განთიადის ვარსკვლავი (1)
**** გიფიქრიათ? იქ, სადაც ვიღაცის ბედნიერება იწყება, სადაც იბადება ახალი სიცოცხლე, იქვე ასრულებს ვიღაც თავის ცხოვრების ბოლო წუთებს. იქ, სადაც არის თავისუფლება და სიყვარული, არსებობს ბოროტებაც, რომელიც ხშირად გადაწონის ხოლმე ყველაფერ კარგს. იქ, სადაც ადამიანები ნატრობენ, ლოცულობენ რომ შეეძლოთ მათ საყვარელ ადამიანთან ყოფნა, ჩახუტება, ძილი… არსებობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ვერ ამჩნევენ ნამდვილ გრძნობებს, ვერ იაზრებენ სიყვარულის არსს. ***** უნივერსტეტში დასვენებები მქონდა და სოფელში ჩასვლა გადავწყვიტე ჩემებთან. მიუხედავად იმისა, რომ სანამ საცხოვრებლად აქეთ წამოვიდოდი არ მიყვარდა აქაურობა, მერე მივხვდი რომ მის გარეშე არაფერი ვიყავი. მონატრებული დედის ნახვა, უდიდესი შვება იყო ჩემთვის. ის საღამო მშვიდად გავატარე, დავიცალე დედასთან საუბრით. მეორე დღეს გარეთ გავედი, მაინტერესებდა როგორი იყო აქაურობა ჩემ გარეშე. გზაში მამაჩემის და ჩემი ძმების ნაცნობი შემხვდა. დიდ პატივს ვცემდი ამ ადამიანს, გადავედი მანქანიდან, რომ მომეკითხა. გიორგისთან ერთად ერთი ბიჭი გადმოვიდა. მეცნობოდა, მაგრამ თან ვერ ვიხსენებდი ვინ იყო. როდესაც ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავჯექი, მაშინ მივხვდი, საიდან ვიცნობდი ამ ბიჭს. ადრე ხშირად მოდიოდა ჩვენთან, გიორგის შვილი იყო. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, შემდეგ საღამოს უკვე ვაპირებდი თბილისში წასვლას. ვერაფრით ვერ დავიძინე, სულ იმ ბიჭის სახე მიტრიალებდა გონებაში. ნეტავ სად იყო ამდენი ხანი, რატო აღარ ვხედავდი ხშირად? დილით ყველას დავემშვიდობე და წამოვედი. არასდროს მიყვარდა ეს სახლი, მუდამ პრობლემები იყო აქ, ყოველთვის ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი იქაურობას. გზაში იმ ბიჭის (ლუკას) მანქანა დავინახე. ვიფიქრე, ნეტა ჩვენთან ხომ არ მიდის თქო. მაგრამ მაინც გავაგრძელე გზა. თბილისში რომ ჩავედი, უაზრო ფიქრები მქონდა აკვიატებული, თითქოს ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა. სულში შემზარავი სიჩუმე იყო, თითქოს არაფრის, მაგრამ ყველაფრისმთქმელი სიჩუმე. შუაღამე იყო, ტელეფონზე რომ დამირეკეს, უცხო ნომერი იყო და არ ვუპასუხე. უცებ შემიპყრო მარტოობის შიშმაც და ისევ ისე, როგორც პატარაობაში, საბნის ქვეშ ჩავიმალე. ტელეფონი არ ჩერდებოდა. მესამე ზარზე ვუპასუხე. - გისმენთ? - ლიზ, ლუკა ვარ. ხომ არ გაგაღვიძე? - არა, მეღვიძა. რა ხდება, მშვიდობაა? - შენთან მაქვს სალაპარაკო, როგორც ვიცი თბილისში ხარ, შეიძლება შენთან მოვიდე? - კი, ლუკა, მოდი. - ყურმილი გავუთიშე და გულმა არაამქვეყნიური ბაგაბუგი დაიწყო. რა სალაპარაკო ჰქონდა? რატომ მაინც და მაინც ღამე? ჩემ ოჯახში ხომ არ ხდებოდა რამე ცუდი… დააგვიანდა. საათი 2:20 უჩვენებდა, კარზე ზარის ხმა რომ იყო. დაბნეული ღიმილით გავუღე კარი და შიგნით შემოვიპატიჟე. ისიც ასეთივე ღიმილით მიყურებდა. ეტყობოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამის თქმას აპირებდა. - რა ხდება, ლუკა, ხო მშვიდობაა? ძალიან ვნერვიულობ. - ლიზ, არ ვიცი როგორ გითხრა ეს ამბავი, ძალიან მიჭირს, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდე. იმდღეს, შენიდან რომ წავედით, მედა მამაჩემს დაგვირეკეს და გვითხრეს რომ მამაშენი დაიკარგა და იძებნებოდა. მაშინვე ვთქვით რომ წავსულიყავით დასავლეთში, მაგრამ მამაჩემმა მითხრა, თქვენ სიახლოვეს მეტრიალა. დღეს საღამოს დაგვირეკეს, და გვითხრეს, რომ იპოვეს, მაგრამ… - რა მაგრამ, ლუკა, სად არის ახლა?? ეტყობოდა, როგორ უჭირდა რამის თქმა. - მოკლეს, ლიზ სიჩუმე მსხვრევა სულის წვა ნუთუ, ის კაცი, რომელმაც მე გამზარდა, მოკლეს? ცრემლები თავისით მოდიოდნენ მამაჩემის სიცოცხლე დასრულდა? ახლა რა იქნება? - დედაჩემმა იცის? - კი, შენმა ძმამ უთხრა. - ვინ მოკლა, რა უნდოდათ? - ვალი ჰქონია ერთი კაცის, ეუბნებოდა მალე მოგცემო. - ამ ამბავის ასე დატოვებას ვაპირებთ? ის კაცი არ უნდა დაიჭირონ??? - ლიზ, აქ სხვარამეშია საქმე. მამაშენს ეგ ფული კანონიერ ქურდთან მიჰქონდა და იმასაც ატყუებდა. ეუბნებოდა, რომ თვითონ შოულობდა. ვისი ვალიც ჰქონდა, იმას ეუბნებოდა რომ ჩემი შვილის სიცოცხლეს ვფიცავარ, მალე დაგიბრუნებო. ასე ტყუილებით დაიღუპა თავი. იმიტომ აღარ ჩამოდიოდა თქვენთან ამდენი ხანი, არ უნდოდა ვინმეს გაეგო სად იყო მისი ოჯახი, თორე თქვნც გადმოგწვდებოდნენ ხმით ვტიროდი ვერ წარმომედგინა მამაჩემი ის აკეთებდა ამ ყველაფერს ხალხს ატყუებდა და ფულს ძალავდა მაგრამ ახლა, ვერასდროს ვეღქრ ვნახავდი როგორიც არ უნდა ყოფილიყო, მამაჩემი იყო ყოველთვის გავუგებდი. - სოფელში უნდა ჩავიდე. - ახლა არა, ლიზ. დილით წაგიყვან მე, კარგი? - კი მაგრამ, დედა როგორ დავტოვო, ახლა ხომ ყველაზე მეტად ჩემი თავი სჭირდება. - გთხოვ, დამიჯერე, ხვალ წავიდეთ. ახლაც არ მინდა მარტო დაგტოვო. - დარჩი. **** ვერ აღგიწერთ, რა მჭირდა სოფელში ჩასვლისას. დედაჩემის განადგურებული სახე, რომელიც თავის სიყვარულს ვეღარ ნახავდა. ჩემი ძმა, რომელსაც ყოველთვის მამას იმედი ჰქონდა. თუმცა მე… მე არასდროს მქონდა მასთან კარგი ურთიერთობა, რადგან დამტოვა მაშინ, როცა ის იყო ჩემთვის ყველაფერი. მაშინ, როცა მამა მჭირდებოდა. მაგრამ ტკბილად ვიხსენებდი პატარაობას, როცა ვგრძნობდი მის სითბოს. მე ვხედავდი როგორ ანერვიულებდა სულ. სვავდა, იტყუებოდა, ვალებს იდებდა… ის დღეები როგორ, ან რა ძალით გავატარე, ვერ გეტყვით. ზოგჯერ მეფიქრებოდა, ნეტავ როგორი იქნებოდა ცხოვრება. ჩემი მშობლები საერთოდ რომ ვერ შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ვიცი მამაჩემი მაინც მამაჩემი იქნებოდა და დედაჩემს, მაინც მთელი გულით ეყვარებოდა ის. დაკრძალვის დღეს, განადგურებული ვიყავი. ვხედავდი, როგორ ეხუტებოდა დედაჩემი გაყინულ ცხედარს და სთხოვდა, ეს ყველაფერი რეალური არ ყოფილიყო, სთხოვდა, მას თვალი გაეხილა და ეთქვა რომ მასთან იქნებოდა, არსად მიდიოდა, სულ დედასთან იქნებოდა. მე? მე კიდევ არ ვიცი რას ვგრძნობდი, ვტიროდი, რადგან დავკარგე ადამიანი, რომელმაც გამილამაზა ბავშვობა, გამითბო ზამთრის ცივი დღეები, ამიშენა პრინცესას სასახლეები და მპირდებოდა, რომ მთელი ცხოვრება მისი პრინცესა ვიქნებოდი, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად დამჭირდა, მაშინ დამტოვა და წავიდა, ჭაობში წავიდა. ვტიროდი, რადგან ჩემ ძმას მოუკვდა მამა, რომლის იმედიც მთელი ცხოვრება ჰქონდა. მამა, რომელმაც ბევრი ასწავლა და დაანახა. ახლა ის მარტო რჩებოდა. ბოლო გზაზე ვაცილებდით… ვფიქრობდი, ალბათ გავიდოდა ხანი და დედაჩემი მიხვდებოდა, რომ მამა მაინც მის გვერდით იქნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მას ეყოლებოდა საკუთარი მზე ცაში, ზამთარშიც რომ გაათბობდა. ათასში ერთხელ მოვკრავდი ხოლმე თვალს ლუკას, რომელიც ცრემლიანი თვალებით მიყურებდა. დედაჩემმა მიწას მიაბარა კაცი, რომელთანაც 2 შვილი ჰყავდა, რომელსაც დაუკავშირა თავისი ცხოვრება და ფიცი დადო ღვთის წინაშე, რომ ჭირსა და ლხინში მის გვერდით იქნებოდა… ახლა? ახლა როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება ის ხომ, ნახევარი ფრთის გარეშე რჩებოდა, ნუთუ შეეძლო, კვლავ გაეღიმა… დე, ჩემო დე როგორ ძალიან მეცოდები ასეთი ცხოვრებისთვის. რამდენიმე დღე დედასთან გავატარე საშინლად ვგრძნობდი თავს ბუნტად ვხედავდი ადამიანების სახეებს, რომლებიც ჩვენ გვერდში იდგნენ და გვაწყნარებდნენ. ხშირად მოდიოდა ლუკაც, თუმცა არ ვლაპარაკობდით. დე, ჩემო სიყვარულო როგორ ძალიან მინდა, ამის შემდეგ მოიკრიბო ძალა და ბედნიერი იყო ნეტა როგორ გააგრძელებ ცხოვრებას? ამ სახლს რომ ვუყურებდი, ყველაზე მეტად მიჭირდა აქ გაჩერება. ყველაფრის მიუხედავად, მახსენდებოდა მოგონებები მასთან ერთად. მამაჩემმა კარგი ბავშვობა მაჩუქა იქამდე, სანამ მივხვდებოდი რეალურად ვინ იყო, სანამ დავიწყებდი სამყაროს აღქმას. ნეტავ, რა იქნებოდა, რომ არ წასულიყავი იმ ჭაობში. რომ არ გაგესვარა ხელები და შენ ოჯახთან ერთად გეცხოვრა. ნუთუ ასეთი ძნელი იყო… 1 კვირა გავჩერდი და მერე თბილისში წასვლა გადავწყვიტე. ბევრს ველაპარაკებოდი დედას, რომ გაეგრძელებინა ცხოვრება. ჩემთან წამოსვლაც შევთავაზე, თუმცა უარი მითხრა და დარჩა სოფელში, ჩემს ძმასთან. თბილისში რომ ჩავედი, საშინლად მარტოსულად ვიგრძენი თავი და იმდენი ვიფიქრე, თავის ტკივილმა ვერ დამაძინა. გვიანი იყო, უფრო რომ უმატა ტკივილმა. სახლში აღარაფერი წამალი არ მქონდა. მართალია, გვიანი იყო, მაგრამ უნდა ჩავსულიყავი და წამალი მეყიდა, თორემ ვერ დავიძინებდი. სადარბაზოში შუქი არ აინთო, რაღაცნაირად შემეშინდა, მაგრამ გავაგრძელე გზა. აფთიაქში შევედი და გამაყუჩებელი ვიყიდე. რომ გამოვბრუნდი, თითქოს უფრო მეტად შემეშინდა ჩემ სადარბაზოში ასვლა. რაღაცნაირი ცუდი გრძნობა მქონდა. ისევ აფთიაქში შევედი ცოტახნით. არც კი ვიცი, რატომ ავკრიფე ლუკას ნომერი და მას ვთხოვე აქ მოსვლა. ამ დროს არანაირი კითხვა არ მიჩნდებოდა მის შესახებ, უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახისთვის კარგი უნდოდა. ნახევარ საათში მოვიდა და მომწერა, რომ გამოვსულიყავი. მანქანაში ჩავუჯექი და გავუღიმე - ბოდიში, რომ შეგაწუხე. სადარბაზოში შუქი არ ენთო და საეჭვოდ ჩუმი იყო იქაურობა, რაღაც სხვა მანქანასაც მოვკარი თვალი და ვეღარ ავედი უკან. - რა ბოდიში, ლიზ. სულ შენ გვერდით ვარ, როცა დაგჭირდება. წამო ერთად ავიდეთ. ისე, რა გინდოდა ამდროს აქ? - წამალი ვიყიდე. გადავედით მანქანიდან. როგორც ჩემ სადარბაზოსთან მივედით, მაშინვე დაიქოქა მანქანა და წავიდა - ეს მანქანა იყო? - კი, ეს იყო. - დედას შევეცი - ხელს ისვამს თავზე და თან მე მიყურებს. - რა ხდება, ვინ იყო? - წამო ავიდეთ. სახლში შევედით. ეტყობოდა რაღაცაზე ნერვიულობდა. თან მე მიყურებდა და ნერვიულად ათამაშებდა ფეხს. - რა ხდება, ლუკა. უნდა ვიცოდე, ვინ მელოდება სახლთან და რატომ მიდის მაშინ, როცა ვინმესთან ერთად მხედავს. მართალია, დიდი ხანია არ მინახიხარ, საერთოდ არაფერი ვიცი შენზე, მაგრამ ვიცი, შენ საკმარისად ბევრი იცი ჩემზე და ჩემ ოჯახზე. აქედან გამომდინარე ვხვდები, რომ ჩემ დასახმარებლად ხარ და კარგი გინდა ჩემთვის. ამიტომ დაგირეკე ახლა შენ, მომიყევი, ვინ არის? ისევ მამაჩემის ამბებია ხო? თვალებში მიყურებს, თავი დაბლა აქვს დახრილი ეტყობა ჯერ კიდევ ჩემს სიტყვებზე ფიქრობს. ბოლოს თვალს თვალში მიყრის - კი, ლიზ. მამაშენს ვისთანაც მიჰქონდა ფული, კანონიერ ქურდთან, ის კაცია ეგ. მე მამაჩემმა და შენმა ძმამ ბევრი ვიფიქრეთ, მივსულიყავით და გვეთქვა რომ მოკლეს, თუ არა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივიდეთ და ავუხსნათ ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არაფერი დაგიშავდეს. ამასობაში, მას მოუნახავს შენი მისამართი და გელოდება სახლთან, რომ დაგიჭირონ მაგის ბიჭებმა და უთხრა, სად არის მამაშენი. ვტიროდი რა დავაშავე რატომ მაინც და მაინც მე მკვდარი მამის გლოვასაც არ მაცდიან რისთვის ღირს ჩემი ცხოვრება თუ სულ ასეთი პრობლემები უნდა მქონდეს - გთხოვ, არ იტირო. ყველაფერს მოვაგვარებთ. მამაჩემს ძალიან უყვარხარ, ბავშვობიდან გხედავს და იცის, რის გადატანა გიწევდა მაგ კაცის გამო. მართალია, მე დიდიხანია არ მინახიხარ, ეს ცალკე გავიაროთ, სხვა დროს. მაგრამ მეც იგივე დამოკიდებულებით ვარ, როგორც მამაჩემი. გთხოვ, ნუ ტირი, ლიზ. - ცრემლებს მაშორებს ცერებით და თან ცდილობს გამიღიმოს. - ყველაფერს დავალაგებთ, გესმის? თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და სახეზე ხელებს ვიფარებ. არ ვიცი, როგორ ჩამეძინა, მაგრამ დილით მისმა ხმამ გამაღვიძა. აშკარად ცდილობდა, ჩუმად ელაპარაკა, მაგრამ მაინც გამეღვიძა. - დილამშვიდობის. - დილამშვიდობის, ლიზ. - ყავას დალევ? - გავაკეთე უკვე ჩემთვის - მიღიმის - შენც გაგიკეთებ, დაჯექი. - სიგარეტი გაქვს? უხმოდ გამომიწოდა კოლოფი. ერთი ღერი ავიღე და აივანზე გავედი. კიდევ მქონდა აზრების გაორება. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ ახლა, ამ მომენტში, თავს დაცულად ვგრძნობდი. არვიცი, ეს, ალბათ მისი დამსახურება იყო. ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა. - უნივერსტეტში არ დადიხარ? - კი, მაგრამ დღეს არ ვარ არსად გასვლის ხასიათზე. ახალი ხომ არაფერია? - კი, ლიზ. ელაპარაკა გიორგი იმ კაცს. ყველაფერი აუხსნა და მანაც ადამიანურად გაიგო. შენ აქ არაფერ შუაში ხარ და მამის ჩადენილს არავინ მოგთხოვს, შენი ძმაც ელაპარაკა და ყველაფერი დაალაგეს, ის კაციც სათანადოდ დაისჯება. - ვინ დასჯის? - ეგ უკვე ჩვენ აღარ გვეხება. - კარგი, შენ თუ გინდა წადი, ალბათ შენი საქმეებიც გაქვს. ისე შემეშინდა გუშინ, არ ვიცოდი ვისთვის დამერეკა, ახლა რადგან ყველაფერი დალაგდ… - სიტყვა აღარ დამასრულებინა - მისმინე, ყოველთვის, სადაც არ უნდა იყო, ჩემი იმედი გქონდეს. გუშინ ზუსტად მე ვიყავი ის სწორი ადამიანი, ვისთვისაც უნდა დაგერეკა. ახლა წავალ, მაგრამ ყოველთვის იცოდე, სადაც არ უნდა იყო და რაც არ უნდა გჭირდებოდეს - მიღიმის - მადლობა, ლუკა. - მეც ვუღიმი ცოტახანში გავაცილე და დავწექი ეს მომენტი არ მიყვარდა ვინმეს წასვლით დატოვებული მარტოობის გრძნობა და მერე მასთან ერთად დაღამება, გათენება და ცხოვრების გაგრძელება. მე მამა აღარ მყავდა დედაჩემს ქმარი… ვიჯექი და ვიხსენებდი ჩემი და ლუკას პირველ შეხვედრას, მაშინ მე ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, რამდენჯერმე რომ ვნახე ჩემთან, მერე ცოტა მოვიზარდეთ, უბანში ვხედავდი ხოლმე, რაც სკოლა დაამთავრა იმის მერე დიდიხანი აღარ მინახავს, მე რომ დავამთავრე სკოლა, ჩემ ბანკეტზე მოვკარი თვალი, მაგრამ არ მახსოვს, ზუსტად ეგ იყო თუ არა. ბავშვობიდან მიზიდავდა და თან განმიზიდავდა, ვერ ვხვდებოდი, რას აკეთებდა, რა უყვარდა, რისთვის ცხოვრობდა. აშკარად, ძალიან შეცვლილია ახლა, მისი თვალები, მისი სახე, თითქოს ძალიან ნანერვიულები… არ ვიცი, რა უნდა ვქნა, ამდენმა ფიქრმა უფრო ბევრი კითხვა გამიჩინა. ნუთუ, არ იყო უბრალოდ გატაცება და მართლა ის ადამიანია, ვინც გვერდით უნდა მყავდეს? მაგრამ, რა სტატუსით? *** დღეები უაზროდ გადიოდნენ, ხშირად ჩემ დაქალთან ვრჩებოდი, ის იყო ერთადერთი, ვინც ზუსტად იცოდა რა მჭირდებოდა. - თამარა, სადმე გავიდეთ, არ გინდა? დავიღალე თბილისში. უკვე გაზაფხულდა და ხომ იცი, ჩემი სეზონია. - წავიდეთ, ოღონდ შენს სახეს ღიმილიანს ვხედავდე და სადაც გინდა იქ წავიდეთ. - წამო, შენთან იმერეთში, აგარაკზე. გოგოებს დავურეკოთ და ავიდეთ. ხომ არავინ იქნება შენები? - ეგ სულ აღარ მახსოვდა, არაა არავინ იქნება, წავიდეთ. ჩავალაგებ რაღაცეებს, გოგოებსაც გადავურეკავ, გადადი შენც, გაემზადე და გამომიარე, შენი მანქანით წავიდეთ. - სახეგაბრწყინებულო მიყურებდა. სახლში მოვედი და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე, ტელეფონზე შეტყობინება რომ მოვიდა “ღიმილიანი ლიზა ბევრად უკეთესია” ტელეფონს გაშტერებული დავუყრებდი, ნუთუ ლუკა მწერდა? სასწრაფოდ გავემზადე და გავედი. მანქანაში ჩავალაგე ყველაფერი და მაღაზიაში შევედი. - გამარჯობაა, ერთი პარლამენტ ნაითი ღიმილით მიწვდის კონსულტანტი და აშკარად ძალიან მაკვკრდება. ვიღებ სიგარეტს და გამოვდივარ, მანქანაში ჩავჯექი და მოვუკიდე. ვფიქრობდი, უნდა დამებრუნებინა თუ არა პასუხი მესიჯზე, თამარამ რომ დამირეკა. - ხო თამარა, გამოგიარო? - ხო, ჩემთან ვართ ყველა, მოდი. თამარასთან რომ მივედი, კიდევ მოვიდა მესიჯი “აშკარად აღარ იღიმოდი”. კვლავ უპასუხოდ ვტოვებ. გოგოებიც ჩამოვიდნენ, ჩავალაგეთ ყველაფერი და დავიძარით იმერეთისკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.