შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუდუ მერლანი //11//


7-11-2024, 01:45
ავტორი ენქეი
ნანახია 3 092

-სად არის?-კარის ზღურბლზე იდგა გაავებული მერლანი.-უკვე მეოთხე დღეა ჩემს ზარებს და მესიჯებს აიგნორებს,უბრალოდ დალაპარაკება მინდა.
-დუდუ,უკვე ოთხი დღეა არ მინახავს,თავისებთან წავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.-ანერვიულებულმა უთხრა ლენკამ.-მომწერა,რომ ცოტახანს დასვენება სჭირდებოდა,მაგრამ ეს მის საქციელს არ ჰგავს,თანაც თავისებთან ვერ დაისვენებდა.
-უკვე ყელში ამომივიდა თამაში,მისამართი მითხარი და მის მშობლებთან წავალ.-მტკიცედ ამოთქვა და როგორც კი მისამართი გაიგო მაშინვე დაეშვა კიბეებზე...

***
„3 დღით ადრე“

დილით მაღვიძარაზე ადრე მეგობარი დაადგა თავზე,საწოლში ფინჯანი ყავითა და კრუასანით გაუმასპინძლდა და იქვე კიდეზე ჩამოჯდა,რომ მასთან საუბარი შესძლებოდა.
-მაშო...-ყოყმანით წამოიწყო საუბარი ლენკამ.-მგონი ცუდად გაქვს საქმე.
-რაა?-მაშინვე გამოფხიზლდა.-რა მოხდა?-შიშისგან გათეთრდა ქალი.
-წუხელ შენ და დუდუ,რომ იყავით ერთად...ფოტოები გადაგიღეს...
-რა ფოტოები?-გააწყვეტინა მაშინვე.
-სადაც ერთად ხართ და თითზე ის დიდთვლიანი ბეჭედიც გიჩანს...
-მერე?-ისევ არ აცადა დამთავრება.
-მერე ის,რომ გაზეთებში და ყველა სოციალურ ქსელში თქვენზე წერენ,ვინ არის დუდუ მერლანის რჩეული და მსგავი სათაურები...
-რაა?-მაშინვე მობილურს ეცა მაშო.-ღმერთო შენ მიშველე.-ინსტაგრამზე შესვლისთანავე ფორმულას პოსტი,რომ ამოუგდო ექვსიათასი ლაიქით მაშინ მართლა გაიაზრა,რომ შარში იყო.
-შენებმა,რომ გაიგონ მაშო...
-ძაღლი ახსენეო.-„დედა“ დაეწერა მობილურის ეკრანზე.-ვაიმე რა უნდა ვქნა ლენკა?-თავი ხელებში ჩარგო ქალმა.-მომკლავენ ოღონდ მართლა,მამაჩემი ტყავს გამაცლის.
-არ ვიცი მაშო...დუდუს დაურეკე,იქნებ წააშლევინოს პოსტები.
-შენ რა ზევსი ხომ არ გგონია?რა პოსტები წააშლევინოს ექსკლუზივია მათთვის.
-მაშინ დაგერხა.-მხრები აიჩეჩა ქალმა.
-მაგრად დამამშვიდე მადლობა.-თავისთვის ჩაიდუდღუნა და მობილურზე მოსულ შეტყობინებას დახედა.-„საღამოს გამოგვიარე,მე და მამაშენს სალაპარაკო გვაქვს!“-ეწერა შეტყობინებაში.-მართლა დამერხა ლენკა,ალბათ ციმბირში გამიშვებენ.
-დაწყნარდი გოგო,ცოტას გეჩხუბებიან და დამშვიდდებიან.
-აი ძაან მაგრად გამამხნევე,მადლობა.-საბანი მთელ სხეულზე წაიფარა.-მოვკვდები.
-არ მოკვდები ადექი ყავა დალიე.
-შენ არ გესმის,უნდა მოვკვდე მაცადე.-იუარა ისევ და თავი ბალიშში ჩარგო...

***
-დუდუ!-მთელი ხმით ღრიალებდა ვასილი სახლის მისაღებში.-ჯერ ხო არ დაბრუნებულხარ,ისევ დაიწყე?თან დივანზე სძინავს ვაჟბატონს!
-რა გაღრიალებს?-ძლივს გამოფხიზლდა მერლანი.-ან ამ დილაუთენია თავზე რატომ დამადექი?
-ეს რა არის?-გაზეთი ფეხებთან დაუგდო შვილს.-ხო მითხარი მეტი პრობლემა არ იქნებაო?ისევ იკეთებ?
-ხომ არ შეიშალე?-წინა გვერდს მშვიდად დახედა კაცმა.-აუ ამათ მაგარი ში*ააქვთ რა.-გაეცინა სათაურზე.
-ეგაა შენი პასუხი?
-ჰო,სხვა რა პასუხს ელოდები?-უკანვე ესროლა ჟურნალი.
-შენ პრობლემებს ქმნი დუდუ,დედაშენის ბეჭედი უკეთია ვიღაც სოფლელ გოგოს,რომელიც წლების წინ უნდა მომკვდარიყო,მაგრამ როგორღაც არ მოკვდა!
-მაშოს თავი დაანებე გაიგე?-თვალები წამოენთო მერლანს.-მაგ გოგომ შენი გასაკეთებელი გააკეთა და ცხოვრება დამიბრუნა,ფეხებზე შენ რას ფიქრობ ან რა აზრები გაქვს მე არ...
-დუდუ!-მთელი ხმით დაიღრიალა კაცმა.-მის ოჯახს მილიონზე მეტი მივეცი ამ 6 წლის განმავლობაში!ჩემი ჯიბით ცოცხლობენ ხვდები ამას?შენ კი იმ გოგოს დედაშენის ბეჭედი მიუტანე და თითზე წამოაცვი,ეგ ბეჭედი ხუთასიათასი დოლარი ღირს დუდუ!
-შენ ხო შემე*ი შენი დოლარისა და ევროს ანგარიშებით რა,აიღე ბეჭედი.-ჯიბიდან ამოიღო მოელვარე სამკაული და მაგიდაზე მისკენ გაასრიალა.-კიდევ უფრო მეტი უნდა გადაუხადო მაგ ოჯახს,ეგ არ არის საკმარისი იმისთვის,რაც მაშოს მე დავუშავე.
-ასეთი ქველმოქმედი როდის გახდი?
-მაშინ,როდესაც ახალგაზრდა გოგოს მომავალი წავართვი!
-რა მომავალი წაართვი,გოგოს ყველაფერი აქვს,ფული,სახლი,ჯანმრთელად არის,მეტი რა უნდა?
-ალბათ ის,რომ ოდესმე შვილი გულში ჩაიკრას,მაგრამ ამას ვერ მოახერხებს!-კბილებში გამოსცრა მამას.-იმიტომ,რომ შენს მთვრალ შვილს წითელზე გავლა მოუნდა და ლამის მკვლელი გახდა!
-მე მაგ ოჯახს საკმარისზე მეტი მივეცი გაიგე?ახლა მაგაზეც ვუმკურნალო?-გაიკვირვა კაცმა.
-რა ამაზრზენი ადამიანი ხარ,სარკეში,რომ იყურები არ გრცხვენია?-სულ გადაირია დუდუ.
-მე არაფრის არ მრცხვენია,მაგრამ შენ უნდა გრცხვენოდეს დუდუ,ყოფილი შეყვარებულის წვეულებაზე გოგოს მიყვანა მაშინ,როცა თქვენ ორს არაფერი გამოგივათ ცოტა სასირცხვილოა...რამე უკეთესი უნდა მოგეფიქრებინა,ჩემი შვილი არ ხარ?
-რა იცი,რომ არაფერი გამოგვივა?იქნებ მართლა ცოლად მომყავს.
-მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ!-მტკიცედ განაცხადა კაცმა,ბეჭედს ხელი დაავლო და ზურგი აქცია შვილს...-ჭკუით იყავი დუდუ,სხვა დროს აღარ გაგიმართლებს!-წარსული გაახსენა შვილს და სახლი უკანმოუხედავად დატოვა...

***
-აბა,რაზე გინდოდათ საუბარი?-უხერხული სიჩუმე იყო ჩამოწოლილი სახლში,მხოლოდ ორ სიტყვას მიუგდებდნენ ერთმანეთს და სულ ეს იყო,ამის იქით ვერ მიდიოდნენ და ეს უფრო აშინებდა მაშოს.
-მოვიცადოთ ცოტაც.-უთხრა დედამ და მაგიდას მიუჯდა.
-მოდი ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვათ,სხვისი მერე მოვისმინოთ.-იურა კაცმა და მაშოს გახედა.-მაშო შვილო,ხომ იცი,რომ გვიყვარხარ?
-რა კითხვაა მამა?-გაოცება ვერ დამალა.
-შენთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ,რაც შეგვიძლია.
-ვიცი მამა.
-ჩვენ უნდა გაგვიგო მაშო,ამის იქით ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ...-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა კაცმა.-უფრო სწორედ შენ...შენ უნდა გააკეთო არჩევანი.
-რა არჩევანი უნდა გავაკეთო?-სულ დაიბნა მაშო.
-ჩვენ ვნახეთ ფოტოები გუშინდელი საღამოდან,ეს უნდა მორჩეს მაშო!-დედა ჩაერია საუბარში.-ეს არ გამოვა და შენც იცი.
-მე და დუდუს არაფერი...
-მაგ ბიჭის სახელი აღარ გამაგონო!-ხელები ჰაერში გაასავსავა ქალმა.-რატო არ მოუკვდა დედამისს,ამდენი პრობლემა ხომ არ გვექნებოდა!
-დედა რას ამბობ?
-მაშო წამოგიდგენია რა ამბავი მოჰყვება თქვენს ფოტოებს?ხალხს ჰგონია,რომ ქორწინდებით,ჩვენ ხომ მაინც ვიცით,რომ არ მოხდება მსგავსი არაფერი და რატომ უნდა გავუძლოთ ამდენ ჭორს?-შედარებით დაუთბა ხმა ქალს.
-ეს უბრალო ფოტოებია,მე არ...
-რა თქმა უნდა ფოტოებია...-მშვიდად ამოილაპარაკა ქალმა.-მაგრამ მერლანების ოჯახში ეს სკანდალია...მაგ ბიჭს აღარ უნდა შეხვდე მაშო გაიგე?
-ისევ დაიწყეთ?მამა...-მამამისს გადახედა იმის იმედით,რომ უშველიდა.-თქვი რამე.
-დედა მართალია მაშო,დუდუ დაივიწყე საერთოდ,იქნებ სხვაგან ჩაგებარებინა?მეორე სემესტრი სხვა უნივერსიტეტში დაგეწყო,გერმანია არ მოგწონს?
-თქვენ რა ჩემი მოშორება გინდათ?
-ნორმალურად ილაპარაკე მაშო!-გაუწყრა ქალი.-ჩვენი ნათქვამი რადგან არ შეისმინე მისას ხომ მაინც შეისმენ.-კარისკენ შეტრიალდა ქალი.-მე გავაღებ.
-კიდევ გამარჯობა.-მშვიდად შემოაბიჯა მოხუცმა ოთახში.-ვწუხვარ ისევ,რომ მიწევს თქვენი შეწუხება.
-რა ჯანდაბაა?-გაოცება ვერ დამალა მაშომ.
-შენ ალბათ მაშო ხარ.-ღიმილით გახედა კაცმა.-ძნელია ლამაზი სახის დავიწყება,მითუმეტეს მაში,თუ ყველგან ისაა გამოკრული წუხანდელი საღამოს შემდეგ...
-ვწუხვარ თუ დისკომფორტი შეგექმნათ.-უემოციოდ მიუგო და ცარიელ თეფშს დააშტერდა.
-არაუშავს შვილო,ახალგაზრდებთან ყველაფერი ხდება,შეცდომებს უშვებენ,მაგის სრული უფლება გაქვთ,მაგრამ მერე უფროსებს უნდა მოუსმინოთ,რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
-რის თქმას ცდილობთ?-დაბნეული მიაჩერდა კაცს.
-თუ შეიძლება ცალკე გავესაუბრები თქვენს შვილს.-ორივეს მიმართა კაცმა.წამით დაინახა როგორ შეცბა სანდრო,თუმცა შუბლშეჭმუხნულმა მაინც დატოვა ოთახი და კარი ხმაურით დაკეტა.-მოდი მე და შენ გულახდილად ვისაუბროთ ახალგაზრდა ქალბატონო...-გვერდით მოუჯდა ვასილი მაშოს და თეფშის ადგილას ლეპტოპი მოათავსა.-მე მინდა გაჩვენო ის,რასაც ვერ ხედავ შენ და რაც მინდა,რომ შევცვალო...
-რაზე საუბრობთ?
-დუდუ ადვილად სამართავი ბავშვი არასდროს ყოფილა,მისი მართვა გაუხედნავი მუსტანგის მართვას ჰგავს...თუმცა შესაბამისი მიდგომა ყველაფერს აგვარებს...ასე მოხდა იმ ავარიის დღესაც,შანსი მომეცა,რომ ჩემი შვილი გამომეფხიზლებინა და უწყინარი ტყუილი ვთქვი,რაშიც 6 წლის შემდეგ შენ ჩაერიე და ჩემს შვილს ისევ იმ ჭაობში ჩაფლობისკენ უბიძგებ და მე ეს არ მომწონს!
-თქვენ მკვლელობის დაბრალებას უწყინარ ტყუილს ეძახით?თქვენს გამო თქვენი შვილი ტყეში გაიხიზნა და ყველაფერს მოწყდა,ეს უწყინარი ტყუილია?-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი მაშოს.
-მე შენ გაჩვენებ დუდუს,რომელსაც არ იცნობ და ვნახოთ მერე რაღას იტყვი.-სიმშვიდე შინარჩუნა კაცმა და კომპიუტერში ფაილების ძებნას მოჰყვა.-ეს არის 16 წლის დუდუ,რომელიც პირველად წამოვიყვანე პოლიციის განყოფილებიდან და რომლის გამოც ოციათასი ლარი გადავუხადე ღამის კლუბს,რომ ის ვიდეო ჩანაწერები მოეცათ ჩემთვის,სადაც დუდუს ჩხუბის კადრებია.იმის მაგივრად,რომ აქეთ მე მივწოლოდი მათ იმაზე,რომ 16 წლის ბიჭი კლუბში შეუშვეს ფული გადავიხადე,რომ ის დამეცვა.-ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია ისე გახსნა ვიდეო და მისკენ მიატრიალა...თავიდან სიუჟეტი მკაფიო არ იყო,მაგრამ მოულოდნელად მალევე გაარჩია დუდუს სილუეტი,რომელსაც ეტყობოდა,რომ დაძაბული საუბრობდა მის წინ მდგომ ბიჭებთან.ირგვლივ უამრავი ახალგაზრდა შეკრებილიყო,ხალხმრავლობის მიუხედავად მაინც არავისი მოერიდათ ისე გააგრძელეს საქმის გარჩევა...დუდუს ეტყობოდა,რომ დაძაბული იყო,ხელში არყის ბოთლი ჩაებღუჯა და ეტაპობრივად სასმელს შეექცეოდა,თუმცა მხოლოდ ეს არ იყო,მოულოდნელად ყველაფერი იცვლება და ხელჩართული ჩხუბი იმით მთავრდება,რომ დუდუ კონტროლს კარგავს და შუშის ბოთლს თავზე ალეწავს ერთ-ერთ ბიჭს...სისხლის გუბეში მწოლიარე ახალგაზრდას თავს ეხვია ყველა,თუმცა უკვე გვიანი იყო,ვეღარც დაცვა და ვერც ირგვლივ მყოოფი ხალხი ვერ უშველიდა მას...
-ღმერთო ის...-შეკრთა მაშო.-ის...
-გადარჩა.-მშვიდად უთხრა ვასილმა.-საავადმყოფოში მოვინახულე,მისი მკურნალობის ხარჯები დავფარე,იდეალურად არის.ეგ კიდევ არაფერია.-ფაილებში ძრომიალი განაგრძო კაცმა.-აი ეს ძალიან საინტერესოა.-ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფოტო აჩვენა მაშოს.ფოტოზე დუდუ და ვიღაც უცნობი ბიჭი არიან,დუდუ ზემოდან მოჰქცეოდა და გამეტებით ურტყამდა სახეში...ბიჭი კი უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ჰქონდა...
-დუდუ...
-ესეც ნახე.-მომდევნო სურათი გახსნა ვასილმა.-შპრიცით ხელში დგას აუზის გვერდით მერლანი.-ესეც არ გამოგვრჩეს.-ცალ ხელში არყის ბოთლი ეჭირა,მეორეთი კი გოგონა შემოესკუპებინა მხარზე და უდარდელად შეექცეოდა სასმელს.
-ის ხომ...
-აუზის ფოტოები არ მიჩვენებია?-თითქოს ხალისობდა ამ ყველფრით.-აი,შეხედე.-აუზში მყოფ დუდუსა და კიდევ ორ გოგოს ხედავდა ფოტოზე.-კოკაინს რომ იყნოსავს ეგეც საინტერესო ვიდეოა,მოიცადე გაჩვენებ...
-საკმარისია!-ფეხე წამოვარდა მაშო.-რა ჯანდაბა გჭირთ?
-მე არაფერი არ მჭირს,ეს თქვენ,ახალგაზრდებს გჭირთ რაღაც.გგონიათ ყველაფრის უფლება გაქვთ,რადგან ახალგაზრდები ხართ,მაგრამ ეს ასე არ არის!
-ჩვენ უბრალოდ წვეულებაზე ვიყავით...
-ეს წვეულება უკვე დიდი პრობლემაა ჩემი ოჯახისთვის,შენ მიმტანი ხარ,დუდუ მალე ჩემს ბიზნესს ჩაუდგება სათავეში და არ მინდა მსგავსი რამ აბრკოლებდეს...შენ ხომ იცი,რომ შენი და დუდუს ამბავი არ გამოვა?დუდუს სულაც,რომ შეუყვარდე არაფერი არ იქნება,რადგან მე ეს არ მსურს.-გადაჭრით თქვა კაცმა.
-მე და დუდუ მეგობრები ვართ,სხვა არაფერი.
-მას ეს მეგობრობა არ გამოადგება გესმის?უნდა მორჩეს მაშო,ახლავე!
-მე დუდუს ასე უპასუხოდ არ დავტოვებ!-განაცხადა ამაყად.
-შენ ვერ გამიგე,ჯერ ისევ ბავშვი ხარ რა გესმის ცხოვრების.-ცინიკურად ჩაიცინა.-ბევრი რამ გავიღე იმისთვის,რომ დუდუ გამომესწორებინა,ახლა შენ მას ვერ დაგანგრევინებ!
-მე არაფერს ვანგრევ,რადგან მიმტანი ვარ ესეიგი ცუდ გავლენას მოვახდენ მასზე?-ტონს აუწია მაშომ.
-მე აღარ ვაპირებ შენთან რამის განხილვას მაშო,შენი მშობლები გავაფრთხილე,ახლა შენი ჯერია,ეს მარტივი გასაგებია,შენ არჩევ უნივერსიტეტს და ქვეყანას,მე ვყიდულობ ბილეთს შენთვის,ასევე სახლს და ადგილს უნივერსიტეტში თავისი სტიპენდიით.
-და თუ არ ვარ თანახმა?-მის ჩანაფიქრს მიხვდა მაშო.
-ერთი პატარა მკვლელობის სხვაზე აკიდება არ გამიჭირდება.-კუნაპეტი შავი თვალები მიანათა მაშოს.-ძნელია მშობლის დაკარგვა მაშო,საკუთარ თავზე გამომიცდია და ვიცი რა რთულია,არ გირჩევ ისეთი რამის გაკეთებას,რაც მათ დააზარალებს.
-ეს მუქარაა?-თვალი თვალში გაუყარა კაცს.
-როგორც გინდა ისე გაიგე,მთავარია ჩემს სათქმელს მიხვდე.-მშვიდად ამოთქვა და გასასვლელისკენ წავიდა.
-შვედეთი,სტოკჰოლმის უნივერსიტეტი.-თქვა დაუფიქრებლად და თავი ჩახარა,რომ მისი სახე აღარ დაენახა.
-ყოჩაღ მაშო,კარგი არჩევანია,მეორე სემესტრიდან იქ გააგრძელებ.-განაცხადა ამაყად და კარი გაიხურა...

***
ასე დასრულდა მაშოს წამიერი ბედნიერება.გაიხურა ვასილმა კარი და თან წაიღო მისი ცხოვრება,მხოლოდ ის ნაწილი დაუტოვა,რომელიც მას არ ეკუთვნოდა...ოცნებობდა იმაზე,რომ ყველაფრისთვის თავად მიეღწია.იმაზეც,რომ ყველას ემაყა მისით...ახლა რა უნდა ყოფილიყო სამაყო,ნაყიდი ადგილი უნივერსიტეტში?სირცხვილი და თავის მოჭრა მაშო...
ოთახში იჯდა და გაუჩერებლად მისტიროდა ყველაფერს,რაც აქამდე უნატრია.შეეშინდა,თანაც ძალიან.როგორია მშობლების მოკვლით დაგემუქროს გავლენიანი ადამიანი და არ შეგეშინდეს?ესაა ხარბი მშობლების ბრალი,რომლებიც არაფერს აკეთებენ მის დასაცავად.ესაა ჯიბეგაფხეკილი ადამიანის ბედი,რომელიც ყოველთვის მდიდარზე რამდენიმე ნაბიჯით უკან იქნება...
ჯერ ისევ არ ამოსდიოდა თვალებიდან დუდუ...ბიჭი,რომელიც მან გაიცნო სრულიად განსხვავდება იმ ადამიანისგან,რომელიც ფოტოებსა თუ ვიდეოებზე ნახა.ნუთუ დუდუც ისეთი ადამიანი იყო,როგორებიც ის ახალგაზრდები იმ მაგიდასთან?
-მაშო არ გშია შვილო?-უკვე მესამედ დადგა ქალი კარს მიღმა.
-არ მშია!-მიახალა მკვახედ და ისევ საბანში გაეხვია.უიმედოდ დადო მაგიდაზე თეფში და ისევ სავარძელში ჩაეშვა ქალი.ხვდებოდა,რომ გული სტკიოდა,მაგრამ ამას ვერაფერს უხერხებდა,შვილის მომავლისთვის ეშმაკთან გარიგებისთვისაც მზად იყო...
***
-რამ მოგაფიქრა ახლა ეგ?-გაუწყრა დედა მაშოს.
-ბებიასთან მინდა ჩასვლა,რა პრობლემაა?
-მაშო გამოცდებს მორჩი,ახლა მოისვენე და შვედეთისთვის მოემზადე.
-რა მომზადება მინდა,ჩავყრი ტანსაცმელს და წავალ,მეც ახლა ჩემი ნიჭით არ მივდიოდე.
-რა გინდა დედი?აღარ შეხვდე იმ ბიჭს და არ მოგიწევს არსად წასვლა.
-შემეშვი კარგი?მივდივარ,თავი დამანებეთ არ შეიძლება?
-შეიძლება და თავს დაგანებებს დედაშენი.-მშვიდად გამოვიდა ოთახიდან სანდრო.-დაანებე ქალო თავი ბავშვს.შეეშვი.საკითხი გადაწყვეტილია,სადაც უნდა იქ წავა.ბებიასთან წასვლა უნდა?წავიდეს და მოინახულოს.მოუხდება სოფლის ჰაერი.
-ჰო,გონებას გაუხსნის სოფელი იმედია.-თავისთვის ჩაიდუდღუნა და ოთახი უკანმოუხედავად დატოვა...
იმავე დილას ჩაალაგა ბარგი და საღამოს უკვე ბებიასთან სოფელში ფინჯან ჩაის შეექცეოდა.ბებია პატარა სოფელში ცხოვრობდა,ხალხმრავლობას და დიდ ქალაქებს ვერ იტანდა,არც ის უნდოდა,რომ ვინმეს ტვირთად დასწოლოდა,თანაც მშობლიურ სახლში თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდა.
-რა მოხდა ბებოს სიცოცხლე?ასე რატომ მოიწყინე?-თბილად მიეფერა ქალი და თავადაც მიუჯდა მაგიდას.
-ეჰ ბაბო,რომ დავიწყო ხვალამდე ვერ მოვრჩები ალბათ.
-მოყევი ბაბო გენაცვალოს,დროის მეტი რა გვაქვს?
-საზღვარგარეთ მივდივარ,შვეიცარიაში უნდა ვისწავლო.-ნაძალადევად გაუღიმა ქალს.
-მითხრა დედაშენმა,მაგრამ მე არ მიხარია შვილო.-გულწრფელად უთხრა ქალმა.
-რატომ?
-სხვისი დაგეგმილი ცხოვრება რად გინდა შვილო?-მიახვედრა,რომ იცოდა რაშიც იყო საქმე.-მე არც მაგ ხალხს ვენდობი,არც მაგათ ფულს,ჯანდაბაშიც წასულა სუყველა.
-იცოდი შენ?
-ვიცოდი რომელია,ლამის დამახრჩო მამაშენმა სიტყვა არ დაგცდეს მაშოსთანო.-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.-რომ გავიგე რაც გააკეთეს დედაშენსაც და მამაშენსაც გემრიელად მოვცხე,მაგრამ არ უშველათ შვილო...მამაშენი ბავშვობაში უფრო მწარედ უნდა მეცემა,დედაშენი დედამისს უნდა ეცემა,უკეთესები გამოვიდოდნენ.
-დუდუსთან შეხვედრას მიშლიან ბე...
-ეგ ის ბიჭია,ვინც დაგეჯახა?
-ჰო...ცუდი ადამიანი არ არის,სვანეთში ისეთები მოხდა,მაშინ მივხვდი,რომ კარგი ბიჭია და მისი ნდობა შეიძლება.
-მომიყევი რა მოხდა აბა.-ჩაეძია ქალი.
-მოკლედ.-ხელები აიკაპიწა მაშომ და მოყოლას შეუდგა,ასე დაათენდა თავზე...

***
„დღევანდელი დრო“

არც თუ ისე მშვიდი საღამო დადგა მაშოს ოჯახისთვის.დუდუსთვის მიწერილი რამდენიმესიტყვიანი წინადადება საკმარისი არ აღმოჩნდა მის დასამშვიდებლად. „კარგად ვარ“,“საქმეები მაქვს დუდუ“ და მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტები დუდუს სულ აგიჟებდა,ზარების დაიგნორება ხომ საერთოდ...
-გამარჯობა.-ზღურბლზე ვასილ მერლანის შვილის დანახვისას გაშეშდა ქალი.-მაშოს ვეძებ.
-აქ არ არის.-ძლივს ამოილუღლუღა და კიდევ ერთხელ აათვალიერა მის წინ მდგომი.
-მისმა ოთახის მეზობელმა მითხრა,რომ აქ არის.
-აქ არ არის.-გაიმეორა ჯიუტად.
-ვიცი,რომ იცით ვინც ვარ,მე არ გამიჭირდება მისი პოვნა და სანამ ამას ჩემით გავაკეთებ მინდა,რომ თქვენ მითხრათ სად არის,მისგან ვერაფერი გავიგე და ვხვდები,რომ კონტაქტის გაწყვეტას ცდილობს,ალბათ მამაჩემის ან თქვენს გამო,მაგრამ უნდა ვესაუბრო და...
-მაშო აქ არ არის ახალგაზრდავ.-გაუმეორა ქალმა.
-მისმინეთ.-ნახევრად მოხურულ კარს ხელი შეაშველა,რომ კარს მიღმა არ დარჩენილიყო.-მე არ ვარ მამაჩემი,მე მინდა,რომ ყველაფერი გამოვასწორო რაც ოდესმე თქვენთვის დამიშავებია და ამას მაშოსთან სულ ვცდილობ,უბრალოდ შანსი უნდა მომცეთ.
-თუ გინდა,რომ ყველაფერი გამოასწორო მაშოს თავი დაანებე შვილო,შვედეთში მიდის,იქ ისწავლის,ცხორებას მოიწყობს და კარგ ბიჭზე გათხოვდება,თავი დაანებე.-ჯიუტად იმეორებდა ქალი.
-შვედეთში?რას ამბობთ?-დაბნეული მიაჩერდა დუდუ.
-უნდა წახვიდე.-გაჯიუტდა ქალი და როგორც კი დუდუსგან წინააღმდეგობა ვეღარ იგრძნო კარი ცხვირწინ მიუხურა...
-ჯანდაბა მაშო...-თავისთვის ჩაიფრუტუნა და მობილური მოიმარჯვა...

***
-ყიყლიყოები შეგიწვი ბე,შენ რომ გიყვარს.-ღიმილით გაუწოდა თეფში შვილიშვილს.-ისეთიი დაბრაწულია,როგორიც გიყვარს,ცოტა რბილები მე,როგორც მოხუცს.-გაეცინა თავის ნათქვამზე
-საუკეთესო ხარ რა.-ლოყაზე ხმაურით აკოცა და მაგიდას მიუჯდა.
-ის ბიჭი გირეკავდა დასაბანად,რომ იყავი შესული,დუდუ.-მობილური გაუწოდა ქალმა.
-ხომ არ უპასუხე?
-არა შვილო,მაგრამ ჯობია,რომ დაელაპარაკო.ტყუილები და ზურგს უკან საქმეების ხლართვა არ შეიძლება,მერე,რომ გაირკვევა ცუდად გამოვა ძალიან.
-ვიცი ბე,მაგრამ სხვანაირად არ გამოდის,გიჟია ის კაცი,მართლა რამე,რომ ქნას?
-ეგაა ადამიანს ფული,რომ არ აქვს,მონაა ჩვეულებრივი.-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა.-მე,რაც შენგან მაგ ბიჭზე მოვისმინე ვერაფერს ვუწუნებ,აი მე,რომ ახალგაზრდა ვიყო ცოლად გავყვებოდი.-გაეხუმრა ქალი.
-ერთხელ,რომ გათხოვდი არ გეყო?
-ეჰ ნეტა პაპაშენი ცოცხალი იყოს და კაცს არ ვახსენებდი არასდროს.-სევდა შეერია ხმაში.-ისეთ კაცს უნდა გაყვე სიცოცხლეს,რომ გილამაზებდეს შვილო და მისი სიკვდილი საკუთარზე მეტად,რომ გაშინებდეს...კაცი არ იყო პაპაშენი?ყვავილებს არ მაკლებდა და ზამთარში,რომ ვერ შეოულობდა სანაცვლოდ ტკბილეული ან ხილი მოჰქონდა.ოხ ღმერთმა აცხონოს რა მწარეა...-გულზე ხელი მოისვა ქალმა.-კარგ კაცს გაყევი ცოლად,მამაშენისნაირ რეგვენს არ გაყვე შვილო,ვერ ხედავ?დააქცია ოჯახი.
-მთლად მამას ბრალიც არ არის ბებო...
-დედაშენის ბრალია ნახევარი,არც ეგ მყავს ანგელოზი.სად იპოვეს ერთმანეთი არვიცი.კიდევ კარგი შენ გაჩნდი თორე მაგათ რა აიტანდა.-ბაგე ღიმილმა გაუპო ქალს.
-შენ ძალიან გაუბრაზებიხარ ორივეს..
-რაც მაგათ გააკეთეს არ შეიძლება შვილო,ცოდვაა ეგ საქციელი.ახლა შენც ცხოვრებას გინგრევენ.
-მე კარგად ვარ ბებო,ჩამოვალხოლმე შენს გამო და გნახავ.
-ბებო გენაცვალოს,ვიცი ხო,შენს შვილებს მომასწროს ღმერთმა მეტი არაფერი არ მინდა ამ ქვეყანაზე.
-მოესწრები მოეწსრები,ჯერ სად გეჩქარება.-ღიმილით უთხრა და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა.-ვიღაც არის კარზე.
-მე გავაღებ,ნინელი უნდა მოსულიყო,ყავა დავლიოთო მითხრა.-მაშინვე წამოდგა ფეხზე და კარი დაუფიქრებლად გააღო.ზღურბლზე მაშინვე იცნო ბიჭი ფოტოდან,დუდუ მერლანი,რომელზეც ბოლო ორი დღე მისი შვილიშვილი გაუთავებლად ლაპარაკობდა...
-გამარჯობათ.-მშვიდად მიესლმა დუდუ.
-გაგიმარჯოს შვილო.
-ბოდიშს გიხდით ასე ადრიანად,რომ გაწუხებთ.-სულ დაიბნა ქალის დანახვისას.-მაშოს ვეძებ,მითხრეს,რომ აქ არის.
-მაშო ბებო სტუმარი გვყავს.-გასძახა სამზარეულოში მყოფს.-შემოდი შვილო მანდ რას დგახარ?
-ნინელი დეიდა როგორ...-ღიმილით გამოვიდა ოთახიდან,თუმცა მოულოდნელად სახე ერთიანად გაეყინა და კართან მდგომ მერლანს მიაშტერდა...-დუდუ,შენ აქ...აქ რას აკეთებ?
-ანალოგიური კითხვა მაქვს მეც.-არ ჩამორჩა მერლანი.
-მოდი ბებო,ყიყლიყოები შევწვი,მიირთვით ორივემ,ბევრი გექნებათ სალაპარაკო.-ღიმილით უთხრა ორივეს.-მე ნინელისთან გადავალ,ყავას დავლევთ,ცოტას წავიჭორავებთ.
-ბაბო სად მიდიხარ,არ წახვიდე.-პატარა ბავშვივით გაეტირა მაშო.
-მიდი შენ გაუმასპინძლდი სტუმარს,წავალ მე.-მშვიდი ხმა ჰქონდა ქალს.
-დროებით ქალბატონო.-ღიმილით გააცილა დუდუმ მასპინძელი და როგორც კი კარი ზურგს უკან მიიხურა მაშოს მიუბრუნდა.-არაფერს მეტყვი?
-რა გინდა,რომ გითხრა?
-კარდაკარ რატომ მაძებნინე შენი თავი?სულ გაგიჟდი?რამეზე ნაწყენი ხარ?
-რატომ მეძებდი?-გაიკვირვ მისი ნათქვამი.
-ალბათ იმიტომ,რომ რაც ახალ ამბებში მოვხვდით ნორმალურად არ მოგიწერია.
-საქმე შენში არ არის.-თავი გააქნია მაშომ.-რთული პერიოდი მაქვს.
-მერე,რომ დამელაპარაკო არ შეიძლება?-მისკენ ერთი ნაბიჯით გადაიწია დუდუ.
-დუდუ არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-მაშო აქ იმის მოსასმენად არ ჩამოვსულვარ,რომ ლაპარაკი არ გინდა.ახალ ამბებში გამოჩენას მეც არ ველოდი,ვიცი,რომ შენებს არ მოვწონვარ,ამიტომ მითხარი რა მოხდა.
-დუდუ გთხოვ რა.
-მაშო.-თბილი ხმით უთხრა და მის წინ დადგა.-შემომხედე,დამელაპარაკე რა.-თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა კაცმა.
-სალაპარაკო არაფერია დუდუ.-მისი ხელი უხეშად მოიშორა და ნაბიჯით უკან დაიხია,რომ სუნთქვა შესძლებოდა.
-მაშო საკმარისად გაგიცანი იმისთვის,რომ მივხვდე რაღაც რიგზზე ვერ არის,შენებმა გითხრეს რამე?
-ჩემებმაც,მამაშენმაც,კიდევ იმ ვიდეოებმა...
-მამაჩემი გელაპარაკა?ან რა ვიდეოებმა?-გაოცდა მერლანი.
-მამაშენი მელაპარაკა რამდენად დაბალ ფენას წარმოვადგენ და რატომ უნდა ჩამოგშორდე,მაგრამ მხოლოდ ეს არ არის დუდუ...მე შენი წარსული ვნახე და იქ ბევრი ულამაზო რამ არის...ჩხუბი კლუბში,მოსაწევი,სასმელი,გოგოები...ასე საერთოდ როგორ ცხოვრობდი?
-წარსულის გამო ჩემს განსჯას აპირებ?-გაღიზიანდა დუდუ.-მამაჩემს მე დაველაპარაკები...მაპატიე,რომ...
-არა,საკმარისად ჩაერიე ისედაც,ახლა უბრალოდ მინდა,რომ წახვიდე,სხვა არაფერი.
-მაშო...
-გთხოვ დუდუ.-ხმაში მუდარა გაურია ქალმა.
-ნუ მექცევი ასე რა...ერთ დღეს კარგად ვართ,მეორე დღეს ქრები,როგორ შეიძლება ასე?-ისევ სცადა მიახლოება და უკვე კედელზე აკრულს წინ დაუდგა.-რატომ აკეთებ ამას?ხომ იცი,რომ გაქცევას აზრი არ აქვს?
-უნდა წახვიდე.
-მე პატარა ბავშვი არ ვარ მაშო!-გაღიზიანდა მერლანი.-მე არ დავდივარ არავის ჭკუაზე,ეს უნდა იცოდე შენც.
-დუდუ ჩემი და შენი მეგობრობა ვერ გამოვა.
-ვითომ რატომ?-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი.
-იმიტომ,რომ არ გამოვა და გაიწიე.-ხელი უხეშად ჰკრა მკერდზე,თუმცა ამაოდ.
-რატომ გამირბიხარ?იმ წარსულის გამო,რომელიც დიდიხნისწინ გავუშვი?-მის სახესთან ამოიჩურჩულა კაცმა.
-უბრალოდ ეს არ გამოვა დუდუ.-სახე გვერდით შეატრიალა ქალმა.-მე და შენ განსხვავებული ცხოვრება გვაქვს.
-თვალებში მიყურე და ისე მელაპარაკე!მაგიტომ გამექეცი,რომ ვიღაცამ გითხრა განსხვავდებითო და არაფერი გამოვაო?
-მე არ მინდა ვინმე მიყენებდეს,თუნდაც დროებით...
-მაშო.-თბილი ხმით დაიჩურჩულა და თვალებში ჩააცქერდა.-მე ის დუდუ ვარ,რომელსაც შენ იცნობ.რომელიც სვანეთში გაიცანი და რომელსაც ენდე...არ ვიცი ვიდეოები სად ნახე ან...
-მამაშენმა მაჩვენა.-გააწყვეტინა მაშინვე.
-მამაჩემს მე მივხედავ!-მტკიცედ ამოთქვა და საუბარი განაგრძო.-ვიდეოები,რომლებიც გაჩვენა 6-8-10 წელს ითვლის მაშო,გავიზარდე,გამოვსწორდი.-ლოყაზე ხელის ზურგი ნაზად ჩამოუსვა.-შენი აზრით მე,რომ ვინმეს სტატუსი მანაღვლებდეს აქ ვიდგებოდი?
-არ ვიცი...
-პატარავ მისმინე...-უჩვეულოდ მოხვდა ყურში მისი ნათქვამი.-მე არ ვარ ის ცუდი ტიპი,რომელსაც ვინმე უნდა უფრთხოდეს,მითუმეტეს შენ,შენზე ზრუნვას ვაპირებ და არა შენს გაუბედურებას.უბრალოდ მინდა შანსი მომცე გესმის?
-შვედეთში მივდივარ,იქ ვაპირებ სწავლას.
-ვისი იდეა იყო?
-ჩემი,მე მინდა წასვლა.
-ასე ვერ წახვალ,რადგან იტყუები,მაგრამ მაინც თუ გაიპარები იქაც გამოგყვები,ვარ ერთხელ ნამყოფი...
-დუდუ გთხოვ...
-რას მთხოვ?
-წადი სახლში და არ გინდა ჩემი დევნა.
-რა საინტერესოდ ჟღერს,დევნა...მე არ დაგსდევ მაშო,ეს შენ გარბიხარ და მაიძულებ,რომ უკან გამოგყვე.
-მე არ მინდა,რომ გამომყვე.
-დარწმუნებული ხარ?-სახე კიდევ ახლოს მიუტანა და მის დაბნეულ თვალებს,რომ გადააწყდა ტუჩის კუთხე სულ ოდნავ ჩატეხა.
-არ გინდა.-ძლივს ამოიჩურჩულა ქალმა.
-რა არ მინდა?
-არ მაკოცო.-მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდა მისი ტუჩებისგან.
-არც ვაპირებ,იქამდე სანამ თავად არ მთხოვ.-ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო და მოშორდა,რომ სუნთქვის საშუალება ჰქონოდა.-შენ თბილისში ბრუნდები,მე მამაჩემს დაველაპარაკები და აქ აგრძელებ ცხოვრებას გესმის?მე ვაგვარებ ყველაფერს,რაც გეხება შენ,განსაკუთრებით მამაჩემის ამბავს და ჰო მაშო,სხვა დროს აღარ გაიქცე,მე არ ვაპირებ უკან დახევას...-ღიმილით უთხრა ქალს.-მოემზადე,საღამოს უკან,თბილისში ვბრუნდებით.-უჩვეულოდ მშვიდი იყო მერლანი,ეტყობოდა,რომ სამომავლო გეგმები უკვე ჰქონდა.






დუდუმ მიყვარხართ ყველაო bowtie ველი კომენტარებს მეგობრებო heart_eyes



№1 სტუმარი ნნნნ

ვგიიჟდეებიიი მოყვეს მაშომ ყველაფერი დეტალურად რაიქნება ????????მშობლებზე რო დააფრთხო ეგ რო გაიგის ხსათანადო გეგმას დასახავენ ერთად

 


№2 წევრი მე♥უცნაურე

ამოიღეს მაშომ ხმა (((
უთხრას მამის მოკვლით რომ დაემუქრა ის არაკაცი.
დუდუ ჩემი ფავორიტია, თავის წარსულიანად, რადგან არ არსებობს უკეთესი საკუთარი თავი, უარესი წარსულის გარეშე და ეს ბიჭი ამის ნათელი მაგალითია.
ამავდროულად, როცა ადამიანი არასწორად ნაცხოვრებს ნანობს და ცდილობს როგორც მინიმუმ ისეთი არ იყოს,როგორიც მაშინ, იმსახურებს შანსს ცხოვრებისგან და მე მჯერა,რომ ამ შანსის გარეშე არ დაგვიტოვებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან მაგარი თავი იყო,აი ხომ ვამბობდი დუდუ არის კაცი,პიროვნება ???? ველოდები შემდეგ თავს ,იმედია მალე იქნება ❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

დუდუს უთხარი ჩვენცთქო:⁠^⁠):⁠-⁠)როგორ მაინტერესებს რას მოუხერხებს მამამისს.კერკეტი კაკალი რომ ყავს მის პატრონს,ნერვებს მიშლის ძაან
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

დუდუ მართლა ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბდა???? ნამდვილი სვანია სიმტკიცით.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

დუდუ ძალიან მიყვარს. ნამდვილი ვაჟკაცი და ღირსეულია.
მალე დადე ახალი თავი გთხოვ!!!

 


№7  offline წევრი მაიკო3112

რა ღირსეულია დუდუ და მამა რატომ ყავს ასეთი ნაგავი.სულმოუტქმელად ველოდები მომდევნოს

 


№8 სტუმარი Diakonidze leila

ძაან,ძაან მაგარი ხართავად ავტორი.ასეთი კარგი შესანიშნავი ისტორიისთვინ.მიყვარხარ შენი პერსონაჟებიანად❤️????????

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი იყი , რიგორც წინა თავები. მიხარია რო ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოდიხართ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი გვანცა

დუდუ მიყვარხარ. მალე გაარძელეთ გთხოოვთ

 


№11 სტუმარი სტუმარი ელა

მიყვარს დუდუ თავის პლიუს მინუსებით. ძალიან მაგრად წერთ.

 


№12 სტუმარი სტუმარი ნათია

დიდუ აქ რა ამბები ტრიალებს :)

 


№13 სტუმარი სტუმარი ლილე

დუდუ არის კაცი პიროვნება.. თქვენ კიდევ ძალიან კარგად წერთ <3

 


№14 სტუმარი კატ

სანამ თავად არ მთხივ ელენა
სანამ თავად არ მთხივ მაშო ????

 


№15  offline მოდერი ენქეი

ნნნნ
ვგიიჟდეებიიი მოყვეს მაშომ ყველაფერი დეტალურად რაიქნება ????????მშობლებზე რო დააფრთხო ეგ რო გაიგის ხსათანადო გეგმას დასახავენ ერთად

მოვა მაგის დროც????

მე♥უცნაურე
ამოიღეს მაშომ ხმა (((
უთხრას მამის მოკვლით რომ დაემუქრა ის არაკაცი.
დუდუ ჩემი ფავორიტია, თავის წარსულიანად, რადგან არ არსებობს უკეთესი საკუთარი თავი, უარესი წარსულის გარეშე და ეს ბიჭი ამის ნათელი მაგალითია.
ამავდროულად, როცა ადამიანი არასწორად ნაცხოვრებს ნანობს და ცდილობს როგორც მინიმუმ ისეთი არ იყოს,როგორიც მაშინ, იმსახურებს შანსს ცხოვრებისგან და მე მჯერა,რომ ამ შანსის გარეშე არ დაგვიტოვებ.



ვნახოთ ვნახოთ????

სტუმარი ქეთი
დუდუ მართლა ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბდა???? ნამდვილი სვანია სიმტკიცით.


იმედია ნამდვილად ასეა????

 


№16  offline მოდერი ენქეი

სტუმარი ნინო
დუდუ ძალიან მიყვარს. ნამდვილი ვაჟკაცი და ღირსეულია.
მალე დადე ახალი თავი გთხოვ!!!



❤️❤️❤️

სტუმარი თეო
ძალიან მაგარი თავი იყო,აი ხომ ვამბობდი დუდუ არის კაცი,პიროვნება ???? ველოდები შემდეგ თავს ,იმედია მალე იქნება ❤️



❤️❤️❤️❤️❤️

 


№17  offline მოდერი ^paradise^

ენქეი , ნამდვილად არ ველოდებოდი ასეთ სცენარს, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე , წარმატებები, იდეალურია!

 


№18 სტუმარი სტუმარი ქეთი

მალე დადებთ ხო?

 


№19 სტუმარი სტუმარი სტუმარი

როდის დადებთ შემდეგ თავს?♥️

 


№20 სტუმარი სტუმარი ქეთი

ავტორი დაგვეკარგა :(
ვეგოისტობ ვიცი ასე მარტივი არაა მაგრამ ძაან გვინდა გაგრძელება, გთხ9ვთ გაზარდეთ თავები და მალ-მალე დაგვიდეთ

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინი

სტუმარი ქეთი
ავტორი დაგვეკარგა :(
ვეგოისტობ ვიცი ასე მარტივი არაა მაგრამ ძაან გვინდა გაგრძელება, გთხ9ვთ გაზარდეთ თავები და მალ-მალე დაგვიდეთ

სავარაუდოდ, სწავლობს და გამოცდები დაიწყო ამ კვირას თითქმის ყველას( მგონი ცოტა გაუჭირდება დროულად ატვირთვა, არადა მეც მოუთმენლად ველოდები.(

 


№22  offline მოდერი ენქეი

არ დავკარგულვარ მეგობრებო,თურქეთში მომიწია წასვლა და სანამ დავლაგდი დიდი დრო წაიღო,საღამოს დავდებ ახალ თავს❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent