გოგონა სიზმრიდან ნაწილი1
ღამის ბურუსში გახვეულ ქალაქში ცივი სიო დაჰქროდა, ბიჭის ფანჯრებს ეამბორებოდა და თან მიმავალ ფიქრებს უტოვებდა ლუკა კი, სიზმრების უსაზღვრო სამყაროში ჩაძირული, მოსვენებას ვერ პოულობდა. მისი შფოთიანი სუნთქვა ოთახის სიჩუმეს არღვევდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მისი გონება რაღაც უჩვეულოსა და მნიშვნელოვანს ებრძოდა. ...უდაბურ, უკაცრიელ სივრცეში, ქვიშის უსასრულო ოკეანეში, გრძელთმიანი ქალწული, შეშინებული და სასოწარკვეთილი, ქარის სისწრაფით მოემართებოდა მისკენ. მისი სახე, თითქოს ტილოზე დახატული, მკაფიოდ მოჩანდა: ყავისფერი, ნუშისებრი თვალები,გრძელი სწორი გაშლილი, თმები,პატარა, მაგრამ მოხდენილი ტუჩები და სათუთი ცხვირი. ცრემლმორეული, ხელგაწვდილი, თითქოს შველას ითხოვდა, მიმავალი, მასთან შეხვედრას ლამობდა... და სწორედ იმ წამს, როცა სულ ახლოს იყო, როცა მისი ხელი უნდა შეხებოდა, სწორედ მაშინ, თითქოს რაღაც აფეთქდა ხა ლუკაც კივილით წამოხტა. –არა!– გაისმა ხმამაღალი ძახილი. გული მკერდში გამ ალებით უცემდა, დამძიმებული სუნთქვდა და ოფლში ცურავდა. –ღმერთო ჩემო, ეს რა იყო? ისევ ეს სიზმარი, ისევ ეს უცნობი ქალწული ჩემი სიზმრებიდან, რომელიც წელიწადია მოსვენებას არ მაძლევს...“ ჩაილაპარაკა და ტუმბოდან დოქი აიღო. ცივი წყალი ჭიქაში ჩაისხა და ნელი მოძრაობით მოსვა. საწოლიდან წამოდგა და აბაზანაში შევიდა. ონკანიდან მომდინარე ცივი წყალი სახეზე შეისხა, თითქოს ცდილობდა, ამით განემუხტა სიზმრისგან გამოწვეული დაძაბულობა. როცა ოდნავ მოეგო გონს, აუზთან მდგარ პატარა ბაღს მიაშურა. ეს იყო მისი თავშესაფარი, ადგილი, სადაც ფიქრებს აწესრიგებდა და სიმშვიდეს პოულობდა. სარწყავი აიღო და მცენარეების მოვლას შეუდგა, თუმცა მისი გონება შორს, სიზმრისეულ რეალობაში დაეხეტებოდა. – აი, თურმე სად ყოფილხარ, მე კიდევ შენ გეძებდი,“ – მოულოდნელად გაისმა მხიარული ხმა. ნინი იყო. –რა ხდება, ნინი? ხომ იცი, დილაობით ყოველთვის ჩემს მცენარეებთან ვარ ხოლმე. –ვიცი, ხო, – ღიმილით მიუახლოვდა –რატომ გაქვს ასეთი შეწუხებული სახე? ისევ ის სიზმარი ნახე? – ინტერესით გახედა. –ჰოო,– უპასუხა ლუკამ, თავის აუწევლად. _არ გინდა, რომ მიამბო... –რა?- შეიცახადა –შენს სიზმარზე... –მოსაყოლი არაფერია, დაო, – გაეკრიჭა ლუკა. –შენ ხომ კაცი ვერაფერს გათქმევინებს, რა, – ნინიმ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. –კარგი, რა, დაო, ხომ იცი, არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. თანაც მოსაყოლი არაფერია, ყოველ ღამე ერთი და იგივე მეორდება. არ გეწყინოს, კარგი. –ამ ერთხელ გაპატიებ, – უთხრა ნინიმ და ლოყაზე უჩქმიტა. -დაო, პატარა აღარ ვარ. – წარბებშეკრულმა წამოიძახა ლუკამ. –ვიცი, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა ლუკიტო იქნები. –კარგი, ახლა უნდა წავიდე, დღეს სტუდიაში გადაღება გვაქვს. –არ ისაუზმებ?“ –იქ შევჭამ რამეს,– უთხრა წასვლის წინ და წავიდა. სწრაფი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი, მანქანაში ჩაჯდა და გზას დაადგა. ეტყობოდა, რომ განწყობაზე ვერ იყო. ეს სიზმარი ტანჯავდა და მოსვენებას უკარგავდა. ნუთუ შესაძლებელი იყო, ადამიანს წარმოსახვის ნაყოფი შეყვარებოდა? ეს ხომ მხოლოდ ილუზია იყო, არარეალური. ტაძართან ჩაიარა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც გოგონა ტაქსიდან გადმოვიდა თავის მეგობართან ერთად და სწრაფი ნაბიჯებით გააგრძელა გზა. –ლიზა, მე შევალ ტაძარში, უფალს ვთხოვ დამლოცოს და მოვალ,– აღელვებულმა მიუგო მეგობარს და ტაძრის ეზოში შევიდა. –კარგი, ძალიან არ დაიგვიანო.“ ტაძარში ლუკა, ღვთისმშობლის მთავარი ხატის წინ, სანთლით ხელში იდგა და თვალებდახუჭული ლოცულობდა. იმდენად ღრმად იყო ჩაფლული იყო, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ ამოუდგა გოგონა გვერდით და ლოცვა დაიწყო. ორი გულანთებული ახალგაზრდა, ღვთის წიაღში, ორივეს რაღაც სათხოვარი ჰქონდა უფალთან. –ღვთისმშობელო,მარიამ არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ გთხოვ, თუ ეს გოგო რეალურად არსებობს, შენი მეოხებით შემახვედრე, ამ გოგონას, რადგან ასე გაგრძელება უკვე აღარ შემიძლია...– მძიმედ ამოიოხრა და გვერდით გაიხედა, სადაც გოგონა იდგა და ლოცულობდა. იმ წუთას ისეთი ლამაზი იყო, თვალებდახუჭული, ხელებშეერთებული,მისი ბაგეები უხმოდ მოძრაობდნენ, ხოლო თვალების კუთხიდან მომდინარე ცრემლი ბრწყინავდა. გოგონას გრძელი, წელამდე ჩამოშლილ თმას თეთრი თავსაბურავი უფარავდა.. მთლიანი, გრძელი აბრეშუმის სარაფანი ეცვა. რაღაც უცნაურმა გრძნობამ გაჰკრა ლუკას გულში და ვერ გაეგო, რა ხდებოდა მის თავს. როდესაც გოგონამ ლოცვა დაასრულა, ლუკამ შეამჩნია და მიბრუნდა, რათა გოგოს არაფერი ეეჭვა. გოგონამ თვალები გაახილა, სწრაფად მოიწმინდა თვალს მომდგარი ცრემლები, შემობრუნდა და სწორედ ამ დროს მოჰკრა თვალი ლუკამ გოგონას სახეს. გახევებული იდგა და ვერ იჯერებდა, რომ მთელი ეს დრო მის გვერდით, ტაძარში, ის გოგო იყო, რომელიც ღამით ჩნდებოდა მის სიზმრებში. გაოგნებული იდგა და ეგონა, რომ მოლანდებები დაეწყო, თვალები ძლიერად დახუჭა და მოისრისა. როდესაც გაახილა, გოგონა იქ აღარ იყო. აქეთ-იქით მიმოიხედა და ძირს დაგდებული თეთრი თავსაბურავი შენიშნა. ხელში აიღო და მისი სურნელი შეიგრძნო. –ღმერთო ჩემო, რა ხდება ჩემ თავს? მემგონი ჭკუიდან ვიშლები... – ამოიოხრა და შუბლი მოისრისა. ღვთისმშობლის ხატს კიდევ ერთხელ გახედა ბოლოს და წავიდა. გზად ნინიმ დაურეკა. –ხო, დაო?“ – უპასუხა. –იმედია, ნაკურთხი წყლის წამოღება არ დაგავიწყდა? – ჩასძახა ყურმილში. –ნუ ღელავ, არ დამვიწყებია, ვიყავი ტაძარში, მოვილოცე და წყალიც წამოვიღე. –ძალიან კარგი, – მხიარულად ჩასძახა. –კარგი, დაო, ახლა უნდა გავთიშო, გზაში ვარ და ვერ დაგელაპარაკები, – უთხრა და გაუთიშა. ოფისში მისვლისთანავე, გადასაღებ მოედანზე მივიდა, სადაც ქაოსი დახვდა. –რა ხდება აბა, მზად ხართ გადაღებისთვის? – იკითხა ლუკამ. –დიახ, მაგრამ გოგონას არ უნდა, რასაც ვეუბნებით, ის ჩაიცვას. „აბა, სად არის მოდელი? – წარბაწევით უთხრა. –ანა, ცენტრში გამოდი! – გასძახა დიზაინერმა. სულ მალე ანა მათკენ შებრუნდა და შეანათა თავისი დიდი, ყავისფერი თვალები. ახლა კი სულ დაკარგა აღქმის უნარი. დანელიამ უკვე მეორედ ხედავდა მისთვის უკვე ტკივილამდე ნაცნობ სახეს. სუნთქვა გაუხშირდა და გულისცემა გაუორმაგდა. –ღმერთო, რა ხდება? მე ვგიჟდები, თუ ეს რეალურად ხდება? ნუთუ ეს ის გოგოა ჩემი სიზმრებიდან? ვერ ვიჯერებ. ჯერ ტაძარში იყო, ახლა კი ჩემს ოფისშია,– თვალს არ აშორებდა და დაჟინებით აკვირდებოდა მას. –რა ლამაზია, ცხადში უფრო ლამაზია, ვიდრე ჩემს ფანტაზიებში იყო.– მის სახეს და თვალებს აკვირდებოდა, რომელიც რატომღაც სევდიანი ჰქონდა, სწორი, გრძელი თმა ჰაერში დაფარფატებდა. –რატომ მაკვირდება ეს კაცი ასე დაჟინებით?– შეშინებულმა გაიფიქრა. აშკარა იყო, რომ დანელიას დაჟინებული მზერა მას აშინებდა. ბიჭს მასთან მისვლა უნდოდა, მაგრამ შეამჩნია, რომ გოგო შეაშინა და გაერიდა. –ბატონო, რა ვქნათ კაბაზე? – იკითხა დიზაინერმა. ლუკამ კიდევ ერთხელ გახედა მოშორებით მდგარ გოგონას, რომელსაც გრძელი, მწვანე კაბა ეცვა და უთხრა: –არაფერი, შეცვალოთ, როგორც არის, ისე გადაუღეთ სურათები, – მტკიცედ უპასუხა და გაეცალა. კაბინეტში ავიდა და მოუსვენრად დაიწყო აქეთ-იქით სიარული. რას წარმოიდგენდა, თუ თავის გოგონას სიზმრიდან ცხადად ნახავდა, თანაც ორჯერ! ღვთისმშობელს კი სთხოვა, თუ მართლა სადღაც არსებობდა ეს გოგონა, გამოჩენილიყო, მაგრამ რას წარმოიდგენდა, თუ მართლა არსებობდა ეს გოგო, თანაც მასთან ასე ახლოს. მართლაც, რომ შეუცნობელია უფლის განგებულება. ახლა უკვე ის გოგო მასთან ასე ახლოს იყო, თუმცა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. უფალმა გოგონა თავის ფეხით მიიყვანა მასთან და დანარჩენი უკვე მასზე იყო დამოკიდებული, როგორ მოიქცეოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.