შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუდუ მერლანი //6//


19-10-2024, 23:11
ავტორი ენქეი
ნანახია 2 995

უჩვეულო დღე გათენდა მაშოსთვის.მძიმე და დარდით სავსე.არავინ იცოდა რა იქნებოდა შემდეგ,ან რას უმზადებდა ბედი,უბრალოდ იჯდა დერეფანში და გაუთავებლად ურეკავდა ცოტნეს,თითქოს იმედს მაინც იტოვებდა,რომ შემდეგ ზარს უპასუხებდა.
ანდრომ ყველას გამოკითხა გუშინდელი ამბები,მაგრამ არავინ არ იცოდა ბარიდან წასვლის შემდეგ სად წავიდა,ან ვისთან ერთად იყო ცოტნე.
-„პირუტყვის სისხლი იქნება.“-ამშვიდებდნენ სოფლის მაცხოვრებლები ანდროს და უკვე ზურგით მდგომს პირჯვარს წერდნენ,რომ ხიფათი აერიდებინათ მისთვის.
მესტიაში ღმერთის რწმენა ღვიოდა.
ძალიან უნდოდა ანდროს,რომ ასევე ეწამა ამ ყველაფრის,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა...

***
-ყველგან მოვძებნე,ყველას ვკითხე,არავინ იცის მაშო.-კედელს მთელი ძალით დაარტყა მუშტი.
-დამშვიდდი კარგი?ვიპოვით,ამხელა ბიჭია სად წავიდოდა.-თავადაც არ იცოდა რა ძალა აძლებინებდა,რომ შინაგანი ტკივილისგან არ ეყვირა.
-დუდუს დაურეკე და ჯემოს მისამართი გამიგე.
-უკვე დავურეკე,არ იღებს.-იმედგაცრუებული იყო მაშო.
-მაშინ წავალ და სახლში ვნახავ.აქ არ მინდა ხალხის აწიოკება,მოხუცები არიან სულ.
-დამელოდე,ქურთუკს ავიღებ და მეც წამოვალ.
-მაშო სახუმარო საქმეზე არ მივდივარ...
-ანდრო!ცოტნე დაიკარგა,საერთოდ არ ვფიქრობ,რომ სახუმაროდ გვაქვს საქმე.,დამელოდე ჩავიცვამ და ჩამოვალ.-ცოტა აკლდა,რომ არ ეყვირა მისთვის.
-მიდი დროულად.-უკვე კიბეზე მიმავალს გააყოლა თვალი და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
-ამ დილაადრიან რას დარბის?-მოულოდნელად გამოეცახადა კეკე.
-ახლა არ გინდა რა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები კაცმა.
-რას ნიშნავს ახლა არ მინდა?-უკმაყოფილოდ ამოთქვა.-ცოტნე სად არის?-რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ პასუხი,რომ ვერ მიიღო ისევ შეუტია ანდროს.-სად არის ცოტნე?
-კეკე ახლა არათქო!
-ანდრო რა გჭირს?მოხდა რამე?-თითქოს ანერვიულდა მისი შემხედვარე.
-არაფერი კეკე,საქმეზე უნდა გავიდე.-მაშინვე თვალი მოარიდა და ზურგი აქცია.
-რას მემალებით ეს რამდენიმე დღეა?სანამ არ მეტყვი რა მოხდა ვერსად ვერ წახვალ!-უაზროდ გაჯიუტდა ქალი.
-ახლა არა!-დაუღრინა ანდრომ.
-ზუსტადაც ახლა!
-ახლა არათქო კეკე!-მთელი ხმით დაუყვირა კაცმა და ხელი უხეშად აუკრა.-რაღაცას,რომ გეუბნებიან გაიგე,შენი ფინია ძაღლი არ ვარ,რომ გარშემო გირბინო!-შუბლზე ძარღვი დაეტყო გაბრაზებულს.მხოლოდ წამით შეხედა კეკეს შეშინებულ,ფერმკრთალ სახეს და ისევ ზურგი აქცია,რომ არაფერი წამოსცდენოდა.
-მზად ვარ,წავედით.-სირბილით დაეშვა კიბეებზე მაშო და როგორც კი კეკეს მოკრა თვალი მაშინვე მოერიდა საუბრის გაგრძელებას.
-ეს გოგო დაგღუპავთ თქვენ,ორივეს...-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ანდროს და ცრემლიანი თვალები მიანათა ორივეს.
-ოთახში ადი კეკე.-შედარებით მშვიდად უთხრა კაცმა და სასტუმრო მაშოსთან ერთად დატოვა...

***
-რომ ვერ ვიპოვოთ?-უკვე მეასედ უმეორებდა იგივე კითხვას მაშო.-რა უნდა ვქნათ?მისი მშობლები,რომ დარეკავენ რა უნდა ვქნათ?..აღარ მიპასუხებ ბოლოს და ბოლოს?-მოთმინება ამოეწურა თავადაც.
-არ ვიცი მაშო გასაგებია?-თოვლიან ბილიჯს გაგიჟებული ნაბიჯებით მიუყვებოდა.-არაფერი არ ვიცი.
-ხომ ვიპოვით?
-მოდი დუდუს დაველაპარაკოთ და მერე ვიფიქროთ სხვა დანარჩენზე კარგი?
-კარგი.-თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და მასთან ერთად დაეშვა ფერდობზე.
-მე დაველაპარაკები და სიტუაციას ავუხსნი,მხოლოდ ჯემოს მისამართი მაინტერესებს,მეტი არაფრის ცოდნა სჭირდება მაშო,არ გაახმაურო ზედმეტად,ხომ იცი მამამისმა,რომ გაიგოს სამძებრო სამუშაოებს დაიწყებენ ეგრევე.
-არაფერს ვიტყვი,არ იდარდო.-მშვიდად ამოთქვა და გვერდით ამოუდგა.
-მერლანო!-კარზე ბრახუნს მისი გვარის ძახილიც დაამატა და კიდევ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი,რომ მისი ყურადღება მიექცია.-დუდუ!-ისევ აგრძელებდა ანდრო.-გააღე კარი რა,საქმე მაქვს.
-თქვენგან თავის დაღწევა რა პრობლემად იქცა?-მთელი ძალით გამოგლიჯა კარი მერლანმა.ზღურბლზე თვალცრემლიანი მაშო,რომ შენიშნა მაშინვე შეცვალა ტონი და გაოგნებული მიაჩერდა ორივეს.-რამ შეგაწუხათ?
-ჯემო სად ცხოვრობს?
-რა?-გაიკვირვა მისი ნათქვამი.
-ჯემო სად ცხოვრობს დუდუ? ის ბიჭი მაშო ვის გამოც იყო კაიფში...
-რაში გჭირდება?
-არ გინდა რა,უბრალოდ უთხარი გთხოვ.-ხმაში მუდარა გაურია მაშომ.
-რამე დაგიშავა?ისევ რამე გააკეთა?მითხარი და მივხედავ.-საერთოდ დააიგნორა ანდრო და მთელი ყურადღება მაშოზე გადაიტანა.
-მე მელაპარაკე!-უკვე ღიზიანდებოდა კაცი.-სად ცხოვრობს?
-მაგ ბიჭს ეგრე ვერ დაელაპარაკები,როგორც თბილისში სხვებს გასაგებია?მითხარი რა მოხდა და მე მოვაგვარებ,მასთან პრობლემები არ გჭირდებათ.-მშვიდად განაგრძო დუდუმ.
-მაგას ვაჩვენებ პრობლემებს,არ არის საკმარისი, რაც მაშოს გაუკეთა?-საშინლად გაღიზიანდა ანდრო.
-ამაზე სალაპარაკოდ ვიყავი ცოტახნისწინ,მაგრამ სახლში არ დამხვდა,მოვაგვარებ მაგ საკითხს.
-შენი მოგვარებული არ გვინდა კარგი?თავად უნდა დაველაპარაკო ის...
-ცოტნე დაიკარგა,გუშინ ჯემოსთან სალაპარაკოდ დარჩა ბარში და მას შემდეგ არავის უნახავს.-მოულოდნელად გააწყვეტინა მაშომ.-სასტუმროს ეზოში სისხლის კვალია დარჩენილი,შეიძლება კავშირში არ არის,მაგრამ მაინც.
-მაშო!
-საკმარისია ანდრო,ახლა მე ცოტნეს პოვნა უფრო მადარდებს ვიდრე მამამისი!
-მაგ ბიჭთან რა უნდოდა საერთოდ,ნუ გამაგიჟებთ რა.-სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა.-მასთან საქმე არ უნდა დაიჭიროს არავინ,გიჟია.
-დუდუ გეხვეწები,თუ იცი სად შეიძლება იყოს დაგვეხმარე,რომ ვიპოვოთ.-ხმაში მუდარა გაურია მაშომ.-ჩემი ტოლია,პატარა ბიჭია,ცოცხალია,სუნთქავს,სისხლი მოძრაობს მის ვენებში...ყველაფერს გრძნობს,სტკივა...-ცრემლები ვერ შეიკავა მოულოდნელად.
-დამშვიდდი კარგი?-ნაბიჯი მისკენ გადადგა დუდუმ.-ახლავე ავიღებ ქურთუკს და წავალ მოსაძებნად,ყველაფერს გავარკვევ.
-ჩვენც წამოვალთ.-მაშინვე ჩაერთო ანდროც.-შენ აქ ხომ არ დარჩები მაშო?მოვაგვარებთ და მოვალთ.
-არა ანდრო.-იუარა მაშინვე.-მეც მოვდივარ და კამათი არ გავიგო მაგ თემაზე.
-კარგი.-აღარ შეკამათებია.ისედაც არ ჰქონდა მაგის თავი,მთელი ღამე არ უძინია და ახლა ეს...
-წავიდეთ.-უცებ დაბრუნდა მერლანი და კარი ხმაურით დაკეტა.-ახლოს ცხოვრობს,სამსახურში არ არის,ასერომ სახლში მალე უნდა დაბრუნდეს.-ვარაუდი გამოთქვა და დანარჩენებს წინ გაუძღვა...

***

მართალი უთქვამს,არც ისეთი შორი იყო მისი სახლიდან,თუმცა სიცივე მაინც თავისას აკეთებდა.ძლივს დგამდა ნაბიჯებს თოვლში მაშო და ერთიანად აკანკალებდა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს მთელი სხეული გაეყინა და მალე სხეულის ყველა ნაწილი მოსძვრებოდა.გაწითლებულ ცხვირს თათმანებიან ხელს უსვამდა და ცდილობდა როგორმე გაეთბო,მაგრამ ამაოდ.შეშინებულს ყელიანი მაისურის ჩაცმაც არ გახსენებია ისე გამოვარდა სასტუმროდან.მხოლოდ ერთი მკლავიიანი ზედა ეცვა და ისიც საღამურის ზედატანი იყო...
-გცივა?-მოულოდნელად მოუბრუნდა დუდუ.
-ძალიან არა.-ურცხვად იცრუა და ცხვირი მანტოში ჩამალა.
-ახლა ნერვებს არ აყვე,უფრო შეგცივდება.-თოვლიან თმაზე ხელი გადაუსვა.-ქუდი რატომ არ გაფარია?
-ქუდზე ნერვიულობის დროა ახლა დუდუ?
-ცოტახანში შენთვის ექიმის ძებნა მომიწევს,ასერომ ეს აიღე.-ყელიდან შავი ფერის კაშნე მოიხსნა და გაუწოდა.
-არ მინდა,არ მცივა.
-მაშო ნუ ჯიუტობ.-გაუწყრა ქალს.-ლამის პენუარით ხარ წამოსული,გაიყინები.
-არ მცივა,მართლა.-სცადა ოდნავ გაეღიმა მეტი დამაჯერებლობისთვის.
-გამომართვი.-მის წინ დადგა და საკუთარი ხელით მოახვია ყელზე.-არაფერი დაშავენულა ხედავ?ახლა წამოდი.-თავით ანიშნა და ისევ ანდროს ამოუდგა მხარში.დაახლოებით 15 წუთი იარეს კიდევ,იქამდე სანამ მის სახლს მიადგებოდნენ. პატარა,შელახული სახლი იყო,როგორც ჩანს ღუმელი ენთო,რადგან საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა.ფარდები გადაეწიათ და სინათლეც ჩამქრალი ჰქონდათ,რომ არავის ეეჭვა პატრონის სახლში ყოფნა.-ეს არის.-წამით შედგა მერლანი.
-მოვკლავ!-დაიგრგვინა ანდრომ და მაშინვე სახლისკენ აიღო გეზი.
-მოიცა,მოიცა.-წინ გადაუდგა მერლანი.-შენი აზრით რას აკეთებ?გგონია იქ შეხვალ რამდენჯერმე დაარტყამ და გეტყვის რა მოხდა წუხელ?მას ასე ვერ გამოტეხ.
-მის მოკვლას ვაპირებ და არა გამოტეხვას!-ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა კაცმა.
-მომისმინე,მაცადე მე დაველაპარაკო,ფაქტია სახლშია,ვერსად გაქიცევა,აქ ქალთან ერთად მოვედით და ცემა-ტყეპას აზრი არ აქვს,ზედმეტი აყალმაყალის გარეშე მოვაგვაროთ,თუ რა თქმა უნდა საჭირო არ გახდება ჩარევა...
-ცოტნეს რამე თუ დამართა იცოდე...
-ჯერ მე მაცადე!-არ უთმობდა დუდუ.
-კარგი.-დათანხმდა მის სიტყვებს და კართან მისული მის უკან შედგა.
-ჯემო კარი გამიღე დუდუ ვარ მერლანი!-რამდენჯერმე ხმაურით დაარტყა ხელი კარზე.-ჯემო ვიცი,რომ აქ ხარ,თუ არ გამიღებ შემოვამტვრევ.-არ ცხრებოდა კარს უკან მყოფი.
-წადი დუდუ!-დაუყვირა კაცმა.
-ჯემო უბრალოდ სალაპარაკოდ მოვედი,სერიოზულად გეუბნები გააღე.
-დუდუ წადი,ახლა არ არის ამის დრო!
-სამამდე დავითვლი და კარიდან თუ ვერა ფანჯრიდან მაინც შემოვალ იცოდე!იარაღის გადატენვაზე არც იფიქრო,მარტო არ ვარ და თანაც არაფერი წამომიღია.
-დუდუ აქ არაფერი გესაქმება!
-სერიოზულად კარი გააღე ჯემო!-დაიყვირა მერლანმა და წამიერი დუმილი როგორც კი ჩამოწვა ხმამაღლა დაიწყო დათვლა.
-რა გინდა?-მთელი ძალით გამოგლიჯა კარი კაცმა.
-საჩხუბრად არ მოვსულვართ.-ხელით უკან უბიძგა ანდროს.-ლაპარაკი მინდა.
-მარტო ვერ მოხვიდოდი?-სახეზე ფერი არ ედო კაცს.ერთ ღამეში გალეულიყო და დაბერებულიყო.
-დაიკიდე რა,უბრალოდ მითხარი ცოტნე სად არის და წავალთ.
-ვინ?
-შე ნაბი*ვარო სად არის ჩემი ძმა?-მისკენ გაიწია ანდრომ.
-ანდრო გეხვეწები მოიცადე.-მათ შორის ჩადგა მაშო.
-რას ვუცადო?მოგკლავ ბიჭო გაიგე?სად არის ცოტნე?
-არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ,ცოტნე ვინაა საერთოდ,ან შენ ვინ ხარ?-გაოცდა კაცი.
-მოდი კაცურად არ გვინდა რა,შენ გუშინ ერთმა ბიჭმა გნახა,მაშოზე უნდოდა ლაპარაკი.ვეჭვობ სახეშიც მან მოგდო.-კარგად შეათვალიერა კაცი.-სად არის უბრალოდ თქვი და წავალთ.
-არ ვიცი,არ მინახავს.-წვერზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა.
-ჯემო...-სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებდა მერლანი.-რა გინდა სანაცვლოდ ფული?მოგცემ...ოღონდ თქვი სად არის ის ბიჭი,სასტუმროს ეზოში სისხლი ნახეს,შეშინებულები არიან ვერ ხედავ?თქვი სად არის და დავამთავროთ.
-მოკალი?-უნებურად წამოსცდა მაშოს.-მკვდარია?..მისმინე თუ ცოცხალია გეხვეწები გვითხარი სად არის...მივალთ და მივხედავთ...-დიდრონი ლურჯი თვალები მიანათა კაცს.-ცოცხალი ადამიანი იცი რას ნიშნავს?ის სუნთქავს...გრძნობს...განიცდის...გული უცემს....ადამიანი უბრალოდ თბილი სხეული ხომ არ არის? ცხოველი ხომ არ არის დაკლა და დატოვო...ოჯახი ყავს...მშობლები ინერვიულებენ...მოვკდება დედამისი,ვერ გადაიტანს...მისი...
-გარანტია მჭირდება,რომ მამაშენი არაფერს დამიშავებს!-საერთოდ სხვაგან წაიყვანა საუბარი.
-რაა?-გაოცდა დუდუ.
-მამაშენმა სულ სხვა რამ დამავალა,რაც ვერ შევასრულე...ხოდა გარანტია მინდა,რომ არაფერი მომივა და დედაჩემსაც არაფერს დაუშავებს...-თითქოს მოლბა კაცი.
-ვასილზე ამბობ?დარწმუნებული ხარ?-სულ დაიბნა მერლანი.
-ფულს ჩემითაც ვიშოვი,არ გამიჭირდება,მაგრამ მამაშენის გადაკიდება დუდუ...ის ყველას მიწიდან ამოიღებს...-შეშინებული ხმა ჰქონდა .
-რა დაგავალა?
-დუდუ ამის დრო არ არის.-მხარზე შეეხო მაშო.-გთხოვ,ცოტნე უნდა ვიპოვოთ...
-გპირდები,რომ მამაჩემი გზაზე არ გადაგეღობება.-მოულოდნელად დაეთანხმა კაცს.-გვითხარი სად არის.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა კაცმა.
-რას ნიშნავს არ იცი?-თვალები წამოენთო ანდროს.
-გუშინ ვიკამათეთ...დავარტყი და დაეცა...სისხლი წამოუვიდა,ბევრი სისხლი იყო,შემეშინდა,არ ვიცოდი რა უნდა მექნა და სახლში წამოყვანა გადავწყვიტე,მაგრამ გზაში გამოფხიზლდა და გაგიჟდა,მაქანა გამაჩერებინა და გზაზე ჩამოვიდა,რომ უკან დაბრუნებულიყო.
-რაებს მიედ-მოედები შენ?-ყელში წვდა ანდრო და მაშინვე მიანარცხა კედელზე.-ხომ არ გამო*ლევდი?თავი ჰქონდა გატეხილი და სადღაც შუა გზაზე მიაგდე შე სი*ო?
-გაჩერდი,გაუშვი.-ძლივს შეაკავა დუდუმ და ნაბიჯით უკან დახია.
-გაგიჟებული იყო,ლამის მანქანიანად გადავცვივდით ხევში,სასწაულებს აკეთებდა...-თავის მართლება დაიწყო მაშინვე.
-სად დატოვე?-მიუბრუნდა დუდუ.
-დუდუ მე...
-სად დატოვემეთქი?-მთელი ხმით დაუღრიალა გაავებულმა.
-ტყის გადაღმა,სანამ აქეთ ამოვუხვევდით.
-ორჯონიკიძეების სახლთან ახლოს?
-მაგ ჩასასვლელში.
-ჯემო...ჯემო...ილოცე,რომ ვიპოვოთ...-საშინლად გაბრაზებული ხმა ჰქონდა კაცს.-წავედით.-თავით ანიშნა ორივეს და პირველი გაიჭრა წინ,რომ გზა გაეგრძელებინა.
-მსმენია,რომ სიტყვის კაცი ხარ დუდუ,არ დამაღალატო.-მთელი ხმით დაუყვირა კაცმა და სახეზე ჩამოსული ოფლი ერთი ხელის მოსმით მოიწმინდა.
-მე და შენ არ დაგვიმთავრებია,კიდევ შევხვდებით!-მუქარასავით გაიჟღერა მისმა ხმამ და მალევე თოვლის ფანტელივით შეერია არემარეს...

***
-არ დავრჩები სასტუმროში,რა სისულელეა?-გაოგნდა მაშო.
-მხოლოდ შენ კი არა ყველა დარჩებით,მე და ჩემი მეგობარი მოვძებნით და დავბრუნდებით.
-ჩემი მეგობარია,მოვდივარ!
-რამდენჯერ ყოფილხარ სანადიროდ?-უხეში ტონით მიუგო დუდუმ.
-რა?
-ზუსტად!აქ გავიზარდეთ,ჩვენ ვიცნობთ აქაურ ხეებს,მიწას,ქარსაც კი.შენ არ იცი როდის სად ან რა შეიძლება გამოჩნდეს.აქ უნდა დარჩეთ და დაელოდოთ სიახლეებს.
-მე არ...
-გინდა,რომ მოვძებნო თუ არა?-მისგან პასუხი,რომ ვერ მიიღო მაშინვე განაგრძო საუბარი.-თუ კი მაშინ მაცადე ჩემი საქმე გავაკეთო!
-დუდუ მოვიტანე ყველაფერი.-ტყვიების მთელი საცავი გამოუტანია ერეკლეს.
-იარაღი რად გინდათ?-თავი ვერ შეიკავა მაშომ.
-ყოველი შემთხვევისთვის.-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე კაცმა და წასასვლელად მოემზადა.-შუაღამემდე თუ არ დავბრუნდით მერე ცოტნეს მშობლებსაც გააგებინეთ.
-დუდუ...-ძლივს დააშორა ტუჩები ერთმანეთს მაშომ.-გეხვეწები...გემუდარები იპოვე რა.-მღელვარე ზღვასავით ლურჯი თვალები ჰქონდა ქალს.
-მე ყველაფერს გავაკეთებ,რაც შემეძლება.-თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და მაშინვე გაეცალა იქაურობას...

***
თავადაც არ იცოდა რის იმედად მიდიოდა,ან სად...როგორი ავადმყოფი უნდა იყოს ადამიანი,რომ ასეთი დაუძლურებული პიროვნება მანქანიდან გადაუშვა და შუაგულ სვანეთში მარტო დატოვო...ეს ფიქრი არ ასვენებდა,თუმცა თავადაც ხომ ასე მოიქცა...დაეჯახა ადამიანს და მიიმალა ისე თითქოს არაფერი მომხდარა...თავისი ბრალი არ იყო,მამამ აიძულა,მაგრამ მაინც...თავადაც მსგავსი,რამ ჩაიდინა,მაგრამ არ ესმოდა ჯემოსი...თბილისში მას დაუყოვნებლივ დაეხმარებოდნენ,ათასობით ადამიანი მოძრაობს,მაგრამ აქ?თანაც შუაღამეს?როგორ დატოვა...
მამამისს საერთოდ რა საქმე ჰქონდა მასთან ამაზე ფიქრებიც არ ასვენებდა...იცოდა,რომ ცუდ საქმეებში იყო გახლართული და სწორედ ამიტომ არ დაუდგა მამას გვერდში,სწორედ ასე დამალა მკვლელი შვილი და ხელები სხვას შეაწმინდა,მაგრამ მაინც რთული იყო ამის ასე ღიად გააზრება.
რისთვის ეძებდა?ან ვის ეძებდა?სრულიად უცხო ბიჭს,რომელიც მის მიმართ საშინელი აგრესიით იყო განწყობილი და რატომ ეძებდა?იმიტომ,რომ მაშო შეეცოდა...დიახ ძალიან შეეცოდა.ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სევდას ასე ვერ აუვლი გვერდს.მის თვალებში იმხელა შიში და დარდი დაინახა,რომ ვერ შეძლო გვერდის ავლა ამ ამბავზე...ცოტნესიც ესმოდა,უყვარდა მაშო და ამას არც მალავდა.პირდაპირ ეტყობოდა და ვერც გაამტყუნებდნენ,მაშო ნამდვილად იყო ის გოგო,ვინც სიყვარულს იმსახურებდა...
საშინელ თოვლში წინ მიიწევდა ორივე,თითქმის მთლიანად სველი ჰქონდათ ტანსაცმელი,მაგრამ მაინც არ ნებდებოდნენ.ვიწრო,თოვლით დაფარულ, ბილიკზე დაიარებოდნენ და როგორც შეეძლოთ გზას ამოკლებდნენ,რომ ძებნა ამ ამბის დასაწყისიდან შესძლებოდათ.
ორჯონიკიძეები წლებია იმ სახლში აღარ ცხოვრობენ...პირუტყვისა და ნადირის თავშესაფარი გახდა იქაურობა მას შემდეგ,რაც ვიღაცამ გაძარცვა სახლი...ერთხელ არ ჩამოუხედავთ და არ მოუკითხავთ ძველი კერა...კარზე დიდი ბოქლომი დაადეს და ეგონათ,რომ ფანჯრიდან შესვლას არავინ ეცდებოდა...ასეა...ადამიანი ახლის მოლოდინში ძველს ისსე კარგავს ვერც ხვდება თავად...
-ცოტნე...-ექოდ გაისმა მისი ყვირილი...ზუსტად იმ ადგილას იდგა,სადაც ყველაფერი დაიწყო...სისხლის კვალი ჯერ ისევ ეტყობოდა მოჭრილი ხის კუნძს,თუმცა შეიძლებოდა სულაც ცხოველი სისხლი წაცხებოდა სამკვდრო სასიცოცხლო ორთაბრძოლისას...
წლებია ნადირობს,კვალზე გასვლას სწავლობს და ნაბიჯებით ადამიანების მოძებნაც კი შეუძლია...სამწუხაროდ მამამისს არ უსწავლებია,სრულიად უცხო კაცმა ასწავლა ეს ყველაფერი...ასწავლა როგორ უნდა გადარჩეს ველურ ბუნებაში და როგორ უნდა იცხოვროს სინდისის ქენჯნით მთელი ცხოვრება...
წარმოდგენაც არ უნდოდა ახლა რა მდგომარეობაში იყო ცოტნე...დაშავებული და შეშინებული,ალბათ გაყინულიც...ან მკვდარი...
ქალაქელი ხალხი ვერ უგებს მთებს,არ ესმის ქარის ზუზუნი,არც ხეების ძახილი,საერთოდ არაფერი.... არ იციან როგორ უნდა გადარჩნენ ველურ ბუნებაში და საერთოდ,თვით გადარჩენის ინსტინქტი არც კი გააჩნიათ...
-გგონია ვიპოვით?-მოულოდნელად დაარღვია სიჩუმე ერეკლემ.
-იმედი მაქვს.
-თავ გატეხილი თუ იყო,სისხლი სდიოდა,ხომ იცი ეს რასაც ნიშნავს?
-ახალგაზრდა ბიჭია,ჩვენზე 4-5 წლით პატარა,ახლა იწყებს ეკე ცხოვრებას,არ მინდა,რომ იმედი დავკარგო.
-მზად უნდა იყო,რომ ვერ ვიპოვით.
-ვიცი,რომ შეიძლება მგლების სადილი გამხდარიყო,მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ...გახსოვს ის ბიჭი საიდან დავიხსენით?სულელი იყო,მაგრამ ღმერთს ყვარებია,სიცოცხლე უნდოდა.
-მე შენსკენ ვარ დუდუ,დაე ვიპოვოთ ცოცხალი და უვნებელი.-მხარზე ხელი დაკრა კაცმა და მშვიდად გააგრძელა გზა.
6 საათი შეუსვენებლად ეძებეს ახალგაზრდა კაცი.უკვე დანებების პირას,რომ იყვნენ მისი გათიშული მობილური იპოვნეს და იმედით აღსავსეებმა თავიდან მოიკრიბეს ძალები.ყოველ ნაბიჯზე შიშით იყურებოდნენ,რომ მისი დაგლეჯილი გვამი არსად ენახათ...უკან დახევას ვერ ბედავდნენ,იცოდნენ,რომ ჯერ მისთვის დანებება ადრე იყო...
-დუდუ აქეთ.-ხელით ანიშნა მეგობარს და სისხლის კვალს მიჰყვა მერლანიც.
-აქ წყდება ეკე.
-ამ სიცივეში ვერ გადარჩებოდა დუდუ.წუხელ ღამის მერე გარეთ არის.
-ვიცი რაც ხდება,უბრალოდ ასე არ დავნებდები,მოძებნე.-უკვე ნერვებმა უმტყუნა მერლანს.
-უნდა იცოდე როდის გაჩერდე დუდუ.-წინ გადაუდგა მეგობარს.-უნდა დანებდე კარგი?
-არა!
-დუდუ,ეს ის გოგო არ არის,მას მართლა ვერ დაეხმარები.-მხრებში ხელი ჩაავლო მეგობარს.-გამოფხიზლდი...უნდა გაუშვა გესმის?უნდა გაუშვა დუდუ...

***
ფანჯრიდან გაჰყურებდა სასტუმროსკენ მიმავალ გზას მაშო და ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა ხელში.ვეღარ ითვლიდა მერამდენე ჭიქა ყავას სვამდა,ვეღარ ითვლიდა რამდენი საათი გავიდა,მაგრამ მაინც ვერაფერს აკეთებდა.მხოლოდ წამით შეავლებდა კუთხეში მჯდომ ანდროს თვალს და ისევ გზას გაჰყურებდა.
აღარც კეკეს ხმა ესმოდა...ის და მისი ისტერიკები უკვე ყელში იყო ყველასთვის.როგორც ყოველთვის ისევ მაშო დააადანაშაულა ყველაფერში და ფაქტობრივად შინაგანად გაანადგურა,მაგრამ მაშო მყარად იდგა ფეხზე და ცდილობდა მის დონემდე არ დაცემულიყო.ცრემლებს უხმოდ იწმენდდა მაისურის სახელოებით და დუდუს მიცემულ ყელსახვევში მალავდა ჯერ კიდევ გაყინულ ცხვირს...
-შენი ბრალი არაფერი არ არის ხომ იცი?-გვერდით მიუჯდა ანდრო და ცრემლები ფრთხილად მოწმინდა.
-მე არაფერი დამიშავებია,უბრალოდ მის ხასიათს ვერ გავაკონტროლებ...
-ვიცი მაშო,ვიცი.
-გგონის იპოვიან?
-მგონია,რომ უნდა მოვიცადოთ...
-მეშინია ანდრო...ძალიან მეშინია...
-ცოტნე ასე არ დანებდება ხომ იცი?ასე უბრალოდ ვერავინ მოერევა,სვანეთიც კი.
-ალბათ მოვკვდები რაიმე,რომ დაემართოს...
-ცუდზე არ იფიქრო კარგი?
-ცუდზე არ იფიქროს?-მათ წინ დადგა კეკე.-სინამდვილეში უნდა იფიქროს,ეს ყველაფერი ხომ მისგამოა.გადაიკიდა ვიღაც ჯემო თუ თემო და ყველაფერი გააფუჭა.
-დაფიქრდი რას ამბობ კეკე.
-რატომ ანდრო?ცოტნე გამიბრაზდება მას ცუდად,რომ ვესაუბრები?
-აქ მე ვერ მხედავ კეკე?მე გაგიბრაზდები!-ყვირილით უთხრა ქალს.-სიტყვები აკონტროლე და აქედან წადი,უკვე ძალიან ვღიზიანდები!
-გაჩენის დღეს გაწყევლინებ ცოტნეს რამე,რომ დაემართოს!-დაემუქრა მაშოს და ოთახიდან ტანის რხევით გავიდა.
-სულელი გოგოა,არ მიაქციო ყურადღება.
-ანდრო...
-ვიცი ხო,მეც მაღიზიანებს ხანდახან,მაგრამ...
-არა ანდრო...შეხედე...-ფანჯარას მიუახლოვდა მაშო.-ისინი არიან...
-რა?
-დუდუ და ერეკლე...
-დაბრუნდნენ?
-დროზე წამოდი.-ხელში ხელი ჩაავლო და გიჟივით დაეშვა კიბეებზე.რამდენიმე საფეხურს ერთად ახტებოდნენ და ისე ჩარბოდნენ ქვემოთ,არ იცოდნენ იქ რის ნახვას ელოდნენ,მაგრამ ყველაფერი კარგის იმედით გადაკვეთეს უკანასკნელი ნაბიჯები და მათ პირისპირ დადგნენ.
-ვერ იპოვეთ?-მხოლოდ ორნი,რომ დაბრუნდნენ იკითხა ანდრომ.-მიპასუხე!-აკანკალებული ხმით სცადა ყვირილი,თუმცა ამაოდ.
-დუდუ...-ხმა გაებზარა მაშოს.
-ვიპოვეთ.
-და?
-დიდხანს იყო ტყეში...გაიყინა,სისხლდენა ჰქონდა...
-დუდუ გთხოვ...
-ცოცხალია,მაგრამ სტაბილურად მძიმეა...
-სად არის?-ორივემ ერთხმად იკითხა.
-საავადმყოფოში მიიყვანეს,ექიმების მთელი ბრიგადა ადგას თავზე.
-წავიდეთ რა გთხოვ,ძალიან გთხოვ.-ანდროს გახედა მაშომ.
-წასვლას აზრი არ აქვს,მდგომარეობას შეაფასებენ და მაგის მიხედვით გადაიყვანენ რომელიმე საავადმყოფოში,დილამდე აზრი არ აქვს არაფერს.
-ასე როგორ შეიძლება,ხომ უნდა ვიცოდეთ რა ჭირს,რა ხდება მის თავს ჩვენ...
-მაშო დაწყნარდი.-მხრებზე ხელი მოკიდა დუდუმ.-ჩემი ნომერი დავტოვე,დარეკავენ ყველა ცვლილებაზე,ხვალ როცა დაასტაბილურებენ ყველაფერს დილიდან შეგიძლიათ იმ საავადმყოფოში მისვლა,სადაც დატოვებენ.მანამდე მის მშობლებს დაურეკეთ,გააგებინეთ მდგომარეობა,ჩამოვიდნენ...-საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო მერლანმა.
-კარგად ხარ?-მხარში ამოუდგა ერეკლე.
-უნდა დავლიო.-ძლივს ამოთქვა და გიჟივით დაიძრა სასტუმროსკენ.არაფერი აღარ უთქვამს ისე აღმოჩნდა წამის მეასედში ბარის კუთხეში ჭიქა სასმლით ხელში.სველი ტანსაცმელი ისევ ზედ ეცვა,თუმცა გახდას არ ჩქარობდა,არც სციოდა,არ აწუხებდა...ვერ აიტანა მაშოს და ანდრეას მზერა და იმედიანი თვალები...ვერ შეძლო ბოლომდე იმის თქმა,რომ ექიმებმა გადარჩენის მცირე შანსი მისცეს...ვერ შეძლო მათთვის იმედის მოკვლა და ეს აგიჟებდა...

***
-დუდუ...-უკვე სასტუმროდან გასვლას აპირებდა ჰოლში,რომ მოესმა მაშოს თბილი ხმა...
-გისმენ.
-მიდიხარ?
-დრო არ არის?-საათს დახედა.12 საათი ხდებოდა.
-ცოტნე კარგად არის,შენი წყალობით.
-მიხარია.-უემოციოდ მიუგო და ნანახის გონებაში დამარხვას შეეცადა.
-თუ ის კარგად იქნება,ჯემოს არ უჩივლებს ვიცი...
-ჯემომ სადღაც ტყეში სასიკვდილოდ დააგდო,ჩემი აზრით მისი გადასაწყვეტია რას იზამს.
-ხო,მაგრამ პატიება შეიძლება თუ ნანობს ადამიანი.
-ალბათ.-მხრები აიჩეჩა და კედელს მძიმედ მიეყრდნო.
-მადლობა დუდუ.-მოულოდნელად გადაკვეთა მათ შორის მანძილი და სხეულზე მთელი ძალით აეკრო კაცს.
-მე...მე არაფერი გამიკეთებია.-არ იცოდა რა უნდა ექნა,შუა გზაში გაუშეშდა ხელები და მისთვის სხეულზე მოხვევაც კი ვერ შეძლო.
-შენ რომ არა მერლანო...მას ვერ ვიპოვიდით...შენ კარგი კაცი ხარ,კარგი ადამიანი,კეთილი,მზრუნველი,ყურადღებიანი...
-არ გინდა.-გააწყვეტინა კაცმა და ნაბიჯით უკან დაიხია.
-დუდუ ამის აღიარების არ უნდა გრცხვენოდეს,დღეს გმირი იყავი,სხვისი სიცოცხლე იხსენი,შენი გარისკე,რომ ის გადაგერჩინა,კარგი ადამიანი ხარ.
-შეწყვიტე.
-შენ,რომ არა არც კი ვიცი რას ვეტყოდი მის მშობლებს.
-მაშო...
-როცა ჩამოვლენ გაგაცნობ და ვეტყვი,რომ შენ გადაარჩინე ის...
-არაა საჭირო...
-კეთილ ადამიანებს სიკეთე ყოველთვის უბრუნდებათ,შენ აუცილებლად...
-მე კეთილი და კარგი არ ვარ გასაგებია?-უხეშად გააწყვეტინა კაცმა.
-რა თქმა უნდა ხარ,დაფიქრდი რა გააკეთე.
-ამასთან არაფერი მაქვს საერთო.
-შენ კარგი ადამიანი ხარ დუდუ,რაზე საუბრობ?
-მე არ ვარ კარგი ადამიანი.
-დუდუ...-ხმა გაებზარა ქალს.-რას ამბობ?
-არაფერს,დაივიწყე.
-მითხარი.-მხარზე ხელი მოკიდა კაცს.-შენს სიკეთეს რატომ ვერ ხედავ?ყველამ უნდა იცოდეს ეს ამბავი,ჟურნალისტი,რომ ვიყო ტელევიზორში მოვყვებოდი შენზე.
-გეყოფა!-მთელი ხმით დაუყვირა ქალს.-ჩემს გმირობაზე,რომ მოყვები იმის მოყოლა არ დაგავიწყდეს,რომ ერთ დროს ადამიანი მოვკალი...-უხეშად აუკრა ხელი და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.-ძალით არ მინდოდა...-თავის მართლება დაიწყო,როცა გაიაზრა სასმლისგან გაბრუებულს რაც წამოსცდა.დაინახა როგორ შეკრთა მაშო ამის გაგონებისას და საერთოდ წაეშალა სახე.-ავარია იყო,შემთხვევით მოხდა გეფიცები...-სასოწარკვეთილმა ამოთქვა და სახეზე ხელი მოისვა,რომ ცოტა გონს მოსულიყო.-სკოლის მოსწავლეს დავეჯახე შემთხვევით,მე...მე არც კი ვიცი როგორ მოხდა...ეს მხოლოდ ერთი წამი იყო ძალით არ მინდოდა...-მთელი სხეული აუკანკალდა კაცს.-არავისი მოკვლა არ მინდოდა...
-დუდუ...-მაშინვე პირზე ააფარა ხელი ქალმა.
-არ მინდოდა...
-შენ არავინ მოგიკლავს გასაგებია?გაჩუმდი.
-შემთხვევით მოხდა,პოლიციაში მივედი,მაგრამ არ დამიჭირეს...-ბუტბუტებდა თავისთვის.
-შენ არავინ მოგიკლავს დუდუ!-ხმა გაუმკაცრდა მაშოს.-შემომხედე მე ცოცხალი ვარ,აქ ვარ!
-რა?-ერთიანად დაიბნა მერლანი.
-მე გადავრჩი,იმ დღეს გადავრჩი,არ მოვმკვდარვარ გესმის?ცოცხალი ვარ,მკვლელი არ ხარ დუდუ...




მგონი საინტერესო თავი გამოვიდა,მეც კი ინტრიგაში ვარ joy ველი კომენტარებს kissing_heart



№1 სტუმარი სტუმარი თეო

მართლაც საინტერესო თავი იყო მაგრამ არ მეყო, თან ისეთ ადგილას გაწყდა მოუთმენლად ველოდები შემდეგს ❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ასეთ დროს
შეწყვეტა უნამუსობაა????????ველოდები რაც შეიძლება მალე❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თეა

ისეთ მომენტზე გაჩერდიი დიდი ხანი ლოდინი არგამოვაა .. ეერთი ამოსუნთქვით წავიკითხეე

 


№4 სტუმარი მიო

შემდეგ თავს როდის დადებთ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

აუუ 2 დღეა ვამოწმებ ძლივს გვეღირსა და ახლა რა ინტრიგაში დაგვტოვე რა

 


№6 სტუმარი ნია

შესანიშნავია გთხოვთ რააც შეიძლება მალე დადეთ მადლობა

 


№7 სტუმარი სტუმარი ირო

რას ერჩოდა ამ ბიჭს მამამისი ასე რომ გაიმეტა.რისთვის დასაჯა ესადამიანები ასე,მაგრამ არაფერი არ მაკვირვებს რამდენჯერ ყოფილა ასე რომ მოქცევია მშობელი შვილს.ძალიან საინტერესო და განსხვავებულია.ზოგჯერ არის რომ თითქოს ისტორიის სკვეთა ხდება სხვა ისტორიასთან მაგრამ აი ეს არ ვიცი რა ვთქვა,იმდენად კარგია.

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან საინტერესო ნოველაა თუ რაც არი არ ვიცი .აქ რო ვკითხულობ ზოგიერათების ნაწერს ისტორიაზე მეტია... ექვსივე თავი ერთად წავიკითხე. ველოდები იმედია მალე იქნება... ყველა თავი ერთანეთზე უკეთესი იყო გამართული და საინტერესო. წარმატებები❤️

 


№9 სტუმარი ენ

ძალიან კარგია!
დაახლოებით ვხვდები შენს ჩანაფიქრს... :D

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

დილა-საღამოს ვამოწმებდი ახალ თავს, საინტერესო ნოველაა, გთხოვ მალე დადე ახალი თავი.

 


№11 სტუმარი Ფიქრია

Საოცარია ვეღარ ითმენს ახალ თავამდე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent