სხვა რა გზაა?!( XI თავი)
გამოიდარა. დეკემბრის შეუფერებლად ისე გამოანათა ცხრათვალამ, ორის მოლოდინში, ჩვენ-სამმა, შევიფუთეთ და, გარეთ გავედით.. აცხუნებდა მზე, მაგრამ, იმდენად სუსტად, რომ ზამთრისეული სუსხი მაინც კანს გვიწვავდა და გვიწითლებდა.. სჭირდებოდა დადუს სუფთა ჰაერი და, გარემოს შეცვლა სულ რამოდენიმე წუთით მაინც, თორემ, რაც გიო და დათუნა წავიდნენ, აბსოლუტურ არეულობაში გავიყინეთ.. ჩემს ნერვულ ცახცახს კი არაფერმა უშველა.. არც დამღლელმა სეირნობამ, არც სასიამოვნო კაფემ და , ცხელმა გლინტვეინმა, საღამოს, სახლში რომ მივედით და დივანზე ჩამოვჯექი, უკონტროლო ცახცახისგან უკვე ყველა კუნთი მტკიოდა და მეტირებოდა. ვერ ვიმორჩილებდი ემოციებს და ეს იმდენად მსტრესავდა, განწყობა სულ წამიხდა და, ამას რომ ზემოდან გიოს სიჩუმე დაემატა, მთლიანად შეუმჩნეველი გავხდი. დადუს ხომ მისიც ბევრი ჰქონდა სადარდო, მაგრამ, მე რომ ასე მიყურებდა, თან ეცინებოდა და თან, თანამიგრძნობდა.. -არარეალურს განიცდი თათუ, არ არსებობს მათში რამე სადაო და, მითუმეტეს შენ! იცი დათუნას გაანწყობა როგორია.. იცი გიოს გრძნობებიცდა, როცა ორს მხოლოდ ერთი უნდა, -შენი ბედნიერება, საერთოდ აღარაფერი იქნება ამის იქით დასალაგებელი . -ჩემს გვერდით ჯდება და ხელს მხვევს. პირდაპირ გავყურებდით ორივე შემოსასვლელის რკინის კარს და, გასაღების ხმა რომ გავიგეთ და მას, თან გიო და დათუნა მოყვა, დადუს არ გაკვირვებია, მაგრამ, მე არ ვიცოდი, ისევ თუ ჰქონდა მისი სახლის გასაღები შენახული ჩემს ძმას.. შორიდანაც კი დავლანდე გიოს თვალებში ის ფერადი სხივი, ამქვეყნად რომ მასზე ძვირფასი არაფერი წარმომედგინა.. არ იგრძნობოდა არც ნაბიჯში, არც ტორსში და არც მათ სიცილში რაიმე დაძაბული და ამან ერთიანად ისე მომადუნა, ისე მომიწურა გული, რომ ვტიროდი, ეს მერე გავიაზრე, გიოს რომ ვყავდი ჩახუტებული და ამ ჩემს გადაჭარბებულ ემოციურობაზე გულიანად ეცინებოდა.. -თუ აქამდე არაფერი უთქვამს , ახლა შემომცხებს შენი ძმა, თათო, თუარ დამშვიდდები.-ყურში მხოლოდ ჩემს გასაგონად მეუბნება და იქვე მკოცნის.. მალულად ვაპარებ მისი კისრიდან მზერას დათუნას ეშმაკურად მოციმციმე სახეს და, ისე ვშორდები, ისეთი ფრთხილი ნაბიჯებით გიოს, თითქოს წამების წინ მე არ გავრბოდი მისკენ თავქუდმოგლეჯილი,ცრემლების მდინარით. კი მიქნევს საჩვენებელ თითს დათუნა, პატარა ბავშვივით, მაგრამ, თვალები ისე უციალებს, ეს მისი მოჩვენებითი სიბრაზე უფრო მამხიარულებს. დადუც კი წამიერად გაბადრულია და ეს წუთი ისე მეძვირფასა, ისეთი ძველებური და ჩვენეულია, გული მიჩერდება. თითქოს არაფერი შეცვლილა. თითქოს არც დადუს ჰქონდა გულში სამყაროს წონა წყენა და, არც დათუნა დაატარებდა მხრებით დიდ ბოდიშს და, დიდ უარს. არც გიოს არ ვუყვარდი და, არც მე არ მიჩქარდებოდა გული ყოველ მის გამოხედვაზე. თუმცა, ალბათ, რრთადრრთი რაც არასდროს მომენატრებოდა ძველებური ცხოვრებიდან, ეს სტანდარტული მზრუნველობა იყო გიოს მხრიდან და არა უზღვავი გრძნობით სავსე თვალები.. გამეეღიმა. სამუდამოდ ჩავიბეჭდე ეს სურათი მეხსიერებაში.. იმ ძვირფას მოგონებათა დასტაში, სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ოთხნი და, არა სხვა დანარჩენი მსოფლიო.. დათუნა ხვდება,რა დავიჭირე ცრემლიანი თვალებით და მისკენ მიზიდავს, ხელს მხვევს და გულზე მიკრავს. -დაბრუნდება თათი ის დროც..-იმედიანად მეუბნება და,გული უფრო დიდი სევდით მევსება, მასაც რომ ზუსტად ის უნდოდა, რაც მე.. არ გავჩერებულვართ დიდ ხანს.. საერთოდ, მთელი ამ თვეების ღამის თენებებს უკვე ისე ვყავდი მოწყვეტილი, სარკეს ვარიდებდი თვალს, იმდენად სხვა ვიყავი. იმდენად დიდი სიშავეები ჰქონდა თვალებს ირგვლივ.. მათი უკომუნიკაციო დიალოგი კიდევ უფრო მეტ სევდას მიმატებდა და, რომ გავდიოდით, მაშინ რომ შეუტრიალდა მხოლოდ დათუნა, მივხვდი დადუ როგორ ელოდებოდა მის სიტყვებს.. -არც ურთიერთობაში, არც მანამდე და შემდეგ, არაფერი მითხოვია შენთვის..-ხმა უსაშველოდ გაეყინა და, ერთდროულად,დაუთბა. თვალებიც კი დაუმუქდა.. არ მოუცილებია მზერა და ამ თვალებში ის სიტყვები ჩანდა ყველა დასტურად,რასაც პირი ამბობდა.. -დღეს შენს ექიმს შევხვდი..-დადუ გაფერმკრთალდა.. -ახდენილი ოცნებაა დადუ და, ამ პრინციპებს ვერ გადავაყოლებ ვერც შენს ჯანმრთელობას და, ვერც მის სიცოცხლეს.-ხმა ისე უტყდება, მგონია იატაკზეც კი ემსხვრევა ნაწილებად,მაგრამ, არ იმჩნევს.. -როგორღაც უნდა მოვახერხოთ, მე და შენ ერთ სივრცეში ყოფნა და, მასზე ზრუნვა.-თვალს არ აცილებს და ვხვდები, რისი თქმა სურს.. -გადმოდი ჩვენთან. მხოლოდ ბავშვისთვის დადუ!-ეს ბოლოს მოყოლებული რომ სულ არ მოდიოდა გულიდან, ყველა მივხვდით, თვალი რომ აარიდა და საერთოდ დახარა.. -თუ რამე გაეჭვებს, მე გადავალ სხვაგან, ოღონდ ვინმესთან უნდა მეგულებოდე.. შენ რომ უცებ რამე დაგჭირდეს, მე დროს დავკარგავ აქამდე მოსვლაში და.-ისევ დამეშალა დათუნა.. მისი სიტყვები მომთოვნი იყო, მაგტამ მათში ის დიდი თხოვნაც იგრძნობოდა, ასე რომ ეუბნებოდა. მე ვიცოდი, და დათუნამაც ჩემზე უკეთ, არ გადმოვიდოდა დადუ ჩვენთან. პრინციპები ჰო და, დადუს ღირსება იმაზე მაღლა ჰქონდა, ვიდრე მისი უსაფრთხოდ ყოფნა. მაგრამ, არ არსებობდა მეორე დათუნაზე უფრო ჯიუტი,თუ გადაწყვეტილებას მიიღებდა და თან ეს, სიცოცხლისთვის საჭირო იყო. ამიტომ არ გაგვკვირვებია, დადუმ თავი რომ გააქნია და , მისი უარით თან თითქოს დარცხვენილმა უკან დაიხია. ჩაეცინა დათუნას. თან ისეთი სარკაზმით, გამაკანკალა. გიოს მხოლოდ ერთი წამით გახედა და , ეს იმდენად საკმარისი იყო ის ამოეკითხა მისი სურვილი, გასაღები ესროლა და ჰაერში მოხსნა დათუნამაც. ვერ მივხვდით მე და ვერც დადუმ, რატომ გავატდა ჩემი ძმა და რატომ არ გავყევით ჩვენ. გიო რომ სახლში შემიძღვა, უფრო დაბნეულმა გავხედე დადუს. მხოლოდ მხრები აიჩეჩა და კარი დახურა. გიო ღიმილით დაჯდა დინავზე და მასთან მიხმო. დადუ საძინებელში გადიოდა. -ბოლოს თეატრში როდის იყავი თათო?!-თბილად მიმიხუტა და, გამიღიმა. თვალები საოცრად უელავდა და გული წამივიდა ლამის, ისე მომინდა ზუსტად იქ მეკოცნა, სადაც ვარსკვლავი უბრწყინავდა. -არც კი მახსოვს.-ისე ვუპასუხე , ვერც კითხვის შინაარს მივხვდი ზუსტად და არც მინდოდა ჩაღრმავება, იმ ხელზე ფიქრობდა გონება, წელზე რომ შემოეხვია და კანზე მეალერსებოდა. -ახლა აქ ისეთ სცენას ჩამოდგამს დათუნა, მთელი წელი გეყოფა .-ხმით ეცინება და იმწამის გამოსულ დადუს დანახვაზე შრება და ისე წამიერად იყენებს სერიოზულ სახეს, უკვე მე ვერ ვიკავებ თვალებს. დადუს კირტ კობეინის ის მაისური ჩაეცვა, დათუნას ალბათ სულ რომ აღარ ახსოვდა და იქ მუცელი ისე ლამაზად უჩანდა, დავდნი. ათას საკითხს მოგვადო გიომ, სულ ძალით ცდილობდა დროის გაყვანას თორე ისე გვეძინებოდა მე და დადუს, ვეღარ ვახელდით ორ თვალს ერთად. მაგრამ, კარი რომ გაიღო ისევ უბატონოდ და ოთახში დათუნა შემოვიდა, ერთი ჩემოდნით ხელში, მე სად გავრბოდი და გიო სად მომდევდა , ვერ აღვიქვი. ბოლოს თავი სამზარეულოში ამოვყავით კარებს უკან აკრულები და, ერთმანეთს ვახტებოდით თავზე, ვინ უფრო კარგ პოზიციას დაიკავებდა, რომ მოესმინა და დაენახა უკეთ. -დარეკე პატრულში გიო, აზრი არ აქვს, დადუ ისეთ ამბავს ატეხავს, ამათ მშვიდობით ვერ დავაცილებთ ერთმანეთს.-ერთი გადახარხარება ახლა სიცოცხლის ფასად მიღირდა, მაგრამ, დადუს გაქვავებულ სახეს რომ ვუყურებდი, სულ აღარ მინდოდა ლაპარაკი. გიოს ლურჯი ფერი ედო უკვე, შეკავებული სიცილისგან. ზუსტად იმავე განწყობით უყურებდა დათუნა პირისპირ დადუს და, არც კი იღებდნენ ხმას. მარტო დადუს გაცეცხლებულ სახეს ვუყურებდი და, დათუნას ელვარე თვალებს. -სიკვდილი მოგენატრა დათუნა?!-გამოსცრა დადუმ. -მე მაშინ მოვკვდი, ბოლოს რომ გავედი ამ კარიდან და ახლა ვეღარაფერი დამემართება დადუ ახალი, ყველანაირი ჯოჯოხეთი გავლილი მაქვს უკვე.-ხომ როგორ ცივად უპასუხა, მაგრამ, რამხელა ტკივილს ააფარა ეს სუსხი, ჩვენზე კარგად ზუსტად დადუმ იცოსა,იგივე რომ გაევლო ზედმიწევნით. -გამორიცხულია, აქ არ გაჩერდები!-კი გაიბრძოლა, მაგრამ, მუცელს რომ მთლიანად შემოახვია ხელები, მე მივხვდი, ამ სიტყვებისთვის იმ საჭირო ძალას ეძებდა, მტკიცე რომ დარქმეოდა. -მომეცი ეგ მაისური მაშინ დადუ და წავალ.-ზუსტად იქ რომ მოარტყა, სადაც მისი სუსტი წერტილი იყო, მე მეტკინა და, მათ ორივეს როგორ გაუჭირდებოდათ, ან დათმობა, ან მიღება,ვინ იცის. დათუნამ ზუსტად იცოდა რას უკავშირებდა და რამდენად უღირდა ეს გაცრეცილი მაიკა დადუს. არც ჩემს ბრინჯის დედიკოს არ შეეძლო იმის დათმობა, ერთადერთი რომ ჰქონდა მისგან სახსივრად და, დაფიცებული რომ ჰქონდა, მაინც არ დათმობდა, თუნდაც არჩენდეს. ჰომ გაბრაზდა, ჰომ ისე გამწარდა, გულზე დასცხო სულ მუჭები დათუნას დადუმ, მაგრამ, ის ხელები რომ დაუკავა და გულში ჩაიკრო დათუნამ, მე აღარ მეცინებოდა. აღარც გიოს არ დარჩენოდა ძველებური განწყოდა სახეზე.. ისე ჩამჭიდა,ისე მჭიდროდ ხელები, მისი სული ვიგრძენი ჩემს გულთან ახლოს.. გულში შეუსახლდა დადუც, დათუნას.. გულამომსკდარი მის კანზე ტიროდა და, ისე ეკროდა თან, ისე გამეტებით, სული ამეწვა მეც. -მხოლოდ ის მინდა დადუ, კარგად იყოთ. მეტის უფლება არც შენ დამიტოვე და არც საკუთარმა ნაბიჯებმა.. არ იქნება ზედმეტი არც სიტყვა და არც ქმედება. შენც გაქ საპატიებელი და მეც მაქ გადასალახი ეს რაღაც პრინციპები,ყველამ რომ გადავაყოლეთ მას სიცოცხლე. მე რომ შემოგეჭერი, შენ ერთი წუთით არ იფიქრო, სხვა ზრახვები მქონდეს. იმ დათუნას გავ*არი დადუ, ამ კარში ორი პირით რომ შემოვიდეს და ფარულად დაგიწყოს სიტყვის მიცენა. ჩათვალე მხოლოდ ის რაც არის. მარტო ბრინჯის მარცვალისთვის ვარ აქ და, მიმიღე, გთხოვ.. სხვაგვარად ვერ დავალაგებ ვერაფერს დადუ. მე თუ მხოლოდ იმაზე ვიფიქრე, თქვენ არ იყოთ კარგად, მეც დავსრულდები და ის მომავალიც, იქნებ და, რომ დავალაგო როგორმე.. კარგი?! -იმხელა ადამიანობა ჩადო დათუნამ მის ყველა სიტყვებში, ის უძრავი კლდეც გაბზარა, გულში რომ გამოეხვია. ეს გამარჯვებად რომ არ ჩათვალა , ამისთვის მიყვარდა ზუსტად ყველაზე მეტად. კიარ იმარჯვა, იქ მივიდა, სადაც გაითვალისწინეს მისი თხოვნა და, არა მოთხოვნა. ხომ ვუყურებდი დადუს და ხომ გავიაზრე დათუნას ბოოლო სიტყვები, მაგრამ, მის დახუჭულ თვალებშიც კი ვიგრძენი, როგორ ეტკინა მისი “მარტო ბრინჯის მარცვალისთვის ვარ აქ”.. მეც მეტკინა და, ის უფრო მეტად, რომ ვიცოდი, საერთოდ არ იყო დათუნა აქ მხოლოდ შვილისთვის.. მაგრამ, ალბათ, დადუს რომ ასე დაჯერებოდა, მიტომ გაიცივა ხმა დათუნამ ამის წარმოთქმისას. ფრთხილი ნაბიჯით გამოვედით სახლიდან მე და გიო. გული ძალიან ცუდად მქონდა და, როგორც კი ცივი ჰაერი მომხვდა სახეზე, ის კანი ამეწვა, სადაც ცრემლებს ჰქონდა გზა გაკვალული.. -არსებობს რამე ამ სამყაროში კანონზომიერი და სამართლიანი?!-ქუჩას, სახლამდე რომ გავუყევით, პატარა ბაღის ასაკის ბავშვებივით, ჩაკიდებული ხელებით, შუა ღამესა და, ზამთრის სუსხში, გიოს გავხედე.. -მე არ მაქ თათო არც სხვა ფაქტების და არც სხვისი ცხოვრების განსჯის უფლება.. საერთოდ, მაგას არც ღმერთი ადგენსთქო, ხანდახან ვფიქრობ.. როცა რაღაც გადასალახის წი აშე დგახარ, ორი არჩევანი რომ გაქ ხოლმე და გაძლევს შემოქმედი საშუალებას, საკუთარი გონებით განსაჯო სწორი, მანდ მთავრდება რაღაც მერე შედეგების სხვაზე გადაბრალება და სამართლიანობის იქ ძებნა, სადაც შენს ყველა ნაბიჯზეა დამოკიდებული ზუსტად მაგ კანონზომიერება. არარის მარტივი სულ პირდაპირ და სულ სწორ გზაზე სიარული. ადამიანი ზუსტად მაგიტომ ხარ, ის შეცდომა რომ დაუშვა და გაბრაზდე საკუთარი გადაწყვეტილების გამო და არა იმიტომ, მერე ხელი გაიშვირო და ცაზე გამოკიდებულ სარკეში ეძებო შედეგის პასუხები.-სივრციდან მზერა ჩემზე გადმოუტანა და გამიღიმა. ვერ მივუხვდი, მიხვდა და უფრო ფართოდ გაეხსნა ბაგე. -დადუმ და დათუნამ რომ ბევრი არასწორი ნაბიჯები გადადგეს, ამაში დამნაშავე უფალი და მისი სამართალი კიარაა თათო.—ჩემს რაღაც დაჩემებულ რწმენებს გიო რომ ამსხვრევდა,თითქოს კომფორტის ზონიდან გამოვდიოდი,მაგრამ,თან ისე მსიამოვნებდა, ვერც გავეპასუხე. -ლაპარაკი რომ ახლა დაიწყეს და მაშინ არც მოსმენა იცოდნენ ერთმანეთის , ეგაა თავში და არა ვითომ დაწერილი დებულება,რომ ღმერთს მათი ერთად ყოფნა არ უნდოდა. ბედმა რომ სულ თავიდანვე ერთმანეთისთვის შექმნეს ,ამას სულ მცირე ახლა მაინც უნდა მიხვდნენ, პატარას რომ ელოდებიან. გამეღიმა. მისეული აღქმა ყოველთვის მიღმიური იყო და, იმ სამყაროს გაცდენილი, სადაც დავაბიჯებდით ახლა.. -ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გიო?-მე მაინც დამცდა მერე შუა გზად ის,რაც მაინტერესებდა მაინც, ეგოისტურად. -მე შენ თათო ისე უკიდეგანოდ მიყვარხარ, სულ რომ დაწერილი არ იყოს ეგ, შავით-თეთრზე, მაინც იმდენს გავაკეთებდი, შემოქმედსაც დავარწმუნებდი.-ისევ ეღიმება და იმას ვერც იაზრებს, მე რონ გავშეშდი და, ადგილიდან ვეღარ დავიძარი.. აქამდე ხომ რამდენჯერ დამანახა და ახლა, პირველად რომ მითხრა და თან ყველაზე ლამაზად, გული გამიჩერდა.. შემოტრიალდა გიო. სამ ნაბიჯში ვიყავი მისგან და, არაფერი მაკლდა ტირილამდე.. -გიყვარვარ გიო?-ხომ ყველაზე ბავშვურად, გულუბრყვილოდ გამომდიოდა,მაგრამ, რომ იცოდა,ზუსტად ამას ვგრძნობდი, ამიტომ ვიყავი მასთან ყველაზე ნამდვილი. არ მომიახლოვდა.. ძალიან თბილად, მთელი გულით და ღია სულით ეღიმებოდა და, თავს მიქნევდა მხოლოდ. -კიდევ მითხარი რა.-მთლიანად ამომივარდა გული. ყველა ემოცია ერთად მომაწვა. ის გაუთქმელიც და ამდენი განცდილიც ერთად.. ამწამს გამომეცალა თითქოს ყველა ენერგია და მხოლოდ იმ ერთს შეეძლო, ისევ ჩემი ახლიდან შევსება.. -მიყვარხარ თათო..-ხელი ჩემკენ გამოიწვდინა და , ცისარტყელას ფერი თვალები შემომანათა მშრალ,შავ ღამეში.. გული გამითბა. გამიმრთელდა. შეივსო და აყვავდა ხელთავიდან.. -კიდევ მეტყვი გიო?!-სიცილი შეურაცხადივით გამერია ტირილში. გაყინული ხელებით შევიმშრალე ცრემლები და , აფეთქებული სიხარულის გიჟური განცდისგან ადგილზე ვერ გავჩერდი. ფეხის წვერებზე დავიწყე ცმუკვა.. -მიყვარხარ,თათო, ყველა დარჩენილ გრძნობაზე მეტად!-ისიც რომ მთელი აღფრთოვანებით მყვებოდა და არ ბეზრდებოდა მრავალჯერ გაემეორებინა, ალბათ ამიტომაც მერჩივნა მეც ჩემს ყველა გრძნობას.. -კიდევ ერთხელ შეიძლება გიო?!-პატარა ურჩი ბავშვივით შევეხვეწე და აქ ვეღარ მომითმინა მეტი . სულ ერთ ნაბიჯში მომიახლოვდა და გულში მას რომ უყვარდა და მე ყველაზე მეტად, ისე ჩამიხუტა. -არ დავიღლები თათო მე არასდროს. სიყვარულისთვის დავიხარჯები და, რამდენჯერაც მოვკვდები, იმდენჯერ იმისთვის დავიბადები, შენ რომ გითხრა და, დაგაჯერო, რამდენად გაგიჟებით მიყვარხარ!-ისევ ეცინება და ჩემკენ იხრება.. არ ჰქონია ამაზე მეტად სავსე თვალები ყველა გრძნობით და ამაზე მეტად სანდო. არც ეს კოცნა არ ყოფილა სხვების მსგავსი. არც ამდენი გრძნობა არ ყოფილათქო, გამეფიქრა, აქამდე, მის ბაგებზე.. მომწონდა ის შეშლილი მღელვარება, პირველივე წამს რომ მოყვებოდა ხოლმე ქარიშხალივით და, ელვა, კანიდან კანზე რომ გადადიოდა.. თუ სადმე მართლა იყო ეს კანონზომიერება, მე მხოლოდ გიოსთვის ვსუნთქავდი, ეს იყო ყველახე მტკიცე და, დანარჩენი სხვა, შემდეგ მოდიოდა. ამ ბედნიერ და, უჩვეულო მშვიდ ნაბიჯებში სახლამდეც მივედით და საერთოდ აღარ მციოდა. ყინვისდა მიუხედავად. მენანებოდა განშორება. გიოს როგორ ერთულებოდა, ამას ის ხელი მოწმობდა, რომ არ მიშვებდა.. -გიო..-გავუღიმე. ჩემკენ გამოვახედე. სევდა ჰქონდა განშორების შეპარული მზერაში.. ჩემი სულიდან წამოსული უსაზღვრო სურვილიც იმ წამს ავისრულე.. იმ თვალებზე ვაკოცე, დედამიწის ხელა სიყვარულს რომ დაატარებდა. -შენ ხომ პირველად შეგიყვარდი?!-იმდენად ესიამოვნა ის ამბორი, თვალები დაეხუჭა და ისე მიღიმოდა.. ამდენი სითბოსგან გული მიჩერდებოდა. ვეღარ ვუძლებდი.. ასე დამიქნია თავიც დასტურად. -მე ყველაზე მეტად მიყვარხარ!-რომ ამოვთქვი, თან შემომხედა და, იქ გადაიშალა ბედის ის წიგნაკი, შავით თეთრზე რომ უნდა დაწერილიყო ჩვენი ამბავი.. გული გამიჩერდა. გიოსაც. არცერთი ვსუნთქავდით და ვამბობდით იმაზე მეტს, ვიდრე ითქვა და, ვიგრძენით.. თუ ეს წამები საუკუნოდ გასტანდა, თანახმა ვიყავი, ოღონდ არასდროს მოვწყვეტოდი მის ამ მზერას. თბილს და, სიყვარულით სავსეს. -ხვალ “პაემანზე” რომ დაგპატიჟო თათო, წამომყვები?!-მე რონ დავაპირე სახლში ასვლა, გიომ დამიძახა ისევ. -ჩემ ძმას უნდა ვკითხო გიო,თუ გამომიშვებს.-გავუცინე და უკან დავიწყე სიარული. თან მას ვუყურებდი. ცამდე გაბადრულს. -მერე და უარი რომ გითხრას თათო და კარი ჩაგიკეტოს? -ისიც რომ ყველა სიგიჟეში მყვებოდა,ამაზე მეტად სამყაროს როგორ ეჩვენებინა,ჩემთვის რომ იყო?! -ფანჯრიდან გადმოვძვრები გიო!-უკვე სადარბაზოს კედელთანაც კი ვყოფილვარ. გიოც უკუსვლით გამცილდა. ზურგი ვერ ვაქციეთ ერთმანეთს. -ცხრა მთასაც გადმოლახავ თათო?!-ძლივს გამაგონა.. ჩუმად თქვა, მაინც. -სხვა რა გზაა გიო?!-მეც იმ სიჩუმით დავემშვიდობე, ასე რომ ხმაურობდა ცარიელ გზაზე. ისე ავედი, ისე დავწექი და დავიძინე, სულ ძალით გავთიშე გკნება,რომ დამესვენა, თორემ, ვერ ვუძლებდი ამდენ განცდებს. ბედნიერების ყველა ჰორმონი ერთად მომაწვა და, გიოს შეტყობინებამ სულ კენწეროში მოიყარა თავი. გულის ყველაზე დიდ ადგილას. “ჩემი სულის მხატვარი ხარ თათო, გითხარი ერთხელ და გეტყვი უკანასკნელ დღემდე.. მიყვარხარ” ___ სიყვარულისგან და ამდენი სითბოსგან მე ვეღარ დავიძინებ, ასე მგონია .. ეს თავი ბოდიშისთვის ჩათვალეთ,რომ დავიგვიანე .. და გიოს სიყვარული ფსიქოზში რომარ გადამეზარდოს, დღეს დათუნასაც გავუყავი ჩემი გული ;დდ გელით, თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.