შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები გეტყვის ( II თავი)


დღეს, 02:36
ავტორი tasusuna
ნანახია 596

-შემოდი ნენა, ჭამე და გააგრძელე მერე ჩეხვა!-კარგად რომ შემონათდა ახალი დღის სინათლე,
ინამ გამომაკითხა და მანამ არ მოიცვალა ფეხი, სანამ თავი არ ვანებე საქმეს და გავყევი უკან.
ახალ გაჩაღებულ ცეცხლზე შემომდგარი ჩაიდანი კედლებზე გადიოდა, ისე დუღდა.
ფეხთან,
პატარა ტაბლაზე ბებოს გამხმარი შინდის ჩაი დაუყენებია და შეწითლებული ყიყლიყოები დაეხვავებინა გვარიანად თეფშზე.
-ფიზიკის წიგნი მაკლია ახლა ინა ფეხებზე და ეგაა,ათ წუთში გავიქცევი სკოლისკენ.-დილიდან ისეთ ენერგიაზე ვიყავი მოსული,ხასიათშიც გადამზრდოდა და გამომყავდა წყობილებიდან გამზრდელი ბებო.
-მაგ ფიზიკა რო გესწავლა ბებია და მარტო არ გეყურებინა ზემოდან ნატურმორტივით, ახლა ფიზიკოსი იქნებოდი და არა, ის.-ვეღარ გაიხსენა ჩემი პროფესია.
-რას ერჩი ერთი შენ აიტი ინჟინერიას.-გემრიელ ლუკმას ცხელი ჩაი კიდევ უფრო მეტი ნეტარებით დავაყოლე და მოფუსფუსე ინას გავაყოლე თვალი.
-რას ვერჩი და ქუდზე კაცმა არ იცის აგერ კარმიდამოში რა საქმეს ეწევი შენ! ვერ მითქვია ვერსად ქალს!-ისე მიბრაზდება ამაზე, გეგონება ბრალია რამე ჩემი.
-მერე უთხარი შენც არაფერსაც არ საქმიანობს თქო და დაისვენებ-ვიცი რომ უფრო ვაბრაზებ და მეტ ეშხში შევდივარ.
დაფაზე რომ დავიხედე, იმდრნი მიჭამია, მარტო ზრდილოვისთვის დავუტოვე ბებიას სამი ცაკი,თორემ , იმასაც გავუყენებდი ილარიონის გზას.
-გადეირიე შენ?!-აგერ, შემოჰკრა დაფდაფსაც.-ხო დარჩი მერე უცოლოდ?!
-რავა,იყო მოსული კარზე მაშვალი თუ?!-ვცქვიტე ყურები, გადამცდა ის ბოლო ყლუპი ჩაი და დავიხჩვი ლამის.
-შენ ვინ უნდა გიმაშვლოს ბიჭო, მართლა გადეირიე?-ეს მართლა ბოლო წვეთი იყო.
უკვე დრო იყო ამეკრიფა გუდა-ნაბადი და გავქცეულიყავი, თორემ,
ის დანა ნენას არც ტყუილად ეჭირა ხელში.
ერთი ოინიც და,
ჩამოვართვამდი ბაბუაჩემს ხელს.
დავნებდი საბოლოოდ.
გამეცინა და გემრიელ საუზმეს უფრო გემრიელად დასაკოცნი ლოყები დავაყოლე ბონუსად.
კარებთან აყუდებულ ნაჯახს ხელი დავავლე და სანამ გავიდოდი,
მაინც მოვუტრიალდი.
-ნენა.-მეშვიდე კლასელი ონო როგორც მოიღერდა კისერს თხოვნებით, ბებოს სკოლაში არ გაეშვა, ისე მოვისაწ.... თავი.-დაპატიჟე ყავაზე ნუნუ და ნანი, თუ გიყვარვარ,რაა.
-არ სვამს ნუნუ ყავას,სახსრებს ფიტავს!-მიპასუხა სწრაფად და მკვახედ ბებიამ.
-აბა ის კითხე, შეშა ხოარ აქვს დასაპობი?-მოვეჭიდე მორიგ ხავსს.
კი ჩაეღიმა ინას,გვერდიც კი შემაქცია რომ არ გაცინებოდა, მაგრამ, მე მაინც დავუნახე .
გამეღიმა.
-დაუჩეხა წინა კვირაში გოგიმ.-დანა ისევ მომიღერა.
წერაზე ვყავდი დღეს,მაგრამ,ამაზე მეტად იმაზე უფრო გადავერთე,
ვინ იყო ჩემამდე შუკაში თავკაცი.
-ვინაა ნენა გოგი?!-ძლივს გადავყლაპე ნერწყვი.
გაქარდა ოთახში სითბო იმდენს ხანს ვიდექი ღია კარში გამშრალი.
-ვინ გკითხავს შენ ონისე ,მომწყდი თავიდან,რა შემომიჩნდი დილიდან, ჯერ ხო ძილი არ დამაყენე.-გაშალა ფრთები ილარიონის რისხვამ და მეც ვიხელთე მისი მტკივანი ფეხი და გავასწარი სამშვიდობოს.
მეცინებოდა მის მახვილ ენაზე და თან იმ თბილ გულზე,
ბოლომდე რომ ვერ მიმეტებდა მაინც.
იმ ჩემს ნაპოვნ წეერტილიდან მეზობელს ფარულად გავხედე და მოვუჭუტე ცალი თვალი.
აივანზე არც არავინ იდგა,მაგრამ,
სამაგიეროდ,
შუა ეზოში თოვლის პაპას აკეთებდა ნანი.
ვიღას გაახსენდა სიცივე და სარჩო შეშა,
ნაჯახი რომ მივაგდე და კისრისტეხით დავეშვი ეზოდან,
ნენამ თავში შემოირტყა ისე მწარედ ხელი,
ჭიშკართან გავიგონე.
-ბრუნავს საფლავში ილარიონი შენი ცოდვით,ბრუნაავს!-ნაკვალევში ესეც მომაყოლა და თან ჩაიქირქილა ალბათ.
რომ ჩავკეტე ის რკინის საშვილიშვილო ღობე,
გავჩერდი და ცოტა სუნთქვა დავიწყნარე.
დინჯი ნაბიჯით გავუყევი დარჩენილ გზას რომ მოვითქვი სული.
-ნანი-გავძახე ღობეზე ჩამოყრდნობილმა და,მერე უცებ ვიკბინე ლოყაზე მწარედ..
ეს ჩემი აქამდე მოყოლილი აღტაცება პირველი თოვლივით უცებ გამიქრა და გავშრი..
თოვლივით თეთრი გავხდი და ისე შევეზარდე მის ცქერაჟი პეიზაჟს,აღარ ვიცნობოდი.
ვუყურებდი მას,
ლაღს,
საქმეში გართულსა და იმდენად მობილიზებულს,
რომ ვერც კი მამჩნევდა..
საშუალო და პატარა გუნდა კი შეკრა,
მაგრამ,
მთელ ეზოში კოტრიალისგან გასუქებულ პირველ საყრდენს ძვრა რომ ვეღარ უყო,
მერე კი მოატარა ეზოს თვალი.
არ იდგა შორს და დავიფიცებ,
არ მომჩვენებია,
მართლა მზესავით გაუნათდა სახე.
ხელი ღიმილით დავუქნიე და ვეღარც მერე მოვიშორე სახიდან სიცილი,
კარი რომ გამიღო და ეზოში ხელჩაკიდებული შემიყვანა.
პატარა,ცეროდენა ბავშვივით დასწითლებოდა ლოყები სუსხისგან და თვალები ათასფრად უელავდა.
არ მეთმობოდა მისი ხელი.
არ ვუშვებდი და არც იყო წინააღმდეგობა საამისო.
ხომ ვერ,
მაგრამ,
თვალები მიხმობდა საშველად..
თითი დიდი გუნდასკენ გაეშვირა და ფეხის დაბაკუნებაღა აკლდა, საერთოდ არაფერი განასხვავებდა კიკინებიან ბავშვთან..
ხელი რომ გავუშვი,
სანამ თოვლს შევეხებოდი,
მანამ შემცივდა.
მანამდე გამეყინა გამთბარი კანი..
სახლის სარკმლიდან ნუნუ რომ გვიყურებდა ქურდულად დროდადრო, არ გამომპარვია,
მაგრამ,
თან რომ ეღიმებოდა,ესეც შევნიშნე.
ნანი გულმოდგინედ ალამაზებდა ფორმებს და მეც მომელია ჩემი რიგი საქმე.
იმ სანახაობით ვივსებდი გულს ბოლოს,
წინ რომ იყო გადაშლილი და ფილმის კადრს გავდა.
აღარ თოვდა თითქოს,
აღარ ისროდა ცა მსხვილ ფიფქებს,
მაგრამ,
მაინც აპარებდა საცერიდან წერტილისხელა ქულებს.
გათოშილი მქონდა უხელთათმანო ხელები,მაგრამ, სიცივეზე მეტად სულში უცხო განცდები მომეჭარბა და,
ეს მერჩივნა სითბოს..
დროდადრო გამომხედავდა ხოლმე ნანი,
აღტაცებული,
გაცისკროვნებული და
თოვლივით ნაზი.
თვალებს შემომანათებდა და ისე გამიცინებდა,
სულ მავიწყებდა რა იყო აქამდე და ახლა..
სტაფილო რომ მიუმაგრა სახეზე და საერთო სურათს მოშორებით გახედა,
თვალზე თოვლზე მეტად, ცრემლი აუბრჭყვიალდა სიხარულის და,
მეც გავლღვი..
მასთან ერთად,
შორიახლოს,
მაგრამ,
მაიმც ძალიან გვერდით,
ცამდე გამიხარდა მისი სიხარული..
-ლამაზია ნან,თოვლიც და შენც..-რომ მეგულებოდა ვერ გაიგებდა,თორემ,ვერ ვეტყოდი სხვანაირად..
იქნებ სულ სხვაგვარად გაეგო და მიეღო,
არადა,
იმაზე სპეტაკი იყო ,
ვიდრე აქამდე თქმული ყველა.
ვიდეგით თოვლში.
ყინავდა და ციოდა ისე, ატანდა კანშიც,
მაგრამ,
მასთან,
მის გვერდით არაფერ სხვას ჰქონდა მეტი სინძლავრე..
რამდენი უნდა გვეთქვა ახლა.
რამდენს მოვიფიქრებდი,
რამდენს მოვიგონებდი,
რამდენს გავაცინებდი,
მაგრამ..
ყვებოდა მისი თვაკები,
ყვებოდა კიარა,
ყვიროდა,
მაგრამ,
გული ჩამწყდა,
მარტო ელემენტარულის გაგება და წაკითხვა რომ შემეძლო ჯერ და
მეტის არაფერი..
-ონოო-ჩვენ ფიქრებს ,
ჩვენს წილ საღერღელს ნუნუმ რომ მოგვწყვიტა,
მე ხომ მეწყინა რაღაცნაირად და
ნანისაც გაეღიმა გულდაწყვეტილს..
სახლისკენ გვიხმობდა ჩუმად მოთვალთვალე და ჩვენც განვეშორეთ ისე,
როგორც წესი იყო და რიგი.
მე ვეღარ შევბედე ხელის ჩაჭიდება,
არ მქონდა ნება და მანაც გადამასწრო ნაბიჯებით..
განცალკევებაზე მეტად რთული სულ სხვა ხასიათზე გადასვლა გამოდგა.
ბებიას ტოლს სახლში გასალღობი სითბო დაეყენებინა და პატარა სავახშმო სუფრა გაეშალა ფეჩის წინ.
თურმე,რამდენ დროს გაევლო და მე არცერთის სვლა არ მიგრძვნია.
ნანი შესვლისთანავე გაგვეცალა და სანამ დიალიგში ავეწყობოდი,
მანამ დაგვიბრუნდა.
მოკლე,ხვეული თმა აეკრო და სახესთან ერთად გრძელი, ბროლისფერი კისერიც უჩანდა,
სადაც ალბათ იმ შარფს იხვევდა ხოლმე,
მე რომ ხელზე მქონდა ახლა და ნუნუ თვალს არ აცილებდა,წარბაწეული.
მაგიდაზე პირისპირ ჩამომიჯდა და გამიღიმა მთელი სილამაზით.
მეც გამეხსნა სახე და ამოვისუნთქე ღრმად.
-ჭამე ახლა ბებია,ქვეყნის წონა საქმე მოილიეთ და მოშიებული იქნები.-წამკბინა თან და თან წამეხალისა ნუნუკა.
მისი ხელით დამიდო თეფშზე ნიგვზიანი ლობიო და ფეჩში შემცხვარი პურის კნატუნა ყუა.
ზედ ზაფხულის ნასვრეტებიანი ყველიც მიმიდო და მანამ არ ამომასუნთქა,
სანამ არ ვუქე და არ გამოვლიე დახვავებული ვახშამი თეფშზე.
-ნანის გაკეთებულია მაგ ლობიო ბებია-ნიშნისმიგებით გადმომხედა მოხუცმა და თბილად შემომცინა.
-თუ მეტყვი,რომ
მარტო მე მაქვს გასინჯული და სხვას არავის,ტკბილად დამეძინება ნუნუკა, ღმერთია მოწმე.-ხალისიც დამიბრუნდა ერთბაშად და შავი ღვინოც ნეტარებით მოვსვი.
ნანი თბილი,
ღრმა თვალებით გვიყურებდა და ტუჩებზე არ გვაშორებდა თვალს.
მომენტში მომეჩვენა რომ ჩაეცინა კიდეც და წარბიც აწკიპა.
-შენ თუ მაგი მოგასვენებს ბებია და დაგანებებიებს თავს თოვლისბაბუების კეთებას,
გეტყვი აბა რას ვიზამ?!
ორი ვართ სულ მთლად სახლში და ვინღას უნდა ეჭამა სხვას?!
-გოგის მაგალითად-არც კი ვაცადე გულს გახარება,
მე რომ დილიდან ჭიასავით მიღრღნიდა სულს,
ის წამომცდა და უკანაც აღარ დავიხიე,
დაველოდე განაბული პასუხს.
-გოგიას ბებია შეშის საჩეხად ვუშობ მარტო ეზოში-ლოყებღაჟღაჟამ ჭიქა კაცურად მომიჭახუნა და ჩემს ამოსუნთქვაზე ისე გადაიხარხარა,
ძლივს მოვაბრუნე საჩბენოს.
-თოვლის ბაბუის გაკეთება თუ მოუნდეს მე დამიძახე იცოდე ნუნუ და კუდით ქვას ვასროლინებ.-გავიჯგიმე ვაჟკაცი ქართველივით.
გულზე მუჭიც დავირტყი მეტი დრამატულობისთვის და გამოვაჩინე ყველა კბილი.
მიხაროდა,ნანი უხერხულად რომ არ იყო და პირიქით,
ისე ჰყვებოდა ჩვენს დიალოგს მისი ემოციები, მეგონა გებულობდა და იგებდა რასაც ვამბობდით..
-სად შეუძლია ბებია გოგიას აწი დახრა და თოვლის ხვეტვა თუ ღმერთი გწამს,მიეწევა აწი ილარიონს ისეა მაგის საქმე და ასაკი.-ჭამის დამთავრებაც არ მაცადა, რომ მითხრა კისკისით და მე გადამცდა ის ბოლო ტკბილი ლუკმაც.
მანამ მიბრახუნა გაშლილი ხელისგული ნუნუმ გვერდებში, სანამ სული არ მოვითვქი ან, ჯავრი არ იყარა.
რომ გამოვიხედე თვალებში და ნათელი ფერებით დავინახე სამყარო,
ნანი სიცილისგან თვალებზე ცრემლებს იწმენდდა უკვე.
ასჯერ ჩავიგდებდი თავს მსგავს სიტუაციაში,
თუ მისი ამ თვალების,
ამ სახის,
ამ ტუჩების ნახვა მომიწევდა მერე.
საოცრად ლამაზი იყო გამორჩეულად ასეთი:
ლაღი და მოცინარი.
კი მინდოდა დროის ბოლომდე გაყვანა,
მაგრამ,
ვახშამს რომ მოვრჩით,მეუხერხულა რატომღაც და წამოვდექი ფეხზე ჩასაცმელად .
ნანიმ მომიტანა კურტკა და ისე გამომიწოდა,
თვალები არადა არ ჩაუქრა.
ისევ უბრწყინავდა ათასფრად.
არ ვიცი როგორ გადმოვედი სახლში,
ან რატომ მიხაროდა ასე უსაშველოდ ეს საღამო და გოგიას ასაკის სიუხვე.
კარები რომ შევაღე და ნენა ფეჩთან დამიხვდა წიგნგადაშლილი,
ჩუმად მივეპარე და ლოყები დავუწითლე, მანამ არ მოვეშვი.
-რაიყო ბებია, დაგავიწყდა სახლის კარი?-მისაყვედურა მაინც ინამ.
წიგნი იქვე მიმიმალა და შემომხედა ლამაზი თვალებით.
-მასე თუ უნდა გადაიკარგო მთელი დღე,დამიბარე მაინც,მომექცა თვალი.-არ გაჩერდა.
-არ დამიპატიჟე აბა მეზობელი ყავაზე და რა მექნა თუ იცი?-შევაცოდე თავი.
ფეჩიდან გაწყობილ ლოგინზე გავწექი და თბილი მატყლის საბანიც გადავიფარე ბონუსად.
-კაი ყავა იყო მერე ბებია?-ინაც დაწვა დაღლილი, დაქანცულინდა გალეული.
-მაგის არ ვიცი და ლობიო კი დამახვედრა მეცეცხლურმა ნენა იმნაირი,ილარიონსაც გააცოცხლებდა.
-სიამოვნებისგან გაჟღენთილმა გვერდი ვიცვალე და დავხუჭე თვალები.
არ დასჭირვებია ჟამს დიდხანს თვლა.
როგორც კი სქელი ფარდა დაეშვა გონებაში,
მას თან ნანის სახე მოჰყვა..
ბედნიერებუთ გაბრწყინებული..
კაშკაშა თვალისფერით.
უთქმელად მოლაპარაკე..
დიდხანს დავდევდი ფიქრებში ზუსტად ამ ნანის ნაბიჯებს..
უკვე რომ ვგრძნობდი, მეძინებოდა,
მაინც შევაფხილზე ინა.
-ნენა.-გავძახე ჩუმად.
არ მიპასუხა,მაგრამ,ვიგრძენი მისმენდა..
-მიმაშვლე ნუნუსთან თუ გიყვარვარ.-ხომ მეცინებოდა თან,მაგრამ,
თან სრული გულით ვთხოვდი ბებოს..
-მეტი რაღა მაშვლობა გჭირდება ნენა,მოუტყუებიხარ,ნანის გაკეთებულია ვახშამიო.-მასაც ეცინებოდა და თან, მასაც სრული ჰქონდა გული.
-მერე მაწონებს ვითომ მაგითი მის გოგოს?-ეჭვით გავხედე შეღებულ კარს და გამეცინა.
-შენ კი მოგწონებია ნენა უკვე და,
ნუნუს რაფერ ვუთზრა მე ახლა აიტი ინჟინერიათქო შენზე?!-მისი საჯავრებელი მაინც გამიხსენა მოხუცმა ისევ.
-უთხარი მერე ფიზიკოსიათქო თუ მოვეწონები.-არ გამჭირვებია უცებ გამოსავლის პოვნა.დილამდელმაც გამახსენა ჩვენი გეგმები.
ხომ აფსურდი იყო ეს ჩვენი მაშვლობა,
მაგრამ,
წარმოდგენაც კი ისე მსიამოვნებდა,
მთელ ღამესაც გავლევდი გეგმარებაში.
-ნენა შენ სულ ბაბუაშენს დამგვანებიხარ ბაქიბუქობაში და ტყუილების შეთხზვარი.-დანანებით ჩაილაპარაკა ჩემმა ბებიამ მერე და გადაბრუნდა.
-მაგ ტყუილების გამო გაისტუმრე ხო ილარიონი ინაჩკა?-კი მქონდა იმედი, წამოვაგებთქო,
მაგრამ,რომ აღარ მიპასუხა რამე,
ორი დღის უძინარს მეც ისე მშვიდად მიმეძინა,
აქამდე რომარ მახსოვდა მსგავსი სიმშვიდე.
რძისფერი ფარდებში წინ ტიტების უზარმაზარი ველი გადაალილიყო და მათში გზას ნელი სვლით მიიკვლევდა ნანი.
___
ჩემი ონო და უტყვი ნანიკო ♥️♥️♥️
ალბათ ბევრი ლაპარაკი შემიძლია მათზე, მაგრამ, თქვენიც მინდა ვიცოდე ♥️♥️
რას ელით?
მიყვარხართ!
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

შენ ხომ საოცრება ხარ,სასწაული თხრობის უნარით,მაგრამ ეს ისტორია ორმაგად ემოციურია ჩემთვის. მშობლები მყავს სმენა დაქვეითებულები და რაღაცნაირად,სხვანაირად ვკითხულობ და გულთან მიმაქვს თითოეული სიტყვა????????მადლობა შენ ამ უზუსტესი ემოციებისთვის

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნათია
შენ ხომ საოცრება ხარ,სასწაული თხრობის უნარით,მაგრამ ეს ისტორია ორმაგად ემოციურია ჩემთვის. მშობლები მყავს სმენა დაქვეითებულები და რაღაცნაირად,სხვანაირად ვკითხულობ და გულთან მიმაქვს თითოეული სიტყვა????????მადლობა შენ ამ უზუსტესი ემოციებისთვის

ნათიი ♥️♥️♥️♥️ უზომოდ მიხარია,ასე თუა ♥️♥️♥️ ემოციების მკითხველამდე მიტანა ალბათ მთავარი სირთულეა.. ♥️♥️ მადლობა შენ და მოკითხვა მშობლებს ♥️♥️

 


№3 სტუმარი Елка

Ес арис историа ромлис емоциебисган коментарсац вер вцер. Минда ро бедниери икос нани мтели гулит шеикварос оном.миквархар анастасиа тквени суфта сулит.мадлоба

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Елка
Ес арис историа ромлис емоциебисган коментарсац вер вцер. Минда ро бедниери икос нани мтели гулит шеикварос оном.миквархар анастасиа тквени суфта сулит.мадлоба

Елка
Ес арис историа ромлис емоциебисган коментарсац вер вцер. Минда ро бедниери икос нани мтели гулит шеикварос оном.миквархар анастасиа тквени суфта сулит.мадлоба

მეც მიყვარხართ! ♥️♥️♥️ დიდი მადლობაა ♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

კარგი გოგო ხარ ♥️❤️ მიყვარხარ

 


№6  offline წევრი ფარვანა

აუუ, რატო არიან ასეთი უღუნღულესები?! ვგი-ჟდე-ბი ოფიციალურად!!!
ონო უკარგესი ადამიანია, ძალიან, ძალიან, ძალიან ლამაზი ადამიანი და ინაკო დარწმუნებული ვარ უზომოდ ამაყია მისით ასეთი რომ არის.
ჩახუტების სურვილები დღესაც მქონდა და მშურს ბატონი ონისესი თვითონ ასე მარტივად რო
აწვალებს და ჩაკოცნის ხოლმე ინაკოს და მე ვერა! :დდდდდდ რა წესია ტასუნა?!
და უტყვი ნანიკო?! არადა ყველაზე ბევრს რომ ამბობს ამავე დროს… ტუჩების მოძრაობით კითხულობს ხო ვინ რას ამბობს?
არ ვიცი რას უნდა ველოდე, მაგრამ ის კი ვიცი დაზუსტებით, რომ რა პირიც უჩანს ამ ყბელაფერს არის უზომოდ გულწრფელი, ნამდვილი, და იმდენად ვარ აღტაცებული მაგით რომ
ვერც აღვწერ!!
ნუნუკას და ინაკოს დუოზე ვგიჟდებიი! და გოგისკენ მიმართულმა ცილისწამებებმაც ძალიან გამართო :დდდ
ვგიჟდები ჯერ საკუთარ თავსაც რო არ უტყდება ონო და თან წესიერად ვერც იაზრებს როგორ ვეღარ ეთმობა ჩვენი მზე გოგო, ასე უცებ რო შეუძვრა გულში და ააღებინა წასვლის იდეაზე ხელი ამხელა აიტი ინჟინერ კაცს. :დდდ

ველოდები ახალ გავს დაა ვგიჟდუუ ოთხივეზე და შენზეც!! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნინი
კარგი გოგო ხარ ♥️❤️ მიყვარხარ

ნინი ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№8 სტუმარი ტასოს ფანი

შენა ხარ რაცა ხარ, კაი ხარ მომწონხარ????

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ფარვანა
აუუ, რატო არიან ასეთი უღუნღულესები?! ვგი-ჟდე-ბი ოფიციალურად!!!
ონო უკარგესი ადამიანია, ძალიან, ძალიან, ძალიან ლამაზი ადამიანი და ინაკო დარწმუნებული ვარ უზომოდ ამაყია მისით ასეთი რომ არის.
ჩახუტების სურვილები დღესაც მქონდა და მშურს ბატონი ონისესი თვითონ ასე მარტივად რო
აწვალებს და ჩაკოცნის ხოლმე ინაკოს და მე ვერა! :დდდდდდ რა წესია ტასუნა?!
და უტყვი ნანიკო?! არადა ყველაზე ბევრს რომ ამბობს ამავე დროს… ტუჩების მოძრაობით კითხულობს ხო ვინ რას ამბობს?
არ ვიცი რას უნდა ველოდე, მაგრამ ის კი ვიცი დაზუსტებით, რომ რა პირიც უჩანს ამ ყბელაფერს არის უზომოდ გულწრფელი, ნამდვილი, და იმდენად ვარ აღტაცებული მაგით რომ
ვერც აღვწერ!!
ნუნუკას და ინაკოს დუოზე ვგიჟდებიი! და გოგისკენ მიმართულმა ცილისწამებებმაც ძალიან გამართო :დდდ
ვგიჟდები ჯერ საკუთარ თავსაც რო არ უტყდება ონო და თან წესიერად ვერც იაზრებს როგორ ვეღარ ეთმობა ჩვენი მზე გოგო, ასე უცებ რო შეუძვრა გულში და ააღებინა წასვლის იდეაზე ხელი ამხელა აიტი ინჟინერ კაცს. :დდდ

ველოდები ახალ გავს დაა ვგიჟდუუ ოთხივეზე და შენზეც!! <3

ინა და ნუნუ ძაან გოგოები არიან :დდ როგორ ხლართავენ და თან რო არა ვითომ :დდდ ნანი როგორი თბილიაა ♥️♥️♥️♥️ მიყვარს მისი მეტყველი თვალები და ონოს რო ჯერ ვერ ესმის ისე რომ უნდა და თან რომ რაღაცეებს ხვდება ♥️♥️♥️♥️
ინას და ნუნუს ჩახუტება მეც მინდააააა, და ფეჩთანაც კარგად მოვკალათდებოდი ჩაის ფინჯნით ♥️♥️♥️♥️♥️
მადლობა ფარვანა შენ ♥️♥️♥️ მახარებ ♥️♥️♥️♥️
ტასოს ფანი
შენა ხარ რაცა ხარ, კაი ხარ მომწონხარ????

მიხარიააააა ვგიჟდებიიიი ♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№10 სტუმარი ციცინო დეიდა

ვტირივარ ტასო.... არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ! იმედი ძალიან დიდ ძალას აძლევს ადამიანს. მე ძალიან კარგად ვიცი ნანისნაირი ადამიანების ცხოვრება. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოჩნდეს ონოსნაირი ადამიანი მათ ცხოვრებაში.
სამწუხაროდ საზოგადოებას გარიყული ყავს ისინი. ეს რეალობაა დღევანდელობის. მიხარია რომ გინდა არსებობდეს ბევრო ონო... პირადში მოგწერ ჩემს ისტორიას. მიხარიხარ ასეთი რომ ხარ.

 


№11  offline წევრი penguin

მიყვარან ძალიან????❣️❣️ნუნუ და ინა განსაკუთრებით❣️❣️

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ციცინო დეიდა
ვტირივარ ტასო.... არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ! იმედი ძალიან დიდ ძალას აძლევს ადამიანს. მე ძალიან კარგად ვიცი ნანისნაირი ადამიანების ცხოვრება. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოჩნდეს ონოსნაირი ადამიანი მათ ცხოვრებაში.
სამწუხაროდ საზოგადოებას გარიყული ყავს ისინი. ეს რეალობაა დღევანდელობის. მიხარია რომ გინდა არსებობდეს ბევრო ონო... პირადში მოგწერ ჩემს ისტორიას. მიხარიხარ ასეთი რომ ხარ.

დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს ისტორიას.. გელით ♥️♥️♥️
მართალი ხართ, ძალიან სასტიკია საზოგადოება და ძალიან არ მინდა, რომ ასე უყოს ..
ნანის ნაირი ყველა ადამიანი არია სრულფასოვანი ♥️♥️♥️
penguin
მიყვარან ძალიან????❣️❣️ნუნუ და ინა განსაკუთრებით❣️❣️

ნუნუზე მეც ბევრი ვიცინე, მიყვაარს ♥️♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent