შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ბედნიერი სახლი. თავი 3


13-05-2025, 13:52
ავტორი Whisper
ნანახია 750

პირველი ნაბიჯები.
***
ოქტომბრის მიწურული.
უჩვეულოდ ბნელი დილა გათენდა, თუმცა ქარმა მალევე გაყარა ღრუბლები.
***
"...მა...თომა."
ფიქრებიდან ლაზარეს ხმამ გამოარკვია ბიჭი, რომელიც უკვე ხუთი წუთია, რაც გაწკრიალებულ ჭიქას გაუაზრებლად წმენდდა.
"რამე მითხარი?"
"მალე ხვრელს გააჩენ ჭიქაში, შეეშვი."
ლაზარეს გაეცინა.
"რა გჭირს, ეს რამდენიმე დღეა გამოთიშული ხარ სამყაროს."
"არაფერი, დაიკიდე."
ზედმიწევნით გაწმენდილი ჭიქა დახლზე დადგა თომამ და ფიქრების თავიდან ამოსაგდებად სახე მოისრისა.
***
ყვავილების მაღაზიისკენ მიმართული თვალები.
ერთ დროს უგრძნობი მზერა ახლა მოუსვენრად ეძებდა უცნობის სილუეტს.
***
ამაზრზენი ვარ.
ქმრიან ქალზე ვოცნებობ.
***
პირველ ნოემბერს, როდესაც თომა საღამოს ცვლაში მუშაობდა, ბარში ორი გოგო შემოვიდა.
გადავსებულ დარბაზში სასიამოვნო მუსიკა ისმოდა.
***
ბარის ახალგაზრდა თანამშრომელს გაოცებული და თითქოს თბილი მზერა მიემართა ახალშემოსული უცნობი გოგოსკენ, რომლის თვალებსაც უჩვეულო სიცარიელე დაჰკრავდა.
მეგობართან ერთად შესაკვეთად მისული თავისუფალ სკამზე დაჯდა და ფერმკრთალი, თუმცა სიცივისგან ოდნავ შეწითლებული ხელები მოუსვენრად დააწყო დახლზე.
ბეჭედი აღარ ეკეთა.
***
"გაბრაზდი, იტირე ან შეაგინე მაინც. შენი სიჩუმე უფრო მაგიჟებს."
ამაზე მხოლოდ სუსტი ჩაცინებით უპასუხა მაიამ.
"კარგი, მე დავამხობ თავზე."
"არ გინდა. უბრალოდ არ გიღირს."
თქვა მაიამ ისე, თითქოს ყველა გრძნობა ამოეძირკვა.
"არ ბრაზდები? არ გძულს?"
"სიმართლე რომ ვთქვა, უბრალოდ არ მაქვს თავი. ზედმეტად დაღლილი ვარ."
გულნატკენი თვალებით გახედა სოფიმ მეგობარს.
"კიდევ დაგვისხით."
მიმართა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც მაიას მიშტერებოდა.
"უკაცრავად?"
გამოსაფხიზლებლად დახლზე თითების მსუბუქი კაკუნით განმეორებითი კითხვა დაუსვა სოფიმ.
"თომა, შენ გეძახიან."
მხარი გაკრა ლაზარემ ბიჭს და ფიქრებიდან გამოარკვია.
"აპატიეთ, ახალია, ჯერ კიდევ სწავლობს."
სიცილით მიმართა ლაზარემ სოფის და შეკვეთის მზადება განაგრძო.
"ბოდიშს გიხდით."
შემკრთალი ხმით წარმოთქვა თომამ.
ნელა ააცოცა უსიცოცხლო თვალები მაიამ ბიჭის სახისკენ და დაკარგული გამომეტყველების დანახვისას გაეღიმა.
"არაუშავს."
ნაცნობი მზრუნველობა გაეპარა ხმაში.
***
თომას მზერას გააყოლა თვალი ლაზარემ.
ჩაეცინა და გოგოებს გამოესაუბრა.
"ბარში პირველად გხედავთ, მაგრამ თუ არ ვცდები მოპირდაპირე ყვავილების მაღაზიაში მუშაობთ, არა?"
"კი, ჩვენი მაღაზიაა. თუ თაიგული დაგჭირდებათ, შემოიარეთ, ლამაზად აგიწყობთ."
თბილი ღიმილით უპასუხა სოფიმ.
"გავითვალისწინებთ."
მხარზე დაეყრდნო ლაზარე თომას, რომელიც კვლავ ჩუმად აპარებდა მზერას ჩაფიქრებული მაიასკენ.
მცირე დუმილი მორიგი მომხმარებლისგან გათავისუფლებულმა ლაზარემ დაარღვია.
"ხვალ ცოცხალი მუსიკის საღამო გვაქვს, გაგვიხარდება თუ შემოივლით. ჩვენ ვუკრავთ."
"რას იტყვი, მაია?"
სოფიმ მეგობრისკენ გაიხედა და ფიქრებიდან გამოარკვია.
"რაზე?"
"ცოცხალი მუსიკა, ხვალ საღამოს."
უხერხულად შეიშმუშნა მაია.
"არ ვიცი, ვნახოთ."
ღიმილს ძალა დაატანა და სასმელი მოსვა.
***
ნოემბრის ცივ ღამეს ორი გოგო ბარიდან გამოვიდა.
"არ მოვიდეთ ხვალ? სამსახურებიდან ჰო წამოხვედი."
"წამოვედი, მაგრამ არ მინდა."
მაიას ცისკენ მიპყრობილ უსიცოცხლო სახეს შეხედა სოფიმ და გული დაესერა.
რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც ადამიანს საუბარი არ სურს? პირველად გრძნობდა ასე დაკარგულად თავს სოფი. ოცი წლის განმავლობაში არასდროს უჭირდა სწორი სიტყვების მოძებნა მეგობრისთვის, რომელიც მუდამ მის გვერდით იყო. ახლა კი, მხოლოდ ისღა დარჩენია ჩუმად გაუწოდოს ხელი და დაელოდოს.
"დიდხანს ნუ გამოიკეტები ამ კედლებში. როცა არ უნდა დაგჭირდე, აქ ვარ."
მხოლოდ ეს უთხრა და ამ, თითქოს უბრალო სიტყვებმა კვლავ შეახსენა მაიას, რომ უკვე დიდი ხანია, რაც მარტო არ არის.
***
"რას ვიფიქრებდი გულგატეხილი ქალები თუ გიზიდავდა."
"არაფერი თქვა. უბრალოდ დაიძინე."
ლაზარემ ჩაიცინა და მხარზე დაადო ხელი.
"საკუთარ თავსაც მოუფრთხილდი."
მხოლოდ ეს უთხრა და დასაძინებლად გაემზადა.
***
მოსაწევად გავედი და უნებურად მივაშტერდი ყვავილების მაღაზიას.
"მაია."
ჩემს გონებაში გაუჩერებლად ტრიალებდა მისი სახელი.
საინტერესოა, რას გრძნობს?
ცარიელი თვალები მაშინებს...
და მაინც...
არ მინდა მჯეროდეს, მაგრამ...
გულის სიღრმეში გამიხარდა რომ ბეჭედი აღარ ეკეთა.
სამარცხვინო ეგოისტი ვარ.
***
აივნის მოაჯირს დაყრდნობილ თომას სახეზე ჩამოეფარებინა ხელი, რომლის მიღმაც დანაშაულნარევი ღიმილი მოჩანდა.
***
საღამოს თერთმეტი საათი.
კარის საკეტში ჩუმად გადაატრიალა გასაღები მაიამ და სახლში შესვლისას ფეხსაცმელი უხმოდ გაიხადა.
ოთახისკენ ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა და მძინარე დედას დახედა.
"წყალი დასჭირდება."
გაიფიქრა თავისთვის და სამზარეულოსკენ მიმავალმა მამის ოთახიდან გამოსული მკრთალი შუქი შეამჩნია.
"მამი..."
გაღიმებულმა შეუღო კარი.
***
ბავშვობიდან დღემდე იშვიათად ხვდებოდნენ მამა-შვილი.
და მიუხედავად მარტოობისა, ყოველთვის გრძნობდა მაია, მამას უყვარდა.
"სიყვარულს ყველა თავისებურად გამოხატავს."
ამ ფიქრს ატრიალებდა გონებაში.
მამისთვის ეს საზრდო და სახლი იყო, რომლისთვისაც გაუჩერებლად მუშაობდა.
უნდოდა შვილისთვის არაფერი მოეკლო და მაინც, მის ცხოვრებას უმნიშვნელოვანესი რამ წაართვა.
მასთან ყოფნა.
დრო, რომელიც აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა...
ხანდახან ისევ ებღაუჭებოდა შვილი წარსულის თითზე დასათვლელ ბედნიერ მოგონებებს და ფიქრობდა...
რა კარგი იქნებოდა, დროის გაჩერება რომ შეიძლებოდეს.
***
"როდის მოხვედი?"
მაიას დანახვისას კითხვა შეწყვიტა მამამ.
"ახლახანს."
მაიას ჩაეცინა.
"ჩაი დავლიოთ?"
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მამამ.
მალე ორი ფინჯანი ჩაითა და ორცხობილებით დაბრუნდა.
"ცოტა ხანი აქ დაგიჯდები."
ხუმრობანარევი დაეჭვებით შეათვალიერა მამამ ღაწვებშეფაკლული შვილი.
"ნასვამი ხარ?"
სიცილით ჰკითხა.
"სამსახურის მერე დავლიეთ მე და სოფიმ ცოტა."
"გასაგებია. იმედია კარგად გაატარეთ დრო."
"მა..."
მცირეხნიანი სიჩუმე მაიამ დაარღვია. წამით შეყოვნდა.
"დედას დაბრუნებაზე რატომ დამთანხმდი?"
ჩუმი ხმით ჰკითხა ისე, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, უნდოდა თუ არა პასუხის მოსმენა.
მამამ ღრმად ამოისუნთქა.
"შემეცოდა...ზუსტად ისე, როგორც შენ."
"ჩემს დაბადებამდეც ასეთი იყო?"
დამწუხრებით გახედა მაიას, რომელიც ჩაის ფინჯანს დაშტერებოდა.
"არა..."
პასუხის გაცემამდე ეჭვმა გაურბინა ფიქრში, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა და საუბარი განაგრძო.
"თბილი და მოსიყვარულე იყო. რისკის მიუხედავად შვილიც უნდოდა. არც ვიცი, იქნებ მე შევცდი სადმე. ხანდახან თავს ვადანაშაულებ, რომ ვერ შევამჩნიე როგორ იცვლებოდა."
"შენი ბრალი არაა, მა."
თბილად გაუღიმა მაიამ, როდესაც მამის სევდანარევი თვალები დაინახა.
"განქორწინების განაცხადი შეიტანეთ?"
მცირე დუმილის შემდეგ იკითხა მამამ.
"ხვალ შევიტანთ. თვის ბოლოს ყველაფერი დასრულდება."
მაიას ხმაში გრძნობას არ გაურბენია.
"მიზეზს რატომ არ მეკითხები?"
"გინდა მოყოლა?"
"არც ისე."
"მაშინ უბრალოდ გენდობი."
მაიას ჩაეცინა.
"არ ბრაზდები?"
"რატომ უნდა გავბრაზდე? შენი ცხოვრებაა, მე ვერ გადაგიწყვეტ რა გააკეთო და რა არა. მთავარია ბედნიერი იყო..."
გონებიდან სიტყვები გაუქრა წამით მამას.
"მინდა რომ ბედნიერი იყო, მაგრამ ამის თქმის უფლება დიდი ხნის წინ დავკარგე...დამნაშავე ვარ, მარტო დაგტოვე და ის პასუხისმგებლობა აგკიდე, რომელიც ბავშვს არ უნდა ჰქონოდა."
სავარძლიდან წამომდგარმა მაიამ მხარზე დაადო ხელი დამწუხრებულ მამას.
"არასდროს დამიდანაშაულებიხარ, ამიტომ შენც მოეშვი თვითგვემას, კარგი?"
მზრუნველი სითბო, რომელიც მაიას ხმაში ისმოდა, მაშინვე აგრძნობინებდა მამას, რომ ყველაფერი მართლაც კარგად იქნებოდა.
და ზუსტად ეს ატკიებდა ნაოჭებიან გულს ყველაზე მეტად.
შვილი, რომელიც ბავშვობიდან უდიერი მშობლების მზრუნველი გახდა.
***
ორი ნოემბერი. პარასკევი.
"დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა გამოყოლა?"
უარყოფის ნიშნად გააქნია თავი მაიამ და სოფის აღელვებულ სახეს ღიმილით უპასუხა.
"ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად ჩაივლის."
***
ერთ დროს მოსიყვარულე ადამიანის ზურგს უყურებდა ახლა დანი.
თვალები მიეშტერებინა.
"ხელის გაშვება მე გადავწყვიტე, მაშინ რატომ მგონია, რომ პირველი თვითონ დამემშვიდობა?"
ეს აზრი აეკვიატა, თუმცა ვერაფერი თქვა.
***
საღამოს ციდან წვიმის პირველი წვეთები წამოვიდა.
"ვიფიქრე და ცოცხალი მუსიკა არც ისეთი ცუდი აზრია."
შემინულ კართან იდგა მაია და მოპირდაპირედ "Luna & Sol"-ის მკაფიოდ განათებულ ბანერს უყურებდა.
***
საღამოს ექვს საათზე ყვავილების მაღაზია დაკეტეს და ბარისკენ გაემართნენ.
***
მომზადების შემდეგ, შვიდ საათზე, პატარა სცენაზე რამდენიმე ადამიანი ავიდა.
ყვითელი განათება გამწვანდა.
თითქოს ბურუსში, დარბაზის შუაგულში ორი გოგო იჯდა.
***
არ მქონდა იმედი.
თავიდან ამოვიგდე ფიქრები.
დღეს არ მოვიდოდა.
არ მოვიდოდა, თუმცა...
სცენაზე ასულმა, უნებურად დავიწყე მისი ძებნა.
და ზუსტად მაშინ, როდესაც მისასალმებლად პირველი ბგერა გაჟღერდა, მწვანე ბურუსით მოცულ დარბაზში ყვავილების სურნელი ვიგრძენი.
უმისამართოდ გაქცეულმა მზერამ მის წაბლისფერ თმას მიაგნო, რომელიც გაეშალა და მკერდამდე ეფარებოდა.
სევდიან და უსიცოცხლო სახეზე მელანქოლიური ღიმილი დაჰკრავდა.
სცენისკენ მიმართული თვალები არავის უყურებდა.
ვიცი რომ ეგოისტი ვარ, მაგრამ...
ამ წამს მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა.
"შემომხედე!"



№1 სტუმარი ნანო

კარგად წერ.წარმატებები❤️

 


№2  offline წევრი Whisper

ნანო
კარგად წერ.წარმატებები❤️

ძალიან დიდი მადლობა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent