შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვარ სიცოცხლე ( სრულად )


გუშინ, 19:31
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 125

ბარის ყველაზე ბნელ, ყველაზე შორეულ კუთხეში ვზივარ, წინ სასმლის ბოთლი და სავსე ჭიქა მიდგას, ნელ-ნელა, ნება-ნება ვსვამ და ვეწევი, სიგარეტი არ მიყვარს, უბრალოდ ჩემი თავი მომწონს სიგარეტით ხელში და კვამლი უცნაურ ფიგურებად რომ იკლაკნება ჰაერში, თანაც მხოლოდ მაშინ მინდება როცა ნასვამი ვარ, ასე რომ თავისუფლად შეიძლება არამწეველად ჩავითვალო.
კიდევ ერთ ყლუპ ცეცხლოვან სასმელს ვაგემოვნებ და ყურადღებით ვათვალიერებ ხალხით დარბაზს, მუსიკა ხმამაღლა უკრავს, სიცილი და ლაპარაკი ერთვის და ყურისწამღებ ხმაურს ვიღებთ შედეგად, იშვიათად მინდება ხოლმე ასეთ გარემოში დროის გატარება და კიდევ კარგი რომ ასეა თორემ ხშირად ასეთ ‘’გართობას’’ ჩემი ჯიბე ნამდვილად ვერ გაწვდებოდა, ჩემს წინ მდგარ, არც თუ ისეთ ძვირადღირებულ სასმლის ბოთლს შევყურებ და მეღიმება, ნეტავ როგორი გრძნობაა როცა იმდენი ფული გაქვს რომ ფასს არ კითხულობ...
- შეიძლება? -ბოხი ხმა მესმის და მაშინღა ვამჩნევ მაგიდასთან ასვეტილ ზორბა სხეულს, უზარმაზარია, მთასავით დამყურებს თავზე, თუმცა დღეს მარტო ყოფნა მინდა, საშინლად მინდა თორემ ალბათ...
- არ შეიძლება, -მოკლედ ვპასუხობ და კიდევ ერთხელ ვავსებ ჭიქას?
- რატომ? -კითხულობს და პატარა ბავშვივით საყვარლად და გულწრფელად მიღიმის, რატომღაც თითქოს არ უხდება ასეთი ღიმილი.
- მარტო ყოფნა მირჩევნია, -თვალს ვარიდებ და ერთმანეთზე გადახლართულ, გაოფლილ და აღგზნებულ მოცეკვავე წყვილებს ვუყურებ.
- უბრალოდ ვილაპარაკოთ, -არ ნებდება, თავმობეზრებული ავყურებ ქვემოდან, არ ვარ ჩხუბის და გაწევ-გამოწევის ხასიათზე, ფხიზელი ჩანს, იმედია არ გაჯიქდება როგორც ზოგაგად ხდება ხოლმე.
- დღეს არ ვარ არაფრის ხასიათზე, არ მინდა გეუხეშო, ასე რომ...
- სხვა დროს?
- რა სხვა დროს
- სხვა დროს იქნები ხასიათზე? -ეშმაკურად უციმციმებს თვალები და ვხვდები მშვენივრად გაიგო რა ვიგულისხმე სიტყვა ‘’არაფერში’’
- ალბათ, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ, -უგულოდ ვახლი სიტყვებს და ჩემდა გასაკვირად ისევ იღიმის, მერე უცნაურად ჩაფიქრებული აქნევს თავს აქეთ - იქით, ზურგს მაქცევს და თავისი მაგიდისკენ მიდის, მომლოდინე მეგობრებს უერთდება, გაოცებული მაღლა ვწევ წარბს, ასე ადვილად დანებებას არ ველოდი, რატომღაც მეგონა ბრძოლის გადატანა მომიწევდა იმისთვის რომ მარტო დამელია ეს წყეული სასმელი, ბრაზი მიპრობს და ვიღუშები, არადა აქ განსატვირთად და ყველაფრის დასავიწყებლად მოვედი, ეს საშინელი ხმაური და რამდენიმე ჭიქა სასმელი დროებით აძინებს ხოლმე ჩემს გონებაში მოფუთფუთე უამრავ ურთიერთ საწინააღმდეგო აზრს, თუმცა რამდენჯერაც არ უნდა ვცადო ასეთ გარემოში განტვირთვა, გამოჩნდება ასე საიდანღაც ვიღაც ხისთავიანი, რომელიც აუცილებლად იფიქრებს რომ თუ ქალი მარტო ზის ბარში და სვამს აუცილებლად პარტნიორს ეძებს სა*იმაოდ, გამოჩნდება და...
- როგორ ვერ ვიტან აქაურობას, -ხმამაღლა ვამბობ და აქაურობაში ამ ბარს კი არა მთელ ქვეყანას ვგულისხმობ, ქვეყანას რომელიც უამრავი დოგმით და არასწორი შეხედულებებით თავგამოტენილი ხალხით არის სავსე, ხალხით რომელიც ფიქრობს რომ თუ ქალი მარტო ზის მაგიდასთან, სვამს და ეწევა ა, ხალხით რომელიც ფიქრობს რომ მაღალი და დაკუნთული ტიპი აუცილებლად უნდა იბღვირებოდეს და თუ ბავშვურად და გულწრფელად გაგიღიმა რაღაც ვერ აქვს რიგზე, ხალხით რომელთათვისაც უცხოა სხვისი პირადი სივრცის და თავისუფალი ნების პატივისცემა...
კიდევ ერთ ჭიქას ვცლი ბოლომდე და ვდგები, მიკვირს ფეხი რომ არ მერევა, არ ვსვამ ხშირად და ადვილად მეკიდება ხოლმე, ამჯერად შედარებით კარგად ვგრძნობ თავს, გაჭირვებით ვიკვლევ გზას მთვრალ და გაბრუებულ ხალხში და გარეთ გასული ღრმად ვისუნთქავ ღამის გრილ ჰაერს, ორიოდე წუთში ვგრძნობ ჭარბად მიღებული სასმელი როგორ ერევა სისხლძარღვებს და როგორ მაბრუებს, თვალები მეხუჭება, ასეთ მომენტებში სერიოზულად ვფიქრობ ხოლმე მანქანის ყიდვაზე მაგრამ გამოფხიზლებული ჩემ თავს ვტუქსავ, პრინციპულად არ ვყიდულობ, არ ვაპირებ კიდევ ერთი ჯართი შევმატო ამ ისედაც გადატვირთულ ქალაქს და მერე ავტოსადგომის ძებნაში და ჯარიმის გადახდაში ამომხდეს სული, მარტო ესეც არ არის, ეკოლოგიაზეც ვფიქრობ ხანდახან და იმაზეც რომ მთვრალი მაინც ვერ დავჯდები საჭესთან, ფხიზელს კი სულაც არ მეზარება ავტობუსით და მეტროთი სარგებლობა.
- როგორც იქნა, -ვბუტბუტებ და ზედ ჩემს ფეხებთან გაჩერებული ტაქსის კარს ვაღებ.
-
- დღეს ორი საათით ადრე მინდა გასვლა, -ჩემი უფროსის, ბატონი ივანეს წინ ვდგავარ მოსწავლესავით გაჭიმული და განაჩენს ველი.
- არა, -ამბობს ისე რომ თავს არ წევს ქაღალდებიდან.
- რატომ? -ისევ უადგილოდ მიპყრობს ბრაზი და მგონი ხვდება ამას, თავს მაღლა წევს, ცხვირზე ჩამოცურებულ სათვალეს მარცხენა ხელის შუა თითით ისწორებს და მერე ოდნავ შემელოტებულ კეფას იქექავს.
- იმიტომ რომ საქმე გაქვს დასამთავრებელი.
- უკვე დავამთავრე.
- რა პრობლემაა, კიდევ დაგიმატებ, -ხუმრობს თავისი ჭკუით და საძაგლად იღრიჭება, მეც ვცილობ გავიღიმო თუმცა არ გამომდის.
- ხმა უნდა მივცე ბატონო ივანე, -ყველანაირად ვცდილობ სიმშვიდე და კეთილგანწყობა შევინარჩუნო, თუმცა ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ გამაცოფოს.
- დიდი ამბავი, შენ თუ ხმა არ მიეცი არ დაიქცევა ქვეყანა, -უდარდელად ამბობს და საქმეს უბრუნდება, ვეღარ ვითმენ.
- აბა იმ პარტიას ვაძლევდე ხმას რომელსაც თქვენ თუ არ გამიშვებდით, თქვენ თვითონ ხომ კარგად მიეცით, სხვებიც ხომ გაუშვით, მე რას მერჩით, -პირდაპირ ვახლი და ვხედავ როგორ უწითლდება ლოყები და როგორ ემანჭება ტუჩები.
- შენ რამდენს ბედავ გოგო, ვინ გეკითხება მე ვის რას მივცემ, -მაგიდაზე აბრახუნებს ხელს და მთელი ხმით ყვირის.
- თქვენ თუ გეკითხებათ მე ვის ვაძლევ, მე რატომ არ უნდა მეკითხებოდეს თქვენ ვის აძლევთ, -შედარებით შერბილებული ტონით ვეკითხები და ყოველი შემთხვევისთვის ორი ნაბიჯით უკან ვიხევ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ერთხანს გაცოფებული მიყურებს, მერე სახე ეცვლება და ხმამაღლა გულიანად ხარხარებს, წამსვე ვხვდები რაშიც არის საქმე და მეც მიტყდება სიცილი.
- კიდევ კარგი არავინ გვისმენდა, რა მიცემა აგიტყდა, -სიტყვასა და სიტყვას შორის ასლოკინებს და იქვე მდგარ წყლით სავსე ჭიქას ბოლომდე ცლის, მისი ასეთი ცვლილებით გამხნევებული ვუმეორებ კითხვას.
- ორი საათით ადრე გამიშვებთ?
- არა, -ისევ მოკლედ მიჭრის და ჯიბრში ჩამდგარი პატარა ბავშვის მზერით მიყურებს, ტუჩზე ისეთი ძალით ვიჭერ კბილებს სისხლის გემოს ვგრძნობ, ცუდი უფროსი არ არის ბატონი ივანე მაგრამ ის რასაც ახლა აკეთებს მეტისმეტია, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
- მაინც წავალ, უბრალოდ გკითხეთ რომ პატივისცემა გამომეჩინა თორემ ასეც წავიდოდი და ისეც, -გაგულისებული ვბურტყუნებ და კარისკენ ვტრიალდები მსხვრევის ხმა რომ მესმის.
- წახვალ და სამსახურიდან გაგიშვებ, -ყვირის საკუთარ სიტყვებში არც თუ ისე დარწმუნებული ადამიანის ხმით, დამსხვრეულ ჭიქას ვუყურებ და მისი მუქარის მაგივრად იმაზე ვფიქრობ რომ დღეს დამლაგებელი არ მუშაობს და ალბათ ამ ყველაფრის მოსუფთავება მე მომიწევს როგორც უფროსის ერთგულ ფინიას და საქმეზე თავგადაკლულ ასისტენტს.
- ცოცხს მოვიტან და მოვალ, -ტუჩაბზუებული ვამბობ და ვოხრავ.
- ვერ გაიგე რა გითხარი? -კლდეზე მიჯაჭვული ამირანივით ბრდღვინავს.
- გავიგე ბატონო ივანე, თუ ადრე წავალ, სამსახურიდან გამიშვებთ, მაგრამ მაინც წავალ.
- სად ჯანდაბაში წახვალ.
- სად და ხმის მისაცემად.
- კი მაგრამ ასეთს ვის აძლევ ხმას რომ სამსახურის დაკარგვად გიღირს.
- ეგ თქვენ არ გეხებათ.
- რისი იმედი გაქვს ერთი ვიცოდე.
- იმის რომ საუკეთესო თანამშრომელი ვარ, თითქმის ყოველ დღე ზეგანაკვეთურად ვმუშაობ, სამი კაცის საქმეს ვაკეთებ და ერთი კაცის ხელფასს ვიღებ, ფაქტობრივად მონასავით ვმუშაობ, შვებულებასაც კი არ ვიყენებ და ორი საათი გაგიხდათ პრობლემა? გამათავისუფლებთ? კი ბატონო, რაც გინდათ ის ქენით, ყელში ამომივიდა ყველაფერი, თუ გგონიათ სხვა სამსახურს ვერ ვიშოვი ცდებით, -სახეში ვახლი ყველაფერს, უნებურად ცრემლი მადგება თვალზე და ვატყობ როგორ მიჭირს სუნთქვა...
- კარგი ჰო, რა გჭირს, დამშვიდდი, -ფეხზე დგება, მიახლოვდება და მხარზე მადებს ხელს, მსუბუქად მიჭერს და არ ვიცი მეჩვენება თუ არა მაგრამ, რაღაც უცნაური თანაგრძნობით სავსე მზერით მიყურებს...





საგულდაგულოდ გაპრიალებულ მინის კარში ვუყურებ საკუთარ ანარეკლს, თეთრი კაბა მაცვია, თმა გაშლილი მაქვს, ტუჩებს ვმანჭავ და ხელსახოცით ვიშორებ ვარდისფერ პომადას სახლიდან გამოსვლამდე რომ მაიძულა წასმა დედამ, საშინლად მტკივა თავი, ასე მგონია ვიღაც საშინლად ბოროტი ტიპი, გახურებული მარწუხებით მიჭერს საფეთქლებზე, საათს ვუყურებ ტელეფონის ეკრანზე, თერთმეტი ხდება, უიშვიათესი დასვენების დღე მაქვს და იმასაც ასე უაზროდ ვფლანგავ, გუშინ როცა ბატონ ივანეს ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადავეკიდე არჩევნების გამო, რაღაც სასწაული მოხდა, ტვინში რაღაც გადაუტრიალდა და ორი საათით ადრე განთავისუფლება კი არა დღევანდელი დღეც დამიმატა, დაისვენე ძალიან დაღლილი ხარ, თავს აქეთ-იქით ვაქნევ და მწარედ მეღიმება, ივანეც კი მიხვდა რომ გადაღლილი ვარ დედაჩემმა კი ცხრა საათზე ძალით წამომაგდო საწოლიდან ამ... ამ საძაგელ, მახინჯ, დორბლიან ბეყესთან შესახვედრად რომ გამოვეშვი.
ფრთხილად ვაღებ კარს და შევდივარ, კუთხეში მდგარ მაგიდასთან ზის ვახტანგი და ყავას მიირთმევს, კაფე თითქმის ცარიელია, ვამჩნევ როგორ უყურებენ მიმტანი გოგონები ჩემს პოტენციურ საქმროს და როგორ ხითხითებენ, ყურადღებით ვაკვირდები, ვაღიარებ ცოტა ხნის წინ ზედმეტად გავაზვიადე და სულაც არ არის მახინჯი და დორბლიანი, საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა და სახის უნაკლო, დახვეწილი ნაკვთები აქვს, ძვირადღირებული პერანგი და შარვალი აცვია, ღრმად ვსუნთქავ და ჩემს თავს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, ნელი ნაბიჯით მივდივარ მაგიდისკენ, როგორც იქნა მამჩნევს, ფეხზე დგება და თავაზიანად მიღიმის.
- გამარჯობა ვახტანგ, -ხმამაღლა ვესალმები და გულში ვხარხარებ როცა ვხედავ როგორ იყურება აქეთ-იქით და როგორ უწითლდება ცხვირი სიბრაზისგან.
- გამარჯობა ია, -სალამს მიბრუნებს და როგორც კი ვჯდები ისიც მაშინვე იკავებს თავის ადგილს, ასეთია, არასდროს ეშლება სად როგორ უნდა მოიქცეს, -ვახტანგს ნუ მეძახითქო რამდენჯერ გთხოვე, ხმადაბლა სისინებს და თან ისეთი ღიმილი აქვს სახეზე აკრული ვიღაც შორიდან მაყურებელს ეგონება რომ სიყვარულს მიხსნის ან ცოლობას მთხოვს.
- ვახტანგი გქვია და აბა რა დაგიძახო? -ზედმეტად გულწრფელად ვიკვირვებ და ხმაურით ვახეთქებ ჩანთას მაგიდაზე, ნერვიულად უთამაშებს მარცხენა თვალის ქუთუთო.
- აქ იმისთვის მოხვედი რომ ნერვები მომიშალო? არადა დედაშენმა მითხრა რომ ჩემი ნახვა გინდოდა.
- დედაჩემის მაგივრად ჩემთვის რომ გეკითხა მინდოდა თუ არა შენი ნახვა არანაირი პრობლემა არ გვექნებოდა.
- ანუ არ გინდოდა? -ახლა ის იცხადებს, ჩემზე ნაკლები მსახიობი ნამდვილად არ არის, თხა თხაზე ნაკლებიო ისე გამოსდის.
- ყავას დავლევ, თავი მისკდება, -ვოხრავ და თვალდახუჭული ვეყრდნობი საზურგეს, ახლა ნამდვილად არ მაქვს მასთან კამათის თავი, რამდენიმე წუთი მოვუსმენ მერე სახლში წავალ, დამამშვიდებელს დავლევ და საძინებელში ჩავიკეტები, ქვეყანაც რომ დაიქცეს ხვალ დილამდე საწოლიდან ამდგომი არ ვარ.
- ალბათ გადაღლილი ხარ და მაგიტომ გტკივა თავი, ბევრს მუშაობ, ვერ ვხვდები რა საჭიროა ამდენი მუშაობა? -უდარდელი ხმით ამბობს და მეც მაშინვე მავიწყდება თავის ტკივილი, ცალი თვალით ვუყურებ დამპლურად მომღიმარს.
- არ ვიმუშაო და შენ დაფარავ ჩემს ხარჯებს? ნიკას გადასახადებს, კომუნალურებს და კიდევ ათას რამეს.
- ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, როცა ჩვენ დავქორწინდებით მუშაობა აღარ მოგიწევს, ყველაფერი გექნება რასაც მოისურვებ, უბრალოდ სახლში იჯდები და...
- და გვარის გამაგრძელებლებს გაგიჩენ, მინიმუმ ხუთს, დედაშენის სანიმუშო რძალი ვიქნები უენო და საცოდავი, იდეალური ცოლი რომელიც არაფერზე ამოიღებს ხმას და არანაირი პრეტენზია არ ექნება იმიტომ რომ შენზე იქნება დამოკიდებული...
- აბა მე ეგ ვთქვი? -ნერვიულად აკაკუნებს თითებს მაგიდაზე და მოახლოებულ მიმტანს თავაზიანად უღიმის, მანიაკი, არასდროს ავიწყდება თავაზიანობა.
- საკმარისია, იმიტომ მოვედი რომ არ მინდოდა დედაჩემისთვის გული მეტკინა თორემ...
- თორემ სულაც არ აპირებ გათხოვებას, მითუმეტეს ჩემზე, -თავად ასრულებს ჩემს სიტყვებს.
- როგორ მიხვდი? -ირონიულად ვუღიმი.
- ოცდაექვსი წლის ხარ ია, -სრულიად უადგილოდ ამბობს.
- მერე?
- მერე ის რომ შენს ასაკში უკვე კარგა ხნის გათხოვილები არიან გოგონები და...
- იმის თქმა გინდა რომ შინაბერა ვარ და ჩემი უკანასკნელი შანსი ხარ? -მთელი ხმით ვიცინი და ისიც დაფეთებული იყურება ირგვლივ, ახლა ალბათ ფიქრობს რომ ვარცხვენ.
- იმის თქმა მინდა რომ ერთმანეთს ვჭირდებით, სხვა თუ არაფერი ამდენ ხანს მარტო ყოფნა როგორ შეგიძლია ნუთუ არაფერი გინდება, უფრო სწორად გჭირდება...
- რას გულისხმობ?
- მე... მე უბრალოდ... იმის თქმა მინდოდა რომ... მოთხოვნილებები, ხომ გესმის... -ენა ებმის და წითლდება, ვერ ვხვდები უნდა გავბრაზდე თუ არა როცა ვიაზრებ რაც იგულისხმა.
- გგონია იმის გამო რომ სექსი მქონდეს გათხოვება მჭირდება?
- რა არა? -წამსვე ჩამოერეცხა სახიდან უხერხული ღიმილი, -შენ რა ვინმე გყავს?
- რას ამბობ, როგორ გეკადრება, ასე მიცნობ? -ისეთი ხმით ვეუბნები დარწმუნებული ვარ თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო რომ ჩემზე რაღაც ‘’იმნაირობა’’ გაიფიქრა.
- მაპატიე, უბრალოდ არეული ვარ, ხომ გესმის, -თავისებურად მებოდიშება, მისგან ესეც დიდი მიღწევაა, რატომღაც ყოველთვის მართალი ჰგონია საკუთარი თავი, თხუთმეტი წელია ვიცნობ და ჩვენს ურთიერთობაში ყოველთვის მე როგორ ვარ მტყუანი და ის მართალი ვერ ვხვდები.
- მისმინე ვაკო, -რაც შეიძლება თბილად ვუღიმი რომ სიტყვები ცოტათი მაინც შეარბილოს ღიმილმა, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ბოლო წლებში ვმეგობრობდით კიდეც, რატომ გინდა ყველაფერი გააფუჭო?
- მომწონხარ, რატომ არ გესმის? -გამწარებული აბრახუნებს ხელს მაგიდაზე, წარბს მაღლა ვწევ, მგონი ეს ნამდვილი რეაქციაა.
- მაპატიე, თავი ვერ შევიკავე, -კიდევ ერთხელ მებოდიშება, აზრი არ აქვს საუბრის გაგრძელებას და ყველაფრის მეტად გამწვავებას.
- მოდი მე წავალ კარგი? -ადგომას ვაპირებ რომ ხელზე მიჭერს ხელს და არ მიშვებს.
- გთხოვ ია, ცოტა ხანს დარჩი, ვილაპარაკოთ და ბოლოს და ბოლოს გავარკვიოთ რას ვაპირებთ.
- მე არაფერს ვაპირებ და შენი არ ვიცი, ხელი გამიშვი თუ შეიძლება, რაღაცნაირად ზიზღით დავყურებ ჩემს მაჯაზე შემოხვეულ მის თითებს და მგონი ამჩნევს ჩემს მზერას, მაშინვე მანთავისუფლებს.
- არ მეტყვი რა დაგიშავე? -ნაწყენი ხმა აქვს, ახლაც თამაშობს, ვიცი რომ თამაშობს, კარგად ვიცნობ, ისეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება რომელთაც რისი გაგებაც არ უნდათ ვერ იგებენ და ყველანაირად ცდილობენ პირდაპირ საუბარს აარიდონ თავი, სხვა გზას არ მიტოვებს გარდა იმისა რომ ყველაფერი პირში მივახალო, არადა რა ადვილი იყო ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა მანამდე, სანამ ორი წლის წინ დედამისი და დედაჩემი ჩააგონებდნენ რომ ცოლად უნდა მოვეყვანე.
- გითხრა რა დამიშავე? -ვეკითხები და ვხვდები, სულაც არ უნდა მოსმენა, სანამ შემაჩერებდეს მანამ ვაგრძელებ, -დედაშენმა და დედაჩემმა რატომღაც გადაწყვიტეს რომ ერთმანეთისთვის შესაფერისი წყვილი ვართ და შენც ისე აუბი მხარი ჩემთვის არაფერი გიკითხავს.
- არადა მართლა შევეფერებით, შენ რა ასე არ ფიქრობ? -კიდევ ერთხელ სცადა საყვარელი მიამიტი ბიჭის როლის თამაშის გაგრძელება, ნამდვილი საცოდაობა იყო.
- შენი აზრით ვახტანგ, ვინ ვისთვის ან რისთვის არის შესაფერისი? ამას ვინ წყვეტს? შენ დედაშენმა და დედაჩემმა ერთობლივად გადამიწყვიტეთ და დამიგეგმეთ მთელი ცხოვრება, იქნებ სულაც არ მინდა გათხოვება და ბავშვების გაჩენა, ამაზე გიფიქრიათ რომელიმეს?
- ქალის მოვალეობა ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენაა, -დაზეპირებულივით ამბობს, ნერვიულად მეცინება, მიკვირს ამ იდიოტთან როგორ ვახერხებდი მეგობრობას, იდიოტთან რომელსაც მიაჩნია რომ მაინცდამაინც ვიღაც მჭირდება ცხოვრების გასაგრძელებლად, ვიღაც ან რაღაც, ჰგონია რომ საკმარისად ძლიერი არ ვარ? ნურას უკაცრავად მარტოც მშვენივრად შევეჭიდები საკუთარ პრობლემებს და საკუთარ ოცნებებსაც თავად ავიხდენ...

შეიძლება რომ ადამიანს თხუთმეტი წელი იცნობდე და ვერ გაიგო როგორი ადამიანია და თავში რა უტრიალებს? თურმე შეიძლება, ბავშვი ვიყავი როცა პირველად შევხვდით მე და ვაკო ერთმანეთს, მაშინ მამაჩემი ცოცხალი იყო და ვაკოს მამის კომპანიაში მუშაობდა და მასთან მეგობრობდა, ალბათ მეგობრობდა, არ ვიცი თუ შეიძლება მეგობრობა ვუწოდოთ იმას რომ ლევანი სამსახურის გარეთაც ხელქვეითივით ექცეოდა მამას, პატარა ვიყავი მაგრამ ყველაფერს ვხედავდი, ყველაფერს ვგრძნობდი, ახლა რომ ვფიქრობ იმ დროზე ვხვდები, მამას უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა თორემ როგორ შეიძლება მისნაირ ადამიანს, ლევანისნაირ უხეშ, ქედმაღალ და პატივმოყვარე ადამიანთან ემეგობრა.
ვაკო სამი წლით იყო ჩემზე დიდი, სასწავლებლად ჰყავდათ ინგლისში გაგზავნილი ბებიასთან, რომ ჩამოვიდა აეროპორტში დავხვდით, ლამაზი ჭრელი სარაფანი მეცვა და სასაცილო კიკინები მეკეთა, დაგვინახა თუ არა დედას და მამასაც კი არ მისალმებია, პირველი ჩემთან მოვიდა, ჩემს წინ ჩაიმუხლა, ზურგჩანთა მოიხსნა, გახსნა, პატარა ფუმფულა დათუნია ამოიღო, ხელებში მომაჩეჩა, მერე ლოყაზე მიჩქმიტა, გამიღიმა და ძალიან საყვარელი ხარო მითხრა...
ადამიანები ასე უბრალოდ და მარტივად არ იცვლებიან, უბრალოდ ცდილობენ სამყაროს მოერგონ, ყოველდღიურობას ფეხი აუწყონ და რაც შეიძლება ნაკლებად განსხვავებულები გამოჩნდნენ, სიყალბეს ეჩვევიან და დროთა განმავლობაში იმდენად ისისხლხორცებენ ნიღბებს, საკუთარი ნამდვილი მეს გახსენება უჭირთ, ან იქნებ უბრალოდ არ უნდათ გახსენება...
ვუყურებ ვაკოს და ვცდილობ მასში ის პატარა საყვარელი ბიჭი დავინახო ერთ დროს მასთან მეგობრობა ასე ძალიან რომ მსიამოვნებდა, ვუყურებ მაგრამ მისგან არაფერია დარჩენილი, აქვს კი აზრი მასში ძველი ვაკოს ძებნის მცდელობას, მგონი არა, საკუთარი თავით და აზრებით კმაყოფილი ადამიანის სახე აქვს, ჩემს თავზე ვბრაზდები, საშინლად მეშლება ნერვები, თავის ტკივილი ახლიდან მიტევს, მარცხენა საფეთქელი საშინლად მეწვის, სიმწრისგან თვალმოჭუტული ვზივარ და ვცდილობ ადგომისთვის და გასვლისთვის საჭირო ძალა მოვიკრიბო.
- მოდი რა დავზავდეთ იაკო, -თავიდან იწყებს ისე თითქოს არაფერი მეთქვას, -გეფიცები მართლა მინდა ჩვენი ურთიერთობა დავალაგოთ, მინდა რაღაც გამოგვივიდეს, ცოტა შენც რომ მოინდომო იდეალურ ოჯახს შევქმნით, იცი ჩემებს როგორ მოსწონხარ? დედაჩემი გიჟდება შენზე.
- გინდა გითხრა დედაშენს რატომ მოვწონვარ? იმიტომ რომ შენსავით თავადური გვარი არ მაქვს და თანაც არც ფული და ქონება გამაჩნია, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ მთლიანად შენზე და შენს ოჯახზე ვიქნები დამოკიდებული და ადვილად მოახერხებთ ჩემს მართვას, იამყებთ ლამაზი რძლით რომელიც მინიმუმ ხუთ ბავშვს გააჩენს და თქვენს მონობაში ამოხდება სული, დედაჩემს კი იმიტომ მიაჩნიხარ ჩემთვის შესაფერისად რომ ბევრი ფული გაქვს, შეძლებ ჩემს ძმას ყველა ოცნება აუხდინო, მისი სწავლა და სხვადასხვა კურსები დააფინანსო, შენთვის ხომ ეს ზღვაში წვეთია...
- რა არის ცუდი იმაში რომ მინდა ყველაფერი საუკეთესო გქონდეს, რომ მინდა ყველა ოცნება აგიხდინო, ან იმაში რა არის ცუდი რომ შენს ოჯახს დავეხმარო, მე მართლა მომწონხარ ია, მართლა... -ვუყურებ და რატომღაც მეჩვენება რომ გულწრფელი ხმა აქვს, მეღიმება, საჭიროების დონეზე დასული ურთიერთობები? აი რა არის ყველაზე დიდი საშინელება, ეს ნამდვილად არ მინდა საკუთარი თავისთვის, ამას არავის ვუსურვებ, აღარაფერს ვამბობ, ვდგები და უკანმოუხედავად ვტოვებ იქაურობას, არ მომყვება, ვიცოდი რომ არ გამომეკიდებოდა, არ არის ეს მისი სტილი, საკუთარ თავს ვერ აკადრებს იმას რომ ქუჩაში სდიოს გოგონებს უკან, გარეთ გამოსული ღრმად ვისუნთქავ გრილ ჰაერს და ტელეფონში დათუნას ნომერს ვეძებ, მომენტალურად ვმშვიდდები როცა მეუბნება რომ მარტოა და მელის, ტაქსს ვაჩერებ და მისამართს ვკარნახობ, ახლა ენერგია რომ არ დავხარჯო და სტრესისგან რომ არ გავნთავისუფლდე ალბათ გავგიჟდები...
-
სასიამოვნოდ გრილა ოთახში, სუსტი თბილი ნიავი აფრიალებს ფარდებს და ლავანდის სანთლების სურნელს ფანტავს ირგვლივ, შიშვლები ვწევართ არეულ, აბურდულ ქვეშაგებზე, მის მუცელზე მიდევს თავი, ჩემს თმებს ეთამაშება იმ თითებით რომლებითაც ცოტა ხნის წინ ენით აღუწერელი სიამოვნება მომანიჭა, უჩვეულოდ მსუბუქად ვგრძნობ თავს, კმაყოფილი ვარ, პირთამდე სავსე სიმშვიდით და იმის შეგრძნებით რომ არც ისე ცუდია ცხოვრება.
- შენი აზრით რისთვის ვცხოვრობთ ადამიანები, რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი? -ვკითხულობ თითქოს ზოგადად, მაგრამ ძალიან მინდა მისი პასუხის მოსმენა, ხანდახან საოცრად მინდება ხოლმე საუბარი ზოგადსაკაცობრიო თემებზე და მგონი ახლა ზუსტად ეს დროა.
- შაურმას წიწაკით შეჭამ თუ წიწაკის გარეშე? -მესმის პასუხად, ფეხმორთხმით ვჯდები საწოლზე და ვუყურებ როგორი ჩაფიქრებული სახით ჩაჰყურებს ტელეფონს.
- რაღაც გკითხე...
- ააა, ჰო, ბოდიში, არ გამიგია, შაურმას ვუკვეთავ და... -თავს მაღლა სწევს, მზერას მისწორებს და ისე გულწრფელად მიღიმის შეუძლებელია გაუბრაზდე, -რაო რა მკითხე?
- გკითხე ცხოვრებას რა აზრი აქვსთქო, -ჩემდაუნებურად მეღიმება როცა ვხედავ როგორ აბნევს ჩემი კითხვა თუმცა მალევე მოდის გონს.
- ცხოვრება მაგარი რამეა, იმდენი კარგი რაღაც არსებობს...
- მაინც?
- მაგალითად სექსი.
- და შაურმა.
- ჰო სწორედ ამის თქმა მინდოდა, -ხელს მიწვდის დაარტყიო, მეცინება, ხმამაღლა, თავშეუკავებლად, ვდგები, ვიცვამ და მის კითხვებს თუ სად მივდივარ და რატომ არ ვრჩები ყურადღებას არ ვაქცევ, ბინიდან გამოვდივარ თუ არა თითქოს სადღაც ქრება ის სიმსუბუქე და აღმაფრენა რასაც ცოტა ხნის წინ ვგრძნობდი, ლიფტი ისევ არ მუშაობს, სანამ პირველ სართულზე ჩავდივარ, მხრები ისე მიმძიმდება თითქოს ტონობით ტვირთი მეკიდოს ზურგზე, გაბრუებული, ბურანში მყოფივით გავდივარ ქუჩაში, გადასასვლელთან ველი როდის აინთება ფეხით მოსიარულეთათვის მწვანე, ორიოდე ნაბიჯს ვდგამ თუ არა მუხრუჭების გამაყრუებელი ღრჭიალი მესმის და შეხებას ვგრძნობ, მერე ზურგის და კეფის ტკივილს და თვალთ მიბნელდება...
- გამოფხიზლდით, გოგონი თვალი გაახილეთ, სასწრაფო მალე მოვა, -სასიამოვნო ხმა ჩამესმის და ნაზ, ფრთხილ შეხებას ვგრძნობ სახეზე, თავს ძალას ვატან რომ თვალი გავახილო, პირველი რასაც ვხედავ და რასაც ჩემი დაბინდული მზერა აღიქვამს უჩვეულოდ ლურჯი და ლამაზი თვალებია, შეშფოთებული დამცქერის ზემოდან, გრძელი შავი წვერი აქვს, სწორი ცხვირი, კეფაზე შეკრული გრძელი თმა და თვალები... ღმერთო ჩემო, მისი თვალები...
- კარგად ხართ? -ხმა უთრთის, ძალიან ნერვიულობს, საერთოდ არ აქცევს ყურადღებას გარს შემოხვეულ ხალხს, მხოლოდ მე მიყურებს, მზერა რომ მეწმინდება მერეღა ვამჩნევ დანარჩენ დეტალებს, ანაფორა აცვია, უზარმაზარი ჯვარი ჰკიდია გულზე...
-
- ამხელა გოგო ხარ და ყოველ დღე რამე შარში რომ არ გაეხვე არ შეგიძლია, -დედაჩემი გამწარებული ქოთქოთებს და თან ბოლთას სცემს საავადმყოფოს პალატაში, ნიკა იქვე დივანზე ზის და თავით ფეხამდე ტელეფონშია ჩამძვრალი, არავინ და არაფერი აინტერესებს, შემოსვლისას ერთი უგულოდ მკითხა როგორ ხარო და მას მერე თავი არ აუწევია, ვცდილობ გავუგო, ჯერ პატარაა, თოთხმეტი წლის არის, გარდატეხის ასაკი აქვს, სწავლობს, სხვადასხვა კურსებზე დადის მაგრამ მისი ასეთი სიცივე და უყურადღებობა გულს მტკენს, თავს ვერაფერს ვუხერხებ.
- გეხვეწები ცოტახანს დაჯექი რა თავბრუ მეხვევა რომ გიყურებ, -ვლუღლუღებ და დედაჩემი იმის მაგივრად რომ ცოტა მაინც დაწყნარდეს უფრო ცოფდება, ისეთი სახე აქვს თითქოს სხეულში ავი სული ჰყავდეს ჩასახლებული.
- როგორ დავწყნარდე, როგორ, მაშინ არ გეხვეოდა თავბრუ მამა ლუკას რომ გადმოუხტი წინ? შენი თვი თუ არ გეცოდება იმ კაცს რაღას აუბედურებდი, -წივის მთელი ხმით და აქეთ-იქით ფარჩხავს ხელებს, ვუყურებ და ცხონებული მამაჩემი მეცოდება, რისი ატანა და გადატანა უწევდა საწყალს დედაჩემის ხელში, არც კი უკითხავს რა მოხდა ისე იჭერს იმ გაიძვერა მღვდელის მხარეს, უნებურად მისი ულამაზესი თვალები მახსენდება.
- მამა ლუკა? სახელიც რა სხვანაირი აქვს, უხდება, -ვამბობ და რატომღაც მეღიმება...




ვერაფრით ვიკავებ ღიმილს მისი შიშისგან გაფართოებული ლურჯი თვალები რომ მახსენდება, ნეტავ ცოლი თუ ჰყავს, ვფიქრობ და სწორედ რომ დროზე მაბრუნებს დედამიწაზე დედაჩემის ხმა.
- ნახე რა, კიდევ რომ იღიმის, შენ ნორმალური ხარ შვილო? სასაცილოდ გაქვს საქმე? რამე სერიოზული რომ მოგსვლოდა? -ისევ ბობოქრობს და ბორგავს.
- სად არის? -ვკითხულობ ზედმეტად მშვიდად.
- ვინ?
- ის რეციდივისტი.
- ვის გულისხმობ? -დედაჩემი მოდის და შუბლზე მადებს ხელს, ალბათ ჰგონია რომ ვბოდავ.
- ვის ვგულისხმობ და იმ შენს მამა ლუკას, სხვათაშორის წითელზე გამოიარა და დამეჯახა, ჩემი ბრალი არ ყოფილა, მისი ბრალი იყო, მერე გონება დავკარგე და აღარ მახსოვს რა მოხდა.
- ღმერთო აპატიე, თავი დაარტყა ტვინის შერყევა აქვს და ვერ ხვდება რას ბოდავს, შეუნდე ღმერთო, -მაღლა თვალებ და ხელებ აპყრობილი ღაღადებს.
- ღმერთი რა შუაშია? ან რა მაქვს შესანდობი? -მართლა მიკვირს, თუმცა წესით არ უნდა მიკვირდეს, დედაჩემს ყოველთვის და ყველგან შეუძლია ღმერთისთვის თუნდაც სულ ერთი ბეწო ადგილი გამონახოს და ნებისმიერ თემას თუ საკითხს მოუხდინოს, ყოველთვის ასეთი იყო, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ კი უფრო და უფრო შეიპყრო და ჩაითრია რელიგიის ახლართულ-ჩახლართულმა ლაბირინთებმა, ადამიანის გონება უცნაურად არის მოწყობილი, რწმენას ძალიან ბევრი რამ შეუძლია, თორემ ასე რომ არ იყოს როგორ უნდა სჯეროდეს რომ დაბადების ან გარდაცვალების დღემდე ორი დღით ადრე მამაჩემი ფანჯარაზე ან კარზე უკაკუნებს და ახსენებს რომ საკურთხი უნდა გაუმზადოს, ან ის რომ სადღაც ჩვენი ქუჩიდან ორასიოდე მეტრის მოშორებით ვიღაცის სახლში ხატებს ჯადოსნური მირონი სდით.
ვერ ვხვდები რატომ უყვართ ადამიანებს ყველაფრისთვის ზედმეტად გაზვიადებული და უცნაური სახელების დარქმევა, რა იქნებოდა საკუთარი თავის იმდენად სწამდეთ რომ მუდმივად ზეცაში არ უწევდეთ ყურება არარსებული არსების წყალობის მოლოდინში, რა იქნებოდა ასე ღრმად რომ არ ჰქონდეს მათ არსებაში ფესვი გადგმული სამყაროსავით უძველეს შიშს და უიმედობას...
- არ გესმის რას გეუბნები? -მხარზე მიჭერს ხელს და ზემოდან დამყურებს კრუხივით, სუსტია, ძალიან სუსტია საიმისოდ რომ ამ უკიდეგანო სამყაროში ადამიანთა სრულიად მარტო ყოფნა გაითავისოს და არ გაგიჟდეს...
- რას მეუბნებოდი? -შეძლებისდაგვარად თბილად ვპასუხობ.
- იმას გეუბნებოდი რომ იმ ღვთისნიერ კაცს ტყუილად ნუ ადანაშაულებ, რა მისი ბრალია შენ თუ გათიშული დადიხარ ქუჩაში.
- ხომ გითხარი, წითელზე გამოიარა.
- გაჩუმდი და ნუ იგონებ რაღაცას.
- კარგი რა დედა, რაკი ანაფორა აცვია ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას რომ კარგი მძღოლია და არასდროს არაფერი ეშლება...

- შეიძლება? -სასიამოვნო, ოდნავ ბოხი და საოცრად თბილი ხმა გვაწყვეტინებს საუბარს, პალატის კარში მამა ლუკა დგას და ნებართვას ელის რომ შემოვიდეს.
- მობრძანდით მამაო, -ღიმილად და სითბოდ იღვრება დედაჩემი, მეგონა რომ წახვედით.
- ისე ვერ წავიდოდი სანამ არ ვნახავდი რომ თქვენი ქალიშვილი კარგადაა და არაფერი უჭირს, -ზრდილობის განსახიერებაა, დედაჩემი რაღაცნაირად ნიშნისმოგებით მიყურებს და თვალებს მიბრიალებს, ამ ღვთისნიერ და პატიოსან კაცზე ცუდის გაფიქრება როგორ გაბედეო.
- კარგად არის, მალე გაწერენ და წავიყვანთ სახლში, -ოხრავს და საათს დაჰყურებს, ნეტავ სად ეჩქარება, ალბათ რომელიმე თურქული სერიალის ახალი სერია თუ გამორჩა, უკან გადახვევა და იუთუბზე ყურება არ უყვარს, ამოჩემებული აქვს რომ, მაინცდამაინც ტელევიზორში უნდა უყუროს ტელევიზიის პროგრამის შესაბამისად.
- აღარ მივდივართ, დავიღალე, -მაინცდამაინც ახლა ფხიზლდება ჩემი ძმა.
- ცოტაც მოითმინე, იას მარტო ვერ დავტოვებთ, გაწერენ ცოტა ხანში და წავალთ, დაჯექი მანდ და წყნარად იყავი, -მოძღვრავს დედაჩემი თუმცა ნიკამ თუ რაღაც დაიჟინა...
- აუუ თავად წავალ რა, თქვენ მერე წამოდით.
- ვერსადაც ვერ წახვალ მარტო, ქალაქის მეორე ბოლოში ვცხოვრობთ.
- პატარა კი აღარ ვარ ყველაფერს რომ მიშლი, -ჯუჯღუნს იწყებს და ძალიან მინდება რომ ერთი გემრიელად გავჩეჩო ეს ზედმეტად განებივრებული ლაწირაკი.
- წაიყვანეთ ქალბატონო ნანა, იასთან მე დავრჩები და სახლშიც მე მოვიყვან, -მოულოდნელად აჟღერებს დედასთვის აგრერიგად სასიამოვნო და ხელსაყრელ წინადადებას მამა ლუკა, ისე რომ მე არაფერზე მითანხმდებიან ერთმანეთს ემშვიდობებიან და ასე პირდაღებულს მტოვებენ, დედაჩემი არც ფიქრობს მინდა თუ არა მასთან ერთად დარჩენა, კარიდან გასვლისას უკან ბრუნდება და ისე მიწევს წარბს თითქოს მაფრთხილებს თუ მემუქრება.

- აბა როგორ ხარ? -საწოლთან მდგარ სკამზე ჯდება მამაო, ანაფორის ჯიბიდან წიგნს იღებს, ფეხს ფეხზე იდებს და თვალს თვალში მიყრის, უნებურად ძალიან მაბრაზებს მისი ასეთი თითქოსდა უდარდელი საქციელი
- აქ რას აკეთებ? -ვერაფრით ვახერხებ აგრესიის დამალვას.
- როგორ თუ რას ვაკეთებ? მინდა ვიცოდე რომ კარგად ხარ, ბოლოს და ბოლოს მე დაგეჯახე.
- აჰ, კიდევ კარგი რომ აღიარებ.
- რატომ არ უნდა ვაღიარო, თანაც ისეთი არაფერი გჭირს, -რაღაცნაირად უცნაურად მიღიმის და ისეთ მზერას მავლებს სახეზე და სხეულზე უნებურად ვისწორებ თმებს და კაბის გვერდზე მოქცეულ სამხრეს, უცნაური სიტუაციაა, უხერხული, უჩვეულო...
- თავს ცუდად ვგრძნობ, მგონია რომ ვკვდები, საავადმყოფოს პალატაში ვწევარ და წინ მღვდელი მიზის ხელში ბიბლიით, კარგი რა, -ვწუწუნებ და დაღვრემილი შევცქერი ნახევრად ჩამოცლილ წვეთოვანს.
- ბიბლია არ არის, -წიგნს ჩემკენ ატრიალებს, ‘’ნუ მოკლავ ჯაფარას’’ ვკითხულობ ყდაზე და ცხვირს ვიბზუებ, -საქმე არაფერი გაქვს?
- ისეთი არაფერი, -ისე იქცევა თითქოს ვერ ხვდება ჩემს აგრესიას, -დაველოდები როდის გაგწერენ და სახლამდე მიგიყვან, მინდა ვნახო რომ კარგად და უსაფრთხოდ ხარ.
- ანუ ასეთი უსაქმურები ხართ მღვდლები? დავიჯერო არავინ გყავს მოსამწყემსი? -საკუთარი დაბნეულობის და გაურკვევლობის შესანიღბად ისევ ვიგესლები და საპასუხოდ ოდნავ ირონიულ, ოდნავ ცბიერ და ოდნავ იდუმალ ღიმილს ვიღებ.
- შენი აზრით ახლა რას ვაკეთებ? -რატომღაც ჩურჩულებს, მერე დგება, ჩემკენ იხრება, პლედს მისწორებს და ზედმეტად ახლოს მოაქვს სახე ჩემს სახესთან, ლამისაა ლოყით ლოყაზე მეხება, სასიამოვნო სურნელი აქვს, ძალიან სასიამოვნო, მისი სხეული ისეთ სითბოს ასხივებს უნებურად მინდება ვნახო რას მალავს ანაფორის ქვეშ, სუნთქმა მიჩქარდება, ისიც ღრმად ღრმად სუნთქავს, ტუჩების შეხებას ვგრძნობ საფეთქელთან... უნებურად მის თითზე მიშტერდება მზერა რომელზეც ყვითელი რგოლი აქვს წამოცმული...
- ცოლი გყავს, -ვამბობ და ისიც მაშინვე მშორდება, დისტანციას ზრდის და ისევ სკამს უბრუნდება, თავს მიქნევს პასუხად.
- მღვდელი ხარ, -ვამბობ და ისევ უსიტყვოდ მეთანხმება.
- მეარშიყები.
- მაგ სიტყვას ახლა აღარავინ იყენებს, -ამბობს და მერე ისე გულიანად იცინის... არ უარყოფს, უბრალოდ იცინის და მეც მიყოლიებს...
-
- ნატალიამ დამირეკა, საშინლად არის გაბრაზებული, -დივანზე წამოწოლილს წინ მიჯდება დედაჩემი და მაიძულებს რომ წამოვჯდე, ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ავარიაში მოვხვდი და ახლა დამსახურებული შვებულებით ვტკბები, ბატონ ივანეს რატომღაც სულაც არ დანანებია ჩემთვის ერთკვირიანი შვებულების მოცემა, ის კი არად გუშინ შოკოლადი და ყვავილები გამომიგზავნა და მალე გამოჯანმრთელება და სამსახურში დაბრუნება მისურვა, ახლა კი ვზივარ და ვფიქრობ რა ცუდი იდეა იყო სახლში დარჩენა და დედაჩემის ყოველდღიური წუწუნის მოსმენა, ნეტავ მეგობრებისთვის დამეჯერებინა და ბათუმში წავყოლოდი დასასვენებლად.
- რა უნდა ნატალიას, ვახუნხულამ იჩივლა იამ გამაბრაზაო? -ვეკითხები და წინასწარ ვიფარებ ყურებზე ხელს, თუმცა ამჯერად არ კივის.
- რა გინდა შვილო, რას ერჩი იმ ბიჭს, როდისმე ხომ უნდა ვეღირსო შენს ოჯახს და შვილებს, -იწყებს და წინასწარ ვემზადები ორსაათიანი ლექციის მოსასმენად...





რამდენ რამეს ვერ ვამჩნევთ ადამიანები, ან ვამჩნევთ მაგრამ არ ვიმჩნევთ, არ ვამჩნევთ იმიტომ რომ არ შეგვიძლია, არ გვსურს, ან უბრალოდ ვიცით რომ შემჩნევა ცხოვრებას გაგვირთულებს და ვერიდებით, გვირჩევნია დავბრმავდეთ, დავყრუვდეთ და დავმუნჯდეთ ოღონდ კი კომფორტის ზონა არ დაგვირღვიოს ტუჩის კუთხეებთან აკინძულ ნაოჭებში ჩამალულმა ვერთქმულმა სიტყვებმა და დარდით, ნაღველით და სურვილით სავსე მზერამ.
- ია მისმენ? -ბატონი ივანეს ხმას გამოვყავარ მეტად ფილოსოფიური ფიქრებიდან, თავს მაღლა ვწევ და ერთი წამით მეჩვენება რომ უცნაურად მიყურებს, თბილად? სიყვარულით? ერთდროულად ვაქნევთ თავს...
- გისმენთ ბატონო ივანე, მკითხეთ რამე? კალამს ვიმარჯვებ რომ თუ საჭირო იქნება ჩავიწერო.
- გეკითხები ასე მალე რატომ გამოხვედი სამსახურშითქო, ერთკვირიანი შვებულება გქონდა.
- კიდევ ერთი დღე რომ დავრჩენილიყავი სახლში დედაჩემი ნამდვილად გამაგიჟებდა, -მეღიმება და თან მეუცხოება ასეთ თემაზე რომ ვსაუბრობთ, ივანე კარგი უფროსია, ცოტა მკაცრი, ხანდახან ჯაჯღანა მაგრამ ყურადღებიანი, თუმცა ჭორაობა და საქმის გარდა სხვა რამეზე საუბარი არ უყვარს.
- მეგონა მარტო ცხოვრობდი.
- არაა, დედაჩემი ვერ შეეგუება მარტო რომ გადავიდე საცხოვრებლად, თუმცა იმასაც ვერ ეგუება რომ მასთან ერთად ვცხოვრობ.
- რას გულისხმობ? -სათვალეს იხსნის და ვატყობ რომ მთელი გულისყურით მისმენს, მხრებს ვიჩეჩავ, მოვუყვები ჩემი რა მიდის, თანაც რამდენი ხანია ამ თემაზე არავისთან მისაუბრია.
- მაიძულებს რომ გავთხოვდე? -ვოხრავ და ვხედავ როგორ იღუშება თუმცა მერე ეღიმება, გულწრფელად, თბილად, გულიანად.
- დედაშენი საერთოდ არ გიცნობს? არა მგონია შეძლოს და რამე გაიძულოს.
- სასაცილოა, დედაჩემზე უკეთ მიცნობთ მგონი, მართალი ხართ, ვერაფერს მაიძულებს მაგრამ სულ მცირე ნერვებს მაინც მიშლის, დაუჩემებია ვახტანგი შენი შესაფერისიაო.
- ვახტანგი?
- ჰო ვაკო ნებიერიძე.
- ლევან ნებიერიძის შვილი? -გაოცებული წევს წარბს მაღლა.
- იცნობთ?
- შორიდან, საკმაოდ ცნობილი ოჯახია, ვაკოც სიმპათიური ბიჭია, რატომ ამბობ უარს?
- თქვენი აზრით კარგი გარეგნობა და სავსე ჯიბე საკმარისია იმისთვის რომ ქალმა ქორწინებაზე იფიქროს? ასეთი სასოწარკვეთილი ნამდვილად არ ვარ.
- უცნაური გოგო ხარ ია, -მაგიდაზე აკაკუნებს თითებს ად ერთ წამს თითქოს ყოყმანობს მითხრას თუ არა რის თქმასაც აპირებს.
- გისმენთ, -გამამხნევებლად ვუღიმი, თვითონაცეღიმება.
- იმედია მართლა არ აპირებ იმ ვაკოზე გათხოვებას.
- თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, კიდეც რომ გავთხოვდე შვებულებას არ მოგთხოვთ, -ხუმრობის ელფერს ვაძლევ სიტყვებს რომლებსაც სულაც არ ვამბობ ხუმრობით, მგონი ხვდება, მგონი კი არა ხვდება, სახე ეღრუბლება და მზერა უქვრება, მძიმედ სუნთქავს.
- ბოდიში, არ იყო ჩემი საქმე ამ თემაზე საუბარი, -ცივი ხმით ამბობს და ყველანაირად ცდილობს ნისლჩამდგარი მზერა ამარიდოს, -ხვალ რომ შეხვედრა გვაქვს პარტნიორებთან ხომ გახსოვს.
- რა თქმა უნდა მახსოვს, -მისი ხასიათის ცვლილებას არ ვიმჩნევ ისე ვპასუხობ.
- უნდა წამომყვე, ყველა წყვილად იქნება, მჭირდება რომ ჩემს გვერდით იყო როგორც...
- როგორც თქვენი ასისტენტი.
- რა თქმა უნდა, როგორც ჩემი ასისტენტი.
- არ ვიცი ბატონო ივანე მე დღეს ცოტა დავიღალე და... თან ხვალ ხომ კვირაა, დასვენების დღე მაქვს.
- ეს კითხვა არ ყოფილა ია, ხვალ საღამოს რვა საათისთვის გამოგივლი და მზად დამხვდი.
ვხვდები რომ შეკამათებას აზრი არ აქვს, ოთახიდან გამოვდივარ და ჩემს სამუშაო მაგიდას ვუბრუნდები, ტელეფონს ვამოწმებ, რამდენიმე შეტყობინება მხვდება, სამი ვაკოსგან, ორი ჩემი მეგობარი თათიასგან და დანარჩენი დედაჩემისგან რომელიც ისევ უამრავ რამეზე წუწუნებს, რამდენიმე წუთი ხელებში თავჩარგული ვზივარ და ვცდილობ საქმეზე კონცენტრირება მოვახდინო, იმ სულელურ შეხვედრაზე წასვლაღა მაკლდა, ალბათ მოწყენილობით მოვკვდები, ვოხრავ და მერეღა მახსენდება რომ ივანეს ცოლი ჰყავს, ცოლი რომელიც რატომღაც არასდროს არსად არ დაჰყავს, მასთან ერთად არსად ჩნდება, არც საქმიან შეხვედრებზე, არც წვეულებებზე, გასული წელს ახალი წლის საღამოზეც კი არ ყოფილა მოსული მასთან ერთად...
- იაკო დღეს საღამოს გცალია? -ზედმეტად დამტკბარი და დაშაქრული ხმა მესმის და თავს მაღლა ვწევ, კობა მადგას თავზე კადრების განყოფილებიდან და ისე მიღიმის აშკარად ჰგონია რომ თუ ყველა კბილს ერთად გადმოყრის უფრო მიმზიდველი და სექსუალური გამოჩნდება.
- არ მცალია კობა.
- ჩემთვის არასდროს არ გცალია.
- მგონი ეს რაღაცას ნიშნავს არა?
- არც ხვალ გცალია? -სიტყვას ბანზე მიგდებს.
- ხვალ კვირაა.
- მითუმეტეს, საღამოს გამოგივლი და სადმე გავიდეთ.
- საღამოს პარტნიორებს ვხვდებით მე და ბატონი ივანე.
- კარგი რა, კვირა დღესაც გამუშავებს?
- თუ რამე პრეტენზია გაქვს მაგასთან დაკავშირებით შეგიძლია მოახსენო, -კაბინეტისკენ ვანიშნებ თვალით.
- არა იყოს, საქმე საქმეა, დილით რომ შევხვდეთ? ყავას დავლევდით...
- დილით ეკლესიაში მივდივარ წირვაზე, -მიამიტურად ვუღიმი და ვხალისობ მის დაბნეულ სახეზე, აშკარად ფიქრობს და ვერ გადაუწყვეტია ვეხუმრები თუ არა.
- ჰო კარგი, გასაგებია, -უხერხულად იჩეჩავს მხრებს და მიდის...
-
- ეს ჩემი ადგილია გოგონი, -მხარზე მეჯაჯგურება ვიღაც და ისეთი ძალით მაწვება რომ კედელს ვეჯახები და ჩემს წინ მდგარ შუახნის მამაკაცს ვაბიჯებ ქუსლზე.
- რა ხდება? -წარბაწეული მიყურებს კაცი და ისეთი სახე აქვს ალბათ უნდა რომ შუაზე გამგლიჯოს, თუმცა ხვდება რომ ეკლესია ამ საქმისთვის არც თუ ისე შესაფერისი ადგილია და მხოლოდ გაუგებარი ბურტყუნით შემოიფარგლება, არ არის გამორიცხული მაგინებდეს.
- ბოდიში, -ვჩურჩულებ და უფრო მაგრად ვეკვრი კედელს, უჰაერობაა, საშინლად ცხელა და მსიამოვნებს, ცივი, პრიალა ქვის შეხება.
- მიიწიე, ხომ გითხარი, ეს ჩემი ადგილია, ამ კედელთან ყოველთვის მე ვდგავარ ხოლმე, -არ ისვენებს შუახნის ქალი და მუჯლუგუნს მუჯლუგუნზე მთავაზობს, იმის მაგივრად რომ გავბრაზდე მეცინება.
- სად გავიწიო, ხომ ხედავთ ადგილი არ არის, -მშვიდად ვპასუხობ და ისე მიყურებს აშკარაა ავი სული ჰყავს ჩასახლებული და ეგზორციზმი სჭირდება.
- სულ გათავხედდნენ ეს ახალგაზრდები, -საკმაოდ ხმამაღლა ეუბნება თანმხლებ ქალბატონს და ისიც ალმაცერი მზერით მათვალიერებს.
- დაუთმე შვილო ადგილი, მისი ადგილია, თანაც ჩემი დაც შემოსასვლელი და ვერ შემოდის, -მეუბნება თბილი ხმით, მგონი კარგი და ცუდი პოლიციელების როლები აქვთ განაწილებული.
- რომ დავუთმო მე სად წავიდე? -ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან.
- გარეთ დაელოდე, -მპასუხობს და ვიღაცას ხელით ანიშნებს მოდი ადგილი გაგინთავისუფლეო.
- შეგიძლიათ თქვენი ადგილი დაუთმოთ, -ვეუბნები და მხრით ვეყრდნობი კედელს ისე თითქოს პოზიციას ვიმყარებ, მათ ბუზღუნს ყურადღებას აღარ ვაქცევ, ამჯერად საკუთარ თავზე მეცინება, ვერ წარმომედგინა რომ როდისმე წირვაზე დასწრების სურვილი გამიჩნდებოდა და მაინცდამაინც მაშინ მომიწევდა ადგილისთვის კამათი, რა უაზრობაა, თითქოს ეს კედელი და ერთი კვადრატი იატაკი პირდაპირ ღმერთისგან ჰქონდეს იჯარით აღებული...
თვალებს ვხუჭავ და რამდენიმე წუთით წარსულში მოგზაურობას ვიწყებ, პატარები ვიყავით როცა ისტორიის მასწავლებელმა, მცხეთაში წაგვიყვანა ექსკურსიაზე, სვეტიცხოველი მოვინახულეთ და ბოლოს ჯვარზეც ავედით, ახლაც მახსოვს რა ვიგრძენი მაშინ, ეკლესიაში შესვლისას...
მისტიურ ბინდბუნდს, სანთლების შუქი ანათებდა, სიჩუმე იდგა და საკმევლის სურნელით იყო გაჟღენთილი იქაურობა, მღვდელიც მახსოვს, მისი თბილი მზერა და სულშიჩამწვდომი ხმა, ახლა კი... ახლა...
თვალს ვახელ და ისევ რეალობაში ვბრუნდები, ვხვდები ის მოგონება წარსულში სამუდამოდაა დარჩენილი და ახლა აქ, ტყუილად ვეძებ იმგვარ სიმშვიდეს და სათნოებას მარტივად რომ დაგარწმუნებს ღმერთის არსებობაში და პირთამდე აგავსებს მომავლის რწმენით და იმედით, იმ იმედით ხანდახან ასე ძალიან რომ სჭირდებათ ესოდენ მყიფე და სუსტი ბუნების მქონე ადამიანებს.
თავს საშინლად ვგრძნობ, ან როგორ შეიძლება კარგად ვიგრძნო ამ სიცხეში, ჯაჯგურში, ჩხუბში, კამათში და ერთმანეთის ჯიბრზე წირვაზე მოსული ხალხის ყურებაში, ვხვდები რომ შეცდომა დავუშვი, არ უნდა მოვსულიყავი, ბებიაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო და ის მიზეზი გაეგო რატომაც ვიყავი აქ, აუცილებლად დამტუქსავდა, შარს ეძებო მეტყოდა და ვინც ეძებს ის პოულობსო დაამატებდა აუცილებლად...
ისეთი სივიწროვეა, ვეჭვობ გამიჭირდება გარეთ გაღწევა, ის ისაა კარისკენ შებრუნებას ვაპირებ რომ მამა ლუკას ვხედავ და ისევ ერთ ადგილზე ვშეშდები, წირვა იწყება...






- არაჩვეულებრივად გამოიყურები, -ივანე ხელს მიწვდის და ნაზად მიჭერს თითებს, მისი ანთებული მზერა მარწმუნებს რომ ტყუილად არ მიწვალია კაბის შერჩევისას და მაკიაჟის გაკეთებისას, ავტომობილის კარს მიღებს და თვითონაც ჩემს გვერდით ჯდება.
- იმედია მალე დასრულდება შეხვედრა, -უკმაყოფილოდ ვბურტყუნებ და არ მიკვირს მის თვალებში გამკრთალი წყენის შემჩნევა.
- ვეცდები ბევრი დრო არ დაგაკარგვინო, -რაღაცნაირად ირონიულად ამბობს და დაძაბული გაჰყურებს გზას, აღარაფერს ვამბობ, ნამდვილად არ ვარ საუბრის ხასიათზე, არც ის შემიძლია მის გრძნობებზე და განცდებზე ვიფიქრო, აწკრიალებულ ტელეფონს დავყურებ და ხმას ვუთიშავ.
- რატომ არ პასუხობ? -ეკრანს დაჰყურებს, ალბათ დაინახა რომ დედაჩემი რეკავდა.
- იმიტომ რომ ისევ ნერვებს მომიშლის და არ მინდა ჩვენი პარტნიორები ჩემი მოჟამული სახით დავაფრთხო.
- ისევ ის ამბავია? გათხოვებას ვგულისხმობ, ისევ გაძალებს? -ვითომ ისე სასხვათაშორისოდ კითხულობს ად თან ნაძალადევად იცინის.
- ჰო ალბათ ისევ ვაკოს დედამ დარეკა და იწუწუნა, ერთი რამ ვერ გამიგია, ჩემგან რა ჯანდაბა უნდათ, ქონება არ გამაჩნია, არც არისტოკრატული წარმომავლობა მაქვს, ვაკომ რომ მოინდომოს ნებისმიერი სიხარულით დასთანხმდება ცოლობაზე.
- სერიოზულად კითხულობ შენგან რა უნდათ?
- ჰო მართლა ვერ ვხვდები, მე და ვაკო დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მისგან არასდროს მიგრძვნია რომ მოვწონდი, მერე დედამისმა და დედაჩემმა აიჩემეს ჩვენი დაქორწინება და ისიც გაგიჟდა და გადაირია.
- იმაზე არასდროს გიფიქრია რომ ვაკოს მართლა მოსწონხარ? შეიძლება უყვარხარ კიდეც, შეიძლება კი არა შეყვარებულია შენზე.
- არ არსებობს, ხომ გითხარი რომ...
- მოიცადე, შენ თუ ვერ ხვდები მე აგიხსნი რა ხდება, -ივანე ჩემკენ ტრიალდება, მოხერხებულად ჯდება და ჩემს ხელს ხელში იქცევს, ასეთ თემაზე საუბრისას ეს ჟესტი რა საჭიროა ვერ ვხვდები მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
- ანუ რა ხდება?
- შენ და ვაკო დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ და მეგობრობთ, ხომ ასეა?
- შეიძლება ასეც ითქვას, საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვქონდა.
- ალბათ იმიტომ რომ პატარაობიდანვე გიცნობდა შენზე როგორც ქალზე არ უფიქრია, მერე როცა დედამისს გაუჩნდა თქვენი ქორწინების იდეა და მასაც გაანდო, დაფიქრდა და სხვა თვალით შემოგხედა, აღმოაჩინა რომ ულამაზესი ქალი ხარ, სექსუალური, სასურველი...
- კარგი რა ბატონო ივანე, -მისი ხელიდან თითები გავითავისუფლე და უხერხულად შევიშმუშნე.
- მგონი ვერ ხვდები როგორი საოცარი ხარ, საერთოდ არ აფასებს საკუთარ თავს, ვაკო სულელია რომ აქამდე ცხვირწინ ჰყავდი და მხოლოდ ახლა შეგამჩნია, -რაღაცნაირად დანანებით აქნევს თავს და ჩუმდება, სანამ რესტორნამდე არ მივდივართ ხმას აღარ იღებს, მეც გასუსული ვზივარ და მის სიტყვებზე ვფიქრობ, ნუთუ ვაკოს მართლა ვუყვარდი, იქნებ თავიდანვე მოვწონდი და მან სთხოვა დედამისს დედაჩემთან ესაუბრა ჩვენს ქორწილზე, ნუთუ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო ამ თემის ივანესთან განხილვას აღარ ვაპირებდი რადგან ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა სცდებოდა უფროსის ად თანამშრომლის ურთირთობას, მე კი ეს საშინლად არ მომწონდა.
- მოვედით, -მსუბუქად მეხება ხელზე და მაფხიზლებს, მერე კი გადადის და მეც მიღებს კარს, მის მკლავზე დაყრდნობილი გადმოვდივარ ავტომობილიდან და გაჩახჩახებულ შენობას ვუყურებ.
- აქ არასდროს ვყოფილვარ.
- მერწმუნე მოგეწონება, კარგი ადგილია, -თბილად მიღიმის და ოდნავ მეხება წელზე.

საღამო არც თუ ისე მოსაწყენი აღმოჩნდა როგორც მეგონა, საქმეზეც ვისაუბრეთ და მომავალ გეგმებზეც, ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ სანამ ერთ-ერთმა საკმაოდ შემთვრალმა სტუმარმა ღამის კლუბში გართობა არ მოისურვა, თურმე ნუ იტყვით და ცეკვა ჰყვარებია ვაჟბატონს, სადმე წამიყვანეთო რომ მოითხოვა და ივანემ მე რომ გადმომხედა საწყალი ლეკვის თვალებით მივხვდი ამაღამ ჩემი კარგად გამოძინების გეგმა სულ ტყუილი იყო, სხვა რა გზა მქონდა გარდა იმისა რომ მათი ძიძის როლი მეკისრა.
- ბოდიში, ხომ იცი ასეთ რამეებში რომ ვერკვეოდე შენ ზედმეტად არ შეგაწუხებდი, -ისეთი სახე აქვს, აშკარაა რომ მართლა სწუხს.
- მეც ვერ ვერკვევი მაინცდამაინც მაგრამ ერთი-ორი კარგი ადგილი მეგულება, თანაც ცეკვა მიყვარს, -ვამშვიდებ და ტელეფონში დათუნას ნომერს ვეძებ.
-
- კარგია რომ დღეს აქ ხარ, უკვე აღარ შემიძლია მათი ატანა, -მთვრალ უცხოელებზე ვანიშნებ ბარში მდგომ დათუნას, რომლებიც ივანეს უბურღავენ ტვინს.
- დალიე, სპეციალურად შენთვის შევქმენი, ახალი რაღაც დავამატე, -ფერადი სასმლით სავსე ჭიქას მიდგამს წინ და საყვარლად მიღიმის, უხდება ბარმენის ფორმა, ვიწრო, იდაყვებამდე აკეცილი თეთრი პერანგი და შავი ჟილეტი, გრძელი თმა კეფაზე აქვს შეკრული, ყურთან ახალი ტატუ უჩანს.
- როდის გაიკეთე?
- გუშინ, სხვაც მაქვს.
- სად?
- იმას აქ ვერ გაჩვენებ, -ეშმაკურად იცინის და მერე ჩემკენ იხრება, სახე სახესთან მოაქვს, უნებურად თვალებს ვხუჭავ და სასიამოვნო სურნელით ვნეტარებ.
- ამაღამ ჩემთან დარჩები? -მაცდური ხმა აქვს, ვნებით და უამრავი სასიამოვნო დაპირებით სავსე, თავს ვაქნევ უარის ნიშნად.
- ხომ იცი ღამღამობით დარჩენა მიჭირს.
- კარგი რა, როცა გინდა მშვენივრად ახერხებ, -მგონი სწყინს ჩემი უარი, ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას ვკითხულობ და უნებურად მეღიმება.
- სხვა გყავს? -ხმა და მზერა ერთდროულად ეცვლება, იძაბება და ხელს მთელი ძალით უჭერს დახლის კუთხეს, მის რეაქციაზე არ ვბრაზობ, რატომღაც მეცოდება, ჭიქას ვცლი და ნაძალადევად ვუღიმი.
- ჩემი წასვლის დროა, ივანეს უნდა დავეხმარო თორემ გააგიჟებენ ისინი.
- პასუხს არ გამცემ?
- კარგი რა დათუნა, არ მითხრა რომ ეჭვიანობ, გთხოვ არ გინდა კარგი? მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და ყველაფერს ნუ გავაფუჭებთ.
- როგორ შეგიძლია ხანდახან ასეთი ცივი და უემოციო იყო, -თვალები ენისლება და ვხვდები ცოტაც რომ გავაგრძელო მასთან საუბარი ჩამითრევს და მერე...
- მე ყოველთვის ასეთი ვარ, -ვჩურჩულებ ძლივსგასაგონად, თუმცა მას ესმის ჩემი.
- ყოველთვის ასეთი არ ხარ იაკო და ვერ ვხვდები რაში გჭირდება ეს ნიღბები, ხომ იცი რომ მე შენ...
- არ თქვა, -უხეშად ვაწყვეტინებ და ზურგს ვაქცევ, მარტო ვტოვებ თავის გრძნობებთან ერთად, ესღა მაკლდა, დათუნა მომწონს, კარგი მეგობარია, ძალიან კარგი პარტნიორი, არაჩვეულებრივია საწოლში, თუმცა სიყვარული? ზედმეტი პრობლემები არაფერში მჭირდება.

- ძალიან დამღალეს, -ცალი ხელით ავტომობილის ღია კარს ეყრდნობა ივანე და ცალი ხელის თითებს მაჯაზე მხვევს, -მადლობა რომ ამ ღამით მარტო არ დამტოვე, ხვალ დილით ნუ იჩქარებ, კარგად გამოიძინე და ისე მოდი სამსახურში.
- რაც მთავარია კმაყოფილები დარჩნენ, კონტრაქტიც გარანტირებული გვაქვს, -ვიღიმი და ჩემი ბინის ფანჯრებს ავყურებ, ჩაბნელებულია, უკვე დიდი ხანია რაც დედაჩემი აღარ მელის ხოლმე.
- ის ბიჭი, ბარმენი, შენი ნაცნობია? -სრულიად უადგილოდ კითხულობს და მზერას მისწორებს, ზედმეტად ბევრია აქვს ნასვამი, ძლივს დგას ფეხზე.
- მეგობარია, -ვპასუხობ და ვცდილობ მაჯა გავინთავისუფლო მისი თითებისგან თუმცა არ მიშვებს.
- ერთად ხართ?
- საიდან მოიტანეთ? თანაც ეს თქვენ...
- ვიცი, მე არ მეხება, -მაწყვეტინებს და მიახლოვდება, ზედმეტად ახლოსაა, ყველანაირ საზღვარს არღვევს.
- მეგობრები ვართ ბატონო ივანე.
- არადა ისე გიყურებდა...
- ისე როგორც თქვენ მიყურებთ ახლა, -უნებურად ხმამაღლა ვამბობ და კიდევ უფრო მეტად რომ მიახლოვდება რატომღაც არაფერს ვაკეთებ მის მოსაშორებლად, წელზე მხვევს ხელს და თავისკენ მიზიდავს, ვერაფერს ვგრძნობ გარდა იმისა რომ ახლა ჩემი სიახლოვე ჰაერივით სჭირდება, მის მზერაში ისეთ თხოვნას, ისეთ მუდარას ვკითხულობ...
- მჭირდები, -მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს, ვუყურებ და არ ვიცი რისი ბრალია, ალბათ ჭარბად მიღებული სასმლის მაგრამ საშინლად მინდება რომ ვიტირო, თითის წვერებზე ვიწევი და ტუჩებზე ვეხები ჩემკენ დახრილს, ცბება, თუმცა მალევე მოდის გონს, მთელი ძალით მიკრავს სხეულზე და ფრთხილად, საოცრად ფრთხილად და ნაზად მკოცნის.
- მადლობა, -მესმის მისი ხმა უკვე სახლისკენ მიმავალს.
-
სარკესთან ვდგავარ ტყავის შავ შარვალსა და ამავე ფერის ზედაში გამოწყობილი, საათს ვუყურებ, ღამის სამი საათი ხდება, ფარდას ვწევ და ეზოს ვათვალიერებ, ივანეს ავტომობილი აღარ ჩანს, ჯერ ლუკას ოთახს ვამოწმებ და მერე დედაჩემისას, ორივეს ღრმად სძინავს, თმას უკან კეფაზე ვიკრავ, ერთხელ კიდევ ყურადღებით ვათვალიერებ შემოსასვლელის სარკეში საკუთარ გამოსახულებას და ფრთხილად ვაღებ კარს...
იმისდა მიუხედავად რომ შუაღამეა მაინც საშინლად ცხელა, ან უბრალოდ ჩემი განწყობის გამო მეჩვენება ასე, ტაქსიდან გადმოვდივარ და ძველისძველ, ხუთსართულიან შენობას ავყურებ, ლიფტის გარეშე ავდივარ მეხუთე სართულზე და ძველისძველ, თეთრად შეღებილ კარზე ვაკაკუნებ, გული ისე მიცემს მგონი სადაცაა საგულედან ამომიხტება, სუნთქვა აჩქარებული მაქვს და პირი გამშრალი, გასაღების ხმა მესმის და კიდევ უფრო მეტად ვღელავ, კარი იღება...
- გამარჯობა მამაო, -ვამბობ და წელსზემოთ შიშველ, მომღიმარ ლუკას ვუსწორებ მზერას...




უკვე მესამედ ვესწრები წირვას, ისევ კედელთან ვდგავარ იმ ამოჩემებულ ადგილზე და ნიშნისმოგებით ვუყურებ მოღუშულ ქალს რომელიც მზად არის შუაზე გამგლიჯოს შუაგულ ეკლესიაში, მახალისებს მისი ასეთი რეაქცია, ვაღიარებ ცოტა ადრე მოვედი რომ ეს ადგილი დამეკავებინა და ახლა უბრალოდ მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს ყველაფერი, ადგილი კედელთან, ერთი პატარა კვადრატი, ერთი პატარა წერტილი იმისთვის რომ თავი უფრო მნიშვნელოვნად იგრძნოს, უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს საკუთარ უბადრუკ სიცოცხლეს იმის გააზრებით რომ „ღვთის სახლში’’ მასაც ეკუთვნის რაღაც და ამიტომ უფრო ახლოა მასთან ან სულ ცოტა სხვებზე წინ მაინც არის რიგში სამოთხისკენ...
- ისევ ჩემს ადგილზე დგას, -ჩემი ოპონენტი იდაყვს ურტყამს ფერდში გვერდით მდგომს და ჩემზე ანიშნებს.
- შეეშვი თავხედია ვიღაც, შემდეგში ცოტა ადრე მოვიდეთ და შენ დაიკავე ეგ ადგილი, -მესმის და რაღაცნაირად გულის წყვეტას ვგრძნობ იმის გამო რომ შემდეგ წირვაზე მოსვლას აღარ ვაპირებ და მის გაბრწყინებულ სახეს ვერ დავინახავ იმის გამო რომ ამ სადაო ტერიტორიას ისევ დაეპატრონება, მთელი ყურადღება ლუკაზე გადამაქვს რომელიც თავიდანვე მამჩნევს, მსუბუქად მიხრის თავს და ნეიტრალურ, არაფრისმთქმელ ღიმილს მჩუქნის.
ვუყურებ და მიჭირს თვალი მოვაშორო, უხდება ანაფორა, საოცარი ხმა აქვს, საოცარი ჟესტები და მოძრაობები, ვხედავ როგორ უყვარს მრევლს, ლაპარაკს იწყებს თუ არა სამარისებური სიჩუმე წვება ირგვლივ, ისეთი რომ ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებს ადამიანი, მგონი სუნთქვასაც კი იკავებენ რომ უკეთ მოუსმინონ, უღიმიან, იმედით და რწმენით სავსე თვალებით შეჰყურებენ, ისიც არ იშურებს მათთვის თბილ და გულწრფელ ღიმილს, მხრით ვეყრდნობი კედელს, ჩამოცურებულ თავსაბურავს ვისწორებ და წამით თვალს ვხუჭავ, არ მიჭირს მისი სრულყოფილი სხეულის ანაფორის გარეშე წარმოდგენა, ერთიანად მიტანს თრთოლვა მისი შეხება რომ მახსენდება, მისი სიახლოვე, მისი ხელები ჩემს შიშველ სხეულზე, მისი ცხელი ტუჩები, მისი ვნებით სავსე ხმა, მწველი, მხურვალე ცეცხლით ანთებული თვალები, მისი მოქნილი ენა მკერდზე, უხეში ძლიერი მოძრაობები ჩემში...
- მამიკო, -წკრიალა ხმა მესმის და ცივწყალგადასხმულივით ვქაჩავ თვალებს, უსიამოვნოდ მცრის სხეულში, წელში ვსწორდები და იქვე ჩემთან ახლოს მდგარ, უხერხულად მომღიმარ, ლამაზ, ახალგაზრდა ქალს ვხედავ, ხელში ორიოდე წლის ბიჭუნა უჭირავს, ლამაზი საყვარლად ლოყებდაბრაწული ბავშვია დიდი ლურჯი თვალებით, არ ისვენებს, ლუკასკენ იშვერს ბუნჩულა თითებს და გაუგებრად ლუღლუღებს რაღაცას, ლუკა იღიმის, სახე უნათდება, გაჭირვებით იკვლევს ხალხში გზას, მორცხვად მხრებაწურულ ქალს ბავშვს ართმევს, გულზე იხუტებს, ადგილს უბრუნდება და ასე გულზე აკრული ბავშვით აგრძელებს ქადაგებას, ერთხელაც კი არ აპარებს მზერას ჩემკენ, მიუხედავად იმისა რომ ვგრძნობ იცის თვალს არ ვაშორებ, ყურადღება მის მეუღლეზე გადამაქვს, თხელი თავსაბურავი ახურავს და ბზინვარე ჩალისფერი კულულები აყრია მხრებზე, თავდახრილი დგას, ზედმეტად ნაზი და სიფრიფანაა და ზედმეტად მიმზიდველი, უნაკლო ჩამოსხმული სხეული და მრგვალი ფორმები ილანდება შავი გრძელი კაბის ქვემოდან და მიკვირს, მართლა ძალიან მიკვირს, რომ ამ ანგელოზსს ღალატობენ, აი ასე უბრალოდ ერთი სიტყვით ყველანაირი შელამაზების და გაზვიადების გარეშე, ღალატობენ...
ჩაფიქრებული ვუყურებ, ალბათ გრძნობს ჩემს დაჟინებულ მზერას, თავს მაღლა სწევს, ჩემკენ ბრუნდება და თვალს მისწორებს, უცნაურად მიყურებს, სევდიანია, დაღლილი თუ გაბრაზებული ვერ ვხვდები, რატომღაც მინდა რომ გაიღიმოს, გამიღიმოს ისე როგორც სრულიად უცნობ ადამიანებს უღიმიან როცა უნებურად გაუსწორებენ მზერას, მხარს გაკრავენ, ფეხზე ფეხს დააბიჯებენ ან უბრალოდ მადლობას უხდიან გზის დათმობისთვის, არ მიღიმის... ვერც მე ვუღიმი, უნებურად ლუკასკენ გამირბის მზერა, ის კი ჩემს მზერას ჩაჭიდებული მოძრაობს თითქოს, ერთი წამითაც კი არ მაშორებს თვალს, თითქოს ცდილობს შემისწავლოს, ტუჩები უთრთის, მარჯვენა ხელში ჩაბღუჯულ კაბის კალთას ნერვიულად ჭმუჭნის, იცის, უნებურად ხმიანდება ჩემს გონებაში ეს ერთადერთი სიტყვა, იცის...
სული მეხუთება თითქოს, ტყუილით და ფარისევლობით სავსე გარემო არც თუ ისე ადვილი ასატანია ჩემთვის, წირვის დასრულებამდე გამოვდივარ ეკლესიიდან, ცხელა, თავსაბურავს ვიხსნი და საგულდაგულოდ დაკეცილს ვდებ ჩანთაში, ჭიშკრისკენ მიმავალი ნელ-ნელა ვუჩქარებ ნაბიჯს, ჭიშკრიდან გავდივარ, ქუჩას ისე ვჭრი რომ აქეთ-იქით არ ვიყურები, საბურავების წივილით მიქცევს გვერდს თეთრი დაბურულმინებიანი ავტომობილი და გაბმულად ასიგნალებს, ტროტუარზე ავდივარ, ვჩერდები, ეკლესიას ვუყურებ რომელსაც ნაცრისფერ გუმბათებზე შარავანდედივით ადგას მზე, თავს ვხრი და ხომ გაგიგიათ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, მთელი გულით და სულით ვისახავ პირჯვარს...
-
- უაზრობაა, სრული სისულელე, ცოლი რომ მყავდეს არავითარ შემთხვევაში არ ვუღალატებდი, -დათუნა ისე საყვარლად ლოკავს ჩამოსასხმელ ნაყინს, პირი მიშრება და ძლივს ვიკავებ თავს რომ აქვე, პარკში არ ვეცე და... სულელივით მეღიმება ჩემს უაზრო ფიქრებს რომ ვიაზრებ.
- რატომ არ გყავს ცოლი? -ვეკითხები და მაშინვე ვნანობ კითხვას საყვედურჩამდგარი თვალებით რომ შემომყურებს.
- მაგას სერიოზულად მეკითხები?
არ ვპასუხობ, თვალებს ვხუჭავ, უფრო უკეთ ვეყრდნობი საზურგეს და სახეს მზის სხივებს ვუშვერ, არ მინდა იმაზე ფიქრი თუ რას გრძნობს ჩემს მიმართ, საკმარისია, არ მინდა სხვების გრძნობებზე ვიფიქრო და ვიდარდო, ასე რომ მოვიქცე საკუთარი თავი უნდა დავივიწყო, ვიღაც უნდა შემეცოდოს, ვიღაცის უნდა მომეხათროს, ვიღაცის გულისტკივილი უნდა გავითვალისწინო, უნდა დავთმო, უნდა ვუთანაგრძნო, უნდა გავიზიარო და გავუზიარო, არ შემიძლია...
- რაზე ფიქრობ? -ფრთხილად მეხება სახეზე, თვალებს ვახელ და ქვემოდან ვუყურებ, ისეთი თბილი მზერა აქვს, ისეთი მზრუნველი და საყვარელია... ჩემი პირველი მამაკაცია დათუნა, პირველი და ბოლო მანამ სანამ ლუკა გამოჩნდებოდა, რამდენიმე წლის წინ გავიცანით ერთმანეთი, საერთო მეგობარი გვყავს, თავიდანვე მომეწონა, ისიც დანახვისთანავე გაგიჟდა ჩემზე თურმე, მერე მითხრა ეს...
- იმაზე ვფიქრობ რომ ძალიან სწრაფად გადის დრო, შენ კი... შენ...
- არ გინდა ნუღარ გააგრძელებ, ძალიან გთხოვ ახლა ნუ დაიწყებ ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს ოჯახზე, შვილებზე და მომავალზე ლაპარაკს თორემ გავაფრენ, ხომ იცი რომ ეს ყველაფერი შენთან მინდა ია, ვერ ვხვდები რა გაბრკოლებს, ერთად კარგად ვართ, მშვენივრად ვეწყობით, გამომყევი ცოლად და...
- ჩვენი შეთანხმება დაგავიწყდა? -ვცდილობ რაც შეიძლება ცივად ვკითხო, არ გამომდის, იმდენად გულწრფელია, იმდენად თბილი და საყვარელი ვერ ვიმეტებ რომ ვატკინო.
- შეთანხმება? -მთელი ხმით იცინის და მერე ერთბაშად უცივდება სახე, -ის შეთანხმება რომ ხანდახან უნდა შევხვდეთ ხოლმე და ვი*იმაოთ? ათასში ერთხელ კი რესტორანში წავიდეთ ან ფილმის საყურებლად? ამ შეთანხმებას გულისხმობ? მაპატიე მაგრამ არ გამოდის, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, ვეღარ ვითამაშებ თითქოს არ მადარდებ და ჩემთვის სულ ერთი ხარ, მინდა რომ სულ გვერდით მყავდე, ცოლად გამომყევი ია, გამომყევი თუ არა და...
- ჩემი შესვენება დასრულდა, -საათს დავყურებ და ფეხზე ვდგები, საშინლად არ მინდა იმის მოსმენა რა მოხდება ცოლად თუ არ გავყვები.
- გასაგებია, -დათუნა მეტს არაფერს ამბობს, დგება, ერთხანს თვალმოუშორებლად მიყურებს, მერე ფრთხილად მეხება სახეზე, მეფერება, იღიმის, თავს აქნევს, ზურგს მაქცევს და მიდის.

- შენი მეგობარია? -სამსახურში დაბრუნებულს ივანე მხვდება ოთახში, მაშინვე ვხვდები ვისაც გულისხმობს, მისი ოფისი იმ პარკს გადაჰყურებს, სადაც ცოტა ხნის წინ ვისხედით მე და დათუნა, არ ვპასუხობ, უხმოდ მივდივარ სკამთან და ვჯდები, ვუყურებ ცნობისმოყვარეობისგან და ეჭვიანობისგან ანთებულ თვალებში და რატომღაც მის ცოლზე ვფიქრობ, ადამიანზე რომელიც თითქოს არ არსებობს მის ცხოვრებაში და რომელზეც უკვე ყველაფერი ვიცი, მკურნალობა უშვილობაზე, ჭარბწონიანობა, სუიციდის მცდელობები, დეპრესია, ეს კი... იმის მაგივრად რომ ქალს რომელზეც ერთ დროს სიყვარულით დაქორწინდა გვერდში დაუდგეს და სიძნელეების დაძლევაში დაეხმაროს, თანამშრომელს ეარშიყება და უკვე ზედმეტად ავიწროვებს.
- საყვარელია, -ვამბობ და რაღაცნაირად ნიშნისმოგებით ვუღიმი.
- რაა? -პირდაღებული მიყურებს.
- ჰო, ხომ გაინტერესებდა, დათუნა ჩემი საყვარელია, ეს კი განცხადებაა სამსახურიდან წასვლის თაობაზე, -ფურცელს ვუდებ ცხვირწინ და მანიაკალურ კმაყოფილებას ვგრძნობ მისი გაფითრებული სახის დანახვისას.
-
- ნატალიამ დაგვპატიჟა ლევანის დაბადების დღეზე და შენც უნდა წამოხვიდე აუცილებლად, -დედაჩემი ჩემს დაუკითხავად იქექება ჩემს კარადაში და ყველაზე მეტად გულამოღებულ და ბარძაყამდე ჩაჭრილ ფირუზისფერ კაბას მაჩეჩებს ხელში.
- არ მინდა წამოსვლა, მეძინება, -ვამთქნარებ და საწოლისკენ მივიწევ მისი განწირული კივილი რომ მაშეშებს ერთ ადგილზე.
- ნუ გამაგიჟებ ია, თუ არ გინდა რომ საბოლოოდ ვთქვა შენზე როგორც ჩემს შვილზე უარი, მაშინ ამ კაბას ჩაიცმევ და წამოხვალ.
ვუყურებ და ვფიქრობ რომ სულაც არ მაინტერესებს იტყვის თუ არა ჩემზე უარს ამ უაზრო და სულელური მიზეზით, რატომღაც მინდება რომ ეს ვუთხრა მაგრამ თავს ვიკავებ, არ მინდა კიდევ უფრო გავუფუჭო ხასიათი, აღარ მაქვს მეტი კივილ-წივილის ატანის ნერვები, ის დრო მახსენდება როცა ვგრძნობდი რომ ნამდვილად და უპირობოდ ვუყვარდი, იქნებ ახლაც ასე ვუყვარვარ უბრალოდ შეიცვალა და ვერ გამოხატავს, იქნებ უბრალოდ უნდა ვეცადო რომ დავინახო...
- კარგი ჰო, -ვეთანხმები და ამრეზით ვუყურებ კაბას.
- იცოდე ეს ჩაიცვი, ხომ იცი ვაკოს უყვარს ეს ფერი, -მმოძღვრავს ჰაერში თით აღმართული.
- ისიც კი იცი რა ფერი უყვარს, ცოლად შენ რომ გაყვე არ გინდა? -უშნოდ ვხუმრობ და ვატყობ ძლივს იკავებს თავს რომ კიდევ არ იკივლოს.
- შეაყარე კედელს ცერცვი, -ბურტყუნებს, ოთახიდან გადის და მთელი ძალით იჯახუნებს კარს ზურგსუკან.

წვეულება როგორც ყოველთვის ახლაც პომპეზური და ბრწყინვალეა, უყვარს ნატალიას თავის გამოჩენა, ვაკო კართან გვხვდება, დედაჩემს ხელზე კოცნის მე კი აღფრთოვანებული მზერით მიყურებს, მერე წელზე მხვევს ხელს და ლოყაზე ხანგრძლივად მაკრავს ტუჩებს.
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, -ჩურჩულებს და უფრო მეტად მიზიდავს, უხერხულად ვიშმუშნები მის მკლავებში, დედაჩემი სად აორთქლდა ვერ ვხვდები, ალბათ სპეციალურად დაგვტოვა მარტო, ნეტავ რისი იმედი აქვს ვერ ვხვდები.
- წავალ, მამაშენს მივულოცავ, -ძლივსძლივობით ვახერხებ თავის დაღწევას, მივდივარ და ისიც ფეხდაფეხ მომყვება, მილოცვას ვასრულებ თუ არა ისევ მკლავზე მექაჩება.
- წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო.
- კარგი რა, ახლა არავის გაცნობა არ მინდა, -ნაძალადევად ვუღიმი.
- ნუ ჯიუტობ იაკო, ჩემი ბავშვობის მეგობარია, ნახავ როგორ მოგეწონება, -ხელჩაკიდებული მივყავარ ერთად შეკრებილი ბიჭებისკენ, ნაცნობ, ანაფორიან სხეულს რომ ვხედავ ფეხი მერევა და ვგრძნობ როგორ მიხურდება სახე, ვაკო უახლოვდება და მხარზე ადებს ხელს, ჩვენკენ მობრუნებული ლუკას მზერა ჩემსას ხვდება და ვხედავ როგორ უფართოვდება თვალები გაკვირვებისგან.
- ლუკა გაიცანი ჩემი საცოლე ია, -ამაყად გაჯგიმული აცხადებს ვაკო...





- აქ რას აკეთებ? - ვაკოს სახლის უკანა ბაღის ყველაზე მიყრუებულ და ჩაბნელებულ კუთხეში, დეკორატიული ბუჩქების უკან, გაზონზე ფეხმორთხმით მჯდარს მადგება ლუკა თავზე, ხელში სასმლით სავსე ბოთლი უჭირავს, უკვე საკმარისზე მეტად არის ნასვამი, მისი სახის გამომეტყველებას მაინცდამაინც ვერ ვარჩევ ამ სიბნელეში მაგრამ თვალები ტყის კატასავით უელავს.
- ვისვენებ, დღეს ძალიან დამღალა ხმაურმა და ამდენ უცხო და ნაცნობ ადამიანთან შეხვედრამ, -ვპასუხობ და სიხარულისგან სახე მებადრება ჩემს გვერდით რომ ჯდება.
- მეგონა გიყვარდა ხალხთან ურთიერთობა და მათზე დაკვირვება, თუნდაც შორიდან, -ორაზროვნებას აქსოვს სიტყვებში და ხმის ტონში, ვხვდები რაზეც მიმანიშნებს.
- მიყვარს კიდეც და მგონი შენც, -მეღიმება, მასაც.
- მართალი ხარ, მეც მიყვარს.
- ალბათ სწორედ ამიტომ ხარ მღვდელი.
- შენ კი მღვდლის საყვარელი, -მოურიდებლად იცინის, -დაფეთებული ვიყურები ირგვლივ და მერე ტუჩებზე ვაფარებ თითებს.
- ჩუმად და მეორედ საყვარელი აღარ მიწოდო, -გაბრაზებული ვუღრენ, ის კი საპასუხოდ თითებზე მკოცნის და მიღიმის.
- არ მოგწონს ეს სიტყვა?
- მოწონება ან არ მოწონება არაფერ შუაშია, საყვარლები არ ვართ ლუკა, ერთი ორჯერ შევხვდით ერთმანეთს და ამიტომ არ მინდა რომ...
- გეშინია, -ამბობს და ცდილობს ჩემი მზერა დაიჭიროს, თვალს ვარიდებ და მუხლებზე დაწყობილ ხელებს დავყურებ მოღუშული.
- შიში რა შუაშია, -დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით ვბუტბუტებ, ის კი უფრო ახლოს მოდის ჩემთან, ფრთხილად მკიდებს ნიკაპზე ხელს და თავს მაღლა მაწევინებს.
- შუაში კი არა თავშია, გეშინია რომ ურთიერთობას სახელი დაარქვა, სულ ერთია რა ურთიერთობა იქნება ეს, არადა ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი სახელი.
- ანუ გინდა დაზუსტებით იცოდე ჩემგან რას უნდა ელოდო? გარანტიები გჭირდება? -ახლა მე ვიცინი მთელი ხმით და ის იყურება ირგვლივ დაფეთებული.
- მგონი აწი ისედაც არაფერს უნდა ველოდო არა? ვაკოს საცოლე ყოფილხარ.
- სისულელეა, მისი საცოლე არ ვარ, თვითონ უნდა რომ ვიყო მაგრამ არ ვარ და არც არასდროს ვიქნები, ვერ ვხვდები რის გაკეთებას ცდილობს.
- იმაზე არ გიფიქრია რომ უყვარხარ?
- ეს ნაკლებად მაინტერესებს, მე არ მიყვარს და რა ვქნა, ხათრის გამო დავთანხმდე ცოლობაზე?

- უცნაური ვინმე ხარ, -ამბობს და ვგრძნობ როგორ იძაბება, ხმა უფრო მეტად ენთება თვალები, იხრება და ვხვდები უნდა რომ მაკოცოს, თავს ვარიდებ.
- შენ კი უცნაური მღვდელი ხარ, -ვამბობ და გულაღმა ვწვები ბალახზე, ჩემს გვერდით წვება.
- რატომ?
- რა რატომ?
- რატომ ვარ უცნაური?
- იმ დღეს ეკლესიაში შენი ცოლი ვნახე.
- ვიცი, -ამბობს ისე რომ ვხვდები არ უკვირს ამ თემაზე რომ დავიწყე საუბარი, არც მაწყვეტინებს, უბრალოდ ელის როდის გავაგრძელებ.
- ლამაზი გოგოა, ძალიან ლამაზი და სასურველი, სიყვარულით დაქორწინდით თუ...
- გარიგებით, ოჯახებს სურდათ ასე, თუმცა მეც არ ვყოფილვარ მაინცდამაინც წინააღმდეგი.
- გარიგებით? არადა მგონი უყვარხარ.
- ვუყვარვარ, ქორწინებამდეც ვუყვარდი, თუმცა სიყვარული უცნაურად ესმის, ჩვენი ოჯახები დიდი ხანია მეგობრობენ, ანა ოთხი წლით უმცროსია ჩემზე, ყოველთვის ვამჩნევდი რომ მოვწონდი, მერე როცა ჩვენს ქორწინებაზე დაიწყეს საუბარი ვიფიქრე რომ კარგი ვარიანტი იქნებოდა ჩემთვის, არც შევმცდარვარ, კარგი დედაა, ძალიან კარგი.
- ისე ლაპარაკობ თითქოს რაღაც ნივთი იყოს, არადა ძალიან ლამაზია, ვერ ვხვდები...
- გაინტერესებს რატომ მყავს საყვარლები? -სიტყვას მაწყვეტინებს და მერე ღრმად ოხრავს, -იმიტომ რომ მოთხოვნილებები გამაჩნია გესმის? არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ ის რაც მე მომწონს მისთვის ზედმეტად ამორალურია.
- ამორალური? რატომ?
- იმიტომ რომ ბავშვობიდან მოყოლებული რელიგიური სისულელეებით აქვს ტვინი გამოტენილი.
- ამას შენ ამბობ?
- კარგი რა ია, რაკი ანაფორა მაცვია იმას არ ნიშნავს რომ საღად განსჯის უნარი არ გამაჩნია, რელიგია ბანგია რომელიც რაც არ უნდა სამწუხარო იყოს საჭირო და აუცილებელი რამ არის.
- რისთვის?
- რისთვის? ზოგს რომ ჰკითხო მავანთა მიერ ადამიანთა სამართავად, მაგრამ ჩემი აზრით რელიგიის გარეშე, იმ შიშის და რწმენის გარეშე რასაც პატარაობიდანვე უნერგავენ ადამიანებს, სამყაროს ქაოსი მოიცავდა, წარმოიდგინე საიქაოს არსებობის, იქაური სასჯელის ან საჩუქრის რომ არ სჯეროდეთ ადამიანებს რა მოხდებოდა, ადამიანებს იმედი სჭირდებათ გესმის? რწმენა სჭირდებათ, ვიღაც სჭირდებათ ვინც მათ მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებებს, მათ მაგივრად დააჯილდოვებს ან დასჯის, ვიღაც სჭირდებათ ვისაც ყოველ თავიანთ ნაბიჯს დააბრალებენ, ვისაც საკუთარ ცოდვებს აჰკიდებენ...
- და შენ? შენ რისი გჯერა?
- იმის რომ ყველაფერი რასაც აკეთებ, ცუდიც და კარგიც, აუცილებლად დაგიბრუნდება უკან.
- მაინც არ მესმის...
- რატომ ვარ მღვდელი? -თავიდანვე ხვდება რაც უნდა ვკითხო, -იმიტომ რომ არც თუ ისე ცუდი საქმეა, საკმაოდ შემოსავლიანია და თან მამაჩემის სურვილი იყო, ბავშვობიდანვე ჩამჩიჩინებდნენ რომ სასულიერო პირი უნდა გავმხდარიყავი.
- პროფესია მშობლებმა აგირჩიეს, ცოლიც მათ მოგგვარეს...
- ახლა არ მითხრა რომ გეცოდები, -გულიანად იცინის და ჩემს თმას ეთამაშება თითებით, -ჯერ ყველაფერი არ მომიყოლია, მთავარი არ იცი.
სუნთქვაშეკრული ვუსმენ, ცოტა არ იყოს მიკვირს ამ თემაზე რომ მესაუბრება, თუმცა ეტყობოდა როგორ უნდოდა დაიცალოს, ალბათ ხვდება რომ ჩემთან ნათქვამი ყოველი სიტყვა ჩემთანვე დარჩება, გულის გადაშლა უნდა ჩემთვის რომ განთავისუფლდეს, რომ თავისუფლად ამოისუნთქოს, რაც შეეხება მის მოთხოვნილებებს, არაფერი ზედმეტი და არანორმალური არ ახასიათებს, უყვარს ძლიერი, უხეში სექსი, ხანგრძლივი მოფერება, ქალისთვის სიამოვნების მინიჭება, ვაღიარებ ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის...
- ანას მამა მღვდელია, ზედმეტად მკაცრი და უკიდურესად ღვთისმოსავი კაცია, ანა ისე გაიზარდა ბიჭებს ახლოს არ გაკარებია, პატარაობისასაც კი არ აძლევდნენ მათთან თამაშის უფლებას, რაც მახსოვს ყოველთვის გრძელი, შავი კაბით დადიოდა და იმ ლამაზ კულულებს თავსაფრის ქვეშ მალავდა, ჯანდაბა, ალბათ გაგეცინება რომ მოგიყვები როგორი პირველი ღამე გვქონდა.
- მართლა მომიყვები, -ვეკითხები და სასმელს ვაცლი ხელებიდან, რამდენიმე ყლუპს ვსვამ, მართმევს და თვითონაც სვამს.
- მოგიყვები, -უცნაურად იღიმის და აგრძელებს, -პირველ ღამეს როცა მარტო დავრჩით ოთახი ჩააბნელა, ფარდები ჩამოაფარა, შუქი ჩააქრო, რას აკეთებთქო რომ ვკითხე დედამ მასწავლა ასეო მიპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო, სხვანაირად ცოდვააო, სიშველი არ უნდა დამინახოვო, მერე გრძელსახელოიან და კოჭამდე ჩაფართხუნებულ ღამის პერანგში გამოწყობილი ჩაწვა საწოლში და ყელამდე დაიფარა საბანი.
- მერე? -როცა ყოვნდება ვერ ვითმენ რომ არ ვკითხო.
- მერე ის რომ იმ ღამით ყველაფრის სურვილი დავკარგე, მთელი ღამე სავარძელში მჯდომარემ გავატარე, მეორე დღეს კი საღამოს დედაჩემი გვესტუმრა, ანას დედამისთან დაუჩივლია ჩემი ქმარი არ მომკარებიაო, დედამისმა დედაჩემთან იჩივლა, დედაჩემი კი მე მომადგა.
- კარგი რა, სერიოზულად?
- ჰო, ასე ერთი შეხედვით და მოსმენით თითქოს დაუჯერებელია არა? არადა ანასთვის ასეთი საქციელი სრულიად მისაღები და ნორმალურია, ბევრი ვეცადე მასში ქალი გამეღვიძებინა მაგრამ ვერ შევძელი, არ დაიჯერებ რომ გითხრა რომ სრულიად შიშველი არ მინახავს, მისთვის სექსი მხოლოდ გამრავლებისთვის არის დასაშვები და ისიც მხოლოდ მამაპაპურ პოზაში, განსაზღვრულ დროსად განსაზღვრულ ადგილზე, სხვა ყველა შემთხვევაში მომაკვდინებელი ცოდვაა, მოფერების საშუალებას არ მაძლევს, სექსის დროს ყოველთვის ის მახინჯი პერანგი აცვია და მთელი ძალით ცდილობს კვნესა შეიკავოს...
- ჰოო, ცუდ დღეში ყოფილხარ, -ქვედა ტუჩს მთელი ძალით ვაჭერ კბილებს რომ სიცილი შევიკავო, იდაყვს ეყრდნობა და ზემოდან დამყურებს, თვითონაც იღიმის.
- შენ ის უნდა გენახა ერთხელ გაცოფებულმა მამამისმა რომ დამიბარა და პატარა ბავშვივით დამტუქსა, მის შეურაცხყოფაში დამადანაშაულა, ღმერთის გმობაში, ოჯახის მიმართ უპატივცემულობაში და კიდევ ათას უბედურებაში.
- რატომ?
- თურმე ნუ იტყვი და ჩვენი ურთიერთობის ყოველ დეტალს მამამისს უყვება, ნებისმიერ რამეს.
- კი მაგრამ ასეთი რა დააშავე?
- მინდოდა მისთვის მი*ეტის გაკეთება მესწავლებინა, კი გამიკვირდა ატირებული რომ გაიქცა საძინებლიდან მაგრამ ნამდვილად არ მეგონა მამამისთან თუ მიჩივლებდა...
- ღმერთო მიშველე, -ვხავი და უკონტროლო პანიკური სიცილი მიტყდება, ერთხანს თვალებანთებული დამყურებს, მერე წელზე მხვევს მკლავებს, მაღლა მწევს, ჯდება და მუხლებზე მისვამს, ძლივს ვითქვამ სულს, ჯერ კიდევ ვცახცახებ, ხელს ვწევ და ფრთხილად ვეხები სახეზე, თითით ვხაზავ კონტურებს, მის ტუჩებთან ვჩერდები, ქვედა ტუჩზე ვუსვამ საჩვენებელ თითს, მკოცნის, მერე წუწნის, თვალებს ვხუჭავ და ენით ვისველებ გამშრალ ტუჩებს, ანას წარმოდგენაც კი არ აქვს რას კარგავს, თუმცა ეს რაში მაინტერესებს, მისკენ ვიხრები და გახელებული ვკოცნი, სხეულით სხეულზე ვეტმასნები, მის აღგზნებას ვგრძნობ, ვგრძნობ როგორ უმაგრდება ჩემს ქვემოთ, ვეღარ ვითმენ, მინდა ჩემში ვიგრძნო, მინდა თუნდაც რამდენიმე წუთით ყველაფერი დამავიწყდეს...
- ეს ანაფორა ძალიან მოუხერხებელი რამეა, -ვბუტბუტებ და ისიც მოქმედებაზე გადადის, ფრთხილად მაწვენს ბალახებზე, ანაფორას იხდის, კაბას მაღლა მიწევს, მერე მკერდს მიშიშვლებს...
- სამაგიეროდ შენი კაბაა მოსახერხებელი, -ამბობს და მწყურვალივით მეწაფება მკერდზე, თვალდახუჭული ვკვნესი და სხეულს მაღლა ვზნექ რომ შეხება შევძლო, გამაგრებულ კერტებს მიწუწნის, ხელს ჩემს ფეხებს შუა აცურებს და მოქნილი, გრძელი თითებით სწრაფ, რიტმულ მოძრაობას იწყებს, სიგიჟემდე მივყავარ, მერე ქამრის ბალთის გახსნის ხმა მესმის და ვგრძნობ როგორ შემოდის ჩემში, საერთოდ არ ცდილობს სიფრთხილე და სინაზე გამოიჩინოს, სწრაფი, უხეში ბიძგები ცვლის ერთმანეთს, ისევ და ისევ, ისევ და ისევ...
-
მისაღებში რომ შევდივარ ლუკა უკვე იქ არის, კუთხეში დგას ბიჭებთან ერთად და მშვიდად საუბრობს, ჭიქას სასმლით ვივსებ და თვალებით დედაჩემს ვეძებ, საშინლად ვარ დაღლილი, ახლა მხოლოდ თბილი შხაპი და კარგი გამოძინება მჭირდება, სხვა არაფერი.
- სად იყავი რამდენი ხანია გეძებ, -ვაკო მოდის ჩემკენ მაჯაზე მკიდებს ხელს და მტკივნეულად მიჭერს.
- რას აკეთებ? ახლავე გამიშვი, -ხმას ვუწევ თუ არა მაშინვე მიშვებს ხელს და უკან იხევს, არ მსიამოვნებს მისი სიახლოვე მითუმეტეს მას შემდეგ რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, რაც ჯერ კიდევ ვგრძნობ სხეულზე ლუკას სხეულის სიმხურვალეს.
- წამოდი, ჩემებთან მივიდეთ, რაღაც უნდა გამოვაცხადო და მინდა ჩემს გვერდით იყო, -მეუბნება ნაძალადევი ღიმილით, დაეჭვებული ვუყურებ.
- დედაჩემი სად არის? წასვლა მინდა ვაკო, დავიღალე.
- ვერ გაიგე რა გითხარი? რა იქნება ორი წუთი რომ დამითმო, თუნდაც ჩვენი ძველი მეგობრობის ხათრით, მხოლოდ ორი წუთი.
- კარგი მხოლოდ ორი და არა მეტი, -ვოხრავ და დასაკლავი ცხვარივით მივდევ უკან, მშობლებთან მივყავარ, დედაჩემსაც ვხედავ რომელიც სწორედ იმ წამს შემოდის მისაღებში, ლოყები აწითლებული აქვს, მზერაში უნაპირო სიბრაზე უდგას, ზიზღი, სიძულვილი, თვალს მისწორებს, ისე მიყურებს ლამისაა ადგილზე გამაქვავოს, მერე ლუკაზე გადააქვს ყურადღება... ოჰო, არც თუ ისე ძნელია გამოვიცნო რა ხდება, დაგვინახა, დარწმუნებული ვარ რომ მე და ლუკა დაგვინახა...
- მეგობრებო, ყურადღებას ვითხოვ, -ვაკოს ხმა არღვევს დაძაბულ ატმოსფეროს, ყველა ჩუმდება და ჩვენ გიყურებენ ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით.
- რა ხდება? -ვჩურჩულებ, თუმცა ვაკო მანიშნებს გაჩუმდიო, ჭიქას მაღლა სწევს.
- მინდა რომ ჩემი და იას ნიშნობის შესახებ გამოვაცხადო, ერთ თვეში ქორწილი გვექნება...
-
- ცუდად ვარ, გამისკდება ეს ოხერი გული და მოვკვდები, ვაიმე თვალებს ვეღარ ვახელ, ეს რა დღეში ჩამაგდე, როგორ შემარცხვინე, როგორღა შევხედო თვალებში ნატალიას და ლევანს, რა უნდა ვქნა, ამის შემდეგ ვაკო შენკენ საერთოდ აღარ გამოიხედავს.
გამწარებული ქოთქოთებს დედაჩემი, ოთახში წნევის დამარეგულირებელი წვეთების სუნი დგას, თმაგაწეწილი და სახეაწითლებული ზის სავარძელში, მაჯაზე წნევის საზომი აპარატი აქვს წამოცმული, ეკრანს დაჰყურებს და დროდადრო ოხრავს.
- გეყოფა, დამშვიდდი, ნუ აზვიადებ, მართლა რაღაცას დაიმართებ, -ვეუბნები და ისე მიყურებს ალბათ მზერით მოკვლა რომ იყიოსშესაძლებელი აუცილებლად მომკლავდა.
- გგონია არ ვიცი რას მაიმუნობთ შენ და ის უსინდისო მღვდელი? -რაღაცნაირი ზიზღით მეუბნება, ესღა აკლდა, აქამდე ის მაინც ვიცოდი რომ თუ არ ვუყვარდი არც ვეზიზღებოდი.
- რაღაც გეშლება, რა მღვდელი, რის მღვდელი, -მშვიდად ვამბობ, დაეჭვებული მიყურებს.
- დავინახე როგორ გამოვიდა სახლის უკანა მხრიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ შენც უკან მოყევი.
- ანუ? რისი თქმა გინდა პირდაპირ მითხარი.
- ეს გაღმა შედავების პოლიტიკაა თუ რა ხდება გამაგებინე, ჩაბნელებულ ბაღში დაბოდიალობ სხვა კაცთან ერთად და მერე ვაკოს უარს ეუბნები ცოლობაზე, წარმოდგენა მაინც თუ გაქვს ახლა რა დღეშია და როგორ განიცდის.
- მე რას განვიცდი ის არ გაინტერესებს?
თვალებმოჭუტული მიყურებს, მერე სწრაფად დგება ფეხზე და ისეთი გაფოფრილი მადგება თავზე მიდი და დაიჯერე რომ წნევა აქვს და კვდება, დოინჯშემორტყმული დამყურებს თავზე და ბრაზისგან ლამისაა გასკდეს, ვერ ვხვდები ასე მწარედ რა აბრაზებს ის რომ როგორც თვითონ ამბობს შევარცხვინე თუ ის რომ ასეთი კარგი ვარიანტი გავუშვი ხელიდან როგორიც მისი თქმით ვაკოა, ნუთუ საერთოდ არ აინტერესებს ჩემი აზრი.
- არ გესმის რას გეუბნები? რას ფიქრობდი იმ ხალხის თვალწინ რომ გამოაცხადე ვაკო არ მიყვარს და მასზე გათხოვებას არ ვაპირებო, ახლა რომც ეხვეწო მაინც აღარ შეგირთავს ცოლად, ის კი არა საერთოდ არავინ აღარ შეგირთავს, -მთელი ხმით კივის, უნებურად ყურებზე ვიფარებ ხელს და კართან ატუზულ ნიკას ვუყურებ რომელიც წარბებშეკრული ადევნებს თვალს მისაღებში მიმდინარე სიტუაციას.
- მესმის, უბრალოდ ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რატომ გაქვს, -უნებურად მეღიმება და ჩემკენ მთელი ძალით მოქნეულ, გაშლილ ხელისგულს რომ ვხედავ, თავის არიდება უკვე გვიანია, ტკაცანის ხმა მესმის და მერე ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მარცხენა თვალი ამომივარდა ფოსოდან, ყური მიწუის, თავი მომენტალურად მტკივდება და ვატყობ როგორ ივსება პირთამდე ჩემი მოთმინების ფიალა, ის არის გამწარებული უნდა წამოვხტე რომ ნიკას ხმა მესმის და გაოგნებული ვშეშდები.
- არ გაბედო და იას მეორედ არ დაარტყა, -ხმამაღლა, მტკიცედ ამბობს და მხრებში ამაყად გამართული დგება ჩემსა და დედაჩვენის შუაში.
- ახლავე მოშორდი აქედან და ნუ ერევი იმაში რაც შენი საქმე არ არის, -მკლავში კიდებს დედაჩემი ხელს და ეჯაჯგურება თუმცა ვერაფერს ხდება.
- ია ჩემი დაა ასე რომ ჩემი საქმეა და რომ იცოდე საერთოდ არ მომწონს ის გაბღენძილი ვახტანგი, რით ვერ გაიგეთ რომ არ მოწონს ჩემ დას, არ უყვარს და არ უნდა გათხოვება...
- ნეტა შენ რა გესმის სიყვარულის, -ან ნებდება დედაჩემი.
- პატარა აღარ ვარ, მშვენივრად ვიცი რა რა არის და ვინ ვინაა, იცოდე თუ იას არ უნდა რომ გათხოვდეს ტყუილად ნუ აიძულებ და ნერვებს ნუ უშლი, ისედაც უამრავი საქმე და პრობლემა აქვს.
ვზივარ და ვუსმენ... ვუსმენ და მინდა კიდევ დაუსრულებლად ვუსმინო ჩემს პატარა ძამიკოს, როდის გაიზარდა ასე რომ ჩემს დაცვას ცდილობს, ბრმა ვყოფილვარ, მეგონა ვერაფერს ამჩნევდა და იაზრებდა, იმასაც კი ვფიქრობდი რომ არ ვუყვარდი, ვერ ვხვდები როდის მევსება თვალები ცრემლით...
-
- ცუდად გამოიყურები, -დათუნა ყურადღებით მითვალიერებს სახეს, ბოლოს მხოლოდ მზერით აღარ კმაყოფილდება და თითებით მისინჯავს ლოყას რომელიც უსიამოვნოდ მეწვის და ფეთქავს.
- მწარე ხელი აქვს დედაჩემს, -ვოხრავ და ცარიელ ჭიქას ვაცურებ მისკენ, სასმლით ავსებს და მიბრუნებს, ხალხით სავსე ბარს ავლებს მზერას და მერე ისევ მე მიყურებს, მიღიმის, არა ისე როგორც ყოველთვის რაღაცნაირად სევდიანად და თითქოს დანანებით.
- რა მოხდა, როგორ მოახერხე ასე ძალიან გაგებრაზებბინა.
- ხომ იცი სულ მუდამ ბრაზიანია.
- მაგრამ შენთვის არასდროს დაურტყამს.
- ჰოო, ასეა, ხომ იცი როგორ აქვს აკვიატებული რომ გამათხოვოს, ვაკოზეც ხომ იცი, ჰოდა გუშინ რაღაც უაზრობა მომიწყვეს, ვაკოს მამის დაბადების დღე იყო, დედაჩემმა ლამის ძალით წამათრია, ალბათ წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, იმ შტერმა იმდენი ხალხის თვალწინ ჩემთან შეუთანხმებლად გამოაცხადა რომ დავინიშნეთ და მალე ქორწილი გვექნება.
- უნდოდა დაებნიე და უხერხულობის გამო ცოლობაზე დათანხმებოდი? საერთოდ არ გიცნობს? რა გააკეთე, იმედია ცოცხალი და საღსალამათია.
- ცოცხალია, თუმცა მგონი ჩემი ცოლად შერთვის სურვილი აღარ აქვს, -ვიღიმი როცა ვაკოს გაფითრებული სახე მახსენდება როცა გამოვუცხადე რომ არც ეოცნება ქორწილზე, ჯანდაბა, ამდენი ხანია ვმეგობრობდით და დათუნას თქმის არ იყოს თურმე საერთოდ არ მიცნობდა, დათუნას ვუყურებ რომელიც თვალს არ მაშორებს და რატომღაც გული მწყდება რომ არ მიყვარს, თვალებს ვხუჭავ და სახეს ხელებში ვრგავ, ისეთ სიცარიელეს, ისეთ სიმარტოვეს ვგრძნობ ლამისაა გული გამიჩერდეს და სუნთქვა შევწყვიტო, საშინლად მინდება რომ მიყვარდეს და ვუყვარდე, პირველად მინდება ასე ძალიან რომ ეს დაწყევლილი, ყბადაღებული გრძნობა მეც მთელი სიმძაფრით გამოვცადო...




- მეტი აღარ დალიო, -ჭიქას ცხვირწინ მაცლის დათუნა, არაფერს ვამბობ, არ ვეწინააღმდეგები, უბრალოდ ვზივარ და ვუყურებ, ვუყურებ მისი მოქნილი თითების მოძრაობას, მის ღიმილს...
- დათ იქნებ ჩვენ... იქნებ ჩვენ ვცადოთ... -საუბარს ვიწყებ და ვხვდები ჩემი არ ესმის სხვა რაღაცაზე ან ვიღაცაზე გადააქვს ყურადღება, მის მზერას ვაყოლებ თვალს, ბარის შემოსასვლელში, პატარა, გამხდარი, ფერიასავით ნაზი და ლამაზი გოგო დგას, კეფაზე კოსად შეკრული ჩალისფერი თმითა და თეთრი სარაფნით რომელსაც ვარდისფერი ყვავილები ამშვენებს, ჰმ, ვერაფერს ვიტყვი, აქაურობისთვის ზედმეტად შეუფერებელი ჩაცმულობაა, დგას და დაბნეული აცეცებს დიდ, მრგვალ თვალებს...
- ია ცოტა ხნით შემცვალე, უნდა გავიდე, -ამბობს დათუნა და ისე რომ ჩემს თანხმობას არ ელოდება მარტო მტოვებს, უკვე მიმავალს ვუქნევ თავს თანხმობის ნიშნად, მისი შეცვლა არ გამიჭირდება, ისევ მისგან მაქვს ნასწავლი ეს საქმე, ასე რომ უყოყმანოდ ვიკავებ მის ადგილს, თან დათუნას რომელიც ხალხში გზას იკვლევს თვალს არ ვაშორებ, გოგოს უახლოვდება და მეჩვენება რომ ზედმეტად უხეშად კიდებს მკლავში ხელს, თუმცა ის მაინც სახეგაბადრული შეჰყურებს და უღიმის, დათუნა მისკენ იხრება და რაღაცას ეუბნება, გოგო უკმაყოფილოდ უქნევს თავს, მერე გარეთ გადიან...
- ახალი ხარ? -უხეში, ხრინწგარეული ხმა მესმის და კარს რომლის მიღმაც ცოტა ხნის წინ დათუნა და ის ნაზი ფერია გაუჩინარდნენ თვალს ვაშორებ, ბართან მჯდარ საშუალო ასაკის, საკმაოდ სიმპათიურ მამაკაცს, დაყენებული, ყალბი ღიმილით ვუღიმი და ვეკითხები რა დავუსხა, საპასუხოდ ისიც მიღიმის, შეკვეთას მაძლევს და თან ურცხვ, უტიფარ მზერას არ მაშორებს.
- ინებეთ, -წინ ვუდგამ სასმელს.
- რა გქვია, -კითხვის ნიშანს არ სვამს, თითქოს ისე სასხვათაშორისოდ ამბობს.
- ია, -მეც სასხვათაშორისოდ ვეუბნები.
- მე კოტე ვარ, რომელზე ამთავრებ მუშაობას? -მეკითხება და ჭიქას მაღლა სწევს, საქორწინო რგოლი მჭრის თვალს, მეღიმება, როგორი თავდაჯერებული ხეპრეა, სახლში ცოლი ელოდება, ეს კი აქ ზის, სვამს და მე მეარშიყება, ალბათ ფიქრობს რომ თუ ჯიბე ფულით აქვს სავსე რა მნიშვნელობა აქვს თითზე ბეჭედი ეკეთება თუ არა, უნებურად მეცოდება მისი ცოლი, ვინ იცის რა აიძულებს მისნაირ არაკაცთან ერთად ცხოვრებას, ალბათ შვილები, თავდაჯერებულობის არქონა ან დაბადებიდან თავში დამღასავით ჩაბეჭდილი ‘’რას იტყვის ხალხი’’ ვერ დავიჯერებ რომ არ იცის ღალატის შესახებ, ვერ დავიჯერებ რომ ვერ ხვდება, ალბათ თავს იბრმავებს როგორც მორჩილი, უბედური და მდინარის დინებაზე მკვდარი თევზივით მოტივტივე დიასახლისთა უმეტესობა, ვერ დავიჯერებ რომ ცოლები ვერ გრძნობენ ღალატს, ნებისმიერმა ქალმა იცის როდის ღალატობს ქმარი, ვისთან ღალატობს და რატომ...
- რაღაც გკითხე და პასუხს ველი, -ბრძანებით ნოტებს ურევს ხმაში, ალბათ ვიღაცამ მოატყუა რომ ასე უფრო სექსუალური ჩანს, აწეული წარბით და დაბოხებული ხმით.
- მალე ვამთავრებ, -ვპასუხობ მშვიდად და ამჯერად მის გვერდით მჯდარ, მოკლე წითელ კაბაში გამოწყობილ, უხეირო მაკიაჟით სახემოთხუპნულ ახალგაზრდა ქალს ვუვსებ ჭიქას, რომელიც თვალებით ჭამს ამ დონჟუანს.
- დაგელოდები და ერთად გავიდეთ, -ამბობს და ისე საყვარლად და გულწრფელად მიღიმის, თითქოს მე ვიყო მოღალატე და ქვეყნის დამაქცევარი და თვითონ ანგელოზი.
- წამოგყვები, დარწმუნებული ვარ შენს ცოლს ძალიან გაუხარდება ჩემი დანახვა, იმედია სტუმრები უყვარს, -მეც შეძლებისდაგვარად მიამიტურად ვუღიმი.
ფერი ეცვლება, იღუშება და მერე ირონიული ღიმილი უწევს ზემოთ ტუჩის მარჯვენა კუთხეს, ხელისგულით ეყრდნობა დახლს და ჩემკენ იხრება.
- იმედია ეს სამსახური შენთვის მნიშვნელოვანია, -ამბობს და არ ვიცი რას ელის ჩემგან მაგრამ რაღაცას რომ ელის ფაქტია, იძულებული ვხდები საუბარში ავყვე.
- რას გულისხმობ?
- ამ ბარის მეპატრონე ჩემი მეგობარია.
- მართლა?
- მართლა და შემიძლია შენს შესახებ ორი სიტყვა ვუთხრა.
- უნდა შემაქო რომ ასე კარგად ვასრულებ ჩემს მოვალეობას? -გულიანად მეცინება და ვხედავ წითელკაბიანიც ძლივს იკავებს თავს რომ არ გაიცინოს, ვხვდები ჩვენი საუბრიდან ყოველი სიტყვა ესმის.
- ჭკუას მოუხმე თორემ სამსახურს დაკარგავ, -ავი ძაღლივით იღრინება კოტე, იმ ავი ძაღლივით მხოლოდ საბელზე გამობმულებს რომ აქვთ გული.
- მე სამსახურს დავკარგავ შენ კი ცოლს, შემიძლია ამის პირობა მოგცე, -ამჯერად ჩემს ღიმილში ერთი გრამი კეთილგანწყობაც აღარ ურევია, გულს მირევენ მისნაირი სუსტი და საცოდავი კაცუნები, გამწარებული დება წასასვლელად.
- განანებ, აი ნახავ თუ ცოტა ხანში მუხლებზე არ იხოხებ ჩემს წინ, -მუქარით მიქნევს თითს.
- იოცნებე, -თვალს ვუკრავ და უხამს ჟესტს ვაჩვენებ მარცხენა ხელით, უშვერად იგინება, უხეშად იკვლევს გზას ხალხის მასაში და მეორე სართულზე ამავალ კიბეზე ადის, მგონი მართლა უფროსთან აპირებს ჩივილს.
- მართლა გააგდებინებს ეგ შენს თავს, -წითელკაბიანი სასმელს მიირთმევს და თან თანაგრძნობის გამომხატველ მზერას არ მაშორებს, ვხვდები ჩემი საქციელი მოსწონს და თან ვეცოდები.
- ვერ გამანთავისუფლებენ, თქვენ მაგაზე არ იდარდოთ.
- ამ კაცს ვიცნობ, არ მოუტყუებია, მართლა მეგობრობს აქაურობის მფლობელთან და თან ისეთი ვინმეა არ მოეხათრება რომ გიჩივლოს.
- სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს რას იზამს, -ჭიქას ვუვსებ და ჩემთვისაც ვისხამ, ერთ ყლუპად ვცლი.
- ეგ როგორ? -აშკარად უკვირს ჩემი თავდაჯერება.
- აქ არ ვმუშაობ, -ხმამაღლა ვიცინი, ისე მიყურებს აშკარაა რომ ვერ ხვდება რას ვხლართავ.
- აბა რას აკეთებ?
- გრძელი ამბავია, თქვენ რას აკეთებთ აქ? -ვეკითხები და პასუხიც ვიცი თუმცა რატომღაც ძალიან მინდა რომ ვესაუბრო, საინტერესო ადამიანი ჩანს, იმაზე მეტი ვიდრე მისი ზედმეტად მოღიავებული გულისპირი, უგემოვნო მაკიაჟი და გრძელი ფეხებია.
- შენგან განსხვავებით მე აქ სამუშაოდ ვარ, -რაღაცნაირად, სევდიანად მიღიმის და მზერას მარიდებს, -წავედი მეძახიან, -იქვე კუთხის მაგიდასთან მჯდარ მამაკაცებთან მიდის, ერთ-ერთის გვერდით ჯდება და სხეულზე ეტმასნება, ვხედავ კაცი როგორ ურცხვად უცურებს კაბის ქვეშ კოტიტა თითებს...
-
- მადლობა რომ წუხელ შემცვალე, -დათუნას ჩემს მკერდზე უდევს თავი და მუცელზე უცნაურ ფიგურებს ხაზავს მოუსვენარი თითებით, შიშვლები ვწევართ მის საწოლში...
- შეიძლება ამაღამ რომ მიხვალ უფროსმა გისაყვედუროს, -ვაფრთხილებ, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
- ასეთი რა ჩაიდინე? -ხმაზე ვატყობ რომ იღიმის.
- ვიღაც კოტე გადამეკიდა, უფრო სწორად რომ ვთქვა ჩემი შებმა სცადა, თურმე ბარის მფლობელის მეგობარია და დამემუქრა სამსახურიდან გავაშვებინებ შენს თავსო.
- იმიტომ დაგემუქრა რომ უარი უთხარი? -გაბრაზებული ჯდება საწოლში, ზემოდან მიყურებს და მგონი უფრო მეტად ბრაზდება რომ ხედავს როგორ ვიღიმი.
- კარგი რა დათ, ვის რაში აინტერესებს რას იტყვის ვიღაც კოტე, უბრალოდ იმაზე ვფიქრობ რომ, უფროსი რომ გაიგებს გცვლიდი არ გისაყვედუროს.
- ჯანდაბა, როგორ შეგიძლია ყველაფერს ასე მსუბუქად უყურებდე, -ოხრავს და თითებს იჭდობს კეფაზე, -ხანდახან ძალიან მიჭირს გაგიგო.
- მე თვითონაც არ მესმის საკუთარი თავის.
- კი ნამდვილად ასეა, ნეტავ როდისმე გაერკვიო და მიხვდე რა გსურს ამ ცხოვრებისგან.
- აუცილებლად, რაღაც მინდა გკითხო, გუშინ ბარში ერთი ქალი გავიცანი, როგორც ეტყობა ხშირად არის ხოლმე იქ, გამხდარია, ლამაზი, გრძელი გეხებით, მუქი წაბლისფერი გრძელი თმა აქვს, წითელი კაბა ეცვა და...
- მგონი კატიას აღმიწერ ახლა.
- კატია? ასე ჰქვია?
- ჰო, დიდი ხანია რაც იმ ბარში მუშაობს, თუ იმას მუშაობა ჰქვია, -ხმა ეცვლება, ვერ ვხვდები ზიზღი უფრო სჭარბობს მის ხმაში თუ სიბრალული.
- საინტერესო ვინმე ჩანს.
- ავადმყოფი შვილი ჰყავს, ქმარმა მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა, პროფესიით ბუღალტერია, მუშაობდა კიდეც ერთ-ერთ კომპანიაში, უბრალოდ ძალიან ბევრი ხარჯები აქვს, მოხუცი დედა, შვილი რომელსაც საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება...
- ანუ იძულებულია სხეულით ივაჭროს?
- საზიზღრად ჟღერს მაგრამ ასეა, -სახე ემანჭება და ღრმად სუნთქავს, ვხვდები რომ უმჯობესი იქნება თუ ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს.
- ბევრს ფიქრობ, მოდუნდი, -ვჯდები და მერე მის მუხლებზე ვცოცდები, კისერზე ვხვევ მკლავებს, -ახლა შენ ის მითხარი, წუხელ ის ფერია გოგო ვინ იყო?
- ფერია გოგო?
- ჰო ის ბარში რომ მოგაკითხა.
- ჩემი დის დაქალია, ხუთი წლით არის ჩემზე უმცროსი, ჩვენს მშობლებს უნდათ რომ დავქორწინდეთ, მას ვუყვარვარ, როგორც ამბობს ბავშვობიდან.
- და შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე?
- ხუმრობ არა? -იცინის, წელზე მიჭერს თითებს, საწოლზე მაგდებს და ზემოდან მაწვება, -ახლახანს გთხოვე ცოლად გამომყევითქო და კიდევ იმას მეკითხები რას ვფიქრობ?
- კარგი გოგოა, იქნებ გეფიქრა და...
- ამის დედაც, -მთელი ხმით ყვირის მოულოდნელად, -შენ რა ახლა მაჭანკლობაც გადაწყვიტე, მხოლოდ ეგ გაკლდა, რა ჯანდაბა გჭირს, -საწოლიდან დგება, შიშველი გადის ოთახიდან და კარს მთელი ძალით იჯახუნებს, საწოლის საზურგეს ვეყრდნობი და დახურულ კარს ვუყურებ, ვნანობ რომ ვაწყენინე? არა, არ ვნანობ, უნდა იცოდეს რას ვფიქრობ რომ ტყუილად არ შეიქმნას ილუზიები და ის წამიერი სისუსტე... ის სისუსტე როცა წუხელ ბარში მინდოდა მეთქვა რომ მზად ვიყავი გვეცადა ალბათ აღარასდროს გამეორდებოდა, იქნებ სწორედ რაღაც ნიშანი იყო იმ გოგოს გამოჩენა...
ვდგები და იატაკზე მიმოყრილ ტანსაცმელს ერთ ადგილზე ვაგროვებ, გაგლეჯილ ქვედა საცვალს ვატრიალებ ხელში, ის ისაა პირდაპირ შარვალი უნდა ამოვიცვა რომ კარი იღება და დათუნა შემოდის, ერთხანს თვალმოუშორებლად მიყურებს, მერე მიახლოვდება, უხეშად მიჭერს ხელს მხარზე, კარადისკენ მატრიალებს და სარკეზე მაკრავს მკერდით, ვგრძნობ როგორი აღგზნებულია, თითებს მიცურებს ქვემოთ, ფეხებს მაშლევინებს და მერე ერთი ძლიერი, უხეში ბიძგით შემოდის ჩემში, ვკვნესი, საჯდომს უკან ვბზეკ რომ უკეთ ვიგრძნო მისი მოძრაობა, მხრებზე მაწვება, განძრევის საშუალებას არ მაძლევს...
- ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი, ვგიჟდები შენზე, არ გაბედო და მეორედ აღარ მითხრა რომ შენს გარდა სხვას შევხედო, -ღმუის და ბიძგები უფრო ძლიერი და უხეში ხდება...



პარკში, ხის ქვეშ მდგარ სკამზე ვზივარ ფეხმორთხმით, თავი უკან მაქვს გადახრილი, თვალები დახუჭული, ვისვენებ, ვფიქრობ, მიყვარს ეს პარკი, აქ ყოველთვის სიწყნარე და სიმშვიდეა ხოლმე, ახლა კი მშვიდი გარემო ისე მჭირდება როგორც არასდროს, უკვე ორი თვეა რაც ცალკე ვცხოვრობ, უკვე ხუთი კვირაა რაც ახალ სამსახურში ვმუშაობ და ზუსტად ერთი თვე ხდება რაც დათუნა არ მინახავს, არც ლუკა, დათუნა თითქმის ყოველდღე მირეკავს და მწერს, არ ვპასუხობ, ლუკამ მხოლოდ ერთხელ მომწერა, ყველასა და ყველაფრისგან ვისვენებ, მათ შორის შენგანაცთქო ვუპასუხე, ეს იყო და ეს...
ახალი სამსახური მომწონს, მომწონს ის რომ ჩემი უფროსი ქალია, ისიც მომწონს რომ მარტო ვცხოვრობ და დედაჩემის გაუთავებელი საყვედურების და წუწუნის ატანა არ მიწევს, ნიკა ხშირად რჩება ხოლმე ჩემთან, ხანდახან საღამოობით ვსხედვართ ხალიჩაზე, ვჭამთ პოპკორნს, ვუყურებთ კომედიებს, ან უბრალოდ საათობით ვსაუბრობთ ათას სხვადასხვა რამეზე, მოკლედ რომ ვთქვა, ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც ერთმანეთის მოყვარულ და ძმას უნდა ჰქონდეს, კარგი ჰქენი რომ იმ გაბღენძილ ვახტანგთან ურთიერთობა შეწყვიტე და მარტო გადმოხვედიო მითხრა ერთხელ...
- ძალიან დავიღალე, -ვბუტბუტებ და საშინლად მინდება ახლა ვინმე მომიჯდეს გვერდით, ვის მხარზეც ჩამოვდებდი თავს და ყველასა და ყველაფრისგან დავისვენებდი, იმ შეგრძნებით სავსე რომ მარტო არ ვარ და ვიღაც ყოველგვარი ქვენა გრძნობების გარეშე მინაწილებს საკუთარ დროს, ყოველგვარი ფიქრის, სურვილის და მოლოდინის გარეშე, ხანდახან ძალიან გვინდა და გვჭირდება ადამიანებს რომ სხვა ადამიანებს ჩვენი დანახვისას არაფერი არ უნდოდეთ გარდა იმისა რომ დაღლილებს და გონებაარეულებს საკუთარი მხარი შემოგვაშველონ და მერე უბრალოდ თავზე ხელი გადაგვისვან, ზედმეტად ბევრია? ზედმეტად ეგოისტური სურვილია? მგონი არა...
- შეიძლება შენს გვერდით დავჯდე? -სუფთა, სასიამოვნოდ მჟღერი ხმა მესმის და თვალებს ვახელ, გაოცებული ვუმზერ ლუკას მეუღლეს, თავიდან მგონია რომ მეჩვენება, მერე ვხვდები რომ ნამდვილად რეალურია და ვუღიმი, ჩემს ღიმილს რომ ხედავს იბნევა, ერთი ნაბიჯით უკან იხევს, თითებს ერთმანეთზე იჭდობს რომ როგორმე ნაკლებად შესამჩნევი გახადოს მათი ნერვიული ცახცახი, ყურადღებით ვათვალიერებ, მოურიდებლად ვაფასებ გონებაში, ლამაზია, მართლა ძალიან ლამაზია, წამომიდგენია რა სრულყოფილებას მალავს ამ უფერული და უფორმო კაბის ქვეშ, თმა საგულდაგულოდ აქვს კეფაზე მოგროვებული ად შეკრული, მაკიაჟის ნასახიც კი არ ეტყობა სახეზე თუმცა არც სჭირდება, დახვეწილი, ზომიერი ნაკვთები აქვს...
- დაჯექი, -ვეუბნები და თან ვცდილობ შეუმჩნევლად მოვათვალიერო გარემო, შეუძლებელია ასეთ სუსტ და გაუბედავ არსებას ჩემთან დასალაპარაკებლად გამბედაობა ჰყოფნოდა, აუცილებლად ეყოლებოდა ვინმე ვინც შეაგულიანებდა და მერე აქამდე მოჰყვებოდა, ახლა კი დარწმუნებული ვარ აქვე ახლოს რომელიმე ხეს იქნებოდა ამოფარებული, ალბათ ელოდა როდის ჩავაფრინდებოდით თმებში ერთმანეთს და წინასწარ ხალისობდა.
- ასე უბრალოდ დავჯდე? -იკვირვებს და ნერვიულად ჭმუჭნის მუჭში მოქცეულ კაბის კალთას.
- სხვანაირად როგორ შემოგთავაზო? -ისევ ვუღიმი, ვცდილობ არ დავაფრთხო, ძალიან მაინტერესებს რატომ მოვიდა და ჩემთან რა აქვს გასარჩევი.
- კარგი დავჯდები, -რაღაცნაირად უსიამოვნოდ ხვნეშის, ჯდება და პატარა, გვარიანად გაქექილ ტყავის ჩანთას მუხლებზე იდებს, -ალბათ იცით რატომ მოვედი თქვენთან, -ამჯერად უფრო მტკიცე, უფრო გაბედული და მეტად მომთხოვნია მისი ხმა, ვერაფრით ვიკავებ ღიმილს, წარმომიდგენია ახლა როგორ უცემს გული და რა ნერვებად და ძალისხმევად უჯდება ეს ყველაფერი.
- რა თქმა უნდა ვიცი, გისმენ რა გაქვს სათქმელი, -აუღელვებლად ვეუბნები, ოდნავ ვიცვლი პოზიციას და ახლა პირდაპირ ვუყურებ სახეში, მზერას ვუსწორებ თუმცა ის თვალებს დაბლა ხრის და ისევ თითებს იწვალებს.
- მინდა ლუკაზე გელაპარაკოთ, -როგორც იქნა იწყებს საუბარს თუმცა ვეღარ აგრძელებს, ენა ებმის და ნიკაპი საცოდავად უკანკალებს, მიუხედავად მისი ასეთი მდგომარეობისა საერთოდ არ მეცოდება, იმის მაგივრად რომ ქმარს დალაპარაკებოდა და მასთან გაერკვია ყველაფერი მის საყვარლებს დასდევს კუდში.
- ჩვენს შესახებ გაიგე და გინდა მომთხოვო რომ თავი დავანებო და თქვენი წყნარი, მშვიდი და წმინდა ოჯახი არ დავანგრიო? გინდა შემევედრო რომ ბავშვი უმამოდ არ დავტოვო? -რატომღაც ზედმეტად ირონიულად გამომდის, ის კი თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად.
- კი, ზუსტად ამის თქმა მინდოდა.
- როდემდე?
- რას გულისხმობთ?
- მე და ლუკას ურთიერთობა აღარ გვაქვს და ალბათ არც მომავალში გვექნება, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე თუ არ ვიქნები სხვა იქნება, როდემდე აპირებ მისი ქალების დევნას, სხვათაშორის ყველა ჩემნაირად კეთილგანწყობით არ შეგხვდება, იქნებ ამ ყველაფრის მაგივრად იმაზე გეფიქრა რა სჭირდება ლუკას საიმისოდ რომ სხვისი ძებნა არ დაიწყოს.
- ვერ ვხვდები რას მეუბნებით და ვერ ვხვდები რატომ მეუბნებით, -წამოდგომას ცდილობს თუმცა მკლავზე ვკიდებ ხელს და ვაჩერებ.
- სულ ეს იყო? მეკი მეგონა გინდოდა მოგესმინა რჩევები იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ქმარი.
- ეს მართლა იცი? -ისე გულუბრყვილოდ და საყვარლად მეკითხება თავს ვერ ვიკავებ და ხმამაღლა ვიცინი.
- რა თქმა უნდა ვიცი, მართალია ყველა კაცზე ერთნაირად არ მოქმედებს მაგრამ ლუკას შემთხვევაში დარწმუნებული ვარ აუცილებლად გაჭრის, მომისმენ?
თავის მიქნევს თანხმობის ნიშნად და მერე თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვუკითხავ ლექციას ქალისა და კაცის ნორმალური, ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების და ურთიერთობის შესახებ, ბეჯითი მოსწავლესავით მისმენს სახეაწითლებული და პირდაღებული.
- ამას ვერ გავაკეთებ, არ შემიძლია, -ტუჩებზე იფარებს ხელს და თავს აქნევს შეშფოთებული.
- გაბედე, გარწმუნებ შენც მოგეწონება.
- შეიძლება მაგრამ ეს ხომ ცოდვაა, -ზემოთ, ცისკენ აპარებს თვალს და ნაჩქარევად იწერს პირჯვარს, ვოხრავ და თვალებს ვატრიალებ.
- უბრალოდ კითხე ლუკას რა უნდა და მერე მისი სურვილები გაითვალისწინე, ლუკას უყვარხარ, ისეთს არაფერს მოითხოვს შენგან რაც შენც არ მოგანიჭებს სიამოვნებას.
- ფიქრობ რომ ვუყვარვარ? -შენობით მიმართვაზე გადადის, ვატყობ რომ მშვიდება და დუნდება, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ახლა ჩვენი საუბარი ორი განუყრელი დაქალის საუბარს ჰგავს.
- უყვარხარ, უყვარხარ და თუ გინდა შეინარჩუნო მოგიწევს ჩემი რჩევების გათვალისწინება, თუ არადა მზად იყავი იმისთვის რომ მოგიწევს მუდამ სხვა ქალებს სდიო კუდში.
- უცნაური ვინმე ხარ, -ამბობს და მიღიმის.
- შენც არანაკლებ უცნაური ხარ, -ვუბრუნებ პასუხს, -იმის მაგივრად რომ გეყვირა, გეჩხუბა, გაგელანძღე, ზიხარ და ჩემს რჩევა დარიგებებს უსმენ.
- უბრალოდ მაინტერესებდა რა ნახა მან შენში ისეთი რაც მე არ გამაჩნია, თანაც სულაც არ აღმოჩნდი ისეთი როგორიც აღმიწერეს შენი თავი.
- ესე იგი არ შევმცდარვარ როცა ვიფიქრე რომ არსებობს ვიღაც ვინც ჩემს შესახებ გითხრა და თან საძაგელ მითოლოგიურ მონსტრად დამხატა რომელიც საწყალ გულუბრყვილო ქალებს ქმრებს ცხვირწინ აცლის და მერე ერთ ლუკმად სანსლავს? კარგი რა.
- როგორ მიხვდი რომ ასე მოხდა, -გაოცებულმა შემომხედა და მერე ერთდროულად აგვიტყდა სიცილი.
- ანუ არ ფიქრობ რომ მონსტრი ვარ? -ვეკითხები თუმცა საერთოდ არ მაინტერესებს რას ფიქრობს ჩემზე, მისნაირი უსუსური ადამიანები მხოლოდ სიბრალულს იწვევენ ჩემში.
- არ ვფიქრობ და მაინტერესებს რატომ იქცევი ასე, რატომ მეხმარები? -თვალებზე ეტყობა რომ მისთვის ჩემი პასუხი მნიშვნელოვანია.
- უბრალოდ დღეს კარგ ხასიათზე ვარ და სჯობს თუ ამ ყველაფერს არ ჩავუღრმავდებით.
- ანუ შენ და ის...
- მორჩა.
- ნამდვილად? -ხმა უთრთის, ეჭვით მიყურებს თუმცა ეს არ არის გასაკვირი, თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად, ღრმად სუნთქავს და გულწრფელად მიღიმის.

მისი წასვლის შემდეგ კიდევ დიდხანს ვზივარ გაუნძრევლად და ვფიქრობ, ვფიქრობ ყველაფერზე საკუთარი არშემდგარი და სათუოდ ჰაერში გამოკიდებული ცხოვრების გარდა, ალბათ როდისმე დადგება ჩემს ცხოვრებაშიც ის დღე როცა საკუთარ დანიშნულებას გავაცნობიერებ ან ცხოვრების მიზანს ვიპოვი და როცა ეს მოხდება...
- აქ რას აკეთებ? -წკრიალა ხმა მესმის და ერთბაშად მაფხიზლებს, ჩემსგან ორიოდე ნაბიჯის დაშორებით, პატარა, ხუთიოდე წლის ცისფერთვალა გოგო დგას სასაცილოდ აჩეჩილი წითური თმით და მიყურებს.
- მე მეკითხები? -გულზე ვიდებ საჩვენებელ თითს.
- ჰო, შენ გეკითხები, მე და მამა ხშირად დავდივართ ხოლმე აქ, შენ პირველად გხედავ.
- მგონი აქ პირველად ვარ და იმიტომ, -ვუღიმი ად ვანიშნებ გვერდით მომიჯექითქო, -ეს პარკი ჩემს სამსახურთან არის ახლოს, ხანდახან შესვენებაზე გამოვდივარ ხოლმე.
- ახლაც შესვენებაზე ხარ გამოსული? -მეკითხება და სერიოზული გამომეტყველებით იდებს ფეხს ფეხზე, მეცინება, ძალიან საყვარელი ვინმეა.
- დღეს არ ვმუშაობ, უბრალოდ ვისვენებ, -ვპასუხობ და გარემოს ვათვალიერებ, -მარტო ხარ? შენი მამიკო სად არის?
- მალე მოვა, გამოვეპარე მაგრამ მიპოვნის, ყოველთვის მპოულობს ხოლმე, -მშვიდად ამბობს და მასაც ვხედავ, აქოშინებული მორბის ბილიკზე, შეშინებული ჩანს.
- ანა ერთხელაც იქნება გულს გამიხეთქავ, -ახლოს მოსული ცალ მუხლზე იჩოქებს და მკლავებს ფართოდ შლის, პატარა ანაც ყიჟინით ხტება სკამიდან და კისერზე ეხვევა.
- ბოდიში, ალბათ შეგაწუხათ, -ბოდიშს მიხდის და ქვემოდან მიყურებს ნათელი თაფლისფერი თვალებით, სხეულში მოულოდნელი, უცნაური ჟრუანტელი მივლის და ეს რატომღაც ძალიან არ მომწონს, ახლა ამის დრო არ არის ია, გონებაში ვეუბნები საკუთარ თავს.
- რა შეწუხებაა, ძალიან საყვარელი შვილი გყავთ, -ვუღიმი და ფეხზე ვდგები, მგონი უკვე ჩემი წასვლის დროა, ისიც სწორდება, შთამბეჭდავი სიმაღლე აქვს ვერაფერს ვიტყვი, მასთან შედარებით ალბათ ერთი ბეწო ვჩანვარ, ფართო მხრები აქვს, ძლიერი მკლავები, ხშირი წაბლისფერი თმა და ლამაზი, ზედმეტად ლამაზი ტუჩები, ხელს მიწვდის.
- მე უტა მქვია.
- ია, -თითებს ვაგებებ.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ია, -მიღიმის და ვგრძნობ როგორ არანორმალურად მიჩქარდება გულისცემა.
-
- როგორ ფიქრობ დრო არ არის რომ ჩვენი ურთიერთობა გავაოფიციალუროდ? -უტას ჩემი ხელი უჭირავს ხელში და სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებს, უხერხულად ვიშმუშნები, მომწონს მისი მხრიდან ასეთი სითბოს და სიყვარულის გამოვლენა, ისიც მომწონს როგორ მიჩქარდება გული მისი დანახვისას და როგორ დგებიან თავდაყირა ჩემი ჰორმონები მაგრამ ამ ყველაფრის რაღაც ჩარჩოებში მოქცევა? მეშინია, მეშინია რომ ამ მუხტს, ამ მიზიდულობას დავკარგავთ რასაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ.
- შენ რა ხელს მთხოვ? -ვბუტბუტებ და ვცდილობ არ შემეტყოს რომ ნაძალადევად ვიღიმი.
- თუ გინდა ხელის თხოვნად ჩათვალე, უკვე ორი თვეა ერთად ვართ, თითქმის ყოველ დღეს ერთად ვატარებთ, ერთმანეთი კარგად გავიცანით, იცი რომ მიყვარხარ, ანუკიც გიჟდება შენზე, მინდა რომ ჩემმა ოჯახმა გაგიცნოს, მინდა რომ ერთად ვიცხოვროთ.
- ორი თვე, მხოლოდ ორი თვეა ერთმანეთს ვიცნობთ, არ გეჩვენება რომ ვჩქარობთ?
- არ ვჩქარობ ია, ჩემს გრძნობებში დარწმუნებული ვარ, საკმარისად გიცნობ საიმისოდ რომ...
- ორი თვე? კარგი რა, ხანდახან მთელი ცხოვრება არ არის საკმარისი საიმისოდ რომ ადამიანი ბოლომდე გაიცნო, არც შენ არ მიცნობ, არ იცი ვინ ვარ.
- ხანდახან მგონია რომ რაღაც საშინელ საიდუმლოს მალავ, -სევდიანი ღიმილი უპობს ბაგეებს, ეს არ მომწონს, არ უხდება სევდა.
- არ არსებობს ადამიანი რომელსაც რამდენიმე ჩონჩხი არ აქვს გადამალული კარადაში, სულ მცირე ორო - სამი მაინც, -ბრძნული გამომეტყველებით ვამბობ და შოკოლადის ნამცხვარს მოზრდილ ნაჭერს ვაჭრი, -მმმ ძალიან გემრიელია.
- არ მაინტერესებს რა გაქვს კარადაში დამალული, არ მაინტერესებს შენი წარსული, მინდა შენთან ერთად მომავალი შევქმნა, წარსული ვის რაში აინტერესებს, -მტკიცე ხმით მეუბნება და მიღიმის, რატომღაც მგონია რომ ფიქრობს მერიდება ჩემი წარსულის გამომზეურების, ნეტავ ახლა რა აზრები უტრიალებს თავში და რა საშინელებებზე ფიქრობს.
- არასდროს ვაკეთებ ისეთ რამეს რასაც შემდეგ ვინანებ, ჩემი ყოველი ნაბიჯი გააზრებულად გადადგმული ნაბიჯია და ჩემი წარსული ჩემი ნაწილია, ასე რომ ეს ყველაფერი არაფერ შუაშია ჩემს სამომავლო გადაწყვეტილებებთან, თუმცა გპირდები ვიფიქრებ შენს წინადადებაზე, ვეუბნები და ვხედავ როგორ ევსება მზერა იმედით.
- რომ იფიქრებ ესეც საქმეა.
საყვარელია, ხანდახან ზედმეტადაც კი, იმდენად რომ ხანდახან როცა მომღიმარს და თვალებანთებულს ვუყურებ სუნთქვა მეკვრის, მას მერე გვაქვს ურთიერთობა რაც იმ დღეს პარკში შევხვდით, სამი დღის შემდეგ ისევ შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს და მას მერე უტა ჩემი ყოველდღიურობა გახდა, აღმოჩნდა რომ კომპანიას სადაც ვმუშაობდი მის კომპანიასთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, კარგი ადამიანი აღმოჩნდა უტა, ჭკვიანი, სასიამოვნო მოსაუბრე, საოცრად თბილი, მიმზიდველი და ქარიზმატული, შეგვეძლო საათობით გვესაუბრა სხვადასხვა თემებზე, შეგვეძლო ერთად გვესეირნა ან რომელიმე ძვირადღირებულ რესტორანში გაგვეტარებინა საღამო.
ფაქტობრივად უნაკლოა, ჩემი მეორე მე, უყვარს უყვარს ექსტიმალური სპორტი, სისწრაფე და ჩემი სურვილების ასრულება, თუმცა რატომღაც მხოლოდ არახორციელი სურვილების, ჩვენი ურთიერთობა კოცნას და ჩახუტებას არ გასცილებია, არასდროს შემოუთავაზებია მასთან დავრჩენილიყავი ღამით არადა მისი სურვილით ვიწვოდი და შეუძლებელია ეს შეუმჩნეველი ყოფილიყო მისთვის.
- რაზე ფიქრობ, რაღაც გკითხე და არ მპასუხობ, -ცხვირწინ მიქნევს გრძელ, თლილ თითებს, ვცდილობ იმაზე არ ვიფიქრო რისი გაკეთება შეუძლია ამ თითებით.
- რა მკითხე?
- ხვალ კვირაა, ეკლესიაში მივდივარ ანუკისთან ერთად, წამომყვები?
- ეკლესია? კარგი რა, ამაზე ხომ ვისაუბრეთ რამდენჯერმე, წირვა და ლოცვა არ არის საჩემო საქმე.
- არც საჩემოა მაგრამ მეგობარი უნდა ვნახო, შესაწირიც უნდა გადავცე, მანქანა აქვს საყიდელი.
- მეგობარს უნდა შესწირო თანხა თუ ეკლესიას?
- მღვდელია ასე რომ რა მნიშვნელობა აქვს, თანაც იმ მანქანით უამრავ კეთილ საქმეს გააკეთებს.
- მნიშვნელობა როგორ არ აქვს, ანუ შენ მეგობარს მანქანის საყიდელ ფულს ჩუქნი, აქ ეკლესია და შესაწირი რა შუაშია? მერე რა რომ მღვდელია.
- ამაზე ნუ ვიკამათებთ კარგი? -მაჩუმებს და ნაზად მეფერება ხელზე, -წამოხვალ? -არ მინდა ვაწყენინო, ამიტომ თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად.
-
- როგორ ბრძანდები ქალბატონო, -დედაჩემი ფეხი ფეხზე გადადებული ზის დივანზე და წარბაწეული მიყურებს, უნებურად საათისკენ გამირბის მზერა, თერთმეტი ხდება, მიკვირს ასე გვიან რომ ვხედავ ჩემს ბინაში, ვახოს გამო კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა, ისიც ძნელად გადაიტანა მარტო რომ გადმოვედი, ახლა კი ასე გაუფრთხილებლად მომაკითხა.
- ასე გვიან რამ შეგაწუხა ქალბატონო დედა, ხდება რამე? -ვეკითხები და რამდენიმე წამი სდუმს, ალბათ ცდილობს გამოიცნოს როგორ ხასიათზე ვარ და მერე იმის მიხედვით შემდგეს და გამამათრახოს.
- პოლონეთში მივდივარ ლიდასთან, -ამბობს და რატომღაც თვალს მარიდებს, ფანრის მიღამ ჩამოწოლილ უმთვარო ღამეს უმზერს.
- კარგი, სანამ ჩამოხვალ ნიკუშა ჩემთან დარჩეს და...
- არ ჩამოვალ, -მაწყვეტინებს და მერე აღარაფერს ამბობს, დიდხანს ვზივართ ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთის სიჩუმეს ვუსმენთ, პირველად ვიაზრებ იმას თუ რამდენად მრავლისმეტყველი შეიძლება იყოს სიჩუმე, ვუყურებ და მესმის მისი, ყველაფერი მესმის, ისიც მესმის რისი გაგებაც ამდენ ხანს ჯიუტად არ მინდოდა.
- ნიკა აქ რჩება, მინდოდა წამეყვანა მაგრამ აქაურობას და იას ვერ დავტოვებო გამომიცხადა, თან მგონი შეყვარებულია და...
- არ იდარდო, ხომ იცი კარგად მივხედავ, -ნაძალადევად ვუღიმი და ყველანაირად ვცდილობ არ შემეტყოს რომ ერთი სული მაქვს გულიანად ვიტირო, თუმცა მას რას გამოვაპარებ, ყოველთვის მანამდე ხვდებოდა რა მინდოდა ან რის გაკეთებას ვაპირებდი სანამ გავიფიქრებდი, ერთადერთი რამ რაც არ იცის რომ ვიცი ისაა რომ პოლონეთში ლუდასთან არ მიდის, თუმცა არ მწყინს, პირიქით, მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს გაბედა და პირველი ნაბიჯი გადადგა საკუთარი ბედნიერებისკენ.
- ვიცი რომ მიხედავ, ისევ ჩვენს ბინაში დაბრუნდი და ერთად იცხოვრეთ, ყურადღება მიაქციე რომ შარში არ გაეხვეს და ცუდ წრეში არ მოხვდეს, გააკონტროლე რომ სწავლას არ მოუკლოს.
- გასაგებია.
- და შენ?
- მე? ხომ იცი რომ შემიძლია საკუთარ თავს მივხედო.
- შეგიძლია მაგრამ როდემდე უნდა იყო მარტო, აპირებ სიცოცხლე მარტომ გალიო?
- სულაც არა.
- აბა? ვინმე გყავს? -ვახოს შეურიგდი? ხომ იცი წინა კვირას დამირეკა და...
- მე ვარ სიცოცხლე.
- რაა? -ვერ ხვდება რას ვეუბნები, ამჯერად გულიანად ვიღიმი.
- მე თავად ვარ სიცოცხლე და არც ვახო და არც სხვა ვინმე არ მჭირდება იმისთვის რომ თავი კარგად ვიგრძნო, თუმცა იქნებ ოდესმე ვიპოვო კიდეც ის ვისთვისაც ამ სიცოცხლის განაწილება არ დამენანება.
- იქნებ, ოდესმე, -ამბობს და ფეხზე დგება, გასვლამდე ჩემკენ იხრება თითქონ უნდა რომ ჩამეხუტოს, მერე ჩაფიქრებული აქნევს თავს და უკანმოუხედავად მიდის.
-
ნახევრად მძინარე ვჯდები მის ავტომობილში და ანას ტიტინით გაბრუებულს უფრო მეტად მერევა ძილი, თვალებს ვხუჭავ.
- რომ მივალთ გამაღვიძე, -ვეუბნები უტას, გულიანად იცინის.
- ათ წუთში რა გამოძინება უნდა მოასწრო.
- ათი წუთიც საქმეა, -გულიანად ვამთქნარებ და ერთი წუთიც კი არ მჭიდება საიმისოდ რომ დავიძინო, ასე მგონია საუკუნე გადის მანამ სანამ უტას ხამ არ მაფხიზლებს.
- თვალები გაახილე ძილისგუდავ, მოვედით.
თვალს ვახელ და პირდაღებული შევყურებ იმ ტაძარს სადაც ლუკა მსახურობს, ბედის ირონიაც ასეთი უნდა, მანქანიდან გადმოვდივარ და უღრუბლო ცას ავყურებ თვალებოჭუტული.
- დამცინი ღმერთო?
- რა თქვი? -თავშალს მხრებზე მოხვეულ თავშალს მხსნის უტა, თავზე მახურავს, იხრება, ნაზად მკოცნის შუბლზე და როცა მშორდება ვხედავ როგორ საგულდაგულოდ ათავსებს გულის ჯიბეში საკმაოდ სქელ კონვერტს.
- ის ვთქვი რომ დღეს კარგი ამინდია, ჰო მართლა ის მეგობარი ვისაც ფული უნდა აჩუქო მამა ლუკაა?
- არა, მამა უშანგია, ზოგადად აქ არ მსახურობს მაგრამ დღეს აქ იქნება, მამა ლუკას იცნობ? შენი მოძღვარია?
- მოძღვარი არ მყავს და ლუკასაც შორიდან ვიცნობ, ჩემი ერთ-ერთი ყოფილი თაყვანისმცემლის ოჯახის მეგობარია, წამოდი შევიდეთ, -ხელჩაკიდებული მიმყავს ანა და უტაც უკან მომყვება.

ტაძარში ჩვეულებისამებრ, უამრავი ხალხია, შევდივარ თუ არა ინსტიქტურად იმ კედლისკენ გამირბის თვალი რომელთანაც ადგილის დაკავების გამო ორჯერ მომიწია მეკამათა, მიკვირს როცა ცარიელ ადგილს ვხედავ, ხალხს ვაკვირდები, ნაცნობი სახის დანახვისას ვიღიმი, ისიც მიყურებს და მგონი მცნობს, მისკენ მივდივარ და გვერდით ვუდგები, ერთად ვუყურებთ ცარიელ კვადრატს.
- სად არის თქვენი მეგობარი დღეს არ მოვა? -ვეკითხები და რატომღაც მგონია რომ პასუხად რამე ცუდს მივიღებ თუმცა...
- კიბო ჰქონდა, ბოლო ქიმიის შემდეგ საწოლიდან ვეღარ წამოდგა, ერთი კვირის წინ მივაბარეთ მიწას, -მპასუხობს და თვალები ცრემლებით ევსება, ეს მოულოდნელი იყო, თავს საშინლად ვგრძნობ.
- ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ, -ვამბობ თავჩახრილი.
- შეგიძლია იქ დადგე, თავისუფალია, -ცარიელი ადგილისკენ მანიშნებს, მგონია რომ დამცინის თუმცა როცა თავს ვწევ და თვალებში ვუყურებ, მის მზერაში ვერც ირონიას ვხედავ და ვერც ბრაზს.
- ვის რაში ადარდებს ეგ ადგილი, -ვჩურჩულებ და ვგრძნობ როგორ მისველებს ღაწვებს ცრემლები, აცახცახებული, დანაოჭებული თითებით მეჭიდება მაჯაზე, მხარზე მეყრდნობა მხრით, მეც ვეყრდნობი, ტირის, მეც ვტირი, ვდგავართ, უხმოდ, შეუმჩნევლად, ის საკუთარ მეგობარს ტირის, მე უამრავ რამეს ვტირი ერთდროულად, გარდაცვლილ მამას, ცოცხალ დედას, ლაბირინთივით ჩახლართულ ცხოვრებას და სიცოცხლეს რომლისთვისაც ჯერ მიზანი და მიზეზი ვერ მომიძებნია.
- ია კარგად ხარ? -უტას ჩურჩული მესმის, ჩემი ყოფილი ოპონენტი ხელს მიშვებს, კედელთან მიდი, თავისუფალ ადგილს იკავებს, თავშლის ყურით იწმენდს ცრემლს და მიღიმის, მეც ვუღიმი.
- კარგად ვარ, -ვამბობ და ხალხს ვათვალიერებ რომ როგორმე სხვა რამეზე შევძლო ყურადღების გადატანა, მიკვირს იმდენ ნაცნობ სახეს ვხედავ, ასეთი დამთხვევები იშვიათად ხდება, ქალაქში ათობით ან ალბათ ასობით ტაძარია და რამდენია შანსი იმისა რომ ჩემი ამდენი ნაცნობი მაინცდამაინც აქ ესწრება წირვას, ჩემგან მოშორებით მდგარ დათუნას ვუყურებ, რომელსაც ხელი აქვს ჩაკიდებული იმ ფერია გოგოსთვის და თვალებში შესციცინებს, მის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევს.
- ლამაზი წყვილია, -ალბათ მხოლოდ ჩემთვის გასაგონად ამბობს უტა.
- ჩემი ყოფილია, -მოურიდებლად ვეუბნები და არ მიკვირს რომ იძაბება, -ფაქტობრივად მე ვაიძულე ამ გოგოსთან დაეწყო ურთიერთობა და ახლა მიხარია ასეთ ბედნიერს რომ ვხედავ.
- ამას ასე ადვილად როგორ მეუბნები, -მძიმედ ყლაპავს ნერწყვს, არ მინდა გული ვატკინო თუმცა ახლა ყველაფერი რომ არ ვთქვა შეიძლება მოვკვდე.
- დათუნა ჩემი წარსულია და ძალიანაც რომ მინდოდეს ვერაფერს შევცვლი, თუმცა სიმართლე რომ გითხრა არაფრის შეცვლა არ მინდა, აი იმ კაცს ხედავ? -შეუმჩნევლად ვანიშნებ ულამაზეს ქალთან და თოთხმეტიოდე წლის გოგონასთან ერთად მდგარ კოტეზე, -ამ ფარისეველმა ქმარმა, მამამ და მრევლმა, ერთხელ ჩემი შებმა სცადა და რომ ვერაფერი გააწყო დამემუქრა, სამსახურიდან გავაგდებინებ შენს თავსო.
- მერე? შეასრულა მუქარა? -ნერვიულად კრავს მუშტებს და ისე უყურებს კოტეს ასე მგონია უნდა შუაზე გაგლიჯოს.
- ვერ შეასრულა, იქ არ ვმუშაობდი, თუმცა აი ის მუშაობს, ალბათ ახლაც, იქვე ახლოს ღვთისმშობლის ხატთან მდგარ კატიას ვხედავ, შავი კაბა აცვია, შავი თავშლის ქვეშ აქვს დამალული თმები, უპეები ამოშავებული აქვს, საშინლად არის გამხდარი, თვალდახუჭული ლოცულობს.
- ვინ არის? -ხმაში ხრინწი ერევა უტას.
- კატია? ის არავინაა, ქალია რომელსაც ვერავინ ამჩნევს, ქალია რომელიც ყოველ ღამე სხეულით ვაჭრობს რათა შვილის მკურნალობის ხარჯები დაფაროს როგორმე.
მეტს აღარაფერს ვამბობ, ლუკას ვხედავ, ისიც მამჩნევს და თვალს მარიდებს, მაგრამ როცა ვამჩნევ როგორ უყურებს იქვე მდგარ მეუღლეს რომელსაც ფერადი, მისთვის უჩვეულოდ მოკლე სარაფანი აცვია ვხვდები რომ ჩემს გაკვეთილს ფუჭად არ ჩაუვლია, არ ვაპირებ უტას მასზე ვუთხრა რამე, არ იმსახურებს ლუკასნაირი არსების გამო რწმენის და ღვთის იმედის სამუდამოდ დაკარგვას, მხრებში მოხრილი, მობუზული ვდგავარ და მძიმედ ვსუნთქავ, შეხებას ვგრძნობ, უტა ჯიბიდან კონვერტს იღებს და ძალით მაჩეჩებს ხელში, თავს ვწევ და ქვემოდან ვუყურებ, თვალებში უზომო სევდა და ტკივილი უდგას, კატიასკენ მანიშნებს თავით, კონვერტს ვართმევ და ვცდილობ კატიას ისე მივუახლოვდე ხალხის გულისწყრომა არ გამოვიწვიო, მის გვერდით ვდგები და მსუბუქად ვეხები მხარზე, თვალებს ახელს და მიყურებს, მცნობს, მიღიმის, მეც ვუღიმი, კონვერტს ვუწვდი, მართმევს, ხსნის და ფულს რომ ხედავს თვალები უფართოვდება გაოცებისგან.
- როგორ არის შენი შვილი? -ვეკითხები და მისი ცრემლებიც არ აყოვნებს.
- უკვე იმედი აღარ მქონდა რომ მკურნალობის გაგრძელებას შევძლებდით, მადლობა ღმერთო, -გულში იხუტებს კონვერტს და ფრესკაზე გამოსახულ ხელგაშლილ იესოს უყურებს, -მადლობა ღმერთო...
იქ გაჩერება აღარ შემიძლია, გასასვლელისკენ მივიწევ, გასვლამდე უტას ვუყურებ რომელსაც ანუკი ხელში უჭირავს და ყველანაირად ცდილობს თავი ისე მომაჩვენოს თითქოს ვერ მხედავს, მეღიმება, მერე გულისრევის შეგრძნება მაწვება ყელში, გარეთ გამოსული ჭიშკრისკენ მივიჩქარი, თავშალს ვიხსნი და იქვე ჭიშკარზე ვკიდებ, ოქროს ჯვარს ვიხსნი ყელიდან, ჭიქაში ვუდებ მოწყალების მთხოვნელ მოხუც ქალბატონს და ამჯერად პირჯვრის გადაუწერლად ვტოვებ იქაურობას.
-
ადრიანი დილაა, სახლიდან სავარჯიშოდ გამოსული ყველაფერს ვაკეთებ ვარჯიშის გარდა, პარკში სკამზე ჩვეულებისამებრ ფეხმორთხმით, თვალდახუჭული ვზივარ და იშვიათი სიწყნარით და სიმშვიდით ვტკბები, უკვე სამი დღეა უტა არ მინახავს, არ დაურეკავს, არ მოუწერია, არც მე არ შევხმიანებივარ, მენატრება, სიგიჟემდე მენატრება, მისი ღიმილი, სურნელი, უბრალო, უმანკო ჩახუტება და თავზე ხელის გადასმა მენატრება, ძალიან მაკლია, ვიცი ადრე თუ გვიან მომძებნის, მთავარია მერე ძალიან გვიან არ იყოს...
- შეიძლება შენს გვერდით დავჯდე? -მისი ხმა მესმის და ვიღიმი, ალბათ ღიმილს თანხმობად მიიჩნევს, გვერდით მიჯდება, ახლოს, ძალიან ახლოს, მხარზე ვადებ თავს, წელზე მხვევს ხელს, თავს თავზე მადებს და ოხრავს, მისი სურნელი მივსებს ფილტვებს, მისი სითბო ჯავშანივით მეხვევა გარს, ჯიბიდან ბეჭედს იღებს და თითზე მიკეთებს, დავყურებ და მეცინება, პატარა თხელი, ოქროსფერი ბეჭედია, ყოველგვარი ბრილიანტების და პომპეზურობის გარეშე.
- ახლა ყველაფერი კარგად არის, -ვჩურჩულებ და ვგრძნობ როგორ იცვლება და ფერადდება სამყარო ჩემს ირგვლივ.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent