დუდუ მერლანი //4//
-არ ხარ შენ ნორმალური მაშო.-თვალებგაფართოებული უყურებდა ეკრანიდან ლენკა.-რა ერთ ჭიქა სასმელზე დაგპატიჟებ გაგიჟდი? -სხვა ვერაფერი მოვიფიქრე,ისევ უნდა მენახა როგორმე... -მაშო წამოდი რა მაგ ადგილიდან,დაიკიდე ეს თანაგრძნობა და სინანული გთხოვ. -ნუ გეშინია რა,მე კარგად ვარ.დუდუ იმაზე კარგი პიროვნებაა ვიდრე გგონია. -ახლა სულ ჭკუიდან ნუ გადამიყვან მაშო რა.-აბუზღუნდა ლენკა.-ხომ იცი,რომ სვამ, რაც გემართება?ნუ დალევ. -ერთ ჭიქას ვსვამ ლენკა რა მოგივიდა ნუ დაპანიკდი,მეც მაშინებ მაგ რეაქციით რა.-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა ქალმა.-წავედი უნდა მოვემზადო. -ცუდად არ დაამთავრო მაშო...-უკანასკნელი მუდარა გაურია ხმაში. -კარგად ვიქნები,ხვალ დაგირეკავ,გკოცნი.-ღიმილით დაასრულა საუბარი და მაშინვე ჩემოდანს მივარდა.ულამაზესი მოკლე კაბა ჰქონდა წამოღებული, გრძელმკავიანი იყო და თანაც უზარმაზარი ყელი ჰქონდა,ზუსტად მომენტისთვის შესაფერისი,მუხლამდე ჩექმა,ოდნავ მაღალ ძირზე და როგორც ყოველთვის გაშლილი თმა.სარკის წინ ბედნიერად დაიარებოდა და კმაყოფილი იყო ნანახით.ისე უცებ მოემზადა თითქოს მაღაზიაში უნდა ჩასულიყო პურის საყიდლად.მალევე მოიმარჯვა ტელეფონი და ანდროს ოთახში მისვლა სთხოვა,სანამ მარტო იყო სიტუაცია უნდა მოეგვარებინა და ცოტნესგან თავი უნდა დაეღწია. -იცოდე რაიმე თუ დააშავე მე ვერ გიშველი!-კარი გაიღოთუარა მაშინვე ბუზღუნი დაიწყო ანდრომ.-მოიცა,სად მიდიხარ ასე გამოპრანჭული?-უცებ აათვალიერა მის წინ მდგომი ქალი. -პაემანი მაქვს.-უნებურად წამოსცდა. -დაგპატიჟა ცოტნემ?-გულით გაუხარდა კაცს. -რა? -რა რა?პაემანი მაქვსო არ თქვი? -ჰო,დუდუსთან. -რა?-გაოცდა ანდრო. -ჰო...ცოტნე რა შუაში იყო? -გოგო შენ ხო არ გაგიჟდი?მოდი ერთი აქ დაჯექი სიცხეს გაგიზომავ.-საწოლზე ფრთხილად ჩამოსვა ქალი.-შუბლი ცხელი არ გაქვს. -ანდრო არ გეხუმრები,დუდუ უნდა ვნახო და რამდენიმე ჭიქა უნდა დავლიო. -გინდა,რომ ცოტნემ მოკლას? -ცოტნეს ვინ ეკითხება ანდრო? -მაშო მომისმინე ერთი წუთი რა.-თბილად განაგრძო კაცმა.-შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ?ასე კაცის სიტყვაზე არ ვარდები და ყოველ მეორეს უკან არ დასდევ,არც პაემნებზე დაყვები ყველას,ცოტნე ხომ ხედავ გიჟს გავს საქმე შენ,რომ გეხება...შეეშვი მაგ ბიჭს რა. -პაემანში არ არის საქმე ანდრო.მე დუდუ დამეჯახა,ის ბიჭი,ის ახალგაზრდა,რომელიც აქ სვანეთში გამოიხიზნა წლების წინ დამეჯახა და მიიმალა,მერე ფული გადაუხადა ჩემებს,რომ გაჩუმებულიყვნენ,მე მინდა,რომ გავიცნო და მხოლოდ ერთი მიზეზი მომცეს პატიებისთვის.-სიტყვებს თითქოს სულიც ამოაყოლა.-ვერ ვისვენებ,ვერ ვსუნთქავ...მინდა ვიცოდე,რომ დამნაშავე დასჯილი თუ არ არის ნანობს მაინც,ეს ბავშვური ახირება არ არის,ეს ჩემი ცხოვრებაა...ის თითქმის დასრულდა და ეს მისი ბრალია,ჩემი მშობლები როგორც ავადმყოფს ისე მექცევიან და სულ იმას მოსთქვამენ ასეთი ვინმეს თუ ვეყვარები,ნაკლოვანს ვინმე თუ შემიყვარებს...ვინმეს ენდომება ქალი,რომელიც ვაჟს ვერ ჩაუგორებს კაცს კალთაში?