დრო
საღამომ მშვენივრად ჩაიარა, რატი ჩემს გვერდით დაჯდა მალევე საერთო ენაც გამოვნახეთ და ბევრიც ვისაუბრეთ. გიორგის საკმაოდ კარგი მეგობრები ჰყავს, ყველა ძალინ თბილი და გულწრფელი ჩანს. ეს მომენტები თითქოს გონებაში სამუდამოდ შევინახე. -ლიკა ისე გიყურებს რამისაა შუაზე გაგგლიჯოს- ჩემს გვერძე მჯდომმა უსაყვარლესმა რატის ბიძაშვილმა ტასომ მხარი გამკრა და ჩუმად ჩაიცინა. გაკვირვებულმა გავაცეცე თვალები, რამდენიმე საათია რაც მოვედი რამე გავაფუჭე ან დავაშავე ნეტავ? -მოიცა, რამე დავაშავე და არ მახსოვს? გაკვრივებულმა შევხედე ტასოს. -გოგო ნუ მაცინებ რანაირად ხარ ასეთი საყვარელი- ისევ გამიღიმა და რატიზე თვალებით მანიშნა. -მოიცა რა? ერთად არიან? -არა რათქმაუნდა,ერთ წელზე მეტია რაც დაშორდნენ უბრალოდ ლიკა ჯერ კიდევ ვერ ან არ ეგუება ამ ფაქტს და ყველგან დასდევს. თითქოს ფილტვები გაიხსნა და ჟანგბადით შევივსე, არვიცი რატომ დამეუფლა ასეთი გრძნობა მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქეცევია. კარგად გავერთეთ ვიმღერეთ, რამდენიმე ჭიქაც დავლიეთ, უკვე საკმაოდ დაბნელებულიყო მარიამს გავხედე იცინოდა და გოგონებთან ერთად საუბრობდა, სახლში წასვლაზე ვუთხარი რა დროსაც მზიკომ ცივი უარი მტიცა. -არა არა, დღეს არავინ არსად არ მიდიხართ. საკმოდ ბევრი ოთახი მაქვს სახლში ასე რომ ყველას გეყოფათ. ბიჭები ომახიანად გამოთვრნენ, გიორგიმ ნუციკოს “ყროყინით” უმღერა -შენ დაგეძებბ დილააა თუ ბინდიაააააა ავათავარრ გულშიიი ცეცხლიიი მინთიაააა- სიცილ ხარხარით აყვნენ დანარჩენებიც, გემრიელად ვიცინეთ, ყველაფერზე ვისაუბრეთ, ერთი თემიდან მეორე თემაზე გადავდიოდით თითქმის გათენებულიყო როცა ავიშალეთ. მზიკოს დალაგება შევთავაზეთ მაგრამ თქვენ დაისვენეთ მარტო უფრო კარგად დავალაგებო, ჩვენც ნახევრად ჩათვლემილები ოთახებაში შევლაგდით და შუადღემდე თითქმის ყველას გვეძინა. უკვე შუადღე გადადიოდა როცა ადგომა ვიკადრეთ, ნახევარზე მეტს თავი უსკდებოდა და ბორჯომებით აქეთ-იქით დაბოდიალობდნენ. გოგონებმა მზიკოს გაკეთებული ყავა და ნამცხვარი მივირთვით, მალევე ყველას საღამომდე დავემშვიდობეთ და სახლისკენ წავედით. სახლში შესული არ ვიყავით რომ იმ სამსახურიდან სადაც 1 თვის უკან შევავსე სივი მირეკავდნენ, გულ აჩქარებულმა ვუპასუხე, ხვალ დილით გასაუბრებაზე უნდა წავსულიყავი მე კი სადღაც სვანეთის შუაგულში ვიმყოფებოდი.. ჯანდაბა ჯანდაბაა თავქუდმოგლეჯილემბა რამდენიმე წუთშო ჩავალაგეთ ბარგი, სახლის კარგი გამოვკეტეთ და მზიკოსთან სირბილით წაბედით, ბოლო-ბოლო ამხელა პატივი გვცეს და დაუმშვიდობებლად როგორ წავიდოდით… სანამ წავიდოდით კიდევ გავიარეთ მზიასთან ყველას დავემშვიდობეთ, რამდენიმესთან ნომერიც გავცვალე და დედაქალაქისკენ გავწიეთ. რადგან მართვის მოწმობა ორივეს გვქონდა და თან მარიამი მალე იღლებოდა და ითენთებოდა ერთმანეთს ვენაცვლებოდით საჭესთან. სახლში გვიან ჩავედით, ორივე უღონოდ დაღლილები ვიყავით მარიამს გათიშულს ჩაეძინა მე კი ცხელი შხაპი აუცილებლად მჭირდებოდა, დილით ადრე ლუკა შემოგვივარდა მარიამი გემრიელად ჩაკოცნა და ერთი კოცნა მრც დამიტოვა შუბლზე. - ჩიტებოო, საღამოს გნახავთ თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს, ააა ხო მართლა ახალი მეზობლები გვყავს … წავედიი აბაა ნახევრად გათიშულებმა ნორმალურად ვერაფერი გავიგეთ, ძილი შევიბრუნეთ და რამდენიმე საათში თავპირის ტეხვით ვემზადებოდი სამსახურისთვის, ქალბატონმა მარიმმა დღეს მაინც იქონიე ნამუსი და ციგნურად ნუ ჩაიცმევო, თავისი ტანსაცმელი გადმოყარა და არჩევას შეუდგა. შავი ქვედაბოლო, ატლასის პერანგი და დაბალქუსლიანი სადა ფეხსაცმელები ამირჩია, ცოტა მაკიაჟი, ლამაზი ხვეული თმა და მგონიი კარგად გამოვიყურებოდი.. შედეგის დასრულებისას მარიამმა ჩაუფშვტინა -ლამაზო ქალბატონო ამ საღამოს რას აკეთებ? წარბები აათამაშა და სიცილით ჩამიკრა თვალი -მარიამ მოგვხდებაა, მართლა აკრგად გამოვიყურები? სწრაფად სწრაფად არ დამაგვიანდეს რაა, ჩანთა ავიღე და სახლიდან გავვარდი. წარმოიდგინეთ პირველივე დღეს სამსახურში დაგვიანება… ალბათ იფიქრებენ რომ უპასუხიმგებლო ვარ და არ მიმიღებენ, ან საერთოდ აღარ შემიშვებენ.. კარგი კატო კარგი ამ ორშაბათ დღეს ცუდზე ნუ იფიქრებ, რა ლიანა ბებიასავით ითარსები.. _ლიფტში შესული არ ვიყავი გოგონას ტირილის ხმა რომ მომესმა, ინსტიქტურად კიბეებისკენ გავიხედე, საყვარლად მოციცქნული გოგონა შევნიშნე ბურთით ხელში, აშკარად ფეხი ჰქონდა ნატკენი. -რაგჭირს პატარავ? ახლოს მივედი და ჩავიმუხლე. -თვალებ ცრემლიანმა შემომხედა ცოტახანი მიყურა - დედიკო მეუბნება რომ უცხოებს არ დაველაპარაკო მაგრამ შენ ლამასი გოგო ხარ, მე ალექსანდრა მქვია შენ რა გქვია? უცებ ხასიათზე მოვიდა, ფუმფულა ლოყები ჩავუკოცნე და მუხლებზე დავისვი. -მე კატო ვარ, რამდენი წლის ხარ ტკბილო? -აი ამდენის- და სამი თითი ამიწია. -უი უკვე დიდი გოგო ყოფილხარ, აბა მითხარი რატომ ტიროდი? -ეზოში ვთამაშობდი, მერე ის ცუდი გოგო მოვიდა ბურთი წამართვა და ხელი მკრა. ამოისლუქუნა და მომეკრო. -იცი რა? როცა კიდევ მოვა და ეგეთ რაღაცას გაგიბედავს უთხარი რომ არ შეიძლება და ცუდი საქციელია, თუ ვერ გაიგო და ისევ გაიმეორა მერე შეგიძლია თმით ათრიო კარგი? ორივემ ჩავიცინეთ და ფეხზე წამოვაყენე. -ალექსანდრააა დეე სადდ ხარრ?? კიბეებზე ტასომ ჩამოირბინა, გაკვრივებისგან თვალები გადმომიცვივდა -კატო? ტასოს თბილმა ღიმილმა გაუპო ბაგეები და გადამეხვია -დე ამ კეთილ დეიდას იცნობ? -ალექსანდრე გაკვირვებული გვიყურებდა. -კი დე ჩემი მეგობარია, და თურმე უკვე მეზობელიც. -ცოტახანს ვისაუბრეთ უეცრად ჩემს უტვინო თავს გაახსენდა რომ საჭორაო დრო არ მქონდა და სამსახურში მაგვიანდებოდა. -ვაიმე ჯანდაბაა ტასს მაგვიანდებაა უნდა გავიქცე თორემ ჩემი ურჩხული უფროსი აუცილებლად გამატყავებს და შემდეგ მის ბომბორა ძაღლებს მიუგდებს ჩემ თავს. -სად მუშაობ? -ერთ ერთი კომპანიაა აქვეა, მაგრამ ხო ხედავ უკვე ვაგვიანებ პლიუს ღმერთო რა შტერი ვარ, ხედავ სახელიც კი დამავიწყდა, ერთი სიტყვით რადგან ბევრი ენები ვიცი თარჯიმანი სჭირდებათ თან გამოცდილებაც მაქვს, სივი შევავსე და გუშინ დამირეკეს იმედია გამიმართლებს… -რამდენიმე წამი მიყურა შემდეგ გემრიელად გადაიხარხარა და ჩაილაპრაკა- აი ბედიი ამას ქვია. -ვერ გავიგე ეს რატომ თქვა მაგრამ არც გასარკვევი დრო დამრჩენოდა, ალექსანდრას ვაკოცე ტასოს გადავეხვიე და საღამოს ჩემთან დავპატიჟე. პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და კომპანიასთან გაჩერებისას სწრაფად გადავხტი..თითქმის სირბილით შევედი -ვაიმე ღმერთო ვეღარ ვსუნთქავვვ, ძალიან დავაგვიანე? აღარ მიმიღებს? ერთმანეთს მივაყოლე სიტყვები. ისევ გამიცინა - ნუ ღელავ, უფროსი ჯერ არ მოსულა. შვებით ამოვისუნთქე, საპირფარეშოში უნდა შევსულიყავი და ცივი წყალი შემესხა სახეზე თორემ ბროწეულივით გავწითლდი... ფურცლებზე რაღაცას ვკითხულობდი და თან დერეფანში გზას თავდახრილი ვაგრძელებდი რა დროსაც მაღალ სხეულს ძლიერად შევეჯახე ხელი სწრაფადვე მომხვია თორემ ძირს გავიშოტებოდი. შუბლი მოვისრისე. -არა ჯერ არ მოვსულვარ უკვე პრობლემებს ვქმნი თან შუბლს ვისრესდი და თან ვბურტყუნებდი, მაპატიეთ ძალით არ მინდოდა, და მადლობა. არც შემიხედავს მისთვის მიმოფანტული ფურცლების კრეფა განვაგრძე, თვითონაც დაიხარა და რამდენიმე მომაწოდა, ხელზე დავხედე ჰმმმ ზუსტად რატისნაირი ტატუ აქვს.. საინტერესოა.. დებილივით მივშტერებოდი სანამ მისმა ხმამ არ გამომაფხიზლა. -ქალბატონო კატო, ჰმ აქ არ გელოდით. თბილად გამიღიმა -რატი? შენ აქ რას? დავიბენი და სიტყვებს თავი ვერ მოვაბი, ჯანდაბა კატო ასეთი იდიოტი როდის გახდი. -აქ ვმუშაობ - ჩაეცინა, რა აცინებს ნეტა? ეს რა მე დამცინის? -რას ფიქრობ? მართლა ურჩუხლი უფროსი ჰყავთ? დებილივით გავაჟღერე ფიქრები და ვინანე კიდეც. -რაო? ცოტახანი გაკვირვებულმა მიყურა შემდეგ კი გულიანად გაიცინა, გამვლელები უცნაურად გვიყურებდნენ.. რატო? არუნახავთ ადამიანი რომელიც იცინის? არა ისე რამე ხოარ მისვია სახეზე? -კარგი მე აღარ მოგაცდენ კიდევ შევხვდებით, უფროსს რაც შეეხება კიი ნამდვილად ურჩუხლია, აქ მომუშავეებს სასტიკად აწამებს და იმედია არ გაგაქცევს -თვალი ჩამიკრა და ჩემს ფიქრებთან მარტო დამტოვა. რამდენიმე წუთში უფროსის ასისტენტმაც დამიძახა.. -ქალბატონო კატო, უფროსი გელოდებათ. გულზე ხელი მივიდე თითქოს ეს შეაჩერებდა მის ასე სწრაფად ფეთქვას. ისუნთე კატო ყველაფერი კარგად იქნება- შევუძახე ჩემს თავს და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, კაბინეტში შევედი დაა ნეტავ აი ამ წამს მიწა გამისკდეს და ჩამიყოლოს.. ……………………………. -მოდი კატო, დაჯექი მართლა ურჩხული კიარ ვარ- ისევ ეს მომაჯადოვებელი ღიმილი… -მე მე არ მიგულისხმია… -ნუ დაიბენი, დაჯექი მოდი ნუ გეშინია ჭორების გამო კამათს და შენი სამსახურში არ აყვანას არ ვაპირებ.. ცოტახანი ვისაუბრეთ ჰმმ მგონი ამიყვანს ხომ? -ესიგი აქამდეც გიმუშავია. -დიახ, 3 თვეე მერე წამოსვლა მომიწია.. მეზიზღება მაგ დღის გახსენება, თვალ წინ მიდგება როგორ ამაზრზნულად მეხებოდა და ყურში ათას სისულელეს მეჩურჩულებოდა. თითქოს რატიმაც შეამჩნია ჩემი ეს დაბნეული და ჩაფიქრებული მზერა, ძველ სამსახურთან დაკავშირებით აღარაფერი უთქვამს რამდენიმე წინადადება კიდევ გავცვალეთ და დავემშვიდობე. -აგიყვანეს? თვალების ციმციმით მოვიდა ასისტენტი გოგონა- მითხარი რომ აგიყვანა გთხოვ, ისეთი კარგი აურა გაქვს შენთან ერთად მუშაობაზე უარის თქმა საშინელებაა… -გამეცინა ღმერთო რა საყვარელიააა. -კიი ნინ ამიყვანეს, ხვალლ დილით გნახავვ. -უჰჰ ძალიან კარგი მაშინ, სამუშაო გრაფიკს მეილზე ჩაგიგდებბ. სახლში მისულს ტასო და მარიამი სამზარეულოში დამხვდნენ გემრიელად ჭორავდნენ ჩვენს ქვევითა მეზობელ ნანას რომელსაც თურმწ სამი საყვარელი და ქმარი ჰყავს, ისე გაცხარებული საუბრობდნწნ იქამდე ვერ გაიგეს ჩემი მისვლა სანამ ალექსანდრამ ბოლო ხმაზე ჩემი სახელის ყვირილი არ დაიწყო. -მოდიი ჩემთან პაწუკაა, აბა როგორ გაქვს ფეხი? -ეხლა კარგად, დეიდა მარიამმა შემიხვია და გამიარა, მერე ლუკაც გავიცანი თან იცი რაები მაჭამა? ოღონდ დედას არ უთხრა კარგი? - ბევრი ბარამბოს შოკოლადები მომიტანა და ნაყინებიც- ჩურჩულით მითხრა და ციცქნა მკლავები ყელზე მომხვია. -ციცქნა გამოვიცლი და მალე მოვალ კარგი? გოგოებოო ყავაა მეც მინდა დაადგით, ახალი ამბავი მაქვსს -მეე უკვეე ვიციიი- გამომძახა ტასომ -ხოდაა შენნნ მეშვიდედანნ გისსსვრიიიიი-ღიღინით დავუბრუნე პასუხი და ოთახში შევედი. -ლუკა სადაა? რაღაც ამბავი მაქვსო დილაუთენია რო გაიძახდა -არვიცი ვიღაცამ დაურეკა და გავიდა გოგოებს ყველაფერი მოვუყევი ურჩუხლ უფროსზე ბევრი ვიცინეთ და ამასობაში ბატონი ლუკაც დაბრუნდა. -აბა ვისს ჭორავთ?? ციცქნა სად გყავთთთ? -ციცქნას გემრიელად ძინავს და ერთი შენ ის გვითხარი რა ამბავი გაქვს? -მოკლედდდ მეგობრებოოოო, იტალიაში მიწევს ორი თვით წასვლაა ფეხბურთოსს ამბებზეეე- ხელები გაშალა და თავი ღიმილით დაგვიკრა -რათქმაუნდა ყველას გაგვიხარდა მაგრამ მარიამს რო მონატრება მოჰკლავდა უკვე ვხვდებოდით, ცოტახანში ფილმი ჩავრთეთ,ციცქნამ კი ჩემს მუხლებზე გააგრძელა ძილი. მალევე მეც მასთან ერთად მიმეძინა, უეცრად სიმსუბუქე და უკვე ნაცნობი სუნამოს სუნი ვიგრძენი.. თვალების გახელა მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი, მალევე თბილ ლოგინში აღმოვჩნი და მთლიანად მივეცი ძილს. მეორე დღეს მარიმი ჩამოხტა ლოგინში არაფწრი გახსოვსო? არა რაუნდა მახსოვდეს? რაუნდა ამ გოგოს ამ დილაუთენია? -მარიააამმმ შენ თუ გახსოვსს მითხარიი თუარადა დამაძინეეე . -ჟმოტი- ცხვირი აიბზუა და ოთახი დატოვა ორმა კვირამ მშვენივრად ჩაიარა, სამსახურს შევეჩვიე, ჩემს უფროსს ხშირად ვერ ვხედავ ხანდახან თუ მოვკრავ რამდენიმე წუთით თვალს, ან დერეფანში ან შეხვედრებზე, ხანდახან ისე ველოდები მის გამოჩენას სული მიმდის მაგრამ იმდენი საქმე გროვდება ეგეც მავიწყდება, ისე კარგი თანამშრომლები მყავს ლიკას თუარ ჩავთვლით… სამსახურის მეორე დღეს რომ დავინახე მივხვდი რომ ამ გაწეწილის იაზვა როჟების ატანა მომიწევდა, ყველას ისე ყურებდა თითქოს ვინმეზე მეტი ყოფილიყო მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია, მთლიანად საქმეში ჩავერთე. ერთი თვის თავზე რატიმ თავის კაბინეტში დამიბარა. -მოდი კატო, დაჯექი შენთან საქმე მაქვს. ჯანდაბა იმედია ჩემს გათავისუფლებას არ აპირებს… ვფიქრობდი და თან ნერვიულობის დაფარვას ვცდილობდი. -მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბრო, დღეს საღამოს ერთ-ერთ რესტორანში ბიზნეს შეხვედრა გვაქვს, იტალიელია და რადგან კარგად არ მესმის და თან ასე მოკლე დროში აკრგ თარჯიმანსაც ვერ ვნახავ შენ უნდა გამოგვყვე, უარს ვერ მივიღებ, საღამოს ექვსისთვის მოემზადე და გამოგივლი. -ვერაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე, თან გამიხარდა მაგრამ ნერვიულობამ მომიცვა, სახლში გავქანდი მარიამს დახმარება ვსთხოვე და მზადებას შევუდექი, ორი საათი მქონდა, რადგან მაროს ბევრი გამოსასვლელი კაბა და ლამაზიი ქუსლიანებიც ჰქონდა, მარტივად ავარჩიეთ გრძელი შავი ატლასის კაბა ფეხზე ჭრილით, მალევე ტასოც შემოგვიერთდა მზადებაში, ციცქნა კი გოგონებს დარიგებას აძლევდა რა როგორ გაკეთებინათ, თეთრი ფერის ქუსლები მოვირგე რომლებსაც კაბა ოდნავ ფარავდა, ცოტა მაკიაჟიც, ზურგზე გადმოვიყარე თმა და ვსოო -და დამმმმმ- მარიამმა ხელებიი მაღლა ასწია და შემათვალიერა. -კატო ჯადოსნური ფერია ხარ- ალექსანდრა თვალს არ მაცილებდა გემრიელად ჩავკოცნე და ჩანთის ასაღებად გავედი, ამ დროს კარზე ზარიც გაისმა -მე გავაღებბბ კარის გამოღება და რატის ღიმილი ერთი იყო, წამიერად შემთვალიერა და თვალი ჩამიკრა -ლამაზად გამოიყურები. -მადლობა- ამოვილუღლუღე და დავფიქრდი მთლიანად შავებში იყო, შავი კლასიკური შარვალი, შავი პერანგი, გადაპარსული თმა ისე უხდებოდა.. მჰჰჰ…. -რატიი ძიაააა- ციცქნა ხელებ გაშლილი წამოვიდა და მკლავები კისერზე მოხვია. -ჩემი პატარა მავნე როგორაა? -კარგად ვარ, დეიდა მარიამმა და ფერია კატომ კარგად მომიარეს, ნახე ძია ხომ ლამაზია ჩემი ფერია კატო? მე ავურჩიე , შენთან უნდა წაიყვანო? პაემანზე მიგყავს? იცოდე კატუნა არ გამიბრაზო კარქი?- საყვარლად ტიტინებდა და სიტყვებს ერთმანეთს აყოლებდა -კარგი მავნე გპირდები ფერია კატოს არ გავაბრაზებ და დროულად მოგიყვან, ეხლა უნდა წავიდეთ, რომოვალ ბევრ შოკოლადებს მოგიტან- ლოყაზე აკოცა და კარისკენ გამიძღვა. გზაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, რესტორანში შესულებმა ბევრი მზერაც მივიპყრეთ, დანიშნულ ადგილას მივედით სადაც რატის ბიძია და მამა დაგვხდნენ, ჩვენი სტუმარი ჯერ არ მოსულიყო. სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ, სანამ იტალიელი პარტნიორი აგვიანებდა რაღაც წვრილმანებზე საუბარი მოვასწარით. და აი ისიც მოვიდა.. საუბარი კარგად წავიდა, მოლაპარაკება არ გაგვჭირვებია, ვატყობდი ადრიანი ცუდად მიჟუჟუნებდა თვალებს და ეს ამბავი საერთოდაც არ იყო სახარბიელო, ერთ საათში ყველაფერი დავასრულეთ, რატის მამამ ცოტახნით დარჩენა კიდევ გვთხოვა სერიოზული სასაუბრო მაქვსო. -თუ გსურთ შემიძლია დაგტოვოთ, ტაქსით წავალ, აღარ შეგაწუხებ რატი. -რატის რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ ბატონმა თემურმა დაასწრო. -დაჯექი შვილო, ვფიქრობ ეს ამბავი შენც გეხება. -რატი შვილო, ალბათ ხვდები რომ საქმეები სერიოზულად და კარგად მიდის, მაგრამ რისკის ქვეშ ვართ, რამდენიმე თვის უკან გაგაფრთხილე მაგრამ უშედეგოდ, შვილო ხომ იცი მალე სარძლო თუარ მეყოლება ყველაფერს დავკარგავ… რას ფიქრობ ლიკაზე? იქნებ გეცადათ? -მამა გთხოვ, ლიკას შევეშვათ ერთი წელი გვქონდა დრო, არაფერი გამოვიდა და დარწმუნებული ვარ არც ეხლა იქნება ეს ყველაფერი შედეგიანი. —კატო შვილო, მართალი ეხლა გაგიცანი მაგრამ ზღვა პატივისცემას ვგრძნობ შენს მიმართ, დადებითი აურა გაქვს, ჭკვიანი ხარ, დაფიქრებული და კარგი მოსაუბრე, მოკლედ მოლაპარაკება რომ განვახორციელოთ იქნებ დაფიქრდე…. სულ რაღაც სამი თვის ვადით ფიქტიური ქორწილი, ამ სამ თვეში ყველაფერს მოვაგვარებ და მერე შეგეძლებათ აურზაურის გარეშე დაშორდეთ, ან იქნებ შეგიყვარდეთ კიდეც ერთმანეთი… მე კი სამაგიეროდ დაგეხმარები ყველანაირად შენც და შენს ოჯახსაც, ცუდად ნუ გამიგებ კარგი? გამიღიმა და საუბარი დაასრულა. გაკვრივებული ვაცეცებდი თვალებს, რატი ჩაფირებული იჯდა თითქოს მოელოდა კიდეც მამამისის ამ ნაბიჯს, რათქმაუნდა არ მწყენია, გინდა სიმართლე გითხრათ? გულის ძალიან ძალიან ღრმა ნაწილში გამიხარდა კიდეც -მე არვიცი, იცით ეს მოულოდნელი იყო მაგრამ გპირდებით ამ ყველაფერზე აუცილებლად ვიფიქრებ, დავემშვიდობეთ ყველას და სახლის გზას დავადექით. …… არვიცი რამდენად გამომდის, რაც მომაფიქრდა და როგორცც… ძლივს დავალაგე აზზრები, გთხოვთ იქნებ კომენტარი გააკეთოთ გავაგრძელო თუ არაა…;))???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.