ბრძოლა თივის წესებით (თავი მეექვსე)
თანხა ვისესხე და კლასიკურ ტანსაცმელში გამოვეწყვე.... საღამო ხანს ვზივარ ჩემს ოთახში, ასე გამოწყობილი და ველი 6საათის შესრულებას. საათის შესრულდა და მეც დავიძარი დანიშნულების ადგილისაკენ. ისე მიჭერს ეს პიჯაკი და თეთრი პერანგი რომ სადაც არის შემოვიხევ, ამ კლასიკურ ფეხსაცმლის ატანაც არ მაქვს.... როგორც იქნა მივაღწიე პრესტიჟულ რესტორნამდე და მობილური ტელეფონის შაშუალებით, დავუკავშირდი სოფიას და ვაცნობე რომ ადგილზე ვიმყოფებოდი, მანაც მიპასუხა რომ მალე ისიც მომაკითხავდა. 20წუთის შემდეგ შევნიშნე როგორ შეჩერდა რესტორანთან ძვირად ღირებული ავტომობილი, საიდანაც ოთხი ახალგაზრდა გოგო ბიჭები გადმოსხდნენ, მათ შორის სოფია... მან შორი ახლოდან შემნიშნა და ხელით მანიშნა რომ მათ მივუახლოვდე. სოფია: მოდი ვატო, როგორ ხარ?. :კარგად გმადლობ... თავად?. სოფია: მეც კარგად, გაიცანი... ესენი ჩემინმეგობრები არიან, ლიზი, გოგა, დათო, და ია... გაიცანით ეს ვატოა. მივესალმე და გავეცანი სოფიასეგობრებს, შემდეგ კი რესტორანში შევედით და მაგიდას მივუსხედით... ძალზედ დაძაბული ვზივარ და უხერხულად ვგრძნობ თავს, არც კი ვიცი როგორ მოვიქცე. ისინი საუბრობენ ერთმანეთში, ხუმრობენ მე კი ხმას არ ვიღებ იმ დრომდე სანამ ლიზიმ არ შენიშნა, ჩემი სიჩუმე. ლიზი: ვატო, რატომ არაფერს ამბობ?. ია: ისე პირველად რომ შეგნიშნეთ, ვიფიქრე რომ სოფიამ დაცვა აიყვანა. ყველანი იცინიან, მე კი მოკრძალებული ღიმილით შემოვიფარგლები... უცბად გოგამ წამოიძახა ჩემიმკიმართ....ბით. გოგა: ერთი წუთით!.... მე შენ გიცნობ, შენ ხომ თივაში იბრძვი?, ვუყურე შენს ბრძოლას ხელი რომ მოვიტეხე. :დიახ ამსგავსებენ, ის ბევრად სიმპათიურია ვიდრე მე. გოგას შეკითხვას ხუმრობით ვუპასუხე და ვაცინებ მათ, რადგან ვცდილობ რამენაირად დავახშო ჩემში ეს დაძაბულობა. რამოდენიმე წუთის შემდეგ, იამ მობილურ ტელეფონს დახედა და დათოს ჩასჩურჩულა, შემდეგ ყველანი გაჩუნდნენ და სოფიასკენ მიიბრყრეს მზერა. ჩუმად და ფრთხილად მიუახლოვდა სოფიას ზურგიდან ვინმე უცნობი მოხდენილი მამაკაცი და ყველანი სიხარულით შეეგება მას. სოფია: გაიცანი ვატო, ეს ჩვენი ახლო მეგობარია, სახელად რენე. მივესალმე მას და ხელი ჩამოვართვი... რამოდენიმე წუთის შემდეგ, რენე წამოდგა ფეხზე და ქურთუქის ჯიბიდან ლამაზად შეფუთული საჩუქარი ამოიღო და სოფიას გადასცა, რასაც დიდი ჟრიამული მოჰყვა... სოფია ბედნიერი და გახარებული სჩანს. ლიზი:რენე რა მაგარი ხარ, ძალიან ლამაზი სამკაულია, ალბათ როგორი ძვირი ღირს?!. ია: მე მგონი, ძალიან მალე ოქროს ბეჭედსაც შევნიშნავთ, სოფიას თითზე... სოფია: კარგით გეყოფათ გოგონებო!.... გავიცინეთ და მორჩა. სოფია გაუჯავრდა გოგონებს, ლიზიმ კი კვლავ გაიცინა და უპასუხა რომ ის სულაც არ ხუმრობდა, რაზეც ყველანი მათ შორის რენეც იცინის... მე კვლავ მოკრძალებულად ვიღიმი და წამოვდექი ფეხზე, ვამცნე მათ რომ უკვე ჩემი წასვლის დრო დადგა, ისინი მთხოვენ რომ ცოტახნით კიდევ დავრჩე მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვარ და ბოდიშის მოხდით დავტოვე რესტორანი. გარედ გამოსულმა შევიხსენი პერანგის ღილი და პიჯაკი გავიხადე, ტაქსი გავაჩერე და შინ დავბრუნდი. სახლში შევედი და სწრაფად აღმოვჩნდი უმკლავო თეთრ მაისურის ამარა, მაცივრიდან წვენი გამოვიღე და ღრმად ამოვისუნთქე. ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა და ვუპასუხე, კოტემ შემატყობინა რომ მეტოქე გამომიჩნდა ვინმე ახალგაზრდა ძლიერი მებრძოლი, ალექსანდრე ფანგანი... მეც დავთანხმდი ბრძოლას და ვიწყებ მზადებას ნიკასთან ერთად სპორტ დარბაზში. ვარჯიშობ მაგრამ მწვრთნელის გარეშე მიჭირს თავის კონტროლი, სპარინგ პარტნიორობას კი ნიკა მიწევს მაგრამ ის ჩემზე ბევრად მსუბუქია. ბრძოლის დღე მოახლოვდა, მე კი ვზივარ ჩემს ოთახში და კედელს მივჩერებოვარ.... ბრძოლამდე რამოდენიმე საათია დარჩენილი, მე კი მოვიმარჯვე ჩანთა და გავეართე. ადგილზე მივედი და გასახდელში დავაგდე ჩანთა, ბიჭებს მივესალმე შემდეგ კი შევნიშნე როგორ ევლება თავს რამოდენიმე ადამიანი ჩემს მეტოქეს რომელიც საოცრად კარგად გამოიყურება, ჩემზე ბევრად მაღალი და განიერია. ალექსი: გამარჯობა. :გაგიმარჯოს. ალექსი: შენ რა მარტო ხარ?!. :არა, ჩემი სეკუნდანტის აგვიანებს მაგრამ მალე მოვა. ალექსი: ძალიან კარგი, კარგი ბრძოლა ჩავატაროთ და კარგად გადაგვიხდიან. :აუცილებლად. ჩვენი ბრძოლა რიგით მეხუთეა, მანამდის კი ვზივართ ვიწრო ჩაბმელებულ გასახდელში და ვისმენთ დარტყმების ხმას, ამას თან ჰყვება მაყურებლის ოვაციებით ხმაც, ოჰ როგორ მძაბავს სხვისი ბრძოლიდან გამოწვეული ხმა, ღმერთო ნეტავ მალე მოვიდეს ჩემი რიგი, უკვე აღარ შემიძლია ლოდინი. მესამე ბრძოლა დასრულდა და მეოთხე ბრძოლის მონაწილეები მოემზადნენ გასასვლელად, წინა ბრძოლიდან ერთი მებრძოლი საგრძნობლად დაზიანდა და საკაცით შემოჰყავთ ამ ჩაბმელებულ ვიწრო გასახდელში, ჩვენ კი ფეხზე დადგომა მოგვიწია რადგან ადგილი აღარ გვყოფნის. ვდგევართ ერთმანეთის პირისპირ, მე და ჩემი მეტოქე ძალიან ახლოს მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავთ რადგან სრული სიბნელეა, მხოლოდ მის ნასუნთქ ჰაერს ვგრძნობ როგორ მხვდება მხარზე და სასწაულად მკვეთრად ჩამესმის ყურში, რაზეც ორმაგად ვღიზიანდები და სიძულვილი მიმძაფრდებაბმის მიმართ. კვლავ ვისმენთ ხმაურს და ოვაციები და ორმაგად ვიძაბები, ადგილიდან ვერ ვიძვრი რადგან ერთმანეთზე ვართ მიჭყეტილი და ველით ჩვენს გასვლას, მეოთხე ბრძოლა დროზე ადრე, მეორე რაუნდში ნოკაუტით დასრულდა, რაზეც კოტემ თავი შემოსწია და მოგვმართა მე და ალექსის რომ ჩვენი რიგი მოდის და მოვემზადოთ. წამყვანი მაყურებელს ახირება ჩვენს გამოცხადებამდე, მე კი აღარ ვიცი თავი როგორ მოვთოკო, ოფლი სახეზე მზდის... როგორც იქნა გაიწვიეს თივისკენ ალექსი და შემდეგ ფარდასთანე დავდექით სადაც არის ჩემს სახელსაც გამოაცხადებს და ასეც მოხდა, მივუყვები ჩაბმელებულს დერეფანს, მაყურებელი ჯებირებიდან მაკვირდება მაგრამ სრული სიჩუმეა, არც მტერი და არც მოყვარე არ იღებს ხმას. თივაზე გადავედი და მსაჯმა ერთმანეთის პირისპირ დაგვაყენა, როგორც ავღნიშნე ის ჩემზე მაღალია ამიტომ ავსცქერი ზემოდ თვალებში, მისი ფირუზის ჶერი თვალები ორმაგად მაღიზიანებს და ცივი გამოხედვა. ზარის ხმა გაისმა და მსაჯმა ბრძოლისაკენ მოგვიწოდა.... იმდენად დიდ სიძულვის ვგრძნობ მეტოქის მიმართ რომ დავივიწყე სტრატეგია და პირდაპირ დავესხი თავს, გამაღიზიანებლად მხვდება დარტყმები თავის არეში, რამაც ორმაგად გამაბრაზა და ვცდილობ ტკივილი მივაყენო დიდი. არც სტრატეგია, არც დაზვერვა, არც ტექნიკა... გაუაზრებლად ვუქნევ ხელებს და ვცდილობ დარტყმა მივაყენო მაგრამ ჩემი მოქნეული ხელიდან, მხოლოდ მცირედი ხვდება, თავად კი მშვიდად და გააზრებულად მაყენებს ლიერ დარტყმებს რამაც სახე დამიზიანა. პირველი რაუნდი დასრულდა და სახე ისე მაქვს დაზიანებული რომ გამოხედვა მიჭირს, თვალი და ყური დასიებულ გალურჯებული... სეკუნდანტის მიმიტითებს ბრძოლის სწორად წარმართვაზე მაგრამ მე ყურს არ უგდებს რადგან ბრაზისგან ვარ დაბრმავებული. მეორე რაუნდის დაწყებიდან კვლავ დაუფიქრებლად დავესხი დავს მაგრამნისეთი ძლიერი დარტყმები მითავაზა რომ თივაში ჩავარდი... განრისხებული წამოვდექი ფეხზე და მხრით დავეტაკე რაზეც თავი ვეღარ შეიკავა და დრო ვიხელთე დარტყმებს ვაყენებ მაგრამ მონატეხი ხელით ვაკეთებ ამას რასაც დიდ ძალას ვერ ბახმარ.... ალექსიმ დრო იხელთა ჩემს სისუსტეზე და კვლავ ძლიერი დარტყმებით მიბრუნდება, გრძნობს რომ გამარჯვება შეუზლია და თავს არ იშურებს.... მე კი ვირიგდები იმ ფაქტს რომ ამ ბრძოლაში დამარცხებული ვარ, ამიტომ ხელებს სახეზე ვითარება და ვიღებ მის ძლიერ დარტყმებს, ისიც არ აპირებს გაჩერებას, იქამდე მირტყამდა სანამ ძირს არ დავეცემი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ სახიდან სისხლი წურწურით მზდის მაინც მყარად ვდგევარ, ალექსი კი ამაზე ბრაზდ ბა და უმატებს დარტყმების სერიას.... მსაჯმა რაუნდის დასრულებამდე სეგვიჩერა ბრძოლა და მე ისე გადმოვძვერი თივიდან რომ შედეგსაც არ დაველოდებივარ... გასახდელში შევედი და ძირს დავეცი ზურგით, სწრაფად ვსუნთქავ და შემოეხვია ექიმების ბრიგადა, ზოგი თვალში მამათებს, ზოგიც კი პულსს და წნევას მიკონტროლებს. ცოტახანში ჩემი სეკუნდანტი შემოვიდა ჩემთან გასახდელში, მეხმარება ფეხზე წამოდგომაში... თავი ისე მტკივა რომ ზევით ვერ ვწევ, თავზე ყინულით სავსე პარკი დავიდე, შემდეგ ჩემს სეკუნდანტის შევხედე და გავანდე რომ ეს ჩემი ბოლო ბრძოლა იყო, რომ ამის მეტს თივაში აღარ ვიბრძოლებ. მიმზერს ის და პასუხს ვერ მცემს... გარედ გავდივარ და ერთ ერთი მაყურებელი ჩემს გამხნევება ცდილობს, სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა, მეც ამოვიღე ერთი ღერი და მოვუკიდე, ასე მივემართები გზა და გზა ჩემი სახლისაკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.