შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რექვიემი (სრულად)


29-10-2024, 05:00
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 4 455

ამ ისტორიას არც გმირები ყავს და არც გამარჯვებულები. ზოგჯერ ერთი გადადგმული ნაბიჯი განსაზღვრავს უამრავი ადამიანის მომავალს. ერთი საბედისწერო დღე, ერთი საბედისწერო წუთი, ერთი საბედისწერო წამი, ერთი საბედისწერო არჩევანი, ერთი საბედისწერო შემთხვევა, ერთი საბედისწერო დამთხვევა, ერთი საბედისწერო სიტყვა, ზოგჯერ ერთ პატარა დეტალსაც კი შეუძლია მთელი მომავალი განსაზღვროს. იმ დღეს რომ რამე სხვაგვარად მომხდარიყო, ერთი დეტალი მაინც შეცვლილიყო ყველა ამ ადამიანისთვის ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში გაგრძელდებოდა. დევიდს სიურპრიზის გაკეთება, რომ არ მოენდომებინა და ქეითისთვის დაერეკა ან მიეწერა საღამოს ერთად აღნიშნავდნენ შობას. სანდროს ვერასდროს შეხვდებოდა და ირაკლის ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტში გაგრძელდებოდა, ვერც მარტინი და ლიზა გაიცნობდნენ ერთმანეთს, ვერც მარი შეხვდებოდა დევიდს, მაგრამ ყველაფერი მოხდა ისე როგორც მოხდა. ალბათ ასე იყო დაწერილი, რომელიღაც ბედის წიგნში, რომელიც მარცხენა ფეხზე ამდგარმა ბედის მწერალმა დაწერა და ყველაზე შორეულ თაროზე მოისროლა.

თავი 1

საღამოს ბინდში ჯერ გარე განათების უღიმღამო შუქი აირია, შემდეგ ავტომობილების ფარებისგან გამომკრთალი სინათლე. ბოლოს დაღამდა კიდეც და ლამპიონების მბჟუტავი ნათებაც კიდევ უფრო უსიცოცხლო გახდა წყვდიადის ნისლში ვიდრე მანამდე იყო. აცივდა, წვიმის მსხვილ-მსხვილი, გახშირებული წვეთები ისე დაეშვნენ პირქუშად შეკრული ღრუბლებიდან, თითქოს ობოლი მარგალიტის მძივი გაუწყდა, რომელიღაც გულგატეხილ ბანოვანს. ქარმა ჩვეულად, სუსხიანად დაუბერა და შემოდგომიდან გადმოყოლილი უკანასკნელი ფოთლებიც შემოაძარცვა ხეებს. მოძრაობაც გაჭირდა, ნიაღვრები ყველა მხრიდან მოჰქროდნენ ახლად მოასფალტებულ გზებზე. შუქნიშნებთან საათობით იდგნენ საცობში მოყოლილი ავტომობილები და მოუთმენლად ელოდნენ საწვიმარ ლაბადაში გამოწყობილი, მსუქანი პოლიციელის სასტვენის ხმას. ცენტრალური უბნებისგან განსხვავებით გარეუბნებში მაგისტრალი უკაცურად გამოიყურებოდა და ისიც გიჟივით მიაქროლებდა ავტომობილს მოლიპულ გზაზე. სიჩქარეს თანდათან უმატებდა. ერთი სული ჰქონდა უკან მოეტოვებინა ყველაფერი, საკუთარი ფიქრების ჩათვლით. მოულოდნელად გააჩერა, ფანჯარას დაუწია და საშობაოდ ნაყიდი თეთრი ვარდების თაიგული მძიმედ მოისროლა. ფანჯარაში შემოჭრილმა წვიმის წვეთებმა სახე დაუსველა, თითქოს ესიამოვნა ეს სიგრილე, სიბრაზისა და ტკივილისგან გაავებულ სხეულს რომ დაუარა. წვეთები გამალებით სცემდნენ საქარე მინას და თვალთახედვას შეუძლებელს ხდიდნენ, მაგრამ იქნებ არც იყო საჭირო დანახვა... ხეობაში ადიდებული მდინარე ბობოქრობდა, გრუხუნებდა, ნაპირებიდან გადმოსული ჭალას დასტაკებოდა და ძირს უთხრიდა ავიშვიშებულ ხეებს, რომლებიც თითქოს გადარჩენას ითხოვდნენ, მაგრამ მათი არავის ესმოდა. ავტომობილი ისევ განაგრძობდა თავაწყვეტილ რბოლას, ვერც იგრნო როგორ შეცვალა მაგისტრალი აფალტავარდნილმა ჯერ კიდევ დაუსრულებელმა გზამ, ვერაფერს ამჩნვდა და არაფერი ესმოდა უბრალოდ იქამდე მიიწევდა წინ გონებადაბინდული, სანამ აზვირთებულ მდინარეში არ გადაეშვა ხიდიდან...
ეს თითქოს შვებასაც გავდა... მოგონებებმა გაცოცხლება დაიწყეს, ერთი მეორის მიყოლებით დაემშვიდობა გონება, თითქოს ბრძოლას აზრიც აღარ ქონდა... ასე სრულდებოდა უძილო ღამეების დეკადა და საშობაოდ ნაყიდი თეთრი ვარდების ამბავიც. ეს იყო დასასრული ტკივილისა და ბრაზისა ცხოვრებაზე, სიყვარულსა და უსამართლობაზე. დასასრული ყოველგვარი მოკვდავური ამაოებისა, რომელზეც ვხარჯავთ არსებობის უდიდეს ნაწილს და პასუხიც არ გვაქვს ღირდა ამისთვის ცხოვრება თუ არა...
იქნებ ყველაფრის დასრულება მისი არსებობის დასრულებასთან ერთად უკეთესი ყოფილიყო ვიდრე სიცარიელეში დაბრუნება, ვიდრე ტკივილთან გამკლავება, ვიდრე ბრაზის დამარცხება, ან კიდევ უარესი იქნებ ფიქრობდა, რომ ასე სჯიდა ან უნდოდა კიდეც სხვებსაც ეგრძნოთ დანაკარგით გამოწვეული ტკივილი. თვითონ კი ვეღარაფერს იგრძნობდა, იქ - მეორე მხარეს სრული სიმშვიდე ეგულებოდა და ამ სამყაროში დარჩენის ერთ მიზეზსაც ვერ პოულობდა. თუმცა რომც ეპოვა მდინარე მას აღარსად უპირებდა გაშვებას. ავტომობილი ტალახიანი, შლამნარევი წყლით მაშინვე გაივსო და სიღრმისაკენ დაიძრა. მდინარე კი ისეთივე ღრმა იყო, როგორც მისი ტკივილი...
- გადავარდა - შეჰკივლა ანამ და სახეზე ხელი ინსტიქტურად აიფარა.
ირაკლიმ სწრაფად დაამუხრუჭა ავტომობილი
- სასწრაფო გამოიძახე და მანქანიდან არ გადმოხვიდე! - მიაძახა ცოლს და თვითონ ელვის სისწრაფით გაჩნდა გადანგრეულ ჯებირთან. უკუნეთ სიბნელეში სადღაც ქვევით რაღაც შუქს მოჰკრა თვალი და თვითონაც აქაფებულ მდინარეში გადაეშვა. ინსტიქტი თორემ რომელი ჭკუათმყოფელი გაბედავდა იმ სიბნელეში მდინარეში გადახტომას.
ამ სურათის შემხედვარე ანას კივილის მსგავსი ხმა აღმოხდა, მუხლები და ხელები თანაბრად უკანკალებდა, ისე რომ მანქანის კარის გახსნასაც ვერ ახერხებდა. საიდანღაც რაღაც ბუნდოვანი ხმა მოესმა, ადამიანის ხმა. "ტელეფონი" შეშლილივით იკივლა გონებამ და ფეხებთან ჩავარდნილ ტელეფონი როგორც იქნა აკანკალებულ ხელებში მოიქცია. გაურკვევლად ლაპარაკობდა, მაგრამ ოპერატორმა მაინც შეძლო მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრეფა, "ავარია" "ძველი ხიდი" "გადავარდა" "გადახტა" "მდინარე". ერთდროულად გამოემართნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ოპერატორი არ წყვეტდა პანიკაში ჩავარდნილ ქალთან კომუნიკაციას. მისი ხელოვნური, მონოტონური ხმა კიდევ უფრო აღიზიანებდა ანას და მეტი უსუსურობის განცდას მატებდა. ხან ბრაზით უტევდა და ხან დახმარებას ემუდარებოდა. მაშველები დროულად მოვიდნენ ზუსტად, რომ დროულად... ბედზე მიუსწრეს, იმ ღამეს სიკვდილი რომ არც ერთს ეწერა ისეთ ბედზე... იქამდე სანამ ქარიშხალი გაასწორებდა მიწასთან ქალაქს, სანამ კომუნიკაცია ჯერ კიდევ არსებობდა სანამ საავადმყოფოები გადაივსებოდა, სანამ თავისუფალი საოპერაციობი მოიძებნებოდა...
ოპერაციაც წარმატებული აღმოჩნდა ორივე გადარჩა, მაგრამ უცნობს თითქოს გაღვიძება არ სურდა...
ირაკლის ღია ჭრილობები ჰქონდა, უფრო სწორედ მკლავისა და ზურგის მეტი წილი ნაფლეთებათ ჰქონდა ქცეული. მდინარე გაშმაგებით ცდილობდა არ გაეშვა არც ერთი მათგანი, ხან წაწვეტებულ ქვებს ახეთქებდა, ხან მოგლეჯილი ხეების ტოტებში ხლართავდა და მერე ისევ ქვებს ახეთქებდა, ხან სიღმისაკენ ითრევდა, ხანაც თავდაღმართში მიაქანებდა და ისევ რომელიმე მახეში უპირებდა გაბმას. მაგრამ სიცოცხლის წყურვილით შეპყრობილი ირაკლი დანებებას არ აპირებდა, უცნობს ხელს არ უშვებდა და ცდილობდა ნაპირამდე მიეღწია როგორმე. თუმცა რამდენჯერმე მაინც გამოსტაცა მდინარემ და ისეთი გამეტებით მიანარცხა ქვების გროვას დღის შუქი, რომ ყოფილიყო და ეს სურათი ვინმეს დაენახა მისი გადარჩენის იმედი გადაეწურებოდა, მაგრამ არა მას. ის მკვდარსაც არ გაატანდა, უფლებას არ მისცემდა თავის ნებაზე ეჯიჯგნა მდინარეს. ყველაფერს აქვს თავისი წესი, მიცვალებული მიწას უნდა მიებაროს. ღრმად სწამდა, რომ ადამიანები ადამიანებად რჩებიან ცოცხლებიც და მკვდრებიც, ორივეს სჭირდება პატივისცემა და სულის სიმშვიდე. მისი სული კი სიმშვიდეს ვერ მოიპოვებდა თუ არ ეცდებოდა განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის დახმარებას, სინდისის ხმა მოსვენებას არ მისცემდა, არ აპატიებდა, თუ მის გადასარჩენად არაფერს მოიმოქმედებდა, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. საფასური მართლაც რომ დიდი იყო. რომ მომკვდარიყო ნეტავ ანა თუ აპატიებდა ამ საფასურის გადახდას, ან მისი ვაჟი თუ იამაყებდა მამაჩემი გმირი იყოო, ამას ვეღარ გავიგებთ იმ გმირების წყალობით, რომლებმაც იმ ღამეს ასევე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გაბედეს მდინარეში შესვლა და მათი გადარჩენა.
ანა ათასი დამამშვიდებლი ნემსითა თუ აბით ისე იყო გაბრუებული ინსტიქტურად გადი-გამოდიოდა კორიდორში, ვეღარაფერს გრძნობდა, ვეღარც ფიქრობდა, გონებაში ჩამოწოლილი ნისლი აზროვნებაში ხელს უშლიდა, აღარც ფეხები ემორჩილებოდა ან საერთოდ როგორ იდგა ისევ?! მაგრამ იდგა და ელოდა! ვერაფრით დააწვინეს პალატაში იქამდე მანამ, სანამ ქმრის ნახვის უფლება არ მისცეს. რომ დაიგულა საფრთხე აღარ ემუქრებოდა ერთიანად მოწყდა, ისე თითქოს ყველა აქამდე მიღებულმა დამამშვიდებელმა შეთქმულივით მაშინ დაიწყო მოქმედება და დილამდე აღარაფერი გაუგია, თვალი რომ გაახილა ირაკლი მის გვერდით იყო, პლასტერებსა და ბინტებში გახვეული, წვეთოვანი აპარატით ხელში და მაინც მის გვერდით...

თავი 2


შობას თოვლი უხდება, თეთრი ქათქათა თოვლი, ბავშვების ჟრიამული, თოვლის ბაბუები ლამაზი დეკორაციები, ფერადი განათებები და მორთული ნაძვის ხეები, მაგრამ ჩვენ ქალაქში არ თოვს, სხვა ყველაფერი კი თოვლის გარეშე თითქოს უკმარისობის შეგრძნებას ტოვებს. ვისაც თოვლიანი შობა უნახავს დამეთანხმება, რომ ყველა ბედნიერია და განწყობაც ესეთივე გვეუფლება. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი ჩვენ ქალაქში არ თოვს. თუმცა ეს შობა ყველა სხვისგან განსხავდებოდა, რაც აქამდე მინახავს. ჯერ კოკისპირული წვიმა და ქარი. შემდეგ ქარი უფრო გაძლიერდა და ქარიშხალში გადაიზარდა, საშობაოდ გამოფენილი დეკორაციებისგან აღარაფერი დარჩა, ფერად-ფერადი განათებები შემოაგლიჯა ხეებს და ქალაქის ცენტრში ასვეტილი ნაძვის ხეც მიწასთან გაასწორა. აქაურობა ბრძოლის ველს დაემსგავსა. სახლების ნაწილს სახურავები გადახადა და ქუჩებში მოფინა, ხეებს ტოტები შემოამტვრია და ზოგი სულ მოგლიჯა. ამინდი კი არა ნამდვილი კოშმარი იყო, მაგრამ ქარიშხალს საერთოდ არ აინტერესებდა რას ფიქრობდა ხალხი მასზე, ვის სძულდა, ვინ ბრაზობდა, ან რას აშავებდა თვითონ. გიჟივით აღმა-დაღმა დაჰქროდა და ყველაფერს ანადგურებდა რისი განადგურებაც შეეძლო. მოძრაობა მალევე აიკრძალა, ხალხი ვისაც სად შეეძლო იქ აფარებდა თავს, ზოგს გაუმართლა და შინ მისვლა მოასწრო. კავშირგაბმულობა დაზიანდა, ელექტრო ენერგიის გადაცემი ხაზები დაწყდა და ნახევარი ქალაქი უშუქოდ დარჩა, ნათესავები და მეგობრები ერთმანეთის ამბის გაგებას ვერ ახერხებდნენ. წესით ეს დღე ბედნიერი, მყუდრო, ოჯახური დღესასწაული უნდა ყოფილიყო, ახლობლებს ერთამანეთისთვის მიელოცათ და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ყველა ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ხშირად ინგრევა ჩვენი წარმოდგენები. იმედები, რომ ყველაფერი კარად იქნება, რომ ხვალინდელი დღე აჯობებს დღევანდელს, რომ შემდეგ წელს უფრო მეტს შევძლებთ, რომ უფრო მეტს ვიშრომებთ, მეტად მოვინდომებთ, მეტად გაგვიმართლებს და ა.შ. ეს ქარიშხალიც რეალობასავით იყო. არსაიდან მოვიდა, უცაბედად შემოჭრა და ყველა წარმოდგენა თავზე დაგვამხო, სიხარულის ნაცვლად დარდი, ტკივილი და ნერვიულობა მოგვიტანა. მაგრამ ადამიანებს ყველაფერთან გამკლავება შეგვიძლია სწორედ ხვალინდელი დღის იმედით (რასაც ფანჯრებიდან მბჟუტავი საშობაოდ ნაყიდი სანთლების შუქიც ადასტურებდა). საგანგებო და სამაშველო სამსახური მთელი ღამე მუშაობდნენ, მაგრამ მოხალისეების გარეშე რთული სათქმელია იმდენს თუ მოახერხებდნენ რამდენიც შეძლეს... გათენებასთან ერთად ქარიშხალმაც ნელ-ნელა უკან დაიხია, დამშვიდდა, იმდენად დაპატარავდა, რომ ბოლოს უწყინარ სიოდ გადაიქცა და ხანდახან თუ წამოუბერავდა ხოლმე არიქა და არ დაგავიწყდეთ ჩემი არსებობაო, მაგრამ ძალიანაც რომ მოენდომებინათ ვის დაავიწყდებოდა წუხანდელი ღამე, როცა მთელი სიცხადე დღის შუქმა მოჰფინა მის მავნებლობას...
თუმცა იყვნენ ისეთებიც ვისაც საერთოდ არაფერი გაუგია წინა ღამეს დატრიალებული ამბებიდან და დილას, როცა ფარდები გადაწია ქეითმა დენდარტყმულივით დაიხია უკან.
- რა მოხდა? - ჰკითხა სანდრომ ქალს.
- ეს თვითონ უნდა ნახო. - უთხრა მან და თვითონაც ახლოს მივიდა ფანჯარასთან. მამაკაცი მყისიერად წამოდგა, ისე როგორც ჯარისკაცებს სჩვევიათ ხოლმე, აღნაგობაც ისეთი ჰქონდა, ნავარჯიშები, ათლეტური სხეული და ალაგ-ალაგ შრამები, მაგრამ სამხედრო სამსახური გავლილიც კი არ ჰქონდა, არასდროს ჰქონია მაღალი იდეალები, ყოველთვის მიაჩნდა, რომ მთავარი ფული იყო, ის განაპირობებდა ზალაუფლებას, რომელიც ისევ ფულის სენარცუნებისთვის და გამრავლებისთვის იყო საჭირო. მიაჩნდა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა სავაჭრო გარიგებას ჰგავდა და თუ ორივე მხარე კმაყოფილი არ იქნებოდა გარიგება არ შედგებოდა. ფასს ყოველთვის თვითონ ადგენდა. მიაჩნდა რომ ერთგულების ყიდვაც შეიძლებოდა, მაგრამ რომ გეკითხათ რითო გიპასუხებდათ საპასუხო ერთგულებითო, მთავარია გიღირდეს ამ საფასურის გადახდაო. მაგრამ ვინ განსაზღვრავს ხვალ რა იქნება მისთვის ფასეული?! მიუხედავად ამისა მაინც უამრავი ადამიანი ჰყავდა გარშემო. ახერხებდა, რომ საზოგადოების სული და გული გამხდარიყო, სადაც ის იყო ყველგან მხიარული განწობა სუფევდა, იუმორით, ინტელექტით და რაღაცნაირი შარმით აჯადოვებდა ყველას, ისე თითქოს განსაკუთრებული მიზიდულობის ძალა ჰქონდა. ვინც ერთხელ მაინც ნახავდა თითქოს ჰიპნოზის ქვეშ ექცეოდა, თვითონ კი ყოველთვის ზედაპირული ურთიერთობებით კმაყოფილდებოდა და ერთი დღით ცხოვრობდა. იმ ღამესაც ასე მოხდა, უბრალოდ გაიარშიყა გაუვიდა და დილას ზუსტად არც ახსოვდა ვის საწოლში გაიღვიძა, მაგრამ წამის მეასედებში გამოფხიზლდა და არაფერი შეიმჩნია. ფანჯარასთან მივიდა, ინტერესიანი მზერა მოავლო გარემოს, ხმა არ ამოუღია ტელეფონი მოიმარჯვა და დარეკვა სცადა, კავშირი ჯერ კიდევ არ იყო. ავტომობილს გადახედა ფანჯრიდან და მიუხედავად იმისა, რომ ბილწსიტყვაობა არ ახასიათებდა გულიანად შეიკურთხა. ქალისთვის ყურადღება არც მიუქცევია ისე ჩაიცვა. ის ჯერ კიდევ ფანჯარასთან იდგა გაქვავებულივით და რაღაცას დაჟინებით უმზერდა. მერე ჯერ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, შემდეგ მეორე და ბოლოს ცრემლების ნიაღვარიც წამოვიდა. მამაკაცი გაკვირვებული მიუახლოვდა ფანჯარას და მზერა გააყოლა ქალის გაშვერილ თითს და თვითონაც გაქვავდა, გზის გადაღმა პატარა უსულო სხეული ჩაეკრა დედას და თავადაც განეტევებინა სული. მაშველები მოხალისეებთან ერთად ცდილობდნენ მათი სხეულების მოგლეჯილი სახურავის ნაწილებისგან გათავისუფლებას, წუთიც არ იყო გასული, რომ შემზარავმა კივილმა გაკვეთა ჰაერი და იქვე ჩაიკეცა მოხუცი ქალიც.
- უნდა წავიდე - უთხრა მამაკაცმა გაქვავებულ ქეითს და ისე შებრუნდა პასუხს არც დალოდებია.
- წადი - ცივი ხმით უპასუხა ქალმაც, მაგრამ მას მისი ნათქვამი აღარ გაუგია. ქეითი ერთხანს ისევ ისე უძრავად იდგა ფანჯარასათან, იქამდე სანამ ძალა არ გამოეცალა და არ ჩაიმუხლა. ზურგით კედელს მიყრდნო და თავი ხელებში ჩარგო, თითქოს ცრემლიც გაშრა მხოლოდ მარილის სიმშრალე წვავდა ღაწვებს. ნელ-ნელა ძალა მოიკრიბა, აზრს და გონებას თავი მოუყარა, გამხდარ თითქმის უფორმო სხეულზე კიდევ უფრო უფორმო სათხილამურო კომბინიზონი ჩაიცვა, თმა არც კი დაუვარცხნია ისე ჩამოიფხატა სასხვათაშორისოდ შემოსასვლელში მიგდებული ქუდი და ეზოში ჩავიდა მეზობლების დასახმარებლად. თვითონ ფიზიკურად ბევრი არაფერი შეეძლო, მაგრამ წყლის და ცხელი ჩაის მიწოდებაც დახმარება იყო იმ სიტუაციაში. მის ჩასვლამდე მოხუცი საავადმყოფოში წაეყვანათ და გარდაცვლილი დედა-შვილიც გადაესვენებინათ. მეზობლის ქალბი ვიშვიშებდნენ, კაცები ჩუმად იკავებდნენ მომდგარ ცრემლებს. ქეითს კი ცრემლი თითქოს გამშრალი ჰქონდა, გაყინული სახით იდგა და გამოწვდილ ჭიქებში ასხამდა ცხელ სითხეს.
პატარა ქალაქებში ასე ხდება ხოლმე, ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის სატკივარს იზიარებს, ჭირიც და ლხინიც საერთო აქვთ. დღეს დიდი ლხინი უნდა ყოფილოყო, დიდი სიხარული, მაგრამ შობა ამ ქალაქში აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორც მანამდე სანამ ეს ადამიანები იცოცხლებენ და ემახსოვრებათ წუხანდელი ღამე.

თავი 3

სისხამი დილა იყო, მოკამკამებულ ცაზე ჯერ კიდევ არ ამოწვერილიყო მზე, ყოველთვის ასე ადრე დგებოდა. მაღვიძარას ფორმალურად აყენებდა დილის 5 საათზე მაგრამ გაღვიძებას ასწრებდა. მერე სარბენად გამოდიოდა, მნიშვნელობა არ ქონდა წელიწადის რა დრო იყო, როგორი ამინდი, ყინავდა, წვიმდა თუ თოვდა. დილაუთენია დგებოდა და სავარჯიშოდ გადიოდა, დაახლოებით ორი საათი დარბოდა, შემდეგ ბრუნდებოდა, წყალს გადაივლებდა, მსუბუქად ისაუზმებდა და სამსახურისკენ მიემართებოდა. მთელი დღე საბუთებში იქექებოდა, წერდა, ბეჭდავდა და ხელისმოსაწერად აგზავნიდა შესაბამის დეპარტამენტებში, დღის ბოლოს უკვე კარგად დაღლილს ერთი სული ჰქონდა საძინებლამდე მიეღწია. ხანდახან გვიანობამდეც უწევდა მუშაობა, ეს "ხანდახან" კიდევ უფრო მოსაწყენს ხდიდა მის ერთფეროვან, შეუმჩნეველ ცხოვრებას, რადგან "ხანდახან" თითქმის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაიზარდა. არც შესვენება ჰქონდა ნორმალური. ფორმალურად ერთი საათი ეწერა კონტრაქტში, სინამდვილეში 20 წუთსაც ვერ ისვენებდა ადამიანურად. ხან ვის სჭირდებოდა "წახმარება" და ხან ვის. ისიც დაუზარლად აკეთებდა სხვის საქმეს, საკუთარის პარალელურად. ფიქრობდა, რომ ყველას უყვარდა, უფრო სწორედ სურდა, რომ ყველას ყვარებოდა და დაუღალავად ირჯებოდა ამ სიყვარულის მოსაპოვებლად. მოსწონდა რომ ადამიანებს მისი იმედი შეიძლებოდა ჰქონოდათ. ოჯახშიც ასე იყო, მუდამ ეხმარებოდა დედას პატარა და-ძმების გაზრდაში. ბებიასაც ეხმარებოდა სოფელში. უყვარდა სოფლის ცხოვრება, მაგრამ იქ დარჩენა არ შეეძლო. დედას უნდა დახმარებოდა ტყუპების გაზრდაში. მამა სულ მუშაობდა, მაგრამ აქ რომ არაფერი გამოდიოდა კანადაში წავიდა. თავიდან ოჯახის წაყვანაც სურდა, მაგრამ წლები წლებს მიყვა და თვალი თვალს რომ, მოსცილდება გულიც გადასხვაფერდებაო ზუსტად ასე მოხდა, რამდენიმე წლის მერე საყვარელი გაიჩინა. ისიც ემიგრანტი, დედამ რომ გაიგო კინაღამ გულის შეტევა დაემართა, მისგან ამას არ მოელოდა. აი ბებია - ბებია კი უკეთ იცნობდა კაცთა მოდგმას. აფრთხილებდა - არ გაუშვა შვილო მარტო, კაცი ოჯახის გარეშე, დიდხანს ვერ გაძლებსო. აუხდა დედას ბებიას სიტყვები, არც ისე მალე, მაგრამ მაინც. მერე ეკონომიურადაც შეწყვიტა დახმარება, ის ქალი ცოლად მოიყვანა, შვილებიც ეყოლათ, ბედნიერი ცხოვრება მოიწყო, ბედნიერი თუ არა უკეთესი ვიდრე ჩვენ გვქონდა. დედა ამის მერე დიდხანს იყო მარტო სანამ ერთ, ახირებულ, უნიათო კაცს არ გადაეკიდა. ბებია რომ ცოცხალი ყოფილიყო არაფრით დაანებებდა ამ კაცის სახლში მოყვანას. ის ყოველთვის მის მხარეს იყო, მის და ჩვენ მხარეს, ოჯახის მხარეს. დედას ხშირდ არ ესმოდა მისი, მაგრამ მე მესმოდა. ალბათ იმიტომ რომ, მან გამზარდა. მან მასწავლა როგორ უნდა დამენახა სამყარო ვარდისფერი სათვალის გარეშე, ასაკში რომელშიც, ჩემი თანატოლები ბარბებით თამაშობდნენ მე უკვე ცხოვრების ავან-ჩავანის მესმოდა.
შობა დილა იდგა, წინა ღამით შტორმისგან განადგურებული ქალაქი ძალას იკრებდა. ლიზას არც ახლა უღალატია ჩვეულებისთვის. დილაუთენია გაახილა თვალი და სავარჯიშოდ ცენტრალური პარკისკენ გასწია. ჯერ კიდევ ის დრო იყო ღამის ლანდებს, რომ დილის მტრედისფერი ერევა, საგნების მოხაზულობის გარჩევას დაკვირვება სჭირდება და სიცივე ძვალსა და რბილში ატანს.
- "მარტოსულობის პიკში ვარ" - თავის თავზე გაბრაზდა რომ, გაახსენდა რა დღე იყო - "ნეტავ თუ გავახსენდები ვინმეს". - ფიქრობდა და ნელ-ნელა უმატებდა სიჩქარეს. ფიქრები მეტად ღლიდნენ ვიდრე ვარჯიში ან სამსახური. წამით შეჩერდა, ყურსასმენები მოირგო, ღმად ჩაისუნთქა ცივი, ტკივილამდე გაყინული ჰაერი და გზა განაგრძო. მარტოობას შეეჩვია, აქამდეც მარტოსული იყო, მაგრამ მარტოობა და მარტოსულობა ძალიან განსხვავდება. ბევრად რთულია გყავდეს ვინმე და მაინც მარტო გრძნობდე თავს. ასე უფრო კომფორტულად იყო, მარტო - თავისთვის, საქმეში და ყოველდღიურობის რუტინაში ჩაფლული.
რა უნდა ეკეთებინა მთელი დღე?! მილიონჯერ ნანახი ფილმები ეყურებინა, რომანტიულ კომედიები და მელოდრამები თუ მთელი დღე სოც. ქსელები ესქროლა?! ასეთ დღეებში განსაკუთრებით მტკივნეულია რეალობასთან შეჯახება. მთელი წელი შეგიძლია მოიტყუო თავი, მაგრამ არა შობას. შობა ოჯახური დღესასწაულია და მხოლოდ ზარებით მოკითხვა ან სოც. ქსელებში მიწერ-მოწერა საკმარისი არ არის. თავს სრულფასოვნად ვერ გაგრძნობინებს. როგორც უნდა უარყო ასეთ დროს მეტად გრძნობ - საკუთარი თავის ამარა ხარ დარჩენილი. ზოგიერთი ადამიანისთვის საკუთარი თავიც კმარა, მაგრამ არა ისეთებისთვის ვინც ოჯახური სითბოს ფასი იცის. ალბათ ჩვენ ოჯახში ბებია იყო დამაკავშირებელი რგოლი; ის ახერხებდა ჩვენს ერთ მაგიდასთან შეკრებას. ის გვაიძულებდა ერთმანეთის მოსმენას და ერთმანეთის აზრების პატივისცემას. ბებიას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ტყუპები ინტერნატში სწავლობენ, ჩემი და გათხოვდა, დედაჩემი არ მელაპარაკება მას შემდეგ, რაც მის ახალ ქმარს კვერცხების მოჭრით დავემუქრე. ფიქრობს რომ, მისი მშურს. წარმოგიდგენიათ?! საკუთარი დედა ფიქრობს, რომ მისი ავადმყოფურად ეჭვიანი, სადისტი ქმრის მშურს. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მის დაცვას ვცდილობ! ან იმიტომ რომ, არავინ მყავს! თუმცა როგორ გინდა ვინმე გყავდეს, როცა ყველა კაცი რომელიც ჩვენ ცხოვრებაში არსებობდა ნაგავი აღმოჩნდა მამაჩემის ჩათვლით.
იმ დილით ჩვეულზე მეტი დრო დაუთმო ვარჯიშს, ტყეში მარტო იყო, თითქოს მთელი კაცობრიობა მიწამ შთანთქა. მხოლოდ ის, ყინულიანი ტალახი, რამდენიმე საათის უკან გრიგალად მყოფი ცივი სიო და ალაგ-ალაგ განათების ბოძებსა და მავთულებზე შეფენილი ყვავები. ძალიან შორს წავიდა. იმდენად შორს, რომ გონს რომ მოეგო არაფერი ეცნო. დაიღალა. გამობრუნება გადაწყვიტა. - "დღეს შობაა, არავის სცალია სარბენად შენს გარდა"- ნიშნის მოგებით უთხრა თავს და შინისკენ გაემართა. გულის სიღმეში მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ეძებდა. ის აკლდა. უცნობი, რომელიც ყოველ დღე მასავით სისხამ დილით ვარჯიშობდა. -"ალბათ მას მაინც ყავს ოჯახი" - ის იყო გაიფიქრა, რომ ტყის სიღრმეში ნაცნობ სილუეტს მოკრა თვალი.
- დილა მშვიდობის - მხიარული ღიმილით გასძახა უცნობს - შობას გილოცავ!
- მეც გილოცავ - დაიბრუნა პასუხი, მაგრამ უცნობის ხმაში მეტი გაკვირვება თუ რაღაც მაგდაგვარი იგრძნობოდა ვიდრე შობის სიხარული. შეიძლება უბრალოდ იმიტომ, რომ უცნობებთან ლაპარაკი ჩვევად არ ჰქონდა ან იმ დილით არავის ელოდებოდა იქ.
- მეგონა მხოლოდ მე ვიყავი ასეთი მარტოსული - ლიზას რატომღაც აუტანელი სურვილი იპყრობდა მთელი ცხოვრებისეული ბოღმა ამ დილით ენთხია - არც შენ გელოდება ოჯახური სადილი და თბილი კაკაო?
უცნობს ვერ გადაეწყვიტა ვიღაც გიჟს გადაეყარა თუ ბედმა გაუღიმა და თანამოაზრეს შეახვედრა. თუმცა ფაქტი იყო ისინი აქამდეც არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს და არაერთხელ უფიქრიათ "ესეც ჩემნაირი არანორმალურია"-ო დასაკარგი რა ჰქონდათ?!
- ვფიქრობ შეგიძლია თბილი კაკოთი შენც გამიმასპინძლდე - გაყინული ხელები მოიფშვნიტა უცნობმა და სასროლად მომართულ შაშხანა ფეხის მსუბუქი მოზრაობით დამალა ფოთლებში. ერთ დღეში უკვე მეორედ ჩაეშალა გეგმა, ეს უკვე მინიშნება იყო.
- მე ლიზა ვარ! - თბილი ღიმილი შეაგება ლიზამ მოახლოებულ უცნობს.
- მარტინი.
- შობას გილოცავ მარტინ.
- შენც გილოცავ - გაიღიმა მან და გაყინული ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
საოცარი ღიმილი ჰქონდა მარტინს გულღია და ამავდროულად სევდით სავსე. თხელი, სიცივისგან გალურჯებული ტუჩები და ქათქათა კბილები მეტად უცნაურ იერს სძენდა, თუმცა ლიზა თავად თვლიდა თავს „მის უცნაურობად“ და მარტინის ვიზუალური უცნაურობები საერთოდ არ ადარდებდა.
იმ დღეს გვიან საღამომდე შერჩნენ ორი აქამდე უცნობი ადამიანი, ისე თითქოს მთელი ეს დრო უერთმანეთოდ არც უარსებიათ. საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, ძველ ფილმებს უყურებდნენ და ისევ ხუმრობდნენ. მათი ცხოვრება ნელ-ნელა ივსებოდა სიცოცხლით, მაგარამ ამ სიცოცხლის უკან ისევ ჩვეული ცხოვრება იდგა. მხოლოდ ახალი დღის გათენება იყო საჭირო მის დასაბრუნებლად. და ეს დილაც გათენდა.


***
მარტინი დილაუთენია დაბრუნდა ტყეში. შაშხანა იპოვა და სანდროს ძებნას შეუდგა.
-"მაინც რა ბედი აქვს ამ არამზადას" - ჩაიბუტბუტა უკმაყოფილოდ. -"ყოველთვის ახერხებს ხელიდან დამისხლტეს"
მარტინი მონადირე ძაღლს ჰგავდა, რომელმაც კვალი აიღო და შეჩერებას აღარ აპირებდა. ბრაზობდა, რომ სანდროს მფარველი ანგელოზი თუ ბედისწერა ყოველთვის ერთი ნაბიჯით ასწრებდა. თუმცა ის მიზანდასახული ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებოდა და ღრმად სწამდა - მისი დროც დადგებოდა.
მარტინს არ უყვარდა ადამიანები. უფრო სწორედ მათთან კომუნიკაცია არ უყვარდა. არც შინაური ცხოველები უყვარდა. მხოლოდ რამდენიმე ამოჩემებული მარადმწვანე ბუჩქი იმსახურებდა მის პატივისცემას, როგორც გამძლეობის და გადარჩენის სიმბოლო. ადამიანური სისუსტეები კი საერთოდ სძულდა. სენტიმენტები, რომანტიზირებული სისულელეები, სიცრუეში გახვეულ და ლამაზად შეფუთულ უსუსურებად მიაჩნდა. მისი ერთადერთი მეგობარი ბატონი სემი ანუ სნაიპერული შაშხანა იყო. როგროც ამბობდნენ ღმერთმა შექმნა ადამიანი, კოლტმა კი გაათანაბრა. მას მოსწონდა კოლტი და გათანაბრების პრინციპი. ერთხელ სადღაც ალ კაპონეს გამონათქვამიც წაიკითხა, რომელიღაც სოციალურ ქსელში თუ მოსაცდელში ნაყიდ ჟურნალში ზუსტად არ ახსოვდა. თუმცა შინაარსი კარგად დაამახსოვრდა. ის ამბობდა: განსჯა ღმერთის საქმეა მე უბრალოდ მათ შეხვედრას ვუკეთებ ორგანიზებასო. რაღაც გაგებით ისიც თვლიდა, რომ მხოლოდ ამ შეხვედრის ორგანიზატორი იყო და მეტი არაფერი. ღმერთის სწამდა, თავისებურად მაგრამ მაინც. ბედისწერისაც სჯეროდა. ფიქრობდა რომ, შემთხვევით არაფერი ხდება. დამთხვევებისაც არ სჯეროდა. სულ ეძებდა მიზეზს რა, რის გამო ხდებოდა. ახლაც ფიქრობდა, რომ ბედისწერა იყო ჩარეული. სხვაგვარად ერთ დღეში ორჯერ ვერ გადააწყდებოდა სამიზნეს და ორჯერვე ბოლო მომენტში არ ჩაეშლებოდა გეგმა.
მოქმედების გაგრძელება სახიფათოდ ჩათვალა. ხალხმრავლობა ყოველთვის კარგ საფარად მიაჩნდა, მაგრამ პატარა ქალაქებში პირიქით იყო. უამრავ ნაცნობ იერში, ერთი უცხო სახე თითქოს ყვიროდა ყურადღება მომაქციეთ, დამიმახსოვრეთ, არიქა ეს მე ვარო. იმ დღეს კი სწორედ ასეთი ხალხმრავლობა იყო და არავინ იცოდა კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. მოსახლეობა ერთსულოვნად ცდილობდა ქარიშხლის შედეგებთან გამკლავებას და ამ ერთსულოვან მცდელობაში დაებრუნებინათ მისთვის პირვანდელი სახე მარტინი მხოლოდ ტრაგედიის დავიწყების უსუსურ მცდელობას ხედავდა. ესაცოდავებოდა ხალხი, რომელიც თითქოს ბუნებას უმტკიცებდა, რომ მასზე ძლიერები, მასზე მტკიცენი და მასზე ჭკვიანები იყვნენ. საერთო ჯამში სძულდა სამყარო რომელშიც ცხოვრობდა. ამაზრზენად თვლიდა ყოველდღიურობის ჭაობში დამხრჩვალ თავისუფალ სულებს და კიდევ უფრო ამაზრზენად გაზულუქებულ უსაქმურებს, რომლებიც ამ დამხრჩვალი სულების ხარჯზე ისქელებდნენ ჯიბეებს. სახელმწიფოც სძულდა, თავიდან არა, მაგრამ ახლა სძულს. სძულს რადგან ყველაფერი რაც გააჩნდა მან მისცა და მანვე წაართვა.
ბავშვთა სახლში გაიზარდა, არანაირი განათლება გარდა წერა კითხვისა, შემდეგ იყო სამხედრო სამსახური, შემდეგ კონტრაქტი, შემდეგ მეორე კონტრაქტი. არმია გახდა მისთვის ოჯახიც და ცხოვრების წესიც. ასე გრძელდებოდა მისიებიდან მისიებამდე, გადარჩენიდან გადარჩენამდე, იქამდე სანამ მტრის ზურგში მარტო არ აღმოჩნდნენ, ყოველგვარი დახმარების გარეშე. იმ დღეს მხოლოდ ორი ჯარისკაცი გადარჩა, მეთაური და რიგითი. ორი ცოცხალ-მკვდარი ადამიანი, რომლებიც მხოლოდ ფიზიკურად გადარჩნენ. შემდეგ იყო საავადმყოფოს პირქუში კედლები, ოპერაციები, რეაბილიტაცია და ბოლოს სოციალიზაცია. პენსია გაწეული სამსახურისთვის და წელიწადში ერთი დღე ვეტარანებისთვის. რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს? მხოლოდ რამდენიმე კითხვით შემოიფარგლა გამომძიებელი და ეს საქმეც ისევე მოულოდნელად დაიხურა, როგორ მოულოდნელობასაც მათი საზარბაზნე ხორცად გამეტება წარმოადგენდა.
მეთაური საიდუმლოდ იძიებდა რა მოხდა სინამდვილეში, იქამდე სანამ ზედმეტი ყურადღება არ მიიპყრო. შემდეგ კი როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მარტინი მარტო დარჩა, ანდერძად დატოვებულ შურისძიების გეგმასთან ერთად. სანდროც ამ გეგმის ნაწილი იყო. დიდი შურისძიების გეგმის ნაწილი პატარა გარიგებისთვის, რომელიც რამდენიმე წლის წინ სანდროს მამამ და თავდაცვის სამინისტრომ აწარმოეს და რომელსაც მისი ოცეული ემსხვერპლა.

***

მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ლიზა ამ ქალაქში ჩამოვიდა ჩვეულებისთვის არ უღალატია. მხოლოდ ეს დღე იყო გამონაკლისი. თვალი რომ გაახილა ხუთის ნაცვლად 11 საათი სრულდებოდა. წინა საღამო გაახსენდა. მარტინის მომღიმარი სახე დაუდგა თვალწინ. რა ნაცნობი იყო ეს ღიმილი, როგორი ახლობელი, თითქოს მშობლიური... ტელეფონს დახედა, რამდენიმე წაუკითხავი შეტყობინება წინა საღამოდან. სულ ეს არის მისი ცხოვრების ფასი. დარეკვაც დაეზარათ. არავისგან გაკვირვებია ტყუპების გარდა. მაგრამ იქნებ ისინი აქეთ ელოდნენ მის ზარს და მათაც მასავით სწყინდათ?! გულმა არ მოუთმინა და მაინც დარეკა. დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდათ, მთელი წლის ნაგროვები თანხის ნაწილი გაუნაწილათ და ისე დაარიგა როგორც, მშობლები არიგებენ ხოლმე შვილებს. ის მათი უფროსი და და შეიძლება ერთადერთი მშობელიც იყო, მას შემდეგ რაც ფორმალურად ყველა ყავდათ და სინამდვილეში არავინ დარჩათ. დედისთვის და დისთვის არ დაურეკავს. მათი ცხოვრება უკვე სხვა გრძედსა და განედზე გრძელდებოდა, ყველა საუბარი კი კამათით სრულდებოდა. იგრძნო რომ, მეტის არაფრის გაგება აღარ სურდა. ტყუპები კარგად იყვნენ, თვითონ კარგად იყო. მეტი არაფერი სჭირდებოდა დღის ხალისიანად დასაწყებად.
უზმოზე ყავას არ სვამდა. თვლიდა რომ, მწვანე ჩაიში მეტი კოფეინი იყო და მეტად შეეძლო გამოეფხიზლებინა. თუმცა დღეს განსხვავებული დღე იყო. კარადა გამოაღო, ქაღალდის პაკეტიდან დაფქული ყავის არომატი იფრქვეოდა. ყავა მოიდუღა და ფანჯარასთან მდგარ ხის ძველებური სტილის სარწეველა სავარძელში მოიკალათა. შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს სამყარო?! შეიძლება. მთავარია სწორ ადამიანებს შევხვდეთ და ყველაფრი შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს.
მზიანი დილა იყო, უჩვეულოდ ნათელი და თბილი. თოთქოს მზე ახლოს მოიწია, იმდენად ახლოს, რომ მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენა რჩებოდა ფერფლად ქცევამდე. მამაკაცების ნდობა უჭირდა, მაგრამ მარტინი მისთვის მამრობით სქესს არ მიეკუთვნებოდა, ის მონათესავე სული იყო. მონათესავე სულებს კი არც სქესი აქვთ, არც რასა და არც განსხვავებული მრწამსი გააჩნიათ. ყავის არომატმა, მზის სითბომ და წუხანდელიდან გამოყოლილმა სასიამოვნო ემოციებმა ცხოვრებას მეტი ხალისი შესძინა. სახლს გადახედა. თითქოს ნივთებიც მასავით იღიმოდნენ.
- "ახლა მაინც ავაწყოთ ნაძვის ხე" - უთხრა საკუთარ თავს და სარდაფის ხის, ჭრიალა საფეხურებზე დაეშვა.


თავი 4

შობის შემდეგ ქალაქის ცხოვრება შეიცვალა. ადამიანები შეიცვალენ. თითქოს ერთ მთლიანობად იქცნენ, ერთამნეთს დახმარების ხელს უწვდიდნენ, დამწუხრებულები, მაგრამ შრომაში ჩაბმულები. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ქუჩების წმედითა და სახურავების შეკეთებით იყო დაკავებული, ვისაც რა შეეძლო აკეთებდა. საავადმყოფოები გადაივსო, ყველგან საჭირო გახდა დამხმარე ხელი, ქალები სადილს მორიგეობით აკეთებდნენ სამეზობლოში აკრფილი პროდუქტებით, ბავშვები სასმელ წყალს და ცხელ ყავას თუ ჩაის სთავაზობდნენ შრომაში ჩაბმულ ადამიანებს. ასეთი ერთობა მხოლოდ დიდ ტრაგედიას შეუძლია გამოიწვიოს, დიდ დანაკარგს... მართლაც ის ღამე ნამდვილი ტრაგედია იყო. თითქოს ღვთის რისხვა დაატყდათ თავს. გარდაცვლილი დედა-შვილის დავიწყებას ვერ ახერხებდა, თვალის მოხუჭვაც არ შეეძლო, მუდმივად მათ სახეებს ხედავდა და ისევ ის შემზარავი კივილი ჩაესმოდა ყურში. რამდენიმე დღეში თითქმის მთლიანად წაიშალა ქარიშხლის კვალი ქალაქის ქუჩებიდან, ახალი წელი მოდიოდა, მაგრამ საახალწლო განწყობა არავის ჰქონდა! მოსახლეობა გარდაცვლილებს გლოვობდა, მერიის გადაწყვეტილებით არ მუშაობდა არც ერთი კლუბი და გასართობი ცენტრი, მხოლოდ რამდენიმე ლუდხანაში შეიძლბოდა უფლება მიგეცა თავისთვის ცოტა მოდუნებულიყავი. ქეითი ალკოჰოლს არ ეტანებოდა, არც ასეთ ადგილებს სტუმრობდა ხოლმე, კლუბები ერჩივნა, ამოჩემებული ადგილები ჰქონდა და ხშირი სტუმარიც იყო ამ ადგილების. ის ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ყოველთვის მიაჩნდა, რომ მისი ადგილი აქ არ იყო. რაღაც უფრო დიდი, რაღაც უფრო მეტი უნდოდა. სკოლის შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია, მწერლობაზე ოცნებობდა და სულ ბლოკნოტი და კალამი ეჭირა ხელში, რაც თავი ახსოვდა. ერთხელ სცადა დიდ ქალაქში გადაბარგება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ისე ჩაერთო ცხოვრების ფერხულში, რომ გადაღლილს ჭამის და გადავლების თავიც არ ჰქონდა. წერის კი არა თმის დასავარცხნი დრო არ რჩებოდა. მუშაობდა იმისთვის, რომ გადასახადები ეხადა და ელემენტარული ხარჯები დაეფარა. ბინის ქირა სამჯერ და შეიძლება ოთხჯერ ძვირიც იყო ვიდრე მის ქალაქში. ბინა სიტყვის მასალად ერქვა თორემ სინამდვილეში ერთი ოთახი იყო აბაზანით სასტუმროს ნომერივით. რომ არა გაზქურა და ონკანი მართლაც სასტუმროს ნომერი გეგონებოდათ. ერთი საწოლი და პატარა მაგიდა, სადაც ორი ადამიანი თუ მოთავსდებოდა. უყურებდა ამ აივნისხელა ბინას და ფიქრობდა - "ნუთუ ამისთვის ღირს წვალება?!" მისი სახლი ამ უჟმური, თალხისფერი ოთახისგან განსხვავებით ნამდვილი სასახლე იყო და ის ნამდვილი პრინცესა ამ სასახლეში. მას ნამდვილად შეეძლო ყოფილიყო პრინცესა, საკუთარი თავის რწმენა ოდნავ მაინც რომ ჰქონოდა. მაგრამ ის შინაგანად ერთი დაკომპლექსებული, უენო ბავშვი იყო, რომელსაც სითამამის ნიღაბი მოერგო და წარმატებით ახერხებდა არასწორი ადამიანების ყურადღების მიპყრობას. იმ ღამესაც ასე აღმოჩნდა იმ კაცთან ერთად, რომლის სახელიც კი არ იცოდა, არც სჭირდებოდა რომ სცოდნოდა, რომანის გაბმას კი არ აპირებდა. პირიქით, მეტი პირადი სივრცე სჭირდებოდა, უბრალოდ იმ დღეს ასე გამოვიდა, მხოლოდ ერთხელ მასაც ქონდა უფლება ერთი დღით ეცხოვრა... მას შემდეგ რაც დევიდს დაშორდა არავის შეხვედრია, დევიდი დიდ ქალაქში გაიცნო წვეულებაზე, სამსახურისთვის თავი უკვე დანებებული ჰქონდა და მშობლიურ სახლში დაბრუნებას აპირებდა. წამოსვლამდე თავს უფლება მისცა კლუბებს წვეოდა. თითქმის წელიწადზე მეტი იცხოვრა და ისე, როგორ წამოვიდოდა იქიდან ერთხელ მაინც არ წასულიყო წვეულებების მეფედ წოდებული პოლის საღამოზე. რაც დანაზოგი გააჩნდა და მშობლებისგან დატოვებული მცირე ბიზნესიდან გადანახული თანხებიც, რომელსაც ყოველ თვე უგზავნიდა დეიდა მერი ერთ თვეში დაანიავა იმ საღამოს შემდეგ. წვეულბის მოსაწვევი დიდი წვალებით, მაგრამ მაინც იშოვა, ფერიას გავდა და მოჩვენებითი სითამამის ნიღაბიც სწორედ იმ დღეს მოირგო პირველად სხვა გოგონების მიბაძვით, მანამდე კი მართლაც მოჩვენებასავით იყო, ზედმეტი გაღიმებისაც კი ერიდებოდა, მაგრამ ამ დღეს დასაკარგი რა ჰქონდა შეეძლო ნებისმიერი ვინმე გამხდარიყო ვისაც წარმოიდგენდა, იქ ხომ არავინ იცოდა მის შესახებ არაფერი, -"მხოლოდ ერთი დღით მე მე არ ვიქნები - გადაწყვიტა მან, - ეს პოლის წეულებაა, შემიძლია გონების დაკარგვამდე გავერთო და ხვალ მაინც არავის არაფერი ემახსოვრება". მართალი იყო, მეორე დღეს არავის ახსოვდა, თავად მასაც კი არაფერი ახსოვდა. თვალი რომ გაახილა თალხისფერი ოთახის ნაცვლად სასტუმროს ძვირადღირებულ ნომერში იყო. გამჭვირვალე შუშის ფასადიდან ქალაქის ხედი მოჩანდა, მაშინვე მიხვდა სადაც იყო მაგრამ იქ როგორ მოხვდა წარმოდგენა არ ჰქონდა. ნომერში მის გარდა არავინ იყო. "ჯანდაბა" გაიფიქრა მან და საწოლის ბოლოზე დადებული ხალათი მოიცვა. საწოლის თავთან ტუმბოზე ჭიქა წყალი და ასპირინი იდო, ვიღაცას წინასწარ ეზრუნა ყველაფერზე. გრილმა შხაპმა, ასპირინმა და გამოძინებამ ცოტა აზრზე მოიყვანა. ცოტა ხანში კარზე კაკუნიც გაისმა და ოთახში შემოპატიჟების შემდეგ უნიფორმაში გამოწყობილი პერსონალი შემოვიდა. ბატონს აინტერესებს მასთან ერთად თუ ისაუზმებთო. "ბატონსო" უცებ დაუტრიალდა თავში ყველაფერი. რაღაცეები ბუნდოვნად გაახსენდა, მაგრამ რა იყო რეალობა და რა არა, ამის გარჩევა მის გონებას არ შეეძლო. ტანსაცმელი მოიკითხა წვეულების კაბა მეორედ ჩასაცმელად ნამდვილად აღარ ვარგოდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, აქედან ხალათით ხომ არ წავიდოდა... პერსონალი ვერანდისკენ წაუძღვა, იქიდან მართლაც მომაჯადოვებელი ხედი იშლებოდა, ვერანდაზე კი ეგზოტიკური მცენარეები აფრქვევდნენ სასიამოვნო სურნელს. "ბატონი" ახალგაზრდა ყმაწვილი აღმოჩნდა სასტუმროს მეპატრონის ვაჟი, როგორც კი დაინახა ქეითი გულიანად გადაიხარხარა და ფეხზე წამოიჭრა
- დარწმუნებული ვარ არაფერი გახსოვს, მაგრამ არ იდარდო ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ, წუხელ დიანამ მოგხედა - ხელით ანიშნა ქეითს სასტუმროს პერსონალზე - მიყვარს მხიარული ხალხი - განაგრძობდა ის - აბა რაო რას ვწერო? ქეითს მეგობრული ჟესტების ფონზე გულზე მოეშვა და თვითონაც სცადა იუმორში აყოლოდა. იმ დღიდან მოყოლებული მეგობრობენ ის და მაიკლი. ქეითი დიდხანს უღწერდა მას მეხსიერებაში ჩარჩენილ სახეებს, განსაკუთრებით იმ ერთს რომელმაც თითქოს მთელი მისი არსება შეარყია. - რატომ მოგწონთ გოგოებს პრობლემური ბიჭები ? - გულწრფელი გაოცებით იკითხა მაიკლმა და მხრები აიჩეჩა. - იცნობ? - რა თქმა უნდა, მაგრამ შენთვისვე აჯობებს თავი შორს დაიჭირო! - რატომ ? - გრძელი ისტორიაა, ნარკოტიკები, დეპრესია, ოჯახური დრამები, სკანდალური ოჯახია, ჯობია საერთოდ არ მიეკარო. - ოკ. - უხალისოდ დათანხმდა ქეითი და სასაუბრო თემა გადაიტანა - შენთან ვალში ვარ - უთხრა მაიკლს - გუშინდელის გამო. - ვიცი - გაიღიმა მან - წუხელ მითხარი რომ წასვლას აპირებდი. - კი ასეა - 1 თვით დარჩი და ვალი გადახდილი იქნება - 1 თვით? - შეიცხადა ქეითმა - კი მხოლოდ 1 თვე, აქ იცხოვრებ შენ ნომერში და საკრედიტო ბარათსაც მოგცემ, დანარჩენს დიანა მოაგვარებს - იქვე მოფუსფუსე პერსონალს გახედა მაიკლმა. - ჩემი დარჩენა რაში გჭირდება ? - სიმართლე გითხრა დაჭირვებით არაფერში, მაგრამ კარგი კომპანიონი არ მაწყენდა სანამ აქ ვარ. - არამგონია დავრჩე, ახლა კი ჯობია წავიდე - უთხრა მაიკლს, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და თავის დაკვრით დაემშვიდობა დიანასაც. - კარგი რა, წინ მთელი თვეა - უკან გამოედევნა მაიკლი - კარგად გავერთობით და მერე თუ მოგინდება წადი, ეს საუკეთესო მოენტია ჩვენ ცხოვრებაში. მეც შემეშვებიან და შენც გაერთობი, სანამ ზაფხულია და საქმე არ გვაქვს ჩათვალე ზღაპრული შვებულებაა - არ ჩერდებოდა ის. - ვერ გადამარწმუნებ - დაბეჯითბით უმეორებდა ქეითიც. - დაგეხმარები შენი ნოველების კრებული გამოვცეთ. - უეცრად არსაიდან დაახეთქა მაიკლმა.
- რა?!
- დაგეხმარები გამოცემაში. - გაიმეორა მან.
- არა, არა ამის შესახებ საიდან იცი?
- წუხელ მომეყევი.... - ახლა გაახსენდა მაიკლს რომ ქეითს არაფერი ახსოვდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო, ქეითის გაცხარებას საზღვარი არ ჰქონდა, ეს მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მისი სულის ნაწილი, ის ხომ მისი თითეული პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრობდა, თითეული მათგანის ტკივილით და სიხარულით სულდგმულბდა მთელი ამდენი წლის განმავლობაში და ეს ვიღაც ფულიანი მამიკოს შვილი მისი სულით ვაჭრობდა იმ წუთში. მაიკლიც მალე მიხვდა ქეითის ფიქრებს და ცოტა უკან დაიხია.
- აღარასდროს შეეხო ამ საკითხს, - მკაცრად გააფრთხილა ქეითმა - დარჩენას თუ გადავწყვეტ გეტყვი. - უთხრა და იქიდან გიჟივით წამოვიდა, ესღა აკლდა ვიღაცას მის სულში ეფათურებინა ხელები!
ქეითი მართლაც დარჩა თვის ბოლომდე დიდ ქალაქში, მაგრამ თავის უღიმღამო თალხისფერი ოთახი არჩია სასტუმროში ცხოვრებას, ის და მაიკლი წვეულებებს არ ტოვებდნენ, ქეითი იმდენად მიეჩვია "ახალ ტყავს" რომ თითქმის მისი ნაწილი გახდა. ერთი შეხედვით ერთი გარყვნილი გოგო გეგონებოდათ, სინამდვილეში კი კოცნითაც არავიზე ეკოცნა ჯერ. დევიდსაც კიდევ რამოდენიმე წვეულებაზე შეხვდა და თავში მუდმივად მაიკლის სიტყვები უტრიალებდა - "მისგან თავი შორს დაიჭირე!" - ამიტომ მუდმივად ცდილობდა დისტანცია დაეცვა. თვის ბოლოც მოდიოდა, მაიკლს წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მის მაგივრად ლექციებს ვერავინ დაესწრებოდა. ქეითს უკვე ნაყიდი ქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, როცა კიდევ ერთხელ სრულიად შემთხვევით გადააწყდა დევიდს, ნასვამი დაცვას ეკამათებოდა რაღაცაზე. უკვე ეტყობოდა ჩხუბში გადაიზრდებოდა და მანაც გადაწყვიტა ჩარეულიყო. დევიდის მწვანე თვალები სასმლისგან უფრო მეტად პრიალებდნენ და რაღაცნაირად ასხივებდნენ. თუმცა ფხიზელს უფრო დეპრესიული გამოხედვა ჰქონდა ხოლმე. წინააღმდეგობა არ გაუწევია ისე გაყვა ქეითს იქიდან და იმ დღიდან დაიწყო მათი ამბავიც. დევიდი საშუალოზე მაღალი, მწვანეთვალება, შავგვრემანი ბიჭი იყო, გამხდარი, მაგრამ სხეულს ჯერ კიდევ ეტყობოდა ვარჯიშის კვალი. ძვირად ღირებული სამოსი და ავტომობილი მის სოციალურ სტატუსზე მიუთითებდნენ, მაგრამ მას ეს საერთოდ არ აინტერესებდა. ერთადერთი რისი ინტერესიც ჰქონდა საკუთარი ცხოვრებისგან გაქცევა იყო, გაქცევა მშობლების კონფლიქტისგან, ქონებრივი დავებისგან, პრესისგან, ყოველდღიური ცხოვრების რუტინისგან. და გასაქცევად ყველაზე ცუდი გზა აირჩია - ალკოჰოლი და ნარკოტიკები. მაიკლი მართალი იყო, მისი ოჯახი ჭაობს ჰგავდა მუდმივი სკანდალებით, მამამისის შვილის ასაკის საყვარებით, დედამისის თავშეუკავებელი გამოსვლებით და სამარცხვინო განცხადებებით. ფსიქოლოგიური სტრესებით და სახლში აუტანელი სიტუაციით. იმდენად აუტანელით, რომ მათ ოჯახში არც ერთი სააგენტოდან აღარ მიდიოდა დამხმარე პერსონალი. დალაგების პირობაც კი ასეთი იყო, რომ შინ არ უნდა ყოფილიყო არავინ. დევიდი ცუდი ბუნების ბიჭი არ იყო, პირიქით კეთილი და თავაზიანი ადამიანი გახლდათ, რაც თვითონ აკლდა იმას რომ გასცემდა, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა, რომ ჰქონდა ნარკოტიკებს ახლოსაც არ გაეკარებოდა. ეს მისი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემა იყო და ამ პრობლემამ მისი ცხოვრების ყოველი ნათელი წერტილი ნისლით დაბურა. ფიქრებში წასულმა ქეითმა გვიანობამდე იწრიალა საწოლში, სარეცელს ჯერ კიდევ ასდიოდა უცნობი მამაკაცის სურნელი, იგრძნო რომ ეზედმეტებოდა და საწოლში ვეღარ გაჩერდა. უკვირდა რომ აქამდე არ შეხვედრია, არა და მისთვის რომ გეკითხათ მთელ ქალაქს იცნობდა. ვერც სხვა ოთახებში იპოვა ადგილი და ლუდხანისკენ გაეშურა. უკვე წლებია მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ასეთი სიცარიელე მშობლების დაკარგვის შემდეგ არ უგრძვნია. გარეთ გამოსულმა უცნობის მანქანა ინტერესით შეათვალიერა - "რა უცნაურია, რომ ჯერ კიდევ არ მოუკითხავს" - გაიფიქრა მან და ტაქსში ჩაჯდა.
სანდროც ქეითივით ვერ ახერხებდა ნანახის დავიწყებას, სწორედ ამიტომ არ დაბრუნდა მანქანის წამოსაყვანად, თან გასაღებიც ქეითთან დარჩა და მისი მეორედ ნახვა საერთოდ არ ქონდა განზრახული. არა სიამოვნბით ნახავდა სხვა ვითარებაში, სხვა მიზნებით, მაგრამ ახლა საუბარი არ უნდოდა და ამიტომ არიდებდა თავს. მას საერთოდ არ უყვარდა უსიამოვნო თემებზე საუბარი. მომხდარის მერე მით უმეტეს... თანაგრძნობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ქვეცნობიერში მაინც უტივტივდებოდა ქეითის უსიტყვო ტკივილით და ცრემლებით გაჟღენთილი სახე, გარდაცვლილი დედა-შვილი და მოხუცი ქალის სულის შემძვრელი კივილი, რომელიც თითქოს ახლაც ისევ ისე აპობდა ჰაერს. - "ღმერთო მაღალო" - თავისდაუნებურად აღმოხდა მას და ქუჩას ფეხით დაუყვა. ციოდა მაგრამ არა აუტანლად. - "ესეც ჩვენი ახალი წელი - ფიქრობდა ის, - ვის სჭირდება ასეთი დღესასწაული". ისედაც დიდად არ უყვარდა დღესასწაულები უბრალოდ გართობა ერჩივნა სადმე ხმაურიან ადგილზე, ნაცნობ-მეგობრებთან ან უბრალოდ კლუბებში, ახლა კი ნამდვილად მოუწევს სახლში ჯდომა. არა მშობლებთან არაფრის გულისთვის არ წავა. ნეტავ შობამდე წასულიყო, ნეტავ არაფერი ენახა, ნეტავ შესძლებოდა დროის უკან დაბრუნება. იქნებ ის დედა-შვილი გადაერჩინა ან იქნებ სამუდამოდ გაქცეულიყო აქედან, ვინ იცის რას იზამდა, ვინ იცის, მაგრამ ამას ვეღარასდროს გავიგებთ. მის თავში უამრავი არაფრის მომცემი ფიქრი ირეოდა, აი ისეთი მარტო რომ დარჩები და თვითგვემას მიეცემი მეორე წუთში კი ზუსტად იცი, რომ იგივეს გაიმეორებ. ასე ჩაიარა მთელი ქუჩა, ამდენი ფეხით უკვე წლებია არ უვლია, - "ეს ხშირად უნდა გავაკეთო" - უთხრა საკუთარ თავს და ქუჩის გადაღმა ერთ-ერთ ლუდხანას მიაშურა. რომ სცოდნოდა ქეითიც იქ იქნებოდა ალბათ არც შეივლიდა, მაგრამ აბა საიდან უნდა სცოდნოდა?! არა თავიდანვე რომ შეემჩნია მაშინაც გამობრუნდებოდა, მაგრამ შემჩნევითაც არ შეუმჩნევიათ ერთმანეთი. სანდრომ შესვლისთანავე ნაცნობებს მიაშურა და იქიდან ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა შენი ახალი გოგოც აქ არისო. -"ესღა მაკლდა" გაიფიქრა მან მაგრამ არაფერი შეიმჩნია ისე გაემართა ქეითისკენ. უსიტყვო მისალმების შემდეგ მათ მაგიდასთან ჩამოჯდა.
- სანდრო - გაეცნო ქეითის თანამოსაუბრეს.
- ევა - გააცნო ქეითმა მეგობარი - უმცროსია ექიმია ჩვენს კლინიკაში, ახლა მიყვებოდა რომ მუშა ხელი არ ჰყოფნით და მოხალისედ ვაპირებ წასვლას.
- ?!
- სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ ავადმყოფის მოვლა შემიძლია - დარწმუნებით თქვა ქეითმა და თვალწინ გაურბინა იმ 4 წელმა ლოგინად ჩავარდნილ დედას, რომ უვლიდა დეიდა მერისთან ერთად.
- ჩვენ გამოცდილი ადამიანები მეტად გვჭირდება, ვიდრე თეორიის მცოდნეები - საუბარში ჩაერია ევა, რითაც ხაზი გაუსვა ქიეთის წამოწყების მნიშვნელობას. სანდროს საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონოდა, ნორმალურად არც კი იცნობდა, არც მივიდოდა, მინიშნება რომ არ მიეღო მეგობრისგან. ის ხომ ამპარტავნების ზენიტში იდგა, ქეითს რომ შეემჩნია და შორიდან მისლამებოდა ისიც შეიფერებდა და ამით ამოიწურებოდა ყველაფერი, მაგრამ ასეთი შეუმჩნეველიც არ იყო ამიტომ თავად მივიდა მათ მაგიდასთან და ერთი სული ჰქონდა წასულიყო იქიდანაც. რაც მთავარია ნაცნობებს ხომ მიანიშნა - "ახალ გოგოსთან" ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოსო.
- იქნებ თქვენც შემოგვიერთდეთ - სანდროს მიმართა ევამ - დახმარება მხოლოდ პროფესიული კუთხით არ გვჭირდება.
- საავადმყოფოები არ მიყვარს, ფიზიკურად არ გამოგადგებით, მაგრამ შემიძლია ფინანსურად დაგეხმაროთ.
- ნებისმიერ დახმარებას მივიღებთ ბატონო სანდრო - ევას ნაცვლად უპასუხა ქეითმა და წამოდგა - წამოდი ჩვენი წასვლის დროა. სანდროს და ქეითის მზერა ერთმანეთს შეხვდნენ. თითქოს თვალებით კამათობდნენ. "თურმე საავადმყოფოებს ვერ იტანს იდიოტი - ფიქრობდა ქეითი - რა ჯანდაბა უნდოდა ჩვენს მაგიდასთან. ჩვენ ხომ ერთმანეთის არავინ ვართ რას მოვიდა და ჩამომიჯდა ძველი მეგობარივით. თავიდანვე უნდა მიმებრძანებინა. ჩემი დევიდი არასდროს ჩამაყენებდა ასეთ უხერხულ სიტუაციაში". ჩემი დევიდიო ახლა სულ აირია, საიდან იყო დევიდი მისი განა თვითონ არ მიატოვა?! განა თვითონ არ უთხრა, რომ ვერ დაელოდებოდა?! განა თვითონ არ წამოვიდა, ისე რომ არც კი დამშვიდობებია? ახლაა დევიდი მისი? ახლა როცა გაიგო რომ რეაბილიტაციის კურსი გაიარა, ახლა მოუნდა? თუ დევიდი უნდოდა სანდროსთან რაღა ესაქმებოდა? სკამზე მოწყვეტით დაეშვა და თავი ხელებში ჩარგო. ევა და სანდრო ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ, საიდან უნდა სცოდნოდათ რა ქარცეცხლი ტრიალებდა მის სულში. "ეგოისტი ხარ - ლანძღავდა ქეითი საკუთარ თავს - ადამიანმა სამი თვე გთხოვა, სამად სამი თვე შენი უბადრუკი ცხოვრებიდან და ვერ დაელოდე! არ ენდე! არ დაუჯერე რომ შეძლებდა ნარკოტიკის გარეშე ცხოვრებას... არ დაუჯერე რომ თავს დააღწევდა მანიპულატორ მშობლებს, რომლებიც არაფერში ითვალისწინებდნენ და მხოლოდ აქეთ ითხოვდნენ მათთვის პრობლემები არ შეექმნა. ჯანდაბა ქეით შენ არაფრის ღირსი არ ხარ!". - თავის თავზე ბრაზობდა და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას სანდროსა და ევას. სანდროც ფიქრობდა რომ აქ არაფერი ესაქმებოდა, წავიდოდა კიდეც, მაგრამ ძალიან უცნაურად გამოჩნდებოდა ეს "მეგობრების" თვალში. ის კი ამას დიდ ყურადღებას აქცევდა.
- რა დაგემართა - ჰკითხა ევამ მეგობარს და სანდროც უცნაურად შეათვალიერა.
- სტრესის ბრალია - უპასუხა სანდრომ ქეითის ნაცვლად - გამოიძინებს და ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება. ევამ ისევ უნდობლად შეათვალიერა ორივე, მაგრამ ქეითი ხმას არ იღებდა და სანდროს თავისი ვარაუდების გამო ვერ განსჯიდა. ერთხანს ასე უხმოდ ისხდნენ, თვითგვემას მიცემული ქეითი, გაურკვევლობაში მოხვედრილი ევა და სანდრო, რომელსაც ერთი სული ჰქონდა გასცლოდა იქაურობას. ბოლოს ისევ სანდრომ დაარღვია სიჩუმე
- წამოდი სახლში წაგიყვან - უთხრა ქეითს და სკამის საზურგეზე ჩამოკიდებული ქურთუკი მოასხა მხრებზე. ქეითიც უხმოდ ადგა, ჩანთას ხელი მოკიდა ევას დაპირდა ხვალ ყველაფერზე ვისაუბრებთო და გასასვლელისკენ დაიძრა. სანდროც უკან გაყვა, მაგრამ ქეითმა შეაჩერა
- საჭირო არ არის, მით უმეტეს რომ ჩვენ შორის აღარაფერი მოხდება. სანდროს არც უფიქრია, რომ ისევ შეიძლებოდა მომხდარიყო რამე, არც ის აპირებდა მასთან რომანის გაბმას. პირიქით რაც შეიძლებოდა შორს სურდა ყოფნა ამ ქალისგან. იმ არასასიამოვნო მოგონებებისგან მოსვენებას რომ არ აძლევდნენ. არც დღეს და არც სხვა დღეებში არ გეგმავდა მის ნახვას. არც გაცილებას შესთავაზებდა, უბრალოდ არ იცოდა სხვაგვარად როგორ დაესრულებინა ეს უხერხული სიტუაცია. ევას მაინც ეთქვა მე მივიყვანო მაშინვე გადგებოდა გვერდით... სანდრომ თვალი მოავლო ლუდხანას, იქაურობა აუტანლად მოეჩვენა და თავადაც აღარ მოუნდა დარჩენა, ნაცნობებს შორიდან დაემშვიდობა და ქეითთან ერთად გამოვიდა. ხმა არც ერთს ამოუღია ისე გადაჭრეს გზა და ტაქსოპარკისკენ გაემართნენ.
- საით ახალგაზრდებო? - ჩამოწეული შუშიდან იკითხა მოხუცმა მძღოლმა.
- ქალბატონი მიიყვანეთ - უთხრა სადრომ და აშკარად იმაზე ბევრად მეტი გაუწოდა მძღოლს ვიდრე საჭირო იყო.
- ამდენს ვერ გამოგართმვთ - იუხერხულა მოხუცმა.
- გამოართვით! - საუბარში ჩაერია ქეითი და მანქანაში ჩაჯდა - ამით არაფერი დააკლდება... მოხუცმა უხერხულობისგან თავი ჩახარა, ნებისმიერი სხვა რომ ყოფილიყო აუცილებლად გამოართმევდა და სასწრაფოდ გაეცლებოდა იქაურობს არიქა და არ გადაიფიქროსო, მაგრამ მოხუცი არ იძვროდა.
- წავიდეთ! - ზრდილობიანად სთხოვა ქეითმა. მას მართლა სურდა რაც შეიძლება მალე გასცლოდა იქაურობას. სანდროს არ დამშვიდობებია, არც მადლობა უთქვამს. არც დაფიქრებულა ამაზე თორემ დაემშვიდობებოდა მაინც. ისევ თვითგვემას მიცემული როგორ მივიდა სახლამდე არც კი ახსოვდა. არც მოხუცს ამოუღია ხმა მთელი ეს დრო. თითქოს უსიტყვოდ უთანაგრძნობდა გოგონას, რომელიც მის შვილიშვილებზე ოდნავ უფროსი თუ იქნებოდა ან შეიძლება არც ყოფილიყო. ქეითი არც მძღოლს დამშვიდობებია, უსიტყვოდ გადმოვიდა მანქანიდან და ფეხარეული გაემართა სახლისკენ. ერთხანს ვერანდაზე შეყოვნდა, მიხვდა რომ არც სახლში ყოფნა უნდოდა, მოტრიალდა მაგრამ ტაქსი უკვე წასული დახვდა. უღიმღამოდ ჩაიქნია ხელი და სახლში შევიდა. გაახსენდა რომ საძინებელში ჯერ კიდევ სანდროს სურნელს გრძნობდა და იმ წუთში თავიც ეზიზღებოდა, სანდროც და ის ოთახიც. ერთადერთი რაც სურდა მაიკლთან საუბარი იყო, მხოლოდ მან იცოდა ყველაფერი, მხოლოდ მას შეეძლო გაეგო, როგორ უნდოდა ჩახუტებოდა და ბევრი ეტირა, მისგან ყველაფერს უსიყტვოდ მიიღებდა საყვედურებსაც, კრიტიკასაც, ჭკუის სწავლასაც... საერთოდ ყველაფერს... რას არ დათმობდა ახლა რომ მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ის ოკეანის გადაღმა ეგულობედა და ტელეფონიც უსუსურად მიაგდო... მოუნდა ეყვირა, მაგრამ ამის ძალაც არ ქონდა და იქვე დივანზე მიიკუნტა ფიქრებარეული.


***
მარტინს ისევ სამიზნეში ჰყავდა სანდრო, როცა ქეითს აცილებდა, მაგრამ მოულოდნელად ტაქსი გაჩერდა და სამიზნის ნიშნულში ლიზას სახე გაკრთა. მზად იყო ესროლა, მაგრამ ლიზას გამოჩენამ კიდევ ერთხელ ჩაუშალა გეგმა. მასთან ერთად არ სურდა, მაგრამ ზუსტად ვერ გაეგო რა უშლიდა ხელს, აქამდე მსგავსი დამოკიდებულება არავის მიმართ ქონია. არ სურდა ის ერთი ლამაზი დღეც სისხლში გაესვარა, რომელიც იმ იშვიათ მოგონებებს განეკუთვნებოდა, რომელიც თითქმის არ ჰქონდა.
- იღბლიანი ხარ ნაბი*ვარო - ჩაილაპარაკა თავისთვის და შაშხანა გადადო.


თავი 5

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ირაკლი ყოველ დღე მიდიოდა უცნობის სანახავად იმ იმედით, რომ ერთ დღესაც გაღვიძებული დახვდებოდა, თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა, ექიმები ამბობდნენ რომ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს და ახლა ყველაფერი თავად პაციენტზე იყო დამოკიდებული.
- როგორ თუ პაციენტზე? _ გაიკვირვა ირაკლიმ. არ ესმოდა რა უნდა ყოფილიყო დამოკიდებული კომაში მყოფ ადამიანზე იმაზე მეტი ვიდრე ექიმებს შეეძლოთ გაეკეთებინათ მის გასაღვიძებლად.
- მომისმინე შვილო - უთხრა ერთ-ერთმა ასაკოვანმა ნეიროქირურგმა, როცა მისი გულწრფელი გაოცება შენიშნა - ადამიანის ტვინი ერთი დიდი გამოცანაა, ხომ ხედავ სურათზე ყველაფერი რიგზეა, ყველა რეფლექსი მუშაობს და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია, არაფერი უშლის ხელს, მაგრამ მაინც არ იღვიძებს, თითქოს ღრმა ძილშია და გამოღვიძება არ უნდა. ეს მის სურვილზეა დამოკიდებული, მის გადარჩენის ინსტიქტზე, მის სიცოცხლის წყურვილზე - უხსნიდა ექიმი რაც შეიძლებოდა ადამიანურ ენაზე ლათინური აბდა-უბდას გარეშე. (თურმე ასეც შეიძლება თუ ნორმალური ადამიანი შეგხვდა და თავიდან არ გიშორებს ლათინური სიტყვების რახარუხით...)
ირაკლი ერთხანს ისევ იჯდა უცნობის პალატაში და დაკვირვებით ათვალიერებდა, შემდეგ ანას დიდი ხნის მეგობარს მარის უხმო, რომელიც მოხალისედ მუშაობდა საავადმყოფოში და სთხოვა თუ რამე შეიცვლებოდა მისთვის აუცილებლად გაეგებინებინა.
ირაკლის ხშირად უწევდა ქალაქის დატოვება სამსახურიდან გამომდინარე, ანა მიჩვეული იყო მის მივლინებებში სიარულს, მაგრამ პატარა ლუკასი ვერაფრით შეეგუა მამა ხან, რომ ჰყავდა და ხან არა. ეჭვიანობდა მის სამსახურზე ამბობდა, რომ გაიზრდებოდა ისეთ მამას იშოვიდა სულ რომ გვერდით ეყოლებოდა, არ იმუშავებდა და სულ მასთან ერთად ითამაშებდა. ირაკლი განიცდიდა შვილის ასეთ დამოკიდებულებას, გადაწყვიტა სამსახური შეეცვალა, მაგრამ ბავშვის ფსიქოლოგმა ურჩია რომ ორივესთვის უკეთესი იქნებოდა თუ ასე არ მოიქცეოდა. ლუკასი 7 წლის ცელქი, სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო. მრგვალი სახით და დიდი ბრიალა თაფლისფერი თვალებით, ღია ჩალისფერი თმითა და პატარ-პატარა, ბრტყელ-ბრტყელი ჭორფლებით. ცელქი და ონავარი, ცოტა ეგოისტი, როგორც ყველა განებივრებული დედისერთა. გულღია და ხალისიანი, ლაღი და თამამი და ცოტა მავნეც, როგორც ყველა ბავშვი მის ასაკში. ყველაზე მეტად სიჩუმე და სიცარიელე არ უყვარდა, მამის გარეშე კი სახლი თითქოს ცარიელი იყო. ანას უყვარდა სიჩუმე, წიგნის კითხვა და მოდური ჟურნალების თვალიერება. ქსოვაც უყვარდა, მოკალათებდა ხოლმე დივანზე და საათობით ქსოვდა ფიქრებში გართული. ლუკასს კი სძულდა ქსოვაც და კითხვაც. ყველაფერი სძულდა რაც მისთვის სიჩუმესა და მოწყენილობასთან ასოცირდებოდა. ძილის წინ ზღაპრების მოსმენა უყვარდა მხოლოდ და დედაც სულ უკითხავდა. აი მამა კი სულ სხვა საქმე იყო. ყოველთვის მხიარულად ატარებდნენ დროს, ხან რას მოიფიქრებდნენ და ხან რას, მერე კი სახლიც თითქოს თავდაყირა იდგა მათთან ერთად. ბოლოს ასეთი გამგზავრებიდან დიდი დრო იყო გასული ახლა კი მაინც და მაინც ახალ წელს დაამთხვიეს ისედაც როგორი შობა ჰქონდათ.
- არსად წავალ, - მტკიცედ გადაწყვიტა გონებაში ირაკლიმ, ჯერ კიდევ მთელი სხეული სტკიოდა და მგზავრობაც გაუჭირდებოდა, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანი მიზეზი იყო. ახალი წელი მაინც ეკუთვნოდა ლუკასს.

***

ევას მეორე დამხმარე მარი ახალი წლის ღამესაც საავადმყოფოში ატარებდა, ამ ახალი წლისთვის გეგმები ჰქონდა, ანა მისი საუკეთესო მეგობარი იყო და ყოველ დღესასწაულს მათ სტუმრობდა, ირაკლისაც ძალიან უყვარდა მარი, ხალისიანი და გულღია მასავით ყოველთვის მზად სხვების დასახმარებლად... ამ წელსაც ელოდნენ, მაგრამ გადაწყვიტა, პაციენტებს მეტად სჭირდებოდა მისი იქ ყოფნა. ახალი წელი ყველგან ახალი წელია საავადმყოფოშიც კი. ფერადი ბუშტებით, შუშხუნებით და ტკბილეულით, მილოცვებით და კეთილი სურვილებით, მხიარული სიმღერებით და ხალისიანი განწყობით... საავადმყოფოშიც შეიძლებოდა თურმე პატარა ზეიმის მოწყობა...
უკვე შუაღამე იწურებოდა, როცა კომაში მყოფ პაციენტთან შევიდა და დივანზე მოხერხებულად მოიკალათა.
- ახალ წელს გილოცავ უცნობო - გაუღიმა მან და იქვე დადებულ წიგნს დასწვდა. მასაც ანასავით უყვარდა კითხვა, ოღონდ მისგან განსხვავებით ხმამაღლა კითხვა ერჩივნა. ახლაც იჯდა და ისეთი ხმით კითხულობდა, სპექტაკლის შესავალს რომ აქვს ხოლმე. თითქმის თენდებოდა წიგნი, რომ გადადო და თვალები მილულა. ჩაძინებამდე ფიქრებმა წაიღო, თავის უემოციო მსმენელზე ფიქრობდა მის გვერდით, რომ გაშოტილიყო და გაღვიძებას არ აპირებდა.
- ასე როგორ იცხოვრა რომ არც ოჯახი ჰყავს არც მეგობრები, ახალ წელსაც კი არ მოუკითხავს არავის! არადა როგორი სიმპტიურია, მეგობარი გოგოც არ ჰყავს ალბათ, თორემ ის მაინც ხომ მოაკითხავდა. -მსჯელობდა თავისთვის - იქნებ სულაც არ არის კარგი ადამიანი და მაგიტომ არ კითხულობს არავინ, იმედია ასე არ არის და მანიაკი არ გადაარჩინე ძმაო - ირაკლი იგულისხმა მარიმ და წარმოდგენაზე გააჟრიალა, მერე კი გაანალიზა, რომ ხმამაღლა ფიქრობდა. - ჯანდაბა ისევ ხამაღლა ვფიქრობ დატუქსა საკუთარი თავი - კიდევ კარგი არაფერი გესმის - უცნობს მიმართა მან და უძრავ სახეზე დააცქერდა - ან იქნებ გესმის კიდეც, მაგრამ რომ გაიღვიძებ თუ გემახსოვრება?! ჯანდაბა საკუთარ თავს ველაპარაკები თუ კომაში მყოფ ადამიანს ორივე სიგიჟეა! - ჩაილაპარაკა და პლედში ჩამალა თავი, თითქოს ეს დაიცავდა საკუთარი სიგიჟისგან, თუმცა გიჟი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.
საავადმყოფოს ადმინისტრაცია, თვალს ხუჭავდა მის გამოხტომაზე უცნობი პაციენტის პალატაში გაეთია ღამე. მთელ მის ხარჯებს ხომ მისი ახლობელი ანაზღაურებდა და თავად ისიც მოხალისედ მუშაობდა კლინიკაში, მაგრამ რა იქნებოდა ერთ დღესაც, მისი ოჯახი გამოჩენილიყო, როგორ მიიღებდნენ მოხალისე გოგონას იქ ყოფნის ამბავს, ან იქნებ ცოლი ყავდა და ღმერთმა იცის რა დღეს აწევდა, ქმრის პალატაში უცნობი მძინარე ქალი, რომ დახვედროდა.
- ყველაზე მცირე უხერხულობა გარდაუვალია თუ ოდესმე ვინმე მოაკითხავს ამ უბედურს! - ამბობდა განყოფილების გამგე, მაგრამ მარის მაინც არავინ უშლიდა იქ ყოფნას. ისიც შეეჩვია უცნობს, მასზე ჯერ როგორც სხვა რიგით პაციენტებზე ისე ზრუნავდა, მერე ირაკლიმ სთხოვა ყურადღების მიქცევა, როცა მისი მოხალისეობის შესახებ შეიტყო. მერე თავადაც ხშირად დახედავდა ხოლმე და უპასუხო დიალოგში შედიოდა. დიალოგის რა გითხრათ შეკითხვებს სვამდა და სავარაუდო პასუხებს არჩევდა. როგორი რთული და ამავდროულად როგორი ადვილია თავად შექმნა ადამიანის სახე, უცნობი მისთვის ჯერ არ დაწერილი წიგნის პერსონაჟს ჰგავდა, მწერალი რომ ჩაფიქრდება აღწერის წინ ზუსტად ისეთს. რასაც გინდა რომ წარმოიდგენ ხან საკუთარი წარმოდგენები, რომ დაგცემს თავზარს აი მაგალითად ისეთი სერიულ მკვლელად რომ წარმოიდგინა ან ისეთი ოცნების პრინცად რომ იქცევა და მთელ ჯადოსნურ სამყაროს გადაგიშლის. ნეტავ სინამდვილეში როგორი იყო? ფიქრობდა ის და მზრუნველი თვალებით დასცქეროდა. ასე გაიარა მთელმა კვირამ და ვინ იცის წინ კიდევ რამდენი დღე თუ კვირა იყო დარჩენილი პასუხების მიღებამდე, შეიძლება თვეებიც და წლებიც ექიმებისთვის რომ გეკითხა.
არა ამდენი დრო ვერ დარჩებოდა მარი მოხალისედ, მასაც ჰქონდა ცხოვრება, სამსახური და სხვა პასუხისმგებლობები სხვა ადამიანების წინაშე.

***

სანდრო დიდხანს დაეხეტებოდა მარტო ღამის ქუჩებში. როგორც ვთქვით ფიქრი დიდად არ უყვარდა, მითუმეტეს უსიამოვნო ფიქრები, მაგრამ თავს ვეღარაფერს უხერხებდა. სიარული არ ღლიდა, არადა სწორედ ამ მიზნით დაიწყო ხეტიალი, დავიღლები და დაძინებას შევძლებო. არა კიდევ ერთი ასეთი ღამე და ექიმთან წავიდოდა, ამის ატანას არ აპირებდა! უკვე თენდებოდა, რიჟრაჟთან ერთად სიცივემ იმატა, მაგრამ ის ვერაფერს გრძნობდა, ისევ მიდიოდა და რაც უფრო თენდებოდა მით უფრო იხევდნენ უკან ბნელი ფიქრებიც... არც გაუაზრებია როგორ აღმოჩნდა საკუთარ მანქანასთან. იმ დილის შემდეგ აქ დაბრუნება ყველაზე ნაკლებად სურდა. – “აქ რა მინდოდა?!” - თავის თავზე გაბრაზდა და ქუჩა გადაჭრა. ზუსტად იმ ადგილზე იდგა სადაც ის მოხუცი ქალი, გულში რაღაც ჩაწყდა, რაღაც მწველი და მტკივნეული ჩაიღვარა. უცხო გრძნობა იყო მისთვის, რაღაც ახალი და უჩვეულო. უსიამოვნო და ამავდროულად იგრძნო, რომ ისევ ცოცხლობდა. დიდი ხანია უკვე სიცოცხლეს ვეღარ გრძნობდა, ალბათ მას შემდეგ რაც სტუდენტობის წლებიც გაფრინდა... დაავიწყდა ბოლოს როდის იყო ბედნიერი. შეიძლება ბავშვობაში, მაგრამ იყო კი ნამდვილად ბედნიერი?! ან რა არის ნამდვილი ბედნიერება, რკინის გალავანით შემოსაზღვრული ეზო და სასახლის მსგავსი სახლი ნამდვილად არა, სადაც ოჯახის წევრებზე მეტი მომსახურე პერსონალი და უსაფრთხოების სამსახურია. და მაინც როდის იყო ბედნიერი? ალბათ იყო რამდენიმე მომენტი მის ცხოვრებაშიც, მაგრამ ახალა გახსენება არ შეეძლო. მის ცხოვრებაში ყველაფერი ამქვეყნიური ფუფუნება მარტივად მოდიოდა და არც ფასი ჰქონდა. არც ადამიანებს აფასებდა. ისინიც მიდიოდნენ და მოდიოდნენ. საცხოვრებელსაც ხშირად იცვლიდა, ამოწურავდა და მიდიოდა. ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეეძლო . ან რატომ უნდა გაჩერებულიყო?! ისეთი არსად არაფერი ხდებოდა მისი ყურადღების მიქცევა რომ შეეძლო. უძრავად იდგა, გაყინული სახით, ისევ ის ხმა ჩაესმოდა ყურში და ძარღვებში სისხლი ეყინებოდა. მზე ნელ-ნელა იწვერებოდა. ხალხიც ამოძრავდა, ის კი ისევ ისე იდგა და ვერაფრით იცილებდა იმ დილით ნანახ სურათს. აქედან რაც შეიძლება შორს უნდა წასულიყო, თუ დავიწყება სურდა. ყველა და ყველაფერი ჩამოეცილებინა, რაც ამ ქალაქთან და ამ ხალხთან აკავშირებდა, ყველაფერი მოეშორებინა, მაგრამ ამ გრძნობებისთვის რა უნდა მოეხერხებინა არ იცოდა, ან ამ გამყინავი ხმისთვის ასე ცხადად რომ ჩაესმოდა. მხარზე შეხებამ გამოაფხიზლა, შემობრუნდა. ქეითი შერჩა ხელში, რომელიც მანქანის გასაღებს უხმოდ უწვდიდა.
- დაიტოვე! - ისე წარმოსთქვა თითქოს უბრალო ნივთი ყოფილიყო. - მე აღარ გამომადგება.
- არც მე მჭირდება! ჩემ სახლს მოაშორე და რაც გინდა ის უქენი.
- თვითონ მოაშორე - დაუდევრად მიუგდო სანდრომ და იქაურობას სწრაფი ნაბიჯით გაეცალა. ახლა ქეითი იდგა გაოგნებული, თუ მანქანა არა აბა რას აკეთებდა ეს ვაჟბატონი მისი სახლის წინ. ან მისი მანქანა ვის რაში სჭირდბოდა, ან რატომ უნდა დაეტოვებინა. ამას ვის გადაეკიდა, ისედაც აღიზიანებდა მისი არსებობა, მისთან გატარებულ ღამეს დიდ შეცდომად თვლიდა და ახლა ეს მანქანაც დაემატა, როგორც სასჯელი ყოველ სისხამ დილით, შეხსენება რომ ერთი დღით ცხოვრება არ არსებობს.
- დღესვე მოვაშორებ - გაიფიქრა ქეითმა და ტაქსი გააჩერა. ისევ ის მოხუცი შეხვდა წინა ღამიდან. ესღა აკლდა, კიდევ კარგი მოხუცს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა! ლაპარაკი კი არა ხმას საერთოდ არ იღებდა. ეს სიჩუმეც გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ ქალაქი დიდი არ იყო და საავადმყოფომდე მისვლას ათიოდე წუთიც არ დასჭირდა. ამჯერადაც არ დამშვიდობებია ქეითი მოხუცს, ეს რა დასჩემდა, გამარჯობა და ნახვამდის რაღა გახდა, ისევ თავის თავზე გაბრაზდა. ამ ბოლო დროს სულ ბრაზობდა საკუთარ თავზე. ან როგორ არ უნდა გაბრაზებულიყო, მისი ცხოვრება ერთ დიდ ნეხვს დაემსგავსა და ამაში დამნაშავე მხოლოდ თვითონ იყო. სიგარეტს გაუკიდა, საერთოდ არ ეწეოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ამასაც მიეჩვია. ბევრი მავნე ჩვევა გაუჩნდა ამ ბოლო დროს. არა, ასე გაგრძელბა არ შეიძლებოდა. ეს ქალაქი მისთვის ჭაობი იყო ერთფეროვანი, უმიზნო ყოველდღიურობით, ათასჯერ მაინც უფიქრია ერთ დღეს ავდგები და უბრალოდ წავალო, მაგრამ სად წასულიყო? დიდი ქალაქი გაახსენდა, არა იქ აღარ დაბრუნდება, იქ თუ იცხოვრბს ოცნება უნდა შეწყვიტოს. მხოლოდ იმუშაოს, იმუშაოს და ისევ იმუშაოს. ახალგაზრდობის წლები უპერსპექტივო სამსახურებში გალიოს. მაგრამ აქ რას აკეთებს?! აქ არც ეს უპერსპექტივო სამსახური აქვს და რომ არა დეიდა მერი ალბათ ოჯახური ბიზნესიც ან ჩამოეშლბოდა ან თავად გაყიდდა. თვითონ ბიზნესის მართვის არაფერი გაეგებოდა, ციფრებს საერთოდ ვერ იტანდა, მართალია სკოლაში კარგი ნიშნები ქონდა, მაგრამ ზედაპირულად ნასწავლი მხოლოდ ნიშნბადე მიჰყვებოდა, მერე კი მალევე დავიწყებას ეცემოდა. სახლის გაყიდვაზე არ უფიქრია, ეს სახლი მშობლებს და ბედნიერ წლებს ახსენებდა, სიმყუდროვეს უქმნიდა ალბათ ამიტომაც დაბრუნდა და ამიტომაც ინახავდა შემდეგი დაბრუნებისთვისაც. ფიქრობდა თუ არაფერი გამომივა ჩემი სახლი მაინც მიმიღებსო, ის მაინც დამელოდება რამდენი ხანიც არ უნდა წავიდეო, მართალიც იყო. სახლი მუდამ დაელოდებოდა, როგორი სევდიანიც არ უნდა ყოფილიყო მარტოობა ის მაინც იქ იქნებოდა მის მოლოდინში. -ნეტავ ადამიანებიც ამ სახლს ჰგავდნენ, მშვიდები, უბოროტოები და მოთმინებით სავსენი იყვნენ - ფიქრობდა ქეითი და გრძნობდა რომ თვითონაც არ ჰგავდა ამ სახლს. მოთმინება რომ შესძლებოდა დევიდს არ მიატოვებდა, დაელოდებოდა, გვერდით დაუდგებოდა, არ უღალატებდა მაინც... არა ფორმალურად არ უღალატია რამდენიმე თვის წინ დაშორდა და უფლება ჰქონდა ახალი ურთიერთობები დაეწყო, მაგრამ ეს გრძნობა მაინც უღრღნიდა გულს. მაინც როდის უღალატა, როცა მიატოვა თუ როცა სანდროსთან გაატარა ღამე?! მიტოვებაც ღალატია, როცა საყვარელ ადამიანს თანადგომა სჭირდება შენგან. იქნებ ეს უფრო მეტი ღალატი იყო ვიდრე სხვასთან გატარებული ღამე. დევიდს ხომ მისგან მხოლოდ სიყვარული და თანადგომა სჭირდებოდა?! ასეთი ეგოისტიც არ უნდა ყოფილოყო, ადამიანები იმსახურებენ მეორე შანსს. დევიდი ცდილობდა უკეთესობისკენ შეეცვალა ცხოვრება, შეეძლო ამ გზაზე მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მან საკუთარი გზა აირჩია. იმაში ცუდი არაფერია როცა საკუთარ გზას ირჩევ, მაგრამ ზოგჯერ არ ვიცით სად მიგვიყვანს ეს გზა, ან როგორი გასავლელი იქნება ია-ვარდით მოფენილი თუ ეკლიანი და უღრანი. იქნებ არც ღირს მარტო სიარული, იქნებ სხვისი გზაც არ არის მხოლოდ სხვისი და შეიძლება ერთ გზად იქცეს. იქნებ ამ გზაზე დევიდის გვერდით უნდა ყოფილიყო, იქნებ ერთად დაეძლიათ ყველაფერი და ბედნიერად ეცხოვრათ?! არა, ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება, მისი ცხოვრება კი არაფრით ჰგავდა ზღაპარს. საავადმყოფოში უამრავი ხალხი ირეოდა, მისაღებში, რეგისტრატურაში, კაბინეტების წინ ცოცხალი რიგი იდგა, თითქოს რაღაც ეპიდემიამ გადაურა ქალაქს. ევამ კი უთხრა ვერ ავუდივართ პაციენტებსო, მაგრამ მთლად ასე არ წარმოედგინა. პალატები გადავსებული იყო, კორიდორშიც პაციენტები იწვნენ, ექთნების მოსასვენებელ კაბინეტშიც და ყველა თავისუფალ სივრცეშიც სადაც საწოლის დადგმა შეიძლებოდა. ქეითის და მარის მოვალეობაში ევას დახმარება შედიოდა. წნევისა და ტემპერატურის გაზომვა. საკვების დარიგება და ალაგება და კიდევ ათასი წვრილმანი, რასაც უამრავი დრო მიჰქონდა და არ ღირდა სამედიცინო პერსონალის მოცდენა. მძიმე დღე გამოდგა, ჩამოჯდომის დროც არ ქონიათ, მაგრამ ქეითმა ისევ იგრძნო რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილად თავი. რაღაც ისეთის რაც თვითკმაყოფილებას გვრიდა. ყველას გამოგვიცდია ეს გრძნობა, როცა რაღაც კარგს ვაკეთებთ და შინაგანად გვეამაყება საკუთარი თავი. არავის მადლობა არ გვჭირდება, არც ველოდებით საპასუხოდ არაფერს უბრალოდ ვგრძნობთ, რომ სწორად ვიქცევით. შეგვიძლია გულგრილად ჩავიაროთ, როგორც სხვები მიდიან, ამისთვის არავინ გაგვკიცხავს, მაგრამ ვჩერდებით და ვაკეთებთ იმას რაც საჭიროა რომ გავაკეთოთ. კი არ გვევალება უბრალოდ შეგვიძლია და გვინდა. ასეთია სიკეთე - არ იკარგება, შენ სხვას გადასცემ, ის სხვა კიდევ სხვას, ის სხვაც - სხვას და ასე შეიძლება ოდესმე შენც დაგიბრუნდეს, მაშინ როცა არ ელოდები და ყველაზე მეტად გჭირდება. შეიძლება ქეითს პაციენტებზე მეტად სჭირდებოდა მაშინ ეს გარემო, შეიძლება მათზე მეტად საკუთარ თავს ეხმარებოდა, მაგრამ ეს ერთმანეთს არ გამორიცხავდა, ქეითსაც სჭირდებოდა დახმარება და მათაც. იშვიათად ხდება ასე, როცა სასარგებლო ეთავსება სასიამოვნოს. როცა იღლები, მაგრამ ეს სულ სხვანაირი დაღლაა, ისეთი კი არა ყოველდღიურ ცხოვრებაში მობეზრებული, რომ გვაქვს ვალდებულებებით სავსე და არაფრის მომცემი. ჯანდაბამდე რომ უნდა გაუშვა, მაგრამ შეჩვეული ჭირი რომ გირჩევნია შეუჩვეველს. ეს ბევრად სხვაა, იღლები, მაგრამ არ იფიტები, რაც მეტ ენერგიას ხარჯავ მეტი მოდის, თითქოს ენერგიის უშრეტ წყაროს მიაგენი, მოტივაციას არ კარგავ და გინდა მეტი და მეტი შეძლო. თითქოს შინაგან სიმშვიდეს პოულობ, გრძნობ რომ იქ ხარ სადაც უნდა იყო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის დღე სრულდებოდა, იმ დღეს ის წელიც სრულდებოდა, კიდევ ერთი წელი ბარდებოდა წარსულს, კიდევ ერთი გაფლანგული წელი... ყოველ წელს ფიქრობდა, რომ შემდეგი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ყველა განვლილი წელი სინამდვილეში მეტი ტკივილით იყო სავსე. იქნებ ეს მართლაც უკეთესი წელი იყოს, ვინ იცის იქნებ არც, მაგრამ სურვილით მაინც ხომ უნდა ისურვოს. ასე ფიქრებში გართული და დაღლილი გაემართა სახლისკენ ახალი წლის შესახვედრად. ეს პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც მარტო ხვდებოდა. მარტოობის მრავალი წლიდან პირველი, როცა გაიაზრა, რომ ნამდვილად მარტო იყო და ისევ მაიკლი გაახსენდა ის ხომ მაინც ყავს, მაიკლი და დეიდა მერი, კი ნამდვილად ორივე ყავს, საშინლად მოუნდა მათთან ყოფნა, მაგრამ ამაზე ადრე უნდა ეფიქრა. სახლში ერთი ბოთლი წითელი ღვინო ეგულებოდა, ამაღამ კი მეტი არაფერი სჭირდებოდა. ცხოვრება ქეითისთვის სკოლის პერიოდს ჰგავდა, ის კი რაღაცნაირი მოსწავლე იყო თითქოს კარგად სწავლობდა, მაგრამ მალევე ავიწყებდა, მხოლოდ ნიშნები რჩებოდა ფურცლებზე და ქეითის ცხოვრებაც ასეთი იყო, შემთხვევით მიღებული დაბალი ნიშანივით გამოერეოდა ცხოვრებისგან მიღებული იარები, დაიმსხვრეოდა, აეწყობოდა და ახალ ფურცელს ისე შლიდა, როგორც გამოუცდელი ბავშვი. მერე ისევ იგივე მეორდებოდა თავის თავზე გაბრაზობდებოდა, თვითგვემას მიეცემოდა, ჩაივლიდა დეპრესიული დღეების და ზოგჯერ კვირების წყება და როგორღაც ისევ ახერხებდა გამთელებას. ან უფრო ხელახლა დაბადებას, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, ხელახლა იდგავდა ფეხს და ათასჯერ გავლილ გზას უბრუნდებოდა პირვანდელი შემართებით. თითქოს საკუთარი, მაგრამ ამავდროულად სხვისი ცხოვრებით ცხორობდა. თითქოს ის ცხოვრება მას არ ეკუთვნოდა და ერთი სული ჰქონდა მალე დაესრულებინა, რომ ახალი დაეწყო. მხოლოდ ფურცლები ინახავდნენ მის ტკივილებს, პერსონაჟებში ცოცხლდებოდნენ და სამუდამო ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა არასდროს ღირსებიათ დღის სინათლე.
- ახლავე უნდა მოვაშორო - გახედა მანქანას ქეითმა - ხვალაც ამის დანახვა აღარ მინდა. მანქანაში ჩაჯდა, მაგრამ ჯერ ვერ გადაეწყვიტა სად მიჰყავდა. ქუჩა დაასრულა თუ არა გზაჯვარედინზე მანქანა მთელი სისწრაფით შემოვარდა, ქეითმა სცადა არიდება, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ჯერ მკვეთრმა სინათლემ მოსჭრა თვალები, შემდეგ სადღაც შორიდან შეჯახების ხმაც ჩაესმა და უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა.

თავი 6

ვინ ჯანდაბაა უხალისოდ დასწვდა სანდრო ტელეფონს, ნაცნობ ნომერს არც უპასუხებდა არავის თავი არ ჰქონდა, მხოლოდ დალევას და გამოძინებას აპირებდა.
- ბატონი სანდრო ბრძანდებით? - გაისმა მეორე მხრიდან ოფიციალური ხმა.
- დიახ! ვინ ბრძანდებით?
- პოლიციდან ვართ, თქვენი ავტომობილით ქალბატონი მოყვა ავარიაში...
- ჩემი მანქანით?! ცოცხალია?
- დიახ საავადმყოფოშია, რამოდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ შეგიძლიათ განყოფილებაში მობრძანდეთ?
- ფორმალობები მოიცდის, ჯერ საავადმყოფოში უნდა მივიდე - უპასუხა სანდრომ და ტელეფონი გათიშა. ეს ქალი მისი ცხოვრებიდან არა და არ მიდიოდა, რაც უფრო მეტად უნდოდა შორს ყოფნა, მით უფრო მეტად იჭრებოდა. ოპერაცია დილამდე გრძელდბოდა, ექიმები იმედს არ იძლეოდნენ. ოპერაციას წინ რამოდენიმე ფორმალობა უძღვოდა, მათ შორის ხელმოწერა, რომ შეიძლებოდა პაციენტი ვერ გადარჩენილიყო ან თუ გადარჩებოდა შეიძლებოდა ფეხზე გავლა ვეღარასდროს მოეხერხებინა. სანდრო ერთხანს გამშრალი სახით იდგა ექიმის წინ, აქ რას აკეთებდა? რატომ იღებდა ამხელა პასუხისმგებლობას?
- პაციენტის ვინ ბრძანდებით? - ჩაესმა სადღაც შორიდან და თითქოს ზარივით დარეკა ამ სიტყვებმა მის გონებაში! მართლაც ვინ იყო პაციენტის? არავინ! საერთოდ არავინ! და თუ არავინ მაშინ აქ რას აკეთებდა?! არაფერს! ახლავე უნდა წასულიყო, ახლავე! რაღაც საბუთების წყებაზე ხელი მოაწერა, როგორც პაციენტის შორეულმა ნათესავმა და იქიდან შურდულივით გამოვარდა. ვერ გაანალიზა, როგორ მივიდა განყოფილებამდე, არც ის ახსოვდა, რას ეკითხებოდა გამომძიებელი, მასაც ფურცლების წყებაზე ხელი მოუწერა და იქიდანაც ისე გამოვიდა არც იცოდა სად მიდიოდა, გონს რომ მოეგო ისევ საავადმყოფოს ეზოში იყო. - არა აქ არ უნდა მოვსულიყავი - გაიფიქრა და გამობრუნება დააპირა
- ამბავი მაინც იკითხე! - შეუტია მეორე მემ.
- რომ მითხრან მოკვდაო?!
- რომ გითხრან გადარჩაო?
- რომ მითხრან ინვალიდი დარჩაო?
- ეს სიკვდილს ნამდვილად ჯობია!
- ნამდვილად?! - დაეჭვებით შეუბრუნა კითხვა საკუთარ თავს.
- იქნებ არც დაინვალიდდეს...
- იქნებ ჯობია, რომ ასე ვიფიქროთ! - გადაწყვიტა მან და უკან გამობრუნდა. - რა თქმა უნდა გადარჩება! ძლიერი ქალი ჩანს, გადაიტანს! - თავს ირწმუნებდა და ასე ცდილობდა ამხედრებული სინდისის დამშვიდებასაც. ოპერაციიდან გამოსულ ექიმს აღარავინ დახვდა ვისაც მიახარებდა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პაციენტის გაღვიძებას უნდა დალოდებოდნენ.
– “უცნაურია “- გაიფიქრა მან და დაღლილი ისევ საოპერაციო ბლოკისკენ გაემართა. იმ დღის შემდეგ სანდრო აღარავის უნახავს, არავის დამშვიდობებია, სახლშიც კი არ მიბრუნებულა პირადი ნივთების ასაღებად. მატარებელში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით გაემართა. ერთადერთი რაც სურდა ყველაფრისგან შორს ყოფნა იყო, მიდიოდა და თან მისდევდა გაურკვეველი სიცარიელე სულში, მოხუცი ქალის გამყინავი კივილის ხმა, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო შორიდან ესმოდა, მაგრამ არაფრით დუმდებოდა, ქეითის ცრემლითა და ტკივილით სავსე სახე, რომელსაც მანძილი ჯერ კიდევ ვერ შლიდა და დედა-შვილის გაყინული სხეულები, რომლებსაც არასდროს შეხებია, მაგრამ მაინც გრძობდა ამ სიცივეს.

****
ქეითის ერთადერთი ნათესავი დეიდა მერი იყო. სწორედ მას შეატყობინა ევამ ქეითის ავარიის ამბავი. დეიდა მერი იმ დღესვე იქ გაჩნდა.
- საცოდავი გოგო - ვიშვიშებდა ის და ნერვიულად მიმოდიოდა კორიდორში სანამ სანახავად შეუშვებდნენ. რაღაც ფორმალობები შეავსეს და ბოლოს როგორც იქნა გაუნთავისუფლეს პალატისკენ მიმავალი გზაც. ქეითს ჯერ კიდევ ეძინა, სახეზე ტანჯვა და ტკივილი აღბეჭდვოდა, ღმერთმა იცის სული მეტად სტკიოდა თუ სხეული.
- კარგად იქნები ჩემო პატარა - ხელებს უკოცნიდა მძინარეს დეიდა მერი და თავისდაუნებურად უსველდებოდა ნაოჭებისგან დაღარული სახე.
- დეიდა - ძლივს გასაგონად წარმოსთქვა ქეითმა და თვალის კუთხეებში ცრემლი ჩაიღვარა.
- არ იტირო ჩემო გოგო, არ იტირო - ამშვიდებდა დეიდა მერი. - ყველაფერი კრგად იქნება.
- დეიდა - ისევ აღმოხდა ქეითს და ყელში მომდგარი ბურთი ვეღარ გადაყლაპა.
- მითხრეს რომ ვეღარ გავივლი!
- გაივლი შვილო გაივლი! ამათმა რა იციან, ექიმებს სასწაულების არ სჯერათ!
- ვერაფერს ვგრძნობ დეიდა, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ! - ქვითინებდა ქეითი.
- მერე რა შვილო, ისევ იგრძნობ - არწმუნებდა დეიდა მერი და თვითონაც სჯეროდა ამის - აი ნახავ, მთავარია შენ არ ინერვიულო ყველაფერი მოგვარდება.
- პაციენტს სიმშვიდე სჭირდება - მკაცრი ტონით თქვა ოთახში შემოსულმა ექიმმა.
- დამშვიდდება, - ასევე კუშტად მიუგო დეიდა მერიმ, "- ჩემზე უკეთ იცის ამ გაბღენძილმა რა სჭირდება ჩემ გოგოს? რა თქმა უნდა არა!" - გაიფიქრა მან. მის გოგოს ახლა ტირილი სჭირდებოდა, ემოციებისგან დაცლა, ვინმესთან საუბარი, მარტოობა და სიმშვიდე რას მიქვია, ასე ხომ გაგიჟდება საცოდავი, თითქოს არ ჰყოფნიდეს სიკვდილს, რომ სასწაულებრივად გადაურჩა, ახლაც სასწაულებრივად მოახერხებს ფეხზე დადგომას. მაგრამ ჯერ უნდა იტიროს, ჯერ უნდა დაიცალოს, მერე ძალა მოიკრიბოს და მიზნისკენ მიმავალ გზას დაადგეს. დეიდა მერის გონება ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ქეითისთვის ეს საბოლოო განაჩენი იყო. - დამშვიდდი შვილო, დამშვიდდი, ამასაც გადავლახავთ, მე და შენ ბევრი გადავიტანეთ ერთად, ამასაც მოვერევით, მთავარია რომ ცოცხალი ხარ დანარჩენს ყველაფერს ვუშველით.
- ეს რა ბედი გაქვს დეიდა - განაგრძობდა ქეითი ტირილს - ჯერ დედას უვლიდი, ახლა ჩემთან ხარ...
- აბა სად უნდა ვიყო? - შეაწყვეტინა მან - მერე შენ მომივლი როცა დავბერდები, ჩემო გოგო.
- რანაირად დეიდა ინვალიდი რაში უნდა გამოგადგე...
- ასე ნუ ამბობ ჩემო გოგო, აუცილებლად გაივლი, აქ თუ არ იციან როგორ, სხვა საავადმყოფოებს მივმართავთ , რეაბილიტაციის კურსებს გავივლით, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებთ, მთავარია შენც გჯეროდეს შვილო. - ექიმი ერთხანს თვალს ადევნებდა მათ დიალოგს, რამოდენიმეჯერ დააპირა შეეწყვეტინებინა და და ეთქვა, რომ ყველაფერი გაუკეთდა რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ქეითის თვალებში აკიაფებულმა იმედის ნაპერწკალმა ამის საშუალება არ მისცა.
- მედიკამენტების მიღების დროა - მხოლოდ ეს თქვა და ქეითს რამოდენიმე ფერადი აბი მისცა - შემდეგ შემოვალ და სახვევებს შეგიცვლით, შენ კი ეცადე მშვიდად იყო კარგი?
- იქნება - ისევ ქეითის მაგივრად უპასუხა დეიდა მერიმ. - ჩემი ქეითი ძლიერი გოგოა, ყველაფერს გაუმკლავდება! აი ნახავთ რა მალე გაივლის ფეხზე!
- ღმერთმა გისმინოთ! - გულწრფელი თანაგრძნობით დაადო მხარზე ხელი ექიმმა. დეიდა მერი მართალი იყო სასწაულები ნამდვილად ხდებოდა, ქეითის გადარჩენაც სასწაული იყო. "- იქნებ გაიაროს კიდეც"- გაიფიქრა ექიმმა და პალატიდან გავიდა. დაახლოებით ერთი კვირა იყო ქეითი საავადმყოფოში, შემდეგ გადაწყვიტა სახლში გაეგრძელებინა მკურნალობა, ევა ხშირად მიდიოდა მის სანახავად და სახვევებს უცვლიდა, დეიდა მერი პატარა ბავშვივით ელოლიავებოდა, ყოველ დღე თოჯინასავით ვარცხნიდა, ჩააცმევდა და აიძულებდა ეტლში ჩამჯდარიყო, ლოგინში წოლის უფლებას არ აძლევდა, ქეითს კი მხოლოდ ეს სურდა, უბრალოდ წოლა და სიჩუმე. მეათასედ თუ მეათიათასედ მოესწრო საკუთარი თავის გამოგლოვა ამ ერთ კვირაში, ისე რომ ცრემლი გაშრობოდა, ჩამქრალი, ამოღამებული თვალებით შესცქეროდა საკუთარ ანარეკლს და ბედს სწყევლიდა გადარჩენისთვის. ფიქრობდა რომ ცხოვრება უსამართლოდ მოექცა, უამრავი ადამიანი იღუპება ყოველ დღე, მას კი ამაშიც არ გაუმართლა. საავადმყოფოდან წამოღებულ საბუთებს ათვალიერებდა და სანდროს სახელს მოჰკრა თვალი, ახლაღა მიხვდა ვინ "ნათესავი" დასთანხმდა სარისკო ოპერაციას და კიდევ ერთხელ დასწყევლა მათი შეხვედრის დღე.
დღეები დღეებს მიჰყვებოდნენ, დეიდა მერი ხან ერთ კლინიკას უგზავნიდა საბუთებს, ხან მეორეს, არც ქვეყანაში დარჩა წამყვანი კლინიკები და არც ქვეყნის გარეთ, მაგრამ იმედის მომცემი არაფერი ჩანდა. ტრადიციული რომ აღარაფერი დარჩა სამედიცინო სფეროში, ახლა ექიმბაშებს მიადგა, არც გაემტყუნებოდა, სანამ ყველაფერს არ შეამოწმებდა ვერ შეეგუებოდა. ქეითი კი მიეჩვია უარის მიღებას, თითქოს წინასწარ იცოდა რა პასუხი მოვიდოდა. ერთ დღეს სასაფლაოზე წაყვანა სთხოვა დეიდას. დიდი ხანია მშობლების საფლავზე არ ვყოფილვარო, იქ ყოფნის დროს რაღაც უცნაურ სიმშვიდეს განიცდიდა, რას არ მისცემდა მათთან ერთი ჩახუტების საშუალება, რომ მისცემოდა, საშინლად ენატრებოდა ორივე, დედაც და მამაც, ახლა რომ მის გვერდით ყოფილიყვნენ თავს ასე უბედურად არ იგრძნობდა. დეიდა მერიც და მაიკლიც ყველაფერს აკეთებდნენ რაც შეეძლოთ, მაგრამ ის რაც ქეითს სურდა მათი შესაძლებლობების მიღმა იყო. სასაფლაოზე გვიანობამდე შერჩნენ, მზე უკვე გადადიოდა, მაგრამ ზამთრის სუსხს ვერც ერთი მათგანი ვერ გრძნობდა. როგორც ჩანს ვერც მოხუცი ბებო გრძნობდა, ყვავილებით ხელში რომ მოუყვებოდა ბილიკს. ქეითს ეცნობოდა ეს სილუეტი, მაგრამ საიდან ჯერ ვერ ხვდებოდა, რაც უფრო ახლოს მოდიოდა მით უფრო ნაცნობი ხდებოდა და ბოლოს გაახსენდა, როგორც იქნა გაახსენდა ბებია სახლის ფანჯრებიდან და მისი შემზარავი კივილის ხმა ისევ ჩაესმა ყურში. ყველაფერი თვალწინ დაუდგა და გამშრალი ცრემლებიც თავისდუნებურად დაბრუნდნენ. რატომღაც დეიდა მერიც წარმოიდგინა ყვავილებით ხელში, მისი საფლავიკენ რომ მოემართებოდა, წარმოიდგინა და გულწრფელად შეეცოდა, მხოლოდ მისთვის ღირდა გადარჩენა, დეიდას არაფერი დაუშავებია, რომ ეს ტკივილიც გადაეტანა. ასეთ სასჯელს არ იმსახურებდა!
- ნუ ტირი შვილო - უთხრა მოხუცმა და წითელი ვაშლი გაუწოდა - ჯერ ყველაფერი წინ გაქვს!
- წინ?! - მრავალმნიშვნელოვნად გადააქნია თავი ქეითმა.
- ჰო შვილო წინ! - დაბეჯითებით გაიმეორა ქალმა - მე აქ ჩემი შვილის და შვილიშვილის საფლავზე მოვდივარ, შენ - მშობლების, ეს არის სწორი, შვილები უნდა მოდიოდნენ მშობლებთან, შვილიშვილები უნდა დარბოდნენ ბებია-ბაბუების საფლავებზე, აბა ჩემი სიცოცხლე რაღა ღირს, მხოლოდ თითო კონა ყვავილები და თითო დანთებული სანთელი...
- ასე ნუ ამბობთ ქალბატონო - უთხრა დეიდა მერიმ - ღმერთსაც კარგი უნდა თავისთვის. თორემ ჩემი და კი არა მე უნდა წავეყვანე უფალს. ის უნდა ყოფილიყო მისი შვილის გვერდით, იქნებ ამ განსაცდელსაც ავცილებოდით. ქეითი უხმოდ უსმენდა ორ გულმოკლულ ქალს, რომელთაც დანაშაულის გრძნობა აწუხებდათ იმის გამო რომ ცოცხლობდნენ და სიამოვნებით გაუცვლიდნენ ადგილს საყვარელ ადამიანებს, ოღონდ ისინი ყოფილიყვნენ კარგად. ნეტავ დედაც ასე იტყოდა დეიდა მერიზე? მასაც შეაწუხებდა ეს განცდა? ისინი ხომ ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ალბათ ისიც ასე იტყოდა რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში ქეითს ამის სჯეროდა. ჩვენ ადამიანები არ ვაფასებთ რაც გაგვაჩნია, მოხუცი ყველაფერს გაიღებდა მისი შვილი რომ გადარჩენილიყო და თუნდაც მთელი დარჩენილი სიცოცხლე მის მოვლაში გაეტარებინა. ქეითი კი სიკვდილს მისტიროდა, დეიდა მერი ბედნიერი იყო, რომ გადარჩა მისი გოგო, მაგრამ მეორე სასწაულიც სურდა. სურდა, რომ ისევ გაევლო და ძველებური შუქი დაბრუნებოდა მის ჩამქრალ თვალებს. ისინი ყველაფერზე თანახმა იყვნენ ოღონდ მათ საყვარელ ადამიანებს ეცოცხლათ. ეს მედალის მეორე მხარეა, მიცვალებულებს არ აწუხებთ საკუთარი გარდაცვალება, ისინი ამის შემდეგ ვეღარაფერს გრძნობენ, მხოლოდ ოჯახის წევრები და ნაცნობ-მეგობრები განიცდიან ტკივილსა და მწუხარებას. როგორც იმ ღამეს ის დედა-შვილი, იქნებ იმ დედას სულ არ უნდოდა გადარჩენა, თუ მისი შვილი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ მოხუცი ბებოც დედა იყო და მისი შვილის გადარჩენა ყველაფერს ერჩივნა.
- არც ერთ დედას უნდა უკვდებოდეს შვილი! - თქვა დეიდა მერიმ და დაამატა - არც დედები უნდა კვდებოდნენ უდროოდ!
და მაინც როდის არის სიკვდილი დროული?! იქნებ სანამ სიცოცხლე მოგბეზრდება მანამდე, ან სანამ ავადმყოფობა შეგჭამს და ტკივილებით გატანჯულს ცხოვრება შეგძულდება, ან იქნებ მანამდე სანამ სასოწარკვეთას მიეცემი და ბოლომდე დაიმსხვრევი. ან იქნებ არასდროს, სანამ ის ადამიანები გყავს გვერდით ვისაც უყვარხარ, ვინც მზად არის მხარში ამოგიდგეს და შენთან ერთად გაიაროს დარჩენილი ცხოვრება, ან იქამდე სანამ ის ადამიანები იცოცხლებენ ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ. ან იქნებ სიკვდილს საერთოდ არ აქვს დრო, უბრალოდ არსებობს როგორც მოცემულობა დანარჩენი კი აღქმაზეა დამოკიდებული, ზოგისთვის დროულია, ზოგისთვის - არა. როგორ შეიძლება დედის გარდაცვალება დროული იყოს რა ასაკშიც არ უნდა იყო. მაგრამ ბევრჯერ გაგვიგია სიტყვები ან შეიძლება გვითქვამს კიდეც: - იქამდე მაცოცხლა და მერე სულ დოლ-გარმონით გამიშვითო. ასეთია ცხოვრება არც კარგი, არც ცუდი უბრალოდ - ასეთი. დაბადება - გარდაცვალება და შუაში მოქცეული პატარა დეფისი, რომელიც მთელ "ასეთ" ცხოვრებას იტევს. ქეითის არსებობა ჯერ კიდევ ამ დეფისში გრძელდებოდა, მაგრამ საჭირო იყო ეცოცხლა და ისე ეცხოვრა. გარდაცვალება მხოლოდ სიკვდილი არ არის! მისნაირი ცოცხალი - მკვდრებით სავსე სამყაროდან გამოღწევის გზა სუსტებისთვის არ არსებობს. მთელი ცხოვრება ფიქრობდა სიკვდილზე, ჯერ მამა წაართვა, შემდეგ დედა, დეიდა მერის და საკუთარ სიკვდილზეც ფიქრობდა ხოლმე, მაგრამ თვითმკვლელობაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უფიქრია იმდენი, რაც იმ ერთ თვეში. თვითმკვლელობასაც სჭირდება ვაჟკაცობა! ქეითი მხდალი აღმოჩნდა, არც იმისთვის ეყო გამბედაობა, რომ საკუთარ მდგომარეობას შეგუებოდა და არც იმისთვის - დაესრულებინა.
- დრო ყველაფრის მკურნალიაო - იტყოდა ხოლმე დეიდა მერი და მართალიც იყო. დრო გვაიძულებს ტკივილთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ. ქეითმა ვერ ისწავლა, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება, საკუთარ ნაჭუჭში გამოიკეტა, უფრო სწორად საკუთარ სასახლეში და მხოლოდ სახლის უკანა ბაღში გააგორებდა ეტლს დრო და დრო სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. მაიკლსაც აუკრძალა ჩასვლა, მხოლოდ ახალ ნოველებს უგზავნიდა შესაფასებლად. დეიდა მერი მასთან გადავიდა საცხოვრებლად, მოხუცი ბებოც სტუმრობდათ ხოლმე ხანდახან. თავის ცხოვრების შესახებ უყვებოდა და ქეითიც წერდა მის ამბავს. ეს მისი პირველი წიგნი იყო, რომელიც მაიკლის ძალისხმევით გამოიცა და ძალიან მალე გახდა ბესტსელერი, გარეკანზე ეტლში მჯდარი ქეითის ფოტო იყო, მოხუც ბებოსთან ერთად სასაფლაოს ფონზე. ზუსტად ისეთი ფოტო, მათ ცხოვრებას, რომ ზედმიწევნით ასახავდა...
სანდრო მთელი ეს დრო ცდილობდა ახალი ცხოვრების წამოწყებას და ის იყო ახალი ფურცელი გადაშალა, რომ წარსული წამოეწია. საითაც არ უნდა გაეხედა ყოველი მხრიდან ქეითის და მოხუცი ქალის სევდითა და ტკივილით სავსე მზერას აწყდებოდა. ამ ქალებმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს. დაუკითხავად დარჩნენ მოგონებებში და ამას ვერც "იყიდდა" და ვერც "გაყიდდა"! უცნაურია რატომ ახასიათებთ მკითხველებს ავტორების ატაცება, პირველ ბესტსელერს მეორე და მესამე მოყვა, ქეითის ცხოვრებასაც აზრი დაუბრუნდა. ზოგჯერ ადამიანს ალბათ უნდა შეემთხვას რაღაც ცუდი, რაღაც ისეთი რაც აიძულებს ცხოვრება არ გაფლანგოს, საკუთარი დანიშნულება იპოვოს და მას გაყვეს...

***

მარტინი ისევ სანდროს კვალს მიყვებოდა. ის იმაზე მეტად დაუახლოვდა ლიზას ვიდრე ოდესმე ვინმეს საპირისპირო სქესიდან. თითქოს მისთვის ახალი სამყაროს კარი გაიხსნა, მაგრამ ზღურბლის გადალახვა მაინც ვერ შეძლო. აქ ამ სამყაროში, საკუთარი წარსულის ტყვეობაში აგრძელებდა ცხოვრებას. ფიქრობდა, რომ ჯერ ვალი უნდა გაესტუმრებინა. დაკარგული ოჯახის ვალი. იმ ჯოჯოხეთური დღეების ვალი, რომელიც მის ოცეულს არ დაუმსახურებია. ყველას მიწვდა ვისი ხელმოწერაც დოკუმენტებზე იყო. მათაც ვისიც არ ყოფილა, მაგრამ პოლკოვნიკმა „უანდერძა“. მხოლოდ სანდრო იყო დარჩენილი, მამამისის მოკვლას არ აპირებდა, მას ჯერ უნდა ეგრძნო რა იყო ოჯახის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მისთვის მომავლის იმედი წაერთმია, უნდა სცოდნოდა, რომ ბოროტების იმპერიას მემკვიდრე აღარ ეყოლებოდა. იარაღის მწარმოებლები არ ფიქრობენ ვის ხელში აღმოჩნდება ნაწარმი. სახელმწიფო კონტრაქტებით იმშვიდებენ სინდისს და პარალელურად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ნაწარმი გახდეს საჭირო. კონფლიქტების გაღრმავება, აჯანყებები, ცეცხლზე ნავთის დასხმა მათი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ომის გარეშე ვის სჭირდება ტყვია-წამალი, მათთვის ეს ბიზნესის განუყოფელი ნაწილია და მეტი არაფერი. კარგი ბიზნესია მე და ჩემმა მზემ ვერაფერს ვიტყვით. დიდ ფულს მორალი საერთოდ არ ანაღვლებს. მხოლოდ სტატისტიკა და წარმოებაა მთავარი. ციფრები ფურცლებზე აი, რა არის მათთვის თვითეული ადამიანის ბედი. თვითეული გარდაცვლილი, გაუპატიურებული, ნაწამები, დამცირებული, ნაშიმშილარი, საკუთარი სახლიდან აყრილი, ლტოლვილად ქცეული თუ იარაღ ხელში აღებული ადამიანი უბრალო ციფრია, ისეთივე როგორიც ნებისმიერ სხვა ბიზნესში იქნებოდა. – „ამ ცხოვრების ვალს გავისტუმრებ და ახალ ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დავიწყებ“- ფიქრობდა მარტინი, მაგრამ მისთვის ახალი ცხოვრების ორი არჩევანი არსებობდა, ცხოვრება გისოსებს მიღმა ან თუ გაუმართლებდა ლიზასთან ერთად ქვეყნის დასალიერში წავიდოდა, პატარა ფერმას იყიდდა და დარჩენილ ცხოვრებას იქ გაატარებდა.
ლიზამ არაფერი იცოდა შურისძიების გეგმის შესახებ. მარტინს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, განსაკუთრებით საკუთარ წარსულზე არ ლაპარაკობდა. ამიტომ არც იმ ავბედითი მისიის შესახებ მოუყოლია მისთვის რამე და არც პოლკოვნიკი უხსენებია როდესმე. ლიზამ მხოლოდ ის იცოდა, რომ ის ვეტერანი იყო და ახლა დაცვის კომპანიაში მუშაობდა. მარტინი ამით ხსნიდა მოულოდნელ გაუჩინარებებს და ქალაქიდან ქალაქში ხეტიალს და ლიზასაც სჯეროდა მისი, ან რატომ არ უნდა დაეჯერებინა, კომპანიაში სადაც მუშაობდა დაცვის ბიჭიც და ყარაულიც ყოფილი სამხედროები იყვნენ. ძველი მეზობელიც მშობლიური ქალაქიდან, ისიც სადღაც ასეთ კომპანიაში მუშაობდა და ხან სად უწევდა წასვლა და ხან სად. მისი ცოლი სულ წუწუნებდა, ფული არასდროს ჰყოფნიდათ გადასახადებისთვის და ყველა ჯერზე იყო გამიშვი-გამაკავე გადასახადების გადახდის დრო რომ მოდიოდა.
ლიზა მიეჩვია დილის ესემესებით დაწყებას და საღამოს ვიდეო ზარებით დასრულებას. მხოლოდ მაშინ ფორიაქობდა, როცა პასუხს უგვიანებდა. იცოდა. რომ მისი სამსახური საფრხეს შეიცავდა და იმ ერთადერთის დაკარგვის ეშინოდა, რომელიც მისი სულის ნაწილად მიაჩნდა.

თავი 7

სუსხიან ზამთარის შემდეგ, ატმის ყვავილობის ეპოქაც დადგა. გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს ოცნებებიც მოქონდა ახლად აყვავებულ იასამნის სურნელთან ერთად. მარი მოხალისედ აღარ მუშაობდა, მაგრამ ხშირად მიდიოდა საავადმყოფოში. არ რჩებოდა თუმცა იჯდა და საათობით კითხულობდა მისეული, თეატრალურად დრამატიზებული ხმით. უცნაური იყო მარის ჩვევად ქცეული სტუმრობები სამსახურის შემდეგ და ისიც აქამდე, რომ არავინ გამოჩნდა მომკითხავი, პოლიციის გარდა. მათაც საავადმყოფომ მიმართა პაციენტის იდენტობის დასადგენად. გაზაფხული ზაფხულმა შეცვალა, ზაფხული - შემოდგომამ დრო მიდიოდა, მაგრამ უცნობისთვის არაფერი იცვლებოდა. ისევ ჯიუტად ცდილობდა სამედიცინო პერსონალი გამოღვიძებას, მაგრამ მას თითქოს იმ უწვრილეს ძაფზეც გაეშვა ხელი რაც ამ სამყაროსთან აკავშირებდა. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, ღრმა ძილში, სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობდა. სამყაროში სადაც ბედნიერი იყო. სადაც თან არ სდევდა ყოველდღიურობის ტვირთად ქცეული სევდა. სამყაროში სადაც ღალატი, შური და ბოროტება არ არსებობდა, არც მატერიალური საზომები იყო და არც მავნე ჩვევები. სამყაროში სადაც მუდმივად სავსე იყო... მუდმივად ბედნიერი... სადღაც გონების, რომელიღაც კუნჭულში შემორჩენილი საღი აზრი ეუბნებოდა, რომ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი რეალური ყოფილიყო. მაგრამ რაში სჭირდებოდა რეალობა?! რეალობა სადაც, მის ცხოვრებაში ყველაფერი ყალბი იყო კუპიურების გარდა! რეალობა სადაც, საოცრად მარტივად მიდიოდნენ ადამიანები. მიდიოდნენ და უპასუხო კითხვების კორიანტელს აყენებდნენ: ნუთუ ამას იმსახურებდა?! ნუთუ სულ ეს იყო?! ნუთუ არაფერი დარჩა ადამიანური?! ნუთუ აღარავის სჭირდება?! ნუთუ ამოწურა არსებობის ლიმიტი?! ნუთუ მხოლოდ მას შეუძლია ერთგულება?! ლოდინი?! დათმობა?! თანადგომა?! თუმცა გაქცევაც შეუძლია! საკუთარი თავისგან და რეალობისგან გაქცევა! ნარკოტიკების და ალკოჰოლის თავშესაფარში დაბანაკება. ყველა ემოციის აგრესიად გარდაქმნა და ამით სისუსტის კომპენსირება. მასაც აქვს სისუსტეები, თანაც როგორი! მაგრამ ის იბრძოდა! იბრძოდა ამ სისუსტეების დასაძლევად, ნარკოტიკის მოსაცილებლად! აგრესიის ჩასახშობად! უკეთესი მომავლის შესაქმნელად... თავგადასავლებისგან მობეზრებულმა, ერთ დღეს, ერთ წვეულებაზე იმედი დაინახა. საოცრად ლამაზი ღიმილი და უძირო თვალები ქონდა მის იმედს... თითქოს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა, მოტივაცია მიეცა... ნაბიჯები გადადგა! გრძელი და მძიმე ნაბიჯები! რეაბილიტაციის კურსები, მკაცრი გადაწყვეტილებები... დაუსრულებელი ბრძოლები... უძილო ღამეები... ფიზიკური და სულიერი ტკივილები... და კიდევ უფრო მძიმე უნდობლობის ტკივილი... ის არ იმსახურებდა უნდობლობას! მას მართლაც შეეძლო სუფთა ფურცლიდან დაეწყო, ძველი ცხოვრების კარი გამოეხურა. ახალ ბილიკს შესდგომოდა. მაგრამ არ ენდნენ! მაინც ყველაფერი გააკეთა! თუმცა, მთავარი დაავიწყდა - არავისთვის არაფრის დამტკიცება იყო საჭირო, ამ ყველაფრს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის აკეთებდა! დაავიწყდა, რადგან მხოლოდ მასზე ფიქრობდა. იმ დღესაც მასთან მიდიოდა. უყვარდა და დაბრუნება ეიმედებოდა... მხოლოდ ეს იმედი აძლევდა ძალას. დიდი ხნის შემდეგ პირველად დაინახა სამყარო ფხიზელი თვალით. ყველაფერი ეუცხოვა, უცნაურად შეცვლილი გარემო და ადამიანები მის გარშემო, მეგობრებსაც რომ ვერ უწოდებდა. ადრე ყავდა მეგობრები, ძალიან ადრე... წარსული ისე შორეული გამხდარიყო... თითქოს გუშინ იყო, მაგრამ იმხელა უფსკრული გაჩენილიყო მიბრუნების შეეშინდა. უარყოფის, იმედგაცრუების, გაყოფილი გზების... რთულია უთქმელად შეწყვეტილ ურთიერთობებთან დაბრუნება. როცა გზები იყოფა, როცა გული ცივდება, იქ ყველაფერი მთავრდება... ურთიერთობა შეიძლება აღადგინო, მაგრამ ვეღარ გაამთელებ, "ძველებური" ვეღარ იქნება, რაღაც დააკლდება, რაღაც რაც ფერს აძლევს, რაც ავსებს და ჩვენეულს ხდის. ის რეალობა იქნება, რომელსაც ნებით თუ უნებლიეთ შევქმენით. ზუსტად ისეთი ადამიანიები იქნებიან გვერდით, როგორიც თავად ვართ საკუთარი თავისთვის. მერე, ოდესმე გამოვფხიზლდებით და აღმოვაჩენთ, რომ თითქოს სიბნელიდან ვუცქერთ მზის მხარეს დარჩენილებს...
იმ დღეს უკანასკნელი იმედებიც გაუცრუვდა. მის იმედსაც ეპოვა სხვა იმედი. მერე ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვდა მასაც და საშობაოდ ნაყიდ თეთრ ვარდების თაიგულსაც. თითქოს კოშმარი დაესიზმრა. თვალი უცხო სამყაროში გაახილა, ჯადოსნურ სამყაროში, სამყაროში სადაც აღარასდროს ეტკინებოდა! რომ არა ეს გონების რომელიღაც კუნჭულში შეჩენილი ეშმაკი, არასდროს იფიქრებდა რომ შეიძლება ეს ყველაფერი რეალური არ ყოფილიყო. როცა თავი უამრავი სისულელით გაქვს გამოტენილი საღმა აზრმა, რომც გაგიელვოს სულელური აზრები უარყოფენ, განდევნიან, საშუალებას არ მისცემენ განვითარდეს, რადგან ილუზიაში ცხოვრება ბევრად მარტივია. პასუხისმგებლობასავით არის, თუ არ გაქვს ცხოვრება მარტივდება, სინდისის შემთხვევაშიც ასეა. ამიტომაც აივსო სამყარო უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანებით. ადამიანებით რომლებსაც სხვაზე ხელის გაშვერა ემარტივებათ, არც სხვის ხელებში ყურებას თაკილობენ და აღარც მადლიერების გრძნობა აქვთ. უპასუხისმგებლო, უმადურ და უსინდისო ადამიანებს, არც სიყვარული შეუძლიათ! მის ზღაპრულ სამყაროში კი ასეთი ადამიანების ადგილი არ იყო! ეს შეჩენილი ეშმაკი რომ არა, ნამდვილად დაიჯერებდა და კიდევ ის ხმა სხვა სამყაროებში, რომ მიყავდა. იმ სამყაროებში მათთან ერთად განიცდიდა ყველაფერს. ზოგი მოსწონდა ზოგი არა, ადამიანურ ცხოვრებას ჰგავდა. იდეალიზმის ილუზიაში გახვეულს კი ადამიანური აღარაფერი სურდა და ისევ თავის ჯადოსნურ სამყაროს უბრუნდებოდა. ისე შეიჭრა მარის ცხოვრებაში, ამის შესახებ არც კი იცოდა. არც ირაკლის, ანას და პატარა ლუკასის შესახებ იცოდა რამე. სიცოცხლით სავსე ბიჭუნას მამასთან მხიარული თამაშების ბედნიერება, რომ გამოსტაცა თავისდაუნებურად. ირაკლის მიღებულმა ტრავმამ დროთა განმავლობაში იჩინა თავი. თავიდან არ მიაქცია ყურადღება თვალს რომ დააკლდა სტრესს, დაღლილობას და მედიკამენტების გვერდით ეფექტს მიაწერა. იფიქრა გაივლისო, შემდეგ უფრო გაუფერულდა, ბუნდოვანი გახდა და ერთმანეთში აირია საგნები სიშორეში. შემდეგ ეს სიშორე მოახლოვდა, გაორდა და ნისლში ჩაიძირა. ზაფხულის მიწურულს საგნები ჩრდილებად გადაიქცნენ. ზამთარში კი აბსოლუტური სიბნელე ჩამოწვა. ექიმთან რომ მივიდა პროცესი უკვე შეუქცავადი იყო. განაჩენი საბოლოო. გამოსავალი ორივე თვალის გადანერგვა თუ ოდესმე გამოჩნდებოდა დონორი. პანიკაში არ ჩავარდნილა, ნელ-ნელა შეუდგა ცხოვრების ახალი გზის ათვისებას. გრძნობდა რომ მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ მისნაირი ადამიანებისთვის სიტყვა "შეუძლებელი" არ არსებობს. ანა თითქოს გატყდა... არ იმჩნევდა მაგრამ ვერ ეგუებოდა, მისი მზრუნველი ქმარი, რომ აქეთ გახდა საზრუნავი. გულის სიღრმეში იმ დღეს სწყევლიდა. რაღა მაინც და მაინც იმ დროს იყვნენ იმ ადგილზე! რატომ მაინც და მაინც ისინი?! რატომ მისი ქმარი?! ახლა რა უნდა ექნათ?! დანაზოგი როდემდე ეყოფოდათ?! ათას დაგეგმილ თუ დაუგეგმავ ხარჯს როგორ გაუმკლავებოდა?! რთულია როცა კითხვები მეტია ვიდრე პასუხები. ცხოვრებაში ერთი დღეც არ უმუშავია. პირველ კურსზე იყო ირაკლი რომ გაიცნო. იქამდე დაქორწინდნენ სანამ უნივერსიტეტს დაამთავრებდა. მშობლებისგან წინააღმდეგობა შეხვდა. დედას არ მოსწონდა სასიძო. მამა პერსპექტიულ ახალგაზრდად თვლიდა, მაგრამ მიიჩნევდა რომ ჯერ კარიერისთვის უნდა მიეხედა ერთადერთ ქალიშვილს. ანა მამასთან ყოველთვის უფრო მარტივად პოულობდა საერთო ენას, უფრო მეტად უყვარდა და აფასებდა. უნივერსიტეტიც მამის ხათრით დაასრულა. ამბობდა, რომ მე ისეთი მამა და ქმარი მყავს არასდროს არაფერი გამიჭირდებაო. მაგრამ დიდხანს არ ყოლია მამა და ქმარი ერთდროულად. მამა ლუკასის დაბადებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. დედამ წელიც არ იყო გასული ახალი ურთიერთობები წამოიწყო. ანა ცდილობდა რაციონალურად ეაზროვნა, მაგრამ წარმოდგენაც არ შეეძლო მშობლიურ სახლში, მამის ნაცვლად ვიღაც უცხო კაცი დახვედროდა. დედამ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა თუ მან დედასთან ზუსტად არც ახსოვდა. რთული ზამთარი დადგა. დეპრესია, ჩუმი ცრემლები, გადასახადები, საავადმყოფოს ხაჯები... ნელ-ნელა დღითი დღე შეცვლილი გრძნობები. ვერ გაეგო თავი ეცოდებოდა მეტად თუ ქმარი. ლუკასი მამას არ შორდებოდა. ძველებურად ხალისიანი აღარ იყო, მაგრამ მასთან დროის გატარება მაინც უყვარდა. სეირნობაც, თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ ყველაფრის სწავლა შეიძლება. ლუკასი თითქოს ერთ ზამთარში გაიზარდა, ისწავლა როგორ, გამკლავებოდა ადამიანების სიბრალულით სავსე მზერას, ირაკლიმ კი სიბნელესთან გამკლავება ისწავლა. მაგრამ ანამ ვერ ისწავლა, როგორ გამკლავებოდა საკუთარ თავს. მორიგი მოგზაურობიდან დაბრუნებ ულ დედას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. დარჩენილი ფინანსები მხოლოდ ერთ წელს თუ ეყოფოდათ, წინ კი ბევრი ასეთი წელი იქნებოდა. სამსახურის დაწყებაზე არ ფიქრობდა. ხათრით აღებულ დიპლომს თაროზე ეკავა საპატიო ადგილი მხოლოდ. მარტივ ცხოვრებას შეჩვეულს ვერ, წარმოედგინა როგორ უნდა აეღო სამსახურეობრივი პასუხისმგებლობები. აქამდე მისი საზრუნავი მხოლოდ ლუკასის ძიძისთვის ყურადღების მიქცევა იყო. ახლა ძიძის დათხოვნაც მოუწევდა. კერძო სკოლის შეცვლაც. დაზოგილი თანხა კიდევ ერთ წელს მისცემდა, მაგრამ მერე მაინც იგივე ფაქტის წინაშე დადგებოდა. დედას ბევრი არ უსაუბრია. მხოლოდ ის უთხრა, როცა წასვლას გადაწყვეტ, შეგიძლია სახლში დაბრუნდეო. არც ლუკასზე უთქვამს რამე, არც რჩევა მიუცია. მხოლოდ სადილი და სიტყვები, რომლის გაგონებაც თითქოს ბნელ კუნჭულში მიმალულ ფიქრების გახმოვანება იყო. დიდი დრო არ დასჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად, მხოლოდ ერთი ზამთარი, გამოზაფხულზე კამათის საგანი ლუკასის სკოლა გახდა. ირაკლი არ იყო თანახმა შეცვლაზე. მალე ამ კამათს განქორწინება მოყვა. ზოგჯერ აუცილებელია, რაღაც ისეთი მოხდეს, თუნდაც ცუდი, რაც გადაწყვეტილების მიღებას გაიძულებს! რაც გაიძულებს მეტს აღარ გაუძლო, მეტი აღარ მოითმინო! ირაკლის მოთმინებასაც ქონდა საზღვარი, ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა და ეს მეტად სტკენდა. რაღაცნაირად იპოვა ძალა წერტილი დაესვა ყველაფრისთვის! ერთ წამში მიიღო გადაწყვიტილება და თანხმობაც. ლუკასი მამასთან დარჩა. აღარაფერი დარჩა ანასთვის ტვირთად ქცეული პასუხისმგებლობებისგან, მხოლოდ მომავალი და რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
განქორწინების იურიდიული ნაწილი სწრაფად მოგვარდა ანამ ქონების გაყოფა არ ისურვა, მხოლოდ ლუკასის ნაწილი იყო შესათანხმებელი, რადგან ბავშვს არ უნდოდა მამის გარეშე ცხოვრება.
დარჩნენ ირაკლი და ლუკასი მარტო ცხოვრების პირისპირ. რვა წლის ბავშვს ბევრად მეტი უნარი ქონდა თანაგრძნობის და გერდში დგომის ვიდრე ზრდასრულს. ირაკლიმ სახლი გაყიდა, პატარა ბინაში გადაბარგდნენ, მაგრამ სკოლის საფასური ბოლომდე გადაიხადა. უნივერსიტეტამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. ფარ-ხმალს არ ყრიდა. ამის უფლება არც ქონდა. ლუკასს მამა სჭირდებოდა, ნამდვილი მამა და იყო კიდეც ის ასეთი.
სამი ფასდაუდებელი რამ გაგვაჩნია თვითეულ ჩვენგანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დრო... ირაკლიმ თვითეულის ფასი იცოდა. თავის საქმეც იცოდა და ამ საქმის ცოდნის ფასიც. ახალ ცხოვრებაში დასაკარგი დრო არ ქონდა. წინ ჯერ კიდევ ბევრი აუხდენელი ოცნება და დასუხული მიზანი ელოდათ, თავის სირთულეებთან ერთად.
ირაკლის არასდროს უნანია უცნობის გადარჩენა, მარის ხშირად ეკითხებოდა მის ამბავს და მოთმინებით ელოდა როდის გაიღვიძებდა. წელიწადზე მეტი იყო გასული, როცა პოლიციამ ოჯახს მიაგნო. დედა გამოჩნდა და პაციენტი რეანომობილმა უცნობი მიმართულებით გადაიყვანა. დარჩა ცარიელი პალატა და გადაშლილი დაუსრულებელი წიგნი მარის ცხოვრებაში.

***

კიდევ ერთი შობა მოდიოდა, ისევ წვიმდა, ისევ ქარი დათარეშობდა და ძარცვავდა მორთულ-მოკაზმულ ქალაქს. ჯერ ის დრო იყო დაგვიანებულები, რომ ყიდულობდნენ საჩუქრების უკანასკნელ ეგზემპლარებს და შემორჩენილ თაროებსაც ათავისუფლებდნენ ელვის სისწრაფით. ქეითი ბუხართან იჯდა და მომდევნო წიგნზე მუშაობდა, კარზე რომ ზარის ხმა გაისმა. არავის ელოდა დეიდა მერის გარდა, ამიტომ ისე გააღო არც უკითხავს თუ ვინ იყო. ზღურბლზე თავიდან ბოლომდე სველი სანდრო იდგა და სიცივით თუ ნერვებით აკანკალებულ ხელში წითელი ღვინის ბოთლი და ყვავილების პატარა თაიგული ეჭირა. ერთხანს ორივე გაყინული, არაფრის მთქმელი და ამავდროულად ტკივილით სავსე თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს.
- წადი! - ძლივს ამოთქვა ქეითმა და ცრემლები ღაპაღუპით დაეშვა ღაწვებზე. თითქოს ყველა იარამ ერთდროულად გახსნა პირი და ამოსუნთქვის საშუალებას აღარ აძლევდა. სანდროს ხმა არ ამოუღია, იდგა გახევებული და ნერვიულად უცახცახებდა მხრები, ყველაზე მეტად ამის ეშინოდა, უარყოფის, აქ რომ მოდიოდა რისი იმედი ჰქონდა თავადაც არ იცოდა, მხოლოდ საუბარი უნდოდა. უნდოდა ეთქვა რომ მის გამო წუხდა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა, ის წყეული მანქანა რომ არ დაეტოვებინა არაფერი მოხდებოდა, ორივე შეძლებდნენ მშვიდად გაეგრძელებინათ ცხოვრება... მაგრამ ახალა გვიანი იყო, ძალიან გვიანი!
- მაპატიე - მხოლოდ ამის ამოთქმა შეძლო. მოტრიალებას და ისევ გაქცევას აპირებდა, მაგრამ ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებდა. რაღაც არ უშვებდა, გრძნობდა რომ მისი იქ ყოფნით ქეითს ტკივილს აყენებდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა რომ ემოციებისგან დაცლა ორივეს სჭირდებოდა. სრულიად გაუაზრებლად დაეშვა მუხლებზე, ღვინის ბოთლს და თაიგულს ხელი ფრხილად უშვა და ქეითს მოეხვია.
- მაპატიე - ისევ იმეორებდა ერთი და იგივეს და ქეითის დაშენილ მუშტებს თითქოს ვერც გრძნობდა. დეიდა მერიმ შორიდანვე დაინახა კართან განვითარებული მოვლენები, მაგრამ მანქანიდან გადმოსვლას არ ჩქარობდა, გრძნობდა, რომ მათ ჯერ ერთმანეთთან უნდა გაერკვიათ ურთიერთობა.
- ყველაფერი შენი ბრალია - ლუღლუღებდა ახლა უკვე სანდროს მკლავებში მოქცეული ქეითი - საერთოდ არ უნდა დაბრუნებულიყავი!
- საერთოდ არ უნდა წავსულიყავი!
- სახლში შემობრძანდით - თავს წამოადგა მათ დეიდა მერი, როცა დაინხა, რომ სიტუაცია შედარებით განიმუხტა. მთელი ეს დრო მისი გოგო განდეგილივით ცხოვრობდა და ეს არსაიდან გამოჩენილი სიმპათიური ახალგაზრდა ახლა სწორედ რომ დროული იყო. - ორივე სულ მთლად სველები ხართ ასე როგორ შეიძლება! - შეიძლება შემოვიდე? ჩასჩურჩულა ქეითს და ფრთხილად გაუშვა ხელი.
- არა! - თავი არ აუწევია ისე უპასუხა ქეითმა. სანდროს აღარაფერი უთქვამს უხმოდ დაუკრა თავი დეიდა მერის და კიბეებს დაუყვა. ქეითი უხმოდ უყურებდა წვიმაში მიმავალ სანდროს, ცრმლებისგან დაბინდული თვალებით. უამრავი გრძნობა ირეოდა ერთმანეთში, ბრაზი, სიძულვილი, სასოწარკვეთა, ყველაფერი მისი ბრალი იყო, თითქოს იმ საბედისწერო ღამეს იმ მანქანის საჭესთან ვიღაც გალეშილი და ნარკოტიკებით გაბრუებული მძღოლი კი არა ის მჯდარიყოს.
- ვინ არის შვილო? - ჰკითხა დეიდა მერიმ და წვიმაში მიმავალ უცნობს გახედა.
- ის არის დეიდა ის! - თქვა ქეითმა და თავი ხელებში ჩარგო. დეიდა მერი სწრაფად მოეგო გონს ვინ "ის" შეიძლებოდა ყოფილიყო უცნობი, ის არ ფიქრობდა რომ ავარია სანდროს ბრალი იყო, ყოველთვის სურდა მისი ნახვა და მადლობის გადახდა იმ ხელმოწერების გამო, რამაც მისი გოგო გადაარჩინა და საავადმყოფოს ხარჯების გამოც, რომლის შესახებაც ქეითმა არაფერი იცოდა.
- გაცივდები შვილო სახლში შევიდეთ - მზრუნველად გადაუსვა დეიდა მერიმ ქეითს თავზე ხელი და მკერდზე მიიხუტა.
- რისთვის დაბრუნდა დეიდა?! რას მერჩოდა?! რატომ გამახსენა ყველაფერი?! - დამშვიდდი შვილო! დამშვიდდი! ყველაფერი კარგად იქნება! ეხლა შევიდეთ და ტანსაცმელი გამოვიცვალოთ სულ მთლად სველი ხარ!
- რატომ მოვიდა?! რა უნდოდა?! - ვერ მშვიდდებოდა ქეითი - ნეტავ იმ დღეს მომკვდარიყავი!
- ეგ აღარასდროს გაიმეორო! - ბოხი მაგრამ ათრთოლებული ხმით წარმოსთქვა სანდრომ და ბოლო საფეხურებიც აიარა.
- რა იყო სინდისის ქენჯნამ შეგაწუხა?! - ახლა უკვე ირონია გაურია ქეითმა ხმაში
- შემაწუხა - დაეთანხმა სანდროც.
- გებრალები არა?! საცოდავი ინვალიდი გგონივარ! საწყალი ...
- საკმარისია! - სიტყვა გააწყვეტინა სანდრომ და დეიდა მერის ანიშნა დაგვტოვეო - საკმარისია ქეით! რის მიღწევას ცდილობ! თუ გინდა რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო გილოცავ ამით ვცხოვრობ. მაგრამ დამნაშავე მხოლოდ იმაში ვარ, რომ დაგტოვე და არა იმაში რაც მოხდა. თუ შვებას მოგგვრის შეგიძლია ეგეც მე დამაბრალო, მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, მაგრამ იმ წყეული მანქანის საჭესთან მე არ მჯდარვარ! მეც ვფიქრობ იმ დილით რომ გასაღბი გამომერთმია იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო... მაგრამ ახლა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
- რატომ არ გამომართვი?
- არ შემეძლო გესმის, არ შემეძლო, იმ დილის მერე ვერაფრით ვივიწყებდი ნანახს. შენც ის მანქანაც, ყველაფერი იმ დილას მახსენებდა, იმ მოხუცი ქალის კივილი დღემდე ჩამესმის კოშმარებში... თავგზა მქონდა არეული. არაფერი მინდოდა რაც ამ ყველაფერს გამახსენებდა...
- ჩემზე არ გიფიქრია? არც მე მჭირდებოდა ის მანქანა, ყოველ დილით ვუყურებდი და მახსენდებოდა, რომ იმ ღამით საკუთარ თავს ვუღალატე, როცა სრულიად უცნობი კაცი ჩავიწვინე საწოლში. საკუთარ გრძნობებს ვუღალატე, ამის გამო საკუთარი თავიც მძულდა და შენც მძულდი, ის მანქანაც მძულდა ყოველ დილას რომ მეჩხირებოდა თვალებში და დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა... მაგრამ ყველაზე მეტად იცი როდის შემძულდი?! როცა სამედიცინო ფურცლებზე შენი ხელმოწერა ვნახე, ასე როგორ მომექეცი?! ასეთი ცხოვრებისთვის როგორ გამიმეტე?! - ისევ ცრემლები წასკდა ქეითს და თავი ხელებში ჩარგო. - არ ჯობდა მომკვდარიყავი?!
- ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ამის შემეშინდა, საავადმყოფოში დაბრუნება ვეღარ გავბედე, მხოლოდ დილით გავიგე, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ეგოისტურად მოვიქეცი როცა ქალაქიდან წავედი, ვიცოდი რომ ცოცხალი იყავი და ეს საკმარისად ჩავთვალე, ყველაფრის დავიწყება და ახალი ფურცლიდან დაწყება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, სადაც არ უნდა წავსულიყავი ფიქრებით მუდამ აქ ვიყავი გაჭედილი.
- რატომ დაბრუნდი?!
- ჩვენ გამო
- "ჩვენ" გამო?!
- ორივე უნდა გავთავისუფლდეთ ქეით, შენი წიგნი წავიკითხე ვიცი რომ შენც გინდოდა ჩემთვის თვალებში ჩაგეხედა...
- შენთვის არა! - თვალებში ჩახედა ქეითმა და ისევ მის მკლავს მიაყრდნო თავი - უწინდელი სანდროსთვის, მას არ აწუხებდა ადამიანების ბედი...
- ამ სანდროს შემოუშვებ შენ ცხოვრებაში?
- რომელიღაც სანდრო ყოველთვის იარსებებს ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ ჯობია ეს შენ იყო. - სევდიანი ღიმილით წარმოსთქვა ქეითმა.
- პირობას გაძლევ, რომ ეს სანდრო არასდროს გაწყენინებს - პატარა ბავშვივით მოეფერა ლოყაზე და თავზე აკოცა. - ახლა კი სახლში შევიდეთ ცხელი კაკაო და საშობაო ნამცხვარი არ გვაწყენდა.
- არც გამოცვლა გვაწყენდა - სველ ტანსაცმელზე ანიშნა ქეითმა.
- და არც ცხელი შხაპი...
- ოცნებებში ნუ წახვედი - გაიცინა ქეითმა და ეტლი კარისკენ შეაბრუნა.
- მოიცა - შეაჩერა სანდრომ და სახლში პატარა ბავშვივით ხელში აყვანილი შეიყვანა - ოცნებებში არა?! მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა მან და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა.
- რა ჯანდაბას აკეთებ! - შეუბღვირა ქეითმა. - დამშვიდდი ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც არ მოგეწონება.
- ახლავე დამსვი!
- ახლავე?!
- არა ახლავე არა! დივანზე დამსვი! - თან გაბრაზდა საკუთარ მდგომარეობაზე თან სიცილი წასკდა.
- პატარა ბავშვივით ხარ. - გაეცინა სანდროსაც და აბაზანის კარი შეაღო. მართლაც სასაცილოდ იყო ორი ზრდასრული ადამიანის დანახვა ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და ქურთუკებით ცხელი შხაპის ქვეშ, ისინიც სულელებივით იცინოდნენ და თითქოს რაღაც მომენტში სიძულვილმაც უკან დაიხია და ბრაზმაც, სასოწარკვეთამაც და გაურკვეველმა შიშებმაც. იმ სივრცეში მხოლოდ ორნი დარჩნენ და არც ერთს აღარ სურდა იმ ტკივილით მოცულ ქაოსში დაბრუნება, რომელსაც მათი ცხოვრება ერქვა.
ქეითი, სანდრო და დეიდა მერი გათენებამდე საუბრობდნენ სხვადასხვა მხიარულ და სევდიან ამბებზე, მიუხედავად ყველაფრისა ეს პირველი ბედნიერი შობა იყო სამივეს ცხოვრებაში იმ ავარიის შემდეგ.

***
- ჩამოხვედი - თვალები გაუბრწყინდა ლიზას და მარტინს მოეხვია. როგორც ყოველთვის ამ შობასაც მარტო უნდა შეხვედროდა, მაგრამ ნაძვის ხეს მაინც დაეკავებინა საპატიო ადგილი და მისაღები ოთახიც საგულდაგულოდ მოერთო.
- საქმეზე ჩამოვედი - უთხრა მარტინმა ქალს საუბარში. - ამასაც მოვრჩები და მერე აღარსად წავალ, ყოველ შემთხვევაში შენს გარეშე ...
- აქაურობას მივეჩვიე - სევდიანად გამოუვიდა ლიზას ნათქვამი - რთულად ვეგუები სიახლეებს ...
- კარგი, როგორც იტყვი - წინააღმდეგობა არ გაუწევია კაცს, შეიძლება იმიტომ რომ გულის სიღრმეში ახალი დასაწყისის იმედი არ ჰქონდა, შეიძლება მართლა მზად იყო დარჩენილიყო მასთან, მაგრამ ჯერ ეს კარი უნდა გამოეხურა, ჯერ გეგმა ბოლომდე უნდა მიეყვანა...

***

- ყოველთვის მინდოდა მადლობა გადამეხადა მაგრამ ამ დრომდე მაგის შესაძლებლობა არ მომეცა - უთხრა დეიდა მერიმ სანდროს წამოსვლის წინ. - თქვენ რომ არა ალბათ ჩემი გოგო აღარ მეყოლებოდა...
- მე რომ არა თქვენ გოგოს არაფერი დაუშავდებოდა - სევდიანად ამოთქვა მან ისე თითქოს სიტყვებს გული ამოაყოლაო და თავი დამნაშავე ბავშვივით ჩახარა.
- ბედისწერა შვილო, ბედისწერა! ეს არც შენი ბრალია და არც ქეითის... ადრე თუ გვიან ისიც გაუსწორებს სიმართლეს თვალს. მარტო დარჩა და მთელ სამყაროზე ბრაზობს დრო სჭირდება. - სიყვარულით სავსე მზერით გახედა დეიდა მერიმ დიშვილს.

***

ანამ პირველად გადაწყვიტა შვილისთვის შობა პირადად მიელოცა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა. გაუჭირდა ქალს ახალ რეალობაში თავის დამკვიდრება, მაგრამ უფრო მეტად უჭირდა წარსულთან დაბრუნება. შვილი ენატრებოდა, ირაკლიც ენატრებოდა, მაგრამ უფრო ის რაც ავარიამდე იყო და არა შემდეგ. რას არ მისცემდა დროის უკან დაბრუნება რომ შესძლებოდა. ალბათ იმ დღეს საერთოდ გააქრობდა მათი ცხოვრებიდან. ყველაფერს გააკეთებდა, რომ ჩვეული რუტინა არ დარღვეოდათ და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაეგრძელებინათ... რაღა მაინც და მაინც ისინი, რატომ ღმერთო... მუდმივად ამ კითხვას სვამდა და იმ დღეს სწყევლიდა.
ისე ჩამოვიდა არავინ გაუფრთხილებია, იფიქრა სიურპრიზს გავუკეთებ შვილსო. თან გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ ირაკლის შეიძლება უარი ეთქვა სახლში სტუმრობაზე. სახლი, როგორ დასწყდა გული როცა მის სახლში სხვა ადამიანები დაინახა, სხვა ქალი მის სამზარეულოში, სხვა კაცი მისაღებში, სხვა ბავშვები ვერანდაზე ... როგორ წარიმართა მათი ცხოვრება, ცრემლები თავისდაუნებურად მოსწყდა თვალის უპეებს, ყველა ტკივილმა ხელახლა შეახსენა თავი და მიხვდა რომ წარსულის მონატრება მომავალის ადგილს არ ტოვებდა მის ცხოვრებაში, თუმცა აცნობიერებდა, რომ ვერც წარსულს გაიხდიდა მომავლად და ასე გაჭედილი სადამდე გაძლებდა რთული სათქმელი იყო. ირაკლის ცხოვრებაში კი მისი ადგილი აღარ იყო, აღარც ცხოვრებაში და აღარც ფიქრებში... მისთვის მხოლოდ ლუკასი არსებობდა, ის იყო მისი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც...

***

- რას აკეთებ სანდრო! რას აკეთებ! - თავისთავს ელაპარაკებოდა სასტუმროს ნომერში დაბრუნებული სანდრო და სარკეში საკუთარ ანარეკლს ისე ათვალიერებდა თითქოს თავად არ ყოფილიყოს. მართლაც არ ჰგავდა თავის თავს ქეითის მამის შარვალსა და პერანგში, არც ის თვალები იყო მისი გახუნებული, ჩამკვდარი გამოხედვით. - რა გინდა იმ ხალხისგან?! შენ ხომ იცი რომ არ დარჩები რისთვის დაბრუნდი ?! მერე რა იქნება, გგონია კოშმარები დაგანებებს თავს?! გახსოვს საერთოდ რატომ წახვედი?! ნერვებმა ერთიანად უმტყუნა, ყველა კადრმა ერთიანად ჩაიარა თვალწინ, წუხანდელი კადრებიც ამოუტივტივდა ქეითის გამშრალი სახე მისი დანახვისას და ცრემლების ზღვა. შემდეგ მისი კისკისი ჩაესმა ყურში და ანთებული თვალები გაახსენდა და თავისდაუნებურად გაეღიმა.
- მხოლოდ ამისთვის ღირს დარჩენა - უპასუხა თავის თავს და სასიამოვნო განცდებით მოცულმა სიზმრების სამყაროში შეაბიჯა. სადღაც აქამდე უცნობ ადგილას იდგა სპორტულ მაისურსა და შარვალში გამოწყობილი ზუსტად ისე სტუდენტობისას რომ იცვამდა, ისეთივე ახალგაზრდა და თავისუფალი. თავის თავს ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა ამ სილაღესა და თავისუფლებას. ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფდა, ბავშვების მხიარული კისკისი და ჩიტების ჟღურტული ერწყმოდა გარემოს. მწავანეში ჩაფლული კოტეჯებიდან ბედნიერი ხალხის სახეებს ხედავდა
- სანდრო, სანდრო - მოესმა ნაცნობი ხმა და ერთიანად მობრუნდა.
- დედა - გაუღიმა მან და ქერათმიან საშუალო სიმაღლის ულამაზეს ქალს გადაეხვია. - მიდი მოეხმარე მამაშენს ნივთების ამოლაგებაში - მხარზე მსუბუქად უბიძგა ქალმა და თვითონაც უკან მიყვა.
- ჩამოხვედით - გამოეგება ქეითიც ჩამოსულებს და კიბებეები მხიარულად ჩამოირბინა. ის ისეთივე ლაღი, მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო, როგორც იმ დღეს პირველად რომ ნახა სანდრომ, ისევ იმ თეთრ სიფრიფანა კაბას და წელამდე ჩამოშლილ ღია წაბლისფერ, ტალღოვან თმას ქარი თანაბრად უფრიალებდა და თითქოს რაღაც იდუმალ შუქს აფრქვევდა ირგვლივ. სიზმარი კარზე გამალებულმა ბრახუნმა შეაწყვეტინა, უკვე შუადღე იყო, რომ არა სიზმრიდან გამოყოლილი დადებითი ემოციები ალბათ ვერ გადაურჩებოდა სასტუმროს პერსონალი, რომელიც ერთი დღით დაქირავებული ნომრის დაცლას სთხოვდა, რადგან უკვე სხვებს ჰქონდათ დაკავებული. სანდრომ პირზე წყალი შეისხა, ნომრიდან გამოვიდა. სასტუმრო აღარაფერში სჭირდებოდა, ეს პირველი ღამე იყო კოშმარის გარეშე, პირველი ღამე გაატარა ზღაპრულ სამყაროში სადაც გვერდით საყვარელი ქალი და ისეთი მშობლბი ჰყავდა, როგორსაც ბავშვობაში წარმოიდგედა ხოლმე. რა თქმა უნდა იცოდა, რომ ამ სიზმარს არასდროს ეწერა სიცხადე, მაგრამ მაინც ბედნიერად გრძნობდა თავს. რამოდენიმე თვეში ოცდათხუთმეტს გადააბიჯებდა, ის კი ისევ უბრალო, თბილ, მეგობრულ მშობლებზე ფიქრობდა. თავის თავზე გაეცინა, მაგრამ რეალობას ვერ მისცემდა უფლებას განწყობა გაეფუჭებინა.
- ახალი სახლი მჭირდება - ჩაილაპარაკა თავისთვის და პირველივე უძრავი ქონების სააგენტოს მიაკითხა.

***

ქეითმა დილას ადრიანად გაიღვიძა, დეიდა მერი სამზარეულოში ფუსფუსებდა, გული უგრძნობდა, რომ სტუმარს არც დღეს დასჭირდებოდა დაპატიჟება.
- დეიდა - გასძახა ქეითმა - დამეხმარე ავდგე.
- გაიღვიძე შვილო?! - უცნაური, მხიარული ღიმილით სავსე სახით გამობაჯბაჯდა სამზარეულოდან ქალი.
- გავიღვიძე დეიდა გავიღვიძე - გაიზმორა ქეითი და დეიდას შესცინა.
- ასეთი ქეითი მომენატრა - მხრებზე მოხვია ხელი დეიდამ.
- მეც - სევდა გაერია ხმაში ქეითს - მიდი მითხარი, ვიცი რომ ერთი სული გაქვს როდის ვილაპარაკებთ.
- ცუდი ადამიანი არ უნდა იყოს შვილო...
- არ ვიცი დეიდა ადრე ასეთი არ იყო - მხრები აიჩეჩა ქეითმა.
- ახლა როგორიც არის იმაზე რას ფიქრობ?
- იცი არ მინდა, რომ ვიფიქრო საერთოდ, ჯერ კიდევ მას ვაბრალებ ყველაფერს, კიდევ ვბრაზობ იმ დილას რომ გასაღები არ გამომართვა. მას რომ გასაღები გამოერთმია არაფერი მოხდებოდა
- ან საავადმყოფოს ფოეიეში მარი, რომ არ შეგხვედროდა, ან ფეხით რომ არ წამოსულიყავი, ისედაც მთელი დღის დაღლილი და ავტობუსს დალოდებოდი, ან ტაქსით გემგზავრა, ან მანქანაში რომ დაჯექი, მაშინვე წასულიყავი, ან საერთოდ სხვა მიმართულებით წასულიყავი 1 წუთით რომ ადრე გაგევლო ან 1 წუთი რომ შეყოვნებულიყავი არაფერი მოხდებოდა... - დაზეპირებულივით გააგრძელა დეიდა მერიმ ქეითის სიტყვები.
- ვიცი დეიდა მილიონი ვარიანტი მაქვს, მაგრამ მე მაინც მასზე ვბრაზობ, არაფერი ესაქმებოდა მის მანქანას ჩემი სახლის წინ, მაგრამ ასეთს რომ ვხედავ ვეღარ მძულს.
- ნუ ფიქრობ ამაზე შვილო, აწი მხოლოდ მომავალზე უნდა იფიქრო...
- ვიცი დეიდა, თეორიულად ყველაფერი ვიცი, მაგრამ ძალიან რთულია ისევ იქ ვარ გაჭედილი, რასაც არ უნდა ვაკეთებდე მაინც იქ ვბრუნდები. ამდენი ხანი გავიდა და მაინც ვერ ვეგუები...
- მისი ბრლი არ არის შვილო, არც მას დაუგეგმავს ასეთი რამ.
- ვიცი დეიდა მაგარამ...
- ეს ბედისწერაა შვილო - დაბეჯითებით გაიმეორა ისევ გახუნბული ფრაზა - არც ერთის ბრალი არ არის გარდა იმ არაადამიანისა, მაგრამ ისიც გზა მართალს არის, სანდროზე გაბრაზებას კი აზრი არ აქვს, წუხელ თქვენი საუბარი მესმოდა, ორივე ცოდოები ხართ შვილო, ორივე ცოდოები.
- არ ვიცი დეიდა, რაღაც მომენტში გულის სიღმეში გამიხარდა, რომ ისიც იტანჯებოდა, ნუთუ გავბოროტდი კიდეც? - შეცბა ქეითი და ამ აზრით შეშინებული მიაჩერდა დეიდას.
- რას ამბობ შვილო?! სად შენ და სად ბოროტება - გაიცინა დეიდა მერიმ. - ადამიანები ასეთები ვართ, გვტკივა და გვინდა მათაც იგივე განიცადონ, ვის გამოც გვგონია რომ გვტკივა. მასზე ბრაზობდი და იმიტომ გაგიხარდა, რომ გყვარებოდა ისიც შეგეცოდებოდა...
- თუ შეგეცოდა ე.ი. შეგიყვარდა?
- არა ქეით, ბავშვივით ნუ მსჯელობ! მასაც იგივე ფიქრები ტანჯავს რაც შენ. ერთმანეთი თუ შეგეცოდებათ არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი შეგიყვარდათ.
- ვიცი დეიდა, ვიცი - უცნაურად გადაიკისკისა ქეითმა.
- რა გაცინებს?!
- ეს წუთია ახალი პერსონაჟი დაიბადა - ისევ მხიარულად მოიფშვნიტა ხელები და დასძინა - იმედია დღესაც არ მოვა, ბევრი სამუშაო მაქვს!
- მე კი მგონია რომ მოვა...

***

სანდრო უთუოდ მივიდოდა ქეითთან, ის აღარსად აპირებდა გაქცევას. ანაც მივიდოდა ლუკასთან. შეიძლება არც ირაკლი ყოფილიყო ისეთი წინააღმდეგი, როგორიც ანას წარმოდგენაში იყო. ბევრი რამ შეიძლება მომხდარიყო, ბევრი რამ შეიძლება შეცვლილიყო, მაგრამ შეიძლება არც არაფერი ყოფილიყო იმაზე უკეთესად ვიდრე იყო. ადამიანები ხშირად ვექცევით საკუთარი წარმოდგენების მარწუხებში. ხშირად თავად ვუწესებთ ბარიერებს თავს, რისი მიღწევა შეგვიძლია და რისი არა. რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა. ზოგჯერ ეს ლოგიკიდან გამომდინარეობს, ზოგჯერ მორალური ნორმებიდან, ზოგჯერ კი შიში გვმართავს. ანას ეშინოდა ირაკლისთან შეხვედრის, უფრო სწორედ მისი რეაქციის მასთან შეხვედრისას. სანდროსაც ეშინოდა, შეიძლება ქეითსა და ირაკლისაც აღარ სურდათ წარსულში დაბრუნება, მაგრამ რაც მოხდა იმის შეცვლა აღარავის შეეძლო. დევიდისთვის ჯერ კიდევ არ არსებობდა წარსული და არც ის დღე გახსენებია და არც მარი, თუმცა ახსოვდა ხმა, რომელსაც ყველა ქალში ამაოდ ეძებდა. ლიზა დილიდან ემზადებოდა, მისთვის ეს უკვე მეორე შობა იყო, რომლის გატარებაც მარტოს აღარ მოუწევდა, თუმცა სამზადისი ახალი ამბების სპეციალურმა გამოშვებამ შეაწყვეტინა.
წამყვანი იუწყებოდა, რომ ცხელ კვალზე დააკავეს ოლიგარქის შვილის მკვლელი, რომელიც ყოფილი სამხედრო არმოჩნდა. შემთხვევას კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა, რომელიც გასროლის დროს შუქნიშანზე გადადიოდა.
ლუკასმა უდანაშაულო ადამიანში დედა ამოიცნო, ლიზამ მკვლელში სულის მეგობარი, ქეითმა კი... ქეითმა მხოლოდ ახლა გაანალიზა, რომ ზოგიერთის ცხოვრებაში უარესზე ურესი არ სრულდება და გულში რაღაც მძიმედ ჩასწყდა.



№1 სტუმარი სესილი

საინტერესო იყო, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გავიგე რა უნდოდა ქეითს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent