შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორივემ შეცდომა დავუშვით! (2 თავი)


18-12-2024, 15:30
ავტორი iloveyou
ნანახია 363

მანქანიდან გადმოვიდა თუ არა სათვალე მოიხსნა და პირჯვარი გადაიწერა,იმხელა რწმენა გაჩნდა ვატოს რომ სულ დადიოდა ეკლესიაში და ლოცულობდა.ელკესის ეზოში ფეხი რომ შეადგა მიხვდა რომ ამაზე თავისუფალი ადგილი არსად არ იყო,ადგილი იყო სადაც სული მშვიდდება და ტვინი ბევრს აღარ ფიქრობს, უბრალოდ მთელი შენი გონება და გული ღმერთს ანდობ.ეკლესის შესასვლელთან იყო როცა პატარა ბიჭმა ჩაურბინა,მისი პატარაობა დაინახა იმ ბავშვში, გაიფიქრა კიდევაც ძალიან მგავსო, გაოგნებული იყო.მიბრუნდა თუ არა ახლა პატარა ქალის სხეული შეასკდა,ნაცნობი ვანილის სურნელი იგრძნო მონატრებული ადამიანის.დახედა ქალს თურმე როგორ აკლდა მის ლამაზ თვალებში ჩახედვა,იმ თაფლისფერ თვალებში, სამი წელი მისი რომ ეგონა და ხუთი წელი სტანჯავდა მისი სიყვარული.
-ევა შეენ...თქვა ვატომ
როდესაც გაეცალა ევა ხმა მოესმა უკნიდა:
-დედიკო გარეთ მარიამი დამსდევს მომწონხარო!ბავშვი მარიამს მოეხვია.
უნდა გენახათ ვატოს რა დაემართა,ნუთუ მას შეძლო რომ სხვა შეყვარებოდა?ნუთუ მათი სიყვარული არ იყო ძლერი,თან ის აწუხებდა ასე უთქმელად რატომ გაქრა?
-ევა შენ შვილი გყავს?!გაკვირვებული,ნაწყენი და ბრაზით წარმოთქვა ვატომ წინადადება.
-დედიკო ვინა ეს ბიძია.დედის კაბას ეჯაჯგურებოდა პატარა ვოვა.გაოცებული უყურებდა ევა მამაშვილს ისე გავდნენ ერთმანეთს.ხელში აიყვანა ბავშვი ევამ,და უკან მოუხედავად შევიდა ეკლესიაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს ვატოსთვის,როგორ მონატრებია მაგრამ მისი არღარ იყო ის ადამიანი მას აღარ ეკუთნოდა ეს იცოდა.ეკლესიაში რომ შევიდა დაინახა ბედნიერი წყვილი რომელიც ფიცს დებდნენ ღმერთის წინაშე რომ სიცოცხლის ბოლომდე ,ყველა გაჭირვებაში და ლხინში ერთად იქნებოდნენ.ევას სახე რამდენიმე ცრემლმა დანამა მაგრამ იმწუთავეს მოიწმინდა რომ ბავშვს არ შემჩნია,ბავშვი ძირს დასვა და ხელი ჩასჭიდა.გვერდით მიუდგა ელენე ევას და მეორე ხელზე ხელი მოუჭირა მიხვდა ელენე რაშიც იყო საქმე,მადლობელი და სამაყო თვალებით გახედა ევამ ელენეს და გაუღიმა,როგორ უყვარდა ეს ადამიანი ევას.
ამ დროს შემოვიდა ეკლესიაში დაგვიანებული და გაურკვევლობაში მყოფი ვატო,გვერძე მიუდგა ერეკლეს და ერთადერთი კითხვა რაც აწუხებდა ერეკლეს დაუსვა ჩუმად.
-იცოდი რომ ევას შვილი ყავდა?*იცოდა ერეკლემ რომ ეს დღე მალე დადგებოდა*
თან ეს ბავშვი ისე მგავს რომ ასე მგონია ჩემი შვილია.ჩაეცინა ვატოს მაგრამ რაც თქვა ტვინში რომ გაიაზრა სახეზე ღიმილი შეახმა,ნუთი ჩემი შვილია,თვალიერება დაუწო ბავშვს შორიდან ზუსტას მისნაირი სახის მანერები ჰქონდა,მანერებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ ვატოს მისი პატარობა ედგა თვალწინ.თუ მიისი და ევას შვილია რატომ დამიმალა ევამ?
იმდენი კითხვა ქონდა იმ წუთას მაგრამ ერთი ის უხაროდა რომ შეიძლება მასდა ევას საერთო შვილი ჰყოლოდა.
გაშეშებული იდგა ერეკლე ვერაფერს ეუბნებოდა რა უნდა ეთქვა?დაგიმალე შენი შვილის ვინაობაო რადგან ევამ მთხოვაოოო? არ იცოდა ერკლემ როგორ მიღებდა ამ ამბავს ვატო,მაგრამ ერთი იცოდა არასდროს კრავდა ხელს ევას და ვოვას.
ერთი ამოიხვნეშა ევამ,და ევას გახედა მის გვერდით ელენე იდგა და ხელი ქონდა ჩაჭიდებული ევასთვის მეორე გვერძე კი პატარა ვოვა იდგა,გაეღიმა.ეხლა ვატოს შეხედა ერთ ადგილას ქონდა თვალები გაშეშებული აღარც ინძრეოდა მიხვდა რომ ძალიან გაურკვეველობაში იყო მაგრამ იცოდა რომ მალე ეს წყვილი ისევ შედგებოდა.ეხლა ახალ გამომცხვარ წყვილს შეხედა ისეთი გაღიმებულები იდგნენ გვერდი გვერდ იმხელა სიყვარულს ამოიკითხავდით მათ თვალებში...
ამ დროს შემოვარდა მარიამი ეკლესიაში ისეთი ფართხა ფურთხით,კაბა ეცვა თეთრი მაგრამ ვაი იმ კაბის ჩაცმას სულ გასვრილი იყო ნეტა სად იგორრავა?? უკან მამამისი მოსდევდა ანდრია ,დაიჭირა ბავშვი და ეკლესის ეზოში გაიყვანა ისევ იცოდა რომ ეკლესიაში შეიძლება ხმაური დაეწყო.
-ოხ მამი,როგორი მოუსვენარი ხარ შენ ბიჭი უნდა ყოფილიყავი და არა გოგო!.პატაარა მარიამს ეუბნებოდა მამამისი და ლოყებს უკოცნიდა.მაშინ მიუახლოვდა ანა მამა-შვილის.
-ვაიმე მარიამ შვილო რას გიგავს კაბა...ბავშვთან მივიდა და კაბა შეუმოწმა.
-დედიკო ესე უფრო ლამაზია, თეთრი ცუდი ფერია,თან შავი უხდება თან ნახე მწვანეცა იქ ბალახები იყო და იქ ვითამაშე და ლამაზი ფერი გახდა...ხელი გაიშვირა მარიამა სადაც ეს ყველაფერი ჩაიდინა.
-ვაიმე ანდრია რა გვეშველება.ჩაილაპარაკა ანამ და ქმარს მიეხუტა.
-ბიჭი გვეგონა თავიდანვე,გოგო გამოვიდა მაგრამ იმედებს მაინც არ მიცრუებს მამას ვოლკიიიიიიაა.ხელში აიყვანა ბავშვი კოცნა და ღუტუნი დაუწყო ერთდროულად.
-მამიკო გეყოფა მამიკოოოო.იცინოდა ბავში თან მამას ეხვეწებოდა ხელი გამიშვიო.
ამ დროს გამოვიდნენ გარეთ ყველა ჯვრისწერა დამთავრებულიყო.წყვილი გამოვიდა ისეთი ლამაზები იყვნენ...
ბოლოს ერეკლე და ელენე გამოვიდნენ.ელენეს ლამაზი ვარდისფერი კაბა ეცვა ზურგზე ამოღებული ბრეტელზე, თეთრ მაღალქუსლიანებზე.მიუახლოვდა ერეკლე და ყურთან ჩასჩურჩულა:
-საოცრად გამოიყურები...და გაეცალა.
გაკვირვებული დარჩა ელენე,პულსი აუჩქარდა კი ერთი კომპლიმენტი უთხარა მაგრამ თითქოს მისი სიყვარულის გრძნობა ერეკლეს მიმართ უფრო გაიზარდა,გახედა მიმავალ ერეკლეს-გაეღიმა და ნელ ნელი ნაბიჯებით გაყვა უკან.
ძალიან დაძაბული დადიოდა ევა სულ გრძნობდა რომ ვიღაცა დაჟინებით უყურებდა, რათქმაუნდა ვინ იქნებოდა თუ არა ბატონი ვატოო.ბავშვს ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა,მანამდე კი ელენეს ელოდებოდა რომ ერთად წასულიყვნენ,ფოტო სესია დილით ქონდათ მაგრამ ეხლაც აპირებდნენ წყვილი სადმე გასვლას და ფოტოების გადაღებას სანამ დარბაზში მივიდოდნენ.ტელეფონიში იყურებოდა ნაბიჯების ხმა გაიგო ელენე ეგონა მაღლა აიხედა და ხელში ვატო დარჩა.
-ევა არ გეგონოს რომ ჩემიდან ასე ადვილად დაღწევ ახლა თავს,ხუთი წელი გელოდე ხუთი წელი და ახსნა განმარტებით მოვითხოვ ამ შენგაქცევას და გაქრობას. მკაცრად და ღმადაბლა ელაპარაკებოდა ევას...ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია და გაეცალა.გაგიჟებული იყო ვატოს საქციელით კიდევ მე მელაპარაკება მკაცრად და თვითონ რა გაკეთა.წამოწითლდა სიბრაზისგან.
-მე მაგას ვუჩვენებ დამუქრებას!
და გამოჩნდა კიბეზე მომავალი ელენე ყურებამდე გაღიმებული,მივიდა სიბრაზისგან გაგიჟებულ ევასთან.
-რა მოხდა ევა რა გჭირს სულ წითელი ხარ??
-რა მოხდა დააა ვატო დადიანი შემომაკვდება,კიდე მე მეუბნება ახსნა განმარტება მჭირდება 5 წელი სად გაქრიორიო.
-კარგი ნუ მოიშლი ამ დღეს ნერვებს გთხოვ,თუ ჩემ თხოვნაზე არა შეხედე ნატას და თორნიკეს რა ბედნიერები არიან მაგათ გამო მაინც დაივიწყე დღეს ყველაფერი თვით ბატონი ვატოც.გახედა მანქანასთან მდგომ წყვილთან წასასვლელად რომ ემზადებოდნენ.
-კარგი მშვიდად ვარ ვსოო.ამოისუნთქა და ჩაისუნთქა ევამ.
-შეხედე ბავშვი როგორი გიყურებს.ბავშვისკენავშვისკენ მიხედა ევამ ისეთი საყვარელი გამომეტყველებით უყურებდა ბავში ევას.მანქანაში ჩაჯდნენ გოგოები როცა იმ წუთავეს ბავშვმა დედას უთხრა
-დედა ის კაცი ვინ იყო?რატო მოგეფარა თმაზე?ან რატო გველაპარაკებოდა?იმ წუთავეს მიხვდა ევამ რომ ბავშვმა იეჭვიანა, გადაიხარხარა ევამ და ელენემ და ორივემ ბავშვი მაგრად ჩაკოცნეს.
-დე ის კაცი იცი რა კარგი კაცია... უთხარა ევამ ვოვას და მანქანა დაძრა.მალე გაგაცნობ კარგი?! უთხრა ბავშვს.
გაკვირვებულმა ელენემ შეხედა ევას და თვალებით კითხვა რას ნიშნავდა მისი ბოლო ნათქვამი წინადადება?
-დრო მოვიდა ელენე... უთხრა ელენეს და ამით მიახვედრა ყველაფერი.ბავში ხომ ცოდო იყო უმამოდ გაზრდილიყო, მითუმეტეს ევას გამოცდილი ქონდა რას ნიშნავდა უმამობა პატარა იყო 15 წლის როცა მამა დაკარგა, ისეთი კარგი ურთიერთობა ქონდა მამამისთან როგორ გადაიტანა ეს ყველაფერი თვითონაც არ იცის.
ფოტო სესიაც მორჩა და პირდაპირ დარბაზში წავიდნენ, დარბაზი ძალიან ლამაზი დეკორებით იყო მორთული,სიძე პატარძალიც შემოვიდნენ და ოვაციებიც მოყვა,როცა უკვე ნელ-ნელა დაიწყო ნამდვილი ქართული ქორწილის ქეიფი თავისი ცეკვებით და სადღეგრძელოებით ევამ ბავშვი ელენეს დაუტოვა და სიძე პატარძალს მიუახლოვდა ორივეს გადაეხვია და ბედნიერება უსურვა.
შემდეგ ვინ ვის ეცეკვევოდა ვეღარ გაეგოთ ისე დათვრნენ,ელენემაც კარგად დალია მხოლოდ დედები ევას და ანას არ ქონდათ დალეული,ანა მართლა ვერც დალევდა თავისი გიჟი შვილის გადამკიდე.ანდრიასაც კარგად ქონდა დალეული და ცოლ-შვილთან ერთდროულად ცეკვავდა.ერკლეს და ვატოს საერთოდ არ ეტყობოდათ სიმთვრალე არცერთს არ დაულევიათ.აი სიძეს და პატარძალს კარგად ქონდათ დალეული ხან რაზე იცეკვებდნენ ხან რაზე.ევა ვოვასთან ერთად წაიცეკვებდა ხოლმე.სადღაც 12 საათი იყო დაწყებული ვოვას სკამზე დაეძინა,ევამ ელენეს დაუტოვა და უთხრა სანამ წავიყვანო მიხედეო,თვითონ კი საპირფარეშოში გავიდა რადგან კაბაზე წვენი გადაესხა უნდა გამოეცვალა,ჯერ მანქანიდან აიღო გამოსაცვლელი ტანსაცმელი შემდეგ გაეშურა საპირფარეშოში რომ გამოეცვალა,გამოიცვალა კიდევაც უნდა გამოსულიყო უკან შეაბრუნა ვატომ კარი კი ჩაკეტა.
-ვატო რა გინდა??წეღანდელი დამუქრება არ გეყო ახლა არ მივარდები.ყვირილი დაუწყო ვატოს
-ევა მომენატრე...
-მოგენატრეე? ცინიკურად თქვა ევამ..-ეხლა გენატრები ხომ ეხლაა,ხუთი წლის წინ რაც გაკეთე კიდე მაგ სიტყვებს როგორ მეუბნები.მწყობიდან გამოვიდა ევა.
-ხუთი წლის წინ რა გავაკეთე??გაოგნებულმა და გაკვირვებულმა კითხა ვატომ
-აქეთ მეკითხება კიდე...თქვა ევამ.
-ევაა ხუთი წლის წინ რა მოხდააა თქოოოო,ან შენ შვილი რატო მგავს ესე ძალიან?გამაგებინე რა ხდებაა???ის ყველა კითხვა მიაყარა ევას რაც ასე ძალიან აინტერესებდა ვატოს.
-ხუთი წლის წინ რაც მოხდა ეგ შენმა სოფიამ უნდა გითხრას..დაუყვირა ევამ და ცადა კარები გამოეღო მარა რას გამოაღებდა ამხელა მთა კაცი რომ გადაეფარა კარს.
-მოიცა ევა.ხელი ჩასჭიდა ვატომ გოგოს და ისევ თავის ადგილას დაბრუნა.სოფია იმ ჩემ ყოფილზე მეუბნები? გაბრაზებისგან გაწითლებული თვალებით შეხედა ევას.
-ოჰჰ დიახ იმ შენ სოფიაზეე შენ ერთადერთ სიყვარულზე,მე რომ სიყვარულს მეფიცებოდი და თურმე მასთან რომ გეძინა.განრისხებული ელაპარაკებოდა ვატოს.
-ევააა რაც შენ გამოჩნდი მის მერე სოფია ჩემ ახლოს არ გამიკარებია!მშვიდი ხმით უთხრა.
-ხო აი დავიჯერე,გაიხსენე ჩემი დაბადების დღე 24 აგვისტო რომ დამირეკე რომ უნდა შეგხვდეო,თურმე შენ წინა დღეს სოფიასთან გორაობდი.არადა იცოდი რომ ღალატს ვერ ვიტანდიიიი. დაუყვირა ევამ ვატოს და გულმკერდზე მუშტებს ურტყავდა.ვერ გაეგო რებს ბოდავდა ევა.ხელები გაუკავა და თავი მაღლა აწევინა.
-ევა რატომ წახვედი იმ წუთავეს ლონდონში?! ხმამაღლა და მკაცრად უთხრა.რატომ დაუჯეერე და ენდე ვიღაცა უმნიშვნელო ადამიანს სოფიას...რატოოოოო??დაუყვირა ბიჭმა.
-შენ რაა გგონია სიტყვებზე დავუჯერებდი?ფოტოები ჩამიყარა ფოტოებიიიიი,მასზე ჩახუტებულს რომ გეძინა.მაგ ფოტოებმა გამანადგურა.ტირილით ელაპარაკებოდა ვატოს ევა თან საშინლად უკანკალებდა სხეული.ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ანახა ფოტოები,სადაც ვატო ჩახუტებული იყო სოფიას.
განრისხებულმა გამოართვა ვატომ ტელეფონს დახედა და სიბრაზისგან მოისროლა ტელეფონი იატაკზე,ისეთი ძალით დაგდო ტელეფონი რომ სულ ნამსხვრევებად იქცა.
-ევაა რატომ არ გადამოწმე ჩემთან რატომ არ დამელოდეეე, რატომ დაუჯერე ამ ფოტოებს რატომ? დაუყვირა ისევ.რატომ დავკარგეეთ 5 წელი რატომ უაზროდ...ეს ფოტოები მაშინა გადაღებული როცა მე და სოფია შეყვარებულები ვიყავით მას რომ დავშორდი და შენ შეგხვდი მის მერე არავინ არ არსებობდა შენ გარდა,მაგრამ შენ მაგს დაუჯერეეე მას.ისე უცბათ გარჩიეს ეს 5 წელი ქორწილის დარბაზის საპირფარეშოში,მაგრამ ორივეს შეცდომა ქონდა დაშვებული.ევას ის რომ არ დაცადა რომ აეხსნა მისთვსი ვატოს ეს ფოტოები თუ რაიყო.ხოლო ვატოს ის შეცდომა ქონდა რომ არ გაეკიდა,ვეღარ შეძლო და დანებდა არ გაარკვია ბოლომდე ეს საქმე თუ რატომ დატოვა ესე ეულად ევამ...



_______________________________________


მეგობრებო იმედია მოგწონთ

შეიძლება ბევრი შეცდომა იყოს,მაგრამ დრო აღარ მქონდა გასასწორებლად



№1 სტუმარი სტუმარი მარი

თითქმის 1 თვის წინ დადეთ პირველი თავი და სიმართლე გითხრათ აღარ მახსოვს თქვენი იდტორია და აღარც სურვილი მაქვს წავიკითხო. ან დროით დადეთ, ან კიდევ რაღას წვალობთ. დაგვავიწყდა უკვე. ბოდიდი მაგრამ ასეა

 


№2  offline წევრი iloveyou

სტუმარი მარი
თითქმის 1 თვის წინ დადეთ პირველი თავი და სიმართლე გითხრათ აღარ მახსოვს თქვენი იდტორია და აღარც სურვილი მაქვს წავიკითხო. ან დროით დადეთ, ან კიდევ რაღას წვალობთ. დაგვავიწყდა უკვე. ბოდიდი მაგრამ ასეა

სიმართლე გითხრათ მართალი ხართ,მაგრამ მუზა არ მქონდა წერის მარა ვეცდები მალე დავდო ან სრულად შემოგთავაზოთ, heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent