შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი მთაში (თავი 9 (1))


14-11-2024, 02:33
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 1 555

სახლი მთაში
თავი 9 (1)


მთელი ღამე იჯდა ანდრეა კაბინეტში და ხელმოსაწერად გამზადებულ საბუთებს უმკლავდებოდა. განა რამდენი ხნით იყო წასული, ვერაფრით ხვდებოდა როგორ დაგროვდა ამდენი. გამთენია იყო ირაკლიმ, რომ დაურეკა. აზუსტებდა ახსოვდა თუ არა, რომ მისიანები ჩამოდიოდნენ.
- მაგის დავიწყება შეიძლება?! - გაიცინა ბიჭმა. მართლაც არ შეიძლებოდა.
- სად ხარ?
- ოფისში.
- კარგი, მოვდივარ მეც. - ხმა შეეცვალა ირაკლის.
- რა ხდება?
- წუხელ საშკა ჩამოვიდა...
- ვინ გითხრა? - დაიძაბა ბიჭი.
- მამაჩემმა.
- მამაჩემს დაავიწყდა ჩემთვის თქმა... - ჩაილაპარაკა ანდრეამ - აქ რას აკეთებს, რას ამბობენ.
- არაფერი უთქვამს ძმაო, მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ არის.
ალექსანდრე გავაშელი ანდრეას უფროსი ძმა და მთავარი ინკვიზიტორი იყო. ძმების ურთიერთობა წლების წინ დაიძაბა, მაშინ როცა ანდრეას არჩევანის წინაშე დადგომა და ლონდონში გადასახლება მოუწია. ის ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ინკვიზოტორი უნდა ყოფილიყო, ცივსისხლიანი, ქედმაღალი და სიტყვა ძუნწი. მოგზაურობა არ უყვარდა, იშვიათად ტოვებდა ''სასახლეს'' და ისიც მხოლოდ აუცილებლობის გამო. საქართველოში ისეთი არაფერი ხდებოდა რასაც მისი ან თედოს ყურადღება შეეძლო მიეპყრო, ყოველ შემთხვევაში ანდრეას გადასახედიდან ასე იყო და ეს მეტად აფიქრებდა.

***
- როგორ ხარ დედა - დაურეკა მაიამ შვილს.
- კარგად დე შენ როგორ ხარ?
- ვცოცხლობ... - სევდიანად გაიღიმა ქალმა.
- დედა ნუ მაშინებ! რა ხდება! ექიმმა გითხრა რამე? - მიაყარა მარიამმა.
- ექიმს არაფერი უთქვამს, მაგრამ ქეთინომ დამირეკა და შენი გათხოვება მომილოცა...
- ღმერთო - ამოისუნთქა გოგონამ - შენ არ იცი როგორ შემაშინე...
- რა ხდება მარიამ მანდ! - შუბლი შეიკრა ქალმა - ვინ ქმარი, რა ბინა, გამაგებინე რაში გაეხვიე.
- მოიცა დედა არ ინერვიულო არაფერზე, მოგიყვები ყველაფერს - ცხადი იყო ამ საუბარს ვერ გაექცეოდა და გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა.
- ანუ ის ბიჭი მაგათი წილის ახალი პატრონია და მანდ არის ?
- აქ არ არის, უფრო სწორედ იყო და წავიდა...
- მარიამ!
- მართლა დედა, არ მინდოდა მენერვიულებინე და ამიტომ არ მოგიყევი, ის დამპლებიც იყვნენ ჩამოსულები, ანდრეა ელპარაკათ და წავიდნენ, გეფიცები მეტს არაფერს გიმალავ.
- ახლავე ჩაალაგე ბარგი და წამოდი მანდედან.
- დედა...
- მარიამ ჭკუიდან არ შემშალო, ჩაალაგე ბარგი და წამოდი მანდედან!
- კარგი წამოვალ, მაგრამ სად წავიდე?
- გაუშვი მდგმურები...
- დედა, დედა - შეაწყვეტინა გოგონამ - დაწყნარდი, მე ყველაფერი კარგად მაქვს, გურამი ბაბუა და მიშო აქ არიან, მიშო ხომ გახსოვს, ირმა ბიცოლას ბიჭი, ისიც აქ არის, არაფერი გამიჭირდება. ცოტა სული მოვითქვათ და წამოვალ მერე...
- რადგან ერთხელ ჩამოვიდნენ ეგენი აღარ მოგეშვებიან შვილო... იმ ბიჭზე მეტად ეგენი მაფიქრებენ...
- ანდრეამ თქვა აღარ ჩამოვლენო...
- როგორ დავეკონტაქტო მაგ ადამიანს, ტელეფონი მომეცი.
- დედა!
- არავითარი დედა! ტელეფონი მომეცი!
- ტელეფონი არ მაქვს, მართლა დედა - დააყოლა მან როცა შეხედა ქალის ეჭვნარევ მზერას - ინსტაგრამი ვიცი მხოლოდ, მაგრამ რა უნდა უთხრა, რომ მიწერო...
მარიამი კიდევ დიდხანს ცდილობდა დედის გადარწმუნებას, მაგრამ ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა ინსტაგრამის მიეცა. დარწმუნებული არ იყო, რომ ანდრეა წაიკითხავდა მის მიწერილს, ‘’ეგღა აკლია ახლა ყველა ესემესი იკითხოს ვინც მისწერს მის აღმატებულებას’’ - გაიფიქრა თავისთვის და გვერდის ბმული ჩაუგდო დედას.
***
- გამარჯობა ძმაო - ალექსანდრემ გაოგნებული მდივანი უკან ჩამოიტოვა, თანმხლებ პირებს ანიშნა აქ დარჩითო და ანდრეას კაბინეტში შევიდა. - დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს...
- ყველაფერი რიგზეა - უთხრა ანდრეამ დაბნეულ გოგოს და მანაც უხერხული ღიმილით მიიხურა კარი.
- ასე ხვდებიან დიდი ხნის უნახავი ძმები? - ირონია გაერია ბიჭს ხმაში - ვიფიქრე სიუპრიზს მოგიწყობდი, შენ კი სულ არ გავხარ გაოცებულს... არც გახარებულს... - თვალი თვალში გაუყარა ძმას და განაგრძო - ასე არ შეიძლება ძმაო.
- აქ რას აკეთებ? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ანდრეა.
- შენი აზრით?
- არ ვიცი.
- კარგად დაფიქრდი არ მაქვს მიზეზი აქ ვიყო?
- არა!
- კიდევ დაფიქრდი... - ალექსანდრეს თითქოს მოსწონდა ეს თამაში, განსაკუთრებით ის ფაქტი რომ ნებისმიერ დროს შეეძლო ძმის წყობილებიდან გამოყვანა.
- ჩემს სამეებში ჩარევაზე არც იფიქრო...
- თორემ? - შეაწყვეტინა სიტყვა.
- გეყოფა საშკა, ან თქვი რა ხდება ან წადი...
- სახლში დაბრუნების დროა...
- რა ?!
- მოსკოვში ბრუნდები.
- გამორიცხულია!
- აზრი არ მიკითხავს! ბაბუა გიბარებს!
- ახლა რა მოიფიქრეთ?
- თვითონ გეტყვის
- გინდა დავიჯერო, რომ შენ მხოლოდ ამის სათქმელად ჩამოხვედი?
- ვერც ამ სიამოვნებას მოვიკლებდი, მაგრამ სხვა საქმეებიც მაქვს.
- რა საქმეები?
- შენ აღარ გეხება!
ანდრეამ იცოდა თუ არ უნდოდა თქმა მისგან სიტყვასაც ვერ მოისმენდა ამიტომ სხვა გზით გარკვევა გადაწყვიტა. შემთხვევითობა არ უნდა ყოფილიყო დედა, ბებია და ძმა ერთდროულად ჩამოსულიყვნენ. უთუოდ რაღაცაში იყო საქმე, რადგან მის დასაბრუნებად თავად ალექსანდრე გამოგზავნეს.
- ჰო, მართლა ის შენი კუდიც გაიყოლე აქ აღარ მჭირდება! - ასე მოიხსენიებდა ალექსანდრე ირაკლის ამერიკის შემდეგ.
- წესიერად ილაპარაკე! - შეუღრინა ანდრეამ ძმას - რომ იცოდე მან მეტი ძმობა გამიწია ვიდრე შენ!
- ასეც უნდა იყოს. - ისე თქვა ალექსანდრემ თითქოს ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო და სანამ კაბინეტიდან გავიდოდა დაამატა - ჰო, მართლა დედას და ბებიას გეგმები შეეცვალათ, სახლში დაბრუნდნენ...
- ირა გაარკვიე რამე? - როგორც კი ალექსანდრე კაბინეტიდან გავიდა მაშინვე დაურეკა ანდრეამ მარჯვენა ხელს. დედას და ბებიას სახლში დაბრუნება კიდევ უფრო ასერიოზულებდა საქმის ვითარებას.
- ბევრი ვერაფერი, მაგრამ რაღაც უცნაური ხდება ძმაო, თითქმის მოვედი, დანარჩენი პირისპირ ვილაპარაკოთ.
***
- დაგირეკეს?
- კი - უხმოდ დაუქნია თავი დათომ ძმას.
- ეგენი რაღაც ზედმეტად ინტერესდებიან ამ თემით - ჩაფიქრდა ალეკო.
- დაიკიდე, ჩვენ რაც გვაინტერესებდა გავიგეთ, დანარჩენი რაში გვეხება?!
- მაინც არ მომწონს ეს ამბავი.
- შენ ის მითხარი ბოლო-ბოლო რაზე ვთანხმდებით.
- არაფერზე რა... იყოს ეს სახლი რაცაა, დაჩაც ვაკისრებინოთ და ეგაა, მერე დრო გვიჩვენებს.
- დაურეკე მაშინ.
- საღამოს დავურეკავ, ახლა იმათ უნდა შევხვდე.
- ვის იმათ.
- აფხაზებს.
- რა გითხარი უჩემოდ არ ნახომეთქი.
- წამოდი მერე აქ არ ხარ?!
***
- თქვენი ძმაა - ამჟამად უცნობი პირი შეიჭრა უცერემონიოდ ანდრეას კაბინეტში და ტელეფონი გაუწოდა - მნიშვნელოვანია. - დაამატა კაცმა და თვალი თვალში გაუყარა.
ანდრეამ მძიმედ ასწია თავი, როცა ტელეფონს უთიშავდა იცოდა, რომ თუ არ უპასუხებდა ალექსანდრე აუცილებლად მონახავდა სხვა, მასთან დასაკავშირებელ გზას, მაგრამ ასეთ თავხედობას რიგითი ხელქვეითის მხრიდან არ ელოდა, არც ამ გამომწვევ მზერას ელოდა. თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყო და ბაღის აღმზრდელი ავალდებულებდა რაღაც გაეკეთებინა, რაც საჭირო იყო, მაგრამ ბავშვური სიჯიუტის გამო არ აკეთებდა. ტელეფონი ისე გამოართვა თვალი არ მოუცილებია.
- რა ხდება - გამოსცრა კბილებში.
- ჩემი დაცვის უფროსია გამოყევი და ყველაფრისთვის მზად იყავი.
- ვერ გავიგე?
- გაგების დრო არ არის, ირაკლის ესროლეს, შემდეგი შენ ხარ! - სრულიად უემოციოდ გაისმა ალექსანდრეს ხმა, მაგრამ ანდრეა კარგად იცნობდა ამ უემოციობასა და სიცივის მიღმა არსებულ ქარიშხალს. ინკვიზიტორს ტყუილად არ ეძახდნენ. ქვასა და კლდის მიღმა ვულკანი დუღდა და პირველსავე შესაძლებლობას ელოდა ამოეფრქვია, ქვა ქვაზე დაედუღებინა, წაელეკა, გაენადგურებინა... მიწასთან გაესწორებინა ყველა და ყველაფერი, რაც წინ გადაეღობებოდა...
- ცოცხალია?
- იცოცხლებს! - უცვლელი ტონით თქვა მან და ტელეფონი გათიშა. ანდრეამ შვებით ამოისუნთქა, რაც მთავარია ცოცხალი იყო, დანარჩენში გაერკვეოდნენ.
- წასვლის დროა. - თქვა ალექსანდრეს დაცვის უფროსმა.
- სად მივდივართ?
- თქვენს ძმასთან.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

რა საინტერესოთ ვითარდება მოვლენები ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

უფროდაუფრო საინტეტესო გახდა ეს ისტორია, იმედია ისევ დიდხანს არ გვალოდინებთ

 


№3  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი მარი
უფროდაუფრო საინტეტესო გახდა ეს ისტორია, იმედია ისევ დიდხანს არ გვალოდინებთ

ყოველ დღე ვეღარ, მაგრამ ამის შემდეგ თავებს 3-4 დღის ინტერვალებით დავდებ ხოლმე ❤️❤️
მიხარია რომ ისტორიის განვითარება მოგწონთ და მომყვებით ❤️????

 


№4 სტუმარი ნესტან

საინტერესოა რატომაც ასე ხან ჩახლართული ეს თავი ამდენი საიდუმლოებები????????????ან რა გახდა ერთი ეს სახლი????რითი ვერ გაიყვეს ამდენ ხალხმა დაიძაბა სიტუაცია იქნებ მომავალ თავდი მაინც გაირკვეს ცოტა რამ

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

მომწონს, კარგად წერთ, მაგრამ დანაპირებს არ ასრულებთ,3-4დღე კი არა კვირა გავიდა.(ეს იუმორით) , გელოდებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent