შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეთვრამეტე


3-08-2024, 16:27
ნანახია 284

დედისაგან თანხმობა მივიღე იმ პირობით, რომ უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ და „ჭკვიანად“ ვიქნებოდით. მეც, რა თქმა უნდა, პირობა დავდე და მეორე დღეს განსავითრებელი მოვ- ლენების გონებაში განვითარებას შევუდექი.
დღის ორ საათზე კარადას მივვარდი, კარი ფართოდ გამოვაღე და,როგორც ყოველთვის, როდესაც გამოსასვლელი სამოსის არჩევაზე მიდგებოდა საქმე, ვერაფერი შევარჩიე, რაც მოცემულ სიტუაციას შეესაბამებოდა. თვალში განსაკუთრებული არაფერი მხვდებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩვეულებრივ, ყოველ- დღიურად ჩამეცვა. ნაკლებად გამოყენებადი ლურჯი ჯინსის შარვალსა და თეთრ სვიტერზე შევაჩერე არჩევანი. რომ გამოვეწყვე, მოვწესრიგდი და თავდაჯერებულობაც მომემატა, სარკიდან მომზირალ 14 წლის ახალგაზრდას თვალი შევავლე და გავუღიმე. შავი ფეხსაცმელიც მოვირგე, თმა მხრებზე კულუ- ლებად დავილაგე, ერთი წვეთი ოდეკოლონი მივიპკურე მაჯებზე, დედას გამოვემშვიდობე და კიბეზე დავეშვი.
სამს სამი წუთი აკლდა, როდესაც ქ-ნი ნინოს ახალთახალი, ვერცხლისფერი „მერსედესი“ პარკის წინ, საფუნთუშის მოპირ- დაპირე მხარეს, მოსისინდა.
პარკის წინ გაჩერებულ ავტომობილებში მისი „მერსედესი“
ყველასაგან გამოირჩეოდა სისუფთავით, მბზინვარე ფერითა და ხარისხით, რომლითაც მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს შეეძლოთ დაკვეხნა.
ეტყობოდა, განსწავლული იყო, ისე სწრაფად და ოსტატურად მართავდა ავტომობილს თბილისის უწესრიგო, ქაოტურ და მოუწესრიგებელ საგზაო მოძრაობაში, რომლის მსგავსიც, მე პირადად, სხვაგან არსად მინახავს.
სხვადასხვა ფერის, ფორმის, ფირმისა და ზომის ავტო- მობილებით გადაჭედილი ქუჩებიდან ლანძღვა-გინება, შეუჩერებელი პიპინი, ღრიალი და ტიტინი ისმოდა და ავტომობილის დახურული, სიცივისაგან დაორთქლილი ფანჯრების მიღმაც არაჩვეულებივად, ყურთასმენის წამღებად გრგვინავდა. ნინოსაგან პასუხად მხოლოდ სიტყვა: „ჯანდაბა!“ ისმოდა და სხვა, მამრობითი თუ მდედრობით სქესის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, შვიდსართულიანი გინება და განწირული ხმით ყვირილი რომ სჩვევიათ, საკმაოდ წყნარი ტონით შესძახებდა ხოლმე. ასეთი ჩუმი, თითქმის მოალერსე ტონით რომ „ილანძღებოდეს“ თბილისი მართვისას, სრული სიწყნარე, დუმილი და ჰარმონიულობა იქნებოდა გამეფებული ქალაქში, რაც არათუ რეალური, არამედ წარმოსადგენადაც ძნელი რამაა.
გაპრიალებულ და ფართო სადარბაზოში შევაბიჯეთ. კრემისფერი მეტლახი მთელ სადარბაზოს გადაჰფენოდა და მარმარილოს მსგავსი ფაქტურა მდიდრულ იერს სძენდა მას. მეტად მისაბაძად ორი ანტიკური საბერძნეთის სტილის სვეტიც კი იყო აღმართული და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა სტუმარზე, თითქოს მთელი კორპუსის საყრდენი ეს ორი ბოძი იყო და რომ არა ისინი, მთელი სადარბაზო თავზე ჩამო- ენგრეოდა. ჩემი ვიწრო და დაუსუფთავებელი სადარბაზოსაგან განსხვავებით, კარს მეტად მძლავრი დამცავი მექანიზმიც გააჩნდა და უცხო პირებისაგან იცავდა მას. გაპრიალებული ლიფტი რამდენიმე წამში გვეახლა და ჩვენც მესამე სართულზე ავსისინდით.
სახლის კართან მდგარი იოდის, სპირტის, „კორვალოლისა“ და სხვა სამედიცინო საშუალებების სუნმა გამაბრუა. საკეტი სამჯერ გადაატრიალა და ფართო დერეფანში შემიძღვა.
მოკლე, თუმცა ფართო დერეფანში ხის იატაკზე ირანული, აღმოსავლური ორნამენტებით გაფორმებული, ბორდოსფერი ხალიჩა ეფინა. კედლებზე უძვირფასესი, მსოფლიოში გან- თქმული ხელოვანების გენიალური ნამუშევრები იტაცებდა თვალს, მნახველს აჯადოებდა. ირგვლივ ციტრუსის ზეთის სურნელება იფრქვეოდა და სამედიცინო საშუალებების სუნს ერთვოდა, რომელიც სიმძაფრით თავბრუს ახვევდა ადამიანს.თვალები წამით დავხუჭე. იგი სახლის მარჯვენა მხრიდან მოქროდა.
-აქეთ წამოდი!- უშველებელ სასტუმრო ოთახში შემიძღვა.
სიძველე თანამედროვეობასთან იდეალურად იყო შერ- წყმული. დერეფანში ნანახი სრულიად არ ჰგავდა თანა- მედროვედ გაფორმებულ მისაღებ ოთახს, მოყავისფრო, ძვირფასი სავარძლებითა და დიდი, ფუმფულა დივნით, მოკრემისფრო, თეთრი, მაღალი ჭერით, მოჩუქურთმებული, მასიური ხის ავეჯითა და სერვანტით. კედლები აბსტრაქტული ტილოებითა და ხელნაკეთი, ტყავისა და ხავერდისაგან შექმნილი მინიატურული კომპოზიციებით იყო მორთული, ხოლო რაც შეეხება საახალწლო დეკორაციებს, უზარმაზარი ოქროსფერი ნაძვის ხე, წითელი ბურთულაკებითა და ოქროსფერივე გირლანდებით გაფორმებული, თვალს სჭრიდა მნახველს და აჯადოებდა თავისი სიმდიდრითა და ჰარმონიული შერწყმით ამ სივრცესთან, რომელშიაც ეს ყოველივე გან- საკუთრებულად მყუდრო, თბილ დაშინაურ გარემოს ქმნიდა. ნაძვის ხის წინ ყავისფერი, ხის უძვირფასესი და ულამაზესი როიალი იდგა, რომლისთვისაც სიმშვენიერისა და ძვირფასების გამო ხელის ხლებაც კი დასანანი იყო. ნანახით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
-აქ დამელოდე... -დივანზე მიმითითა.-არ იცი, გაბრიელს როგორ გაუხარდება. რამდენი ხანია, ასე გაბრწყინებული არ მინახავს. ახლავე მოვალთ.
ოდნავ მეამა.ფუმფულა დივანზე ჩამოვჯექი.
აღმოსავლური სანელებლების მძაფრი სურნელი დატრი- ალდა.
-წესიერად ჩაიცვი! გაცივდები!- ისმოდა გაბრიელის ოთა- ხიდან კამათისა და ბუზღუნის ხმა.
გადავწყვიტე, პატარა „კვლევა“ ჩამეტარებინა.
სანელებლებისა და ნელსაცხებლის, ციტრუსის ზეთის სურნელს მივჰყევი. დერეფნის გავლით ფართო, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ, ხეში ჩასმულ სამზარეულოს მივადექი. ცხვირწინ აღმოსავლური თორმეტი სახის სანელებელი შევნიშნე, მათთვის განკუთვნილ პატარა მინის ქილებში. პირთამდე გავსებული იყო. ახლა კვლავ დერეფანს დავუბრუნდი.
ხალიჩა „გაუთელავი“ გახლდათ.
ზოგადად, რაცუნდა მოვუფრთხილდეთ ხალიჩას, განსა- კუთრებით კი,როცა ისეთ ადგილას აგია, სადაც წამდაუწუმ გავდი-გამოვდივართ, შეუძლებელია არ „შეითელოს“ და ძველე- ბურად „აფუებული“ იყოს. დასკვნა: აღმოსავლური ქვეყნიდან,მაქსიმუმ, ერთი თვის წინ ჩამოვიდა.
მედიკამენტების სუნი კვლავ მოსწვდა ჩემს ყნოსვას.
თვალები დავხუჭე. ახლა მის სუნს გავყევი. გაბრიელის გა-
მოსვლის დრო ახლოვდებოდა, ამიტომაც სწრაფად უნდა მემოქმედა. კვლავ სამზარეულოს მივაშურე. უცნაური სუნით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ცხვირწინ არსებული კარადის გაღება უსინდისობად ჩავთვალე და გავერიდე, კვლავ სასტუმრო ოთახში გასვლა დავაპირე, თუმცა ცნობისმოყვარე- ობას ვერ გავუძელი და ხის სახელური სწრაფად გამოვწიე...
ელდა მეცა...
კარადა სავსე იყო დამაწყნარებლებით, დამაძინებლებითა და ტკივილგამაყუჩებლებით. თაროებზე მდებარე ყოველ მედი- კამენტზე მითითებული იყო მიღების დრო და გამოყენების წესები, დაწვრილებით, გასაგებად...
კარი მივხურე. ფართო, გემოვნებიანად მოწყობილ მისაღებში დავბრუნდი. არაფერი მითქვამს, არც არაფერი მიგრძვნია, არც ცრემლი დამიღვრია და საერთოდ, არაფერი დამმართნია.
უბრალოდ გული ერთხელ შემეკუმშა და სისხლი გადა- ისროლა.
ოთხიდან გულის განმგმირავი ყვირილი გაისმა და კედლები შეაზანზარა.
-ახლავე მოვალ!- ქალის აკანკალებულმა ხმამ ჩუმად გაიჟღერა.
ქალი სწრაფი ნაბიჯითა და ყრუ ოხვრით მივარდა კარადას, ონკანი მოუშვა და ხელის კანკალით აავსო მინის ჭიქა წყლით. მერე ცისფერი კოლოფიდან ერთი ტაბლეტი გამოაძვრინა და ოთახში უკანმოუხედავად შევარდა.
-აი...აი! აიღე, დალიე!
ნახევრადღია კარიდან შესამჩნევი იყო გაბრიელის გაფით- რებული სახე, ჩასისხლიანებული თვალები, კისერზე დაბერილი ძარღვები და ჩამუხლული ქალის ჩუმი შფოთვა, ხელს რომ უსრესდა შვილობილს. დედის თვალებს რამდენიმე ცრემლი მოსწყდა და ხალიჩაზე დაეცა. ხალიჩის მიერ ისე შთაინთქა ისინი, თითქოს არც წარმოშობილიყვნენ ამქვეყნად.
-კარგად ხარ?
-არა მიშავს.
-წამოსვლა შეგიძლია? თუ გინდა, ვეტყვი მერის და უკეთესად რომ გახდები, მივიყვან სახლში.
-არა! ეგ არ გაბედო! გავალ, არაფერი მჭირს. ერთი წუთით...
-ამაში სასირცხვილო არაფერია.
-არა-მეთქი!
-არ ვეტყვი.- გულში ჩაიკრა და შუბლი დაუკოცნა.
წუთში გამოსული გაბრიელი ცდილობდა, არ შეემჩნია წეღან მომხდარი, თუმცა ვერ მალავდა დაღარულ სახესა და გაფით- რებულ ლოყებს.
-გამარჯობა! როგორ ხარ?-მეც ვეცადე, არაფერი შემემჩნია.
-ცოტა ცუდად.
-უი, რატომ?- გავიკვირვე.
-არაფერია, ცოტა თავი მტკივა.
-დაისვენე.
-არაფერია, მერი,- დასისხლიანებულ თვალზე ხელი მოისვა.- ნეტავ ახლა ეს მუშაობდეს... ოჰ! როგორ მინდა, დაგინახო...
-არაა საჭირო, ადამიანს ყველაფერი შეეძლოს.
-ორი წუთიც და ვცადოთ... -დაეჭვდა.- ისე, გუშინ ტელე- ვიზორში „შერლოკ ჰოლმსი“ გადიოდა. უყურე?
-საიდან იცი?
-ვუსმენდი.
-არ მიყურებია. და საერთოდ, რატომ უნდა მენახა?
-მე რას მეკითხები! ღმერთო დიდებულო!
-ცუღლუტი, მაიმუნი, მანიპულატორი და ეგოისტი ვინმე ხარ!
-არც შენ ხარ ნაკლები.
ტკივილმა მოუარა და ყრუ კვნესა აღმოხდა.
-რას იტყვი...-მივმართე.-ვცადოთ?
-ერთი წამი, შენ იცი, როგორ უნდა ვცადოთ?
-არა. უფრო სწორად... კი.
-აბა რას მთხოვდი გუშინ მთელი დილა?
-ცდას.
-რის?
-მოკლედ, მინდა, რომ ახლა, ამ წამს, როიალს მიუჯდე და უბრალოდ შეეხო.
-რისთვის, მერი, რისთვის?
-დაიცადე...-ჩანთიდან ტელეფონი ამოვაძვრინე, საგანგებოდ გამზადებული აუდიოჩანაწერი ჩავრთე და რეაქციას დაველოდე.
გაისმა ფრენკ სინატრას „Fly me to the moon“,ოღონდ ფორტეპიანოს არანჟირებით.
სახე გაუნათდა, თუმცა ეცადა, არ შეემჩნია და მომიგო:
-ამით იმის თქმა გინდა, რომ მე დავუკრავ, შენ კი...
-ვიმღერებ.
-მერი, დარწმუნებული ხარ, რომ სრულ ჭკუაზე ხარ?
-არა, მაგრამ არაა აუცილებელი, ყოველთვის სრულ ჭკუაზე ვიყო.
-ფიქრობ, რომ ეს გამოვა?
-მინდა, რომ გამოვიდეს. თუ არ გამოვა, ამითაც არ დაიქცევა ქვეყანა.
-ღმერთო, რა ჯიუტი ხარ!..
-შენზე ნაკლები ნამდვილად არ ვარ.
-წამოდი.
-მართლა?
-ჰო.
წამოდგა და დიდ ყავისფერ ხის როიალს სახურავი ახადა. მერე ღრმად ამოისუნთქა, სკამი ოდნავ გამოსწია და დაჯდა. სუნთქვა გაუხშირდა და გულისცემის ხმა ჩემთვისაც კი გასაგონი გახდა. ნერწყვი გადაყლაპა და საჩვენებელი თითი ოდნავ წინ წასწია. ერთხანს ყოყმანობდა. არც მე მითქვამს რამე ზედმეტი. ბოლოს თითი კლავიშს ზედაპირზე ოდნავ შეახო. მოუ- ლოდნელობისაგან შეკრთა და ტანით შემოტრიალდა.
-მერი... მერი, არ შემიძლია, გამიგე, რა!
-ჯერ არც შეხებიხარ.
-როგორ არა! როგორ არა!- ერთ ადგილზე დაიწყო ცმუკვა.
-დახმარებას ხომ არ ისურვებდი?-ირონიული, სარკასტული ტონით ვკითხე, რომ შემეხსენებინა მაშინდელი „თავაზიანი“ საქციელი.
ერთხანს არაფერი მიპასუხა, მერე კი:
-კი, მერი, ვისურვებდი.-მიპასუხა.
-ჩაიწიე ოდნავ, მეც რომ დავეტიო.
სკამზე მარცხნივ ჩაჩოჩდა და მეც მარჯვენა მხრიდან მივუჯექი.
-მიდი, რა! - ვუბიძგე.
ხელი კვლავ გაიწვდინა როიალის კლავიატურისაკენ, თუმცა ახლა აღარ უყოყმანია, მხოლოდ წამით შეჩერდა თეთრ კლავიშებთან ოდნავ შეხებისას და ღრმად ჩასვა თითი.
გაისმა ზედა რეგისტრის სუფთა ბგერა- ,,ლა“.
სიამოვნებისაგან ღაწვები შეეფაკლა და ადგილზე ოდნავ შეხტა. მერე ხელი მოხსნა და ხელახლა ჩასვა თითი კლავიშზე- დო.
-,,ლა’’ და ,,დოა’’?-მკითხა.
-აჰამ!
ტანში ჟრუანტელმა დაუარა და კომბინაცია ხელახლა გა- იმეორა.
ბედნიერებით სავსემ ხელი მოხსნა და ხელზე ისე მომიჭირა, თითი დამილურჯდა.
-,,ლა’’... ,,დო’’...-გაიმეორა და ჩამეხუტა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent