შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ - თეთრი ქალაქის,შავ - თეთრი უბანი (სრულად)


10-11-2024, 17:02
ავტორი Mariapipinova
ნანახია 2 752

(კაფკა ურმანის ვერლიბრის მიხედვით)


( მარია ph )


მკვდარი მხატვარი

დღეს ჩემი დაბადების დღეა,საოცარი დღეა,საოცარი ამბები ხდება ჩვენს უბანში.
ჩვენმა მეზობელმა კაცმა მისი ცოლი “ბო*ი ანეტა “ მოკლა.
ბევრჯერ ჰქონია მცდელობა მაგრამ ყოველთვის იგერიებდა ლოთ ქმარს ანეტა.
სამწუხაროდ არაფერია მარადიული,ისევე როგორც მისი მოგერიება.
მან შეძლო,შეიძულა საკუთარი თავი და მოკლა ანეტა.

სახლში შესულს,ბელა დამხვდა სამზარეულოში.

-ვიღლები - სკამზე ჩამოვჯექი.
-ძალიან?! - მკითხა შეწუხებულმა.
-ჰო,მიჭირს,ვეღარ ამოვდივარ კიბეებზე,მითუმეტეს სისხლიც არ მოუწმენდიათ,იმის დანახვაზე სულ გული ამერია ლამის. - ამოვიხვნეშე.
-პიტნის თუ გვირილის ?!
-ესპრესო.
-მე სამმაგს ვსვამ - მიღიმის საყვარლად.
-გიჟი ხარ !
-თან,უშაქროს - კისკისებს.
-რძით იყოს - ფეხზე ვდგები და აბაზანაში შევდივარ.

***

-ამ საღამოს რას ვჭამთ ?!
-არ ვიცი,შეჭამ ფლავს ?!
-არ გეზარება ?!
-ხილით გავაკეთო თუ…?
-როგორც გინდა. - თავზე ვკოცნი.

***

-იძინებ?! - ჩვენს ოთახში შევდივარ,რომელსაც “ქვესკნელი” ჰქვია.
-მინდა,კი. - საბანში იმალება.
-უჩემოდ ?! - ვუღიმი.
-ჰო…
-ჩამოვაფარო ფარდები ?!
-თუ შეიძლება… - მიღიმის.

დღეს ღია ცის ქვეშ გავხდი ოცდაცხრამეტის.


უბნელი


ჩვენ შავ - თეთრ უბანში ჩამოვიარე,ბელამ მთხოვა მწვანილი ამომიტანეო,დღეს ხორციან წვნიანს მიკეთებს,კარგა ხანია არ მიჭამია.

-ხურდა არ გაქვს ?! - წინ ამესვეტა ჩხირო.
-არა.
-ახტი !
-რატომ ?! - უაზროდ ჩამეცინა.
-ახტი მეთქი. - გაბრაზდა.
-მართლა არ მაქვს.
-ძმაკაცის მამაა ცუდად.
-არ გჯერა ჩემი სიტყვის ?!
-მჯერა.
-მერე ?! რაღა გინდა ?!
-არაფერი,პროსტა,ყველა მაგარი ცუდად ვართ და მეთქი გექნებოდა…
-ოცი… - ვითვლიდი ხელის გულზე ხურდებს - ოცდაათი…მოკლედ რაღაც ლარებია აქ,აიღე. - რომ მომბეზრდა თვლა,ყველა ხურდა ხელში ჩავუყარე.
-ჯიგარი ხარ ! - სახე გაუნათდა.
-რისთვის გინდოდა ?!
-სიგარეტისთვის - სახეში შემომაბოლა.
-ეხლა არ ეწევი ?!
-კიდევ მინდა…
-ისევ თამაშობ ჰო ?! - დანანებით გავაქნიე თავი.

ჩხირო ოცდაათი წლის ბიჭია,სანამ თამაშს დაიწყებდა,არაფერი უჭირდა,ცოლიც ჰყავდა…მაგრამ როგორც კი წამალს გემო გაუსინჯა და თამაში დაიწყო,ცოლმაც მიატოვა და სახლის გარეშეც დარჩა.
ერთი საწყალი ბიჭია,ხან სად რჩება ხან სად…ხან ვისთან ერთად დგას ბირჟაზე,ხან ვისთან ერთად.
მოკლედ…ყველაფერი ჩხიროს ბრალია.

***
მწვანილი ავუტანე ბელას.
მულტფილმს უყურებდა ტელევიზორში,მეც მივუჯექი გაყინული,ქურთუკიც კი არ გამიხდია.
-ფეხზე არ გაიხადე არა ?! - დამხედა.
-არა ! - ვუღიმი.

ხოჭო

სახლში წუწუნი მომინდა.

-დამღალეს რა !
-ვინ?!
-იცი ვინც.
-ვინ გაბედა ?! - იცინის და ხოტორა თავზე ხელს მისვამს.
-რაღაცას ჩაგარტყამ - მეცინება.
-უეჭველი ?! - მოჭუტული თვალებით მეკითხება.
-კი,უეჭველი - კალთაში ვისვამ.
-თავში თან ჰო ?! - კისკისებს.
-თავში გირჩევნია ?! - ლამაზად აწეულ თმას ვუწეწავ და კარგად ვიცი მხარზე მეორე დალურჯება აუცილებლად რომ მექნება.

***

საღამოს ლევანს გავყევი ერთ ადგილას.
დიდი ხანი მოგვიწია იქ ყოფნა,არც ტელეფონი იჭერდა მისთვის რომ დამერეკა,ვიცოდი ინერვიულებდა,ცალკე მე ვნერვიულობდი.
უბანში მისულს,ჩხირომ მითხრა ბელა გეძებდაო…თავქუდმოგლეჯილი ავვარდი მესამე სართულზე,კარები გიჟივით შევხსენი და სამზარეულოში მაგიდაზე ჩაძინებული დამხვდა ბელა.
თავზე ვაკოცე და ხელები მოვხვიე.

-სახლში ვარ ფერო,სახლში ვარ…უბანში რად მეძებ.

ავკისკისდით ორივე.

გიჟების მაგიდა

დილით ბელამ ბლინები გააკეთა.
სამზარეულოში უსაშველოდ კარგი სურნელი ტრიალებდა და ერთი სული მქონდა ოთახიდან იქამდე რამენაირად მივსულიყავი.
თმები როგორც ყოველთვის მაღლა ჰქონდა აწეული,პატარა გოგოს ჰგავდა,ისევ ცხრამეტი წლის “ბელაჩკა” მგონია ხანდახან.
მაშინ ასე ვეძახდი.
გრძელი ლამაზი თმები აქვს მაგრამ არასდროს იშლის,პირიქით სულ ზევით და ზევით მიიწევს მისი თმა და ძალიან მომწონს.

ჯერ ბოლომდეც არ ვიყავი გამოფხიზლებული მაგიდაზე ყავა რომ დავღვარე და ბელას ლამაზ თეთრ კაბაზეც გადავიდა.

-რატომ დააქციე ?! - გაბრაზდა.
-დამექცა რა…
-ბავშვი ხარ ?! - ფეხზე წამოდგა. - მოგკლავ რომ არ მოშორდეს !
-ძალით არ დავღვრიდი !
-ბავშვო ! - იღიმის.

მეწყინა,ყავა დავაქციე,ქვეყანა ხომ არა…
“ტლიპინა” თავზე მაკოცა და კისკისი დაიწყო.

-ბავშვივით რომ იბუტები არა ?!.
-ახალს გიყიდი !
-ვაიმე არ მინდა ახალი ! ეს შენ მაჩუქე,მაშინ პატარები რომ ვიყავით,მიტომ გავბრაზდი.

იცინის და მეც მეცინება.

კანქვეშ

ფანჯრის რაფასთან ჩამოჯდა ბელა და კანიანად დაიწყო კივის ჭამა.
ყველაფერს ჭამდა…
ფორთოხალს,
ლიმონს.
გრეიფრუტს,
მაგრამ მაინცდამაინც მანდარინზე ჰქონდა ალერგია.
სულიერად ეზიზღებოდა.

-მანდარინი ?! - გავუწოდე და ძლივს ვიკავებდი სიცილს.
-არ მინდა - დაიჯღანა.
-რატო?!
-არ მიყვარს,ხომ იცი,მოაშორე !
-დებილი ხარ !

ფორთოხალი მესროლა და მე სიცილი ამიტყდა.
-ლაიმი მაინც გესროლა,პატარაა.
-ბევრ ლაიმებს გესვრი.
-ფრეში გავაკეთოთ ?!
-არა !
-რატომ ?!
-მეზარება,ან უბრალოდ არ მინდა - ცხვირი აიბზუა.
-აბა როდემდე უნდა წუწნო ?! - ვიცინი.
გაბრაზდა და ახლა გრეიფრუტი მესროლა,მე ძალიან მაგარი მანევრით ავიცილე,გრეიფრუტი კედელს მოხვდა და გასკდა,დაისვარა.
-შენი ბრალია ! - ბრაზობს მაგრამ სიცილს ძლივს იკავებს.
-ჩემი რატომ?!.

ვიცინით,კედელს რომ ვუყურებთ,ვხვნეშით და ვფიქრობთ კედლის წმენდას რამდენი დრო დასჭირდება.

***

კარგა ხნიანი წმენდის შემდეგ,ფანჯარასთან ვდგავარ და ვეწევი.
ძალიან დავიღალეთ,თეთრ კედელს დავახარჯეთ მთელი ჩვენი ბებრული ენერგია.
გვერდში ამომიდგა და თავი მხარზე დამადო.

-დავწვეთ?! - თავსაფარი თმიდან მოიხსნა.
-მიდი შენ და მოვალ მეც - ვუღიმი.

შუქი ჩამიქრო და გაიქცა.
რამდენიმე ნაბიჯში კი,კარს ცხვირით შევეჯახე და ოთახიდან მისი გულიანი კისკისის ხმა მომესმა.

იარსება

ამ თავში ვერაფერს წაიკითხავთ,კაფკა შეშლილია და საოცრად საოცარი დიალოგი ჰქონდა ვერლიბრში,ამიტომ ამას ასე ვტოვებთ.
შევხვდებით “რა მოხდა,მოხდა რამე?!” - ში.

რა მოხდა ?! მოხდა რამე ?!

ხელში რამდენიმე სახეობის ფერადი ყვავილი მეჭირა.
სადარბაზოში შევვარდი,ვერცერთ ფერს ვერ ვარჩევდი,ყველა უფერო იყო,მაგრამ ვიცოდი ის გაარჩევდა,ვიცოდი მოეწონებოდა რომელიმე.

-გოგილოს გაუმარჯოს ! - გოგა კინაღამ წავაქციე კიბეებზე,ისე სწრაფად ავრბოდი სახლისკენ.
-კოტეს ვენაცვალე ! - ზურგზე ხელი დამარტყა ძმაკაცურად.
ლიფტის გამოძახება დამეზარა,განა რამდენად ბებერი ვიყავი,მესამე სართულზე რომ ვერ ავსულიყავი. ( არადა,ძალიან ბებერი ვარ…ჰო,მართლა,დამიჯერეთ ).
მითუმეტეს იქ ლოთი ზურა შემხვდებოდა,დამიწყებდა,ეს ყვავილები ვისთან მიგაქვსო,არ იჩქარო შვილო,სანამ დრო გაქვს გაერთეო,თან “ხლებნაიას” და მთელი დღის ნაგროვებ პირის ღრუს არომატს სახეში შემომაფრქვევდა.

კარები გამიღო ბელამ.
-ხელში რა გაქვს ?!
-მაცადე შემოსვლა ! - ძლივს ამოვისუნთქე.
-მორბოდი ?!
-ჰო !
-კოტე,კოტიკო,დაჯიას ბუტკიდან მეოთხე სართულამდე ეგ ყვავილები არ დაჭკნებოდა,ხომ იცი?! - მაშაყირებს.
-რავიცი…- არადა,ამ უფერული გარემოცვის შემსწრეს,რომელშიც წლებია ვცხოვრობ,მართლა მეგონა,რომ ყველაფერს და ყველაზე ფერად რაღაცებსაც კი თუ შეეძლოთ,ერთგვარად დამჭკნარიყვნენ.
კონები თეთრ მაგიდაზე დავუდე,პალიტრასავით გავუშალე,სათითაოდ იღებდა და უყურებდა.

-ეს ფერი ვიცი,შენ რომ კაბა მიყიდე იმ ფერისაა. - იღიმის.

-ამას ჩვენი ჩაიდნის ფერი აქვს.

-ოხ,ეს დედაჩემს უყვარდა ძალიან…
-ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა ?! - გავუღიმე.
-რომელიც ყველაზე უცხოა ის ! - თვითონაც გამიღიმა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.

დატირება ჩურჩულით

-ადექი - საბანი გადამაძრო და ფარდა გადასწია.
სინათლემ თვალები მომჭრა.
-რომელი საათია ?! - საწოლიდან თავი წამოვწიე მხოლოდ.
-ერთ საათში გაასვენებენ.
თვალებგახელილმა სახის ერთი ნახევარი და ცხვირის უმეტესი ნაწილი ბალიშში ჩავრგე,ერთიც ამოვიხვნეშე.
-მიდი,ადექი…ყვავილები ვიყიდოთ ქვემოთ და ავიდეთ.
შავი სვიტრი და გრძელი შავი ქვედაბოლო ეცვა.
დღეს მძიმედ,ჩაბნელებულად გამოიყურებოდა,მაგრამ ფიგურა არასდროს ღალატობდა.
ფიგურა იცოცხლე,ჩემს ბელას ყოველთვის ლამაზი ჰქონდა.
ზანტად წამოვდექი ფეხზე,გავიზმორე,გადავივლე და ცოტა გამოვფხიზლდი.
ერთი ღერიც გავაბოლე და ყოველდღიური შავებით შევიმოსე.

-წავედით ?! - კართან დავდექი.
მოვიდა,ფეხის თითებზე დადგა,ამხედა - დამხედა,შავი ქურთუკი შემისწორა და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.

სადარბაზოში მოთქმა არსაიდან ისმოდა,თუმცა,მარცხნივ თუ გავიხედებოდი,ძველ პიანინოს ამოფარებულ,შავ სილუეტებს ვხედავდი.
აქეთ - იქით ბორგავდნენ…
ერთმანეთს მოძღვრავდნენ,არა,ასეთი მკვდარი გვყავს,არა ასეთიო…
აბოლებდნენ და ოფლიან,ვითომ ცრემლიან სახეებზე,ცხვირსახოცებს ისვამდნენ.

-კოტე.
-რაიყო ?!
-დარჩი,მე ყვავილებს ამოვიტან.
-მიდი,ფული გაქვს ?!
-ჰო,უცებ ჩავირბენ და ამოვირბენ.

ცოტათი მივუახლოვდი შავ სილუეტებს და მერეღა გავარჩიე ჩურჩულით დატირება.
თითქოს ჩემს მეზობელს,ხმამაღლა დატირება არ დაუმსახურებია.

-ვიზიარებ…. - ჩურჩულით ვუდგებოდი გვერდით ყველა კაცს და ხელს ვართმევდი,ჩურჩულითვე ვიღებდი პასუხს :
-გაიხარე კოტე….კოტე,მადლობა.

მალე ამოვიდა,ხელში ცოტა ყვავილებით და სახეზე ეშმაკური ღიმილით.
-შევიდეთ… - შემომხედა და თავი კარისკენ გაიქნია.




***

სასაფლაოზე წვიმდა.
ეტყობოდა,რომ საფლავი ოჯახს ჯერ არ ჰქონია და არც დასჭირვებია,ახალი მიწის ნაკვეთი ეყიდათ,შემოუღობავი,უბრალოდ გათხრილი.
ყველაზე ნაზი და ჩუმი ქვითინით დაიტირეს,
მეგობრებმა,
მშობლებმა,
ნათესავებმა,
ციხეში ალბათ ქმარიც ტიროდა.
ყოველშემთხვევაში,წვიმა ქმნიდა იმ სცენას,რომ ყველა ტიროდა,
ვერ გაარჩევდა ადამიანი,ვინმე მართლა ტიროდა თუ არა.

ასე დაკრძალეს ჩემი “ბო*ი” მეზობელი.
აწ უკვე მიწის რბილ,დასველებულ გულზე,უბრალო ხის ჯვარი დაასვეს,არც “ძლევა” ეწერა ზედ,და არც “იესო ნაზარეველი,მეფე იუდეველთა”
მის აწ უკვე მიწის ლოყებზე…წვიმა შავ - თეთრად ჩამორბოდა.


მიმიკა

გასვენებიდან დაბრუნებულს ბელა მხიარული მომეჩვენა.

-რა გაცინებდა ?! - მკაცრად ვკითხე.
-უბრალოდ ვიღიმოდი,რა არ შეიძლება ?! - ოსტატურად გადაატრიალა გასაღები კარში.
-რაზე?!
-ისე ვიღიმოდი…

მაგიდასთან ჩამოვჯექით,ძალიან დაღლილი ვიყავი და სიგარეტს გავუკიდე.

-ნუ ეწევი სახლში !
-ჰოდა შენც ნუ გეცინება სამძიმარზე !
-დღეს ყვავილებზე რომ ჩავედი…
-ჰო - თვალებდახუჭულმა ვუპასუხე.
-დაჯიამ მომიყვა,იმ დღეს კოტე ისე სასაცილოდ არჩევდა ყვავილებსო…- კისკისებს და მეც მეღიმება მერე.

***

-ჩაი გინდა ?! - ფეხზე წამოდგა.
-ჰო.
მხოლოდ ჩაიდნის და მისი შავი დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი მესმოდა.

-მაინც კარგები აგირჩევია ! მომეწონა - იღიმის. - ვაზაში ჩავალაგე.
-წყალს ხომ შეუცვლი ხოლმე ?! - ვიღიმი და თავზე ვკოცნი.


ნუ ფიქრობ ამდენს

მთელი ღამე წვიმდა,ბელა ძილში ლაპარაკობდა და წვიმის ფონზე მის აბდაუბდა საუბარს ვუსმენდი ხანდახან.
ხან ვიცინოდი,ხან ვერ ვარკვევდი რას ამბობდა,მერე ბოლოს დაიღალა და გაჩერდა.

დილით ადრე გავიღვიძე,აივნიდან რომ გადავიხედე სულ სველი იყო ეზო და კორპუსთან ახლოს პატარა ბიჭებს მოეყარათ თავი…ასე ოცდახუთი - ოცდაათი წლისებს.
ჩხიროც დავლანდე მათთან ერთად და კიდე ერთხელ გავაქნიე თავი,მეცოდებოდა…მაგრამ ხანდახან ძალიან მინდოდა სიკვდილამდე მეცემა ან ცოტა აზრზე მომეყვანა.

დაფეთებული გამოვიდა ბელა სამზარეულოში,ჩაის ვსვავდი მე უკვე.
გაშლილი გრძელი თმები არ შეუკრავს,ეტყობა ადგა თუ არა პირდაპირ აქეთ აიღო გეზი.
გავუღიმე,მერე მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა.

-მშვიდობაა?!.
-არა.
-რა მოხდა ?! - შემეშინდა.
-სიზმარში ნამდვილი არ ვიყავი.
-რა ?! - გამეცინა.
-ჰო…უფროსწორად შენი ცოლი კი არა საყვარელი ვიყავი და დილით ლოგინიდან რომ წამოვდექი,იქნებ ერთი დღეც დარჩეო,ეგრე მითხარი. - საწყალი სახით ამომხედა.
მე სასაცილოდ არ მყოფნიდა მისი უაზრო სიზმარი.
-ნუ ფიქრობ ამდენს ! - გავაფრთხილე და თავზე ვაკოცე.
-რამდენს ?! - იღიმის.
-მაგდენს,უაზრობებზე რომ ფიქრობ,მაგიტომ გესიზმრება. - ვუღიმი.
-არ გესმის შენ,ჩემთვის შეურაცხყოფაა ეგ - ჩემი ჩაი მოწრუპა.
-თმას დაგიწნი რა ! - წელზე მოვხვიე ხელები.
-საყვარლებს თმას არ უწნიან ! - კისკისებს და ოთახში მიფრატუნობს.

—-------------------------------------------------------------------

რიგი

თეთრ აფთიაქთან,რომლის გარე ვიზუალს წვიმიანი ამინდი ხშირად თხვრიდა,პატარა რიგი დამხვდა.
ჩხიროც აქ იყო.
გოგა არ ჩანდა.
მაგრამ რიგი,ნამდვილად იყო და იყო.
ვიდექი და ვუსმენდი წვიმის წვეთებს,
აჰა,
აი,აი.
ასფალტზე კიდევ დაეცნენ.
ვუსმენდი უბნის ბებოებს.

-კიდევ კარგი,ჩემი გოგო მიგზავნის ოსლოდან ცოტა ფულს,თორემ,მე რაც მაქვს,წამლებზეც არ მეყოფოდა. - ამაყად ამბობს მანანა.
-ჰო…აბა შენ ეგა თქვი,რა დრო დაგვიდგა,არ ჩამოვა შენი გოგო ?!
-რავიცი აბა,იქ სადაცაა,კარგადაა.

***

იქვე ორი ჩემი უბნელის დიალოგს შევესწარი.

-ჩხირო რაო ექიმმა,რა დაგინიშნა?!
-კიდევ უნდა გაიჩხიროო - იტყლარჭება უაზროდ.
-ჰოო? რატო ? - ბიჩოკს მიაშტერდა,რომელსაც ინაწილებდნენ.
-რავიცი,რაღაცეები მელანდება შე*ემა - ქვემოთ დაიხედა ჩხირომ და გადააპურჭყა.
-რა გელანდება ?!
-ვიღაც გოგოს ვხედავ ხოლმე - თითქმის ბოლომდე ჩასული სიგარეტი მიაწოდა.
-როგორი გოგოა ? კაია ? - გაუღიმა.
-შავგვრემანი,ფითქინა,ცოტა დაბალი.
-ვა. - გაიტყლარჭა მეორეც.
-თაფლისფერი თვალები აქვს.
-თმა ?
-ჰო,თმა წაბლისფერი.
-მეც ვხედავ ხოლმე,ვიღაც გოგოს.
-ესეთს ? როგორც მე ? - გაუკვირდა ჩხიროს.
-ზუსტად ესეთს არა,მაგრამ ის მახსოვს,ფერადია.
-ჰოდა რავიცი,გვინდა რამე აფთიაქში? - გაეცინა ჩხიროს.
მეორესაც გაეცინა,ბიჩოკი წუმპეში მოისროლა და ორივე მე მომიბრუნდა.

-კოტე,შენთან ხომ მშვიდობაა ? - მკითხა ჩხირომ.
-კი,რატო? - მობეზრებით ვკითხე.
ჩხირო ისევ გაიტყლარჭა და ორ ნაბიჯში გვერდით ამომიდგა,”პადრუშკით”.
-არა,აქ რომ დგახარ,ვიფიქრე შენც ექიმთან ჰო არ იყავი - თქო ? .
-არა,ბელას წამალზე ვარ ჩამოსული - სახე მოვისრისე დაღლილობისგან.
ცოტახანი გავჩუმდით.
-კოტე ძმა,შენც ჰო არ გელანდება ვინმე ? - იღიმის ჩხირო.

მოვიდა ჩემი რიგი.
დავუდე რეცეპტი იმ გოგოს,არც შემიხედავს რა მომაწოდეს,ღიმილით დავემშვიდობე და კორპუსისკენ დავიძარი.

შავი ყვავილი

სახლამდე რომ მივედი,კარი შევაღე და წამალი მაგიდაზე დავდე.
ქაღალდის პარკიდან არც ამომიღია.
ბელა ძლივსძლივობით გამოვიდა ოთახიდან,აშკარად სუსტად იყო.
გული მომეწურა.

-ამას ჩაიტან ქვევით ?! - მაგიდასთან ჩამოჯდა,ხელი მუცელზე დაიდო,ლარნაკი მაგიდაზე დადო და მძიმედ ამოისუნთქა.
სულ თეთრი ფერო ედო სახეზე,არ ვიცოდი რა მეთქვა,რითი გამემხნევებინა,პირიქით სულ აქეთ მამშვიდებდა,არაფერიაო.

-ჩავიტან - ვუპასუხე და ჭიქაში ვისკი დავისხი.
-მეც მინდა რა… - პატარა ბავშვივით ამომხედა.
-არა ! ექიმმა არაო ! - გავუბრაზდი.
გთხოვო და ხელზე მაკოცა.
დავუსხი,ცოტა…ძალიან ცოტა.
რომ მოვწრუპეთ ორივეს სახე დაგვეჭყანა და ბელას სიცილი აუტყდა.

-ლადიკა ბაბუს ჰგავხარ ეგრე რომ იჭყანები.
-ეგრე როდის იჭყანება ხოლმე ?! - მეც გამეცინა.
-ბოსტანში კატები რომ დარბიან მაშინ,ან როცა ჩხირო ყოველ შემოდგომას კარალიოკს ჰპარავს. - ორივე ავხარხარდით.
-ჩხირო ვნახე დღეს,ექიმთან ყოფილა,რაღაცეები ელანდება.
-რას ამბობ… - ბელას ყოველთვის გული შესტკიოდა ჩხიროზე.
-ჰო,ვიღაც გოგო ელანდება…შიზოფრენიკია - ვუღიმი.
-მეცოდება ძალიან…რა კარგი ბიჭი იყო,გახსოვს დედამისი რომ მიტოვებდა ხანდახან ?! რა საყვარელი იყო,საწყალი დედამისი,ჩხირომ მოკლა,ნერვიულობას გადაჰყვა. - ცრემლი მოიწმინდა ბელამ.
-ნუ გამაგიჟე ახლა,ნუ ტირი. - სახე დავუკოცნე.
-ნეტა როგორაა ლადიკა ბაბუ… - მკითხა.
-რავიცი,როგორ იქნება,რომ ჩავიტან ამ ლარნაკს მოვიკითხავ,ცოტა ვისკისაც ჩავუტან გაუსწორდება.
-ჰო და ჩხიროს უთხარი,მაგან იჩხიროს ცეცხლი და ნავთი,ასე გადმოგცა ბელამ თქო.

***

მერე,საღამოსკენ შუქი წავიდა,რაღაც დაზიანება იყო.
ჰოდა ადრე დავწექით მე და ბელა.
-ანუ,ჩაიტან ხომ ხვალ?! ხომ არ დაგავიწყდება ?! - ჩემკენ გადმობრუნდა.
-კი ჩავიტან,დაიძინე…ნუ ინერვიულებ. - თავზე ვკოცნი.

ლარნაკების სკვერი

ჩვენთან უბანში ერთი ადგილია,ლარნაკების სკვერს ვეძახით.
ყველაფერია იქ,ლამაზი ქვაფენილი,გრძელი სკამები,მაგიდა თავისი სკამებით და სახურავითაც.
გაზონები ლარნაკებითაა შემოღობილი.
ამ სკვერში ძველი ლარნაკები ოდითგანვე ჩამოჰქონდათ ხოლმე,ყველა წყლითაა სავსე.
ზოგში ჯერ კიდევ დევს ყვავილები,თუმცა,უმეტესობა მაინც წყლის ამარაა.
ზოგში ბიჩოკებია ჩაყრილი.
ზოგჯერ ეს ლარნაკები ცარიელდება და წვიმა ავსებს წყლით,ხელახლა.
ჩხირო და მისი ძმაკაცები,უბნის მოხუცი კაცები და ხშირად მეც ამ ლარნაკებს საფერფლეებად ვიყენებთ.
ზოგჯერ აქ ის ყვავილები იდებენ ბინას,რომლებიც,თავიდან ვინმესთვის იყვნენ განკუთვნილი,მაგრამ ბედმა,ამ სამუდამო მარტოობის სკვერში დაუდო ბინა.
თითო ლარნაკი რაღაცის სიმბოლოა აქ.
რაღაც ამბავს,ძალიან ჩუმად და ფრთხილად ინახავს.

***

მალევე ავდექი,გადავივლე,ჩვეულად ყავა დავლიე და ერთი ღერი დავაყოლე.
ბელას ჯერ კიდევ ეძინა,გუშინ ღამით მუცლის ტკივილები ჰქონდა და ორი გამაყუჩებელი გავუკეთე.
მერე მაგიდიდან ლარნაკი ავიღე,ბელას დავხედე,დანგრეული ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და სახლიდან გავედი.
ეზოდან რომ გავედი წყალი აქა - იქ მექცეოდა.
სკვერში არავინ ჩანდა,რომელიღაც გაზონს მივუახლოვდი და ლარნაკი რიგში დავდგი.
ყვავილები არ ამომიღია.
დანარჩენებს დავხედე და თითქმის არცერთში იყო ყვავილი დარჩენილი,თუმცა ერთი ვარდი შევნიშნე,სულ ახალს ჰგავდა,გახარებულს,წვიმასაც ვერაფერი დაეკლო,ჩემამდე ვიღაცას ჩამოეტანა.

***

გადახურული მაგიდისკენ გავიხედე და ლადიკა ბაბუ დავინახე.
თავიდან არ მინდოდა მისვლა,ვისკი დამვიწყებია სახლში და მიტომ.
ლადიკა ბაბუ ძმაკაცთან ერთად იჯდა და მაგიდაზე დახურული ნარდის დაფა ედოთ.

-გამარჯობა ბატონო ლადო ! - ასე ვეძახდი.
-დილამშვიდობის,კონსტანტინე ! დაგვილევ ერთ ჭიქას?!
-მადლობა,ვერა ბატონო ლადო.
-რატომ კაცო?! - გაუკვირდა.
-ცოლს დავპირდი - ვუღიმი.
თვითონაც იცინის და მის წინ ვჯდები.
-თქვენ როგორ ბრძანდებით ?!
-რავიცი,ძველებურად.

ლადიკა ბაბუ ბედნიერი ჩანდა.
ეტყობა,ჯერ ბოსტანში არ შეეხედა,არ იცოდა,კარალიოკი დახვდებოდა მოპარული,თუ ნათესებზე ნახავდა კატის ნაფეხურს.
მერე ცოტახანი,მოსაწყენ თემებზე ვისაუბრეთ.
-კიდევ რომ ჩამოვალ,ვისკის ჩამოგიტანთ.

ლადიკა ბაბუმ გამიცინა,დამლოცა,მიშვებდა სახლში.
მაგრამ,უკვე გასულს გამაჩერა და მითხრა :

-კოტე,თუ დაინახავ,რომელი მამაძაღლი მპარავს კარალიოკს,გადაეცი,მითხრას და გავუნაწილებ,გეტყოდი მე მითხარი თქო,მაგრამ ავადმყოფი კაცი ვარ,არ შემიძლია ჩხუბი…ადრე გამეგო,დედას ვუტირებდი.
-ვეტყვი აუცილებლად ბატონო ლადო!-ხელი ჩამოვართვი და ჩემს გზას დავადექი.


ძვლების ქანდაკება

კიბეზე ბარბაცით ავდიოდი,ჯერ მეორე სართულზე ვიყავი და უცებ ჩხიროს შევეფეთე.
კიბეზე ჩამორბოდა.

-გაუმარჯოს ! - გადამკოცნა და ზურგზე ხელი მომარტყა.
-როგორ ხარ ჩხირო?! გუშინ ბელამ გიკითხა - ვუღიმი.
-მართლა ?! - გაუხარდა.
-ჰო…შემოუარე ერთხელ.
ქეჩო მოიფხანა.
-აუცილებლად კოტე - იღიმის.
-სად მიდიხარ?!
-სკვერში…
-ჰო…მე მანდედან მოვდივარ.
-ჰო? სვამდით ?
-არა.
-აბა,ნარდს თამაშობდით?!
-არა,ისე ჩავედი.
წამიერი სიჩუმე ჩხირომ დაარღვია.
-სიგარეტი გაქვს?!
ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და გავუწოდე,მერე ჩემთვისაც ამოვიღე და გავუკიდეთ.
ვეღარ ავიტანე გამხდარი,გალეული ჩხიროს ყურება,რომელიც ცხვირს იფხანდა ყოველ ორ წუთში.
დავემშვიდობე და სახლში სწრაფად ამოვედი.

ბელა სამზარეულოში იჯდა,რაღაცას აშტერდებოდა,ფანჯრიდან იყურებოდა.
ძალიან გახდა ბელა,ძალიან.
მისი სარაფანა,რომელიც ადრე ტანზე ლამაზად ჰქონდა,ახლა მის ტანზე უბრალოდ ჰკიდია და უაზროდ,უსიცოცხლოდ ფარფატებს.
მკვეთრი,ლამაზი ფიგურა აღარ იყო.

-ცუდად ხარ?! დავურეკო ნანა ექიმს?!-თმაზე გადავუსხი ხელი.
არ მიპასუხა.
ცოტახანი მიყურა,მიყურა და მერე ნაზად,ძალიან ფრთხილად შუბლზე მაკოცა.
ხელიდან მეცლებოდა ჩემი ცოლი…და ამას ვერავინ და ვერაფერი უშველიდა.
-ყავა გინდა?! - ხმა მიკანკალებს. - ხომ არ გცივა ?! …ბელა,მიპასუხე რა სიხარულო.
-ჩაის გავაკეთებ - ფეხზე დგება,ხელს რომ ვუწვდი,მე თვითონ,დამაცადეო.
კარგი - მეთქი,უფლებას ვაძლევ.
ფეხზე ვერ იდგა,შემოტრიალდა,შემომხედა და მივხვდი სადაცაა წაიქცეოდა.
მკლავებით ნავი გავაკეთე და შიგნით ჩავსვი,ოთახში შევიყვანე და დავაწვინე.

-კოტე…
-ჰო… - ლოგინზე ჩამოვჯექი და თბილად დავაფარე.
- …
მალევე ჩაეძინა.

მომვლელი

ორი კვირაა ოთახიდან არ გამოსულა,აღარც ფანჯარასთან დგება,მახსოვს როგორ იკრავდა სარკის წინ თმებს,მახსოვს როგორი კარგი ხასიათი ჰქონდა და სახეზე ეწერა,რომ სიცოცხლე მოსწონდა.
ახლა მხოლოდ ძვალი და ტყავია დარჩენილი,ჩავარდნილი ლოყებით და არც არაფერი აწერია სახეზე.
ყავას აღარ სვავს,ჩაი შემაქვს დილაობით,ვფიქრობ ასე მაინც გათბება ცოტას.
რაც დარჩება,ტუჩთან მომიტანს ხოლმე,ჩემი ხათრით დალიეო,მე კიდევ ტკბილი არ მიყვარს და რომ ვიჯღანები ეცინება,ასე ირთობს თავს.
ორი კვირაა მაღაზიაში,რომ ჩავდივარ,არ ვიცი რა ავირჩიო.
არ ვიცი რა მოეწონება და რას შეჭამს,თითქმის აღარაფერს იღებს მისი ორგანიზმი.
სადღაც ორი კვირაა ბელა აღარ ლაპარაკობს და მხოლოდ მიღიმის.
ხელით მანიშნებს ხოლმე რა უნდა,მშვიდად მეფერება სახეზე და ამით მეუბნება “უნდა შეეგუო კოტე “ - არა,არა და არა.
არასდროს,ვერასდროს.

***
მომვლელი ავიყვანე,ბელასავით ჩუმია,თუ რამე არ ჰკითხე ხმას არ იღებს.
ბელას კარგად უვლის,ვგრძნობ რომ მასთან თავს კარგად გრძნობს და ხანდახან სანამ სახლიდან გავიდოდი,გამიგონია კიდეც როგორ ვარცხნიდა თმას ბელას და ეუბნებოდა,რომ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა,რომ ძალიან ლამაზია და ღმერთი მას არ გაწირავს.

***
სახლში შევედი,მომვლელი ოთახში იყო ბელასთან.
როგორც ყოველთვის მაგიდასთან დავჯექი და მომვლელმა ღია კარიდან გამოიჭყიტა,სამზარეულოსკენ წამოვიდა და ჩემთვის საჭმლის გაცხელება დაიწყო.

-არ მშია გმადლობთ. - ვუთხარი.
-როგორც გინდა,შვილო.
-დღეს გითხრათ რამე ?! - სიგარეტს გავუკიდე და ფანჯარა გამოვაღე.
-არაფერი - თავი ჩაღუნა.
-წუხს ?
-არა,ამოიხვნეშებს ხოლმე,მაგრამ უფრო და უფრო იკლებს. ექიმები რას ამბობენ შვილო?!
-ვერ ვიპოვე ისეთი ექიმი,ვინც რამეს მეტყვის. - ხოტორა თავზე ხელი გადავისვი და ფანჯრისკენ გავიხედე.

***

ასე გრძელდებოდა კიდევ რამდენიმე დღე.
ბოლოს მახსოვს მხოლოდ სახე და ხელის მტევნებიღა იყო დარჩენილი.
ისევ არ ლაპარაკობდა…უფროსწორად ვერ და თვალებს სწრაფად აცეცებდა იქეთ - აქეთ,თვალებით მელაპარაკებოდა ხოლმე,დიდად არ მინდოდა მეფიქრა რას ამბობდა,თუმცა ვამჩნევდი,ნაწყენი არ იყო,არც წუხდა,შეგუებული იყო იმ ფაქტს,რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა.
ჰოდა მეც ვიჯექი ხოლმე და ასე უბრალოდ ვუყურებდი.
ხშირ შემთხვევაში წიგნს ვუკითხავდი საღამომდე და ისიც გულისყურით მისმენდა.

***

შაბათი დღე იყო.
დილით ბელა მომვლელთან დავტოვე,იმიტომ რომ სამსახურში მიწევდა სიარული,ალბომის ჩაწერა გვქონდა სტუდიაში.
არ მინდოდა მისი დატოვება,მაგრამ დღეს ფეხზე წამოდგა,რას აკეთებ - მეთქი და ხელი შევაშველე.
არა - მაცადეო…თვითონ მითხრა,ჰო სიტყვა - სიტყვით ასე მითხრა.

“ნუ გეშინია კოტე “ იღიმოდა.
მე ცრემლები მდიოდა ღაპა - ღუპით და აღარც ვმალავდი.
წადიო - მითხრა,გამხდარი ხელებით მომეხვია და ლოყაზე მაკოცა.
აღარ გამაჩერა სახლში,მთხოვა ნუ მიატოვებ შენს საქმესო.
ჰოდა დავტოვე და წამოვედი…

***

საღამო იყო სახლში რომ მივედი,დიდი ხანი ვერ გავჩერდი,ვწრიალებდი აქეთ - იქით,ლევანიმ,წადი კოტე,მე ჩაგანაცვლებო და ის დავსვი უფროსად.

ქოშინით ამოვედი,ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი,ჩაის როდის გავუკეთებდი,წიგნს წავუკითხავდი,ღამით თბილად დავაფარებდი და თავზე ვაკოცებდი.
კარები რომ შევაღე,ლალი ქურთუკს იცმევდა,ხელჩანთაც ტრადიციულ პოზაში ეჭირა.

-ხომ კარგად ხართ ?! მშვიდობაა ?! - სადარბაზოდანვე ვკითხე.
ცოტახნიანი პაუზის შემდეგ :
-დაიძინა… - იყო პასუხი.

ჩემს სახლში შემოსვლას დაელოდა,მერე უხმაუროდ გავიდა სადარბაზოში და ვიზიარებ შვილოო - ასე მითხრა.
ვერ მოვედი გონს,იმ დროსაც ვერ მოვედი გონს,ახლაც ვერ მოვდივარ და ვერასდროს ვერ მოვალ გონს…იმიტომ რომ ჩემი ბელა აღარ არის.
ჩემი კისკისა ლამაზი ცოლი…შეჭამა,ჩაყლაპა ვერაგმა დაავადებამ და მე დღითიდღე ცოცხლად მჭამს რეალობა,რეალობა რომელშიც ბელა აღარ არის და მე ისევ ვარსებობ.

გუშინ ბელას ტანსაცმელები და მისი სამკაულები შევაგროვე,ლამაზად დავალაგე ისევ ახლიდან და ჩვენს ოთახში,დიდ სუფთა კარადაში შევალაგე.

***
გასვენებაში ზღვა ხალხი მოვიდა,ჩხიროც…კედელთან იყო ჩაკეცილი ხელებში ჰქონდა სახე ჩარგული და ღმუოდა,ისე ტიროდა.
ვერაფრით გავაჩერეთ…როგორ არ მოვედი,როგორ ვერ დავაფასე სიცოცხლეშიო…

წალეკა ცრემლებით ჩვენი შავ - თეთრი ქალაქის,შავ - თეთრი უბანი.


დასასრული.



№1 სტუმარი Ana-maria

პატარა სევდიანი ისტორიაა. მომეწონა. წარმატებები ❤️

 


№2  offline წევრი Mariapipinova

Ana-maria
პატარა სევდიანი ისტორიაა. მომეწონა. წარმატებები ❤️


მიხარია < 3 დიდი მადლობა !
--------------------
M.P

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent