შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი


6-09-2024, 01:19
ავტორი Mariapipinova
ნანახია 707

(ასეთი იდიოტური სიზმარი დამესიზმრა დღეს,დეტალებს ვერ ვიხსენებ ნორმალურად,მაგრამ უცნაური და რაღაცნაირად სასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა,თითქოს რეალური იყო,ისიც ვიფიქრე ისტორია ხომ არ დავწერო მეთქი,თავიდან მომეწონა იდეა,მაგრამ სისულელე იქნება,უბრალოდ გაგიზიარებთ,ამ ჩემს აბდაუბდა სიზმარს.) :))))


მანქანაში გამეღვიძა,ისეთი არეული გზა და სიბნელე იყო რომ წესიერად ვერ ვარჩევდი ვერც გზას და ვერც მის სახეს.
სალონში ფანარი რომ ვიპოვე ავანთე,ძლივს ანათებდა მაგრამ რაღაცას მაინც ხომ იზავდა.
სახეზე მივანათე ის იყო,გამიღიმა.
ფანჯრები ბოლომდე ჰქონდა ჩამოწეული,და ჩემი გრძელი თმა ხან სად ეხეთქებოდა და ხან სად.
- სად მივდივართ ?! - გზას მივანათე,და შეშინებულმა ვკითხე,ყველანაირად ვცდილობდი ხმაში შიში არ დამტყობოდა.
- ჩემ საყვარელ ადგილას - ისევ გამიღიმა.
- მეც მომკლავ ?! - ტირილი მინდოდა.
- მე არაფერი დამიშავებია მათთვის,არცერთი სერიოზული საქმე ჩემს თავზე არ ამიღია,და არც ავიღებდი.
ხომ იცი რომ არა,დამშვიდდი. - ძალიან სწრაფად მიაქროლებდა მანქანას,და შიში თანდათან მატულობდა.
- გთხოვ ! - ტირილით ვუთხარი,და ფეხები სავარძელზე ამოვწიე,სახე დავმალე.
სიცივეზე მივხვდი,ფეხშიშველი ვიყავი.
- ნუ გეშინია ! - არ მიყურებდა,ხოტორა თავზე ისვამდა ხელს და ხშირად სარკეში იყურებოდა,ვინმე ხომ არ მომყვებაო.
რომ იცოდეს წინასწარ რომ მაქვს დარეკილი,აქვე გამაფრთხობინებდა სულს.
ასე მეგონა უღრან ტყეში მიაქროლებდა მანქანას,ისეთ ადგილას მივდიოდით.
- დამშვიდდი ! - შემზარავი ბოხი ხმა ჰქონდა.
ისევ უკან გაიხედა,სადღაცას გადაუხვია და გამომხედა.
- უკან ჩრდილი მომყვება ! - გაზის პედალს უფრო ჩააჭირა.
სუნთქვა მიჭირდა,უკან გავიხედე,მართლაც რომ დიდი ჯიპი მოგვყვებოდა,გამიხარდა,ვაი და იქნებ ჩემს გადასარჩენად არიან აქ_მეთქი.
ისევ უკან უნდა მომეხედა, რომ უცებ დარტყმა ვიგრძენი,იმ დიდ ჯიპს დაურტყია თურმე ჩვენთვის,ჩემი კარის მხარეს.
წელზე მომხვია ხელები მაგრად და თავისკენ მომქაჩა.
მკერდზე მიმიხუტა და თავი მაგრად დამიჭირა,ალბათ იფიქრა ახლა არ უნდა მოკვდეს,ეგ ჩემი საქმეა მე უნდა გავაკეთოო..



№1  offline წევრი Ninogavtadze

Dzaan saintereso da ucnauri sizmaria magram siamovnebit visurvebdi am sizmris motxrobad gadaketebas

 


№2  offline წევრი Mariapipinova

Ninogavtadze
Dzaan saintereso da ucnauri sizmaria magram siamovnebit visurvebdi am sizmris motxrobad gadaketebas


აუცილებლად ! < 3 ოდესმე თუ მუზა მეწვევა ჰაჰა.
--------------------
M.P

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent