მდინარეში ნაპოვნი სიყვარული სრულად
დაახლოებით ერთი თვე იქნებოდა გასული, რაც ოჯახი არ ენახა. სამარშუტო ტაქსში იჯდა და თავში ძველი ქართული ფილმის დასაწყისი უტრიალებდა. “იმერული ესკიზები”–ს შესავალი გაახსენდა თავის ახლანდელ სიტუაციაში. მართალია თავად კახელი გოგონა იყო, მაგრამ რაღაცნაირად გაახსენდა ეს ფილმი. თბილისიდან კახეთამდე დიდი დრო არ დასჭირდა, თანაც მგზავრობა უყვარდა. ფანჯრიდან ათვალიერებდა უკვე მრავალჯერ გავლილ გზას და მაინც არ ბეზრდებოდა. თანაც კახეთში თავისი პატარა ოჯახი ელოდა, სულ სამი კაცი. დედა, მამა და თვითონ. ბავშვობაში სწყინდა დედისერთა რომ იყო, მერე უკვე აღარ. როგორც პატარაობისას ახლაც თან გაჰყვა საქმეზე წასულ მშობლებს და აჟიტირებულმა დაიკავა უკანა სავარძელზე ადგილი. მთელი გზა ქალაქურ ამბებს უყვებოდა დედ–მამას და მათაც ეცინებოდათ. –ჩვენ ეს მატრაკვეცა ან დაგვღუპავს ან აგვაშენებს გურამ, რა ეტყობა ახლა ამას 21 წლის რომაა და არა თერთმეტის. – უკანა გზაზე დაიწუწუნა გოგონას დედამ. –არა უშავრს დე, მე ხომ შენთვის სულ პატარა ვიქნები. – მაშინვე გამოეხმაურა უკანა სავარძლიდან მოტიტინე ხმა. –კი დედიკო, შენ სულ პატარა იქნები, შენ რა შეგცვლის. – უპასუხა ქალმაც. შემდეგ იყო ყვირილი, კივილი და სიბნელე. შემდეგ ამ გრძნობებს საშინელი ტკივილი დაემატა და სიბნელეში ნელ–ნელა გამიკვეთა ფერები. ვერაფერი გაიხსენა, რატომ იყო აქ, ან სად იყო, რატომ სტკიოდა მთელი სხეული, ან ვინ იყო ეს მამაკაცი ასე რომ მისჩერებოდა. შემდეგ ხმების აღქმაც დაიწყო. ვერაფრით მიხვდა რატომ ელაპარაკებოდა ეს კაცი ინგლისურად, როცა ქართულიც მშვენივრად ესმოდა. –რა მოხდა, სად ვარ? – თავისი ხმა ძლივს იცნო გოგომ. –ქართველი ხარ, ასეც ვიცოდი. მადლობა ღმერთს გაიღვიძე. – უპასუხა უცნობმა ხმამ, რომელის პატრონიც აშკარად არ იყო ექიმი. –თქვენ ვინ ხართ? სად ვარ? – შემდეგ უცებ გაახსენდა, რომ მშობლებთან ერთად იჯდა ავტომობილში, მაგრამ შემდგომი მოვლენები საშინელმა თავის ტკივილმა გადაფარა. – ჩემი მშობლები სად არიან? –ნუ მოძრაობ, ექიმმა თქვა, რომ სავარაუდოდ ტვინის შერყევა გაქვს. გაგსინჯავს და შემდეგ მოგიყვები ყველაფერს, რაც ვიცი. საშუალო ასაკის ქალმა სწრაფად გაუზომა წნევა, უამრავი კითხვაც დაუსვა და კალამზე თვალის გაყოლებაც მოსთხოვა. ძალიან დაბნეული იყო გოგონა, თანაც ყველაფერი საშინლად სტკიოდა. იმდენად, რომ სულ გადაავიწყდა თავისი ნემსების შიში, როცა ექიმმა ტკივილგამაყუჩებელი შეუყვანა და გადასხმაც ოსტატურად დაუდგა. –ლია დეიდა იმ კაცებს გადაეცი, გოგო ქართველია და დაიკარგეთ აქედან–თქო. ქალმაც უჩუმრად გაიხურა კარი. –ვინ კაცები, გამაგებინეთ ვინმემ რამე. რა ხდება საერთოდ. – წამოჯდომა ცადა გოგონამ, მაგრამ თავი ისე სტკიოდა, რომ მაშინვე გადაიფიქრა. –დამშვიდდი კარგი? შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ყველაფერს გეტყვი. მე ამირანი მქვია, ამირან მიქაძე. ეს სამხედრო დანაყოფის საავადმყოფოა. მე ბრიგადის გენერალი ვარ და ამჟამად აზერბაიჯანის სასაზღვრო დანაყოფის მეთაური ვარ. –აზერბაიჯანი? მე აქ რა მინდა? ჩემი მშობლები სად არიან? მარტო ის მახსოვს, მანქანაში ვისხედით და მერე აქ გამეღვიძა. აქ როგორ აღმოვჩნდი? –შენი მშობლები არ ვიცი სად არიან. მხოლოდ შენ გიპოვეთ. არ ვიცი როგორ, მაგრამ მდინარეს მოჰყევი. ერთ მხარეს ჩვენ ვდგავართ, მეორე მხარეს აზერბაიჯანელები. მდინარეა საზღვარი და ისინი ალბათ გესროდნენ დროზე რომ არ მემოქმედა. ძლივს გადავაფიქრებინე და ამოგიყვანეთ. უგონოდ რადგან იყავი არაფერი დაგიშავეს, მაგრამ თან ისეთი არაფერი გქონდა, რითაც შენს ეროვნებას გავიგებდით. მათ შენი აზერბაიჯანში გადაყვანა უნდოდათ, მაგრამ არ დავანებე. ზუსტად ვიცოდი, რომ ქართველი იყავი, გული მიგრძნობდა. თან რომ წაეყვანე, დაგსჯიდნენ საზღვრის გადაკვეთისთვის, გადარჩენილი ხარ. ორი დღეა უგონოდ ხარ, ვერც პოლიციაში დავრეკეთ. არ ვიცდით სადაური იყავი. ახლა საფრთხე აღარ გემუქრება, ისინი ვერაფერს დაგიშავებენ. –ორი დღე? ალბათ ჩემები როგორ ნერვიულობენ. ნეტავ თვითონ როგორ არიან? ან აქ საიდან აღმოვჩნდი. ღმერთო თავი როგორ მტკივა, ვერაფრით ვიხსენებ. – ნერვიულობისგან ისედაც აბურდულ თმაში შეიცურა თითები, ასე იცოდა ხოლმე. – რა მჭირს საერთოდ? –ბევრს ნუ იდარდებ, ყველაფერი გაგახსენდება. ჩვენ აქ საჭირო აპარატურა არ გვაქვს და ზედაპირულად ნაკაწრები და დაჟეჟილობები გაქვს. –ზედაპირულად შეამჩნიეთ? – მხოლოდ ახლა დაიხედა ტანზე და სირცხვილით სად წასულიყო, არ იცოდა. ტანს მხოლოდ თეთრი ფერის თხელი მატერია უფარავდა. ხელები და ყელ–კისერი სულ მოშიშვლებული და სიცივისგან დახორკლილი ჰქონდა. გაბრაზებულმა წარბები შეკრა, თან სიმორცხვესაც ვერაფერს უხერხებდა. რა გამოდის, რომ ამ კაცმა შიშველი ნახა? –არა, არ გაბრაზდე. აქ თითქმის ყველა ექიმი ქალია. ცუდად გამომივიდა, არ იდარდო მე არაფერი მინახავს, მართლა. მგონი გცივა ხო? გავალ ექთანს ვეტყვი რამე მოგიტანოს, თან პოლიციაშიც დავრეკავ. შვებით ამოისუნთქა გოგომ, მაგრამ სანამ ოჯახის ამბავს არ გაიგებდა, რა მოასვენებდა. კარი ბოლომდე არ იყო მიხურული, ამიტომ დერეფნიდან საუბარი ჩვეულებრივ ისმოდა. თავიდან ცოტა დრო დასჭირდა ინგლისურისთვის ყურის შესაჩვევად, შემდეგ უკვე თამამად ესმოდა კაცების საუბარი. ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული ამირანი უკან რომ დაბრუნდა. –აზერბაიჯანელებს შენი ნახვა უნდათ. ვალდებულები არიან დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხარ. არ მინდოდა შემოსულიყვნენ, მაგრამ ჯობია აქედანვე მოვიცილოთ თავიდან. –აზერბაიჯანელებს? უნდა წამიყვანონ? მაგრამ მე ხომ საზღვარი ძალით არ დამირღვევია არა? შემთხვევით მოხდა. იქ ციხეში ჩამსვამენ? ღმერთო ეს რა შარში ვარ! –შენს წაყვანას არ აპირებენ, უბრალოდ შემოვლენ, რომ დარწმუნდნენ სიმართლეში. პირადობა ან რაიმე ისეთი ხომ არ გაქვს თან? –არა, არაფერი. მე ქართულად ვლაპარაკობ, ეს საკმარისი არ არის? – ნერვიულობისგან ხმა აუკანკალდა გოგოს. –არ ვიცი, მაგრამ ალბათ საკმარისია. ნუ განიცდი კარგი? მეც აქ ვიქნები, ვერაფერს დაგიშავებენ. –რომ ვერ დავამტკიცო ჩემი ქართველობა, წამიყვანენ? –არა, არავინ არ წაგიყვანს, ვერ წაგიყვანენ. არ მივცემ ამის უფლებას, შენ კანონი არ დაგირღვევია, ვით უმეტეს ისე მძიმედ, რომ ციხეში გამოგკეტონ. ნუ გეშინია, კარგი? ყველაფერი კარგად იქნება. –კარგი, მჯერა. – თავის ტანს დახედა და ძალიან მოერიდა. ამდენ უცხო კაცს მისთვის უნდა ეყურებინა ასეთ მდგომარეობაში. –გინდა ოდნავ წამოჯდე? ვფიქრობ უფრო კომფორტული იქნება. გოგომ თავი დაუქნია და გადასაფარებელი ტანზე მჭიდროდ დაიჭირა. ცოტათი წამოჯდა, მეტი ფიზიკურად ვერ შეძლო, მთელი სხეული სტკიოდა. პატარა ბალიში მის წელთან აღმოჩნდა და ასე უფრო მყარად იგრძნო თავი. კაცი კარისკენ წავიდა, მაგრამ მანამდე გოგოს შეხედა და იგივე აზრმა გაუელვა თავში. სამხედრო ფორმის მოსაცმელი უცებ გაიხადა და გოგონას წინიდან მიაფარა. შემდეგ კი გარეთ გავიდა. რამდენიმე წუთში ორ კაცთან ერთად დაბრუნდა. თვალებით გადაუხადა ბიჭს მადლობა და მანაც საპასუხოდ გაუღიმა. –გაუღვიძია ქალბატონს. ანუ ქართველი ხარ? – ინგლისურად დაიწყო საუბარი ერთ–ერთმა. –დიახ, ქართველი ვარ. – ცოტა დაიბნა გოგო, მაგრამ შემდეგ საუბარი განაახლა. – იცით მე ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. როგორც მითხრეს ჩემდა უნებურად საზღვარი გადმოვკვეთე. ახლაც ვერ ვიხსენებ როგორ აღმოვჩნდი მდინარეში. მე ჩემს ოჯახთან ერთად ავტომობილით ვმგზავრობდი, შემდეგ რაღაც მოხდა და აქ გამეღვიძა. სამწუხაროდ არ მახსოვს რა მოხდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბოდიშს გიხდით. ძალით არ მინდოდა. –კარგი, ვთქვათ ეს ყველაფერი დავიჯერე. როგორ დამიმტკიცებ, რომ ქართველი ხარ? –მე მგზავრობისას თან არც პირადობის მოწმობა მქონია და არც სხვა მსგავსი დოკუმენტი. ალბათ ტელეფონიც დავკარგე, მაგრამ მე ქართულად ვლაპარაკობ. ეს ხომ ნიშნავს, რომ ქართველი ვარ არა? –არა, ეს ამას არ ნიშნავს– თუ ქართველი ხარ გეცოდინება, რომ ამ ქვეყანაში ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ისინი ძალიან კარგად ლაპარაკობენ ქართულად. –რაში აწყობს მას თქვენი მოტყუება? – საუბარში ამირანიც ჩაერთო. ზუსტად ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა. სახეზე აშკარად შეეტყო გაკვირვება, მაგრამ გათიშა. –მართალია, აზერბაიჯანელი რომ ვიყო რატომ დაგიმალავდით? ასეთ შემთხვევაში ხომ აღარ დამადანაშაულებდით საზღვრის გადაკვეთაში. –პირიქით, უფრო მკაცრად დაისჯები, თუ ვერ დაამტკიცებ შენს ქართველობას. ასეთი დემოკრატიულები ვართ ჩვენ. ბიჭის ტელეფონმა კიდევ ერთხელ დაიწკრიალა და სიტუაცია უხერხული გახდა. –უპასუხე, კი არ შევჭამთ ამ გოგოს. – გაბრაზდა ერთ–ერთი. –სხვა დროს გადავურეკავ, არა მგონია რამე საჩქარო იყოს. – ჯერ გოგოს შეხედა, შემდეგ კი მოცინარ კაცებს. –იქნებ მარტო გვინდა საუბარი, აქ რას ჩამოგვიდექი? – აბუზღუნდა მეორეც. –უპასუხე, იქნებ საჩქაროა. უფრო ვაღიზიანებთ ამათ. – ჩაერია გოგოც. –რა საუბარი გააბით, გვითხარით ჩვენც. –არაფერი, აი ხომ ხედავთ აქცენტიც ქართული მაქვს. სხვა რით დაგიმტკიცოთ? მესამედ რომ აწკარუნა ტელეფონი უკვე მართლა უნდა გასულიყო. –ორი წუთით გავალ ხო? ალბათ მართლა რამე მოხდა. არ შეგეშინდეს მალე დავბრუნდები, ექიმიც კართან იქნება. რამე თუ მოხდა დაუძახე. –კარგი. –არ მაინტერესებს მე შენი აქცენტი და უაქცენტობა. სად წავიდა შენი მცველი? –მალე დაბრუნდება. – ცოტა დაიძაბა გოგო. –რა იყო ჩვენი გეშინია? ხოდა ძალიანაც კარგი. თქვი, რომ აზერბაიჯანელი ხარ და გამოგვყევი. ძალიან არ დაგსჯით. –უკაცრავად, მაგრამ მე ქართველი ვარ და ესეც რომ არა, თავად მითხარით, რომ თქვენიანებს უფრო მკაცრად სჯით. –ნახე რა ეშმაკი ყოფილა. ციხეში არ გაგიშვებთ. შენი ჩაყვანის გამო, კარგ პრემიას გამოგვიწერენ. შენ კი უკან გამოგიშვებთ. –თქვენი არ მჯერა და რომც მჯეროდეს, მე ქართველი ვარ. – გაბრაზდა გოგოც. ხელი ყელთან მიიტანა და პიჯაკ ქვეშ რაღაც იგრძნო. უცებ გაეღიმა და გაუხარდა. –მაქვს ქართველობის დასტური. – ჯვარი აჩვენა კაცებს. – ამას ხედავთ? ქრისტიანი ვარ, თქვენი ხალხი კი მუსლიმანია. –ჯანდაბა შენს თავს. ამის გამო მე ფულს ვერ დავკარგავ. მოიხსენი და მოგვეცი. შენ აზერბაიჯანელი კანონდამრღვევი ხარ, რომლის დაჭერისთვისაც მე პრემიას მომცემენ. –რას ამბობთ გესმით? მე უკვე დაგიმტკიცეთ ჩემი წარმომავლობა. ასე, რომ ვწუხვარ თქვენი პრემიების გამო. –შენ გგონია სიტყვებით შეგვაშინებ? შენით თუ არ მოიხსნი, მე მოგხსნი. – ფეხზე წამოვარდა გაბრაზებული კაცი. –ახლოს არ მომეკარო იცოდე. ვიყვირებ. ახლა მე კი არა, თქვენ არღვევთ კანონს. –იკივლებს! ავკანკალდი პირდაპირ. მომეცი ეგ ჯვარი აქ, თორემ ინანებ. –არა, არ მოგცემ. არც იფიქრო რამის დაშავება. ეს ჩემი პირადი საკუთრებაა და შენ მისი წართმევის უფლება არ გაქვს. –ახლა გაჩვენებ მე შენ უფლება მაქვს თუ არა. შეშინებულმა გოგომ უკან გაწევა სცადა, მაგრამ სად წავიდოდა. ერთი მათგანი აქტიურობდა, მეორეს თითქოს ვერ გაებედა. კაცმა მოსაცმელი ხელებიდან გამოგლიჯა აკივლებულ გოგოს და ყელზე წაეტანა. ხმაურზე მაშინვე ექიმი შემოვარდა და ამ კაცის გაწევა სცადა. გოგონა ხელს იქნევდა და ამ კაცის მოშორებას ცდილობდა. მეორე ხელით მხრებს კარგა ხნის წინ ჩამოცილებული გადასაფარებლის დაჭერას ცდილობდა. ექიმი ვერაფერს რომ ვერ გახდა, მაშინვე გარეთ გავარდა. კართან მდგომი ჯარისკაციც მას აედევნა. ამ დროს ამირანი ტელეფონზე საუბრობდა. ერთი ძველი ნაცნობი ურეკავდა დახმარების სათხოვნელად ბოლომდე მოსმენა რომ არ დასცალდა. დაინახა თუ არა მისკენ გამოქცეული ექიმი, ტელეფონი გათიშა და მასთან მივიდა. –რა ხდება ლია დეიდა? –შვილო ის აზერბაიჯანელი გოგოს ეჩხუბება. გინდა თუ არა ჯვარი მომეციო. ამ გოგომ არ დაუთმო არაფრით და წართმევას ცდილობს. ვერაფრით მოვაშორე იმ საწყალს. ამირანი მაშინვე პალატისკენ გაქცა, მაგრამ გზაზე ჯარისკაცი გადაეღობა. გააფთრებულმა მაშინვე კედელს მიანარცხა და ოთახში შევარდა. აზერბაიჯანელი გოგოს კვლავ ეჯაჯგურებოდა. თითქოს ჩხუბის მიზეზი დაავიწყდაო, გოგონას მოშიშვლებულ ყელს მარწუხებს დასახრჩობად უჭერდა. საბრალო ხელებს ურტყამდა და დაძახებას ცდილობდა. ბიჭმა მაშინვე მოისროლა გააფთრებული კაცი. ერთდროულად ტიროდა და ახველებდა გოგო. ამირანმა ძირს დავარდნილი პიჯაკი მოშიშვლებულ მხრებზე შემოახვია და კარს იქით მდგარ კაცს მიუბრუნდა. თავისი პარტნიორი ძლივს აკავებდა გაბრაზებულ და შეურაცხყოფილ კაცს. –შენ ვინ მოგცა უფლება, რომ მე ხელი მკარი? – გაავებული ყვიროდა კაცი. საპასუხოდ კი სახეში მთელი ძალით მოქნეული ხელი მიიღო. –შენ ვინ მოგცა უფლება, რომ ხელით შეეხე? ატკინე და ატირე? გეკითხები ვინ მოგცა უფლება – მეთქი?! – ორჯერ ხმამაღლა უყვირა ბიჭმა. – აქედან დაიკარგე და გირჩევნია აღარსად გადამეყარო. როგორც უკვე გაიგე, გოგო ქართველია. კარი გაბრაზებით მოხურა და გოგოსთან მივიდა. აღარ ახველებდა, მაგრამ ყელზე ნათითურებს მუქი წითელი ფერი მიეღო. ცრემლებიც ბლომად სდიოდა. –ცუდად ხარ? გინდა ექიმს დავუძახო? – ასეთი ფერდაკარგული რომ დაინახა, შეეშინდა. გოგომ თავი უარის ნიშნად გაუქნია. –არ იტირო რა? ყველაფერი მორჩა. ბოლო იყო, როცა ისინი დაინახე. მაპატიე არ უნდა დამეტოვებინე. ვერ გავთვალე ასეთი რამ თუ მოხდებოდა. – სინანული იგრძნობოდა მის ხმაში. –შენ არაფერ შუაში ხარ. პირიქით მადლობა, რომ სიკვდილს გადამარჩინე. მდინარისგან და ამ კაცისგანაც. –მადლობა აღარ გამაგონო. რამ გააბრაზა ასე ძალიან? –ჯვარი ვაჩვენე. გაბრაზდა, რომ ქართველი აღმოვჩნდი. წართმევა უნდოდა, სულ არ მაინტერესებს სადაური ხარ, შენს მიყვანაში მე პრემიას მომცემენო. –ჯანდაბა, ეგ არაკაცი. – ტირილისგან აწითლებულ სახეზე შეხედა გოგოს, მაგრამ ერთი მხარე უფრო მუქი ჰქონდა. –გაგარტყა? –რა? –დაგარტყა– მეთქი? კი, ასე იყო, დაგარტყა. ფუ ეგ ნაბი***რი. ძალიან გტკივა? –არა, ძალიან არა. –გავალ ექთანს ვეტყვი რამე წაგისვას, თან დავრეკავ. გაბრაზებულმა გაიხურა კარი და გემრიელად შეიკურთხა. პოლიციასაც შეატყობინა მათ საავადმყოფოში მოხვედრილი გოგონას შესახებ, რომელიც სავარაუდოდ იძებნებოდა. ექიმთან შესვლის შემდეგ კი სატელეფონო ზარი განაახლა. –ალუ გურამი ძია, მაპატიეთ, რომ გაგითიშეთ. უბრალოდ ძალიან სასწრაფო საქმეზე დამიძახეს და.. –არა შვილი. მე მაპატიე უდროო დროს რომ გირეკავ, მაგრამ ჩემთვის ახლა შენ ბოლო ხავსივით ხარ. –რა მოხდა, მშვიდობაა? ხომ კარგად ხართ? –კარგად კი არა, გული რატომ არ მისკდება, ჩემი თავის მიკვირს. –ასეთი რა მოხდა გურამი ძია, თქვენი მეუღლე ხომ კარგადაა? –არა შვილო, არც ის და არც მე. ეს რა დღეში ვართ, ცოცხალ–მკვდრები ვართ ორივე. ავარიაში მოვყევით შვილო. –ავარიაში? სერიოზულად ხართ დაშავებულები? –ჩვენ რა გვიჭირს ამირან. მე ფეხი მაქვს მოტეხილი, ნათიას მარჯვენა ხელი. ამას ვინღა ჩივის, ჩვენი შვილიც მანქანაში გვეჯდა, უკან. პოლიცია ვერ პოულობს ვერსად. მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ ვერ გავიგეთ. იმიტომ არ ვკვდები ალბათ, რომ მისი სიცოცხლის იმედი მაქვს. –რას მეუბნებით გურამი ძია, საერთოდ ვერაფერი იპოვეს? –ვერა, საერთოდ ვერაფერი. ახლახან დაგვირეკეს პოლიციიდან, აზერბაიჯანის საზღვართან, საავადმყოფოში ვიღაც გოგო მიუყვანიათ. სახელი, გვარი, ასაკი არაფერი არ იციან თურმე. შენ ამიტომ გირეკავ. იქნებ გამირკვიო რამენაირად ვინაა ის გოგო. იქნებ ჩემი სესილია. ეგ გოგოა ჩვენი ბოლო იმედი. –გურამი ძია, ახლა აქ ვარ. დროებით აქ გადმომიყვანეს. მე ამოვიყვანე ეგ გოგო მდინარიდან, ახლაც თავზე ვადგავარ. ახლავე შევალ და ვკითხავ. –მართლა შვილო? სახელი არ უთქვამს? ან ასაკი? –არა, არაფერი. დღეს მოვიდა გონს, ორი დღე ისე იწვა. –ჩვენ სამი დღის წინ მოვყევით ავარიაში, იქნებ ისაა, იქნებ სესილია. –გურამი ძია, სძინავს გოგოს. ტკივილგამაყუჩებელი აქვს გაკეთებული. თვითონაც მითხრა, მშობლებთან ერთად მანქანაში ვიჯექი და მერე არაფერი მახსოვსო. –ნათია გაიგონე? იქნებ ჩვენი გოგოა? –როგორია ამირან შვილო? –გამარჯობა ნათია დეიდა. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. ღმერთმა ქნას თქვენი შვილი იყოს. თვითონაც ისე დარდობს მშობლებზე. –გვითხარი შვილო, როგორ გამოიყურება. –გრძელი, მუქი ქერა თმა და თეთრი კანი აქვს. ალბათ საშუალო სიმაღლისაა. –სესილი, სესილიც ასეთია გურამ. კიდევ ამირან? –კიდევ... ყავისფერი თვალები აქვს, ოღონდ ღია ყავისფერი. –როგორ მიხარია სესილის გარეგნობას რომ ემთხვევა, მაგრამ საქართველოში უამრავი ასეთი გოგოა. –როგორც კი გაიღვიძებს მაშინვე დაგირეკავთ გურამი ძია, არ ინერვიულოთ. –მარტო არ დატოვო ამირან, ძალიან გთხოვ. –არა, ნათია დეიდა. ეს ორი დღე ისედაც აქ ვიყავი. არ დავტოვებ. უი გამახსენდა, ხის ჯვარი უკეთია ყელზე, პატარა, მომრგვალებული ჯვარი. –გურამ სესილი იქნება, აი ნახავ. გული მიგრძნობს ჩემი გოგო იქნება. –კარგი შვილო დაგვირეკე ძალიან გთხოვ. ისედაც ზრუნავდა გოგოზე ამირანი, მაგრამ ახლა თითქოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა თავის თავს. გურამი და ამირანის მამა ნაცნობები იყვნენ, ომის მეგობრები. მას შემდეგ ერთად ხშირად იკრიბებოდა ომში შეკრული სამეგობრო და ერთმანეთს დღემდე მოჰყვებოდნენ. ამირანი ბევრ მათგანს იცნობდა, მათ ვაჟებთანაც მეგობრობდა. ნათიას და გურამს პირადად იცნობდა და ძალიან უყვარდა ბავშვობაში ეს წყვილი. ისეთი მხიარულები, კეთილები და საყვარლები იყვნენ იმ დროიდანვე. სულ გეგმავდნენ სესილის თან წამოყვანას სამეგობროს შეკრებებზე, მაგრამ ვერაფრით გამოუვიდათ. თურმე გოგონას ასეთი სიტუაციები არ უყვარდა და სახლში ყოფნა ერჩია. შემდეგ სტუდენტი გახდა და მშობლებს თუ ნახავდა ხოლმე, მამის მეგობრებთან ქეიფი, მისთვის ზედმეტი იყო. გოგოს ოთახში ფეხაკრეფით შევიდა და სკამზე ჩამოჯდა. ახლა რომ დაუკვირდა, მართლა ჰგავდა გოგონა ნათიას. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გაიღვიძა გოგომ და თავიდან გაიაზრა მომხდარი. ძალიან განიცდიდა მშობლების ამბავს. ამირანი დროებით იყო გასული და მაშინ დაბრუნდა პალატაში. –სესილი.. –რა? –შენ სესილი სიდამონიძე ხარ? –კი, მე ვარ. შენ საიდან იცი. –სესილი, სესილი ხარ შენ. ნათიას და გურამის შვილი სესილი. –მიცნობ? –კი გიცნობ. წარმოდგენა არ გაქვს როგორ გამიხარდა შენი გაცნობა სესილი. როგორ გამიხარდა, რომ კარგად ხარ. ახლავე დავურეკავ გურამი ძიას, ანდაც შენ დაურეკე. პირველივე ზარზე აიღო კაცმა. –ამირან გაიღვიძა? მითხარი, რომ ჩემი სესილია. –მამა.. მე ვარ. შენი სესილი ვარ მამა. –ნათია, სესილია. ჩვენი სესილია. დე, კარგად ხარ დედი? მოვალთ და წამოგიყვანთ მამიკო. ახლავე მოვალთ. –კარგად ვარ დე, არ ინერვიულო, მართლა კარგად ვარ. ტელეფონი დაკიდა და სიხარულისგან ტირილი დაიწყო. –კარგად ხარ? –კი, ძალიან კარგად. უბედნიერესი ვარ ამირან. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. შენ საიდან მიცნობ? –გაგონილი გექნება მამაშენის სამეგობროს შესახებ. ერთ–ერთის შვილი ვარ. მამაშენს პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან, საავადმყოფოში ერთი გოგო იწვა. მან კი მე დამირეკა, იქნებ როგორმე გამირკვიოო. მეც ყველაფერი მოვუყევი. უი ახლა გამახსენდა, მამაშენს უნდა ვუთხრა, რომ პოლიციას შეატყობინოს. –მადლობა, ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. –ეგ აღარ გამაგონო მეორედ. გამომართვი ტელეფონი და რამე თუ გჭირდება უთხარი შენებს. მთელი ორი საათი მოუთმენლობისგან ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. თანაც არაფერი უთქვამთ თავიანთ ჯანმრთელობაზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კარში ჯერ ეტლში მჯდარი მამაჩემი და ამირანი, შემდეგ კი დედაჩემი გამოჩნდნენ. ასეთ მდგომარეობაში, რომ დავინახე ამეტირა. დედა მაშინვე მომეხვია და თვითონაც ატირდა. მამას მე თვითონ მოვხვიე ხელი, რადგან ამ სიტუაციაში ფეხზე ვერც ერთი ვერ ვდგებოდით. სანამ მამა და ამირანი გარეთ საუბრობდნენ, დედაჩემი ჩაცმასა და მოწესრიგებაში დამეხმარა. რა თქმა უნდა ჩემს მშობლებს პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც გამოჰყვათ, რათა საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში გადავეყვანე. ექიმებმა გამსინჯეს და მსუბუქი ტვინის შერყევა დამიდგინეს სხვა მხრივ სასწაულებრივად გადავრჩი. გარკვეული ვადით გადაადგილება და დაღლა ამიკრძალეს. საავადმყოფოში მოხვედრასაც გადავურჩი. აქედან ჩემი ფეხით გასვლის შანსები მცირე იყო, მაგრამ თეორიულად არსებობდა. ამით გახარებულმა დავიჟინე ჩემი ფეხით უნდა გავიარო–მეთქი. დედაჩემმა გადამაფიქრებინა, მაგრამ ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, რომ საკაცეს რაღაც მოსტყდა და ეტლიც არ ჰქონდათ. ლოგინზე ძლივს წამოვჯექი, რომელ გავლაზე იყო საუბარი. ხელმოტეხილი დედაჩემი დახმარებას ცდილობდა, მაგრამ მე ვერ ავდექი. ექიმმა და ამირანმა შემაშველეს ხელი და დერეფანში გავედით. ისინი მიჭერდნენ, თორემ მე აქამდე უკვე დავეცემოდი. შუა გზაზე დაჯდომა მოვითხოვე, რადგან ფიზიკურად ვეღარ ვადგამდი ნაბიჯებს. ჩემები ძალიან განიცდიდნენ ამ ყველაფერს. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ცოტა კიდევ ვიარე, მაგრამ შემდეგ ამირანმა ჩამსვა მანქანაში. ძალიან უხერხული იყო და მერიდებოდა, მაგრამ იმ დერეფანში ჯდომას ყველაფერი სჯობდა. ყველამ სათითაოდ უამრავი მადლობა გადავუხადეთ ამირანს და ისე წამოვედით. გზაში ძალიან ბევრს ვსაუბრობდით მომხდარზე და ჩემი ძებნის პროცესიც დეტალურად მოვისმინე. ყველანი ძალიან დაზაფრულები ვიყავით და დროსი ძალიან მშვიდად და წყნარად გატარებას ვაპირებდით. თანაც დასვენება არცერთს გვაწყენდა. სახლში მისულმა კიდევ ერთხელ გავიაზრე, რამხელა სიკეთე გააკეთა ამირანმა ჩემთვის და არამარტო ჩემთვის. ისეთი მადლიერი ვიყავი მისი, რომ სიტყვებით გადმოცემა ძნელია. ერთი კვირა გასულიყო ამ ამბიდან და ამირანს ისე. რომ თავადაც ვერ ხვდებოდა, სულ გოგონაზე ეფიქრებოდა. მის ჯანმრთელობას მდგომარეობაზე, ანდაც სად იყო, როგორ იყო. თითქოს საკუთარი ფიქრების უარყოფას ცდილობსო, მუდამ საქმეში იყო გადავარდნილი. ოჯახის წევრებს მოუყვა მომხდარის შესახებ ორი დღის წინ და მათაც ძალიან განიცადეს მეგობრების ამბავი. პატარა კაბინეტი ჰქონდა ბრიგადის გენერალს. იქ ატარებდა ძირითად დროს მაშინ, როცა პოსტზე არ იდგა. პატარა ოთახი იყო ერთი დიდი ფანჯრით. საიდანაც საზღვრის მცირე ნაწილი მოჩანდა. შეიარაღებასთან დაკავშირებით ამოწმებდა რაღაც დოკუმენტებს მობილურმა რომ დაურეკა. მაშინვე უპასუხა მამის ზარს. -გისმენ მამა. -ამირან დღეს თუ გცალია სიდამონიძეებთან გვინდა წასვლა მე და დედაშენს, იქნებ წამოვსულიყავი შენც. ეს გვარი გაიგონა თუ არა, მაშინვე გოგო წარმოუდგა თვალწინ. -კი მოვიცლი მამა, მაგრამ უხერხული ხომ არ იქნება? დასვენება სჭირდებათ, სიმშვიდე, ჩვენ კი გაუფრთხილებლად რომ მივალთ. -მართალი ხარ, მაგრამ გავიგეთ და რომ არ მოვიკითხოთ უფრო ცუდად გამოვა. - საუბარში ჩაერია დედაც -თან სანამ სესილი თბილისში წავა მინდა, რომ ვნახო. ისე მომენატრა ეგ მეტიჩარა. -დედა რა საუბარია? ასე ახლოდან იცნობ მაგ გოგოს, რომ მეტიჩარა ეძახო? -ეს შენ არ იცნობ სესილის, თორემ მე სულ ვნახულობ ხოლმე. ეს ორი წელი დაგვემთხვა უბრალოდ. ზაფხულში სულ გვსტუმრობდა. -აბა მე რატომ არ მახსოვს. თვითონაც ვერ მიცნო. ეგ რანაირად? -იმიტომ ვერ გიცნო ამირან, რომ არ გიცნობს. შენ, გენაცვალე შენს ძმაკაცებთან ერთად ხან მთაში იყავი, ხან ბარში. მთელ საქართველოს შემოუვლი ხოლმე შვებულებაზე და ის გოგო ზაფხულში ჩამოდის აქ. -კარგი მამა მივხვდი შეფარულად რომ მსაყვედურობ. წამოვალ სიდამონიძეებთან. გაემზადეთ და საათ ნახევარში ჩამოვალ. დღეს ბევრი საქმე მაინც არ ჰქონდა, ამიტომაც ყველაფერი მეგობარს გადააბარა და სახლში წავიდა. არ აღიარებდა, მაგრამ გულში უხაროდა გოგოსთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. ტკბილეული და ყვავილები შეიძინეს და მოსაღამოვებულს ესტუმრნენ ოჯახს. მასპინძლები მოულოდნელობისგან ძალიან გახარებულები ჩანდნენ. მისაღებში ნათია შეუძღვა. გურამი დივანზე იჯდა და გაზეთს ათვალიერებდა. თვითონაც აღფრთოვანებული დარჩა მეგობრების სტუმრობით. ბევრი ისაუბრეს, ამირანი ვერ აცნობიერებდა, მაგრამ შინაგანად მთელი ეს დრო სესილის გამოჩენას ელოდა. გოგონას ოთახიდან ხმაური გაისმა და მალევე შემოვიდა მისაღებში. თხელი მუხლებს ჩამოცილებული კაბა ეცვა და თმაც გაშლილი ჰქონდა. გოგომ სიხარულით მოიკითხა დიდი ხნის უნახავი ნაცნობები და ამირანიც ღიმილით დაასაჩუქრა. –გეძინა სესილი? ჩვენ ხომ არ გაგაღვიძეთ? –ჩამძინებია ირმა დეიდა. იმდენ გამაყუჩებლებს ვსვამ, მთელი დღეები მძინავს. –ძალიან გტკივა დაჟეჟილობები? –ახლა ისე ძალიან აღარ კახა ძია. აქამდე უფრო მტკიოდა. ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა. –ჩვენც ჩემო გოგო, მინდოდა წასვლამდე მენახე. როდის აპირებ დაბრუნებას? –ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ ორი კვირის შემდეგ მომიწვეს წასვლა, შეიძლება მერე ცოტა ხნით კიდევ ჩამოვიდე. –ასე წასვლას რა აზრი აქვს სესილი, თუ წახვალ დიდი ხნით უნდა წახვიდე. –მეც ვიცი ირმა დეიდა და არ წავიდოდი, მაგრამ კურსელებმა გადაწყვიტეს შევიკრიბოთო, აღვნიშნოთო, უარი ვეღარ ვუთხარი. გოგოებმა ძალიან მთხოვეს. –რას აღნიშნავთ? – ხმა ამოიღო ბიჭმაც. –უი, არადა ნათიამ მითხრა, მესამე კურსის დამთავრება აღნიშნესო. –ხო ეგ აღვნიშნეთ, ამჯერად ზაფხულს ვზეიმობთ, თუ არ ვცდები. –არ გინდა წასვლა ხო? –არა კახა ძია, ხომ მიცნობთ არა? ერთხელ ხომ უკვე ვიყავი, მაგრამ ჩემმა გოგოებმა დაიჟინეს და უნდა წავიდე. –რა მეშველება ირმა ამის ხელში? არც გართობა უნდა, არც სადმე წასვლა. –კარგი ახლა, რას ერჩით ამ ბავშვს? არ უყვარს ეს ღრეობები და მოკალით. აბა ის ჯობია ყოველ ღამეს კლუბში ათევდეს? –შენც მართალი ხარ კახა. –მოკლედ უნდა წავიდე და მერე ვნახოთ. –სესილი შენ გოგონებთან ერთად დასასვენებლად წელსაც წახვალ? –ჯერ თბილისში რჩებიან თვის ბოლომდე და არ ვიცი. ისე შარშან ძალია კარგად დავისვენეთ. ამ აღნიშვნამ ჩაიაროს და სექტემბრამდე იმ მოქეიფეების დანახვა არ მინდა. ბოლოსდაბოლოს, მე ვარ კახელი თუ ისინი. –რამდენს ბუზღუნებ შვილო, სულ ნუ წახვალ. –უთხარი ტვინის შერყევა მაქვს და ჩემთვის გადატვირთვა არ შეიძლება–თქო. –მაგაზე მეც კი ვიფიქრე ამირან, მაგრამ ერთ ჩემს კურსელს ჰქონდა წელს და ასე მითხრა ერთ კვირაში მშვენივრად ვიყავიო. –სიმძიმესაც ხომ გააჩნია არა? –მანამდე წამომცდა, რომ მსუბუქ ფორმაში მჭირს. –არაუშავს სესილი, წახვალ, გაერთობი, რა ჯობია მაგას. –კარგი, მოვრჩი წუწუნს. თქვენ მითხარით როგორ ხართ. –რა ვიცი, კარგად ვართ. ამირანი სულ მუშაობს და მოწყენილები ვართ. –ყველასთან ამაზე ნუ წუწუნებ დედა, უხერხულია. –სულ ჩემს თვალწინ გაიზარდა ამირანი. ისე უცებ გავიდა დრო, ვერც გავიგე. –მართალია. მოგესწრო კახა ბიჭი, მოგესწრო! –უი ამ თვეში გაქვს დაბადების დღე არა? –არასდროს არ გავიწყდებათ ნათია დეიდა. –რა დამავიწყებს ამ დღეს. ირმა ბლოკში რომ შეიყვანეს, ყველა გარეთ ვიყავით. როგორ ინერვიულე კახა მაშინ, გახსოვს? –რა დამავიწყებს მაგ დღეს გურამ. იმ დღეს შენ ირმის ყანწით რომ დალოცე ამირანი, რა დამავიწყებს. –მგონი თქვენი ყანწის დამსახურებაა გურამი ძია ამხელა რომ ვარ. –სამაგიეროდ ჯიხვის ყანწმა არ გაჭრა. შეხედე სესილის, მოცუცქნული მყავს. –ყანწი რა შუაშია მამა? ისე რომელი ჯობია, ჯიხვი თუ ირემი? –რა მნიშვნელობა აქვს დედი მაგას? –უბრალოდ მაინტერესებს, გოგოს და ბიჭის დაბადებას ერთნაირად შეხვდნენ თუ არა. –შენ საერთოდ ყველას ბიჭი გვეგონე. მშობიარობის შემდეგ გავიგეთ, რომ გოგო დაიბადე. –მართლა? –კი სესილი, ისე გლოცავდნენ ესენი, მამაცი, ძლიერი, ვაჟკაცი გვეყოლოსო და ექთანი გამოვიდა და გვითხრა, პატარა გოგო დაიბადაო. –აუ ყველას პირები დაგვრჩა ღია, გურამი სიხარულით დაფრინავდა, პრინცესა მეყოლაო. –მამა რა საყვარელი იქნებოდი... –ჰო დე, გურამმა პირველად რომ დაგიჭირა, ხელები უკანკალებდა, რამე არ ვატკინოო. იცი რა პატარა იყავი? –თან ისეთი ლამაზი იყავი, გურამს ბიჭები აბრაზებდნენ, ამ გოგოს ვინ გაგიჩერებს, მოგტაცებენო. –მართლა? შენ თუ არ გინდა სულ არ გავთხოვდები მა... –მე არ მეკითხებით? შვილიშვილები მინდა. –კარგი დედა, კარგი. –ნათია გახსოვს? სახლში რომ გამოგწერეს და სუფრა დაგახვედრეთ, მთელი სტუმრები პატარა ბიჭს ელოდებოდნენ და ერთი ციდა, ვარდისფერ კაბაში ჩაცმული სესილი შემოიყვანეთ. –ვაა , ეს რა დახვედრა მოგიწყვიათ. –აბა როგორ გინდა. კახამ დაიჩემა ჩემთან გადავიხადოთო. –მამა მე სად დამხვდით? –ხო არ შეგშურდა ამირან? – აკისკისდა გოგო. ისე ლამაზად იცინოდა, თვალს ვერ მოწყვეტდი. –არა, სესილი. პრინცესას საკადრისი დახვედრა სჭირდება. –არც პრინცს დავხვედრილვართ ცუდად, არა გურამ? –კი ირმა ასე იყო. ორი დღე ვქეიფობდით თქვენთან. საუბრისას ქუჩიდან მანქანის სიგნალი გაისმა და ნათიამ გაიხედა. ეზოში შემოსულ სტუმრებს სიცილით შეხვდა ქალი და სახლშიც შეიპატიჟა. –სესილი დე, ნახე ვინ მოვიდნენ. –არ არსებობს. გოგო რატომ არ მითხარით ჩამოსვლას თუ აპირებდით? ვინ ჩამოგიყვანათ საერთოდ. სიცილით გადაეხვია გოგონა სამ უახლოვეს მეგობარს. –აქამდეც გვინდოდა წამოსვლა, მაგრამ უფროსმა მხოლოდ დღეს მომცა შვებულება. აჩიკომ წამოგვიყვანა, მანანას გააჩერებს და შემოვა. –აჩიკომ? რას დგახართ, დასხედით. გოგონებო გაიცანით ირმა დეიდა და კახა ძია. ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობრები და ამირანი, მათი ვაჟი და ჩემი გადამრჩენელი. –სესილი, კარგი რა! სასიამოვნოა, ამირანი. –მე ნანუკა ვარ, სესილის კურსელი. სასიამოვნოა. –მე ანანო, სესილის მეზობელი, თან ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ. გამიხარდა თქვენი გაცნობა. –მე ქეთი, საერთო უნივერსიტეტში ვსწავლობთ. –რა ლამაზი მეგობრები გყოლია სესილი. ჩვენი წასვლის დროა კახა, ნუღარ შევაწუხებთ ბავშვებს. –არა ირმა სად უნდა წახვიდეთ, ერთად ვივახშმოთ ყველამ. სესილი დე, იმ ბიჭს გახედე. აჩიკოც ამ დროს შემოვიდა ეზოდან და გოგოს ჩაეხუტა. –სესილი როგორ ხარ? იცი როგორ ვინერვიულე? გტკივა რამე? –კარგად ვარ აჩიკო, მადლობა. დაჯექი. ესენი ჩემი მშობლები არიან ნათია და გურამი. –სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. –ეს უსაყვარლესი წყვილი ჩემი ოჯახის ახლო მეგობრები არიან. ეს ამირანია, მათი ვაჟი. –ძალიან სასიამოვნოა. მე სესილისთან ერთად ვსწავლობდი უნივერსიტეტში და წელს დავამთავრე. –ჩვენთვისაც. – აქამდე მომღიმარი სახე დაუსერიოზულდა ბიჭს. –მე ღვინოს მოვიტან, კახა წამო მომეხმარე. –მეც ნათიასთან გავალ, ახალგაზრდებმა ისაუბრეთ. –სესილი გტკივა რამე? –არა ან, არაფერი. დაწითლებები მტკივა, ისიც ხელს თუ მივიდებ. –მაჩვენე. როგორ გაგლურჯებია, ალბათ როგორ გეტკინა და შეგეშინდა, ჩემი საბრალო. –არაფერი აჩიკო, მართლა. –ძალიან შეგეშინდა სეს? –არა ქეთი, საერთოდ არ შემშინებია, უფრო დაბნეული ვიყავი. მადლობა ამირანს, წამით არ მომცილებია გვერდიდან. –სესილი ხომ გთხოვე არა? არ მინდა ამაზე საუბარი, ყველა ასე მოიქცეოდა. –კარგი ხო, ბოლო იყო, მეტჯერ აღარ გეტყვი მადლობას. –ამირანი იქ იყო? –ჰო, ამირანმა ამომიყვანა წყლიდან. მეტს აღარ მოვყვები, მთავარია გადავრჩი. ჯობია ამაზე აღარ ვისაუბროთ. –მართალი ხარ ნუ გაიხსენებ. მაშინ მოგვიყევი რას აპირებ. –რას უნდა ვაპირებდე ნანუკა, დავისვენებ და შემდეგ თბილისში წამოვალ. პირობა პირობაა. –ანუ მოდიხარ ბანკეტზე? –ბანკეტი დავარქვათ? კარგი, იყოს ასე. შენც იქნები? –კი, თქვენმა ბიჭებმა დაგვპატიჟეს მე და რამდენიმე ჩემი მეგობარი. –არ ვიცოდი. ანუ შევხვდებით ბანკეტზე. –კი. იმედია მანამდე აქ დარჩენას არ აპირებ. ძალიან დაგვაკლდი თბილისში. –კარგი რა აჩიკო, კვირაში ერთხელ ან გხედავ ან ვერა. –ჰოდა ეგ უნდა გამოვასწოროთ. ყოველ შემთხვევაში უნდა ვცადო მაინც არა? –ძალიან გთხოვ აქ ამაზე საუბარი არ გვინდა კარგი? –შენ საუბარი არასდროს არ გინდა. –სესილი წამო სახლი გვაჩვენე. – ყურადღების გადატანა სცადეს გოგონებმა. მასპინძელსაც მობეზრებული ჰქონდა ეს საუბარი და უსიტყვოდ ადგა. გოგონებმა მთელი სახლი შემოიარეს, თან ისაუბრეს. შემდეგ ქეთის მობილურმა დაურეკა და სახლში შებრუნდნენ. სესილი ცოტა ხნით ეზოში დარჩა. მოქანავე ხის სავარძელში ჩაჯდა და დამშვიდდა. ძალიან არ მოეწონა აჩიკოს საქციელი. აქ ჩამოსვლა და მისი ქცევები. გოგონებმა იციან მის შესახებ და პრობლემა არაა, მაგრამ ამირანიც ხომ იქ იყო. ესეც რომ არა, გოგომ ძალიან ბევრჯერ აუხსნა აჩიკოს, რომ ასე არ მოქცეულიყო. ის კი ყოველ ჯერზე თავიდან იწყებს. მაღალი სხეული ჩუმად მიუახლოვდა ჩაფიქრებულ სხეულს. –მარტო ხარ? გოგოს ცოტა შეეშინდა და სწრაფად ადგა, რი გამოც თავბრუსხვევა იგრძნო დ წონასწორობა დაეკარგა. ამირანმაც მაშივე ხელი შეაშველა და საქანელაში დააბრუნა. –ბოდიში არ მინდოდა შენი შეშინება. –არაუშავს, ჩავფიქრდი და ვერ გავიგე როდის მოხვედი. –ცუდად ხომ არ ხარ? –არა, სწრაფად რომ ავდექი თავბრუ დამეხვა. რამე ხომ არ გინდოდა? –არა, არაფერი. დაგინახე და მოვედი. ძალიან გახარებული ჩანხარ. –ხო ასეა, გამიხარდა. მენატრებოდნენ გოგონები. –და ა.. დიდი ანია რაც არ გინახავს? – ბიჭი აჩიკოზე კითხვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. –წამოსვლამდე ვნახე. არც ისე დიდი ხანი. –კარგი მეგობრები გყავს, როგორ განიცადეს შენი ამბავი. იმ ბიჭმა განსაკუთრებით. – ბოლოდ მაინც ვერ შეიკავა თავი. –ხო აჩიკო ასეთია. ემოციების გამოხატვა უყვარს. ყველას ველოდი აქ მის გარდა. მგონი მოახერხა რაც უნდოდა. – უფრო თავისთვის საუბრობდა გოგო. –სესილი... გაწუხებს? –რა? აჩიკო? არა, უბრალოდ გამიკვირდა, მსგავსი არაფერი. თავიდან ყველას ასე ეჩვენება, უბრალოდ ცოტა ემოციურია. –ზოგადად? –ვერ მივხვდი –ანუ შენს მიმართაა ასეთი თუ ზოგადად. – იცოდა, რომ ზედმეტი მოსდიოდა, მაგრამ ინტერესი უფრო ძლიერი იყო. –ამირან, იცი ეს ცოტა პირადულია. არ გეწყინოს. ამ დროს მშობლებმა დაუძახეს და ისინიც შევიდნენ. სესილი ცოტა გაოცებული იყო ასეთი პირდაპირი კითხვებით, თან ვერც ბრაზდებოდა. რაღაცნაირად ამართლებდა ამირანს. ვახშმისას ბევრი ისაუბრეს, ძველი ამბები გაიხსენეს, კარგი დრო გაატარეს. გოგო და დედა აცილებდნენ მეგობრების ოჯახს. –სესილი.. მაპატიე კარგი? ზედმეტი მომივიდა. არ მინდოდა შენი წყენინება. –არ მწყენია, არაუშავს. ნახვამდის. –ნახვამდის. დიდხანს ისაუბრეს მეგობრებმა და შემდეგ ოთახებში გადანაწილდნენ. ქეთის სესილის გვერდით მშვიდად ეძინა. გოგომ ბევრი იფიქრა ამირანის სიტყვებზე და მიხვდა, რომ მართალი იყო. აჩიკო ცოტა არ იყოს და აწუხებდა გოგოს. თავიდან სესილის ამაზე ეცინებოდა, შემდეგ უკვე სერიოზულად აღიქვა ბიჭის მოტივები და მიხვდა, რომ სასაცილო არაფერი იყო. ბევრჯერ უსაუბრიათ მათ ამ თემაზე, მაგრამ აჩიკო მაინც არ იხევდა უკან. სესილის ის უფრო გაუკვირდა ამირანმა რომ შეამჩნია ეს ყველაფერი. თითქოს შორიდან ეს აუ უნდა გამოჩენილიყო ან გოგოს ეგონა ასე. სესილიმ მეგობრები ორი დღის შემდეგ გააცილა და პირობაც დადო, რომ ბანკეტზე მივიდოდა. ძალიან უყვარდა მეგობრები და ვერ აწყენინებდა. მთელი დღე მშვიდად გაატარა ოჯახმა, მხოლოდ იმას განიხილავდნენ თუ რა შეიძლება ხვალ ამირანისთვის ეჩუქებინათ. სესილი ამაში არ ჩარეულა, რადგან ბიჭის გემოვნებას საერთოდ არ იცნობდა. დედამაც უთხრა და თავადაც ხვდებოდა, რომ ამირანი მასაც დაპატიჟებდა. თავიდანვე განიზრახა უარს ვიტყვიო, მაგრამ მეორე დილით თავად იუბილარმა რომ მიიპატიჟა, ადვილად გადაიფიქრა. პარასკევ დღეს უწევდა ბიჭის იუბილე და დილიდან სამსახურში გააფარა თავი. არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. ინტერნეტის საშუალებით დაურეკეს გურამმა და ნათიამ და ლამაზად მიულოცეს. კიდევ ერთი მადლობაც არ დავიწყებიათ. -რა გაჩუქოთ ამირან? რამე ხომ არ გინდა ისეთი? -კარგი რა გურამი ძია, რა უნდა მაჩუქოთ. არაფერი არ მინდა თქვენი მოსვლაც საჩუქარი იქნება. -ასე არ გამოვა შვილო, რამეს ავარჩევთ. -კარგით ნათია დეიდა, მაგრამ იცი წლის ხომ აღარ ვარ არა?! ამ დროს გამოვიდა საძინებლიდან გოგო და ამ წინადადების გამო გადაწყვიტა კომპიუტერში შეეხედა. -რას უწუნებს შენ იცი წელს? გილოცავ ბატონო იუბილარო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას. -მადლობა სესილი. არაფერს არ ვუწუნებ. მოიცა ოცი წლის ხარ? მეტის არა? რა პატარა ყოფილხარ. გოგომ ცხვირი აიბზუა და გზა სამზარეულოსკენ გააგრძელა. -ოცდაერთისაა. - გაეცინა გურამს. -კარგი, მოკლედ ხომ იცით დღეს გელოდებით სამივეს. გაიგე ქალბატონო სესილი? მიაძახა ეკრანთან ჩავლილ გოგოს. -ამირან მადლობა, მაგრამ.. -არანაირი მაგრამ სესილი. მეწყინება იცოდე. თან ოდესმე ხომ უნდა გაიცნო მამაშენის მეგობრები არა? -კარგი ხო, რადგან გეწყინება, სხვა რა გზა მაქვს. -კარგია. მადლობა მოლოცვისთვის, ახლა უნდა გავთიშო საქმე მაქვს. სესილია ცოტა იწუწუნა, მაგრამ შემდეგ დანებდა და სიტუაციაში გარკვევა სცადა. მამამ დაამშვიდა ძალიან ბევრი ხალხი არ იქნებაო. ექვსი საათისთვის სამივე მზად იყვნენ. მასპინძლებს სუფრა ეზოში გაეშალათ. გრძელ მაგიდას თავზე საჩრდილობლად ჰქონდა გადახურული. იუბილარი ჯერ არსად ჩანდა და ყველა სტუმარიც არ იყო მოსული. სამივემ მოიკითხეს ირმა და კახა. ნათიაც მაშინვე სუფრის გაშლის პროცესში ჩაერთო. სესილი თავიდან უხერხულად იყო, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინა, რომ ყველა იცნობდა და ახლობლად თვლიდა. ეზო ადგილიდან მოათვალიერა და ძალიან მოეწონა. არემარე მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული. ვარდებიც საოცარ განწყობას ქმნიდა. გასეირნება უნდოდა, მაგრამ მოერიდა უცხო სახლში ბოდიალი. იუბილარი მალევე გამოჩნდა და ყურადღების ცენტრში მოექცა. ყველა ულოცავდა და უღიმოდა. მშობლებთან ერთად გადასცა ამირანს საჩუქარი და მასაც ორნამენტებიანი დანა ძალიან მოეწონა. ხალხი ჯერ კიდევ მოსასვლელი იყო და სუფრასთან არავინ იჯდა. ისე ჩუმად მიუახლოვდა ბიჭი უხერხულად ჩამომდგარ სესილის, რომ გოგომ ვერც გაიგო. -ლამაზი ეზოა არა? -კი ძალიან. სულ ამწვანებულია. -დედაჩემის დამსახურებით, ძალიან უყვარს ბაღისა და ეზოს მოვლა. წამოდი გავიაროთ ცოტა. ჩუმად და სეირნობდნენ ეზოში. აქა -იქა თუ იტყოდნენ რამეს. შემდეგ მოქანავე, გრძელ სავარძელზე დასხდნენ. -მიხარია საჩუქარი რომ მოგეწონა. -ჰო, მიყვარს ასეთი რაღაცეები. -ისე იუბილარს დიდიად არ გავხარ. -რატომ? უბრალოდ რომ მაცვია? -ჰო, პომპეზურობა გაკლია. -არ მიყვარს ყურადღების მიქცევა. დილიდან ამიტომ გავიქეცი სამსახურში. -გასაგებია. ისე დილიდან მუშაობ, ახლა ეს სუფრა, დამღლელია. -არც ისე. პირიქით მხიარულ გარემოში უფრო ვისვენებ. ყურადღება კარგ რაღაცეებზე გადამაქვს. -მართალია. კიდევ ბევრ სტუმარს ელოდები? -არა. არ გიყვარს ხალხი ხო? -ასეა. არაკომფორტულად ვარ ბევრი ადამიანის გარემოცვაში. -ჩემი აზრით კომფორტი ადამიანების რაოდენობაზე არაა დამოკიდებული. -აბა? -აი მაგალითად, შეიძლება შენ გარშემო ბევრი კარგი მეგობარი იყოს და კომფორტულად იყო. ან პირიქით ცოტა ადამიანი იყოს და ისეთი სიტუაცია, რომ დაიძაბო. -მართალია. სიტუაციას და ხალხს გააჩნია. აქ არ იქნება ცუდი. -შენ გააცილე შენი მეგობრები? -კი, გუშინ დილით. დავპირდი ჩამოვალ ბანკეტისთვის თქო. აი იქ ნამდვილად ცუდად ვიქნები. -ასე თუ მიუდგები მართლა ცუდი გამოვა. -შეიძლება ასეა, მაგრამ არ მიზიდავს ეს აზრი და რა ვქნა. მეოთხე კურსელები დაპატიჟეს თურმე, ეგ უარესია. რა სულელი ვარ, რაზე გაწუწუნები. -რამდენიმე საათით აიტან ამ ყველაფერს. ასეთი საშინელება ვერ იქნება, არა? ნუ ამბობ სისულელეებს, მე არ მაწუხებს შენი წუწუნი. -კარგი აღარ ვიტყვი. უი რამდენის გახდი? -ოცდაექვსი წლის. შენზე ხუთი წლით დიდი ვარ. -ჰო. მაგდენს ვერ მოგცემს ადამიანი. ახალგაზრდად გამოიყურები. -ეს კომპლიმენტი იყო? -კი იყო. -მაშინ მადლობა. მოიცა, აი შენ დედას თეთრი ვარდი. -მადლობა ძალიან ლამაზია. მიყვარს თეთრი ვარდები. -კარგია. წამო მივიდეთ, ბიჭებიც მოვლენ ახლა. სესილია ბევრი ადამიანი გაიცნო. ზოგთან კარგადაც დამეგობრდა. მშვენიერი აღნიშვნა გამოუვიდათ. სათითაოდ ლოცავდნენ იუბილარს. დალიეს, იმღერეს, იცეკვეს. მოკლედ მშვენიერი დრომ ატარეს. გვიანობამდე გეგმავდნენ დარჩენას სესილის მშობლები და თვითონაც არ გასჩენია წასვლის სურვილი. მხოლოდ ძველი მეგობრები შემორჩნენ სუფრას. ზოგი წავიდა, ზოგსაც საერთოდ ჩაეძინა. ამ მიზეზის გამო განაახლეს ეზოში სეირნობა მხოლოდ ამირანმა და სესილიმ, მას შემდეგ, რაც უფროსებს გამოექცნენ. უკვე დაბინდებას იწყებდა და ბევრი არ უვლით, იქვე ეზოს სავარძლებში ჩასხდნენ და ცხელი ყავა მოიშველიეს. –კარგი დღე იყო. –კი, კმაყოფილი ვარ. –კარგია, მადლობა, რომ მოსვლა მთხოვე. –რის მადლობა სესილი. ინანებდი? –ალბათ არა. მე არ მეცოდინებოდა აქაური სიტუაცია, შესაბამისად არ ვინანებდი. –მართალი ხარ. ანუ დღეიდან მშობლებს გამოჰყვები ხოლმე შეკრებებზე. –რა ვიცი, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში შენს დაბადების დღეებზე მოვალ ხოლმე, თუ დამპატიჟებ. –კარგია. მიხარია თუ მოგეწონა. –ჰო. მართალი იყავი იცი? აქ ყოფნით რაღაცნაირად მოვდუნდი და გამოვეთიშე სამყაროს. –კარგია, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, ერთი ჭიქა რომ დაგელია, რა დაშავდებოდა? –კარგი რა ამირან, თავიდან იწყებ? –არ ვიწყებ, არც არფერს გაძალებ, უბრალოდ გეკითხები. –არ მიყვარს ალკოჰოლი. მე ხომ უკვე შევუსრულე იუბილარს სურვილი ჩემი აქ მოსვლით არა? –მართალი ხარ. იცი მამას ღვინო განთქმულია, შენ კიდე დაიწუნე. –ნაწყენი ხარ? –არა, რას ამბობ. უბრალოდ ვხუმრობ. –კარგია ნაწყენი რომ არ ხარ. თორემ უკვე ვფიქრობდი განთქმული ღვინის დაჭაშნიკებაზე. –იცი რა, გადავიფიქრე. ძალიან მეწყინება თუ ჩემთან ერთად არ დალევ ერთ ჭიქას. –ამირან, კარგი რა. – გაეცინა გოგოს. –კარგი რა სესილი. – გაიღიმა ბიჭმაც. – მხოლოდ ერთი ჭიქა. –კარგი ხო. დამიყოლე. ამირანი გაუჩინარდა და უკან ღვინის ბოთლით და ჭიქებით დაბრუნდა. დაბალ ხის მაგიდაზე დააწყო ნივთები და გოგოს გვერდით მიუჯდა. ჭიქები სანახევროდ შეავსო და სესილისაც მიაწოდა. –აბა, რას გაუმარჯოს? –შე გაგიმარჯოს ბატონო იუბილარო, სიტყვიერად კი დაგლოცე, მაგრამ ღვინითაც მომიწევს. გილოცავ ამირან. –მადლობა სესილი. გოგომ ოდნავ მოსვა ღვინო, მას შემდეგ რაც სურნელი კარგად შეიგრძნო. პირველ ყლუპს მეორეც მოჰყვა. –აბა? –გემრიელი და არომატულია. დიდად გამოცდილი არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ კარგი ღვინოა. –მშვენიერი. ახლა ჩემი სადღეგრძელოს ჯერია. ამ ჭიქით ასე უცნაურად გაცნობილ სესილის გაუმარჯოს. რომელმაც არ მაწყენინა. –მადლობა ამირან. –არაფრის. – ბიჭმა ჭიქები ხელახლა შეავსო. –ამირან, მხოლოდ ერთი ჭიქაო არ თქვი? –ამ სადღეგრძელოს გარშე ჩემი დაბადების დღე სრულყოფილი არ იქნება. სუფრასთან გადამავიწყდა, ხოდა შენ უნდა მომისმინო. –გისმენ. –ამ ჭიქით მე მინდა დაღუპული გმირების სადღეგრძელო დავლიო. მათი სული მოვიხსენიო და ნათელი ვუსურვო. ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან მათი პატრიოტიზმი რომ არა, საქართველო დღეს არ იარსებებდა. იქნებოდა რომელიმე ქვეყნის ნაწილი და არა ქართველების სამშობლო. ბავშვობიდან მათი პატრიოტიზმი გავიაზრე და ამან მიმყვანა ჩემს საქმემდე. დაღუპული გმირების ხსოვნა იყოს! –ხსოვნა იყოს. –ამ ჭიქას ბოლომდე ვსვამთ სესილი. –კარგი ხო. ამაზე ვერ შეგედავები, მაგრამ ბოლოა იცოდე. –წასულებზე გაჩერება არ შეიძლება სესილი. –ამირან, მეჩვენება თუ ჩემს დათრობას ცდილობ? – გაეცინა გოგოს. –მამაშენი ძალიან გამიბრაზდება? – აჰყვა ბიჭიც. –გაგიბრაზდება? რას ამბობ ამირან, ჩემი დათრობისთვის ჯილდოს გადმოგცემს. –ასეთი რთულია შენი დათრობა სესილი? აკი გამოუცდელი ვარო. –რთული არა ამირან, პირველი. ჩემი პირველი დათრობა იქნება კიდევ თუ დამალევინებ. –სერიოზულად? –არ გჯერა ხო? არც მამაჩემს? ეს კახელი გოგო რანაირად არ სვამო, მებუზღუნება. –მაშინ ვეცდები ჯილდოს მოპოვებას. მოდი ამ ჭიქით მე და შენს გაცნობას გაუმარჯოს. –გაუმარჯოს. მიხარია, რომ გაგიცანი ამირან. –მეც მიხარია სესილი. – ბიჭს გოგოს ამღვრეულ თვალებზე და აწითლებულ ლოყებზე გულწრფელად გაეცინა. –რა მოხდა? –არაფერი. მთვრალი ძალიან საყვარელი ხარ. წამოდი მგონი მიდიან შენები. –წავიდეთ. –გურამი ძია, კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. –რა ამბავი? –რა ამბავი და ძვირფასო მამა, ბატონმა იუბილარმა თქვენი შვილი დაათრო. –რა? –სულ სამი ჭიქა დალია და ცოტა შეთვრა. –ეს რას მოვესწარი შვილო. ყოჩაღ ამირან. –წამო დე წავიდეთ და დაიძინე. –კაი. მადლობა ამირან დაპატიჟებისთვის და თუ ცოცხალი გადავრჩი, კიდევ შევხვდებით. –სამი ჭიქა არ მოგკლავს სესილი. –ნახვამდის ამირან. –ნახვამდის. მადლობა, რომ მოხვედით. ღვინის წყალობით მშვენივრად გამოიძინა გოგომ. არც აქამდე უჩიოდა უძილობას, მაგრამ მაინც. დიდად არაფერი აწუხებდა, მხოლოდ მსუბუქი თავის ტკივილი. მთელი დღე დასცინოდა მამა, მომესწრო შვილიო. დღის ბოლოს ამირანმაც დაურეკა მოსაკითხად და ცოტა ისაუბრეს. მთელი კვირა მონდომებით წუწუნებდა სესილი მომავალ ბანკეტთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერს გახდა. ხუთშაბათს ავტობუსის გაჩერებაზე ისეთი სახით იჯდა, თითქოს ვინმეს საწამებლად მიჰყავდა. ავტობუსამდე ამირანის მანქანა გამოჩნდა. –გამარჯობა, თბილისში მიდიხარ? –გამარჯობა, კი. ავტობუსს ვუცდი. –წამოდი მე წაგიყვან. მეც თბილისში მივდივარ საქმეზე. –იყოს ნუ შეწუხდები, წუთი წუთზე მოვა ავტობუსი. –არ ვწუხდები სესილი. ასეთ შემთხვევაში ხომ არ გავჩერდებოდი. თანაც იმ ავტობუსით ჯაყჯაყს ჩემთან ერთად წამოსვლა ჯობია. –კარგი, მართალი ხარ. მადლობა. –არაფრის სესილი. – ერთად განაგრძეს გზა. – როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? –რა ვიცი, კარგი მგონი. ხვალის შემდეგ როგორი იქნება, ვერ გეტყვი. –ასე ძალიან არ გინდა? –ჰო, მაგრამ თან ვიცი, რომ უნდა მივიდე. –მიდი და მალე წამოდი. –არ გამომიშვებენ, ნუ ვიზამ რამეს. –ანუ ხვალ ხო? –კი. თან ეს რესტორანიც რანაირი აარჩიეს. –რესტორანს რაღას უწუნებ? –სახელს ვუწუნებ. იცი რა ქვია? “ THE BEST” . -სასაცილოა. –ჰო. –თბილისში რჩები? –ორშაბათს ვბრუნდები. შენ? –მე ოთხშაბათს. მანამდე რაღაც საქმეები მაქვს. –კარგია. თბილისში ჩუმად ჩავიდნენ და ამირანის დაჟინებული თხოვნით გოგო სახლამდე მიიყვანა. –ძალიან დიდი მადლობა ამირან. მართლა. –არაფრის სესილი. ნახვამდის, კარგ გართობას გისურვებ. –არ მგონია. მაინც მადლობა. ყავაზე დაგპატიჟებ, გინდა? –დაღლილი ხარ, ნუ შეწუხდები. –რა შეწუხებაა. შენც ცოტას ფეხს გაშლი, ამდენი ხანია საჭესთან ზიხარ. –კარგი მაშინ. უარს არ გეტყვი. პატარა მისაღები ჰქონდა სახლს და ერთი საძიებელი. პატარა სააბაზანო და სამზარეულო. უცებ გაკეთა ყავა და თეთრ მაგიდას შემოუსხდნენ. ამ ოთახში თითქმის ყველაფერი თეთრი იყო. ცოტა ხნის შემდეგ გააცილა ამირანი და თვითონ მეგობრებს დაურეკა. გოგონებიც მაშინვე მასთან გაჩნდნენ. გადაწყვიტეს ერთად გაევლოთ მაღაზიებში და კაბები აერჩიათ ხვალისთვის. სესილი ძალიან არ იყო დაღლილი და გოგონებს გაჰყვა. ისეთი კაბა აარჩია, რომელიც არც ძალიან უბრალო იყო და არც პომპეზური. საათიც შეათანხმეს და კაფეში სადილის შემდეგ დაიშალნენ. თითქმის მთელი დღე ძილში გაატარა გოგომ და კარგად დაისვენა. მეორე დლით ადრიანად გამოეღვიძა და ძილიც ვერ შეიბრუნა. მახლობელ მაღაზიაში იყო პროდუქტების საყიდლად. შემდეგ ისაუზმა და გოგონებს უმასპინძლა. გადაწყვიტეს ერთად მომზადებულიყვნენ, მაგრამ ბევრი იყო დარჩენილი და ისაუბრეს. ანანომ ზედმიწევნით ჩაუკაკლა ვინ მოდიოდნენ მეოთხე კურსიდან და ვინ ვერა. ნაშუადღევს მომზადება დაიწყეს. ჯერ თმა, შემდეგ მაკიაჟი, ბოლოს კაბები მოირგეს და ოთხი საათიც შესრულდა. კურსელმა ბიჭმა მოაკითხა და ყველანი ერთად წავიდნენ. თითქმის ყველა ადგილზე იყო. გოგო მუდამ იღიმოდა ზოგთან გულწრფელად, ზოგთან არა. მალე შემოიკრიბა ხალხი და გართობაც დაიწყო. თავიდან სუფრასთან ისხდნენ, შემდეგ ზოგმა ცეკვა გადაწყვიტა. დიდად არ ხიბლავდა ეს აზრი, მაგრამ თავადაც მოუწია ცოტა ხნით სკამიდან ადგომა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ სუფრასთან შეიკრიბნენ და საუბარი განაგრძეს. ამ დროს ამირანი საქმიანი შეხვედრიდან ახალი გამოსული იყო და კოლეგებთან ერთად სასადილოდ მიდიოდა. ერთ–ერთ ნაკლებად გადატვირთულ რესტორანში შევიდნენ და ბიჭმა მოგვიანებით გაიაზრა, რომ ნაცნობი სახე მოპირდაპირე დარბაზიდან სესილი იყო. შორიდან აკვირდებოდა მის ქმედებებს, სახის მიმიკებს, რომელიც იშვიათად ჩანდა, რადგან ზურგით იჯდა. –რაზე ფიქრობთ ამირან? –რა? –მზერა გაგიშეშდათ და რაზე ფიქრობთ? –არაფერზე. შემდეგ აჩიკოც ამოიცნო, რომელიც გამუდმებით გოგოს ეჯდა გვერდით და რაღაცას ელაპარაკებოდა. ხანდახან დასარწმუნებლად ხელებსაც იშველიებდა. შემდეგ როგორც ჩანს დაიყოლია სესილი და სხვებს შეუერთდნენ საცეკვაოდ. ვერ გადაეწყვიტა მისულიყო თუ არა, მაგრამ ბოლოს მისვლა გადაწყვიტა. უკვე მაგიდასთან იჯდა გოგო და აჩიკო თავზე დადგომოდა. უკვე საუბრის მოსმენაც შეეძლო ამირანს. –კარგი რა სესილი, წამოდი ვიცეკვოთ. –დავიღალე აჩიკო, სხვასთან იცეკვე რა. მე ვიჯდები. –კარგი, დაისვენე და მერე იყოს. ბიჭი დანარჩენებს შეუერთდა, ამირანი კი ახლოს მივიდა. –სესილი გამარჯობა. –ამირან? აქ რა გინდა? –კოლეგებთან ერთად ვარ, დაგინახე და მოსასალმებლად მოვედი. –კარგია. გემრიელად მიირთვით. –როგორ ერთობი? –ნორმალურად. დიდად არ მეხალისება, მაგრამ დაჯდომას არ მაცდინ. –წამო აივანზე გავიდეთ აქ ჩახუთული ჰაერია. –შენი კოლეგები? –არაუშავს. ცოტა ხნით გავიდეთ. –კარგი. –დაიღალე? –ისე რა. ისეთი რაღაცეების კეთება, რაც არ მომწონს დამღლელია. –ცეკვა? –ჰო. თან ახლა დიდად ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს. –ცუდად გრძნობ თავს? –არა. ისე ვამბობ. –კარგი. –შევიდეთ უხერხულია. –თუ ცუდად გახდი არ გაჩერდე დიდხანს. –ასე ვიზამ. გოგო თავის მაგიდასთან დაბრუნდა. დაქალებმა გამოჰკითხეს ამბავი და არც აჩიკო ჩამორჩა. ბიჭი უმიზეზოდ გაღიზიანდა რაც სესილის არ გამოჰპარვია. თვითონაც მოეშალა ნერვები. ამის მიუხედავად მაინც იღიმოდა და გახალისებას ცდილობდა. ყველა კარგად ერთობოდა და თავს უხერხულად იგრძნობდა სხვა შემთხვევაში. დრო და დრო ამირანის მზერას გადააწყდებოდა ხოლმე და გაუღიმებდა, პასუხსაც იღებდა. ამის გამო აჩიკო წაეჩხუბა კიდეც, მაგრამ არ შეიმჩნია. აივანზე გავიდა დასაწყნარებლად და მალევე დაბრუნდა. ყელაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა. გართობა, ქეიფი, ცეკვა და სიმღერა. დიდხანს აღარ გაჩერებულა და გოგონებთან ერთად დატოვა რესტორანი. დამშვიდობების ნიშნად გაუღიმა ამირანს და ნელ–ნელა გაუყვა ქუჩას. არც ისე შორს იყო სახლიდან და ფეხით წასვლა გადაწყვიტა, თან ცივი ჰაერი მოსწონდა. მშვიდად მივიდა სახლამდე და გამოცვლის შემდეგ პირდაპირ დაწვა. ჯიუტად აიგნორებდა აჩიკოს ზარებს. დარეკვის მიზეზი ისედაც იცოდა, დამშვიდობების გარეშე წამოვიდა, რადგან ბიჭი ცეკვით იყო გართული. ადგა სესილი და წამოვიდა. სხვა შემთხვევაში აჩიკო არ გამოუშვებდა ან თვითონაც გამოჰყვებოდა, რაც არ უნდოდა. მშვიდად გაატარა შაბათი დღე და კვირას ტელეფონმა გააღვიძა. უცხო ნომერი ურეკავდა და დაბნეულობისგან უპასუხა. –ალო? –სესილი დილა მშვიდობისა, ამირანი ვარ. –ამირან? გამარჯობა. –აუ გაგაღვიძე? მაპატიე რა? მიჩვეული ვარ ამ დროს გაღვიძებას. –არაუშავს. რა ხდება? –დღეს მიდიხარ ხო. სანამ წახვალ შენი ნახვა მინდოდა. –კარგი. წასვლამდე გნახავ. მშვიდობაა? –კი, კი. დალაპარაკება მინდა რაღაც საკითხზე. –კარგი. ცხრაზე უნდა ვიყო ისანში და მანამდე შევხვდეთ. –კარგი. გოგო უცებ გაემზადა და კორპუსიდან გავიდა. მაშინვე შეამჩნია ამირანის მანქანა და იმ მხარეს წავიდა. ბიჭმაც შეამჩნია და მისასალმებლად გადმოვიდა. –კიდევ ერთხელ ბოდიში, რომ გაგაღვიძე. –არაუშავს, ისედაც უნდა ავმდგარიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი გვაქვს, მერე ისანში უნდა გავიდე, რომ არ დავაგვიანო. –მე წაგიყვან, თან ვისაუბროთ. –არა, არ შეგაწუხებ. –რა შეწუხებაა, თან დანაშაულსაც გამოვისყიდი. –კარგი მაშინ. –ასე მალე რომ გიწევს დაბრუნება ცუდია. –ჰო. ცოტახნით კიდევ ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ დედაჩემს დახმარება სჭირდება, მარტო ვერ გაუმკლავდება ყველაფერს. –ცუდად ხომ არაა? –არა, არა. იცი, ჩემი ნათესავები ნორვეგიიდან ჩამოდიან სტუმრად და დედას დახმარება სჭირდება. სახლი უნდა მოაწესრიგოს, ოთახები გაამზადოს, საჭმელი, ყველაფერი. ჩემს გარეშე გაუჭირდება. სტუმრებს თბილისში დავხვდები და შემდეგ ერთად წავალთ კახეთში. –გასაგებია. მოკლედ შორიდან შემოვლა არ მინდა, პირდაპირ გეტყვი ყველაფერს. იცი, მაშინაც კახეთში და ბანკეტზეც, აჩიკოს ქცევები ძალიან ცუდად ჩამრჩა გონებაში და ტვინიდან ვეღარ ამოვიგდე. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, რაღაცეების გარკვევა გადავწყვიტე. ძალიან კარგად ვიცი, რომ არანაირი უფლება არ მქონდა მასთან დაკავშირებთ , მაგრამ მართლა სულ ამაზე მეფიქრებოდა. –მერე რა გაარკვიე? იმედია შენს პასუხისმგებლობებს არ გადააჭარბე. –არა, არაფერი მსგავსი. უბრალოდ მე და მას ერთი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. მისი დახმარებით გავარკვიე დეტალები და გადავწყვიტე შენთვისაც მეთქვა. რაც მეტი გავიგე მის პირადზე და ხასიათებზე, მით უფრო დავრწმუნდი, რომ შენთან არაფერი საერთო არ აქვს, გარდა იმ სულელური ახირებისა. –ამირან, მადლობა, რომ ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანე, მაგრამ მისი ხასიათების უკეთ ცოდნა არაფერს შეცვლის. მან უბრალოდ ამიკვიატა და გაუვლის. იმედია.. –იმაში რომ აგიკვიატა მართალი ხარ სესილი, მაგრამ არ გაუვლის დამიჯერე. აჩიკო ახლა გეჩვენება ასეთი. უფრო სწორედ ასე აჩვენებს თავს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გრძელი კლანჭები აქვს. რომელსაც მაშინვე გამოაჩენს, როგორც შეეწინააღმდეგები. –ალბათ მართალი ხარ, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო? რამდენჯერმე ზედიზედ აწკარუნდა სესილის ტელეფონი და გოგოც ჯიუტად უთიშავდა. –რატომ არ პასუხობ? –ახლა არი არ აქვს, ნერვები უნდა ამიშალოს. –და ასე გაცხარებით რატომ გირეკავს? –იმიტომ, რომ გაბრაზებულია. გავაბრაზე, რადგან დამშვიდობების გარეშე წამოვედი. ცეკვავდა, ერთობოდა, მე გაბრაზებული ვიყავი და მისი ნერვები არ მქონდა. თანაც, რომ მეთქვა თან გამომყვებოდა, რაც არ მინდოდა. –აჩიკომ გაგაბრაზა? –ჰო, მაგრამ იქითაა განაწყენებული. წამეჩხუბა ბანკეტზე და ნერვები დამაწყვიტა. ახლაც იმიტომ მირეკავს, რომ მეწუწუნოს და დამტუქსოს. –ეგ მაშინ მოხდა აივნიდან რომ დავბრუნდით და შენ ცოტახანში ისევ გარეთ გახვედი არა? მერე ისიც თან გამოგყვა და გაბრაზებული შემოვიდა. –ჰო მაშინ. –სესილი ჩემს გამო გეჩხუბა? –რა? არა შენ რა შუაში ხარ. –ვერ მომატყუებ, მართალს ვამბობ. რა იდიოტია. –ახლა მე რა უნდა ვქნა? ვუპასუხო და მაპატიოს ცოდვანი ჩემნი, თუ დავაცადო კლანჭების გამოჩენა? –მეორე ვარიანტი უკეთესია, ასე უფრო მარტივად მოიშორებ, თან გვეცოდინება სადამდე შეუძლია შეტოპვა. ეგეც რომ არა, შენ ქალაქში არ იქნები და საფრთხე არ დაგემუქრება. –მართალია. –ძებნას დაგიწყებს. შენს გოგოებს უთხარი, იმას გადასცენ, რომ გასული ხარ, მაგრამ არ იციან სად. ასე ჯობია, თორემ ისევ ჩამოგაკითხავს შენებთან. –ჰო ეგ არ მინდა. მადლობა ამირან მართლა დამეხმარე. –არაფერი გამიკეთებია ისეთი. სესილი იცი, მე შემეძლო, რომ ეს ყველაფერი შენი ჩარევის გარეშე მომეგვარებინა და აჩიკო საერთოდ გამექრო, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე შენთვის ამ ყველაფრის თქმა. –სწორედ მოიქეცი ამირან. მადლობა, რომ გამითვალისწინე. –მე ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი, რომ არ გედარდა. შენც იცი, რომ მე ვიღაცის გაქილიკების ფასად შენთან ქულების დაწერა არ მჭირდება. ეს იცოდე კარგი? და არ ინერვიულო, მოვაგვარებთ. –არ ვიცი ჩემი მადლიერება როგორ გამოვხატო. –არ გამოხატო სესილი, მე ეგ არ მჭირდება. კარგი დრო გაატარე კახეთში და ყველაფრის მიუხედავად თუ აჩიკო რამეს მოიმოქმედებს დამირეკე. მე შენი დახმარება მინდა სესილი. –კარგი, რადგან მადლობის თქმას მიშლი, გადავალ. წუთი წუთზე მოვა ავტობუსი. ნახვამდის ამირან. –მშვიდობიანი მგზავრობა სესილი. გოგო მთელი გზა მომხდარზე ფიქრობდა. მართლა ძალიან მადლიერი იყო ამირანის ყველაფერი რომ გააგებინა. რამდენიმე საათში ჩავიდა სოფელში და მშობლები მოიკითხა. დღე ნახევარი ჰქონდათ ყველაფრის მოსასწრებლად. ცოტა დაისვენა სესილიმ, ისადილა და შემდეგ დედასთან ერთად შეუდგა სახლის ძირფესვიანად დალაგებას. მეორე დღით ოთახები მოამზადეს სტუმრებისთვის და ცივი კერძები. სამშაბათს პირველივე რეისს გაჰყვა და სახლში შეიარა. სტუმრები გვიან ღამე ჩამოვიდოდნენ და მანამდე დასვენება და გოგონების ნახვა უნდოდა. პატარა კაფეში დასხდნენ მეგობრები და ერთმანეთი მოიკითხეს. სესილიმ პირდაპირ ვერ კითხა აჩიკოზე, მაგრამ ანანო თვითონვე მივიდა ამ საკითხამდე. –აჩიკო გიჟივით გეძებდა სესილი, მაგრამ შენ როგორც გვითხარი ისე მოვიქეცით. ახლაც არ ვეტყვით ჩამოსული რომ იყავი, მაგრამ რა ხდება? –ვიკამათეთ გოგოებო და ჩემზეა გაბრაზებული. ამიტომ მეძებს. თქვენ ხომ იცით არა, რომ მე მასთან არაფერი მაკავშირებს. დროა უკვე რამე მოვიმოქმედო. აღარ მინდა აჩიკოსთან საუბარი და არც მისი ნახვა. –როგორც შენ იტყვი სესილი. გოგონებმა კიდევ ბევრი ისაუბრეს და შემდეგ სესილი აეროპორტში წავიდა ნათესავების დასახვედრად. ცოტა ქალაქში გაისეირნეს მონატრებულმა ემიგრანტებმა, შემდეგ კი კახეთისკენ გაუდგნენ გზას. მთელი ღამე ენთო შუქი სიდამონიძეების ოჯახში. მეორე დღითაც კარგად მოულხინეს მონატრებულმა ნათესავებმა. ერთი კვირა ძალიან კარგად გაატარა სესილიმ. ბევრ ადგილას იყვნენ ყველანი ერთდ. თელავში იყვნენ, სიღნაღში, ყვარელში, მართლა კარგი დრო ატარეს. ერთი კვირის თავზე გააცილეს სტუმრები და ნორვეგიაში მიპატიჟება დაიმსახურეს. ამ კვირის მანძილზე რამდენჯერმე დარეკა აჩიკომ, მაგრამ ბოლო დროს ზარები შეწყდა. სესილი ქალაქში წავიდა. მეგობრებთან ერთად დროის გატარება უნდოდა და აჩიკოს ხელის შეშლის უფლებას არ მისცემდა. თანაც აჩიკოს კლანჭები ცოტათი მაინც უნდა გამოეჩინა. გოგოს ცხადია ერჩია ყველაფერი უპრობლემოდ მოგვარებულიყო, მაგრამ მიხვდა, რომ ეს არ გამოვიდოდა. უპირობოდ მიენდო ამირანს, რაც სხვებთან არ ახასიათებდა. თითქოს შინაგანად გრძნობდა სესილი, რომ ამ ბიჭის ნდობა შეიძლებოდა. სამი დღე სრულ იდილიაში გაატარა. გოგონებთან ერთად სეირნობდა, ყავას სვამდა, საუბრობდა. შემდეგ აჩიკოც გამოჩნდა მის კართან. სესილი მარტო იყო და კარის გაღება ვერ გაბედა. ბიჭი ძალიან გაღიზიანებული ჩანდა და ასეც ვერ გარისკავდა. მეორე დღეს კაფეში გადააწყდნენ ერთმანეთს და სესილი ვეღარ გაიქცეოდა. –სად იყავი სესილი? ბანკეტის მერე გირეკავ და არსად ჩანხარ. გოგონებმა მითხრეს, რომ არ იცოდნენ შენი ადგილმდებარეობა, მაგრამ ვიცი, რომ ტყუილი თქვეს. აბა გისმენ, სად გამექეცი და რატომ. –მე არსად არ გავქცეულვარ აჩიკო, მითუმეტეს შენგან. რაც შეეხებათ გოგონებს, მათ იცოდნენ, რომ ქალაქიდან გასული ვიყავი. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს ხან სად ვიყავი და ხან სად. ასე რომ, მათ ეს ვერ ეცოდინებოდათ. –და თუ არ გამექეცი, ზარებს რატომ არ პასუხობდი? –ძალიან მარტივი მიზეზით აჩიკო, არ მინდოდა. შენ ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას, რადგან ვთვლი, რომ დამნაშავე არ ვარ. –კი, გაბრაზებული ვარ. სამი წელი ვცილობდი შენი ყურადღების მიქცევას, შენთან დაახლოებას და მიუხედავად ამისა, შენ ზედაც არ მიყურებ. ეს ძალიან მაბრაზებს. ჩვენ ხომ ვმეგობრობდით არა? რატომ არ გინდა ჩემთან დაახლოება გამაგებინე. –აჩიკო, მე და შენ ვმეგობრობდით, მართალი ხარ, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს შორის უფრო მეტს, მე არასდროს მნდომებია შენთან ასეთი ურთიერთობა. შენ ნამდვილად ვერ დამადანაშაულებ იმაში, რომ მე იმედებს გაძლევდი ან გიყენებდი. ჩვენ ვმეგობრობდით იმიტომ, რომ საერთო სამეგობრო წერ გვყავდა. სულ ესაა. –ნუ მეუბნები ასეთ რაღაცეებს. შენ მშვენივრად იცი, რომ მე მომწონხარ და ამის მიუხედავად ასე მამცირებ. გგონია ამას მოვითმენ? იმედებს არ მაძლევდი, მაგრამ არც უარი გითქვამს. საერთოდ არაფერს იმჩნევდი. –შენ მე არ მოგწონვარ აჩიკო, უბრალოდ მიზნად გექცა ჩემთან ურთიერთობის დაწყება და სავარაუდო ამას მიაღწევ თუ არა მიხვდები, რომ არ მოგწონვარ. ამომიჩემე და ამას ვერ ხვდები. მე შენ არ გამცირებ, დამცირება ის იქნებოდა, რომ შენთვის უარი მეთქვა, შეურაცხყოფა მომეყენებინა და შემერცხვინე. ცუმად იმიტომ ვიყავი, რომ მეგონა მიხვდებოდი ყველაფერს. –მაგ შენი ლამაზი საუბრით ვერ მომთაფლავ სესილი. –არც ვცდილობ. ახლა ყველაფერი შეიცვალა აჩიკო. შენ შენს გზაზე წახვალ, მე ჩემს გზაზე. –რა შეიცვალა მაინც? აქამდე არაფერს ამბობდი და ახლა ალაპარაკდი? –შენ უნივერსიტეტი დაამთავრე და შესაბამისად ჩვენ ისე ხშირად ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს. როცა შევხვდებით, ერთმანეთს მოვიკითხავთ და ამით დამთავრდება. მეტი არაფერი არ იქნება ჩვენს შორის. სულ ამის თქმა მინდოდა. –მე ასე არ გავჩერდები იცოდე. არ ვიცი შენთვის რა შეიცვალა და რა არა, მაგრამ მოვიკითხავთ ერთმანეთს ჩემთვის დამაკმაყოფილებელი არაა და ყვლაფერს გავაკეთებ, რომ ხელში ჩაგიგდო. –ხედავ აჩიკო? შენ ჩემზე ისე ლაპარაკობ, გეგონება უსულო ნივთი ვიყო. ამ ბრძოლას გამარჯვებული არ ეყოლება, რადგან არც იარსებებს. მე და შენ არაფერი გვაკავშირებს და დროა ეს გაიაზრო. ძალიან გთხოვ, პატივი სცე ჩემს გადაწყვეტილებას და მოიქცე ისე, როგორც ეს ნორმალურ ადამიანს შეეფერება. თავს ნუ დაიმცირებ აჩიკო, არ გიღირს. –ანუ ესაა შენი ბოლო სიტყვა? –კი აჩიკო, ესაა. –მაშინ ჩემს ბოლო სიტყვებს მოუსმინე სესილი. მე ვიბრძოლებ და გავიმარჯვებ. ჯილდო კი შენ იქნები. –აჩიკო! –დროებით სესილი. კიდევ შევხვდებით. ამ საუბარმა ერთი მხრივ დაამშვიდა გოგონა, მაგრამ თან გააღიზიანა კიდეც. მთელი დღე თავში აჩიკოს სიტყვები უტრიალებდა და თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი სიტყვას შეასრულებდა. მხოლოდ ის ვერ გაეგო, რა შეიძლება მოემოქმედებინა გაბრაზებულ აჩიკოს. გოგონებმა ერთხმად ურჩიეს ბიჭისგან თავი შორს დაიჭირეო. შემდეგ ნანუკამ წამოაყენა იდეა, ამირანს დაურეკე და მოუყევიო. სესილიც ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ერიდებოდა ბიჭის ამ საქმეში ჩარევა. საღამომდე ორჭოფობდა დაერეკა თუ არა, ბოლოს დარეკვა გადაწყვიტა. –ამირან გამარჯობა, სესილი ვარ. –საღამო მშვიდობისა სესილი. რა კარგია, რომ დარეკე. მე ვერ დაგირეკე, ოჯახთან ერთად ხარ და არ მინდოდა შენი შეწუხება. –სამშაბათს დავბრუნდი თბილისში. ბევრი ვიფიქრე დამერეკა თუ არა შენთვის, ბოლოს მოვიფიქრე. –კარგად მოიქეცი. აჩიკო გამოჩნდა? რამე ხომ არ დაგიშავა? –ამიტომ გირეკავ ზუსტად. გუშინ იყო ჩემთან მოსული, მაგრამ კარი არ გავუღე. მარტო ვიყავი, ისიც ძალიან გაღიზიანებული ჩანდა და ვერ გავრისკე. დღეს შემთხვევით გადავაწყდი კაფეში და ვისაუბრეთ. –რა გითხრა? –მაქსიმალურად ცივილურად ვეცადე ყველაფრის ახსნას, მაგრამ აზრი არ აქვს მართალი იყავი. ძალიან გაღიზიანებულია და ასე უცებ არ გაჩერდება. ისე საუბრობს გეგონება ნივთი ვიყო. გამომიცხადა ვიბრძოლებ და ჯილდო შენ იქნებიო. –ფუ ეგ იდიოტი! –მართლა არ შეგაწუხებდი ამირან, მაგრამ არ ვიცი ახლა რა უნდა ვქნა. მისი ბრძოლა რას ნიშნავს არ ვიცი. მისი არ მეშინია, მაგრამ მიყრუება არ გამოვა. –არ მაწუხებ სესილი. მე გითხარი, რომ დაგეხმარებოდი და ასეც იქნება. ძალიან გამიხარდა, რომ დამირეკე და მომიყევი მომხდარი. ეცადე გარეთ მარტომ არ იარო კარგი? მითუმეტეს საღამოს. ხვალ ვაპირებ ჩამოსვლას და აუცილებლად გნახავ, რამეს მოვიფიქრებთ, არ იდარდო. –მადლობა ამირან. კარგი მაშინ ხვალ შემეხმიანე. –სესილი არანაირი მადლობა. მშვიდი საღამო. –შენც. მართლა მშვიდი საღამო გაატარა გოგომ. ამირანთან საუბარმა დაამშვიდა და განწყობაც გამოუკეთა. პარასკევს დაურეკა ამირანმა და მახლობელ პარკში შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ ძალიან ცხელოდა და ჩახუთულში ჯდომას ეს არჩიეს. –გამარჯობა სესილი. –გამარჯობა. –კარგად დაისვენე? –კახეთს თუ გულისხმობ, კი, კარგი იყო. შენ როგორ ხარ? –კარგად. ვმუშაობ ჯერჯერობით. –მადლობა დრო, რომ გამონახე. –სესილი გეკრძალება ჩემთან სიტყვების: მადლობა, ბოდიში და შეწუხებას გამოყენება. კიდევ ხომ არ მოვიდა აჩიკო შენთან? –არა, მაგრამ რას აპირებს წარმოდგენა არ მაქვს. რას უნდა ველოდო მისგან. –ეგ მართლა საინტერესოა. არ მგონია რამე ძალიან სერიოზულს გეგმავდეს, მაგრამ მაინც სიფრთხილეა საჭირო. –ზოგადად სპონტანურობა სჩვევია. თუ მისთვის ბრძოლა ჩემს სახლში მოვარდნას და დაშინებას გულისხმობს საქმე არც ისე ცუდად მქონია. –ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ მისი კლანჭები ზომას სესილი. იქნებ თავს დაგესხას ან რ ვიცი რამე დაგიშავოს. –და როგორ უნდა გავიგოთ რას აპირებს? სახლში ვერ ჩავიკეტები აჩიკოს შიშით. –სახლში ვერ ჩაიკეტები, მაგრამ სიფრთხილ უნდა გამოვიჩინოთ. –ფიქრობ, რომ მისი უნდა მეშინოდეს? –გეშინოდეს? ძალიან ცუდი ნათქვამია სესილი. ზოგადად თუ მსხვერპლს ეშინია, თავდამსხმელი უფრო თამამი ხდება. ასე რომ არა, მისი არ უნდა გეშინოდეს. –რა შეიძლება გავაკეთოთ? –ჯობია რაღაც დროით სიფრთხილე გამოვიჩინოთ. როგორც გუშინ გითხარი, მარტო ნუ ივლი გვიან, ან თუ მოვა კარი არ გაუღო. ვნახოთ გააკეთებს თუ არა რამეს და მერე გადავწყვიტოთ საბოლოოდ. –და რა უნდა გადავწყვიტოთ მისი ქმედების მიხედვით? –თუ არაფერს გააკეთებს ან უბრალოდ სუსტი მცდელობა ექნება, როგორიცაა მაგალითად შენს კარზე ბრახუნი, შეგვიძლია ვაცადოთ როდის მობეზრდება და უბრალოდ ფრთხილად ვიყოთ. თუ რამე ისეთს გააკეთებს, რაც შენ საფრთხეს შეგიქმნის ან შეურაცხყოფას მოგაყენებს, გავანეიტრალებთ. –და მაგას როგორ ვიზამთ? –ეგ უკვე მე ვიცი. თუ აღმოჩნდება, რომ მისნაირებთან ცივილური მოქცევა არ ჭრის, შემდეგ ისე მოვექცევი, როგორც შეეფერება. –ახლა ცოტა მაშინებ იცი? ამირან შენ ხომ გესმის, რომ ამ შემთხვევაში შენი სამხედრო გამოცდილება პრივილეგია არ არის, არა? მე არ მინდა, რომ ჩემს გამო რამე პრობლემა შეგექმნას ანდაც შენს უფლებებს გადააჭარბო. –მსგავს არაფერს ვაპირებ სესილი, დამშვიდდი. მასთან ჩემი სამხედრო პრივილეგიები არაფერში მჭირდება. უბრალოდ თავისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნი, რომ გაქრეს შენი ცხოვრებიდან, თანაც სამუდამოდ. –მართლა არ ვიცი რა ვთქვა. –სესილი აკრძალული სიტყვები არ უნდა გამოიყენო. –არ ვიყენებ, მაგრამ ყავაზე მაინც დაგპატიჟებ რა? –დამპატიჟე, არ ვარ წინააღმდეგი. –დღესვე ბრუნდები? –არა, დრეს დავრჩები, ჩემს მეგობრებს ვნახავ და ხვალ წავალ. –მოიცა აბა საქმეები მაქვსო? ამირან ჩემს გამო ჩამოხვედი? –არა, მართლა მაქვს საქმეები. –არ ვიცი სიმართლეს მეუბნები თუ არა, მაგრამ გიჯერებ. –ჩემს მეგობარს დაბადების დღე აქვს, ამიტომ ჩამოვედი. დღეს რომ არ მივიდე, ჩათვალე ბოლოჯერ მხედავ, მომკლავს. –კარგია. –რა, ბოლოჯერ რომ მნახავ? –არა ამირან, დაბადების დღეზე რომ მიდიხარ. –ა.. ჰო, კარგია. –რას ჩუქნი? –აუ... სესილი რა კარგი გოგო ხარ, რომ გამახსენე. აქედან პირდაპირ იქ ვაპირებდი წასვლას, უეჭველი დამავიწყდებოდა. –ხოდა სანამ წახვალ უყიდე. –ჰო აუცილებლად. რა ვაჩუქო? –თუ შენნაირი გემოვნება აქვს ხანჯალი ან დანა, ან კარგი კონიაკი აჩუქე. –კარგი აზრია. კონიაკი უყვარს და ვაჩუქებ. მადლობა სესილი. –არაფრის, რის მადლობა. –წამოდი სახლში მიგიყვან და მერე წავალ. –იყოს წავალ ფეხით. –ამ სიცხეში ცოდო ხარ, უცებ მიგიყვან, არ მეჩქარება. სესილი სანამ მანქანიდან გადავიდოდა ბიჭმა გაუაზრებლად შესთავაზა გაყოლა. –სესილი, არ გინდა წამოხვიდე? –სად? კონიაკის საყიდლად? გამოგყვებოდი, მაგრამ მაგ საკითხში ვერ ვერკვევი. ხო გახსოვს პირველად შენ დამათვრე. ამირანი მიხვდა, რომ გოგო სწორედ ვერ გაუგებდა და გადაიფიქრა მეგობრის დაბადების დღეზე მისი დაპატიჟება. არადა შინაგანად უნდოდა სესილის წაყვანა და მასთან დროის გატარება. –ხო, მართალი ხარ. ნახვამდის სესილი. –ნახვამდის. არ გეწყინოს რა, მართლა არ მეზარება, მაგრამ.. –არა, არ მეწყინება. იცოდე რამე თუ მოხდა დამირეკე. –კარგი. ნახვამდის. სესილი ახალი ასული იყო სახლში, ქეთიმ რომ დაურეკა და მაღაზიებში გაყოლა სთხოვა. გოგო ისევ დაბლა ჩავიდა და იქ დაელოდა მეგობარს. –აბა რის ყიდვა გინდა ქალბატონო ქეთი? –დღეს ნიკას დაბადების დღეა და საჩუქარი უნდა მაყიდინო. –ნიკა? –გოგო რა გჭირს ხო გაგაცანი? მე და ჩემი ძმის ბავშვობის მეგობარია, ერთად გავიზარდეთ. –ა გამახსენდა. კაი წავიდეთ და რას ჩუქნი? –რა გჭირს სესილი შენ? იმიტომ დაგირეკე, რომ დამეხმარო. –ხო, ხო. არაფერია დაივიწყე. –აი ეს მოეწონება, მშვენიერი საათია. –ხო ეგ აიღე. რომელ საათზე მიდიხარ, არ დააგვიანო. –არა ჯერ ადრეა, სადღაც ორი საათი კიდევ მაქვს, ცოტა მეტი. –კარგია. –აუ სესილი შენც წამოდი რა? გაერთობი. თუ გგონია, რომ ვერ ვამჩნევ შენს ცუდად ყოფნას, ძალიან ცდები. –სად მიგყავარ ქეთი, იმ ადამიანს არ ვიცნობ და არ წამოვალ. –ხომ იცნობ არა? რატომ ართულებ? ბევრი ადამიანი იქნება, ბარს ქირაობს ერთი დღით. გავერთობით, ვიცეკვებთ, გულს გადააყოლებ შენც. –არ მინდა ქეთი დაუპატიჟებლად წამოსვლა. თანაც ხომ მიცნობ არა? როდი იყო ასეთ ადგილებში დავდიოდი. –ამ ერთხელ არაუშავს, თან გჭირდება. გავერთობით ცოტას, გიო წაგვიყვანს და მოგვიყვანს, გთხოვ რა. –კარგი ხო. წავიდეთ მაშინ, შენ რას გაგაგებინებ. –კარგი, დავიშალოთ და ორ საათში შენს კორპუსთან შევხვდეთ. მართლა ერიდებოდა სესილის დაუპატიჟებლად მისვლა, მაგრამ მეორე მხრივ გულის გადაყოლება უნდოდა. არ ეშინოდა აჩიკოს ქმედებების გამო, მაგრამ მაინც ძალიან დაძაბული იყო. ძნელი ამოსაცნობი იყო ბიჭის ქცევები. ვაი და რამე ისეთი გაეკეთებინა. მალე მოემზადა სესილი და ქეთის ზარს დაელოდა. ღია ცისფერი მთლიანი კაბა ჩაიცვა, მუხლს ოდნავ აცდენილი. გოგომ მალე დაურეკა და დაბლა ჩავიდა. –სესილი რა ლამაზი ხარ. –მადლობა ქეთი, შენც. –გამარჯობა. –გამარჯობა გიო, როგორ ხარ? –ვარ რა. –მერიდება თქვენს მეგობართან, მაგრამ ქეთის ვერ გადავათქმევინე. –არაფერია მოსარიდებელი დამიჯერე, ნიკას გაუხარდება. ბარი რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის იქირავა იუბილარმა სესილის ქუჩიდან არც ისე შორს იყო. შიგნით უკვე იყვნენ ნიკას მეგობრები და თავად იუბილარიც. გოგოს შესვლისთანავე დაუარა ვიბრაციამ ტანში და ყურსაც დრო დასჭირდა შესაგუებლად. –ნიკუშ გილოცავ იუბილეს. –მადლობა ქეთი. –სესილი ხო გახსოვს? ძალით წამოვიყვანე, ერიდებოდა. –გამარჯობა, გილოცავ დაბადების დღეს. –მადლობა. ძალიან გამიხარდა, რომ მოხვედი. კარგათ გაერთეთ. მუსიკისგან მოშორებით დასხდნენ გოგონები. ქეთიმ რამდენიმე ადამიანი გააცნო, ზოგიც შორიდან დაანახა. –აბა რა დავლიოთ? –მე წყალი უნდა დავლიო, შენი არ ვიცი. –რა წყალი სესილი, რამე მსუბუქი დავლიოთ. –არა, არანაირი სასმელი ქეთი. –წავალ კოქტეილებს ვეტყვი. გოგომ ბარი მოათვალიერა. არც ისე ბევრი ხალხი იყო. ჯგუფ–ჯგუფად ისხდნენ ან იდგნენ. ბევრი წუწუნის შემდეგ მაინც დალია ერთი ჭიქა და ქეთიც შეეშვა. სასიამოვნო მუსიკა იყო, თუმცა ვისთვის როგორ. –ტყუილად წამოხვედი სესილი? ცოტა გაერთე რა? –ხო დავლიე ქეთი, ამჯერად რას მოითხოვ? –ნუ ჩამოგტირის სახე. აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. –არ ჩამომტირის, უბრალოდ დაძაბული ვარ. –აქ იმისთვის ხარ, რომ მოეშვა. წამო ვიცეკვოთ, ნახე რა კარგი მუსიკაა. –არ მინდა ცეკვა, ხო იცი არ მიყვარს. –გინდა, როგორ არ გინდა. ცოტა ხნით ქეთისთან ერთად ცეკვავდა, შემდეგ დრო იხელთა და მაგიდასთან დაბრუნება გადაწყვიტა. იმ მხარეს ბევრი ხალხი იდგა და დროებით სასმელების ბართან მისვლა გადაწყვიტა. უკვე მაგიდასთან ბრუნდებოდა მაღალი სხეული რომ დაეჯახა და კინაღამ დავარდა. –მაპატიეთ. სესილი? ხო კარგად ხარ? –ამირან, რა დამთხვევაა. კი, კი. –აქ როგორ აღმოჩნდი? –ქეთის გამოვყევი, უფრო სწორად ძალით წამომიყვანა. –გასაგებია. გამიხარდა შენი ნახვა. –ხო მეც. –მარტო ხარ? –ქეთი სადღაც იქით ცეკვავს, შეიძლება ითქვას, რომ მარტო ვარ. –ჰო ნიკა და ბიჭებიც მანდ არიან. მე ვერ ვსვამ და შორიდან ვადევნებ თვალს, რამე არ გააფუჭონ. –ქეთი დღეს დათრობას გეგმავს. მე და გიომ უნდა მივხედოთ. იმედია ის მაინცაა ფხიზელი. –გიო? –ქეთის ძმა. აი იქაა.. და მთვრალია უკვე. –აა... ასე გვიან ტაქსს გააჩერებთ? –იმედია. წავალ მე ქეთისთან. –კარგი. ქეთიც და გიოც კარგად ერთობოდნენ. –როდის მოასწარით ასე დალევა? ორი წუთი გავიხედე და. –მე არ ვარ მთვრალი, მაგრამ ეს ვაჟბატონი გაძღა. არადა ათჯერ დამპირდა არ დავლევო. –კარგი. მაგიდასთან დავჯდები, თქვენ გაერთეთ. –აუ წამო რა ერთად ვიცეკვოთ, სულ დასაჯდომად გარბიხარ. –კარგი ხო, ოღონდ მეტი აღარ დალიო. –ძაან მთვრალი ვარ? –არა ქეთი, მაგრამ ცუდად არ გახდე. –კარგი, მაშინ ვიცეკვოთ. რამდენიმე საათის მანძილზე ხან ისხდნენ და ხანაც ცეკვავდნენ. ქეთი უშრეტი ენერგიის წყარო იყო. სესილი ძალიან დაიღალა და თავიც ასტკივდა. ცოტა ხნით მაგიდასთან იჯდა, შემდეგ გარეთ გასვლა გადაწყვიტა და ქეთი გააფრთხილა. ბარის წინ დასეირნობდა და დროის გაყვანას ცდილობდა. ერთი ორი ადამიანი თუ იქნებოდა გამოსული გარეთ. ზოგი მოსაწევად, ზოგი გასაგრილებლად. ხის სკამზე ჩამოჯდა და ხელებს ჩამოაყრდნო თავი. –სესილი.. ცუდად ხარ? –არა, დავიღალე ცოტა. –კარგი. მარტო გამოხვედი? –ჰო, ისინი ცეკვავენ. ქეთი ვერაფრით დავსვი. –ალბათ არ გიყვარს ასეთი ადგილები. –ასეა. შეუჩვეველი ვარ. შენ გიყვარს? –სიტუაციას გააჩნია, ცოტა მომბეზრდა. –ჰო მეც. არადა ქეთიმ გულს გადააყოლებო. –ნერვიულობ? –ჰო, ასეც შეიძლება ითქვას. დაძაბული ვარ და ცუდის მოლოდინი მაქვს. –სესილი ნუ განიცდი ასე. ყველაფერი მოგვარდება. აჩიკო ვერაფერს დაგიშავებს. –დაშავება არა, მაგრამ რამე ისეთი რომ გააკეთოს? –მაგალითად? –არ ვიცი.. ვერ ვფიქრობ. –ცუდი არაფერი მოხდება, კარგი? –იმედია. –სესილი, მოდი გავჩერდეთ კარგი? –რა? ვერ მივხვდი. –მე არ მინდა, რომ ასე ინერვიულო ამ ყველაფერზე. ნუ დაველოდებით მის მოქმედებას, ასე სულ დაძაბული იქნები. –და სხვა გზა არსებობს? –არსებობს. მოდი ცოტა ხნით შენებთან წადი კახეთში ან გოგონებთან ერთად დასასვენებლად. –ეგ რას შეცვლის? სამუდამოდ ხომ ვერ დავემალები? დღეს თუ არა ხვალ იმოქმედებს. –არა სესილი, რომ დაბრუნდები აჩიკო შენს ცხოვრებაში აღარ იარსებებს. –ამირან, გესმის რას მეუბნები? არა, არსად არ წავალ. –ასე ჯობია, დამიჯერე. ყველაფერი უცებ დალაგდება და შენც მოეშვები. –არავითარ შემთხვევაში ამირან. –კი მაგრამ, რატომ? –არ მინდა ეს ძალადობა და ქუჩური გარჩევები რა? ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მოსახდენია. –სესილი, ვინ გგონივარ? არავითარი ძალადობა და გარჩევები. უბრალოდ ავუხსნი, რომ შეგეშვას, მეტი არაფერი. მის სიკვდილამდე ცემას ან გადასახლებას არ ვაპირებ. –არა, ძალიან გთხოვ, ასე არ გვინდა რა? შემდეგ მთელი ცხოვრება განცდა მექნება, რომ დავაშავე, ვიღაცას ვატკინე. ფიქრი შემჭამს, რომ ვიჩქარეთ და ცუდად მოვიქეცით. ეს უფრო დამტანჯავს ამირან. –კარგი, დამშვიდდი. მართალი ხარ, მაგრამ ასე არ ინერვიულო კარგი? ვერაფერს გააფუჭებს. –ანუ არანაირი გარჩევები და ძალადობა ხო? –არა, არანაირი. და არანაირი ნერვიულობა, შევთანხმდით? –შევთანხმდით. მოვიცადოთ ცოტა ხანს. იქნებ შემეშვას. –კარგი. მე უბრალოდ მინდა, რომ რაც შეიძლება მალე მოგაშორო თავიდან ის პრობლემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს სურვილებზე წინ შენი განცდები დგას. რადგან ასე გინდა, მოვიცადოთ. –მადლობა ამირან. –სესილი! –კარგი ხო, უკან მიმაქვს ჩემი მადლობა. –წამოდი, სახლში წაგიყვან. დაღლილი ხარ და დაისვენე. –არა, ქეთის აქ ვერ დავტოვებ, გიოც მთვრალია. –კარგი, როგორც გინდა. მაშინ შიგნით შევიდეთ. შიგნით სიტუაცია უფრო დამძიმებულიყო. –ჩემი ეჭვი გამართლდა. ახლა ქეთი მთვრალია და გიო უფრო მთვრალი. –ე, სესილი სად იყავი? გეძებდი. იცი რა მაგარი მუსიკები იყო? –ხო გაგაფრთხილე გარეთ გავდივარ–თქო? შენ დამპირდი, რომ მეტს აღარ დალევდი ქეთი. –ცოტა დავლიე, მართლა. ეე, ამირანიც აქ ყოფილა, გამარჯობა. –გამარჯობა ქეთი, როგორ ხარ? –ძაან კარგად, ოღონდ ცოტა მთვრალი ვარ. –გიო გაიცანი ეს ამირანია. –სასიამოვნოა, გიო. –ამირანი. ამ დროს ტაქსს ვერ გააჩერებთ სესილი, თან ყველას დასჭირდება ახლა. –აუ რა ვქნათ სეს? –ჩემთან წავიდეთ ქეთი, ახლოსაა. მე და შენ ერთად დავწვეთ, გიოს იატაკზე გავუშლი ან დივანზე. –კაი. მე კი ვივლი, მაგრამ ეს არ ვიცი. –მეც არ ვარ ეგეთი მთვრალი დაიკო. წავედით? –ხო წავიდეთ უკვე. კარგად ამირან. –მე წაგიყვანთ მანქანით. –არ შეწუხდე, მართლა არაა შორს. –მაგას რა მნიშვნელობა აქვს სესილი? ამ შუაღამისას მარტო სად გაგიშვათ? გიოც მთვრალია. –არ მინდა შენი შეწუხება ამირან. –სესილი ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ შენ ღამე გარეთ არ ივლი? წავიდეთ. –კარგი. გზა ხმის ამოუღებლად გაიარეს. გოგომ მეგობრები შეაფხიზლა და მანქანიდან გადავიდნენ. –მად.. –ნახვამდის სესილი. –ნახვამდის ამირან. ამირანი მეორე დღეს სამსახურში დაბრუნდა. ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ბიჭს რაღაც არ ასვენებდა. სესილიზე ეფიქრებოდა, გოგო კი დაამშვიდა, მაგრამ თვითონ სულ ამ თემის გარშემო ფიქრობდა. იმ იდიოტს რამე რომ დაეშავებინა სესილისთვის ან ეწყენინებინა, ამირანი აქედან ვერაფერს გააწყობდა. ვერც ურეკავდა გოგოს, ზედმეტად რმ არ შეეწუხებინა. ჯერ თავად ვერ გაეგო წესიერად ამ ყველაფრის მიზეზი და გოგოს მითუმეტეს ვერაფერს აუხსნიდა. მიზეზს ხვდებოდა, იცოდა, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გაეაზრებინა თავისი გრძნობები. სულ მასზე ფიქრობდა, დარდობდა, აინტერესებდა რას აკეთებდა. ერთი სიტყვით კი, მოსწონდა. კვირის განმავლობაში ერთხელ მოიკითხა გოგო, ისიც ესემესის საშუალებით. არადა მისი ხმის გაგონებაც უნდოდა. თითქოს ღმერთმა გაიგონა ბიჭის ფიქრები და დახმარებამაც არ დააყოვნა. თავდაცვის სამინისტროში მცირედი ცვლილებების გამო, ამირანს ტრენინგების გავლა მოუწევდა. ბიჭს ერთი კვირის გატარება მოუწევდა დედაქალაქში და ეს კარგი იყო. ნაადრევად ადგა და გაემგზავრა ქალაქში. შემდეგ შუადღემდე გამოიძინა და ალბათ კიდევ გააგრძელებდა ანრის რომ არ დაერეკა. ანრი ჯაფარიძე ამირანის ბავშვობის მეგობარი იყო. სწორედ ერთ–ერთი სამეგობროს წევრის შვილი. –შენ სულ დაგვივიწყე ამირან. გადაიხვეწე იმ შენს საზღვარზე და მეგობრები აღარ გინდა. –თბილისში დღეს ჩამოვედი და გნახავ ანრი. –მადლობა ბატონო ამირან. ჩემთან ვიკრიბებით ბიჭები და გამობრძანდი. –კარგი, წამოვალ. ამირანის გარდა ყველა თბილისში ცხოვრობდა და სულ ერთად იყვნენ. ბიჭიც მთელ შვებულებას ბავშვობის მეგობრებთან ატარებდა ხოლმე. ძირითადად ანრის სახლში იკრიბებოდნენ, რადგან მარტო ცხოვრობდა. მშობლები კახეთში იყვნენ და იშვიათად თუ ჩამოვიდოდნენ. ახლაც ყველანი დივანზე ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ამირანი კორპუსთან რომ მივიდა, მერეღა გაანალიზა, რომ სესილიც აქვე ცხოვრობდა. თითქმის მოპირდაპირე კორპუსში. –აი ბატონმა ამირანმაც გვიკადრა. –კარგი რა ანრი, როდის დამვიწყებიხართ? –კარგი ჰო. მოდი დაჯექი. როგორ ხარ? –რავი კარგად. მალე ავიღებ შვებულებას და თავიდან ვეღარ მომიშორებთ. –ძალიან კარგი ხოდა. მთაში წავიდეთ თუ ზღვაზე? –რა გვინდა ზღვაზე, ამირანი ისედაც იწვება თავის კახეთში სიცხით, ცოტა გავანიავოთ. –აუ მართალია რეზი, მთაში წავიდეთ. სულ ორი კვირა მაქვს თავისუფალი და ნუ ამომხრუკავთ. –ანუ მთა გადაწყდა. მე მაწყობს. –შენ რა არ გაწყობს ანრი, მთაც გიყვარს და ზღვაც. გრაფიკიც თავისუფალი გაქვს. –გამხდარიყავი შენც ჩემსავით მენეჯერი და იქნებოდი კარგად. –მე ახლაც კარგად ვარ. –ჰო უბრალოდ ცოტა დაგცხა არა? ისე რო ჩააწყო და ლარსისკენ გაგიშვან? ცოტა შეიცვლი გარემოს. –რეზი! ხო იცი ამ თემაზე არ ვხუმრობთ. –ვინ ხუმრობს მერე, სულ გაგვიშავდი. გოგო ვერ შემოგხედავს. –აბა, გაგიჟდება საწყალი მამამისი უშვილძიროდ თუ დარჩა. –ანრი, გეყოთ უკვე. –კარგი ხო, ნუ გვიბღვერ. ისე გურამი ძიას გოგო რომ აქ ცხოვრობს იცოდი? მოპირდაპირე კორპუსში. –სესილი? კი ვიცოდი. უფრო სწორედ დღეს გავიაზრე , რომ ასე ახლოს ცხოვრობთ ერთმანეთთან. –ხო, მაღაზიაში ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს ან ეზოში. კარგი გოგოა. –კი, კარგი გოგოა სესილი. –ამირან? –რა იყო ანრი? –რა ტონი იყო ეს? –რა? –რა შეყვარებული კაცივით ოხრავ. –ნუ ბოდავ რაღაცეებს. –მოიცა, მოიცა. მოგწონს ბიჭო? –ვინ? –ვინ და არიანა გრანდე. სესილი! გამოიშტერა ეხლა თავი. –საიდან მოიტანე რო მომწონს? –მოგწონს ამირან. –ნუ სულელობ. –ანრი, მომესწრო ბიჭი. მოგწონს ხო? –რეზი, გაჩუმდი! –კაი რეზი დაანებე თავი. მოსწონს, მაგრამ არ აღიარებს. მაინც ვერაფერს გამოგვაპარებ იცოდე. –შემეშვით რა! –მოიცა, იმ გოგოს შეყვარებული არ ყავს? –საიდან მოიტანე ანრი? არა არ ყავს. –აბა ის ბიჭი ვინ იყო? –ვინ ბიჭი? –აბა არ მომწონსო? ხო გამოგიჭირეთ! –რეზი! არ მეცინება, მართლა იყო ვინმე? ერთდ იყვნენ? –არა, მე და ანრი ეზოში ვისხედით და ვიღაც ბიჭი მოვიდა, შემთხვევით სესილის ხო არ იცნობთო, მერე კიდე გვკითხა ხო არ იცით სახლშია თუ არაო. –რა უთხარით? –არ ვიცით სად არის–თქო და მერე იმ კორპუსში შევიდა. –ჩემზე ოდნავ დაბალი, ქერა ბიჭი იყო? –საიდან იცი? –როდის მოხდა? –გუშინ საღამოს. ათი იქებოდა. –ჯანდაბა! ახლავე მოვალ. ამირანი აივანზე გავიდა და გოგოს დაურეკა. –ამირან? გამარჯობა. –სესილი, აჩიკო იყო მოსული? –საიდან იცი? კი იყო. –მაგას მერე გეტყვი, რა გითხრა, გაუღე კარი? –არ მინდოდა, მაგრამ შემთხვევით გავაღე. –მერე? რამე ხო არ დაგიშავა? –არა, არაფერი. –ეზოში ჩამოდი და იქ ვილაპარაკოთ რა? –აქ ხარ? –კი, ორ წუთში დაბლა ვიქნები. –რა ხდება ამირან? –არაფერი ისეთი, მალე ამოვალ და მერე ვილაპარაკოთ. –ახლა სად მიდიხარ? –სესილი უნდა ვნახო, მალე მოვალ. ეზოში პირველი გოგო ჩამოვიდა და ამირანს დაუცადა. მოპირდაპირე კორპუსიდან გამოსული რომ დაინახა, ძალიან გაუკვირდა. –ამირან აქ ცხოვრობ? –არა, ჩემი მეგობარი ცხოვრობს აქ. შენც იცნობ ანრი. –უი ხო. –მომიყევი რა მოხდა. –უკვე გვიანი იყო რომ მოვიდა. ღამე ჭუჭრუტანას გარედან ვაფარებ ხოლმე და ისე ვკეტავ კარს. ვერც გავიფიქრე, რომ აჩიკო იქნებოდა და გავიხედე. დაკეტვა მინდოდა, მაგრამ არ დამაცადა. –რა გითხრა? რამე ხო არ დაგიშავა? –ნასვამი იყო და რაღაცეებს ბოდიალობდა. ისევ იგივე, ვიბრძოლებო, პრიზიო, მოკლედ რა. ვერაფრით რომ ვერ დაამთავრა ეს ტექსტები ვუყვირე, მერე თვითონაც აყვირდა. ჭიქები დამიმტვრია, მერე დავემუქრე მეზობლებს დავუძახებ ან პატრულს გამოვიძახებ და დაგიჭერენ–თქო. ნუ მოკლედ მუქარების მერე ნება იბოძა და წავიდა. –შეგეშინდა ხო? რა ნაძირალაა. იცის მარტო რომ ხარ და იმიტომ ბედავს ამდენს. მეტს აღარ მოვიცდით სესილი, უკვე საკმარისი ველოდეთ. გუშინდელის შემდეგ აღარ შეგაწუხებს სინდისის ქენჯნა. –არა, ძალიან არ შემშინებია. არადა როგორ მეგონა, რომ ამ აურზაურის და აყალმაყალის გარეშე გამოვძვრებოდით. –რატო არ დამირეკე? –დღეს ვაპირებდი დარეკვას და მოყოლას, მაგრამ შენ დამასწარი. გუშინ კიდე რა აზრი ჰქონდა. –როგორ არ ჰქონდა. ცოტას დაგაწყნარებდი მაინც, ალბათ შეგეშინდა. –არ შემშინებია ამირან, არაუშავს. ახლა რა უნდა ვქნათ? –მართლა? მგონია რომ მატყუებ. –კი ამირან გატყუებ! მართალი ხარ, შემეშინდა. კინაღამ გული გამისკდა სახლში მთვრალი აჩიკო რომ შემომივარდა. მერე იმხელა ხმაზე ღრიალებდა მგონი მადლობელი უნდა ვიყო, რომ მხოლოდ ჭიქებით შემოიფარგლა და მეც ზედ არ მიმაყოლა. კი, მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე იმის შიშით, კიდევ არ მოსულიყო. დილით ძლივს ჩაძინებულსაც აჩიკო დამესიზმრა. ახლა კმაყოფილი ხარ? ამის მოსმენა გინდოდა? –სესილი, მაპატიე არ მინდოდა შენი გაღიზიანება. –ხედავ რას ვაკეთებ? ეს ბრაზი სულ შენზე დავცალე. მაპატიე რა, არ მინდოდა. –არაუშავს. ახლა ყველაფერს ისე მივხედავ, როგორც საჭიროა. შენ ამაზე მეტი აღარ იფიქრო. –ამირან.. –არა სესილი. მეტს აღარ დავიცდით. ჩვენ უვე ვაცადეთ და ახლა დროა გაქრეს. ნუ გეშინია მის მოკვლას და დაჭრას არ ვაპირებ, უბრალოდ გაქრება, კარგი? ძალიან გთხოვ ამაზე მეტს ნუღარ იდარდებ. –ამირან... კარგი, მართალი ხარ. სხვა გზა მართლა აღარაა. არადა მართლა მინდოდა ყველაფრის მშვიდად დასრულება. –ახლაც მშვიდად დასრულდება. მენდე კარგი? არაფერს ცუდს არ გავაკეთებ. –კარგი. –ისე ამ სახელოებიან მაისურში არ გცხელა? –არა. –არადა თხელს არ გავს. ბიჭმა მაისურს მაჯასთან მოკიდა ხელი და სესილიმ უცებ წამოიკივლა. –რა მოხდა? –არაფერი. –აბა რატო დაიყვირე? –უბრალოდ. –ხელზე გჭირს რამე? –ა.არაა.. –სესილი სახელო აიწიე. –არა არაფერი არ მჭირს, მართლა. –სესილი! გოგომ სახელო აიწია და სილურჯეები გამოუჩნდა. –არაფერი ხო? აბა ეს რა არის? –ეს.. კარში არ ვუშვებდი და ამ დროს მოხდა. –კიდევ რას მალავ? –მეტს არაფერს, მართლა. –გასაგებია. მე უნდა წავიდე. –ამირან, არაფერი დაუშავო რა? სესილი ძალიან ნერვიულობდა მომხდარის გამო. მათი ბოლო საუბრიდან ორი დღე იყო გასული და ამირანი არ ეხმიანებოდა. მეორე მხრივ აჩიკოს ზარებიც შეწყდა მის ტელეფონზე. ეს ერთი მხრივ ამშვიდებდა და ამასთანავე განიცდიდა. რა გააკეთა ამირანმა ისეთი, რომ ბიჭი ასე უცებ გააქრო. იქნებ რამე მოხდა ან თვითონაც შარში გაეხვა. რამდენჯერმე აიღო ტელეფონი ბიჭთან დასარეკად, მაგრამ თან ერიდებოდა. მესამე დღეს ყველაფერი გასაგები გახდა. სალის შემთხვევით საუბარში წამოსცდა, რომ აჩიკო შეხვდა გზაზე. –რამე გითხრა? –არა სესილი, თვალი ისე ამარიდა, გეგონება არასდროს მიცნობდა. ეგ კი არა მე ძლივს ვიცანი. –რატო? –სახე ისეთ დღეში ჰქონდა ცოტა გამიკვირდა. არა, ჩხუბისთავი ყოველთვის იყო, მაგრამ ასე, არ ვიცი. –რა სჭირდა სახეზე? –რა უნდა სჭირვებოდა ანანო, ნაცემი იყო. –ნაცემი? ძალიან? –რავი ძაან არა. თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და წარბი გატეხილი. გეცოდება სესილი? –არ მეცოდება, მაგრამ ბედნიერი ნამდვილად არ ვარ. –კაი რა იჩხუბა ალბათ, ხო იცი რანაირია. –არ უჩხუბა, ამაში უეჭველი ამირანის ხელი ურევია. –ამირანის? –ჰო ქეთი, ამირანის. არადა დამპირდა არანაირი ძალადობაო და მეც შტერივით დავუჯერე. –მოიცა ამირანმა იცის ეს ამბები? –ისე დეტალურად არა, მაგრამ იცის და მთელი ეს დრო მეხმარებოდა, მაგრამ თავ–პირის გაერთიანება ზედმეტია. –იმსახურებდა სესილი, ხო იცი არა? –ძალადობაზე ძალადობით პასუხი მართებული არაა სალი. მითუმეტეს ჩალურჯებული მაჯის გამო. –და რომ გაგარტყა არაფერი? –ეგ თქვენ იცით და არა მან. –მერე რატომ? –ზუსტად იმიტომ ანანო, რომ ეს ცემა ტყეპა ამერიდებინა თავიდან, მაინც ვერ მოვახერხე. –სესილი ხომ გესმის, რომ ასეთ დროს ეს მოსალოდნელი იყო არა? მითუმეტეს აჩიკოს იცნობ და იცი, რომ პროვოკაციები მისი ნიჭია. –რაც არ უნდა იყოს, ამირანი დამპირდა. მხოლოდ ამიტომ დავთანხმდი ამ ამბავში მის გარევას. –სესილი რატომ ბრაზობ ვერ ვხვდები. ადამიანს წყობილებიდან თუ გამოიყვან დაგარტყამს აბა რა იქნება. –და აჩიკომ რომ უჩივლოს მერე? იცი რა ამბები ატყდება? რამხელა კუდს გამოაბამენ ამ ამბავს? –არ უჩივლებს, დამშვიდდი. აჩიკო იდიოტია, მაგრამ მთლად ასეთი უნამუსოც არაა. –იმედს ვიქონიებ, რომ ასეა. არ უნდა მეთქვა ამირანისთვის. –უნდა გეთქვა სესილი. ვინმეს უნდა შეეჩერებინა. მამაშენისთვის ამ ამბის თქმას კი იცი შენ რაც მოჰყვებოდა. ამირანმა ის გააკეთა რაც საჭირო იყო. –კარგი ხო ჩუმად ვარ. უბრალოდ არ მინდა შარში გაეხვიოს ჩემს გამო. –ხოდა არაფერი მოხდება დამშვიდდი რა. –მარტივი სათქმელია. –აჩიკოს არ დაურეკავს ხო იმ ამბების მერე? –არა, არა. –ხოდა ძალიან კარგი, ესე იგი ყველაფერი მოგვარდა. –ჰო. –და არც ამირანს დაურეკავს? –არა. რამე ისეთი რომ იყოს, დამირეკავდა. ან არ დამირეკავდა, არ ვიცი. –ალბათ ყველაფერი რიგზეა. –ჩემი აზრით დარწმუნებული არაა და იმიტომ, არ გირეკავს. –რას გულისხმობ სალი? –იმას, რომ შენს ზარს ელოდება. არაა დარწმუნებული ბოლომდე მოგვარდა თუ არა. შენ უნდა დაურეკო. –მე? არ მინდა შევაწუხო ან მოვაცდინო. –არ მოაცდენ სესილი. უთხარი, რომ აჩიკო აღარ გამოჩენილა და მადლობა გადაუხადე. –ასე გამომიცხადა, მადლობის თქმა გეკრძალებაო. –ჰოდა მითუმეტეს, რა მოცდენაზეა საუბარი, უნდა დაურეკო. –ვეთანხმები ანანოს, დაურეკე. –არ ვიცი, მოვიფიქრებ. –როგორც გინდა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაურეკო. საღამომდე ძალიან ბევრჯერ აკრიფა გოგომ ამირანის ნომერი და ისევ გადაიფიქრა. ეუხერხულება ბიჭის ამდენჯერ შეწუხება, თან მადლობის გადახდაც უნდა. ამირანი ძირითად დროს ტრენინგებზე ატარებდა, შემდეგ კი სახლში ბრუნდებოდა ან ბიჭებთან მიდიოდა. მეორე დღესვე ნახა აჩიკო და საბოლოო ჯამში ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ მთლად მშვიდად არ ჩაუვლია შეხვედრას. მართლა ძალიან ცუდ რაღაცეებს ამბობდა ბიჭი და ამირანმაც თავი ვერ შეიკავა. უპატივცემულობას ვერ იტანდა. მითუმეტეს თუ საქმე ქალის შეურაცხყოფას ეხებოდა, ასეთ ხალხს მტრებად თვლიდა. აჩიკომ კი გოგო შეაშინა და შეურაცხყოფა მიაყენა, ხელითაც კი შეეხო. ეს მართლა ბოლო ზღვარი იყო. არ იყო დარწმუნებული, რომ ბიჭი სესილის აღარ დაურეკავდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გოგო თავად დაურეკავდა. ამიტომაც ზედმეტად აღარ შეაწუხა. მესამე დღეს დაურეკა გოგომ. –ამირან გამარჯობა, ცუდ დროს ხომ არ გირეკავ? –არა სესილი. გამარჯობა. –მადლობის გადასახდელად დაგირეკე. აჩიკო აღარ ჩანს, დიდი მადლობა ამირან. –კარგი რა სესილი, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ მადლობას არ გადამიხდიდი? –მე და შენ შეთანხმებები არ უნდა დავდოთ ამირან, მაინც ვერ ვასრულებთ. –რას გულისხმობ? –დაივიწყე არაფერი. ხო, ნუ მოკლედ მადლობა ამირან. –რამე მოხდა? –არა, არა. –სესილი, შეიძლება ვილაპარაკოთ? –კი ამირან. –კარგი, ათ წუთში ეზოში ვიქნები. სესილი ძალიან ეცადა საუბრის დროს წყენა არ შეემჩნია, მაგრამ მაინც მიხვდა ამირანი. თვითონაც მშვენივრად ესმოდა, რომ გაბრაზების და განაწყენების უფლება არ ჰქონდა. მოსაღამოვებული იყო და სასიამოვნოდ გრილოდა. ეზოში დასხდნენ. –გამარჯობა სესილი. –გამარჯობა კიდევ ერთხელ და მადლობასაც გეტყვი პირადადა, მადლობა ამირან. –რამე მოხდა რაც უნდა ვიცოდე? –არა ამირან, არაფერი. –სესილი ვხვდები, რომ რაღაც მოხდა, სხვანაირად მელაპარაკები და მადლობებსაც არ იშურებ. –უბრალოდ თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამირან, შენთანაც და აჩიკოსთანაც. არ მინდოდა შენი ამ საქმეში ჩარევა და ბოლოს მაინც ასე გამოვიდა. –შენ არსად არ ჩაგირევივარ, მე თვითონ მინდოდა შენი დახმარება და ასეც მოვიქეცი. აი აჩიკოსთან მიმართებაში ვერ გეტყვი, რომ შენი მესმის. ის ძალიან ცუდად მოგექცა სესილი. უნდა წასულიყო. –კი, უნდა წასულიყო, მაგრამ არა ამ გზით. მე ისედაც განვიცდიდი ყველაფერს და ახლა უარესად. –და ახლა რა შეიცვალა? ეს ხომ მოსალოდნელი იყო, ჩვენ ორივემ ვიცოდით, რომ ის არ გაჩერდებოდა. –ხო მაგრამ... –რა მაგრამ სესილი? –შენ დამპირდი ამირან, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არანაირი ძალადობა არ იქნებოდა არა? მე თავს ასმაგად დამნაშავედ ვგრძნობ. კი აჩიკო უნდა წასულიყო, მაგრამ ეს გარჩევები და ცემა–ტყეპა რა საჭირო იყო. –მან რა ენა მოგიტანა? ადგა და ყველაფერი მოგიყვა? –არა, აჩიკოს არ დაურეკავს. სალიმ ქუჩაში დაინახა, თვალ–ჩალურჯებული, წარბ–გატეხილი, ნაცემი. –ახლა გასაგებია, რატომაც ხარ გაბრაზებული. –არა ამირან, არ ვარ გაბრაზებული. მაგის არანაირი უფლება არ მაქვს. ვერ ვიტან უმადურ ადამიანებს და მათ რიგში ყოფნა ნამდვილად არ მინდა. რა უფლება მაქვს გაგიბრაზდე? უბრალოდ ვფიქრობ ძალადობის გარეშეც შეიძლებოდა. –სესილი, აგიხსნი კარგი? ძალიან ცუდად მოიქცა და დაიმსახურა. მესმის შენი, რატომაც გრძნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ დამიჯერე აქ შენი ბრალი არაფერია. მან დაიმსახურა ის რაც მიიღო და უფრო მეტსაც იმსახურებდა. –აბა ვისი ბრალია ამირან? სხვისთვის გადაბრალება სიმართლეს არ ცვლის. –აჩიკოს ბრალია სესილი. მოქცეულიყო ისე, როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერება და არაფერი მოხდებოდა. –აჩიკო მართლა კარგი პროვოკატორია. მეორე მხრივ ესეც მაშინებს. რომ გიჩივლოს? –არ იზამს სესილი, ნუ გეშინია. –ასე თქმა მარტივია, რა იცი, რომ არ იზამს? –და რა დამამტკიცებელი საბუთი აქვს, რომ მე გავაკეთე? იქ ჩვენ ორის გარდა არავინ იყო. –ეგ კარგია. –სესილი, შეგიძლია ჩემზე გაბრაზდე, გავიგებ, მაგრამ მართლა არ მინდა, რომ ნაწყენი იყო. ნურც იმაზე დარდებ, რას იზამს აჩიკო. ყველაფერი კარგად იქნება. –ვფიქრობ განაწყენება უფრო ნაკლები უმადურობა იქნება ჩემი მხრიდან, ვიდრე გაბრაზება. –შეიძლება ასეცაა, მგრამ მე მეორე მირჩევნია. მე უკვე აგიხსენი და კიდევ გეტყვი, რომ ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ შენ აზრს პატივს არ ვცემ ან წინ გადაგახტი, უბრალოდ წყობილებიდან გამომიყვანა. მეტი არაფერი. –გასაგებია, ამირან ნანობ? –მე შემიძლია შენს დასამშვიდებლად გითხრა, რომ კი ვნანობ, მაგრამ ტყუილი იქნება. მე არ მინდა, რომ მოგატყუო. მიზეზი იმისა, რომ არ მიიღო საკმარისად რაც დაიმსახურა, შენ ხარ სესილი. მე ვიცი, რომ განიცდი მომხდარს და მესმის შენი. მაშინაც ვიცოდი ეს, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. –მიხარია, რომ სიმართლე მითხარი ამირან. შენმა ნათქვამმა ცოტა შემიმსუბუქა დანაშაულის გრძნობა, მაგრამ ამისთვის მადლობას არ გეტყვი. –კარგია, ანუ ნაწყენი არ ხარ ხო? –არა, არ ვარ. უფრო სწორად აღარ ვარ. –კარგია. გოგოს ჯიბეში ტელეფონმა დაიწყო ბზუილი. –აჩიკოა, რა ვქნა? –უპასუხე. –ალო აჩიკო. –გამარჯობა სესილი. –რატომ მირეკავ? –ვითომ არ იცის. –რომ ვიცოდე შენი თქმა აღარ დამჭირდებოდა. ასე რომ ან მითხარი ან გავთიშავ. –კარგი ხო. შენი დამქაშის შესაქებად დავრეკე, კარგად იმუშავა. –აჩიკო! სიტყვებს დაუკვირდი. –რა იყო, ტყუილია? გადაეცი, რომ მძიმე ხელი აქვს. –მაგის სათქმელად მირეკავ? –არა. კარგი გზა აირჩიე ჩემთან სათამაშოდ სესილი, კარგი და სწორი. იმის სათქმელად გირეკავ, რომ ჩემი ეს ზარი ბოლოა შენს ტელეფონში. –კომპლიმენტისთვის მადლობა უნდა გადაგიხადო? –არა, შენ არა. მე უნდა გადაგიხადო მადლობა. –მადლობა? რისთვის? –შენში ყოველთვის მომწონდა ერთი თვისება: ყოველთვის იმდენს ლაპარაკობდი, რამდენიც საჭირო იყო. ახლაც ასე მოიქეცი. მადლობა იმისთვის, რომ მხოლოდ მცირედი დაზიანებები დამიტოვა შენმა დამქაშმა სესილი. –აჩიკო! –კარგი ხო. კიდევ კარგი არ უთხარი, რომ... –ნახვამდის აჩიკო. შენი მადლობა არ მიმიღია. –სესილი რატომ გაუთიშე, რაღაცის თქმას აპირებდა. –არაფერი ისეთი, ბოდავდა რაღაცეებს. შენც ხომ გესმოდა, მადლობის გადასახდელად დავრეკეო. –მე ისიც მესმოდა, რომ მადლობას რაღაცის დამალვისთვის გიხდიდა. –არაფერი მსგავსი ამირან, საიდან მოიტანე. –რაღაც არ მითხარი სესილი. აჩიკოსაც იმიტომ გაუთიშე, რომ არ წამოსცდენოდა. –არა ამირან, ბოდავდა რაღაცეებს. –მართალია დიდი ხანი არ არის რაც გიცნობ, მაგრამ ვხვდები როცა ჩემს მოტყუებას ცდილობ. ასე, რომ აზრი არ აქვს. რა არ მითხარი სესილი? რის გამოც აჩიკო მადლიერია. –კარგი გეტყვი. ოღონდ იცოდე არანაირი ცემა–ტყეპა და გარჩევები აღარ იქნება. –ანუ რაღაც ისეთი დამიმალე რის გამოც მართლა კარგად უნდა მოხვედროდა ხო? –არაფერი ასეთი, უბრალოდ ყველაფერი მოკლედ და ნაკლებად მძაფრად მოგიყევი. სინამდვილეში ყველაფერი უფრო დიდხანს გაგრძელდა. –სულ ესაა? ამის გამო გიხდიდა მადლობას? –უბრალოდ მან ძალიან ცუდი რაღაცეები თქვა, მთვრალი იყო და ალბათ კარგად ვერც იაზრებდა. და იცი მან.. რაღაც არასწორი გააკეთა. –შორიდან შემოვლას ნუ ცდილობ სესილი, რა გააკეთა? –იცი ამაში რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის. გავაღიზიანე ალბათ თან მთვრალი იყო. არ უნდა მეყვირა და ჩხუბში ავყოლოდი. –ხომ გითხარი შორიდან არ შემოუარო–თქო. –იცი მან მხოლოდ ეს არ დამიშავა, რაც ხელზე მჭირს. –რა გააკეთა? –ამირან იცოდე არანაირი ცემა–ტყეპა და გარჩევები. –რა გააკეთა სესილი? –ამირან იცოდე აჩიკოს თუ კიდევ ნახავ, ძალიან, ძალიან მეწყინება და გავბრაზდები იცოდე. –სესილი! –კარგი, გეუბნები... იცი, ჩვენ ჩხუბში შევყევით და მან... მოკლედ გამარტყა. –რა ქნა? ამას ეხლა მეუბნები? –რომ არ დაგეძალებინა არც ახლა გეტყოდი ამირან. როგორ გგონია უნდა მოვსულიყავი და მეთქვა: იცი ამირან აჩიკომ დამარტყა, მიყვირა, შეურაცხყოფა მომაყენა, წადი და ცემე–თქო? –უნდა გეთქვა სესილი. რა, არ იქნებოდა ღირსი? –მაგას არ აქვს მნიშვნელობა ამირან. უარეს პრობლემაში ვერ გაგხვევდი. გაბრაზებულ გულზე რამე რომ მომხდარიყო? მართლა, რომ რამე დაგეშავებინა? მერე მე თავი იმით გამემართლებინა, რომ ღირსი იყო აჩიკო–თქო. –ახლა ძალიან ვბრაზობ იმ იდიოტზე და შენზეც სესილი. არ უნდა დაგემალა. სულელი ბავშვივით მომექეცი, რომელსაც თავის კონტროლი ან შეუძლია ან არა და შენ ვერ გარისკავდი. საერთოდ არ მენდობი სესილი, საერთოდ. –ეგ არაფერ შუაშია ამირან. ხომ იცი, რომ ისედაც დამნაშავედ ვგრძნობდი არა თავს? ასე ვერ მოგახლიდი სიმართლეს. –სიმართლე ისაა, რომ სულ ოდნავაც არ მენდობი სესილი. –ამირან რომ არ გენდობოდე საერთოდ რატომ გეტყოდი ყველაფერს? რომ არ ვიცოდე, რომ თავის კონტროლი შეგიძლია, მოგიყვებოდი რამეს? ან რჩევას გკითხავდი? დედაჩემისთვის არ მითქვამს, არც მამაჩემისთვის, გოგონებსაც მხოლოდ მაშინ ვუთხარი როცა სხვა გზა აღარ დარჩა. და ამ დროს შენ მოგიყევი ყველაფერი. როგორ ფიქრობ ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ არ გენდობი? თუ იმიტომ, რომ შენ თავის კონტროლი არ შეგიძლია? –არ უნდა გეთქვა ტყუილი სესილი, ყველაფერი ბოლომდე უნდა გეთქვა. –არ მომიტყუებიხარ ამირან. უბრალოდ რაღაც ნაწილი გამოვტოვე და ეს იმიტომ გავაკეთე, რომ შარში არ გახვეულიყავი და პრობლემები არ შემექმნა შენთვის. იმიტომ გავაკეთე, რომ ძალადობაზე იგივეთი პასუხიც ისეთივე დანაშაულია, როგორიც თავდაპირველი ძალადობა. –რაღაც ნაწილი სესილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი. ისემ მეუბნები ამას, გეგონება შენი სახელი არ მითხარი. –ახლა გაბრაზებული ხარ ამირან და ამიტომაც არ გესმის ჩემი, მაგრამ მიხვდები, რომ სწორად მოვიქეცი. –არ მოქცეულხარ სწორად. –კარგი ამირან, ნუ ვიჩხუბებთ. დამშვიდდი და სხვა დროს ვისაუბროთ. –მართალი ხარ. მართლა გაბრაზებული ვარ და ჯობია წავიდე. არ მინდა გაწყენინო. –კარგი, როგორც გინდა. ამირან ძალიან გთხოვ ეცი პატივი ჩემს თხოვნას და აჩიკოსთან არ მიხვიდე. თითქმის ორი დღე გავიდა და ამირანი არსად ჩანდა. სესილი ხვდებოდა, რომ ბიჭი გაბრაზებული იყო და ზედმეტად არ აწუხებდა. მაგრამ ამის მიუხედავად თვლიდა, რომ სწორად მოიქცა. ამირანი ძალიან გაბრაზდა მოსმენილის შემდეგ და ეს ყველაფერი აჩიკოსთან შეხვედრამდე რომ სცოდნოდა, ყველაფერი უარესად იქნებოდა. პარასკევს შუადღით მიღო აჩიკოსგან მესიჯი. თავიდან გახსნას არ აპირებდა, მაგრამ მაინც წაიკითხა. ესემ ესში ეწერა, რომ ამირანმა მაინც ნახა აჩიკო. ამის შემდეგ გოგომ რამდენჯერმე დაურეკა ბიჭს, მაგრამ ამირანი ჯიუტად არ პასუხობდა ტელეფონს. სესილი ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში. რა მოხდა იმ შეხვედრაზე არ იცოდა. ბრაზობდა ამირანზე, მაგრამ თან ნერვიულობდა, ვაი თუ რამე შარში გაეხვა გოგოს გამო. დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ დაურეკა ბიჭმა. –ალო ამირან, რატომ არ მპასუხობ. –გამარჯობა, სესილის ვესაუბრები? –დიახ, თქვენ ვინ ხართ? –იცით მე ბატონი ამირანი სახლში მოვიყვანე, ტაქსისტი ვარ. წესით სასწრაფოში უნდა ვრეკავდე, მაგრამ ბატონმა ძალიან მთხოვა ეს არ მექნა. მგონი დაჭრილია, სახლამდე ავიყვანე, მაგრამ გონება დაკარგა. პირველი თქვენი ნომერი გამოჩნდა და დავრეკე. –ძალიან დიდი მადლობა ბატონო, ახლავე მოვალ. სერიოზული ჭრილობაა? –იცით არა მგონია. მემგონი დანითაა მიყენებული. იცით მე აუცილებლად უნდა წავიდე და კარს ღიას დავტოვებ. –კარგით, დიდი მადლობა. გოგოს ძალიან შეეშინდა. რამე რომ მოუვიდეს ამირანს მერე რა უნდა ქნას. ყველაფერი მისი ბრალია, არ უნდა ეთქვა ამირანისთვის არაფერი. ახლა ბიჭი დაჭრილია და ეს სესილის ბრალია. არადა როგორ სთხოვა აღარ ენახა აჩიკოს. ამას განიცდიდა რამე პრობლემა არ შექმნოდა ბიჭს და ახლა მაინც ასე მოხდა. სასწრაფოდ გააჩერა ტაქსი და ბიჭის მისამართი უკარნახა. გული უსკდებოდა რა დახვდებოდა ამირანის სახლში მისულს. იქნებ საერთოდ რამე სერიოზული სჭირდა. ბოლოს შიშისგან მოწოლილი ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა. დრო საშინლად ნელა გადიოდა. კიბეებიდან სახლამდე ისე უცებ აირბინა, თითქოს უკან მოსდევდნენ. კარი მართლაც ღია დაუხვდა. ისე შეეშინდა ამ კარს უკან არსებული სიტუაციის, რომ ერთი წამით დაფიქრდა, უღირდა თუ არა შესვლა. დანახულმა უარესდ აატირა. დივანზე გვერდულად იყო ამირანი გადაწოლილი და ღია ცისფერ მაისურს მუქ ლაქად ემჩნეოდა სისხლი. ბიჭის უმოძრაობა სასიკვდილო განაჩენივით იყო. ერთ წამს ისიც კი იფიქრა, ხომ არ მოკვდაო. –ამირან... ამირან! ფრთხილად ანჯღრევდა ბიჭს გაღვიძების მიზნით. სუნთქავდა და ცოცხალი იყო, ახლა ამას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. –სესილი? –მადლობა ღმერთს გონს მოხვედი. ახლავე დავრეკავ სასწრაფოში, ახლავე. –არ.. არ დარეკო. არ დარეკო. –აბა რა ვქნა ამირან სისხლი მოგდის, ძლივს ლაპარაკობ, იცი სახეზე რა ფერი გადევს? –არა, არ დარეკო. არ უნდა დარეკო. –კარგი, კარგი არ ვრეკავ, ამდენს ნუ ლაპარაკობ. მაჩვენე ვნახავ. მაისური ოდნავ აუწია და დანახულისგან შეჰკივლა. დანა ნეკნ ებს ქვემოთ ჰქონდა გასმული და შემდეგ ერთ ადგილას დარტყმული. სისხლდენა საკმაოდ ძლიერი იყო. –ამირან მძიმე ჭრილობაა, რამე არ დაგემართოს, უნდა დავრეკოთ. –არა, არ დარეკო. –სიცხისგან იწვი ამირან. კარგი, კარგი, არსად არ ვრეკავ. წამლები გაქვს? –კარადაშია ყუთით. გოგომ ყველაფერი მოიტანა რაც კი იპოვა. ნერვიულობისგან და შიშისგან ხელები ისე უკანკალებდა, ნივთებს ძლივს იჭერდა. ბინტი, სპირტი, ბამბა, ყველაფერი მოიმარაგა და თავი გაამხნევა. დაბნეული იყო, მაგრამ პანიკა მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. –ამირან, ვიცი გეტკინება, მაგრამ უნდა გაუძლო. –კარგი. –გონება არ უნდა დაკარგო ამირან. სანამ შეხვევას არ დავამთავრებ და სისხლდენა არ შეწყდება ფხიზლად უნდა იყო. –ვეცდები. სესილიმ სპირტში დაასველა ბამბა და ჯერ ჭრილობის გარშემო მოწმინდა სისხლი, შემდეგ კი ძალიან ფრთხილად გადავიდა შიდა ნაწილზე. აქ უკვე ამირანი ხმას ვეღარ აკავებდა. გოგო ისე, რომ ვერც კი ხვდებოდა ცრემლებად იღვრებოდა. –მაპატიე, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. გასუფთავების შემდეგ ჯერ საკმაოდ ბევრი ბამბა დააფინა ჭრილობაზე და შემდეგ ბინტით შეხვევას შეუდგა. ამირანს ოდნავ გამოძრავებაც კი ძალიან სტკიოდა. –ამირან ძალიან გატკინე ხო? მაპატიე რა. მთავარია სისხლდენა აღარ განახლდეს, დანარჩენს ვუშველით. –არაუშავს. –ძალიან გთხოვ ცოტაც მოითმინე რა? მერე მშვიდად დაიძინებ, ახლა არ შეიძლება. –მეძინება. –ვიცი, სუსტად ხარ, სიცხეც მარალი გაქვს ალბათ, მაგრამ ძალიან ცოტაც. სესილი გამუდმებით აფხიზლებდა ამირანს და რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ დარწმუნდა, რომ სისხლდენა არ განახლდებოდა. –ამირან თერმომეტრი სად გაქვს? –არ მაქვს. –კარგი, ახლავე ამოვიტან. აქ არც სიცხის დამწევები არაა. ანტიბიოტიკებიც დაგჭირდება. ახლავე ამოვალ. –კარგი. –ამირან არ გამოძრავდე იცოდე. წყალს დაგიტოვებ მაგიდაზე და თუ მოგწყურდება აიღე. არ ჩაგეძინოს ძალიან გთხოვ, წამლებს მოგიტან და მერე დაიძინე. –ძალიან მეძინება და მცხელა. –ვიცი ხო. ამირან რამე ნაჭერი მინდა, ცივ წყალში დავასველებ და გაგაგრილებს. –არ მაქვს. –რამე უნდა მოვძებნო, მოიცა ამას ავიღებ. თმის სამაგრის ნაცვლად გრძელი შარფი ეკეთა და კარგად გარეცხვის შემდეგ ბიჭს დაადო შუბლზე. –ახლავე ამოვალ. უახლოვეს აფთიაქამდე ლამის სირბილით მივიდა და რაც კი საჭირო იყო ყველაფერი იყიდა. ასევე სირბილით დაბრუნდა ბიჭთან. –მოვედი. ამირანს თითქმის ეძინა და ხმაზე გამოეღვიძა. –აი წამლები და თერმომეტრი. სულ ცოტაც ამირან. ბიჭი ისე იყო დასუსტებული ხმასაც ძლივს იღებდა. –ორმოცი გაქვს სიცხე. ახლავე დაგალევინებ წამლებს. აი ესენი დალიე და მერე დაიძინე. წამლების მიღების შემდეგ მაშინვე ჩაეძინა ამირანს. გოგო გამუდმებით უცვლიდა ცივ ნაჭერს შუბლზე. სიცხესაც საათობრივად უმოწმებდა. ბიჭი ისე უმოძრაოდ იწვა სესილის ხანდახან ეგონა, რომ გაითიშა. საათები ძალიან ნელა გადიოდა და გოგოც მოთმინებას კარგავდა. ამირანი არ იღვიძებდა. სიცხე ორი გრადუსით დაწეულიყო, მაგრამ ბოლომდე მაინც არა. ჭრილობიდანაც აღარ მოდიოდა სისხლი და ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმაში იყო, მაგრამ შეშინებულ სესილის ყველაფერი პირიქით ეჩვენებოდა. მხოლოდ ძალიან გვიან შეამჩნი დაღამება. თხელი, თეთრი ფარდების იქით მხოლოდ სიბნელე ჩანდა. ამან უფრო მოჰგვარა შიში, რატომ არ იღვიძებდა ამირანი. მაშინ დახედა სისველისგან დანაოჭებულ თითებს და გათეთრებულ ფრჩხილებს. ამდენი სიარულისგან დაღლილი პატარა სავარძელში ჩაესვენა. ბიჭმა ძილში რამდენჯერმე წაიბუტბუტა. ყოველ ჯერზე აკვირდებოდა სესილი, მაგრამ ეს მხოლოდ ხმები იყო. არაფრის დიდებით არ იძინებდა. შუადღის შემდეგ ვერც კი სუნთქვა ნორმალურად. იქვე, მისაღებ ოთახში პატარა წიგნების კომოდი იდგა. გოგომ ერთ–ერთი აიღო და კითხვას შეუდგა. ალბათ მისი ნახევარი უკვე წაკითხული ექნებოდა, ამირანმა რომ გაიღვიძა. –ამირან, როგორ ხარ? –ცოტა უკეთ. –მადლობა ღმერთს, ძალიან შემეშინდა. –აქ როგორ მოხვდი? –მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა სიცხეს გაგიზომავ და კიდევ ერთ წამალს დაალევინებ. –კიდევ მაქვს? –ჰო, ოცდათვრამეტი და სამი ხაზი. ერთხელაც უნდა დალიო დამწევი. –კარგი. შენ როგორ გაიგე? –ახლა დაიძინე ამირან, უკვე ოთხი საათი დაიწყო. სუსტად ხარ და გამოძინება გჭირდება. –უნდა წახვიდე? –არა ამირან. არსად არ მივდივარ. დაიძინე, ხვალ ვილაპარაკოთ. დასუსტებულ ბიჭს მალევე ჩაეძინა. სესილის კიდევ დიდხანს ეღვიძა, მაგრამ ბოლოს წიგნით ხელში ისე ჩამოეძინა, რომ ვერაფერი გაიგო. დაცემის ხმამ გამოაღვიძა და მაშინვე ფეხზე წამოვარდა. –ამირან ხომ კარგად ხარ? რამე გეტკინა? –მაპატიე არ მინდოდა შენი გაღვიძება. ჭიქა დამივარდა და გატყდა. –არაუშავს. არ ვიძინებდი, მაგრამ ალბათ ჩამეძინა. როგორ გრძნობ თავს? –უკეთ ვრ შენი დახმარებით. –მიხარია. მგონი სიცხეც აღარ გაქვს. მხოლოდ ანტიბიოტიკების დალევა მოგიწევს. –როგორ აღმოჩნდი შენ აქ? –წავალ სხვა ჭიქას მოგიტან, ეს წყალიც გათბა. –მადლობა. –არაფრის. აი დალიე. ძალიან მიხარია, რომ კარგად ხარ ამირან. –ვიცი სესილი. –ალბათ გშია ხო? მაპატიე შენს სახლში ასე დაუკითხავად რომ შემოვედი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. –ნუ სულელობ. არ მშია. –ძალები უნდ აღიდგინო ამირან. –ძალიან გთხოვ წვნიანების ჭამა არ დამაძლაო რა? –არ დაგაძალებ ამირან, ბავშვი ხომ არ ხარ. მაცივარში მგონი ხილი იყო, გინდა დაგიჭრა? -სესილი არ მინდა არაფერი. -კარგი მაშინ, დაისვენე. -მითხარი აქ როგორ მოხვდი. -არც გვინდა ამაზე ლაპარაკი კარგი? ჭრილობა უნდა ვნახო. -სესილი ნახე, მაგრამ ამაზე ვილაპარაკებთ. დარწმუნებული ვარ არ დაგსიზმრებია. -მგონი უკეთესადაა ჭრილობა. მადლობა ღმერთს რამე არ დაგიზიანდა. -ძალიან გთხოვ მითხარი როგორ გაიგე კარგი? ამაზე პასუხი მჭირდება. -კარგი ამირან. თავს ნუ დაიღლი ამაზე ფიქრით. ტაქსისტმა დამირეკა გაითიშა და მთხოვა პოლიციისთვის არ დამერეკაო. -ამდენი ნომრიდან რაღა შენი ამოირჩია. -ბოლოს მე ვურეკავდი ამირანი შესაბამისად პირველივე ნომერზე დარეკა. -მირეკავდი? რამე მოხდა? -ამაზე უარესი არაფერი მომხდარა ამირან. პრინციპში რისთვისაც გირეკავდი იმან გამოიწვია შენი დაჭრა. -ვერ მივხვდი. სესილი... შენ იცი რაც მოხდა? -კი ამირან ვიცი. ვერც კი წარმოიდგენ როგორ ძალიან მინდა არ ვიცოდე, მაგრამ ვიცი. -სესილი, არ ვიცი რა გითხრა. ყველაფერს აგიხსნი კარგი? ისე არ მომხდარა როგორც შენ გგონია. მართლა. -მე არაფერი არ მგონია ამირან. ძალიან გთხოვ ბევრი საუბრით თავს ნუ დაიღლი. -გაბრაზებული ხარ? -ძალიან გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე ამირან. დაუფიქრებლად და ნაჩქარევად მოვიქეცი. უნდა მცოდნოდა ამას რაც მოჰყვებოდა. სამწუხაროდ ვეღარაფერს შევცვლი მაგრამ იგივე აღარასდროს განმეორდება. -სესილი მაგას მირჩევნია ჩემზე იყო გაბრაზებული. შენ არაფერი დაგიშავებია და ასე ნუ განიცდი. -შენ არაფერ შუაში ხარ ამირან. არაუშავს კარგი მაგალითი იყო სამომავლოდ. -მაპატიე სესილი. -შენ არაფერი გაქვს საპატიებელი ამირან. გარდა იმისა რომ საკუთარ ჯანმრთელობას ავნე და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე. ეს მე კი არა შენ უნდა აპატიო საკუთარ თავს და შენმა ახლობლებმა უნდა გაპატიონ. -კიდევ ვინ იცის? -დამშვიდდი, არავისთვის მითქვამს. მხოლოდ მე, შენ და იმ ტაქსისტმა ვიცით. -მადლობა, რომ არავის უთხარი. -არაფრის ამირან. შენ მითხარი ვის დავურეკო და მხოლოდ მათ ვეტყვი. -არ მინდა, რომ ვინმემ იცოდეს, მაგრამ თუ შენ უნდა წახვიდე ბიჭებს დავურეკავ. -მე ამიტომ არ მითქვამს ამირან. რამდენ ხანსაც საჭიროა დავრჩები, მაგრამ ვფიქრობ დამალვა არ ივარგებს. -არ ხარ ვალდებული სესილი. ისედაც ბევრი გააკეთე. -ბევრი კი არა, რაც საჭირო იყო ისიც ვერ გავაკეთე. ამ საქმეში არ უნდა გამერიე ამირან, აჩიკოსთან არ უნდა დამეკავშირებინე, შენ არ უნდა დაჭრილიყავი. -სესილი არაფერი არაა შენი ბრალი. ამ საქმეში ჩემი ნებით ჩავერიე, შენ არაფერი დაგიძალებია. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, კარგს და ცუდს ვერ ვარჩევდე? ჩემი ნებით გავაკეთე ყველაფერი. -შენი ნებით დაიჭრი ამირან? არა რა თქმა უნდა. ძალიან გთხოვ აღარ გვინდა ამაზე საუბარიც სიმართლე ისედაც ერთია. -იმ სიმართლეში შენ დამნაშავე არ ხარ სესილი. -დაისვენე ამირან, ნუღარ ვისაუბრებთ. -მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული ხარ, მაინც დარჩები? -კი ამირან. სულ რომ შენი ნებით შეგეშვირა აჩიკოსთვის სხეული, მაინც დავრჩები. იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მომხდარა. -არა ასე ნამდვილად არ ყოფილა. ყველაფერს მოგიყვები. -არ გინდა ამირან. სახეზე ფერი დაგეკარგა და მგონი სიცხემაც აგიწია. თავს ნუღარ დაიღლი. -კარგი, მაგრამ სხვა დროს ვილაპარაკებთ. -კარგი. თერმომეტრი გამომართვი, მე მანამდე ხილს დავჭრი, იქნებ მოგინდეს. -რომელი ხილი გიყვარს. -მსხალი. კიდევ ბროწეული და ბანანი. შენ? -მე მწვანე ვაშლი მიყვარს და ფორთოხალი. -კარგია, ორივე ძალიან სასარგებლოა. ცოტა ხნით ჩუმად ისხდნენ და ხილს მიირთმევდნენ. ამირანს სიცხე აღარ ჰქონდა, რის გამოც თავს კარგად გრძნობდა. წამოწოლილს ჭრილობა თითქმის არ აწუხებდა. ერთადერთი რასაც განიცდიდა სესილის მდგომარეობა იყო. გოგო ძალიან ღელავდა და თავსაც ზედმეტად იდანაშაულებდა. ამირანი მის აწითლებულ თვალებსაც მშვენივრად ამჩნევდა და ჩამუქებულ თვალებსაც. -წუხელ არ გეძინა? -არა. ვერ დავიძინე. -სესილი როდის მოხვედი? -შუადღე უკვე გადასული იქნებოდა. -იმის მერე არც გიძინია და არც გიჭამია? -ჰო ასეა. -მოდი მე ბიჭებს დავურეკავ, შენ წადი და ცოტა გამოიძინე და დაისვენე. -არა ამირან, რას ამბობ. ბიჭებს თუ გინდა დაურეკე, მაგრამ ჯერ ჯერობით ასე ვერ დაგტოვებ. სიცხემ რომ აგიწიოს ან სისხლდენა დაგეწყოს? ვერ წავალ. -დაძინება გჭირდება სესილი, შენც არ გადევს ფერი სახეზე. -ეგ უძილობის ბრალი არაა, ნუ ნაწილობრივ შეიძლება არის. -ცოდა გამოიძინებ ცოტას და დამშვიდდები. არაფერი მომივა. -ვიცი ამირან რომ შემოგეჭერი, მაგრამ დანაშაულის ამ ფორმით გამოსწორების საშუალება მაინც მომეცი. -ეგ რა შუაშია სესილი. არაფერი არ გაქვს გამოსასწორებელი. რადგან ასე გინდა აქ იყავი. ცოტა დაისვენე, მანამდე ბიჭები აქ იქნებიან და არაფერი მოხდება. -კარგი. ბიჭები რომ მოვლენ რაღაცეების საყიდლად გავალ და დავბრუნდები ისევ. -მე დასვენება შემოგთავაზე, მაღაზიებში კი არა. -მესმის ამირან, მაგრამ ასე უფრო გადავიტან ყურადღებას. ბიჭებთან დარეკვის შემდეგ რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული, კარებზე კაკუნი რომ გაისმა. კაკუნი არა, ეს უფრო ბრახუნი იყო. ორივეს ისეთი სახეები ჰქონდათ გული გაგისკდებოდა. სასწრაფოდ შეცვივდნენ მისაღებში. -შენ ბიჭო ნორმალური თუ ხარ? რატო არ დაგვირეკე? -კაი რეზი, დანას გადავურჩი და შენ ყვირილს არ შემწირო. -რატომ არ დაგვირეკე? -ერთი საათიც არ იქნება გასული რაც გამეღვიძა. -გამაგებინე ერთი რა მოხდა? -კარგით ბიჭებო მე ცოტა ხნით დაგტოვებთ და მალე დავბრუნდები. -სესილის დაურეკე შე არანორმალურო? -ჰო ანრი, დავურეკე დამჭრეს და მიშველე-თქო. -აბა რა მოხდა? ნუ გადამრიე, მოყევი წესიერად. -რა მოხდა და აჩიკომ დამირეკა. უნდა გნახოო, დავილაპარაკოთო. არ მინდოდა მისვლა, მაგრამ უნდა მივსულიყავი. -მერე? -შევხვდით, ნასვამი იყო. მემგონი პათოლოგია ეგ იდიოტი. ისედაც გაღიზიანებული ვიყავი და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ დამერტყა. იმან კიდე ისეთების ლაპარაკი დაიწყო, ცოცხალი რატომ გადამირჩა მიკვირს. -რამ გაგაღიზიანა ერთი? როცა პირველად ნახე ისედაც მოხვდა. -თურმე მეტიც ეკუთვნოდა და მე არ ვიცოდი. ტო დავინახე იქვე მომინდა მომეხრჩო, მაგრამ არ გავაკეთე. -ეგეთი რა გააკეთა? -სესილის გაარტყა. -რა ბიჭო? -ჰო. ისედაც ნერვებზე ვიყავი და იმან კიდე იქით დაიწყო რაღაცეები. რომ მეგონა ეს კიდე დიდხანს ვეღარ ადგება-თქო, მიბრუნებული დამისვა დანა და მერე ჩამარჭო. -ეგ რა უნამუსო ყოფილა. აქამდე ვფიქრობდი, რომ თავი უნდა შეგეკავებინა, მაგრამ მართალი ყოფილხარ. -აბა რა. ჩემ ლიკას ვინმე ეგრე რომ მოექცეს ცემა კი არა იქვე მოვაჭრის ორივე ხელს. -სესილი ძალიან ნაწყენია და გაბრაზებული. თავის თავს ადანაშაულებს მომხდარში და ძალიან განიცდის. ვერაფრით დავარწმუნე, რომ დამნაშავე არაა. - მიდი და გაამტყუნე. -არც ვცდილობ, მაგრამ რა ვქნა არ ვიცი. არ მინდა,რომ ასე განიცდიდეს. მგონი მთელი ღამე ტიროდა. არც უჭამია, არც უძინია. -რა დააძინებდა შენ კიდე, ლამის ხელებში ჩააკვდი. -აი თან როგორ ეშინია სისხლის. - სისხლის ეშინია? აბა მე ჭრილობა როგორ დამიმუშავა. -ჰო. წინაზე ეზოში შემხვდა და ვლაპარაკობდით. სიცხე ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. სულ გაფითრდა და ლამის ცუდად გახდა. -ჯანდაბა. ჩემ გამო რეების კეთება უწევს. -ალბათ ისე შეეშინდა, რომ სისხლი არც გახსენებია. -მართალია. ვუთხარი ჩემთან ბიჭები დარჩებიან, შენ წადი გამოიძინე-თქო მაგრამ არაფრის დიდებით არ დამიჯერა. -აქ იყოს ჯობია. დაილაპარაკებთ და ცოტა გადაუვლის. აბა ისე თუ წავიდა, შეიძლება აღარც გნახოს. -ჰო მართალია. ვეცდები ავუხსნა რაც მოხდა. ასე თავს დააზარალებს. ფიქრობს რომ მისი ბრალია. -ასე ჯობია. ამ დროს გოგოც დაბრუნდა. -მოედი. ხო კარგად ხარ? -კი, კი. -ბიჭებო ხილი და წვენი მოვიტანე, გინდათ? -აი კი რა. მე მინდა. -კაი რეზი, თქვენ? -მე დავლევ რავი. -მე არ მინდა. -კაი რა ამირან, ბიჭები თუ სვამენ შენ რაღა დაგემართება? -კარგი ხო. -აი მწვანე ვაშლი აქაა და ფორთოხალიც. -აი რა გოგო ხარ სესილი, ვგიჟდები ფორთოხალზე. -ჰო ანრის ჩემი არ იყოს უყვარს ფორთოხალი. -კარგი ანრი, მე და შენ წავიდეთ ახლა და კიდევ შემოგივლით. სესილი ეს თუ გაბრაზება დაგვირეკე და მოვარტყამთ. -კაი კარგად. -სესილი, შეიძლება ვილაპარაკოთ? -ამირან ხომ უკვე ვილაპარაკეთ არა? -მინდა მოგიყვე რაც მოხდა. -მთავარია კარგად ხარ ამირან, დანარჩენი სულ ერთია. -არა სულ ერთი. მე ჩემი ნებით არ შევხვედრილვარ სესილი, მართლა. თვითონ დამირეკა და მერე უკან რომ ვბრუნდებოდით დანა დამისვა. -მართლა? -კი მართლა. მე შენ გითხარი, რომ არ ვნახავდი. ასე მთხოვე და შენს თხოვნას ასე ვერ გადავახტებოდი. უბრალოდ ვისაუბრეთ და მერე სახლის რომ ვაპირებდი წამოსვლას შემობრუნებულს დამისვა დანა. -მაინც ჩემი მიზეზით შეხვდი ამირან. -არა სესილი. მე შენი მიზეზით ერთხელ უკვე ვნახე აჩიკო და ყველაფერი გავარკვიე. ახლა უბრალოდ შურის ძიება უნდოდა. -ჩემს დამშვიდებას ცდილობ ამირან და ცოტა გამოგდის იცი? ანუ ბოლო იყო? -კი სესილი, ეს ბოლო გადაკვეთა იყო აჩიკოსთან ჩეკი და მით უმეტეს შენი. მეტი აღარ იქნება. -და მაინც დასასრული რომ მცოდნოდა, როგორ ძალიანაც არ უნდა გავებრაზებინე და შევეშინებინე აჩიკოს, ამაში არ გაგრევდი ამირან. -დასასრული რომ მცოდნოდა სესილი, მაინც გავერეოდი ამ ამბავში. დიდხანს ისხდნენ ჩუმად. –სესილი რა დევს მაგ პარკში? –კარტოფილი. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, იმედია გიყვარს. –ნუ წუხდები რა? –არ ვწუხდები ამირან. ვერ მოგატყუებ კულინარია ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეა–თქო, მაგრამ კარტოფილის შეწვა გამომივა. –კარგი. კი მიყვარს. –ძალიან კარგი. –როგორ გგონია მალე მომიშუშდება? –არ ვიცი ამირან, მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ალბათ ხვალ უკვე კარგად იქნები. მოშუშებას მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ სიარულს შეძლებ. –კარგია, დავიღალე ერთ ადგილზე წოლით. –ხო, მესმის. ხოდა სანამ მოწყენილობით და შიმშილით მოვმკვდარვართ კარტოფილს შევწვავ. –კარგი. გოგომ დათალა კარტოფილი და ტაფას ცეცხლი შეუნთო. ცოტა ხანში უკვე სახლში შიშხინის ხმა ისმოდა. –ძალიან მიყვარს ეს ხმა. –ხო მეც. –რომელი კერძი გიყვარს? –რავი ესე განსაკუთრებულად არაფერი. შენ? –მეც ასევე, მაგრამ ხაჭაპური მიყვარს. –ჰო, ხაჭაპური ირმა დეიდას მშვენივრად გამოსდის. –გასინჯული გაქვს? –კი ამირან, თანაც ბევრჯერ. –ისე როცა გავიგე, რომ შენ ჩემებს სტუმრობდი ხოლმე, ძალიან გამიკვირდა. ვერაფრით ამოვხსენი აქამდე რატომ არ გიცნობდი. –კი ეგ მართლა უცნაურია. შენებიც მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან, მაგრამ მე შენზე მარტო გაგებული მქონდა. –ჰო მეც. ნათიას და გურამის სესილი, ასე გიცნობდი. –ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. –ჰო ალბათ. მოვიწყინე.. –მეც, მაგრამ არ ვიცი რით გავხალისდეთ. –მოდი რამე ვითამაშოთ. –მაგალითად? –მოვიფიქრე, ჯოკერი იცი? –კაი რა ამირან, ორში რა ჯოკერი უნდ ვითამაშოთ. –რა და იაპონური. –უი ხო. კარტი გაქვს? –კი, ჩემს ოთახშია. საწოლთან პატარა კომოდი დგას და იქაა. –კარგი, ახლავე მოვიტან. თამაშში დრო უცებ გადიოდა. –ეს ხელი მე მოვიგე. გინდა კიდე ერთი? –კი, ოღონდ მანამდე კარტოფილს ამოვურევ. არ ითაღლითო იცოდე. –თაღლითობის გარეშეც მშვენივრად მოგიგებ. –მაგასაც ვნახავთ. მეორე თამაში გოგომ მოიგო. –აი ხომ გეუბნებოდი მოვიგებ–თქო. –გაგიმართლა. –ასე ხო? მოდი გადამწყვეტი თამაში ჩავატაროთ, ვნახოთ ვინ მოიგებს. –კარგი. შუა თამაშში იყვნენ ბიჭები რომ მოვიდნენ. –ნახე ესენი რა კარგად ერთობიან რა? –აუ რა დროს მოხვდით, ვიგებდი ამ ხელსაც. –არაფერსაც არ იგებდი, მე ვიგებდი. –კარგით ახლა ბავშვებივით ნუ კინკლაობთ. –ეე რა სუნია? –კარტოფილის, წავალ ამოვურევ. –აუ რა გოგო ხარ სესილი, მიყვარს კარტოფილი. –კაი რა რეზი, კარტოფილი ვის არ უყვარს? –რას იგებდი ვაჟბატონო? –რავი ესე არფერი გვითქვამს. ისე ვთამაშობდით. –ხოდა ეხლა რაგბი იწყება და ერთად ვუყუროთ. –თან ჩიფსები, ლუდი და ენერგეტიკულები მოვიტანეთ. შენ კიდე წვენი მოგიტანეთ დაზარალებულო. –ანუ გადაწყდა, რომ ალკოჰოლი არ შეიძლება? –ხოდა რომ არ ვიცოდით შეიძლებოდა თუ არა იმიტომ წამოგიღეთ წვენი. –სესილი შენ გიყვარს რაგბი? –რავი აქამდე ბევრჯერ არ მინახავს, მაგრამ თუ საქართველო თამაშობს რატომაც არა. –კი საქართველო თამაშობს. მალე დაიწყება. –აუ სესილი ხო მაჭმევ კარტოფილს? –კი ანრი გაჭმევ აბა რას ვიზამ. თან შეიწვა უკვე. –ხოდა ძალიან კარგი, სანამ დაიწყება მოვასწრებთ. –რამ დაგამშიათ ხალხო ასე? –აუ ამირან შენ გაჩუმდი და იწექი შენ ადგილას რა. –რეზი შემთხვევით ჩემს სახლში ხო არ ხარ? –მერე რა, შენ მაინც ვერ ადგები. მიდი რეზი გააბრაზე. –აი მიირთვით. უცებ ჩავალ მაღაზიაში და მალე მოვალ. ბიჭები კარტოფილს მიირთმევდნენ თან მომავალ თამაშზე ლაპარაკობდნენ. –სესილი დღესაც რჩება? –არ ვიცი ანრი, ვკითხავ მერე. –შენ გინდა, რომ დარჩეს ? –რა კითხვაა რეზი? –ძალიან კარგი კითხვაა, მე კი ვიცი, რომ პასუხი დადებითია, მაგრამ შენი პირით აღიარე. –თქვენ აქ ჩემს ნერვებზე სათამაშოდ მოხვედით? –არა, კაი ხო შეიძლება ცოტათი. –ანრი! ჭამე ეგ კარტოფილი და გაჩუმდი რა. –ისე კაი ვქენით რო მოვედით. გემრიელია. –ხოდა ჩუმად ჭამე. –ნახე რა, როგორ მალავს რაღაცეებს. –არაფერსაც არ ვმალავ რეზი. –მოვედი. –სესილი ძაან გემრიელი იყო, მადლობა. –არაფერს ანრი. –ხო, მართლა კარგი იყო. –მეც მომეწონა, სად იყავი? –მადლობა ბიჭებო, მაღაზიაში ვიყავი. კეტჩუპი წამოვიღე. აფთიაქშიც გავიარე და ვიკითხე ალკოჰოლთან დაკავშირებით. ერთი კათხა ლუდი შეიძლებაო, მაგრამ მეტი არა. –ანუ უნდა წამოგვეღო? –ანუ უნდა წამოგეღოთ. –ხო ენერგეტიკულს რაც შეეხება ეგეც შეიძლებაო, მაგრამ ერთად ბევრი არ დალიოსო. –საერთოდ არ ვსვამ. ვიღაც–ვიღაცეებმა დენის დაზოგვის მიზნით ჩემთან გადაწყვიტეს ყურება, მაგრამ ანაზღაურებას არ აპირებენ. –ჩავირბენ და ამოგიტან, ნუ ბურღავ ტვინს რა? –არ მინდა ანრი. თან იწყება უკვე. –რატო კინკლაობთ ბიჭებო? –ამირანი გვაბრაზებს. –ნახე რა? აქეთ ვაბრაზებ თურმე. –კარგით ახლა, სესილი ყურადღებას ნუ მოგვაქცევ, ჩვენ სულ სე ვართ. –ხო, რეზი მართალს ამბობს. არ გეგონოს, რომ ვჩხუბობთ. –კარგი. ისე თუ სასმელზე კინკლაობდით მაცივარშია და მოვიტან. –მართლა? –ხო ანრი, რადგან შეიძლება, წამოვიყოლე. ეს ლუდი, ესეც ენერგეტიკული, ეს კიდე პოპ კორნი. –აუ სესილი ფრთებს სად მალავ? რა გაუძლებდა ამის წუწუნს. –რეზი! მადლობა სესილი. –არაფერს. რაგბს ყველანი ერთდ უყურებდნენ, ბიჭები ხანდახან წამოიყვირებდნენ ხოლმე. საბოლოოდ თამაში ქართველების მოგებით დამთავრდა. რის აღსანიშნავადაც რეზი და ანრი ლუდში დაიხრჩვნენ, როგორც ამირანი ამბობდა. –აუ მოდი ჯოკერი ვითამაშოთ რა, ოღონდ რამე მოვიფიქროთ. –რა ჯოკერი რეზი? ციფრების გარჩევ არა მგონია შეძლო. –არც ეგეთი მთვრალი არ ვარ, არა ანრი? –ხო, ნუ გგონია მასე. აი ნახე სწორ ხაზზე გავივლი. ბარბაცით გაიარა “სწორი” ხაზი. –სწორ ხაზზე ხო? –რა არა? შენ მატყუებ, სესილი ხო სწორი ხაზი იყო? –კი ანრი, ასეთი სწორი ხაზი არასდროს მინახავს. – ჩუმად იცინოდა გოგო. –აჰა, ხოდა ვითამაშოთ. –კარგი ხო. მაინც მომბეზრდა ესე ჯდომა. –ამას რა ენაღვლება ერთი გამაგებინა რა? წევს ორი დღეა, არაფერს არ აკეთებს, სამსახურში არ დადის, სესილი უვლის. კიდე აქეთ რო წუწუნებს. –აბა, აბა. ნეტა მე მომივლიდეს ვინმე. –ლიკა არ მოგივლიდა რეზი? –ლიკა. მე ლიკასთან უნდა წავიდე და ჩავეხუტო. –სად უნდა წახვიდე ბიჭო, გოგოს გული არ გაუხეთქო. –აი რეზი, შენც გამოგიჩნდა პატრონი და მე? –ანრი! გეყოთ ეხლა ორივეს. –ბავშვობაში ერთი გოგო მიყვარდა.. რა ერქვა? –აუ დაიწყო... –შენ რა გინდა, სესილის ვუყვები. ხო გაინტერესებს? –რომ გამოფხიზლდები მერე მომიყევი ანრი, ძალიან მაინტერესებს. –აი სესილი მომივლის მე. მაინც მეზობლები ვარ, ჩვენი მამები მეგობრები არიან, ხო მომივლი სესილი? –ვიმედოვნებ ამის საჭიროება არასდროს გექნება ანრი. –და თუ მექნება? მითხარი, რომ არ მიმატოვებ. –ანრი! გეყოს უკვე, სესილის აწუხებ. ყურადღებას ნუ მიაქცევ რა, მთვრალი სულ წუწუნებს და გულჩვილი ხდება. –არ მაწუხებს. კი ანრი, შენთან მოვალო და კარტოფილს მოგიტან, კიდე ფორთოხალს და ვაშლსაც. –უნდა ჩაგეხუტო! შენ ჩემი დაიკო იქნები აწი. ვინმე თუ გაწყენინებს მე მითხარი ხოლმე, ამირანს კი არა. –ამირანი რომ გავხვიე პრობლემებში ის ცოტა იყო და მისი მეგობრები ჩავითრიო ხო –სესილი! –კარგი ხო ვჩუმდები. –ბიჭებო მგონი სახლში წასვლა და დაძინება გჭირდებათ. –მეძინება. –მეც. –არ ვიცი რანაირად უნდა მიხვიდეთ სახლებამდე. ტაქსს გამოვიძახებ და მისამართებს ვეტყვი, იმედია სახლის კარებს მიაგნებთ. –მე ანრისთან მინდა დარჩენა. –ხოდა წადი ანრისთან. ტაქსს დავურეკავ და მისამართს ვუკარნახებ. ხუთ წუთში აქ იქნება. –კაი მაშინ ჩვენ ჩავალთ და იქ დაველოდებით. აბა კარგად. ხვალ გნახავთ. –ამირან მეც გავყვები ბიჭებს და დავრწმუნდები, რომ კარს მიაგნებენ. –კარგი სესილი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. –კაი რა ამირან, მეზობლად ვართ მე და ანრი, რის მადლობა. ოღონდ სართული და ბინის ნომერი მითხარი, ვაიდა ვერ გაიხსენონ. –არა, ამიტომ არ გიხდი მადლობას. მადლობა, რომ მომიარე სესილი. –ამირა, იცი ვფიქრობდი, რომ დღეს აქ დარჩენა აჯობებდა, მაგრამ თუ თვლი, რომ თავს გაართმევ, უკან აღარ დავბრუნდები. –მეც ვფიქრობდი, რომ დარჩენას აპირებდი, მაგრამ გაყოლა რომ დააპირე.. –ა, არა. უბრალოდ მივაცილებ, ჩემს რაღაცეებს ავიღებ და უკან გამოვყვები. ეგ ვიგულისხმე. –ახლა გასაგებია. მაშინ ასე მოიქეცი, მაგრამ საღამოა დ ფრთხილად იყავი კარგი? –კარგი. მალე დავბრუნდები. სესილიმ ბიჭები სახლამდე მიაცილა. გზაზე ბევრი იცინეს და ბოლოს კიბეებზე მაინც ძლივს ავიდნენ. გოგომ ტანსაცმელი გამოიცვალა და ჰიგიენური ნივთები აიღო. იგივე ტაქსში ჩაჯდა და უკან წამოვიდა. ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა საჭესთან და ჩუმად მართავდა. სესილის მოეჩვენა, რომ განზრახ ატარებდა ძალიან ნელა. თან გამუდმებით უყურებდა სარკიდან და თავი ცუდად იგრძნო. სადაცაა დაბინდდებოდა და ცოტა შეეშინდა კიდეც. ბიჭებთან ერთად ვერაფერი იგრძნო, მაგრამ ახლა ეს კაცი სხვანაირად უცინოდა და უყურებდა. –ამირან, მე ვარ, რომელ კორპუსში ხარ? –სესილი რა გჭირს, ოცდამეთოთხმეტე. –ანუ მანდ დამელოდები? კაი დაახლოებით ხუთ წუთში მოვალ. –რამე ხდება? რა უცნაურად მელაპარაკები. –და რომელი წვენი წამოვიღო? –სესილი რა გჭირს? –აა, ანუ ფორთოხალი? კარგი, აი მალე მოვალთ უკვე. –რას ამბობ სესილი, ვერ ვხვდები. –ეზოში ხარ, კი აი დაგინახე. თეთრ მანქანაში ვზივარ. –რაღაც ხდება ხო? –კაი მოვალ ახლავე. გოგო ტაქსიდან გადმოვიდა და სწრაფად შევიდა კორპუსში. კიბე სირბილით აიარა და გულზე მოეშვა. –მოვედი. –სესილი რას მეუბნებოდი ტელეფონში, ვერაფერი გავიგე. –ისეთი არაფერი. –რა არაფერი სესილი, რა კორპუსი და ეზო. ან რა წვენი? რამე მოხდა? –არა, უბრალოდ დაგირეკე. –ეგრე სწრაფად რატო სუნთქავ? მორბოდი? –ჰო უცებ ამოვედი და ცოტა დავიღალე. –მითხარი რა მოხდა. –ბიჭები მივაცილე და ტაქსში დავბრუნდი. ის კაცი რაღაც უცნაურად იქცეოდა და ამიტომ დაგირეკე. –რას გულისხმობ? –სპეციალურად ატარებდა ნელა და რაღაცნაირად მიღიმოდა. ცოტა დავიძაბე და მაინც უსაფრთხოების მიზნით დაგირეკე. მივახვედრე, რომ მარტო არ ვიყავი. –ახლა გასაგებია. ნერვები მეშლება ჩემ გამო რეების გაკეთება გიწევს. –კაი რა ამირან. არაფრის გაკეთება არ მიწევს, ყველაფერი კარგადაა. –რამე რომ მოგსვლოდა? მთელი ორი დღეა ჩემ გამო არც გძინავს და არც ჭამ. –მსგავსი არაფერი ამირან. ბოდიში, რომ განერვიულე. –ნუ სულელობ. კარგად მოიქეცი, რომ დამირეკე. –კარგი. აქაურობას მივალაგებ, შენ დაისვენე. –სესილი, მე მაინც აქ ვწევარ და ამაღამ ჩემ ოთახში დაიძინე. ცოდო ხარ, წუხელაც არ გეძინა. –არა ამირან რას ამბობ. აქ მირჩევნია. –იმ ოთახში დაიძინე სესილი. ამაში ცუდი არაფერია. შენც კომფორტულად იქნები და მეც მშვიდად დამეძინება. –კარგი მაშინ. იცოდე რამე თუ დაგჭირდება, დაიძახე. ან რამე თუ აგტკივდა. –კარგი მშვიდად იყავი. ტკბილი ძლი –შენც ასევე. მესამე დღეს ამირანი უკვე კარგად იყო. სიარულიც აღარ უჭირდა. მხოლოდ მჯდომარეს სტკიოდა ჭრილობა. დილით ორივემ ერთად ისაუზმეს და ნაშუადღევს ბიჭებიც მოვიდნენ. –აბა როგორაა დაზარალებული? –კარგად ვარ. უვე ჩვეულებრივ დავდივარ, უბრალოდ ჯდომა მიჭირს. –მშვენიერი მკურნალი ყოფილხარ სესილი. –კაი რა, მე კი არა წამლების გამოა. –ჰო თან ამირანი მაგარი ბიჭია. ამას რა მოკლავდა. –რანაირად ლაპარაკობ ანრი? თავი გტკივა შენ ხო? –კი ძაან. რეზიც “პახმელიაზეა” რა ვქნათ არ ვიცით. –გინდათ ტკივილგამაყუჩებელი მოგიტანოთ? –არა სესილი, მადლობა. ეგ არ გვიშველის. –ჰო, ამათ ეხლა რამე ცხელი უნდათ. –აუ რა ჭკვიანია ეს ბიჭი, მაგრამ ცხელი რა ვჭამოთ. ჰა ანრი? –აუ ხინკალი მინდა. –ამ სიცხეში რა დროს ხინკალია? –ამირან ნუ სარგებლობ იმით, რომ არ დაგილევია. –შენც არ დაგელია მერე. –აუ რა დროს ეგაა ხალხო, ხინკალი მინდა. –აუ მეც. –მისამართი შეგეშალათ ბიჭებო, ეს სახინკლე არაა, ჩემი სახლია. –ვიცით, მაგრამ უნდა გვიშველო. –მე უნდა წაგიყვანოთ? –არა, რესტორანში არ გვინდა, გვეზარება. –აბა ხინკალი სად უნდა ჭამო ადამიანო? –ამირან გამოვიძახოთ რა? –კარგით, ჯანდაბა თქვენს თავს. –რეზი რა გამოძახება? გაცივდება. –ახლა ორივემ გამასწარით აქედან . მე ხო არ გავაკეთებ არა? –ბიჭებო მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. –უი სესილი, ვერ შეგამჩნიე. –ისე იყავით ამირანის დარწმუნებით გართულები, არაუშავს. –სესილი მოიფიქრე რამე თორე გავყრი ეხლა ამათ აქედან. მერე რაღა შემოირიგებთ. –მოვიფიქრე უკვე. ეხლა ანრი ადგება და წყალს დაადგამს, მე მანამდე მაღაზიაში ჩავალ და კარგ ხინკალს ვიყიდი. –აუ სესილი გენიოსი ხარ. –ხოდა თუ ასეა წყალი დაადგი რეზი. –ეს გოგო ჩემი დაა. –ვიცი ანრი ეგ გუშინაც მითხარი. –ჰოდა კარგი მითქვამს. –კაი წავალ მე და ამოვალ. კიდე რამე გინდათ? –პილპილი, კიდე ლუდი. –კაი წავედი და წყალი დადგმული დამახვედრეთ. –რა გჭირთ ბიჭო თქვენ, რა ლუდი და ხინკალი აგიტყდათ. –აუ ამირან შენ გაჩუმდი რა. –ნახე რა, მარტო შენ უნდა მოგაქციოს ყურადღება ხო? –ბარემ ხაშის გაკეთება დაგევალებინათ გოგოსთვის. –ახლა არა, მაგრამ ჩვენი რძალი რომ იქნება, მერე ვთხოვთ. შენი ხათრით უარს არ გვეტყვის. არა რეზი? –ანრი რა რძალი. ჩაიგდე ეგ ენა. სესილისთანაც არ წამოგცდეს რამე. –ნუ გეშინია ამირან, შენ მაგივრად არაფერს ვეტყვი. –და მე რა უნდა ვუთხრა? –ვითომ არ იცის. ის, რომ მოგწონს. –ნუ ბოდავ სისულელეებს რეზი რა? –დაიცა, არ მოგწონს? –არა... –აუ ძმა ხარ ამირან, შენი ხათრით როგორ ვიკადრებდი და თუ შენ არ მოგწონს, მართლა ძმა ხარ. –რა? რას ბოდავ ანრი? ორი წუთს წინ ეუბნებოდი ჩემი და ხარო. –აბა რას ვეტყოდი მეგონა, რომ მოგწონდა. ახლა მე ვიცი. –სერიოზულად იძახი მაგას? უცებ ორივეს სიცილი აუტყდა, ამირანი დაბღვერილი უყურებდა ბიჭებს. –არ მოგწონს ხო? ვერ გამოგტეხე? –ხუმრობდი ხო? რა სულელები ხართ. –შენ უფრო სულელი ეგ რომ დაიჯერე. –ამირან მოგწონს სესილი? –არ.. ხო, მომწონს. –ეგრე რა! თორე უკვე ვბრაზდებოდი. –რა გაბრაზებდა რეზი? –რომ არ ტყდებოდი. –აუ ეს ჩვენ არ გვეუბნებოდა და იმ გოგოს როდის ეტყვის. –შემეშვით ორივე. –კარგი ხო. სანამ გაგვყრის ჯობია გავჩუმდეთ. –როდის მოვიდა სესილი? –გუშინვე დაბრუნდა უკან. –რა საყვარელია, როგორ განიცდის. –ანრი ხომ გახსოვს, რომ მე უკვე ვაღიარე ყველაფერი. –შენ არ ხარ მემგონი კარგად. წინასწარ გაფრთხილებ, მამამისის მერე მე უნდა მთხოვო სესილის ხელი, ხოდა ჭკვიანად იყავი. –მართალია ანრი. შენთვისვე აჯობებს კარგად მოიქცე. –მემუქრებით? –არა, მინიშნებას გაძლევთ. –კარგი რეზი, ლიკას ხელის თხოვნას როდის აპირებ? –რა იყო რო? უნდა დამასწრო? –არა, უნდა ავუხსნა რამხელა შეცდომას დაუშვებს თუ თანხმობას გეტყვის. –კარგით ახლა, ნუ მახსენებთ რა მარტოსული ვარ. –მოვედი. –თქვენი ხმა არ გავიგო ამ საკითხზე. –მადლობა სესილი. –რის მადლობა ბიჭებო. –აუ ლიკას დავურეკავ და მოვა. შენი ნახვა ისედაც უნდოდა. –დაურეკე. –სესილი ხო გინდა ლიკას გაცნობა? –სიამოვნებით რეზი. სანამ ლიკა მოვიდოდა გოგომ სუფრა გაშალა. –სესილი გაიცანი, ეს ლიკაა ჩემი შეყვარებული. –სასიამოვნოა. –ჩემთვისაც სესილი. მადლობა გუშინ ეს ლოთები სახლში რომ მიაცილე, რეზიმ მომიყვა. –აა, ეგ არაფერი. ხუთ წუთში მოიხარშება. –ვეღარ ვითმენ. –კარგი ანრი, რა გჭირს. –ნახე რა, დაინახა თუ არა ლიკა, ეგრევე დადინჯდა. –ამირან! –შენ მაგაზე არ იდარდო ამირან, მოხარშულს ვიცნობ ამ ვაჟბატონს. –მოდით, დავსხდეთ. სუფრას ყველანი შემოუსხდნენ და სესილიმაც მიიტანა ხინკალი. ანრიმ მაშინვე პირში გაიქანა საჭმელი. –სესილი როგორ დიასახლისივით ტრიალებ, გიხდება ეგ როლი. აუ! –რა იყო რეზი პირი ხო არ დაიწვი. –არა, ამ.. ამირან პილპილი მომაწოდე თუ შეიძლება. –ახლავე რეზი. ძალიან კარგი დრო გაატარეს ერთად. მართალია რეზი ბუზღუნებდა, რადგან ამირანმა ფეხი ატკინა, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ლიკამ და სესილიმ სუფრა ერთად აალაგეს, ბიჭებიც წასასვლელად მოემზადნენ. ყველას გაცილების შემდეგ სსილიმ ჭურჭელი მოაწესრიგა. –მიხარია რომ გამოჯანმრთელდი ამირან. –შენი დახმარებით. –ვფიქრობ დღეს აღარაა აუცილებელი ჩემი აქ დარჩენა. –როგორც შენ გინდა სესილი. –კარგი მაშინ. ხვალ აუცილებლად შემოგივლი, მაგრამ თუ რამე დაგჭირდა დამირეკე კარგი? –კარგი სესილი. მადლობა ყველაფრისთვის. –არაფერი გამიკეთებია სამადლობელი ამირან. მიხარია, რომ შენი დახმარება შევძელი. –კარგად სესილი. –შეხვედრამდე ამირან. გოგომ მთელი ღამე ვერ მოისვენა. იქნებ და რამე დასჭირდა ამირანს. დილით ნაადრევად ადგა და რაღაცეები გაამზადა. დიდხანს ვეღარ ითმინა და ნაშუადღევს გადაწყვიტა ბიჭის მონახულება. კართან მისულს სიცილის ხმა შემოესმა და ვერ მიხვდა შესულიყო თუ არა. ზარი დარეკა და მოცინარმა გოგონამ გაუღო კარი. სესილი ცოტა დაიბნა და ვერ მიხვდა რა ეთქვა. ზუსტად ამ დროს კიბეებზე რეზი და ანრი გამოჩნდნენ და გოგოს უკან ამოუდგნენ. –ეე ნატალი? აქ საიდან გაჩნდი? –როგორ ხართ ბიჭებო? ამირან ბიჭები მოვიდნენ. –ნატალი ეს სესილია, ჩვენი მეგობარი. –გამარჯობა. –რას დგახართ, შემოდით. ამირანი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. ბიჭები უცნაურად უყურებდნენ და სესილის ვეღარ გაეგო რა ექნა. ყველანი დივანზე ისხდნენ. –ჩვენთვის ვაკეთებდი ყავას და თქვენც გინდათ? –აუ კი რა. სესილი იცი ნატალი რა კარგ ყავას აკეთებს? –დარწმუნებული ვარ. როგორ ხარ ამირან? –უკეთესად. –ნატალი გვითხარი ახლა აქ რა ქარმა გადმოგაგდო? –გუშინ დაბლა შევხვდი ამირანს, სეირნობდა. მოვიკითხეთ ერთმანეთი და დღეს მოვაკითხე. –კარგი გიქნია. ამის მარტო დატოვება არ შეიძლება. –ანრი! –აი ყავაც მზადაა. –მადლობა. –მოგვიყევი აბა როგორ ხარ? –რავი რეზი ნორმალურად. ძალიან დიდი ხანია არ მინახიხართ. თქვენი ამბები მითხარით. –ჩვენც ნორმალურად ვართ. მე და ლიკა ერთად ვართ. –მართლა? ვინ იფიქრებდა. უნივერსიტეტში სულ ჩხუბობდით ხოლმე. აუ რა კარგი დრო იყო. –ხო ძალიან. მე ისევ ისეთი მარტოსული ვარ. ვერავინ მიგებს. –მე ვიტყოდი, რომ შენ ისევ ისეთი წუწუნა ხარ ანრი. –აყვა ეხლა ამათ. –ისე საუკუნეა არ მინახიხარ ნატალი, ნუ მას შემდეგ რაც შენ და ამირანი დაშორდით. –ხო მასე გამოვიდა. დავიშალეთ იმ ამბების მერე. მართლა რა კარგი დრო იყო. –არ გვინდა იმ ამბების გახსენება. –რატომ ვითომ? მერე რა, რომ რაღაცეები ჩაიშალა. სამაგიეროდ, მშვენიერი წლები იყო. პატარები ვიყავით, პოზიტიურები, ალბათ ამიტომაც მოხდა ასე. –ისე ახლა რაღა დროსია, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ დაქორწინდებოდით. სესილის ვერ გაეგო რა ხდებოდა. ყველა ერთმანეთს იცნობდა და საერთო წარსული ჰქონდათ. თავი ზედმეტად იგრძნო. უხერხულობისგან საით გაეხედა აღარ იცოდა. –სესილი შენ როგორ გაიცანი ბიჭები? –მე ჯერ ამირანს შევხვდი სრულიად უცნაურ სიტუაციაში, მერე ბიჭებიც გავიცანი. მე და ანრი მეზობლები ვართ. –კარგია. რას იტყვი ანრი, იქნებ სესილი გიგებს ჰა? –არა მსგავსი არაფერი. სესილი ჩემი დაიკოა. –ჰო მსგავსი არაფერია. –აბა ნატალი შენ გვითხარი ახალი ამბები. –რავი ისეთი არაფერი არ ხდება. ვატოს ცოტა ხნის წინ დავშორდი. –ეე რატო? –რა ვიცი ასე გამოვიდა. ახლა მარტო ვარ, შენსავით ანრი. –კარგი ამირან, რადგან გინახულეთ, ჩემი წასვლის დროა. მიხარია, რომ გამოჯანმრთელდი. –მოიცა სესილი, დარჩი ცოტახნით. ახლახან მოხვედი. –სესილი არ ვიცი, მაგრამ მე უნდა წავიდე. თან დიდი ხანია აქ ვარ. ნატალი წავიდა და დანარჩენები ცოტა ხნით დარჩნენ. ცოტა ისაუბრეს, სესილიმ ჭრილობასაც დახედა. –თითქმის ბოლომდეა მოშუშებული. კარგია. –მიხარია ჩემს მოსანახულებლად რომ მოხვედით. –აბა შენ მარტო არ დაიტოვები და. –ოხ რეზი, გააჩუმე რა ეგ ენა. –ბიჭებო კარტოფილი მოგიტანეთ და მაკარონი. –სესილი და ხარ რა. –მადლობა სესილი, ნუ წუხდები. –რა შეწუხებაა. ოღონდ გაცხელება მოგიწევთ. –ეგ რა პრობლემაა. –ძალიან კარგი. ახლა მე წავალ, თქვენ გაერთეთ. –აუ დარჩი რა ცოტა ხანს? –ვერა ანრი, გოგონები უნდა ვნახო, მერე საქმეები მაქვს. –კარგით ბიჭებო, სესილის ნუ მოვაცდენთ. მადლობა ყველაფრისთვის. –არაფრის ამირან. ბოლო ცუდად ყოფნა ყოფილიყოს შენს ცხოვრებაში. სესილიმ სახლი დატოვა და მახლობელ კაფეში დაელოდა მეგობრებს. გოგონებიც მალე გამოჩნდნენ და ჩაფიქრებულს გვერდით მიუსხდნენ. –სესილი ამირანი ცუდადაა? –არა, უკვე აღარ. მადლობა ღმერთს ჭრილობა ნელ–ნელა იხურება. –აბა რამ დაგაფიქრა ასე? რაც მოვედით ხმა არ ამოგიღია. –არაფერია. –კარგი, როგორც გინდა. აბა სამშაბათს რას ვაპირებთ? –რა უნდა დავაპიროთ, როგორც ყოველთვის. სადმე დავსხდეთ, ან ჩემთან მოდით და ეგ იქნება. –არ მოგბეზრდა? ნათია დეიდა სულ მაგაზე გეჩხუბება, თან ოცდაორი წლის ხდები. –რამე განსაკუთრებული ციფრია? –არა, მაგრამ რამე მოვიფიქროთ რა. –თუ მოიფიქრებთ, რავი ვნახოთ. –აი ნახავ, კარგ დღეს გავატარებთ. –ხო რა, სამი დღე კიდევ გვაქვს. შენები ხო ჩამოვლენ? –კი ორშაბათს ღამე ალბათ ან სამშაბათს დილით. –კარგია, რა ჯობია ნათია დეიდას ნამცხვრებს. –აბა, აბა. –თქვენ ეგ ნამცხვრები გიხარიათ ხო? –შენი დაბადების დღეც და ნამცხვრებიც. –კაი წავიდეთ ახლა სახლებში. –კაი. გამოიკეთე ეგ ხასიათი ცოტა. ამარანი მეორე დილითვე წავიდა კახეთში გახანგრძლივებული შვებულების ასაღებად. ის დღე ოჯახთან ერთად გაატარა და კვირას ნაშუადღევს დაადგა თბილისის გზას. გაჩერებასთან მდგარი სესილის მშობლები დაინახა და მიესალმა. –გამარჯობა გურამი ძია, ნათია დეიდა. თბილისში მიდიხართ? –კი შვილო. –წამოდით მე წაგიყვანთ. –ნუ შეწუხდები ამირან. –რა შეწუხებაა ნათია დეიდა, ჩასხედით. –მადლობა ამირან. დაასრულე სამსახური? –კი, გრძელვადიანი შვებულება ავიღე. სანამ გაირკვევა ამბები, შვებულებაში ვარ. –იცვლება რამე? –კი გურამი ძია. ნუ ყოველ შემთხვევაში, კახეთში აღარ ვიქნები. არ ვიცი გამიშვებენ თუ არა სადმე. –გაუხარდებოდა ირმას. –კი ძალიან, სულ იმას წუწუნებს, ვერ გვნახულობო. –ჰო ასეა. შენ ვერ იცლი, გოც საფრანგეთშია. –ისე ამირან აღარ უნდა ჩამოვიდეს? –ჰერ სწავლობს გურამი ძია. მაგისტრატურაზეა, მეორე კუსზე. კი გვპირდება ამ ზაფხულს ჩამოვალო და ვნახოთ. –ჩამოვიდეს და დახვედრა ჩვენ ვიცით. –კი, ასე იქნება. თქვენ სესილისთან დაგტოვოთ ხო? –არ შეწუხდე ამირან, მივალთ მეტროთი ან ავტობუსით. –არა, რას ამბობთ, თან რაღაცეებიც გაქვთ და მიიყვანთ. მე არსად მეჩქარება. –კარგი მაშინ. მადლობა ამირან. –არაფრის ნათია დეიდა. –იცი სესილი ხვალ გველოდება და დღეს რომ ჩავალთ გაუხარდება. –დარწმუნებული ვარ. –ჩემი პატარა გოგო. –კაი რა გურამ, ხო იცი ბრაზობს ასე რომ ეძახი. –მე არ ვეტყვი გურამი ძია. აი მოვედით. –მადლობა ამირან. წამოდი ყავაზე დაგპატიჟებთ. –არა, ნუ შეწუხდებით. თან სესილიც არ გელოდებათ და ვერ შეგაწუხებთ. –რა შეწუხებაა. წამო, წამო. კარი საშინაო ფორმაში ჩაცმულმა სესილიმ გაუღოთ. თეთრი უმკლავებო მაისური და ამავე ფერის ქვედაბოლო ეცვა. თმა არეულად დაეკოსა თავზე. –დე, მა, მე ხვალ გელოდით. შემოდით. –ხო ვიცი დე, ამიტომაც დღეს ჩამოვედით. –უი ამირან, როგორ ხარ? შემოდი, ახლავე გაგიკეთებთ ყავას. –კარგად სესილი, შენ? –მეც ვარ რა. –რა კარგი ქენით რო ჩამოხვედით. –აბა რას ვიზამდით მამი, თან სულ ერთად ვართ ხოლმე ამ დღეს. –მგზავრობამ ხომ არ დაგღალათ? –არა დე, ამირანმა მოგვაბრძანა. –ძალიან კარგი. აი ყავაც ადუღდა, გემრიელად მიირთვით. –გემრიელი იყო, მადლობა. ახლა წავალ მე. –კარგი შვილო, მადლობა. –რის მადლობა ნათია დეიდა. ნახვამდის. სესილიმ გააცილა ბიჭი კარამდე. –ამირან ჭრილობა როგორ გაქვს? ჩემებთან ვერ გკითხე. –კარგი ქენი, რომ არ მკითხე. ჩემებისთვის არ მითქვამს. ტყუილად უნდა ინერვიულონ. კარგად ვარ, აღარ მაწუხებს. –ძალიან კარგი. მიხარია, რომ კარგად ხარ ამირან. –ვიცი. ნახვამდის. –ნახვამდის. მთელი დღე ცდილობდნენ მშობლები სესილის დათანხმებას დაბადების დღის გადახდასთან დაკავშირებით. –კარგი რა დედა. რა აუცილებელია ეს სუფრები. გოგონები მოვლენ და ყავას დავლევთ, ტორტს ვიყიდი და მეტი რაღა ავღნიშნო. –სესილი დე, ამ ერთხელ დაგვიჯერე რა? პატარა სუფრა გავშალოთ. შენ ვინც გინდა ის დაპატიჟე. –არავინ არ მინდა რა. ეს სუფრაც რისთვის უნდა გაწვალდე. –მამი შენი ასე გადარჩენაც არ აღგვინიშნავს. თან დედა კი არ გაამზადებს. რამე კარგი რესტორანი აარჩიე, ლამაზი დიზაინით, როგორიც შენ გინდა. შენი მეგობრები დაპატიჟე. –ხო რა სესილი. იმას კი არ გეუბნებით, ყანწები სვით–თქო. მხოლოდ ახალგაზრდები იქნებით. გაერთობით, იმღერებთ, იცეკვებთ. ამაში ცუდი რა არის. –კარგით ხო, უარს ვერ გეუბნებით. ოღონდ იცოდეთ არანაირი ყანწები და განსხვავებულები. –არა მა, ჩვენ გავაკონტროლებთ ხვალ ყველაფერს და ზეგ სულ არ მოვალთ იქ. მთავარია შენ დაგვეთანხმო. –კარგით მაშინ. ახლა ამაზე უნდა მაფიქროთ. ვინ მყავს დასაპატიჟებელი? –შენ ვინც გინდა დე. –კარგით მე მოვიფიქრებ რამეს. დღეს გოგონებს ვთხოვ და მომაძებნინებენ კარგ რესტორანს. სტუმრების სიასაც ერთად დავწერთ. –კაი დე. ჩვენ ცოტას დავისვენებთ, ამოვალაგებთ. შენ გოგონებთან წადი. –კაი. ვეცდები მალე მოვიდე. სესილი გოგონებს შეხვდა და კაფეში დასხდნენ. –აი ხომ გითხარი, რამეს მოვიფიქრებთ–თქო. –ნუ მართალია შენმა მშობლებმა მოიფიქრეს, მაგრამ მაინც. –სამაგიეროდ ჩვენ სხვა რაღაცეებს გავაკეთებთ –გოგონებო კარგით ახლა. სტუმრების სია დავწეროთ, შემდეგ რესტორანი გვაქვს ასარჩევი. –ხო, რამდენნი ვიქნებით ხო უნდა ვიცოდეთ. –აბა ჩამოთვალე ვის ეპატიჟები. –ნუ ჩვენ ოთხნი, კიდე ჩემი კურსელი გოგონები, ეგენი სამნი. ქეთის ძმა გიო. კიდე ვინ? –ამირანს ეტყვი? –კი აუცილებლად. ეგეც ოთხი. –ოთხი? –ხო, ამირანი, ანრი და რატი, ლიკა. –კაი, კიდე ვინმე? –ეს გამოვიდა თორმეტი კაცი. რავი მგონი საკმარისია. –კი სრულებით. მაშინ ახლა რესტორანი ავარჩიოთ. –ისეთი მინდა, ნორმალური სივრცე რომ იყოს. წესიერი კერძები და კარგი მუსიკა. –ერთი ეგეთი ვიცი. აქვე ახლოსაა. ვერანდაც აქვს და პატარა ეზოც. –მშვენიერი ხოდა. ნომერი თუ გაქვს დავრეკოთ. –გეგონება არ იცი რა, სალის ყველასი ნომერი აქვს. –ვიცი ხო. მე გოგოებს დავურეკავ ხვალ, ამირანსაც. ანრი მეზობლადაა და პირადად ვეტყვი. რეზის ისინი ეტყვიან. ხო რა მოვგვარდით. –სესილი ველაპარაკე იმ რესტორნის მენეჯერს, ხოდა სამშაბათს თავისუფალია. დიზაინი აარჩიეთ და გაგიკეთებთო. მენიუ კლასიკური. –ძალიან კარგი. აუ რამე ერთი ფერის რო იყოს ან კომბინაცია რა კარგი იქნებოდა. –ხო, ბუშტები, განათებები, იმ ფერის კაბას ჩაიცვამდი. –აუ კაბა. რა უნდა ჩავიცვა? –მოიცა ჯერ ფერები ავარჩიოთ და ეგ მერე მოიფიქრე. –ოქროსფერი? –ეგ ოცდახუთის რომ ვიქნები, მაშინ. –მაშინ ვერცხლისფერი. –ეგ კარგია, კიდევ რამე ფერი რომ იყოს. ღია ცისფერი? –აუ კი. ან მწვანე. –ორივე იყოს. ესე იგი ღია ცისფერი, ვერცხლისფერი, და ღია მწვანე. –კი გავუგზავნი. –კაი, მაშინ მე რა ფერის კაბა ჩავიცვა? –მგონი თეთრი კარგი იქნება. –ხო თეთრი ნეიტრალურია, თან გიხდება. –კაი. ასე ვიზამ. ხვალ წავალ და რამე წესიერს ვიყიდი. თეთრი კაბა კი მაქვს, მაგრამ ძაან უბრალოა. –ასე მოვიქცეთ. –კარგით. ძალიან დიდი მადლობა გოგონებო დახმარებისთვის. –რის მადლობა გოგო. სესილიმ გეგმა მშობლებსაც გააცნო და მათაც მოუწონეს იდეები. ორშაბათს გოგომ რესტორანი მოინახულა და შემდეგ მაღაზიებში წავიდა კაბის საყიდლად. ძალიან ბევრი ეძება და ბოლოს ერთი კაბა შეარჩია. ძალიან ლამაზი და სადა. შემდეგ სტუმრების დაპატიჟებას შეუდგა. ყველა დაპატიჟა, მაგრამ ამირანმა ზარს არ უპასუხა და გადაწყვიტა ხვალ ვეტყვიო. სესილის მეგობრებმა გოგოსთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტეს და მაღაზიებში დადიოდნენ ნივთების საყიდად. ქუჩაში გამოსულებს შემთხვევით ამირანი გადაეყარათ. –უი ამირან როგორ ხარ? –გამარჯობა გოგონებო, კარგად თქვენ? –ჩვენც კარგად. –რომელიმე იუბილარი ხართ? –არა.. სესილის სიურპრიზს ვუწყობთ და ეს ქუდები ამიტომ გვახურავს. –აა. კარგით ნახვამდის. ამირანი როცა სახლში დაბრუნდა, სესილის ზარი დახვდა და გადაურეკა. –სესილი მირეკავდი? ტელეფონი სახლში დამრჩენია და ეხლა ვნახე. –კი ამირან. ხვალ დაბადების დღეზე მინდოდა შენი დაპატიჟება. ზუსტ საათს და მისამართს ხვალ მოგწერ. ანრის მე თვითონ ვუთხარი და თუ შეგიძლია რეზის და ლიკას შენ გააგებინე. –კარგი სესილი, ვეტყვი. მადლობა. –კაი ხვალამდე მაშინ. ბიჭმა რეზის დაურეკა და ანრისთან შეიკრიბნენ. –ახლა არ წახვედით? –რა იყო ანრი, ისევ მოვედით. –კაი ხო, ისე გითხარით. –ხვალ სესილის დაბადების დღეა. –ვიცი, პირადად დამპატიჟა. –ჰოდა ჩვენც დაგვპატიჟა, მაგრამ რა ვაჩუქოთ? –დაგასწარით ყვავილებს მე ვჩუქნი. –კაი ანრი, მართლა? ყვავილებს იქ ყოველი მეორე აჩუქებს ან ყველა. მაგის გარდა რა ვაჩუქოთ. –რა მოსწონს ამირან? –მე რატომ მეკითხებით? არ ვიცი. ერთად მოვიფიქროთ რამე. –უიმე, რო კითხო მოსწონს. რამე სამკაული რო ვაჩუქოთ? –ისე ხო. ყელსაბამი ან რამე ეგეთი. –ეგ შეიძლება, მაგრამ ასე უხებ რა უნდა ვიყიდოთ. –მე ვიცი რა უნდა ვქნათ. ლიკას დავურეკავ და ის აგვარჩევინებს კარგ საჩუქრებს. თან ყველაფერი იცის, სად რა იყიდება. –აქამდე სად იყავი? დაურეკე მიდი. ლიკა მალევე მოვიდა, რადგან რეზიმ ტელეფონში არაფერი არ აუხსნა და უთხრა სიკვდილ–სიცოცხლის საკითხიაო. –აბა რა ხდება? –უნდა გვიშველო ლიკა, ხვალ სესილის საჩუქრები უნდა მივუტანოთ და აზრზე არ ვართ რა ვაჩუქოთ. –უიმე, მე კიდე გული გამისკდა. –სამკაულებზე შევჩერდით, მაგრამ ყველა ერთიდაიგივეს ხო არ მივუტანთ. –კაი მოვიფიქრებთ რამეს. სამკაულები კარგია. მე რასაც დავაკვირდი უბრალო გოგოა და სამკაულებიც ეგეთი ეკეთა. –ხო ეგრეა. რამე სადა და ლამაზი უნდა იყოს. –ასე მოვიქცეთ. ანრიმ ყვავილები აჩუქოს. ოღონდ უბრალო კი არა, ლამაზი მძივებით გაფორმებული ყვავილები უყიდე. –ეგ სად უნდა ვიშოვო? –მისამართს ახლავე ჩაგიგდებ. –კაი, მადლობა ლიკა. –მე და რეზი რაიმ სამკაულს ვაჩუქებთ. ყელსაბამს ან სამაჯურს. –და მე რა ვქნა? –შენ რამე განსაკუთრებული უნდა აჩუქო ამირან. –მაინც რა ლიკა? –არ ვიცი ჯერ. –ამირან ბეჭედი რომ აჩუქო? –რა ბეჭედი რეზი? –ხო რა, ბარემ მისი მეგობრებიც იქ იქნებიან, ლამაზად ვიქნებით. ჩვენ შენი მეჯვარეები ვიქნებით, სესილის თავის მეგობრები გამოჰყვებიან. სამებაში წავიდეთ და ეგაა რა. –ლიკა გაიწიე რა, თორე ამ ლარნაკს რო ვესვრი ნაფშვენები არ შემოგეყაროს. –კაი ხო ვიხუმრე. –იხუმრა ბიჭმა. მომაფიქრებინეთ რამე ახლა. ნუ ეს “თ” ზედმეტი იყო. ლიკა რა ვქნა? –რამე ისეთი უნდა იყოს. თუნდაც ყელსაბამი ან სამაჯური. ძალიან განსაკუთრებული და თან უბრალო. მასთან უნდა იყოს კაშირში. –მოვიფიქრე. ალიან დიდი მადლობა ლიკა. –რა მოიფიქრე? –აი მაგას მხოლოდ ხვალ გაიგებთ. –აუ რა ინტრიგანი ხარ, გვითხარი რა. –მარტო იმას გეტყვით, რომ ყელსაბამი იქნება. მასთან იქნება კავშირში. –კარგი არ გვითხრა. ხვალამდე მოვიცდით. –წავიდეთ ბიჭებო, სანამ ანრი გაგვყრის, თან საჩუქრებიც უნდა ვიყიდოთ. –კაი წავიდეთ. ამასობაში სესილის მეგობრებმა ყველაფერი მოამზადეს სიურპრიზისთვის. მართალია გოგო მეორე დღით ელოდათ, მაგრამ ასე მოულოდნელად სჯობდა. კონუსის ფორმის ფერადი ქუდები დაიხურეს, პატარა ტორტი აიღეს, საჩუქრები, ქაღალდის პატარა ფეიერვერკები და გოგოს ღამის თორმეტ საათზე მიადგნენ სახლში. კარი თავად იუბილარმა გაუღოთ და მათაც ხმამაღლა დაიწყეს სიმღერა. ტორტზე სანთლები აანთეს და სახლში შევიდნენ. –გილოცავთ! –მადლობა გოგონებო. ძაან გამიხარდა მართლა. შემოდით, ტორტი დავჭრათ და ყავა დავლიოთ. –რა ტორტი გოგო, ხვალ კაბაში ვეღარ ჩავეტევი. გაგახარეთ და ახლა წავალთ. –აუ არა რა? იყავით ცოტახანს. –სესილი ხვალ ჩაშავებული თვალები თუ გექნება, ჩვენ არ დამაბრალო იცოდე. –არაფერს არ დაგაბრალებთ, შემოდით. გოგონებმა ბევრი იმხიარულეს, ბევრი წუწუნის მიუხედავად ტორტიც ჭამეს. შემდეგ ერთი ფილმი ნახეს და ერთად ჩაეძინათ. ამირანი ძალიან დიდხანს ეძებდა ყველაფერს საჩუქრისთვის და ბოლოს ის აღმოაჩინა, რაც ასე ძალიან უნდოდა. საჩუქარი მართლაც სესილის უკავშირდებოდა. დილით გოგონებმა ერთად გაიღვიძეს და ბევრი იცინეს გუშინდელ ამბებზე. შემდეგ მშობლებმაც მიულოცეს სესილის დაბადების დღე. ყველამ ერთად ისაუზმეს და შემდეგ გოგონების წასვლის დროც დადგა. –სესილი, ნახე კართან საჩუქარი დევს. –ვაა, რა არის? პატარა წითელ ყუთში მწვანე კოლიე იდო. წვიმის წვეთის ფორმა ჰქონდა. იქვე წერილი იყო. –რა წერია? –” სესილი გილოცავ დაბადების დღეს. ვატო” –ვატო? –ხო, ვატო. იურიდიულის ფაკულტეტიდან. –საიდან იცოდა? –აბა მე რა ვიცი. დღეს დავურეკავ და დავპატიჟებ, უხერხულია. –მე მეგონა ამირანისაგან იყო. –ის პირადად მომიტანდა. –კაი სესილი, ჩვენ წავალთ და შევხვდებით. –აბა შენ იცი სესილი, გამოიპრანჭე. –კარგით გოგონებო, დროებით. სესილი განცხადებას შეუდგა. ათი იყო დაწყებული, სტუმრები რესტორანში ოთხზე მოვიდოდნენ. კაბა მოირგო და შემდეგ მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა. თმა გაიშალა და ოდნავ დაიხია. ორი იყო რესტორანში რომ წავიდა და თანამშრომლებს ეხმარებოდა. დიზაინის გაკეთებაშიც მიიღო მონაწილეობა. სვეტის ფირმის მრგვალ კედლებზე მისი არჩეული ფერების ბუშტები იყო შემოხვეული. მაგიდა იმავე ფერებში გაეწყოთ. ოთხის ნახევარზე გოგონებიც მივიდნენ. -სესილი რა ლამაზი ხარ. დიდი ხანია მოხვედი? -კი ორი საათიდან აქ ვარ. მადლობა. -მართლა ძაან ლამაზი ხარ სეს. ეს კაბაც როგორ გიხდება. -მადლობა გოგოებო. მოდი ჩამოვსხდეთ სანამ სტუმრები მოვლენ. -ვატოს დაურეკე? -კი, სანამ მივიდოდი დავპატიჟე და მოვალო. -და ამირანი? -ამირან წუხელ ველაპარაკე სანამ თქვენ მოხვიდოდით და მოვა. -კაი. წამო ვნახოთ. -ძაან ლამაზი ადგილია, მცენარეებიცაა. -რომელი საათამდე მუშაობს? -ათამდე. -იქამდე ბევრი დროა. დღეს კარგად უნდა გავერთოთ. -კი. უი გოგოებიც მოვიდნენ. -სესილი გილოცავთ დაბადების დღეს. ეს ჩვენგან. -მადლობა გოგონებო. მიხარია რომ მოხვედით. დასხედით. ოთხს ათი წუთი აკლდა კარში რეზი, ლიკა და ანრი რომ შემოვიდნენ. -ეე სესილი რა ლამაზი ხარ. გილოცავ. ეს ყვავილები შენ. -მადლობა ანრი. ძალიან ლამაზი ყვავილების. -გილოცავ სესილიმ ეს მე და ლიკასთან. -დიდი მადლობა, დასხედით. ამირანი სადაა? -მანქანას დააყენებს და მოვა. -კაი. უი ვატიც მოსულა. -სესილი ეს შენ. გილოცავ კიდევ ერთხელ. -დიდი მადლობა ვატო. მიდი დაჯექი. მოკლედ ვინც არ იცნობთ ეს ვატოა. ესენი კიდე ანრი, რეზი და ლიკა არიან ჩემი მეგობრები. -სულ ვართ სესილი? -არა ამირანი გვაკლია. მე ახლავე მოვალ. გოგო სამზარეულოში შევიდა, დანარჩენები მაგიდასთან ისხდნენ და საუბრობდნენ. ამირანი მათ შეუერთდათ. ქეთიმ ყველა გააცნო ბიჭს. -იუბილარი სადაა? -მოვედი. მიხარია რომ მოხვედი. -სესილი ძალიან ლამაზი ხარ. გილოცავ. -მადლობა ამირან, დაჯექი. ბიჭმა ძალიან სცადა სესილისთვის თვალის მოშორება, მაგრამ არ გამოუვიდა. ისე ბრწყინავდა გოგო, ისეთი ლამაზი იყო. თვლას მართლა ვრ აშორებდა. -სესილი ყველამ ყველა გაიცნო უკვე. -ძალიან კარგი. რადგან ყველა აქ ვართ, დავიწყოთ -კაი. მართალია აქ ბიჭებიც არიან, მაგრამ პირველმა მე უნდა დაგლოცო. -მიდი სალი, გისმენ. -მოკლედ ჩვენი შეკრების მიზეზს, სესილის გაუმარჯოს. ძალიან მიყვარხარ და კიდევ უამრავ წელს გისურვებ. -მადლობა. ქეთიმ და ანანომ მოკლედ მიულოცეს და შემდეგ ანრიმ აიღო ჭიქა -სესილი მართლა გულით გილოცავ ამ დღეს და ძალიან ბევრ კარგ წელს გისურვებ. მართალია ცოტა ხანია გიცნობ, მაგრამ ძალიან კარგი გოგო ხარ. გილოცავ. -მადლობა ანრი. -გაგიმარჯოს სესილი. -მადლობა ბიჭებო. რამდენიმე ჭიქა ზედიზედ დალიეს. შემდეგ უკვე სიმღერები ჩართეს და ისე გააგრძელეს საუბარი. ყველა იღიმოდა და ბედნიერი იყო. გოგონებმა სესილი ააშენეს და ძალით აცეკვებდნენ. შემდეგ ისევ დასხდნენ, ისევ დალიეს. შემდეგ უკვე ყველა ნებით ცეკვავდა და იცინოდა. ანრი კარგად იყო შემთვრალი და გოგოს ვალსს ეცეკვებოდა. -მართლა ყველამ ყვავილები მოგიტანა. -არაუშავს, მე ყველაზე მეტად შენი მომწონს. -მართლა? -ხო ანრი, მართლა. -მართლა დასავით გახდი ჩემთვის. თან ასე უცებ. კარგი გოგო ხარ სესილი. -შენც ანრი. გოგონები თავისთვის ცეკვავდნენ. რეზიმ და ლიკამაც აუ ეს მხარი და ერთად მოძრაობდნენ ნაზი მუსიკის ფონზე. ქეთიმ გიო აიყოლია, სალიმ ვატო ააყენა ძალით. სამაგიეროდ სესილი გამოეთიშა მოცეკვავეებს და მაგიდასთან დაჯდა. -დაიღალე? -არა, მაგრამ ცეკვა მომბეზრდა. -არადა ანრი კარგად გაერთო. -ხო ძაან საყვარელია. ახლაც კარგად ერთობა. მარტო დარჩენილი ანრი თავისთვის ცეკვავდა. ისეთ სასაცილო მოძრაობებს აკეთებდა გოგომ ღიმილი ვერ შეიკავა. -სად გამეპარე სესილი? წამო რა. -არ დაიღალე ანრი? -ხო მართალი ხარ, მე დავიღალე. შენ და ამირანი წადით. -ახლა მეც მაძალებ ხო? წამო სესილი, იჯდეს ეს მარტო. ნელა ცეკვავდნენ ვალსის ფონზე. არაფერი არ უთქვამთ ამ დროის მანძილზე. არადა ამირანს ბევრი რამის თქმა შეეძლო და უნდოდა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა. არ იყო სწორი დრო. ყველა ისევ მაგიდას დაუბრუნდა. ამჯერად კარგად დამთვრალები იყვნენ და ცოტა დაღლილებიც. უკვე შვიდი საათი იყო დაწყებული. უცებ ჩაბნელდა და პერსონალმა ტორტი შემოიტანა. ყველამ სიმღერა დაიწყო. სესილიმ სანთლები ჩააქრო და ტაშმაც არ დააყოვნა. -რა ჩაიფიქრე სეს? -თუ გეტყვი აღარ ამიხდება ქეთი. -კარგი არ მითხრა. ყველამ მიირთვეს მართლაც გემრიელი ტორტი და გართობა გააგრძელეს. ამჯერად გოგონები ერთად მღეროდნენ და მათ შორის ანრი და რეზი იყვნენ. მაგიდასთან სესილი, გიო, ვატო და ამირანი იყვნენ. მომღერლებს იუბილარი შეუერთდათ და სიცილით ააყოლა დანარჩენებს ხმა. ხან წინ გაუსწრებდნენ ტექსტს, ხან უკან ჩამორჩებოდნენ. გოგო ცოტა ხნით აივანზე გავიდა, შიგნით ცოტა არ იყოს და ჩახუთული ჰაერი იყო. ამას სასმელიც ხელს უწყობდა. გოგოს ბევრი ნამდვილად არ დაულევია, მაგრამ სხეული მაინც უხურდა. ცოტა ხანში გვერდით ამირანი ამოუდგა -კარგად ხარ? -კი, უბრალოდ შიგნით უჰაერობაა. -ჰო მართლაც. ძალიან მხიარული მეგობრები გყავს. -კი. ჩემებს ეს რომ არ მოეფიქრებინათ, გოგონები რამეს მოაწყობდნენ. -შენ არ გინდოდა? -არა როგორ არა. უბრალოდ მშვიდად აღნიშვნას ვაპირებდი, სახლში. ყავა და ტორტი, მაგრამ გადამაფიქრებინეს. -კარგია. ეს დღე კარგად დაგამახსოვრდება. -ჰო. რომც დამავიწყდეს ანანომ იმდენი ფოტოები გადაიღო, გამახსენებს. -ძალიან კარგი. ასეთი დღეების აღბეჭდვას რა ჯობია. თან ძალიან ლამაზად გამოიყურები. -მადლობა. -უკვე დროა საჩუქარი გადმოგცე. -საჩუქარი? -ჰო. აი გამომართვი. იმედია მოგეწონება. საჩუქრები ლიკამ აგვარჩევინა. მე კი გადავწყვიტე რამე ისეთი მეჩუქებინა, რაც შენ გიკავშირდება. -რა არის? -გახსენი. -რა ლამაზი ყელსაბამის ამირან, მადლობა. -ეგ იხსნება სესილი, შიგნით რაღაცაა, ნახე. -ამირან ეს... ძალიან ლამაზია. ძალიან დიდი მადლობა. კულონის ერთ ნაწილში მრგვალი შუშის მაგვარი ნივთი იყო ჩასმული. მის შიგნით კი ნახატი. ნახატის ერთ კუთხეში მთები ჩანდა და მდინარე ჩამოდიოდა, რომელიც შემდეგ ველზე იშლებოდა. გარშემო სიმწვანე იყო. მდინარის ნაპირას ორი შავი სილუეტი ეხატა. მამაკაცის სილუეტი მიწაზე იჯდა და კალთაზე ქალის თავი ედო. ძალიან ლამაზი ნამუშევარი იყო. გოგომ ეს რომ დაინახა, ძალიან მოეწონა და გაუხარდა. -მიხარია თუ მოგწონს სესილი. ეს ნამდვილად მხოლოდ შენ გიკავშირდება. -მართლა ძალიან მომწონს ამირან. დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის. -არაფრის. ამის დანახვისას გაგახსენდები ხოლმე. -ამის დანახვის გარეშეც გამახსენდება ამირან. მართლა ძალიან მომწონს, ისეთი ლამაზია. მადლობა. სესილი ძალიან გახარებული იყო და გაუცნობიერებლად ჩაეხუტა ამირანს. ბიჭი რაღაც მომენტში გაშეშდა, მაგრამ შემდეგ თვითონაც ოდნავ მოეხვია გოგოს. -სესილი წამო შენ უნდა გიმღეროთ. ვერანდაზე გამოვიდა სალი. გოგოც მაშინვე მოშორდა ბიჭს. ცოტა დაბნეული იყო. ასე უცებ რატო ჩაეხუტა. ამირანი ცოტა გაკვირვებული იყო, მაგრამ გახარებული. გოგონები მიკროფონებთან იდგნენ და დაბადების დღის სიმღერას მღეროდნენ. სესილი სიცილით უყურებდა ერებს და ბედნიერებას გრძნობდა. ხელში ყელსაბამი ეჭირა, რომელიც ანანოს დახმარებით ყელზე მოირგო. გარედან ძალიან უბრალოდ და დახვეწილად გამოიყურებოდა. ვერცხლისფერი, ოვალური ფორმის ყელსაბამი იყო, მაგრამ ძალიან დიდ შინაარსს ატარებდა. -ძალიან გიხდება. -მადლობა ამირან. სულ მეკეთება. -არაფრის. ცხრა საათამდე იყვნენ რესტორანში. უმეტესობა მათგანი უკვე საკმაოდ მთვრალი იყო. -სესილი ეხლა სხვაგან წავიდეთ. -ახლა სახლში უნდა წავიდეთ ქეთი. მთვრალი ხარ. -არა, არა. ყველანი კლუბში წავიდეთ და ბევრი ვიცეკვოთ. -შენც სალი? აქაც ხომ იცეკვეთ არა? -მერე რა? იქაც წავიდეთ. ბოლოს მაინც წავიდნენ ახლოს მდებარე კლუბში. სესილის ასეთი ადგილები არ უყვარდა. ხმაურია თავი აატკივა, მაგრამ შეეჩვია. უნივერსიტეტის მეგობრები არ გამოჰყვნენ, ასევე გიოც დარჩა. დანარჩენებმა ამ ადგილას გადაინაცვლეს. რამდენიმე ჭიქა კოქტეილი დალიეს და შემდეგ ხალხს შეუერთდნენ. სესილი, ვატო და ამირანი არ სვამდნენ. ლიკა არ იყო ძალიან მთვრალი. აი გოგონები ანრი და რეზი მართლა კარგად ერთობოდნენ. ხან ერთმანეთთან ცეკვავდნენ ხან უცხოებთან. სესილი აიყოლიეს, მხოლოდ ცოტა ხნით. ძალიან ბევრი იცინეს და გაერთნენ. თორმეტი იყო დაწყებული კლუბიდან რომ გამოვიდნენ. საჭესთან ვერც ერთი ვერ დასხდებოდნენ, ასე გვიან ტაქსები ცოტა იყო. ერთში რეზი და ლიკა ჩასხდნენ. ასევე სალიც. ქეთი და ანანო მეორე ტაქსში ჩასვეს. ანრი, ამირანი და სესილი ერთად დაადგნენ გზას. ანრი სულ აცინებდათ და არ ჩუმდებოდა. სახლში დატოვეს და თვითონ ეზოში დაბრუნდნენ. -მადლობა ამირან, რომ მოგვაცილე. მეც და ანრიც. -არაფრის ისეთი. მადლობა, რომ ამ დღის შენთან ერთად გატარების საშუალება მომეცი. -არაფრის. ხო საჩუქრისთვისაც მადლობა, მართლა ძალიან მომწონს. -მიხარია თუ ასეა. მართლა კარგი დღე იყო შენი დამსახურებით. -კარგია თუ ასეთი დღე გაატარე. -კარგი ნახვამდის. -ნახვამდის. ძალიან კარგი დაბადების დღე გამოუვიდა სესილის. კარგად გაერთო ყველა და თავადაც ბედნიერი იყო. მშვიდად ეძინა და დილით მშობლებთან ერთად ისაუზმა. შემდეგ გოგონებთან ერთად დალია ყავა. -გუშინ რა კარგი იყო, მაგრამ თავი მტკივა. -მართლა? აბა რას გეუბნებოდი. -კაი რა, რა მოხდა ცოტა თუ დავლიეთ. -ცოტა ხო? -კაი ხო, ბევრი. -გამარჯობა. -გაგიმარჯოს, მაგრამ რამე მოვიფიქროთ რა. -რა უნდა მოვიფიქროთ? -არ ვიცი, მაცადე. - ე სესილი რა ლამაზი ყელსაბამია. -მადლობა ანანო. -ვინო გაჩუქა? -ამირანმა. მეც ძალიან მომწონს. -მართლა რა ლამაზია. შიგნით რამეა? -ხო, ნახატია. -ყვავილები ხატია? -არა სალი, სულ ყვავილებზე ნუ ფიქრობ. ნახატია, ჩვენი დასაწყისი. -სამოთხე? - არა ქეთი, რა სამოთხე. მე და ამირანის დასაწყისი. მდინარე. - რა მაგარია. -აუ ხო. როგორ მოიფიქრა. -კი კარგია. -რამე გითხრა? -რა უნდა ეთქვა? იმედია მოგეწონებაო. -ხო. ისე მართლა რა უცნაურად შეხვდით ერთმანეთს. -ჰო, გეგონება ბედისწერააო. -კარგით რა. თქვენ სულ ასე იცით. ყველაფერს ვარდისფრად ხედავთ. -სესილი დაფიქრდი, თქვენი მშობლები სულ ერთად იყვნენ, თქვენ კიდე არ იცნობდით ერთმანეთს. -ეგ ჩვენი ბრალია. ხან მე არ მივდიოდი იმათთან, ხმა ამირანი არ იყო სახლში. რაის ბედისწერა? -და მაინცდამაინც როცა ის უბედური შემთხვევა მოხდა, მაშინ რატომ იყო ამირანი იქ? -მე რა ვიცი ქეთი ? ახლა ამაზეც მე მაფიქრე. -აბა შენ მაგივრად მე ხო არ ვიფიქრებ? გადასაღები ბიჭია ამირანი. სულ გეხმარება. -აი ახლა ბებიაჩემს გავხარ ანანო. ნუ გადამრიე. დამანებეთ რა თავი. -დაანებეთ თავი. დრო მოვა და მიხვდება. -კარგი სალი, შემეშვით. თქვენ ის მოიფიქრეთ, რა ვქნათ. -დასასვენებლად წავიდეთ. -ახლა ? -ხო რავი. -აუ აგვისტოში არ ჯობია? ზღვაზე წავიდეთ. ახლა არ გვინდა. -ხო რა ზღავზე აგვისტოში. ახლა სხვა რამე მოვიფიქროთ. -მაინც? შენც თქვი რამე სესილი. -რა ვიცი. ვერ ვფიქრობ. -სადმე ტბაზე წავიდეთ, ან თბილისის ზღავზე რომ ავიდეთ? -აუ ხო ზღვაზე ავიდეთ, გავერთოთ, გავირუჯოთ. - რავი ეგრე მოვიქცეთ. ხვალ ავიდეთ? -კი ხვალ იყოს. გოგონებმა მთელი დღე ერთად გაატარეს. ისეირნეს, მიირთვეს, ისაუბრეს თან მეორე დღესაც გეგმავდნენ. საღამოს სესილი ფეხით ბრუნდებოდა სახლში. გზაზე ვატო შეხვდა და მოცილება შესთავაზა. -არ შეწუხდე ვატო. -რა შეწუხებაა. -ჩემი საჩუქარი მოგეწონა? -კი ძალიან ლამაზია. მადლობა. -არაფრის. მიხარია, რომ მოგეწონა. გუშინ კარგად გავერთეთ. -ხო. გოგოებს თავი სტკიოდათ მთელი დღე. -ჰო, ბევრი დალიეს. სამაგიეროდ შენ არ დამილევია. - არ მიყვარს მე სასმელი. -სესილი რაღაც უნდა გკითხო -აბა? -ისე ბიჭები ვინ იყვნენ? -აა. ჩემი მეგობრები იყვნენ. ახლახან გავიცანი. -ხო. ის ბიჭი ისე გიცინოდა. -ვინ? ანრი? მხიარული ბიჭია. -ხო. სამაგიეროდ ის მეორე იყო კრიჭაშეკრული. -ნუ ამბობ ასე. ამირანი ჩემი მეგობარია. ჩემი არ იყოს არ უყვარს ასეთი გართობა. -კარგი, აღარ ვიტყვი. -აი მოვედით. ნახვამდის. -კარგად სესილი. -კარგად. ამირანმა მთელი დღე ბიჭებთან გაატარა. ლუდის დასალევად იყვნენ ბარში. ბიჭებს თავი სტკიოდათ პახმელიისგან. -რა იყო გუშინ რამდენი სვით? -კაი რა. ვითომ რატომ არ უნდა დაგველია. -შენ რომ იყავი ფხიზლად იმიტომ ხარ დღეს ასე კარგ ხასიათზე ხო? -ეგ რა შუაშია. -აუ მცხელა. თან თავი მტკივა. -მე. -მე არა. -ოხ ამირან. მართლა კარგი იყო გუშინ. -კი. -სესილის საჩუქარი მოეწონა? -კი. ასე მითხრა სულ მეკეთებაო. -საყვარელი. რა ლამაზი იყო გუშინ. -კი ძალიან. -ისე ის ბიჭები ვინ იყვნენ? -გიოს ვიცნობდი, ქეთის ძმაა. ის მეორე არ ვიცი. -სესილის ასე თქვა მეგობარიაო. -ხო, შენ სანამ შემოხვიდოდი. უცნაურად უყურებდა. -უცნაურად როგორ? -შენსავით. სულ მას უყურებდა და უღიმოდა. -ანუ მე უცნაურად ვუყურებ? -შენ გასაგებია რატომაც უყურებ, მაგრამ ის ვიღაც.. -ალბათ მოსწონს სესილი. -საიდან მოიტანეთ? ვინც მეგობარია ყველას ყველა კი არ მოსწონს. -რავი ხო. საღამოს ბიჭები ანრის აივანზე ისხდნენ და ლუდს სვამდნენ. სახლის ცხელოდა და გარეთ ამიტომ გადაწყვიტეს დასხდომა. -ამირან. -ჰო. -დაბლა ჩაიხედე. -რატომ? -ჩაიხედე. -სესილია. -ხო. ვიცით, რომ სესილია. -ბიჭთან ერთადაა. -ის ბიჭია ამირან. -მერე? -რა მერე. ხო ვამბობდი სესილი მოსწონს-თქო. -მოცილება მოწონებას არ ნიშნავს. -თავს იმშვიდებ? -ვცდილობ. შემეშვით რა. -როდის ეტყვი? -არ ვიცი. როცა საჭირო იქნება. -და ეგ როდის იქნება? -დრო გვიჩვენებს. -იქნებ მაგ დრომ არაფერი გიჩვენოს. -ჯერ არაფერი არ იქნება. -კარგი, მაგრამ ისე ნუ იზამ, რომ ეგ დრო რო მოვა დაკავებული იყოს. -არ ვიზამ ასე. ჯერ ამის დრო არაა. და რომ ვუთხრა რა შეიცვლება? უფრო თავს ამარიდებს და გაიქცევა . -ასე გგონია? -ჰო. -იმას კი არ გეუბნებით, პირდაპირ მიახალა ყველაფერი-თქო. უბრალოდ ისე მოიქეცი, რომ შეგამჩნიოს. -ანუ ყველგან უნდა ვიყო სადაც ისაა? ასე არ მინდა. არ მინდაზ რომ რამე არასწორად გაიგოს. -მთლად ყველაგან არა, მაგრამ სადმე თუ შეხვდებით ისე ქენი, რომ შეგამჩნიოს. დააფიქრე. -შენ რა გამოცდილი კაცივით მელაპარაკები ანრი. ბევრი გოგო გყავდა? -ნუ ხარ დამპალი. -არ ვარ. პროფესორივით ლაპარაკობ. რეზი კიდე მესმის, შენ მე რომ მირჩევ რაღაცეებს ჯერ თავად გამოიყენე. -აუ ამირან თემა ნუ გადაგვაქვს ახლა. მე ვერავინ მოგებს. -კარგით გეყოთ. რა გავაკეთოთ. -რა უნდა გააკეთოთ და დაძინების საშუალება მომცეთ. -და ხვალ და გავაკეთოთ? -არ ვიცი. -არც მე არ ვიცი. შენ მოიფიქრე რეზი. -რა უნდა მოვიფიქრო. შვებულება გაქვს სადმე წავიდეთ. -კარგი აზრია. სად წავიდეთ? -მე როგორც გითხარით მთაში მინდა წასვლა სადმე. -აუ ხო. სამდე წავიდეთ, სიგრილეში. -კაი ეგ ხვალ მოვიფიქროთ. -მოიცა მირეკავენ. -რა ხდება ამირან რა სახე გაქვს? რა გიხარია ესე ძაან? -გიო ჩამოვიდა. -ეე.. რა კაცი? -გვაღირსა ხო? -კი და მამაჩემმა ჩამოდით ყველანიო. -აუ რა კაი სუფრა იშლება. აჰა შენი ხვალის გეგმაც. -ხვალ კი წავიდეთ, მაგრამ სუფრა ზეგ გაიშლება . -კაი მაშინ ზეგ წავიდეთ. -არა რატო. ხვალ დავსხდებით სიგრილეში, გიოსაც ვნახავთ. წავიდეთ ხვალე. -და სუფრა ხვალ რატო არაო? -თამადა ქალაქშია და იმიტომ. -არ სესილის მამა? -ჰო. ხო იცი სადაც სუფრაა ეგ თამადობს. ხვალ მე უნდა წავიყვანო ეგ და ნათია დეიდა. -კაი. მაშინ საათი ვთქვათ და ერთად წავიდეთ. მე და რეზი ჩემი მანქანით წამოვალთ. -რეზი ხო იცი ლიკაც დაპატიჟებულია. -კაი გადავცემ. -ანუ სესილის დედ-მამა შენ უნდა წაიყვანო? -ჰო. ზეგ დაპატიჟებულები არიან. -ვაი შე უტვინო. სესილიც წაიყვანე. -სესილი? -უი ჰო. ისე ქენი, რომ ისიც წამოვიდეს. -ჩემ ნებაზე კი არაა? -უთხარი, რომ დაპატიჟებულია. იქ ყველა ერთად ვიქნებით, გავერთობით. -არ უყვარს სესილის მსგავსი ადგილები. -თუ თხოვ წამოვა. ხვალაც რომ ჩავალთ რამე მოვიფიქროთ და ერთად წავიდეთ სადმე. -ბიჭო ალაზანზე წავიდეთ სათევზაოდ, გოგოებიც წავიყვანოთ. გაირუჯებიან, ფოტოებს გადაიღებენ. -შენ ბიჭო ცუდად ხო არ ხარ? გოგო მაგ მდინარეში კინაღამ მოკვდა და მე ვუთხრა წამოდი-თქო. -უი ხო. მანდ ნუ წავალთ სხვაგან წავიდეთ. -მაინც სად რეზი? -რავი, მაგალითად ლაგოდეხში. ჩანჩქერზე. დავისვენოთ, მწვადი შევწვათ. შენი ძმაც მონატრებული იქნება. -კაი ხო. ვეტყვი, ვნახოთ რას იზამს. -წამოვა. -კარგით დავიშალოთ ახლა. მე გურამი ძიას დავურეკავ საათს შევათანხმებ და გააგებინებთ. -აქედან დაურეკე თან უთხარი მამა სამივეს გეპატიჟებათ-თქო. -კაი ხო. -აბა რაო რომეო ? -რავი და დილით ადრე წავიდეთ სიგრილეში ვივლითო. ათზე აქ ვიქნები და ერთად გავიდეთ. -ეგ არ მაინტერესებს. სესილიზე რა თქვა? -ვკითხავ და არ ვიცი რას იზამს, ხვალ თბილისის ზღავზე უნდა წასულიყოო. -აბა წარმატებები რომეო. წადით ეხლა ჩაბარგდით და ხვალ შევხვდებით. მშობლებმა სესილის მოპატიჟება გადასცეს. გოგოს უარის თქმა არ უნდოდა, მაგრამ მეგობრებსაც ვერ აწყენინებდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გამოსავალი მონახა. გოგონები თავისთან დაპატიჟა კახეთში რამდენიმე დღით. ტელეფონზე ელაპარაკა და შეთანხმდნენ. სიგრილეში რამდენიმე დღეს ერთად გაატარებდნენ, ამირანის მშობლებსაც არ აწყენინებდა. არ უნდოდა, რომ მეგობრები მარტო წამოსულიყვნენ ავტობუსით, ამიტომ ნივთებს მშობლებს გაატანდა და თვითონაც გოგონებთან ერთად იმგზავრებდა. მეორე დილით მშობლებს ნივთები ჩაატანინა ეზოში. – გამარჯობა, შენ არ მოდიხარ სესილი? –სალამი ამირან. კი როგორ არა. უბრალოდ არ მინდოდა გოგონებთან უხერხულად გამოსულიყო. ჩემთან დავპატიჟე. ჩემს ჩანთას თქვენ გაგატანთ, მე იმათთან ერთად წამოვალ ავტობუსით. –გასაგებია. ავტობუსით რატომ უნდა იმგზავროთ ჩვენ წაგიყვანთ. –ამირან ამ მანქანაში ამდენნი ვერ ჩავეტევით. ასე ჯობია. –გამარჯობა ხალხო. აბა ვინ სად ვერ ეტევა? –გამარჯობა ანრი. ამირანს ვეუბნებოდი, მე და ჩემი მეგობრები ავტობუსით წამოვალთ–თქო. –მერე რატო? შენ ჩვენთან ჩაჯექი, გოგონები რეზისა და ლიკასთან ჩასხდებიან, რა პრობლემაა. –მართალს ამბობს ანრი. რეზიც აქ მოვა. დაურეკე გოგოებს და უთხარი აქ მოვიდნენ. –უხერხულია, რეზისაც შევაწუხებთ. –არავინ არ შეწუხდება სესილი. მანქანა ცარიელია და რა პრობლემაა. –კარგი მაშინ. დაახლოებით ნახევარ საათში შეიკრიბნენ ყველანი. ავტომობილებში გადანაწილდნენ და გზას გაუდგნენ. გზაში თითქმის არ საუბრობდნენ მხოლოდ გიო ახსენეს. –სესილი, იცი ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ლაგოდეხში წავიდეთ ჩანჩქერზე. შენ და შენი მეგობრებიც წამოდით. გავერთობით. –დღეს? არ ვიცი ანრი, გოგონებსაც უნდა ვკითხო. –კითხე. ცოტას ვიწუწავებთ, სუფთა ჰაერზე ვიქნებით, მწვადს შევწვავთ. კარგი იქნება. –რა კარგი აზრია ბავშვებო. წადით დე თქვენც, ისეთი კარგია. –გურამი ძია დაახლოებით რა დრო დაგვჭირდება იქამდე? –ჩვენი სოფლიდან საათზე ცოტა მეტი ალბათ. –ძალიან კარგი. რომ ჩავალთ დავლაგდეთ, ცოტა დავისვენოთ და მერე წავიდეთ. –კარგი. ასე მოვიქცეთ. გოგონებს მოეწონებათ ეგ აზრი. აი სალი მირეკავს და ვკითხავ. –რაო აბა? –რაო და რეზისაც ეგ უთქვამს გოგოებისთვის და მოსწონთ ეს იდეა. –ძალიან კარგი. რომელზე წავიდეთ ამირან? –საღამოს იქ ეცივება. მალევე უნდა წავიდეთ. –მე მოვიფიქრე. ეხლა ჯერ ამირან შენთან გავიაროთ, ჩვენ იქ დავლაგდეთ, მერე გოგონები და სესილის მშობლები წავიყვანოთ თავიანთ სოფელში. ისინიც დალაგდებიან და მერე პირდაპირ ლაგოდეხში წავიდეთ. –კარგი აზრია ანრი. გზაში რაღაცეები ვიყიდოთ და ეგ ინება. –გენიოსი ვარ რა. –ნამდვილად ანრი, ნამდვილად. –მაშინ მე გიოს დავურეკავ დაგვხვდეს. –კაი. გეგმას მიჰყვნენ და ამირანის სახლში მივიდნენ. ცოტა ხანს სანამ ბიჭები ლაგდებოდნენ, მშობლებმა ისაუბრეს, ყავაც დალიეს და დაისვენეს. გიოც გაიცნეს გოგონებმა. –ბავშვებო ხაჭაპურები გამოგიცხვეთ და წაიღეთ, მოგშივდებათ. –როდის მოასწარით ირმა დეიდა. –გიომ რომ მითხრა მოდიანო, უცებ გავაკეთე. –ჩვენ ამოვალაგეთ. წავიდეთ. გოგონებიც მალევე მოწესრიგდნენ და ისევ გადანაწილდნენ მანქანებში. ეს სოფლები გვერდი–გვერ იყო და დიდი დრო არ დასჭირდათ. გზაში ანრი კარგად ართობდათ. გიოც თავის ამბებს ყვებოდა. –მოკლედ კარგ დროს ატარებ საფრანგეთში რა. –კი ძაან. ამირანს ვეუბნებოდი წამოდი–თქო, მაგრამ არ სჯერა. –ამირანი ისეთი პატრიოტია მაგ სიტყვებისთვის გვარიდან თუ არ ამოგშალა, მადლობა უთხარი. –ანრი! –კაი ხო ჩუმად ვარ. გიო კარგი გოგები არიან? –ანრი–მეთქი! –უიმე რა იყო. სესილის არ ეწყინება, ხო? –არა ანრი არ მეწყინება. ოღონდ შენ ვინმე იპოვე და ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. –უყურე რა? ესეც აიყოლიეს. –კი ანრი ლამაზი გოგონები არიან. ამირანი არა, მაგრამ შენ ჩამოდი ჩემთან, კარგ ვინმეს გაგაცნობ. –გაგახსენებ მაგ პირობას. –შევთანხმდით. ისე სესილი შენ მოგწონს საფრანგეთი? –შენ იცი გოგო, რომელსაც ეიფელის კოშკის ნახვა არ უნდა? –მთლად ასეც არაა ანრი რომ იცოდე. მე იტალია მირჩევნია. ვენეცია, პიზა. ჩემთვის ეგ უფრო მომხიბვლელია. ან თუნდაც ტაჯმა ჰალი მირჩევნია ეიფელს. –მართალია სესილი. ეიფელს ტაჯმა ჰალი ჯობია. –ვისთვის როგორ. აი მე ოდესმე შეყვარებული თუ მეყოლება ხელს საფრანგეთში ვთხოვ. –ოღონდ ეგ დღე დადგეს და თუ გინდა თავისუფლების მოედანზე სთხოვე. –ოხ ამირან. შენში არაფერია რომანტიკული. ყველა იცინოდა ანრის სიტყვებზე. სესილის ტელეფონმა დაურეკა. –ხო ვატო. აა.. იცი თბილისში არ ვარ. ხო ცუდია. კაი, რომ ჩამოვალ შეგეხმიანები. ანრიმ ამირანს თვალით რაღაც ანიშნა, მაგრამ ეს სესილიმ ვერ შეამჩნია. ლაგოდეხში მალევე ჩავიდნენ და იქაური სილამაზით ყველა ნასიამოვნები იყო. გიოს ძალიან ენატრებოდა სქართველო და ამ ადგილმა ალიან გააბედნიერა. ძალიანაც არ ცხელოდა. –გოგოებო თქვენ დაათვალიერეთ, მანამდე ჩვენ ამოვალაგებთ. –კაი. ბიჭებმა მაგიდა იქირავეს და პროდუქტები იქ დააწყვეს. –ამირან, დროა უკვე. –უკვე შევწვათ? –ღმერთო მიშველე. ამირან თავს ნუ იშტერებ თორე ჩაგახრჩობ ამ მდინარეში. –რა გინდა ანრი? –რა მინდა და ვეუბნები ამ იდიოტს, რო გააღოს პირი და უთხრას იმ გოგოს ყველაფერი. –ვინ გოგოს? რომელი მოგწონს ამირან? –რომელი მოსწონს და სესილი. –სესილი? ეგრეც ვიცოდი. –მოიცა შუბლზე მაწერია თუ რა? –არა, უბრალოდ ვიღაც ბიჭმა რომ დაურეკა, ისე მოიქუფრე, ეგრევე მივხვდი. –მოიცა ვინ დაურეკა? –ვინ და ვატომ. ალბათ შეხვედრა უნდოდა, სესილიმ უთხრა, რომ ჩამოვალ დაგირეკავო. –მემგონი მართლა დროა ამირან. –აუ შემეშვით ეხლა. რა დროს ეგაა? –აბა როდის იქნება? ქორწილში რომ დაგპატიჟებენ მაშინ? –ანრი ჩაიგდე ეგ ენა. –კაი გაჩუმდით გოგონები მოდიან. –ძაან ლამაზი გარემოა. –აუ ხო. იმდენი ფოტოები გადავიღეთ. –ანანო შენ ყველგან იღებ ფოტოებს. სალის კიდე ყველგან უღებენ ფოტოებს. –ხო, მაგრამ აღიარე ეს მართლა ლამაზი ადგილია. –ვაღიარებ. მეც ძალიან მომწონს. –ნეტა წყალი როგორია? –ახლავე გავიგებთ. ქეთი ახლოს მივიდა და გოგონებს წყალი შეასხა. –ქეთი! კაი რა. გოგონებმა წუწაობა დაიწყეს და ბევრი იცინეს. მალევე შეუერთდნენ ბიჭებიც და სულ მთლიანად სველები იყვნენ. გარშემო ბევრი ხალხი არ იყო. მდინარის ირგვლივ დაგუბებული ადგილები იყო. სადაც სალი და ანანო ჩახტნენ. მზე კარგად ანათებდა და ამოსულები ქვიან ნაპირზე დაწვნენ. ბიჭებმა მანამდე ცეცხლი დაანთეს. –ამოდით ახლა წყლიდან და დაგვეხმარეთ. –ჩვენ კი არა თქვენ ჩამოდით, ძაან კარგია. ბევრი ჭყუმპალაობის შემდეგ მთლიანად სველები დასხდნენ მაგიდასთან. ბიჭები მწვადს წვავდნენ. სესილი და სალი სალათს ამზადებდნენ, დანარჩენები შრებოდნენ. –აუ სესილი სულ სველი ხარ, სკამიც დასველდა. –ხო ვიცი. კაბა რამ ჩამაცვა ტანზე ისე მეწებება ნერვები მეშლება. –გოგო მოდი ცეცხლთან და გაშრები, არ შეგცივდეს. გოგონები მზეზე შრებოდნენ, ლიკა და ქეთი წუწაობას აგრძელებდნენ. სესილი იყო ცეცხლთან და კაბის გაშრობას ცდილობდა, რაც იოლად მოახერხა. ნუ ისე ალიან აღარ ეკვროდა ტანზე. შემდეგ თვითონაც გოგონებს შეუერთდა. შემდეგ ყველამ ერთად გემრიელად მიირთვეს. –აი ეს არს ზაფხულის ყველაზე საუკეთესო დღე. –ხო, მართალია. ჩემიც. –ანუ ზღვას ეს ჯობია? –რა ინტრიგანი ხარ სესილი? კი, სად თბილისის ზღვა და სად ეს. –თან აქ ცოტა ხალხია და უფრო კომფორტულად ვართ. –არ გრცხვენია სესილი? ვინ შეგიწვავდა ზღვაზე ასეთ მწვადს ჰა? –სულ შენ შეწვი არა ანრი? ალბათ როგორ დაიღალე. –აუ სესილი რა? ჩემი მეგონე სხვისი ყოფილხარ. –რა იყო ანრი? სიმართლე მწარეა ხო. შენ მარტო ატრიალებდი. ყველაფერი ამირანმა გააკეთა. –დაუნახავები. ის აგურები ვინ ამოიტანა წყლიდან? –მართალია ანრი. ყველაზე მთავარი ეგ იყო. სადილის შემდეგ ისევ წყალში გაიქცნენ გოგონები და ანრიც უკან გაჰყვათ. სესილი, რეზი და ამირანი ალაგებდნენ. დანარჩენები ხმამაღლა იცინოდნენ და ყვინთვაში ეჯიბრებოდნენ. –სესილი რაღაც უნდა გკითხო? –ჰო რეზი, რა იყო? –ის შავგვრემანი ბიჭი მართლა ლიკას უყურებს თუ მე მეჩვენება. –არ ვიცი რეზი. ის ყველას უყურებს. –რეზი, ნუ იცი შენ ასე. –აი ახლა ქეთის უყურებს. –უყუროს და იყოს. ნახე თან რამდენს სვამს. –ეგ გამართლება არაა სესილი. –ამირან შენ რაღა გემართება? ადამიანია და სადაც უნდა იქ გაიხედავს. –და მაინცდამაინც გოგონებს უნდა უყუროს ხო? მე იმათთან მივდივარ, სანამ ნერვები ამშლია. –რეზი ეჭვიანი ყოფილა. –ეჭვიანობა არფერ შუაშია. გამაღიზიანებლად იქცევა ის ბიჭი. გოგონები მალევე ამოვიდნენ წყლიდან. –რა უცებ მოხვედით? მოგწყინდათ უკვე? –არა სესილი, ვიღაც ბიჭი მოვიდა და ნერვები მოგვიშალა. –ვინ ბიჭი? –ის შავგვრემანი. მოუნდა ბიჭს საუბარი? –კაი რა რეზი, რაზე იშლით ნერვებს? –ვერ ვიტან მისნაირ იდიოტებს ლიკა. –თქვენ რაღა გჭირთ გოგოებო? ილაპარაკოს და იყოს. –ილაპარაკოს ხო? გინდა გითხრა რაზე ლაპარაკობდა? –არ მაინტერესებს სალი. რაზეც უნდა იმაზე ილაპარაკოს. –აი ის ვაჟბატონი ჯერ შენს დაქალებთან იმას არკვევდა ამირანი შენი შეყვარებული იყო თუ არა და მერე შენს ნომერს სთხოვდა ანანოს. –რაა? სესილის სიცილი აუტყდა. თან ცოტა გაუკვირდა. –შენ გეცინება და მე კინაღამ შემომელახა. –რატო ვითომ? –რას ქვია რატომ სესილი? ტიპი მოვიდა და მეუბნება: აუ ის ბიჭი იმ გოგოს შეყვარებულია? ნომერი მომეცით რა. –სერიოზულად სალ? –ჰო ზუსტად ასე. ვიღაცამ ნაპირიდან დაუძახა რათ გინდაო და ამან: ნახე რა ტანზეაო. –ჩემი დამცველები ხართ თქვენ. აი წავიდა ის ბიჭი, ჩადით ისევ. მეც მოვალ. –კაი. იცოდე თუ გკითხა ნომერი არ უთხრა. –არ ვეტყვი ქეთი, არა. ყველანი წყალში დაბრუნდნენ. სესილიც მათთან აპირებდა ჩასვლას, მაგრამ დროებით თავი შეიკავა. არ უნდოდა იმ უცნაურ ბიჭთან მიახლოვება, რომელიც იქვე ნაპირთან დადიოდა. გოგომ რაღაც მომენტში იგრძნო, რომ ეს შავგვრემანი უყურებდა და იმ მხარეს საერთოდ არ იყურებოდა. მაგიდასთან იჯდა და იქიდან ელაპარაკებოდა გოგონებს. –წყალში რატომ არ შედიხარ? –რავი არ მინდა. შენ? –ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობას ველოდები. ხო არ გეშინია? –წყლის? არა, მაგრამ ცოტა ხანში ჩავალ. –კაი. სესილი... იმ ბიჭის გამო არ ჩადიხარ? –არა ეგ რა შუშია. კაი წავალ. –მოიცა. ბიჭი უცებ ჩაეხუტა სესილის. გოგომ ვერ გაიგო რას აკეთებდა და დაიბნა. –ამირან, რას აკეთებ? –ეგონოს, რომ ერთად ვართ. ეს თავს უკეთ გაგრძნობინებს. ახლა წადი. გოგოც დანარჩენებს შეუერთდა, სამაგიეროდ ბიჭები ამოვიდნენ წყლიდან. –ამირან უთხარი? –არა, არაფერი არ მითქვამს. –აბა რატო ეხუტებოდით ერთმანეთს? –ვიღაც–ვიღაცეების დასანახად. სესილი მაგ ტიპის გამო არ ჩადიოდა წყალში, ხოდა იფიქროს, რომ ერთად ვართ. –ასე ჯობია. –ჰო. –შენი არ მესმის ამირან. –რა გინდა რეზი? –ის ტიპი პირდაპირ სესილის უყურებს და ახლა მათთან მივა. –და მე რა უნდა გავაკეთო? ამისთვის მოვკლა? –შენც წამოდი ჩვენთან. მშობელივით აქედან რომ გვიყურებ. –კაი ცეცხლი ჩაიწვას და ერთად მივიდეთ. ამ დროს ანანო ამოვიდა წყლიდან. –რა მოხდა? –აუ ბიჭებო სესილის კაბა რაღაცაში ჩაეტანა და ვერაფრით გამოვწიეთ. რომელიმე წამოდით რა? ანანოს ამირანი გაჰყვა. სესილის კაბა წყალქვეშ ქვებს შორის იყო მოტანებული და ვერაფრით სწევდნენ. ამ დროს ის ბიჭი მივიდა. –დახმარება ხომ არ გჭირდებათ? –არა, მადლობა. –მე ვხედავ, რომ გჭირდებათ. აბა ჩაგეტანა? –როგორც ხედავ კი. –დაგეხმარები. –საჭირო არაა. –რატომ ვითომ? მე მინდა, რომ დაგეხმარო. –რით აპირებ ჩემს დახმარებას? დამანებე თავი რა. –მაგალითად შემიძლია კაბის გახდაში დაგეხმარო. –როგორ ბედავ! გადი აქედან. –არადა მშვენიერი იდეაა. –შემეშვი მეთქი. –სესილი? რა ხდება? –კაბა ქვებს შორის მოყვა და ვერაფერს ვაკეთებ. –კაი დამშვიდდი. გამოვწევთ. –არადა მე ვთავაზობდი გაიხადე–თქო. –ბატონო?! დაიკარგე აქედან სანამ აქვე დამიხრჩვიხარ. –შენ არ ვიცი, მაგრამ ამ გოგოსთან ერთად სიამოვნებით. ამირანმა ხელი გაჰკრა და ნასვამი ბიჭი ქვებზე დავარდა. ამასობაში დანარჩენი ბიჭებიც მოვიდნენ. –რა ხდება აქ? –ეს გადარეული გამაცალეთ აქედან სანამ კარგ ხასიათზე ვარ. –მე უფრო კარგ ხასიათზე ვიქნები თუ გამეცლებით და ამ გოგოს დამიტოვებთ. გოგონები ძალიან დაძაბულები და შეშინებულები იყვნენ. ამირანს სახეზე ეწერა, რომ ცოტაც და მართლა შემოაკვდებოდა ის ვიღაც. ეს რომ თქვა საერთოდ ყველა გაბრაზდა. –წამოდი შენ აქეთ! მე გაჩვენებ გახარებას. –თქვენ საერთოდ ნუ ერევით. მე ამ ლამაზ გოგოს ვესაუბრები. –ახლავე აქედან თუ არ აორთქლდები, ეს გოგო ბოლო იქნება რასაც შენი თვალები ნახავენ. –შენ საერთოდ ვინ დაგიძახა, ვინ ხარ რომ ერევი? –მე ის ვარ ვისაც ეს გოგო ძალიან მოსწონს და აქედან თუ არ გაქრები, ინანებ. –მეეჭვება ჩემზე ძალიან მოგწონდეს. ამირანს ყელში ამოუვიდა და იმ ბიჭს გაარტყა. გოგოებმა ერთდროულად წამოიკივლეს. დანარჩენებმა როცა შენიშნეს, რომ ამირანი თავს ვეღარ იკავებდა, ის ბიჭი გაიყვანეს და მეორე მხარეს დატოვეს. ამირანმა ქვები აწია დ სესილის ამოსვლაში დაეხმარა. ყველნი მაგიდასთან დაბრუნდნენ. სესილი ნერვიულობისგან და შიშისგან კანკალებდა, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. გოგოები ჩუმად ამხნევებდნენ. –მაპატიეთ გოგოებო, არ მინდოდა თქვენი შეშინება. სხვა გზა არ დამიტოვა. –როგორ შეიძლება ყველა შარში მე ვეხვეოდე და თქვენც თან გიყოლებდეთ, რა უბედურებაა. –კაი რა სესილი, ნუ განიცდი ასე. იდიოტი იყო ვიღაც. –რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო ლიკა, მაინც ამით დავასრულეთ. –სესილი, შენი ბრალია არაა, ხო იცი არა? არ მინდოდა ასე მომხდარიყო. –კაი რა ამირან რას მიხსნი. ვიცი. –სამაგიეროდ მე ისე მინდოდა, ვინმეს მაგ დებილისთვის დაერტყა. მადლობა ამირან, მაგარი იყო. –სალი, შენს სადიზმს როდისმე ეშველება? –არასდროს სესილი, არასდროს. ყველას გაეცინა. მალევე აბარგდნენ და სახლებში წავიდნენ. ჯერ გოგონები დატოვეს, მერე თვითონ წავიდნენ სახლში. ბიჭები აივანზე ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. –სულ იმას ამბობდი ჯერ დრო არ არის, როცა საჭირო იქნება მაშინ ვეტყვიო. აი თურმე რა ყოფილა საჭიროება. –დათვერი ანრი? რეებს ბოდიალობ. –არაფერსაც არ ვბოდიალობ. ისე როგორი სცენა არ წარმოვიდგინე, მაგრამ ეს ვერაფრით. ორიგინალური იყო. –ვერაფერი გავიგე? –ორიგინალურად უთხარი სესილის ყველაფერი. –რა ვუთხარი რეზი? –ჩვენ კი არა შენ დათვერი მგონი. ის რომ მოგწონს. –რა? –უფს. როგორც ჩანს შემთხვევით წამოგცდა ძმაო. –ჯანდაბა, რა იდიოტი ვარ. –გაგახსენდა ხო. ასე ადექი და წამოაყრანტალე. –აუუ.. ღმერთო უნდა მომეკლა ის იდიოტი. რა გამოვიდა სესილიმ იცის, რომ მომწონს? –კი ამირან. ნუ თუ თვითონაც ისეთ შოკში იყო, რომ არც გისმენდა. –არა მგონია. აუ რა დებილი ვარ. –მე ის ვარ, ვისაც ეს გოგო ძალიან მოსწონს. –ანრი, გისვრი ეხლა აქედან იცოდე. –ხვალ რა უნდა ვუთხრა? –წესიერად უნდა აუხსნა ყველაფერი, ან იმედი იქონიო, რომ არ გაუგონია. რის შანსიც თითქმის ნულის ტოლია. –ნუ ახლა შენი გამოტყდომის ინციდენტს თუ შევხედავთ, ხვალ გამოთვერი და ისე უთხარი. –გიო ილოცე, რომ ხვალ იუბილარი ხარ, თორე აქამდე მკვდარი მეყოლებოდი. –შენ ხვალინდელზე იფიქრე ამირან. აბა ტკბილად გათენებული ღამე რომეო. –ანრი! ვერ გადამირჩები იცოდე. –ჯერ შენ თვითონ ხარ გადასარჩენი ამირან. წარმატებები. –მგონი მართლა მჭირდება. სესილიმაც ძალიან ბევრი იფიქრა. მთელი საღამო ეზოში იჯდა და ბიჭის სიტყვებზე ფიქრობდა. იმ მომენტში თითქოს ვერც გაიაზრა ამირანის სიტყვები, მგრამ მერე რომ გაიხსენა, ძალიან დაიბნა. ამირანმა ასე უბრალოდ განაცხადა, რომ სესილი მოსწონდა, თანაც ძალიან. უამრავი ფიქრი ირეოდა გოგოს თავში. იქნებ ეს ყველაფერი იმ ბიჭის გასაგონად თქვა. ანდაც იქნებ ასეცაა და წამოსცდა. ლოგიკასთან ახლოს იყო ეს ყველაფერი. ამირანი სულ მის გარშემო იყო, ყველაფერში ეხმარებოდა და სანაცვლოდ არაფერი სჭირდებოდა. მთელი ღამე იფიქრა, ალბათ სიმართლეა, ან არა. დავუშვათ სიმართლეა, მაშინ სესილიმ რა უნდა გააკეთოს. თვითონაც ვერ ხვდებოდა ამ სიტუაციიდან გამოსავალს. თავი უნდა აარიდოს ამირანს, თუ პირიქით. ან თავად რას გრძნობს გოგო. თითქმის გამთენიისას ჩაეძინა და ადრიანად ნამდვილად ვერ გაიღვიძა. ყველამ ერთად ისაუზმეს. გოგონებს ძალიან უკვირდათ სესილის ჩუმად ყოფნა. ერთად დასხდნენ ეზოში და საუბრობდნენ. –სესილი არ გვისმენ? –აა.. როგორ არა, უბრალოდ ჩავფიქრდი. –დილიდან ასე ხარ, რამე ხდება? –მგონი ვიცი რაც ხდება. ამირანის სიტყვებზე ფიქრობ? –ანუ არ მომესმა ხო? კი, მის ნათქვამზე ვფიქრობ. –სიმართლე გითხრა, ეჭვები მქონდა, მაგრამ ასე თუ იტყოდა ამას, ვერც ვიფიქრებდი. –ეჭვები? რასთან დაკავშირებით? –იმასთან, რომ მოსწონხარ სესილი. სულ გიყურებდა, გიღიმოდა, გეხმარებოდა. მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ასე.. –ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სიმართლე თქვა? –შენ არ ფიქრობ ასე? –არა, უფრო სწორედ კი. ანუ მეც ვთვლი, რომ მართალი ხარ, მაგრამ იქნებ იმ ბიჭის გასაგონად თქვა. –არა მგონია. –ხო სესილი, მეც მგონია, რომ ამირანს მოსწონხარ. –ჰო, მგონი მართალს ამბობთ. –ახლა რა უნდა ქნა? –არ ვიცი. –ფიქრობ დღეს უნდა ისაუბროთ. –ხო, აუცილებლად. ამ გაუგებრობას ჯობია სიმართლე ვიცოდე. დღეს ვისაუბრებთ. შუადღის სამი საათი იყო როცა ყველანი ამირანის სახლში წავიდნენ. ეზოში საკმაოდ დიდი სუფრა იყო გაშლილი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო უკვე ეზოში. ახალგაზრდებიც, დიდებიც. მალევე შემოუსხდნენ სუფრას, ყველა მხიარულობდა, ერთობოდა. სესილი დალევის ხასიათზე ნამდვილად არ იყო, მაგრამ გიოს ხათრით ერთი ორი ჭიქა მაინც დალია. რამდენიმე საათში მშობლები და დიდები აიშალნენ და სუფრასთან მხოლოდ ახალგაზრდები დარჩნენ, რომელთა უმეტესობაც უკვე საკმაოდ მთვრალი იყო. მოსვლის დროიდან ამირანს და სესილის არც ულაპარაკიათ, მხოლოდ გამარჯობა უთხრეს ერთმანეთს. გოგო ეზოს უკანა მხარეს დასეირნობდა, როცა ამირანი მივიდა მასთან. ბიჭი არ იყო მთვრალი, მაგრამ ნასვამი იყო. –სესილი შეიძლება ვილაპარაკოთ? –კი, რა თქმა უნდა. –გუშინდელის გამო კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, თქვენი შეშინება არ მინდოდა. –ეგ არაფერი. ალბათ სხვა გზა არც იყო მის მოსაშორებლად. –კარგია ასე რომ ფიქრობ. იცი ჩვენ, ანუ მე და ბიჭები რაღაც დროით დასასვენებლად მივდივართ და მანამდეც რაღაცეები მოსაგვარებელი მაქვს. ასე, რომ სანამ დიდი ხნით მომიწევს წასვლა მინდა დაგელაპარაკო. –კარგი, გისმენ. –შორიდან არ შემოვუვლი, მოკლედ მინდა აგიხსნა ის რაც გუშინ ვთქვი. იცი სესილი არ მინდოდ ასე მომხდარიყო, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლი. ისე მოულოდნელად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, რომ ვერც გავიაზრე. თავიდან ვერც ვხვდებოდი რა ხდებოდა, რატომ მინდოდა შენი ნახვა, დახმარება, რატომ ვღელავდი შენზე ან რატომ ვბრაზდებოდი აჩიკოზე. მერე როცა გავიაზრე, შეწინააღმდეგება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. ბოლოს ამ შედეგამდე მოვედი... ხო ალბათ გაინტერესებს რაც ვთქვი სიმართლეა თუ არა. სიმართლეა სესილი, მომწონხარ. მართლა არ ვიცი რა მომენტში მოხდა ეს, მაგრამ ასეა. –კარგია, რომ სიმართლე მითხრი, მადლობა.. თუმცა არა, მადლობას არ გეტყვი. არ მინდა იფიქრო, რომ გაბრაზებული ვარ. რაც შეეხება დანარჩენს, მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა. ეს მოულოდნელი იყო. ბევრ რამეში გეთანხმები, მაგალითად ჩვენს ძალიან უცნაურად გადახლართულ სიტუაციებში, მაგრამ.. გამიგე ამირან, ახლა მართლა ძალიან დაბნეული ვარ, არ ვიცი რა უნდა გითხრა ან როგორ უნდა მოვიქცე. –არაუშავს სესილი, მესმის. ეს შენთვის მართლა მოულოდნელი იყო და ასე სიმართლის თქმა არ მინდოდა. არაფრის თქმა არ გჭირდება. ყველაფერს ალბათ დრო გვიჩვენებს. მიხარია, რომ გაბრაზებული არ ხარ, მართლა. დრო კიდევ ძალიან ბევრია სესილი, დაფიქრდები და ალბათ რაღაც აზრამდე მიხვალ. არაფრის თქმა არაა საჭირო. –კარგი ამირან, რომც მოგეთხოვა, მაინც ვერაფერს გეტყოდი. სწორად მოიქეცი დალაპარაკება რომ გადაწყვიტე. მეც გაურკვევლობაში ვიყავი გუშინდლის გამო. –მიხარია თუ ასეა. –დროის გამოყენება ნამდვილად მჭირდება. –კარგი, ასე იყოს. იმ დღეს მეტი აღარ უსაუბრიათ. მხოლოდ წამოსვლისას დაემშვიდობნენ ერთმანეთს. სესილი და გოგონები რამდენიმე დღით დარჩნენ კახეთში, მერე კი თბილისს დაუბრუნდნენ. გოგონებმაც ურჩიეს დაფიქრება და სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა. გოგო ბევრს ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა რას გრძნობა ბიჭის მიმართ. უარყოფითი არაფერი, მაგრამ მაინც გაურკვევლობაში იყო სესილი. გოგონებთან ერთად იჯდა ქეთის სახლის აივანზე და ყავას სვამდა. –სესილი, ვერაფერი გადაწყვიტე? –ვერა სალ, მართლა ძალიან დაბნეული ვარ. თან ყველაფერი ხუთი დღის წინ იყო. –ამირანის მიმართ საერთოდ არაფერს არ გრძნობ? –მე ეგ არ მითქვამს ანანო. მშვენიერი ბიჭია ამირანი, ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ არ ვიცი როგორ ვუყურებ. ყველაფერი ისე უცე მოხდა. –ძმასავით უყურებ? –არა, ნამდვილად არა. არც ისე, როგორც კურსელ ბიჭებს ან თუნდაც ანრის და რეზის. ამირანი საერთოდ სხვაა. –მეტს რას ელი სესილი შენი თავისგან? –არ ვიცი რას. ეს ისაა რაც უნდა იყოს? –ეგ შენ უნდა იცოდე. ვატო სესილი? იმასაც ხო მოსწონხარ, ვატო და ამირანი ერთნაირად არიან შენს თვალში? –არაა, არა. ვატო სულ სხვაა. ვატოს მოვწონვარ, კარგი ბიჭია, მაგრამ ამირანი სხვაა. ამირანი არავის არ გავს. სიმშვიდე მოაქვს და დაცულობა. –მერე ეგაა სესილი, მოწონება ეგაა. –მასზე დარდობ? გაღელვებს? –კი, ასეა. როცა დაიჭრა ძალიან მეშინოდა, რომ რამე დაემართებოდა. დანაშაულის გრძნობა სხვაა, მაგრამ ეს ღელვა სხვა იყო. გახსენებაც არ მინდა. როცა ლაგოდეხშიც იმ ბიჭს დაარტყა შემეშინდა, რომ რამე დაემართებოდა ან შარში გაეხვეოდა. –ახლა როცა ყველაფერი ხმამაღლა თქვი რამე შეიცვალა? –კი სალ, თითქოს უკეთ გავიაზრე რაღაცეები. მადლობა გოგოებო. ძალიან კარგად დამანახეთ სიმართლე. ამირანი სანამ დასასვენებლად წავიდოდა სამსახურში მივიდა. ცვლილებები დიდი იყო. ბიჭს პოსტზე დგომა აღარ მოუწევდა. ახლა მას სულ სხვა მოვალეობები და პასუხისმგებლობები ჰქონდა. განაწილება, საბუთები, დეტალები. რამდენიმე დღით მოუწია სამსახურში სიარული, რათა ყველაფერი დალაგებული ჰქონოდა. მთელი კვირა საქმეებში და დოკუმენტებში იყო ჩაფლული. ბიჭებსაც კი ვეღარ ნახულობდა წესიერად. საღამო იყო და სახლისკენ მიდიოდა. ერთი კვირა იყო გასული მათი ლაპარაკიდან და გოგოს ნახვა უნდოდა, თანაც ძალიან. სახლის გზას გადაუხვია და სესილის სანახავად წავიდა. საცობში მოხვდა და ძალიან ნელა მიიწევდა წინ. გზის პირას მჯდარი ქალი დაინახა, რომელსაც გვერდით პატარა გოგონა ეჯდა. მათ გარშემო ვარდების ბუკეტები ეწყო. ბიჭმა მანქანა გააჩერა და დედა–შვილთან მივიდა. სესილის გახარებას გეგმავდა ულამაზესი წითელი ვარდებით. გოგო სახლში არ დაუხვდა და კიბეებზე ჩამოჯდა კორპუსის შესასვლელთან. რომელიღაც მეზობლის ინტერნეტი დააკავშირა ტელეფონმა და ბიჭმაც ამით გადაწყვიტა დროის გაყვანა. ქეთის პოსტი ამოხტა. რამდენიმე ფოტო და ერთი პატარა ვიდეო იყო. ყველანი აშკარად ბარში იყვნენ. ყველა სახე ნაცნობი იყო ფოტოებიდან. გოგონები აშკარად კარგად გაერთნენ. ამ ყველაფერმა ღიმილი მოჰგვარა, მაგრამ შემდეგ ვიდეო ნახა სადაც სესილი იყო. ძალიან ლამაზ იყო, ვიღაც ბიჭთან ერთად ცეკვავდა. ძალიან მოკლე ვიდეო იყო, მაგრამ ამირანმა ვატო იცნო. რაღაც მომენტში ძალიან გაღიზიანდა. ისე ახლოს იყვნენ ნერვები მოეშალა. წასვლა გადაწყვიტა, რა დროსაც გოგოს ხმა შემოესმა და გაჩერდა. ვატომ მოაცილა ფეხით და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა. ამირანი ძალიან გაბრაზდა. გოგომ მობრუნების შემდეგ დაინახა ბიჭი, რომელიც კორპუსის სიბნელიდან გამოჩნდა. –ამირან? აქ რას აკეთებ? ბიჭმა ყვავილები ხელში მიაჩეჩა და უსიტყვოდ აურა გვერდი. –ამირან, მოიცა სად მიდიხარ. მითხარი რამე. –რა გითხრა სესილი? მშვენიერი დახვედრა მომიწყვე. –რა დახვედრა ამირან. მოიცა სად მიდიხარ? რატო ბრაზობ არ მესმის. –არ გესმის ხო? რატომ მოგაცილა ვატომ ამ შუაღამეს? –რა გჭირს ამირან? დაჯექი ვილაპარაკოთ. ქეთის დაბადების დღე იყო, ტაქსი ვერ გავაჩერე და მომაცილა. რატო ბრაზობ. –და ეს დამშვიდობება აუცილებელი იყო ხო? –უბრალოდ ლოყაზე მაკოცა ამირან, რა გემართება. ხვდები მაინც რა სისულელეზე მიბრაზდები? –არაა სისულელე. მე ვარ სულელი აქ მოსვლა რომ გადავწყვიტე. ვიფიქრე ვნახავ, დაველაპარაკები–თქო. –ამიარნ გაღიზიანებული ხარ და ტყუილად იშლი ნერვებს. აქ არაფერი არ იყო გასაბრაზებელი. –რადგან გავბრაზდი, ესე იგი ყოფილა. –ძალიან გთხოვ ნუ მაფიქრებინებ, რომ ნამდვილ სახეს აჩენ. ცოტა დაწყნარდი და მერე ვილაპარაკოთ. ამირანი გოგოს ნათქვამმა მართლა დააფიქრა. თავისი საქციელიც ინანა. აქ არაფერი იყო საჩხუბარი. მხოლოდ ის არ იყო, სხვასაც მოსწონდა სესილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ გოგოს უნდა გაბრაზებოდა. –მართალი ხარ სესილი. მაპატიე. აქ არაფერი ყოფილა გასაბრაზები. უბრალოდ მძიმე კვირა მქონდა და ძალიან გადავიღალე. ბოდიში, რომ გეჩხუბე. –არაუშავს ამირან, მესმის შენი. ისიც მესმის, რომ რაღაცეები შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ... მოდი ასე არ გვინდა, არ მინდა შენთან ჩხუბი. –ვიცი. დამნაშავე არაფერში არ ხარ, მაპატიე. აქ სხვა მიზეზით მოვედი, არ მინდოდა ასე გამოსულიყო. –ვიცი ხო. რა მიზეზეზით მოხვედი? –სანამ წავალ ვიფიქრე ვნახავ–თქო. –დასასვენებლად მიდიხარ? –ხო, ყაზბეგში წავალთ ალბათ, არ ვიცი ჯერ. –კარგია. როდის მიდიხარ? –ზეგ დილით. –კარგ დასვენებას გისურვებ. –მადლობა. –ბიჭებიც მოდიან? –ჰო. ყოველ წელს ერთად დავდივართ. –მეც გოგონებთან ერთად მივდივარ ხოლმე. –კარგია. წელს წახვალთ სადმე? –კი. აგვისტოს შუა რიცხვებში ალბათ. –ანუ მალე. –ხო, ხვალ უკვე რვა აგვისტოა. –რა მალე გავიდა ზაფხული. –ხო. კარგია, რომ მინახულე. ვარდებისთვისაც მადლობა. –ნაწყენი ხარ? –არა, არა... სიმართლე რომ გითხრა, ცოტა გაკვირვებული. –სესილი, არ მინდა ჩათვალო, რომ ასეთი ვარ. უმიზეზოდ ეჭვიანი და ტოქსიკური. უბრალოდ მართლა მძიმე კვირა მქონდა. სულ ესაა. –კარგი, მჯერა შენი ამირან. კარგ დასვენებას გისურვებ. –მადლობა. –კარგი ავალ სახლში. აბა შეხვედრამდე. –შეხვედრამდე სესილი. სანამ გოგო შეტრიალდებოდა ამირანმა ხელები მოხვია და ჩაეხუტა. ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. მეორე დღეს ყველა საქმე მოაგვარა ბიჭმა სამსახურში. ყველაფერი გაარკვიეს და ათში წავიდნენ. ორ კვირაზე იყო გათვლილი მათი მოგზაურობა. ნამდვილად ძალიან საინტერესო დღეები გაატარეს. პირველი სამი დღე ყაზბეგში იყვნენ, გერგეტს ესტუმრნენ, მუზეუმები და ტაძრები მოინახულეს. შემდეგ გადაწყვიტეს ხევსურეთში გადასულიყვნენ. რამდენიმე დღე იქ გაატარეს. შატილი და მუცო მოინახულეს. ანატოლის აკლდამებმა საერთოდ გააოგნათ. შემდეგ თუშურ იალაღებზე გაისეირნეს და საუკეთესო ხინკალიც დააგემოვნეს. ბოლო კვირას კი სპონტანურად ბათუმში წავიდნენ. კარგად გაერთნენ და დაისვენეს. სესილიმაც მშვენივრად გაატარა ეს ორი კვირა. ხან აუზზე იყვნენ, ხანაც თბილისის ზღვაზე. კაფეებს ყოველდღე სტუმრობდნენ. ვატო ხშირად ჩნდებოდა მათ გარშემო, მაგრამ გოგო ამას არ აქცევდა ყურადღებას. ამ ორ კვირაში ბევრი რამე გადაწონა და გაიაზრა. მათ შორის თავისი დამოკიდებულება ამირანის მიმართ. არ იცოდა როდის ჩამოვიდოდა ბიჭი და ამ დროის მანძილზე არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ. ოცდახუთ აგვისტოს სესილიმ გოგონებთან ერთად თბილისი დატოვა და შავი ზღვისკენ აიღეს გეზი. ზუსტად ამ საღამოს ჩამოვიდნენ ბიჭები თბილისში. ძალიან კარგი დრო გაატარეს გოგონებმა ზღვაზე. ყველგან იყვნენ სადაც შეიძლებოდა. გათენებას და დაღამებას სანაპიროზე ხვდებოდნენ. ბევრი კარგი მოგონება დააგროვეს, მაგრამ იყო ისეთიც, სულ რომ ემახსოვრებათ. ურეკის სანაპიროზე იყვნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. გარშემო უამრავი ხალხი იყო. უცებ ერთი გოგონა მივიდა მათთან. ძალიან ლამაზი იყო. გრძელი, კუპრივით შავი თმა და თვალები ჰქონდა. გრძელი ფერადი კაბა ეცვა. გოგონების გვერდით ჩამოჯდა ქვიშაზე. –გიმკითხავებთ. გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და ამაში ახალი გასართობი დაინახეს. ვინაიდან ასეთი რაღაცეების არ სჯეროდათ, უბრალოდ გასართობად გაჰყვნენ გოგოს. იქვე ახლო–მახლოს კარვის მსგავსი ადგილი იყო. ყველანი შიგნით შევიდნენ. ყველაზე ნაკლებად სესილის სჯეროდა მსგავსი რაღაცეების და ამიტომაც სწორედ ის მიუშვეს გოგოსთან. შავგვრემანმა ხელისგულზე დახედა და კარგად ჩააკვირდა. –დიდხანს იცოცხლებ გოგონა. ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგაწუხებს. კარგი წარსული გქონდა, ბედნიერი ბავშვობა, მაგრამ ცოტა ხნის წინ რაღაც მოხდა. კინაღამ დაიღუპე. ეს რომ თქვა სამივეს ფერი დაეკარგათ სახეზე და ცოტა შეეშინდათ, მაგრამ შეჩერება არც უფიქრიათ. –მომავალს ხედავთ? აკანკალებული ხმა ჰქონდა სალის, რომელსაც მუდამ ეცინებოდა ხოლმე მსგავს ამბებზე. –გრძელი სიყვარულის ხაზი გაქვს. ორი ბავშვი გეყოლება. საბედოს უკვე შეხვდი. –დიდი ხანია? – საუბარში ჩაერთო ქეთიც. –არა. ცოტა ხნის წინ. ღმერთს უნდოდა თქვენი შეხვედრა. ამიტომაც მოხდა ის ამბავი. ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ შენს საბედოს უკავშირდება და... წყალს. სამივე ენაჩავარდნილი უსმენდა ახალგაზრდა გოგოს. –მეტის მოსმენა აღარ მინდა, გმადლობთ! ყველაფერი სესილიმ შეაჩერა, ისე შეეშინდა, რომ ვეღარ გააგრძელა. საიდან შეეძლო ამ ქალს ყველაფრის თქმა. –დააცადე სესილი. მაინტერესებს. –სესილი... უხდება თქვენი სახელები ერთმანეთს. არ გაუშვა ის ბიჭი ხელიდან, თორემ ყველაფერი დაინგრევა. ერთმანეთისთვის გაგაჩინათ ღმერთმა. –უხდება ? მისი სახელი იცით? –კი ვიცი. –გვითხარით რა? – შეეხვეწა ანანო. –არ გეტყვით, მერე ყველაფერი აზრს დაკარგავს. აუცილებლად ერთად იქნებით. ერთმანეთის გარეშე ვერ იცხოვრებთ. გოგონები ფერდაკარგულები გამოვიდნენ პატარა კარვიდან. იქვე შეზლონგებზე დასხდნენ და ვერაფერს ამბობდნენ. –სესილი, საიდან იცოდა? –არ ვიცი, ანანო. მეშინია. –მეც მეშინია. გითხრა საბედოს შეხვდიო. –ჰო ეგრე თქვა. –კარგით რა გოგონებო, დაემთხვა. –რა დაემთხვა სესილი. კინაღამ მოკვდიო გითხრა, წყალს ეხებაო. –აუ ნუ მაშინებთ რა. –და თქვა საბედოს უკავშირდებაო. –არ მინდა ამაზე ფიქრი. –შენ არ გინდა ჩვენ გვინდა. სესილი, ამირანი, ამირანია შენი საბედო. –კარგი რა სალი. როდის მერე გჯერა ამ ყველაფრის? –რანაირად არ უნდა სჯეროდეს სესილი? იმ გოგომ ყველაფერი გითხრა. –აუ შემეშვით რა. ბიჭებმა იმ დღეს დაისვენეს. ამირანს სესილის ნახვა უნდოდა, მაგრამ არ დაუხვდა. მეორე დღეს როცა გოგონების ფოტოები ნახა ბათუმიდან, ყველაფერს მიხვდა. იმ დღეს ბიჭებთან იყო. შემდეგ უკვე სამსახურს დაუბრუნდა და ბევრი დრო არ რჩებოდა. მართლა ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი, უამრავი საბუთი მოსაწესრიგებელი. დაღლილი ამირანი მთელ დროს სახლში ან ბიჭებთან ატარებდა. გიო ათი დღის შემდეგ გააცილეს საფრანგეთში და თვითონ ბარში წავიდნენ. ბევრი დალიეს იმ დღეს ყველამ. ამირანმა მხოლოდ რამდენიმე ჭიქა დალია. –რა ადამიანი ხარ შენ? ამდენს როგორ მუშაობ? ხანდახან რობოტი მგონიხარ. –ეს ჩემი საქმეა ანრი. ჩემი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. –თავისუფალი დრო თითქმის არ გაქვს. –ამაში ცუდი არაფერია. ყურადღება გადამაქვს. –ოო... რომეოს თავისი ჯულიეტა მოენატრა? –ჰო, მომენატრა. –სერიოზულად? –რატომ უნდა ვხუმრობდე? ბოლოს რვაში ვნახე. –ამირან ეს მოწონება აღარაა. –ვიცი ხო. –ის თუ იცი რა არის? –ჰო ეგეც ვიცი. სესილი დ გოგონები ათ სექტემბერს დაბრუნდნენ თბილისში. გოგოს ისე ჰქონდა მონატრებული ეს ყველაფერი. თავისი პატარა სახლი, უფრო პატარა აივანი. ხედი კორპუსებზე. გვიანი საღამო იყო როცა დაბინავდნენ. სესილიმ მაშინვე ფანჯრები გახსნა და სინათლეები აანთო. არ უყვარდა ჩაბნელებული ოთახები. იბანავა და ჩანთები ამოალაგა. ამირანი სამსახურიდან იმ დღეს ძალიან დაღლილი დაბრუნდა, მაშინვე დივანზე მიწვა და ალბათ ჩაეძინებოდა, რომ არა ანრის მესიჯი: “სესილი დაბრუნდა”. ბიჭმა ბევრი იწრიალა, მაგრამ ვერაფრით მოისვენა. ძალიან უნდოდა გოგოს ნახვა და ხვალამდე მოცდა შეუძლებლად ეჩვენებოდა. ახლა უფრო მეტად მიხვდა, რომ ენატრებოდა. გასაღებს ხელი დასტაცა და კიბეებზე დაეშვა. გოგო უკვე დასაძინებლად ემზადებოდა კარზე ბრახუნი რომ გაიგო. ცოტა შეეშინდა, ვერ მიხვდა ვინ შეიძლება მოსულიყო თითქმის პირველ საათზე. კარის ჭუჭრუტანიდან დაინახა ბიჭი და იგრძნო გული როგორ აუჩქარდა. –ამირან? ხომ მშვიდობაა, ამ შუაღამისას აქ როგორ მოხვდი? –გავიგე, რომ ჩამოხვედი და მეტი ვეღარ მოვიცადე, მაპატიე სესილი. –არაუშავს, შემოდი ყავას გაგიკეთებ. უყურებდა გოგოს, რომელიც მთელი ეს დრო თურმე როგორ ძლიერ ენატრებოდა. თითქოს ახლაღა ამოისუნთქა თავისუფლად, როცა შეხედა. მიხვდა, რომ მეტის მოცდა აღარ შეეძლო. ადგა და ჩაეხუტა გოგოს. სესილი შეხტა მოულოდნელობისგან, მაგრამ არ შეშინებია. თვითონაც იაზრებდა, რომ ამირანის ეს მოქმედება მოსწონდა. თურმე მასაც ენატრებოდა ბიჭი. –ამირან.. –მაპატიე არ მინდოდა შენი შეშინება. –არ შემშინებია. დაჯექი. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ დივანზე. ორივეს აჩქარებული ჰქონდათ გული, მაგრამ არ იმჩნევდნენ. –რაღაცას მივხვდი სესილი. –რას? –შენს გარეშე არასდროს იქნება მშვიდობა, უკვე ვეღარ იქნება. ჩემი სიმშვიდე შენშია სესილი. –ამირან მე.. –არაფერი არ მითხრა. მესმის შენი. ასე უცებ მოვედი და ყველაფერი პირდაპირ მოგახალე. უბრალოდ ახლა რომ არ მენახე, არ ვიცი როგორ გავძლებდი. მე წავალ, უკვე გვიანია. –მოიცა, მეც მინდა რაღაც გითხრა. –რა უნდა მითხრა? –ჩემი სიმშვიდეც და დაცულობაც შენ ხარ ამირან. ყველაფერი რაც მაბედნიერებს და მიყვარს შენშია. მე ჩემს სიმშვიდეს შენი ნახვით დავუბრუნდი. –სესილი.. ამირანი ისე გააბედნიერა ამ სიტყვების მოსმენამ ენით აღწერა შეუძლებელია. მთლიანად მოიცვა ბედნიერებამ. გოგოსთან მივიდა და მაგრად ჩაიკრა გულში. ორივე ძალიან ბედნიერი იყო. –სესილი. ძალიან გამახარე ამ სიტყვებით, მართლა. –შენც ამირან. –ანუ ახლა ერთად ვართ? –ხო. ჩემს სიმშვიდესთან ერთად მინდა ყოფნა. –მეც სესილი. –ნორმალურია ასეთი ბედნიერი რომ ვარ? –ეს მხოლოდ დასაწყისია სესილი, ჩვენი დასაწყისი. დივანზე ისხდნენ ჩახუტებულები. არც ერთი იყო მიჩვეული ასეთ ბედნიერებას და ძალიან მოსწონდათ. ისე მშვიდად და კარგად იყვნენ, აქამდე ვერც რომ წარმოედგინათ. –სესილი, ჩემი სესილი. მიყვარხარ სესილი. –მეც ამირან, ძალიან. ახლა რა იქნება? –ახლა მხოლოდ ბედნიერება იქნება სესილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.