-სუნთქვა საშინლად გაუხშირდა მაშოს.ცრემლიანი თვალები მიანათა მის წინ მდგომს და თავდახრილმა მოიწმინდა ცრემლები. -ნაკლოვანი არ ხარ გასაგებია?-გაუწყრა მეგობარს.-შენ იდეალური ხარ ისეთიი,როგორიც ხარ და ვინმე საპირისპიროს თუ იტყვის ისეთ დღეში ჩავაგდებ სიკვდილს შეევედრება ღმერთს.-გულზე მიიხუტა სიფრიფანა სხეული.-მე ვიცი დუდუზე,გავარკვიე რაღაცები და მაგ შემთხვევის გარდა არსად არაფერი დაუშავებია,ძველ ამბებს თუ არ ჩავთვლით,იქნებ გამოსწორების გზაზეა,ვინ იცის.-თვალებში ჩააცქერდა ქალს და ობოლი ცრემლი ნაზად მოწმინდა.-სულ უნდა გახსოვდეს,რომ იდეალური ხარ მაშო,არ აქვს მნიშვნელობა ოდესმე შვილი გეყოლება თუ არა,ვინც ვერ შეგიყვარებს იმის გამო,რომ შვილი არ გეყოლება შენი ღირსი არც ყოფილა,განა კაცს ქალი იმის გამო უყვარდება,რომ მერე ოჯახში მატება იზეიმოს? -რა კარგია,რომ არსებობ ანდრო.-ოდნავშესამჩნევად გაიღიმა და თვალები შეიმშრალა.-უნდა წავიდე,მაგრამ არ მინდა,რომ ცოტნემ გაიგოს ეს ამბავი. -იცოდე,ერთი ზარი და ადგილზე გავჩნდები,არ დავიძინებ სანამ ოთახში არ იქნები და არ მომწერ,რომ კარგად ხარ. -კარგად ვიქნები,უბრალოდ დავილაპარაკებთ.-მშვიდად მიუგო და ქურთუკი მოიცვა.-ცოტნეს შენ მიხედე. -არის ქალბატონო.-ღიმილიანი მზერა გააყოლა და როგორც კი ოთახი დატოვა თავადაც გაეცალა იქაურობას. *** ბარის კუთხეში იჯდა და ცარიელ მაგიდას დაჰყურებდა,არ იცოდა საერთოდ რას ელოდა,როდესაც დუდუს დასალევად ეპატიჟებოდა.შეტყობინებაზე პასუხიც კი არ გაუცია,არადა მაშომ საათიც კი დაუკონკრეტა.არც ის იცოდა მოვიდოდა თუ არა,უბრალოდ იჯდა და ფიქრებში გართულიყო.არც მუსიკის ხმა ესმოდა და ვერც ის გაიგო როგორ მიუბრუნდა ბარმენი და ვისკით სავსე ჭიქა შესთავაზა. -ქალბატონო.-შეაფხიზლა ბიჭმა. -დიახ.-გამოერკვა უცებ. -ეს თქვენ. -მე არ შემიკვეთავს. -იმ ბატონმა გამოგზავნა.-მეორე კუთხეში მჯდომ მამაკაცზე ანიშნა ბარმენმა. -მადლობა.-ოდნავ გაუღიმა ბიჭს,ჭიქას სულ წამით მიაშტერდა და მასთან ერთად გადაინაცვლა მეორე ბოლოში.-ეს როგორ გავიგო?-თავზე დაადგა კაცს. -კეთილი ჟესტია ბარში მჯდომი მარტოხელა ქალისთვის. -საიდან მოიტანე,რომ მარტოხელა ვარ? -ბოლო ნახევარი საათია მარტო ზიხარ,არც ბეჭედი გაქვს თითზე,მარტო ხარ ფაქტია. -იქნებ ველოდები ვინმეს? -არამგონია.-მხრები აიჩეჩა კაცმა.-აქ თავისუფალია თუ დაჯდომას აპირებ.სასმელიც მოგიხდება. -მომიხდება არა?-კიდევ ერთხელ შეათამაშა ხელში ჭიქა. -ჰო,ცოტას მოდუნდები,გაერთობი. -აჰაა.-ენაზე იკბინა,რომ არაფერი ეთქვა ბიჭისთვის.-მაშინ ასე ვქნათ,ეს შენ დალიე,მე შენსას ავიღებ.-უემოციოდ უთხრა და ჭიქა ხელიდან აწაპნა. -არ დალიო,რას აკეთებ.-ხელიდან გამორთმევა სცადა კაცმა. -რატომ?შენ ჩემი დალიე არ მაქვს პრობლემა.-ღიმილით უთხრა და ერთი მოყუდებით გამოცალა ჭიქა. -არ უნდა დაგელია...-შეწუხებული სახე ჰქონდა კაცს. -შენ რატომ არ სვამ ამას?რაიყო რამე ჩამიყარე და შეგეშინდა?პატარა კაცი ეს.-მისი ლანძღვა დაიწყო მაშომ. -უბრალოდ კეთილი ჟესტი იყო,არსად არაფერი არ ყრია.ყოველშემთხვევაში მაგ ჭიქაში არა.-სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა. -არ მჭირდება შენი კეთილი ჟესტი,ველოდები ვიღაცას. -მოდი ოთახამდე მიგაცილებ რა,გამოიძინე და... -გიჟი ხარ ადამიანო?აღარ შემეხო ვიღაცას ველოდები.-უხეშად აუკრა ხელი კაცს. -ვის ელოდები ნახევარი საათია მარტო ზიხარ და... -მე მელოდება!-მათ სიახლოვეს გაისმა მერლანის ხმა.-გოგოს ხელი გაუშვი და შენს საქმეს მიხედე!-ხელი ფრთხილად გააშვებინა და მათ შორის ჩადგა მერლანი. -დუდუ ძმაო მე... -მე შენი ძმა არ ვარ ჯემო!-უხეშად მიუგო კაცმა.-წადი სანამ რამე ცუდი მომხდარა!-სიტყვა აღარ უთქვამს კაცს მაშინვე გაეცალა იქაურობას.-კარგად ხარ?-მაშოს მიუბრუნდა და მშვიდად აათვალიერა ქალი. -კი,მადლობა.-სულ დაიბნა მისი დანახვისას,უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული. -ბოდიში,რომ დავაგვიანე,საქმეები მქონდა. -ვფიქრობდი,რომ აღარ მოხვიდოდი. -მაგრამ მოვედი.-მშვიდად ჩაილაპარაკა.-დავსხდეთ? -ჰო.-თავი მშვიდად დაუქნია და მაგიდას მასთან ერთად მიუჯდა. -არ ველოდი შენს შეტყობინებას.-გულწრფელად ამოთქვა კაცმა.-თუმცა სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. -უბრალოდ მინდოდა მადლობა გადამეხადა შენთვის,სხვა არაფერი,იმედია ცუდად არ გამოვიდა შენი დაპატიჟება. -არა,ყველაფერი რიგზზეა,დამშვიდდი.-ღიმილით უთხრა კაცმა და მობილურს ხმა გაუთიშა.-ცოტნეს გამოეპარე? -რაღაც მასეთი. -კარგი ბიჭი ჩანს,ძალიან ადარდებ. -უბრალოდ ლიდერობა უყვარს,სხვა არაფერი.აქ,რადგან ერთად ვართ პასუხისმგებლობას გრძნობს. -საქმე მხოლოდ პასუხისმგელობაში არ არის დამიჯერე,სულ სხვანაირად გიფრთხილდება. -არა დუდუ... -კარგი,როგორც გინდა ისე იყოს.-აღარ გაუგრძელებია ამაზე.-აბა შენზე არაფერს მომიყვები? -რა გაინტერესებს მითხარი და მოგიყვები. -სვანეთის იქით რას საქმიანობ,როგორი ხარ? -სვანეთის იქით წიგნის ჭია ვარ,რომელსაც კურსელების 90% ვერ იტანს. -ესეიგი ჭკვიანი ხარ,ეს კარგია.-ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -მესამე კურსზე ვარ და ცხოვრებაში ჯერ არაფერი მინახავს,არაფრისთვის მიმიღწევია,ვფიქრობ ეს კარგი სულაც არ არის. -კარგი ის არის,რომ ცდილობ.განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია ადამიანის ცხოვრებაში. -მაგაზე ძლიერი ფულია,მყარი ზურგი,ცნობილი ოჯახი.-მტკივნეულ ადგილას დააჭირა ფეხი. -გგონია მდიდარი ბავშვები ბედნიერები არიან?მშობლების ფული ნიშნავს რამეს? -მდიდარი და უბედური არ ვიცი მე.-გაეცინა დუდუს კითხვაზე. -აბა ერთი კარგად შემომხედე,ბედნიერს ვგავარ? -შენ ცხოვრებისგან დაჩაგრულ კაცს გავხარ.-უცებ დაასერიოზულა სახე. -ასეცაა,მაგრამ მე კი არ ვარ ცხოვრებისგან დაჩაგრული,მე დავჩაგრე ადამიანი,რომელიც ცხოვრებას ისედაც გაწირული ჰყავდა და ახლა ამის საზღაურს ვიხდი.-მშვიდად ამოთქვა და ხელები მაგიდაზე დააწყო.-ფული არ არის ბედნიერება მაშო.ფული ხელის ჭუჭყია,აფუჭებს და რყვნის ადამიანს.როცა ფული გაქვს სამყარო შენი გგონია...გგონია,რომ ყველაფრის უფლება გაქვს და ყველაფერი გეეპატიება,მაგრამ ეს ასე არ არის.მუქთად ნაშოვნი ფული უფრო მეტად აგიჟებს ადამიანს,სიმდიდრეში დაბადებული ბავშვები მაგიტომ არიან ამაყები და ამარტავნები. -შენ რა არ მოგწონს შენი ცხოვრება დუდუ? -ჩემი ცხოვრება მომწონდა ადრე...-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და სასმელი ერთი ამოსუნთქვით დალია.-მომწონდა უნივერსიტეტში გოგოები რომ მეხვეოდნენ,ზოგს მანქანა მოსწონდა,ზოგს მე,ზოგს ჩემი ნაჩუქარი საჩუქრები და ასე...მეგონა ეს იყო მთავარი ცხოვრებაში.სიმდიდრე მაშინ მოგწონს,როცა მხოლოდ სიამოვნებისთვის ცხოვრობ და რეალობას თვალს არ უსწორებ,ფხიზელი არ დადიხარ,ყურს იყრუებ და თვალს იბრმავებ,რომ ის შავი ლაქა არ დაინახო,რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება.ბოლოს იზრდები და ხვდები რაშიც არის საქმე...მერე გარბიხარ და სადღაც სვანეთში აღმოჩნდები,ტყავის ქურთუკით და დამძიმებული სინდისით. -რაღაც ძალიან გაწუხებს არა?-თითქოს დაასევდიანა მოსმენილმა.-ძალიან გატეხილი მეჩვენები... -მოხდა რაღაც,რაზეც არ ვსაუბრობ,საკმაოდ მძიმე გაკვეთილი მივიღე ცხოვრებისგან,თუმცა ამან გამომაფხილა და მადლობელი ვარ იმის,რაც ახლა მაქვს.შენ ძალიან კარგი პერიოდი გაქვს.სწავლობ და დროს საკუთარი თავის განვითარებას უთმობ,ერთ დღეს იამაყებ საკუთარი თავით და მადლობელი იქნები,რომ არ დანებდი.-მის წინ იჯდა დუდუ და ესაუბრებოდა,თუმცა გონება სულ სხვაგან ჰქონდა.იმ ტრაგიკულ შემთხვევას გარს უვლიდა და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ პოულობდა.უცებ ძალიან მოუნდა,რომ ყველაფერი მოეყოლა მისთვის,მაგრამ არ შეეძლო.უცხო იყო,თანაც მისი მშობლების გარდა ეს ამბავი არავინ იცოდა და ასეც უნდა დარჩენილიყო... -ვიამაყებ თუ საერთოდ დამიფასდება შრომა. -დაგიფასდება,მთავარია გართობას არ გადაყვე,ან ორსულად არ დარჩე,ან არ გათხოვდე და მერე კარიერა არ დაივიწყო.-მთელი სხეულით შეკრთა,როცა ორსულობა ახსენა დუდუმ.-ცუდი გაგებით არ ვამბობ ოღონდ,ახალგაზრდა გოგო ხარ,რა თქმა უნდა, გაერთობი,შეყვარებულიც გეყოლება და თავგადასავლებიც გექნება,უბრალოდ არ უნდა დაივიწყო,რომ მიზანი გაქვს ცხოვრებაში. -კაცებს ეგ ესმით საერთოდ? -შენი რომელიმე ურთიერთობა გაიხსენე,ვერ გააგებინე მას,რომ შენ მომავლისთვის იბრძოდი? -ძალიან სასაცილოა.-ნერვიული სიცილი წასკდა ქალს.ჯერ ორსულობა,ახლა თავის ყოფილ ურთიერთობებზე ეკითხება... -სასაცილო არ არის,ეს მნიშვნელოვანი დეტალია,ამაზე წყვილი პირველივე დღიდან უნდა საუბრობდეს.-მშვიდად განმარტა კაცმა. -ოდესმე,როცა შესაფერის კაცს ვიპოვი ვანდობ ჩემს გულს და აუცილებლად დაველაპარაკები იმაზე,რომ გეგმები მაქვს მომავლისთვის.-როგორც შეეძლო მშვიდად განმარტა მაშომ.-არ ვიცი კაცები ამ საკითხს როგორ იღებენ,ამიტომ ვეცდები ცოტა რბილად ავუხსნა. -აჰაა...-კარტები მის თვალწინ გაიხსნა.-ანუ მარტო ყოფნას ამჯობინებდი აქამდე.-დასარწმუნებლად მაინც იკითხა დუდუმ. -ჰო,ჯერ ჩემი შესაფერისი ვერავინ ვიპოვე.-მკვახედ მიახალა.-თან კაცს,რომ ეუბნები შვილები არ გინდა მაგაზე საერთოდ ფსიხდებიან.-თვალებმოჭუტული მიაჩერდა მის წინ მჯდომს. -ცუდია,რომ მხოლოდ მასეთ კაცებს ხვდები...-ცარიელ ჭიქას დახედა მერლანმა.-ისეთ კაცს არ უნდა გაყვე ცოლად ვისაც სხვების დასანახად უნდა ლამაზი ცოლი და მერე ნათესავებისთვის კაცობის დასამტკიცებლად 9 თვეში ბავშვს დაელოდება.ისეთს უნდა გაყვე,ვისაც ეყვარები და არ ექნება მნიშვნელობა შვილები გეყოლებათ თუ არა. -აი შენ აიტან ეგეთ ქალს გვერდით?შვილი არ მინდაო,რომ გითხრას,ან რომ გითხრას ნაკლოვანი ვარ და ვერ გავაჩენო.-მწარედ მოხვდა საკუთარ თავზე ნათქვამი სიტყვები. -უანგაროდ,რომ გიყვარს ადამიანი სულ არ გკიდია ეგ ფაქტი?დილით,რომ გაიღვიძებ და საყვარელი ქალის გვერდით წევხარ მაგაზე დიდი ბედნიერება რა გინდა?ან ცარიელ საწოლში,რომ იღვიძებ,მაგრამ სამზარეულოში თმაარეული რომ გხვდება...შვილი არ უნდა?კარგი მისი სხეულია.არ შეუძლია,რომ ჰყავდეს?ვიშვილებთ რა პრობლემაა?განა შვილების გაჩენაა საყვარელი ქალის მოვალეობა?თინეიჯერობისას მეწვია მე ეგეთი გიჟური სიყვარული.-ღიმილით ჩაფიქრდა ელენაზე.-მასთან ერთად ვყოფილიყავი ოღონდ და კატაც მეყოფოდა სახლში.-სასაცილოდ არ ეყო თავისი ნათქვამი.-ქალი ნაკლოვანი ვერ იქნება,ასე არ უნდა დაუძახოს არავინ საკუთარ თავს.ქალი ღმერთია დედამიწაზე,ყველა ქალშია ის,რაც კაცს ავსებს.ქალი წმინდაა. შენნაირი ქალები საერთოდ,სუფთა ფურცელი ხარ ამ შავ სამყაროში.-ისე ესაუბრებოდა დუდუ,რომ სიამოვნების მეტი არაფერი იგრძნობოდა ახლა მის სხეულში.-კარგად ხარ?-თვალებმოჭუტული უაზროდ რომ მიშტერებოდა დაინტერესედა მერლანი. -ცოტა თავბრუ მეხვევა,სულ ცოტა.-ძლივს გამოერკვა და საკუთარ თავს ოდნავ შემოარტყა,რომ გამოფხიზლებულიყო. -გინდა გარეთ გავიდეთ?-აშკარად არ იყო კარგად. -მე...ალბათ ჰო...-სულ უფრო ტრიალებდა ოთახი. -მოდი.-მაშინვე მასთან გაჩნდა და წამოდგომაში დაეხმარა.-სიარული შეგიძლია? -რა ლამაზი სახე გაქვს.-წამით მიაშტერდა და ნერვიული სიცილი წასკდა უცებ. -მაშო...რამდენი დალიე? -მხოლოდ ერთი.-აქეთ-იქით იზნიქებოდა ქალი. -რამდენი ჭიქა დალია?-ბარმენს მიუბრუნდა დუდუ. -არაფერი დაულევია დუდუ,მხოლოდ ჯემოს ააცალა ჭიქა და იქიდან დალია,მეტი არა.-მხრები აიჩეჩა კაცმა. -მაგისი ბარიგა დედაც!-დაიგრგვინა კაცმა და ხელში აიყვანა ქალი. -ყველაფერი ტრიალებს დუდუ.-ხელებს უგზოუკვლოდ ათამაშებდა.-ასე არავინ არ უნდა მნახოს...-თავისთვის ჩაიბურტყუნა და ხელები კისერზე მოხვია.ნელი ნაბიჯით გადაკვეთა მანძილი კარამდე და სუფთა ჰაერზე გაიყვანა.საშინლად ციოდა,ყინულივით ცივი ნიავი როგორც კი მოედო სახეზე მაშინვე გამოფხიზლდა მერლანი.ის ერთი ჭიქა,რომელიც დალია სრულად გამოვიდა მისი სხეულიდან და უკვე ფხიზელ მდგომარეობაში ადევნებდა თვალს მკლავებში მოქცეულ ქალს. -შემომხედე.-ფეხზე დააყენა ქალი და წელზე ხელები მოხვია,რომ არ წაქცეულიყო.-რა გჭირს მითხარი. -დუდუ...სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა ქალმა. -რა გაწუხებს მითხარი. -ყველაფერი ტრიალებს,ხან აღარ ტრიალებს.-სიცილით ამოთქვა და თავი მკერდზე მიადო.-ანდრო მომკლავს. -ჯერ ახალი დაწყებული აქვს მოქმედება,ცოტახანი და გაგივლის თავბრუსხვევა.-თმა ფთხილად გადაუწია სახიდან.-ვინმეს დავურეკო?სანამ აზროვნებ მითხარი რა ვქნა.-ეტყობოდა პანიკაში იყო. -გაგიჟდებიან,არავის უთხრა.-იუარა ქალმა.-აქ ვიყოთ სანამ არ გამივლის. -არ ვიცი რა ეყარა იმ სასმელში მაშო,ასე უცებ არ გადის მაგისი მოქმედება. -რა უბედური ვარ,სულ ასეთი რაღაცები რატომ მემართება?-შუბლი მოისრისა ქალმა. -ნიკუშ დუდუ ვარ-მობილური მოიმარჯვა კაცმა.-ჯემოს ნომერი მინდა,აი იმ სი*ის,რომ ბარიგობს.ჰო ძაან მეჩქარება უცებ გამომიგზავნე რა.მიდი გელოდები ჯიგარიხარ.-სულ რამდენიმე წამით ისაუბრა ტელეფონზე და ისევ ქალს მიუბრუნდა.-მაშო ორ წუთს დაჯექი კარგი?-კიბეებზე ფრთხილად ჩამოსვა კაცმა.-არ გაინძრე.გავიგებ რა დალიე და მოგხედავ.-ტელეფონში გამოგზავნილი ნომერი გადაამოწმა და მაშინვე დარეკა.ორი ზარის შემდეგ მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა მობილურში. -გისმენთ. -დუდუ ვარ ჯემო.-როგორც შეეძლო მშვიდად დაიწყო საუბარი. -ჰო დუდუ,რა ხდება?-ეტყობოდა გაოცებული იყო მისი ზარით. -რა ჩაუყარე გოგოს სასმელში? -არაფერი ძმაო რა უნდა ჩამეყარა მე... -არ გეხუმრები ჯემო,ცუდადაა და მითხარი რა ჩაუყარე,ისე ვერ მივხედავ წყობიდან არ გამომიყვანო!-დაემუქრა კაცს. -ჩემი ჭიქა იყო,მისთვის არაფერი ჩამიყრია,ჩემს ჭიქაში ეყარა.-თავის მართლებით დაიწყო. -ყ*ეზე ვისი ჭიქა იყო რა ეყარა სასმელში?-მთელი ხმით იღრიალა მერლანმა. -ე******...-ძლივს ამოთქვა კაცმა. -მეღადავები?ბიჭო სულ გაგიჟდი შენ?-არ ცხრებოდა დუდუ. -მისთვის არ...-საუბარი ვეღარ გააგრძელა დუდუმ მობილური გათიშა. -მაშო ადექი უნდა წაგიყვანო. -სულ შენი ვარ.-ხელები ჰაერში აწია ქალმა. -მაგის დედაც!-დაიგრგვინა გაცოფებულმა.-რამე რომ მოგივიდეს მართლა მოვკლავ!-ხმას აღარ იღებდა მაშო,სულ ერთი იყო მისთვის ვის ან სად მიყავდა,მთელი სხეული ეწვოდა და გონება დაბინდული ჰქონდა.კადრებად ხედავდა ყველაფერს,მაგრამ ბოლომდე ვერ იაზრებდა მომხდარს.ვერც ის გაიაზრა როგორ წამოიყვანა დუდუმ საკუთარ სახლში,ან როგორ იმგზავრა საერთოდ მანქანით...-აქ დაწექი.-საწოლამდე საკუთარი ხელით მიიყვანა.ეცადე დაიძინო კარგი?აქვე ვიქნები რამე თუ გინდოდეს დამიძახე.-ნახევრად მძინარე ქალს დაუბარა,ფეხსაცმელი გახადა და საბანი გადააფარა.თითქოს ეძინა,ხმას არ იღებდა და თვალებდახუჭული უენერგიოდ მიესვენა საწოლზე.-მისაღებში ვარ.-სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია და კარი ოდნავ ღია დატოვა,რომ სინათლე შესულიყო.-ჯანდაბა!-სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.თინეიჯერობის წლები თვალწინ დაუდგა.ათასი რამით იბრუებდა თავს და ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ეგდო ხან ერთი და ხანაც მეორე ბარის რომელიმე კუთხეში. სახლში საშინლად ციოდა,ის უკანასკნელი ნაკვერჩხალიც კი ჩამქრალიყო,რომელიც რაიმე იმედს დატოვებდა და მთლიანად ნაცრად ქცეულიყო.მაშინვე შემოიტანა შეშა და ცეცხლი დაანთო,რომ სახლში ტემპერატურა აწულიყო.მძინარე მაშოს კიდევ ერთხელ დახედა და დივანზე მოწყვეტით დაეცა.ძილს არ აპირებდა,მხოლოდ რამდენიმე წუთით დახუჭა თვალები და მოგონებებში გადაეშვა.დღეს სრულიად უცნობ ქალთნ იმდენ რამეზე ისაუბრა...ელენაც კი გაიხსენა...ლამის ავარიის შესახებაც მოუყვა და ბოლოს უგონო მდგომარეობაში მყოფს საწოლიც კი დაუთმო...უცნაური კვირა ჰქონდა,თავგადასავლებით სავსე...ეს გოგო საერთოდ მისი აურზაური იყო.რამდენჯერაც ნახა იმდენჯერ შარში გაეხვა.ჯობდა ის მესიჯი საერთოდ არ წაეკითხა...მაგრამ მერე ჯემოს ხელში აღმოჩნდებოდა და ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა ეს ღამე... -როგორ ცხელა.-ნელი ნაბიჯით გამოვიდა ოთახიდან მაშო და ტუმბოზე დადებულ სანათს ხელი გაჰკრა.-უპს,არ მინდოდა,ვერ დავინახე.-სიცილით ამოთქვა და მის ასაღებად დაიხარა. -მაშო როდის...რა ჯანდაბაა?-გაოცებული მიაჩერდა ქალს.-შეეშვი ამას.-ხელიდან გამოგლიჯა სანათი.-ნორმალური ხარ გოგო?-საცვლებში მდგომს თვალი მოარიდა და ოთახში მასთან ერთად შევიდა,რომ ტანსაცმელი მიეცა.-ეს გამომართვი.-მაისური გაუწოდა დუდუმ. -მცხელა დუდუ,აქ უჰერობაა ვერ გრძნობ?-ჩაცმა იუკადრისა ქალმა. -მაშო ასე ვერ ივლი კარგი?მაისური ჩაიცვი. -მცხელა. -საცვლებით ვერ ივლი მაშო,ჩაიცვი!-ტონი გაუკმაცრდა მერლანს,თუმცა სულ ტყუილად. -კარგი მაშინ ამასაც გავიხდი და მერე მაგას ჩავიცვამ.-ბიუსჰალტერს წაეტანა ქალი. -ნუ გამაგიჟებ კარგი.-მაშინვე მის წინ დადგა დუდუ.-ხელი გაუშვი და ეს ჩაიცვი,ყველაფერი უნდა გეცვას რასაც მოგცემ! -შენ არ გცხელა?-გაეცინა მის ჩაცმულობაზე.-არ ჩავიცვამ დუდუ!-ძალით,რომ დაუწყო ჩაცმა მაშინვე იუარა ქალმა. -არ მიკითხავს მაშო,პატარა ბავშვივით ნუ იქცევი.-მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა სიცილის მეტს არაფერს აკეთებდა.-დაწექი და საწოლიდან აღარ ადგე,თორემ დაგაბამ! -სექსუალურად ჟღერს.-ისტერიულად იცინოდა ქალი. -მაშო! -ჰო დუდუ...ისე რა უცნაური სახელი გაქვს დუდუ,უდუ,დუ...რა პრინციპით დაგარქვეს? -ღმერთო... -ღმერთის საპატივსაცემოდ? -რა დავაშავე.-შუბლზე ხელი იტაცა კაცმა.-დაწექი! -მარტო? -რა კითხვაა მაშო?-გაოცდა მერლანი. -მეშინია. -რისი გეშინია?-წელზე ხელი მოხვია წონასწორობა,რომ შეენარჩუნებინა. -რისი და...დუდუ რა ლამაზი სახე გაქვს.-თვალებგაფართოებული მიაჩერდა კაცს.-თვალები...ცხვირი...ტუჩები....-ცერა თითი გადაუსვა ტუჩზე. -გეყოფა,შენი ძილის დროა.-საწოლამდე ძალით მიიყვანა და საბანი ისევ გადააფარა. -მცხელა. -კარგი მაშინ არ დაიფარო.-ნერვიულად აათამაშა თითები კედელზე. -შემიძლია სულაც გავიხადო... -მაშო ცოტა დაფიქრდი იმაზე,რომ ხვალ ძალიან ინანებ შენს საქციელს კარგი?-როგორც შეეძლო აზრიანად აუხსნა სიტუაცია. -ანუ არ გავიხადო? -არა! -ჩემს გვერდით იქნები?მარტო ძილი არ მინდა.-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა ქალმა. -ვიქნები,მეორე მხარეს დავწვები.-მშვიდად მიუგო და ფეხზე გაიხადა,რომ დაწოლილიყო. -სინათლეც ჩააქრე. -კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ? -არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად და საბანი გადაიფარა.უკუნითი სიბნელე იყო სახლში.გარედანაც არ ანათებდა სინათლე.ძლივს მივიდა საწოლამდე დუდუ და საბნის ზემოდანვე წამოწვა.-გული მერევა.-თავისთვის ჩაიდუდღუნა და მისკენ გადაბრუნდა.-რა მჭირს დუდუ?მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე.-შეშინებული ხმა ჰქონდა. -არაფერი,დაიძინე და გაგივლის.-თბილი ხმით უთხრა და თმაზე ოდნავ გადაუსვა ხელი. -მე სულ მარტო მძინავს,ყოველთვის.-ჩაიბურტყუნა თავისთვის და სიბნელის მიღმა სცადა დუდუს თვალების პოვნა.-შენ ხშირად გძინავს ქალებთან ერთად? -რომ გითხრა კაცებთან ერთად მძინავსთქო დამიჯერებ?-თვალები მობეზრებულად აატრიალა კაცმა და მისკენ გადაბრუნდა. -მეც ის ქალი ვარ ვინც ერთი ღამით არის შენთან ხომ? -შენ ჩემი თავის ტკივილი ხარ მაშო.-უნებურად გაეღიმა მის საუბარზე. -ჩემს კურსელებს არ მოვწონვარ,ვერ მიგებენ,რადგან მათნაირი არ ვარ. -განსხვავებული ცუდს არ ნიშნავს მაშო,კარგია,რომ მათ არ ჰგავხარ. -აი მაგალითად კეკე ცოტნესთან წევს,ლეილა ანდროსთან იწვა,თათია ჯაბასთან...მე არავისთან.-ისე დასევდიანდა თითქოს რამე დააშავა. -შენ სწორ კაცს,რომ იპოვი მერე გექნება ეგეთი ცხოვრება,სად გეჩქარება. -დავიღალე სწორი კაცის ლოდინით...-თავისთვის ჩაიბურტყუნა და სახეზე ხელი ფრთხილად მოკიდა.-იქნებ ვერც ვპოულობ ვერასდროს...-სიტყვებს თითქოს სულიც ამოაყოლა და დუდუსკენ მიიწია მთელი სხეულით,მხოლოდ ერთი წამი დასჭირდა იმისთვის,რომ მისი ტუჩები ეპოვა და თავისი შეეგებებინა.არ ელოდა დუდუ მის ამ საქციელს.ელდა ეცა მისი სიახლოვე,რომ იგრძნო და წამით ადგილზეც კი გაიყინა,არ იცოდა რა უნდა ექნა,მაგრამ ფაქტი იყო ამის გაგრძელება არ შეიძლებოდა. -მაშო არ გინდა.-სხეულიდან მოიშორა და საწოლზე წამოჯდა. -რატომ?არ გიზიდავ? -სისულელეების ლაპარაკს მორჩი რა.-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა კაცმა. -მაშინ მაკოცე.-კიდევ ერთხელ წაეტანა მის ტუჩებს. -შენ მე არც კი მიცნობ... -დრო გვაქვს,გაგიცნობ. -მაშო...-კოცნითვე უპასუხა დუდუმ.მხოლოდ რამდენიმე წამით მისცა თავს უფლება,რომ მოდუნებულიყო,მაგრამ მალევე ჩაირთო მის გონებაში განგაშის ზარი.-უნდა გაჩერდე!-მხრებში ხელები ჩაავლო და უკან დაიხია. -რატომ? -ფხიზელი არ ხარ...მე ასე არ ვიქცევი,არც შენ არ მოიქცეოდი ასე ფხიზელი,რომ იყო.ამ მომენტით სარგებლობა არ შეიძლება. -დუდუ...-თბილი ხმით ამოთქვა ქალმა. -ეგ კოცნაც ზედმეტი იყო მაშო,ფხიზელი არ ხარ,მე...მე აქ მაგისთვის არ მომიყვანიხარ. -ჩემი გადაწყვეტილებაა დუდუ. -გადაწყვეტილება,რომელსაც ფხიზელი არ მიიღებდი.-საწოლიდან წამოდგა და იქიდან განაგრძო საუბარი.-დივანზე დავიძინებ,რამე თუ დაგჭირდეს დამიძახე.-მშვიდად ამოთქვა და მისაღებში ნელი ნაბიჯით გავიდა.მაშოს აღარ გაუპროტესტებია მისი წასვლა,კომფორტულად მოკლათდა და თვალები დახუჭა... ბოდიში,რომ დავაგვიანე. ველი კომენტარებს,მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.