დუდუ მერლანი //8//
დილით ცარიელ საწოლში გაეღვიძა უმცროს მერლანს.სხვა დროს ალბათ არ გაუკვირდებოდა,მაგრამ ახლა მაშოს გაუჩინარებამ ააღელვა.სახლი სწრაფად მოათვალიერა და ვერსად,რომ ვერ იპოვა დარეკვა გადაწყვიტა.გათიშული მობილური ხელში შეათამაშა და როგორც კი ჩართო ეკრანზე მოსულ შეტყობინებას დახედა. -„თბილისში ვბრუნდები დუდუ...იცოდე,რომ მე შენ არ გიბრაზდები,გპატიობ და მინდა შენც აპატიო საკუთარ თავს,იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით.“ -ჯანდაბა.-მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.შეტყობინება 4 საათის წინ იყო მოწერილი,უკვე 2 საათი ხდებოდა,დიდი ალბათობით მაშო მალე დედაქალაქს დაუბრუნდებოდა...ზუსტად იცოდა,რომ მას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევდა,მითუმეტეს მას შემდეგ,რაც მოხდა და ამაში არც მისი სიშორე შეუშლიდა ხელს,მაგრამ ასე უცებ მის წასვლას მაინც არ ელოდა...-თბილისში უნდა დავბრუნდე.-ჩაილაპარაკა თავისთვის და ფიქრებს მიეცა... *** -შენ რა მთელი ღამე არ გეძინა?-კიბეებზე დაეშვა უფროსი მერლანი. -შენ ხომ გეძინა,რაც მთავარია.-დაუღრინა ქალმა და ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა. -ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ლელა,დუდუსაც ჩამოვიყვან და... -ჩემს შვილს თავი დაანებე გაიგე?-ხმა გაუმკაცრდა ქალს.-დუდუს არ მიუახლოვდე. -ახლა შენი შვილიც გახდა?ნუ სულელობ,ამაზე ოჯახმა ერთად უნდა ვილაპარაკოთ. -რომელმა ოჯახმა ვასილ?შვილი წამართვი და წლები სადღაც ტყეში აცხოვრე უპატრონო ძაღლივით,ახლა ოჯახი გავხდით? -ლელა...-ხმა დაუმძიმდა კაცს.-როდის აქეთ იშორებენ მშობლები შვილებს დაშვებული შეცდომების გამო?როდის ჰკრავენ ხელს და აღარ იკარებენ?ეს სადმე კანონში გვიწერია?მე მსგავსი არაფერი გამიგია...ეს არჩევანია,რომელიც შენ თავად გააკეთე.თავად მოიშორე დუდუ და აიძულე,რომ შორს ყოფილიყო,რადგან მის სიახლოვეს ვერ უძლებდი.6 წელში რამდენჯერ ნახე,ექვსჯერ? -შენ ჩვენს შვილს მკვლელობა დააბრალე! -იმიტომ,რომ ის უკონტროლო იყო...მეგონა გონს მოეგებოდა... -მას ცხოვრება დაუნგრიე...-დაიყვირა ქალმა. -მას ცხოვრება,ჩვენ დავუნგრიეთ!-აჰყვა ვასილიც.-ჩვენ გავათამამეთ,ყველაფერი მივეცით,რაც უნდოდა,ერთხელ მეგობრებთან დარჩა,მერე სადღაც კლუბში გაათია ღამე,მერე ერთხელ მოსაწევი გასინჯა,ეს დაუსრულებელი ციკლი იყო,რომელიც უნდა დამემთავრებინა...ყოველდღიურად გაზეთებიდან ვიგებდი იმას თუ სად იყო ჩემი შვილი,ვისთან გაათია ღამე ან ვითან იჩხუბა...ეს არა მხოლოდ მასზე,არამედ ჩემს სახელზეც მოქმედებდა,ბიზნესი ყვაოდა,სულ ცოტა გვაკლდა გამარჯვებამდე! -საზიზღარი ხარ!არ ვიცოდი შვილი რით უნდა მენუგეშებინა,როდესაც გაიგო,რომ პატარა გოგო მოკლა...მე ორმაგად შემეშინდა,როდესაც მისი შეშინებული თვალები დავინახე და ვერ ვიგებდი რა უნდა გამეკეთებინა,მაგრამ შენ?შენ თუ ყველაფერი იცოდი რატომ არ გაუწიე მამობა?რატომ არ გადაუსვი თავზე ხელი და არ დაამშვიდე? -მე მას ყველაფერი მივეცი!-სიბრაზისგან ხმა აუკანკალდა კაცს.-მე მას ის სიმშვიდე ვაჩუქე,რომელიც სჭირდებოდა.ვიცი დარდობდა,მაგრამ ყველაფერი უკან მოიტოვა და გაძლიერდა,უკანაც მალე დაბრუნდებოდა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა ის ჩერჩეტი გოგო,რომ არ ეპოვნა,რის გამოც აუცილებლად მოვთხოვ პასუხს ჯემოს! -ახლა სხვას აბრალებ შენს დანაშაულს?არ გრცხვენია ვასილ? -მე იმის მრცხვენია,რომ ამ ზომამდე მივუშვი ერთადერთი შვილი და მხოლოდ ამ გზით შევძელი მისი გაჩერება! -შენ რა ადამიანი ხარ?რა კაცი ხარ საერთოდ?-მკერდზე მთელი ძალით უბიძგა ქალმა. -შენი შვილი,რომ გადაარჩინა ის კაცი ვარ! -კვირის ბოლოს ჩემს შვილთან წავალ და როგორც თავად იტყვის ისე იქნება ყველაფერი,მე თამაშს მოვრჩი ვასილ!-მთელი ხმით დაიყვირა და ცრემლების მიუხედავად წარბი წამითაც არ შეუხრია.-აწი დუდუ იტყვის ბოლო სიტყვას... *** -მაშო დედი გული მისკდება რამდენი დღეა,მოყევი აბა რა მოხდა.-სამზარეულოში შუძღვა ქალი შვილს. -არაფერია მოსაყოლი დედა,უბრალოდ დაეცა ცოტნე და ჩაიშალა ჩვენი არდადეგები. -კი მარა როგორ დაეცა ამხელა ბიჭი?ვინმესთან იჩხუბა შვილო?-თამუნა თავს ვერ იკავებდა ცნობისმოყვარეობისგამო. -რა სისულელეა,ვისთან უნდა ეჩხუბა? -რა ვიცი დე? ბიჭები ჩხუბისთავები არიან,ეგეთი თაობა მოდის სულ ჩხუბზე არიან გადასულები. -სხვისი ამბის ძიებას ჩვენი გავარკვიოთ არ ჯობია?-იქვე სკამზე ჩამოჯდა და დედას მიაჩერდა.- იქნებ წარსული გაგვეხსენებინა? -რას გულისხმობ მაშო?ვერაფერი გავიგე.-მართლა დაიბნა ქალი. -ვასილ მერლანზე ვილაპარაკოთ,კაცზე,რომელსაც წლებია ფულს ართმევთ. -მაშო,დედი...-ღიმილი სახეზე შეეყინა ქალს.-რას ამბობ? -არ გინდა,ყველაფერი ვიცი...-მაშინვე გააჩუმა.-უბრალოდ შენი ვერსიის მოსმენა მინდა. -დედი... -ტყუილები საკმარისია,აღარ ვარ პატარა ბავშვი,რომ ზურგს უკან საქმეები მიხლართოთ და ოთახის კარი მომიხუროთ!-გაცხარებულმა ამოთქვა.-სიმართლის მოსმენა მინდა დედა! -ვალები გვქონდა მაშო.-მოულოდნელად წამოსცდა ქალს.-შენ არ იცი ჩვენ რა გადავიტანეთ... -თქვენ რა გადაიტანეთ?არ გრცხვენია?თქვენამდე ჯერ მე ვიყავი...წარმოგიდგენია მაინც რა გადავიტანე?-სულ გადავიდა ჭკუიდან. -რითი უნდა გადაგვეხადა შენი მკურნალობის თანხა?ლამის ხელში ჩაგვაკვდი წარმოგიდგენია რა გრძნობაა შვილი ხელიდან,რომ გეცლება და ექიმები ფულზე,რომ გიწყებენ საუბარს?-ცრემლიანი თვალები მიანათა შვილს.-მითხრეს ფულს თუ გადაიხდით ვერტმფრენით თურქეთში გადავიყვანთ და იქ საჭირო პროცედურებს ჩაუტარებენო...მე და მამაშენს მხოლოდ 311 ლარი გვედო საფულეში...ვასილი მოვიდა და მთხოვა,რომ არ გვეჩივლა,სანაცვლოდ შენი მკურნალობის ხარჯების დაფარვას დამპირდა.არც მიფიქრია ისე დავთანხმდი...იმ საღამოსვე წაგიყვანეთ და ოპერაცია შედეგიანი აღმოჩნდა...ანგელოზად მოგვევლინა ეგ კაცი შვილო... -ანგელოზად?ის,რომ არა არაფერი მოხდებოდა...ის,რომ არა დუდუ არ დამეჯახებოდა,არ განადგურდებოდა...მეც მომავალი არ წამერთმეოდა... -საიდან გაიგე მის შვილზე? -საავადმყოფოს ჩანაწერებიდან,შემდეგ პოლიციის ოქმი და ყველაფერი ერთმანეთთან დავაკავშირე... -დუდუმ გაიგო,რომ ცოცხალი ხარ?-გაოცდა ქალი.-ვასილმა იცის?გაგიჟდება... -რაა?-გაოცება ვერ დამალა მაშომ.-შენ რა იცოდი,რომ...რომ ვასილმა ჩემი სიკვდილი გააყალბა ოჯახთან? -შვილო... -რა შვილო დედა?რა შვილო სულ გაგიჟდი?-მთელი ხმით დაუყვირა მაშომ.-მკურნალობის თანხის აღება მესმის,მაგრამ მაგაზე რატომ გაჩუმდი? -მოგიყვები დედი,ოღონდ დაწყნარდი...-სახეზე ხელი ჩამოუსვა ქალმა.-შენ,რომ გამოკეთდი მაშინვე მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა,რომ სხვა ქალაქში გადავსულიყავით საცხოვრებლად,ახალ სამსახურს და ფულს დაგვპირდა...გვითხრა,რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან,ფსიქოლოგიურადაც კარგად ვერ იყო და ჯობდა,რომ შენ აღარასდროს ენახე...ვითომ დაიღუპაო,თქვენ თუ ოდესმე გიპოვით ასე უთხარითო...ყოველთვიურად ფულის ჩარიცხვას და შენთვის უზრუნველ მომავალს დაგვპირდა...შენმა ფსიქოლოგმა გვირჩია,რომ გარემო არ შეგვეცვალა,რადგან ისედაც ნახევარი წელი გამოტოვე და მეგობრებთან სიახლოვე გჭირდებოდა...ვასილს ვუთხარით,რომ არ წავიდოდით,მაგრამ მის საიდუმლოს შევინახავდით და დიდი ხვეწნის შემდეგ დავიყოლიეთ...მას შემდეგ აღარ გვინახავს,მხოლოდ თანხას რიცხავს ყოველთვიურად ბარათზე... -ეგ ბარათი საერთოდ მოიშორე!-მთელი ხმით დაუყვირა დედას. -რას ამბობ შვილო? -ასეთ რამეს როგორ დათანხმდი?19 წლის ბიჭის ცხოვრება დაანგრიე დედა...პატარა ბიჭის,რომელმაც ყველაფერი დაკარგა. -ვიცი შვილო,ვიცი...მეც არ მინდოდა,რომ ასე მომხდარიყო,მაგრამ მამაშენი როგორც იტყოდა ისე უნდა ყოფილიყო...მამაშენმა უთხრა,რომ საიდუმლოს შეინახავდა და ასე მოვიქეცი მეც... -არ შეიძლება ასე დედა,სულ არ გრცხვენიათ? რას ამბობ?ასე როგორ მოიქეცით? -რა ხდება რა ამბავია?-მოულოდნელად შემოაბიჯა სანდრომ ოთახში. -რა ამბავია?სიმართლის გამჟღავნებას ვიწყებთ,ეგ ამბავია.-ფეხზე წამოდგა მაშო. -რა გაღრიალებს მამი?რამე მოხდა?-თბილად მიეფერა შვილს კაცი. -მეკითხები კიდეც? -იცის სანდრო...-ძლივს ამოთქვა ქალმა.-იცის. -ჰო ვიცი და ვერ ვიჯერებ,რომ ასე მოიქეცით! -მაშო მამაშენი ვარ და ეგ ნუ გავიწყდება,ერთხელ რომ დაგიყვავებ თავზე არ უნდა გადახვიდე!-ტონი გაიმკაცრა კაცმა.-ჩვენ ის გავაკეთეთ რაც საჭირო იყო... -თქვენ დუდუ გაანადგურეთ,ცხოვრება დაუნგრიეთ და 6 წლით სვანეთში გახიზნეთ! -ეგ ბიჭი ნახე?-თვალები წამოენთო კაცს. -ვნახე! -ვასილმა იცის?გაიგო,რომ ცოცხალი ხარ? -ყველაფერი გაიგო და ლამის გაგიჟდა,უახლოეს მომავალში აუცილებლად ვნახავ და ბოდიშს მოვუხდი თქვენი გაფუჭებული საქმისთვის! -ღმერთო...მაშო შენ არავის არ ნახავ გასაგებია?-სულ შეეცვალა ტონი კაცს.-მაგ ბიჭს აღარ შეხვდები,არსად...თუ დაგელაპარაკება პასუხს არ დაუბრუნებ გასაგებია? -რაზე ლაპარაკობ? -არ გეხუმრები მაშო,დუდუ მერლანი არ არსებობს შენს ცხოვრებაში გაიგე? -მამა რას... -აღარასოდეს გასაგებია?-მთელი ხმით დაუყვირა კაცმა.-არასოდეს აღარ ნახავ მაგ ბიჭს! -შენ მე ვერ გადამიწყვეტ გასაგებია? -მაშო საკმარისია წადი შენს ოთახში! -ჩემს ოთახში როდემდე ვიჯდე?რას აკეთებთ საერთოდ? უნდა შეწყვიტოთ მაგ კაცისგან ფულის აღება! -დროზე ოთახში!-გაავებულ მხეცს დაემსგავსა კაცი.-აღარ გამამეორებინო! -მრცხვენია,რომ ჩემი მშობლები ხართ!-ცრემლიანი თვალები მიანათა ორივეს და სირბილით გადაკვეთა მანძილი ოთახამდე... *** -მაშო ნუღარ ტირი რა.-თმაზე ფრთხილად ეფერებოდა მეგობარს ლენკა.-დაწყნარდებიან და მერე დაელაპარაკე. -რაზე უნდა ველაპარაკო ლენკა არ მისმენდი?სულ გაგიჟდნენ ჩემები... -ტირილით ვერაფერს უშველი,დუდუს დაურეკე ბოდიში მოუხადე და მეტჯერ აღარ ნახო,მამაშენს ნუ გადარევ. -ასეთი გაგიჟებული არასდროს მინახავს,იცი როგორ შემეშინდა?-საცოდავად ამოისრუტუნა და ცრემლები შეიმშრალა.-არ ვიცი რა დაემართა. -რა უცნაური ამბავია მაშო,შოკში ვარ ისევ... -მეც მაგას არ ვამბობ?ვერ გავიგე საიდან რა დაიწყო,მამამისი ავადმყოფია...მგონი ჩემი მშობლებიც... -სამსახურზე მართლა გინდა გაგიგო? -ხომ თქვი,რომ კაფეში მიმტანი სჭირდებათ,აქვე ვარ და ვიმუშავებ,ცვლებს შევუთავსებ უნივერსიტეტს. -იქნებ სადმე სხვაგან გენახა სადაც ცოტნე არ იქნება?ხომ იცი რედისონში ხშირად არის. -ცოტნესთან კარგად ვარ ლენკა,მთავარია გამოკეთდეს. -მამამისი მთელ ქალაქს გადაწვავს რამე რომ მოუვიდეს. -ქალაქს არ იკმარებს,სვანეთში წავა და მიწასთან გაასწორებს ყველაფერს,იცი როგორ ღრიალებდა?ახლოს ვერავინ მივიდა იმხელა ხმაზე ღრიალებდა და ისე იმუქრებოდა... -შვილია მაინც,აბა რას ელოდი... -არ ვიცი ლენკა რა,სულ დავიბენი... -დუდუსთან რას აპირებ? -არ ვიცი,ძალიან შემაშინა მამაჩემმა,შეიძლება არც კი შევხვდე. -ვერაფერს გეუბნები მაშო,ძალიან არეული სიტუაციაა,ჯერ დაელოდე რა მოხდება...-ჩაი დაასხა გოგონამ. -კიდევ კარგი ცალკე მიწევს ცხოვრება,თორემ ალბათ სახლში გამომკეტავდა მამაჩემი.-ჭიქაზე ხელების გათბობა დაიწყო. -დაწყნარდება და გაუვლის,ნუ ნერვიულობ მაშო. -ვნახოთ რა იქნება,მე დაველოდები...-იმედგადაწურულმა ამოთქვა და ფიქრებს მიეცა... *** /10 დღის შემდეგ/ სუდარა ჩაეცვა დედაქალაქს შუა დეკემბერში.იმდენი ხანია ასეთი თოვლი არ უნახავს აქაურობას,რომ ხალხი გაოცებულიც კი იყო.გადაათეთრა სახურავები,ავტომობილები, ხეები...გზა გაიყინა,საინფორმაციოები მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ მოსახლეობას... უკვე ერთი კვირა იყო,რაც მაშომ მიმტანად დაიწყო მუშაობა.სამსახურში კარგი თანამშრომლები ჰყავდა,ამიტომ თავს მარტივად ართმევდა და დროსაც ანაწილებდა,თუმცა დაღლილობას ვერაფერს უხერხდებდა.მშობლების მიცემულ ფულს მწირი რაოდენობით იყენებდა და ცდილობდა,რომ მაქსიმალურად მეტი ცვლა ემუშავა... მშობლები სისტემატიურად ურეკავდნენ და ამოწმებდნენ სადმე რამე ზედმეტი ხომ არ თქვა,ან დუდუ ხომ არ მოინახულა,შეშინებულები და სასოწარკვეთილები ჩანდნენ. -„დედი მაგ კაცს ადამიანის მოკვლაც კი შეუძლია,გიჟია.“-გაახსენდა დედის სიტყვები და მაშინვე წაშალა დუდუსთვის გასაგზავნი შეტყობინების ტექსტი. დუდუსთვის არ დაურეკავს...უფრო სწორად არავისთვის დაურეკავს,რადგან ნომერი მამასთან ჩხუბის საღამოსვე გადააგდო და მეორე დილით ახალი აიღო...არ უნდოდა,რომ ამ ყველაფრის ეპიცენტრში ყოფილიყო.მოგვარებას ცდილობდა,მაგრამ უარეს შარში ეხვეოდა.ერჩივნა დუდუსთან სვანეთში ჩასულიყო და მასთან პირისპირ ესაუბრა,რადგან ტელეფონით ამაზე საუბარი ძალიან რთული იყო...სინამდვილეში გაურბოდა მას და მიზეზად იყენებდა ყველაფერს,რომ მისთვის არ დაერეკა...ამასობაში დუდუ გაგიჟებული დაეძებდა მაშოს,რომელმაც მის არცერთ შეტყობინებას და ზარს არ უპასუხა...ხომ უთხრა,რომ აპატია?მაშინ რატომ იქცევა ასე?რატომ გაწყვიტა კონტაქტი და რატომ იმალება?ამაზე ფიქრები ტანჯავდა მერლანს,დაბრუნებას ისედაც აპირებდა,თუმცა მაშოს მდგომარეობამ ყველაფერი გაამწვავა და მისი დაბრუნება დააჩქარა.გადაწყვიტა,რომ უკვე დრო იყო.ერეკლეს მისი პოვნა სთხოვა და როგორც კი მისგან შეტყობინება მიიღო თბილისის გზას დაადგა... -რედისონში მიმტანად მუშაობს,7-ზე ამთავრებს ცვლას.-ეწერა შეტყობინებაში.ამდენი დრო არ დასჭირდებოდა,4 საათზე უკვე თბილისში ყოფნას ვარაუდობდა... *** -ვერ ვიტან მაგ ხალხს რა,საშინლად მაწუხებენ,თან ყოველ სადილზე აქ რომ სხედან ვგიჟდები.-დაიწუწუნა სოფიამ ბავშვებთან. -გინდა მე მივიდე მათ მაგიდასთან?-მშვიდად უთხრა მაშომ.-არ მაწუხებს მსგავსი რაღაცები. -მაშო შენ მასეთ ხალხს ვერ იტან,გათამამებული ტიპები არიან,შეგაწუხებენ და ისევ გაცვლას მთხოვ. -არ გთხოვ ნუ ნერვიულობ,ხშირად ვხედავ მასეთ ხალხს,გადავიტან.-უნივერსიტეტზე მიანიშნა გოგონას. -მაშინ კარგი,შენი იყოს...-მის ნებას დაჰყვა.-15 წუთში იქნება მზად მათი შეკვეთა. -კარგი,15 წუთში დავბრუნდები.-მშვიდად მიუგო და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა... მაგიდა,რომელიც კვირაში სამჯერ მაინც იყო დაკავებული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნების სახელზე იყო დაჯავშნილი.მეგობრებთან და საცოლესთან ერთად ხშირად მოდიოდა და ქორწილის გეგმებს მათთან ერთად აწყობდა.გიორგი ამილახვარი და მისი მომავალი მეუღლე ელენა ბენდუქიძე 1 თვეში ქორწინდებოდნენ,რაც მედიისთვის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და საინტერესო საკითხი იყო.წინა მისვლაზე,როგორც იქნა დეკორაციებზე შეთანხმდნენ,ახლა მენიუს შედგენასა და ტორტის დიზაინზე კამათობდნენ გაცხარებით,რადგან ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო და ამას ვერ შეძლებდნენ ულამაზესი და გამორჩეული საქორწინო ტორტის გარეშე... -ელენა მე ამას გირჩევდი,ეს თქვენი ქანდაკებები ტორტზე ცოტა მეგოიმება მე.-ამაყად განუცხადა მაკომ. -სადა ტორტი არ მინდა,რაიმე გრანდიოზული უნდა იყოს,წითელი ვარდებით მორთული.თავზე მოვუფიქრებ რამეს... -თავზეც წითელი ვარდები ჰქონდეს.-ვარაუდი გამოთქვა გიორგიმ. -ტორტი მინდა ქორწილისთვის და არა ბოტანიკური ბაღი.-შეუღრინა კაცს.-კაცებმა არ იცით არაფერი რა. -ანუ პროსტა ახლა ეკა კალანდაძე არ ალაპარაკოთ ტორტის მაგივრად ნაძვისხე ჰქონდათ ქორწილშიო თორემ გავგიჟდები იცოდე ელე. -დაწყნარდი,ჩემს ქორწილზე ცუდს ვერ იტყვის ვერავინ. -ღმერთო ჩემო!-წამოიკივლა ქალმა და მაშინვე პირზე ხელი იტაცა. -ბო*იშვილივიყო...-წამოსცდა ჯაბასაც. -რა მოხდა?-გაიკვირვა წყვილმა. -ეს დუდუ არ არის?მერლანი. -რა?სად?-მაშინვე მოათვალიერა იქაურობა ელენამ. -აი იქ,შემოსასვლელთან. -არ არსებობს...ისაა...-შოკში იყო მაკო. -ღმერთო შენ მიშველე...-თავისთვის ჩაიბურტყუნა ელენამ. -მივესალმოთ ბიჭო სირცხვილია.-ფეხზე წამოდგა ალექსანდრე.-დუდუ.-დაუძახა შორიდან.-მოდი ბიჭო,შენები ვართ.-ღიმილით დაიწყო საუბარი და როგორც კი დაინახა კაცი მაგიდისკენ მიდიოდა საერთოდ მოშორდა მაგიდას,რომ ძველ მეგობარს გადახვეოდა. -სალამი.-ნაძალადევი ღიმილით წამოიწყო საუბარი დუდუმ და ყველას სათითაოდ გადაეხვია. -გამარჯობა დუდუ.-თვალებში მიაჩერდა ელენა. -გამარჯობა.-გადაკოცნა მის წინ მდგომი და უხერხულობის დასაფარად დანარჩენებს გადახედა. -რას შვრები ბიჭო როდის დაბრუნდი? -ახლა ჩამოვედი. -დაბრუნდი ბიჭო? -ჰო,რაღაც ეგეთი. -რა ხდება იქით?არის მშვიდობა? -როგორც აქეთ,ისე იქით რა,თოვლია დიდი. -აქაც თოვს უკვე მეორე დღეა. -მაინც და მაინც თქვენს ქორწილში იქნება კატასტროფული ამინდი,რომ ბუნებამ განიშნოთ არ არის ზამთარი საქორწინო სეზონი.-ხუმრობა სცადა მაკომ. -ქორწინდებით?-გიორგის და ელენას გახედა დუდუმ.მხოლოდ ახლაღა შენიშნა ნიშნობის ბეჭედი მის თითზე. -დაუგვიანდათ კიდეც,3 თვეა დანიშნულები არიან,არ ნახე ახალი ამბები? -არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად. -ეე ბიჭო,სულ მოწყდი შენ გარე სამყაროს არა?-მეგობრულად დაჰკრა ხელი ალექსანდრემ. -ეგრე გამოვიდა. -არადა ერთ დროს ვარსკვლავი იყავი,რა მოგივიდა გამოცოცხლდი,რადგან დაბრუნდი. -არ დაჯდები?ქორწილზე ვლაპარაკობდით,მაგრამ შენზე მოგვიყევი,ქორწილს მერე დავგეგმავთ. -არა ძმაო მადლობა,მიხედეთ საქმეს,ვიღაცის სანახავად ვარ მოსული,საქმეები მაქვს.გილოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ!-ძლივს ამოთქვა უკანასკნელი სიტყვები და წამით შეყოვნდა.მხოლოდ წამით გაბედა და ძველს სიყვარულს თვალებში ჩახედა,იმ თვალებში,რომლებიც ერთ დროს სიყვარულით უმზერდნენ. -აი თქვენი შეკვეთა,ინებეთ.-მოესმა ნაცნობი ხმა წინიდან და მაშინვე მასზე გადაიტანა ყურადღება.-როგორც ისურვეთ სალათი პომიდვრის გარეშე და მინერალური.-ღიმილით მიაწოდა გოგონას შეკვეთა.-ეს თქვენი სასმელი ბატონო. -მაშო...-ძლივსგასაგონად ამოთქვა კაცმა და ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე. -დუდუ,აქ რას აკეთებ?-გაოცდა მისი დანახვისას. -გირეკავდი,მოგწერე კიდეც,რომ არ მიპასუხე ვინერვიულე... -თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?-ცხვირი აიბზუა მაკომ. -დიახ ჩვენ... -ჰო,რა თქმა უნდა ვიცნობ,ის ხომ ჩემი საცოლეა.-წელზე ხელი მოხვია და გვერდით დაიყენა ქალი. -რაო? -აი მესმის ექსკლუზივი.-გაოცდა ყველა. -დიდი ხანია?-სრულიად მოულოდნელად იკითხა ელენამ. -არა,2 კვირის წინ ვთხოვე ხელი სვანეთში.-ღიმილით მიუგო და დაბნეულ მაშოს თვალი მოარიდა. -ბეჭდის გარეშე დუდუ?-მაშინვე შეათვალიერა მისი ხელები მაკომ. -არა,რა თქმა უნდა,-იუარა მაშომ.-მუშაობის დროს ვიხსნი,რომ არ დავკარგო,ჩემს ნივთებთან ერთად ვინახავ კარადაში. -აჰაა,გასაგებია.-კარგად შეათვალიერა მის წინ მდგომი. -გილოცავთ ძმაო,სიყვარული გიპოვნია,კარგია კარგი.სვანეთში გადახვეწას ჰქონია აზრი.ქორწილი არ გამოგვაპარო.-გიორგის ბაგე წრფელმა ღიმილმა გაუპო. -რა თქმა უნდა არა,ისეთივე მოსაწვევებს გამოგიგზავნით როგორიც მაკომ გამომიგზავნა ქორწილიდან,შენ ბოლო 6 დაბადებისდღიდან,ან ელენამ,ან ალექსანდრემ. -დუდუ ჩვენ...-გაგრძელება ვეღარ შეძლო ალექსანდრემ.-გაახსენდა,რომ მისი წასვლის შემდეგ დუდუ საერთოდ ამოშალეს თავიანთი ცხოვრებიდან... -თქვენის ნებართვით ახლა საქმეები გვაქვს მე და მაშოს,გამიხარდა თქვენი ნახვა.-ნაძალადევი ღიმილით მიუგო და მასთან ერთად დატოვა შენობა... *** -დუდუ სამუშაო მაქვს გამომაგდებენ რას აკეთებ?-გარეთ გამოსულს მაშინვე ჩხუბი დაუწყო.-ან იქ რა ცირკი მოაწყვე? -შენს მენეჯერს ველაპარაკე შემოსვლისას,იცის,რომ შესვენებაზე გადიხარ. -იქ საერთოდ რა მოხდა?რა საცოლე,რა ხელის თხოვნა? -ჩემი ყოფილი შეყვარებული და ძველი მეგობრები ისხდნენ მაგიდასთან,ის გოგო ფანჯარასთან,გვერდით,რომ წვერიანი ბიჭი ეჯდა ჩემი ყოფილი შეყვარებულია,ის ბიჭი კი ჩემი ძველი მეგობარი,რომელიც ჩემი და ელენას ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო.-სასაცილოდ არ ეყო თავისი ნათქვამი. -ვწუხვარ დუდუ... -არაფერია,მადლობა,რომ ამყევი. -უნდა ვიმუშაო დუდუ. -სანამ მუშაობას გააგრძელებდე ამიხსენი შენი საქციელი როგორ გავიგო?-ტონი შეეცვალა კაცს.-მეუბნები მივდივარ,გპატიობ და არ გიბრაზდებიო,მერე ტელეფონს თიშავ და ფეხებზე იკიდებ ყველაფერს,შენი აზრით ეგ პატიებას გავს? -დუდუ საქმე შენში არ არის,მე მართლა გაპატიე. -აბა რას მივაწერო შენი საქციელი? -მე...მე უბრალოდ დრო მჭირდებოდა. -რისთვის? -ახლა არა დუდუ,გთხოვ. -პასუხებს არ ვიმსახურებ მაშო?ერეკლეს,რომ არ ეპოვნე კარდაკარ უნდა მეძებე მთელ თბილისში? -ვწუხვარ.-თავისთვის ჩაილაპარაკა და თავჩახრილი დადგა მის წინ. -მაშო პატარები ხომ არ ვართ?რატომ არ მელაპარაკები?რამე თუ მოხდა მითხარი და გავერკვევი,ვეცდები ყველაფერი დავალაგო,მამაჩემმა თუ გითხრათ შენ ან შენს ოჯახს რაიმე იცოდე,რომ მოვიყვან და ბოდიშს მოვახდევინებ! -საქმე მამაშენში არ არის დუდუ,მამაჩემშია. -ეგ როგორ გავიგო?-თოვლიან თმაზე ხელი ფრთხილად გადაუსვა კაცმა. -ჩემებს ველაპარაკე და სულ გამიგიჟდნენ დუდუ,მამაჩემი ჭკუიდან გადავიდა,მაგ ბიჭს აღარ შეხვდეო,ვასილს პირობა მივეცით,რომ ვერ გაიგებდა დუდუ შენზე ვერაფერსო. -მაგიტომ არ მელაპარაკებოდი? -არ მინდოდა ტელეფონით მეთქვა,რომ ჩემმა მშობლებმა იცოდნენ მამაშენი გატყუებდა და არაფერი გააკეთეს ამის შესაჩერებლად...-მღელვარე ზღვასავით ლურჯი გაუხდა თვალები. -მაშო.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-მე ყველაფერი ვიცი და უკან დახევას აღარ ვაპირებ,დღეიდან აქ ვიქნები,გვერდით და სულ ვეცდები,რომ ჩემი სიტყვა ვთქვა.მე არ გამკვირვებია შენების რეაქცია და არც გადანაშაულებ,არც მათ... -ფულის გამო ასეთი რამის კადრება არ შეიძლება დუდუ... -მთავარია შენ არ გააკეთო მსგავსი რამ მაშო,მშობლების შეცდომებზე შვილები არ უნდა აგებდნენ პასუხს. -ჰო,მაგრამ ასე გამოდის... -შენ რომ რაიმე მსგავსი გქონდეს გულში აქ არ იმუშავებდი,მამაჩემის ფული საკმარისად დაგეხმარებოდათ იმაში,რომ საკუთარი ბიზნესიც კი დაგეწყოთ,მაგრამ შენ აქ ყოფნა არჩიე,ამიტომ მე შენ არ გიბრაზდები,უფლებაც არ მაქვს. -ძალიან დავიღალე დუდუ,ნეტავ იმ დილას სახლში დავრჩენილიყავი...-თმა ყურს უკან გადაიწია.-რამდენი პრობლემა შეგიქმენი. -ჩშშ!-ტუჩებზე ხელი ფრთხილად მიადო.-ეგ აღარ თქვა,პირიქით მაშო,ეს მე ვარ შენი პრობლემების მიზეზი.გთხოვ ჩემგან დამალვა აღარ სცადო,მაინც გიპოვი და შორიდან დაგაკვირდები,ამიტომ ჯობია პირისპირ შევძლო შენი მოკითხვა. -გმადლობ დუდუ.-ღიმილით მიუგო კაცს.-ახლა მართლა უნდა წავიდე,ადრე მინდა გასვლა,რომ ცოტნე მოვინახულო და ყველაფერი წესრიგში უნდა მქონდეს. -გავიგე მისი ამბავი,ძალიან მიხარია და მეც მინდა ნახვა,შეიძლება,რომ მე წაგიყვანო? -მაშინ 6 საათისთვის აქ უნდა იყო,ნაცნობობით მიშვებენ და ვერ დავაგვიანებთ. -როგორც იტყვი.უი ჰო მართლა.-მანქანის კარი უცებ გამოაღო.-ეს გამომართვი. -დუდუ ეს... -უბრალოდ აიღე,შერიგების ნიშნად.-თაიგული გაუწოდა ქალს.-არ თქვა არაფერი,უბრალოდ ყვავილებია. -ყველაფრისთვის მადლობა დუდუ. -2 საათში დავბრუნდები. -კარგი.-ღიმილით მიუგო და ნელი ბანიჯით შევიდა შენობაში...ის იყო მანქანის კარი უნდა გაეღო,რომ მისკენ მომართულმა სიტყვებმა შეაჩერა. -კარგი გოგო ჩანს,საყვარელია.-მშვიდად გადაკვეთა მანძილი მათ შორის. -არის კიდეც. -დუდუ როგორ ხარ? -კარგად ელენა,შენ როგორ ხარ?-უემოციოდ მიუგო. -როგორც დამტოვე ისევ ისე,თბილისურად. -ამაზე ცოტა მეტად ხარ არა?ორსულად და თანაც დანიშნული,ასე არ დამიტოვებიხარ. -სამუდამოდ ვერ დაგელოდებოდი ხომ იცი? -3 თვე იყო...3 თვეში კარი გაიხურე. -შენ დაბუნებას არ აპირებდი,სვანეთში რა უნდა მეკეთებინა დეპრესიაში მყოფი შეყვარებული მეგლოვა და ძროხები მომეწველა? -ვისაც წველი ისიც გამოგადგება,ძროხას ჯობია. -გიორგიზე ასე ნუ საუბრობ! -ბიჭზე,რომელიც მე გაგაცანი?მაგ გიორგიზე ამბობ? -დუდუ ასე არ გვინდოდა კარგი?უეცრად მოხდა ყველაფერი. -ჰო,მეც დავგოიმდები ახლა მაგაზე...-ცალყბად ჩაიცინა. -შენ დეპრესიაში იყავი,ურთიერთობა დავასრულეთ,გიორგი ამ ყველაფრის გადატანაში დამეხმარა... -თავის მართლება საჭირო არ არის მართლა,მე ბედნიერი ვარ,იდეალურ გოგოსთან ვარ და მომავალს ვიშენებ,შენც ასე ხარ,მიხარია...ახლა უნდა წავიდე.-კარის სახელურს წაეტანა ისევ. -მხოლოდ წამით მაინც,რომ დამენახა მაშინ,რომ გჭირდებოდი...მე მართლა არ დაგტოვებდი დუდუ... -მჭირდებოდი...-რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა. -და ახლა? -ახლა გიყურებ და...და გული მერევა!-უხეშად მიუგო და მანქანაში მოთავსდა.-ფული ჯოჯოხეთს ანათებს,მართალი სიტყვებია...-ყრუდ ჩაილაპარაკა და მანქანა ადგილს მოწყვიტა... რადგან ეს თავი შედარებით დავაგვიანე შემდეგს სამშაბათ საღამოს დავწერ. ველი კომენატრებს,მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.