შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორივემ შეცდომა დავუშვით! (1 თავი)


24-11-2024, 18:37
ავტორი iloveyou
ნანახია 709

თვალებ დაწითლებული, ნამტირალევი იჯდა ოთახის კუთხეში. ჰაერი მძიმე იყო, თითქოს წარსულის მოგონებებით გაჯერებული, რომლებიც შიგნიდან ჭამდა. მთელი სამი წლის განვლილ მომენტებზე ფიქრობდა – იმედგაცრუება, ტკივილი და გაურკვევლობა ერთმანეთში იხლართებოდა.
რატომ გააკეთა ეს? რატომ მიღალატა? ნუთუ არ ვუყვარდი? ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც ურთიერთობის დასაწყისში ასე ძლიერად ენთო, ნუთუ არასოდეს არსებობდა?
მტანჯველი ფიქრები ერთმანეთს ენაცვლებოდა: საკმარისი ვყოფილიყავი? იყო თუ არა ჩემი სიყვარული ღრმა და ძლიერი?
გონება აურზაურით იყო მოცული, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო – პატიება არ შეიძლებოდა. ტკივილი, რომელიც მის სულს შეჭამა, არასდროს დაიკურნებოდა.
სამი წელი... მთელი სამი წელი გაიფლანგა იმედებით სავსე მომავლის წინაშე, რომელიც ახლა მხოლოდ სიცარიელედ გადაიქცა.
ცოტა დამშვიდდა თუ არა წამოდგა მიხვდა რომ ტირილით და ნერვიულობით არც ძველი სიყვარული დაუბრუნდებოდა და არც მისი ბედნიერი წამები.მისი დაბადების დღეს იყო 24 აგვისტო,როცა გაიგო რომ მისმა საყვარელმა ადამიანმა უღალატა.ადამიანს რომელსაც ენდობოდა, სიგიჟემდე უყვარდა ზუსტად მან ატკინა გული.ტელეფონი აიღო და დაურეკა მის ბავშვობის მეგობარს ელენე დადეშქელიანს.
ელენე დადეშქელიანი ევას საუკეთესო მეგობარი იყო,ელენე ლონდონში სწავლობდა, მიუხედავად სიშორისა ევას და ელენეს ურთიერთობას ერთი ბზარიც არ გაჩენია,ძალიან დიდი იმედი ქონდა ევა დვალიშვილს ელენე დადეშქელიანის.
ყველაფერი უამბო ელენეს და გაფრთხილა რომ დღესვე უნდა გაფრენილიყო ლონდონში.კარადასთან მივიდა, უეცრად სარკეში საკუთარ თავს მოკრა თვალი, დაინახა საშინლად დასიებული თვალები ტირილისგან, სიმწრისგან გაიცინა ვერ გაეგო ჯერ რა ხდებოდა მის თავს.კარადიდან გამოიღო ჩემოდანი,ბარგს ალაგებდა როცა ვატოს მაისური ხელს ისე გაყოლა და ჩემოდანში ჩადო ვერც გაიაზრა,ჩემოდანი შეკრა თვითონაც მოემზადა და საძინებელში შუქრი ჩაქრო, მისაღებში გამოვიდა თუ არა ყველა მოგონება თვალწინ დაუდგა ვატოსთან გატარებული,გული ისე ეტკინა მაგრამ ამ ყველაფერს უკან ვეღარ დაბრუნებდა ძალიანაც რომ მოენდობა.ოთახში მდგომ თაროსთან მივიდა მისი და ვატოს ფოტოს შეხედა ხელში აიღო და სიმწრისგან ძირს დახეთქა, ჩარჩო გატყდა ფოტო კი ნამსხვრევებმა მოიცვა.მოკიდა ჩემოდანს ხელი გამოვიდა სახლიდან კარი ჩაკეტა,გასაღები კი ხალიჩაზე დაგდო.წავიდა ისე რომ ვატოს არც ახსნევინა ასე რატომ მოიქცა! არც შეუტანია ეჭვი იქნებ ეს ტყუილი ყოფილიყო.უბრალოდ წავიდა და დატოვა მისი დიდი უბედური და გაცრუებული სიყვარული.

6 საათის უკან:
იმდენი კაბა ეყარა საწოლზე, ვერ ხვდებოდა რომელი აერჩია და ჩაეცვა.24 აგვისტო იყო ევას დაბადების დღე,საღამოს ვატოსთან ერთას უნდა წასულიყო რესტორანში და ერთად აღენიშნათ ევას დაბადების დღე და ასევე მათი სამი წლის ურთიერთობა,ევას დაბადების დღეზე გამოუტყდნენ ერთმანეთს გრძნობებში და მის მერე სულ ერთად იყვნენ,.როცა ძლივს არჩია კაბა,მაშინ მოუვიდა ტელეფონზე ესემესები ეგონა ვატო იყო მაგრამ,ვატოს ყოფილის სოფია ხვედელიძეს ესემესი რომ დაინახა ღიმილი სახეზე შეაშრა.ესემესი გახსნა თუ არა თვალებს ვერ უჯერებდა ვატო დაინახა სოფოს გვერძე ჩახუტებულს ეძინა საწოლში.
"ხო გითხარი ევა,ვატო შენით ერთობოდა ნუ უჯერებ თქო,მისი პირველი სიყვარული მე ვიყავი და ვიქნები.შენ ერთერთი გასართობი თოჯინა ხარ"-ამ მესიჯმა გაგიჟა,ის ხო ღალატს ვერ იტანდა და შემდეგ ამის მიტევებაც უძნელდებოდა...



თუ რა ხდებოდა ვატო დადიანთან?
ვატო დადიანი ევას დაბადების დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა,სახლიდან გამოვიდა თუ არა პიჯაკის ჯიბე შეამოწმა,ამოიღო პატარა ზომის ყუთი და გახსნა შიგნით კი დიდი ბრილიანტის ბეჭედი იწონებდა თავს,ვატოს ევასთვის ხელი უნდა ეთხოვა და მისი მთელი ცხოვრება ევასთვის მიეძღვნა.ისევ პიჯაკის ჯიბეში დაბრუნა ყუთი და მანქანაში ჩაჯდა.მივიდა თუ არა ევას კორპუსთან, გადმოვიდა მანქანიდან და წავიდა ბინისკენ.კარზე დაკაკუნდა პირველად მაგრამ დუმილი იყო ,კიდევ სცადა მეორეჯერ, მესამეჯერ მაგრამ ისევ დუმილი.ვატოს ანერვიულება რომ დაეტყო ძირს დაგდებული გასაღები დაინახა,ხელში აიღო და ეცნო ეს ხომ ევას გასაღები იყო გაღო კარი და ბინაში შევიდა, მისაღებში დაინახა მისი და ევას ფოტოს დამსხვრეული ჩარჩო,ყველა ოთახი მოიარა ევა არსად იყო საძინებელის კარადა რომ გამოაღო და ნივთები რომ არ დახვდა მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო.მთელი საქართველო გადატყავა მაგრამ ვერსად ვერ ნახა ევა,ვერც ის გაეგო ასე უეცრად რატო გაქრა, არც წერილი დაუტოვებია.ყველა მეგობარს კითხა მაგრამ არავინ არაფერი არ იცოდა.
2 კვირა რომ გავიდა შემდეგ გაიგო რომ ევა ლონდონში გაფრინდა,რამდენი ურეკა მაგრამ ბოლოს დანებდა,მაგრა მისი სიყვარული არასდროს განელებულა,და არც განელდებოდა.მაგრამ მიზეზი არ იცოდა და ვერც ვერაფერს აკავშირებდა თუ რატო მოიქცა ასე ევა.მაგრამ იცოდა თუ ევა არ იქნებოდა სხვა არც არასდროს იქნებოდა.


5 წლის მერე:
ხუთი წელი გავიდა ევას ᲙᲝᲨᲛᲐᲠᲣᲚᲘ დაბადების დღიდან ,მის მერე არც დაბადების დღე აღუნიშნია,ისევ ვატოს სიყვარულით იწვოდა და სიყვარული კი არ გაუნელდა არამედ უფრო განმტკიცდა, მაგრამ ბედნიერების ბორბალი საწინაღმდეგოდ დატრიალდა და საწინააღმდეგო გზებზე წავიდა ორი ადამიანი რომლის გული ერთი იყო.

თვალებში მზის სხივებმა მიანათეს და უცბათ პატარა სხეული დახტა ევას ზედ:
-დედააააა,დედიკოო ადექი გათენდა, ელენე დეიდა გველოდება.ყვრიოდა ბავშვი და საწოლზე ხტუნაობა.
-ვოვა დედიკო მოისვენე.უთხრა ბავშვს მაგრამ ის მაინც აგრძელებდა საწოლზე ხტუნაობას.ევამ ხელი მოკიდა და საწოლზე დააწვინა და ბავშვს ღუტუნი დაუწყო.
-ვინა დედას სინპატიური.იცინოდნენ დედა-შვილი ერთხმად როცა კარი შემოაღო ელენემ.
-ოჰო დედა-შვილი ერთობა.გაიცინა ელენემ.-წამო ვოვიკო საუზმე გავამზადე მანამდე დედაც მოემზადება და მოვა.
ბავშვმა დედას ლოყაზე აკოცა,და სირბილით გაიქცა სამზარეულოში.ელენე მივიდა ევასთან
-ევა ხო იცი ხვალ საქართველოში მივფრინავთ ,თორნიკეს და ნატას ქორწილში და იქ ვატოც იქნება,გინდა არ გინდა ვოვა მისი შვილია და ამას ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს, და ეს დრო ზუსტად ახლა!
-კი ელე ვიცი მაგრამ გული ისე მაქვს ნატკენი,რა იცი იქნებ ახლა სოფოსთან როგორი ურთიერთობა აქვს,ჩემ შვილს მაგ ქალის გვერძზე არ დავაყენენ ორი წუთიც კი!!.
ისეთი ტკივილით ამბობდა ამ ყველაფერს ევა რომ ტირილიც კი დაიწყო.ელენე ჩაეხუტა და ამშვიდებდა
-ნუ ინერვიულებ მე შენ გვერდით ვარ,ყველა დაგვხვდება თბილისში თორნიკე,ნატა,ანა,ანდრია და ერეკლე.ეს ყველა ადამიანი ამ 5 წლის განმავლობაში შენთან იყვნენ ყველამ იცოდა ვოვას შესახებ მაგრამ არავინ ხმა არ ამოიღო შენ გამო ნუ გეშინია, ცრემლები მოიწმინდე და გამოდი ვისაუზმოთ, ხვალისთვის უნდა გავემზადოთ, ბავშვს არ დაინახო შენი ცრემლები ხო იცი რა ემართება შენ ცრემლებზე.აკოცა მეგობარს თავზე და ოთახიდან გავიდა.
როცა ლონდონში ჩამოვიდა 1 კვირის მერე გაიგო რომ ორსულად იყო, ბედნიერებისგან ეტირა თუ ეცინა ვეღარ გაეგო,ვატოს და მის ნაწილი,მის მუცელში იზრდებოდა,როცა გაიგო რომ ბიჭი იყო ხომ ჭკუიდან გადავიდა ბედნიერებისგან, დარწმუნებული იყო რომ ვატოს ნაირი ბავშვი იქნებოდა,ზუსტადც მამას გავდა ვოვა დადიანი მარტო გარეგნობით კი არა ხასიათებშიც ვატო იყო.ვოვამ გაძლებინა ევას ვატოს მონატრება,მაგრამ ევა ვერ პატიობდა ვატოს.
საწოლიდან წამოდგა, საბაზანოში შევიდა მოწესრიგდა და სამზარეულოში გავიდა,დაინახა ბავშვი რომელიც ჩუმად ეჩურჩულებოდა ელენეს.
-ელენე დეიდა შენ ხო იცი მამა რომ საქართველოში ცხოვრ...ევა დაინახა თუ არა ბავშვმა იმ წუთასვე გაჩუმდა.
-რატო გაჩუმდი დე?!გაიცინა ევამ და ბავშვი კალთაში ჩაისვა.-მე ხო გითხარი მამა საქართველოში ცხოვრებს და მას გაიცნობ თქო.ლოყები დაუჩკმიტა ევამ ბავშვს.
-ვიცი დე მარა რომ ვერ ვნახო,აქამდე რატომ არ მნახა დე მამას არ ვუყვარვარ? ბავშვმა დედას ყელზე ხელები მოხვია და ჩაეხუტა.ევაას თვალები აუცრემლიანდა და თავი შეიკავა რომ ტირილი არ დაეწყო,ერთი ობოლი ცრემლი ჩამოუვარდა სახეზე და იმ წუთავეს მოიწმინდა რომ ბავშვს არ დაენახა.
-დეე მისმინე შენ იცი რა კარგი მამიკო გყავს,რომ ნახავ იცი როგორ შეუყვარდები! შენ იცი როგორ გავხარ შენ მამიკოს მისავით ლამაზი და სინპატიური ხარ.ლოყაზე აკოცა ბავშვს
-მართლა დეე?!მე სუ მამიკოს ვგავარ? წამოიყვირა გახარებულმა ბავშვმა.
-კი დეე მამიკოს გავხარ.გაუცინა ბავშვს
-დეე როგორც მე მიყვარს მამიკო შენც ისე გიყვარს ხო?!ისე მოულოდნელად დაუშვა ბავშვმა ეს სიტყვები,გაოცდა არასდროს დაუსვია ასეთი კითხვა ვოვას
-კი დე მე შენი მამიკო ძაალიან მიყვარს! ბავშვი გადასვა სკამზე და კაკაო მოუტანა რომ დაელია.
ელენემ ევამ და ვოვამ ერთად ისაუზმეს და ბარგი ჩალაგებას შეუდგნენ.ევას ეშინოდა ვატოს ბავშვი არ წაეერთმია ამ ამბავს რომ გაიგებდა.
-ვოვიკო დეიდა შენ იცი რამდენ ვინმეს ნახავ,ერეკლე თორნიკე და ანდრია ბიძიებს ტელეფონით რომ ელაპარაკები,კიდე ნატიკოს და ანიკოს ნახავ.ბებიასაც ნახავ.ელენე ელაპარაკებოდა ბავშვს თან ტასაცმელს ალაგებდა.
-ელენე დეიდა მამა გამოგრჩა!მამასაც ვნახავ.მიუგო ბავშვმა.
-რათქმაუნდა ჩემო ბიჭო მამასაც ნახავ!თავზე მოეფერა ელენე ბავშვს.
იმდენი სამსახურის საქმე ქონდა ევას მოსაგვარებელი სანამ წავიდოდა საქართველოში, თავისი ყვავილების მაღაზია გახსნა რომელსაც დაარქვა:"გულგატეხილი ბაღი" ეს სახელი ვატოს დაუკავშირა.ისეთი წარმატებული მაღაზია იყო რომ ლონდონის ნახევარი მოსახლეობა მანდ ყიდულობდა ყვავილებს .
დილის 12-ზე ფრენა ქონდათ ლონდონიდან თბილისისკენ,9 საათზე უკვე აეროპორტში იყვნენ.ყველა კონტროლი უპრობლემოდ გაიარეს.მგზავრობითაც უპრობლემოდ იმგზავრეს.როცა უკვე თვითფრინავი თბილისის აეროპორტში დაჯდა ევას სუნთქვა შეეკრა და თვალები დახუჭა თითქოს ის ტკივილი დაბრუნდა რაც ეგონა რომ დაივიწყა,ისევ იმ ადგილას დაბრუნდა საიდანაც გაიქცა.ეშინოდა მასთან შეხვედრის,მაგრამ უნდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი ერთ დღეს.ბარგი აიღეს და გამოვიდნენ გარეთ ევამ თვალი მოკრა ყველა იმ ადამიანს ვინც მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო, მხოლოდ ერთი ადამიანი აკლდა ეს ადამიანი ვატო იყო, ეშინოდა მისი ნახვა მაგრამ ისე უნდოდა მონატრებისგან შორიდან მაინც დაენახა.ყველა იქ იყო ანა და ანდრია და მათი პატარა ქალიშვილი მარიამი,სიძე თორნიკე და დედოფალი ნატაც აეროპორტში იყვნენ მთავარი ორი ადამიანი რის გამოც ახლა ევა საქართველოს ჟანგბადს სუნთქავდა.ერეკლე მორგოშიანიც იქ იყო ელენე დადეშქელიანის ერთადერთი მტანჯველი სიყვარული,ერეკლე ვატოს ბავშვობის მეგობარი იყო შემდეგ ევა გაიცნო და ევას მეგობარიც გახდა ადამიანი რომელმაც დიდი საიდუმლო შეუნახა ვოვას სახით.მაგრამ არ იცოდა თუ რატო ატყუებდა ევა ვატოს ბავშვის შესახებ.მიუახლოვდა ახალგაზრდობას ყველა ყველას ეხუტებოდა,ვოვა ისეთი ბედნიერი იყო.ელენეს და ერეკლეს გული უნდა გენახათ ორი გული ცეცხლში იწვოდა მაგრამ ორი ჯიუტი სვანი რომ ერთმანეთს გადაეყრებიან იქ ყველაფერს ართულებენ.
-როგორ მომენატრეთ ვერ წარმოიდგენთ!! თქვა ევამ.
-აბა სიძე პატარძალი ემზადება?.წამოიძახა ელენემ და თან გაიღიმა.როგორ ენატრებოდა ეს ღიმილი ერეკლეს,სანამ ელენე წავიდოდა ლონდონში მანამდე შეხვდნენ ერთმანეთს და მის მერე ერთმანეთზე აფანატებრნ.
აეროპორტის გასასვლელისკენ დავიძარით.
-აუ ელიკო,ვერ წარმოიდგენ რა წუწუნა საცოლე მყავს,კაბას და ფატაას არჩევას მოუნდა 3 თვეე თორე ახლა ქორწილის მაგივრად ბავშვის სქესის გასაგებ წვეულებაზე ჩამოხვიდოდით.თქვა თორნიკემ სიცილით და ცოლს ლოყები დაუწელა.
-მოშორდი თორნიკე!დაუყვირა ნატამ ვსოოო ხვალ ქორწილი აღარ გვექნება!!!გშორდები წუწუნა ვარ ხო,მოუნდა ბიჭს ბავშვი.გაბრაზდა ნატა და სიჩქარეს მოუმატა თორნიკემ გაიცინა
-წავალ დედოფალს შემოვირიგებ და მოვალ.
-ვაიმე ჩემი მარიამი!ხელში აიყვანა ევამ პატარა მარიამი და ლოყებს უკოცნიდა.
-ვაა ევა დეიდა ტელეფონიდან გადმოვიდა.თქვა გაოცებულმა ბავშვმა.-მაა ნახეეეე ხელი დადე,რა ლამაზია ,რომ გავიზრდები ევა უნდა გამოვიდე.ყველამ გაიცინა პატარა მარიამის სიტყვებზე.
-დედააააა რატო აიყვანე ის მე ამიყვანეეე.დაიწყო ეჭვიანობა ვოვამ
-დეე ეს მარიამია ხო იცი ტელეფონში რომ განახებდი.
-ეს ვოვა?მამა ხო გითხარი სიმპატიური არის თქო,შენ კიდე გამიბლაზდი რა დროს შენი ეგეთებიაო,აი შეხედე... გაეცინა ყველას
-მარიამ ჩუმად იყავი.თქვა ანდრიამ ჯერ პატარა ხარ მაგისთვის.გაიცინა ანდრიამ...
ნელ-ნელა მოდიოდა უკან ელენე და აკვირდებოდა მის საყვარელ ადამიანებს,როცა გვერდით ამოუდგა ერეკლე:
-როგორხ ჩანს ვიღაცას არ ვახსოვარ! ერეკლემ უთხრა ელენეს
-მახსოვხარ,შეცვლილხარ ერეკლე მორგოშიანო.გაუცინა ელენემ
-კარგია რომ არ დამივიწყე მეგონა შანსი აღარ მქონდა!თქვა ერეკლემ და გაუღიმა ელენეს.
ელენემ უცბათ ვერ გამოიტანა აზრი წინადადების ისე გაეცალა ერეკლე.თორნიკე და შემორიგებული ნატაც მოვიდნენ, მანქანებში ჩასხდნენ ელენე თავის სახლში დატოვეს ხოლო ევა და ვოვა ბოლოს მიყვანეს სახლში.წინა ბინა სადაც ევამ ეს ამბავი გაიგო და უკან მოუხედავად დატოვა გაყიდა ის ბინა და სხვა იყიდა.ზუსტას ახალ ბინაში ატარებდა პირველ დღეს თავის შვილთან ერთად, ბავშვი მოაწესრიგა და დაძინა თვითონაც იბანავა და აივანზე გავიდა,თბილისის ხედს უყურებდა მთელი 5 წელია თვალით არ უნახია აქაურობით და ტკბებოდა,სამი წლის მოგონებება ჩაუქროლა თვალწინ,ისევ უყვარდა იმხელა გრძნობა ქონდა ვატოს მიმართ ენით აუწერელი.მაგრამ ასეთი იყო მათი ბედი.როცა მიხვდა რომ ხვალ ბევრი საქმე იყო ვოვას მიუწვა და დაიძინა.დილით დედა შვილი ადგნენ ისაუზმეს, შემდეგ ვოვას ჩაცვა ევამ შავი შარვალ კოსტუმი და ბაბთა დაუმაგრა.
-დედააააა ბაბთა არ მინდაა,ვერ ვიტან ხო იცი!!წუწუნებდა ბავშვი.
-ვიცი დედიკო მარა ცოტახანი გქონდეს რომ მერე ფოტოები გადავიღოთ და სიმპატიური ხო უნდა იყო?!.
-კარგი დედიკო შენი ხათრით მეკეთება,ხო მამასავით სიმპატიური ვარ.გაიცინა ბედნიერმა ბავშვმა.
-კი დე მამასავით სიმპატიური ხარ!ლოყაზე აკოცა ბავშვს ახლა წადი სავარძელზე დაჯექი და დამელოდე მეც გავემზადები.ბავშვს აკოცა ლოყაზე.
-კარგი დეე დაგელოდები.ბავში სირბილით გავიდა მისაღებში და სავარძელზე დაჯდა.
ევამ შავი მუხლზე ჩახსნილი ბრეტელიანი კაბა ჩაიცვა, მსუბუქი მაკიაჟი წაისვა კულულები გაიშალა და სამკაულები გაიკეთა.მისაღებში რომ გავიდა და ბავშვს დაენახა
-აბა როგორი დედიკო გყავს?
-ვაიმე დედა რა ლამაზი ხარ, მსოფლიოში ულამაზესი დედა ხარ.ვოვა გაიქცა და ჩაეხუტა ევას.
-ეხლა წავიდეთ დე ხო!ბავშვს მოკიდა ხელი და სახლიდან გავიდნენ მანქანით ანდრიამ და ანამ გამოუარეს.თორნიკე და ნატა ჯვარს სამების ეკლესიაში იწერდნენ.ნახა თუ არა დედოფალი და სიძე ცრემლები მოადგა ისეთი ლამაზები იყვნენ!ელენეც იმ წუთას მივიდა.ჯვრის წერს როცა დაიწყო ეკლესიაში ვერ გაჩერა ვოვა და გარეთ გამოექცა ბავშვი,უკან დაედევნა ვოვას ევა როცა ორთავიან მაღალ სიულეტ შეასკდა!
-უკაცრ... ნაცნობი სუნრელი იცნო,მაღლა აიხედა და მონატრებული თვალები დაინახა,ყველა გრძნობა მოაწვა სიყვარული,მონატრება,შიში,ბრაზი მაგრამ გაუნძრევლად იდგა.
-ევა შენ...თქვა ვატომ...
როდესაც გაეცალა ევა ხმა მოესმა უკნიდან:
-დედიკოოო გარეთ მარიამი დამსდევს მომწონხარო!შეწუხებილი ბავშვი შემოვიდა და დედას აეკრო სხეულზე.
როცა ვატომ გაიგო სიტყვა ევასკეენ მომართული "დედა" გაოგნდა.
-ევა შენ შვილი გვყავს?



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

რა კარგია მომწონს ძალიან❤️

 


№2  offline წევრი iloveyou

სტუმარი ლილე
რა კარგია მომწონს ძალიან❤️

❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგი დასაწყისია, მარტო ვოვა არ მომწონს სახელი თანაც დადიანი, საიდან მოგაფიქრდათ

 


№4  offline წევრი iloveyou

სტუმარი ნინო
კარგი დასაწყისია, მარტო ვოვა არ მომწონს სახელი თანაც დადიანი, საიდან მოგაფიქრდათ

რატომღაც მინდოდა რომ ბავშვს განსხვავებული სახელი რქმეოდა,ასევე ძალიან მომწონს სახელი "ვოვა"

 


№5 სტუმარი ნანო

მორგოშიანი რა გვარია,მგონი არ არსებობს.

 


№6  offline წევრი iloveyou

ნანო
მორგოშიანი რა გვარია,მგონი არ არსებობს.

მორგოშიანი არის სვანური გვარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent