შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშგუ დოშდულ(თავი მესამე)


29-07-2024, 23:00
ავტორი Olivia255
ნანახია 1 125

ოთახში რომ შევედით და საჭმლით სავსე მაგიდას მოვკარი თვალი მუცელში უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. შოკი მაშინ მივიღე სუფრის თავში მჯდარ მამაკაცს რომ მოვკარი თვალი და მაშინვე ყველაფერი გავაანალიზე. სუფრის თავში სასტუმროს მეპატრონე იჯდა,იმ სასტუმროს მეპატრონე სადაც მე ვრჩებოდი ანსამბლის წევრებთან ერთად...თბილად გამიღიმა ცოლს რაღაც გადაუჩურჩულა და შემდეგ გულში ჩამიკრა,
-კეთილი იყოს შენი მობრძანება!ცოლი გაღიმებული მომიახლოვდა და თბილად ჩამიხუტა.
-რა ლამაზი ხარ გენაცვალე...-სუსტად გავუღიმე.
ბადაი მამამისთან ახლოს დაჯდა და ხელით მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი. თავბრუ მესხმოდა,ან შიმშილისგან,ან სტრესისგან...ყველაფერი ტრიალებდა და ვხვდებოდი რამე რომ არ დამელია ან მეჭამა გული წამივიდოდა,უთქმელად ჩამოვჯექი და წამიერად თვალები დავხუჭე,თუმცა თავბრუსხვევა არ მივლიდა.
-მე გივარგვი მქვია ეს კიდევ ქალინაა.-ცოლზე მანიშნა. მხოლოდ გავუღიმე და მერე ყველას თვალი ავარიდე. ყველა საუბრობდა,თუმცა არაფერი არ მესმოდა,ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი გაქცევა იყო.
-კარგად ცეკვავ თაია,მთელი სოფელი მოხიბლულია,განსაკუთრებით კი შენი სვანურის ცეკვით.-გავიგე გივარგიმ რომ მითხრა
-გმადლობთ.-მოკლედ ვუპასუხე,მთელი ამ ხნის განმავლობაში ბადაის ვაიგნორებდი.
-დიდი ხანია ცეკვავ?-მკითხა ქალინამ
-12 წლის ვიყავი ცეკვა რომ დავიწყე. საკმაოდ დიდი ხანია რაც მოცეკვავე ვარ.
-სწავლობ სადმე?-მკითხა ისევ გივარგიმ
-დიახ,უცხო ენებს ვსწავლობ,თუმცა ახლა არ ვიცი შევძლებ თუ არა....-ბადაის ცერად გავხედე და ისევ ჩემთვის ჩუმად დავჯექი სკამზე. ჩემს პასუხზე ყველა გაჩუმდა,თუმცა მალევე წამოიწყეს ახალ თემაზე ლაპარაკი.
-ქორწილს როდისთვის გეგმავთ?-ახლა ბადაის შეუტრიალდა მამამისი
-სადღაც 2-3 დღეში.
-ასე მალე?-გაიკვირვა ქალინამ და გამომხედა. მე კი ხმას არ ვიღებდი და გაშტერებული ვუყურებდი ერთ წერტილს.
-რაც მალე მით უკეთესი.-თქვა ისევ ბადაიმ. ხელს დავხედე და შევამჩნიე რომ დალურჯებული იყო. გაღიზიანებული და ძალიან დაღლილი ვიყავი. საჭმელს პირს არ ვაკარებდი,არც სასმელს,ვიჯექი ესე უსიცოცხლოდ და გაქცევის ყველანაირ ვარიანტს განვიხილავდი. მშობლებზე არავის არაფერი უკითხავს,ალბათ ბადაისგან უკვე ყველაფერი იცოდნენ...
-რადგან ქორწილი ასე მალეა, თაიას კაბაზე უნდა ვიზრუნოთ და ახლობლებს შევატყობინოთ მისი გაბედნიერების ამბავი. დღესვე დაურეკე მშობლებს თაია...-მითხრა გაღიმებულმა გივარგიმ.
-აქამდე დავურეკავდი ტელეფონი რომ მქონოდა...-ჩავიბურდღუნე. თითქოს არაფერი არ მითქვამს ყველამ ისევ ქორწილის დაგეგმვა გააგრძელა,მე კი უკვე გული მერეოდა მათი მოსმენისგან. ყველაფერმა ბუნდოვნად ჩაიარა,ბადაის მშობლები თბილად დამემშვიდობნენ. უკვე ჩაბნელებულ სოფელში გავაბიჯეთ,ცივი ნიავი რომ დამეტაკა სახეზე თვალები დავხუჭე და ხელები წინ გადავაჯვარედინე. ნაზი შეხება ვიგრძენი ხელზე,თვალები გავახილე და ბადაის გავხედე,მის მიერ დალურჯებულ მაჯას დასჩერებოდა და გულისყურით ფრთხილად ატრიალებდა აქეთ იქეთ,შემდეგ თავი დახარა,ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა.
-არ მინდოდა შენთვის რამე მევნო,მაგრამ უნდა გაიგო,რომ ასეთი ქცევა და ლაპარაკი აქ არ შეიძლება,ეს ძალიან დიდი უპატივცემულობაა,ჩემი და ჩემი ოჯახის და ახლა უკვე შენიც.- ლოყაზე მომეფერა მშვიდი ღიმილით,თვალებში სითბო უტრიალებდა და წამითაც არ მაშორებდა თვალს. 
-მე ვერ შევძლებ აქ ცხოვრებას და იმედია ამას ხვდები,მე სხვა ცხოვრებას ვარ მიჩვეული,იმ ყველაფერს ვერ დამაშორებ რაც მიყვარს...-ხმა გამებზარა და გვერდით გავიხედე როცა მივხვდი რომ მეტირებოდა.
-მე არ მითქვამს რომ შენს საყვარელ საქმეს დაგაშორებ და ყველაფერ იმას,რაც ბედნიერებას განიჭებს.-ინტერესით გავხედე.
-ვიცი რომ ეს ყველაფერი შენთვის ახალია,რომ ძალიან დაბნეული და შეშინებული ხარ,მაგრამ დამიჯერე,აქ შენ საფრთხე არ გემუქრება და ყველაფერს ვიღონებ იმისთვის,რომ ჩემთან ბედნიერი იყო. მომეცი ამის უფლება.-თითქოს მთხოვდა რომ მისთვის შანსი მიმეცა,მინდოდა კიდეც,მაგრამ ქორწილი ზედმეტი იყო...
-ქორწილისთვის ძალიან ადრეა მე...-გამაწყვეტინა
-ვიცი რომ არ გიყვარვარ,-თითქოს გულდაწყვეტით მითხრა
-მაგრამ მაგას შევცვლი,ქორწილი კი აუცილებელია,შენს თავს სხვას ვერ დავუთმობ,შენ ჩემი ადამიანი ხარ და ჩემთან უნდა იყო სამუდამოდ.-ამოვიოხრე,არაფერი ვუპასუხე,ან რა უნდა მეთქვა? არ მიყვარდა და ალბათ ვერც ვერასოდეს შევიყვარებდი,მომწონდა,კი, მაგრამ ეს სიყვარული არ იყო. იდგა და ისე მიყურებდა,ისეთი თვალებით,აქამდე ჩემთვის ასე არავის არ შემოუხედავს,თითქოს მისი საკუთრება ვიყავი. ამოვიოხრე და კარისკენ წავედი. მაშინვე გამომყვა
-არაფერი გიჭამია.
-არ მშია.-მოკლედ ვუპასუხე და ეზოს კარი გავაღე.
-წამოდი სადღაც მინდა წაგიყვანო,-ფრთხილად მომკიდა ხელზე ხელი და მეც უსიტყვოდ გავყევი...
*****
უკან მივყვებოდი საშინლად დაღლილი,მშიერი,დასტრესილი და გულნატკენი. მისი მშობლები და თვითონაც ისე იქცეოდნენ,თითქოს მე სათამაშო ვიყავი და ის უნდა გამეკეთებინა რაც მათ უნდოდათ. ყველაზე უარესი კი ის იყო,რომ ვერაფერს ვაკეთებდი ამ ყველაფრისგან თავი რომ დამეღწია,მშობლებთან მინდოდა დაბრუნება,ნუთუ ჩემზე არ დარდობენ? ნუთუ არ აინტერესებდათ სად ვიყავი ან ვისთან ერთად? რატომ არ ჩამომაკითხეს? დავიჯერო ანსამბლის წევრებმა არაფერი უთხრეს? იქნებ სულაც ბრაზობენ ჩემზე? მაგრამ მე ხომ მათ ხმას ვერ ვაწვდენდი,ვერ ვაგებინებდი რომ ამ ერთუჯრედიანმა,თუმცა ძალიან სიმპათიურმა და გაწონასწორებულმა ბიჭმა მომიტაცა იმის იმედით,რომ ცოლად გავყვებოდი,მის მშობლებს ჩემი თავი გააცნო,ჭკუის დარიგებაც კი დამიწყო და ახლა ღმერთმა უწყის სად მივყავდი. ან მე რატომ მივყვებოდი? ნუთუ გულის სიღრმეში მინდოდა მასთან დროის გატარება? მაგრამ როგორ შეიძლება ის ადამიანი მოგწონდეს და მასთან ერთად დროის გატარება გინდოდეს,რომელმაც მოგიტაცა,ოჯახს,სწავლას და შენს საყვარელ საქმიანობას მოგწყვიტა? სოფელს გავხედე რომელსაც საკმაოდ ჩამოვშორდით,შემდეგ ვიწრო ბილიკს გავუყევით,ბადაი ჩემს წინ მიდიოდა,გზას ათავისუფლებდა ეკლიანი ტოტების და ბარდებისგან. როგორი მზრუნველი იყო...ირონიულად ჩავიფხუკუნე და თავს შემოვუძახე რომ კრიმინალის გარემოცვაში ვიყავი და კარგი არაფერი მელოდა წინ. ჩემი გრძელი კაბა აქა-იქ ეკლებში იხლართებოდა,იმის მიუხედავად რომ ჩემს წინ მიმავალი ორმეტრიანი არსება ყველანაირად ცდილობდა საღსალამათი გავსულიყავი აქედან,მაინც მოვახერხე და ხელები დავიკაწრე. თმები გამეპუწა,კაბაც გავსვარე,ბოტასებიც და ისედაც შიმშილისგან გაღიზიანებული ნამდვილ გველეშაპს დავემგვანე და ალბათ ცოტა ხანში ცხვირიდან ორთქლსაც გამოვაფრქვევდი,როცა მზის შუქმა პირდაპირ თვალებში შემანათა. ხელი ავიფარე და რომ დავრწმუნდი თვალები სინათლეს მიეჩვია ფრთხილად გავახილე. სუნთქვა შემეკრა და ადგილზე გავშეშდი ჩემს წინ გადაშლილი ულამაზესი ხედი რომ დავინახე. უზარმაზარ მწვანე მდელოს,რომელიც ათასგვარი ფერადი ყვავილებით იყო მოპენტილი და ნიავისგან ოდნავ ირხეოდნენ მთები ჰქონდა გარშემორტყმული. ასეთი ხასხასა და მკვეთრი ფერები ჯერ არსად არ მინახავს,შორიდან მდინარის ხმა ისმოდა რომელიც ღრიალით მოედინებოდა პირდაპირ მთიდან და სოფლისკენ მიიწევდა.
-ღმერთო რა სილამაზეა...-აღმომხდა და ბადაის გავხედე,რომელიც წამით არ მაშორებდა თვალს,გაღიმებული იდგა და თითქოს ცდილობდა ჩემი სახის თითოეული ნაკვთი შეესწავლა,მე კი მას ვერ ვწყვეტდი თვალს,მისი უხეში ნაკვთები ზედმეტად მხიბლავდა....ეს არასწორი იყო,მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი...ხელი ავწიე და მის სახეს შევეხე,რომ დავრწმუნებულიყავი მის სინამდვილეში,აშკარად არ ელოდა ამას,თუმცა მისი ხელი ჩემსას ფრთხილად მოკიდა ტუჩებთან მიიტანა და ნაზად ეამბორა...
-იმჟი მალატ ისგვი თერალ...-ღიმილით მითხრა და მეორე ხელით ჩემი გაწეწილი თმა გამისწორა
-ეგ რას ნიშნავს?-ვკითხე თან თვალს არ ვაშორებდი
-იმას რომ შენი თვალები მიყვარს.
-ჩემს თვალებში შესაყვარებელი არაფერია.-მდინარისკენ შევტრიალდი
-ცდები დოშდულ,-მისკენ მიმაბრუნა და თვალებში ჩამხედა
-მთელი სვანეთია შენს თვალებში...-სულ დამავიწყდა ბრაზი,წყენა,სტრესი,შიმშილი გამეღიმა....
-ეგ როგორ?-ვკითხე ისევ
-შენი თვალები ისეთივე მწვანეა როგორც ზურმუხტისფერი ტყეები,ბუნების სილამაზე ანათებს შენი მწვანე თვალებიდან.-არ ვიცი რატომ,მაგრამ ტირილი მომინდა,ვერ ვხვდებოდი იმის გამო,რომ აქედან წასვლა მინდოდა,მისგან შორს,თუ იმიტომ,რომ მისი სიტყვები მალამოსავით მომედო გულზე...ვიდექი გაშეშებული და ვუყურებდი,ის კი მე მიყურებდა და თმაზე მეფერებოდა გაღიმებული. სიჩუმეს მხოლოს მდინარის ღრიალი არღვევდა.
-გმადლობ.-მხოლოდ ესღა ვუთხარი და მდინარესთან ახლოს ერთ-ერთ დიდ ქვაზე ჩამოვჯექი.
-არ ვიცი შენთვის რას წარმოვადგენ და ვიცი რომ ძალიან დაბნეული და შეშინებული ხარ,ვიცი რომ აქ ყოფნა არ გინდა და რომ ოჯახთან გინდა დაბრუნება,მაგრამ ვერ გაგიშვებ.-მტკიცე ხმით მითხრა და გამომხედა პასუხის მოლოდინში.
-ასე ცხოვრება ჩემთვის ტანჯვა იქნება და იმედია ამას ხვდები ხო? შენ ჩემთვის უცხო ხარ,არც კი გიცნობ,არც მიყვარხარ,შენ კი მაიძულებ ცოლად გამოგყვე,ეს ხომ აბსურდია!-ფრთხილად დავიწყე საუბარი
-ქორწილი სიყვარულით ხდება,ჩვენ კი ერთმანეთი არ გვიყვარს. შენ უბრალოდ მოგწონვარ და გადაწყვიტე რომ სრულიად ნორმალურია ჩემი მოტაცება და ცოლად შერთვა...-გამაწყვეტინა
-გულგრილი არ ხარ ჩემს მიმართ თაია,ეს შეხვედრის პირველივე დღიდანვე ვიცი და იმ დღიდან ვცდილობ შეგაგნებინო რომ მომწონხარ,მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევ.-მშვიდად საუბრობდა,თუმცა თვალებში რაღაც გაუკრთა,ნუთუ ბრაზი?
-იმიტომ რო მომიტაცე,კოშკში გამომკეტე,მშობლები ძალით გამაცანი და ახლა ქორწილსაც კი გეგმავ მათთან ერთად მიუხედავად იმისა,რომ მე წინააღმდეგი ვარ!-ამჯერად ხმას ავუწიე და ღიმილი მაშინვე გაუქრა სახიდან...
-შეგეძლო უარი გეთქვა წამოსვლაზე მაგრამ დამთანხმდი,რატომ?-გამომცდელად მკითხა,აი ამაზე პასუხი კი მეც არ ვიცოდი...წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი და რაღაც ნაწილი სულ მასთან ყოფნას მთხოვდა...დუმილი ვარჩიე და მდინარეს გავხედე დაღონებულმა
-არ მიყვარს მოწყენილს რომ გხედავ. ნუთუ აქ ასეთი უბედური ხარ?-გულდაწყვეტილმა მკითხა.
-კი,უბედური ვარ...შენ ჩემს საყვარელ ხალხს მომაშორე...სწავლას მომაშორე...ცეკვასაც კი...იძულებით მტოვებ აქ და მაიძულებ ისეთი რამ გავაკეთო რაც საშინლად არ მინდა,ასე ვინ იქცევა?-აცრემლებულმა გავხედე მან კი მტკიცედ მიპასუხა
-მე!
-ხისთავიანი ხარ!-დავუყვირე და ფეხზე წამოვხტი,არც თვითონ დააყოვნა,წამოდგა და ზემოდან დამხედა,მისი სწორი წარბები შეკრა და ისე მიყურებდა მინდოდა მიწა გამსკდარიყო და ჩავეყოლებინე
-მე შენ უკვე გითხარი რომ ჩემთან ხმას არ აუწიო.-მშვიდად მიპასუხა,თუმცა ისეთი ტონით რომ ხერხემალში სიცივემ დამიარა.
-სწორედ ამაშია შენი პრობლემა,გგონია რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა!-არ დავნებდი და ხმამაღლა ვუთხარი ბრაზისგან ვდუღდი.
-სწორედაც მასეა!-თავს იკავებდა რომ ჩემთვის არ ეყვირა თუმცა მის თვალებში ისეთ სიბნელეს ვხედავდი ალბათ ცოტა ხანში ერთიანად აფეთქდებოდა...
-ვერ გიტან!-ვუკივლე რაზეც ჩაიღიმა....ხეპრე...რა აცინებს..
-გინდა დაგიმტკიცო რომ ეგ ტყუილია?-მომიახლოვდა და თავი ქვემოთ დაწია ჩემს სახესთან რომ გაესწორებინა.
-ტყუილი არ არის! ვერ გიტან შე ხისთავიანო!-ამის თქმა იყო და შევბარბაცდი ტუჩებზე რომ დამაცხრა. მაკოცა...ერთიანად ვკანკალებდი,ხელები მკერდზე მივადე რომ ჩემგან მომეშორებინა თუმცა...ამის მაგივრად მეც ვაკოცე...ერთი ხელი ჩემს პატარა წელზე ჰქონდა მოხვეული,მეორე კი ჩემს ლოყაზე მიდებული. როგორ უცებაც მაკოცა ისე უცებ მომშორდა და გაღიმებული დამაჩერდა აწითლებულ სახეზე...
-მაშ ვერ მიტან?-ირონიულად მკითხა და სწორედ ამ დროს ავფეთქდი,ხელები მკერდზე მთელი ძალით მივცხე,არც კი შებარბაცებულა,აი მე კი ფეხი ამისხლტა და სანამ ჩემს დაჭერას მოასწრებდა მოწყვეტით ჩავვარდი გაყინულ მდინარეში...
*****
-თაია!-ბადაის ხმა შორიდან გავიგე...წყალი ყინულივით ცივი იყო,იმდენად სწრაფი დინება ჰქონდა,რომ რამეზე მოჭიდება მიჭირდა,ყველაზე უარესი კი ის იყო,რომ ცურვა არ ვიცოდი! პანიკამ მომიცვა და თევზივით ავფართხალდი,არ მეგონა მდინარე ასეთი ღრმა თუ იყო,დინება აქეთ-იქეთ მახეთქებდა და უაზროდ ვიქნევდი ხელებს. წყალი მეყლაპებოდა და ხველებისგან ყვირილიც კი არ შემეძლო,გარშემო მხოლოდ მდინარეს ვხედავდი,რამოდენიმეჯერ დავყვინთე კიდეც,ძალა მოვიკრიბე და ბოლო ხმაზე ვიკივლე
-ბადაი!-არსად ჩანდა,თუმცა შეუძლებელი იყო მისი დანახვა,ვცდილობდი ხავსს,ქვას ან თუნდაც რაიმე ტოტს მოვჭიდებოდი მაგრამ მისუსტებული და ძალაგამოცლილი ვერ ვახერხებდი. ნუთუ ასე მთავრდებოდა ჩემი ცხოვრება? ნუთუ ეს იყო ჩემი სიცოცხლის ბოლო წამები? მშობლებს ვეღარასდროს ვნახავდი? სულ რაღაც 22 წელი მერგო წილად? ცრემლები მდინარის შხეფებს ერწყმოდა თვალები დავხუჭე და დავნებდი...როცა უკვე მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა და სიცოცხლეს ასე სულელურად ვამთავრებდი სწორედ მაშინ ძლიერი ხელები მარწუხებივით შემომეჭდო წელზე და თვალები რომ გავახილე ბადაი დავინახე...ღმერთს მადლობა შევწირე ჩემი გადარჩენისთვის,ტკიპასავით მივეკარი შეშინებული,მდინარის ძალას ებრძოდა,კუნთები ეჭიმებოდა და ეტყობოდა რომ უკვე ძალიან დაღლილი იყო,მაგრამ მაინც ჯიუტად მიიწევდა ნაპირისკენ და ბოლოს შეძლო ორივეს მდინარიდან გაყვანა. ფეხქვეშ რომ მიწა ვიგრძენი მუხლებზე დავემხე და ხველა ამიტყდა,ერთიანად ვკანკალებდი სიცივისგან და შიშისგან.
-თაია კარგად ხარ? შემომხედე.-მაშინვე მომვარდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გულდასმით აკვირდებოდა
-მე...-ისევ ხველა ამიტყდა და შიშისგან ტირილი წამსკდა
-ყველაფერი კარგადაა,-ჩემს დამშვიდებას ცდილობდა და ზურგზე ხელს ნაზად მისვამდა...ახლოს მივიჩოჩე და ჩავეხუტე...
-გმადლობ...-ამოვისლუკუნე
-შენ...შენ გადამარჩინე....სიკვდილს გადამარჩინე...-ვსლუკუნებდი და ტკიპასავით ვეკროდი,ის კი ჩემი ამ საქციელისგან კმაყოფილი მეხუტებოდა და ზურგზე ხელს რიტმულად მისვამდა.
-დამშვიდდი დოშდულ,ჩემთან საფრთხე არ გემუქრება...-თავზე მაკოცა ნაზად მომიშორა,შემდეგ კი წამოდგა და მასთან ერთად მეც ამაყენა.
-წამოდი უნდა გამოიცვალო თორემ გაცივდები.-ცრემლებს ვიწმენდდი და უკან უსიტყვოდ მივყვებოდი...მდინარეს გავხედე რომელიც რამოდენიმე წუთის წინ ჩემს დახრჩობას ცდილობდა,შემდეგ კი ბადაის რომელიც სულ სველი იყო და სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა ჩემს წინ....ჯერ კიდევ შეშინებული ღმერთს გულში მადლობას ვუხდიდი ჩემი გადარჩენისთვის და ბადაის,რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩემს გადასარჩენად...სახლში მისვლისას აბაზანა მაჩვენა,ნამდვილად მჭირდებოდა ცხელი შხაპი...გალუმპული ზევით ავედი საჭირო ნივთების ასაღებად მერე კი ქვემოთ დავბრუნდი სველი ტანსაცმელი იქვე დავაწყვე და ცხელი შხაპი მივიღე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი წყლის ქვეშ. იმის მიუხედავად რომ გავთბი მაინც ვცახცახებდი და თვალიდან არ ამომდიოდა როგორ ვიხრჩობოდი მდინარეში...თავი გავიქნიე ნეგატიური ფიქრები რომ მომეშორებინა გონებიდან. მერე კი ბადაის სახე დამიდგა წინ,როგორ მიიწევდა წინ,როგორ ვყავდი მკლავებში მოქცეული,როგორ მაკოცა...რატომ ვაძლევდი ამდენის უფლებას,ჩემს სიახლოვეს რომ იყო სწორად აზროვნების უნარი მერთმეოდა და უსიტყვოდ ვაკეთებდი ყველაფერს რაც მას სურდა...სწრაფად ჩავიცვი და მისაღებში გავაბიჯე. ბადაი არსად ჩანდა,სველი თმა შევიმშრალე,პირსახოცი აბაზანაში დავტოვე და მისაღები შევათვალიერე. ხის იატაკი სასიამოვნოდ ჭრაჭუნებდა. ატმოსფერო მშვიდი და მიმზიდველი იყო, რატომღაც მომწონდა ძველებური სტილი,დიდი ნაცრისფერი კუთხის დივანი ხის სახელურებით ფანჯარასთან იდგა,ახლოს რომ მივედი და ფანჯრიდან გავიხედე გავოგნდი,ხედი მწვანედ ახასხასებულ მთებს და მდინარეს გადაჰყურებდა,რომელიც მზის სინათლეს ირეკლავდა და საოცრად ბზინავდა,იგივე მდინარე სადაც ლამის სიცოცხლეს გამოვესალმე,გამაჟრიალა და ფანჯარას მოვშორდი,რომლის თეთრი და ნაცრისფერი ფარდები საოცრად უხდებოდა მუქ ნაცრისფერ კედლებს. იქვე პატარა ხის ხელნაკეთი მაგიდა იდგა,დივანთან ახლოს თაროებიც შევნიშნე წიგნებით რომ იყო სავსე,ჩემგან ხელმარცხნივ სამზარეულო იყო,მთლიანად ხის მბზინავი ავეჯით. დივნის წინ დიდი ტელევიზორი იდგა. დიდი მისაღები იყო და შუაში გრძელი ხის მაგიდა იდგა ხის სკამებით,ჩემი ყურადღება კი მაგიდის უკან ქვაში გამოკვეთილმა ბუხარმა მიიქცია. რომელსაც ზემოდან უზარმაზარი ირმის რქები ამშვენებდა. სამზარეულოში გავედი და ყავის ძებნა დავიწყე. რამოდენიმე კარადის კარი გამოვაღე და ერთ-ერთი სავსე დამხვდა ყველანაირი სასუსნავით,ყავით და იქვე იდო შაქარიც. მაცივარი გამოვაღე რძის ძიებაში და მალევე შევნიშნე. კმაყოფილმა გამოვიღე მაცივრიდან და ყავის გაკეთებას შევუდექი. მთელს სახლში დატრიალდა ცხელი ყავის სუნი,მისაღებში დავბრუნდი და დივანზე დავდექი ყავის ჭიქით ხელში. ფიქრებში ვიყავი დაკარგული როცა კარი გაიღო და სახლში ბადაიმ შემოაბიჯა,თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა,სველი ტანსაცმელი გამოეცვალა და ჩემი დანახვისას სერიოზული სახე ღიმილით შეეცვალა.
-თავს როგორ გრძნობ?-მკითხა და გვერდით მომიჯდა.
-გმადლობ ჩემი გადარჩენისთვის,-ჩუმად ვუთხარი და ჭიქას დავხედე.
-მადლობა საჭირო არაა დოშდულ,მთავარია რომ კარგად ხარ. შენთვის ახალი ამბავი მაქვს.-ინტერესით შევხედე.
-რა ამბები?
-შენს მშობლებს ველაპარაკე,სადღაც ერთ საათში აქ იქნებიან.-სიხარულისგან კინაღამ ჭიქა გამივარდა ხელიდან,ახლა ისინი ყველაზე მეტად მჭირდებოდნენ,მხოლოდ მათ შეეძლოთ ჩემი აქედან წაყვანა,მხოლოდ მათ შესწევდათ ძალა რომ უარი ეთქვათ ბადაისთვის რომელიც ასე დაჟინებით ცდილობდა ჩემს ცოლად მოყვანას. აჟიტირებული წამოვხტი,ბადაის გამოვუცხადე რომ ზევით ვიქნებოდი და გახარებული შევუდექი ბარგის ჩალაგებას,სულ მალე აქაურობას თავს დავაღწევდი...



№1  offline წევრი La dolce vita

რა იქმება შემდეგ თავში საინტერესოა,მშობლები რას მოიმოქმედებენ მაგრამ რატომღაც მგონია, სულ.სხვანაირად წავა ყველაფერი. ძალიან კარგი თავი იყო, საოცრად წერთ. ველი მოუთმენლად გაგრძელებას.❤️

 


№2  offline წევრი Olivia255

La dolce vita
რა იქმება შემდეგ თავში საინტერესოა,მშობლები რას მოიმოქმედებენ მაგრამ რატომღაც მგონია, სულ.სხვანაირად წავა ყველაფერი. ძალიან კარგი თავი იყო, საოცრად წერთ. ველი მოუთმენლად გაგრძელებას.❤️

დიდი მადლობა ❣️ ძალიან მალე გაიგებთ რა იქნება შემდეგ თავში.

 


№3  offline წევრი La dolce vita

Olivia255
La dolce vita
რა იქმება შემდეგ თავში საინტერესოა,მშობლები რას მოიმოქმედებენ მაგრამ რატომღაც მგონია, სულ.სხვანაირად წავა ყველაფერი. ძალიან კარგი თავი იყო, საოცრად წერთ. ველი მოუთმენლად გაგრძელებას.❤️

დიდი მადლობა ❣️ ძალიან მალე გაიგებთ რა იქნება შემდეგ თავში.

ველი❤️

 


№4  offline წევრი Olivia255

La dolce vita
ველი

❣️❣️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

გელოდებით♥️♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

რა კარგად წერთ. მალე დადეთ გაგრძელება გთხოოვთ

 


№7  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნანა
რა კარგად წერთ. მალე დადეთ გაგრძელება გთხოოვთ

დიდი მადლობა ❣️ უკვე დავდე ახალი თავი ❣️

სტუმარი ნანა
გელოდებით♥️♥️

❣️❣️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინა

მალე დადეთ გაგრძელება

 


№9  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნინა
მალე დადეთ გაგრძელება

ავტვირთე უკვე დიდი ხანია მაგრამ საიტზე ჯერ კიდევ არ ჩანს ალბათ მალე დაიდება ❣️

 


№10 სტუმარი ნაესტანი

აქ რაღაც სხვანაირად არის საქმე ეს ბიჭი რატომ ეტყოდა მოტაცებული გოგონას ძენი მშობლები მოდისო ვერ ვიგებ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№11  offline წევრი La dolce vita

ნაესტანი
აქ რაღაც სხვანაირად არის საქმე ეს ბიჭი რატომ ეტყოდა მოტაცებული გოგონას ძენი მშობლები მოდისო ვერ ვიგებ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

ჩაწყობილი მგონია მე თანაც, ყველა ანსაბლის წევრებიც მანდ იყვნენ არსად წასულან ახლა მშობლების ამბავიც, საინტერესოა ძალიან და თან დიდი ინტრიგა არის ჩაგდებული...

 


№12  offline წევრი Olivia255

ნაესტანი
აქ რაღაც სხვანაირად არის საქმე ეს ბიჭი რატომ ეტყოდა მოტაცებული გოგონას ძენი მშობლები მოდისო ვერ ვიგებ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

ცოტა კიდევ უნდა დაგაინტრიგოთ შემდეგი თავით ❣️

La dolce vita
ნაესტანი
აქ რაღაც სხვანაირად არის საქმე ეს ბიჭი რატომ ეტყოდა მოტაცებული გოგონას ძენი მშობლები მოდისო ვერ ვიგებ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

ჩაწყობილი მგონია მე თანაც, ყველა ანსაბლის წევრებიც მანდ იყვნენ არსად წასულან ახლა მშობლების ამბავიც, საინტერესოა ძალიან და თან დიდი ინტრიგა არის ჩაგდებული...

დიდხანს არ დაგაინტრიგებთ,შემდეგ თავებში ყველაფერს გაიგებთ ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent