსაცმელს ხელი წამოავლო და თითქმის სირბილით გაუჩინარდა კარში . -სად მიდიხარ ? _კაბის დანახვისას, მიხვდა რომ უბრალოდ საბაზანოში კი არ მიდიოდა, წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და სირბილმაც კი მოუწია გრძელ ჰოლში რომ სააბაზანოში არ შეესწრო . ნახევრად მოხურულ კარს ხელი დაუხვედრა და ძლიერად მიაწვა . -ნუცა რას აკეთებ . -წყალს გადავივლებ და წავალ . _ოქროსფერ ნიჟარას აეკრო და ისევ მზერა აარიდა. -რატომ ? -იმიტომ რომ , როომ შენ.. -ხო რა მე . _მისი დაბნეულობით გართული ირაკლი რომლის სიახლოვეც უფრო აბნევდა ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ხელებით ჩამოეყრდნო ნიჟარას . -არ შეიძლება რამე ჩაიცვა ? _არ იცოდა სად წაეღო თვალები . ისე მოიმწყვდია განძრევაც აღარ შეეძლო და სულაც არ უფიქრია მისი სიშიშვლით გამოწვეულ უხერხულობაზე . -ვიცი რომ უნდა წავიდე . -რატომ ? -კიკიმ მითხრა რომ არ გიყვარს როცა რჩებიან და - ვინ რომ რჩებიან? _ თვალებს მის თვალებს აყოლებდა რომ როგორმე დაეჭირა. -სხვეები ._ კიდევ ერთხელ სცადაა მზერა აერიდებინა და ამჯერად თავის მიტრიალება დააპირა ,როცა ნიკაპი დაუჭირა და სახე გაასწორებინა . -სხვები კი . სხვები და არა ნუცა . . _ბგერები დამოუკიდებლად ამოდიოდნენ ყელიდან და ვერც გული და ტვინი ვერ ხედავდნენ რაიმე სააწინააღმდეგოს . სიმართლე იყო , ნუცა , უბრალოდ ნუცა იყო და არა სხვა ქალი. -ირაკლი , აუცილებელი არ არის განსაკუთრებულად მომექცე. საკმარისად დიდი ვარ ._ხმა , ძალა და ტონი იპოვა და გარკვევით დაიწყო ლაპარაკი . -გააზრებული ნაბიჯი იყო , კარგად ვიცოდი რას ვაკეთებდი და რისი მოლოდინი უნდა მქონდეს ამიტომ საჭირო არაა . _სუნთქვა ირაკლის ტუჩებმა შეუუკრა , ჩვეული კატეგორიულობით იკმაყოფილებდა სურვილს. საბნიანად შემოსვა სარკის წინ და მაცდურად გახედა . -ამასაც ელოდებოდი ? არა ჩემო ატმისფერო , განსაკუთრებულად არ ვაპირებ მოქცევას მიუხედავად იმისა რომ იმსახურებ. განსაკუთრებულად რომ მოგექცე ახლა ხელში აყვანილი უნდა მიმყავდე საძინებლისკენ და ტკბილად ვიძინებდეთ , მაგრამ ვერავინ მათქმევინებს უარს შენთან ერთად შხაპის მიღებაზე და შენით ტკბობაზე, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გემრიელად დაიძინება და დილით გემრიელად ვისაუზმებთ ან ჯერ .. არა ჯერ საუზმე , როცა მშია სექსის ხასიათზე დიდად არ ვარხოლმე . მერე იქამდე ვინებივრებ შენთან ერთად სანამ არ დავიღლებით და ასე გავა რამოდენიმე დღე . _პირდაპირ საშხაპეს მიაშურა და თითი დაუქნია , -მოდიხარ ? _წყლის იდიალური ტემპერატურა იპოვა და მორცხვად შეპარულ ნუცას ერთი ხელი მოხვია . მის მხარზე ჩამოსულ წყლის წვეთები მეორე ხელის თითებით გაფანტა და ბოლოს სველ კანს ენა აუსვა . კარგახანა უშვერდნენ შიშველ სხეულებს წყალს . საოცარი გრძნობა იყო ცხელ წყალი და მის კანთან შეერთებული ირაკლის კანი . სუნთქვა უჭირდა უკვე ორთქლისგან და გველივით შემოხვეული მამაკაცის სხეულისგან , ნატიფად რომ დაასრიალებდნენ მის სხეულზე და თითეული მილიმეტრს იმახსოვრებდა . პირველად შეავლო თვალი შუქზე ნუცამ ორთქლით შემოსილ ირაკლის და რატომღაც გაბედა იგივე გაეკეთებინა . საჩვენებელი თითებით დაიწყო და ბოლოს გაბედულად შეახო ხელის გულებიც . ფეხის წვერებზე აწეულსაც გაუჭირდა მისწვდომოდა თუმცა არ დაბნეულა , ყელში დაუტოვა პატარა კოცნები და ტკიპივით მიეკრო გახურებულ სხეულს. ისევ თავიდან დაიკარგნენ რაღაც ახალ გიჟურ თავგადასავალში რომელსაც თან ვნების და კიდევ ამოუცნობი ელფერი დაჰკრავდა. ირაკლის სურვილები მიყოლებით ხდებოდნენ არადა 10 წუთის წინ სურვილი კლავდა რომ კიდევ ერთხელ ეგრძნო , მოესმინა სიამოვნებისგან გამოწვეული ყრუ კვნესა და მაშინვე აუხდა . მხოლოდ კი არ მოისმინა იგრძნო კიდეც თან იმ დოზით რომ ზურგის კანი ეწვოდა ქალის ფრჩხილებისგან. სანამ თმას იმშრალებდა ლამაზ ღუნღულა ლურჯ ხალათში შეხვეული, ლამაზად დაკეცილი თეთრი მაისური გაუწოდა . -აქ ტანსაცმელიც გაქვს . _ინტერესით გაშალა მაისური და სწრაფად მოირგო ,ისე ეშინოდა შიშველი არ დაენახათ, თითქოს ცოტახნისწინ რუკასავით არ დაისწავლეს ერთმანეთი . -აქ , 5 თვე ვიცხოვრე , სანამ სახლს ააშენებდნენ. დღემდე მიყვარს აქაურობა, ამიტომ იშვიათად მაგრამ მაინც მოვდივარ . - მაგალითად როდის? _თვალები მოჭუტა ღიმილით და ბუმბულივით გაფუებული თმის ხელისგულებით დამშვიდება სცადა . -მომწონს შენი ბუმბულები . _თითი ჩამოუსვა დამუხტულ თმას . -არ მიპასუხე . _ პირველი გავიდა სააბაზანოდან და მხოლოდ მაშინ მიხვდა როგორი მოთენთილი იყო და როგორ უნდოდა მის სხეულს დასვენება .-ღმერთო რა კარგია . _ დაწოლისას სიამოვნებისგან აღმოხდა . -აქ მაშინ მოვდივარ , როცა მარტო დარჩენა , ბევრი ფიქრი და ლამაზი ხედები მჭირდება. ღმერთო მართლა რა კარგია. _მთელი სიმძიმით დაეშვა საწოლზე და თვალები დახუჭა. ვერც კი შეამჩნია როგორ იცვალა გვერდი ნუცამ მისკენ და ინტერესეით ათვალიერებდა მშვიდ სახეს. -რაო ნუცა ? -არაფერი . _სწრაფად დახუჭა თვალები მანაც . -უამრავი კითხვა გიტრიალებს თავში ვიცი , აუცილებლად ვილაპარაკებთ, მაგრამ ახლა უნდა დავიძინოთ . -მზად ხარ ლაპარაკისთვის ? მე არა._ჩვეული გულწრფელობით გაანდო შიში . -საუბრისთვის კი ._ირაკლიმაც გვერდი იცვალა და ერთამანეთს შეხვდნენ ისევ მათი ერთ პოზაში მყოფი სხეულები .-შენთვის არ ვარ მზად ნუცა , მაგრამ არც იმისთვის რომ ამ ერთ ღამეს დავჯერდე . იცი ყველას და ყველაფერს აქვს ინსტრუქცია. შენს გარდა . არ ვიცი რანაირად მუშაობ და როგორ უნდა გამოგიყენო ისე რომ არ დაგაზიანო. საშიში ვინმე ხარ და … _ ღიმილმა გადაჰკრა სახეზე , მშვიდად იწვა , ღრმა ძილში წასული ნუცა , ერთი სიტყვაც ვერ გაიგო ალბათ . უდარდელად ელაგა ბალიშის ქვეშ ხელის გულები და ისე რიტმულად სუნთქავდა დამამშვიდებელივით მოქმედებდა ირაკლიზე . თითქმის ზეპირად იცის მისი სახე და წამითაც არ უფიქრია მზერის მოშორება . ყოველი თვალის დახუჭვა ნუცათი ტკბობას მოკლებული წამი იყო და ისე აწუხებდა დროის დაკარგვა თითქოს საგანძურს აკლდებოდა რაღაც . ვერაფრით იგიბეს რა ემართება , არავის უთხოვია მისი ესეთი რეაქცია . ნუცასაც კი გააზრებული აქვს რა ადგილი უკავია მათ ურთიერთობას , მაგრამ .. არის ერთი მაგრამ და ეს ერთი მაგრამ ისე არ აშინებს როგორც საკუთარი თავის ასე არ ცნობა , რომ ვერაფრით გაუგო რას გრძნობს. სხვისი გრძნობების გამოცნობა სპორტია და რას იფიქრებდა რომ სხვების ამოცნობაში გაწაფულს საკუთარი თავი სულ გაადაავიწყდა . ახსოვს როგორია ნამდვილი და წრფელი სიყვარული . სკოლაში ისე უყვარდა მათ გვერძე კლასში მყოფი თეონა, ენაც კი ებმეოდა . უანგაროდ ემეტებოდა ყველაფერი მისთვის და დაუღალავად შეეძლო შეეარულებინა მისი სურვილები , ისინიც კი რომელსაც არ ეუბნებოდ და მისი დაქალებისგან იგებდა, ხან ისე უჩქარდებოდა გული ეგონა გონებას დაკარგავდა და ჰაერი არ ჰყოფნიდა , მაგრამ იმ ზაფხულს თეონა ბებიასთან გაგზავნეს და ისე გაადავიწყდა ოქროს თმიანი მზეთუნახავი გამარჯობის თქმაც კი დაეზარა. ამ ყველაფერს აგერ უკვე მესამე წელია კიკისთვისაც აკეთებს . ლამაზად ჩაცმული კიკის დანახვაზეც ეკვრის სუნთქვა , მაგრამ დღეს ისე გაცვალა ნუცაში არც კი დაფიქრებულა . პრობლემა ისაა რომ ალბათ ნუცასაც იგივე ბედი ელის და ყველაზე ნაკლებად უნდა რომ ასე ცუდად მოექცეს . რა მწარედ ცდებოდა როცა ეგონა რომ აკვიატება გადაუვლიდა. ახლა ორჯერ მეტად უნდა რომ სულ ასე გვერდით ჰყავდეს ,რანაირად და როგორ არ იფიქრა, მას შემდეგ რაც გემოს გაუგებდა უფრო მეტად მოსწყურდებოდა. ალბათ იმდენად ურწმუნოა ვერაფრით დაიჯერა რომ ეს ჯადონსური ქმნილება რეალურია , რომ ეს ღამეც რეალურია. ახლა და ამ წამს უდარდელად ძინავს მის გვერდით , საკუთარ ხელისგულებზე. მშვიდად ძინავს , კი დამაჯერებელი იყო ირაკლი თავიდან არ მოუშორებია. უფროსწორად ვერ გაბედა თუ არ უნდა არ იცის. არც ის იცის ხვალ რა ელოდება , მაგრამ ახლა და ამ წამს ძილს მიანდო თავი ისე როგორც ცოტახნისწინ ირაკლის გადაჰყვა დაუფიქრებლად ვნების მორევში. როგორი მიმნდობია , გულუბრყვილო და წყაროს წყალივით გამჭვირვალე . ღიმილმა გადაჰკრა სახეზე და თავი ვერ შეიკავა საჩვენებელი თითის ზურგი მაინც ჩამოუსვა უკვე კარგად ნაცნობ კანს და სასიამოვნო ტალღებმა ააღელვა . და რა იცოდა რომ ბევრს არაფერს საჭიროებდა მისი სასურველი ახალი გოგო. არც ძვირფასეულობა და ფუფუნება , მხოლოდ ის უნდა რომ არ ეშინოდეს გათენების და იმის რომ ღამეს გაჰყვება ჯადოსნური წუთები . არაუშავს, სანერვიული არ აქვს ირაკლის . ისიც კარგად იცის ნუცამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა რომ ხვალაზე არ ეფიქრა. ნუცას ყურებაში დაათენდა ირაკლის, უკვე მერამდენე ღამე იყო მის გამო გათენებული რაც გაიცნო არ ახსოვს , მაგრამ ასეთი პირველი და ვინ იცის იქნებ უკანასკნელიც ?! წელი ისე ეტკინა გაუნძრევლად წოლისას სცადა ფრთხილად ამდგარიყო , მაგრამ გაინძრა თუ არა ნუცაც შეირხა . დაბრუნდებოდა ისევ საწოლში ძილი რომ არ გაეფრთხო , მაგრამ უკვე გვიანი იყო .გააღვიძა და ისღა დარჩენოდა საყვარელი პროცესი გაეგრძელებინა . ეყურებინა ,დამტკბარიყო და ესწავალა. მისთვისაც რაღაც ახალი იყო ამ დილაში .სწრაფად დაამთავრა ხალათის შეკვრა რომ დრო არ დაეკარგა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ . ისეთივე მშვიდი სახე ჰქინდა გაღვიძებისას , როგორც მძინარეს. ნაზად შეირხა და ფრთხილად წამოჯდა მძიმე საბანთან ერთად . მინებიდან შემოსულ გამთეენის სინათლეს თვალები მოარიდა და მერე ორივე ხელით მოიფშვნიტა . ჯერ კიდევ გუშინ ბუმბულივით გაფუებული თმას ბუნებრივი ხვეულები გაეკეთებინა და უსწორმასწოროდ ეყარა შიშველ მხრებზე . აი თურმე როგორია დილით ქალთან გაღვიძება .როგორი ლამაზია , ისეთივე ნაზი და მიუხედავად იმისა რომ თითქმის აღარ დარჩა სირცხვილისთვის ადგილი მათ შორის , იმის მაგივრად მისკენ მიწეულიყო , საწოლის თავისკენ გაიწია უფრო უკან და დაუკითხავად ჩამოჩოჩებული საბან თითქმის ყელამდე აიფარა . დიდხანს ეძებდა ნუცა რა უნდა ეთქვა . ან კი უნდა თქვას რამე? საერთოდ რას ამბობენ ქალები ? დილამშვიდობისა? გამარჯობა ? ისე ეწვის მთელი სახე სირცხვილისგან და ჯერ კიდევ თვალწინ უტრიალებს ყველა განვლილი კადრი თვალები როგორ აარიდოს არ იცის . დღის გაგრძელებას ვინ დარდობს? მხოლოდ ის უნდა აქედან როგორმე წავიდეს და მერე სამუდამოდ გაქრება . ისე მოეწინა გუშინდელი ირაკლი , მასთან დარჩენის და ახვა ირაკლის გაცნობის ეშინია. უნდა სამუდამოდ დარჩეს მის მეხსიერებაში როგორიც გუშინ იყო და არა იმ ირაკლად , ისევ თვალებამღვრეული, მომღიმარ მზერაში რომ ატევს მთელ თავის აღვირახსნილ ფიქრებს . რამოდენიმეჯერ აარიდა მზერა , თითქმის თვალებით მოძებნა გასაქცევი გზა , მთელი სხეულით ამბობს რომ სიკვდილივით ეშინია ამ წამს და დგომასაც ვერ ბედავს . ის კი თავხედურად სიმპატიური , იდიალური სხეულით და მთელი თავისი შარმით ზუს და უყურებს ისე თითქოს… -უსაშველოდ საყვარელი ხარ იცი? _ფიქრი ირაკლის ხმამ შეაწყვეტინა . -მე? -შენ . _თავი დაუქნია მამაკაცმა და საწოლიდან წამოდგა . ნელი ნაბიჯებით დაიწყო ამ უკანასკნელის გარშემო შემოვლა და პირდაპირ მის თავთან გაჩერდა . ნელა წარგო ცხვირი მის თმაში .-და ტკბილი ხარ . -ირაკლი ის რაც გუშინ .. -ჰო . _უკვე კარგად ჩამოჯდა მის გვერდით და ხელებში მოიქცია .- ის რაც გუშინ იყო გუშინ დარჩა? ეს გინდა? მე არა , ის რაც გუშინ იყო მინდა რომ დღესაც იყოს და ხვალეც . ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ ? -არ შემიძლია , ირაკლი , ისეთი ძლიერი არ ვარ რომ ისეთი ქალი ვიყო ვინც შენ გინდა . ვერ მოვერგები შენს კრიტერიუმებს . -და რა იცი , როგორი ქალი მინდა ?_ოდნავ მოშორდა რომ სახე გაესწორებინა.-რომელ კრიტერიუმებზე მელაპარაკები ნუცა . -მაგრამ -ნუთუ გითხარი რომ რამე კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილო? -არა , მაგრამ ვიცი შენ როგორ ურთიერთობებს ეძებ და არ შემიძლია, გესმის ? მეშინია.. -რისი გეშინია ? _ღიმილი ვერ დაფარა ირაკლიმ და მალევე შეაშრა . -იმის რომ შემიყვარდები ._ გაუბედავად , თუმცა მაინც თქვა .მიხვდა როგორ გაიელვა ირაკლის თვალებში სიცივემ, როგორ მოაშორა ხელები და თვალები დახუჭა . -ვერ შეგიყვარდები ნუცა . შეუძლებელია ჩემნაირი კაცი გიყვარდეს შენ . დამიჯერე მალე ისწავლი განსხვავებას ვნებასა და სიყვარულს შორის. _მუჭებში მოიქცია მისი ხელები . -სწორედ ამიტომ გაქვს შენი პირობები არა? რომ არავის შეუყვარდე. -იმიტომ რომ შემდეგ უპრობლემოდ დავასრულო ურთიერთობა , ვინმეს თუ შევუყვარდი მისი პრობლემაა. _ჩვეული პირდაპირობით მიახალა.-მაგრამ შენ ? შენნაირ ადამიანებს ირაკლისნაირები არ უყვარდებათ და ძალიან მალე მიხვდები რომ ძალიან შორს ვარ იმ კაცისგან რომელიც შეგიყვარდება . ადრე თუ გვიან ყველაფერს გავაფუჭებ , როცა ეს ეიფორიაც გაივლის და ისევ იმ ირაკლის დაინახავ რომელსაც არაფრის სწამს დედამიწაზე და მიხვდები რომ სწორედ ისეთივე ურთიერთობა გვაქვს როგორც სხვებთან .იმ განსხვავებით რომ გენდობი და შენთან ფურცლების განხილვა არ მჭირდება , ერთადერთი რაც გევალება ისაა რომ არ მჭირდება შვილები და ხანდახან ჩემთან ერთად მოგიწევს თავშეყრის ადგილებში სიარული . -ჩემი აზრი ვის ადარდებს არა? _სიმწრისგან წამოიყვირა ნუცამ . -სიმართლე გითხრა მაღელვებს , მაგრამ სხვა გზა არც გაქვს . ნახევარმა ქვეყნამ მინიმუმ იცის რომ ჩემი ხარ და ერთი მნიშვნელოვანი მისია გვაქვს . შენი რეპუტააცის გადარჩენა .ვფიქრობ ხმის გავრცელება რომ დაინიშნე საკმარისი იქნება . _ყალბად გაუღიმა და სინანულით დახედა ცარიელ მუჭებს , როცა ხელები გამოგლიჯა ნუცამ. -ნახე ? უკვე ყველაფერი გავაფუჭე. _ხმა ჩაუქრა ირაკლის . -უკვე უკანასკნელი ადამიანი ვარ ვისთანაც შეიძლება რამე გაკავშირებდეს ნუცა და მაინც ჩემი ხარ . ირაკლის შეყვარება შეუძლებელია. _შუბლზე მიადო ტუჩები . -რატომ ხარ ასეთი , ირაკლი რატომ? _უღონოდ ჩაქინდრა თავი ნუცამ.-მინდა რომ შორს გავიქცე და მაინც … -გზის ბოლოსაც მე დაგხვდები ნუცა . ყველგან ვიქნები . იქამდე სანამ არ დავრწმუნდები რომ შენთვის ხელის გაშვება შემიძლია და რომ ამ სამყაროს სიბინძურე არ დაგახრჩობს . არ ჯობია ეს გზა ერთმანეთით კმაყოფილებმა გავიაროთ ?მე შენთან მინდა . _ჯერ მხრებზე ჩამოყრილ თმას წაეთამაშა და მერე გაბედულად დაადო თითები და წრეების ხატვა დაიწყო თეთრ კანზე . -ახლა , რომ გაკოცებ მითხარი რომ არ გინდა , რომ არ მოგწონს არ შეგიძლია და გპირდები აღარასდროს შეგეხები . _გაბედულად დადო პირობა , რომელსაც ყველაფრის ფასად შეასრულებდა , მაგრამ არ დაჭირდება . ისედაც ნათელია რას უშვება მისი სიახლოვე. -ვერ შეგელევი ნუცა , ასე მალე და ასე უბრალოდ ვერა . _მარტო ნუცაზე არ მოქმედებდა ირაკლი , თვითონაც ვერაფერს აკონტროლებს .ტუჩის კუთხემდე მიაღწია და ნელ ნელა დაიწყო მთელი მისი სახის კოცნებით დაფარვა . - მშია . _ჩვეული სახე მიიღო და იქვე საწოლის გვერდით დადებულ ტელეფონს წაწვდა , სანამ საუზმეს უკვეთავდა ნუცამ ადგომა და შორს ვერა , მაგრამ ოთახიდან გაქცევა ნამდვილად მოასწრო . ცოტახანში ოთახში ჩაცმული დაბრუნდა და ირაკლის რომელიც ისევ საწოლში ნებივრობდა და გამოტოვებულ ზარებს და სმესებს თვალს ავლებდა საკუთარ ტელეფონზე გაუბედავად შეავლო თვალი . აი როგორია დილით მამაკაცთან გაღვიძება. არა ირაკლისნაირთან გაღვიძება. არც საწოლში მორთმეული საუზმე და ყურში ნათქვამი მიყვარხარ. მხოლოდ უცნაური სითბო და გულის ამაფორიაქებლად ვნებიანი ტუჩები . სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა და იქვე კუთხებში მიგდებულ ჩანთას მოჰკრა თვალი . ტელეფონი მოჩხრიკა და გასაოცარი ის იყო რომ არავის დაურეკავს . -კარგი სიმარტოვეში ისააა რომ არავინ გიბრაზდება ღამე სახლში რომ არ მიდიხარ . _გულდაწყვეტა იყო თუ ირონია ვერ გაიგო ირაკლიმ და დუმილი არჩია , იქამდე იდგა გამაყრუებელი დუმილი სანამ მაგიდა არ გაუწყვეს და მარტო დატოვეს. ჯერ კიდევ ცხელი ყავის ფინჯანს თითები გამოსდო ნუცამ და სკამზე ფეხმოკეცილი მოკალათდა . -ასე რომ ვიჯდე შეგაწუხებს ? თავად ნუცამ დაარღვია სიჩუმე სულელური კითხვით . -მთავარია გხედავდე . _გაუღიმა მამაკაცმა.-ნუცა სულ არავინ გყავს ? -ალბათ . _მხრები აიჩეჩა გოგომ . -საერთოდ საერთოდ ? -არ ვიცი, არასდროს არავინ გამოჩენილა . ალბათ მყავს ვინმე , მაგრამ არავის ვჭირდები . _ხმაში უცნაური ჟღერადობა შეერია და ირაკლი მიხვდა ტირილი გარდაუვალი იყო თუ ცოტას კიდევ გააგრძელებდა. პასუხად ღიმილი აირჩია თუმცა თავად ნუცამ გააგრძელა .- როცა მამა გარდაიცვალა მამიდამ წამიყვანა ,ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი უფროსწორად არ მინდა მახსოვდეს . მამიდას ქმარი გამუდმებით სვამდა და მერე სანადირო თოფით ყველას და ყველაფერს ესვროდა. _ ახლა უკვე ნათელი იყო მისი ფობიების წარმოშობის ამბავი . -ვიცი რომ რამდენიმე თვე დავრჩი მათთან და მერე სოციალურმა აგენტებმა მიმიყვანს ბავშვთასახლში . მას შემდეგ მამიდა რამდენჯერმე მოვიდა სანახავად , მერე აღარასოდეს. იმ სოფელში არასდროს ჩავსულვარ სადაც ვცხოვრობდით. -ანუ ქალაქში არ მომხდარა შენი ოჯახის ამბავი ? -არა . ქალაქში მამა წამოვიდა ჩემთან ერთად . -იცი თუ შენ გინდა შემიძლია დაგეხმარო რომ გაიგო რა მოხდა სინამდვილეში . -არა . _წამიკივლა.-არ მინდა . მამამ ამიკრძალა კითხვების დასმა. არასდროს გამოუძიებია ეგ ამბავი და არც მე ვაპირებ. -რატომ? -იმიტომ რომ სიმართლე იცოდა. იმიტიმ რომ ამ ქვეყანაში სამართალი ტალახში იხრჩობა , იმიტომ რომ ვისაც ფული აქვს ისა მოსამართლე. -ანუ ვიღაც ძალიან გავლენიანი იყო გარეული? -არ ვიცი. _მხრები აიჩეჩა გოგომ .-ვისაც ფული აქვს მამას ოქრო რად უნდოდა , მაგრამ 20 წლის წინანდელი ამბავია და რაც წარსულია წარსულში უნდა იყოს. მამას არასდროს სდომებია ამაზე ლაპარაკი . -რატომ? -ეშინოდა, რომ ჩვენც რამეს გვიზამდნენ . ერთხელ მოვისმინე როგორ უთხრა პოლიციამ რომ ის ხალხი წყვეტს ყველაფერს და ჩემი გადარჩენა იმის დამსახურებაა რომ 2 წლის ვიყავი და ვერავის ამოვიცნობდი . -ის ხალხი ალბათ აღარცაა ცოცხალი ნუცა და თუ ცოცხალია დამიჯერე ისეთი ვერავინ იქნება რომ მე ვერ მივწვდე. - და რას მომიტანს ცოდნა ირაკლი ტკივილის გარდა ? განა საკმარისი არაა სულ მარტო ყოფნა ? - სულ მარტო არ ხარ . _დაუფიქრებლად დააგდო ჩანგალი მაგიდაზე და ფეხზე წამოდგა . სკამიანად მიატრიალა თავისკენ და მის წინ ჩაიმუხლა . -მე გყავარ და რაც არ უნდა მოხდეს მინდა რომ ჩემი იმედი გქონდეს. -სულ რომ ერთმანეთი შეგვძულდეს ? - ნახე მუხლებზეც კი ვდგავარ შენს წინ . _საკუთარ თავზე გაეცინა და იატაკს დახედა . - მაქსიმუმ ფეხზე წამოვდგე ან წინ დაგიჯდე თუ შეგვძულდა ერთმანეთი . -მინდა რომ დრო ვიციდე ირაკლი . რამდენი ? რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ურთიერთობა ? როგორ უნდა მოვიქცე . აქ დარჩენა არ შემიძლია უნდა დავბრუნდე როცა ლიკუნა გადაწყვეტს . უამრავი კითხვა მაქვს. -კითხვა არ გაქვს ნუცა . გინდა რომ იგივე კონტრაქტი გქონდეს როგორც სხვებს , მიზეზი გინდა რომ გაძლო ჩემთან, რომ თავი დაცულად იგრძნო რომ როცა რაღაც ისე არ იქნება სახეზე ამაფარო რაღაც რაც გიცავს ?! არა თვალს ნუ მარიდებ . _დახრილი თავი ცერით ააწევინა . -არ მინდა რომ - მესმის, შენ იმას მაძლევ რაც მე მინდა . მე კი ყველაფერს ვიზამ რომ თავი კომფორტულად იგრძნო . ამიტომ იდიალურ პირობებს ვიპოვით რომ ორივეს ინტერესები დაკმაყოფილებული იყოს . შევთანხმდით ? _ ცხირი გაუხახუნა ცხვირზე და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა . საუზმეს გემრიელად შეექცა და ნუცას რომელიც მომღიმარი შეჰყურებდა თვითონაც თვალს ვერ აშორებდა . -იცი რომ როცა იღიმი ლოყა გეჩვრიტება . მიყვარს როცა იღიმი . _გულწრფელობა აირჩია ნუცამ და პირველად ამ ხნის განმავლობაში , პირველდ მაგრამ თავისებურად აღიარა რომ მოწონს . -ეს კომპლიმენტია? -ხო . _თავი მტკიცედ დააუქნია . -კიდევ ? კიდევ მითხარი რამე . -კიდევ , ლამაზი სირული გაქვს . _ლუკმა გადასცდა ირაკლის და ხველა და სიცილი ერთდროულად აუტყდა .-რა ვთქვი სასაცილო ? _შეშინებული წამოხტა და წყლის ჭიქა შეუვსო . -არაფერი . _ სული მოითქვა თუ არა ხელი წაავლო და კალთაში მოიქცია .-საყვარელი ხარ . შენი კომპლიმენტებიანად._ორივე ხელია გულში მოიქცია ყელი და დაუფიქრებლად დაეწაფა ტუჩებს . -უნდა წავიდეთ 2 -ზე შეხვედრა მაქვა , სამწუხაროდ ამ მაგიდის გამოყენებისთვის დრო არ გვაქვს, მაგრამ წინ მთელი დღეები გვაქვს . ისაუზმე და წავედით . -უკვე ვისაუზმე. -ნუცა , არაფერი გიჭამია დროზე . მიმღებში დარეკა რომ გაეფრთხილებინა 15 წუთში გავიდოდა და სასტუმროს წინ დალოდებოდნენ თავად კი ნუცას დაელოდა და სანამ კარგად არ დარწმუნდა რომ გემრიელად მიირთვა ადგილიდან არ განძრეულა. კარში გასვლისას უკან გამოიხედა გოგომ და ნომრის მისაღებიდან გაშლილ ხედს გახედა. -აქ კიდევ მოვალთ . _დაამშვიდა მამაკაცმა და კარისკენ უბიძგა . ნუცამაც ჰაეროვნად გაუღიმა და კარის სახელური ჩამოწია.-ტელეფონი დამრჩა , ჯანდაბა . _საძინებლისკენ ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა , სანამ ნუცა კარში დაუფიქრებლად გავიდა ირაკლი უკვე ოთახში იყო და ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ გაბედა როცა მის ყურებს პატარა შეკივლება მოესმა ,ცოტახანს შედგა ხომ არ მომესმაო და მეორედ უკვე გარკვევით გაიგონა , ნუცას კივილი . ინსტიქტურად შებრუნდა და ვერც კი გაიგო რატომ შეანელა სვლაა კარამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი ჰქინდა დარჩენილი . შეეშინდა , ჰო , ცხოვრებაში პირველად შეეშინდა დაენახა რა ელოდებოდა კარს იქით მიუხედავად იმისა რომ ნახევრად ღია კარში ჩანდა თხელი ხელი იატაკზე . შეეშინდა დქ ნაბიჯები დაუმძიმდა . შეეშინდა და თან ისე რომ გული და ხმა ერთიანად გაქრა და დაიკარგა მის სხეულში. კარი გამოწია და უკვე კარგად გაარჩია წითელ ხალიჩასთან შერწყმული სისხლის გუბე და მასში მცურავი ნუცა . ლამაზი წითელში არეული ატმისფერ კაბა. ყველაფერი პირველი იყო ნუცას რაც უკავშირდებოდა მისთვის, სიამოვნებაც და ტკივილიც და კი პირველად მოეკვეთა ფეხი . არა არ დახრილა, არც უფიქრია დახმარება ასე გაჭირვებით რომ იდებდა ხელს იმ ადგილას საიდანაც სისხლად იღვრრბოდა, რომ ჯერ კიდევ სხეულში დარჩენილი დანის დაჭერაში მიხმარებოდა . ფეხები მოეკვეთა , უღონოდ დაეშვა იატაკზე და მხილოდ მაშინ გამოერკვა , ნუცას ყრუ კვნესა რომ გაიგო. სასოწარკვეთილი თვალებით რაღაცას ეუბნებოდა , სთხოვდა კი შველას სთხოვდა ის კიდევ საკუთარ გრძნიბებსა და სხეულთან დუელში იყო ჩართული . გამოერკვა . ერთდროულად დაუბრუნა რეალობის შეგრძნება ნუცას გაყინულმა ხელის გულმა ,გაბედულად რომ მიადო სახეზე და თვალი გაუსწორა . -მე ვკვდები ?! _დაბალი ბგერებით მაგრამ გარკვევით გამოთქვა და ლამაზად აციმციმრბულ ჭერს ახედა. -არა , არ კვდები ნუცა . არააა . _ერთიანად დაუბრუნდა ცივი გონება და წამში გადავიდა მოქმედებაზე . -ნუ გეშინია აქ ვარ. აქ ვარ . _უკან სირბილით შევიდა , აბაზანაში პირველი პირსახოცი რაც მოხვდა აიღო და ჭრილობაზე დაადო . მერე ტელეფონი ამოიღო და გიორგისთან დარეკა, როცა დარწმუნდა რომ ყვრლაფერი გააკეთა რაც უნდა ექნა და მარტოც არ იყო , წამში გაჩნდა რამოდენიმე ბიჭი მასთან ნყცაზე კონცენტრირდა . მხრებზე მოკიდე ხელი და მკერდზე მიიყუდა . გაფითრებული სახე , ხელის გულში მოიქცია და ნაზად მოეფერა. -აქ ვარ , არაფერი მოგივა გესმის , თვალები არ დახუჭო . მელაპარაკე . რამე მითხარი . -პერსონალი ირაკლი . ფორმა ეცვა . _უკვე გახშირებული სუნთქვისა მთელი სხეული სტკიოდა. -მტკივა. -ნუ გეშინია ჩემო… -არ მეშინია. _გალურჯებულმა ტუჩებმა მაინც გაუღიმა ირაკლის . -სასწრაფო აქაა, გესმის ცოტქც მოითმინე , ნუცა. არაა თვალები არ დახუჭო გთხოოვ , გთხოოვ. _დაუფიქრებლად კოცნიდა მის თმას და ისევ დაკარგა თავზე კინტროლი. არადამიანურად ღრიალებდა , მთელს სასტუმროს ესმოდა , მაგრამ ნუცას არა . წელიწადად მოეჩვენა წამი , სანამ ექიმები არ დალანდა.რაღაცნაირად გამოაცალეს ხელიდან სანუკვარი სხეული და მერე გიორგიც გამოჩნდა რომელმაც კედლისკენ უბიძგა რომ ხელი არ შეეშალა. მის თვალწინ ამოაძრეს დანა და იმ წამს ის დანა საკუთარ სხეულში იგრძნო . მის თვალწინვე შემოაჭრეს უკვე წითელი კაბა ალაგალაგ რომ შერჩენოდა ნუცას ფერი და ისე წაიყვანეს გააზრებაც ვერ მოასწრო . ვერც გიორგის ხმა ესმოდა , ვერც დროს გრძნობდა . სამაგიეროდ მხეხველობით აღიქვამდა საკუთარ უძლურობას. ვერაფრით აშორებდა თვალს იატაკზე სისხლს და მისი სხეული უკანასკნელი ძალის წვეთებს ითვლიდა. -რა მოხდა. _გაურკვევლობაში იყო თავად გიორგიც და ყურებს ვერ დაუჯერა ირაკლის წამში ჩახლეჩილი ხმა . -ასიათსობით ვხარჯავ , აი იმაში რომ უსაფრთხოდ შემეძლოს გარეთ გასვლა . მე კი საყვარელ ქალს ჩემივე სასტუმროს ნომერში მიკლავენ . აი რა მოხდა გიორგი . _სისხლის გუბეს გაადაბიჯა და ნომერში შეტრიალდა . ჯერ კიდევ ლამაზად გაწყობილ მაგიდიდან წყლის ბოთლი აიღო და მოიყუდა . სიმწრისგან წყალიც ძლივს გადაუშვა ყელში . -კამერის ჩანაწერებს მოიტანენ . _ გიორგი იმ ადგილას ჩამოჯდა ზუსტად სადაც ნუცა იჯდა ცოტახნისწინ და ირაკლის მზერით გაიგო რომ დაჯდომის დრო არ იყო . -სად იყავი? -დაბლა . -დანარჩენები ? -ერთი ლიფტთან მეორე კიბესთან . არავინ შემოსულა და გასულა თანამშრომლების გარდა . ღამე ორჯერ შევამოწმეთ სართული დილით თვითონ მოვედი ყავა ამოვუტანე ბიჭებს . - ანუ შინაურის ამბავია. -დამლაგებლის._კარში გიორგის მარჯვენა ხელი იდგა ლეპტოპით ხელში და ეკრანი პირდაპირ ირაკლის წინ დადო და ჩართო . როგორ უნდოდა თვალი დაეხუჭა, გვერდით გაეხედა ან სულაც ეყვირა რომ არ უნდოდა და არ შეეძლო ეყურებინა როგორ შეეუშვირა პატარა სხეული ნუცამ ირაკლისთვის განკუთვნილ დანას . ორმაგი სიბრაზე და ტკივილი იგრძნო , ვიდეოს პარალელურად რომ გაახსენდა როგორ იმალებოდა კიბის ქვეშ . ნყცას ხომ სიკვდილივით ეშინია ტკივილის და სიკვდილის და იქ სადღაც ნაცრისფერ კედლებში სწორედ ასე სანატრელი სიცოცხლისთვის იბრძვის . მარტო.. დედამიწაზე ერთცალად დარჩენილი ნუცა, ისევ ერთია და ისევ მარტო. დერეფანშიც კი არ ელოდება არავინ , ვინც მის ამბავს იკითხავს , სასწრაფოს კარამდეც კი არ მიაცილა არავინ და აი ასე წასვლის წინაც კი ბედნიერებას ასხივებს . ხო, მან ხომ ირაკლის დაბადებისდღე ჯადოსნურ ღამედ აქცია . საკუთარ თავთან ერთად საკუთარი სიცოცხლეც მის გამო უნდა დათმოს ? ვერასდროს დაიმსახურებს ირაკლი ნუცას ვერასდროს და მაინც მას ერგო. ბედის საჩუქრად ჩათვლიდა ფიქრი რომ არ შეეძლოს , მაგრამ მან ხომ იცის რომ ნუცასნაირი ჯადოსნური არსების ყოლა ტვირთია . სასიამოვნო , მაგრამ მძიმე . იმდენად მძიმე რომ მთელი თავისი არსების შეცვლა დასჭირდება და მაინც არაფერი უთხოვია . დახმარებაც კი . სტკიოდა , სციოდა და მაინც ღიმილი დაუტოვა და ისე გაუყვა საკუთარ ტკივილთან ერთად გზას საოოერაციოსკენ როგორც აქამდე მიუყვებოდა თავის გზებს , მარტო . -ნუცაა მარტოა . _ერთი ხელისმოსმით მოისროლა იატაკზე ლეპტოპი და მაგიდას ჩამოეყრდნო . - არასდროს იქნება მარტო, შევპირდი ._უფრი თავისთვის ბუტბუტებდა .-არაფერი მოგივათქო მაგასაც შევპირდი . ის კი კვდება , კვდება და მარტოა , უნდა წავიდეთ გიორგი . _არც დალოდებია თითქმის სირბილით მივიდა ლიფტთან და კარი მაშინვე რომ არ გაიღო , ბოლო წვეთი იყო. ჯერ ნერვიულად მიაჭირა სენსორს თითი რამოდენიმეჯერ და ბოლოს მუშტის რტყმაზე გადავიდა . -დამშვიდდი ირაკლი . არაფერი მოუვა . -დავმშვიდდე ? _გაავებული მოუბრუნდა გიორგის და ხელი მიჰკრა . -როგორ ? რანაირად ? ნახე ? ხომ ნახე როგორ დაიცალა სისხლისგან? _თვალებიდან ვერაფრით მოიშორა ნუცას სისხლში მწოლიარე სხეული . -გეფიცები , ვიპოვი ვინც არ უნდა იყოს . _ირაკლის მდგომარეობით ფაოცებულ გიორგის , მეგობრის სასოწარკვეთა გადაედო და მთლიანად დაიკარგა ემოციებში . -მოვკლავ იმ ნაბი** . -იპოვი ? ისედაც ხომ ვიცით ვინცაა ? გუშინ შვილის გპარება უნდოდა იმ ყ** . მაგრამ გოგამ აიყვანა . -და ეხლა მეუბნები ? _ლიფტში შესულმა გიორგიმ თავი ვერ შეიკავა და ყვირილზე გადავიდა . - არ მეცალა შენთან საჭორაოდ, დაბადებისდღე მქონდა . -ვინმეს საქმის კურსში რომ ჩავეყენებინე და პიჟონი ყლ***თ ბოლოს არ ვიგებდე ამბავს , ახლა სავადმყოფოსკენ არ გვექნებოდა გეზი. _უკვე სიბრაზე აშკარააა იყო გიორგის სახეზე .-იმ დედა მოტ*** მა ტყებუჩავამ ეგრევე დარტყმა მოაყოლა . მოსალოდნელიც იყო , რომ გეთქვა რომ შვილი გყავადა ხომ ასმაგად გავფრთხილდებოდით. -ხო . -პროფესიონალი ვერ იპოვა თორემ პირველივე ვინც კარში გავიდა იმას არ დაარტყამდნენ დანას თან დანა ცოტა ისეთია , შენი გაბარიტებისთვის იარაღი უფრო სწრაფია . დრო არ ეყო და ცხელგულზე შეცდომებს უშვებს, პრობლემა ისაა რომ ვერ ვიმოქმედებთ . -ხო , ზუსტად 3 საათში ყველას ეცოდინება რომ თავს დამესხნენ , საპასუხო დარტყმა და ყველა მიხვდება რომ საქმეს სისხლით ვარჩევთ. -ხო და ეგ უნდოდა მაგასაც დრო მოიგო . -ვისთვის ? თავისთვის ? როცა მაგის შვილთან დავამთავრებ დამიჯერე საკუთარი ხელით მოიკლავს თავს . -საწყობში მივაყვაინებ გოგას დაჩისთან . დ ყურადღება არ მიუქცევია , განუწყვეტლად შემოსული ზარებისთვის , მანქანის მინას იყო მიშტერებული და პირველად შეამჩნია საახალწლოდ მორთული ქალაქი. შუქნიშანზე გაჩერებულს საკმარისი დრო ჰქონდა დაკვირვებოდა საგულდაგულოდ მოწყობილ პატარა სკვერში მოსეირნე მამას და პატარა გოგონას რომელიც მამას გაექცა . ღიმილი მოადგა სახეზე , პატარა ფეხებით რომ ცდილობდა გაესწრო ორ მეტრიანი მამისთვის და მამაც სპეციალურად უტოვებდა ადგილს . ალბათ ესაა ნამდვილი სიყვარული . მშობელს ხომ შვილი უანგაროდ უყვარს ან საერთოდ არ უყვარს. შუალედი არ არსებობს. სამწუხაროა რომ ის არასდროს არავის ყვარებია , უანგაროდ არავის . უანგარო მის ცხოვრებაში ნუცაა და ღმერთი მასაც ართმევს თან როდის ? როცა საკუთარად დაიგულა. როცა ეგონა რომ ყველაფერი იდიალურადაა , როცა … ღმერთმა გაიღვიძა და ალბათ მისთვისაც მოიცალა , მაგრამ ნუცამ რა დაუშავა ამ უგულო არსებას თუ მართლა არსებობს? როგორ შეიძლება ისეთი შურისმაძიებელი და მსაჯული იყოს რომ მის დასასჯელად ნუცა გაწირა? სძულს , სძულს ხალხის მიერ შეთხზული ზღაპრები . არაფერს არ ერგება ღმერთის არსებობა მის ცხოვრებაში . -მოვედით. _პირველი გიორგი გადავიდა მანქანიდან და სავადმყოფოს კიბეზე ჩამომჯდარ დაჩის რომელიც მათზე სწრაფად მოვიდა გაკვირვებულმა ახედა. -ირაკლი. _სიგარეტი მოისროლა და სისხლში ამოსვრილ მეგობარს თვალი შეავლო . -ვნმეს გავგზავნი ტანსაცმელზე.სავადმყოფოზე არ ინერვიულე გავაფრთხილე გურამი და მთლიანად იზოლირებულები იქნებით . _მაშინ გაახსენდა ირაკლის რომ სავადმყოფოს წილი დაჩის იყო და ლინას მშობლები უკვე წლები მართავდნენ სამედიცინო დაწესებულებას. -ლინაც აქაა ალბათ და უფრო მეტ ინფორმაციას მოგცემთ. წამო ._ხელით ანიშნა წინ წასულიყო . პირდაპირ ადმინისტრაციის სართულზე აიყვანა და დაცარიელებულ სართულზე მხოლოდ სიდედრი დალანდა რომელიც მათ ელოდებოდათ .-ლინამ არ იკადრა ამობრძანება? _ირონია ვერ დაფარა დაჩიმ და მეგობარს ფართო მოსაცდელისკენ გაუძღვა. -პაციენტები ჰყავს . მაღალმა წითელთმიანმა ქალმა არ შეიმჩნია დაჩის რეპლიკა და ირაკლის გაუღიმა . -თუ რამე დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ. ყავას და ჩაის ახლავე მოვატანინებ. საშხაპე და მოსასვენებელი ოთახი იქითაა. -ნიშნის მოგებით გადახედა სისხლში ამოსვრილ პერანგს ქალმა . -ოპერაციას თვითონ გურამი ატარებს და და კიდევ კლინიკის 2 წამყვანი ქირურგი. კარგად იქნება . _სცადა დამმამშვიდებელი ხმა ჰქინდა ქალს . -რათქმაუნდა კარგად იქნება . _ქუსლების კაკუნით გამოჩნდა ლინა და თეთრი ხალათის ღილები ყელამდე შეიკრა-გამარჯობათ . ირაკლი , არ ინერვიულო. _ფეხზე წამომდგარ მამაკაცს კარგად მოეხვია და გაუღიმა . -ღრმა ჭრილობა არაა. ბევრი სისხლი დაკარგა მაგრამ ახალგაზრდაა გამოძვრება კიდევ ერთი საათი გასტანს და საბოოლო ამბებსაც გეტყვი . _წამში გადასდო პოზიტიურობა ირაკლისაც და ცოტა სიმსუბუქეც კი იგრძნო ლინას დანახვისას . უძალოდ დაეშვა ტყავის სავარძლიდან ერთერთში და შუბლზე გაისვა ხელი .- დედა , რამე მოუტანე თავისთვის . კიდევ ვის რა სტკივა ? _გაუღიმა ბიჭებს . - მე მტკივა თვალები . _ცოლს გაუღიმა დაჩიმ . -ამაზე მეტ მწვანედ ვერ შეღებეთ ეს ადგილი ? -დაიწყო . _ამოიგმინა ლინამ და ზურგი აქცია ქმარს .-შენი წუწუნის ნერვები არ მაქვს . შემოვლა უნდა გავაკეთო . _ლიფტისკენ დაიძრა . -ეგ მეც შემიძლია . -არა არ შეგიძლია . -ხომ არ დაგავიწყდა მეც ექიმი რომ ვარ ? -რისი ექიმი გამახსენე ერთი ?_ გაეცინა ლინას . -არ ვიცი ,მამაჩემმა დიპლომი 25000 ათასად იყიდა სხვათაშორის მამაშენისგან . _სირბილით შეჰყვა ლიფტში . -ვკითხავ თუ გინდა. -გაიწიე . _დაჩის სიახლოვით გაღიზიანებულმა ლინამ ქმარს ხელი მიჰკრა. -რატომ ? _ლიფტის მეორე კედელს აეყრდნო დაჩი . -ჩემს სუნზეც გული გერევა ? -არა, გული რატომ მერევა , საიდან მოიტანე ? -იქნებ იქიდან რომ ორსულად ხარ? _ამღვრეული მწვანეში ალეური ლურჯი თვალები ცოლის სახეზე დააფიქსირა რომ კარგად დაკვირვებოდა გამომეტყველებას და არც შემცდარა . მთელი მისი სხეული და სახე ადასტურებდა მის ეჭვებს . -ლინა დებილი არ ვარ . _სერიოზული გამომეტყველება მიიღო მამაკაცმა . -რას იგონებ ? _უკანასკნელად გაიბრძოლა ლინამ . -ლინა , ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი . _სცადა მკაცრი ყოფილიყო , მაგრამ ღიმილი ვერ შეიკავა დასჯილი ბავშვივით დახრილ სახეზე . - მამაშენმა მითხრა . _ახლოს მიიწია ცოლისკენ . -ეგეც რომ არა მართლა გგონია რომ ეგ ხალათი რამეს ფარავს ? _ხელები აუსვა მკლავებზე და მკერდზე მიიხუტა . -შვილი გვეყოლება ლინა . შვილი ჩვენი საკუთარი , იმდენი ხანი ვცდილობდით შენ კი მიმალავ ? საერთოდ არ გეცოდები ? -არ გიმალავ , მინდოდა მეთქვა მაგრამ არ ვიცოდი როგორ. ჩვენ ხომ ერთად აღარ ვართ. -ლინა მიყვარხარ , მიყვარდი , ამის მერეც მეყვარები და შემდეგ ცხოვრებაშიც იგივეს გავიმეოერებდი იცი ? -შეშლილი ხარ , გაბედულად გაეხვა მის მკლავებში და ბედნიერი წუთების სიმშვიდე ლიფტის კარის გაღებამ დაარღვია . მერე ლინას ტელეფონიც აწკრიალდა , ის პასუხობდა და დაჩის რომსლიც შეპარვით ცდილობდა მის მუცელს დაკვირვებოდა თავი უკმაყოფილომ გაუქნია. -ოპერაცია მორჩა . ადი ._გასცა ბრძანება ჩვეული ტონით .-წავალ მამას დაველაპარაკები და მოვალ. დრო უსასრულოდ გაიწელა .. თუმცა ლინა მხოლოდ არ დალაპარაკებია , თავად ავიდა ბატონი გურამი , მის მისაღებში ხომ თავად ირაკლი ელოდებოდა და გურამისთვის გავლენიან ნაცნობობაზე დიდი ძალაუფლება არ არსებობდა . ჩვეული მედიდურობით ჩამოუდგა წინ ირაკლის , რომელმაც მძიმედ გაუწოდა ხელი და მოლოდინით სავსე თვალებით ეუბნებოდა დროზე ამოეღერღა სათქმელი . -ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ სასიცოცზლოდ საშიში დაზიანებ არ აქვს . რამდენიმე შიდა სისხლდენა იყო რომელიც დროულად შევაჩერეთ. გართულებები არ გვქონია, ძლიერი გოგოა . _გაუღიმა მამაკაცმა და ირაკლის რომელიც უემოციიოდ ისმენდა მის გამოსვლას გაურკვეველი მზერით მიაჩერდა . ასეთ დროს როგორც წესი , ხმამაღლა ისუნთქავენ, სახეზე ღიმილი და იმედი ჩნდება . ირაკლის მზერა კი არაფერს ამბობდა , ალბათ ცუდი ამბავიც რომ ეთქვა იგივე სახე ექნებოდა. ნუცას მსუბუქი ჭრილობა იმას არ ცვლიდა რომ ისინი ჰქონდა, რომ საავადმყოფოში გაიღვიძებდა და რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო . ერთადერთი ის შეიცვალა რომ ახლა მშვიდად შეეძლო ცივი გინების ჩართვა . პირველი სანერვიულო რომელიც გინებას უბინდავდა და სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა მოეხსნა . -ხვალამდე არაფერი იქნება , რეანიმაციაში დარჩება , მაგრამ თუ ნახვა გინდა არაა პრობლემა ._მეგობრულად დაჰკრა ხელი მხარზე . -არა . _მტკიცე იყო ირაკლის არა , ისეთივე მტკიცე როგორც საკუთარ თავში იყო დარწმუნებული . არ უნდოდა ენახა. საკმარისად იყო გაბრაზებული სამყაროზე იმით რაც ნახა. ახლა ნუცას იმ მდგომარეობაში ნახვა ცივი გონების დაკარგვას უდრიდა , მას კი ისე სჭირდებოდა საკუთარი ტვინი და გაყინული გული როგორც არასდროს . -ლინა გთხოვ როცა გაიღვიძებს შემატყობინე . -აუცილებლად . - წვედით . _დაჩის მზერით უთხრა სად წასვლას გულისხმობდა და ყველამ უსიტყვიდ გაიგო. ლინამაც კი . -ნუ გეშინია . _ცოლს შუბლზე აკოცა . -როცა სამუშაო საათებს მორჩები გამოგივლი . _უხმოდ მიყვა მეგობარს და მხოლოდ საკუთარ ღამის კლუბის შესასვლელთან ამოიღო ხმა . -დიდი ხანია ამ ნაბ*** ს ტყავი მინდა . -შენც ? -მეც ირაკლი , მაგარი შერეკილები არიან . არაფერს და არავის ერიდებიან . პრობლემა ისაა რომ ვიღაც კრიშავს და ისეთი სერიოზული რო გამიჭირდა მიწვდომა . -ვინ ? -არ ვიცი . _მხრები აიჩეჩა დაჩიმ . - მაგრამ ვიღაც დიდია რა , ისეთი რომ შევეშევი მარტო ვერ შევეჭიდებოდი . -მერე გაგიჭირდა მეგობრისთვის გეთქვა რამე ? _ ნაწყენი მოუბრუნდა დაჩის და მერე კლუბის შუაში ბარს შემოუარა . ბარმენს რომელიც სასმლებს ალაგებდა გაუღიმა და პირველივე ბოთლი რაც ხელში მოხვდა მოიყუდა . - შენი პრიბლემები გქონდა , ძველ ამბავს გებაზრები . იცი ირაკლი სანამ რამეს იზამ მგონია რომ ინფორმაციის მოძიება არ გვაწყენს . -და რა აზრი აქვს ? თავად ღმერრთი რომ “კრიშავდეს “ აღარ ვიზამ იმას რაააც ვაპირებ? აღარ დავცლი სისხლისგან ისე როგორც ნუცას ატკინეს ? . _ რამოდენიმე მოყუდებაზე ჩაცალა არყის ბოთლი და იქვე ბარზე დადებულ ყინულის სამტვრევს გაუღიმა . ჯერ თითი გადაუსვა ბოლოს კარგად წამოავლო ხელის მტევანი და შეათამაშა . -დაჩი უთხარი რომ ხმამაღლა დაუკრან, ისე ხმამაღლა როგორც ამ კლუბს ჯერ არ ახსოვს. გართობას ვაპირებ. იქამდე იჯერა გული სანამ მისმა გონებამ სადღაც არ გადამალა ნუცას სურათი . იქამდე სანამ მისმა მსხვერპლმა ხრიალი არ დაიწყო და გიორგიმ მისი გონებაზე მოყვანა რაღაც სასწულად შეძლო . იქამდე სანამ მისმა გულმა მგრძნობელობა არ დაიბრუნა , იქამდე სანამ ლინამ არ დარეკა და ამცნო რომ ნუცამ გაიღვიძა. მაშინ მოეგო გონს . ფიზიკურად იმდენად იყო დაღლილი ლუდის კასრზე ჩამოჯდა და სისხლში გასვრილ ხელებს დახედა. უნდა წასულიყო … უნდა მისულიყო .. უნდა სიცარიელე შეევსო… უნდა ნუცას იმედი ყოფილიყო… უნდა მისი მარტობააა შეეჭამა … უნდა ყველაფერი ყოფილიყო გოგოსთვის რომელიც მის გამო უნებურად დანას შეეფარა. გოგოსთვის რომელიც ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს იმსახურებდა დანის გარდა . გოგოს რომელსაც არასდროს ინანებდა და მაინც ცხოვრებაში პირველად თავი იმდენად უსუსური კაცი ეგონა რომ იმ ქალთან რომელთანაც ერთხელ იწვა, სავადმყოფოში მისვლის ეშინოდა. ეშინოდა მის სიცარიელესთან შეჭიდების . იმის რომ მნიშვნელოვანი გახდებოდა ვინმეს ცხოვრებაში , რომ შეიძლება იმ ვიღაცას ვინც ყველაფერს იმსახურებდა ირაკლი აერჩია ამ ყველაფრის მიმცემად . ის კი მზად იყო მთელს სამყაროს შესჭიდებოდა მზად იყო ყოფილიყო მებრძოლი, შურისმაძიებელი , ცივსისხლიანი , სასტიკი და საშიში , მაგრამ ის კაცი არა ვინც მის სიფრიფანა გოგოს უნდოდა. შეეძლო მიეცა ყველაფერი . კი შეეძლო, მაგრამ მისი ყველაფერი ნუცასთვის არაფერი იყო … და მაინც მზად იყი ამდგარიყო და წასულიყო, მისულიყო და ხელი ჩაეკიდა . მზად იყო კი არა ჯანდაბას ერთი სული ჰქინდა საყვარელი ატმისფერი გოგო ენახა . გაერისკა და ამას ხვდებოდა , მთელი არსებით ჰქინდა გააზრებული. კი ადარდებდა, სტკიოდა და მზად იყო . იყო და თან არ იყო… არაფრისთვის იყო მზად . არც მისი ყოფნისთვის . არც მისგარეშე ყოფნისთვის . -სიყვარულისთვის … _ხმამაღლა წამოსცდა. სიყვარულისთვის არ იყო მზად და ყინულის აბაზანას გავდა მისი ეს ნააზრევი . სუნთქვა შეეკრაა. სიყვარული. და აი ისიც , საძულველი, მისი გონებიდან და გულიდან განდევლილი და საკუთარი თავისთვის აკრძალული კიდევ ერთი გრძნობა . შეხვდა . გაიცნო . გაუღიმა კიდეც . სიმწრის ღიმილი სახიდან არ შორდებოდა. თვალი გაუსწორა . ან კი სხვა რა გზა ჰქონდა ის ხომ უკვე იქ იყო , თავში , გულში , ძარღვებში და ადუღებულ ნერვებში . აღიარა, კი . ქედი მოუხარა , ის ხომ ერთადერთი გრძნობა იყო რომელიც ვერ გააკონტროლა . აღიარა და გადაწყვიტა კი რომ უყვარს. ჯერ კიდევ ცოტახნის წინ თავად უმტკიცებდა ნუცას რომ მისნაირი ადამიანის შეყვარება შეუძლებელია რომ მისნაირებს არ შეუძლიათ . ის კი ახლა სადღაც სარდაფში , სრულიად უძლური ზის გრძნობის წინ , რომელსაც სიყვარული ჰქვია. არ მოუტყუებია როცა უთხრა რომ მისნაირი ადამიანის სიყვარული შეუძლებელია , ღრმად სწამს ამის . სისხლიან ხელებს კიდევ ერთხელ დახედა , მაგრამ ის ვერ გათვალა რომ ნუცასნაირი ადამიანის შეყვარება ყველაზე ადვილია, რომ ისიც ჩვეულებრივი კაცია როგორც სხვა დანარჩენი და კი , არაფერი სხვააა არაა ამ სამყაროში ადამიანის გარდა თავის სისუსტეებიანად . როგორ იფიქრა რომ არ მოუვიდოდა , მას არ დაემართებოდა ?! ის ხომ მამამისის შვილია ? მემკვიდრეობით ერგო გამორჩეული ქალებისადმი ლტოლვა . ეს სისხლიანი ხელებიც მემკვიდრეობით ერგო . ვერა ვერ აცდება სისხლს და გენებს . დამთავრებულია .. შეუყვარდა ზუსტად ის ვინც არ უნდა შეყვარებოდა . ის ვისაც ვერ გაუფრთხილდება. მის გენებში არაა სიყვარულის ნიჭი და მაინც ისე უნდა და სწყურია ის გოგო , ვიდრე აქამდე . ალბათ მამამისიც იგივეს გრძნობდა როცა დედამისი შეუყვარდა , მაგრამ სხვაობა ის იყო რომ მან დაიფიცა , მამამისის ნაირი არ იქნებოდა მამამისმა ერთადერთ ღირსებაზე გვარზე თქვა უარი , ლამაზი ქალისთვის და მაინც ჭაობში დაამთავრა და აგერ უკვე წლებია მოყვება მშიბლების უთავბოლო შეცდომა მას და ლიკას . არა მამამისივით ვერ მისცემს თავისუფლებას საკუთარ გულს . იმიტომ არა რომ საკუთარი თავს აარიდოს რამე . ნუცასთვისვე აჯობებს ასე. ვინ იცის როგორია შეყვარებული ირაკლი ? ალბათ უკონტროლო, შეპყრობილი და დაჩიზე მეტად ტოქსიკური .სახელდახელოდ გამოიცვალა , კვდება ისე უნდა შეეუშვიროს ცხელ წყალს და მას გაატანოს სისხლთან ერთად ყველა ჭუჭყი . იქამდე იბანა ხელები სანამ კანი არ აეწვა კარგად ჩანდა სუფთა კანი და მაინც საკამრისად სუფთა ვერასდროს იქნებოდა ნუცასთვის . დაიღალა , კუნთები სტკივა , მთელი სხეული ებრძვის . გაჭირვებით აყვა ლინას იმ სართულზე სადაც ნუცა იყო და ერთი სიტყვა ვერ გაიგო რას ეტიტინებოდა გზად . ეუბნებოდა რომ ადრე გაიღვიძა , ყური მოჰკრა თავიდან და რაც უფრო უახლოვდებოდა პალატის კარს მით უფრო კარგავდა სმენის , სუნთქვის და გრძნობის უნარს . კარამდე მიაცილეს და მარტო მიატოვეს . კარი ისე შეაღო არ მოელოდებოდა რომ ასე პირდაპირ და სწრაფად შეხვდებოდა მის ჩამქრალ თვალებს . ტკივილისგან დაღლილ სახეს და ავადმყოფურად თეთრ ფერს .დამუნჯდა , გაშეშდა მისი სხეული სისხლისგან დაიცალა და მერე ერთიანად ამოხეთქა და შეევსო ძარღვები . არ მოეჩვენა , უღიმის . მის გამოა ამ დღეში და ეს სულელი გოგო მაინც უღიმის . -ირაკლი ._ათას სამედიცინო სისტემაში ახლართული და შეხვეული ხელი ჰაერში აწია და მისალმების ნიშნად გაუღიმა . -გამარჯობა . _თავადაც იპოვა ღიმილის ძალა და მიუახლოვდა . -ჯობდა ისევ იმ სასტუმროს საძინებელში დავბრუნებულიყავით არა? -ჯობდა იქ საერთოდ არ დავრჩენილიყავით._დაუფიქრებლად წამოისროლა ირაკლიმ და ვერ იფიქრა რომ სინანულად აღიქვამდა ნუცა . -ალბათ . _მზერაა არიდა და თვალები დახუჭა . -არ მეგონა რომ -შენი ბრალი არაა. _თვითგვემა ნუცას ხმამ შეაწყვეტინა .- ან მე ვიქნებოდი აქ ან შენ . ჯობდა კიდეც რომ მე ვარ არა? ვიღაცამ საკუთარი გეგმა ვერ შეასრულა . შენ ? -რა მე ? _ არ მოელოდებოდა ნუცას ასე უცბად გაციებას და დაბნეული საწოლის კუთხეში ჩამოჯდა . -უკვე იძიე შური ? უკვე გადაუხადე სამაგიერო? -მე პრობლემის მოგვარებას ვეძახი მაგას და არ მინდა მაგაზე იფიქრო. -მე არ მინდა რომ ვინმეს სისხლში გაისვარო ხელი . არ მინდა რომ ისეთი იყო როგორც ის ხალხი ვინც ეს ქნა . -სხვა გზა არ მაქვს ნუცა . ამ ამბავს ესე ვერ დავტოვებ. -რატომ ? პოლიცია ხომ არსებობს? რატომ უნდა აღასრულო სამართალი შენ ? ისევ ძველი დრო ხომ არაა ? ახლა ხომ მაინც სჯიან ისეთ ადამიანებს ვინც ასე იქცევა? -სამართალი 30 ვერცხლად გაიყიდა ნუცა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ .სამართალი სამართალი იყიდებოდა იყიდება და ვერასდროს ვერავინ გახდის მას უფასოს. არ მინდა რომ ინერვიულო . მინდა რომ საკუთარ თავზე იფიქრო. გამოჯანმრთელებაზე და იმაზე რომ არ შეგეშინდეს. გეფიცები ვეღარასდროს ვერავინ შეძლებს რამე დაგიშავოს. სხვა რამეზე იფიქრე , მაგალითად იმაზე რა გინდა ახლა ? -შოკოლადი მინდა ისინი კი ამბობენ რომ ჭამა არ შემიძლია ._წუწუნზე გადავიდა ნუცა . -ისინი ექიმები არიან ._გაუღიმა მამაკაცმა და უფრო ახლოს მიიწია . უკვე კარგად სწვდებოდა ხელით მის სახეს და თითი ჩამოუსვა ცხვირზე . -ხვალ იმდენ შოკოლადს მოგიტან რომ ვერასდროს დაამთავრებ . მანამდე კი უნდა დაიძინო და დაისვენო . -არ მინდა . _წამოიკივლა გოგომ .-როცა მძინავს გაუთავებლად ვხედავ ცუდ სიზმრებს არ მინდა დაძინება . _თავი ჯიუტად გააქნია ნუცამ . - შენ წასვლა გინდა არა ? წადი . -დამშვიდდი და არ დაიძინო თუ არ გინდა . _ყურადღება არ მიაქცია ნუცას ბოლოს ბასრად ნასროლ რეპლიკას. იმ მდგომარეობაში არაა ახლა მასთან ურთიერთობები არკვიოს. ერთადერთი რაც ევალება ისაა რომ თავი მარტო არ აგრძნობინოს და როცა მოძლიერდება ისედაც გარდაუვალია მათი საქმის გადაწყვეტა. დიდხანს ვერ იქნება ასე გზა არეულ ურთიერთობაში . ნუცას პასუხები ჭირდება რას უნდა ელოდოს და ვალდებულია აუხსნას . ხაზები გაავლოს და საზღვრები დაუწესოს ურთიერთობას რომ საკუთარ გრძნობებში გზა არ აერიოთ . ნუცას კი მოცდა არ შეუძლია . ახლა და აქვე უნდა იცოდეს რას უნდა ელოდოს ხვალ , ზეგ ან საერთოდ მერე როცა სავადმყოფოდან გაწერენ . დაიტანჯა . კვდება კი ისე უნდა და მოწონს ირაკლი მაგრამ ისე ვერ დაკარგავს თავს რომ ასე დაიკიდოს ფეხე*** საკუთარი გული . ასე ვერ დაეცემა ვერ გაუფასურდება . განა მერე რამე განასხვავებს იმ ჭორებისგან რასაც მასზე ამბობენ ? არ ნანობს არაფერს მაგრამ უნდა რომ მერეც არ ინანოს . მას კინკრეტული პასუხი ჭირდება ვინაა ის . რა როლი აქვს . რა ელოდება . მთელი თავისი ჯიუტი სახით და გამომეტყველებით ითხოვს პასუხს და მიიღო კიდეც . -წასვლა რომ მინდოდეს შენს დაძინებას არ დაველოდებოდი ნუცა . აი ასე ავდგებოდი და კარს გავიხურავდი . _ფეხზე წამოდგა და ფანჯარას ზურგით მიეყრდნო .-ის რომ ავად ხარ , ხელს არ შემიშლიდა რომ აქ მიმეტოვებინე . ჩემი მინდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და საკუთარ სურვილებს პატივს ვცემ . _ვერ , ვერ ეტყვის რომ მის სურვილებზე მნიშვნელოვანია ნუცა მისთვის. უკვე ჰაერზე მნიშვნელივანიც . სასმელზეც და საჭმელზეც. ვერ ეტყვის რომ მისი სულისთვის ტკუვილგამაყუჩებელია. ვერ მისცემს იმედს რომ შეიძლება კიკისავით ან სხვა ქალივით არ დაამთავრებს მის ცხოვრებაში და მერე ვერ წაართმევს ამ იმედს. -ხო ეგ უკვე გავიგე . _გაღიზიანებას ვეღარც ნუცა ფარავდა. რა სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას ირაკლი . როგორ უცბად ტრანსფორმირდა მშვიდი და თბილი კაციდან იმად რაც სინამდვილეშია. რას ელოდებოდა ან რატომ? რახან ერთ ღამეს დაიცადა დილამდე მასთან ასე გაგრძელდებოდა? ის ერთი დილაც ხომ საკუთარი სურვილების შეურაწყოფა იყო ირაკლისნაირი კაცისთვის ალბათ მადლობა უნდა გადაუხადოს?! რომ პატივი დასდო და მეძავივით არ მოექცა ერთ დღეს მაინც. -რატომ მიბრაზდები ნუცა ვერ გავიგე. -არ გიბრაზდები ._თვალები დახუჭა რომ ტყუილი არ შემჩნეოდა . -რა უფლება მაქვს . -მართალია უფლება არ გაქვს . არასდროს მომიტყუებია რომ -რომ მე და შენ როდესმე რამე გამოგვივიდოდა? მართალია . მადლობაც კი უნდა გითხრა ალბათ სიმართლისთვის. -არ გინდა , დაისვენე ნუცა . მერე ვილაპარაკოთ მაგაზე, როცა გამოგწერენ და -არა ახლა . კონკრეტული პასუხი მინდა რა იქნება მერე . როცა აქედან გამოვალ თავს დამანებებ ? -რა ? -თავს დამანებებ? ხომ მიიღე რაც გინდოდა . თავს დამანებებ? გადაიხადა ჩვენმა ერთმა ღამემ ყველაფრის საფასური რაც ჩვენი ქალაქისთვის გააკეთე ? ეს შემთხვევაც მიიამატე იქნებ გადაწონოს. -არ გინდა . შეგიძლია მე მითხრა რაც გინდა მაგრამ შენს თავსაც ხომ ეუბნები ? არ იმსახურებ ნუცა . -გეყოფა , ეს ღირსეული საყვარლის როლის თამაში. _ ხმას აუწია ქალმა. - მითხარი რა გინდა ირაკლი . რა მიზეზი ჰქონდა სხვა შენს საქციელს ჩემთან მიმართებაში? -არანაირი . _გულწრფელი იყო და მაქსიმალურად ცდილობდა ნუცას სისასტიკე დააეიგნორებინა . -მე შენ მინდოდი . ახლაც მინდიხარ და ალბათ კიდევ ცოტახანს მენდომები , მაგრამ არანაირი მიზეზი არ მქონია რომ განსაკუთრებულად მოგქცეოდი . ეს შენ გგონია რომ რაღაც ვქენი შენს მისაღებად. არ გიფიქრია რომ მე უბრალოდ კაცი ვარ რომელიც ქალის შებმას ცდილობდა? რატო გგონია რომ კიკისთან იგივე არ ვქენი ? ან იმის წინასთან რა ერქვა ? _წამით დაფიქრდა.- ვიკა . .ხო გამახსენდა . -არა არ მგონია . ეჭვიც არ მეპარება . _იმ დანასავით ეტკინა ირაკლის სიტყვები . -ისიც ვიცი რომ იგივე ვიქნები რაც სხვები. -და რაშია პრობლემა ? -იმაში რომ არ მინდა . -სხვა გზა არ გაქვს ნუცა . მთავარი ისაა რომ მე მინდა და რომც არ მინდოდეს გვჭირდება ორივეს. -არა . -კი . -არააააა._წამოიკივლა და წამოჯდომა სცადა. ისეთი კვნესა აღმოხდა უღონოდ მიადო თავი ქვემოთ ჩამოცურებულ ბალიშს და ტკივილისგან თვალები დახუჭა .ნუცასთან ერთად ეტკინა მასაც . -მორჩი ისტერიკას და მომისმინე. _გარკვევით გამოსცრა კბილებში და მისაახლოვებად მიზეზი იპოვა .ხელები შეუცურა ზურგს უკან და კარგად შეუსწორა ბალიში და საფარიც .აიძულა თვალები გაესწორებინა მისთვის და რამდენჯერაც სახის მიტრიალება სცადა იმდენჯერ მოატრიალებინა თავისკენ .- 6 თვე . ხო სულ რაღაც ნახევარი წელი იქნები ჩემთან და მერე ჯანდაბაში წასულხარ , დაგივიწყებ . მოგიბეზრებ გაგიშვებ და მერე ხალხიც დაგივიწყებს . -რაა? -ხო , პასუხი ხომ გინდოდა . ხომ გინდა რომ იცოდე რა გელის , რა ურთიერთობა გვექნება იგივე იყო შენს წინამორბედებთან და იგივე იქნება შემდეგთანაც, მანამდე კი აქ შენ ხარ . _თავზე მიიდო თითი .-შემომხედე . _მსუბუქად მოიქცია თითებში მისი ნიკაპი და მაღლაა ააწევინა .-მოგცემ რაც გინდა , იმიტომ რომ ადამიანის ბუნებააა ასეთია , ვიღაცამ უნდა მართოს. შენი ბუნებაა ასეთი გზამკვლევი გჭირდება , წესები გჭირდება რომელსაც მიჰყვები , რადგან არავინ გყავს იმიტომ მიეწებე რელიგიას ეკლესიიას , მათ წესებს . იმიტომ ემორჩილები მაგ შენს ღმერთს რომ ვიღაც გჭირდება ვინც მიგითითებს რა უნდა აკეთო. _ყელზე დაკიდებულ ჯვარზე მიჰკრა თითი .- ერთი დაკარგული გოგო ხარ , რომელმაც არ იცის რა ქნას და ეს მაგიჟებს ნუცა . _შუბლზე მიაწება ტუჩები . -შეგეძლო გამოგეყენებინა სიტყუაცია , ჯანდაბა უბრალოდ შეგიძლია შენს მარიონეტად მაქციო , მზად ვარ ის ვაკეთო რაც შენ გინდა ოღონდ შენი შეხების საშუალება მქონდეს. შენ კიდევ გინდა რომ მე გმართო , ჩარჩოებში მოგაქციო . იცი როგორი სუსტი ვარ შენთან და მაინც აი ასეთი ხარ, თავს უკანასკნელ ნაძირალად მაგრძნობინებ , შენი სიწმინდის გამო. რა დაგიშავე ნუცა , რა ? რატომ ხარ ასეთი კარგი . _ ისე ახლოს იყო მის სახესთან და ტუჩებთან თავს როგორ იმაგრებდა ან ერთი ან მეორე ვერ იგებდნენ. -არ მინდა ირაკლი , არ მინდა , არაფერი მინდა გესმის ? არ მჭირდება არც ფული , არც ძალაუფლება, არც სახელი და რეპუტაცია . უბრალოდ წავალ და მორჩა . -მორჩა ?_სახეზე მოისვა ხელები ირაკლიმ .-არაფერი არ მორჩა ნუცა . არაფეერი . ვერსად ვერ წახვალ, იქამდე სანამ მე მჭირდები . -რაში ირაკლი , რაში? დაილია სხვა გოგოები? რა გინდა ჩემგან რა. _ასლუკუნდა. -რამდენჯერ უნდა გითხრა , შენ მინდიხარ. სხვების ყოლა ადვილია , მე კი შენ მინდა მყავდე და ნუ მაიძულებ იქ დავბრუნდეთ როგორც დავიწყეთ . -ანუ მუქარით? _წამში გაახსენდა პირველი უხამსი შეთავაზება და მუქარა. -მემუქრები ? -არაფერი მითქვამს . -მიმახვედრე. -კარგია. _გაუღიმა მამაკაცმა და იქვე კუთხეში მდგარ სკამზე დაეშვა . თავი უკან გადაწია და ამოიგმინა. ნუცამ ვერ გაიგო რას აკეთებდა ირაკლი მაგრამ თვალი არ მოუშორებია . ერთი შეხედვითაც ნათელი იყო როგორი დაღლილი იყო. სიბრაზე , ჭარბობდა მის თავში ამ წამს , მაგრამ მაინც არ შეეძლო თვალი მოეშორებინა , სხვა რამეზე ეფიქრა. კმაყოფილიც კი იყო , შერცხვა საკუთარი კმაყოფილების მაგრამ იყო და რა ექნა? თავისებურად მაგრამ მაინც ხომ უთხრა რომ ისევ სურს? რაც არ უნდა ემტკიცებინა საკუთარი თავისთვის საკუთარი ღირსება გულს ვერაფერს მოუხერხებდა . უხაროდა კი , ირაკლის ის ისევ უნდოდა, უნდოდა მისი სხეული და არაფერი სხვა მაგრამ მაინც ხომ შანსი იყო კიდევ ერთხელ ეგრძნო მისი ხელები საკუთარ სხეულზე . როგორ გაუფასურდა ? როგორ დაეცა , განა არ იმსახურებს რასაც ამბობენ მასზე ? იმსახურებს იაფასიან ქალად იქცა და მაინც რაღაც უხარია . იცის რომ კიდევ ნახავს . როდის გახდა ასეთი დამოკიდებული მასზე ? როდის შემოეჭრა ასე გულში ? რატომ არ შეუძლია უბრალოდ დაივიწყოს და საკუთარ გზას გაუყვეს ? რა აკავებს ?ემუქრება , აშკარად ეუბნება რომ მისი გამოყენება უნდა და მაინც ვერაფრით შეიძულა . კი ეშინია მაგრამ ხელს რა უშლის რომ სძულდეს ?ისე უნდა რომ ახლა ადგეს , მასთან მოვიდეს და უბრალოდ ჩაეხუტოს , აკოცოს და ჯანდაბას მერე თუ შეურაწყოფას მიაყენებს , სულში ჩააფურთხებს , თუ ხალხი ტალახს ესვრის? რითია უკეთესი მასზე ? ირაკლიმ მისი სხეულისთვის იბრძოლა ,ნუცა კი მზადაა ერთი კოცნისთვის დათმოს ყველაფერი , ხო და აუხდა . არ მოაკლებს ნახევარი წელი არც კოცნას და არც ალერსს და მერე ისე მოისვრის სანაგვეზე როგორც არაფერი . ღრმად ამოისუნთქა და ტკივილისგან ყრუ კვნესა ამოაყოლა . -გტკივა ? _თავი გაარხია ირაკლიმ და უკვე დამშვიდებული მზერა მიაპყრო . -გინდა ექიმს დავუძახო ? -არა . -რამე გჭირდება ? -არაფერი . _მხრები აიჩეჩა ნუცამ .- ლინა მომიტანს წიგნებს უკვე ვთხოვე ._ირაკლისთან ერთად მოავლო თვალი ჭაობის ფერ ოთახს . უზარმაზარი იყო მისი პალატა , ლამაზი ხედით და დიდი სააბაზანოთი. სამეულიც კი ეტეოდა და პრიალებდა ყველაფერი მაგრამ მაინც ცარიელი და ცივი იყო იქაურობა . -მძულს სავადმყოფოები. _ამოიოხრა მამაკაცმა . -ვინმეს უყვარს ? ყველაფერი ცივი უფერული და ულამაზოა . -გავალამაზოთ მერე რა პრობლემაა. _ფეხზე წამოდგა ირაკლი და გაუღიმა .-ყვავილები , ბევრი ყვავილები ჭირდება აქაურობას . -შენ ყვავილები არ გიყვარს. -მაგრამ შენ გიყვარს და ეს შენი საძინებელია უახლოესი რამდენიმე დღე . ახლავე დავბრუნდები . ნახევარ საათში დიდი ყვავილებით ხელში დაბრუნდა და კარში გაჭირვებით შეეატია უზარმაზარი თაიგული . მალე უკან მიყვნენ მისი ბიჭებიც , რამოდენიმე ექთანიც და ოთახის ყველა კუთხეში გაჩნდა ფერადი თაიგულები . -გაგიჟდი ? _წამოიყვირა ნუცამ . - ქვემოთ ის ქალი ძალიან ბედნიერი იყო ყვავილების გამყიდველი როცა ვუთხარი რომ ყველაფერის ყველა ვარდს ვიყიდიდი . მას კი ძალიან ბევრი ჰქონდა . ერთიცალი თეთრი ვარდი ამოაძვრინა თაიგულიდან და ხელში ჩაუდო . -მამა ამბობდა რომ დედას ვარდები უყვარდა და ვარდივით ლამაზი იყო . მე ყველანაირი ყვავილი მიყვარს. -თუ დედას გავხარ , კი ნამდვილად ლამაზი უნდა ყოფილიყო . -არ ვიცი ვის ვგავარ. მხოლოდ ერთი ფოტო დამრჩა . იცი ირაკლი , მეგონა რომ სიკვდილის მეშინოდა არ მეშინია . თუ მოვკვდები იქ ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი მელოდება . - ნუ ლაპარაკობ ხოლმე ესე . _სიბრალული ვერ დამალა მამაკაცმა და წინ ჩამოუჯდა . - საშიში ისაა რომ ისინი მიცნობენ ,მხედავენ მე კი მათ არ ვიცნობ . -იცი ნუცა , ხანდახან არ ცნობა უფრო კარგია და მათზე მოგონებების არ ქონა . - მამაშენზე ამბობ? _გაუბედავად შეეაპარა .-ლიკუნასგან ვიცი რაღააცები . -მაშინ ისიც გეცოდინება მე ვის ვგავარ. _სინანულით გაუღიმა . -არა თვითმკვლელი ნაბი** არ ვარ, მაგრამ მაინც მისი სისხლის ვარ. - ადამიანები თავს ასე უბრალოდ არ იკლავენ ირაკლი . -თავს სუსტები და მხდლები იკლავენ. -არა , შენ არ იცი რამხელა ძალა და გამბედაობა უნდა სიცოცხლესთან გამომშვიდობებას. თავს ასე უბრალოდ არ იკლავენ. როდესმე დაინტერესებულხარ რატომ? -არა , მან სიკვდილი არჩია ჩვენს თავს . _მშრალი იყო ირაკლის პასუხი , მაგრამ ღრმა , თუმცა არც ნუცას ნათქვამი იყო უაზრო. გამბედაობა ჭირდებოდა ალბათ იმ თოკში თავის გაყოფას . გამბედაობა ჭირდებოდა სიკვდილის არჩევას როცა ზემოთ სახლში ორი შვილი გელოდება . არასდროს დაინტერესებულა რატომ ? მარტო იმიტომ რომ ცოლმა მიატოვა ? იქნებ იმიტომ რომ წამლისგან შეიშალა ან იქნებ იმიტომ რომ .. რატომ?! არ იცის რატომ. ისე დაივიწყა და ამოშალა მამაზე ფიქრები , ბებიის და მამიდის ამბავითაც არ დაინტერესებულა და დიდად არავის დაუძალებია . ჯანდიერებს სასურველი ჯანდიერი ჰყავდათ სახლში და ისე გაზარდეს ერთხელაც არ გახსენებია მამის მშობლები. მშობლები რა ბებია თორემ მამამისიც არ იცნობდა მგონი საკუთარ მამას.ამაშიც ჰგავდნენ. -იცი რომ ჯანდიერი ვარ ? _მოულოდნელდ წმოისროლა. -ჰო , ლიკუნამ მითხრა . -ბებიაჩემს მამაჩემი ვინმე ჯანდიერისგან ჰყავდა , რომელმაც ჯერ კიდევ ორსული მიატოვა . -რა სისასტიკეა რამდენი ადამიანი ნატრობს შვილს , მას კი ჰყავდა და… _მომუჭულ ხელზე ხელი დაადო მამაკაცს და იმ წამს მიხვდა ირაკლი როგორი უსუსური იყო საკუთარი წარმომავლობის წინ . კარგად მოიქცია თხელ მტევანში მძიმე თითები ნუცამ და თავისკენ მოქაჩა . -მოდი . _გასაკვირი იყო და მზერაზეც შეეტყო ირაკლის მაგრამ ერთი წამი აღარ შეეძლო ნუცას ასე მის წინ მჯდომი ირაკლის ყურება . აიძულა მძიმე სხეული ისე მოეთავსებინა საკუთარის გვერდით რომ არაფერი სტკენოდა თავად. გაჭირვებით , მაგრამ მაინც დაეტია მის გვერდით და სიამოვნებისგან გმინვაც აღმოხდა, ირაკლის როცა მის თმაში წარგო თავი . -მერე დედაშენი გაიცნო ? -ხო , ყველაზე ლამაზი და მდიდარი გოგო მთელს ქალაქში. ის კი ყველაზე სიმპათიური ბიჭი იყო და როგორც ხდებახოლმე უმამოდ გაზრდილი ცუდ წრეში არეული . კლასიკაა. _გაეცინა ირაკლის . -ცუდ ბიჭს კარგი გოგო შეუყვარდა . მერე საქმეში ლილი ჩაერთო , მერე ბაბუ და მაინც ვერაფერი უშველეს არასასურველ და თანაც მოგვარე სიძეს . -და გვარი შეიცვალა , იმიტომ ატარებ სხვა გვარს ? -აჰამ . მერე გავჩნდი მე . ბიჭი , პირველი და ჯანდიერების საოცნებო გვარის. წესით ლამაზი ზღაპარი უნდა ყოფილიყო არა ? შეერგოთ , მაგრამ არა . ვერ გაჩერდა , ვერც დედა იყო ის ქალი ვინც მას შეცვლიდა . იქ სადღაც კი ჩვენი რაიონის ერთ სოფელში კი წყვილი ცხოვრობდა რომელმაც ნამდვილ ბედნიერებას გაუგო გემო , პატარა ნუცაც ეყოლათ , მაგრამ მათი ზღაპარიც მაშინ დამთავრდა როცა ჩემების . იმის თქმას ვცდილობ რომ ყლ*** ა სიყვარული. შეუყვარებ ყველაფერს მისცემ , ააშენებ და ჰოპ თავზე გენგრევა. _კიდევ რაღაცის თქმა დააპირა , მაგრამ ვერ მოასწრო კარი დაუკითხავად შემოაღო გიორგიმ და ლიკუნას დაეხმარა შემოსვლაში მალე მათ უკან კიკიც მოჰყვათ.როგორი სანახავია ერთ ოთახში ყოფილი საყვარლის და ახალის ერთად დანახვა ? მაგრამ მას მაინც ლიკუნა აშინებდა . ძმას გაურკვეველ მზერას ავლებდა და ნუცასთვის შეხედვა არც კი უფიქრია . ემზადებოდა , იგრძნო ირაკლიმ როგორ აპირებდა ლიკუნა მთელი თავისი სიბრაზის ამონთხევას და გაასწრო . გაექცა . ისე გაექცა დას როგორც ადრე , როცა ავარიაში მოყვა . ისე გაექცა ლიკუნას მზერას როგორც ოჯახზე ფიქრებს გაურბოდა და იქვე კოლიდორში ჩამოჯდა.მეტი ძალა არ ეყო რომ გაეარა. -რას ვაპირებთ? _გვერდით მოუჯდა გიორგი. -შვილი გაუგზავნე ? -ხო . -ცოცხალი ? -რავი ალბათ. _მხრები აიჩეჩა გიორგიმ . -თუ გადარჩა ხო კაი თუ არადა მაგის დედაც *** . -ეხლა მამას მივხედოთ . -ირაკლი ვერა ხმაური არ გვაწყობს . -ხმაური არ დაგვჭირდება , ავარიები ყოველდღე ხდება . პირველი არ იქნება ვინც რესტორნიდან გამოსული მთვრალი ავარიაში მოყვა . -გასაგებია . -დაჩიმ გაარკვია ვინ მფარველობს ? -მე მოვაგვარებო და დაჩის მოგვარება კი ვიცით . -ხო ანუ პრობლემა არ გვექნება ისე გააქრობს . -იცის რომ ზურგს უმაგრებ. -მინდა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს ამბავი . -სანამ ნუცა აქედან გამოვა უკვე დამთავარებული იქნება . ისე რას არ ვიფიქრებდი მარა შენ თუ ვინმე ქალთან გნახავდი სავადმყოფოს საწოლში ვერა. -ვინმე არაა . ის ნუცაა , ჩემი წყევლა . _გაეცინა ირაკლის და თავი კედელს მიადო.-შენი აზრით რატომ იკლავენ თავს ადამიანები გიორგი? -იმიტომ რომ სინამდვილეში სიკვდილი არ უნდათ, მაგრამ ხსნა მხოლოდ მასში ჰგონიათ. _უცნაურად ჟღერდა გიორგის პასუხი ირაკლისთვის . -შენი აზრით მემკვიდრეობითია? შეიძლება რომ მამისგან ერგოს შვილს? -არ ვიცი . რა უცნაურ კითხვებს სვამ შეჩემ*** ნუ შემჭამე . -ბაბუაჩემის პოვნა მინდა . როგორცვე ტყებუჩავების ამბავს მოვრჩებით მინდა რომ მაგ ამბავს მიხედო. -მამშენის მამის? _ყბა ჩამიუვარდა გიორგის. -ხო . მაინტერესებს რა ნაბიჭ*** ი იყო ისეთი და რა ჰქონდა სისხლში რომ შვილს მხოლოდ ცუდი გენი გადასცა . - ირაკლი , წამო რამე შევჭამოთ რა , მთელი დღე ესე ხარ. აგერ ნუცაც კარგადაა , მალე იმ ნაბოზ** სც გავაგორებ და იმასაც ვიპოვით ვინც ნუცა დაჭრა . - რა მშვენიერია ცხოვრება არა ? _წამოიყვირა ირაკლიმ გიორგის ენთუზიაზმით და მეგობრის ნაწყენ სახეს გაუცინა. -არ მშია გიორგი , მარტო ყავა მინდა . -მოგიტანო? -ხო. გამომიყოლე . -ირაკლი. _ კიკიმ დაიკავა გიორგის ადგილი და მამაკაცს მუხლზე დაადო ხელი . -კარგად ხარ? -ხო კიკი კარგად ვარ . _მის მუხლიდან ხელი ააღებინა და ხელზე აკოცა. -მადლობა რომ მოხვედი . მაინც.. დარწმუნებული იყო რომ ყველაფერი იცოდა და მაინც აქ იყო . -მეგობრები ტყუილად არ ვართ, თანაც შეუცვლელი კი არ ხარ დაბერდი. -გარყვნილო ქალო . -აბა , როგორია? - საოცარი და გამოუცდელი. - სიყვარული ირაკლი , სიყვარული. -რას ბოდავ. _წამში შეაშრა ღიმილი სახეზე. ნუთი ასეთი აშკარაა? ნუთუ ასე მარტივად გასცა თავი ასე ხომ ნუცაც მიხვდება . ისე შეეშინდა , პატარა ბიჭივით . -დაგინახე , მას ეხუტები . -ის ცუდადაა. - ყვავილები უყიდე. -სავადმყოფოშია და ჩემს გამო დაჭრეს. -ხვდები რომ თავს იმართლებ და შენთვითონაც არ გჯერა? _გაეცინა კიკის. -არც დრო , არც ენერგია და არც სურვილი მაქვს წყეული სიყვარულისთვის. როგორცვე აქედან გავალთ.. -გახვალთ , “თ” ? _სიცილის უმატა კიკიმ. -რას უზამ ? კონტრაქტს გაუფორმებ? უფლებას მისცემ რომ მხოლოდ იმ დღეებში მოვიდეს როცა შენ გაწყობს? გაძლებ და გაწყობს როცა სხვა ვიღაცეებთან ერთად გაატარებს დროს და შენთან მხოლოდ რამდენიმე საათს დარჩება დაგაკმაყოფილებს და წავა? -ეგრე არ შვებოდი შენ , ერთმანეთს ვერ ვერგებოდით? -მე ნუცა არ ვარ , კიდევ კარგი . შენაირი კაცის აკიდებას სიკვდილის გადაკიდება მირჩევნია .თუ გიყვარს უთხარი . მოკიდე ხელი და დაქორწინდით, გააჩინე შვილები და იცხოვრე ირაკლი . იცხოვრე . ცხოვრება მოკლეა და იმსახურებ ბედნიერებას და ის დებილიც იმსახურებს ნამდვილ ირაკლის მეუღლედ და არა მეკონტრაქტეთ. _ლოყაზე მსუბუქდ აკოცა და პომადისგან დატოვებულ კვალს ხელი გაუსვა.-მომენატრება შენს ბაღში გატარებული თავაწყვეტილი საათები , ვინმე ისეთი უნდა ვნახო ბაღი რომ ჰქინდეს . _ჩაფიქრებული წამოდგა კიკი . -არანორმალური ხარ. _გაუცინა მამაკაცმა . - ჩვეულებრივობა მოსაწყენია . შემდეგი დღეები ისე სწრაფად გავიდა , თვალის დახამხამებაში გაეპარათ დრო . ყოველდღე აკითხავდა ირაკლი და ყოველდღე შოკოლადის დიდი ყუთით. ბოლოს იმდენი დაუგროვდა , ყველა შემოსულ მედდას და ექიმს უმასპინძლდებოდა. ყოველდღე აკითხავდა კი რომ ენახა , დალაპარაკებოდა და მაშინაც აკითხავდა როცა ეძინა . ღამე უყვარდა მისვლა , ფეხაკრებით ჩამოუჯდებოდა წინ და იქამდე უყურებდა სანამ თვალები არ გაუშრებოდა . ფიქრობდა , ათას რამეზე და ერთი ფიქრიც არ იყო ნუცას გარეშე. ღამე ყალბი მკაცრი ირაკლის ნიღაბი არ ჭირდებოდა. ღამე ვერავინ ხედავდა, არც ნუცას თვალები აკვირდებოდნენ . შეეძლო საათებით ეყურებინა სიყვარულით სავსე თვალებით. მთელმა საავადმყოფომ გაიგო , როგორ აკითხავდა ღამე ჩუმად. კარგად იზრუნეს რომ არავის გაეგო თავდასხმის შესახებ , მაგრამ მალე მთელი თბილისიც აზუზუნდა ღამღამობით მოსიარულე ირაკლიზე , რომელიც საყვარელ ქალს აკითხავდა თურმე საავადმყოფოში . რომ სასურველი სასიძო დაიკავეს. დიდად არ უდარდია ჭორებზე ასეთი მილიონი ჰქონდა მოსმენილი საკუთარ თავზე . არც ნუცას უცნაური სიმშვიდე აშინებდა. აღარ ჭირვეულობდა და ეუბნებოდა უარს მათ ურთიერთობაზე , მაგრამ იცოდა რომ წყნარ ზღვას ყოველთვის ტალღები მოაქვს და მზად იყო . 5 დღე დატოვეს საავადმყოფოში . 5 საკმარისი და დიდი დღე იმისთვის რომ პრობლემები მოეგვარებინა. წესრიგი დაემყარებინა . ხალხი თუ მის სასიყვარულო ამბავზე ლაპარაკობდა , მაღალ წრეებში იმაზე ჩურჩულებდნენ რომ ფესვებს ღრმად იდგამდა ძალაუფლების წრეში და ხელწამოსაკრავი კაცი არ იყო . მალე მისი რეპუტაცია ახალმა ამბავმა გაამყარა . ერთ დილას მთელი ქალაქი ბიზნესმენი ტყებუჩავას გარდაცვალებაზე ალაპარაკდა და აქამდე თუ მდიდარ თავზეხელაღებულად მიაჩნდათ რომელსაც ფულით უყვარდა ყველაფრის ყიდვა , სხვანაირი თვალებით დაუწყეს ყურება . ეშინოდათ. ეშინოდათ.. იმ დილას როცა ნუცა უნდა დაბრუნებულიყო , პატარა ბიჭივით იყო აფორიაქებული. არ იცოდა რა ელოდა , მაგრამ მზად იყო . რაღაც ახალი ეტაპი იწყებოდა მის ცხოვრებაში და სიახლეები და გამოწვევები მისი მთავარი მოტივაცია იყო. კართან ელოდა .. გადმოსვლაც არ აცადა ისე აიტაცა ხელში და ასე შეიყვანა მისაღებამდე .კომფორტულად მოათავსა და გაუღიმა . -როდის ვბრუნდებით? _ ირაკლის ღიმილის პასუხი ნუცას კითხვა იყო. მისთვის დასმული არა , ლიკუნას გახედა. -მე მოვრჩი . შენ თუ ნება დაგრთეს შეგვიძლია დავბრუნდეთ . იცი ნუცა შემდეგ კვირას ყავარჯნებს მომცემენ? ვცდით . -როგორ მიხარია. _ფეხზე წამოდგა და ნელა მაგრამ მაინც მოეხვია მეგობარს . -ყველაფერი გამოვა , აი ნახავ . როცა ადამიანს უნდა შეუძლებელი არაფერია. ყველაფერი ყველაფერი შეუძლია. რატომღაც ირაკლიმ საკუთარი მისმართით ნასროლ რეპლიკად აღიქვა ნუცას სიტყვები . რას ითხოვს ? რა უნდა ? ეგონა რომ უკვე დაითანხმა მაგრამ მას წასვლა უნდა. როგორ წარმოუდგენია ამ სულელ გოგოს ასე ადგება და წავა და ირაკლი ირბენს წინ და უკან ყოველდღე ? თუ იმ წყეულ ქალაქში გადაბარგდება ? დათმობს საკუთარ კომფორტს და იქ წავა სადაც ასე ძალიან სძულს ყოფნა? ცდება და მალე გააგებინებს. ირაკლი წყვიტავს ყველაფერს . ან იქნებ წასვლა წასვლას ნიშნავს და იქ ირაკლი არ განიხილება ? განგაში ჩართო მისმა ტვინმა. . -ნუცა , უნდა ვილაპარაკოთ. _ გაისმა ბრძანება და კაბინეტში ისეთი განერვიულებული შევიდა სანამ ნუცა მობაჯბაჯდა ტკივილისგან შეწუხებული , ნერვული სისტემა ჩამოეშალა .-დაჯექი . _მაგიდის წინ მდგარი სკამისკენ უბიძგა და თავად საკუთარ სავარძელში ჩაეხეთქა. -სად მიდიხარ? -ჩემს მშობლიურ მხარეში . _სრულიად ჩვეულებრივად მიუგო . -ჰოო? -ხო . -და ასე უცბად დაგავიწყდა ჩვენი შეთანხმება ? -რამეზე შევთანხმდით? ეს შენ გადაწყვიტე ის რაც შენ გინდოდა . - ნუცა ნერვებს მიშლი და .. _მცირე პაუზა გააკეთა . მერე კედელში ჩატანებულ ერთერთ კარადას ეცა და რაღაცას ძებნა დაუწყო . სქელკანიანი საქაღალდე ხელში აიღო და წინ დაუხეთქა. -ვერაფერი გაიგე არა? ვერაფერი . _ბოროტად უმარცვლიდა .-აი ხო გინდა , აქააა შენი შეთანხმება. _კალამი მიუგდო და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. არა ნუცაზე არ იყო გაბრაზებული. მისი ბრალი არ იყო რომ ნორმალური ურთიერთობა და კაცი სურდა გვერდით. საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული რომ არ შეეძლი ის ყოფილიყო ვინც მას სურდა . -ეს რა არის ? -ხომ გაინტერესებდა რა კრიტერიუმებს ერგება ჩემი ქალები? ხომ ეგ გინდა ? კონკრეტული პასუხი . ხო და შეგიძლია ხელი მოაწერო მომავალი ნახევარი წელი ჩემი ხარ , მაგ პირობებით. -შეიშალე? _ საქაღალდეს ხელი მიჰკრა ნუცამ. -არ მინდა. შენი მონა არ ვიქნები არ ვიყიდები გესმის? ფეხებზე მკი** რას იტყვის ხალხი . მომწონხარ კი , ვგიჟდები ისე მინდა შენთან , მაგრამ არაა შენი სათამაშო არ ვიქნები. -მე კიდევ ის კაცი ვერ ვიქნები ვინც გინდა ნუცა. _უკანასკნელი ნერვი ამოაყოლა მშვიდ ხმას . -ხო და მე ჩემი გზით წავალ ._ გულნატკენმა გაუღიმა. -იცი რომ არ შემიძლია , იცი რომ ყოველი თვალის დახუჭვისას შენს სხეულზე ვფიქრობ და ამიტომ ცდილობ რომ მაიძულო არა? არც ისეთი სულელი ხარ როგორც მეგონა. -თავად არ მითხარი , რომ შემეძლო მარიონეტად მექციე ? ხო და შანს ვიყენებ. _წარბი აწია გოგომ. რატომღაც მის პატარა ტვინშვი რომელიღაცა სულელმა ნეირონმა გადაწყვიტა რომ თუ თავს შეაძულებდა ხელს კრავს და გაუშვებს. -ნუ მეთამაშები , წააგებ. -ან ის კაცი იქნები ვინც მე მინდა აი ამ კონტრაქტს თუ რაც ქვია ჩაამატებ რომ შვილები და ჯვრისწერა გინდა და კვირაში ერთხელ ჩემთან რიმანტიული ვახშამი , კინოში სიარული , სეირნობა ან მივდივარ. _ისეთი დამცინავი იყო ნუც ხმა და ბასრი . პირდაპირ მის აქამდე ნაშენებ პრინციპებს მოხვდა . -ასეც ვიცოდი . იცი მართალი იყო ის უნდა ამერჩია ვინც ოჯახი , ბევრი პრობლემა და შვილი შემომთავაზა . კომფორტი და ფული ისედაც იშოვება. ყალბი მზერა აიკრა და წამოდგა . უკანმოუხედავად და სირბილით უნდოდა აქედან გაქცევა რომ მერე სადმე ცარიელ ოთახში ხმამაღლა ეტირა მაგრამ ყოველი სწრაფი ნაბიჯი მთელ სხეულს სტკენდა . თითქმის კართან იყო გაჭირვებით მისული რომ მიხვდა როგო აცდა იატაკს . როგორ აიწია ისევ ჰაერში და სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდა. რამდენიმე ნივთ ხმაურით გადავარდა იატაკზე. -მოვკლავ. კახასაც მოვკლავ . მერე იმასაც ვინც გამოჩნდება და იქამდე გავაგრძელებ სანამ მარტო არ დაბერდები . ვერასდროს იქნები ვინმესთან ვერასდროს თუ ამ კარიდან გახვალ. მერე იმათაც მივადგები ვინც დაგრჩა , ქეთო , ბავშვები , ყველას და ყველაფერს გავაქრობ იქამდე სანამ მე არ დაგრჩები _თავს ვეღარ აკონტროლებდა და გამეტებით უჭერდა მკლავზე . თითსაც ვერ გაანძრევს მართლა რომ ადგეს და გავიდეს. ამ ტკივილისთვის ვერ გაიმეტებს . მას ხომ უყვარს . -მტკივა. -წარმოიდგინე რისი გაკეთება შემიძლია სხვებისთვის , თუ შემიძლია შენ გატკინო. _ხელი მაინც შეუშვა და სინანული გულში მიმალა. -ერთი 6 თვე მჭირდება , რომ გული ვიჯერო , გავერთო , მოგიბეზრო . ვინ იცის იქნებ უფრო ნაკლებიც?_ერთი სიტყვა არ უთქვამს მართალი და იცის , ვერასდროს დაივიწყებს . უყვარს , მაგრამ გულს იჯერებს ამ კვირების განმავლობაში . ბევრ სასიამოვნო მოგინებას შეინახავს რომ მერე მთელი ცხოვრება ეყოს. -თავი დამანებე. _სახეზე აიფარა ხელები ნუცამ და ცრემლები დამალა. -არ შემიძლია . _ხმა მოულბა ირაკლის და მაგიდას ხელებით ჩამოეყრდნო. -გთხოვ ნუცა , ნუ მაიძულებ ის გავაკეთო რაც არ მინდა. _შუბლი მიადო შუბლზე და ბოლოს ტუჩები ტუჩზე . -გთხოვ. შენც ხომ გინდა ჩემთან , ჯანდაბას შეხედე უკვე გეხვეწები . საკმარისი არაა?! 6 თვე . ექვსი წყეული თვე მჭირდება შენით ტკობის. მაჩუქე და მერე შენს გზაზე წახვალ ._მეტი ლაპარაკის გაგრძელება ვერ შეძლო , ისე იწვევდნენ , ეძახდნენ ნუცას ტუჩები . ერთი ხელი გამოსდო კისერზე რომ თავი გაეკავენინა იმ შემთხვევაში თუ გაჯიუტდებოდა და მეორე წელზე მოხვია რომ კარგად მოხელთებინა ხელში და ისე სწრაფად უბიძგა თავის სხეულისკენ რომ კიდევ რაღაც გადავარდა იატაკზე და ხმაურით დაეცა . სცადა ფრთხილი ყოფილიყო მაგრამ მოზღვვავებულ სურვილს და მონატრება ვერაფრით დაიოკა . ორივე ხელი მოხვია წელზე და ისე უჭერდა სუნთქვა ეკვროდა გოგოს . ერთი ხელის მოსმით მოაშორა ზედა და მზად იყო კი არა ერთი სული ჰქონდა სურვილი მოეკლა და წყევლაა აბა რა . გამუდმებით რაღაც უშლის ხელს რომ სურვილი დაიკმაყოფილოს. ჭრილობას მოჰკრა თვალი . უკან დაიხია , ხელები შეუშვა და მაგიდის წინ მდგარ სკამში ჩაეშვა . გამშრალი ტუჩები ენით გაისველა და ნერწყვი გადააგორა . -არ მინდა რამე გატკინო . -ვითომ? შენ არ დამემუქრე ცოტახნის წინ?_მკერდზე აიფარა ხელები . -ხო მე ვიყავი . _ იატაკზე მიგდებულ სვიტრს წაწვდა და საკუთარი ხელით ჩააცვა . მაგიდიდან ჩამოსვა და იმ ადგილისკენ უბიძგა , სადაც ცოტახნისწინ თვითონ იჯდა . მაგიდასთან მიწია დ საქაღალდე წინ დაუდო . -გთხოოვ . _უკანასკნელად სცადა და გაგრძელება არც უფიქრია დაუფიქრებლად გადაშალა და მოაწერა. განა არ უნდოდა? ვის ატყუებს . ვითომ დაიტანჯება ამ 6 თვეში ? არა , ცოტახნის წინ ცეცხლი ეკიდა სურვილისგან. -წაგეკითხა მაინც . -რა აზრი აქვს რამეს შევცვლი რომ მინდოდეს ? -შეცვლი. ჩემი პარტნიორის კომფორტი მნიშვნელივანია ჩემთვის . -შეიძლება წავიღო? _ცოტაღა უკლდა ცრემლების აფეთქებამდე. -შეგიძლია ჩაასწორო. _გაუღიმა მამაკაცმა . -რა მოწყალე ხარ. -ნუცა კარგი რა . - ლიკუნასთან ერთად დაბრუნების უფლებას მომცემ ? -ნუცააა წინ და უკან ვერ ვივლით . მთელი ჩემი სამუშაო აქაა. -იქ კი ჩემი ცხოვრებაა. შენთვის კი სულ ერთია იქიდანაც შეგიძლია გასცე ბრძანებები. კარგი დაივიწყე . შენთვის სულ ერთია საკუთარი თავის გარდა ყველაფერი. _და აი ისიც მათი პირველი პრობლემა როგორც წყვილის. სახეზე ღიმილი მოადგა ირაკლის, იმის გააზრებისას რომ მართლაც შეყვარებულივით ევაჭრებოდა . -შეგიძლია დაბრუნდე ხო . _კართან დააწია. - როცა მომინდები მე ჩამოვალ . _ყურებს არ დაუჯერა არც საკუთარ ენას . ახლახანს გზას ისე მიეწება არც კი დაფიქრდა. როგორ სძულს ნაადრევი გადაწყვეტილებები, ოჰ როგორ და მაინც ენამ გაასწრო გონებას . როგორ აპირებს კვირაში სამჯერ თუ ოთხჯერ 3 საათიანი გზის გავლას ? რას უშვება რას ? . გაბრაზდა მაგრამ გვიანი იყო . ან კი რა აზრი აქვს სინანულს უკვე ისე ღრმადაა დაკავშირებული მასთან ვერაფერს იზამს და არც უნდა რომ ქნას . აწი ყოველიდღე მისი იქნება , იმას გააკეთებს რაც უნდა და იმდენ ხანს ეყოლება სულს ამოხდის ფერებით. დასაწყისი და დასასრულია რთული . მათი დასაწყისი კი სრული სიგიჟეა. საწოლზე იჯდა ნუცა და მთელი ინტერესით ფურცლავდა საქაღალდეს. თავიდან ვერაფერი გაიგო . დაჯერებაც უჭირდა . ნუთუ მართლა არსებობს ირაკლისნაირი ადამიანი? ალბათ ყველა მისნაირი წუნდახედული რომ იყოს საყვარლების მიერ დანფრეული ოჯახი აღარ იარსებდა . - მკაცრად ეკრძალება , საუბარი . - ეკრძალება სხვა მამაკეცბთან სექსუალური ურთიერთობა . აბა რა , სხვა ურთიერთობა რაში აინტერესებს ის ხომ ირაკლია. - ეკრძალება მასთან დარეკვა . - ირაკლი ირჩევს შეხვედრის ადგილს , თუმცა უარის თქმის უფლება მაინც დაუტოვეს რაღა უჭირს ? გაუმართლა მოძლაადე რომ არაა. - ეკრძალება , ნებისმიერი ნარკოტიკის და მედიკამენტის მიღება გარდა .. ახლა ადარდებს კონტრაცეფცია ვაჟბატონს . ნერვები ტვინში ჰქონდა ასული. საიდან მოხვდა ამ გაურკვევლობაში ? რა უნდოდა აქ. რას აკეთებს . როგორ უნდა დაიხსნას თავი ამ განსაცდელისგან . -კაააკ კუკ ._დაუკითხავად შემოუღო კარი კიკიმ. -ავადმყოფის სანახავად მოვედიიი. როგორ ხარ? _წინ ლამაზად შეფუთული ყუთი დაუდო და საწოლზე შემოსკუბდა მის წინ. -ოჰჰ , ეს საქაღალდე . _გაეცინა კიკის . -რა იდიოტობაა , რა საზიზღრობააა. კიკი რას გავს ეს რას მითხარი? როგორ შეძელი ? როგორ არ იგრძენი თავი დამცირებულად. -მე, შენფან განსხვავებით შეყვარებულს არ ვეძებდი . ნუცა უბრალოდ შენთან ყოფნა უნდა , შენც ხომ მოგწონს ? ხო და მიუშვი რა , მიეცი რაც უნდა , ბოლოს მობეზრდება და შეგეშვება . -მერე გვიანი რომ იყოს ? -კონტრაცეფციაზე რამე გსმენია? იმიტომ შექმნეს მერე გვიანი რომ არ იყოს. -მაგას არ ვგულისხმობ . იცი რა შენ და ირაკლის ერთნაირი ტვინი გაქვთ , სექსის გარდა ვერაფერზე ფიქრობთ. -კი ვფიქრობ , ჭამაზე . _ცხვირი აიბზუა კიკიმ . - საშინელებაა , არა , არ გამომივაა . აი ასე ჰოპ როცა მოუნდება და დარეკავს მის სურვილებზე ცეკვა . -საერთოდ შენთან პირიქით აკეთებს . _გაუღიმა კიკიმ .- პატივს გცემს , აქამდე მაინც უნდა მიმხვდარიყავი . არ მოგიწევს არაფერი ზედმეტის გაკეთება. -ამაზე მეტი რაღა უნდა გავაკეთო ? _იატაკზე მოისროლა ფურცლები . -აზვიადებ . არაფერი წერია მანდ ისეთი ასე რომ ბრაზობ .ეგ კი არაა შენთვისაც კარგია . ადამიანს არაფერი არ უნდა სხვა გარდა მოფერებისა და იმის რომ ერთი ორი აბი გადაყლაპო რა . შენც მშვიდად იქნები და ეგეც . -რა აბი ? არასდროს მიმიღია მსგავსი არაფერი . არ შეიძლება რომ თვითონ დაიცვას თავი? -შენნ გგონია შენს იმედზე იქნება ? მაგრამ ხანდახან ავიწყდება ჯიბით ატაროს და ნახავ სად და რა დროს რა წამოუვლის ვერ გაიგებ. -კიკი დამეხმარე , რომ თავიდან მოვიშორო. დამეხმარე , შენ ხომ იცნობ კარგად . რა უნდა გავაკეთო რომ აღარ ვუნდოდე , აღარ ამომიჩემოს . -შენც მოგწონს ნუცა , ნუ ატრა***ბთ რა უფ . _ხელი აუქნია ქალმა . წავედი პედიკურზე ვარ ჩაწერილი . ისე კარგი გინეკოლოგი მყავს თუ გინდა._გასვლისას ჯერ დასცინა მერე ენა გამოუყო . მთელი საღამო უმოძრაოდ იწვა და ჭერს იყო მიშტერებული . ცოტაც კი წასთვლიმა და მალევე გამოეღვიძა . უფროსწორად იგრძნო როგორ მოეკიდა ვიღაც მთელს ტანზე . მთელმა სხეულმა გადაფარა და სიმხურვალე იგრძნო მერე , ცხელი ჰაერი ყურთან. -ვახშმის დროა . აქ მოგიტანონ ? -არა . არ მშია . _ძილბურანი და ირაკლის ჩახუტება ჰიპნოზური კომბინაციაა იყო . - უნდა ჭამო . -მერე , ეხლა არა , დავიძინოოთ რა ? _ ხმა მისი იყო , უკვე ძილს ჰყავდა დასაკუთრებული .პირველად იგრძნო საწოლის სირბილე და საოცარი სიწყნარე , საავადმყოფოს შემდეგ . -ჯერ ადრეა ნუცა . -გთხოოვ . -იცი რომ შენთვის უარის თქმაა არ შემიძლია ? დავიძინოთ . _ბოლო თ ისე მოხვდა ყურში , თითქოს ერთიანად ცივი შხაპი გადაევლოს . სწრაფად გააჭყიტა თვალები და გაჭირვებით გადმოტრიალდა. არც კი განძრეულა , მხოლოდ მძიმე ხელები მოუშვა ოდნავ რო გადმოტრიალების საშუალება მიეცა და ისევ მოუჭირა. -მე არ მითქვამს რომ აქ უნდა დაიძინო და ჩემთან . -მე კი ვთქვი , ასე რთულია ჩემთან დაძინება? ჩემთან ერთად ძილიც აღარ გინდა ? -შენ გინდა ? _კითხვა გაბედულად შეუტრიალა ნუცამ . -სხვა გზა მააქვს ? ერთადერთი რაც მაგ ჭრილობით შეგიძლია ძილია . _გაუღიმა მამაკაცმა. -გაქვს , აი იმ კარში გახვიდე და აკეთო ის რაც გინდა . -ამ წამს იმას ვაკეთებ რაც მინდა. -ხო და… -ჩშშშ. ბევრს თუ ილაპარაკებ ჭამის მეტზე ვერაფერზე ვიფიქრებ . მე კიდე შენთანაც მინდა და ჭამაც. -მეწუწუნები? _გაეღიმა ნუცას . -არ მეცოდები . -ვიცი . რამოდენიმე დღე თვალწინ ისე გეპარათ ვერც გაიგეს, აღარც სიარული უჭირდა და აღარც ისე წუწუნებდა როგორც თავიდან . ირაკლის გაწონასწორებულობა და საკუთარი მოქმედებებია სიაწორეში დარწმუნებულობა ნუცაზეც , მოქმედებდა. თითქმის დააჯერა რომ ყველაფერს შეძლებდა , რომ ზურგს უკან ედგა , რომ ის მიწა იყო რომელზეც დადიოდა და ფეხქვეშ არასდროს გამოეცლებოდა. ასეც რომ არა ერთმანეთი სურდათ და ახვა გზაც არ ჰქონდა რამით უნდა გააემართლებინა ირაკლისთან ყოფნა . ხო , რაც არ უნდა ბევრი ემტკიცებინა თავისთვის სურდა და თან როგორ? ყოველი ირაკლისთან გატარებული ღამე თუ დღე დასტური იყო , ყოველი მათი თავაშვებული და ბობოქარი სხეულების შეხვედრა ქარიშხალს გავდა , უცბად დაუბერავდა და თან ყველაფერი მიჰქინდა . ბოლოს ასეთი თავაწყვეტის გამო 1 დღე დასჭირდა ირაკლის რომ ერთმანეთში არეული საქაღალდები და იატაკზე მიმოფანტული ფურცლები დაელაგებინა ირაკლის მსახურებს კი რამდენი დრო რომ სარდაფში გატეხილი ღვინის ბოთლები მოეხვეტათ. ყოველი ასეთი გიჟური ღამის მერე სირცხვილით კვდებოდა და თან ქალურ გამარჯვებას ვერაფერს უხერხებდა,ხვდებოდა , სწავლობდა და იცოდა მთლიანად მისი იყო ირაკლი. ძნელად დასაჯერებელი იყო , მაგრამ კიკისგან ნასწავლი ხრიკები ყველგან ადგებოდა . საკმარისი იყო ოდნავი ნიშანიი მიეცა , მის ხელებში იყოო და საყვარელი ქალის მიალერსებას ცდილობდა . ყველაფრით ეუბნებოდა რომ ბედნიერი იყო , რომ მზად იყო ყველაფრისთვის მის გამო , რომ საკუთარ ხორცს მისცემდა ოღონდ ნუცას კანის შეხების უფლება ჰქონოდა და ასე ცვლიდნენ სიყვარულის ღამეებში გართულნი საკუთარ სულს. ისე გაილია 2 კვირა თითქოს აღარც ახსოვდა ცოტაცნის წინანდელი ამბავი . ძილში თუ შეკრთებოდა და ყვირილით გაიღვიძებდა ირაკლი კი საიდანღაც წამებში ჩნდებოდა , დაამშვიდებდა და მერე დილამდე მასთან ერთად რჩებოდა. ხანდახან უნდოდა სპეციალურად ეყვირა ყოველ ღამე რომ მასთან ყოფილიყო , მაგრამ ვერ ბედავდა. ირაკლი მართალი იყოო ურთიერთობაში და ნუცა ვერ შეიტანდა სიყალბეს. მორჩილად ელოდებოდა , როდის გაახსენდებოდა და ვერ მოიტყყუება 10 წუთს მაინც პოულობდა რაც არ უნდა დაკავებული ყოფილიყო . მალე ქალაქში მათი ნიშნობის ამბავი გავრცელდა , ვერავინ გაიგო როგორ მაგრამ ქეთომ დეტალებში მოახსენა როგორ იყო ყველა კმაყოფილი მისი ბედით . მერე თითქმის მთელს ქვეყნას გადაედო ჭორი და სანამ სოციალურ ქსელში ნახავდა სტატიას როგორ გამოიჭირა ვიღაცამ სასურველი სასიძო, პირადში შემოსული უარყოფითო მესიჯებით მიხვდა რომ ირაკლიმ სიტყვა შეასრულა. ის ხომ ირაკლი იყო ? ყოველთვის აკეთებდა იმას რაც უნდა ექნა და ყველაფერს ასწრებდა . იყო დღეები როცა გადარბენაზე იყო და მაინც ელვის სისწრაფით გამოიკითხავდა ყოველდღე რა უნდოდა მიუხედავად იმისა რომ პასუხი არაფერი იყო აკოცებდა და გარბოდა, მესამე კვირას კითხვას მოუკლო და ბოლოს ისე გავიდა ორი დღე სრული სიჩუმე იყო , უხმოდ მოიქცია ხელებში , სწრაფად შეუხსნა ხალათი და საყვარელ სხეულს თვალებით მოეფერა იქამდე სანამ ხელებით იგრძნობდა და მერე თითებით და ტუჩებით დაიწყო მისი სწავლა . უთანბროდ დაატარებდა ხელებს და ერთობოდა. როგორ აღმოჩნდა მუცელზე , როცა ზურგზე იწვა ვერ მიხვდა ისე სწრაფად უცვალა მამაკაცმა პოზა და ხელი კისერზე წაავლო , მაგრად მოუჭირა მერე საკუთარ სხეულზე მიიკრა და ვნება მორეულ ხმაში ღიმილო გაურია იმის გამო რო მოურიდებლად კვნესავდა და ერთი სული ჰქონდა ექსტაზსს მისცემოდა . - ახლა რომ გავჩერდე რას იზამ ? _აღიარებას მოითხოვდა მისგან ირაკლი და გარდაუვალი იყო . სურვილი ამ წამს სიამაყეზე მეტი იყი და თავი გაუქნია. -არ გაჩერდე . -რომ გავჩერდე რას იზამ ? -ორმაგად მოგიწევს პასუხის გება . _საკუთარ მკერდზე ჩაჭერილ ხელებს ხელები დაადო და თავი უკან გადაწია . -განანებ . _გაეცინა და ღიმილი სახეზე შეაშრა როცა ცივად შეუშვა ხელები . უფრო მეტიც საწოლიდან გადავიდა და ჩაცმა დაიწყო , მერე უბრძანა გაჰყოლოდა ისე აჩქარებდა ძლივს მოასწრო აბურდული თმის დავარცხნა . -სად მივდივართ? _გაუბედავად კითხა მანქანაში როცა გვერდით მოუჯდა და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა როცა საჭესთან გიორგის მაგივრად სხვა ვინმე ნახა. -იქ სადაც უარს ვერაფერზე ვერ იტყვი და მერე მე ვერ გეტყვი უარს შენ ვერაფერზე. -ვერ გავიგე . -ნუცა დავიღალე ,მინდა რომ რაღაც გაგიკეთოო , რომ მითხრა , მომთხოვო ამის დედაც ბოლოსდაბოლოს კონტრაქტი გვაქვს . -ყველაფერი მაქვს ირაკლი. -ნუცა მაკვირვებ არ გითხოვია . ღმერთო ჩემო ერთი ლარიც კი . -გიკვირს . -შენ წარმოიდგინე კი . -არ მჭირდება , არასდროს მქონია ბევრ ტანსაცმელზე პრეტენზია და რა ხელფასაც მიხდი ლიკუნას დამხმარეობაში საკმარისია ჩემი ხარჯებისთვის. -კი მაგრამ .. -კი მაგრამ შენ ჩემი რეპუტაციის გადარჩენა სცადე . მეტი რა უნდა მინდოდეს? ბრილიანტები ? არსად დავდივარ . მანქანა? მეშინია. ტანსაცმელი ? ვფიქრობ საკმარისად კარგად მაცვია მაგრამ თუ შენ არ ფიქრობ ასე შემიძლია .. -როცა საერთოდ არ გაცვია ის მირჩევნია . _მუჭში მოიქცია მისი ხელი .-ჯერ იქ წავალთ სადაც მე მომწონს და მერე იქ სადაც შენ ოქეი? _გაუღიმა ირაკლიმ.-პირიქითაც ვიზავდი მარა მერე მე რაც მომწონს შენ არ მოგწონს და სიტყუაციაზე ნერვები უნდა მომე**** ს . -ირაკლი მართლა არაფერი მჭირდება . -ვიცი , შენ ხომ ჯადოსნური ხარ . მე , ნუცა მე მჭირდება . ცოტახანში სამკაულების ბრენდული მაღაზიის წინ იდგნენ და კართან პირდაპირ შამპანიურის ფუჟერებით შეხვდნენ.მთელი სხეულით უთხრა ნუცამ არ მინდაო იქვე , მაგრამ ხელი მაგრად ჩაჭიდა და მაგიდასთან დასვა. უხმოდ გაუღიმა . უამრავი ბეჭდების ლამაზი ნაკეთობა დაულაგეს წინ , თვალები აუჭრელდა ერთმანეთზე მბზინავი სილამაზეებისგან . სათითაოდ უხსნიდნენ იუვილერწბი თითოეული ბეჭდის ღირსებებს და უწვდიდნენ რომ მოეზომა. -ნუცა , ნიშნობის ბეჭედი გვჭირდება ._გაუღიმა მამაკაცმა . -აირჩიე ერთი და მერე კიდევ რაც გინდა და რამდენიც . -ყველა ძალიან ლამაზია . -მაშინ ყველას ვიყიდი და იცოდე სახლში დაგილაგებ._სცადა ხმაში არასერუოზულობა არ შეპარვოდა . -კარგი . აი ეს ._სრულიად სხვა მხარეს გაიშვირა ხელი , კუთხის ვიტრინაში ძლივს მოსჩანდა ბეჭდის თხელი ღერო და პატარა თვალი და იმდენად შეუმჩნეველი იყო ბრდღვილა შუქზე რომ ვერც კი მიხვდა რომ ბეჭედს წინ საქორწინო რგოლიც მოჰყვებოდა . -იცით ეს ბეჭედი ორია . _ფრთხილად გადმოუღო იუველირმა და წინ დაუდო .-ვერ გავაცალკევებთ. ნიშნობისთვის არ გამოდგება . _ხელზე მოარგო მთელს მაღაზიაში ერთადერთი ბეჭედი რომელიც მისი ზომის აღმოჩნდა და მოწონდა . - ვყიდულობთ . _გადაჭრით თქვა ირაკლიმ . -ირაკლი იყოს სხვას ავირჩევ. -არა . -კი მაგრამ აქ ორია . -ვინ იცის იქნებ მეორეც გამოგვადგეს ? _უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვიდრე ვინმეს გასაგონად და ულამაზესი ყელსაბამის წინ გაჩერდა . საყვარელი ფერი დაჰკრავდა ყელსაბამს შუქზე და იმდენად უცნაურ გრძნობებს იწვევდა გაშეშდა . -ეს დაუმუშავებელი ვარდისფერი და თეთრი კვარცის ნაზავია . _იუველირი წამოადგა თავზე . -უცნაური ფერია . -დიახ იშვიათი ყელსაბამია კვარცს ფასი არ აქვს წესით მაგრამ თავისი ფორმებითაა გამორჩეული. უბრალო ქვაა , მაგრამ ბრილიანტებზე მეტად ლამაზი. -ატმისფერია. _გაეღიმა ირაკლის . ნუცას ფერი იყო ყელსაბამი უსწორმასწორო ქვებისგან შეკრული. ზუსტად მას ჰგავდა მასავით უცხო და პირვანდელ სახე შენარჩუნებული, უბრალო მაგრამ ძვირფასი ..დაუფიქრებლად გადაწყვიტა მისი ყიდვაც და ყველაფერის რისი წარმოდგენაც ნუცასნაირ სიფრიფანა გოგოზე არ უჭირდა . -რათ მინდოდა ამდენი სამკაული?_საყვედურებით აავსო . -შეგიძლი მერე გაყიდო . -კარგი რა ირაკლი . -ვხუმრობ . ბეჭედი გჭირდებოდა დანარჩენებიც გჭირდება წინ ერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედი საღამო გველოდება და ვაპირებ შენთან ერთად დავესწრო .სწორედ ამიტომ მოვედით აქ სადაც მოვედით. მძულს მააღაზიები, მაგრამ შენთან ერთად მომეწონება როგორც მივხვდი ჩემზე უარესად გძულს. უხალისოდ გაიზომა რამდენიმე კაბა და ბოლო ლურჯ კაბაზეც რომ უარი უთხრა , გაბუტული ჩამოჯდა იქვე . -აღარ გავიზომავ არაფერს . -იცი რა ? მე ავარჩევ . _საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და სათითაოდ დაიწყო ყველა კაბის შემოწმება . ბოლოს საიდანღაც წითელი კაბა გამოაძვრინა და უბრძანა ჩაეცვა . გაჭირვებით შეიკრა ელვა ზურგთან და სცადა მომაწონებლად გამოსულიყო თორემ კიდევ რომ დაეწუნებინა ისტერიკას მოაწყობდა და ირაკლის მზერით მიხვდა რომ დაწუნებისგან ძალიან შორს იყო . ქვედა ტუჩს კბილები დააჭირა და კაბას შეავლო თვალი . ტანზე მჭიდროდ მორგებულ კაბას მხოლოდ მკერდი ჰქინდა მოღებული და ისედაც მოკლე ნაჭერი თითქმის თეძოებამდე იყო შეხსნილი. -გასახდელი საკმარისად დიდია? _გამშრალ ყელს ბგერები გამოსტაცა ირაკლიმ .და უკან გასახდელში გაქცეულს სიცილი დააწია. -მშიშარა. სწრაფად გამოიცვალა იმის შიშით რომ მართლა შეჰყვებოდა . -კიდევ რამე დამრჩა საყიდელი? -რავიცი ქალი შენ ხარ. -მაგრამ შენ წყვიტავ._ჩანთას წამოავლო ხელი და კაბა დახლზე დადო. -შეიძლება გადავიხადო ? _ მიუხვდა , კი გაიგო ნუცას ხასიათი და მიხვდა როგორ ჭირდებოდა იმ მომენტში თავისუფლების წმიერი შეფრძნება, რომ ნივთი არ იყო , არც სათამაშო და არც მონა მითუმეტეს ირაკლის დაქირავებული ესკორტი. მიუხვდა ,კი შეეძლო იმ წამს საკუთარი სიამაყე დააეკმაყოფილებინა , ეგრძნობინებინა რომ ის წყვეტს და ერთხელდასამუდამოდ გაეგებინებინა რა ურთიერთობა ჰქონდათ , მაგრამ თავი ვერ გაუშვა. ვერ გაბედა. მზად არ იყო ნუცას ტკივილით სავსე თვალებისთვის ჯერ კიდევ წყევლად დასდევს სასტუმროში ნუცას ტკივილისგან და სისხლისგან გათანგული თვალები და ასეც რომ არაა არაფერი დააკლდებოდა მას , ეს ნუცას სჭირდებოდა საკუთარი თავისთვის დამტკიცება რამის . -რათქმაუნდა. _ხელები ჰაერში აწია და განზე გადგა. იქვე სალაროს გვერდით ლამაზად დალაგებულ ყველაზე დიდი ზიმის ხელთათმანები აიღო და კაბას ზემოდან დააადო. არ იცოდა ქალის იყო თუ კაცის თუმცა სულ ერთი იყო მისთვის . -ესეც რა , ხელები მეყინება და კანი მიშრება . _გულწრფელად გაუღიმა . ნუცამ ვერ გაიგო დასცინოდა თუ რა მიზანი ჰქონდა მაგრამ გაკვირვებულ სახეს ვერაფერი მოუხერხა როცა მოლარეს დასკანერების შემდეგ ხელიდანვე გამოჰგლიჯა და მოირგო. -ნახე როგორ მიხდება. _ხელები ჰაერში აწია და კმაყოფილმა დახედა შენაძენს. -მემგონი იმდენი ფული გაქვს შენ რომ რესტორანშიც დამპატიჟებ . ხაჭაპური მინდა , აჭარული და ბევრი კარაქით. _ლოყაზე აკოცა და მის წინ გავიდა. გაიგო ნუცამ რა თამაშს ეთამაშებოდა , მაგრამ იმდენად ართობდა ირაკლის როლებში შეჭრა , გაბერილ ნერვებს რაღაცნაირად თავი მოუკრა და გაეღიმა კიდეც. იმდენად უნიჭო მსახიობი აღმოჩნდა ირაკლი რომ ისიც კი ვერ დააჯერა რომ ნუცა წყვეტს რამეს მათ ურთიერთობაში . წესით უნდა ეყვირა, ეტირა , საკუთარი ბედი მაგრამ ვერაფერს აკეთებდა სხვას გარდა სიცილისა. მანქანებთან მისულმა ირაკლიმ ყველას აჩვენა ახალი ხელთათმანები და ამაყააად დაუანონსა მძღოლს რომ ნუცამ უყიდა . -იცი პირვუ ქალი ხარ ვინც რაღაც იყიდა თავის ფულით ჩემს გვერდით. არ ვიცი რა შეცვალა ამან შენში , მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია რაც ამ დღემ მომცა -რაა ახალი ხელთათმანები? -კი ეგეც , დათმობა ნუცა , დათმობა მასწავლე. _ხელში მოიქცია მისი მტევანი და აკოცა. -ახლა სად მივდივართ? _ ერთი წუთითაც არ მისცა უფლება არც ირაკლის და არც საკუთარ თავს რომ თავი განსაკუთრებულად ეგრძნო. -ახლა იქ სადაც შენ მოგეწონება? -და რა იცი მე რა მომწონს ? -საკმარისად გაგიცანი . მალე ძველი ორნამენტებიანი ორსართულიანი შენობოს წინ გაჩერდნენ დედაქალაქიდან 2 საათის სავალი მაინც იყო და სიტყვაც არ დასცდენია ირაკლისნუცას ინტერესით სავსე თვალებს მხოლოდ მაშინ უპასუხა როცა ადგილზე მივიდნენ . . ეს სახლი ერთ ძველ მეგობარს ეკუთვნის ძალიან დიდი საგვარეულო ისტოორით და ბიბლიოთეკით. არავინ ცხოვროს _დაამშვიდა. - მაგრამ ეს სახლი მუზეუმიაა, უამრავი რელიქვიით და უდიდესი პირვანდელი გამომცებლობებით. საკმარისი დრო მქონდა რომ მენახა როგორ გიყვარს და როგორ იკარგები ფურცლებში , ამიტომ ვფიქრობ რომ აქ მოგეწონება . -ძალიან ლამაზია. _ზღაპრულ სახლს ახედა და კიბეზე პირველი ნაბიჯი ადგა .- მადლობა . აქაურობა ზღაპარს გავს . კიბის სახელურს ლამაზი თითები ააყოლა და შენობას რიმელიც ზღღაპრების გმირებიზ სახლს გავდა გაუღიმა . -ირაკლი მოგწონს ზღაპრები ? -ისინი რეალურები არ არიან . ზღაპრებში ცხოველები და ხეები ლაპარაკობენ . -მაგრამ სწორედ ესაა ზღაპრების ხიბლი, მათ ხომ თერაპევტული ფუნქცია ააქვთ. განა მაგია არ არაფერ შუაშუა უამრავი ბავშვს რომ ზღაპრების სწამს? ზღაპრები სიკეთეა. - არ ვიცი ნუცა , ჩემთან არავინ ყოფილა მსგავსი კეთილი. - და მაინც ცოტათი მაინც ხომ გწამს რო მოყოლი ისტორიებში სიმართლეა ? -მე იმის მწამს რასაც ვხედავ._გულდაწყვწტილმა გაუღიმა.- და იმას ვხედავ რომ მოგწონს . სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.სანამ სახლის კარს შეაღებდნენ კიდევ ერთხელ მოიქცია საკუთარი სურვილის ქვეშ. აკოცა და მაინც სცადა რომ გარშემო დამკვიდრებული სიმყუდროვე და ნუცას შთაბეჭდილებები არ დაერღვია. აკოცა , აკოცა ზუსტდ ისე როგორც ურჩხული კოცნიდა ბელლს , როგორც არიელი ერიკს ან პრინცი ალი იყო იდიალური თავის ავლა დიდებასთან ერთად . რამდენჯერაც არ უნდა ეცადა ნუცასთან ერთად დაკარგულიყო ნუცას სამყაროში , გამუდმებით ერთი სიტყვა უშლიდა ხელს .” მომავალი” მომავალი რომელიც არსად არ ჩანდა . აღფრთოვანებული მიუყვებოდა ოთახებს , სათითაო ნივთს ეხებოდა თითებით და აკვირდებოდა . ბოლოს სახლის მთავარ ღირსებასაც მიადგნენ , უზარმაზარ ბიბლიოთეკას და იქ ნამდვილად დაკარგა კი , სადღაც გადაეშვა . ყველასთვის ნაცნობი წიგნების ულამაზეს ყდებს მოეალერსა და სათითაოდ დაუწყო თვალიერება . ძველი ქაღალდის სუნი ცხვირს უწვავდა ირაკლის და მაინც არ უნდოდა ერთი წამით მოშორებოდა . ყველა მის მოძრაობას აკვირდებოდა და ვერაფრით ხსნიდა რა უცნაურობა სჭირდა მის გულს ასე რომ რეაგირებდა მასზე . ერთი ხის სკამი იპოვა და დაჯდომისას ისეთი ჭრიალის ხმა გამოსცა უხერხულადაც კი იგრძნო თავი. ნუცამაც შეწყვიტა საყვარელი მოგზაურობა და მამაკაცს გახედა . -ირაკლი. -რაო? -არაფერი. _რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მოიფიქრა , სირბილით მივიდა და კალთაში ჩაუჯდა . ორივე ხელი მოხვია კისერზე და ცხვირი ცხვირზე მიადო. თვალი კარგად გაუსწორა მის თვალებს და გააზრებაც ვერ მოასწრო ირაკლიმ რა ხდებოდა ნუცას თავში , აკოცა და ფიქრის უნარიც დააკარგვინა .თხელი ხელებით ჩაუყვა პერანგის ღილებს და განძრევის საშუალებაც არ მისცა. აქამდე თუ ირაკლი იჩენდა სულ ინიციატივას და მხოლოდ შეფარულ ნიშანს აძლევდა , თამამად აიღო ხელში მართვის საადავეები . არ დაუმალავს რომ სურს პირიქით თვალებში უყურებს და ეს სულაც არ უშლის ხელებს პარალელურად რომ მოეალერსოს მის სხეულს . ძლივს გაინძრა სუნთქვა შეკრული ირაკლი რომ მიხმარებოდა და მის ყელიან სვიტრს მისწვდა როცა უხეშად გაუყარა მის თითებს საკუთარი და გვერდით გააწევინა. ფეხზე წამოდგა და თვითონვე გაიხადა , ნელა და ლამაზად და სრულიად შიშველმა რამოდენიმე წამით მისცა უფლება რომ ეთვალიერებინა . ირაკლისთან იზიარებდა , თიმცა მისი სხეული მისი საკუთარი იყო და ისე ლამაზად ეუბნებოდა უხმოდ რომ უკვე თავბრუდახვეულ ირაკლის იმის თავიც არ ჰქონდა შებრძოლებოდა. ოღონდ ისევ ეგრძნო და მზად იყო თანაბრები ყოფილიყვნენ. იმდენად უცხო და ლამაზი იყო ასეთი ნუცა , კაცს შეეძლო ძალით ეჯობნა, მაგრამ არ უნდოდა. ისევ დაუთმო აცადა ბედნიერი ყოფილიყო , ნუცას ასე სჭირდებოდა . ყველაფერი თავად გააკეთა ირაკლის ტანსაცმლის მოშორებაც საკუთარ თავზე აიღო. იცის რომ მოინდომოს წამში აიღებს კონტროლს მამაკაცი , მაგრამ აცდის და ის უფრო ახარებს რომ მიხვდა ირაკლისთვის მხოლოდ სათამაშო არაა თუ მისი სიამოვნებისგან აჩქარებული სუნთქვა ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო ნუცასთვის. სინამდვილეში ერთადერთი სიამოვნება რომელსაც იღებდა ის იყო რომ ნუცას სახეზე ხედავდა კმაყოფილებას და უკვე სულ ერთი იყო იმ წამს ის რომ ნელი მოძრაობებით აწვალებდა მის ზემოდან მოქცეული ნუცა და ყოველ მოძრაობას სკამის ჭრიალი ფონად გასდევდა , არ ჩქარობდა რატომღაც ქალი და სიამოვნების ტალღებში დაკარგული ბოლომდე ცდილობდა ყოველი წამის გემო ეგრძნო . -ახლა რომ გავჩერდე რას იზამ ? -ისევ თავიდან დავიწყებ . -ისევ რომ გავჩერდე? -შენს გადაწყვეტილებაზე შენ აგებ პასუხს თუ გაჩერდები გაჩერდი და მერე ინანე რომ ვერ იგრძნობ , _ყელზე წაავლო ხელი და მოუჭირა . -აი ამას . თავისკენ მოქაჩა და რანირად მოახერხა მისი ენის დაჭერა ვერ გაიგო. -ვერც ამას ._ორივე ხელი წელზე მოხვია და საკუთარი ხელებით დაეხმარა რიტმში ემოძრავა. ნუცას კვნესით ხვდებოდა რომ იდიალური ტემპი იპოვა ორივესთვის და საბოლოო შედეგიც ორივესთვის ერთი და ერთდროულად იყო. მათი სიამოვნებისგან მწვერვალში ასულ ხმებს სკამის გულისშემაწუხებელი ჭრიალიც არ ჩამორჩებოდა და ერთადერთი რის გამოც პროცესის დასრულება გაუხარდა ირაკლის ისაა რომ მის კალთაში დამძიმებული ნუცას სხეულთან ერთად სკამიც დამშვიდდა. მხარსა და კისერს შორის ჰქონდა ცხვირი ჩაყოფილი ნუცას და თავის აწევას ვერ ბედავდა . -ნუცა ? _თმაში შეუცურა ხელი და მერე ბოლოები მოიქცია მუჭში . -ყველანაირი ნუცა მომწონს იცი? კიდევ რამდენს მალავ ? - ერთი ვარ . -და ჩემი . კიდევ რამოდენიმე საათი ინებივრეს შიშვლებმა იატაკზე და სანამ ნუცა ხავერდის ყდიან წიგნს ფურცლავდა ირაკლი უხმოდ დაატარებდა თითებს მის ზურგზე სუნთქვითაც კი მშვიდად სუნთქავდა რომ სიმყუდროვე არ დააერღვია ნუცასთვის. ბედნიერი იყო . ცხოვრებაში პირველად თავს სავსედ გრძნობდა და ერთი ცარიელი ადგილი არ იყო დარჩენილი მის სულში . ბედნიერი იყო კი მაგრამ რამდენი ხნით? ისევ არ ჩანდა მომავალი მისთვის . აწმყოთი ტკბობა უნდა ისწავლოს ირაკლიმ რადგან ნუცას მომავალში მას ადგილი არ აქვს . მანამდე კი შეუძლია იდიალური აწყმო მისცეს , რომ როცა წარსულად იქცევაა , და ეს ტუტუცი გოგო საკუთარ წარსულზე ფიქრს დაიწყებს მხოლოდ შავი ბავშვობა არ გაახსენდეეს. კიდევ ერთი კვირა დარჩნენ , ლიკუნას ყოველი პატარა წარმატება საკუთარივით უხაროდა ნუცას , დიდად არ ჩქარობდა ლიკუნა დაბრუნებას , თვითონაც ისე არ აწუხებდა ირაკლისთან ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის და ფასდაუდებელი იყო ირაკლისთვის მასთან ურთიერთობა . უფრთხილდებოდა , ხალხს ერიდებოდა , მითუმეტეს მას შემდეგ რაც ერთი კარგი სტატია გამოაცხვეს მათ ურთიერთობაზე და იმდენი იტირა ყოველ კომენტარზე მთელი ღამე ცდილობდა მის დამშვიდებას . მალე სრულიად სულ ერთი იყო რას იფიქრებდა ხალხი მასზე , აღარც ის ადარდებდა რომ სრულ ჩრდილში მოექცა . მთავარი მათი სიმშვიდე იყო , როგორცვე სახლის ზღურბლს გაადაბიჯებდა სხვა ირაკლი ხდებოდა , ყველა ტვირთს კართან ტოვებდა და სიმშვიდეში იძირებოდა. მისი კომფორტი ნუცა იყო . ორნი იყვნენ , ერთმანეთისთვის და ახვა არავინ სჭირდებოდა . თავიდან გიორგიმ დასცინა რომ უთხრა დარბილდიო ,თვითონაც გაეცინა , მერე მეგობრებმაც წამოაძახეს ცვლილებები და ბოლოს რეალობას თვალი მაშინ გაუსწორა როცა სახლში დაბრუნებულს კიბეზე პატარა ბავშვი დახვდა . ხელში ხის კუბიკები ეჭირა და სქელ კურტკაში შეფუთულს მარტო თვალები უჩანდა . ჯერ კიბის ბოლოში შედგა , ბოლოს აქეთ იქით გაიხედა და მალე ნუცაც დალანდა , წყლით სავსე ყურებიანი ბოთლი მოჰქონდა . კიბეზე ჩამოჯდა ბავშვს გაუწოდა და მერე ირაკლის გაუცინა . -გამარჯობა ირაკლი . -ეს ვინაა ? _ხმაში უცნაური ელფერი შეერია . თითქოს ვიღაცამ მისი რგოლი გაარღვია და ყველაზე ძვირფასი წაართვა ნუცა . -ეს ნიაა , ბაღიდან დარეკეს რომ წაიქცა და მაკა იძულებული იყო აქ მოეყვანა. -მაკა ვინაა . _ვერაფრით გაიხსენა ვინ იყო მაკა . კი იცის რომ მათთან მომუშავე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ აღიდგინა სახე . -ლიკუნას თერაპევტი . . -აჰჰ, ხოო. _ უინტერესოდ აუყვა კიბეს და სანამ ბავშვს გვერდს აუვლიდა კარგად დააკვირდა .-ეს წაქცეული არაა , ვიღაცამ სცემა . _გზის გაგრძელება გადაწყვიტა როცა ბავშვის ხმა დაეწია . -დედას არ უთხრა რა . _ ისევ გაჩერდა . -რატომ უნდა ვუთხრა , შენი საქმე შენ გეხება. _6 წლის ბავშვს ისე გასცა პასუხი თითქოს თანატოლს ელაპარაკებოდესო და ნუცას და გიორგის სახეს რომ მოჰკრა თვალი მიხვდა საკმარისად კარგად ვერ გააგებინა ბავშვებისადმი მისი დამოკიდებულება. -რა გჭირს? _სირბილით მიჰყვებოდა ნუცა და არც მაშინ გაჩერებულა როცა ოთახში შევდნენ . -ირაკლი , რამე მოხდა ? -არა . -დაღლილი ხარ . - არა . -აბა ? -არაფერი . _ნუცასთვის კარგახანს მივიწყებული ირაკლი გამოაჩინა და წამში გაახსენდა ირაკლი რომელიც სულ თავიდან გაიცნო . იცოდა რომ აზრი არ ჰქონდა რაიმე ეთქვა .: -კარგი. _ზურგი აქცია ნუცამ . -ვერ ვიტან ბავშვებს . _საწოლის ბოლოს ჩამოჯდა . -მეგონა მხოლოდ საკუთარი არ გინდოდა . _უცნაირად მოხვდა გულზე ნუცას ირაკლის სიტყვები . -არც სხვების . შენთვის ეს პრობლემააა? - ჰოო, ვფიქრობ არის , მაგრამ არ მგონია იმ სიტყუაციაში ვიყო რომ რამის გაპროტესტების და მოთხოვნის უფლება მქონდეს . -კარგი რა ნუცა , ხომ იცი რომ არ მადარდებს ეგ კონტრაქტი. ჩემთვის მნიშვნელივანია შენი სურვილები. -და მაინც პირველი პუნქტის შესრულებას ითხოვ . -ხოო . -არ ინერვიულო ირაკლი. ყოველდღე ვსვამ აბებს . უსიამოვნო სიურპრიზი არ გელოდება . _თითქოს არაფერი იყო საწყენი , რეალობაზე საუბრობდნენ მაგრამ მაინც ისე სწყინდა ნუცას მომავლის არ არსებობა , ცრემლები აჯანყებას უწყობდნენ და რაღაცნაირად აჩერებდა. -ნუცა .კარგი დედა იქნებოდი. -ვიქნებოდი? _ ისე მოუნდა ეტკინა , ისე როგორც მას სტკენდა ირაკლის კანონები და წესები ენამ გაასწრო. -ვიქნები ირაკლი . ვიქნები აუცილებლად როგორცვე ამ 6 თვეს გავლევთ. აუცილებლად მექნება ის რაც მე მინდა .შენ კი ის გექნება რაც გინდა . სიმარტოვე სიმშვიდე შენი პრინციპები და ეგოიზმი . -ნუცა , არ გინდა. - მართალია არა მინდა . აზრი არ აქვს . დაისვენე . ალბათ დაამთვარებს მალე ლიკუნა და ბავშვიც წავა . _სცადა კარი უხმოდ გაეხურა და დახურა თუ არა სირბილით გაიქცა საკუთარ უკვე მივიწყებულ ოთახში . მათი ყოველი ღამე ხომ საერთო იყო უკვე . ეგონა უკვე აღარაფერი აშორებდათ , რომ მხოლოდ ფარატინა ფურცლად დარჩებოდა ირაკლის მიერ შექმნილი კონტრაქტი. არაფერი არ გაუკეთებია ირაკლის იმის მიხედვით. ყველა წესი დაარღვია და ეგონა უკვე აღარც ადარდებდა . თავი რანაირად იგრძნო განსაკუთრებულად მაგრამ სილის გაწვნასავით იყო ირაკლის რეაქცია . ისე მწარედ მოხვდა სახეში წამში გამოერკვა და გაიაზრა . ირაკლის საცოლის როლში ისე ღრმად შეიჭრა ბოლოს სინამდვილე ეგონა. სინამდვილე კი ის იყო რომ არაფერი არ იყო . ეგონა რომ შეცვალა , რომ სიმშვიდე და ბედნიერება ოპოვა რომ უკვე ერთნი იყვნენ თუმცა მას ირაკლის მომავალში ადგილი არ ჰქონდა , რადგან არც არასდროს უფიქრია ირაკლის მომავალზე . იმას აძლევდა რაც მას სულელს ჭირდებოდა რომ თავი კომფორტულად ეგრძნო და დიდხანს დარჩენილიყო მასთან. ბევრი არც არაფერი უქნი მისი კომფორტისთვის საძინებლის გაზიარება დიდი მსხვერპლი არ უნდა ყოფილიყო , მასზე გვიან წვებოდა და ადრე დგებოდა , ვინ იცის იქნებ ისე ღრმა ძილი აქვს ღამეც არ ეძინაა მასთან. მწარე იყო რეალობაში დაბრუნება , მწარე . ისეთი მწარე რომ ერთიანად აღიქვა მისმა გონებამ რომ ის აქ უცხო იყო . ყველაფერი უცხო და ისე ძალიან ნაცნობი . ცრემლიც გაუშრა და ერთ წერტილს მიშტერებულს ზუსტად იმ პოზაში ჩაეძინა როგორც იწვა . არავის გახსენებია , ძილში გაყინულმა ხელებმა შეაწუხა , უნდოდა ვინმე მოსულიყო და დაეფარებინა მაგრამ არსაიდან არ გაჩნდა ირაკლი . მოუწევს გაიღვიძოს და თავს მიხედოს . ალბათ მაკამაც დაამთავრა ლიკუნას ვარჯიში და ასე რომ მიატოვა ბაშვი გიორგის ანაბარაა ვინ იცის რა იფიქრა? იქნებ ჯერ არ წასულა და მოუბოდიშებს უეცარ გაქრობას . ჯერ გაირხა და მერე სწრაფად გაახილა თვალები . ლამაზ შავ ნაქსოვ კაბაზე ხელი ჩამოისვა და თმა გადაივარცხნა . ჯერ ლიკუნას ოთახში შეიხედა და იმედი გაუჩნდა რადგან იქ ჯერ კიდევ არ იყო . კიბისკენ გაემართა და ისე დაიძაბა ხელისგულები გაუოფლიანდა . კიბიდანვე არჩევდა ირაკლის და ვიღაც ქალს რომელიც ისე ახლოს იჯდა მასთან თითქმის ეკვროდა . მეგობრულად ედო ხელი მის მუხლზე და იცინოდა. მათ წინ გიორგი და ლიკუნა იყო და აშკარად რაღაცას ჰყვებოდა გიორგი რადგან ხელებსაც აყოლებდა ხმას და დრო და დრო ყველას ღიმილი მოსდევდა მის თითოეულ ასეთ მოძრაობას . უკან გატრიალდებოდა , ლიკუნას რომ არ წამოეკივლა .-ნუცაა , გაიღვიძეე მოდიიი . შეუმჩნევლად გაუღიმა და ნელა ჩავიდა კიბეზე. რაც მეტად უახლოვდებოდა უფრო კარგად არჩევდა ქალის გარეგნობას და უფრო მეტად იძაბებოდა . ირაკლის გვერდით ულამაზესი ათენა იჯდა. რაღაც კომიქსი ნახა ინტერნეტში წითური ქალღმერთ ათენაზე და პირველი რაც გაიფიქრა ის იყო რომ ასეთი ქალების გვერდით რა იზიდავდა ნუცაში. ფერი იქამდე დაკარგა სანამ მიუახლოვდა და გულიც იქამდე აუჩქარდა . ხელი კი მაშინ აუკანკალდა ქალმა ირაკლის მუხლიდან ხელი გააცურა და ფეხზე წამოდგა . თეთრი კბილები გამოაჩინა წითელ ბაგეში და გრძელი წითელი თმა ჰაერში გაიშალა . -გამარჯობა ნუცა . _რამოდენიმე ძვირფას ბეჭდიანი მტევანი გაუწოდა და სანამ ნუცა აკანკალებულ კუნთებს გაჭიმავდა არ დაელოდა მეგობრულად გადაკოცნა . -ეს თათაა . _ლიკუნამ სააბოლო ძაფი რომელიც მის სხეულს იჭერდა გამოაცალა ნუცას სხეულს მისი წარდგენით. მეტი რაღა უნდა დამართნოდა ირაკლის პირველი სიყვარულის ნახვის გარდა ? -სასიამოვნოა . _სცადა არ დაბნეულიყო , მაგრამ მაინც დაიბნა და თითები ახლართა ერთმანეთში . უკან გაიხედა , ისედაც ნათელი იყო რომ იქ მათ გარდა არაავინ იყო. -დალევ ნუცა? _გიორგიმ წითელი ღვინით შეუვსო ბოკალი და ადგილი გაუნთავისუფლა დივანზე სწორად ირაკლის წინ. ახლა წინა პლანიდანაც უნდა უყუროს ერთმანეთზე მიწეპებულ სხეულებს თითქოს მათ მხარეს მდგარ დივანზე ადგილი აღარ იყოს. ირაკლის თვალებს წააწყდა და საკუთარი სახე უზარმაზარ ღვინის ჭიქით დამალა. რატომღაც სიჩუმე ჩამოვარდა. მის მოსვლამდე ყველა იცინოდა , ასეთი უსიამოვნოააა ვიღაც უცხოს ჩამოჯდომა რომ სიჩუმე აიირჩიეს? სინამდვილეში გიორგი და ლიკუნა ისტორიამ დააბნია , ისტორიამ რომელიც ნუცამდე იყო მაგრამ უნებურად ისიც მონაწილე იყო და თავი უხერხულად იგრძნეს. ირაკლისთვის სულ ერთი იყო რა ხდებოდა მის გარშემო. ისტორიაც სულ ერთი იყო და იმ წამს სტუმარიც ურცხვად ცდილობდა ნუცას თვალები გამოეჭირა და თვალს არ აშორებდა ფერდაკარგულ სახეს.ბოღმით და ნერვებით გაიჟღინთა მისი ფილტვები თავიდან ვერაფრით ამოიგდო რომ მის წინ კახას ორო დიდი სიყვარული იჯდა , ოროვე საოცარი და შესანიშნავი. კახას ის შეიძლება ქონოდა რაც მას არ შეუძლია . შეუძლია ჰყავდეს ოჯახი , ჰყავს კიდეც თუ გაიგო რომ თათასთან შვილი ჰყავს . შეუძლია ნუცასთვის იბრძოლოს თუ მოინდომა და სწორედ ის იქნება ის კაცი ვინც იმ მომავალს მისცემ მას რომელიც ასე სურს ნუცას . ალბათ როგორ ნანობს რომ ირაკლი აირჩია , ალბათ რამდენჯერ იფიქრა რომ ნებისმიერი კაცი შეძლებდა მისთვის შვილის მიცემას და ოჯახის რომელიც ასე უნდა და არასდროს ჰყოლია. მან კი მაინცდამაინც უარესი აირჩია . აირჩია? არა აიძულა . სიბრაზე თვალებში მოაწვა ირაკლის და აეწვა . არასდროს ყოფილა თავის ნებით მასთან ? ნუთი ისე დააბრმავა სურვილმა რომ ვერ გაიგო როგორ სურდა ნუცას გაქცევა? წყეული 6 თვეო? მხოლოდ ეს აკავშირებთ? -ნუცა რამდენი წლის ხარ? _ხმაც ისეთივე წკრიალა ქონდა როგორც გარეგნობა . -22-ის . -ხდება . _შეუსწორ ირაკლიმ. -და სანამ პედოფილობას დამაბრალებ გეტყვი რომ ჯერ სულ რაღაც 31 წლის ვარ . -არაფერი მითქვამს . ასეთი ცუდი ბიჭიც არ მგონიხარ . _გაეცინა ქალს . ლოყაზე მოჩმიტა ირაკლის . უხერხულობისგან სახე გაუხურდა ნუცას და უკვე ღვინოც არ შველოდა. მასზე და ირაკლიზე იცის სავარაუდოდ კახაზეც უნდა იცოდეს რაღაც. ისე შეეკრა სუნთქვა , იმხელა ოთახში ჰაერის ჩასუნთქვაც კი გაუჭირდა. ფილმს გავდა ეს სცენა , საერთოდ ირაკლის ურთიერთობა ქალებთან და ქალების ურთიერთობა ჰგავდა ფანტასტიკური ჟანრის ფილმს. ე მაგალითად კიკი და თვითონ. კიკი , კიკი გაუთავებლად იმეორებდა მისი ტვინი და იმ წამს გადამრჩენლად მოევლინა კიკი მის ტვინს. -სასიამოვნო იყო . _გაუღიმა ნუცამ და დამაჯერებელი სცადა ყოფილიყო. - სამწუხაროდ მე ვერ ვივახშმებ . კიკის უნდა შევხვდე . -კიკი აქ მოდის . _ გაკვირვება ვერ დამალა თათამ . -წეღან დავურეკე და თქვა რომ.. -გადაიფიქრა ._საკუთარი თავის გაუკვირდა წონასწორობა რომ არ დაკარგა . ანუ კიკის მეგობარიცაა. თუმცა ზურგზე არ დაეცა . ახლა კიკის იმედი ჰქონდა რომ აქ მოსული მის მხარს დაიჭერდა და მატყუარას არ გამოიყვანდა . ცოტახანში კიკიც გამოჩნდა ჩვეული ქუსლიანი ფეხსაცმელებით და ტანის რხევით . -თათულიკოოო, ეს მოულოდნელეი ჩამოსვლები რატო იცი ? _გადაეხვია . -მიყვარს გაკვირვებულებს რომ გხედავთ . -წავედით? _ხელმკლავი გამოსდო ნუცამ კიკის . -ვერ ავარჩიე რა უნდა ჩამეცვა არც კი ვიცი სად მიგყავარ . წამოდი განახებ . _თრევით აიყვანა ოთახამდე და კარი გადაკეტა . -კიკი მიშველე . გთხოვ აქედან წამიყვანე . მოვიტყუე რომ ერთად უნდა გვევახშმა . არ დამტოვო აქ მათთან ირაკლისთან გთხოოვ. - არ იტირო. შეგატყობენ. _სწრაფად მოეგო კიკი გონს და კარადას ეცა . - ყველაზე მოკლე კაბა რაც იპივა ის მიაგდო და უბრძანა ჩაეცვა. -იჩხუბეთ? _ფეხსაცმლის ძებნა დაიწყო . მალე იპოვა და ისინიც მისკენ გადაყარა . -ხო , არა არ ვიცი . _ცრემლებს იკავებდა . -მერე ჩამეძინა და ისინი ვნახე . -თათა? _გაეცინა კიკის. -ჰო . ის ის ირაკლის და კახას შეყვარებული იყო მე კი -შენ კი მისი თანამედროვე ვერსია ხარ . _გულიანი სიცილი აუტყდა კიკის იმის გააზრებისას რა წრე შეიკრა . თმას თავი დაანებე პომადა წაისვი და წავედით. -სად? მართლა კი არ მინდა სადმე წასვლა უბრალოდ აქედან წამიყვანე გთხოვ. თუ გინდა შენთან წავიდეთ. მაპატიე რა კიკი . არ მინდოდა . - არ გინდოდა ჩემი შემოთრევა მაგრამ უკვე აქ ვარ მაცადე ბოლომდე გავა*** ო. ეშმაკურად მოჭუტა თვალები და ხელით წინ უბიძგა . წელზე ხელი მიჰკრა რომ კარგად გაშლილიყო მხრებში და ღიმილით მიჰყვა . -რაო საითო? _ლიკუნამ აღფრთოვანება ვერ დამალა ნუცას დანახვისას . რა ცოტა რამე ჭირდებოდა ნუცას სილამაზეს ადამიანის მოსახიბლად წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მას . ყბის კანი მოიკვნიტა შიგნიდან ირაკლიმ და გვერდით გაიხედა. -სად მივდივარ და ოოოო , ვერ ვიტყვი . _თვალით ანიშნა ირაკლისკენ ისე რომ ყველას შეემჩნია და გადაიკისკისა. გპირდებით მთელს და ჯანმრთელს დაგიბრუნებთ. -თათული , შევხმიანდეთ რა სანამ აქეთ ხარ. -ნუც ძალიან ლამაზი ხარ . არ მიკვირს რომ.. _გაგრძელება უნდოდა მაგრამ ღვინით დაადუმაა ენა . ქალურ ეჭვს გასაქანი არ მისცა და ირაკლის გახედა. -შენს ადგილზე არსად გავუშვებდი . -რატო შეყვარებულები ხო არ არიან ? _ნავთს ასხავდა კიკი იმ ცეცხლს რომელიც უკვე ენთო . -წავედით . სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. _ჰაეროვანი კოცნები გაუგზავნა ყველას და გარეთ გასულ ნუცას რომელიც ასთმა დავადებულივით ქშინავდა რო ესუნთქა ხელები მოხვია. -ისუნთქე, ერთი , ორი , სამიიი . ნუ გეშინია აქ ვარ . მე შენი მეგობარი ვარ ვერავინ ვერაფერს გიზამს ნუცა . საკუთარ მანქანაში ხელით ჩასვა და გაუღიმა როცა საჭეს მიუჯდა. -რატომ ხარ ასეთი კეთილი ჩემთან? -იმიტომ რომ შენ კიკი ხარ 22 წლის ასაკში და მინდა რომ იმ კიკიდ არ იქცე რომელიც ახლა შენს გვერდით ზის . მაშინ გამოცდილი და კარგი მეგოვარი მჭირდებოდა მაგრამ სულ მარტო ვიყავი უამრავ ხალხში რომელიც ჩემს ოჯახს ეძახდა თავს . -მე კი ოჯახიც არ მყავს არა, ნახე რა საცოდავი ვარ კიკი ? ისიც კი არ შემიძლია ცხოვრრბა მოვიწყო. მიყენებენ , ყოველღამე მისი გასართობი ვარ და იმის გამბედაობაც არ მყოფნის რომ საკუთარი სახლი ვიყიდო მისი ფულით. მე ხომ დავიმსახურე ეს ფული? მე ხომ საკუთარი სხეულით გამოვიმუშავე? _გულის რევის შეგრძნე დაეუფლა და პირზე აიფარა ხელი . -ნახე უკვე გული მერევა საკუთარ თავზე . -მეძავი არ ხარ. ისაა უცნაური და შენი ბრალი არაა რომ არ შეუძლია ის იყოს ვინც შენ გჭირდება . -აბა ვინ ვარ კიკი ვინ? მეგონა რომ , რომ ის კი მხოლოდ იმას იმეტებდა ჩემთვის რაც მჭირდებოდა რომ დავბრმავებულიყავი . მე კი დავიჯერე რომ რაღაც გამოგვიდოდა. - ნუცა , ირაკლი ის კაცი არაა ვინც ცოლს და შვილებს იყოლიებს . არ უნდა . და ნდომა არ შემიძლიაზე ძლიერია რადგან როცა რამე არ შეუძლია მოკვდება და შეძლებს . მას კი არ უნდა . არ უნდა მისცე თავს უფლება რომ გულში შემოგეჭრას. _ნუცას სახის დანახვისას უცბად დაამუხრუჭა და მთელი ტანით მიტრიალდა მისკენ . - გიყვარს? _მცირე პაუზის შემდეგ წამოიკივლა.- რათქმაუნდა გიყვარს. რა ჯანდაბა გჭირთ ხალხო რა ? _საჭეს ხელებით ჩააფრინდა და წინ გაიხედა.-ორსულად ხარ? -არაა . _დაიკივლა ნუცამ . -ანუ დალევა შეგიძლია . _ეშმაკები აცეკვდნენ კიკის თვალებში და მანქანა ისე მოატრიალა რომ ნუცა რომელსაც საერთოდ არასდროს უსწავლია ტარება მიხვდა რა უხეშად დაარღვია მოძრაობის წესები . -არ მინდა კიკი. -კი გინდა. ამდენი ხნის დაგროვილი ემოციების გამოშვება გჭირდება . მერე შეგვიძლია ჩემთან დარჩე . ერთი შენს გარეშე გატარებული ღამე იმ კრეტინსაც მიახვედრებს იმედია რამეს . -თათა ყავს . -ყველა სიკეთესთან ერთად ეჭვიანობ კიდეც. -არ ვეჭვიანობ რა უფლება მაქვს. -იცი ცხოვრებაში ორი კაცი ჰყავდა წესიერი თათას როგორც ვიცი და ორივეს შენზე უდ**ბა ასე რომ დაო წინ გაიხედე. _ვერასდროს იგებდა როგორ შეეძლო კიკის ერთ დროულად ყოფილიყო ვულგარული, იუმორით აღსავსე თავზე ხელაღებული და მაინც სასურველი . რა უცნაურია ცხოვრება , ყოველთვის ისეთად უნდა ადამიანს ყოფნა როგორიც სხვაა . ერთ მანქანაში ორი. ქალი იჯდა. ერთი რომელსაც სურდა რომ მეორესავით ძლიერი ყოფილიყო და მეორე რომელსაც სურდა სამუდამოდ იმ გოგოდ დარჩენილიყო და არასდროს ენახა ცხოვრების რეალური სახე . -ისეთ ადგილზე მიმყავხარ მალე შენი ირაკლი სულ გადაგავიწყდება . თან მანახე ერთი დედუ შენი ასაკის ბიჭებს ეხლა რა მოწონთ? -თათა როგორ გაიცანი? ვერაფრით იშორებდა ფიქრებს იმ ქალზე . -ისე როგორც შენ გაიცანი. ირაკლის მეგობარია. -მეგობარი ? როგორი მეგობარი როგორც მე და შენ იყავი? - ალბათ როდესღაც რაღაც ჰქონდა არ ვიცი , მაგრამ არასდროს შემიმჩნევია რაიმე სხვა . _მანქანა პარკინგზე გააჩერა ორი მანქანის ადგილზე და ამაყი გადავიდა . -პროსტა შენ სხვა ხარ რა . აი კახა , ირაკლი ერთად სხვაა გრძნობა აქვს ალბათ ქალური შურიც რომ ვიღაც სხვა გამოჩნდა მისნაირი , მარაა არა ცუდი ტიპი. რამდენჯერმე ერთად გავედით . გისწორებს როცა გჭირდება . ჩბეულებრივ დედებივით არაა. -შვილი ჰყავს ? -ხო -ვისგან? -მე რავიცი . ირაკლისგან რომ არა ალბათ მაგას მიხვდი. _ღამის კლუბის წინ მდგარ რიგს გვერდი აუარა და დაცვას გაუღიმა . მათაც უხმოდ დაუკრეს თავი და ისე შეატარეს თითქოს მისი ჯერი ყოფილიყოს. შიდა კართან კიდევ ერთი დაცვა იდგა , მასაც სასიამოვნოდ გაუღიმა და კაცმაც ისე სწრაფად გაიკვალა მათ წინ გზა მუსიკას აყოლილი ხალხის შუაში რომ სირბილით მიჰყვებოდა კიკის. კედელთან მდგარ ცარიელ მაგიდასთან მიაცილეს . სანამ პიჯაკის გახსნას ცდილობდა , მაგიდაზე შამპანიურით სავსე ჭიქები გაჩნდა და კიკიმ ვიღაცას დაუწყო ხელის ქნევა . მაშინვე გააყოლა კიკის მზერას თვალი და კლუბის კიბესთან დაჩი დალანადა. მათკენ მოიწევდა და გზადაგზა ხალხს უღიმოდა. -დღეს იმდენი ხალხია გეგონება სხვა კლუბი არ არსებობს. გამარჯობათ გოგოებო . კიკი შენ კი , მაგრამ ნუცა? -ჰაერის ჩაყლაპვა ჭირდებოდა . იმ ჰაერის რომელიც თან ავიწყებს . -ეგეთი ჰაერი აქ ძალიან ბევრი გვაქვს და თქვენთვის არაფერია მიუწვდომელი . - ლინა როგორაა? _ პირველად ამოიღო ხმა ნუცამ. -იცი რა ისიც სულ გკითხულობს . მოდი ნომერს მოგცემ . -კარგი იქნება ._საკუთარი ტელეფონი გაუწოდა ნუცამ. -თუ რამე დაგჭირდებათ იქ ზემოთ ვიქნები . ჩემებიც აქვე არიან დაბლა . -კარგი დაჩიკო გავიგეთ რო ყველა ჭიქას დაგვითვლიან , გვაცადე ცხოვრება რა . -კრისტი აუტანელი ქალი ხარ იცი ? -ვიცი . -დროებით . -აქედან გავა თუ არა პირველი ირაკლის დაურეკავს. ყოველი შენი მოძრაობა ეცოდინება . ისიც კი რა დალიე და რამდენი, მაგრამ არ შეეძლება რომ მოვიდეს აგიკრძალოს , გისაყვედუროს . იეჭვიანოს . საკუთარ თავს არ გაადაბიჯებს . -აქ რატომ მოვედით? -იმიტომ რომ აქ დაცული ხარ შენ და მეც . შენი სადმე სი**ბა ადგილზე წაყვანის გამო არ მომკლავს . -მომწონს . _ჩანთიდან აბი ამოაძვრინა და დაუფიქრებლად გადაყლაპა .- ირაკლის პუნქტი ნომერი პირველი კონტრაცეფცია . ჭიქას ხელი წამოავლო და ბოლომდე ჩაცალა . -მომწონს ის იდია რომ შეიძლება რაღაცა შედეგი ჰქონდეს ჩემს აქ ყოფნას , მაგრამ ვერ ექნება კიკი . არანაირი გრძნობა არ გააჩნია გარდა ეგოიზმისა. იმიტომ არ გავერთობი რომ კიდევ რაიმეს იმედი მქონდეს არამედ იმიტომ რომ არაფრის იმედი არ მაქვს . ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და ბოლოს აღარც უყურებდა რა მოჰქონდათ. მენიუში თანმიმდევრობით ირჩევდა სასმელებს. მალე ყველა კუნთი მოეშვა , აღარც ტვინი ფიქრობდა რამეზე . სხეული ავტიმატურად აჰყვა მუსიკას და კიკის ხელი გაუწოდა .-მოდი ვიცეკვოთ . -არა , მე არ ვცეკვავ . -ჩემს ტოლ ბიჭებს ლამაზად მოცეკვავე დეიდები მოწონთ. -დეიდა არ ვარ ._იწყინა კიკიმ . -მოდი რა. _ფეხები და ტანი ააყოლა, მუსიკას ბოლოს თვალები დახუჭა და მთელი სხეულით გრძნობდა და გამიხატავდა ამ გრძნობას . კიკიც აიყოლია და ძალლიან მალე მიიქციეს ყურადღება . თეძოებს ლამაზად ატრიალებდნენ , ნუცა უკვე კარგად დაღლილი და სიცხისგან შეწუხებული თმის მაღლა აწევას ცდილობდა . უფრო და უფრო ღრმად მიიწევდა ხალხით სავსე საცეკვაო სცენის შუაგულში გაუაზრებლად და ხალხში იკარგებოდა . წამით სულ წამით შეწყდა მუსიკა და თვალი გაახილა . დარბაზი ჩაბნელდა და მერე უამრავ სწრაფ განათებას სწრაფი მუსიკა მოყვა . მუსიკას კი მისი გულის ბაგიბუგი და საოცარმა შიშმა აიტანა . კიკი არსად ჩანდა და გარშემო უამრავი ხალხი ტრიალებდა ,ერთიორი ისე ახლოს მიეკრო ტვინმა განგაში ჩართო და სახეზე ხელები აიფარა . -კიკი ? _მთელი ხმით ცდილობდა ხმა ამოეშვა ყელიდან , მაგრამ მაინც არ შორდებოდნენ გარშემო შემოხვეული ადამიანები . ვერც არკვევდა გოგო თუ ბიჭი , ვინ ტრიალებდა მის გარშემო . ბოლოს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა ისეე მიიკრა ზურგით თითქოს ნაცნობები ყოფილიყვნენ . სახეზე აიფარა ხელები დაბინდული მხედველიბის გასასწორებლად და ხელები რომ მოიშორა უარესი იყო. ორად ხედავდა და ეს ორი მხედველობის ხაზიც ერთმანეთთან აცდენილი იყო . -ცუდად ვარ . _ნერვიულობისგან და სასმლისგან დახვეულ თავბრუს გულის რევის შეგრძნებაც დაემატა .-ცუდად ვარ , ჰაერი არ მყოფნის . _ხელით განიავებ დაიწყო და მუხლებზე დადგა იმ იმედით რომ ვინმე ღვთისნიერი ყურადღებას გამოიჩენდა . არავინ არ ჩანდა მას კი სულ უფრო ნაკლებად შეეძლო სუნთქვა და ჟანგბადს მოკლებული ტვინი გათიშვას ლამობდა . უკანასკნელად სცადა თვალის გახელა და თავიც ვერ მოაბა . დაბნელდა … სასწრაფოს ხმამ გამოაღვიძა და შიშით წამოხტა საწოლში . სრულიად შიშველმა თვალი შეავლო ოთახს და მიხვდა ფანჯრიდან შემოდიოდა სირენების შემაწუხებელი ხმა და ისეთი თავის ტკივილი იგრძნო და გულის რევა , ინსტიქტურად გავარდა ოთახიდან , სწრაფდ გაერკვა რომ უკვე ნამყოფი იყო. კიკის სახლი ეცნო და სააბაზანოც მარტივად იპოვა . უკანასკნელი კუჭში დარჩენილი წვეთი ამოიღო და იქვე კარზე დაკიდებულ აბაზანის ხალათს დასწვდა . დერეფნის ბოლოდან ლასლასით გაუყვა მისაღებისკენ მიმავალ კარს და ყავის სუნიც ეცა ცხვირში . სამზარეულოში მოფუსფუსე კიკის გახედა და სირცხვილისგან სახე აეწვა . -კიკი ძალიან მცხვენია . _ბარის მაგიდაზე შემისკუპდა და წინ დადებულ ყავას გაუღიმა . - რისი ? პირველი ღამე იყო ესეთი ? მალე ჩემი მეასე იქნება და ავღნიშნოთ . _გვერდით მოუჯდა და ნამცხვარს ჩანგალი დაუსვა. -იცი რა გემრიელია . -ვერა ისევ გული მერევა . -ალბათ სასმელმა მოგწამლა , იმდენი რაღაც ავურიეთ. -შენ რატომ ხარ ესე ? -ხიმ გითხარი მეასეათქო? _გაეცინა კიკის და სინანულით გააყოლა თვალი ყავის პირველი ყლუპისგან ისევ საბაზანოში გაქცეულ ნუცას . -მემგონი გადასხმა უნდა გაიკეთო ინტოქსიკაცია მასე მარტივად არ გადის . -კიკი რა მოხდა ? _შუბლზე ხელაფარებული გამოვიდა და ადგილზე დაბრუნდა . -არაფერი დათვერი , მერე ორჯერ მეჭირა შენი შუბლი. ნარწყევის დაქალები ვართ , ანუ საუკეთესო. მერე გიპოვე და ჩემთან მოვედით . -კიდე კაი შენ არ დალიე . -მე ? მე ტრაგიკული ჯულიეტა არ ვარ და ეგეც რომ არა დაჩის კლუბია . იქამდე მოამტვრიეს ხელები ვიღაცას სანამ მე მოვედი . -არა რა . _ამოიკვნრსა ნუცამ. -ირაკლიმაც იცის . აუუუუ.. - ირაკლიმ? გახსოვს რომ გითხარი დაიკიდე არ მოვათქო. ხო და თვითონ ჩაგსვა მანქანაში ოღონდ არ უთხრა რომ გითხარი . მანქანის შეცვლა მინდა , წითელი კაიაა მარაა ეხლა ვარდისფერი მინდა. _ყურებამდე გაეღრიჭა ნუცას , ხო არ გწყინს ისევ ირაკლისთან რომ ვინარჩუნებ ურთიერთობას ? -არა . -და თუ იქ იყო სახლში რატომ არ ვარ? _ნუცას გადაღლილ ტვინს ფიქრი უჭირდა. -იმიტომ რომ იქ იყო სადაც არ უნდა ყოფილიყო და თან ვიღაც ტიპი შემოელახა . _ამიტომ დაივიწყე რომც მოკვდეს მაინც გეტყვის რომ იგონებ. - ვინმესთან მნახა ? _პირზე აიფარაა ხელები. -არა ის ვიღაც ნახა შენთან . -ალბათ რას ფიქრობს . _მაგიდაზე ჩამოდო თავი.- ამ გულის რევას რა მოვუფიქრო? -გადასხმაა. -არა თავი გააქნია ნუცამ. -ხო და მოკვდი მაშინ მასე . -ტანსაცმელი სადაა ? -აჰჰ გახსოვს ალბათ რომ გითხარი ორჯერ აგერია გული . გადავყარე აბა ჩემს ჭკვიან სარეცხ მანქანაში მაგას ვერ შევდებდი . -ხო , რათქმაუნდა და რადგან უკე საუკეთესო მეგობრები ვართ ჩემი შუბლის ჭერის გამო რამე შენი შემიძლია ავიღო არა ? -რამე არაა , რასაც მე მოგცემ დაო, იმიტომ რომ შენ სპაგეტი ხარ მე ხორცი და ჩემი გარდერობიდან თითქმის არაფერი მოგერგება. -კიკი , იცი რა კარგი ხარ? _ხელები მოხვია ნუცამ. -თავი დამანებე ვერ ვიტან ამ იდიტორ მოფერებებს. -არა არ დაგანებებ. ლამაზი ხარ, კეთილი ძლიერი და კარგი . -გეყოფაა ._გაიბრძოლა მის მოსაშორებლად. -კიკი . უამრავ სითბოს იმსახურებ . -თავი დამანებე ნუცა. -არა არ დაგანებებ . ირაკლის მადლიბაც კი უნდა ვუთხრა შენნაირი ადამიანი რომ მაპოვნინა. -მე კი ვხვდები რატომ უყვარხარ ყველას. სიყვარულის ულევი წყარო ხარ . _რაღაცამ დაახლოვა კიკი მასთან . რაღაც ძალამ და ენერგიებმა რომლებისაც ასე სწამდა აგრძნობინა რომ ის უნდა ყოფილიყო ირაკლისთვის და ნუცასთვის ვინც ახლაა და არ უნანია . საოცარი იყო კიკისთვის თვალწინ ეყურებინა ისტორიისთვის რომელიც ახლა იწერებოდა და იმ გრძნობას გავდა რომელიც ჯერ კიდევ მაშინ გამოსცადა როცა 19 წლის იყო. არ მოუტყუებია ნყცასთვის . საკუთარ თავს , ახალგაზრდა კიკის ხედავდა მასში და საკუთარი მე არ აძლევდა საშუალებას ზურგი ექცია გოგოსთვის რომელიც მასზე ორმაგად მძიმე ტვირთს ატარებდა და მისგან განსხვავებით ჯერ კიდევ ახსოვდა რა არის სხვების სიყვარული , უანგარო სითბოს გაზიარება. როცა არაფერი არ გაქვს ამის გარდა და მაინც არ გენანება . სახლამდე კიკიმ მიიყვანა, შეუმჩნევლად შეეივიდა და თავი სამშვიდობოს ეგონა ოთახში , ფარდები კარგად გადაწია ბოლომდე ისე რომ დაბნელებულიყო ბალიშები ისე გაასწორა რომ კომფორტულად ყოფილიყო და თვალების დახუჭვა ვერ მოასწრო რომ კარში ირაკლი გამოჩნდა . ხმაურით მიკეტა და თავზე წამოადგა. -ვიცი რომ არ გძინავს . -მძინავს თავი დამანებე . -ნუცა დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი ხომ იცი. -რა გინდა ? _წამოჯდა და საწოლს მიეყრდნო . -უნდა ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ უნდა გავარკვიოთ -არა , ყველაფერი გარკვეული გვაქვს ირაკლი . ბოდიში გუშინდელი დღისთვის ჩემი ბრალია რამოდენიმეჯერ რაღაც რომ დამითმე ჩავთვალე რომ რამის უფლება მქონდა . -ნუცა -მისმინე ყველაფერი ზეპირად ვიცი , რა მევალება, რისი უფლება მაქვს და რას მთავაზობ . კიდევ ერთხელ გადავიკითხე კონტრაქტი და მეორედ იგივე აღარ განმეორედება . -ფეხებზე მკ*** და ნუცა ეგ კონტრაქტი . რამდენჯერ უნდა აგიხსნა რომ ჩემთვის იგივე არ ხარ როგორც სხვა ქალები -მაგრამ იმის მოცემა არ შეგიძლია რაც მე მინდა გავიგე კი . არაა პრობლემა . განსხვავებული ვარ კი , ეგეც გავიგე მაგრამ იმდენად განსხვავებულიც არა რომ როდესმე ბავშვის აყვანა განიხილო ან რაიმე სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო რაც მომავალს უკავშირდება , გავიგე კი ჩემთან ერთად ცხოვრობ ნუ სხვა გზა არ გაქვს ლიკუნას და იმის გამო რომ საკუთარი სახლი არ გამაჩნია. -ირონია?! _გაეღიმა ირაკლის .-მომისმინე გთხოვ .. -ახლა მე მომისმინე . შენც განსხვავებული ხარ , უფროსწორად ერთადერთი კაცი , ჯერჯერობით და თუ ფიქრობ რომ მერე იგივე გავხდები რაც კიკი და ის ქალი ._ხელი გაიშვირა უმისამართოდ . -თათა? -ხო ეგ . მე შენი მეგობარი არ ვიქნები . როცა ეს დრო გავა მე წავალ. ჩემს გზას გავაგრძელებ და შენ შენსას . გასაგებია? -რომ დარჩე ნუცა? -და რა , სამუდამოდ შენი საყვარელი ვიყო?უმომავლოდ უოჯახოდ. არა ირაკლი . არა. -წრეზე ვტრიალებთ , მომავალი არ გაქვს ჩემთან მართალი ხარ . _ხელი გაიქნია რომ შუქი აენთო და სიბნელეში ვერც შეამჩნია რომ ტუმბოზე ნუცას ვარდისფერი ბრჭყვიალა ჭიქა იდგა. შუქი აანთო მაგრამ ფინჯანი იატაკზე გადავარდა და ნუცას აწყლიანებულ თვალებს მზერაა არიდა. პირმოტეხილ ფინჯანს ხელი წამოავლო და სინანულით დახედა. -მაპატიე ვერ დავინახე , არ მინდოდა. -არაუშავს . _ხელებიდან გამოსტაცა და მკერდზე მიიხუტა . -ძალიან არაა გატეხილი კიდევ გამოდგება . -ნუცა , როგორც გუშინ მოიქეცი ასე აღარ მოიქცე . უბრალოდ მითხარი რომ მარტო და შორს გინდა და საერთოდ არ მოვალ სახლში . გახსოვს მაინც რა ცუდად იყავი? -კონტრაქტს კიდევ ერთი პუნქტი უნდა ჩაამატო , ალკოლის აკრძალვა . -ისევ თავიდან იწყებ . -რა ვქნა ირაკლი? იცი მაინც სხვა ვინმე ვინც ასე ერთად არიან და წინასწარ იციან რომ ყველაფერი დასრულდება ? უცნაურია , სიგიჟეა . ვერ ვერაფრით ვიგებ ამ გაუგებრობაში რატომ აღმოვჩნდი . რატომ არ გავიქეცი? რატომ არ შეეგეწინაღმდეგე ? სულაც კახას რატომ არ გავყევი? _ბოლომდე მოხსნა დარდის ტომარას თავი და ვეღარ ჩერდებოდა. -ხომ ვიცოდი , ვიცოდი რომ ასე იქნებოდა და მაინც არფერი გავაკეთე თავის გადასარჩენად , არაფერი ვქენი პირიქით საკუთარი თავი მოგართვი. შენი ბრალი არაა , არაა შენზე არ ვარ გაბრაზებული ჩემი სულელი თავის ბრალია. _თავში ხელი ჩაირტყა და ბალიში დაიფარა სახეზე. -გიყურებდი , არ გეწინააღმდეგობოდი , გაცდიდი ხო , ჩემი ბრალია გაცადე რომ შემყვარებოდი . _მოგუდული ხმა ისმოდა ბალიშის მიღმა თუმცა მაინც ისმოდა . გაიგონა ირაკლიმ გაიგონა და თვალები დახუჭა.სუნთქვაც შეწყვიტა. აწუხებდა საკუთარი სუნთქვის ხმა . ერთი რამ ევალებოდა ამ გოგოს , ერთი რამ რომ არ შეყვარებოდა და ისიც ვერ შეძლო. მისმა პატარა გულმა ირაკლისნაირი კაციც დაიტია , ადგილი დაუთმო .ამაყი იყო ნუცათი იმ წამს რომ ასე შეეძლო ადამიანებისთვის გულის მიცემა , მაგრამ რითი რით დაიმსახურა მისი სიყვარული.რატომაა მისი ღმერთი ისეთი სასტიკი რომ საკუთარი შექმნილი არსება რომელის სულიც ვინ იცის შეიძლება უკანასკნელი წმინდა სულია ,ასე გაიმეტა და დაამუნჯდა , უხმოდ ყვიროდა ირაკლი შიგნიდან . უხმოდ ყვიროდა მისი სახე რომ თვითონაც შეყვარებულია რომ უხარია , ნუცასნირი გოგოს გულში აქვს ადგილი , მაგრამ იქ არაფერი ესაქმება . -არ გიყვარ ნუცა . არა . _მტკიცედ გადაწყვიტა ნუცას მაგივრად და ეს პასუხი იყო წერტილი. -შენ რა იცი რა. _ისევ ტირილი წასკდა გოგოს . -გამუდმებით ჩემს გამო ტირი ნუცა . იტანჯები . როგორ შეიძლება გიყვარდე სულელო ბავშვო? _თავთან ჩამოუჯდა და ხელები მოხვია . -მოდი ჩემთან . არ იტირო. _ყელში იგრძნო მისი ცრემლები. -მართალია . არ მიყვარხარ. არ უნდა მიყვარდე . იცი რა კახაც მეგონა მიყვარდა , მაგრამ არ მიყვარდა . _საკუთარი თავის გამხნევებას შეუდგა ნუცა და ყოველი სიტყვა ისარივით ერჭობოდა გულში ირაკლის. -დავიძინებ გავიღვიძებ და ყველაფერი კარგად იქნება . ძველებურად . სხვანაირად არ შეიძლება . _მკლავებიდან გამოეცალა და ისევ ბალიშს ჩაეხუტა . -ხო , ასე იქნება . _საყვარელ თმას თითები ჩამოუსვა და ზურგთან კარგად დააფარა. “რა არის სიყვარული?” საძიებო ველში აკრიფა და პირველივე ფრაზა წაიკითხა რაც ვიკიპედიაში იყო . სიყვარული -ძლიერი ერთგულების და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ანუ სიყვარული ერთგულება და მიჩვეევაა? -ანუ გაგვივლის . _კბილებში გამოსცრა ირაკლიმ. ვერავიზე დამოკიდებული ვერ იქნება . კარგად იცის სადამდე მიიყვანა მამამისი დამოკიდებულების გრძნობამ . გამოსავალი უნდა არსებობდეს. გამოსავალი არსებობს . გამოსავალი , უნდა იპოვოს . სამუდამოდ დაწყევლილი ხომ არაა? ან ვინ გადაწყვიტა რომ დაწყევლილია? ვინ უთხრა ? რა დააშავა მამამისმა ისეთი ასე რომ სძულს საკუთარი თავი და თავს ოჯახის ყოლა აუკრძალა ? განა მისი ბრალია რომ ცუდ წრეში მოხვდა ? რომ ნაძირალა მამა ჰყავდა მის მამასაც და არავინ მისცა მაგალითი იმისა როგპრ ყოფილიყო კარგი მამა? განა მხოლოდ ცუდი უანდერძა? რაღაც ხომ უნდა ჰქონოდა მამამისს კარგი? უნდა გაიხსენოს. არაფრით არ გავს მამამის თავად და მაინც ისე ეშინია ძრწის. რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს , რაღაც უნდა იყოს . ცხოვრებაში პირველად უყვარს და საპასუხოდ უანგაროდ სთავაზობენ გულს . თუ შეუძლია რომ უყვარდეს , ესეგი ამის უნარი აქვს და საკუთარი სისხლი და გენიც უნდა შეიყვაროს . დაბრუნების დროა , კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ ქალაქს იმიტომ არაა რომ სთხოვეს , იმიტომ რომ უნდა. წარსულში ხელის ფათური სასიკვდილო განაჩენია ადამიანისთვის, მაგრამ უკვე დიდიხანია წარსული თავად უფათურებს სულში ხელებს და დროა , დროოო თვალი გაუსწოროს. საკუთარი წარმომავლობა ისე უნდა შეიყვაროს როგორც ნუცას უყვარს გარშემო ყველაფერი. მხოლოდ ცხოვრებით ტკბობა არაფერს არგებს , მეტი უნდა … მას სულიერი ევოლუციის გეგმები აქვს .. ნუცას პრობლემებისგან გაქცევის , მათ ორივეს გეგმები აქვთ სამყაროში რომელსაც საკუთარი ამოუცნობი და კარგად დაწერილი აქვს საკუთარი მიზნები. თავი 14 საკუთარ თავზე ფიქრი გიორგის ყვირილმა შეაწყვეტინა , გაუთავრბლად ყვიროდა ირაკლის სახელს . ვერ იტანს როცა ორი ნაბიჯის გადადგმა ეზარება და ასე ღრიალებს დათვით . ზლაზვნით გავიდა მისაღებამდე და თვალები ააბრიალა . -მოდი აქ დაჯექი . მოდი . _ბრგე ირაკლის ხელი წაავლო და ისე მიიყვანა სავარძლამდე თითქოს არაფერი ყოფილიყოს წონა. მერე კიბეზე ჩამოსულ ნუცასაც წაწვდაა დაა ნაბიჯი ააჩქარებინა . მეტი ადგილი ვერ იპოვა იმხელა მისაღებში და რამის კალთაში ჩაუსვა ირაკლის .უხერხულად შეიშმუშნა ნუცა და ოდნავ გვერდით გაჩოჩდა. -რა ხდება გიორგი? _ბავშვივით აფორიაქებული გიორგის დანახვისას ღიმილი მოედო სახეზე ირაკლის . იცნობს როცა ასე შვება , რაღაც ძალიან უხარია და ამხელა კაცი ემოციებს ვერ აკონტროლებს . -ყველა მზადა? აქეთ იყურეთ . აი აქეთ თითის ტკაცუნით მიუთითა ცარიელი ადგილისკენ გიორგიმ და სამზარეულოს კარისკენ გაიქცაა . -ერთი , ორი და სამიი.. თვალებს ვერ დაუჯერა ნუცამ , ცოტახანს გაშეშდა , დადუმდა სახეზე ხელები აიფარა და კივილით წამოხტა . უნდოდა გაქცეულიყო და ყავარჯნებიან ლიკუნას მოხვეოდა , მაგრამ არ უნდოდა ხელი შეეშალა. რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა მათკენ და მერე ისევ ეტლს დაუბრუნდა გიორგის დახმარებით . -არ მჯერა . _ისტერიკულად იცინოდა თუ ტიროდა ლიკუნასთან ერთად ნუცა ვერავინ გაიგო , მაგრამ ლიკუნაზე მეტად მას გაუხარდა , გიორგიზე მეტადაც და ალბათ ირაკლიზე მეტადაც ?! არ განძრეულოა , მხოლოდ სიმაყემ გადაურბინა სახეზე ნაბიჯების გადადგმის დროს და ჩვეული მძიმე ნაბიჯებით მივიდა დასთან . შუბლზე აკოცა და ცოტახანს თავი ჩამოადო მის თავს . -საამაყო გოგო ხარ ლიკუნა. _სავარაუდოდ მისი სიხარული ამ ფრაზაში ჩააეტია და ინსტიქტურად გაუყვა გზას გარეთ გასასვლელი კარისკენ და უკვე გარეთ გაახსენდა რომ უკვე 2 კვირაა არ მოუწევია . შესაბამისად არც სიგარეტი აქვს და არც სანთებელა მაგრამ ისე უნდა საკუთარი დარდის და სიხარულის კვამლთან ერთად გამოშვება თითქოს ახლა მხოლოდ ეს იყოს წამალი . საგულდაგოლ გაპრიალებულ კიბეს დახედა. მარმარილოს კიბე აქვს სიგარეტი კი არა და ასეთ დროს როცა მისი და თავიდან დაიბადა ისიც კი არ შეუძლია ბედნიერი იყოს . იქვე ეზოში დალანდა ახალგაზრდა ბიჭი და ხელი დაუქნია . მალე მისი სახელიც გაახსენდა. უფროსწორად დაკუნთული ტანით იცნო . საკუთარსაც არაფერს უწუნებს მაგრამ მაინც.. -დავითი არა? -დიახ ბატონო ირაკლი. -დათა ეწევი ? _ეჭვი ეპარება ისე ზრუნავს საკუთარ მხრებზე , ფილტვებიც ალბათ გაპრიალებული აქვს. -არაა არ ვეწევი . _თავი გააქნია ბიჭმა .-მაგრამ დემეტრე ეწევა და გამოვართმევ თუ გინდათ. - არა , არ მინდა._თავი გააქნია ირაკლიმ. გადაიფიქრა . - დღეში რამდენ საათს ვარჯიშობ ? -5-6 -ანუ შენი დღის ნახევარს დარბაზში ატარებ? - ნახევარს აქ . -რა მიზანი გაქვს, რომ ლამაზი ბიჭი იყო? იცი სიბერეშიც თუ არ მიხედე მაგ კუნთებს ცუდი დღე დაგადგება . _რატომ დასცინა ვერ გაიგო, არ უნდოდა და მაინც ვერაფერს უხერხებდა უცნაურ გრძნობას. - მაალე , ჩვენს რაიონში პირველ სპორტ დარბაზს გავხსნი ._ამაყად განაცხადა ბიჭმა და უკვე კარგად ნაცნობი ირაკლის ხასიათს არ მიაქცია ყურადღება . -ამდენს გიხდით გიორგი? _უფრო მეტად დამცინავი ხდებოდა , მისი ხმა . ვერაფრით დაიჯერა რომ ამ ლამაზ ბიჭს ტვინი ჰქონდა და შეპყრობილივით დაიწყო მისმა ტვინმა ფიქრი. -არ გეშინია რომ იდია მოგპარო? -არაფერში გჭირდებათ ესეთი პატარა ბიზნესი . -შემიძლია დიდად ვაქციო . -ან უბრალოდ წილში შემოხვიდეთ. _არაფრით ეპუებოდა ბიჭი ირაკლის. -რამდენი წლის ხარ დავით? _თვალები მოჭუტა ირაკლიმ. -23 ის . -ნუცას ტოლი ხარ ? -არა ნუციკო პატარაა ჩემზე . მისი კლასი და ჩემი გვერდიგვერდ იყო . -ნუციკო ? _ჩაეღიმა ირაკლის , ახლა უბრალოდ იმიტომ უნდოდა მოწევა რომ კბილები სიგარეტის ღერისთვის მოეჭირა ეჭვისგან გაბრუებულს .-დაჯექი დავით . _ კიბეზე ანიშნა გვერდით .-დემეტრეეე._ხმამაღლა დაიწყო ყვირილი და მოახლოვებულ კაცს ხელით ანიშნა რომ სიგარეტი მიეცა. ღერს მოუკიდა და ისე ღრმა ნაპასი დაარტყა , მარტო ფილტვებმა კი არა მთელმა სხეულმა იგრძნო ნიკოტინის პირველი დოზა. - როგორი იყო ? -სკოლა? -არა ნუციკო . _კო გარკვევით წარმოთქვა და აქამდე მის წინ მდგარი ბიჭი სულ დააბნია . არ მოელოდებოდა რომ საკუთარ საცოლეზე დაუწყებდა ლაპარაკს , მაგრამ თითქმის ყველამ იცის ირაკლის ამბავი. ან უნდა აჰყვეს და კარგად ითამაშოს მისი თამაში და თუ ჩაიჭრა რა შარს მოუდებს კაცმა არ იცის ან სიმართლე უნდა უთხრას და ყველამ იცის გულწრფელობას ყველაზე მეტად აფასებს .-როგორი იყო ? მიდი მითხარი ნუ გერიდება . -როგორიც ახლაა . _გულწრფელობა ააირჩია და მიხვდა სწორადაც, რადგან მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ ირაკლი და გაუღიმა . -კიდევ ? - ლამაზი და ჰაეროვანი . -გიყვარდა? _უკვე ისე იყო საკუთარი შხამისგან გაბრუებული ვერ ხვდებოდა რა საშინელი მოსასმენი იყო მისი კითხვები. - ნუცა ყველა ბიჭს უყვარდა._უფროდაუფრო იძაბებოდა ბიჭი . - ნუცას ვინ უყვარდა ? -ნუცას თქვენ უყვარხართ ._მოურიდებლად გასცა პასუხი . ერჩივნა ამ ას კილოან კუნთის გროვას დაერტყა და არ ეთქვა ის რაც უთხრა მაგრამ გვიანი იყო. მისმა ყურებმა მეორედ მოისმინა დღეს უკვე სიტყვა სიყვარული.-არასდროს გაგვიგია რომ შეყვარებული იყო , თქვენ კი ცოლად მოგყვებათ . -ხო, ანუ სანერვიულო არ მაქვს არა ? _მხარზე ხელი დაჰკრა ბიჭს და ფეხზე წამოდგა . -იცი რა დავით ? ჭკვიანი ხარ და ეშმაკი . ის მომასმენინე რაც მინდოდა.. -ბატონო ირაკლი ბოდიშს გიხდით თუ -ბოდიში იმ დროისთვის შეინახე როცა შენს ბიზნესში ჩაი***ვ და ჩემი წილისთვის მოგაკითხავ. -ვერ გავიგე . - კარგი ლამაზად დაწერილი ბიზნეს გეგმა უნდა მომიტანო, ზუსტი ბუღალტერიით . ინტერიერის ფოტოებსაც თუ მოაყოლებ კარგი ბიჭი იქნები.არანაირი კრედიტი ნაღდ ფულს მოგცემ და გადმორიცხვით მივიღებ ჩემს წილს ყოველი წლის ბოლოს ან 6 თვეში ერთხელ. -რა მაგარიაა ._სახეზე აიფარა ხელები . -ჯერ არ დამიმთავრებია . მაგ ყველაფრისთვის ერთი კვირა გაქვს და გიორგის ვეტყვი რომ ჩვეულებრივი გრაფიკით იმუშავებ.ერთი საათიც რომ დააგვიანო სამსახურში ყველაფერს გავაუქმებ. -მადლობა , მადლობაა . _კიბეზე აირბინა და ხელი გაუწოდა. - და მთავარი ._მტევანი ისე მოუჭირა არ ეგონა ასე მარტივად თუ ატკენდა მასზე ბევრად განიერ ტიპს . - ნუციკო არა , ნუცა. ის ნუცაა. _სწრაფად შეუშვა ხელი და სახლში შეტრიალდა . არ შეიძლება არსებობდეს ნუციკო და კიდევ სხვა უამრავი ვერსია . ნუცა ერთია , ის რომელსაც თვითონ იცნობს. უყვარს მშრომელი ახალგაზრდები , მაგრამ განსაკუთრებით ისინი უყვარს ვისაც დისციპლინა აქვთ. სწორედ ეს დაინახა დავითში . ირაკლისთვის დისციპლინა მთავარი იარაღია წარმატებისთვის. აუცილებლად გამოუვაა ამ ბიჭს რასაც ფიქრიბს რთულად , მაგრამ მაინც . ის კი დროის მოგებაში დაეხმარება . ისე როგორც თავის დროზე დაეხმარა ბაბუის ფინანსური შესაძლებლობები მას .თუმცა არც ბაბუის კიმპანიაში წასულა უნივერსტეტის მერე და არც სადმე . პირიქით ბაბუის მდიდრული ბინიდან მეგობართან ერთად გადაცხოვრდა და ხარჯების გაყოფა დაიწყო . ბინა გააქირავა და ფულით რომელსაც აძლევდნენ ბირჟაზე დაბანდება დაიწყო . ყიდულობდა და ყიდდა და როცა საკმარისი ჰქინდა პირველო უძრავი ქონება იყიდა . რა მარტივია მოსაყოლად და მაშინ 21 წლის ირაკლისთვის ყველაფერი ბრძოლა იყო. . იყო დედასთან კამათი მაშინ იყო საუკეთესო მეგობართან განშორებაც . და ყველაზე მტკივნეული ბაბუასთან კამათი იყო , რომელსაც არ სჯეროდა , რომ შეეძლო. არ სჯეროდა რომ სერიოზული საქმე იყო ის რასაც აკეთებდა და ერთადერთი ირაკლის მოვალეობ ჯანდიერის საყვარელი სავარძლის აღება და კონიაკის მეფედ გახდომა იყო.. მას კი არ უნდოდა სულ ერთი იყო ის რასაც აძლევდნენ , საკუთარი უნდოდა , რომ ვერასდროს ეგრძნო თავი ვინმეზე დამოკიდებულად რომ არაფერი ჰქონოდა საერთო წარსულთან. 10 წლიდან იცოდა რომ არასდროს იქნებოდა მამამისის ნაირი, 14 წლისამ კი დაიფიცა რომ არასდროს იქნებოდა ვინმეზე დამოკიდებული და ლიკუნას ავაარის შემდეგ სააბოლო პირობა მისცა თავს. საბოლოო არაფერია. მაშინ არ უფიქრია . მაშინ უთხრეს რომ მისი და ვერ გადარჩებოდა და გადარჩა . მაშინ უთხრეა რომ არ გამოუვიდოდა და და ყველაფერი გამოუვიდა . მაშინ მამამის საფლავზე დაიფიცა რომ არასდროს ეყოლებოდა ოჯახი და კვდება, მისი ფიცი სულს ღაფავს , იბრძვის და სიკვდილს გადარჩენას ითხოვს. იმ წამს გაანალიზა ნუცას სახის დანახვისას რომელიც რაღაცაზე გულიანად იცინოდა , რომ ყველაფერი მის გამო იყო. ლიკუნა აიძულა ფეხზე დამდგარიყო. ირაკლი ხომ აიძულა მისი სურვილით მომკვდარიყო . ისე შემოეჭრა ცხოვრებაში და ამოაყირავა ჯანდიერები თავადაც ვერ მიხვდნენ და ახლა ისე თითქოს არაფერი ექნას თითქოს მას არ შეეყვარებინოს თავი მთელი ოჯახისთვის , დედამისისთვისაც კი . დეიდაშვილისთვის რომელიც ალბათ მზადაა ირაკლი გაწიროს ნუცასთვის , საკუთარი დისთვის , გიორგისთვის და უკევ აღარაფერი ეთქმის მეგობრებზე. ხო ზუსტად ვითომ თითი არ გაუნძრევია და ყველასთანაა გულში ან ტვინში . -მალე ბებოს დაბადებისდღეა . _თავი გადაქნია ლიკუნამ .- სანამ წავალთ რამე ვუყიდოთ რა ნუცა .ირაკლი ჩვენთან ერთად დაბრუნდები ? -ხო . გიორგი ჩემთან . _სამუშაო ოთახისკენ დაიძრა და არც შეუმჩნევია გიორგის სახე , რომელსაც სულ არ უნდოდა ადგომა . -მინდა რომ ძებნა დაიწყო. -რისი? -წარსულის . -ირაკლი , რატო გიყვარს აი არაფრისგან პრობლემების შექმნა . -საქმეს მიხედე გიორგი. ***** რაღაც შეიცვალა. რაღაც რაც ნუცასათან აშორებდა . რაღაც უხილავი კედელივით შენდებოდა მათ შორის . თითქოს ყველაფერ ძველებურად იყო. იმ დღის შემდეგ აღარც ულაპარაკიათ. თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო ნუცასთვის კი ყველაფერი დამთავრებული და უბრალოდ დრო ჰქონდათ გასაყვანი . ჩვეულებრივად აგრძლებდნენ ურთიერთობას, უსიტყვვოდ დაჰყვებოდა გვერდით , ხან კი იმდენს ლაპარაკობდა თავს აბეზრებდა ირაკლის. მერე კოცნით გააჩუმებდაა და იქამდე უჭერდა ხელებს სანამ კივილს არ დაიწყებდა გავიჭყლიტეო. ისევ ისეთი ნაზი იყო ირაკლისთანც როგორც სხვებთან . დრო გადიოდა რამის ორი თვე შემოეხარჯა 6 დან ირაკლის და მისი პრობლემა არ ქრებოდა. იმედი იმისა რომ მოიბეზრებდა ფუჭი იყო . ზეპირად ისწავლა მისი სხეული . აღარაფერი არ დარჩა ისეთი რაც ინტერეს გაუღვივებდა , ყველგან და ყველანაირ ნუცას გაუსინჯა გემო და მაინც ვერ დაიღალა . ყოველ დილას იგივე გრძნობა ჰქონდა , ღამესაც . მაშინაც როცა არ იცოდა რა უნდოდა და მაშინაც როცა იცოდა . არაფერი , არაფერი არ აკლდებოდა ნუცას . ყოველდღე უფრო და უფრო ღრმა, მიუწვდომელი და სასურველი ხდებოდა. არც ხასიათი შესცვლია , არც მოთხოვნილებები, ცოტა უფრო თავშეკავებული გახდა , მაგრამ ბევრის მოთხოვნის უფლება არც აქვს . თავად განუცხადა რომ მომავალი არ აქვთ . პატარა ბავშვივით უხაროდა ნუცას უკან დაბრუნება . იმ დილას ყველაზე პირველმა გაიღვიძა და საუზმეც საკუთარი ხელით მოამზადა . მტკივნეული და თან სასიამოვნო იყო ნუცას გაბრწყინებული თვალების ყურება. ეგონა იქ უამრავ ხალხს რომელსაც უყვართ კონკურენციას ვერ გაუწევდა , აქ ხომ მთლიანად მას ეკუთვნოდა , იქ კი უამრავი ვინმე იყო ვისთანაც ნუცას ყურადღების გაყოფა მოუწევდა. ის კი ზედმეტად ეგოისტია . ვინ იცის რომელ გზას ადგას ახლა ? ალბათ სწორად მისნაირად იწყებენ ის ტოქსიკური და მანიპულატორი კაცები ვინც საკუთარი ცოლების იზოლირებას ახდედნენ ყველას და ყველაფრისგან . ბოლოს საკუთარი აზროვნებებით წამლავენ და აჯერებენ რომ ნორმალურია. იმიტომ არაა რომ მართლა ასეთები არიან , არც იმიტომ რომ მეორე ნახევარში ან ერთგულებაში ეპარებათ ეჭვი. იმიტომ რომ ასეთმა ადამიანებმა კარგად იციან თავად არიან იმდენად უსუსურები და მახინჯები , შიშის , დაბრმავებული თვალებისა და ბევრი ხალხის გარემოცვაში შეუძლებელია ამ კაცების თვალების ყურება . ასეთ ადამიანებს მარტო საკუთარი თავი უყვართ ვითომო ბევრჯერ მოუსმენია , არა ასე არაა , სინამდვილეში თავად ვერ შეძლეს საკუთარი თავის შეყვარება და ამიტომ აიძულებენ ყველას რომ მხოლოდ ისინი არსებობდნენ მეორენახევრების ცხოვრებაში . ის კი აზროვნებს , ამდენს ხვდება ჯერ მთლაად არაა დაუკარგავს არც თავი და არც ღირსება . ვერასდროს იქნება ტირანი ნუცასთან . ნებისმიერ ადამიანთან შეძლებს, მაგრამ მასთან ვერა. არ კი არაა ვერ შეუძლია. ნუცა სამუდამო წერტილი იქნება მის ცხოვრებაში . როგორ უნდოდა რომ არ ეარსება , ყალბი ყოფილიყო. ასე ბევრად ადვილი იქნებოდა მასთან განშორება , მაგრამ ნამდვილია და სულ მალე მისგან წასულს სხვა ვიღაც ჩაჰკიდებს ხელს . ანახებს როგორია ნამდვილი ბედნიერება, მერე სანატრელ სურვილს აიხდენს და შვილები ეყოლება , ძალიან ბევრი შვილები და იმხელა ოჯახს შექმნის როგორიც უნდა , რომ მისმა ოჯახის წევრებმა თავი მარტოდ არასდროს იგრძნონ . ზლაზვნით იკრავდა პერანგის ღილებს და უკვე გარგად ამოსულ მზის სხივებს სარკეში რომ აირეკლა სახით მიუტრიალდა . -რა გინდა ? როდის აქეთ ანათებ ჩემთან? მაინც არ ათბობ . _ აივანზე გასასვლელი კარი გამოაღო და ფარდა გადაწია . თითქოს გზის გამარტივება უნდოდა ისედაც შორიდან მოუსული სხივებისთვის. დღემდე არ იცის რატომ აირჩია ის ერთადერთი ოთახი რომელსაც ხედი არ ქონდა , ალბატ სწორედ იმიტომ რომ ყველაზე ბნელი იყო შემოსასვლელს გადაჰყურებდა . ყველა ოთახის ინტერიერი ერთნაირი იყო მის სახლში მაგრამ , მხოლოდ იმიტომ უყვარდა რომ ხელს სინათლე არ უშლიდა . სახე შეუშვირა არსაიდან გამოჩენილ სუახიან მზეს და ცივი ჰაერი ჩაისუნთქა . მერე თვალი ეზოს მოავლო და მანქანებთან პატარა ჩემოდანიც დალანდა . არაფერი ზედმეტი ისევ იგივე ზომის და ფერის . უამრავი რაღაც აჩუქა , უამრავი და შეუძლებელია იმ პატარა ჩემოდანში ჩატეულიყო . როგორც მოვიდა ისე მიდის . ნახევრამდე შეკრული ღილები შუა გზაში მიატოვა და რკინის სახელურს ხელებით მოეკიდა . კიდევ ერთხელ უსიტყვოდ უთხრა რომ არაფერად არ ღირს ირაკლის სტატუსი . რომ არაფერში ჭირდება ნივთები . თვალი გააყოლაა ეზოს და იქვე კუთხეში მოჰკრა თვალი. გამორთული შადრევნის კედელზე იჯდა , დავითის გვერდით და ისიც რაღაცას აჩვენებდა მთელი ენთუზიაზმით . სავარაუდოდ თავისი პატარა წარმატების შესახებ უყვებოდა .შიგადაშიგ საყვრლად უღიმოდნენ ერთმანეთს . შორს არ წასულა მისი ფიქრები . არა არ უფიქრია რომ უღალატებდა , ის ხომ ნუცაა . დავითიც კარგად გაიცნო . მისმა ფიქრებმა გადაწყვიტეს რომ ნუცას ზუსტად დავითისნაირი ბიჭი ჭირდებოდა. რა ავადმყოფია არა? _საკუთარ თავზე გაეცინა ირაკლის . საყვარელი ქალისთვის თავად არჩევს თავისივე შემცვლელს . სიმწრისგან ლოყაზე იკბინა და სწრაფად დაასრულა ჩაცმა . დილიდან ცუდ ხასიათზეა, გადაწყვეტილია . უხალისოდ შემოიცვა პირველივე ქურთუკი რაც მოხვდა კარადაში და გზას გაუყვა . ნეტა რას იზამენ ირაკლის რომ დაინახავენ ? არაფერს . დავითი იქ აღარ დახვდა . ნუცა კი არც კი გარხეულა . ერთი გახედა , გაუღიმა და ხელი დაუქნია რომ მასთან მისულიყო. ისე უნდა ეახლის თითქოს პატარა ბიჭია რომელიც მისთვის ყველაფერს გააკეთებს . ასეცაა. ფეხებმა დაუკითხავად დაიწყეს მოძრაობა და კარგად გაჩერებულიც არ იყო შადრევნიდან გადმოხტა და ნახევარი მანილი თვითონ დაფარა . ორივე ხელი გახსნილ ლაბადაში შეუცურა მაგრამ მაინც ვერ შემოაწვდინა ხელები გარშემო მის სხეულს თუმცა არ უდარდია . სწრაფად მიადო თავი მკერდზეც და მწერივით მიეკრო. დაიბნა, თითქოს ორთვიანი ურთიერთობის მერე აღარ უნდა აბნევდეს მისი სხეული და მოძრაობები , მაგრამ დაიბნა . ს გარშემო მიმოიხედა არავინ უცხო არ იყო , მაგრამ მაინც უხერხულად იგრძნო თავი . არა ტაძარში ასი კაცის წინ რომ იხუტებდა მაშინ არ უგვრძნია თავი ასე . რატომ ? იმიტომ რომ ახლა ნამდვილი იყო ნუცას ჩახუტება . მსი სურვილებიც ნამდვილი იყო რომ წამი არ გაეფუჭებინა . სამაგიეროდ მისი ხელები შემოსწვდა მთლიანად თხელ სხეულს და მაგრად მოუჭირა . ისე მაგრად რომ ზუსტად იცოდა რამდენიმე წამში კივილს დაიწყებდა და ღიმილით ელოდებოდა , მაგრამ არა , ისე უძლებდა გაუნძრევლად არც კი გარხეულა . არც კი უგვრძნია სივიწროვე ისე ამშვიდებდა ირაკლის გულის ხმა . დამმშვიდებელი მუსიკასავით ჩაესმოდა ყურში და რაც არ უნდა სტკენდეს ზუსტად იცის თავადვე შეუშვებს ხელებს .ის ხომ ირაკლია . არაფერს დაუშავებს . იმიტომ კი არა რომ არ შეუძლია , არ უნდა და ზუსტად იცის როცა მას რამე არ უნდა ვერავინ აიძულებს გააკეთოს. ის ირაკლია , რომელიც ყველაფერს არ მინდა და მინდათი წყვიტავს . კარგად გაიაზრა ნუცამ . იმდენხანს აკვირდებოდა ბოლო 2 კვირა ზუსტად იცის საკუთარი არ მინდა ტანჯავს . ასეთი არ დაბადებულა , ასეთი არ გაუზრდიათ , ასეთი გახდა . ცხოვრებამ გახადა ასეთი. არავის ეცალა ირაკლის ბედნიერებისთვის. არავის უფიქრია ირაკლიზე რადგან გონიათ რომ მისნაირ ადამიანებს ყველაფერი აქვთ. განა რა შეიძლება არ ჰქონდეს ირაკლის ნაირ კაცს . გამუდმებით რაღაცისთვის მიდიან ადამიანები მასთან და არასდროს მისთვის. იცის , იცის და დაუღალავად აგრძელებს მათ დახმარებას . ტყუილია მისი ეს სახეზე აკრული ნიღაბი რომელიც ისე შეიხორცა რომ სარკეში ჩახედვის დროსაც არ იხსნის, მაგრამ რაც არ უნდა ამტკიცოს რომ არ შეუძლია სხვანაირი იყოს განა ცოტახნისწინ დავითისთვის გაწვდილი დახმარებს ხელი სხვა რამეს არ ამტკიცებს? რა მოხდა თუ მასაც გაუწვდის ხელს ვინმე ? მას ფინანსური დახმარება არ სჭირდება , მის სულს უჭირს. რა მოხდება თუ ვინმე ეტყვის რომ მომავალი ცუდი არაა , რომ შეუძლია ? რომ გამოუვათ , რომ არ მიატოვრბს და მზადაა მასთან ერთად ააშენოს წინ წასასვლელლი ხიდი . მზადაა გაიაროს ირაკლისთვის ის გზა რომელიც ასე გრძელია. ყველა ადამიანს აქვს უფლება ბედნიერების და არავინ იმსახურებს სამუდამო სასჯელს მშობლისთვის. მას ხომ არ აურჩევია მამა . მას არაფერი აურჩევია. უბრალოდ ვინმე ჭირდება ვინც გზას აჩვენებს ირაკლის . ვინმე ვინც იმედს მისცემს , ვინც მის რუტინას გააფერადებს. უნდა სცადოს ,სხვანაირად არ შეიძლება , უნდა სცადოს და თუ არ გამოვა არაუშავს, მერე რა თუ კიდევ ერთხელ ატკენს ირაკლის არ ფერისცვალება გულს. განა იმაზე მწარე იქნება ვიდრე პირველად ნათქვამი “მომავალი არ გვაქვს “ . სულ თუ არაფერი მერე სანანელებელი არ ექნება რომ რაღაც დააკლო , რომ არ სცადა . -ნუცა რამე მოხდა? _უცნაურად ეჩვენებოდა სითბოდ დაღვრილი ნუცა. -არაფერი . მინდა რომ ჩამეხუტო . -ამაზე მეტად ? ვშიშობ არ გამომივა ისე რომ რამე არ გატკინო . -გამოგივა ირაკლი, ყველაფერი გამოგივა ._უცნაური ელფერი დაჰკრავდა მის ხმას და მისი ფრაზა ჩახუტებას რომ არ ეხებოდა კარგად მიხვდა ირაკლიც . -ნუცა , არ მინდა გატკინო. ისევ თავიდან ნუ დაიწყებ იმის შექმნას რასაც მერე მე დავანგრევ . -არაუშავს . -რა ?_მხრებში წაავლო ხელი ირაკლიმ და თითქმის ძალით მოიშორა. ოდნავ შორს გაწია კარგად რომ დაენახა თვალები .-რას ბოდავ იცი მაინც? -ვიცი . _გაეცინა ნუცას .-ვიცი ირაკლი და სულ ერთია . -რა არის სულ ერთი , შენი მიზნები ოცნებები და ბედნიერება ? -ახლაც ბედნიერი ვარ . _მხრები აიჩეჩა გოგომ . -ნუცააა -სულ ერთია . _ხელები გაშალა ნუცამ და მზეს შეუშვირა სახე , რომელიც ამჯერად მათ წამოადგა თავზე. - რა მნიშვნელობა აქვს რა იქნება ხვალ ? ვცდი ირაკლი . შენთვის ვცდი და რაუშავს იმაზე მეტად ვერ მატკენ ვიდრე .. -სისულელეა. -მე შენს შეცვლას ვეცდები . შენთან ვიქნები , იქამდე სანამ საერთოდ არ დაგავიწყდება როგორი ხარ . მალე ზუსტად ისე იფიქრებ როგორც მე . მე და შენ ბედნიერები ვიქნებით ირაკლი . აუცილებლად ვიქნებით ბედნიერები . სხვანაირად არ შეიძლება და მაინც თუ არაფერი გამოგვივდა ხომ არ ვინანებთ რომ არ ვცადეთ? იქნებ მე შევძლო შენი პრინციპებით ცხოვრება ? ან იქნებ შენ შეძლო ჩემს მომავალში ადგილის პოვნა ? _მზის ქვეშ დატრიალდა და თავბრუდახვეული ისევ ირაკლის მიეწება . -რას იზამ ხელს მკრავ? ._წამით დადუმებული ირაკლი სიტყვების პოვნას კი არა , ჰაერის გადაშვებას ცდილობდა ყელში .-მე მიყვარხარ ირაკლი და ჩემთვის სიყვარულისთვის ბრძოლაც ღირს და წაგებაც . იმდენი გადავიტანე დამარცხებასაც ავიტან. _ მოულოდნელობისგან გახევებული , იმასაც კი ვერ ახერხებდა ხელები გააენძრია .-შენც თუ შეძლებ რომ შემიყვარო . -ნუცა , გეყოფა ლაპარაკი . _როგორც იქნა ხმა ამოიღო, ხელებიც გაანძრია და ისევ მაგრად მოხვია . მერე მის თმაში წარგო ცხვირი . უნდოდა ეყვირა , რომ უყვარს . იქამდე შეუყვარდა ვიდრე ნუცა დაიწყებდა მის გაცნობას ,ჯერ კიდევ მაშინ როცა პირველად აკოცა ,რომ… ძალიან ბევრი რომ უტრიალებდა თავში და ერთის თქმაც ვერ მოახერხა. საკუთარმა ცივმა გონებამ არ გაუშვა . ისეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს რომელიც წამიერ თავის დაკარგვაზეა დამოკიდებული . ვერა , ის ნუცა არაა . ნუცა ახალგაზრდააა და ისეთი მსუბუქი რომ გონია გარშემო ყველაფერი ატმისფერია . ირაკლისთვის კი გარშემო მხოლოდ ნუცაა ატმისფერი. -კარგი , მეყოფა ._ თავი დაუქნია ნუცამ . -შენი ნებართვა არ მჭირდება შენი სიყვარულისთვის ისე როგორც შენ არ მეკითხები როცა უამრავ რაღაცას მყიდულობ . _გაუცინა გოგომ . -ნუცა , ცეცხლს ეთამაშები . -და დავიწვები ? არაუშავს._მხრები აიჩეჩა და ხტუნვით გაუყვა გზას.-ლიკუნას მოვიყვაან და წავედით. ვერაფერი გაიგო , ირაკლიმ .. ვერაფერი გარდა იმისა რამდენად გულწრფელია ეს სულელი გოგო მასთან და რამდენად არ აქვს უფლება გული ატკინოს . ნუცასთან ყოფნა დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა მისთვის , არადა მხოლოდ სიამოვნების მიღება უნდოდა . ისე როგორც ამას კიკისთან აკეთებდა და სხვა დანარჩენებთან . ბევრი არაფერი სდომებია მხოლოდ ნუცას სხეული უნდოდა ხელში კი მთლიანად ნუცა შერჩა თავის ვარდისფერი სამყაროთი, იმ ბრჭყვიალა ჭიქასავით გოგო რომელიც რამის შემოემტვრა . ვინ იცის იქნებ სულაც არ გავს თავის ფინჯანს ? იქნებ მასავით ადვილად არ გატყდეს ? იქნებ იმედი არის რომ გაუძლოს ირაკლის ცხოვრების რეჟიმს , იქნებ შეძლოს და მასაც ისე მოეწონოს ირაკლისავით ცხოვრება? პასუხი ნუცას პატარა ჩემოდანმა გასცა . იქ არც ირაკლის ნაჩუქარი ძვირფასი კაბები და ფეხსაცმელები ელაგა და არც სამკაულები. შეუძლებელია ნუცას მისნაირი ცხოვრება მოეწონოს . მანქანაში მოღუშული ჩაჯდა თავისტკივილისგან ღმუილიც აღმოხდა. მალე გვერდით გიორგი მიუჯდა, პატარა ფურცლები გაუწოდა .ფურცელს უკვე კარგად მოტეხილი და მაინც მხრებში გაშლილი სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცის ფოტო ჰქონდა მიკრული. -წარმოგიდგენ , ბაბუაშენს . _მთელი თავის შემართრბით გამოთქვა გიორგიმ .-გენერალ-მაიორი ერეკლე ჯანდიერი . -დამცინი ? _სახელის გაგონებაზე ხელი აუკანკალდა ირაკლის და გიორგის რომ არ შეემჩნია წინა სავარძელზე მოისროლა ფურცლები და მუშტი შეკრა . -გენერალ-მაიორი ჯანდიერი . _ხმამაღლა გაიმეორა ირაკლიმ. -ნაკლები რომ არ იქნებოდა წოდება გვარზე უნდა მივმხვდარიყავი . რა გვჭირს ამ ჯანდიერებს ჰა? რამდენადაც ლამაზი გვარი გვაქვს და აწყობილი კარიერა იმდენად უბედურები ვართ. -ვინმე კარგ მკითხავსაც მოვძებნი , გამოვალოცინოთ. სხვა რჩევას ვერ მოგცემ ._გაეღრიჭა გიორგი და მანქანიდან გადავიდა და კარი დაიჭირა რომ მის ადგილზე ნუცა ჩამჯდარიყო . -ჭკვიანად იყავით . მე ლიკუნა მირჩევნია მეგზურად . ამისნაირი უჟმური მაინც არაა . -ცუდ ხასიათზე ხარ? _ხმაურით ჩაჯდა ნუცა მანქანაში და ირაკლისკენ მიტრიალდა . -არა , თავი მტკივა . -გინდა წამალი? _ჩანთაში დაიწყო ქექვა და ხელით რომ ვერ იპოვა იქვე მათ შორის დარჩენილ სავარძელზე გადმოყარა . ინტერესით აკვირდებოდა რა იყო მის ჩანთაში ირაკლი და ღიმილი ეფინებოდა სახეზე . ყველაფერი , ყველაფერი ეტეოდა. წამლებით დაწყებული მაკიაჟით დამთავრებული. თმისამაგრებიც და შოკოლადებიც კი . -შოკოლადები არ გავიწყდება . -არა .გინდა? _ სწრაფად გახსნა და ჯერ თვითონ მოკბიჩა მერე ირაკლის გაუწოდა . -გასუქდები . -მერე რა . _ჭამა გააგრძელა და წამალი გაუწოდა . ერთიანად მოხვეტა ნივთები და შიგნით ჩაყარა . -მერე აღარ მოგეწონები? -მერე შოკოლადის გემო გექნება , როცა გიკბენ ? _ნუცასკენ გაიწია და სწრაფად გასწორდა რადგან დავითი მიუჯდა საჭეს. -ზურა სადაა ? _ხმა შეეცვალა ირაკლის . -ავადაა ბატონო ირაკლი . -ხო , დამავიწყდა გიორგიმ მითხრა . -წავედით ? _სარკეში გაუღიმა ბიჭმა . -დათუნა ფრთხილად იარე . _ღვედი გადაიჭირა ნუცამ . -კარგი რა ნუც , არ მიცნობდე მაინც . -რომ გიცნობ იმიტომ გეუბნები . -12 წლიდან ვატარებ. -მერე ეგ ნორმალურია? -თხა. _წამოიყვირა დავითმა -ველური . -სკოლაშიც ესე ჩხუბობდით ? -არა , სკოლაში ვუყვარდი . _გაეცინა ნუცას. -ხოო? _დავითს გახედა ირაკლიმ . -ყველა ბიჭს უყვარდი ნუცა . _დაიძაბა დავითიც . -ეგეც მართალია. _მხრები აიჩეჩა ნუცამ და თვალები დახუჭა . 20 წუთი მშვიდად სუნთქავდა და თითქმის დაიჯერეს რომ დაეძინა , თვალები გააჭყიტა.- ყველას არა. ლევანს არასდროს ვყვარებივარ. -ლევანს ეკა უყვარდა ._გაეცინა დავითს.-აპატიე. -ვერა, ვერ ვაპატიებ . _თავი ჯიუტად გააქნია ნუცამ და ისევ თვალები დახუჭა. მერე ირაკლის გახედა .-რას კითხულობ ? -არაფერს . -ვინაა? _ფოტოს მოკრა თვალი ნუცამ . -არავინ. _მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ და ფურცლები ცოტა შორს გაწია . რაც მანიშნებელი უნდა ყოფილიყო რომ კითხვების დასმა უნდა შეეწყვიტა . ნაწყენმა აარიდა მზერა ნუცამ და საკუთარ ხელებს დახედა. ბზინავდა ლამზი თხელი ბეჭედი მის თითზე და წამში გაახსენდა რა ელოდა ქალაქში დაბრუნებულს . ხალხის ჭორაობა , უამრავი კითხვები , ლილი. ლილის გახსენებაზე გააცია ნუცას და შეშინებულმა შეხედა ირაკლის . -ირაკლი, მეშინია ბებიაშენის . -მეც ნუცა . _გაეცინა ირაკლის , ზუსტად მიხვდა რა უტრიალებდა თავში ნუცას .-არ შეიძლება პირდპაირ ჩემთან წავიდეთ? -არა ლიკუნას მათი ნახვა უნდა და თან აცადე რომ საკუთაი მიღწევებით დატკბეს ._ხელის ზურგზე აკოცა და მერე მაგრად მოუჭირა . - ასე იქცევიან შეყვარებული კაცები შენს წიგნებში ? _გაეცინა ირაკლის . -დაიჯერებს ლილი რომ ყველაზე ბედნიერი წყვილი ვართ რომელიც დაქორწინებას მართლა აპირებს ? -ცოტას მაწვალებს კითხვებით და მერე თავს დამანებებს . -შენ რას უპასუხებ ირაკლი ? -სიმართლეს . -და რა არი სიმართლე ? -სიმართლე ისაა რომ უზომოდ კმაყოფილი ვარ . -ხო მთავარიც ეგაა . _ნაძალადევად გაუღიმა და გზას გახედა . რთული იქნება , ნამდვილად რთული ირაკლისთ ცხოვრების აზრის მიაცემა . ადგილის დაკავება. ისეთი ადგილის რომ მის გამო უღირდეს , საკუთარი პრინციპების დავიწყება.ყველა ადამიანს აქვს მზიანი მხარე , უბრალოდ ირაკლისთვის ჯერ არაავის მოუცლია . არავის უსწავლები , რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული . ზლაზვნით გადავიდა მანქანიდან. მხრებში კარგად გაშლილი ბაბუას თვალი შორიდან შეავლო და გაეღიმა . დრო და ასაკი ვერაფერს აკლებს მისი დგომის მანერას. სულ რომ ხერხემალი არ ჰქონდეს მაინც ასეთი კლდესავით ხვდება მასთან მომსვლელებს . ლიკუნას რომელსაც ღელვისგან ფერი არ ედო სახეზე გაუღიმა , სწრაფად გახსნა გონებამ ღრმა ბავშვობის მოგონებების სერია , ტუჩები დააჭირაა ერთმანეთს რომ არ გასცინებოდა. ზუსტად იგივე სახე ჰქონდა რომელიც მე-3 კლასის საახალწლო ზეიმზე . 8 წლის იყო ლიკუნა და თითქმის მთელი თვე ამზადებდა ლექსს სათქმელად . არცერთ ზეიმს არ დაჰკლებია ლილი , მაგრამ პირველი იყო როცა , ბაბუამაც იპოვა თავისუფალი დრო . საპატიო წინა რიგირ დაუთმეს , როგორც ყოველთვის და ყველაფრისგან შეშინებულმა ლიკამ ძალა მოიკრიბა და საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე ავიდა , თუმცა მის ლექსს ფონად გამყოლი მუსიკა ისე გაილია ხმაც ვერ ამოიღო. ზუსტად იგივე სახე აქვს ახლა. ყოველდღე დგამს თითი ნაბიჯს და არავის ის კი არა თვით ლიკუნას აღარ ეპარება ეჭვი რომ წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება , მაგრამ ბაბუის წინ მაინც ის ბავშვია , 8 წლის და ისევ სცენაზე, სადაც მხოლოდ ნაბიჯის გადადგმა ევალება , მაგრამ შეუსრულებელი მისიააა , არწივივით კიბეზე წამომდგარი ბაბუის წინ. წამში გალღვა მოხუცების მზერა, შორიდანაც შეამჩნია როგორ აუკიაფდა უცნაური სინათლე თვალებში ბაბუას და შვილიშვს ხელგაშლილი შეეგება . გიორგიც ლიკუნას მიჰყვა და მაშინ შეამჩნია როგორი თვალებით უყურებდა ლიკუნას, ჰაერში ჰქონდა გაშლილი იმ შემთხვევისთვის თუ ხელის შეშველება დასჭირდებოდა. ბოლოს ნუცამაც გაბედულად აიარა კიბე და გვიან მიხვდა რომ ირაკლის არ დალოდებია. სანამ ლილი ნუცას ზვერავდა ათვალიერებდა , მოუწია ბაბუის თვალებს გადაყროდა. უცნაურად უყურრბდა , ყოველ მათ შეხვედრას უცნაური სახე ჰქონდა . უხმოდ მიესალმა და ხელი ჩამოართვა თუ არა მაშინვე შეუშვა. ლილისკენ უნდა გაწუელიყო რომ ზურგთან დააწია ჯანდიერმა სიტყვა -გილოცავთ , ახალგაზრდებო . _და ხელი გაბედულად დაჰკრა მხარზე . თავიდან ვერ მიხვდა რით დაიმსახურა ბაბუისგან ასეთი შეძახილი , მერე გაახსენდა , ნუცას გაწითლებულმა სახემ სწრაფად შეახსენა ახლა ფაქტიურად ცოლიანი კაცი რომ ჰქვია . ფაქტიურად რა აკლიათ ? პატარა ფარატინა ფურცელი ? ვის ატყუებს თავს ? იცის , მასზე უკეთ არავინ იცის რომ ყველაფერი , ყველაფერი აკლიათ რელაურად იმისთვის რომ ნამდვილი ოჯახი იყვნენ. გრძნობებს არ უჩივის, სურვილის არ ქონა აუფერულებს ყველაფერს . მალე ნუცაც დაიღლება და საკუთარ გზას მოძებნის. მასაც ეს უნდა, ეგოისტია , მაგრამ ვერა ნუცაზე წინ ვერ დაიყენებს საკუთარ თავს . -ნახე რა ბედზე ჩამოხვედი პირველად ირაკლი ?_ აღტკინებულმა გაუღო კარი შინ შესასვლელად ლილიმ და კარის ზღურბლთან შეაჩერა.-მარჯვენა ფეხით შემოდი ნუცა. -ორივე მარცხენა მაქვს ლილი ბებო არ იცოდეთ მაინც. -ხო და ორივეს მოგამტვრევ. _ წამში გაამხიარულა ყველა . გულწრფელობა ყველაზე დიდი საჩუქარია ადამიანებისთვის , ის კი დაუსრულებლად არიგებდა საჩუქრებს . მხოლოდ ირაკლის არ გასცინებია , რა ყალბია ყველაფერი და მხოლოდ ნუცაა ნამდვილი . შეიძლებაა გაუაზრებლად მაგრამ მაინც გულწრფელი პასუხი გასცა საკუთარი თავის დაცინვით . სინამდვილეში მანაც ხომ იცის რომ ეს ისტორიაა მარცხენა ფეხით მოთრეულს ჰგავს მათ ოჯახში. იმაზე დიდხანს შემორჩნენ მამულში ვიდრე გეგმავდა და უნდოდა , ვახშმის შემდეგ მარტო ირაკლი არ იყო დაღლილი , ნუცასაც თვალები ეხუჭებოდა. წამიერი სიჩუმე რომ ეგრძნო ალბათ იქვე ჩაეძინებოდა ენერგიაა გამიცლილს ლილის კიღხვებისგან. დაუღალავად პოულობდა მის დასაკითხად გამზადრბულ კითხვებს და იძულებული იყო თავად ეპასუხა და დამაკმაყოფილებელი პასუხი ეპოვნა . -ირაკლი რაღაც მინდა გაჩვენო . _საკუთარი სამუშაო ოთახისკენ გაუძღვა ჯანდიერი . -გადამარჩინე . _ბაბუის წინ მოკალათდა დაღლილი სხეულით საზურგეს მიესვენა. -რას ფიქრობ? _ბაბუამ მაგიდაზე დადებულ სასმელს თავი მოხსნა და შვილიშვილს ბოთლითვე გაუწოდა. დაუფიქრებლად ჩამოართვა, ჯერ სუნი შეუმოწმა ბოლოს ფერს გახედა და მოსვა. -ააააა, _სახე შეეჭმუხნა კაცს . -ეს რა არი? -ლიქიორი, ვარდის . -რა ? -ვარდის ლიქიორი. ანდრო ამბობს რომ რაღაც ახალი უნდა შევიტანოთ ბაზარზე. -და რატო კონიაკი აღარ ქაჩავს? -კი როგორ არა , მარა ძველებურიაო კომპანიაოო. ლოგოვო ახალიო . ბაზარი უნდა ავითვისოთო, ბექა შემომიჩნდა კი მახარებს რაღაცით დაინტერესდა მარა ვერაა მთლად ჭკვიანი ბიჭი .მეც კი ვიცი 50 წელია ამ საქმეში ვარ და ძველი ყაიდის მწარმოებელი ვარ . დრო შეიცვალა,ფეხი უნდა ააუწყოვოო. - ცუდი არაა ._შეფუთვას დახედა ირაკლიმ. -ბრუნვა იმდენი თუ გაქვს კონიაკით რომ ყველა ხარჯს გაწვდები თუ იზარალებთ ამ ხაზით სცადე . რისკის გარეშე არაფერი მოდის, თუ ჩაწვა კიდე აგერ არ ვართ ? -მომესწარი შვილიშვილი ამას ქვია . _ხმა და თვალები სიამაყით გაევსო მოხუცს. -ბექა ახალგაზრდაა, სისხლი უდუღს . ჰგონია რომ კლდეებს დაამტვრევს თუ მოინდომა და ეხლანდელ თაობას უფრო ფართო ხედვა აქვთ და ბევრად ემოციურები არიან. ახლა მისი იდეის დაწუნება იმედის მოკვლას უდრის და სამუდამოდ ჩაიქნევს ხელს. -შენიც დავიწუნე თავის დროზე . -მაგრამ მე ირაკლი ვარ. ბექასავით არ გავუზრდივარ ბროლის ბურთში ოჯახს. მე არავინ მაყენებდა როცა ვიქცეოდი. არა ცუდად არ გამიგო , განა ვწუწუნებ._გაუცინა მოწყენილ ბაბუას .იქვე ოთახის კუთხეში პატარა მაგიდიდან ორი ჭიქა და გაუხსნელი კონიაკი მოიტანა და თავი წამში მოხსნა . -პირიქით დამეხმარა კიდეც ეგ ყველაფერი. მე ვიცი რომ 100 ჯერ თუ არა 101 ცდაზე გამოვა ან 102 ზე . ის და ნანუკა ოქროს აკვანში გაზარდეს, მაგ ბავშვებმა არ იციან ბრძოლა რა არის . ამიტომ მოტივაციით თუ გააკეთებინებ რამეს , მაგრამ მაინც უნდა მისცე ის რაც უნდათ. ისინიც ხომ შენები არიან? -რათქმაუნდა ჩემები არიან , მაგრამ მაშინებს გამუდმებით ვიღაცაზე არიან დამოკიდებულები. ბექას შენი იმედი აქვს . ნანუკას მამის და დედის. იციან თუ რამეს გააფუჭებენ შერჩებათ. -შენთვითონვე გაეცი პასუხი შენს კითხვას ჯანდიერო. ჰკარი ხელი რომ დაიწყოს და ვაცადოთ მარტომ ათრიოს თავისი იდია. -როდის გაიზარდე ასეთი დიდი ირაკლი? _შვილიშვილის სილუეტს აავლო თვალი . -ერთადერთი რაც გენეტიკამ კარგი მომცა გარეგნობაა. _ჩაეღიმა ირაკლის. - -ჰოო, მამაშენიც ზუსტად ასეთი დიდი იყი და ისე უყვარდა საკუათარი თავი როგორც შენ . არასდროს ერიდებოდა ეთქვა რომ ლამაზი კაცი იყო. -ლამაზი ?_ღიმილი ვერ შეიკავა . -გავხარ კი , მაგრამ არაფერი გაქვს საერთო გარეგნობის გარდა. _ამაყად გაიშალა სავარძელში ჯანდიერი.-ყველაზე გაწონასწორებული ადამიანი ხარ, ცივი , მიზანსრაფული და საკუთარი სიტყვის ფასი იცი. -რატომ მესიყვარულები ? შენც რაღაც უნდა მთხოვო ? -ის პატარა გოგო იქ გარეთ ლილი რომ აწამებს მართლა გიყვარს? ლილის არ უნდა გაგონება თორემ სახეზე გეტყობა რომ ტყუილია ეს მთელი ცოლიანი კაცის სტატუსობა. -ნუცა ? მიყვარს თან არ მიყვარს , თავს კარგად ვგრძნობ . ლამაზია , მხიარული და გულწრფელი , მაგრამ მას ცისარტყელა უნდა , მე კი მარტო ღრუბლების და წვიმის შექმნა შემიძლია. -წვიმის მერე გამოდის ცისარტყელა იდიოტო . _დატუქსა შვილიშვილი რომლის თვალებიც ტკივილს ასხივებდა. -არ მინდა , ოჯახი და შვილები . კარგი არაფერი მოაქვს სხვა ადამიანებზე პასუხის გებას . -როდის აქეთ გეშნია პასუხისმგებლობის ? -მშობლობის მეშინია . თუ კარგად არ გაზრდი ,სამუდამოდ დაკარგავ. თუ შენ თვითონ არ ხარ კარგი შიგნიდან შეუძლებელი კარგი ადამიანი გაზარდო . ყველა ადამიანი შვილს თავის სახედ ზრდის . ნახე რაც მასწავლე ის ვარ . იმ კაცს რომ გავეზარდე ალბათ მისნაირი ვიქნებოდი . მე კი ვერავის გავიმეტებ ჩემნაირ პიროვნებად აღსაზრდელად. -მე კი მეგონა რომ როგორც იქნა იპოვე სულის სინათლე . -ვიპოვე კი , სინათლე ის პატარა გოგოა იქ გარეთ რომ იტანჯება, მაგრამ ნელნელა ჩაქრება ჩემთან . საერთოდ არაა უხერხული ჩემს ცხოვრებაზე ლაპარაკი შენთან. უცნაურია . -უცნაური შენ ხარ შვილო . აიღე რასაც ცხოვრება გაძლევს , მოკიდე ხელი და აღარ გაუშვა. გამოგივა გამოგივა არ გამოგივაა და შენ არ თქვი რომ ადგომა იცი ? როდის აქეთ გაშინებს ბრძოლა . -ჩემი თავისთვის არ მეშინია ბაბუ , არა. _პირველად წამოსცდა სიტყვა ბაბუ მას შემდეგ რაც ბავშვი აღარაა და ჯანდიერის აკიაფებულ თვალებ მზერაა აარიდა. - იმ გოგოს ეტკინება ყოველი ჩემი დაცემა და ადგომა. სანამ მე დავეცემი და ავდგები დაიკარგება , დაიტანჯება და როცა მე ფეხზე ვიქნები უკვე , ის ის იქნება წაქცეული. არ მინდა . _გადაჭრით თქვა ირაკლიმ. ყოველი ასეთი საუბრების შემდეგ ხვდება რომ აზრი არ აქვს . რაც არ უნდა მოტივირებული იყოს რომ სცადოს მაინც იმ დასკვნამდე მიდის რომ ტყუილი ტანჯვაა. - ვიპოვე. -ვინ? -ბაბუა .. მეორე. -ირაკლი . -ჰო მეგონა თუ გავიგებდი რა დაემართა ისეთი მამაჩემს რომ ვერაფრით იპოვა სწორი გზა საკუთარ თავს და გენს შევიყვარებდი . -ირაკლი ბავშვის გაკეთება ბევრს შეუძლია. მთავარი აღზრდაა და შენი გენი ისაა ვინც გაგზარდა . მე და ლილი. -რატომ არასდროს ვუყვარდით მშობლებს მე და ლიკუნა ? მშობლები ხომ ჯერ შვილებს აყენებენ წინ ? მათ რატომ ვერასდროს აგვირჩიეს ჩვენ? -ახალგაზრდები იყვნენ . -ეგ გასამართლებელი საბუთია? -როცა შენ დაიბადე დედაშენი 18 წლის იყო მამაშენი 20 წლის და თავში ავარდნილი ტიპი . ორი ბავშვი. დედაშენს ერთადერთი რაც უნდოდა სწავლა იყო და ექიმობა , მამაშენს ღმერთმა იცის რა უნდოდა. -ყველაფერი ალბათ , ოჯახის გარდა. -არა , სიმართლე არაა . მამაშენი შენს რწევაში ატარებდა ღაამეებს. საკუთარი ხელით გაბანავებდა და გაჭმევდა . ცუდი კაცი იყო , მაგრამ მამა ცუდი არასდროს ყოფილა . დიანა წიგნებში ატარებდა ღამეს ჩვენ კი ყველა ხელს ვუწყობდით რომ ძლიერი და შემდგარი ქალი და დედა ყოფილიყო შვილებისთვის . ყველაფერი მაშინ ირეოდა როცა დიანა უნივერსტეტში მიდიდა. -ეჭვიანობდა ? -ყველაზე და ყველაფერზე . იმდენად იყო დარწმუნებული რომ მისნაირ კაცს დიანა არ გაუჩერდებოდა თავს კარგავდა და ისევ იმ წუმპეში ჩაეშვა . მოსაწევიდან ნარკოტიკზე გადავიდა და მერე კი იცი რა ემართებათ ადამიანებს. მე კი მამა ვარ ირაკლი . გოგოს მამა რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, წარმატება და ბედნიერება , მამაშენი ქვემოთ მიდიოდა დიანა ზემოთ . ვერავის ვაპატიებდი ჩემი შვილის ცრემლს და სილურჯეს . -ჰჰ , მოკლედ კარგი იყო შენთან ჭორაობა._სწრაფად დაასრულა საუბარი . გაუსაძლისი იყო მოსმენა , ყველაფერს წარმოიდგენდა და გული და ყელი ერთად ეწვოდა . -გვიანია. ცოტას დავლაგდებით და ვფიქრობ ოჯახური ვახშამი არ გვაწყენს . მკლავს სერიოზული ბექას ინტერესი. _გაეცინა ირაკლის. -სამსახურში თეთრი პერანგით მოდის . მოტოც გაყიდა და მანქანით დადის . -ხო კარგადაა? -რავი , რაც აგერ ჩვენი ლაყაფას შვილს ხვდება კი მოტრიალდა ცხოვრებისკენ. _შვილიშვილს უკან მიჰყვა მისაღებამდე და ლილის აწითლებული სახის დანახვისას მიხვდა რომ მთლად მისი გეგმით ვერ მიდიოდა ყველაფერი . -წავიდეთ? _გაეცინა ირაკლის , ისე ცდილობდა ნუცა თვალების იძულებას რომ გახელილი დარჩენილიყვნენ. გიორგი ფერდაკარგული იჯდა ზუსტად ლილის წინ და მხოლოდ ლიკუნა უღიმოდაო.უხმოდ დაუქნია თავი , შვება იყო ირაკლის შეთავაზება. -მე დავრჩები დღეს . _ბაბუის გვერდს ვერ შორდებოდა ლიკუნა. -დარჩით რა თქვენც _პირდაპირ ნუცას მიმართა ლილიმ , თითქოს ის წყვიტავს რამეს, სახლში რა უნდა აკეთოთ შვილი თქვენ არ გინდათ როგორც მივხვდი და.. -არა . _ მძიმედ ამოიოხრა ირაკლიმ იმის გააზრებისას რომ ყოველ ჯერზე იგივე ჯოჯოხეთის გავლა უწევდა . -წავედით , ნუცა . _ტონი ისეთი ჰქინდა ლილიმაც გაიგო შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა . -დიდხანს რჩებით? როდის მოხვალ? როდის გნახავთ . ქორწილი როდის იქნება? ნუცა ბებო შენ თუ მაღირსებ პატარას ნუ უსმენ ამას ერთი . -იცი , მეგონა დაგაკმაყოფილმა ჩემმა პირადმა ცხოვრებამ , გოგოც კი პირველმა შენ აირჩიე. _ხმაში სარკაზმი შეეპარა ირაკლის და მოულოდნელად მთელი ტანით შეტრიალდა შემკრთალი ბებიისკენ .- რაც არ უნდა გავაკეთო , მაინც იქნება რაღაც რასაც მომთხოვთ და ასე დაუსრულებლად. ნუცა ვერა , ვერ გაღირსებს ვერაფერს, არა ქორწილიც არ იქნება და ხო ერთად მარტო იმიტომ რომ ვართ რომ ვგიჟდები მის სხეულზე _ნუცაც დაიძაბა ,მონდომებით ეძებდა რამე სათქმელს სიტყვაციის გასანეიტრალებლად . -წავედით . _მკლავზე წაწვდა ლილის გვერდით მდგარ გოგოს და თითქმის სირბილით გაუყვა გზას . ირაკლის დიდი ნაბიჯები , ნუცას სირბილს უდრიდა, ირაკლის უბრალოდ მკლავზე მოჭიდებული თითები კი ტკივილს . -მტკენ ირაკლი . _მანქანასთან მოეგო გონს . -გტკენ ? _ფიქრებიდან გამოერკვია და მაშინ შენიშნა , როგორ ისმევდა ხელს მაჯაზე .-გტკენ , ხო იმათ გამო შენ გტკენ, რატომ ვარ ვალდებული მე გავიღო მსხვერპლი მათი ბედნიერებისთვის ? _მუშტი მიჰკრა ღია მანქანის კარს და ხმაური მიხურა . -ჯანდაბა ნუცა , ეს ქალაქი მკლავს . _შუბლი მიადო კარის მინას და ისე ესიამივნა ცივი შუშა სახეზე სიამოვნებისგან დადუმდა . -რა ირაკლი რა გკლავს ? _ თითის წვერებზე აიწია ხელები რომ მიეწვდინა მისი მხრებისთვის , მთელი ძალით მოეჭიდა და სცადა შემოებრუნებინა , ძლეულივით დაჰყვა მის სურვილს , განა სხვა გზა ააქვს . ნუცას ხელები ყველაზე ტკბილია მისთვის. -რა გკლავს ირაკლი რა? საკუთარი სახლი ? ოჯახის წევრები ? მე? მე ხომ აქ ვარ ირაკლი , უკანასკნელი ადამიანი ვარ ვისაც უნდა რომ რამე მოგივიდეს და მე ამ ქალაქის შვილობილი ვარ . -შენ სხვა ხარ ნუცა . _სწრაფად გამოსტაცა ტვინი და გული წამიერ სისუსტეს . -მე მიყვარხარ . მათაც უყვარხარ . -საკმარისია. -მე მიყვარხარ ირაკლი . _მზად იყი იმდენჯერ გააემეორებიან და იქამდე სანამ ირაკლის ყურები არ მიეჩვევოდა. იქამდე სანამ ირაკლის გული ყველა კედელს არ შემოიცლიდა უქამდე სანამ დილით იმ ფიქრით არ გაიღვიძებდა რომ ცუდი ამინდს ჰგავს , მაგრამ ის უყვართ და ღრმად სწამს რომ სწორედ მაშინ შეიცვლება . -არ გიყვარვარ , არა . -მიყვარხარ . _ჯიუტი იყო მისი ხმა . -არა , არ უნდა გიყვარდე. -გინდა თუ არა შენ , მე მიყვარხარ . _მხრები აიჩეჩა ნუცამ ეშმაკურად გაუღიმა და . გვერდი აუარა . -მე შენი ვარ , მერე რა რომ შვილები არ გვეყოლება ჩვენ აქაურობისთვის ოჯახს ვუდრით. _მანქანის კარი თვითონ გააღო და ჩაჯდა. -წინ 4 თვე გვაქვს და მე არაფერი მითხოვია აქამდე , მინდა რომ ეს 4 თვე ჩემი ქმარი იყო . -შეიშალე? _გულწრფელად გაეცინა ირაკლის და გვერდით მიუჯდა . -არა , მინდა როცა დავშორდებით და მთელი ქალაქი განქორწინებას განიხილავს ვთქვა რომ ტყუილი იყო. სიმართლედ აქციე , გააკეთე ჩემთვის . შეგიძლია ? -რატო ნუცა , რატომ გინდა საკუთარი ტყუილი დაიჯერო ? -იმიტომ რომ არასდროს უნახებია შენთვის ვინმეს რა არის სიყვარული ნამდვილი და წრფელი . -და იმედი გაქვს რომ ეს გადამარჩენს, რომ პატარა როლური თამაში მასწავლის რამეს ? -არა , იმედი არ მაქვს , ნუ გეშინია. _ხელი ჩასჭიდა მაგრად . - არაფრის იმედი არ მაქვს როცა ეს 4 თვე გავა , თუ იგივე აზრზე იქნები გეფიცები დაგივიწყებ . მე არაფერი არ მაქვს დასაკარგი ირაკლი , თავიდანვე ვიცოდით ორივემ რომ მეტკინებოდა. ხო და გადავწყვითე ეს 4 თვე ისეთ ბედნიერებაში გავლიო , რომ ტკივილად მიღირდეს.ყიველ ღამეს ერთად დავიძინებთ , როცა შენ წახვალ მე გამოგყვები და როცა მე მიმენატრება აქაურობა ერთად დავბრუნდებით , პაემნებზე დამპატიჟებ , ხან ვახშამს მოვამზადებთ ერთად . მაჩუქე დაუვიწყარი 4 თვე ირაკლი. ეს ოთხი თვე ხომ ისე იქნება როგორც მე მინდა და როცა ჩემი შვილები მკითხავენ , როგორია ბედნიერება და იდილაური ურთიერთობა ალბათ ამბავს მოვყვები . რადგან ეს ამბავი იმითია არარეალური რომ მე შევქმენი ,მართლა მოხდა , მაგრამ ტყუილია. -ნუცა საკუთარ თავს რატომ იმეტებ ამისთვის ? არ ვარ ის კაცი ვინც მაგ ამბავში გამოგადგება. -რომ გითხრა სამუდამოდ შენთან დავრჩებითქო რას მეტყვი ირაკლი? -იმას რომ სულელი ხარ და მაინც გაგაგდებ რომ იფრინო და ბედნიერი იყო. გყავდეს ოჯახი , შვილები . -შენ ირაკლი? შენ რას გააკეთებ? -რასაც აქამდე ვაკეთებდი. -ახალ ნუცას იპოვი? -ნუცა ერთია დედამიწაზე. -არ მინდა რომ ერთმანეთი შეგვძულდეს. -მე და შენ სულ ერთად ვიქნებით, გპირდები . -მეგობრებივით არა? -ყოფილ ცოლქმარსაც გამოსდით მეგობრობა და ვინ იცის იქნებ ისეთიც რომ შენი მეორე ქმარი ღიმილით მხვდებოდეს . -მეორე ქმარი? -პირველი მე ვარ. _შეიფერა მამაკაცმა .-მე ხომ ცოლიანი კაცი მქვია უახლოესი 4 თვე . -ანუ თანახმახარ? -ვახშამს არ მოვამზადებ . - მოვედი ._ხმაურით მიუჯდა საჭეს გიორგი. - მაგარ შარში ხართ ისე . -რატო? -ბებიაშენმა რაღაც გადაწყვიტა და არ ვიცი რას გიპირებთ უბრალოდ რომ უთხრათ რომ კი ეყოლება შვილიშვილები არ შეიძლება ? რას გაიგებს მართლა ცდილობთ თუ არა? რამე ქენით რა , რომ შემეშვას . ისეთი დაღლილი იყო ნუცა ,სანამ ირაკლი გიორგისთან რაღაცას არკვევდა დაუკითხავად აუყვა კიბეს . ან რა კითხვა უნდა , რომ უთხრას ჩემს ოთახში უნდა დავბრუნდეო ალბათ ისეთ რამეს ეტყვის გაამწარებს, თანაც მტკიცე გეგმა აქვს , პირდაპირ ირაკლის ოთახისკენ აიღო გეზი და რადგან არცერთი ხელი ტანსაცმელი არ ჰქონდა აქ , ერთადერთი რაც მოიფიქრაა ისაა რომ შიშველი შეწვა . 5 წუთიც არ დასჭირვებია ჩასაძინებლად და ისე ღრმად ეძინა ვერც კი შენიშნა როგორ დაეჯახა რაღაცას ირაკლი დერეფანში და ჯუჯღუნით შევიდა კიდევ უფრო ჩაბნელებულ ოთახში . წამით გაჩერდა კართან და მერე მიხვდა ნამდვილად საკუთარ ოთახში იყო ისიც და ნუცაც და ისე უდარდელად ეძინა თითქოს საკუთარ საწოლში ყოფილიყოს . აქამდე ირაკლი აკითხავდა და მასთან რჩებოდა, ხან არ რჩებოდა ხან კი აცდიდა ჩასძინებოდა რომ გვერდიდან გამოსცლოდა. ამიერიდან აღარ აქვს გასაქცევი გზა . უთხრა რომ მის პატარა თამაშს ითამაშებს , მოუწევს ჩვეულებრივი ცოლიანი კაცის რუტინის მორგება. საინტერესო უნდა იყოს , ცუდ იდიად არ ეჩვენება . _ ფეხაკრეფით მიუახლოვდა , სისულელეა იმის მტკიცება რომ ეს გოგო უყვარს . რომ უყვარდეს ყველაფერს დაივიწყებდა. რომ უყვარდეს ასეთი ეგოისტი არ იქნებოდა. რომ უყვარდეს, უბრალოდ მიიღებდა , სამუდამოდ დაისაკუთრებდა და ბედნიერად იცხოვრებდა.ფრთხილად მიუწვა გერდით და შიშველი სხეულის დანახვაზე გაეღიმა .მზადაა აიტანოს ოჯახობანას თამაში , თუ ყოველდღე ამ სურათით დატკბება. წამით ვერ აშორებს თვალს და სურვილსაც ვერაფერს უხერხებს ისე უნდა კოცნით ჩაუყვეს თეთრ ზურგს , მას კი ისე ძინავს დანაშაულია გაღვიძება. გამალებული ბრძოლა იყო ირაკლის სხეულს ნუცა სურდა , გულს კი მისი მშვიდი ძილი. ასე უნდა იტანჯოს სულ ? რამე გამოსავლი უნდა იპოვოს და ისწავლოს სურვილის კონტროლი თორემ როცა ნუცა წავა გაუჭირდება. ალბათ ვერცერთი ქალი ვეღარ გააღვიძებს მასში ვნებას ისე როგორც ამას ნუცა აკეთებს და მერე ასე დატოვებს. რა მწარე იქნებ ირაკლისთვის? აქ გვერდით ყავს და ვერ ჯობნის საკუთარ სურვილს , მალე კი ისე შორს ეყოლება ალბათ ვეღარასდროს შეეხება. შორიდან დაინახავს და უფლება არ ექნება შეეხოს . განშორებით ნუცა დაიტანჯებაო არა? არა, ასეთი მოწყალე არაასდროსაა მისი კარმა . ირაკლი დაიტანჯება , ისე დაიტანჯება რომ სამუდამო წყევლად ექცევა ნუცაზე მოგონებები. სურვილი , სურვილი მოკლავს და დააუძლურებს . რა მწარე იქნება სხვა კაცის ხელის დანახვა ნუცას წელზე. ბოღმისგან თვალები აეწვა ირაკლის იმის წარმოდგენისას რომ ასე მშვიდად იწვება ვიღაცის საწოლში. რა ამაზრზენი ადამიანის ფანტაზია , განსაკუთრებით კი მისნაირი ეგოისტი და გამიცდილი ადამიანის ფანტაზია . წარმოიდგინა , თვალწინ დაუდგაა ვიღაცის სილუეტი როგორ ისაკუთრებს იმ სხეულს რომელსაც ჯერ სხვა არ შეეხებია მის გარდა და ასე უყვარს . წარმოიდგინა როგორ გადადის ის სხვა ჭკუიდან მის მსგავსად,რადგან ქალზე დიდი ნარკოტიკი არ არსებობს კაცისთვის . დარწმუნებულია ის ვიღაცაც დაკარგავს კონტროლს და მოუნდება სულ მისი იყოს. წარმოიდგინა როგორ აგრძელებს მის მოფერებას ყოველ დღე და მისგან განსხვავებით იმ სხვას ხელს არაფერი უშლის სამუდამოდ დაიტოვოს . სამუდამოდ დაკარგავს და ყოველ ღამე ის ფიქრი გაათენებინებს რომ ახლა მისი ნუცა ვიღაცის სხეულის ეკვრის და ის სხვა ბედნიერია . ის სხვა სიამოვნების მორევშია , უკვე ირაკლის ხელში გამოცდილ ნუცას თავისუფლად შეუძლია ჭკუა დააკარგვინოს სიამოვნებისგან ადამიანს. ის სხვა უნდა რომ თვითონ იყოს . ეგოისტია .საკუთარი თავისთვის უნდა და შეუძლია აიძულოს დარჩენა . მოატყუოს რომ შეიცვალა ან სულაც დააჟანტაჟოს და იქამდე ეყოლება გვერდით სანამ არ მობეზრდება . სისხლი უდუღდა ძარღცებში . წამში დაფარა მისი გონება ავმა სურვილებმა . რომ გაუშვას რა ? გაიცნობს იმ სხვას და მერე რა? ირაკლის რა ? მხოლოდ ის სხვა იქნება ბედნიერი და მერე მაინც ატკენს , მიატოვებს გაშორდება და ვინ იცის იქნებ შვილებითაც მიატოვოს მარტო? რა მნიშვნელობა აქვს ირაკლი დატანჯავს მისი სამუდამოდ მისაკუთრებით თუ ის სხვა . რატომ არ შეიძლება ირაკლი იყოს ის კაცი ვინც მოეფერება და მერე ნელნელა ნუცაც აზრს შეიცვლის . რამე საქმეს უპოვის ისეთს რომ სულ არ დარჩეს დრო ოჯახზე ფიქრისთვის . კიდევ ერთ ძაღლს და საერთოდ ყველა ცხოველს მოუყვანს . მალე გასხვაფერდება და ირაკლისავით იფიქრებს . ოდნავ გაირხა , ზურგზე გადაბრუნდა და უმოწყალოდ მიატოვა ღამის სინათლეში საბანმა მკერდი. ვერა ვერ გაიმეტებს იმ სხვისთვის , ვერა სხვა არავის აქვს უფლება ასეთი ნუცა ნახოს . თავისია. ეკუთვნის . ფეხზე ხმაურით წამოდგა და უკვე აღარც ადარდება თუ ძილში ხელს შეუშლიდა. პერანგის ღილების შეხსნით დაიწყო ტანსაცმლის მოშორება და გაურკვეველი ღიმილით დახედა საწოლის ბოლოში მდგარმა . სიამოვნება ის არაა რომ მოსწონს , სიამოვნება ისაა რომ მაშინ შეუძლია შეეხოს როცა უნდა. უცნაური ჟინით იყო შეპყრობილი , სხეული უხურდა და ძარღვები გაწყვეტას ლამობდა. თითებით ჩააფრინდა საბანის ბოლოებს ძლიერად მოქაჩა , ერთი მოძრაობით მოისროლა იატაკზე და ნუცას რომელიც სწრაფად შეკრთა და ჯერ ვერ გამორკვეული თვალების გახელას ცდილობდა ფეხებში ჩაჭიდა ხელი. იგივენაირად ჩამოაცურა ბოლოსკენ და სიცილი აღმოხდა გოგოს , ისე გასრიალდა ზეწარზე უკვე ახლოდან ხედავდა ირაკლის მზერას , ამღვრეულს და სურვილით დაბინდულს . წამოწევა სცადა მაგრამ ისევ საწოლისკენ უბიძგა. -არ გაინძრე . _ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა. უცნაური იყო , ეგონა თითქმის ყველაფერი გამოსცადა და უქნა მის სხეულს ამ კაცმა , მაგრამ ყოველ ჯერზე უცხო და სასიამოვნო იყო მისი ტუჩები რომ სწავლობდნენ, წვავდნენ. ბარიერები და საზღვრები არ არსებობდა ირაკლის ბაგეებისთვის და ხელებისთვის . ამჯერადაც არ აუღიათ ნებართვა მის ტუჩებს , ისე მოიქცია მკერდი კბილებში და მოუჭირა. მსუბუქი ტკივილისგან თუ მოულოდნელობისგან წამოიკივლა და თავი წამოწია რომ დანახა და თვალის გახელაც ვერ მოასწრო და კიდევ რამის თქმა ,ამჯერად მის ტუჩებს დაუხვედრა საკუთარი . -რა უნდა გიქნა ნუცა, რაა რომ გადმოგცე რას მიშვები? _ მოკლე კოცნებს შორის საუბრობდა.-შეშლამდე გემრიელი ხარ და ჩემი . -ხო შენი ვარ._სწრაფად დააკარგვინა ვნებიანმა ხმამ თავი ნუცასაც.არც შეწინააღმდეგების თავი ჰქონდა და არც სურვილი და რომც ეცადა შეეჩერებინა , შეუძლებელი იქნებოდა. უკვე ისე იყო ღრმად გაბრუებული ვნებით ირაკლი რომ ვეღარაფერს იმორჩილებდა . მთელი თავისი ავხორცობა იყო ტვინში გამეფებული და ვერაფრით წყვიტავდა რით დაეწყო. შეპყრობილივით უჭერდა ხელს და არც ის ადარდებდა რამდენად უხეში მოეჩვენებოდა ნუცას . კოცნებით ჩაუყვა საყვარელ ქალს და მიხვდა როგორ იკლაკნებოდა სიამოვნებისგან,ფეხების შეკვრა სცადა რომ უხერხულობისგან თუ სიამოვნებისგან ვერც თავად გაიგო , მაგრამ არც უფიქრია გაჩერება ირაკლის. აუტანელი სიამოვნება იყო , ნუცას კვნესის მოსმენა იმ წამს,დაიკარგა გოგო, გარშემო ყველაფერი გაქრა , ერთი დიდი ვნების ტალღებზე ლივლივებდა და რატომ არ უნდოდა მის ხმას დამშვიდება ვერაფრით გაიგო. საკუთარი ხმის ჩასახშობად პირზე აიფარა თავისივე ხელი და გაჩერდა . კიდევკარგი გაჩერდა ალბათ მისი კივილი მთელს სახლში ისმოდა და ლოყები აეწვა სირცხვილისგან . თითების თამაშით ამოუყვა ისევ ზემოთ და პირზე აფარებული ხელები მუჭში მოიქცია და განზე გააწევინა . ხელისგულებს ჩაეჭიდა და გააკავა . მოხერხებულად მოექცა ზემოდან და ნელა დაიწყო მოძრაობა. მზერით უთხრა რომ უნდა მოსმენა .იმ უკონტროლო ვნების ხმა უნდა გაიგოს რომელიც წყევლად ექცა . უნდა , უნდა იცოდეს რომ მარტო მასზე არ მოქმედებს ასე. უნდა დაინახოს რომ განსაკუთრებულია, რომ ისიც ჭკუიდან გადადის , რომ სხვა ვერასდროს იქნება ირაკლი, რომ ვერასდროს გამოიწვევს ვინმე იგივე ტალღას რომ მისია და უნდა შეისისხლხორცოს . -მჭირდები ნუცა. მჭირდები , შენს გარეშ ჩემი ღამეები გათეთრდება. ესმოდა , ესმოდა და ვერაფრით იგებდა როგორ შეეძლო ერთდროულად ემოქმედა სიტყვებით ტვინზე და მოძრაობებით მის სხეულზე. არცერთი უჯრედი არ მუშაობდა გამართულად და არც ტვინს უნდოდა რამის თქმა. სულ ერთი იყო მისთვის ირაკლის სიტყვები. მილიონჯერ მაინც უთქვამს რომ სჭირდება. სულ ერთი იყო რომ მხოლოდ სექსისთვის სჭირდება. მას მოსწონდა , უნდოდა და აკმაყოფილებდა იმ მომენტისთვის ის რასაც ირაკლი იმეტებდა მისთვის . დაუღალავად შეეძლო მისი მოფერება და ჯერ კიდევ გერ გაიგო ამ სულელმა ქალმა ? როცა იფიქრა რომ მორჩა და დაოკდა ირაკლი და უნდოდა ამდგარიყო , მაშინ წაწვდა მკლავში და ისევ მკლავებში მოიქცია. -ჯერ არფერი დამთავრებულა . ეხლა ვიწყებთ. -ირაკლი დავიღალე. _მაშინ გაახსენდა რომ ქვემოთ უნდა ჩასულიყო და დაელია წყეული წამალი , რომ არ უნდა დაავიწყდეს რადგან ვერასდროს იგებს რა პრინციპოთ ირჩევს დროს ირაკლი. -დაიღალე ? არა ჩემო პატარაავ არაფერი გიქნია გარდა კვნესისა. _ხელი მოსცხო უკანალზე. -გავაგრძელო შენი დასჯა თუ გაინძრევი ? -არაა არ გავინძრევი. _პასუხად ისევ ხელი მიიღო ამჯერად უჩმიტა . _ორივე ხელი მოხვია კისერზე ცხვირი ყელში წარგო.-უარის თქმა გეკრძალება იცი? ეგეც კონტრაქტში წერია . _რაღაც ამოუხსნელი ჩანდა ირაკლის თვალებში , ამოუხსნელი და იდუმალი. რა ტრიალებდა მის ტვინში არ იცის მაგრამ სხეული რომ გავარვარებული ჰქონდა ხელისგულებითაც გრძნობდა. საოცარი იყო ნუცასთვის ირაკლის ეს მზერა. არაფერი არ იყო და მას ეს მზერა მაინც უხაროდა , ალბათ ყველა ქალმა იცის რომ ყველა კაცი ასე უყურებს შიშველ სხეულს და არაფერი უცნაური არ იყო, მაგრამ მისთვის ყველაფერს ნიშნავდა , არ უყვარდა მაგრამ განა სიყვარულზე მეტს არ უდრიდა ის თვალები? სურდა , ჭირდებოდა. განა ასე ჭირდებათ საყვარელი ადამიანი? იქნებ ვნებაა ის გრძნობა რომელსაც ხალხი სიყვარულს ეძახის? ნამდვილად ერთიდაიგივე უნდა იყოს , შეუძლებელია ასე გავდეს ეს ორი გრძნობა ერთმანეთს. -უარი არ მითქვამს ვთქვი რომ დავიღალე . ვფიქრობ აი ესე ნელ ნელა ჩავუყვები შენს ტანს ჩემს რიტმში._ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა და ამჯერად ისე მოინდომა რომ განძრევის საშუალებაც არ მისცა . ირაკლის გრგვინა არწმუნებდა რომ ზედმიწევნით აითვისა კიკის ხრიკები. უკანასკნელი ენერგიაც გამოაცალა , უაზროდ დაღლილ მამაკაცს, გადატრიალების თავიც არ ჰქონდა , ზეწრის გასწორება სცადა ნუცამ . -ირაკლი გაიწიე რა? -არ შემიძლია. _ღიმილი უპობდა ბაგეს. -უფროსწორად ვერ . -შენ დაიწყე . -ხო , მაგრამ რატომ იცი ხოლმე ასე ქარიშხალივით თავს დატყდომა ._ხელი წაავლო და მიიკრა. -შენ მუსიკით გამაღვიძე? -მშვიდად გეძინა . ვფიქრობდი რა ლამაზია და მინდოდა გძინებოდა გეფიცები ჩემი ბრალი არაა ,შენი ბრალია , შენ გადატრიალდი მერე მკერდი დავინახე , თითო ჩააყოლა შიშველ ზურგს -და მერე როცა მკერდს ხედავს დიადი ირაკლი კონტროლს კარგავს ? -შენთან თავს ვკარგავ ნუცა , კონტროლს ვინ ჩივის. -დაიძინე ._სცადა ხელებიდან გამოსცლოდა და ძვრა ვერ უყო ტანს . -სად მიდიხარ? -ქვემოთ, ჩემი ნივთები მჭირდება. -ხვალ . ხომ მითხარი რომ ერთად დავიძინებთ ? ქმრის როლში პირველივე ღამეს ნუ დამტოვებ მარტოს . -მართლა უნდა ავდგე , 5 წამში დავბრუნდები. -ბევრია , ნუცა . დრო უკვე 2 თვეს 5 დღეს და საათებს ითვლის . ვერცერთ წამს ვერ დავთმობ შენი ნივთებისთვის. უნდოდა ეყვირა , გამიშვიო. უნდოდა სახეში მიეხლა თავისივე მოთრეული წესები. უნდოდა სილა გაერტყა იმ ცინიკოსისთვის ვისაც იმ წამს ხედავდა.მოვარდნილი მდინარესავით აივსო ნუცას ტვინი რეალობით. ისე აეწვა შუბლი ხელიც კი მიიფარა . უამრავი ფიქრი და ფრაზა უტრიალებდა ტვინში . -ჩემთან განშორება არ გინდა , მაგრამ არც ჩემთან გინდა ? რა ჯანდაბა გინდა ირაკლი რა . _ძალით გამოსტაცა სხეული და ფეხზე წამოიჭრა. -შენ , შენ მინდიხარ ოღონდ ჩემებურად . იმიტომ რომ სხვანაირი ცხოვრების ინსტრუქცია არ მაქვს . -გიყვარვარ? -ნუცა , ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. _ისევ ახლოს მიწია და უფრო მაგრად შემოეჭდო სხეულზე . -დავიძინოთ . ერთად , ისე როგორც თქვი. განა შენი იდია არ იყო? მაჩვენე რა არის კარგი იმ სულელ წყვილში თავს ცოლ-ქმარს რომ უწოდებს და მზადაა მთელი ცხოვრება ერთფეროვნებაში გალიოს . იყვნენ ერთგულები , პასუხისმგებლები , მზრუნველები და ამ დეგენერატულ რუტინაში ისე განელდებიან ალბათ დროც აღარ აქვთ რომ წესიერად დაკავდნენ სექსით. -შენთვის ყველაფერი,სექსია ირაკლი. -შშშ, დავიძინოთ რა . _პირველს ჩაეძინა ნუცას , ცდილობდა აცდიდა , იქნებ ირაკლის მოსდებოდა ძილი ისე რომ ხელები შეეშვა , მაგრამ ვერაფრით აიძულა თავს ფხიზლად დარჩენა . რომელი საათი იყო არ იცოდა მაგრამ გვარიანად გათენებული რომ იყო ,მიხვდა .ჯერ გვერდით გაიხედა და ცარიელი საწოლი რომ დაინახა ჩაეცინა . სიმწრისგან ენაზე იკბინა. პირველივე დილას გატეხა პირობა? ასეთი გაუსაძლისია მასთან ძილი? იმიტომ ვერაფრით აჯობა გუშინ. თვალები ცრემლებიგ გაევსო და აუწითლდა . არ ეძინებოდა კი არა , აცადაა რომ თვითონ დაეძინა პირველს და მერე წავიდა. მიატოვა პირველივე დილას დაა.. -შუადღემშვიდობისა ._კარი ფეხით შემოაღო ჯერ კიდევ ხალათში მყოფმა გაჭირვებით შემოვიდა და გაშეშდა ნუცას სახის დანახვისას . შორიდანაც ჩანდა ჩაწითლებული თვალები . ნაბიჯს აუჩქარა და გვერდით დადო ნუცას ფინჯანი რომელიც საოცარი ყავის სურნელს აფრქვევდა და პატარა ყვავილი. იქვე ჩამოუჯდა და კარგად დააკვირდა რომ შეემოწმებინა . -ტირი? -არა. _ტუჩები დაბრიცა . -რა მოხდა ? -აქ გეძინა ? -ოჰ რა პატარა ხარ , ნუცა . ნახე ყვავილი მოგიტანე. პატარა თეთრი ყვავილი ხელის გულზე დაუდო . -ეს ყვავილი არაა ირაკლი. უფროსწორად ყვავილია მაგრამ ხის ქარმა მოიტანა . -სამზარეულოში ვიპოვე . -ან ვიღაცას ფეხზე ჰქონდა ააკრული და შემოყვათ . -მე კი შენ მოგიტანე. -მადლობა , მომწონს . ანუ შემიძლია ერთი ორი მცენარეც რომ მოვი.. -არა. _გველნაკბენივით წამიიყვირა . არ უნდა , გაზრდის, მოუვლის თვალს მიაჩვევს მერე ნუცა წავა და ყველაფერი მას გაახსენებს. -კარგი. _უბრძოლველად დათმო. დილამდე ვერ ძლებს მასთან ერთად. -რა გეგმები გაქვს? -არ ვიცი . ალბათ ჯერ ქეთოს ვნახავ , მერე ეკლესიაში წავალ საღამოს ლოცვაა და.. -მე სად ვარ შენი დროის განრიგში? _ეგოისტ ბავშვს გავდა იმ წამს ირაკლი . -რა საჭიროა ყოველ შაბათს ეკლესიაში სიარული? არ მინდა რომ იარო. -მე მინდა . ჩემთვის მნიშვნელოვანია -რატომაა მნიშვნელოვანი ? ასე გინდა ხალხის ნახვა ? -იმიტომ რომ ხალხს ვუყვარვარ . _ირაკლი ფინჯანს წაწვდა და თვითონვე ოდნავ გაბზარულ ჭიქის ყურს დახედა. - მაპატიე ამის გატეხვა?_სწრაფად შეცვალა თემა და ხმაზეც შეეტყო რა უხერხულად გრძნობდა თავს როგორცვე გრძნობაზე იწყებდა ლაპარაკს . ის კიჯიუტად ახსენებს ყოველ დღე რომ უყვარს და ირაკლის ერთი სიტყვა კმარა რომ სამუდამოდ მისი გახდეს. -არა , მაგრამ შეიძლება გაპატიო თუ ყოველ დილას ასე მომიტან ყავას. _ -ვეცდები. პატარა საქმე მაქვს , სანამ შენს დაქალებს ნახავ. ერთად უნდა წავიდეთ. -რა ? -სიურპრიზი. -ისევ ? -ხო ისევ._ მიყვარს როცა პატარა ბავშვივით ვერ მალავ ემოციებს. ნუცას სიურპრიზის გარდა კიდევ ერთი დიდი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ეპოვა ყველა კითხვაზე პასუხი , უნდა გაეგო ,რატომ ? რატომ დაუსახიჩრდა სული სამუდამოდ. გზა უნდა იპოვოს მომავლისკენ . საკუთარ თავსაც მისცეს უფლება უყვარდეს და უყვარდეთ. არ სძინებია , მოატყუა როცა უთხრა რომ ტკბილად ეძინა სინამდვილეში იმაზე ფიქრდი დაათენდა თუ რად მოუტანდა ნუცასთან მიჯაჭვულობა. -ნუცა რას იტყვი ვახშმად რომ დავპატიჟოთ ყველა ?_მოულოდნელად დაარღვია საუზმისდროს შექმნილი სიჩუმე ირაკლიმ. - როგორც გინდა . მხრები აიჩეჩა ნუცამ -არ მინდა , მაგრამ გუშინ ლილისთან მთლად კარგად ვერ მოვიქეცი . -მემგონი მიეჩვია თქვენს კამათებს . _გაეღიმა გოგოს . სინამდვილეში სულ არ ადარდებს ლილის გაბრაზება . უნდა დედამისი დაიმარტოხელოს . -ხო და მაშინ გადაწყვეტილია ხვალ საღამოს ყველა აქ მოვა - თან როგორ გიყვარს ოჯახური ვახშმები . -ნანა , რამე ისეთი მოამზადე რომ ჭამისგან ყვრლა დადუმდეს და ბევრი არ ილაპარაკონ. -მზად ვარ ირაკლი, ყავის უკანასკნელი წვეთიც მოსვა გიორგიმ .- გარეთ დაგელოდები. -სად მივდივართ? _ხტუნვით მიჰყვა ნუცა ირაკლის. -ნახავ . -მითხარი რა. -ცოტაც მოითმინე. _ცხვირზე მიჰკრა თითი. - შეიძლება ნერა მოიყვანო? -გიორგის უთხარი და გაგზავნის ვინმეს. -შეიძლება ქეთაც დავპატიჟო ? -ნუცა რაც გინდა ის ქენი უკვე აქ ცხოვრობ. - მართალია აქ ვცხოვრობ . _ტაში შემოჰკრა ნუცამ და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა რომ ხველა აუტყდა.- ცოტა ყელი მტკივა . -დაწექი და დაისვენე . -ავად ვარ კი არ ვკვდები . _ ბევრგან უნდა წავიდე დღეს. -თბილად ჩაიცვი . _ლოყაზე მიადო ტუჩები . -ავად ხარ . _მერე ხელის მტევანი შუბლზე და გაუღიმა . -უნდა წავიდეთ მანამდე , ნანას ვეტყვი რომ მოგხედოს. -არაა , მერე აღარ გამომიშვებს გთხოვ რა . -მაშინ ფეხით არ იბოდიალებ , ჩვენ დაგტოვებთ ქეთასთან. -იქ ? -ხო რა იყო? -როდის იწუხებ თავს ვინმესთვის ასე ? -ვინმე არ ხარ , შენ ნუცა ხარ . _საწოლთან ჩამოჯდა თვითონაც და ცერით დაიწყო მისი მოფერება .თუმცა სწრაფად გამოაცალა სახე ხელისგულებიდან და უკან გაიწია რომ დაეცემინებინა . -შენც გადაგდებ , ჯობია შორს დარჩე . -გაციება ვერ მაიძულებს რომ არ მიგეფერო . _ დაეხმარა ჩაცმადი თან თითებით ამოწმებდა ნუცას სვიტრის სისქეს, მერე ხელით შეუკრა სქელი ქურთუკი და საკუთარი კაშინიც ცხვირამდე მოახვია . კარგად აკვირდებოდა მთელი გზა, როგორ შეუწითლდა ლოყები სიცხისგან და ეღიმებოდა. საკმარისია დაინახოს გარშემო ყველაფერი ავიწყდება. -ლილი მართალია იცი? ვიტამინები გჭირდება . -ვსვამ , ვიტამინს ყოველ დღე ვსვა… სახეზე შეაშრა სიტყვა .-დამავიწყდა გუშინ. ყველაფერი დამავიწყდა ირაკლი . _ჩანთაში დაიწყო ქექვა. -რა დებილი ვარ . _საკუთარ თავს უბრაზდებოდა -არაუშავს ნუცა . -უშავს . _ჩანდა მოისროლა რომ ვერ იპოვა რადაც ეძებდა . - ერთი დღე არაუშავს სამყარო არ დაიქცევა. თან უკვე ავათ ხარ . - დავიღალე ირაკლი უკეთესი საშუალება უნდა მოვძებნო , თორემ ჩემი ტვინის და შენი ჰორმონების იმედზე ყოფნა არ შეიძლება . ვერაფრით გაიგო ირაკლიმ რა შუაში იყო ვიტამინებთან და ყურადღრბა არ მიაქცია , რამოდენიმე წუთში გაიაზრა რატომ ბრაზობდა და მთელი ტანით მიტრიალდა გოგონასკენ . -ანუ მარტო ვიტამინები არ გავიწყდება . _ თითქმის დარწმუნებულია რომ შეუძლებელია დაავიწყდეს. იცის მილიონჯერ მაინც აუხსნა ის კი არა თვითონ ახსენებს დასაცინად თავის წესებს. რა უფრო აბრაზებს არ იცის , ნუცას დაუდევრობა , რომელიც გააზრრბული ჰგონია, თუ ის რომ ამ სულელ გოგოს სწამს რომ პასუხისმგებლობას გაექცევა? ისე მოიქცევა როგორც მამამისი ან ბაბუა ? ამდენი ხანი კიდევ ვერ გაიგო ვინაა ირაკლი? სწრაფად დაიწყნარა ნერვები , სანამ რამე დამცინავს ეტყოდა .-მართალი ხარ ,შენი ტვინის იმედზე ვერ ვიქნებით . _სცადა მშვიდი ყოფილიყო. ნუცა მნიშვნელოვანია რომ.. -რომ გართულებების გარეშე ჩაიაროს ამ 4 თვემ ვიცი . -რამე მითხარით ? _საჭეს ჩაფრენილმა გიორგიმ პირველად ამოიღო ხმა და ყურსასმენი გამოიძრო. -გიორგი ასე როგორ მართავ საჭეს როგორ გაიგებ რამეს? _დაიძაბა ნუცა . - ბრმაც რიმ ვიყო მაინც ყველაზე მაგარი მძღილი ვარ შენ მაგაზე არ იდარდო . _უზარმაზარი ახალაშენებული უბნის წინ გაჩერდნენ,ინტერესით გახედა რიგად ჩამწკრივებულ სახლებს ნუცამ და ერთერთის ეზოში გაჩერდნენ თუ არა , სწრაფად დააკავშირა ირაკლის სიტყვებთან და სახე აემღვრა . საჩუქარი სახლი იყო, გაკვირვება ვერ დამალა და ვერც ირაკლიმ გაიგო რა ხდებოდა ნუცას ტვინში სახესთან ერთად თვალები აუწითლდა და ისე ფადახტა მანქანიდან არავის დალოდებია. ნერვიულად მუჭავდა და შლიდა ხელებს და ღრმად სუნთქავდა .სახლი , სახლი უნდა აჩუქოს. საკუთარი სახლი , რომელიც არასდროს ჰქონია , რომელიც ასე სურს , მაგრამ მასთან ერთად . ის კი ზედმიწევნით ასრულებს მის ოცნებებს , მაგრამ არსად არ ტოვებს თავისთვის ადგილს . არ არსებობს მომავალი , რაც არ უნდა მოეკიდოს ხავს ყველაფერი გადაწყვეტილია . წამითაც არ უფიქრია ირაკლის რომ ერთი ჭერში დარჩებიან . სახლს აჩუქებს და მშვიდი სინდისით გაუშვებს . - რა, კიდე რა ვქენი რომ ვერასდროს მივიღე უბრალოდ მადლობა . რატომ ვერასდროს ვაჩუქე ისეთი რამე რომ უბრალოდ მიიღოს და გაიღიმოს._ჯუჯღუნით გადაყვა ირაკლი და კარი მიაჯახუნა . -ისევ უნდა მახვეწნინო? -ეს ზედმეტია. _ხელი გაიშვირა უმისამართოდ . -რატომააა ზედმეტი ? არ გინდა საკუთარი სახლი გქონდეს თუ ჩემი ნაჩუქარი არ გინდა? _ნერვების ბოლო სიმს კბილებით იჭერდა ირაკლი. -მინდა კი , ჩემი სახლი რომელსაც მე ავირჩევ, მე შევქმნი ან ჩვენ. -ნუცა , ყოველდღე იგივე პრობლემა , ყოველდღეეე ერთი და იგივეე დავიღალე. არაფერს შეგპირებივარ , არაფერს . იცოდი რაზეც თანხმდებოდი და მაინც ყოველდღე ტვინს მი***ვ. _ყვირილზე ისე გადავიდა ვერც კი შენიშნა .-რატომ არ შეგიძლია ჩვეულებრივი იყო , რატოომ? უბრალოდ დატკბე იმით რაც ახლაა და აიღო რასაც ცხოვრება გაძლევს .გავიგე რომ გიყვარვარ და რაღაც მეტი გინდა , მაგრამ .. - შენი მოწყალება არ მჭირდება ირაკლი , ვიცი რომ შეგიძლია ყველა ოცნება მიყიდო , შენთვის ხომ ყველაფერს ფასი აქვს . -რას ბოდავ ? _უკანასკნელი მშვიდი ბგერა ორ სიტყვას გააყოლაა. - რა არის ცუდი იმაში რომ მინდა კარგად იყო . -შენს მერე? რადგან შენი გამოყენებული ნივთების კარგად შენახვა გიყვარს არა? ეს სახლი კი კარადაა. -ხო , ჩემს მერე ნუცა . ჩემს მერე რადგან ჩემი სახლის იქით წასასვლელი არ გაქვს _წინ გაასწრო თითქოს კარგად გაწაფულმა ენამ და ნუცას გაფართოვებულმა თვალებმა პასუხი გასცა. ატკინა , ატკინა და თან როგორ ?! -ნუცა , იმის თქმას ვცდილობდი რომ. -რომ უპატრონო ვარ? მიდი თქვი , ტყუილი ხომ არაა . ჩემნაირი ადამიანი წესით ახლა კისერზე უნდა გეკიდებოდეს მადლობას გიხდიდეს , მერე აი იმ ახალ სახლში კარგად გასიამოვნოს და მაგისთვისაც მადლობა გადაგიხადოს. -რა სისულელეა . -იცი, ჯერ კიდევ 21 წლის წინ დავიბადე , როცა შენც ალბათ ბავშვი იყავი და ფუფუნებაში ცხოვრობდი . არ მახსოვს , მაგრამ მეც არ მაკლდა არაფერი როგორც ვიცი . ვცხოვრობდი ირაკლი , გესმის ? მერეც კარგი ცხოვრება მქონდა ღვთის წყალობით ჭერიც მქონდა და სიყვარულიც . ბავშვთასახლის მერეც მარტო დავრჩი , შენამდეც მარტო ვიყავი და შენს მერეც ვიცხოვრებ . სახლი არასდროს მქონია ხო. იმიტომ არაა რომ შენნაირი ადამიანი არ მყავდა , ძალიან სქელი საფულით. სახლი ისააა სადაც გელოდებიან._ბურთი გაეჩხირა ყელში . თვალებამდე მოსულ ცრემლებს უბრძანა უკან გატრიალებულიყვნენ . -მადლობა, მაგრამ ის რომ კედლების ყიდვა შეგიძლია იმას არ ნიშნავს რომ სახლს მომცემ ირაკლი . -სულ უკმაყოფილო ხარ , პატარა ბავშვივით ხარ ნუცა , სულ ვიღაც გჭირდება რომ უყვარდე , ცხოვრება სასტიკია , ყველაფერი ფერადი არაა გარშემო და ყველას ვერ ეყვარები . -ყველას არა . _უნდოდა სახეში მიეხლა რომ მხოლოდ ის , მაგრამ რა აზრი ჰქონდა ? - ამხელა დედამიწაზე ის ავირჩიე შესაყვარებლად ვისაც არანაირი გრძნობა არ გააჩნია. _ სიცილს ირონია შეურია . -გაგაფრთხილე ნუცა. -მართალი სინდისი გაქვს არ ინერვიულო, ყველაფერი ჩემი ბრალია . მე ვარ სულელი, რომ ვიფიქრე შეიძლება ისეთი განსაკუთრებული ვყოფილიყავი რომ.. იცი რა , დაივიწყე._კიდევ ერთხელ ახედა სახლს და მერე ირაკლის გაუღიმა. -ლამაზია , მადლობა მაგრამ სანერვიულო არ გაქვს , ოჯახი მყავს , უამრავი მეგობარიც ოჯახია და თუ ის გაფერხებს რომ ჩემი გაშვება გინდა და წასასვლელი არ მაქვს შეგიძლია მშვიდად იყო . 22 წელია უკვე მარტო ვარ , უბრალოდ მითხარი რომ უკვე მოგბეზრდი და ტვირთი არასდროს არავისთვის ვყოფილვარ და არც შენთვის ვიქნები . -ღმერთო მხოლოდ სახლის ჩუქება მინდოდა, რას ბოდავ ნუცა რას ? -იმას რომ დაგღალე, რომ არასდროს გქონია სხვა გეგმები. მე კი იდიოტივით გეხვეწები , თავს ვიმცირებ თითქოს შენს გარდა აღარასდროს შემიყვარდება ვინმე. _გვერდი აუარა ირაკლის და მანქანებს , სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გზას . -სად მიდიხარ? - იქ სადაც წასასვლელი მაქვს . იქ სადაც მელოდებიან და ვუყვარვარ. -ნუცა გეყოფა , პატარა ბავშვივით ნუ იქცევი . _რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა .-გინდა რომ გამოგეკიდო ? -არა არ მინდა . _ გაბუტულმა მოაძახა და სულ არ უფიქრია გაჩერება . -ნუცა სად მიდიხარ? წვიმას აპირებს . _მოღუშულ ცას ახედა . -ხო და მანქანაში დაბრუნდი , არ დასველდე . _ ყრუდ ისმოდა ტირილში ჩაკარგული ხმა . სწრაფი ნაბიჯებით მიეფარა ქუჩის ბოლო მოსახვევს და მხოლოდ მაშინ შებრუნდა . საკუთარ თავზე გაეცინა , ცოტახანში მის საღეზეც მოიღრუბლა და სილა თავადვე გაირტყა , თითქოს ეს უშველიდა. რა ეგონა რომ გამოყვებოდა ? რომ რას ეტყვის უყვარს? რისი იმედი ჰქინდა როცა საკუთარ გულს უფლება მისცა ჰყვარებოდა და თან ვინ ? ის ? კაცი რომელმაც პირველივე შეხვედრაზე უთხრა რომ არაფერს ნიშნავს ? კაცი რომელმაც გასაგებად აუხსნა რომ სხეული მისთვის და მეტი არაფერი? რისი უფლება აქვს , რას ითხოვს . თავისი ბრალია ყველაფერი. წასასვლელი არ გაქვსო? ეცოდება , ალბათ ჯერ კიდევ პირველი ღამის შემდეგ უნდა მისი თავიდან მოშორება , მაგრამ ის ხომ მის მაგივრად დაჭრეს , ირაკლისთვის სინდისი მძიმე ტვირთია , თანაც იძულებულია ლიკუნასთან იცხოვროს . ნუცას ტვინი განგაშის სიგნალს აგზავნიდა მთელს სხეულში და ყველა კუნთი უკანკალებდა. ისე ააგო ისტორია მისმა გონებამ არ შეკითხვია სხეულს გაუძლებდა თუ არაა. ხეს მიეყუდა რომ თავი შეემაგრებინა , ტკივილისგან უნდოდა ეკივლა , ისე სტკიოდა ყველასთვის ტვირთად ქცეული სხეული. პირზე აიფარა ხელები რომ ხმით არ ეტირა და წვიმის ცივმა წვეთებმა დააბრუნა რეალობაში . მაშინ მიხვდა რომ ისევ იმავე ადგილზე იდგა და ქუჩაში . ნელი ნაბიჯებით დაიწყო სიარული , წვიმის მატებასთან ერთად უმატებდა ნაბიჯებს . იცის სად უნდა წავიდეს, იცის სად ელოდებიან , მაგრამ სძულს იქ მისვლა. ისე აშინებს მათი სახეების დანახვა, რომელიც არაფერს ამბობს , მაგრამ ხვდება რას ფიქრობენ. ყველაფერს ხედავენ , მათ ხომ ვერ მოატყუებს ? იციან რანაირი გახდა მათი ნუცა . შეუძლია ქეთასთან წავიდეს. რათქმაუნდა კარს არ მოუკეტავენ , მაგრამ ვის უნდა სხვისი ტირილის ყურება? სად ელოდებიან, სად? ტაძარი ხომ ყველას სახლია , მაგრამ იქაც არავის ადარდებს მისი ბედი კიდევ ერთი მიზეზს ვერ მისცემს საჭორაოდ . უნდა წავიდეს, იქ უნდა წავიდეს სადაც ელოდებიან. წასასვლელი არ აქვს? რა ბოროტია როცა უთხრა? როგორ უთხრა, აქვს . მას ოჯახი ჰყავს . მის ოჯახს არ აურჩევია მისი მიტოვება, სხვა გზა არ დაუტოვეს ბოროტმა ადამიანებმა . ირაკლისნაირმა ადამიანებმა ვისაც ძალაუფლება და ფულით სურს ყვრლაფრის მიღება, ისე ეტკინა საკუთარი შედარება, ინანა კიდეც . ****** -ირაკლი წვიმს. -ვგრძნობ . _ისევ სახლის ეზოში იდგა ირაკლი ხელისგულზე შერჩენილ გასაღებს დაჰყურებდა. -არ უნდა გავყვეთ? _გაუბედავად გახედა გზას გიორგიმ . -რატომ? -ფეხით წავიდა . -ხო და წავიდეს._გასაღები ეზოში მიისრილა და წვიმას შეუშვირა სახე . -დამღალა ,არავის არ გავკიდებივარ მაშინაც კი როცა ახალგაზრდა ვიყავი და ჩვენამდეც ხომ დადიოდა ამ ქალაქში შენზე კარგად იცის გზები . იტირებს , გამლანძღავენ დაქალები გულს მოიოხებს და გამოიდარებს . - როგორც გინდა . _მხრები აიჩეჩა გიორგიმ. - ბავშვთა სახლის მშენებლობაზე გავიაროთ და მერე სანდროსთან მაღაზიაში . -აქეთაა? -ხო . -რაც ის მარკეტი გახსნა , ხშირადააა აქეთ. -ხო იმ მარკრტში 60 ამდე ქალი მუშაობს , სანდროს ტვინი კი არა. მშენებლობა დაწყებული იყო , მაგრამ არაფერს გავდა . დიდად ვერ გაარკვია რა აჩვენეს და ერთი სიტყვაც არ მოუსმენია , ისე იყო გათიშული. საკუთარ თავთან ბაასში გაბმულს , დანაშაულის გრძნობა სულს უხუთავდა .გაშლილ სივრცეში სადაც არაფერი იყო ისეთი რაც ჰაერს დააბინძურებდა სუნთქვა უჭირდა და თან ისე რომ გული ემოციებისგან კი არა უჰაერობისგან უჩქარდებოდა . რამ ? რამ ათქმევინა რომ წასასვლელი არ აქვს ? განა ნათელი არააა რომ მარტოდ მარტო დაიარება დედამიწაზე , იმიტომ რომ არავინ არ ყავს ვინც მის ნუცაზე იზრუნებს , მისთვის კი ჟანგბადია და მაინც ყველაფერს აკეთებს რომ მის გარეშე დარჩეს. ცრემლევად იღვრებოდა ცა მანქანის მინებზე. დედამიწაც ნუცას ხასიათზე იყო . თვალები ეწვოდა დაძაბულობისგან ირაკლის და ვერაფრით აშორებდა თვალს წვიმის წვეთებს ხმაურით ეცემოდა მინას და მერე ნელა იღვრებოდა ქვემოთ. რანაირად იჩხუბეს? მხოლოდ სახლის ჩუქება უნდოდა , კედლების და რანაირად დაამთავრეს დილა ასე . კიდევ ვერაფრით გაიგო რამ გააბრაზა ასე . მალე უზარმაზარი მაღააზის წუნ გაჩერდნენ სანდრო უკვე კართან ელოდებოდა და დროდადრო საკუთარ ქმნილებას სიამაყით უყურებდა . მანქანიდან გადასულს სახეზე ეწერა რა ხასიათზე იყო , ამიტომ სახელდახელოდ გამზადებული ხუმრობა შეცვალა სანდრომ და უბრალოდ მოიკითხა დეიდაშვილი . -მაღაზიებით სავსე ქუჩაზე , მაღაზიის გახსნა მარტო შენ შეგეძლო . -შენი მოსაწონი ვერაფერი გავაკეთე. -სიგარეტი იყიდება შენს მაღაზიაში? _ინტერესით გახედა ქუჩას , ალაგალაგ გუბეები იყო გაჩენილი გზაზე და ინტერესით უყურებდნენ გამვლელები. ისეთი უშნო იყო ძველი შენობების გვერდით წამოჭიმული სანდროს დიდი მარკეტი და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ავტოსალონი . ვიტრინებმა მიიქცია ყურადღება , ლამაზად ელაგა მინიატურული საკოლექციო მანქანები. ზუსტად ისეთი რომელსაც თვითონ აგროვებდა , მამა ჩუქნიდა ყოველ თვე თითოს როცა მათ სახლში მიდიოდნენ ლიკუნა და ის იქ აგროვებდა. მამის მოგონებებთან ერთად დაიკარგა მისი კოლექციაც და ახლა წარსულის ტალღის დარტყმას ჰგავდა ამ მანქანების დანახვა . ინსტიქტურად დაიწყო მოძრაობა . ბოლოს ქუჩაზე დაუფიქრებლად გადაირბინა და ვიტრინის წინ გაჩერდა . თვალით ანიშნა გიორგიმ ბიჭებს რომ მიჰყოლოდნენ. -დამღალა. _ამოიგმინა გიორგიმ. -ვფიქრობ კიდე ერთი ორი უნდა გააყოლო ,კახას სახელოსნოა _გაეცინა სანდროს . -ოოჰ არა . _სირბილით გადავიდა გიორგიც გზაზე , მაგრამ სანამ მანქანებისთვის გვერდიდ აქცევას ცდილობდა , დაუკითხავად შევიდა ირაკლი და ბრძანებასავით გაისმა ხმა . - ის კოლექცია მინდა ,იქ რომ დევს. _ხელით ანიშნა დახლის უკან მდგარ კაცს . -არ იყიდება, დეკორაციაა . _არანაკლები ტონი მოესმა ზურგს უკან და ინტერესით შეტრიალდა . კარგად ნაცნობ სილუეტს თვალი ააავლო ირაკლიმ და ცალყბად ჩაეცინა, ვის შეუძლია ამ ტონით უპასუხოს ამ ქალაქში ამ ყეყეჩის გარდა . ლამაზად დავარცხნილი წვერიდან უცნაური დამცინავი მზერით უყურებდა და თითქმის თვალებით ეუბნებოდა რომ მის ტერიტორიაზე იყო . -არ მითქვამს რომ ყიდვა მინდა , ვთქვი რომ მინდა._ხმაში გესლი შეერია ირაკლის. -არასდროს შეიცვლები ირაკლი . _ჩაეცინა კახას . -გინდა , შენ სამყარო გინდა . -და წარმოიდგინე რა მარტივად შემიძლია მივიღო ეს პატარა მანქანები . -ფასი თქვი და დავიშალოთ . _ჩაერთო გიორგი . -უფროსი ბიძიაც მოვიდა , თქვენი ბავშვი ზედმეტად გათამამებულია. -არც შენ შეცვლილხარ , რა ცინიკოსი ნაბ**ც იყავი იგივე დარჩი. მარტო სიტყვების ტრიალი იცოდი . ეხლა იარაღის . -აჰჰ, გულში ჩაიდე ? გამიკვირდა აქამდე რომ არ მიპასუხე. -გიპასუხე, შენი ნუციკო ახლა მე მყავს . - ჩემი არასდროს ყოფილა . _ გულწრფელად გაეცინა კახას და თვალით ანიშნა გაჰყოლოდა . რკინის კიბეს აუყვა და სავარაუდოდ ცალკე ოთახში ეპატიჟებოდა. -სასმელზე მეპატიჟები ? _ხმა ისევ დამცინავი ჰქონდა როცა იქვე პატარა მაცივრიდან გამოღებული ლუდის ბოთლი დაუდგა წინ , მას და გიორგის . -სანდროსკენ გადავალ. _გიორგი მიხვდა მარტო დაეტოვებინა შეეძლო , რადგან კომფორტულად მიუჯდა მაგიდას ირაკლი და ლაბადაც გაიხადა . -მაკვირვებ იცი . -გეგონა , ისევ მუშტებით გავარკვევდით ამბავს . -რა ამბავს კახა . გასარკვევი გვაქვს რამე ? -შენ მითხარი გვაქვს? -რატომ არ იბრძვი ნუცასთვის . -შენ რატომ არ იბრძოლე თათასთვის ? -თათას შენ უყვარდი . _გაეცინა ირაკლის . -ნუციკოს შენ უყვარხარ და რა აზრი აქვს გვერდით გყავდეს ქალი რომელიც სხვაზე ფიქრობს ? - და თათა? ის რატომ დათმე ? -მაშინ რომ დაგესვა ეგ კითხვა იქნებ ამდენი წელი ერთმანეთის სიძულვილში არ გაგველია . -დაგისვი , კახა . _მუშტი მიჰკრა მაგიდას . -დაგისვი ნაბი***ო და კარი მომიჯახუნე , თავი სასმელში ჩაიხრჩე და ისტორია დამარხე . არაფერი მინდა საერთო კაცთან რომელმაც საყვარელი გოგო ქუჩაში გააგდო თან ორსული . მშიშარა ხარ კახა ,თათასთანაც შეგეშინდა და ნუცასთანაც . -რას ატრა***ბ? _ღიმილი სახეზე შეაშრა კახას . -ვინ გავაგდე ?_ფეხზე წამოხტა კახა .- მე ის მიყვარდა. -მასაც . _ლუდი მოსვა და დაიგემოვნა. -იმიტომ მოკლა ჩვენი შვილი ? -იქნებ იმიტომ რომ შენ არ მიიღე ? -ირაკლი რას ბოდავ რას ? _კონტროლს კარგავდა კახა.ლურჯი თვალები ჩაუმუქდა და ნერვიულად დაეშვა ისევ სკამზე და სიცილი დაიწყო. -გითხრა რომ გავაგდე ? -შენ , მითხარი კახა , შენ . იმ საღამოს რომ მოვედი მითხარი რომ სულ ერთი იყო და შეეძლო ჯანდაბაში წასულიყო . - ღმერთო ჩემო , იმ დღეს ყველა სავადმყოფოში ვეძებდი აბორტის გასაკეთებლად წასულს და როცა დამირეკა თქვა .. -რატომ გაუშვი?_კბილებში გამოსცრა ირაკლიმ . - არ გამიშვია არა, მოულოდნელი იყო როცა მითხრა ირაკლი ღმერთო 20 წლისები ვიყავით და სანამ სული მოვითქვი აივანზე , იქ აღარ დამხვდა . შემეშინდა ხო , პატარა ვიყავი , ის კიდევ უფრო პატარა და არაფრით ვიყავით მზად , წუთით სულ ერთი წყეული წუთი გავედი იმ წყეულ აივანზე , მან კი იფიქრა რომ.. ღმერთო ._სახეზე მოისვა ორივე ხელი კახამ .-იმიტომ წავიდა , რომ ეგონა არ მჭირდებოდა? რომ მივატოვებდი ? იმიტომ მოიშორა ბავშვი და გამოიქცა შენთან? სულ არ გაუგია კახას კითხვა ირაკლის , იმ წამს ზუსტად ესმოდა რომელ მოულოდნელობის გრძნობაზე ლაპარაკობდა კახა . იგივე განიცადა სულ ცოტახნისწინ როცა ნუცამ უთხრა რომ უყვარს და ვინ იცის იქნებ კახაზე მეტადაც შეეშინდა იმ წამს . არ გაკვირვებია , არა ზუსგი სიტყვა იპოვა , შეეშინდა . ირაკლის რიმელსაც არასდროს არაფრის შეშინებია. ისე შეეშინდა პატარა ნუცას სიყვარულის რომ ვერაფრით მოვიდა აზზრზე . ვინ იცის იგივე ბედი ელის რაც კახას და თათას წამიერი შიშის გამო? კახას გამართლება აქვს , ისე უცბად მოხდა საკუთარი შიშის და მოულოდნელობის ეფექტის გააზრებაც ვერ მოასწრო. ირაკლი? ირაკლის რა გამართლება აქვს ? ვერანაირი . იცის , თითქმის ძალით ჩააგდო ამ ხაფანგში და ასე მიატოვა საკუთარ გრძნობებში პატარა ჯადოსნური არსება . ნერვებმა უმტყუნა , საკუთარ თავზე გაბრაზებულს თუ ამდენი წლის დაკარგვის შემდეგ ასეთი მარტივი ახსნის გამო . -თქვენი დედაც , რა იდიოტები იყავით._სიმწრისგან წამოისროლა ირაკლიმ იმის გააზრებისას რა სისულელე ხდებოდა ახლა მის გარშემო . -10 წყეული წელი, 10 წელი დამაკარგვინეთ. ჩემი ცხოვრების 10 წელი ამ ისტორით მაცხოვრეთ , იმიტომ რომ ორმა კრეტინმა პრეზერვატივის ხმარება არ იცოდა და მერე კიდევ ერთმანეთ არ აცადეს ახსნა? _ფეხზე წამოდგა ირაკლი , ლაბადას ხელი წამოავლო და ჩაიცვა . ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო იქვე სალფეტკის ნაგლეჯზე დაწერა ნომერი და კახას ესროლა . -თათას ნომერია. _გამშრალი ხმით მიაძახა .-ამ წყეული ისტორის გამო ავიჩემე ის საწყალი გოგო . _თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ.- ამ წყეული ისტორისს გამო წაგართვი იცი ? ორჯერ ორჯერ წაგართვი ბედნიერება . -არაფერი წაგირთმევია . ნუცა ყველაზე გულწრფელი გოგოაა და შენ უყვარხარ. აგირჩია და იგივეს ვიზამ რაც შენ ქენი ირაკლი._თვალი გაუსწორა .-როცა ჩემთან მოვა , ისე ჩავკიდებ ხელს როგორც შენ თათას და ისე შორს წავიყვან რომ წლები ლანდად გაგახსენდება ეს ისტორია როგორც მე ჩემი და თათას ისტორია. შენ მეგობარი შესწირე ქალს ,მე აღარაფერი მაქვს დასაკარგი. _რატომ ცდილობდა ირაკლის გამწარებას კახა , ვერ იგებდა წესით ისიც გაუგებრობის მსხვერპლი იყო , მაგრამ დამნაშავე . ეგონა უპასუხებდა , მინიმუმ რამე ირონიულს იტყოდა , მაგრამ კარგად ნაცნობი თვალები დაინახა . გულწრფელი ღიმილი რომელმაც გაუღიმა . -არ გაგიჭირდება დიდი ლიდინი არ მიგიწევს. ჩემნაირ კაცთან მისნაირები დიდხანს ვერ ძლებენ ._წამიერი პაუზა გააკეთა ისე ეტკინა თავის სიტყვები .-მშვიდად ვიქნები , თუ მეცოდინება რომ გვერდით ისეთი ვინმე ყავს ვინც ბედნიერების აშენებაში დაეხმარება. იქნებ ამ წამს შენსკენ მოდის ვინ იცის. -ჯანდაბა ._გაეცინა კახას და სასოწარკვეთილ მეგობარს თვალი აავლო.-გიყვარს ირაკლი. მართლა შეგიყვარდა ? -შენთან არ ვაპირებ ჩემს გრძნობებზე ლაპარაკს . _კარი გამოაღო და კიბეზე მძიმედ დაიწყო ჩასვლა . -ლაპარაკი არ გჭირდება . _დახლზე დადებული მუყაოს ყუთი გაუწოდა და მკერდზე მთელი ძალით მიადო. -გაუფრთხილდი ._ნიშნის მიგებით გამოსცრა კბილებში და სცადა გასაგები ყოფილიყო რომ მხოლოდ მანქანები არ უგულისხმია . უცნაურად ათვალიერებდა სანდრო ცოტახანს და ბოლოს გაბედა კითხვის დასმა.-რა გჭირს? -ნუცა . _კბილებში გამოსცრა ირაკლიმ და სიგარეტს მოუკიდა . -არ ვიცი რა უნდა , უფროსწორად ვიცი რაც უნდა მაგრამ არ შემიძლია . -შენ რამე მოინდომე და ვერ შეძელი? არ შეგიძლია კი არა არ გინდა ირაკლი და რატომ არ გინდა ვერ ვიგებ. მისნაირ გოგოს რომ ვუყვარდე ჯანდაბასაც წაუღია სიყვარული , მაინც ცოლად მივიყვანდი . იშვიათია მისნაირი ადამიანი. -სამყაროა შეყვარებული ამ გოგოზე და მაინცდამაინც ის აირჩია ვინც არ უნდა აერჩია . _ღიმილს ვერ იკავებდა ირაკლი და სწრაფად დასერიოზულდა როცა გაახსენდა როგორი ნაწყენია . -წამოხვალ სახლში ? დედა რამე გემრიელს გაგიკეთებს ცოტა დამშვიდდები და ნახავ კარგად ნაჭამი რა კარგად იაზროვნებ. იმდენ ხანს შემორჩა ვახშმად მისული თავადაც უკვირდა . გემრიელად ივახშმა, სანდროს მამის ცნობილი სახლის ღვინოც დაიგემოვნა და ცოტახანში სულ გაადავიწყდა რა ცუდ ხასიათზე იყო . ხან გიორგი ყვრბოდა სასაციკო ისტოროებს ხან სანდროს მამა და ისე შემოეცალა რამოდენიმე ჭიქა ვერც გაიგო . იქამდე ერთობოდა სანამ დეიდამ არ შეახსენა ნუცა . ვერაფერი მოუხერხა დანაშაულის გრძნობას ,თელი დღის მიმამული ამბავი ერთიანად მოეძალა ტვინს და კარგად შეღამებულ ცას ახედა . -ალბათ ამას გრძნობდა მამაჩემი როცა , გადაწყვიტა . გასაქცევს ეძებდა ,მაგრამ რისგან? -მალე გავიგებთ , დღეს იმ კაცს დავურეკე და შევხვდებით რა . ბიჭო რა ცივა აღარ დამთავრდა ეს ზამთარი რა . -ხო , ყინავს . _დაეთანხმა ირაკლი და მძღოლის ადგილას გაჩერდა , გადმოსულ ბიჭს ადგილი გაუცვალა და გასაღები რომ ვერ იპოვა მანქანაში ჭირვეული ბავშვივით გადმოვიდ, გიორგის შეხედა და გაეღრიჭა . -არა , ჩემზე ბევრი დალიე . ბიჭები დაჯდებიან. _ჯიუტი ბავშვივით იდგა ირაკლი ისევ მანქანის კართან და არ იწეოდა -არამეთქი . -მომეცი . -ირაკლი ნერვებს მი****ვ იცი? -ვიცი. _გაუცინა კაცმა და ისევ საჭეს მიუჯდა .-გავისეირნოთ? წვიმიანი ქალაქი უფრო ლამაზი უნდა იყოს არა ? -ნელააა, შე*** მა . _დაძრა თუ არა მანქანა გიორგიმ წამოიყვირა. -ნუცა რომ იყოს აქვე მოკვდებოდა -ნუცა აქ არაა , ალბათ სახლშია ტირილით გული იჯერა და … _უცბად დამუხრუჭა და შეშინებულ გიორგის გახედა . - გადავიფიქრე. _არც გაუხედავს ისე შევიდა მოსახვევში და სიჩქარეს უმატა სახლის შესასვლელთან გაჩერდა და სახლს ახედა . სძულს როცა ბოდიშს უხდიან და უხდის . მისთვის ბოდიშამდე მისვლა გაუთვლელი და სულელური ნაბიჯების შედეგია , მაგრამ ნუცასთვის ბოდიში წამალია და მათ ურთიერთობას ახლა ყველაზე ნაკლებად გაუთვლელი და სულელური ნაბიჯები სჭირდება . ისედაც ძალიან ცოტა დროს , ჩხუბში , გაბუტვაში და მერე ბოდიშებზე ვერ გაცვლის. მიუხედავად იმისა რომ თავს დამნაშავედ მხოლოდ იმაში თვლის რომ პირდაპირ უთხრა არავინ გყავსო , გადაწყვიტა თავად მოიხადოს ბოდიში . ვერაფრით იგებს რატომაა ასეთი სულელი ეს გოგო რომ ირაკლისთან ყოფნის შანს მატერიალურად ვერ იყენებს . გაიგო რომ არაა , მატერიალისტი მაგრამ განა რა არი იმაში ცუდი რომ საჩუქრებზე არ უმართოს სკანდალი. დაბნეულია , ნუცას რეაქციებით და უკვე ნერვრბსაც კი უშლის მისი სხვაობა იმ ქალებისგან ვინც კი ყოლია. მათი დაკმაყოფილება და მართვა მარტივი იყო . ნუცასთან კი არაფერია მარტივი . ცოტა დამღლელიც კია იმ ურთიერთობისთვის ამდენი დათმობა რომელსაც მომავალი არ აქვს, მაგრამ ნუცა იმსახურებს ბოდიშს. ნუცა ყველაფერს იმსახურებს . მისაღებში ჩქარი ნაბიჯებით შევიდა და შემოგებებულ ნანას გაუღიმა . -საღამომშვიდობისა ნანა. -ვახშმად არავინ მოხედვით . გსიამოვნებთ ჩემი წვალება ? _დოინჯი შემოირტყა ქალმა . -არავინ? _სახე აემღვრა ირაკლის და სირბილით აუყვა კიბეს .-ნუცააა? _კარზე დააკაკუნა და ჩაეცინა , სადამდე მიიყვანა ? საკუთარ ოთახში შესასვლელად კარზე უნდა დააკაკუნოს . მეორედ აღარც უცდია, სახელური დაწია და თამამდ შევიდა . ოთახს თვალი მოავლო და სააბაზონს კარი შეაღო , რადგან ცარიელ ოთახში მხოლოდ ნუცას ჭიქა ბზინავდა . იქაც არავინ დახვდა და მიხვდა იმ თეთრმა ღვინომ და სიცარიელის ეფექტმა როგორ გამოაცალა ძალა . ნელი ნაბიჯებით მივიდა საწოლამდე და ჩამოჯდა . ზურგს უკან დარჩენილ ნუცას მხარეს კიდევ ერთხელ გახედა . თითქოს თვალებმა მოატყუეს და ვერ შენიშნა წეღან იქნებ იქაა? ჯიბიდან ტელეფონი ამოღო და ნუცას ნომერი აკრიფა . გულს დანასავით ესობოდა ოპერატორის ხმა რომელიც ამცნობდა რომ აბონენტი მიუწვდომელი იყო. -სად ხარ ? _საათს ინტერესით დახედა უკვე ათს უჩვენებდა ისრები . მთელი დღე არ მოიკითხა , მთელი დღე ასე მიატოვა , ნაწყენი და ისე გაერთო თითქოს სულ ერთი იყო . რა კაცია ? რანაირი ადამიანია? განა ასე იმეტებენ საყვარელ ქალებს ? რის დამტკიცებას ცდილობდა საკუთარი თავისთვის. ალბათ ლიკუნასთანაა ან ისევ ქეთოსთან ?! ორივეგან შეამოწმებინა გიორგის და ბოლო იმედი მამამოს “არა” იყო. სავარძელში უძალოდ ჩამოჯდა და ნერვიულად მოისვა ხელი . ნანას და გიორგის მზერას რომელიც მას ასამართლებდნენ თვალი აარიდა დაა დახუჭა. -უნდა რომ მანერვიულოს? ვეძებო ? ჩემგან რას ითხოვს შეყვარებული კაცის რეაქციას? რა ჯანდაბა უნდა რა? ვინმემ ამიხსენით რატომ უნდა რომ მე მიყვარდეს რატომ ? . _ფეხი მიჰკრა შუაში მდგარ თეთრ მაგიდას . -სად უნდა წასულიყო? ირაკლი არავინ არ ყავს , თუ ქეთოსთანაც არაა . ამ წვიმაში და სიცივეში ? _ქვედა ტუჩს იკვნეტდა ნანა ნერვიულობისგან . - ამხელა ქალაქში იპოვიდა სადმე წასასვლელს . _ ჩვენამდეც იცნობდა ხალს არა? მასე არ თქვა? _ჯიბრით ლაპარაკობდა ირაკლი და მთელი მონდომებით ცდილობდა თავისთვის დაეჯერებინა რომ მართლა სულ ერთი იყო. -ყინავს . _სასწორის მეორე მხარეს გიორგი ქვებს ამატებდა და ირაკლის სიჯიუტე ნელ ნელა იჩაგრებოდა . -თუ არავინ ჰყავს მოვა კაცო. ჯერ 10 საათია და თან დიდი გოგოა უკვე . -არაფერი უთქვამს ? ესე უცბად რა დაემართა ? _ირაკლის მიაჩერდა ორივე . -ის რომ ტუტუცი და უტვინოა. _რაო რა უთხრა ?სადაც ელოდებიან და უყვართ? წამით დახუჭა ისევ თვალები რომ დილანდელი სცენა დაეტრიალებინა გონებაში და ზედმიწევნით გაიხსენა ყოველი ბგერა. სისხლი გაეყინა სუნთქვასთან ერთად.ვერაფრით გადაუშვა ჰაერი ყელში და ვერც ბგერა ამოუშვა რომ გიორგისთვის ეთქვა იცოდა სად იყო . მომაკვდავს ჰგავდა იმ წამს ირაკლი . აიძულა სხეული ფეხზე წამომდგარიყო , ხელით ანიშნა გიორგის გაჰყოლოდა და მხოლოდ ცივი ჰაერის ჩასუნთქვის შემდეგ ამოუშვა რამოდენიმე ბგერა.-ვინმე იპოვე შენებში ვინც კარგად იცის ეს ქალაქი . -რატომ . -სასაფლაოზე მივდივართ . _აჩქარებულ გული რომელსაც საკმარისი ჰაერი არ ჰქონდა აიძულებდა სწრაფად ესუნთქა . ნუცას ოჯახი ჰყავს . ის არ მიუტოვებიათ. არავის მიუტოვებია მისი პატარა ჯადოსნური არსება. აიძულეს მისი ოჯახი რომ მას მოშორებოდა. თავად ირაკლი მიატოვეს , მაგრამ ნუცა ნებით არავის გაუწირია . მას ოჯახი ჰყავს ! სადღაც , მაგრამ ჰყავს! მან იცის რომ მის ოჯახს უყვარს და …. ელოდებიან -ღმერთო ნუცა , რა გააკეთე ._უკვე მეორედ გამოეცალა ძალა , იქვე კედელს მიეყრდნო და უკვე კოსმოსში გასულ გულზე ხელი მიიდო. -არა , ასე ვერ მოიქცევი . _წარსულის მწარე გამოცდილება სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა . მისმა ფიქრებმა , თვითმკვლელად აქცია ნუცა და გულმა ? გული უკვე არაფერს ეკითხებოდა ირაკლის. დამოუკიდებელ პიროვნებად იყო ქცეული და რა ჯანდაბას უშვებოდა ორგანიზმს ვერცერთი კუნთი და ნერვი იგებდა . ******* სიცივისგან გაყინულ სხეულს მისი სქელი ქურთუკი ვერაფერს შველოდა , მაგრამ მაინც არ უფიქრია წამით მაინც შეეცვალა ადგილი . გეომეტრიული სიზუსტით იჯდა საფლავებს შორის ისე რომ ყველასგან თანაბარ მანძილზე ყოფილიყო და ქვებიდან მომზირალ ადამიანებს გალურჯებული ტუჩებით უღიმოდა. არავინ არ ჰყავსო ? ამხელა ოჯახი არავინაა? _სიამაყით ივსებოდა , მერე ისევ რეალობას უბრუნდებოდა , აანალიზებდა სად იყო და არც ეს ქვები იყვნენ ცოცხალი და გაყინულ სახეს ცრემლი უთბობდა. არასდროს შეჰპარვია ეჭვი საკუთარ რწმენაში , არასდროს უწყენინებია ვინმე და თუ უნებურად რამე დაუშავებია პირველი იყო ვინც შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა , არასდროს დაუშავებია რამე და მაინც საკუთარ ოჯახი მიწის ქვეშ ჰყავს . მაშინ რა ? რა გააკეთა ისეთი რომ სულ მარტოა? ცხოვრებაში ჭიანჭველაც კი არ მოუკლავს სპეციალურად და მაინც გამუდმებით ბრძოლა ჭირდება გადარჩენისთვის. არასდროს უნატრია ირაკლისნაირი ადამიანი და მაინცდამაინც ის მოევლინა ცხოვრებაში . -რა? რა დაგიშავე? სიშავეში ჩაძირულ ცას უმოწყალოდ რომ ყრიდა ცრემლებს და მისას უერთდებოდა ახედა და თვალები დახუჭა. -რა დაგიშავე ? რა დაგიშავე . რა რა გავაკეთე რა ? _ მტკივანი ყელიდან ამოსული ყოველი ბგერა თავის ნაკაწრს ტოვებდა და ნერწყვის გადაყლაპვაც კი გაუჭირდა. ისე უნდა ახლა ცხელი ჩაი და საკუთარი პატარა ოთახი . მარტო ყოფნა და ყველაფრის დავიწყება. ან გაღვიძება , ხო გაღვიძება უნდა , რომ ეს ყველაფერი ცუდ სისზმრად დარჩეს. ან რა აზრი აქვს გაღვიძებას ? სხვა რეალობაში გაიღვიძებს? მარტო აღარ იქნება , მისი ოჯახი ამ ქვებიდან აღარ უყურებს , საკუთარი სახლი ექნება? აღარ ეტკინება? აღარ ეყვარება? -მე რატომ არ მოვკვდი ? რისთვის დავიბადე ? -იმისთვის რომ ადამიანები გაგეფერადებინა. _ გაყინულ სხეულს ძლიერად მოკიდა ხელები და თავისკენ მიზიდა . - ასე აღარ მოიქცე ნუცა , გიკრძალავ ასე გაუჩინარებას გესმის ? _მსუბუქად შეანჯღრია თუმცა იმდრნად არეული სახე ჰქონდა მიხვდა აზრი არ ჰქონდა რამის ლაპარაკს . ნამდვილად იმის გარჩევას ცდილობდა ეჩვენებოდა თუ ირაკლი იყო. -მოდი ჩემთან , ფეხზე წამოდგა და თავის ტანთან ერთად აითრია გოგოს მძიმე სხეული . -გაყინული ხარ. _გალურჯებულ ტუჩებს საკუთარი მიადო და პატარა კოცნებით აუყვა სახეს .- ნუცა , ასე აღარ მომექცე . _ საკუთარ სხეულში ჩამალა სიფრიფანა სილუეტი და მხოლოდ მაშინ მოავლო თვალი გაარემოს . დასათვალიერებელი რა იყო სასაფლაოზე ვერ გაიგო მაგრამ თვალი შეაავლო იმ ადგილს და დიდხანს ვერ გაუძლო. სულ უცხო ირაკლის ეტკინა გული , ალბათ რა გრძნობა უნდა იყოს ამ ოჯახის ნაწილი რომ ხარ? დანატოვარი . ცოცხალი და თითქოს ეს სიცოცხლეც რომ დანაშაულია . საკუთარი ხელით გამოუშვა აქ . საკუთარი სიტყვებით გაუხსნა ყველა იარა . -შენი შეცოდება არ მჭირდება . _ხმაჩახლეჩილმა ძლივს იპოვა ძალა რომ რამე ეთქვა . -არ მეცოდები ნუცა , საკუთარი თავი მეცოდება. _სიმართლეა, სულ წამით წარმოიდგინა რომ რამე სისულელე ქნა და მიხვდა როგორ დატოვა მისმა სულმა სხეული , უსიკვდილოთ მოკვდა . მისთვის ნუცაა , მისი სულია . ადამიანი კი სულის გარეშე კვდება .- არ მიფიქრია შენი წყენინება , უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი და უზრუნველყოფილი იყო. მე სხვანაირი სიყვარული არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია ყვავილები გაჩუქო ყოველ დღე , მაგრამ შემიძლია სახლი გაჩუქო ნუცა . იმას არ ნიშნავს რომ ჩემთვის სულ ერთი ხარ , ძალიან ძვირფასი ხარ , იმდენად ძვირფასი რომ ვერ მემეტები იმ ცხოვრებისთვის რაც მე შემიძლია მოგცე. ვიცი , ვიცი გწყინს და გტკივა მაგრამ იმაზე მეტად არა ვიდრე მე , შენ არ იცი რა მწარეა უყვარდე , გიყვარდეს და მისი ღირსი არ იყო . _უცნაურად დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში , მის ხელებში გახვეული ნუცა და ოდნავ მოაშორა ხელები რომ ხმით თუ არა სახით ეგრძნო რას ფიქრობდა მის ფაქტიურად სიყვარულის ახსნაზე რომ ხელები მოადუნა თუ არა მოწყვეტით დაეშვა მიწისკენ და იძულებული იყო ისევ მკლავებში მოექცია. -ნუ გეშინია , სახლში წავალთ. _სწრაფად აიტატა ხელში და ატალახებულ ბილიკს სირბილით ჩაუყვა. -გიორგი , ჩქარა , სახლში უნდა წავიდეთ. იგრძნო როგორ გახადა ნახევრად ძილში მყოფს სველი ტანსაცმელი, როგორ გაახვია სქელ საბანში გაყინული სხეული. როგორ გახადა საკუთარი წამიერი სისუსტის მსხვერპლი?სად გაიქცა? რისთვის ჩაიგდო თავი ამ დღეში. ალბათ ირაკლი ფიქრობს რომ ენერვიულებინა ან ეიძულებინა მისი დევნა . ისედაც ხომ ფიქრობს დაუდევარია და სპეციალურად ავიწყდება თავის დაცვა ? რა სირცხვილია , გახურებული სახე აეწვა და თავს აიძულა წამომჯდარიყო . საწოლის საზურგეს მიეყრდნო და ნანას რომელიც წამლის წვეთებს ითვლიდა თვალი შეავლო . მერე ირაკლის იქვე იდგა კედელთან და ჩაფიქრებული უყურებდა . ისე შეეშინდა თვალის გახელა თითქოს მოჩვენება დაენახოს , სწრაფად დახუჭა ისევ და სცადა შეუმჩნეველი ყოფილიყო , რომ ირაკლის ხმამ აიძულა თავი გაეცა . -ვიცი რომ გღვიძავს . _ნანას ხელიდან გამოგლიჯა კოვზი და ყბებზე მოუჭირა , თითქოს უძლიანდებოდა. გააზრება კი ვერ მოასწრო ისე აეწვა ყბის ძვლები და წამში გადაყლაპა , რომ მის სახეს მოშორებოდა ძლიერად მოჭერილი თითები. -ის რაც შენ ქენი , იყო სრული დაუდევრობა და წინ დაუხედავობა . არ ვიცი რა გიდევს მაგ უტვინო თავში და რაზე ფიქრობდი , მაგრამ იმის გარდა რომ ავად ხარ , რას მიაღწიე . _ ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეყვირა . -რამდენჯერაც ცხოვრების პატარა სირთულეს წააწყდები ან კამათს მაშინვე ასე უნდა მოიქცე ? ჯერ ბარში დაიკარგე და იმდენი სვი ცუდად გახდი , ახლა საერთოდ დაიკარგე და ჯანდაბა , ნუცა გაყინული იყავი . ნორმალური ხარ? გაქცევა. ესააა შენი პასუხი ყველაფერზე ? -გაქცევა ? გაქცევა არაა, წავედი ირაკლი . წავედი. წასვლააა ჩემი პასუხი ._საწოლიდან წამოდგა და იმ ადგილს ჩაუარა სადაც ნანა იყო ცოტახნისწინ . ვერც კი შენიშნა როგორ გაუჩინარდა. -და სად მიდიხარ? -შენგან შორს . სადაც დაგივიწყებ . - წინ ჯერ კიდევ 4 თვეა. -ხო და აღარ მინდა ეგ 4 თვე. -გიკრძალავ ჩემგან წასვლას . -ვერაფერს ამიკრძალავ . -ვერა , მართალია . _მშვიდად დაეთანხმა .-გაიძულებ . _ყალბად გაუღიმა ფუმფულა ხალათში გახვეულ გოგოს. -ნუღარ მაიძულებ ჩამოვთვალო იმ ადამიანების სია ვინც შემიძლია ძალიან ცუდ სიტყუაციაში ჩავაგდო. -არ იზამ . _თავი გაქნია ნუცამ, დაჯერება უჭირს რომ ის ირაკლი რომელიც პირველი გაიცნო ნამდვილი იყო და ტყუილი ის რომელთანაც თითქოს რაღაც გრძნობა აკავშირებს .-ასეთი არ ხარ. _ტუჩები დააჭირა ერთმანეთს რომ ცრემლები შეეკავებინა . -წარმოდგენაც არ გაქვს როგორი ვარ ნუცა , კიდევ გიყვარვარ? _ცინიზმი გაურია ხმას . -მე გეტყვი . შენ ის კაცი გიყვარს რომელიც გინდა და ჯიუტად აცხადებ უარს მისი ნამდვილი სახის დანახვაზე . - ტყუილია._ჯიუტად აქნევდა თავს .-მე ვიცი როგორი ხარ . შეიძლება ყველაფერი ხარ , მაგრამ ბოროტი არა . _დარწმუნებული არ იყო საკუთარ სიტყვებში , უკვე აღარაფერში იყო დარწმუნებული. რა იყო მართალი და რა ტყუილი მის გარშემო იმის გარჩევაც კი უჭირდა . -გავიგონე როცა თქვი რომ გიყვარვარ მაგრამ არ მიმსახურებ . _ნელი ნაბიჯებით დაიძრა საწოლისკენ სადაც ირაკლი იჯდა და მუხლზე ჩამოუჯდა. - ამას იმიტომ აკეთებ რომ დამაჯერო ცუდი ხარ? _ეჭვნარევ მზერას ხმაც შესაფერი ჰქონდა. -არ მჯერა . ცუდი არ ხარ . -გეყოფა ნუცა . _გაცხელებულ შუბლს საკუთარი მიადო და ორივე ხელის გულში მოიქცია მისი სახე . - მისმინე , ერთადერთი რამე მინდა , მშვიდი ურთიერთობა , პრობლემების გარეშე. თუ ამ 4 თვის შემდეგ წასვლას გადაწყვეტ წახვალ , თუ დარჩენას ბედნიერი ვიქნები , მაგრამ ვერაფერს შეგპირდები . _ნახევრად ეხებოდა ბაგეები ერთმანეთს და თითქმის გაჭირვებით ტოვებდა ადგილს ბგერების ამოსაშვებად . -მიყვარხარ ._წამიერი დუმილის შემდეგ აღმოხდა.- ხო , მიყვარხარ , მაგრამ არ ვიცი რა არის სიყვარული . ეგოისტურად მინდიხარ მხოლოდ ჩემთვის და მზად ვარ ამისთვის ყველა და ყველაფერი გავწირო. სიყვარული თუ ეგოიზმია , მიყვარხარ კი . სიყვარული თუ ეს უღმერთო სურვილია რომ ავად ხარ , მაგრამ მაინც იმაზე ვფიქრობ როგორ მინდა შენს სხეულს შევეხო , მიყვარხარ კი . სიყვარული თუ ის გრძნობაა , როცა იმის წარმოდგენისას რომ რაღაც მოგივა , ვკვდები. მიყვარხარ კი . სიყავრული თუ ის შიშია რომ ვერ ვიქნები ისეთი კაცი რომელიც ის იქნება ვინც შენ გინდა , მიყვარხარ. ხო ნუცა , მიყვარხარ. ისე მიყვარხარ რომ მზად არ ვარ , ამ გრძნობისთვის . მიყვარხარ ხო . ვფიქრობ რომ მიყვარხარ , მაგრამ მეშინია რომ ის კაცი ვიქნები ვისაც უბრალოდ კი არ უყვარხარ , ავადმყოფურად უყვარხარ და გატკენს . მიყვარხარ , ხო ნუცა , იმ დღიდან მიყვარხარ როცა.. არ ვიცი რომელი დღიდან , ალბათ სულ თავიდან მიყვარხარ.. -რომ მიინდომო ირაკლი ყველაფერს შეძლებ . შემპირდი რომ მოინდომებ და გპირდები ბედნიერები ვიქნებით ._ამდენი ხნის ნაკავებმა ცრემლმა დაუდევრად დაიწყო დენა . -არ იტირო. _ტუჩები შეაშველა ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს. - არ იტირო რა . -არა ._სცადა გაეღიმა და ხველა აუტყდა . -მოდი , დაწექი . _ არც უფიქრია შორს დარჩენა . გვერდით მიუწვა . -გიკრძალავ ასე გაქრობას . შემეშინდა ._საყვარელ სურნელს ხარბად სუნთქავდა თმიდან და მაგრად უჭერდა ხელებს . მშვიდად ეძინათ, ტვინიდა განთავისუფლებული ემოციებისგან და გულისგან აფორიაქებული სხეულისთვის ძილი ახლა გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო . დილით ადრე გაიღვიძა , სხვა გზაც არ ჰქონდა , მშვიდად კი ეძინა საყვარელი ქალის გვერდით რამოდენიმე საათით და გამთენისას ისევ დღის შუქს დაასწრო ადგომა . რუტინას სიყვარულიც ვერ შველის და ნუცას სიყვარულის გამო თუ არა , იმ კაცთან შეხვედრის გამო რომელიც დღეს აქვს დანიშნული არაფრის შეცვლას არ აპირებს. ჩვეული რიტუალით მოემზადა სარბენად და იქამდე ირბინა სანამ ფეხი არ გაეჭიმა და იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო . შხაპის მიღება და ჩაცმაც კი მოასწრო და გვერდიც კი არ უცვლია ნუცას საწოლში . ღიმილით დაჰყურებდა, ჯერ კიდევ დრო აქვს დატკბეს წასვლამდე ,სანამ ხასიათს გაიფუჭებს, სანამ თითიდან იმ ხიჭვს ამოიღებს რომელიც ხელის განძრევას უშლის სანამ დაისვენებს და ერთხელ და სამუდამოდ დატოვებს წარსულს წარსულად. მერე დაბრუნდება , საკუთარ სიფერადეს ჩაჰკიდებს ხელს, კოცნით დაახრჩობს და ისეთი ცხოვრება ექნებათ როგორც უნდათ. ფიქრებში წასულმა ვერ შენიშნა არც ისეთი ფრთხილი იყო როცა კოცნიდა და ნუცამაც სწრაფად გაჭყიტა თვალები. -გაგაღვიძე, მაპატიე. _ამჯერად შუბლზე მიადო ტუჩები და კმაყოფილმა გაუღიმა .-სიცხე აღარ გაქვს , ეს კარგია . -მიდიხარ? -ჰოო , შეხვედრა მაქვს . მალე დავბრუნდები . -საღამოს შენები მოდიან. -მახსოვს ნუცა . არ ინერვიულო ლილისთან მარტო არ დაგტოვებ . _ჩვეული სახით მიჰკრა ცხვირზე თითი. -დროებით . -ირაკლი ისევ ვითომ სიყვარული უნდა ვითამაშოთ? -როცა ერთმანეთს ვეხმარრბით ყველა იგებს . **** შავი რკინის გალავნის წინ იყო ირაკლის ესკორტი გაჩერებული და თვალის გახელას ვერ ბედავდა . -დარწმუნებული ხარ? _უკანასკნელად შეეკითხა გიორგი და პასუხი რომ ვერ მიიღო მანქანიდან გადავიდა და კარი შეაღო. ცოტახანში მისი მანქანაც დაიძრა და მხოლოდ მაშინ გაახილა თვალი . სახლის ეზოში შევიდა , ულამაზეს სიმწვანეში ჩაფლული სახლის წინ გაჩერდნენ და მას მაინც შეგრძნება ჰქონდა რომ გარშემო ყველაფერი გამხმარი იყო. ირაკლი ვიღაცის სახლში არაა , წარსულში მიაბიჯებდა. მანქანიდან გადავიდა. მიწაზე ფეხის შეხება ისე შეეშინდა თითქოს ეს მიწა პირს გახსნიდა და ჩაიტანდა . კარში გამოსული სილუეტს თვალი გვერდიდან მოჰკრა. სიმწრისგან ლოყა მოიკვნიტა . მთასავით იდგა კარში ფორმიანი მოხუცი . სამხედრო დგომით , ხაზში გასწორებული მხრებით და არანაკლებად იყო მის თავზე წამოჭიმული სახლი. არც მამამისი ყოფილა გაჭირვებული , როდესმე მამობის პასუხისმგებლობა რომ აეღო ამ კაცს .ისე უყურებს თითქოს არაფერს გრძნობდეს, წარბსაც არ იხრის , ნაბიჯსაც არ დგამს . განა არ იცის რომ შვილიშვილი ეახლა ? იცის რათქმაუნდა იცის. თავად ირაკლი მივიდა მასთან , თვითონვე მოუწევს ნაბიჯის გადადგმა . ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და გეომეტრიული სიზუსტით დაუდგა გაყინულ სახეს წინ და თვალის გამომეტყველებაც არ შესცვლია კაცს. ერთი სიმაღლისები იყვნენ , ზუსტად ერთმანეთის გასწვრივ იყო მათი თვალები. ერთნაირი , უემოციო , ცივი . ყველაფერი გაიყინა გარშემო და ის კაცი მაინც ისე უყურებს როგორც ირაკლი მას . გამშრალ ყელს ძალა დაატანა ირაკლიმ. -ირაკლი . _გაჭირვებით გაშალა გაყინული მტევანი . -გენერალი , ერეკლე ჯანდიერი. _კიდევ ერთხელ სილის გაწვნასავით იყო მისი სახელი. გაწვდილ ხელს ისე მოუჭირა კაცმა ხელი , როცა შეუშვა , თითები მოხარა ირაკლიმ რომ გაბუჟებისთვის ეშველა . -მობრძანდით . _დემონსტრაციულად გადგა კარიდან და ანიშნა შესულიყო . სახლში ხის დეკორაცია ჭარბობდა , ყველაფერს სიძველის სუნი ჰქონდა და ყველაზე უცნაური ისაა, რომ შესვლისთანავე მიხვდებოდით რომ სახლში მხოლოდ კაცი ცხოვრობდა. ყველგან რუკები და ფურცლები იყო გაშლილი . იატაკზე ხროვად ელაგა წიგნები და არანაირი რბილი ავეჯი არ მოიპოვებოდა. ვერ გაიგო სად უნდა დამჯდარიყო არადა ისე უნდოდა სადმე მიესვენებინა ტანი.. გენერალმა მისაღების შუაში მდგარი მრგვალი მაგიდის ერთერთი სკამი გამოწია და ანიშნა დამჯდარიყო. ისე მძიმედ დაეშვა სკამმა ჭრიალი დაიწყო. გიორგიმაც იგივე გაიმეორა და მხოლოდ იმის მერე მოავლო თვალი სახლს . მერე ირაკლის ფეხი მიჰკრა და კედელზე ჩამოკიდებული ჯილდოებისკენ ანიშნა . კაცმა უხმოდ დადგა პატარა ჭიქები მაგიდის შუაში. მისი ყოველი მოძრაობა ირაკლისთვის გაუსაძლისი იყო , არავინ ლაპარაკობდა იძულებული იყო ეყურებინა . ეყურებინა ადამიანისთვის რომელიც ყველა გრძნობას ერთიანად უშლიდა და სისხლგაყინულს საუკუნედ ეჩვენებოდა ყოველი აქ გატარებული წამი . -არ შეწუხდეთ. _უხერხულად იყო გიორგი. -არ ვწუხდები. იშვიათად მსტუმრობს ვინმე._ფინჯნები შეავსო და ჰაერში პიტნის სურნელი გაიფრქვა . -ჩაი ? _გაეცინა ირაკლის.-შვილიშვილის პირველად ნახვას ჩაი უხდება ? _ცინიზმს ვერაფერი მოუხერხა . -მინიმუმ რამე მაგარს უნდა სვამდეთ რომ მერე ამ ამბის დავიწყება არ გაგიჭირდეთ. -არ ვსვამ. _მტკიცე და ხმამაღალი იყო კაცის ხმა და ირაკლიც დადუმაა , ხმის ტემბრმა . ბრძანებას გავდა მისი პასუხი , ბრძანებას რომ უნდა გაჩუმებულიყო, რომ წინ ვიღაც არ ეჯდა ვიღაც ვისაც თავს გადაამეტებდა . მზერით აგრძნობინა რომ ის იყო აქ ბატონი, საკუთარ სახლში მისულს გინდაც შვილიშვილს არ გააბედნიენბდა არაფერს . უკვე იცის რა კლდე უზის წინ და ვისგან ერგო პრინციპების სიყვარული . სიჩუმე ჩამოვარდა , ისეთი ცივი და დაძაბული , ვეღარავინ იპოვა სიტყვა მის დასარღვევად. ჩაის პირველი ყლუპი მოსვა გიორგიმ და შემაწუხებლად გაისმა გადაყლაპვის ხმა ისეთი სიწყნარე იდგა სახლში. -აქ მარტო ცხოვრობთ? _ისევ გიორგიმ ითავაა ხმის ამოღება . -დიახ. ოჯახი არასდროს მყოლია._გარკვევით თქვა და ირაკლისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. -ხო , ნაბი*** ს , ოჯახს ვერ დაარქმევდით არა? ამ ვარსკვლავების პატრონი . -ოჯახი არასდროს მყოლია. _იგივე ტონით გააგრძელა კაცმა და მშვიდად გააგრძელა ჩაის მორევა. -მითუმეტეს ნაბი***ი . -დამცინის, იცის ვინ ვარ ? . _თვალები დახუჭა ირაკლიმ რომ ღრმად ჩაესუნთქა. -არა . მე შვილი მყავდა , რომელიც ვაღიარე , მაგრამ მის დედასთან ოჯახი არ შემიქმნია , არც სხვა ვინმესთან. იმ წოდების გამო რომელსაც თავად დასცინი. ხო ვიცი ვინც ხარ. -მერე , შენი აზრით რას ვაკეთებ აქ ?_უკვე აღარ ადარდებდა შენობითზე რომ გადავიდა . - არ ვიცი , შენ მითხარი . აქ შენ მოხვედი. -რატომ ? რატომ მიატოვე შვილი ? _ხმაში მეტალი შეერია ირაკლის . -მივატოვე? _ გაკვირვება დაეტყო სახეზე კაცს . - არასდროს არავინ მიმიტოვებია . არც ბრძოლაში და მითუმეტეს…წყენა შეერია ხმაში და შვილიშვილს ამღვრეული თვალი გაუსწორა. მზერით უთხრა რომ რაღაც სისულელეს ბოდავდა .-მესმის შენი , როცა პატარა ხარ ძნელია ბავშვამდე არადამხინჯებული ინფორმაციის მიტანა. -როცა ბაშვი ხარ , ფანტაზიას საზღვარი არ აქვს , მაგრამ ეს ფანტაზია როცა რეალობა ხდება სული ვერ უძლებს დამახინჯებას . მე და ჩემს დას კი ეს ფანტაზია რეალობად გვექცა, რეალობაზე მეტადაც კი . ამიტომ გარკვევით ნათქვამი სიტყვებისთვის ვარ აქ და არა იმიტომ რომ ბაბუას ვეძებდი და ვიპოვე . უკვე გყვას , ბაბუა რომელიც მამა იყო. -სამწუხაროდ მამაშენი ვერ იყო ის კაცი ვინც მამად დაიბდა. _როგორც იქნა ახსენა . -რატომ? იქნებ იმიტომ რომ არავინ ასწავლა ? იქნებ იმიტომ რომ მის ცხოვრებაში მამას არასდროს უარსებია ? -იმიტომ რომ მამა არ უნდოდა . _ნერვებმა უმტყუნა ირაკლის დამცინავ ხმაზე კაცს . -იმიტომ რომ მამაშენის წრეში სირცხვილი იყო ჩემი სამსახური . მამაშენმა ქუჩა აირჩია. -რა კარგია რომ მკვდარია ვერაფერს ვკითხავ. -ტყუილი იმათ ჭირდებათ ვისაც თავი აქვს სამართლებელი . მე კი მართალი ვარ . -მართალი ხარ? ვისთან? -ჩემს სინდისთან . _იმდენად აღიზიანებს საკუთარი თავის მსგავსება ამ კაცთან ყვირილი უნდოდა.-საოცარია როგორ გავხარ ფიზიკურად . _მძიმედ წამოდგა კაცი და ხის კარადიდან რაღაც გადმოიღო.-იშვიათად ამბობენ კაცზე ლამაზიაო , მაგრამ ის უზადო იყო. ხასიათიც ისეთივე ჰქონდა. თავი სამყაროს ბატონი ეგონა . ყველამ იცოდა ვინ იყო ზუკა, თავიდან მეგონა რომ მალე გადაუვლიდა , მაგრამ 13-14 წლის ბიჭი იყო , მამით რომელიც არასდროს ჰყავდა გვერდით მაგრამ შევცდი . რაც დრო გადიოდა უფრო ღრმად ეფლობოდა ქუჩის ჭაობში და სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი კონფლიქტი . ფული არასდროს იყო საკმარისი . მალე ჩემი ნახვა მხოლოდ იმიტომ უნდოდა რომ ფული მიმეცა . იზრდებოდა უფრო და უფრო დიდი მოთხოვნილებები ჰქონდა და სამყარო თავისი ეგონა . _ყოველი მოსმენილი სიტყვა სულს სტკენდა , უხილავ ძაფს აბამდა საკუთარ თავსა და მამამის შორის. -ჯარში მსახურიბდა იცი ? მეგონა რეჟიმი ჭკუაზე მოიყვანდა და გავიწვიეთ._ტკივილი ამოაყოლა ფრაზას . -ვერ მაპატია “დოსიეს” გაფუჭება . ჯარში ნამყოფი ქურდი , ვიღაც უნივერსტეტში ჩაბარრბას გეგმავდა, ის კი მონათვლას . -არ მაინტერესებს როგორ ბავშვი იყო. რატომ ? მხოლოდ ერთ კითხვაზე მჭირდება პასუხი . რატომ ერჩივნა შვილებს სიკვდილი? რატომ ვერ იყავი მამა , რომ მასაც ესწავლა. -უკვე გითხარი .არავინ ჭირდებოდა გარდა საკუთარი წრისა. _ მშვიდი ტონით გაგრძელა საუბარი . - და მაგ წრემ გამოაცალა გული და სული და ბოლოს სიცოცხლეც. -თავი მოიკლა. _ყელი გაუშრა ირაკლის. -რატომ იცი? -რატომ ? შენ იცი რატომ? _თვალი გაუსწორა კაცს და წამითაც არ დაუხამხამებია ,ეშინოდა სიმართლრ არ გამოეტოვა , სიმართლე რომელსაც თვალები ამბობდა, თორემ ისეთი დუმილი დაუხვედრა ირაკლის კითხვას გამეორებაც ვერ გაბედა კითხვის. -იცი . რათქმაუნდა იცი და შენგან სიმართლეს ვერ მოვისმენ. _ისეთი ცივი იყო ირაკლის ხმა გარშემო ჰაერიც კი გაიყინა . -საფლავში წაიღო საიდუმლო და მე ვერ.. -მჭირდება ._მაგიდას მსუბუქად დაჰკრა ხელი და რომ მიხვდა მისი მოთმინება უკანასკნელ წვეთებს ითვლიდა ამოიგმინა.-მწამალავს . მისი მთელი ცხოვრება მწამლავს . აჩრდდილად მექცა მისი პიროვნება და საკუთარი მავიწყდება . -მამაშენი ავაზაკი და ქურდი იყო . შენ ? _ამჯერად მან ჩახედა თვალებში შვილის ასლს და გაუღიმა .- ირაკლი წარსულს არ უყვარს როცა სულში ხელებს უფათურებენ . დატოვე იქ სადაცაა და წინ იარე. -ვინ იყვნენ ის წრე სადაც ტრიალებდა? -არ გინდა . იმას ნუ ამოთხრი რაც დიდი ხნის წინ მიწამ შეჭამა. ძალიან ბევრი მათგანი ეხლა გავლენიანი ადამიანია და არავის აწყობს რომ… -ფული, დრო და რესურსი ძალიან ბევრი მაქვს . _კბილებში გამოსცრა და დემონსტრაციულად წამოდგა . -მეგონა დროს მოვიგებდი აქ მოსვლით , მაგრამ რთულად მომიწევს საქმის კეთება , როგორც ყოველთვის და გზად ვინმე დიდ თევზს თუ გავიყოლებ არ მაშინებს. -სამყარო შენც შენი გგონია . _სიმწრისგან გაეცინა კაცს . სწრაფად უნდა იმოქმედოს , სხვა გზაც არ აქვს , ირაკლი თუ ქექვას დაიწყებს ძალიან ბევრი დევს სასწორზე . ან ის უნდა მისცეს რაც უნდა ან თვითონ აიღებს. იმ წამს გაანალიზა რომ მამამის კი არა მას გავდა . -წავედით. _ზურგი აქცია კაცს და გასასვლელისკენ დაიძრა . -სინდისმა . _კართან დაწია ერთი სიტყვა კაცმა და საკმარისი იყო მის შესაჩერებლად მაგრამ არა შემოსაბრუნებლად .- სინდისმა აიძულა თავი მოეკლა . _ ამჯერად შეტრიალდა და სასოწარკვეთილ და უკვე მხრებში მოხრილ გენერალს გახედა. -მამაშენი ავაზაკი , ქურდი იყო მაგრამ მკვლელად გახდომამ მოუღო ბოლო . _ღრმაფ ჩაისუნთქა და პაუზის შემდეგ განაგრძო . - ქალის , ბავშვის , ბავშვების მკვლელობამ .. -რა ? რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და მეტი ვეღარ შეძლო. -არ იცოდი ? ნახე რა შეუძლია ამ ვარსკვლავებს ? _ხელი უნიფორმაზე გაისვა . ერთერთი წიგნიდან ჟურნალის ერთი გვერდი გამოაცურა სადაც ის და ნუცა იყვნენ წითელი ფეხსაცმელებით და მისკენ მიწია . -გოგო რომელზეც დაინიშნე , იმ ოჯახიდან გადარჩენილი ერთადერთი წევრია . -რა ყლ****ბას ბოდავს ? _პირველად ამოიღო ხმა გიორგიმ .-წავედით ირაკლი . _მხარში ჩაავლო ხელი რომ კარისკენ წაეყვანა , მაგრამ განძრევა ვერ გაბედა ისე ტრიალებდა მის გარშემო ყველაფერი .ყურებში შემაწუხებელი ხმა ესმოდა და ფერდაკარგული ცდილობდა როგორმე შეკრული ფილტვებისთვის ჰაერი მიეწოდებინა . უჟანგბადობისგან შენელებულ ტვინს არც გააზრება და არც ფიქრი უნდოდა მაგრამ რეალობა ჩაქუჩივით ურტყამდა და სხვა გზა არ ჰქონდა უნდა მიეშვა გონებამდე ინფორმაცია . -სისულელა ირაკლი . ყვრლაფერი მოვქექე არაფერი მსგავსი არაა ნუცას ისტორიაში._უშედეგოდ ცდილობდა გიორგი რეალობის უარყოფას . -შენ . _გენერლისკენ დაიძრა ირაკლი .-შენ გააქრე ნუცას ამბავი . -შვილი არ გყავს , ვერ წარმოიდგენ რისი გაკეთება შეუძლია მშობელს . _ჩაწითლებულ თვალებს თვალი აარიდა მოხუცმა . მოწყვეტით დაეშვა მის წინ ახალგაზრდა სხეული და სახე ხელებში წარგო. - ღმერთო ._სუნთქვად ამოაყოლა .-ნუცა . _წინადადებას ვერ უყრიდა თავს . -იმ ღამეს მამაშენი და მისნაირი ორი მივიდნენ იმ ოჯახში , ოქროსთვის. ერთერთმა ქალი გაგუდა გაჩუმების დროს . -არა. _თავი გაქნია ირაკლიმ. -ჯერ კიდევ არ იყო მზად მოესმინა . არა არ იყო , არც მისი გონება და გული იყო მზად , აღარც სხეული ამჯერად გულის ტკივილს რეალურად გრძნობდა და ხელი გაისვა მკერდზე რამდენჯერმე თითქოს უშველიდა , მაგრამ მის ჯინაზე არ ელეოდა სიტყვა გენერალს . -სახლს ცეცხლი წაუკიდეს მაგრამ არავინ იცოდა სახლის სახურავში 3 დამალული ბავშვის შესახებ. ყველაზე პატარა 2 წლის არ იყო და 10 წლის დამ იმ ერთადერთი გატეხილი კრამიტიდან გადმოაგდო რომელშიც მხოლოდ პატარა გაეტია. თივის გორაში . ბედია არა ? ხან თივა რომ მხსნელი იქნება იმ ცხოვრების დედაც ****. _ უყვებოდა ყველაფერს და მხოლოდ მაშინ გაანალიზა რომ არ ეჩვენებოდა და ნამდვილად ისმენდა ამ ამბავს როცა გიორგიმ დაიღმუვლა და კარი გამოგლიჯა რომ გარეთ გასულიყო .თვალი გააყოლა მეგობარს, დაინახა როგორ მოიხარა და მუხლებზე დაიდო ხელები და ხმამაღლა შეიგინა. უნდოდა იგივენაირად შესძლებოდა გაქცევა გარეთ, მოშორება ამ კაცს, ამ ამბავს საკუთარ წყევლას მაგრამ დაბუჟებული სხეულის დაძვრა არ შეეძლო .წამით დაუბრუნდა რეალობას , ყურებში ხმა ჩადგა და უკვე კარგად ესმოდა .-იმ დღის შემდეგ საკუთარ თავს არ ჰგავდა . არ ეძინა , არ ჭამდა. ადამიანს არ ჰგავდა . ორი , ორი წყეული კვირა შეძლო ეცხოვრა თავისი დამძიმებული სინდისით და მერე.. -ნუცა , ის გოგო მე რომ… . _სიცილი აუტყდა ირაკლის. რატომ იცინოდა ვერ გაიგო , მის გარდა ყველა მიხვდა რომ უბრალოდ მისმა ტვინმა ხელი ნერვებს ჩაკიდა და ირაკლი დატოვა . ხო ყველა მიხვდა რადგან მის ისტერიკულ სიცილზე გიორგი უკან შემობრუნდა გაოგნებული უყურებდა ახალ სახეს , შეშლის , განადგურებულს და სადღაც სივრცეში დაკარგულს . -გაიგე ? _გიორგისკენ მიტრიალდა და სიცილს შორის ამატებდა გაჭირვებით სიტყვებს.- ის ამბობს რომ მომავალი წარსულია . იტყუები _უეცრად დასერიოზულდა. შეუძლებელია ამხელა დედამიწაზე ის გოგო შეჰყვარებოდა . შეუძლებელია უკვდ წყრვლად ქცეული გრძნობა ასეთი დაცინვა იყოს . დასცინის კი ღმერთი თუ მართლა არსებობს ალბათ საკუთარ ტახტრრვანზე ზის და სიცილით სულს ღაფავს . სხეული აითრია .-როცა მომავალი შენი წარსულია, წარსული მომავალია ._საკუთარ თავს ებუტბუტებოდა . - ვინ ვარ მე ? მე ვინ ვარ? _ჩვეული სიმშვიდე დაიბრუნა და შემაძრწუნებლად ხელოვნური იყო მისი ჩვეული მანერები .- “ მხოლოდ პირუტყვი ივიწყებს წარსულს, არ ფიქრობს მომავალზე და მარტო აწყმოთი კმაყოფილდება” მართალი თქვა იმ კაცმა ._ ისეთი ტკივილი იყო თითო გადადგმული ნაბიჯი ერჩივნა მომკვდარიყო. გვერდი აუარა კართან გიორგის და გაყინულ ჰაერს ფილტვები შეაფარა , სახე კი ცივი წვიმის წვეთებს.-პირუტყვი ? რა უცნაური სიტყვააა არა? _ვის დაუსვა კითხვა არ იცის , თავისთვის ლაპარაკობდა . ზამთარი ცივია მათთვის ვისაც მოგონებები არ აქვსო? მისთვის ზამთარი ჯოჯოხეთია , იმდენი მოგონება შეუგროვა კი არ სცხელა, იწვის . კანი და სული კოცონადაა ქცეული . ამიერიდან სწამს ჯოჯოხეთის,მთლიანად ეკუთვნის მას . იქ სადღაც სამოთხეც უნდა არსებობდეს მაგრამ მისგან შორს . ძალიან , ძალიან შორს. ისე შორს რომ წარმოდგენაც არ შეუძლია . აღარაფერს აქვს ფერი გარშემო , ახლა ამ წამს ატმისფერიც მზეზე შორსაა , ფიქრიც კი აღარ ათბობს. ერთადერთი რაც ახსენდება ატმისფერია , სისხლში შერეული ატმისფერი და თვალები. გულუბრყვილო წმინდა გულწრფელი და სიყვარულით, წყეული სიყვარულით სავსე რომელსაც მალე სიძულვილი შეცვლის. ვერა ,ვერ შეძლებს ამბის შენახვას . ყალბი არაა, მითუმეტეს თავის ატმისფერთან და რომც უნდოდეს გული ვერ გაუძლებს შეეხოს , ხედავდეს , გრძნობდეს. აქამდე ეგონა რომ არ იმსახურებდა ახლა? ახლა ჰგონია რომ დემონია , რომელსაც არაფერი აქვს საერთო ანგელოზთან. დემონია , ჯოჯოხეთიდან დროებით ამოსული დემონი . თავი 15 ადგილი გაუცვალა მამამ . რა ნაბი*** ა. წავიდა დაისვენა და მას შეატოვა ტვირთი და თან როგორი ? ხომ შეიძლებოდა არ შეხვედროდნენ , ან არ შეყვარებოდა ? არა არ შეიძლება , ცხოვრება დედამო*** ლი რეჟისორია და მას ერგო მთავარი და თან ცუდი ტიპის როლი. _ჩაეცინა. საკუთარ თავზე ეცინება . ბედისწერის არასდროს სჯეროდა , რას უნდა დააბრალოს საკუთარი ბედის უკუღმართობა არ იცის . ვინმე ვინმე სჭირდება ვისაც ხელს შეაწმენდს , დაიბანს და ცხოვრებას გააგრძელებს. იცის გამოცდილია , მილიონჯერ მაინც ამდგარა ფეხზე და იმდენჯერ ძლიერი ვიდრე იყო , მაგრამ არ უნდა , უფროსეორად აღარ უნდა . ნუცას ფასად მოუწევს დაცემა და ფეხზე წამოდგომა და ეს მოკლავს . ხო , ხომ თქვა ნუცა წერტილი იქნება თავის ცხოვრებაში , არ შეშლილია . არასდროს არაფერი ეშლება და უნდა რომ ახლაც არ გრძნობდეს დასასრულის მოახლოვებას. გარდაუვალ დანაკარგს , მაგრამ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც ფიქრობს . შეუძლია დამალოს , არაფერი თქვას და ცხოცრება გააგრძელოს მასთან ერთად მაგრამ არ უნდა . ყველაფერია , მანიპულატორი, მოძალადე , შანტაჟისტიც , მაგრამ მატყუარაა არასდროს ყოფილა . ვერ შეძლებს , შეეხოს , გაუღიმოს და დამალოს . ვერა ეგეც რომ არა სარკეში ჩახედვას ვერ შეძლებს . ურჩევნია სძულდეთ ვიდრე თავად შეიძულოს საკუთარი თავი და ნუცას სიძულვილს ისევ საკუთარი თავის შეძულებაურჩევნია , თუმცა არ იმსახურებს ტყუილს მისი ატმისფერი . როცა თქვა არ ვიცი სიყვარულიო, განა ამაზე მეტია სიყვარული ? განა ამაზე მეტად სჭირდება ცოდნა ? როდის კვდებიან ადამიანები , როცა გული ფეთქვას წყვეტს თუ როცა ცხოვრებას აზრი აღარ აქვს ? -აიღე. _ზურგთან წამოადგა კაცი და ხელში პატარა მეხსიერების ბარათი ჩაუდო . -აქ ისაა რაც მამაშენმა დატოვა . პატარა ჩანაწერია ._მხარზე დაადო ხელი შვილიშვილს და მაგრად მოუჭირა. -მშობლები აგებენ პასუხს შვილების საქციელზე , შენ არა. შვილები არა . _ლოყაზე მიჰკრა ხელი რომ გამოეფხიზლებინა .- მამაშენმა საკუთარი თავი გაასამართლა და თქვენ ჯერ კიდევ ბავშვებმა საკმარისად აგეთ პასუხი. მისი ცოდვები შენი არაა . დაიმახსოვრე . _ცივად შეუშვა ხელი და სახლში შებრუნდა . თვალი გაუსწორა გიორგის ფერდაკარგული იყო იქვე მანქანას მიყრდნობილი და სიტყვას ეძებდა რომ რამე ეთქვა .-არაფერია გიორგი . ერთი წყეული სიტყვა არ მოიძებნება რომელიც ახლა დამამმშვიდებს. მკვლელის შვილი ვარ , არაუშავს . ისედაც ვიცოდი რა ნაგავის ხორცი ვიყავი მაგრამ ის ? ის გოგო რომ მიყვარს ?! რა იდიოტობაა , ღმერთო ამ დაწყევლილ მიწაზე მაინც მას შემახვედრე ? შემაყვარე და ჯანდაბას ჩემი გული გიორგი , მიჩვეული ვარ , მაგრამ იმან რა დააშავა? რატომ არასდროს მთავრდება მისი ტანჯვა . რაა დაშავა რომ საკუთარი ოჯახის მკვლელს მისცა საკუთარი გული და ახლა ამ გულს დავანაწევრებ . ჯერ ერთმა აწამა , ოჯახი დააუნგრია, მოკლეს , გადაუწვეს . მამა მოკვდა და შვილი დარჩა, შვილი მისთვის დარჩა მას გაანადგურებს ,არ მოკლავს მაგრამ რაღა დარჩება ნუცასგან ? აღარაფერი . ირაკლის ოჯახს მისცა სიყვარული , ირაკლის ოჯახმა კი რა გაიმეტა მისთვის ? სიკვდილი , ტანჯვა , ტკივილი . -ვერ ვსუნთქავ . _იქვე ხელით ჩამოეყრდნო მანქანის კარს და თვალები დახუჭა რომ გარშემო ამოძრავებული ხეები გააეჩერებინა . - წყალი . _ისე დაიყვირა გიორგიმ სწრაფად გამოფხიზლდა და თვალი გაახილა . მანქანაში ჩაჯდა და თავი უკან გადაწია ,სცადა გათანაბრებულად ესუნთქა . გათეთრებული ტუჩები დაადო წყლს ბოთლს და აკანკალებული ხელით გაუწოდა უკან გიორგის . მეორე ხელში შერჩენილ ბარათს დახედა და გიორგის მისცა . - უნდა მივისმინო . -არ გინდა , საკმარისი არ მოისმინე? რაც დარჩი იმასაც ნუ გაანადგურებ. _ვეღარ მოითმინა გიორგიმ. -რა დავრჩი გიორგი , რა ? რა ვიყავი რომ რამე დავრჩენილიყავი . ჩართე . -არა . თავის განადგურების უფლებას არ მოგცემ . -გიორგი ჩართე . _დაიყვირა და თავი ისე ეტკინა სწრაფად გაჩუმდა . გაჭირვებით შეაარჭო გიორგიმ ბარათი და სუნთქვა შეწყვიტა. ხელიც კი აუკანკალა ჩართვის ღილაკს რომ დააჭირა და მანქანის სავარძელს აეკრო . პირველი სიტყვა შემაძრწუნებელი იყო . შეცბა გიორგი ირაკლის ხმა ესმოდა ? შეეშინდა იმ წამს ირაკლისთვის გაეხედა . უფროსწორად არ უნდოდა ცოცხალ გვამად ქცეული მეგობრის დანახვა . საუბრის მანერა განსხვავებული იყო , მაგრამ ტემბრი ? შეუძლებელი იყო ამხელა მსგავსება და პირველად იგრძნო ზიზღისგან მოწოლილი გულის რევის გრძნობა . ხმა კი მშვიდად აგრძელებდა შექსპირის სონატას.: “სულო საბრალოვ, ცოდვილ სხეულს როგორ გაგყარო, ავხორცულ ძალებს შემოსეულს ვერ გადარეკავ?! დანაცრებულა შინაგანი შენი სამყარო, შენ კი ამკობ და ალამაზებ კედლებს გარეგანს. სხეული შენი დროებითი საცხოვრისია, ნუ გენაღვლება, თუ დარჩება დაუდაფნავი, სხეული არ ღირს ამდენ მოვლად, რადგან სხვისია, მხოლოდ ჭიებს თუ გაალაღებს შენი საფლავი. გალაღდი, სულო, ღვთაებრივი სხივით იდიდე, და მიწიერი დაიმონე შენი დიდებით, შენი იქნება წუთისოფლის მთელი სიმდიდრე, თუკი გარეგან სამკაულს არ გაეკიდები. სამარადისო ძალა აღარ შემოგაკლდება და თვით სიკვდილიც მაშინ ხელში შემოგაკვდება” ხმა , ის არ ჩერდებოდა და ყოველი სიტყვა დანად ერჭობოდა სხეულში . აღსარება ხანმოკლე იყო , მაგრამ მძიმე . ისეთი ბასრი რომ ადგილი აღარ დრჩა სადაც უხილავი ჭრილობა არ ჰქონდა . არც ტკივილისთვისდარჩა ადგილი , სიძულვილმა გაავსო ვენა . სძულდა, საკუთარი თავი ,წყევლად გქცეული მამის სისხლი და წარსული. საკუთარ უსუსურობაში ჩაკარგულს მხოლოდ ის აშინებდა რომ მისნაირი ძლიერი ადამიანის თუ ასე ურტყამს ცხოვრების უკუღმართობა , ნუცას რას უზამს ? -როგორ უნდა ვუთხრა? -არ უთხრა . _სწრაფად გამოერკვა გიორგი და მიტრიალდა .-არ უთხრა ირაკლი , ცოდოა . მთელი ცხოვრება ამ ტრაგეედით ცხოვრობს , ახერხებს რომ ისეთი იყოს როგორიცაა , არ გაანადგურო ცოდოა . -მოვატყუო? ვერა გიორგი , არ შემიძლია თვალებში ვუყურო და ამხელა ამბავი შევინახო . მაინც შემიძულებს . -ცოდოა ირაკლი . შენც ხომ იცი რომ პატარა პრობლემაც სტკენს . -არ იმსახურებს საკუთარი ოჯახის მკვლელთან ცხოვრებას ._სიმწრისგან სიცილი აუტყდა ისევ . რა მარტივად ჩაატია ერთ წინადადებაში მთელი ამბავი . - შენ , შენ რას იზამ ? -იმას რასაც ვაკეთებდი . -უგულოდ ? -უსულოდ , გიორგი . უსულოდ . _ტელეფონის ხმა შემაწუხებლად გაისმა და სწრაფად ამოიღო რომ მალე გაეჩუმებინა . ეკრანს სახე შეშლილმა დახედა . იმის გამბედაობა მაინც უნდა ეყოს რომ უპასუხოს , იქნებ უკანასკნელი ზარია ? უპასუხა და სანამ ხმას ამოიღებდა ნუცამ დაიწყო ლაპარაკი . გაუჩერებლად ეუბნებოდა რა გააკეთეს საღამოსთვის მან და ნანამ , რომ ყველას დაურეკა რომ არ უნდა დაეგვიანა . ყურადღებით უსმენდა და ღიმილი ედებოდა სახეზე , სუნთქვითს შეჩერებით სცადა , მოწოლილი ემოცია შეეჩერებინა , რა ეშველება როცა ამ ხმას ვეღარ გაიგებს ? აქამდე თუ გამოსავალი არსებობდა რომ დაეტოვებინა ახლა ცდის უფლებაც არ აქვს , საერთოდ არაფრის უფლებ არ აქვს. აკრძალულია , ხილი რომელიც ასე უყვარს აკრძალულია . -მალე მოვალ . _უმისამართოდ გაიღიმა . მივა , უკანასკნელად მოხვევს ხელებს, უკანასკნელად იგრძნობს საყვარელ სურნელს , როცა გულს იჯერებს და დარწმუნდება რომ საკმარისად ისუნთქა და დაიმახსოვრა ეტყვის სიმართლეს და სამუდამოდ წასულს მშვიდად ცხოვრებას აცდის . შურის ძიება რომ მოინდომოსო უნდა იფოქროს , რომ მასაც აქვს რაღაც ნაკლი , თითქოს სხვისი სიცუდით საკუთარი ნაკლებად ეტკინებაო , მაგრამ იცნობს . პატარა ბავშვივით გაიქცევა , საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტება . დაიმალება . სად შეუძლია ეს სიამოვნება მიანიჭოს და აფიქრებინოს რომ რაღაც მიწიერი და მანკიერი მასაც აქვს . როგორ სტკენს გულს ის რომ ზუსტად იცის რა მოხდება.ერთი ნუცა ყავდა რაც ზედაპირისკენ ექაჩებოდა , აფერადებდა და ისიც გაქრება . ხელს გაუშვებს და იმ შავ ტბაში ჩაიხრჩობა მისი სახლის წინ მდგარ ტბას რომ ჰგავს . ნუცა შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას , ერთი ეგ ამშვიდებს . თავად ? თავად , სამუდამო უბედურებისთვის და მარტოსულობისთვისაა განწირული. ვეღარასდროს გაუხსნის გულს და სულს ვინმეს , ასეც რომ არა ადგილი აღარაა, მთლიანად ნუცაა შიგნით და ასეც დატოვებს . გავა დრო და ვინმე იკითხავს , რატომ დარჩა ასეთი კაცი მარტო? და ის პასუხს დაწერს . დაწერს მამებზე და შვილებზე, ცხოვრების სისასტიკეზე ,ის დაწერს სიცივეზე და მოგონებებზე . დაწერს სიყვარულზე , ძალიან დიდ , ნამდვილ სიყვარულზე რომელიც იმდენად წმინდაა არსებობის უფლება არ აქვს ცოდვილ დედამიწაზე. იმ პირველ ქალზე რომელსაც მხოლოდ ირაკლი უნდოდა და არა სიმდიდრე . დაწერს კი ნუცაზე დაწერს ნუცასთვის , რომ როცა მის წიგნს აიღებს და გადაშლის ფურცლებმა უთხრას ვინ იყო მის ცხოვრებაში. ანდერძსაც დაწერს და მასაც ნუცასთვის . ვერავინ ვერ გამოიყენებს მისი ცოდვილი ხელით შექმნილ ქონებას და გაკეთილშობილებს ისე როგორც ნუცა . -სახლში წავიდეთ გიორგი . _ სახლში უნდა დაბრუნდეს სადაც უკანასკნელ მოგონებებს შეინახავს ,ღიმილებს დაუთვლის . რაზე ეჩხუბა გუშინ ? წასვლა აუკრძალა? ახლა საკუთარი ხელით გაუღებს კარებს . რა უკუღმართია ეს ცხოვრება და რა ცრუმორწმუნეა ხალხი ? სადაა ღმერთი სად? რომ არსებობდეს ასე დატანჯავდა იმ ერთადერთ გოგოს რომლის ერთადერთი ცოდვაც ისაა რომ ყველას უანგაროდ უშვებს ცხოვრებაში. ისეთი დაღლილილი იყო ემოციებისგან რომ ერჩივნა ფიზიკურად დაღლილი ყოფილიყო. შეეშინდა , სახლის ეზოში შესულს გადასვლის შეეშინდა. როგორია დასასრულისკენ გადადგა ნაბიჯები? -რას იზამ ?_არანაკლებ სახეწაშლილი იყო გიორგი და თვალი აარიდა . -იმას რასაც ვიმსახურებ . _სარკეში გაუღიმა და გადავიდა. შებრუნება ვერ მოასწრო რომ საიდანღაც გაჩნდა მასთან და შემოეხვია . კარგად ჩამოეკიდა კისერზე და შეახტა. საკუთარ თავს ძლივს რომ ეგონა იკავებდა მისი მუხლები ძალა იპოვა , დაღლილობა სადღაც გაქრა და ხელები შეაშველა რომ არ ჩამოვარდნილიყო. უთქმელად წარგო ცხვირი მის კისერში და ხარბად დაიწყო სუნთქვა . ჟანგბადისგან დაცლილ ორგანიზმს საკვები მისცა . ნელი ნაბიჯებით დაიძრა სახლისკენ და პირველივე სავარძელში დაეშვა მასთან ერთად. რაღაც უნდა თქვას , უცნაურად უყურებს და ალბათ ირაკლის ჩაწითლებული თვალებით ხვდება რომ რაღაც რიგზე ვერაა.-უკეთ ხარ? -ხო . ცოტა ყელი მტკივა . _მხრები აიჩეჩა გოგომ და მისი მუხლებიდან გადაძვრა გიორგის დანახვისას . უხერხულად გაუღიმა. -ყველაფერი მზადაა ირაკლი . _სიამაყით განაცხადა ნანამ . -ყოჩაღი გოგოები ხართ. -ყველაფერი მზადაა არ მითქვამს რო კარგადაა. _თავდახრილ ნუცას თვალები დაუბრიალა . - ისეე დაამლაშა კერძი ახლიდან ვაკეთებ . -ჩემი ბრალი არაა, თავი მოძვრა სამარილეს. -წიწაკასაც? -ხო . ირაკლი უთხარი რა რამე ნანა სულ მეჩხუბება. -გეუბნები დაჯექი , დაწექი დაისვენე ავად ხარ . არა მაცაცერასავით ყველგანაა. -დავისვენე უკვე . _ჯიბრით პასუხობდა ნუცა. -როდის 2 წუთი ჩამოჯექი ? _ ღიმილით უსმენდა ქალების კამათს , მაგრამ ერთი სიტყვა არ გაუგია.მხოლოდ ნუცას სახეს აკვირდებოდა და ცდილობდა კარგად ნაცნობი სახე კიდევ ერთხელ დაესწავლა, რომ მიხვდა უცნაურად მიაჩერდა ორივე მას , შეეშინდა საკუთარ სახეს არ გაეცა . -გამოვიცვლი ._გაუღიმა ქალებს . -მე ყავა მინდა . _ხელი აწია გიორგიმ. -მეც . _დაეთანხმა ნანა და ნუცას შეხედა. -რა? -ყავა გვინდა . _გაუცინა ქალმა დაგვდებ პატივს? -ხო. როცა გჭირდებათ მაცაცერა არ ვარ არა? _ბუზღუნით გაუყვა გზას სამზარეულომდე . რას აკეთებდა ვერავინ გაიგო მაგრამ ისეთი ხმაური გამოდიოდა სამზარეულოდან ბოლოს კიბეზე გაშეშდა ირაკლიც. -ჭურჭელი აღარ დატოვა შენმა ცოლმა. _გაუცინა ნანამ . -არაა სახლში შემოსაშვები გაგაღარიბებს . ცოლმა ? უცნაურად მოხვდა ყურში ,ნეტავ მხოლოდ ჭურჭელი უშლიდეს ხელს მათ ერთად ყოფნას , ახალს იყიდის , ყოველდღე თუ დასჭირდება საერთოდ არ შეჭამს . ცოლმა , აქამდე ისე აღელვებდა ნუცას სტატუსი საკუთარ ცხოვრებაში ეშინოდა , ახლა პირიქით არ არსებობის ეშინია. როცა ადამიანს ჰგონია რომ უარესი აღარ არსებობს სინამდვილეში უარესზე უარესი არაფერია. -შენც გინდა . _ყურებამდე უღიმოდა ფიქრებში დაკარგულ ირაკლის . -ხო მინდა , იქ ვიქნები _სამუშაო ოთახისკენ ანიშნა . ჰაერს ძლივს ყლაპავს არ ჰგონია რამე გადაუვიდეს ყელში , მაგრამ ერთადერთი რაც უნდა ისაა დაიმარტოხელოს. ხელები მოხვიოს. დაიგემოვნოს და კიდევ ერთხელ , სულ ერთხელ და ალბათ ბოლოჯერ დაიკარგოს მასთან ერთად. 5 წუთში დაუდგა ფინჯანი მაგიდაზე და საყვარელ დივანზე მიწოლილ მამაკაცს გახედა. - ძალიან ცხელია. -მოდი. _ხელი ანიშნა მისულიყი და ჰაერში გაწია რომ მოახლოვებულს ჩაეკიდა . საკუთარ თითებში ახლართული თხელი მტევანი იგრძნო თუ არა თავისკენ მოზიდა.მოწყვეტით დაეშვა მამკაცის ზემოდან და წამოიკივლა . ნიკაპი მკერდზე დაადო და ქვემოდან ახედა ნათალ სახეს. -ნუცა , სულ გახსოვარ? -სულ. -მეც . _თმაზე გადაუსვა ხელი. -რატომ ხარ უცნაური ? _ზემოთ აცოცდა რომ უფრო ახლოს ყოფილიყო თვალებთან . -იმიტომ რომ მჭირდები. -აქ ვარ. _გაეცინა გოგოს . -ვიცი რომ აქ ხარ, მაგრამ მაინც მჭირდები . -ჰოო? მე თუ ? _ტუჩის კუთხეში აკოცა. -შენ . შენ მჭირდები ოღონდ მთლიანად . -ერთი საათი გვაქვს . _ხმაში სიკეკლუცე შეერია . -ან მთელი ღამე . -ჰო ._ისევ შუბლზე აკოცა . ვერა არ შეუძლია ისე დაეუფლოს ისევ მის სხეულს როცა იცის რომ უფლება არ აქვს . როცა იცის რომ სიმართლე რომ იციდეს ნუცამ ყოველ მასთან გატარებულ ღამეს დაწყევლის . უნდა , მაგრამ არ შეუძლია. გონება ერთს სთხოვს გული მეორეს . მისი ცხოვრება ერთი დიდი სასამართლოა სადაც დაუსრულებლად ასამართლებენ მას . იმდენ ხანს ჰყავდა ხელებში მოქცეული, თავად გოგომ დაიწყო წრიალი და გამოეცალა ხელებიდან .-წელი მტკივა. _ხელი გაისვა გვერდებზე და ამღვრეულ ირაკლის ზემოდან გადმოხედა. -ყელიც მტკივა . კიდევ თავიც და საერთოდ მემგონი ვბერდები. -იცი სიბერის მეშინია, მინდა რომ არაფრის მეშინოდეს როგორც შენ . -იცი რამდენჯერ შემეშინდა ?შენთან, შენს გამო და შენთვის? _ ტკივილი შეერია ხმაში და მისი მზერით გაიგო რომ ნუცაც მიხვდა და სცადა მხიარულად გაეგრძელებინა -ნუცა 21 წლის ხარ . _გიცინა და მატყუარა თვალების შენიღბვა ღიმილოთ სცადა . -ნახე თეთრი თმაც მაქვს ._ახლოს მიწია თმები და თითებით დაიწყო ძებნა . -ნუცა ბავშვი ხარ . ჯერ ძალიან ბევრი წლები გაქვს წინ. ლამაზი , ბედნიერი. თმებს შეიღებავ არუშავს . -ისე შენ ქერები მოგწონს თუ შავგვრემნები . _თვალები მოჭუტა გოგომ და ისევ წელზე დაიწყო ხელის სმა . -ატმისფერები ._ელვის სისწრაფით წამოდგა ფეხზე . -დაწექი . _ხელით უბიძგა დივნისკენ და ნაზად დაუწყო წრიულად მტკივან ადგილზე სმა . -ექიმი უნდა იყო. -მასაჟისტი უფრო. -იცი რა კარგია ? მმმ._სიამოვნებისგან კვნესა აღმოხდა გოგოს. -სექსზე უკეთესია . -ხომ თქვი რომ 1 სააათი გვაქვს ? _ხელი შეუშვა და სახეზე აისვა, ლილის ხმის გაგონებისას . -მოვიდა . -თვითონ დაპატიჟე ._ფეხზე წამოხტა ნუცა , სახეზე ღიმილო მოედო და ხტუნვა ხტუნვით გავიდა . ზლაზვნით მიჰყვა და ნაძალადევად გაუღიმა ბებიას . -ავად ხარ ? ისევ გაცივდი ? -ნანამ გითხრათ ? -ხო._მთელი ტანით მიტრიალდა ირაკლისკენ .-ვიტამინები ჭირდება . -მე ექიმი ვარ? -არა , შენ გევალება რომ ჯანმრთელი იყოს. -პატარა ბავშვი არ ვარ , ვუვლი მე კარგად ჩემს თავს._ ქალს გვერდით მოუჯდა და მხარი ჩამოადო.-ლილი ბებო , ახალგაზრდაც ესეთი მზრუნველი იყავით? -არ დააწყებინო გთხოვ . _ხელი აიქნია რეზომ და ირაკლის გვერდით დაჯდა.-ხომ გითხარი ადრეათქო. ცოლს შეუღრინა . -მერე რა . საკუთარ შვილიშვილთან მისვლა მარტო ერთ საათზე შემიძლია ? -არ დაქორწინდე შვილო . _ხელი დაჰკრა ირაკლის ბაბუამ . -თორე მერე აი ეს გელოდება . - რას ქვია ეს ელოდება? ორი შვილი რომ გაჩუქე მაშინ ხო იყავი კარგად? ბავშვებზე გამახსენდააა. _თვალები მოჭუტა ლილიმ . -არაა. _დაიღრინა ირაკლიმ და ფეხზე წამოდგა.-ვისკს დალევ ?_ბაბუაზე გადაიტანა ყურადღება . -არა , კონიაკს. -რა გაყვირებს , შოთიკოს უნდა რომ ბავშვი მოუნათლო უჟმურო . -შოთიკოს ? _ბოთლიანად დაიძრა ლილისკენ . -შოთიკო ვინაა. -გიორგის მამა . -აჰჰ , _აღმოხდა ირაკლის . - მშობლებს კითხეთ? _ბებიას თვალებში მიაჩერდა . -აუტანელი ხარ ირაკლი. -და შეცვლას არ ვაპირებ ასე რომ.. _თვალი ჩაუკრა ბებიას და სასმლით სცადა საკუთარი თავის მომზადება გრძელი და აუტანელი საღამოსთვის .- ერთი ჭიქა ნუცას გაუწოდა. -არ მინდა ._თავი გააქნია ნუცამ .-ყელს წვავს და მძაფრი სუნი აქვს. -ჩემი ოფლით შექმნილი დაიწუნა ამ ბავშვმა თუ რა ქნა ახლა? -ზუსტად ეგ ქნა. წამო რამე სასიამოვნო სუნის ვიპოვოთ . დაგათვალიერებინებ საინტერესო რაღაცეებს ინახავს გიორგი იქ . მართლა სადაა? -ლიკუნასთან ერთად . _ უცნაურმა ღიმილმა დაჰკრა ლილის სახეზე და თითქმის ყველამ გაიგო , გაიფიქრა და მიხვდა როგორ აარიდეს თვალი . არ მოეწონა საკუთარი ფიქრი არ მოეწონა? იცნობს გიორგის იცის სიცოცხლეს მისცემს მაგრამ მაინც სწრაფად მოიშორა ახალი “დარდი” არ აქვს დრო. თანაც დიდი ხანია ლიკუნა გაიზარდა . მაშინ , მხოლოდ მაშინ გაახსენდა რომ მარტო ნუცასთვის არ აქვს ამბავი მოსაყოლი , რომ ამ დამპალ ჭაობში მარტონი არ არიან . რამდენ ადამიანს ატკენს ისტორია? კიდევ რამდენს ატირებს? რამდენჯერ გაუჭირდება თვალის გასწორება ოჯახისთვის? ინსტიქტურად მიეყრდნო ღვინის თაროებს და სინესტით გაჟღენთილი ჰაერი , გაჭირვებით გადაუშვა. ცხვირს ძვალი სტკიოდა სუნთქვისას . თითქოს მისი ყოველი ამოსუნთქვა საწამლავი ყოფილიყოს . მთელი საღამო ვერ მოიშორა ტკივილის შეგრძნება . შეუმჩნევლად სჩხვლეტდა გული და ყოველ წამს ახსენებდა უკვე დანად ქცეულ ისტორიას. ალბათ უკანასკნელად ხედავს ასე ყველას ერთად. ხვალიდან აღარავინ იქნება ისეთი როგორც დღეს .ხვალიდან თვითონაც არ იქნება ის ვინცაა. ხვალიდან მისი ჯადოსნური არსებაც ჯადოქრობასთან ერთად გაქრება . მის დაღლილ თვალებს ცრემლი, მერე სიძულვილი და ბოლოს სიცივე ჩაანაცვლებს და აღარაფერი აღარაფერი იქნება დარჩენილი იმ გაბრწყინებული თვალებიდან რომლითაც უყურებს . ერთი დიალოგიც კი არ გაუგია რაზე ლაპარაკობდნენ. თვალწინ უვლიდა ყოველი მათი ერთად გატარებული დრო , ისიც კი სასიამოვნოდ ახსენდება როცა ყველაზე იდიოტი იყო და იფიქრა რომ ნუცას ყიდვა შეეძლო. მალე ლილის აუტანელი კომენტარებიც სანატრელი გაუხდება მათ შვილზე . სიმწრისგან გაიღიმა , საფიქრალად თითქოს ადვილია რეალობა კი ბევრად მძიმე. ისეთი მძიმე რომ პირველად 31 წლის ასაკში უნდა ჰკითხოს თავს . რა აზრი აქვს მის ცხოვრებას ? არც მანამდე ჰქონდა აზრი , მაგრამ არც ნუცა ჰყავდა . ახლა იცის რა ბედნიერებაა როცა საყვარელი ადამიანი გყავს გვერდით , გემო გაუგო რას ნიშნავს ოჯახი და ვინ იცის იქნებ ცხოვრებას რომ ეცდია შეექმნა კიდეც ბედნიერი ოჯახი . -რატომ არაფერს მიირთმევ ნუცა ? _თვალები აუბრიალა ლილიმ. -მივირთვი , მადლობა . -მითხარი რა გინდა და ახლავე მოგაწვდი . _შეწუხდა ნანაც . -არ მინდა არაფერი მადლობა . რატომ ვჭამთ სულ იმას რაც ირაკლის უნდა ? _დაუფიქრებლად წამოისროლა და გაჩუმდა . ფიქრებიდან გამორკვეული ირაკლის თვალი აარიდა. -რამის თქმა გინდა? _გაუღიმა მამაკაცმა . -ხო , რატომ არ შეიძლება რომ ამის საყვარელ კერძებთან ერთად მაგალითად ვჭამოთ სუპიც? -სუპი? ._ღიმილი ძლივს შეიკავა ლიკუნამ . -ნუცა , გძულს წვნიანები . -არა არ მძულს ._ჯიუტად დააქნია თავი . - ხვალ გაგიკეთებ და ერთი არ გიჭამია ნახავ რას გიზამ . _დაემუქრა ნანა . -სულ მეჩხუბები ნანა . _თვალები აუწყლიანდა . -არ გეჩხუბები, შვილო არა . ცოტახანს უსმინა კიდევ მის მადაზე და ვიტამინების დანიშნულებაზე ლექციას და ვეღარ მოითმინა -ახლავე დავბრუნდები უკაცრავად. _რამის გაიქცა მაგიდიდან. -რა სჭირს?_შეიცხადა სანდრომ .-არასდროს მინახავს ნუცა ცუდ ხასიათზე . -უკაცრავად ._ნაძალადევად გაუღიმა ოჯახს და ნუცას გაჰყვა . ძნელი მისახვედრი არ იყო სად წავიდა . ეზოში გასასვლელი კარი ღია იყო . -რა გჭირს?ისევ გაცივდები . _ზურგთან დაუდგა და ხელები მოხვია, რომ გაეთბო . -არ ვიცი . _მხრები აიჩეჩა . - მინდა რომ ის ვჭამო რაც მინდა. - რამე დავაშავე? -არა. გაეცინა ნუცას . -შენ არა მაგრამ არ ვიცი , არავინ არაფერი დააშავა უბრალოდ მინდა რომ ვიტირო . _ცოტახანს პაუზა გააკეთა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. - ყავის სუნს გრძნოობ ? _ტაში შემოჰკრა ნუცამ . -მინდა. _ხელებიდან გაჭირვებით გამოეცალა და სახლში შებრუნდა .-წამოდი ირაკლი. ნანამ ნამცხვრებიც გააკეთა . _პატარა ბავშვივით გაიქცა , ვერაფერი გაიგო , საერთოდ ვერაფერი რა მოხდა 5 წუთის წინ და უკმაყოფილო მიჰყვა. გაბრწყინებული მიუჯდა მაგიდას და შუაში დადებულ ნამცხვრის სართულებიან თეფშს გაუღიმა თავისკენ მიწია და ზუსტად 15 წუთი იფიქრა რომელი უნდოდა. ბოლოს ყველანაირი დაიდო თეფშზე , გემრიელად შეექცა და ფიქრიც კი შეწყვიტა . ისეთი მონდომებით იგემოვნებდა ყოველ ლუკმას და იმდენი ჭამა სანამ მუცლის ტკივილმა არ შეაწუხა. ისეთი უცნაური იყო სტუმრებისთვის ცვალებადი ნუცა ირაკლის აბრალებდა ყველა არა არაფერს გამოთქვამდნენ მაგრამ თვალები , მათ თვალები ჰქონდათ.ისიც მედგრად უძლებდა საახებზე დაწერილ უკმაყოფილებას . დიდხანს შემორჩნენ სტუმრები და დაღლილობას ვერ გრძნობდა ვერავინ. მხოლოდ ნუცა იჯდა მაგიდასთან ხელებზე თავჩამოდებული და თვალებს ძალას ატანდა რომ არ დახუჭვოდა . არასდროს უყვარდა ბევრი ძილი და სულ ადრე იღვიძებს რაც ირაკლისთან ცხოვრობს ყველაფერი აირია . მისი რეჟიმიც. აღარაფერს აღარ გავს მისი დღეები . უსაქმურობაში ფლანგავს . 11 საათიც არაა და რამისააა ჩამოეძინოს. ხელი უნდა გაანძრიოს . რღაც უნდა იპოვოს რითიც თავს გაირთობს ან სამსახური. რასაც ირაკლი რიცხავს მის ანგარიშზე ზუსტად არ იცის არასდრის უნახავს ახალი ანგარიში , ძალიან ბევრია რასაც ის უკეთებს მაგრამ რაღაც უნდა ქნას სამუდამოდ ირაკლის იმედზე ვერ იქნება . კიდევ ნახევარი საათიც რომ გაგრძელებულიყო შეკრება ნამდვილად ჩამოეძინებოდა.ყველას ღიმილით გამოემშვიდობა , სცადა დაღლილობა არ ეჩვენებინა მაგრამ თითქმის შეუძლებელი იყო . ისე ეძინებოდა ირაკლიზე მიყრდნობილს სხეულის დაჭრა უჭირდა თუმცა გასაცილებლად მაინც გაჰყვა ყველას და იქამდე იქნია ხელი სანამ ბოლო მანქანა არ მოეფარა თვალს . მკერდზე დაადო თავი და ამოიოხრა . -არაფერი გამიკეთებია ირაკლი და დავიღალე . -ისევ ავად ხარ . ნორმალურია . -არაფერს ვაკეთებ . ირაკლი . -კარგი რა ნუცა , რა გატრებს . - ის რომ.. _სრუტუნით სცადა რაღაც ეთქვა თუმცა ირაკლიმ არ დააცადა . -გეყოფა, ვფიქრობ რომ დასვენება და ძილი გჭირდება. ხელში პატარა ბავშვივით აიყვანა და საძინებლისკენ დაიძრა. -უნდა დაისვენო, კარგად უნდა გამოიძინო. ნახავ ხვალ ენერგიით სავსე იქნები სხვა გზა არ გაქვს მინდა რომ ძლიერმა გაიღვიძო , ისეთმა ძლიერმა რომ როცა მე და შენ ვილაპარაკრბთ ძალა გეყოს ჩემს მოსასმენად . -უცნაური ხარ . _ძილბურანში მყოფი ლუღლუღებდა და ისე ესიამოვნა რბილ საწოლზე სხეულის მოსვენება რომ წამიც არ დასჭირვებია ღრმა ძილისთვის თავის მისაცემად . კარგახანს უყურა მძინარე გოგოს და ათას არეულ ფიქრს თავი ვერ მოუყარა. რა ელოდებათ წინ. რა კარგი იქნება რომ გაქრეს ? მზადაა გაქრეს ოღონდ ის არ იცოდეს რაც იცის და მერე ამ ყველაფრის ახსნა არ მოუწევდეს ნუცასთვის , რომლის ერთადერთი პრობლემაც ისაა რომ უყვარს. ღიმილი შეეპარა სევდიან თვალებს . თვალი ვერ მოხუჭა და ერთი წამით არ შეუწყვეტია მისი ყურება. თითქოს უკანასკნელ წამებს ითვლიდა და ცდილობდა არაფერი გამოპარვოდა. უძილო ღამეების სიას ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი ღამე შეემატებოდა . ტკივილში და ფიქრში განვლილი. სინანულის მარწუხებისგან სულშეხუთული , კიდევ რამდენჯერ ინატრებდა სიკვდილს და გაქრობას ? ალბათ არცერთხელ. ისედაც ხომ გაქრება ? ისედაც ხომ მკვდარი იქნება ? განა იმაზე დიდი სიკვდილი არსებობს ვიდრე ყველაფრის დაკარგვაა. როდის შეიცვალა ასე? აქამდე ყველაფერი მისი შრომა იყო . ახლა მხოლოდ ნუცაა. ასჯერ დათმობს მხრებით მოთრეულ სიმდიდრეს ოღონდ ის ჰყავდეს და მაინც მის მხრებს დააწვება ყველაფერი. ის ხომ წყეული მამამისის წყეული შვილია. დიდად არ ჩქარობდა გაღვიძებას ნუცა და ჯერ არ დაწყებული დღე ირაკლისთვის უკვე დასასრულის უკანასკნელ წუთებს ღაფავდა . რას არ მისცემდა დროის უკან გადახვევა შეეძლოს ჯერ კიდევ იმ წამს შეცვლიდა როდესაც მამამისის შვილად დაიბადა. გაუჭირდა ნანას დარწმუნება მაგრამ ბოლოს ერთიორი მკაცრი სიტყვის მერე გაუდგა იძულებით აღებულ დასვენების გზას. დარწმუნდა რომ მშიერი გიორგიც არ ივლიდა წინდაუკან სახლში და სამზარეულოში. თითქმის ის სიცარიელე იყო სახლში რომელიც სურდა . ბუხრის ტკაცუნი შემაწუხებლად ისმოდა . წამებას გავდა რომელიც მოლოდინს მძაფრი მუსიკასავით გასდევდა . სტკივა , სული სტკივა და სულთან ერთად ყველა კუნთი. დილიდან ერთ სავარძელსაა მიწებებული და ასჯერ მაინც წარმოიდგინა როგორ ეუბნება სიმართლეს . ყველა სცენა გაიარა , დაატრიალა გადახარშა და ვერცერთ ვერსიაში ვერ იპოვა ისეთი რამ რაც სამუდამო დაღს არ დაასვამს ნუცას . არა აღარ დარდობს საკუთარ თავზე , მიჩვეულია . არც ისედაც დაკარგულ ურთიერთობაზე . ბევრად უფრო ძვირფასი რამ დევს სასწორზე . ნუცა , მისი სული . რატომ უნდა რომ ატკინოს? რატომ უნდა თითქოს უკვე მოშუშებული ჭრილობა გაუხსნას. განა სამართლიანი არაა რომ თავისთვის შეინახოს საკუთარი ოჯახის ცოდვა და ღირსეულად ატაროს? გაუფრთხილდეს და მასზე ზრუნვით გამოასწოროს ? გამოასწოროს? 3 ადამიანის სიცოცხლე ზრუნვით უნდა გამოისყიდოს? იქამდე ებრძოდა სიმართლის და ტყუილის თქმის ვერსიები ერთმანეთს სანამ რამოდენიმე ჭიქა არ შემოეცალა . როგორია? 12 საათია და ყავის მაგივრად უკვე ნახევარი ბოთლი დაცალა. ასე იქნება , ისიც იმ კაცებს დაემსგავსება ვინც საკუთარ სისუსტეს სასმელს და სიგარეტს აფარებს ? იქნებ ნარკოტიკსაც ვინ იცის , ჯერ ყველაფერი წინ აქვს . განა ასე არ დაიწყო მამამისმა , განა მისი შვილი არაა? არ უანდერძა საკუთარი ცოდვები? გარეგნობა ? რა გარანტია აქვს რომ დასასრულიც იგივე არ ექნებათ. ფიქრი ნუცამ შეაწყვეტინა ,წამიერად აკოცა ლოყაზე , ქარიშხალივით ჩაუქროლა და პირდაპირ წინ დაჯდა, დივანზე ფეცები კომფორტულად შემოიკეცა პატარა ბალიშშს ჩაეხუტა და უცნაურად მომზირალ ირაკლის გაუღიმა რომელსაც წამის წინ ფეხშიშველი ისე მიუახლოვდა ვერ გაიგო დქ ვერც დაინახა. 2 დღეა ვეღარაფერს ხედავს და ისმენს . ყურში მხოლოდ მამის ხმა უტრიალებს. -რატომ არ გამაღვიძე ?ნახე რომელი საათია . -12. ტკბილად გეძინა . -შენ ? -მე საერთოდ არ მეძინა. -სვამ ? _მაგიდაზე დადებულ ნახევრად დაცლილ ბოთლს გადახედა მერე ირაკლის რომელმაც მეორე ჭიქაც შეავსო და მისკენ გაწია . -ჯერ 12 საათია. _უკმაყოფილომ გააქნია თავი.-რა გჭირს , ცუდ ხასიათზე ხარ? ნანა სადა ? რა სიწყნარეა. _ჩვეული ენთუზიაზმით იწყებდა დილას . -გინდა ჩაგეხუტო და მერე აღარ იქნები ცუდ ხასიათზე ._ფეხზე წამოხტა . -დაჯექი ნუცა._ბრძანებასავით გაისმა ხმა .- გთხოვ ._მიხვდა რა უხეშად გამოუვიდა რბილი ტონით დაამატაა.-გთხოვვვვ. -კააარგიიი._ეჭვით შეათვალიერა კიდევ ერთხელ და ისევ ბალიშს ჩაეხუტა. -უნდა ვილაპარაკოთ . -რაზე? -მნიშვნელოვან თემაზე და მინდა იცოდე რომ ჩემთვის ძალიან მძიმეა ამის გაკეთება , მაგრამ სხვა გზა არ მაქვს . -ნუ მაშინებ. -არაა , არ გაშინებ არ მინდა რომ შეგეშინდეს. პირიქით ისეთი უშიშარი უნდა იყო რომ თუ გადაწყვეტ რომ პასუხი მე უნდა ვაგო თამამად მითხრა . -რა ხდება?_ხმა აუკანკალდა ნუცას . - რამოდენიმე დღის წინ გიორგის ვთხოვე რომ ბაბუა ეპოვა … მეორე ბაბუა. გუშინ კი მასთან წავედი. -რატომ? ირაკლი რატომ არ გინდა დაივიწყო წარსული? თავს იტანჯავ და ვერ ხვდები. -იმიტომ რომ იდიოტი ვარ. იმიტომ რომ ბედნიერებას რომელიც ცხოვრებამ მომცა ვერ ვიღებ. მეგონა თუ ერთხელ და დამუდამოდ ჩავხედავდი წარსულს თვალებში იქვე დავტოვებდი და ახალი სუფთა სინდისით გავაგრძელებდი ცხოვრებას. _ხმაა ჩაეხლიჩა, უფროსწორად სადღაც დაიკარგა ნუცას აწყლიანებული თვალების დანახვისას რომელიც მთელი თავისი მეტყველებით იტანჯებოდნენ , იმიტომ არა რომ სიმართლე იცოდა . მხოლოდ იმიტომ რომ ისე უყვარს იმ წამს ირაკლის გრძნობები სტკიოდა. სტკივათ ხო , საკუთარივით სტკივათ მის თვალებს . -მერე . _მანაც ძლივს იპოვა ძალა რომ გაგრძელება ეკითხა. -მერე ? მერე ნუცაა …. მერე ჩემი სინდისი სისხლში იხრჩობა. _თვალი გაუსწორა . არ უნდოდა მაგრამ გაუსწორა .ასე ზერელედ მიხლილ სიმართლეს არ იმსახურებს . არ უნდოდა ენახა მისი სახის ფერისცვალებას მაგრამ სხვა გზა არ აქვს .მისი სასჯელი ხომ სწორედ ამ სახით იწყება და უნდა უყუროს, რომ არასდროს დაავიწყდეს როგორია მისი წყევლის სისასტიკე. -რას ამბობ? არ მინდა მოსმენა . _თავი გააქნია ნუცამ. -მინდა რომ ცხოვრრბა გააგრძელო და ბედნიერები ვიყოთ. შეუძლებელია სინდისი იხრჩობოდეს ._გაცინება სცადა . - არადა იხრჩობა , მთელი ჩემი სხეული გონება და გული ჩემივე სისხლში იხრჩობა…. ჩემსა და შენს სისხლში იხრჩობა ნუცა . შენი და-ძმის სისხლში იხრჩობა . იმ ცეცხლში იწვის რომელშიც დედაშენი , შენი ბავშვობა . მოგონებები ბედნიერება და მომავალი იწვოდა. -რას ბოდავ . _გაბრაზებულმა მოისროლა ბალიში გვერდით . -მემგონი დათვერი . ყავას გაგიკეთებ ._გაირხა რომ ფეხზე ამდგარიყო . -დაჯექი. _დაუყვირა და შემკრთალს თვალებით ანიშნა დამჯდარიყო .-დამელოდე . გოლგოთას გზად ექცა სამუშაო ოთახამდე მისასვლელი მანძილი და დაბრუნებისას ორჯერ გრძელი მოეჩვენა . რობოტივით მოძრაობდა. აღარაფერი იყო დარჩენილი. აღარც ღელვა , აღარც წუხილი . უკვე გვიანია , მხოლოდ ის უნდა რომ მალე დაამთავროს მელოდრამად ქცეული დილა. გეომეტრიული სიზუსტით დაუდო წინ ლეპტოპი.სულ ერთი წუთით შეყოყმანდა და მისკენ დაიხარა . -მაპატიებ, როდესმე მაპატიებ ალბათ. _შუბლი მიადო შუბლზე და ორივე ხელისგულში მომწყვდეული სახეზე კოცნიდა . ვინ იცის იქნებ უკანასკნელად? ყელში მობჯენილ გულისცემას ვეღარაფერს უხერხებდა და ნუცაც მიხვდა რომ არც ხუმრობა იყო და არც უბრალპდ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა. არა არც მთვრალი იყო და ტყუილად არ უგრძნობდა გული ცუდს. მიხვდა რა გაყინული იყო ირაკლის ხელები და ტუჩებიც . არაფრით არ გავდა ჩვეულებრივ ირაკლის მისი თვალებიც . ჩამქრალი , ცარიელი და მოწყენილი. აღარც ცეცხლი რომელიც გამუდმებით ენთო მის თვალებში ნუცას დანახვისას და აღარც ნაპერწკლები. აშკარად ჩანდა სევდა და დაღლა . -არაფერი მესმის ირაკლი. _ჯერ კიდევ ახალგაღვიძებულს შეშუპებული თვალები ცრემლებით გაევსო. არ იცის რა ატირებს , არც ის იცის რა ელოდება , მაგრამ ხვდება არაფერი კარგი . -გაიგებ . მალე გაიგებ. _აკანკალებული თითი გაჭირვებით დააჭირა ღილაკს და თითქმის ძალა გამოცლილმა ძლივს გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი რომ საკუთარ ადგილს დაბრუნებოდა. თავი აიძულა წინ გაეხედა, ატკივირბულ ყურებისთვის და თავისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია . საკუთარი ტკივილი არაფერი არ იყო იმასთან შედარებით რასაც ახლა მის წინ მჯდარი სიფრიფანა სხეული და დიდი გული იტანდა . დაინახა როგორ დაპატაარავდა , გაფერმკრთალდა. წითელი ტუჩები გაულურჯდა. ბალიშზე შემოჭერილი ხელები მოუდუნდა და უღონოდ დაეშვა . მერე ორივე ხელი აიფარა პირზე და ხელისგულებით სცადა ყელიდან ამოსული სასოწარკვეთის ხმა შეეკავებინა. მიხვდა როგორ გაუჭირდა სუნთქვა , როგორ სტკენდა ჰაერი ფილტვებს . მკერდი ყელამდე აუდიოდა გახშირებული სუნთქვისგან და გაშეშებული იჯდა ისევ ჩანაწერის დასრულების შემდეგ. ნუცა რკრანს მისჩერებოდა რომელზეც არაფერი ჩანდა და ვერც ხვდებოდა რომ მხოლოდ ჩანაწერს უსმენდა . ირაკლი კი მას უყურებდა და ვერაფრით ბედავდა განძრეულიყო ახლოს მისულიყო . რა უნდა უთხრას? გამარჯობა ნუცა მე შენი ოჯახის მკვლელის შვილი ვარ? რა მწარე იყო იმ წამს გააზრება რომ არა უბრალოდ ირაკლი აღარ იყო . არც ეგოისტი იყო მის თვალში არც შეშლილი აღარც მისი საყვარელი. ერთი სახელი ჰქონდა ახლა მკვლელის შვილი. მისი ოჯახის მკვლელის . -ტყუილია. _წამოიკივლა და ხელი მიჰკრა მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს და მასთან ერთად ღვინის ჭიქაც სისხლის წვეთებად დაიცალა ხალიჩაზე . -ტყუილია . ხუმრობაა არა? რა სისულელეა . _ფეხზე წამოხტა და ისე გაიარა სველ ხალიჩაზე ვერც კი მიხვდა წინ და უკან დადიოდა და თეთრ მარმარილოს იატაკზე წითელ ფეხისგულებს ტოვებდა. ირაკლი კი მხოლოდ მის ნაფეხურებს ამჩნევდა და ნუცას აგონიისგან წამოსროლილი ვერცერთი სიტყვა ვერ გაიგო . -ირაკლი , თქვი რამე . რამე თქვი . _ყვირილზე გადავიდა. -ბოდავ , ხო საიდან მოიტანე? სასმელი ხო სასმლის ბრალია. ამიერიდან აღარასდროს დალევ. იქვე მაგიდის კუთხეში მდგარ ღვინის ბოთლს წაწვდა და ისიც იატაკზე მოისროლა . -გეყოფა ნუცა . _ნამსხვრევების ხმამ გამოარკვია ირაკლი და ფეხზე წამოდგა რომ ხელში შერჩენილი ღვინის ბოკალი გაადერჩინა . თითქმის ძალით გამოგლიჯა ხელიდან და ბუხრის თავზე შემოდა . -გამიშვი. _გაიბრძოლა რომ მკლავი გამოეცლია ხელიდან. -გამიშვი , გამიშვი . ვერაფერი მოიფიქრე მეტი ჩემს თავიდან მოსაშორებლად? ამაზე მტკივნეული ვერ იპოვე ვერაფერი? რატომ ?_მკერდზე მიჰკრა მუშტი და უკან დაიხია . -შეუძლებელია. მთელს ქალაქში , ქვეყანაში ამდენი ადამიანია და მე , ჩემი ფეხით მოვედი თქვენთან? ჩემი ნებით მოგეცი გული? ღმერთო ._სახეზე აიფარა ხელები და ამოიკვნესა . -არ შემიძლია , ირაკლი . არ შემიძლია დაჯერება არ შემიძლია. -მესმის. _რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ. -რატომ? რატომ ამოთხარე ეს ამბავი , რატომ გადაწყვიტე რომ ცოდნა მინდოდა რატომ მინგრევ ცხოვრებას ამდენი ხნის შემდეგ. მაშინ როცა .. ვერა , ვერ.. არ მინდა . გამაღვიძე გთხოვ . გამაღვიძე._სახეში დაიწყო ხელების რტყმა . -მოდი , მოდი აქ ._ელვის სისწრაფით გაჩნდა მასთან და ხელები გაუკავა .-გეყოფა, საკუთაი თავისთვის ტკენით ვერაფერს შეცვლი. მე ვარ იმ ნაბი*** ის შვილი. მე ვიმსახურებ წამებას და არ შენ . -შენ ? _წამით დამშვიდა და თვალი გაუსწორა. -შენ იმსახურებ? არაფერს ირაკლი არაფერს იმსახურებ . _და ისიც სიტყვები რომელიც ტყვია იყო და ასე ელოდა . -არაფერს, ხო რამდენი წლის იყავი? 10 -11 ? მე ალბათ 2 ის ? ჩვენი ბრალია ? შენი ბრალი არაა ირაკლი. მამაშენი არ ხარ და არც მე მოვმკვდარვარ. _შეშლილ სახეს თხელი ხელები შეეახო და თითისწვერებზე აიწია. -რას ამბობ ნუცა . გთხოვ არაა. ოღონდ ეგ აარაა. დამარტყი , გამლანძღე რაც გინდა ის ქენი , მითხარი რომ შურისძიება გინდა . მომკალი გესმის , მომკალი . _მკლავებში წაავლო ხელი და შეანჯღრია. - თუ უნდა მაწამო , უამრავი დაანა ამ სახლში , მაგრამ ნუ მეტყვი რომ გიყვარვარ. რომ არ მადანაშაულებ , რომ არ გეზიზღები რომ ახლა ამ წამს მიყურებ და შენი გული ირაკლის ხედავს და არა მკვლელის ოჯახის წევრს. ჯანდაბა ნუცა , დაანგრიე აქაურობა რაც გინდა ის ქენი ოღონდ.. -ოღონდ არ მიყვარდე? _გაეცინა .ცოტახანს გიჟივით იცინოდა, ბოლოს ყალბ სიცილზე გადავიდა და უცბად დასერიოზულდა. -ოღონდ შენს სინდის სიყვარულით ნუ დავამძიმებ არა ? ოღონდ ნუ გეტყვი რომ შენში საყვარელ კაცს ვხედავ და არა მკვლელს ? იმიტომ რომ შენ აქამდე ჩემში სხეულს ხედავდი ახლა კი შენი ოჯახის ცოდვას ხედავ ? ასე არაა ? არ შეგიძლია , არ გინდა შენ ნუცა . -ვალდებული ვარ , უნდა შევძლო . _თავი დაუქნია ირაკლიმ . -ანუ შეგიძლია ჩემთან ერთად გააგრძელო გზა ისე რომ არ შეიძულო საკუთარი თავი? შეგიძლია ჩემი ოჯახი იყო იმიტომ რომ მართლა გინდა და არა იმიტომ რომ ვალდებული ხარ?_დუმილს გაუღიმა.-მე გეტყვი. არ შეგიძლია, მაგრამ ვალდებული ხარ, მე კი ვალდებულება არ მჭირდება მითუმეტეს იმ კაცისგან რომელიც… _არ დაასრულა, ვერ დაასრულა. ისე სტკივა ირაკლის სახეზე აწერია და საკუთარი ხმით ნათქვამ მკვლელის შვილობას ვერ დაუმატებს მისი დამძიმებულ სინდისს. არ ინერვიულო. შენს სინდისს და თვალებს არ ვაწამებ ჩემი ყურებით. დაგეხმარები, რომ გზაა გაგრძელო , რომ გადარჩენა შეძლო. რომ ყოველ წუთას არ გაგახსენდეს ეს ამბავი . წავალ ირაკლი . -ნუცა არ მითქვამს რომ მინდა წახვიდე.. -მე , მე მინდა. _ყვირილზე გადავიდა ისევ გოგო. -დავიღალე , მათხოვრობით დავიღალე. არ დამიმსახურებია, ეს ამბავი ეს ისტორია არ დაგვიმსახურებია , მაგრამ ყველაზე მეტად ის მტკენს რომ ყველაფრის მიუხედავად ვალდებულება ვარ შენთვის და არა გრძნობა . დამღალე გესმის ? არ გინდა რომ წავიდე , გაცნობის დღიდან , დასაწყისის დღიდან წასასვლელად მამზადებ და ახლა როცა ჩემს გამოსახულებაზე საკუთარი გძულდება , მაშინ არ გინდა რომ წავიდე და თან იმის თქმას ბედავ რომ ვალდებული ხარ ? ერთი ეგოისტი , მარტობას მიჩვეული კაცი ხარ, რომელსაც არავინ და არაფერი არ გააჩნია ღირებული საკუთარი საბანკო ანგარიშის გარდა და არასდროს შეიცვლები . გინდა , ირაკლი გინდა რომ წავიდე , რომ გავქრე . სულ გინდოდა. -ნუცა ვერ გაიგე ._გაიწია რომ მიახლოვებოდა. -არ შემეხო. არა , აღარ შემეხო გიკრძალავ . _ზურგი გაბედულად აქცია და კიბისკენ დაიძრა. სირბილით აუყვა რამდენიმე საფეხურს, შუაში შედგა და მთელი ტანით მოტრიალდა .-იცი რა , მშიშარა ხარ ირაკლი. მშიშარა._ტირილს ამოაყოლა სიტყვები. - არ შეგიძლია, კი არა. არ გინდა კი არაა , გეშინოდა. ხო პასუხისმგებლობის შეგეშინდა. ეს ამბავი არაფერ შუაშია . დარწმუნებული ვარ ბედნიერი ხარ, ამაზე მტკიცე მიზეზს ვერ იპოვიდი ჩემს გასაგდებად შენი ცხოვრებიდან . -ტყუილია. _გულის ჩხვლეტამ შეაწყვეტინა წინადადება. -სიმართლეა. გინდა რომ მარტო იყო , ხო და იქნები. საკუთარ წარსულს და მამის ცოდვებს ამოეფარე. მხოლოდ ეს შეგიძლია და კარგად გამოგდის. _ისევ სირბილით აუყვა კიბეს და ქარიშხალივით შეიჭრა ოთახში . მიკეტილ კარს გულამოვარდნილი აეყუდა და სცადა გაეაზრებინა რა მოხდა. ტალღასავით მოაწყდა მის გონებას გააზრებული რეალობა. კუნთებმა პროტესტი გამოაცხადეს და იატაკზე დაეშვა . არ ადარდებდა რომ ალბათ ყველას ესმოდა მისი ღრიალი. არა არ ტიროდა , ღრიალებდა და მესამედ მოკვდა ირაკლი მაშინ. არ უნდოდა რომ ეტირა, როცა ნუცას სტკივა , მასაც სტკივა . არ უნდა რომ წავიდეს, მაგრამ რა უფლება აქვს დარჩენა მოსთხოვოს. რა უფლება აქვს უსაყვედუროს? თუ წასვლა უნდა უნდა გაუშვას , სხვა მიზეზით მიდის , თითქმის უკუღმა გაიგო ყველაფერი ან ვინ იცის იქნებ ნამდვილი მიზეზის თქმას ირაკლის გრძნობებისთვის გადაბრალებ აარჩია მაგრამ რა მნიშვნელო აქვს? არ შეიძლება. ?ვერაფერს მოსთხოვს , ვერც გაგებას , ვერც დროს , ვერც დარჩენას . ხომ დაჰპირდა რომ არ მიატოვებდა? რომ ასწავლიდა , რომ გამოუვიდოდათ ? როდისაა მთავრდება ცხოვრება როცა ვკვდებით თუ ? უკვე მეორედ დაუსვა კითხვა თავს და ამჯერად პასუხი აქვს. დღეს.. სიცოცხლის დასრულება არ სჭირდება საკუთარი არარაობის დასასრულებლად . რამდენ ხანს გაგრძელდა ნუცას ისტერიკა არ იცის . არც ნუცას ახსოვს რამდენ ხანს იყო აგონიაში . როცა მისი გონება დაუბრუნდა სხეულს უკვე ყველაფერი შესისხლხორცებული ჰქონდა . მას უყვარდა , მაგრამ საპასუხოდ ვალდებულებად იქცა. მას არც ბავშვობა ჰქონდა ,არც ოჯახი , არც ქონება . წაართვეს . ერთი სხეული და გული ჰქონდა და ნებით გააჩუქაა და ნაწილებად დაგლეჯილი დაუბრუნეს . ერთი სული დარჩა და ისიც დნება სხვისი ცოდვების კოცონზე. -საკმარისია, საკმარისია . _გაჭირვებით აითრია სხეული და პირველივე რაც მოხვდა ხელში ის ჩაიცვა .რა კარგია ბევრი არაფერი რომ არ აქვს , მისი ჩემოდნის ჩალაგება რთული არასდროსაა. რა მოხდა? რანაირად შეიძლება იმ ადამიანის შვილი შეჰყვარებოდა ვინც ოჯახი გაუნადგურა ? მოუკლა . რას ეტყოდა ახლა მამა ცოცხალი რომ იყოს? ცოცხალი რომ იყოს ალბათ ვერასდროს შეხვდებოდა ირაკლის . ბედნიერი ცხოვრება ექნებოდა. ვერცერთი კაცი გაბედავდა მის ატირებას. ასე არ გამოაყენებინებდა არავის შვილს . მაგრამ არ ჰყავს . არავინ არ ჰყავს . სულ მარტოა , სულ მარტო იყო და ალბათ სამუდამოდ ასე იქნება. ადამიანებს ტკივილის მეტი არაფერი მოაქვთ მისთვის . რაც მისი გულიდან დარჩა უნდა გაუფრთხილდეს .ერთადერთი ფოტოც ჩადო რომელიც შემორჩა . უფროსწორად ნაგლეჯი იმის ბედიც არ მისცა ღმერთმა რომ ნორმალური ფოტო დარჩენოდა სამახსოვროდ და იმ კაცის შვილის საწოლზე ზის ვინც ეს ქნა , სიმართლეზე მწარე კი ისაა რომ პასუხის გაცემა სიძულვილითაც არ შეუძლია . ისიც კი არ გამოსდის ეზიზღებოდეს . არ შეუძლია , როგორ უნდა სძულდეს, როდესმე ხომ შეხვდება ოჯახს? როგორ უნდა ჩახედოს თვალებში? რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ ბედნიერი იყოს? დანაშაულია რომ არ სძულს ? რომ ირაკლიც ისეთივე ბავშვი იყო როგორც ის და არაფერ შუაშია? რაშია დამნაშავე , თუ ნუცა ხვდება რომ ირაკლის ბრალი არაა რატომ არ შეუძლია ირაკლიმაც ასე იფიქროს ? იმიტომ რომ ასე აწყობს . იმიტომ რომ არ უნდა . იმიტომ რომ ნუცა არ ჭირდება . იმიტომ რომ ვერაფრით გაიმეტა საკოთარ ცხოვრებაში ადგილი მისთვის . ვერაფრით წარმოუდგენია საკუთარი მომავალი მასთან არც არასდროს სდომებია . ნუთუ საკუთარი ოჯახის ღირსების მოღალატეა? კარგახანს იჯდა გაუნძრევლად და ისე უჭირდა ადგომა, წლების შემდეგ იგივე სჭირს , მისი ცხოვრება ერთ წრეს გავს , ყოველ 5-6 წელში წრე იკვრება და მერე ისევ თავიდან იწყება . პრობლემა ისაა რომ ყოველ ჯერზე ახლიდან იწყება და ნულიდან. ისევ მარტოა , ისევ არავინ ყავს და ისევ არაფერი აქვს , რამდენიმე ათასეული ლარის და საკუთარი თავის გარდა. ბავშვთა სახლიდან წამოსულს ხალხი უწვდიდა დახმარების ხელს . ისიც წაართვაა , ამჯერად ხელის ნაცვლად თითებს მიიღებს რომელსაც მისკენ გაიშვერენ . საკუთარი ქალაქიც წაართვა , აღარ დაედგომება . იმედებიც წაართვა, აღარაფერი აღარ დაუტოვა იცის და უყვარს. მაინც … გაუჭირდა ფეხზე ადგომა , მოსვლა არ ყოფილა ისეთი ძნელი , წასვლა რატომ უჭირს? პირიქით ადვილი უნდა იყოს აქედან გაქცევა , ყველაფერი რაც ირაკლიმ ქნა და მისმა მამამ ზურგისქარივით უნდა უბერავდეს მაგრამ უკან რჩება ფეხები თითქოს რაღაც უხილავი ექაჩება ,ეს მას თორემ ალბათ ირაკლის ერთი სული აქვს როდის გაიხურავს კარს რომ მარტო დარჩეს . უნდა წავიდეს , უნდა გადარჩეს , ირაკლისთან კი ამას ვერ იზამს . როგორ ჩაიარა კიბე არ ახსოვს არც ის კარამდე როგორ მივიდა , იმდენად იყო ფიქრებში დაკარგული მხოლოდ გარეთ გასულმა შენიშნა რომ უკვე ეზოში იყო . მთავარი გზა გამოიარა . გარეთააა გამოახწია , ახლა უბრალოდ გზა უნდა გააგრძელოს მხოლოდ წინ უნდა წავიდეს. არ უნდა მიიხედოს , მიტრიალდეს. ეზოში გაადაწყდა გიორგის სახეს , რომელმაც თავი დახარა და ოდნავ გაუღიმა . რათქმაუნდა სიმართლე იცის . თავადაც გაუღიმა . -წამიყვან გიორგი ქეთასთან ? -ხო , რათქმაუნდა . -ფიჯანი . ჩემი ფინჯანი . _ სიჩქარეში გადავიწყებული ყველაზე ძვირფასი ნივთი გაახსენდა . მოკვდება და უკან ვერ შებრუნდება. ვერ აუვლის გვერდს ირაკლის რომელსაც თითქოდ მან არ ჩაუარა ისე ვითომ კედელი ყოფილიყოს . თითქოს მან არ დააიგნორა , კაცის ჩაწითლებული თვალები და მხრებში მოხრილი სხეული . - იქ დამრჩა გიორგი._უმისამართოდ გაიშვირა თითი . -მგონი სამზარეულოში . -არა , ჩემს სამუშაო ოთახში . _ზურგთან გაისმა ირაკლის გაყინული ხმა და რომ მიხვდა არც უფიქრია შეტრიალრბა თვითონ აუარა გვერდი რომ წინ დასდგომოდა .ამანაც ვერაფერი შეცვალა ჯიუტად მისჩერებოდა ირაკლის ხელში შერჩენილ ჭიქას და წამითაც არ უფიქრია მისთვის შეეხედა . ყურებში მათი დიალოგები უტრიალდება , ახსოვს როგორ უთხრა რომ ყველაფერს გარისკავდა თუ მართლა შეუყვარდებოდა , ანუ არც არსდროს ჰყვარებია ?! _აკანკალრბული ხელი შეუშვა ჩემოდნის სახელურს და ჭიქა ხელებიდან გამოგლიჯა .-“და ჭკნება , ჭკნება სიყვარული უკანასკნელი . “_თვითონაც — ვერ გაიგო რატომ ჩააკვეხა ეს ფრაზა და ირონია იმ დაძაბულ მომენტში . -შენთვის არც არასდროს ყოფილა ცოცხალი ._ისე ეტკინა ირაკლის ირონია ვერც კი შეამჩნია როგორი სიძულვილით უპასუხა . -ნუცა, _ფინჯანში ახლართულ თითებს თავისი დაალაგა და მაგრად მოიქცია მკლავებში .-ძალიან ვწუხვარ, არ მინდა იფიქრო რომ გაგდებ , უბრალოდ მე ის ვარ ვინც.. -ხო , ვინც მე მომკლა და იმის შვილი ვინც ჩემები. გავიგე. ისიც გავიგე რომ ეს ამბავი ჩემს სიყვარულზე მეტია . _ხელები გამოაცალა და თვალი პირველად გაუსწორა . -შენთვის ჩემზე მეტად სხვა ყველაფერია მნიშვნელოვანი, ისე როგორც კიკიზე , იმის წინაზე და ალბათ ჩემს შემდეგაც . იმედი მაქვს ერთ დღეს მიხვდები რომ ჩემთვის იმას არ უტკენია ვინ ხარ . დაწყების დღიდან შენ მტკენ ირაკლი . არ შემიძლია , აღარ მინდა , გახსოვს მითხარი თქვი თუ ვინმეს შევუყვარდი მისი პრობლრმააო?! მაშინ უნდა მომესმინა. _გვერდის ავლა სცადა მაგრამ ისევ წინ დაუდგა და ამჯერად კარგად წაავლო ხელი და თვალი გაუსწორა . -მიყვარხარ . - არა ირაკლი , არ გიყვარვარ . -მიყვარხარ . -შეუძლებელია გიყვარდეს და არაფრის შეცვლა შეგეძლოს . -დარჩი._ ხმა გაუწყდა ირაკლის , იმის დანახვისას როგორ გამოეცალა ხელებიდან და ჩემოდანს მოკიდა ხელი . -მშვიდობით . _ნაძალადევად გაუღიმა . ზურგით და იგივე პოზაში იქამდე იდგა სანამ მანქანის ხმა აღარ ისმოდა , იმდენ ხანს სანამ ფეხებში ძალა არ გამოეცალა და იძულებული იყო სახლის კიბეზე ჩამომჯდარიყო . რამდენ ხანს იჯდა ასე გაუნძრევლად არ იცის , იმდენად ცუდად გამოიყურებოდა ვერავინ გაბედა მიახლოვებოდა და ისევ არჩიეს გიორგის მოსვლას დალოდებოდნენ. ირაკლისთვის წამივით გაირბინა დრომ , თითქოს არც არსად წასულა გიორგი . -ირაკლი? _გვერდით მიუჯდა და მხარი მიჰკრა .რეაქცია რომ არ ჰქონდა მთელი ტანით მიტრიალდა .-ჰეე , ირაკლიიი . _უკვე უხეშად დაჰკრა ფეხზე ხელი რომ გამოეფხიზლებინა . -ჰო, მესმის . -მისმინე , ცხოვრება მაგარი პ***ია და .. -თუ კაცი ხარ გაჩუმდი გიორგი . _სახეზე მოისვა ორივე ხელი და გაჭირვებით წამოდგა . ძლივს მიიტანა ფეხები დივნამდე და უღონოდ დაეშვა . -რამე დამისხი . -კარგი . _უცნაურად მიაშტერდა იატაკზე კარგად შემშრალ ნაფეხურებს გიორგი. -მისია 7 ანაბეჭდია , უკვე დავთვალე. ასჯერ მაინც და ერთხელაც ვერ გავიგე რატომ ვარ ასეთი დაწყევლილი. მაგიდას მიჰკრა ფეხი . -მოიცა , მოიცა . დამშვიდდი მტვრევა ლეწვა საქმეს ვერ უშველის . -რა უშველის ამ დედამო*** ლ ისტორიას გიორგი რა. რაა მიშველის მითხარი რომ დავაყენო თავს საშველი , რომ საკუთარი მამის ცოდვები არ მგუდავდეს , რომ როცა ნუცას დავინახავ არ გამახსენდეს წარსული , რომ უბრალოდ ხელი მოვკიდო და ბედნიერი ვიყო . _გიორგის დუმილს გაუცინა. -არაფერი , არაფერი არ მიშველის გიორგი. ვერასდროს შევიცვლები. რდენჯერაც მოვინდომე იმდენჯერ დამეცა სამყარო თავზე . რდენჯერაც იმედი მივეცი თავს იმდენჯერ ტყუილი აღმოჩნდა . დავიღალე და ისიც . -მისმინე , ჯერ ახალი ამბავია და არცერთი ხართ ნორმალურ მდგომარეობაში . ცოტა დრო გავა და დალაგდებით. დარწმუნებული ვარ ნუცა არაფერში გადანაშაულებს . -გარდა უარყოფაში . -რა სისულელეა. -არაა სისულელე, მინდოდა რომ წასულიყო. ჩემნაირი ადამიანის გვერდით ყოფნას სულ მარტო ყოფნა ჯობია. -და შენ რა იცი რა ჯობდა? _წამოიყვირა გიორგიმ.-ესეთი იდიოტი როგორ ხარ სიყვარულის ამბებში რომ საკუთარი ხელით უბიძგე . - უკეთესად იქნება . უნდა იყოს , ვიზრუნებ რომ იყოს . არ მინდა იმაზე დარდობდეს რომ წასასვლელი არ აქვს . -ფული ? ვერაფერი გაიგე არა? _ირონია შეერია ხმაში გიორგის . -ფული კი არა შენ , შენ ჭირდები . -უკვე აღარ . _საკუთარი სიტყვები ეტკინა .- ქეთასთან დატოვე ? -ხო სახლთან წინ . -ის მაინც ვიცი სადაა . მინდა რომ თავს კომფორტულად გრძნობდეს ამ ქალაქში. ვიცი როგორ ეშინია ხალხის და.. _უჰაერობა იგრძნო რომ გაახსენდა როგორ დარდობდა ხალხის ჭორებს . -რა ვქნა მთელ ქალაქს ენა მოვაჭრა ? -ხო, თუ საჭიროა. სასმელს შეაფარა თავი , თითქოს ერთადერთი მხსნელი მხოლოდ ეს სითხე იყო და ისე სიამოვნებდა ნელნელა რომ ქრებოდა გონებიდან მოგონებები უნდოდა სამუდამოდ გაგრძელუბლიყო თრობა , ისეთი ბედნიერი იყო რომ რაღაც იპოვა რამაც ცოტა შეამსუბუქა მისი ტკივილი , ისიც არ ადარდებდა რომ კედლებს ეყუდებოდა თავის შესამაგრებლად. არც ის ადარდრბდა რომ საკუთარ ოთახში სიცარიელის სუნი იგრძნო . უფროსწორად სასმლისგან გაბუჟებულს არ ჰქონდა გრძნობის უნარი . კმაყოფილმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ამდენი ხნის ნამთვრალევი წამში გამოფხიზლდა , ერთიანად დაუბრუნდა გონება . სავარცხელს უნდა უმადლოდეს , ბრჭყვიალა სავარცხელს რომელსაც გამუდმებით სარკის წინ დებს .თითები გადაუსვა და ბოლოს გაბედულად მოიქცია ხელებში . სავარცხელთან ერთად დაიძრა საწოლისკენ და ნუცას მხარეს დადო , ბოლოს თვითონაც მოთავსდა და ვერაფრით მოისვენა . მკერდზე დაილაგა ხელები და ჭერს მიაჩერდა . - კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯოჯოხეთში . ღამე 1 ._საკუთარ თავს დასცინა, თითქოს ბედის დაცინვა საკმარისი არ იყოს. ****** მთავარი ის არაა სად მივდივართ, მთავარი ის გზაა რასაც გავდივართ. “ზამთარი ცივი იყო მისთვისაც” ახლა უკვე გაზაფხულია, მარტი , მარტი მოადგათ კარზე , ყოველი დღე მატარებელივით მიჰქროდა ირაკლისთან, ახლა კი ირაკლისგან მომავალი , მატარებელთან ერთად მიჰქრის. ცუდი ადგილი აირჩია დასაჯდომად , მიმართულების საპირისპიროდა და გულის რევის შეგრძნებას ვერაფრით იშორებს . ისეთმა ოფლმა დაასხა წყლის ბოთლიდან დაისველა ხელის გულები და კისერზე მოისვა . გუშინდელიდან ნამცხვრის მეტი არაფერი უჭამია , კარგი ისაა რომ გული რომც აერიოს ცარიელი კუჭი აქვს . სად მიდის ? საკუთარ ქალაქზე უფრო დიდ ქალაქში თბილისში . სადაც არავინ იცნობს , სადაც ყველასთვის სულ ერთია ვინაა. ცოტახანს გონს მოეგება და შემდეგ საქართველოსაც მოშორდება. ირაკლისთან კიდევ ერთი ყოფნის პლიუსი ალბათ ფული საკმარისი იქნება. საკუთარი ბანკის ანგარიშს დახედა ტელეფონში პირველად რაც მასთანაა და პირზე აიფარა ხელები. -შენი არაფერი მჭირდება. თავისთვის ჩაილაპარაკა. საკმარისი დანაზოგი ჰქონდა შეგროვილი ირაკლიმდე , მხოლოდ მას გამოიყენებს. უცხო ქალაქში , ისევ მარტო. კარგიც კია არავის რომ არ იცნობს კიკის გარდა, იქნებ დაეხმაროს წესიერი სასტუმროს პოვნაში ან სახლის სანამ ყველა საბუთს მოაწესრიგებს? აქდე სულ მის მხარეს იყო . ახლა ეტყვის ირაკლის რამეს? ან რა უნდა უთხრას ეძებს თუ რა ?. ***** ისეთი დამღლელი იყო მგზავრობა თავი უსკდებოდა. ახმაურებულ სადგურს უამრავი ხალხის ზმუილს შიშით გახედა და სიცარიელეში ჩაიკარგა . წამით ეგონა რომ გონებას დაკარგავდა ჩემოდანს ჩამოეყრდნო და იქვე მოსაცდელ სკამთან მივიდა. უკვე მოსაღამოვებული იყო , როცა ხალხი მიილია, სადგურის მაღაზიებმა დაკეტვა დაიწყეს. მაშინ შენიშნა კუთხეში მჯდომი და მწოლიარე უსახლკაროები . რით განსხვავდება ? აუცილებელია ფულის არ ქონა რომ მიუსაფარი ეწოდოს? ფული აქვს , თავისი წვალებით შეგროვილიც რომ არა რამის ნახევარი მილიონი აქვს ანგარიშზე და მაინც მიუსაფარია. ისე ეშინია ადგომის და ქუჩაში გასვლის თითქოს სხვა პლანეტაზე იყოს. იგივე ენაზე ლაპარაკობს , არ დაიკარგება მაგრამ ეშინია. მობილურს დახედა 9% , რაში უნდა ეყოს ? ან ვის უნდა დაურეკოს ? კონტაქტებს ჩამოუყვა , უამრავი ადამიანის ნომერი აქვს და ერთიც კი არა ისეთი ვისთანაც დარრკვა შეუძლია. ვერავივს შეაწუხებს ასე. კიკის ნომერს დააჭირა და ერთ წამში გათიშა . უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და წამოდგა . ახლა გავა , ტაქს გააჩერებს და სთხოვს უახლოეს სასტუმრომდე მიიყვანონ , დაისვენებს და ხვალ ისე ცუდად აღარ მოეჩვენება ყველაფერი როგორც დღეს. ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული რომ ტელეფონი აწკრიალდა . კიკი ურეკავს. რანაირია, სულ ერთ წამში მოასწრო გათიშვა. -გისმენ კიკი. -სად ხარ რა ხმაურია. -ააა, აცხადებენ რაღაცას . -აეროპორტში ხარ? -არა , ცენტრალურ სადგურში. -მარტო? ირაკლი სადაა ?რა მოხდა მარტო როგორ ხარ? -როგორ? არ ვიცი როგორ ვარ , მაგრამ კარგად ვიქნები კიკი. არ ინერვიულო. უნდა წავიდე ტელეფონი მიჯდება და სასტუმროს რომ ვიპოვი მერე დაგირეკავ. -მისმინე, გაშეშდი საადაც ხარ , მანდ მოსაცდელში დამელოდე. -არა კიკი, არაა საჭირო. -მოვდივარ. _კიკიმ დაასწრო გათიშვა და მისმა მობილურმაც არ დააჩქარა მაშინვე გაითიშა . დახლოვებით 25 წუთი ელოდა კიკის და სადგურში შემოსული კარიდანვე შეამჩნია . თეთრ ლაბადაში და წითელ პომადიან,შეუძლებელი იყო თვალი აგერიდებინა. ტანის რხევით მიაბიჯებდა და გარშემო მყოფების მზერას არ იმჩნევდა . ქუსლების კაკუნი ნუცას წინ შეწყდა და თვალი გაახილა. -კიკი. _ისე გაუბრწყინდა თვალები და მეერე ცრემლებით გაევსო კიკიმაც ვერ შეიკავა თავი და სათვალე გაიკეთა . -ჩემო პატარავ , ჩემო საწყალო გოგოვ. _ზურგზე უსმევდა ატირებულ გოგოს ხელს . -ნუ ტირი, გაყინული ხარ და_ გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.-ღმერთო ნუცა რა დღეში ხარ , რა არის ეს ? მოვკლავ იმ ნა***ს. _სიბრაზე შეერია ხმაში და ხელმკლავი გამოსდო . ჩემოდანიც თვითონ მიიქცია თითებში და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ნუცასთან ერთად გზას .მანქანა პირდაპირ სადგურის კართან ჰქონდა გაჩერებული და საკუთარ წითელ გოგოსთან მდგარ პატრულს რომელიც გარშემო უვლიდა მანქანას სათვალის ქვემოდან გაუღიმა. მერე მანქანის კარი გაუღო ნუცას და დაეხმარა ჩამჯდარიყო. ღვედიც შეუკრა და მხოლოდ მას შემდეგ გასწორდა , ტანსაცმელიც შეისწორა და პოლიციელს წინ დაუდგა. დახლოვებით 10 წუთში დაბრუნდა და საჭეს მიუჯდა . -დაგაჯარიმეს? _სინანულით გახედა გაფითრებულმა სახემ. -არა, მკითხა თუ გვინდოდა რომ სავადმყოფომდე ესკორტი გაგვიწიონ. ზრდილობიანად დავიშალეთ.მაგაზე არ იდარდო. -ნელა ივლი? -ისეთი საცობებია ამ დროს კაი ხანს მოგვიწევს გზაში ყოფნა. აბა დაიწყე , აქ რას აკეთებ? -კიკი , სადმე სასტუმროში რომ მივალთ მაშინ მოგიყვები კაი? -სასტუმროში? შვილო ვერ ხარ ჯანმრთელად. 4 ოთახიანი იმიტო კი არ მიყიდია მეგობრები სასტუმროში ვაძინო და ფული ვაყრევინო. -არა კიკი, საკმარისად შეგაწუხე. ვალდებული არ ხარ და თან ფული მაქვს , ზედმეტად ბევრიც კი. ხელცარიელი არ გამოვუშვივარ არ იდარდო. _ლოყა მოიკვნიტა სიმწრისგან. -გამოუშვიხარ? ირაკლიმ შენ ? შანსი არააა. _ ლაპარაკი ხელს არ უშლიდა წინ მიმავალი მანქანისთვის შუათითი რომ აეწია.-სად გეჩქარება შე სი**ო. -მოიცა იჩხუბეთ? იცის რომ წამოხვედი? -ხო , იცის სახლიდან რომ წამოვედი დავემშვიდობე . _როგორი მწარეა სიტყვა დამშვიდობება. -მაგრამ არ იციან რომ აქ ვარ. -გამოიპარე? -დამცინი კიკი? ვის ადარდებს ჩემი ადგილსამყოფელი ვის უნდა გამოვპარვოდი მშობლებს რომელიც სასაფლაოზე არიან? ვინ მყავს რომ ანგარიში ვაბარო. ავდექი და წამოვედი. _სიბრაზისგან თითქმის ყვიროდა და ბოლოს ტირილში გადაეზარდა . -კარგი დამშვიდდი. რაც არ უნდა იყოს ყველაფერი გაივლის. ასე შორს არ უნდა წამოსულიყავი . ხომ იცი რომ გადაუვლის ძებნას დაგიწყებს და რომ ვერ გიპოვის.. - არა კიკი. არ გადაუვლის არც მას და არც მე . დამთავრდა. _საბოლოო წერტილი დასვა და ხელს ცრემლებით აწერდა. ისეთი სიმშვიდე იგრძნო კიკის სახლში და უმრავი პარფიუმის შერეული სუნი უფუჭებდა მხოლოდ ნეტარებას . დივანზე იყო მისვენებეული, სანამ კიკი რაღაცის მომზადებას გინებით ცდილობდა. ცოტაც გაუძლო და ისე შემაწუხებლად უღიტინრბდა მაგიდაზე ანთებული სურნელოვანი სანთლების სუნი შეუბერა და ჩააქრო. -კარგი მისმინე . _ ეს სამზარეულო იმიტომ ვიყიდე რომ მომეწონა რა ფერები და არა იმიტომ რომ მზარეულობა ვიცი _მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი. ცოტახანში უმრავი რამით ხელში დაბრუნდა და ძალით მიათრია მაგიდამდე . -რაღაც უნდა ჭამო . -არ მშია. გული მერევა. -იმიტომ რომ არაფერი გიჭმია, თვითონ წამოგცდა წეღან. დროზე.თან ჭამ თან მოყევი _თავისთვის ყავა დაისხა და წინ ჩამოუჯდა.იქვე მიგდებულ სიგარეტს ხელი წაავლო და მოუკიდა. ისე ჩაეწვა ხელებში ვერც კი გაიგო. სუნთქვა შეკრული უსმენდა. დაუჯერებელ ამაბავს ჰგავდა მისთვის და თითების წვამ გამოარკვია. საფერფლეში მოისროლა უკვე ჩამქრალი ღერი და ვერ გაბედა ნუცასთვის შეეხედა. თითქმის 5 წუთი ისხდნენ უხმოდ და დუმილი და კიკის აწყლიანებული თვალები ამბობდა სათქმელს.-იცი არ მგონია მართალი იყო როცა ამბობ რომ არ უყვარხარ. -შენი მეგობარი რათქმაუნდა -არა , მისმინე შენთან ვარ. რათქმაუნდა შენთან ვარ და ვიქნები. _ხელი წაავლო ხელზე . -მაგრამ ვიცი რომ უყვარხარ. ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი როცა თვითონაც არ იცოდა. -ალბათ საკმარისად არ ვუყვარვარ. _მოწყენილს გაეღიმა. -საკმარისზე მეტად უყვარხარ და ეგაა უბედურება. _ნერვიულად გაისვა შუბლზე ხელი იმიტომაც გაგიშვა. -ხო . -მისმინე , ახლა რას აპირებ? მითხარი რით შემიძლია დაგეხმარო? -არ ვიცი, ცოტა გონზე მოსვლა და მარტობაა მჭირდება. კიკი გთხოვ არ მინდა ვინმემ იცოდეს რომ აქ ვარ. თუ არ შეგიძლია , გაგიგებ მესმის ვიცი განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ და მეგობრობთ. -ჩემი იმედი გქონდეს. რამდენი ხანიც გინდა იმდენ ხანს შეგიძლია დარჩე. თუ აქ არ გინდა სხვა სახლებიც მაქვს .ნებისმიერს დაგითმობ . -რა კარგია რომ არსებობ კიკი. რაღაც მაინც მოხდა კარგი ამ ამბავში შენ გიპოვრ . -მე კი შენ. მარტობაში აღარ ამომხდება სული . მოდი ოთახს გაჩვენებ . სუფთა პიჟამას მოგცემ და პირსახოცს . აბაზანა დერეფნის ბოლოშია ხომ გახსოვს? _ჩემოდანი პირველივე ოთახში შეუტანა . -ამოვალაგო? _პასუხს არც დალოდებია ისე დაიწყო მისი ნივთების ცარიელ კარადაში შელაგება და სიცილი აუტყდა ნუცას ფინჯნის დანახვაზე სათუთად ჰქონდა შეხვეული ფუმფულა სვიტრში და ისე ედო. საპატიო ადგილი უპოვა სამზარეულოში ფინჯნების გვერდით. რატომ უხარია არ იცის, წესით ორივე იტანჯება , მას კი ეგოისტურად უხარია ნუცას საკუთარ სახლში ყოლა . საზრუნავი გაუჩნდა და ისეთი ბედნიერია თითქოს მის ცხოვრებას მიზანი მიეცა. -კიკი ოჯახი გყავს? -კი , მშობლები და ერთი და მყავს.მაკო ირაკლის ასისტენტია მისგან გავიცანი ირაკლი. -ხო? _გაეღიმა ნუცას . -მომიყევი. -ვიღაც რომ გვისმენდეს იტყვის რომ ვაფრენთ. საერთო კაცი გვყვავს , მეგობრები ვართ და დაჟე ერთად ვიცხოვრებთ. -არ ბრაზდები ჩემს გამო რომ დაინგრა თქვენი ურთიერთიბა? -ურთიერთობა არ დანგრეულა , მეგობრები დავრჩით უბრალოდ მასთან აღარ ვწევარ. -და ეხლა მე აღარ ვარ მის ცხოვრებაში . ვინ იცის იქნებ ისევ.. -შეიშალე? რას ბოდავ ნუცა . შეურაწყოფას მაყენებ. ახლა მეგობრები ვართ მე და შენ ნუცა . -მაპატიე. მომიყევი როგორი იყო შენთან? -კარგი რა რაში გჭირდება მოსმენა. -გთხოვ , მაინტერესებს რა ვერ შეძლო ჩემთან რატომ შეეშინდა . -ისეთი იყო როგორიც შენთან , ძლიერი საკუთარ თავში დარწმუნებული ტიპი, რომელსაც ნებისმიერი ციფრის გადახდა შეეძლო. მეც ზუსტად ეგ მჭირდებოდა , მეტი არაფერი მომითხოვია. -ანუ მე ვარ პრობლემა ?_თვალები აუწყლიანდა ნუცას.-ზედმეტს ვითხოვდი? არაფერი მომითხოვია კიკი , უბრალოდ მინდოდა რომ მყვარებოდა და ვყვარებოდი. -მოდი , მოდი . აღარ იტირო. _სამზარეულოს კედელს მიყუდებულ გოგოს მაგრად მოხვია ხელები. -ყველაფერი გაივლის .აი ნახავ , შენც კარგად იქნები და ისც ერთად ან ცალცალკე მაგრამ მაინც ძალიან კარგად იქნები. მე აქ ვარ. _უფრო და უფრო მაგრად უჭერდა ხელებს და შეშინებულმა შეუშვა და უკან დაიხია როცა ნუცამ წამოიკივლა. -რა იყო? -მკერდი მატკინე . _გაეცინა გოგოს. - რა გაქვს რა გატკინე ერთი . ოჰ. -მაქვს . _ხელები დაილაგა მკერდზე და მოსინჯა . - ნუ მთლად შენსავით ვერაა ხელოვნების ნიმუში . -ქირურგის საყვარელო , ქირურგის. _უამრავ რამეზე ილაპარაკეს , იცინეს , მერე რამოდენიმეჯერ იტირა კიდევ და ბოლოს ძალა გამოცლილს ისე ჩაეძინა დილამდე გვერდი არ შეუცვლია. ***** ძლივს აწია თავი რომელიც ეგონა რომ აღარ ჰქონდა .უკვე ერთი კვირაა მისი ღამეები და დილა ყველა ერთმანეთს ჰგავდა , დილით ოფლში გაწურული იღვიძებდა სასმლისგან გაბრუებული . შუბლზე გაისვა ხელი და სარკეს ისე ჩაუარა სცადა არ შეეხედა. საკმარისად აქვს საფიქრალი, საკუთარი სახის დანახვა არაფერში არგებს და ჭირდება . ცივმა შხაპმა თავისი ქნა , თავი უკეთესად იგრძნო , უნდოდა ისევ საწოლში დაბრუნებულიყო დაეძინა და წლების შემდეგ გაეღვიძა როცა ყველაფერი ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა თუმცა არ შეუძლია, პატარა გოგოსავით ტირილს და დეპრესიას ვერ მიეცემა. თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას . მიიღოს დაეთანხმოს და წინ წავიდეს . ცარიელი , გრძნობებისგან დაცლილი . ყოველ დილას ამ პირობით იწყებს რომ წინ უნდა წავიდეს , მაგრამ მერე მელანქოლია ისე ეხუტება ათბობს და თავს აკარგვინრბს . მელანქოლიას ნუცას სურნელი აქვს , მასზე მოგონებები მოაქვს დაერე უარს ვერ ეუბნება ვერაფერზე . დაუფიქრებლად იღებს სასმელს ხელში რომ როგორმე დაიძინოს მთვრალმა . თორემ უკვე სულთან ერთად ნერვებიც სტკივა. აღარავის ელაპარაკება, სამუდამო სამარედ აქცია საკუთარი სახლი. ნანაც კი მოიშორა. მოიშორა რა ისე უყვირა ბებიის ტოლა ქალს ასე უხმოდ რომ წავიდა ეგეც უკვირს. მძიმედ ჩაუყვა კიბეს და თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა რომ კარგად გაერჩია ვინ იჯდა გიორგის წინ. ბოლოს ნაცნობი ხმა მისწვდა და სილუეტიც ეცნო. -ირაკლი. _კახა ფეხზე წამოდგა და თვალი შეავლო . თითქოს ჩვეულებრივად გამოიყურებოდა მაგრამ მთელს იერს ეტყობოდა განწყობა . -თათას ველაპარაკე ვიცი რომ შვილი მყავს. -ჰო , მიდი . _ხელები გაშალა ჰაერში . - გოორგი არ გააჩერო . მიდი აქ ვარ , მოიფხანე გული ,ერთს ნუ იკმარებ შეგიძლია 10 ჯერ დამარტყა შენი შვილის გვერდით გასატარებელი 10 წლის ხათრით რომელიც წაგართვი. მოდი. _ახლოს მიიწია კახასთან რომ საქმე გაემარტივებინა.-გელოდები . დამარტყი , მიდი სულ ერთია , აღარაფერს აქვს აზრი . ყველამ , ერთად რომ მომკითხოს ცოდვებისთვის პასუხი იქნებ მოვკდე კიდეც და სამყარო დაისვენებს . - გეყოფა. _ახლოს მიწეულ ირაკლის მხარში წაავლო ხელი და გაადაეხვია. -დაგარტყა? 10 წელი იზრუნე რომ არაფერი მოკლებოდათ. ათი წელი ინახე საიდუმლო,ქალისთვის და ბავშვისთვის . 10 წელი გყავდა დაკარგული მეგობარი იმიტომ რომ გეგონა თათა გავიმეტე, არაფერი წაგირთმევია ირაკლი . არაფერი . პირიქით , იმას გაუფრთხილდი რაც გეგონა რომ მე ვერ დავაფასე . -რას ბოდავ კახა . _ძალით მოიშორა და ხელი მიჰკრა. -უცნაურად აავლო თვალი უცბად დამთბარ კახას და სავარძელში ჩაეშვა . - რამე დამისხი თავი მისკდება . -ირაკლი , გალოთებას აპირებ? _შეუღრინა გიორგიმ.- ან გონს მოდი ან მე მოგიყვან. საკუთარ თავს კი არა ადამიანს არ გავხარ. -მორალის მკითხველი არ მჭირდება, მჭირდება რომ ყველამ ის აკეთოს რასაც ვამბობ და მოკეტოს. -და სად მიგიყვანს ეგ რას აპირებ ღვიძლის დაშლამდე სმას ? -რატომაც არა , მამაჩემზე კაცური სიკვდილი მაინც მექნება. -აააააამმმმ. _დაბნეულმა კახამ ვერ გაიგო რა ხდებოდა და არც ჩარრვა უნდოდა მაგრამ პატარა რეპლიკით სცადა თავი შეეხსენებინა რომ იქ იყო. -გხედავ , გხედავ და კმაყოფილი ხარ? _კახას გადაწვდა გაღიზიანებული. -რითი? -ჩემი ტანჯვით.წადი რა კახა . -აჰჰ იტანჯები? მემეგონა რამე ტენდერი ვერ იყიდე და ისტერიკას აწყობდი. _წასვლა არც უფიქრია, გიორგის გახედა რომელმაც თითების მოძრაობით გული შეკრა და ანიშნა საქმე ნუცას ეხებოდა.-აჰჰჰ, ირაკლი ირაკლი . _ გვერდით მიუჯდა და მუხლზე დაჰკრა ხელი . -სულ ეგეთი შარიანი რატომ ხარ სიყვარულის ამბავშვი . ამჯერად რა სიდებილე დააშავე? -რა დავაშავე? _ფეხზე წამოხტა ირაკლი. -როდიდან ვართ დაქალები. -გველო. _ხმა დაიწვრილა კახამ . -არანორმალური ხარ. _ღიმილმა გადაურბინა სახეზე . -გახსოვს ნათელა გახელაძეს რო მოვატყუეთ ვითომ ბებიაშენი მოკვდა? ლილი რო დაინახა 3 დღის მერე და გული წაუვიდა. -მთელი დღე წყაროსთან ვიმალებოდით. _უხმოდ ჩაეცინა ირაკლის.- და ის დავითამ რომ პირველად გვითხრა მღვდლობა მინდაო და მე და შენ ღამე წვერი მივახატეთ? _დუმილით შეჰყურებდა ძველ მეგობარს და ახალ კახაში ვერაფერს ხედავდა ბოროტს, მტკივნელი იმის გააზრება იყო რომ მანამდეც არ დაუნახავს რამე ცუდი გარდა ცინიზმისა რომელიც მათ ყოველ შეხვედრას ახლდა , თორემ ახლა აქ მის სახლში გიორგის წინ ვერ იჯდებოდა. სანამ ირაკლი რამეს მიხვდებოდა გიორგი გააქრობდა მაგრამ ახლა ორივე მის წინაა და წარსულის უმნიშვნელო შეცდომებზე ეღიმებათ. -პატარები ვიყავით და ყველა შეცდომა გვეპატიებოდა . ახლა არცერთი კახა . -უპატიებელი შეცდომა არ არსებობს და თუ არსებობს დარწმუნებული ვარ ნუცა ის ერთადერთი ვისაც უპატიებელის შენდობა შეუძლია. -საკუთარი ოჯახის სისხლისაც? _ღვარძლი ამოაყოლა ხმას . -რა? _დაიბნა კახა და თავდახრილი გიორგისგან რომ ვერ მიიღო პასუხი ირაკლის მოუტრიალდა . -წადი , სახლში წადი. _ხელი ჩაიქნია ირაკლიმ და სავარძელს დაეყრდნო წამოსადგომად . -ზედმეტად ბევრი დრო დავკარგეთ , 10 წყეული წელი 10 დღე არაა, არც მე ვარ იგივე წარმოდგრნაც კი არ გაქვს ვინ ვარ. -ადამიანები არ იცვლებიან ირაკლი. -ხო ? მკვლელ ირაკლის იცნობდი შენ ? იცი რამდენი ადამიანის სიცოცხლე მადევს მხრებზე ? და ის თუ იცი მამაჩემს რამდენის? უფროსწორად რამდენის , ვისი? -ნუცას მშობლების ? მივხვდი . _ყელგამშრალმა ხმა ძლივს ამოუშვა. -რატომ არ იბრძოლე ? რატომ? _ყვირილით მიუტრიალდა . -რომ გებრძოლა , წაგეყვანა , შორს ისე როგორც მე წავიყვანე თათა ხომ იქნებოდა უკეთესი? ხომ არ დაიტანჯებოდა და არც.. -რომ ათი წლის მერე შემთხვევით გადაყროდი და ამდენი ხნის ნაგროვები გრძნობა გაახლებულიყო? არაფერს არ ცვლის დრო ირაკლი , თუ ბედისწერაა მაინც მოხდება. -ხო და ბედის წერის დედაც. _გუშინდელო ბოთლი აიღო ხელში და რომ მიხვდა ორი წვეთი გადმოისხა , ჭიქასთან ერთად მოისროლა იატაკზე . -გიყვარს, უყვარხარ . _ფეხზე წამოხტა კახა .-რა პრობლემაა ? სიყვარული რის სიყვარულია რომ ვერ გაუძლოს? -მოკეტე კახა ._ბუხარს მიადო ხელები და ცივ ქვებს სახე . -სადაა? _გულდაწყვეტა ხმაში გაერია კახას ,იცნობს , რაღაც მაინც ხომ ჰქონდა საერთო ნუცასთან . ზეპირად იცის რას უდრის მისი ტანჯვა ახლა და კუნთებს ძლივს იკავებს რომ აზრზე მოსასვლელად სისხლის ყლაპვამდე ურტყას , მაგრამ არ შეუძლია. საშუალებას ირაკლის ქედმაღლობა კი არაა მხრებში მოხრილი ირაკლი უშლის. გატეხილი , საკუთარ თავისგან და სინდისისგან ვინ იცის იქნებ სასიკვდილოდაც განწირული. ზედა ტუჩი კბილებში მოიქცია , რომ სიბრაზე შეეკავებინა . ასეთი ირაკლის არ იცნობს , არ ახსოვს. -ბოლოს ქეთასთან დავტოვე ._ტელეფონს ჩაჰყურებდა გიორგი. უინტერესო იყო კახას მცდელობა. ყველაფერი სცადა , არაფერი არ ჭრის ირაკლიზე. იმდენადაა გართული საკუთარი თავის წამებით ადრენალინივით ჭირდება ყოველდღე თვითგვემა . -ხო . _თავი დააქნია კახამ . -წამო ცოტა გავიდეთ. _ფეხზე წამოხტა და მანქანის გასაღები ამოიღო ჯიბიდან. -რამდენი ხანია ჰაერი არ ჩაგიყლაპავს . -აჰჰ დაჟე უკვე ისე დავმეგობრდით , ჰაერის ჩასაყლაპად მეპატიჟები ? -ხო . _თავი დაუქნია კახამ და ძლიერად ჩაავლო ხელი მხარში და გათრევა სცადა . -კარს ვერ გაცდები მაინც არ გაგვიშვებენ. -ცდები . _ფეხებზე დაირტყა გიორგიმ ხელი . -ჰაერის ჩაყლაპვა მეც არ მაწყენს . ეხლავე გავაფრთხილებ კარი გააღონ . -მტერო . -მტერი შენ ხარ ყველა რომ დაითხოვე და შიმშილით სული მხდება და რადგან ისევ ბოღმიანი ძმები ხართ , მაგის ხათრით გავივლით საჭმელად სადმე . ბევრი არჩევანიც არ დაუტოვეს ,საჭესთან კახა იჯდა , შესაბამისად რესტორნის ადგილმდებარეობა მას ანდეს . ისე გაიარაა , ქალაქი რომ გაჩერება არც უფიქრია . -სად მივიდვართ მოვკვდი მშიერი . _ადუდღუნდა გიორგი. -ჩემთან ._მოკლედ მოუჭრა კახამ , გზად ერთი კარგი რესტორანია და გავჩერდეთ , მანამდე კი , პირდაპირ ქეთას მშობლების სახლთან მოშორებით დაამუხრუჭა. გიორგისაც ეცნო ქუჩა და უარყოფის ნიშნად გაუქნია თავი . თვალებით ეუბნებოდა რომ შეცდომა იყო . -აი ის აგურის შენობაა ქეთას სახლი. _მანქანის მინა ჩაწია და სიგარეტს მოუკიდა . -კახა რა ჯანდაბა გინდა ? _უკან სავარძელზე თვალდახუჭულმა ირაკლიმ წამში დაიბრუნა საღი აზროვნება, თითქოს ერთიანად დააბრუნდა რეალობაში სადაც ჯერ კიდევ დილას ის და კახა გაცივებული ადამიანები იყვნენ. რეალობაში სადაც , ისინი ერთ მანქანაში ვერ იქნებოდნენ. რეალობაში სადაც ყველა ნორმალური კაცი სიკვდილამდე სცემდა მისნაირ ადამიანს რომელმაც 10 წელი უმალა სიმართლე. იმ რეალობაში სადაც კახას ადგილას რომ ყოფილიყო საკუთარი ხელებით დაახრჩობდაა . -გართობა ? ერთობი ჩემი სისუსტით? საკუთარი თვალებით გინდა ნახო.. -ეჭვიანი ავადმყოფი ხარ. _კბილებში გამოსცრა და მეგობარს სარკეში გახედა . -ხო ვარ. -ნაბიჭ*** ი ხარ , მარტო იმიტომ რომ საკუთარი ტ*** კის გარდა არაფერი გადარდებს დედამიწაზე , ნუცაც იმიტომ გაუში რომ ეგოისტი ხარ , საკუთარ თავზე იფიქრე. რომ მის დანახვას შენ არ დაეზიანებინე და ეხლა შენივე ეგოიზმი გახრჩობს იმიტომ რომ ეგ დედამო**** ლი სიყვარული რომელსაც საკუთარი სიმშვიდე სინდისი და კომფორტი არჩიე გეგონა დაბლა დგას. _ბასრი იყო კახას სიტყვები, არც ხმა შეუცვლია , არც ტონს აუწევია , მშვიდად , მოქნილად ანაწევრებდა ირაკლის სინანულის გრძნობას . რა მინდა? რის გაკეთებას ვცდილობ? იმის რაც შენ უნდა გექნა მაშინ როცა ცხოვრების მთავარ შეცდომას ვუშვებდით მე და თათა . უნდა მოსულიყავი , ის კარი რომელიც დაგიკეტე მთვრალმა შემოგემტვრია და ერთკორჯერ გაგერტყა რომ გონს მოვსულიყავი ._სინანული შეერია ხმაში. -მაგრამ, შენ ირაკლი ხარ . ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებ . _გიორგის ჩაეცინა , თითქმის ჭეშმარიტებას ახლიდა პირში კახა ყოველგვარი ემოციების გარეშე . -დაამთავრე ? _მანქანის კარი პასხის დაულოდებლად გააღო და გადავიდა . _წელში გაიშალა და ზურგს უკან დარჩენილი სახლისკენ შეტრიალდა . მერე ზუსტად კახას მხარეს გაჩერდა და ხელიდან სიგარეტის ღერი დაუკითხავად გამოაცალა . - მადლობა ,მაგრამ არ იმსახურებს , ეს გოგო იგივე წუმპეში დაბრუნებას რომელსაც თავი დააღწია . ეხლა ან წავალთ იქ სადაც მივდიოდით , ან სახლში ვბრუნდებით . _კიდევ რაღაცის თქმა დააპირა როცა კახას წინ გაჩერდა ზუსტად ხმაურით კიდევ ერთი მანქანა და რამოდენიმეჯერ დაასიგნალა .ყურებამდე გაღიმებული ბექა ცოცხლად გადმოვიდა მანქანიდან და ისე გადაეხვია თითქოს მასზე საუკეთესო მეგობარი არ ყოლოდეს . -იკაკო როგორ ხარ ? -ბექა პატარა რომ ხარ ხელს არ შემიშლის ეგ ლამაზი ცხვირი მოგამტვრიო . -მეც კარგად ვარ . _არ შეიმჩნია ძმის რეპლიკა . -აქ რას აკეთებთ ? -არაფერს მივდივართ. _ ზურგის შექცევაა დააპირა , რომ მხიარული ყიჟინა ჩაესმა ყურებში. მერე რკინის მძიმე ჭიშკრის ჯახუნი და ბოლოს სასიამოვნო ხმით ნათქვამი “გამარჯობათ” -ირაკლი? _სახეზე ღიმილი შეაშრა . -ნუცი სადაა ? _თვალებით დაუწყო გარშემო ძებნა და პირველად მაშინ გაიაზრა კაცმა , უბრალოდ მისგან კი არ წავიდა, სულ წავიდა . “სულ” -ქეთუს როგორ ხარ?_ გასძახა კახამ . -კარგად შენ როგორ ხარ ? -ვსეირნობთ , ტურისტი ქალაქს ათვალიერებს . _ცალყბად გაიღიმა გიორგიმ. -ირაკლი , უთხარი რომ გამოიაროს რა ერთი კვირაა არ მინახავს . -არც მე . _გაუღიმა მამაკაცმა .ყალბად არა, მართლა ეცინებოდა იმდენად იდიოტურ იყო მისი გულის მდგომარეობა . დასცინის , წყეული სამყარო დასცინის და თვითონაც ცოტა რომ დასცინოს საკუთარ თავს რა მოხდება . წავიდა, მაგრამ სად? წავიდა , მაგრამ როგორ? იქნებ არცისეთი სიფრიფანაა მისი ნუცა? არა ნამდვილად არაა სუსტი, ირაკლიზე ძლიერია . ნუცამ მომავალი გზაში იპოვა , ახალ ცხოვრებაში , იქნებ ახალ ქვეყანაშიც კი . მან კი სასმელში . გააგრძელებს სიცოცხლეს მისი ჯადოსნობაც ხომ ეგაა დიდხანს არ აძლევს თავს მოწყენის უფლებას , მერე ხალისიც დაუბრუნდება და ბედნიერი იქნება. განა იმიტომ არ გაუშვა ? კმაყოფილი უნდა იყოს რომ არ დანებდა , წავიდა და იპოვის იმას რაც ასე უნდა. კმაყოფილია კი , მაგრამ ისე სტკივა სულში დარჩენილი სიცარიელე ფიტულს გავს . აღარაფერი აღარ დარჩა მისგან , აღარც სიყვარული? ნუთუ ასე შეეძლო წასვლა ? წამითაც არ იფიქრა რომ რაღაც შეიცვლებოდა? არა , არ იფიქრა . თვითონ გაუქრო ყველაფრის იმედი. არაფერია დარჩენილი მათი ისტორიიდან, უკვე წარსულად იქცა . ალბათ უკვე გაიცნო ვინმე, ვისაც საკუთარ მწარე გამოცდილებას უზიარებს . მერე იმ ვინმესაც უგონოდ შეუყვარდება და … ._ გაფიქრებაც ინანა , ბომბის აფეთქებას ჰგავდა ეგოიზმის და შიშის მოზღვავება . ძარღვები გაევსო , ყურები ასტკივდა ისე ზმუოდა მის თავში ხმა რომ მხოლოდ მისია რომ რაღაც რიგზე ვერაა, უცბად მოეგო გონს ნუცა. ყველაზე მეტად ეშინოდა რომ ისე ინერვიულებდა ვერ გაუძლებდა ის კი ასე მშვიდად სუფთა ფურცლიდან იწყებს . ისე წაშალა აქაურობა და ხალხი თითქოს არაფერი იყოს. ძალა გამოცლილი დაუბრუნდა მანქანას .ინსტიქტურად მიჰყვებოდა ბიჭებს და ბოლოს მაშინ გდაუბრუნდა კიდევ ერთხელ რეალობას , როცა გიორგიმ სასმელი გაუწოდა რესტორანში. -წყალს დავლევ. _მიმტანს გაუღიმა . - მომესმა ? _აღმოხდა გიორგის . -წავიდა , გზა გააგრძელა, აი ასე მშვიდად ადგა და წავიდა. -ქალაქი პატარაა რომ არ ეჭორავათ. -ხო, შეიძლება . იქნებ კარგიცაა. -მოიცა იმიტო გალოთდი რომ გეგონა ნუცა ცუდად იყო ? -თურმე ყველაზე ცივი გონებით ის შეხვდა ამ ამბავს. _ირონია შეერია ხმაში ირაკლის. -და რა იცი თავს როგორ გრძნობს?_ირაკლის ეგოიზმი ნერვებს უშლიდა კახას . -ხო არ კითხავდი ძვორფასო მეგობარო? -უკვე გითხარი რომ არაფერ შუაში ვარ. _ხელები ჰაერში აწია კახამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო , -მაგრამ არც ვწუხვარ. ღირსი ხარ. _წყლის ჭიქაზე ლუდის ბოთლი მიურტყა და თვალი ჩაუკრა. -უნდა ვიცოდე სადაა. -თავი დაანებე. იმიტომ არ გაუშვი რომ შენგან შორს ყოფილიყო? -მაგრამ უნდა ვიცოდე სადაა. -დაიწყო . _ამოიოხრა გიორგიმ .-და ისევ თავიდან იწყებ , დაანებე რა თავი რა . ცოლად მოიყვანე თუ რა ჯანდაბა ქენი არ ვიცი , ატკინე მერე გააგდე , ეხლა ისევ უნდა ახლიდან დაიწყო. წრეა , ეს დედანატირები ამბავი და გეყოფა რა. - უნდა ვიცოდე . _ხმა უფრო და უფრო ჯიუტი უხდებოდა და იმ ახირებულ ბავშვს ხედავდა კახა როგორც ბავშვობაში . -რომ იცოდე რა ? კაი დაუშვათ იცი სადაა, ვისთანაა რას აკეთებს . მერე რა? რას იზამ ? -არაფერს . _მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. ვიზრუნებ რომ იქ დარჩეს. ბოლოსდაბოლოს პირობა დავდეთ რომ სიბერეში მარტო დარჩენილები მეზობლები ვიქნებით და ერთად დავლევთ ჩაის , ისე როგორც ის ბებო ._სასიამოვნო მოგონებებმა გალღვობა დაიწყეს და წამში გაუნათდა თვალები .-ბიჭები გაგზავნე იმ სახლთან ქუჩის ბოლოს , რა ქვია ? მართლა გგონია რომ ქეთასთან იმიტო მომაყვანინა თავი რომერე უკან შენი სახლიდან 500 მეტრში მობრუნებულიყო? _გაეცინა გიორგის. -თავი მისკდება. -და გული? -რანაირად ვზივარ აქ აი ამასთან? _კახასკენ გაიშვირა თითი. -ყველა სარგებლობთ. სქკმარისია 2 წუთი მოვდუნდე და.. _კახას სახის დანახვისას წამით დადუნდა და მერე გაუღიმა .-შენი თვალები აქვს . მწვანეში არეული ლურჯი და ზუსტად შენნაირი ხისთავიანია. _იძულებული იყო გაეღიმა ისე ჩაენისლა კახას თვალეები. გაუწითლდა კიდეც და მიხვდა რამხელა ტკივილს ატარებდა თათა გულით , ახლა კახასიც ნახა . კიდევ ერთი ბავში ვაიზარდა უმამოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ორმა უპასუხისმგებლო ადამიანმა საერთო ენა ვერ იპოვა? მისი ისტორია არაფრით არ გავს სხვებისას და მაინც სულს უღრღნის ფიქრი რომ ცხელგულზე მიიღო გადაწყვეტილება , რომ არასწორი სიტყვები წარმოთქვა , უყვარს უნდა აეხსნა რომ მზადაა სული მოიკლას ოღონდ ის ნახოს ბედნიერი და ვერაფრით წარმმოიდგენდა რომ ყველაფრის შემდეგ მაინც არ დაადანაშაულებდა. იპოვის რათქმაუნდა იპოვის , ერთი ნუცას პოვნა პრობლემაა არაა , მაგრამ იქნებ თავად ნუცა გააძევა საკუთარი გულიდან ? შეუძლებელია ასე უცბად გადაუყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი , ზუსტად იცის თავად ასი ცხოვრება რომ დასჭირდეს ვერასდროს დაივიწყებს და მითუმეტეს ნუცასნაირი ადამიანები . ყველაფერი სხვანაირადააა როცა მისი ოჯახის მკვლელის სისხლი ხარ . ***** - კარგი , ყელში ამომიხვედი. _გაბრაზებული წამოადგა კიკი თავზე . - სადაა ჩემი საპონი . -საშინელი სუნი აქვს . სხვა ვიყიდე. _გაუღიმა ნუცამ და წიგნს მოაშორა თვალი. -და კიბილის პასტა? -მაგასაც ცუდი გემო აქვს . -ღმერთოო . _ორი თითი ამოისვა თვალებში . -ადექი მივდივართ . -სად ? -სადმე ისეთ ადგილას სადაც მარტო არ ვიქნები შენთან და არ მიგასიკვდილებ. -კარგი რა კიკი, ვეძებ ბინებს მაგრამ .. -ნუცა , რა გატირებს ? _სახეზე შეაშრა ღიმილი. -რა ჯანდაბა გემართება. ადექი , გავლა და ჰაერის ჩაყლაპვა გჭირდება . მერე მარკეტშიც გავიაროთ უამრავ პროდუქტს ვიყიდით და მერე შეგიძლია ჩემი სამზარეულოც მოსვარო , გზად აფთიაქშიც გავივლით. კიკისთვის გასეირნება , მანქანით სიარულს ნიშნავდა ,მარკეტში ძირითადად აქეთ იქით იხედებოდა დაბნეული და ნუცას მიანდო , მაცივრის გავსება. მართალია რამოდენიმეჯერ მოისმინა მისი ლანძღვა როცა თავად გადაიხადა და ცოტახანს ცხვირს უბზუებდა მაგრამ მალევე შეურიგდა .ყვავილრბით სავსე კაფეში მიიყვანა და გემრიელად სადილობის შემდეგ , განძრევა ორივეს ეზარებოდათ. სანამ სახლის პარგინგზე ჩავიდოდა ჩვეული თავხედობით დაარღვია მოძრაობის წესი ისევ და აფთიაქის წინ ისე გაჩერდა . -ერთხელ დაგიჭერენ კიკი. -ბიძია ირაკლი დავურეკავ ან სხვებს . -სულ რამდენი ბიძია გყავდა ეგეთი? -როგორი ირაკლისნაირი მდიდარი ერთი . -აბა დანარჩენები ? -დანარჩენები ბევრი გავლენით და ცოტა თხელი საფულით ფულზე გაგიჟებული არასდროს ვყოფილვარ, კომფორტულად ცხოვრება მიყვარს. ეს უბრალოდ ირაკლია ძალიან გულუხვი . დღემდე ვერ ვიჯერებ რომ არაფერი აიღე მისგან . შენი ტანჯვისთვის მაინც. - როგორ არა , ბარათი მაქვს და სახლიც მიყიდა , მაგრამ ჩემთვის სულ ერთია . _მხრები აიჩეჩა ნუცამ და აფთიაქის რიგში ჩადგა სანამ კიკი კალათას ავსებდა . -იმედია ამეებსაც არ გადაყრი. -არ გადამიყრია , დავმალე. -გამარჯობათ. _ყურებამდე გაუღიმა კონსულტანტმა და კიკიმაც არ დაიშურა სასიამოვნო ღიმილი. -გამარჯობა , აი აიღე. _კალათა გაუწოდაა .-და კიდევ ორსულობის ტესტი მინდა 3 ცალი არა 4 ან ხუთი ყოველი შემთხვევისთვის. ცოტახანი კიკის მიაშტერდა ნუცა , მერე მის ტვინამდე მიაღწია და ისე შეჰკივლა ყველამ რომ შეხედა დამშვიდდა. -კიკი , ორსულად ხარ? _ჩურჩულით აეკრო მხართან და თვალებგაბრწყინებული უყურებდა. -ღმერთო რა უტვინო ხარ ნუცა ._გადაიხადა და პარკი გამოართვა გამყიდველს. მე არა არ ვარ, ორსულად შენ ხარ . _გარკვევით დაუმარცვლა და მანქანის კარი გაუღო . -გთხოვთ დედოფალო . _გაშეშებულ ნუცას წაავლო ხელი და თითქმის ძალით ჩასვა . -ნუ მაშინებ რატომ გაშეშდი ? -მე, მეეე? -იძახე ეხლა მეე მე , მაგ მეზე მაშინ უნდა გეფიქრა როცა… აი ახლა ამ ყლ***ს დედას მოვუ**** ავ . _გამწარებულმა დაიღრიალა წინ ჩამდგარი ჯიპის გამო , რომელმაც კიკის არჩეულ საპარკინგო ადგილზე შეასწრო . გაუთავებლად უსიგნალებდა და დაელოდა სანამ მანქანიდან , არ გადმოვიდა მამაკაცი , რომელიც აშკარად არ იმჩნევდა უკან მომდგარ კიკის . -დამცინის ეს ნაბი**** ი . _ცეცხლივით აალდა კიკი და და მანქანიდან გადახტა . ფიქრებიდან კივილმა გამოარკვია , ისევ მკერდზე ელაგა ხელები და ხელით სინჯავდა . სწრაფად მოიშორა და კიკის დანახვაზე რომელიც იქვე მანქანაზე მიყუდებულ მამაკაცს ხელებს უშლიდა გადასვლაა გადაწყვიტა. -ჩემი ადგილი იყო . -მაგრამ პირველი მე მოვედი . _მშვიდად ეპასუხებოდა . -არ მოხვედი, გადამასწარი . უხეშად . წლებია ჩემი ადგილია. -არ ვიცოდი ამ საცხოვრებელ კომპლექსში ყველას თავის ადგილი თუ ჰქონდა ._ხმაში ირონია შეერია მამაკაცს . -ყველა მათხოვარს რომ აძლევენ აქ ბინის ყიდვის უფლებას მარტო მაგიტომ არ უნდა მეყიდა რა. -მართალია. _ირონიით დაეთანხმა მამაკაცი . -შემოსავლის წყაროებსაც უნდა უმოწმებდნენ ხალხს. _ცალყბად გაუცინა კაცმა და ფეხებიდან დაიწყო მისი თვალიერება. -უზრდელო. _კბილებში გამოსცრა კიკიმ და ზურგი აქცია . სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა სახეზე ღიმილმა გადაჰკრა და მამაკაცს რომელსაც საქაღალდები გადმოჰქონდა ,ბოროტად გაუღიმა . -გაგამწარებ . _თავისთვის ჩაილაპარაკა. ქვეყანა ადგილი იყო პარკინგზე კიკის კი მაინც ის უნდოდა . წრეზე ტრიალებდა სასურველი ადგილის საძებნელად.-კარგად ხარ ? _მაშინ შეამჩნია უჩვეულოდ დადუმებული და გაფითრებული ნუცა . -ეხლა ისე ნუ ინერვიულებ რამე დაგემართოს. -მართლა რომ ვიყო? კიკი ხანდახან მავიწყდებოდა იცი აბები? -ვიცი , მივხვდი . -მაგრამ ჯერ ადრეა , რანაირად დაასკვენი რომ ორსულად ვარ? _სიბრაზე წამოერია. -მკერდი გტკივა, სულ გული გერევა. -არ მერევა , უბრალოდ მგონია რომ ამერევა . -სუნებზე პრეტენზიებით ტვინს მიღუნავ და საჭმელზე აღარაფერს ვამბობ. -ეგ სიმპტომები შეიძლება შენც გქონდეს როცა.. აი ვნახავთ, გეშლება . _ხელები გადაიჯვარედინა ჯიუტი ბავშვივით . -გაგიჟდება ირაკლი . _თავისთვის ჩაილაპარაკა კიკიმ და შეუმჩნევლად სცადა გაეხედა. -მაგრამ შენ უყვარხარ. დარწმუნებული ვარ , სულაც არ ექნება ცუდი რეაქცია. -იფიქრებს რომ სპეციალურად ვქენი და თანაც ვერაფერს გაიგებს . _ხმა უფრო და უფრო ჯიუტი უხდებოდა . -ნუცა , ცეცხლს ეთამაშები . -მე ? არა , ცეცხლისგან შორს წამოვედი და უფრო შორს წავალ რომ ვეღარაასდროს შევხვდეთ ერთმანეთს . თანაც არც კი მეძებს. გადაფურცლა ეს გვერდიც , დარწმუნებული ვარ საკუთარ საქმეში და კომფორტში ისე ნებივრობს სახელიც აღარ ახსოვს ჩემი . არც აწყობს , არც უნდა და არც მე მინდა რომ რამე იცოდეს . პირველი რაც გააკეთა სახლში მისვლისას ტესტის შეკვრა გაბრდღვნა და კითხვა დაიწყო.-აქ წერია რომ დილით უნდა გავაკეთოთ. -მოფსი რა._დაუყვირა კიკიმ და ყავის აპარატის ღილაკს ჩაარტყა და ისე ჩართო .-ან აჩვენებს არა . ან ხარ ან არა. არა როგორ მომიშალა ნერვები იმ ტიპმა? გასწავლი ჭკუას , გავიგო მარტო სად ცხოვრობ და ვინ ხარ მათხოვარო . _გამწარებული სანთებელაზე იყრიდა ჯავრს. -მათხოვარს არ გავდა . _გამოსძახა ნუცამ . -თან ამ დასახლებაში თუ ცხოვრობს შენც ხომ იცი რომ ხელწამოსაკრავი ვინმე არ იქნება . -მაგასაც ვნახავთ. ცოტახანს ყავის სურნელით დატკბა და ისე გაუგრძელდა მიხვდა ზედმეტად დიდხანს დარჩა საბააზანოში . -ნუცა ? რა ქენი ? _ძლივს გაყო ოთახის ფეხსაცმელები ფეხი და პატარა მაგრამ ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა . ნახევრად შეღებული სააბაზანოს კარი დაუკითხავად შეაღო და იქვე კარის გვერდით ჩამომჯდარი ნუცას დანახვისას მიხვდა არ შემცდარა. აკანკალებულ ხელებს აწყლიანებული თვალებით დაჰყურებდა . -ნუცა, კარგად ხარ ? _გვერდით მოუჯდა და მაგრად მოხვია ხელები . -ხო , კარგად ვარ. შვილი მეყოლება . _შიში შერია ხმაში და თვალებში . -მერე ეგ ხომ კარგია? _შიშით იკითხა კიკიმ, იმის გააზრებისას რომ ბავშვი ირაკლისი იყო , ირაკლი კი მისი ოჯახის მკვლელის შთამომავალი , თუმცა მალევე მიხვდა როგორ გაუნათდა თვალები. -შვილი მეყოლება. _ცრემლებს ბედნიერების ღიმილი შეურია. -გესმის კიკი? მარტო აღარ ვიქნები, ოჯახი მეყოლება საკუთარი სახლი სადაც ვიღაც იცხოვრებს ჩემს გარდა , დამელოდება . ვინმე მეყოლება ვისაც ვჭირდები . _აღფრთოვანებული თვლიდა ყველა იმ მიზეზს თუ რატომ იყო ბედნიერი და იმდენად გულუბრყვილო იყო კიკისაც თვალები აუწყლიანდა. უსამართლობაა იყო ამ გოგოს ცხოვრება მისთვის.ვერაგ სამყაროში მარტოხელა დედად დარჩენა რომ ბედნიერებად მოგეჩვენება, რა მარტო იყო წარმოდგენაც კი გაუჭირდა. რა მძიმე სიცარიელე ჰქონდა გამოვლილი რომ ირაკლისგან გაჩენილი შვილიც კი დალოცვა იყო მისთვის და ამდენი წლის ადამიანს ნატამალი ბოღმა არ ჰქონდა. არც სიძულვილი , შიშიც კი აღარ ჩანდა მის თვალებში. ალბათ მარტოდ გაზრდის დადებითი მხარე ეგა მხოლოდ. არავინ გყავს გარშემო ვისიც შეგშურდება , ვინც ზრუნვას მიგაჩვევს და მერე მის გარეშე დარჩენილს გული არ გეტკინება . -ირაკლი ? ირაკლი სადააა ამ ისტორიაში? -არსად . -ნუცა ადრე თუ გვიან გაიგებს . -ვერ გაიგებს . როცა სახლს ვნახავ და გადავალ მისამართს შენც არ გეტყვი . -ხომ იცი რომ ვერ იტანს როცა ატყუებენ . -არ ვატყუებ. -აბა რას შვები? -დავშორდით. დავამთავრეთ და გინდაც გაიგოს ვეტყვი რომ სხვა მყავს . -ღმერთო ესენი კიბოს დამმართებენ. _ამოიკრუსუნა კიკიმ. -ნუცა მომკლავს რომ გაიგოს რომ ამხელა ამბავი ვიცოდი და დავუმალე. -და აქ რომ ვარ არ მოგკლავს? აააა ანუ ჯერ არ მოვუკითხივარ , მაგრამ როცა მოგკითხავდა ეტყოდი არა ? -არა მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ უნდა ილაპარაკოთ? -არა ვილაპარაკეთ მითხრა უკვე თავის სათქმელი . უფროსწორად არ უთქვამს მაგრამ ისედაც ნათელია. გთხოვ კიკი ნუ მალაპარაკებ ახლიდან ისევ , მერე მახსენდება და ცუდად ვარ. -მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებ ნუცა . არ იმსახურებს ასე მოქცევას. -ახლა რა უნდა ვქნა ? _დაბნეული მიაჩერდა კიკის. -რა უნდა ვქნათ და კარგი ექიმი უნდა ვიპოვოთ და გავარკვიოთ ყველაფერი რიგზეა თუ არა . ისეთი ვისაც შენს თავს ვანდობ. როცა გაიგებს როგორ ვზრუნავდი შენზე იმედია დამინდობს. მერე ჩემს მეორე სახლში უნდა გადახვიდე, ვიცი აქაც მოგიკითხავს , ჯერ ალბათ გონზე მოდის. -არა , მინდა რომ ჩემი სახლი მქონდეს . ფული მაქვს , რაღაც მაინც დარჩება ამ ბავშვს მამისგან. დილით 7 საათზე ძალიით გააღვიძა კიკიმ და თითქმი ყაზარმულ დროში გაემზადნენ ორივე. -კიკი ჯერ 8 საათი არაა , რომელი ექიმი იპოვე ნუ გამაგიჟე . -ურიგოდ მიგვიღებს სანამ ხალხი მოვა . მორჩი წუწუნს, წალი სპეციალურად შენთვის მოდის . -ჩემთვის თუ შენთვის . -შენთვის , ვუთხარი ბავშვის მამა ვინაა. ხმაურით გავიდა ლიფტიდან . - რა ქენი? -ლინას დედააა არ იდარდო . კარგი ქალია . პარკინგზე მარტო კიკის ქუსლების კაკუნი ისმოდა. -ნახე სად გავაჩერე იმ დეგენერატის გამო . დამტვერილ მანქანას ხელი გადაუსვა . -ნელა ივლი? -ვეცდები . _სიტყვა ნათქვამი არ ქონდა ადგილს მოწყდა და მერე ისევ დაამუხრუჭა.-დამელოდე . -სად მიდიხარ? -საქმე მაქვს . _ჩანთიდან წითელი პომადა ამოიღო და ზუსტად იმ ადგილისკენ დაიძრა სადაც მისი პარკინგის დამპყრობელის მანქანა იდგა . თითქმის მთელი პომადა დახარჯა , მინაზე ადგილი არ დაუტოვა და ბოლოს შუათითთან ერთად გულიც მიუხატა . გაფუჭებული პომადაც იქვე დატოვა და კმაყოფილი მიუჯდა საჭეს . -რა იყო ეს ეხლა ? -მადლობა თქვას ტუჩასაცხის მაგივრად რამე წვეტიანი რომ არ გავუსვი . ***** ქალაქში დაბრუნებული ირაკლის მელანქოლია სადღაც გაქრა და ცივი გონებით დაიწყო ყველაფერზე ფიქრი , ყველაფერზე რა ? საქმეზე გადაერთო და სცადა თავისთვის აეკრძალა სხვა რამის გახსენება. საკმაარისი იყო პატარა ნიშანი და დაუკითხავად მიეპარებოდა გონებას და გულს ნუცა და მერე მთელი დღე ცუდ ხასიათზე იყო . სად იყო ? არ აინტერესებს , საკმარისია ერთი ზარი გოგასთან და გაიგებს სადაა , მაგრამ სიმართლე ის იყი რომ არ უნდოდა სცოდნოდა. იქნებ რეალობა ისეთი მტკივნეული ყოფილიყო რომ თავი უარესად იგრძნოს? რომ უთხრას რომ მარტო არაა, რომ კარგადაა და ბედნიერია? გულწრფელად გაუხარდებოდა მაგრამ საკუთარ ეგოიზმს რა უშველოს . წარმოდგენაც კი უჭირს . მთელ თავის ნერვებს მიქმედებებში ატევდა . მალე მაკოსაც კი ეშინოდა იმის დაანონსება ვინმე შეხვედრას თუ გააუქმებდა . რაც დრო გადიოდა მით უფრო მეტად ცვად მიაზროვნე ხდებოდა, თითქის გადამალა ირაკლი და ის გამიყვანა ასპარეზზე რომელიც “აწყობდა” გაზაფხულის პირველი თვეც შემოეცალათ და თითქმის მიჩვეულ ახალ რეალობას ნუცა კარგად უმკლავდებოდა . პატარა ბინა იპოვა კიკის მახლობლად , ერთი საძინებლით და საყვარელი აივნით, მართალია ძვირს აფასებდა მეპატრონე მაგრამ კიკისთან ყოფნის პერიოდში ისე მიეჩვია იმ დასახლებას შორს წასვლა არ უნდოდა ამიტომ ბევრი არ უფიქრია . ბედნიერი იყო, ერთი შეხედვითაც ჩანდა , ყველაზე მეტად ის უხაროდა რომ საკუთარი სახლი ექნებოდა , რომ ოჯახისწევრი ეყოლებოდა. არაფრის და აღარავისი ეშინოდა თავს ცრემლის გადმოგდების უფლრბასაც არ აძლევდა და ეიფორიაში მყოფი ვერც კი აანალიზებდა რეალურად რა ხდებოდა მის თავს . ისე მიმალა ირაკლი გულის კუთხეში ხანდახან სინდისიც კი აწუხებდა , მაგრამ სხვა გზა არ აქვს . იგივე გაიარაა მამის სიკვდილის შემდეგ, ბავშვთასახლში და მას მერეც და ახლა თავს ვერ მისცემს უფლებას დარდმა მიწასთან გაასწოროს . მითუმეტე მაშინ როცა რაღაცა საკუთარი ექნება , ეყოლება . ვიღაცას ეყვარება და მას მისცემს მთელს თავის სითბოს და სიყვარულს . ირაკლისთვის გათვლილ გრძნობასაც. ვერასდროს იქნება ირაკლი მკვლელის შთამომავალი მისთვის , მისი შვილის მამა დარჩება და დრო ყველა მუქ მოგონებას წაიღებს , მხოლოდ სასიამოვნო კადრები შემორჩება. ხშირად აიტანდა შიში და ჯიუტად აცხადებდა უარს მის გრძნობაზე. მომავლის არა არ ეშინოდა იმის ეშინოდა რომ ისტორია რომელიც ირაკლიმ მოუყვა მიტოვებულ მამაზე არ განმეურებულიყო. აქამდე თავი უამბიციო რომ ეგონა პირველი ამბიცია დედობა იყო. უნდა საუკეთესო ყოფილიყო . -კიკი . _ერთ დილით ჩვეული ხმაურით წამოადგა თავზე ღამის კლუბიდან 2 საათის მოსულ კიკის . -დამაძინე რა , ღამეა. -რა ღამეა 7 საათია . -ნუცა სახლი ხო გაყიდინე დე ? მუშებიც ხო გიპოვნე ? ავეჯუც ხო შეუკვეთე აი ჩემთან რატო ცხოვრობ ისევ? - იმიტომ რომ შენ არ მიშვებ . -ოჰჰ კიკი შენი მზრუნველი დედაც. _საკუთარ თავს შეუკურთხა და წამოჯდა . -რა გინდა . -ყავა მოგიტანე . _ლანგარი საწოლთან დაუდო. -ისევ ჩემი მაისური გინდა? -არა . მინდა რომ რაღაც ვქნა . -მეტი რაღა უნდა ქნა , ქვეყნის ყველაზე მდიდარი და მგონი სასტიკი კაცისგან აჩენ ბავშვს თან გადააგდე გამოეპარე და უმალავ. -რა ? -სოც ქსელებს ხშირად უნდა უყურო . ეჭვი გეპარება რომ საკმარისი არ ქენი იმისთვის რომ სხვების გამწარება შეწყვიტოს და შენზე გადმოერთოს? -უიმეეე , მაგას არ ვგულისხმობ. -აბა რა მოიგონე ნუცა? -ძალიან ბევრი ფული დამრჩა . _დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.-ცოდვაა თუ მის ფულს გამივიყენებ? _განა დანაშაულს ჩადის თუ ეცდება საკუთარი შექმნას ? განა არ დაიმსახურა? საკუთარი სული და გული მისცა და სანაცვლოდ საბანკო ანგარიში მიიღო. დანაშაულია თუ ეცდება რომ ფეხზე დადგეს საკუთარი მიმავლისთვის? ალბათ მისი ოჯახის წევრები სამუდამოდ შლიან მის სახელს და პირველად ცხვრებაში თავი იმით დაიმშვიდა რომ არავინ ჰყავს . მერე მთელი დანაშაულის გრძნობა ერთად მოაწვა და იქვე იატაკზე ჩამოჯდა. - კიკი , რით დაიმსახურა ჩემმა ოჯახმა რომ მოკლეს და აწამეს? რით დაიმსახურა ერთადერთი გადარჩენილი წევრი რომელიც მათ ხსოვნას ყოველ წუთას შეურაცყოფს ამ ბავშვის საკუთარ სხეულში ყოფნით? -რას ამბობ ნუ? _საწოლიდან სრაფად გადავიდა იატაკზე კიკიც და საკუთარ ხელებში მიიქცია მისი. -იმას რომ მთელი ჩემი , ჩემი და მისი ._სახელის წარმოთქმა ისე გაუჭირდა გული ეტკინა.-მთელი ჩვენი ისტორიაა ბედის დაცინვაა . მამა გადარჩა იცი, ყველა ერთად არ დამიკარგავს , მერე იმ ღამეს რომ არ მომკვდარიყო რას მეტყოდა?! -გეტყოდა რომ საუკეთესო ბაბუა იქნებოდა. შენნაირი ადამიანის მშობლებს შეუძლებელია სხვა პასუხი გაეცათ. გეტყოდა რომ საუკეთესო დედა უნდა იყო. ირაკლისაც ეტყოდა რომ მისი ბრალი არაა და რომ საუკეთესო მამა უნდა იყოს , რომ ყველაფერი გამოგივა და კიკი შენთანაა. -კიკი ფეხზე უნდა დავდგე , გესმის ? რაღაცა უნდა შევქმნა რომ შემდგარი ვიყო. არ მინდა ერთ დღეს ირაკლის ფულზე იყოს სამოკიდებული ჩვენი ცხოვრება . -რამე მოიფიქრე ? რისი გაკეთება გინდა ? -პატარა ადგილი გავაკეთოთ სადაც ძალიან ბევრი წიგნი და გემრიელი ყავა იქნება დესეერტებთან. -შენ და შენი წიგნები . - ნახავ ყველა მოვა , ზოგი საკუთხავად , ზოგი სამეცადინოთ ზოგიც სამუშაოდ. -იდექ გავიგე , მაგრამ არ მაქვს გამიცდილება ბუზნესშუ ნუცა . როგორ დაგეხმარო? -სამაგიეროდ ბინების და ადგილების პროფესიონალი ხარ . -ფართზე მე ვიფიქრებ და ერთი ორ ბიძიას შევეკუთხები საიდან უნდა დავიწყოთ. -კიკი არ გაბედო ირაკლისთვის კითხვა. -ნუცა საეჭვოდ გავქრი . ჩემმა დამ თქვ რომ მომიკითხა . რამეზე თუ არ მივაკითხე იეჭვებს. -არა. -არ გაინტერესებს რას იტყვის შენზე? -არა . -რა ჯიუტი რამე ხარ ნუცა. იქნებ უნდა ადამიანს შვილი. -არ უნდა . არ უნდა კიკი ირაკლის ოჯახი და აღარ მინდა ლაპარაკი . -და ლიკა არ ეტყვის შენი აზრით? -ჯერ არავინ იცის და არც მეტყობა ასე რომ .. ვერც კი ვგრძნობ რომ ორსულად ვარ. - ზედმეტად დიდი საერთო წრე გაქვთ. მალე ვეღარ დამალავ თქმაც არ დაგჭირდება . - ხოდა იქამდე დავმალავ სანამ შემიძლია. გეშინია კიკი? _გაუცინა. -ხო , ჩემზე ფადატყდება ჯოხი შენ რომ ვერაფერს გეტყვის . -ვერაფერს იზამს. არაფრის უფლება არ აქვს . -ზედმეტად სჯი. არც კი მიუსმინე დალაგებულ გულზე რას იტყოდა. -რას მეტყოდა? იმას რაც თქვა ოღონდ მეტი დამაჯერებლობით . პირველი თვე რომ ეგონა ყველაფერი რიგზე ჰქონდა სახლიც საყვარელი ფერებით გააწყო და გადასასვლელად მოემზადა მაშინ დაეწყო საშინელი ტოქსიკოზი ,უმადობა ორ კვირაში ავადმყოფს დაემსგავსა. ფეხზე დგომაც კი უჭირდა შვილივით უვლიდა კიკი იქამდე სანამ თავად ნუცას არ შეეშინდა და საკუთარი ნებით წავიდა ექიმთან , რამოდენიმე დღიანი საავადმყოფოში მოწყობილი არდადეგებისგან უკეთ გრძნობდა თავს და მისი მოვლისგან გადაღლილი კიკი საკუთარ თავზე მეტად ეცოდებოდა ცინ იცის რამდენჰერ ინანა უკვე ნუცას სახლში შემოშვება. სიკეთე უნდა ის კი ტვირთად ექცა . ნელნელა დაუბრუნდნენ რუტინასაც თუმცა დიდად აღარ დარდობდა უსაქმოდ ყოფნას თავს ისე სუსტად გრძნობდა სურვილიც არ ჰქონდა რამე გაეკეთებინა . ყველაფერი რიგზე ვერ იყო მაგრამ თავს მშვიდად გრძნობდა , იქამდე სანამ განგაშის შეტყობინება არ მოუვიდა , რომ გამქრალიყო , ოთახში ჩაკეტილიყო და არ ესუნთქა . სამჯერ გადაიკიღხა კიკის მესიჯი. “ ირაკლი, ჩემს სახლში ყავაზე 10 წუთში.” ისე დაკეტა ონკანი და ნახევრად გაქაფული ჭურჭელი მიატოვა თითქოს ვიღაც მისდევდა. სათავსო ოთახში სადაც შუქიც კი არ ინთებოდა კარი რამდენჯერმე გადაკეტა და შეშინებული მიეკრო . რისი ეშინია? განა რას უზამს? პირიქით ირაკლის უნდა ეშინოდეს და სცხვენოდეს მისი ნახვის. თვალის გასწორრბასახ ვერ უნდა ბედავდეს მისთვის მაინც ისაა ჩიტივით დამფრთხალი. რატომ ? იქნებ იმიტომ რომ გული არაფერს ეკითხება მას ისე უცემს და ფეხებთან ერთად უკანკალებს როგორც ადრე, არაფერი შეცვლილა , საერთოდ არაფერი , ცრემლები ჩამოყვარდა იმის გააზრებისას რომ დრომ ვერაფერი შეცვალა და ვერც გაანელა.ვერც ისტორიამ დააკლო რამე , პირიქით ისევ უყვარს და იმაზე მეტადაც ვიდრე ადრე . ახლა რაღაც წარმოუდგენელს დაემსგავსა მასთან ერთად ყოფნა. მალე მის ყურს ხმები მისწვდა , ყრუდ მაგრამ მაინც ისმოდა და გულმა ცემა შეწყვიტა , სხეული გაეყინა , აპრილში ჰერ ახსოვს არავის ასეთი სიცხე ის კი გაყინული იყო . -შენი მშურს , ქალი რომ ვყოფილიყავი და შეენაირი მუშაობა არ მომიწევდა. _ სახლს თვალი მოავლო გიორგიმ და ირაკლის გადახედა რომელსაც სულ არ ადარდებდა არც ბინის სიდიდე და არც სილამზე . მოწყვეტით დაეშვა იქვე დივანზე და კიკის შეავლო თვალი . -სად დაიკარგე კიკი ? აქ იმალები? მე კიდე მეგონა სახლის ქალი ვერასდროს იქნებოდი. -33 წლის ვარ ირაკლი , დრო აღარაა? _ყალბად გაუღიმა და საკუთარ სახლს ისე მიავლო თვალი თითქოს პირველად ხედავდესო. კარგად შეათვალიერა და რომ მიხვდა ნუცამ მოასწრო მისი გაფრთხილების ნახვა მოდუნდა. -ყავას დალევთ ? -მაგიტომ არ დაგვპატიჟე? _გაეღრიჭა გიორგი და მაგიდაზე მდგარ ვაზაში ქექვა დაიწყო რომ სასურველი შოკოლადი ეპოვა . -არ დამიპატიჟი ხარ, თავი დაიპატიჟე. -კარგი რა კიკი, ამდენი წელია გვიცნობ ერთხელ ჩვენც ხომ უნდა მოვიდეთ არა ირაკლი? -არა, შენი აზრით ახლა აქ ჯდომის და ყავის წრუპვის თავი მაქვს? _გაღიზიანებას ვეღარ ფარავდა ირაკლი.მიზეზი ის იყო რომ ვეღარაფერს ხედავდა კიკიში. ათვალიერებდა , უსაოდ ლამაზი იყო , მაგრამ სურვილიც კი არ უჩნდებოდა ურთიერთობაა გაეახლებინა. აქამდე ეგონა რომ მარტო უცხო ქალებისკენ არ შეეძლო გახედვა , ყველა ახალში მას ეძებდა , მაგრამ იმის გააზრება რომ იმ ქალსაც ვეღარ უდებდა გულს რომელსაც იცის იდიალურად ეწყობა საშინლად აღიზიანებდა და დამალვასაც ვერ ახერხებდა . - რატომ დაიკარგრ კიკი? შემთხვევით რომ არ მენახე არც კი გაგახსენდებოდი? -დარდობდი ? _გაუცინა კიკიმ .-ვფიქრიბდი რომ ჩემი არც თავი და არც ნერვები გქონდა იმ ამბების მერე . _ფრთხილად თქვა და სამზარეულოსკენ დაიძრა .-ყავას გავაკეთებ. -ანუ იცი ? _უკან მიყვა ირაკლიც და შავ სამზარეულოს თვალი მოავლო. -ხო , ვიცი ნუცამ მითხრა. -ანუ ელაპრაკები? -ხანდახან. _იცრუა კიკიმ და ისე შეაწუხა საკუთარმა ტყუილმა მთელი მზერა ყავის აპარატზე გადაიტანა . -არ გაინტერესებს როგორაა? -კარგად . _თავი დაუქნია კაცმა .- ლიკუნასაც ურეკავს და ვიცი რომ თავს მშვენივრად გრძნობს. ბინა იყიდა არა? _გულნატკენმა იკითხა , უინტერესოდ ისედაც ხომ იცის რომ იყიდა.-სულ ამბობდა რომ სახლი ისაა სადაც ელოდებიან . ვინმე ელოდება ალბათ და ბედნიერია. მიხარია . _თვითონაც არ დაიჯერა საკუთარი “მიხარია “ არამცთუ კიკიმ . გაეღიმა ქალს , რომ იცოდეს რა გამოიარა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ? ან ახლა სადღაც კუთხეში მიყუჟული რა დღეშია ? - არადა მეგონა რომ იპივეთ -არ მინდა მაგ ამბავზე ლაპარაკი კიკი , ერთი რამე მასწავლა ამ ისტორიამ, წარსული წარსულია და იქ უნდა დატოვო სადააცა . არ სჯერა რომ შეძლო, წარსული დაუძახა ?! -შაქარი? -მე არა იმას ალბათ 12 უნდა . _კარადას მისწვდა კიკი , შაქარს არ იყენებენ ამიტომ ბოლო თაროზე იდო ქილა , თითისწვერებზე აიწია რომ ჩამოეღო და რომ ვერ მისწვდა სკამის მიჩოჩება გადაწყვიტა. -დაგეხმარები. _კარის ჩარჩოს მოშორდა და ქილას უპრობლემოდ მისწვდა და ყავის აპარატის გვერდით უნდა დაედგა როცა ნიჟარაში გასარეცხ ჭურჭელს შორის თვალი ნაცნობმა ფერებმა მოსჭრა. თვალები დაახამხამა თითქოს დარწმუნებას ცდილობდა რომ მოეჩვენა , მაგრამ ნამდვილად ის იყო. ფინჯანი რომელი განუყრელი იყო მისთვის და წამში აერია ყველა მოგონება . კიკის გახედა რომელმაც სწრაფად გაიგო რა ხდებოდა და არ დაიბნა. -ჩემთვისაც გააკეთა . _საიდან იფიქრებს ტყუილებს ვერ იგებს , მაგრამ რამდენიც ერთ დღეში მოიტყუა იმდენი სიცრუე არასდროს უთქვამს. -სულ მომწონდა გახსოვს ვთხოვე და .. -ჰო. _დამაჯერებელი სახე მიიღო ირაკლიმ, ყველაზე კარგად იცის როცა ატყუებენ , მითუმეტეს ქალები და თან კიკი? თითებივით იცნობს. ორი თითი წაავლო უგულოდ ჩაგდებულ ჭიქას და შეათვალიერა. ყბები დააჭირა ერთმანეთს რომ თავი შეეკავებინა , ნერწყვს გააყოლა ენაზე მომდგარი ყვირილი. შეიძლება ასი ფინჯანი დაამზადოს ასეთი მაგრამ ნუცასი ერთია და იმ ასში აუცილებლად იცნობს, თვითონ დააზიანა .აჩქარებულ გულისცემას ყური მიუგდო და გაეღიმა პატარა ბიჭივით აფორიაქებულ საკუთარ თავზე. იმ ბავშვივით ღელავს საყვარელ გოგოს რომ ელოდება როდის ნახავს და თავს ვერ იმშვიდებს . აქაა , რომელიმე ოთახში და ემალება ? ან ალბათ არც კია სახლში , მაგრამ მთავარი ისაა რომ იცის სად ძინავს, ვისთან იოხებს გულს და ვინ დაეხმარა მარტო დარჩენილს რომ არ განადგურებულიყო. -საოცარი ქალი ხარ კიკი. _სიბრაზემ გადაუარა და გაუღიმა. როგორ არ შეიძლება დაუფასოს ის რასაც მისთვის აკეთებდა და მერე ნუცასთვის?რა უფლება აქვს უსაყვედუროს რომ ირაკლის ნუცა არჩია . ონკანზე მოუშვა წყალი და ფინჯანი სათუთად გარეცხა . საკუთარი ხელით შეამშრალა და თან ისეთი სიფრთხილით რომ მიწებებული ბრჭყვიალები არ დაეზიანებინა. იქვე გვერდით ფრთხილად დადო და ყავის ფინჯანს წამოავლო ხელი. -ისევ ეწევი? _გაუღიმა კიკის და გვერდი აუარა. -ხო , ტერასაზე . _კიკიც გიორგის და საკუთარი ფინჯნით მიჰყვა და ტახტზე გაწოლილ გიორგის წინ დაუდო , მერე აივანზე გასულ ირაკლის მიჰყვა. ინტერესით ათვალიერევდა მცენაარებს და უცნაური ღიმილი დასთამაშებდა . ზუსტად იცის ყველა ნუცასია და შვილებივით უვლის . -ლამაზი სახლი გაქვს კარგი ხედით. - შენი სახლის მერე , ვინმესი თუ მოგეწონებოდა არ მეგონა. -არ გიჭირს მარტო ცხოვრება? -შენ? -მე მარტო არ ვარ , გიორგია . პერსონალი და დაცვის არმია . - შეიძლება ხალხშიც მარტო იყო იცი? -ხო , ვიცი მაგრამ ხანდახან სიმარტოვე ჯობია. მომიყევი რას აკეთებდი ეს 2 თვე? ვინ დაგავიწყა ირაკლი? -არაფერი სერიოზული. _ მხრები აიჩეჩა კიკიმ. -სერიიზული ურთიერთობები მოსაბეზრებელია .თანაც მშვებივრად ვგრძნობ თავს. სიყვარულს კარგი არაფერი მოაქვს. -მართალია . ყვავილებს შენ უვლი? - ხო აბა . _ ისევ იცრუა და ამჯერად ყვავილებს მიაშტერდა. -როცა იტყუები თვალებით ერთ ობიექრს ირჩევ და აშტერდები. _ჩაეცინა ირაკლის და სიგარეტის ღერს მოუკიდა. -ხო? -ხო და დღეს დაახლოვებით 3 ჯერ მაინც ქენი ეგ._სანთებელა მისკენ გააცურა . -არ გიბრაზდება რომ ეწევი? -რა? -კიკი, არ გინდა.ვიცი რომ აქაა , სადღაც , რომელიმე ოთახში და ერთი სული აქვს როდის წავალ . -ირაკლი ._ანერვიულებულმა ჩააქრო ანთებული სანთებელა და სიგარეტის ღერიც უკან დადო. -არა , არ ამიხსნა . მესმის ქალური სოლიდარობა. დასაფასებელი და იშვიათი სიკეთეა რასაც მისთვის აკეთებ. მითხარი ასე ვძულვარ რომ ჩემ დანახვა არ შეუძლია ? -არ ვიცი ირაკლი. დიდად არ ლაპარაკობს თავის გრძნობებზე . -რომელ გრძნობაზე კიკი, რა გრძნობა უნდა ჰქონდეს ოჯახის მკვლელის მიმართ. -იცი რა ._დაიყვირა კიკიმ . -სულელი ხარ. ყველაფერს გრძნობს მაგრამ არ გადანაშაულებს შენ კი დანახვა არ გინდოდა. ის რომ შენ ვერ შეგიძლია გიყვარდეს ,იმას არ ნიშნავს რომ მასაც არ შეუძლია. არც არასდროს გყვარებია . -ცდები. რომ მიყვარს იმიტომაა შორს და აკეთებს იმას რაც უნდა. -და შენ რას აკეთებს ირაკლი? -მე ? იმას რასაც აქამდე , დრო გამყავს იქამდე სანამ მოვკვდები . არ ვიმსახურებდი მას კი გაგება არ უნდა . -რატომ დასაჯე საკუთარი თავი მისი გაშვებით? -იმიტომ რომ ჩემი ნახვა თავისთან უფრო დიდი სასჯელი იყო. იმიტომ რომ სიყვარულის გაზიარება უფრო მძიმეა მისთვის ვიდრე მარტობაა . იმიტომ მშიშარა და ეგოისტია . _ მინას მიეყრდნო ნუცა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. იძულებული იყო გამოსულიყო , პატარა ოთახში უჰაერობისგან და სიცხისგან გული ერეოდა და გონებას დაკარგავდა . შეუმჩნევლად სცადა გამოპარვა რომ ოთახში შესულიყო და ფანჯარას მივარდნილიყო ჰაერის ჩასაყლაპად , მაგრამ პირდაპირ გიორგის წააწყდა რომელიც სააბაზანოდან ღიღინით გამოდიოდა. რეალობისთვის თვალი უნდა გაესწორებინა , ალბათ ფიქრობს რომ ეშინია , რომ მისი სიახლოვე ასუსტებს და აფრთხობს და სწორადაც ფიქრობს , მაგრამ ახლა სისუსტის დრო არ აქვს , უნდა გაუძლოს . ერთხელ ჩახედავს თვალებში , კიდევ ერთხელ შეავლებს თვალს , თითქოს ზეპირად არ იცოდეს ირაკლის ყველა ნაკვთი, აგრძნობინებს რომ დაივიწყა , რომ გაცივდა რომ სამუდამოდ დასრულდნენ და მერე წავა . ის ხომ ირაკლია? არასდროს არავის ეხვეწება , არასდროს არავის ეკიდება . ზუსტად იცის , თავს ამაყად აწევს და უკან მოუხედავად წავა და მაშინ დასვამს ცხოვრება მათი ისტორიის გვერდით წერტილს. იქამდე კი ჰაერი სჭირდება, რომ ეს ყველაფერი შეძლოს მაგრამ იმხელა ტერასაზე არსაიდან მოდის მის ცხვირამდე ჟანგბადი. იძულებული იყო აკანკალებული მუხლები მოაჯირებამდე მიეტანა, ხელებით ჩამოეყრდნო და თავაწეულმა ახედა ცას , ისევ ახლიდან სცადა ჩაესუნთქა და ისევ უშედეგოდ . როდემდე უნდა უკრავდეს სუნთქვას მისი სიახლოვე? რაც ქნა , მან ან მისმა მამამ საკმარისი არაა რომ გულის აჩქარება მაინც გაუნელდეს ცოტა? ამღვრეული თვალები ჰქონდა ირაკლის, დილას რომ გაიღვიძა ნამდვილად არ უფიქრია რომ ნახავდა , არც ის უფიქრია რომ ახლა ამ წამს ასე მედგრად დაუდგებოდა წინ , მაგრამ ის ხომ ნუცაა. გაცნობის დღიდან არაფერია ისე როგორც მას უნდა . -გამარჯობა ატმისფერო. _ფერმკრთალ სახეს გაუღიმა . -გამარჯობა . მეგობარს სტუმრობ? -როგორც ვხედავ ყოფილს. _ირონია ჩაამატა ხმაში . -ხელს არ შეგიშლით. _კიკის ჩაუარა და მხარზე დაადო ხელი. -გავდივარ კიკი შეხვედრა მაქვს . _გაყინულ ხმას ბზარი შეემატა თუმცა დამაჯერებლად ჟღერდა . ჯერ კიდევ გაოგნებულ გიორგისაც გაუღიმა და ნელნელა გაუყვა პატარა დერეფანს ოთახამდე რომ მისულიყო, გარეთ უნდა გავიდეს მთელი ჟანგბადი ირაკლის უკავია . უნდა მოშორდეს , ზედმეტად მტკივნეულია მისი ყურება. მტკუვნეულია წინ ედგეს და არ კოცნიდეს , რომ ხელებს აღარ ხვევს და სულის შეკვრამდე არ ეხუტეაბა. არც ჩვეული ჟესტით მიჰკრავს თითს ცხვირზე . ზედმეტად უსამართლოა ცხოვრება , იმდენად უსამართლო რომ სული უკვდება. აღარაფერს აქვს გარშემო აზრი , მაშინ გაანალიზა რომ რაც ირაკლითან აღარაა აღარაფერს აქვს გემო , სუნი , აღარც ხალისი. გაახსენდა რომ ყოველი დილა იმიტომ თენდება მისთვის რომ ჯერ მის გულს ფეთქვა შეუძლია, ცხოვრებას აგრძელებს იმიტომ კი არა რომ უნდა , იმიტომ რომ ვალდებულია თორემ აქამდე რომ ეგონა რიგზე ჰქონდა ყველაფერი არაფერია რიგზე, რიგზე მაშინ იყო როცა გრძნობდა . ახლა მხოლოდ ვალდებულება და პასუხისმგებლობა დარჩა რომელიც საკუთარ შვილზე უნდა აიღოს . ჩანთა აიღო და კარში ისე გავიდა დაკეტვაც არ უფიქრია, მიხვდა როგორ გააყოლა თვალი გიორგიმ და კარამდე მიჰყვა. -ნუცა კარგად ხარ?_ჩურჩულით ჰკითხა თითქოს ვინმე დაძრახავდა . -ხო , კარგად ვარ. _პირველი და მეორე ნაბიჯი მედგრად ჩადგა. სულ რამდენიმე კიბე ჰქონდა ჩასავლელი ლიფტამდე და თავს სამშვიდობოს დაიგულებდა , მაგრამ როდის იყო უმართლებს . ფეხები აუკანკალდა , 3 კვირაა არ გასულა . მუხლები მოეკვეთა და იქვე კედელს მიეყუდა რომ არ დაგორებულიყო , ვერაფრით შეაკავა კედელმა მისი სხეული, ძალა გამოეცალა და ბოლო რამდენიმე კიბეზე ჩაგორდა. -ნუცა. _წამში გაჩნდა გიორგი მასთან , ფერდაკარგულ გოგოს პულსზე დაადო ხელი . -ნუ გეშინია . მოიცა წყალს მოგიტან. კარგად გაასწორა მჯდომარე პოზიციაში და კიბის მოაჯირებს მიაყუდა . ახლავე მოვალ. _ელვის სისწრაფით შეიჭრა სახლში .- წყალი , წყალი . _ცდილობდა გარკვეულიყო სამზარეულო სადაა და ხმაურით შევარდა , პირამდე შეავსო ჭიქა და ნახევარი ზედ ექცეოდა ისე გარბოდა . -გიორგი წავედით?_ღია კარში გავიდა და კბის ბოლოში აფორიაქებულ გიორგის გადახედა , მერე ნუცაც შენიშნა. იგივე გრძნობა აქვს როგორც მაშინ როცა დაჭრეს , თავს ისევ უსუსურად და დაუცველად გრძნობს ისევ არ იცის რა ქნას , ისევ ვერ ახერხებს ფეხების გადადგმას რომ რამით უშველოს ან კი სჭირდება მისი შველა ? განა მის გამო არაა ამ დღეში ? გაჭირვებით ჩადგა პირველი ნაბიჯი და სირბილით ჩაიარა კიბე .კიბის ბოლოში მისვენებულ სხეულს გაადაბიჯა და მეორე გვერდით ჩაიმუხლა . აკანკალებულ გაყინულ ხელები თავისაში მოიქცია რომ ჭიქის დაჭერაში მიხმარებოდა . წყლის დალევას რომ მორჩა ძირში დარჩენილი წვეთებით დაისველა ხელისგული და სახეზე მოუსვა . დენდარტყმულივით გაახილა თვალები და შეიშმუშნა როცა ნაცნობი ხელები იგრძნო სახეზე და გვერდით გაიხედა. არ უნდა ირაკლის თვალებში ჩამდგარი უარყოფისგან გამოწვეული ტკივილი ნახოს . -5 წუთში მოვლენ._კიბის თავიდან გადმოსძახა კიკიმ და ტელეფონზე დასმული კითხვების პასუხი გააგრძელა . ემოციებში მყოფი ვერც კი ხვდებოდა რომ ყვიროდა ტელეფონში . კედელს აეყუდა რომ გზა დაეთმო ირაკლისთვის რომელმაც ბუმბულივით აიტააცა ხელში და სახლისკენ დაიძრა . იქვე დივანზე დააწვინა და იქამდე გაჩერდა ჩამუხლული სანამ სასწრაფოს ექიმები არ შემოვიდნენ და იძულებული იყო ადგილი გაეთავისუფლებინა . ცოტახანს შორიდან უყურა როგორ გაახილა თვალი მხოლოდ მაშინ როცა ექიმები დაინახა და არა ირაკლის სახე . გული რამ უფრო ატკინა ვერ გაიგო, იმან რომ უსიტყვოდ უარყოფდა თუ იმან რომ იცის იმსახურებს . დამნაშავეა , მისი ბრალია ყველაფერი ,საკუთარ თავს მაშინ წაართვა ყველა უფლება მათ შორის მისი ნახვისაც როცა ხელი გაუშვა . არ ჭირდება ნუცას , უფროსწორად აღარ. ინსტიქტურად შეაქცია ზურგი და თითქმის კალიდორში იყო მისული წასასვლელად გამზადებული რომ კარიდან შემოსულმა ორპირმა ქარმა შეგრძნებები დაუბრუნა, თითქოს გამოფხიზლდა და სმენაც დაუბრუნდა, ყურში მოხვდა როგორ უთვლიდა კიკი ნუცას მონაცემებს დაზუსტებით, დალაგებულად, წამლის სახელებიც კი ჩამოუთვალა რეებს სვამდა და სანამ კითხვის დასმა მოასწრო რაში ჭირდებოდა ამდენი მედიკამენტი პასუხიც მიიღო. -დიახ, პირველი არაა ხშირად უვარდება წნევა , მას შემდეგ რაც ორსულადაა. წამით დაბრუნებული გონება ისევ დაებინდა , სმენა ისევ დაეხშო და გაუთავებული ზმუილი ესმოდა . შუბლში მოწოლილი სისხლისგან თვალები აეწვა და წვისგან ჩამდგარი წყალი ცრემლებს ჰგავდა , არც ტვინი იყო კარგ დღეში და უფრო უარესში გული . ტუჩები გაუბუჟდა მერე მთელი სხეული და იძულებული იყო კედელს მიყრდნობოდა, მარჯვენა ხელი გულზე მიიჭირა თითქოს ხელის დადებდა დაამშვიდებდა გაავებულ გულისცემას და სპაზმებს . გიორგიმ ხელით სცადა მისი გამოფხიზლება. -წავედით ? -ჰო , წავედით . _თავი დაუქნია. მიდის აი ასე უბრალოდ გაიგო რომ მამა გახდება და უნდა წავიდეს?! იქნებ არც უნდა წავიდეს, რომ დარჩეს რა შეიცვლება რა აქვს სათქმელი , რისი უფლება აქვს , იმის რომ მისიც არის ბავშვი ? მერე რა ? არც კი უფიქრია მისთვის თქმა , თითქოს არავინ და არაფერი იყოს, თითქოს მასაც არ ეხებოდეს ეს ამბავი . ან რომ ეთქვა რეალობა შეიცვლებოდა, სამუდამოდ ერთად იქნებოდნენ ? მართალი იყო ნუცა როცა უთხრა რომ მშიშააარა . ეშინია კი, სულ ეშინოდა პასუხისმგებლობის და ახლა საკუთარ შიშს უყურებს თვალებში. თითქოს საკმარისი არ იყოს ცხოვრების დარტყმები უფრო უმატებს . ისე გაურბოდა შვილის ყოლის იდიას სიკვდილივით ეშინოდა მთელი თავისი ცხოვრება და კარგადაც გამოსდიოდა იქამდე სანამ ეს ტუტუცი გოგო არ შემოეჭრა ცხოვრებაში და არ ამოუყირავა სამყარო, წესით ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო როგორც სურდა მაგრამ ის ხომ ნუცაა ? არაფერი, არაფერი არაა მასთან მისი წესების მიხედვით. ისეთი სუსტი იყო ნუცასთან რომ საკუთარი პრინციპებიც კი დაივიწყა და აი გაუაზრებელი ურთიერთობის შედეგიც. მამა გახდება, ის სტატუსი ექნება რაც მამამამის ჰქონდა და ისეთივე მამა იქნება. მამა რომელსაც არსებობის უფლება არ აქვს . მამა რომელიც ღირსადაც არ ჩათვალეს ეთქვათ , მამა რომელიც შვილს არ იმსახურებს და დედამ ძალიან კარგად იცის. მანქანაში იჯდა და მაშინ გაანალიზა რომ ისევ საკუთარ თავზე ფიქრობდა , არ უფიქრია რომ ამბის მეორე მხარეს ნუცა იდგა . პატარა და ძალიან ძლიერი ნუცა , თავისი ოცნებით რომელსაც მალე აიხდენს . ახსოვს როგორი ენთუზიაზმით უყვებოდა რომ ბევრი შვილები უნდოდა, რომ საერღოდ არ სჭირდება კაცი გვერდით რომ ყველაფერი ნაფიქრი და გააზრებული ჰქონდა და ალბათ როცა გაიგო არც კი შეეშინდა . ის კი ძრწის ისე ეშინია რომ ერთ დღეს მამას დაუძახებენ , რომ უნდა გაზარდოს , რომ უნდა იზრუნოს და დაუღალავად იბრძოლოს რომ მის შვილსაც არ შეეშინდეს მამობის . იმის რომ მამამისთან საკუთარი მსგავსების არ შერცხვეს მასაც. -რა გჭირს? _გვერდით მიუჯდა გიორგი. -გაიგონე ? -რა გავიგონე ?აა ხო გავიგონე , მერე რა გაუვლის. _ცოტახანს პაუზა გააკეთა გიორგიმ და საკუთარი წინადადება რომ გაიაზრა მთელი ტანით შეტრიალდა ირაკლისკენ . -ირაკლი ის და შენ ,შენ და და.. არა არ გაუვლის . როგორ? _ბავშვივით აბლუყუნდა გიორგი და ვერ გაუძლო მის სახეზე გაეცინა . -როგორ? გინდა აგიხსნა ბავშვები როგორ კეთდებიან? -დეგენერატი ხარ . აქ რას აკეთებ ირაკლი? _აფორიაქდა გიორგი. -შვილი გეყოლება . _სახეზე მოისვა ხელები . მერე მხარზე მიჰკრა . -გადადი , ადი მაღლა და უთხარი რომ ბედნიერი ხარ. -მოვატყუო? ისედაც ხომ იცის რომ არასდროს მდომებია შვილი? იმიტომ არ ინახავს საიდუმლოდ? ან თვითონ როგორ გრძნობს თავს როცა იმ გვარს ამრავლებს რომელმაც მის გაწყვიტა? რაც არ უნდა მოინდომოს არაფერი იქნება ნორმალურად , ამ ბავშვსაც იგივე ელის რაც მამამის და მერე თვითონ. ისიც განწირულია ისტორიისგან . დაინახა როგორ წავიდა სასწრაფო და შენობას ახედა ? რა ქნა ? გამოიქცა მარტო დატოვა ისე როგორც სურდა. მის სურვილებს პატივს სცემს , მაგრამ არის ერთი მაგრამ რომელიც მოსვენებას არ აძლევს . ნუცას არ აურჩევია ის , მან გააკეთა ყველაფერი იმისთვის რომ თავისად ექცია. არც წასვლა აურჩევია თვითონ გაუშვა , არც ის სდომებია რომ ოჯახის მკვლელისგან გააჩინოს შვილი . არც მაარტობა აურჩევია და მაინც მედგრად უძლებს ყველაფერს არაფერი არაა მისი ბრალი და მაინც ყველაზე მეტად ის დაზარალდა . ადვილი იყო ირაკლისნაირი ადამაინი შეგიყვარდეს? ან გამბედაობა გეყოს და წახვიდე სულ მარტო და თანაც ორსული? ადვილია თვალებში უყურო კაცს რომელმაც გატკინა და სახეში მიახალო რომ მშიშარა და ეგოისტია? ადვილი არაა, მაგრამ ერთმა პატარა გოგომ მოახერხა ყველაფერი . საოცარი არაა , ნუცა იყო? ამდენი რამე გამოიარო და მაინც ატმისფერად დარჩე? ადვილია იცოდე რომ არავინ გყავს გვერდით და მარტო შეუდგე 21 წლის ასაკში დედობას? არა არაა ადვილი , მაგრამ ნუცას შეუძლია. როდესმე თუ გადაწყვეტდა რომ შვილის ყოლა უნდა აუცილებლად ენდომებოდა რომ ნუცა ყოფილიყო მისი დედა. ზუსტად იცის მის შვილს არასდროს შეეშინდება , არასდროს შეაწუხებს დარდი , არც ყურადღება მოაკლდება და დაუშრეტელი სიყვარულის წყარო ექნება და ამ დროს თვითონ სად იქნება ? ღიმილი მოედო სახეზე იმის გააზრებისას რომ იქ უნდა იყოს სადაც ის და მისი შვილი იქნებიან. გვერდით თუ არა ახლომახლო მაინც ,არ შეუძლია სიყვარული მისცეს და ის ემოციები რასაც მამები ასწავლიან შვილებს , მაგრამ იქ უნდა იყოს რომ რაც შეუძლია ის გააკეთოს. დარწმუნებულია რომ უნდა, არ იმსახურებს , მაგრამ უნდა და როცა რამე უნდა აუცილებლად გამოსდის . რა საზიზღარი კაცია არა? ეს ამბავიც ისე მიიღო როგორც თვითონ უნდა და არა ისე როგორც ნორმალური კაცები იღებენ . ნუცასთანაც ასე მოიქცა ის გააკეთა რაც თვითონ უნდოდა და არა ის რაც ნუცას. გაუშვა იმიტომ არა რომ ნუცას უნდოდა წასვლა, თვითონ სურდა ასე. მთელი ამ ხნის განმავლობაში იმას აკეთებდა რაც თვითონ უნდა და ნუცაც მდუმარეთ პროტესტის გარეშე მიჰყვებოდა მის ნებას. მართალია როცა უთხრა რომ ეგოისტია იმდენად ეგოისტი რომ ვერაფერს ამჩნევს გარშემო იმის გარდა რაც უნდა . რა მოხდება თუ იმას მოინდომებს რაც ნუცას უნდა ? თუ ამჯერად მის ნებას მიჰყვება ? ხომ სცადა და არ გამოუვიდა თავისნაირი გაეხადა იქნებ მას გამოუვიდეს ნუცასნაირად გახდომა? დაუფიქრებლად გააღო კარი და მანქანიდან გადავიდა. პატარა ბიჭივით ცქმუტავდა ლიფტში და კარი გაიღო თუ არა უნდა გავარდნილიყო , მაგრამ ვერ მოასწრო გაშეშდა და უკან დაიხია რამოდენიმე ნაბიჯით რომ ადგილი დაეთმო ლიფტში შესული კიკისთვის და ნუცასთვის. დაძაბული სიჩუმე იყო , იქამდე სანამ თვითონ არ დაარღვია . -სანთებელა დამრჩა . _თავი გაიმართლა . -მერე მოგცემ . _ხმაწასულმა და ძალაგამოცლილმა კიკიმ ნუცას აავლო თვალი რომელიც ზურგით იდგა და მოხრილ მკლავს მეორე ხელით იჭერდა . - მემგონი ხელი მოიტეხა . -არ მომიტეხია . _დაიღრინა ნუცამ . -მტკივა რა საჭიროა ექიმთან წასვლა ვერ ვიგებ . სასწრაფო ხომ იყო . -გაჩუმდი . შენი ხმა არ გავიგო იმათმა თქვეს რომ სურათი უნდა გადაიღო. -ხო , ხვალ ან ზეგ . -დღეს . _მოკლედ მოუჭრა კიკიმ .-და რადგან ტაქსებს დიდად არ ვწყალობ და ჩემი მანქანა სალონშია , ირაკლი წაგვიყვანს . _ორივეს ძალით გაუღიმა და პირველი გავიდა . -ნუცა , ვიცი რომ ლაპარაკი არ გინდა , მაგრამ.. -მაგრამ რა . რამე გაქვს სათქმელი? _მისკენ შეტრიალდა და ლიფტის კარი მიიხურა თუ არა ისევ ზემოთ ასასვლელ ღილაკს დააჭირა. -არსად არ მივდივარ , მითუმეტეს შენთან ერთად. -კარგი , მარტო შენ და კიკი წადით არაა პრობლემა. -არ მინდა._დასარწმუნებლად სცადა ხელი გაეშალა და ისე წამოიკივლა ირაკლიც შეცბა . -გინდა. _კარში გასული ნუცა უკან შემოათრია და ქვემოთ ჩასასვლელ ღილაკს თითი მიარტყა . -თავი დამანებეთ . -ვერა . _კბილებში გამოსცრა და გაუღიმა . ი-არ მოვდივარ . _ქვემოთ გავიდა და ზემოთ ასასვლელი კიბისკენ დაიძრა. -კარგი დამშვიდდი ირაკლი. ვერაფერს დაუშავებ თანაც გიყვარს. _თავს ამხნევებდა და სწრაფი ნაბიჯებით მიჰყვა უკან. -მეორე მკლავში ჩაავლო თითები და რამოდენიმე კიბეზე თითქმის სირბილით ჩამოიყვანა უკან . -რას აკეთებ? - ექიმთან მივდივართ . -ხელი გამიშვი. ვიკივლებ. _ერთ ადგილზე გაშეშდა და კიბის სახელურს ხელით ჩააფრინდა . -ნუცა? იარე . _სცადა მსუბუქად ებიძგებინა რომ დაძრულიყო. -ბავშვივით ნუ იქცევი . _ნერვები ბოლო სიმს წყვეტდა , წამით შეუშვა ხელი მოაჯირს და ირაკლიმაც რეაგირება მოასწრო . ხელში აიტაცა და მასთან ერთად დაიძრა მანქანებისკენ. გიორგიმაც სწრაფად გაუღო კარი და გაჭირვებით მაგრამ მაინც ჩასვა მანქანაში . კარი ხმაურით მიუჯახუნა და გამარჯვებულმა გახედა მინას . - ჩემთან ერთად არ უნდა ქალბატონს. -გიკვირს ? _გამწარებულმა გადახედა რეპლიკის ავტორს და კიკიმაც თვალი აარიდა. -დაგითმობ ? _ხელით ანიშნა კიკიმ მანქანისკენ და სახლისკენ დაიძრა . -წამო გიო რამე დავლიოთ. -კიკი რას აკეთებ? _მინა ჩაწია ნუცამ და კივილი დაიწყო . კარი გამოაღო ნახევრად , მაგრამ გიორგიმ ისევ მიუკეტა და ირაკლის მხარზე დაარტყა ხელი . -გიორგი არ გაბედო . გიორგიიი მოდი აქ . _კიკის გზას გაყოლილი გიორგის გაბრაზებულმა გახედა. _ცოტახანს ერთ ადგილს მიშტერებული იდგა , მერე გამოერკვა და გვერდით ჩაჯდა . -ერთად ვცხოვრობდით , სხვათაშორის რამდენიმე თვე . ვფიქრობ მგზავრობას გადავიტანთ არა? _მშვიდი ხმით სცადა სიტყუაციის განეიტრალება და მძღოლს ანიშნა წასულიყო. -ცხელა . საერთოდ აპრილში არასდროს ცხელა ესე. _ვისთვის და ვის ელაპარკებოდა თვითონაც არ იცის . ერთხელაც არ გაუხედავს მისკენ . მინიდან ქუჩებს ათვალიერებდა და თან მკლავზე ისვამდა ხელს. -გტკივა ? რამე გინდა ? წყალი ან რაიმე რაც.. კარგი . _ნერვებმა უმტყუნა .-მესმის გაბრაზებული ხარ და მართალიც ხარ , მაგრამ უკვე ლაპარაკიც აღარ შეგვიძლია? -როდის შეგვეძლო? -ნუცა. -რა ?_მისკენ შებრუნდა და იმდენად მძიმე იყო ნუცას არაფრისმთქმელი ცივი მზერა ირაკლისთვის თვითონ გაიხედა გვერდით.- ჩემი დანხვაც არ შეგიძლია? -რა მოიგონე ? -ააა, არ გინდა , არ შეგიძლია კი არა არ გინდა, იმიტომ რომ მერე შენი საყვარელი სინდისი და ეგოიზმი არ შეწუხდნენ. -სისულელს ბოდავ. არაფერი მირჩევნია შენ ყურებას _გაუღიმა და სცადა თითი მიედო ცხვირზე მაგრამ თავი გვერდით გაწია . -იმიტომაც არ გინდოდა რომ მყვარებოდი? ხო და გილოცავ , აღარ მიყვარხარ . უფროსწორად ვეღარ. -ცუდი მატყუარა ხარ . - შენც . -მე არ მომიტყუებიხარ? -არც მე. _ჯიბრით პასუხობდა გოგო. -მალე მივალთ? -არ ვიცი , თემო მალე მივალთ ? -20 წუთში. -ბევრია , ირაკლი . _საწყალი თვალებით მოუტრიალდა . -ბევრიაა , ვერ მოვითმენ. -რას ? -გული მერევა . პირზე აიფარა ხელები . -გავჩერდდეთ ბატონო ირაკლი? -ხო. _მძღოლმა წინ მიმავალ მანქანასაც ანიშნა რაღაც და სანამ მანქანა გაჩერდა იქამდე გააღო კარი ნუცამ და გადავიდა. არც კი უფიქრია გარხევა ირაკლის, არ უნდოდა გაეღიზიანებინა. სავარაუდოდ უკანასკნელი ადამიანი იყო ვისი დახმარებაც ჭირდებოდა. ცოტახანს აქეთიქით იარა და ღრმად სუნთქავდა . ბოლოს მანქანაში დაბრუნდა და საზურგეს აეკრო . -ხშირად ხარ ასე? _წყლის ბოთლი გაუწოდა . -ყოველდღე. დილით , შუადღით საღამოს . _გაეცინა ნუცას საკუთარი რეჟიმი რომ გაახსენდა . თუ არ წევს აბაზანაშია , ხან იქვე ჯდება იატაკზე და აღარც გამოდის ისედაც იცის რომ უკან უნდა გაიქცეს. -ხოო, რთული უნდა იყოს . _სათქმელი სხვა ვერაფერი იპოვა ირაკლიმ . -წავიდეთ. _პასუხად დუმილი მიიღო ისევ და თითქმის უსასრულოდ გაიწელა საავადმყოფომდე გზა . ნერვიულად ათამაშებდა ფეხს მოსაცდელში. -ეს ვინ მოსულა ? _თავზე წამოადგნენ ლინას მშობლები . -საიდან გაიგეთ. -როცა შენნაირი კაცი ჩემს სავადმყოფოში ფეხს დგაავს ძნელია ვერ გაიგო. _გაუცინა კაცმა. -ამჯერად რა მოუვიდა ქალბატონს ?_ გაეცინა ლინას დედას და იმ კარს გახედა სადაც ნუცა იყო . -რისთვის გავუშვი , იცხოვროს აქ არ ჯობია? _დოინჯი შემოირტყა ქალმა და დაუკითხავად შეაღო კარი . წამით მოჰკრა თვალი ღია კარში და ისე მიუჯახუნეს ვერც კი გაიგო რა ხდებოდა. -წამო ჩემს ოთახში . _მხარზე დაარტყა ხელი კაცმა . -არაა , აქ ვიქნები . _ოთახიდან გასულ ახალგაზრდა კაცს თვალი გააყოლა . -კარგ ხელშია , გარეთ მოიცდი თუ ჩემთან მაგით ვერ ეშველება . -ხო მაგრამ რომ მორჩება აქ უნდა ვიყო. _სინამდვილეში შეეშინდა რომ მარტო წავიდოდა , მის გარეშე. -ოხ რა ხართ ეს ახალგაზრდა შეყვარებული კაცები . წამო მაშინ შევიდეთ . _კაცმაც დაუფიქრებლად შეაღო კარი და ჯერ ირაკლი შეტარა მერე თვითონ მიჰყვა . ექიმის საწოლზე იჯდა ნუცა და საათს თვალს არ აშორებდა . -სურათს მოიტანს და ვნახავთ რა ხდება. _ქალმა სცადა ირაკლიც გაერკვია საქმეში. - რადგან დაეცი , ბარემ ექოსკოპიაც გავიკეთოთ აი თან ირაკლიც აქაა და .. გააცია კაცს , ერთ დღეში იმდენი ემოცია მიიღო სუნთქვა უჭირდა ისევ . 2 საათი წინ ისიც არ იცოდა რომ მამა გახდებოდა ახლა კი უნდა ნახოს? თეთრმა ფერმა გადაჰკრა ნუცასაც სახეზე , თითქოს მაშინ გაანალიზა მანაც რომ ირაკლიმა”ც » იცოდა . მთელი ეს დრო იცის და სიტყვაც არ დაძრა? რეაქციაც კი ვერ შეატყო ვერცერთ მომენტში? რას უნდა ნიშნავდეს უცნაურად დადუმებული ირაკლი? ეჭვისთვალით შეათვალიერა . რას ფიქრობს ? რას გრძნობს ? იმდენად სულერთია რომ სიტყვაც არ უთხრა თუ ფიქრობს როგორ უთხრას რომ… -მოვედი. _ღიმილით შემოვიდა მამაკაცი და ნუცას დაუდგა წინ . -ეს შენი ხელია . _სურათი მიუტრიალა . -აი ეს ორი თეთრი ხაზი კი ბზარები. მოტეხილი არ გაქვს გადარჩი , მაგრამ აი ამ ლამაზი სამკაულის ტარება მოგიწევს . _ხელში შეათამაშა ფიქსატორი.- რამდენიმე კვირა . არასასიამოვნოა , მაგრამ სხვა გზა არ გაქვს . მტევანი გაშლილ პოზიციაში უნდა გქონდეს , არ მოხარო , არაფერი აწიო და აღარ დაეცე . _ფრთხილად დაიწყო ხელის ფიქსატორში ჩასმა ექიმმა და გაუღიმა .ტკივილისთვის ვერაფერს მოგცემ , ორსულიბაში გამაყუჩებლები ისეთია რა საფრთხილო. ფურცელზე დაწერა რაღაც და ნუცას გაუწოდა. -კრემია დილას და საღამოს . მალე აღარც გემახსოვრება . -მადლობა. -აჰა დედა კარგადაა, ეხლა შვილი ვნახოთ ?! _ფეხზე წამოდგა ქალი და ანიშნა მიჰყოლოდნენ . ინტერესით ათვალიერებდა ყველაფერს ირაკლი, კდელებსაც კი შეავლო თვალი დამაჯერებლად ბევრი დიპლომი ეკიდა კედელზე მაგრამ მაინც გაადამოწმებს როგორცვე აქედან გავა. მერე მაგიდაზე დალაგებულ ბროშურებს გადახედა და ისე მოუნდა აეღო და წაეკითხა რა ეწერა საყვარელი ბავშვის ფოტოს უკან ხელებმა გაასწრო და ისე შეჰყვა ბავშვის განვითარების მოკლე აღწერის კითხვას ვერც კი შეამჩნია რა ხდებოდა ზურგს უკან , იქამდე ვერ გაერკვა სანამ ბახევრად ჩაბნელებულ ოთახში უცნაური ხმა არ მოესმა , გაიყინა , გაშრა,დაიძაბა და საკუთარ გულისცემას აყილილ კიდევ ვიღაცისას ყური მიუგდო. მოახერხა იმდენი მოეფიქრებინა რომ ზურგით არ მდგარიყო და შეტრიალდა . მაგიდას მიეყუდა და ხელები მიაშველა ტანს ჩამოსაყრდნობათ თვალის დახამხამებაც ვერ გაბედა, არ უნდოდა რამე გამოეტოვა და გამშრალი თვალების წვა მაშინ იგრძნო როცა ხმაც შეწყდა. თვალები დახუჭა და ამღვრეული გულის დამშვიდება გათანაბრებული სუნთქვით სცადა და მაშინ შეამჩნია ნუცას სახეც . რა გრძნობაა? არ იცის . გაიგო რამე ? არა ვერაფერი გაიგო რა ხდება ირაკლის ტვინში . ირაკლიმაც არ იცის ეა ხდება მის ტვინში ნუცა როგორ მიხვდება ? ერთი ძარღვი არ უტოკავს , ერთი სიხარულის სხივი არ გასჩენია სახეზე . ისე ეტკინა გული , ვერაფრით დაიჯერა რომ ესეთმა კაცმა შეაყვარა თავი. რამდენჯერ წარმოუდგენია როგორ ეტყოდა რომ შვილი ეყოლებოდათ. წარმოედგინა როგორ იზრუნებდა და ერქმეოდათ ოჯახი და ორმაგად მტკივნეული იყო იმის გააზრება რომ არაფერი მსგავსი არასდროს მოხდება , რომ არც არასდროს ყოფილა ის ქალი ვინც ირაკლის ფიქრებში ცხოვრობდა და რომ მხოლოდ სხეული იყო , სასურველი სხეული ვერ დაუკარგავს . საკუთარ სურვილებს ხომ დაუღალავად ახვევდა თავზე . -ყველაფერი რიგზეა. _გაუცინა ქალმა . -თავს უნდა გაუფრთხილდე ნუცა . უსარგებლო სტრესი არაფერს გარგებს. -დადექი. _სასწორისკენ მიუთითა ქალმა .მორჩილად შეასრულა მითითება. -აი ნახე , გრამიც არ მოგიმატია . -მაგრამ აღარც დამიკლია არა? _თვალები გაუნათდა. მხოლოდ ნუცას შეუძლია ცუდი ამბის კარგი მხრიდან დანახვა. უხმოდ მიჰყვებოდა დერეფანში გვერდით და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. იმდენი რამის თქმა შეიძლება და ბგერასაც ვერ პოულობს ნუცასთვის სათქმელს და საკუთარ თავზე ეშლება ნერვები. შეშინებული იყო აკრული ლიფტის კედელს და ხელს დაჰყურებდა. რისი ეშინია? ირაკლისი. რატომ? არ იცის , უფროსწორად ახსოვს რა რეაქცია აქვს ბავშვებზე, ისეთი სულმდაბალი არაა რომ აუკრძალოს შვილის ყოლა , მაგრამ რამდენას მძიმეა ირაკლის სინდისისთვის ნუცა ? ახლა ბავშვიც რომ დაემატა? ჩემი ბრალი არაა სპეციალურად არ მიქნია. ფიქრებში ისე იყო დაკარგული ვერც კი მიხვდა რომ ხმამაღლა თქვა. -რას ამბობ ნუცა ეგ არც კი მიფიქრია. -აბა რა იფიქრე? -ის რომ ყველაზე კარგი დედა ეყოლება შენ შვილს . -ხოოო. _თავისთვის ჩაილაპარაკა და ისეთი სწრაფი ნაბიჯებით მოძრაობდა , უკანაც კი ჩამორჩა ირაკლი. -ჩემს შვილს. -ვიცი რისი მოსმენაც გინდა და ისიც იცი რომ დიდი ემოციების გამოხატვით ვერ გამოვირჩევი ,სიმართლე თუ გინდა არ ვიცი რას ვგრძნობ , მაგრამ იმას არაა რაც შენ გგონია. -არაფერი მგონია . _ნაწყენი ხმა ვერ დამალა და პირველი რაც გააკეთა ღვედი შეიკრა . -საერთოდ აღარ ვფიქრობ. -საერთოდ ? -საერთოდ . -რატომ მემალებოდი ? -მომძებნე ? _კივილით მიუტრიალდა და სცადა დამშვიდებულიყო მძღოლი უცნაურად გაირხა . - მითხარი რომ არ უნდა მყვარებოდი , რომ არ შეგეძლო და რას ელოდებოდი ირაკლი რომ შენს კართან გავათენებდი? -არ გამომიგდიხარ ნუცა არა . გითხარი რომ მაკვირვებდა შენი რეაქცია . -უკვე გვიანია ირაკლი . თავიდანვე ვიცოდით რომ არასდროს გამოგვივიდოდა ერთად ყოფნა . -უნდა შევძლოთ ნუცა . შვილი გვეყოლება -აჰ გამოჩნდა რაღაც რაც შენს სინდისის და მამას გაუწევს კონკურენციას ? -გიკრძალავ. _დაიყვირა .-რა უფლება გაქვს ?_წამით გაადაავიწყდა კიდეც სასიყვარულო კამათში შესულს რომ მარტო არ იყო წარსულში და ნუცაც ნაწილი იყო . -რა უფლება მაქვს . მართალია რა უფლება მაქვს. რა უფლება მაქვს რომ გადავრჩი არა? . იქნებ მეც რომ მოვეკალი მშვიდი ცხოვრება გქონოდა არა . რა უფლება მაქვს ? მე არ აგირიე თავ გზა ? რა უფლება მაქვს მე არ გატკინე გული ? მე ვერ გაპატიე წარსული მე გამოგიშვი სიყვარულისგან და პატიებისგან შეშინებულმა ? მე , მე მაქვს ყველაფრის უფლება შენ არაფრის . _მიხვდა ზედმეტას ყვიროდა , ისევ მძღოლმა მიახვედრა ყურსასმენი გაიკეთა მეორე ყურშიც . - მისმინე , საერთო ენის პოვნა მოგვიწევს. -ხო ? რატომ მითხარი . მიდი მითხარი რომ გიყვარვარ რომ ბედნიერი კაცი ხარ , რომ ამ შვილზე ოცნებობდი. -ისედაც ხომ იცი რომ მიყვარხარ და მჭირდები? დანარჩენს რაც შეეხება ვერ მოგატყუებ ეგეც ხომ იცი? რომც გითხრა მაინც ვერ დაიჯერებ , მაგრამ უნდა ვისწავლო ნუცა , ბედნიერება უნდა ვისწავლო და გამიხარდება კიდეც ეს ამბავი . -დამცინი ? არა მართლა დამცინი . არა ირაკლი არა, როცა იგებენ რომ მამა ხდებიან ბედნიერებისგან იღიმიან მინიმუმ . არ ფიქრობენ რა იყო მანამდე. როცა უყვართ მზად არიან და ათას იდიოტურ სირთულეს არ იგონებენ გადასალაახად. შენ სინდისი არ გაძლევს საშუალებას რომ ბოლომდე დამი*** ო . აი ესაა რეალობა . -ლაპარაკს აზრი არ აქვს არა , შენთან არაფერს აქვს აზრი . მთელიცხოვრევა ვარდისფერი სათთვალებით უყურებ სამყაროს მოიხსენი შემომხედე და მითხარ ვინ ვარ . დუმილი , სიჩუმე იყო პასუხი და ამ სიჩუმის მთელი სიმძიმეე იგრძნო მხრებზე . თვალი მოაშორა სახეს რომელიც მას აარიდა და უმისამართოდ გაიღიმა. დასასრულს როგორი სუნი აქვსო გიპასუხებდათ იცის , ისიც იცის რომ არაფერი არ ჩამორეცხავს იმ ლაქას მის მთელ არსებობას და მაინც ისე უნდა რომ თვალი გაახილოს და სიზმარი იყოს თავს წამით ოცნების უფლებასაც აძლევს. - ისე იქცევი თითქოს მსუბუქია ის ცოდვა რაც მომდევს . -მალე მივალთ? _უინტერესოდ დასვა ისევ კითხვა . -გავჩერდეთ? _რატომ გაეღიმა ვერ გაიგო . იქნებ იმიტომ რომ უკვე ახირებად ეჩვენებოდა თუმცა მაინც შესთავაზა .-ნუცა , ლაპარაკი მაინც უნდა შევძლოთ. -ხო , უნდა გადავწყვიტოთ , როგორ გავიყოფთ ბავშვს ? შენ რა შენები? არ ვიცი შეიგიძლია უქმე დღეებში წაიყვანო. არდადეგებზეც . -შემიძლია , სულ წავიყვანო . _ისეთი გაღიზიანებული იყო აგრეესის დამალვა უჭირდა ირაკლის იმის გამო რომ ყოველ წუთას ისეთ სიცივეს აწყდებოდა ყველა იმედი ნელნელა ღაფავდა სულს . თავს არაფრად გრძნობდა და ვერაფრით იჯერებდა რომ ასე მალე გაუფერულდა ნუცას გრძნობები. -ხო შეგიძლია, მაგრამ არ იზამ . _მტკიცე იყო მისი ხმა . -ვერ აიღებ თავზე ასე ხელს , უფლება არ გაქვს, არც მზად ხარ და არც გინდა და როცა შენ რამე არ გინდა სიკვდილამდე ესეა. -სასტიკი გოგო ხარ ნუცა ._ღიმილი ვერ შეიკავა ირაკლიმ . -მაგრამ ვიცი რომ გიყვარვარ. -აჰჰ , ცდები . _თავად არ თქვი როგორ შეიძლება მიყვარდე ? თანაც მეგონა რომ მიყვარდი ჯერ 21 წლის ვარ . -ანუ გამცვალე ? _გამხიარულდა ისე უნიჭოდ იტყუებოდა ნუცა. -არა , ჯერ არ გამიცვლიხარ? ადვილი არაა ასეთი თავგადასავლის დავიწყება . _იმდენად მოულოდნელი იყო პასუხი წამში შეაშრა ღიმილი სახეზე. -აპირებ? -აუცილებლად . _კმაყოფილმა და დარწმუნებულმა მიუგო. უნდოდა ეტკინა და სურვილი სახეზე ეწერა , როცა ეგ გრძნობა უჩნდება საკუთარი თავი აშინებს მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს, ორსულობის გამო გაორმაგებულად გრძნობს ყველა სურვილს და თან ისეთი საკუთარ თავში დარწმუნებული ეგოისტი უზის გვერდით მინიმუმ ნერვიულობას მაინც იმსახურებს და ასეც რომ არა ახლა ირაკლისთან სისუსტის გამოჩენა წაგების ტოლფასია. იმას გააკეთებს რაც მას სურს და ვეღარაფერი აიძულებს რეალობის დანახვას ამ სულელ კაცს რომელიც იდიოტური პრინციპების გამო ყველაფერს კარგავს . კვდება ისე უნდა მკერდზე მიეკროს , ისე როგორც ადრე და ისეთი დაღლილია , ისეთი რომ სადაცააა ჩამოეძინება . მთქნარებას თავი ვერ აარიდა . -იცი რომ მიწიდან ამოვთხრი ვინც არ უნდა იყოს? _პასუხად ისევ დუმილი მიიღო და ისევ თვითონ დაამატა . -დაიძინე , რომ მივალთ გეტყვი. -არა . გავძლებ . _მედგრად უმკლავდებოდა მოთენთვას და უკვე კიკის სახლისკენ მიმავალი გცატკეცილი რომ იცნო წამით , სულ წამით სცადა თვალები მოედუნებინა რომ დაძვაბისგან გამომშრალი დაესვენებინა და ისე გაითიშა , ვერც კი გაიგო . ის კი არა ირაკლიც მას შემდეგ მიხვდა მინას ერთიორჯერ რომ მიარტყა თავი . ფრთხილად მიიწია და საკუთარი მხრისკენ მოწია . მერე თავად მძინარე სხეულმა იგრძნო როგორ ეპოვა კომფორტული პოზა .ოცნება აისრულა მკერდზე მიადო თავი , მაგრამ ვერაფერი გაიგო მძინარემ. კარგახანს იფიქრა უნდა გაეღვიძებინა თუ არა , უფროსწორად ისედაც იცოდა რა უნდა ექნა ,უბრალოდ ვერ ელეოდა , რომ ეგონა რომ უძლებდა და დიდად არ მონატრებია მისი შეხება სინამდვილეში კვდებოდა თურმე. როგორ უნდა მისცეს უფლება რომ გაცვალოს? როგორ გაუშვა ხელი ? როგორ მისცა უფლება რომ წასულიყო? იქამდე ლანძღავდა საკუთარ თავს სანამ გვერდით მოტოციკლმა ხმაურით არ ჩაიარა და გოგოც გაირხა , ოდნავ მხარი იცვალა და მშვიდად აგრძელებდა ძილს . ჩვეული სიმსუბუქით აიყვანა ხელში და თითქმის სანტიმეტრებში ზომავდა როგორ შესულიყო ლიფტში და მერე ვიწრო კარში რომ რამე არ ეტკინა . შეეძლო დაუსრულებლად ჰყოლოდა ასე ხელებში მაგრამ მიხვდა როგორ უცნაურად უყურებდა გიორგი და კიკი მისაღებში , ნარდის თამაშიც კი შეწყვიტეს და იძულებეული იყო ნაბიჯები გადაედგა. თვალით ანიშნა კიკის რომ გზა ეჩვენებინა . ფრთხილად დააწვინა საწოლზე და ტუმბოზე გაშლილ უამრავ წამალს დახედა. კიკიმ ზეპირად იცის ყველაფერი ,მან არა . კიკი ალბათ ნუცას გვერდით იყო როცა ორსულობის ამბავი შეიტყო. ის არა. არც მაშინ იყო მის გვერდით როცა შეეშინდა და არც მაშინ როდესაც ამდენი წამალი დასჭირდა . აი ასე უბრალოდ არ იყო საყვარელი ქალის გვერდით . ისეთი იდიოტია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წამები გამოტოვა , მარტო მიატოვა ისედაც მარტოდ მყოფი ნუცა. როგორ გახდა ასეთი სუსტი და უნრბისყოფო რომ ხელი გაუშვა ? როდის ვერ დაიჯერა რომ ირაკლიც უყვარდა ვინმეს ისე რომ სულ არ ადარდებდა მისი წარსული და წარმომავლობა და საკუთარი თავის არ სიყვარულმა ყველაზე მთავარი და ძვირფასი სიყვარული დააკარგვინა . კართან ელოდა კიკის და გამოვიდა თუ არა დაელოდა კარი კარგად გამოეხურა და მკლავში წაწვდა . სწრაფი ნაბიჯებით შეიყვანა სამზარეულოში და სკამისკენ უბიძგა , მეორე თავისთვის მიაჩოჩა მასთან ახლოს და თვალი გაუსწორა. -მოყევი. -რა. -მოყევი ყველაფერი იმ წუთიდან როცა აქ ფეხი შემოდგა . -არა , მეგობრის ღალატს მთხოვ და არ ვიზამ. -დამცინი? _სიცილი აუტყდა ირაკლის.- რა ღალატს , მაინტერესებს როგორაა? რა ჭირს ? რა რეაქცია ჰქონდა როცა .. მოკლედ ყველაფერი მინდა ვიცოდე. -თვითონ ვერ კითხავ? -არ მელაპარაკება ალბათ მიხვდი . -ირაკლი , ის ნაწყენია და თანაც ძალიან ორსული . _კიკისაც გაეცინა .-სულ სუსტადააა და არაფრის თავი არ აქვს , შესაბამისად ოთხ კედელშია გამოკეტილი და არ გადის , რაც საკმაო დროს აძლევს ფიქრისთვის და გაბრაზებისთვის რადგან ძალია ცუდად მოიქეცი აი ძალიან . -შენი აზრით ისეთი გაბრაზებულია რომ აღარ ვუყვარვარ? -ვის ნუცას?_სიცილი აუტყდა.-ირაკლი, ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე ვისაც უყვარხარ და შეირგე რა. აპატიე საკუთარ თავს და მერე ნუცას პატიებას მიხედე დავიტანჯე უკვე ქალი თქვენი ყურებით ოჰჰ. რა ჯანდაბა გჭირს ? ასეთი უთავბოლო როდის გახდი? ერთი 22 წლის გოგოს გული გაქვს მოსაგები რა პრობლემა გახადე. -შენ წარმოიდგინე არ მეგონა რომ ასეთი ხასიათი ქონდა. _თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ .-ადვილად სამართავი არასდროს იყო , მაგრამ.. -მართვა არ ჭირდება. საყვარელი ადამიანი ჭირდება , ვინმე ვინც აგრძნობინებს რომ მარტო არაა, რომ უყვართ რომ სულ არ ადარდებს ვინ ხარ. ნუცას პატიება კი არ გჭირდება საკუთარ თავს აპატიე ჯერ .ნუცა ისეთი ძლიერი გოგოა პატიება არ უჭირს. -ანუ მე ვარ სუსტი? _გაეცინა ირაკლის . -საკუთარ თავთან ? შენც ხომ იცი რომ საკუთარი თავის გეშინია . -ფილოსოფოსი. -ირაკლი, არ აცადო რომ გაცივდეს , თორემ არ პატიებაზე უარესი იმ ქალის ნაპატიებელი შეცდომაა რომელსაც აღარ უყვარხარ. ვიცი რომ გიყვარს , მოაგვარე ეგ შენი პრობლემა და დამანებეთ თავი თუ ხალხი ხართ რა . -რატომ აკეთებ? -რას? -რატომ იქცევი ისე თითქოს მისი და იყო. -იმიტომ რომ დაც ჭირდება და შენგან განსხვავებით უპრობლემოდ შემიძლია ის ადამიანი ვიყო ვინც ჭირდებათ . -როგორები არიან შეყვარებულები ? -შენნაირები._ორაზროვნად გაუღიმა კიკიმ . -რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ დამიჯეროს ? -დაგიჯრა მილიონჯერი შე ჩე*** ა და დაღალე და მორჩი წუწუნს . _მხარზე დაჰკრა გიორგიმ ხელი . -ადე წავედით , უკანასკნელი ხარ ვისი ნახვაც უნდა და თან დაჩისთან უნდა გავიაროთ საქმე აქვს . -არსად გაუშვა და მირეკავ თუ თავს ცუდად იგრძნობს . კიდე შეგიძლია დაუღალავად უმეორო რა საოცარი კაცი ვარ და არ უნდა დამივიწყოს . არ ვიცი რა ჭირს შენ მანქანაას მაგრამ გიორგის ვთხოვ მიხედოს. -სინამდვილეში არაფერი არ ჭირს ქვემოთ აყენია პარკინგზე და ბრწყინავს როგორც ყოველთვის ._გაეკრიჭა კიკი კარამდე მისულ ირაკლის . -დამცინი ? ანუ შეგეძლო რომ.. -არა არ შემეძლო , მე კი არ დამიორსულებია. -კიკი აუტანელი ქალი ხარ. დაჩისთან მისულს ყველა იქ დახვდა და გამარჯობის მაგივრად პირვრლი ის თქვა რომ შვილი ეყოლება. -მე გოგო. _თავისთვის ჩაილაპარაკა დაჩიმ . -გეწყინა დაჩიკო? _დასცინა ლაშამ . - იმედია ბიჭი გყავს ირაკლი და ერთად გაიჩითებიან თორე ვინ უნდა მომიყვანოს სახლში ისეთი რომ არ დავალურჯო . -აუუ , მთელ იმ სკოლას მოეტ*** ა დედის ტ*** ი სადაც ამის გოგო ივლის . -აი კი მიხარია გოგოც მარა ვინმემ რო ატიროს ბიჭო , ხო უნდა ვაწამო ჯერ კიდევ ვიღაც ბავშვი არა? _შუბლში მიირტყა ხელი გოგამ. ერთი სიტყვა ვერ გაიგო რაზე საუბრობდნენ მეგობრები . ადგილი ვერ იპოვა , ვერ მოისვენა ის კი არა თითქოს მთელი დღის გამოცლილი ენერგია ერთიანად მოეწვა საღამოს , ვერაფერზრ იფიქრა , ვერც ვერაფერი მოიფიქრა და არც უნდოდა სხვა ვინმე ან რამე ყოფილიყო მის გონებაში. მთლიანად ნუცასია მისი ტვინი და მოსწონს , არც საკუთარი თავის დაკარგვა აშინებს . არაფერი არაა ნუცას დაკარგვის შიშზე მძიმე . უყვარს და…ხო უყვარს , უყვარს ისე რომ მზადააა მთელი ცხოვრება მასთან გაატაროს . უყვარს ისე უყვარს მზდააა მამა გახდეს , მიიღოს, იმისთვისაც მზადაა რომ წარსულს ჩახედოს თვალებში და მომავლისთვისაც მზადა, ნუცასგამოა კი . ორი თვე დაკარგა, შვილის მოლოდინში გატარებული პირველი თვეები, არცერთი წამი არ უღირდა დღევანდელ დღედ, სიამოვნებისგან სხეულიც კი გაუთბა იმის გააზრებისას რომ მასაც ეყოლება ვინმე ვინც მისი იქნება, ვინმე ვისაც გაზრდის , აღზრდის . ასწავლის და დაუღალავად იბრძოლებს რომ არ შერცხვეს მამის წარსულის.იცის უნდა და დარწმუნებულია რომ ვერცერთი წამი უდრის თუნდაც მასთან კამათში გატარებულ მომენტებს . ირაკლიც ფერადია , როცა მასთანაა . ****** ყავას სვამდნენ დილით კიკიმ ფრთხილად შეაპარა. -ნუცა მართლა გამომყვები ? -აბა რას ვიზამ . -იქნებ ჯობია დაისვენო ორსულებისთვის მნიშვნელოვანია დასვენება. -შენი ძუძუებიც მნიშვნელოვანია კიკი. _ენა გამოუყო წარბ აწეულ ქალს .-მაინც ვერ გავიგე რა არ მოგწონს . -ცოტა მინდა რომ ავწიო. 10 წლის წინ გავიკეთე იმის მერე ხო შეიცვალა არაა ? თან ახალი ქირურგია , ოქროს ხელები აქვსო . -ნეტა შენ რა . -ჩაიცვი რა . მეც გავემზადები არ მინდა დავაგვიანო 4 თვის წინ ჩავეწერე და.. - კარზე ზარი გაისმა , ზლაზვნით მივიდა კურიეემა ყუთი ხელებში მიაჩეჩა და გაუღიმა . -ეს თქვენია . _დაბნეულმა გამოართვა ყუთი და რომ მიხვდა წასვლას არ აპირებდა კურიერი ვერ გავიგე თვალები მიაბყრო. -გამომგზავნმა თქვა რომ კომუნიკაციაში პასუხი მიუთითოსო. მე კიო . “ სიტყვა სიტყვით წაუკითხა მითითებული შეკვეთის კომენტარი და გაუჩინარდა . -რა მოგიტანეს ? -არ ვიცი . _ყუთი შეანჯღრია და მერე ერთ ამოსუნთქვაზე გაბრდღვნა . -დამცინის ეს დეგენერატი? _ყუთიდან ახალი პომადა ამოიღო ზუსტად ის ფერი და ბრენდი რომელიც პარკინგზე დატოვა. ტუჩსაცხს ქვითარიც მოჰყვა მანქანის ერთერთი სამრეცხაოს მიერ ამობეჭდილი . პირდაღებული შეჰყყრებდა კიკი ჩეკს და სიტყვას ვერ პოულობდა . -უკან რაღაც წერია . _სიცილი აუტყდა ნუცას . სწრაფად გადაატრიალა მეორე მხარეს და სახეზე ისეე აალდა ცოტაც და იკივლებდა . თვალებს ვერ დაუჯერაა ანგარიშის ნომერიც კი ეწერა . ბოლოს პატარა გულიც მიუხატავს და სააათი ეწერა გარკვევით . “შევხვდეთ , 12 ზე .” _მოუსვენრად სცემდა ბოლთას მისაღებში . -ვიპოვი. ვიცი , ვიცი რომ ამ კორპუსში ცხოვრობს და ნახავს როგორ უნდა დაცინვა , მათხოვარი. “ სწრაფად წამოავლო ტელეფონს ხელი . ფული გინდა იდიოტო აიღე . ორმაგი გადაურიცხა და არც კომუნიკაცია დაავიწყდა “სიზმარში “ ისეთ ცუდ ხასიათზე იყო კიკი მთელი გზა ილანძღებოდა და ორჯერ მაინც გაიარა წითელზე . -კიკი დამშვიდდი , გასაბრაზებელი რა არის ? -მარტო პომადას ვერ გამოგზავნიდა ? თან ორი თვის მერე რა ბოღმააა უნდა იყოს ტიპი გულში ჩაიდო . ჯობია სადმე არ გადამეყაროს მოვკლავ . ზუსტად 12:00 იყო მისული , ქირურგის კაბინეტში ბერვიულად იჯდა უკვე პერანგ ჩახსნილი და ნერვებზე მოშლილს ლოდინი უფრო ანერვიულებდა . იქვე გამოსაკვლევ მაგიდაზე გადაწვა მკერდმოღერღილი იმაში ღრმად დარწმუნებული რომ კარგახანს მოუწევდა ლოდინი . აბა ვინმე ოქროს ხელება ჩარკვიანი ეგრევე ხო არ შეეგებებოდა მის მკერდს . კარის გაღების ხმა გაისმა თუ არა სანამ გაჭირვებით წამოდგა და მომღიმარ მამაკაცს შეხედა ისარივით მოხვდა რეპლიკა. -სიზმარს არ გავხარ , აქ ხარ და ნახევრად შიშველი . _გვერდულად უყურებდა მამაკაცი ხალათის ჯიბეებში ხელჩაწყობილი და გაოგნებულ და აწითლებულ კიკის რომელიც სწრაფად მაგრამ უსწორმასწოროდ იკრავდა ღილებს თვალს ვერ აშორებდა . სწრაფად დაფარა ნახევარი გზა როცა მიხვდა როგორ წამოფრინდა ქალი და ხელი წაავლო . -ორი თვეა გეძებ იცი ? _ხმაში ვნება შეეპარა ადვილი არ იყო შენი პოვნა მიუხედავად იმისა რომ ერთ კომპლექსსში ვცხოვრობთ. -რატომ ქვითარი რომ პირადად მოგეცა ? _ბოღმა ვერ დაფარაა კიკიმ ხელი გამოგლიჯა და იქვე მიგდებულ ჩანთას წაწვდა. -არა მინდოდა მადლობა მეთქვა , ჩემს შავს ძალიან მოუხდა წითელი . იქნებ შენც მომიხდე მე? -იოცნებე . _კარის სახელურს დაეჯაჯგურა რომ გამოეღო. -კრისტი , რადგან გარბიხარ და 4 თვეა ამ ვიზიტს ელოდები ფოტოები ვნახე , იდიალური მკერდი გაქვს არ ჭირდება მიხმარება . _ზურგთან დააწია და თითქმის გაქცეულს იქამდე უღიმა სანამ ნუცა თრევით არ შეიყვანა ლიფტში და კარი დაიხურა თუ არა სახეზე ხელები აიფაარაა. პირველად ხედავდა ასეთ კიკის ნუცა , იქნებ იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად იყო , ასეთ დღეში?! სახე უხურდა ისე უხურდა რომ ლოყა ლიფტის კედელს მიადო და ამოიკვნესა. -რა მოხდა ? -ნუცა , არ მჯერა , არა … არააააააა. ის იყო . -ვინ? -ვინ და ის დებილი პარკინგიდან . -ვინ? _სიცილი აუტყდა ნუცას . -ქვითრის კაცი . -ექიმია. -ხო. ოქროს ხელები და ჯანდაბა . სულ შიშველი ვიყავი . მკერდზე აიფარა ხელები კიკიმ. -კარგი დამშვიდდი , მოდი სანამ საჭესთან დაჯდები აქ შევიდეთ . _კლინიკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პატარა კაფეზე ანიშნა ნუცამ . ცოტახანში ორივე უხმოდ შეჰყურებდნნენ ერთმანეთს და სიცილი აუტყდათ ორივეს. -რა მაცინებს. _თავი მიირტყა ხელი კიკიმ. -ყველაფერი იცის, სად ვცხოვრობ , ტელეფონის ნომერი, ბანკის ანგარიში , მკერდის და წელის ზომა და კიდე უამრავი ფოტო რომელიც ვიზიტის წინ გადამიღეს . -მერე რა , თუ პოფესიონალია სადარდებელი არ გაქვს , თანაც შენც ხომ იცი რაღაააცები ? -მაგალითად . -მაგალითად , სად ცხოვრობს, ნუ ზუსტად არა მაგრამ იცი სად მუშაობს . -თავის კლინიკაა ._შუშიდან გახედა უზარმაზარ შენობას . -ისიც რა მანქანა ჰყავს და კიდე შენი ადგილი და შენ რომ მოწონხარ და თან შენც რომ ტუჩს გაკვნეტინებს ეგეთია . _ეშმაკურად გაუღიმა . -რას ბოდავ? -აი იგივე გააკეთე . _სიცილს უმატა ნუცამ . -იმან უფრო ბევრი იცის ._ ბოროტმა მზერამ გადაჰკრა კიკის , მაგრამ არ იცის რა წრეში ვტრიალებ . დემონსტრაციულად ამოიღო ტელეფონი და გიორგისთან დარეკა . ***** მთელი ღამე დაათენდა , დილაც ერთ ადგილზე გაშეშებულმა გაატარა და ბოლოს გიორგის ხმამ გამოაფხიზლა . -ტვინში მირტყავს ეგ შენი ფეხის კაკუნი იცი ? -გიორგი ტვინი არ გაქვს….. მიყვარს . -გავიგეთ ადამიანო . -შვილი მეყოლება ._ღიმილი დასთამაშებდა სახეზე .- საკუთარი შვილი, სხვისი ბავშვი კი არაა ჩემი . ბედნიერი ვარ იცი ? -ყველამ გავიგეთ უკვე ეგეც . ყველას გააგებინე ნუცას გარდა მგონი ._ღიმილი სახეზე შეაშრა ირაკლის და გიორგის მოუჯდა გვერდით. -რა უნდა ვქნა რომ გავაგებინო? -უთხარი. -აბა რა ვქენი შენი აზრით. არ სჯერა. -კიდევ უთხარი. იქამდე უმეორე სანამ არ დაააჯერებ. -როგორ დავუმტკიცო რომ ჩემს თავზე მეტად მნიშვნელოვანიაა? _თავისთვის ჩაილაპარაკა უფრო . პაუზა ხანმოკლე იყო , ფეხზე წამოიჭრა .-მოვიტაცოთ. -ში* ხო არ გაქვს . _გაეცინა გიორგის . -რომანტიკოსია ვიფიქრე .. -აღარ იფიქრო გეხვეწები . _თავზე მოისვა ხელი გიორგიმ .-ყვავილები აჩუქე , ვახშმად დაპატიჟე , სასეირნოდ . პირდაპირ გატაცებაზე რომ არ გადახვიდე . -მართალია ყვავილები უყვარს . მე არ მიყვარს , მაგრამ არაუშავს_ ცარიელ სახლს თვალი მოავლო.-უმრავ ყვავილს ვიყიდით და მერე თვითონ მოუვლის. არა უკეთესი სახლში საკმარისი არაა ეზოში საკმარისი ადგილია , სათბური რომ გავაკეთოთ? და სახლშიც რომ მივუტანოთ? -ეხლა ? -ხო ეხლა. ადექი . -მძღოლი წაგიყვანს შემეშვი რა . -რა უჟმური კაცი ხარ გიორგი რა. _უკმაყოფილო გაუყვა გზას მანქანამდე . **** ცოტახანში მოუთმენლად აბრაგუნებდა კიკის კარზე და თან ვარდების უზარმაზარი თაიგულის დაჭერას ისე ცდილობდა რომ თვითონაც დაენახა რამე. კარამდე ზლაზვნით მივიდა ნუცა , ახალგაღვიძებულ დასიებულ თვალებს ერთმანეთს გაჭირვებით აშორებდა. – რით ვერ ისწავლე კიკი რომ გასაღები თან უნდა ატარო რა . _ კარი გააღო და ზურგი შეაქცია ღრმად დარწმუნებულმა რომ კიკი შემობაკუნდებოდა , მაგრამ რომ მიხვდა სიბნელეში არავინ განძრეულა ისევ შებრუნდა , ამჯერად კარგად გაახილა თვალები და წითელ ვარდებს მიაშტერდა . -ყვავილები მოგიტანე . _დაუკითხავად გაადაბიჯა ზღურბლს და ხელებში მიაჩეჩა. მერე თვითონაც მიეშველა დაჭერაში რომ მიხვდა ხელები ვერ შემოაწვდინა და უვარდებოდა .-ხო ცოტა მძიმეა ._თავისთვის ჩაილაპარაკა მაგიდაზე დადო და ისევ კარებში დარჩენილ თმააბურდულ ნუცას გაუღიმა .-უკეთ ხარ? -კი ._თავი დაუქნია. მოკლე კი იყო მაგრან დუმილს ხომ ჯობდა ? -არ მინდოდა შემეწუხებინე , მაგრამ ვერ მოვისვენე , თან გიორგიმ ეს გამომატანა კიკისთვის . _ გულის ჯიბიდან პატარა საქაღალდე გამოაძვრინა და თავის მართლებას უფრო გავდა . -არა , მარტო ამისთვის არ მოვედი , უბრალოდ .. -რატომ აბა ? _ცინიზმი შეერია ხმაში . -იმიტომ რომ შენ აქ ხარ , მე კი იქ ჩემს სახლში ._არ მიაქცია ნუცას ხმას ყურადღება და რამოდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა . -იმიტომ რომ არ შემიძლია და არ მინდა სხვაგან ყოფნა . -ირაკლი ისევ.. -ხო ისევ ნუცა ._მხრეებში წაავლო ხელი და თვალი გაუსწორა. -ისევ იმის სათქმელად მოვედი რომ მიყვარხარ და მინდიხარ, ჩვენი შვილიც მინდა, ის ოჯახიც რომლის წარმოდგენაც კი შორეული ოცნება იყო ჩემთვის და ნაბიჯების გადადგმაც მინდა. არ ვიცი რას მიმზადებს მომავალი , ხო მშიშარა ვარ , მართალი იყავი. ისე შემეშინდა როცა გავიგე რომ მამა გავხდები გულმა კანკალისგან ფეთქვა შეწყვიტა. იმიტომ არ შემშინებია რომ არ გამიხარდა ან არ მინდოდა. იმიტომ რომ უბრალოდ მშიშარა ვარ, რომ მეშინია ბედნიერების რადგან როცა ბედნიერი ვარ მერე ცხოვრება მართმევს ყველაფერს .შენი არ შემშინებია ნუცა , იმის მეშინია რომ დამთავრდები , სწორედ მაშინ როცა თავს უფლებას მივცემ ბედნიერი ვიყო , როცა ცხოვრებას მივუშვებ და დინებას მივყვები და მერე ყველაფერი დაინგრევა. მეშინია ხო , იმიტომ რომ არ მინდა გემო გავიგო ბედნიერების და მერე ვეღარ ვიყო , ან აღარ. _ხელისგულებში მოიქცია მისი სახე და შუბლი მიადო . -მიყვარხარ, როდის მივხვდი რომ მიყვარდი მაშინ სააავადმყოფოში როცა დაგჭრეს და შენზე ადრე სხვათაშორის. რატომ არაფერი ვქენი? იმიტომ რომ მაშინაც შემეშინდა , რომ უფლებას მოგცემდი ჩემი გული ყოფილიყავი და მერე უნდა გამეშვი . იმაშიც მართალი ხარ როცა ამბობ რომ ეგოისტი ვარ, ვარ კი , საკუთარი თავის და თავისთვის ისე მეშინოდა , არაა ეხლაც მეშინია მაგრამ რაღაც შეიცვალა. -რა? -მე , მე ნუცა . მე მინდა რომ მიყვარდეს და არ მეშინოდეს , მეც მინდა რომ ყოველ დილას შენთან ერთად გავიღვიძო , რომ საკუთარი შვილი მამას მეძახდეს, რომ ვიცნობდე რომ ჩემს შვილი არასდროს მოუნდეს , საკუთარი მამის წარსულის ქექვა მის გასაცნობად. თუ მეტყვი რომ უნდა წავიდე წავალ ,ისედაც დავაგვიანე ვიცი . მინდა რომ დაფიქრდე და მითხრა რომ არ გიმსახურებთ და მართალიცაა ვეღარასდროს გაიგებს ჩემს ხმას . ერთადერთი რისიც არ მეშინია ისაა რომ არაჩვეულებრივი იქნები ჩვენი შვილისთვის და დანარჩენისთვის შენც იცი რომ გვერდით ვიქნები . თუ შენ არ გინდა , უფროსწორად აღარ , გავიგებ გპირდები . -ირაკლი რასაც ამბობ ლამაზია მაგრამ.. -არ იტირო . იმიტომ არ მოვსულვარ რომ მეტირებინე მხოლოდ ყვავილები მინდოდა მომეტანა._ჩამოგორებულ ცრემლებს თითები გაუსვა და გაუღიმა . ცოტახანს უყურა ატირებულ და ნაწყენ თვალებს . -ყვავილების დედაც ნუცა , შემეძლო გამომეგზავნა მაგრამ მე შენ მჭირდები . _ვერ მოითმინა თუმცა მაინც ფრთხილად აკოცა მონატრებად ქცეულ ტუჩებს და ისე გაუჭირდა მოშორებოდა სულს მისცემდა რომ დიდხანს გაგრძელებულიყო წამი, მაგრამ კარში კიკი გამოჩნდა. -4 საძინებელი აქვს ამ სახლს . _თვალებზე ხელაფარებულმა აუარა გვერდი წყვილს . -დაისვენე . _გაჭირვებით შეუშვა ხელი და აწეწილი თმა თითებით დაულააგა . ოდნავი ღიმილით მიჰკრა ისევ თითი ცხვირზე და კარში გაუჩინარდა . რამდენ ხანს იდგა ასე გაშეშებული ნუცა არ იცის , იქამდე სანამ კიკიმ არ გაუტკაცუნა ხელი თვალწინ და ატირებული შეანჯღრია. -წავიდა , წავიდა და ყველაზე სულელი ქალი იქნები თუ ცხოვრების სიყვარულს ასე გაუშვებ. ხომ ნახე როგორ დაიტანჯა როცა გაგიშვა ? იგივე არ ქნა.. საკმარისი იყო… ეყო .. გაიგო .. იცის .. და უყვარს… ირაკლი უნდა და არაა ცხოვრების მარტო გაგრძელება, მასაც უნდა დილით მასთან ერთად გაღვიძება , რაო რა უთხრა ? რომ მართლა უყვარს ? რომ დიდიხანია უყვარს.. ფეხშიშველი და პიჟამაში გამოწყობილი დაეშვა კიბეზე ლიფტი იმდენ დროს ანდომებდა ამოსვლას კიბე უფრო სწრაფი ეჩვენა და ქარიშხალივით მიჰქროდა ქვემოთ, სადარბაზოდან ისე გავარდა რკინის მძიმე კარებმაც კი ხმით გააპროტესტა დაჯახუნება . არ იყო , ვერ დაინახა და ისე ეტკინა იმ წამს ვერ ნათქვამი საკუთარი მიყვარხარ ტირილს უმატა და გზას გახედა , ეზოდან გასასვლელ კართან იდგა მანქანა გასასვლელად გამზადებული . იმ წამს სასწაულად მოევლინა კარის ელექტრო სისტემა რომელიც დიდი სისწრაფით ვერ გამოირჩეოდა და ზლაზვნით მიუვებოდა საკუთარ რელლს . სირბილი დაიწყო , პირველად მაშინ შეამჩნია რომ ფეხშიშველი იყო როცა ფეხის გულზე პაატარა კენჭი მიეკრო და ისე ეტკინა საცოდავად დაიკნავლა, პიჟამათი რომ იყო მაშინ შეამჩნია როცა ასფალტის უსწორმასწორო ზედაპირს ფეხი წამოსდო და მუხლებზე დაეცა . ხელისგულები დაუხვედრა სხეულს და ნატკენი ხელი ისე ეტკინა იძულებული იყო თვალი მოეშორებინა მანქანისთვის და გადაყვლეფილ ხელებს დახედა. -არ წახვიდე .არ დამტოვო . _გაჭირვებით სცადა წამოდგომა უკვე იმაში ღრმად დარწმუნებულმა რომ წავიდა. -რას აკეთებ რას ? _მკლავებში ჩააფრინდა და ფეხზე დააყენა . ერთი ნაბიჯით უკან დაიხია რომ შეეთვალიერებინა და რომ დარწმუნდა არაფერი სჭირდა თავისკენ მოიზიდა . -შეგეძლო უბრალოდ დაგერეკა და მოვბრუნდებოდი . -არა , ახლა უნდა გითხრა. -ფეხშიშველი ხარ ? -ხო . _დამნაშავესავით დახარა თავი და შეჰკივლა ისევ ხელში რომ აიყვანა . მოხერხებულად შემოაწყო ფეხები წელზე და კისერს მოეკიდა. -მემგონი მოგწონს როცა ხელით გატარებენ. -მომწონს როცა შენ მატარებ . არ მინდა რომ წახვიდე, არ მინდა რომ მე აქ ვიყო და შენ იქ . -აბა არაო? აღარო ? ვეღაროო . _ღიმილი შეეპარა ტუჩებს და აწყლიანებულ თვალებს აკოცა .-არ მიყვარს როცა ტირი. -აღარ მატირო ._კისერში წარგო ცხვირი . -გპირდები . ამჯერად მაინც გამომყვები ცოლად ? -ტაძარში მიმიყვან ? -ერთი პირობით ატმისფერ კაბას ჩაიცვამ. ***** ზამთარი ცივია მათთვის ვისაც მოგონებები არ აქვთ? ზამთარი სულ ცივია , მაგრამ საკუთარი მზე ათბობს ყველას. ზამთარში ისწავლა რომ მასშიცაა გაზაფხული. ზამთარში იპოვა მზის სხივი. ზამთარი ცივია , მაგრამ უყვარს საკუთარი გაზაფხული ჰყავს . ***** შებრუნდი მზისკენ , შებრუნდი და ჩრდილი ზურგს უკან იქნება … შებრუნდი მზისკენ.. გაზაფხულზე სიცოცხლე იწყება . შებრუნდი მზისკენ ადამიანო , მზესთან ერთად ცხოვრება მსუბუქია.. შებრუნდი , მზისკენ.. მადლობა ! მეტი არ ვიცი რა უნდა ვთქვა , იმ დროისთვის , ნერვებისთვის და ლოდინისთვის ???? მადლობა ! არც ის ვიცი რა ვთქვა , იმ მოწონებებისთვის რიმელსაც მიტოვებდით, კომენტარებისთვის , აზრის გამოთქმისთვის . ნამდვილად თქვენი დამაახურებააა ეს ისტორია ???? მადლობა ! კრიტიკისთვის, შექებისთვის, დახმარებისთვის. პირადში და საჯაროდ მოწერილი საოცარი სიტყვებისთვის ???? იმედია იმედები არ გაგიცრუათ ამ ისტორიამ , მიუხედავად იმისა რომ დასრულდა , კიდევ მინდა კრიტიკის და მოლოდინების ან განცდების მოსმენა ???? თქვენ ხართ ის ხალხი ვინც ეს ისტორია “ რაღაცად “ აქცია . ???? მიყვარხართ და დროებით ! ???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.