შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუდუ მერლანი //5//


16-10-2024, 23:27
ავტორი ენქეი
ნანახია 2 994

მთელი ღამე თეთრად გაათენა მერლანმა.თავს ვერაფერს უხერხებდა,თანაც მაშოს უყურადღებოდ ვერ დატოვებდა მას შემდეგ,რაც მოხდა.სავარძელში კომფორტულად მოთავსდა და კრიმინალურ აზროვნებას ჩაუჯდა,რომ როგორმე დრო გაეყვანა.ყავით ხელში თითქმის დაათენდა თავზე.დაახლოებით 7-ის ნახევარი იქნებოდა თითქმის ჩაძინებული კარზე გაუთავებელმა ბრახუნმა,რომ გამოაფხიზლა.
-დუდუ ვიცი,რომ სახლში ხარ კარი გააღე!-მოესმა მამაკაცის ბოხი ბარიტონი.
-რა ჯანდაბაა.-საათს დახედა მაშინვე.
-მერლანო კარი გააღე თორემ შემოვამტვრევ.-არ ცხრებოდა კარს მიღმა მყოფი.სასრაფოდ წამოდგა ფეხზე და გასაღები ხმაურით გადაატრიალა.ზღურბლზე გაავებული ცოტნეს და ანდროს დანახვისას გაოცება ვერ დამალა.-სად არის?-მაშინვე ყელში წვდა ცოტნე.
-ვინ სად არის?-ვითომ ვერ მიხვდა რაზე საუბრობდა.
-მაშო სად არის?
-ეე ბიჭო მართლა ზედმეტი ხომ არ მოგიდის?-მაშინვე მოიშორა სხეულიდან მისი ხელები.-თავს რამდენის უფლებას აძლევ?დილაუთენია სახლში დამადექი და დაკითხვას მიწყობ.უკეთესი მეგობარი,რომ ყოფილიყავი მაშოს ძებნა არ მოგიწევდა სახლიდან სახლში!
-მე შენ...
-რა ხდება?-კარის ზღურბლზე შედგა მაშო და გაოცებული მიაჩერდა დანარჩენებს.ვერც გაიაზრა,რომ საცვლებზე მხოლოდ დუდუს მაისური ჰქონდა გადაცმული და ისე დაიარებოდა სახლში.
-მაშო კარგად ხარ?-მაშინვე მიუახლოვდა ანდრო.
-ჰო,კარგად ვარ...თქვენ აქ რა გინდათ?
-მასთან გეძინა?-ურცხვად იკითხა ცოტნემ.
-არ არის ახლა მაგის დრო!-მეგობარს მიუბრუნდა ანდრო.
-მე არა...მე...მე უბრალოდ მთვრალი ვიყავი და...-სირცხვილით სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა.
-შე ნაბი*ვარო!-წამის მეასედში მიუბრუნდა მერლანს და მთელი ძალით დაარტყა სახეში.-მთვრალი გოგოების უმწეობით სარგებლობ?
-ცოტნე რას აკეთებ?-დაიყვირა მაშომ,თუმცა აზრი აღარაფერს ჰქონდა.
-საკმარისია უკვე!-მთელი ხმით დაიყვირა მერლანმა და ერთი ხელის მოძრაობით ააყუდა კედელზე ცოტნე.-მუშტების ქნევას არ ვაპირებ და შენც თავის შეკავებას გირჩევ!წყობიდან ნუ გამომიყვან თორემ გაჩვენებ სვანების გაბრაზება რას ნიშნავს!დიდი ხარ უკვე,კაცივით მოიქეცი და სანამ სიტუაციაში არ გაერკვევი ზედმეტად ხელი არსად გაიქნიო,გასაგებია?-თავს ძლივს იკავებდა,რომ სახეში არ დაერტყა მისთვის.-გასაგებიამეთქი?-კიდევ უფრო უხეში ტონით გაუმეორა კითხვა.
-დუდუ გთხოვ გაუშვი რა.-მაშინვე მიუახლოვდა მაშო.-თავი დაანებე.
-სხვა დროს აღარ დაგითმობ და ისე გაგალამაზებ შენებს დეენემის ტესტი დასჭირდებათ ვინაობის დასადასტურებლად!-კბილები გაახრჭიალა კაცმა და მაშინვე ხელი შეუშვა.
-შენთან არ დამიმთავრებია,კიდევ მოგვიწევს საუბარი!-მაინც არ ცხრებოდა კაცი.
-იცი სადაც ვცხოვრობ,მოუთმენლად ველოდები ვიზიტს!-არ უთმობდა მერლანი.
-მაშო წამოდი.-მაჯაში ხელი ჩაავლო ცოტნემ.
-რას აკეთებ ცოტნე?-თვალებგაფართოებული მიაჩერდა მის წინ მდგომს.
-გზაში ვილაპარაკებთ მაგაზე,წავედით!
-ცოტნე მტკივა,ხელი გამიშვი.
-ძმაო რას აკეთებ გაუშვი.ასე სად წამოიყვან,ჩაიცვას დააცადე.-მკერდზე უხეშად უბიძგა ანდრომ.
-დროზემეთქი მაშო,არ გეხუმრები,ფეხი გამოადგი!-ყურადღება არ მიაქცია არცერთის სიტყვას მთელი ძალით მოქაჩა ხელზე და გზა გააგრძელა.
-ცოტნე გამიშვი,მტკივა.-ხმაში მუდარა გაურია მაშომ.
-გითხრა გამიშვიო!-ისევ ჩაერია მერლანი.
-შენ ნუ ერევი!
-გოგოს ხელი გაუშვი თორემ როგორ ჩავერევი მაგის გაგება არ მოგეწონება!-ხელზე ხელი მოკიდა ცოტნეს და ძლივს გააშვებინა მაშოსთვის.
-რა ჯანდაბა გემართება?-წყენით იკითხა მაშომ.
-დროზე ჩაიცვი და მივდივართ!
-ჩემით წამოვალ,შენ ნუ შეწუხდები.
-მაშო!-დაუყვირა ცოტნემ და თვალებანთებული მიაჩერდა ქალს.
-ტონი აკონტროლე ბიჭო თორე მართლა ვერ გადამირჩები!
-ცოტნე გარეთ გავიდეთ სანამ მაშო მოემზადება.-მათ შორის ჩადგა ანდრო და თავით კარისკენ ანიშნა.
-გარეთ გელოდები!-ძლივს გაიყვანა მეგობარმა გარეთ და როგორც კი კარს უკან გაუჩინარდნენ მაშინვე მაშოს მიუბრუნდა დუდუ.
-კარგად ხარ?
-ჰო,უბრალოდ ვერ მივხვდი რა დაემართა.
-ხომ გითხარი მაგ ბიჭს მარტო მეგობრობა არ აინტერესებსთქო.-ცერად გახედა და მისი ხელი ხელებში მოიქცია.-გტკივა?-დაწითლებულ ადგილას მიანიშნა.
-იმდენად აღარ,გამივლის მალე.-უხერხულად შეიშმუშნა და ხელი მაშინვე უკან წაიღო.
-გამოიცვალე და სასტუმრომდე მიგიყვან.
-მელოდებიან დუდუ...
-ვიცი,მაგრამ მე მაგ ბიჭის გამოხტომები არ მომწონს,თავად ვარ პასუხისმგებელი შენს უსაფრთხოებაზე იქამდე,სანამ უკან,სასტუმროში,დაგაბრუნებ,ამიტომ მე წაგიყვან.
-ცოტნე გაბრაზდება...
-მერე?
-მერე არაფერი უბრალოდ...
-გეშინია?-დამთავრება არ აცადა მაშოს.
-არ მინდა,რომ იჩხუბოთ.
-არ ვიჩხუბებთ,ჩაიცვი მიდი.-ოდნავშესამჩნევად გაუღიმა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.

***
დაახლოებით 10 წუთში უკვე წასასვლელად იყო მზად.თმა საშინლად ჰქონდა აბურდული,ამიტომ კოსად შეიკრა და მისაღებში სასწრაფოდ გავიდა.
-მზად ხარ?-მაშინვე ფეხზე წამოდგა მერლანი.
-მზად ვარ,მაგრამ არ მინდა პრობლემები შეგიქმნა.
-მაშო ცოტნესნაირ ბიჭებს კარგად ვიცნობ,მას მაინც ექნება პრობლემა ჩემთან,არ აქვს მნიშვნელობა მასთან ერთად გაგიშვებ თუ არა,ამიტომ წამოდი კარგი?
-კარგი.-ჩუმად ჩაილაპარაკა და კარში პირველი თავად გავიდა.
-ეს რა...-წამით ზღურბლზე შედგა მერლანი,მაგრამ მაშინვე შეწყვიტა საუბარი და მაშოს უკან მიჰყვა.
-ამას რაღა უნდა?-ისევ იგესლებოდა ცოტნე.
-მაშოს მე წამოვიყვან.
-ზღაპარასაც ხომ არ წაუკითხავ ძილის წინ?
-კოშმარები თუ გაწუხებს შენს საწოლთანაც ჩამოვჯდები ამაღამ და საბანსაც გაგისწორებ.
-მე შენ...
-გაჩერდი!-გაღიზიანებული მიუბრუნდა მაშო.-ახლავე შეწყვიტე ეს უაზრო გამოხტომები გასაგებია?მე არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა...ყოველშემთხვევაში იქამდე,სანამ არ დაწყნარდები,ამიტომ გზიდან გაგვეცალე.-ცალყბად მიუგდო და ანდროს მიუბრუნდა.-მე და შენ სასტუმროში დავილაპარაკებთ!
-შენი უაზრო გამოხტომები კარგს არაფერს მოგიტანს და სადმე,რომ დაეცემი მე არ დამიძახო დასახმარებლად!-დაუყვირა უკვე წინ მიმავალს ცოტნემ და ფეხით დაეშვა სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე...

***
-შეიძლება რაღაც გკითხო?-სიჩუმე ვეღარ აიტანა მერლანმა.
-გისმენ.
-კისერზე ტატუ დავინახე...-არ იცოდა როგორ გაეგრძელებინა საუბარი.-რაიმე პირადულს აღნიშნავს?
-ეს თარიღი?-მაშინვე ხელი მოისვა ტატუზე.-ისეთი არაფერი,ბავშვობის ახირება იყო...აი ხომ იცი მოდაში ახალი შემოსული,რომ არის და თინეიჯერები,რომ გიჟეედებიან ეგრე დამემართა მეც,ვგლოვობდი...ჩემი ძაღლი მოკვდა და არ ვიცოდი ყურადღება რაზე გადამეტანა,ხოდა ტატუ დავიხატე.-ამაზე სულელური ტყუილი ალბათ ცხოვრებაში არ უთქვამს.
-ანუ შენი ძაღლის გარდაცვალების თარიღია?
-ხო,ბავშვურია,მაგრამ მჭირდებოდა.-ძალით გაიღიმა,რომ ვერაფერი შეემჩნია დუდუს.-რატომ მკითხე?
-ისე...ისე უბრალოდ.-ამ თემაზე საუბარს არ აპირებდა,მითუმეტეს ორი დღის გაცნობილ გოგოსთან.-კისერზე ხელი მძიმედ მოისვა და მაისურის საყელო ბოლომდე აიწია.-აქ როდემდე ხარ?
-კვირის ბოლომდე,თუ ცოტნეს თავში არაფერი წამოუვლის და წასვლას არ გადაწყვეტს.
-ესეიგი კვირის ბოლომდე უნდა ვერიდო მანდ გამოჩენას,რომ პრობლემები აღარ შემექმნას?
-ნუ ღელავ,არამგონია კიდევ სადმე მოგვიწიოს შეხვედრა,სასმელზეც აღარ დაგპატიჟებ.
-ჰო,ნამდვილად ასე ჯობია.-სიცილი ძლივს შეიკავა დუდუმ და მანქანა სასტუმროს წინ გააჩერა.-მგონი ჩემი მთელი პასუხისმგებლობა მოხსნილია.-მანქანიდან გადავიდა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გაიარა მასთან ერთად.
-მისმინე...დეტალებს არ ჩავუღრმავდები,რადგან სასირცხვილოა,ამიტომ მოკლედ გეტყვი,რომ მადლობელი ვარ გუშინდელისთვის.შენ რომ არა არ ვიცი იქ რა მოხდებოდა...
-მთავარია კარგად ხარ,სხვა არაფერზე ინერვიულო.-მშვიდად მიუგო მერლანმა და ცას გახედა.ისევ გადაუღებლად თოვდა.
-პრობლემებს აღარ შეგიქმნი,მორჩა.
-ესეიგი დამშვიდობების დრო ყოფილა.
-ასე გამოდის.-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე მაშომ.-გამიხარდა შენი გაცნობა დუდუ,თუ ოდესმე აქ დავბრუნდები აუცილებლად მოგინახულებ.
-თავს გაუფრთხილდი მაშო,ხიფათს არასოდეს სძინავს.-თბილი ხმით უთხრა დუდუმ და სასტუმროსკენ თავით ანიშნა.ქალსაც აღარ დაუყოვნებია სირბილით გადაკვეთა მანძილი და მხოლოდ წამით მოიხედა უკან,დუდუ ისევ მანქანასთან იდგა და მას უყურებდა,თუმცა როგორც კი კარს უკან გაუჩინარდა თავადაც ჩაჯდა მანქანაში და იქაურობა უკანმოუხედავად დატოვა.
მაშინვე ოთახში ავიდა მაშო,მისდა საბედნიეროდ ყველას ეძინა,ამიტომ შხაპი მიიღო და თავადაც დასაძინებლად დაწვა,მაგრამ ვინ დააცდიდა.მალევე მიუვიდა შეტყობინება მობილურზე...ცოტნე იყო,როგორც ჩანს სასტუმროში დაბრუნდა და მისი ნახვა უნდოდა.მაშინვე გადაიცვა ჰუდი და ჩუსტებისამარა გავიდა დერეფანში.კიბეებზე სირბილით დაეშვა და ეზოში მდგომ კაცს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-ჩაცმა გიკადრია,კარგია.-უცებ აათვალიერა მის წინ მდგომი და სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა.
-რა გინდა?
-რა მინდა?ეგაა შენი კითხვა?
-სხვა არაფერი მაფიქრდება ამ ეტაპზე.
-ნორმალური ხარ გოგო?რა გინდოდა მთელი ღამე იმ სი*ის სახლში?
-ნუ ილანძღები კარგი?შენ არ გეხება მე ვის სახლში ვიქნები და ვისაში არა.
-აბა ერთი კარგად შემომხედე,შენს დაქალს ვგავარ ეგრე,რომ მეიაზვები?
-რა ბავშვივით იქცევი?დამეხმარა და მაგიტომ ვიყავი მასთან.
-დაგეხმარა?რითი საწოლით?
-გეყოფა უკვე!-გაღიზიანებულმა დაუყვირა და მთელი ძალით დაარტყა სახეში.-სანამ დუდუს შევხვდებოდი ვიღაც ბიჭმა ნარკოტიკით გამაბრუა გასაგებია?ის,რომ არა მართლა მოგიწევდა ჩემი სახლიდან სახლში ძებნა.დამეხმარა,გადამარჩინა და მთელი ღამე ყურადღებას მაქცევდა.
-ვინ ჩაგიყარა ნარკოტიკი იცი?-წამით დაივიწყა,რომ სახეში დაარტყა და მთელი ყურადღება ფაქტებზე გადაიტანა.
-არ ვიცი,ვიღაც ჯემოს ახსენებდა,მაგრამ რა აზრი აქვს,მთავარია,რომ კარგად ვარ,მაგრამ ეგ შენი დამსახურება არ არის და არ გაქვს უფლება დაკითხვა მომიწყო,მიყვირო ან უხეშად მომექცე გასაგებია?
-ვიცი მაშო,ვიცი...-სიგარეტის ნამწვი იქვე მოისროლა და თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.-უბრალოდ როცა ანდრომ მითხრა,რომ ვერ გიკავშირდებოდა და ვერც ვერსად გპოულობდა ლამის გავგიჟდი.შემეშინდა,რომ რამე არ დაგმართნოდა.
-კარგად ვარ ხომ ხედავ,სხვა დროს ჯერ გაერკვიე სიტუაციაში და მერე იქნიე მუშტები კარგი?
-იმ ბიჭის ვინაობა მაინტერესებს.
-შენ რა არ მისმენ?არ ვიცი და არც აქვს აზრი.მინდა,რომ ეს რამდენიმე დღეც მშვიდად გავატაროთ და საერთოდ მოვშორდე სვანეთს.მე ჩემს ოთახში ვიქნები,თქვენ გაერთეთ,მერე წავიდეთ,არ შეიძლება ასე?
-რატომ ვერ გვიტან?-მოულოდნელად იკითხა ცოტნემ.
-საიდან მოიტანე,რომ...
-არ გინდა,ყველამ იცის,რომ ასეა.მიზეზი მაინტერესებს.
-ამის ცოდნა არაფერს მოგცემს,თანაც საქმე სიძულვილში არ არის,უბრალოდ ვერ გიგებთ.
-ამიხსენი,მინდა ვიცოდე რას ვაკეთებ არასწორად.
-კარგი რა,3 წელია ერთ აუდიტორიაში ვართ და ორ სიტყვაზე მეტი არ გითქვამს ჩემთვის,სვანეთში ჩემზე ზრუნვა გადაწყვიტე,რატომ?
-ვღელავ შენზე,ეს ცუდია?
-ცუდი არა ცოტნე,უცნაურია.შენ ყოველთვის ის ბიჭი იყავი ჩემთვის,რომელსაც შორიდან ვუყურებდი.არანაირი ურთიერთობა და ასე შემდეგ.ახლა კარგი ბიჭის როლის თამაში არ გიხდება იცი?ცოტათი უადგილოა.
-ესეიგი მეუბნები,რომ 3 წლით დავაგვიანე შენი პაემანზე დაპატიჟება?-მშვიდი,მაგრამ სერიოზული სახე მიიღო და თვალებში ჩააცქერდა მის წინ მდგომ ქალს.
-ცოტნე...
-არაფერს გაძალებ დამშვიდდი.-სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა კაცმა.-თბილისში,რომ დავბრუნდებით ძველებურად არ გაგრძელდება,შენს დაიგნორებას არ დავიწყებ და მეტიც,ვეცდები,რომ შენთან ყველა შანსი გამოვიყენო.
-არ გინდა...-დაბნეულობისგან თავი გააქნია მაშომ.
-თუ არაფერი გამოვა ეს ჩემი სანანებელი იქნება და არა შენი,დამშვიდდი.-თბილი ხმით უთხრა და მეორე ღერს მოუკიდა.-თმა სველი გაქვს,შიგნით შედი,არ გაცივდე.-მაშინვე მიხვდა მაშო,რომ საუბარი დასრულებული იყო,ცოტნემ ზურგი აქცია და ნელი ნაბიჯით გაიკვალა გზა გასასვლელისკენ...

***
23.09.2018...თავიდან ვერაფრით იგდებდა ამ ციფრებს მერლანი...ზუსტად ამ დღეს შეიცვალა მისი ცხოვრება და იმ ტრაგედიით დაიფარა,რომელსაც წლებია ემალება.სარკის წინ დადგა და ზურგით შებრუნდა,რომ საკუთარი ტატუსთვის თვალი შეევლო.ანგელოზის ფრთები ეხატა კისერზე,ქვემოთ კი ზუსტად იგივე თარიღი,რაც მაშოს...
სასწრაფოდ მოიმარჯვა ტელეფონი და ოჯახის ახლობელს გადაურეკა,რომ მასზე ინფორმაცია გადაემოწმებინა.
-გამარჯობათ ბატონო კახი,დუდუ ვარ მერლანი.
-გამარჯობათ,რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ერთი ადამიანის შესახებ მაინტერესებს ინფორმაცია,მაშო მალაშხია...ფოტოსაც გამოგიგზავნით ამავე ნომერზე,რომ მარტივად ამოიცნოთ.მაინტერესებს სად სწავლობდა,ოდესმე საავადმყოფოში თუ ყოფილა მძიმე ტრავმის გამო ან რაიმე მსგავსი,საერთოდ ყველაფერი.
-მაშო მალაშხია თქვით?-ძლივს ამოიხრიალა კაცმა.
-დიახ,რამე პრობლემაა?
-არა ბატონო,უბრალოდ ვერ გავიგე და ვაზუსტებდი.მუშაობას დავიწყებთ და რასაც ვიპოვით გამოგიგზავნით.
-მადლობა,დაველოდები თქვენს ზარს.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ზარი დაასრულა.-უბრალოდ შეუძლებელია...შეუძლებელია ის იყოს...ან საერთოდ ცოცხალი იყოს...-თავის თავს უმეორებდა და აქეთ-იქით დაიარებოდა.ეს მართლაც სრული კოშმარი იქნებოდა...

***
11 საათიდან შეიკრიბნენ ახალგაზრდები,როგორც ყოველთვის თოვლში სიარულით და გართობით დაიწყეს დღე,როგორც თინეიჯერებს სჩვევიათ ათასი ფოტო გადაიღეს და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად განათავსეს.კეკეს ინსტაგრამ გვერდზე მოხვდა ასევე მძინარე ბიჭების მაკიაჟიანი სახე,იდეალური კონტური,ლაინერი და ა.შ.
მიუხედავად იმისა,რომ ფეხი სტკიოდა მაინც არ ცხრებოდა და სულ გარეთ ყოფნას ამჯობინებდა.ცდილობდა შორს არსად წასულიყო და სასტუმროსთან ყოფილიყო,რომ საჭიროების შემთხვევაში მალევე დაბრუნებულიყო უკან.გუშინ საღამოს ცოტნემ არ მოინახულა რის გამოც გაბრაზებული ჩანდა,თუმცა ხმამაღლა არაფერს ამბობდა,მხოლოდ შორიდან ადევნებდა თვალს უცნობ ბიჭებთან როგორ ლაპარაკობდა და ისევ ბავშვებთან ბრუნდებოდა.კუთხეში მჯდომი მაშოც არ რჩებოდა უყურადღებოდ,უყურებდა როგორ ერთობოდნენ მისი თანაკურსელები,თუმცა ის ადგილიდან არ იძვროდა.ერთი რამ მარტივი შესამჩნევი იყო,ერთადერთი ვინც იმ მომენტში მაშოს აინტერესებდა ცოტნე იყო.აკვირდებოდა როგორ მოუსვენრად დადიოდა და რაღაცის გარკვევას ცდილობდა.დეტექტივობანას თამაშს ძალიან შეყვა და ეს უკვე აშკარა იყო.
-მოგწონს?-გვერდით მიუჯდა კეკე.
-რაა?-მაშინვე მოვიდა გონს.
-ცოტნეზე გეკითხები,მოგწონს?
-საიდან მოიტანე ახლა ეგ?
-იმ დამშეული ძაღლივით უყურებ მე,რომ მომსდევდა და ბოლოს მიკბინა.
-მე და ცოტნეს კარგი ურთიერთობაც კი არ გვაქვს კეკე,დამშვიდდი.
-რაც აქ ჩამოვედით სულ უკან დასდევ,მაგრამ უნდა იცოდე,რომ ეს არ გაამართლებს კარგი?მე და ცოტნე ერთად ვიქნებით,მას მე ვუყვარვარ და უჩემოდ ვერ იქნება.
-ისე ძაღლი როგორ არის იკითხე?-მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა მაშომ.
-კარგად არის,ჯერ აცრა არ მჭირდება.
-შენს გამო არ მიკითხავს,მაინტერესებს შენმა შხამმა ძაღლი ხომ არ მოწამლა.-ღიმილით მიუგო და ისევ ცოტნეს და ანდროს გახედა.
-ერთი ამას შეხედეთ,პრინცესას კბილები ამოსვლია.ყოჩაღ!-შეაქო კეკემ.-თუმცა ეგ ვერ გიშველის რეალობის პირისპირ,რომ დადგები.
-ეგ რას უნდა ნიშნავდეს?-მიაძახა უკვე წინ მიმავალს,მაგრამ კეკეს პასუხი აღარ გაუცია...


***
-ანდრო!-ხელში ჩაავლო მაშომ,როგორც კი მარტო დაიგულა და გვერდით გაიყვანა.-რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს მაშო?ვერთობით ვსვამთ...ისე საპირფარეშოში მივდიოდი რორამე...
-საპირფარეშოს გაჩვენებ მე შენ ახლა.-თავში წამოარტყა მაშინვე.-აბა ერთი კარგად შემომხედე დებილს ვგავარ?
-რა გინდა მაშო?
-ცოტნე მთელი დღე ყველას გამოკითხვას უტარებდა,რა ხდება?
-გოგო არაფერი,ხვალ უნდა რომ ტყის მიღმა გადავიდეთ,ხოდა რუკას ადგენს,თან ხო იცი ცოტა სულელია მათემატიკაში უჭირს და მანძილს ვერ ითვლის და მთელი ამბები რა.
-რაებს ბოდიალობ ანდრო?-გაოცებული მიაჩერდა მაშო.
-რას ვბოდიალობ,კლუბი არისო რაღაც და მობეზრდა აქ ყოველდღე ამ რესტორანში ჯდომა და კლუბში წავიდეთ და გავერთოთო.
-თავი შარდენზე ხომ არ გგონია?რა კლუბში უნდა წახვიდეთ მითუმეტეს ტყის მეორე მხარეს შუა მესტიაში?
-მე რა ვიცი ტო,ცოტნეს კითხე,მაგარი მარშუტი შეადგინა,დუდუს სახლის გავლითაა,ნახავ თან.
-დუდუსთან მიდის?
-რა უნდა გოგო დუდუსთან,რასაც გეუბნები დამიჯერე.
-იცოდე რამე თუ მოხდება თავს წაგაძრობ გაიგე?-დაემუქრა მეგობარს.
-მშვიდად იყავი,არაფერი არ მოხდება.სვამს ბიჭი და ერთობა ვერ ხედავ?-სუფრაზე მომღერალ ცოტნეს გახედა ორივემ.
-დაგხოცავთ იცოდე.
-კარგი შემეშვი საპირფარეშოში მინდა,ვინაა ეს.-ბუზღუნით მოიშორა ქალი და კარს უკან გაუჩინარდა მაშინვე.
-მე მივდივარ.-სუფრას ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და უხმოდ ანიშნა ცოტნეს წავედიო.
-მოიცა საით?-მაშინვე უკან მიჰყვა ქალს.
-დაღლილი ვარ ცოტნე,თან არ მაქვს ზოგიერთთან ყალბი ღიმილის ნერვები.
-კეკემ გითხრა რამე?
-კეკემ ბევრი რამ მითხრა,მაგრამ მაგიტომ არ მივდივარ,უბრალოდ მართლა დავიღალე.
-გინდა დაველაპარაკო?
-ნუ სულელობ ცოტნე,თავად მოვაგვარებ.უბრალოდ მეძინება და დასაძინებლად წავალ.
-კარგი,მაგრამ რამე თუ ისე არ არის მითხარი კარგი?-თმა ყურს უკან ინსტინქტურად გადაუწია.
-კარგად ვარ ცოტნე მართლა.-კეკეს თვალი სწრაფად მოარიდა და ნაბიჯით უკან დაიხია.-წავალ დავწვები და ხვალ გნახავთ.-ნაძალადევი ღიმილით მიუგო და თითქმის სირბილით დატოვა იქაურობა...
-რაიყო ასე უცებ არა ურთიერთობაო?ჯერ რამდენიმე წელი შეყვარებულობა,მერე ქორწილი და მერე ეგეთებიო?-გვერდით ამოუდგა კეკე.
-ხანდახან ძალიან მაღიზიანებ კეკე,მაშოს შეეშვი და ზედმეტი არ მოგივიდეს,თორემ შეიძლება ძაღლზე უარესმაც გიკბინოს!
-მორჩი მაგ გოგოს დევნას და იმ ვიღაც ბიჭის საერთოდ.
-ვინ ბიჭს?
-ჯემოს რომ ახსენებდი და მთელი დღეა კითხულობ,მართლა გეუბნები შეეშვი,რამე შარს გადაგყრით ეს გოგო.
-ენას კბილი დააჭირე კეკე და მაგიდასთან დაბრუნდი,თავად მივხედავ ჯემოსაც და ჯეკოსაც კარგი?
-შენი ნებაა.-ღიმილით მიუგო კეკემ და მაშინვე გაეცალა იქაურობას...

***
-იცისმეთქი გეუბნები,მეკითხებოდა რას არკვევს ცოტნეო.
-ხომ არაფერი გითქვამს?
-არა,კლუბია ტყის გადაღმა და მარშუტს ადგენს ცოტნეთქო ეგ ვუთხარი.
-შენ რა მართლა იდიოტი ხარ?შუა მესტიაში რა კლუბი უნდა იყოს მგლების?
-ვერაფერი მოვიფიქრე სხვა.
-გამთენიისას გავალ,რომ დილით ვიპოვო და დაველაპარაკო.
-მარტო სად უნდა იბოდიალო?წამოვალ მეც.
-ძიძა არ მჭირდება ანდრო,უბრალოდ პატარა გაკვეთილს მივაღებინებ,რომ იცოდეს მაშო უპატრონო არ არის.
-უპატრონოს ჰგავს ისე არა?-არსაიდან გამოჩნდა კეკე.
-რა გინდა?-გაღიზიანებულმა მიუგო ქალს.
-მაინც ქალი ვარ და ვღელავ მაშოზე,ის ვიღაც ტიპი კითხულობს,წუხელ დუდუმ რომ წაიყვანა ის გოგო მაშო სად ვნახოო.
-შენ რა იცი,რომ დუდუმ წაიყვანა?
-ბარმენს თვალს ჩაუკრავ ძვირფასო და ყველაფერს დაფქვავს,ქალი ვარ,თანაც საკმაოდ ლამაზი და ჭკვიანი,კარგად ვიყენებ იმას,რაც ღმერთმა მომცა.
-ჭკვიანზე დიდი სიამოვნებით შეგეკამათებოდი.-ცალყბად ჩაიცინა და ანდროს მიუბრუნდა.-აქ დავრჩები მე და დაველოდები ხალხი როდის გაიცლება,შენ ბავშვებს მიხედე.
-ძიძა ვარ?
-ნუ ა*რაკებ.დაველაპარაკები და მალე მოვალ მეც.
-შენ ლაპარაკი როდის იცი ცოტნე,მუშტების ქნევა მხოლოდ.
-წადი!-უკვე აღიზიანებდა მისი საუბარი.
-ხაზზე ვარ,თუ რამე დარეკე.
-მიდი.-თავით ორივეს გასასვლელისკენ ანიშნა და ბარის მეორე ბოლოში დაჯდა,ზუსტად ისე,როგორც ვიდეოში ნახა.თავიდან ბოლომდე უყურა მაშოს ბარში ყოფნის ეპიზოდს და იმასაც თუ როგორ გაჰყავდა დუდუს იქიდან.გაარკვია იმ ბიჭის ვინაობაც,ვინც სასმელი შესთავაზა მაშოს,თუმცა ნამდვილად არ ელოდა იმას,რომ კიდევ მოიკითხავდა მას.ფაქტი იყო,რომ ნარკოტიკი საკუთარ ჭიქაში ეყარა,მაგრამ მაინც აღიზიანებდა ის ფაქტი,რომ ჯერ სასმელი შესთავაზა და ახლა საერთოდ მეორე დღესაც მოიკითხა იგი.დაახლოებით ერთი საათი მოუწია იმ სკამზე ჯდომა და ერთი ჭიქა სასმლის დალევა,იქამდე სანამ ჯემომ თავისი სამყოფი არ დალია და მთლიანად არ გამოეთიშა სამყაროს.
-მაგარი ქალი იყო აქ,რომ იჯდა.ხომ გახსოვს ბიჭო?-ბარმენს მიუბრუნდა წასვლის წინ.
-მახსოვს.
-ქერა,ცისფერი თვალებით...კარგი ნა*ა იყო,დუდუმ დამასწრო,ყველაფერი კარგი მიაქვს თავისთვის,ფუ ეგ ნაბი*ვარი!-ზიზღით ამოთქვა და ძლივს აიარა კიბეები.მოულოდნელად ახმაურდა მისი ტელეფონი,ნომრისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა და იქვე კედელს მიეყრდნო.
-ჯემო ვასილი ვარ,მერლანი.-მჭექარე ხმა გაისმა მობილურში.-შენი დახმარება მჭირდება,კარგი ფულის სანაცვლოდ...
-გისმენთ ბატონო ვასილ.
-მანდ სვანეთში ერთი გოგოა ჩამოსული,რომელმაც ჩემი შვილის ყურადღება მიიპყრო და დუდუმ ისეთი ამბების ქექვა დაიწყო,რომელიც მე არ მაწყობს,ამიტომ მინდა,რომ მოიშორო.იპოვო ეგ გოგო და უთხარი,რომ ხვალვე თუ არ დატოვებს სვანეთს და სამუდამოდ არ დაიმალება მის ოჯახს კარგი დღე არ დაადგება.ერთხელ უკვე შეძელი ჩემი დახმარება,ახლაც მჭირდება,რომ იგივე გააკეთო.
-ვისზე საუბრობთ?-გაოცდა კაცი.
-მაშო მალაშხია,ერთ-ერთ სასტუმროში რჩება,მოგწერ მისამართს.მოგვარებას შეძლებ?
-შევძლებ.-მაშინვე გაახსენდა ბარში გაცნობილი გოგონა.-დეტალები მომწერეთ და ხვალვე მივხედავ.-მშვიდად ამოთქვა და საუბარი დაასრულა.
-იცი,რომ მაგ გოგოს ოჯახი ყავს შე სი*ო?-როგორც კი გარეთ გავიდა მაშინვე დაუყვირა ცოტნემ.
-რაო?
-იმ გოგოს ნა*ა,რომ დაუძახე,ოჯახი ყავს.თავადაც უმაგრესი გოგოა და უპატრონო ხომ არ გგონია?-ყელში წვდა გაავებული.
-მიწოდებული სასმელი უცებ კი დალია,უფასო სასმელს ეძებდა ფაქტია.-ხელი უხეშად აუკრა კაცმა.
-შე ნაბი*ვარო!-მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა და მთელი ძალით დაარტყა სახეში.
-შენი დედაც!-არ მოითმინა არც ჯემომ და საპასუხოდ მხოლოდ ერთხელ დაარტყა...ყინულზე ფეხი აუცურდა კაცს და წონასწორობა ვეღარ შეიკავა.რა მოხდა იმ საღამოს იმ ორის გარდა არავინ იცოდა...წამში აღმოჩნდა ცოტნე უგონოდ მწოლიარე სისხლის გუბეში,თავად ჯემო კი შიშისგან აკანკალებული იქვე ჩამუხლულიყო და მის სხეულს აჯანჯღარებდა,რომ თვალები გაეხილა...

***
-ამ დილაუთენია რას აგვაწიოკე ანდრო რაიყო?ძილი არ მიწერია ამ სასტუმროში,რა უბედურებაა.-თვალებმოჭუტულმა გახედა კარის ზღურბლზე მყოფს მაშომ.
-ცოტნე ხომ არ გინახავს?
-ხო საწოლში მყავს,მოდი წაიყვანე.
-არ გეხუმრები მაშო.
-დასაძინებლად თქვენზე ადრე წამოვედი,სად უნდა მენახა?-გაიკვირვა მისი ნათქვამი.
-ჯანდაბა!-კიდევ ერთხელ აკრიფა მისი ნომერი და დარეკვა სცადა.
-რა ჯანდაბა ხდება ანდრო?
-ჯემო ნახა ბარში ქვემოთ,მასთან სალაპარაკოდ დარჩა და მას შემდეგ არავის უნახავს,როგორც მითხრეს ბარიდან გავიდნენ,მაგრამ სად წავიდნენ არ ვიცი.
-სასტუმროს ეზოში ბევრი სისხლია,კიბეებთან,იქ არავინ არის,ვერაფერი გავიგეთ.-საუბარში ჩაერთო ნიკა
-ანუ რას მეუბნებით ანდრო?-პირზე ხელი იტაცა ქალმა.
-ცოტნეს ვერ ვპოულობთ!-უკვე თავადაც ეტყობოდა პანიკა.კედელს მძიმედ მიეყრდნო და ძალაგამოცლილი იქვე ჩაიკეცა...





ვიცი,რომ ლოდინი მოგიწიათ,მაგრამ ვირუსი მქონდა და ვერ ვწერდი ვერაფერს,18-19ში დავდებ ახალ თავს,მანამდე ველი კომენტარებს. heart_eyes



№1 სტუმარი მე❤

ძალიან საინტერესოა,კარგად წერთ❤

 


№2 სტუმარი ნია

საინტერესოა მოგვწონს მადლობა

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

საინტერესო ისტორია ,მაგრამ ინტერესი ეკარგება კითხვას დაგვიანების გამო, ამიტომაც ვირჩევთ ალბათ მკითხველთა უმეტესობა დასრულებული ისტორიების კითხვას ,ცუდად არ გამიგოთ მაგრამ 3 დღეში ერთხელ ერთი პატარა თავის წაკითხვას ნამდვილად მირჩევნია დაველოდო დასრულებას და მერე მივუბრუნდე ისტორიას, თვითონ სიუჟეტი ნამდვილად საინტერესო და კარგია.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოა უკვე გელოდებით

 


№5  offline მოდერი ენქეი

სტუმარი gvantsa
საინტერესო ისტორია ,მაგრამ ინტერესი ეკარგება კითხვას დაგვიანების გამო, ამიტომაც ვირჩევთ ალბათ მკითხველთა უმეტესობა დასრულებული ისტორიების კითხვას ,ცუდად არ გამიგოთ მაგრამ 3 დღეში ერთხელ ერთი პატარა თავის წაკითხვას ნამდვილად მირჩევნია დაველოდო დასრულებას და მერე მივუბრუნდე ისტორიას, თვითონ სიუჟეტი ნამდვილად საინტერესო და კარგია.

მადლობა,მაგრამ ჩემმა მკითხველმა იცის,რომ სამსახურის და უნისგამო დროს ვერ ვანაწილებ და მაქსიმალურად ვცდილობ მალე დავდო,მაგას სხვანაირად ვერ მოვახერხებ.❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან საინტერესო ისტორიაა,გელოდებით!!!

 


№7  offline წევრი მე♥უცნაურე

ერთიანად წავიკითხე და რაღაცნაირად დუდუს უფრო ვუთანაგრძნობ...
და ზოგადადაც, ამ კონკრეტულ კვეთაში შეცდომა ნამდვილად არ დაუშვია მაშოსთან(სვანეთში).
ერთმანეთს მოუშუშებენ იარებს,აშკარად, ისეთი წყვილია :D
ცოტნემ სახლში მივარდნის სიუჟეტში ისე გადაამლაშა, რომ დღის ბოლოს მისი პაემანზე დაპატიჟების ინიციატივა ყურადღების ღირსიც კი არ არის,თუმცა სასიკვდილოდ ნამდვილად მეცოდება.

 


№8  offline წევრი კაპანაძე

ეხლახანს აღმოვაჩინე და წავიკითხე ხუთივე ძალიან კარგად წერ ყველაზე მეტად ჩემი საყვარელი სერიალის კრიმინალური აზროვნების ხსენება გამიხარდა ველოდები შემდეგს მალე ????❤️????

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

მალე დაიდებაა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent