შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუდუ მერლანი //3//


10-10-2024, 01:45
ავტორი ენქეი
ნანახია 4 283

გამთენიისას გამოეღვიძა მაშოს.გადაბრუნება,რომ მოინდომა და საკმაოდ დიდი სივრცე იგრძნო გულგახეთქილს გამოეღვიძა და ირგვლივ ყველაფერი მოათვალიერა.სავარძლის მაგივრად ფუმფულა საწოლში იწვა და უდარდელად გადაეგორებინა წინა საღამო.ოთახი მაშინვე იცნო,დუდუსი იყო.თავად არსად ჩანდა მადლობა ღმერთს.დარცხვენილმა კიდევ ერთხელ მიმოიხედა და ფეხზე წამოდგა,რომ სახლი შეემოწმებინა.ციოდა...ერთიანად ტაომ დააყარა სხეულზე,ალბათ ღუმელი ჩაუქრა მერლანს...კარი ფრთხილად გამოაღო და ქურდივით გავიდა მისაღებში მისი წინდებისამარა...
საშინლად ბნელოდა,მობილური მოიმარჯვა,რომ უკეთ შეეთვალიერებინა ყველაფერი და დივანზე მოკეცილ კაცს,რომ დახედა უნებურად გული შეეკუმშა.ტანსაცმლიანს ჩასძინებოდა და ზემოდან არაფერი ეფარა.ღუმელი მართლაც ჩამქრალი იყო და შეშაც არსად ჩანდა.გაახსენდა,რომ გარედან შემოიტანა დუდუმ დაჭრილი შეშა და გადაწყვიტა,რომ თავადაც იგივე გაეკეთებინა.
ფეხზე უკვე მშრალი ფეხსაცმელი მოირგო და კართან მივიდა,თუმცა მისი გაღება ვერ შეძლო.ფაქტი იყო,რომ ჩაკეტილი ჰქონდა მასპინძელს.კიდევ რამდენჯერმე გამოქაჩა,თუმცა ვერ გააღო.მოულოდნელად სუნთქვაც კი შეეკრა ზურგიდან ვიღაცამ ცხელი სუნთქვა,რომ მიაფრქვია.
-საით?-ნაცნობი ხმა იყო,თუმცა მაინც შეკრთა მოულოდნელად.
-მე...-წამით ყველაფერი საშინელება წარმოიდგინა გონებაში.რატომ ჩაკეტა კარი?სად არის გასაღები?რატომ არ მიშვებს?
-მიდიხარ სადმე?-უკვე მისკენ შებრუნებულს ჰკითხა და თვალებში ჩააცქერდა.
-დუდუ...
-გისმენ.-მშვიდად უპასუხა კაცმა.
-შეგიძლია გაიწიო?-სიტყვებს თითქოს სულიც კი ამოაყოლა.
-რატომ?
-მაშინებ...-ჩუმად ჩაილაპარაკა და მაშინვე იგრძნო როგორ დაეძაბა კაცს მთელი სხეული.ნაბიჯით უკან დაიხია მერლანმა და მდუმარედ მიაჩერდა მის წინ მდგომ ქალს.
-არაფერს დაგიშავებ მაშო.-თბილი ხმით უთხრა ისე,რომ წარბიც არ შეუხრია.
-კარი რატომ არის ჩაკეტილი?-მაინც თავისას იმეორებდა.
-იმიტომ,რომ მესტიაში ვართ და არა სოფლის სახლში,სადაც მეზობლებს ენდობიან.
-წასვლა მინდა.-გაუაზრებლად წამოსცდა და თავისივე ნათქვამში ეჭვი შეეპარა.სად უნდა წასულიყო? შუა დეკემბერში,დილის 6-ის ნახევარზე საით მიუწევდა გული?უკუნითი სიბნელე იდგა გარეთ,მას ხომ სიბნელის ძალიან ეშინოდა...
-ახლა ვერ წახვალ,რომ გათენდება წაგიყვან.
-ახლა რატომ ვერა?დარწმუნებული ვარ სიბნელეშიც გაიგნებ გზას.
-მაშო ახლა ვერა.
-რატომ?
-მაშო...-სიმშვიდეს ძლივს ინარჩუნებდა მერლანი.
-წასვლა მინდა.
-ახლა საშიშია,ძალიან ადრეა.
-კარგი ჩემით წავალ,შენ ნუ შეგეშინდება.-თავადაც ვერ მიხვდა რა დაემართა.
-ვერ წახვალ!-ხმა შეეცვალა მერლანს.
-დუდუ კარი გამიღე!-ძლივს ამოთქვა მაშომ.
-ახლა ვერ წახვალმეთქი მაშო!
-წასვლა მინდა,ახლავე!
-გეყოფა,ნუ ბავშვობ!
-აქ ვერ დამტოვებ შენი სურვილით გაიგე?ახლავე გამიღე კარი!-პანიკაში ჩავარდა მაშო და მთელი ხმით უყვირა კაცს.
