შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი მთაში თავი 9 (2)


12-04-2025, 01:18
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 916

#სახლიმთაში 9(2)
სახლი მთაში

თავი 9 (2)

გრძელი დღე იყო. უსასრულოდ გრძელი ისეთი რომ დასრულება არ ეწერა, მაია მთელი დილის განმავლობაში ალაგებდა აზრებს რა უნდა მიეწერა ანდრეასთვის, გურამი ბაბუა და მიშო წიწილებისთვის კრავდნენ დროებით ფიცრულს, თეამ აღარ იცოდა რა მოეხერხებინა ბრაზისთვის, რომელიც ჩარტერულ ფრენას უკავშირდებოდა და ნახევარი დედამიწის შემოვლას გულისხმობდა სახლში დასაბრუნებლად, მაგრამ შვილის სიტყვასაც ვერ გადადიოდა, რადგან ალექსანდრემ თქვა ესე იგი ასე იყო საჭირო. ირაკლი სიცოცხლისთვის იბრძოდა, თედო და გიორგი კაბინეტში შეკეტილიყვნენ და ერთმანეთში განიხილავდნენ რაღაცას, რაც დანარჩენებისთვის უფრო საეჭვოს ხდიდა არსებულ ვითარებას. მათ იცოდნენ მტრებისა და მოკავშირეების შესახებ, მაგრამ სრული სურათის დასანახად ყველა წარსულში გაფანტული ფაზლი უნდა შეკრებილოყო. ალექსანდრე ცოფებს ყრიდა, ანდრეა სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა, ვინ იყვნენ ეს ხალხი და მათთან რა აკავშირებდათ. ხალხი, რომლემაც ირაკლის ესროლეს ახლა დათოს და ალეკოს ხვდებოდნენ. მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ძმები გავაშელების რძლის ნათესავები იყვნენ და მათგან მეტი ინფორმაცია სჭირდებოდათ.
- წარმოდგენა არ მაქვს ძმაო - თქვა დათომ - ჩავედით სოფელში და ჩვენ სახლში დაგვხვდნენ, ასე არ იყო?! - მიუბრუნდა ძმას და ისიც უსიტყვოდ დაეთანხმა. - რამე რომ გვცოდნოდა ჩვენ ძმებს კი არ შევაწუხებდით. - ჩვენს ძმებში ის ხალხი იგულისხმა დათომ ვისაც აფხაზეთში ანდრეას შეასხებ ინფორმაციის მოსაძიებლად დაუკავშირდა. ის სასოწარკვეთილი ცდილობდა დაერწმუნებინა გაღმა ნაპირიდან გადმოსულები ისტორიის მის ვერსიაში, მაგრამ რაც მეტს ლაპარაკობდა თითქოს უფრო იწურებოდა იმედი.
- ე.ი. შენი ბიძაშვილის ქმარია და ერთხელ მეტად არასდროს შეხვედრიხარ. - კიდევ ერთხელ დააზუსტა ერთ-ერთმა.
- ასეა ძმაო - მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა დათომ გამართული რუსულით. ალეკოს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ერთ ერთ მათგანს ქართული ესმოდა, მაგრამ შეკითხვა ვერ გაბედა. ხედავდა, რომ მათ მიზანი ჰქოდათ და სანამ თავისას არ მიიღებდნენ არ გაჩერდებოდნენ. ის კი არც ისეთი გამბედავი იყო ზედმეტი კითხვები დაესვა მათნაირი ხალხისთვის.
- ახლაც იქ არიან? -იკითხა აფხაზმა.
- არ ვიცი ძმაო, იქ დავტოვეთ და წამოვედით...
- გასაგებია - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა მან.
ალეკო თითქოს გრძნობდა რომ სასიკეთოდ აღარაფერი მობრუნდებოდა და იმ ბინასაც სწყევლიდა გულის სიღრმეში, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მათი და წინაპრების საზიარო სახლსაც, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ანგარება დაეწყევლა.
- ესენი აღარ გვჭირდებიან - აფხაზურად უთხრა ერთმა მეორეს მას შემდეგ რაც ტელეფონზე საუბარს მორჩა - უნდა მოვიშოროთ. - დაამატა მან და მზერაც ისეთივე ცივი გაუხდა, როგორი ხმის ტემბრიც ქონდა.
თანამოსაუბრე წამითაც არ დაფიქრებულა, სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ორი ზუსტი გასროლა გაისმა და კიდევ ორი საკონტროლო გასროლა მოყვა. იმდენად სწრაფად დასრულდა ყველაფერი, ძმებს გაბრძოლების შანსიც არ ჰქონიათ. ორი უსულო სხეული იწვა სისხლისა და ტალახის გუბეში და გაყინული მზერით აცილებდა მთის სახლისკენ მიმავალ აფხაზების მანქანებს.

***

- რას ფიქრობ თედო - ფიქრებიდან გამოიყვანა გიორგიმ - იქნებ დროა წერტილი დავუსვათ ყველაფერს.
- ხომ იცი რომ არ გამოვა, პირობა მივეცი...
- ერთი თაობა გვეჭირა ეს პირობა, მეორე თაობა გადგა განზე, შვილიშვილებს ვერ შევწირავ თედო... არ ისვენებენ ხო ხედავ ...
- რა გინდა გავაკეთო?!
- სიმართლე უნდა ვუთხრათ...
- არც კი იცი რაზე ლაპარაკობ...
- ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს? ირაკლის ესროლეს, ხვალ ან ანდრეა იქნება ან საშკა...
- საკმარისია! - შეაწყვეტინა კაცმა - არაფრის მოსმენა აღარ მინდა ხვალ უკვე აქ იქნებიან და ყველაფერი ჩაწყნარდება.
- ანდრეა და ირაკლი შეიძლება, მაგრამ საშკა დაბრუნებას არ აპირებს.
- რას ნიშნავს დაბრუნებას არ აპირებს?
- თუ არ აპირებდი არაფრის თქმას არ უნდა გაგეშვა...
- სხვა გზა მქონდა?!
- ახლაც არ გვაქვს თედო, მაგრამ არ გინდა სიმართლეს თვალი გაუსწორო.
- წარსული წარსულში უნდა დავტოვოთ...
- ეს იქამდე იყო სანამ გაისროდნენ, ორმოცი წლის შემდეგ თედო გესმის?! ორმოცი წლის შემდეგ...
- კიდევ არის რაღაც რაც შენთვისაც არ მითქვამს - თქვა თედომ და თავი ჩახარა,
ის ისევ კადრებად ხედავდა წარსულს. ჯერ კიდევ სოხუმში ცხოვრობდნენ. საბჭოთა დროს ხალხი ერიდებოდა სიმდიდრის გამოჩენას, მაგრამ თანამედროვე გაგებით ოლიგარქები მაინც არსებობდნენ განსხვავებული ცხოვრების წესით და მასებისთვის მიუწვდომელი სიკეთეებით. ასეთი იყო მათი მტერი, ადამიანი რომლისთვისაც დახურული საზღვრები დაბრკოლება არ იყო და ისეც ხდებოდა რომ დიპლომატიური კორპუსები იყვნენ ისინი ვინც დახლს ქვევით ვაჭრობდა და ეს ვაჭრობით გამყარებული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტ ძალას აგრძნობინებდა მათ. იმ დროინდელმა ‘’კაკებემ’’ რა თქმა უნდა ყველაფერი იცოდა, შემთხვევით არ იყო ნათქვამი, რომ კედლებსაც ყურები ჰქონდათ, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში თვალს ხუჭავდნენ მსგავს "გადაცდომებზე". ორი სამყარო არსებობდა საბჭოთა და კრიმინალური. თედოს სამყარო კი ამ ორს შორის ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავდა. მას და გიორგის ახალი დაწყებული ჰქონდათ იმპერიის მშენებლობა. მიზნად დაისახეს, რაც კომუნისტებმა წაგვართვეს ასი იმდენი უნდა შევქმნათო. ეს გზა კი იავარდით დაფენილი სულაც არ იყო. თედოს უმცროსი ძმა ილია კანონიერი ქურდი იყო. ლიდიას წლები სცხვენოდა ამის გამო. რატომ მაინც და მაინც მისი შვილი?! რატომ უნდა გამხდარიყო კრიმინალი?! ის ხომ შეუძლებელსაც ახერხებდა იმისთვის, რომ მათ არაფერი მოჰკლებოდათ. უმაღლესი განათლება ვერ მისცა, მაგრამ არც ის უსწავლებია სხვისი ნაშრომი მიითვისეო, წაართვიო ან მოიპარეო.
სულ დარდში იყო ქალი, როცა გაიგო ძებნილთა სიაში იყო და თუ დააკავებდნენ დახვრეტა ელოდა სულ ჩამოდნა და ჩამოიღვენთა. თედო ვერ ახერხებდა დაერწმუნებინა დედა რომ მის ძმას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა და კარგად იყო. იმ საბედისწერო ღამეს ჩამოვიდა ილია და კიდევ ერთმა წარსულის ჭრილობამ შეხსნა პირი. აფხაზეთი რთული რეგიონი იყო მანამდეც, მაშინაც და მის მერეც. საბჭოთა კავშირის შექმნამდე ალექსანდრე გავაშელი, თედოს მამა აფხაზეთში საქართველოს შეიარღებულ ძალებში ირიცხებოდა.
კომუნისტურ წყობას კი სწრაფი ადაპტაცია სჭირდებოდა, წინაარმდეგობა სიკვდილით ისჯებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა წინაარმდეგობა ფიზიკური იყო, იდეოლოგიური თუ მეზობელს მოსწონდა შენი სახლ-კარი. კომუნისტებს მიჰქონდათ ყველაფერი რასაც თვლიდნენ, რომ საერთო სარგებლობა შეეძლო მოეტანა და ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერი. მათ არ სჭირდებოდათ განათლებული და მოაზროვნე ხალხი, მათ სჭირდებოდათ მორჩილება და ყველაფერი შეეძლოთ დაუმორჩილებლობად შეერაცხათ. აფხაზეთში წმენდა დაიწყო. თეთრგვარდიელობის ბრალდებით მასობრივად ანადგურებდნენ ეთნიკურ აფხაზებს და გზას უთავისუფლებდნენ სომხებს და ჩრდილოელი ტომების ჩამოსახლებას. ალექსანდრე გავაშელი შემთხვევით გადაურჩა მაშინ დახვრეტას, ის უბრალო კაცი იყო, გულანთებული ქართველი, რომელიც ისტორიის სწორ მხარეს იბრძოდა და დამარცხდა, როგორც მთელი საქართველო. ისიც შეიძლებოდა შეგუებოდა, როგორც ბევრი სხვა, მაგრამ როცა საქმე სამშობლოსთან ერთად რწმენას შეეხო ვერ შეეგუა. ყველაფერს ვერ დათმობდა სულსაც და სამშობლოსაც ვერ წაართმევდნენ ერთად. არ იყო ის კაცი ვინც ასე ადვილად შეიცვლიდა პერანგს და ვერც შეიცვალა. ბოლო ამოსუნთქვამდე სწამდა უფლის და ბოლო ამოსუნთქვამდე სჯეროდა დღეს თუ არა ერთ დღეს მაინც შეძლებდა ქვეყანა გამთლიანებას და განთავისუფლებას. დიდი რეპრესიების დროს გადაასახლეს ციმბირში თეთრგვარდიელობის ბრალდებით. ადამიანი რომელიც მათ წინააღმდეგ იბრძოდა თეთრგვარდიელობა დასწამეს, საცირკო სასამართლო მოუწყვეს და გადასახლება მიუსაჯეს. გზაში გარდაიცვალა, ჯანმრთელობამ უმტყუნა, ვერ გაუძლო სიცივეს სულში და სიცივეს სხეულში. წლები ცდილობდა ლიდია მისი ასავალ-დასავლის გარკვევას. გაუჭირდა ორი შვილით დარჩენილ ქალს. საკუთარი სახლიდან მხოლოდ ორი ოთახი ჰქონდა შემორჩენილი სამადლოდ, როგორც ყველა რეპრესირებულის ოჯახს და იქიდან გასახლებითაც დაემუქრნენ კიდევ თუ იკითხავ ქმარსო. გაჩუმდა ლიდია, მაგრამ ამ სიჩუმეს მეტი ხმა ჰქონდა. დაიჩაგრა ქალი, სამსახური მისთვის არ იყო და ელემენტარული განათლების მიღების საშუალება მისი შვილებისთვის. მოხუცი მშობლები და ძმის ოჯახი ეხმარებოდა როგორც შეეძლოთ, მაგრამ მაშინ დალხენილი ცხოვრება არავის ჰქონდა. სახელმწიფოს ფარატინა ქაღალდის გამოგზავნაც დაენანა ოჯახისთვის, რომ გარდაცვალება ეუწყებინა. მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო ლიდიამ რა დაემართა მის ქმარს, როცა ციმბირიდან წერილის მოწერა შეძლო ერთ-ერთმა მათმა თანამებრძოლმა თემურ ანჩაბაძემ (ირაკლის დიდმა ბაბუამ) და კიდევ უფრო გვიან ვინ დაასმინა მისი ქმარი. დიდი რეპრესიები დასრულებული არ იყო, რომ სამამულო ომი დაიწყო. აქედან დაედო სათავე გავაშელებისა და ანჩაბაძეების მეგობრობასა და მოკავშირეობას. მამები მხარდამხარ იბრძოდნენ, შვილებმა ერთად გადაიტანეს რეპრესირებული მამების შვილობის ტვირთი და კიდევ ჰქონდათ საერთო, მათი ბედის შეცვლაში ერთ ადამიანს ერია ხელი - ადგურ ადლეიბას. ადლეიბების ოჯახი არა მხოლოდ პარტიულ ინტერსებს ემსახურებოდა არამედ სეპარატიზმის გაღვივებითაც იყვნენ დაკავებულები და აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ეთნიკური ქართველებისა და საქართველოს მხარეს მებრძოლი აფხაზების დახვრეტა-გადასახლების ორგანიზებაში. მხოლოდ სამამულო ომის დროს 42 წლის აგვისტო-სექტემბერში მესამე რაიხის მიერ სოხუმში გახსნილმა ცეცხლმა და საერთო მტერმა შეძლო მოსახლეობის გაერთიანება. დროებით წარსულს ჩაბარდა სეპარატიზმიც და ხალხმა მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყო, მაგრამ არა კულვარულ წრეებში. უბრალო მოქალაქეები თუ ახლად განვითარებულ კვების მრეწველობაში, ქვანახშირის საბადოში, ელექტროსადგურში თუ ჩაის ფაბრიკებში გვერდიგვერდ მუშაობდნენ, ისინი სამეცნიერო წრეებში ცდილობდნენ განხეთქილების შეტანას. ილიას სძულდა სისტემა და ყველა მისი მსახურიც. როცა ლიდია იძულებული გახდა შვილებისთვის ეთქვა ვინ დაასმინა მათი მამა პირობა დაადებინა, რომ წარსულს არ გადააყოლებდნენ მომავალს და შურისძიებას არ მოინდომებდნენ. ეს არ იყო მარტივი არც სათქმელად და არც მოსასმენად. რთულია როცა მთელი ცხოვრება იცნობ ადამიანებს და აღმოჩნდება, რომ მათი მშობელია დამნაშავე შენი ოჯახის ტრაგედიაში. ადგურს ორი შვილი ჰყავდა ილიას კლასელი სოფია და უმცროსი ვაჟი ასტანი. ილიას და სოფიას სკოლის პერიოდში ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ცხოვრებამ მათი გზა მაშინ გაყარა, როცა ილია "გაურკვეველი" მიზეზით სკოლიდან გარიცხეს.
- რა არ ვიცი?! - ეჭვნარევად ჩაეკითხა გიორგი თედოს. მას ჰქონდა გარკვეული აზრები, მაგრამ რადგან თედო არ ლაპარაკობდა ამ თემაზე, არც ის აძალებდა.
- გახსოვს ის ღამე ილო რომ ჩამოვიდა სოხუმში? - მძიმედ დაიწყო კაცმა.
- იმ ღამით შემთხვევით არ გადაყრია ასტანი, მანამდეც ეძებდა თურმე. - ღრმად ამოისუნთქა კაცმა - ილოს მოკვლა უნდოდა, მაგრამ თვითონ რას გაბედავდა და ჩასაფრება მოუწყვეს პოლიციასთან ერთად... სოფია ფეხმძიმედ, იყო მოსკოვში უპირებდა წაყვანას, მაგრამ არ დასცალდა.
- მოიცა, მოიცა... - შეაწყვეტინა საუბარი გიორგიმ - იმის თქმა გინდა რომ დამირი ილოს შვილია?
- ამიტომ გავჩუმდი მაშინ, სოფიამ პირობა მომცა...
- ოჰ თედო, თედო ჩემგან ამის დამალვა როგორ შეგეძლო.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ისე გვიან გვიან დებთ რომ აღარც მახსოვს ეს ისტორია და უკვე აღარც სურვილი და დრო მაქვს თავიდან დავიწყო წაკითხვა. კარგად ბრძანდებოდეთ თქვენი ისტორიანად

 


№2 სტუმარი Nene

სტუმარი ნინო
ისე გვიან გვიან დებთ რომ აღარც მახსოვს ეს ისტორია და უკვე აღარც სურვილი და დრო მაქვს თავიდან დავიწყო წაკითხვა. კარგად ბრძანდებოდეთ თქვენი ისტორიანად
. ასეთ ნეგატივს სად იტევთ ვერ ვხვდები ???? ვინმემ დაგაძალათ წაკითხვა? არგინდათ? ნუ კითხულობთ. ისწავლეთ ის რომ თქვენი ნეგატივი ყველგან არ აფრქვიოთ და თავზე არავის შემოახვიოთ ???? სირცხვილია უბრალოდ.

 


№3 სტუმარი Nene

აუ როგორ ველოდებოდი ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

სიმართლე სირცხვილი არაა. ტყუილი და სიყალბეა სირცხვილი და კიდევ ის რომ მკითხველს თვეები ალოდინებენ და მერე გული უცრუვდებათ .

 


№5 სტუმარი Nene

სტუმარი ნინო
სიმართლე სირცხვილი არაა. ტყუილი და სიყალბეა სირცხვილი და კიდევ ის რომ მკითხველს თვეები ალოდინებენ და მერე გული უცრუვდებათ .

ბოდიში რო ყველა მოცლილი არარის!! ყველას არაქვს დრო, ავტორებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან მოვალეობებით და პირადი საქმეებით ზოგჯერ ისეც ხდება რომ ავტორს არაქვს მოტივაცია ან აზზრი დალაგებული რომ ისტორის წერა განაგრძოს, სხვის მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდეთ, ადამიანურად, აი ეგეთი კომენტარის დაწერაა ზუსტად სირცხვილი

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

5 თვე შუალედი ძალიან დიდი დროა,მეც ძლივს გავიხსენე ისტორია. თუ ისევ ასე უნდა გაგრძელდეს,მირჩევნია საერთოდ არ წავიკითხო..

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

გეთანხმებით, ჯობია აღარ გაგრძელდეს თუ ისევ უსასრულოდ ლოდინი მოგვიწევს. მაგალითად ფეფო ამირეჯიბს 10 თვეზე მეტია ველოდებით რომ დაწყებული ისტორია გააგრძელოს , აქ ძირითადად იწყებენ კარგ ისტორიებს და მერე ვეღარ ამთავრებენ, ამიტომ გადავწყვიტე აღარ შემოვიდე საერთოდ, ნახვამდის

 


№8  offline წევრი დაბრუნებული

ლინდა გული არ გაიტეხო. შეიძლება აქ უაზრო ადამიანები ნეგატიურ კომენტარებს გიწერენ, მაგრამ მტავარია შენ შენს თავში პოულობ ძალას, რომ გააგრძელო ნაწერი. წერა მხოლოდ მკითხველისთვის არ არის, წერა საკუთარი თავის რეალიზებაში და გრძნობებისგან დაცლაშიც გვეხმარება. ნუ მიაქცევ ყურადღებას, ყველგანაა ასეთი ხალხი. წარმატებები !

 


№9 სტუმარი ეკა

სტუმარი მარი
გეთანხმებით, ჯობია აღარ გაგრძელდეს თუ ისევ უსასრულოდ ლოდინი მოგვიწევს. მაგალითად ფეფო ამირეჯიბს 10 თვეზე მეტია ველოდებით რომ დაწყებული ისტორია გააგრძელოს , აქ ძირითადად იწყებენ კარგ ისტორიებს და მერე ვეღარ ამთავრებენ, ამიტომ გადავწყვიტე აღარ შემოვიდე საერთოდ, ნახვამდის

ფეფო ამირეჯიბს უდევს მიზეზები რის გამოც ვერ დებს, და ასევე ეწერა ლინდასაც და მეტი რა გააკეთონ, ყოველდღე პოსტონ რის გამოც ვერ იცლიან?

 


№10 სტუმარი გუ და

გამიხარდა თქვენი დაბრუნება ????

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 


№12 სტუმარი Nene

სტუმარი მარი
გეთანხმებით, ჯობია აღარ გაგრძელდეს თუ ისევ უსასრულოდ ლოდინი მოგვიწევს. მაგალითად ფეფო ამირეჯიბს 10 თვეზე მეტია ველოდებით რომ დაწყებული ისტორია გააგრძელოს , აქ ძირითადად იწყებენ კარგ ისტორიებს და მერე ვეღარ ამთავრებენ, ამიტომ გადავწყვიტე აღარ შემოვიდე საერთოდ, ნახვამდის
თქვენს ნებაზე ნამდვილად ვერ ივლის გაგრძელდეს თუ არა ისტორია! არ მოგწონთ? არ ნახოთ, ძალიან მარტივია, პრეტენზიის და ნეგატივის გამოხატვა შეგიძლიათ და ადამიანურად მიდგომა არა

 


№13 სტუმარი სტუმარი მარი

დიდი ბოდიშით თუ გეწყინათ ჩემი ნათქვამი. ჩემ ნებაზე რატომ უნდა იაროთ გააგრძელეთ წერა მწერალო იქნებ რაიმე ლიტერატურული პრემიაც აიღოთ. წარმატებებს გისურვებთ, ბზობას გილოცავთ, მეტი შემოქმედებით პოტენციალს გისურვებთ

 


№14  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი ნინო
ისე გვიან გვიან დებთ რომ აღარც მახსოვს ეს ისტორია და უკვე აღარც სურვილი და დრო მაქვს თავიდან დავიწყო წაკითხვა. კარგად ბრძანდებოდეთ თქვენი ისტორიანად

თქვენც კარგად ბრძანდებოდეთ ???? ადამიანს კითხვა თუ ვერ ეხმარება თვითშეგნების განვითარებაში მე უძლური ვარ ????

Nene
აუ როგორ ველოდებოდი ❤️

მადლობა ჩემო კარგო ყველაფრისთვის ❤️ ერთი ადამიანი მაინც რომ გელოდება ღირს ყველაფერი გააკეთო და იმ ერთს იმედი არ გაუცროო ????❤️

დაბრუნებული
ლინდა გული არ გაიტეხო. შეიძლება აქ უაზრო ადამიანები ნეგატიურ კომენტარებს გიწერენ, მაგრამ მტავარია შენ შენს თავში პოულობ ძალას, რომ გააგრძელო ნაწერი. წერა მხოლოდ მკითხველისთვის არ არის, წერა საკუთარი თავის რეალიზებაში და გრძნობებისგან დაცლაშიც გვეხმარება. ნუ მიაქცევ ყურადღებას, ყველგანაა ასეთი ხალხი. წარმატებები !

მადლობა გამხნევებისთვის და მხარდაჭერისთვის. მსგავსი შინაარსის კომენტარები გავლენას ვერ მოახდენს ჩემს მოტივაციაზე, მაგრამ ის ფაქტი რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც მაშინ მიცავენ როცა მე არ ვარ ნამდვილად მაძლევს მოტივაციას ???? მადლობა მათ ამისთვის ❤️❤️

 


№15 სტუმარი ჩამქრალი გელა

აფერუმ თქვენს ქალობას ))))) ასე მიცლილი სად იბადებით?ნწ ნწ დაგიგვიანეს თავი? გაგიბედეს? თავის მოკვეთა მიბრძანებია ლინდასთვის!

 


№16  offline მოდერი Linda Gavasheli

ჩამქრალი გელა
აფერუმ თქვენს ქალობას ))))) ასე მიცლილი სად იბადებით?ნწ ნწ დაგიგვიანეს თავი? გაგიბედეს? თავის მოკვეთა მიბრძანებია ლინდასთვის!

მე ისეთი მორჩილი ადამიანი ვარ ))) თქვენი ხმალი და ჩემი კისერი sweat_smile

 


№17 სტუმარი სტუმარი გვანცა

დავაცადოთ მწერალს დადოს შემდეგითავი , არ ატეხეს მესამე მსოფლიო ომი, არ ინერვიულოთ ლინდა რამდენ ხანსაც გინდა დაგელოდებით 1 წელი თუნდაც 2, გელით უსასრულოთ. თქვენ ოღონდ დაწერეთ რამე. ველი თქვენ შედევრებს. გაიხსრეთ

 


№18  offline მოდერი Linda Gavasheli

სტუმარი გვანცა
დავაცადოთ მწერალს დადოს შემდეგითავი , არ ატეხეს მესამე მსოფლიო ომი, არ ინერვიულოთ ლინდა რამდენ ხანსაც გინდა დაგელოდებით 1 წელი თუნდაც 2, გელით უსასრულოთ. თქვენ ოღონდ დაწერეთ რამე. ველი თქვენ შედევრებს. გაიხსრეთ

მადლობა მხარდაჭერისთვის blush პირველად დავიწყე საიტზე თავებად დადება და მართლა არ ველოდი ასეთ კომენტარებს, მაგრამ ეგ არაფერი, მთავრია თქვენ არსებობთ blush ადამიანები ვისი გულისთვისაც ღირს შრომა blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent