ქარტეხილი: I საქმე
იმ დღეს განსაკუთრებით ცხელოდა. ღამე მშვიდი იყო. მილიონერი ბექა ბარათელი თავის კაბინეტში იჯდა, ძველი კონიაკით სავსე ჭიქას თამაშობდა ხელში და ფანჯრიდან ბაღს უყურებდა. მასთან შეხვედრაზე ვინმე უნდა მოსულიყო, მაგრამ რატომღაც, იმ ღამეს უცნაური წინათგრძნობა არ ასვენებდა. საათმა 21:45 უჩვენა, როცა ტელეფონი აზუზუნდა. ნომერი დაფარული იყო. - მორჩა დრო. - გაისმა ბოხი ხმა.- ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. იმედია, მზად ხარ. კაცი წამით გაჩერდა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ტელეფონი გათიშა. ეს ზარი ელოდა, მაგრამ მაინც არ იყო მზად. ყველაფერი კონტროლქვეშ უნდა ჰქონოდა. ეს მისი თამაში უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახლა… რაღაც ისე ვერ მიდიოდა. მოულოდნელად, სიგნალიზაციის პანელმა წითლად გაიბრწყინა, შემდეგ ჩაირთო და მალევე ისევ გაითიშა. -დაიწყო. - ჭიქა მაგიდაზე დადო და ჩაილაპარაკა. იმავე მომენტში, სახლის უკანა კარის საკეტმა გაჩხაკუნდა. ვიღაც უკვე შიგნით იყო. მეორე სართულზე კამერებმა წამით გაიბზრიალა, შემდეგ კი სიბნელემ მოიცვა. და ზუსტად ამ დროს, ქალაქის მეორე ბოლოში, მთავარი გამომძიებლის ტელეფონზე ზარი შევიდა. იმ ღამით განსაკუთრებით ცხელოდა... *** კვირა დღის ფონზე ზედმეტად გადავსებული იყო განყოფილება. ერთთმანეთში ბუზებივით ირეოდნენ, ქაოსი ნისლივით ჩამოწვა. ოთახის ერთი ბოლოდან სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა კაცი. - ლია, მოემზადე. გავდივართ! - როგორც ყოველთვის მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, მაგიდასთან საბუთებში თავჩარგული გოგო შეშინებული შეხტა ადგილზე. - დიახ, მე უკვე მზად ვარ. - შემცბარმა დაიწყო ნივთების მოგროვება, უჯრიდან იარაღი ამოიღო და ქამარზე არსებულ სამაგრში მოითავსა. შენობა სწრაფი ნაბიჯებით დატოვეს, მანქანაში უფროსის გვერდით დაიკავა ადგილი. მანქანა დაიძრა თუ არა, ფანჯრის მიღმა დაიწყო ყურება ნერვიულობის დასაფარად. - მაინტერესებს, როგორ მოახერხა შენნაირმა პრინცესამ გამომძიებლობა ? - მოულოდნელად საუბარი წამოიწყო მამაკაცმა, რაზეც უფრო დაფრთხა, კარის სახელურს ხელი ძლიერად მოუჭირა. - რას გულისხმობთ ? - რა, არ ხარ პრინცესა ? - ცინიკურად ჩაიცინა. - ასე რატომ ფიქრობთ ? - შენი ოჯახი ლია. მამა - მოსამართლე, დედა ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი ადვოკატი. და შენ. - ჩემი ოჯახი ჩემს საქმესთან არაფერ შუაშია. ნუთუ თქვენც გგონიათ, რომ მამაჩემის გამო ამიყვანა სტაჟიორად ბატონმა შოთამ? - წყენა და გაცხარება ერთად იგრძნბოდა ხმაში. - მე-ც ? კიდევ ვის ჰგონია ლია? - ბიუროს ყველა თანამშრომელს, ლისა. - ლისა ? - დიახ, ლისა მქვია. - შემახსენე, უფროსი ვინ არის ? - თქვენ ბატონო ნიკოლოზ. - ხედავ, მარტივია ლია. მე ვლაპარაკობ, შენ მეთანხმები. - გოგონას გაწიწმატებულ სახის შემყურე ერთობოდა. - გასაგებია. რა საქმეა ? - მილიარდელი ბექა ბარათელი გაძარცვეს, საქმის მასალები უკანა სავარძელზე დევს, სანამ ადგილზე მივალთ გაეცანი. - ყურსასმენები მოირგო და ტრადიციულად ზიმერის შემოქმედებაში გადაეშვა. მითითებას მიჰყვა და საქაღალდე მუხლებზე დაიდო, მეორე ხელით ჩანთაში სათვალე მოძებნა, მოირგო და კითხვას შეუდგა. „ბექა ბარათელი კომპანია - ბარელის დამფუძნებელი. ინციდენტის დროს სახლი იმყოფებოდა, თუმცა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის გამო არაფერი გაუგია. დილით აღმოაჩინა. 26 ნოემბერს მის მფლობელობაში არსებული ვილა გაძარცვეს. მოპარულია: ნაღდი ფული - 1 მილიონი ლარი 500 000 $ ღირებულების ძვირფასეულობა.“ უზარმაზარი სახლის წინ გაჩერდნენ, რომელიც სავსე იყო სამართალდამცავებით. მანქანიდან გადასულ მამაკაცს უყურებდა, წამით მზერა გაუშეშდა, შემდეგ კი ფეხდაფეხ აედევნა. მდიდრულ, დარბაზულ ოთახში გადაინაცვლეს, სადაც დივანზე ქვეყნის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი ზედმეტად მშვიდი გამომეტყველებით იჯდა. დანაშაულის ადგილის მოკვლევა გადაწყვიტა, სანამ უფროსი გამომძიებელი დაზარალებულს ესაუბრებოდა. ხელთათმანები მოირგო და ფრთხილად შევიდა. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სახლში არავინ ყოფილიყო, მაგრამ ნატიფი დეტალები თვალში მოხვდა – ხალიჩაზე სუსტი ფეხის ანაბეჭდი, მაგიდაზე ხელუხლებელი, მაგრამ ოდნავ გადადგილებული ჭიქა და, რაც მთავარია, კედელზე დარჩენილი თითის ანაბეჭდის ნაკვალევი. თითოეულ დეტალს აკვირდებოდა, პარალელურად წიგნაკში ინიშნავდა. - აქ ვიღაცამ ზედმეტად სუფთად იმუშავა. - თქვა ლისამ და ოთახში მყოფებს ანიშნა, რომ ეს ადგილი უფრო დეტალურად შეემოწმებინათ. დაკითხვა ჯერ სახლში მყოფ პერსონალს ჩაუტარეს. მთავარი დამლაგებელი, მერი დოლიძე შეშინებული ჩანდა. დაცვის უფროსი, გიორგი ბერიძე, კი ზედმეტად თავდაჯერებული იყო. -დაცვა სად იყო, ძარცვისას ? -ბატონმა ბექამ, 26 ნოემბერს დამითხოვა, დედაჩემის დაბადების დღე იყო. -გასაგებია, მოძრაობის სენსორები არ ამოქმედებულა? -ყველა გამორთული იყო. -როგორც ჩანს, ვიღაცამ სისტემა შიგნიდან გამორთო. - თქვა ლისამ. - ქალბატონო მერი, თქვენ როდის წახვედით? - ღამის ათზე გავედი სახლიდან. - სხვა რაიმე ფაქტი ხომ არ გახსენდებათ იმ საღამოდან ? - ისეთი არაფერი მომხდარა.. თუმცა, იყო ერთი უცნაური რამ. - გისმენთ - შუადღეს, ბატონი ბექას მეგობარმა დარეკა, მგონი ბიზნესპატრნიორია. გამიკვირდა ბატონი ბექა, რომ მოიკითხა.. - ქალი დაფრთხა, თითქოს რაღაცის თქმის ეშინოდა. -განაგრძეთ, ნუ ღელავთ, - არა, მე ვინმეს კიარ ვადებ ხელს, არ იფიქროთ ასე. უბრალოდ იმ დღეს, ბატონი ბექა მასთან იმყოფებოდა წვეულება იყო, სანამ წავიდოდი საკმაოდ ნასვამი მოვიდა სახლში - გულისხმობთ, რომ დააზუსტა იყო თუ არა სახლში ? - დიახ, ნამდვილად ასე იყო. - შეშინებული აცეცებდა თვალებს. - გასაგებია, მადლობა დახმარებისთვის. თავისუფალი ხართ. -ვიცით დეტალები ბიზნესპარტნიორის შესახებ ? - თანამშრომელს მიუბრუნდა კვლავ. - ვესაუბრეთ. ბიზნესპარტნიორი ერეკლე რუიძე აღმოჩნდა. სიმართლე გითხრათ, ცოტა უცნაური ინფორმაცია მოგვაწოდა. - რა ინფორმაცია? - დაზარალებულმა თანხა დიდი ხნის წინ დაკარგა. ძვირფასეულობაზე არაფერი უთქვამს. სკანდალის თავიდან ასაცდილებლად არ გაუხმაურებია, მხოლოდ უახლოესმა გარემოცვამ იცოდა ეს ამბავი. -გასაგებია...- ჩაილაპარაკა ლისამ. - ვიდეოჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ? - იქვე მდგარ თანამშრომელს ჰკითხა. - დიახ, აქეთ წამობრძანდით, ყველაფერს გაჩვენებთ. - დერეფნის ბოლოს მომცრო ოთახისკენ გაუძღვა მამაკაცი. ოთახში რამდენიმე მონიტორი დახვა. კომპიუტერს მიუჯდა, დაცვის პროგრამები გახსნა და სათითაოდ დაიწყო გადამოწმება, წიგნაკიც მოიმარჯვა. „ ძარცვა 26 ნოემბერს, 21:50-ზე მოხდა. 21:00-ზე ბექა ბარათელი შევიდა და საძინებელში გადაინაცვლა, სადაც კამერა არ იყო. 09:00-21:30 დამლაგებელი იმყოფებოდა სახლში. 21:45-დან ვიდეოჩანაწერი ჩაკორექტირდა, გამოსახულებაში გადაადგილება არ ფიქსირდება.“ - შეგიძლია, 24-26 ნოემბრის სრული ჩანაწერი მეხსიერების ბარათზე ჩაწერო და ბიუროში გამოგვიგზავნო ? - დიახ, რა თქმა უნდა. მეხსიერების ბარათი დაუტოვა და კვლავ მისაღებისკენ გადაინაცვლა, სადაც კაბინეტიდან გამოსული უფროსი და დაზარალებული საუბრობდნენ. - აბა, ნახე რაიმე ხელჩასაჭიდი ? - დიახ, გარკვეული ფაქტები მოვინიშნე. - მაშინ შეგვიძლია დავტოვოთ შემთხვევის ადგილი. მომავალ შეხვედრამდე ბატონო ბექა. - იმედია, კარგ ამბით დაბრუნდებით. კვლავ ფეხდაფეხ აედევნა წინ მიმავალ მამაკაცს. - თანამშრომლებს თქვენ არ დაკითხვათ ? - არ არის საჭირო. - კი, მაგრამ.. - ხომ დაკითხე უკვე? გენდობი ლია, სხვაგვარად აქ არ იქნებოდი - შეჩერდა, მიბურნდა და მკაცრად განუხადა. შემდგომ კვლავ განაგრძო მედიდური მანერით სიარული. მანქანაში ჩასხდნენ. როგორც ყოველთვის აუღელვებლად მართავდა. მთავარ გზას გადაუხვია და მისი სახლისკენ განაგრძო გზა. -სანამ კითხვებს მომაყრი გეტყვი, რომ სჯობს დღეს დავასრულეთ მუშაობა, ჩანაწერების ნახვა ხვალაც შეგიძლია. - უკვე სახლთან იყვნენ, როცა საუბარი დაიწყო. სახლში მივლისთანავე აბაზანაში გადიანაცვლა. ორი საათის შემდგომ უკვე დამშვიდებული გამოვიდა, მისი საყვარელი აბრეშუმის ხალათი მოისხა. სამუშაო მაგიდას მიუჯდა კომპიუტერი გახსნა და წიგნაკი მოიმარჯვა. დეტალების ხელახლა გაცნობის შემდგომ, კითხვების ჩამოწერა დაიწყო: „სახლი ისე გაძარცვეს, რომ არაფერი დაზიანებულა, ეს პროფესიონალების საქმეა.“ „როგორ მოეწყო მილიონერის სახლის ძარცვა?“ „ვინ არის შიდა ადამიანი, რომელიც დაეხმარათ?“ „ვინ გამორთო უსაფრთოხების სისტემა?“ „მხოლოდ ძვირფასეულობა და ფული დაიკარგა? იქნებ კიდევ დაიკარგა რაღაც და არ ამჟღავნებს დაზარალებული?“ ლისა გაიზარდა ოჯახში, სადაც სამართალი იყო ცხოვრების უმთავრესი პრინციპი. დედამისი, მარიანა გეგეჭკორი ცნობილი იყო როგორც დაუნდობელი ადვოკატი, რომელიც თავის კლიენტებს არასოდეს აგებინებდა. მამამისი, გიორგი გეგეჭკორი კი პატივცემული მოსამართლე იყო, რომელიც კანონის წინაშე არავის ინდობდა – არც პოლიტიკოსებს, არც ბიზნესმენებს და არც კრიმინალებს. ბავშვობაში საათობით უსმენდა დედის მოლაპარაკებებს, მერე კი, საღამოობით, მამას აკვირდებოდა, როგორ ასწავლიდა ახალგაზრდა მოსამართლეებს, რომ კანონი ემოციას ვერ დაეყრდნობოდა – საჭირო იყო მხოლოდ ფაქტები და მტკიცებულებები. თავიდან ლისასაც ეგონა, რომ ერთ-ერთ მათგანი უნდა გამხდარიყო. მაგრამ როცა გაიზარდა, მიხვდა – არც ადვოკატი სურდა ყოფილიყო და არც მოსამართლე. მას ჭეშმარიტება აინტერესებდა, რომელიც სასამართლო დარბაზამდე მიდიოდა. სანამ საქმეები განსასჯელის წინაშე აღმოჩნდებოდა, მანამდე ხდებოდა ნამდვილი ბრძოლა. მშობლები ვერ მიხვდნენ, რატომ აირჩია გამოძიება. მარიანას სურდა, მის ქალიშვილს სასამართლოში ებრძოლა უდანაშაულო ადამიანების დასაცავად, გიორგის კი ეგონა, რომ ლისა ბოლოს მაინც მოსამართლის მანტიას მოირგებდა. მაგრამ მისი გზა სხვა იყო – გზა, რომელიც ჭეშმარიტების ძიებას, მტვერში დაკარგულ სამხილებს და იმ დეტალების პოვნას გულისხმობდა, რომლებიც ყველაზე გამოცდილ კრიმინალებსაც კი ეპარებოდათ. ლისამ კრიმინალისტიკის ფაკულტეტი საუკეთესო ქულებით დაამთავრა და მაშინვე ბიუროს დაუკავშირდა. მაგრამ ბიუროს მკაცრი და ბიუროკრატიული წესები არ ერგებოდა. მას დამოუკიდებლად მოქმედება სურდა. ამიტომ პოლიციის განყოფილებაში გადავიდა და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გამომძიებელი გახდა. მუშაობაში ჩაფლულს პირადი ცხოვრება თითქმის არ ჰქონდა. ოდესღაც სიყვარულიც გამოჩნდა, მაგრამ ვინც მასთან ყოფნას ცდილობდა, ვერ უძლებდა იმ რეალობას, რომ ლისა ღამეს სახლში იშვიათად ატარებდა. ბოლოს მიხვდა, რომ სამსახური მისთვის უბრალოდ კარიერა არ იყო – ეს მისი ცხოვრება იყო. ზოგჯერ ფიქრობს, რომ მშობლების მემკვიდრეობა მძიმე ტვირთია. ყველას ჰგონია, რომ მოსამართლის და ადვოკატის შვილს ყოველთვის ექნება პასუხები. ის ებრძვის კორუმპირებულ სისტემას, ქუჩის კრიმინალებს და საკუთარ შინაგან ეჭვებს – იმაზე, თუ რამდენად შეუძლია დარჩეს სამართლიანი ისეთ სამყაროში, სადაც სიმართლე ფულსა და გავლენას ეკუთვნის. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ის არასდროს დაიხევს უკან. *** განყოფილებაში ისევ ბუზებივით ირეოდა ხალხი. შესასვლელში შეყოვნდა, წამით ჩაფიქრდა და შემდგომ წერეთლის კაბინეტისკენ განაგრძო გზა. მშვიდად შეაღო კარი. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საბუთებში ჩაფლულს და იქვე სავარძელში დაიკავა ადგილი. ლისამ ღრმად ამოისუნთქა. - ისევ ფული და ძალაუფლება… ნიკოლოზმა ჩაიცინა. - შენ გეგონა, ვიღაც უბრალო გამვლელს გაძარცვავდნენ და ჩვენ დაგვიძახებდნენ? - ვფიქრობ, ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმეში.ზედმეტად უცნაური ფაქტები აღმოვაჩინე. იქნებ ბატონი ბექა ოფიციალურად დაგვეკითხა? - საუბრის პარალეულრად წინა ღამეს მოგროვებული ინფორმაცია, რომელიც ერთ ფურცელზე გადაეტანა კაცს გაუწოდა. მამაკაცმა ინტერსიანი მზერა მიაპყრო გოგონას ხელში მოქცეულ ფურცელს. მშვიდად დაიწყო კითხვა. პერიოდულად გოგონას უყურებდა. - 1 საათში მოვა. უკვე დავიბარეთ ოფიციალურ დაკითხვაზე. შეგიძლია მანამდე შეისვენო. - მშვიდად მიმართა გოგონას, რომელიც ნელ-ნელა კარისაკენ ინაცვლებდა. - ლისა.. - გისმენთ. - უკვე კარში აპირებდა გასვლას, როცა ნიკოლოზმა დაუძახა. - კარგი ნამუშევარია. გაკვირვებულმა და საკუთარი თავით კმაყოფილმა გაუღიმა, თავი დაუკრა და ოთახი დატოვა. საკუთარ კაბინეტში გადაწყვიტა დალოდებოდა დაზარალებულს, რომლის დაკითხვასაც მოუთმენლად ელოდა. ნიკოლოზ წერეთელი კედელს მიყრდნობოდა, თვალს არ აშორებდა ბექა ბარათელს, რომელიც მაგიდის მეორე მხარეს იჯდა. გეგეჭკორი ფურცლებს ათვალიერებდა, თითქოს პასუხებს მათში ეძებდა. ოთახში მხოლოდ საათის მკვეთრი წიკწიკი ისმოდა. - ბატონო ბექა, ხომ არ გინდა, თავიდან დავიწყოთ? - ლისას ხმა დუმილს არღვევს. - უკვე იცით, რომ სახლში არ ვიყავი. რომ დავბრუნდი, სეიფი ცარიელი დამხვდა. ხელები გადააჯვარედინა, ნერვიულად გადაატრიალა ბეჭედი თითზე. - სამხილები სხვა რამეს ამბობს. - როგორი სამხილები? სეიფი გატეხილია! მე დაზარალებული ვარ, არა? - გაბრაზებული ამბობს. - აი, ეგ კითხვა ყველაზე საინტერესოა. მართლა დაზარალებული ხარ? - ნიკოლოზი ცინიკურად იღიმის. - რას ნიშნავს ეს? - ხმას უწევს ბარათელი. ლისამ წინ დადებული საქაღალდე გადაშალა. საბანკო ანგარიშების ამონაწერი აიღო. - მაგალითად, ამას. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ერთ მილიონ ლარზე მეტი გაქვთ გადარიცხული გაურკვეველ ანგარიშებზე. -ეს ჩემი ფულია! თქვენ რა, ჩემს ანგარიშებს ამოწმებთ? ასე იძიებთ საქმეს ? მე გამძარცვეს. თქვენ კი ჩემს ანგარიშებში იქექებით ? - როცა ადამიანი ამბობს, რომ ქურდებმა გაძარცვეს, ჩვენც ვამოწმებთ, მართლა გაძარცვეს თუ არა. - მშვიდად, მაგრამ მკაცრად ამბობს ნიკოლოზი. - რა ჯანდაბას მეუბნებით? - ნინო კირვალიძე... - ნინო. ? სერიოზულად ამბობთ? ნინო რა შუაშია ? - ნინო კირვალიძე სამი დღის წინ სახლის მოპირდაპირე ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს. იმავე ღამეს, როცა „ქურდობა“ მოხდა. - ნიკოლოზი ყოველგვარი ემოციის გარეშე პასუხობს. - იქნებ უბრალოდ მოსანახულებლად იყო მოსული? - სახე ეცვლება, მაგრამ სწრაფად იმორჩილებს ემოციას. - შემთხვევით სეიფიც ხომ არ მოინახულა ? - ეგ არაფერს ამტკიცებს. - ვინ ამბობს, რომ გვჭირდება რაიმეს დამტკიცება ? ზოგჯერ სიმართლის ცოდნაც საკმარისია. - დოკუმენტები მაგიდაზე დადო და ბარათელს მზერა გაუსწორა ლისამ. ბარათელი ფეხზე წამოიჭრა, ჯერ დაკითხვის ოთახი, შემდგომ განყოფილებაც მალევე დატოვა. - ნინო კირვალიძის მონახულების დროა. წიგნაკი მოიმარჯვა,სადაც ქალის შესახებ დეტალური ინფორმაცია ეწერა. - საჭესთან შენ დაჯდები. - მანქანასთან მისულებს გასაღები მსუბუქად გადაუგდო. - თქვენც ფიქრობთ, რომ ეს ერთი დიდი სპექტაკლია ? - მე არ ვფიქრობ. მე ვცდილობ, ფაქტები დავალაგო. - ნიკოლოზმა მხრები აიჩეჩა. მისამართზე მივიდნენ. კარზე ფრთხილად დააკაკუნა. კიდევ რამდენჯერმე დააკაკუნა. სახელურიც შეამოწმა ყოველი შემთხვევისთვის და კარიც მომენტალურად გაიღო. ბინა ცარიელი დახვდათ. ურნალების მაგიდაზე, ფურცელი იდო. ლისამ აიღო და ხმამაღლა წაიკითხა: „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ქუჩის მეორე მხარეს, პარკში ბოლო განათებასთან იყავი, 28 ნოემბერს, 8 საათზე. მარტოდმარტო.“ ნიკოლოზმა ფურცელი გამოართვა და ნელი ღიმილით შეხედა. - მოგწერეს, პატარა დეტექტივო. - იქნებ შენ მოგწერეს? - ნიშნისმოგებით დახედა. - მაშ, შევხვდეთ ჩვენს „მწერალს“ - ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა. - მანამდე კი სჯობს სახლს თვალი შევავლოთ. - ეშმაკურად ჩაილაპარაკა და ხელთათმანები ამოიღო ჯიბიდან. წიგნების ყურებაში გართულმა ნიკოლოზმა ერთ-ერთ თაროზე უცნაურობა შეამჩნია. ერთი და იგივე დასახელების წიგნი ორ თაროზე იდო, ერთი აიოღო, შეათვალიერა, შემდგომ მეორე აიღო, რომელიც შემანხველი აღმოჩნდა. - ევრიკა. - აღტაცებულმა ამოიძახა. წიგნის ფორმის სკივრში საბუთებთან ერთად ფოტოსურათი აღმოჩნდა. - რამე იპოვნე? - ინტერესიანი მზერა მიპყრო და ხელში მოქცეულ ფოტოსურათს დააკვირდა. - კირვალიძე.. - აღშფოთებულმა აღმოთქვა. - კი. მასთან ერთად, ერეკლე რუიძე. - ნიკოლოზმა ხმადაბლა, ცივი ტონი დაამატა. ფოტოზე ნინო და ერეკლე ერთად, ვილის ეზოში ბოკალებით ხელში. - შენც გქონდა ეჭვი ? — არც კი ვიცი, როდის დაიწყეს ბექასთან შეთქმულება, მაგრამ ეს მათი შეხვედრა უნდა ყოფილიყო… მეორე დღეს, 8 საათზე, ქუჩის მოპირდაპირე სკვერში, ბოლო განათებასთან მდებარე სკამზე იჯდა ლისა, ყურში მოსასმენი კვლავ გადაამოწმა. შორს სიბნელეში გაიხედა და თავი დაუკრა ნიკოლოზს, რომელსაც ვერ ხედავდა, თუმცა დარწმუნებული იყო რომ იქ იყო. მისკენ მიმავალი ადამიანი შენიშნა. ქალმა სათვალე მოიხსნა და კუპრისფერი თვალებით შეხედა. - კირვალიძე? - შენ იმაზე ჭკვიანი ხარ, ვიდრე მეგონა. ნიკოლოზი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა. - სად არის ბარათელის ფული? - ვინ თქვა, რომ ეს მხოლოდ ფულის საკითხია? - ქალმა ჩაიცინა. - აბა, რა არის ? - ბექა ბარათელი უდანაშაულო არ არის. ის მხოლოდ მსხვერპლია, მაგრამ შეუფერებელი მსხვერპლი. თქვენ ვერ გაიგებთ... - ვერ გავიგებთ, თუ სიმართლეს არ გვეტყვი. - თავი გააქნია ლისამ. - ბექა ბარათელი არავის გაუძარცვავს. ეს ფული მას არ ეკუთვნოდა. - და ვის ეკუთვნოდა? - ნიკოლოზმა გაიცინა. - ხალხს, რომელიც მასზე ადრე იყვნენ საქმეში ჩართული. თქვა და ორივეს გაეცალა. მათკენ უცნობი ადამიანი დაიძრა. როგორც აღმოჩნდა ნინო კირვალიძის თანხმლები იყო. ნიკოლოზი და ლისა მანქანასთან იდგნენ. - რას ფიქრობ? - ვფიქრობ, ყველაფერი ახლა იწყება. როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ, სიბნელეში ვიღაცამ სიგარეტს მოუკიდა. იმ ადგილას იდგა, სადაც რამდენიმე წუთის წინ ნიკოლოზი. მომდევნო დღეს კვლავ დაკითხვის ოთახში იმყოფებოდნენ. ბექა ბარათელი მაგიდასთან იჯდა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა ალბათ, ნერვიულობისგან ან უძილობისგან. ლისა გეგეჭკორი და ნიკოლოზ წერეთელი მის წინ ისხდნენ. ნიკოლოზმა სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დააგდო. - კარგი, ბექა, დავიწყოთ თავიდან. ვინ იცოდა, რომ იმ ღამეს სახლში არ იქნებოდი? ბარათელმა თითები ერთმანეთში ახლართა, თვალები აარიდა. - არ ვიცი… ნინომ და ჩემმა დაცვის უფროსმა გიორგიმ… მეტმა არავინ. ლისამ ფურცლები ამოიღო და მაგიდაზე დადო. - ნინო კირვალიძე… საინტერესო ქალბატონია, არა? - რა გინდათ ნინოსგან? - ბარათელმა დაძაბულად გადაყლაპა ნერწყვი. ნიკოლოზმა ირონიულად ჩაიცინა. - იქნებ ის, რომ ნინო სამი წლის განმავლობაში შენი ბიზნესპარტნიორის, ერეკლე რუიძეს საყვარელი იყო? - მოიცა… რას ამბობთ? - ბარათელის სახეზე ფერი გადაუვიდა. ლისამ ფოტო მაგიდაზე დააგდო – ნინო და ერეკლე ერთ-ერთ კერძო ვილაში, ღვინის ბოკალებით ხელში. - ეს… ეს შეუძლებელია… - ბარათელმა გაშეშებული თვალებით შეხედა სურათს. - შეუძლებელია? მაშინ როგორ ხსნი იმას, რომ შენი სეიფიდან გაქრა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ერეკლე რუიძის და არა მარტო მისი, ფინანსურ მაქინაციებს ამხელდა? - ნიკოლოზმა მშვიდად მიუგო. ბარათელი გაშეშდა. ლისამ ცივი ხმით განაგრძო: - ანუ… ეს უბრალოდ ძარცვა არ ყოფილა. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ერეკელე რუიძემ შენგან წაიღო. - იმ საბუთებში მხოლოდ მას არ ეხებოდა, ჩემზეც იყო და ყველა ბიზნესმენზე. - აღმოთქვა დამფრთხალმა. *** ქალაქის გარეუბანი. ძველი საწყობი. ნისლი ნელ-ნელა ეფინებოდა ქუჩას. ლისა და ნიკოლოზი შორიდან უყურებდნენ ნინო კირვალიძეს, რომელიც საწყობში ერეკლე რუიძესთან ერთად იდგა. - აქ არის ყველაფერი. ბექა ბარათელი ახლა სრულიად უძლურია. - მერი ნერვიულად ამოწმებდა დოკუმენტებს. - შესანიშნავია, ჩემო ძვირფასო. ახლა ბექას ბიზნესიც ჩვენი ხელშია. ამ დროს კარის ხმა გაისმა – ლისა და ნიკოლოზი შიგნით შევიდნენ. ნიკოლოზმა ცივი ხმით მიმართა: - საღამო მშვიდობისა, ბატონო ერეკლე. იმედია, არ გაწუხებთ. ნინო ადგილზე შეხტა. - თქვენ?! ერეკლემ ნელა ამოისუნთქა და გაიღიმა. - გამომძიებლებო, პატივია, რომ გხედავთ. მაგრამ მგონი, არასწორ ადგილას მოხვდით. ლისამ მაგიდაზე გაშლილ საბუთებს დახედა. - საინტერესოა, არა? ბექა ბარათელს ძარცვაში ეჭვი ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში, ეს უბრალოდ წარსულის გადამალვის მცდელობა იყო. - და რას ფიქრობთ ამაზე? - ერეკლემ თავი გვერდზე გადახარა. - ვფიქრობ, რომ თქვენს თამაშში ერთი პატარა შეცდომა დაუშვით. - ნიკოლოზმა მშვიდად უპასუხა. ქალი დაიძაბა. - რა შეცდომა? ლისამ ფოტო ამოიღო და მაგიდაზე დადო – ნინო და ერეკლე საიდუმლო შეხვედრაზე. ნინოს სახე გაუფითრდა. ნიკოლოზმა მხრები აიჩეჩა. - შენი საიდუმლო არავის უთქვამს, მერი. მაგრამ კამერებმა შენზე იმუშავეს. ერეკლემ ღიმილი ნელ-ნელა დაკარგა. - მაინც ვერ დაგვიჭერთ. - პოლიცია უკვე გზაშია. - ლისამ საათს დახედა. - ერეკლე… - ნინოს სახეზე შიში გამოესახა. - მაპატიე, ძვირფასო… ეს მხოლოდ ბიზნესი იყო. - რუიძემ მისკენ გაიხედა, მაგრამ უცებ ნაბიჯით უკან დაიხია. ერეკლე რუიძემ გაქცევა სცადა, მაგრამ კარებთან პოლიციელები დახვდნენ. - და სწორედ ამიტომ, ბატონო ერეკლე, ბიზნესშიც კი არ შეიძლება ყველას ენდო. ნიკოლოზმა ჩაიცინა. ნიკოლოზმა და ლისამ გარეთ გამოსულ ქალს შეხედეს, რომელსაც უკვე პოლიციის მანქანაში სვამდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ. - ახლა რა იქნება ? - ლისამ ნიკოლოზს გადაულაპარაკა - ახლა, ბარათელთან შეხვედრის დროა. და როგორც კი პოლიციის მანქანები დაიძრნენ, წყვდიადში ორი სილუეტი გაუჩინარდა – ისინი, ვინც ყოველთვის სიმართლის კვალს მიჰყვებოდნენ. მეორე დღეს მთელმა ქალაქმა იცოდა დეტალები. ბარათელის მიერ დიდხანს დაფარული საიდუმლო ახლა უკვე ყველასთავის იყო ცნობილი. წვიმა თხელ ფარდად ეფინა ქალაქს, როცა ნიკოლოზი მანქანასთან შეჩერდა და სიგარეტი ამოიღო. მოწევა არ სჩვეოდა, მაგრამ ასეთი საქმეების შემდეგ ყოველთვის მოუსვენრობა იპყრობდა. ყველაფერი თითქოს დასრულდა. ძარცვის ორგანიზატორი, ერეკლე რუიძე, პოლიციამ დააკავა. ბარათელი კი დაზარალებულის როლს თამაშობდა, მაგრამ ლისა ხვდებოდა, რომ ისიც ამ თამაშის ნაწილი იყო. ლისას გახედა, რომელიც ჩვეული ინტერესეით ადევნებდა თვალს ცარიელ ქუჩას. - რაღაც არ მაწყობს.. - ჩაილაპარაკა. -მაშინაც არ გაწყობდა, როცა საქმეს ვხურავდით, და ახლაც არ გაწყობს. -გახედა გოგომ - რა გაწუხებთ ? ნიკოლოზმა სიგარეტი გადააგდო და მანქანის ჩამოეყრდნო. - სეიფიდან დოკუმენტებთან ერთად ძვირფასეულობა და ფული გაქრა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ დოკუმენტები ვიპოვეთ, დანარჩენი სადაა? - ვიღაცამ საიმედო ადგილას გადამალა. -ან ვიღაცამ თამაში უფრო კარგად ითამაშა, ვიდრე გვეგონა. - ჩაფიქრებულად თქვა წერეთელმა. - ნინო კირვალიძე გაქრა. მისი ანგარიშები ცარიელია. მგონია, რომ ნამდვილი მოთამაშე ის არ იყო, მაგრამ ვიღაცის მითითებებს ასრულებდა. - ესე იგი, ფიქრობ, რომ საქმე ჯერ არ დასრულებულა? -არ დასრულებულა. - ნიკოლოზმა სერიოზული მზერით შეხედა. *** 1 კვირის შემდეგ *** ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ეთერში, ერთ-ერთი პოპულარული გადაცემის ტრანსლაცია მომენტალურად შეწყდა და საგანგებო ეთერით ჩაერთო ჟურნალისტი. - მძიმე და სკანდალურ საქმედ დასრულდა გამოძიება, რომელიც ბექა ბარათელის ფულსა და ძვირფასეულობებს ეხებოდა. პოლიცია დღეები ცდილობდა გაერკვია, სად გაუჩინარდა ნინო კირვალიძე, რომელიც ძარცვის ორგანიზატორის, ერეკლე რუიძის თანამზრახველად იძებნებოდა. ერეკლე რუიძის დაკავების შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი გაურკვეველი დარჩა. თუმცა, როგორც ახალ ინფორმაციაში გამოვლინდა, ნინო კირვალიძე რუიძის ყოფილი საყვარელი და ბექა ბარათელის პარტნიორი, აღმოჩენილ იქნა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც იგი დაკარგული ძვირფასეულობებითა და თანხასთან ერთად იმყოფებოდა. ესპანეთის პოლიციამ შეძლო ადგილმდებარეობის დადგენა, რის შედეგადაც ნინო კირვალიძე და მისი თანხმლები პირი ნ.ლ აღმოჩნდნენ დაპატიმრებულები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ბექა ბარათელის ფული და ძვირფასეულობები, სწორედ ნინოს ხელში აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ნინო კირვალიძე დღესდღეობით ექსტრადირებულია და მალე დამატებით დეტალებს მიიღებთ. ამჟამად გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა ერთ რამეში სრული დარწმუნებულობა გვაქვს – რომ ყველა დამნაშავე საბოლოოდ დაისჯება.“ პარალელურად ეთერში კადრი გამოჩნდა – ბექა ბარათელის სახლი, სადაც გამოძიება მიმდინარეობდა. ჟურნალსტმა განაგრძო: - ამით ამ საქმეზე გამოძიება დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ ძარცვის საქმეს ყველასთვის ცნობილი მოსამართლისა და ადვოკატის შვილი, ლისა გეგეჭკორი და მთავარი გამომძიებელი ნიკოლოზ წერეთელი იძიებდნენ. ეკრანი ბნელდება და გადადის სხვა ინფორმაციაზე. ________ იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ ეს ისტორია. ყოველი მომდევნო ნაწილი იქნება ახალი "საქმის" შესახებ. შემდეგ ნაწილში სასიყვარულო დრამებიც იხილავს დღის შუქს. მადლობა ყველას, ვინც დრო დამითმო ველი თქვენს კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.