შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშგუ დოშდულ (თავი მერვე)


13-08-2024, 15:03
ავტორი Olivia255
ნანახია 1 638

მზე ჰორიზონტის უკან ჩაიმალა და სახლს თბილი ელფერი მოჰფინა...სახლს რომელიც ჩხუბის შემდეგ გაცივდა...უკვე გვიანი იყო,მე კი საწოლის კიდეზე ვიჯექი,უაზროდ ვუცქერდი ერთ წერტილს და სველ თმას ვივარცხნიდი...სიცარიელეს ვგრძნობდი...მას შემდეგ რაც მშობლები წავიდნენ,სახლი ცარიელ ნაჭუჭს დაემგვანა,მხოლოდ სიჩუმე და მწუხარება სუფევდა ყველა კუთხეში...რათქმაუნდა გული მტკიოდა,ისინი ჩემი მშობლები იყვნენ,მათ გამზარდეს,მათ მასწავლეს ყველაფერი ის რაც ვიცი...თუმცა,რაც არ უნდა იყოს,მათ ჩემი მართვის უფლებას არ მივცემდი,როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი არაპროგნოზირებადი იყოს,ერთ წუთას ეს უნდოდათ მერე წუთას ეს...უკვე თავი მტკიოდა ამაზე ფიქრით...კარი რომ გაიღო თვალები ავაფახულე და ბადაი დავინახე...რატომღაც მის საძინებელში გადმოვსახლდი...თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი და თანაც მარტო ყოფნის უკვე ძალიან მეშინოდა...ვერც კი ვიძინებდი,მაშინვე გეგი მიდგებოდა თვალწინ...
-გამარჯობა...-ხრინწიანი ხმით მივესალმე და ჩავახველე...გამიღიმა და გვერდით მომიჯდა,სავარცხელი გამომართვა და თმაზე ჩამომისვა ნაზად...ბოლოში რომ ჩავიდა ჩაუსტვინა
-რამსიგრძე თმა გაქვს.-ჩავიხითხითე და მანაც გაიღიმა
-ახლა შეამჩნიე?-წარბები ავწკიპე
-პირველივე დღიდან დოშდულ.-გამეღიმა. სახეზე მომავლო თვალი და ხელით ნაზად მომეფერა დალურჯებულ ლოყაზე...მშობლები რომ წავიდნენ გადავწყვიტე კიდევ მიმეღო შხაპი...ასე მეგონა რომ იმ ღამის მერე საშინლად ბინძური ვიყავი. სარკეში რომ ჩავიხედე არც ისე კარგი სურათი არ დამხვდა...მარცხენა მხარე მოლურჯო-მოიისფრო გამხდარიყო,ოდნავ ცხვირიც,თვალი სანახევროდ ჩაწითლებული და შესიებული,ტუჩი კი გახეთქილი...ტანზე კი ჯობდა საერთოდ არ დამეხედა...ყველგან იისფერი ლაქები მქონდა...ხერხემალი საშინლად მტკიოდა,სავარაუდოდ კიბეზე დაცემის დროს რაიმე დავიზიანე...ან უბრალოდ ცუდად დავეცი...მოკლედ ჩემი დანახვისას სახე ელეწებოდა,ცდილობდა არ შეემჩნია,მაგრამ ვერ გამომაპარებდა...ამოიოხრა და სანამ რამეს ვეტყოდი საძინებლის კარზე კაკუნის ხმა გაისმა...
-შემოდი-გასძახა ბადაიმ და ოთახში ქალინა შემოვიდა,გივარგისთან ერთად....უხერხულად შევიშმუშნე და სახეზე თმა ჩამოვიფარე. არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვენახე...
-თაიას სანახავად მოვედით დაძინებამდე,-გაისმა გივარგის ხმა
-როგორ ხარ გენაცვალე?-ქალინას ტკბილი ხმის გაგონებისას გული გამითბა.
-უკეთესად გმადლობთ.-თბილად გავუღიმე ორივეს. გივარგი მომიახლოვდა და სახეზე დამაკვირდა,მართალია თმა ჩამოვიფარე,მაგრამ ვიცოდი ეს არაფერს იზამდა...
-მაინც ყველაზე ლამაზი რძალი გვყვავს,როგორ ყველაფერს იხდენ გოგო.-თბილად მითხრა გივარგიმ,შემდეგ კი მომიახლოვდა და თავზე მაკოცა,თან ხელით მომეფერა. ქალინა გვერდით მომიჯდა და ნაზად მომეფერა მხარზე...ბადაი და გივარგი კი ოთახიდან გავიდნენ
-შენ არაფერზე არ ინეევიულო,ჩვენ შენს გვერდით ვართ.-მითხრა ქალინამ და თმა გვერდით გადამიწია სახეზე რომ კარგად შეეხედა...მის თვალებში სევდა და ბრაზი ამოვიკითხე,ძალიან თბილი და ამავე დროს ბობოქარი ქალი იყო.
-დარწმუნებული ხარ რომ საავადმყოფოში წასვლა არ გინდა? იქნებ ჯობია....-გავაწყვეტინე
-არა გმადლობთ,ნამდვილად არ მინდა პოლიციას ავუხსნა ასეთ დღეში რატომ ვარ,თან უკვე უკეთ ვარ...-თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად...ისედაც ამდენი რამ გადავიტანე,პოლიციის დამატება ნამდვილად აღარ მინდოდა...ამდენი სტრესისგან ისედაც სული მეხუთებოდა...
-კარგი შვილო,როგორც შენ გინდა,ხვალ მოვალ,რომ სახე დაგიმუშავო,ასე უფრო მალე გამოკეთდები-გავუღიმე,მერე კი...ჩავეხუტე...ახლა მხარდაჭერა ყველაზე მეტად მჭირდებოდა,მაშინ მიმატოვეს მშობლებმა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდნენ ისინი...ახლა კი სრულიად უცხო ხალხი ზრუნავდა ჩემზე...ნუ არც ისეთი უცხო,მაგრამ ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის...ნაზად მომხვია ხელი და ზურგზე მომეფერა...
-დაისვენე ჩემო გოგო,რაც მალე გამოკეთდები,მით უკეთესი.-ფრთხილად მომეფერა სახეზე გაღიმებული,მერე კი წამოდგა...სანამ გავიდოდა ვუთხარი
-მადლობა,რომ ჩემზე ასე ზრუნავთ...-გაღიმებული მობრუნდა ჩემსკენ
-შენ უკვე ოჯახის წევრი ხარ,ჩვენთან კი ასეა,ოჯახის წევრებზე ყოველთვის სათანადოდ ვზრუნავთ.-ეს იყო და ოთახიდან გავიდა. ფრთხილად წამოვდექი და საწოლის გაშლა დავიწყე...ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე აქ დარჩენით...ახლა წესით მშობლები უნდა მივლიდნენ მათ მაგივრად კი ქალინა და გივარგი დამტრიალებენ თავს...ჩუმად ამივიოხრე და წამოვწექი...რატომაა რომ ყველაზე ცუდ მომენტში გვტოვებენ ისინი,ვისი იმედიც ყველაზე მეტად გვაქვს? ნუთუ ასეთი უგულოები არიან? ჯერ ჩემი მეგობრები,ახლა თავად მშობლები,შემდეგი ვინაა? ვატყობდი ნელ-ნელა ნდობა მიქრებოდა ადამიანების...მხოლოდ ბადაის და მისი ოჯახის მჯეროდა და მწამდა...მაგრამ ბოლომდე არც ამაში ვიყავი დარწმუნებული...წამიერად თვალები დავხუჭე ძლიერმა ტკივილმა რომ გამიელვა თავში...ნეტა მალე დამთავრდეს ეს ტანჯვა...დაძინებაც კი არ შემეძლო ისე ცუდად ვიყავი...ამიტომ ბადაი რომ ოთახში დაბრუნდა და ჩემგან ცოტა მოშორებით წამოწვა ვკითხე
-არ გითქვამს რას საქმიანობ...-ჭერს მივჩერებოდი და თან პასუხს ველოდი
-უკვე დიდი ხანია ჩვენი ბიზნესი გვაქვს,რამოდენიმე სასტუმროს ვფლობთ,არამარტო სვანეთში არამედ ყაზბეგშიც.-თვალებგაფართოებულმა გავხედე,კი მაგრამ როგორ?
-ეგ როგორ?-ვკითხე გაკვირვებულმა და მივაჩერდი. ჩემს რეაქციაზე გაეცინა
-ბაბუას დამსახურებაა,ყველაფერი მან დაიწყო. ძალიან დიდი შრომა ჩადო არამარტო მან არამედ მთელმა ოჯახმა. პირველი სასტუმრო სწორედ მან გახსნა სვანეთში...საქმე იმაზე კარგად წავიდა ვიდრე გვეგონა,ნელ-ნელა გავფართოვდით და შემდეგ კიდევ ერთი სასტუმრო დავამატეთ ყაზბეგში...მთლიანობაში ოთხი სასტუმრო გვაქვს.-თვალები ავაფახულე
-დავიბენი...-ალალად ვუთხარი
-ერთი სასტუმრო უშგულში გვაქვს,მეორე მესტიაში,მესამე ჰეშკილში მეოთხე კი ყაზბეგში.-ინტერესით მომაჩერდა
-მოიცა მესტიაშიც?-უკვე წამოვჯექი
-კი დოშდულ,მესტიაშიც.-წარბები შევკარი და ჩავიბურდღუნე
-ჩემმა მშობლებმა იცოდნენ ამის შესახებ?-გავხედე,მან კი მოკლედ მიპასუხა
-კი.
-ახლა ყველაფერი გასაგებია,-მწარედ გამეცინა როცა მივხვდი რატომ უნდოდათ ასე ძალიან ჩემი ბადაიზე გათხოვება...ყველაფერი არა ბაბუას,არამედ ფულის გამო ხდებოდა...ღმერთო ასე რამ დააბრმავათ. არ მინდოდა ჩემზეც ის ეფიქრა რომ ერთადერთი ფული მადარდებდა ამიტომ მშვიდად ვუთხარი
-იმედია არ ფიქრობ რომ შენთან ფულის გამო ვარ ხო?-ხელებს დავხედე.
-შენ ხომ ეს ყველაფერი არც იცოდი დოშდულ,
-არა,ნამდვილად არ ვიცოდი,მაგრამ რომც მცოდნოდა ეს არაფერს შეცვლიდა
-ვიცი.-გავხედე,ისე თბილად მიყურებდა და მიღიმოდა
-საიდან იცი?
-სხვა გოგოებს არ გავხარ და იქიდან
-რას გულისხმობ?
-იმას რომ ძალიან ბევრი ცდილობდა ჩემთან რამე გამოსვლოდა ფულის და ქონების გამო,უკვე იმედი გადაწურული მქონდა სანამ შენ არ შეგხვდი.
-რა იცი რომ მეც მათნაირი არ ვარ? იქნებ ახლაც იმიტომ ვარ შენთან რომ ქონებას დავეუფლო?-გაიღიმა და ახლოს მიმწია მასთან,ცოტა ხანს მიყურებდა და მეფერებოდა,მერე კი მშვიდად მითხრა
-არა დოშდულ,შენ არავის არ გავხარ და არ ვაპირებ ვინმეს შეგადარო რადგან ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება...-პაუზა შემდეგ კი გააგრძელა
-შენთან სხვანაირი ვარ...შენთან უკეთესი ვარ...შეხედე დანარჩენებს დოშდულ,ისინი ცარიელი სიტყვები არიან,შენ კი...შენ პოეზია ხარ,ჩემი პოეზია..-თმა ყურზე გადამიწია და ფრთხილად მაკოცა შუბლზე...
-არ ვიცი ამას როგორ ახერხებ...-წავივურჩულე,გული ლამის საგულედან ამომვარდნოდა მისი სიტყვების მოსმენისგან,ვუყურებდი და უაზროდ ვიღიმოდი
-რას?
-ჩემს დამშვიდებას ნებისმიერ სიტუაციაში,ან ასეთი აზრები საიდან მოგდის...
-ხომ გითხარი,რომ შენთან უკეთესი ვერსია ვარ ჩემი თავის.-გამიღიმა...პირველად ჩვენი ერთად ყოფნის მერე,სულ პირველად გავაკეთე ისეთი რამ,რასაც არ მეგონა რომ ვიზამდი...აცრემლებული მოვეხვიე კისერზე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
-გმადლობ...გმადლობ რომ ჩემს გვერდით ხარ....შენი დამსახურებაა აქამდე რომ მოვედი და ასეთი ძლიერი რომ ვარ.-ხელები მომხვია და მიმიხუტა,მართალია ვერ ვხედავდი,მაგრამ ვიცოდი იღიმოდა,გული სწრაფად უცემდა და უფრო და უფრო ძლიერად მიხუტებდა...
-მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები დოშდულ,თუნდაც მტკიცე უარზე იყო...ჩემი ხარ და მუდამ ჩემი იქნები.-მის კისერში ჩავმალე თავი,ბედნიერი ვიყავი..დიახ ბედნიერი. ბადაისთან...ადამიანთან რომელსაც ვერ ვიტანდი ახლა კი ნელ-ნელა ვეშვებოდი სიყვარულის მორევში,ვხვდებოდი რომ ღრმად შევტოპე,მაგრამ უკვე აღარ მადარდებდა,მინდოდა მენახა სადამდე მიგვიყვანდა ეს ყველაფერი...
*****
დილით რომ გავიღვიძე ბადაი ვერსად დავინახე...სრული სიჩუმე იდგა სახლში. ტელეფონს დავხედე და ისევ რამოდენიმე შეტყობინება დამხვდა...მე,ლუკას,ბექას და კესოს ჯგუფი გვქონდა სადაც სისტემატიურად ვწერდით ერთმანეთს და ყოველთვის ასე ვგეგმავდით სადმე გასეირნებას ან უბრალოდ რომელიმესთან სახლში შეკრებას...მოკლედ შეტყობინებები გავხსენი,წამოვხი როცა ვნახე რა მიმოწერა ჰქონდათ გუშინ ჯგუფში. სვანეთში აპირებდნენ ჩამოსვლას...რაღაცნაირად გამიხარდა,მაგრამ ჯერ კიდევ ნაწყენი ვიყავი იმის გამო,რომ სულ მარტო დამტოვეს და თვითონ კი გაიქცნენ...თარიღი არ ეწერათ,ალბათ ყოველ დღე უნდა დაველოდებოდი მათ ჩამოსვლას. ჯერ კიდევ არცერთთან მქონდა კონტაქტი და ვფიქრობდი რომ ასე სწორი იყო...უკვე 11 საათი იყო,ამიტომ ფრთხილად ავდექი,შორტები და თეთრი მაისური ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი და შემდეგ გეზი სამზარეულოსკენ ავიღე...ყავის გაკეთების პროცესში ვიყავი კარი რომ გაიღო და ენერგიით სავსე ხმა რომ გავიგე....ლანა...
-დილა მშვიდობიიის! სასუსნავები მოვიტანე..-შეჰყვირა და პირდაპირ სამზარეულოში შემოვარდა...სასუსნავებით სავსე ცელოფანი მაგიდაზე დადო და სანამ მისკენ ბოლომდე შებრუნებას მოვასწრებდი ძლიერად ჩამეხუტა
-დილა მშვიდობის.-ჩავიხითხითე და მეც მოვხვიე ხელები.
-რას აკეთებ? ოჰოო რა გემრიელად გამოიყურება.-თვალები აუციმციმდა ცივი ყავის დანახვისას...ეს გოგო იმდენად პოზიტიური იყო მუნჯსაც აალაპარაკებდა
-გინდა გაგიკეთებ.-შევთავაზე და მაშინვე დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად. იქვე სკამზე ჩამოჯდა და ახლა სერიოზულად მკითხა
-შენ ის მითხარი როგორ ხარ? ტკივილები ისევ გაქვს ხო?-ჭიქაში ყინულები ჩავუყარე,საწეუპიც ჩავუდე და მეც მივუჯექი ყავით ხელში გვერდით.
-ისე ძალიან აღარ მტკივა,არაფერია მალე მომიშუშდება.-გავუღიმე. სახეზე მომავლო თვალი და გამიღიმა თან ყავა მოსვა
-ვაუ! ყოველ დღე აქ ვიქნები ასეთ ყავას თუ გამიკეთებ!-გამეცინა
-გამიხარდება შენი აქ ყოფნა.-გულით ვუთხარი და გამიღიმა. მართალია ჩემზე პატარა იყო მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა,ის ბადაის ბიძაშვილი იყო და უბრალოდ ადამიანი,რომელსაც ოქროს გული ჰქონდა,მართალია მეორედ ვხედავდი,ნუ მესამედ თუ იმ ღამეს არ ჩავთვლით. მაგრამ ადამიანებს კარგად ვცნობდი და ვიცოდი ვინ ვინ იყო.
-მოკლედ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე კინოს საღამო მოგიწყო.-ხელები ერთმანეთს შემოკრა და თვალებგაბრწყინებული მომაჩერდა პასუხის მოლოდინში. გავუღიმე
-კარგი იდეაა,მაგრამ მანამდე რამე უნდა მოვამზადო,ძალიან მშია.
-მეც მოგეხმარები.-მაშინვე წამოხტა და ერთად შევუდექით სადილის მომზადებას. რადგან დილა იყო მსუბუქად მინდოდა ჭამა,ამიტომ ორივესთვის სენდვიჩები გავაკეთეთ. ხოლო საღამოსთვის კი ცალკე.
-მიდი ოხრახუში ძაფით შეკარი და ისე ჩააგდე წვნიანში.-ინსტრუქცია მივეცი ლანას და მანაც მაშინვე ჩააგდო ოხრახუში წვნიანში.
-ამ საჭმელს რა ქვია? აქამდე არ გამისინჯავს.-მკითხა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
-ქათმის ნიგვზიანი ხარჩოა,ბებიამ მასწავლა მომზადება,ყველა მეუბნება რომ მას ვგავარ.-გარეცხილი თეფში დასაწურად იქვე დავდე და გაზს ჩავუწიე,თან საჭმელში მარილი ჩავამატე და ღომიც,რომლის გაკეთებაშიც ლანა მომეხმარა გვერდით გადავდე.
-ბებიაშენი არ ვიცი როგორი მზარეული იყო,მაგრამ შენ ძალიან კარგი ხელი გაქვს.-მითხრა და ყავა მოსვა,უკვე მეორე ჭიქას სვამდა. და მეშინოდა ისედაც ენერგიით სავსე ჭკუიდან არ შეშლილიყო ამდენი ყავით.
-მადლობა. აბა რას უნდა ვუყუროთ?-ვკითხე და თან საჭმელი გამოვრთე. წამიერად დაფიქრდა
-სიმართლე გითხრა არ ვიცი,ფილმების მარტო ყურება არ მიყვარს და ბევრი არაფერი ვიცი,იქნებ შენ იცი რაიმე კარგი?-მკითხა და ამომხედა თავისი ბრიალა ლურჯი თვალებით. ეს გოგო ბარბის თოჯინას გავდა,თავისი ნაზი ნაკვთებით,მოქერო თმით და ლურჯი თვალებით რომლებსაც გრძელი წამწამები უმშვენებდა.
-მგონი ჯობია ერთად ავარჩიოთ.-წამოდგა და მისაღებში გავედით სასუსნავებით დატვირთულები. აღმოჩნდა რომ ტელევიზორი სმარტი იყო და ჩვენც შევუდექით ძიებას...
არ ვიცი რამდენ ხანს ვისხედით მისაღებში,ბევრი ვიცინეთ და ვიტირეთ,ბოლო ფილმის დასრულების შემდეგ ფეხზე რომ წამოვდექი წელზე ხელები მივიდე და ოდნავ უკან გადავიხარე მხოლოდ მაშინ გავჩერდი ტკაცუნის ხმა რომ გავიგე...
-უკვე დაბნელებულა...-ფანჯარაში გაიჭყიტა ლანამ და წამოდგა.
-თაია მე წავალ,დედას იქნებ რაიმეში დახმარება სჭირდება,თან მგონი ბადაიც მალე მოვა.-მარტო დარჩენა არ მინდოდა,ამიტომ მეც გავყევი,შებინდებული იყო და უკვე გრილოდა,ბადაი სასტუმროში წასულა დილიდან,ლანას გამოვკითხე სად უნდა მივსულიყავი და სახლამდე რომ მივაცილე და ქეთი და რევაზი მოვიკითხე პირდაპირ იქ წავედი...
არ ველოდი ასეთი დახვეწილი შენობა თუ დამხვდებოდა,ძველებურ სტილში გაკეთებული უზარმაზარი სასტუმრო ამაყად შემომყურებდა...კიბეებზე ფრთხილად ავედი და სასტუმროში შესვლისას ახალგაზრდა ბიჭი წამოვიდა ჩემსკენ,ახლოს რომ მოვიდა მაშინ ვიცანი და თბილად გავუღიმე.
-გამარჯობა ლუკა,-მივესალმე,ჯერ კიდევ არ დამვიწყებია როგორი სიფრთხილით მომაცილა სახლში გეგიმ რომ პირველად ჩემი გატაცება სცადა მანქანით...საპასუხოდ თბილად გამიღიმა
-როგორ ხარ? ბადაის თუ ეძებ მეორე სართულზეა შემიძლია მიგაცილო.-თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად
-კარგად ვარ გმადლობ,თავად? აქ რას აკეთებ?-წინ წამიძღვა და თან ლაპარაკი გამიბა
-ბადაიმ მომაწყო,დაცვაში მინდოდა მუშაობა და უარი არ უთქვამს.-ასეთი ახალგაზრდა,თან არც ისეთი ნავარჯიშები არ იყო,საინტერესოა როგორ ართმევდა თავს. ალბათ ჩემს გაკვირვებულ სახეს რომ დახედა მიხვდა რას ვფიქრობდი.
-ყოველ დღე ვვარჯიშობ და ძალა არ მაკლია თუ ამას ფიქრობ.-გამეკრიჭა და კიბეებზე რომ ავედით პირველივე კარი გააღო ხელნარცხნივ და განზე გადგა რომ შევსულიყავი.
-გმადლობ-გავუღიმე და შიგნით შევაბიჯე
-მარტო დაგტოვებთ.-დამემშვიდობა და კატი გაიხურა. ოთახს თვალი მოვავლე,საძინებელი იყო,უბრალოდ აშკარად რაღაც ცვლილებები შეჰქონდათ და ყველგან მტვერი და ინსტრუმენტები ელაგა...აბაზანიდან მოდიოდა ხმა და მეც იქეთ გავემართე,შიგნით რომ შევედი ბადაი დავინახე ორ კაცს ესაუბრებოდა და უხსნიდა კაბელები სად გაეყვანათ,მე რომ შემამჩნიეს ორივემ გამომხედა და ბადაიც მაშინ მოტრიალდა,ჩემი დანახვისას მკაცრი სახე დაუმშვიდდა და თბილად გამიღიმა.
-მოკლედ ესეც დაამთავრეთ და თავისუფლები ხართ.-ესღა უთხრა,ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. ოთახიდან რომ გავედით ნაზად მაკოცა და გაღიმებულმა დამხედა
-აქ რას აკეთებ?
-ლანა გავაცილე სახლში,მარტო დარჩენა არ მინდოდა და შენთან წამოვედი.-თვალები დააბრიალა
-გამაგიჟებს ეგ გოგო,ხომ ვუთხარი ჩემს მოსვლამდე არსად წასულიყო,კარგი არაუშავს,წამოდი ახალი ოთახი მინდა გაჩვენო. თავს როგორ გრძნობ?-უკან გავყევი
-უკეთ ვარ,შეშუპებამაც გამიარა და დალურჯებაც თითქმის გადამდის სახიდან.-ერთ-ერთი ოთახის კარი გააღო და შიგნით შემიყვანა. რომ შევედი თვალი მოვავლე იმდენად დახვეწილი და კომფორტული საძინებელი იყო,დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. შუაში დიდი საწოლი იდგა,აქეთ-იქეთ კრემისფერი პატარა ტუმბოები,კედლები ღია ფერის იყო,ფარდები გრძელი მოთეთრო-მოკრემისფრო,თუმცა ჩემი ყურადღება დიდმა ვერანდამ გამოიწვია,მაშინვე გავედი და გამეღიმა როცა ამწვანებულ მთებს,მდინარეს და ფუმფულა ღრუბლებს შევხედე.
-მოგწონს?-გვერდით ამომიდგა და დამხედა
-ულამაზესია,-ჩავილუღლუღე და ავხედე.
-მომენატრე დოშდულ.-უხეშად მიმიხუტა და ტუჩებზე დამაცხრა. საპასუხოდ მეც ვაკოცე და ორივე ხელი კისერზე მოვხვიე...შემდეგ კი, ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა,ისე სწრაფად ამიტაცა ხელში და წამებში აღმოვჩნდით საწოლზე. ნაზად მეფერებოდა და მკოცნიდა,საპასუხოდ კი მეც ვკოცნიდი და მის ძლიერ მკერდს ვებღაუჭებოდი ხელებით. არ ვიცი რატომ,მაგრამ ხელი მის მაისურს დავავლე და ვუბიძგე გაეხადა. წამიერად გაჩერდა,დამაჩერდა და მკითხა
-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?-ტუჩზე ვიკბინე და აღელვებულმა დავუქნიე თავი...ტუჩებზე რომ დამაცხრა და მისი ხელი წელზე ვიგრძენი გონება გამეთიშა,მხოლოდ მასზე ვფიქრობდი,მთელი დღე ბადაი მიტრიალებდა თავში,მან მოახერხა და თავი მომაწონა იმ დონეზე,რომ ჩემთან ასე ახლოს მოსვლის უფლება მივეცი,მთლიანად მივენდე და დავნებდი. ჩემი ტანსაცმელი რომ ოთახის ყველაზე შორ კუთხეში მოისროლა სულ მთლად ავკანკალდი....მეშინოდა და ვნერვიულობდი იმიტომ,რომ ეს ჩემთვის პირველი იყო და იმიტომაც რომ ვფიქრობდი მას სწორედ ეს უნდოდა და როცა მიიღებდა იმას რაც უნდოდა,სხვა გოგოებივით მეც ნაგავზე მომისვრიდა....საცვალს რომ მოკიდა ხელი სწორედ მაშინ მოვშორდი წამიერად და აქოშინებულმა ვუთხარი
-მე...ეს პირველია...-ტუჩზე ვიკბინე და აღელვებულმა შევხედე მის ყოველთვის მშვიდ თვალებს,რომლებიც ახლა სულ სხვაგვარად იყვნენ ანთებულნი...გამიღიმა,უფრო მიიხუტა ჩემი შიშველი სხეული,ფრთხილად მაკოცა და მხოლოდ ეს მითხრა
-ყველაფერი კარგად იქნება დოშდულ...-შემდეგ კი ყველაფერი ბუნდოვანი გახდა...სახე მის კისერში ჩავმალე და მთელი ძალით ვიკბინე ტუჩზე საშინელი წვა რომ ვიგრძენი ფეხებს შორის...ის კი მეფერებოდა და მეჩურჩულებოდა რომ ყველაფერი რიგზე იყო შემდეგ კი რაღაც მომენტში ძლიერად მაკოცა და მისი ხავერდოვანი ხმით მტკიცედ მითხრა.
-მიყვარხარ თაია...
*****
თვალები რომ გავახილე უკვე ბნელოდა,თუმცა ოთახი რბილი და თბილი მბზინვარებით იყო სავსე და ძალიან კომფორტული საბანივით მეხვეოდა...უცხო სიმძიმეს ვგრძნობდი კიდურებში,დაღლილობას და ტკივილს რომელმაც გამახსენა ჩემსა და ბადაის შორის დატრიალებულ გრიგალზე...თმაზე ნაზად მეფერებოდა და გაღიმებული მიყურებდა,თავი მის ძლიერ ხელზე ჰქონდა ჩამოდებული და თვალები უცნაურად უციმციმებდა.
-თავს როგორ გრძნობ დოშდულ?-მკითხა და მხარზე მაკოცა...არ მინდოდა მომენტის გაფუჭება და ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად იყო...
-კარგად ვარ,დიდი ხანია მძინავს?-ფრთხილად წამოვჯექი და ვეცადე არ შემემჩნია ტკივილმა რომ გამკრა ფეხებს შორის,თან საბანი შემოვიხვიე ტანზე,თვითონაც წამოჯდა და საბანი რომ ჩამოცურდა და მისი შიშველი მკერდი დავინახე ავწითლდი,გაეღიმა ისე მიპასუხა
-არც ისე,ალბათ ერთი საათი...-თავი დავუქნიე და თვალი მისი მკერდიდან ქვემოთ საბანისკენ გავაპარე,ღმერთო ჩემო თაია რას აკეთებ....თვალები ავაფახულე და ტუჩზე ვიკბინე,ბადაის რათქმაუნდა ვერაფერს გამოვაპარებდი,გვერდულად იღიმოდა და ისეთი თვალებით მიყურებდა მეშინოდა ისედაც ატკიებული სხეულისთვის კიდევ არ დაემატებინა,ამიტომ წამოვდექი,პლედი რომელიც საწოლზე იყო მიფენილი შემოვიხვიე და გამოვუცხადე,რომ აბაზანაში მივდიოდი,მისი თვალები რათქმაუნდა იქამდე გამომყვა სანამ აბაზანის კარი არ დავხურე...პლედი იქვე დავაგდე და ცხელი წყლის ქვეშ რომ დავდექი ფიქრებმა წამიღო...სწორი იყო ის რაც გავაკეთე? ძალიან ადრე ხომ არ იყო ამისთვის? ვიყავი მზად ამ დონის ურთიერთობისათვის? მე ხომ იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული ბადაი მიყვარდა თუ არა...გონება ისევ მის რბილ შეხებაზე გამექცა,როგორ ვყავდი ხელებში მოქცეული ნაზი და ცეცხლოვანი ვნების ნაზავით...მან იცოდა როგორ გავეცინებინე,როგორ გამოვეწვიე,ავებუზღუნებინე და როგორი კმაყოფილი იყო ჩემს აწითლებულ და გაბუტულ სახეს რომ უყურებდა,მას ყველანაირი მოვწონდი,გაბრაზებულიც და მშვიდიც,გაბუტულიც და ნასვამიც...ჯიუტად ცდილობდა თავისი ნათქვამის შესრულებას,რომ აზრს შემიცვლიდა და ეს გამოსდიოდა კიდეც...მისი სიმკაცრე,მისი გამოხედვა,მისი სიტყვები,მიდი სიჯიუტე რომ მიეღო ის რაც სურდა და მისი სიხისტეც კი მხიბლავდა,სუნთქვას მიკრავდა...როგორ მიცავდა,ფიზიკურად და სიტყვიერადაც,არავის აძლევდა უფლებას ჩემთვის რაიმე ზედმეტი ეთქვათ ან გაეკეთებინათ...მაგრამ რჩებოდა კითხვა,მიყვარდა? თუ არ მიყვარდა,მაშინ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი,ყველა ეს მომენტი,ემოცია როგორც მშვიდი ასევე მღელვარეც...იქნებ სულაც არ მჭირდებოდა ამ ყველაფერზე პასუხი,იქნებ სულაც დროს მივნდობოდი და ამ მომენტებს,ამ მოგზაურობას და არასრულყოფილ კავშირს,რომელიც შეიძლებოდა გაზრდილიყო,გაღვიბებულიყო და განვითარებულიყო...შხაპიდან რომ გამოვედი პირსახოცში გახვეული ცვლა ვიგრძენი...კი,ეჭვი მეპარებოდა,მაგრამ ღირდა ასეთი ლამაზის გამო,რომელიც ჩვენი ახლართული ისტორია იყო გარისკვა...განსაკუთრებით კი მაშინ,როცა ამ ყველაფერს ასეთი სიმშვიდე და სიხარული მოაქვს. საძინებელში რომ დავბრუნდი ურცხვად მხოლოდ პირსახოცის ამარა ბადაის თვალები აენთო,საწოლის კიდეზე იჯდა შარვალი ჩაეცვა და თვალს არ მაშორებდა....
-უკეთ ხარ?-მკითხა,წამოდგა და მომიახლოვდა
-ხო..ალბათ დრო მჭირდებოდა დასაფიქრებლად...-ხელი წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა,თან თვალს არ მაშორებდა და ჩემს სახეს აკვირდებოდა
-ნანობ?-მკითხა და თვალებში რაღაც გაუკრთა,თავი გავიქნიე
-არა,არა,უბრალოდ...დაბნეული ვარ,არ ვიცი რას ვგრძნობ ან საერთოდ ჩვენს შორის რა ხდება...-ლოყაზე მომეფერა და მშვიდად მითხრა
-ვხედავ რომ ჩემს მიმართ გულგრილი აღარ ხარ დოშდულ და რომ ჩემი სიახლოვე ძალიან მოგწონს,მესმის რომ დაბნეული ხარ,მაგრამ გულს მოუსმინე და ისე მითხარი გიყვარვარ?-იმედიანად დამაჩერდა,მე კი არ ვიცოდი რა მეპასუხა,არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა,მაგრამ არც ის მინდოდა ტყუილი მეთქვა,ჩემს თავს კიდევ ერთხელ დავუსვი შეკითხვა მიყვარს? დაბნეულს არ ვიცი რა დამემართა სიტყვები თავისით წამოვიდნენ პირიდან და ისე რომ წამითაც აღარ დავფიქრებულვარ ვუთხარი
-მგონი...ჰო...-თავი ახლოს მოწია ჩემს სახესთან და ოდნავ შემეხო ტუჩებზე
-მგონი?-ხავერდოვანი ხმით მკითხა,
-ჰო...-წავიჩურჩულე
-მითხარი დოშდულ გიყვარვარ თუ არა? მხოლოდ ჰო და არათი არ მიპასუხო,-ყელზე ნაზად მაკოცა და უფრო მიმიხუტა...ასე არ შეიძლებოდა,ჩემზე მანიპულირებდა...
-მე...ესე არ შეიძლება...-ხელები ძლიერ მკერდზე მივადე რაც შეცდომა იყო,რადგან პირსახოცი მაშინვე იატაკზე დაეცა და ბადაის თვალები აენთო...
-თაია,მოთმინებას მაკარგინებ...მიპასუხე გიყვარვარ თუ არა?-ამჯერად მოუთმენლად გამიმეორა და დამაჩერდა
-მიყვარხარ,-წავიჩურჩულე, გვერდულად გაიღიმა
-ცოტა ხმამაღლა თორემ არ მესმის,-ხელი შიშველ სხეულზე ჩაასრიალა და წამოვწითლდი
-მე...მიყვარხარ ბადაი,-ხმამაღლა ვუთხარი და კმაყოფილმა გამიღიმა...ხელში ამიტაცა და ფრთხილად დამაწვინა საწოლზე.
-ფეხები გამიშალე დოშდულ და მეც დაგიმტკიცებ როგორ მიყვარხარ,-ტუჩებზე დამაცხრა,მე კი თითქოს მხრებიდან რაღაც სიმძიმე მომეხსნა....არ ვიცოდი რატომ ვუთხარი ეს სიტყვები,მაგრამ ალბათ გულის სიღრმეში ეს თავიდანვე ვიცოდი და ბიძგი მჭირდებოდა რომ ეს მისთვის მეთქვა....ბიძგი კი ბადაი იყო...თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ გვქონდა მოსაგვარებელი,პირველ რიგში კი გეგი....



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

დიდი აღმოჩენა დამთავრდა?????

 


№2  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნინო
დიდი აღმოჩენა დამთავრდა?????

სამწუხაროდ სადაც ვწერდი დიდ აღმოჩენას და შემდეგი თავებიც სადაც მქონდა შენახული დაიბლოკა და მომიწია განახლება,ამიტომ ვეცდები მალე განვაახლო ????

 


№3 სტუმარი Gvanca gvalia

უფრო სასიამოვნო წასაკითხია ველოდები შემდეგს..... წარმატებები ჩემო კარგო

 


№4  offline წევრი Olivia255

Gvanca gvalia
უფრო სასიამოვნო წასაკითხია ველოდები შემდეგს..... წარმატებები ჩემო კარგო

დიდი მადლობა ვეცდები მალე დავდო ????

 


№5 სტუმარი ნასწია

აუუუ შემდეგ თავებს როდის დადებთ?ძალიან მომწონს და წარმატებები

 


№6  offline წევრი Olivia255

ნასწია
აუუუ შემდეგ თავებს როდის დადებთ?ძალიან მომწონს და წარმატებები

დიდი მადლობა ????ვეცდები ხვალ თუ არა ზეგ მაინც დავდო

 


№7 სტუმარი სტუმარი Ziko

Bravo kargia.male dade shemdegi tavi❤️

 


№8  offline წევრი Olivia255

სტუმარი Ziko
Bravo kargia.male dade shemdegi tavi❤️

ვეცდები რომ მალე დავდო ????

 


№9 სტუმარი En

Male dade shemdegiii

 


№10  offline წევრი Olivia255

En
Male dade shemdegiii

ვეცდები დღეს გვიან ან ხვალ მაინც დავდო ????

 


№11 სტუმარი ნასწია

მალე დადეთ რა შემდეგი თავები საინტერესოა და ძაიან მომწონს.წარმატებები.

 


№12 სტუმარი სტუმარი ნათია

Male Sade ra velodebi

 


№13  offline წევრი Olivia255

ნასწია
მალე დადეთ რა შემდეგი თავები საინტერესოა და ძაიან მომწონს.წარმატებები.

გამარჯობა,რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვახერხე წიგნზე მუშაობა თუმცა დავბრუნდი და ახალ თავებს მალე შემოგთავაზებთ ❣️

სტუმარი ნათია
Male Sade ra velodebi

რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვახერხე წიგნზე მუშაობა,თუმცა ახლა დრო მაქვს და მალე დავდებ ახალ თავებს ❣️

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინო

Imedia did tavs dadeb raxan amdenxans gvalodinet❤❤????

 


№15 სტუმარი სტუმარი ხატია

მოუთმენლად ვრლოდებით ახალ თავებს. აღარ დააგვიანო რა და მალე დადე ახალი..... წარმატებები....

 


№16  offline წევრი Olivia255

სტუმარი ხატია
მოუთმენლად ვრლოდებით ახალ თავებს. აღარ დააგვიანო რა და მალე დადე ახალი..... წარმატებები....

დღეს აიტვირთება შედარებით დიდი თავები ❣️

სტუმარი ნინო
Imedia did tavs dadeb raxan amdenxans gvalodinet❤❤????

დიახ დიდ თავებს დავდებ ????❣️

 


№17 სტუმარი სტუმარი ლელა

დღეს დადებთ?

 


№18  offline წევრი Olivia255

სტუმარი ლელა
დღეს დადებთ?

დიახ დღეს დავდებ ❣️

 


№19 სტუმარი სტუმარი ლელა

დადეთ მეცხრე ნაწილი?

 


№20  offline წევრი Olivia255

სტუმარი ლელა
დადეთ მეცხრე ნაწილი?

დიახ ატვირთულია ❣️

 


№21 სტუმარი სტუმარი ლელა

არ მიგდებს და რატო ნეტა?

 


№22  offline წევრი Olivia255

სტუმარი ლელა
არ მიგდებს და რატო ნეტა?

საიტზე ჯერ კიდევ არ ატვირთულა არადა უკვე დიდი ხანია ავტვირთე

 


№23 სტუმარი Nino

Gtxov xeltavidan atvirte ra albat ragac problema aqvt❤❤❤

 


№24 სტუმარი ნასწია

გამარჯობათ კიდევ არატვირთულა შემდეგი თავები ნეტა რატომ?არადა როგორ ველოდები.

 


№25  offline წევრი Olivia255

ნასწია
გამარჯობათ კიდევ არატვირთულა შემდეგი თავები ნეტა რატომ?არადა როგორ ველოდები.

არ ვიცი ახლა ისევ მოვსინჯავ და თავიდან დავდებ ❣️

 


№26 სტუმარი სტუმარი ლელა

არ ჩანს კიდევ ????????

 


№27  offline წევრი Olivia255

სტუმარი ლელა
არ ჩანს კიდევ ????????

ისევ არა,მთელი დღეა ატვირთულია მაგრამ ისევ არ ჩანს

სტუმარი ლელა
არ ჩანს კიდევ ????????

თავიდან ავტვირთე და იმედია გამოჩნდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent