მიშგუ დოშდულ(თავი მეათე)
თბილისში ადრიანად წავედით,თვალები დაღლილობისგან მეხუჭებოდა,ნახევრად მეძინა,წინა ღამით ვერაფრით ვერ დავიძინე,ვნერვიულობდი და ვფიქრობდი რა გველოდა წინ...ჩემი დისკომფორტი ბადაის არ გამორჩენია ყოველ წუთას თვალს აპარებდა ჩემსკენ,მერე ცალი ხელი ფეხზე დამადო და ნაზად მომეფერა,ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია მკითხა -რაზე ფიქრობ? -ყველაფერზე...-მოკლედ ვუპასუხე და მის ხელს დავხედე ცოტა ზემოთ რომ ააცურა და ოდნავ მომიჭირა...ტუჩზე ვიკბინე და ფანჯარაში დავიწყე ყურება -მე შენს გვერდით ვარ დოშდულ,დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება.-მითხრა და მხოლოდ თავი დავუქნიე...ბადაის ოჯახთან გვიანობამდე გავატარეთ დრო წინა ღამით,ლანას წამოსვლა უნდოდა მაგრამ ბადაიმ ურჩია დარჩენილიყო,მისივე უსაფრთხოებისთვის,რადგან შეიძლებოდა გეგის მისით ეცადა მიეღო ის,რაც უნდოდა...ის რაღაც კი მე ვიყავი...არ ვიცოდი რამდენი ხნით ვაპირებდით დარჩენას თბილისში,ან სად უნდა ვყოფილიყავით,ალბათ სასტუმროში? ან იქნებ ბადაის ყავდა თბილისში ნაცნობები? არ მიკითხავს და არც იმის ნერვებზე ვიყავი დეტალებში გამომეკითხა სად მივდიოდით,ჩემთვის მთავარი მასთან ერთად ყოფნა იყო,თუნდაც ქვეყნის დასასრულში. საღამოს 8 საათი ხდებოდა თბილისში რომ ჩავედით...ნაცნობ ქუჩებს სადაც მთელი ბავშვობა და თინეიჯერობა გავატარე ამრეზად ვუყურებდი...ჩემთვის ეს ქალაქი უფერული გახდა მას შემდეგ,რაც უშგულში წავედი,არ მინდოდა აქ ყოფნა და ერთადერთი ის მახარებდა,რომ სანამ აქ ვიქნებოდით ცეკვას და სწავლას გავაგრძელებდი...ვიფიქრე სადმე სასტუმროში დავრჩებოდით მაგრამ როცა მთაწმინდაზე ერთ-ერთი კერძო სახლის წინ გავჩერდით და ბადაიმ გამოაცხადა მოვედითო მივხვდი რომ შევცდი...ეს ბიჭი სიურპრიზებით იყო სავსე. მანქანიდან გადავედი და ჩემს წინ აღმართულ დიდ სახლს თვალი შევავლე -ეს ვისი სახლია?-ვიკითხე და ბადაის გავხედე,რომელსაც ჩვენი ჩანთები ჰქონდა მოკიდებული და ისე რომ არ გაჩერებულა მიპასუხა -ჩვენი.-კარი გააღო და შიგნით შეაბიჯა,თან მოტრიალდა და გამომხედა -არ მოდიხარ?-მკითხა,დაბნეული ფეხის ათრევით წავედი სახლისკენ და ეზოში შევაბიჯე. -აქ უნდა ვიცხოვროთ?-ვკითხე და თვალებგაფართოებულმა მოვავლე თვალი დიდ ორსართულიან თეთრ სახლს,დიდი გამწვანებული ეზო რომ ამშვენებდა. -მოგწონს?-მკითხა და გვერდით ამომიდგა -ლამაზია...-მოკლედ ვუპასუხე და დაბნეულმა გავხედე,სანამ რამეს ვკითხავდი თვითონ დაიწყო -თბილისში ვაპირებდით მთელი ოჯახი გადმოსვლას და ბიზნესის გაფართოებას,ეს სახლი სწორედ მაშინ ვიყიდეთ,მაგრამ ბოლოს სვანეთში დარჩენა ვარჩიეთ,ქალაქი ჩვენთვის არაა,რადგან გეგი ოჯახს ჩამოშორდა და ყველაფერი აურია სახლი მე დამრჩა,ახლა კი ეს ყველაფერი შენიცაა. იმედია მოგწონს დოშდულ-ავხედე და თბილად გავუღიმე -შენთან ყველგან ბედნიერი ვიქნები,თუნდაც სადღაც შუაგულ ტყეში პატარა ხის ქოხში.-დაიხარა და მაკოცა. -წამოდი შიგნით შევიდეთ.-უკან გავყევი და თან ყველაფერს ვათვალიერებდი. ძალიან მომწონდა გამწვანებული ეზო,აშკარა იყო რომ აქაურობას ვიღაც უვლიდა,ისეთი სისუფთავე და წესრიგი იყო. სახლში რომ შევედით გავიღიმე,ყველაფერი ვინტაჟურ სტილში იყო გაკეთებული,ნაზი ფერები და აბსტრაქტული სურათები კედლებზე გარემოს ძალიან უხდებოდა...დიდი ფართი იყო და იატაკი ისე ბზინავდა ჩემს თავსაც კი ვხედავდი...ბადაის გავყევი და ერთ-ერთ ოთახში რომ შევედით თვალები შუბლზე ამივიდა. ოთახი მთლიანად ხეში იყო,შუაში უზარმაზარი საწოლი იდგა,აქეთ-იქეთ მაღალი ფოთლოვანი მცენარეები,საწოლს ქვემოდან განათება ჰქონდა,ჩემი ყურადღება უზარმაზარმა ფანჯარამ მიიქცია ეზოს რომ გადაჰყურებდა,თუმცა რომ დავაკვირდი ფანჯარა კი არა,მინის კარები აღმოჩნდა საიდანაც ვერანდაზე გადიოდი. თავი ზღაპარში მეგონა. ბადაიმ ჩანთები იქვე დააწყო,მერე კი მისი ძლიერი ხელი წელზე შემომეხვია და მიმიწება. -მიხარია რომ აქაურობა მოგწონს.-მითხრა და ეზოს მოავლო თვალი. -სასწაულია,თავი ზღაპარში მგონია,-ჩუმად ვუთხარი და ავხედე,უკვე მიყურებდა და იღიმოდა -ეს ზღაპარი ახლა შენია.-მიპასუხა,ორივე ხელი წელზე მომხვია და მისკენ მიმაბრუნა. გავუღიმე -სიურპრიზებით ხარ სავსე,-ჩავიცინე -კიდევ მაქვს სხვა სიურპრიზი,ოღონდ მაგას შხაპის მერე გაჩვენებ დოშდულ.-გვერდულად რომ ჩაიცინა მივხვდი რაღაც მზაკვრული ჩაიფიქრა,დაღლილი თვალებით რომ დამხედა მაშინვე აბაზანისკენ ვუბიძგე. -წადი შხაპი მიიღე,მე რამეს მოვამზადებ.-დაიხარა,მაკოცა, მალე დავბრუნდებიო მითხრა და აბაზანაში გაუჩინარდა. მე კი ოთახიდან გავედი და ვახშმის მომზადება დავიწყე... ***** თვალები მოვიფშვნიტე და გაღიზიანებული დავწვდი ტელეფონს გაუჩერებლად რომ რეკავდა. ისე რომ არც დამიხედავს ვუპასუხე -გისმენ. -კიდევ კარგი მიპასუხე,თორემ უკვე სამაშველოში ვაპირებდი დარეკვას.-გაისმა ლანას აღელვებული ხმა და საწოლში წამოვჯექი,ბადაის უკვე ეძინა და მეც გადავწყვიტე გვერდით ოთახში გავსულიყავი რომ არ გაეღვიძა... -მეძინა...-დავიწუწუნე და მისაღებში დივანზე დავეხეთქე -მაპატიეთ თქვენო უდიდებულესობავ,მაგრამ არცერთს არ მოგიწერიათ არც დაგირეკიათ და ყველამ ძალიან ვინერვიულეთ,ვიფიქრეთ რამე ცუდი მოხდა... -კარგად ვართ,არ ინერვიულოთ,უბრალოდ დაღლილები ვიყავით და ჩაგვეძინა...თქვენ როგორ ხართ?-ვკითხე და თან დავამთქნარე ნახევრად გაღვიძებულმა -მშვენივრად,ერთადერთი უთქვენოდ მოვიწყინეთ,თან მარტო დავრჩი და მოწყენილობისგან ვკვდები.-გამეცინა როცა მისი გაბუტული სახე წარმოვიდგინე -მეგობრები ხომ მანდ გყავს,ჩვენც მალე ჩამოვალთ. -ჰო,მაგრამ მე თქვენთან მინდოდა...-ახლა აშკარად გაბუტულმა მითხრა და გამეღიმა. ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს,ლანა განსაკუთრებულად,სულ ჩემთან იყო და წამით არ მშორდებოდა,ისე დავუახლოვდით ერთმანეთს,რომ როგორც ჩემს დას ისე ვუყურებდი. -ბადაის დაველაპარაკები და იქნებ დათანხმდეს შენს აქ ჩამოსვლას,მეც ძალიან დამაკლდები.-ვუპასუხე და მივხვდი ყურიდან ყურამდე იღიმოდა -დღესვე დაელაპარაკე! -ღამის 2 საათია,მეეჭვება საწოლიდან ადგეს.-გავიცინე მის აჟიტირებულობაზე -კარგი რა....-დაიწუწუნა -გპირდები ხვალ დაველაპარაკები,ახლა უნდა გაგითიშო გვიანია და ძალიან მეძინება,ყველას უთხარი რომ კარგად ვართ და მალე დავბრუნდებით. -ჰო კარგი,ღამე მშვიდობის და არ დაგავიწყდეს,დაელაპარაკე.- დამემშვიდობა და გამითიშა. ამოვიოხრე თავი უკან გადავაგდე და თვალები დავხუჭე. ვიცი ძილი აღარ მომეკარებოდა და დაღლილი წავლასლასდი ოთახში იმის იმედით,რომ როგორმე დაძინებას მოვახერხებდი...ოხ ლანა.... ***** დილისკენ ჩამეძინა,თუმცა სულ რაღაც ერთი საათით,მერე ბადაიმ გამაღვიძა...იმდენი მეფერა და მკოცნა შეწუხებულმა გავიღვიძე და წარბშეკრულმა და გაღიზიანებულმა რომ გავხედე გაიღიმა. -დილა მშვიდობის,ძალიან საყვარელი ხარ როცა ბრაზობ. -მეძინება,ძალიან დაღლილი ვარ...-დავიწუწუნე და გვერდი ვიცვალე,თუმცა ამაოდ,მიმიხუტა და თავზე მაკოცა. -მიდი ადექი,დროს ფუჭად ხომ არ დავხარჯავთ სანამ აქ ვართ არ გინდა სწავლას დაუბრუნდე? ან ცეკვას?-თვალები ვჭყიტე,თუმცა დაღლილობამ მძლია და მხოლოდ ჩავიბუზღუნე -დღეს არა,სხვა დროს იყოს.-საბოლოოდ შევეცოდე და გამომიცხადა მე გასასვლელი ვარ მაგრამ შენ მანამდე გამოიძინეო. მხოლოდ თავი დავუქნიე და მალევე ძილმა წამიღო...სავარაუდოდ დიდხანს მეძინა,რადგან ფანჯარაში უკვე მზე აჭყიტავდა და საშინლად ცხელოდა,მთქნარებით წამოვჯექი და მიმოვიხედე,ბადაი არსად ჩანდა,ტელეფონს დავხედე,შუადღის სამი საათი იყო. წამოვდექი და მისაღებში გავედი. ისეთი სიჩუმე იყო რომ უკვე შიშისგან მაკანკალებდა და შევხტი როცა ტელეფონმა დარეკა...ნომერს დავხედე თუმცა არ მეცნო,პასუხის გაცემას არ ვაპირებდი,ვიფიქრე გეგი იყო,მაგრამ ბოლოს ვუპასუხე -თაია! კარგად ხარ? ხუთ წუთში მანდ ვიქნები,კარები არავის გაუღო და საძინებელში იყავი სანამ არ მოვალ.-ბადაის აღელვებული ხმის გაგონებისას ხერხემალში სიცივემ დამიარა. აქამდე რატომ არ ჩავიწერე მისი ნომერი? -ბადაი,რა ხდება?-ვკითხე შეშინებულმა და თან საძინებელში ჩავიკეტე. -რაც გითხარი ის გააკეთე,უკვე ახლოს ვარ.-გამითიშა. საწოლზე დავჯექი და საბანში დავიმალე,თითქოს ეს დამიცავდა საფრთხისგან. ვხვდებოდი რომ გეგი იყო ამ ყველაფერში გარეული და არც შევმცდარვარ. ტელეფონმა დაიწკაპუნა და რომ დავხედე მესიჯის მოთხოვნა იყო უცხო პირისაგან. რომ გავხსენი ადგილზე გავიყინე. ჩემი სურათი იყო მისაღებში იმ წამის გადაღებული წარწერით "ძალიან გიხდება ეგ შორტები,შეხვედრამდე". ბრაზისგან და შიშისგან ერთდროულად ავცახცახდი,ჩვენმა გეგმამ გაამართლა,სოფლიდან გამოვიტყუეთ მაგრამ რის ფასად? ბადაის რატომ არ გავყევი,რატომ დავრჩი სახლში მარტო,ხომ ვიცოდი რომ საფრთხეში ვიყავი,რატომ ვუმატებ სანერვიულოს. სულ ვკანკალებდი და პატარა გაფაჩუნებაზეც საბანში უფრო და უფრო ღრმად ვიმალებოდი. სულ მალე კარი ხმაურით გაიღო და სანამ რაიმეს მოვიფიქრებდი ძლიერმა ხელებმა გულში ჩამიკრეს. ბადაი...მისი სურნელი რომ ვიგრძენი მაშინვე დავმშვიდდი,მივეკარი და ჩუმად ავსლუკუნდი. იმდენად ვიყავი შეშინებული რომ აღარ ვიცოდი რა მექნა. ტელეფონი გავუწოდე და სურათს რომ დახედა,ხელი ისე მოუჭირა ტელეფონს,რომ თითები გაუთეთრდა. გვერდით მოისროლა და ჩემსკენ მობრუნდა. -კარგად ხარ? ჩემთან ერთად უნდა წამეყვანე,მარტო არ უნდა დარჩენილიყავი.-ჩამიხუტა და ნიკაპი თავზე ჩამომადო,თან ზურგზე რიტმულად მისვამდა ხელს რომ დავემშვიდებინე. -რა მოხდა?-ვკითხე ცოტათი რომ დავმშვიდდი და კანკალიც შემიწყდა. -აქვე ვიყავი გასული საქმეზე,ტელეფონზე დამირეკა და მითხრა უკეთესი ადგილი უნდა მოგეძებნა თაიას დასამალადო,მერე შენი სურათი გამომიგზავნა...-ყბა დაეჭიმა და თვალი გაუშტერდა -რა უნდა ვქნათ? რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ.-ავღელდი,თან ჩავფიქრდი -პოლიციას უკვე შევატყობინე და რამოდენიმე ნაცნობსაც გადავურეკე,აუცილებლად დავიჭერთ დოშდულ,ძალიან მალე ყველაფერი დამთავრდება და შევძლებთ მშვიდად ცხოვრებას.-ჩუმად ამოვიოხრე,ნეტავ როდის დადგებოდა ეგ დღე,უკვე საშინლად ვიყავი დაღლილი და აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ასე ვერ ვიცხოვრებდი,ბადაის ჩემს გამო საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი,რაღაც უნდა მომეფიქრებინა და თანაც ძალიან ჩქარა,თორემ გეგი უფრო და უფრო ღრმად ტოპავდა და ღმერთმა უწყის თავში რა უტრიალებდა...საწოლზე დავეხეთქე და თვალები მივხუჭე. -ახლავე მოვალ სადღაც უნდა დავრეკო,დღეიდან სულ ჩემს თვალწინ იტრიალებ და ყველგან ერთად ვივლით.-ოთახიდან გავიდა და ჩემს ფიქრებთან მარტო დამტოვა. იქნებ როგორც სატყუარა ისე გამოვეყენებინე გეგის დასაჭერად? რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაგვესვა ამ აურზაურისთვის და გეგისთვის,რომელმაც თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა და სწორად თვლიდა ასეთ საქციელს. სწორად მიაჩნდა მის ძმის ცოლზე ძალადობა და გატაცების მცდელობა და არ ფიქრობდა რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც გოგოს მის მაგივრად ბადაი შეუყვარდა...რა სისულელე იყო გოგოს გამო დაპირისპირება,ნუთუ მის გარდა არავინ მოსწონებია,ნუთუ მართლა ისეთი ბოროტი იყო,როგორადაც აღწერეს,ნუთუ მართლა იკადრებდა ესეთ რამეს? მაგრამ იმ ღამის გახსენების შემდეგ თავი აქეთ-იქეთ გავიქნიე,იკადრებდა და თან როგორ. ერთხელ თუ მოაღწია ჩემამდე,არც მეორედ გაუჭირდებოდა,მაგრამ ამჯერად მზად დავხვდებოდი,ყველაფერი ფრთხილად უნდა დამეგეგმა,ისე რომ ბადაის არ გაეგო და ძმებს შორის სისხლიანი დაპირისპირება არ მომხდარიყო,ვერ ავიტანდი ჩემს გამო ერთმანეთისთვის რაიმე რომ დაეშავებინათ,ამიტომ ფიქრებში ჩავიკარგე და დავფიქრდი,გაამართლებდა თუ არა ჩემი გეგმა. ***** მთელი დღე სახლში ვიყავით,ბადაი ხან სად რეკავდა ხან სად. დაცვის აყვანაც კი გადაწყვიტა რაზეც კატეგორიულ უარზე ვიყავი,მაგრამ რათქმაუნდა არ დამიჯერა და ჩემს დასაცავად დაცვა აიყვანა. არ მინდოდა ტყუილად გაეღო ამდენი ხარჯი,ყველაფერი მალე უნდა დამთავრებულიყო და ამისთვის ყველაფრისთვის მზად ვიყავი...ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალი,კესომ რომ ატეხა ისევ ჩემთან რეკვა,მის სახელს დავჩერებოდი ეკრანზე და ვფიქრობდი მეპასუხა თუ არა,ვიყავი თუ არა მზად მათ სანახავად...ბოლოს გადავწყვიტე რომ ჯობდა ყველაფერი გაგვერკვია და მოგვეგვარებინა. -გისმენ.-მოკლედ ვუპასუხე და მეორე ხაზზე ამოხვნეშის ხმა გავიგე -ისევ ბრაზობ? ძალიან მოგვენატრე თაია,იქნებ შევხვდეთ ერთმანეთს?-სცადა კიდევ ერთხელ ჩემი დაყოლიება,ამჯერად დავთანხმდი,მხოლოდ იმიტომ,რომ მინდოდა მათი განუწყვეტელი რეკვები და მესიჯები დასრულებულიყო,ამიტომ ვუთხარი -ლოკაციას ჩაგიგდებ,შეგიძლიათ მოხვიდეთ და ვისაუბროთ.-გავუთიშე და ლოკაცია გავუგზავნე. რომ დავუფიქრდი,მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდნენ ჩემს შერიგებას,ეს კი იმას ნიშნავდა,რომ მათ ვადარდებდი,უნდოდათ ჩემი შემორიგება და წამით არ დანებებულან. გამეღიმა,მართალია გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ არ შეიძლებოდა მათი დაკარგვა,როცა ასე ძალიან უნდოდათ ჩემი ნახვა და ზოგადად ჩემთან ყოფნა. მოკლედ კესომ მომწერა რომ ერთ საათში მოვიდოდნენ. წამოვდექი და მისაღებში გავედი,ბადაი ისევ ტელეფონზე ლაპარაკობდა,რომ დამინახა ერთი წამითო თითით მანიშნა და დადუმდა. შემდეგ მხოლოდ ესღა თქვა -გასაგებია,ყველაფერი გამაგებინეთ.-ტელეფონი გათიშა და დივანზე ჩამოჯდა,გვერდით მივუჯექი და მაშინვე კალთაში ჩამისვა. თავი მის კისერში ჩავმალე და ცოტა ხნით ესე ვისხედით ჩუმად. სიჩუმე მე დავარღვიე. -არაფერი გიჭამია.. -არ მშია დოშდულ.-მიპასუხა და ჩემი თმით დაიწყო თამაში -კესომ მომწერა...ლოკაცია გავუგზავნე და ერთ საათში აქ იქნებიან, -აჯობებს სტუმრებისგან თავი შევიკავოთ დოშდულ,გეგი ყველაფერზეა წამსვლელი.-გავბრაზდი,გეგის გამო ნუთუ ასე უნდა მეცხოვრა გამოკეტილს,მეგობრების გარეშე,გარეთ სეირნობის გარეშე,ცხოვრება წამართვა ამ ბიჭმა და ერთი სული მქონდა დაეჭირათ. -გეგის გამო ისე ვერ ვიცხოვრებ თითქოს ციხეში ვარ.-წავისისინე და თან წამოვდექი. -კარგად იცი რომ ამას სხვების უსაფრთხოების მიზნით ვაკეთებთ,მაგრამ შენ თუ გინდა შენს მეგობრებს რაიმე დაუშავდეთ შეგიძლია მოიყვანო და გეგის ყველა სათითაოდ გააცნო.-წამოდგა და ზემოდან დამხედა სერიოზული სახით. ბრაზისგან სულ წამოვწითლდი და ერთიანად ავცახცახდი. -აქამდე რატომ არაფერი მოიმოქმედე შენ ან შენმა ოჯახმა? აქამდეც ხომ ჩაიდინა დანაშაული? როცა შანსი გქონდათ და შეგეძლოთ რატომ არ ჩააბარეთ პოლიციას?-წავისისინე და შევატყე რომ ამ სიტყვებით ძალიან გავაბრაზე,თუმცა იმ მომენტში ეს არ მადარდებდა. -იყო რაღაც მიზეზები,რის გამოც გეგის პოლიციას ვერ გადავცემდით,თუმცა შენთვის ამის ცოდნა საჭირო არაა.-ცივად მიპასუხა,აქამდე ყველაფერს მიყვებოდა მაგრამ რატომღაც ჩემს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. უფრო სწორად ჰქონდა,უბრალოდ თქმა არ უნდოდა. -გასაგებია...იქნებ უკეთესი იქნება ციხეში რომ წამიყვანო და გამომკეტო? იქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნები,გეგიც ვერ მომიახლოვდება და სანამ დაიჭერენ ოთხ კედელში გამომწყვდეული ვიჯდები და შენც მშვიდად იქნები და მეც. ოღონდ ყველაფერი რომ მორჩება პირდაპირ ფსიქიატრიულში წამიყვანე და გამომკეტე.-ხმას ავუწიე და თვალები მაშინვე გაუშავდა ბრაზისგან. -კარგად იცი,რომ ამ ყველაფერს შენთვის ვაკეთებ,შენივე უსაფრთხოებისთვის, ყველანაირად ვცდილობ მის კვალზე გავიდე და რაც შეიძლება მალე დავიჭიროთ,მანამდე კი მოგიწევს ის გააკეთო რასაც გეტყვი.-მომიახლოვდა და თვალებში დამაჩერდა წარბშეკრული. -უკეთესი იდეა მაქვს.-წავისისინე. გამწარებულ გულზე ბეჭედი მოვიძრე და ფეხებთან დავუგდე. -თუ შენთან არ ვიქნები გეგიც თავს დამანებებს და შეძლებ შენს ძმასთან ადრინდელივით შეხმატკბილებულად იცხოვრო.-შევტრიალდი და სანამ ოთახისკენ წავიდოდი მაჯაზე დამწვდა,უხეშად მიმაბრუნა მისკენ,მოულოდნელობისგან ფეხი გადამიბრუნდა და სანამ დავეცემოდი მკერდზე მიმიკრო. -არ გაბედო ჩემგან მოშორება.-დაიღრინა,მისი მზერის სიმძაფრემ სუნთქვა შემიკრა,მაჯაზე კიდევ უფრო მომიჭირა და წავისისინე -ბადაი,მტკენ... -შენ გგონია,რომ ესე უბრალოდ შეძლებ ამ ბეჭდის მოხსნას და ჩემგან წასვლას? ოდესმე თუ კიდევ გაბედავ ამ ბეჭდის მოხსნას და ჩემგან წასვლას,წარმოუდგენელ რაღაცებს გავაკეთებ იმისთვის,რომ გაიგო რაზე ამბობ უარს.-მისი მშვიდი ლაპარაკი და გამხეცებული თვალები შიშს მგვრიდა. ყოველი გამოთქმული სიტყვის შემდეგ მაჯაზე უფრო და უფრო მიჭერდა ხელს და მეშინოდა საბოლოოდ არ გადაემსხვრია. -მემუქრები? და ეგ სიყვარულია ბადაი?-ხმას ავუწიე და გააფთრებული მივაჩერდი,თან ხელის გათავისუფლებას ვცდილობდი -ეს მუქარა არაა,ეს დაპირებაა,-მისი ხმა ძალიან ბნელი და მშვიდი იყო. -არ მინდა შენი დაკარგვა თაია,მაგრამ თამაში თუ გინდა,ისიც გაითვალისწინე,რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი იმისთვის რომ ჩემს გვერდით იყო. -ეს მხოლოდ ჩვენ აღარ გვეხება,ნუთუ ამას ვერ ხვდები? შენ არ ხარ ერთადერთი ვისაც ძალაუფლება გააჩნია,მეც მაქვს არჩევანი და მეც მაქვს უფლება ჩემით გადავწყვიტო რა გავაკეთო. -ხოდა არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღო.-ჩემი ხელი ამოაბრუნა და ნაზად მაკოცა. -იქნებ ჯობია რომ გამიშვა,-ხმა გამებზარა და თვალები რომ ამიცრემლიანდა ბადაის თვალი ავარიდე თან გავაგრძელე. -რადგან თუ შენ არ შეგიძლია პატივი სცე ჩემს არჩევანს,მაშინ ეს სიყვარული არაა ეს ციხეა... -ვერ გაგიშვებ,ვერც ახლა და ვერც ვერასდროს.-მკაცრი ტონით მითხრა და ცერა თითით ნიკაპი ამაწევინა რომ მისთვის შემეხედა. -ვერ გაგიშვებ თაია,მითუმეტეს მაშინ როცა ვიცი როგორი იქნება შენი ცხოვრება თუ ამის ნებას მოგცემ. წარმოდგენაც კი არ გაქვს მას რა შეუძლია,არ მივცემ უფლებას მოგიახლოვდეს არც ახლა და არც არასდროს.-თვალი ავარიდე და ნაბიჯი უკან გადავდგი -მე შენი საკუთრება არ ვარ და ვერ გამაკონტროლებ.-ჯიუტად გავაგრძელე -შენს გაკონტროლებას არ ვცდილობ,შენს დაცვას ვცდილობ. ვერ დაგკარგავ. ჩემი ხარ.-წამიერად ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და დავდუმდით. -მე შენი საკუთრება არ ვარ ბადაი,ადამიანი ვარ რომელსაც საკუთარი უფლებები და არჩევანი აქვს. თუ ფიქრობ რომ სიყვარული ესეთია ძალიან ცდები,მაშინ შენს გარეშე უკეთ ვიქნები. შენი ძმის არ მეშინია და მითუმეტეს არც შენი,თვითონაც შევძლებ თავის დაცვას-წავისისინე და წამითაც არ ვაშორებდი თვალს. -უნდა გეშინოდეს.-გაყინული ხმით მიპასუხა და წინ ამეტუზა,ისეთი თვალებით მიყურებდა,რომ იმ მომენტში მისი მართლა შემეშინდა. -შენ არ იცი რამდენად შორს წავალ შენი უსაფრთხოებისთვის,თუ კიდევ მოიხსნი ბეჭედს,თუ კიდევ ეცდები ჩემგან წასვლას,თუ კიდევ შეეცდები თავის საფრთხეში ჩაგდებას,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დავიცვა ის რაც ჩემია,ყველანაირ ზღვარს გადავალ.-ბეჭედი თითზე გამიკეთა და წამიერად დახედა,შემდეგ შედარებით რბილად გააგრძელა. -მიყვარხარ თაია და არავის მივცემ უფლებას ჩემგან წაგიყვანოს,მითუმეტეს ჩემს ძმას. უნდა მენდო, ჩემს გვერდით დადგე და არა ჩემს წინააღმდეგ.-ვუყურებდი და ვფიქრობდი,მინდოდა მასთან ყოფნა,მისი სიყვარულის გარემოცვაში,მაგრამ მეშინოდა....მეშინოდა მის ძმას არ დამსგავსებოდა,ასეთი ბადაი არ მომწონდა და ასეთს ვერ ავიტანდი. შემდეგ კი,თითქოს სამყარო გაჩერდა,ის დაიხარა და მაკოცა,იმდენად ტკბილად,რომ ჩვენს გარშემო არსებული ქარიშხალი სადღაც გაქრა,ცერა თითით ლოყაზე მეფერებოდა და კამათისგან დამძიმებული გული სითბოთი შეიცვალა. -გთხოვ თაია,-ჩემს ტუჩებთან ჩაიჩურჩულა-ქვეყნად მხოლოდ შენი დაკარგვის მეშინია,უშენოდ ცარიელი ვარ,უშენოდ ვერ ვიცოცხლებ,არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია,მაგრამ ახლა შენ გთხოვ რომ ჩემთან დარჩე ბოლომდე,არ მინდა ეს უხეში გზით გავაკეთო...-ისევ ტუჩებზე დამაცხრა,ცალი ხელით ძლიერად მიჭერდა წელზე და მიხუტებული ვყავდი,წამით არ მაცდიდა ამომესუნთქა თითქოს მშიერი იყო და კოცნით ცდილობდა ამ შიმშილის მოკვლას. წამიერად მოვშორდი და აქოშინებული მივაჩერდი -მიყვარხარ ბადაი,მაგრამ მეშინია შენს ძმას არ დაემსგავსო....-ჩაიღიმა -მისნაირი არასოდეს ვიქნები დოშდულ,ჩემთან მისი შედარება არ გაბედო.-სახეზე მოვეფერე,მან კი საპასუხოდ კედელზე მიმაწება და დამაჩერდა -მიშგუ ლადღ.-სვანურად თქვა რაღაც და ცერა თითით ლოყაზე მომეფერა...მასზე ჯერ კიდევ ვბრაზობდი,თავი გავიქნიე და ოთახში დავაპირე შესვლა ისევ მისკენ რომ მიმაბრუნა უხეშად და ორივე ხელი წელზე რომ მომხვია. -ვინ გითხრა რომ წასვლა შეგეძლო?-წარბშეკრულმა ავხედე -ისევ ამას აკეთებ. -რას ვაკეთებ?-დაიხარა და ყელზე ნაზად მაკოცა -ცდილობ მარიონეტივით ის ვაკეთო რაც შენ გინდა,ასე არ შეიძლება. -კარგი,თუ გინდა დაბრუნდი ოთახში.-წაიჩურჩულა თან ყელზე ნაზად მკოცნიდა და ცალი ხელი მაისურის ქვემოთ ჰქონდა შეცურებული. თავი რომ უკან გადავაგდე და წამოვიკვნესე მიხვდა არსად წამსვლელი არ ვიყავი,ხელში ამიტაცა და კედელზე მიმაკრო,სახე ახლოს მომიტანა და ხავერდოვანი ხმით მითხრა -არ მინდა იფიქრო რომ შენს კონტროლს ვცდილობ და იმას ვაკეთებ რაც მინდა,ამიტომ მოდი შენ მითხარი რა გინდა.-ხელები კისერზე მოვხვიე და მივაჩერდი,ქვედა ტუჩზე ოდნავ მაკოცა და პასუხის მოლოდინში მომაჩერდა -შენ...-წავიჩურჩულე და ამჯერად მე დავწვდი ტუჩებზე. მეორედ გამეორება არ დამჭირვებია,მაისური მაშინვე შემომახია და თვალებანთებულმა დამხედა. -ყველანაირად სრულყოფილი ხარ დოშდულ,სულელი უნდა ვიყო შენ რომ ოდესმე გაგიშვა.-თმა უკან გადასწია ცალი ხელით და ყელზე დამაცხრა. -საძინებელში წავიდეთ...-ვუთხარი თუმცა პასუხად მხოლოდ ეს მივიღე -ზედმეტად შორსაა...-მეც დავნებდი და ბოლომდე მივენდე...წამის წინ მასზე ვბრაზობდი და მისგან წასვლას ვცდილობდი ახლა კი რას ვაკეთებდი....გონს მოდი თაია...ასე არ შეიძლება....ეს არასწორია....გონებაში ხმა გაისმა თუმცა მთლიანად დავახშე და ჩემი სვანი ბიჭით გადავწყვიტე დატკბობა...რომელიც იმდენად მიყვარდა,რომ ყველანაირი წყენა და ბრაზი წამებში მავიწყდებოდა როცა მისი ტუჩები მეხებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.