მიშგუ დოშდულ (თავი მეთერთმეტე)
დღეები გადიოდა,მე კი სახლში გამოკეტილი უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი. მართალია სწავლას დავუბრუნდი,თუმცა ონლაინ მიწევდა მეცადინეობა და ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებდა ჩემს ნერვებზე. ბადაი წამითაც კი არ მტოვებდა მარტოს და მაღაზიაშიც კი თან მივყავდი იმის მიუხედავად რომ ყველა კუთხე კუნჭულში დაცვა იდგა. მინდოდა ყველაფერი მალე დასრულებულიყო და მშვიდად გვეცხოვრა ჩვენს ნაჭუჭში...მშობლები უკვე დიდი ხანია აღარ მეკონტაქტებოდნენ და ეს გულს მიკლავდა. მაგრამ თითქოს შევეგუე კიდეც მათ გარეშე ცხოვრებას. კესოს უარი გამოვუცხადე ჩემთან მოსვლაზე მართალია ძალიან ეწყინათ,მაგრამ მათივე უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებდა. ამკვიოხრე და წერა გავაგრძელე ესპანურში ჯგუფში საუკეთესო ვიყავი და ვცდილობდი რომ უფრო და უფრო კარგი ვყოფილიყავი. შუა მეცადინეობის დროს ტელეფონმა დაიწკაპუნა,დავხედე და კესოსგან დამხვდა შეტყობინება,გავხსენი და წავიკითხე. -ვერ დაიჯერებ რა მოხდა!-აშკარად ძალიან იყო გახარებული რაღაცაზე,გამეღიმა -რა მოხდა? -მოკლედ,ძალიან,ძააალიან სიმპათიური ბიჭი გავიცანი,უკვე რამოდენიმე დღეა ერთმანეთს ვწერთ,დღეს კი პაემანზე დამპატიჟა!-წარმოვიდგინე თვალებგაბრწყინებული კესო,რომელსაც ზუსტად ვიცოდი ერთი სული ჰქონდა პაემანზე წასულიყო და მერე ჩემთვის ყველაფერი დაეფქვა. გამეცინა -ყველაფერი მომიყევი.-ვუპასუხე და მაშინვე დაფქვა -მოკლედ მაღალია,მაგრამ არც ისეთი მაღალი,მუქი ფერის მოკლედ შეჭრილი თმა აქვს და ისეთი ლამაზი ცისფერი თვალები რომ შეიძლება ყურებისას ამ თვალებში ჩაიხრჩო. უი ჰო,რა ქვია იმ სოფელს ბადაი საიდანაც არის? უშგული ხომ? ა კი კი,მანდედან არის მაგრამ უკვე დიდი ხანია ქალაქში ცხოვრობს-წარბი შწვკარი და წამიერად არაფერი მიპასუხია,სულ დამბურძგლა როცა კესოს აღწერილობა გეგის მივამგვანე და აკანკალებული ხელებით მივწერე -რა ქვია?-ასე მეგონა დრო გაჩერდა სანამ პასუხს მომწერდა -ლევანი....აუ თიი ძაან საყვარელი და ყურადღებიანია,მგონი უკვე მიყვარს...-კიდევ ძალიან ბევრი რამ მომწერა,მაგრამ ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა,ლევანი....იქნებ უბრალოდ მეჩვენებოდა,იქნებ იმდენად ვიყავი შეშინებული რომ ყველგან გეგი მელანდებოდა? მაგრამ კესოს აღწერილობიდან გამომდინარე....არა არა....აშკარად რაღაც მეჩვენება,სულ ცუდზე ფიქრი არ შეიძლება... -მიხარია,იმედია ლაივშიც ისეთივე კარგია როგორიც სურათებში...-მივწერე და რომ მიპასუხა კიდევ უფრო დავეჭვდი -პირველად სწორედ ლაივში ვნახე,შემთხვევით შევხვდით კაფეში,მითხრა იმდენად ლამაზი ხარ ესე ვერ გაგიშვებო და ფეისზე ერთმანეთი დავამატეთ. -სურათი არ გაქვს?-ვკითხე აღელვებულმა -არა,მითხრა რომ სურათების ატვირთვა არ უყვარს,თან ხომ იცი როგორი ვარ ყველაფერი დავსტალკე მისი მეგობრების გვერდებიც კი,მაგრამ მასთან ერთად სურათი არავის არ უდევს.-არა,აშკარად გეგი იყო,წამოვდექი და გამწარებულმა დავიწყე წერა -მისმინე,მგონი ჯობია საერთოდ არ შეხვდე,უცნაურად არ გეჩვენება მისი საქციელი? არც ისე კარგად იცნობ რომ მასთან ერთად პაემანზე წახვიდე...-რამოდენიმე წამით არაფერი უპასუხია,მე კი აღელვებული უკვე ბოლთას ვცემდი ოთახში პასუხის მოლოდინში -იცი,მგონი მართალი ხარ...მაგრამ მართლა ძალიან საყვარელია და მაინტერესებს სად წაგვიყვანს ეს ყველაფერი,ცდა ბედის მონახევრეაო ხომ იცი.-ამოვიოხრე,მივხვდი აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს ამიტომ მხოლოდ ესღა ვკითხე -როგორც შენ გინდა,ისე სად აპირებთ წასვლას?-მაშინვე მიპასუხა -ჩემს სახლთან რომ კაფეა ხომ გახსოვს? იქ უნდა შევხედე სულ რაღაც ოთხ საათში..-მოგონებებზე გამეღიმა,კესოსთან ერთად ხშირად დავდიოდი იმ კაფეში და დიდხანს,ძალიან დიდხანს ვისხედით და აბსოლუტურად ყველაფერზე ვსაუბრობდით. -როგორ არ მახსოვს,ჩვენი მშვიდი ადგილი... -ჰო..-მიპასუხა და გამეღიმა -კარგი აბა წარმატებები და არ დაგავიწყდეს ყველაფერი მომიყევი სახლში რომ მიხვალ. -კარგი თი,გკოცნი და დროებით...მიხარია რომ დაგვიბრუნდი,ყველას ძალიან გვაკლდი...-არაფერი მიპასუხია ტელეფონი იქვე დავდე მაგიდაზე და საათს გავხედე,თორმეტი საათი იყო....წამით ადგილზე გავშეშდი და დავფიქრდი,იქნებ მეშლება? იქნებ არ ღირს ამის გაკეთება,იქნებ ის ბიჭი გეგი არაა,კესო ძალიან უხერხულად იგრძნობს თავს და ძალიან ეწყინება პაემანი რომ ჩავუშხამე,მაგრამ უნდა გამერისკა. სწრაფი ნაბიჯით გავედი მისაღებში და ტელეფონზე მოლაპარაკე ბადაის გამოვუცხადე -მგონი ვიცი გეგი სადაც არის.-გამომხედა და ტელეფონი გათიშა,მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა და დამაჩერდა. -საიდან იცი?-მაშინვე ყველაფერი დავუფქვი და ჩემსავით ისიც დაეჭვდა რომ ეს ნამდვილად გეგი იყო და ამჯერად ჩემი მეგობრებით ცდილობდა ჩემი სახლიდან გატყუებას. -თუ ის მართლა გეგია კესოს მარტო ვერ დავტოვებ,რამე რომ დაუშავოს?-აღელვებულმა ვუთხარი -ყველაფერი კარგად იქნება,მიდი გაემზადე განყოფილებაში მივდივართ,დროა ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ.-უსიტყვოდ დავემორჩილე და სწრაფი ნაბიჯით წავედი საძინებლისკენ...გული გამალებით მიცემდა და აკანკალებული ვცდილობდი ტანსაცმლის არჩევას....დღეს ყველაფერი დამთავრდებოდა და ყველაფერს ვიზამდი იმისთვის,რომ კესოს თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნოდა თავიდან... ***** განყოფილებაში მისვლისას ბადაიმ ხელი მომკიდა და პირდაპირ პროკურორის კაბინეტისკენ გამაქანა რომელიც მისი ნაცნობი აღმოჩნდა. სიტუაცია რომ ავუხსენით გაგვაფრთხილეს რომ ჯობდა ჩვენ არაფერი მოგვემოქმედებინა და ყველაფერი პოლიციისთვის მიგვენდო,თუმცა ესე ვერ დავჯდებოდი სანამ არ დავრწმუნდებოდი რომ კესოს საფრთხე არ ემუქრებოდა. ბადაიმ ეს იცოდა,ამიტომ განყოფილებიდან წამოსვლის შემდეგ პირდაპირ კაფეში წამიყვანა,მანქანა ისეთ ადგილას დააპარკინგა,რომ თავისუფლად შეგვეძლო დაგვენახა ყველაფერი,თუ რათქმაუნდა კესო გარეთ დაჯდომას გადაწყვეტდა,რაზეც ზუსტად ვიცოდი რომ ასე იქნებოდა...დაახლოებით ერთი საათით ვისხედით ესე მანქანაში ჩუმად და ყურადღებით ვაკვირდებოდით თითოეულ გამვლელ გამომვლელს. პოლიცია არსად ჩანდა,თუმცა შეიძლება უკვე აქ იყვნენ შენიღბულები რომ ეჭვი არავის გასჩენოდა. მალე კესოს მოვკარი თვალი და წამოვჯექი...გვერდით ბიჭი მოყვებოდა,შეუძლებელი იყო მისი სახის დანახვა რადგან კეპი ეფარა,ბადაი გამალებით აკვირდებოდა და ცდილობდა გაეგო მისი ძმა იყო თუ არა,თუმცა ამაოდ. ბიჭი აშკარად დაძაბული იყო,აქეთ-იქეთ იყურებოდა, ყოველ წუთას კეპს ისწორებდა და უფრო და უფრო იფხატებდა სახეზე. კესო გაბრწყინებული ელაპარაკებოდა რაღაცაზე და იმ ფაქტს სულაც არ აქცევდა ყურადღებას რომ ბიჭი ძალიან უცნაურად იქცეოდა...კიდევ ერთხელ რომ ასწია ხელი კეპის გასასწორებლად პატარა შავი ლაქა შევამჩნიე მის მაჯაზე,ბადაის სახე შეეცვალა. -გეგია.-მხოლოდ ეს თქვა და მაშინვე ტელეფონს სწვდა,თან გეგის თვალს არ აშორებდა. მეც იგივე გავიმეორე და კესოს მივწერე. -ყურადღებით მომისმინე,არ შეიმჩნიო ამას რომ კითხულობ,ახლავე ადექი და მოიმიზეზე რომ საპირფარეშოში გასვლა გინდა,მაგ ბიჭს ახლავე მოშორდი!-ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ დაწვდა კესო ტელეფონს და როგორ ცდილობდა უდარდელი სახე შეენარჩუნებინა. -თაია მაშინებ. აქ ხარ? ლევანის იცნობ?-მომწერა და შევამჩნიე გეგიმ კესოს ტელეფონს რომ ჩახედა,სავარაუდოდ ვერაფერი დაინახა რადგან კესომ ტელეფონი გულზე მიიდო და გეგის ჩხუბი დაუწყო,შემდეგ კი წამოდგა,ჩანთას ხელი დაავლო და შენობაში გაუჩინარდა. გეგი მაშინვე უკან გაყვა. ბადაის ლაპარაკი შორიდან მესმოდა,სუნთქვა შემეკრა როცა წარმოვიდგინე რა შეიძლებოდა გეგის კესოსთვის ექნა და მაშინვე კარებს დავწვდი... ***** არც კი დავფიქრებულვარ ისე გავიქეცი შენობისკენ,თუმცა სანამ მივუახლოვდები ვიღაცამ მკლავში ხელი ჩამავლო და სასწრაფოდ მომაშორა იქაურობას. -არა,გამიშვი!-ვიყვირე,თუმცა სამოქალაქო ფორმაში გადაცმულ პოლიციელს რეაქცია არ ჰქონია,კაფესგან მოშორებით რაღაც შავ მანქანაში ჩამსვა ჩემი პროტესტის მიუხედავად. -რაზე ფიქრობდი რომ გარბოდი!-მისაყვედურა ბადაიმ,რომელიც უკვე მანქანაში იჯდა და გვერდით მიმიჩოჩა. -რამე იღონეთ,კესო მარტოა იმ შეშლილთან ერთად!-აღელვებულმა გადავხედე მანქანაში მჯდომ ორ პოლიციელს,რომლებიც კამერებით აკვირდებოდნენ სიტუაციას. ტელეფონმა დაიწრიპინა და მაშინვე ვეცი. -მგონი ეს ბიჭი შეშლილია,გოგონების საპირფარეშოს კარს არ შორდება...ამიხსენი რა ხდება-სულ გადავფითრდი მესიჯის წაკითხვისას და სწრაფად დავუბრუნე პასუხი,ბადაი ამასობაში პოლიციელებმა ერთად გეგის აყვანის გეგმას განიხილავდა -კარი ჩაკეტე და მანამდე არ გამოხვიდე მანდედან სანამ შენს წასაყვანად პოლიცია არ მოვა. -თი მეშინია...რა უნდა ჩემგან?-წარმოვიდგინე რამდენად აღელვებული იყო კესო,რამდენად ეშინოდა,მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო და ეს ცუდად მხდიდა... -გთხოვ ცოტაც მოიცადე,ვიცი რომ გეშინია,შენზე მეც ძალიან ვღელავ მაგრამ უნდა დაველოდოთ პოლიციის რეაგირებას.-მესიჯი წაიკითხა,მაგრამ პასუხი არ მოუწერია და ნერვიულობისგან ავცახცაცხი. კარი ხომ არ შეამტვრია? მძევლად ხომ არ აიყვანა? ნუთუ რაიმე დაუშავა. -ას ოცდარვა,შენობა გაცალეთ და ალყაში მოაქციეთ,დამნაშავის აყვანის ოპერაციას ვიწყებთ...- თვალებგაფართოებული ვუყურებდი როგორ გამოყავდათ ხალხი შენობიდან,თავი ფილმში მეგონა,გეგი სავარაუდოდ ყველაფერს მიხვდა,მაგრამ გაქცევის შანსი აღარ ჰქონდა,რადგან შენობა ალყაში იყო,სულ მალე შენობა დაცარიელდა,პოლიციამ გზებიც კი გადაკეტა,წინა და უკანა კარებებთანაც ხალხი დააყენეს და გეგის მოუხმეს დანებებულიყო და გარეთ გამოსულიყო,არავინ ჩანდა,არც კესო აღარ მწერდა პასუხს,რამოდენიმეჯერ მივწერე თუმცა ამაოდ,მესიჯებს უკვე აღარც ხსნიდა,ლამის თითები დავიჭამე ნერვიულობისგან და ლამის გული წამივიდა შენობიდან გეგი რომ გამოვიდა და დავინახე როგორ ყავდა კესო მძევლად აყვანილი,მის ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი და კესოს როგორც ფარს ისე იყენებდა. ბადაიმ კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა,პოლიცია ახლოს მისვლის უფლებას არ აძლევდა,თუმცა შორიდან სცადა ძმისთვის აზრი შეეცვალა -გაუშვი,მას არაფერი დაუშავებია.-მშვიდი ტონით უთხრა ბადაიმ,გეგი მისკენ მობრუნდა და ამაზრზენი ღიმილით ცივად უპასუხა. -მართალია,მის ადგილას შენ რომ ყოფილიყავი დაუფიქრებლად გამოგჭრიდი ყელს.-კარი გავაღე და ჩემი დანახვისას სახე მოეღრიცა. -თუ გინდა შენი მეგობარი ცოცხალი დავტოვო მის მაგივრად შენ წამომყევი.-ცივად მითხრა და კესოს შეშინებული სახე რომ დავინახე გული მომიკვდა -გეგი გთხოვ,ხომ ხედავ ალყაში ხარ,ვეღარ გაიქცევი,ჩაბარდი და მშვიდად დავამთავროთ ეს ყველაფერი...-გადაიხარხარა და ჩემსკენ მობრუნდა,კესოც მოატრიალა და დანა ყელზე უფრო ძლიერად მიაჭირა,სუნთქვა შემეკრა ამის შემხედვარეს. -და უფლება მოგცეთ ბედნიერებმა იცხოვროთ? მან მე ყველაფერი წამართვა,მის გამო მოკვდა!-თვალები შუბლზე ამივიდა და ბადაის გავხედე -ნინას რა უქენი?-უღრიალა ბადაიმ და ნაბიჯი წინ გადადგა,თუმცა პოლიციამ მაშინვე გზა გადაუღობა და გეგის მიმართეს კესო გაეთავისუფლებინა და ჩაბარებულიყო.... -შენს გამო მოკვდა! შენი ბრალია რომ აღარ არის! რომ დამინახა პირველი შენი სახელი ახსენა! შენი! ვერც კი მიცნო!-იღრიალა გეგიმ და სულ მთლად აკანკალდა კესოს იმდენად მიაჭირა დანა რომ ვხვდებოდი ცოტაც და შეიძლებოდა მოეკლა კიდეც... -გამიშვი გთხოვ...-ამოისლუკუნა კესომ და ამაზე გეგი უარესად გამწარდა -მოკეტე და შენს მეგობარს თხოვე ადგილი გაგიცვალოს თუ გინდა რომ გადარჩე.-კესოს ხმა არ ამოუღია მხოლოდ თვალები დახუჭა მაგრად და შეეგუა რომ შეიძლებოდა ძალიან დაშავებულიყო,პოლიციამ კიდევ ერთხელ გაუმეორა გეგის მძევალი გაეათავისუფლებინა. წამებში გეგიმ დანა ხელიდან გააგდო და ამჯერად კესოს თავზე იარაღი მიაბჯინა,პოლიცია არაფერს აკეთებდა,გეგისთვის რომ ესროლათ დიდი იყო იმის ალბათობა რომ კესოც დაზარალდებოდა და მშვიდობიანად ცდილობდნენ მის დაყოლიებას. -გეგი გონს მოდი,საბოლოოდ შეიშალე? დაფიქრდი რას აკეთებ,ნუთუ მთელი ცხოვრების გატარება ციხეში გინდა?-ცივად უთხრა ბადაიმ და მისკენ მიმწია,ცდილობდა მის ზურგს უკან დავემალე თუმცა ამის საშუალებას არ ვაძლევდი -შენ მე ნინა წამართვი,მე კი თაიას წაგართმევ.-წაისისინა და თვალებანთებულმა გამომხედა. ადგილზე გავიყინე,საბოლოოდ შეიშალა ჭკუიდან... -შენთვის არავინ წამირთმევია გონს მოდი! ნინა სად არის?!-ხმას აუწია ბადაიმ და გეგის მიაჩერდა. -ჩემთან ყოფნა არ უნდოდა,ამიტომ იქ არის სადაც დაიმსახურა ყოფნა,თუმცა დიდხანს არ იქნება მარტო,მალე კომპანიონი გაუჩნდება.-იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი,დაბნეულმა და შეშინებულმა ისიც კი ვერ შევნიშნე როგორ მოისროლა გეგიმ კესო გვერდით,მერე კი...მერე რამოდენიმე გასროლის ხმა გავიგე....ბადაიმ რომ დაიყვირა,წამებში ჩემთან რომ გაჩნდა და კესო და კიდევ რამოდენიმე ადამიანი რომ გამოქანდა ჩემსკენ მხოლოდ მაშინ გავაანალიზე რაც მოხდა....ქვემოთ დავიხედე და დიდი წითელი ლაქა დავინახე მუცელზე....ტკივილს ვერც კი ვგრძნობდი შოკისგან,მხოლოდ ჩავიკეცე და ბადაის ჩავუვარდი ხელებში,რომელიც ცხოვრებაში პირველად მიყურებდა და მის თვალებში შიშს ვკითხულობდი... -არაუშავს....კარგად ვარ....-ნაწყვეთ-ნაწყვეთ ვუთხარი,ვეცადე დამემშვიდებინა,თუმცა მე თვითონაც ვიცოდი ყველაფერი რომ რიგზე არ იყო...რომ დავახველე და ბადაის მაისურს სისხლის წვეთები მიეწუწა შემეშინდა -სასწრაფოს დაურეკეთ! თაია,ყველაფერი კარგად იქნება,ჩემთან დარჩი,თვალები არ დახუჭო,არ გაბედო თვალების დახუჭვა!-მიმეორებდა შეშინებული და თან მის ძლიერ მკლავებში ვყავდი მოქცეული...შორიდან კესოს ყვირილი მომესმა,ახლოს არავის აღარ უშვებდნენ,გარშემო ბადაის გარდა ვერავის ვეღარ ვხედავდი,გაბრუებული უაზროდ ვაფახულებდი თვალებს და ვხვდებოდი სუნთქვა უფრო და უფრო რომ მიჭირდა -მე...მეშინია...სიკვდილი არ მინდა...-ამოვისლუკუნე და ბადაიმ მაშინვე მიმიხუტა -არაფერი მოგივა გესმის?! თვალები არ დახუჭო გთხოვ,მე მიყურე,ჩემს ხმას უსმინე გესმის? არ გაბედო თვალების დახუჭვა დახმარება მალე მოვა!-ხელი ნაზად მიმადო ლოყაზე და მაიძულა მისთვის შემეხედა...მის თბილ თვალებს ვუყურებდი და ვფიქრობდი როგორ გამიმართლა,რომ თუნდაც ცოტა ხნით მომეცა მასთან ყოფნის საშუალება,ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამისთვის,გამეღიმა და ფრთხილად დავიწყე ლაპარაკი -გახსოვს ის თეთრი ცხენი? ძალიან ლამაზი....შენნაირი თბილი თვალები ქონდა...-თვალები დამიმძიმდა და დაღლილობა მომერია -თაია თვალები გაახილე!-ახლა უკვე ხმას აუწია -არ შემიძლია...-წავიჩურჩულე და სანამ სიბნელეში ჩავიძირებოდი გავიგე როგორ ღრიალებდა ბადაი და როგორ შემეხო რაღაც ცივი მკერდზე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.