შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშგუ დოშდულ(თავი ცამეტი)


12-09-2024, 22:08
ავტორი Olivia255
ნანახია 924

მზით განათებულ ვერანდაზე ვიდექი და ამწვანებულ ეზოში ორ პატარა მორბენალ სილუეტს სიხარულით მივჩერებოდი. პატარა გოგონამ სიცილი ატეხა,ოდნავ წამოიყვირა და ეზოს ბოლოში გაიქცა ძმა რომ დაედევნა. იდეალურები იყვნენ,ორივეს დიდი ბრიალა მწვანე თვალები ჰქონდათ და მამიკოსავით მუქი ყავისფერი თმა. მხოლოდ თვალებით მგავდნენ ხასიათით ორივე მამას დაემგვანა და ისეთივე ჯიუტები და ხისტები იყვნენ როგორიც ბადაი. მზარავდა იმაზე ფიქრი,რომ რაღაც მომენტში მათი მოშორება მინდოდა,მათ გარეშე სუნთქვაც კი არ შემეძლო,სწორედ ისინი იყვნენ ჩემი მზის სხივები,მათით ვცოცხლობდი და რათქმაუნდა ბადაიც არ უნდა გამომრჩენოდა,ის იყო ჩემი სიცოცხლის ნაპერწკალი და ადამიანი ვის გამოც სულსაც დავთმობდი. ნაბიჯების ხმა გავიგე,მერე კი ძლიერი ხელი ჩემს პატარა წელზე შემომეჭდო და ბადაიმ ნაზად მაკოცა თავზე.
-ალბათ მთელი ცხოვრება მადლობას გადაგიხდი ამ ბედნიერებისთვის,შენ მე კიდევ ორი სიცოცხლე მაჩუქე.-ავხედე და წარბები ავწკიპე
-კიდევ ორი?-გაიღიმა
-პირველი შენ ხარ.-მაშინვე მოვლბი და მივეხუტე,ორივემ ბავშვებს გავხედეთ. დაჩი ნიას გულისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი,პატარა ქალბატონს ხელის გულზე ატარებდა ტყუპისცალი ძმა თვითონ კი ამით კმაყოფილი ყოველთვის ცდილობდა ეს სათავისოდ გამოეყენებინა. მე და ბადაი ამაზე მართალია ვიცინოდით,მაგრამ მეცოდებოდა ის ბიჭი ვისაც ნია შეუყვარდებოდა...
-ნიამ თუ ეს ხასიათი არ მოიშორა ალბათ ბიჭების მოდგმას სისხლს გაუშრობს.-ვუთხარი ბადაის და ნიას გავხედე რომელიც გაბუტული ელოდებოდა როდის მიუტანდა დაჩი სათამაშოს რომელიც თვითონ მოისროლა ეზოს გარეთ.
-და ეს კარგია.-მიპასუხა ბადაიმ და გაიცინა ჩემი გაბრაზებული სახის დანახვისას
-რა გინდა,გოგომ თავი უნდა დაიფასოს,თანაც ჩემი შვილია დოშდულ,სხვაგვარად ვერ იქნება.-ამოვიოხრე და თვალები ავატრიალე. ბავშვებს გავხედე და ისევ ფიქრებმა წამიღო. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ქორწილი მალევე გადავიხადეთ. მთელი სოფელი იყო მოსული და რათქმაუნდა ჩემი ახლო მეგობრებიც. მშობლებმა საერთოდ ხაზი გადამისვეს და ჩემთან სამუდამოდ გაწყვიტეს კავშირი. რათქმაუნდა გული მწყდებოდა,მაგრამ ბადაისთან და მის ოჯახთან ძალიან ბედნიერი ვიყავი და დროის უკან დაბრუნება რომ შემძლებოდა,ზუსტად იმ დროს დავაბრუნებდი ბადაი რომ პირველად ვნახე,რომ კიდევ ერთხელ გამომეცადა პირველი კოცნის დროს დაუფლებული გრძნობა,მისი შეყვარება,მასთან გატარებული თითოეული დღე...გამეღიმა,სიყვარული რთულია,სიყვარული მოულოდნელია,სიყვარული არის ყველაფერი რასაც ვფიქრობდი რომ იყო და არა მხოლოდ. მის მიმართ გრძნობები ისე გაჩნდა როგორც ძილი მოდის,ნელა და შემდეგ ერთდროულად. მე ვიცი რომ სასწაულები ხდება მაშინ,როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდებით,რადგან მე ის შემიყვარდა....ბადაის ავხედე რომელიც უკვე მე მიყურებდა და ნაზად მაკოცა ტუჩებზე.
-მიყვარხარ დოშდულ,მადლობელი ვარ ღმერთის რომ შენი თავი მაჩუქა და შენი რომ ეს ანგელოზი მოავლინე ამ ქვეყნად. თქვენით ვსუნთქავ და ვცოცხლობ,შენ რომ არ შეგხვედროდი არ ვიცი,ალბათ დიდხანს ვივლიდი მარტო,ან სრულიად მარტო წავიდოდი ამ ქვეყნიდან,მაგრამ მე შენ გიპოვე,ჩემი დაგარქვი და ახლა ვიცი,სადაც არ უნდა ვიყო ყველგან შენ დაგელოდები...ყოველთვის შენ აგირჩევ...-ისევ მაკოცა და ერთმანეთს რომ მოვშორდით და ცერა თითებით თვალები მომიწმინდა მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ ვტიროდი.
-არ ვიცი უშენოდ როგორ უნდა მეცხოვრა,ძალიან მიყვარხარ,მართლა,მუდამ შენი ვიქნები როგორც აქ,ასევე იმ ქვეყნადაც...-ჩავეხუტე,მისი ძლიერი ხელები მომხვია და თავზე მაკოცა.ცოტა ხანს ესე ვიდექით მერე კი ბავშვებმა რომ ყიჟინა დასცხეს თვალები ვჭყიტე. დაჩი ჩემსკენ გამოქანდა და ფეხზე მომეხვია მისი პატარა ხელებით გაკრეჭილი
-დე შეიძლება მე და ნიამ ცხენებით გავისეირნოთ?-იმდენად გამართულად ლაპარაკობდა ხუთი წლის ასაკში რომ ზრდასრულ ადამიანებს არაფრით ჩამოუვარდებოდა,ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო და ამას ყოველ დღე ამჟღავნებდა,მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა,აი ნია კი ცოტა ზარმაცი იყო,მაგრამ დაჩის არაფრით ჩამოუვარდებოდა. ხელში ავიყვანე დაჩი და ბრიალა თვალებში ჩავხედე,ძალიან ვუყვარდი და სულ ჩემს გვერდით იყო,ნია კი მამიკოს გოგო იყო,უკვე ბადაის ყავდა ძლიერ მკლავებში მოქცეული და პატარა ქალბატონიც კმაყოფილი ხითხითებდა.
-იმ შემთხვევაში თუ მამიკო ამაზე თანახმაა.-ვუპასუხე და ყველამ ბადაის გავხედეთ.
-რადგან ასეა საქმე,მაშ წავიდეთ სანამ დაბნელდება შეგვიძლია გავისეირნოთ. ბავშვები სიხარულისგან აყვირდნენ,ყველანი სახლში შევედით და გავემზადეთ,სანამ ბავშვებს ვაცმევდი ბადაიმ ცხენები მოამზადა და ეზოში გასულებს უკვე ორი დიდი ცხენი შემოგვეგება...თეთრი ცხენი,რომელიც პირველივე დანახვისას შემიყვარდა და გულში ჩამივარდა,ქორწილის დღეს ბადაიმ სახლში მოიყვანა და გამომიცხადა რომ დღეიდან ჩემი იყო...ენით ვერ აღვწერ რამდენად ბედნიერი ვიყავი იმ დღეს და ამის გახსენებისას სულ მეღიმებოდა...დაჩიმ რათქმაუნდა ჩემთან ერთად გადაწყვიტა სეირნობა,წინ დავისვი და უკან მე მივუჯექი. ნია მამიკოს მოუსკუპდა და თოხარიკით გავიქეცით მთებისკენ.
-რა მაგარია...-ახითხითდა ნია და ცხენს ფაფარში ჩააფრინდა
-დე მიდი გაუსწარი.-შეჰყვირა დაჩიმ და მეც სიჩქარეს მოვუმატე. ბევრი ვარჯიშის შემდეგ იმდენად კარგად ვატარებდი ცხენს,რომ ბადაი ხშირად მეუბნებოდა ჩემზე უკეთ გამოგდისო. ბევრი სეირნობის,სიცილის,მდინარეში წუწაობის და უბრალოდ ხედებით დატკბობის შემდეგ,ბავშვებს ძილი მოერიათ და ჩვენც სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ... ნახევრად მძინარე ბავშვები საძინებელში შევიყვანეთ,გამოვუცვალეთ და დაღლილებს მაშინვე ჩაეძინათ...მეც შხაპი მივიღე და უკვე შებინდებულზე ცოტა ხნით დასვენება გადავწყვიტე. ბადაი მაშინვე გვერდით მომიწვა და მიმიხუტა,გვერდულად რომ გაიღიმა ჩავიხითხითე. ზემოდან მომექცა და ვნებიანად მაკოცა.
-მესამე ბავშვზე რას იტყოდი დოშდულ?-ჩემს ტუჩებთან ჩაიჩურჩულა და ჩავიღიმე
-თანახმა ვარ!-აჟიტირებულმა ვუთხარი და მივეწეპე...ერთმანეთს სიყვარულით სავსე მზერა გავუზიარეთ და იმ მომენტში მივხვდი,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო,ჩვენ ამას ერთად გავუმკლავდებოდით რადგან ერთმანეთი გვყვავდა,ეს კი საკმარისზე მეტი იყო.....

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.



№1 სტუმარი ნაესტანი

კარგი იყო ძალიან მომეწონა კარგი დასასრულით მადლობა წარმატებები ♥️

 


№2  offline წევრი Olivia255

ნაესტანი
კარგი იყო ძალიან მომეწონა კარგი დასასრულით მადლობა წარმატებები ♥️

დიდი მადლობა,მიხარია რომ მოგეწონათ ❣️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

მადლობა სასწაული დასასრული ქონდა.კიდე შემოგვთავაზე ასეთი სასწაული ნოველა????????

 


№4  offline წევრი Olivia255

სტუმარი ნანა
მადლობა სასწაული დასასრული ქონდა.კიდე შემოგვთავაზე ასეთი სასწაული ნოველა????????

უკვე ვმუშაობ ახალ წიგნზე და ძალიან მალე შემოგთავაზებთ ❣️

 


№5 სტუმარი სტუმარი ანნა

მეგონა ორსულობის თემას უფრო გაშლიდით, თითქოს ასე მალე დასასრულებელი არ იყო.

საბოლოო ჯამში სასიამოვნო ისტორია იყო, კარგად წერთ.

 


№6  offline წევრი Olivia255

სტუმარი ანნა
მეგონა ორსულობის თემას უფრო გაშლიდით, თითქოს ასე მალე დასასრულებელი არ იყო.

საბოლოო ჯამში სასიამოვნო ისტორია იყო, კარგად წერთ.

დიდი მადლობა,მიხარია რომ მოგეწონათ ❣️

 


№7 სტუმარი სტუმარი ელა

ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა,თორემ ისე კარგი იყო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent