შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში "LOVE"


20-08-2024, 16:05
ავტორი LunaM
ნანახია 1 048

არ ვიცი ამ მაგიდასთან რატომ ვარ, ან ამ ხალხთან ერთად მის გვერდით რატომ ვზივარ ან როგორ ? საიდან ამოვყავი თავი ამ სიტუაციაში? რა ხდება ? რას აკეთებს ალექსანდრე? რა უნდა? რატომ არ მივდივარ ? ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჯერ კიდევ ჩემი აფსურდული სიზმრიდან არ გამღვიძებია და ყველაფერს თამაშგარე ბუნდოვანი პოზიციიდან ვუყურებ. ჩემს გვერდით მჯდომს გავხედე, რომელიც სუფრიდად სალათს იღებს და ისე იქცევა, თითქოს ყოველდღიური რუტინა იყოს და არაფერი განსხვავებული, შემდეგ მზერა მის ძმაზე და ანაზე გადამაქვს, აი ჩემს წინ მჯდომ ირას კი ვერანაირად ვერ ვუყურებ, ყველას ინტერესის ობიექტი ვარ და მხუთავს, სამი წყვილი თვალი ისე მიყურებს რომ თავი პატარა ჭიანჭველად მეჩვენება.
- შვილო, გადაიღე რამე, არ მოგერიდოს,- საბოლოოდ,მშვიდი ხმისკენ თავს მაინც ვაბრუნებ. - ალექსი, ქენი რამე ? ვერ ხედავ, ერიდება.
მან შეწუხებულად ამოიოხრა, ჩანგალს თეფშზე დებს, სალფეთკით პირს იწმენდს და მზერა ჩემსკენ გადმოაქვს.
- დეა.. რა მოგაწოდო? ვიცი რომ გშია და მორჩი ბუტიაობას. - ფეხზე ხელს მადებს, მიჭერს. მანიშნებს რომ ვიმოქმედო, ავყვე. მაგრამ რაში ?!
- ა..
მაგიდას კიდევ ერთხელ გადავხედე, ვცდილობდი ისეთი რამ ამერჩია, რაც არ გამგუდავდა და ყელშიც არ გამეჩხირებოდა.
- საზამთრო გადმომაწოდე და ჭიქა წყლით ამივსე თუ არ შეწუხდები, ალექსანდრე.- თვალები მოვუჭუტე, მისი ხელის ჩემი ბარძაყიდან ჩამოგდებას ვეცადე. გადმომაწოდა არაფერი უთქვამს.
- დეა, საჭმელი ჭამე, საზამთრო ვერ გაგაძღებს.- მეუბნება სანდროს დედა.
- მადლობა, ირა დეიდა, ნაჭამი ვარ, მეგობრები ვიყავით გასული და აღარ მშია.
- კარგი, ოღონდ იცოდე, არ მოგერიდოს... ესეიგი შენ ხარ ის გოგო.. მაშინ რატომ არ შემოხვედი?
- მგ.. სამსახურში ვაგვიანებდი და.. ვეღარ გავჩერდი..
- მადლობა შვილო, შენ რომ არა არც კი ვიცი რა მოხდებოდა.
- მიხარია რომ ახლა უკვე კარგად ხართ,- თავი დავუხარე და გავუღიმე.
ცოტახნით ვახშმობა მშვიდი ტემპით გაგრძელდა, ხმა არავის ამოუღია, შემდეგ ანამ ყავა შემოგვთავაზა და ყავასთან ერთად ტკბილიც გამოიტანა.
- დედა, თქვენ ერთად ხართ? წეხან რა მოხდა?
იმდენად მოულოდნელად წამოიჭრა ყველასთვის საინტერესო საკითხი, რომ ჰაერში გავარდნილი სიჩუმე, მხოლოდ ჩემი ხველით და ტელევიზორის ხმით ირღვეოდა.
- არა, ჩვენ არ ვართ ერთად!
- კი, ერთად ვართ.
ჩემი წამოყვირება და მისი წყნარი ტემბრი, იმდენად იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო, როგორც მე და ის.
- არ ვართ!
- დეა, ერთად ვართ და დამშვიდდი ძალიან გთხოვ! - ხმას ოდნავ აუწია, ხელი კვლავ ჩემს ბარძაყზე მოათავსა და ჩამებღაუჭა.
- ალექსანდრე შეწყვიტე.
- შენ შეწყვიტე დეა. ბავშვივით ნუ იქცევი.- თვალები ამიბრიალა, ფეხი იმდენად მეტკინა საცაა წკმუტუნს დავიწყებდი, მთელი ძალით ჩავეჭიდე მის ხელს, რომ მომეგლიჯა.
- შვილო, რა ხდება ?- ტონს აუწია ირინამ, წარბი შეკრა, აი თურმე ვისი მზერა აქვს, როცა ბრაზობს.
- რამდენიმე დღის წინ ვიჩხუბეთ დედა, მაგის მერე გამირბის და მემალება პატარა ლეკვივით,- უბრუნებს პასუხს ის და ისე მიყურებს თითქოს ჩემში რაღაცის ჩაბეჭდას ცდილობდეს .- დღეს გამოვიჭირე, ზუსტად ჩვენს შერიგებას შეესწარი.
- ეგ შერიგება იყო მერე? რა ქენი, ისეთი, ხუთი თითი რომ დაგატყო სახეს?!
- ჩემი ამბავი არ იცი, დე?- ჩაეცინა სანდროს.-უბრალოდ ვუთხარი ცოლად, რომ მოგიყვან პირველი ღამე მშობლების წინ გვექნება თქო, ხომ უნდა დარწყმუნდეთ, რომ არაა.
- ალექსანდრე!- დაუყვირა მაგიდიან წამომდგარმა.
- რა იყო დე? ხო და ეს ეწყინა ჩემს პატარას- სახით დამიჭირა და შუბლზე მაკოცა . - ძაან ბუნჩულაა.
არ ვიცი რა ხდება მართლა, რისკენ მიყავს საუბარი ან რა მოხდა ასეთი რომ ასე ლაპარაკობს.უადგილო კითხვით სკამიდან ხმაურიანად წამოვხტი.
- საპირფარეშო სადაა?
- წამო გაჩვენებ.
ხელი ჩამკიდა და კარისკენ უნდა წავეყვანე როცა დედამ გააჩერა.
- ალექსანდრე დარჩი, საქმე მაქვს.
- გახვალ თუ არა ხელ მარჯვნივ,- თვალები აატრიალა და ადგილს დაუბრუნდა.
ფეხების კანკალით გამოვეცალე და სააბაზანოში ჩავიკეტე.
პირსაბანს დავეყრდენი და ჩემს თავს შევაშტერდი, სახეზე ცივი წყალი შევისხი, გონზე რომ დავრჩენილიყავი, ხელები ამიკანკალდა და სუნთქვა ამიჩქარდა, ოღონდ ეს არა, ყურებზე ხელი ავიფარე, გულის ცემა რომ ჩამეხრჩო და ჩავიმუხლე. პანიკური შეტევა მაქვს. პანიკური შეტევა მაქვს..
- დეა დამშვიდდი, ისუნთქე, ისუნთქე დეა. ერთი.. ორი... სამი... ოთხ...
ჩემს თავს ვეჩურჩულებოდი და ვარხევდი, ვცდილობდი არ მეფიქრა, ყური არ მეგდო...
- რა ვქნა.. რომ... ბედი.. არ.. მწყალობს... არ ვიცი.. რას.. დავაბრალო.. ჩემი ტანჯული ცხოვრება... როდემდე უნდა... ვატარო.. შენი ლამაზი.. თვალები.. მე.. მხოლოდ.. ჩემი.. მეგონა.. თუ სხვასაც.. გაუღიმებდი.. არ მოხდებოდა... მეგონა...
სუნთქვა ნელნელა მიმშვიდდება და ვწყნარდები, მახსოვს ამ სიმღერას როგორ მღეროდა დედა... სახლს ალაგებდა, არაფერს ამბობდა, უბრალოდ სევდიანი ხმით თითქოს თავის ცხოვრებას მისტიროდა, მერე მის ლამაზ სახეზე ობლად დაგორდებოდნენ ცრემლის წვეთები და როდესაც ვეკითხებოდი „დედიკო, კარგად ხარ? ნუ ტირი დე“ ისიც თავზე ხელს გადამისვავდა და სევდიანი ღიმილით მეუბნებოდა, რომ არ ტიროდა... ალბათ მადედან გამყვა გულში ეს სიმღერა, მერე კი აღმოვაჩინე რომ ეს სიტყვები, დამშვიდებაში მეხმარებოდა, ალბათ იმიტომ რომ დედა მახსენდებოდა...
თავი მუხლებში ჩავდე და თვალები დავხუჭე..მომნატრებიხარ დე... შორ მანძილზე ცხოვრება რთულია.. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეუბნებოდი ამ სიტყვებს ემიგრანტ დედას, 4 წელი დიდი დრო აღმოჩნდა მისგან შორს... მისი ჩახუტება მინდა, მის მკლავებში ძილი, მისი ზღაპრები, ის...
- რას აკეთებ ? - კარებზე აყუდებული ალექსის ხმაზე თავს ვწევ, ვერც კი შევამჩნიე როდის შემოვიდა.
- აარაფერს... უნდა წავიდე..
ფეხზე წამოვბორძიკდი, კაბა შევისწორე და აბაზანიდან გასვლა ვცადე.
- გამიშვი სან... - წინ გადაღობილს შევწკმუტუნე.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- რაზე? - დაღლილად შევხედე. - გეხვეწები, შეწყვიტე ეს ფარსი. რას აკეთებ საერთოდ ? სულ გარეკე?
- რა იყო დეა ? შენი ანარეკლი არ მოგწონს?
- რა ანარეკლი ალექს? ასე როდის ვიქცეოდი? რა ჯანდაბა გინდა ადამიანო?!
- ეხლა დამშვიდდები. ჩემებს დაემშვიდობები, შენთან გავალთ და ვისაუბრებთ.
- მშვიდად ვარ. არაფერს არ ვაპირებ. როგორც იყო „ არ მიცნობ, არ გიცნობ“. გაიწიე!
- მედეა!
- რა მედეა ბიჭო? რის მედეა?!როგორც აქამდე გეკიდე ისე გააგრძელე! გამეცალეთქო!
- მისმინე. სანამ ჩემს საქმეს ჭირდება. მანამდე ჩემთან ხარ. ცოტახნით გავუძლოთ ერთმანეთს. შენც სარგებელს მიიღებ და მეც მოგებული გამოვალ.
- არ მინდა. არ ვაპირებ შენი ოჯახი მოვატყუო.
თვალები გავუსწორე ახლო მდგომს. კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, ძალიან მომიახლოვდა, ნაბიჯის გადადგმის საშვალებაც არ მქონდა არც თუ ისე პატარა ოთახში.
- მჭირდები დეა. - მისი ხმა სულამდე ჩამწვდა. სევდიანი გამოხედვა ქონდა. წინ გადმოიხარა და თავი მხარზე ჩამომდო. - ძალიან მჭირდები დეა...
ნელნელა ხელები წელზე შემომხვია, ჩამეხუტა. მისი აჩქარებული სუნთქვა, მისი ასე ახლოს ყოფნა ძალიან მაბნევბდა.. უკვე მართლა ვერაფერს ვხვდებოდი.
- რა ხდება, სან ამიხსენი?..
ჩემი ხელები, ფრთხინად მოკალაძთდნენ მასზე, მეც მოვეხვიე.. თითქოს დავნებდი..თავი ასწია, სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა.. თვალებში ჩამხედა... მათში პასუხს ვეძებდი, მაგრამ უფრო ძლიერ ვირეოდი და ვიძირებოდი „ჯერ კიდევ მიყვარს“ გაიძახოდა გული და აწიოკებდა ჩემს გონებას, რომელიც განგაშს აცხადებდა მთელს ორგანიზმში.
- მადლობა დეა.. - იმდენად ახლოს ქონდა თავი ჩემთან რომ მეგონა მაკოცებდა.
- ალექსანდრე მშვიდობა გაქვთ? - კარზე კაკუნის ხმამ შემახტუნა.
- კი ნიკა, მშვიდობაა, გამოვდივართ.
წელში გაიშალა, თვალი შემავლო და ხელი გამომიწოდა და თუ ხელს ჩავკიდებდი, თითქოს ამით მისი სურვილი, ჩვენი შეთანხმება, რომელიც არც კი ვიცი რაზე იყო ძალაში შევიდოდა. ხელი მივეცი, მსუბუქად ჩამეჭიდა, მის თვალებში შვებასთან ერთად გამარჯვება იწერებოდა, მაგრამ იყო რაღაც რასაც ვერ ვკითხულობდი, რაღაც რაც იმალებოდა.. ისიც ვიცოდი რომ კარგთან არაფერთან მიმიყვანდა ეს ყველაფერი. მაგრამ გულს სურდა.. მე ის მენატრებოდა, და იმ მომენტში მცდელობის იმედით ვმოძრაობდი, რადგან სადღაც ღრმად ჩამალულ მასზე შეყვარებულ „მე-ს“ ეგონა რომ ახლა მაინც გამოვიდოდა.
- გავედით?
თავი დავუქნიე და წინ წასულს უკან გავყევი...



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

საინტერესო იყო პირველი თავი. ველი გაგრძელებას....

 


№2 სტუმარი მკითხველი

რა სიხშირით დებთ ხოლმე? რომ ყოველ დღე არ ვამოწმო

 


№3  offline წევრი LunaM

სტუმარი ხატია
საინტერესო იყო პირველი თავი. ველი გაგრძელებას....

სალამი ეს პირველი არაა მეორეა???? დანომვრა დამავიწყდა უბრალოდ.. მოხარული ვარ რომ დაინტერესდით❤️

მკითხველი
რა სიხშირით დებთ ხოლმე? რომ ყოველ დღე არ ვამოწმო

Hi, არ ვიცი ვერ გეტყვით ჯერ მესამეს ჩანახატი მაქვს გაკეთებული,მაგრამ მოდი ასევთქვათ ამიერიდან ყოველ კვირა დღეს დავდებ ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

გაგრძელება როდის იქნება? დამაინტერესა ძალიან.

 


№5  offline წევრი LunaM

სტუმარი ხატია
გაგრძელება როდის იქნება? დამაინტერესა ძალიან.

სალამი, ხვალ დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent