მე ვარ ფარვანა
ფარვანა, ფარვანა!! მომესმოდა ყრუდ ქუჩის ბოლოდან ძახილი, მაშინვე გავიქეცი ოთახიდან, ვიცოდი ეს არ იყო კარგის მომანიშნებელი და ვცდილობდი სწრაფად გავქცეულიყავი რომ არ დამეგვიანა, დაგვიანების შემთხვევაში ცემა არ ამცდებოდა. როგორც კი გავედი დავინახე ჭიშკართან მდგომი მამა. მაღალი,მხრებში გაშლილი წარბებ შეჭმუხნული და ცივი მზერით მომზირალი (ყველაზე მეტად ამ მზერის მეშინოდა). სწრაფად მივირბინე და პროდუქტით დატვირთული პარკები გამოვართვი, იმდენად მძიმე იყო გამორთმევისას წავბარბაცდი მაგრამ თავი შევიკავე რათა არ წავქცეულიყავი, თორემ ვიცოდი წინ რაც მელოდა. სახლში როგორც კი შევედი პროდუქტები გავანაწილე და თავისი ადგილი მივუჩინე, შემდეგ ჩემს პატარა დაიკოსთან გავიქეცი, რაც დედამ მოგვატოვა მას შემდეგ მე ვუვლი მას, მის მეტი არავინ მყავს და ვცდილობ უდედობა არ ვაგრძნობინო. მე ფარვანა ვარ 18 წლის, ვცხოვრობ ერთ პატარა სოფელში, რომელიც სავსეა ხალხით მაგრამ არა ადამიანებით, დიახ ერთ ადამიანსაც კი ვერ იპოვით, ვინც დახმარების ხელს გამოგიწვდის და წამოდგომაში დაგეხმარება. მაშინაც კი როდესაც მამა მცემს და ჩემი განწირული ყვირილი ესმით, შორიდან მიყურებენ, დანანებით თავს აქნევენ და გაიძახიან საწყალი, საწყალი! მაგრამ დასახმარებლად არავინ მოდის, არავის ადარდებს მოკვდები თუ გადარჩები, ფიქრობენ რომ ეს მათ არ ეხებათ და სხვის საქმეში არ უნდა ჩაერიონ. მე კი შევეჩვიე რეალობას, ამას ხომ მცირე ასაკიდან ვიტან, მამა ხშირად სვავს და როცა მთვრალი სახლში ბრუნდება ჯავრს ჩემზე იყრის ხოლმე, თითქოს მე ვიყო რაიმეში დამნაშავე. იცით ზოგჯერ დედას არ ვამტყუნებ რომ წავიდა, განა ადვილია შეძლო ცხოვრება ასეთი კაცის გვერდით, მაგრამ მე ის არ მესმის ჩვენ ასე რატომ გაგვწირა, ნუთუ სულ ოდნავ მაინც არ ვუყვარდით და პატარა ადგილი მაინც არ მოიძებნებოდა მის გვერდით. მაგრამ არაუშავს მე მჯერა რომ ერთ დღესაც გამოიდარებს, ჩვენთვისაც ამოვა მზე და ჩემს დას არ მოუწევს იმის გავლა, რასაც ახლა მე გავდივარ. ბევრჯერ მიფიქრია წასვლაზე, გავიქცევი და თავს ვუშველი თქო, მაგრამ წასასვლელი არსად მაქვს, რომც მქონდეს ჩემ დას ხომ არ დავტოვებ, მასთან ერთად კი რთული იქნება დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება. თანაც მამამ რომ მომძებნოს ვიცი უეჭველად მომკლავს და ჩემ დასაც არავინ აღარ დარჩება. დრო გადის მე კი ისევ ვერაფერს ვცვლი, ძალიან მინდოდა სწავლის გაგრძელება მაგრამ მამამ არ გამიშვა, არც დამოუკიდებლად სწავლის საშუალებას მაძლევს, მეუბნება რომ სწავლა ქალებისთვის არ მოუგონიათ, ისიც საკმარისია სახლის საქმე იცოდეო. სხვა გზა არ მქონდა, შევეგუე რეალობას, მანამ სანამ ჩემს ცხოვრებაში არ დადგა ჯოჯოხეთური დღე, როდესაც ბაღიდან ვბრუნდებოდი სახლთან უცხო მანქანა შევნიშნე, აქამდე არასდროს მენახა, ფეხს ავუჩქარე და სწრაფად მივირბინე ამბის გასაგებად, კართან მისულს ჩემი დის ტირილის ხმა შემომესმა, მამას ეხვეწებოდა არ გამიშვაო, ვერაფერი გამეგო სად მიდიოდა ჩემი და. იქვე მდგარ ქალს ვკითხე რა უნდოდა და რა დაჰკარგვოდათ ჩვენს სახლში, როდესაც მისი სიტყვები მოვისმინე ადგილზე გავქვავდი, თითქოს დრო გაჩერდა და თავში მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალებდა: ჩვენ შენი და ბავშვთა სახლში მიგვყავს რადგან მამამ ასე მოისურვა. ვერ ვიჯერებდი, განა შეიძლება ასეთი რამის დაჯერებაა, უეცრად კი თავში რაღაცამ გაიელვა, უნდა ვუშველო, ჩემ დას უნდა ვუშველო, ვერ წაიყვანენ, ვერავინ წამართმევს მას. მაშინვე მასთან გავიქეცი ხელიდან გამოვტაცე იქვე მდგარ კაცს და მაგრად ჩავეხუტე რომ არავის შეძლებოდა მასთან მიახლოება, მაგრამ ვერ შევძელი, მაინც წამართვეს და წაიყვანეს, სოფლის ბოლომდე ვდიე ქალაქისკენ მიმავალ მანქანას მაგრამ უშედეგოდ, ვერ დავეწიე, ვერ შევძელი, ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ, მაშინაც კი როდესაც მამა გამეტებით მირტყავდა. საკუთარ თავთან პირობა დავდე რომ ჩემ დას აუცილებლად დავიბრუნებდი, რადაც არ უნდა დამჯენოდა ეს. პირველი რაც გავაკეთე სახლში დაბრუნებულმა, არც კი ვკითხე მამას ეს რატომ გააკეთა ისედაც ცხადი იყო, ზედმეტ ტვირთად აღიქვამდა და თავიდან მოიშორა, ალბათ მეც მალე მომიშორებდა, სწრაფი ნაბიჯით შევედი ჩემს ოთახში, კარი გადავკეტე და პატარა ნაჭრის ჩანთაში ჩავალაგე ტანსაცმელი და საჭირო ნივთები წასასვლელი არსად მქონდა მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი იქიდან აუცილებლად უნდა წავსულიყავი, თუნდაც ქუჩაში დამჭირვებოდა ღამის გათევა. აქ უკვე არავინ მყავდა. ერთი სული მქონდა როდის დაღამდებოდა და მამა დაიძინებდა რომ სახლიდან გაპარვა ადვილად მომეხერხებინა, თანაც ისე რომ არავის შევემჩნიე და მამაჩემისთვის ადვილი მისაგნები არ ვყოფილიყავი. “არის გზა რომელიც უნდა გაიარო. ხანდახან არ იცი როგორ შეძლებ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიარო!” სამი წლის შემდეგ…. სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც სოფლიდან გავიქეცი, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, ძალიან დიდხანს ქუჩაში მიწევდა ულუკმაპუროდ ღამის გათევა, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიდექი, თუმცა მხოლოდ ერთი რამ მაძლევდა ძალას და არ მაძლევდა დანებების უფლებას, ჩემი და უნდა გადამერჩინა, ჩემთან უნდა დამებრუნებინა. ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ სამი წლის განმავლობაში, თუმცა დღეს უკვე მაქვს სამსახური და თავშესაფარი, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის რომ ჩემი დის დაბრუნება შევძლო თანაც არც ასაკი მიწყობს ხელს რომ მასზე მეურვეობის მოპოვება შევძლო, მიუხედავად ამისა უფლება მომცეს მონახულების, დასვენების დღეებს მასთან ვატარებ, ერთად ძალიან ბევრს ვთამაშობთ და ვერთობით, ერთად ვსწავლობთ და ვვითარდებით, ყოველ მისვლაზე ჩემი გულის პატარა ნაწილი მწყდება როცა ვუყურებ ჩემი დის სევდიან თვალებს, ყოველ მისვლაზე მეკითხება როდის შევძლებ მის წაყვანას, მე ჯერ კიდევ არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი და მაშინვე ვცდილობ მისი ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. ასე გადის კვირები, თვეები და ვინ იცის კიდევ რამდენი თვე დამჭირდება ჩემი ერთადერთი სურვილის ასასრულებლად, ბანკში დანაზოგი გავხსენი თუმცა ჩემი ხელფასი ისეთი ცოტაა მხოლოდ მინიმალური შენატანის შეტანას თუ შევძლებ. მაგრამ მაინც არ ვნებდები, ვიცი და მჯერა რომ აუცილებლად შეიცვლება ჩემი ცხოვრება კარგისკენ და ერთხელ მაინც შევძლებ ვიგრძნო თავი ბედნიერ ადამიანად. ალბათ გაინტერესებთ როგორ შევძელი სოფლიდან გამოქცევა და როგორ შევძელი მამისგან თავის დაღწევა. შუაღამისას გამოვიპარე სოფლიდან, ძალიან მეშინოდა გზად მგელი არ გადამყროდა მაგრამ ჰზას მაინც ვაგრძელებდი რადგან დანებებას არ ვაპირებდი. მხოლოდ ორი კილომეტრის გავლა შევძელი, შემდეგ ერთ-ერთი სოფლის განაპირად მცხოვრებ მოხუც ქალს დახმარება ვსთხოვე და ღამის გასათევად შევეფარე. ძალიან კეთილი ქალი აღმოჩნდა დამაპურა, მისი ქალიშვილის ნაქონი ტანსაცმელი მაჩუქა და დილით ქალაქში მიმავალ ძმიშვილს გამაყოლა. მისთვის არ მითქვამს რომ ქალაქში დასარჩენი არ მქონდა, თორემ ვიცოდი უეჭველად არ გამომიშვებდა, ეს კი არაფრით არ შეიებოდა. როცა ქალაქში ფეხი მოვიკიდე და შემოსავალიც გამიჩნდა გადავწყვიტე იმ ქალის მონახულება, თუმცა სოფელში ჩასულს სამწუხარო ამბავი დამახვედრეს, ჩემი სტუმრობიდან მალევე გარდაცვლილა და გაფრენილა მის შვილთან. მხოლოდ ერთი გზაღა დამრჩენოდა მისი საფლავი მოვინახულე და ყვავილები მივუტანე. იმ დღის შემდეგ ხშირად ვსტუმრობ მის საფლავს და ყვავილები მიმაქვს რადგან ის პირველი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში ვინც პირველივე დანახვის წამიდან გულში ჩამიკრა და ჩემს მიმართ სითბო გამოიჩინა, განა შეიძლება ასეთი რამის დავიწყებაა. სულ რომ მილიონობით ვარდი მივუტანო ვიცი ვერ გადავიხდი მის სიკეთეს. რაც შეეხება მამაჩემს დიდად არც გამკვირვებია რომ არც კი უცდია ჩემი მოძებნა ისე გააგრძელა ცხოვრება თითქოს არც კი ვარსებობდით. რვა წლის შემდეგ…. “უნდა გარისკო, იქნებ და დაცემის ნაცვლად ფრენას სწავლობ,ვინ იცის....” და აი რვა წელიც გავიდა მას შემდეგ, რაც სოფლიდან გამოვიპარე და ჩემი ცხოვრებაც შევცვალე, რვა წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ აქამდე მოსვლას შევძლებდი და გავხდებოდი დამოუკიდებელი, წარმატებული ქალი. მინდა ვიყვირო და ყველას გავაგებინო რომ მე შევძელი და რომ მათაც შეუძლიათ იპოვონ საკუთარი თავი და დაცემულები კვლავ წამოდგნენ ფეხზე. შეუძლებელი ხომ მართლა არაფერია და როცა გგონია რომ დამთავრდა სწორედ იქ იწყება ცხოვრების ახალი დასაწყისი. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებაში მომხდარ ფაქტებს, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასე უეცრად კარგისკენ შეიცვლებოდა ყველაფერი. როცა სამსახურში ფეხი კარგად მოვიკიდე და შემოსავალიც გამეზარდა გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა და ღრმად მივიწყებული ოცნება ამესრულებინა. ასეც მოხდა, ჩავაბარე ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში და დავამთავრე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, როგორც წარჩინებულ სტუდენტს დასრულებისთანავე შემომთავაზეს სამსახური ორგანიზაციაში, რომელიც ეხმარებოდა ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და გოგონებს სტრესის დაძლევაში, გარდა ამისა მალევე დავიწყე პაციენტების სახლში მიღებაც. დღითიდღე ვრწმუნდებოდი რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე პროფესიის არჩევისას და რომ ჩემი პროფესია ყოველ დღე იმაზე მეტად მიყვარდებოდა ვიდრე წინა დღეს. არ ვიცი რა არის იმაზე უკეთესი როდესაც ცდილობ ადამიანს დაეხმარო და როდესაც ვიღაც იმედის თვალებით გიყურებს. რაც შეეხება ჩემი ცხოვრების მთავარ დამღას და ოცნებას. პირველ რიგში გეტყვით იმას რომ მთავარი ოცნება ავიხდინე და შევძელი ჩემი დის ჩემთან დაბრუნება. ხუთი წელი იქნებოდა გასული ჩემი ქალაქში გადმოსვლიდან, როდესაც შემატყობინეს რომ მამაჩემი გარდაიცვალა. მიუხედავად ყველაფრისა გულის სიღრმეში მაინც ჩამწყდა რაღაც და გული მეტკინა, არ მივატოვე და ბოლო გზაზე გავაცილე ისე როგორც წესი იყო, ვაპატიე ყველაფერი და ღმერთს მივანდე მისი გასამართლება. მას შემდეგ რაც ყველაფერმა ჩაიარა გადავწყვიტე გამეკეთებინა ის რითაც ჩემი დის დახსნასაც შევძლებდი. სოფლის სახლი და ყველა მიწა რაც გაგვაჩნდა გავყიდე ქალაქში სახლის ყიდვა რომ შემძლებოდა. თანაც სოფლისკენ გამოხედვა წამითაც არ მინდოდა, რადგან ყველა კუთხე და კუნჭული იმ საშინელ წარსულს მახსენებდა და ყველა ტკივილი ახლდებოდა. სახლი და მიწები საკმაო თანხად გაიყიდა და შევძელი ჩემი ოცნების სახლი მეყიდა. სახლი ნელნელა ჩემი ხელებით გავარემონტე, ჩემი ხატვის ნიჭის დამსახურებით შევქმენი სხვადასხვა დიზაინები და ძალიან ლამაზად მოვაწყვე ჩემი დის ოთახი. როდესაც ყველაფერი მზად იყო და ჩემი სამსახურის წყალობით ბევრი საჭირო ნაცნობი შევიძინე დავიწყე საბუთების შეგროვება, ყველა მეხმარებოდა ამიტომ პროცესის ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირდა, მალევე სახლის პირობების სანახავად სოციალური მუშაკიც მოვიდა, რომელმაც უმაღლესი შეფასება მომცა და მომცეს უფლება ჩემი და სახლში წამომეყვანა. სიტყვებით აღუწერელია და ვერ გადმოვცემ იმას რასაც მე მაშინ ვგრძნობდი და რა ხდებოდა მაშინ როდესაც ჩემი დის წამოსაყვანად მივედი. დღეს უკვე მეც და ჩემი დაც ბედნირები ვართ, გვაქვს ჩვენი პატარა ოჯახი და ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ცხოვრებას, ჩემს დას ვცდილობ შევუქმნა ისეთი ცხოვრება როგორიც მე არ მქონია და დავავიწყო ის რისი გამოვლაც მოუხდა. ვიცი რომ შეუძლებელი არაფერია, რადგან მე ძლიერი ვარ, თუკი აქამდე მოვედი ვიცი რომ ამასაც შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდები რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს. და ბოლოს მინდა ვიყო ყველასთვის მაგალითი და გთხოვოთ ნუ დანებდებით, იბრძოლეთ საკუთარი ოცნებებისთვის და ნუ შეეგუებით ბედს, რადგან საკუთარ ბედს თავად ვქმნით დასასრული…. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.