შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები გეტყვის ( I თავი)


დღეს, 00:06
ავტორი tasusuna
ნანახია 654

შეშის ფეჩში მოგიზგიზე ალზე თვალმოუცილებელი ყურებისგან შემშროდა ყველა სითხე კანზე და ისე გამხურებოდა ლოყები,
ხელის გულებს ვითბობდი მათზე.
ციოდა და თან ისე, ძვალრბილში ატანდა.
ჩემი მოხუცი,
გამზრდელი ბებო ხაჭაპურის ცომს ისე გემრიელად ურტყამდა გაშლილ ხელისგულს,
მე მტკიოდა და მას ალბათ სიხარულით სდიოდა ის ცრემლები დამჭკნარ ღაწვებზე.
-ბები, შეეშვი და დამიჯექი აგერ..-დაბალ ჯირკოზე ვუთითებ და ხის ნაჭერს ვამატებ ცეცხლს,
დამსვა წეღან გულმოდგინედ,არ გამომიქრო ალიო.
-რომ მოვკვდები წოლა და უსაქმოდ ჯდომა იქაც მეყოფა ნენა, მაცადე ახლა,გამოგახედო თვალებში, ასე მგონია სულ არ ჭამდე იმ შენს ქალაქში.-ხელებს კაპასი დედაბერივით მისავსავებს და თეთრ, გახამებულ ჩაის ტილოს აფარებს მოზელილ ცომს.
სათლში ამოგუნდავებულ ყველს ლოცვასავით დაღიღინებს თავზე და მხოლოდ მერე მიჯდება გვერდით.
შევარდისფერებულიაქ ჩემი საყვარელი ღაწვები და, ხელები ისეაქვს მომჭკნარი,
გული არ მიძლებს..
სათითაოდ ვუკოცნი ყველა თითს..
თავს მის კალთაში ვრგავ და ზუსტად იქ ვბრუნდები,
თხუთმეტიოდე წლის წინანდელ ზამთარში..
თითქოს აღარცერთი წელი არ ყოფილა გასული და,
ისევ გულში ვლოცულობდი,მის კალთაში ჩამჯდარი,
ისე მოეთოვა,
სკოლა დაკეტილიყო.
-აბა,მომიყევი,აქ რამ მოგიყვანა ასე უთქმელად და, რატომ გაქვს მთელი საღამოა ისეთი სახე, თითქოს გული უნდა დამწყვიტო..-აღმზრდელს არც კი გამორჩენია ჩემი ორჭოფი მთელი დღის.
მეღიმება მის გულთმისნობაზე და
ვსწორდები.
ძლივს ვარ მოკალათებული პატარა სკამზე.
არც მინდა დიდზე გადაჯდომა.
აქ, ცეცხლის ყურება სულ მირჩევნია დარჩენილ სიცოცხლეს.
-ქალაქში უნდა წამომყვე ინა.-ტყვია გავისროლე და მართლა იქ მოვატყი,სადაც ყველაზე მეტად ეტკინებოდა ბებიას..
გამიშრა ქალი თვალწინ, მაგრამ, მაინც დამიდგა მედგრად.
ძაძაზე მოსმული ფქვილიანი ხელები ჩამოიფერთხა და მკაცრად გამომხედა.
არ მიპასუხა.
ვიცოდი, ასე მარტივად არც დამთანხმდებოდა და არც ისე მეტყოდა რამეს, მე რომ მტკენოდა..
ყოველ წელს მიტანდა თითოდ,
ყოველ ზამთარს ჩამოსულს,
მომავალ წელს ნენაო და,
ეს რომ გადაჭრით ვუთხარი, ის ეწყინა, თორემ,
აქამდე დასმულ კითხვაზე სულ ჰქონდა ხმალივით მომარჯვებული მტკიცე უარი.
თავი ჩავქინდრე.
ცეცხლი მიმქრალიყო და, სანამ მე შემდებდა შიგნით გამოსაწვავად,
მანამ გავედი შეშისთვის.
გული გამიტყდა, იქ მხოლოდ რამოდენიმე დღისთვის საკმარი ნაპობი რომ დამხვდა..
მე რომ გადამედო ოთხი დღის ჩამოსვლა,უნდა შეცივნოდა?!
ხომ მეტკინა,
მაგრამ, მაინც არ დავუჩეხე მეტი..
ხელებში კარგად მოვიგროვე და ბაბუაჩემისეული ვალინკით გაკვალულ გზას გამოვყევი შინისკენ.
გვიანი იყო,
მაგრამ,თოვლი ისე ანათებდა შარას,
შუადღეს ჰგავდა.
აბრწყინებულ ფიფქებს შორი გზიდან ჩქარი ნაბიჯით რომ მოიკვლევდა თვალებამდე შეფუთული გოგონა, ეს მერე აღვიქვი ჩვენს ჭიშკარს რომ გაუტოლდა და,
უსალმოდ ჩამიარა.
მიიჩქაროდა და თან ისე გულმოდგინედ,
არც შეუმჩნევია ყელიდან ჩამოცურებული შარფი.
დავუპირე დაძახება,მაგრამ,
ფეხდაფეხ შემასწრო მოპირდაპირე სახლში.
დავყარე თუარა ფეჩთან შეშა,
შარფს მივუტრიალდი და, სახლში შემოვიტანე გასაშროვას.
-ჩვენს წინ ახალი მეზობელია ინაჩკა?!-ინტერესით გავხედე და თხელი ბროწეულებიანი ყელსახვევი სკამის საზურგეზე გადავკიდე გასაშრობად.
არ მიყურებდა.
ცომს დასდგომოდა და მუჭებში იქცევდა პატარა გუნდას.
გვერდით ამოვუდექი.
სამზარეულოს ზედაპირს ჩამოვეყრდენი და ცომი თითით მოვწყვიტე, როგორც ბავშვობაში.
-მაგისთვის ძალიან დიდი ხომარხარ ონისე?!-წარბაწევით კი შემომხედა, მაგრამ, თვალებდი ჩაღვრილ სითბოს მაინც ვერაფერი უქნა.
-შენთვისაც დავბერდი ბებო ონისეს რომ მეძახი?!-მის გულთან ყველაზე ახლო გზით წავედი და,
თავი მოვისაწ.....
შეეცვალა ნენას სახე..
მოულბა ის მოკუმული ტუჩები..
ხაჭაპურს თავი წააწყვიტა და ხელის გულით კარგად გაიყვანა.
-რამინდა ბებია მე ქალაქში?!-არ გამოუხედავს ისე მკითხა..
ასე შემოუხედავად დადო თუჯის ტაფაზე და შედო ფეჩის ღუმელში.
იმ სამფეხზე ჩამოჯდა, მე რომ ვეღარ დავეტიე და,
გულზე მიიდო გაფქვილული ხელი.
-ბაბუაშენმა არ შემაჩვენოს იქანა, რომ დავტოვებ მის საფლავს მოუვლელს და ბალახს მოუთხრელს.-მის მწარე დარდს მიმხელს და პირველად მიყურებს..
მე ხომ ვიცი რა აწვებოდა მის გულს,
მაგრამ,
მისგან წარმოთქმული მაინც უფრო ბასრი იყო.
-ბაბუაჩემი ინა შეიძლება სიხარულით წამოდგეს,იქ მაინც რომ დააყენებდე მშვიდად.-ვცდილობ ხასიათზე მოვიყვანო და გამომდის.
ეღიმება და მერე ეცინება ჩემს გამზრდელს.
აღარ მივუბრუნდით ის საღამო ამ წასვლას.
ხაჭაპური ისეთი იყო,
მთელ ბავშვობას რომ იტევდა და ამ ნოსტალგიებმა უფრო გაგვიტაცა.
რაც მთელი ყმაწვილობა არ მღირსებია,
ამდენი წლის შემდეგ ავიხდინე ის ღამე..
ფეჩის თბილ, გაღუღუნებულ ოთახში დამაწვინა ბებიამ და შალის საბანი გამომიღო ხის კარადიდან.
სამოთხეს ჰგავდა ეს სიმყუდროვე და,
სითბო,
ძვლებშიც რომ შემომიძვრა და,
ერთიანად გამათბო..
ცალკე ოთახში,
შეღებულ კარებში ეძინა ბებიაჩემს და,
ისევ პუტპუტი მესმოდა მისი.
-ახლა რაღას ულოცავ ინა,შუაღამეა.-გამეცინა და გავძახე.
-ლოცვამ არიცის დღის და ღამის საათი ონისე და ნუ შეცოდავ გამჩენს. -მკაცრად გამომძახა საპასუხოდ და მორჩა ლაპარაკს.
ისევ გამიყოლა ფიქრებმა და
გონება მაინც იმ შარფისენ გამექცა,
ინამ ისე რომ მიმალა,ვითომ მე არ შემემჩნია და, გულში ჩაიდო.
-ვინაა ბებია ის გოგო, ჩვენს წინ რომ ცხოვრობს არ მეტყვი?!-ვცადე მაინც.
თვალებიუკვე დახუჭული მქონდა და მისდაუნებურად მეღიმებოდა.
-არაა მაგი შენი საქმე!-ისევ გამომძახა მოჩვენებითი სიბრაზით.
-გაფიცებ ილარიონს თუარ მითხრა-წამოვჯექი ლოგინზე გახალისებულმა და ისე გავხედე შეღებულ კარში ვითომ დავინახავდი.
-ნუნუს დისწულია და დაწექი დაიძინე.
-რა ქვია ნუნუს დისწულს ნენა?!
-არავარ მე შენი ნენა და დაწექითქო,მითქვამს.-ფეხები თუარ დააბაკუნა,
ისე გადმოიფარა საბანი,
აგერ მეტკინა გვერდები მის მაგივრად.
-შენ განზარდე ინა და, აბა დედა სხვას რას ქვია?!-მაინც გადამიყვანა სულ სხვა ფიქრებზე..
აღარ მიპასუხა არაფერი.
მე მთელი საათი იმ “ნენა” ზე ვფიქრობდი,დედა რომ უნდა ყოფილიყო და , ბებია იყო დაბადებისდან..
უჯვე მეძინებოდა,
მისმა ხმამ რომ შემაფხიზლა და,
გამაღიმა.
-ნანი ქვია ნენა იმ გოგოს და არ აწყენიო, ბებია მოგიკვდება იცოდე..
-მე რატომ უნდა ვაწყენინო ინა, არც დამინახავს და არც ვიცნობ..-გამიკვირდა.
-მე გამიფრთხილებიხარ და დანარჩენი შენს კაცობაზე იყოს,იცოდე!-მაინც მისას მიყვება და თან იმდენად სერიოზულად,ვგრძნობ,მთელი გულით რომ მეუბნება ამ ყველაფერს.
-რა გესიზმრა ნენა ამნაირი,რომ გადაგიყვანა ჭკუიდან?!-გამეცინა, მაგრამ, აღარც ისე ომახიანად.
-სიზმრები შენკენ მოიკითხე!-გამომაჯავრა.
-არიქ,ილარიონი არ დაგესიზმროს ინა, მართლა არ გადამიყვანო ჭკუიდან!-უკვე ცუდად ვხდებოდი სიცილისგან ,
ჩემი ბებია რომ ამყვა ოხუნჯობაში.
-ჯვარი მწერია ბებია,რომ დამესიზმროს, სიტყვის გამცემი არ ვარ, ისე გაბრაზებულა,სულ ნუ მოუხედია სააქაოს.-გულიანად მიცინის და მერე ორივე ვჩუმდებით..
მე მთელი ღამე ის ბროწეულებიანი შარფი მესიზმრებოდა და,
ინას ალბათ ილარიონი..
დილით რომ გავიღვიძე,
კიდევ უფრო გადათოვლილი დამხვდა გარემო და თან იმდენად,
რომ აღარაფერი ჩანდა ირგვლივ..
აღარც ღობე და,
აღარც ღობის იქა მეზობელი.
-გადამითოვლე ნენა ეს სახურავი თორემ ჩამოგვივა კრამიტი სახლში.
-შემომჩივლა ინამ დილიდან.
არც მისი თქმა იყო საჭირო,
გამიფიცხა თუარა გუშინდელი ხაჭაპური,
გავეხვიე შალებში და ავედი ბაბუაჩემის ხელით დაგებულ სახურავზე.
შუადღემ თავგანწირულ
თოვაში ისე მოატანა,
ვერც მივხვდი.
სახლთან ერთად ნენას გარე სამზარეულო და ბაგაც დავუთოვლე.
ამოისუნთქა ინამ.
ცამდე ბედნიერმა შემიღო სახლის კარი და გათოშილ ხელებზე მისივე ნაქსოვი კაშნე შემომახვია..
მთელი საათი ვეფიცხებოდი აგოზგიზებულ ფეჩს.
გავლღვი და ის სადილიც მეამა,
მის ხელებს რომ დაემზადებინა.
-ბებია!-შუა ჭამაში გამომხედა ინამ მოჭუტული თვალით და თან ღიმილი ჩამალა ხელებში.
გამეცინა.
ამ მზერას ვინ მასწავლიდა.
თეფშიდან ავიღე თავი და გავხედე.
თავი გავუქნიე ინტერესით.
-ნუნუს რომ არავინ არ ჰყავს დამთოვლავი,ხომ იცი შენც.-მომესაწყლა თითქოს ისედაც არ მეფიქროს მაგაზე.
რად მინდოდა თქმა,მაგრამ,
მისი გაჯავრება სულ პატარაობიდანვე იყო მთავარი გასართობი იშუქობასა და უდენობაში.
-აბა ის ნანი ვინაა ნენა?! ისე გარბოდა გუშინ ღამეს, ეგ სახურავსაც გადათოვლავს და კაცსაც მოკლავს,თუ მოუნდა.-გავაზვიადე რაც შემეძლო, მაგრამ აღარ გასცინებია ინას.
