მიშგუ დოშდულ (თავი მეხუთე)
კაფე მარტივად ვიპოვე,თუმცა გეგის თვალი ვერსად ვერ მოვკარი,დიდხანს ვიბოდიალე და ვეძებე თუმცა უშედეგოდ. ნუთუ გადამაგდო? უჩემოდ წავიდა? იქნებ შეეშინდა იმის,თუ ამის გაკეთებას რა რეაქცია მოყვებოდა და გადაიფიქრა? ჩემოდნით ხელში კაფესთან ვიდექი გულგატეხილი და და ვერ ვიჯერებდი რომ ისევ აქ ჩავრჩი. იმედს არ ვკარგავდი თუმცა დრო გადიოდა და გეგი არსად არ ჩანდა,აფორიაქებული კაფეში შევედი და იქვე მჯდომ ახალგაზრდა გოგოს მივესალმე -გამარჯობა,შეგიძლიათ დამარეკინოთ? ტაქსს ველოდები და არსად არ ჩანს,-მოვატყუე -მაპატიე მაგრამ უფლება არ მაქვს სადმე დაგარეკინო...-უხერხულად შეიშმუშნა და შეწუხებული სახით მითხრა. რას ნიშნავს უფლება არ აქვს? პირი გავაღე მისთვის რომ მეკითხა რა იგულისხმა გეგის ხმა რომ გავიგე,კარებში იდგა და ხელით მანიშნებდა წავედითო. სწრაფი ნაბიჯით წავედი მისკენ,თუმცა მანამდე შევნიშნე როგორ გახედა გოგონამ გეგის და როგორ დარეკა ვიღაცასთან. -ამდენ ხანს სად ხარ!-დავტუქსე ჩურჩულით -საქმეები მქონდა და შემაგვიანდა წამოდი მანქანა აქვე გავაჩერე.-ჩემოდანი გამომართვა და იქვე გაჩერებული შავი ჯიპისკენ წამიყვანა. ჩემოდანი საბარგულში მოათავსა,მე კი კარის სახელურს დავწვდი სანამ გაღებას მოვასწრებდი ბადაის ბოხი ხმა გავიგონე. აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი ისე შემაგდო გეგიმ მანქანაში,თავი რაღაც ბასრს ჩამოვარტყი და გახეთქილი შუბლიდან სისხლმა იფეთქა. ხელი მოვისვი სახეზე და სისხლის სუნი რომ მეცა მუცელი ლამის ამომიტრიალდა. სწრაფად წამოვხტი და იმის მიუხედავად რომ თავი ძალიან მტკიოდა კარს დავუწყე წვალება თუმცა ჩაკეტილი იყო. ფანჯრიდან დავინახე როგორ დაითრია ბადაიმ გეგი საყელოთი და სახეში მუშტი მთელი ძალით დაარტყა. გეგი ძირს დაეცა და გატეხილი ცხვირიდან სისხლმა იფეთქა,წამოდგომაც კი ვერ მოასწრო ისე უცებ წამოაყენა ბადაიმ და კიდევ ერთხელ უთავაზა ამჯერად ყბაში. -როგორ გაბედე და შენი ბინძური ხელებით როგორ შეეხე!-უღრიალა გეგის,პირველად გავიგე მისი ყვირილი,პირველად ვნახე ასეთი გააფთრებული,ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული წამებში აფეთქდა და გეგის ალბათ მოკლავდა რამოდენიმე მამაკაცს რომ არ დაეკავებინათ. გეგი ბარბაცით წამოდგა და შეუკურთხა,ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა ის შეაკავა დანარჩენმა ორმა კი ბადაი. ამაზრზენი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე გეგის და გაკრეჭილმა რომ გამომხედა სისხლიანი კბილებით და გატეხილი ცხვირით ადგილზე გავშრი. ეს რა ჩავიდინე? ვის გამოვყევი? მის თვალებში ისეთი რამ ამოვიკითხე რომ ლამის გული ამერია ზიზღით. სწორედ იმ მომენტში მივხვდი,რომ ჩემი თბილისში წაყვანა კი არა,სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ავღელდი,შემეშინდა და ფანჯარაზე დავიწყე მუშტების ბრახუნი, -ახლავე გააღე კარი!-ვიყვირე და ისევ სახელურის წვალება დავიწყე. ბადაიმ რომ გამომხედა პირველი ჩემი გაჭრილი შუბლისკენ გაექცა თვალი,თვალები რისხვით აენთო და გეგის ისე შეხედა,მზერით რომ ადამიანის მოკვლა შესაძლებელი ყოფილიყო ადგილზე მოკლავდა. ვიღაცამ მანქანის კარი გააღო,არც კი დავკვირვებივარ ვინ იყო,მაშინვე მოვწყდი ადგილს და ბადაისკენ გავიქეცი. რომ დარწმუნდა რომ უსაფრთხოდ ვიყავი,მაშინვე მოეშვა,ბიჭებმა ხელი გაუშვეს და მანაც არ დააყოვნა მაშინვე ჩამიკრა გულში,ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ჭრილობას შეავლო თვალი. გაცეცხლებულმა გახედა გეგის -მოგკლავ!-ნაბიჯი წინ გადადგა და მაშინვე წინ გადავუხტი -ბადაი გთხოვ,არ გინდა,-ამოვისლუკუნე და ტკივილისგან და შიშისგან ცრემლები წამსკდა. წელზე მომხვია ხელი და გვერდით მომიყენა -თითს ვერ დააკარებ ხო გაიგე? იცოდე სადმე თუ გადაგეყარე არც კი დავფიქრდები ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს!-მტკიცე ხმით უთხრა გეგიმ კი ცალყბად გაიღიმა -ერთხელ თუ შევძელი მასთან ასე ახლოს მისვლა მეორედაც ვიზამ,ის მე მეკუთვნის და მისთვის დავბრუნდები!-ბიჭი რომელსაც გეგი ჰყავდა დაკავებული წამით არ უშვებდა ხელს და მხოლოდ მაშინ დამშვიდდა ყველა გივარგი და მამაჩემი რომ მოვიდნენ. -კარგად ხარ დოშდულ? პატარა ნაკაწრია არაფერია,ახლავე მივხედავთ.-ჩემთან ერთად წასვლას აპირებდა მამამისმა რომ დაუძახა -ბადაი! თაია სახლში გაუშვი და აქ მოდი საქმე გვაქვს.-მამაჩემი ჩემს გვერდით გაჩნდა და აღელვებული მაისურით მწმენდდა სისხლს შუბლიდან, -მარტო შენ თუ შეძლებ თავის შარში გაყოფას.-დამტუქსა და თავზე მაკოცა,ბადაის ვუყურებდი,რომელიც მამამისის გვერდით იდგა და ერთ-ერთ ბიჭს თითით ჩემზე ანიშნა. ისიც ჩემსკენ წამოვიდა რომ მომიახლოვდა მოგვესალმა -გამარჯობა,მე ლუკა ვარ,სახლამდე მიგაცილებ.-მამაჩემმა თვალით მანიშნა ლუკას გავყოლოდი რომელმაც ფრთხილად მომკიდა ხელი ბარბაცისგან ძირს რომ არ დავცემულიყავი და სახლისკენ წავედით. თვალი ისევ ბადაისკენ გავაპარე,რომელიც თვალს არ მაშორებდა,გეგის ვეღარ ვხედავდი,სავარაუდოდ ისევ აქ იყო რადგან მანქანა აქ იდგა,თუმცა ვერ ვიგებდი სად. წამიერად თვალები დავხუჭე და ჩუმად ამოვიოხრე,მან უკვე მეორედ გადამარჩინა... ***** სახლში შესვლისას დედაჩემი აღელვებული გვეცა მე და ლუკას,ქალინამ რომ ჩემი დასისხლული შუბლი დაინახა მაშინვე აბაზანაში გაიქცა წყლის და ტილოს მოსატანად. ლუკა მომეხმარა დივანზე დაჯდომაში და თავაზიანად დაგვემშვიდობა -გმადლობ!-ვუთხარი,მან კი საპასუხოდ თავი დამიკრა,დედაჩემს და ქალინას დაემშვიდობა და გარეთ გავიდა. ჩემი შუბლის დამუშავებაში ქალინაც და დედაც მონაწილეობდნენ,აღელვებული ქალინა ტილოს ასველებდა და წურავდა,დედა კი ჭრილობას მიწმენდდა,მე კი ვიჯექი გაბრუებული თავის ტკივილით და იმაზე ფიქრით თუ რა ხდებოდა კაფესთან. -შვილო რა მოხდა?-მკითხა დედამ როცა ჭრილობა დამიმუშავა და ჩემხელა ბინტი დამადო შუბლზე. -თავი დავარტყი რაღაცას...-მხოლოს ეს ვუთხარი თუმცა ეჭვით გადახედეს ერთმანეთს -სად არიან დანარჩენები?-იკითხა ქალინამ -ბადაის სახლის უკან რომ კაფეა იქ.-თვალები დავხუჭე წამიერად და ტკივილისგან რომ თავბრუ დამეხვა ისევ გახელა ვამჯობინე. -და იქ რა უნდათ? რა მოხდა?-ისევ დედამ იკითხა,ვფიქრობდი მათთვის მეთქვა თუ არა,იქნებ ჯობდა რომ არა? მაგრამ მაინც ყველაფერს გაიგებდნენ,ამიტომ ვამჯობინე ყველაფერი მომეყოლა,იმის გამოკლებით რომ სახლიდან ჩემი ნებით წავედი და გეგისაც მე ვთხოვე დახმარება. -გეგის ჩემი მოტაცება უნდოდა,მანქანაში ჩამკეტა,ბადაიმ ეს გაიგო და იჩხუბეს ახლა იქ არიან.-ორივე შეშფოთდნენ და ქალინამ პირჯვარი გადაიწერა,მადლობა შესწირა უფალს ჩემი მშვიდობით დაბრუნებისთვის. შემრცხვა რომ მოვიტყუე,მაგრამ მათ სხვა გზა არ დამიტოვეს,იქამდე მიმიყვანეს რომ სრულიად უცხოს ვთხოვე დახმარება. -დედა მოდი წამოწექი ჯობია და დაისვენე,თავის ტკივილიც გაგიყუჩდება.-ხელი დამადო ფეხზე მე კი მაშინვე მოვაშორებინე. ამოიოხრა -ისევ ბრაზობ არა ჩვენზე? -ვბრაზობ სუსტი ნათქვამია,პირდაპირ მგლის ხახაში ჩამაგდეთ და სრულიად უცხოს გინდათ რომ გავყვე ცოლად,კი არ ვბრაზობ თქვენი დანახვაც კი არ მინდა-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვუთხარი და დივნის საზურგეს მივეყუდე თვალდახუჭული. -მთლად მასეც არაა ყველაფერი...-ფრთხილად დაიწყო დედამ -რას გულისხმობ?-ცალი თვალი გავახილე და ისე ვკითხე,ქალინა იქვე ჩამოჯდა,საოცრად ლამაზი ქალი იყო,შავი გრძელი კაბა ეცვა და თავზეც შავი თავსაბურავი ჰქონდა წაკრული,გრძელი თმა ჩაწნილი ჰქონდა და მხარზე ჰქონდა გადმოგდებული,ლამაზი თაფლისფერი თვალები და ნაზი ნაკვთები უმშვენებდა მის თეთრ კანს,მაღალი იყო თუმცა ოდნავ მაინც მასზე მაღალი ვიყავი. -თავის დროზე...ბაბუაშენმა დადო ფიცი,რომ თუ შვილიშვილი გოგო ეყოლებოდა მის შვილიშვილს მიათხოვებდა...-შევცბი -ბაბუა სვანი იყო?-შეცდომა დავუშვი სწრაფად წამოჯდომით და ყველაფერი დატრიალდა -არა სვანი არ ყოფილა,მეგობარი ყავდა,ძალიან ახლო მეგობარი სვანეთიდან,ხშირად გვსტუმრობდა სამეგრელოში...ერთ-ერთი ჩამოსვლისას კი შენ მოგკრა თვალი და ბაბუას ფიცის შესახებ შეახსენა...-დავიბენი -მერედა მე რა შუაში ვარ?-ამჯერად ქალინამ მიპასუხა მშვიდი ღიმილით,ისეთივე როგორიც ბადაის ჰქონდა... -ფიცს ხატზე დებენ და ხომ წარმოგიდგენია ეს რას ნიშნავს? -ვერა,ვერ წარმომიდგენია.-უკვე გაღიზიანებულმა ვუპასუხე და ისევ ქალინამ გააგრძელა,არ შეიმჩნია ჩემი უხეშობა. -ღვთის წინაშე დადებული ფიცის გატეხვა უმძიმესი ცოდვაა,ამიტომ დადებული ფიცი აუცილებლად უნდა შესრულდეს,რომ კაცი პირის გამტეხად არ წარმოჩინდეს და უფლის თვალში მადლი ჰპოვოს. მისი გატეხვა კი ოჯახებს შორის დაპირისპირებას იწვევს...-თვალები ავაფახულე,სულ დამავიწყდა თავის ტკივილი,გაოცებული მივჩერებოდი დამწუხრებულ დედაჩემს და ქალინას. -ანუ გამოდის...რომ ბაბუამ,ბადაის ბაბუასთან დადო ფიცი?-აღშფოთებულმა ვიკითხე,დედამ მიპასუხა ნაზად იღიმოდა და მისი ეს ქცევა უარესად მიშლიდა ნერვებს. -კი,მაგრამ აღმოჩნდა რომ ბადაიმ ეს ყველაფერი არ იცოდა,უფრო სწორად იცოდა,მაგრამ არ იცოდა ის გოგო ვინ იყო... -მას უბრალოდ მოეწონე და გადაწყვიტა შენი მოტაცება მხოლოდ მაშინ გაიგო ყველაფერი როცა შენს მშობლებს დაეკონტაქტა...-დედაჩემს გადახედა და მორიდებულად გამიღიმა ქალინამ -ანუ გამოდის....ბაბუამ თავის დროზე როგორც ჩვეულებრივი ნივთი ისე გამაჩუქა? მაგის მერე ხომ წლები გავიდა? რომელ საუკუნეში ჩარჩით?-ვცდილობდი ისტერიკაში არ ჩავვარდნილიყავი თუმცა ცოტაღა მაკლდა აფეთქეფამდე... -ხატზე დაფიცება სვანეთში დღემდე ერთ-ერთი უცვლელი წესია...მნიშვნელობა არ აქვს როდის ან ვისთან დადე ფიცი,ის აუცილებლად უნდა შესრულდეს,სხვა შემთხვევაში სისხლი დაიღვრება.-ბოლო ფრაზაზე გამაკანკალა,არ ვიცოდი რა მეფიქრა ან რა მეთქვა,ყველაფერს ბაბუას ვაბრალებდი,როგორ შეეძლო მსგავსი ფიცის დადება? როგორ შეეძლოთ მშობლებს ასე უბრალოდ დათანხმება ამ ყველაფერზე? თუნდაც ყოფილიყო დაპირისპირება,მართლა ერთმანეთს ხომ არ მოკლავდნენ? ნუთუ ასეთი ტყიურები იყვნენ? უკვე სუნთქვა მიჭირდა,თითქოს ოთახიდან ჰაერი გაიტუმბა ავცახცახდი და რამდენჯერაც რამის თქმა დავაპირე იმდენჯერ გადავიფიქრე,თუმცა ბოლოს მაინც ვიკითხე -ანსამბლის წევრები? ესე როგორ მიმატოვეს? ნუთუ არაფერი არ გითხრეს?-დედაჩემს მივუბრუნდი -როგორ არა,ყველამ დარეკა,პირველ რიგში კი კესომ,ისეთი შეშინებული იყო საბრალო,მასწავლებელს შეეშინდა დანარჩენებისთვის რამე არ დაეშავებინათ,სოფელში მცხოვრებმა რამოდენიმე ახალგაზრდამ ბადაისთან ერთად სხვა გზა არ დაუტოვეს, აუცილებლად უნდა წამოსულიყვნენ თბილისში,სხვა შემთხვევაში ძალიან დიდი დაპირისპირება მოხდებოდა მათ შორის და ვიღაც დაშავდებოდა,ბიჭებს ძლივს აკავებდნენ,თუმცა როგორღაც მოახერხეს ყველას უვნებლად დაბრუნება,როგორც კი სოფელს გამოცდნენ მაშინვე დამირეკა კესომ და ყველაფერი მითხრა,შემდეგ კი ბადაიმ...-ანუ იმ ღამესვე გაიგეს ჩემი მოტაცების ამბავი და მხოლოდ მეორე დღეს საღამოს მოიფიქრეს აქ ჩამოსვლა? -ესე მშვიდად როგორ გეძინათ,როცა იცოდით თქვენი ერთადერთი შვილი სრულიად უცხო პიროვნებამ რომ მოიტაცა? იცი მაინც რა გამოვიარე? იცი როგორ სტრესში ვიყავი? როგორი შეშინებული ვიყავი? როგორ მჭირდებოდით? თქვენი იმედი მქონდა,რომ გავიგე მოდიოდით ვიფიქრე რომ აქაურობას თავს დავაღწევდი და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი. თქვენ კი წლების წინ დადებული ფიცის გატეხვის გეშინიათ? როგორ დაეცით აქამდე?-ვუღრიალე და ვერც კი გავიაზრე ფეხზე რომ წამოვხტი,ბინტი თვალებში მეფხატებოდა,გამწარებულმა მოვიგლიჯე და ოთახის რომელიღაც კუთხეში გავისროლე. დედაჩემი ფეხზე წამოდგა და წარბშეკრული მომაჩერდა -ნუ გავიწყდება ვის ელაპარაკები! -თქვენ კი ნუ გავიწყდებათ რომ მე ცოცხალი არსება ვარ და არა ნივთი რომელიც შეგიძლიათ ვისაც გინდათ იმას აჩუქოთ რაღაც სულელური ფიცის გამო!-ახლა უკვე ვკიოდი,თავი საშინლად მტკიოდა და ჭრილობა ისევ გამეხსნა. ქალინა არ ერეოდა ჩვენს "საუბარში" თუმცა რომ დაინახა ჭრილობა გამეხსნა აფორიაქდა. -თაია შვილო,მოდი დაჯექი დაგიმუშავებ -არ ვარ მე თქვენი შვილი!-ვიყვირე და ოთახიდან გავვარდი,გონება მებინდებოდა და თავბრუ საშინლად მესხმოდა,მაგრამ მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ. ბოლოს ბადაის სახლში ამოვყავი თავი,პირდაპირ აბაზანაში შევედი და ჭრილობა მოვიბანე,პატარა კრადის კარი გავაღე,იმის იმედით რომ სადმე ბინტს ვიპოვიდი და ვიპოვე კიდეც. სამზარეულოში გავედი და ბინტს დანით პატარა ნაჭერი მოვაჭერი. შემდეგ კი ჭრილობაზე მივიდე და ლეიკოთი დავიმაგრე. ფრთხილად დავბრუნდი მისაღებში და დივანზე მოწყვეტილი დავჯექი. ჭრილობისგან და ამდენი ფიქრისგან თავი საშინლად მტკიოდა. რატომ ყავდა ბაბუას მაინცდამაინც სვანი მეგობარი,ხომ შეიძლებოდა ვინმე მეგრელი მოენახა,ამ ფიცს სერიოზულად მაინც არ მიიღებდნენ და ხუმრობაში გაატარებდნენ. მაგრამ არა,სრული სერიოზულობით უნდა დაეფიცა ხატზე და ჯერ არდაბადებული მე ვიღაცას დაჰპირდა შვილიშვილისთვის. ალბათ მთვრალი იყო ამ ფიცს რომ დებდა,ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ასეთ რამეს როგორ იზამს? ან ბადაი? რატომ მომიტაცა მაინცდამაინც მე? მსგავსი რამ არც სხვებისთვის არ მინდოდა მაგრამ რატომ ამომირჩია? ნუთუ მართლა შევუყვარდი? მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი ერთი ნახვით შეგიყვარდეს? ეს სისულელედ მიმაჩნდა,მაგრამ ისე მიყურებდა....ისე მიფრთხილდებოდა...ჰო და ამასთან ერთად ხეპრე,ჯიუტი და აუტანელიც იყო....მაგრამ ესეც რაღაც ხიბლს აძლევდა...არა თაია გონს მოეგე....თავს შემოვუძახე,მაგრამ ჩემმა ტვინმა ფუნქციონირება ორი დღის წინ შეწყვიტა....მუცელმა ვეშაპივით დაიღრიალა და ამოვიოხრე. საშინლად მშიოდა...ვაი ვაგლახით წამოვდექი და სამზარეულოსკენ წავედი,მაცივარი გამოვაღე და ზუსტად ნახევარი საათი ვიდექი და ვფიქრობდი რა მომემზადებინა,როცა მოვიფიქრე, საჭირო ინგრედიენტები გამოვალაგე და მაგიდაზე დავაწყე...მხოლოდ მაშინ მოვკარი თვალი ჭიქას,რომელიც მაგიდაზე იდო და გამეღიმა...ყავა რომელიც გაქცევამდე ვთხოვე ჩემთვის მოეტანა სამზარეულოში იდო....რა საყვარელია... ***** ფეხზე ძლივს ვიდექი და თავი საშინლად მტკიოდა,თუმცა შიმშილის გრძნობამ ყველა სხვა გადაფარა და ჯიუტად ვცდილობდი საქმის ბოლომდე მიყვანას. საოცარი სუნი ტრიალებდა მთელს სახლში და ერთი სული მქონდა მაგიდასთან დავმჯდარიყავი და გემრიელად მეჭამა,ყავა იმდენად მომეწონა და თან იმდენად მწყუროდა რომ ერთი მოყუდებით დავლიე...საათს გავხედე უკვე 8 ხდებოდა,გარეთ ბნელოდა,მე კი ვფიქრობდი ბადაი ამდენ ხანს სად იყო...იმედია გეგი ცოცხალი იყო და რაიმე არ დაუშავეს...მართალია ამაზრზენი იყო მისი საქციელი და ღმერთს მადლობას კიდევ ერთხელ ვწირავდი ჩემი გადარჩენისთვის,მაგრამ არ მინდოდა ბადაის ხელები სისხლში ამოესვარა და კრიმინალთან ერთად მეცხოვრა გაურკვეველი დროით,სანამ გაქცევის ახალ გეგმას შევიმუშავებდი...გაზი გამოვრთე და ცივი წყლის მოსაძებნად მაცივარი გამოვაღე...არც კი გამიგია კარი როგორ გაიღო,მხოლოდ მაშინ მოვედი გონს ნაცნობი ბოხი ხმა რომ გავიგე. -რას აკეთებ დოშდულ.-პლასტმასის ბოთლი ხელიდან გამივარდა მოულოდნელობისაგან და გაღიმებულ ბადაის ვუსაყვედურე -შენთვის არ უსწავლებიათ რომ ადამიანის ასე შეშინება არ შეიძლება?-მხოლოდ ჩაიცინა და მომიახლოვდა. მაცივარს ავეკარი და ავხედე,სახეზე მომავლო თვალი თავისი თბილი თვალებით და ყბა დაეჭიმა დაბინტული შუბლის დანახვისას -გტკივა?-მკითხა ისე რომ თვალი არ მოუშორებია და თითით ნაზად შემეხო ჭრილობაზე -ცოტა,-მოვატყუე,დაიხარა და ნაზად მაკოცა შუბლზე -შე სულელო,სად მიყვებოდი,-მიმიხუტა და თავზე მაკოცა,თან ზურგზე რიტმულად მისვამდა ხელს,გაშეშებული ვიდექი,დაბნეული,არ ბრაზობდა? -თბილისში...-მეც ვიცოდი რომ ეს ტყუილი იყო და გეგის სხვა აზრები აწუხებდა მაგრამ მაინც სულელივით წამოვისროლე -ხო სულ მაგას ფიქრობდა ის....-თავი შეიკავა გინებისგან და ნაზად მომიშორა -რაზე ფიქრობდი სრულიად უცხო ადამიანს რომ უჯდებოდი მანქანაში?-წარბები შეკრა და დამაჩერდა -არ ვიცი...-თვალები დავხარე და ღრმად ამოვისუნთქე -აქედან წასვლა მინდოდა და ვიფიქრე დამეხმარებოდა....-სახე მის ხელებში მოიქცია და მშვიდად დაიწყო -არასოდეს,არასოდეს ენდო უცხო ადამიანს გაიგე? რა იცი რა უტრიალებდა თავში? რომ ვერ მომესწრო? სალომეს რომ არ დაერეკა მერე რა უნდა მექნა?-მოიცა სალომე? უცებ გამახსენდა ახალგაზრდა გოგო უარი რომ მითხრა დარეკვაზე და გეგის რომ საეჭვოდ გახედა -შენ რა,მთელი სოფელი მოისყიდე რომ აქედან წასვლაში არავინ დამეხმაროს?-თვალები ავაფახულე და მისი ხელები მოვიშორე -ყველამ იცის რომ ჩემი ცოლი ხარ,ჩემი თანხმობის გარეშე აქედან არავინ არსად არ წაგიყვანს.-გავბრაზდი -ხო ცოლი,რომელიც დაბადებამდე გააჩუქა ნასვამმა ბაბუამ როგორც ნივთი და არავის აზრად არ მოსვლია ეს ყველაფერი ჩემთვის აქამდე ეთქვათ!-საჭმელს მივუბრუნდი და გაზი გავთიშე. -ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე,რა იცი,იქნებ ყველაფერი იმის საპირისპიროდ წავიდეს რასაც ფიქრობ. რა მოამზადე?-მომიახლოვდა და ინტერესით დააჩერდა საჭმელს. -შქმერული და ტყუილად გაქვს იმედი რომ ყველაფერი ისე წავა როგორც შენ გინდა,იმის მიუხედავად რომ ჩემი მშობლები ამ ყველაფერზე თანახმანი არიან.-ორი თეფში გადმოვიღე,წვნიანი ბადაისაც ამოვუღე და მაგიდას რომ მივუსხედით მერეღა მივხვდი რაც გავაკეთე...თვითონ მხოლოდ ჩაიღიმა და საჭმელი დააგემოვნა. მე კი ხელებზე დავაკვირდი,სულ დაწითლებული ჰქონდა -ხელებზე რა გჭირს?-ვკითხე სულელურად,თითქოს არ ვიცოდი რა მოხდა... -ვიღაც შემომელახა,-მშვიდად მიპასუხა და ამომხედა,მის სიმშვიდეზე ვღიზიანდებოდი -არ ბრაზობ? -რაზე? -გაქცევას რომ ვცდილობდი. -ეგ მოსალოდნელი იყო...ვა რა გემრიელია-შემიქო ჩემი მომზადებული საჭმელი. სიჩუმე ჩამოწვა,წვნიანს ვჭამდი და თვალები მისკენ გამირბოდა,იმდენად ახლოს იჯდა ჩემთან რომ მისი სახის ყველა ნაკვთი ზედმიწევნით შევისწავლე. -გეგის რა ბედი ეწია?-მისი სახელის ხსენებაზე დაიძაბა მაგრამ მაინც მშვიდად მიპასუხა -დავპირდი რომ კიდევ ერთხელ თუ ვნახავ სოფელში ხელებს და ფეხებსაც დავამტვრევ და ხევში გადავაგდებ მგლების საჯიჯგნად.-კოვზი ჰაერში გამიშეშდა -მას ჩემი დახმარება უნდოდა... -მას შენგან სულ სხვა რამე უნდოდა იმედია ამას ხვდები დოშდულ.-მტკიცედ მითხრა და გამაჟრიალა როცა ცუდმა აზრებმა გამიელვა თავში...ყველაფერი რომ დავრეცხე და თავის ადგილას დავაბრუნე,ბადაიმ მისაღებიდან გამომხედა თუმცა არაფერი უთქვამს,არც მე მითქვამს რამე,ზევით ავედი,საძინებელში შევედი და როგორც კი დავწექი მაშინვე გავითიშე.... ***** დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა,თვალები მოვისრისე და წამოვჯექი,შუბლი ოდნავ დავიზილე წამოვდექი და მაშინვე უკან საწოლზე დავეცი,ამოვიოხრე. ჩემნაირი უბედური ქვეყნად ალბათ არავინ არ იყო. კარზე კაკუნის ხმა გაისმა,ვიფიქრე ბადაი იყო და ყურადღება არ მივაქციე,თუმცა მის მაგივრად მამამ შემოიჭყიტა -შეიძლება?-მკითხა და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. გვერდით მომიჯდა და თვალი შემავლო. თავზე მომეფერა და ფრთხილად დაიწყო -გავიგე დედაშენმა ყველაფერი მოგიყვა...-ოჰ ღმერთო ისევ ეს ფიცი... -შენც დილა მშვიდობის მამა!-უხეშად ვუთხარი და წამოვდექი. -შვილო ასე არ შეიძლება,მშვენიერი ბიჭია,რას უწუნებ.-თვალები გადავუბრიალე -იქნებ იმას რომ მომიტაცა? ან იქნებ იმას რომ პირველყოფილი ადამიანივით ვცხოვრობ ეს დღეები სადღაც სვანეთის გადაკარგულ სოფელ უშგულში? ან იქნებ იმას რომ ბაბუაჩემმა გამაჩუქა? ან იქნებ....-გამაწყვეტინა -მოდი სხვა თვალით შეხედე ამ ყველაფერს ეცადე გაგვიგო...-ამაზე გავჭედე -და თქვენ რატომ არ გესმით ჩემი? მე ის არასდროს მეყვარება? ნუთუ გინდა რომ უბედური ვიყო? სწავლას,ცეკვას თავი როგორ უნდა დავანებო? როგორ უნდა ვიცხოვრო აქ? -თავს არაფერს არ დაანებებ.-გაისმა ბადაის მტკიცე ხმა და ოთახში შემოაბიჯა ორივემ მას გავხედეთ -ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. ტყვეობაში არ ხარ,ქორწილის შემდეგ ორივე ერთად დავბრუნდებით თბილისში და იმას გააკეთებ რაც გიყვარს,-ამოვიოხრე,კიდევ ერთი თავის ტკივილი მოვიდა -აქ რას აკეთებ? -მაინტერესებდა ჭრილობა როგორ გქონდა და შენი ჩემოდანიც მოვიტანე,ვიფიქრე დაგჭირდებოდა. -გგონია ჩემი ჩემოდნის დაბრუნებით თავს უკეთ ვიგრძნობ? ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ მე ამ სოფელში ვარ ჩარჩენილი და ჩემს პირად ცხოვრებაში არაფრის თქმის უფლება არ მაქვს!-მამაჩემს მივუბრუნდი გამწარებული -საჭიროა ამის გაკეთება და გააკეთებ კიდეც!-ხმას აუწია მამაჩემმა და პირველად ცხოვრებაში შევხედე ზიზღით. -ვერ ეღირსებით!-წავისისინე და საწოლზე ჩამოვჯექი. -ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა,კარგად დაფიქრდი,არამარტო შენზე არამედ შენს ოჯახზეც და იმაზეც დაფიქრდი,რომ ამას თუ არ გააკეთებ სისხლი დაიღვრება.-ესღა მითხრა და ოთხიდან გავიდა. -შენი ოცნებების ისევე მჯერა როგორც შენ დოშდულ.-გავოგნდი ამის მოსმენისას. -და არასდროს არ დაგაკავებ რომ აკეთო ის რაც გინდა,მაგრამ ხატზე დაფიცება სახუმარო თემა არაა და თუ შენ ან შენი მშობლები ამ ფიცს გატეხავთ,მაშინ ჩვენი ოჯახები სამუდამოდ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს,ბოლოს მაინც ჩემი ცოლი გახდები მაგრამ ეს ცუდი გზით მოხდება რაც დარწმუნებული ვარ რომ არ გინდა. ამიტომ კარგად დაფიქრდი სანამ აქედან გაქცევას ისევ გადაწყვეტ.-ჩემოდანი იქვე დადო და გავიგე როგორ ჩავიდა ქვემოთ. თავს მიტოვებულად ვგრძნობდი,მტანჯავდა იმაზე ფიქრი რომ მისი ცოლობა მომიწევდა ბაბუაჩემის ფიცის გამო და უარესად ვღიზიანდებოდი იმაზე,რომ მშობლებს ბრძოლის ეშინოდათ და ასე მარტივად მთმობდნენ...ნუთუ მათთვის არაფერს არ წარმოვადგენდი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.