შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრალია (გაგრძელება)


გუშინ, 02:06
ავტორი lillianna
ნანახია 667

ორი წლის წინ!

რამდენი ხანი ელოდა ანა ამ დღეს , რამდენი იბრძოლა იმისათვის რომ გაეხსენებინა, ვინ დაუნგრია ცხოვრება, ვის გამო არ ეძინა წლები ღამე მშვიდად , ფურცლების დასტა ხელში ეჭირა და თან მთელი სხეულით კანკალებდა

-დარწმუმებული ხარ რომ შენ უნდა წახვიდე?

-5 წელია ამ დღეს ველოდები თეო! ველოდებოდი როდის დაბრუნდებოდა ქვეყანაში ! როგორც იქნა ვიპოვე ეგ არაკაცი არაფრის დიდებით არ გავუშვებ შანსს ხელიდან , მე უნდა წავიდე ამ ჩაწერაზე!

-ხომ იცი რომ უბრალო კაცი არ არის? მამამისის კომპანიას ახლა ეგ უდგას სათავეში

-ტყუილად მელაპარაკები მივდივარ !

აპარატურა პატარა ჩანთაში ჩაალაგა , ჩამწერი აპარატი კოსტუმის კიბეში ჩაიდო და გასვლის წინ კიდევ ერთხელ შეხედა თეოს

-მალე დავბრუნდები!


მაღალსართულიანი შენობის შესასვლელთან იდგა ანა, წესით უნდა შეშინებოდა მაგრამ ამ წამს სულ სხვა ემოცია ჰქონდა , პულსი უცემდა მაგრამ არა შიშისგან, უნდოდა სამართლიანობა აღედგინა , ერთხელ და სამუდამოდ საკუთარ საწოლში ჩაწოლილს თავი არ დაედანაშაულებინა ძილის წინ!

შესასვლელში დაცვას ბეიჯი მიაწოდა და აცნობა ტელეკომპანიიდან ჩაწერაზე ვარ დაბარებულიო

-მესამე სართულზე რომ ამბრძანდებით ლიფტიდან მარჯვნივ გაუყევით დერეფანს და იქ დაგხვდებიან

თავაზიანად გადაუხადა დაცვას მადლობა და ლიფტს დაელოდა !

საბა ერისთავის მოადგილემ კაბინეტისკენ მიუთითა

-უკვე გელოდებათ

დიდი ხის კარი გაიღო და გოგონა ზღურბლთან აღმოჩნდა

ტყავის სავარძელში მაღალი შავგრემანი მამაკაცი იჯდა , ანა ცდილობდა როგორმე ამოეცნო მასში რაღაც უკვე ნანახი მაგრამ ამაოდ , თითქოს მხოლოდ მზერით გავდა მას ვისაც ეძებდა

-მობრძანდით

გოგონას დანახვისას ფეხზე წამოდგა , კოსტუმი შეიხსნა და ანასკენ წავიდა

-საბა ერისთავი!

ხელი გაუწოდა გოგონას

-ანა ცეცხლაძე

ანამაც ჩამორთვა ხელი .
არ დაბნეულა მამაკაცი , მისი სახელი და გვარი არაფერს ეუბნებოდა ან არ ახსოვდა , გაოცების ნაცვლად იღიმოდა

-სასიამოვნოა ანა , აქ დაბრძანდით

მისი სავარძლის წინ მდგარ სკამზე ანიშნა
ანამ ჩანთა იატაკზე დადო და სკამზე ჩამოჯდა

სტანდარტული კითხვებით მიმდინარეობდა ინტერვიუ, მიღწეული მიზნების და ბიზნესის ირგვლივ სვამდა ანა შეკითხვებს, მამაკაციც მშვიდად პასუხობდა

-საკუთარი წარსულით კმაყოფილი ხართ? არაფერს ნანობთ?

მზერა უფრო დაჟინებით მიმართა კაცისკენ, რესპოდენტი არ მოელოდა ამგვარ არაფორმალურ გადახვევას თემიდან

-იცით.. ვფიქრობ სინანული მეტად უსარგებლო რამეა , რადგან არაფერს ცვლის

საწერ კალამს ხელში ათამაშებდა

-იქნებ იმ ადამიანისთვის ცვლის ვისაც რაღაც დაუშავეთ

-ასეთ ადამიანს ვერ იპოვით!

-2018 წლის ერთ ღამეს ხომ ვერ გაიხსენებთ . ბანკეტის წვეულებას სადაც მეგობართან მოხვედით

კაცმა უფრო დაჟინებით დაიწყო გოგონას შეთვალიერება , რამდენჯერმე ჩაახველა

-ჩემი სახელი არაფერს გეუბნებათ?

-ნუთუ….

ირონიულად გააქნია თავი კაცმა

-იმ ღამით თქვენ მე გამაუპატიურეთ!

მშვიდი იყო ანას ტონი, თავადაც უკვირდა

მამაკაცი ფეხზე წამოდგა , ახლა უკვე ზურგით იდგა , უზარმაზარი მინის ვიტრინიდან გზას გაჰყურებდა

-სისულელეა

თქვა ისე რომ არ შემობრუნებულა

-ის რომ მოძალადე ხართ თუ ის რომ გამაუპატიურეთ!

-მსგავსი არაფერი ყოფილა ! ნასვამი იყავი, მეც ნასვამი ვიყავი

ნელა შემობრუნდა

-არაფერი დამიძალებია!

-იმ ღამით კიდევ ორ გოგონაზე იძალადეს! როგორ ბედავთ!

-გესმის მაინც რაში მადანაშაულებთ?

ანასკენ წამოვიდა , გოგონა დაფრთხა , უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, კაციც თან მიჰყვა

-არა თუ მესმის მტკიცებულებებიც მაქვს!

უკუსვლით სიარულით კედელთან აღმოჩნდა , წამით შეეკრა სუნთქვა

-ვერანაირი მტკიცებულება ვერ გექნება!
გრძელი მკლავი კედელს მიაყრდნო და წინ ანა მოიმწყვდია

-ზრდასრული გოგონა იყავი , დალიე და გაერთე როგორც სხვები!

-გგონია არ დაისჯები?

-რისთვის უნდა დავისაჯო, ლამაზ ქალთან სექსისთვის სჯიან?

ანას მოქნეული ხელი სახეში მოხვდა ბიჭს რამაც აიძულა თავი დაეხარა , ჩაიცინა , ხელი ტუჩზე მოისვა და ისევ გოგონას შეანათა შავი თვალები

-ცდები ანა , არასწორად გახსოვს იმ ღამის სცენარი

შეეცადა ხელით მაჯაზე შეხებოდა, გოგონა დაფრთხა

-ნუ გეშინია, არ ვაპირებ რამე დაგიშავო

-ქვეყანაში ახლა რატომ დაბრუნდი! გგონია იმ ორი გოგონას ჩვენება მამაშენმა გააქრო და აღარაფერი არსებობს შენს წინააღმდეგ?

ბიჭმა უკან დაიწია

-თუ ფიქრობ რომ ძალა გამოვიყენე შენ რატომ არ მიჩივლე ?

-ნაძირალა ხარ!

-რატომ ? მგონი ლოგიკურ კითხვას ვსვამ , თუ ფიქრობ რომ გაგაუპატიურეს რატომ არაფერს აკეთებ!

-ცხოვრება დამინგრიე, ყოველ დღე თავს ვარწმუნებ რომ უნდა ვიცოცხლო, რატომ არაფერი გავაკეთე?

ხმამაღლა საუბრობდა გოგონა

-ხმას დაუწიე !
მისკენ წავიდა საბა

-მახსოვხარ გესმის? მახსოვს შენი დამპალი ხმა! მახსოვს როგორ გთხოვდი გაჩერებას

-ცდები , შენი წარმოსახვაა ! სინამდვილეში გინდოდა არ გავჩერებულიყავი, უფრო მეტი გინდოდა ვიდრე გიკეთებდი

-ნაძირალა!

ისევ გაარტყა სახეში მოქნეული ხელი, თუმცა ამჯერად მამაკაცმა მოახერხა დაეჭირა მისი მტევანი

-შეეშვი ამ საქმეს! ამოიღე ჯიბიდან ეგ ჩამწერი და პირველივე ნაგვის ურნაში მოისროლე!

საკმარისად მიხვედრილი იყო საბა იმისთვის რომ წინასწარ გაეთვალა რაღაცეები

-არ მოვისვენებ სანამ არ დაგსჯი გესმის?

მიაძახა ანამ სანამ კაბინეტის კარს მოაჯახუნებდა

-წარმატებებს გისურვებ!



…….
ახლანდელი დრო !

ღამის სამ საათზე ჩვილის ტირილის ხმაზე წამოსწია თავი ანამ , საწოლიდან გადასასვლელად ემზადებოდა როდესაც იოანეს მკლავმა შეაჩერა

-იყავი მე მივალ!

-იოანე შენ…

-გაჩუმდი და დაბრუნდი საწოლში, გამოიძინე

ტუჩი შუბლზე მიადო და საწოლის ბოლოში გადადებული შარვალი სწრაფად ამოიცვა , წელს ზემოთ შიშველი გავიდა მეორე ოთახში
ანა კი მოწყვეტილი დაეცა ბალიშზე

-გაიღვიძე მამას გოგო?

სინათლე აანთო და ჩვილი ფრთხილად ამოიყვანა საწოლიდან
ნაცნობი ხმის გაგონებაზე ბავშვმა ტირილი შეწყვიტა და გაისუსა

-გშია მამი?

ტუჩებს აცმაცუნებდა გოგონა

-ახლავე

შიშველ გულზე უდიდესი სინაზით მიიხუტა ჩვილის სხეული და სამზარეულოში გავიდა, უკვე იცოდა როგორ უნდა მოემზადებინა საჭმელი პატარასთვის, ცალ ხელში შუშის ბოთლი ეჭირა, თან ნილას უმღეროდა

-მამას გოგო ვინ არისო? მამას სილამაზე
შუბლზე ნაზად ეხებოდა , წვერს
რომ არ დაეჩხვლიტა

-ახლავე გაჭმევს მამიკო ჩემო პრინცესა

სავარძელში მოხერხებულად ჩაჯდა მამაკაცი, ბავშვი კალთაში გადაიწვინა და სოსკა დახრილ მდგომარეობაში ფრთხილად ჩაუდო
უსმენდა ხმებს რომელსაც პატარა გოგონა ჭამის მომენტში გამოსცემდა და იღიმოდა

-შეგერგოს მამი!

იოამემ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო ჭამის შემდეგ გაზებს რომ არ შეეწუხებინა პატარა, ხშირად უწევდა ნილასთან ერთად ღამის გათენება ანას რომ დაესვენა,
ძალები აღედგინა

მუცლის მასაჟებს რომ მორჩა ჩვილი ისევ მკლავებში მოიქცია და ნელა დაარწია

-წავიდეთ მამი საწოლში?

თითქოს პასუხის დაბრუნება შესძლებოდა ისე ესაუბრებოდა 8 კვირის ჩვილს

ნახევარი საათი დაატარებდა წინ და უკან, ხან უმღეროდა, ხანაც მასთამ ერთად ცეკვავდა, თვალი რომ ვერ მოახუჭინა საწოლზე ზურგით გადააწვინა და გვერდით მიუწვა , უზარმარ მკლავებში ჰყავდა მომწყვდეული პატარა გოგონა და ამჯერად ასეთ პოზაში უმღეროდა…


დილით თვალების ფშვნეტით წამოიწია ანა საწოლიდან, სანამ თვალს გაახელდა მიჩვეული იყო რომ ხელით იოანე უნდა მოეძებნა , ცარიელ ზეწარს მანამდე
უსვა ხელები სანამ არ მიხვდა რომ მამაკაცი აქ არ იყო!
ზანტად წამოიწია , შიშველ ფეხებზე ატლასის ფერანგი შემოიცვა და ნილას ოთახისკენ წავიდა.
კარი ღია იყო, შორიდან უყურებდა ანა მშვიდად მძინარე მამა შვილს და იღიმოდა !

ისეთი უშფოთველი იყო ნილა იოანეს მკლავებში , ტუმბოზე დადებულ დაცლილ ბოთლს მოჰკრა თვალი, გასაგები იყო ანასთვის გასული ღამის სცენარი.
საათი ცხრას აჩვენებდა ამიტომ ფრთხილად შეარხია იოანეს სხეული

-გაიღვიძე

ეჩურჩულებოდა ყურში

-რა ხდება ნილა სადარის

სწრაფად წამოსწია თავი კაცმა , შეშინებულმა დაიხედა ძირს

-აქაა სად უნდა იყოს

ჩურჩულებდა ანა

-ჯანდაბა გული გამისკდა, წარმოვიდგინე რომ გადავარდა

-ნუ ღელავ ჯერ გვერდზე ტრიალი არ შეუძლიქ მაგრამ საწოლში რატომ არ ჩააწვინე? ასე არ შეიძლევა მიეჩვევა

გაუჯავრდა გოგონა

-მამასთან უნდოდა

-თვითონ გითხრა ?

წამოიწია ანა, ნილას პატარა სხეული საწოლში გადააწვინა და თხელი პლედი წააფარა

-წამოდი ყავას დაგალევინებ

ჩურჩულით ამბობდა პატარას ძილი რომ არ
დაეფრთხო

-ოჰ დიდად გმადლობთ!

უკან მიჰყვა მამაკაცი


-ახლა ცოდვა არ ხარ სამსახურში რომ უნდა წახვიდე?

თან ყავას ასხამდა თან მამაკაცისკენ აპარებდა თვალებს

-თუ გეცოდები, შეგიძლია ჩემთვის რაღაც გააკეთო

ბარის სკამიდან წამოდგა იოანე, ანას მიუახლოვდა და ზურგიდან აეკრო , ხელები წინ მუცელთან აათამაშა

-იოანე

-რა

ყურთან ჩურჩულებდა მამაკაცი, ანამ იცოდა იოანეს ხმაში ეს ცვლილება რასაც ნიშნავდა

-გაგვიანდება

-მოიცდიან !

კისრიდან თმები გადაუწია ანას და შიშველ კანზე ცხელი კოცნების დატოვება დაიწყო

-მინდიხარ !
ჩურჩულებდა ანას ყურთან , გოგონას ისევ ისე უცემდა გული როგორც 16 წლის ასაკში, როცა ასე ეხებოდნენ მამაკაცის ხელები

-მრცხვენია

ჩურჩულებდა ანაც

-ჩემი?

კოცნას არ წყვეტდა ყელში იოანე

-მშობიარობის შემდეგ ისეთი აღარ ვარ როგორც ადრე

-უკეთესი ხარ!

-მატყუებ!

-დავამტკიცოთ?

დაუყოვნებლივ შეატრიალა მისკენ ქალის სხეული , წამი არ დაუკარგავს ისე დააცხრა ტუჩებზე, ჰაერის ჩასუნთქვასაც ვერ ასწრებდა ანა ისე ისრუტავდა ყველაფერს იოანეს ვნება

კოცნას არ ანელებდა მაგრამ მაინც ახერხებდა თავისუფალი ხელით ანას პერანგის ქამრის შეხსნას

სწრაფად აიტაცა გოგონას სხეული ხელში და ბარის მაგიდაზე შემოაჯინა , წითელი ატლასის პერანგი მხრებიდან გადაუწია

-ისევ ისე გიზიდავ როგორც
ადრე?

საუბარს როგორღაც ახერხებდა ანა

-არ მეტყობა ?

-გიყვარვარ ?

ამჯერად ანა ეჯაჯგურებოდა მამაკაცის შარვლის სათავეს

-გიჟივით! ამის დედაც! ჭკუიდან მშლი !

უფრო და უფრო იკრავდა ახლოს გოგონას სხეულს , ხელი გოგონას ფეხებს შუა შეაცურა და თხელი აბრეშის ქსოვილი ფეხებთან ჩამოასრიალა , გოგონას შიშველ მკერდს ხელი მოჰკიდა შემდეგ ყელთან ავიდა და ოდნავ უკან უბიძგა ,მაგიდაზე ,რომ გადაეწვინა

-იოანე…

უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ მამაკაცი მისი სხეულის დასაკუთრებას იწყებდა, ინსტიქტურად აიფარა ხელი პირზე როდესაც იოანემ პირველი მოძრაობა გააკეთა

-ხელი ჩამოსწიე ! მინდა შენი ხმა მესმოდეს ანა

ცალი ხელით ხელს უჭერდა, მეორე ხელს კი გოგონას შიშველ მუცელზე ,შემდეგ მკერდთან დაასრიალებდა

ყველა მოძრაობაზე სიამოვნებისგან თრთოდა ანას სხეული, ისე ნაზად ირხეოდა როგორც გემი უშფოთველ ოკეანეში!
მთლიანად მინდობილი საყვარელ მამაკაცს

-მიყვარხარ !

ტუჩები მაინც პოულობდნენ ტუჩებს

-მიყვარხარ !

პასუხობდა გოგონა !



№1 სტუმარი Nana

როგორ ველოდებოდი❤️❤️❤️❤️ძალიან მიყვარს
ეს ისტორია

 


№2 სტუმარი Ana

ძალიან ველოდი❤️❤️❤️ გამიხარდა რომ დაბრუნდით, საუკეთესო ხართ!

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ღმერთო აღარც მახსოვდა ეს ისტორია, როგორ გამიხარდა. გააგრძელეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent