ბრძოლა თივის წესებით (თავი მეცხრე)
ბრძოლის დღე ახლოვდება და მთელი მონდომებით ვარჯიშობ ტომატასთან, თომა გვერდით მიდგას და რჩევებს არ იშურებს, მთლიანად ჩართული ვარ დარტყმის კომბინაციით, ამ დროს თომას თანაშემწემ ბათომ შემაჩერა და მანიშნა რომ სტუმარი გვეწვია, მივიხედე და ჩვენს ზურგს უკან, ოდნავ მოშორებით სოფია მომჩერებია. :თუ შეიძლება დღეს დავასრულებ. თომა: ვატო ერთ კვირაში ბრძოლა გაქვს. :მესმის მაგრამ დღეს იქნებ ცოტათი ადრე მოვრჩეთ. თომა: კარგი ჯანდაბას შენი თავი, წყალი გადაივლე. მადლობის ნიშნად მოვეხვიე თომას, მან კი სწრაფად გამწია და ჩემს ოფლს იწმენდს... სოფია მივუახლოვდი და ვთხოვე ცოტახნით დამიფაროს მანამ სანამ წყალს გადავივლებ. საღამო ხანია, მე და სოფი ვსეირნობთ მაგრამ შევნიშნე რომ ცოტათი მოწყენილია, ჩავეძიე მაგრამ უშედეგოდ... რატომღაც ვერ გადავწყვიტეთ საით წავიდეთ, ამიტომ ისევ ჩემს სახლზე შევაჩერეთ არჩევანი. :შემოდი, ყავა თუ ჩაი?.. სოფია: არა გმადლობ, არაფერი მინდა. :სულ დამავიწყდა, შენ რომ გიყვარს ის ნამცხვარი მაქვს, დაჯექი და ახლავე მოგიტან. სოფიმ შემაჩერა და მთხოვს რომ ვილაპარაკოთ. :სოფი რა ხდება?!, შეგიძლია მითხრა?. სოფია: მე ყველაფერი ვიცი. :მართლა?... აბა მითხარი, რამდენი სხივი აქვს მზეს?... სოფია: ვატო სერიოზულად გელაპარაკები!.... :კარგი, რაშია საქმე?... სოფია: ვიცი რომ მამა გველაპარაკა, ყველაფერი მომიყვა. :ხომ.... მერე რა?. სოფია: შენ რას ფიქრობ?... :მე იმას ვფიქრობ, რაც მამაშენს ვუთხარი, ცოლად შეგირთავ. სოფია: კარგი რა ვატო.... რადროს ცოლობაზეაბსაუბარი, მე ის მწყინს რომ შენ ბრძოლას ირჩევ, იმის მაგიერ რომ ჩემთან იყო. :ერთი წუთით, შენ ახლა ურევ.... მე შენზე უარი არ მითქვამს. სოფია: მეტი რა უნდა გეთქვა?!.... მამამ ყველაფერი კარგად აგიხსნა. სოფის მივუახლოვდი, სახეზე ვეფერები და ვაკოცე. :მე შენზე უარს არასდროს ვიტყვი, მაგრამ ვერავის აზრზე ვერ ვივლი... მე მიყვარს ჩემი საქმე, და ეს ხელს ვერაფერში შეგვიშლის. სოფი ნელ ნელა მცირდება და ფანჯარას უახლოვდება.... სოფია: ასე არაფერი გამოგვივა ვატო... კარგი, დავუშვატ ერთად ვიცხოვრებთ აქ მაგრამ როდემდე შევძლებთ ამას?.... თუ წარმოგიდგენია, მხოლოდ შენი ანაზღაურებით.... :ააჰ.... აი თურმე რაში ყოფილა საქმე, სხვათა შორის, ახლა ამ ბრძოლაში, საკმაოდ კარგ თანხას მივიღებ და ავტომობილსაც, ამის გარდა კიდევ სხვა შემოზავაზებებიც მექნება, ამაზე ნუ იდარდებ. სოფია: ვატო მე ასე არ შემიძლია, მაპატიე.... სოფის მივუახლოვდი და შეკრული შუბლით ვუმზერ. სოფია: ვატო როგორ აგიხსნა?!, მე მინდა რომ რაიმე სქქმით იყო დაკავებული, არ მინდა რომ გირტყან და ურტყამდე, მე ამისთვის არ ვარ მზად, ხომ გესმის?.... :არაფერი მესმის.... ვერ ვხდები ამით შენ რას შეგიშლი ხელს?!... მემგონი ეს უაზრო მიზეზია.. ფულიანი მამიკოს გოგოს, უაზრო მიზეზი. სოფია: სიტყვები შეარჩიე!... სანამ მამაჩემს ახსენებ!.... :რომელ მამაშენს?!, რომელსაც სურს რომ რენესთან დაიჭირო საქმე, ხომ ასეა?... სოფია: ახლა შენ ხარ უაზრო აზრებით... მამას ეგ სულ არ უხსენებია მაგრამ როგორც ვხედავ, თავად გაქვს კომპლექსი, ხომ ვატო ასეა... გულის სიღრმეში დარდობ, გსურს შენც სხვანაირი იყო მაგრამ არ ხარ და ცდილობ, გინდა რაიმე შექმნა მაგრამ არასწორ გზას ადგახარ, ეს ყველაფერი ფუჭი დროის კარგვაა. :ახლა კარგად მომისმინე, განებივრებული გოგონავ, მე მთელი ჩემი ცხოვრება იმას ვაკეთებ, რაც მომწონს და სწორედ მიმაჩნია, და არავის მსგავსებას არ ვაპირებ, მე მომწონს ის რასაც ვაკეთებ და როგორც ვცხოვრობ. სოფია: მაშინ იცხოვრე ამ ვიწრო სახლში და უქნიე ხელები, ვიღაც ვიგინდარებს..... სოფიმ იმ წამსვე იგრძნო როგორ მაწყენინა და მის სიტყვებს ბოდიში მოაყოლა, მიმტკიცებს რომ ეს მხოლოდ აღელვების ბრალია მაგრამ განრისხებულმა უარესად შევუტიე და უხეშად ვაიძულე რომ დაეტოვებინა ჩემი სახლი, ისიც ას მოიქცა და ატირებული გაიქცა ჩემი სახლიდან. ამ დღის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი მდგომარეობა, დღე დღეე ბრძოლა მელის მე კი ისეთი შემართებით ვეღარ ვარჯიშობ, რადგან მე და სოფი ერთად აღარ ვართ.... ამას ჩემი მწვრთნელი თომაც ამჩნევს და გამუდმებით მსაყვედურობს... შინიდან გასვლის სურვილი აღარ მაქვს მაგრამ ასეც ვერ ვჩერდები, მინდა სოფი ვნახო და კიდევ ერთხელ დაველაპარაკო, რამოდენიმე დღის შემდეგ ასეც მოვიქეცი, მივუახლოვდი მის საცხოვრებელ სახლს და ველი მის გამოჩენას, რამოდენიმე წუთში სახლიდან სოფია გამოვიდა და მეც მაშინვე გავემართე მისკენ მაგრამნუცბათ მის ფეხებთან ავტომობილი შეჩერდა და რენე გადმოვიდა, მას მიუახლოვდა და გადაკოცნა, შემდეგ ორივენი ჩასხდნენ ავტომობილში და გვერდით ჩამიქტოლეს, ისე რომ ვერც კი შემამჩნიეს... მორჩა, სოფი დავკარგე... ვდარდობ მაგრამ ვერაფერს შევცვლი, იმის შემდეგ რაც მითხრა, რთულია ადამიანი შენს გვერდით გააჩერო მაშინ, როდესაც მას არ სურს ისეთი კიგიღოა როგორიც ხარ. ბრძოლის დღე მოახლოვდა, მე ბათო და თომა მივემართებით, დანიშნულების ადგილას... ჯერ სივრცე ცარიელია, ხალხი ნელ ნელა ივსება, დრო და დროესალმებიან მებრძოლები და ვამხნევებთ ერთმანეთს... უცბად ზურგიდან ჩამესმის ხმა.. ალექსანდრე: როგორ გიკითხო ვატო?... მზად ხარ დასაძინებლად?.. :მე ვფიქრობ, თავად მოგიწევს დაძინება... ალექსანდრე: რა საყვარელია არა?!, რა საცოდაობა იქნება რომ ეს ამის ბოლო გაღიმება იქნება, ძალიან მალე დაგაძინებ, ამის პირობას გაძლევ. თომამ ხელი ჩამაჭირა და ადგილიდან გამომარიდა... გზად მისაყვედურა რომ საუბარში ავყევი მას. ამასობაში ხალხიც მოგროვდა და ნიკა სალომესთან ერთად შემოვიდა სენობაში, შემნისნეს და გადაეხვივნენ. უკვე მოსაღამოვდა, სადაც არის შეხვედრა შედგება.. ძალიან ვღელავ, ანრის შევეკითხე თუ მერამდენე ვიყავი სიაში?!, მან კი მიპასუხა რომ მეხუთე ბრძოლა იყო ჩვენი, ასე რომ დრო მაქვს კარგად დავისვენო და მოვემზადო.... გასახდელში მე და ბათო ვდგევართ, ხელზე ბინტი დამახვიეს და ახლა ცოტას ვხურდები. ბათო: აბა შენ იცი, რაც ვივარჯიშეთ ყველაფერი უნდა გამოიყენო სწორედ... ბათო მითითებებს მაძლევს მე კი ვცდილობ ღრმად ვისუნთქო. :ძალიან ვღელავ ბათო.... ბათო: იცი რას გეტყვი?!... ერთი ის მითხარი, აქ რისთვის ვართ?... : იმისთვის რომ ვიბრძოლო. ბათო: და რაში გჭირდება, ეს ყველაფერი? : არ ვიცი..... ბათო: ვატო, ვიცი რომ ძალინ ღელავ ახლა, ისიც ვიცი რომ შიშის ფაქტორიც გაქვს და ეს ძალზედ ნორმალური მდგომარეობაა მაგრამ თუ გახსოვს ბავშვობაში თომა რას გვეუბნებოდა მაშინ, როდესაც ტურნირის წინ ვღელავდით?.... ახლა იგივეს მე გავიმეორებ, იქ რომ ახვალ იცოდე რომ ძალიან გეტკინება, დასახიჩრდები მაგრამ ეს შენი არჩევანია, ხოდა გადინდანიბრძოლე!.. მხოლოდ ეს გევალებათ შენ... ისიც ღელავს და მასაც ეშინია, ისიც ადამიანია... მაგრამ აქ იმის თვის ხარ რომ იბრძოლო, შენს ქვეცნობიერს სურს რომ იბრძოლო, გესმის?!, შენ მებრძოლად ხარ დაბადებული, ეს ასე რომ არ იყოს ახლა აქ არ იქნებოდი.... გახსოვდეს შენ რომ იბრძოდი, მას მშობლები ფაფას აღენიშნება პირში, ვატო... გადი და იბრძოლე!, ეს შენი დღეა. ბათოს სიტყვებმა შედარებიტ იმოქმედა ჩემს გონებაზე,ბახლა ისღა დამრჩენია ჩემს შიგა დაველოდო, ამ დროს მიახლოვდება ერთ ერთი კებრძოლი დათო რომელსაც პირში კბილის დამცავი უკეთია და რთულად წარმოთქვამს სიტყვებს მაგრამ მის აზრს მაინც მიზიარებს რომ არ უნდა ვუყურო სხვის ბრძოლას, ასე უფრო ნაკლებად იძაბები... ამას მისი გამოცდილებიდან მირჩევს, ამ დროს მისი სახელი ამოიკითხეს და გასასვლელ ფარდასთან დადგა. ბათომ მისკენ მიიწია და მირჩევს რომ ცოტათი გახურება არ მაწყენდა, რადგან მალე ახლოვდება ჩემი გასვლა. ამ დროს კოტემ თავი შემოსწია და მიხმობს. კოტე: ვატო შენი ნახვა სურთ... ბათო: კოტე რა დროს ეს არის?!, ვერ ხედავ რომ ხურდება... მალე გასვლის დრო აქვს. კოტე: რა გავაკეთო, გასახდელში სურს შემოსვლა მე კი არ ვაძლევ ამის უფლებას, ის დაჟინებით ითხოვს, მის ნახვას. :კარგი ბათო, იქნებ ვინ არის და რა სურს?!, გავალ ცოტახნით... მე ვცდილობ ბათო დავარწმუნო რომ ცოტახნით დავტოვო გასახდელი და ამ დროს კოტეს უყურადღებობით ისარგებლა და სოფია შემოვიდა გასახდელში, ბათომ მითხრა რომ 3 წუთი დაგვტოვებდა, მე მადლობა გადავუხადე და მე და სოფია მარტოდ დაგვტოვა. :აქ გოგოს არაფერი ესაქმება. სოფია: ვიცი, მაპატიე რომ ასე სემოგეჭერი, უბრალოდ მინდა იცოდე რომ.... ცუდად გამომივიდა იმ დღეს, ასე არ ვფიქრობ, მე შენ მიყვარხარ და შენს არჩევანს პატივს ვცემ. :არაუშავს, მეც არ გამომივიდა კარგად, უბრალოდ ვიყავი შენთან და დაგინახე როგორ გაჰყევი რენეს. სოფია: არა... არასწორედ გაიგე, მე მასთან არაფერინკაკავშირებს, მე მხოლოდ შენნმიყვარხარ... მამაჩემის დაჟინებულიბთხოვბიტ გავაკეთე ეს მხოლოდ. :კარგი გასაგებია, მალე ჩემი გასვლის დრო მოვა. სოფია: ვიცი, და მხოლოდ ერთი რამ მინდა გთხოვო. :გისმენ, ყურადღებით. სოფია: მინდა რომ ახლა გახვიდე და ჭკუა ასწავლოს იმ ბიჭს, მინდა რომ გაიმარჯვო. მე მას მივუახლოვდი და მოვეხვიე. :ამას შენნმთხოვ?!, რომელსაც ამის ცქერა არ უყვარს?... სოფია: დიახ, მინდა რომ გაგეხარდეს რომ გაიმარჯვებს, მეტი არაფერი მინდა. ერთმანეთს ვეხვევით და ცოტახანში გასახდელი დატოვა სოფიმ... ამასობაში ჩემი რიგიც მოვიდა და ფარდასთან ვდგები, ღმერთო ჩემო ძალიან ვღელავ, ბათო მხრებს კიზელს და იმეორებს რომ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო.... თვალს ვხუჭავ და მესმის როგორ მიხმობს წამყვანი თივის რინგისაკენ, ბათო კი არ მიშვებს, მეუბნება რომ ჩემს გარეშე მაინც ვერ დაიწყებენ, ასე რომ სჯობს გვიან და ნელი სვლით გავემართო, ისიც დამარიგა რომ თივას რომ მივუახლოვდები, ცოტახნით ვიყოყმანო ასვლა, რადგან ეს მეტოქის ფსიქოლოგიას მეტად ამძაფრებს.... ასეც ვიქცევი ნელი სვლით მივემართები თივებამდე, გზად ვხედავ როგორ ჰყვირიან და იმეორებენ ჩემს სახელს, ისიც შევნისნე სოფიას როგორ ჩაავლო მამამისმა ხელი და ცდილობს აიძულოს წაჰყვეს მას მაგრამ სოფია წინააღმდეგობას უწევს, ამიტომ ვალერი პასუხობს რომ როდესაც ბრძოლა დასრულდება ის მას წაჰყვება.... ახლა უკვე გადავაბიჯე თივას და ვდგევარ მეტოქის პირისპირ, მსაჯმა მიგვაახლოვა ერთმანეთთან და მიგვითითებს რომ მივესალმოთ ერთმანეთს.... :- ბიჭებო, გახსოვდეთ, არ შეიძლება თვალში თითის ჩარტყმა, წელს ქვემოთ დარტყმა და თავის გამოყენება.... ახლა თქვენი კუთხე დაიკავეთ!... გვერდითა მსაჯები ყურადღებით!, ვიწყებთ, ბრძოლა!. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.