მომკიდე ხელი - თავი მეოცე
-ალიო!.. -ჰო, მერი! -როგორ ხარ... -არა მიშავს. რა იყო? -იცი, რაღაცის თქმა მინდა... არ ვიცი, სწორად ვიქცევი, თუ არა... უბრალოდ, მგონია, რომ მომისმენ. -გისმენ. -გუშინ აღმოვაჩინე, რომ... -გიშვილეს? -ჰო... სხვა რა უნდა აღმომეჩინა, არა?!. თანაც, ალბათ, ნათ-ლიაჩემი მოგიყვა. -მართალი ხარ, ის მომიყვა. იცოდა, რომ მეც ვიცოდი. -შენც იცი, რომ მე ვიცი, ჰო? -კი. -ისე, გეწყინა, რომ გაიგე? -ცოტათი. შენ? -არა. -საერთოდ? -საერთოდ... 1 წუთი და 13 წამი... 14... 15... - რატომ უნდა მწყენოდა? -არ ვიცი. -არაფერი არ ღირს ამად... -არც არავინ?-დანანებით მკითხა. -ალბათ, არა. დუმილი. 1 წუთი და 46 წამი... 47... 48... 49... 50... -მერი! -ჰო... -მე რომ მოვკვდე, გეწყინება? -არ ვიცი... ღრმად ამოიოხრა. -„ნეტავი იცოდე, ვინ ვარ...“-ჩაიჩურჩულა. მნიშვნელობას ვერ მივუხვდი და არც კითხვა დამისვამს, ვიცოდი, საჭიროების შემთხვევაში, ისედაც შევიტყობდი პა- სუხს, სხვა შემთხვევაში, რომც მეკითხა, მაინც არანაირი აზრი არ ექნებოდა და უბრალოდ მის გაღიზიანებას გამოვიწვევდი. -გუშინ საღამოს ტელევიზორს უყურე?-მკითხა რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ. -კი. სისულელე იყო. -მერი, შენ მეგობარი გყავს? -არ ვიცი. -ვიცოდი, ჩემს თავზე არ მკითხავდი, -სევდანარევი სიცი- ლით მომიგო. -ხვალ სამ საათზე მოვიდე ისევ? -ჰო. -მადლობა... -არაფრის, -იგივე ტონით განაგრძო. სქელი ბნელი ბინდი ჩამოწვა. თბილისი ღრუბლის საბანში გაეხვია. -დაღამდა. -მართლა? -ჰო. -მერი, როგორია ღამე? აღარ მახსოვს... -დიდი ვერაფერი. ბნელია და ცოტა ლამაზიც. გაიცინა. გათიშა. ღამე ხომ მართლაც ლამაზი რამაა. *** შუადღის ორი საათი ხდებოდა, ქ-ნმა ნინომ რომ დამირეკა, შემომთავაზა, გამოგივლი და წამოგიყვან, მაქეთ ვაპირებ გამოსვლას, საქმე მაქვს და გამომყევიო შენც. უარი არ მითქვამს, მითუმეტეს, რომ არც გზაში იცოდა ბევრი ტიტინი, კითხვების თავზე დაყრა და, მარტივად რომ ვთქვათ, ტვინის ბურღვა. მეც, ჩემი მხრივ, მოვემზადე და სამის ნახევრისათვის პარკში გავჩნდი, სწორედ იმ ფიჭვის წინ, რომლის წინაც მიმითითეს. იანვრის სიცივისაგან ჩემი განუყრელი ქურთუკი მიცავდა და ერთგვარ ბარიერს ქმნიდა ჩემს სხეულსა და მშრალ, გამკივან, მუხლებისმომკვეთ ქარს შორის, მარადმწვანე ფიჭვს რომ დასტრიალებდა თავს და ცდილობდა, მწვანე საფარი მთლად შემოეცალა სხეულიდან, გაეშიშვლებინა სხვათა მსგავსად, თუმცა ვერას ხდებოდა. ჩემი „პატრონიც“ მალე გამოჩნდა, მწვანე პალტოთი და შავი ბეწვის ქუდით მოსილი, ჩქარი ნაბიჯით მომავალი. -გამარჯობა, ძვირფასო!- გულითადად გამიღიმა. -გამარჯობა! როგორ ხართ? -არამიშავს. წამოდი, ჩაჯექი. დავემორჩილე და „მერსედესში“ შევსრიალდი. ცხირს ფრანგული სუნამოს ტკბილი სურნელი მოსწვდა და სასიამოვნოდ გამაბრუა. თვალები მივლულე და საზურგეზე მივწექი, ტკბილი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ჩავფიქრდი, თუ რა კითხვას შეეძლო შევე- წუხებინე ამ კონკრეტულ მომენტში. წამის ფიქრიც არ დამ-ჭირვებია, ისე მოფრინდა სრულიად ლოგიკური და მარტივი კითხვა: რატომ სამი საათიდან ოთხ საათამდე? არც დამიყოვნებია, ისე ამოვუშვი პირიდან ენაზე მომდგარი წინადადება. პასუხად მივიღე: -რა თქვი? კვლავ გავიმეორე ნათქვამი და მერეღა დავფიქრდი, მართლაც იყო თუ არა კითხვა შესაბამისი ამ დროისა და მომენტისათვის, თუმცა შეუსაბამო კვლავაც ვერაფერი შევ- ნიშნე. პასუხი შეიცვალა: -მერი... პასუხთან ერთად მოღიმარი სახეც გამოიცვალა. -იცი, არ მინდოდა მეთქვა... -რა არ გინდოდათ, გეთქვათ? -მერი,-საჭეს ჩაჭიდებულმა სველი თვალებით გამომხედა,-გაბრიელი ავადაა. -როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ვიცი. -გითხრა? -არა. -აბა? -მნიშვნელობა არ აქვს. -ის იცი, რატომაც ვერ ხედავს? -კი. -მოკლედ...-ღრმად ამოისუნთქა,- ტვინის ფუნქციონირება დაქვეითდა მას შემდეგ, რაც მამამისი, ანუ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა; მაგრამ გაბრიელს მანამდეც ჰქონდა ტვინის ფუნქციათა შეფერხების ნიშნები, შეტევის ნიშნებსაც უწოდებენ ხოლმე, თუმცა ძალიან, ძალიან მცირე, იმდენად, რომ მის ქცევასა და მოქმედებაში არაფერი ვლინდებოდა, მხოლოდ ხშირად წამიერად კარგავდა სმენას, თვალებში უბნელდებოდა, აი ხომ იცი, სწრაფად წამოდგომისას რომ გვემართება ხოლმე, ზუსტად ისე და ამიტომ არ მიგვიქცევია ყურადღება,-აქ ავტომობილი გააჩერა. ძრავის გუგუნი შეწყდა. თავადაც შეჩერდა და მცირე პაუზის შემდეგ ჩამოვარდნილი უეცარი სიჩუმის გასაფანტად განაგრძო:-ორი წლის წინ, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, სრული შეტევა მიიღო, გაამწვავა მდგომარეობა და მხედველობა სრულად, ასივე პროცენტით დაკარგა. ამას თან დაერთო ნერვული შეტევებიც... მერე ასი დასახელებისა და სახის მედიკამენტი დაენიშნა, ეს შეტევები რომ კონტროლს დაქვემდებარებოდა, რაც, ასე თუ ისე,ღვთის შემწეობით მოხერხდა; ბევრი წამლის გამოყენებაც შევწყვიტეთ, თუმცა ბევრის გამოყენება დღესაც აუცილებელია, რომ იცოცხლოს... ისიც არ ვიცით, კიდევ როდის განმეორდება შეტევა ან ცოცხალი თუ გადარჩება... მადლობა ღმერთს,-პირჯვარი გამოისახა,-გონებრივ გან- ვითარებაზე ამას არაფერი არ მოუხდენია. თუკი რომელიმე წამლის მიღების დროს ორი წუთით მაინც გადააცილებს, შფოთვას იწყებს, თავის შეკავებას ვეღარ ახერხებს. თუ დროს სამი წუთით მაინც გადააცილებს, შეიძლება ერთ დღესაც ფატალური შედეგით დასრულდეს ყველაფერი... სამი საათიდან ოთხ საათამდე კი იმიტომ, რომ ზუსტად ოთხ საათსა და ხუთ წუთზე მისაღები მედიკამენტი განსაკუთ- რებულად ცუდად მოქმედებს მასზე. ხმას არ იღებს, ოთახში სცემს ბოლთას და ა.შ. და ა.შ... არ უნდა, რომ ეს დაგანახვოს, მერი. უნდა, რომ მოღიმარს ხედავდე და არა მშფოთავს, აღელვებულს, ავადმყოფს. გესმის? -არა. -?! -ეჰ... ღმერთმა არასოდეს გაგაგებინოს, ძვირფასო! მაგრამ ასე გახალისებული დიდი ხანია, არ მინახავს. რა არ ვცადეთ, რომ ოდნავ გახალისებულიყო, მაგრამ მთელი დღეები ჩაკეტილ ოთახში იჯდა, შუბლს იჭმუხნიდა, არაფერს ამბობდა. არ ვიცი, სასწაული ხდება!.. ღმერთო!-პირჯვარი ხელახლა გამოისახა.-ახლა უნდა გადავიდე, ხუთი წუთით დამელოდე, მალე მოვალ,- ეს თქვა და ავტომანქანიდან სწრაფად გადახტა, კარი მიხურა და წინ ატუზული, უშველებელი შენობისაკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა. შესასვლელთან შედგა, თითქოს ნიშანს ელოდებოდა, ზღურბლზე რომ გადაებიჯებინა. ერთ წუთში მამაკაცი გამოვიდა შენობიდან და ნინოს მიუახლოვდა, ჩაეხუტა, გამოელაპარაკა და ფოიეში შეუძღვა. ზუსტად ოთხი წუთისა და 34 წამის შემდეგ კვლავ ჩამოირბინა კიბეზე და ავტომობილის კარი სწრაფად გააღო. ზურმუხტისფერ თვალებში მოვერცხლისფრო ნაპერწკლები უღვიოდა და ტუჩის მარცხენა კუთხეც უთამაშებდა. -წავედით,-ღიმილით თქვა და ძრავა ააგუგუნა. ზედმეტი აღარაფერი მიკითხავს. ყოველივე ნათელი იყო. ცუდი არაფერი უნდა მომხდარიყო ბოლო ხუთ წუთსა და 34 წამში. ღმერთო, რამდენი რამ არსებობს ამქვეყნად! დავიღალე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.