უფრო დადარდიანდა და თან გაუმკაცრდა სახე.
-კაცს კიარა,ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს ნანი, ონისე! -საკუთარივით დაიცვა უცხო ბებიაჩემმა.
ისე წამომეფოფრა,
ხელები დანებების ნიშნად ავწიე და, ასე დაუმთავრებელი სადილი თუ ვახშამით დავტოვე სახლში მარტო.
ვერ გავაგონე მეზობელს,
იმდენი ვეძახე ჯერ კარიდან და შემდეგ შუა ეზოდან,
ხმა დამეღალა და
მომბეზრდა ესეც.
ხის კარზე პირდაპირ დავუკაკუნე და რომ ვერ გავაგონე,
ბევტი ფიქრის შემდეგ შევაღე ფრთხილად კარი..
-ნუნუ ბებია..-დავიძახე ჯერ..
თვალები დახრილი მქონდა და არ შემიხედავს ოთახში..
ნაკლები ამაგი არც მას ჰქონდა ჩემზე,
მაგრამ, ვერც დაუკითხავად შევიდოდი,
ისევ რომ არ გაიღეს ხმა,
უკვე სხვა ფიქრებისკენ გამექცა გონება და
სწრაფად შევაღე კარი.
ოთახი არ იყო ცარიელი.
ცარიელი კიარა,
ისეთი სავსე იყო,
ადგილიდან ვერ დავძარი ფეხი.
კარებში გავიხიდე.
შეშინებული გოგონა კედელზე აკრულიყო და მზისფერი სახე შიშისგან გაფითრებოდა.
-მაპატიე რა თუ შეგაშინე,გეძახდით და რომ ვერ გაგაგონეთ,მიტომ შემოვედი.
მე ონისე ვარ, ინას შვილიშვილი.-ერთმანეთს მივაყარე ყველა სიტყვა მაგრამ,
კიარ დამშვიდდა, უფრო აღელდა.
უფრო შეშინდა და უფრო დაფრთხა.
უკან დავიხიე.
ხელები ისედაც აწეული მქონდა დანებებული მეომარივით.
მას კი ისევ შიში ედგა ნაკვთებზე.
ფეხებთან წიგნი ეგდო და ფეჩთან დადებული სკამი წაქცეულიყო.
კითხვაში გართულს რამდენად შეეშინდა უცებ შეღებული კარის,
მივხვდი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
-მაპატიე რა. -გულწრფელად ვინანე და მივხვდი,იგრძნო ეს..
სახეზე ფერი მოუვიდა, მაგრამ,
ხმა არც მერე გაუღია..
ისეთი დაძაბული ჰაერი იდგა ოთახში,
მეგონა ხელი რომ გამეწვდინა, შევეხებოდი.
მხოლოდ მას ვუყურებდი,
სწორი-სწორ თვალებში და
ალბათ, საუკუნედ დავრჩებოდი ასე,
ნუნუ რომ არ მომდგომოდა კარსუკან.
-ონისე, ბებია!-ისეთი ომახით შემომძახა,
უცებ გამოვერკვიე უჩვეულო იდუმალებისგან და მისკენ შევტრიალდი.
გაყინული ლოყები დავუკოცნე და უცებ გავარკვიე სიტუაციაში.
-არ მინდოდა რა ნუნუკა მისი შეშინება,ისე გამოვიდა , თორე ხომ იცი არა?!-რას მივედ მივედე,მეც ვერ გავიგე ,მაგრამ,ნუნუ კარგად მიმიხვდა და ოთახიდან ისე გამიძღოლა წინ,
მის დისწულს აღარ შემახედა..
ასეთივე თითქოს არაფერით კიბე მომიძია და,
ჩემთან ერთად შემოიღამა ისე ამ მყინვარებაში,
არც სახლში შესულა თვითონ და
არც სახლიდან გამოსულა ვინმე.
-როდემდე ხარ ბებია აქეთ?-ქვემოდან ამომძახა ბებიის ტოლმა.
-ინა უნდა წავიყვანო ნუნუკა..
როგორც კი დავითანხმებ,იმწამსვე მივდვარ, ქალაქშიც საქმე მელოდება და ვერ გავაფუჭებ..
დაელაპარაკე შენც რა .-შევთხოვე..
ვთოვლავდი,მაგრამ გონება მაინც იქ მიდიოდა..
ფეჩით გამთბარ ოთახსა და მზისფერ სახეზე გაყინულ შიშთან..
-არ დამტოვებს ეგ მე აქ მარტოს ონისე.-ამომცინა ლოყებ აღაჟღაჟებულმა.
გამეცინა.
-მერე და წამოდი შენც, რაღა დაგრჩენიათ ამ სოფელში,
ხომ უყურებ, გაიკრიფა ყველა.
ხუთამდე კომლი დარჩა და ისინიც წამოვლენ დღედღეზე..-ხომ ვიცოდი გულს ვტკენდი,მაგრამ,აღარც მათი სიჯიუტე მიღირდა მათ ჯანმრთელობად..
-მე ვერ წამოვალ ბებია და ინა მართლა წაიყვანე..-თავი უცნაური გრძნიბით ჩაქინდრა და,
თავი საბოლოოდ მივანებე მეც სახურავს..
ჩამოვედი და იმ გადახვეტილი პარმაღის კიბეზე ჩამოვჯექი,
ნუნუ რომ დამდგარიყო და ათოვდა გამეტებით..
-შენ რატომ ვერ წამოგვყვები ბებია?!-საკუთარივით დავუძახე მასაც..
ინა რომ არიყო ხოლმე შინ,
ნუნუ იყო ის, საჭმელს რომ მაჭმევდა ხოლმე და,
თამაშისგან სველ მაისურზე ქოქოლას მაყრიდა.
-და მომიკვდა ონო ამ წლის ზაფხულს..
ერთადერთი გოგო სარეცელთან მომაბარა და..-გული აუჩვილდა და ვეღარ დაასრულა..
აღარც მე ჩავაცივდი..
ოთახში ჩემი ნივთებისთვის რომ შევედი,
მზისა იქ აღარ დამხვდა..
აღარც წიგნი დააღარც სითბო აღარ იყო..
გულდამძიმებული დავბრუნდი ჩემთან..
ინა ფეჩთან ჩამჯდარიყო და ისევ ილოცებოდა,გაურკვევლად.
-რაქენი ბებია, ნახე ნუნუკა?!
მე რომ აღარ დავილაპარაკე და ტელეფონიდან აღარ ამოვყავი თავი, მომიცუცქდა ნენა ფეჩთან..
კალთაში ქოჩრიანი ქათამი დაეჭირა და აჭმევდა ძალით.
-დაანებე მაგ ქათამს ინა თავი,არუნდა ჭამა, ხოუყურებ?!-გამეცინა მის სიჯიუტეზე.
-მასე მეც არ მინდა წასვლა,მაგრამ, მანებებ თავს?!-მომიბრუნა მსხარტად.
-მე რომ ვიცოდე აქ გყავს ვინმე, “მიშველეზე”-რომ გაგაგონოს,დაგტოვებდი.-დაღლილი ვიყავი და მიტო გამომივიდა ასე უხეშად.
-ნანი აგერ მყავს და წამში გაჩნდება!-მიანება ქათამს თავი და შემოირტყა დოინჯი.
-ნანი თუ კითხულობს ინა, შენსას კიარა, ილარიონისას ვერ გაიგებს ზეციდან რო დაეშვას ზარზეიმით, ისეთი მოწყვეტილია.-მე კი გამეცინა გულიანად,მაგრამ,ბებიას რომ დაეკარგა სახეზე ფერი,
არ მენიშნა კარგად..
აღარ უთქვამს აღარაფერი.
ეგ კიარა,ისე დავწექით ჩვენ ჩვენ ლოგინში,
არც კი შემოუხედავს და,
კარგად რომ ჩამოწვა ოთახებში ძილის ფარდები,
მერე გავძახე ..
-ნენა.
არ მიპასუხა..
მეორეზე მისი გადმოტრიალება გავიგონე და ჩუმი კითხვა.
რა გინდაო..
-რა სჭირს ნანის?-პირდაპირ ვკითხე..
ეს იყო,
თორემ რატომ გაუტყდებოდა გული ინას წეღანდელზე..
-რა უნდა ჭირდეს ონისე?!-გამიბრაზდა მაინც..
-ანგელოზივითაა, ვერ უყურებ?!
-მაგას ინა წყალი არ გაუვა..
მე სხვა რამეს გეკითხები..
-არ მოვეშვი, ვერ დავიძინებდი, გულის ჭია რომ არ დამემშვიდებინა.
-გითხარი მე შენ, არ აწყენინო თორემ გაგიყენებ ილარიონის გზასთქვა!-წამომიხტა ლამის ლოგინიდან, ისე გამომყვირა გამზრდელმა.
-შეეშვი შენ ბაბუაჩემს და დამაყენე ამ სამყაროშიც მე! რა დაგიშავე ადამიანო კითხვაზე რომ არ მცემ დალაგებულ
პასუხს?!-გულში კი მეცინებოდა, მაგრამ, მაინც დავიბოხე ხმა დრამატულობისთვის.
წამოეგო ჩემი ბებო.
ხმა სულ აღარ ჰქონდა ისევ ისეთი მკაცრი.
გულწრფელი იყო,მაგრამ,
მაინც არ იყო მის პასუხში რამე გასაგები.
-არაფერი არ სჭირს,რაც უნდა იცოდე და, არც რამეაქვს დასამალი ნანის საჭიროებებს..
დიდხანს გამყვა ფიქრი.
დიდხანს კიარა,
რომ გამოთენდა,
თან დავამატე ცეცხლში შეშა და თან ავდექი.
აღარ ჰქონდა ზრი ლოგინში წრიალს..
ვერ დავიძინე..
ინასაც რომ არ ეძინა იქით ოთახში,
ამასაც ვხვდებოდი,
მოუსვენრად რომ წრიალებდა და არ აჩერებდა მუდამ მლოცველ პირს.
-ნენა..-დილის შვიდზე შევედი მშვიდი ნაბიჯით მის ოთახში და ჩემკენ გადმოტრიალებულს,
დახუჭულ თვალებს დაჟინებით დაველოდე, სანამ გაახელდა.
-მომეცი ისბროწეულებიანი შარფი,თუ გიყვარვარ..-სულ სხვა რამის თქმა მინდოდა
და მეც გამიკვირდა, ეს რომ წამომცდა..
მხოლოდ ერთი წამით გამომხედა და ბალიშის ქვეშიდან კოხტად დაკეცილი აბრეშუმის ყელსახვევი გამომაწოდა..
მხოლოდ შემდეგ დამშვიდდა გული და,
იქამდე მეძინა,
სანამ ინას ქოქოლამ ჩემთან ერთად ოთახში ყველა სულიერი,ობობით დაწყებული-ფეხზე არ დააყენა.
-აშენდა ქვეყანა ონისე!-თავზე მადგა დოინჯშემორტყმული და საქმიანად წაეკრა თავი.
-ბაბუაჩემი მისი სიკვდილით მოკვდა ინა თუ თავი მოიკლა,თუ იცი?!-ავხედე მოჭუტული თვალით.
შემიკრა წარბები.
-წნევამ დაარტყა, რატო მეკითხები?!
-წნევამ კიარა, შენ დაარტყამდითუ ასე აღვიძებდი ყოველ დილას. -წამოვდექი გაჭირვებით გაგრილებულ ოთახში.
-დილა მაშინ იყო რო დაიძინე, ახლა შუადღეა და მოაწია უკვე საღამომ.-წამიყრუა წეღანდელი სიეშმაკე.
ოთახი ორ წამში გამოხვეტა და შეღებული კარი გამოკეტა.
გარეთ ისევ თოვდა და ისევ აღარ სჩანდა არც გზა და, არც გზის გადაღმა ნუნუს კარი.
მაჯაზე დახვეული შარფი კურტკაში შევმალე კოხტად და ინას ჩამოწერილ სიას გადავხედე ცალი მოჭუტული თვალით.
-სანთლები წამოიღე ბლომად და ნავთი!
დენს გაგვითიშავენ დღეს ან ხვალ, თუ ასე გააგრძელა თოვამ ნენა.-გამომძახა კარში გასულს , ეზოს რომ მივიკვლევდი.
გამოფხიზლებაც არ მქონდა დამთავრებული,
ყავის ფინჯანი რომ წამართვა და ფურცელი დამაკავებია, კალმიანად.
სანამ გზა ჩაუხერგავს თოვლს,
რაიონიდან ამომიტანე სანოვაგეო.
-რომ გავასწროთ ბებია მაგ ყველაფერს და ქალაქში კოხტად დავჯდეთ შუქში, სითბოში და ნათელში არ შეიძლება?!
კი ვკითხე იმედით,
მაგრამ,
იმ ჭიშკრამდე აღარ გამყვა,
საიდანაც ძლივს გამოჩნდა ნაცნობი მეზობლის პარმაღი.
გულმა არ მომითმინა რაღაცნაირად.
ისე შევედი ეზოში,
აღარ დავიძახე,ვერ გაიგებდნენ.
თოვლის გუგუნი იმწამს უფრო
მეტი იყო ვიდრე ჩემი ხმა და აზრიც არ ჰქონდა..
მხოლოდ კარზე დავაკაკუნე ფრთხილად.
წამებში გამომეგება ლოყაწითელა ნუნუ.
-რაიონში ჩავდივარ ნუნუკა,ინამ მთელი ზამთრის სარჩო-საბადო ჩამომიწერა და შენც ხომარ გჭირდება რამე?! წამოგიღებდი.-კი ვეუბნები,მაგრამ,თვალებით მაინც ოთახს ვუტრიალებ და ფეჩის წინ ვეძებ იმ
სხეულს,წიგნით რომ დამხვდა წინა დღით.
-მჭირვებით რავა არ მჭირდება ბებია, მაგრამ, ასე რაფერ დაგაბარო, ხო მომეჭრა თავი?!-ისე შეიცხადა, გამეცინა და გულით ჩავეხუტე.
-გამომაყოლე მერე ნუნუ შენი გოგო, მანქანით უნდა ჩავიდე მაინც,მოგიყვან მშრალს.-თვალს ვუკრავ და ისევ მოუსვენრობა მიბყრობს ოთახში რომ არ ჩანს.
ყოყმანს ვატყობ ნუნუკას და ცოტა ხასიათი მიხდება.
გული რატომღაც ძალიან მწყდება და თვალს ვარიდებ ნუნუს.
ოთახში მეპატიჟება,მაგრამ, ვუარობ და ამ წყენის ჩახშობას ისევ თოვლის გადახვეტვით ვიწყებბ..
გამოკეტილი კარიდან ხმა რომ არ მესმის, მე ჩემებურად მივიღე და,
გამოვყევი ისევ ჩემსაავე ნაფეხურებს..
მკლავზე იმ შარფმა ძალიან მომიჭირა და ისე გამიხურა კანი,
წავიძრობდი,
სახლიდან რომ არ გამოეძახა ნუნუკას და შევეჩერებინე.
-სანთელი გამომიყოლე კიდევ ონო ბებია და ნავთი, დაწერა დამავიწყდა სიაში!-იმედით შემომხედა და გზა მზისფერ გოგოს დაუთმო..
ანათებდა მიტანებულ საღამოს ნანი.
თვალებამდე შეფუთულიყო და მართლა მხოლოდ ორი მრგვალი სიფერადე უჩანდა..
რომ გამისწორდა და თავი დამიკრა,
ჩემთან მიწა იძრა.
გამისწრო და დამტოვა მე გაჩერებული.
ჩამეცინა საკუთარ თავზე და იმ დავლილ უცნაურ განცდაზე, სხეულში სიცივესთან ერთად რომ დატრიალდა..
-ვაი საცოდავო ონისე!-დამიყვავა წარმოდგენაში ბებიაჩემმა და დამიბრუნა ძალა ფეხებში ავდევნებოდი წინ წასულს.
ისე გარბოდა,
როგორც პირველად,
მაგრამ,
მეორედის ნაირად აღარ იყო შეშინებული.
შორიახლოს გაჩერდა მანქანასთან..
ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ბალაკლავიდან მხოლოდ წყვილი თვალი შემომანათა.
კარი მთელი გალანტურობით გავუღე და ეს ჟესტი მთელი სინაზით რომ შეიშნო და დაჯდა წინა სავარძელზე,
ისე მომინდა გამეცინა, თავს მთელი ძალა დავატანე,გავჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე.
თოვდა და თან ისეთი თავგამეტებით,
არ მაცლიდა დენი სოფლიდან გასვლას, უკვე წასული იქნებოდა..
გათბობა ჩავრთე და ნელი სვლით დავიძარით.
კი ჰქონდა თითქოს გაკვალული საბურავებს გზა,
მაგრამ,
მაინც უჭირდა მაღალ თოვლში საფარზე მოჭიდება და მთელი კონცეტრაცია წინ მქონდა გადატანილი.
რომ გავვაკდით და უჩუმრად გამოვხედე,
ერთ წამში დავინახე და ჩავიბეჭდე მთელი ის სილამაზე,
რასაც ქუდი და შეშინებული სახე მალავდა..
სულ სხვა იყო მისი ყველა ნაკვთი მშვიდი და,
თვალები წყნარი..
მინდოდა რამე მეთქვა,
თუნდაც უადგილოდ მეხუმრა ანდაც,
ბოდიშები მიმეხადა დაღლამდე,მაგრამ,
აღარ მქონდა ლაპარაკის სურვილი..
დრო და დრო გავხედავდი მხოლოდ,მაგრამ,არც ერთხელ გამოუხედავს მას..
ისე მოვატარე მაღაზიები და ისე დავტვირთე მანქანა,
არც კი ერთი სიტყვა უთქვამს და ჩაჯდომამდე ისევ შორიახლოს რომ
დამიდგა კართან,
უკვე მოურიდებლად გამეცინა.
იმაზე კიარა, რომ ელოდა კარის გახსნას,
ამას ისედაც ვაპირებდი..
თვითონ სიტუაცია იყო იმდენად კომიკური,
თავი ვეღარ შევიკავე.
ჩემს გულწრფელ სიცილს მისი ჩუმი ჩაცინებაც რომ მოჰყვა,თითქოს დიდი ყინული მოსწყდა აისბერგს და ის საღერღელს აეშალა ჩამკეტი,ამწამამდე რომ არ მანებებდა რამის თქმას..
წყნარი მუსიკა მოგვდევდა ფონად.
ნიაზის მშვიდ ჰანგებზე ფრანგულად მეღიღინებოდა.
ნანის თბილი ღიმილი სახეზე ისევ ალამაზებდა გარემოს და გრძელ,ბროლივით თეთრ თითებს მანქანის დინამიკზე ათამაშებდა.
დროდადრო ხელის გულს მიადებდა ხოლმე და,
თითქოს ინაბებოდა რიტმის დასაჭერად.
მეუცნაურა,მაგრამ,აღარ გავყევი ფიქრებს.
ისე ამშლოდა საღერღელი,
ყველა შესაძლო სასაუბროს ვეძებდი,
მაგრამ,
საკმარისი იყო გამეხედა,
აღარ მიღირდა მერე ამ გარემოს დარღვევა..
არც იმ ფიქრებს მივყვებოდი დიდად,
მეორედ თუ,მესამედ ნახულს ასე რომ აჰყავდა სული და გული აღტაცებაში.
სოფლის კარს ვუახლოვდებოდით,
გადასახვევთან რომ მიილია მანქანებისგან გათელილი თოვლი და,
ისევ თეთრ საბურველში გავეხვიეთ.
აღარ ანათებდა არცერთი ლამპიონი და,
მანქანის მაშუქებითღა ვიკვლევდით გაუვალ თოვლს.
არ მომყვებოდა საჭე ისე, მშვიდად რომგანმეგრძო გზა.
ეს მოუსვენრობა ქცევებშიც დამეტყო და გადავაყენე საერთოდ.
-ჯაჭვებს დავამაგრებ , თორემ ისე ვერ განვაგრძნობთ სვლას,კარგი?-სანამ გადავიდოდი გავხედე,მაგრამ,მომეჩვენა , თითქოს სულ ვერ გაიგო ჩემი..
თვალები გაურკვევლად ამიფახულა და, მხოლოდ თავი დამიკრა.
ფეხდაფეხ მომყვა.
