შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იბრძოლე ან მოკვდი (III თავი)


2-11-2024, 00:07
ავტორი Tuta Moon
ნანახია 276

ერთ-ერთ ქუჩაზე პატარა სახლის წინ ვჩერდებით. გაბუჟებული სხეული მოტოციკლეტიდან გადმომაქვს და ჩაფხუტს ვიხსნი. ჯერ აქეთ-იქით ვიყურები, მერე სახლს ვათვალიერებ, პატარა ერთ სართულიანი სახლია. ქუჩის მბჟუტავ ნათებაზე კარგად არ სჩანს, მაგრამ ლამაზი ეზო უნდა ჰქონდეს. სახლის ფანჯრებიდან მკრთალი ნათემა იღვრება, თუმცა მოძრაობა არ შეიმჩნევა შიგნით.
- წამოდი შევიდეთ. - ტაი ჩემს გვერდით დგება.
- ეს შენი სახლია? - ვინტერესდები სახლზე თვალოუცილებლად.
- არა.. შევიდეთ. - ჭიშკარს აღებს და წამოდიო მანიშნებს.
გაუბედავ ნაბიჯს ვდგამ და შინ მივყვები. ჭიშკრიდან სახლამდე პატარა ვიწრო ბილიკი მიიკლაკნება, მის აქეთ-იქით კი ბალახია. დაბალზე გაკრეჭილი და მოვლილი. მთელი ეზოს ღობეს სხვადასხვა სახის ყვავილები ალამაზებს. ფანჯრის რაფებზეც გარედან ქოთნებია მიმაგრებული შიგნით ჩარგული კონწიალა მცენარეებით. მდიდრულს არ ჰგავს, უფრო საყვარელია. აი როგორც ფერიების სახლები მულტფილმებიდან. ტაი კარს აღებს. პირდაპირ მისაღებში შევდივართ. შიგნიდანაც ძალიან სადად არის მოწყობილი. ერთ მხარეს დივანი დგას, მის გვერდით გრძელ ფეხიანი სანათით. მეორე მხარეს ჩიტის ბუდესავით მომრგვალებული საქანელა სავარძელი. კედელზე ტელევიზორია, კიდევ მაგიდაა სკამებით და სარკიანი ტუმბო. სულ ესაა რასაც ერთი შეხედვით ვამჩნევ. ოთახის ბოლოში სამზარეულოში გასასვლელი თაღია და კიდევ ერთი დაკეტილი კარი, ჩემი ვარაუდით იქ საძინებელი უნდა იყოს. ჩემდაგასაკვირად სახლში არავინაა, სტუმრად მოვედით, სახლშიც კი შემოვედით, მაგრამ აქ არავინაა. მხერბს ვიჩეჩავ ჩემთვის.
- რა იყო, არ მოგწონს? - ჩემს გვერდით მყოფი ტაი კინაღამ მავიწყდება.
- მეე..? რა არუნდა მომწონდეს..
- თუ რამე არ გენდომება შევცვლით..
მისი პასუხი მაფიქრებს და ხელების აწევით ვაჩერებ:
- ერთი წუთით მოითმინე. მოდი აქედანვე გავერკვეთ ზუსტად რაზეა საუბარი, რადგან ვერაფერი გავიგე, მე მეგონა, რომ…
- მოგწონს? შენი სახლი. - მიმეორებს კითხვას ღიმილთ, ჩემი დაბნეულობით გახალისებული.
მოულოდნელობისგან ენა მივარდება. ნამდვილად სწორად გავიგე და მითხრა შენი სახლიო, მაგრამ ჩემი რატომ ან როგორ აი ეს კი ვეღარ გავიგე.
- ეს სახლი დაცულია, რომც მოგაგნონ შიგნით ვერ შემოაღწევენ. მუდმივად დარჩენა თუ არ გენდომება, არაუშავს, მთავარია დროებით აქ იყო. - ტაი დივანზე ჯდება ჩემი პასუხის მოლოდინში.
- ასეთ რამეს ვერ დავთანხმდები, ეს ცოტა თავხედობა იქნება ჩემი მხრიდან. - ნეტა ჩემს ცხოვრებას, თუ კიდევ ვიღაცის დევნა და მალვა უნდოდა, რა უსამართლობაა ზოგჯერ.
- მისმინე გრეტა, ეს უბრალოდ დაცვად ჩათვალე და არა საჩუქრად. როგორც კი სიტუაციას საჩვენოდ მოვაბრუნებთ შეგიძლება აქედან მაშინვე წახვიდე. - პსუხის ფონზე ცოტა განაწყენებული მეჩვენება.
- კარგი, ესიგი მხოლოდ პირადი ნივთების გადმოტანა დამრჩენია. - ხელებს ვშლი და ვიღიმი.
ეტყობა ჩემი თანხმობით გახარებული ტაი როლში იჭრება.
- თან ნახე სამსახურიდანაც არ ხარ შორს, შემიძლია მოტოციკლიც მოგცე.. - ჩემს შეკრულ წარბებს, რომ აწყდება წინადადებას ბოლოაზრს უცვლის. - გათხოვო გრეტა, გათხოვოო და კიდევ უფრო ადვილად ივლი.
- სულ ნუ გადაირევი ვალჰელსინგ. - მის ანთებულ ემოციებს წყალს ვასხამ. - დღეს ჯობია შინ დამაბრუნო..


რაც ტაი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა უცნაურ მონსტრებტან ერთად, ისე სწრაფად და უცნაურად ვითარდება ყველაფერი, რომ ფეხის აწყობა მიჭირს. აქამდე თუ შენელებული, მდორე და ერთფეროვანი იყო, ახლა ყველაფერი პირიქითაა. ადრე თუ ჩემი მშობლების სიძულვილი მათ გაგებაზე მეტი მქონდა და ამიტომ თითიც არ გამინძრევია მათ საძებნად, ახლა ინტერესი გამიმძაფრდა და ვფიქრობ დროა წარსულს თვალებში ჩავხედო.

***
- ნუ ხარ ჩუმად თქვი რამე. - ვეუბნები პეტრეს და მის მომზადებულ ცხელ ყავას წარბშეუხრელად ვწრუპავ.
სულ რაღაც მეორე დღეა ახალ სახლში გადმოვედი და ჯერ მოთმინებით ვუძლებ მის მოჟამულ სახეს. მესმის რაც აღიზიანებს, მაგრამ ნერვები მეშლება, რომ სიტუაციის სირთულეს ვერ აღიქვამს. წარმოიდგინეთ ურჩხულებით სავსე ქალაქი. ადამიანის სახით შენიღბული ქმნილებები, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მზად არიან სული წაგვართვან ნებისმიერ წამს. პეტრეს მიუხვედრელობასთან ერთად ჩემი სიმშვიდე მაგიჟებს. ეს ამბავი ისე მივიღე, თითქოს ნორმალური იყოს, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ყველაფერში უნდა გავერკვე.
- მე რა უნდა გითხრა? მოსაყოლი აქეთ გაქვს. - მპასუხობს და ისე მარიდებს თვალს, გეგონება დიდი დანაშაული მიმიძღვოდეს მისმიმართ.
- რა და თუ რამის თქმა გინდა, ჯობია პირდაპირ მითხრა.
ნერვიულად ფეხს ათამაშებს, ამ ჟესტიკულაციას ვცნობ, ესეიგი რაღაც აქვს გულიდან ამოსაღები.
- ოოო.. კარგი რაა.. ისედაც იცი..
- მისმინე პეტო. - სიტყვას ვაწყვეტინებ კოპებშეკრული. - ან მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იტყვი, ან არადა სამუდამოდ დადუმდი.
- რატომ დათანხმდი აქ გადმოსვლაზე? - თვალს მისწორებს. ცოტა განაწყენებული მეჩვენება.
- იმიტომ, რომ შედარებით უსაფრთხოდ ვიყო..
- ამდენი წელია მეგობრები ვართ და შენთვის პატარა წვრილმანების გაკეთების უფლებასაც არ მაძლევ, მას კი სახლზე დათანხმდი? - პატარა შეუგნებელი ბავშვივით ბზუის.
- ძალიან გთხოვ პირადულში ნუ გადაგაქვს ეს სიტუაცია. განა შენი თვალით არ ნახე ის უცნაური ხალხი? - ვცდილობ თავი შევიკავო, რადგან არ მსურს ჩვენი დიალოგი კამათში გადაიზორდოს.
- გითხრა სიმართლე? მე არაფერი უცნაური არ მინახავს. - ამბობს და ისევ გვერდით იხედება გაბუსხული.
- არ გინახავს არა? სამაგიეროდ მე ვნახე და კინაღამ მოვკვდი. - ნელნელა ბრაზი მეკიდება და თითები მუშტებად მეკვრება ჩემდაუნებურად. - ჩვენ ასეთი მეგობრობა გვაქვს? რატომ ცდილობ ყველაფერი გააფუჭო? სულ არ გადარდებს არავინ და არაფერი? ახლა მეგობრობაზე ეჭვიანობის დრო არაა, მეგობარს არავინ გართმევს, თუ შენ სხვა მხრივ ეჭვიანობ? - ჩემი კითხვა მე თვითონვე მაკრთობს.
პეტრეს გაოცებულ მზერას ვიჭერ. ორივე უთქმელად ვუყურებთ ერთმანეთს, ეს ის მომენტია, როცა ვერ ვხვდები თავში რა უტრიალებს. არ ვიცი ეწყინა ჩემი სიტყვები, თუ სიმართლე აღმოვუჩინე და შეცბა. რომ არა კარზე ზარი, ალბათ გული გამისკდებოდა. ისე არ მინდა ჩემს დასმულ კითხვაზე, გაცემული პასუხის გაგონება.
- ტაი იქნება. - ვამბობ უხერხულად და კარისკენ მივდივარ.
კარში ჩამომდგარი ტაი ისე მიყურებს თითქოს თვალებით მეკითხება, რა მოხდაო. მხოლოდ თავს ვაქნევ ოდნავ და ვანიშნებ შემოვიდეს. მისი შემოსვლისთანავე ისედაც დაძაბული აურა, უარესი ხდება. ერთმანეთთან არცერთი იმჩნევს, მაგრამ მე ხომ ვიცი მათი კატა-ძაღლობანა.
- აბა როგორ ხართ? - უდარდელად კითხულობს ახლადშემოსული.
შესაძლოა მეჩვენება, მაგრამ მგონია, რომ ერთმანეთის ჯიბრზე მოქმედებენ. ქულებით თუ შევაჯამებ პეტრე დიდი სხვაობით ჩამორჩება ამ უწესო ბრძოლას.
- შესანიშნავად ტაი, შენ როგორ ხარ? - პეტრე ისე ბედნიერად იღიმის თითქოს ორი წამის წინ ერთმანეთის დახოცვამდე არ მივსულიყავით.
- მეც ასევე. - ახლა რომ ვაკვირდები ტაიც დიდი გაიძვერაა.
- რადან გრეტა საიმედო ხელში რჩება, მე წავალ აღარ მოგაცდენთ. - პეტრე დგება და კარისკენ მიდის, გვერდს მიქცევს მომღიმარი სახით.
- კარგი მაშინ სამსახურში მე გავაცილებ. - ვითომც არაფერი ამბობს ტაი და მისკენ შებრუნებულ პეტრეს ეშმაკურ მზერას უსწორებს.
თითქმის მათ შორის ვდგავარ და მთელი სხეულით ვგრძნობ, როგორ გუდავენ თვალებით ერთმანეთს.
- ღმერთო ახლა გამაძლებინე და პატარა მოთმინება გაიმეტე ჩემთვის, სანამ ორივე დავხოცე და თავიც მოვიკალი. - ჭერისკენ აპყრობილი ხელებით ვღაღადებ, მერე ზურგჩანთას ვავლებ ხელს და კარისკენ მივდივარ.
- არ გაბედოთ და უკან არ გამომყვეთ, არც შენ და არც შენ. - კარს ვაღებ და ბოლო სიტყვის სათქმელად ვბრუნდები. ორი გაოცებული სახე თვალმოუშორებლად შემომყურებს. - აქ დარჩით ერთმანეთი დახოცეთ და რომ დავბრუნდები მოგებულს ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს.
კარს ისე ვიჯახუნებ ლამის საპირისპირო მხარეს გაიღოს. ბუზღუნ- ბუზღუნით ჩამოვდივარ ჩემს ქუჩას და მთავარ ქუჩაზე ვინაცვლებ. ჯერ კიდევ ფეხით ვაპირებ რაღაც მანძილის გავლას, მაგრამ ისეთი წვიმა იწყება, პირველივე შემხვედრ ავტობუსში ვხტები. წვიმის გამო გადატენილ ტრანსპორტში ძლივს ვიმკვიდრებ დასადგომ ადგილს და სამსახურამდე სულშეხუთული ვმგზავრობ. ტელეფონზე შემოსული შეტყობინების ხმა ყრუდ მესმის, მაგრამ გაჭედილად მდგომს იმის შემოწმების არც ხალისი მაქვს და არც საშუალება.

- საღამო მშვიდობის! - პატარა სალმით შემოვიფარგლები ადგილზე მისული. ვიცვლი და ხმის ამოუღებლად ვერთვები საქმეში. ისეთი სახით დავდივარ, არც ლიკუნა და არც ოლი თავს არ მაბეზრებენ. თვით უდიდებულესობა ჯონიც კი არ მიშლის ნერვებს, თავისი გამოხტომებით. ჩემდასაბედნიეროდ ისეთი ხალხმრავლობაა ბარში, რომ ერთი წუთითაც ვერ ვიცლი.
- გრეტა მშვიდობა გაქვს? - ისეთი სახით მეკითხება ლიკუნა, რომ ალბათ ჩემი უხასიათობით, შეშფოთება გამოვიწვიე მასში.
- კი, კარგად ვარ. - ვპასუხობ და ისევ სხვა რამეზე გადამაქვს ყურადღება.
- დარწმუნებული ხარ? - არ მეშვება ლიკა.
- დარწმუნებული ვარ. - ვუღიმი მეტი დამაჯერებლობისთვის.
- კარგია, თორემ რა აღარ ვიფიქრე. - ისიც მიღიმის და მაგიდის ასალაგებლად ბრუნდება.
ერთ წამს ღიმილით ვაკვირდები, ამ ლამაზ და მუდამ დადებითი ენერგიის მატარებელ გოგოს, მერე მეც საქმეს ვუბრუნდები და შინაგანად ვგრძნობ როგორ ვივსები მისგან მოტანილი სითბოთი.
რაღაც მომენტში ბარი ცარიელდება და საგულდაგულო მილაგებას ვიწყებ. ერთერთ მაგიდაზე გადაკეცილი ანგარიშის ქაღალდზე წარწერაა მიდღაბნილი. გადაშლისთანავე თვალში მხვდება, მაგრამ სანამ წავიკითხავდე, არსაიდან მოტანილი ბედნიერება უკვალოდ მიქრება. აშკარად ჩემთვის დაწერილ შეტყობინებას, ზედიზედ ორჯერ ვკითხულობ:
,,მუდამ თვალს გადევნებ გრეტა!,,
აღელვების დასამალად გამოსაცვლელს ვაფარებ თავს. შარვლის ჯიბეებს ვისინჯავ ტელეფონის ამოსაღებად, მაგრამ ვერ ვპოულობ. მერე ქურთუკი მახსენდება და ხელის კანკალით ვიწყებ ჯიბეების გაჩხრეკას. რატომღაც გული ცუდს მიგრძნობს. მობილურს ვპოულობ და ეკრანზე საეჭვოდ აციმციმებულ იმ ერთადერთ შეტყობინებას ვხსნი, რომელიც დაფარული ნომრიდან არის შემოსული. შეტყობინება იხსნება და წინათგრძნობა მიმართლდება:
,,იმაზე მეტად ახლოს ვარ, ვიდრე შენ წარმოგიდგენია წითურო!,,

ამჯერად შიშის ნაცვლად ბარაზი უფრო მერევა, ტელეფონს ისე ვუჭერ მუჭს, რომ სისხლი მიჩერდება და თითები მითეთრდება. გამოსაცვლელიდან გამოსული ოლის ვჩეხები, რომელიც გაუცნობიერებლად უკან იხევს. მისი ბოლოდროინდელი რეაქციებით გაღიზიანებული მასაც ვუბღვერ და წამიერად ვაკვირდები.
- რა დაემართა გრეტას? - რაღაცნაირი ხმის კანკალით მეკითხება და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.
- გრეტამ ვიღაც უნდა მოკლას! - ისე თავდაჯერებულად ვპასუხობ, რომ ცხადია წამითაც არ შევყომანდები, როცა ეს მომენტი დადგება.
ოლიას რეაქცია ჩემს სიტყვებზე კი ისეთი უჩვეულოა საბოლოოდ ვკარგავ ჩემს გრძნობებზე კონტროლს, ვეღარ ვიგებ გაკვირვება ბრაზს როდის ცვლის ან პირიქით.
ერთმანეთზე მიტყუპებული ხელის გულებით, ლამის მუხლებში მივარდება, დამტვრეული კი არა აკუწული ქართულით, თვალებ გაფართოებული მევედრება რაღაცას, რისიც ერთი სიტყვაც კი არ მესმის. მის თითზე ლურჯად მოლივლივე ბეჭედი თვალში მხვდება, მერე ისევ მასზე გადამაქვს ყურადღება.
- ცოტა გარკვევით მელაპარაკე ოლიი. - მკლავებში ხელს ვავლებ და მის დაშოშმინებას ვცდილობ.
- გეხვეწები გრეტა, გრეტუშ... მე.. მე არაფერი არ იცის.. ცუდი არაფერი გავაკეთე...
- ჩუმად! რა ჯანდაბას ამბობ? - თვალებს ვუბრიალებ, ის კი მაშინვე წყვეტს წუწუნს და სრუტუნზე გადადის.
როგორც კი დარბაზიდან ჩვენ შემომყურე რამდენიმე სახეს ვხედავ, მაშინვე მკლავში ვავლებ ოლის ხელს და გამოსაცვლელში მივათრევ. ოდნავი წინააღმდეგობის მიუხედავად ერთი ბიძგით ვაგდებ ოთხაში, კარს შიგნიდან ვკეტავ. მისი უცნაური ქცევა ისეთი საეჭვოა, ვფიქრობ აქ რაღაც სხვა ამბავი ტრიალებს და მაშინვე საქმეზე გადავდივარ.
- ილაპარაკე! რა იცი?
მხრებაცახცახებული დამფრთხალი სახით შემომყურებს და ხმის ამოღებას მანამ ვერ ბედავს, სანამ მისკენ არ ვდგამ ნაბიჯს.
- მე არაფერი არ ვიცი.. - ბუტბუტებს ხმადაბლა.
- ილაპარაკე ოლიი - ჩემი ხმა მუქარასავით ჟღერს.
სხეულში კი ისეთ უცნაურ სიმხურვალეს ვგრძნობ, თითქოს სადაცაა ავფეთქდები. სხვა ყველაფერზე გაბრაზებულს, ახლა მხოლოდ მობუზული ოლი მყავს მიზანში ამოღებული. ადრენალინი მემატება, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ერთი, რომ მოვინდომო აქაურობას დავნაცრავ. ტირილისთვის მომზადებულ, სახემოღრეცილ ოლიას თვალებში შვყურებ და ისეთ უცნაურ რამეს ვხედავ ისევ წამიერი დაბნეულობა მიტევს. ოლის მართლაც რომ ლამაზი სადაფისფერი თვალები რაღაც მომენტში კატასავით უწვრილდება და მისი ადამიანურ გამომეტყველებას, რაღაც ამფიბიის მზერა ცვლის. ალბათ ჩემს რეაქციაზე ხვდება თავის უნებლიე ცვლილებას და შეშინებული სახეს მარიდებს. გამბედაობა მოზღვავებული ვჩნდები მის წინ, უხეშად ვავლებ ნიკაპში ხელს და თავს ჩემსკენ ვაბრუნებინებ. მისი რამოდენიმე წამის უკანდელი უცნაური თვალის გუგები, ისევ ჩვეულ სადაფისფრად დამრგვალებულა. წამწამებს სწრაფ-სწრაფად აფახულებს და ცდილობს ჩემთვის შემოუხედავად გაინთავისუფლოს თავი.
- ვინ ხარ? - დავყვირი ზემოდან და უკან ვიხევ.
- მე.. მე.. - ისევ ენა უვარდება. - არ შემიძლია, ვერ ვიტყვი.
მის პასუხს სულ გამოვყავარ წყობიდან, მაგრამ მაინც ვახერხებ თავის ხელში აყვანას....
- რა არსება ხარ? - მშვიდი და ზიზღმოგვრილი ხმით ვეკითხები.
- გეტყოდი გრეტა, გეფიცები. მაგრამ არ შემიძლია. - ამბობს და ფერდაკარგულ ლოყებზე ცრემლები უგორდება.
თითზე წამოცმულ ერთიანად მომწვანო-მოლურჯო ფერის ბეჭედს, მეორე ხელის თითებით ატრიალებს. ისეთი სევდიანი და უფერულია სადაცაა მთლიანად გაქრება. მთელი ყურადღება ამ ბეჭედზე აქვს გადატანილი და მხრებ აცახცახებული ერთხელაც აღარ იხედება ჩემსკენ.
- წამოდი ბართან! - არ მინდა, მაგრამ ხმა მაინც მბრძანებლური მაქვს. ისიც მორჩილად დგება და კარისკენ იწევს. - იცოდე თუ ნაბიჯის გადგმას დააპირებ კაფიდან და ამას შეგამჩნევ, ფეხებს მოგამტვრევ!
მის მიმართ მუქარით საუბარი საერთოდ არ მხიბლავს, მაგრამ მაინც არ ვიცი ასე რატომ ვიქცევი და ბოლომდე არ ვახდენ მასზე ზეწოლას, გული მიგრძნობს ოლის ჩემს პირად მტერთან შეხება არ აქვს. ინტუიციით ვხვდები, რომ ის უბრალოდ მორიგი ურჩხულია ჩვენი თანამოქალაქეებიდან და მეტი არაფერი. თუმცა სულაც არ ვაპირებ მის ასე გაშვებას. სამუშაოს დასრულებამდე მეყოლება ცხვირწინ მერე კი... მერე.. გავიგებ ვინ არის და რა უნდა.
- სად ხართ აქამდე? - ამბობს ლიკუნა და ისე დაქრის მაგიდიდან მაგიდასთნ, რომ ვხვდები ბევრი საქმეე დააწვა, სანამ მე ოლისთან საქმეს ვარჩევდი.
- თვალყურს გადევნებ იცოდე! - ოლის კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ გაპარვა არ დააპიროს და საცოდავად მობუზულს ვტოვებ თავის სამუშაო ადგილთან.
საქმის კეთების პროცესში ბრაზი მინელდება თითქოს და დანაშაულის გრძნობა მიტევს. ოლის არასდროს ჰქონია ჩემს მიმართ ცუდი დამოკიდებულება, პირიქით იმ თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში როცა დამჭირვებია მე მიცავდა. არ ვფიქრობ, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ვაღიარებ ცოტა ზედმეტი მომივიდა.
ცვლის დასასრული ახლოვდება და ოლის თავს ვახსენებ. მართალია მთელი სამუშაო დროის განმავლობაში არ ჰქონია მცდელობა სადმე გაპარულიყო, მაგრამ ახლა ვერავის ვენდობი.
- აქედან ერთად მივდივართ! - სასმელების დახლს ვუახლოვდები.
- სად? - მეკითხება ლეკვის თვალებით.
- ჩემთან, რადგან ვხვდები ბევრი გვაქვს სალაპარაკო. - მის სრუტუნს ყურადღებას არ ვაქცევ და როგორც კი ბარს ვტოვებთ მაშინვე ჩემს სახლში მიმყავს.
სახლის ეზოში შესვლისთანავე ვატყობ ოლის ცვლილებას, რაღაცნაირად იძაბება და მოუსვენრობა ეტყობა,ისევ ბეჭედზე გადააქვს ყურადღება. მისი ბეჭედი ჩემს ყურადღებასაც იქცევს, მისი ფერები თითქოს ელვარებს ან უფრო ლივლივებს. კარს ვაღებ და ზღურბლზე გადაბიჯებას ზურგში მსუბუქი ბიძგით ვაიძულებ. დამფრთხალი უკან იხედება და მის ამფიბიის გუგებს ისევ ნათლად ვხედავ, შემდეგ კი იატაკზე თვალმოუშორებლად ადგამს ნაბიჯებს. ოთახში ჩვენი სტუმრის დანახვით გაოცებული პეტრე დგას.
- ეს ოლიაა? - მეკითხება დაეჭვებით.
- აქამდე ოლია იყო, მაგრამ ახლა სხვა რამესთან გვაქვს საქმე, დაჯექი - ოლის დივანზე ვუთითებ. - სად არის ტაი? დავიჯერო ბრძოლა მოუგე? - ვახსენებ დილანდელ ინციდენტს.
- ჰა ჰა სასაცილოა. წუთიწუთზე მოვა წესით.
- ძალიან კარგი. - ახლა ოლის ვუბრუნდები მის წინ სკამს ვდებ და ვჯდები, თითქოს დაკითხვაზე მყავდეს.
- აბა ჩემო ოლი, დროა ვილაპარაკოთ!
- მე არაფერი იცის გრეტა, მე სიმშვიდე უნდა გრეტუშ...
- რა არის ეგ? - მის ბეჭედზე ვანიშნებ რომელშიც გამალებით ირევა ფერები.
- ეს.. ეს.. - ტუჩებს იკვნეტს და პასუხს აჭიანურებს.
- მისმინე ოლი თუ არ ილაპარაკებ..
კარი იხსნება და ტაი შემოდის. სუსტი წვიმისგან შენამულ შუბლზე მიწებებულ თმებს ხელის თავზე გადასმით იწევს უკან და სანამ რამეს იტყოდეს მზერას ოლიზე აჩერებს, ეს უკანასკნელი კი შერაცხულივით ვარდება პანიკაში ,,არ მომეკაროს,, ძახილით შეშლილივით გარბის ოთახის მეორე ბოლოში და წინ გამოწვდილ თითებ გაპარჭყულ ხელს იშვერს, რომელზეც სამივე ნათლად ვხედავთ ქერცლის მსგავსად როგორ ფერადდება კანი ჯერ ღია მწვანედ მერე მოცისფროდ და ბოლოს უფრო უმუქდება. ტაის შევყურებ არანაკლებ გაოცებულია, ბრაზს ვერ ვამჩნევ, უფრო ზიზღი უდგას თვალებში.
- გრეტა! ეს აქ რას აკეთებს? - კბილებში სცრის ტაის.
- იცნობ? მაცადე პეტრე. - პეტრეს ხელს ძლივს ვიშორებ, რომელიც მაჯაზე მეჯაჯგურება.
- პირადად არა, მაგრამ მის ჯიშს ვიცობ, თანაც ძალიან კარგად! - ამბობს და ოლისკენ დგამს ნაბიჯს.
- გთხოვ გრეტა, გთხოვ, მომკლავს! - მაშინვე ატირდა ოლი და ხვეწნაზე გადავიდა. - ყველაფერს გეტყვის, ოღონდ ის არ მოუშვა აქ!
ტაის წინ ვეღობები და ვაჩერებ.
- გაჩერდი!
- გგონია მათი ნდობა შეიძლება? - თვალს არ აშორებს ნახევრად გარდაქმნილ ოლიას.
- არაფერი არ მგონია, მე მისი მოსმენა მინდა..
- გრეტა დარწმუნებული ხარ? - პეტრე მიახლოვდება და ჩურჩულით მეუბნება, თან დრო და დრო თვალს აპარებს ოლისკენ.
- ყველა დავმშვიდდეთ და გავიგოთ რა იცის.

ოლია დივანზე ზის. საცოდავად მობუზული. პეტრე დივნის გვერდით ფანჯარას მიყრდნობი თვალს არ აშორებს უცნაურ არსებას. მე ოლის წინ ვზივავრ და დაკითხვას ვაწყობ. ტაის მოშორებით მივუჩინე ადგილი, რადგან მის მოახლოებაზე მაშინვე იძაბება და ძლივს თავშეკავებული გარდაქმნა ხელიდან ეცლება.
- მე რომ ბოლომდე ადამიანი არა ვარ, ეს უკვე მიხვდით. თუმცა გეფიცებით არავის არაფერს ვუშავებ. მე ამის ძალა არ მაქვს..
- რა ხარ? - ,,რა,, კითხვის დასმა მე თვითონვე მეხამუშება. ოლის მზერა ტაისკენ გაურბის.
- უთხარი! - თითქოს ნებართვას აძლევს ტაი და ოლიც მორჩილად მპასუხობს.
- მე ქამელეონი ვარ!
ჩემი მიხვედრილობის და ნანახის მიუხედავად, მისი აღიარება უცნაურად მოქმედებს. საკმარისი დროა გასული მას შემდეგ რაც ოლი გავიცანი და ეს უცნაურია, ის ადამიანი არაა. არც კი ვიცი გულს რა მტკენს.
- ასე რატომ გაშინებს ტაი? - თავით მისკენ ვანიშნებ.
- მე მასზე მეტად შენი მეშინია..
- გრეტასი? - პეტრე გაოცებული იხრება წინ რომ ოლის თვალებში შეხედოს. - ეს ხომ გრეტაა.. - ამ ბიჭმა ან საერთოდ ვერაფერი გაიგო ან აღიარება უჭირს.
- გრეტა სხვანაირია.. ის ძლიერია - ვხვდები რომ ამ ამბის დიდი მონაწილე ვარ, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანიც არ მგონია ვიყო.
ახლა მე მიღებს მიზანში პეტრე:
- შენც რამე არსება ხარ და მალავ?
- პეტრე გაჩუმდი! ნერვებს ნუ მაგლიჯავ! - ვუბღვერ და ისიც უკან იხევს.
- ჩვენ არავის ვერჩით თუ საფრთხე არაა - ოლი საუბარს აგრძელებს. რატომღაც პეტრეს ძაღლადაც არ აგდებს. - მე ვიცოდი რომ გეძებდა..
- ვინ?
- ვინ? ვინ არა რა? - მის კითხვის შესწორებაზე თავს უხერხულად ვგრძნობ.
- ის ბოროტია ეს ვიგრძენი, ის ყველაფერზე წავა. - მზერა მუხლებზე გადააქვს - ალბათ კიდევ მოაკითხავს გრეტას.
- ხოდა ოლი შენ ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი..
- რას ამბობ გრეტა? გგონია ეს შენს ბრძანებებს დაუცდის? როგორც კი შანსი მიეცემა მაშინნვე გაგყიდის. - აღელვებული ტაი მხარში მაფრინდება და თავისკენ მაბრუნებს.
- არაფერს იზამს - ჩემს სიმშვიდეს ყველა ამჩნევს. -რადგან მე მის სიცოცხლეს ვითხოვებ და ისე გავუფრთხილდები როგორც ის ჩემსას.
ბიჭები ეჭვით მიყურებენ და ოლის მთლად უფართოვდება თვალები.
- არ გინდა გრეტა. - ამბობს და ბეჭდიან თითზე ძლიერად იჭერს მეორე ხელის თითებს.
- მომეცი - ხელის ვუშვერ და თვალებს ვუბრიალებ. ხელის კანკალით იხსნის ბეჭედს და ხელის გულზე მიდებს. კიდევ ერთხელ ეცვლება კანის ფერი და ქერცლიც მეტად ემატება სხეულზე.
- აქედან უნდა გავიყვანოთ - ჩემს ყურთან ჩუჩულებს ტაი. - ხომ იცი სახლი დაცულია ის აქ თავს ვერ შეიკავებს, თანაც უკვე განიარაღებულია თვითშეკავებისგან.
სახლის ჭიშკარს იქით სხეული უმშვიდდება და ფორმაში დგება. სახეზე მხოლოდ წყენას ვამჩნევ, მაგრამ რატომღაც გულცივად არ ვაგდებ არაფრად.
- ოლი იცოდე არცერთ შეცდომას არ გაპატიებ! - ცოტა მუქარას ვურევ ხმაში.
თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად. მერე მოულოდნელად პეტრესკენ ბრუნდება და წასვლამდე უცნაურ რამეს ამბობს.
- მე გრეტასი მეშინია, იმიტომ რომ ის ანათებს. შენც უნდა გეშინოდეს, შენ ბნელი და საშიში ხარ! შენ ნამდვილი არ ხარ!.
მერე კი მანამ გვტოვებს უკანმოუხედავად სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდეთ. ოლიდან მზერა პეტრეზე გადამაქვს და მიზანში ახლა მას ვიღებ. ამ წამს ისეთ სიტუაციაში ვარ თვალდახუჭული ვეღარავის ვენდობი. ალბათ ვერც პეტრეს.

***
რამდენიმე წუთის წინანდელ ოლისთვის განკუთვნილ ადგილს პეტრე იკავებს და ჩვენც წინ გულზეხელდაკრეფილი ვესვეტებით. წარმოდგენა არ მაქვს ოლიამ რა იგულისხმა, მაგრამ ვფიქრობ ტყუილად არაფერს იტყოდა. პეტრე ,,მე არაფერი დამიშავებია,, სახით ამოგვყურებს ქვემოდან ხან ერთს, ხან მეორეს და თითქოს განაჩენს ელოდება.
- როგორ თქვა? ბნელი ხარო? - ტაი ცდილობს ჩუმად გადმომილაპარაკოს, მაგრამ აშკარაა პეტრესაც ესმის მისი ვითომ ჩურჩული. ახლა რომ ასეთი საფიქრელი არ მქონდეს ალბათ მათ ბავშურობაზე ბევრს ვიცინებდი.
- შენ არაფერს გრძნობ როცა პეტრეს ხედავ? - ისეთივე ხმით ვუბრუნებ კითხვას როგორც ის წამის წინ.
- კიი... მინდება, რომ ცარიელი თავი წავაცალო!
- ტაიი.. - ვანიშნებ გაჩუმდეს, თან პეტრეს უხერხულად ვუღიმი, რომელიც მოთმინებით გვიტანს.
- მე მონადირე ვარ, მათნაირი არსება კი არა! - ისევ ზიზღს აყოლებს სიტყვებს.
- ჩემი ნათება ხომ იგრძენი? - უნებურად ყელსაბამს ვეხები.
- იმიტომ რომ შენ მონადირე ხარ და არა რაღაც უჯიშო არსება. ისინი ბევრ რამეს გრძნობენ, ჩვენ კი მხოლოდ ერთმანეთს, მათი ამოცნობა კი ჩვენი მხოლოდ კარგი ინტუიციის ამბავია.
- ფიქრობ პეტრე არსებაა?... - აი აქ კი ეკარგება მოთმინება და ფეხზე ხტება.
- რას ბოდავთ თქვენ? რა არსება, რა ნათება და სიბნელე. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ! - ორივეს მტრულად გვიყურებს და კარისკენ აპირებს წასვლას. - აქედან დაუყოვნებლივ მივდივარ!
- არა, არ მიდიხარ! - ტაი მხარში ავლებს ხელს და აჩერებს.
- შენ ვერ შემაჩრებ! - პეტრეს მჭიდროდ მოკუმულ მუჭებს ვხედავ და ვგრძნობ სიტუაცია როგორ იძაბება. თითქოს კიდევ აპირებს რაღაცის თქმას, მაგრამ მაინც უსიტყვოდ ტოვებს სახლს.
ვიცი ეს დაძაბულობა ჩემი ბრალიცაა, ტაი გამოჩნდა, ურჩხულები გამომჟღავნდნენ, პეტრე კი როგორღაც თამაშგარე აღმოჩნდა, არადა ამ დრომდე მხოლოდ ის იყო ჩემი ერთადერთი დასაყრდნობი მხარე.
როცა პეტრეს პირველად შევხვდი სამსახურს ვეძებდი. გადაღლილი, მშიერი და უიმედო მივყვებოდი ქუჩას, მას კი სადღაც ეჩქარებოდა, ფილმების ბანალური სცენარივით შევეჯახეთ ერთმანეთს. ხმა არ ამომიღია ისე ავუქციე გვერდი. მეგონა თავის გზაზე წავიდა სინამდვილეში კი უკან გამომყვა თურმე და ძალიან უშუალოდ, მეგობრულად და ძველი ნაცნობივით ამომიდგა გვერდით. არვიცი რა დაინახა ან რა იგრძნო, მაგრამ მე გულის სიღრმეში მისი მადლიერი ვიყავი. მახსოვს როგორ გამაღიზიანა მისმა ,,ვითომც აქ არაფერი,, საქციელმა. უცნაური გაცნობის სცენა იყო მე მივდიოდი და დროდადრო ვუბღვერდი, იმის თავი არ მქონდა გზიდან ჩამომეცილებინა. ის კი გვერდით მომყვებოდა და გაუჩერებლად ცდილობდა საუბარში ჩავეთრიე. შემდეგ მეტად დავახლოვდით. რომ გაიგო სამსახურს ვეძებდი, სცადა ამაშიც დამხმარებოდა. ასე გავიცანი დედამისი ქალბატონი ლილიანა. შეხვედრის წამიდან ამომითვალწუნა და მას შემდეგ კიდევ უარესად გაუფუჭდათ, ჩემი თვალით დანახული ვერ შემდგარი დედა-შვილური კავშირი. შემდეგ ჯონის კაფეს მივაგენი და პეტრეს ბევრი მცდელობის მიუხედავად მის დახმარებაზე უარი ვთქვი. პეტრე ერთადერთი იყო რომლისთვისაც ბავშვთა სახლზე და იქაურ კოშმარებზე შემეძლო გამეზიარებინა.
კარს ძლიერად იჯახუნებს და უსიტყვოდ გვტოვებს. თუ ოდესმე ბასრი იარაღით დამისერავენ სხეულს, მე უკვე ეს ტკივილი ნაგემი მექნება, რადგან ახლა ზუსტად მსგავს ტკივილს ვგრძნობ და ეს ბევრად აუტანელია, ვიდრე წლების წინ უიმედობის ზღვარზე ყოფნის განცდა.
გონება გამალებით მიმუშავებს. გადაწყვეტილებას უმალვე ვიღებ. არ შემიძლია ასე ვერ გავუშვებ. ჩემი ადამიანური მხარე ამის უფლებას არ მომცემს და თუ მომცემს გამოდის გრეტას სადღაც სიბნელეში მოუტეხია კისერი, ისე რომ ეს ვერც შევამჩნიე. ჩანთას ხელს ვავლებ და სახლიდან გიჟივით გამორბივარ.
- გრეტა!? - მესმის ტაის ხმა, მაგრამ ახლა გაჩერება არ შემიძლია.
- ასე ვერ მოვექცევი! - ვამბობ და კარს ვიხურავ.
ჭიშკარს ვცდები თუ არა, თვალით პეტრეს ვეძებ. რომელიც თავის მანქანისკენ მიემართება, ჩქარი და მტკიცე ნაბიჯით.
- პეტრე, პეტრეე...! - სირბილს ვუმატებ. - ჯანდაბა პეტო დამელოდე.
მკლავში ხელს ვავლებ და ვცდილობ შევაჩერო.
- უკან დაბრუნდი და შენს ახალ ცხოვრებას მიხედე..
- გთხოვ არ გინდა.. - მუდარით სავსე მზერით შევყურებ.
- არ მინდა? წეღან რომ დაკითხვის მოწყობა სცადე, მეც იგივე მინდოდა მეთქვა, მაგრამ შენ მაინც რაღაც გაურკვევლ მონსტრად მომნათლე.
- ასე არ ვფიქრობ..
- ახლა მომყვები უკან და მთხოვ ან დაბრუნებას ან დამშვიდებას, ან ისევ დაკითხვის გაგრძელებას.
- არ გთხოვ ამას, უბრალოდ მომისმინე..
- საკმარისი მოვისმინე უკვე!
- ერთხელაც სცადე რომ..
- შენთვის უკვე ბევრი ვცადე და ეს შენც კარგად იცი. - ისევ მანქანისკენ ბრუნდება.
- ყველა შენს მცდელობას ვაფასებ და ეს ძალიან კარგად იცი. - ვამბობ და თან პარალელურად ვცდილობ გზა გადავუღობო.
სიჩქარეში ჩანთა მხრიდან მიცურდება, ხელიდან მივარდება და პირქვე ემხობა ასფალტზე, შიგთავსი მარაოსავით იშლება. ყურადღებას არ ვაქცევ და მასაც არ ვაძლევ საშუალებას გონება გაეფანტოს, ჩანთა არსად გაიქცევა. მე ჩემს სათქმელს ვაგრძელებ, ის კი გადმოყრილ ნივთებს წარბშეკრული დაჰყურებს.
- გთხოვ ნუ დაიწყებ ახლა ბავშვურად, სულ ცოტა მეც გამიგე, იმდენი რამ ხდება მგონია ვერ გავუმკლავდები, ახლა ყველაზე მეტად მჭირდები...
- გრეტა..
- მესმის ბოდიში მაქვს მოსახდელი და ამას ვიზამ, გეფიცები..
- გრეტა.. ეს საიდან გაქვს? - ჩემი ხელებისგან თავს ინთავისუფლებს და ნივთებისკენ იხრება.
- რას გულისხმობ? - მეც ვიხრები და ჩანთის შევსებას ვიწყები. პეტრეს თითებში გადავიწყებულ სავიზიტო ბარათს ვამჩნევ ოქროსფერი წარწერით ,,მირანდა არაბული,,. - ააჰ ბარათი? ერთ ქალს დავეხმარე და მან სანაცვლოდ მომცა, თუ რამე დამჭირდებოდა დავკავშირებოდი.
- დაეხმარე? - გაოცებულ-შეეჭვებული ამომყურებს ჯერ ისევ ასფალტთან დახრილი. - რაში დაეხმარე?
ტუჩს ვიკვნეტ:
- მაპატიე, შენთვის არ მომიყოლია, მაგრამ იმ დღის მერე ისე აირია და აჩქარდა ყველაფერი რომ.. ღამე ცვლიდან როცა ვბრუნდებოდი, ყვირილი გავიგონე და.. - ყველაფერს დეტალებში ვყვები.
- პირველ რიგში, რატომ არაფერი მითხარი?
- მაშინ ჩავთვალე რომ მომეჩვენა..
- ღმერთოო..! მაგიჟებ ადამიანო - უიმედოდ იქნევს ხელს - კარგი რაც იყო, იყო. ეხლა ის მითხარი დაუკავშირდი მირანდას?
- არა, ამის აუცილებლობა ვერ დავინახე, რა მეთქვა უცხო ქალისთვის? ქალაქში უცნაური არსებები დარბიან და მიშველეთქო? - ბარათს თითებიდან ვაცლი და ისევ ჩანთაში ვტენი. - შენ რას ჩააცივდი? გეგონება იცნობდე.
- თუ ეს ზედმეტად დიდი დამთხვევა არაა, მაშინ ასეცაა და ის მამიდაჩემია.
ყურებს არ ვუჯერებ. აქამდე მამიდა გაკვრითაც კი არასდროს უხსენებია. ასეთი რა მოხდა მათ შორის, ერთი მოგონებაც რომ არ დაიტოვა და ყველაფერი წარსულშივე დატოვა. მე ოჯახის შორეული წევრის პოვნაც მაიმედებდა ალბათ, მას კი არსებული, რეალური და ასე ახლობელი დავიწყებისთვის მიეცა.
- როგორ? არასდროს გიხსენებია.
- მასზე იმდენად გაბრაზებული ვარ ალბათ არც არასდროს ვახსენებდი, შენ და ეს ბარათი რომ არა. მასთან უნდა მივიდეთ!
- დარწმუნებული ხარ რომ კარგი აზრია? - მაინც ვაზუსტებ რომ მერე არ გადაიფიქროს გაბრაზებულზე.
მანიშნებს მანქანაში ჩავსხდეთო და მეც დაუფიქრებლად ვიკავებ ადგილს. ასე უპასუხისმგებლოდ გაქცევა არ მხიბლავს ამიტომ გზიდან ტაის ვწერ და სიტუაციას ვუხსნი, ვპირდები რომ თუ რამე მოხდება დავურეკავ. პასუხს არ მიბრუნებს იმედი მაქვს ისიც პატარა ბავშვივით არ იბუტება.

***
მანქანა უცნობ სადარბაზოსთან ჩერდება. გაშლილ თმას მაჯაზე შებმული სამაგრით ვიკრავ, ღრმა რამდენიმე ჩასუნთქვას ვაკეთებ და მანქანიდან გადმოვდივარ. პეტრეც ჩემს გვერდით ჩნდება, მისი ემოციის ამოცნობას ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის.
- ხომ არ ჯობდა დაგვერეკა? - კითხვას ვუსვამ სასხვათაშორისოდ.
- ნერვიულობ? - თითქოს ჩემს წილსაც ის გრძნობდეს, მაგრამ უმალვე ვუარყოფ აღელვებას.
- არა!
ოდნავ მიღიმის და კიბეზე მიმიძღვის მეც უხმოდ მივყვები უკან. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მეხუთე სართულზე ასასვლელად საუკუნე დაგვჭირდა. ზუსტად ვერც ვხვდები რა მაფორიაქებს ამდენად. ზარის დარეკვამდე კიდევ ერთხელ მავლებს თვალს პეტრე, მეც თავს ვუკრავ იმედიანად და ისიც რამდენიმე გაბმულ ზარს რეკავს.
კარს სპორტულებში უშუალოდ გამოწყობილი მირანდა აღებს. მზერას პირდაპირ პეტრეზე აჩერებს და გაოცებისგან თვალები უმრგვალდება. წამიერი დაბნეულობის შემდეგ თავი ხელში აჰყავს და სახლში გვეპატიჯება. საოცრად მყუდრო გარემო გვხვდება შინ. მისაღებში ნაქსოვ გადასაფარებლიან დივანზე უხერხულად ვთავსდები. პეტრეც ჩემს გვერდით ჯდება.
- მე რამეს თბილს შემოგთავაზებთ. - თითების ფშვნეტით ამბობს მირანდა. - რას დალევთ?
- არაფერს!
- ჩაის. ჩაის დავლევთ. - პეტრეს უჟმურ პასუხს ვანეიტრალებ.
მირანდა რამდენიმე წუთი გვტოვებს და შემდეგ ჭიქებ შემოწყობილი ლანგრით ბრუნდება, სახეზე ძლივს შესამჩნევი თბილი ღიმილი დასთამაშებს.
- ძალიან მიხარია, რომ მოხვედით - საუბარს ნელა და ფრთხილად იწყებს. - კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო გრეტა.
- სამადლობელი არაფერია, ამას ყველა იზამდა. - ისე ვპასუხობ როგორც პირველი შეხვედრისას და თან გონებას ვძაბავ, ნუთუ ჩემი სახელი ვუთხარი და არ მახსოვს?
მირანდა თავს უარყოფითად აქნევს:
- არა ამას ყველა არ იზამდა..
- კარგი, გვეყოფა ეს გულთბილი საუბრები - როგორც კი პეტრე დუმილს არღვევს მაშინვე იმუხტება აურა. - რის მიღწევას ცდილობ? გგონია სანდო ხარ და რამით შეგიძლია დახმარება? კარგი ვთქვათ არ იცოდი გრეტა ვინ იყო, მაგრამ ახლა ხომ იცი ვინცაა? - პეტრეს იდაყვს ვურტყამს შეუმჩნევლად, ის კი ყურადღებას არ მაქცევს და აგრძელებს. - არ მინდა თქვენი გზები კიდევ გადაიკვეთოს, ხომ არჩიე უჩვენოდ ყოფნა? მაშინ ბოლომდე შენი არჩევნის მხარეს დარჩი...
- იმას ნუ იტყვი რასაც მერე ძლიერ ინანებ. - მირანდა საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. რატომღაც სევდიანი მომეჩვენა. - შენ ერთხელაც არ დაინტერესებულხარ ამბის ჩემეული ვერსია მოგესმინა.
- მოგისმინო? მიდი ახლა მოგისმენ, საინტერესოა რას მოყვები განსაკუთრებულს.
მათი საუბარი პირადულ საკითხს ემსგავსება, მაგრამ თანახმაა ყველაფერი მოვისმინო და მეც ოთახში ვრჩები. არ ვიცი რა იყო წარსულში, თუმცა მგონია მირანდას ქცევა უმიზეზოდ არ იქნებოდა. მამიდა რამდენიმე წუთი გვტოვებს და ოთახში, ფაილებითა და სურათების ალბომით ხელში ბრუნდება. ყველაფერს მაგიდაზე აწყობს, თავად კი ხალიჩაზე ჯდება და პირველ ფაილს შლის. ჯერ ორივეს ყურადღებით გვაკვირდება, შემდეგ კი იმ ამბის მოყოლას იწყებს რაც მე ნამდვილად არ ვიცოდი, პეტრესთვის კი როგორც სჩანს სხვა ვერსია იყო ცნობილი.



№1 სტუმარი მკითხველი

ძალიან საინტერესოა კარგი იქნებოდა მალე დებდეთ????

 


№2 სტუმარი აზა

გაგრძელება დაიდებააა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent