შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები გეტყვის ( V თავი)


დღეს, 03:04
ავტორი tasusuna
ნანახია 87

თუ გუშინ ღამე სიზმარში მომხდარი სასწაულის გამო ვტიროდი,
დილას რომ გავიღვიძე და საწოლიდან ფეხი ვერ გადმოვდგი,
ცხარე ცრემლების ყრა ზუსტად მააშინ განვაახლე და მერე ლოყების ხოკვაზე გადავედი,
ინამ მოკუმული ტუჩები რომ მომადო შუბლზე და სიცხე გაქვსო, განმიცხადა.
სახსრების ტეხვაზე და გამოფიტვაზე დისერტაციასაც დავუცავდი გოგიას,ისე მტკიოდა ყველა ძვალი და ვკვნესოდი მეზობელი ნათელასავით,თავზე ტიტებიანი შარფწაკრული.
ბოლოს რომ ამიწია ტემპერატურამ,
ისევ ნენას ხელებმა მომარჩინა და ახლაც რომ მომიდუღა ჩაიდანში ცაცხვის და შინდის ჩაი,
უთქმელად დავლიე,
არ მიწუწუნია ურჩი ბავშვივით,
ადგომა მერჩივნა ყველფერს.
თერმომეტრმა რომ 39,4 აჩვენა,
მე ნახევარი საათის გაღვიძებული ვიყავი და,
ამის დანახვაზე,
ინამაც გაიკრა შუბლი და დაიწყო ნერვული მიმოსვლა სამზარეულოდან სამყოფელში და პირიქით.
დალოცა ღმერთმა, ოთახი ჯამში სამი რომ გვქონდა,თორემ რევმატიზმზე წუწუნი მერე გენახათ,
ზუსტად გუშინდელ ყავას ამომადენდა ბებია მერე ცხვირში,
გოგია მართალი ყოფილა და მართლა ფიტავს სახსარსო.
ავიკარი პირზე ლაგამივით ქალაქიდან გამოყოლილი პირბადე და ამაზე რაც ბებიაჩემს ბავშვობაში არ ვუცემივარ,
ახლა მომდო გვერდებში,
აქაოდა,
შეურაცხყოფას ვის აყენებ,შენი წკვინტლი ვერ ამიტანიაო?!
დამაყარა ისედაც ღონემიხდილს ქოქოლა და შევიხსენი მეც თავშალიც და პირბადეც და ვაფქვიე ბაცილები რაც შემეძლო მოგუდულად.
მართლა შეუძლოდ ვიყავი.
ამ სიცხეს თან იმაზე ჯავრი ერთვოდა,
მეზობლის კარში, მანათობელი ვარსკვლავიც ხომ არ მინელდა და ჩამიქვრა..
ამის გამორკვევის ძალა სანამ მოვიძიე მე კიდურებში,
ნენამ უკვე მესამე ჩაი დამალევინა და შალის მისი მოქსოვილი მაიკაც გადამაცვა ყელიანი სვიტრის შიგნით,
აქაოდა ფილტვებში არ შევიდეს რამეო.
-შენ ისეთი აბჯარი ამასხი ნენა , იღლიიდან თუ შემომიძვრება მუხთალი მტრის ხანჯლის წვერი ,თორე,ვინ გამიბედავს დაჭრას ,
ხოარ გეშლება,
ონისე ვარ,
ილარიონაანთ კარის ძე,
ვირუსიანი!
-გავსწორდი გაჭირვებით წელში მოვიცვი ძლივს მოსაცმელი.
გადამიდგა კარებზე ინა.
-ჩაწექი და ოფლი იდინე ონისე თორემ ჩემი ხელით ჩაგისხამ დარიშხანს ჩაიში და მსდიოს მერე შენმა ამირსპასალარებდა კუდში!-გახდა შეურაცხადი.
გამეცინა და გავულღვე გული ბებიასაც.
ჩავიხუტე და ავწიე თან ჰაერში.
ორი კილო იყო სულ,
იქიდან ალბათ ნახევარს ის შავი ძაძა იწონიდა,რომ ვერ მოიძრო ტანიდან..
-მარტო რა ჩამაწვენს ინა ლოგინში?!
ოფლის მოსადენად კიდე თუარ გამიშვი და მადროვე,
არ ეყოფა ჩემ კუბიკებს ეს შალი.
-დავსვი და გავაღე კარები.
თან გამიბრაზდა და თან უნდოდა კუდში დამდევნებოდა,
მაგრამ,
ვეღარ დამეწია და გავასწარი ეზოში.
-ონისე!-გამომძახა მაინც გაჯავრებულმა და მომიღერა მუჭი.
-მიხმობს ნენა გული და სული!
რა ვქნა მითხარი,ა?!-ჩუმად კი ვთქვი,მაგრამ,
მიწვდა მის მახვილ სმენას და ჩაეღიმა მაინც.
აღარ გამომყვა მეტად და მომეშვა ბებიაც.
მეც აკანკალებული,
გადავჭერი სულ სამნაბიჯიანი გზა და შევედი მეზობელთან.
დილა ხომ იყო ,
მაგრამ,
ნუნუს საქმე გამოეწყო სისხამ და ნოხებს ფერთხავდა მუხლამდე თოვლში,
მკლავგამაგრებული.
მივესალმე დიდი გალანტურობით.
დავუკარი თავი და დავუკოცნე სქელი ლოყები.
ფქვილი ხოარ შემოგაკლდაო,
მკითხა ისე,წარბაწევით და ვიუარე ეგრევე,
ინას ასკილი გაუთავდათქო,გამოვაცხვე სამაგიეროდ სახელდახელოდ ტყუილი.
ოღონდ კეთილი.
-მომეცი ნუნუკა ჯოხი,მე ვიზამ მაგას და შენ ჩაი მომიდუღე,თუ გიყვარვარ.-შევევედრე და ჩამოვართვი საფერთხი ფანჯრებში თვალთვალს რომ მოვრჩი.
შევიდა და წაყვა თან ჩემი სულიც,მაგრამ,სულ ტყუილად.
ვერ შევავლე თვალი წამით გამოღებულ კარში ნანის და შევყარე წარბები.
ვურტყი,მაგრამ რა ვურტყი.
შევყარე სოფელი.
ათ წუთამდე კი მეყო ენერგია,
მაგრამ,
მერე ფერთხვის მაგივრად ნოხს ფერება რომ დავუწყე,
მიშველა გამჩენმა და გამოვიდა თან ნუნუც.
გავიშალე მხრებში თავმომწონედ,ვითომ ერთი მოქნევა არ ვყოფილიყავი დარჩენილი.
წეღან სულ ტყუილად ვეტრაბახე ინასაც ლოგინზე და ოფლის დენაზე,
ნოხმა ისეთი დამმართა,
ჩაწოლაც რომ ვერ იზამდა ამდენს.
-შენ გენაცვალე მარჯვენაში ბებია! არ გამეიხედა თვალებში?-გაუხარდა ნუნუს შედეგი და აახვია კოხტად ნოხი.
ავატანიე პარმაღზე და დავაპირე შესვლა ოდაში,
მაგრამ,
დასტაცა ხელი მეორეს და მომაჩეჩა ხელებში.
-მიდი ბებია შენ გაზრდა-გახარებას,
ესეც მიმიფერთხე და საუზმესაც კი გაგიწყობ,მარტო ჩაის ხოარ დაგალევინებ?-კიდეც შემკერა და კიდეც გადამკერა ერთ სიტყვაში ცოცხალმკვდარი და შევიდა ისევ სახლში სანამ მომიბრუნდა ენა საპასუხოდ.
ისევ შევაპარე მზერა მის ნაბიჯებს,
მაგრამ,ისევ არ გამოჩნდა ნანი.
დამწყდა გული.
იქნება მითვალთვალებსთქო,
მაინც შევაგულიანე თავი და გამყვა ესეც ნუნუს მეორე გამოსვლამდე.
არ დამიკლია ხალიჩის არცერთი გამომშვების და მომქსოვის მოკითხვა,
ისე გამამწარა ბოლოში და სანამ ფარხმალს დავყრიდი,
მანამ გამოვიდა ისევ მეორე ბებია.
ადამიანს აღარ ვგავდი.
არ მომეკითხებოდა არც პატრონი და არც ჭკუა.
ძლივს ავახვიე და ძლივს ავიტანე პარმაღზე ის ნოხიც.
ენას კივეღარ ვაბრუნებდი,
საერთოდ ვეღარ ვთქვი ვერაფერი რომ შემიპატიჟა ნუნუმ როგორც იქნა და დამსვა ფეჩთან.
სიცხეს საერთოდ არ დაეწია,პირიქით,
ვგრძნობდი მიწევდა და თვალებშიც ბინდი მეკვრებოდა.
პირი საშინლად გამიშრა.
-ონისე,ბებია..-მომიჯდა ნუნუ გვერდით და მომიწია ფინჯანი ჩაი.
კი გავიბრძოლე გამოსართმევად,მაგრამ ამისთვის ვეღარ გამოვნახე ძალა და გავუქნია საუაროდ თავი.
-სადაა ნუნუკა ნანი?-მხოლოდ ამის ცოდნა მინდოდა და წავიდოდი მერე სახლში.
ვგრძნობდი ვეღარ ვიყავი ვერც ლაპარაკის ძალაზე და ამაზე ნუნუს ფერწასული სახეც მეტყველებდა,
ხელი რომ შუბლზე მომადო და იტკიცა მერე ლოყებზე .
-მომიკვდეს თავი,იწვი ბებია!-შეიცხადა და წამომაყენა ფეხზე.
ძლივს გადავდგი ორი ნაბიჯი.
მე კარებისკენ გავიწიე მაგრამ ნუნუმ ერთსაწოლიან ლოგინთან მიმიყვანა, მზრუნველ ხელებს რომ გადაელაგებინა კოხტად.
არ ვყოფილვარ ასე ცუდად არასდროს და არ მოვწყვეტილვარ ერთიანად.
ჩემმა უძლურებამ თან გამაბრაზა და თან ამის ღონეც წამართვა.
ინა მართალი იყო,
სახლში უნდა გავჩერებულიყავი და არ დამეწყო მეზობლებთან ძრომიალი.
-რავა არ მითხარი ონო ბებია, რატო ვარ ცოცხალი..-დამტირა მოხუცმა თავზე და სულ მთლად წამახდინა.
ვიწექი და მიმქონდა მგონი მართლა წერილი.
ოღონდ,
მანამდე ნანი მინდოდა დამენახა..
-ნუნუ,ნანი..-გაჭირვებით ავახილე კითხვით სავსე თვალი..
-გოგიასთან წავიდა ბებია, შვილიშვილი ჩამოუვიდა და არიყო გათენებული,რომ ადგა და სანახავად გადავიდა-ნაჩქარევად მიპასუხა და თან წამოდგა ფეხზე.
პასუხზე თვალები ვჭყიტე და შევიფხიზლე როგორც შემეძლო.
გულში რაღაც ძალიან მძიმე დამეტაკა და სუნთქვა შემიკრა.
-რა ქვია ნუნუ გოგიას შვილიშვილს?!-მეგონა მთელი საათი ვსვამდი კითხვას..
ბებიას ტოლამ სასთუმალთან ძმრიანი სათლი დამიდო და მასში დასველებული ნაჭერი შუბლზე დამადო.
მესიამოვნა ცივის შეხება გავარვარებულ კანზე.
მაგრამ,გაცეცხლებულ გულს არ მოედო არაფერი წამლად.
ვეღარ ვსუნთქავდი წარმოუდგენელი უცხო გრძნობისგან.
ვეღარ ვსუნთქავდი ვერც სიცხისგან და ვერც დაგროვილი წყენისგან.
არ გამცა პასუხი მოხუცმა
თავი გააკანტურა და ისევ შემინაცვლა ნაჭერი.
ვგრძნობდი, დიდხანს ვეღარ გავძლებდი ფხიზლად.
წამებსაც კი ვითვლიდი,როდის გამთიშავდა გადამწვარი სხეული,მაგრამ,
მომაკვდავივით ვეჭიდებოდი გამხმარ ხასვებს კლდის ქიმზე.
-ბე..-დავუჭირე ხელი.
თბილი ჰქონდა სახე ნუნუს და ინასნაირი მზრუნველი მზერა..
-გიორგი ჰქვია ონო,გიორგი!-დამიმარცვლა და ასო-ასო დამახალა ცხლად გულზე სხვისი სახელი..
აგონიაში ერთდროულად სხვადასხვა ხმა ჩამესმოდა,
მაგრამ,
ყველას მაინც ერთი აჭარბებდა და ისიც მტკიცედ გაიძახდა-გიორგი!
დროდადრო თბილი ხელი შუბლიდან სახვევს რომ მიცვლიდა, ამასაც ვგრძნიბდი და კარში ჩემი ბებია რომ შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით,
ესეც კი გავიგე,
მაგრამ არ მქონდა თვალის გახელის თავი.
სულმა საბოლოოდ მაშინ მოისვენა,
სასთუმალთან ფრთხილი,
მოზომილი,
ჰაერივით მსუბუქი ნაბიჯების ხმა რომ შეწყდა და ლოგინზე ფარატინა სხეული ჩამომიჯდა..
მე ვერ დავინახე,
მე ვერ შევხედე,
მაგრამ,
მის სუნს,
მილიონში გავარჩევდი..
-ნანი.-სიზმრად ვეძახდი ალბათ ამდენად და ამდენჯერ..
სუსტმა თითებმა რომ ჩემი სახე მოიარა,
ის აძგერრბული გულიც მიწყნარდა და ბორგვაც მინელდა..
ამოვისუნთქე.
-ნანი..-ვეძახდი დროდადრო და ისიც წამსვე ჩამჭიდებდა ბროლისფერ ხელებს..
შფოთვის იქით,
ეს მონაცვლეობითი შეგრძნებბი ყველაზე ტკბილი იყო რაცკი განმეცადა და ყველაზე სასურველი.
თვალები რომ გავახილე და პირველ წამს მისი სახე შემხვდა,
მივხვდი,
არ მინდოდა აღარაფერი,
ოღონდ მხოლოდ ის მენახა ყოველ დღე,
გაღვიძებისას.
სამყარო აღელვებულიყო მის თვალებში.
ჭრელ ცის კამარაზე ღრუბელს შეეკრა პირი და თავგამოდებით ეწვიმა.
დანისლული ჰქონდა მზერა და ცრემლიანი ვარდისფერი ღაწვები..
გული მომეწურა..
ხელის ზურგი,ასე რომ ჩაეჭიდა და გამეტებით იკრავდა გულზე,
ლოყებზე ჩამოვუსვი და შევუმშრალე ნაკვალევი.
გამიღიმა ლამაზი ტუჩებით.
სევდიანი და თან,თბილი
რკალი შემოხაზა სანატრელმა ბაგებმა..
როგორ ხარო,მეკითხებოდა მისი თვალები და იმწამს ვხვდებოდი,
მისი ჩამქრალი მზერისგან,
როგორ უნდოდა ეთქვა და შეძლებოდა დაძახება..
გული გამიჩერდა..
ნაბრძოლმა სხეულმა გატეხილი სული უფრო ამატკივა.
-კარგად ვარ ნან.-ბგერა არიყო საჭირო,გამოუთქვამადაც გამიგო მზისფერმა.
ლოგინიდან წამოვიწიე და ცარიელ ოთახს მოვავლე მზერა..
ფანჯრიდან აღარ შემოდიოდა დღის შუქი.
კუთხეს მხოლოდ ჭრაღი და ფეჩიდან გამოსული ცეცხლის შუქი ანათებდა..
მამტვრევდა ისევ,
მაგრამ,
აღარც დილანდელივით.
ძალაც დამბრუნებოდა და ტანზეც გამოეცვალა ალბათ ბებიას..
ახალი მაისური მეცვა და მაჯასაც მითბობდა ტიტებიანი შარფი.
გამეღიმა..
თავს ძალა დავატანე და წამოვდექი გაჭირვებით.
როგორც არუნდა მდომებოდა მთელი სულით,
იქ ვერ გავჩერდებოდი,
მარტოს,
სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით და მენდობოდა სახლის თავქალი.
წამომეშველა ნანი..
მისი ფრიალა ხელევით შემომახურა თბილი მოსახური და გამიღიმა თავდახრილმა.
საოცარი იყო.
ასეთი სულ
სხვა და სხვა ფერი.
თმები ქაოტურად აშლოდა და ჩამოყროდა შუბლზე.
ვერ დავძლიე ცდუნება..
ვერ ვაჯობე მეს.
თითები სულ მისთვის წავიდა პატარა,
ციცქნა სახისკენ და მოიქცია მასში ძვირფასი კანი..
ჭრელი საფარი აეშალა მზერაში ნანის..
რამდენს ვეტყოდი..
რამდენს გავუმხელდი.
ტუჩები ახლაც ძლივს დავაკავე რომ არ გამომეთქვა ყველა გრძნობა და არ შემომეხვია მისთვის ყველა განცდა..
-ნანი.-ისევ უსიტყვოდ დავუძახე და ისევ გამიგო მისმა თვალებმა..
უთქმელად დაიჭირა ურცხვი კითხვა და თანახმად დაეხუჭა ქვეყნის ზომა თვალები.
სრულად ვერ შევბედე.
სულ ვერ დავეპატრონე.
მხოლოდ წამით და ისიც თითქმის მთვარის ფორმის ტუჩის კუთხეს ვეამბორე ნეტარებით..
წამი,
არადა,
საუკუნედ ამიფეთქვა გულში ყველა ფერი.
ტკბილზე მეტად სასურველი იყო ეს ამბორი და შემდეგ შემონათებული კაბადონი..
-ბევრ თვალებში ჩამიხედავს ნანი,მაგრამ,მხოლოდ შენში ჩავიკარგე..-დავუტოვე ბოლოს
რომ ვეღარ ვუძლებდი და
წამოვედი..
ორი ნაბიჯი და მეგონა ორ საათს გავდიოდი სახლამდე გზას.
აღარ მციოდა და აღარ მეწვოდა მთელი სხეული.
აღარც მტეხდა სისუსტე და აღარც არსებობდა რამე ამქვეყნად მისი თვალების იქით.
მისი ტუჩების იქით.
მისი ღიმილის იქით.
მას იქით.
ნანი გამხდარიყო თითქოს სამყარო და,
ამავე სამყაროს დაატარებდა ასე სისათუთით მისი თვალებიც.
არ დამხვდა ჩემი ბებია სახლში.
მოსაღამოვებული იყო და ალბათ აბინავებდა ოთხფეხს.
ხომ ყველაფერი,
მაგრამ,
მაინც მომერია სისუსტე ისევ და
ჩამოვჯექი გასათბობად ფეჩთან.
გამოქრობილიყო ცეცხლი.
მხოლოდ სანთელი მინათებდა ოთახს..
საბძლისკენ გავინათე გზა და დავანთე უცებ ცეცხლი..
თუჯზე ჩაიდანიც შემივდგი ჩაის გასაცხელებლდ.
სანამ ჩემი გონება ისევ კოცნას დატრიალებდა თავს,
ინაც შემოვიდა და ვამიღიმა უცნაურად.
-მოგაკეთა ბებია ნანიმ?-შემომცინა და დამისხა ცხელი ნაყენი.
მესიამოვნა არომატული სითხე და მისი კოცნაც შუბლზე,ჯერ რომ სიცხე შემიმოწმა ტუჩებით და მერე იქვე მაკიცა ჩვილი ბავშვივით.
დავუკარი თავი და ჩავცალე სწრაფად.
იქვე გადავწექი ლოგინზე და იქიდან გამოვხედე ღუმელთან,დაბალ ჯირკოზე ჩამჯდარ ბებიას.
-რაფერ წამოხვედი მერე ნენა იქიდან, რამ გაგაძლებია?!-ჩაიქირქილა ისევ ეშმაკურად და გამონხედა ანცი მზერით.
-სინდისმა და ნამუსმა გამაძლებია ინა თორე რა გამომიყვანდა მე სახლიდა
?!-გამეღიმა მეც საიდუმლოში მხელილივით და მოვარიდე თვალი,ვითომ გავექეცი.
ხელები თავქვეშ ამოვიდე და ჭერს ავხედე ბედნიერი ღიმილით.
-სინდისი და ნამუსი გარეცხილი გქონდა ბებია მაშინ, რო ბოდავდი ნანი ნანიოო სიზმარში გაუთავებლად?!-მაინც ვერ მოითმინა და გვერდით ოთახში რომ
დაწვა,
გამომძახა იქიდან, როგორც გვჩვეოდა ხოლმე.
-გაიგონა მერე ნენა ნანიმ?!-სმენად ვიქეცი.
გავირინდე.
ყური დავუგდე.
არ დამინახავს,
მაგრამ,
ვიგრძენი რომ გაეჩიმა გამზრდელს და გადატრიალდა.
-შენ თუ მისი თვალების გესმის ონო,ბებია..
ნანი შენს ტუჩებს კითხულობს სიტყვა-სიტყვით..
ცის წონა იმედი ჩამისხა საპირწონედ..
მეხომ ვიცოდი,
მაგრამ,
მისგან თქმული სულ სხვა იყო..
ამიჩქარდა გული.
თვალები ძლიერად დავხუჭე და მისი კოცნების თვლა დავიწყე,
სანამ ისევ არ მომერია რული..
სიცხეს დაეწია ,
მაგრამ,მოსვენება მაინც არ მომცა სულში შემომძვრალმა ფიქრებმა.
აღარ მიკითხავს ინასთვის.
როგორც კი გამოანათებდა,
მე გავარკვევდი ვინ იყო გიორგი.
მანამდე მთელი მარადისობა მქონდა სამყოფად,
მის ტუჩებზე მეფიქრა და იმ პირველ სუსტ ამბორზე, აღარასდროს რომ ამოიშლებოდა გონებიდან.
___
მიყვააარს და არ გამაკავოიოთ!
რა მთასავით კაცი წაგვექცაა :დდ
თქვენ ჯვარჯ გწერიათ და მეც მასსსავით მიბნედილი ვიყავი სამი დღე და მიმქონდა ილარიობთან წერილი :სს
მარა , მომაბრუნა გამჩენმა :დდ
გისმენთ აბა,
რას ვფიქრობთ?!
გელით,
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

მგონი ონისეს ყველა ემოციას მეც ვგრძნობ????????

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარიკო
მგონი ონისეს ყველა ემოციას მეც ვგრძნობ????????

მეეეც და უზომოდ მიხარიააა ♥️♥️♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent