შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწყვიტე თოვა 2 თავი


გუშინ, 19:32
ავტორი ვე რა
ნანახია 109

თავი 2

სანამ მანქანა ქალაქს არ გასცდა, ვერც კი მიხვდა ანი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ჯერ ისევ შეშინებული დაჰყურებდა ხელში შერჩენილ აპარატს. უცებ დემნა გაახსენდა და თავი ასწია. ფანჯრიდან ჩაბნელებული უცხო გარემო მოათვალიერა და როცა ადგილი ვერ იცნო დაბნეული მოუბრუნდა მირიანს.
_ უკაცრავად, სად მივდივართ? პოლიციაში უნდა მივდიოდე ახლა!_ პოლიციის ხსენებაზე ხმამაღლა ჩაეცინა ცოტნეს._ რატომ იცინით? განა სასაცილო ვთქვი რამე?
ისევ მირიანს შეხედა წარბშეკრულმა.
_ მადლობა, რომ დამეხმარეთ, მაგრამ ... მგონი რაღაც ვერ გაიგეთ! პოლიციის შენობასთან გამიჩერეთ სადმე! გესმით?_ ისე უყურებდა კაცი, ემოციის მისხალი არ ემჩნეოდა გაქვავებულ სახეზე. პასუხი რომ ვერ მიიღო, მკლავში ხელი მოჰკიდა გაუბედავად ანიმ._ არ გესმით ჩემი? მაშინ გამიჩერეთ, უნდა ჩავიდე!
მხრებზე მოხვეული ქურთუკი მოიხსნა და ხელი კარის სახელურს წაატანა.
_ ასე აპირებ წასვლას? იცი მაინც ახლა სად ხარ?_ მბრძანებლურ და უხეშ ხმის ტონზე უარესად დაუმრგვალდა გოგოს შიშით თვალები.
_ გთხოვთ, გააჩერეთ მანქანა. არა უშავს თუ შორს ვარ! მამასთან თუ დამარეკინებთ, ის ყველაფერს მოაგვარებს!_ დემნას გახსენებაზე თვალები გაუნათდა გოგოს. ცოტა ხანს უცნაურად უყურა მირიანმა ანის. შემდეგ მისკენ ისე დაიხარა, გულგახეთქილი გოგო სკამის საზურგეს აეკრა დამფრთხალი.
_ ჩუმად იყავი! ზედმეტს ნუ ლაპარაკობ! მძულს ეს უაზრო სიტყვები!_ საზურგეზე მიგდებულ ქურთუკს საყელოში ხელი მოჰკიდა და სწრაფი მოძრაობით კვლავ ზურგზე მოახურა. ისე, თითქოს პატარა ვიწრო დილეგში გამოამწყვდია.
_ მაგრამ მე..._ ისევ რაღაცის თქმას აპირებდა ანი, მაგრამ ისეთი თვალებით შეხედა კაცმა, შიშით ხმა ჩაუწყდა. მირიანს ოდნავ გაეღიმა. ის იყო გაიფიქრა „ძალიან მშიშარა ყოფილაო!“ რომ ისევ ალაპარაკდა ანი.
_ ვინ ხართ, რა გინდათ ჩემგან? მე სახლში უნდა წავიდე, გამიშვით!_ და ისევ სცადა მისი სამოსი თავიდან მოეშორებინა. სულელი არ იყო, მიხვდა, სწორედ მას სთხოვა შველა, ვისაც უნდა გარიდებოდა. თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მირიანმა. ცალი ხელი მოხვია და მხრებზე მაგრად მოუჭირა.
_ ან გაჩუმდები და წყნარად იჯდები, ან შენ გასაჩუმებლად სხვა ხერხს მივმართავ!_ ისე დაუხარა თითქოს მის კოცნას აპირებდა, ანიმ მაშინვე სახეზე აიფარა ხელები. ახლა ისე ახლოს გრძნობდა მის სხეულს და ისე სიამოვნებდა მისი სიახლოვე, როგორც არასდროს არავისი. თვალები დახუჭა და თავი ისე მიაყრდნო საზურგეს, თითქოს არაფერი უცნაური არ ხდებოდა იმ წამს. მასზე მოხვეული ხელის გაწევა არც მოსვლია აზრად.
_ გამიშვი ხელი!_ წამის მერე ისევ აბორგდა გოგონა
_ დავიღალე!_ ჩაილაპარაკა მირიანმა ყრუ ხმით._ იცოდე, თუ არ გაჩუმდები, ენას მოგაჭრი აქვე და ახლავე! და ნუ ცდილობ ჩემგან გაწევას, წყნარად იჯექი! თორემ ისეთი სასიამოვნო სურნელი აგდის, თავს ვერ შევიკავებ და გაკოცებ...
უცებ შეწყვიტა გოგომ მოძრაობა. ისე გაისუსა, მირიანმა ისიც კი იფიქრა, აღარ სუნთქავს ისე ვუჭერ ხელსო. თვალები გაახილა და შიშისგან და გაუგებრობისგან აფახულებულ თვალებში ჩახედა. ბედისწერის არ სჯეროდა და თავადაც უკვირდა, რატომ მაინც და მაინც ეს გოგო? გოგო, რომელიც ასე ძალიან მოეწონა დილით.
_ რა გინდათ ჩემგან?_ ამოილუღლუღა საწყლად ანიმ.
_ სულ ასე ხარ? ვერ ჩუმდები არა?_ ისე თბილად გაუღიმა, სხვა დროს იქნებ ეს ღიმილი კიდევაც მოსწონებოდა.
_ მოვედით!_ თქვა ცოტნემ და მანქანა გააჩერა.
_ სად მოვედით?_ მაშინვე დაინტერესდა ანი, მირიანს მზერა მოაშორა და მის მიღმა ფანჯარას გახედა. არაფერი ჩანდა სიბნელეში. სახლის გაურკვეველი კონტურების გარდა.
_ ახლა ყურადღებით მომისმინე!_მკლავებში ჩაავლო ხელი მირიანმა და აიძულა თვალი გაესწორებინა._ შენ ცოტა ხნით ჩემი სტუმარი იქნები. ამ სახლში იცხოვრებ! მაგრამ გაქცევა რომ სცადო, სტუმრის სტატუსს დაკარგავ და პატიმრად იქცევი! აი პატიმრობა, დამიჯერე, არ მოგეწონება! ხომ ასეა ცოტნე? _ ნათქვამის დასამტკიცებლად, თუ მის შესაშინებლად ჰკითხა ხელქვეითს._ უთხარი, რა მოსდით ჩვენს ჭირვეულ სტუმრებს?
ცოტნემ ცერა თითი აბზიკა და ყე*ლის გამოჭრის იმიტაცია გააკეთა. გააჟრჟოლა ანის.
_არაფერს დაგიშავებთ, უბრალოდ მამაშენმა რაღაც უნდა დაგვიბრუნოს! როცა ამას გააკეთებს ,იქ წაგაბრძანებთ საიდანაც მოგაბრძანეთ! გასაგებია?_ ისევ ცოტნეს უყურებდა თვალგაშტერებული გოგო. მირიანი მიხვდა ყურადღებით არ უსმენდა და ხმას აუწია._ გასაგებიამეთქი?
ადგილზე შეხტა ანი. შეხედა და აცრემლებულმა თავი დაუქნია.
_ წამოდი ახლა ფოკუსების და გმირობების გარეშე!_ უთხრა და მანქანიდან პირველი გადავიდა. გადმოაბიჯა და პირდაპირ თოვლში ჩადგა ისედაც სველი ჩუსტები. უნებურად გაიწია მისკენ მირიანმა, მაგრამ გოგო უწინდელივით აღარ ენდო. უკან გახტა ზიზღნარევი სახით. ძალიან არ ესიამოვნა მირიანს ამ ემოციის დანახვა მის თვალებში, მაგრამ ისედაც იცოდა, რომ ასე იქნებოდა.
_წამოდი!_ მიუგდო ცივად, ზურგი აქცია და სახლში შეაბიჯა. ეზო მოათვალიერა ანიმ.
მაღალი, ყრუ გალავანი, რამდენიმე ხე კედლისგან საკმაოდ უსაფრთხო მანძილზე. ნაცრისფერი თანამედროვე სახლი. არც დეკორაცია, არც არაფერი. გულზე მარწუხივით მოუჭირა პირქუშმა ადგილმა. კი დაპირდა, რომ უსაფრთხოდ იქნებოდა, მაგრამ ღირდა კი მისი სიტყვის დაჯერება?
ისევ სატირლად აეცრემლა თვალები. მაგრამ რა გზა ჰქონდა. ზურგს უკან მოთმინებით უცდიდა ცოტნე. ის კი, ეგრეთ წოდებული მასპინძელი, მოუთმენელი მზერით აკვირდებოდა პარმაღიდან.
_ ტირილი თუ გინდა ცოტაც მოიცადე და ოთახში იტირე რამდენიც გენებოს!_ ირონიულად გაუღიმა კაცმა. სევდა ბრაზმა შეუცვალა წამში. თვალები მუჭით ამოიწმინდა და კიბეები აიარა.
ოთახიც უბრალო და პირქუში იყო. ფანჯარაზე გარედან დამაგრებული რკინის ცხაურით, ციხის საკანს უფრო ჰგავდა.
_ აქაურობას ეტყობა ჩემნაირი „სტუმრები“ ხშირად უნდა გსტუმრობდნენ არა?_ კვლავ ის ემოცია გაუკრთა ხმაში საშუალო ზიზღსა და შიშს შორის. კისერთან იგრძნო კაცის სუნთქვა და სწრაფად შემობრუნდა მისკენ.
_ რა პატარა ხარ და რა გრძელი ენა გაქვს?! თან გესლიანი!_ უთხრა უემოციოდ. _ ახლა მამაშენს დავურეკავ! დაგალაპარაკებ და შენ ეტყვი, რომ კარგად ხარ! და სთხოვ, რომ ჭკვიანად მოიქცეს! გასაგებია?
_ გავიგე, ყრუ არ ვარ!_ ჩაიბუტბუტა ანიმ. ისევ უკმაყოფილოდ გააქნია თავი კაცმა. „რა საშინელი კაცია, მგონი ჩვევაში აქვს ეს მოქმედებაო!“ გაიფიქრა ანიმ. მობილური გამოართვა ცოტნეს მირიანმა და ხმამაღალზე ჩართო.
_ გისმენთ! _ მაშინვე უპასუხა მეორე მხარეს დემნამ. აშკარა იყო მათ ზარს ელოდა. წამით შეიცადა კაცმა._ შენ ხარ არა? მირიან მენაბდე? ჩემს ქალიშვილს თმის ერთი ღერი რომ ჩამოუვარდეს, საფლავიდან ამოგთხრი იცოდე!
აშკარა იყო ნერვიულობდა, ხმა უკანკალებდა და თან სიბრაზეს ვერ აკონტროლებდა დემნა.

_მამა!_ იყვირა მამის ხმის გაგონებით აღელვებულმა გოგომ. მირიანს მივარდა და უნებურად სწორედ ისე დაებღაუჭა მკლავზე აკანკალებული თითებით, როგორც მაშინ როცა მდინარის პირზე პირველად შეხვდა და მშველელად მიიჩნია. მოულოდნელად ისევ მოუარა მისი დაცვის სურვილმა კაცს, მაგრამ ვისგან უნდა დაეცვა ახლა? საკუთარი თავისგან?
_ როგორ ხარ ანინა მამი?_ ნერვიულად ჰკითხა გაგიჟებულმა დემნამ..
_ მამა მე აქ ვარ..._ უცებ გაჩუმდა და ვერაფრით გაიხსენა რა ადგილი იყო ეს აქ. მის მცდელობაზე გაეღიმა მირიანს. მიხვდა ადგილსამყოფელის თქმა სურდა გოგოს. მისი თითები მკლავიდან ფრთხილად მოიშორა და ცოტნეს ანიშნა. თავად ზურგი აქცია და ოთახიდან გასვლა დააპირა.
_ სად მიდიხარ? მამა! მამა!_ აყვირდა ანი, მაგრამ მენაბდეს უკან აღარ მოუხედია. ცოტნემ ძალით მიიყვანა საწოლთან. დაჯდომა აიძულა და ოთახის კარები გარედან გადაუკეტა. ფეხზე წამოხტა და კარებს მივარდა. მუჭებით ბრახუნი დაიწყო. თან და თან უფრო უმტყუნეს ნერვებმა. როცა მიხვდა არავის ადარდებდა მისი ისტერიკები, საწოლის გვერდით იატაკზე დაჯდა და მკლავები მუხლებს მოხვია. არც კი უფიქრია ყელზე დაკიდული აპარატის მოხსნა. ასე ეგონა თუ არ მოიხსნიდა მალე წავიდოდა აქიდან, ხოლო თუ მოიხსნიდა, ვეღარასდროს დატოვებდა ამ პირქუშ ოთახს. ფანჯარასა და ცხაურებს მიღმა გამეტებით თოვდა. რატომღაც უარესად მოუშხამა თოვამ ხასიათი. ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ თოვლს სულაც არ ადარდებდა მისი გასაჭირი. ახალი დღე თენდებოდა გარეთ. სულ სამი დღე და ახალი წელი დადგებოდა. ის კი აქ იყო დამწყვდეული და თან საერთოდ არ ესმოდა, რა ხდებოდა მის თავს.
_ შეწყვიტე თოვა! შეწყვიტე გესმის? შეწყვიტე უჩემოდ თოვა!_ ამოიტირა გულამომჯდარმა და სახე მოხრილ მკლავებში ჩამალა.

_ დამშვიდდით ბატონო დემნა და ყურადღებით მომისმინეთ!_ცივად, მაგრამ მთელი ღირსებით საუბრობდა მირიანი. _ ჩვენ შეგვეძლო ეს ამბავი თავიდან აგვერიდებინა, თქვენ რომ ოდნავ დამთმობი ყოფილიყავით!
_ აგვეცილებინა არა? რა გინდა, რას ელოდი ჩემგან? ძალიან კარგად იცი მიზეზი, რის გამოც არ ვაპირებ შენთან ზავის დადებას! ის ჩემი ცოლი იყო! გესმის შენ? ცოლი! ახლა ეგ არ იკმარეთ და ჩემს ქალიშვილს შეეხეთ? _ იცოდა დემნამ. ამ შემთხვევაში პოლიცია ვერ დაეხმარებოდა. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ანის არ დააბრუნებდა უვნებელს. არც მანამ და არც მას მერე არ ჰქონდა იმედი, რომ ეს ამბავი სამართლიანად დასრულდებოდა,მაგრამ არ უფიქრია, თუ მენაბდე ანის გარევდა ამ ომში. საიდან ეცოდინებოდა დემნას, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ხელსაყრელი შემთხვევითობა იყო მირიანისთვის და მეტი არაფერი.
_ ახლა მხოლოდ ის შეგიძლიათ ჩანაწერები და სამხილები ჩამაბაროთ, მე კი ვიზრუნებ, რომ თქვენი ქალიშვილი ამ ახალ წელს უსაფრთხოდ შეხვდეს._ სიმშვიდესა და ირონიას შორის მუქარაც გამოურია.
_ რა დამცინი ახლა? ხომ ყველაფერი წაიღეთ უკვე, რაც მქონდა? რაღას მთხოვ მეტს?_ გულწრფელად ჟღერდა დემნას სიტყვები, მაგრამ აშკარა იყო იტყუებოდა. არაფრისთვის ხელი არ უხლიათ მის სახლში. ანის გამო ვერც მოასწრეს ფაქტობრივად.
_ ზუსტად სამ დღეს გაძლევ ბატონო დემნა! ნუ მაიძულებ ახალი წელი უსიამოვნო საჩუქრით მოგილოცო! დაფიქრდი და გააზრებულად იმოქმედე. ანინაზე კი არ იდარდო. სანამ ჩემი სტუმარია ცივ ნიავს არ მივაკარებ!_ უთხრა ცივად და მობილური გათიშა.
_ ცოტნე!_ მოიხმო კარს მიღმა მდგარი ხელქვეითი. მაშინვე შემოვიდა ცოტნე.
_ ჩემს სტუმარს შენ გაბარებ! თვალის ჩინივით გაუფრთხილდი! იცოდე აუცილებლად ეცდება გაქცევას და რამე რომ დაემართოს, საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხს გასაგებია? _ კარგად იცნობდა ცოტნე საკუთარ უცნობს. რასაც იტყოდა სწორედ იმას გააკეთებდა. პირობას არასდროს არღვევდა. ამას გარდა თავადაც ხვდებოდა, რომ ის წიკვინა გოგო მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო მისი უფროსისათვის. უსიტყვოდ დაუქნია თავი.
_ხვალ ნელი ამოვა, მანამდე კი გაარკვიე რამე თუ სჭირდება და სანამ წავალ მითხარი როგორ ხასიათზეა!_ რაში ადარდებს მისი გუნება_განწყობილებაო? გულში ფიქრობდა ცოტნე, თან ანის ოთახისკენ მიუყვებოდა კიბეს. სანამ კარს გააღებდა მიაყურადა. ჩამიჩუმი არ ისმოდა ოთახიდან.
_ დაეძინა ნეტა?_ ჩაილაპარაკა ეჭვით და კარი გააღო. ოთახი მოათვალიერა და რომ ვერავინ დაინახა ელდა ეცა. რამდენიმე ნაბიჯი ინსტიქტურად გადადგა ოთახის სიღრმისკენ
და ამოისუნთქა. საწოლის გვერდით იჯდა მოკუნტული. სახე მუხლებში ჩაემალა და ხმადაბლა სლუკუნებდა. შეებრალასავით გულში. თავად მისი ასაკის და ჰყავდა და ქვეყნიერებას ერჩია.
_ რა გატირებს?_ მაინც უხეშად ჰკითხა.
ხმა არ გაუცია გოგოს. რამდენჯერმე ამოისლუკუნა კიდევ და გაჩუმდა.
_ არ გესმის რომ გეკითხებიან?_ გაუმეორა კითხვა, მაგრამ მიხვდა ანი ზედაც არ შეხედავდა, არათუ უპასუხებდა. „ ჯიუტი ვინმეა!“ გაიფიქრა გულში.
_ კარგი, როგორც გინდა. მაინტერესებდა რამე ხომ არ გჭირდება! მითხარი არ მოგერიდოს!_ თავიც არ აუწევია ანის. განძრევითაც კი არ განძრეულა. ახლა კი დაეჭვდა ცოტნე. _ რა გჭირს? ცუდად ხომ არ ხარ?
ცოტა ხანს ელოდა, მაგრამ რეაქცია რომ არ ჰქონდა. ოთახი დატოვა. კარი გადაკეტა და მირიანს მიაკითხა.
_ აბა რაო? ტიროდა?_ ისე ჰკითხა მენაბდემ. აშკარად დარწმუნებული იყო ანი ისტერიკებს მოუწყობდათ.
_ არა, ხმაც არ გამცა! არც კი შემომხედა. არ ვიცი უფროსი, ცუდად ხომ არაა?_ მიამიტად იკითხა ცოტნემ.
_ ცუდად? ცუდად რატომ უნდა იყოს? იქნებ ეძინა?_ ახლა მირიანიც დაინტერესდა.
_იატაკზე ზის მოკუნტული. ასე თუ შეუძლია ძილი, არ ვიცი მე!_ მხრები აიჩეჩა ცოტნემ.
_ კარგი დაანებე თავი ცოტა ხნით! დამშვიდდება, შეცივდება და აძვრება საწოლზე! საჭმელი შეუტანე მერე და წყალი. მაგრამ ფრთხილად. არაფერი მჭრელი და დამაზიანებელი!_ დაფიქრებული გამოვიდა სახლიდან და წასვლისას სტუმრის ფანჯარას ახედა. სინათლე არ ენთო. ცოტა ხანს უყურებდა აჭედილ ფანჯრებს და მომხდარზე ფიქრობდა. არადა შეეძლო სულ არ ჩაერია ამ საქმეში ეს გოგო, მაგრამ რომ დაინახა, თავი ვერ შეიკავა. მაინც რა ძალიან აღელვებდა?! დანახვის წამიდანვე მიიქცია მისი ყურადღება. ისეთი ხალასი იყო, ისეთი უდარდელი და ახლა? მხოლოდ რამდენიმე საათია იცნობდა და უკვე მის გამო ტიროდა.
ამოიოხრა და მანქანაში ჩაჯდა. ამ საღამოს უნდა დაესვენა, სხვა რამეზე გადაეტანა ფიქრები, რათა ხვალ ახალი შემართებით დაბრუნებოდა ამ არეულ_დარეულ საქმეს და რამე გამოსავალი ეპოვნა.

_საღამო მშვიდობისა!_ კარი გაუღო თუ არა ღიმილად დაიღვარა ნახევრად შიშველი ქალი. _ არ გელოდი, თორემ ამ ფორმაში არ დაგხვდებოდი!
_თუ არ მელოდი, კარს შიშველი ვის უღებდი?_ ჰკითხა ცივად და სახლში შეაბიჯა.
_ მე სულ.._ რაღაცის ახსნას აპირებდა ქალი, მაგრამ სინამდვილეში სულ არ ადარდებდა როგორ ფორმაში იყო, ანდაც რას და რატომ აკეთებდა, იმდენად უმნიშვნელო იყო მისთვის ეს ყველაფერი. მოლოდ მძაფრი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სურდა. მხოლოდ რამდენიმე საათით სჭირდებოდა მისი უნაკლო სხეული და არც იმას დაგიდევდათ, საერთოდ სული სახლობდა თუ არა ამ ლამაზ ფუტლიარში. გრძელ თმაში შეუცურა ხელი. მაჯაზე გადაიხვია და უკან დაქაჩა.
_ გაჩუმდი და საქმეს მიხედე!_ შეუღრინა ავად. ნელა და მორჩილად დაეშვა ქალი მუხლებზე. უცნაურად იყო მოწყობილი ეს სამყარო. ყველა იმის მიღებას ცდილობდა, რაც იმ წამს სჭირდებოდათ. ხან პირდაპირი და ხანაც არაპირდაპირი გზებით. ოღონდ ამ ყველაფერს რომანტიზმის მქრქალ საფარველში ახვევდნენ. მაგრამ მისთვის ასე არასდროს ყოფილა, კარგად ხვდებოდა რომ უბრალოდ ხელსაყრელი გარიგება იყო ეს ყველაფერი, რადგან თუ მირიანს სიამოვნების პოვნა სურდა, მის საყვარელს კეთილდღეობა და უდარდელი ცხოვრება იზიდავდა. მხოლოდ ანას სურვილებს არ კითხულობდა იმ ღამეს არავინ.
_ კარგია!_ ხმადაბლა დაიკვნესა კაცმა. თვალებში ჩახედა ალერსით დაღლილ ქალს და სულ სხვა თვალები დაინახა მის ნაცვლად.
_ ჯანდაბა!_ ჩაილაპარაკა გაუგებრად, სასურველ ფანტაზიას წინააღმდეგობა არ გაუწია, თვალები დახუჭა და წარმოსახვას დანებდა.
.....
_ რა ამბავია დემნა? რას აკეთებ?_ არეულ _დარეულ სახლში თავს ისე უჩუმრად წამოადგა მეგობარი და კოლეგა ჯონი გაბელია დემნას, რომ კაცმა ვერა გაიგო რა. ჯონიმ ინტერესით მოათვალიერა მისი არეული კაბინეტი და თვალი იატაკზე დამსხვრეული ჩარჩოსკენ გაექცა._ დემნა რას აკეთებ?
ჰკითხა, ნელა დაიხარა და იატაკზე გაშლილი შუშის ნამსხვრევებიდან ფრთხილად ამოიღო ლამაზი, მწვანეთვალება ქალის სურათი.
_ წაიყვანა გესმის? ანინას შეეხო ის არაკაცი!_ ამოკვნესა დემნამ და დაღლილი იქვე იატაკზე მჯდარი კარადას მიეყრდნო.
_ რას ქვია წაიყვანა? ვინ წაიყვანა? მენაბდეს გულისხმობ?_ თვალი ძლივს მოსწყვიტა სურათში გაღიმებულ ქალს ჯონიმ და გაუგებარი სინანულის თუ სიბრაზის მაგვარი ემოციით სურათი მაგიდაზე პირქვე დადო. ახლა გადმოყრილ უჯრებს გახედა უცნაურად ანთებული მზერით._ რა უნდა? რას ითხოვს?
_ ვითომ იმ ვიდეოს მთხოვს!
_ ვითომ რას ნიშნავს?_ ცალი წარბი ასწია ჯონიმ.
_ არაა აქ. მეხსიერების ბარათიც თან წაუღია! მიზეზს იდებს უბრალოდ! ალბათ ჰგონია ადე გამაჩუმებს, ცდილობს დამაშინოს, რომ ძიება შევწყვიტო! მაგაზე ამბობდნენ კაცური კაციაო? სამართლიანიაო? _ ისე ნერვიულად ახარხარდა დემნა, რომ ჯონის შეშფოთების მაგვარი ემოციაც გაუკრთა სახეზე.
_ ადექი, წამოდი მშვიდად ვილაპარაკოთ! გამოსავალი იქნება! და მართლა არ გაქვს ასლი? _ სიტყვებს შორის ჩააკვეტა ის, რაც რეალურად აინტერესებდა. აინტერესებდა რა ჩანდა იმ ჩანაწერზე და რამდენად საფრთხის შემცველი იყო ის მისთვის. წლები ცალმხრივად უყვარდა მეგობრის ცოლი ჯონის. ლამის იმ მომენტიდან მის ოპერატორად რომ დანიშნეს 25 წლის ბიჭი. აღფრთოვანებული იყო მარიტას გამბედაობით, პირდაპირობით და ინტუიციით. და არც მის შემთხვევაში უმტყუნა მარიტას ინტუიციამ.
_ანინას რომ რამე დაუშავოს ,რა გავაკეთო მერე? იქნება ჯობდა ხელი ჩამექნია? მაგრამ მარიტას სულს დავპირდი! დავპირდი, რომ მის სიკვდილს არავის ვაპატიებდი ! და აი ახლა, როცა ასე ახლოს ვარ მიზანთან!_ ხელებს ნერვიულად ისრესდა დემნა._ მისი მანქანა ჩანდა გესმის? ირკვევა, რომ ჩემი მარიტა იმ დღეს სწორედ მას ხვდებოდა.
_ ხოდა ასლი როგორ არ შეინახე? ახლა რამეს ვიზამდით!_ ისევ თავისას მიერეკებოდა ჯონი.
_ გაგიჟდი ბიჭო? რომც მქონდეს, ახლა როგორ გამოვიყენებდი? ანინას როგორ გავიმეტებ ასე? ნეტავ აკაკისთვისაც არ მეჩვენებინა!_ ჩაილაპარაკა დემნამ. აკაკის ხსენებაზე ყური ცქვიტა ჯონიმ. ისეთი გაქნილი კაცი იყო ბატონი აკაკი, შანსი არ იყო თვალიერების პროცესში, თუ მოახერხებდა, რაღაც არ ეეშმაკა. უსიამოდ დაეღრიჯა ტუჩები ჯონის და სახე მოარიდა მეგობარს. იცოდა ჯონიმ, მენაბდე ტყუილად არ ეძებდა იმ ვიდეოს. კარგად იცოდა, თუ მირიანი კადრებს ნახავდა, აუცილებლად მიაგნებდა მარიტას ნამდვილ მკვლელს. კარგად ახსოვდა მისი თვალები. ეს იყო მიზეზი, რომ კამერის უკანა მხარეს დგომას ამჯობინებდა ჯონი. ასე ნაკლებად იქცევდა ხალხის ყურადღებას, მაგრამ ამასთან ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს ხედავდა. და რადგან მირიანის გაჩუმებას ვერ მოახერხებდა, საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ის ვიდეოები ხელთ უნდა ეგდო და გაენადგურებინა. და ეს არ აკლდა თითქოს, ახლა ის ნაძირალა აკაკიც თავში სახლელი გაუხდა. უნდა გაეგო რა და რამდენი იცოდა აკაკიმ.
ცოტა ხანს დარჩა დემნასთან. მწუხარე მეგობრის ნიღაბი მოირგო. დაამშვიდა, გაამხნევა და მისი სახლი მალევე დატოვა ნაუცბადევი, გაუგებარი მიზეზით. მაშინვე აკაკის სახლისკენ აიღო გეზი. ამ დროს უეჭველად სახლში იქნებოდა ის გაქნილი იურისტი.

დილით უთენია დაბრუნდა სახლში მირიანი.
მშვიდად აიარა კიბეები და პირდაპირ საძინებელს მიაშურა. წყალი გადაივლო, ტანზე გამოიცვალა და სამზარეულოში ჩავიდა. ყოველ დილით ადრიდანვე საუზმობდა ხოლმე. ბავშვობიდან ჰქონდა ეს ჩვევა , როცა სამსახურში მიმავალი დედა უთენია აღვიძებდა და საუზმეს უმზადებდა. რადგან შემდეგ მარტოდ დარჩენილი ბავშვი მშიერი არ წასულიყო სკოლაში. მაგრამ წარსულზე მეტად ახლა მომავალი აღელვებდა მირიანს. თითქოს საკუთარი ცოდვები არ ჰყოფნიდა ახლა იმ ჟურნალისტის ამბავშიც ცუდად იყო გახვეული.
_ გამარჯობა მირიან! რატომ არ გამაღვიძე?_ შუახნის დაბალი ქალი შემოვიდა სამზარეულოში. ჩაფიქრებული კაცი გარინდებიდან გამოაფხიზლა. _ გავიგე სტუმარი გვყოლია. მის გაღვიძებას დაველოდები, რათა ჩემებურად გავუმასპინძლდე.
_ დილა მშვიდობისა დეიდა!_ თავი არ აუწევია, ისე მიესალმა დეიდას მირიანი.
_ მაგ სტუმარი მთლად სტუმარი არ გეგონოს! ვიცი შენ არ მოგეწონება და გამკიცხავ კიდეც, მაგრამ საქმეს ასე სჭირდება!
_ არ მითხრა, რომ ისევ მძევალი გყავს მოყვანილი!_ წარბი შეიკრა ქალმა. _ რა გჭირს მირიან შვილო? შენ ასეთი არ იყავი! რა საქმეებში ხარ გახვეული? დედაშენმა შენი თავი მე ჩამაბარა, რა პირით შევხედო თვალებში, როცა შევხვდები არ ვიცი!
ისეთი სევდიანი თვალებით შეხედა მირიანმა ნელის, ქალმა მაშინვე შეწყვიტა საყვედურები.
_ კარგი ჰო,კარგი! აპატიე დეიდას! ვიცი კარგი შვილი ხარ! არაფერს გააკეთებ ისეთს, რომ დედაშენთან მისასვლელი პირი არ დამიტოვო! რახან ასე იქცევი, ალბათ ასეცაა საჭირო! _ ამოიოხრა ქალმა და ქურას მიუბრუნდა აცრემლებული თვალების დასამალად.
_ ცოტნე სად არის დეიდა?_ ისე ჰკითხა მირიანმა, თითქოს წამის წინ არაფერი საწყენი არ მოისმინა მისგან. იცოდა მენაბდემ, დეიდა გულწრფელად დარდობდა მასზე და არც მისი გაუგებარი საქმეების ესმოდა რამე. უბრალო ქალი იყო ნელი და ცხოვრებასაც ბევრად მარტივს სცემდა პატივს და ნატრობდა. ნატრობდა მირიანს ოჯახი ჰქონოდა, ცოლი შვილები, ბედნიერი და მშვიდი ყოფილიყო, მაგრამ სიმშვიდემდე ძალიან დიდი გზა ჰქონდა ამ კაცს გასავლელი. აბა მხოლოდ ის რად ღირდა, მარიტა უძილაურის მკვლელობის საქმეში მისი გვარი რომ ფიგურირებდა. თან ბედი თითქოს მასხრად იგდებდა, სწორედ მისი დედა არ აღმოჩნდა? წარბშეკრულმა ახედა ჭერს.
_ არ ვიცი, ალბათ ფარეხში იქნება!_ მხრები აიჩეჩა ნელიმ და თავგამოდებით გააგრძელა მოხარშული ლობიოს ჩაზელვა. თითქოს ჯავრს ახლა მასზე იყრიდა. სხვა თუ არაფერი საჭმელს მაინც გააკეთებდა მარტივს და უბრალოს. და არა იმ რაღაც გაუგებარ, ეგრეთ წოდებულ დელიკატესებს.
დეიდამისის საუბარს ყური აღარ დაუგდო მირიანმა. ადგა და სამზარეულოდან გამოვიდა. ნელა აუყვა კიბეებს და მონუსხულივით გაჩერდა ანის ოთახის კართან. დიდხანს არ უყოყმანია, ფრთხილად გადასწია გასაღები და კარი უჩუმრად შეაღო.
გაუკვირდა საწოლი ცარიელი რომ დაინახა. გაახსენდა ცოტნეს ნათქვამი და უხმო ნაბიჯებით მოუარა ფანჯრის მხრიდან. კვლავ იატაკზე იჯდა ანი. თავი საწოლის კიდეზე ჩამოედო. მუხლებში მოხრილი ფეხები გვერდზე გადახროდა და ხელები კალთაში ეწყო. მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა. ახლაღა დაინახა ხელში ისევ ფოტო აპარატი რომ ეკავა. ფრთხილად ამოართვა თითებიდან და ინტერესით შეათვალიერა. ღილაკს დააჭირა და ჩართო. მხოლოდ ერთი სურათის გადაღება მოესწრო გოგონას. ლამაზი კადრი იყო, თოვლში გახვეული ქუჩა და სადღაც მიმავალი ადამიანის შორეული ლანდი. გაეღიმა მირიანს. აპარატი გამორთო და პატარა კარადზე დადო. მერე მძინარე გოგონა ხელში აიყვანა. ისეთი გათოშილი იყო, ისეთი გაყინული, შეეშინდა უცბად. სახე ცხვირთან მიუტანა უნებურად და როცა მისი სუნთქვა იგრძნო, შვებით ამოისუნთქა. საბანი ასწია და ფრთხილად ჩააწვინა. წამით დაფიქრდა, მერე თავი გვერდზე გადააქნია და თავადაც გვერდით მიუწვა. სიცივე იღვრებოდა ანის სხეულიდან. მართლა ისე გაყინულიყო, შეებრალა, ან თავს დააჯერა, რომ მხოლოდ ეს იყო მიზეზი. ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. საკუთარი სითბო უწილადა. მის რბილ თმაში შეაცურა თითები და ლოყა თავზე დაადო.
_ ცოტა ხანს დავრჩები შენთან! სულ ცოტა ხანს!_ ნებართვა სთხოვა მძინარეს და თვალები დახუჭა. არასდროს არავის გვერდით არ უგრძვნია მსგავსი სიმშვიდე. გრძნობდა, როგორ თანდათან უთბებოდა გოგოს სხეული. და ამ სითბოსთან ერთად ითენთებოდა თავად. ისე ჩაეძინა, ვერაფერი გაიგო. სანამ უხეშმა ბიძგმა არ გამოაფხიზლა. უცებ ვერ გაიაზრა რა მოხდა. სწრაფად წამოიწია და სიბრაზისგან სახე მოქუფრულ გოგოს, რომელიც მასზე თავდასხმას აპირებდა, ინსტიქტურად მოხვია მკლავები და გააკავა. ქვეშ მოიქცია და თვალებში ჩააჩერდა.
_ გამიშვი! გამიშვი არამზადა! რას ბედავ! რას აკეთებ?!_ გაჰყვიროდა მთელი ხმით, ფართხალებდა მახეში გაბმული და ვერაფრით მშვიდდებოდა. გაბრაზებულიც კი ისეთი უმწეო და სასაცილო იყო.
_ ნუ ყვირი, დამშვიდდი!_ უთხრა მკაცრი ხმით._ გაჩუმდიმეთქი!
ახლა რომ ნელი შემოსულიყო და ეს სცენა ენახა. ალბათ ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. ბრაზით გახედა ღიად მიტოვებულ კარს.
_ გიშვებ! აჰა, გაგიშვი!_ წვრილ მაჯებზე ხელი უშვა და წამოიწია, თუმცა მაშინვე ინანა. როგორც კი ანიმ თავისუფლება იგრძნო, ისე ჩააფრინდა სახეში ფრჩხილებით, როგორც გაავებული კატა. სისხლი დაადინა ლოყიდან.
მაჯაში ხელი წაატანა და საკუთარი მოხრილი მკლავითვე შებოჭა.
_ რა ავი ვინმე ყოფილხარ, პატარა მხეცო!_ საკუთარ თავზე გაეცინა. კარგი დასანახი კი იქნებოდა ახლა ასე ჩამოპოტნილი სახით. _ დამშვიდდი, გიშვებ!
_ აბა! მზად ხარ?_ სიცილით ჰკითხა და რამდენადაც შეძლო სწრაფად გაეცალა უხიფათო მანძილზე.
_ არ მომეკარო მეორედ! არ გაბედო და არ მომიახლოვდე!_ მუქარით უღერებდა თითს. ისე ლამაზად მოეჩვენა მირიანს იმ წამს. გულში გაიფიქრა, რომ არ სურდა მის გარდა ვინმეს მისი გაბრაზება ენახა. რომ იგივე აღფრთოვანება არ ეგრძნო, რასაც თავად გრძნობდა.
_ სად არის ჩემი აპარატი?_ ისე მოულოდნელად იკითხა ანინამ და ისე ყურადღებით მოათვალიერა საწოლი, გაოცდა მირიანი. წამის წინ მასზე ბრაზობდა და ახლა აპარატს დაეძებდა გააფთრებული. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
_ რა უყავი? ახლავე დამიბრუნე!_ შეანათა სიბრაზით სავსე ლამაზი თვალები.
_ აქ არის ! _აიღო და საბელით ჩამოკიდა ჰაერში.
_ აქ მომეცი!_ ხელებში ეცა ანინა, უცებ თოკი ხელიდან გაუსხლტა მირიანს და აპარატი გრუხუნით დაეცა იატაკზე. რამდენიმე ნაწილად გაიშალა.
_ არა! _ პირზე იტკიცა ხელები ანინამ და თვალები წამიერად აევსო ცრემლებით._ ეს რა ქენი? ეს რა ქენი? იმეორებდა აკანკალებული ხმით.
_ არაუშავს ახალს გიყიდი, ვალში არ დარჩები!_ მხრები აიჩეჩა მენაბდემ. ვერ მიხვდა, მის გაუგებარ შეშფოთებას. დაიხარა და აპარატის ნაწილები ხელში აიღო. მოულოდნელად თვალში რაღაც მოხვდა. საწოლის გვერდით ვერცხლისფერი პაწაწა ნივთი ბრწყინავდა.
_ იცი მაინც რა ძვირფასი იყო ეს ნივთი ჩემთვის, მაგრამ შენ რა იცი სამახსოვრო ნივთებისა შე ბანდიტო! _ სლუკუნებდა ანი და გატეხილი აპარატის ნაწილების ერთმანეთისთვის მორგებას უიმედოდ ცდილობდა.
მირიანი საწოლთან დაიხარა და პატარა მეხსიერების ბარათი ორი თითით აიღო.
_შეწყვიტე ტირილი! ამ საღამოსვე მოგიტანს ცოტნე ახალს!_ ცივად უთხრა გოგონას და სულ სხვა ფიქრებში ჩაფლული გამოვიდა ოთახიდან. წამით გასაღებს წაატანა ხელი, მაგრამ მერე გადაიფიქრა. სად გაექცეოდა? სანამ ეზოს გაცდებოდა, მანამდე დაიჭერდნენ დაცვის ბიჭები.
ოთახს ზურგი აქცია. „დაბლა ჩამოდი და საჭმელი ჭამეო!“ მიაძახა ანის და საკუთარი ოთახისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. იქნება სწორედ ეს იყო, რასაც ეძებდა?!
_ რატომ თქვა ბაკურაძემ, ყველაფერი წაიღეთო?_ გაახსენდა დემნას სიტყვები, რასაც მაშინ ყურადღება არ მიაქცია.
მოუთმენლად დაელოდა განათებულ ეკრანზე ვიდეოს დაწყებას. ჯერ გაოცება გამოესახა, აშკარად არ ელოდა იმას, რასაც ხედავდა. შემდეგ სიბრაზემ შეცვალა მისი გამომეტყველება. კართან სწრაფი ნაბიჯით მივიდა და დაიძახა:
_ ცოტნეს დამიძახეთ!
_მანქანას დააკვირდი ცოტნე! კარგად დააკვირდი!_ თავად ცოტნეს აკვირდებოდა ყურადღებით.
_ ეს შენი მანქანაა, ის დღეა, ნამდვილად როცა მარიტას უნდა შეხვედროდი?? ხომ ასეა?!_ კარგად ახსოვდა ის საღამო ცოტნეს. როცა მარიტა უძილაურმა როგორღაც დაითანხმა მენაბდე ინტერვიუზე. თუმცა მარიტა იმ იშვიათ ჟურნალისტთაგანი იყო, ვისი მოსყიდვაც შეუძლებელი იყო. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რატომაც მენაბდემ მასთან საუბარი გადაწყვიტა. და შეხვედრა ერთ_ ერთ რესტორანში დათქვეს. თუმცა მასთან საუბარი ვერ მოასწრო მირიანმა. მისი ნახვაც კი ვერ შეძლო. იმ დღეს მარიტა მოკლეს სწორედ იმავე რესტორნის უაკნა ქუჩაში. მანქანა დაეტაკა ქალს. ქუჩაში, სადაც სადაც კამერები არ იყო. და ყველაფერი თავისთავად ბანდიტიზმში და სხვა დანაშაულებებში ეჭვმიტანილ მენაბდეს აკიდეს. მის მანქანაზე აღმოჩნდა მარიტას სისხლის პაწაწუნა კვალი. თუმცა კი მანქანას ავარიის აშკარა ნიშნები საერთოდ არ ემჩნეოდა. მაშინ მირიანი იმან გადაარჩინა, რომ რესტორანში მაგიდასთან მჯდარს ფეხიც კი არ მოუცვლია ადგილიდან. თუმცა მითვის ბრალის წაყენება მომგებიანი და მოსახერხებელიც იყო, ასე გამოძიებაც მოგებულში რჩებოდა, რომ შესაფერისი ეჭვმიტანილი ჩაუვარდათ ხელში და თანაც, ცნობილი ჟურნალისტის დაღუპვის საქმის მყისიერად გახსნის გამო , საზოგადოების თვალში პლიუსსაც დაიწერდნენ.
იმ დღეს ერთი უცნაური რამ მოხდა, რაც მირიანს აღარ ახსოვდა, სანამ ამ ვიდეოს არ უყურა. როცა ხალხი აირია და იქაურობა ჟურნალისტებით და პოლიციით გაივსო, მირიანმა დაინახა, როგორ იქექებოდა ვიღაც მისთვის უცნობი კაცი, რომელიც სახეს ქუდქვეშ მალავდა მის მანქანაში. და როცა მირიანის დაჟინებული მზერა შეამჩნია უცებ გაეცალა იქაურობას. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ მისი მანქანის ვიდეო_რეგისტრატორიც სწორედ იმ საღამოს გაუჩინარდა.
_ შეხედე, აი ის კადრი გააჩერე! რესტორნის კუთხეში ხედავ? მაშინ გონებიდან ამომივარდა, ალბათ იმდენად უმნიშვნელო ამბად მივიჩნიე. ვიფიქრე ვიღაც აბეზარი ჟურნალისტი სამხილებს აგროვებდა ჩემზე. თუმცა ახლა მგონია აქ სულ სხვა ამბავი უნდა იყოს. ცოტნე უნდა მოვახერხო და ბაკურაძეს მშვიდ გარემოში ველაპარაკო. იქნება რაღაც აზრზე შევჯერდე მასთან!.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ვე რა შეწყვიტე თოვა 9 თავი მეოცნებეთა ლიგაზე დევს, მაგრამ გაგრძელებას ველით რა ხანია, გამიხარდა აქ რომ გამოჩნდით, იმედია გააგრძელებთ ისტორიას აქ და ბოლომდე მიიყვანთ, ძსლიან მოგვწონს კარგი და ჩამთრევი ისტორიაა. ველით თქვენ პასუხს

გთხოვთ გვიპასუხეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent