ვერ დაგთმობ (სრულად)
ყველაფერი იმით დაიწყო რომ დავიბადე ერთ საოცარ ქვეყანაში, რომელიც შეიძლება მსოფლიო რუკაზე თითისტოლაა, მაგრამ უდუდეს სილამაზეს სიყვარულსა და სითბოს იტოვეს. სწორედ ეს ნაზავი ქმნის ჩვენს სამშობლოს საქართველოს. ადრე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ერთ არც თუ ისე განსაკუთრებულ დღეს ჩემი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა. დღეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ ბედნიერება იმაზე ახლოსაა ვიდრე შენ გგონია, დროს არ მოაქვს ბედნიერება, მას არც ლანგრით მოგართმევენ, ის ყოველთვის თან გვსდევდა, მისით არის გაჟღენთილი ყოველი კუთხე, სხეულის ყოველი უჯრედი, უბრალოდ უნდა იპოვო ძალა მის შესაგრძნობად, მერე კი უბრალოდ მასზე დამოკიდებული ხდები. ახლაც კი გავლილ ცხოვრებას რომ ვიხსენებ, არცერთი წუთით არ ვნანობ ყველა მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ვგრძნობ სინანულს, რადგან მე ბედნიერი ვიყავი, მე ეს მინდოდა. მე ლიზა შენგელია ვარ 23 წლის, პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი. რაც თავი მახსოვს მთელი ბავშვობა ამ ენის შესწავლას მოვუნდი და მიუხედავად მუხლჩაუხრელად შრომისა ვთვლი რომ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მშობლელბი პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალნენ. ჯერ მამამ დამტოვა, შემდეგ რამოდენიმე თვეში დედამ და დავრჩი ბედის ანაბარა ბებიასთან ერთად, რომელიც უკვე ღრმად მოხუცებული იყო. ბებია გახდლათ ჩემი ერთადერთი იმედის სხივი, მაგრამ ეს სხივიც დავკარგე უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს ბინაში სასწრაფო რომ დამხვდა გულმა დარტყმა გამოტოვა. სამყაროში სულ მარტო დავრჩი. 16 წლის ასაკში გატაცება გამიჩნდა. ფილმებისა და სერიალების ყურება ჩემი ჰობი გახდა, უნდა ითქვას რომ თავდაპირველად მათი ყურება ინგლისურის უნარების განსავითარებლად დავიწყე და ვერც კი შევამჩნიე ეს ყველაფერი ჩემს ყოველდღიურ რუტინად და საყვარელ საქმიანობად როდის იქცა. მახსოვს სოციალურ ქსელში სქროლვის დროს პატარა ვიდეო აღმოვაჩინე, მომეწონა სახალისო ჩანდა, როგორც შემდგომში გავიგე სერიალი ყოფილა თანაც არც მეტი არც ნაკლები კორეული. არ დაგიმალავთ დიდად არ ვწყალობდი კორეულ ფილმებსა და სერიალებს, ერთადერთი სერიალი, რომელიც კარგად მახსენდება „ჟუმონგი“ იყო. სწორედ ამ სერიალმა გადამაწყვეტინა შანსი მიმეცა მათთვის. საბოლოოდ ლეპტოპში ჩავრთე სერიალი სახელად „ლურჯი ზღვის ლეგენდა“ რასაც შემდგომ მოყვა „გობლინი“ „ჰილერი“ „ალისფერი გული“ „ჰვარანგი“ „ჩემი სიყვარული სხვა ვასკვლავიდან“ და ბევრი სხვა. ვერც კი გავაცნობიერე ისე მივეჯაჭვე კორეას, სერიალებიდან ფილმებში გადავინაცვლე, ფილმებიდან სიმღერებში თეატრიში და ბოლოს ისტორიასაც კი გავეცანი. არვიცი რატომ, მაგრამ გული სხვანაირად იწყებდა ფეთქვას როდესაც კორეის ფოტოებს ვუყურებდი. მაშინ დავისახე მიზანი კორეაში წასვლისა. 16 წლის გოგონამ კორეა ჩემს მეორე სამშობლოდ ვაქციე და ინგლისურ ენასთან ერთად მისი შესწავლაც დავიწყე. თავდაპირველად სირთულეებს შევეჩეხე, კორეული ჩემთვის აქამდე ნაცნობ არცერთ ენას არ ჰგავდა. არაფორმალური ფორმალური და ზეფორმალური სიტყვათა წყობა მაღიზიანებდა, მაგრამ სირთულეები მხოლოდ მაძლიერებდა. 22 წლისამ უკვე საკმაოდ კარგად ვიცოდი როგორც კორეული ასევე ინგლისური. კორეაში წასვლაზე 18 წლის რომ გავხვდი მაშინ ამეკვიატა ფიქრი, ნახევარ განაკვეთზე სამსახური დავიწყე. ფინანსების უქონლობა მიშლიდა ხელს ჩემი გეგმის განხორციელებაში. მეორეს მხრივ კი ბებიას ვერ ვტოვებდი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ ქვეყანაში აღარაფერი მაკავებდა. 23 წლისამ გავაცნობიერე რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობით კორეში ცხოვრებას ვერ შევძლებდი ამიტომ მხოლოდ სამი თვით გადავწყვიტე წასვლა. ყველაფერი გავთვალე საბუთებს თავი მოვუყარე, სასტუმროები სეულში ძალიან ძვირი აღმოჩნდა ამიტომ საოჯახო სასტუმროების ძიება დავიწყე, მალევე აღმოვაჩინე სეულთან ახლოს სასტუმრო. რომლის დაჯავშნა ინტერნეტის საშუალებითაც შეიძლებოდა 15 მაისის დილა თენდებოდა მე უკვე აეროპორტში ვიჯექი და ერთი სული მქონდა როდის გადავეშვებოდი ახალ სამყაროში და ახალ თავგადასავლებში. აეროპორტში სულ მარტო ვიდექი არავინ მაცილებდა, მაგრამ მაინც თავს მშვიდად ვგრძნობდი. უცნაირი სიმშვიდეე შეეპარა ჩემს სულს და შიგ გაზაფხულზე მოფრენილი მერცხალივით ბუდე აიშენა. კორეამდე პირდაპირი რეისები არ იყო თბილისიდან ამიტომ თურქეთში გადაჯდომა მოგვიხდა, მგზავრობისას ჩამეძინა, გონს რომ მოვედი თვითმფრინავი უკვე მიწაზე დაშვებულიყო და მგზავრები ჩადიოდნენ. სეულის აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსს გავყევი. მძღოლს მისამართი ვუკარნახე და მანქნის საქარე მინას ავეკარი. გადაწყვეტილი მქონდა ყველაფრის ნახვა. სასტუმროს მეპატრონე ძალიან კარგად შემხვდა, იცით სტუმრის დახვედრა ისევე იციან როგორც ჩვენთან საქართველოში. ჩემი ოთახი მაჩვენეს და განმარტოების საშუალება მომცეს, საღამოს კი ვახშამზე მიმიპატიჟეს. გამიმართლა. შხაპი მივიღე ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლისკენ მივაშურე. თვითმფრინავში ძილის მიუხედავად საკმაოდ დაღლილი ვიყავი. მაღვიძარა დავაყენე და სიზმრების სამყაროში გადავეშვი. 12 წლის შემდეგ პირველად დედაჩემი დამესიზმრა, სევდანარევი ღიმილით მიყურებდა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, გული შემეკუმშა, მინდოდა მისკენ გავქცეულიყავი და მთელი ძალით ჩავხუტებოდის მაგრამ რაღაც ამოუცნობი ძალა მაკავებდა... საბოლოოდ ზურგი მაქცია და ბნელს შეერია. ვეძახდი მაგრამ არ მიგონებდა ბოლოს ყვირილზე გადავედი ისევ ამაოდ -ქალბატონო გაიღვიძეთ-ჩამესმის ხმა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ მე ჯერ კიდევ დედჩემს დავეძებ ეგებ სადმე მოვკრა თვალი -ყველაფერი კარგადაა, მე თქვენთან ვარ, დამშვიდიით და გონს მოდით-გონებამდე აღწევს აქამდე უცნობი მაგრამ მშიდი ხმა, წამით ვმშვიდდები, ვგრძნობ როგორ მხვევს ცალ ხელს წელზე და მისკენ მიზიდავს, მეორე ხელით თმაზე მეფერება, მკლავებში მოქცეულს მესმის მისი გულის ცემაც. საბოლოოდ ვკადრულობ სიზმრიდან გამოვიძებას და ზევით ვიხედები საიდანაც ორი შეკრული კოპი მიყურებს -სანამ რამეს გაიფიქრებთ ნება მომეცით აგისხნათ-ამბობს როგორც კი ჩემს დაბნეულ მზერას ხედავს და ხელს მიშვებს -რა მოხდა-ძლივს ვიღებ ხმას -პირველ რიგში მე იუნჯე ვარ, თეჯუნის სანახავად მოვედი, მის ოთახში მივდიდოდი ყვირილის ხმა რომ გავიგე. კარი ღია იყო და ამიტომ შემოვედი, მივხვდი რომ ცუდ სიზმარს ხედავდით და ჩარევა გადვწყვიტე, თქვენი გამოფხიზლება ვერ შევძელი ამიტომ დამშვიდება ვცადე-ამბობს და უხერხულად იცინის -მადლობა. არაუშავს, სხვათაშორის საკმაოდ კარგად საუბრობთ ინგლისურად ცოტა არ იყოს მიკვირს, -რა გიკვირთ -გამიგია რომ კორეელთა უმეტესობამ ინგლისური არიცის, -ეგ ადრე იყო, ახლა ყველამ თუ არა ნახევარმა კორეამ მაინც იცის ინგლისური -გაგონილს ნანახი სჯობია -იუნჯე სად წახვედი?- გარედან გაისმა ხმა სავარაუდიდ თეჯუნის -თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, -ნახვამდის. სააბაზანოში შევედი სახე დავიბანე თავი მოვიწესრიგე და ქვევით ჩასვლა გადავწტვიტე, ჩემი მხრიდან უზრდელობა იქნებოდა დიასახლისის შემოთავაზებაზე უარის თქმა თანაც ძალიან მშიოდა, დაბლა ჩასულს მაგიდა სავსე დამხვდა თვაი მოვკარი იუნჯესაც. -მოდი შვილო დაგვეწვიე-მეპატიჟება დიასახლისი -ყველაფერი ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება თქვენს მიპატიჟებაზე უარის თქმა არ შემიძლია-ვავლენ ჩემი კორეული ენიც ცოდნის დონეს და მაგიდას ვუერთდები -კორეული იცი?-მეკითხება ჩემს პირდაპირ მჯდომი ახალგაზრდა სავარაუდოდ თეჯუნი -ჯერ კიდევ ვსწავლობ -მაგრად გამოგდის. მე პაკ თეჯუნი ვარ შეგიძლია თეჯუნი დამიძახო. ეს ჩემი მეგობარია კიმ იუნჯე ის ასევე... -უკვე იცის-წინადადების დასრულებას არ აცდის თეჯუნს -სასიამოვნოა შენი გაცნომა მე ლიზა ვარ -ლისა? ბლექფინქის ლისას მსგავსად -ლიზა და არა ლისა-ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ათ წუთიანი წვალების შემდეგ ძლივს მოახერხეს ჩემი სახელის სწორად წარმოთმა -აქ რამდენი ხნით რჩებით? -სამი თვით, სანამ წავალ მინდა ყველაფრი მოვინახულო, სამწუხაროა რომ აქ არავის ვიცნობ ისეთს ვისთან ერთადაც ყველაფერს მოვინახულებდი -თეჯუნ შენ ხომ შვებულება გაქვს, იქნებ დაათვალიერებინო ქალაქი რაღაცეები აუხსნა მერე კი თავადაც გაერკკვევა -შვებულებაში? მოიცა მუშაობთ ? -კი ვმუშაობთ -რამდენი წლისები ხართ თუ საიდუმლო არაა? -29-მპასუხობს ორივე ერთხმად -სტუდენტები მეგონეთ -ეგ არაფერი. ანუ გინდა სეული შემოიარო, საქმე მაინც არ მქონდა გაჩვენებ ყველაფრს -მადობა თეჯუნ. ვახშამმა იდეალურად ჩაიარა გავიცანი დეიდა იუნა რომელმაც საოცარი პირველი შთაბეჭდილება დამიტოვა მისი მეუღე ბატონი ვუბინი. ზუსტად ისეთი ოჯახი აღმოჩნდა რომელზედაც ხშირად მიოცნებია ღამღამობით ცაში ვარსკვლავებზე შემყურეს. კორეაში ყოფნისან ერთი თვის თავზე იმდენად შევეჩვიე ყველაფერს რომ თავს როგორც ადგილობრივს ისე წარმოვიდგენდი. ხანდახან მავიწყდებოდა ფაქტი, რომ მალე სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი. საოცარი აღმოჩნდა კორეა ყველაფერი მოვინახულე რისი მონახულებქც შესაძლებელი იყო. ვისმენდი რა თეჯუნის წუწუნს დავიღალე ფეხით სიარულით მანქანით წავიდეთო, სურვილი მიჩნდბოდა გამელახა, მაგრამ არ შემეძლო მომერეოდა. თეჯუნი ტაიკვანდოს ოსტატი აღმონდა და რამოდენიმე ილეთი მეც მასწავლა. იუნჯეს შესახებ კი ვერაფერს გეტყვით როგორც კი თეჯუნი რამის სათქმელად პირს გააღებს მაშინცე აწყვეტინებს საუბარს და თემას ცვლის. მიუხედავად იმისა რომ ერთი თვეა თითქმის ყოველ დღე ვხედავ ის ჩემთვის მართლაც ამოუხსნელია. -ლიზა გცალია დღეს საღამოს კლუბში წავიდეთ-ოთახში დაუკაკუნებლად აჭრის თეჯუნი-ისე გცალია რასუნდა აკეთებდე აქ არავის იცნობ არ მუშაობ არავინ არ გყავს ჩემს გარდა მეც რომ არ გყავდე რა გეშველება -იდიოტო-ბალიშს ვიღებ და მისიმიმართულებით ვისვრი -მემგონი მიზანში სროლაც უნდა გასწავლოთ-მეუბნება და მისგან ორ მეტრში დავარდნილ ბალიშს უყურებს -არ მითხრა ეგეც ვიციო -მე არა იუნჯემ იცის-ამბოს და თვალები მიფართოვდება-წამოხვალ საღამოს -რა თქმა უნდა -მაშინ მოემზადე. შეიძლება ითქვას გადავქექე მთელი გარდერობი და ვერცერთი ისეთი კაბა ვერ ვიპოვე რომელსაც ჩავიცვამდი, გული დამწტდა. ისევ ჯინსის შარვალი და ტოპი შევარჩიე, სადა მაკიაში გავიკეთე თმები გავიშალე და ბიჭემის მოლოდინის რეჟიმში გადავედი. კიდევ ერთი ფაქტი კორეაში ბიჭებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ მოსამზადებლად ვიდრე გოგონებს, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ იკადრა თეჯუნმა გამოსვლა. -აბა წავედით -თეჯუნ რაიმე წვეულებაზე მივდივართ -არა კლუბში მივდივართთქო ხომ გითხარი -მაშინ ასე სადღესასწაულოდ რატომ გამოეწყე -მერე აგიხსნი, წავედით-ხელს მკიდებს და გარეთ გავყავარ სადაც იუნჯე გველოდება თურმე მანქანით, ნახევარ საათში უკვე კლუბში ვიყავით სადაც საოცრად ბევრი ხალხი იყო. ბართან დავიჭირე ადგილი და ნეგრონი შევუკვეთე -ძალიან ძლიერია, გათიშვას აპირებთ?-მეკითხება ბარმენი -არ მაწყებდა-ვამბობ და უკვე ჩემს წინ მდგარ ჭიქას ხელებში ვიქცევ -ლიზა შემოგვიერთდი-მეძახის თეჯუნი მეც დასალევ ერთი ყლუპით ვისხამ ყელში და მათკენ მივდივარ. მუსიკას ვაყოლებ სხეულს, სხეულში სითბო მეღვრება, სასმელი მოქმედებას იწყებს. ვერ გეტყვით საბოლოოდ რამდენი დავლიე მაგრამ ის კი მახსოვს რომ საშინლად მთვრალი ბარის კუთხეში ვიჯექი, ბოლოს ვიკადრე ფეხზე წამოდგომა და ბიჭების მოძებნა. წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებდი, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი გზას, რომ არა ვიღაც უცნობი ალბათ უკვე იატაკზე ვიქნებოდი ჩახუტებული და ჩემი იქედან აფხეკა მოუწევდათ. ხელი ჩემს წელზე ჰქონდა მოთავსებული და ისე ვაგრძელებდით გზას, საშინლად მიხურდა ის ადგილი სადაც ხელი ჰქონდა და მაშინ ეს სასმელს დავაბრალე. -ამდენი არ უნდა დაგელიათ-იღებს ბოლოს ხმას და ახლაღა ვაკვირდები მისთვის უჩვეულო ბოხ ბარიტონს -შენ რა დედაჩემი ხარ?-ვპასუხობ მის ინგლისურს ჩემი კორეულით რასაც გაოცება მოყვება -ფაქტია ფეხზე ძლივს დგახარ -დახმარება არ მითხოვია-ვამბობ და მის ხელს ვიშორებ წელიდან-ჩემითაც შემიძლია.- ნაბიჯი გადადგმული არ მქონდა ლამის ისევ იატაკს ავეწებე -შენ არა შენი თვალები ითხოვენ-ამბობს და კმაყოფილი სახით დამყურებს მის მკლავებში მყოფს, სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს. -იმედია არ ფიქრობთ რომ რადგან მთვრალი ვარ თავის დაცვა არ შემიძლია -ეგ არც მიფიქრია მაგას შენ ფიქრობ-სახეზე ცივი ჰაერი ვიგრძენი და მივხვდი რომ გარეთ ვიყავი უკვე -სად მიგყავარ-ვეკითხები უკვე შემკრთალი -სახლში წაგიყვან- მეუბნება და მანქანის კარებს მიღებს - მართლა-მახარებს ეგ ფაქტი და მანქანაში დაუფიქრებლად ვჯდები უკან ვიხედები და უკანა სავარძელზე მყოფ ახალგაზრდა გოგონას ვხედავ -მისამართი მითხარი აბა-მეკითხება უკვე საჭესთან მყოფი -შენ რა გამტაცებელი ხარ და ახალგაზრდა გოგონებს იტაცებ მერე კი კლავ-ვეკითხები შიშნარევი ხმით -ძალიან ბევრ ფილმებს უყურებ ხომ -შენ საიდან იცი ჩემზე ინფორმაციას აგროვებდი-სადაცაა კანკალს დავიწყებდი -მთვრალი ხარ და არ იცი რას ამბობ -იცოდე ჩემს გატაცებას და გამოსასყიდის მოთხოვნას თუ აპირებ სულ ტყუილად არავინ მყავს, ფულს ვერ მიიღებ, ის გოგონა მაინც გაუშვი ძალიან ახალგაზრდაა-ვბუტბუტებ ჩემთვის -არა ორივეს გიტაცებთ ასეთია გეგმა -იცოდე ვიყვირებ -მომისმინეთ ქალბატონო ის პატარა გოგონა როგორც თქვენ უწოდებთ ჩემი უმცროსი დაა რომელიც იმდენად გამოთვრა რომ გაითიშა და მის წასაყვანად მოვედი. არც თქვენ ხართ მასზე უკეთეს დღეში ამიტომ დახმარებას ვცდილობ და სანამ ჩემში ადამიანურ მხარეს ჯერ კიდევ ღვიძავს მისამართი მიკარნახე სად ცხოვრობ -ბათუმი, გორგილაძის ქუჩა #X- ინსტიქტურად ვპასუხობ და ვხედავ მის ატრიალებულ თვალებს ვაკვირდები საჭეს როგორ უჭერს ხელებს და ვხვდები რომ მის ნერვებზე ვმოქმედებ -შეგიძლია რეალური მისამართი მითხრა -დედამ მითხრა უცნობებს მისამართი არ უთხრაო -ახლა აქ დედაშენი არ არის და ვერაფერს გაიგებს -დედაჩემი სულ ჩემს გვერდითაა-ვამბობ და გაბუტული ბავშვივით ტუჩებს ვბრიცავ -რა დავაშავე-ამბობს და მანაქანს წყვეტს ადგილიდან -სად მიგყავარ -ნაგავსაყრელზე უნდა გადაგაგდოთ ორივე -იქ ძალიან ბნელა და თან საშიშია -შენ რა იცი როგორია ნაგავსაყრელი -ერთხელ ბებიაჩემმა საყვარელი სათამაშო გადამიგდო რადგან ძალიან გაცვეთილი იყო. მე არ მინდოდა მისი დაკარგვა ნაგვის მანქანას გავყევი და იქ ამოვყავი თავი ბევრი ძებნის მიუხედავად მაინც ვერ ვიპოვე ამასობაშ დაღამდა ძალიან შემეშინდა, ისევ ბებიამ მიპოვა, დასვრილი სახე მოთხაპნული-მაგ დღეს მომხვდა კიდეც მისგან-ვამბობ და მეღიმება. გზას ვუყურებდი და ვცდილობდი ფხიზლად ვყოფილიყავი საბოლოოდ მაინც ჩამეძინა. ძილბურანში მყოფს ჯერ კიდევ მესმოდა მისი სიტყვები მაგრამ პასუხის გაცემა აღარ შემეძლო. საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს. თვალებს ვახელ და მახარებს ის ფაქტი რომ სანაგვეზე კი არა რბილ საწოლში ვწევარ. გვერდით ვიხედები და საკმაოდ განიერ მხრებს ვეჩეხები. ახლაღა ვიკადრე გამოფხიზლება. საბანს ვწევს და ტანსაცმელს რომ ვხედავ ვმშვიდდები -ტანსაცმელი რომ გაცვია იმას არ ნიშნავს რომ არაფერი მომხდარა-მესმის ბოხი ბარიტონი -უზრდელი ტუტუცი და ხეპრე ხარ-ვამბობ და ელვის სისწრაფით ვდგები საწოლიდან -მთელი ღამე მეკვროდი და დარჩენას მთხოვდი და ახლა უზრდელი ვარ -იტყუები -ცრემლებსაც კი გწმენდდი იმდენი იტირე მაისურიც კი დამისვარე -შუძლებელია-ვამბობ და მახსენდება იუნჯეს გაცნობა - შეგიძლია არ დაიჯერო, მოვწესრიგებდი და სახლში წაგიყვან იმედია ახლა მაინც მეტყვი მისამართს -არა არ შეწუხდე, ჩემითაც წავალ. მადლობა რომ გარეთ არ დამტოვე და ასე დამეხმარე, იმედი მაქვს ერთმანეთს აღარასდროს ვნახავთ-ჩემს ნივთებს ვიღებ და ოთახიდან რაც შეიძლება სწრაფად გავდივარ -იმედის იმედად დარჩენა საშინელი გადაწყეტილებაა-მესმის უკვე კართან მყოფს მისი ხმა. მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავდი დამეფიცება იღიმოდა ასე ვგრძნობდი. ************************************ სახლში დავბრუნდი, ადგილი სადაც ვრჩებოდი ჩემთვის სასტუმრო აღარ იყო მან სახლის სტატუსი მიიღო მასში მცხოვრები ადამიანების გამო. მნიშვნელობა არ აქვს რაოდენ დიდი სახლი გაქვს, ან რაოდენ ძვირი გადაიხადე მასში, არც იმას აქვს მნიშვნელობა რამდენ შრომას ჩადებ მის მშენებლობაში, შეიძლება სასიამოვნოა საკუთარი შრომით აშენებული სახლი, მაგრამ მასში თუ არავინ გელოდება დროთა განმავლობაში ეს სიამოვნებაც ქრება. რატომ იწყებენ ადამიანები სახლის ძიებას თუნდაც აშენებას? მასში რომ იცხოვროს? რა თქმა უნდა მასში რომ იცხოვროს მან და მასთან ერთად მისთვის ძვირფასმა ადამიანებმა. ამიტომ ჩემთვის სახლი იქაა სადაც თბილი სადილი და ძვირფასი ადამიანები გელოდებიან. ბებიაჩემი ამბობდა ხშირდ, ყველა შენობა სახლი არ არის, ყველა ვინც გიღიმის მეგობარი არ არის. ერთობ გამაკვირვა ფაქტმა რომ სახლში მისულს არავინ არაფერი მკთხა მათ შორის არც თეჯუნმა, რომლის ცემის სურვილიც მქონდა, რადგან უყურადღებოდ დამტოვა სადღაც ბარში ვიღაც კაცის ანაბარა, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. მშვიდად ჩავესვენე ჩემს საწოლში და სამუდამო ძილს მივეცი თავი, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე საათი გაგრძელდა. საღამოს თეჯუნთან ერთად ტაიკვანდოს ვარჯიშზე ვიყავი და იქ გადავწყვიტე შურისძიება. -ლიზა დღეს რა გჭირს? -მეკითხები კიდევაც ? -გეკითხები იმიტომ რომ არვიცი -გაბრაზებული ვარ, რადგან ორმა იდიოტმა სრულიად მთვრალი ბარში დამტოვეთ. ეგ კი არა ტელეფონის ჩართვის შემდეგ თქვენგან ვერცერთი ზარი ვერ დავინახე, სახლში დაბრუნებულსაც არაფერი მკითხეთ. -გვაპატიე ბარიდან ადრე მოგვიხდა წასვლა, გადაუდებელი საქმე გამოგვიჩნდა. დილამდე ვმუშაობდით. არ გკითხეთ არაფერი, რადგან ვთვლი რომ ზრდასრული ქალი ხარ და არავისთვის არაფრის ახსნა არ გჭირდება. თუ საჭიროდ ჩათვლი მოგვიყვები რა მოხდა. -ტაეკვანდოს როდიდან სწავლობ?-თემის შეცვლა ვცადე რასაც თეჯუნის მხრიდან წარბების აწევა მოყვა -კარგი ასე იყოს, ექვსი წლიდან ვსწავლობდი, 23 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული -დაუჯერებელია, მსოფლიო ჩემპიონატზე არ გიცდია გასვლა? -პოპულარობა და ვინმესთვის ჩემი სიძლიერის დამტკიცება ჩემი სტილი არაა -ანუ აპირებ მთელი ცხოვრება ტაეკვანდოს მასწავლებლად დარჩე -ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, არ მჭირდება სტატუსი, რომლის შესანარჩუნევლადაც ყოველთვის ბრძოლა მომიწევს. არც ფანების ზღვა არ მჭირდება, რომლებიც მოსვენებას არ მომცემენ -მე ვიტყოდი რომ წაგების გეშინია -მეშინია? შეიძლება, მაგრამ წაგების შიში ხელს ვერასდროს შემიშლიდა თუ სურვილი მექნებოდა -საოცარია პირველად ვხედავ ასეთ უამბიციო ადამიანს -ნაჩქარევად დასკვნების გამოტანას არ გიჩევ-მეუბნება და თვალს მიკრავს. -ლიზა ვიღაც გკითხულობს-დარბაზში შემოდის იუნჯე -მე?-გაოცებისგან ლამის ქვედა ყბა იატაკს დაენარცხა -არა ბლექფინქის ლიზას ავტოგრაფი უნდათ -შენი ხუმრობები კლავს არსად არ იხუმრო მოხუცო- ვეუბნები და გარეთ გავდივარ სადაც სრულიად უცნობი პატარა გოგონა მხვდება -მითხრეს ეს თქვენთვის გადმომეცა-ამბობს და ქახალდის პატარა შეფუთვას მაწვდის -ვინ გითხრა? -თქვა რომ ამის ნახვა ძალიან გაგახარებდათ-მეუბნება და გარბის. შეფუთვას ვხსნი და მასში ჩემს საყურეს ვხედავ, თვალები მიფართოვდება, შეფუთვაში ბარათიც იდო, ნეტავ არ წამეკითხა. „ჩემიი ნახვის შანს ხელიდან არ უშვებ ხომ. მსგავსი იონების მოწყობა არაა საჭირო, ერთი სიტყვაც საკმარისია ‘’მომენატრე’’ “. -ააააააააააააააააააააა. იდიოტი ხეპრე, ვინ გითხრა რომ შენი ნახვა მინდა? შენ საერთოდ ვინმეს როგორ უნდა მოენატრო, ყეყეჩი, თურმე შანს არ ვუშვებ ხელიდან-ვყვირი ხმამაღლა გაბრაზებულიი ბარათს ვხევ და სანაგვეში ვისვრი. მარკეტში შევდივარ, და ცივ წყალს ვყიდულობ. ისეთ ხასიათზე ვარ ახლა ვინმემ რამე რომ მითხრას ალბათ ძვლებში დავამტვრევ. -ეგრე ყვირილს თუ გააგრძელებ გვიჩივლებენ-მეორე სართულიდან გადმომყურებს იუნჯე -როგორ გაიგო სად ვიყავი? -ზოგისთვის შეუძლებელი არაფერია, წამოდი ვარჯიში გავაგრძელოთ-მაკვირვებს იუნჯეს ასეთი სიმშვიდე. მის ნებას ვყვები და სავარჯიშოდ ვბრუნდები. -აღარ შემიძლია დღეისთვის მოვრჩეთ რა-წუწუნზე გადავედი ერთსაათიანი ვარჯიშის შემდეგ -ცოტაც გაუძელი -თქვენ მე თოჯინა ხომ არ გგონივართ ელემენტებზე-ბრაზი მეპარება ხმაში -კარგი კარგი დღეისთვის საკმარისია ხვალ გავაგრძელოთ-ამბობს თეჯუნი და იუნჯეს რაღაცას ანიშნებს. ეს ორი ამბოლო დროს საეჭვოდ იქცევიან ასე მგონია რაღაცას მალავენ და ბოლომდე სიმართლეს არ მეუბნებიან, -შენ წადი და ჩვენც მალე დავბრუნდებით-მამცნობს იუნჯე -კარგი არ ვაპირებდი არაფრის კითხვას. მეც ვთვლი რომ საჭირო თუ იქნება დროთა განმავლობაში თავად მეტყვიან ყველაფერს, ტანსაცმელი გამოვიცვალე შხაპი მივიღე და სახლისაკენ გავეშურე. სახლიდან დარბაზამდე არც თუ ისე შორი მანძილია, ამიტომ ფეხით წასვლა გადავწყვიტე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იმდენი ფილმი და სერიალი მაქვს ნანახი რომ ბნელ ჩიხებში შესვლისას ინსტიქტურად მეშინია ხოლმე. მემგონი ტყუილადაც არა. ნაბიჯების ხმა მესმოდა, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, უკან გახედვა არ მინდოდა ჩქარი ნაბიჯებით ვაგრძელებდი გზას. ნაბიჯების ხმა ახლოვდება და მე უკვე სირბილზე ვაპირებდი გადასვლას ვიღაცამ ხელი რომ ჩამავლო და თავისკენ მიმიზიდა, მის სხეულს ავეკარი, ნაცნობმა სურნელმა ცხვირი ამწვა, მაგრამ იმ მომენტში შიში უფრო ძლიერი იყო ჩემში ამიტომ სურნელისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ყვირილი მინდოდა, მაგრამ პირზე ხელი მქომდა აფარებული, თავს მაღლა ვწევ და ჰოი საოცრებაც იმ იდიოტს ვხედავ, რომელმაც ბარიდან წამომიყვანა, საჩვენებელი თითი ტუჩებთან აქვს მიტანილი და მანიშნებს ჩუმად ვიყო, მის ნებას ვყვები. -ისევ გაგვექცა, დაუჯერებელია, უფროსი ყველას გაგვატყავებს-ახლოდან მესმის ხმები. -დამეხმარე-ვგრძნობ როგორ მიშვებს პირიდან ხელს, ვხედავ როგორ ექცევა ჩემს წინ მე კი კედელს მიყრდნობილი ვრჩენი. ვერ ვხვდები დახმარებაში რას გულიხმობს. სახე ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს, მისი სუნთქვა მეფრქვევა სახეზე, უკვე ვხვდები რის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ არ ვეწინააღმდეგები, ეს ფაქტი მაოცებს. მისი ტუჩემი ჩემს ბაგეებს ეხედა და პირველ კოცნას მპარავს ასე ურცხავდ, მარცხენა ხელს თმაში მიცურებს, მარჯვენას კი ჩემი მაისურუს ქვეშ დაატარებს, სიამოვნების ტალღა ერთიანად ვრცელდება მთელს სხეულში, კოცნაში ვყვები, ვგრძნობ როგორ მიუყვება მისი ხელი სხეულს მკერდისკენ და მასზე ჩერდება. ლიზა ახლა ის დროა განგაშის სიგნალი რომ უნდა ჩართო -ეს ახალგაზრდობა სულ გათახსირდა, რამის გაკეთება თუ გინდათ სასტუმროში წადით, დღეისთვის მოვრჩეთ კიდევ გვექნება შანსი მისი დაჭერის-ჩემამდე აღწევს ხმა და კანკალი მეწყება. ჩემს ბაგეებს შორდება და კოცნით მიუყვება ლოყას შემდეგ ყურთან ინაცვლებს -დამშვიდდი აქ ვარ-მესმის მისი თბილი ჩურჩული და ერთიანად ვმშვიდდები. ახლა მე ვათავსებ ხელებს მის მხრებზე და კოცნას ვპარავ. არ მინდა იმაზე ფიქრი რასაც ვაკეთებ, არც იმის გააზრება არ მინდა რომ მისი კოცნა მომწონს, მისი ხმა მამაშვიდებს და მის მკლავებში საოცარ სითბოს ვგრძნობ. -წავიდნენ?-ვეკითხები შიშნარევი ხმით -უკვე დიდი ხანია-ამბობს და სახეზე ღიმილი ესახება -აქამდე რატომ არ მითხარი-ხელებს ვიღებ მისი მხრებიდან -მინდოდა ეს სასიამოვნო მომენტი დიდხანს გაგრძელებულიყო-ამბობს უსირცხვილობ და ჩემს გაბრაზებასაც ახერხებს -გამომიყენე, პირველი კოცნა მომპარე, ჩემს სხეულზე უნებართოდ დაატარებდი ხელებს უსირცხვილო თავხედი იდიოტი ხარ, ის ხალხი რომ არა რომელიც კაცმა არ იცის რატომ მოგსდევდა დამიჯერე ვერ ეღირსებოდი როგორც შენ ამბობ ჩემთან შეხების სიამოვნებას -ხელებს ვაჯვარედინებ და თავს გვერდით ვატრიალებ -არ გეტყობოდა რომ წინააღმდეგი იყავი, შენი ტუჩები ისეთი მომთხოვნი იყო.... -იდიოტო საერთოდ რატომ გელაპარაკები რატომ ვკარგავ შენთან საუბარში დროს-ვამბობ და გზას ვაგრძელებ -არ გეშინია ისინი ისევ რომ გამოჩნდნენ- წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა უკვე მის ზურგს უკან ვიდექი -იარე და არაფერი თქვა-მესმის მისი სიცილის ხმა რის გამოც ჩემგან ხვდება -ისეთი დარტყმა გაქვს შეგიძლია კაცი მოკლა-დამცინის -ჩემს გაღიზიანებას თუ არ შეწყვეტ პირველი შენ იქნები. -მიყვარს ყველაფერში პირველი რომ ვარ-ამბობს და ტუჩზე ისვამს ცერა თითს ჯანდაბა ლიზა შენი ბრალია -რომ იცოდე საყურე შენთან განძრახ არ დამიტოვებია, არც შენი ნახვის სურვილით ვიწვი და მონატრებაზე ხომ საუბარი ზედმეტია -გულში მომხვდა შენი სიტყვები -დაგაიტან როგორმე -სხვათაშორის ყველა ეგრე ამბობდა, საბოლოოდ კი ირკვეოდა რომ განზრახ ტოვრბდნენ ნივთებს, რადგან ჩემი მეორედ ნახვის შანსი ჰქონოდათ, ჩემი მონატრება სწვავდათ -შენი ნარცისიზმთან შეზავებული იდიოტიზმი გულს მირევს -არ აღიარებ მაგრამ გულის სიღრმეში მოგწონვარ - მადლობა რომ მომაცილე-ვეუბნები უკვე სასტუმროს კარებთან მყოფი -მადლობა რომ დამეხმარე-მეუბნება თავისკენ მიზიდავს და შუბლზე კოცნას მიტოვებს -რას აკეთებ -კიდევ გნახავ, მანამდე კი ეს იმყოფინე-ამბობს და ჩქარი ნაბიჯებით მიდის სიბნელისკენ -რატომ უნდა მნახო, ან საერთოდ ვის სჭირდება შენი კოცნა, რატომ არ შევეწინააღმდეგე, რატომ ვიდექი სფინქსივით ერთ ადგილს მიყუნელი, სულელი ვარ, ისევ მივეცი ჩემი გამასხარავების უფლება- ვილანძღები მშობლიურ ენაზე სახლში ავედი და პირდაპირ საძინებლისაკენ გავემართე, პიჟამოში გამოვეწყე და ყველაფრის დასავიწყებლად სერიალის ყურება გადავწყვიტე ამჯერად „კალმარის თამაშები“ შევარჩიე, რომელიც ძალიან გაპოპულარუნდა, ისინიც კი უყურებდნენ ვისაც კორეა და კორეელები არ მოსწონდათ. ეს კიდევ ცალკე თემაა. არ ვიცი რა ფენომენია, მაგრამ ხალხთა უმეტესობას კორეელები არ მოსწონს, მათთვის კორეა იაპონია ტაილანდი არ არსებობს. ყველა აზიელს ერთ ქვაბში ათავსებენ და ჩინელებად რაცხავენ, არ მოსწონთ ისინი მათი ვიწრო თვალის ჭრილის გამო და პარალელურად იძახიან რომ რასისტები არ არიან, ეგეც რომ არ იყოს ვიცნობდი საზოგადოებას რომლებიც მათ „პედარასტებად“ მოიხსენიებდნენ. ბევრი მეგობარი არასდროს მყოლია და ვინც მყავდა მათთან ერთად კორეულ სერიალებს ვერასდროს ვუყურებდი. ამბობდნე რომ არ მოსწონდათ მაშინ როცა ერთი სერიალიც კი არ ჰქონდათ ნანახი. ბევრჯერ მქონია საუბარი იმაზე თუ რაოდენ კარგია კორეა მათი კულტურა ფილმები, მაგრამ უშედეგოდ საბოლოოდ დავნებდი. მათთვის მაინც სულერთ იყო რას ვიტყოდი. უცებ ის ფრაზა ამომიტივტივდა გონებაში. „ელაპარაკე რეგვენსა, ცერცვი აყარე კედელსა“ სერიალის ყურებას შევყევი. იმდენად ჩამითრია რომ ყველა სერია ვნახე. დასასრულმა ცოტა გული დამწყვიტა, მაგრამ მეორე სეზონის გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია რომ ვნახე დავმშვიდიი და ასე მშვიდად დავიძინე დილის შვიდ საათზე. ასეთ ყოფაში ერთი კვირა გავიდა, ერთფეროვანი რუტინა მოსაწყენი გახდა ჩემთვის, სახლი სერიალები სეირნობა და ისევ სახლი. იუნჯე და თეჯუნი სადღაც გადაიკარგნენ ერთი კვირაა თვალით არცერთი მინახავს. არც ის იდიოტი გამოჩენილა. „კიდევ გნახავ“ გონებაში მილიონჯერ მაინც ამომიტივტივდა ეს სიტყვები. არ მინდა ამის აღიარება მაგრამ ჩემდა უნებურად ველოდები რომ გამოჩნდება. სადაც არ უნდა წავიდე სულ მეფიქრება მასზე, სახელიც კი არ ვიცი, ვფიქრობ იდიოტი უხდება. ამ ერთი კვირის განმავლობაში ბევრი რამე გავაკეთე: დეიდა იუნას სახლის საქმეებში ვეხმარებოდი, ვისწავლე კიმჩის და სხვა მრავალი კერძის მომზადება. სილამაზის სალონს ვეწვიე თმა წარბები და ფრჩხილები მოვიწესრიგე. არ დამვიწყებია სხეულის მოვლაც, კორეში ჩამოსვლის დღიდან მინდოდა ქალაქ ბუსანის ნახვ,ა მაგრამ რატომღაც წასვლას ვერ ვბედავდი. საკუთარ თავზე მეცინება გოგომ საქართველოდან კორეაში მარტო ჩამოვედი და ბუსანში ვერ მივდივარ. საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე წასვლა. ბარგი შევკარი და მთელი ორი დღით გავეშურე ბუსანისკენ, მატარებლით მომიწია მგზავრობა მაგრამ საოცრად კომფორტული აღმოჩნდა. თუ არ ჩავთვლით ჩემს გვერდიტ მჯდომ მოხუც ქალს რომელიც მთელი ხმით ელაპარაკებოდა თავის შვილს ტელეფონზე და სიმშვიდეს მირღვევდა. ბუსანში როგორც კი ჩავედი პირდაპირ სანაპიროს მივაშურე. ზღვის ქალაქში გაზრდილმა გოგომ, როგორც ჩანს მის გარეშე ვერ გავძელი. ფეხსაცმელი გავიხადე და ქვიშიან სანაპიროს გავუყევი მანამ სანამ წყლის შეხება არ ვიგრძენი. ტალღების ხმა იავნანასავით ჩამესმოდა ყურებში. წუთიღ თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ვიყავი, ქვიან სანაპიროზე. აი რა მაკლდა ამდენი ხნის განმავლობაში სიმშიდე რომელიც ზღვას მოაქვს. ორ საათიანი სიმშვიდის შემდეგ სასტუმროსკენ გავემართე. ზებრაზე გადავდიოდი არსაიდან მანქანა რომ გამოჩნდა და პირდაპირ ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა. შიშისგან ფეხებში ძალა წამერთვა და ჩავიკეცე. ვხედავდი როგორ გადმოდია გაბრაზებული მამაკაცი და ჩემსკენ მოდიოდა მაგრამ ადგომა არ შემეძლო. -არ დაგჯახებივარ და საჭირო არაა სცენის მოწყობა-ამ სიყვებმა შოკიდან გამომიყვანა -სცენის მოწყობა? რა სცენის? ჩემთვის მშვიდად გადავდიოდი ზებრაზე, შუქნიშანზე წითელი იყო ანთებული არსაიდან გამოჩნდით ლამის დამეჯახეთ და აქით ხართ უკმაყოფილო? საგზაო მოძრაობის წესები საერთოდ არ იცით? -თუ კარგად დააკვირდები მწვანე და მოძრაობის წესები თვითონ არ იცი -ყველაფერთან ერთად დალტონიკიც ყოფილხართ, უზრდელი ხეპრე , რომელიც გოგოსთვის აპირებს ყველაფრის გადაბრალებას, რადგან თვითონ მშრალად გამოვიდეს. -საკმარისია უკვე ყელში ამომიხვედი მოშორიდი გზიდან -შეგეძლო ბოდიში მოგეხადა და ეს ყველაფერი ამით დამთავრდებოდა, მაგრამ ახლა ამას ასე არ გავატარებ პოლიციას გამოვიძახებ-ტელეფონს ჩანთიდან ვიღებ და დარეკვას ვაპირებდი მოულიდნელად მაცლის ხელიდან მას -როგორც ჩანს მშვიდი საუბრით არ ჭრის შენთან მაშინ სხვანაირად გაგესაუბრები-ამბობს და მკლავში ძლერად მიჭერს ხელს ძალიღ მიმათრევს ტროტუარისკენ -ხელი გაუში-მესმიდ ბოხი ბარიტონი -შენ ვინღა ხარ-გაღიზიანებული ტრიალდება უკან მანქანის მძღოლი მეც ინტიქტურად ვტრიალდები და ჩემს უცნობს ვხედავ.. ჩემი როდის გახდა ნეტა გამაგებინა. ხელს ვითავისუფლებ და მისკენ გავრბივარ მის ზურგს უკან ვდგები -ახლავე ბოდიში მოუხადე! -აავითარ შემთხვევაში! მაგ უსირცხვილომ...-წინადადება დამთავრებული არ ქონდა რომ ყელში წვდა მანქანის მძღოლს -კიდევ ერთხელ დაუძახებ უსირცხვილოს და ენის გარეშე დარჩები, ახლა კი ბოდიში მოუხადე და დაიკარგე აქედან-გამოსცრა კბილებს შორის -ბოდიში -ვალის მოხდას რატომ გავს შენი ბოდიში? -ბოდიში რომ კინაღამ დაგეჯახეთ, მერე გიყვირეთ და ძალით ვცადე თქვენი გაყვანა გზიდან -მოშორდი აქედან!-ხელს უშვებს ისიც მაშინვე უჩინარდება -მადლობა- ვეუბნები მის ზურგს ამოფარებული -მოგწონს ჩემს ზურგს უკან ყოფნა არა -აქ არაფრის მეშინია-ვამბობ ხმამაღლა და ახლაღა ვიაზრებ რა ვთქვი -ანუ არაფრის გეშინია?-ტრიალდება ჩემსკენ -ჩემი ტელეფონი სადაა?-ვცდილობ თავის დაძვრენას -აიღე, ასე ამრტივად ვერ გამექცევი -იმდენად მოგენატრე რომ არ გინდა გამიშვა?-ვეუბნები და სახეზე ირონიულ ღიმილს ვიკრავ -უჩემოდ ვეღარ გაძელი და აქ ჩამომაკითხე მგონი საკმარისი არიყო ის კოცნა რაც დაგიტოვე-არც ის მრჩება ვალში იცის როგორ უნდა გამაბრაზოს -სულაც არა -მითვალთვალებ-მოულოდნელად ტრიალდება და ჩერდება მე კი მის მკერდს ვეჯახები სახით-ჩახუტება თუ გინდოდა უნდა გეთქვა-ამბობს და ხელებს მხვევს -იდიოტი ხეპრე ხარ-ვეუბნები და მეც ინსტიქტურად ვხვევ ხელებს. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ რასაც ისნტიქტს ვაბრალებ, ალბათ ასე მირჩევნია, ან აღიარებას ვერ ვბედავ -შეგიძლია იუჯინი დამიძახო -არ მიკითხავს -მინდოდა გცოდნოდა-ამბობს და ჩუმად მიუყვება გზას სასტუმრომდე -წავედი-ვამბობ უკვე სასტუმროსთან მყოფი და კარისკენ მივდივარ -ლიზა-მესმის მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი და გულმა სხვანაირად დაიწტო ფეთქვა -ჩემი სახელი საიდან იცი -ლამაზი სახელია-ამბობს თვალს მიკრავს და მიდის. სასტუმროში დავბინავდი, ცოტა დავისვენე საჭმელი შევუკვეთე ბარგი დავალაგე და საღამოს ისევ ქალაქის დასათვალიერებლად გავედი. უამრავი ფოტო გადავიღე, უამრავი გამვლელიც შევაწუზე ფოტოს გადასაღებად. ერთი დღე არაა საკმარისი ბუსანის დასათვალიერებლად ეს მივხვდი, მაგრამ ხვალ საღამოს ისევ სეულში უნდა დავბრუნებულიყავი. ცოტა ხნით კლუბში შევიარე ამჯერად ბევრი არ დამილევია. იქედან მალევე დავბრუნდი ქუჩის კერძები ეგრეთწოდებული ფასთ ფუდი გავსინჯე ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, საბოლოოდ ძალა გამოცლილი დავბრუნდი სასტუმროში და სიზმრების სამყაროში გადავეშვი. ისევ დედაჩემი დამესიზმრა, ისევ რაღაცას მეუბნებოდა, ისეც სევდით ჰქონდა თვალები სავსე. ისევ იკარგებოდა მისი სახე, ისევ მივსდევდი, მაგრამ უშედეგოდ. „გაიქეცი“ იყო ერთადერთი სიტყვა, რომელიც ჩამესმოდა ყურებში. გაღვიძების შემდეგაც ეს ფრაზა ჩამრჩა გონებაში. არ ვიცი რას ნიშნავს ეს სიზმარი, რომელსაც ვხედავ. რისი თქმა სურს დედაჩემს. საათს დავხედე უკვე დილის ათი საათი იყო. ქვევით ჩავედი ვისადილე ცოტახნით ისევ ზღვას მივაშურე. სევდიან განწყობაზე ვიყავი. დღეს როგორც არასდროს ისე შემომიტია მარტოობამ. საღამოსთვის ბარგი ჩავალაგე და სადგურისკენ წასვლა გადავწვიტე. სასტუმროდან გამოსულმა იუჯინი რომ დავინახე არც კი დავფიქრებულვარ ისე გავიქეცი მისკენ და ჩავეხუტე. მთელი დღის ნაგროვები ცრემლები ერთიანად მოაწვა ჯებირებს და საბოლოოდ გაარღვია ისინი. მის მკლავებში მყოფი გულამოსკვნილი ვტიროდი ის კი ნაზად მეფერებოდა თმაზე და ტირილის საშუალებას მაძლევდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ სამყაროში ის ყველაზე ახლობლად მივიჩნიე. როგორც იქნა ცოტა დავმშვიდდი და გონს მოვედი. -ბოდიში პერანგი დაგისვარე-ვამბობ დარცხვენილი -არაუშავს-ბარგს მართმევს და მანქანის საბარგულში ათავსებს -რას აკეთებ-ვეკითხები გაოცებული -გიტაცებ-მეუბნება ეშმაკური ღიმილით და მანქანის კარს მიღებს -უკვე მეორედ-ვამბობ და მანქანაში ვჯდები -მესამედ მართლა მოგიტაცებ-ამბობს და ისევ თვალს მიკრავს -არ მკითხავ რატომ ვტიროდი? -საჭიროდ თუ ჩათვლი მომიყვები-ამბობს და მანქანას წყვეტს ადგილიდან -დედაჩემი დამესიზმრა, არვიცი რის თქმას ცდილობდა რას მაფრთხილებდა. არ ვიცი რისგან უნდა ჩემი დაცვა -იუჯინისკენ ვტრიალდები, რომელსაც კოპებიშეკრული ქონდა, თვალებში სევდა ჩასწოლოდა. -უბრალოდ სიზმარია, ალბათ დედა გენატრება და მაგიტომ გესიზმრება, ბევრს ნუ იფიქრებ მასზე -ალბათ მართალი ხარ, აბა სად მივდივართ -ხო გითხარი გიტაცებ-ამბობს და სიჩქარეს უმატებს -იმედია ხუმრობ-ვამბობ და ახლაღა ვამჩნევ მის ძარღვებ დაჭიმულ ხელებს -სეულში გაბრუნებ -ასე გეჩქარება ჩემი დაბრუნება-ვამბობ და სპიდომეტრზე მივანიშნებ -სიჩქარე მიყვარს არ ინერვიულო კარგი მძღოლი ვარ სავარძელში ლამაზად მოვკალათდი და ფანჯრიდან ზღვის თვალისმომჭრელ ხედს გავცქეროდი. საბოლოოდ ჩამეძინა კიდეც. ისევ მანქანაში გამომეღვიძა ამჯერად მარტო ვიყავი. გარეთ გავიხედე და დავინახე კიდეც მარკეტში სალაროსთან მყოფი იუჯინი. მოლარეს თანხას აწვდის და პარკებით ხელში ბრუნდება. -მოგშივდებოდა-წვენს და სენდვიჩს მაწვდის -მადლობა -შეგიძლია მადლობა კოცნით გადამიხადო ხოლმე -კარგი- ვამბობ და ლოყაზე ვკოცნი, მოულოდნელობისაგან თვალები უფართოვდება -ძალიან გათამამდი, უკვე კოცნასაც ბედავ-ამბობს და სენვიჩს მიაქანებს პირისკენ -ძალიან გემრიელია-ვამბობ ორაზროვნად და ტუჩებს ვაწკაპუნებ -რაზე ამბობ?-ცალ წარბს ზევით სწევს -სენდვიჩზე რა თქმა უნდა-ვამბობ და დიდ ლუკმას ვკბეჩ -სენდვიჩზე არა? კარგი ეგრე იყოს. სეულამდე ნახევარი საათის გზა გვქონდა დარჩენილ,ი მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია. თითქოს სასაუბრო არაფერი გვქონდა, არადა მე მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებდა. ერთადერთი რაც მასზე ვიცოდი მხოლოდ მისი სახელი იყო. მანქანა სახლთან გააჩერა ღვედი შემიხსნა და მზერა ჩემს ტუჩებზე შეაჩერა,რამოდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ დააგემოვნა კიდეც. - გემრიელია-ამბობს როგორც კი მშორდება -ვიცი -რას მიკეთებ-წარბებს კრავს, თვალებს მარიდებს -გაჯადოვებ -გაიქეცი ლიზა, ჩემგან გაიქეცი-ამბობს მოულოდნელად სევდანარევი ხმით. სიზმარი მახსენდება, ისევ ის ხმა ,ისევ ის ყვირილი რომ გავქცეულიყავი -ამას რატომ ამბობ-ყურადღებას არ მაქცევს მანქანიდან გადმოდის და მერე მე მიღებს მანქანის კარებს მეც გადმოვდივარ. -სანამ შეგიძლია გაიქეცი-ისევ შუბლზე მიტოვებს კოცნას და მანქანას ადგილიდან წყვეტს -იდიოტო ჩემი ბარგი მანქანაშია-გავყვირი ხმამაღლა, მაგრამ უკვე გვიანია, მანქანა უკვე მიეფარა ჩემი მზერის არეალს ******************************************** ჩვენი ცხოვრება არაფერია თუ არა ერთი დიდი თამაში სადაც უამრავი წინაღობის გავლა გიწევს გამარჯვებისთვის, გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ბევრჯერ ვაგებთ მაგრამ თამაშს მაინც ვარგძელებთ, მოგების იმედი გვაძლიერებეს „ახლა გამოვა“ „ მოდი ამ ერთხელაც“ და ასე შეიძლება დაუსრულებლად გავაგრძელოთ თამაში. ხანდახან ისევე როგოც თამაში ჩვენი ცხოვრებაც განახლებას საჭიროებს. ხანდახან საჭიროა ყველაფერი განაახლო მათ შორის ადამიანები რომელთა გარშემოც ხარ. უკვე მესამე ღამეა ერთი და იმავე სიზმარს ვხედავ, ახსნას ვერ ვუძებნი, ისევ იგივე ხმა რომელიც გაქცევას მთხოვს. სიზმრიდან გამოფხიზლებული სამზარეულოში ჩავედი საშინლად მშიოდა თან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მჭირდებოდა. სამზარეულოში დამხვდენ თეჯუნი და იუნჯეც. რატომღაც ჩემი დანახვის შემდეგ დიალოგი შეწყვიტეს -გავიგე ბუსანში იყავი, აბა როგორი ქალაქია -მეკითხება იუნჯე -შესანიშნავი, ორი დღე არ აღმოჩნდა საკმარისი, -მარტო წახვედი?-აგრძელებს ჩემს დაკითხვას იუნჯე -კი მარტო წავედი -ლიზა წყალს დალევ-მეუბნება თეჯუნი და ჭიქას მაწვდის , ჭიქას ვართმევ წყალს ვსვამ შემდეგ კი დაუბარს ვაგრძელებ - აქ მარტო ჩამოხვედი ხო -კი -მეგობრები ნათესაბები არავინ აქ გამოგყვნენ -სიმართლე გითხრა ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ ერთადერთი ბებია მყავდა და მანაც დამტოვა, შეიძლება ითქვას სრულიად მარტო ვარ ამ მბრუნავ დედამიწაზე - ცუდია, ოჯახის გარეშე ალბათ ძალიან გიჭირს -იცი ყოველთვის ვგრძნობ მათ არსებობას ჩემში და ვთვლი რომ მარტო არ ვარ -არც მე მყავს მშობლები, დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ, ქუჩაში ვიზრდებოდი მერე დეიდა იუნამ მიპოვა და შემიფარა, მისი დამსახურებაა ცხოვრებაში რაც კი გამაჩნია-მიყვება მის შესახებ იუნჯე ეს ცოტა მაკვირვებს აქამდე საკუთარ თავზე არაფერს ამბობდა, მის მიმართ კარგი გრძნობები გამიჩნდა -ვიცი როგორია მშობლების გარეშე ცხოვრება, ბეწვის ხიდზე სიარულს გავს, შიშში ცხოვრების მსგავსია, ყოველწამს ფიქრობ რომ სადღაც დაეცემი და ვერავინ დაგიჭერს- ვამბობ და გული მიმძიმდება მათ გარეშე მართლა მასე ვარ, წინ მიმავალი ზურგს უკან ხშირად ვიხედები და მათ ვერ ვხედავ ამიტომ დღითიდღე უფრო მიპყრობს შიში -დედაჩემს გულის დაავადება ჰქონდა, გულის გადანერგვა სჭირდებოდა, მისთვის ყოველი დღე სარისკო იყო, დონორთა სიაში შეიყვანეს, მაგრამ ლოდინი დიდი ხანი მოგვიხდა, ვერღარ გაუძლო მისმა გულმა, ყველაფერი დავკარგეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მისი გულისთვის საბოლოოდ კი ჩვენი თავგანწირვა ამაო აღმოჩნდა, დედას გარდაცვალებიდან ერთ საათში მამას გარდაცვალების ამბავიც გავიგე. საავადმყოფოს სახურავიდან გადაეშვა. მარტო ვერ გაუშვა სრულიად სხვა სამყაროში დედაჩემი. -საშინელებაა რომ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია -შეიძლებოდა დედაჩემის გადარჩენა მას უბრალოდ გული სჭირებოდა, ისინი კი არაფერს აკეთებდნენ -ასე მარტივიც არაა ვიღაც უნდა მომკვდარიყო დედაშენს გული რომ მიეღო, ვიღაცას ეს ნებაყოფლობით უნდა გაეკეთებინა, ალბათ ბევრი იყო და არის შენი მსგავსი ბავშვის მშობლები მომლოდინეთა სიაში, მათაც შენს მსგავსად უნდათ მისმა მშობლებმა იცოცხლონ, უბრალოდ შეუძლებელია ყველას გადარჩენა -შესაძლებელია, უბრალოდ არ მოინდომეს-ამბობს იუნჯე და ხმაში ზიზღი უკრთება. ამ ამგავმა ემოციურად გამანადგურა, გული ამიჩქარდა და თავბრუსხვევა ვიგრძენი -ლიზა, კარგად ხარ, სახეზე ფერი არ გადავეს -არ ვიცი თეჯუნ-სიტყვებს ძლისვს ვამბობ შემდეგ კი სიბნელე მშთანთქავს გონს საავადმყოფოში მოვდივარ. ვხედავ როგორ ესაუბრება თეჯუნი ექიმს, მერე კი ჩემსკენ მოემართება -შემაშინე-ხმაში სითბო ეღვრება -მეც შემეშნდა, ექიმმა რა გითხრა -მითხრა რომ ემოციურის შოკის და სტრესის ბრალია ყველაფერი, დასვენება გჭირდება, საბუთებს მე მივხედავ მანამდე კი აქ დამელოდე -მადლობა თეჯუნ არვიცი ყველაფრისთვის მადლობა როგორ გადაგიხადო -მოგეცემა მაგის საშუალება თეჯუნი მიდის მეც ვემზადები ტელეფონის ზარის ხმა რომ სწვდება ყურებს, ნომერი არ მეცნობა, ვყოყმანობდი მეპასუხა თუ არა საბოლოოდ მაინც პასუხი ვარჩია -გისმენთ -შენი ბარგი ჩემთანაა-მეცნო იუჯინის ბოხი ბარიტონი -შეგიძლია კურიერს გამოატანო -დღეს ყველა დაკავებულია -ვიღაცას ეცლება აუცილებლად -ძალიან არ მინდა ხელი ამიცდეს და გავხსნა, -ჩემი თეთრეულის ნახვას აპირებ -ვიმედოვნებ ტოტებიანი საცვლები არ დამხვდება - ნანახით აღფრთოვანებული დარჩები -ვერაფრით გამაკვირვებ, საღამომდე თუ არ მოხვალ და წაიღებ გადავყრი-ამბობს და ყურმილს კიდებს -ხეპრე ყეყეჩი იდიოტი-ვილანძღები მშობლიურ ენაზე -წავედით ლიზა-მესმის თეჯუნის ხმა და მეც მას მივყვები -თეჯუნ მე აქ ჩამოვა- ვეუბნები იუჯინის ბინასთან ახლოს მყოფი -აქ რატომ -მინდა ფეხით გავისეირნო, უკეთ ვარ ჩემზე არ ინერვიულო -კარგი თუ რამე მოხდება შემატყობინე -კარგი- მანქანიდან ჩავდივარ და ტროტუარს მივუყვები. ვამჩნევ თეჯუნის დაკვირვებულ მზერას, რატომღაც არ მინდა რომ იუჯინის არსებობის შესახებ გაიგოს. ახლოს მდებარე პარკში შევდივარ და სიღრმეში ვუჩინარდები. ხეს ამოფარებული ვამჩნევ როგორ გადმოდის თეჯუნი მანქანიდან და პარკისკენ მოემართება, რა ხდება? ჩემზე ნერვიულობს. სიღრმისკენ მიმავალ ბილიკს მშვიდად მივუყვები უკან არც კი ვიხედები, საბოლოოდ ერთ ერთი ხის ჩრდილის ქვეშ ჩამოვჯექი თავი ფიქრს მივეცი. საბოლოოდ თეჯუნი წავიდა. ალბათ დარწმუნდა რომ კარგად ვიყავი. მეც დრო ვიხელთე და იუჯინის ბინისკენ წავედი. კართან მყოფი ვფიქრობდი ზარი დამერეკა თუ არა -დიდხანს აპირებ მანდ დგომას-მესმის ხმა კარს უკან და მალევე კარიც იღება -ახლახანს მოვედი -დარწმუნებული ვარ-ამბობს და ღიმილი ეპარება -სადაა ჩემი ბარგი? -აი იქ-მეუბნება და დივნისკენ იწვდის საჩვენებელ თითს. დივნისკენ მივდივარ უცებ რომ მაჩერებს ხელებს მუცელზე მხვევს სახეს კისერში რგავს და ზურგიდან მეხუტება -რას აკეთებ?-მთელს სხეულში ჭიანჭველებს ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ თვითონაც გრძნობს -საავადმყოფოს სუნი გაქვს-ამბობს და სახეს მანჭავს -იქედან მოვდივარ -ყველაფერი რიგზეა?-მეკითხება და ჩემს საფუძვლიან შესწავლას იწყებს -კარგად ვარ უბრალოდ ემოციური სტრესის გამო გავითიშე -რატომ არ მითხარ-ბრაზი უკრთება ხმაში -ყურმილი მე მიგათიშე ალბათ- ვამბობ და თვალებს ვატრიალებ -შემდეგში შემატყობინე რამე თუ მოხდება -გათიშულიც რომ ვიყო დაგირეკავ- ვეუბნები და მეცინება -ასე მგონია ბედისწერა დამცინის -რას გულისხმობ -მაშინ შემახვედრა შენთან როცა ცხოვრებას დავნებდი, ახლა კი ვერც ცხოვრებას ვთმობ და ვერც შენ -შენგან ვერ გავიქცევი არა ?-ვეუბნები და მისკენ ვტრიალდები -უკვე გვიანია, შანსი ვერ გამოიყენე- ამბობს და კოცნას მპარავს. კოცნაში ვყვები, გული გამალებით მიცემს, ისე როგორც არასდროს, მის გვერდით ჩემი გული ცოცხლდება. -მე წავალ- ვეუბნები როგორც კი ჩემს ბაგეებს შორდება -მოდი რამე ფილმს ვუყუროთ-ფრთხილად მაპარებს -ფილმს მე შევარჩევ -ნება შენია- მეუბნება და ტელევიზორისკენ მიმანიშნებს -ჟანრი? -სულერთია -კარგი-პულტს ხელში ვიღებ და ფილმების შერჩევას ვიწყებ. -დარწმუნებული ხარ რომ დღეს ჩართავ რამეს-მეუბნება 20 წუთიანი ლოდინით შეწუხებული -კარგი რა ვცდილობ რამე კარგი შევარჩიო - იმედია თმაში ჭაღარა არ შემეპარება -არაფერიც-ვამბობ და შემდეგ გვერდზე გადასვლის ღილაკს ვაწვები -გაჭაღარავებასთან ერთად მგონი მხედველობაც დამაკდება და მოგიწევს მაგ ფილმის მოყოლა -ნუ დამცინი -ეს ჩართე ამას ვუყუროთ -ეს ნანახი გაქვს უეჭველი არ მინდა - ოხ ეს ქალები -არ შეგვეხო დაგწვავთ -უკვე ვიწვი -სააბაზანოში შედი ცივი წყალი გადაივლე გესიამოვნება -ვიმედოვნებ შემომიერთდები -შხაპის გელსაც წაგისმევ -ხუთ წუთში ფილმს თუ ვერ ჩართავ, მართლა მოგიწევს შხაპის გელის წასმა ჩემთვის -მოუთმენელი არსებები ხართ კაცები -მაგას რომ ამბობ სულ არ გრცხვევია -სირცხვილი რა არის? რამე საჭმელია- საჭმლის გახსენებაზე ჩემი კუჭი უცნაური ხმების გამოცემას იწყებს და მახსენდება რომ არაფერი მიჭამია -წავალ რამეს მოვამზადებ - შენ რა მომზადებაც იცი ? -კიდევ ბევრი რამ ვიცი , ვერ წარმოიდგენ როგორ გაგიმართლა -თვითკმაყოფილი ნარცისის სიტყვებია -რამეზე ალერგია ხომ არ გაქვს-მეკითხება სხვათაშორის -კი, შენს ნარცისიზმზე -ხილზე და ბოსტნეულზე ვიგულისხმე, არ მინდა ისევ ცუდად გახდე-ამბობს უკვე სამზარეულოს მაგიდასთან მყოფი -არ მაქვს ალერგია არაფერზე, ყველაფერის ჭამა შემიძლია -რას ელოდები მერე -რას გულისხმობ -უფლებას გაძლევ დამაგემოვნო-ამბობს და ღიმილი ეპარება -მასხარა-ფილმის არჩევას ათ წუთს ვანდომებ საბოლოოდ კი ისევ სამხრეთ კორეულ ფილმს ვირჩევ „The call” . სამზარეულოდან საოცარი სურნელი მოდის და მთელს სახლში იფანტება. ვეღარ ვითმენ ტელევიზორს ვშორდები და სამზარეულოში მივდივარ. ფილმებში და უმეტესს ალბათ რეალურ ცხოვრებასშიც გყავთ ნანახი სამზარეულოში მოფუსფუსე საყვარელი მამაკაცი ნანახი, ალბათ ყველას გაგჩენიათ სურვილი მისულიყავით და ზურგიდან ჩახუტებოდით, გასაკვირი არაა რომ სამზარეულოში მოფუსფუსე იუჯინის ჩახუტების სურვილი მეც გამიჩნდა. ხომ არაა გასაკვირი ? -კიდევ დიდხანს აპირებ ჩემზე დაკვირვებას- მოულოდნელობისგან ვკრთები -რას ამზადებ ? -ჯაპაჩის -უბრალოდ კვერცხი რომ შეგეწვა არა -გადი ჩემი სამზარეულოდან -კარგი რა ეგ როდის იქნება, ძალიან მშია -იცი რაც შეგიძლია გააკეთო დასანაყრებლად-ამბობს და დამეფიცება იღიმის -არ მომწონს ეგ აზრი -მარტო აზრი ? -დიახაც -ანუ მე მოგწონვარ?-მეკითხება და ჩემსკენ მოდის ნელი ნაბიჯებით -მე ეგ არ მითქვამს- შეცდომის გამოსწორებას ვცდილობ -გინდა თქვა რომ არასწორად გავიგე-უკვე ახლოს მყოფი არ მაშორებს მის სფეროებს - არც ეგ მითქვამს-საუბარს ძლივს ვახერხებ მისი დაჟინებული მზერის გამო. მზერას ტუჩებისკენ აპარებს წინ იხრება მე კი ინსტიქტურად ვხუჭავ თვალებს, კოცნის მოლოდინში ვინაბები. -უბრალოდ აღარე რომ მოგწონვარ-ჩურჩულებს ყურთან და მშორდება -რა თქვი?-ვკადრულებ თვალების გახელას და დაბნეული გავცქერი -საჭმელი თითქმის მზადაა დაჯექი და მეც მოვალ-მიყურებს ღიმილიანი სახით და ისედაც არეულს საერთოდ მირევს აზრებს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საჭმელი საოცრად კარგი იყო, რასაც ფილმზე ვერ ვიტყვი, ალბათ ორჯერ მაინც შემიწუხდა გული ფილმის ყურების დროს, იუჯინმა ორჯერ აიღო პულტი ფილმის გასათიშად მაგრამ ორივეჯერ შევაჩერე, საშინლად მაინტერესებდა ამ ორი ქალის დასასრული. -ჭკუიდან გადამიყვან გეშინია და მაინც აგრძელებ ყურებას - შიშის გამო დასასრულის ნახვაზე უარს არ ვიტყვი -თუნდაც იცოდე რომ კარგად არ დასრულდება -იცი რა არის ჩევენი ცხოვრებაც ფილმს გავს არა, არ იცი როგორი გაგრძელება გექნება , დასაწყისი არ გვახსოვს, დასასრული არ ვიცით, ყოველდღე შიშით ვცხოვრობთ, გვეშინია ცვლილებების, ახალი ადამიანების, და სიკვდილის, მაგრამ შიში ხელს ვერ გვიშლის ცხოვრება გავაგრძელოთ. თუნდაც ჩემი ცხოვრების დასასრული ვიცოდე მაინც მომინდებოდა მისი ბოლო წამამდე ნახვა. მომინდებოდა მისი შეგრძნება. შიშის გამო დასასრულამდე არ შევწყვეტდი მას. აააა ისევ ის ქალი ღმერთო მოულოდნელი იყოო-ვყვირი მოულოდნელობისგან -ზოგჯერ ტკივილი გაიძულებს დასასრულამდე ცხოვრების შეწყვეტას -იმდენად ნაღვლიანი იყო მისი ხმა იფიქრებდით სათქმელს გული ამოაყოლაო -ტკივილის ატანა შესაძლებელია -შესაძლებელია მაგრამ დიდხანს არა -ტკივილიც ნელდება საბოლოოდ -ყველა არა -ფიზიკურიც და სურიერი ტკივილიც ერთ დღეს ნელდება -ფილმს დავუბრუნდეთ ეს დიალოგი შორს წაგვიყვანს-ისეთი შეგრძნება დამრა თითქოს რათავას ბოლომდე არ ამბობდა ან ვერ ამბობდა ფილმის ყურებას გვიან მოვრჩით, სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. -მე გაგიყვან -არა, მინდა მარტო დავბრუნდე - ასე გვიან მარტო რანაირად გაგიშვა -ხუთი წლის აღარ ვარ -არადა არც დიდის ხარ -გიდა ვიჩხუბოთ -ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა -მაშინ მარტო წავალ -ამ ერთელ წავალ დათმობაზე -კიდევ ბევრ დათმობაზე მოგიწევს წასვლა-ვეუბნები ნიშნის მოგებით -ეგეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი შენს ადგილას -ჩემს ადგილას არ ხარ -სწორედ მაგიტომ არუნდა იყო თავდაჯერებული -თუ აცნობიერებ რას ამბობ -თუ დაფიქრდები შენც გააცნობიერებ. არაფერი მითქვამს ჩემი ბარგი ავიღე ტაქსი გავაჩერე და სახლისაკენ წავედი გულ აჩქარებული ალბათ დაძინებას მართლა ვერ შევძლებდი, მაგრამ მიზეზი ფილმი კი არა იუჯინია. ***************************************************** დილა შესანიშნავად დაიწყო პოზიტიურ განწყობაზე გამეღვიძა, სულაც არ შევიწუხებივარ უძილობას, უცოდველი თოთო ბავშვივით მეძინა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მთელს საცლში სადრესასწაულო განწყობა იყო. თეჯუნი დილიდან ტელეფონში იყო, რას აკეთებდა კაცმა არ იცის, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, სწორედ ისეთი ჯეკპოტს რომ მოიგებს ადამიანი და უახარია, ან რომ იცის მოგება გარანტირებული აქვს და ყველაფერი დროის საკითხია, თავი ვერ შევიკავე და ვკითხე რას აკეთრბდა -აუქციონს ვმართავ-მიპასუხა დაუფიქრებლად -რა აუქციონს-გამიკვირდა -რაღაც აქციები ვიყიდე და ახალ მათ გაყიდვას ვცდილობ-მეუბნება არც თუ ისე დამაჯერებლად და თმას იჩეჩავს -წვნიანი მიირთვი ჩემო გოგო-თავს მევლება დეიდა იუნა -არ მიყვარს წვნიანი -უარის თქმა არ შეიძლება თან გულისთვის კარგია, თეჯუნდა მითხრა რომ ცუდად გახდი-მიწყრება დეიდა იუნა -მადლობა თქვენი ხათრით მივირთმევ -ეს აბები მიირე მერე ვიტამინებია, ცოტას დაგეხმარება-ამ ქალის მზრუნველობა მაოცებს ძალიან მინდა ავდგე და ჩავეხუტო. -წუხელ გვიან დაბრუნდი, სიცხის გამო ვერ დავიძინე და დაგინაზე-საუბარში ჩაერთო თეჯუნუ -ხო სეირნობას შევყევი, მერე დამირეკეს მატარებლის სადგურიდან ჩემი ბარგი იპოვეს ის მივედი და დრო გაილია თვალსა და ხელს შუა-დავფრქვი მორიგი ტყუილი, არ ვიცი რაში მჭირდებოდა ამ თბილი ხალხის მოტყუება მაგრამ გული ასე მკარნახობდა. -ერთ თვეში უკან ბრუნდები არა -ხო როგორ მალე გადის დრო არადა თითქოს გუშინ ჩამოვედი - კორეაში როდის გიხილავთ ისევ -არ ვიცი შეიძლება ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი იყოს აქ -შეიძლება-ამბობს თეჯუნი და სადღაც მიდის წვნიანი ძლივს ვაი ვაგლახით მივირთვი, ვიტამინებიც დავლიე და ისევ ქალაქის სიღრმისაკენ გავეშურე. სეირნობა რუტინად ვაქციე. ასე ვიმშვიდებდი გონებას. ერთი მოწყენილობით აღსავსე კვირა გავიდა მას შემდეგ რაც იუჯინი უკანასკნელად ვნახე, მასშემდეგ არ შემხმიანებია. ყოველდღე სასეირნოდ მიმავალს ვხედავდი მონაცვლეობიდ როგორ დამყვებოდნენ იუნჯე და თეჯუნი, დავიჯერო ასე ნერვიულობდბნენ ჩემზე. საბოლოოდ ერთკკვირიანი ქალაქის მთლიანი ტურის შემდეგ ჩემი დევნა შეწყვიტეს. ალბათ საბოლოდ დარწმუნდნენ რომ კარგად ვიყავი. უნდა აღინიშნოს რომ დეიდა იუნა უფრო მშზრუნველი გახდა, ჩემზე ომაგად ზრუნავდა მე კი მერიდებოდა ასე რომ ვაწუხებდი, საბოლოოდ დიალოგი, ამ ყველაფერს შენი „გულისთვის“ ვაკეთებ-ით სრულდებოდა. მეც უძლური ვიყავი. ერთ დანარჩენებისგან არაფრით გამორჩეულ დღეს სეულის ქუჩებში უმისამართოდ დავეხეტწბოდიც ჩემს წინ მანქანა რომ გაჩერდა. ყურადღება არ მიმიქცევია გზა გავაგრძელე. მანქანა უკან მომყვებოდა და ნელნელა მოთმინების უნარიც მეწურებოდა. ვცდილობდი მშვიდად მიმეღო ფაქტი მაგრამ მშვიდი არასდროს ვყოფილვარ მანქანისკენ შევტრიალდი და ყველა სალანძღავი სიტყვა გავიხსენე რაც კი ვიცოდი -რა უზრდელობაა დღისით მზისით მიჰყვებით უკან ახალგაზრდა გოგოს ასე უტიფრად, სულ არ გრცხვენიათ მამის ტოოლა კაცს. ვეცადე მშვიდად გამეტარებინა ეს ამბავი მაგრამ ასე როგორ შეიძლება, მანიაკი ხართ თუ მოძალადე არადა ერთი შეხედვით ადამიასნ გავხართ- კიდევ ბევრ რამეს ვიტყოდი რომ არა მანქანის უკანა კარის ხმა და იქედან გადმოსული პიროვნება -როგორი საშიში ხარ- მესმის სიცილნარევი იუჯინის ხმა და მეც მისი მიმართულებით მივდივარ - უნდა გეშინოდეს- ვბუტბუტებ მის მკლავებში მყოფი -უნდა მეშინოდეს შეიძლება ჩახუტებისგან დამახრჩო- ამბობს და მარჯვენა ხელს ნიკაპთან აჩერებს მერე კი ხელის ნაზი მოძრაობით თავს მაღლა მაწევინებს, კოცნას მპარავს, დავფიქრდი და ეს უკვე მოპარვა აღარ იყო იმიტომ რომ არც მე ვიყავი უარზე. -გაბრაზებული ვარ - ვამბობ როგორც კი ჩვენი ტუჩები ერთანეთს შორდება -რამე დავაშავე-იცხადებს უსირცხვილოდ -ჩემს შეტყობინებებს არ პასუხობდი -დამნაშავე ვარ -არც ზარებს -ბოდიში -მანერვიულე -მახარებს იმის მოსმენა რომ ჩემზე ნერვიულობდი - ათასი რამე ვიფიქრე, იცი როგორ შემეშინდა-თვალებში ცრემლები ტბასავით დაგუბდა და არავინ უწყიდა როდის გადმოვიდოდა კალაპოტიდან. -მაპატიე - დავფიქრდი და მივხვდი რომ შენს შესახებ არაფერი ვიცოდი -ყველაფერს მოგიყვები - ერთადერთი რაც ვიცი შენი ტელეფონის ნომერი და ბინის მისამართია -სახელიც - ვრეკავდი და არ მპასუხობდი, შემეშინდა -კარგი რა ლიზა რისი შეგეშინდა -იცი შეთან ბინაში მოსვლა ვერ გავბედე, შემეშინდა რომ იქ არ დამხვდებოდი- ცრემლებმა საბოლოოდ მაინც დააღღიეს კალაპოტი და უმისამართოდ დაიწყეს სვლა -ამის დედაც არ იტირო გთხოვ, ჩემს გამო არ იტირო -ასე თუ გაუჩინარდები და მე შენს პოვნას ვეღარ შევძლებ...- სიტყვის თქმასაც კი არ მაცლის დღეს უკვე მეორედ აგემოვნებს ჩემს ბაგეებს. თითოს ამ კოცნით ცდილობს წაშალოს ყველა ნეგატიური ფიქრი ჩემი გონებიდან და გამოსდის კიდეც. ცერა თითებით მიუყვება ცრელმების ნაკვალენს და ნელნელა შლის მათ -რამდენადაც მახარებს იმდენადვე მტკენს გულს შენი სიტყვები, მანქანაში ჩაჯექი და ცოტა დამშვიდდი-მის ნება სურვილს დავყევი. მანქანის უკანა სავარძელზე დავიჭირე ადგილი თავი მის მზარზე მოვათავსე და ასე განვაგრძეთ გზა, -მაპატიეთ წეღანდელი ჩემი საქციელის გამო, მეგონა რომ მითვალთვალებდით, ძალიამ მრცხვენია -ახლაღა გამახსენდა ის სიტყვები რას გაბრაზებულზე მძღოლს ვუთხარი და მაშინვე ბოდიში მოვიხადე -არაუშავს ახალგაზრდა ქალბატონო, თქვენს ადგილას ყველა ასე იფიქრებდა -სად მივდივართ- ვეკითხები როდესაც ქალაქს ვცდებით -გიტაცებ-ამბობს და მძღოლს რაღაცას ანიშნებს ისიც მაშინვე ქუჩის კუთხეში აჩერებს მანქანას და ტროტუარს მიუყვება. იუჯინი საჭესთან ჯდება და მანიშნებს მის გვერდით დავიკავო ადგილი -იუჯინ სად მივდივართ -ცოტაც მოიცადე და ნახავ-მეუბნება და მანქანას წყვეტს ადგილიდან. ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანას ერთ-ერთი პარკის წინ აჩერებს. საბარგულიდან დიდ ჩათას იღებს, მანქანის კარებს მიღებს გადმოსცლაში მეხმარება და ერთად მივუყვებით გზას პარკისაკენ. რაც უფრო ღრმად შევდიოდით მით უფრო მომწონდა გარემო, დავინახე საკემპინგო ადგილები და ამან ნამდვილად გამახარა თან იმდენად რომ სახეზეც შემეტყო, სერიალებში მრავლად მაქვს ისეთი სცენები სადაც შეყვერებული წყვილები ასეთ გარემოში ატარებდნენ დროს, ხშირად მიოცნებია ასეთ მომენტზე, რას ვიფიქრებდი თუ ამოხდებოდა, მაგრამ ერთი განსხვავებაა ჩემი და იუჯინის ურთიერთობას სახელი არ აქვს, არვიცი ვინ ვარ მისთვის რას გრძნობს ჩემს მიმართ, ეს რომ მახსენდება სევდა ისადგურებს ჩემში. -ძალიან ლამაზია-აღმომხდა ადგილზე მისულს -ერთი დღით ჩვენს განკარგულებაშია-ამბობს და ზურგიდან მეხუტება -არაფერი არ წამომიღია -მე ყველაფერი მოვამზადე-ჩანთაზე მიმითებს -ანუ დაგეგმილი გქონდა ყველაფერი -მინდა შენთან მეტი დრო გავატარო-ამბობს და ლავიწის ძვალთან მიტოვებს კოცნის კვალს. მტოვებს გულაჩარებულს, გაბრუებულს, თვითონ კი ჩანთიდან ნივთების ამოლაგებას იწყებს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იუჯინმა ყველაფერი გააკეთა, კოცონი დაანთო, ხორცი შეწვა, ბარგი ამოალაგა სადაც ჩემთვისაც ყოფილა განკუთვნილი ნივთები. მესიამოვნა. აშკარად დიდი ხანი გეგმავდა ამ ყველაფერს. უკვე კოცონთან მყოფი ვუყურებდი მას როგორ უნათებდა ცეცხილს ალის სახეს და ორმაგად მიპყრობდა სევდა: გულს მიღრღნიდა კითხვები: ვინ ვარ შენთვის? რა ურთიერთობა გვაქვს? ცხოვრებაში პირველად კითხვის დასმას ვერ ვბედავ რადგან პასუხის გაგების მეშინია, -ლიზა კარგად ხარ?-როგორც ჩანს არ გამორჩენია მასაც ჩემი უხასითობა -არ ვიცი -არ მოგწონს აქაურობა? ისე წამოგიყვანე შენთვის აზრიც კი არ მიკითხავს, თუ არ მოგწონს შეგვიძლია დავბრუნდეთ -ასე არაა. ყველაფერი იდეალური მომწონს აქ ყოფნა და ესეც რომ არ იყოს შენთან ერთად ყოფნა მომწონს -მაშინ რა ხდება? -აქ ვართ ჩვენ ორნი მარტონი, გარედან ყველაფერი ისე ჩანს თითქოს შეყვარებული წყვილი დროის გასატარებლად ამოვიდა აქ, რეალურად კი არ ვიცი შენთვის ვინ ვარ, არ ვიცი ჩვენს ურთიერთობას რა ჰქვია? ეს ყოველივე კი მაწუხებს -რა საჭიროა ყველაფრისთვის სახელის დარქმევა ისედაც ნათელი არ არის რას ვგრძნობ შენს მიმართ -არ ვიცი რას გრძნობ და თუ არ მეტყვი ვერც ვერასოდეს გავიგებ -მეგონა სიტყვებზე მეტად ქმედებები გამოხატავდა გრძნობებს -რომელი ქმედებები? მოულოდნელად რომ უჩინარდები და როცა მოგინდება მაშინ გამოჩნდები, ტელეფონს არასდროს პასუხობ რეკავ რამოდენიმე სიტყვას მომიგდებ და ისევ კიდებ ყურმილს, შენ შესახებ არაფერს მიყვები, ეს არის შენი ქმედებიბი? გინდა გითხრა რას მაფიქრებინებს ეს ყოველივე? -მითხარი -მაფირებინებს რომ ჩემთან ერთობი რომ შენი მორიგი გასართობი ვარ რომელიც ერთ დღეს მოგბეზრდება და გადააგდებ როგორც გაფუჭებულ სათამაშოს. ვფიქრობ რომ ისევ გაუჩინარდები და ეს ისევ სამუდამო იქნება. -ლიზა მე... -იცი ყველაზე მეტად რა მაწუხებს, ვიცი რომ ეს ურთიერთობა ტკივილს მომაყენებს მაგრამ მაინც ვაგრძელებ -ერთხელ უკვე გითხარი არ და ვერ დაგთმობ -სულ ეს არის რისი თქმაც გინდა? მაშინ ჯობია აქ გავჩერდეთ- ვამბობ და სკამიდან ვდგები -ლიზა ხვდები მაინც რას ამბობ -კი, ჯობია წავიდე ბოიში რომ კარგი დროის გატარება არ გამოგვივიდა -გგონია ასე უბრალოდ წახვალ -არც კი სცადო ჩემი შეჩერება-ტელეფონს ვიღებ და გასასვლეისკენ მივდივარ, გული მწყდება ალბათ ტაქსს გამოვიძახებ და სახლში დავბრუნდები -ლიზა არ წახვიდე-მესმის იუჯინის ხმა მაგრამ უკვე გადავწყვიტე-ლიზა გთხოვ მომისმინე -უკვე გვიანია-უკან არც კი ვიხედები -ლიზა ჩემთვის გასართობი არასდროს ყოფილხარ-ვგრძნობ როგორ მომყვება ფეხდაფეხ -ნუ მომყვები -არასდროს მიფიქრია რომ ოდესმე მომბეზრდები -გგონია დაგიჯერებ-მივდივარ ჩქარი ნაბიჯებით და უკან მომყვება ისიც ნელნელა უფრო ახლოდან მესმის მისი ხმა -ვიცი რომ გინდა დამიჯერო -ეს არაფერს ცვლის -პირველად რომ გნახე შენი თვალები შველას ითხოვნდენ არ კი ვიცი რატომ დაგეხმარე, ასე არასდროს მოვქცეულვარ, მაშინ შემეძლო იქ იმ ბარში დამეტოვებინე მაგრამ ვერ შევძელი, ერთი გამოხედვით მომაჯადოვე -არ გინდა -ვფიქრობდი რომ იცოდი ვინც ვიყავი და უბრალოდ მსახიობობდი მაგრამ ისეთი ბავშვური იყავი მთვრალი სისულელეებს ტიტინებდი მომინდა მთელი ცხოვრება მესმინა შენთვის, თავს ძლისვს ვიკავებდი რომ არ გამეცინა. -ყველაფერთან ერთად სააცილოც ვყოფილვარ -ჩემთან წაგიყვანე, შუაღამისას ისევ შენმა ტირილის ხმამ გამაღვიძა დედას ეძახდი, მაშინ ბოლომდე დავრწმუნდი რომ შენ ტყუილს ვერ იტყოდი შენ მსახიობობა უბრალოდ არ შეგეძლო -გონებას ნუ მირევ -დილით ისე წახვედი არაფრის თქმა არ მაცალე, შენი ნახვა ისევ მინდოდა და ჰოი საოცრებავ დამლაგებელმა ჩემს ოთახში შენი საყურე იპოვა, ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა. -მისამართი საიდან გაიგე -შენ შესახებ ყველაფერი ვიცი დრო რომ მოვა ყველაფერს მოგიყვები -დრო მიდის იუჯინ და იქნებ ეს უკანასკნელი შანსია ყველაფრის გამოსწორების -არ შემომხედავ? -არა -ამდენად გძულვარ -მეშინია რომ დამიყოლიებ -რატომ აჭიანურებ იმას რაც გარდაუვალია? -შემეშვი -ჩემგან გაქცევას თუ აპირებ სწორი მიმართულებით მაინც წადი -რაა -ეგრე ჩქარა თუ გააგრელებ ტყის სიღრმისკენ წასვლას მგლების ლუკმა გახდები -იმედია ხუმრობ-ელვის სისიწრაფით ვტრიალდები და იუჯინის თვალებს ვეჩეხები -როგორც იქნა შემომხედე -მატყუარავ-მისი დაჟინებული მზერა ფიქრის უნარს მაკარგვინებს -ლიზა იცი მე ავად ვარ-იწყებს ამბის მოყოლას ისე რომ მზერას არ მაშორებს თითქოს მაკვირდება თითოს უნდა ჩემს თვალებში რამე ამოიკითხოს -იუჯინ რას ამბობ?-მიტყდება ხმა -ხო მძიმედ ვარ ავად, ერთი თვის წინ დამისვა ექიმმა დიაგნოზი -რა დიაგნოზი?-სხეულში სიცივე ვიგრძენი შიში რომ იწვევს ისეთი -მითხრა რომ ჩემი დაავადება განუკურნებელია და შეიძლება მოვკვდე -განკურნების რაიმე შანსი უნდა არსებობდეს, ოცდამეერთე საუკუნეა მედიცინა განვითარდა ყველაფერი კარგად იქნება- ცრემლებს ვეღარ ვაკავებ -არ არსებობს - ექიმმა რა დიაგნოზი დაგისვა ? -თქვა რომ ჩემს ავადმყოფობას სიყვარული ჰქვია - შეუძლებელია განკურნების გზა..... მოიცა რა დიაგნოზი მითხარი?-ახლაღა ვიაზრებ გაგონილს -მიყვარხარ -...............-მეტყველების უნარს ვკარგავ, მოსმენილის გაზრებას ვიწყებ და სახეზე ბედნიერება მესახება -ექიმმა მითხრა რომ ჩემი ავადმყოფობა განუკურნებელია, სასიკვდილოც, თუმცა სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ სამუდამოდ ჩემს გვერდით იქნები. -იდიოტო, ერთუჯრედიანო არსებავ, იცი მაინც როგორ შემაშინე.. ავად ვარ არც კი ვიცი რა ვთქვა-ვამბობ და მუშტებს ვარტყამ მკერდზე -არაფრის თქმა არ არის საჭირო უბრლოდ ჩემს გრძნობებში ეჭვი არ შეიტანო და ეგ პეპლები რომლებიც ჩემი დანახვისას ჩნდებიან არსად გააქრო -პეპლები დიდი ხანია გამიქრნენ ჩემს ცხოვრებაში ერთი ბაყაყი გამოჩნდა და იმან გადაყლაპა ყველა -გინდა თქვა რომ ბაყაყი ვარ? -დიახაც -თუ მაკოცებ პრინცად გადავიქცევი-ამბობს და ჩემს ბაგეებს ისაკუთრებს. -სად არის პრინცი?-ვამბობ როგორც კი ჩემს ტუჩებს შორდება -შენს წინ -მე ბაყაყის გარდა ვერაფერს ვხედავ -მგონი დაბრმავდი -შენი სიყვარული მაბრმავებს-ვხედავ როგორ უნათდება სახე და თვალებში ჭინკები უჩნდება -მაშინ მე სამუდამოდ ბრმა ვყოფილვარ -მიყვარხარ იუჯინ და რაც დრო გადის უფრო და უფრო მიყვარდები-ვეუბნები სახის ყველა მიმიკა ეცვლება. მიუხედავად იმისა რომ ქმედება უფრო ბევრს ამბობს ვიდრე სიტყვები ხანდახან ნათქვამ სიტყვებს ქმედებებზე დიდი ძალა აქვს. არავის უნდა წაართვა ეს ბედნიერება. -ახლა ვხვდები-ამბობს და შუბლზე მკოცნის -დავბრუნდეთ კოცონთან- სახეს ღიმილი მიმშვენებს. ტელეფონის ზარის ხმის გაგონებაზე მოულოდნელობიგან შევხტი ტელეფონს ჯიბიდან ვიღებ -ვინ გირეკავს? -თეჯუნი -არ უპასუხებ -კი-ყურმილს ვიღებ და მესმის თეჯუნის ხმაც -ლიზა სად ხარ? -კლუბში-ვამბობ ტყუილს -მუსიკის ხმა რომ არ მესმის -გარეთ გამოვედი-მიკვირს თეჯუნის ასეთი დაინტერესებდა წინაზე არც კი დაურეკავს -გინდა მოგაკითხო და სახლში წამოგიყვანო -არა მადლობა დღეს სახლში დაბრუნებას არ ვაპირებ -რას გულისხმობ -იმას რომ ახალგაზრდა ვარ და გართობა მინდა -კარგი მაპატიე, კარგი გართობა- ამბობს და ყურმილს კიდებს -ანუ გართობა გინდა? -იუჯინ -საინტერესოა ჩემს გამოჩენამდე კლუბებში როგორ ერთობოდი-ამბობს და ყელში მიტოვებს კოცნას -არ მითხრა რომ ეჭვიანობ -არა უბრლოდ სიბრაზე მიპყრობს, მინდოდა მე ვყოფილიყავი ის ვინც შენს სხეულს პირველად დააგემოვნებდა-საუბრის პარალელურად ხელებს მაისურის ქვეშ მიცურებს და მკერდისკენ მიუყვება, აქ ჩერდება კიდეც -იუნჯინ დავბრუნდეთ უნდა ავღნიშნო რომ კორეა თავისი საკემპინგო ადგილებით ძალიან გამოირჩევა ამას ერთვება ორიგინალურობაც. ფურგონის სტილის ოახი საწილით და აბაზანით საოცრად ორიგინალური იყო. ფურგონთან დაბრუნებული ვახშამს მივირთმევთ იუჯინი კოცონს აქრობს ყველაფერს ალაგებს და დასაძინებლად ვწვებით -საწოლი ძალიან პატარაა- -მე არ მაწუხებს-ამბობს და იღიმის -ბალიში მომაწოდე -შეგიძლია ჩემი ხელი გამოიყენო ასე ერთმანეთთან უფრო ახლოს ვიქნებით -იდიტი ხარ-ვეუბნები და ბალიშს ვაცლი მეორე მხარეს ვტრიალდები და ზურგს ვაქცევ -ასე არ გამოვა-ვგრძნობ როგორ მიცურებს ხელს მუცელზე და თავისკენ მიზიდავს, ბალიშს სადღაც სიბნელეში ისვრის და მის ხელზე მადებინებს თავს -დილით დაბუჟებულ ხელზე არ იწუწუნებ იმედია -დილამდე დიდი დროა-ამბობს და ზემოდან მექცევა -იუჯინ რას აკეთებ -თუ მეტყვი რომ არ გინდა გავჩერდები-ამბობს და ჩემს ტუჩებს აგემოვნებს, მისი კოცნა თანდათან უფრო მომთხოვნი ხდება, მაისურს მხდის და კოცნით მიუყვება გზას ჯერ ყელისკენ შემდეგ მკერდთან ინაცვლებს, საბოლოოდ ჭიპთან ჩერდება, შარვლის ღილს ხსნის და შარვალსაც იგივე ბედი ეწია რაც მაისურს -იუჯინ -ახლა თუ არ შემაჩერებ, მერე თავის გაკონტროლებას ვეღარ შევძლებ -შენს შეჩერებას არ ვცდილობა, კოცნა კიდევ მინდა- მაღლა ვიწევი ხელებს თმაში ვუცურებ და ახლა მე ვკოცნი. -ლიზა შენ..-სიტყვის დასრულებას არ ვაცლი მაისურს ხელის ნაზი მოძრაობით ვხდი -ასეთ სხეულს მალავდი-უმისამართოდ დავატარებ ხელებს მის სხეულზე -საბოლოოდ აივსო ჩემი მოთმინების ფიალა შესანიშნავი ღამე გავატარე, საყვარელ ადამიანთან ერთად და არცერთი წამით არ ვნანობ მომხდარს, მისი ნაზი შეხებიდან მივხვდი რომ მიხვდა ჩემთვის ეს ყველაფერი პირველი რომ იყო. დილით მის მკლავებში გაღვიძებულმა უდიდესი ბედნიერება ვიგრძენი . სულ სხვა შეგრძნებაა თვალებს რომ ახელ და პირველი მას ხედავ ვინც სიგიჟემდე გიყვარს. მარჯვენა ხელს მის სახეზე ვანაცვლებ და თითებს დავატარებ ჯერ ცხვირზე მერე ტუჩებზე ნიკაპზე ყელში -ვატყობ მეორე რაუნდიც იქნება-მოულოდნელა ახელს თვალებს -მეგონა გეძინა -მეძინა სანამ შენი შეხება არ ვიგრძენი -ბოდიში -შეგიძლია დანაშაული კოცნით გამოისყიდო -ჩემს საკუთრებაზე შეხება დანაშაულია ? -ანუ მე შენი საკუთრება ვარ? -ეს სახე თვალებუ ტუჩები სხეული და თავად შენც ჩემი საკუთრება ხარ -წინააღმდეგი არ ვარ-ამბობს და იცინის მისი სიცილი იმდენად გულწრფელია თვალებს ვერ ვაშორებ, ვაშტერდები. მიუხედავად იმისა რომ არ მინდოდა მოგზაურობის დასრულება ორივე ჩვენს ცხოვრებას უნდა დავბრუნებოდით. სეულისკენ მიმავალ გზაზე არცერთს ამოგვიღია ხმა ყველაფერი ისედაც ნათქვამი იყო. მისი მზერა ამობობდა ყველაფერს და ხელი რომელიც მთელი გზა ჩემს ფეხზე ქონდა უსირცხვილოდ მოთავსებული. ********************************* დრო თვალსა და ხელს შუა გაიპარა. იუჯინი ისევ გაუჩინარდა შეიძლება მიწამაც კი ჩაყლაპა. არ ვიცი რას შვრება, რას აკეთებს, ვინ არის ისიც კი არ ვიცი, ერთადერთი ის ვიცი რომ გულის კარი გავუღე და უზომოდ შევიყვარე. ჩემი საქრთველოში დაბრუნების დრო ახლოვდებოდა. მინდოდა მისთვის მეთქვა რომ სამუდამოდ კორეაში დარჩენა არ შემეძლო მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. წასვლის წინა საღამოს დედაჩემი ისე დამესიზმრა ამჯერადაც გაქცევას მთხოვდა, დუმდა და ლოყებს ცრემლები უსველებდა. მისკენ მივდივარ და მთელი ძალით ვეხვევი, მისი სილუეტი არ ქრება თავზე მკოცნის და ნაზად მეფერება -„დე მომენატრე“ -„ჩემთან წამოსვლა ასე რატომ გეჩქარება“ -„უთქვენობით დავიღალე, მარტოობისთვის როგორ გამიმეტეთ“ -„ჯერ ადრეა, აქ არ მოხვიდე, გაიქეცი.-ეს სიტყვების გაგონებასღა ვახერხებ ყურებში საშინელი ხმა რომ ჩამესმის მეღვიძება და ვაცნობიერებ რომ ეს ჩემი მაღვიძარას ხმაა. ტელეფონს ვამოწმებ მაგრამ ამაოდ იუჯინს ისევ არ დაურეკავს საბოლოოს შეტყობინებას ვუგზავნი რომ დღეს სამშობლოში ვბრუნდები, და აეროპორტში დაველოდებოდი. საწოლიდან ვდგები შხაპს ვიღებ და ბარგის ჩალაგებას ვიწყებ. -ლიზა ყველაფერი ჩაალაგე-ოთახში შემოდის თეჯუნი -კი ყველაფერი -ბარგს ჩაგატანინებ -მადლობა -ძალიან მწყინს რომ გვტოვებ ამ სამი თვის განმავლობაში ძალიან შეგეჩვიეთ-ცრემლებად იღვრება დეიდა იუნა -კიდევ გესტუმრებით გულს არ დაგწყვეტთ, -ჩემო გოგო ღმერთმა ინებოს, სანამ წახვალ რამე მიირთვი- საჭმელი მართლაც გემრიელი იყო მაგრამ საკმაო მარილიანი მოსვლია, წყლის ერთი ბოთლი მაინც დავცალე ალბათ -მადლობა მასპინძლობისათვის თბილი კერძებისთვის და იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოხატეთ. -მოგვენატრები -მეც ძალიან მომენატრებით -ლიზა ტაქსი მოვიდა -წავიდეთ-ვეუბნებიდა ტელეფონის ეკრანს ისევ ამაოდ დავცქერი. ნეტავ რას იგრძნობს როცა გაიგებს რომ წავედი, გაბრაზდება? მოვენატრები? რას გააკეთებს როცა ვეღარსად ვეღარ მიპოვის. მინდა აქ იყოს მინდა მისი ძლიერი მკლავები მომხვიოს, მინდა მისი სურნელით გავივსო ფილტვები, და ეს ამოუხსნელი გრძნობა რომელიც სიზმრიდან გამომყვა სადღაც გაქრეს. მინდა მისი თბილი ხელების შეხებას ვგრძნობდა, ძალიან ბევრი მინდა დამიგროვდა. ყველას ვემშვიდობები თეჯუნი ბარგს საბარგულში დებს ტაქსისტს ფულს აწვდის და რაღაცას ეუბნება სავარაუდოდ მისამართს კარნახობს. ტაქსიში ვჯდები ყველას ხელს ვუქნევ და აეროპორტისკენ იძვრება მანქანა. ათი წუთის გასვლის შემდეგ ძილი შემომაწვა, იმდენად ძლიერად რომ თვალის გახელას ძლივს ვახერხებდი, ასე არასდროს ვყოფილვარ. საბოლოოდ გადავწყვიტე აეროპორტამდე მაინც მომეხუჭა თვალი და ძილს მივეცი თავი. სწორედ აქ დავუშვი შეცდომა. გონს რომ მოვედი ადგილი სადაც გამეღვიძა აეროპორტი სულაც არ ყოფილია. ირგვლივ ყველფერი პარკებით იყო დაფარული, კედლებზეც კი იყო ჩამოფარებული. გამოძრავებას ვერ ვახერხებდი, საწოლზე ვიყავი მიბმული ხელები და ფეხები მჭიდროდ მქონდა შეკრული, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, თავი სიზმარში მეგონა მაგრამ ვაი რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილა. ოთახის კარი რომ გაიღო და იუნჯე შემოვიდა იმედი მომეცა -იუნჯე შენ ხარ გთხოვ დამეხმარე-ვევედრები შეშინებული -რა გულუბრყვილო ხარ ლიზა- სახეზე საზარელი ღიმილი ესახება -იუნჯე რას ამბობ, მოდი ხელები გამიხსენი -ეს რატომ უნდა გავაკეთე -ახლა ამის დრო არ არის იუნჯე -გინდა რაღაცას გეტყვი, ხელებს ვერ გაგიხსნი რადგან ისინი მე შეგიკარი -მატყუებთ ხომ, სადმე კამერაა და იღებთ -ზედმეტი კითხვებით ნუ გამოიტენი თავს -ამას რატომ აკეთებ, -არაფერი პირადული ძვირფასო, -ჩემგან რა გინდა, თეჯუნმა იცის ამას რომ აკეთებ ? -თეჯუნია ის ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა -მატყუებ -ისედაც მალე მოკვდები და რატომ უნდა მოგატყუო -ამის თქმა როგორ შეგიძლია -გაკეთებასაც ვაპირებ-ამბობს და დანას იღებს ხელში, შიში მეპარება სხეულში და ერთიანად მტეხს -რატომ? რა დაგიშავე -ხომ გითხარი არაფერი პირადული ჩვენ უბრალოდ ის გვჭირდება რაც შენ გაქვს, „გული“, შენ უნდა მოკვდე რომ სხვამ იცოცხლოს-ამბობს და მარცხენა მზარეს მკერდთან მადებს დანის პირს -ვინ ხარ რომ წყვეტ ვინ უნდა მოკვდეს და იცოცხლოს - ტირილი მინდა ხმამაღლა ყვირილი მინდა მინდა რომ გავწყვიტო თოკები რომლებიც მიჭერს და მოძრაობის საშუალებას არ მაძლევს გაქცევა მინდა, აი თურმე რას ნიშნავდა ჩემი სიზმრები, საიდან უნდა მცოდნოდა. -სიმართლე გითხრა თავდაპირველად შენთან მიმართებაში არაფერს ვგეგმავდით, მაგრამ შენი მდგომარეობის შესახებ რომ გავიგე აზრი შევიცვალე, ლიზა დაფიქრდი არავინ გყავს, არც ოჯახი არც მეგობრები, არავის სჭირდები, არავინ გჭირდება, მარტოსული ხარ. არავის ანაღლებს რა დაგემართება, რა აზრი აქვს შენს სიცოცხლეს? რომ მოკვდე არავინ მოგიკითხავს? , პოლიციაშიც კი არავინ დარეკავს. იდელური შანსი ხარ. შენს გულს მას მივცემთ ვისაც სიცოცხლე უნდა, ვისაც ოჯახი ელოდება, ვისი შვილებიც ენით აღუწერელ ტკივილს გრძნობენ და ცხოვრებას აკურთხებენ რადგან ვერაფრით ეხმარებიან ადამიანს რომელიც სიცოცხლეს ურჩევნიათ, ვერაფერს ახერხებენ რომ მისი თავი გამოგლიჯონ სიკვდილს-ვუსმენდი მას და ლამის მართლა დამეჯერებინა მისი სიტყვების სისწორე, ვხედავდი მის სახეს და ვხვდებოდი რომ ჩემს წინ გიჟი იდგა დანით ხელში და კაცმა არ იცის როდის მომისპობდა სიცოცხლეს. -საკუთარ გულს რატომ არ მისცემდი მათ -ეს რომ გაავაკეთო აღარავინ დარჩება ვინც ჩემს საქმეს გააგრძელებს, კიდევ უამრავი ადამიანი მოკვდება გულის მოლოდინში კიდევ უამრავ ადამიანს მოკლავს ეს დამპალი სისტემა, უამრავ ბავშვს გაწირავს -და ამ ყველაფრით ყველას მაინც ვერ შველი, სისტემას მაინც ვერ ანგრევ -მათ მაინც დავეხმარები ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებეელია -ამ ყველაფერში რამდენს იღებ -ძალიან ბევრს -ანუ ამას სხვისთვის კი არა საკუთარი ჯიბის გასასქელებლად აკეთებ -ორივე მხარე მოგებული რჩება - ასე ვერ მომკლავთ, ასე არ შეიძლება, ეს მე არ უნდა დამემართოს, მე ხომ გენდეთ, გული გაგიხსენით. შეშლილი ხარ - მთელს ოთახში ვრცელდაბა მისი საზარელი სიცილის ხმა -სამწუხაროა რომ მე არ შემიძლია გული ამოგაცალო, არ მინდა რამე არასწორად გავაკეთო, ამიტომ შეგიძლია დატკბე სიცოცხლის რამოდენიმე წუთით თეჯუნის მოსვლამდე. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, გონებას მაინც არ სჯეროდა რომ ეს აღსასრული იყო, არ მჯეროდა რომ ჩემი ცხოვრება ასე უნდა დასრულებულიყო, იმის გააზრება რომ სულ რამოდენიმე წუთში არსებობას შევწყვეტდი სასოწარკვეთაში მაგდებდა, სიკვდილის მეშინოდა, არ მინდა აქ მოვკვდე, არ მინდა მისი ხელით მოვკვდე, მეშინია, ეს ოთახი მაშინებს, ყველგან დანებია, არ მინდა მეტკინოს, ტკივილის მეშინია, ამაოდ ვცდილობ ხელების გათავისუფლებას. ახლა ყველაფერი ამაოა. დე მაპატიე ვიცი არ გინდოდა ასე სწრაფად მოვსულიყავი შენთან მაგრამ გაქცევა არ შემიძლია, დე მეშინია, შენი ჩახუტება მინდა, ძალიან მეშინია, -მკვლელი ხარ, არაფრით ხარ ნაკლები მათზე ვინც დედაშენი მოკლა -დედაჩემს ნუ ახსენებ-ეცვლება გამომეტყველება -რატომ მათ ისე მოკლეს დედაშენი როგორ შენ ჩემს მოკვლას აპირებ თითიც კი არ აკანკალებიათ-არვიცოდი ამას რატომ ვაკეთებდი ალბათ იმიტომ რომ ყველანაირი იმედი დავკარგე -ლიზა ხმა ჩაიგდე-ყვირილზე გადადის -იცი რაა? არამგონია დედაშიენს ესიამოვნოს ის რასაც აკეთებ, ალბათ ახლა გიყურებს და შენი რცხვენია-ვიცოდი რომ ამ სიტყვებით ვაღიზიანებდი მაგრამ ჩემთვის უკვე სულ ერთი იყო, თუ სიკვდილი გარდაუვალი იყო მერჩივნა ეს რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო რადგან მის მოლოდინში გატარერული ყოველი წუთი საშინელი იყო ჩემთვის, - კრინტს თუ დაძრავ ენას ამოგაცლი, მაინც არაფერში გჭირდება- სახეზე სიმწრის ღიმილი დასთამაშენს, მაგრამ მე გაჩერებას არ ვაპირებ ბედს უკვე დავნებდი -დედაშენს შენზე მოვუყვები, ალბათ გული ძალიან ეტკინება, მისი პატარა იუნჯე რომლისთვისაც ყველაფერი კარგი უნდოდა მკვლელად იქცა. -ამის დედაც გაჩუმდი ხმა ჩაიკმინდე არაფერი თქვა- ორივე ხელს ყელში მიჭერს ძლიერად, ვერაფერს ვგრძნობ, -დე...დაშენი შენ მოკ...ალი-ნაწყვეტ ნაწყვეტ ვახერხებდი სიტყვების თქმა, ეს ალბათ იმაზე უმტკივნეულო სიკვდილია რაც წინ მელოდა -გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს -ახლაც კლავ-ძლივს ვამბობ სიტყვას, ვგრძნობ როგორ აღარ მყოფნის ჰაერი, სტუილად ვცდლობ ხელ ფეხის გამოძრავებას, მინდ მოვიშორო მისი ხელები, სიცოცხლემინდა, ჰაერი მინდა, ვხვდები რომ ბოლო წამებიღა დამრჩა და ეს არის „სიცოცხლის უკანასკნელი გაბრძოლება სიკვდილთან“. მობილურის ზარის ხმა აღწევს ყურამდე, უინჯე მოულოდნელად ხელს მიშვებს და ტელეფონისკენ მიდის. მთელი ძალით ვივსებ ფილტვებს ჟანგბადით და საშინელი ხველა მიტყდება. წყალი მინდა, გონება ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს მომხდარს ჰაერის ნაკლებობის გამო. -თეჯუნ სად ხარ? რას ქვია მოსვლას ვერ ახერხებს, სხვა ვინმე იპოვე, რაც შეიძლება სწრაფად, ამის დედაც არ მიყვარს გეგმას რომ ცვლი, კარგი მოვდივარ -ამბობს და ყურმილს კიდებს მერე კი ჩემსკენ ტრიალდება-გაგიმართლა ღმერთმა სიცოცხლის კიდევ ერთი დღე გაჩუქა დატკბი ამ დღით, ამბობს და ოთახიდან გადის. კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიყო აქ, ნეტავ რა მელოდება, ალბათ წამებით მომკლავენ. ჩემს ორრგამოებს გაყიდიან დანარჩენს კი ცხოველებს მიუგდებენ, დამპალო ღორებო ეს როგორ უნდა შეგრჩეთ. ასე როგორ უნდა იცხოვროთ ეს ცოდვა როგორ უნდა ზიდოთ, ვინ იცის ჩემს მსგავსად რამდენი ადამიანი გაწირეს, ვინ იცის კიდევ რამდენს გაწირავენ, მერე ალბათ წავლენ და სისხლლიანი ფულით ცხოვრებას აიწყობენ. -ნაბიჭვრებო, ეს არ შეგრჩებათ, ვინმე იძიებს შურს თქვენზე,-ხმამაღლა ვყვირი, ტირილი მინდა მაგრამ არ შემიძლია, ვერ გეტყვით სიტყვებით ვერ გადმოგცემთ როგორ დაღამდა და შემდეგ გათენდა კიდეც ჩემთვის, თვალი არ მომიხუჭავს დაძინები ს მეშინოდა, ძილში სიკვდილი არ მინდოდა, ვიცოდი რომ საშინელი სიკვდილი მელოდა მაგრამ მისი ნახვა მაინც მინდოდა. ნაბიჯერბის ხმამ მამცნო რომ მარტო არ ვიყავი და აღსასრული ახლოს იყო, კარის გაღების ხმაზე ინსტიქტურად დავხუჭე თვალები არ მინდოდა ჩემი ჯალათების დანახვა. - გთხოვ არ გინდა, გამიშვი არავის არაფერს ვეტყვი, აქ აღარასდროს დავბრუნდები, შემს ქვეყანაში დავბრუნდები და ყველაფერი ამით დასრულდება, გთხოვ -მიტყდება ხმა -ერთხელ უკვე გითხარი ვერ დაგთმობ, არ შემიძლია-მესმის ნაცნობი ხმა და მაშინვე ვახელ თვალებს -იუჯინ-ამის თქმასღა ვახერხებ და თვალები ცრემლებით მევსება აქამდე ნაგროვები ყველა ცრემლი ერთიანად მოაწვა ჯებირებს და დაანგრია ისინი, ვტიროდი და გაჩერება არ შემეძლო -დამშვიდდი ყველაფერი დამთავრდა მე აქ ვარ-ხელებს მიხსნის ძლიერად მეხვევა -ძალიან შემეშინდა-პატარა ბავშვივით ვიყავი მის მკლავებში მოქცეული და ერთადერთი რაც შემეძლო ტირილი იყო. უიჯინს ხელში ავყავარ გასასვლელისკენ მივდივართ. გარეთ გასული ყველაფერს სხვა თვალით ვხედავდი, არ მეგონა ოდესმე ცის დნახვას თუ ისევ შევძლებდი. არ ვიცი სად მივყავარ რა მოხდება მაგრამ მის გვერდით აღარაფრის მეშინია. მანქანა დიდ ჭიშკართან გაჩერდა კარი გაიღო და შემდეგ გამოჩნდა კიდეც სამ სართულიანი მდიდრული სახლი, უდრო სწორად სასახლე -იუჯინ სად ვართ -ჩემს სახლში აქ მშვიდად დასვენებას შეძლებ, ექიმი გველოდება გაგსინჯავს და მერე მშვიდად დაძინებას შეძლებ. ექიმმა გამსინჯა რაღაც აბები დამალევინა და გავითიშე. ერთიანად გადავეშვი სიზმრების სამყაროში. ისევ დედაჩემი დამესიზმრა, ეს უკანასკნელი წინა სიზმრებს არაფრით გავდა. ახლა დედაჩემი იღიმოდა, მიღიმოდა ისე როგორც ბავშვობაში როცა ჩემით ამაყობდა. მინდოდა ისევ ჩავხუტებოდი მაგრამ არ დამაცადა, გაუჩინარდა. -ისევ ტირიხარ, ნეტავ იცოდე რას ვგრძნობ შენი ცრემლების დანახვისას-ძილბურანში მყოფს მესმის იუჯინის ხმა და თვალების გახელას არ ვჩქარობ- ნეტავ იცოდე რა ვიგრძენი როცა შეტყობინება ვნახე, მიდიოდი ჩემგან და ჩემი ცხოვრებიდან მიდიოდი, ბრაზი მომაწვა, საშინლად გავბრაზდი, მინდოდა ჩემთან წამომეყვანე და სახლში გამომეკეტე აქედან წასვლა რომ არ შეგძლებოდა. რა მოგიხერხო, იმაზე ფიქრი ჭკუილან მშლის რა მოხდებოდა შეტყობინება რომ არ მენახა და ვერ მომესწრო. ძალიან შემაშინე. -იუჯინ მაპატიე-ვამბობ და მთელი ძალით ვეხუტები- უთქმელად წასვლა არ მინდოდა მაგრამ შენთან დაკავშირება ვერ შევძელი, არ მპასუხობდი -აღარასდროს დავიკარგები -დამპირდი -გპირდები -რას მპირდები -გპირდები რომ აღარასდროს გადავიკარგები -კიდევ -არასდროს გამოვრთავ მობილურს -გააგრძელე -შენს ყველა ზარს ვუპასუხებ და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ყველასგან და ყველაფრისგან დაგიცავ თვით სიკვდილისგანაც კი -მპირდები? -გპირდები-ამბობს და შუბლზე მკოცნის -იუჯინ როგორ მიპოვე? -შენი შეტყობინება რომ ვნახე მაშინვე წამოვედი სასტუმროსკენ, იმედი მქონდა მოგისწრებდი, ზუსტად იმ მომენტში მოვედი ტაქსი რომ დაიძრა. უკან გამოყოლა გადავწტვიტე, მინდოდა გზა მომეჭრა ტაქსისთვის და გამეჩერებინა მაგრამ მოულოდნელად რაღაც მოხდა არ გახსოვს? -არა მხოლოდ ის ვიცი რომ გზაში საშინლად მეძინებოდა, ალბათ საჭმელში ან წყალში ძილის წამალი ჩამიყარეს გავითიშე -ქალაქის იმ ნაწილში სადაც კამერები არ იყო ტაქსის წინ მიმავალი სატვირთო გაჩერდა და ეს ტაქსიც ამ სატვირთოში შევიდა, შემდეგ კი სატვირთო დაიძრა. მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო. უკან შეუმჩნევლად გამოგყევით, დავინახე როგორ გაჩერდა სატვირთო, ისევ იქ სადაც კამერები არ იყო. სატვირთოდან ისევ გამოვიდა მანქანა. ის ისევ ის ტაქსი იყო აწ უკვე შავად გადააღებილი შეცვლილი ნომრებით. მანქანაში ერთი კაცი იჯდა. სატვირთოც და ტაქსიც სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ, რახან მანქანაში მძროლის გარდა ვერავინ დავლანდე ვიფიქრე რომ სატვირთოში იქნებოდი და სათვირთოს გავყევი უკან. შევცდი იქ არ იყავი. სატვირთოს მძღოლი ერთ ერთ გარეუბანში დავიჭირე და ჩემს ბიჭებს დავურეკე. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ყველაფერი მომიყვა მძღოლმა მათი გეგმის შესახებ. -ალბათ თავიდანვე გეგმავდნენ ყველაფერს დიდი სიფრთხილით -კიმ იუნჯე ყოფილ პოლიციელი და პროგრამოსტი, მისნაირ კაცს ეცოდინებოდ სად იყო განთავსებული კამრები გზის მარშრუტიც შერჩეული ჰქონდათ. თეჯუნი ბიჭებმა სახლიდან გამოსვლისას აიყვანეს. მასთან ისე მარტივად არ ყოფილა ყველაფერი როგორც მძღოლთან. საბოლოოდ გავიგე რომ შენ მოკვლა აპირებდნე რომ შენი გული გაეყიდათ, აზროვნების უნარი დავკარგე სისხლი პირდაპირ ტვინშო მომაწვა არვიცი რას ვიზამდი რომ არ გავეჩერებინე, თეჯუნის დახმარებით იუნჯეც მალევე დავიჭირეთ. -იმედია ორივე ციხეში ამოლპება -ციხე მათთვის სამოთხე იქნებოდა -იუჯინ ნუ მაშინებ -მე არაფერი გამიკეთებია, იუნჯე იმ მისამართზე მოვიდა რომელიც მივწერეთ. ამას ორი გასროლით მივხვდით, ერთმა ფანჯარა ჩაამტვრია მეორე კი თეჯუნს მოხვდა მიზანში საოცრად კარგად ისვრის, თეჯუნს ესროლა შუბლში და მიიმალა, ეს რატომ გააკეთა ვერ გეტყვი, მთელი ღამე შევალიეთ მის ძებნას საბოლოოდ ერთ ერთ ხრამში ვიპოვეთ ფეხ მოტეხილი ალბათ სიბნელის გამო გზა ვერ დაინახა და ჩავარდა. როგორც კი გავიგეთ სად იყავი მაშნვე შენკენ წამოვედი. დანარჩენი შენც იცი. - იუნჯე სადაა მინდა ვნახო -მკვდარია, ჩემი ბიჭებიდან ერთერთს იარაღი წაართვა მის გამო ბევრი დაიჭრა ბიჭები იძლებულნი გახდნენ მისთვის ესროლათ. ამ ორის სიკვდილით ყველაფერი დასრულდა არაფრის აღარ უნდა გეშინოდეს. ყველავერი ისე მოვაწყეთ თითქოს იუნჯემ თეჯუნი მოკლა რაც მართლა მოხდა შემდეგ კი თავი მოიკლა -დეიდა იუნა ალბათ ძალიან ნერვიულებს -თეჯუნი იუნას შვილი არ არის. ის მათ აშანტაჟებდა სიკვდილით ემუქრებოდა. იუნას და მის მეუღლეს შვილი არასდროს ყოლიათ. შვება იქნება მათთვის მისი სიკვდილის გაგება. -დაუჯერებელია, როგორ შეუძლია ადამიანს ასეთი ბოროტების ჩადენა -ვერ წარმოიდგენ ადამიანს რისი გაკეთება შეუძლია, ამ სამყაროში ბევრი სულით და ხორცით გახრწნილი ადამიანი დაიარება და ვინიცის როდის რა მოუნდებათ, სხვისი სისუსტით სარგებლობენ და ათას უბედურებას ჩადიან. ოთახის კარი რომ გავაღე და სამედიცინო საწოლზე ხელფეხ შეკრული დაგინახე მინდოდა ის არაკაცები სიკვდილამდე მეცემა -მიხარია რომ ჩემს გადასარჩენად მოხვედი -სხვანაირად არ შემეძლო ************************** -იუჯინ სად ხარ? -მომენატრე -მეც ძალაინ მომენატრე -ექვსი თვე შენს გარეშე საშინელება იყო -კარგი რა ყოველდღე ვსაუბრობთ -ინტერნეტით საუბარი არ მყოფნის, რას შვრები? -სახლში მივდივარ, თითქმის მივედი -რამე ტკბილი იყიდე და ისე ადი სახლში -კარგი -წავედი მეძახიან ცოტახანში დაგირეკავ- ამბობს და ყურმილს კიდებს. კორპუსის წინ მდებარე საკონდიტროში შევდივარ და პატარა ტორტს ვყიდულოვ. მენატრება და ვაი რომ უზომოდ მენატრება მინდა რომ აქ იყოს მის შეხებას ვგრძნობდე, ამ ფიქრებში გართული შევედი ბინაში, მუცელზე ხელელების შეხება ვიგრძენი და მოულოდნელობისგან წამოვიკივლე -აი თურმე რა მენატრებოდა ასე ძალიან-ამბობს და ყელშ კოცნას მიტოვებს -იუჯინ აქ ხარ, ჩემთან ხარ, არ მელანდები ხო ? -ჩემი მონატრება გაგიჟებს არა? -ვინ უფრო გააგიჟა მონატრებამ სახეზეა -ყოველთვის მე უფრო მენატრები -არგინდა თორემ ვიჩხუბებთ-ვეხუტები, მონატრებულ ტუჩებს ვაგემოვნებ-მისამართი როგორ გაიგე -ერთხელ ერთმა მთვრალმა გოგომ მითხრა რომლის დახმარებაც გადავწყვიტე, უნდა ვაღიარო საუკეთესო გადაწყვეტილება იყო რაც კი მიმიღია -იმედია მთვრალი გოგოები არ მიგყავს სახლში სანამ მე იქ არ ვარ -როგორ არ გრცხვენია მაგას რომ ამბობ -ჩემს გარდა სხვა ქალს თუ გაეკარები თვალებს ამოგთხრი - შენს გარდა ვერავის ხედავს ეს თვალები -ამბობს და მაისურს მაშორებს ხელის ერთი მოძრაობით -დაღლილი არ ხარ? -ამისთვის არასდროს, საძინებელი საითაა თუ დივანზე გირჩევნია-ამბობს და ეშმაკურად იცინის -უსირცხვილო, პირდაპირ თეთრი კარი- ხელში მიტაცებს და ოთახში შევყავარ -იუჯინ მიყვარხარ-ვეუნები და ვკოცნი -მეც მიყვარხარ... **************************** -იუჯინ თუ დააგვიანებ მოგკლავ -ცოტაც და მან ვარ -ცოტაც და დაიბადება იდიოტო -ჩემი ბიჭი -მალე მოდი რა - კიბეებზე ამოვდივარ -ლიფტიც აქვს ამ საავადმყოფოს -მაპატიე დამავიწყდა - სად ხარ -აქ ვარ მოვედი-კარი იღება და შემოდის კიდეც მთლიანად ოფლში გაწურული -მეგონა ვერ მომისწრებდი- ტირილს ვიწყებ -აქ ვარ არ იტირო ყველაფერი კარგადაა -შენი ბრალია ყველაფერი -კარგი ყველაფერი ჩემი ბრალია -კაცები რატომ არ აჩემთ ბავშვებს -ასე გადაწყვიტა ღმერთმა ძვირფასო -გაჩუმდი და უბრალოდ მაკოცე -დიდი სიამოვნებით ძვირფასო. ************************************ ჩემი გადატვირთული გრაფიკის და დროი უქონლობის გამო გადავწყვიტე ისტორია სრულად ამეტვირთა <3 <3 ბევრი დეტალი გამოვტოვე <3 <3 ამდენ დაგვიანებას ეს უკანასკნელი სჯობდა<3 <3 ყველაფრის მიუხედავად იმედი მაქვს მოგეწონებათ ისტორია. სიყვარულით ევაკო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.