საბარგულს რომ მივადექი, მხოლოდ შემდეგ გაუნათდა სახე.
ოცამდე წუთი მოვუნდი მის აღჭურვას.
პროცესში ისე დამცხა,კურტკა გავიძვრე და შორიახლოს დამდგარ ნანის გავუწოდე.
გამიღიმა და ჩამომართვა.
მკლავებზე გადაიკეცა და უფრო თბილად გაეხვა მასში.
ისევ მხოლოდ ჭრელი სფეროები უჩანდა და მასშიც იმდენი რამ იკითხებოდა..
მანქანის შუქზე დამდგარი კაფანდარა გოგო თვალს რომ არ მაცილებდა , ამას მერე მივხვდი,
სალონში რომ ჩავჯექით და მზერა ისევ აწითლებულ ხელებზე გადაიტანა.
თითები გათოშილი მქონდა და ვერ ვამოძრავებდი ჯერ.
გათბობასთან დამეწყო და ველოდებოდი როდის გამილღვებოდა.
-ორი წუთიც და..-გამეცინა,
მისი თვალებიც ციმციმებდა უცნაურად და თან არ აშორებდა მზერას ხელებს.
მოულოდნელად , ისე,რომ საერთოდ არ ვიყავი მზად მისი შეხებისთვის,
მაჯაზე დამაგრებული მისივე ტიტებიანი შარფი შემომხსნა,
ხელები მისკენ წამაღებინა და
კალთაში ჩაიდო.
დავყევი მის ყველა მოქმედებას.
ამის დასტური არც გაუფიქრია გონებას,იმდენად გამეთიშა უცებ ყველა საღი აზრი და მხოლოდ მის თბილ თითებს ავედევნე მზერა-მზერით.
ყელსახვევი ფრთხილად გაშალა ,
ანთებული,ბრჭყვიალა თვალებით თითქოს მოეალერსა კიდეც, ასე მეჩვენა.
გადაკეცა და ხელებზე შემომახვია..
გარედან მისი ბროლის თითები შემოაჭდო ჯაჭვივით და,
ამომხედა.
უღიმოდა სახე და,
ტუჩებს მაღლა-ჭრელი თვალები.
მთლიანად გავლღვი და სხეულში შემოჭრილ ტალღებად მოსულ სითბოს გული ვერ დავხდა ისეთი სიმტკიცით, რომ მინდოდა და მჯეროდა.
სადღაც ინა ისე დამცინოდა ამ ჩემს ცეროდენა ბიჭისნაირ აღტკინებაზე,
ალბათ ტაშსაც შემოჰკრავდა.
ჩამეღიმა,
არ გამორჩენია ნანისაც..
თვალებიდან მთელი სამყარო ხელისგულზე ეშლებოდა და,
იმას ყვებოდა,რასაც არ ამბობდა..
გავთბი.
ალბათ წუთიც არ დაჭირდა კანს მისი კანიდან წამოსული მხურვალების შესაწოვად..
სხეულს რომ მოძრაობის უნარი დაუბრუნდა,
სითბოს გამტარი შარფი ისევ მაჯაზე დავიმაგრე და ისევ იმ მდუმარებაში გავაგრძელეთ სვლა,
როგორც აქამდე..
მანქანაში ისევ ტრიალებდა გიტარის მშვიდი ნოტები.
ნანის ისევ დინამიკისთვის დაეწყო ხელები და თვალები დაეხუჭა..
რომ გავაჩერე ,უკვე აღარ მიღირდა გადასვლა..
სოფლიდან-რაიონამდე და უკუსვლის,
სრულიად საკმარისი გამოდგა,
დანატებითი წყთებისთვის მევრძოლა..
ფრთხილად გადავზიდეთ საბარგულიდან რამოდენიმე პარკი და ტოლად გაყოფილი სანთელი და ნავთი..
კარებიდან მომლოდინე ნუნუ ფეხდაფეხ გამოგვეგება შემოღამებულში და მადლიბებით დამიხუნძლა ისედაც დამხიმებული მხრები.
ჩუმი ლოცვით შეიტანა სახლში და სითბოს დასაკავებლად გამოკეტა კარი.
თოვდა და ჩვეული თავმომწონებით.
ხელისგულზე დავიგროვე ფარფატა ფიფქები და სული შევუბერე ბამბის ქულებს.
ნანი ბებოს ნაბიჯებს მიიკვლევდა და მოზომილი ნაბიჯებით მტოვებდა შუა გზაზე..
-ნანი!-გავძახე.
ისევ დაუფიქრებლად და მოუფიქრებლად , რა მეთქვა შემდეგ..
ბუბუნებდა თოვლი და კარგავდა ჩემს ხმას,თორემ რატომ არ გამაგონებდა..
-ნანი..-უფრო ომახიანად გამომივიდა და ავედევნე უფრო სწრაფი ნაბიჯით.
ვინ იცის რა მინდოდა და რისთვის ვეძახდი..
კიდევ უფრო აგუგუნდათქო ცა, ისე გამეტებით წამოვიდა ფიფქები და გააყრუა მიდამო.
-ნანი.-უკვე ხელზე მოვეჭიდე და,
რომ შემოვატრიალე ,თვალები ისევ იმ პირვანდელი შიშით ჰქონდა სავსე.
შემენანა.
ვინანე და გავბრაზდი ჩემს თავზე..
-სულ ისე გავიხადე საქმე , ბოდიშის იქით ვეღარაფერს გეუბნები მგონი-ვუცინი და უკან ვიხევ ერთი ნაბიჯით.
სახე უმშვიდდება,მაგრამ,უცნაური განცდა არ შორდება მაინც მის ნაკვთებს.
ხელიდან ტიტებიან ყელსახვევს ვიხსნი და ვუწოდებ.
არ მართმევს.
არც იძვრის და არც ეს უცხო სათქმელი უქრება ისევ თვალებიდან.
უხერხულობისგან ვპატარავდები და ის ბიჭი ვხდები, დარცხვენილი რომ ვერ უყურებს კიკინებიან გოგოს.
ინსტიქტურად ვიკრავ ისევ მაჯაზე სახვევს.
მეღიმება და მადლიერებით ავცქერი.
მიღიმის ისიც.
ლამაზი, ფერადი თვალებით სამყაროს იტევს..
ისევ მინდება გაუთავებლად ლაპარაკი და მისი ხმის გაგება,
მაგრამ,არ ემეტებოდა ალბათ ჩემთვის.
ბოლო წამამდე მჯეროდა რატომღაც რომ დამიძახებდა შებრუნებულს,
ისე უბრალოდ შემომძახებდა,როგორც მე,
მაგრამ,
რომ შევედი სახლი და უკან მოვიხედე,
ნანი ეზოში იდგა,ათოვდა უღმერთოდ,
მაგრამ,
არ დამიძახა..
მხრებჩამოყრილი დავუჯექი საკუთარი მოგიზგიზე ცეცხლის პირს,სახლში შესული.
ინა დაქოთქოთებდა,
ყველა კუთხეს ავსებდა მისი სიტყვებით და მე გონება მაინც მოპირდაპირე სახლის პარმაღისკენ გამირბოდა,
სადაც არ მელაპარაკებოდნენ..
ჩამობნელებულ სახლში ნენამ იმ სანთელი დამინთო,რომ მოვუტანე და იმ ფეჩში გამომიცხო ჭადები,სადაც შეშა აღარ დავუპე,იქნებ წავიყვანო აქედანთქო და უკვე აღარც მე მინდოდა წასვლა..
-რამ დაგადუმა ბებია ასე, ხმა რომ აღარ გამეცი?!-ვეღარ დაითმინა მოხუცმა და მომიჯდა გვერდით.
მისი ხელებით ამოყვანილი დილანდელი ყველი და ჭადის ოხშივარავარდნილი ნატეხი გამომიწოდა და გამომხედა გვერდულად.
მეამა.
გულთან მოვიდა ყველა ლუკმა მისი ნამზადის.
ხელები დავუკოცნე ნაშრომი და დასაძინებლად ისე გავუშვი, მაინც ვერ ვკითხე ის,რაც ეჭვად დამდიოდა სახლში შემოსვლისთანავე გულში და, ვერ გადმოვთქვამდი.
ფეჩის ოთახში,
თბილ ოთხ კედელში,
ჭერისკენ აბყრობილი თვალებით იქამდე ვარჩევდი მოციალე ალში უცხო სახეებს,
სანამ ბოლომდე არ ვირწმუნე ჩემში ის დასკვნები..
შუა ღამე იყო ალბათ მოტანებული,
ინა რომ გადმოტრიალდა,გავიგონე და,
გამომძახა შეღებული კარიდან.
-მკითხე ნენა..-გამზრდელს სუნთქვაშიც არ ეპარებოდა ,ფიქრშიც გავლებულიც კი წიგნივით ეკითხებოდა..
გამეღიმა..
სულში უცხო და თან ძალიან ძვირფასი განცდა შემომიძვრა და დაიბუდა მისი ადგილი..
-არ ესმის ხომ ნენა დედამიწაზე არავისი ნანის?!-ისე გავიტრუნე და ისე გაიწელა პასუხის მოლოდინში მთელი წამები,მეგონა საუკუნემ განვლო თვალწინ.
არვიცი რატომ ჩამწყდა გულში ერთდროულად რაღაც დიდი და თან, რატომ აღმოცენდა მის ადგილზე უფრო დიდი და უფრო მეტი სიმძიმის,მაგრამ,თან უღმერთოდ მსუბუქი რაღაც..
-არა ბები..არ ესმის არც კაცის და არც ღმერთის..-ისეთი გულდაწყვეტით ამოილაპარაკა და ისეთი დანანებით, ხელშესახები გახდა ოთახში..
გამეღიმა.
ხელზე დახვეული მოუშორებელი შარფი ამსუბუქდა მაჯაზე და ჰაერის წონა გახდა.
-ვერც ლაპარაკობს ხომ?!-ისე ვკითხე, ხმა რომ ამომეღო თორემ, მახრჩობდა უკვე ყელში ყულფად მოწოლილი უსამართლობის მძიმე ჯაჭვი.
-ვერა ბე..-კიდევ უფრო მეტი დანანება გამოუშვა საპასუხოდ ოთახიდან..
-მერე რა უჭირს ბებია,
ილარიონს თუ ესმოდა და ლაპარაკობდა , მიტო მიდიოდა რომ ვეტყოდი მარჯვნივთქო-მარცხნივ.
-მე ხომ ვიცი ჩემს გასამხნევებლად გამიხალისდა,
არადა,არც მჭირდებოდა ეს გამაგრება.
-მაგრამ,რომ შეეკითხები ბებია და, ვერ გიპასუხებს..-აღარ დაასრულა ინამ..
მცდიდა.
ვიცი რაც იგულისხმა და იმაასაც მივუხვდი, რატომ თქვა ასე,
თორემ,მისთვის რომ საერთოს მნიშვნელობა არ ჰქობდა სიტყვა-პასუხს,რათუნდოდა ამას ბევრი სჯა-ბაასი.
ინას იმის გაგონება უნდოდა, რაც მე ვთქვი , მშვიდი ძილისთვის და მისი ეჭვების გასაბათილებლად.
-თვალები გეტყვის ნენა მერე იმას,რასაც ენა ვერ და, ჭრელი სფეროები გაიგონებს ტუჩებიდან წამოსულს იმაზე უკეთ,ვიდრე ყური..-გულიდან წამოვიდა ყველა ბგერა და,
გონებამ დამიდასტურა სწორი ბილიკები.
ვიცი,როგორ ეამა მის გულს, მშვიდად რომ ჩაეძინა და,
მე დამიტოვა ის ღამე გასათენებლად..
ფანჯრიდან შემოსულ შუქზე აციალებულ თოვლის დიდ გორაკზე დამდგარიყო გამთენიისხანს ის მამალი, წინა ღამით ინა რომ აჭმევდა ძალდატანებით და მთელი ძალით აღვიძებდა გარემოს.
მისი თავგანწირვა სულ ტყუილი იყო,
ისედაც აღარ მეკარებოდა ძილი.
ცხოვრებაში ალბათ პირველად მიხაროდა დღის შემოსვლა და იმ ენერგიით მევსებოდა სხეული,
ახალ შანსს და ახალ სხივს რომ მოჰქონდა ხოლმე..
გამთბარ კედლებში ნაჩქარევად ჩავიცვი ბაბუაჩემისსოული გრძელი ვალინკები და ფარდულისკენ ავიღე გეზი.
თვალი უნებურად გამექცა კარი მეზობლისკენ და ზუსტად იმ წერტილს მივაგენი შუა ეზოდან,
საიდანაც მოჩანდა ნანის პარმაღი და
მთელი ეზო-კარი..
მტკიცე ღიმილით მივადექი შარშანდელიდან მოყოლებული ნაფოტების მცირე გროვასთან.
ერთადერთი დღის სამყოფი შეშა გადახურულში კოხტად მივაწყვე და ნაჯახით პირველი მორი გავჩეხე შუაზე..
___
აუუუუ,რაც გინდათ ის მითხარით,
მაგრამ,
ეს აღფრთოვანება, რაც ყოველი ახალი ნოველისას მაქვს ხოლმე,ყველაფერს მირჩევნია..
ეს სიყვარული,რაც პერსინაჟების მინართ მიჩნდება და ის მზრუნველობა, რაც მათ მიმართ ვლინდება..
მენატრებოდით..
საკუთარი თავი სადღაც მქონდა დაკარგული და, ეს რომ მაბრუნებს, მაშინ ვხვდები, სწორს რომ ვშვები..
მოკლედ, მესაუბრეთ ♥️♥️♥️
გელით
თქვენი: ანასტასია



№1 სტუმარი Tasos fani

აუუუუუუუუუუუ ძააააალიან კარგიაააა უკვე მიყვარსსსს. ველი შემდეგ თავს. ძლივს არ ვიხილე შენი ნაწერი? დამელია სული ლოდინშიიი

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tasos fani
აუუუუუუუუუუუ ძააააალიან კარგიაააა უკვე მიყვარსსსს. ველი შემდეგ თავს. ძლივს არ ვიხილე შენი ნაწერი? დამელია სული ლოდინშიიი

ვაიმე სახელზე როგორ გამაცინე ♥️♥️♥️♥️♥️♥️
მადლობაა ძვირფასო, მეც გამიხარდა დაბრუნება ♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

გაიხარე საყვარელო ♥️დიდი სიამოვნებით წავიკითხე????

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნანა
გაიხარე საყვარელო ♥️დიდი სიამოვნებით წავიკითხე????

მიხარია ♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ისეთი თბილია, ისეთი ადამიანური...
მეგონა ნოდარ დუმბაძეს ვკითხულობდი.
ოსტატი ხარ ტასო- ემოციების შემქმნელი ოსტატი...
მადლობა

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ხათუნა
ისეთი თბილია, ისეთი ადამიანური...
მეგონა ნოდარ დუმბაძეს ვკითხულობდი.
ოსტატი ხარ ტასო- ემოციების შემქმნელი ოსტატი...
მადლობა

მარფლაც ადამიანური მგონია მეც ♥️♥️♥️
უჰ, დუმბაძის სიოსტატემდე ალბათ საუკუნე მაკლია, მაგრამ, გუკს მაინც გაუხარდა ♥️♥️♥️♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი დიანა

სულ ვფიქრობ რააირად შეგიძლია ასეთი და ამდენი სიყვარულის გადმოცემა სიტყვებით...
გული ყელში მებჯინება ხოლმე ....
ყველას გისურვებთ მსგავსი სიყვარული გამოგეცადოთ (მეც)????

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი დიანა
სულ ვფიქრობ რააირად შეგიძლია ასეთი და ამდენი სიყვარულის გადმოცემა სიტყვებით...
გული ყელში მებჯინება ხოლმე ....
ყველას გისურვებთ მსგავსი სიყვარული გამოგეცადოთ (მეც)????

ძალიან მიხარია თუ ყველა გრძნობა ასე კარგად მოდის თქვენამდე ♥️♥️♥️ ბევრს ნიშნავს, მადლობა ♥️♥️♥️♥️

 


№9  offline წევრი ფარვანა

იმდენად სუფთა, ისეთი წრფელი იყო თითოეული აბზაცი, აღწერილი მოქმედება, რომ არც ვიცი რა უნდა ვუყო ახლა ჩემში გაბნეულ განცდებს.
როგორი ლამაზი დასაწყისი იყო კიდევ უფრო ლამაზი, ადამიანური, უზომოდ ახლობელი პერსონაჟებით…
გავთბი მართლა. იმდენად უშუალოა ცალ-ცალკე აღებული ყველა გმირი, მათი დამოკიდებულებები ერთმანეთთან რომ მათ გვერდით ყოფნის, ჩახუტების სურვილი მიჩნდებოდა კითხვის პროცესში.
ისე მაინტერესებს რა ბედი ეწევა ონოსა და ნანის შორის გაბმულ ძაფს…

გელი მოუთმენლად და მადლობა ამ სითბოს გაწილადებისთვის!! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ფარვანა
იმდენად სუფთა, ისეთი წრფელი იყო თითოეული აბზაცი, აღწერილი მოქმედება, რომ არც ვიცი რა უნდა ვუყო ახლა ჩემში გაბნეულ განცდებს.
როგორი ლამაზი დასაწყისი იყო კიდევ უფრო ლამაზი, ადამიანური, უზომოდ ახლობელი პერსონაჟებით…
გავთბი მართლა. იმდენად უშუალოა ცალ-ცალკე აღებული ყველა გმირი, მათი დამოკიდებულებები ერთმანეთთან რომ მათ გვერდით ყოფნის, ჩახუტების სურვილი მიჩნდებოდა კითხვის პროცესში.
ისე მაინტერესებს რა ბედი ეწევა ონოსა და ნანის შორის გაბმულ ძაფს…

გელი მოუთმენლად და მადლობა ამ სითბოს გაწილადებისთვის!! <3

ინას და ნუნუს მინდა ისე ჩავეხუტო და ის ლოყები დავუკოცნო, ვერ აგიღწერ : (( ♥️♥️♥️♥️
მადლობა შენ, ფარვანა, მეც გამათბო შენმა შეფასებამ და მოლოდინმა ♥️♥️♥️ მიხარია და მახარებს ყველა სიტყვა ♥️♥️♥️

 


№11  offline წევრი penguin

ანასტასია❣️მენატრებოდით შენ და შენი ისტორიები????ისეთი თბილი და ტკბილი დასაწყისია????თავი მეც მათთან წარმოვიდგინე,სოფელი,ფეჩი,შეშის ტკაცა-ტკუცი????იმდენად სასიამოვნოდ აღწერ ყველა დეტალს მინდება მეც იქ ვიყო????❣️
მადლობააა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent