შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული წარსულში II (თავი III )


16-06-2025, 12:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 1 575

ზურგიდან ეკვროდა პირქვე დამხობილს ,ცრემლებისგან მზერა ჰქონდა უკვე დაბინდული მოულოდნელად რომ მოაშორა ვიღაცამ მძიმე სხეული
_ვინ ხარ... აქ მოდი შე . აქ შემოსვლა ვის გაუბედე _ გამეტებით ურტყამდა ერთს სანამ მეორეც არ მივარდა და მასაც მოუქნია. მაგიდა აყირავდა ,მაგრამ ხმაური არ ისმოდა განაპირა მდგომი სახლიდან. ორივეს ერთად ეჩხუბებოდა, ერთ_ერთს ნიღაბიც ჩამოგლიჯა და მიიღო კიდეც მეორესგან მოქნეული დანა მკლავში . ორივე გაიქცა, მინდელი კი დარჩა დაჭრილი , ატირებული ქალის წინ _კარგად ხართ?რამე ხომ არ დაგიშავათ _ დიანას მიჰყვა უკან ბავშვების საძინებელში რომ შევარდა და მერე ამოისუნთქა ორივე უვნებელი რომ დაუხვდა
_დაჭრილი ხარ ... ღმერთო დაჭრილი ხარ _ ტყუპებიდან მზერა იესეზე გადაიტანა და მაშინვე დაინახა ჭრილობა.
_არაუშავს ... კამერები აქვს აქ ილოს. არც კი ვიცი როგორ შემოვიდნენ
_ჩემ გამო იყვნენ... დაცვა არაფერ შუაშია _ პირველივე კაბა გადაიცვა და მერე კაცს მიუახლოვდა. პირსახოცი შემოახვია სისხლმდენ ხელზე და ახლოდან დააკვირდა _მაპატიე... ჩემ გამო დაზარალდი
_ნაკაწრია ... პოლიციას შევატყობინოთ ?
_არა ... თვითონ ვიპოვნი
_მაფიის ბოსი ხარ თუ ბიზნესმენის ცოლი _ კბილებსშორის გამოსცრა და ხელის ზურგით შეუმშრალა ცრემლები _ იარაღი უნდა ატარო თან ან თავდაცვა ისწავლო _ცოტაც და აკოცებდა ,ისე ვერ იტანდა მის ნერვიულობას _ ბავშვებო თქვენ რა გქვიათ ? _ საწოლში მობუზულ პატარებს მიუახლოვდა და იქვე ჩაიმუხლა
_სანი და კესანე
_ცუდი სიზმარი ნახეთ ხო? გაივლის და ხვალ ნავით გაისეირნეთ... ნახეთ იქ რამდენი იხვები დაცურავენ? ბევრი ჩიტებია ტყეში . მინდვრებში ყვავილები . თუ არ იტირებთ გპირდებით ყველაფერს გაჩვენებთ . ილოს ბაღებშიც შევიპაროთ და გემრიელი ბალი ვჭამოთ . იცით ხეზე ასვლა?
_არაა ... დედამ იცის _ხმაურზე გაღვიძებული ,დამფრთხალი ,ცრემლიანი თვალებით უყურებდა
_დედამ იცის? _ ქალს ქვემოდან ახედა და მერე ისევ ბავშვებს გადახედა _გინახავთ როგორ ადის ხეზე?
_კი ... აგარაკზე დიდი ალუჩა გვაქვს და იქ ადის. ჯდება მაღლა და კალათში ყრის მოკრეფილებს
_თქვენ არ აგიყვანათ?
_ნწ
_როგორი ლამაზი ხარ თან კესანესავით ცისფერი თვალები რომ გაქვს ... _ გოგონას გრძელ შავ წამწამებზე ცრემლები ეკიდა . პატარა თითებით შეიმშრალა და გაუღიმა
_მე ძალიან ლამაზი ვარ ... დედას ვგავარ
_თითქოს მე ვგავარ სხვას _ ბიჭმა თქვა, რომელიც მართლაც გაჭრილი ვაშლივით გავდა დას მხოლოდ თვალები ჰქონდა ყავისფერი
_შენ რა გქვია ?
_მე ?იესე მინდელი
_იესე?რა ლამაზი სახელია მე არავის ვიცნობ სხვას შენ სულ მემახსოვრები
_აქაურ გეგმაზე არ ვხუმრობდი... პირობა პირობაა _წამოდგა და ბავშვებს დაემშვიდობა ,მაგრამ დინა უკან მიჰყვა _ მშვიდად იყავი , გარეთ ვიქნები... მეეჭვება ვინმე დაბრუნდეს ,მაგრამ
_ასე აპირებ ეზოში ჯდომას და ჩემი დაცვის ფუნქციის აღებას?
_აღარ მოდის სისხლი
_უნდა შეგიხვიო _ ჩანთა გახსნა და საჭირო ნივთები ამოიღო
_აფთიაქით დადიხარ?
_სამი ბავშვი მყავს ... ყველაფერი უნდა მქონდეს თან
_და მილიონერი რომ გყავს ქმარი ასე რომ არ უნდა იარო მის შვილებთან ერთად არ იცი? რამდენი მტერი ჰყავს და რამდენის დამატებას აპირებს კიდევ
_მისი ცოლი აღარ ვარ
_თუნდაც ... ბავშვები ხომ არიან მისი
_ დაცვასთან ერთად სიარული ციხეში ჯდომაზე უარესია . სულ ვიღაც დაგყვება და თან ზუსტად მან შეიძლება გაგყიდოს _ სახვევი დაადო და გასწორდა _სისხლი აღარ მოგდის,მაგრამ ეს მაინც დალიე
_მეზიზღება წამლები
_გამაყუჩებელია ...
_არ მინდა... გადავიტან
_შვილიშვილი გყავს _რატომ უთხრა მაინცადამაინც მაშინ ვერ გეტყვით. საუბარი ჭირდებოდა
_მეორეც მალე მეყოლება და ინა თუ ასე გააგრძელებს მესამეც ალბათ არ დააგვიანებს . ჩემთან შედარებით ბავშვი ხარ
_უბრალოდ შენ შეირთე ცოლი ადრე
_19 წლის გავხდი მამა ... ნაადრევი არა, არასწორი არჩევანი იყო
_არ წახვიდე ჯერ ... დაჩის შეშინება არ მინდა
_გარეთ ვიქნები
_აქ დარჩი
_კანკალებ..._ ხელები ჩაკიდა და დააკვირდა გაფითრებულს _ცუდად ხარ ?
_ბავშვებთან უნდა შევიდე... შეეშინდებათ
_ასე რომ დაენახო უფრო შეაშინებ. პლედი მოახურა და ჩაიხუტა. ზურგზე უსვამდა ხელს და ცდილობდა გაეთბო ,დაემშვიდებინა _ყველაფერი რიგზეა... მოაგვარებთ შენ და შენი ყოვლისშემძლე ქმარი
_ჩემი ქმარი არ არის რამდენჯერ უნდა გითხრა!_ გაბრაზებულმა ამოხედა
_კარგია თუ არ არის _ ის იყო უნდა ეკოცნა მობილურის ხმამ გამოარკვია და წამსვე მოშორდა _მე გავალ კამერების ჩანაწერებს ვნახავ და გავიგებ ზუსტად ვინ იყვნენ ... _ გაეცალა იქაურობას და ილოს დაურეკა.

კომპიუტერთან მარტო იჯდა ინა რომ დაადგა თავზე და პირდაპირ გადახვეულ ხელზე მოუჭირა თითები
_რა სისხლია ... რა დაიმართე. ვის ეჩხუბე ,ახლა ხულიგანი გახდი ? კიდევ უნდა მოკლა ვინმე და უკან შებრუნდე?
_დამშვიდდი ... არაფერი მსგავსი
_აბა რა დაგემართა . აღარ შემიძლია ,შენ სიახლოვეს სუნთქვაც შეუძლებელია
_კარგად ვარ _მშვიდად უთხრა და ტკივილიანი გაუხდა მზერა _ გეფიცები , ნაკაწრია ... ჯერ არ მოვკვდები
_და ვინ გითხრა რომ მაინტერესებს ... თითქოს გქონდეს რამე ფუნქცია ჩემ ცხოვრებაში. უცნობი კაცი ხარ, რომელიც პრობლემად გადაექცევა ბოლოს ჩემ ძმას
_მიყვარხარ , პეპელა ინა _ისე უთხრა როგორც ბავშვობაში ეუბნებოდა ,მაგრამ ინა იმაზე ჯიუტი იყო ვიდრე წარმოედგინა
_დავბრუბდი იმიტომ რომ გეგმები მაქვს და მარტას ვჭირდები . მისი ორსულობა უნდა იყოს უშფოთველი,ბავშვის აღზრდის დროს საქმეზე არ უნდა იფიქროს და მე ყველაფერს მივხედო. უნდა დავუბრუნო უკან ის უდარდელი დღეები მე რომ მქონდა ბავშვობაში მის გვერდით ყოფნისას . არაფერი რომ არ გაგვაჩნდა , ზღაპრული პეპლის ცხოვრება დამენგრა და მარტასთან ჩახუტებულმა ვიცოდი რომ ყველაფერს გააკეთებდა და არაფერს გამიჭირვებდა. თავს ვერ მოვანატრებდი მეტად და არც ილოსგან შორს მინდა ყოფნა . შენ შენი გამოჩენებით და გაქრობებით თავიდან რომ მოგვწყდე არ გინდა? ნუ შემოიტან ქაოსს ჩვენ დალაგებულ,მშვიდ ცხოვრებაში. ილოს ისედაც ყველა პატივისცემით ეპყრობა არ გვჭირდება ქურდები საქმეში ... ბავშვი და ორსული ცოლი ჰყავს ნუ გარევ შენ
_ახლოს ვიქნები და აღარ დაგტოვებ...
_ეგ გითხარი?
_ვიცი რაც გინდა და ვეცდები ...
_ჯერ უბრალოდ ჩახუტება სცადე და შენი სისხლიანი ხელების დამალვა შეწყვიტე
_კიდევ რა _თავს ხრიდა ისევ მის წინ ,ინა კი ამას ვერ ეგუებოდა ასეთი სოსო არ უნდოდა
_აღარავის მისცე უფლება გატკონოს... ჩემ გარდა. შენ ყველასთან მართალი ხარ ჩვენ გარდა_ ბოლოს დააყოლა და წავიდა. მიდიოდა და სუნთქვა უჭირდა ყოველი ნაბიჯის გადადგმა უფრო უძნელდებოდა. იოანეს კოტეჯი იქვე იყო .ბიჭი სიგარეტის მოსაწევად გამოვიდა დაბარებულივით ,წელს ზემოთ შიშველი სარწეველა სკამში იჯდა და ინა თუ დაატყდებოდა თავს არც დაუშვია
_იქეთ რატომ მიდიხარ... სახლში არ უნდა იყო ახლა და იქ არ უნდა რჩებოდე? _ უკან რომ გაჰყვა სოსო არ გაუთვალისწინებია
_იოანესთან ვრჩები... ხომ გვიკურთხე შეყვარებულობა ხოდა ვის გაუგია საყვარელი კაცი ახლოს გყავდეს და სხვაგან გარბოდე .
_არც იფიქრო მე აქ ვიქნები და შენ ამ დროს მის ოთახში დაიძინო ...
_კარგი არ დავიძინებ... მაინც ნერვებმოშლილი ვარ და განტვირთვა მჭირდება
_ინა !
_ნახვამდის ... _ კიბე აირბინა, იოანეს ხელი ჩაავლო და კარისკენ დაძრა
_რა ... ინა . გაგიჟდი გოგო?_ ჩუმად უთხრა და კაცს გადახედა _ ყელს გამომჭრის
_არა ძვირფასო დანა მისი საყვარელი იარაღი არ არის ეგ გესვრის,მუხლებს დაგიხვრეტს ან ცენტრში დაგიმიზნებს,ფეხებს შორის
_ინა ! _მამამ და შეყვარებულადშერაცხულმა ერთდროულად დაიგმინა
_აქ ვიძინებ და შენ საქმე არ გაქვს ?
_მაქვს და დროს მაკარგვინებ
_ნახვამდის ... ან შემოდი ან გარეთ დარჩი _ იოანეს ახედა და სახლში ისე შევიდა თითქოს მისი იყო
_გეფიცებით ის არ იყო და არც აპირებდა აქ ჩემთან დარჩენას _ იოანემ ძლივს უთხრა მოშორებით მდგომს
_რომ დაიძინებს დამირეკე და წავიყვან... ჩაიცვი და ყურებითაც არ უყურო დიდხანს შენს ლოგინზე დაწოლილს
_ცოდოა ,რომ დაიძინებს მერე თუ წაიყვანთ გაეღვიძება. ჰამაკში დავწვები და თქვენ შედით , გაგაგებინებთ რომ დაიძინებს
_შენ შვილო რა პასუხებით მოძრაობ?გინდა პირდაპირ ცოლად გაგატანო?
_უბედურება ის არის თხოვება და გამოტნევა კი არა შერთვა მინდა ... მისი ნებით და არა თქვენი _ლამის ჩურჩულით თქვა და ამოიოხრა_ დაგირეკავთ რომ დაიძინებს
_არ გინდა ... თუ დაიძინებს ე.ი დარჩენაც შეუძლია _ ჩუმად თქვა და იოანე მიხვდა ინას კიდევ ერთი საიდუმლო რომ გაანდო მამამ.

თავადაც არ სჯეროდა კარი რომ მიხურა და ფანჯრიდან გაიხედა სოსო მიდიოდა
_წავიდა ?
_წავიდა ...
_ცოცხალი ხარ ?
_მე დაგიშავე რამე თუ რატომ მომართე ჩემკენ
_შენკენ არ
_ასე გინდოდა შენთვის დაეშავებინა რამე?
_რა გითხრა
_თუ დაიძინებს არ დამირეკოო ე.ი შენთან დარჩენა შეუძლიაო
_შეუძლებელია იცოდეს ... ილიამ თუ უთხრა არ ვაპატიებ
_რა უნდა ეთქვა
_ილია ან მარტა თუ არ არიან იმ შენობაში, რომელშიც ვიძინებ მხოლოდ თვალები მაქვს დახუჭული და არასდროს მძინავს ... ლონდონში მარტო ვიკეტებოდი ,გასაღებს რამდენჯერმე ვატრიალებდი ,ფანჯრებსაც ვხურავდი და 2 თვის შემდეგ შევეჩვიე ძილს ისიც გადაღლილობის ფონზე ვითიშებოდი იმდენს ვმუშაობდი და ვსწავლობდი . შეუძლებელია იცოდეს იმიტომ რომ თვითონ სანამ დაიჭერდნენ იქამდე ყველგან მეძინებოდა სადაც მიმაწვენდნენ,მის გვერდით განსაკუთრებით... სულ თმაზე მეფერებოდა და მკოცნიდა ბევრს ,მეუბნებოდა სამყაროში ყველაზე ლამაზი გოგო ჩემი ქალიშვილიაო _ დივანზე იჯდა ,ფეხები მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი,თავი დახარა და ატირდა . იოანე გვერდით მიუჯდა , სუნთქვაშეკრული უყურებდა და ელოდა მომენტს როცა სიმშვიდის წერტილს იპოვნიდა
_უფლება მიეცი თავიდან გაგიცნოს,თავისი პატარა საყვარელი გოგონას ახალი ხასიათი და ცხოვრება გაიგოს ... უფლება მიეცი იყოს შენ ცხოვრებაში
_უფლება მივეცი და გაიქცა ... გაგვექცა
_ჰგონია რომ ახლოს ყოფნით გატკენთ და თუ ეტყვი ,რომ გჭირდება და აპატიე
_არ ვაპატიე
_მაშინ ციხეში რატომ აკითხავდი..._წამოსცდა ,არ უნდა ეთქვა ... თავი გაყიდა და ინასგან მოსალოდნელი რეაქცია მაინც არ მიიღო _ რატომ ბრაზობ უფრო ახლოს რომ არ არის და სულ შენთან არ ცხოვრობს
_მისკენ ხარ თუ ჩემკენ
_შენკენ რომ ვარ იმიტომ ვარ მისკენ...
_ვინ გეცოდება ის თუ მე
_უნდა მეცოდებოდე ? არ მეცოდები... მაბრაზებ
_მეე? როდის გაგაბრაზე
_იმას რომ აკეთებ რაც არ გინდა ყველა ჯერზე ,როცა სურვილებს ეწინააღმდეგები და მაზოხისტურად იზიანებ თავს
_ანუ არ გეცოდები და ბრაზობ როცა იმას არ ვაკეთებ რაც მინდა
_დიახ ,სწორად მიმიხვდი
_დავწვეთ ... აქედან გასული რომ მნახოს ან იფიქრებს რომ გამაბრაზე და გაგექეცი ან მიხვდება რომ მოვატყუე _ იოანე მოშორებით დაწვა ,მაგრამ ინა ჩაეხუტა. თავი მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა _მეტად აღარ გაბრაზდე ... იმის გაკეთებას ვცდილობ რაც მინდა
_ჩემ გვერდით თუ გინდოდა აქამდე გეთქვა
_მშვიდი ძილი მინდა
_დაიძინე ... სიზმარში ნანახი ოცნებები მომიყევი ხვალ _თითები ჯერ თმაზე შეახო შემდეგ ზურგზე და იქამდე ეფერებოდა სანამ ნამდვილად არ ჩაეძინა _ მშვიდად დაიძინე სამყაროში ყველაზე ლამაზო ინა

რამდენიმე საათის შემდეგ გააღო სახლის კარი მინდელმა . უყურებდა საკუთარ ქალიშვილს როგორ მშვიდად და უშფოთველად ეძინა ბიჭის გვერდით .
უკან გაბრუნდა ,მაგრამ ილია დაადგა თავზე
_ინა სად არის და რა ჯანდაბა ხდება საერთოდ ...
_არაფერი ილო, დამშვიდდი. წადი სახლში ,ცოლს მიუწექი გვერდით და დაიძინე
_ინა არაა თავის ოთახში
_იოანესთანაა
_რაა?
_უყვარს იმ ბიჭს
_მადარდებს ?ინა ჩვეულებრივი არ არის ... ინას უნდა უნდოდეს . შენ იქ როგორ დაუტოვე
_ძინავს ილია , იმ ბიჭის გულზე უდევს თავი და მშვიდად სძინავს...
_ასეთმა როგორ მოკალი _ ჯერ თვალებში უყურებდა ,მერე გონებაში ათიათასჯერ გაჩენილი კითხვა დასცდა ჩუმად და კაცმა ისევ მძიმედ დახარა თავი
_ადამიანი ასეთია ... გაგაოცებს _მხარზე დაადო ხელი და უკან დაიხია_ გააკეთე რაც გითხარი. ყველაფერი რიგზეა ,მშვიდად იყავი შენ ცოლ_შვილთან ერთად. დანარჩანს მე მივხედავ ...


ქალებთან დაახლოებას არ აპირებდა ,მათ გამო პრობლემის შექმნას და რაც მის ცხოვრებაში დიანა ჩადუნელი გამოჩნდა ერთმანეთზე უარეს პრობლემებს აწყდებოდა. მაინც რომ ვერ შორდებოდა?სულ მასზე რომ ეფიქრებოდა? რომ ენატრებოდა და პატარა ბიჭივით უჩქარდებოდა გული?მისი სურვილით ცეცხლი რომ ეკიდა და ყველა უჯრედი ეწვოდა? რა უნდა მოეხერხებინა ამ ქალისთვის ან საკუთარი თავისთვის ,პასუხი აღარ ჰქონდა .
მეორე ღამეს უკვე იმ კაცების წინ იდგა ჩადუნელის კოტეჯში რომ გადაეყარა
_რას უპირებდით დიანა ჩადუნელს
_არაფერს ... დაგვიქირავა ერთმა მისი ქმრისთვის რომ გადაეცა დანაბარები
_ვინ ერთმა დაგიქირავათ
_ვერ გეტყვით
_ქალს და ბავშვებს რომ შეუვარდით კაცური იყო და ახლა ჩაშვებაა ბ.ზობა? გაჭრილი ხელი მტკივა და არ მინდა დაღვრილი სისხლი გავარჩიოთ ...
_ერთია რა ... კომბლე ქვია ,მაგრამ იმასაც სხვამ დაავალა . თვითონ ეცოდენება ვინც ემტერება. გავდიოდით შენ რომ არ მოსულიყავი
_გაშიშვლებულ ქალს ხელს არ უშვებდი სად გახვიდოდი შე ნაბჭვარო _ ერთი ისეთი ჩაარტყა ლამის გონება დააკარგვინა
_ახლა რას აპირებ...
_მთავარ ფიგურას გადავცემ ამათ და მერე როგორც უნდა ისე მოიქცეს
_და ეგ სწორია ?
_მკ.დია მე ხომ გითხარი ჩემი წესები მაქვს და არც პოლიციელი ვარ არც კანონმორჩილი და არც ქურდული წესებით ვაპირებ ცხოვრებას. უბრალოდ იესე ვარ მინდელი და მორჩა !
_გიორგი მებონიას ცოლთან პირდაპირ ციხიდან გამოსული... იქ რომ გეკითხებოდი ქალის სახელის გაგონება არ გინდოდა _უმცროსმა ჩხიკვაძემ ჩაიცინა
_ახლაც არ მინდა... თავის ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს

გიორგი მებონია რომ გამოჩნდა ხასიათი წაუხდა.იმ კაცის წინ დგომა და მითუმეტეს ხელის ჩამორთმევა ესიკვდილებოდა. თანაც დინას თვალწინ. ერთ სივრცეში ყოფილი ცოლ_ქმრის ხილვა ეკლებზე სვამდა
_რა ხდება უჩემოდ გადაწყვიტე გარკვევა თუ მაგათი გაჩუმება...
_ გგონია არ ვიცი შენი მოწყობილი რომ არის და გინდოდა დაგეშინებინე? _პირდაპირ მიახალა და გაიცინა _ანდერძი შევცვალე ... რამე დამიშავდება და პირველს შენ ჩაგაყუდებენ . იჯექი შენ სკამზე თბილად სანამ მოვალ , ჩამოგააგდებ და გითრევ . ნუ მიწვევ
_რას ბოდავ გოგო... გგონია ბავშვების თანდასწრებით მოგიგზავნიდი ვინმეს?საუკუნეა გიხსნი მილიონი მტერი მყავს და ნუ დადიხარ ჩვეულებრივი ქალივით ნუ აცხოვრებ ჩემ შვილებს ჩვეულებრივი ბავშვებივით_თქო და შენ შენსას აგრძელებ. რაც არ უნდა თქვა ჩემი შვილები არიან და ყველამ იცის
_რომ ვთქვა არ არიან მისი შვილები_თქო?
_სიამოვნებით დაგახრჩობდი _ სიტყვები ესმოდა მინდელს მაგრამ ვერ ერეოდა . მათ შორის გაურკვეველი ემოციური ბმა იყო და ღიზიანდებოდა ერთად რომ ხედავდა.
_რომ შეგეძლოს შეგიყვარდებოდი კი არ მომკლავდი _ გაუცინა და ზურგი აქცია _ როგორც გინდა ისე მოიქეცი
_იგივეს აგრძელებ?
_ მივდივარ ... იესე , შეგიძლია გამომყვე ?
_იმ ორის სიცოცხლე მე ჩავიბარე და რამე რომ დაუშავდეთ მეც თქვენი მტრების რიცხვში გადავალ _გიორგი მინდელს ემუქრებოდა იმ წამს წარბშსუხრელად . ასეთი იყო მისი სიმართლე
_ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელი მტრების სიაში ჯერ არ მყავს ... არც მჭირდება. _დინას გასაგონად თქვა და წაერთქვა კიდეც ძალა ქალს . სუნთქვა შეეკრა ,გადაფითრდა _ საინტერესო მოვლენა ხართ,ჩემი ცოლი კაცებს არ წყალობს ,ქალზე მოძალადეები ეზიზღება და დამნაშავეებთან საერთოდ არ კონტაქტობს თქვენ კი უკვე მერამდენედ გენდოთ
_დარწმუნებული ვარ იცის ვისი ნდობა შეუძლია და ვისი არ ... _ ადგილზე გაქვავებულ დინას მკლავზე მოხვია თითები და თან წაიყვანა _აქამდე როგორ არ გაარკვიე ვინ ვიყავი _მაშინვე იგრძნო მისი გაოცება
_მკვლელს არ ჰგავდი _ ხელი არ გაუთავისუფლებია ისე უყურებდა თვალებში
_აბა ვის ... ქურდს? ვწუხვარ სხვა დანაშაული ცხოვრებაში არ ჩამიდენია , ცემითაც კი არ მიცემია ვინმე იქამდე სანამ თვითონ არ მომიქნევდა ხელს _ მანქანაში ჩასვა და საჭესთან დაჯდა
_ჩემი და თავისმა ავადმყოფმა ქმარმა მოკლა ... დაჩის თვალწინ
_ვიცი
_მერე ?
_მე ეჭვი საერთოდ არ მქონდა. არასდროს მიჩხუბია მასთან კაცზე ეჭვიანობის გამო,თვითონ იყო უკმაყოფილო სულ ჩემი შემოსავლის და მისი უფერული ცხოვრების გამო. ბავშვებთან ყოფნა არ მოსწონდა... ვთხოვდი ცოტა მოეთმინა,გეგმები მქონდა . ხელი არც ამიწევია , ჩხუბის დროსაც ვცდილობდი მოვფერებოდი _სიმწრის სიცილი ჰქონდა , ცარიელ გზაზე სწრაფად მიჰყავდა მანქანა_არაფერი მომჩვენებია ,ჩემ სახლში , ჩვენ საწოლში იწვა სხვა კაცის გვერდით... აფექტურ მდგომარეობად შეფასდა ჩემი ჩადენილი ორმაგი მკვლელობა და იმიტომ არ მომისაჯეს სამუდამო
_ინანე ?
_ცოლად ის რომ მოვიყვანე ?კი
_ორი ადამიანი რომ მოკალი ?
_ბავშვები და ჩემი ერთადერთი და მარტო რომ დავტოვე დაუნდობელი ცხოვრების პირისპირ მაგას ვნანობ და ეგ მრცხვენია . კიდევ მის დამპალ სისხლში რომ გავისვარე ხელები მაგასაც ვნანობ და იდიოტივით რომ ვენდობოდი მაგას. თავიდან ნაფიქრ რატომ მიღალატას საკუთარ თავს რომ ვაბრალებდი ხოლმე მაგასაც ვნანობდი მერე. გვერდით ვინც უწვა ჩემზე უკეთ ნამდვილად არ გამოიყურებოდა მდიდარი იყო უფრო ,მისი ყოფილი თაყვანისმცემელი . ერთ დროს უარი რომ უთხრა და მერე იმან უბრალოდ თავისი შეისრულა , კაიფობდა ჩემ ცოლთან რომ იწვა იმით თორემ მე ხომ ვიცი არასდროს უყვარდა. ისეთის გვერდით იწვა მხოლოდ ფული რომ ჰქონდა მეტი ჩემზე კი არა ,ჩემ ოჯახზე თორემ თვითონ ერთი თეთრიც არ გააჩნდა. მე რომ 18 წლიდან მთელ ოჯახზე ვზრუნავდი. სულ რამდენი წამი დამჭირდა იმ რამდენიმე გასროლისთვის ,ცხოვრებაში ერთადერთი დაუფიქრებელი საქციელისთვის და დღემდე ვისჯები. არ გაბედო ვინმე სხვა დამნაშავეს არ შემადარო
_ჩემ დას არ უღალატია ,რომც ეღალატა ჩემთვის რა მნიშვნელობა ექნებოდა . დას მომიკლავდა მკვლელი
_მე მხოლოდ იმის ახსნას ვცდილობ ,რომ ის იყო ერთი წამი და ზოგადად ჩემი არ უნდა გეშინოდეს არც შენ და არც სხვას ვინც მართალია
_სხვის ცოლთან იწექი ... ეგ რომ გაიაზრე
_ახლაც სხვისი ცოლის გვერდით ვარ და საკუთარ თავთან და ცხოვრებასთან წინააღმდეგობაში ვარ ყველა წუთს რასაც შენ გვერდით ვატარებ _მძიმედ სუნთქავდა,მანქანას ტრასაზე მიაქროლებდა . შვება არსაიდან ჩანდა
_მისი ცოლი 5 წელია აღარ ვარ ... მის გვერდით ერთ ოთახშიც არ დამიძინია ეს ხუთი წელი ,შეიძლება მეტიც და ამას მეტჯერ არც შენთან და არც სხვასთან გავიმეორებ _რატომ უთხრა,რატომ მოუნდა ენუგეშებინა,მისი სინდისი როგორ აწუხებდა როცა იცოდა მკვლელი იყო
_მოძალადეა თუ რა _წამში გაუჩნდა ხმაში ცეცხლი და ბრაზი
_სხვა არაფრის თქმას ვაპირებ ეგ ჩემი და მისი საქმეა მხოლოდ
_ტიტეს ვიცნობ _ დუმილი რომ ჩამოწვა მანქანაში შემდეგ თქვა , არ უნდოდა დაემალა . დინა მთელი სხეულით მიბრუნდა მისკენ და მაინც არ გაჩერდა _ 11 წელი და 8თვე ვიჯექი. ბევრი გავიცანი
_კანონიერი ქურდობისკენ მიმავალ გზაზე მყოფმა ნარკომანმა და ყომარბაზმა ცოლი მოკლა შვილის თვალწინ ... მაგაზე უკეთეს კაცს იქ ცოტას ნახავდი _ირონიული ჰქონდა ტონი
_შენი აზრით რატომ არ გამოდის იქედან
_25 წელი აქვს მისჯილი და იმიტომ
_ტიტეს რომ უნდოდეს გამოვიდოდა...მაპატიე თუ შენ სტატუსს ვუგულებელვყოფ ,მაგრამ ეგ ისეთ ხალხს იცნობს ,ემეგობრება და ისეთები არიან ვალში ვერაფერს გააკეთებდი
_ხომ არ აპირებს გამოსვლას
_ჯერ არ
_შენც მის მეგობრებს შორის ხარ ? რა პატარაა ეს სამყარო _სიმწრის სიცილი ჰქონდა . გულ_მუცელი ეწვოდა,ცხელ ლავად ეღვრებოდა მოსმენილი
_ მეგობრები არ ვართ,უბრალოდ ის ჩემგან განსხვავებით ნამდვილად ნანობს . მღვდელი მეგონა პირველად რომ შევხვდი ტაძარში. ვერაფრით დავიჯერე რომ მითხრეს ვინც იყო
_ეკლესიაში ლოცვა გააცოცხლებს ჩემ 27 წლის დას ? სრულიად ჯანმრთელ,სიცოცხლით სავსე,მიზანდასახულ,ჭკვიან ,ლამაზ ქალს და ჩემი დაჩის დედას . მაგის სინანული გააცოცხლებს?ღმერთმა შეიძლება აპატია იმდენი ილოცა და ისე მოინანია,მაგრამ მე არასდროს !
_არც მიფიქრია რომ აპატიებდი ... არც ითხოვს ალბათ პატიებას შენგან და დაჩისგან . იმიტომ არ გამოდის ,დაჩის გამო
_შენ რომ გამოხვედი შვილებთან და დასთან დიდ დროს ატარებ? რაღაც მეეჭვება ისეთი მამა იყო როგორიც მათ სჭირდებათ _ შხამს არ ინანებდა ის კი ისე იჯდა ნასროლი ტყვიის აცილებასაც არ ეცდებოდა თითქოს
_როცა სჭირდებოდათ მე ციხეში ვიყავი დედამისის მკვლელობის გამო და ახლა კარგს რას გავახსენებ ჩემი ახლოს ყოფნით_ისეთი იყო დინა ვერ ბრაზდებოდა,გული ეკუმშებოდა . გრძნობდა და ეს გრძნობა ამძიმებდა
_რომ არ ჭირდებოდე ახლოსაც არ მოგიშვებდნენ. გაპატიეს ,რადგან გაძლევენ უფლებას იყო მათთან და სჭირდები . მინიმუმ განცდისთვის ,რომ მამა გვერდითაა და დაიცავს
_ორივემ იცის რომ მათ გამო მოვკვდები ...
_საქმეც მაგაშია, შენი სიკვდილი არავის ჭირდება ... სიცოცხლე უნდათ . თავიდან დაბადება და მათთან ერთად ცხოვრების გაგრძელება ... ერთი ორმოცი წელი წინ გაქვს ,ჯანმრთელობას თუ მიაქცევ ყურადღებას საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას თუ გავითვალისწინებთ
_და მაქვს უფლება თავიდან დაბადების ამ ხელებით ?
_ღმერთმა შანსი მოგცა აშკარაა და შენ ეწინააღმდეგები თავსაც და შენ შვილებსაც ახალ ჭრილობებს აყენებ
_ჩემ ინას შენი დაჩის მეგობარი უყვარს ... _თემა შეცვალა. რაც აწუხებდა და ადარდებდა ყველაზე მეტად თავისი პატარა ინა იყო ახლა
_იოანეს რომ უყვარს ვიცოდი და ინასაც თუ უყვარდა არ გამიგია, არ უთქვამს დაჩის
_უცნაური ბავშვია , შეუძლია მოგატყუოს ,ყველა ემოცია დაგიმალოს და გააყალბოს . შეიძლება თვითონაც არ იცის ისე შეუყვარდა ... როგორი ბიჭია შენი აზრით ეგ იოანე
_დაჩის მასთან მეგობრიბის უფლებას ვაძლევ , სამაგალითო რომ არიან ისეთი ბავშვი იყო სულ. მამამისი გიორგის მეგობარი იყო სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს, ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ თანამდებობის ცვლილების პარალელურად სამეგობრო წრეც შეიცვალა და სიმართლე რომ ვთქვა დროც აღარ აქვს საერთოდ,არც ყველგან ჯდომა და ქეიფი შეუძლია ,არც დასვენება ნებისმიერ ადგილას. ამბიციური ა და მოსწონს ის პოზიცია რასაც ათასგვარი უბედურების ჩადენის შემდეგ მიაღწია . ფიქრიც არ მინდა ამაზე ,თორემ ვგიჟდები ... შენგელია არ არის ცუდი კაცი ,მაგრამ იოანე ისეთი ბიჭია მისი თანატოლი გოგო რომ მყავდეს ვიოცნებებდი მასეთ სიძეზე
_ფემინისტური ცნებებს რომ არ ცნობს და უხეში,მოჩხუბარი ტიპი რომ არის მაინც?
_ვიცი როგორიცაა , მშიშარა და საცოდავი ტიპი არ არის თორემ ხულიგანი ქუჩისბიჭი არასდროს ყოფილა. ეროვნულებზე სამ საგანში მაქსიმალური ქულა აიღო,უნივერსიტეტშიც ერთ_ერთი წარმატებული სტუდენტი იყო. თავდაუზოგავად მუშაობს და იცის რა უნდა ცხოვრებისგან . ინა როდის და როგორ შეუყვარდა არ ვიცი,მაგრამ ვიცი როგორ გოგონებსაც მოსწონდა
_მექალთანეა ?
_არც ნაკლებობაა _ ჩაიცინა და წამში გაახსენდა მინიმუმ ხუთი გოგო რომელთანაც უნახავს იოანე _ასე თუ იფიქრე გაგიჟდები და ინასაც გააბრაზებ
_არ ვერევი ... ინას თუ გაუძლებს ღმერთმა ტკბილად შეაბეროს _უახლოვდებოდა ჩადუნელების სახლს და საუბრის დასრულება ენანებოდა. _ დაცვას არ გამოგიგზავნის შენი ყოფილი ?მარტო უნდა იყო სახლში ბავშვებთან ერთად?
_მამაჩემი იცი ვინ იყო? მის სახლში არავინ შემოვა და თუ შემოვა ... მტრებს გაიჩენს ავტომატურად
_ვინ იყო ...
_რატომ არ კითხე ჩხიკვაძეებს
_არ მინდოდა ზედმეტი ინტერესის გამოჩენა შენ მიმართ ...ტიტეზე თვითონ მითხრეს იმ დღეს დაჩი რომ გაიცნეს. ისედაც ზედმეტად ხშირად ვხვდებით . ისე როგორც შენ არ იკითხე ჩემზე
_დროებით ... მადლობა,უკვე მერამდენედ _ სახლს შეხედა და შემდეგ მისკენ გადაიხარა _ შეხვედრამდე ... _ ლოყაზე აკოცა და დატოვა გაოგნებული.
ყველაფერს ელოდა დიანა ჩადუნელისგან, როდესაც მის წარსულზე შეიტყობდა ,მაგრამ ასეთ რეაქციას არა. მიხვდა საერთო ჰქონდათ გრძნობები,არეულობა და ბრძოლა საკუთარ თავთან ერთმანეთისგან შორს ყოფნას რომ აიძულებდათ ერთი ნაწილი და მეორე მაგნიტივით იზიდავდა.
.........
გაურკვეველს ვერ დატოვებდა თავდასხმის ნამდვილ მიზეზს. გიორგი რომ შავ საქმეებში გაერია ეს წლების წინ იცოდა და ასჯერ უფრო ფრთხილი იყო. საკუთარი ბიზნესი მთლიანად გამიჯნა მისი ნებისმიერი წამოწყებისგან,ყველა შეთავაზებაზე უარს ეუბნებოდა და ახლა იგებდა იმას რისი მოსმენაც არ აწყობდა. მის ცოდვებს ვერ გაექცეოდა,მასთან შვილები აკავშირებდა და მისი მტრები შეიძლება ჩადუნელთან კიდევ მოსულიყვნენ ანგარიშწორებისთვის
_ვალი აქვს ...
_საიდან გაიგე
_საოცრება თუ არ მოხდა და ჯეკპოტი არ მოიგო ისე ვერ გაასწორებს ანგარიშს . ყელამდე ნეხვშია და თან ისეთ კაცს აქვს მასზე კომპრომატები ყველაფერს გააკეთებინებს თუ მოესურვება
_გოგა ნუ მაშინებ
_არ გაშინებ,გაფრთხილებ რომ შენი ს.რი ყოფილი ყელამდე ვალშია , განავალში იძირება და ნებისმიერ სისულელეს გააკეთებს ახლა
_დაიჭირენ თუ მოკლავენ ...
_ორივე შეიძლება ზუსტად მაგ თანმიმდევრობით
_დაველაპარაკები ...
_რას ეტყვი
_არ მინდა შვილები სასაფლაოზე ვატარო... ვეტყვი რომ წავიდეს
_და მის ვალებს ვინ დაფარავს?
_გაყიდის ყველაფერს და წავა...
_არ დაგიჯერებს
_მე ვცდი...
_თავისმა ამბიციებმა შეიწირეს... ბოლო ტენდერი რომ მოეგო იმდენი მოისყიდა ,მერე რაღაცები აერია. ისე იჩათლ.ხა ყველასთან საქმე ჩაუშალეს. დარჩა აღებული ვალები და ჩადენილი დანაშაულები . შენ ვერ მოაბრუნებ მის გონებას, ეგ ისეთ თამაშს თამაშობს
_რა ვქნა აბა ... ველოდო როდის მოკლავენ?
_რამეს გააკეთებს ,დაელოდე და თან ნახავ რა საზიზღარიცაა . თუ გიყვარს და გენანება
_ბავშვობის მეგობარს ,ნათლულს და კარის მეზობელს ასე არ უნდა ელაპარაკებოდე გოგა
_ხომ იცი როგორ ვერ ვიტანდი თავიდანვე...მაშინ მიზეზი ვერ ვუპოვე თორემ შენ როგორ უნდა იყო მაგ ახვართან კავშირში _ თავზე აკოცა თავის ბავშვობას და სახეზე მოეფერა _ არ დამიმალო. კიდევ ვინმემ ხომ არ შეგაშინა ან რამე
_არაფერი ... არავინ გამოჩენილა
_მთელმა ქალაქმა იცის შავმაც და ბნელმაც ჩხიკვაძეები რომ ჩარია იმ მინდელმა და თორნიკეც ჩამოსულა, ილდანი.. ჩხიკვაძეების დის შვილი ,იცნობდი შენ ბავშვობაში მაგათ . ბიჭის მაგრად უყვარდა ბექნუ ილდანი
_მახსოვს... ვგიჟდებოდი ბექნუზე. ისეთი სიმპათიური იყო ღმერთოო,ვის ადარდებდა მკვლელი ,გიჟი და ქურდი რომ იყო. თან როგორ ეშინოდათ მისი მე კიდევ ისე გამიღიმებდა სახლში შემოსვლისას პატარა ბავშვს გული მეწურებოდა
_რა გული გეწურებოდა გოგო შენზე 15 წლით დიდი მაინც იქნება
_ოუფ , ულამაზესი იყო რას დავეძებდი ასაკს 16 წლის ბავშვი . სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი და ის ემოციები მახსოვს უბრალოდ. თორნიკე არ მახსოვს
_შენმა დაჩიმ იცის... საერთო სამეგობრო ჰყავდათ
_რომ ჩამოვიდა ეგ ცუდია თუ კარგი
_ვინც სწორები ვართ იმათთვის კარგი და ვინც ნაბ.ჭვარია იმათთვის ცუდი ... ილდანი სიმართლის დამცავი ტიპია. ბექნუზე მეტად ფიცხია და გონიერიცო ამბობენ. მე ჯერ ახლოს გაცნობის სიამოვნება არ მქონია. ტიტეს რომ აუყვანა ბექნუმ ადვოკატი და ეხმარებოდა მაგის შემდეგ ძმაკაცები ვეღარ გვერქმეოდა ჩვენ. ვერც მოვთხოვდი პასუხს, ტიტესთან ერთად გაიზარდა ბექნუ და რომ არ უღალატა ბუნებრივი იყო
_მინდელი რა შუაშია მაგათთან
_მინდელი უბრალოდ სწორი კაცია. არც ქურდია ,არც შავობას აწვება და არც რამე მსგავსი. უბრალოდ არაკაცების მხარეს არ დგებოდაო ციხეში და არც უკან დაუხევია როცა სიმართლეს ეხებოდა საქმეო. ბევრი არაფერი ვიცი, ჩხიკვაძეები ტყუილად არ დაიყენებდნენ გვერდით მესამე ძმასავით
_კარგი ოჯახი ჰყავს... იქ რომ მოხდა ყველაფერი ისე მომიბოდიშა მისმა შვილმა ,ილომ
_ტიტეს ჰყავს დაჩისნაირი შთამომავალი და იესეს რომ ჰყავდეს კარგი ბიჭი რა გასაკვირია
_უცნაურია ცხოვრება ... შენი მზეთუნახავი არ გინდა სამშობლოში დააბრუნო? ვისგან მალავ ასე თავგამოდებით
_აქ როგორი დალაგებულიც არ უნდა ჩანდეს ყველაფერი მაინც არეულობაა ჩემნაირებისთვის. მშვიდად ცხოვრობს ამერიკაში და არ ადარდებს არც ხალხის ხმა, არც სამეზობლო და სანათესაო . მხოლოდ ამერიკელი ქმარი არ მინდა ჰყავდეს სხვა დარდი არ მაქვს...
_რა მოიფიქრე... მითხარი
_რომ გითხრა ჩამიშვებ
_ამდენი რამე მომიყევი მეჭორავე ლამის და თინაზე არ მიყვები?
_ერთი ბიჭი მომწონს მისთვის ,ძალიან და ვფიქრობ როგორ გავაცნო ისე რომ არაფერი იეჭვოს
_არ გამაგიჟო სასიძო იპოვე? _ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა
_თვითონ ბიჭმაც არ იცის... ნუ იცინი გოგო !
_ვინ არის ... როგორ მიგაფიქრდა რომ შენ თვალის ჩინს,შენს ერთადერთს,შენს უმშვენიერესს ანდობდი
_იცნობ შენ და ჩამიშვებ
_ვიცნობ?_კიდევ უფრო დაინტერესდდა . მოკვდებოდა თუ არ გაიგებდა ვინ იყო _მითხარი თორემ დავასრულებ ჩვენ 30 წლიან მეგობრობას
_კიტა ნავერიანი
_მანუჩარს როდის შეურიგდი მისი შვილი სიძედ რომ გინდა
_გარდაიცვალა შარშან , მოსკოვში. ძველი საქმეების გასარკვევად დამიბარეს მისმა ძმებმა და იქ გავიცანი კიტა. მე ეგეთი კაცი არ მინახია 28 წლის ბიჭი კი არა... მშვიდი ცხოვრება უნდა,სუფთა და დალაგებული. დავზავდით ,კი ურევდნენ ზოგიერთები ,მაგრამ დავეხმარე და ბოლოს უფროს მეგობრად ვყავარ. მანუჩართანაც ომიც არ მქონია,უბრალოდ ვერ ვფიქრობდით ერთნაირად. აი კიტა კი ,კიტა არის ყველაზე მაგარი კაცი
_შენ მართლა თინასთვის გინდა ეგ ბიჭი...
_დამარხე იცოდე ეს ამბავი ... ყველაფერი რაც გითხარი ,მაგრამ ეს განსაკუთრებით. შეიძლება ვცდები ,ღმერთმა იცის ,მაგრამ რა ვქნა მგონია ზუსტად შეეფერებიან ერთმანეთს.
_დიდი ხნით აპირებ წასვლას?_მისი იმედი სულ ჰქონდა და ახლა ამ არეულობაში არ უნდოდა მარტო დარჩენილიყო
_ერთი კვირა და დავბრუნდები. დიდხანს ვერ დავტოვებ ყველაფერს. მომენატრა ბავშვი ,ამთავრებს ახლა და იმ ცერემონიას უნდა დავესწრო. ჩემი ლალიც იქაა ,ცოლიც მომენატრა ,არ უთხრა ოღონდ თორემ გამომეკიდება უკან და დამიტოვებს ბავშვს იქ მარტო. შენ თუ რამე დაგჭირდება უბრალოდ მწერ და ყველაფერი მოგვარდება .

გოგა ქალს არ ენდობოდა ცხოვრებაში. საკუთარ ცოლზე ხომ გიჟდებოდა , ისე უყვარდა სულს დათმობდა მისთვის ,მაგრამ იცნობდა მის ემოციებს , მიმდობ ხასიათს და მსგავს თემებზე ვერასდროს დაელაპარაკებოდა. ნაზი,ფაქიზი და მტირალა იყო მისი ლალიკო . არც ჰკითხავდა და არც დაინტერესდდებოდა მსგავსი ამბებით. დიანა კი ბავშობიდან ასეთი იყო,ყველაფერი უნდა სცოდნოდა და სიფრთხილე გამოეჩინა. მაინც შეეშალა,მაინც შეცდა გიორგი მებონია რომ აირჩია ქმრად და კიდევ ჰქონდა ბევრი სისუსტეც,მაგრამ გოგამ იცოდა მასთან ნათქვამი ერთი სიტყვა არ დახვდებოდა წინ. იმდენი ჰყავდა დინას გამო ნაბეგვი ,მაინც რამდენს მოსწონდა და რამდენი არ იღებდა ქალის უარს. სასაცილოა ცხოვრება თორემ უარესებს შორის მებონია როგორ უნდა აერჩია ქალს დღემდე არ ჰქონდათ პასუხი ამ კითხვაზე.
_არ მოაკვლევინო ... თუ შეძლებ და გაიგებ
_მაგას ისეთი მტრები ჰყავს მაგათი ჩანაფიქრები ჩემამდე ვერ მოვა დიანიკო... ღმერთმა იცის რა ბედი უწერია შენ დას.რებულ ყოფილს _ წასვლის წინ გულში ჩაიკრა მეგობარი, თავზე აკოცა და წავიდა.

დიანა ჩადუნელი დიდხანს ფიქრობდა. წარსულის ცოდვები ახსენდებოდა , კაცი რომ შეაზიზღა ის დღეები ტრიალებდა გონებაში და მაინც საკუთარი შვილების მამას უნდოდა დახმარებოდა. ისევ საკუთარი სულის სიმშვიდისთვის მერე რომ არ ეფიქრა ხელის გაწოდება შემეძლო და ზურგი ვაქციეო.
შუაღამეს მივიდა . კაბინეტში იჯდა ლეპტოპს უყურებდა და თან ფურცლებში იქექებოდა. ფერი დაკარგვოდა,ჩვეულებრივ ბედნიერი და კმაყოფილი სახე არ ჰქონდა. დინა რომ დაინახა გაუკვირდა
_რა იყო გაიგე რომ ვიძირები და სანახაობით დასატკბობად მოხვედი?
_ფული ისესხე მხოლოდ თუ კიდევ ხარ რამეში გარეული
_რა ერთგული ცოლივით ჩამომიჯექი ... ჭირში და ლხინში ერთად უნდა ვიყოთ?
_მახსოვს ბიჭი რომ მოკვდა როგორ დამეხმარე ბიზნესი რომ არ ჩაძირულიყო ჩემი დეპრესიის გამო. ისიც მახსოვს როგორ მამხნევებდი. არ ვიცი თამაშობდი თუ რა გეგმას ასრულებდი ,მაგრამ მე არ ვივიწყებ არცერთ ჩემკენ გამოწვდილ ხელს. მიუხედავად იმისა რომ ღორი ხარ და ღორულად მომექეცი როგორც ცოლს
_არ მჭირდება შენი დახმარება... არ მიცნობ?ყველას რომ ჰგონია დავიმარხე მაშინ ვიწყებ აღმასვლას. მადლობა რომ მოხვედი ,არ დაგივიწყებ მეც . საერთოდაც თუ შერიგება მოგინდება სულ მიგიღებ ხომ იცი... მეორე ცოლის პოვნის და მასთან დრამების თავი არ მაქვს
_თამაშობ ? ყველას გაცურება გინდა ხომ ?
_შენ ბევრს ნუ იფიქრებ... მთავარია ჩემი მტერი არ გახდე ოდესმე ,ვინც ეგ გადაწყვიტა არ იცის მე რომ ყველა საქმეს ბეჯითი ბავშვის მონდომებით ვასრულებ
_მახსოვს,დედაშენი ყვებოდა სწავლა უჭირდა ,მაგრამ ღამეს გაათენებდა და მაინც ისე დაიხსომებდა ყველაზე უკეთესი რომ ყოფილიყოო
_თავი გავიგიჟე ჩემი ცოლი საუკეთესო რომ ყოფილიყო და როგორ ამირიე ყველაფერი . არადა რა დარწმუნებული იყავი რომ შენი ბრალი იყო ჩვენი პრობლემები საწოლში _გახალისდდა ,დიანამ კი საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყველაფერს
_ისე გააკეთე ჩემ ბავშვებს ახლოს არ გაეკარონ ... შენი წილი ცოდვები შენი საზიდია მე ვერც ხელს შეგიშლი და ვერც შეგეშველები
_ის ღორი რომ გიფათურებდა ხელებს რესტორანში ვიდეო მაქვს...
_საიდან ,ხომ წახვედი
_ვიცოდი ვერ შეიკავებდა თავს...
_აშანტაჟებ ?რად გინდა ხომ გაკოტრდა
_არ ისვენებს და მინდა გავჭყლიტო ბოლომდე.
_გამოაქვეყნებ?
_არა , ჩემ ცოლს როგორ იცავს სხვა კაცი ამას ვერ ვაჩვენებ ჩემ მომავალ ამომრჩეველს. თუმცა იმათ ვაჩვენებ მის მხარეს ვინც დგას და ეხმარება
_ვინმე ჩემი ნაცნობი ეხმარება?
_ჩადუნელებს რომ პატივს სცემს და ზოგადად ქალს ისეთი ხალხი გარია ,ვითომ წმინდანია და მე ვარ დამნაშავე . მე გავფლანგე თითქოს ფულები და მაგან არა . იცოდე რომ გამოჩნდეს დამირეკე მის მოსაკლავად მიზეზი მექნება

რა იცოდა მაშინ დინამ გიორგის თუ ადამიანის მოკვლაც შეეძლო სხვა დანაშაულებთან ერთად.
..........

დაჩი ჩადუნელს არაფერი უთხრა დინამ ისე მოიმიზეზა საქმე ,ბავშვები დაუტოვა და თბილისში ისე დაბრუნდა. რატომღაც გრძნობდა,რომ იქ უკეთ იქნებოდნენ მინდელების გარემოცვაში.

დილაადრიან სეირნობდა ტყუპებთან ერთად. ორივე მხარეს ბავშვები ჰყავდა,მათ პატარა თითებდ თითებს არ უშვებდა და ისინიც ხტუნვა ხტუნვითა და აქეთ_იქით ტრიალით მიაბიჯებდნენ. კესანე როგორც ყოველთვის რაღაც ამბავს უყვებოდა თავისი თბილი ხმით , სანი პერიოდულად ერთვებოდა დიალოგში და დაჩიც მთელი ყურადღებით უსმენდა.
_თმა ამეპუწა _ თამაშით გართულმა დაიბუზღუნა და ხის სკამზე მჯდომ დაჩისთან მიირბინა.
_მოდი ჩემთან და გაგიკეთებ _ მშვიდად დაუშალა ნაწნავი და თავიდან გაუკეთა თან ეკითხებოდა ხომ არ გტკივაო ,ბოლოს თავზეც აკოცა და ყელშიც _ ჩემო ლამაზთვალება
_ლამაზად მაქ დაჩიკო ?
_ულამაზესი ხარ შენ
_ოუუფ მე კი ვარ ,მაგრამ თმა ?ისევ გვერდზე ხომ არაა წაქცეული კიკინა?
_სწორადაა
_გამებუტე?_ ქვემოდან უყურებდა და მერე პატარა ხელები მიადო სახეზე _ გეხუმრე
_ძალიან გიხდება ნაწნავი და საერთოდ ულამაზესი ხარ ,კესანე _ სალომეს ხმა რომ გაიგო დილის სიგრილეს მზე და სითბო მოჰყვა თითქოს
_სალომე , შენც ძალიან ლამაზი ხარ _ სანი ყურებამდე გაღიმებული უყურებდა და მერე რომ მოეხვია გიჟურმა ეჭვიანობის ტალღამ დაუარა სხეულში . გააღიმა საკუთარმა ეგოისტურმა შეგეძნებამ ,სანის ნაცვლად უნდოდა გახვეულიყო მის თეთრ მკლავებში და ახლოდან ეგრძნო ცეცხლისფერი თმის სურნელი
_თქვენ სულ ასე ადრიანად იღვიძებთ ? _ დაჩის არ უყურებდა, ბავშვებს ეფერებოდა და უღიმოდა
_ხო და დაჩიც გავაღვიძეთ . ძალიან ვუყვარვართ თორემ ძილისგუდაა და სხვას რომ გაეღვიძებინა მოგუდავდა _ ჩაურაკრაკა მთელი ამბავი კესანემ _ ასეთი ფერის თმა როგორ გაქვს? _ თითები შეახო წითელ ღერებზე _შეიღებე ? დაჩიიი მეც მინდაა _ბიჭს გახედა და სალომემაც ვერ გაუსწორა მზერა
_დიანა გახსოვს სულ გეუბნებათ ღმერთის ნაჩუქარი სილამაზე არსებობსო ... ეგ ფერია სალომე _ ბავშვს ესაუბრებოდა და ჭედიას გრძნობებზე თამაშობდა .
_შენ როგორი შავი ხარ და ის როგორი თეთრია ... _ხელი ჩაკიდა ორივეს და მათი ხელები ერთმანეთის მიუახლოვდა . ისედაც შავგვრემამ ჩადუნელს რუჯიც ჰქონდა და სალომეს კანი კიდევ უფრო ღია ფერი ჩანდა . ისევ გაეღიმა , თითქოს ბავშვის კომენტარზე სინამდვილეში კი ჭედიას ახურებული ყვრიმალები ახალისებდნენ
_ყველას სხვადასხვა ფერი, ცხვირი,თვალი,თმა და ხასიათი აქვს ,პატარავ
_მე და შენც კი არ ვართ ზუსტად ერთნაირები ... ისინი რატომ იქნებიან? ძმა კი არ არის _ სანი ვერ ხვდებოდა რას იძიებდა კესო
_სხვადასხვა არიან , მაგრამ უხდებიან როგორც თეთრი და შავი ნაყინი ერთ ჭიქაში
_არ გინდა ჩემნაირი თმები ... მე სულ ვოცნებობდი შენნაირი შავი თმა მქონოდა და მუქი კანი. მზეს მივუშვერდი მშვიდად სახეს , ბროწეულისფერი არ ვიქნებოდი _ გულწრფელი იყო ბავშვთან
_გინდა დაჩი შენც გაგიკეთებს ნაწნავს ... გრძელი თმები გაქვს _ ისევ თმაზე ეფერებოდა ,თან ლოყა ჩამოსდო მხარზე და ისე გამოხედა დაჩის _ გაუკეთეე რა დაჩიკოო ნაწნავიიი
_თქვენი საუზმობის დროა ... წავედით _ სალომე გადაარჩინა კესანესგან თუ საკუთარი თავი ვერ გეტყვით ისე კი ხელები გაურბოდა ისე უნდოდა თმაზე შეხებოდა. ამდენი წელი როგორ იკავებდა თავს არ იცოდა, სულ წარმოედგინა რბილი,ფაფუკი შეხება და მისი მოტანილი მზის სუნი. იცოდა თუ გემოს გაუგებდა ვეღარ მოშორდებოდა ან ეშინოდა მასთან ყოფნაც რომ ვერ გამოუვიდოდა .
_სალომე შენც ისაუზმე ჩვენთან ერთად ... სახლში არ ვართ თორემ დაჩიკო გაგასინჯებდა კაკაოს
_ გიყვარს კაკაო შენც ? დაჩის რძე ეზიზღება და კაკაოთი სვამს მხოლოდ ,იცი? _ძმამ დაიწყო და დამ გააგრძელა
_სალომე არ საუზმობს ... გასეირნებას აპირებს და ნუ შევუშლით ხელს მშვიდად ყოფნაში სანამ ყველანი გაიღვიძებენ და ახმაურდებიან _ ბავშვების ჩანთა მხარზე მოიკიდა ,ორივეს ხელი ჩაკიდა და აიძულა გაყოლოდნენ. სიტყვის თქმის უფლება არ დაუტოვა გოგოს . გაბრაზდა ჭედია, ასე რომ იშორებდა და აშორებდა ბავშვებსაც. აქამდე რომ არასდროს მოქცეულა ისე მოიქცა და შეეწინააღმდეგა, ეთამაშა
_კაკაო რძით ჩემი საყვარელი ცხელი სასმელია და მთელი ზამთარი დილას ყავის ნაცვლად კაკაოთი ვიწყებ. მეც ვისაუზმებ თქვენთან ერთად , აქ ისეთი გემრიელობა კერძებია საუზმეც მომეწონება ვიცი
_შენც ჩაიტკბარუნე თითები ?
_ხოო _ ხმით გაეცინა ბავშვის გაფართოებულ თვალებზე და სიტყვებზე
_ჩვენ გვეზარება ხოლმე ჭამა ,თამაში გვინდა სულ ...
_დედა გვეუბნება დაჩი იმიტომაა ასეთი დიდი და სიმპათიურიო გემრიელ საჭმელებს ჭამსო ...
_ მე არ მინახავს ეგ რამეს იწუნებდეს და კია მაინც ლამაზი _ კესანემ ჩაიბურტყუნა და დაჩის ხელებზე ჩამოეკიდა _ ჰოპლა მინდაა მე ... სალომე მოდიიი _ გვერდით მდგომ გოგოს მეორე ხელი ჩაკიდა და უცებ ასწია ხელები ჰაერში
_ფრთხილად... მაჯას ატკენ _ მთლიანად თვითონ დაიჭირა და თავისი ფუმფულა დეიდაშვილს ანთებული თვალებით დახედა ,იღლიის ქვეშ ამოიდო ისე მოხვია მუცელზე მკლავი _ჰოპლა არ გვინდა ,თვითმფრინავი გაავაკეთოთ _ მეორე მხარეს სანი დაიჭირა ,ორივემ დაჭიმეს სხეულები ხელები წინ გაშალეს ფეხები უკან . დაჩი ჯერ წინ გარბოდა და მერე ტრიალებდა. ბავშვების ხმამაღალი სიცილის ხმა ისმოდა , ჩადუნელიც იცინოდა სანამ არ თხოვდნენ თავბრუ დაგვეხვა გაჩერდიო . დარეტიანებულები დასვა და დაიჭირა თანვე რომ არ წაქცეულიყვნენ
_ ტრიალებ დაჩიკოოო _ თავი მხარზე ჩამოსდო და სიცილი განაგრძო _ სალომეც ირწევა აქეთ_იქით
_დამძიმდით ... როდის გახდით ამხელები ? წელი გამიშეშდა მგონი _ ძირს დაჯდა ,ხელებს არ უშვებდა ბავშვებს და ხითხითებდა გაბუტული კესოს ყელში . ბევრჯერ აკოცა და მერე ქვემოდან ახედა ტელეფონმომარჯვებულ სალომეს . რომ ვერ ელეოდა კადრების დაფიქსირებას _ ფოტოგრაფო ... გამომიგზავნე ყველა თორემ უნებართვო გადაღებისთვის დავაჭერინებ შენ თავს
_მერე დაბეზღება შეგეფერება დაჩი ჩადუნელს? _ნიშნისმოგებით უთხრა და დაჩის ზურგს უკან მდგომ სანის არეულ შავ თმებზე გადაუსვა ხელი . ზურგზე რომ აბობღდებოდა ბიჭს
_ დამისვი რა მხრებზეე ... მიდი ,მაღლიდან ლამაზია ყურება
_ამხელა კაცს არ გრცხვენია? ბავშვი ხომ არახარ _ ისე სერიოზულად გახედა გეგონებოდათ 5 წლის ბავშვს კი არა დიდ კაცს ელაპარაკებაო
_ბავშვი ხარ ჯერ და ნუ გიყვარს დიდი გოგოებიო არ მითხარი შენი შეყვარებული ლიზიკო რომ მომწონდა?
_ბოთე მისი შეყვარებული რომ იყო იმიტო გითხრა ეგ ... დაანებე ნუ ატკენ წელს ჩემ დაჩიკოს _ როგორც კი თავბრუსხვევამ გაუარა მაშინვე ახალი მაიმუნობა მოიფიქრეს და ამჯერად მთავარი შენობისკენ გაიქცნენ
_ფრთხილად
_კესანე ასწრებს? _ დაჩის გვერდით მიდიოდა ,მაგრამ ისეთი მანძილი იყო შუაში კიდევ ოთხი ადამიანი დადგებოდა. იცინოდა და მთელი სახე უნათებდა
_ისე ჩანს ნაზი და გოგოშკური თორემ თუ დასჭირდა რქიანი ხდება...
_რატომ მოატყუე წელი მეტკინაო ... ინერვიულა
_მძიმე არის ორივე ერთად და მე უძლეველი რაინდი კი არ ვარ , ტკივილისა და სუსტი წერტილების გარეშე
_მართლა გეტკინა ? _ ისეთი სახე ჰქონდა დაჩიმ ტუჩებს ვერ მოუყარა თავი _ საზიზღარი ბიჭი ხარ
_ნუ ღელავ , შენ იმათზე მსუბუქი ხარ
_რა შუაშია
_ავღნიშნე უბრალოდ... შენ რატომ მოატყუე კაკაოს სიყვარულზე
_არ მომიტყუებია ... ჩაიზე მეტად მიყვარს და ვუხდენ ზამთრის ცივ დღეებს, წიგნის კითხვის ან ფილმის ყურების დროს ვსვამ და უკაკაოდ რძეს ვერც მე ვიტან . არასდროს დამილევია
_და ზაფხულში რა გიყვარს
_ასეთ ადგილებში მშვიდად დასვენება მეგობრებთან ერთად
_შენი დეიდაშვილი წავიდა?
_ლიკო და ნუკი წაიყვანა და წავიდა
_მარტო დარჩი ?
_არ მეშინია ღამე მარტო ძილის
_შუქს ტოვებ ანთებულს საძინებელში ხო ? როდის ბრუნდები უკან ...
_ხვალ დილით ...
_ჩვენც ხვალ დილით მივდივართ , ბავშვებს გაუხარდებათ რომ გაიგებენ ერთად ვბრუნდებით _ არც უკითხავს ისე გადაუწყვიტა და მაგიდასთან მსხდომებს თავზე დაადგა _ სალომეს ბარგის ჩალაგებაში ხომ დაეხმარებით ამ საღამოს?
_შენც მოდიხარ ? ჩვენთან ერთად წამოხვალ? _გიჟდებოდა კესანეზე,არასდროს რომ არ ღალატობდა დაჩის პოზიციას და სრულიად ბუნებრივად ყვებოდა მის ნაბიჯებს
_მე არ ... ტაქსით უნდა
_აუ არააა ჩვენთან ერთად წამოდიიი გთხოოოვ
_თბილისში არ მივდივარ ... დართლო უნდა ავიდე ,ბებოსთან
_აქედან პირდაპირ მიდიხარ თუშეთში დედიკოს სახლში ,ბებოსთან? _ მიანიშნა რომ იცოდა ეს დეტალი მასზე და რამ დაუბინდა გონება თავადაც არ იცოდა, მაგრამ ფაქტია სიტყვებს უკან ვერ დააბრუნებდა_ ბარიდან მთაში ადიხარ ... საინტერესო ზაფხული დაგიგეგმავს . სულ მინდოდა თუშეთში წასვლა
_წადი აუცილებლად ბიჭებთან ერთად და არა ბავშვებთან. სხვა დროს და არა ახლა
_ჩვენ აგიყვანთ ... შენი ძმა სად არის. ტაქსით რომ დაგატარებს
_ბათუმშია _ დაბნეული იყო . ვერ ხვდებოდა რის მიღწევას ცდილობდა ან თავად რა უნდა გაეკეთებინა. მის გადმოდგმულ ნაბიჯს ვერ ხვდებოდა კლდესავით და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, აჰყოლოდა მის ნაბიჯებს .

საუზმის დროს ბავშვებზე იყო გადართული. ორივეს აწოდებდა საყვარელ კერძებს ჩანგლით და თან დასვრილ ტუჩებს წმენდდა. კესანე ღიღინებდა ,ფეხებს და თავს ამოძრავებდა სანი კი შედარებით მშვიდად იყო. ოდნავი ღელვაც არ ეტყობოდა ორ ბავშვთან მარტო დარჩენილს ისე ზრუნავდა როგორც გამოცდილი მამა.
_შენც მე მოგაწოდო ლუკმები თუ რას ელოდები ... _ იქამდე ეგონა არ მიყურებსო სანამ ქვემოდან არ ამოხედა. იცოდა მთელი ეს დრო დაჩის ყურებით რომ იყო დაკავებული,მაგრამ არ შეუმჩნევია და მითუმეტეს ამაზე კომენტარს არ გააკეთებდა.
_მირეკავენ _მართლაც განათდდა მისი მობილური და წამსვე გამოიყენა შანსი თავის გადასარჩენად _ ნახვამდის ბავშვებო ... _ ორივეს აკოცა და დაჩისთვის თვალიც არ გაუსწორებია ისე მოშორდა .
არც დაუშვია ,რომ მეორე დილას დაჩის მანქნაში აღმოჩნდებოდა. მოატყუა თუშეთზეც,დართლოში ასვლას მართლა გეგმავდა,მაგრამ მოგვიანებით დეიდაშვილებთან ერთად.
ჩრდილში ხეების ქვეშ ,ტბის პირას ჰამაკში იწვა. ყურსასმენები ჰქონდა მორგებული და წიგნს კითხულობდა პერიოდულად ხედით ტკბებოდა . იქამდე სანამ ისევ არ გამოჩნდა ჩადუნელის სილუეტი
_"გადამწვარი ხიდები " მეგონა სამედიცინო ლიტერატურით ხელდამშვენებულს გიხილავდი და შენ თურმე რომანს კითხულობ...
_რას აკეთებ _ როგორც კი დაინახა მაშინვე წამოჯდა და ტანზე მობრუნებული კაბის გასწორებაც ვერ მოასწრო ისე მიუჯდა გვერდით ჩადუნელი. ნახევარი სხეულით ეკვროდა და გავარვარებული შანთივით წვავდა მასთან ამგვარი სიახლოვე
_ანა მარტივად მიხვდა მისი ბედისწერა რომ იყო გეგა ცეცხლაძე და შენ ხარ ასეთი მიხვედრილი ,პეპი თუ უმნიშვნელო დაბრკოლებაც უკან გახევინებს
_არ მაქვს სასიყვარულო გამოცდილება და ინტერესი პირად ცხოვრებაში ვინმეს ყოფნის ,ვინმეს გამო რისკზე წასვლის _ წამოდგომა უნდოდა,მაგრამ იცოდა კაბა ისე იყო აკეცილი გასწორებას ვერ მოასწრებდა ,ნახევრად შიშველი დარჩებოდა მის წინ თუ შიშველი და მინდორზე გაშხლართულიც არ იქნებოდა ერთდროულად
_ანუ არ გჯერა ბედისწერის
_თითქოს შენ გჯერა და შენ შეგიძლია შეიყვარო გოგო, რომლის ძმის მკვლელობისთვის ციხეში იჯექი...ცხოვრება დაგენგრა და დაიჯერო რომ მის გვერდით ბედნიერება შეგიძლია. მის გვერდით სუნთქვას ვერ შეძლებდი. ამხელა გამბედაობაც არ გაქვს და ასე არც გიყვარს საკუთარი თავი პირად ემოციებს რომ აჰყვე,ყველა და ყველაფერი დაივიწყო. ბედისწერა უხილავი რამეა და შენ ხილულისაც არ გჯერა _ ბოლო წინადადებას ისეთი ტკივილი ამოაყოლა ლამის გული გაუჩერდა დაჩის
_ანა ყველაზე და ყველაფერზე უარს ამბობს , მასთან მიდის ,ნდობას უცხადებს და ბოლოს გაამართლებს კიდეც ეს გადაწყვეტილება
_ორივეს უყვარდა და იმიტომ გაამართლა გადაწყვეტილებამ თორემ მხოლოდ ანას მცდელობები უშედეგო იქნებოდა და მხოლოდ თავის დამცირება გამოვიდოდა
_წიგნის დასასრული რომ გითხარი,მაპატიე
_ვიცოდი ისედაც... არ ვკითხულობ დასვენების დროს ისეთ წიგნებს რომლებსაც არ აქვთ ბედნიერი დასასრული
_წინასწარ კითხულობ დასასრულს? რა აზრი აქვს ასე
_ორჯერ ერთი და იგივე წიგნის წაკითხვასაც არ აქვს აზრი ,მაგრამ "პატარა უფლისწული" სამჯერ წავიკითხე სამ სხვადასხვა ასაკში და ალბათ სიკვდილამდე კიდევ რამდენჯერმე წავიკითხავ ...
_მერე ბედისწერის როგორ არ გჯერა,პეპი? " მთავარი ყოველთვის უხილავიაო" არ უწერია ეგზიუპერს ?
_შენ ბიბლიოთეკაში თუ მსგავსი რომანები მოიძებნებოდა და თან წაკითხული გექნებოდა ვერ ვიფიქრებდი ...
_დიანას უყვარს ახალი წიგნების კითხვა და მსგავსი ერთ ღამეში წასაკითხი უამრავი წიგნი აქვს . ფრენის დროს ვუცვლით ხოლმე ერთმანეთს _ მზე მათ მხარეს გადმოიხარა, სალომეს სახეს უწვავდა და ინსტიქტურად მოუჩრდილა ხელით
_ბავშვები სად არიან
_შუადღეს სძინავთ
_მარტო დატოვე?
_ჩემი კოტეჯის უკან ვართ _ გაეღიმა მის სახეზე გამოხატულ კიდევ ერთ ემოციაზე. რაღა მაინცადამაინც ეს ადგილი ავარჩიეო გაიფიქრა . ფანჯრიდანაც ჩანდა ალბათ , გარედან ვერ უყურებდა შიგნით ვერაფერს თორემ _კესანეს და სანის შენს ნაცვლად დავპირდი ცხენებთან ერთად წავალთ თუ დაიძინებთ_თქო ... იმედია სიტყვას არ გამატეხინებ
_ჩემ მაგივრად რომ დაჰპირდი რას ფიქრობდი
_ფობიებს არ უნდა ებრძოლო? თანაც ეს შიში თუ ასეთ ლამაზ და ჭკვიან ქმნილებას ეხება
_შენ არაფერ ლამაზს და ჭკვიანს უფრთხი?_ არ უკითხავს საიდან იცი ჩემ ცხენების შიშზეო ,პასუხს უბრუნებდა სხარტად და არც ჩადუნელის გაშლილ ხელს იმჩნევდა .
_მე თუ ვუფრთხი მხოლოდ მისთვის და არა ჩემი ინტერესის გამო ... _ვეღარ უძლებდა,ახლოს თუ დარჩებოდა იმაზე მეტი მოუნდებოდა მანძილის შემცირება ვიდრე ახლა _ახლა ავდგები და ფრთხილად იყავი , არ გადმოყირავდე _ თვალები დახუჭა წამოდგომმამდე და მერეც ზურგით იდგა სანამ სალომე გასწორდებოდა. შემობრუნებულს წინ დაუხვდა
_ნახვამდის ...
_დარჩი ,ჩემი ფანჯრიდან დანახული მშვენიერი ხედი ,პეპი

როგორ უნდა დარჩენილიყო როცა იცოდა დაჩი ფანჯრიდან უყურებდა ან როგორ უნდა წასულიყო მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ.
რეტდასხმული იდგა ნაცნობი რომ მიუახლოვდა, ბიძაშვილი ლიკუნას კურსელი რომელიც შანსს არ უშვებდა მასთან შეხვედრის და ეჭვი ჰქონდა ახლაც მის გამო იყო იქ დამსვენებლის ამპლუაში
_მთელი დღეა დაგეძებ და როგორც იქნა გიპოვე ... _ დაუკითხავად მოეხვია, ლოყაზე აკოცა ,ხელი ჩაკიდა და დაჩის სასურველი ქმედებები წამში ისე განახორციელა თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყო,იყო კიდეც და არაფერი განსაკუთრებული განუცდია სალომეს . მისი მოშორება უნდოდა მხოლოდ _ გავისეირნოთ
_ბექა, გამითავისუფლე დასასვენებელი არეალი . გთხოვ ,არ მინდა შენი კომპანია ,შესანიშნავად ვგრძნობ თავს მარტოც
_რატომ იქცევი ასე ვერ ვხვდები ... მეგობრობა მინდა
_მეგობრობას არ ითხოვენ ბექა. მეგობრობა მოაქვს დროს , ცხოვრებას, საერთო რიტმს და მისწრაფებებს. მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს და არც მეგობრობა გამოვა ,არც მეგობრობით დაწყებული შეყვარებულობა
_ვინმე გყავს? ვის აღარ ვკითხე და არავის უთქვამს შეყვარებული ჰყავსო...
_აუცილებლად ვინმე უნდა მიყვარდეს შენ რომ არ მომწონდე? ახლა არ მკითხო რა არ მოგწონსო თორემ გამეცინება და იფიქრებ დამცინისო
_მაინც რა არ მოგწონს
_არ ხარ შენ ჩემი ადამიანი და მორჩა. გთხოვ ნუ გამიფუჭებ განწყობას,ბოლო დღე მაქვს აქ მშვიდად ,მარტო ყოფნისთვის. განზრახ ვაიძულე დავეტოვებინე დამატებით 2 დღით და ჩემი აზრის პატივისცემა მაინც გამოხატე
_მოიცადე ! აქ ჩამოვეხეტე ცოტა ხნით მარტო რომ მენახე და დაგლაპარაკებოდი და შენ ასე მიშორებ?
_უკაცრავად მე გთხოვე ჩამოსვლა? ოდესმე მოგეცი იმედი იმის რომ რამე გამოვიდოდა? წეხან მეგობრობას მთავაზობდი საერთოდ. მოწონებითაც კი არ მოგწონვარ,უბრალოდ უარს როგორ გკადრებ ეგ გაგიჟებს? და მე სულელი გოგო ვარ შენი აწეული ტონი,ამოკვიატება და არაადეკვატური ქცევა რომ მაგრძნობინებს თავს ვალდებულად? უნდა შემრცხვეს და ბოდიში მოგიხადო შენი წარმოდგენების გამო რომ დამადექი თუ იქნებ საწვავი ჩაგისხა და გაგიშვა. იქნებ რომელიმე საჩუქარი მივიღე,ზარზე გიპასუხე, შეტყობინებაზე თუ რას მემართლები _ ხმას არ უწევდა. არ იყო ის გოგო კივილ_წივილს რომ ატეხდა ,მაგრამ თმაზე მეტად ანათებდა ბრაზისგან. დაჩისთან თუ ფაიფურის თოჯინას ჰგავდა სხვა ყველასთან ალქაჯად გადაქცევა შეეძლო _უკან გაბრუნდი და არც დაგცდეს ჩემი სახელი არათუ მობოდო მომწონს ან მიყვარსო !
_გოგო შენ
_არ შემეხო მეტჯერ _ ხელზე წიგნი დაარტყა ,თითიც არ შეახო და ზურგი აქცია. საკუთარ კოტეჯში არ დაბრუნებულა, ინსტიქტურად გადაუხვია იმ მხარეს სადაც ცხენები იყვნენ . გონს რომ მოვიდა უკვე ესმოდა ჭიხვინის და ფლოქვების ხმა. ზოგიერთი მათგანი ისევ ღობის მიღმა იყო რამდენიმე კი იქვე დასეირნობდა . უცებ შეეკრა სუნთქვა,ემოციებისგან მზერადაბინდულს გულის წასვლის შეგრძნება ჰქონდა მხოლოდ . ფიქრობდა რომ მალე დაეჯახებოდნენ . მუხლებზე დაშვებული თავითაც მინდორს ეყრდნობოდა ნაცნობი ხმა რომ გაიგო და შეხება იგრძნო.
_უსაფრთხოდ ხარ,არაფერს დაგიშავრბენ ... უწყინარები არიან . შენთან ვარ _ ეხვეოდა და სახეზე ჩამოყრილ თმას აშორებდა შემდეგ კი ცრემლით დასველებულ ლოყებს უმშრალებდა _დამელაპარაკე ...
_დაჩი ... ვერ ვსუნთქავ
_ახლა ხელში აგიყვან შენ ჩამეხუტები,თვალებს დახუჭავ და რომ გაახელ ირგვლივ არაფერი იქნება ჩვენ გარდა _ სანამ წელზე მოავლებდა ხელს და შიშველ ფეხებზე შეეხებოდა იქამდე გააფრთხილა . ეჭვი ჰქონდა არც ესმოდა სალომეს მისი ,მაგრამ მაინც უნდა ეთქვა. ახლოს მიიზიდა , დახუჭულ თვალებს უკოცნიდა და ვერაფერზე ფიქრობდა იმის გარდა რომ მისი შიშის გაქრობა უნდოდა. საკუთარ საწოლზე დააწვინა და იქვე ჩამოჯდა _სალომე ... შემომხედე _ მისი ხელი ეჭირა,აკოცა კიდეც და თან ლოყაზე ეფერებოდა
_აღარ არიან ? მეგონა ...მეგონა გადამივლიდნენ
_დამშვიდდი... მორჩა _მის მტევანს არ უშვებდა ხელს . საწოლზე მჯდომს ისევ თმაზე შეეხო და მასთან კიდევ უფრო ახლოს მყოფმა ლოყაზე აკოცა _ კარგად ხარ ,უკანასკნელად შეგეშინდა ცხენების . გპირდები _ რატომ აძლევდა დაპირებებს. ვინ იყო მისთვის ,რა უფლება ჰქონდა ასე ახლოს რომ ჰყავდა და ამდენს ეფერებოდა. უბრალოდ უნდა გამოეყვანა ,უბრალოდ უნდა დაემშვიდებინა ის კი ისე ეფერებოდა უკვე ამ შეხებით ურევდა აზრებს
_მე ... მაპატიე . ჩაგიშალე დასვენება. როგორ წავედი იმ მხარეს არც კი მახსოვს
_ იჯექი ჯერ , დამშვიდდი და მერე გაგიყვან შენთან _ როგორც კი წამოდგომა სცადა მაშინვე შეაჩერა და თვითონ გაზარდა მანძილი_ წყალი დაალიე _ ჭიქა გაუვსო და მიაწოდა. საწოლზე აღარ დამჯდარა, ფანჯარასთან დადგა და მზერაც მოარიდა ზედმეტი უხერხულობა რომ არ გამოეწვია.
_როგორ მიპოვე
_ჰამაკში რომ ვერ დაგინახე და მხოლოდ წიგნი დამხვდა გამიკვირდა... _მოატყუა , ყველაფერი დაინახა და ყველაფერი მოისმინა მხოლოდ უკან გაყოლა დაუგვიანდა ისიც კი იფიქრა არ გავყვებიო და ბოლო წამს გადაიფიქრა.
_მადლობა ...
_მე თუ არა სხვა დაგეხმარებოდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
_პანიკური შეტევები შენც გაქვს? განსაკუთრებული როგორ არ არის... ვის ეშინია ასე ცხენების
_მას ვისაც უნახავს როგორ შეუძლია ცხენს ფეხებით გადაუაროს ადამიანს და დააზიანოს
_ვინ გითხრა
_შენმა ძმამ თქვა ადრე ...
_ნიკოსთან შენი მეგობრობის წლები..._ ჩუმად თქვა და ამჯერად საწოლს მოშორდა. ზედმეტი იყო ეს ყველაფერი ,დაჩისთან ასეთ სიახლოვეს ხომ მითუმეტეს არ იყო შეჩვეული _იმდენი ხანია გაიყარა თქვენი გზები არც კი მახსოვდა ოდესმე მეგობრები თუ გერქვათ
_გავალ მე და დარჩი ,გთხოვ ... მარტოს ვერ დაგტოვებ იქ და მაინც მოგაკითხავ . მეორე ოთახში ვიქნები,ბავშვებიც მალე გაიღვიძებენ ... გთხოვ დაივიწყე ჩემი აქ ყოფნა და უბრალოდ დაისვენე _ გავიდა ,კარი დახურა და მეზობელ ოთახში დაჯდა. ერთ მხარეს ბავშვებს ეძინათ მეორე მხარეს სალომე იყო და თვითონ ადგილს ვერ პოულობდა. ისე უნდოდა შუაზე გაეგლიჯა ყველაფერში დამნაშავე აბეზარი ბექა წულაძე .
რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვებმა გაიღვიძეს. მათ ოთახში შევიდა ,ორივეს ჩააცვა, მოაწესრიგა და მაგიდასთან დასვა სახატავი ფანქრებითა და ფურცლებით შეიარაღებულები.
_არ გავალთ გარეთ?
_გავალთ , ოღონდ მოგვიანებით ...არ იხმაუროთ ძალიან ხო? სნიკერსით გადაგიხდით სიმშვიდისთვის
_ისედაც დაგიჯერებდით,მაგრამ მოდი ჯერ მოგვეცი ერთი _სანი პირდაპირ მოლაპარაკებაზე წავიდა
_ გვითხარი რატომ ვიყოთ ჩუმად დაჩიკო? _კესანეს ინტერესი კლავდა
_ჩემ ოთახში მძინარე მზეთუნახავია
_მერე რატომ გვაჩუმებ?მაგას შენი კოცნის გარდა ვერაფერი გააღვიძებს _ სერიოზული სახე ჰქონდა კესოს კართან ახლოს მდგომ სალომეს კი ხმამაღალი სიცილი წასკდა. საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი იმ სამის შემყურეს
_სალომეე... შენ ხარ მძინარე მზეთუნახავი?
_მოიცა ,მოიცა დაჩი აქ იყო და როდის გაკოცა გასაღვიძებლად?
_ბავშვებოო გეყოფათ... სიმშვიდის შენარჩუნებაზე შეთანხმება ძალაშია. ნუ გადავღლით სალომეს_ თან ბავშვებს უყურებდა თან მისკენ მიდიოდა _ კარგად ხარ?
_გმადლობ ... _ლოყაზე აკოცა და წამში გაქრა იქედან
_ეს როგორი მზეთუნახავია თვითონ გაკოცა დაჩიკო _ კესანემ ვერ მოისვენა. დაჩიც ერთ ადგილს ვერ პოულობდა ,ბავშვებთან ერთად პასუხისმგებლობა ჰქონდა და წულაიას ვერ ურჩევდა საქმეს. სალომესთან მისასვლელად მიზეზი სჭირდებოდა და ბოლოს იპოვა კიდეც.
_დაჩიკო და ბავშვებოო როგორ ხართ?ჩვენ შემოვიარეთ მთელი კახეთი _ მატილდა მანქანიდან გადმოხტა და სამივეს მოეხვია. იოანე დაქანცული სახით მიაბიჯებდა . მატის სადაქალოც გამოფიტულები იყვნენ.
_თუშეთში მივდივართ ხვალ _ იოანესთან მარტო რომ დარჩა შემდეგ უთხრა
_ვინ მიდიხართ
_მე ბავშვები და სალომე
_ბავშვები მიგყავს თუშეთში მარტოს? დიკომ იცის?
_არ მეტყვის უარს ...
_რა გჭირს შენ
_სალომე მჭირს
_შანსი არაა ... გოგოს ზედ არ უყურებდი რა სალომე გჭირს . შენ რომ ვინმე მოგწონს სულ იმასთან ხარ
_უბრალოდ არ მომწონს და იმიტომ
_აბა გიყვარს ?
_ეგ არ ვიცი ... სახელების მოფიქრება არ მინდა
_აქამდე რატომ არ მითხარი ... მატილდაზე რომ გეჩიჩინებოდი ვერ მითხარი?
_ მეგონა არაფერს ვგრძნობდი მე
_და ის გრძნობდა მხოლოდ ?
_უბრალოდ მინდა ავიყვანო და მორჩა... გეუბნები რომ არ გაიკვირვო. არ ვიცი იქ როგორ დაიჭერს მობილური
_რაღაცნაირად ერთნაირები ხართ...ბავშვებთან ერთად არის და ცხენების არ ეშინია? _ იოანეს მხრიდან ჩანდა ეზოს ის ნაწილი სადაც მატილდა ,ინა,ბავშვები და უკვე სალომეც იყვნენ.
_შემშლის მგონი_ჩუმად თქვა და პორდაპირ იქეთ წავიდა სადაც სალომე იდგა. ღობის მიღმა იყვნენ ცხენები, კესანეს სტაფილოები ეჭირა კალათით და სალომეს აწოდებდა . ხის ღობესთან მოსულ ცხენს ჯერ ფრთხილად აჭმევდა მერე კი ბავშვის კარნახით თმაზეც მოეფერა. წამში შეხტა ცხენი რომ გამოძრავდა,ხელის შეხება ვერ გაბედა
_მოეფერეე იცი რა საყვარელია?
_სხვა დროს იყოს...ხომ ვაჭამეთ ახლა წავიდეთ იხვებს ვაჭამოთ
_მაინც როგორ შეგიძლია ასე უცებ მოერიო საკუთარ თავს
_დაცემა იმისთვისაა რომ წამოდგომის ფასი იცოდე ... მინდა აღარ მეშინოდეს და ერთ დღეს ალბათ შეიცვლება
_მენდობი ? _ რა უნდოდა,რატომ უსვამდა ასეთ კითხვებს მისი გონების არევა რომ შეეძლოთ. ისეთი თვალებით უყურებდა უფსკრულში ჩაყვებოდა იმ წამსვე
_და ?
_თვალები დახუჭე ცოტა ხნით _თქო რომ გითხრა დამიჯერებ?
_დაჩი ...
_გთხოვ ,მაჩვენე რომ მენდობი _ახლოს იყო ,იმდენად რომ მისი საუბარი მხოლოდ სალომეს ესმოდა. თვალები რომ დახუჭა გაეღიმა. ისე მოუნდა ეკოცნა და ისევ ეგრძნო მისი რბილი კანის შეხება
_დაჩი ... აქ ხარ ? _ წამით გადადგა ნაბიჯი და გაზრდილი მანძილიც იგრძნო _დაჩი _ თითებს ერთმანეთში ხლართავდა
_ჩემი ცხოვრება შვიდი წლის ასაკში შეიცვალა... იქამდე ყველაფერი ფერადი იყო და მერე დარჩა მხოლოდ წითელი ფერი. არც შავი,არც ნაცრისფერი... მხოლოდ სისხლისფერი იყო ჩემი ყველა კოშმარი. წითელი იყო ჩემი ტკივილისფერიც,მონატრებისფერიც და ობლობისფერიც. უდედმამოდ დარჩენილი 7 წლის დაჩი ყველაფერს უფრთხოდა და ყველაფრის ეშინოდა. თითი გაიჭრა ერთხელ ხახვის დაჭრის დროს და რომ დავინახე პანიკაში ჩავვარდი,გონება არ დამიკარგავს ,მაგრამ არაფერი მახსოვს დახრჩობის შეგრძნების გარდა. ერთ დღეს დინა ადგა და სისხლის ბანკში წამიყვანა. დონორი გახდა ,მაყურებინა როგორ უღებდნენ სისხლს სხვების გადასარჩენად. უამრავი ნივთი დამისახელა რომელსაც აქვს როგორც ზიანის მოტანის საშიშროება ასევე დახმარების ერთადერთი გზაა ხოლმე. დიანა არაა ჩვეულებრივი ქალი , მეც უჩვეულოდ გამზარდა. დანის სროლას მასწავლიდა ბავშვს რომელსაც მამამ დედა სამზარეულოს დანით მოუკლა. ხატვაზე და ფარიკაობაზე ერთ დღეს ვიყავი. დინას პირველი მთავარი გაკვეთილია "არაფერია შენზე საშიში და მთავარია შენი თავის კონტროლი შეძლო შენ სასიკეთოდ" _ესაუბრებოდა ყურთან ახლოს, არ უშვებდა ხელს მის თითებს და წელს. მაქსიმალურად უფანტავდა გონებას იქამდე სანამ ყველაზე მშვიდ და ლამაზ ცხენს მიუახლოვდებოდნენ. ილოც იქვე იყო , როდის და როგორ გამოჩნდა ზუსტ დროს დაჩიმ არ იცოდა.
_შიში შეიძლება გადააქციო შენ მთავარ იარაღად ... _ მისი მტევანი ეჭირა,თითები გააშლევინა და ისე შეეხო ცხენის შუბლს. გრძნობდა როგორ დაეჭიმა სხეული, ნაბიჯი უკან გადადგა და ზურგით მიეკრო გულ_მკერდზე
_გთხოვ ... დაჩი _ თავი მისკენ შეაბრუნა და დახუჭულ თვალებზე რომ აკოცა რაღა უნდა ექნა მერე. სანამ არ ეტყოდა შემომხედეო იქამდე არ გაახელდა
_რას გრძნობ ახლა
_რომ გული გამისკდება
_მოეფერე კიდევ , ისეთი საყვარელია... ისეთი თვალებით გიყურებს მოეწონე
_ნებისმიერ დროს შეუძლია დამაზიანოს რა მოვეწონე
_ეგ მასაც შეუძლია ვინც გულში გყავს და ვის სიყვარულსაც დაატარებ _ ცხვირის წვერით ეხებოდა თმაზე , სასიამოვნო სიო ქროდა და ყველგან მისი სუნი ტრიალებდა
_მისგანაც შორს ვარ მთელი ცხოვრებაა და რატომ უნდა ვიყო მასთან ახლოს ვინც მაშინებს
_იქნებ დროა მასაც მიუახლოვდე ვინც გიყვარს და არც იმას გაექცე ვინც გაშინებს _ მხარზე შეახო ტუჩები და კოცნით გაბრუებული შემოსვა უნაგირზე. სანამ კივილს დაიწყებდა იქამდე დაჯდა მის ზურგს უკან და ცხენი ნელა წაიყვანა ტყისკენ
_დაჩი,გთხოვ _ მუცელზე შემოხვეულ მის მტევანს ჩაებღაუჭა თითებით
_გაახილე თვალები ოღონდ ნელა მზემ რომ არ გატკინოს _ ისევ მის ყურთან ახლოს საუბრობდა . იმდენად ახლოს ჰყავდა საკუთარ გულსაც ვერ ამშვიდებდა .
_დაჩი
_ყველა ჯერზე სხვადასხვანაირად რომ წარმოთქვამ ჩემ სახელს თუ ხვდები
_ცხენზე ვზივართ ...
_შიში და სიყვარული ერთად _ რატომ ვერ ისვენებდა და ისიც როგორ აიგნორებდა მის ყველა მინიშნებას
_რა ლამაზია
_შეგიძლია მოეფერო ,მოეწონება . ნახე როგორი ლამაზია
_სულ შავია ... მართლა ლამაზია. რა იცოდი მთელი დღე მას ვუყურებდი. მეგონა ყველაზე უკარება და საშიში იყო
_მე რომელიც მგავდა ფერით უბრალოდ ის ავარჩიე , ჩვენკენაც ეს წამოვიდა პირველი
_იქნებ ყველაზე ურჩი იყო
_არ არის საშიში ხომ ხედავ
_შენთან ერთად რომ ვარ იმიტომ არ მეშინია _ჩუმად თქვა
_დაიჭირე წამი ,პეპი _ოდნავ შეახო ტუჩები თავზე . მზის სუნი ჰქონდა ,სითბოს,ზაფხულის, ყვავილების ,სიცოცხლის ასე აღიქვამდა ჩადუნელის გონება
_სად ვართ იცი?_ ირგვლივ რომ მიმოიხედა უკვე სასტუმროს ტერიტორიაც აღარ ჩანდა
_მინდორი გამოჩნდება მალე... ვენახებზე გამავალი
_ყველაფერი ისეთი ლამაზია ... ღმერთის ხელი ჩანს
_კიდევ რომ გთხოვო რაღაც დამიჯერებ?
_ისევ თვალები დავხუჭო ?
_არა ,ფართოდ გაახილე და ყველა მომენტი შეიგრძენი . არ დაგავიწყდეს რომ მე შენთან ვარ და ხელს არ გაგიშვებ
_მანიპულატორი ხარ ვიცი,მაგრამ ამდენი წელია გიცნობ და ჩემთან არ გამოგიყენებია შენი ეგ ნიჭი ახლა რა მოხდა. კახეთის ჰაერმა იმოქმედა?
_დამიჯერებ თუ არ
_თვალების დახუჭვა მხოლოდ მაშინ არ მინდება ხოლმე შენ რომ ხარ ახლოს _ჩურჩულებდა ხმამაღალ აღიარებას
_დაიმახსოვრე გამორჩეული დღე და ცხენების დანახვისას ეს მომენტები გაიხსენე მხოლოდ . მზის ჩასვლა, მე,შენ და ყორნისფერი ფაშატი _ ყურთან ეჩურჩულებოდა,ლოყაზე აკოცა და ცხენი წამში მოსწყვიტა ადგილს. ვენახებს შორის მდელოზე ქარივით გაიჭრა ცხოველი , სალომეს მსუბუქი შეკივლება ჩაესმა მხოლოდ და შემდეგ უყურებდა როგორ გაშალა ხელები ,დაიწყო შეგრძნებების დაჭერა .
_საოცარია ... მადლობა _ აჩქარებულ სუნთქვას ძლივს იჭერდა. როგორ მობრუნდნენ უკან ვერც გაიაზრა. უკვე ხედავდა სხვა ცხენებსაც და აღიქვამდა მათ სილამაზეს
_დაიჭირე _ აღვირი თითებში მიაჩეჩა , ერთი ხელი ისვე სალომეს მუცელზე ჰქონდა შემოხვეული მეორეთი კი ცხენს ეფერებოდა _კარგი გოგო ხარ , ყოჩაღი
_დაჩი ...
_უბრალოდ გეჭიროს,თვითონ იცის სად უნდა წავიდეს
_სიზმარი არ არის ხომ ? _თავი მისკენ შეაბრუნა ,თითქოს ახლა აღიქვა რამდენად ახლოს იყო _შიშის დასამარცხებლად ბედნიერი მოგონება საკმარისი იქნება ?
_ჩემთვის კი , შენთვის ვნახოთ _ ვერ გაიგო სალომემ რას გულისხმობდა დაჩი_შენი თმა დაისის ფერია _ სალომეს თვალებში დანახულ საკუთარ ანარეკლს მზერა მოაშორა , ვარდისფერ ტუჩებს გაუსწორა თვალი და შეეხო კიდეც სულ პირველად , პირველს.
ერთი წამი დასჭირდა წლების მანძილზე გაზრდილი მანძილის გადასალახად. აღარ უნდოდა მოშორებოდა , ვერ ეთმობოდა იქამდე სანამ ტუჩები არ დაუსველა ცრემლმა . ვინ ტიროდა პირველი კოცნის დროს . ასეთი დღის ასეთ დასასრულს
_შენ იცი დაჩიი ... _ ქვემოდან უყურებდა ღამისფერი თვალებით და ზუსტად წინ გადაშლილი ცისფერი იყო . მზე ჩადიოდა და მთვარეც ჩანდა ცაზე . ერთმანეთს ხვდებოდნენ იმ მომენტში და ცაც რამდენიმე ფერში იყო აჭრელებული. შავი ღრუბლები მოდიოდნენ გრილ ქართან ერთად წვიმის წვეთებიც წამოვიდოდნენ მალე ციდან. ზაფხულის თბილი წვიმა ანელებდა მათ შორის დანთებულ ცეცხლს
_გავიქცეთ თორემ დავსველდებით და გამიცივდები _ არ უთქვამს ვიცი წლებია რომ გიყვარვარო. არც ის უთქვამს მეც მაქვს მგონი გრძნობებიო ,არც ის გაურკვევლობაში ვარ ჩაძირული და დრო მჭირდება გასარკვევადო. ცხენიდან ჩამოსვა ,ხელი ჩაკიდა და წვიმის თქეშში გაიქცა მასთან ერთად.

ერთმანეთით გაბრუებულებს არ დაუნახავთ მატილდას კამერის ობიექტი რომ მიჰყვებოდა მათ ნაბიჯებს. იქნებ შენგელია იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი და მის მუზად გახდომა იყო უკვე რაღაც დიდის დასაწყისი.
_ არ დაიჯერო რომ სიზმარი იყო...
თავზე აკოცა და წავიდა.



ვფიქრობ მსუყე და სასიამოვნო თავი იყო ♡ გელით ♡



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ნამდვილად მსუყე თავი იყო,ვისიამოვნე ,ველოდები შემდეგს ♥️????მგონი კიდე შემოგვატება წყვილი ♥️

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თეო
ნამდვილად მსუყე თავი იყო,ვისიამოვნე ,ველოდები შემდეგს ♥️????მგონი კიდე შემოგვატება წყვილი ♥️

♡♡♡♡მალე დავდებ შემდეგს

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

მიყვარს შენი ისტორიები! ✨
მადლობა, რომ წერ✨

 


№4  offline წევრი T e T

უფ კარგი იყო ❤️‍????❤️‍????❤️‍????
მადლობა საოცრება მარიამ ❤️‍????

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიამი
მიყვარს შენი ისტორიები! ✨
მადლობა, რომ წერ✨

♡♡♡♡♡

T e T
უფ კარგი იყო ❤️‍????❤️‍????❤️‍????
მადლობა საოცრება მარიამ ❤️‍????

♡♡♡♡♡♡ მადლობაა

 


№6  offline წევრი penguin

მიყვარს თქვენი ისტორიები????იმდენად სასიამოვნო წასაკითხია ყველა,მაგრამ ეს ისტორია უკვე გახდა ჩემი სიყვარული❣️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

ამ ისტორიაში, ორი ისტორისს პერონაჟებია, მინდელების ვიცი და მეორე რომელია? დაჩი რომელი ისტორიდანაა?

 


№8  offline წევრი TamoTi

ვაიმე როგორი სიტკბოება დაგიწერია მარიამ????????????მიყვარს ,,დალომე,,
რა კარგები არიან♥️♥️♥️

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინა
ამ ისტორიაში, ორი ისტორისს პერონაჟებია, მინდელების ვიცი და მეორე რომელია? დაჩი რომელი ისტორიდანაა?

დაჩი ახალი პერსონაჟია
მინდელების ოჯახია ძველი ისტორიიდან

TamoTi
ვაიმე როგორი სიტკბოება დაგიწერია მარიამ????????????მიყვარს ,,დალომე,,
რა კარგები არიან♥️♥️♥️

♡♡♡♡♡

penguin
მიყვარს თქვენი ისტორიები????იმდენად სასიამოვნო წასაკითხია ყველა,მაგრამ ეს ისტორია უკვე გახდა ჩემი სიყვარული❣️

მადლობაა ♡♡♡ ძალიან მინდა ბოლომდე ასეთივე საინტერესო დარჩეს

 


№10 სტუმარი ელენე 1511

საოცარი შეგრძნებები, ემოციები,კითხულობ სუნთქვაშეკრული და არ გინდა დამათვრდეს!
ვცხოვრობთ თქვენი გმირების (უკვე ჩვენი გმირებიც არიან) ყოველდღიურობით და
ვხვდებით , რომ ცხხოვრება მშვენიერია თავისი ფერებით, ეს დაბრკოლებებიც კი ლამაზად
ჩანს, ტქვენი აღწერილი.
მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
დიდი მოლოდინით!

 


№11  offline წევრი Etuna_9391

ვგიჟდები თქვენს ისტორიებზე❤️საუკეთესო ხართ❤️

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

Etuna_9391
ვგიჟდები თქვენს ისტორიებზე❤️საუკეთესო ხართ❤️

მადლობა ♡♡♡

ელენე 1511
საოცარი შეგრძნებები, ემოციები,კითხულობ სუნთქვაშეკრული და არ გინდა დამათვრდეს!
ვცხოვრობთ თქვენი გმირების (უკვე ჩვენი გმირებიც არიან) ყოველდღიურობით და
ვხვდებით , რომ ცხხოვრება მშვენიერია თავისი ფერებით, ეს დაბრკოლებებიც კი ლამაზად
ჩანს, ტქვენი აღწერილი.
მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
დიდი მოლოდინით!

უღრმესი მადლობა ♡♡♡ წერას ჩემ ცხოვრებაში ფერები შემოაქვს და მიოხარია თქვენთანაც თუ იგივე ეფექტი აქვს

 


№13 სტუმარი ნინო ფეიქრიშვილი

აუ მალე დადე შემდეგი თავი უძალიანეს მაგარი იყო????❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი მაკა

აუ კაი იყო მომწონა❤️ გამოხარდა გადამწვარი
ხიდბი რომ ჩართე ჩემი ერთერთი ფავორიტი მწერალია ნათია წარმატებები მარიამო შენც მალე გამოგექვეყნებინოს შენი კრებული❤️❤️❤️

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ნინო ფეიქრიშვილი
აუ მალე დადე შემდეგი თავი უძალიანეს მაგარი იყო????❤️

ორ_სამ დღეში იქნება ახალი ♡♡

სტუმარი მაკა
აუ კაი იყო მომწონა❤️ გამოხარდა გადამწვარი
ხიდბი რომ ჩართე ჩემი ერთერთი ფავორიტი მწერალია ნათია წარმატებები მარიამო შენც მალე გამოგექვეყნებინოს შენი კრებული❤️❤️❤️

მადლობა ♡

 


№16 სტუმარი სტუმარი ანა

ავტორის სხვა რომანები შეგიძლიათ მითხრათ?

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანა
ავტორის სხვა რომანები შეგიძლიათ მითხრათ?

ნიკზე გადადით და ყველა სიახლე ნახეთ

 


№18  offline წევრი რუსკიმარუსია

ხომ ვამბობ იასესთვის ინა ცალკე სამყაროა და ყველაზე მეტად უფრთხილდება და ყველაფერი იცის მასზე. უკეთესი არ იქნება ასე შორიდან სიყვარულის და ზრუნვის გამოხატვას მივიდეს და ჩაეხუტოს? ჯიუტი კაცი. მეც განვმეორდები - ასეთმა როგორ მოკლა?
აი გიორგი კი დიდი გაიძვერა ვინმეა, თან ძალიან სარკასტული პიროვნებაა. რას ხლართავს ღმერთმა კი არა ეშმაკმაც არ იცის მგონი grinning
დაჩი არის ძალიან ჯიუტი არსება, მაგრამ ვატყობ არც სალომე იქნება მარტივი. ცოტაც აცადოს და წითელი ალქაჯი უჩვენებს როგორ უნდა წვალება და წამება relaxed
დინაზე და იასეზე რაღა ვთქვა. ორი ზრდასრული და ჩამოყალიბებული პიროვნებაა. იციან რა უნდათ ცხოვრებისგან და იმასაც იაზრებენ ერთმანეთისგან რა უნდათ, მაგრამ ცუდად დაიწყეს და დასაწყისი ჯერ ვერ გადალახეს.
ინამ კიდევ საკუთარ თავს მახე თავადვე დაუგო, თუმცა ეჭვი მეპარებს წინააღმდეგი იყოს მოსალოდნელი შედეგისა smile
საერთო ჯამში საკმაოდ მსუყე და ტკბილი თავი იყო.
შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№19 სტუმარი ნნნ

ინას პირველ ნაწილში უკვე არ ყავდა ვაჩე?

 


№20 სტუმარი ნანო

საოცარი გოგო ხარ.ისეთი პერსონაჟები გყავს,ცხოვრებაში რომ ინატრებს კაცი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent