შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშგუ დოშდულ(თავი მეცხრე)


24-08-2024, 00:39
ავტორი Olivia255
ნანახია 1 377

ჩემსა და ბადაის შორის ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა...ადრე თუ მისი დანახვა არ მინდოდა და ყველანაირად ვცდილობდი მისთვის თავი ამერიდებინა,ახლა წამითაც ვერ ვძლებდი მის გარეშე,ამას თვითონაც ხედავდა და სულ ჩემს გარშემო ტრიალებდა,ცდილობდა სახლში ადრე მოსულიყო,ხანდახან სულაც მთელი დღით ერთად ვიყავით,ბუნებაში ვსეირნობდით,ბევრს,ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით ყველაფერზე,რამოდენიმეჯერ გეგიზეც დავიწყე ლაპარაკი, თუმცა გაღიზიანებული მასზე ლაპარაკს თავს არიდებდა...მეშინოდა ერთმანეთისთვის რაიმე არ დაეშავებინათ,ან სულაც ბადაისთვის არ დაეშავებინა რამე,ჩემი თავი ნაკლებად მადარდებდა,მაგრამ ბადაის რომ რაიმე მოსვლოდა ამას ვერ გადავიტანდი...ქალინა და გივარგი მეცხრე ცაზე იყვნენ სიხარულით,ლანა გახარებული სულ იმას იმეორებდა რომ ძალიან უხაროდა მათთან რომ ვრჩებოდი,ბადაის ოჯახის წევრებიც კი სითბოთი და სიყვარულით მიყურებდნენ და მესაუბრებოდნენ...ჩემი მშობლები კი ისევ არსად ჩანდნენ,ზუსტად ერთი კვირა გავიდა მათი წასვლის შემდეგ,არც მირეკავდნენ არც მწერდნენ,მართალია არც მე არ ვცდილობდი მათთან დაკავშირებას რადგან ვთვლიდი რომ მართალი ვიყავი...მაგრამ ვერ ვხვდებოდი ერთადერთი შვილის გარეშე როგორ ძლებდნენ,როგორ ეძინათ როცა იცოდნენ რომ მე აქ ვიყავი,ნუთუ გეგის ამბავი მაინც არ ადარდებდათ? ამოვიოხრე და პლედში გავეხვიე,საღამო იყო და უკვე ციოდა,ბადაი არსად ჩანდა მე კი მოწყენილობისგან აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა,ბოლოს ისევ ფილმის ყურება გადავწყვიტე...არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე ერთ ადგილას,კარის დახურვის და ნაბიჯების ხმამ გამომაფხიზლა...რომ გავიხედე ბადაი დავინახე უცნაური ღიმილით რომ მოდიოდა ჩემსკენ,მეც გავუღიმე და ფილმი დავაპაუზე,გვერდით მომიჯდა,ხელები მომხვია და კალთაში ჩამისვა,სანამ რამეს ვეტყოდი ტუჩებზე ვნებიანად დამაცხრა და იქამდე არ გამიშვა სანამ უჰაერობისგან სახეზე არ წამოვწითლდი. აქოშინებულმა ცალი წარბი ზევით ავწკიპე და გაღიმებული მივაჩერდი
-რაღაც განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე ხარ,რამე მოხდა?-მიყურებდა და მისი თბილი გამოხედვისგან ვდნებოდი,თმაზე,სახეზე მეფერებოდა და ცოტა ხნით ესე ვისხედით ჩუმად...
-რაღაც მოგიტანე დოშდულ...-ჯიბეში ჩაიყო ხელი და  პატარა ლურჯი ყუთი ამოაძვრინა,სუნთქვა შემეკრა როცა მივხვდი რა შეიძლებოდა შიგნით ყოფილიყო...გვერდით გადამსვა და ჩემსკენ მოტრიალდა ფართო ღიმილით...
-დიდხანს ვიფიქრე ამ საჩუქარზე,-ყუთი გახსნა და თვალები შუბლზე ამივიდა
-ბადაი...ღმერთო რა ლამაზია...-მხოლოდ ეს ამომხდა,ყუთში ცრემლის ფორმის ოქროს ბეჭედი იდო...შუაგულში მწვანე თვალი ჰქონდა,გარშემო ბრჭყვიალა თეთრი თვლები ამშვენებდა,გვერდებზეც კი პატარა თეთრი თვლები ჰქონდა და მთელ სიგრძეზე მიყვებოდა,საოცრად ბზინავდა,იმდენად ლამაზი იყო რომ სუნთქვა შემეკრა...ღიმილით მიყურებდა,ბოლოს ყუთიდან ამოიღო და ფრთხილად გამიკეთა თითზე...
-შენს თვალებს ძალიან მოუხდა დოშდულ,-ხელზე მაკოცა და ცერა თითით მომეფერა ხელის უკანა მხარეს.
-ბადაი მე...ეს...-სიტყვებს ვერ ვპოულობდი,ბეჭედი იმდენად ლამაზი იყო რომ თვალს ვერ ვწყვეტდი...ბოლოს აცრემლებულმა ავხედე მომღიმარ ბადაის და კისერზე ჩამოვეკიდე...
-ულამაზესია მართლა,-ამოვისლუკუნე და მანაც მისი ძლიერი ხელები მომხვია,
-როგორი გულჩვილი ხარ,-ჩაიცინა და თავზე მაკოცა. მოვშორდი და ხელს დავაჩერდი...თვალს ვერ ვწყვეტდი ბეჭედს...
-მოგწონს?-მკითხა და გვერდულად მიმიხუტა,
-ულამაზესია...იმდენად ლამაზია თვალს ვერ ვწყვეტ...-ვუპასუხე და ავხედე...გამიღიმა
-იმედია ახლა ხვდები რა ეფექტი ჰქონდა შენს გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში,-ხავერდოვანი ხმით მითხრა და დამაჩერდა,თვალები ავაფახულე
-რას გულისხმობ?
-როგორც შენ ვერ წყვეტ თვალს მაგ ბეჭედს,ისე მე ვერ გაშორებ თვალს წამითაც კი,-მიპასუხა და ჩემს აწითლებულ სახეს რომ შეხედა გაეცინა...
-სულაც არაა სასაცილო,-გავაპროტესტე და ხელები ლოყებზე ავიფარე. მაშინვე ჩამომაწევინა და ღიმილით მითხრა
-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ...
-სისულელეებს ამბობ,-წარბშეკრულმა ვუთხარი და ხელები გადავაჯვარედინე. წარბები ზემოთ აწკიპა და გვერდულად გაიღიმა
-ვითომ?-გამომწვევად მკითხა და დივნის საზურგეს მიეყუდა.
-საიდან მოიგონე ახლა ეგ სისულელე?-გავბრაზდი და ფეხზე წამოვხტი,თან მივაჩერდი
-კარგი დოშდულ,მაშ დამიმტკიცე რომ ბავშვი არ ხარ.-ხავერდოვანი ხმით მითხრა და ჩაიღიმა...აი თურმე საით მიყავდა ლაპარაკი...ალბათ ეგონა სირცხვილისგან ავწითლდებოდი და დაბნეული თავს ავარიდებდი...მაგრამ გამომწვევად მივუახლოვდი,თეძოებს აქეთ-იქეთ ვიქნევდი,თავდაჯერებული ჩავუჯექი კალთაში და მივეხუტე
-ბავშვებს ეს შეუძლიათ?-ალერსიანად ვუთხარი და ნაზად ვაკოცე,ჩემი სითამამით კმაყოფილმა ხელები წელზე მომხვია და მიმიხუტა,შემდეგ წამოდგა და მის ძლიერ მკლავებში მომიქცია...
-მოდი მე გაჩვენებ თამაში როგორ უნდა დოშდულ...-ყურში ჩამჩურჩულა და გეზი საძინებლისკენ აიღო...კისერზე მოვხვიე ხელები და ჩემს თავზე გამეცინა...ადრე რომ ჩემთვის ეკითხათ ქორწინებამდე მექნებოდა თუ არა ურთიერთობა,ალბათ იქვე მოვკლავდი კითხვის ავტორს და ვეტყოდი სისულელეებს ნუ მეკითხები მეთქი,ახლა კი იმდენად ვიყავი გათამამებული,რომ სულ არ მადარდებდა ჯერ ქორწილი რომ არ გვქონია...თუმცა საერთოდ არ მაწუხებდა ის ფაქტი რომ ასე ვიქცეოდი,ბადაის მთელი გულით ვუყვარდი და ჩემი ეს სითამამე ძალიან მოწონდა,მე კი ყველანაირად ვცდილობდი მასთან გატარებული ყოველი წუთით მესიამოვნა,რადგან ვხვდებოდი,რომ ჩემი ბედნიერების მიზეზი მხოლოდ ეს უჟმური სვანი ბიჭი იყო,რომელმაც თავდავიწყებით შემაყვარა თავი ძალიან მცირე პერიოდში...
                           *****
თვალები ავაფახულე და ფრთხილად მოვისრისე,უკვე დილა იყო,ფანჯრიდან გავიჭყიტე და კმაყოფილმა ჩავიღიმე გადამწვანებულ ბუნებას რომ მოვავლე თვალი...საოცარი სიმშვიდე იყო და იმდენად მივეჩვიე სოფელში ყოფნას,ვიცოდი ძალიან გამიჭირდებოდა ქალაქში დაბრუნება...მოვწესრიგდი და იქვე სარკის წინ ჩამოვჯექი თმის დასავარცხნად ბადაიმ რომ გააღო კარი და სერიოზული სახით შემოვიდა ოთახში,ვერც კი შემამჩნია სანამ არ დავილაპარაკე
-დილა მშვიდობის,-მისკენ მივბრუნდი და ინტერესით მივაჩერდი,აშკარად რაღაც მოხდა,გამიღიმა და მომიახლოვდა
-დილა მშვიდობის დოშდულ,-თავზე მაკოცა,მერე კი დაიხარა და ტუჩებზე დამწვდა...რაღაც რიგზე ვერ იყო
-რამე მოხდა?-აღელვებულმა ვკითხე და წამოვდექი,თვალებში რაღაც გაუკრთა და წამიერად დადუმდა,მერე კი ფრთხილად დაიწყო
-ლუკა დაჭრეს,-წარბები შევკარი და როცა მივხვდი რომელ ლუკაზე ამბობდა თვალები გამიფართოვდა
-ღმერთო...როდის? როგორაა? რა მოხდა? იცით ვინ დაჭრა?-მივაყარე კითხვები
-სავარაუდოდ გეგიმ გამოგზავნა ვიღაც.-ჩაფიქრდა,სკამზე ჩამოჯდა და მეც კალთაში ჩამისვა,ღელავდა,თუმცა არ უნდოდა შეემჩნია და ჩემი სიახლოვით იმშვიდებდა თავს,კისერში ჩამიყო თავი და ღრმად ჩაისუნთქა
-შენი სურნელი ჭკუიდან მშლის,-ხავერდოვანი ხმით მითხრა და ნაზად მაკოცა ყელზე. გავუღიმე და ხელები მოვხვიე კისერზე,ძალიან ნერვიულობდა და ვხვდებოდი არ უნდოდა რაიმე ცუდზე ფიქრი,ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა
-კარგად იქნება,-დავამშვიდე და მაშინვე მისი თბილი თვალებით ამომხედა,იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა. გამიღიმა
-ჭრილობა არც ისე სერიოზულია,უკვე გონსაც მოვიდა,-ხელები ოდნავ მომიჭირა წელზე და წარბები შეკრა. ხელი ლოყაზე მივადე და ცერა თითით ნაზად მოვეფერე თან გავუღიმე,მაშინვე მოლბა და სახეც დაუმშვიდდა...მაგიჟებდა,ჭკუიდან მშლიდა ეს ბიჭი,ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა მასზე ამხელა ეფექტი მქონოდა,ნუთუ ასე ძლიერად ვუყვარდი? რომ მიყურებდა თვალები უნათებდა,როგორ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყო მე რომ დამინახავდა მაშინვე ღიმილად იღვრებოდა....ნაზად მაკოცა და შედარებით დამშვიდებულმა ღიმილით მითხრა მისი რბილი თვალებით,თან ისე რომ წამითაც არ მარიდებდა თვალს
-მთელი ჩემი გული ხარ დოშდულ,შენ ხარ ჩემი ბედნიერების მიზეზი და მთელი ჩემი სამყარო...ძალიან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ-თამამად ვუთხარი და ჩაიღიმა,თმა ყურზე გადამიწია და შუბლზე მაკოცა. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი თბილი იყოს? რადიკალურად შეიცვალა მას მერე,რაც ვუთხარი რომ მიყვარდა. მანებივრებდა,მეფერებოდა,სულ ჩემს გვერდით იყო,ცდილობდა მის გვერდით ბედნიერი ვყოფილიყავი,ყველაფერს აკეთებდა ამისთვის,მისი მშობლები კი თავს დამტრიალებდნენ,ცდილობდნენ ის დანაკარგი შეევსოთ,რაც ჩემი მშობლების წასვლის შემდეგ მქონდა,გამოსდიოდათ კიდეც,გული სითბოთი და სიყვარულით მქონდა სავსე და ეს მათი დამსახურება იყო...
*****
-მიდი გაემზადე გავდივართ.-გამომიცხადა ბადაიმ,წამოდგა და მეც წამომაყენა
-სად მივდივართ?-ვკითხე
-ჯერ მესტიაში ლუკას სანახავად,მერე კი სადღაც მინდა წაგიყვანო.-მხოლოდ ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა. არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავით ამიტომ კომფორტულად ჩაცმა გადავწყვიტე. შორტები,მწვანე მაისური და თეთრი ბოტასები ჩავიცვი,ძალიან სადა მაკიაჟი გავიკეთე,გრძელი თმა ზევით ავიწიე და მჭიდროდ შევიკარი. ქვემოთ ჩავედი,რომ დამინახა გამიღიმა და თავით მანიშნა წავედითო...საავადმყოფოში მისვლისას არაკომფორტულად ვიგრძენი თავი,არასოდეს მომწონდა საავადმყოფოები,რამოდენიმეჯერ მომიწია მხოლოდ წასვლა ანალიზების ასაღებად და იმის მერე გონებაში ჩამებეჭდა არასასიამოვნო სუნი და აურა ამ შენობას რომ ქონდა...ბადაის უკან გავყევი და პალატას რომ მივუახლოვდით რამოდენიმე ადამიანი შევამჩნიე..
-თაია ესენი ლუკას მშობლები არიან,-მომიბრუნდა ბადაი და ცოლ-ქმარზე მანიშნა იქვე რომ ისხდნენ,ჩვენი დანახვისას წამოდგნენ და მოგვიახლოვდნენ,ქალმა სუსტად გამიღიმა
-გამარჯობა...-მივესალმე და ნაზად გავუღიმე ყველას...პალატაში შევედით და ლუკას დანახვისას გული ჩამწყდა. ჭრილობას ვერ ვხედავდი მაგრამ ათასგვარი შნური ჰქონდა დაერთებული და წვეთოვანიც ედგა. ამის მიუხედავად ჩვენი დანახვისას ყურიდან ყურამდე გაიკრიჭა და ომახიანად მოგვესალმა
-აქ საიდან გაჩნდით თქვენ,-გახარებულმა შეგვავლო თვალი. გავუღიმე
-თავს როგორ გრძნობ?-ვკითხე
-კარგად,ექიმებმა თქვეს რომ სერიოზული არაფერია,ღრმა ჭრილობა არაა ერთ კვირაში ჩიტივით ვიქნები.-აჟიტირებული მიყვებოდა როგორ უთავაზა თავდამსხმელს და როგორ იგერიებდა სანამ იმ გაიძვერამ დანით ჭრილობა არ მიაყენა. უკვე გვიანი იყო და ლუკა სახლში წასვლას აპირებდა,როცა უკანა შესასვლელთან უცხო პირს მოკრა თვალი. მაშინვე მისკენ გაქანდა და დანარჩენი უკვე ცხადი იყო.
-მთავარია რომ კარგად ხარ და სერიოზული არაფერი გჭირს.-დავამშვიდე,ბადაის ყბა ჰქონდა დაჭიმული და აშკარა იყო რაღაცაზე ფიქრობდა. სანამ კიდევ რამეს ვიტყოდით ბადაიმ გამოაცხადა
-ჩვენი წასვლის დროა თაია,ლუკა საღამოს ისევ მოგაკითხავ.-თავი დაგვიკრა ლუკამ და გაგვიღიმა,ყველას დავემშვიდობეთ და გასასვლელისკენ წავედით
-რაზე ფიქრობ?-ვკითხე და გავხედე
-ამ ყველაფერს ცუდი სუნი ასდის,რა უნდოდათ სასტუმროში,აშკარად რაღაცას ეძებენ,მაგრამ რას?
-ან იქნებ უნდოდათ შენთვის ყურადღება გაეფანტათ რომ გეგის ჩემამდე მოეღწია?-გამომხედა და ღრმად ჩაფიქრდა
-შეიძლება.-მხოლოდ ეს მითხრა და მანქანის კარი გამიღო.
-რა გეგმა გვაქვს,? ასე ხომ ვერ ვიცხოვრებთ?-ვკითხე და ღვედი შევიკარი,ცოტა ხანს ესე იჯდა გაშტერებული,მერე მანქანა დაქოქა და მიპასუხა
-ხვალ თბილისში მივდივართ.-დაბნეულმა გავხედე
-თბილისში რა გვინდა?
-გეგი აქაურობას უნდა მოვაშოროთ,ეჭვი მაქვს რომ ლუკა მისი პირველი მსხვერპლი არაა.-საჭეს ხელები მოუჭირა და მანქანაც დაძრა.
-გგონია რომ...-სიტყვა გამიწყდა და ბადაიმ გააგრძელა ჩემს მაგივრად
-ვფიქრობ მისთვის ყველაზე ახლო ხალხსაც კი ავნებს,იქამდე არ გაჩერდება სანამ შენამდე არ მოვა,ამის უფლებას კი არ მივცემ.-სკამს მივეყუდე და ფანჯრიდან გავიხედე,არ მინდოდა ჩემს გამო კიდევ ვინმე დაშავებულიყო რატომღაც მეგონა რომ ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა. მართალია გეგისთვის საბაბი არ მიმიცია,თუ არ ჩავთვლით მაშინდელ ჩემს თხოვნას თბილისში წაყვანაზე,გამყიდველ გოგონას უნდა ვუმადლოდე ახლა რომ აქ ვიყავი საღსალამათი,თორემ ღმერთმა იცის გეგის თავში რა აზრები უტრიალებდა...ამოვიოხრე.
-რაზე ფიქრობ?-მკითხა ისე,რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
-არაფერზე.-მოკლედ ვუპასუხე და სწრაფად მიმავალი მანქანიდან ხეებს მივაჩერდი წამებში რომ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
-ყველაფერი კარგად იქნება დოშდულ.-მშვიდად მითხრა
-არა,ყველაფერი კარგად არ იქნება იქამდე,სანამ რამეს არ მოვიფიქრებთ და გეგის პოლიციას არ გადავცემთ,ან აქამდე რატომაა გარეთ?-ვკითხე და გავხედე
-სოფლიდან სოფელში გადადის დოშდულ,რთულია მისი გამოჭერა...პოლიცია ყველგან ეძებს,მაგრამ ფაქტია ძალიან ბევრი ნაცნობი ყავს და კარგად მალავენ...-თავი გავიქნიე,ეს ნამდვილად არ იყო კარგი ამბავი,არ მინდოდა სულ ასე დაძაბულობაში და სტრესში ყოფნა,არ მინდოდა ვინმე დაშავებულიყო...
-გაქცევით ან დამალვით რას შევცვლით?-ვიკითხე ისე რომ მისკენ არც გამიხედავს
-არ გავრბივართ და არც ვიმალებით დოშდულ,ახლა ასეა საჭირო.-მშვიდად მითხრა და მეც გავჩუმდი,ან რა უნდა მეთქვა? რას შეცვლიდა ჩემი პანიკა? ბადაის ისედაც ათასი საფიქრალი ჰქონდა,არ მინდოდა ჩემი დეპრესიული აზრებით უფრო დამესტრესა...ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე რაც უნდა გამეკეთებინა,თუმცა რათქმაუნდა ეს ბადაისთან არ განმიხილავს...
                            *****
მანქანით დიდხანს არ გვივლია,დანიშნულების ადგილას მალე მივედით. თუმცა ვერ ვხვდებოდი ამ გაშლილ მდელოზე რას ვაკეთებდით...მერე კი მივხვდი...ცხენების ჯგუფი რომ დავინახე...ბადაის გავხედე ალმაცერად
-არ მითხრა რომ...-გამაწყვეტინა
-ცხენზე ჯირითი აუცილებლად უნდა იცოდე,სვანეთში პატარა ბავშვმაც კი იცის ცხენზე ჯდომა,-თითქოს საყვედური მითხრა,რაც ძალიან არ მესიამოვნა მაგრამ ცხენების სილამაზით მოხიბლული ჩუმად ვიდექი
-ერთ-ერთი ამოირჩიე,-მითხრა მშვიდად და თვალები მაშინვე ქათქათა ცხენისკენ გამექცა...სირბილისას ფაფარი ტალღებივით იჭრებოდა ჰაერში,ისე ლამაზად დარბოდა მხოლოდ მისი სიქათქათით კი არა მოძრაობითაც კი ყველასგან გამოირჩეოდა...მაშინვე ვიღაცას ხელით რაღაც ანიშნა ბადაიმ და წამებში უზარმაზარი და სულისშემძვრელად ლამაზი ცხენი ჩემს წინ გაჩნდა...ფრთხილად ავღმართე ხელი და ცხენს თავზე მივადე,სირბილისგან დაღლილი ღრმად სუნთქავდა და თავისი დიდი,ჭკვიანი ყავისფერი თვალებით მიყურებდა მშვიდად. მაშინვე მომნუსხა,ისევე როგორც ბადაიმ ერთ დროს...თამამად მივუახლოვდი და ცხენს მოვეფერე....
-რა ლამაზი ხარ...-წავიჩურჩულე და თითქოს მადლობის ნიშნად ჩაიფხუკუნა...თვალებგაბრწყინებულმა გავხედე ბადაის,რომელიც თვალს არ მაშორებდა და თბილად იღიმოდა,მის გვერდით ვიღაც კაცი იდგა,ბადაიმ მასთან საუბარი გააბა,თუმცა არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ,ცხენისკენ მივმართე მთელი ყურადღება,აქამდე ცხენზე არასოდეს ვმჯდარვარ,გაფიქრებისაც კი მეშინოდა...მაგრამ ამ ცხენს რომ ვუყურებდი ისეთი სიმშვიდე მეუფლებოდა,მზად ვიყავი მასთან ერთად მთელი სვანეთი მომევლო...
-აბა მზად ხარ?-ბადაი მომიახლოვდა,წელზე ხელი მომხვია მისკენ მიმიზიდა,მეორე ხელით კი ცხენს მოეფერა.
-მგონი ჰო...-მე თვითონვე გამიკვირდა ჩემი პასუხის მაგრამ ნამდვილად მზად ვიყავი....ცხენი წაიყვანეს და დაბნეულმა ავხედე ბადაის რომელმაც მხოლოდ გაიცინა
-უნაგირის გარეშე ცხენზე ვერ დაჯდები დოშდულ,მე კი არ მინდა რამე დაგიშავდეს.-თავზე მაკოცა და ერთად ველოდებოდით როდის მოიყვანდნენ ორივესთვის გამზადებულ ცხენებს....
არასოდეს დამავიწყდება ის შეგრძნება,რომელიც მაშინ დამეუფლა ცხენზე რომ პირველად დავჯექი...სულ ვკანკალებდი,მეგონა ჩამოვვარდებოდი,მაგრამ რამოდენიმე წუთის და ბადაის გამხნევების შემდეგ შევეჩვიე და ფრთხილად ვსეირნობდი ცხენის ზურგზე ამხედრებული ულამაზეს მდელოზე...ჯირითამდე ბევრი მაკლდა თუმცა ამითაც კმაყოფილი ვიყავი,შურით ვუყურებდი ბადაის,რომელიც აშკარად გაწაფული იყო ამ საქმეში...ცხენს ისე არბენინებდა აქეთ-იქეთ,ისე ოსტატურად...ისე ლამაზად...მინდოდა მეც ავდევნებოდი და მასთან ერთად ძალიან ძალიან ბევრი მერბინა,მაგრამ შიში ამის ნებას არ მრთავდა....რამოდენიმე საათი დავყავით მდელოზე,კაცი,რომელსაც ბადაი ესაუბრებოდა ინსტრუქტორი აღმოჩნდა,ფრთხილად დამყვებოდა ცხენზე ამხედრებული და ცხენის მართვის სხვადასხვა ტექნიკას მასწავლიდა...ძალიან ბედნიერი და ზღვა ემოციებით სავსე წამოვედი იქიდან,იმდენად მომეწონა რომ გაუჩერებლად ამაზე ვლაპარაკობდი,ბადაის კი ჩემს აჟიტირებულობაზე ეცინებოდა...
*****
სახლში საღამოს დავბრუნდით და მაშინვე ჩაბარგება დავიწყეთ...დილით ადრე ვაპირებდით თბილისში წასვლას და მანამდე ოჯახთან დამშვიდობებაც უნდოდა...გული მწყდებოდა წასვლა რომ გვიწევდა,თბილისში უკვე არაფერი აღარ მელოდებოდა ცეკვის გარდა...მაგრამ ვხვდებოდი რომ სხვა გზა არ გვქონდა და ახლა ყველაზე სწორი საქციელი სწორედ რომ ეს იყო...მინდოდა ყველაფერი მალე დამთავრებულიყო და ყველას მშვიდად გვეცხოვრა,თუმცა ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდე ძალიან ცოტა ხნით გრძელდებოდა და შემდეგ ქაოსით იცვლებოდა...თითქოს შევეგუე კიდეც ასეთ ცხოვრებას,რაღაცნაირად ჩემი ნაწილი გახდა და როცა დიდი ხნით გრძელდებოდა სიმშვიდე და ბედნიერება,უკვე ეჭვებში ვიყავი...ჩუმად ვალაგებდი,ბადაი კი თვალს აპარებდა ჩემსკენ და თან მეხმარებოდა ყველაფრის დაბინავებაში...
-თაია, ყველაფერი რიგზეა?-მკითხა და იქვე ტუმბოზე ჩამოჯდა. მაშინვე არ ვუპასუხე,დავფიქრდი და ბოლოს ვუთხარი
-კი,უბრალოდ....უბრალოდ ქალაქი...
-ქალაქი რა?-მკითხა
-არ მინდა წასვლა...-აცრემლებულმა ამოვისლუკუნე და თან ჩალაგება გავაგრძელე.
-შენ ხომ თბილისი გიყვარდა,ახლა რა შეიცვალა?-ხელები გადააჯვარედინა და ისედაც დაძარღვული ხელები უფრო დაეძარღვა....
-მეე...უბრალოდ მივეჩვიე სიმშვიდეს და სოფელში ყოფნას...-მომიახლოვდა,წელზე მომხვია ხელები და მისკენ მიმაბრუნა,
-ეს ხომ დროებითია დოშდულ,ცოტა ხნით მივდივართ,ვიცი რომ დაიღალე მაგრამ სანამ ყველაფერი არ დამთავრდება მოგვიწევს ამ ყველაფერს შევეგუოთ.-ამოვიოხრე და თვალი ავარიდე,ცერა თითით ნიკაპი ამაწევინა რომ მისთვის შემეხედა თან გამიღიმა
-ყველაფერი მალე დამთავრდება ჩემო ლამაზთვალება გპირდები,ამისთვის ყველაფერს ვიღონებ.-სუსტად გავუღიმე და ისევ ტანსაცმელს მივუბრუნდი...იმედი მქონდა რომ ეს გეგმა გაამართლებდა,ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის რაიმე დადებითი გამომენახა,შემეძლო სანამ იქ ვიქნებოდით ცეკვა გამეგრძელებინა,ამაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს,თუმცა არ ვიცოდი ეს რამდენად მოხერხდებოდა,გეგის გადამკიდე ყოველი ნაბიჯი უნდა მეკონტროლებინა...
დაღლილი ჩამოვჯექი დივანზე და თვალები მივხუჭე,ბადაი ჩემთვის ყავის მოსატანად წავიდა,მე კი ჩემს ფიქრებთან ისევ მარტო დავრჩი,გეგი რომ ქალაქში არ გამოგვყოლოდა? აქ რომ დარჩენილიყო და ვინმესთვის რაიმე დაეშავებინა,მერე რა უნდა გვექნა? მისგან უკვე ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა ეკრანს დავხედე თუმცა ნომერი ვერ ვიცანი,ფრთხილად ავიღე და ვუპასუხე
-გისმენთ,-წამიერი დუმილი,შემდეგ კი ნაცნობი შემზარავი ხმა გავიგე
-გგონია გაქცევით დააღწევ ჩემგან თავს? ყველგან მოგაგნებ "დოშდულ"-ბადაი გამოაჯავრა,ბრაზისგან ავცახცახდი
-რა გინდა ჩემგან? რატომ არ გვანებებ თავს?-გამწარებულმა ვკითხე
-პასუხი უნდა აგოს იმისთვის რაც გააკეთა.-გესლიანად მიპასუხა
-მისი ბრალი არაა თუ ნინას ბადაი შეუყვარდა და არა შენ...-სიჩუმე ჩამოწვა
-მნიშვნელობა არ აქვს მან მე ნინა წამართვა,მე კი შენს თავს წავართმევ,შეხვედრამდე თაია.-ესღა მითხრა და ტელეფონი გათიშა...სწორედ ამ დროს ოთახში ბადაი შემოვიდა და აღელვებულმა რომ გავხედე წარბები შეკრა.ყავა იქვე დადო და მკითხა
-რამე მოხდა?
-გეგიმ დამირეკა...
-რა გითხრა?
-მითხრა რომ შენ მას ნინა წაართვი და ის ჩემს თავს წაგართმევდა...-სახე აელეწა
-ცარიელი სიტყვებია დოშდულ ვერაფერს იზამს,მოდი ჩემთან-ხელები გაშალა და მაშინვე მივეწებე,თავი მის მკერდში ჩავმალე,თავზე მაკოცა,თან მეფერებოდა და მამშვიდებდა...ავხედე გაღიმებულმა რომ დამხედა,ხელი სახეზე მიმადო და ცერა თითით ნაზად მომეფერა მაშინვე მოვლბი.
-ჩემო ლამაზთვალება,თითს ვერ დაგაკარებს ვერავინ,ჩემი ხარ და მუდამ ჩემი იქნები...-გავუღიმე,თვალები მივხუჭე და მის ძლიერ ხელზე გავეხახუნე ლოყით. მიყვარდა ასე ახლოს როცა იყო ჩემთან. თავდავიწყებით შემიყვარდა და მის იქით არავინ არ მაინტერესებდა...დაიხარა და ნაზად მაკოცა. შემდეგ ხავერდოვანი ხმით დაიწყო
-მე თუ ვიცი სიყვარული რა არის,მხოლოდ შენი დამსახურებით,ჩემი მთვარე ხარ,ჩემი მზე და ვარსკვლავები,მიყვარხარ და შენს თავს ვერავინ ვერ წამართმევს.-მიმიხუტა და გულში ჩამიკრა,თითქოს ღელავდა მაგრამ არა,ეს მე ვიყავი შეშინებული,ვიცოდი გეგი არ გაჩერდებოდა,მაგრამ მეშინოდა იმის,რომ ბადაისთვის ან მისი ოჯახისთვის არ დაეშავებინა რაიმე. მის ძლიერ მკლავებში სრულ კომფორტში ვიყავი და ვგრძნობდი რომ სახლი იქ იყო,სადაც ბადაი იყო.
-ძალიან მიყვარხარ,უშენოდ ვერ ვიცოცხლებ...-წავიჩურჩულე,სახე მის ხელებში მოიქცია და დამაჩერდა
-მე სულ შენთან ვიქნები,ისევე როგორც შენ,სანერვიულო არაფერი გაქვს დოშდულ,ძალიან მალე გეგი პასუხს აგებს მის ქმედებებზე,მანამდე კი...-წელზე მომხვია ხელი და უხეშად მიმიხუტა
-მანამდე კი ცხოვრებით და ერთმანეთით დავტკბეთ...-ჩავიხითხითე და გაღიმებული ტუჩებზე დამაცხრა წამიერად მომშორდა და თვალებზე მომაჩერდა
-იცოდი რომ როცა კარგ ხასიათზე ხარ თვალები გიბრწყინავს და გიციმციმებს და როცა უხასიათოდ ხარ თითქმის გიშავდება...-თავი გვერძე გადავწიე და გაღიმებულმა ვკითხე
-ამ ყველაფერს აკვირდები?
-შენი ყველა დეტალი ვიცი...-ხავერდოვანი ხმით მიპასუხა. ხელში უპრობლემოდ ამიტაცა,ფეხები წელზე მოვხვიე ხელები კი კისერზე და მივაჩერდი,არ მჯეროდა რომ ის ჩემი იყო,ჩემი პირადი ბედნიერება და სიყვარული.
ტუჩებზე დამწვდა და მერე ყელზე გადავიდა კოცნა კოცნით და თან ნაწყვეტ-ნაწყვეტ მეუბნებოდა კოცნებს შორის
-შენ მარტო მე მეკუთვნი,მხოლოდ ჩემი ხარ ხო გაიგე? ვერავინ ვერ მოგიახლოვდება და ვერავინ ვერ გაბედავს თუნდაც თითი დაგადოს...შენს გამო სამყაროს გადავწვავ..-აწითლებულმა მხოლოდ ჩავიღიღინე
-მჰმ...-კმაყოფილმა მაკოცა კიდევ ერთხელ ტუჩებზე,მერე კი სულ მთლად აწითლებული ჩამომსვა და გამომიცხადა საძინებელში დავლოდებოდი სანამ თვითონ სადღაც დარეკავდა...არეული ნაბიჯით ავუყევი კიბეებს და ოთახში შესვლისთანავე საწოლზე დავეხეთქე...ჩემი გამტაცებელი შემიყვარდა....როგორ არარეალურად ჟღერს მაგრამ სიმართლეა,მაინც მიაღწია თავისას და თავი ისე შემაყვარა,ისე ძლიერად რომ ისიც კი აღარ მადარდებდა მშობლები რომ გვერდით არ მყავდნენ,ან თუნდაც მეგობრები,ახლა უკვე ბადაი იყო მთელი ჩემი სამყარო,ჩემი ოჯახი და მეგობარი,სულ მალე კი ჩემი ქმარი იქნებოდა...მასთან არაფრის მეშინოდა,მშვიდად ვიყავი,რადგან ვიცოდი,ჩემს გამო სამყაროს გადაწვავდა...ყველას წინ აღუდგებოდა სანამ არ დარწმუნდებოდა რომ მე კარგად ვიყავი...ბეჭედს დავხედე და გავიღიმე...ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული რომ აქ დარჩენა სწორი საქციელი იყო და რომ აქ არ ვყოფილიყავი,ჩემი ცხოვრება უფერული და უსიყვარულო იქნებოდა....მე კი ცხოვრება ბადაის გარეშე ვერ წარმომედგინა,მის გარეშე სუნთქვაც კი აღარ შემეძლო,ის იყო ჩემი ყველაფერი ისე მიყვარდა,როგორც სიკვდილს სიცოცხლე,როგორც სიბნელეს სინათლე და როგორც მზეს უყვარს მთვარე....ის ჩემი მზე იყო,მე კი მისი მთვარე...



№1 სტუმარი Gvanca gvalia

მშვენივრად ვითარდება მოვლენები ველოდებოდი ახალ თავს....იმედია მალე გვექნება შემდეგიც...ვისიამოვნე..

 


№2  offline წევრი La dolce vita

ლოდინად ღირდა ძალიან კარგი თავი იყო, მომეწონა. ძალიან საინტერესოა, როგორ გაფრძელდება ამ ორის ცხოვრება ყველაფერი იმდენად კარგად მიდის, რომ რავი...ვფიქრობ ეს გეგის ამბავი ისე არ ჩაივლის. ველი ახალს.

 


№3  offline წევრი Olivia255

Gvanca gvalia
მშვენივრად ვითარდება მოვლენები ველოდებოდი ახალ თავს....იმედია მალე გვექნება შემდეგიც...ვისიამოვნე..

ვეცდები მალე დავდო ❣️

La dolce vita
ლოდინად ღირდა ძალიან კარგი თავი იყო, მომეწონა. ძალიან საინტერესოა, როგორ გაფრძელდება ამ ორის ცხოვრება ყველაფერი იმდენად კარგად მიდის, რომ რავი...ვფიქრობ ეს გეგის ამბავი ისე არ ჩაივლის. ველი ახალს.

შევეცდები რაც შეიძლება მალე დავდო ახალი თავი,მიხარია რომ მოგწონთ ❣️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაღიზიანებდ ეს გეგი ვინ ჯანდაბაა ძმის საცოლეს ასე უნდა რქცეოდეს არა კაცი კარგი როლებში შევიჭერი მგონი მიყვარს ეს ორი მინდა სულ ბედნიერი იყვნენ მიყვარს ამათი სიყვარული ????????არ მინდა ცუდი რამე მოხდეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️????????????

 


№5 სტუმარი ნასწია

,♥️♥️♥️♥️????????????????????????

 


№6  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაღიზიანებდ ეს გეგი ვინ ჯანდაბაა ძმის საცოლეს ასე უნდა რქცეოდეს არა კაცი კარგი როლებში შევიჭერი მგონი მიყვარს ეს ორი მინდა სულ ბედნიერი იყვნენ მიყვარს ამათი სიყვარული ????????არ მინდა ცუდი რამე მოხდეს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️????????????

შემდეგ თავებში ყველაფერს გაიგებთ ❣️ მიხარია რომ მოგწონთ ❣️❣️

ნასწია
,♥️♥️♥️♥️????????????????????????

❣️❣️❣️

 


№7 სტუმარი სტუმარი ლელა

დადებთ დღეს?

 


№8  offline წევრი Olivia255

სტუმარი ლელა
დადებთ დღეს?

სტუმარი ლელა
დადებთ დღეს?

თუ დავამთავრე შემდეგი თავები დღეს დავდებ დიახ ❣️

 


№9 სტუმარი სტუმარი ლელა

????ნეტა დაამთვაროთ

 


№10  offline წევრი Olivia255

სტუმარი ლელა
????ნეტა დაამთვაროთ

სტუმარი ლელა
????ნეტა დაამთვაროთ

დღეს ახალ ისტორიასაც შემოგთავაზებთ და გვიან გაგრძელებასაც დავდებ ❣️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

Rodis dadebt shemdeg tavs

 


№12  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნინო
Rodis dadebt shemdeg tavs

ატვირთულია,შედარებით პატარა თავი მაგრამ დატვირთული რეჟიმის გამო ვერ ვახერხებ წიგნზე მუშაობას,ვეცდები შემდეგი თავი ბევრად დიდი იყოს და რაც შეიძლება მალე დავდო ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent