მდინარეში ნაპოვნი სიყვარული (ბოლო)
სესილიმაც ძალიან ბევრი იფიქრა. მთელი საღამო ეზოში იჯდა და ბიჭის სიტყვებზე ფიქრობდა. იმ მომენტში თითქოს ვერც გაიაზრა ამირანის სიტყვები, მგრამ მერე რომ გაიხსენა, ძალიან დაიბნა. ამირანმა ასე უბრალოდ განაცხადა, რომ სესილი მოსწონდა, თანაც ძალიან. უამრავი ფიქრი ირეოდა გოგოს თავში. იქნებ ეს ყველაფერი იმ ბიჭის გასაგონად თქვა. ანდაც იქნებ ასეცაა და წამოსცდა. ლოგიკასთან ახლოს იყო ეს ყველაფერი. ამირანი სულ მის გარშემო იყო, ყველაფერში ეხმარებოდა და სანაცვლოდ არაფერი სჭირდებოდა. მთელი ღამე იფიქრა, ალბათ სიმართლეა, ან არა. დავუშვათ სიმართლეა, მაშინ სესილიმ რა უნდა გააკეთოს. თვითონაც ვერ ხვდებოდა ამ სიტუაციიდან გამოსავალს. თავი უნდა აარიდოს ამირანს, თუ პირიქით. ან თავად რას გრძნობს გოგო. თითქმის გამთენიისას ჩაეძინა და ადრიანად ნამდვილად ვერ გაიღვიძა. ყველამ ერთად ისაუზმეს. გოგონებს ძალიან უკვირდათ სესილის ჩუმად ყოფნა. ერთად დასხდნენ ეზოში და საუბრობდნენ. –სესილი არ გვისმენ? –აა.. როგორ არა, უბრალოდ ჩავფიქრდი. –დილიდან ასე ხარ, რამე ხდება? –მგონი ვიცი რაც ხდება. ამირანის სიტყვებზე ფიქრობ? –ანუ არ მომესმა ხო? კი, მის ნათქვამზე ვფიქრობ. –სიმართლე გითხრა, ეჭვები მქონდა, მაგრამ ასე თუ იტყოდა ამას, ვერც ვიფიქრებდი. –ეჭვები? რასთან დაკავშირებით? –იმასთან, რომ მოსწონხარ სესილი. სულ გიყურებდა, გიღიმოდა, გეხმარებოდა. მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ასე.. –ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სიმართლე თქვა? –შენ არ ფიქრობ ასე? –არა, უფრო სწორედ კი. ანუ მეც ვთვლი, რომ მართალი ხარ, მაგრამ იქნებ იმ ბიჭის გასაგონად თქვა. –არა მგონია. –ხო სესილი, მეც მგონია, რომ ამირანს მოსწონხარ. –ჰო, მგონი მართალს ამბობთ. –ახლა რა უნდა ქნა? –არ ვიცი. –ფიქრობ დღეს უნდა ისაუბროთ. –ხო, აუცილებლად. ამ გაუგებრობას ჯობია სიმართლე ვიცოდე. დღეს ვისაუბრებთ. შუადღის სამი საათი იყო როცა ყველანი ამირანის სახლში წავიდნენ. ეზოში საკმაოდ დიდი სუფრა იყო გაშლილი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო უკვე ეზოში. ახალგაზრდებიც, დიდებიც. მალევე შემოუსხდნენ სუფრას, ყველა მხიარულობდა, ერთობოდა. სესილი დალევის ხასიათზე ნამდვილად არ იყო, მაგრამ გიოს ხათრით ერთი ორი ჭიქა მაინც დალია. რამდენიმე საათში მშობლები და დიდები აიშალნენ და სუფრასთან მხოლოდ ახალგაზრდები დარჩნენ, რომელთა უმეტესობაც უკვე საკმაოდ მთვრალი იყო. მოსვლის დროიდან ამირანს და სესილის არც ულაპარაკიათ, მხოლოდ გამარჯობა უთხრეს ერთმანეთს. გოგო ეზოს უკანა მხარეს დასეირნობდა, როცა ამირანი მივიდა მასთან. ბიჭი არ იყო მთვრალი, მაგრამ ნასვამი იყო. –სესილი შეიძლება ვილაპარაკოთ? –კი, რა თქმა უნდა. –გუშინდელის გამო კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, თქვენი შეშინება არ მინდოდა. –ეგ არაფერი. ალბათ სხვა გზა არც იყო მის მოსაშორებლად. –კარგია ასე რომ ფიქრობ. იცი ჩვენ, ანუ მე და ბიჭები რაღაც დროით დასასვენებლად მივდივართ და მანამდეც რაღაცეები მოსაგვარებელი მაქვს. ასე, რომ სანამ დიდი ხნით მომიწევს წასვლა მინდა დაგელაპარაკო. –კარგი, გისმენ. –შორიდან არ შემოვუვლი, მოკლედ მინდა აგიხსნა ის რაც გუშინ ვთქვი. იცი სესილი არ მინდოდ ასე მომხდარიყო, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლი. ისე მოულოდნელად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, რომ ვერც გავიაზრე. თავიდან ვერც ვხვდებოდი რა ხდებოდა, რატომ მინდოდა შენი ნახვა, დახმარება, რატომ ვღელავდი შენზე ან რატომ ვბრაზდებოდი აჩიკოზე. მერე როცა გავიაზრე, შეწინააღმდეგება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. ბოლოს ამ შედეგამდე მოვედი... ხო ალბათ გაინტერესებს რაც ვთქვი სიმართლეა თუ არა. სიმართლეა სესილი, მომწონხარ. მართლა არ ვიცი რა მომენტში მოხდა ეს, მაგრამ ასეა. –კარგია, რომ სიმართლე მითხრი, მადლობა.. თუმცა არა, მადლობას არ გეტყვი. არ მინდა იფიქრო, რომ გაბრაზებული ვარ. რაც შეეხება დანარჩენს, მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა. ეს მოულოდნელი იყო. ბევრ რამეში გეთანხმები, მაგალითად ჩვენს ძალიან უცნაურად გადახლართულ სიტუაციებში, მაგრამ.. გამიგე ამირან, ახლა მართლა ძალიან დაბნეული ვარ, არ ვიცი რა უნდა გითხრა ან როგორ უნდა მოვიქცე. –არაუშავს სესილი, მესმის. ეს შენთვის მართლა მოულოდნელი იყო და ასე სიმართლის თქმა არ მინდოდა. არაფრის თქმა არ გჭირდება. ყველაფერს ალბათ დრო გვიჩვენებს. მიხარია, რომ გაბრაზებული არ ხარ, მართლა. დრო კიდევ ძალიან ბევრია სესილი, დაფიქრდები და ალბათ რაღაც აზრამდე მიხვალ. არაფრის თქმა არაა საჭირო. –კარგი ამირან, რომც მოგეთხოვა, მაინც ვერაფერს გეტყოდი. სწორად მოიქეცი დალაპარაკება რომ გადაწყვიტე. მეც გაურკვევლობაში ვიყავი გუშინდლის გამო. –მიხარია თუ ასეა. –დროის გამოყენება ნამდვილად მჭირდება. –კარგი, ასე იყოს. იმ დღეს მეტი აღარ უსაუბრიათ. მხოლოდ წამოსვლისას დაემშვიდობნენ ერთმანეთს. სესილი და გოგონები რამდენიმე დღით დარჩნენ კახეთში, მერე კი თბილისს დაუბრუნდნენ. გოგონებმაც ურჩიეს დაფიქრება და სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა. გოგო ბევრს ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა რას გრძნობა ბიჭის მიმართ. უარყოფითი არაფერი, მაგრამ მაინც გაურკვევლობაში იყო სესილი. გოგონებთან ერთად იჯდა ქეთის სახლის აივანზე და ყავას სვამდა. –სესილი, ვერაფერი გადაწყვიტე? –ვერა სალ, მართლა ძალიან დაბნეული ვარ. თან ყველაფერი ხუთი დღის წინ იყო. –ამირანის მიმართ საერთოდ არაფერს არ გრძნობ? –მე ეგ არ მითქვამს ანანო. მშვენიერი ბიჭია ამირანი, ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ არ ვიცი როგორ ვუყურებ. ყველაფერი ისე უცე მოხდა. –ძმასავით უყურებ? –არა, ნამდვილად არა. არც ისე, როგორც კურსელ ბიჭებს ან თუნდაც ანრის და რეზის. ამირანი საერთოდ სხვაა. –მეტს რას ელი სესილი შენი თავისგან? –არ ვიცი რას. ეს ისაა რაც უნდა იყოს? –ეგ შენ უნდა იცოდე. ვატო სესილი? იმასაც ხო მოსწონხარ, ვატო და ამირანი ერთნაირად არიან შენს თვალში? –არაა, არა. ვატო სულ სხვაა. ვატოს მოვწონვარ, კარგი ბიჭია, მაგრამ ამირანი სხვაა. ამირანი არავის არ გავს. სიმშვიდე მოაქვს და დაცულობა. –მერე ეგაა სესილი, მოწონება ეგაა. –მასზე დარდობ? გაღელვებს? –კი, ასეა. როცა დაიჭრა ძალიან მეშინოდა, რომ რამე დაემართებოდა. დანაშაულის გრძნობა სხვაა, მაგრამ ეს ღელვა სხვა იყო. გახსენებაც არ მინდა. როცა ლაგოდეხშიც იმ ბიჭს დაარტყა შემეშინდა, რომ რამე დაემართებოდა ან შარში გაეხვეოდა. –ახლა როცა ყველაფერი ხმამაღლა თქვი რამე შეიცვალა? –კი სალ, თითქოს უკეთ გავიაზრე რაღაცეები. მადლობა გოგოებო. ძალიან კარგად დამანახეთ სიმართლე. ამირანი სანამ დასასვენებლად წავიდოდა სამსახურში მივიდა. ცვლილებები დიდი იყო. ბიჭს პოსტზე დგომა აღარ მოუწევდა. ახლა მას სულ სხვა მოვალეობები და პასუხისმგებლობები ჰქონდა. განაწილება, საბუთები, დეტალები. რამდენიმე დღით მოუწია სამსახურში სიარული, რათა ყველაფერი დალაგებული ჰქონოდა. მთელი კვირა საქმეებში და დოკუმენტებში იყო ჩაფლული. ბიჭებსაც კი ვეღარ ნახულობდა წესიერად. საღამო იყო და სახლისკენ მიდიოდა. ერთი კვირა იყო გასული მათი ლაპარაკიდან და გოგოს ნახვა უნდოდა, თანაც ძალიან. სახლის გზას გადაუხვია და სესილის სანახავად წავიდა. საცობში მოხვდა და ძალიან ნელა მიიწევდა წინ. გზის პირას მჯდარი ქალი დაინახა, რომელსაც გვერდით პატარა გოგონა ეჯდა. მათ გარშემო ვარდების ბუკეტები ეწყო. ბიჭმა მანქანა გააჩერა და დედა–შვილთან მივიდა. სესილის გახარებას გეგმავდა ულამაზესი წითელი ვარდებით. გოგო სახლში არ დაუხვდა და კიბეებზე ჩამოჯდა კორპუსის შესასვლელთან. რომელიღაც მეზობლის ინტერნეტი დააკავშირა ტელეფონმა და ბიჭმაც ამით გადაწყვიტა დროის გაყვანა. ქეთის პოსტი ამოხტა. რამდენიმე ფოტო და ერთი პატარა ვიდეო იყო. ყველანი აშკარად ბარში იყვნენ. ყველა სახე ნაცნობი იყო ფოტოებიდან. გოგონები აშკარად კარგად გაერთნენ. ამ ყველაფერმა ღიმილი მოჰგვარა, მაგრამ შემდეგ ვიდეო ნახა სადაც სესილი იყო. ძალიან ლამაზ იყო, ვიღაც ბიჭთან ერთად ცეკვავდა. ძალიან მოკლე ვიდეო იყო, მაგრამ ამირანმა ვატო იცნო. რაღაც მომენტში ძალიან გაღიზიანდა. ისე ახლოს იყვნენ ნერვები მოეშალა. წასვლა გადაწყვიტა, რა დროსაც გოგოს ხმა შემოესმა და გაჩერდა. ვატომ მოაცილა ფეხით და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა. ამირანი ძალიან გაბრაზდა. გოგომ მობრუნების შემდეგ დაინახა ბიჭი, რომელიც კორპუსის სიბნელიდან გამოჩნდა. –ამირან? აქ რას აკეთებ? ბიჭმა ყვავილები ხელში მიაჩეჩა და უსიტყვოდ აურა გვერდი. –ამირან, მოიცა სად მიდიხარ. მითხარი რამე. –რა გითხრა სესილი? მშვენიერი დახვედრა მომიწყვე. –რა დახვედრა ამირან. მოიცა სად მიდიხარ? რატო ბრაზობ არ მესმის. –არ გესმის ხო? რატომ მოგაცილა ვატომ ამ შუაღამეს? –რა გჭირს ამირან? დაჯექი ვილაპარაკოთ. ქეთის დაბადების დღე იყო, ტაქსი ვერ გავაჩერე და მომაცილა. რატო ბრაზობ. –და ეს დამშვიდობება აუცილებელი იყო ხო? –უბრალოდ ლოყაზე მაკოცა ამირან, რა გემართება. ხვდები მაინც რა სისულელეზე მიბრაზდები? –არაა სისულელე. მე ვარ სულელი აქ მოსვლა რომ გადავწყვიტე. ვიფიქრე ვნახავ, დაველაპარაკები–თქო. –ამიარნ გაღიზიანებული ხარ და ტყუილად იშლი ნერვებს. აქ არაფერი არ იყო გასაბრაზებელი. –რადგან გავბრაზდი, ესე იგი ყოფილა. –ძალიან გთხოვ ნუ მაფიქრებინებ, რომ ნამდვილ სახეს აჩენ. ცოტა დაწყნარდი და მერე ვილაპარაკოთ. ამირანი გოგოს ნათქვამმა მართლა დააფიქრა. თავისი საქციელიც ინანა. აქ არაფერი იყო საჩხუბარი. მხოლოდ ის არ იყო, სხვასაც მოსწონდა სესილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ გოგოს უნდა გაბრაზებოდა. –მართალი ხარ სესილი. მაპატიე. აქ არაფერი ყოფილა გასაბრაზები. უბრალოდ მძიმე კვირა მქონდა და ძალიან გადავიღალე. ბოდიში, რომ გეჩხუბე. –არაუშავს ამირან, მესმის შენი. ისიც მესმის, რომ რაღაცეები შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ... მოდი ასე არ გვინდა, არ მინდა შენთან ჩხუბი. –ვიცი. დამნაშავე არაფერში არ ხარ, მაპატიე. აქ სხვა მიზეზით მოვედი, არ მინდოდა ასე გამოსულიყო. –ვიცი ხო. რა მიზეზეზით მოხვედი? –სანამ წავალ ვიფიქრე ვნახავ–თქო. –დასასვენებლად მიდიხარ? –ხო, ყაზბეგში წავალთ ალბათ, არ ვიცი ჯერ. –კარგია. როდის მიდიხარ? –ზეგ დილით. –კარგ დასვენებას გისურვებ. –მადლობა. –ბიჭებიც მოდიან? –ჰო. ყოველ წელს ერთად დავდივართ. –მეც გოგონებთან ერთად მივდივარ ხოლმე. –კარგია. წელს წახვალთ სადმე? –კი. აგვისტოს შუა რიცხვებში ალბათ. –ანუ მალე. –ხო, ხვალ უკვე რვა აგვისტოა. –რა მალე გავიდა ზაფხული. –ხო. კარგია, რომ მინახულე. ვარდებისთვისაც მადლობა. –ნაწყენი ხარ? –არა, არა... სიმართლე რომ გითხრა, ცოტა გაკვირვებული. –სესილი, არ მინდა ჩათვალო, რომ ასეთი ვარ. უმიზეზოდ ეჭვიანი და ტოქსიკური. უბრალოდ მართლა მძიმე კვირა მქონდა. სულ ესაა. –კარგი, მჯერა შენი ამირან. კარგ დასვენებას გისურვებ. –მადლობა. –კარგი ავალ სახლში. აბა შეხვედრამდე. –შეხვედრამდე სესილი. სანამ გოგო შეტრიალდებოდა ამირანმა ხელები მოხვია და ჩაეხუტა. ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. მეორე დღეს ყველა საქმე მოაგვარა ბიჭმა სამსახურში. ყველაფერი გაარკვიეს და ათში წავიდნენ. ორ კვირაზე იყო გათვლილი მათი მოგზაურობა. ნამდვილად ძალიან საინტერესო დღეები გაატარეს. პირველი სამი დღე ყაზბეგში იყვნენ, გერგეტს ესტუმრნენ, მუზეუმები და ტაძრები მოინახულეს. შემდეგ გადაწყვიტეს ხევსურეთში გადასულიყვნენ. რამდენიმე დღე იქ გაატარეს. შატილი და მუცო მოინახულეს. ანატოლის აკლდამებმა საერთოდ გააოგნათ. შემდეგ თუშურ იალაღებზე გაისეირნეს და საუკეთესო ხინკალიც დააგემოვნეს. ბოლო კვირას კი სპონტანურად ბათუმში წავიდნენ. კარგად გაერთნენ და დაისვენეს. სესილიმაც მშვენივრად გაატარა ეს ორი კვირა. ხან აუზზე იყვნენ, ხანაც თბილისის ზღვაზე. კაფეებს ყოველდღე სტუმრობდნენ. ვატო ხშირად ჩნდებოდა მათ გარშემო, მაგრამ გოგო ამას არ აქცევდა ყურადღებას. ამ ორ კვირაში ბევრი რამე გადაწონა და გაიაზრა. მათ შორის თავისი დამოკიდებულება ამირანის მიმართ. არ იცოდა როდის ჩამოვიდოდა ბიჭი და ამ დროის მანძილზე არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ. ოცდახუთ აგვისტოს სესილიმ გოგონებთან ერთად თბილისი დატოვა და შავი ზღვისკენ აიღეს გეზი. ზუსტად ამ საღამოს ჩამოვიდნენ ბიჭები თბილისში. ძალიან კარგი დრო გაატარეს გოგონებმა ზღვაზე. ყველგან იყვნენ სადაც შეიძლებოდა. გათენებას და დაღამებას სანაპიროზე ხვდებოდნენ. ბევრი კარგი მოგონება დააგროვეს, მაგრამ იყო ისეთიც, სულ რომ ემახსოვრებათ. ურეკის სანაპიროზე იყვნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. გარშემო უამრავი ხალხი იყო. უცებ ერთი გოგონა მივიდა მათთან. ძალიან ლამაზი იყო. გრძელი, კუპრივით შავი თმა და თვალები ჰქონდა. გრძელი ფერადი კაბა ეცვა. გოგონების გვერდით ჩამოჯდა ქვიშაზე. –გიმკითხავებთ. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და ამაში ახალი გასართობი დაინახეს. ვინაიდან ასეთი რაღაცეების არ სჯეროდათ, უბრალოდ გასართობად გაჰყვნენ გოგოს. იქვე ახლო–მახლოს კარვის მსგავსი ადგილი იყო. ყველანი შიგნით შევიდნენ. ყველაზე ნაკლებად სესილის სჯეროდა მსგავსი რაღაცეების და ამიტომაც სწორედ ის მიუშვეს გოგოსთან. შავგვრემანმა ხელისგულზე დახედა და კარგად ჩააკვირდა. –დიდხანს იცოცხლებ გოგონა. ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგაწუხებს. კარგი წარსული გქონდა, ბედნიერი ბავშვობა, მაგრამ ცოტა ხნის წინ რაღაც მოხდა. კინაღამ დაიღუპე. ეს რომ თქვა სამივეს ფერი დაეკარგათ სახეზე და ცოტა შეეშინდათ, მაგრამ შეჩერება არც უფიქრიათ. –მომავალს ხედავთ? აკანკალებული ხმა ჰქონდა სალის, რომელსაც მუდამ ეცინებოდა ხოლმე მსგავს ამბებზე. –გრძელი სიყვარულის ხაზი გაქვს. ორი ბავშვი გეყოლება. საბედოს უკვე შეხვდი. –დიდი ხანია? – საუბარში ჩაერთო ქეთიც. –არა. ცოტა ხნის წინ. ღმერთს უნდოდა თქვენი შეხვედრა. ამიტომაც მოხდა ის ამბავი. ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ შენს საბედოს უკავშირდება და... წყალს. სამივე ენაჩავარდნილი უსმენდა ახალგაზრდა გოგოს. –მეტის მოსმენა აღარ მინდა, გმადლობთ! ყველაფერი სესილიმ შეაჩერა, ისე შეეშინდა, რომ ვეღარ გააგრძელა. საიდან შეეძლო ამ ქალს ყველაფრის თქმა. –დააცადე სესილი. მაინტერესებს. –სესილი... უხდება თქვენი სახელები ერთმანეთს. არ გაუშვა ის ბიჭი ხელიდან, თორემ ყველაფერი დაინგრევა. ერთმანეთისთვის გაგაჩინათ ღმერთმა. –უხდება ? მისი სახელი იცით? –კი ვიცი. –გვითხარით რა? – შეეხვეწა ანანო. –არ გეტყვით, მერე ყველაფერი აზრს დაკარგავს. აუცილებლად ერთად იქნებით. ერთმანეთის გარეშე ვერ იცხოვრებთ. გოგონები ფერდაკარგულები გამოვიდნენ პატარა კარვიდან. იქვე შეზლონგებზე დასხდნენ და ვერაფერს ამბობდნენ. –სესილი, საიდან იცოდა? –არ ვიცი, ანანო. მეშინია. –მეც მეშინია. გითხრა საბედოს შეხვდიო. –ჰო ეგრე თქვა. –კარგით რა გოგონებო, დაემთხვა. –რა დაემთხვა სესილი. კინაღამ მოკვდიო გითხრა, წყალს ეხებაო. –აუ ნუ მაშინებთ რა. –და თქვა საბედოს უკავშირდებაო. –არ მინდა ამაზე ფიქრი. –შენ არ გინდა ჩვენ გვინდა. სესილი, ამირანი, ამირანია შენი საბედო. –კარგი რა სალი. როდის მერე გჯერა ამ ყველაფრის? –რანაირად არ უნდა სჯეროდეს სესილი? იმ გოგომ ყველაფერი გითხრა. –აუ შემეშვით რა. ბიჭებმა იმ დღეს დაისვენეს. ამირანს სესილის ნახვა უნდოდა, მაგრამ არ დაუხვდა. მეორე დღეს როცა გოგონების ფოტოები ნახა ბათუმიდან, ყველაფერს მიხვდა. იმ დღეს ბიჭებთან იყო. შემდეგ უკვე სამსახურს დაუბრუნდა და ბევრი დრო არ რჩებოდა. მართლა ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი, უამრავი საბუთი მოსაწესრიგებელი. დაღლილი ამირანი მთელ დროს სახლში ან ბიჭებთან ატარებდა. გიო ათი დღის შემდეგ გააცილეს საფრანგეთში და თვითონ ბარში წავიდნენ. ბევრი დალიეს იმ დღეს ყველამ. ამირანმა მხოლოდ რამდენიმე ჭიქა დალია. –რა ადამიანი ხარ შენ? ამდენს როგორ მუშაობ? ხანდახან რობოტი მგონიხარ. –ეს ჩემი საქმეა ანრი. ჩემი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. –თავისუფალი დრო თითქმის არ გაქვს. –ამაში ცუდი არაფერია. ყურადღება გადამაქვს. –ოო... რომეოს თავისი ჯულიეტა მოენატრა? –ჰო, მომენატრა. –სერიოზულად? –რატომ უნდა ვხუმრობდე? ბოლოს რვაში ვნახე. –ამირან ეს მოწონება აღარაა. –ვიცი ხო. –ის თუ იცი რა არის? –ჰო ეგეც ვიცი. სესილი დ გოგონები ათ სექტემბერს დაბრუნდნენ თბილისში. გოგოს ისე ჰქონდა მონატრებული ეს ყველაფერი. თავისი პატარა სახლი, უფრო პატარა აივანი. ხედი კორპუსებზე. გვიანი საღამო იყო როცა დაბინავდნენ. სესილიმ მაშინვე ფანჯრები გახსნა და სინათლეები აანთო. არ უყვარდა ჩაბნელებული ოთახები. იბანავა და ჩანთები ამოალაგა. ამირანი სამსახურიდან იმ დღეს ძალიან დაღლილი დაბრუნდა, მაშინვე დივანზე მიწვა და ალბათ ჩაეძინებოდა, რომ არა ანრის მესიჯი: “სესილი დაბრუნდა”. ბიჭმა ბევრი იწრიალა, მაგრამ ვერაფრით მოისვენა. ძალიან უნდოდა გოგოს ნახვა და ხვალამდე მოცდა შეუძლებლად ეჩვენებოდა. ახლა უფრო მეტად მიხვდა, რომ ენატრებოდა. გასაღებს ხელი დასტაცა და კიბეებზე დაეშვა. გოგო უკვე დასაძინებლად ემზადებოდა კარზე ბრახუნი რომ გაიგო. ცოტა შეეშინდა, ვერ მიხვდა ვინ შეიძლება მოსულიყო თითქმის პირველ საათზე. კარის ჭუჭრუტანიდან დაინახა ბიჭი და იგრძნო გული როგორ აუჩქარდა. –ამირან? ხომ მშვიდობაა, ამ შუაღამისას აქ როგორ მოხვდი? –გავიგე, რომ ჩამოხვედი და მეტი ვეღარ მოვიცადე, მაპატიე სესილი. –არაუშავს, შემოდი ყავას გაგიკეთებ. უყურებდა გოგოს, რომელიც მთელი ეს დრო თურმე როგორ ძლიერ ენატრებოდა. თითქოს ახლაღა ამოისუნთქა თავისუფლად, როცა შეხედა. მიხვდა, რომ მეტის მოცდა აღარ შეეძლო. ადგა და ჩაეხუტა გოგოს. სესილი შეხტა მოულოდნელობისგან, მაგრამ არ შეშინებია. თვითონაც იაზრებდა, რომ ამირანის ეს მოქმედება მოსწონდა. თურმე მასაც ენატრებოდა ბიჭი. –ამირან.. –მაპატიე არ მინდოდა შენი შეშინება. –არ შემშინებია. დაჯექი. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ დივანზე. ორივეს აჩქარებული ჰქონდათ გული, მაგრამ არ იმჩნევდნენ. –რაღაცას მივხვდი სესილი. –რას? –შენს გარეშე არასდროს იქნება მშვიდობა, უკვე ვეღარ იქნება. ჩემი სიმშვიდე შენშია სესილი. –ამირან მე.. –არაფერი არ მითხრა. მესმის შენი. ასე უცებ მოვედი და ყველაფერი პირდაპირ მოგახალე. უბრალოდ ახლა რომ არ მენახე, არ ვიცი როგორ გავძლებდი. მე წავალ, უკვე გვიანია. –მოიცა, მეც მინდა რაღაც გითხრა. –რა უნდა მითხრა? –ჩემი სიმშვიდეც და დაცულობაც შენ ხარ ამირან. ყველაფერი რაც მაბედნიერებს და მიყვარს შენშია. მე ჩემს სიმშვიდეს შენი ნახვით დავუბრუნდი. –სესილი.. ამირანი ისე გააბედნიერა ამ სიტყვების მოსმენამ ენით აღწერა შეუძლებელია. მთლიანად მოიცვა ბედნიერებამ. გოგოსთან მივიდა და მაგრად ჩაიკრა გულში. ორივე ძალიან ბედნიერი იყო. –სესილი. ძალიან გამახარე ამ სიტყვებით, მართლა. –შენც ამირან. –ანუ ახლა ერთად ვართ? –ხო. ჩემს სიმშვიდესთან ერთად მინდა ყოფნა. –მეც სესილი. –ნორმალურია ასეთი ბედნიერი რომ ვარ? –ეს მხოლოდ დასაწყისია სესილი, ჩვენი დასაწყისი. დივანზე ისხდნენ ჩახუტებულები. არც ერთი იყო მიჩვეული ასეთ ბედნიერებას და ძალიან მოსწონდათ. ისე მშვიდად და კარგად იყვნენ, აქამდე ვერც რომ წარმოედგინათ. –სესილი, ჩემი სესილი. მიყვარხარ სესილი. –მეც ამირან, ძალიან. ახლა რა იქნება? –ახლა მხოლოდ ბედნიერება იქნება სესილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.