-ახლა ვერსად ვერ წახვალ მაშო!-საპასუხოდ დაუყვირა მერლანმა.-მე ვერ ვაგებ კიდევ ერთ სიცოცხლეზე პასუხს,ამ დროს საშიშია მესტია,ათასი რამ ხდება,ვერ დაგიცავ და ვერ ვაგებ შენს სიცოცხლეზე პასუხს გაიგე?-ფანჯრებს აზანზარებდა დუდუს ღრიალი.-ვერ წახვალ და მორჩა!-საშინელი მდუმარება გამეფდა სახლში.ორივემ იცოდა,რომ ეს კარგის მანიშნებელი არ იყო.კარზე იყო აკრული მაშო და შიშნარევი,ცრემლით სავსე თვალებით მისჩერებოდა კაცს,რომლის გაავებულ სილუეტსაც კარგად ვერ არჩევდა ფანრის შუქზე.ძალიან უნდოდა ძლიერი ყოფილიყო,მაგრამ ძალიან ეშინოდა იმ კაცის,რომელიც ახლა მის წინ იდგა.თავი ვერ შეიკავა და უხმოდ ატირებულმა,მაინც ვერ მოახერხა დუდუსგან ცრემლების დამალვა.კართან მდგომი,რომ სრუტუნებდა არ გამოჰპარვია მერლანს.ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კედელს და სინათლე აანთო,რომ უკეთ დაენახა მისი სახე.თავჩახრილი იდგა კართან და ცრემლიან თვალებს მაისურის სახელოთი იმშრალებდა.
-მაშო...-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა კაცმა და სრული სიმშვიდით ამოთქვა მისი სახელი.-კარგად ხარ?-არ იცოდა როგორ დაეწყო საუბარი.
-მანდ დარჩი რა...-ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა თითქოს მისთვის რამის დაშავებას აპირებდა დუდუ.
-მაშო...მე არაფერს დაგიშავებ მართლა,როგორც კი გათენდება წაგიყვან სასტუმროში,გპირდები.-თვალი არ მოუშორებია ქალისთვის ისე ამოთქვა.-მართლა არაფერს დაგიშავებ.
-აქ ვიდგები მაშინ და გათენებას დაველოდები.-პატარა ბავშვივით გაჯიუტდა.
-მაპატიე,თავი ვერ შევიკავე...-მძიმედ ამოთქვა და კედელს მიეყრდნო.-ხანდახან მიჭირს იმის გააზრება,რომ ჩემი ხასიათის ყველას არ ესმის.თან უცხო ხარ და ნერვები უნდა მომეთოკა.
-გათენებას დაველოდები.
-ნუ ბავშვობ რა,გთხოვ.-უკვე ძალიან იყო დაღლილი.ერთხელ უკვე შეიწირა დაუდევრობით სხვისი სიცოცხლე და მეორედ ამას ვერ იზამდა.მეორედ ვერ გაისვრიდა სისხლში ხელებს.
-გასაღებს რატომ არ მაძლევ?
-მართლა გგონია,რომ შენთვის რამის დაშავება მინდა?
-სახლის კარი ჩაკეტე,გასაღებს არ მაძლევ,შემაშინე და პლიუს მიყვირე...
-კარი რატომაც ჩავკეტე გითხარი,გასაღები მაგ ტუმბოზე დევს,ლარნაკში.რომ გიყვირე მაგისთვის ბოდიში უკვე მოგიხადე...
-მე შენ არ გენდობი!-შედარებით დამშვიდებულმა ამაყად ამოთქვა.
-შენთვის რამის დაშავება,რომ მდომოდა სასმელში რამეს ჩაგიყრიდი,ჩემს საწოლში ჩაცმული არ იწვებოდი და საერთოდაც,შენზე ბევრად ძლიერი ვარ და არსად არაფრის ჩაყრა არ დამჭირდებოდა,მაგრამ მგონი არაფერი მოგსვლია.
-რა აზრები გაწუხებს საერთოდ?-აქეთ გაუწყრა კაცს.
-არანაირი აზრები არ მაწუხებს,მოდი რა დაჯექი,რამდენიმესაათში წაგიყვან სასტუმროში.-თვალები მობეზრებულად აატრიალა კაცმა.
-კარგი.-თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
-მოდი.-თავით სავარძლისკენ ანიშნა.
-აქ დავჯდები,მაგრამ არ დავიძინებ იცოდე!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.
-როგორც გინდა,ოღონდ დამშვიდდი.-მის ნებას დაჰყვა მერლანი.
-შეგიძლია ოთახიდან საბანი გამომიტანო?აქ ცივა...-თავი მოისაწყლა მაშომ.
-ჰო,რა თქმა უნდა,ღუმელსაც ავანთებ.-მაშინვე შებრუნდა ოთახისკენ და კარს უკან გაუჩინარდა.
-ბოდიში დუდუ,მაგრამ მე შენ მართლა არ გენდობი.-წამში გაჩნდა კარის ზღურბლზე ქალი.სახელურს ხელი დაავლო და როგორც კი კარი დაიხურა ხმაურით გადაატრიალა გასაღები.-ტანსაცმელს მოგვიანებით დავაბრუნებ.
-მაშო!-დაიყვირა კაცმა და მაშინვე მივარდა კარს.-რა ჯანდაბას აკეთებ?ახლავე გააღე კარი!მაშო არ გახვიდე გარეთ,ოღონდ ამ დროს არა!ისიც არ ვიცი დაიჭირა თუ არა ილომ ძაღლები,მაშო!-ღრიალებდა კარს მიღმა დარჩენილი თუმცა ამაოდ.-სასწრაფოდ მოიცვა ქურთუკი,თავზე ქუდი დაიფარა და მისი ტანსაცმლის ამარა გავარდა სახლიდან.-მაშო!-უშედეგოდ ყვიროდა დუდუ,მაშო უკვე სიბნელეში გაუჩინარებულიყო...

***
აკანკალებული მიიკვლევდა გზას სიბნელეში,ხელს ქურთუკის მკლავში მალავდა და ისე ანათებდა მობილურით გზას,საშინლად ციოდა,ჯერ ისევ თოვდა და მუხლზე კიდევ უფრო მაღლა იდო თოვლი.სპორტული შარვალი მაშინვე მთლიანად დაუსველდა.ცხვირი ყელიან მაისურში კიდევ უფრო ღრმად ჩამალა და გაურკვეველი მიმართულებით დაეშვა.ისიც არ იცოდა სად მიდიოდა,ან რა უნდოდა,რატომ გაგიჟდა ასე.თითქოს არაფერი,მაგრამ ეშინოდა ამ კაცის,მან ხომ ცხოვრება დაუნგრია...
სიბნელე იმდენად არ აშინებდა,რამდენადაც ქარის უხეში წუილი,რომელიც ყველაფერ სხვას ახშობდა.საკუთარი ფეხის ხმასაც კი ვერ იგებდა ისეთი ამინდი იყო.იმაზე ფიქრიც კი არ უნდოდა ის ძაღლი,რომ გამოჩენილიყო რას უზამდა...ვერც კი გაიქცეოდა,რადგან სიარულითაც ძლივს დადიოდა...
რა უნდოდა დუდუსგან?მას ხომ მართლაც არაფერი დაუშავებია.საკუთარი საწოლიც კი დაუთმო და თავად დივანზე ეძინა,რომელიც მისი სიგრძის ნახევარი იყო...გადაარჩინა,გამოკვება,გაათბო და მან როგორ გადაუხადა სამაგიერო?
-უნდა დავბრუნდე!-ჩაიდუდღუნა თავისთვის და სასწრაფოდ შებრუნდა.თითქოს სულ პირდაპირ იარა,მაგრამ ნაკვალევსაც კი ვეღარ არჩევდა,საშინლად იყო გაყინული,ცდილობდა სწრაფი ნაბიჯით ევლო,რომ გზა არ დავიწყებოდა,მაგრამ აზრი არ ჰქონდა,ნათლად ვერც არჩევდა საერთოდ საით მიდიოდა.ქარი ჯიუტად ექაჩებოდა ფერდობზე ასულს ისევ ქვევით,თითქოს მის გადაჩეხვას ლამობსო.სიბნელიდან კრთებოდა მომენტალურად უცნაური ხმები,თუმცა ვერ არჩევდა რა გამოსცემდა.უკვე საბოლოოდ შეშინებული სირბილით აგრძელებდა გზას და ის საბედისწერო ნაბიჯებიც გადადგა,რომელიც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.აჩქარებული მიუყვებოდა გზას და ცდილობდა ბილიკს გაჰყოლოდა,თუმცა,რომელ ბილიკს მაშინ,როდესაც მთელი გზა თეთრად იყო შეღებილი.სიცივისგან აკანკალებული,მთელი ძალით მირბოდა და როცა უკვე ეგონა,რომ სამშვიდობოს მიაღწია,მოულოდნელად ფეხი დაუცდა და იქვე იმ მომენტში ყველაფერი შავ წყვდიადში ჩაიძირა...

***
-მაშო,შემომხედე რა გეხვეწები.-მის წინ ჩაიმუხლა მერლანი.-გევედრები შემომხედე რა,გაახილე თვალები.-სახეზე ფრთხილად შეახო გაყინული ხელები.-არაფერი მოგივა,ნუ გეშინია.-პული,რომ იგრძნო მის მაჯაზე შვებით ამოისუნთქა და ხელში აიყვანა სიფრიფანა სხეული.-ჩემთან დარჩი რა,ოღონდ არაფერი მოგივიდეს.-ბუტბუტებდა თავითვის და ძლივს მიიკვლევდა გზას საშინელ ქარში.-რა გინდოდა მაშო,რა გინდოდა...-თითქოს უწყრებოდა უგონოდ მყოფს,მაგრამ როგორც კი მის გათიშულ სხეულს დახედავდა კიდევ უფრო ბრაზდებოდა არა მასზე,არამედ საკუთარ თავზე.-მოვედით...-უფრო საკუთარ თავს შეუძახა და სახლის კარი ხმაურით გააღო,მობილური იქვე კუთხეში მიაგდო და ქალი დივანზე დააწვინა.-მაშო შემომხედე.-სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია და მის სისხლიან შუბლს კიდევ ერთხელ დააკვირდა.-პატარა ნაკაწრია.-ისევ საკუთარ თავს უთხრა და კიდევ ერთხელ შეანჯღრია უგონოდ მყოფი.-მაშო გეხვეწები გაიღვიძე რა,ნუ მაშინებ.
-თავი...-ძლივს ამოთქვა ქალმა და სულ ოდნავ შეჭმუხნა წარბები.
-არაფერია,მალე გაგივლის.-თმაზე ხელი ფრთხილად გადაუსვა და მაშინვე მოიტანა პირველადი დახმარების ყუთი.-დაგიმუშავებ და კარგად იქნები.-იცოდა,რომ მისი არ ესმოდა,ისევ უგონო მდგომარეობაში მყოფს ფრთხილად დაუმუშავა ჭრილობა და სველი ტანსაცმელი მთლიანად მოაშორა სხეულიდან.იცოდა,რომ ძალიან გაუბრაზდებოდა,მაგრამ მთავარი იყო,რომ არაფერი დაემართა.წამით არ შეუხედავს ხარბად მისი სხეულისთვის,საკუთარი ხელით ჩააცვა სპორტული შარვალი და ნაქსოვი მაისური,რომელიც ძალიან უყვარდა.ღუმელიც ააგიზგიზა და შეშით გამოტენა,რომ ტემპერატურა აწეულიყო სახლში.
-სად ვარ?-სრულიად მოულოდნელად მოვიდა გონს მაშო.
-სახლში ხარ,ნუ გეშინია.-მაშინვე მიუბრუნდა მერლანი ქალს.უკვე გათენებულიყო...
-აქ როგორ მოვხვდი?-მტკივან ადგილას ხელი ოდნავ მოისვა და შუბლი შეიჭმუხნა.
-მე გიპოვე.
-დუდუ მე...
-ჩშშ,დაისვენე კარგი?
-თავი მტკივა.
-წამალს მოგცემ,მერე დაისვენე.
-გათენდა.
-ვიცი.
-გამიშვებ?
-გაგიშვებ.
-ახლავე?
-თუ შენ გინდა ახლავე.
-ცოტახანსაც დავრჩები.-მშვიდად ჩაილაპარაკა და წამოჯდა,რომ წამალი დაელია.
-ნუროფენია,400 მილიგრამიანი,აი შეფუთვა.-ხელში მიაწოდა,რომ კიდევ რამე არ ეფიქრა.
-გმადლობ.-მშვიდად მიუგო და ფინჯანი ისევ უკან გაუწოდა.-ეს რა...რა მაცვია?-უცებ შენიშნა უცხო მაისური სხეულზე.
-ჩემი ტანსაცმელი,მაგრამ არ აყვირდე და არ გამიბრაზდე გთხოვ.-ხმაში მუდარა გაურია კაცმა.
-ესენი არ მცმია,როცა წავედი.
-ვიცი.
-დუდუ.
-სველი გქონდა ტასაცმელი.
-შენ რა...მოიცა...არა...
-მაშო ბავშვივით ნუ იქცევი,უბრალოდ შარვალი და მაისური გამოგიცვალე.
-ღმერთო რა სირცხვილია.-თვალებამდე აწია საბანი.-მე შენ არც კი გიცნობ!
-ვიცი ჰო,მაგრამ სიცხეს გადარჩები.
-შენ...შენ...
-ჩემს გალანძღვას მართლა აპირებ მას შემდეგ,რაც ოთახში ჩამკეტე და შუაღამისას სახლიდან გაიქეცი,მერე თოვლში უგონოდ ეგდე და გადაგარჩინე?სხვათაშორის ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
-დამიჯერე უკანასკნელია.იცოდე ჩემს საცვალს,რომ შევამოწმებ და ისევ ის არ იქნება მერე მართლა დაგმარხავ.
-დამშვიდდი ისევ ის ბანტიანი წითელი საცვალი გაცვია,მასეთი არაფერი მაქვს,ჩემსას ვერ ჩაგაცმევდი.
-შე...შე გაფუჭებულო,საერთოდ ვინ მოგცა უფლება,რომ ჩემთვის ტანსაცმელი გამოგეცვალა?-მოულოდნელად წამოვარდა ფეხზე.
-გეყოფა,ნუ ღრიალებ,მძინარე უფრო მომწონდი.
-მე საერთოდ არ მომწონხარ,არც მძინარე და არც ფხიზელ მდგომარეობაში.-უხეშად უთხრა და ხელით მკერდზე უბიძგა.
-არადა შენ არ მეძებდი ორი დღის წინ?-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
-მე შენ არ გეძებდი!
-მაშო.-მის პირისპირ დადგა კაცი.-შენი აზრით აქ რამდენი დუდუ მერლანი ცხოვრობს?
-მე საიდან უნდა ვიცოდე? 10 ან 20...
-მხოლოდ ერთი და ისიც მე ვარ პატარა ქალბატონო.-თმა ყურის უკან ფრთხილად გადაუწია.-შენ მე მატყუებ და თან როგორღაც სულ ჩემს გზაზე აღმოჩნდებიხოლმე...უცნაურად არ გეჩვენება?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-მაშო...მაშო...მაშო...-თავისთვის ჩაილაპარაკა მისი სახელი.-შენ ძალიან ცუდ თამაშს თამაშობ.
-აქ რატომ ცხოვრობ?-მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა ქალმა.
-სახლი არ მოგწონს,თუ ინტერიერი?
-ზოგადად სვანეთს ვგულისხმობ,მამაშენს ბევრი ფული აქვს,შენ კი აქ ტყის კაცივით ცხოვრობ,გახიზნული...შენ თუ მეტყვი აქ რატომ ცხოვრობ,მე გეტყვი რატომ გეძებდი.
-ჰაჰ.-ცალყბად ჩაიცინა კაცმა.-იცი ჩემმა 25 წლიანმა სიცოცხლემ რა მასწავლა?
-მაინც?
-ის თამაში არასდროს არ უნდა ვითამაშო რომლიდანაც წაგებული გამოვალ.
-ანუ?
-ანუ ის,რომ ძალიან მარტივად შემიძლია გავიგო რატომ მეძებდი,მაგრამ დაველოდები იმ დღეს,როდესაც თავად მოინდომებ ამის თქმას ჩემთვის.-ღიმილით უთხრა და იქვე სავარძელში მოკალათდა.
-როდის წავალთ?
-როცა მეტყვი.
-ხოდა ახლავე!-გააღიზიანა მასთან საუბარმა.მერლანიც მაშინვწე დაჰყვა მის ნებას,სავარძლიდან წამოიწია და მომზადებას შეუდგა...

***
-შუადღემდე თუ არ მოიყვანს გავარკვევ სად ცხოვრობს და მოვკლავ!-იმუქრებოდა გავაშელი.
-დაწყნარდი მოიყვანს,ხომ თქვა კარგად ვარო.
-ვიღაც სი*ის სახლში დარჩა ღამე,არ ვიცნობ და არ ვენდობი.
-შენ რა სიგიჟეები დაგეწყო ამ ბოლო დროს?შენ არ იყავი აგდებულად,რომ მეკითხებოდი მაგ გოგოსთან რა გინდა ხომ არ მოგწონსო?ახლა შენ დაიწყე ეჭვიანობის სცენების გამართვა?-მიუბრუნდა მეგობარს ანდრო.
-ახლა ისეთს დაგარტყამ სიტყვა ეჭვიანობას ვეღარ წარმოთქვამ ვერასდროს!-დაიღრინა ცოტნემ.-აქ ერთად წამოვედით,დედამისი მოვატყუეთ გუშინ და არც კი ვიცი სად არის.
-დუდუ მერლანთან ერთად არის,რამე რომ იყოს დარეკავდა.
-რამე რომ იყოს ვერ დარეკავდა,საქმეც მაგაშია.გავარკვევ სად ცხოვრობს და მოვკლავ!
-სულ გაგიჟებულხარ შენ.-გაუკვირდა მისი საქციელი ანდროს.-მოწიე და შიგნით შემოდი.
-ქვემოთ ჩავიდეთ,ვიკითხოთ სად ცხოვრობს და მაშო წამოვიყვანოთ.-მტკიცედ განაცხადა და კიბეებზე დაეშვა.რა თქმა უნდა უკან მიჰყვა ანდროც.იცოდა,რომ ფიცხი იყო და მისი მარტო გაშვება არ ღირდა მსგავს ამბავზე.
-ცოტნე!-წინ მიმავალს დაედევნა.
-სალამი ბიჭებო.-სასტუმროსთან შეკრებილ ახალგაზრდებს მიუახლოვდა ცოტნე.
-სალამი.
-აქაურები ხართ?
-ჰოო ძმაო.-თავი დაუქნია ქერამ.
-ერთი ადამიანის სახლი მაინტერესებს სად არის,დუდუ მერლანის,იცით?
-დუდუს სახლი ვინ არ იცის.-გაიცინა ბიჭმა.-ტყის გადაღმაა,ფერდობზე,დიდი ქვით ნაშენები სახლი,მაგრამ გზა თუ არ იცი დაიკარგები.
-კარგად ამიხსენი და მივაგნებ.-არ იშლიდა თავისას.
-მგონი აღარ დაგჭირდება.-მხარზე მოქაჩა ანდრომ და როგორც კი მისი ყურადღება მიიპყრო თავით გზის მხარეს ანიშნა.
-მაშო.-ისე ამოთქვა კაცმა თითქოს წლებია არ უნახავსო და მაშინვე მისკენ წავიდა.-დილიდან ვრეკავ და ვერ დაგიკავშირდი გოგო სად ხარ ამდენ...ეს რა არის?-შუბლზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა ცოტნემ.
-არაფერი სერიოზული,უბრალოდ დავეცი.
-შენ დაუშავე?-თვალები წამოენთო გავაშელს.-არ შეეხომეთქი არ გითხარი?ხომ გაგაფრთხილე?-ავი ძაღლივით იწევდა მისკენ ცოტნე.
-გაჩერდი ცოტნე,რას აკეთებ?-წინ გადაუდგა მაშო.-მას არაფერი დაუშავებია,პირიქით...გადამარჩინა და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
-სად დაეცი?
-გუშინ,რომ გაავრბოდი მაშინ მოხდა.-დაუმალა სახლიდან გაქცევის ამბავი.
-გტკივა?
-არა,უკეთ ვარ მისი წყალობით.-თავით ისევ დუდუზე ანიშნა.
-როგორც დაგპირდი უკან დაგაბრუნე მაშო,თავს გაუფრთხილდი.-მშვიდი ხმა ჰქონდა კაცს.წარბიც კი არ შეუხრია მაშინ,როცა ცოტნემ მისკენ გაიწია,არც მაშინ,როცა ავი გამომეტყველებით მისჩერებოდა და თვალებით ჭამდა მის წინ მდგომს,უჩვეულო სიმშვიდე გააჩნდა ამ კაცს.
-დიდი მადლობა დუდუ,ვალში ვარ შენთან.
-ჩათვალე არაფერია,ნახვამდის.-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე და მაშინვე ზურგი აქცია სამივეს.
-მართლა არაფერი დაუშავებია?
-რა უნდა დაეშავებინა?საკუთარი სახლი,ტანსაცმელი და საწოლიც კი დამითმო ადამიანმა,ლუკმა გამინაწილა და მიპატრონა.
-საწოლიც?
-შენ რა ავადმყოფი ხარ ცოტნე?-მოთმინება ამოეწურა მაშოს.-შენი უხამსი აზრები შენთვის შეინახე.-ხელი უხეშად აუკრა და აჩქარებული ნაბიჯით წავიდა სასტუმროსკენ.
-საწოლიც?-წარბი აუწია ანდრომ.-შენ რა მართლა იდიოტი ხარ?
-რა გინდა?-დაუღრინა ცოტნემ.
-გოგო შეშინებულია,ლამის ძაღლმა შეჭამა,დაეცა,თავი დაარტყა და შენ იმაზე დარდობ საწოლი უბრალოდ გაუნაწილა ვიღაცამ თუ მასთან ეძინა?ეგრე იცნობ?
-ეგ არ მიგულისხმია,უბრალოდ ხმამაღლა წამომცდა.
-ჰო,როგორ არა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები ანდრომ და იმ კარისკენ წავიდა,სადაც წუთის წინ მაშო გაუჩინარდა...

***
-სად იყავი გოგო,ისე ვნერვიულობდით.-გვერდით მიუჯდა ანა.
-არ მკითხო რა,ჯოჯოხეთი იყო.
-აბაა,ისე შეგვეშინდა ყველას გარეთ გასვლაც კი არ გვინდა.
-დააბეს ძაღლები,დილით დარეკა დუდუმ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
-დუდუ ის კაცია არა?
-ჰო.-მიუხვდა მინიშნებას მეგობარს.
-გამაგიჟებ შენ რა,როგორ დაგვეკარგე ვერ გავიგეთ.
-ვერც მე გავიგე როგორ დავიკარგე,ან როდის ჩამოვრჩი ცოტნეს...
-მთავარია ახლა კარგად ხარ.-საუბარში ჩაერთო ლალი.-დანარჩენი დაივიწყე.
-კეკე როგორ არის?
-უიმე არ იცნობ?წევს და კვნესის.კატას არ დაუკაწრიხარ?ეგეთი ნაკაწრი აქვს და საწოლიდან არ დგება.-მჟავე სახით თქვა ანამ.
-იწვეს,არ მაქვს ახლა მაგის თავი.-თავისთვის ჩაიფრუტუნა და თბილად გაეხვა საბანში.-ცოტას დავიძინებ გოგოებო რა.
-დაიძინე მიდი,აქვე ვართ ჩვენც.-ღიმილით უთხრა ლალიმ და საწოლი მთლიანად გაათავისუფლა...

***
სახლში მალევე დაბრუნდა მერლანი.საშინლად იყო დაღლილი და გარეთ გასვლასაც აზრი არ ჰქონდა.რამდენადაც უყვარდა ზაფხულში სვანეთი,იმდენად სძულდა ზამთარში,რადგან აქ სიცოცხლე კვდებოდა.სუდარას იცვამდა მთელი ბუნება და ახშობდა ყველანაირ ჟრიამულს,რაც კი არსებობდა.
სახლის კარი ღია დახვდა დუდუს.იფიქრა ალბათ არ ჩავკეტეო,მაგრამ ასე არ იყო.სათადარიგო გასაღები მხოლოდ ერთ ადამიანს,ვასილ მერლანს ჰქონდა,კაცს,რომელსაც წლებია მამასაც კი არ ეძახდა.
-ასე მალე არ ველოდი შენს დაბრუნებას.-არც მიესალმა შვილს ისე მიახალა.
-აქ რას აკეთებ?-საერთოდ არ გაჰკვირვებია მისი დანახვა.ის ხშირად სტუმრობდა შვილს,რომ როგორმე თავის მხარეს გადაებირებინა,თუმცა ამაოდ.
-იცი აქ რასაც ვაკეთებ და დროა მორჩე ამ უაზრო გამოხტომებს,თბილისში ხარ საჭირო.
-მე მაგ წყეულ ქალაქში აღარ დავბრუნდები!-კატეგორიულად განუცხადა მამას,სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
-კიდევ რამდენი წელი აპირებ აქ ჯდომას?19 წლის ასაკში მთას შეაფარე თავი და ეგ არის? 6 წელია აქ ხარ დუდუ,მერლანების გვარს ეს არ ეკადრება.
-შევე*ი ამ გვარსაც და მის წარმომავლობასაც!-თვალი თვალში გაუყარა კაცს.-გითხარი,რომ აღარ მოსულიყავი,რა არ გასვენებს?
-თბილისში უნდა დაბრუნდე.
-არა!
-დუდუ!
-შეწყვიტე რა,ჩემზე არ მოქმედებს შენი მკაცრი ტონი და ფულით სავსე ჯიბე!
-მაშინ ხომ მოგწონდა ჩემი ფულით სავსე ჯიბე მკვლელობისთვის,რომ არ ჩაგსვეს?-ხმაში ბრაზი შეერია კაცს.
-მე მინდოდა,რომ დავსჯილიყავი,პასუხისმგებლობის აღება მინდოდა,მაგრამ შენ არ მაცადე!-დაიგრგვინა კაცმა და მაგიდას მთელი ძალით დაარტყა მუშტი.
-19 წლის ბავშვი იყავი,რა იცი შენ მკვლელობისთვის ციხე რას ნიშნავს?ან საერთოდ იცი რა არის ციხე?
-შენი ვერაფერი გამიგია,ბევრ ფულს ვხარჯავდი,ნარკოტიკებს ვიღებდი,ვსვამდი,ვერთობოდი და ვერ ეგუებოდი,დუდუ უნდა გამოსწორდე,ამ ოჯახის მომავალი შენ ხარ,უნდა დაკაცდე,ცხოვრებას უნდა მიხედო სულ ამას მეუბნებოდი.ახლა არც ვერთობი,არც ვიკეთებ,მხოლოდ რამდენიმე ჭიქას თუ დავლევ და მაგით ვცხოვრობ,შენს ფულს აღარ ვხარჯავ და ყოველ კვირას ახალ მანქანას არ გთხოვ,ჩემს საქციელზე პასუხისმგებლობის აღებაც ვცადე,მაგრამ ხელი შემიშალე,ყველაფერი ისე მოხდა,როგორც გინდოდა,მაგრამ მაინც უკამყოფილო ხარ.
-მაინც როგორ აიღებდი პასუხისმგებლობას?ჩაჯდებოდი და მორჩა?
-მე განყოფილებაში მივედი!მივედი,მაგრამ არ დამიჭირეს და ვიცი,რომ ეს შენი მოწყობილია!ვთქვი,რომ ადამიანი მოვკალი და მათ ისე გამომიშვეს თითქოს გიჟი ვყოფილიყავი!-არ ცხრებოდა უმცროსი მერლანი.
-მერე ჩაიცვი შენი ტყავის ქურთუკი და სვანეთს შეეკედლე არა?
-შარვალ-კოსტუმი არ მიხდება ვასილ,ნუ გეწყინება!-მკვახედ მიახალა და ნამწვი საფერფლეში მოსრისა.
-ხან მგონია,რომ ჩემი შვილი არ ხარ!
-ნეტავ მართლა არ ვიყო,გინდა თმა გაგატანო?ტესტი გააკეთე!
-ერთ დღეს ძალიან ინანებ,რომ მამას გვერდით არ დაუდექი!
-ნეტავ ეგ დღე საერთოდ არ გამითენდეს!-ღვარძლით ამოთქვა და ზურგი აქცია.
-დედაშენი ნერვიულობს,ხანდახან მაინც დაურეკე.
-თვეში ორჯერ მნახულობ,თუ ნერვიულობს შეუძლია მოვიდეს და მნახოს.-მისთვის არც შეუხედავს ისე თქვა და საძინებელში ნელი ნაბიჯით შევიდა...

***
საღამოს ძლივს გამოერკვა მაშო.თავი ისევ საშინლად სტკიოდა,მაგრამ როგორც თავს ამჩნევდა გაციებას გადარჩა და ეს მერლანის დამსახურება იყო.რა უცებ მოტრიალდა ყველაფერი.6 წლის წინ სასიკვდილოდ გაიმეტა და 6 წლის შემდეგ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო,რომ მას არაფერი მოსვლოდა...უცნაური კაცი იყო,ცივი,მაგრამ ამავდროულად ძალიან თბილი და კეთილი.ვეერაფერი გაეგო მაშოს.თან ეცოდებოდა...ცოტნეს რეაქციის გამოც წუხდა,დამნაშავესავით იდგა და უსმენდა,თითქოს მართლა მისი ბრალი იყო,რომ დაშავდა.რაღაც ძალიან აწუხებდა შინაგანად,უცნაური იყო ეს ყველაფერი.რამდენიმე დღეში სვანეთიდან წავიდოდა და მან ისიც კი არ იცოდა დუდუ მერლანი მის განადგურებას ნანობდა თუ არა...
უნდა გაერკვია,უნდა სცოდნოდა...ანდროს დუდუს ნომრის გაგზავნა სთხოვა და როგორც კი მიიღო მომდევნო ერთი საათი გასაგზავნ შეტყობინებაზე იფიქრა.ბოლოს როგორც იქნა ტექსტი მოიფიქრა...
-მადლობა,რომ თოვლში სასიკვდილოდ არ დამტოვე და ბოდიში,რომ ოთახში ჩაგკეტე,ბოდიშს გიხდი ასევე ცოტნეს საქციელისთვის,დანაშაულის გამოსასყიდად საღამოს ერთ ჭიქა სასმელზე დაგპატიჟებ...-დაუფიქრებლად გაგზავნა შეტყობინება და გაუზარებლად თამაშის მთავარი გმირი...



ველი თქვენს კომენტარებს,მიხარია რომ მოგწონთ ისტორია heart_eyes



№1 სტუმარი ნია

ძალიან საინტერესოა და კარგია რომ დიდხანს არ გვალოდინებ მადლობთ

 


№2 სტუმარი სტუმარი ხათუნა

არ მიყვარს მაშოსნაირი ჯიუტი და წასულელო გოგონები. რა უნდოდა , უაზროდ რომ გაიქცა დუდუს სახლიდან .ბანალური ეპიზოდებია. აღარ მაინტერესებს

 


№3 სტუმარი სტუმარი Sally.C

კარგადაა შეკრული ამბავი და პერსონაჟების ქცევები და მოტივებიც გასაგებია, ველი გაგრძელებას, წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი indiram

ის თუ როგორი ისტორიის შიუჟეტიც გაქვს არჩეული ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა მაშო უფრო ჭკვიან , დაფიქრებულ და საინტერესო ქალად წარმოაჩინო და არა მიუძღვნა ბანალური დიალოგები და საქციელები რომელსაც გამოყავს სულელად და ისტორიასაც აფუჭებს , ამის გამო ბევრს შეილება აღარ მოუნდეს წაკითხვა. კიდევ ერთხელ ვამბობ საინტერესო ნამდვილად არის თუმცა ამ ისტორიას არ ჭირდება ბანალური დიალოგები და უაზრო გაჯიუტება, შეშფოთება და ა.შ . გთხოვ უფრო კარგად მაინც წარმოაჩინე მაშო , დუდუს პერშონაჟის განვითარება ჯერ-ჯერობით კარგად მიმდინარეობს

 


№5 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. იმედია მალე დადებ. წარმატებები....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent