ფერადი ფიფქების დაცემა
პროლოგი ზუსტად ვერავინ იტყვის, რა იყო ეს შეგრძნება. მაგრამ როცა გავიზარდე, ბევრ რამეს მივხვდი — და ის ძახილი, როგორც აღმოჩნდა, ჩემი გულიდან მოდიოდა. ვხვდებოდი, რომ მე აღარ ვიყავი ის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც უბრალოდ მიჰყვებოდა უცნობ ხმას. ამიტომ გადავწყვიტე, მისი წყარო გარშემო მეპოვა. წლები ვგრძნობდი ამ წყვეტილ კავშირს, ტკივილნარევ დანაკარგს და საშინელ მარტოსულობას, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი საკუთარი გულგრილობით გაჩნდა. მაგრამ ღმერთმა კიდევ ერთი შანსი მომცა — მე ის ხმა ისევ ვიპოვე! და რაც არ უნდა დამიჯდეს , მას აღარასდროს გავუშვებ. ეს რომანი მინდა მივუძღვნა შორენას — ყველაზე ძვირფას ადამიანს ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, როგორ განვითარდება სიუჟეტი, მაგრამ ვიცი: მე მაქვს უნარი, ვაჩვენო, როგორია ნამდვილი სიყვარული. წინასიტყვაობა ჩემი ამბავი იწყება კავკასიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ქვეყანაში — საქართველოში. მე ვარ სოფია, მთხრობელი! და მოგიყვებით მამაჩემის ისტორიას, ეგრეწოდებულ— ფიფქა გიორგის ამბავს. მომიტევეთ, თუ ჩემი თხრობა ცოტა ტიპიური შეცდომებითაა სავსე. ფიფქა გიორგი სულ ღიმილით ამბობდა ხოლმე: „ჩემი გული მაშინ გასხდა ბრილიანტი, როცა ის დავინახე.“ იქნებ ხუმრობითაც არ ამბობდა, მაგრამ ისე ლაღად გამოუვიდოდა ხოლმე, ძნელი იყო არ გაგეცინა! მამაზე.... — ეი შვილო, ადექი დროზე, ვერ ხედავ რა დროა? რა იყო, პირველივე დღეს დააგვიანო გინდა? — დედა, ცოტახანიც დამაძინე რა... — დაგაძინო? შენ ხომ თვითონ არ თქვი, წყალი გადამასხი თუ არ ავდგებიო? რა იყო, წყალი მოვიტანო? — ოხ, დედა... ჩემი ენა მომჭრა ფეხები! — აჰაჰა! გამაცინე! ფიფქას დიდად არასდროს მოსწონდა დილით ადრე ადგომა და ვარჯიში! მაგრამ... რაც არ მოსწონდა, ისიც სიამოვნებდა — ხოდა, არჩევანი ჰქონდა, ხომ?! მოკლედ, არაფერი გამორჩეული — ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა. იქამდე, სანამ თოვლი არ მოვიდა! ერთ დღეს, როცა სამსახურიდან ბრუნდებოდა, თოვლმა თვალი მოსჭრა და მას მეტი რაღა უნდოდა — აკრიფა სისწრაფე, სახლში აპირებდა მისვლას, მაგრამ გზა მოცურებული იყო... და სწორედ იმ დროს ფეხი დაუცურდა და ერთი ძლიერად შეასკდა უცნობ ქალს. ეს იყო ელენე. — ოხ, რა მადაზე მოვედი... აბა, მე ვის ვუთხარი, თოვლი უნდა გავასწორო! ერთი, ორი და — აჰ! — ეი, რა გამიკეთე?! დამასველე რაა! ამბობდა, ელენე ისე დაეცა, ფიფქა გაოცებული დარჩა და ერთი საათი გონს ვერ მოდიოდაო! ყველაფერზე თავს უქნევდაო! მოკლედ, რომ მივყვეთ ამბის განვითარებას — ელენე რასაც მოისურვებდა, ფიფქა მაშინვე უყიდიდა. არადა მისი ხელფასი ძლივ წვდებოდა მის პიჯაკსაც კი. აშკარა იყო — ფიფქას ელენე მოსწონდა. ან უბრალოდ, მეტი სურდა გაეგო მის შესახებ... ერთხელ, ფიფქამ თაიგული შეიძინა და სიყვარულის აღიარება გადაწყვიტა. აიღო თაიგული, შეუკვეთა ლიმუზინი, მივიდა ელენესთან, მიართვა ყვავილები, წაიყვანა რესტორანში, შეუკვეთეს სტეიკი, გაიცინეს... და ბოლოს, როცა გულით გრძნობდა, უთხრა: — მითხარი, კიდევ დაგპატიჟო თუ მოგეწონა? ელენემ გაიცინა და უთხრა: — კი! მაგრამ — ეგ უბრალოდ მეზღაპრეთა მოყოლილია. რეალობა სულ სხვანაირი იყო. ფიფქა მივარდა და უთხრა: — მე შენ მიყვარხარ, ჩემო გულო! და რა მოხდა? — ელენე! — ხო, გიორი? — გიყვარს ყვავილები? — არა. ვერ ვიტან. ხოდა, ადგა და ნაყიდი თაიგული სანაგვეში მოისროლა. სამაგიეროდ, ელენემ თქვა: — პლიტკები მიყვარს! ხოდა, უყიდა პლიტკები — როგორც ადრე თავისთვის ყიდულობდა. ელენესა და ფიფქას ამბავი საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა. ელენემ სხვა — უფრო სიმპათიური — ბიჭი გაიცნო. ფიფქას არაფერი უთხრა, უბრალოდ გული გაუტეხა... და ფიფქა გულგატეხილი დარჩა. მერე ფიფქა დარბოდა, ვარჯიშობდა, მუშაობდა. წლები გავიდა და ისწავლა — ემოციების გათიშვა. დაბლოკა ტკივილი. აი ასე გადაიქცა... ...რემბოდ! ???? უჰ, პულიმიოტი აკლი, მგონი, აჰაჰა! ფიფქა რემო! შევარდა ტერორისტებს ბაზაში და მძევლები დაიხსნა თავისი უემოციო სახით და გატეხილი გულით! ხოდა, მან გაიცნო მისი ნამდვილი სიყვარული! მარია! მაგრამ მარიას არ დანახა, და ატც ის იცოდა რომ უყვარდა! დასარული! ვიხუმრე. ჯერ ახლა ვიწყებ თხობას! აჰაჰა! მოკლედ, მძევლები დაიხსნეს, მარიამაც დაიხსნა! თუმცა, ის არ გაურჩევია სხვა მძევლებისგან, რათა ელენეს გულში არ გაეტეხა! უჰ, რებს ვწერ! ჩემი! კაცი სიყვარულისგან ცი-კამარაზე იდგა! თუმცა, მშვენივრად იცოდა, რომ ელენესნაირი ადამიანები, რომლებსაც მიკარნახეს, რომ სარგებლობდნენ და დაცინვაზე აკეთებდნენ აქცენტებს, არ აწყენდა და შიშიც არ იცოდა! ფრთხილი მოქმედება დაიწყო, მაგრამ დაღლილმა ფესვები დაწვა. უჰ, რა ტრაგიკული დასასრული! ამჯერად მყვირალა მთებზე ავიდნენ, მურა დათვები გამოქვაბულში მძინარე იყვნენ და თუ გაიღვიძებდნენ, კაცმა არ იცის! ფიფქამ ფრთხილად იმუშავა, რომ დათვები არ შეჭამონ! ცხადია, ირიბად ვსაუბრობ, მე მიყვარს ირიბი საუბრები! მამაჩემისგან დამყვა! უჰ, ტატა! მოკლედ, განთიადი არ იყო დამდგარი, რომ ფიფქას ფიფქამ დაჰკრა და მიხვდა, რომ ის იყო! ფიფქას გახსენდა ის შეგრძნება, რაც იგრძნო ბავშვობაში! ეს იყო მისი მეორე ნახევარი, მან გაიგო, რომ ის მისი გული იყო! თავადაც გაოცებული, მან გაიგო, თუ რა იყო მარიას ხმის საიდუმლო, ის იყო! ვისაც ის ნატრობდა! ვერ აგიხსნით, რამდენად ბედნიერი ადამიანი გახდა, მაგრამ ამავდროულად უბედური, რადგან მარიას სხვა უყვარდა! ალბათ მიხვდებით, რომ ერთი იყო ეგონას ფიფქას და მეორე, რაც იგრძნო! ისე, რომ იცოდე მკითხველო, მე სოფია ვარ! ფიფქას და მარიას შვილი, 16 წლის! თავი პირველი: გამოღვიძება უჰ, როგორი აუტანელია... ვერ ვიტან, რომ ვარ! უბედური... ნეტავ ოდესმე ვინმე გამოჩნდეს, რომ ვიგრძნო, როგორია ბედნიერება! თუმცა რას ვფიქრობ, რა მაქ საფიქრი... უნდა ავდგე და გავიქცე! ფიფქა ჩვეულებრივად — არაფრით გამორჩეულად — დგებოდა ადრე, წესრიგდებოდა და ან სამსახურში მიდიოდა, ან ცდილობდა, რამე გაეკეთებინა, რომ მომავალში გამოსდგომოდა. ერთხელ ისე შეიჭრა როლში, რომ თავი რეალობაში ეგონა და თურმე სიზმარი ყოფილა! უცებ გახდა ფრინავი ჩიტი და არავინ იცოდა, როგორ ნადირობდა... გაგანია ყინვაში, ფიფქას სანატრელი გახდა თოვლი — უბრალო მოწყენას რომ არ ეთქვა. „როგორ ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მოეთოვა!" — თქვა მან. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ თოვლი წამოვიდა — თანაც როგორ! იმ სიცივეში თოვლი მთებზე მაშტაბურ თეთრ საფარს ნიშნავდა... რაც ალბათ კარგი არ იყო. ვის ეცალა საფიქრელად? ქალაქში დენი ითიშებოდა, მოწყენა იზრდებოდა, და ხალხი სახლებში ბუხრებთან იკრიბებოდა, ძველი ამბების მოსაყოლად. არა! უნდა გემუშავა, რომ გეჭამა. ეს იყო ფიფქას იდეოლოგია — რაც მამამისმა ჩაუნერგა. „მკითხველო, ხანდახან ბავშვებს გვიყვარს, რაღაც 'დანამატების' შექმნა — რომ სიუჟეტი საინტერესო გამოვიდეს! მოუტევეთ ბავშვს." ფიფქა მარადიულად ფიქრებში ცურავდა. თუმცა ვერასდროს ხვდებოდა იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობდა. საჭირო იყო რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. საჭირო იყო დაემსხვრია ის რეალობა, რომელიც ასე მტკიცედ აშენდა... თუმცა ფიქრები ამას არ ეუბნებოდნენ — ან ეუბნებოდნენ და არ უსმენდა. ვინ იცის, რა იყო რეალურად? ფაქტი ის იყო, რომ წლების განმავლობაში ნაშენები რეალობის დანგრევა მარტივი არ გახლდათ. წლები გადიოდა, ფიფქა კი არ იცვლებოდა. თავიდან ყველაფერი უბრალო დღეებად ჩამოყალიბდა, თუმცა საბოლოოდ დემონმა თავისი ჯაჭვით გადაულახავი სიზმარი დაუტოვა, რომელიც შეცვლიდა მის ცხოვრებას... მხარე მეორე: მარიას გულადი ჯოჯოხეთი გამარჯობა, მკითხველო. მე მარია პეპელაშვილი ვარ და ვწერ ჩემს დღიურს, რომ აღვწერო ის საშინელი დღეები, რაც წარსული წლები გადამხდა თავს. საკმაოდ მარტოსული და შიგნიდან დამსხვრეული ბავშვი ვიყავი. მყავდა მოძალადე მამა, დედა კი ჩემ გაჩენას გადაჰყვა. მისი გინება და ჩემი დანახვა ერთი იყო. მამაჩემს არასდროს უნდოდა ჩემი თავი. როცა დაბადების შემდეგ ჩემი მოვლა დაევალა, კიდევ უფრო გაცეცხლდა. ჩემი არსებობა მისთვის წყევლა იყო... მხოლოდ ერთი ადამიანი მყავდა — ბებია, რომელიც მართლა ვუყვარდი. როცა ის გარდაიცვალა, ჩემი ჯოჯოხეთიც დაიწყო. შიმშილით ვიტანჯებოდი, ათასი საშინელება გამოვიარე. მათხოვრობა უბრალოდ გართობა გეგონება იმასთან შედარებით, რაც გადავიტანე. მოკლედ, ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი. იმ დროს, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, გამომეცხადა... უფლისწული. ისე მომიტაცა მეგონა, რომ ჩემთვის ბედნიერი დღეები დაიწყო. მაგრამ მალე გავიგე, რომ ის უფლისწული კი არა, შავი დემონი იყო — ფორმა იცვალა და თავისი შექმნილი ილუზიით დამიმონა. საშინელება იყო, როგორც იმ რომანებში, რომლებშიც ქალს ჰგონია, რომ თეთრ პრინცს მიჰყვება... მაგრამ სინამდვილეში, ილუზიაში აღმოჩნდება. ეს რომ გავაცნობიერე, ყველაფერი დანგრეულ ქარიშხალს დაემსგავსა. ჩემი ცხოვრება აღმოჩნდა ილუზიისა და რეალობის ნაზავი — ბევრად სასტიკი, ვიდრე წარმომედგინა. და როგორ დავაღწიე თავი იმ ჯოჯოხეთს — ეს ცალკე ისტორიაა: ჩაკეტილი ვიყავი ცივ, ნოტიო ციხესიმაგრეში, და ველოდი დროს, როცა დრაკონი პრინცის კლანჭებიდან დამიხსნიდა. ტიპური მეოცნებე ვიყავი — ზღაპრებიდან ამოღებული პერსონაჟივით. მაგრამ დრაკონი არ მოვიდა. დამხვდა მხოლოდ სიმართლე: თავად ჩემმა ძალით უნდა გადამერჩინა თავი. როცა გავიქეცი, საზოგადოებამ გამლანძღა. ერთეულებმა, თანაგრძნობა გამოხატეს, უმრავლესობამ კი... სიძულვილი. ქმარს რომ გავექეცი — ისე დამტოვეს, არც სახლი, არც კარი, არც ოჯახი... აღარავინ მყავდა. იმ დროს გავხდი მაწანწალა. მათხოვრობა ჩემი გადარჩენის გზა გახდა. და სწორედ მაშინ, მოვიდა ერთი კაცი. საკმაოდ უხეში, გულდაწყვეტილი, მაგრამ ადამიანური. მომაწოდა წვალებით ნაშოვნი 100 ლარი და მითხრა: დროა ახალი ცხოვრება დაიწყო. მესმის, რომ ტანჯვა არ მთავრდება, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს? ადექი ახლა, იყიდე საჭმელი, დაიბანე, და ქალაქი მოიარე. ღმერთის წყალობით იპოვი იმ ადამიანსაც, ვინც გელოდება. ნუ დანებდები. ნუ დახრი თავს. ნუ აჩვენებ ჯოჯოხეთს, რომ გეშინია. პირიქით — დაანახე, რომ ის არაფერია. და როცა მიხვდება, ვეღარ შეგამჩნევს! თქვა და წავიდა. მე კი მოვიკრიბე ძალა, ავდექი და... დავიწყე ქალაქის შემოვლა. თავი მეორე: ბედნიერება ო, დიდებულებო, როგორ გაანათა მზემ — გეგონებოდა, მანამდე ვიღაცის ეშინოდა! – შეკაცო, ადექი ლოგინიდან! დავიღალე უკვე შენი ყურებით! „რაღაც არ მახსენდება, ცოლი მომეყვანა...“ – ანუ კითხულობ, ვინ ვარ მე? – არა! მე ვკითხულობ, რა ხარ! – მე ის ვარ, ვისიც ყოველთვის გეშინოდა — შენი კოშმარი! – მაგიტომ ვერ გხედავ? სოფია ესაუბრებოდა საკუთარ თავს სიბნელეში. – მაშ, მასე საქმეა... და მე რომ არ დამპატიჟებიხარ, რატომ შემოიჭერი ამ სახლში? – რა გინდა, ბრაძნი? – ეგ შენგან უნდა გავიგო. განა შენ არ ხარ ჯოჯოხეთი? – ტყუილში გამომიჭირე! გაიღვიძე! გაიღვიძე! …გამოვფხიზლდი და კვლავინდებურად ვეგდე მიწაზე სხვა მაწანწალებთან ერთად. როგორც ჩანს, არ მინდოდა ღმერთის ასლარიანი. და რატომ? ალბათ იმიტომ, რომ არ დავაფასე მოწყალება. ან ვერ მოვიხმარე სწორად… ოხ, ჩემი რა! გეგონება, არათუ ჯოჯოხეთში ვცხოვრობდი — თავად გავხდი ჯოჯოხეთი! რა უნდა მექნა? სხვისი ცხოვრება გამენადგურებინა? თუ უბრალოდ მეცხოვრა? …თუ უბრალო არ ვიყავი ჯოჯოხეთი? ვიღაცას ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა. თუმცა — არავინ იყო! ამ ფიქრებში ჩაძირულს, ვიღაცამ ხელი მაგრად შემომარტყა და გამომაფხიზლა! ვუყურებ და ვიღაც თეთრწვერა მოხუცია. სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა ის ტირის და ამბობს: – შვილო ჩემო, ადექი, სამუშაო მოძებნე და შენი ტანჯული სული აღადგინე. შენი ტანჯვა — ჩემი ტანჯვაა. მე მას ვაკვირდები და ვიცინი: – მოხუცო, რას მეუბნები! მე უკვე მკვდარი ვარ. ამიტომ რა აზრი აქვს ჩემს ადგომას? მან მკაცრად შემომხედა და ბრძანა: – მესმის, რომ ბევრი ტანჯვა გამოიარე. ვხვდები, მარტივი არ იყო. მაგრამ მე იმისთვის არ შემიქმნიხარ, რომ გეტანჯა. ახლა ადექი და იქ წადი, სადაც გეტყვი — და იპოვი სამსახურს. მე შევწყვიტე სიცილი. წამოვდექი, მოვწესრიგდი და გავიქეცი იმ ადგილისკენ. რაღაც მომენტში მივხვდი, მადლობა უნდა მეთქვა, თუმცა ის მოხუცი იქ აღარ დამხვდა. და სირბილით გავემართე იმ ადგილისკენ. როგორც კი ფეხი შევდგი, მივხვდი — აქ მომცემდნენ შანსს. მაშინვე უფროსობამ მკითხა: – რა გნებავთ, ქალბატონო? მე მორიდებული ტონით მივუგე: – სამუშაო... მან გადამავლო თვალი და მკითხა: – ჩემთან ვინ გამოგაგზავნა? მაშინვე მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო, თავი დავუკარი და წამოსვლა დავაპირე. და სწორედ იმ მომენტში, როცა კარი უნდა გამეღო, მან ხმამაღალი ტონით დამიძახა: – ეი, ქალბატონო, ნუ გარბიხარ! ამ წუთიდან შენ გაქვს სამუშაო! მის ასეთმა სითბომ ცრემლები მომადინა თვალებზე. ცრემლმორეულმა მივუგე: – მადლობელი ვარ! მან მომცა საკვები, ჩამაცვა ფორმა და ასე დავიწყე — ჩემი ცხოვრებიდან ჯოჯოხეთის განდევნა! უმეტესწილად ტანსაცმელს ვკერავდი: სხვადასხვა სტილის კაბებს და პიჯაკებს. ეს საქმე ჩემმა უფროსმა, ალბერტმა მასწავლა. ალბერტი პატივსაცემი ადამიანი იყო. შუახნის ასაკში — ეტყობოდა, რომ ცხოვრებაში ბევრი გამოიარა. ბევრი ჰქონდა სათქმელი, განსაკუთრებით ჩინოვნიკებისა და დამონებული ხალხის შესახებ. მაგრამ არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი. უმეტესად წერდა. ამ ფორმით გვაწვდიდა ინფორმაციას. როცა რაღაც არ მოსწონდა — უბრალოდ ამბობდა: "არას" — და ამით მთავრდებოდა ყველაფერი. გესმოდა, გინდოდა თუ არა. ეს შენი არჩევანი იყო. ნელ-ნელა ვისწავლე ალბერტის ენა და ვამაყობდი, რომ სწორედ მან შემიფარა და მომცა შანსი. ალბათ ის თავად იყო ღმერთისგან გამოგზავნილი, რომ ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო! მე უმეტესად მის გვერდით ვიყავი. ისიც ჩემსავით მარტო იყო. და როცა მოვიკრიბე ძალა, მაქსიმალურად დავიწყე მისგან სწავლა. და ასე, 13 წლისა და ნახევრის შემდეგ, ალბერტმა მიმატოვა... არავინ ჰყავდა. ამიტომ მე გაუში სასუფეველში. და კვლავ მარტო დავრჩი — ოღონდ ამჯერად მისი მაღაზია და სახლი დამრჩა. რაც მისივე ანდერძით და სურვილით მოხდა. და არც არავის გამოუთქვამს პრეტენზია… თავი მესამე: დასასრული ფიფქა ჩვეულებრივ ტემპით მისდევდა ცხოვრებას. მას უკვირდა, რატომ იყო უბედური. ნუთუ ცოდვილი იყო? ან უბრალო, ტიპიურუ მამაკაცი, რომელსაც ცხოვრების ვერაფერი გაეგო? გაჩნია, რა კუთხით შეხედავდი ფიფქას ცხოვრებას! შეიძლება სხვებს შურდათ კიდეც, მაგრამ იქნებ არც არაფერი იყო განსაკუთრებული! თუმცა მაინც... ზოგჯერ ყველაფერი სხვანაირად მიდიოდა. სწორედ იმ ტიპიურ დღეს, როდესაც ფიფქა სამსახურში მიდიოდა, უეცრად ქარმა დაუბერა. და აი, მაგ მომენტში: რატომ წყდება თხრობა? იქნებ ქარმა მართლაც გასტყორცნა ფიფქა? ვინ იცი. ქარი ხშირად უბერავს, მაგრამ რომ არვინ გაუსტყორცნია, რატომ უნდა ყოფილიყო ფიფქა რაღაც განსაკუთრებული? თუმცა, განა, ბედი არ ახვევია, ყველაფერს? ფიფქა ჩვეულებრივ დღეში, როცა მიდიოდა სამსახურში, ამ დროს ისე დაუბერა ქარმა, რომ, ლამის, წაიქცა. გზები მოყინული იყო, და სრიალებდა. სწორედ ამ დროს ფიფქას ფეხი დაუსრიალდა, მაგრამ, რომ არ დაცემულიყო, თავი შეიკავა და სწორედ ამ მომენტში სოფიას შეასკდა, რომელიც ჩვეულებრივ 40 წუთით გვიან მიდიოდა იმ გზაზე. მოგვიანებით, ორივე მათგანს უძილობისგან მორეული დილა არ გაუსწორებია. წამოხტნენ, და აფთიაქში წამლის საყიდლად გარბოდნენ. სწორედ აქ გადაწყვიტეს მათი გზები ერთმანეთს გადაეკვეთა. რა მოხდა შემდეგ? არაფერი განსაკუთრებული. ერთმანეთს აპატიეს, და თავიანთ გზას გაუყვნენ. თუმცა, მომდევნო დღეებში, ორივე მათგანი მაინც შეხვდა ერთმანეთს. როდესაც ისევ ერთად აღმოჩნდნენ, არცერთმა არ სცადა პირველი საუბრის წამოწყება. თუმცა საბოლოოდ რაღაც შეიცვალა, და ორი მათგანის თვალებში ახალი ხმა გაისმა! შესაძლოა სწორედ ამ შემთხვევამ გამოავლინა მათთვის ერთმანეთის არსებობა. და ამ გზით გაიგეს, სად მუშაობდნენ. მხოლოდ ახლა იწყებოდა ნამდვილი ისტორია! მაგრამ... განა ეს იყო დასასრული? არა! დასასრული სულაც არ იყო. ეს იყო დასაწყისი. ვინ როგორ გაიგებდა მომხდარს — ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.