გოგონა სიზმრიდან- ნაწილი2
ეს აზრები ქარიშხალივით უტრიალებდა გონებაში, არეული და გაურკვეველი იყო, როგორ შეეძლო სიზმრისეულ ხატებას, ჰაეროვან, ფანტაზიის ნაყოფს, რეალობაში ფესვები გაედგა? ნუთუ ეს უბრალო დამთხვევა იყო,ბედის ირონიული ღიმილი, თუ უფრო მეტი? იქნებ ეს სიზმარი სულაც არ იყო სიზმარი, არამედ ხილვა, გზავნილი სამყაროდან, რომელიც მიანიშნებდა, რომ სწორედ ის, გოგონა სიზმრიდან, იქნებოდა მისი ცხოვრების თანამგზავრი, მისი სულის მეორე ნახევარი. გული გამალებით უცემდა, გონება კი უარზე იყო, არ უნდოდა მიეღო ეს იდეა. მაგრამ შინაგანად რაღაც უბიძგებდა, დაეჯერებინა შეუძლებელი, რადგან მისი თვალებიდან, მისი ღიმილიდან, მისი არსებიდან გადმოსული სითბო სიზმარს მიღმა იყო. ეს იყო შეგრძნება, რომელიც გონების საზღვრებს სცილდებოდა და პირდაპირ სულში იდებდა ბინას. ნუთუ ბედისწერა ასე ნათლად გვესაუბრება, სიზმრების ენაზე? ნუთუ შესაძლებელია, რომ ჩვენი მომავალი უკვე სადღაც, დროის უსასრულო ქსელში იყოს ჩაქსოვილი და მხოლოდ სწორ მომენტს ელოდებოდეს, რათა თავი გამოავლინოს? ეს კითხვები ტანჯავდა, მოსვენებას უკარგავდა, მაგრამ ამავდროულად რაღაც უცნაურ იმედსაც უნერგავდა. იმედს, რომ ეს სიზმარი მხოლოდ დასაწყისი იყო იმ ისტორიისა, რომლის დაწერაც მას და მის ოცნების ქალს ერთად მოუწევდათ. სამყარო მართლაც ამოუხსნელია ჩვენთვის, რადგან უფლის ჩანაფიქრი დიადი და დიდებულია. ხშირად ამბობენ, რომ უფალი იმ ოცნებას არ ჩაგვიდებს გულში, თუკი მის მიღწევა არ შეგვიძლია. ლუკამ ვეღარ მოისვენა ოფისში. მისი გონება შფოთავდა, სულ უფრო მძაფრად ითხოვდა სიმშვიდეს, რომელიც, როგორც ჩანდა, მხოლოდ სახლის კედლებში მოიპოვებოდა. სახლში მისულმა, თავის ოთახში აიარა და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა. ცდილობდა თავი მოეწესრიგებინა, თუმცა ვერაფრით მშვიდდებოდა. იმ გოგოს სახე, სიზმრიდან ამოსული და რეალობად ქცეული, დაუოკებლად უტრიალებდა გონებაში. –ანანიას დავურეკავ და ვეტყვი, მის შესახებ გაარკვიოს რამე, – გაიფიქრა, ტელეფონი აიღო და თითქოს უკვე უნდა აეკრიფა ნომერი, მაგრამ უცებ შეჩერდა. –არა, უკვე გვიანია. თანაც, ჯერ ჩემს თავში ვერ გავრკვეულვარ,– თქვა ხმამაღლა, ტელეფონი გვერდზე გადადო და ოთახიდან გავიდა. დერეფანში დამხმარე ქალს, ნანა დეიდას შეხვდა. –ნანა დეიდა, ხომ არ იცით, ჩემი და სად არის? – ჰკითხა მოუთმენლად. –თავის ოთახშია და მთხოვა, გადმომეცა თქვენთვის, რომ გელოდებათ, – უპასუხა ნანა დეიდამ. –კარგი, წავალ ვნახავ, – უთხრა ლუკამ და დის ოთახისკენ გაემართა. კარებზე მსუბუქად დააკაკუნა და ოთახში შეაბიჯა. –ჩემი ნახვა გინდოდა, დაო? – იკითხა მშვიდად. –ხო, მოდი,– ღიმილით უპასუხა დამ, რამაც ლუკას დაბნეულობა კიდევ უფრო გაუმძაფრა. მიუახლოვდა და მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა. –იცი... მე და დედამ გადავწყვიტეთ, რომ შენთვის შესაფერისი გოგო ვიპოვოთ,– თქვა დამ შეპარვით, თითქოს ეშინოდა ძმის რეაქციის. –რაა? დაო, შენ მაინც რა დაგემართა, ხომ იცი, რა აზრის ვარ ქორწინებაზე. მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას უსიყვარულოდ, მითუმეტეს ახლა, როდესაც ის ვიპოვე, ვისაც ამდენი ხანი ვეძებდი,– თქვა ლუკამ და დის კალთაში ჩადო თავი. –რა თქვი, ლუკა, შენ ის მართლა იპოვე? – გაოცებულმა ჰკითხა ნინიმ. –ხო, დაიკო, ჩემი გოგონა სიზმრიდან დღეს ჩემს ოფისში ვნახე. როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიცანი ეს ის არის. არ ვიცი, რა მჭირს, მგონი ჭკუიდან ვიშლები, მაგრამ მე ის მიყვარს, დაო. მითხარი, როგორ შეიძლება ადამიანს თავისი წარმოსახვის ნაყოფი შეუყვარდეს? – სევდიანად ჰკითხა. –იცი... იქნებ ეს სიზმარი სულაც არ იყო, არამედ სამყაროდან იყო გზავნილი. ჰო, მთელი ეს თვეები სწორედ ამიტომ ხედავდი მას და შენ არარსებული კი არა, რეალური შეიყვარე, – უთხრა ნინიმ, ცრემლიანი თვალებით გახედა და გულში ჩაიკრა. –ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყო, ჩემო პატარავ, რადგან შენ ამას იმსახურებ. – დაო, მე მხოლოდ მას მოვიყვან ცოლად და სხვას არავის, – მტკიცედ განაცხადა ლუკამ. *** არანაკლებ აღელვებული და შეშინებული იყო ანა. ჯერაც ვერ ივიწყებდა იმ უცნობ მამაკაცს, რომელიც დაჟინებით აკვირდებოდა. –რა გჭირს, ანა? რაც მოხვედი, უცნაურად იქცევი, ყველაფერი რიგზეა? – ჰკითხა მისმა მეგობარმა, ლიზიმ. –არ ვიცი, ლიზი, დღეს უცნაური რამ გადამხდა თავს,– ამოიოხრა ანამ. –რა მოხდა? – დაინტერესდა ლიზი. –გადასაღებ მოედანზე ერთი უცნაური ბიჭი მოვიდა, რომელიც უცნაურად მაკვირდებოდა. ძალიან შემაშინა მისმა მზერამ. –საინტერესოა, ვინ იყო? – იკითხა ლიზიმ. –არ ვიცი, ალბათ ეგეც იქ მუშაობს... – ჩაილაპარაკა ანამ, თუმცა მისი ხმა სკეპტიციზმით იყო სავსე. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. შფოთვა სწვავდა, მოსვენებას უკარგავდა. ახლა, როცა მისი ოცნების ქალი ასე ახლოს იყო, სულაც არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა ნაბიჯი გადაედგა. საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ფარდა გვერდზე გასწია და გაყინული მზერით გაჰყურებდა ცას, საიდანაც იდუმალი მთვარე ანათებდა, თვალს ჭრიდა და მისი ფიქრებივით შეუცნობელი ჩანდა. მისი ვერცხლისფერი ნათება თითქოს ლუკას დაბნეულ სულშიც აღწევდა, კიდევ უფრო აღვივებდა კითხვებს, რომლებზეც პასუხი არ ჰქონდა. ღამე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მთვარის ცივი შუქი მის მარტოობას უსვამდა ხაზს, თუმცა ამავდროულად, შორეულ იმედსაც უნერგავდა – იმედს, რომ ეს სიზმარი, ეს შეხვედრა, მხოლოდ დასაწყისი იყო დიდი და ამოუხსნელი ამბის. დილით, ლუკა, წინა ღამის უძილობით დამძიმებული, მაგრამ მაინც გადაწყვეტილი, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნდებოდა, მოწესრიგდა და ოფისში წასასვლელად გაემზადა. გონებაში კვლავ ის ქალი ტრიალებდა, მისი სახე, მისი მზერა... მაგრამ ამ ფიქრებისგან მოულოდნელმა რეალობამ გამოარკვია. როდესაც მისაღებ ოთახში შევიდა, სუნთქვა შეეკრა. იქ, მის ოჯახთან ერთად, უცხო გოგონა იჯდა მშობლებთან ერთად. ეს იყო სიურპრიზი, რომელიც მისმა ოჯახმა მოუწყო. ლუკა შედრკა, სახეზე მრისხანებამ გადაურბინა. მისი ნაბიჯები მძიმე იყო, როცა მათ მიუახლოვდა. –აქ რა ხდება?– იკითხა ხმით, რომელიც ყინულივით ცივი იყო, თუმცა შიგნით ცეცხლი გიზგიზებდა. მოქუფრული სახით გადახედა მათ. –გაიცანი, შვილო, ეს შენი მომავალი საცოლეა, მარიამი. ესენი კი მისი მშობლები არიან,– თქვა დედამ, ხმაში სიამაყე ერეოდა, თითქოს უდიდეს საქმეს აკეთებდა. ლუკამ წარბების აწევით გადახედა სტუმრებს, შემდეგ კი მზერა დედაზე გადაიტანა, თვალებში უთქმელი საყვედური ედგა. შემდეგ, თავშეკავებით, მაგრამ მტკიცედ მიმართა სტუმრებს: –პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით ჩემი ოჯახის გამო, რადგან შეცდომაში შეგიყვანათ. მე ნამდვილად არ ვაპირებ ცოლის მოყვანას და მითუმეტეს თქვენი შვილის. და კიდევ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენი აქ მოსვლაც უცნაური მგონია, რადგან, როგორც წესი, ბიჭის ოჯახი მიდის გოგოსთან ხელის სათხოვნელად და არა პირიქით. ასე რომ, სხვა ბიჭი მოუძებნეთ თქვენს ქალიშვილს. მარიამის მამა ფეხზე წამოიჭრა სახეზე სირცხვილისფერი რომ გადაჰკვროდა, წამოიძახა: –წავიდეთ აქედან!– და უკანმოუხედავად დატოვეს იქაურობა, მათი ნაბიჯები გაბრაზებასა და დამცირებას გამოხატავდა. –ეს რა საქციელები იყო, ამიხსენი?!– მრისხანედ უთხრა ბებიამ, მისი ხმა ოთახის კედლებს ეხეთქებოდა. ლუკამ ღრმად ამოისუნთქა. – უკვე დავიღალე იმის ახსნით, რომ შეეშვათ ჩემთვის საცოლის ძებნას! მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას უსიყვარულოდ, მხოლოდ იმას შევირთავ ცოლად, ვინც მიყვარს. ბებია, ვიცი, გინდათ, რომ შვილთაშვილები ნახოთ, მე მესმის თქვენი, მაგრამ იქნებ მეც გამიგოთ? მე არ მინდა ჩემი ქორწინება უსიყვარულო და არშემდგარი ურთიერთობით იყოს. ახლა მითუმეტეს, როდესაც ვიპოვე ის ადამიანი, რომელსაც ამდენი ხანი ვეძებდი." მისი ხმა, თავდაპირველად მტკიცე, ბოლოსკენ სევდითა და სასოწარკვეთით აივსო. აღარ მოისურვა, იქ გაჩერება და თავის პატარა ბაღში, წავიდა. მაგიდასთან ჩამოჯდა და მუშაობას შეუდგა. – გისმენთ?- უპასუხა ტელეფონს. – ბატონო, წუხანდელი ფოტოები ნახეთ, გამოვგზავნე.- უთხრა მენეჯერმა. – კი, მივიღე ფაილი ვნახავ და გეტყვით საბოლოო პასუხს.- გაუთიშა და ფაილი აიღო რამდენუმე სურათის, შემდეგ ისიც გამოჩნდა, ისეთი ლამაზი იყო, რომ თვალს ვერ წყვეტდა სურათს. _ რა, ლამაზია, ლუკა ეს ხომ არ არის ის გოგო?- კითხა, გაოცებულმა, ნინიმ როდესაც მიუახლოვდა. – ხო, დაო ის არის... – უკვე გაიცანი დაელაპარაკე?- მოუთმენლად კითხრა. _ დაო, დამცინი, ისიც კი არ ვიცი ვინ არის და რომელ გაცნობაზეა საუბარი.- ჩაილაპარაკა. – მერე რა გიშლის ხელს მიდი და დაელაპარაკე, გაიცანი. – არ შემიძლია... – შენ უბრალოდ სცადე და შემდეგ ყველაფერი თავისთავად აეწყობა. – გამბედაობა არ მყოფნის. – როდესაც სიყვარულს ეხება საქმე ყველაფერი თავისით ხდება ასე, რომ უნდა სცადო. - ღიმილით უთხრა. – ხო,მაგრამ მას ჩემი ეშინია ... – რაა,რატომ? _ არ ვიცი, როგორც ჩანს, ჩემმა რეაქციამ შეაშინა. _ ოხ, ლუკა. არაუშავს შენ მაინც სცადე.- თმები აუჩეჩა და წავიდა. ** დილით, ანა კოშმარულმა სიზმარმა გამოაღვიძა. შეშინებული წამოჯდა საწოლზე და გულზე დაიდო ხელი, თითქოს ცდილობდა მისი გამალებული ცემა დაემშვიდებინა. "ღმერთო, ეს რა იყო, რა საშინელება იყო! რატომ მაშინებს ის ბიჭი ასე?!" – ჩაილაპარაკა კანკალით. "მისი სახე ისეთი მკაცრი და ცივია, რომ მეშინია." შემდეგ კი საათს გახედა. "ღმერთო, რა დრო გასულა!" – შეიცხადა და საწოლიდან წამოდგა. ვერ ისვენებდა, თავადაც არ იცოდა, რატომ აფორიაქებდა ის უცნობი მამაკაცი ასე. –რა ვქნა, წავიდე სამსახურში? ღმერთო, დამეხმარე... – მისი გონება ორად იყო გაყოფილი. ერთ მხარეს შიში იდგა, მეორე მხარეს კი – რეალობა. -მაგრამ მე ხომ ეს სამსახური ახლა ძალიან მჭირდება, ძლივს ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდები და ახლა იმ უცნობის გამო უარი ვთქვა? არა, წავალ!" – წამოიძახა ხმამაღლა, თითქოს საკუთარ თავს არწმუნებდა, და წასასვლელად გაემზადა. ოფისის კარებთან იდგა, მისი გული გამალებით უცემდა. არ იცოდა, შესულიყო თუ არა. ყოველი წამი მარადისობად ეჩვენებოდა. ბოლოს, გამბედაობა მოიკრიბა და შევიდა. აფორიაქებული იყო, მაგრამ ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. "არ ინერვიულო, ანა, ის აქ არ არის," – ამშვიდებდა საკუთარ თავს, თუმცა მისი ხმა ძლივს ისმოდა. ამავდროულად, ლუკა, რომელიც თავის კაბინეტში იყო, უეცრად უცნაური შეგრძნებამ მოიცვა. თითქოს ჰაერში რაღაც შეიცვალა, რაღაც ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად ახალი. იგრძნო მისი სიახლოვე. .... მეგობრებო რას ფიქრობთ ღირს გაგრძელება, თუ არა რაღაც არსად ჩანხართ. მოკლედ ველი თქვენს კომებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.