შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწყვიტე თოვა ( პირველი)


1-11-2024, 21:14
ავტორი ვე რა
ნანახია 1 381

შეწყვიტე თოვა
1

_ის ვინ არის?_ თავით ანიშნა ნაცნობ მიმტანს ბართან მდგომ სანტას ქუდიან გოგონაზე, რომელიც საახალწლო სიმღერას აყოლებდა სხეულს. ლამაზზე უფრო ბავშვური გოგო იყო. ნათელი მზერით და ღიმილისგან ლოყაზე გაჩენილი ფოსოებით.
_ ანინაა!_ თვალები ისე ანთო ბიჭს მირიანისთვის აშკარა გახდა, რომ მისდამი გულგრილი არ უნდა ყოფილიყო.
_ ანინა რა სახელია?_ ჰკითხა ვითომ უინტერესოდ.
_ ანი ჰქვია, მოფერებით ანინას ვეძახით!_ უპასუხა ბიჭმა და ხმა ისე დაეძაბა აშკარა იყო სულ არ სიამოვნებდა მირიანის ასეთი აკვიატებული ინტერესი. გაეღიმა მირიანს. თავით ანიშნა დამტოვეო. ყავას ნება_ნება სვამდა და თვალს არ აცილებდა იმ მხიარულ გოგონას. საკუთარი ვინაობა გაახსენდა და თვალი ფანჯარაზე გადაიტანა. დაინახა, როგორ გამოაპრონწიალეს მოპირდაპირე შენობიდან ვიღაც ზორბა ტიპებმა გამხდარი ჰალსტუხიანი კაცი. შეუმჩნევლად ამოიოხრა. ინატრა თავადაც არავინ ყოფილიყო, აი იმ მიმტანი ბიჭის მსგავსად. უფლება ჰქონოდა იმ ნაპერწკალივით გოგონასთვის ხელი ჩაეკიდა და ცხრა მთას იქით გადაეკარგა, მაგრამ ახლა ვერაფერს გააწყობდა. უკანასკნელად შეხედა გოგოს.
_ ანინა!_ გაიმეორა მისი სახელი. ფული დატოვა, წამოდგა და კაფიდან გავიდა.

_ ცოტნე, ჯერ არაფერი უთქვამს მგონი! ყბას თუ მოტეხავ, სულ ვერაფერს იტყვის!_ მირიანის დანახვამ უარესად დააფრთხო ჰალსტუხიანი.
_ ბატონო მირიან, მე ... მე... მე ყველაფერს გეტყვით!
_ ასე არ ჯობია „ბატონო“ აკაკი?_ "ბატონოს" ირონიულად გაუსვა ხაზი მირიანმა._ აბა გისმენ!
სკამი უკუღმა მოატრიალა, უდარდელად გადაჯდა და ხელით საზურგეს დაეყრდნო პასუხის მოლოდინში.
_ მას უტყუარი მტკიცებულება ჰქონდა. რა უნდა მეთქვა? სხვა გზა არ დამრჩა!_ თავი იმართლასავით აკაკიმ.
_ აჰა, ანუ სხვა გზა არ დაგრჩა და როგორც ადვოკატმა, მისი სახელით მიჩივლე არა?_ გაეღიმა მირიანს._ ახლა გასაგებია!
_ არა მე უბრალოდ..._ აკაკიმ აღარ იცოდა რა ეთქვა. არადა იმ წამს, როცა საჩივარს ამზადებდა მირიანის წინააღმდეგ, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორი იმიჯი ექნებოდა თუ იმ მოუხელთებელ მენაბდეს ციხეში გამოამწყვდევდა.
_ ხიბლში ხარ აკაკი ბატონო! ეეჰ, რომ იცოდე, როგორი დამღუპველია ეგ შენი ამპარტავნება! _ თავი გააქნია მირიანმა უკმაყოფილოდ. _ კარგი ადვოკატი ხარ, მაგრამ საკუთარი ეგოცენტრიზმი გღუპავს! ერთ უფასო რჩევას მოგცემ, ცოტას დასჯერდი ხოლმე და მშვიდად იცხოვრებ! ახლა კი მითხარი, სადაა მტკიცებულება?
_ უნდა გააქროთ არა?_როცა მიხვდა ისევ ზედმეტი წამოსცდა, უკვე გვიანი იყო. მუცელში მოხვედრილმა მუჭმა იატაკზე გააგორა ცნობისმოყვარე სტუმარი.
_ ეჰ აკაკი, აკაკი! მაინც ვერ სწავლობ ჭკუას! მგონი ცოტაოდენი ზღვის წყალი არ გაწყენდა! გინდა ბათუმში გაგიშვა დასასვენებლად?_ გაუღიმა მირიანმა იატაკზე წამომჯდარ საწყალ იურისტს. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა აკაკიმ. თავი უარის ნიშნად გააქნია ბავშვივით გაბუტული სახით. მირიანს გულიანად გაეცინა.
_ ყველაფერი მეხსიერების ბარათზე ჰქონდა ბაკურაძეს. არ დამიტოვა, ასე თქვა არავის ვენდობიო. მართალს ვამბობ!_ წამით დააკვირდა მირიანი დამფრთხალ კაცს.
_ ხოოო, ამჯერად მართალს ამბობ!_ ფეხზე წამოდგა. შარვალი გაიბერტყა._ რა მტვრიანია აქაურობა! რომ მორჩებით კარგად მიალაგეთ! ზედმეტი არაფერი ვარგა, მით უფრო სისხლი! არ დაივიწყოთ!
_ ბატონო მირიან!_ მიადევნა აკანკალებული ხმა აკაკიმ. იცოდა, ზედმეტი რაც იყო და ისიც, თუ როგორ ესმოდა ცოტნეს ეს „ზედმეტი’’.
_ ამაღამ გავდივართ._ ჩაულაპარაკა კართან მდგარ კაცს მირიანმა._ გაემზადეთ!
_მამაა სახლში ხარ?_ ჯერ კარში შემოიჭყიტა და როცა დარწმუნდა სახლში არავინ იყო მხოლოდ ამის შემდეგ შემოაჩოჩა მძიმე გრძელი ყუთი. ახალ წლამდე ოთხი დღეღა იყო დარჩენილი. ყუთი საძინებელში შეიტანა და საწოლის ქვეშ საგულდაგულოდ დამალა.
_ რეკავენ ზარებიი შობა თენდებაა!_ აღიღინდა ხმადაბლა. რამდენიმე თვე იყო ამ საჩუქრისთვის დანაზოგს აკეთებდა ანი. მამამისს თევზაობა უყვარდა. თუმცა საკუთარი სამუშაოს გადამკიდე საყვარელი საქმიანობისთვის ვერასდროს იცლიდა. ანის მუდან აკლდა მშიბლის სიახლოვე, მაგრამ მამის ტლრიგორც ჟურნალისტის გადატვირთულ განრიგს მუდამ მოთმინებით იტანდა. მით უფრო დედის გარდაცვალების შემდეგ ენატრებოდა მამა. თავად ფოტოგრაფია იზიდავდა, თვლიდა რომ მშობლების გამბედაობა და სიჯიუტე აკლდა. თუმცა ის ნივთები, რასაც მუდმივად ხედხლავდა სახლში მასშიც აღვიძებდნენ ინტერესს. ხელოვნებათმცოდნეობაზე სწავლობდა და ფოტოგრაფიას სწავლას უთავსებდა.
საჩუქარს საწოლის გადასაფარებელი საიმედოდ ჩამოაფარა და სახლის დალაგებას შეუდგა. როცა მამის კაბინეტს ალაგებდა მოულოდნელად გადამალულ სიურპრიზს გადააწყდა. კარადის უჯრაში ახალ ფოტო აპარატს მიაგნო. ფრთხილად ამოიღო კამერა ამოიღო. სწორედ ის იყო, თავად რომ ნატრობდა.


_ თოვს მამა!_ გაებადრა სახე.
_ პირველ თოვლს გილოცავ ანინაა!_ ამოსძახა დემნამ. შემდეგ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას. წამით იდგა გაშეშებული ანი აივანზე და მამას უყურებდა.
„ არის წამები, რომლებიც არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს ანინა!“ გაიფიქრა უცებ. სირბილით შევარდა მამის კაბინეტში. უჯრიდან ახალი აპარატი ამოიღო და აივანზე დაბრუნდა. აპარატის საბმელი ყელზე გადაიდო და ფოკუსი გაასწორა. ჯერ ისევ კარგად მოჩანდა თოვლის ფიფქებში გახვეული დემნა, როგორ მიაბიჯებდა ქუჩის ბოლოს. წამით კადრი გაასწორა და სურათი გადაიღო.
ის იყო აივნის კარი უნდა დაეხურა, მისი ყურადღება ეზოში გაგონილმა ხმადაბალმა საუბარმა მიიქცია.
_ მეცამეტე ბინაა, უფროსო, ის ჟურნალისტი უეჭველი სახლშია!_ შეცბა ანინა. მეცამეტე? ეს ხომ თავისი ბინის ნომერი იყო. ვინ იყო ეს ხალხი? რა ესაქმებოდათ ამ დროს მამამისთან?
_ უხმაუროდ იმოქმედეთ! კიდევ ერთ შეცდომას არ გაპატიებთ!_ მოესმა ცივი და მბრძანებლური ხმა. თითქოს აჩქარდა სამყარო ანინას გარშემო. მობილური ამოიღო და დემნას დაურეკა სასწრაფოდ.
_ გაიქეცი ანინა ! სწრაფად გაიქეცი შვილო!_ ტელეფონში იღრიალა დემნამ. მაღაზიასთან მისული სწრაფად გამოიქცა უკან. ხვდებოდა ვერ მიუსწრებდა და უმწეობის გრძნობით გაგიჟებული გიჟივით მორბოდა სახლისკენ.
არც კი უფიქრია, რომ გარეთ ლამის მტკაველი თოვლი იდო. არაფერი გახსენებია, ისე გააღო სახლის კარი და კიბეზე დაეშვა ანი. სწრაფად აუქცია გვერდი მაღლა ამომავალ უცნობებს და სადარბაზოდან გიჟივით გამოვარდა. ჩაბნელებულ მანქანას რომ მოკრა თვალი დაუფიქრებლად იცვალა გვერდი და ყრუ, უკანა ქუჩას გაუყვა სწრაფი ნაბიჯებით. სული ყელში ებჯინებოდა. რაც უფრო ცდილობდა სწრაფად სიარულს, მით უფრო ეკეცებოდა მღელვარებისგან მუხლები.
სულ დაუსველდა ფეხები. თითები გაეყინა. ყინვისგან აკანკალებულ ნიკაპს ვეღარ იმორჩილებდა. ადრე სულ მოსწონდა ხალვათი უბანი. მოსწონდა, რომ ნაკლები მეზობელი ჰყავდა, მოსწონდა მყუდროება და სიჩუმე, მაგრამ ახლა ინატრა ხალხი. უკან მოიხედა და როცა შორს, კვალში ჩამდგარი ჩრდილი დალანდა საკუთარ თავს გაქცევა აიძულა.
ერთი შეხედვით იცნო მირიანმა სადარბაზოდან გამოვარდნილი შიშისგან გაფითრებული ანინა.
_ ამას აქ რა უნდა?_ გაუკვირდა მისი დანახვა. უფრო იმან გააოცა, ოთახის ჩუსტებით რომ გარბოდა გოგონა. დაეჭვებულმა ახედა დემნას სახლის განათებულ ფანჯრებს.
_ სახლი ცარიელია უფროსო!_ ტელეფონზე დაურეკა ცოტნემ._ მაგიდა გაშლილია, მაგრამ არავინ არაა!
ვაა, რა ლამაზი შვილი ჰყოლია დემნას!
ხელში აიღო კარადაზე დადგმული ჩარჩოში ჩასმული სურათი და მხიარულად გაიცინა.
_ დამანახე!_ გულმა რაღაც უგრძნო მირიანს.
ეკრანი სურათისკენ მიატრიალა ცოტნემ.
_ ამის დედაც!_ შეიკურთხა მირიანმა.
_ მანდ საქმე აღარ გვაქვს, ყველაფერი შეიცვალა. დატოვე სახლი და ხიდზე დამელოდე!_ მოკლე ბრძანება მისცა, მანქანიდან გადავიდა და სირბილით გაჰყვა გაქცეული გოგონას კვალს. ცოტნესაც წამი აღარ დაუკარგავს. სწრაფად ჩამოირბინა კიბეები და სწორედ მაშინ გავიდა ეზოდან, როცა დემნამ სახლისკენ მომავალ აღმართზე ამოუხვია აქოშინებულმა. მიმავალ მანქანას მოჰკრა თვალი და ღონემიხდილი თოვლში ჩაიკეცა. მიხვდა, რომ მოსვლა დააგვიანა.
დამფრთხალი და აკანკალებული გარბოდა ანინა, უკვე ვეღარც იგებდა სად მირბოდა. მდინარის პირზე ჩაივაკა, გადათოვლილ ბუჩქებში შეიმალა. იფიქრა უკეთ იქ დაიმალებოდა, მაგრამ მდევარი ვერაფრით ჩამოიტოვა. საიდანღაც გაძვალტყავებული მეძუძური ძაღლი გამოვარდა ავი ღრენით. ლეკვები თუ ჰყავდა ამ მიყრუებულში საიმედოდ გადამალული. შიშისგან იკივლა ანინამ, ფეხზე წამოხტა, უკან გავარდა შიშისგან გონარეული და პირდაპირ მკლავებში ჩაუვარდა მირიანს.
_ მიშველეთ!_ შეევედრა და შიშჩამდგარი თვალები შეანათა. ინსტიქტურად მოხვია ხელები კაცმა და გულში ჩაიკრა. ისე აკანკალებდა სიცივისგან და შიშისგან კბილს კბილზე აცემინებდა. თან პატარა, თოვლის ფიფქი ვით თეთრი თითებით ისე ებღაუჭებოდა, თითქოს მის იქით ხსნა არსად ეგულებოდა._ მიშველეთ, მომდევენ!
სიმწრით გაეღიმა კაცს. ასე მიამიტად საკუთარ მდევარს ევედრებოდა შველას.
__ დამშვიდდი! ნუ გეშინია!_ უთხრა და თავისი გრძელი ქურთუკი სწრაფად გაიხადა. ყინვისგან გადალურჯებული გოგო საიმედოდ გაახვია შიგ. ახლაღა გაახსენდა, რომ ფეხზეც არ ეცვა. არც დაფიქრებულა ხელში ისე აიყვანა. ანი გიჟივით აცეცებდა თვალებს გარშემო. წინააღმდეგობასაც კი არ უწევდა, გამოჩენილი გადამეტებულ მზრუნველობისას.
_ მიშველეთ, მიპოვნიან!_ ლუღლუღებდა გაუთავებლად. თან ყელზე შერჩენილ აპარატს გულში ისე იკრავდა, გეგონება მთელი სამყაროში ყველაზე ღირებული განძი სწორედ ის იყო.

უსიტყვოდ ამოიარა გზის პირი მირიანმა. ძვირფას ტვირთს გულში გამეტებით იკრავდა. როცა პირველად დაინახა, ფიქრადაც კი არ გაუვლია, რომ მისი შეხების შანსი ოდესმე მაინც ექნებოდა, აი ახლა კი...
ინტერესით ჩამოხედა საკუთარ მკერდში გაყუჩებულ ანინას. კვლავ ფოტო აპარატს რომ იკრავდა გულში.
_შენთვის ჯობდა გზაზე აღარ გადამყროდი!_ ჩაილაპარაკა ლამის უხმოდ. გზის პირზე მომდგარ მანქანაში ჩასვა ანინა. გვერდით მიუჯდა და გაკვირვებულ ცოტნეს ანიშნა მანქანა დაქოქეო.
_ მაინც იპოვნეთ არა?_ მორიგი უაზრო კითხვა შეაგება ცოტნემ. თვალები დაუბრიალა მირიანმა. არ უნდოდა ძლივს დამშვიდებული გოგო ისევ შეეშინებინა. იქამდე მაინც, სანამ ამას მოახერხებდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ძაან მიხარია თქვენი დაბრუნება, მიყვარს თქვენი ისტორიები. ველი გაგრძელებას

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

საინტერესოაა

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

მიყვარს თქვენი შემოქმედება, ერთმანეთზე უკეთესია, როგორც ყოველთვის კარგი დასაწყისია. როდის დადებთ გაგრძელებას? წარმატებებს გისურვებთ

გთხოვთ დიდხანს არ გვალოდინოთ

 


№4 სტუმარი გუ და

ველოდი თქვენგან სიახლეს.კარგი დასაწყისია ბევრი არ გვალოდინო გთხოოვ ????

 


№5 სტუმარი Sally

საკმაოდ დინამიურად დაიწყო, ველი გაგრძელებას ^^

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

თქვენი ყველა გამოჩენა დღესასწაულია ვერა. საოცტად წერთ. როდის დადებზტ გაგრძელებას?ძალიან გთხოვთ მოცულობა გაზარდეთ ან მთლიანი დადეთ არ გვყოფნის, შეგვიბრალეთ

ძალიან მომეწონა. საინტეტესო დასაწყისია. როდის გააგრძელებთ?,არ მეყო ძალიან პატარა თავია

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

აღარ აგრძელეებთ

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებთ გაგრძელებას? მთლიანად ხპმ არ უნდა ატვირთოთ? დაწერეთ პასუცი

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მარი
როდის დადებთ გაგრძელებას? მთლიანად ხპმ არ უნდა ატვირთოთ? დაწერეთ პასუცი

მთლიანად მინდა კი.

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

გელოდებით მთლიან ისტორიას სულმოუთმენლად. წარმატებები ვერა

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინო
გელოდებით მთლიან ისტორიას სულმოუთმენლად. წარმატებები ვერა

დიახ მთლიანს დავდებ ცოტა ხანში.

სტუმარი გვანცა
თქვენი ყველა გამოჩენა დღესასწაულია ვერა. საოცტად წერთ. როდის დადებზტ გაგრძელებას?ძალიან გთხოვთ მოცულობა გაზარდეთ ან მთლიანი დადეთ არ გვყოფნის, შეგვიბრალეთ

ძალიან მომეწონა. საინტეტესო დასაწყისია. როდის გააგრძელებთ?,არ მეყო ძალიან პატარა თავია

ამიტომ დავასრულებ და ისე ავტვირთავ, მიხარია რომ მოგწონთ.

 


№12 სტუმარი აზა

არ დაგიდევთ გაგრძელება. ძალიან მაინტერესებს?

 


№13 სტუმარი აზა

ეს მპთხრობა არ გაგიგრძელებიათ?

 


№14  offline ახალბედა მწერალი ვე რა

აზა
ეს მპთხრობა არ გაგიგრძელებიათ?

გაგრძელდება როცა დრო მოვააა)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent