ბრძოლა თივის წესებით (თავი მეშვიდე)
არსად გასვლის სურვილი მაქვს, მხოლოდ იძულებული ვარ სამსახურში ვიარო, რადგან სხვა გზა არ მაქვს.... ინტერნეტში ჩემი დამარცხების ვიდეო ფირი განუწყვეტლივ თრიალებს და სრულიად მთელმა ქვეყანა შესცქერის, როგორ მირახუნებენ თავ- ყბაში. მლანძღავენ და დამცინიან, ამიტომ არ მაქვს გარედ გასვლის სურვილი, სამსახურშიც ვცდილობ თავ დახრილმა ვიარო... რამოდენიმე კვირამ ჩაიარა და ხალხსაც ცოტათი მიავიწყდა ეს ამბავი მაგრამ მაინც მეხუმრებიან ბოროტად ამ თემაზე, მეც ვიღიმი მაგრამ გული სასტიკად მტკივა. უკვე ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია, მივდივარ სამუშაოდ, ვბრუნდები სახლში, ვწვები და ვიძინებ. შაბათი დღეა, შუა დღის მზის სხივები ამშვენებს ჩემს ფანჯრებს, მე კი როგორც უკვე მჩვევია სახლიდან გასვლას არ ვაპირებ, საცვლის ამარა დივანზე ვარ წამოწოლილი, მუცელზე თეფში მიდევს და ამავდროულად ხელში ლუდი მაქვს მომარჯვებული, ტელებიზორში გადაცემას ვავლებ თვალს. უცბად კარზე კაკუნის ხმამ შემაწუხა, ამოვიოხრე და კვლავ განვაგრძე ტელევიზორის ყურება, კაკუნის ხმა უფრო და უფრო იმატებს, შეწუხებულმა გადავდე თეფში გვერდით და დამწუხრებული გავემართე კარისაკენ... კარი შევაღე და ჩემს წინ დგას, ჩემი 75წლის თომა, ჩემი მწვრთნელი რომელსაც, ორი თვის წინ ვეჩხუბე დარბაზიდან გამომაგდო. თომა: დიდხანს ვიდგე კართან, თუ შემომიშვებ?. თომას კარი გავუხე ბოლომდე და შინ შევიპტიჟე, ის კი გადაადგილდება ჩემს პატარა სახლში და ყველაფერს აკვირდება, რაზეც ვღიზიანდები მაგრამ ვერაფერს ვამბობ. თომა: როგორც ვხედავ არაფერს იკლებ, სვამ, ეწევი კიდეც... ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ტანსაცმლის ჩაცმაც გეზარება, არ განაღვლებს სტუმარი. :რა მოხდა?!.. ჭკუის დასარიგებლად მოხვედი?. თომა: არა, უბრალოდ მაინტერესებს, როდემდე აპირებ ასე?. :რა გინდა თომა?, რატომ არ დამანებე თავს?... ხომ წამოვედი შენი დარბაზიდან, ახლა მადროვე, მივხედავ თავს როგორმე. თომა მომიახლოვდა გაავებული და თვალებში ამომხედა... თომა: რას ეძახი მიხედვას?, საქვეყნოდ რომ გირახუნებენ მაგ ისედაც გარიჯგვინებულ თავში? თუ რა არის შენთვის მიხედვა?.. თავს ვეღარ ვიკავებ, თომასთან იძულებული ვარ ხმას ავუწიო, საპასუხოდაც იგივეს ვიღებ. :რა გინდა?... აქ ჩემს ნერვების მოსაშლელად მოხვედი?!, ხომ გამოვიცანი?. თომა: რა მინდა და გავიგო ის, თუ როგორი გრძნობაა როდესაც გირტყამენ და გამცირებენ, საქვეყნოდ როცა შეგეძლო ყოფილიყავი იქ რასაც სპორტი ჰქვია. :და ჰონორარს შენ გადამიხდიდი?... იმაზე რატომ არ ფიქრობ, როგორია ამ ბოსელში ცხოვრება, სადაც მეგობრები ვერ ამოყავს სირცხვილით, კარგია ხომ?! თბილი სახლი და საკუთარი კუთხე, გაავებული მეპატრონე რომ არ გაკითხავს ყოველი თვის დასაწყისში.... თომა: მხოლოდ ფულში არ არის საქმე, შენ შეგეძლო რომ მოთმინება და ნებისყოფა გამოგეჩინა, წარმატება მარტივად არ მოდის. :ხომ რა თქმა უნდა, ჭენთვის მარტივია თქმა, მხოლოდ ფულში არ არის საქმე თურმე, ყველას შვილი არ გვიგზავნის ამერიკიდან ყოველ თვე თანხას და პენსია არ მაქვს ნამდვილად.... ან რომელ წარმატებაზე მესაუბრები, 35წლის კაცს რომელსაც ტრამვების მთელი ამალა აქვს?!. თომა: მაშინ იცანცარე მაგ თივაში თხასავიტ და აცინე ხალხი. აღელვებულმა ვაქციე ზურგი თომას და ფანჯრისკენ გავიშვირე მზერა, იქნებ ასე მიხვდეს და დატოვოს ადგილი, მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე და კარის ჭრიალის ხმა... მგონია რომ უკვე გადის სახლიდან მაგრამ კვლავ მომიახლოვდა და ხელით მომახედინა მისკენ. თომა: ახლა მორჩი ამ თვით გვემას და მომისმინე.... წუხელ მაჩვენეს შენი ბრძოლა ბიჭებმა და ძალიან მომხვდა გულზე, არ მინდა შვილო ასე უშვირო სახე, ვიღაც ვიგინდარებს და მასხრად იგდო თავი მთელი ქვეყნის წინაშე. :უკვე გვიანია, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა შეიტყო უკვე, ჩემი მორიგი ჩაფლავება. თომა: ისე რა გემართება?!, ამას ვასწავლიდი ამდენი წელი?.... ან სტრატეგია სად დაკარგე, ან ტექნიკა?!, გულის ამრევად წამროაჩინე თავი. კვლავ ვღიზიანდები თომას ჭკუის დარიგება ძე, ის კი მამშვიდებს და მიმანიშნებს რომ ძალზედ ფიცხი ვარ და ეს არის ჩემი დიდი პრობლემა. თომა: დაიოკე ნერვები, თორემ ასე წინ ვერ წახვალ რა დროც არ უნდა გავიდეს.... ერთი სიტყვით აქ იმიტომ მოვედი რომ გითხრა, მიუხედავად იმისა რომ მიუღებელია ჩემთვის, ეგ თივაში ბრძოლა... მაინც არ შემიძლია გიყურო როგორ გამცირებენ, ამიტომ ორშაბათს, საღამოს გელოდები დარბაზში, მოემზადე სათანადოდ, რომ იმ ლაწირაკო ჭკუა ასწავლოს. აღელვებულმა გავხედე თომას და პერიოდულად მეღიმება, მან კი მხარზე ხელი დამარტყა მსუბუქად და კარისაკენ გაემართა... კარს რომ მიუახლოვდა შეჩერდა, გამომხედა და შემახსენა რომ ორშაბათს შაღამოს, დარბაზში ოდებოდა. თომას სტუმრობამ ცოტათი ხალისი დამიბრუნა, და სულ სხვა შემართებით მივემარტები სამსახურისკენ... ნიკასთანაც აღვადგინე კონტაქტი და ხშირად ვესაუბრები, ჩემს საქმესაც მეტად ყურადღებით ვაკეთებ. უცბად სოფია შევნიშნე და კვლავ ავარიდე თვალი, ის კი მომიახლოვდა და მომესალმა. სოფია: სად დაიკარგე?!, იმ დღის შემდეგ სამსახურშიც ვერ გამჩნევდი ხშირად, თითქოს არც იყავი აქ. : ხომ, რაღაც ვერ ვიყავი გუნებაზე... შენ როგორ ხარ?, იმ დღევანდელზე ბოდიში, უეცრად გადავწყვიტე წამოსვლა. სოფია: ეგ არაფერია, მე ვიფიქრე რაიმე ხომ არ გაწყენინე. :არა რას ამბობ?!, ყველაფერი მშვენივრად იყო. სოფია: ძალიან კარგი.... დროებით მაშინ და იქნებ კიდევ შეძლო სემდეგში ჩვენტან ერთად წამოსვლა, ჩემს მეგობრებს მოეწონა შენთან გატარებული დრო. :აუცილებლად, მეც კარგად ვისიამოვნე. ვემშვიდობები სოფიას და უცბად შევამჩნიე, როგორ ალმაცერად მიმზერს ნიკა და მეკითხება რომელ დღეზე ვსაუბრობდით მე და სოფია... მე დაბნეულობისგან არეულად ვუხსნი მას, ნიკამ კი ჩუმად ჩაიცინა და მიპასუხა რომ გასაგებია ყველაფერი. როგორც იქნა სამსახურიდან გამოსულმა დარბაზში მოვახერხე მისვლა.... თომა მიეტევება და მიმიტითებს რომ გავხურდე.... შემდეგ რინგზე ამიყვანა და სპარინგ პარტნიორად ლევანი დამიყენა. ის ისე სწრაფად მოძრაობს რომ ვერ ვახერხებ შევნიშნო, როგორ მემუშავება მოკლე ჯებებით და მაყენებს უამრავ დარტყმას, რაზეც თომა ღიზიანდება. თომა: ბიჭოვ, რით ვერ გაიგონე რომ ვერ იბრძვი შორი მანძილიდან, დაბალი ხარ და შენი ბრძოლა არის ახლი ბრძოლის ტექნიკა, შეუშვინმაგ გასიებულ თავში!. ვცდილობ გავითვალისწინო მისი რჩევა და ახლო.მანძილზე მივუახლოვდე მაგრამ არ გამომდის და კვლავ უამრავი დარტყმა მხვდება, სახის არეში. თომა: შეჩერდით!..... ვატო ნელი ნაბიჯებით სდიე მეტოქეს, სახე დაიფარე ხელებით და ნელი სვით გადაადგილდი მისი.მიმაეთულებით, ეცადე რომ რაც შეიძლება ახლოს მიუახლოვდე მას და რა ადგილსაც დატოვებს ღიას, იქ მოარტყა ზუსტად. კვლავ განვაგრძეთ სპარინგი, ისევ ვცდილობ ახლოს მივუახლოვდე მაგრამ ამას სწრაფად ვაკეთებ და ლევანი გვერდით მაგდებს, მისი სწრაფი მოძრაობით. თომა: შეჩერდით!.... შეჩერდით!... ჯაბა, ლუკა, ზურა.... ამოდით რინგზე. ბიჭები ამოვიდნენ რინგზე და თომამ ისინი ჩემს და ლევანის ირგვლივ დაამწკრივა. თომა: ბიჭებო ეცადეთ ამ დოყლაპიას, შეამციროს მანძილი, იცოდეთ თუ უკან სვლით დაიძვრება, იმ წუთასვე უთავაზედ გემრიელად. ბიჭებმა გაითვალისწინეს თომას მითითება და მიზრუდავენ სივრცეს, ახლა უკეთ ვემუშავები ლევანის მაგრამ დრო და დრო კვლავ უკან ვიხევ, რა დროსაც ბიჭები მსუბუქი დარტყმებს მაყენებენ, თომა კი კვლავ მიმითითებს რომ ნაბიჯი წინ გადავდგათ დინჯად, სახე ხელებით დავიცვა და მეტოქეს გადაადგილების საშუალება არ მივცე, ამავდროულად ზუსტი დარტყმები მივაყენო. დღე დღეს მისდევს, მე კი დრო და დრო უკეთ გამომდის ვარჯიში და თომას კომბინაცია... კარგად ვემუშავები მეტოქეს, თომაც აჟიყირებული, კვლავ მიმითითებს და მაქებს. თომა: კარგია, ასე განაგრძე, ზუსტი დარტყმები მჭირდება.... თავს იცავს, შეტევას ანხორციელებ... კარგია, შეჩერდით. ვატო მოდი ჩემთან, ყველაფერი კარგად გაითვალისწინე, რასაც გასწავლი... იცოდე უნდა მიუახლოვდე, არ მისცე საშუალება მეტოქეს რომ შენგან გაიქცეს, არცერთი ნაბიჟი უკან. :გასაგებია თომა.... თომა: ძალიან კარგი, ახლა გამოიცვალე და წყალი გადაივლე. გასახდეისკენ მივემართები, უცბად ნიკა შევნიშნე. ნიკა: კარგად ისპარინგე, მომეწონა. :გმადლობ, აქ საიდან გაჩნდი?!, რამე ხომ არ მოხდა?. ნიკა: არაფერი, მიდი მალე გამოიცვალე, გველოდებიან. :ვინ გველოდება?.... ნიკა: სოფია და სალომე, ბარში წავიდეთ. გასახდელში დან გამოვედი და თომას დავემშვიდობე, ის მიხვდა რომ გასართობად ვაპირებ წასვლას და მირჩია რომ სახლში დროზე მივიდე და დავიძინო რადგან. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ბარში პირველად ვიმყოფებით ოთხივენი ერთად, ნიკა და სალომე, ჩვენს წინ ზიან და კოკტეილს მიირთმევენ, მე და სოფია კი გვერდი-გვერდ ვზივართ და მემჩნევა რომ ძალზედ დაძაბული ვარ. სალომე: როგორ მიხარია რომ როგორც იქნა, სოფია ჩვენს მხარეს გადმოვიბირეთ. სოფია: კარგად საცემი ხარ მაგრამ შედეგს თუ გამოიღებს?! ეგ არ ვიცი. ნიკა: კარგი რა, შემოგვხედე რა საყვარლები ვართ. ყველანი ვიცინით და უცბად ბარში მუსიკის ხმა გაისმა, სალომემ აღელვებულმა სტაცა ხელი ნიკას და საცეკვაოდ გაეშურნენ, ჩვენ კი მარტოდ დავრჩით და მუცქერთ მათ როგორ ცეკვავენ და ერთობიან მაგრამ უფრო და უფრო ვიძაბები რადგან უხერხულად ვარ სოფიასთან მარტოდ დარჩენილი... შუბლიდან ოფლი მსდის, უეცრად ჩამესმის სოფიას ხმა, მეკითხება ხომ არ გვეცეკვა?!, ნერწყვი ისე გადავყლაპე რომ მუსიკის ხმა ლამის გადაფარა და ენა დაბნეულმა განვუცხადე თანხმობა.. ერთადწამოვდექით და გავემართეთ საცეკვაოდ... ეს მინდოდა ახლა?!, უფრო დაძაბული და გაშეშებული ვდგევარ სოფიასთან ახლოს და ხელებს წელზე ვახვევ მას, ის კი კისერზე მხვევს ხელს და რობოტივიდ ვიწყებ მოძრაობას. სოფია: ძალიან დაძაბული ხარ, მოეშვი და ჩემთან ერთად იმოძრავე.... ნუ ღელავ გამოგივა. ვცდილობ გავიმეორო ის რასაც სოფია მკარნახობს მაგრამ ცეკვაზე სულ არ მეფიქრება, მის სურნელს ისე ვგრძნობ რომ თავბრუს მახვევს... სოფია: აი ასე, კარგია... მშვიდად ამყევი, ასე მშვენიერია. რამოდენიმე წითში მუსიკის ხმა შეწყდა და ტაშის ხმაც დაერთო, ჩვენ ოთხივენი დავუბრუნდითაგიდას. სალომე: ვატო, გიყურებდით, მშვენივრად ცეკვავდით შენ და ჩემი და. სოფია: კი ნამდვილად კარგად გამოგივიდა. მაქებენ გოგონები მე კი ისეთი წითელი ვარ რომ ნიკა მიმზერს და სიცილს ვერ იკავებს. კარგი დრო ვატარეთ ბარში და გოგონებიც შინ მივაცილეთ. გზად ნიკას ვესაუბრები და ჩემს სამომავლო გეგმებს ვაცნობ რომ ისევ ვაპირებ ბრძოლას ახლა უფრო მეტი შემართებით მომზადებით და მონდომებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.