შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუდუ მერლანი //7//


23-10-2024, 00:05
ავტორი ენქეი
ნანახია 3 144

-დუდუ...-სადღაც შორიდან მოესმა წინ მდგომი მაშოს ხმა.-შემომხედე,კარგად ხარ?-მიხვდა,რომ თავს ცუდად გრძნობდა და სახეზე ხელები ფრთხილად შეახო,რომ გამოეფხიზლებინა.-შემომხედე დუდუ.
-შენ...შენ იყავი?-ხმადაბლა ჩაიბუტბუტა და კედელს მძიმედ მიეყრდნო.-შენ ცოცხალი ვერ იქნები...
-დუდუ მომისმინე,შენ დამეჯახე,ამიტომ გეძებდი და ამიტომ ჩამოვედი სვანეთში,მაგრამ არ ვიცოდი თუ ჩემზე არაფერი იცოდი...არ ვიცოდი თუ მკვდარი გეგონე...
-რაღაც შეცდომაა...-ისევ იუარა კაცმა და მისი ხელები სახიდან უხეშად მოიშორა.-მე...მე მოვკალი ის გოგო,დავინახე როგორ იწვა სისხლში ამოსვრილი ტროტუარზე...
-ჰო,მაგრამ გადავრჩი...ხანგრძლივი რეაბილიტაცია მომიწია,მაგრამ მამაშენი ყველაფრის ხარჯს იხდიდა.-მასთან მიახლოება სცადა,მაგრამ ამაოდ.-მკვლელი არ ხარ გესმის?მე კარგად ვარ.
-სიმართლე ვერ იქნება.-ნაბიჯით უკან დაიხია და მის წინ მდგომი კიდევ ერთხელ აათვალიერა.-მკვდარია...-ბუტბუტებდა გაუჩერებლად.
-დუდუ...
-არ შემეხო!-ტონი შეეცვალა მოულოდნელად.-ეს არ უნდა მომხდარიყო.-სისხლის მდინარესავით წითელი ჰქონდა თვალები და საშინელ ბრაზს ასხივებდა სხეულის თითოეული უჯრედიდან,ლოყაზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი უხეშად მოიწმინდა და შენობა უკან მოუხედავად დატოვა.
-დუდუ...-უკვე სასტუმროდან მიმავალს დაუძახა,თუმცა აზრი არ ჰქონდა,დუდუს მისი ხმა აღარ ესმოდა...

***
*ავარიიდან ერთი კვირის შემდეგ*
-სულ გაგიჟდი შვილო?-სახლში შემოსულმა მაშინვე ღრიალი დაიწყო კაცმა.-ვისი შვილი ხარ დაგავიწყდა?ოჯახზე სულ არ ფიქრობ?
-ახალგაზრდა გოგო მოკვდა,რომელ ოჯახზე მელაპარაკები?-არც დუდუ დარჩა ვალში მამამისს.
-მესმის და ეს ძალიან ცუდია,მაგრამ ჩვენ ხომ ცოცხლები ვართ?პოლიციაში რომ მიხვედი და ღრიალებ გოგო მოვკალიო ნორმალური საქციელი გგონია?შეხედე დედაშენს რა დღეშია.-სავარძელში თავჩახრილ ქალზე ანიშნა.
-ადამიანი მოვკალი მამა,რაზე მელაპარაკები საერთოდ?ცოცხალი იყო,სუნთქავდა,ოჯახი ჰყავს,მომავალი ჰქონდა...-თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა კაცმა.-დაუსჯელად არ უნდა დავდიოდე,არ შეიძლება.
-ჩაჯდები და მერე რა?გამოხვალ 10-15 წელში და შენ უნდა ჩაგაბარო კომპანია?შენი ციხის კარამდე მისვლა და ჩვენი ჩაძირვა ერთია დუდუ!-არ ცხრებოდა კაცი.-ახლა კარგად შემომხედე.-კისერზე ხელი უხეშად მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა.-მე,ვასილ მერლანი ვარ,მამაშენი.კაცი,რომელსაც არასოდეს არაფერი წაუგია ცხოვრებაში გესმის?არც ახლა ვაპირებ!საქმე შენს მომავალს და ჩვენს გვარს ეხება!
-საქმე ფულშია არა?-მთელი ძალით ჰკრა ხელი დუდუმ.-ფულის გარდა არაფერი განაღვლებს?სულ გაგიჟდი? ოჯახი ჰყავს იმ გოგოს,რომ არავის დაიჭერენ არ იკითხავენ მიზეზს?რას ეტყვიან ვასილ მერლანის ბიჭი დაეჯახა და მდიდრები არიან ხომ არ დავიჭერთო?
-უმადური ნუ ხარ დუდუ!-დაუყვირა კაცმა.-ყველაფერი,რაც მაქვს შენი მომავლისთვის არის,შენზე ვფიქრობ და შენთვის ვაშენებ ყველაფერს,არ მოგცემ უფლებას,რომ ყველაფერი დაანგრიო!
-ჩემთვის აშენებ თუ შენი საყვარლებისთვის კიდევ საკითხავია.
-დუდუ!-ცრემლიანი თვალები მიანათა ქალმა.-წადი შენს ოთახში!
-ახლა მის მხარეს ხარ?-გაოცებული მიაჩერდა დედას.
-ოთახში ადი,ეს უფროსების საქმეა,ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს,ამაში აღარ ჩაერიო!-უჩვეულო სიმტკიცე იგრძნობოდა მის ხმაში,წამით დუდუმ ვერ კი იცნო დედის ალერსიანი ხმა და კარგად დააკვირდა ხომ ნამდვილად ის არისო.მიხვდა,რომ მათთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა,ამიტომ მობილური აიღო და კიბეები სირბილით აიარა...


*ერთი თვის შემდეგ*
-სასამართლო როდის დანიშნეს?-ქმარს გადახედა ლელამ.
-28ში იქნებაო,ადვოკატს ვესაუბრე.
-რამდენს მიუსჯიან?
-მინიმალურამდე დავაწევინებთ.კობა ყველაფერზე თანახმაა.
-უნდა იცოდეს,რომ მის ოჯახს არაფერი მოაკლდება.-სევდიანი ხმა ჰქონდა ქალს.
-კობა თანახმაა ჩაჯდეს და სასჯელი მოიხადოს,ფულზე უკვე ვისაუბრეთ,მისი ოჯახი უზრუნველად იქნება.-საზურგეს კმაყოფილი მიეყრდნო.-დუდუს ელაპარაკე?
-არა.-იუარა ქალმა.-არ შემიძლია ვასილ,ვერ ვუძლებ...
-ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება,მშობლები ვართ,ხელი უნდა დავაფაროთ.
-ასეთი ცხოვრება არ მინდოდა მისთვის.-თავი დანანებით გააქნია.-ვიცოდი,რომ რაღაც ხიფათს გადააწყდებოდა...სულ ვეუბნებოდი,დუდუ ნუ სვამ,ასეთ ადგილებში ნუ დადიხარ,მაგ ხალხს მოერიდე...აზრი არ ჰქონია არაფერს,სანამ თავად არ გადაეშვა უფსკრულში არ მოისვენა.თავიც დაიღუპა და ჩვენც დაგვღუპა.
-ახალგაზრდაა,ფული აქვს,ეგონა ყველაფერი გაუვიდოდა.ზედმეტი თავისუფლება მივეცით ლელა,პირველად,რომ მოუვიდა ბარში ჩხუბი მაშინ უნდა მიგვეღო ზომები,მაგრამ ასე ვერ დაკაცდებოდა,ვერ გაიზრდებოდა,თავად უნდა ეწვნია ყველა ის საშინელება,რომელიც გარესამყაროში ხდება.
-ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ ვასილ,თვალებში ვერ ვუყურებ...არც კი ვიცი როგორ მივედით იქამდე,რომ ჩემს შვილს მკვლელის სახელი ჰქონოდა.-ცრემლებს ძლივს იკავებდა ქალი.-მკვლელი როგორ გავზარდე,სულ მის გვერდით მიყავი,ვეხმარებოდი,თავზე ხელს ვუსვამდი,უყურადღებოდ არასოდეს დამიტოვებია...სად დავუშვი შეცდომა.-ხმამაღლა აქვითინდა ქალი.
-შენ არა დედა,ეს მე დავუშვი შეცდომა.-კიბეებზე მჯდომმა ჩუმად ჩაიბურტყუნა და ოთახისკენ აიღო გეზი.იმავე საღამოს გადაწყვიტა,რომ სახლი უნდა დაეტოვებინა და სადმე სხვაგან ეცხოვრა,მთაში...იქ,სადაც არავინ იცნობდა...
მართალია მის მშობლებს ეს ამბავი დადებითად არ მიუღიათ,მაგრამ ვასილმა აიჩემა წავიდესო,ცოტახანს გაერკვევა ყველაფერში და რომ ჩამოვა კომპანიაში გვერდით დავიყენებო.დიდხანს მოუწია ლოდინი მერლანს.აგერ უკვე მეექვსე წელი სრულდებოდა და დუდუ უკან დაბრუნებას არ აპირებდა.შემოეხიზნა სოფელს და შეიყვარა ის ცხოვრება,რომელიც არასოდეს უნდოდა.
ახლა ბედნიერი იყო იმით,რაც ჰქონდა.სახლი მთაში,ტყე,რომელიც მისი ცხოვრების ნაწილად იქცა,ცხოველებით სავსე მდელოები და ჰოი საოცრებავ,დუდუ მერლანი,ერთ დროს თავქარიანი ახალგაზრდა,სვანეთის მიწაზე დამკვიდრდა და მიწას შეეზარდა.
ახლა აღარ ესმოდა როგორ ცვლიდნენ ამ ბუნებას თბილისის გამხმარ კედლებზე.შეიძლება ცხოვრება ცოტა ჭირს და ბევრი შრომაა საჭირო,მაგრამ აქ ხომ ისეთი კარგია...ადამიანებიც განსხვავებულები არიან,ყველას ადარდებს სოფლის მკვიდრი.ერთმანეთს უყურადღებოდ არ ტოვებენ და ხელსაც უმართავენ.თბილისში კი...ეს თბილისში წაქცეულს არავინ წამოაყენებს და მომაკვდავს ჭიქა წყალს არავინ მიაწვდის...
დატოვა თბილისი 19 წლის დუდუმ და 24 წელიც მთაში შეუსრულდა,მალე 25-ის გახდებოდა.ბოლო 6 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე ჩავიდა თბილისში,ისიც აუცილებელ საქმეზე,თავიდან დედის სანახავად მიდიოდა,მაგრამ რომ ამჩნევდა დედა ზედაც აღარ უყურებდა ვიზიტები შეწყვიტა და აქეთ მის მისვლას ელოდა,თუმცა ამაოდ.6 წელი ისე გავიდა ლელა ერთხელ არ ჩასულა სვანეთში.ამბობდა გული მტკივა დუდუს,რომ ვხედავ და სიკვდილი მინდაო.ხანდახან დაურეკავდა ტელეფონზე და ეს იყო მათი დედაშვილობა...ანგრევდა ეს სიჩუმე მერლანს.ხანდახან თავიც კი ეზიზღებოდა.პატარა კუთხე გააკეთა დაღუპულისთვის...ხშირად მიჰქონდა ყვავილები და პატივს მიაგებდა უცნობის ხსოვნას,რომელიც სინამდვილეში დაღუპულიც კი არ ყოფილა...

***
-სისულელეა...-საჭეზე ხელები მთელი ძალით ჰქონდა მოჭერილი და გიჟივით მიქროდა თბილისისკენ.-არ გააკეთებდა.-არწმუნებდა საკუთარ თავს და ცდილობდა,რომ არ დანებებულიყო.კადრებად უელავდა გონებაში ყველა ის მოგონება,რომელიც ამ ამბავთან იყო დაკავშირებული.ახსენდებოდა როგორ თვლიდნენ დამნაშავედ და როგორ ტოვებდნენ შუა გზაზე 19 წლის გამოუცდელ ბიჭს მშობლები.შეშინებულს,რომ ეღვიძებოდა ღამე და დედისგან მხოლოდ თბილი სიტყვა სჭირდებოდა დასამშვიდებლად,თუმცა ვერ იღებდა...
-„დუდუ საკმარისია ამაზე ფიქრი,დაიძინე“-ეტყოდა დედა და ზურგს აქცევდა მთელი 6 წლის განმავლობაში.
-„კაცი ხარ უკვე,ჩაალაგე ბარგი და თბილისში დაბრუნდი.“-გაუკრთა გონებაში მამის სიტყვები.
-ვბრუნდები ვასილ,ვბრუნდები!.-კბილები გაახრჭიალა ბრაზისგან და კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს...კიდევ ერთხელ გადაავლო გონებაში იმ დღეს თვალი...

*ტრაგედიის დღე*
-ბატონო დუდუ მამათქვენმა თქვა,რომ მნახველები არ შემეშვა,იქნებ მოგვიანებით მობრძანდეთ.-უკან გამოჰყვა შუახნის ქალი დუდუს.
-თვითონ დამიბარა,ლექცია უნდა წამიკითხოს.-გაზეთი ცხვირწინ აუფრიალა ქალს.ჟურნალ სარკის გარეკანზე მოხვდა დუდუ წუხანდელი სკანდალიდან.
-ბატონო დუდუ იქნებ...
-საქმეს მიხედე გთხოვ,მამაჩემთან ვიზიტების გაფორმებას არ ვაპირებ.-ქალს ყურადღება აღარ მიაქცია ისე შეაღო კაბინეტის კარი.ზღურბლზე გაშეშდა მერლანი,ნაბიჯი ვეღარ გადადგა და ხმა ვეღარ ამოიღო.სიყვარულით სავსე არასოდეს ყოფილა მათი ოჯახი,მაგრამ ღალატი?ამას არ ელოდა,მითუმეტეს მამისგან,რომელიც სკანდალებს სულ ერიდებოდა.
-დუდუ.-აღმოხდა გაოგნებულ კაცს და ქალის ტუჩებს წამიერად მოწყდა.
-შე ახ*არო!-ძლივს ამოთქვა დუდუმ,ჟურნალი იქვე მიუგდო და ზურგი აქცია მამას.ალბათ ეს იყო პირველი ნაბიჯი მათი ოჯახის განადგურებისკენ.პირველად და საბოლოოდ აქცია დუდუმ ზურგი მამამისს.მანქანაში ჩაჯდა და უკანმოუხედავად გაეცალა იქურობას...არც ვასილი გაჩერებულა ადგილზე.თავადაც მანქანაში მოთავსდა და შვილს უკან მიჰყვა...არ უნდოდა მასთან ურთერთობის გაფუჭება,მითუმეტეს მაშინ,როცა ისედაც ათასი პრობლემა ჰქონდათ.გამუდმებით ურეკავდა მობილურზე,მაგრამ ამაოდ,ბიჭს თითქოს მობილურის ხმა არც კი ესმოდა.სასმლისგან გაბრუებული თვალებმოჭუტული ადევნებდა გზას თვალს და მთელი სისწრაფით მიქროდა შუა ჭავჭავაძეზე...ეს მხოლოდ ერთი წამი იყო...მხოლოდ ერთი წამი,რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.წითელზე გაიარა...თითქოს ვერ შეამჩნია,თუმცა შეამჩნია დიახ,თუმცა მამისგან თავის დაღწევა უნდოდა,მხოლოდ წამით გაიხედა უკან და რეალობას პირდაპირ შეეჯახა.ბოლოს ის ახსოვს,რომ მამამ მანქანამდე მიიყვანა და მასთან ერთად დატოვა ტერიტორია.საავადმყოფოში გამოფხიზლდა,თუმცა ნაცნობი ექიმების გარემოცვაში.იცოდა,რომ მისი ბრალი იყო.უგონო მდგომარეობაში მართავდა მანქანას,თანაც ეს მხოლოდ სასმელი კი არა ნარკოტიკიც იყო.ხანდახან იმასაც ფიქრობდა,რომ მოეჩვენა კაბინეტში ნანახი,მაგრამ როდესაც ამაზე საუბარს იწყებდა ვასილი თავს არიდებდა,ამიტომ დაასკნა,რომ ეს სულაც არ იყო მისი ჰალუცინაცია და სინამდვილეში მოხდა.



***
გამთენიისას შევიდა ჭიშკარში და სირბილით გადაკვეთა გზა სახლამდე.არც უფიქრია დაკაკუნებაზე ისე შეგლიჯა კარი და მთელი ხმით დაიწყო ყვირილი.
-ვასილ!-ღრიალებდა მისაღებში დუდუ.-ვასილ!
-დუდუ...-კიბეებზე სირბილით დაეშვა ლალი.-შვილო აქ რას აკეთებ?-გაოცება ვერ დამალა ქალმა.
-სად არის?-ღრიალს არ წყვეტდა უმცროსი მერლანი.
-ვინ სად არის დუდუ რა ხდება?
-ვასილი სად არის?
-აქ ვარ დუდუ!-ამაყად შემოვიდა უკანა კარიდან სახლში.
-შე ნაბი*ვარო.-მისკენ გაიწია და მაშინვე ყელში წვდა მამას.-ასე როგორ მომექეცი?რა დაგიშავე ასეთი?
-დუდუ შვილო რას აკეთებ?-მაშინვე მივარდა ლალი.-მამაშენი შვილო რას აკეთებ.
-შევე*ი შენს მამობას,სულ არ გრცხვენია?რა დაგიშავე?-ღრიალებდა გამწარებული.-ასე რატომ მომექეცი?
-დაწყნარდი და ადამიანურად ვისაუბროთ.-სიმშვიდის შენარჩუნება სცადა კაცმა.
-რომელ ადამიანობაზე მელაპარაკები?შენ შენი თავი ადამიანი გგონია?შენ რა კაცი ხარ?
-დუდუ შვილო რაზე ლაპარაკობ?
-შვილო არა?ახლა გაგახსენდა,რომ შენი შვილი ვარ?ახლა გაიღვიძე?-ცრემლიანი თვალები მიანათა დედას.
-დედაშენს ნორმალურად ელაპარაკე!-ხელი უხეშად აუკრა კაცმა.
-თორე?კიდევ ერთ მკვლელობას შემტენი და რამდენიმე წელს დამტანჯავ?
-რა?-გაოცდა ლელა.
-რა დაგიშავე? შენი ერთადერთი შვილი ვარ,ასე როგორ მომექეცი?
-ვინმემ ამიხსენით რა ხდება,დუდუ...
-გახსოვს მკვლელი რომ გავხდი?გოგოს,რომ დავეჯახე და მოვკალი.-სიცილი წასკდა მოულოდნელად.-რამდენიმე დღეა სვანეთში ვხედავ,გავიცანი,ვესაუბრე და...-საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
-დუდუ შვილო მთვრალი ხარ?-შეშფოთება ვერ დამალა ქალმა.
-გამოვფხიზლდი უკვე.
-ვასილ მგონი ისევ დაიწყო.-ნაღვლიანი ხმა ჰქონდა.-ისევ მიიღე?
-რა მივიღე რაზე მელაპარაკები?შენი ქმრის წყალობით 6 წელია სუფთა ვარ.
-ნუ ღრიალებ ტყეში აღარ ხარ!-დაუღრინა ვასილმა.
-შენ მე ნუ მეუბნები რა უნდა გავაკეთო და რა არა!-თვალებანთებული მიაჩერდა კაცს.-შენ რა მამა ხარ...ან რა კაცი ხარ...დღეს ის გოგო ჩემს წინ იდგა და მეუბნებოდა,რომ გადარჩა,მითხრა მამაშენმა ყველაფრის ფული გადაიხადა და კარგად ვარო...6 წელი მამა სულ გაგიჟდი?-სიტყვებს თითქოს სულიც ამოაყოლა და კედელს მძიმედ მიეყრდნო.
-რას ამბობ დუდუ?
-ახლა არ დაიწყო,რომ არ იცოდი.-ცინიზმით მიუბრუნდა დედას.-ეს გინდოდათ ორივეს...ჩემი განადგურება,მაგრამ რატომ?
-ვასილ რას ამბობს დუდუ?-ქმარს მიუბრუნდა.-რას ამბობსმეთქი ხმა ამოიღე!
-აბა რა უნდა მექნა?მეგონა ცოტას ინერვიულებდა და გონს მოეგებოდა,კაცი დადგებოდა...-თავის მართლებასავით გამოუვიდა.-ყოველდღე სხვადასხვა ბარში ეგდე,გათიშული,ხან სასმლისგან,ხან კოკაინს ყნოსავდი,ხან ათას საშინელებას იკეთებდი...არაფრის გეშინოდა,არაფერი გადარდებდა,ცხოვრება ფეხებზე გეკიდა...იმ დღეს პირველად დავინახე შენს თვალებში შიში!პირველად დავინახე,რომ შეგეშინდა და მინდოდა,რომ ეს შენი მომალისკენ გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო.
-რას ამბობ ვასილ?
-საავადმყოფოში ალიკა გაყვა იმ გოგოს,მალევე დამირეკა მძიმედ არისო,ოპერაცია სჭირდებაო,ოჯახის წევრები მოვიდნენო,მოკლედ ერთი ამბავი იყო...ოჯახი ჩივილს აპირებდა...ყველაფერზე უნდა მეზრუნა,ციხეში ვერ გაგიშვებდი.
-ციხე არ მერჩივნა ამ ჯოჯოხეთს?-მთელი ხმით დაუყვირა დუდუმ.-შენ მითხარი,რომ მკვლელი ვიყავი.მითხარი,რომ გოგო მოკვდა და ამით უნდა მეცხოვრა...
-არ მეგონა,რომ...
-რა არ გეგონა?არ გეგონა,რომ შენს შვილს ღირსება და სინდისი ექნებოდა და ასე გამწვავდებოდა სიტუაცია?გეგონა ორ ჭიქას დავლევდი და დამავიწყდებოდა,რომ ვიღაცას ასფალტზე ტვინი დავასხმევინე?
-ვასილ მითხარი,რომ სიმართლე არ არის ის,რაც თქვი.-ხმაში მუდარა გაურია ქალმა.
-სიმართლეა და მერე თან როგორი...მაშო მალაშხია სვანეთშია და იცის,რომ მე დავეჯახე.თავად მითხრა მამაშენმა ჩემებს ფული გადაუხადაო.
-შენგან სხვა კაცის დადგომას ველოდი,ამაშია მთელი საქმე.
-იმედი გაგიცრუვდა მამაჩემო?ჯერ სად ხარ!ცხოვრება დამინგრიე...6 წელი იცი რა დროა?6 წელია ღამე მშვიდად არ მძინებია...6 წელია რუსთაველზე არ გამივლია...6 წელია დედაჩემს ჩემთვის თვალებში არ შემოუხედავს და მიყვარხარ აღარ უთქვამს...6 წელია მანქანა ფრთხილად ატარე აღარ მომისმენია მისგან...6 წელია დაბადების დღეს მხოლოდ ტელეფონზე დარეკვით მილოცავენ...6 წელია სადღაც მთაში ვცხოვრობ და საკუთარი თავი მეცოდება იმის გამო,რაც გავაკეთე...ასეთი რა დავაშავე?ასეთი უიმედო ვიყავი შენთვის,რომ ყველაზე სასტიკი გაკვეთილი ჩამიტარე?
-მე შენთვის ეს არ მინდოდა,ასე არ უნდა მომხდარიყო!
-განანებ,რომ შენი შვილი მქვია,განანებ,რომ საერთოდ დავიბადე.ყველაფერ ცუდს გაგიკეთებ,რაც კი შეიძლება,რომ ადამიანმა ადამიანს გაუკეთოს!მწარედ განანებ ყველაფერს!
-დუდუ შვილო.-მისკენ გაიწია ვასილმა.
-შვილო...ახლა გაგახსენდათ ორივეს,რომ შვილი გყავთ სახელად დუდუ არა?ახლა აღარ ვარ მკვლელი?ახლა კარგი ბიჭი ვარ?
-დუდუ.-ცრემლიანი თვალები მიანათა შვილს ლელამ.
-არ გინდა ახლა ცრემლები...-ნაბიჯით უკან დაიხია კაცმა.-ცრემლები მაშინ უნდა დაგეღვარა დაბადებისდღეზე მესიჯი,რომ გამომიგზავნე,ან მაშინ 6 წელი,რომ არ მოხვედი ჩემს სანახავად...მაშინ,მაინც როცა წვიმაში გარეთ ვიჯექი და დახმარებას გთხოვდი შენ კი ზურგი მაქციე სიტყვებით „დუდუ,არ შემიძლია“-ო...დაკაცდა თქვენი დუდუ...უთქვენოდ ისწავლა გადარჩენა.
-შვილო...-ძლივს ამოთქვა ქალმა.
-ორივეს ძალიან განანებთ თქვენს საქციელს!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მშობლებს და ბარბაცით დატოვა სახლი.
-დუდუ!-მთელი ხმით დაუყვირა ქალმა,მაგრამ ის არ შეჩერებულა.როგორც შეეძლო სწრაფად დატოვა სახლი და იქაურობას გაეცალა...
-ლალი კარგად ხარ?-მთელი ხმით ქვითინებდა ქალი და გულზე ხელს ძლიერად იჭერდა.
-როგორ არ გრცხვენია!-სახეში მთელი ძალით დაარტყა ქალმა.-ჩემი შვილი გულიდან მომგლიჯე და გაანადგურე,როგორ არ გრცხვენია ვასილ!
-შენი შვილი თავად მოიგლიჯე გულიდან,როდესაც გაიგე,რომ მკვლელი იყო.ეს თავად გაუკეთე შენს თავს.-იუარა მისი ნათქვამი.
-რა ცუდი კაცი ყოფილხარ ვასილ,ეს რა გაუკეთე ჩვენს ბიჭს...-მუხლებზე დაეცა ქალი.-ეს რა გაუკეთე ჩემს დუდუს,რატომ გაიმეტე ასე?-ქვითინებდა ქალი,თუმცა ამაოდ,პასუხი არცერთ ჯერზე არ მიუღია...

***
მთელი საღამო სავარძელში იჯდა და ფანჯრიდან უყურებდა როგორ ემატებოდა თოვლი მთის კალთებს.მესტიაში ისევ თოვდა,ალბათ მთელი ზამთარი არ გადაიღებს,იქ ხომ ასეთი ამინდი ჩვეული მოვლენაა.თუმცა დუდუს მდგომარეობა არ იყო ჩვეული,წლებია მარტოს არ დაულევია,მითუმეტეს სახლში და პირდაპირ ბოთლიდან...ჯერ კიდე ვერ ივიწყებდა გუშინ საღამოს მაშოსთან მომხდარ ამბავს,კისერზე ხელი ნერვიულად მოისვა და გონებაში მისი ტატუ აღიდგინა.ზუსტად ის თარიღი იყო,რომელიც მას ჰქონდა.როგორ ვერ მიხვდა მაშინვე...სასოწარკვეთილი მეორე ბოთლს ცლიდა უკვე,იმდენად იყო მთვრალი,რომ ფეხზე ადგომაც კი უჭირდა მესამეს ასაღებად.
-„მე ცოცხალი ვარ“-საიდანღაც გამოკრთა მაშოს ხმა.
-„ძალიან შეიცვალე დუდუ,ვერ გცნობ,ასე ვერ გაგრძელდება“-გაახსენდა ელენას უკანასკნელი სიტყვები...სიტყვები,რომლებმაც მისი ცხოვრება კიდევ უფრო დაანგრია და დაანაკუწა.წლები ეტრფოდა იმ გოგონას,რომელმაც ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა.მისი ბრალი არ იყო,რადგან მან სიმართლე არ იცოდა,მაგრამ მაინც რთული იყო დუდუსთვის...ვერაფერს ამბობდა და იძულებული იყო მისი ცხოვრებიდან ერთადერთი ნათელი წერტილი გაეშვა.
-დუდუ.-ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ გამოიყვანა.-დუდუ სახლში თუ ხარ კარი გამიღე რა,ვნერვიულობ.უკვე მეორე დღეა შენს კართან ვარ დუდუ,უბრალოდ იმის გაგება მინდა კარგად ხარ თუ არა.-ხმა ვერ ამოიღო დუდუმ,ადგილზე გაიყინა.-დუდუ.გთხოვ კარი გამიღე რა...ვილაპარაკოთ იმაზე,რაც მოხდა...გეხვეწები დუდუ...დუდუ მანდ ხარ?-პატარა ბავშვივით დაიწყო ბუტბუტი.-უბრალოდ მითხარი,რომ კარგად ხარ და წავალ.გთხოვ...
-კარგად ვარ.-მშვიდად გამოაღო კარი და კუთხეს მიეყრდნო,რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა.
-დუდუ...
-ჩემი სახელი ძალიან მოგწონს არა?ხშირად მეძახი.
-როგორ ხარ?გირეკავდი,მოგწერე,გუშინ საღამოს მოსულიც ვიყავი,რატომ არ მპასუხობდი?
-არ მეცალა,კიარადა არვიცი ტელეფონი სად მაქვს.
-მთვრალი ხარ?-მაგიდაზე მდგარ ვისკის ბოთლს გახედა.
-აა, ეგ?ცოტა დავლიე,მთვრალი არ ვარ...
-დუდუ რა მოგივიდა?მოდი ამაზე ვილაპარაკოთ რა,გთხოვ...
-ჩემო პატარა ქალბატონო,შენ ნუ ინერვიულებ მაგაზე,მე არაფერი მომსვლია,კარგად ვარ.-ფრთხილად ჩამოუსვა სახეზე ხელი.-მართლა აქ ხარ...
-ჰო,რა თქმა უნდა აქ ვარ.
-მართლა ცოცხალი ხარ...
-ცოცხალი ვარ დუდუ,ნუ გეშინია.
-იცი რამდენჯერ მიფიქრია იმაზე,რომ გადარჩენილიყავი რას გეტყოდი და ბოდიშს როგორ მოგიხდიდი?-ტუჩის კუთხე უნებურად ჩატეხა.-ჩემს წინ დგახარ და ვერაფერს გეუბნები...
-არ არის საჭირო,მე შენ უკვე გაპატიე დუდუ.-მისი შარფი კიდევ უფრო ზემოთ აწია,რომ ყელი თბიილად ჰქონოდა.
-შემოდი,გარეთ ცივა.-გვერდით გაიწია,რომ სახლში შესულიყო და კარი ხმაურით დახურა.
-ეს სულ შენ დალიე?-მეორე ბოთლსაც მოჰკრა თვალი დივნის კუთხეში.
-ჰო.
-დუდუ რატომ აკეთებ ამას?
-ცუდ ხასიათზე ვარ.
-ბოდიში,რომ უფრო ადრე ვერ გიპოვნე,რომ შენთვის სიმართლე მეთქვა.
-ჩშშ!-ტუჩებზე თითი მიადო,რომ გაჩუმებულიყო.-შენ ჩემთვის საბოდიშო არაფერი გაქვს,ეს მე ვარ კაცი,რომელმაც მთელი ცხოვრება ბოდიში უნდა მოგიხადოს,მაგრამ საკმარისი მაინც არ იქნება.
-ნუ სულელობ.
-არა,ეს შენ ნუ სულელობ...შენ არაფერშუაში ხარ,პატარა იყავი,ბავშვი, რომელსაც მომავალი წინ ჰქონდა და მე ერთ წამში დავანგრიე ყველაფერი...არც კი ვიცი რა უნდა გითხრა.
-მისმინე დუდუ,მე შენ არ გიბრაზდები,აქ შენთან საჩხუბრად ან გასალანძღად არ ჩამოვსულვარ,უბრალოდ მაინტერესებდა ჩემს სანახავად რატომ არ მოდიოდი,ნუთუ სულ არ გადარდებდა ის,რაც მოხდა...მაგრამ მერე...
-რა თქმა უნდა მადარდებდა...წამი არ გავიდოდა ისე,რომ ამაზე არ მეფიქრა...მახსოვს შენი სისხლში ამოსვრილი ქერა თმა,გაუნძრევლად იწექი და ათობით ადამიანი დაგტრიალებდა თავს...დედაჩემს დაურეკეთო სთხოვდი ყველას და თვალები გეხუჭებოდა...საავადმყოფოში მოსვლა მინდოდა,მაგრა მითხრეს,რომ...რომ...ხომ იცი.-საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო,წამით შეყოვნდა და დივანზე ჩამოჯდა.-პოლიციაში მივედი,განვაცხადე,რომ ადამიანი მოვკალი და არავინ დამიჯერა,არ დამიჭირეს...ყურადღება არავინ მომაქცია.ბოლოს თავს გაქცევით ვუშველე და სვანეთს შევეკედლე.მე არ მინდოდა შენთვის რამის დაშავება მაშო...
-ვიცი დუდუ,ვიცი.-გვერდით მიუჯდა კაცს.-შენთან შეხვედრის მერე ამაში დავრწმუნდი კიდეც,ჩემთვის არაფრის ახსნა არ გჭირდება.მე არ გიბრაზდები.-თვალებში ჩააცქერდა გვერდით მჯდომს.-შენ,რომ ცუდი ადამიანი იყო ჩემს მდგომარეობას გამოიყენებდი იმ საღამოს და იმ ერთ კოცნაზე არ გაჩერდებოდი,არც თოვლში არ გამომეკიდებოდი,არც ცოტნეს გადაარჩენდი...
-რაღაც,რომ გკითხო შეიძლება?-სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
-გისმენ.
-ის შრამი,მუცელზე...ავარიისგამო გაქვს?
-ჰო.-ყრუდ ჩაილაპარაკა.
-და მაშინ...ბარში,რომ ვლაპარაკობდით შვილებზე,ეგ გახსოვს?
-მახსოვს.
-შენ,რომ მითხარი ქალს,რომელსაც შვილის გაჩენა არ შეუძლია შეიყვარებო?შენ და მაგ ავარიას გიკავშირდებოდათ?
-არ გინდა.-მზერა მოარიდა მაშინვე.
-მიპასუხე!
-დუდუ...
-მაშო,მიპასუხე!
-ჰო,რასაც ფიქრობ ზუსტად ის მოხდა...
-ღმერთო...-თავი ხელებში ჩარგო მერლანმა.
-არ ინერვიულო,მივეჩვიე,შვილის აყვანა გადავწყვიტე.აუცილებლად ვიშვილებ ბავშვს,როდესაც საკმარისად მყარად ვიდგები ფეხზე ფინანსურად,თანაც...
-არ გინდა,ასე კარგად ნუ მექცევი.-მზერა ისევ მასზე გადაიტანა და სიგარეტის ნამწვი ხელში მოსრისა.
-დუდუ,ხომ გითხარი,მე არ გიბრაზდები...
-ცხოვრება დაგინგრიე მაშო,რამდენი წლის ხარ 19-20?
-20.
-ჯანდაბა!-მაგიდას მთელი ძალით დაარტყა მუშტი.დაინახა როგორ უცებ შეცბა მაშო და მაშინვე მოეგო გონს.-დაახლოებით შენი ტოლი ვიყავი,რამხელა შეცდომა დავუშვი...-ისევ მისკენ შებრუნდა.-გპირდები,რომ არასოდეს...არც გააზრებულად და არც გაუაზრებლად,არასოდეს აღარ გავნებ.-სახეზე ორივე ხელი მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა.-მაპატიე ყველაფრისთვის მაშო,მაპატიე,რომ ამ მდგომარეობამდე მიგიყვანე,მაპატიე,რომ ცხოვრება დაგინგრიე და მომავალი წაგართვი...
-დუდუ გეყოფა,შენი ბრალი არ არის...
-მე,რომ ვიყო შენი მეორე ნახევარი ორმაგად მეყვარებოდი იმის გამო,რომ არ ნებდები და ამხელა გულის პატრონი ხარ.კეთილი და სუფთა გული გაქვს,შენნაირ ქალებს უნდა ვიცავდეთ,კი არ უნდა ვტკენდეთ...
-არ მტკენ დუდუ,ეს დიდი ხნის წინ გადავიტანე.
-ყველაფერს ვიზამ,რომ ბედნიერი იყო...სულ გვერდით ვიქნები,რაც არ უნდა დაგჭირდეს.უბრალოდ ერთი შანსი მომეცი,რომ ყველაფერი გამოვასწორო...
-ვალდებულ...
-არ დაიწყო,უბრალოდ ერთი შანსი მომეცი...-სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა და თმა ფრთხილად გადაუწია ყურის უკან.-ვიცი დაკარგულს ვერ დაგიბრუნებ,მაგრამ შანსს თუ მომცემ ვეცდები შენი მომავალი შევცვალო...
-კარგი.-დაუფიქრებლად დაეთანხმა მის ნათქვამს და უკან დაიხია.-უნდა წავიდე,გვიანია და მერე ვეღარ წავალ.
-დარჩი.
-რაა?
-ამაღამ ნუ წახვალ,დარჩი...საწოლს დაგითმობ,მე აქ დავიძინებ.ადგომის თავი მაინც არ მაქვს,აქვე დავრჩები.
-ძალიან ბევრი დალიე დუდუ,ძალიან...
-დარჩები თუ მაინც მიწევს შენი გაცილება?
-დავრჩები,მაგრამ შეგიძლია საწოლში დაიძინო,ვიცი,რომ არ იკბინები.-ოდნავ ჩატეხა ტუჩს კუთხე და ადგომაში დაეხმარა.-ამდენი აღარ დალიო,გთხოვ.
-არაფერი მომივა,დილით ახალივით ვიქნები.
-დილამდე თუ მიაღწევ კი.-თავისთვის ჩაიფრუტუნა და საწოლის მეორე მხარეს მოთავსდა.-დილით შეიძლება შენს გაღვიძებამდე წავიდე,არ მეძებო.-გააფრთხილა მაშინვე და თვალები დახუჭა.დუდუს ხმა არ გაუცია,უჩვეულო დუმილი ჩამოწვა.თუმცა ეს სიჩუმე ბევრად უფრო ხმამაღალი იყო...სიჩუმის დარღვევა ისევ მაშოს მოუწია,რადგან მუცელზე დუდუს ხელის შეხება იგრძნო.
-დუდუ რას...
-შენ კარგი დედა იქნები,არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს რა გზით მოიპოვებ,მჯერა,რომ იდეალური დედა იქნები...




ვიცი ბევრს გალოდინებთ,მაგრამ გიჟური გრაფიკი მაქვს.მიყვარხართ ყველა,ველი კომენტარებს heart_eyes



№1 წევრი მე♥უცნაურე

განა ყველა ადამიანი იმსახურებს ერქვას მშობელი?!
ვასილისნაირ კაცს უნდა ერქვას მამა და მაშოს ვერ დაერქვას დედა?!
კარგად აღწერ,რამდენად უსამართლოა ცხოვრება...
დუდუზე ვგიჟდები.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკა

აუუუ რამდენი თავი იქნება დაახლოებით კიდე? სანამ არ დამთავრდება არ ვიწყებ კიათხვას

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

საუკეთესოა და საკეთესო ხარ შენც ასეთ კარგ მოთხრობას რომ გვთავაზობ

 


№4 სტუმარი სტუმარი თეო

მცირე შანსი მაინც ხომ არსებობს ,ვფიქრობ ეყოლება შვილი❤️❤️❤️ მომწონს როგორც ვითარდება მოვლენები❤️♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთათო

დუდუ არის ადამიანობის მაგალითი
დუდუ არის სიყვარული
ყოჩაღ მის გამძლეობას და სიძლიერეს,რამდენ რამეს გაუძლო ასეთ პატარა ასაკში.
ძალიან მომწონს,ველი გაგრძელებას,წარმატებები heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

დუდუზე ვიჟდები, ალბათ არსებობენ ასეთი ადამიანები. მაშო ისეთი კარგია მაინც მგონია რომ დედა გახდება. ველი სიუჟეტის განვითარებას. მადლობა ასე კარგად რომ წერ და გვიზიარებ შენ განცდებს...

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა დუდას საქციელი მაშო და დუდა კარგი წყვილი იქნებოდა...ვასილის ვერ ვიტან კარგი დუდა დასაჯა მაგრამ დედა რატომ ჩამოაშორა როგორ გაანადგურა დუდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 


№8  offline წევრი მაიკო3112

როდის დაიდება მომდევნო

 


№9 სტუმარი ნათ

ახალი თავი როდის დაიდება?

 


№10 სტუმარი ნია

საინტერესოა ეცადეთ მალე დადოთ მადლობთ

 


№11 სტუმარი სტუმარი სალო

როდის დადებთ დავიტანჯე

 


№12 მოდერი ენქეი

მეგობრებო ხვალ დავდებ ახალ თავს,ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ვიბრძვი ახლა,არ დამვიწყებიხართ. blush
მადლობა ყველა თბილი სიტყვისთვის,მიყვარხართ. heart_eyes

 


№13 სტუმარი სტუმარი სალო

არ დებთ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent